You are on page 1of 7

I ტრიუმვირატი

1. რამ გამოიწვია ის ფაქტი,რომ სენატსა და კონსულს ქვეყნის მართვა უჭირდათ?

2.ვინ მეთაურობდა ჯარს?

3.ვის ემორჩილებოდნენ ლეგიონერები? რა მოვალეობები ჰქონდათ მათ?

4.როდის გამოჩნდნენ სარდლები,რომლებსაც ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის


პრეტეზია გაუჩნდათ?

5.ვინ იყვნენ ამ დროისთვის განსაკუთრებით პოპულარულები? რა დამსახურება ჰქონდათ


ამისთვის?

6.როდის დაბრუნდა იულიუს კეისარი გალიიდან რომში და რა მიიღო?

7.ვინ შეარიგა მან?

8.რა გაფორმდა მათ შორის? რას ითვალისწინებდა? რის ერთობას უწიდებდნენ ამ სამს ?

9.ვინ სად მოღვაწეობდა პირველი ტრიუმვირატის პერიოდში?

10.სად და როდის მოკვდა კრასუსი? რა გამოიწვია ამან?

11.სად წარმოთქვა იულისმა ისტორიული სიტყვა? იციტირე.

12.როდის დასრულდა ეს ბრძოლა? ვისი გამარჯვებით? რა დაემართა დამარცხებულს?

1.რომის რესპუბლიკის ტერიტორიის გაზრდამ.

2. ჯარის გამოცდილი მხედარმთავრები,რადგან ბრძოლები იმპერიიდან ათასობით


კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობდა და კონსულებს არ ჰქონდათ მათი
ხელმძღვანელობის საშუალება.

3. სარდალს,რადგან სარდლები თვთონაგტოვებდნენ ჯარს, ხელფასს უხდიდნენ და


ნადავლს უნაწილებენ.

4. ძვ.წ პირველ საუკუნეში.

5. სპარტაკის აჯანყების ჩამხშობი კრასუსი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეების წინააღმდეგ და


აღმოსავლეთში ბრძოლებით განთქმული პომპეუსი და იულიუს კეისარი, რომელმაც
წარმატებით ჩაახშო აჯანყება ესპანეთში.

6.ძვ.წ 60 წელს, კონსულის თანამდებობა.

7.დაპირისპირებული პომპეუსი და კრასუსი.

8.არაოფიციალური ხელშეკრულება,რომ ერთმანეთს ყველაფერში დაეხმარებოდნენ .


ტრიუმვრატი - სამი ადამიანის მმართველობა - ჭკუა (იულიუს კეისარი), ფული (კრასუსი) და
ძალა(პომპეუსი).
9.იულიუს კეისარი - გალიაში (მის ხელში აღმოჩნდა უზარმაზარი ტერიტორია მდ.
რაინიდან და ალპებიდან ატანტის ოკეანემდე და პირენეის მთებამდე ) და ბრიტანეთის
სამხრეთი.

კრასუსი აღმოსავლეთში გაემართა პართიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პომპეუსს სამართავი დარჩა რომის შიდა ტერიტორია.

10. ძვ.წ 53 წელს პართიელებთან ბრძოლაში უკან დახევისას მოკლეს. მისი


გარდაცვალების შემდეგ ურთიერთბა დაიძაბა კეისარსა და პომპეუსს შორის და პომპეუსი
ერთპიროვნულ მმართელად გამოაცხადდეს.

11.მდ.რუბიკონთან. „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“

12.ძვ.წ 48 წელს იულიუსის გამარჯვებით. გაქცეუი პომპეუსი ეგვიპტეში მოკლეს.


იმპერიის დამყარება რომში
1.რა მოხდა ამ ბრძოლების შემდეგ?

2.ვინ იყო უკმაყოფილო კეისრის მმართველობით? როგორ დ როდის მოკლეს ის?

3.ვინ გაანადგურა მოწინააღმდეგეთა ჯარები?

4.როდის მოვიდნენ ისინი სახელმწიფო სათავეში? რისი სახელითაა ცნობილი ეს


მმართველობა?

5.როგორ დაინაწილეს მმართველობა?

6.ვინ ჩამოშორდა ყველაზე პირველად პოლიტიკურ ასპარეზს? რა განაპირობა ამან?

7.რა გამოიწვია ანტონიუსის საქციელმა?

8.როგორი მმართველობა დამყარდა რომში? რას უწდებდა ოქტავიანე თავის თავს? რას
ნიშნავს?

9.რომელი ისტორიკოსი წერს მათი შეხვედრის შესახებ მდინარის ერთ-ერთ კონცხთან?


რომელ საუკუნეებში?

1.იულიუსუ რომში დარჩა და ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას შეუდგა. ის ჩაერია


ეგვიპტეში ატეხილ სამოქალაქო ომში და მხარი დაუჭირა გარდაცვლილი მეფის
ქალიშვილს,კლეოპატრას,ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაამარცხა პონტოს მეფე
ფარნაკე,რომელსაც მც.აზიის დაპყრობა სურდა და პომპეუსის ვაჟები ,რომლებმაც
ესპანეთში მის წინააღმდეგ ჯარი შეკრიბეს.

2.სენატორების უმრავლესობა. ძვ.წ 44 წელს შეთქმუება მოუწყვეს და მოკლეს.

3.კეისრის ერყულებმა ოქტავიანემ, ემილიუს ლეპიდიუსმა და მარკუს ანტონიუსმა.

4.ძვ,წ 43 წელს, მე-2 ტრიუმვირატის სახელით.

5.ანტონიუსი აღმოსავლეთის მიწებს მართავდა, დროს ძირითადად ეგვიპტის დედაქალაქ


ალექსანდრიაში ატარებდა.

ოქტავიანე დასავლეთ მიწების მმართველი გახდა.

ლეპიდიუსი - აფრიკის.

6.ლეპიდიუსი. ანტონიუსი გაცილდა ცოლს,ანტონიუსის დას და ცოლად შეირთო ეგვიპტის


მმართველი კლეოპატრა და როის აღმოსავლეთი პროვინციები აჩუქა.

7.მასა და ოქტავიანეს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ბრძოლა ძვ.წ 31 წელს,აქციუმის


კონცხთან მოხდა, ანტონიუსი დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა. მომდევნო წელს
ოქტავიანემ ეგვიპტე დაიკავა. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავებიმოიკლეს.

8. ერთპიროვნული მმართველობა. ოქტავიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი და


საკუთარ თავს ავგუსტუსს(„ღვთაებრივს“) უწოდებდა.
9.დიონ კასიოსი, მე-2-მე-3 სს.

პრონციპატი
1. ვისი მმართველობის რეფორმებმა ჩაუყარა საფუძველი პრინციპატს?

2. მმართველობის რომელი შტოები ჩაიგდეს მათ ხელში?

3.რომელი ორგანო აძლევდა მათ ამ უფლებებს?

4.რა ერქვა სახელმწიო წყობას? უმაღლესი თანამდებობის პირს?

5.რა უფლებები დარჩა სენატსა და სახალხო კრებას?

6.შეიცვალა თუ არა მმართველობის ფომა ოქტავიანეს გარდაცვალების შემდეგ? ვინ


აირჩია სახალხო კრებამ?

7.რატომ უფრო გახდა არმიაში სამსახური მიმზიდველი?

8.როდის შეწყვიტა რომმა დაპყრობები და რაზე გადაერთო?

9.რა შეიქმნა ამ დროს?

10.ვისკენ იყო ეს მიმართული?

11.რა ეწოდებოდა ამ ნაგებობებს?რომელია ყველაზე ცნობილი?

12.ვინ გამოსცა „კარაკალას ედიქტი“? როდის? რას ითვალისწინებდა?

1.ოქტავიანეს.

2.სამოქალაქო, სამხედრო და რელიგიური ძალაუფლება, გახდნენ უმაღლესი ქურუმები.

3. სენატი და სახალხო კრება.

4.“რესპუბლიკა“ , „პრინცეპსი“ - იმპერატორს (ლათ.პირველი,მეთაური)

5.დარჩა მკვეთრად შეზღუდული უფლება-მოსილება. თუ ისინი ადრე რომის მოქალაქეთა


ინტერესის გამომხატველკი იყო,ამჯერად სრულიად ემორჩილებოდა
იმპერატორს,პრინცეპსს. სენატში კენჭისყრის დროს იმპერატორი პირველი აცხადებდა
თავის გადაწყვეტილებას და სენატორები იმავეს იმეორებდნენ.

6. არ შეცვლილა, მის მიერ დასახელებული მემკვიდრე გერი ტიბერიუსი.

7. ის,ვინც ჯარში სამსახურს დაამთავრებდა, მიწებს აძლევდნენ.

8. ახ.წ მე-2 საუკუნიდან და მპერიის ტერიტორიის შენარჩუნებაზე გადაერთო.

9.თავდაცვითი ზღუდეები, ციხესიმაგრეების მთელი სისტემა,რომელიც საზღვრებზე


განლაგდა.

10.სხვადასხვა მეომარი ტომების (კელტური,გერმანული,თურქული) წინააღმდეგ,


რომლებიც ხშირად თავს ესხმოდნენ რომის ტერიტორიებს.
11. „ლიმეს რომანუსი“, ზემოგერმანული ლიმესი და ადრიანეს კედელი ბრიტანეთში

12. იმპერატორმა კარაკალამ,ყველა უცხოტომელს,ვინც, ჯარში იმსახურებდა ,


მოქალაქეობას და ყველა უფლებას აძლევდა. 212 წ.

რომაული საზოგადოება
ვის ეწოდებოდა კოლონები?

მსხვილი მიწათმფლობელები მამულებს მცირე აკვეთებად ყოფდნენ და თავისუფალ


გლეხებს იჯარით აძლევდნენ. ასეთ წვრილ მოიჯარადებს კოლონებს უწოდებდნენ. ისინი
მიწათმფლობელს საიჯარო გადასახადს აძლევდნენ,დანარჩენი პროდუქტი კი მათ
რჩებოდათ. ასეთი ეკონომიკური და სოციალური სისტემის ჩამოყალიბებამ შრომის
ნაყოფიერების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყანაში სიმდიდრის დაგროვება გამოიწვია.

დიოკლიტიანეს რეფორმები, დომინატი


1. ვისი როლი შეირყა მე-3 საუკუნეში და რა გაიზარდა?

2.რად იწოდებიან იმ პერიოდუს იმპერატორები?

3.რით იყო ქვეყანა დასუსტებული?


4.ვისი ძიებით იყო დაინტერესებული რომის მოსახლეობა? ვინ გამოჩნდა ამ დროს?

5.რომელი ეტაპის დამკვიდრება უკავშირდება მის სახელს?

6.რატომ დაინიშნა დიოკლიტიანემ თანამმართველები? მმართველობის ფორმა?

7.რად იწოდებოდნენ ის და თავისი თანამებრძოლები?

8. რას იტყვით მემკვიდრეობასთან დაკავშირებით?

9.რომელი უწყება შეიქმნა მის დროს?

10.დიოკლიტიანე შეეცადა,საიმპერატორო ძალაუფლება მდიდრული კარის ცერემონიებით


განემტკიცებინა. რა შემოიღო მან?

11.ისაუბრეთ სამხედრო რეფორის შესახებ.

12.ვის დაევალა მოლაშქრეების გამოყოფა?როგორ იწვევდნენ მათ?ვინ მსახურობდა ასევე


მათთან? რამდენჯერ გაზარდა ამით დიოკლიტიანემ ლაშქრის ოდენობა?

13.ისაუბრეთ საგადასახადო და ფინანსურ რეფორმაზე.

14.ისაუბრეთ რელიგიურ რეფორმაზე .

15.რომელი ისტორიკოსი წერს „იმპერატორ კონსტანტინეს ცხოვრებაში“ ქრისტიანობის


შეწყალების შესახებ?

1.იმპერატორის და გაიზარდა არმიის როლი.

2. „არმიის იმპერატორებად“

3.შინაომებით.

4.ძლიერი მმართველის ძიებით,სწორედ ამ დროს გამოჩნდა დიოკლიტიანე,რომელიც


უაღრესად ნიჭიები და ენერგიული მმართელი იყო.

5.“დომინატის“,რომლის დროსაც გაიზარდა იმპერატორის უფლება-მოვალეობა.

6.რადგან ხედავდა,რომ ქვეყანას მარტო ვეღარ მართავდა. „ტეტრარქია“.

7.დიოკლიტიანე და მაქსიმიანე ავგუსტუსებად,ხოლო თანამშემწეები - კეისრებად.

8.დაწესდა საიმპერატორო ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა.

9.საიდუმლო პოლიცია.

10.იმპერატორისადმი მისალმების წესი - დომინუს(ლათ.“ბატონო“,“სახლის პატრონი“)

11.მან ჯარი ორ ძირითად ნაწილად გაყო : სასაზღვრო ჯარად,რომელიც ძირითადად


იმყოფებოდა განსაზღვრულ სასაზღვრო ზოლზე და მობულურ ნაწილებად. მნიშნელობა
მიენიჭა დისციპლინას. დიოკლიტიანეს მონეტებზე ამოტვიფრული იყო ლოზუნგები
„ჯარისკაცის ერთგულება“, „ჯარისკაცის სიმამაცე“. ასევე დიოკლიტიანემ შემოიღო
სავალდებულო გაწვევა, რამაც გაზარდა ლაშქრის რაოდენობა.

12. მსხვილ და საშუალო მიწათმოქმედებს. გაწვევა ყოველწლიური იყო, ოღონდ ქვეყნის


სხვადასხვა ნაწილიდან და დაცული იყო რიგითობა,მსხვილ მიწათმოქმედს 1 ან მეტი
მოლაშქრე უნდა გამოეყვანა,შედარებით მცირეები აერთიანებდნენ. ასევე გარკვეული
საფასურის სანაცვლოდ მონაწილეობდნენ ბარბაროსებიც. ამით ლაშქარი 4ჯერ გაიზარდა.

13.საგადასახადო ერთეული დასამუშავებელი მიწა გახდა. ვისაც მეტი მიწა ჰქონდა,მეტს


იხდიდა. ბეგარა დაუწესდა იტალიის მოსახლეობას,რომელიც ადრე მიწის გადასახადს არ
იხდიდა. მოიჭრა ახალი ოქროს,ვერცხლისა და სპილენძის ონეტები. სახელმწიფო ჩაერია
ფასების საკითხშიც, მან მაქსიმალური ფასები დააწესა,ვაჭარი ვეღარ გაზრდიდა,ამით
შეამცირა სპეკულაცია. დაწესდა ხელფასის მაქსიმალური ზღვარი.

14.მის დროს გაძლიერდა ძველი რომაული რელიგია. მთავარ ღმერთად გამოცხადდა


იუპიტერი,ამავე დროს ხაზი გაესვა იმპერატორის ღვთიურ წარმომავლობას. დაიწყო
ქრისტიანობის დევნა, იმის გამო,რომ დიოკლიტიანეს დროს ქრისტიანებმა უარი თქვეს
ჯარში მსახურებაზე,მან გამოსცა სპეციალური განკარგულებები ქრისტიანების წინააღმდეგ.

15.ევსევი კესარიელი.

You might also like