You are on page 1of 5

ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება

1.რამ გამოიწვია დიდი ცვლილებები ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ


ცხოვრებაში?აღწერეთ მდგომარეობა.

2.რას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ვაჭრობისა და ხელოსნობის


განვითარებაში?.აღწერეთ ვითარება.

3.რა წარმოიშვა გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ახალი გზების აღმოჩენასთან


ერთად?

4.ვინ აწარმოებდა ვაჭრობას ახალ აღმოჩენილ ტერიტორიებთან? შედეგად,ვინ ჩაება


ამ პროცესში?

5.რის შედეგად დაგროვდა ევროპაში დიდი ქონება? რას გულისხმობდა?

6.ამ ურთიერთობების პერიოდში რა გახდა ევროპისათვის აუცილებელი?

7.როდის გაჩნდა პირველი ეკონომიკური იდეები? სრულყოფილი სახით ამოქმედდა?


რომელი ორი ძირითადი მიმართულება გაჩნდ ევროპაში იმ დროისთვის?

1. ფეოდალიზმის დაქვეითებამ და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბებამ


დიდი ცვლილებები გამოიწვია ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე-15
საუკუნიდან მოყოლებული ვითარდებოდა ვაჭარ-ხელოსანთა ფენა, რომელიც ნელ-
ნელა დიდ ქონებას აგროვებდა. წარმოებისა და ვაჭრობის განვითარება კი ახალი
ეკონომიკური სისტემის შექმნას მოითხოვდა. ფეოდალური ურთიერთობების
სავაჭრო-საგადასახადო მეთოდები აღარ იყო საკმარისად ეფექტური მზარდი
ეკონომიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2. ძველი ფეოდალური სისტემის ნგრევასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა


დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს. ამ პერიოდამდე ევროპის სახელმწიფოები
ძირითადად ერთმანეთთან ვაჭრობდნენ, ხოლო ჩინეთდან და ინდოეთთან ვაჭრობა
უმეტესად ხმელთაშუა ზღვის სანაოსნო გზებისა და ქალაქების მეშვეობით
ხორციელდებოდა.

3. ახალი საზღვაო გზების აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა პროდუქტის შეძენის,


მოპოვებისა და გასაღების ახალი ადგილები - ამერიკაში, აფრიკაში, შორეულ
აღმოსავლეთში. ამერიკიდან ევროპაში დიდი რაოდენობის მუშახელი (ინდიელები),
საკვები პროდუქტი და ოქრო-ვერცხლი შედიოდა, აფრიკიდან მონები სამუშაოდ
გაჰყავდათ ამერიკის და ევროპის მიმართულებით, რომლებსაც იყენებდნენ შაქრის
ლერწმის პლანტაციებში სამუშაოდ. შორეული აღმოსავლეთიდან ევროპაში შედიოდა
დიდი რაოდენობით ეგზოტიკური პროდუქტი და სანელებლები.

4. ვაჭრობას აწამოებდნენ ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ნიდერლანდის,


საფრანგეთის, დანიისა და რუსეთის ქალაქები. შედეგად თითქმის მთელი ევროპა
იყო ჩართული ამ პროცესში.

5. კოლონიალური ვაჭრობის შედეგად ევროპაში დიდი ქონება დაგროვდა, რომელიც


ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ხელოსნობის განვითარებასაც უწყობდა ხელს.
ევროპელი ხელოსნების მიერ წარმოებული პროდუქცია გასაყიდად ამერიკის,
აფრიკისა და აზიის კოლონიებში იგზავნებოდა.

6.ახალი და სრულყოფილი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება. მისი მეშვეობით


მზარდი ეკონომიკის მართვა და კონტროლი იქნებოდა შესაძლებელი.

7. პირველი ეკონომიკური თეორიები ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში გაჩნდა. მაგრამ


ისინი სრულყოფილი სახით მე-17 საუკუნიდან ამოქმედდა. იმ დროს ევროპაში
გაჩნდა ორი ძირითადი ეკონომიკური მიმართულება : მერკანტილიზმი და
ფიზიოკრატია.

მერკანტილიზმი
1.რამდენი ძირითადი ეტპი გაიარა მერკანტილიზმმა?დაახასიათეთ ორივე.

2. რა ძირითადი განსხვავებაა ამ ორ ეტაპს შორის?

3. როდის მატულობს ფული ქვეყანაში მერკანილიზმის აზრით?

4.რა მიაჩნდათ საჭირო მერკანტილისტებს აქტიური სავაჭრო ბალანსის მისაღებად?


რას ითხოვდნენ ისინი? რა ეწოდება ამ სისტემას?

5. რა ზომებს მიმართა ელიზაბედმა ინგლისში?

6. რის დასაყრდენად იქცა მერკანტილიზმი მე-17 საუკუნეში?

7. ვინ მოქმედებმა მერკანტილიზმის პრინციპებით?

8. რა რეფორმები გაატარა კოლბერმა?

1.ორი ძირითადი ეტაპი გაიარა. ადრინდელი მერკანტილიზმი,რომელიც ინგლისში


წარმოიშვა, მე-15-მე-17 სს.-ში არსებობდა. მისი მიმდევრებისთვის სიმდიდრის
მთავარი წყარო ფასეულობათა ფლობით (ოქრო,ვერცხლი) განისაზღვრებოდა. მათი
აზრით, აუცილებელი იყო ძვირფასი ლითონების უცხოეთში გატანის აკრძალვა.
გვიანდელი მერკანტილიზმი მე-17-მე-18 სს.ში არსებობდა და მისმა
წარმომადგენლებმა პირველად გამოიყენეს აქტიური და პასიური სავაჭრო
ბალანსების ცნებები. აქტიური ბალანსი - ქვეყნიდან გატანილი, პასიური - ქვეყანაში
შემოტანილი პროდუქტი. მერკანტილიზმმის მთავარი პრინციპი იყო დადებით
სავაჭრო ბალანსის მიღება,რაც იმას გულისხმობდა, რომ ქვეყნის ექსპორტი უფრო
მეტი უნდაყოფილიყო,ვიდრე იმპორტი.

2. პირველი სიმდიდრეს ოქრო-ვერცხლთან აიგივებდა და ფულის ფუნქციები


მხოლოდ დაგროვების დონემდე დაჰყავდა, ხოლო მეორე სიმდიდრედ მიიჩნმევდა
პროდუქციას,რომელიც უცხოეთის ბაზარზე ფულად უნდა გარდაქმნილიყო.

3. თუ წარმოებული პროდუქტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყიდება, მაშინ ფული


ხელიდან ხელში გადადის და მისი რაოდენობა არ მატულობს, ხოლო თუ
საზღვარგარეთ გადის, ქვეყანაში ფულის რაოდენობა იზრდება.

4.საჭიროდ მიაჩნიათ სახელმწიფოს მიერ ვაჭრობის მთლიანად ხელში აღება. ისინი


მმართველების უშუალო ჩარევას ითხოვენ.პროტექციონიზმი.

5.ელისაბედმა დააწესა ე.წ თევზის დღე, როცახორცის გაყიდვა იკრძალებოდა და


შესაბამისად,იმატა თევზზე მოთხოვნამ. ასევე დააწესა,რომ მიცვალებულები
მხოლოდ შალით უნდა დაეკრძალათ.

6. ფრანგული აბსოლუტიზმის ფინანსურ დასაყრდენად.

7. ლუი მე-14ს მთავარი ფინანსისტი კოლბერი სწორედ მერკანტილიზმის


პრინციპებით მოქმედებდა და საფრანგეთი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად
აქცია.

8. დააწესა მაღალი საბაჟო ტარიფები უცხოურ საქონელზე, გააუქმა შიდა საბაჟოები,


აკრძალა ნედლეულის გატანა, ფრანგული კოლონიალიზმის გასამყარებლად ააფუძნა
აეაერთი სავაჭრო კონპანია, რომლებსაც კოლონიებიდან საფრანგეთში დიდი
რაოდენობის პროდუქცია შემოჰქონდათ და საფრანგეთში წარმოებული კოლონიებში
გაჰქონდათ.

 ვინ შეიმუშავა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 9პუნქტიანი გეგმა?


 ავსტრიელმა იუსრისტმა ფილიპ ვილჰელმ დე ჰორნიკმა.

ფიზიოკრატები
1.სად და როდის გავრცელდა ახალი ეკონომიკური თეორია ფიზიოკრატია?

2.ვინ ითვლება მის ფუძემდებლად?

3.რას ჰქონდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის,


ფიზიოკრატების აზრით?

4. რა წარმოადგენდა ქონების დაგროვების ძირითად დებულებას?

5.რამდენ ფენად ჰყოფდნენ ფიზიოკრატები საზოგადოებას?

6. მიაგნეს თუ არა ფიზიოკრატებმა ეკონომიკის თანამედროვე მოდელს?

1. მე-17 საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთიდან ევროპაში.

2. ფრანსუა კენე, რომელიც საფრანგეთის მეფის მუი მე-15(1715-1775) პირადი ექიმი


და მრჩეველი იყო.

3. სოფლის მეურნეობის განვითარებას. სიმდიდრის დაგროვების საფუძველია


სოფლის მეურნეობა, ხოლო ეკონომიკისა და ვაჭრობის სხვა დარგები მის დამხმარე
მიმართულებას წარმოადგენს.

4. მერკანტილიზმის დებულებების საწინააღმდეგოდ ქონების დაგროვების მთავარ


საშუალებას ფულის დ საქონლის მიმოქცევა კი არა, არამედ პროდუქციის წარმოება
წარმოადგენდა.

 5.მიწათმფლობელები (ფლობენ და აქირავებენ სახნავ-სათესს),


 მწარმოებლები(მიათმფლობელების საკუთრებას ამუშავებენ და ქმნიდნენ მზა
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას)
 „უნაყოფოები“(აერთიანებდნენ იმ მოქალაქეებს,რომლებიც დასაქმებულნი
იყვნენ მეურნეობის სხვა დარგებში,სოფლის მეურნეობის გამოკლებით)

6.ვერ მიაგნეს.

ადამ სმითი
1. ვინ ითამაშა უდიდესი როლი თანამედროვე ეკონომიკის ჩამოყალიბებაში?

2.რამდენ ფენად გაანაწილა საზოგადოება?

3. რა დასკვნამდე მივიდა იგი?


1.შოტლანდიელმა ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ადამ სმითმა (1723-1790)

2. სამ ფენად. მიწათმოქმედები, კაპიტალისტები და მუშები.

3.სიმდიდრის საფუძველია შრომა. თუ ადამიანი შრომობს და მისი შრომა მხოლოდ


არსებობას აკმაყოფილებს, სიმდიდრე არ იქმნება. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მან
არ აკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, არამედ, მან უნდ აკეთოს ის,რაც კარგად
გამოსდის.

You might also like