You are on page 1of 10

კათოლიკე მისიონერები საქართველოში

პირველი მისიონერები

1. როდის დაიწყეს პირველად შემოსვლა კათოლიკე მისიონერებმა ?


2. როდის, რომელი ქალაქიდან, საქართველოს რომელ ქალაქში, ვისი ბრძანებით
(რომელი პაპის) და რატომ გადმოიტანეს კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო
ცენტრი ?
3. დღევანდელი რომელი ქვეყნის რომელი ქალაქია სმირნა?
4. დაახასიათეთ პაპი იოანე XXII-ის განკარგულება სმირნის საეპისკოპოსო ცენტრის
თბილისში გადმოტანის შესახებ (1329 წ.)
5. ვინ იყვნენ პირველი მისიონერები ?
6. რა გააკეთეს ამ მისიონერებმა თბილისში ?
7. ვინ გამოჩნდა იმავე საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში ? რა გააკეთეს მათ?
8. რის შედეგად გაუქმდა და როდის თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო და
შემცირდა მრევლი ? კიდევ ვინ რას ვერ ბედავდა?
9. როდიდან გამოცოცხლდა შედარებით ევროპასთან ურთიერთობები და განახლდა
საქართველოში მისიონერთა მოღვაწეობაც?

პასუხები:

1. XIII საუკუნიდან.
2. 1329 წელს ოსმალების მიერ შევიწროებული ქალაქი სმირნიდან კათოლიკური
ეკლესიის საეპისკოპოსო ცენტრი თბილისში გადმოიტანეს, რომის პაპ იოანე XXII-ის
ბრძანებით.
3. თურქეთში მდებარე ქალაქი იზმირი.
4. „შემდგომ ბევრი რჩევისა და გამოძიებისა დავრწმნდით ჩვენ და ჩვენი ძმები
კარდინალები, რომ ტფილისი, ქართველთა სამეფოს შუაგული ადგილი, საუკეთესო,
მეტად შესანიშნავი, ერთი სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია.. ჩვენის
ხსენებულის ძმების რჩევით და ჩვენის სრულის მოციქულებრივის ხელმწიფების
ძალით სმირნის საეპისკოპოსო კათედრა გადაგვაქვს ხსენებულ ტბილის ქალაქს,
რადგან უკეთუ სამოციქულო საყდრის მოწყალებითიმ ადგილს დაინიშნა
ეპისკოპოსი.. ჩვენის ხსენებულის სრულის უფლებით ტფილისი გავხაეთ
საეპისკოპოსო ქალაქად და ეწოდებოდეს მუდამ ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი.“
5. ფრანცისკელი ორდენის წევრები - ე.წ. მინორიტები (უმცროსი ძმები).
6. მონასტერი დააარსეს და კათოლიკობის პროპაგანდა დაიწყეს.
7. დომინიკელთა ორდენის წევრები, რომლებმაც ასევე თავიანთი მონასტერი დააარსეს
თბილისში.
8. XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალეთმა ბოსფორ-დარდანელის სრუტეები ჩაკეტა და
აშკარა შეტევაზე გადავიდა. ამის შედეგად გაუქმდა თბილისის კათოლიკური
საეპისკოპოსო და მრევლი შემცირდა. დომინიკელები და ფრანცისკელები
საქართველოში შემოსვლას ვეღარ ბედავდნენ.
9. XVII საუკუნის 10-იანი წლებიდან ევროპასთან ურთიერთობები შედარებით
გამოცოცხლდა და საქართველოში მისიონერთა მოღვაწეობაც განახლდა.

მისიონერული მოძრაობის განვითარება საქართველოში

1. ვინ იყო პიეტრო დელა ვალე ?


2. რა იყო თეატინელთა სამოღვაწეო ასპარეზი ?
3. რომელ ქალაქებში დაარსდა კათოლიკური თემები ?
4. რომელ წელს, სად და რა ინსტრუქცია შეადგინეს ?
5. ამ ინსტრუქციების მიხედვით, რა უნდა გაეკეთებინათ მისიონერებს ? კიდევ რა
იყო აქ ნათქვამი ? რითი მოამარაგეს მისიონერები ? კიდევ რაზეა ლაპარაკი
ინსტრუქციის სხვადასხვა პუნქტში ?
6. რა იყო ვატიკანის მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით ?
7. უმთავრესად რა იყო ამ მისიონერების ჩვენს ქვეყანაში მოძრაობის მიზეზი ?
8. რას წერს საქართველოში შემოსული ერთ-ერთი პირველი მისიონერი ?
9. სად დაიდეს მისიონერებმა ბინა თავდაპირველად ? რომელი მეფე უწევდა მათ
პატრონობას ? რას ცდილობდა ის მისიონერების დახმარებით?
10. ვინ გამეფდა საქართველოში 1633 წელს ? ვის ინტერესებს ატარებდა ის ? სად
გაიხიზნა თეიმურაზი ?
11. რა დამოკიდებულება ჰქონდა როსტომს მისიონერებისადმი ? X
12. ამის გამო სად გადაინაცვლეს მალე მისიონერებმა ? ვინ იყო მისი მეფე ? რას
ჰპირებოდა მათ?
13. რა სურდა ლევან დადიანს კათოლიკე მისიონერების დახმარებით?
14. რატომ მოიპოვეს კათოლიკე მისიონერებმა ოდიშში დიდი პოპულარულობა ?
15. რა შეიმუშავა ლევან დადიანმა მისიონერებთან ერთად?
16. ისაუბრეთ არქანჯელო ლამბერტის მიერ ლევან დადიანის დახასიათების
შესახებ.

პასუხები:

1. მეცნიერი მოგზაური, რომელმაც XVII ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში


მოხსენება გააკეთა საქართველოს შესახებ, რის შემდეგაც საქართველოს
ცხოვრებითა და მასთან ეკონომიკური ურთიერთობით დაინტერესებულმა
რომმა მისიონერებად თეატინელთა ორდენის წევრები - ავიტაბილე,
არქანჯელო ლამბერტი, ჯუდიჩე მილანელი, ქრისტოფო დე კასტელი და
სხვები გამოგზავნა.
2. მთელი საქართველო, თუმცა განსაკუთრებით ქართლი, გურია და სამეგრელო.
3. თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და ა.შ.
4. 1626 წელს ვატიკანში შეადგინეს სპეციალური ინტრუქცია საქართველოში
მისიონერული მუშაობის შესახებ.
5. ამ ინსტრუქციების მიხედვით მისიონერებს უნდა ეფიქრათ, თუ როგორ
გაევრცელებინათ და დაეცვათ კათოლიკური ეკლესიის დოგმები.
აქ ნათქვამი იყო სულიერ პრივილეგიებსა და ინდულგენციებზე, რომლითაც
შეეძლოთ ესარგებლათ მისიონერებს პირადი შეხედულებისამებრ.
მისიონერები მოამარაგეს ბავშვების მოსანათლად საჭირო ნივთებით.
ინტრუქციის სხვადასხვა პუნქტში საუბარია „საქართველოში მხარეების
მთავრებზე“ და მათთვის საჩუქრების მირთმევის აუცილებლობაზე.
6. რომ მისიონერებს ყურადღება მიექციათ რომის ეკლესიისა და ქართული
ეკლესიის გაერთიანების საკითხისთვის;
დაერწმუნებინათ ქართველები, რომ პაპს „უყვარს და მოსწონს ბერძნული
(მართლმადიდებლური) რიტუალები“;
მისიონერებს ვატიკანისთვის უნდა ეცნობებინათ ქვეყანაში არსებული
ვითარება და მიეცათ საჭირო ღონისძიებათა რეკომენდაცია;
უნდა მოენათლათ ბავშვები, რაც შეიძლება მეტი;
ესწავლებინათ ბავშვებისთვის ლათინური ენა, რათა შემდგომში მათგან
შეერჩიათ ისეთები, რომლებიც შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას საერთოდ
და, კერძოდ, რომში.
7. კათოლიკე მისიონერები კათოლიციზმის ქადაგებით უნდა ცდილიყვნენ,
გაეზარდათ რომის პოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და
ადგილებზე შეესწავლათ ირანთან დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტები.
8. ის ყვება, რომ ის, რომის პაპის წარმომადგენელი, იყო საქართველოში 1616
წლის ზაფხულში და შენიშნა მათი კეთილი მომზადება პაპის უფროსობის
ასაღიარებლად. „კაცები თეთრები არიან და მშვენიერი სახისა, საკმაოდ
პატიოსანი ზნეობა აქვთ; თათრულად აცვიათ, ტითქმის ყველა ტანისამოსი
აბრეშუმისა აქვს, რადგან აბრეშუმი ბლომად იშოვება იქ; ძრიელ მკვირცხლი
ნიჭი აქვთ და გულ-ფიცხელნი არიან; დედაკაცები ტანმაღალნი და მშვენიერი
მოყვანილობისანი არიან; ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ
ხელით და თან დააქვთ მშვილდ-ისარი.. ქართველები ყველა ქრისტიანები
არიან ბერძნის ტიპიკონისა, აქვთ მშვენიერი ეკლესიები, ჩვენებურის მსგავსი,
დიდრონი არ არიან და აქვთ საშუალო ზომის სამრეკლო და ზარები. მარტო
მღვდლებმა და განათლებულმა პირებმა იციან ბერძნული წერა-კითხვა და ენა,
თათრულს თითქმის ყველანი ლაპარაკობენ, მაგრამ მათ საკუთარი და
ბუნებითი ენა ქართულია.“
9. ქართლში, ქალაქ გორში, სადაც მათ პატრონობას მეფე თეიმურაზ I უწევდა. ის
მისიონერების დახმარებით ცდილობდა ევროპელ მეფე-მთავრებთან და რომის
პაპთან ურთიერთობების გამყარებას.
10. როსტომი, რომელიც ქართლში ირანის ინტერესების გამტარებელი იყო და
მისი გამეფების შემდეგ ანუ 1633 წელს თეიმურაზი იმერეთში გაიხიზნა.
11. როსტომი არ ავიწროებდა მისიონერებს, თუმცა დიდ ყურადღებასაც არ იჩენდა
მათ მიმართ.
12. ამის გამო მისიონერებმა მალე სამეგრელოში (ოდიშში) გადაინაცვლეს, სადაც
ლევან II (1611-1657) დადიანი მათ საუკეთესო პირობებს ჰპირდებოდა.
13. ლევან დადიანს კათოლიკე მისიონერების დახმარებით სურდა, ერთი მხრივ,
მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება და, მეორე მხრივ, ოსმალეთის
ეკონომიკაზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა და ევროპასთან
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება.
14. კათოლიკე მისიონერებმა ოდიშში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, რადგან მათ
მოჰქონდათ იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე ცოდნა, ნერგავდნენ
სამკურნალო, სამეურნეო, საინჟინრო და სხვა სიახლეებს, ასწავლიდნენ უცხო
ენებს.
15. ლევან დადიანმა მისიონერებთან ერთად შეიმუშავა ევროპის ქვეყნებთან
ვაჭრობის გეგმა. მას სურდა, ოდიშის სამთავროზე გავლით
ევროპელებისათვის შეეთავაზებინა სპარსეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი
სავაჭრო გზა, რაც მისაღები უნდა ყოფილიყო ირანისთვის და ევროპული
ქალაქებისთვისაც, ხოლო თავად ოდიშს დიდ ეკონომიკურ მოგებას და
კულტურულ წინსვლას მოუტანდა.
16. არქანჯელო ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა, რომ ეს მთავარი თუ
მათ განათლებულ ქვეყანაში აღიზრდებოდა და მათი საუკეთესო
მასწავლებლებისგან სწავლა-განათლებას მიიღებდა, ვერცერთი მთავარი მას
ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია
მას მარად საქებარი ზნე-ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია.
პირიქით, მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის
ყოველგვარის ვარჯიშობისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ
ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება
რა არის, არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო,
მაგრამ ყოველი მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი
გაახსენდება ექვსი და შვილი წლის შემდეგაც.
ლევან II დადიანი

თეიმურაზ I

1. როგორც იტალიელი მისიონერების წერილებიდან ირკვევა, ქართლ-


კახეთის მეფე თეიმურაზი, ლევან დადიანი და სხვა დიდებულები ..?
2. საბოლოოდ, გაკათოლიკდა რომელიმე ?
3. ანუ, საფიქრებელია, რომ ..?
4. ვინ ჩამოვიდნენ საქართველოში XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან? ვინ
იყვნენ ისინი ფაქტობრივად? რა იყო მათი მთავარი საქმიანობა ?
5. იტალიელი მისიონერებისგან განსხვავებით, კაპუცინები ..?

პასუხები:

1. დიდი პატივისცემითა და მოწიწებით მოიხსენიებდნენ რომის პაპს და თითქოს


კათოლიკური ეკლესიის უპირატესობასაც აღიარებდნენ.
2. არა, არცერთი.
3. რომ ქართველი მეფე-მთავრების მხრიდან რომის პაპის მიმართ უსაზღვრო
პატივისცემის და ერთგულების გამოხატვა რელიგიურ მოტივებზე უფრო
მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მიზეზებით იყო
განპირობებული.
4. ფრანცისკელთა ორდენის მისიონერები - კაპუცინები, რომლებიც,
ფაქტობრივად, საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის აგენტები იყვნენ.
მათი მთავარი საქმიანობა საფრანგეთსა და სპარსეთს შორის სავაჭრო
ურთიერთობების დამყარება და ახალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება
და ახალი სავაჭრო არტერიების მოძიება იყო.
5. კაპუცინებს საქართველოში ვრცელი რელიგიურ-საგანმანათლებლო
პროპაგანდა არ უწარმოებიათ.

1. ვინ იყო ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი?


2. რა სახელით მოიხსენიებდნენ მას ევროპელი მისიონერები და მოგზაურები ?
3. სად მიიღო განათლება ?
4. ვინ გახდა ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
5. როდის და სად გზავნის მას თეიმურაზი ?
6. რაში მიიღო მან აქტიური მონაწილეობა რომში ყოფნისას ? მისივე
დახმარებით..?
7. როდის დაბრუნდა საქართველოში ? სად გადავიდა მალე სამოღვაწეოდ? რაში
ეხმარებოდა მას?
8. ვინ იყო ის ერთხანს?

პასუხები:

1. ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე.


2. ევროპელი მისიონერები და მოგზაურები მას ნიკიფორე ირბახის სახელით
მოიხსენიებდნენ.
3. იტალიაში, ბერძნულ სკოლაში.
4. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კახეთის მეფის, თეიმურაზის კარის
მოძღვარი გახდა.
5. 1625 წელს თეიმურაზ I ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს ელჩად გზავნის რომის
პაპთან და ესპანეთის მეფესთან.
6. პირველი ქართული წიგნის დაბეჭდვაში, მისივე დახმარებით ჩამოისხა
პირველი ქართული სასტამბო შრიფტი, შემუშავდა და გამოიცა ქართულ-
იტალიური ლექსიკონი და „ლოცვანი“ ქართულ ენაზე.
7. 1629 წელს და მალე სამოღვაწეოდ გადავიდა სამეგრელოში ლევან II
დადიანთან, რომელსაც საგარეო პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში
ეხმარება.
8. ერთხანს ის დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც იყო.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი.

1. რას ცდილობდნენ XVII-XVIII საუკუნის ქართველი პოლიტიკოსები და ვისი


დახმარებით? ამ მხრივ, ვის ევროპაში ელჩობებს ჰქონდა განსაკუთრებული
მნიშვნელობა ?
2. რაში ჩაებნენ კათოლიკე მისიონერები საქართველოში ?
3. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის ევროპასთან კათოლიკობის გზით
ურთიერთობას?
4. ჩვეულებრივ, რა იყო ქართველ კათოლიკეთათვის მღვდელმსახურების ენა ?

1. პაპის ავტორიტეტისა და საფრანგეთის დახმარებით კავკასიის დიდი ნაწილის


ორან-ოსმალეთის წინააღმდეგ შეკავშირებას;
ნიკოლოზ ირბახისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობას. თუმცა ამ
დოპლომატიურ მცდელობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
2. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურულ საქმიანობებში.
ისინი მეფე-მთავართა მრჩევლები, ელჩები, საიდუმლო აგენტები იყვნენ.
3. ევროპასთან კათოლიკობის გზით ურთიერთობას დიდი კულტურული
მნიშვნელობა ჰქონდა. შემოსულ მისიონერებს შორის იყვნენ მწერლები,
ექიმები, მხატვრები, ინჟინრები, გეოგრაფები, კათოლიკეთა მიერ გახსნილ
სკოლებში ქრისტიანულ მოძღვრებასთან ერთად ქართული, იტალიური,
ლათინური, ფრანგული ენები, მათემატიკური დისციპლინები ისწავლებოდა.
4. ლათინური.

პიეტრო დელა ვალე

1. ვინ იყო პიეტრო დელა ვალე ?


2. რომელ წლებში და სად იმოგზაურა?
3. ვის დაუახლოვდა სპარსეთში ყოფნისას ?
4. ვისთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა ?
5. რა აღწერა და სად გაგონილის მიხედვით?
6. 1626 წელს ვის და სად წარუდგინა მოხსენება და რაში მიიღო მონაწილოება ?
7. ვინ შეირთო ცოლად ?
8. რას წერს ქართველების შესახებ ?

1. იტალიელი მოგზაური და პოეტი.


2. 1614-1626 წლებში აღმოსავლეთის ქვეყნებში.
3. იქ მოღვაწე ქართველებს.
4. წამებულ ქეთევან დედოფალთნ.
5. სპარსეთში გაგონილის მიხედვით ქართველები და საქართველო.
6. 1626 წელს იტალიაში დაბრუნებულმა მოხსენება წარუდგინა პაპ ურბან VIII-ს
და აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოში კათოლიკეთა მისიის
მოწყობაში.
7. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთში ტყვედ მყოფი ქართველი
გოგონა ტყვეობიდან გამოისყიდა და ცოლად შეირთო.
8. წერს, რომ ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. ქართველები ზოგადად
მამაცნი არიან, მაგრამ ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის
ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ.

არქანჯელო ლამბერტი

1. ვინ იყო არქანჯელო ლამბერტი?


2. რომელ წლებში და სად იმყოფებოდა ?
3. რა გამოაქვეყნა საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
4. რას წერს სამეგრელოს შესახებ ?

1. იტალიელი კათოლიკე ბერი.


2. 1633-1649 წლებში საქართველოში, ოდიშის სამთავროში ლევან II დადიანთან.
3. სამეგრელოს სამთავროს და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების, ადგილობრივი
წესჩვეულებებისა და ბუნებრივი რესურსების ამსახველი ვრცელი და
დეტალური მოხსენება.
4. რომ კოლხიდაში ზღვის ნაწილი თითქმის სულ დაცულია ტყეებითა და
გაუვალი ჭაობებით და ამრიგად უშიშრად ხდის ამ კუთხეს გარეშე მტრების
თავდასხმისგან.
რომ კოლხიდა მდიდარია ღვინით, მაგრამ ღარიბი პურით. აკლია ნაყოფიერი
ვაკეები. ნადირობა ძლიერ გავრცელებულია. ჰაერი ზომიერია, თუმცა არც
მაინცდამაინც საღი..
მეგრელები, როგორც ქვეყნიერების დანარჩენი ერნი, ჩვეულნი არიან ომს,
იმდენად, რომ მშობლებს სულ პატარები დაჰყავთ ლაშქარში და არ არიდებენ
იმ გაჭირვებას, რომელიც იქ გადახდეთ.

კრისტოფორო დე კასტელი
1. ვინ იყო კრისტოფორო დე კასტელი ?
2. როდის და სად იმყოფებოდა ?
3. რა ეკუთვნის მას?

1. კათოლიკე მისიონერი.
2. საქართველოში (ქართლი, გურია, სამეგრელო) 1628 წლიდან 50-იან
წლებამდე.
3. ჩანახატები გააკეთა აქ ყოფნის დროს და ბევრი მეფე-მთავრის პორტრეტი
ეკუთვნის.

პაპი იოანე XXII

You might also like