You are on page 1of 4

ქრისტიანობა

საქართველო ​ქრისტიანულ ​სამყაროში ​ღვთისმშობლის ​წილხვედრი ​ქვეყნის ​სახელით ​ არის


ცნობილი​, ​სადაც ​ინახება ​მთელი ​საქრისტიანოს ​უდიდესი ​სიწმინდენი - ​კვართი ​ უფლისა
ჩვენისა ​იესო ​ქრისტესი ​და ​ბიზანტიის ​იმპერატორ ​წმ​. ​კონსტანტინესაგან ​ბოძებული
ერთ​-​
ერთი​ ​იმ​ ​სამსძვალთაგანი​, ​რომლითაც​ ​ჯვარცმულ​ ​იქნა​ ​მაცხოვარი​.
მართალია​, ​ქართველი ​ერი ​ფაქტობრივად ​ქრისტიანული ​და ​მაჰმადიანური ​სარწმუნოების
მიმდევართა ​შენაზავს ​წარმოადგენს​, ​მაგრამ ​საქართველო​, ​როგორც ​აზიის ​კონტინენტის
მართლმადიდებლობის ​უძველესი ​ნაკრძალი​, ​მაინც ​ცალკერძ ​ასოცირდება ​უდიდესი
კულტურული ​და ​სახელმწიფოებრივი ​ტრადიციების ​მქონე ​ქრისტიანულ ​ქვეყანასთან ​ და
კავკასიაში​ ​ქრისტიანიზმის​ ​ურყევ​ ​ბურჯთან​.
მეთერთმეტე ​საუკუნის 20-​იან ​წლებში ​დაარსდა ​საქართველოს ​საპატრიარქო​, ​რიგით ​ მე​-6
საპატრიარქო ​მსოფლიოში​. ​მეთორმეტე ​საუკუნეში ​შეიქმნა ​ახალი ​საეპისკოპოსო
კათედრები​. ​ეკლესიას ​ებოძა ​საგადასახადო ​და ​სასამართლო ​შეუვალობა​. ​საქართველოს
საპატრიარქოში ​შემავალი ​ეპარქიები ​ადმინისტრაციულად ​შეესაბამებოდნენ ​საერისთავოებს
და ​მასში ​შემავალ ​თემებს​. ​მეცხრამეტე ​საუკუნეში ​რუსულმა ​მმართველობამ ​ გააუქმა
ქართული ​ეკლესიის ​ავტოკეფალია ​და ​კათოლიკოს​-​პატრიარქის ​ტიტული​, ​ აკრძალა
ქართულად ​წირვა​-​ლოცვა​. ​საეკლესიო ​ქონება ​ხაზინას ​გადაეცა​. ​ქართული ​ეკლესია ​ იქცა
რუსეთის ​სინოდის ​საეგზარქოსოდ​. 1917 ​წლის 12 (25) ​მარტს ​ქართველმა ​სამღვდელოებამ
აღადგინა ​საქართველოს ​ეკლესიის ​ავტოკეფალია ​და ​იმავე ​წლის ​სექტემბერში ​ აირჩია
კათოლიკოს​-​პატრიარქი​. ​მსოფლიოში ​ამჟამად 15 ​ავტოკეფალური ​მართლმადიდებელი
ეკლესიაა​: 1. ​კონსტანტინეპოლისა (​მეთაური - ​კონსტანტინეპოლის ​მთავარეპისკოპოსი ​ და
მსოფლიო ​პატრიარქი​; ​კათედრა - ​კონსტანტინეპოლში​-​სტამბოლში​), 2. ​ალექსანდრიისა
მეთაური - ​პაპი ​და ​პატრიარქი ​დიდისა ​ქალაქისა ​ალექსანდრიისა ​და ​სრულიად ​აფრიკისა​;
(​
კათედრა - ​ალექსანდრიაში​), 3. ​ანტიოქიისა (​მეთაური - ​პატრიარქი ​ღვთისა ​ქალაქისა​,
დიდისა ​ანტიოქიისა ​და ​სრულიად ​ აღმოსავლეთისა​; ​კათედრა - ​დამასკოში​), 4. ​იერუსალიმისა
მეთაური - ​პატრიარქი ​წმიდისა ​ქალაქისა ​იერუსალიმისა ​და ​სრულიად ​პალესტინისა​;
(​
კათედრა - ​იერუსალიმში​), 5. ​რუსეთისა (​მეთაური - ​პატრიარქი ​მოსკოვისა ​და ​სრულიად
რუსეთისა​; ​კათედრა - ​მოსკოვში​), 3. ​საქართველოისა (​მეთაური - ​მცხეთა​-​თბილისის
მთავარეპისკოპოსი ​და ​სრულიად ​საქართველოს ​კათოლიკოს​-​პატრიარქი​; ​კათედრა -
თბილისში​), 7. ​სერბეთისა (​მეთაური - ​პატრიარქი ​სრულიად ​სერბეთისა​, ​ პეჩის
მთავარეპისკოპოსი ​და ​ბელგრად​-​კარლოვაცის ​მიტროპოლიტი​; ​კათედრა - ​ბელგრადში​), 8.
რუმინეთისა (​მეთაური - ​პატრიარქი ​სრულიად ​რუმინეთისა​, ​მიტროპოლიტი
უნგრო​-​ვლახეთისა ​და ​მთავარეპისკოპოსი ​ბუქარესტისა​; ​კათედრა - ​ბუქარესტში​), 9.
ბულგარეთისა (​მეთაური - ​პატრიარქი ​სრულიად ​ბულგარეთისა​; ​კათედრა - ​სოფიაში​), 10.
კვიპროსისა (​მეთაური - ​მთავარეპისკოპოსი ​ახალი ​იუსტინიანესი ​და ​კუნძულ ​კვიპროსისა​;
კათედრა - ​ლევკუსიაში​), 11. ​ ელლადისა (​მეთაური - ​მთავარეპისკოპოსი ​ათენისა ​ და
სრულიად ​ელლადისა​, ​კათედრა - ​ათენში​); 12. ​ალბანეთისა (​მეთაური - ​მიტროპოლიტი
ტირანისა ​და ​მთავარეპისკოპოსი ​სრულიად ​ალბანეთისა​; ​კათედრა - ​ტირანაში​); 13.
პოლონეთისა​ (​მეთაური​ - ​მიტროპოლიტი​ ​ვარშავისა​ ​და​ ​სრულიად
პოლონეთისა​; ​კათედრა - ​ვარშავაში​); 14. ​ჩეხო​-​სლოვაკიისა (​მეთაური - ​მიტროპოლიტი
პრაღისა ​და ​სრულიად ​ჩეხო​-​სლოვაკიისა​; ​კათედრა - ​პრაღაში​); 15. ​ამერიკისა (​მეთაური -
მთავარეპისკოპოსი​ ​ვაშინგტონისა​, ​მიტროპოლიტი​ ​სრულიად
ამერიკისა​ ​და​ ​კანადისა​; ​კათედრა​ - ​ნიუ​-​იორკში​).
მსოფლიო ​საეკლესიო ​დიპტიქში ​საქართველოს ​საპატრიარქოს ​მუდამ VI ​ადგილი ​ ეკავა
რომის​, ​კონსტანტინეპოლის​, ​ალექსანდრიის​, ​ანტიოქიისა ​და ​იერუსალიმის ​შემდეგ​. ​ამგვარი
იერარქიული ​მდგომარეობა ​შენარჩუნდა ​მას ​მერეც​, ​რაც ​კონსტანტინეპოლის ​პატრიარქმა
რუსეთის ​ეკლესიის ​მეთაურს ​მიანიძა ​პატრიარქის ​წოდება (​მრთექვსმეტე ​ს​. ​დასასრული​) ​ და
ახალ ​ დიპტიქში (​რომის ​გამოკლებით​) ​მას ​მეხუთე ​ადგილი ​მიაკუთვნა​. ​საქართველოს
ისტორიაში ​დოკუმენტურად ​ცნობილია ​საქართველოს ​ეკლესიის 140 ​მამამთავრის (​ მათ
შორის 13 ​მთავარეპისკოპოსის​, 50 ​კათოლიკოს​-​მთავარეპისკოპოსის ​და 77
კათოლიკოს​-​პატრიარქის​) ​სახელი​. ​საქართველოს ​ეკლესიის ​ავტოკეფალიის ​აღდგენის
შემდეგ ​საქართველოს ​ეკლესიის ​მამამთავრები ​იყვნენ​: ​კირიონ ​მეორე ​საძაგლიშვილი
(1917-1918), ​ლეონიდე ​ოქროპირიძე (1918-1921), ​ამბროსი ​ხელაია (1921-1927),
ქრისტეფორე ​მესამე ​ციცქიშვილი (1927-1932), ​კალისტრატე ​ცინცაძე (1932-1952),
მელქისედეკ ​მესამე ​ფხალაძე (1952-1980), ​ეფრემ ​მეორე ​სიდამონიძე (1980-1972) ​და ​ დავით
მეხუთე ​დევდარიანი (1972-1977), ​ხოლო 1977 ​წლის 23 ​დეკემბრიდან ​სრულიად
საქართველოს ​რიგით 77-​ე ​ კათოლიკოს​-​პატრიარქად ​დადგინებულია ​ილია ​ მეორე
ღუდუშაური​-​შიოლაშვილი​, ​რომლის​ ​რეზიდენცია​ ​თბილისშია​.
მეოთხე ​მსოფლიო ​საეკლესიო ​კრების ​დადგენილების ​თანახმად ​საეკლესიო ​საზღვრები ​ უნდა
დამთხვეოდა ​სახელმწიფო ​საზღვრებს​. ​მამათა ​კანონების ​თანახმად​, ​ქართული ​ეკლესიის
იურისდიქციის​ ​საზღვარიც​ ​ნიადაგ​ ​ემთხვევა​ ​საქართველოს
სახელმწიფო ​საზღვარს​. ​დღესდღეობით ​ქრისტიანული ​საქართველოს ​მიწა​-​წყალი 27
ეპარქიად ​არის ​დაყოფილი​. ​ ამრიგად​, 2000 ​წელია ​ქართველობა ​მტკიცედ ​ დგას
ქრისტიანობის ​გზაზე ​და ​გიორგი ​მთაწმინდელის ​ნათქვამისა ​არ ​იყოს​, ​ესე ​ არს
სარწმუნოებაი ​მართალი ​ნათესავისა ​ჩუენისაი​, ​და ​რაჟამს ​ერთგზის ​გვცნობიეს​, ​ არღარა
მიდრეკილ ​ვართ ​მარცხლ​, ​გინა ​მარჯულ ​და ​არცა ​მივდრკებით​, ​თუ ​ღმერთსა ​უნდეს​.​ როგორც
სულმნათი ​ილია ​ამბობს ​ქრისტე​-​ღმერთი ​ჯვარს ​ეცვა ​ქვეყნისათვის ​და ​ჩვენც ​ჯვარს ​ ვეცვით
ქრისტესათვის​. ​ამ ​პატარა ​საქართველოს ​გადავუღეღეთ ​მკერდი ​და ​ამ ​მკერდზედ​, ​როგორც
კლდეზედ​, ​დავუდგით ​ქრისტიანობას ​საყდარი​, ​ქვად ​ჩვენი ​ძვლები ​ვიხმარეთ ​და ​კირად ​ ჩვენი
სისხლი​. ​და ​ბძეთა ​ჯოჯოხეთისათა ​ვერ ​შემუსრეს ​იგი​. ​გავწყდით​, ​გავიჟლიტენით​, ​ თავი
გავიწირეთ​, ​ცოლ​-​შვილნი ​გავწირეთ​, ​უსწორო ​ომები ​ვასწორეთ​, ​ხორცი ​მივეცით ​სულისთვის
და ​
ერთმა ​მუძა ​ერმა ​ქრისტიანობა ​შევინახეთ​, ​არ ​გავაქრეთ ​ამ ​პატარა ​ქვეყანაში​, ​რომელსაც
ჩვენს​ ​
სამშობლოს​, ​ჩვენს​ ​მამულს​ - ​სამართლიანის​ ​თავმოწონებით​ ​ვეძახით​....
ქართველი ​ხალხის ​სასახელოდ ​უნდა ​ითქვას​, ​რომ ​მან ​მრავალსაუკუნოვანი
სარწმუნოებრივი ​რეპრესიების ​მიუხედავად ​მაინც ​არ ​უღალატა ​თავის ​ეთნოკონფესიურ
მრწამსს ​და ​ერთმორწმუნე ​ბერძენთა ​მიმართ ​სიყვარულის ​და ​ერთობის ​პრინციპიდან ​ მას
შემდეგაც ​კი ​არ ​გადაუხვია​, ​როცა ​ერთ ​დროს ​ძლევამოსილი ​ბიზანტია ​თურქთა ​აგრესიის
მსხვერპლი ​შეიქნა ​და ​საქართველო ​მაჰმადიანური ​სამყაროს ​გარემოცვაში ​აღმოჩნდა​.
არადა​, ​სწორედ ​ქართველთა ​ ასეთმა ​ურყევმა ​ნებამ ​და ​რჯულისათვის ​თავდადებამ
განსაზღვრა ​მისი ​ევროპული ​კულტურულ​-​ისტორიული ​ორიენტაციის ​კურსის ​ საოცრად
მდგრადი ​ხასიათი ​და ​ქრისტიანული ​ცივილიზაციის ​განუყოფელ ​ნაწილად ​თვითმოაზრების
ტრადიციის​ ​უჩვეულო​ ​გამძლეობა​.
ქრისტიანული ​და ​ევროპული ​ფასეულობებისაკენ ​მიზანსწრაფული ... ​ჩვენი ​წინაპრები ​ თავის
თავს ​ სწორედ ​ამ ​კულტურული ​ მოწინავე ​კაცობრიობის ​წევრებად ​სთვლიდნენ ​და ​ თავის
ბრძოლას ​იმ ​ბოროტ ​ძალებთან​, ​რომელნიც ​ამ ​სამყაროს ​საზღვრების ​გარეშე ​იმყოფებოდნენ​,
განიხილავდნენ ​როგორც ​ბრძოლას ​არა ​მარტო ​საკუთარი ​ეროვნული ​ინტერესებისათვის​,
არამედ ​იმავე ​დროს ​საერთო ​კულტურული ​კაცობრიობის ​ინტერესებისათვისაც​. ​ ეს ​იყო
ისეთი ​ ამოცანა​, ​რომლის ​განხორციელებისათვის ​მოღვაწეობა ​ჩვენს ​მოწინავე ​წინაპრებს
სიმხნესა​ ​და​ ​სიამაყის​ ​გრძნობას​ ​
ჰმატებდა​.
საერთოდ​, ​არ ​შევცდებით ​თუ ​ვიტყვით​, ​რომ ​ქრისტიანულმა ​სარწმუნოებამ ​ თითქმის
გადამწყვეტი ​როლი ​შეასრულა ​ქართველთა ​ეთნოკულტურული ​კონსოლიდაციის ​პროცესში​.
იგი ​ დასაყრდენი ​იდეოლოგია ​შეიქნა ​როგორც ​ქართველთა ​ეროვნული ​ მეობის
შენარჩუნებისათვის​, ​ისე ​ქვეყნის ​ცენტრალიზაციისათვის ​წარმოებულ ​უთანასწორო
სისხლისმღვრელ ​ბრძოლაში​, ​განსაკუთრებით ​ბიზანტიის ​იმპერიის ​დაცემის ​შემდეგ​, ​ როცა
საქართველო ​ქრისტიანობის ​განმარტოებულ ​კუნძულად ​გადაიქცა ​მთელ ​წინა ​ აზიაში​.
მტრული ​რელიგიური ​გარემოცვის ​და ​მუდმივი ​ალყის ​პირობებში ​ქრისტიანობა ​ეროვნული
ვინაობის ​შენარჩუნების ​ერთ​-​ ერთ ​მთავარ ​ფაქტორს ​წარმოადგენდა​. ​ფეოდალურ
საქართველოში​ ​ქრისტიანული​ ​თითქოს​ ​ეროვნულს​ ​შეესისხლხორცა​.
ამიტომ​, ​სავსებით ​კანონზომიერია ​ის​, ​რომ ​წარსულ ​დროში​... ​ქართულ ​ეკლესიას ​ ღრმად
ეროვნული ​ხასიათი ​ჰქონდა​. ​ჩვენი ​ტაძრები ​და ​მონასტრები ​ხშირად ​ციხე​-​ბურჯებათ ​ იყვნენ
ქცეულნი​... ​ეკლესია​ ​და​ ​მამული​ ​მტკიცედ​ ​აძლევდნენ​ ​მხარს​ ​ერთი
ერთმანეთს ​და ​ამ ​ჟამად ​ძნელიც ​არის ​განსაზღვრა ​იმისა​, ​თუ ​ვისა ​ჰქონდა ​უპირატესობა -
სახელმწიფოს​, ​მამულს ​თუ ​ეკლესიას - ​იმგვარად ​იყვნენ ​ისინი ​გადაბმულები ​ და
შესისხლხორცებულნი​ ​ერთი​ ​ერთმანეთთან​... ​საქართველო​, ​წილი
ღვთისმშობლისა​, ​მუდმივ ​ბრძოლაში ​იყო ​მაჰმადიანთ ​წინააღმდეგ​. ​ეკლესია ​მხარს ​ აძლევს
მამულს​, ​წინ ​უძღვება ​ღვთისნიერ ​ჯარს ​და ​ღმერთს ​ევედრება ​მას ​დარჩეს ​გამარჯვება​.
ჩვენთვის ​საყურადღებო ​ყველა ​ამაში ​ის ​არის​, ​რომ ​ქართულ ​ძველ ​ეკლესიას ​ეროვნული
ხასიათი ​ჰქონდა ​და ​ამ ​სახით ​ მას ​დიდი ​ღვაწლი ​მიუძღვის ​ჩვენი ​ერისადმი​. ​ჩვენ ​ უნდა
გვახსოვდეს​ ​ეკლესიის​ ​საზოგადოებრივი​ ​სამსახური​.
კ​. ​
გამსახურდიას ​შეფასებით ​არც ​ესპანური ​ფანატიზმი​, ​არც ​რომაულ​-​კათოლიკური ​ასკეტიზმი
და ​ დოგმატიზმი ​ჩვენ ​სარწმუნოებრივ ​ცხოვრებას ​არ ​ჰხლებია​. ​ჩვენ ​არ ​გვახსოვს ​ არც
ბართლომეს ​ღამის ​საშინელებანი​, ​არც ​ჰუგენოტები​, ​არც ​აუტო ​დაფე​. ​ჩვენი ​ბერები -
მონასტრის ​კედლებშიც ​ერის ​კაცებად ​რჩებოდნენ​, ​ერისათვის​, ​სოფლისათვის ​ზრუნავდნენ​.
მოიგონეთ ​გრიგოლ ​ხანძთელი ​ და ​მისი ​მოწაფენი​, ​კლარჯეთის ​მაშენებელნი​....​ქართული
ქრისტიანიზმის ​მებრძოლ ​ხასიათზე ​მეტყველებს ​ის ​გარემოებაც​, ​რომ ​ ქვეყნის
ყოფნა​-​ არყოფნის ​საკითხის ​დასმისთანავე ​იშვიათი ​ზნეობრივი ​სისპეტაკითა ​და ​ უზადო
პატრიოტიზმით ​ცნობილი ​ქართველი ​სამღვდელონი ​ისეთივე ​ვაჟკაცური ​შემართებით ​ ჩაებნენ
სამამულო ​ომებში​, ​როგორითაც ​ ძველი ​ქართული ​წესითა ​და ​კანონით ​სამხედროვალდებული
ერისგანნი​. ​ფაქტია​, ​რომ ​საქართველოს ​ისტორიული ​განვითარების ​ყველაზე ​ავბედით ​ ეტაპზე
ქართული ​სასულიერო ​წოდების ​წარმომადგენლებმა ​წინამბრძოლებადაც ​კი ​იწყეს ​ გასვლა
ბრძოლის ​ველზე​, ​ხოლო ​ცალკეული ​სამღვდელონი ​თავისი ​საარაკო ​გმირობის ​მაგალითებით
ძლიერ ​ამხნევებდნენ ​ეროვნული ​ცხოვრების ​საზღვრების ​დასაცავად ​წარმოებული
გაუთავებელი ​ომებით ​დამაშვრალ ​თანამემამულეთ​. ​ცნობილია​, ​რომ ​საქართველოს
ერთიანობის ​მოშლის ​შემდეგ​, 4 ​სადროშოდ ​დაყოფილ ​კახეთის ​სამეფოში ​სამ ​სადროშოს
სათავეში ​ეპისკოპოსები (​ბოდბელი​, ​ნეკრესელი​, ​რუსთველი​) ​ედგნენ​, ​ხოლო ​ მეოთხე
სადროშოს - ​მეფის ​მიერ ​დანიშნული ​რომელიმე ​პირი (​უპირატესად ​ბატონიშვილები​). ​ მეტად
ნიშანდობლივია​, ​რომ ​ვახუშტის ​აღწერაში ​ერთგან ​სპეციალური ​ქვეთავიც (​ეპისკოპოზთა
ლაშკრად ​წასვლისათვს​) ​კი ​ეთმობა ​ეპისკოპოსთა ​სამხედრო ​ღონისძიებებში ​მონაწილეობის
საკითხს​: ​არამედ ​ეპისკოპოზთა ​სლვა ​ლაშკართა​, ​ნადირობათა ​და ​ბრძოლათა ​შინა ​ ამის
მიერ ​ ჩუეულება ​იქმნა​: ​რაჟამს ​უწყეს ​მოჰმადიანთა ​შემდგომად ​დავით ​მეფისა (​იგულისხმება
მეთექვსმეტე ​ს​-​ის ​ქართლის ​მეფე ​დავით ​მეათე​, ​გ​.​გ​) ​დაუცხრომელი ​ბრძოლა ​და ​კირთება ​ და
იხილეს​ ​ღაფლობა​-​უღონოება​ ​ქუეყნისა​ ​ერთა​ ​ეპისკოპოზთა​,
მაშინ ​ ეტყოდიან ​ეპისკოპოზნი​: ​ნუ ​მოღაფლდებით ​და ​ნუ ​მოუღონოვდებით ​ბრძოლად ​ მათდა​,
და ​ ნუ ​დაუტევებთ ​სარწმუნოებასა​, ​რჯულსა ​და ​ჩუეულებასა ​თქუენსა​, ​და ​ჩუენ ​ვიქმნებით
წინამბრძოლნი ​თქუენნი​, ​და ​ჰყოფდენცა ​ეგრეთ ​ხვითარ ​მარაბდის ​ომსა ​ზედა ​მროველმან
ავალიშვილმან​, ​რა ​მოიღო ​ზიარება​, ​ეტყოდენ​: ​უკეთუ ​დღეს ​აღიღებ ​მახვლსა ​ბრძოლად​,
უბრძანე​, ​რათა ​გვაზიაროს ​სხუამან​, ​და ​უკეთუ ​არა​, ​უმჯობეს ​არს ​შენ ​მიერ​. ​ხოლო ​ იგი
იტყოდა​: ​დღეს ​ბრძოლა ​არს ​სარწმუნოებისა ​და ​ქრისტეს ​მცნებისა ​და ​არა ​მხოლოდ ​ ჩემ ​ ზედა​;
ამისთვს ​არა ​ვყო​, ​უკეთუ ​უწინარეს ​თქუენსა ​არა ​დავსთხიო ​სისხლი ​ჩემი ​ მახვლის
ამღებმანჯ​. ​ხოლო ​მეორე ​მიზეზი​: ​ვინაითგან ​შეწერით ​იყო ​ლაშკარნი​, ​და ​ ჰყვათ
ეპისკოპოზთა ​აზნაურნი​, ​და ​მსახურნი​, ​და ​შეწერილნი ​გლეხნი ​წარსლვად ​ბრძოლასა ​ შინა​,
ამისთვს
მათთა​ ​ მოურნეთა​ ​თანამდებ​ ​იყვნენ​ ​წარსლვად​, ​და​ ​არს​ ​მიერ​ ​ჟამითგან​ ​ეგრეთ​ ​აწამდე​.
ამდენად​, ​სრული ​საფუძველი ​გვაქვს​, ​რომ ​ქართულ ​ისტორიულ ​ქრისტიანიზმს ​მებრძოლი
ქრისტიანობის ​ან ​სულაც​, ​მოსაგრე ​ქრისტიანობის ​სახელწოდება ​მივუსადაგოდ​. ​სწორედ
მებრძოლი​ ​ქრისტიანის​ ​ძეშმარიტი​ ​სულისკვეთების​ ​და
ამაღლებული ​პათოსის ​თვალსაჩინო ​გამოხატულებაა ​ერთ ​ძველ ​ქართულ ​მატიანეში
დაუნჯებული ​შემდეგი ​ფრაზა​: ... ​აწ ​მიხედეთ ​მაშინდელსა ​მას ​სიქველესა ​და ​მხეცქმნილობასა
და​ ​სჯულისა​ ​სიმტკიცესა​, ​მკვდრნო​ ​საქართველოსანო​, ​ჩინებულნო
და ​
რჩეულნო​, ​და ​თუ ​ვითარი ​ახოვნება ​და ​გულსმოდგინება ​აჩუენეს ​უსჯულოთა ​ზედა ​
არა
დაკნინებისათვს ​საქართველოსა​, ​რამეთუ ​ესრეთ ​ჯერ ​უჩნდათ ​მაშინ ​ბრძოლა ​ მათი​,
ვითარმცა​ ​მხეცთა​ ​სრვა​ ​და​ ​შექცევა​ ​ყარაიასა​ ​შინა​.

You might also like