You are on page 1of 55

ურთიერთობა რომისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს

შორის IV-VIII საუკუნეებში (ისტორიული ექსკურსი)

ფოტიოსის ეპოქის საეკლესიო განხეთქილება არ მომხდარა სპონტანურად


და გაურკვეველ ვითარებაში. ამ უთანხმოების ძირითადი მიზეზები
გარკვეულწილად უნდა ვეძებოთ სწორედაც მსოფლიო საეკლესიო კრებების
პერიოდში, რადგან იმ დროს ჩანს რომისა და კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოების განსხვავებული აზრები თუ შეხედულებები, რომ აღარაფერი
ვთქვა მათ პოლიტიკურ ამბიციებზე.
აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს შორის გაუცხოება იწყება მას
შემდეგ, რაც კონსტანინე დიდმა აღმოსავლეთში ახალი დედაქალაქი დაარსა.
მანამდე არსებობდა რომის იმპერიის ერთიანი გარემო, სადაც ეთნიკური ჯგუფები
ინარჩუნებდნენ საკუთარ ენასა და კულტურას. ამასთან ბერძნული და ლათინური
თითქმის ყველას ესმოდა, ბევრს ორივე ენაზე შეეძლო ლაპარაკი 1. ყოველივე ეს კი
მნიშვნელოვნად აიოლებდა მაშინდელი ეკლესიის მისიონერულ საქმიანობას და
ერთმანეთში კონტაქტს. ნელ-ნელა რელიგია და რწმენა დამოუკიდებლად
არსებობას იწყებდა ადამიანთა ცხოვრებაში, ისე რომ მათ გარეშე ყოველდღიური
ცხოვრება წარმოუდგენელი ხდებოდა2. იმპერიულ იდეოლოგიასთან ერთად
ბიზანტიურ მენტალიტეტში მთავარი ფაქტორი სწორედ რელიგიასა და რწმენას
ეკავა,რომლებიც თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე პოლიტიკურ გარემოში.3
მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე V საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ
ბარბაროსები, რომლებმაც გარკვეულწილად შეცვალეს დასავლეთ რომის
იმპერიის ცხოვრება. ბარბაროსების დაპყრობებმა საბოლოოდ დაანგრია ბერძული
აღმოსავლეთისა და ლათინური დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა და ის
რამდენიმე ათეული წელიწადი აღარ აღდგენილა. VI და VII საუკუნეების

1
J. F. Haldon. Biyzantium in the Seventh Century. Cambridge University Press, 1997,
pp.320-322.
2
Ibid, p.323.
3
Ibid, p.324.
მიწურულს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაუცხოების პროცესი გააღრმავა
ჯერ ავარების, ხოლო მოგვიანებით სლავების შემოსევებმა ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე. ამ ყველაფერს დაემატა მოგვიანებით ისლამის აღზევება და
არაბთა მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთის კონტროლი, რამაც დასავლეთ
კათედრალი კიდე უფრო განაცალკევა.
კალისტოს უერი აღნიშნავს, რომ ბარბაროსულმა თავდასხმებმა და
დასავლური იმპერიის შემდგომმა დაცემამ ხელი შეუწყო დასავლური ეკლესიის
ავტოკრატიული სტრუქტურის გამყარებას.აღმოსავლეთში არსებობდა ძლიერი
საერო მმართველი-იმპერატორი,რომელიც მხარს უჭერდა ცივილიზებულ
წესრიგს და კანონონს.დასავლეთში კი ბარბაროსების შემოსევის შემდეგ გაჩნდა
მრავალი, ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი მმართველი,რომელთაგან
თითოეულო მეტნაკლებად უზურპატორს წარმოადგენდა.4 სწორედ მსგავს
პოლიტიკურ ფონზე დაწინაურდა პაპობის ინსტიტუტი, რომელიც იყო
ერთადერთი ძალა, ვისაც შეეძლო ემოქმედა დასავლელ ქრისტიანთა სახელით.
ამის კარგი მაგალითია პაპი ლეო I დიდი, რომელმაც რომს სიცოცხლე აჩუქა
ატილას შემოსევების დროს, რის გამოც მას წმინდა პეტრეს ადარებენ. 5 ამ
გარემოებათა გამო, პაპმა იკისრა, როლი რომლისკენაც აღმოსავლეთის
პატრიარქები არ იყვნენ მოწოდებულნი. ხშირ შემთხვევაში პაპი ბრძანებებს
აძლევდა არა მხოლოდ ეკლესიის ქვეშევრდომებს, არამედ საერო მმართველებსაც.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთის ეკლესიამ ცენტრალიზაციის ისეთ
დონეს მიაღწია, როგორიც აღმოსავლეთში ვერ წარმოედგინათ, ამაში კი ფიქრობენ
რომის ეკლესიას დაეხმარა ის პოლიტიკური სიტუაცია(ბარბაროსების შემოსევა და
ა.შ), რაც V საუკუნის დასაწყისიდან სუფევდა.
ყველაზე საინტერესო ამ ორ სამყაროს შორის, მაინც თეოლოგიის
განვითარების პროცესია. ორივეს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ქრისტიანული
საიდუმლოებების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ლათინური მიდგომა იყო
4
უერი კალისტოსი. “დიდი სქიზმა”.აღმოსავლურ-დასავლური
ქრისტიანობა.თბილისი.2009.გვ.12
5
Bronwen Neil. Leo the GREAT.Routledge.2009,p.49; დაწვრ. იხ: Christofer Kelly,
Attila e la caduta di Roma, Bruno Mondadori, 2009, pp.183-185; Mauro Calzolari, Papa
Leone e Attila al Mincio.Editoriale Sometti, 2013, p. 78
უფრო მეტად პრაქტიკული, ხოლო ბერძნული უფრო იდეალისტური.ამ
უკანასკნელმა, ფესვები იმდენად ღრმად გაიდგა ბიზანტიის იმპერიაში,
ღვთისმეტყველებამ მოიცვა იმპერიის ყველა სფერო, მათ შორის თავად
საიმპერატორო კარიც. ლათინთა შემთხვევაში კი რომაული სამართლის იდეა იყო
ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სიტუაციაში, რის გამოც ჩემი აზრით, კიდევ
უფრო დიდ წარმატებას მიაღწია დასავლურმა ეკლესიამ. მეტად საყურადღებოა ის
ფაქტიც, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში აღმოცენებულ ერესთა უმრავლესობა
მომდინარეობდა აღმოსავლეთ ეკლესიებიდან: ანტიოქიიდან და
ალექსანდრიიდან. ამდენად, არ უნდა ვიფიქროთ რომ ბიზანტიის ეკლესიას
სრული ერთსულოვნება და ჰარმონიული გარემო ჰქონდა რომთან შედარებით.
ჩვენს მიერ გადმოცემული ეს მცირე ისტორიული ექსკურსი ქრისტიანობისა
დასავლეთსა და აღმოსავლეთში კარგად არ ასახავს ამ ორ საპატრიარქოს შორის
ურთიერთობას. ეხლა კი შევეცდებით რელიეფურად წარმოვაჩინოთ ის
ძირითადი ასპექტები, რისთვისაც გაუჩნდათ უთახმოება რომსა და ბიზანტიის
ეკლესიას. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ორივე კათედრალს სურდა მსოფლიო
ქრისტიანულ სამყაროში პირველობა, რაც გულისხმობს იერარქიულ
სტრუქტურაში უპირობო დაწინაურებას და მსოფლიო პატრიარქობას. თავის
მხრივ რომს საკუთარი არგუმენტები გააჩნდა მის პირველობაზე, ხოლო
კონსტანტინოპოლს (როგორც ახალ რომს) საკუთრივ პირადი მოსაზრებები. ამ
იერარქიის დადგენა არც ერთ საეკლესიო კრებაზე ოფიციალურად არ მომხდარა,
მაგრამ რომს, როგორც პეტრე მოციქულის საყდარს მაინც უპირატესობა
ენიჭებოდა. პირველი სერიოზული უთანხმოება რომსა და კონსტანტინოპოლს
შორის მოხდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც 381 წელს
თეოდოსი დიდმა მოიწვია ქალაქ კონსტანტინოპოლში.6
საინტერესო ისაა, რომ აღნიშნულ კრებას მხოლოდ აღმოსავლეთის
ეპისკოპოსები ესწრებოდნენ და მათ დამოუკიდებლად მიიღეს მთელი რიგი
კანონებისა. ჩვენთვის ამ ეტაპზე საყურადღებოა კრების მე-3 კანონი, რომელმაც
განარისხა რომის პაპი. კანონის მიხედვით კონსტანტინოპოლის კათედრა

6
John Matthews; Heather P.J. Goths in the Fourth Century.Liverpool. 1991, p.136
საფეხურებრივად რომის დონემდე ამაღლდა, რასაც მხარი დაუჭირა ანტიოქიის
ეკლესიამ.7 კრების დადგენილებებს არ აღიარებდნენ რომისა და ალექსანდრიის
საპატრიარქოები, რომელთაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის იერარქიული
აღზევება სულაც არ მოსწონდათ.
ამდენად, მეორე მსოფლიო კრების ავტორიტეტს სულაც არ აღიარებდა რომი,
რომელიც პირველობას იჩემებდა. ჩვენი აზრით, სწორია თვალსაზრისი, რომ
აღნიშული კანონი არც თუ ისე სახიფათო იყო რომისთვის, რადგან ამით
კონსტანტინოპოლი უბრალოდ გაუთანაბრდა რომის კათედრალს იერარქიულად,
რაც არანაირ პრივილეგიას არ აძლევდა მას სხვა მსოფლიო საპატრიარქოებთან
შედარებით. ეს იყო პირველი უთანხმოება აღმოსავლეთ ეკლესიისა რომთან,
რომელიც ამით არ დასრულებულა,უფრო მეტიც ამ კანონის საფუძველზე
მოგვიანებით , ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრების მეთხუთმეტე სესიაზე
მიიღეს 28-ე კანონი, რომელიც შინაარსით ამტკიცებდა მეორე მსოფლიო კრების
მესამე კანონის აზრს.8 რა თქმა უნდა პაპი ლეო დიდი ვერ შეეგუებოდა ამ ფაქტს
და საპასუხო წერილი გაუგზავნა იმპერატორს 452 წლის 22 მაისს, სადაც უხსნის
მას, რომ რომის ეკლესი არსი უპირატესი, რადგან თვით პეტრეს საყდარია,
რომელსაც უშუალოდ ქრისტემ გადასცა ეს სამწყსო, ხოლო სხვა ეკლესიები
მხოლოდ სამოციქულოა.9 აქედან გამომდინარე, პაპმა ლეო I დიდმა არ ჩათვალა
საჭიროდ, მიეღო ქალკედონიის კრების ეს დადგენილება და უგულებელყო იგი.
ზემოთ ნახსენები გაუცხოების თემა, როგორც ხედავთ დროთა განმავლობაში
კიდევ უფრო ღრმავდება, რასაც ხელს უწყობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს
ამბიციები.ერთ- ერთი სერიოზული განხეთქილება ასევე რომსა და აღმოსავლეთ
ეკლესიას შორის მოხდა 482 წელს, მაშინ როდესაც ბიზანტიის იმპერატორი
ზენონი გახლდათ.
როგორც ვიცით, ზენონი წარმოშობით ისავრიელი იყო, მარგამ
იმდენად კარგი მხედართმთავარობა გამოიჩინა, რომ იმპერატორმა ლეონ I-მა

7
ა.პ.ლებედევი. მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია.თბილისი.2012. გვ.176
8
Charles Hefele.History of the Councils of the Church, vol. III. EDINBURGH,1997,
p.308.
9
Charles Hefele.History of the Councils of the Church, vol. III.Edinburgh,1997, p.353
თავისი ქალიშვილი არიადნეც კი მიათხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზენონის
მმართველობის პერიოდი სავსეა მრავალი სამხედრო კამპანიით, ის მაინც
ცდილობდა ქვეყანაში შეექმნა სტაბილურობა, მაშინაც კი, როცა დასავლეთ რომის
იმპერია საბოლოოდ დაეცა და განადგურდა.10 მის დროს იმდენად დიდი იყო
მონოფიზიტების გავლენა იმპერაიში, რომ იძულებული შეიქმნა მშვიდობის
შენარჩუნების მიზნით გამოეცა დეკრეტი “ჰენოტიკონი”, რომელიც კრძალავდა
ყოველგვარ პოლემიკას დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის. რომის
ეკლესიისთვის ეს დეკრეტი მიუღებელი იყო, რადგან მათ სურდათ დისკუსია
მონოფიზიტებთან და ჭეშმარიტების გამორკვევა, რის საშუალებასაც არ აძლევდა
აღნიშული აქტი. რომის პაპმა ფელიქს III-მ ჯერ ეს დოკუმენტი უარყო და შემდეგ
ეკლესიიდან განკვეთა თვით აკაკი კონსტანტინოპოლელი. ამ ფაქტით მათ შორის
განხეთქილება თითქმის 35 წელი გაგრძელდა, 519 წლამდე.11 სწორედ ეს იყო
პირველი სერიოზული საეკლესიო განხეთქილება, რომელიც რამდენიმე ათეული
წელი გაგრძელდა და უფრო დააცილა ორი სამყარო ერთმანეთს.
მკვლევარები ასევე გამოყოფენ ე.წ “სამ თავთან” დაკავშირებულ
თეოლოგიურ პოლემიკას რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის,
რომელსაც მიეძღვნა მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება 553 წელს. უცნაური ის
იყო, რომ უკვე ამ დროისთვის სამივე მათგანი: თეოდორე მოფსუესტელი,
თეოდორიტე კვირელი და იბა ედესელი, გარდაცვლილნი ყვნენ. მაგრამ მათი
თეოლოგიური ნაშრომები გახდა განხილვის თემა, თითქოს მათში მწვალებლური
იდეები იყო გატარებული. დასავლეთის ეკლესია მტკიცე პოზიციას ინარჩუნებდა
და აცხადებდა, რომ ეკლესია გარდაცვლილთა შესახებ არ უნდა მსჯელობდეს. 12
განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა თეოდორეს სახელის დატოვება
დიპტიხებში, სადაც დასავლეთის ეკლესია ეთანხმებოდა მის დატოვებას, ხოლო
აღმოსავლეთ საპატრიარქოები წინააღმდეგნი იყვნენ. მსგავსი დაპირისპირებები

10
ვალერი ასათიანი. ბიზანტიური ცივილიზაცია.თბილისი.2006.გვ.479
11
Alexander A.Vasiliev.History of the Byzantine Empire,324-1453.Vol.1.1958, p.108-109
12
ვასილი ბოლოტოვი.ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების
პერიოდში.თბილისი.2009.გვ.532
გაგრძელდა მონოთელიტობასთან და ხატმებრძოლობასთან დაკავშირებითაც, რაც
იდეურად რომის ეკლესიას ცალკე განაყენებდა.
ზემოთ განხილული ფაქტები და მოვლენები, ცხადყოფენ, რომ დასავლურ
და აღმოსავლურ ეკლესიებს ჰქონდათ სრულიად სხვაგვარი წარმოდგენები,
როგორც საეკლესიო საკითხებში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. რომის
ეკლესია ყოველთვის გვევლინებოდა სტაბილურ ფორმაში და ცდილობდა
საკუთარი აზრის ბოლომდე დაცვას, ხოლო აღმოსავლეთ
საპატრიარქოები(უპირველესად კონსტანტინოპოლი) მაინც სახელმწიფო
ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ.მათი პრინციპულად
განსხვავებული ეკლესიური ხედვები არ შეცვლილა მე-9 საუკუნის საეკლესიო
განხეთქილებამდე, სადაც ჩვენ დავინახავთ ორივე მხარის პოლიტიკურ
ამბიციებზე აგებულ საგარეო ურთიერთობებს, რამაც საბოლოოდ ფოტიოსის
სქიზმამდე მიგვიყვანა...

ფოტიოსის სქიზმის წინაპირობები და პირველი ეტაპი

რელიგიური და პოლიტიკური ვითარება ბიზანტიის იმპერიაში

IX ს-ის I ნახევარში

ბიზანტიის იმპერიისთვის და მით უფრო ქრისტიანული ეკლესიისთვის IX


საუკუნე გახლავთ მეტად საინტერესო მოვლენებით დატვირთული პერიოდი. ეს
მოვლენები ეხება როგორც იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებას და პროცესს, ასევე
მთელ რიგ საეკლესიო ურთიერთობებსაც, რომელთა შორის გარკვეულ
თანხვედრას და ზოგჯერ ნიშანდობლიობასაც მარტივად შევამჩნევთ. ამჯერად
ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ IX საუკუნის პირველ
ნახევარში არსებულ პოლიტიკურ-რელიგიურ სიტუაციაზე იმპერიაში. კერძოდ,
თუ რა ძირითადი შიდა და გარე პოლიტიკური ძვრები მოხდა აღნიშნულ
პერიოდში, რამდენად მდგრადი იყო ეკლესიის პოლიტიკა და ურთიერთობა
თავად იმპერატორთან და ა.შ. ეს ყველაფერი კარგად გაგვარკვევს თუ ამ ეპოქაში
რა ფორმითა და შინაარსით მოევლინა ფოტიოსი პატრიარქად ბიზანტიურ
საზოგადოებას.
როგორც ცნობილია, VIII საუკუნეში დაწყებულმა ხატმებრძოლეობამ
მოიცვა მთლიანი იმპერია და ის დაახლოებით საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ისტორიაში ამ დიდი მოვლენის დამწყებად ითვლება ლეონ III ისავრიელი,
რომელმაც თავის დროზე ძალაუფლება წაართვა თეოდოსიოს III -ს.
ხატმებრძოლეობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული
პირდაპირი ბრძოლა, რამაც აშკარად დიდი ბზარი დატოვა იმპერიისა და
ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაში. დღესდღეისობით ნამდვილად
უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რა გახდა ხატმებრძოლეობის დაწყების
ძირითადი მოტივი, მაგრამ ჩვენ მაინც ვემხრობი ცნობილი ბრიტანელი
ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის არნოლდ ტოინბის აზრს, რომლის მიხედვითაც
ეს იყო ისლამური სამხედრო წარმატებების პრესტიჟი VIII საუკუნეში და
მოტივირებულნი იყვნენ, რომ ბიზანტიელ ქრისტიანებს მიეღოთ ისლამური
პოზიცია, რაც გულისხმობდა რელიგიური ხასიათის გამოსახულებათა
განადგურებას.13 მართლაც, რომ შემთხვევითი არაა არაბების პოლიტიკურ-
სამხედრო დაწინაურებასთან ერთად, ხატმებრძოლეობის აღმოცენება ბიზანტიის
სივრცეში. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში ბიზანტიის საიმპერატორო კარმა
განიზრახა ყველაზე ტრადიციული რიტუალის( ხატთაყვანისმცემლობის)
აღმოფხვრა, რაც ურთულეს საქმეს წარმოადგენდა ნებისმიერი
ხელისუფალისთვის. ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანული პრაქტიკიდან მოდის
მათთვის წმინდა ადამიანის ნაწილების თაყვანისცემა და შემდეგ მათი
გამოსახულების გამოყენება რელიგიურ რიტუალებში,როგორც სიწმინდის
აღმნიშვნელი ნივთისა.14 აქედან გამომდინარე, მსგავსი ტრადიციების წინააღმდეგ
მიმართული ნებისმიერი სახის კამპანია, რა თქმა უნდა, დიდ სამხედრო და

13
Toynbee,Arnold Joseph.A Study of History: Abridgement of volumes VII-X.
Oxford.1985, p.259.
14
Brubaker,Leslie;Haldon,John. Byzantium in the Iconoclast Era, C.680-850: A History.
United Kingdom:Cambridge University Press. 2011, p. 32.
ფიზიკურ რესურსებს მოითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ როცა ქრისტიანული
ეკლესიის იდეოლოგიის ნაწილს ეხება საკითხი. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ
გაუჭირდა ბიზანტიის იმპერიას ხატთაყვანისმცემლობის აკრძალვა ქრისტიანულ
თემში და გაუგრძელდა ათეული წლები ეს დაწყებული პროცესი.
ხატმებრძოლეობით ბიზანტიის სახელმწიფომ, ბუნებრივია, დაკარგა ისეთი
ძლიერი ინსტიტუციის მხარდაჭერა, როგორიც ეკლესია იყო. სწორედ ამ დროს
დაიწყო დაშლა ცნობილმა ე.წ იუსტინიანეს “სინთეზმა”, რასაც სხვაგვარად
სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობა ჰქვია.15 მათ შორის კარგი ურთიერთობის
აღდგენას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა და რომ არა დედოფალ თეოდორას
სურვილი, ესეც ვერ მოხდებოდა მე-9 საუკუნეში.
ისტორიიდან ცნობილია, რომ იმპერატორი თეოფილე, რომელიც გახლდათ
ამორეველთა დინასტიის წარმომადგენელი, იმპერიას მართავდა 829-842 წლებში
და ის იყო უკანასკნელი ხატმებრძოლი იმპერატორი.16 მის სახელს უკავშირდება
მრავალი სამხედრო კამპანია არაბების წინააღმდეგ, რომელთა უმრავლესობა
წარმატებით დაასრულა. ეჭვგარეშეა, რომ თეოფილე ძლიერი იმპერატორი და
პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ურთიერთობები მაინც ვერ გამოასწორა
და დაალაგა, რაც შესაძლოა მისი იმპერიალისტური აზროვნებითა და
დაუმორჩილებელი ბუნებით ავხსნათ. თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ
ბიზანტიის იმპერიის შიდა პოლიტიკური და რელიგიური სიტუაცია ქრისტიანთა
სასიკეთოდ განვითარდა. მოხდა ისე, რომ 842 წელს გარდაიცვალა თეოფილე და
საიმპერატორო დახტი დარჩა მის არასრულწლოვან ვაჟს მიქაელ III-ს, რომლის
მცირეწლოვანების გამო იმპერიის ფაქტობრივ მმართველად 855 წლამდე
გვევლინება დედოფალი თეოდორა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზანტიის
ეკლესიას, მიუხედავად მრავალი წლის უფუნქციობისა (ხატმებრძოლეობის
ფონზე), მაინც გააჩნდა შინაგანი ცოცხალი ძალა და რესურსი, რომლის
წყალობითაც სრულიად ყველას გასაკვირად, მარტივად მოახდინა ეკლესიის
ადმინისტრაციული ნაწილის რეაბილიტაცია, რასაც დავინახავთ კიდეც

15
ალექსანდრე შმემანი.მართლმადიდებლობის ისტორიული
გზა.თბილისი.2014.გვ.309.
16
Timothy E.Gregory. A History of Byzantium.United Kingdom.2010, p. 227.
დედოფლის მმართველობის პერიოდში. ნიშანდობლივია, ის ფაქტიც , რომ
იმპერიის სამეფო კარზე ცვლილებასთან ერთად , იცვლება საეკლესიო ცხოვრებაც,
რაც ცალსახად თეოდორას დამსახურებაა.აქ, ამ მომენტში ვფიქრობთ, ყველაზე
კარგად ჩანს ეკლესიის მართვა-გამგეობის აღმოსავლური მოდელი, რომელიც
მთლიანად დამყარებულია იმპერატორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, და
ვხედავთ დასავლეთისთვის მეტად უცხო იერარქიულ სისტემას, რომლის
სათავეშიც დგას იმპერატორი და შემდეგ მოდის კონსტანტინოპოლის პატრიარქი.
რაც არ უნდა გასაკვირი მოგვეჩვენოს, ეს სტრუქტურა არ ირღვევა მთელი მეცხრე
საუკუნის განმავლობაში, რადგან მოგვიანებითაც ვნახავთ თუ როგორ ცდილობს
იმპერატორი თავის სასიკეთოთ წარმართოს საეკლესიო საქმეებიც.
თეოდორამ შესანიშნავად იცოდა ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური
სიტუაცია და ხვდებოდა კიდეც, რომ მისი მეუღლის პოლიტიკა აუცილებლად
უნდა შეეცვალა. თავად იმპერიაშიც მატულობდა ქრისტიანთა უკმაყოფილების
განცდა, რადგან ხედავდნენ თუ როგორ შეეწირნენ პატრიარქი იოანე და სხვა
დიდი იერარქები ხატმებრძოლეობას. ის ხალხი ვინც ძალით, ტანჯვის გზით
უარყო ქრისტიანული სიწმინდეები (ხატები), მზად იყვნენ თავიანთი ერთგულება
კვლავ დაემტკიცებინათ თავიდან იმპერატორისთვის. გარდა ამისა
ხატთაყვანისმცემლობის აღდგენას მხარს უჭერდნენ ცალკე მდგომი ძლიერი
სამონასტრო ლიდერები, რომელთაც საკუთარი მკაცრად განსაზღვრული მიზნები
ამოძრავებდათ. ამდენად, თეოდორასთვის რთულ ნაბიჯს ნამდვილად არ
წარმოადგენდა ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა და ეკლესიისთვის ფუნქციის
დაბრუნება.
843 წელს, კონსტანტინოპოლში დედოფალ თეოდორას ინიციატივით
სასახლეში ჩატარდა კრება, რომელსაც ესწრებოდა , როგორც სამღვდელო დასი,
ასევე წარჩინებული ერისკაცთა ნაწილიც. ამ კრებაზე ქრისტიანობა საბოლოოდ
დაბრუნდა პირვანდელი სახით და ეს დღე შერიგების დღესასწაულად იქცა
ქრისტიანულ სამყაროში.17 აღნიშნულ კრებაზე , გარდა ზემოთ ნათქვამი ფაქტისა
სხვა ცვლილებებიც მოხდა, კერძოდ, პატრიარქი იოანე VII გადააყენეს და აირჩიეს

17
Norman H. Baynes. Byzantium. An introduction to East Roman. Oxford, 1948, p.108.
ახალი პატრიარქი მეთოდე, რომელიც საიმპერატორო კარზე დიდი სიმპატიით
გამოირჩეოდა. თავის დროზე, დევნილობის ჟამს მეთოდე რომში იმყოფებოდა და
ერთი პერიოდი ციხეშიც კი ჰყავდათ გამომწყვდეული. მისი პატრიარქობა მცირე
ხანს გაგრძელდა, დაახლოებით ოთხი წელი, 847 წლამდე, მაგრამ ამ მცირე ხანში
მან მოახერხა ლეონ სომეხის მიერ ხატმებრძოლეობის დროს დაბრუნებული
ეპისკოპოსების გადაყენება და საპატრიარქო სინოდი შეავსო მისთვის სასურველი
ეპისკოპოსებით, რადგან პატრიარქის ტახტზე თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. იმ
პერიოდისთვის რთული იყო ენახა ისეთი კანდიდატები, რომლებიც
აკმაყოფილებდნენ ყველანაირ კანონიკურ მოთხოვნებს, ისე რომ ოპონენტების
კრიტიკა არ გამოეწვია. მიუხედავად ამისა, მეთოდემ თავი ძალზედ კარგად
გაართვა ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ვერ გაგრძელდა მისი პატრიარქობა დიდ
ხანს, რადგან იმპერიის პოლიტიკური ნება სხვაგვარი გახლდათ. უნდა აღინიშნოს
, რომ ბიზანტიის იმპერიაში ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა სამონასტრო
ინსტიტუცია, რომელიც მრავალ ადამიანს და თან ერთსულოვან პიროვნებას
აერთიანებდა. პატრიარქი მეთოდე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მშვიდობა
დაემყარებონა მათთან, რადგან ისინი გამოდიოდნენ იმ დროისთვის
ქრისტიანული მრწამსის დამცველებად და შესაბამისად საშიშ ძალასაც
წარმოადგენდნენ. მეთოდეს გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის ეკლესიის
ისტორიაში ახალი პერიოდი იწყება, რომელიც უშუალოდ ჩვენი თემის ერთ-ერთ
ძირითად ნაწილს უკავშირდება.
იმპერიის სივრცეში ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდა პატრიარქობისა,
მაგრამ მაინც საბოლოო გადაწყვეტილება დედოფალმა მიიღო. როგორც ირკვევა
დედოფალს კრებაზე არ განუხილავს არც ერთი სხვა კანდიდატი პატრიარქობისა,
პირდაპირ გამოარჩია ეგნატე და საპატრიარქო დახტზე აიყვანა. ამ შემთხვევაშიც,
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლურ მოდელს
გამორჩევისა, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია იმპერატორისა თუ
დედოფლის სიტყვაზე, რაც დასავლეთისთვის სავსებით მიუღებელი იყო.
პირდაპირი გამორჩევის გამო ეგნატეს მთელი პატრიარქობის ჟამს
საყვედურობდნენ ოპოზიციური ძალები და მის დასახელებას არასწორად
მიიჩნევდნენ. მსგავს სიტუაციას ჩვენ დავინახავთ მოგვიანებით ფოტიოსის
გამორჩევის დროს და თვალნათლივ შევამჩნევთ, თუ რა ფუნდამენტური
თანხვედრაა სახელმწიფო ინტერესებისა და ეკლესიის მისწრაფებებისა. ეხლა კი
შევეცდები მოკლედ დავახასიათო პატრიარქი ეგნატე, რომლისგანაც იწყება
ფოტიოსის საეკლესიო განხეთქილების პირველი ეტაპი.
ეგნატე გახლდათ ახალგაზრდა ვაჟი იმპერატორ მიხეილ I- სა, რომელიც
გააძევა ლეონ V -მ და ამის შემდეგ იძულებული გახდა ჭაბუკი ბერად წასულიყო
მონასტერში. პატრიარქად დასდგენის ჟამს, ის უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო
და საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებას წარმოადგენდა. ეკლესიის
მკვლევართა უმეტესი ნაწილი ეგნატეს ზომიერად ახასიათებს18, მასში კარგ და
ამბიციურ პიროვნებასაც ხედავენ და ამასთან დიქტატორის ხასიათზეც
ამახვილებენ ყურადღებას19. ეგნატე გულმოდგინედ ცდილობდა ღვთის სახლის
გაწმენდას მისი მტრებისგან, რადგან კონსტანტინოპოლში უკვე არსებობდა
ძლიერი მოწინააღმდეგეთა ნაწილი.20 პირველი სერიოზული უთანხმოება ეგნატეს
სამეფო კართან მოუვიდა, რადგან იგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ერეოდა,
როგორც საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ეს
უკანასკნელი კი ნამდვილად არ იყო პატრიარქის პრეროგატივა და, ბუნებრივია,
მის აქტივობებს უყურადღებოდ არ დატოვებდა არც მიქაელ III და რაც მთავარია,
არც მკაცრი ბარდა ( მიქაელის ბიძა).თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ,
რომკანონიკის მიხედვით ხელისუფლების ჩარევა საეკლესიო თანამდებობაზე
პიროვნების დანიშვნის საქმეში აკრძალული იყო.ეს აკრძალვა მეშვიდე მსოფლიო
კრებამაც დაამტკიცა.21 საყურადღებოა ისიც, რომ თავდაპირველად ეგნატეს
გამოჩენით, ხალხში გაჩნდა იმედი, რომ იგი შეძლებდა დაპირისპირებულ
მხარეთა შერიგებას, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა.
პატრიარქმა რატომღაც პირადი ინტერესები დააყენა წინა პლანზე და დაიწყო

18
Philip Hughes. A History of the Church. Volume 2. London. 1993. გვ. 169
19
Ibid.170.
20
Лебедев, А. Очерки внурренней истории византийско-восточной церкви в IX, X и
XI веках.2003, .გვ.88.
21
გვანცა კოპლატაძე.ქრისტიანული ეკლესიის
ისტორია.თბილისი.2007.გვ.610.
მეთოდეს მეგობრების დევნა და აფსურდული(არარსებული) ბრალის წაყენება
მათთვის. ეგნატეს მტრების სიაში მოხვდა გრიგორ სიცილიელიც, რომელსაც
ბრალი დასდო მთელ რიგ კანონიკურ დარღვევებში და ისე გააძევა ეკლესიიდან. 22
საბოლოოდ გამოჩნდა , რომ თავად ეგნატე არ იყო არც ბრძენი და არც ძლიერი
პიროვნება, რის გამოც მისი რეპუტაცია ნელ ნელა უკან იხევდა . გარდა ამისა
პატრიარქის მოღვაწეობის დასასრული მეტწილად განსაზღვრა თავად დედოფალ
თეოდორას პოლიტიკური კარიერის დასრულებამ. მე ყოველ შემთხვევაში ასე
ვხედავ ამ ფაქტს, რადგან მომდევნო პატრიარქების შემთხვევაშიც, მათი ყოფნა
არყოფნის საკითხი დამოკიდებულია თავად სამეფო კარზე.
ბიზანტიის იმპერიაში ცვლილებების დრო დადგა და შიდა პოლიტიკური
ძვრებიც დედოფალ თეოდორას ახლო მინისტრის თეოკტისტეს მოკვლით
დაიწყო 855 წლის ნოემბერში. ფაქტობრივად ამ სიკვდილით დასრულდა
თეოდორას რეგენტობის პერიოდიც და სიტუაციის კონტროლი გადაიბარა მიქაელ
III- მ, რომელიც უკვე 16 წლის იყო და თავისუფლად შეეძლო დამოუკიდებლად
მართვა იმპერიისა.23 ბუნებრივია მიქაელმა შესანიშნავად იცოდა, რომ თეოდორას
წასვლის შემდეგ პატრიარქი ეგნატე მის მიმართ დადებითად არ განეწყობოდა.
ამიტომ იმპერატორმა მიზნად დაისახა ეკლესიის სადავეების ხელში ჩაგდება, რაც
უპირველესად ახალი პატრიარქის არჩევას გულისხმობდა, რომელიც ცალსახად
იმპერატორის ინტერესებს გაატარებდა ეკლესიაში. აქვე უნდა ვთქვათ , რომ
პატრიარქიც არ იყო გულხელდაკრეფილი, ის გამოგონილი ბრალდებებით,
როგორიცაა ინცესტი(სისხლის აღრევა) , ცდილობდა მისი ავტორიტეტის
შელახვას. 857-858 წლებში აუკრძალა კიდეც იმპერატორს წმინდა აია სოფიის
ტაძარში შესვლა, რამაც ძალზედ გააღიზიანა მიქაელი. ეს უკანასკნელი რა თქმა
უნდა ემზადებოდა პატრიარქზე თავდასასხმელად და როგორც კი გაიგო, რომ 858
წელს ეგნატე ჩართული იყო ბარდას წინააღმდეგ სამოქმედო გეგმაში, სხვა ზემოთ
მოყვანილი მიზეზებთან ერთად, პატრიარქ ეგნატეს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო
ღალატში და პირდაპირ გადაასახლეს აღმოსავლეთის ერთ-ერთ კუნძულზე,

22
J.M.Hussey. The Orthodox Church in the Byzantine Empire.Oxford.2010,p. 70.
23
Lynda Garland. Bizantine Empresses. Women and Power in Byzantium. New York .
2002, p. 104.
მარმარილოს ზღვაში.24 ფაქტია, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ერთპიროვნულად
გადაწყვიტა პატრიარქის ბედი, ისე რომ არც კრება მოუწვევია და არც სინოდზე
განუხილავს მისი საკითხი, რაც საეკლესიო კანონიკური სამართლის მიხდვით
ნამდვილად მიუღებელია. მსგავსად მხოლოდ ბიზანტიის იმპერიაში ხდება, იქ
სადაც ქრისტიანული იდეოლოია ერთგვარი იარაღია საიმპერატორო კარისთვის ,
რათა მიაღწიონ სათანადო პოლიტიკურ მიზნებს უფრო მარტივად და
კონფორტულად25. ცხადია, რომ ეგნატეს ასეთი სახით გადაყენებაზე არც ერთ
აღმოსავლეთ საპატრიარქოს რეაგირება არ ჰქონია. ერთადერთი გახლდათ რომის
პაპი ნიკოლოზი, რომელმაც უყურადღებოდ არ დატოვა აღნიშნული ფაქტი და
საყვედურით მიმართა კიდეც მოგვიანებით როგორც იმპერატორს, ასევე ახალ
პატრიარქ ფოტიოსს, რაზეც მოგვიანებით ქვემოთ შევეხებით.
ეხლა კი ორიდოე სიტყვით წარმოგიდგენთ თავად მიქაელის პიროვნებას,
რომელიც იმპერიას 867 წლამდე მართავდა, ვიდრე მაკედონელთა დინასტიას
ჩაეყრებოდა საფუძველი. მართალია, ახალგაზრდა ავიდა სამეფო ტახტზე
მიქაელი, მაგრამ ბიძამისის ბარდას წყალობით, მან უკვე კარგად განსაზღვრული
პოლიტიკური გეგმით დაიწყო მოღვაწეობა. სამხედრო თვალსაზრისით მართლაც,
რომ გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომაც მალე დაიმსახურა მამაცის და
სრულყოფილი ჯარისკაცის სახელწოდება. გარდა სამხედრო ლიდერის
თვისებებისა, მიქაელს ხშირად ჰქონდა დაუფიქრებლად იქცვეოდა, უყვარდა სმა
და შესაბამისად უწოდებდნენ “ლოთ მიქაელს”.26
ვფიქრობ საკმარისად წარმოვადგინეთ ის პოლიტიკური და რელიგიური
სიტუაცია, რის ფონზეც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ფოტიოსი
მოგვევლინა. შექმნილმა ისტორიულმა კონტექსტმა, ალბათ, უფრო მარტივი
გახადა ფოტიოსის დაწინაურება იმპერატორის მიერ, მაგრამ მოვლენების
განვითარებამ გვაჩვენა, რომ დასავლური ეკლესია უფრო აქტიურ მოქმედებას
ამჯობინებს იმ დროსაც კი , როდესაც საქმე ბიზანტიის სივრცეში ვითარდება.
გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ ეპოქის პირველ ნახევარში , მაშინ როდესაც

24
J.M.Hussey. Op. cit.,p. 71.
25
Ibid.72.
26
Gules Morgan. Byzantium. Capital of an Ancient Empire, Chicago.2007, p.89-90.
ხატმებრძოლეობა დასრულდა და ეკლესია გამარჯვებას აღნიშნავდა, სავსებით
ლოგიკურია, რომ ეკლესიას უნდა დაეწყო სწრაფი ტემპით განვითარება და
წინსვლა, მაგრამ დიდად სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. საეკლესიო განვითარების
მოლოდინში ჩვენ ვხედავთ ისეთ დიდ მოვლენას, როგორიცაა სქიზმა ანუ
საეკლესიო განხეთქილება, რომელიც დაიწყო სწორედ ეგნატეს გადაყენების
ფაქტით, რასაც დეტალურად ქვემოთ შევეხებით.

ფოტიოსი პატრიარქის ტახტზე ( 858-867 წ.წ.)

ზოგადად ფოტიოსის პიროვნება, როგორც IX საუკუნის მოღვაწე ადამიანი


ძალიან საინტერესოა, როგორც თეოლოგებისთვის, ასევე ისტორიკოსებისთვისაც,
რადგან მის სახელს უკავშირდება იმავე საუკუნის საეკლესიო განხეთქილება. მისი
პატრიარქობის პერიოდი სავსეა მცირე თეოლოგიური კონფლიქტებით და ასევე
მრავლად ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ ამბიციებსაც, რომლებმაც
ერთიანობაში დიდი უთანხმოება გამოიწვია ქრისტიანულ სამყაროში. ფოტიოსის
სქიზმის ეს პერიოდი გახლავთ ყველაზე რთული და დაძაბული წლები, რადგან ამ
დროს ხდება წინა პატრიარქის მომხრეების საჯარო გამოსვლები და ამასთან
რომის პაპთან ურთიერთობის გაფუჭება. ეხლა კი შევეცდები დავახასიათო
ფოტიოსის პატრიარქობის პირველი წლები და სწორად გადმოგცეთ ის გარემოება,
რაც იმ დროისთვის კონსტანტინოპოლში იყო.
სანამ უშუალოდ გადავალთ ფოტიოსის პატრიარქობაზე, აუცილებელია
შევეხოთ მის საერო ცხოვრებასაც, რომელიც მცირე წარმოდგენას შეგვიქმნის
მასზე. ცნობილია, რომ ფოტიოსი ერისკაცობაში სამეფო კარზე მსახურობდა.
მამამისი ენათესავებოდა პატრიარქ ტარასის, რომლის წყალობითაც დაუახლოვდა
მმართველ სახლს და უამრავი იერარქი გაიცნო. ჯერ კიდევ ბავშობაში 815-820
წლებში იწყება მისი ბუნებრივი მიდრეკილებების ჩამოყალიბება წიგნებისა და
სწავლის მიმართ, რომელმაც განსაზღვრა მისი სამომავლო საქმიანობა.ზოგიერთი
ისტორიკოსი ფოტიოსს ჰენრი VIII-ს ადარებს, რომელმაც გამოიწვია რომის პაპი,
რათა მიეღწია ეკლესიის სრული დამოუკიდებლობისთვის მისი ხალხისთვის. 27
მართალია, ჰენრი VIII- ს შემთხვევა პრინციპულად სხვა მოვლენაა, მაგრამ რომის
პაპთან ბრძოლის კუთხით მართლაც რომ კარგი პარალელია. ისტორიის
მკვლევართა უმეტესი ნაწილი ხაზს უსვამს ფოტიოსის ინტელექტს და მის
სამეცნიერო მუშაობას. მაგალითად დიმიტრი ობოლენსკი ფოტიოსს მოიხსნებს,
როგორც მისი თაობის უდიდეს თეოლოგსა და ფილოსოფოსს.28 მისი
განათლებულობის გამო, დაახლოებით 35 წლის ასაკში, ფოტიოსი იმპერატორის
მიერ დაინიშნა დიპლომატად აღმოსავლეთში,კერძოდ, ბაღდადის სახალიფოში,
სადაც მიიღო დიდი პოლიტიკური გამოცდილება29. ის, რომ პატრიარქი ძალზედ
განათლებული იყო, ამაზე მეტყველებს მისი ბიბლიოთეკა, რომელიც საკმაოდ
ბევრ წიგნს მოიცავს. მასში ძირითადად ბერძნულ ენაზე შესრულებული წიგნებია:
13 გრამატიკისა და ლექსიკოგრაფიის, 23 ორატორის სიტყვა, 20 საეკლესიო
ისტორიის, 32 საერო ისტორიის, 55 თეოლოგიური ნაშრომი და ა.შ. ბევრმა
საეკლესიო თხზულებამ თუ თეოლოგიურმა ნაშრომმა სწორედ რომ ფოტიოსის
წყალობით მოაღწია ჩვენამდე, განსაკუთრებით ბერძენი ავტორებისა(Samuel
A.Ives.The Library Quarterly.Vol.21.No4.1951.p.103) ბიბლიოთეკაში ასევე არის
გადაწერილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსების
პლატონის,არისტოტელეს,თუკიდიდეს და ჰიპოკრატეს შრომები. ფოტიოსის
ბილბიოთეკის გამოჩენა მზის სინათლეზე პირველად მოხდა 1601 წელს
აუგსბურგში David Hoeschel-ის მიერ, ხოლო მეორე გამოჩენა 1611 წელს ჟენევაში
Paul Estienne-ის მიერ.30 ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეუძლებელია
ფოტიოსის ინტელექტი ეჭვქვეშ დავაყენოთ და მისი ნებისმიერი საქციელი,
თუნდაც პოლიტიკური ნაბიჯი, მივაწეროთ მის უჭკუობას. ჰუმანიტარული
განათლების გარდა, მან შესანიშნავად იცოდა მათემატიკაც, რომელსაც თურმე
სკოლიდან მოყოლებული ეწაფებოდა.31 აღწერილ დახასიათებებში კარგად ჩანს

27
Samuel A. Ives. The Library Quarterly.Vol.21.No.4. The University of Chicago.1951,
p.285.
28
Dmitri Obolensky.The Byzantine Commonwealth.London.1971, p.103.
29
Ibid.
30
Samuel A. Ives. Op.cit.,p. 288.
31
Warren T. Treadgold. Photius on the Transmission of Texts. Los Angeles.1978, p.174.
ფოტიოსის შესაძლებლობებიც და ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი ინტელექტის
მქონე ადამიანი რთულად სამართავია, თუნდაც იმპერატორის მიერ.
ჯერ კიდევ ერისკაცობაში, ფოტიოსს შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა, რის
გამოც დაიმსახურა ბარდას ნდობა და სიმპათია. მისი საერო სტატუსი არ
წარმოადგენდა პრობლემას პატრიარქად დაედგინათ იგი, რადგან ტარასის
შემთხვევაშიც, კანონიკური სამართლის გვერდის ავლით მოხდა კურთხევა. ასეთი
მიდგომა და პრაქტიკა, ცხადია, დასავლეთისთვის მიუღებელი და
წარმოუდგენელი იყო, რაზეც პაპმა მოგვიანებით გააკეთა განაცხადი(ამის
თაობაზე ქვემო თავში იხილეთ).
იმპერიაში თანდათან იძაბებოდა საეკლესიო სიტუაცია, ერთის მხრივ
ეგნატიანელებს ჰქონდათ იმედი, რომ ფოტიოსი გააგრძელებდა წინამორბედის
პოლიტიკას და ეგნატეს მოეპყრობოდა, როგორც საკუთარ მამას, თუმცა იმედები
მალევე გაუცრუვდათ. ეგნატეს მომხრეები, ბუნებრივია, არ აღიარებდნენ მის
გადაყენებას და ფოტიოსს უზურპატორადაც კი განიხილავდნენ. იყო რამდენიმე
შემთხვევა აჯანყებებისა, რომელთაგან ყველაზე დიდი წმინდა ირინეს ტაძარში
მოაწყვეს, სადაც ფოტიოსს სიტყვის გატეხვაში დასდეს ბრალი და გადაყენებულად
ცნეს, ხოლო ლეგიტიმურ პატრიარქად ეგნატე აღადგინეს.32
ოპოზიციის მრიდან მსგავსი საქციელი, რა თქმა უნდა, არაკანონიერად
აღიარეს და შესაბამისად, საიმპერატორო კარისგანაც არ ჰქონდათ რაიმე სახის
მხარდაჭერა. პატრიარქი ფოტიოსი მალევე გადავიდა თავდასხმის პოზიციაზე და
859 წლის ადრე შემოდგომაზე შური იძია, ტაძარში 170-მდე ეპისკოპოსი შეკრიბა
და ეგნატე გადაყენებულად გამოაცხადა33. მასთან ერთად კრებამ გააძევა
ექსტრემისტი ლიდერები მიტროფანე სმირნელი და ანტონი. ფოტიოსის ეს
საქციელი შედარებით უფრო მეტად ჯდება კანონიკური სამართლის ნორმებში,
ვიდრე იმპერატორისა თავიდ დროზე. ძალიან მარტივად შეეძლო მიქაელ III-ს
ანალოგიურად მოეწვია კრება და ეპისკოპოსთა თანდასწრებით დაეგმო პატრიარქ
ეგნატეს საქმიანობა, მაგრამ ეს მან არ გააკეთა. ვფიქრობთ, რომ მისი საქციელით
იმპერატორმა დაანახა მომდევნო პატრიარქს (ჩვენ შემთხვევაში ფოტიოსს) თუ ვინ
32
J.M.Hussey. Op. cit., p.72.
33
Ibid.
წყვეტს იმპერიის პოლიტიკური საქმიანობის გარდა, საეკლეიოს საქმეებსაც
ბიზანტიის სივრცეში. ამდენად მიქაელისა და ფოტიოსის ადგილი იერარქიულ
სტუქტურაში ბევრ კითხვას არ აჩენს, რადგან ისედაც ყველაფერი ცხადად ჩანდა.
ახლადარჩეული ფოტიოსის ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენდა
საკუთარი პოზიციების განმტკიცება, რადგან ეგნატიანელებს კვლავ არ
დაეყენებინათ მისი ლეგიტიმურობის საკითხი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად,
ფოტიოსმა გაგზავნა წერილები როგორც რომში, ასევე აღმოსავლეთ
საპატრიარქოებში: ალექსანდრიაში,ანტიოქიასა და იერუსალიმში, რათა
განეცხადებინა მათთვის მისი პატრიარქის ტახტზე ასვლა. წერილში ბუნდოვნად
იყო ნახსენები სიტყვები “გადადგომა” და “გადაყენება” ეგნატესი, რაც
სავარაუდოთ ხელოვნურად გააკეთა ფოტიოსმა. ეს უკანასკნელი ხომ ყველაზე
ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი და უნარიანი დიპლომატია მათ შორის, ვისაც
ოდესმე ეკავა პატრიარქის ტახტი კონსტანტინოპოლში.34 ამიტომ შეუძლებელია
უნებლიედ შეცდომით დაეწერა ფოტიოსს ეგნატეს ფაქტის აღწერა და
ინფორმაციის გადაცემა. საინტერესო ის არის, რომ ამ წერილს პაპი იღებს 860
წელს, ანუ ფოტიოსის დანიშვნიდან სამი წლის შემდეგ. ვფიქრობ ესეც არ უნდა
მივაწეროთ შემთხვევითობას და რაიმე სახის დიპლომატიურ შეცდომას. ცნობილი
ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ალექსეი ლებედევი აღნიშნავს, რომ ფოტიოსი
პაპისადმი გაგზავნილ წერილში მხოლოდ ლოცვას ითხოვდა პაპისგან და არა მის
თანხმობას თავის პატრიარქობაზე, რადგან იგი არ აღიარებდა რომის საყდრის
უპირატესობას.35
მეტად საყურადღებოა ასევე იმპერატორ მიქაელ III-ის წერილი პაპისადმი,
რომელსაც ლეგატების გაგზავნას თხოვდა კონსტანტინოპოლში კრებაზე, სადაც
თითქოს ხატთაყვანისცემის თემას განიხილავდნენ, სინამდვილეში კი სურდა
დადასტურება მიეღო ეგნატეს გადაყენებისა. იმდენად დიდი იყო უთანხმოებით
გამოწვეული მღელვარება, რომ საეკლესიო საქმეთა მოსაწესრიგებლად უკვე
34
George Ostrogorsky.History of The Byzantine State.1986, p. 199.
35
Лебедев, А. Очерки внурренней истории византийско-восточной церкви в IX, X и
XI веках.2003, გვ.196
კრების მოწვევა აუცილებლობას წარმოადგენდა. კრების მთავარ მიზანს ეგნატესა
და ფოტიოსის საკითხის მოგვარება წარმოადგენდა, რომელთაგან პირველს თავის
მდგომარეობასთან შერიგება არ სურდა, ხოლო მეორეს მისი ლეგიტიმურობის
გამყარება სურდა. ცხადია ,ასეთი მნიშვნელობის კრება ვერ ჩატარდებოდა რომის
საპატრიარქოს წარმომადგენლების გარეშე და პაპის შეხედულების გვერდის
ავლით. მართალია, პაპს გული წყდებოდა, რომ მის გარეშე გადაწყვიტეს ეგნატეს
პატრიარქობის ბედი თავის დროზე, მაგრამ ეხლა უკვე აშკარად მიეცა შანსი
კრებაზე დასწრებისა და სათანადო აზრის დაფიქსირებისა. სწორედ ამ დროს
იწყება კონსტანტინოპოლის ურთიერთობა რომის ეკლესიასთან უშუალოდ
პატრიარქის არჩევისა და დადგენის თემაზე, რომელიც გახდება დავის საკითხი
ორ საპატრიარქოს შორის. პაპი აგზავნის მის ლეგატებს, რადოლდ პორტოს
ეპისკოპოსსა და ზაქარიას კონსტანტინოპოლში, რათა კარგად გაერკვნენ
მიმდინარე პროცესებში და კითხვები დაუსვან სინოდის წევრებს, თუ რამდენად
კანონიერად მოხდა ეგნატეს გადაყენება პატრიარქობის ტახტიდან, შემდეგ კი
ანგარიში უნდა წარედგინათ თავად პაპისთვის. როგორც აღვნიშნეთ, პაპი
ხელიდან არ უშვებდა იმ მომენტისთვის შექმნილ ვითარებას და მიქაელისადმი
გაგზვანილ წერილში მან იმპერატორისაგან რომის საყდრის იურისდიქციაში
ილირიის, კალაბრიისა და სიცილიის დაბრუნება მოითხოვა.36 აქ გამოჩნდა
ყველაზე კარგად პაპის ჩანაფიქრი, თუ რა სურდა სინამდვილეში მას, რადგან ამ
მოთხოვნებისთვის ნამდვილად არ იყო შესაბამისი დრო ბიზანტიის
ეკლესიისთვის. თუმცა ეს არ ანაღვლებდა რომის პაპს, რომელმაც ფოტიოსსაც
მიწერა წერილი, რომელშიც იგი საყვედურს უთვლის პატრიარქს მისი ჩქარი
გადაწყვეტილებისთვის ეგნატეს გადაყენების საკითხში. ჩვეული დიპლამატიის
წყალობით პაპი ნიკოლოზი მის წერილში საბოლოო გადაწყვეტილებას არ
ამხელს, შეიძლევა ვთქვათ, რომ ღიად ტოვებს თემას და მთლიანად კრების
მიმდიბარეობას დაელოდა. მიუხედავად ამისა, ფოტიოსისადმი გაგზვანილ მეორე
წერილში პაპი მზადყოფნას გამოხატავდა ძმური სიყვარულით მოხვეოდა “ ამ
დიდი ქალაქის პატრიარქს”, თუკი ლეგატთა გამოძიებას კეთილი შედეგები
36
Philip Schaff. History of the Christian Church. Vol IV.Medieval Christianity. A.D.590-
1073. 1997,p. 74.
მოჰყვებოდა.37 აღნიშნული წერილებიდან კარგად ჩანს , რომ პაპი ეგნატეს დაცვას
ნამდვილად არ ცდილობდა. მისთვის მთავარი იყო კონსტანტინოპოლის
კათედრალზე პატრიარქის შეცვლა რომის ნებართვის გარეშე არ მომხდარიყო,
რისთვისაც გაგზავნა კიდეც რამდენიმე ლეგატი.
კრება 861 წლის აპრილში ჩატარდა კონსტანტინოპოლში, სადაც პაპის
ლეგატებიც ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, კრების ჩანაწერები არასრულადაა
დღემდე მოღწეული, რადგან 869-870 წლების კრებაზე განადგურდა და ის, რაც
გადარჩა დიდი დამსახურებაა კარდინალ Deusdedit-ის, რომლის ბიბლიოთეკაშიც
აღმოჩნდა დარჩენილი ლათინური ტექსტები. სწორედ ამ ტექსტებზე
ვარაუდობენ, რომ შევსებული და დამატებულია ეგნატეს მომხრეების მიერ,
რადგან უმეტესი ნაწილი მისდამი სასიკეთო ჩანაწრებია.38 კონსტანტინოპოლში
ეგნატეს საკითხს უკვე გადაწყვეტილად თვლიდნენ, მაგრამ რადგან ამჯერად
პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ კრებას, ამიტომ მათი მონაწილეობით კიდევ
ერთხელ განიხილეს ეს საკითხი, ოღონდ ისე , რომ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების უფლება პაპს არ მიენიჭებოდა. თავად ეგნატე მშვენივრად ხვდებოდა ,
რომ რომი მის მხარეს არ დაიჭერდა და ლეგატების მონაწილეობის წინააღმდეგი
იყო კრების მსვლელობისას. თუმცაღა, აქ უკვე ეგნატეს თემა მეორე ხარისხოვანი
იყო, რადგან ნიკოლოზმა დაინახა , რომ არ სრულდებოდა მისი პირვანდელი
მოთხოვნები , რაც ილირიის, კალაბრიისა და სიცილიის გადაცემას
გულისხმობდა. ესენი კვლავ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში დარჩნენ,
რამაც განარისხა რომის პაპი და დაიწყო ფარული მზადება ფოტიოსის
წინააღმდეგ. 861 წლის კრებაზე ეგნატე კვლავ გადაყენებულად გამოცხადდა და
რომაელმა ლეგატებმა ეს ფაქტი ფორმალურად აღიარეს კიდეც ადგილზე, თუმცა
სინამდვილეში პაპის განზრახვა სხვაგვარი გახლდათ. ნიკოლოზმა სწორედ ამ
დროს დაიწყო საუბარი ფოტიოსის არაკანონიერი გზით კურთხევაზე და ეს ფაქტი

37
ოგიცკი დიმიტრი, კოზლოვი, მაქსიმე. რომაული კათოლიციზმი.
თბილისი.2000. გვ. 36.
38
J.M.Hussey. Op. cit.,74.
გამოიყენა კიდეც ერთ-ერთ ბრალდებაში, რომელზეც ქვემოთ ცალკე თავში
გესაუბრებით.
რადგან საბოლოო გადაწყვეტილება რომის პაპთან არ მიიღეს, ამის
სანაცვლოდ გაბრაზებულმა ნიკოლოზმა გადაწყვიტა ცალკე კრების მოწვევა ქალაქ
რომში, სადაც დამოუკიდებლად განიხილავდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ტახტის ბედს. 862 წლის მარტში, ნიკოლოზმა უარყო მისი ლეგატების საქმიანობა
861 წლის კრებაზე და ფოტიოსის საქმე კვლავ ღიად დატოვა. ამავე დროს მან
მიწერა სხვა აღმოსავლეთ საპატრიარქოებს, რომ დაეძახათ ფოტიოსისთვის
ყველაზე ბოროტი და აბეზარი ადამიანი.39 როგორც ვხედავთ, პაპს სურს
აღმოსავლეთ ეკლესიაში გარკვეული შფოთის შემოტანა, რისთვისაც ყველანაირ
ხერხს მიმართავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ გაითვალისწინა ის, რომ უკვე
ფოტიოსს დალაგებული ჰქონდა ურთიერთობები სხვა საპატრიარქოებთან და მას
აღიარებდნენ კიდეც ლეგიტიმურ პატრიარქად. საინტერესოა ისიც, რომ
ყველაფრის მიუხედავად, პარალელურად რომში მიმდინარეობდა
ანტიფოტიანური პროპაგანდა, რომელსაც ეგნატეს მომხრეები აწარმოებდნენ .
უამრავი მცდარი ინფორმაცია მიჰქონდათ პაპთან ნიკოლოზის შესახებ და
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ მათი წყალობით ნიკოლოზს არაზუსტი
წარმოდგენა ჰქონდა თავად ფოტიოსის პიროვნებაზე და ამიტომ მოიქცა პაპი
ამგვარად.
863 წელს, პაპმა რომში მაინც მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც ფოტიოსი
არაკანონიერ პატრიარქად გამოცხადდა, ხოლო ეგნატე ერთადერთ ლეგიტიმურ
იერარქად. ბიზანტიურმა ეკლესიამ, ბუნებრივია, რომის ეს გადაწყვეტილება
უგულებელყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ეკლესიის პრაქტიკაში
არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ადგილობრივი ეკლესიები
ერთმანეთის საქმეთა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ, თუმცა
გვაქვს მაგალითები, როდესაც ერთი კონკრეტული ეკლესია ძმური კრიტიკითა და
რჩევით მიმართავს მეორეს. ჩვენი ეს შემთხვევა რომის საპატრიარქოსა, აშკარად
პირდაპირ უხეშად სხვისი უფლებების (ვგულისხმობთ კონსტანტინოპოლის

39
Philip Schaff. Op. cit., p.75.
საპატრიარქოს) ხელყოფას გულისხმობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ურთიერთობა
დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის ძალზედ იძაბება IX საუკუნის 60-
იან წლებში, ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენებას
და არგუმენტების მოშველიებით საპატრიარქო ავტორიტეტის დაკნინებას. ამ
დროისთვის უკვე ყველანაირი ნიადაგი შექმნილია საეკლესიო
განხეთქილებისთვის, რომლის ძირითადი მიზეზები ორივე მხარის საეკლესიო
პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ და არა რომელიმე ერთის. ფოტიოსის პატრიარქობის
პერიოდში ასევე მოხდა უამრავი საინტრესო ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო
საეკლესიო უტანხმოებას.ეხლა კი შევეცდები უკეთ დაგანახოთ ფოტიოსის
სქიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, პაპ ნიკოლოზ I-ის პოზიცია და მისი
შეხედულებები აღმოსავლეთ ეკლესიაში განვითარებული მოვლენებისა.

პაპი ნიკოლოზ I-ის ბრალდებები და საეკლესიო განხეთქილება

რომის ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებდა ევროპულ


პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად ცდილობდა მისი პოზიციების
დაცვას თითქმის ყველა მიმართულებით. ამდენად დიდი ყურადღება ექცეოდა
პიროვნებას ,რომელიც დაიკავებდა რომის კათედრალს და უხელმძღვანელებდა
მთელ დასავლეთ საქრისტიანო სამყაროს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც
პაპები ცდილობდნენ თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას არა მხოლოდ
დასავლეთ სამყაროში, არამედ აღმოსავლეთ სივრცეში, კერძოდ, ბიზანტიის
იმპერიის ფარგლებში. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა საუბარი
უნდა დავიწყოთ პაპ ნიკოლოზზე და მის ურთიერთობაზე კონსტანტინოპოლ
პატრიარქ ფოტიოსთან. თავად ნიკოლოზი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს პაპად
გრიგორ დიდსა (590-604) და გრიგორ VII-ს (1073-1085) შორის.40
ნიკოლოზი ჯერ კიდევ 38 წლის დიაკონი იყო, როდესაც პაპად აირჩიეს.
მართალია დიდი იყო ლუი II -ის გავლენა მის არჩევაზე, მაგრამ აქვე უნდა ვთვათ,
რომ ის არ აურჩევია სამღვდელოებას. რაც არ უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს, მას

40
Philip Schaff. Op. cit., p.246.
სწრაფად მიანიჭეს სასულიერო ხარისხი მღვდლის და 858 წლის 24 აპრილს რომის
პაპად დაადგინეს.41 პაპ ნიკოლოზის ბიოგრაფიის ეს ნაწილი ძალიან გავს
ფოტიოსის ცხოვრებას, რადგან ორივე საიმპერატორო კარის გადაწყვეტილებით
მოვიდნენ მაღალ იერარქად და ორივე დროის მოკლე მონაკვეთში დააწინაურეს
მაღალ სასულიერო ხარისხში. აქედან გამომდინარე, პაპს ფოტიოსისადმი არ უნდა
ჰქონოდა პრეტენზია მის პატრიარქად გამორჩევაზე, მაგრამ ნიკოლოზმა მაინც
წაუყენა ეს პრეტენზია მას.
პაპი ნიკოლოზი ითვლება ცნობილ რეფორმატორადაც დასავლეთ
ეკლესიაში, რომელსაც საკმაოდ ამბიციური წარმოდგენა ჰქონდა რომის ტახტის
პრეროგატივაზე და ბევრიც გააკეთა პაპის აბსოლუტური ძალაუფლების
განსამტკიცებლად. მაგრამ ის თვლიდა, რომ მისი ხელისუფლება ასევე
ვრცელდებოდა აღმოსავლეთზეც: 865 წლის ეპისტოლეში ის აცხადებდა, რომ
ხელთ უპყრია ხელისუფლება “მთელს დედამიწაზე, მაშასადამე ყოველ
ეკლესიაზე”.42 რას უნდა ნიშნავდეს პაპის ეს სიტყვები, თუ არა აღმოსავლური
ეკლესიის დაქვემდებარებას მისი იურისდიქციის ქვეშ. ამაზე თანხმობას ბიზანტია
არასდროს მისცემდა პაპს, რაც ამ უკანასკნელმა შესანიშნავად იცოდა. ამიტომაც,
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პაპისთვის შესანიშნავი სიტუაცია შეიქმნა მისი
მოთხოვნების რეალიზებისთვის.
პირველი სერიოზული განაწყენება რომის პაპისა, მოხდა მაშინ, როდესაც
კონსტანტინოპოლის საქმე მისი იმედისა და სურვილის შესაბამისად არ
დაგვირგვინდა. აქედან მოყოლებული პაპი, უხეშად რომ ვთქვათ გადაიქცა
ფოტიოსის დაუფარავ მტრად და ეგნატეს დამხობას არ აღიარებდა. ეხლა კი
განვიხილოთ ის ბრალდებები, რაც ფოტიოსის წინააღმდეგ გააჩნდა პაპ
ნიკოლოზს.
პირველი და შეუცვლელი ბრალდება გახლდათ პატრიარქი ეგნატეს
უსამართლოდ გადაყენება. როგორც ვიცით, იმპერატორ მიქაელ III-ის ბიძა ,
კეისარი ბარდა გაეყარა ცოლს და უკანონო კავშირი დაამყარა საკუთარ რძალთან,

F.Donald Logan. A History of the church in the middle ages.New York.2005, p. 92.
41

42
უერი კალისტოსი. “დიდი სქიზმა”. აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა.
თბილისი.2009. გვ. 18.
რის გამოც პატრიარქი ეგნატე გამუდმებით ამხელდა მას. როდესაც პატრიარქმა
მას უარი განუცხადა ზიარებაზე, ბარდამ მაშინვე დაიწყო ეგნატეს წინააღმდეგ
შეთქმულება. ამის შემდეგ მიქაელმა იგი ტახტიდან ჩამოაგდო და მის ადგილას
ერისკაცი ფოტიოსი დაადგინა, რომელმაც სულ რაღაც ექვს დღეში გაიარა ყველა
საფეხური ერისკაცობიდან პატრიარქობამდე. ცოტა გაურკვეველია დიმიტრი
ოგიცკისა და მაქსიმ კოზლოვის მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელთა მტკიცებით,
“ ეგნატეს ესმოდა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არ იყო , ამიტომ
გადადგომის განცხადებას ხელი მოაწერა და ახალი პატრიარქის ასარჩევად
ლოცვა-კურთხევაც გაიღო”.43 ვფიქრობთ, ავტორები საკმაოდ ტენდეციურნი არიან
და ფოტიოსის მხარეს იჭერენ. ფაქტია, რომ ეგნატეს საკითხი საერთოდ არ
განუხილავთ არც ერთ კრებაზე მის გადაყენებამდე. ჯერ იმპერატორმა ფოტიოსი
გამოარჩია და შემდეგ მოაწყვეს კრება, რომელზეც გააძევეს ეგნატე. ასე რომ, ეს
უკანასკნელი თვითნებურად არ ყოფილა გადამდგარი, როდესაც ფაქტის წინაშე
დადგა იმ დროს ფორმალურად დაემორჩილა მის გადადგომას.44
პატრიარქ ეგნატეს გადაყენების ფაქტს სხვა მკვლევარიც ეხმიანება.
ფოტიოსის სქიზმის უშუალო მკვლევარი ფრენსის დვორნიკი, რომელიც
კათოლიკური აღმსარებლობის გახლდათ, ფოტიოსისადმი ამ შემთხვევაში
კეთილგანწყობილ ავტორად მოგვევლინა. ის წერს: “ ეგნატე არ გადაუყენებიათ
ძალით. იგი გადადგა უარესი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მართალია,
ის გადადგა ახალი რეჟიმის თხოვნით, მაგრამ ეს აქტი მართებულად და
კანონიკურად იქნა მიჩნეული კონსტანტინოპოლის უმაღლესი სამღვდელოების
წევრთა მიერ”.45 გასაკვირია თუ რატომ არ საუბრობს დვორნიკი ეკლესიის
კანონიკური სამართლის კუთხით, როცა საიმპერატორო კარი უხეშად ჩაერია
პატრიარქის გადაყენების და არჩევის საქმეში. ასევე გაუგებარია რას გულისხმობს
ავტორი სიტყვებში “ ახალი რეჟიმის თხოვნით” ? ის რაც გააკეთა იმპერატორმა

43
ოგიცკი დიმიტრი, კოზლოვი, მაქსიმე. რომაული კათოლიციზმი. თბილისი.2000,
გვ. 34
44
Philip Schaff. Op. cit., p.75.
45
Dvornik, F. The Photian Schism:History and Legend. Cambridge.1948, p.48
მიქაელმა და მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა (უპირველესად ბიძამისს ბარდას
ვგულისხმობთ) სავსებით არ ჰგავდა თხოვნას, პირიქით ეს იყო ყველაზე
რადიკალური და მიუღებელი ფორმა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში
ჩარევისა, რასაც მოჰყვა კიდეც მოგვიანებით სათანადო შედეგები. როგორც
დასაწყისში აღვნიშნეთ ეს იყო აღმოსავლური მოდელი სახელმწიფო-ეკლესიის
ურთიერთიბისა, სადაც ბიზანტიის იმპერატორი წყვეტს ყველა თემატიკის საქმეს.
ფოტიოსის პატრიარქობის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კარგი
ქართული მაგალითი მოჰყავს ისტორიკოსს დავით თინიკაშვილს თავის
სადოქტორო ნაშრომში, სადაც ის განიხილავს და ერთგვარ პარალელს ავლებს
ქართლის კათალიკოსის არსენისა და ეფრემის უთანხმოებაზე. ორივე ესენი
გრიგოლ ხანცთელის მოწაფეები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ არსენი
უკანონოდ იქნა არჩეული, გრიგოლის თხოვნით ეფრემი დაემორჩილა
კათალიკოსს.46 ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეგნატემაც
გულწრფელად დალოცა ფოტიოსი და აღიარა მისი პატრიარქობა, მიუხედავად
მასზე განხორციელებული თავდასხმებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ
ეგნატე ვერ შეეგუა მის გადაყენებას და ფარულად მაინც ებრძოდა ფოტიოსს
ტახტის დასაბრუნებლად. სწორედ ეს გარემოება არ გვაძლევს საშუალებას
ვიფიქროთ, რომ ეგნატემ უსამართლობა მოითმინა ეკლესიის ცხოვრების
საკეთილდღეოდ.
მეორე სერიოზული ბრალდება ნიკოლოზისა იყო ფოტიოსის დადგენა
იმპერატორის სურვილით და ამასთან ერთად მისი დაწინაურება მოკლე დროში.
პაპი არგუმენტად სარდიკიის კრების (343 წელს შედგა) დადგენილებებს
განიხილავდა, რომლის თანახმადაც განკითხულ ეპისკოპოსს შეეძლო საქმის
რომში გასაჩივრება, ხოლო პაპი უფლებამოსილი იყო, საქმის ვითარებიდან
გამომდინარე, გამოეტანა გადაწყვეტილება მისი ხელახალი განხილვის შესახებ.
გარდა ამისა სარდიკიის კრების კანონით იკრძალებოდა სახელმწიფო პირის მიერ
პატრიარქის გამორჩევა და მით უფრო ერისკაცის დადგენა ტახტზე. მიუხედავად

46
დავით თინიკაშვილი.ქართველებისა და დასავლეთ ევროპელთა რელიგიურ-
პოლიტიკური ურთიერთობა XI-XIII საუკუნეებში.ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი. თბილისი.2015. გვ. 22.
ამისა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა , რომ ბიზანტიის ეკლესია არ აღიარებდა
სარდიკიის კრების დადგენილებებს და ფოტიოსი ამ ფაქტს კონტრარგუმენტად
იყენებდა საეკლესიო პოლემიკის დროს.47 სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდა
მაშინ, როდესაც ფოტიოსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პაპის იურისდიქცია
ილირიისა და მეზობელ პროვინციებზე, რომელთა დაბრუნებასაც ნიკოლოზი
პირველ წერილში თხოვდა მას. ფოტიოსი ხაზგასმით აღნიშნავდა
ნიკოლოზისადმი წერილებში, რომ რადგან საეკლესიო საქმეები მიმდინარეობდა
ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე, მას(პაპს) არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო ამ
პროცესებში. ცოტა სასაცილო მომენტიც კი ჩანს, როცა ორივე მხარე იქცევა
არაკანონიერად და პარალელურად მხილების დროს ბრალდებაში ხაზს უსვამენ
კანონიკური სამართლის აუცილებლობაზე.
ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, პაპი იწყებს საუბარს მისი კათედრალის
უპირატესობაზე, რომ რომის ეკლესია ყველა დანარჩენ ეკლესიათა თავია იმ
უპირატესობის გამო, რომელიც პეტრე მოციქულს იესო ქრისტემ მიანიჭა და რომ
აქედან გამომდინარე, რის დადგენასაც ის მოისურვებს, დანარჩენებმა უცვლელად
უნდა შეასრულონ, თუნდაც ეს ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდეს.48 რა თქმა უნდა,
პაპის ეს აზრი ყოვალად მიუღებელია ბიზანტიის ეკლესიისთვის, რომლისთვისაც
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის იერარქიულად უპირატესი, რასაც
აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოებიც აღიარებენ. მას სურდა ფოტიოსის
წინააღმდეგ განეწყო აღმოსავლეთ საპატრიარქოები და მათდამი წერილში
აცხადებს, რომ იგი ადანაშაულებს ფოტიოსს,როგორც ერისკაცობიდან ასულს
საპატრიარქო ტახტზე და უწოდებს მას ავაზაკს, რომ ფოტიოსი ფიცისგამტეხია,
ვინაიდან მან წერილობით დადო აღთქმა, გაძევებული ეგნატე და მისი მომხრეები
არ შეევიწროვებინა, შემდეგ კი მათ არაერთი ბოროტება მიაგო და ბოლოს კრებაზე
ანათემასაც გადასცა; რომ მან კრება უკანონოდ მოიწვია; რომის ეკლესიის
გასაწბილებლად კი ელჩები (პაპის) მოატყუა და პაპის ბრძანების მიუხედავად
თავის მხარეს გადაიბირა; რომ იგი უსამართლოდ მოიქცა , როცა ღირსება აჰყარა

J.M.Hussey. Op.cit.,75.
47

ილია მინიატისი. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა.წიგნი I. ლოდი საცდურისა.


48

თბილისი.1990. გვ.191
მის წინააღმდგომ ეპისკოპოსებს და მათ ნაცვლად თავისი თანამოაზრეები
დაადგინა.49
ამრიგად, როგორც ხედავთ, პაპმა მთელი რიგი პრეტენზიები ჩამოუთვალა
საპატრიარქოებს და ბოლოს დასძინა კიდეც, რომ ვინც ფოტიოსს აღიარებს
ლეგიტიმურ პატრიარქად, მას აუცილებლად ანათემას გადასცემდა. მიუხედავად
ამ “დაშინებისა”, აღმოსავლეთ საპატრიარქოები სრულ ჰარმონიაში იყვნენ
კონსტანტინოპოლთან, სადაც პატრიარქის გარდა ვითარებას აკონტროლებდა
იმპერატორი. შესაბამისად მათ არ სურდათ სიტუაციის გაფუჭება არც
პატრიარქთან და მითუმეტეს არც საიმპერატორო კართან. შეიძლება ვთქვათ
კიდეც, რომ აღმოსავლეთის თითოეულ საეკლესიო კათედრალს აქვს ერთიანობის
განცდა კონსტანტინოპოლთან, რაც შეიძლება აიხსნას იმპერიის მათდამი
კეთილგანწყობილებით, რადგან წინა პერიოდში, ხატმებრძოლეობამ მათი
ორგანული კავშირი გაწყვიტა.
ეხლა კი დავუბრუნდეთ პაპის ბრალდებას ფოტიოსის
არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ფრენსის დვორნიკი აღნიშნავს, რომ
ფოტიოსი კანონიერი წესით ანუ სინოდის მიერ იქნა არჩეული: “სინოდმა, ეგნატეს
მომხრე და ეგნატეს მოწინააღმდეგე კანდიდატების გარდა, ნეიტრალური
კანდიდატი, სახელმწიფო მდივანიც წარუდგინა საიმპერატორო კარს.სწორედ ის
ადამიანი, რომელზეც თავიდანვე ფიქრობდნენ იმპერატორი და ბარდა.50
ვფიქრობთ, ამ წინადადებაში ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს რეალური სახე
სიტუაციისა, რომ ფოტიოსის არჩევა იმპერატორის ინტერესებში შედიოდა და
უფრო მეტიც, თავიდანვე მასზე ფიქრობდნენ. ასევე საფიქრებელია იმპერატორის
ზეწოლა თვით სინოდის წევრ ეპისკოპოსებზეც, რაც ამ დროისთვის უკვე
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. აქ შეიძლება გავიხსენოთ იმპერატორი
იუსტინიანე, რომელმაც ხუთივე ეკლესიის საჭეთმპყრობელი აიძლა “სამი თავი”
დაეგმოთ ე.წ 553 წლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. აქედან

49
იქვე, გვ.192.
50
Dvornik, F. Op. cit., p. 50.
გამომდინარე, წარმოუდგენელი და დაუშვებელი არაფერია ბიზანტიის
იმპერატორის მხრიდან.
პაპის ერთ-ერთ ბრალდებად შეგვიძლია განვიხილოთ , ის რომ მისთვის არ
შეუტყიბინებიათ და შეუთანხმებიათ ეგნატეს გადაყენება და ფოტიოსის არჩევა
(თან ერისკაცობიდან დადგენა). ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელოვნურად
მოაწყვეს. ამგვარად, რადგან იმპერატორმა კარგად იცოდა, რომ პაპი მის
თვითნებურ საქციელებს არ დააკანონებდა. ამიტომ რომს ახალი პატრიარქის
არჩევას ატყობინებენ მოგვიანებით, დანიშვნიდან როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ
სამი წლის შემდეგ, 860 წელს. რაც შეეხება ფოტიოსის ერისკაცობიდან არჩევას
პატრიარქად, ეს ბრალდება მარტივად შეიძლება გაბათილდეს, რადგან მსგავსი
წესი მხოლოდ დასავლეთის ეკლესიისთვის იყო უცხო, ხოლო აღმოსავლეთის
ეკლესიის ისტორიაში ამის პრეცედენტები არსებობდა. მაგალითად ნექტარიოსი,
რომელიც პირდაპირ აირჩიეს პატრიარქად მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე უკეთესი
(პატიოსანი) კანდიდატი სხვა არ არსებობდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პატრიარქ
ტარასიზე და ამბროსიზეც. ასე რომ, ფოტიოსი ნამდვილად არ წარმოადგენდა
რაიმე გამონაკლისს ტახტზე ასვლის ფაქტით
პაპ ნიკოლოზს ზოგჯერ “ახალ ელიასაც” კი უწოდებენ, ვინც სამყაროს
უზენაესმა მმართველმა მოუვლინა, რათა დაემყარებინა ქვეყანაზე დისციპლინა,
სამართლიანობა, განესაჯა ტყუილ-მართალი და ა.შ. ეს ყველაფერი მას მხოლოდ
ეპისკოპოსთა დახმარებით უნდა გაეკეთებინა. ნიკოლოზის პონტიფიკატობის
პერიოდში გამოყოფენ სამ ძირითად ღონისძიებას: 1. ფოტიოსთან უთანხმოება;
2.მეფე ლოთართან დაპირისპირება; 3. არქიეპისკოპოს Hincmar-ის დამცირება.
მხოლოდ პირველ შემთხვევაში დამარცხდა ნიკოლოზი, დანარჩენ ორში კი
გამარჯვება იზეიმა.51 პაპის ეს მარცხი შეიძლება ავხსნათ მისი პოლიტიკური
ამბიციებით აღმოსავლეთ სივრცეში. ზემოთ მოყვანილ ბრალდებებს მხოლოდ
კანონიკური საფუძველი ჰქონდა და მათ სამართლიანობაში ეჭვი არც უნდა
შევიტანოთ, მაგრამ არსებობს ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთი, მეტად

51
Philip Schaff. Op. cit. p.246
საინტერესო თემა, ეს გახლავთ ბულგარეთის საკითხი, რომელ თემასაც თამამად
შემიძლია ვუწოდო “ბრძოლა ბულგარეთისთვის”.
ბიზანტიის იმპერიულ ინტერესებში ბულგარელები ყოველთვის
მოიაზრებოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც IX საუკუნის დასაწყისიდან
ბულგარელებმა დაიკავეს ბალკანეთის ტერიტორია, ბიზანტიის მიმართ ეხლა
თავად გამოიჩინეს მტრული დამოკიდებულება და ნელნელა ანტიბიზანტიურ
დამოკიდებულებას კიდე უფრო აღვივებდნენ.52 ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ
ბორისის სახელი დაკავშირებულია ბულგარეთის ქრისტიანულ სახელმწიფოდ
გარდაქმნასთან. სპორადული მცდელობები უკვე დაწყებული იყო IX საუკუნის
დასაწყისში და შესაბამისად არსებობდა მცირე თემი პროზელიტებისა
(ქრისტიანულ რელიგიაზე ახლად გადასულნი). სწორედ ბორისის დროს გახდა
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია ბულგარეთში და იწყება ქვეყნის
ქრისტიანული ისტორიაც. თავად ბორისი საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსი
გახლდათ და მშვენივრად იცოდა მისი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ამ
დროისთვის ბალკანეთის ტერიტორიაზე დიდ მისიონერულ წარმატებას მიაღწიეს
როგორც ბიზანტიელებმა, ასევე დასავლეთის ქრისტიანებმა, კერძოდ
გერმანელებმა.(კალისტოს უერი.“დიდი სქიზმა”.აღმოსავლურ-დასავლური
ქრისტიანობა.თბილისი.2009.გვ.18.იქვე.)
ბორისი იდგა არჩევანის წინაშე, ან დროულად უნდა მიეღო ქრისტიანობა
დასავლელი მისიონერებისგან, ან ბიზანტიელებისგან. ეს საფრთხე სწორად
შენიშნა იმპერატორმა მიქაელ III-მ და დროულად ჩაერთო ბორისის
გაქრისტიანების საქმეში. ამისთვის მან სათანადო დრო შეარჩია , როდესაც
ბულგარეთში მოუსავლიანობის გამო დიდი შიმშილი მძვინვარებდა, სწორედ ამ
დროს დაესხა თავს ბიზანტიელთა ლაშქარი მიქაელისა და ბარდას მეთაურობით.
ძალაგამოლეული ბულგარელები იძულებულნი შეიქმნენ უბრძოლველად
დანებებულიყვნენ, ქრისტიანობა მიეღოთ და სამეფო დაექვემდებარებინათ
კონსტანტინოპოლის იმპერატორისათვის, ხოლო ეკლესია კონსტანტინოპოლის
პატრიარქისთვის.

52
Panos Sophoulis.Byzantium and Bulgaria,775-831.Vol.16.Boston.2012, p. 275
უშუალოდ ბორისის გაქრისტიანება 864 წელს მოხდა და მისი ნათლია თავად
იმპერატორი იყო.ბორისზე, როგორც ბულგარეთის მმართველზე არსებობს
ორგვარი წარმოდგენა ისტორიაში. ერთის მხრივ ის იყო ძალიან
კეთილი,მორწმუნე და ღვთივსათნო ადამიანი, ხოლო სხვამხრივ სასტიკი
პიროვნება. ერთ-ერთი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მას 52 წარჩინებული ადამიანი
სიკვდილით დაუსჯია თავიანთი ოჯახებით. ამის შემდეგ ფოტიოსი უგზავნის
ერთ-ერთ საკუთარ ნაშრომს , სადაც საუბარია თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი
მმართველი.53 ფოტიოსის ეს გზავნილი შემთხვევითი ნამდვილად არ არის,
რადგან ამ მომენტში პაპი ნიკოლოზი აგზავნის თავის ეპისკოპოსებს
ბულგარეთში, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასავლეთის
ეკლესიის დოგმატები უნდა ესწავლებინათ. დასავლეთის ეპისკოპოსების
სწავლებას სწრაფი წარმატება მოჰყვა, რადგან ისინი დაუფარავად ქადაგებდნენ,
რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტიოსი ჭეშმარიტი და კანონიერი
საჭეთმპყრობელი არ იყო.
ბორისს სურდა ბულგარეთის ეკლესია დამოუკიდებელი ყოფილიყო და
როცა კონსტანტინოპოლმა უარი უთხრა ავტონომიაზე, მან უკეთესი შედეგის
იმედით დასავლეთს მიმართა.ელჩები გაგზავნა პაპ ნიკოლოზთან და თხოვა
მისთვის ეპისკოპოსი და მღვდლები გაეგზავნა, ამასთან პაპს უგზავნის მისთვის
საინტერესო 106 თეოლოგიურ და სოციალურ საკითხს, რომლებზეც სურდა მისი
აზრის გაგება. ამ პროცესში პირველად წამოიჭრა Filioque-ს საკითხი, რომელიც
გაჟღერდა ბულგარელთა შორის. როგორც კალისტოს უერი აღნიშნავს ეს მოხდა
მაშინ ,როდესაც მისიონერული ექსპანსიის ორი ტალღა(დასავლეთიდან და
აღმოსავლეთიდან) ერთმანეთს შეეყარა. როცა ბერძნებმა და გერმანელებმა
დაინახეს, რომ მოქმედებდნენ ერთ ქვეყანაში სხვადასხვა თეოლოგიური
დოქტრინით.ამ დროს ბუნებრივად ამოტივტივდა საკითხი Filioque-ს შესახებ,
რომელიც გერმანელებთან უკვე პრაქტიკაში იყო მიღებული. ლათინმა
მისიონერებმა მალევე წამოიწყეს შეტევა ბერძნებზე, იმ მომენტებზე

53
J.B.BURY. The Cambridge Medieval History.Volume IV.Cambridge. 1923, p. 236.
გამახვილებით, სადაც მათი პრაქტიკა ბერძნებისას შორდებოდა: სამღვდელო
პირთა ქორწინება, მარხვის წესები და პირველ ყოვლისა Filioque. 54
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რომის ეკლესიაში Filioque საერთოდ არ
გამოიყენებოდა, მაგრამ ჩანს პაპმა ნიკოლოზმა ბულგარეთის შემთხვევაში
გერმანელი მისიონერების მხარე დაიჭირა. ამის ახნსა კი დიდ სირთულეს
ნამდივადლ არ წარმოადგენს. პაპი მზად იყო ბიზანტიური გავლენების
შესასუსტებლად, ყველაფერზე წასულიყო, მათ შორის ფილიოკვეს გამოყენებაზეც.
ჩემი ინტერესის სფეროს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს ფილიოკვეს შესწავლა
თეოლოგიური კუთხით და მისი წარმოჩენა, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური
მიზეზი ფოტიოსის სქიზმისა, მაგრამ მცირე წარმოდგენა , რომ შეგვექმნას მასზე
ორიოდე სიტყვით შევჩერდები მასზე. „Filioque“ ლათინურად ნიშნავს “და
ძისაგან”, რომელიც ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტში
ჩაამატეს სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. პირველად ის VI საუკუნეში
გამოჩნდა დასავლურ ეკლესიებში, მაგრამ რომის პაპი და მისი ეკლესია ამ
დროისთვის მას არ იყენებდა.55 ისტორიიდან ცნობილია, რომ პირველად
„ფილიოკვე“ ჯერ კიდევ კარლოს დიდის სამეფო კარის ავტორებმა აქციეს კამათის
საგნად,როცა ბრალი დასდეს ბერძნებს ერესში იმის გამო, რომ არ წარმოთქვეს
სიმბოლო სარწმუნოებისა დამატებითი სიტყვების ფორმით.56 ამის შემდეგ ეს
თემა განხილვის ობიექტი არასდროს ყოფილა, თუმცა ფოტიოსმა კვლავ წამოწია
წინა პლანზე57.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ორ საპატრიარქოს შორის
ურთიერთბრალდებებით გამწვავებული კამათისას, მხოლოდ ბოლოს
განიხილავენ თეოლოგიური ხასიათის მნიშვნელოვან თემას და ისიც იმიტომ, რომ
ფოტიოსმა მოინდომა პაპზე შურისძიება ბულგარეთის ეკლესიაზე იურისდიქციის
გავრცელების გამო. ამიტომ თამამად ვიტყვით, რომ ფოტიოსის სქიზმის

54
უერი კალისტოსი. “დიდი სქიზმა”.აღმოსავლურ-დასავლური
ქრისტიანობა.თბილისი.2009.გვ.19
55
Grudem Wanye.Systematic Theology.Zondervan.1994, p. 246
56
Donald M. Nicol. The Byzantine View of Western Europe. M. Purcell's Papal
Crusading Policy 1244-129, Leideo, 1975, p. 322
57
Ibid.
ცენტრალურ საკითხს მართლაც, რომ არ წარმოადგენდა საღვთისმეტყველო
დოქტრინათა სხვაობა. სქიზმის ერთადერთი სარჩული უპირობოთ იყო
ეკლესიათა პოლიტიკური ამბიციები,რომელთაგან მეტად დიდ ადგილს
ახლადგაქრისტიანებული ბულგარეთის სახელმწიფოს მიმართ ინტერესი იკავებს.
ამდენად გასაკვირი არაა, თუ რატომ მოქმედებს ორივე მხარე უკომპრომისო
განწყობით, ფაქტობრივად არც ერთს გამოუხატავს უკან დახევის სურვილი და
ქრისტიანული ერთობის შენარჩუნების იდეა. სამწუხაროა, ის ფაქტიც, რომ თავად
იმპერატორი, რომელიც მანამდე პირდაპირ ერეოდა მთელ რიგ საეკლესიო
საკითხებში, სქიზმის რეაულური საფრთხის დროს საერთოდ არ გამოჩენილა და
არ დაუფიქსირებია საკუთარი შეხედულება. სავარაუდოთ, მიქაელის დიდი
სურვილი იყო, რომ ბიზანტიური ეკლესია გამოთიშულიყო რომის ეკლესიასთან
ერთობას, სხვამრივ მისი უმოქმედობა დიდ უვიცობაზე მიგვითითებს.
პატრიაქრი ფოტიოსი ძალიან შეშფოთებული იყო ბალკანეთზე
გერმანელთა მისიონერების გავლენის ზრდით, მაგრამ უფრო მეტად ლათინების
მიერ ფილიოკვეს შესახებ გამართული დავა აღელვებდა. 867 წელს ფოტიოსი
იწყებს რადიკალური ზომების მიღებას და პირველ რიგში ეპისტოლეს უგზავნის
აღმოსავლეთ პატრიარქებს, სადაც ფილიოკვეს აკრიტიკებს და უარყოფს, ხოლო
58
ერესში დებს ბრალს მათ, ვინც მრწამსში “და ძისაგან”-ს გამოიყენებს. ფაქტია,
რომ ამ ნაბიჯით ფოტიოსმა უკვე დაიწყო პაპის დადანაშაულება თეოლოგიურ
ცდომილებაში და სურდა ნიკოლოზის წინააღმდეგ სხვა საპატრიარქოებიც
განეწყო. სქიზმის რეალური ნიშნები უკვე ცალსახად გამოიკვეთა ფოტიოსის
საქციელით და სწორედ ამ ჩქარი გადაწყვეტილების გამო ხშირად მას
ისტორიკოსები აკრიტიკებენ. ჩვენი თემის ცნობილი მკვლევარი დვორნიკი
ფოტიოსის საქციელს “უსარგებლო თავდასხმას” უწოდებს და ამბობს, რომ “ ეს იყო
გაუაზრებელი,ნაჩქარევი და ფატალურ შედეგებთან დაკავშირებული მცდარი
მოქმედება”.59 დვორნიკის მსგავსი შეფასება ვფიქრობ ზუსტია და მართებული,
რადგან ფოტიოსმა შესანიშნავად იცოდა, რომ ფილიოკვეს არ იყენებდა რომის

58
გვანცა კოპლატაძე.ქრისტიანული ეკლესიის
ისტორია.თბილისი.2007.გვ.616.
59
Dvornik, F. The Photian Schism... გვ.433
ეკლესია, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა პოლიტიკურმა ამბიციამ დროულად
დაეკავებინა ბულგარეთის ეკლესია, სძლია მის რელიგიურ განცდებს. 867 წელს
ფოტიოსმა მოიწვია სინოდი და წმინდა პეტრეს მემკვიდრე, პაპი ნიკოლოზი
ანათემას გადასცა და გადაყენებულად ცნეს. როგორც ისტორიკოსი ჰასეი
აღნიშნავს, ეს გადაყენება იყო ყველაზე უგუნური ნაბიჯი და პატრიარქის
შეცდომებს შორის ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა და ამასთან ერთად დასძენს,
რომ ფოტიოსის მიზანი მხოლოდ პაპი იყო და არა მთლიანი ლათინური ეკლესია
და რომლის მიღწევაშიც ე.წ “ ლომის წვლილი” ბიზანტიის იმპერატორ მიქაელს
მიუძღვის.60
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ფოტიოსის ორგანიზატორობით
ჩატარებულ სინოდის განჩინებებს, ვერ მოესწრო პაპი ნიკოლოზი, რადგან ეს
უკანასკნელი 867 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა, ისე რომ მისი ანათემაზე
გადაცემა არ გაუგია. რთულია ვისაუბროთ ალტერნატიულ ისტორიაზე, თუ რას
მოიმოქმედებდა პაპი სინოდის გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, მაგრამ
ფაქტია, რომ სადაც აქამდე არ დაუხევია ნიკოლოზს არც ერთ საკითხში
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ვფიქრობთ, არც ამ შემთხვევას
დატოვებდა უპასუხოდ და ურეაგიროდ. ფოტიოსის საქციელით დაირღვა
საეკლესიო (კათოლიკური ანუ საყოველთაო) ერთობა და ჩატყდა ერთგვარი
დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება აშკარად უკანონო და ერთპიროვნული იყო, მას
არ მოუწვევია მთლიანი კრება, სადაც აღმოსავლეთის პატრიარქებიც
დაესწრებოდნენ და ერთად განიხილავდნენ ნიკოლოზის თეოლოგიურ
დოქტრინალურ დარღვევებს. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ფოტიოსი ვერ ერკვეოდა
საეკლესიო კანონიკაში, რადგან ცნობილია, რომ მისი წინასიტყვაობით გამოიცა
მრავალი სჯულისკანონი და 780-მდე სხვადახსვა კანონთა კრებული. 61 ფოტიოსმა
ისე დაასრულა მისი პატრიარქობის პირველი ეტაპი, რომ ბულგარეთის საკითხი
ბოლომდე ვერ მიიყვანა. უფრო მეტიც, ბულგარეთის საკითხით ამოტივტივდა

J.M.Hussey. The Orthodox Church.... გვ.78


60

61
Clarence Gallegher SJ. The Jurist: Studies in church law and ministry. Vol.67. 2007, p.
73
ფილიოკვეს თემაც და საბოლოოდ მივიღეთ სახეზე საკლესიო განხეთქილება,
რომელიც ცნობილია “ ფოტიოსის სქიზმის” სახელწოდებით.
ნაშრომის ეს კონკრეტული თავი ვერ შეფასდება ფოტიოსის პიროვნების
დახასიათების გარეშე. ჩვენს მიერ განხილული შემთხვევები და მაგალითები
ცხადყოფს, რომ პატრიარქი ფოტიოსი საკმაოდ დიდი ამბიციებით გამოირჩეოდა
და მის ამ ამბიციებს ზურგს უმაგრებდა იმპერიის მმართველის, მიქაელის
პირდაპირი მხარდაჭერა. ჩვენ ბევრჯერ შევხვდით ბიზანტიის სახელმწიფოს
მხრიდან უხეშ ჩარევებს ეკლესიის საქმიანობაში, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ
უხერხულ სიტუაციებსაც ქმნიდა საეკლესიო ცხოვრების წესებთან მიმართებაში.
ფოტიოსის სქიზმის აღნიშნული პერიოდი უნდა მოვიხსენო, როგორც ეკლესიის
სამარცხვინო ჟამი, რადგან სწორედ ამ დროს გამოჩნდა ის რეალური სახე , რაც
გააჩნდა ბიზანტიურ ეკლესიას. ასევე უნდა ვთქვა, რომ თუ ოდესმე ეკლესია
იმპერიის მარწუხებში იყო და მას მარიონეტად განიხილავდა, ეს ნამდვილად ამ
დროს იყო, რადგან იმპერატორმა მიქაელ III-მ თავის სასიკეთოთ წარმართა
კონსტანინოპოლის საპატრიარქოს ცხოვრება და იმდენად დიდი იყო
საიმპერატორო გავლენა საპატრიარქოზე, რომ მათ გარეშე(ზოგადად
იმპერატორებს ვგულისხმობ) არ ჩატარებულა არც 869-870 წლის და არც 879-880
წლის კრებები.
ამიტომ ფოტიოსის სქიზმის ამ ეტაპზე დამნაშავეა, როგორც თავად პატრიარქი
ფოტიოსი ასევე განსაკუთრებით იმპერატორ მიქაელ III, რადგან ამ უკანასკნელის
უკანონო გადაწყვეტილებით გადააყენეს თავის დროზე პატრიარქი ეგნატე,
ვისთვისაც დაიწყო დიდი უთანხმოება რომის კათედრალთან. აქედან
გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტიოსის სქიზმა ატარებს მცირე საერო
ხასიათსაც, იმდენად , რამდენადაც მასში ფილიოკვეს საკითხის გარდა ყველა
ასპექტში ჩართული იყო იმპერატორი, როგორც მთავარი ფიგურა.
IX საუკუნის შუა ხანებში კარგად გამოჩნდა თუ როგორ იცვლება ბიზანტიის
ეკლესიის პოლიტიკური ცხოვრება, საიმპერატორო კარზე ცვლილებებთან
ერთად, ხოლო დასავლეთში, რომის პაპის საგარეო პოლიტიკა მეტად მყარ
პოზიციაზე გვევლინება. აქედანაც ჩანს, რომ ბიზანტიური ეკლესიის მოდელი
ზოგადად ძალიან განსხვავდება დასავლური მოდელისგან, რაც არც თუ ისე
სასიამოვნო და მისაღებია, რადგან ვფიქრობ სწორედ მსგავსი პოლიტიკური
მოდელის წყალობით მივიღეთ ფოტიოსის სქიზმა.

ფოტიოსის სქიზმის მეორე ეტაპი


კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პატრიარქ ეგნატეს
დაბრუნება და 869-870 წლის კონსტანტინოპოლის კრება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფოტიოსმა 867 წლის კრებით ანათემას გადასცა


პაპი ნიკოლოზი და შესაბამისად დასავლეთ ეკლესიას თვითნებურად გამოეთიშა.
ამასთანავე ის ზეიმობდა ეგნატეს დამარცხებასაც, რისთვისაც ფოტიოსმა მთელი
თავისი პოლიტიკური რესურსი გამოიყენა. მიუხედვად ამისა, მისი გამარჯვების
ზეიმი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როგორც იმთავითვე ვთქვით, აღმოსავლეთ
ეკლესიის შიდა მმართველობა მთლიანად პირდაპირ კავშირში იყო
საიმპერატორო კართან, თუ ეს უკანასკნელი გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა,
აუცილებლად ეს ეკლესიასაც ეხებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი
შემთხვევაა, რაზეც ცოტა ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ.
ბიზანტიის იმპერიაში პოლიტიკური სიტუაცია ძალზედ დრამატულად
განვითარდა. ფოტიოსის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ჩვენი აზრით, სქიზმის
სულისჩამდგმელი იმპერატორი მიქაელი 867 წლის სექტემბერში პოლიტიკური
მოტივით მოკლა ბასილი მაკედონელმა. მანამდე კი 866 წელს მიქაელის ბიძა
ბარდა მოკლეს, რომელიც ასევე ფოტიოსისადმი კეთილგანწყობილი გახლდათ.62
ფაქტობრივად ბასილი I-მა სისხლისღვრით დაიკავა საიმპერატორო ტახტი და
დაიწყო ახალი ეპოქა იმპერიის ისტორიაში, რომელსაც ხშირად მაკედონურ
რენესანსსაც კი უწოდებენ. იმდენად დიდი და ფართოა ამ ეპოქის კულტურა, რომ

62
Philip Hughes. A History of the Church. Volume 2.London.1979, p.173
მეცნიერები საუბრობენ უამრავ ასპექტზე და მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად
რელიგიურ ასპექტს განიხილავენ. სწორედ რელიგია იყო ამ ეპოქის კულტურის
მამოძრავებელი ძალა და მისი წყალობით მოხდა უამრავი ჩანაწერების
გაკეთება,რომლებიც კარგად ასახავენ მაკედონელთა პოლიტიკურ სულს.63
ბუნებრივია, ფოტიოსს არ გაუხარდა იმპერატორისა და ბარდას სიკვდილის
შემდეგ ბასილის ასვლა ტახტზე. მან შესანიშნავად იცოდა, რომ მისი
პატრიარქობის პერიოდი მალე დასრულდებოდა და ამას უშუალოდ ბასილი
გააკეთებდა. ახალმა იმპერატორმა კარგად გააცნობიერა იმ დროინდელი
საეკლესიო სიტუაცია და მალევე მიხვდა, რომ პატრიარქი ფოტიოსი მას მხარს არ
დაუჭერდა. აქ ცხადად გამოიკვეთა დაპირისპირება სახელმწიფოსა და ეკლესიას
შორის, რომელიც დასრულდა ტრადიციული გადაწყვეტილებით-პატრიარქის
გადაყენებით. იმპერატორმა ფოტიოსი საპატრიარქო ტახტს ჩამოაცილა და სკეპის
მონასტერში დაამწყვდია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი დროებით
ცარიელი აღმოჩნდა, მაგრამ ახალი პატრიარქის კანდიდატის მოძებნა
იმპერატორს არ გაჭირვებია. იმპერიაში ეგნატე და მისი მხარდამჭერები კვლავ
დიდ ძალას წარმოადგენდნენ, რაც გამოჩნდა მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლში
მიწისძვრა მოხდა და მათ ააბუნტეს მასები,თითქოს ეს უსამართლობა
განდევნილი პატრიარქის სანაცვლოდ ღმერთმა სასჯელად მოუვლინა ხალხს.64
საბოლოოდ ბასილმა სწორედ ეგნატე შეარჩია ახალ პატრიარქად. ილია
მინიატისი ბასილის ამ გადაწყვეტილებას ცოტა უცნაურს უწოდებს, რადგან
იმპერატორი ფოტიოსს ყოველთვის პატივისცემით,სიყვარულითა და ნდობით
ეპყრობოდა. ამას ისიც მოწმობს, რომ კეისარმა მას თავისი ვაჟიშვილიც კი
მოანათვლინა. მიუხედავად ამისა, ავტორი საუბრობს პირად წყენაზე. კერძოდ,
როდესაც მიქაელის სიკვდილისა და ტახტზე ასვლის შემდეგ ბასილი ტაძარში
საზიარებლად მივიდა, პატრიარქმა ფოტიმ განაყენა ზიარებიდან და მიქაელის
მკვლელობაში ამხილა იგი, ეს კი ვერ აიტანა და ფოტიოსისადმი მტრულად

63
Tomas F. Xnoble. Julia M.H. Smith. Christianity Early Medieval Christianites C. 1100.
Vol.3. New York, 2008, p.56.
64
Лебедев, А. Очерки внурренней истории византийско-восточной церкви…. გვ.101.
განეწყო.65 გარდა პირადი ინტერესისა, ჩვენი აზრით, ბასილი უფრო შორს
იხედებოდა და მას სურდა დასავლეთ ეკლესიასთან ურთიერთობის აღდგენა. ამ
ურთიერთობაში კი ერთადერთ პრობლემას ფოტიოსი წარმოადგენდა, რომელმაც
პაპი ნიკოლოზი ანათემას გადასცა და ეკლესიიდან განკვეთა. სავარაუდოა,
იმპერატორის ეს ნაბიჯიც ამ იდეას ემსახურებოდა, რისთვისაც გაგზავნა კიდეც
ელჩები პაპთან.
აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, დასავლეთ
ეკლესიაშიც განვითარდა სხვა მოვლენები. პაპ ნიკოლოზის გარდაცვალების
შემდეგ, რომის პაპის ხატხი დაიკავა ხანში შესულმა 75 წლის ადრიანე II-მ(867-
872). ეს უკანასკნელი ცდილობდა დაეცვა პაპის ძალაუფლება და გაეგრძელებინა
ნიკოლოზ I-ის პოლიტიკა აღმოსავლეთ ეკლესიის მიმართ. არაბების გამოჩენამ და
ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე თავდასხმების გახშირებამ, პაპი ცოტა შეაშინა
და ამიტომ დაიწყო პოლიტიკური მოკავშირეების მოძებნა. მსგავსს სიტუაციაში
66
აღმოსავლეთ სივრცეში მხოლოდ ბიზანტიის იმპერია ეგულებოდა. როგორც
ვხედავთ, ორივე მხარის ინტერესთა თანხვედრა მოხდა და ამიტომ უფრო
გამარტივდა მათ შორის ურთიერთობის დამყარება. პაპის სიმპათია
იმპერატორისადმი იმანაც განაპირობა, რომ ფოტიოსი გადააყენა მან და ეგნატე
აღადგინა საპატრიარქო ტახტზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგნატეს
რესტავრაციით, პაპს ახალი იმედები გაუჩნდა საკუთარი პოლიტიკური
ამბიციების აღსრულებისა აღმოსავლეთ ეკლესიაში.
ადრიანემ მოიწვია ადგილობრივი კრება 869 წლის 10 ივნისს და ყველაფერი
მოიწონა, რაც კი იმპერატორმა მიიღო ფოტიოსის წინააღმდეგ. აგრეთვე პაპმა
ფოტიოსი და მის მიერ ხელდასხმული სამღვდელოება შეაჩვენა და მათთვის
სასულიერო ხარისხის აყრა ბრძანა. პაპი ბრალდებების ნაწილში ცალსახად
მართალი იყო, მაგრამ ამ მომენტში მართალი არ ჩანდა. თუ რაიმე კანონიკური
სამართლის გათვალისწინებით გააკეთა თავის დროზე ფოტიოსმა , ეს სამღვდელო

65
ილია მინიატისი.სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა.წიგნი I. ლოდი
საცდურისა.თბილისი.1990..გვ.199-200.
66
Clarence Gallegher SJ. The Jurist:studies in church Law and Ministry.Volume 67.
2007,p.76.
დასის კურთხევაა ბიზანტიის ეკლესიაში და შესაბამისად მათი ლეგიტიმურობს
ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად უსამართლობაა პაპის მხრიდან. სხვამხრივ
ადრიანეს ასეთი პოლიტიკა კიდე უფრო გააღრმავებდა ორ ეკლესიას შორის
შუღლსა და დაპირისპირებას. რომის კრებაზე პაპმა დალოცა ყველა, ვინც 867
წლის კრების აქტებს გაანადგურებდა და განსაკუთრებით მოიხსენია იმპერატორი
ბასილი I. ყველაფრის მიუხედავად ფაქტია, რომ ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა
მოახერხა ჯანსაღი კავშირის აღდგენა რომის ეკლესიასთან და “დროებითი”
მშვიდობის დამყარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში.
რომის კრების გადაწყვეტილებები ეპისკოპოსმა სეტეფანემ და დონატუსმა
ჩაიტანეს კონსტანტინოპოლში 869 წლის შემოდგომაზე, რადგან აუცილებელი იყო
კრების ოქმების დამტკიცება საყოველთაო კრებაზე, სადაც აღმოსავლეთ
საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. კრების ორგანიზატორობა თავად
იმპერატორმა ითავა და 869 წლის 6 ოქტომბერს, თავისი იმპერატორობის მესამე
წელს დიდი კრება მოიწვია. აღნიშულ ღონისძიებას (მისდამი დიდი ინტერესის
გამო) ესწრებოდნენ იმპერატორის ძმები, კონსტანტინე და ლევი. კრება ჩატარდა
აია სოფიის ტაძარში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმპერატორის
წარმომადგენელი, არისტოკრატი ბეენასი (Baanes) და არა რომის
ლეგატები,როგორც განზრახული ჰქონდა პაპს.67
კრების მიზანი აშკარად ფოტიოსის ავტორიტეტის შელახვა და დაქვეითება
იყო, რადგან ყველა მისი მოწინააღმდეგე (ისინი, ვისაც თავის დროზე თვითონ
დევნიდა) ესწრებოდა სესიებს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კრების მეხუთე
სხდომაა, რომელსაც ლათინები მერვე მსოფლიო კრებას უწოდებენ თავისი
მნიშვნელობით. სხდომაზე ფოტიოსი დაასწრეს, რომელიც საერთოდ ხმას არ
იღებდა. კრებაზე შემოსვლის შემდეგ მას ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა იგი
რომის პაპის გადაწყვეტილებებს, რაზეც კვლავ დუმილით უპასუხა, ხოლო
მოგვიანებით თქვა: “ღმერთს მაშინაც ესმის ჩემი, როცა ვდუმვარ”, რასაც სხვა
სახარებისეული წინადადებებიც მოაყოლა.68

67
J.M.Hussey. Op. cit., p. 80
68
Philip Schaff. Op. cit., p. 279
ფოტიოსი მრავალჯერ გააფრთხილეს, რომ პატიება ეთხოვა და შეუნდობდნენ,
მაგრამ ის თავის პირვანდელ პოზიციაზე იდგა, დუმილს ამჯობინებდა. ფოტიოსი
მეშვიდე სესიაზეც შემოიყვანეს იმ იმედით, რომ იქნებ მაშინ მაინც ეთქვა კრების
წინაშე სიტყვა, მარგრამ ყველასთვის გასაოცრად ის ხმას არ იღებდა. სხდომის
დასასრულს ერთსულოვნად წაიკითხეს ანათემათა გრძელი რიგი: “ ფოტის-
ეკლესიაში სამეფო კარიდან შემოჭრილს, ანათემა; ფოტის-სამეფო კარის
წარმომადგენელს და ერისკაცს; ფოტის-ახლადგამომცხვარსა და ტირანს, ანათემა;
ფოტის-განდგომილსა და განკითხულს, ანათემა; ფოტის-მრუშსა და
მამისმკვლელს, ანათემა; ფოტის-ახალ მაქსიმე ცინიკოსს და ახალ დიოსკორეს,
ანათემა; ყველა მის მიმდევარსა და თანამზრახველს ანათემა”.69
მართალია კრებამ სხვა ბრალდებებიც წაუყენა ფოტიოსს, მაგრამ
საკვირველი მაინც ის გახლავთ, რომ არც ერთ მათგანზე პასუხი მას არ გაუცია. აქ,
ბუნებრივია, დგება სავსებით ლოგიკური კითხვა: თუ რას უნდა ნიშნავდეს
ფოტიოსის დუმილი ამ ყველაფერზე?! მაინც ვფიქრობთ, რომ ფოტიოსს არ
წარმოედგინა აღმოსავლეთ საპატრიარქოების თანხმობა რომის ეკლესიასთან, მით
უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქის
ანათემაზე გადაცემას. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საუბრის საშუალებას არ
აძლევდნენ მას, რადგან მრავალგზის მოუწოდეს კრებაზე გამოსვლისაკენ. მეორე
მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას უბრალოდ რომის ლეგატების
თანდასწრებით არ სურდა საკუთარი შეცდომების აღიარება, მაგრამ არც კრების
გარეთ უთქვამს ვინმე ეპისკოპოსისთვის სათანადო პასუხი. ბოლოს კი
საფიქრებელია, მისი საქციელის შეფასება უფრო რადიკალური ფორმითაც.
დასაშვებია, რომ ფოტიოსმა მისი თითოეული საქციელი და ნაბიჯი, რაც კი პაპის
წინააღმდეგ გადადგა, უკლებლივ ყველა მართებულად მიიჩნია და ამიტომაც არ
დააფიქსირა მისი აზრი კრების სხდომებზე. ყველაზე კარგად 869 წლის კრებაზე
გამოჩნდა ფოტიოსის უსუსურობა, მაშინ, როდესაც მას დახმარების ხელი არ
გაუწოდა არც ბიზანტიის საიმპერატორო კარმა და არც აღმოსავლეთ
საპატრიარქოებმა. იმპერატორის მხარდაჭერას მიჩვეული ფოტიოსი, მარტო

69
ილია მინიატისი. დასახ. ნაშრ., გვ.204
უძლური აღმოჩნდა ეგნატესა და კრების წინაშე, რამაც მისი სახელი კიდე უფრო
დააკნინა იმპერიის ფარგლებში.
კონსტანტინოპოლის კრებაზე მეტად საინტერესოა მერვე და ბოლო სესიები,
სადაც მიიღეს რამდენიმე ადმინისტრაციული სახის კანონი, საეკლესიო
დისციპლინისთვის განკუთვნილი წესები და რაც ყველაზე საყურადღებოა 21-ე
კანონი, რომლის თანახმადაც პირველობის პატივი ერგო რომს და შემდეგ
მოდიოდნენ : კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის
საპატრიარქოები. ამასთან ერთად აიკრძალა საერო პირთა (მათ შორის
იმპერატორის) ჩარევა მაღალ საეკლესიო იერარქთა არჩევნებში.70 იმპერატორი
ბასილი,მაშინ როდესაც უკვე არჩეული ყჰავს მისთვის სასურველი პატრიარქი,
ეხლა ეთანხმება აღნიშნულ კანონს და ხელს აწერს კრების აქტს. ისეთი გარემო
შეიქმნა, რომ ჩანდა თითქოს ადრიანესა და ეგნატეს იდეალური ურთიერთობა
ჩამოუყალიბდებოდათ კრების შემდეგ, მაგრამ სხვაგვარად განვითარდა.
ცნობილია, რომ კრების ბოლო სესიაზე გამოჩნდა ბულგარეთის ელჩი,
რომელიც ბორისმა გამოაგზავნა ერთადერთი მიზნით, გაეგო ერთხელ და
სამუდამოდ თუ რომელ საპატრიარქოს იურისდიქციაში შეიოდა ბულგარეთის
ახლადდაარსებული ეკლესია. ბუნებრივია, ბულგარეთის თემამ კრების სიტუაცია
მოულოდნელად დაძაბა და კვლავ გააღვივა ბიზანტიის უთანხმოება
დასავლეთთან. პატრიარქი ეგნატე, მიუხედავად მისი სხვა გეგმებისა (რომთან
კავშირის აღდგენას ვგულისხმობ) ნამდვილად არ აპირებდა დათმობაზე წასვლას.
თავად ბორისს სურდა მისი შერჩეული კანდიდატი დაემტკიცებინათ
ბულგარეთის არქიეისკოპოსად, რაზეც რომმა უარი განაცხადა. ამან კი შეუქმნა
შანსი ეგნატეს, რომ ბორისისთვის შეეთავაზებინა სასურველი კანდიდატი, და
ამით დაემორჩილებინა ბულგარეთის ეკლესია. რომაელმა ლეგატებმა მაშინვე
შექმნეს წერილი და გაუგზავნეს პაპს, რათა დაეგმო ეგნატეს საქციელი. პაპი
ეგნატესადმი წერილში აღიარებს, რომ ბულგარეთი იყო რომის ეკლესიის
იურისდიქციის ქვეშ და უკრძალავს მას ბულგარეთის ეკლესიის საქმეებშ
ჩარევას,სხვამხრივ პაპი არ აღიარებდა ეგნატეს პატრიარქობას ლეგიტიმურად.71
70
J.M.Hussey. Op. ci., p.81
71
Ibid, p.82
ცალკე ბულგარეთის საკითხისთვის იმპერატორიც, ჩაერთო, რომელმაც
დამოუკიდებელი სხდომა გამართა და ეგნატესთან ერთად გადაწყვიტა
ბულგარეთის ეკლესიის სტატუსი. ეს უკანასკნელი გამოცხადდა
კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ, რასაც თავად ბორისიც დათანხმდა.
ასე, რომ 870 წელს, გერმანელი მისიონერები გაყარეს (ისინი ვინც ქადაგებებში
ფილიოკვეს იყენებდა) და ბულგარეთის საზღვრებში Filioque აღარ ისმოდა.72
ერთი სიტყვით, ორივე ეკლესიას, დასავლურსაც და აღმოსავლურსაც
გააჩნდა მხოლოდ პოლიტიკური ამბიციები, რაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა
869-870 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე. ეს კრება მარტო ანტიფოტიანური
უნდა ყოფილიყო მისი შნაარსით და არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა საგარეო
პოლიტიკურ სიტუაციებთან. მიუხედავად ამისა, მაინც წამოჭრეს მხარეებმა
ბულგარეთის ეკლესიის საკითხი თავიანთი ინტერესების გამო. კარგად ვიცით,
რომ თავის დროზე 867 წელს, სწორედ ბულგარეთის საკითხის (იქ გავრცელებული
ფილიოკვეს) გამო განკვეთა ფოტიოსმა პაპი ნიკოლოზი, საიდანაც დაიწყო კიდეც
საეკლესიო განხეთქილება. მართალია, ფოტიოსი გადაყენეს და ჩამოაცილეს
საპატრიარქოს, მაგრამ თავის მხრივ ახალ პაპს, ადრიანეს არ უნდა წაეყენებინა
ბულგარეთის ეკლესიაზე პრეტენზია, რადგან ამას შესაძლო იყო მოჰყოლოდა
ახალი ტალღა სქიზმისა ახალ პატრიარქ ეგნატესთან.
ისტორიულმა პროცესმა გვაჩვენა, რომ ეგნატემ არ გადადგა ფოტიოსის
მსგავსი ნაბიჯი და ანათემას არ გადასცა პაპი. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ
უბრალოდ არ სჭირდებოდა ეგნატეს ამის გაკეთება, რადგან ბულგარეთის მთავარი
ბორისი თანახმა იყო მისი ეკლესიის დაქვემდებარებაზე. ამით ბორისმა ქვეყნის
საგარეო პოლიტიკური კურსიც შეცვალა ბიზანტიის სასიკეთოდ და თავის ერთ-
ერთი ვაჟი სიმეონი კონსტანტინოპოლში გაგზავნა სასწავლებლად. იმისთვის, რომ
ქრისტიანობა უფრო ღრმად გავრცელებულიყო ბულგარეთში, ბიზანტიელებმა
რელიგიის პოპულარიზაციისთვის უამრავი რელიგიური თემატიკის წიგნები
შეიტანეს ქვეყანაში. იმდენად დააინტერესა ბორისი ქრისტიანობამ, რომ 888 წელს
გადადგა სამეფო ტახტიდან და მონასტერში განაგრძო დარჩენილი ცხოვრება. მან
72
უერი კალისტოსი. “დიდი სქიზმა”.აღმოსავლურ-დასავლური
ქრისტიანობა.თბილისი.2009.გვ.20
907 წლამდე იცოცხლა და ბოლოს გამოირჩეოდა მისი ცხოვრების სიწმინდით,
რისთვისაც ბორისი ბულგარეთის ეკლესიამ პირველ ეროვნულ წმინდანად
გამოაცხადა.73
ეგნატეს მეორედ პატრიარქობის დროს, ურთიერთობა რომსა და
კონსტანტინოპოლს შორის უფრო ჰარმონიული იყო, ვიდრე ფოტიოსის დროს.
მართალია, საეკლესიო სტრუქტურის მდგრადობის თვალსაზრისით უფრო სუსტი
მემკვიდრეობა ხვდა წილად ეგნატეს, მაგრამ მან მაინც მოახერხა საპატრიარქო
ღირსების შენარჩუნება.
კონსტანტინოპოლიდან გადასახლებული ფოტიოსი ძალზედ რთულ
პირობებში ჰყავდათ. მტრების სასტიკი სიძულვილით დევნილს არც ახლო
მეგობრებთან ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ისინიც სხვადასხვა ადგილას
გადაასახლეს, მხოლოდ იმიტომ რომ ფოტიოსთან კავშირი ჰქონდათ. ხმის
გამცემიც კი არ ჰყავდა მას მონასტერში, იმდენად გაუსაძლის გარემოში
აცხოვრებდნენ. უამრავ უბედურებათა შორის, რომლებიც თან ახლდა მის იქ
ცხოვრებას, ფოტიოსს ყველაზე მეტად ის სწყინდა, რომ მას იმპერატორის
ბრძანებით ყველა წიგნი წაართვეს და სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ,
რისთვისაც მრავალჯერ საყვედურით მიმართა იმპერატორს.74 ადვილი
წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნებოდა ისეთი განათლებული და ჭკვიანი
კაცისთვის, როგორიც ფოტიოსი იყო, წიგნების გარეშე ცხოვრება. როგორც ჩანს,
იმპერატორმა ფოტიოსის “აქილევსის ქუსლი” -წიგნებისადმი სიყვარული
შესანიშნავად იცოდა, და სწორედ ამიტომ ჩამოართვა მას ყოველგვარი
ლიტერატურა. საბოლოოდ იმპერატორმა შეიწყალა ფოტიოსი, მიხვდა, რომ ასეთი
ბრძენი და სწავლული ადამიანი არ უნდა იტანჯებოდეს ასეთ გარემოში. ბასილი
ფიქრობდა პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ფოტიოსის ფუნქცია-
მოვალეობაზე, რაც გამოუნახა კიდეც. იმპერატორმა სამეფო კარზე მიიწვია და
სასწავლებლად თავისი ორი ვაჟი მიაბარა მას. გარდა ამისა, ამჯერად ფოტიოსს
ექცეოდნენ, როგორც ღირსეულ იერარქს და არა როგორც განყენებულ პატრიარქს.
ფოტიოსის დაბრუნებით, ბუნებრივია, იმპერიაში გამოჩნდნენ მისი მომხრეებიც,
73
J.B.BURY.The Cambridge Medieval History.Vol .IV. Cambrirdge.1923. გვ.236-237
74
J.M.Hussey. Op. cit., p.82
რომელთაც სურდათ მისი საპატრიარქო ტახტზე რესტავრაცია. ამის
პარალელურად, რა თქმა უნდა, არსებობდნენ ეგნატეს მომხრეებიც, რომლებიც
პატრიარქის სახელს იცავდნენ.
ამდენად, ნელ ნელა შეიქმნა რთული საეკლესიო სიტუაცია ბიზანტიის
სივრცეში, რასაც თვალს ადევნებდა თავად იმპერატორიც. საეკლესიო მშვიდობის
აღსადგენად ბასილმა შეძლო ფოტიოსისა და უკვე ასაკში შესული ეგნატეს
შერიგება სამეფო სასახლეში, სადაც ისინი ერთმანეთს ფეხებში ჩაუვარდნენ და
შენდობა ითხოვეს.75
ისტორიული შერიგება მხოლოდ იმპერატორის ნებით აღსრულდა, რაც
კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ ბიზანტიის იმპერიაში ყველა
სერიოზული საეკლესიო საკითხი წყდება უმაღლესი ხელისუფალის მიერ და არა
უშუალოდ პატრიარქის ნება-სურვილით. მსგავსი სიტუაცია ჩვენ იმპერატორ
მიქაელ III-ის მმართველობის პერიოდშიც შეგვხვდა,რაც წინა თავში განვიხილე
კიდეც. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღმოსავლეთ ეკლესიაში თითქოს და
ჩამოყალიბდა, ტრადიციად იქცა საეკლესიო საქმეებში საერო წარმომადგენლის
ჩარევა და უფრო მეტიც, კონკრეტული პოლიტიკური დირექტივების მიცემა
მაღალი სასულიერო იერარქთათვის. საბედნიეროდ მთელი IX საუკუნის
განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახავთ მსგავსს სიტუაციას დასავლეთ(რომის) ეკლესიის
ისტორიაში, რის გამოც ალბათ უფრო მეტად ინარჩუნებდა პაპობის ინსტიტუტი
სტაბილურობასა და მშვიდობას.
ამრიგად, დავასკვნით: ფოტიოსის სქიზმის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ
867 წლის ადგილობრივი კრება, სადაც პატრიარქმა პაპი ნიკოლოზი ანათემას
გადასცა და გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი. მიუხედავად ეგნატეს
დაბრუნებისა საპატრიარქო ტახტზე, რომის ახალ პაპთან ურთიერთობა
იდეალური მაინც არ გახლდათ. ამ შემთხვევაშიც დავის საგანი ისევ ბულგარეთი
და მისი ეკლესია გახდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი უფრო მეტად გააღრმავა.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტიოსის სქიზმა მიმდინარეობდა ორ
ფრონტზე, ერთის მხრივ რომის ეკლესიისკენ მიმართულით , მეორე მხრივ
75
დიმიტრი ოგიცკი. მაქსიმ კოზლოვი. რომაული კათოლიციზმი.თბილისი.2000.
გვ.41
კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქისადმი, რადგან ორივე საპატრიარქოს
წარმომადგენელი დაპირისპირებაში იყო ფოტიოსთან. ეგნატემ დროებითი
მშვიდობის დამყარება მოახერხა ბიზანტიის ეკლესიაში, მაშინ როდესაც ფოტიოსი
მონასტერში ყავდათ იზოლირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ფოტიოსს მაინც
არ შეუცვლია 877 წლამდე დასავლეთ ეკლესიისადმი პოზიცია. საინტერესოა
ასევე ის, რომ იმპერატორი ბასილი I საკუთარი საიმპერატორო ტახტის
განმტკიცებისთვის ყველა სქიზმის ფიგურასთან :პაპთან, ფოტიოსთან და
ეგნატესთან, კარგ ურთიერთობას ამყარებს. მათგან მხოლოდ ფოტიოსთან
გაუფუჭდა ურთიერთობა და ისიც დროებით, მოგვიანებით კი ვნახეთ როგორ
დაიახლოვა იგი. ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს ბასილის დიპლომატიურ ნიჭზე
და მის მრავალმხრივ საქმიანობაზე. ასე, რომ ფოტიოსის სქიზმის ეს ეტაპი
ხასიათდება ისევ და ისევ პოლიტიკური ამბიციების რეალიზებით, სადაც
ამჯერად კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გაიმარჯვა ბულგარეთის ეკლესიის
დაქვემდებარებით. მიუხედავად გულმოდგინე მცდელობებისა, საეკლესიო
განხეთქილება მაინც ვერ დაასრულეს ნახსენები კრებებით, რადგან ეს არ იყო
ფოტიოსის ხელმძღვანელობითა და ორგანიზატორობით მოწყობილი კრებები,
შესაბამისად სქიზმა კვლავ არსებობდა მანამ, ვიდრე სურვილი არ გამოიჩინა
ფოტიოსმა საეკლესიო ერთობის აღდგენისა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ფოტიოსის რეაბილიტაცია და 879-880 წლის კონსტანტინოპოლის


კრება

ვიდრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში სერიოზული ცვლილებები


მოხდებოდა, მანამდე რომის კათედრალზე ახალი პაპი დაადგინეს. ბულგარეთის
ეკლესიისთვის მებრძოლი ადრიანე II -ს გარდაცვალების შემდეგ, მისი მეკვიდრე
იოანე VIII გახდა, რომლელიც გამოირჩეოდა გამჭრიახობითა და ენერგიულობით.
ის ჩართული იყო ყველა ქრისტიანულ საქმეში ესპანეთიდან ბულგარეთამდე და
წინამორბედთა,ნიკოლოზისა და ადრიანეს მსგავსად ცდილობდა პაპობის
გავლენის გაზრდა აღმოსავლეთ საქრისტიანოში.76 სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ, ეგნატემ დიდ ხანს ვერ იცოცხლა, ის ოთხმოც წელს მიღწეული 877
წელს გარდაიცვალა და აქედან დაიწყო სქიზმის საბოლოო ეტაპიც.
ეგნატეს გარდაცვალებიდან სამ დღეში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ტახტზე მოხდა ფოტიოსის აღდგენა-რეაბილიტაცია. ესეც მოხდა ჩვენთვის აწ უკვე
ნაცნობი მეთოდით, იმპერატორმა ბასილი I-მა პირდაპირ დაადგინა იგი
პატრიარქად. როგორც ვხედავთ ბიზანტიის იმპერიაში ამ დროისთვის არ
შეცვლილა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევის საკითხი, მაშინ
როდესაც თავად ბასილმა 869-870 წლის კრებაზე კანონით აკრძალა ეს. მართლაც,
რომ საინტერესო ვითარება შეიქმნა იმპერიაში, რადგან თავისი პატრიარქობის
თერთმეტი წლის შემდეგ, ფოტიოსი კვლავ პატრიარქი გახდა. პაპებისგან
მრავალგზის ანათემაზე გადაცემული ფოტიოსი ამჯერად სრულიად სხვა
განწყობით დაუბრუნდა ეკლესიას და მზად იყო მისი დაწყებული სქიზმა,
თვითონვე დაესრულებინა საეკლესიო ერთობის აღდგენით. საინტერესო ის არის,
რომ ახალი კრების მოწვევის სურვილი თავისმხრივ პაპმაც გამოთქვა, რომელსაც
შექმნილი პოლიტიკური გარემოების გამო(არაბების შემოსევებს ვგულისხმობ) არ
სურდა ბიზანტიასთან წინააღმდეგობის გაწევა.77 ჩვენ მაინც ვფიქრობთ,რომ
მიმდინარე ისტორიულმა პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა სამივე პიროვნების
მხრიდან კრების მოწვევის სურვილზე და რომ არა ეს ერთობლივი სულისკვეთება,
საეკლესიო მშვიდობის აღდგენისა , ვერ შედგებოდა ე.წ შემარიგებელი კრება 879-
880 წლებში. რთულია საუბარი იმაზე, თუ რატომ დაუბრუნდა ფოტიოსი ამგვარი
განწყობით ეკლესიას, მაგრამ ცხადია, რომ მთელი მონასტერში ყოფნის
პერიოდში, მან გარკვეული ცვლილებები განიცადა, შეიძლევა ვთქვათ, რომ
გადაახარისხა წარსულში მომხდარი ფაქტები თუ მოვლენები და დასვენებულ
გონებაზე ჩამოაყალიბა ერთვგვარი სამოქმედო გეგმა სამომავლოდ
განსახორციელებელი, სხვა მხრივ მას ეს კრება არ უნდა მოეწვია და ჩაეტარებინა.
ერთი სიტყვით, ამ კრებამ ფოტიოსის სქიზმის პროცესში სერიოზული
გადამწყვეტი როლი ითამაშა. უშუალოდ კრებისთვის პაპმა ლეგატებად დანიშნა
76
Philip Schaff. Op. cit., p. 249.
77
J.M.Hussey. Op. cit., p.83
იმ დროს კონსტანტინოპოლში მყოფი ეპისკოპოსი პავლე და ევგენი, რომლებსაც
მოგვიანებით გამოცდილი კარდინალი პეტრეც შეუერთდა. პაპის წერილში,
რომელიც კარდინალს გაატანა კონსტანტინოპოლში, ჩანდა ყველგან პეტრე
მოციქულის უზენაესი ძალაუფლებისა და რომის უპირატესობის აზრის მქონე
წინადადებები. ამასთან პაპი ადასტურებდა ფოტიოსის პატრიარქად არჩევას და
მას კანონიერ იერარქად მოიხსენიებდა. გარდა ამისა, პაპმა გაუქმებულად
გამოაცხადა ყველა კრების დადგენილებები, რაც ფოტიოსის წინააღმდეგ მანამდე
იქნა მიღებული.78 ამგვარ სიტუაციაში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ რას უნდა
ნიშნავდეს პაპის ეს საქციელი? როგორ შეიძლება აიხსნას იოანეს ეს ნაბიჯი?
ვფიქრობ დასავლური ეკლესიის წინამძღოლი მეტად დიპლომატიურ მეთოდს
მიმართავს, რადგან მისი სიტყვებით ერთის მხრივ უახლოვდება და
უმეგობრდება ფოტიოსს, ცდილობს მისი გულის მოგებას. ცხადია, რომ მისი
მსგავსი საქციელით პაპი ასევე უგულვებელყოფს წინამორბედი პაპის, ადრიანე II-
ის გადაწყვეტილებებს ფოტიოსისს მიმართ, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის
მეთაურობით მოხდა 869-870 წლის კრებაზე ფოტიოსის ანათემაზე გადაცემა.
მიუხედავად იოანეს ამ ეტაპზე დადებითი განწყობისა , მოგვიანებით კარგად
გამოჩნდა მისი მზაკვრული ჩანაფიქრი, როცა ფოტიოსს კრების წინაშე პატიება და
შენდობა მოსთხოვა წერილის მეორე ნაწილში, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი
საპატრიარქო ტახტზე რომისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ავიდა. 79
როგორც ხედავთ, პაპის პოზიცია დიდად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ
კრების ჩატარება მთელი გულით სურს. მისი საქციელით ის ქმნიდა საშიშროებას,
რომ თავიდან დაწყებულიყო, უფრო სწორად მეტად გაღრმავებულიყო ფოტიოსის
სქიზმის პროცესი, რაც აღმოსავლეთ ეკლესიას ნამდვილად აღარ სურდა.
ყოველივე ამას ნათლად წარმოვიდგენთ, თუ განვიხილავთ კრების მიმდინარე
სესიებს.
ოფიციალურად კრება გაიხსნა 879 წელს წმინდა სოფიას ტაძარში, სადაც
ესწრებოდა 383 ეპისკოპოსი, პაპის ლეგატები და მათთან ერთად სხვა
საპატრიარქოების წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, როგორც ირკვევა,
78
ილია მინიატისი. დასახ. ნაშრ., გვ.213
79
J.M.Hussey. Op. cit., p.84
იმპერატორს ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი და ამიტომ კრებას ხელმძღვანელობდა
ფოტიოსი. ის, რომ კრებას უშუალოდ ფოტიოსი თავმჯდომარეობდა, თავიდანვე
მეტყველებს იმაზე, რომ კრების თითოეული აქტი პატრიარქის სასარგებლოდ და
მის საკეთილდღეოდ უნდა მიღებულიყო, რასაც ამასთანავე დაამტკიცებდნენ
პაპის ლეგატებიც. ეპისკოპოსების რაოდენობას რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით,
რომ დაახლოებით სამჯერ მეტი რაოდენობის იერარქი იყო წარმოდგენილი,
ვიდრე ეგნატეს კრებაზე, რაც კრების ღირსებას კიდე უფრო მაღლა წევს.
ფაქტობრივად ქალკედონიის კრების შემდგომ, მსგავსი რაოდენობის ეპისკოპოსი
კრებაზე, სადაც დასავლეთის ლეგატებიც არიან წარმოდგენილი, არ ყოფილა.80
მარტო ეს ფაქტიც საკმარისია, რომ ვისაუბროთ ამ კრების ფუნდამენტურ
მნიშვნელობასა და მის შინაარსზე.
კრების პირველ სხდომებზე წაიკითხეს პაპის ეპისტოლეები, სადაც იოანე
VIII მომხდარი საეკლესიო განხეთქილების მიზეზად პაპ ნიკოლოზს ასახელებდა
და ქებით მოიხსენიებდა ფოტიოსს, რომელმაც უსამართლოდ გადაიტანა ყველა
მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება. რაც მთავარია , პაპმა აღიარა პატრიარქ
ფოტიოსის ლეგიტიმაცია და როგორც ლებედევი ამბობს დიდი აღტაცებით, რომის
ლეგატები მოწიწებით ესაუბრებოდნენ ფოტიოსს და მზად იყვნენ დარჩენილ
ეგნატიანელებთან ბრძოლისთვისაც კი.81 მეტად საინტერესოა კრების მესამე
სესია, სადაც წაიკითხეს პაპ იოანეს ეპისტოლე აღმოსავლეთ პატრიარქების
მიმართ. აღნიშულ ეპისტოლეში როგორც ირკვევა აშკარად ჩანდა რომის
ეკლესიის განზრახვა, დასავლეთ კათედრალისადმი ბულგარეთის ეპარქიების
დაქვემდებარებისა და აღმოსავლეთ საპატრიარქოებზე პაპის ძალაუფლების
გავრცელების წყურვილი. ამ ნაწილში, ფოტიოსი არგუმენტირებულად
ამტკიცებდა, რომ მისი პატრიარქობის ჟამს, არანაირი საეკლესიო შეხვედრები არ
ჰქონია ბულგარეთში და მთლიანად ეს საკითხი ბიზანტიის იმპერატორმა
გადაწყვიტა.82 საბოლოოდ, ბულგარეთის ეკლესია გამოცხადდა

80
Лебедев, А. Очерки внурренней истории византийско-восточной церкви…. გვ.112.
81
Лебедев, А. Очерки ....გვ.112(იქვე)
82
J.M.Hussey. Op. cit., p.85
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ და და ბიზანტიის
ეკლესიამ მიაღწია სასურველ მიზანსაც.
კრების მეხუთე სესიაზე მიიღეს სამი მნიშვნელოვანი კანონი, რომლითაც
რომი და კონსტანტინოპოლი თანაბარუფლებიან მხარეებად გამოცხადდა, რასაც
დეტალურად გადმოგვცემს ილია მინიატისი: ”პირველი-ვისაც დაამხობს ან
განკვეთავს პაპი იოანე, ის პატრიარქმა ფოტიოსმაც დამხობილად უნდა მიიჩნიოს
და პირიქით, ვისაც პატრიარქი დაამხობს ან განკვეთავს , პაპმა იოანემაც იგი
იმავეს ღირსად უნდა ცნოს, ისე, რომ არც ამჟამად, არც მომავალში, რომის
ეკლესიის უწმიდესი ტახტისა და მისი წინამძღვრის ამჟამინდელ
უპირატესობებში აღარავითარი სიახლე აღარ იქნეს. მეორე- თუ რომელიმე
მღვდელმთავარი ეპისკოპოსობაზე უარს განაცხადებს და ბერად წავა, კვლავ
ეპისკოპოსად ნუღარ დასვამენ; მესამე- ერისკაცთა ძალაუფლება სასულიერო
პირთა დასჯაზე ნუ გავრცელდება.”83 ფაქტია, რომ აღნიშულ კანონებს ორივე
მხარე ეთანხმებოდა, რადგან არც ერთი მხრიდან წინააღმდეგობის მომენტი არ
ჩანს. ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი კანონით იკრძალებოდა ერისკაცთა ჩარევა
საეკლესიო საქმეებში, რაც თავის დროზე წინა კრებაზეც მიიღეს, მარგამ იმ
დრომდე ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა, რადგან მოგვიანებით ჩვენ
ისევ ვხვდებით იმპერატორის სურვილით მაღალი საეკლესიო იერარქის
გადაყენების შემთხვევას. აქედან გამომდინარე კრების კანონები, რაც არ უნდა
ფორმალური ხასიათის მოგვეჩვენოს, ცხადია, რომ მიმართული იყო გაყოფილი
ეკლესიის გაერთიაებისკენ და დარღვეული მშვიდობის აღდგენისთვის.
აღსანიშნავია, ისიც, რომ კრებაზე ერთხმად შეაჩვენეს ხატმებრძოლნი და
სამაგიეროდ მე-7 ნიკეის კრების დადგენილებები დაადასტურეს. ასევე ჩვენს
ყურადღებას მიიქცევს ის საკითხი, რომ კონსტანტიპოლის 879-880 წლის კრებაზე
არ მომხდარა იმ თეოლოგიური საკითხების ოფიციალური განხილვა, რაც გახდა
867 წელს პაპის ანათემაზე აგდაცემის მიზეზი. უბრალოდ კრების მეექვსე სესიაზე,
იმპერატორის თანდასწრებით წააიკითხეს მრწამსი იმ სახით, როგორც ის
თავდაპირველად ჯერ ნიკეაში, შემდეგ კი სხვა მსოფლიო კრებებზე დაადგინეს.

83
ილია მინიატისი. დასახ. ნაშ., გვ.216-217
ბუნებრივია თეოლოგიურ დავას და ახალ საეკლესიო განხეთქილებას თავი
აარიდეს პაპის ლეგატებმაც და შესაბამისად დაგმეს მრწამსის დამატება “და
ძისაგან”. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკლებლივ ყველა
ქრისტიანს უნდა ეღიარებინა უცვლელად ეს მრწამსი და თუ კი ვინმე გაბედავდა
და რაიმეს დაამატებდა ან შეცვლიდა მასში, იგი აუცილებლდა უნდა
განკვეთილიუყო. აქტის ძალაში შესვლისთვის, მხოლოდ პატრიარქებს არ
მოუწერიათ ხელი, აქ გამოჩნდა იმპერატორი, რომელმაც მის შვილებთან ერთად
880 წლის მარტში აღიარა და ხელი მოაწერა კრების აქტებს.84 მართლაც, რომ
საინტერესო გარემოებაა, რადგან საეკლესიო კრებამ , რომელიც პატრიარქის
მეთაურობით შედგა, დაადგინა მრწამსის სიმბოლო ძველი,ტრადიციული
მოდელით და ამას, მეტი დამაჯერებლობისთვის ხელს აწერს იმპერატორი და
მისი შვილნი. მართალია, რომის ლეგატებს ამაზე არ გაუმახვილებიათ
ყურადღება, მაგრამ ცხადია, რომ მსგავსს პრეცენდენტს, მხოლოდ აღმოსავლეთ
ეკლესიის ისტორიაში თუ შევხვდებით. აღნიშნულ ფაქტს გაურკვევლობას ისიც
მატებს, რომ კრებას იმპერატორის დახმარებით ნამდვილად არ მიუღია სრულიად
ახალი და ინოვაციური მრწამსის სიმბოლო, უბრალოდ თავიდან დაამტკიცეს და
დაადგინეს ნიკეის კრების დოგმატი და აიკრძალა ნიკეა-კონსტანტინოპოლის
სიმბოლოში რაიმე სიახლის შეტანა,85რის გამოც არ იყო აუცილებელი
იმპერატორის ჩარევა და მისი ხელმოწერით სიმბოლოს დასტური.
მიუხედავად მცირე გაუგებრობებისა, მაინც უნდა ითქვას, რომ
კონსტანტინოპოლის 879-880 წლის კრება წარმატებული იყო საეკლესიო
პოლიტიკის თვალსაზრისით, რადგან მიღწეულ იქნა საბოლოოდ შეთანხმება
ფოტიოსის პატრიარქობის კანონიერების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ
სტივენ რანსიმენის თქმით, ამ კრებაზე არც ერთი ძველი სადავო საკითხი და
პრობლემა არ იქნა მოგვარებული86 შეიძლება არ ვირწმუნოთ, რადგან გაუგებარი

84
Dvornik, F. Op. cit., p.195
85
გვანცა კოპლატაძე.ქრისტიანული ეკლესიის
ისტორია.თბილისი.2007.გვ.619.
86
Runciman, Steven. The Eastern Schism: A Study of the Papacy and the Eastern
Churches During the XI and XII centuries. Oxford: Clarendon Press, 1963, p.27
ჩანს, თუ რას გულისხმობს რანსიმენი ძველ სადავო საკითხებში. როგორც ვიცით,
კრებაზე ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს, მათ შორის 869 წლის კრების
დადგენილებებიც . ამასთან რომი თითქმის ყველა გადაწყვეტილებას დაეთანხმა
და აღიარა კიდეც. ფაქტობრივად ფოტიოსმა გამარჯვებას მიაღწია, რომის
აღიარება მოიპოვა მისი პატრიარქობის ლეგიტიმურობაზე და ბულგარეთის
ეკლესიის მმართველობაც მარტივად გაინაღდა. სწორე ზემოთ ჩამოთვლილი
შედეგების გამო, ხშირად უწოდებენ კონსტანიპოლის 879-880 წლის კრებას
შემარიგებელ კრებას, რომლის წყალობითაც კვლავ აღსდგა ჯანსაღი ურთიერთობა
რომსა და კონსტანტინოპოლს შორის.ჩემი აზრით, სწორედ 880 წელი უნდა
მივიჩნიოთ ფოტიოსის სქიზმის დასასრულად, რადგან ამ დროს, მართლაც, რომ
გამოსწორდა რომის საპატრიარქოსთან კავშირი და უფრო მეტიც, პაპმა იოანე VIII-
მ ყველა წინა პაპთა ბრალდებები ფოტიოსის წინააღმდეგ უარყო. შემარიგებელი
კრებისთვის ორივე მხარემ გამოიჩინა დიდი სულგრძელობა, შეიძლება ვთქვათ,
რომ მათ ეყოთ შინაგანი გამბედაობა ამისთვის. პოლიტიკური მოტივებით
დაწყებული სქიზმა,საბოლოოდ მაინც საეკლესიო სივრცეში გადაწყდა და რაც
ყველაზე მეტად სასიხარულოა, ეს განხეთქილება დაასრულა თვით ფოტიოსმა,
პიროვნებამ, რომელიც სქიზმის ავტორად მიიჩნევა. რაც არ უნდა კრიტიკის ქარ-
ცეცხლში გავატაროთ ფოტიოსი და მისი 867 წლის გადაწყვეტილებები, უნდა
ვაღიაროთ მისი დიპლომატიური ნიჭიერება და პოლიტიკური ალღო. ფრენსის
დვორნიკი მისი მონოგრაფიული ნაშრომის ბოლოს დასძენს : “ ფოტიოსი ჩვენ
უნდა მივიჩნიოთ ეკლესიის დიდ მოღვაწედ, მეცნიერ-ჰუმანისტად და ჭეშმარიტ
ქრისტიანად, რომელსაც ჰყოფნიდა სულგრძელება, მიეტევებინა თავისი
მტრებისთვის და პირველი ნაბიჯი გადაედგა შერიგებისკენ”. 87 სამწუხაროა ის
ფაქტი, რომ ბიზანტიის იმპერიაში სამეფო კარზე ცვლილებებმა, კვლავ გამოიწვია
კონსტანტინოპოლის პატრიარქის ცვლილება. 886 წელს ბასილი I გარდაიცვალა
და მის ნაცვლად ტახტზე ავიდა ლეო VI (ბრძენი), რომელმაც მისი
წინამორბედების მსგავსად პატრიარქი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადააყენა
და მონასტერში გამოკეტა. ფოტიოსმა ცხოვრების უკანასკნელი 5 წელი

87
F.Dvornik. Op. cit.,432
მონასტერში დაჰყო, სადაც 891 წელს ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა.
მიუხედავად ამისა, ცოდნით, ენერგიითა და გავლენით ფოტიოსი უდავოდ უნდა
ჩაითვალოს უდიდეს ფიგურად ბიზანტიის ისტორიაში, ვინც ყველაზე რეალურად
წარმოადგინა იმ დროინდელი ბიზანტიური ცივილიზაცია. 88 ასე და ამგვარად
ფოტიოსმა დაასრულა თავისი მრავალვნებული ცხოვრება და თან ისე, რომ
ბერძნული ეკლესიის ღირსებას სიცოცხლის ბოლომდე გულმოდგინედ იცავდა.
მიუხედავად ამისა, მაინც ცოტა ავტორი თუ მოიძებნება, ვინც მის პოზიციას
ერთგულად იცავს, ხოლო დასავლურ ეკლესიას მკაცრად აკრიტიკებს. მათგან
გამორჩეულად დასავლურ ეკლესიას აკრიტიკებს მე-17 საუკუნის ეპისკოპოსი
ილია მინიატისი, რომელიც არ მალავს მის მკვეთრ პოციზიას პაპის მიამრთ.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის , რომ რეალურად ფოტიოსის პიროვნების დაცვა
მე-20 საუკუნემდე უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენდა, ფაქტობრივად რომის
ეკლესიის წარმომადგენლები მას უბრალოდ არ იცავდნენ. ამ მხრივ დიდ
გამონაკლისს წარმოადგენს ფოტიოსის სქიზმის შესანიშავი მკვლევარი ფრენსის
დვორნიკი ( 1893-1975) , რომელმაც დეტალებში შეისწავლა ფოტიოსის
დოკუმენტები და ასევე მუშაობდა ვატიკანის არქივში. მიუხედავად დვორნიკის
კათოლიკური სარწმუნოებისა, ის ცდილობს ობიექტურად შეაფასოს ფოტიოსის
სქიზმა და მის 867 წლის გადაწყვეტილებებს ( პაპის ანათემაზე გადაცემა და ა.შ)
უწოდებს ნაჩქარევს. გარდა ამისა ავტორი ხაზს უსვამს პატრიარქის ინტელექტსა
და ნიჭს, რითაც ნამდვილად გამოირჩეოდა ფოტიოსი იმ ეპოქაში. ასე, რომ
სქიზმისადმი შეხედულებები იმდენად განსხვავებულია, რომ შეიძლება
მკითხველი დააბნიოს კიდეც და დიდ გაურკვევლობაში ჩააგდოს, თუმცა
ანალიტიკური შეფასებით მაინც მარტივად გაარკვევს სიმართლეს.
მიუხედავად ფოტიოსის ცხოვრების ტრაგიკული დასასრულისა, ეკლესიის
მკვლევარებში(ძირითადად ბერძული ეკლესიის აპოლოგეტებში) არსებობს
სქიზმის გაგრძელების სრულიად საწინააღმდეგო ვერსია, რაც ვფიქროთ
საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. ქართველი ისტორიკოსი გვანცა კოპლატაძე
თავის წიგნში საუბრობს ე.წ “ფოტიოსის მეორე სქიზმის” მიზეზებზე, სადაც პაპს
88
Paul Lemerle. Byzantine Humanism,the First Phase. Notes and Remarks on Education
and Culture in Byzantium from its Origins to the 10th Century. Canberra.1986. გვ. 205
ადანაშაულებს, თითქოს მან ბულგარეთის ეკლესიის გამო ხელახლა შეაჩვენა
89
ფოტიოსი. ფოტიოსის მეორე სქიზმაზე საუბრობს ასევე ფილიპ შაფიც,
რომელიც პაპ იოანე VIII -ს და მის მომდევნო მემკვიდრეს მარინ I-ს
ადანაშაულებს ანათემის გაგრძელებაში.90 როგორც ჩანს აღნიშნული ავტორები
კარგად არ იცნობენ ფოტიოსის კრებულის(კოლექციის) დოკუმენტებს, რომელიც
დეტალებში შეისწავლა ჩვენთვის ცნობილმა ფრენსის დვორნიკმა. ეს უკანასკნელი
ამტკიცებს, რომ თუ რიამე მეორე სქიზმის ჩანაწერებს შეეხება, უკლებლივ ყველა
869-870 წლის კრების აქტებზეა მოგვიანებით დამატებული.91 დვორნიკმაც ვერ
მოახერხა იმის დადგენა, თუ ვინ დაამატა მსგავსი შინაარსის მქონე აქტები
კოლექციას, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გამკეთებელი ბერძნული ეკლესიის
წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგან მეორე სქიზმის დამწყებადაც ფოტიოსს
იხსენიებს. ჩვენ მაინც ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ სქიზმას 880 წლის შემდეგ
გაგრძელება არ ჰქონია, რადგან კრებაზე არ მომხდარა რაიმე სახის პოლემიკა
„ფილიოკვეს“ საკითხზე ან სხვა რომელიმე თეოლოგიურ-დოგმატურ თემატიკაზე.
ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ პაპი იოანე VIII აქცენტს არ აკეთებდა ფილიოკვეს
საკითხზე და ეს საკითხი საერთოდ არ დაუსვამს კონსტანტინოპოლის ბოლო
კრებაზე. ესეც ალბათ იმიტომ, რომ ესმოდა , თუ რა ზიანი მიაყენა ქრისტიანული
სამყაროს ერთიანობას ნიკოლოზის პოლიტიკამ. აქედან გამომდინარე არასწორი
იქნება ვისაუბროთ ფოტიოსის მეორე პატირარქობის დროს ახალ სქიზმაზე,
რომელიც თითქოსდა ბულგარეთის ეკლესიის საკითხის გამო დაიწყო. კრებამ
ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცა ქრისტიანული მრწამსის სიმბოლო, რაც
დასავლურ და აღმოსავლური ეკლესიებისთვის ერთი და იგივე იყო, ასევე
კრებაზევე მოხდა რომის პაპის მიერ ფოტიოსის პატრიარქობის კანონიერად
გამოცხადება და კონსტანტინოპოლისადმი ბულგარეთის ეკლესიის დათმობა.
აგრეთვე კრებამ დაგმო 869-870 წლის კრების დადგენილებები, რაც ფოტიოსის
წინააღმდეფგ იყო მიმართული და აღსდგა ევქარისტიული კავშირი რომსა და
აღმოსავლეთ ეკლესიას შორის. ამ შედეგების ფონზე კი შეუძლებელია აქ , ამ

89
გვანცა კოპლატაძე. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. თბილისი.2007.გვ.620
90
Philip Schaff. History of the Christian Church… .გვ.280
91
F.Dvornik. The Photian Schism… გვ.216.
დროში, ვისაუბროთ მეორე სქიზმაზე და კვლავ ორი ეკლესიის გათიშვაზე,
რადგან ახალი განხეთქილებისთვის ყოველგვარი მიზეზი აღმოფხვრილი იყო
879-880 წლის კრებაზე.

დასკვნა

IX საუკუნეში მომხდარმა საეკლესიო განხეთქილებამ რომისა და


კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის, თვალნათლივ გამოავლინა ის
ნაკლოვანებები, რაც ორივე მხარეს გააჩნდა საუკუნეების განმავლობაში. უნდა
აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბერძული და ლათინური ეკლესიები თითქმის
არასდროს ყოფილან ორგანულად ერთი ხელისუფლების ქვეშ, ერთი
ხელისუფლის მმართველობის პროცესში და ა.შ. კონსტანტინოპოლის
დაარსებიდან დაწყებუბული, ე.წ გაუცხოების პოლიტიკა კარგად დაეტყო
ეკლესიის განვითარების გზასაც, რაც კიდე უფრო გააღრმავა რომის დაცემამ 476
წელს. აქედან მოყოლებული, ახალი რომი ანუ კონსტანტინოპოლი იწყებს
საკუთარი ეკლესიის გავლენის ზრდას მთელ ქრისტიანულ სამყაროში. დიდ
გაუცხოებას ხელს უწყობდა, ასევე, მთელი რიგი განსხვავებულობებისა: ეროვნება,
ენა და, რაც ყველაზე მთავარია, ტრადიციები. მართალია, ქრისტიანობამ
ნაციონალური და სოციალური ჩარჩო მოუხსნა საზოგადოებას, მაგრამ ახალ
რელიგიურ ურთიერთობებში თავს იჩენდა ძველი ტრადიციების ნიშნები.
აღმოსავლური ეკლესია პრინციპულად სხვა ხედვებზე იყო დამყარებული,
რამაც დიდი როლი ითამაშა მის მკაცრ საეკლესიო პოზიციაზე რომთან
მიმართებაში. ეს უკანასკნელი კი ყოველთვის პრაქტიკულ მიდგომას
ამჯობინებდა და ცდილობდა პაპობის ინსტიტუცია უცდომელად გამოეყვანა
ნებისმიერ სიტუაციაში.
ეკლესიის ისტორია, მსოფლიო ისტორიის მსგავსად ვითარდებოდა,
იმდენად, რამდენადაც ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. მას
შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერიამ დაიწყო საეკლესიო საქმეებში პირდაპირი გზით
უხეში ჩარევა, აღმოსავლური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ვეღარ
განვითარდა,როგორც ავტონომიური ინსტიტუცია. სწორედ ამიტომაა, რომ
ბიზანტიის იმპერიის შემთხვევაში, ეკლესიის პოლიტიკა სრულად ემთხვევა
სახელმწიფოს პოლიტიკურ ვექტორს რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო
‘ფოტიოსის სქიზმის’ განვითარებას.
რომისა და კონსტანტინოპოლის საეკლესიო დაპირისპირებებში
ძირითადად გამოიყოფა სამი მიზეზი: პირველი, პოლიტიკური მეტოქეობა
კონსტანტინოპოლის პატრიარქისა (რომელიც ბიზანტიის იმპერატორის
მხარდაჭერით სარგებლობდა) რომის ეკლესიასთან; მეორე, პაპობის ინსტიტუტის
ხისტი, ხშირ შემთხვევაში მბრძანებლური ხასითის პოლიტიკა აღმოსავლეთ
საპატრიარქოების მიმართ; მესამე, ბერძნული ეკლესიის სტაციონარული ხასიათი
და ლათინური ეკლესიის პროგრესული ხასიათი. ჩემი ,აზრით ეს
ხატმებრძოლეობის შემდგომ დამკვიდრებული, დინამიურობას მოკლებული
მდგომარეობა გახდა ყოველივე იმის განმაპირობებელი, სწორედ ეს უძრავი
ხასიათი გახდა ყველაფრის მიზეზი, რაც კი ერთიანი ეკლესიის შენარჩუნებას
ხელს უშლიდა, რადგან არც ერთ პატრიარქს IX საუკუნეში არ ჰქონია სურვილი
დამოუკიდებელი საეკლესიო პოლიტიკისა. პირიქით, ისინი თავს უფრო
მშვიდად გრძობდნენ იმპერატორის დირექტივების მოლოდინში. საუკუნეების
საუკუნების განმავლობაში(IV-VIIIსს) ბერძნები კამათობდნენ სარწმუნოების
სიმბოლოს თეოლოგიურ სიზუსტეებზე და ამ საკითხის გარდა მათი მისწრაფება
ჩანდა სხვა დოქტრინალურ საკითხებზეც.
სამივე მიზეზი საეკლესიო დაპირისპირებისა ყველაზე კარგად გამოჩნდა
‘ფოტიოსის სქიზმის’ შემთხვევაში - მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლის
პატრიარქი და ბიზანტიის იმპერატორი საერთო პოლიტიკის გატარებას იწყებენ.
სქიზმამ მოიცვა სრულიად მთელი საქრისტიანო სამყარო. რომისა და
კონსტანტინოპოლის გარდა, მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღმოსავლეთ
საპატრიარქოებიც, რომელთა დელეგაციებიც კრებებს ესწრებოდნენ და პირად
შეხედულებებს აფიქსირებდნენ. მიუხედავად ამისა, ‘ფოტიოსის სქიზმის’ დროს
სხვა აღმოსავლეთ საპატრიარქოებს პაპი ნიკოლოზი ანათემას არ გადაუციათ.
ამიტომ ეს სქიზმა მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება ფოტიოსის სახელს და
მასში მონაწილეობა არ მიუღიათ სხვა პატრიარქებს. აღნიშული სქიზმა აშკარად
უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე რელიგიურს. ამიტომ ფილიოკვე
ანუ თეოლოგიური დოქტრინალური საკითხი პოლიტიკური მოტივით იქნა
გამოკვეთილი. ბულგარეთის ეკლესიისთვის ბრძოლამ აჩვენა, რომ ფოტიოსს ე.წ
ფილიოკვეს საკითხი იმ მომენტისთვის დიდად არ აინტერესებდა, რადგან
გადართული იყო ბულგარეთის ახალი ეკლესიის დაქვემდებარებაზე რაც, თავის
მხრივ, შედიოდა იმპერატორ მიქაელ III-ის პოლიტიკურ ინტერესებში.
ფოტიოსმა თეოლოგიური დისკურსი ფილიოკვეს საკითხზე დაიწყო 867 წლის
კრების ბოლო სესიებზე, სადაც მან აბსურდული ბრალი დასდო ფილიოკვეს
გამოყენებაში, რაც რეალურად სიმართლეს არ შეეფერებოდა. ფაქტობრივად,
ფოტიოსმა სქიზმისთვის აუცილებელი თეოლოგიური ხარვეზი ხელოვნურად
შექმნა და მისი გამოყენებით უფრო გაუმარტივდა პაპის განკვეთა.
ფოტიოსის სქიზმიდან წარმოიქმნა ორი საპირისპირო შეხედულებების მქონე
ადამიანთა ჯგუფი. გაჩნდნენ როგორც ბიზანტიური ეკლესიის დამცველები და
ქომაგები, ასევე რომაული ეკლესიის მხარდამჭერები. ლათინთა ნაწილმა შექმნა
გარკვეული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ფოტიოსი მიიჩნევა დასავლეთში
სქიზმის შემომტანად და ეშმაკ ერეტიკოსად. ბიზანტიის ეკლესიის
წარმომადგენლები კი ცალსახად ადანაშაულებდნენ პაპს და მის ინსტიტუციას.
ფოტიოსის სქიზმა იყო პოლიტიკური მოტივით მომხდარი განხეთქილება,
რომელიც იმავე პოლიტიკური ძალითა და ფოტიოსის ნება-სურვილით
დასრულდა 880 წელს. მისი შედეგებიდან გამომდინარე სრულიად
განსხვავებულად განვითარდა იმპერიის პოლიტიკური ცხოვრება და საგარეო
ურთიერთობები დასავლეთის სამყაროსთან, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა,
რომ ბიზანტიის იმპერიის სივრცეში ეკლესიას ეკავა შეუცვლელი ადგილი. ასე
რომ, აღნიშნული სქიზმის შესწავლისას, კარგად გამოჩნდა თუ რა სავალალო
შედეგები შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოს ჩარევას საეკლესიო საქმეებში, ან
თუნდაც პირიქით. მართალია, ბოლო კრებით საეკლესიო მშვიდობა აღსდგა,
მაგრამ საწმუხაროდ ესეც არ აღმოჩნდა სამუდამო, რადგან მე-11 საუკუნეში
საბოლოოდ განიყო ერთიანი ეკლესია. ‘ფოტიოსის სქიზმისგან’ განსხვავებით,
დიდი სქიზმა ნაკლებად პოლიტიკური მოვლენა იყო, რადგან დავა წმიდა
თეოლოგიური საკითხის გამო ხელოვნული აღარ იყო, ამიტომაც ერთსულოვანი
გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ერთმანეთი განკვეთეს დასავლურმა და
აღმოსავლურმა ეკლესიებმა.

You might also like