You are on page 1of 2

 III საუკუნეში რომში მიმდინარე კრიზისი ყოვლისმოცველი იყო.

ის გამოიხატა
სოციალურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრ, კულტურულ- იდეოლოგიურ, საშინაო
თუ საგარე პოლიტიკურ სფეროში. იმპერიისთვის დადგა საფრთხეებისა და
სირთულეების გამწვავების დრო. დაირღვა არსებული ბალანსი და დაიწყო
ტრანფორმაციის პერიოდი. დაჩქარდა ძველი სისტემის ახლით შეცვლის პროცესი.
 პოლიტიკა
 რომაულ სახელმწიფოს პოლიტიკური არასტაბილურობა
 მრავალგზის მცდელობები იმპერატორის ხელისუფლების უზურპაციისა და
პრეტედენტთა შორის დაუნდობელი ბრძოლები, ხშირად იარაღის გზით
 რომაელების მიმართ მოსახლეობის დაუმორჩილებლობა და პოლიტიკური სისტემის
ფუნქციონირების მოშლა
 ეკონომიკა
 გაჩანაგდა მომგებიანი მეურნეობები, რომელებიც ეფუძნებოდნენ მონათა ექსპლუატაციას
 გავრცელდა ლატიფუნდიების ის სახეობა, რომლის ძირითადი სამუშაო ძალა გახდა
კოლონი
 ქალაქების კეთილდღეობის დაცემა, რაც გამოწვეული იყო ლატიფუნდიებში ხელოსნური
წარმოების მაგალითად, პურის პრიმიტიული წარმოების განვითარებით
 მოსავლიანობის ვარდნა, ბევრი დამუშავებული მიწის გაპარტახება
 ცვლილებები საზოგადოების სოციალურ-კლასობრივი სტრუქტურაში
 მეურნებიდან მონათა შრომის გაძევება, რომელსაც ჩაენაცვლა კოლონატური სისტემა,
კოლონებს ე.წ. განთავისუფლებული მონებს იჯარით გადაეცემოდათ მიწის ნაკვეთები
(პარცელები) დროებით და პირობით მფლობელობაში
 თავისუფალი ხელოსნების მიმაგრება პროფესიულ კოლეგიებს
 წვრილი და საშუალო მუნიციპალური საკუთრების გაკოტრება
 მსხვილ მიწათმფლობელ მესაკუთრეთა საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური
პოზიციების გაძლიერება
 იდეოლოგია
 მნიშვნელობა დაკარგა ტრადიციულმა რომაულმა კულტებმა და სულიერმა ფასეულებებმა
 რომში, ახ.წ. I და II საუკუნეებში აქტიურად მიმდინარეობდა რელიგიური ძიებანი, რის
შედეგადაც მოხდა ტრადიციული რელიგიური კულტების ტრანსფორმაცია, შეცვლა,
ახალი რელიგიური სისტემების ჩამოყალიბება.
 ძველი, წარმართული რომაული რელიგიის ახალ რელიგიად გარდაქმნა იყო საჭირო
იმისთვის, რომ იმპერიაში გაძლიერებულიყო იმპერატორისა და მის უკან მდგომი
გაბატონებული კლასის შეუზღუდავი ძალაუფლება, მასების გაკონტროლების მიზნით
 იმპერატორი იპოსტასის ნაწილია და მასში არის ღვთაებრივი საწყისი, ის ასევე
გამოხატავს ქალღმერთ რომას, რომელშიც იყო პერსონიფიცირებული
სახელმწიფოებრიობა და რომის ქალაქის იდეა, როგორც სამყაროს ცენტრისა.

 ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნეში რომის იმპერიაში.

 ქრისტიანობა  ადამიანთა  შორის ურთიერთ სიყვარულსა და შენდობას,


თანასწორობას ამკვიდრებდა.
 თავდაპირველად ქრისტიანობა იუდეველთა მცირე ჯგუფმა აღიარა, თუმცა არსებობის
პირველივე ათწლეულში გავრცელდა სხვა პროვინციებშიც

 V საუკუნემდე ქრისტიანობის გავრცელება ძირითადად რომის იმპერიის


გეოგრაფიულ საზღვრებში მიმდინარეობდა და ჰყავდა როგორც მიმდევრები ასევე
მოწინააღმდეგენიც . პირველ რიგში ქრისტიანობას წარმართი ქურუმები და
საიმპერატორო ხელისუფლება დაუპირისპირდა. რადგან ახალი რელიგიის
დამკვიდრებით  ქურუმები თავიანთ გავლენას კარგავდნენ. საიმპერატორო კარი კი
ახალ რელიგიაში სახელმწიფო სიმშვიდის დამრღვევებს ხედავდნენ, ამიტომ
ქრისტიანობის სახელმწიფო  რელიგიად გამოცხადებამდე I - IV საუკუნეებში რომის
კეისრები პერიოდულად ქრისტიანთა რბევას აწყობდნენ.

 ქრისტიანობის დევნამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო  რომის იმპერატორ


დიოკლეტიანეს დროს (285/305).
   
  რომაელთა მსხვერპლი  ათასობით ქრისტიანი გახდა. აქედან გამომდინარე
ქრისტიანებს უწევდათ მალულად ექადაგათ და ელოცათ. ამისთვის ისინი მიწისქვეშ
გაკეთებულ კატაკომბებში, სპეციალურად მოწყობილ სალოცავებში ასრულებდნენ
ქადაგებებსა და ლოცვებს. ამიტომ ეკლესიის ისტორიიის ამ პერიოდს კატაკომბური
ეწოდა. სავარაუდოდ ამ დროს გაჩნდა პირველი ქრისტიანული ხატები-ქრისტეს,
ღვთისმშობლისა და წმინდა მოწამეთა გამოსახულებით. ქრისტიანთა მასობრივი
დევნის პერიოდში მრავალი ქრისტიანი მოძღვარი მოწამეობრივი სიკვდილით
აღესრულა. მნიშვნელოვანია მოწააფეების საკითხი,რომლებიც განაწილდნენ
სხვადასხვა ტერიტორიაზე ქრისტიანობის საქადაგებლად (საქართველოში ანდრია
პირველწოდებული,სვიმონ კანანელი).
  
  უამრავი ქრისტიანის მოწამეობრივმა სიკვდილმა ქრისტიანობის პოპულარიზაციას
და მის გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდა
დამცველები რომის იმპერიაში. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
იმპერატორ კონსატანტინე I დიდმა (306/337) პოლიტიკური ნაბიჯი ქრისტიანობის
სასარგებლოდ გადადგა.
   
 კონსტანტინე I მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი,
ამ ედიქტით ქრისტიანობა რომში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად
გამოცხადდა. შეწყდა ქრისტიანთა დევნა.
 325 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება და ქრისტიანობას  რომის
იმპერიაში გამორჩეული ადგილი  მიენიჭა, ეკლესიას მიეცა მიწების ფლობის უფლება,
ჩამოყალიბდა საეკლესიო იერარქია

You might also like