You are on page 1of 1

კავკასიიდან ატლანტის ოკეანემდე, ყირიმიდან სინაის ნახევარკუნძულამდე, დუნაიდან

საჰარამდე იყო გადაჭიმული დიდების მწვერვალზე ყოფნისას ბიზანტიის იმპერია. მრავალი


ისტორიკოსის აზრით, იგი ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან XV საუკუნემდე
არსებობდა. ის იყო იმპერია, რომელმაც არა მარტო ბერძნულ-რომაული კულტურა
შემოინახა, არამედ დიდი როლი შეასრულა ეგრეთ წოდებული ქრისტიანობის
გავრცელებაშიც. ის აგრეთვე იმ პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ წეს-ჩვეულებათა
დამდგენად და კოდიფიკატორად (სამართლის ცალკეული დარგების კანონთა სისტემაში
მომყვანად) გვევლინებოდა, რომლებიც დღემდე განაგრძობენ არსებობას.

ისტორიულად, ბიზანტიის იმპერია აღმოსავლეთ რომის იმპერიისგან წარმოიშვა. მისი


დასაბამის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი ისტორიკოსი
დიოკლიტიანეს (დაახლოებით ახ. წ 245—316 წლები) მიიჩნევს ბიზანტიის პირველ
იმპერატორად; ზოგი — კონსტანტინე დიდს (დაახლოებით ახ. წ. 275—337 წლები), ზოგიც —
იუსტინიანე I-ს (ახ. წ. 483—565 წლები). მაგრამ მრავალი იმ აზრისაა, რომ ბიზანტიის
იმპერია, როგორც ცალკეული სახელმწიფო, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ახ. წ. 330 წელს
კონსტანტინემ დედაქალაქი რომის იმპერიიდან ბიზანტიაში გადაიტანა. მან ამ ქალაქს
საკუთარი თავის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი უწოდა (დღევანდელი სტამბული)

ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა კონსტანტინოპოლი, რომელიც სამი


მხრიდან ზღვით იყო გარშემოტყმული, ხოლო ხმელეთიდან მას იცავდა გალავანი. ეს ქალაქი
მდებარობდა ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე, მისი ასეთი მდებარეობა ანიჭებდა
მნიშვნელოვან სამხედრო და ეკონომიკური ხასიათის უპირატესობას. სწორედ
კონსტანტინოპოლი წარმოადგენდა იმ ბუნებრივ ცენტრს, რომლის გარშემო შეეძლო
თავმოყრა აღმოსავლურ სამყაროს. ბიზანტიის იმპერია, თავისი არსებობის მანძილზე
ყველაზე ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმული იყო იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის
დროს.

553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს
ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი.

You might also like