You are on page 1of 4

საქართველო და მსოფლიო ანტიკურ ხანაში

ანტიკური ხანა (ლათ. antiquus — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII


საუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა
უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი
ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა
აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს
მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის
გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.
ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V
საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს
ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს,
რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა
ანტიკურობა.
ამ ცივილიზაციის ისტორიაში მკვეთრად გამოიყოფა რამდენიმე ლოკალური
კულტურა: ბერძნული, რომლის აღმავლობის პერიოდია ძვ. წ. V - IV სს. (კლასიკა) და
რომაული, რომლის აღმავლობის ხანა ძვ. წ. II სს – ს მოიცავს. გამოყოფენ
აგრეთვე ელინისტურ ანუ ალექსანდრიულ ეპოქასაც (ძვ. წ. 330 – 220 წწ.), როდესაც
კულტურის ეპიცენტრმა გადაინაცვლა ალექსანდრიაში.
რას მიიჩნევენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრად? უპირველეს ყოვლისა
ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარებას, სულიერების
უპირატესობას, მეცნიერების, ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობას,
თავისუფლების შეცნობას. ანტიკურობის უდიდეს მიღწევად აბსტრაქტული
მეცნიერებების
– ფილოსოფიის, ასტრონომიის, მათემატიკის, მექანიკის, მედიცინის, ისტორიის, მარ
თლმსაჯულების, ეკონომიკის აღმოცენებაც ითვლება. სწორედ ანტიკურ ხანაში
დაედო დასაბამი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას, არისტოტელეს
ლიცეუმს, ალექსანდრიულ მუზეუმს (მუსეიონი); შეიქმნა განათლების სისტემა,
რათა ახალგაზრდა თაობა დაუფლებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას, საბრძოლო
საქმეს.
ადამიანში სულიერების აღორძინებამ ბიძგი მისცა მსოფლიო რელიგიების
აღმოცენებას, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლას, რომლის
განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროთა
ცენტრალიზაციისაკენ სწრაფვაც მოიაზრება. ჩვ. წ. I საუკუნეში რომაული
იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში თავი იჩინა ქრისტიანობამ, რომელიც მძაფრი
წინააღმდეგობის მიუხედავად IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს.
ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვარია საზოგადოებრივ–პოლიტიკურ
ურთიერთობათა განსაკუთრებული წყობა – დემოკრატია. მისი ძირითადი
პრინციპები, რომლებიც ბერძნული ცივილიზაციის აღმავლობის პერიოდში
ჩამოყალიბდა, დღემდე ყველა ქვეყნის დემოკრატიულ პარტიათა და მოძრაობათა
პროგრამების საფუძვლებად გვევლინებიან.
ანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისებურებათა შორის
ასახელებენ პოლისთა არსებობას. ანტიკური პოლისი იყო დამოუკიდებელი,
თვითმართვადი ქალაქი–სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა შესაძლოა
ყოფილიყო დემოკრატიაც, ტირანიაც, არისტოკრატიაც, ოლიგარქიაც და ა.შ., მაგრამ
ნებისმიერი წყობის დროს მკაცრად იყო დაცული პოლისის მოქალაქეთა
თანასწორობა და უფლებები.
დიდი იყო ანტიკური ცივილიზაციის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ
ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა წარმოების ორგანიზაციის, საკუთრების, ფინანსურ,
ფულად თუ სხვა ურთიერთობათა ფორმები; დაარსდა
სახელმწიფო ბანკები და ხაზინები.
ანტიკურ ხანაში გახდა შესაძლებელი პირველი მსოფლიო იმპერიების წარმოქმნა. ამ
მიმართულებით პირველი მოძრაობა დაიწყო ანტიკური ცივილიზაციის
დასაბამიდანვე, როდესაც ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა
დააარსა კოლონიები ხმელთაშუა, შავი, აზოვისა თუ იონიის ზღვათა სანაპიროებზე.
ეს პერიოდი (ძვ. წ. VIII – VI სს.) ისტორიაში ცნობილია „დიდი ბერძნული
კოლონიზაციის“ სახელით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერია. ყოველი კოლონია
დამოუკიდებელი იყო მეტროპოლიისაგან, თუმცა სულიერი, ეკონომიკური თუ
ოჯახური ძაფებით მაინც მას უკავშირდებოდა. ამ საკოლონიზაციო მოძრაობამ
დიდი როლი შეასრულა მსოფლიო პროგრესის ისტორიაში:
განვითარდა ზღვაოსნობა, დაიწყო ინტენსიური მოგზაურობანი, რამაც ხელი შეუწყო
განათლების განვითარებას, ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობას. პირველი
დიდი მსოფლიო იმპერიის შექმნა დაკავშირებულია ალექსანდრე III
მაკედონელის სახელთან, შეიქმნა ასევე რომაული იმპერია.
ანტიკურობამ, როგორც ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურულმა
მემკვიდრეობამ, უდიდესი გავლენა იქონია ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს
ხალხთა პოლიტიკურ და რელიგიურ
აზროვნებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიურსა და იურიდიულ
შეხედულებებზე. ეს გავლენა დღემდე გრძელდება და ამ პროცესში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური მემკვიდრეობის ჰუმანისტურ
იდეალებს, რომელიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესულ
ძალთა მასაზრდოებელი არსენალი იყო.
საქართველი ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის მეორე ნახევრისა და ჩვენი
წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის, ე.ი. იმ ხანისათვის, როცა კოლხიდისა და
იბერიის სახელმწიფოები წარმოიქმნა, დარჩენილია ბერძენი და რომაელი ავტორების
ცნობები. ეს ავტორები არიან ქსენოფონტე (ძვ.წ.V-IV სს.), სტრაბონი (ძვ.წ I ს. - ჩვ.წ.I
ს.). ვიტრუვი (ძვ.წ. I ს.). ქსენოფონტეს "ანაბაზისში“ ამიერკავკასიაში გაშლილი
სამხედრო მოქმედების აღწერისას, ნახსენებია გამაგრებული ქალაქები, სასახლეები,
კოშკებით აღჭურვილი ხის სახლები. სტრაბონის თანახმად, იბერიის უმეტესი
ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ
გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად
მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები (წიგნი
XI, თავი III). ამ სიტყვების მნიშვნელობას უკეთ დავაფასებთ, თუ გავიხსენებთ, რომ
რომაელი ვიტრუვი, ავტორი ათი წიგნისა ხუროთმოძღვრების შესახებ (ეს დღემდე
გადარჩენილი ერთადერთი რომაული ტრაქტატია მშენებლობაზე), წერს, რომ
დაახლოებით იმავე ხანებში გალიასა და ესპანეთში სახლებს კრამიტით კი არ
ხურავდნენ, არამედ ჩალითა და ყავრით. იგივე ვიტრუვი აღგვიწერს კოლხურ
საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძელებით ნაშენი პირამიდული სახურავი და ზემო
ხვრელი აქვს (კვამლის და შუქისათვის). ახალ არქეოლოგიურ მონაპოვართა შუქზე
(იხ.ზემოთ - შულავერი, ქვაცხელები), ვიტრუვისეული ცნობები ახალ მნიშვნელობას
იძენს - ისინი სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და უწყვეტობას
ადასტურებენ. მეორე მხრივ, კოლხური საცხოვრებლის ტიპი, რომელსაც წინა აზიის
მრავალ ქვეყანაში მოეძებნება პარალელი, შეიძლება გლეხური საცხოვრებლის, ე.წ.
დარბაზის პროტოტიპად მივიჩნიოთ. დარბაზს, რომელსაც ქვემოთ ცალკე შევეხებით,
მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეთა ქართული საეკლესიო არქიტექტურის
კომპოზიციური თავისებურებების შემუშავებისათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ
იმდროინდელი ხუროთმოძღვრების შესახებ ამ წერილობითი ცნობების ვარდა ჩვენ
არც არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადრექრისტიანული ხანის დიდად
განვითარებული ძეგლების გაცნობა ნათლად გვიჩვენებდა, რომ V-VI საუკუნეთა
შესანიშნავი ტაძრების შექმნამდე ქართულ ხუროთმოძღვრებას გრძელი და რთული
გზა უნდა გაევლო, რომ ასე მომწიფებულიყო, რომ ასეთი დასრულებული
კომპოზიციური და ტექნიკური ხერხები შეემუშავებინა, როგორთაც იმ ძეგლებში
ვხვდებით. ამ დასკვნის გამოტანას წერილობითი წყაროები არც ესაჭიროებოდა,
ამისთვის აპრიორული მსჯელობაც საკმარისი იყო. ოცდაათიანი წლების
დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ
მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა ეს
მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც. აქ აღმოჩენილი იქნა
ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი
წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები. უზარმაზარი
აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი,
სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ.. ამის შემდეგ მცხეთა, რომელიც
მანამდე ყურადღებას იპყრობდა შუა საუკუნეთა დიდებული ტაძრებითა და ძველი
სამარხებით, გადაიქცა საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ნამდვილ ცოცხალ
მუზეუმად, რომელშიაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარების საფეხურებს
მრავალი საუკუნის მანძილზე. მცხეთის დაწინაურებას ხელს უწყობდა მარჯვე
ადგილმდებარეობა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, მტკვრისა და არაგვის
შეერთების ადგილას გაშენებული დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორსავ
მხარეს, ძალიან რთულსა და მრავალფეროვან რელიეფზე.

You might also like