You are on page 1of 153

რუსული რელიგიური ფილოსოფია

(სალექციო კრებული)

შინაარსი

1. სლავიანოფილები და ზაპადნიკები ........ გვ: 2-6


2. ვლადიმირ სოლოვიოვის წინამორბედები ........ გვ: 7-22

3. ვლადიმირ სოლოვიოვის ცხოვრება და შემოქმედების გზა ........ გვ: 23-25


4. ვლადიმირ სოლოვიოვის ორგანული მსოფლმხედველობა ........ გვ: 26-36
5. ვლადიმირ სოლოვიოვის თქმულება ანტიქრისტეზე ........ გვ: 37-39
6. ვლადიმირ სოლოვიოვის ყოვლადმთლიანობის მეტაფიზიკა ........გვ: 40-42
7. ვლადიმირ სოლოვიოვის ეთიკა ........გვ: 43-45
8. ვლადიმირ სოლოვიოვის ესთეტიკა - „სამი წერილი დოსტოევსკის
ხსოვნისათვის” ........ გვ: 46-48
9. ვლადიმირ სოლოვიოვის წერილი გრაფ ლევ ტოლსტოისადმი........ გვ: 49-52

10. დოსტოევსკის თეოდიცეა ........გვ: 53-56


11. ლევ ტოლსტოის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები ........ გვ: 57-80
12. ლევ ტოლსტოის მოძღვრება არაძალადობრივ ეთიკასა და კულტურის
უარყოფაზე ........ გვ: 81-83

13. რუსული ინტივიტუიზმი (ნიკოლოზ ლოსკი და სემიონ ფრანკი)........ გვ: 84-85


14. სემიონ ფრანკი - რუსული რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი .......
გვ: 86-105
15. სემიონ ფრანკი - უტოპიზმის ერესი ........ გვ: 106-122

16. სოფიოლოგიური მიმდინარეობა (პავლე ფლორენსკი და სერგი ბულგაკოვი) .......


გვ: 123

17. რელიგიური ექსისტენციალიზმი - ნიკოლაი ბერდიაევი ........ გვ: 124-146

18. დანართი ....... გვ: 147-153


რუსული ინტივიტუიზმი (ნიკოლოზ ლოსკი და სემიონ ფრანკი)

· ნიკოლოზ ლოსკი - 1922 წელს გააძევეს რუსეთიდან და ცხოვრობდა პარიზში


როგორც ემიგრანტი.
· ძირითადი შრომები - „ინტივიტუიზმის დაფუძნება “და „დოსტოევსკი და მისი
ქრისტიანული მსოფლმხედველობა “
· ინტივიტუიზმი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს
გადალახოს რაციონალიზმის ცალმხრივობა.
· ნიკოლოზ ლოსკი წიგნში „ბერქსონის ინტუიტური ფილოსოფია “ აყალიბებს ანრი
ბერქსონისა და საერთოდ ინტუიტური ფილოსოფისს ძირითად პრინციპებს.
არსებობს ორი სახე, რომელიც ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისაგან:
რაციონალური და ინტუიტური.
რაციონალური ცოდნა ერთი საგნის სხვა საგანთან შედარებისა და მათგან საერთო
თვისებების გამოყოფის გზით მიიღწევა. ესაა ანალიზი, რომელიც გვაძლევს
განყენებულ, ზოგად ცნებებს. ამგვარ ცნებებს ვერ მივიჩნევთ ცოცხალი
სინამდვილის გამოხატულებად, ისინი მხოლოდ მათ სიმბოლოებად თუ შეიძლება
ჩაითვალონ. ამგვარი ცნებები ვერასოდეს ვერ ქმნიან ცოცხალ სინამდვილეს,
მთლიან საგანს. ცოცხალი სინამდვილე ყოველთვის რაღაც განუყოფელი
მთლიანია, მარადმდენი და მარადმოძრავია - ქმედითად ცვლადია, ქმნადობაში
მყოფია. გონების ზოგადი ცნებები კი უძრავნი, სტატიკურნი და აბსტრაქტულნი
არიან. გონების ცნებები მხოლოდ იჭერენ ფიქსირებულ მდგომარეობებს, მაგრამ
ხედვის არედან უსხლტებათ კადრები, მოძრაობის (კინემატოგრაფიული) კადრები,
ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დინება. მოძრაობის ამ ცოცხალი
პროცესის შეცნობა კი მხოლოდ ინტუიციური გზით შეიძლება.
გონებით, ანუ ცნებითი შემეცნების შედეგია მექანიკურ-მექანიცისტური
მსოფლმხედველობა, ხოლო სიცოცხლის ინტუიტური წვდომის შედეგია
ორგანიცისტული მსოფლმხედველობა, ანუ ყოფიერების სულიერი საწყისების
(ფენომენების) უშუალო წვდომა-გაგება. ადამიანს აქვს ორი უნარი:
1.ცნებითი შემეცნება, ანუ ახსნა (ბუნების კანონების ახსნა) და 2. ინტუიცია, ანუ
სულიერი ფენომენების სიმპატიკური წვდომა-გაგება, ფენომენის არსებაში
თანამონაწილეობით (თანადასწრებულობით, თანაგანცდით). ინტუიციურ
გაგებაში სიცოცხლის ინტენსიურობა აყვანილია უმაღლეს ხარისხში. ინტუიცის
ამოცანაა შეაღწიოს თვით შემოქმედებითი ქმნადობის შემოქმედებით წიაღში.
მაშასადამე, ლოსკის მიხედვით, ინტუიტური საწყისის იგნორირება კულტურის
კრიზისს მოასწავებს. ლოსკთან უპირატესობა ენიჭება მისტიკურ ინტუიციას, ანუ
მარადიული პირველსაწყისის განჭვრეტა-განცდას.
სემიონ ფრანკი - 1922 წელს გააძევეს რუსეთიდან და ცხოვრობდა პარიზში
ემიგრანტად, შემდგომ გადაინაცვლა ლონდონში და იქ გარდაიცვალა.
· ძირითადი შრომა - „მიუწვდომელი “, სადაც ის აყალიბებს თავის კონცეფციას
ღმერთის წვდომის რაციონალური და ინტუიციური გზების შესახებ.
განსაკუთრებით საინტერესოა სემიონ ფრანკის მიერ განხორციელებული რუსული
რელიგიური ფილოსოფიის თვითანალიზი და თვიშეფასება, კერძოდ უტოპიზმის
საფრთხეები. (იხილეთ სტატია „უტოპიზმის ერესი “, ასევე ნარკვევი „რუსული
რევოლუციის რელიგიურ-ისტორიული საზრისი “). პრობლემა: რაშია რუსული
კომუნიზმის ეროვნული თავისებურება? რუსულ ხასიათში? რუსულ
რელიგიურობაში? თუ გარედან არის თავს მოხვეული? (როგორც ამას ზოგიერთნი
ამტკიცებენ - ლიდერების უმეტესობა იყვნენ ებრაელები (ტროცკი, ზინოვიევი,
კამენევი) და ქართველები (სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია), მათ მიანიჭეს რუსულ
კომუნიზმს აზიატურ-ველური ხასიათი, რაკი სტალინი იყო „ველური კავკასიელი
“. რუსული კომუნიზმი არის არა დასავლური, არამედ აზრიური სოციალიზმი.
ფრანკის აზრით, ეს არასწორი მსოფლმხედველობაა. რადგან რუსული კომუნიზმი
მისი აზრით, მთელი რუსული ისტორიისა და აზროვნების (ფილოსოფია)
თავისებურებებითაა განპირობებული, რაც რუსეთის ჩამორჩენილობაა მსოფლიო
ისტორიაში, რადგან მას არ გაუვლია მსოფლიო ისტორიის ის საფეხურები,
რომლებიცაა: რენესანსი (XIV ს.), რეფორმაცია (XVI ს), ფრანგული რევოლუცია
(XVIIIს) და განმანათლებლობა (დეკარტედან-ჰეგელის ჩათვლით). პირდაპირ
სცადა ნახტომი იდეალურ საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ მომზადებული იყო
რუსი ხალხის მოლოდინით მესამე გამოცხადების შესახებ - მოსკოვი „მესამე რომის
“კონცეფციით და მამა-მეფის („ცარბატუშკასადმი “რწმენა). ამრიგად, ახალი
რელიგიური გამოცხადების ხალხური მოლოდინი შეერწყა კარლ მარქსის
უტოპიურ პროექტს - „იდეალური საზოგადოების “, ანუ მიწიერი სამოთხის
შესახებ.
ამ რუსული რევოლუციით დასრულდა მსოფლიო ისტორიის ერთი ციკლი,
რომელიც საწყისს იღებს რენესანსში და სრულდება განმანათლებლობის ეპოქით,
რომლის ძირითადი პრინციპი იყო გონების ყოვლადძლიერებისადმი რწმენა და
ტექნიკური და სოციალური პროგრესის იდეა, მაგრამ ევროპას ჰქონდა
სამართლებრივი სახელმწიფოს კულტურა. ამის გამო შეუძლებელია იქ
მომხდარიყო კომუნისტური რევოლუცია, ხოლო რუსეთში კი არ არსებობდა
სამართლებრივი კულტურა. სწორედ ამ სამართლებრივმა და კულტურულმა
ჩამორჩენილობამ გახადა შესაძლებელი, რომ რუსეთში მომხდარიყო კომუნისტური
რევოლუცია და დამყარებულიყო არნახული მასშტაბის დესპოტია იდეალური
საზოგადოების დამყარების გულუბრყვილო რწმენით. ამ მოვლენის მსოფლიო
ისტორიის მიზანი ფრანკის მიხედვით ისაა, რომ მსოფლიომ გაათვითცნობიეროს
უტოპისტური პროექტებისა და სამართლებლივი ნიჰილიზმის საფრთხეები. ეს
უნდა იყოს უტოპიის დასასრული ფილოსოფიაშიც და მსოფლიო ისტორიაშიც.
სოფიოლოგიური მიმდინარეობა (პავლე ფლორენსკი და სერგი
ბულგაკოვი)

პავლე ფლორენსკი – დაიბადა 1882 წელს და გარდაიცვალა 1937 წელს. მამა (სამთო
ინჟინერი, თბილისელი), დედა (სომეხი). დაიბადა აზერბაიჯანში, შემდეგ
გადავიდა საცხოვრებლად ბათუმში. 1911 წელს სასულიერო პირი გახდა.
მოაზროვნე, მათემატიკოსი, ინჟნერი, გამომგონებელი, პოეტი – რუსული
სიმბოლიზმის წარმომადგენლის, ანდრეი ბელის მეგობარი. ხელოვნების
ისტორიითა და მშვნიერების არსის გააზრებით დაკავებული, ასწავლიდა
სასულიერო აკადემიაში. იყო რუსული ხატმწერის ტრადიციების ანალიტიკოსი
და მრავალმხრივი მოაზროვნე. მას უწოდეს რუსი ლეონარდო და ვინჩი (ასევე რუს
პასკალს) თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის გამო. 1933 დააპატიმრეს და
მიუსაჯეს ათი წელი და გადაასახლეს სალავეტსკის კუნძულზე. 56 წლის ასაკში
დახვრიტეს.
მისი ფილოსოფიური შემოქმედება შეიძლება დავყოთ 4 პუნქტად:
მართლმადიდებლობა, მათემატიკური სიმრავლის თეორია, პლატონიზმი,
ინტელექტუალური ჭვრეტა. ის თვლიდა, რომ ყოველგვარი შემეცნების ამოსავალი
არის რწმენა და სამყაროს საწყისი არის ღმერთისა და ქმნილების კავშირი
ღვთაებრივი სიბრძნით, ანუ სოფიის გზით. ის თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი
სალავიოვის მეტაფიზიკაშ არის მისი მოძღვრება „მსოფლიო სულზე“, რომელიც
ყოვლადმთლიანობის განხორციელებაშ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის
ცდილობდა მოეხდინა თანამედროვე მათემატიკისა და ფიზიკის სოფიოლოგიური
ინტერპრეტაცია. მაგალითად ის თანამედროვე მეტაფიზიკის სფეროში ასე დასვა
კითხვა: რა არის სინათლის სიჩქარის მიღმა? – მის მიღმა დრო ჩერდება, ამიტომ
თუ გადავაბიჯებთ ამ მიჯნას, ამ დროს ჩვენ ვაღწევთ იმ განზომილებას, საიდანაც
შესაძლოა ქრისტიანულად ავხსნათ პლატონიზმის ძირითადი პრინციპი. იდეები
არის ელექტრონული სიჩქარის მიღმა გასული განზომილება. იდეების
ფლორენსკისთვის არის სულიერი არსებები. ფლორენსკი ჩაერტო ასევე კამათში
ე.წ. „იმია სლავია“, რომლებიც თვლიდნენ რომ ღმერთის სახელის ხსენება
საღმრთი ძალებთან არის დაკავშირებული, ეს მიმდინარეობა ფლორენსკიმ
დაიცვა. მთლიანობაში ეს „სოფიოლოგიური მთელი“ ეკლესიას დაუკავშირა.
სერგი ბულგაკოვი – 1871 წელს დაიბადა. იყო ეკონომიკის პროფესორი და 1918
წელს მღვდლად აკურთხეს. 1922 წელს გაასახლეს საბჭოთა კავშრიდან და
დანარჩენი ცხოვრება პარიზში ცხოვრობდა. იყო პარიზის რუსული აკადემიის
დეკანი და პროფესორი. გარდაიცვალა 1944 წელს პარიზში. ის ეკლესიოლოგიური
კუთხით ავითარებდა სოლოვიოვის სოფიოლოგიურ იდეებს, თვლიდა რომ
სწორედ მშვენიერება, ჭეშმარიტება და სიკეთე არის ის სიდიდეები, რომლებიც
ყოვლადწმინდა სამებაში გამოკვეთებდა და არსებობს „სოფიას“ ორი ასპექტი,
ერთი ღმერთშია ჩადებული, მეორე კი ქმნილებაში. ეს არის სწორედ ის მდედრი
საწყისი, რომელიც ამავე დროს განსაზღვრავს ქმნილების მშვენიერებას.
მშვენირება იხსნის კაცობრიობას (დოსტოევსკი). მან მშვენიერება განმარტა,
როგორც სამყაროს მფარველი დედის ფილოსოფიური ინტერპრეტაცია.

You might also like