You are on page 1of 1

ნარმერის ფილა

მდინარე ნილოსის დაბლობი მდიდარია უძველესი ხანის


კულტურის ძეგლებით. ძვ.წ.IV ათასწლეულის ნამოსახლარებისა
და სამარხების გათხრების შედეგად მოპოვებული
საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების მასალა
საშუალებას იძლევა თვალი ვადევნოთ ხელოვნების
განვითარების ისტორიას ეგვიპტის ტერიტორიაზე.

ბელადთა სამარხების კედლებისა და კერეამიკის


მოხატულობა,რელიეფები რიტუალური დანიშნულების
ფილებზე, ქალის და ცხოველების თიხის ფიგურები ასახავენ ამ
პერიოდის ადამიანთა რწმენას და მიცვალებულის კულტთან
დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.

ძვ.წ.IV ათასწლეულის პერიოდის დამახასიათებელი ძეგლია


ფარაონ ნარმენის ფილა, რომელზეც გამოსახულია სამხრეთ
ეგვიპტის გამარჯვება ჩრდილოეთ ეგვიპტეზე და სახელმწიფოს
გაერთიანება.

ფიგურებთან შედარებით ნარმერი ბევრად დიდიდ ზომისაა.


ფარაონის სახე პროფილშია. ნარმერის ფილა ხელოვნების
ჩამოყალიბებული კლასობრივი ხასიათის დადასტურებას და
მეფის სახის განდიდების ცდას წარმოადგენს.

ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულის ჰარმონიული


პროპორციების განსაზღვრული კანონი. წინადინასტიურ და
ძველი სამეფოს პერიოდს როგორც თვით ეგვიპტის ასევე
ხელოვნების განვითარების ისტორიისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ძიების , შერჩევისა და ეგვიპტური
კულტურის ძირითადი ფორმების ჩამოყალიბების ხანა.

ეგვიპტური ხელოვნების მონაპოვარია სკულპტურული


პორტრეტი, აგრეთვე კლასიკური არქიტექტურული ფორმები:
პირამიდა, ობელისკი, სვეტი.

You might also like