You are on page 1of 3

ანტიკური და შუა საუკუნეების ხელოვნება

ავთანდილ გვასალია

სკოპასი

სკოპასი ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 395 წელს დაიბადა. გვიანდელი


კლასიკის პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მოქანდაკე და
არქიტექტორი გახლდათ. გარდა ამისა სკოპასი იყო გამორჩეული და
თვალსაჩინო წარმომადგენელი ახალატიკური სკოლისა. ის ერთ-ერთი
პირველი ოსტატი იყო ბერძნული კლასიკური ხელოვნების, რომელმაც
უპირატესობა მარმარილოზე მუშაობას მიანიჭა.

მან უარი თქვა ემუშავა ბრინჯაოზე. სკოპასი ძველბერძნულ და მცირე


აზიურ ქალაქებში -თეგეაში, ჰალიკარნასში, ეფესოში, ფივასა და სხვა
ქალაქებსა თუ ქვეყნებში მუშაობდა. თანამშრომლობდა ძველბერძენ დიდ
მოქანდაკესთან და ხელოვანთან პრაქსიტელესთან, რომელიც ცნობილია,
როგორც ავტორი გენიალური ქანდაკებებისა აპოლონი და ჰერმესი
პატარა დიონისეთი.

გენიალური ძველბერძენი მოქანდაკე პრაქსიტელე გახლდათ


ისტორიაში ის პირველი მოქანდაკე, რომელმაც მაქსიმალური რეალობით
გამოსახა შიშველი ქალის "კნიდოსის აფროდიტე" სხეული, სადაც შიშველ
ღვთაებას ხელით უჭირავს, სხეულზე ჩამოცურებული ტანსაცმელი.

სკოპასი მონაწილეობას იღებდა ქალღმერთ ათენას ტაძრის აგებაში


თეგეაში ძვ.წ.აღით 350 წელი. ასევე არქიტექტორი და მოქანდაკე
გახლდათ ისეთი ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლისა, როგორიც
გახლდათ ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ბევრი მისი ნამუშევარი
ცნობილია, როგორც ასლები ძველრომაული ქანდაკებებისა, მაგალითად
ახალაგზარდა ჰერაკლე, მენადა და სხვა ნამუშევრები.
როგორც პავსანია წერდა: მან გადააჭარბა და აჯობა მანამდე აგებულ
სხვა არქიტექტურულ ძეგლებს, როგორც ზომებით ასევე
სრულყოფილებითაც. სკოპასი გარდაიცვალა ძვ წ აღ ით 350 წელს. მისი
გადარჩენილი ხელოვნება კი წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილ
მუზეუმებში.

You might also like