You are on page 1of 3

ელინისტური ეპოქა მოიცავს პერიოდს ალექსანდრე მაკედონელის

გარდაცვალებიდან (ძვ.წ 323) ოქტავიანეს ძვ.წ 31 წელს მოპოვებულ


გამარჯვებამდე. ამ ეპოქაში თითქმის მთელს იმ დროის მსოფლიოში გავრცელდა
ბერძნული კულტურა, თუმცაღა არა მარტო კულტურის გავრცელება იყო
მნიშვნელოვანი, არამედ თანამედროვეობისთვისაც და იმ დროში მცხოვრები
ხალხისთვისაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ხელოვნებაში,
შეიცვალა ზოგადად ხალხის დამოკიდებულება. სკულპტურები, რომელბსაც მაშინ
ქმნიდნენ შთაბეჭდილებას გვქიმნის, რომ სწორედ ელინისტურ ხელოვნებაში
აღორძინდა რეალიზმი. ასევეე ქადაკებებით ადამიანები და უფრო მეტად
ქალბატონები შიშვლად არიან გამოსახულნი. თუ იქამდე ქალები მხოლოდ წელს
ზევით იყვნენ შიშვლები და მათი წელს ქვევით გამოჩენა უზნეობა იყო, ელინისტურ
ეპოქაში ეს შეიცვალა და მისარები გახდა სრულიად შიშველი ქალბატონების
გამოქანდაკება. აღსანიშნავია ალექსანდრე ანტიოქიელისა და ეუტიქიდესის
ნაშრომები, რომლებიც დიდად პოპულარულია და ნათელი მაგალითებია, ერთის
მხრივ თუ რამხელა გარდატეხა მოხდა ელინისტურ ეპოქაში, და მეორეს მხრივ თუ
რამხელა გავლენა ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთს ელინისტურ პერიოდზე.
ალექსანდრე ანტიოქიელი ერთ-ერთი ცნობილი ელინისტური ეპოქის
მოღვაწეა. მისი შემოქმედების ნაწილია „Venus de Milo“, რაც ითარგმნება როგორც
„ვენერა მილოსელი“. თითქოს მოღვაწეები რაღაცა ახალს ეძებდნენ და მართლად
შექმნეს რარაც ახალი, მაგრამ ამასტანავე ალექსანდრემ გააცოცხლა ანტიკური
საბერძნეთი, რადგან
„ვენარა მილოსელის“
სახე ძალიან
მოგვაგონებს ძვ.წ 4
საუკუნეში მოღვაწე
პრაქსიტელეს
გამოქანდაკების სტილს,
მაგრამ ამასტანავე უნდა
აღინიშნოს თუ რაოდენ
დიდი
პროფესიონალიზმი
დასჭირდა ალექსანდრე
ანტიოქილეს რათა
ელინიზმისთვის
დამახასიატებელი
რეალიზმით შეესრულებინა ქანადაკების სხეულის ნაწილი. მისი ნაშრომი,
როგორც წესი შთაგონებული უნდა ყოფილიყო ნამდვილი ადამიანის პოზებიდან.
ეს პოზა ინგლისურად ცნობილია, როგორც “counterpose”. სწორედ იმაში
მდგომარეობს ამ ქანდაკების განსაკუთრებულობა, რომ კარგად იქვეთება ქალის
მუცელი და წონის გადანაწილება. S-ფორმის სხეული, მაღლა აწეული თმა ეს
ყველაფერი ელინისტური ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნებია. ჩემი აზრით
მართლაც დიდია ცვლილებები, რომელბიც ელინიზმში განხორციელდა, თუ
იქამდე ყურადღება არა იმდენად იყო რეალიზმზე გადატანილი, ალექსანდრეს
შემოქმედებაში აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ასევე მოხდა
აღორძინების პერიოდის მხატვრობაშიც, მხატვრებმა დაიწყეს რელისტური
ნახატების ხატვა. მიქელანჯელო, დავინჩი. თითქოს მათაც იგივე გარდატეხა
მოახდინეს მხატვრობაში, როგორიც ელინისტურ პერიოდში მოქანდაკეობაში
მოხდა.
ელინისტური ეპოქის მრავალფეროვნება ჩანს უამრავი განსხვავებული
ხასითის ნაშრომში, როგორებიცაა „ბიჭუნა
იხვთან“ „ბიჭი იძრობს ეკალს ფეხიდან“ და სხვა.
Boethus იყო შემქმნელი ქანდაკებისა „ბიჭუნა
იხვთან“ თითქოს რაშეიძლება გახდეს იმისი
მიზეზი, რომ ამგვარი ნაშრომი გამოაქანდაკო,
მაგრამ თუ ჩავუღმავდებით სიახლებიის პოვნის
სურვილმა აიძულა ხალხი რაღაც
განსხვავებული შეექმნათ. ელინისტური ეპოქაზე
უდიდესი გავლენა იქონია ეუტიქიდესმა, მისი
მთავარი ნაშრომია „Tyche of Antioch” სწორედ
ეუტიქიდესისგან აიღო მაგალითი ბევრმა
შემდგომში მცხვორებმა მოღვაწემ. ამ
ქანდაკებაში „Tyche“ ზის ქვაზე და ზემოდან
ადგას გვირგვინი, ასევე მის ქვემოტ გადის მდინარე. ეს სკულპტურა იმ ეპოქაში
ტაძარში იდგა და ხალხის თაყვანსაცემ ობიექტს წარმოადგენდა.
თანამედროვეობაში მცხოვრები ყოველი ადამიანი უნდა ვაცნობიერებდეთ თუ
რაოდენ განვითარდა ელინისტურ ეპოქაში ხელოვნება. ბევრისთვის შეიძლება არ
არის მოსაწონი თუმცა ფაქტია, სიშიშვლე ხელოვნებაში უფრო მსიარები გახდა,
ასევე უკეთ აღთქმადი გახდა სხეულის სირბილე. უამრავი განსხვავებული
თემატიკის არსებობის გამო ( რადგან სხვადასხვა ნაწარმოებები იქმნებოდა) ჩვენ
შეგვიძლია გავიაზროთ, რომ ჯერაც კი არაა გვიანი ვეძიოთ რაღაც ახალი და
მივიღოთ ისეთი ნიმუშები რაც ყველასთვის დასაფასეველი იქნება.
ქანდაკებები
“ Tyche of Antioch” „ბიჭი იძრობს ეკალს ფეხიდან“

გამოყენებული საიტები და მასალები:

https://www.britannica.com/event/Hellenistic-Age/The-arts

https://en.wikipedia.org/wiki/Boethus

https://mymodernmet.com/venus-de-milo-statue/

დავითი დათუაშვილი

You might also like