You are on page 1of 28

პრეისტორიული ხელოვნება

35-10 ათასწლ. ძ.წ. – პალეოლითი (ქვედა, შუა და ზედა);


10-6 ათასწლ. – მეზოლითი (შუა ქვის ხანა)
6-2 ათასწლ. – ნეოლითი (ახალი ქვის ხანა
10 000 პირველი ორგანიზებული დასახლება იერიქონში
5000 – ახლო აღმოსავლეთში თიხის ნაწარმის გამოწვა დაიწყეს
2000 წ. ძ.წ. აიგო სთოუნჰენჯი მეგალითური არქიტექტურის ნიმუში;
1940წ. ლასკოს გამოქვაბულის აღმოჩენა საფრანგეთში
1994 – აღმოაჩინეს შოვეს გამოქვაბული საფრანგეთში

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ადრეული და ხანგრძლივი პერიოდი -


ქვის ხანა მეცნიერებაში დღეისათვის სამ დიდ ეპოქადაა დაყოფილი: ძველი ქვის
ხანა, ანუ პალეოლითი (ბერძნ. პალეო - ძველი, ლითოს - ქვა), მეზოლითი, შუა ქვის
ხანა (ბერძნ. მეზო - შუა) და ნეოლითი, ახალი ქვის ხანა (ბერძნ. ნეო - ახალი).
ამათგან უადრესი - პალეოლითი თავის მხრივ სამ ეტაპადაა წარმოდგენილი:
ძველი, ანუ ქვედა პალეოლითი, შუა პალეოლითი და ზედა, ანუ გვიანი
პალეოლითი.
ხელოვნება წარმოიშვა მაშინ, როდესაც მომწიფდა მისი საჭიროება,
დაგროვდა სათანადო წიაპირობები (ინტელექტუალური, ტექნიკური, ესთეტიკური,
და ა.შ.). ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია გვიანი პალეოლითი,
როდესაც დამწერლობის შემოღებამდე გაცილებით უფრო ადრე ადამიანთა შორის
ურთიერთობათა დასამყარებლად სწორედ ვიზუალური ხელოვნება
გამოიყენებოდა. ამ ეპოქაში ყალიბდება გვაროვნული ურთიერთობები, იქმნება
პირველი რელიგიური წარმოდგენები: მაგია, ტოტემიზმი, ანიმიზმი და იწყება
ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობა.
1834 წ. ნოტარიუსმა ბრუილიმ სოფეს გამოქვაბულში აღმოაჩინა ძვალზე
ამოკაწრული 2 ირემი; სხვა ნივთებიც აღმოჩნდა, მაგრამ იმ დ სათანადოდ ვერ
შეაფასეს ეს უცნობი ფენომენი.
ედუარდ ლარტე და გ. კრისტის დამსახურებაა პალეოლითის ხელოვნების
აღიარება. 1863 წ დაიწყეს გათხრები სამხრეთ საფრანგეთში: ლე მუსტიე, ლა
მადლენ, ლოჟერი. მადლენსა და ლოჟერი-ში მხატვრობა აღმოჩნდა. 1869 ბელგიის
გამოქვაბულებში იწყება გათხრები, 1871 კი იტალიის ხმელთაშუაზღვისპერეთის
სანაპიროზე მენტონას გამოქვაბულში სამარხები და ქანდაკება აღმოჩნდა.
ესპანეთში ალტამირას გამოქვაბულის მოხატულობა უკვე 15 ს-ში იყო
ცნობილი (ლოპე დე ვეგა ახსნებს მათ). 1875 წ მარსელენ საუტუოლამ, მოყვარულმა
არქეოლოგმა წინასწარი გათხრები ჩაატარა; 1878-79 წწ. აღმოჩნდა ქვის ხანის მთელი
“სურათების გალერეა”. ხუან ვილანოვა, მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი
წერს სტატიას, რითაც სათავე დაუდო ამ მხატვრობის აღიარებას. ყველაზე
ცნობილი გამოქვაბულის მხატვრობები შემორჩენილია ალტამირას, ფონ დე გომის,
ნიოს და ლასკოს გამოქვაბულებში, ასევე კომბარელისა და დორდონის მღვიმეებში.

გვიანი პალეოლითი ადამიანის განვითარების სტადიების მიხედვით ასევე


გარკვეულ პერიოდებადაა დაყოფილი. ხელოვნების ჩასახვის პირველი ნიშნები
გაჩნდა ორინიაკ-სოლუტრეს პერიოდში (35-20 ათასწლეულები). ამ დროისათვის
ადამიანი არა მხოლოდ იყენებდა საცხოვრებლად ბუნებრივ გამოქვაბულებს,
არამედ უკვე ცდილობდა სხვადასხვა მასალისაგან (ხე, ქვა, ძვალი) თვითონვე
შეექმნა თავისი საცხოვრებელი ნაგებობა.
გვიანი პალეოლითის დასაწყისში ჩნდება საღებავებით შესრულებული
პირველი გამოსახულებები ქვასა და კლდეზე, კაჟის იარაღით სრულდებოდა
პირველი “გრაფიკული” ნამუშევრები ქვასა და ძვალზე, რბილი ქვის, რქის, ძვლისა
და თიხისაგან იქმნებოდა პირველი მინიატურული ქანდაკებები. პირველყოფილი
მხატვრის ხელთ იყო ფერთა დიდი მრავალფეროვნება _ მინერალური საღებავები,
ნახშირი, ცარცი, ბუნებრივი საღებავი ოქრა მთელი თავისი მრავალფეროვნებით,
ყვითელი ფერით დაწყებული, ვიდრე მუქ ყავისფრამდე.
მრგვალ ქანდაკებას, არსებითად, ამ დროს ეყრება საფუძველი. მცირე ზომის
ქანდაკებების თემატიკა მკაცრადაა რეგლამენტირებული. ეს არის ცხოველთა
ფიგურები და ქალთა გამოსახულებები. ცხოველთა ფიგურების შექმნა, როგორც
ჩანს, გაპირობებული იყო გარკვეული მაგიური წარმოდგენებით, ტოტემისტური
აზროვნებით. საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნადირობათა წინ ადამიანები
ასრულებდნენ რიტუალურ წარმოდგენებს, რომელთაც წარმატებული ნადირობის
აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ. ამას გარდა, ცხოველთა სკულპტურული
გამოსახულებები, ტომის მფარველი ღვთაებისათვის თავისებურ ძღვენს
წარმოადგენდა.
ქვისა და ძვლისაგან იქმნებოდა ქალთა უამრავი პატარა ქანდაკება,
რომელთა გადმოცემაში ერთი პრინციპია გატარებული - ქანდაკებები
მაქსიმალურადაა განზოგადებული, ფიგურის პროპორციები დარღვეული,
კიდურები თითქმის სრულიად არ გამოისახება, თავი წარმოადგენს სფერულ
ფორმას, რომელზეც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახის ნაკვთები სრულებით
არ არის მინიშნებული. სამაგიეროდ, გაზვიადებულია სხეულის ნაკვთები - მკერდი,
მუცელი, თეძოები, რომლებიც ქალის, როგორც სიცოცხლის გამგრძელებლის,
მნიშვნელობას უნდა უსვამდეს ხაზს. ქანდაკებების მცირე ზომების მიუხედავად
(მათი ზომები 5-10 სმ-ია), მათ განსაკუთრებული პლასტიკური ძალა,
მონუმენტურობა, მკაფიო სტრუქტურულობა გამოარჩევს. ეს პლასტიკური
მინიატურები, რომლებიც ჩვენგან ათასწლეულებითაა დაშორებული (მაგ. ე.წ.
“ვილენდორფის ვენერა”, ზომა 11სმ. 22000-21000წწ., ვენის ისტორიული მუზეუმი),
დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი პლასტიკური
გამომსახველობით, შინაგანი ძალითა და ფორმის სისავსით. გვიანი პალეოლითის
მოქანდაკეს არ აინტერესებდა დეტალები. მისი ამოცანა იყო გამოსახული ობიექტის
მახასიათებელი მთავარი ნიშნების მიგნება, მათი ზუსტი გადმოცემა და ამით
სასურველი მხატვრული თუ რიტუალური ამოცანის შესრულება. ეს ძიებები
შემთხვევით ხასიათს როდი ატარებდა. პირველყოფილ მოქანდაკეს კარგად ჰქონდა
შეგნებული მიზანი და მისი მიღწევის შემთხვევაში გამოყენებული მხატვრულ-
ტექნიკური ხერხები შემდგომისათვის მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს მისი
ხერხების არსენალში. თანდათან ხდებოდა გამომსახველობითი ხერხების
დაგროვება და, თუნდაც პრიმიტიულ დონეზე, ფორმის, სტრუქტურის, დეკორის
გარკვეული პრინციპების დამკვიდრება.
ძირეული ცვლილებები ადამიანის არსებობაში მოხდა ნეოლითის ეპოქის
დასაწყისიდან. საწარმოო საშუალებათა განვითარებას, სულიერი კულტურის
გართულებას მოჰყვა მატერიალური კულტურის სწრაფი განვითარება. ადამიანი
გადადის მესაქონლეობისა და სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების
სტადიაში. ადამიანი იწყებს დაკვირვებას ბუნების მოვლენებზე, რთულდება მისი
დამოკიდებულება სამყაროსთან, შესაბამისად, ახალი თემების გამოსახვის
აუცილებლობა გაჩნდა. ამიტომ ნეოლითის ეპოქაში ჩნდება პირობით-
ორნამენტული გამოსახულებები, რომელთაც ადამიანი კონკრეტულ დატვირთვას
ანიჭებს და რომელთა საშუალებითაც მას სურს გარკვეული ცნებების გამოხატვა.
ასე ჩნდება სიმბოლური ნიშნები, აბსტრაქტული მოტივები, რომელთაც ადამიანთა
ცხოვრებაში დიდი დატვირთვა ენიჭებათ. ამიტომაცაა, რომ ამ დროს თიხისგან
დამზადებული ჩვეულებრივი სახმარი ჭურჭელი იფარება უმარტივესი
გეომეტრიული ფიგურებით, რომლებიც ნეოლითის ადამიანისათვის ღრმა
აზრითაა სავსე. ამ დროს შემოდის ხმარებაში ისეთი ორნამენტული მოტივები,
როგორიცაა ჯვარი, სპირალი, სამკუთხედი, სვასტიკა, რომბი, წრე და სხვ.
ადამიანისა და ცხოველების გამოსახულებები წინა პერიოდის ნატურალიზმისაგან
განსხვავებით, თანდათან განზოგადებულ სახეს იღებს და სიმბოლურ ნიშნებად
გარდაიქმნება.
ამგვარი სიმბოლური დეკორის განთავსებისათვის ყველაზე ფართო
ასპარეზს ჩვეულებრივი სახმარი თიხის ჭურჭელი წარმოადგენდა, რომელიც
მრავლადაა შემონახული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. ნეოლითის ჭურჭელში
ვხედავთ ადამიანის დეკორატიული აზროვნების განვითარების საინტერესო ეტაპს,
როდესაც ყალიბდება გარკვეულ ფორმასთან შეფარდებული, მასთან ორგანულად
შერწყმული დეკორი, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა როგორც არსებული
ფორმა, ასევე დეკორის მხატვრული და აზრობრივი ამოცანა.
ძალზე მნიშვნელოვანია ნეოლითური მცირე პლასტიკა, რომლის მთავარი
თემა კვლავ ცხოველებია, თუმცა ქალის ფიგურაც ერთ-ერთ წამყვან თემად რჩება.
მაგრამ ახლა წინ არის წამოწეული სულ სხვა მომენტები. ქალების მინიატურულ
ქანდაკებებში ბატონობს პირობითობა, სქემატიზმი, რაც არ გამორიცხავს
პლასტიკური ფიგურების თავისებურ დახვეწილობასა და გამომსახველობას.
გვიანი ნეოლითის ეპოქის უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს
მეგალითური კულტურის საყოველთაო განვითარება (ბერძნ. მეგა _ დიდი, ლითოს
_ ქვა). მეგალითური არქიტექტურა, რომელიც შეიქმნა ევროპისა და აზიის მრავალ
კუთხეში, ადამიანის განვითარების ახალი, უფრო განვითარებული სტადიის
მანიშნებელია. იგი ნეოლითის ადამიანის ყოფიერებასა და მის სულიერ,
ესთეტიკურ მოთხოვნებში უდიდეს ძვრებს აღნიშნავს. მეგალითური
არქიტექტურის ჩასახვა და განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეპოქის
რელიგიურ და საკულტო მოთხოვნებთან.
ძველი წელთაღრიცხვის დაახლოვებით 4000 წლისათვის ნეოლითის
ადამიანი საგანგებოდ შერჩეულ ადგილებში, მდინარეთა ხეობებში, პლატოებზე
თავისი დასახლებების შექმნას იწყებს. ხშირად დასახლებები ხის გალავნით
იზღუდებოდა. საცხოვრებელი სახლების აგებისას უკვე გამოიყენებოდა საყრდენი
კონსტრუქციები. ვერტიკალურად დადგმულ საყრდენებზე გადებული ძელები
შენობის მთავარ ელემენტად იქცევა. ამ ეპოქის უძველესი დასახლებებია
შემონახული ჩრდილო ევროპაში (ისლანდია, შოტლანდია). ეს მეგალითური
კონსტრუქციები, არსებითად, იქცა იმ საფუძვლად, რომლიდანაც შემდგომში
განვითარდა ეგვიპტისა და საბერძნეთის ტაძრების მონუმენტური
არქიტექტურული კონსტრუქციები.
საზოგადოებრივ სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა სამშენებლო
საქმიანობის შემდგომი განვითარება გამოიწვია. გართულებული რელიგიური
წარმოდგენები, გარკვეული რელიგიური ცერემონიები თავისას მოითხოვდა.
ყველაფერი ეს სამშენებლო საქმიანობის განვითარების ძლიერ სტიმულს
წარმოადგენდა. ევროპასა და აზიაში დღესაც დიდი რაოდენობით გვხვდება
უძველესი ხუროთმოძღვრების თავისებური ძეგლები - მენჰირები (ბრეტონულად
მენ, ქვა +ჰირ, გრძელი). ესაა ვერტიკალურად აღმართული დიდი ზომის ქვის
მონოლითური ბლოკები, რომლებიც სხვადასხვაგვარადაა დამუშავებული. მათი
ზომებიც განსხვავებულია _ ერთი მეტრიდან ოც მეტრამდე (საფრანგეთში
მიაკვლიეს 21 მეტრის სიმაღლის მენჰირს). ხანდახან მენჰირებს თევზის ფორმა აქვს
(ასეთებია მენჰირები სომხეთში, რომლებსაც “ვიშაპებს” უწოდებენ), ხანდახან ისინი
ადამიანის ან ცხოველის თავითაა დაგვირგვინებული. ბევრი მენჰირია აღმოჩენილი
სამხრეთ ციმბირსა და ევროპაში. ამ ძეგლების შესახებ მრავალგვარი მოსაზრება
არსებობს, მაგრამ ყველა მკვლევარი თანხმდება იმას, რომ ისინი საკულტო
ძეგლებია, რომლებითაც აღინიშნებოდა რელიგიური ცერემონიებისათვის
განკუთვნილი განსაკუთრებული ადგილები. მენჰირებთან სრულდებოდა
გარკვეული რიტუალი. როგორც ჩანს, ამ საკულტო ძეგლების მნიშვნელობა
ბოლობდე გახსნილი არ არის, რადგან მათი მრავალფეროვნება და განლაგების
თავისებურებანი სხვადასხვა მოსაზრებებს ასაზრდოვებენ. ასე მაგალითად, ჩრდ.
საფრანგეთში, ბრეტანში 2-3 კილომეტრზე, ზუსტად გააზრებული, რეგულარული
წყობით ათასობით მენჰირია ჩამწკრივებული. ეს მეგალითური კომპლექსი
შექმნილია ძვ. წ. 4250წ. და 3750წ. შორის. აღსანიშნავია, რომ მენჰირების წყება
ზუსტად მიუყვება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას. როგორც ჩანს, მის
მშენებლებს ზუსტად ჰქონდათ გათვლილი მათი წყობის მიმართულება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მენჰირები აღნიშნავდნენ საპროცესიო გზას,
რომლითაც ხალხი მიემართებოდა რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად.
ვარაუდობენ, რომ ასეთი ზუსტი განლაგება ქვეყნის მხარეთა მიმართ
გულისხმობდა ამ არქიტექტურული კომპლექსის კიდევ ერთ ფუნქციას _
დაკვირვებას მნათობებზე, მზეზე, ვარსკვლავებზე. მენჰირები გვხვდება აგრეთვე
სამხრეთ რუსეთის სტეპებსა და კავკასიაში.
მეგალითური ხუროთმოძღვრების მეორე ჯგუფია ე.წ. დოლმენები,
რომელთა უძველესი ნიმუშები, როგორც ჩანს, ტომის ბელადების სამარხები იყო.
დოლმენი წარმოადგენს მზიდავი და საზიდი კონსტრუქციების უძველეს ნიმუშს.
უმარტივესი დოლმენი შედგება ვერტიკალურად დადგმული ორი გიგანტური
მრავალტონიანი ქვის ფილისაგან, რომლებსაც ზემოდან ასეთივე მონუმენტური
მესამე ფილა ადევს. დოლმენები არსებობას ბრინჯაოს ეპოქაშიც განაგრძობს.
კლასიკური სახის დოლმენი შედგება ვერტიკალურად დადგმული კარგად
დამუშავებული და ერთმანეთთან კარგად მორგებული ხუთი ვეებერთელა ქვის
ფილისაგან, რომელთაგად ოთხი ქმნის ოთხკუთხა სათავსოს, მეხუთე კი
სახურავადაა გამოყენებული. დოლმენები გეგმაში ოთხკუთხა, მრგვალი, ან
მრავალკუთხა იყო. ისინი ხანდახან რამდენიმე სათავსოსაგან შედგებოდა. ხშირად
დოლმენში საგანგებო მისასვლელი კორიდორია გაკეთებული. დოლმენის
კედლები შიგნიდან სადაა, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში სიმბოლური
ორნამენტებით შემკული. ორნამენტი ზოგ შემთხვევაში საღებავითაა
შესრულებული, ხანდახან კი ქვაზეა ამოკაწრული. დოლმენები სავსებით
ჩამოყალიბებული არქიტექტურული აზროვნების შედეგია, კარგად მოფიქრებული
გეგმარებით, ფორმების მკაფიოებითა და პროპორციების სიმწყობრით.
დოლმენების არაერთი ნიმუშია აღმოჩენილი საქართველოში.
მეგალითური ნაგებობების უმეტესობა არა სამარხებია, არამედ რელიგიური
ცერემონიებისათვის განკუთვნილი ქმნილებები, რომლებთანაც იკრიბებოდა
ხალხი საკულტო რიტუალის შესასრულებლად. სწორედ ასეთებია კრომლეხები,
მეგალითური არქიტექტურის მესამე და ყველაზე რთული კონსტრუქცია. ეს არის
წრიულად განლაგებული დიდი ქვის ფილები ან ბოძები, რომლებითაც
განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობის ადგილია მონიშნული. ზოგ
შემთხვევაში კრომლეხი გარს უვლის ყორღანს, უმეტეს შემთხვევაში კი
წარმოადგენს რამდენიმე კონცენტრული წრისაგან შედგენილ დამოუკიდებელ
არქიტექტურულ კომპლექსს.
კრომლეხის ბრწყინვალე ნიმუშია დაცული სამხრეთ ინგლისში,
სტოუნჰენჯში. მისი ასაკი მეცნიერთა მიერ განსაზღვრულია ძვ. წ. 2750-1500
წლებით. კრომლეხი შედგება რამდენიმე კონცენტრული წრისაგან, რომლებშიც
სხვადასხვა სიმაღლის ქვის გიგანტური ბოძებია გამოყენებული. ცენტრთან უფრო
ახლო მდებარე წრე შედგენილია განსაკუთრებით დიდი ზომის ბლოკებისაგან,
რომლებიც წყვილ-წყვილად ვეებერთელა ქვებითაა გადახურული. რთული
გეგმარების ამ გრანდიოზული კომპოზიციის ცენტრში განლაგებულია დიდი
კვადრატული ფილა, რომელიც ამ ანსამბლის კომპოზიციური და აზრობრივი
ცენტრია.
სთოუნჰენჯის კრომლეხის კვლევა ათწლეულების განმავლობაში
მიმდინარეობს და სულ ახალ-ახალი მონაცემებით ავსებს ჩვენს ცოდნას ამ
გასაოცარი არქიტექტურული ანსამბლის შესახებ. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით,
კრომლეხი თავისებური უძველესი ასტრონომიული სათვალთვალო ცენტრია,
სადაც ხდებოდა დაკვირვებები მნათობებზე, სხვადასხვა ციურ მოვლენებზე. ამის
უფლებას მეცნიერებს აძლევს ის გარემოება, რომ გიგანტური ქვების წყვილებს
შორის გარკვეულ დროს შესაძლებელია დაკვირვება კონკრეტულ პლანეტებზე,
მზესა და მთვარეზე.

ტერმინები:

მეგალითი - წინაისტორიულ არქიტექტურაში გამოყენებული დიდი ლოდები.


ამგვარ
ქვებს იყენებდა მეგალითური არქიტექტურა.

მენჰირი – პრეისტორიული ხანაში ვერტიკალურად აღმართული მონუმენტური


მონოლითური ქვა

დოლმენი – პრეისტორიული სტრუქტურა, შედგება 2 ან მეტი ქვისგან, რომელიც


გადახურულია ბრტყელი ქვით

კრომლეხი – მეგალითური ნაგებობის ტიპი (როგორც წესი გვიანი ნეოლითის ან


ადრეული ბრინჯაოს ხანის), რომელიც კონცენტრირებულ წრეებად განლაგებული
რამდენიმე ქვისგან შედგება. ხშირად ცენტრში დოლმენი ან ყორღანია
განლაგებული (უელსურად - მოხრილი (მოღუნული) ქვა)

ფრესკა - ფერწერული ტექნიკა, რომელიც გულისხმობს წყლის საღებავის


გამოყენებას სველ ბათქაშზე (იწოდება ბუონ ფრესცო). ფერი შეიწოვება სველი
ბათქაშით და იქცევა კედლის შემადგენელ ნაწილად. ფრესცო სეცცო იქმნება მშრალ
ბათქაშზე და ფერი შეიძლება ჩამოიშალოს. ორივე ტექნიქით შესრულებულ
მხატვრობას ფრესკა ეწოდება.

სთოქსთედ (თარგმანი)

პრეისტორიული ხელოვნება ევროპაში

პრეისტორიული ხანა მოიცავს კაცობრიობის არსებობას დამწერლობის


გაჩენამდე. ამ მომენტამდე დიდი ხნით ადრე ადამიანები ქმნიდნენ საგნებს,
ხატავდნენ გამოსახულებებს, აგებდნენ სადგომებსა თუ სხვა კონსტრუქციებს. ჩვენი
ცოდნა პრეისტორიული ადამიანების შესახებ, ფაქტობრივად, სწორედ მათ მიერ
შექმნილ ხელოვნებას ეფუძნება. ეს მომხიბლავი ნამუშევრები ბევრ საინტერსოს
გვიამბობენ მათ შემქმნელთა შესახებ.
საფრანგეთსა და ესპანეთში მიკვლეული გამოქვაბულის მხატვრობის მიხედვით
დადგინდა, რომ პირველყოფილი ადამიანები თითქმის წარმოუდგენლად უძველეს
სამყაროში არსებობდნენ. ეს განსაცვიფრებელი ქმნილებები მღვიმეთა
შესასვლელებიდან ასობით იარდის დაშორებით, გრძელი, ვიწრო მიწისქვეშა
კორიდორების გავლით აღმოაჩინეს. სამხრეთ საფრანგეთში, არდაშის რეგიონის
ერთ-ერთ ხეობაში მდებარე შოვეს გამოქვაბულში კედლები და ჭერი დაფარული
იყო 30 000 წლის წინანდელი ცხოველების - ცხენების, ირმების, მამონტების,
დომბებისა და სხვათა გამოსახულებებით. მათ ამოზნექილი ფორმები აქვთ და
გეჩვენებათ, რომ ისინი თითქოსდა გადაადგილდებიან და მოძრაობენ.
გამოსახულთ ადვილად შეიცნობთ, რამდენადაც მხატვრებმა ცხოველებზე
გულმოდგინე დაკვირვების წყალობით რეალური სამგანზომილებიანი ფიგურების
ორგანზომილებიან ფიგურებად გარდაქმნისას ცხოველთა ძირითადი ხასიათის
გადმოცემა შეძლეს. გადმოცემულია ცხოველთა კუნთიანი გვერდები, ძლიერი
ფეხები და საშიში რქები თუ ეშვები. პრეისტორიული ხანის მხატვარი ამ ყველაფერს
მხოლოდ ხაზისა და ფერის, ჩრდილისა და კონტურის ფორმალური ენით
გადმოგვცემს.
არქეოლოგები და ანთროპოლოგები მატერიალური კულტურის ყოველ ასპექტს
შეისწავლიან, ხელოვნების ისტორიკოსები კი ჩვეულებისამებრ, იმ ასპექტებზე
ამახვილებენ ყურადღებას, რასაც ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ადამიანი
საუკეთესო ხელობად თუ სილამაზედ მიიჩნევს. მაგრამ 30 000 წლის წინ ჩვენი
წინაპრები “ხელოვნების ნიმუშებს” არ ქმნიდნენ. ისინი კაჟს შრეებად შლიდნენ,
ამტვრევდნენ და აპრიალებდნენ შუბის პირების, დანების ან საფხეკების
გასაკეთებლად და არა ქანდაკების შესაქმნელად. შოვეს მღვიმის კედლებზე
შემორჩენილი გამოსახულებათა შექმნა, როგორც ჩანს, მათი ავტორებისათვის
მნიშვნელოვანი ქმედება იყო ყოველდღიური გადარჩენის თვალსაზრისით.
გამოსახულებები ძალზე ხშირად გამოქვებულის შესასვლელიდან საკმაოდ
მოშორებით, მღვიმის სიღრმეში, დღის სინათლისთვის მიუწვდომელ ადგილებშია
აღმოჩენილი. მოხატულობიან მღვიმეებს ადამიანები მრავალი წლის მანძილზე
აკითხავდნენ. ღვიმეთა კედლები გლუვი არ იყო - მათ კლდის შესაბამისი
ბუნებრივი უსწორმასწორო ზედაპირი ჰქონდათ. ის, რასაც ჩვენ “ხელოვნებად”
აღვიქვამთ, ამ უძველესი მხატვრების მიერ სინამდვილის აუცილებლობით
განპირობებული პრობლემის ასახვას წარმოადგენდა.
ხელოვნების ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და ანთროპოლოგებისათვის
პრეისტორიული ხელოვნება ის მნიშვნელოვანი გასაღებია, რომლის მიხედვითაც
იხსნება და ირკვევა უძველესი ადამიანების ცხოვრებისა და კულტურის ხასიათი.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები განაგრძობენ იმის კვლევას თუ როდის და
რისთვის იქმნებოდა ეს გამოსახულებანი, მაინც დაზუსტებით ვერასოდეს
გვეტყვიან თუ რისთვის იქმნებოდა ისინი. მათ შესახებ გაკეთებული დასკვნები და
ინტერპრეტაციები მხოლოდ ის ჰიპოთეზებია, რომელიც პრეისტორიული ხანის
ხელოვნებას ხელოვნების ისტორიის დარგის ყველაზე თავსატეხ სფეროდ
გარდააქცევს.

ქვის ხანა

თუ როდის და როგორ განვითარდა თანამედროვე ადამიანი, ეს საკითხი


ყოველდღიური განსჯის საგანია, თუმცა ანთროპოლოგები შეთანხმდნენ იმაზე,
რომ ე.წ. ჰომო საპიენს-ის სახეობა დაახლოებით 200 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო
მისი ქვესახეობა – ჰომო საპიენს საპიენს – რომელსაც ჩვენ განვეკუთვნებით,
დაახლოებით 120 000-დან 100 000-მდე წლის წინ განვითარდა. ანთროპოლოგებისა
და არქეოლოგების აღმოჩენებზე დაყრდნობით მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ
თანამედროვე ადამიანი აფრიკიდან აზიის გავლით მოვიდა ევროპაში და ბოლოს
ავსტრალიასა და ამერიკაში. ზოგიერთი ნიშანი ცხადყოფს, რომ გადაადგილებას
ადგილი ჰქონდა 100 000-დან 35 000 წლის წინ.
მეცნიერებმა პრეისტორიული ხანი სისტემატური შესწავლა მხოლოდ 200 წლის
წინ დაიწყეს. 19 საუკუნის არქეოლოგებმა უძველეს ნამოსახლარებზე დიდი
რაოდენობით აღმოაჩინეს ქვისა და საბრძოლო იარაღები და ფიგურები. მათ მთელ
პერიოდს კაცობრიობის ადრელი განვითარებიდან მოყოლებული ქვის ხანა
უწოდეს. დღეისათვის მეცნიერები ქვის ხანას პალეოლითისა და (ბერძნული პალეო
– “ძველი” და ლიტჰოს – “ქვა”) და ნეოლითის (ბერძნული ნეო – “ახალი”)
პერიოდებად ყოფენ. პალეოლითის ხანა თავის მხრივ სამ შრედ იყოფა: ქვედა, შუა
და ზედა, რომელიც გათხრების შედეგად სათანადო აღმოჩენილი ნივთების
შესატყვის ფენებს ასახავს (ზედა არის ყველაზე “ახალი”, ხოლო ქვედა – ყველაზე
ადრეული, “ძველი”). ზოგიერთ ადგილას გარდამავალი – პალეოლითურ-
ნეოლითური ხანა დასტურდება, რომელსაც მეზოლითის ხანას უწოდებენ
(ბერძნულად მესო – “შუა”).
11 000–სა და 8 000 წლების წინ მყინვარების თანდათან გაქრობის გამო,
პალეოლითიდან ნეოლითის ხანაზე გარდამავალი პერიოდის დათარიღება
გეოგრაფიულ მოვლენებთან დაკავშირებით ვარირებს. ამ თავში განხილულ
ზოგიერთ გეოგრაფიულ პუნქტში ნეოლითის ხანა უფრო მოგვიანებით დადგა და
გაგრძელდა 2 800 წლის წინა ხანამდე. არქეოლოგები დროის ამგვარ ხანგრძლივობას
პირობითი ნიშნით – BP – აღნიშნავენ, რაც “before present” აბრევიატურას
წარმოადგენს. მაგრამ სტილი რომ დავიცვათ, მთელ წინამდებარე ტექსტში
შემოგთავაზებთ ხელოვნების ისტორიკოსების მიერ ეპოქის აღსანიშნავად
შემოღებულ საყოველთაო ვარიანტს – BCE (“Before the Common Era – ჩვენ
წელთაღრიცხვამდე/ძველი წელთაღრიცხვით), CE (“the common era” – ჩვენი
წელთაღრიცხვით/ახალი წელთაღრიცხვით).
პრეისტორიული ხანის ხელოვნებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის
გამოვლენილი დღის შუქზე. ავსტრალიაში, მსოფლიოში ყველაზე უძველესი
გამოსახულება თარიღდება 50 000 – 40 000 წლის წინანდელი ხანით. ასევე აფრიკის
ჩრდილოეთი და სამხრეთი რეგიონებიც უძველესი კლდის ხელოვნების
სამშობლოა. არქეოლოგები ჰომო საპიენს საპიენს-ის ამ რეგიონში მოსვლას
უკავშირებენ გამოსახულებათა შექმნის ფაქტს. ამ თავში განხილული იქნება
პრეისტორიული ეპოქის ევროპული ხელოვნების მდიდარი ტარდიციები
პალეოლითისა და ნეოლითის ხანიდან მოყოლებული ბრინჯაოსა და რკინის ხანის
ჩათვლით.

პალეოლითის ხანა - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ბევრად უფრო ადრე


ქმნიდნენ სამუშაო იარაღებს, ვიდრე “ხელოვნებას”. ხელოვნება ან გამოსახულებათა
შექმნა ზედა პალეოლითისათვის გამორჩეული, დამახასიათებელი ნიშანია.
არქეოლოგიურიაგათხრების მიხედვით რეპრეზენტატიული გამოსახულებები
დაახლოებით 40 000 წლის წინ ჩნდება ავსტრალიაში, აფრიკასა და ევროპაში. ამ
პერიოდამდე, ჯერ კიდევ ორი მილიონი წლის წინ, ქვედა პალეოლითის ხანის
აფრიკაში უძველესი ადამიანები კაჟისგან ამზადებდნენ იარაღს, რომელთაც
ღორღავდნენ, აშრევებდნენ და ქმნიდნენ დანის პირებსა და ბასრ პირიან საფხეკებს.
ევოლუციური ცვლილებები დროთა განმავლობაში ხდებოდა და 100 000 წლის
წინ, შუა პალეოლითის ხანისათვის, ევროპაში ჰომო საპიენს-ის კარგად
განვითარებული ტიპი, ე.წ. ნეანდერტალელი დასახლდა. ნეანდერტალელები
სხვადასხვა სახის, მრავალნაირ შრომის იარაღს იყენებდნენ და უკვე მიცვალებულს
სამარხში ერთგვარ შესაწირსაც კი ატანდნენ. ნეანდერტალელის არსებობა
ათასობით წელს მოითვლის, სავარაუდოდ მას უკვე სრულყოფილი, თანამედროვე
ადამიანის სახეობა - კრომანიონელი შეეჯვარა, რომელმაც საბოლოოდ მისი
ადგილი დაიკავა დაახლოებით 40 000 – 35 000 წლის წინ. სახელწოდება “ჩრო-
მაგნონ” – კრომანიონელი – მომდინარეობს საფრანგეთში აღმოჩენილი
ნასახლარიდან, სადაც ამ სახეობის ადამიანის ძვლებს პირველად მიაკვლიეს.
კრომანიონელები სხვადასხვა სახის სამუშაო იარაღს ამზადებდნენ ირმის რქისა და
ძვლისაგან, ასევე დამტვრეული ქვისაგან, რომელიც თავის სილამაზით გამოირჩევა.
კრომანიონელებს უნდა ჰქონოდათ სოციალური ორგანიზაცია, რიტუალები და
რწმენები, რომელიც სწორედ მათ მიერ ხელოვნების შექმნის საწინდარი გახდა.
ისინი კვეთდნენ, ჭრიდნენ, ხაზავდნენ და ხატავდნენ ფერადი ოქრით, მიწაში
მოპოვებული რკინის შემცველი მადნით, რომელსაც პიგმენტების სახით
ფხვნიდნენ. ეს ადამიანები ჩვენი წინაპრები არიან და სწორედ მათი ქანდაკებებითა
და მოხატულობებით დავიწყებთ ჩვენი ხელოვნების ისტორიას.

სადგომი თუ არქიტექტურა?

ტერმინი “არქიტექტურა” გამოიყენება სივრცის გადახურვისთვის ესთეტიკური


მიზნით. ზოგიერთი მკვლევარი ეწინააღმდეგება მის გამოყენებას პრეისტორიული
ხანის იმპროვიზაციებისთვს, მაგრამ რაიმე ნაგებობა, თუნდაც უბრალო სადგომი
მოითხოვს წარმოსახვასა და დაგეგმარებას, რაც უკვე თავისთავად იმსახურებს
“არქიტექტურის” სახელწოდების მინიჭებას. ზედა პალეოლითის ხანაში, ზოგიერთ
რეგიონში ადამიანები არც თუ ისე მარტივი სადგომების ასაგებად იმ დროისათვის
დიდი გამომგონებლობით გამოირჩევიან. ტყიან ადგილებში მიკვლეული იატაკის
ნაშთები იმაზე მიუთითებს, რომ წრიული ან ოვალური ქოხები აგებული უნდა
ყოფილიყო ტოტებისა და ტყავისგან. ამ ნაგებობათა ზომები 15-დან 20 ფუტამდე
დიამეტრის მქონდე იყო (თანამედროვე კარვები, რომელიც ექვს ადამიანს იტევს 10-
დან 11 ფუტამდე მერყეობს, ოვალური ფორმის კი 14-დან შვიდ ფუტიან
ოთახებამდე).
დღევანდელი რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე, უხეო, ბალახოვან
ადგილას ზედა პალეოლითის ხანის მშენებლებს ათამდე საცხოვრებელი
სახლისაგან შემდგარი დასახლებები აუგიათ. მათ მიერ გამოყენებულია ამჟამად
გადაშენებული ბეწვიანი (ბალნიანი) მამონტის ძვლები, რომლის გრძელი,
მოღუნული ეშვები გადახურვისა და თაღოვანი კარის ღიობისათვის ბრწყინავალე
საყრდენს წარმოადგენდა. ამ ძვლის კარკასზე სავარაუდოდ ცხოველის ტყავი ან
ტორფი უნდა ყოფილიყო გადაკრული. ნაგებობის შიგნით ძირითადი საქმიანობა
მის ცენტრში ცეცხლთან, კერასთან უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული, სადაც
მზადდებოდა საკვები და იქმნებოდა შრომის იარაღები. უფრო დიდ საცხოვრებელს
ერთზე მეტი კერა და სხვადასხვა დანუშნულების სათავსები უნდა ჰქონოდა – ქვის
დასამუშავებლად, სამოსის დასამზადებლად, დასაძინებლად და საკუჭნაოდ.
უკრაინაში, მეჟირიხში, არქეოლოგებმა ერთ-ერთ დიდ საცხოვრებელ ნაგებობაში
თხუთმეტი პატარა კერა აღმოაჩინეს, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო
ფერფლი და დანახშირებული ძვლები. ზოგიერთი მაცხოვრებელი იატაკს
დაფხვნილი ოქრით ღებავდა, რომელიც ყვითელიდან მოწითალო და ყავისფერში
გარდამავალი ფერის იყო.

არტეფაქტები თუ ხელოვნების ნიმუშები?


ძვლისგან, სპილოს ძვლისგან, ქვისა და თიხისაგან დამზადებული მცირე ზომის
ანთროპომორფული და ზოომორფული ფიგურები დათარიღებულია ძველი
წელთაღრიცხვის 30 000 წლით. ისინი ევროპისა და აზიის კონტინენტზეა
აღმოჩენილი. ამგვარ სამგანზომილებიან ნიმუშებს ჩვენ დღეისათვის განვმარტავთ
როგორც მრგვალ ქანდაკებას. პრეისტორიული ხანის ოსტატები ძვლისა და სპილოს
ძვლისაგან ასევე რელიეფებსაც ქმნიდნენ. მათი ტექნიკის მიხედვით გარემომცველი
მასა ამოჭრილია, რისი მეშვეობითაც შექმნილია ფონი და გამოყოფილია ფიგურა.
ადამიანი-ლომი - მრგვალი ქანდაკების ერთ-ერთი ადრეული და ერთგვარად
თავსატეხი ნიმუშია. იგი წარმოადგენს მამრობითი სქესის ადამიანის ფიგურას
კატისებრთა ჯიშის ცხოველის თავით (ფიგ., 1-3). იგი დაახლოებით ძვ.წ. 30 000-26
000 წლის წინაა შექმნილი. გერმანიაში, ჰოჰლენშტაინ-შტადელში, არქეოლოგებმა
აღმოაჩინეს სპილოს ძვლის დამტვრეული ფრაგმენტები, რომელიც მთლიანი
ფიგურის ნაწილები უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლის ეს
საუცხოო ქანდაკება ბევრად აღემატება ადრეული ხანის სტატუეტებს როგორც
ზომით, ისე სირთულით. ოსტატმა ნატურალური ასლის გაკეთების ნაცვლად
შექმნა უნიკალური ვარიანტი – ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი. ისმის
კითხვა: იყო თუჲ არა ეს ფიგურა ადამიანი, რომელიც ატარებდა ლომის
სარიტუალო ნიღაბს, ან იყო თუ არა ეს ადამიანი, რომელსაც მიღებული ჰქონდა
ცხოველის გარეგნობა. ერთადერთი რამ რაც ამ ქანდაკების შესახებ შეიძლება
ითქვას, ისაა, რომ მასში ურთულესი ნააზრევი და შემოქმედებითი წარმოსახვა
ერთმანეთშია შერწყმული: ადამიანის გამოსახვისა და წარდგენის ამგვარი უნარი
ბუნებრივია რეალობას მოკლებულია.

ქალის ფიგურები

ზედა პალეოლითის ხანაში უმეტესად ქალთა ფიგურებია აღმოჩენილი. ამ


პერიოდის ყველაზე ცნობილი ქალის ფიგურა ე.წ. ვილენდორფის ვენერა (ფიგ., 1-4)
ავსტრიაში აღმოაჩინეს და დათარიღებულია დაახლოებით ძვ.წ. 22 000 – 21 000
წლის წინანდელი ხანით. (იხ. ზევით “სახელის ძალა”). ფიგურა კირქვისგანაა
გამოკვეთილი. იგი თავდაპირველად წითელი ოქრით იყო შეღებილი. ამოზნექილი
და მომრგვალებული ფორმები ამ ქანდაკებას იმაზე უფრო მეტად დიდი ზომის
ფიგურად წარმოგვიდგენს ვიდრე ის სინამდვილეშია – 4 2/8 ინჩის სიმაღლის.
მოქანდაკემ ქალისთვის დამახასიათებელი ფორმები გააზვიადა – ჩამოკიდებული
მკერდი, დიდი მუცელი, ღრმად ჩაკვეთილი ჭიპი, რომელიც ქვაში ბუნებრივ
ჶჭრილს წარმოადგენს, განიერი თეძოები, ჩაკუჭული მუხლები და დუნდულები,
მტკიცე და ძლიერი ბარძაყები. ქალის ამგვარი სხეულის კვეთისას მოქანდაკეს
ალბათ სურდა გამოეხატა ის სიჯანსაღე და ნაყოფიერება, რაც ძლიერი და
ჯანმრთელი შთამომავლობის შობის გამომხატველი და კლანის გადარჩენის
გარანტია.
მომდევნო ფიგურა ჩეხეთის რესპუბლიკაშია აღმოჩენილი. მას ეწოდება “ქალი
ოსტრავა პეტრკოვიჩედან” (ფიგ., 1-5). ეს ქანდაკება ქალური ფორმის სრულიად
განსხვავებულ კონცეფციას წარმოგვიდგენს. ფიგურა ორ ინჩზე უფრო მომცრო
სიმაღლისაა და დაახლოებით ძვ.წ. 23 000 წლის წინანდელი ხანით თარიღდება.
არქეოლოგებმა იგი ოვალური სახლის კერიასთან აღმოაჩინეს, რომელშიც კაჟის
ქვები და წითელი უხეში რკინაქვა უხვად მოიპოვებოდა. ქალის ახალგაზრდული,
ათლეტური ტორსი და ბარძაყები მიუთითებს ცხოველმყოფელ პოზაზე. მას ერტი
თეძო მსუბუქად აქვს აწეული, ცალი მუხლი კი მოხრილი ისე, თითქოს იგი
მოძრაობს. მარცხენა მხარეს მოქანდაკის საჭრეთლის კვალი ჩანს.
მომდევნო შესანიშნავი ფიგურა კი საფრანგეთშა აღმოჩენილი. იგი სპილოს ძვლის
პაწაწინა თავია. სამწუხაროდ, მისმა აღმომჩენებმა არ გააკეთეს არქეოლოგიური
კონტექსტის ჩანაწერები; თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა მისი
ავთენტურობა დაადასტურეს და განსაზღვრეს მისი თარიღი – ძვ.წ. 30 000 წლის
წინანდელი ხანა. ოსტატმა დაიჭირა ქალის თავის ის არსებითი ხასიათი, რასაც
ფსიქოლოგები “მეხსიერებით გამოსახულებას” უწოდებენ – მან განაზოგადა ის
ელემენტები, რომელიც არსებობს ადამიანის თავის ჩვენეულ სტანდარტულ
მახსოვრობაში. კვერცხოსებური ფორმის დაბოლოება აგვირგვინებს გრძელ კისერს,
განიერი ცხვირი და ძლიერად მოხაზული წარბების კონტური ღრმად ჩამჯდარ
თვალებს გვაგულისხმებინებს, ხოლო ჩაჭრილი სწორკუთხა ფორმები თავზე,
სავარაუდოდ, ან თმაა ან თავსაბურავი. გამოსახულება ერთგვარი აბსტრაქციაა:
ფორმებისა და გარეგნული მონაცემების ძირითად ნიშნებამდე დაყვანა აღქმად
ფორმებამდე არ განიზრახავს ნატურის ზუსტ გადმოცემას. შედეგად მიღებულია
იმგვარი თანამედროვე ტიპის გამოსახულება, რომელიც თანამედროვე
მაყურებლისთვისაა მისაღები. დღეისათვის, როდესაც ასეთი ნიმუში მუზეუმში ან
წიგნის ილუსტრაციაზეა განცალკევებით მოცემული, ჩვენ მას როგორც ესთეტიკურ
საგანს შევხარით და არ ვიცით მისი თავდაპირველი კულტუროლოგიური
კონტექსტი.

სახელის ძალა

სიტყვები მხოლოდ აზრთა სიმბოლური გამოხატულებაა. ჩვენს მიერ გამოგონილი


ყოველი სიტყვა ამჟღავნებს სამყაროს კონკრეტულ თვალსაწიერს და ჩვენი
ფიქრების გამოძერწვა შეუძლია.
უძველესმა ადამიანებმა იცოდნენ სიტყვების ძალა. ძველი აღთქმის მიხედვით
ღმერთმა ადამს მიანიჭა ყველა ცხოველზე ბატონობის ძალაუფლება და ნება
დართო, რომ მათთვის სახელები ეწოდებინა (დაბადება:2;19-20). ჩვენ დღესაც
ვცდილობთ სახელით მოვახდინოთ გავლენა, როდესაც ახალშობილისთვის
ვირჩევთ სახელს, ან მეგობარს ვარქმევთ მეტსახელს. ჩვენი აზრები, ფიქრები
ხელოვნებაზე აგრეთვე სახელებით ახდენს ეფექტს, მაშინაც კი როცა ისინი წიგნში
წარწერების სახით გამოიყენება. მეოცე საუკუნემდე მხატვრები თავიანთ
ნამუშევრებს სახელწოდებებს ან სათაურებს არ უკეთებდნენ. ამ ნამუშევრებს ან
მათი მფლობელები, ანდა ის მეცნიერები ასათაურებდნენ, ვინც მათ შესახებ წერდა
და იკვლევდა, და ამგვარად, აქ შესაძლოა ეტიკეტის შემთხზველთა იმ დროის
ერთგვარი კულტუროლოგიური ცრურწმენაც კი იყოს ჩადებული.
ამგვარი დამახინჯების ბრწყინვალე მაგალითს ძველი თაობის მეცნიერების მიერ
შერქმეული სახელები წარმოადგენს მათ მიერ აღმოჩენილი პრეისტორიული ხანის
ქალთა ასობით ქანდაკებაზე. ისინი მათ რომაულ “ვენერებს” უწოდებდნენ. მაგ.,
ფიგ., 1-4-ზე გამოსახულ ქანდაკებას ერთ დროს “ვილენდორფის ვენერა”
ეწოდებოდა მისი აღმოჩენის ადგილის მიხედვით. სიყვარულისა და სილამაზის
რომაული ქალღმერთის სახელის გამოყენება იმას ნიშნავდა, რომ ფიგურა
რელიგიურ რწმენასთან იყო დაკავშირებული და ქალურობის იდეალს
გამოხატავდა. იგი იმ “კლასიკური” ქალური გამოსახულების ხაზის
გამგრძელებელი იყო, რომელიც ძალიან მოკლე ხანში, ზედა პალეოლითის ხანაში
შეიქმნა ამგვარი ქანდაკებების ჯგუფის სახით და რომლებიც ცნობილი გახდა
ვენერას სახელწოდებით. ეს სახელი იმდენად ხშირად მეორდებოდა, რომ
მეცნიერებმაც კი დაიწყეს იმ ვარაუდის დაშვება, რომ ისინი ნაყოფიერებისა და
დიდი დედის გამომხატველი ფიგურები იყვნენ, თუმცა არანაირი მტკიცებულება
იმისა, რომ სინამდვილეში ეს ასე იყო არ არსებობს.
ხელოვნების ნაწარმოების შემოქმედებითად გაგებისა და ინტერპრეტაციის
ჩვენეული უნარი ადვილად შესანდობია იარლიყებზე (დასახელებებზე) ჩვენი
ყურადღების გადატანის გამო. პრეისტორიული ხანის ფიგურებს “ვენერას”
ნაცვლად “ქალი” რომ ვუწოდოთ, უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ
ქანდაკებაზე ახლებურად და სხვაგვარად ვიფიქროთ.

მღვიმეების მხატვრობა

ძვ.წ. 30 000 და 10 000 წლებში ევროპის კონტინენტზე ხელოვნების სფეროში


გამოცდილებით სავსე მრავალფეროვანი პერიოდი დადგა. ეს ის ეპოქაა, როდესაც
ცენტრალურ და სამხრეთ საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ესპანეთში მღვიმის
კედლებზე გამოსახულებები იხატებოდა.
არავინ არაფერი არ იცოდა პრეისტორიული ხანის მღვიმეების მხატვრობის
შესახებ 1879 წლამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, პატარა გოგონამ, რომელიც
მამასთან ერთად იმყოფებოდა ჩრდილოეთ ესპანეთში, ალტამირაში, არ აღმოაჩინა
ცხოველთა გამოსახულებებით დაფარული მღვიმე (იხ. გვ. 9), როდესაც შემთხვევით
გახოხდა მღვიმის სიღრმეში. გოგონას მამამ, რომელიც პროფესიით ვექილი და
მოყვარული არქეოლოგი იყო, გაჩხრიკა გამოქვაბულის დანარჩენი ნაწილი და
ხელისუფლებას აუწყა ამ განსაცვიფრებელი აღმოჩენის შესახებ, რომელიც
მომდევნო წელს გამოაქვეყნა. საზოგადოების მხოლოდ მცირე ჯგუფმა დაიჯერა,
რომ ეს საოცარი ნახატები “პრიმიტიული” ხალხის მიერ იყო შექმნილი, ხოლო
სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა ისინი მორიგ ტრიუკად მიიჩნია. მათი
ორიგინალობა (ნამდვილობა) მხოლოდ 1902 წელს აღიარეს, მას შემდეგ რაც
ჩრდილოეთ ესპანეთსა და საფარანგეთში, სხვადასხვა ადგილებში, მღვიმის
მხატვრობის (ფერწერის) და ნაკაწრი, ამოტვიფრული გამოსახულებების უამრავი
ნიმუში აღმოჩნდა.
რამ აიძულა პრეისტორიული ხანის ადამიანი, რომ მღვიმეების კედლებზე ასეთი
დრამატული გამოსახულებანი დაეხატა? მოსაზრებას, რომლის მიხედვით
ადამიანებისთვის ჩვეული სურვილია საკუთარი თავისა და გარემომცველი
სამყაროს შემკობა – რადგანაც ესთეთიკური მნიშვნელობა რამდენადმე
თანდაყოლილია ადამიანის მოდგმისათვის –მე-19 საუკუნე თანხმობით შეხვდა.
ბევრს ჯეროდა, რომ ხალხი ხელოვნებას ქმნიდა სილამაზის სიყვარულისთვის.
მეცნიერები ახლა უკვე ეთანხმებიან იმას, რომ ადამიანს აქვს ესთეტიკური
იმპულსი, მაგრამ მცდელობა, მოთხოვნილება, რომ მღვიმის უდიდესი მხატვრობა
შეექმნა, იმაზე მიუთითებს, რომ მათი შექმნელები მარტივი მიზეზის ან
მოთხოვნილების გამო არ იყვნენ მოტივირებულები. ალტამირას აღმოჩენის შემდეგ,
ანთროპოლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა რამდენიმე ჰიპოთეზა გამოთქვეს
რათა აეხსნათ თუ რით იყო განპირობებული მღვიმის ხელოვნების არსებობა.
პრეისტორიული ხანის ქალის სტატუეტების მნიშვნელობის კვლევის დარად ეს
განმარტებები დამოკიდებულია იმ საზოგადოების კულტურულ შეხედულებებზე
ვინც ისინი შექმნა.

მღვიმეების მხატვრობის მნიშვნელობა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხელოვნება


ახორციელებდა სოციალურ ფუნქციას და რომ ესთეტიკა კულტურული
თვალსაზრისით პირობითი იყო. მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ მღვიმეების
მხატვრობა შესაძლოა ყოფილიყო ტოტემისტური რიტუალებისა და გაზრდილი
ცერემონიების ნაწარმი, რათა გაეძლიერებინათ კლანური ბორკილები და
გაეზარდათ იმ ცხოველთა ნაყოფიერება, რომელსაც ისინი საკვებად იყენებდნენ.
1903 წელს, ფრანგმა მეცნიერმა სალომონ რეინახმა გამოთქვა მოსაზრება, რომ
მღვიმეების მხატვრობა სიმპატეტიკური მაგიის (სყმპატჰეტიც მაგიც) (მაგ., აზრი
იმის შესახებ, რომ წამოწოლილი ბიზონის გამოსახულება მონადირეებს იმაში
არწმუნებდა, რომ ისინი ნადავლს (მსხვერპლს) მძინარე მდგომარეობაში იპოვიდნენ
გამოხატულება იყო. აბატმა ჰენრი ბრეილმა - ეს იდეა უფრო განავრცო და დაასკვნა,
რომ მღვიმეებს სათაყვანებელ ადგილებად და ინიციაციის ცერემონიების
ჩასატარებლად იყენებდნენ. მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში, მეცნიერებმა ეს აზრი
უარყვეს თავიანთი ინტერპრეტაციების მკაცრ და ზუსტ სამეცნიერო მეთოდებზე
დაყრდნობით. ასე მაგალითად, ანდრე ლერუა-გურანმა და ანეტ ლაიმინგ-
ემპერერმა უარყვეს სიმპატეტიკური მაგიის თეორია რადგან ადამიანის
საცხოვრისის ნანგრევების სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის
ცხოველები რომლებიც უმეტესად საკვებად გამოიყენებოდა, არ იყვნენ
ტრადიციულად გამოსახულნი მღვიმეებში. მათ მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა
აგრეთვე აჩვენეს გამოსახულებათა სისტემატური შედგენილობა (ფორმირება,
მოწყობილობა).
მკვლევრებმა განაგრძეს ახალ მღვიმეთა გამოსახულებების აღმოჩენა და მასთან
ერთად ფაქტებისა და ინტერპრეტაციების უწინდელი შეცდომების გამოსწორება.
ალტამირას მღვიმის შესწავლას 1890-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გ. ფრიმანმა,
რომელმაც დაასკვნა, რომ მხატვრები ბიზონთა ჯოგს შეწყვილების დროს
წარმოგვიდგენდნენ. მკვდარი, მძინარე ან დაუძლურებული ცხოველის ნაცვლად,
როგორც ამას ადრინდელი მეცნიერები ფიქრობდნენ – ბიზონები ტალახში
მოგორავეები იყვნენ, რაც შეწყვილების მომენტში მათთვის ჩვეული ქცევაა.
თუმცა ჰიპოთეზები, რომლებიც ახსნას მოითხოვდნენ, შეიცვალა და დროთა
განმავლობაში განვითარდა. მეცნიერები ყოველთვის თანხმდებოდნენ იმაზე, რომ
მოხატულ მღვიმეებს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა,
რადგან ხალხი მათ დროდადრო უბრუნდებოდა მრავალი თაობის შემდეგაც,
ზოგიერთ მღვიმეს ათასი წლების შემდეგაც კი. როგორც ჩანს, ზედა პალეოლითის
მღვიმეების ხელოვნება იყო იმ რიტუალების პროდუქტი, რომელიც უზენაესი
ბუნების წყალობის მოპოვებას ისახავდა მიზნად. შესაძლოა ამიტომაც, ხელოვნების
ნაწარმოებთა უმრავლესობა ძალიან ღრმადაა მღვიმეებში შესრულებული და
თითქმის მიუდგომელია. უკვე დასრულებული ნახატი იმდენად მნიშვნელოვანი არ
იყო, რამდენადაც თვით ხატვის კრეატიული (შემოქმედებითი) პროცესი.
არტეფაქტები და ფეხის ტერფის ანაბეჭდები მიუთითებს იმაზე, რომ მიწისქვეშა
ფარულ გალერეებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილებიდან შორს მდებარეობდა,
რელიგიური ან მაგიური ფუნქცია უნდა ჰქონოდათ. შესაძლოა, გამოსახულებათა
შემქმნელებისთვის მღვიმის შესწავლის გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო.
მღვიმეებში აღმოჩენილია ისეთი მუსიკალური საკრავები, როგორიცაა ძვლის
სალამურები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აკუსტიკური თვისებებიც აქ
მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

შოვე. დღეისთვის ყველაზე ცნობილი პრეისტორიული ხანის მღვიმის მხატვრობის


ადრეული ნიმუში აღმოჩენილია 1994 წლის დეკემბერში – ეს არის შოვეს მღვიმე
(ასე ეწოდება იმ პიროვნების მიხედვით ვინც იგი აღმოაჩინა) სამხრეთ-აღმოსავლეთ
საფრანგეთში ვალონ პონ დარ-ის მახლობლად – აქ თავმოყრილია ასობით ნახატის
მთელი საგანძური (იხ. ფიგ. 1-1). შოვეს მღვიმის ყველაზე დრამატული
გამოსახულება გამოხატავს მორბენალ, დასვენების ან ბალახის ძოვისას
გადმოცემულ ცხოველებს. მათ შორის არიან გარეული ცხენები, ბიზონები,
მამონტები, დათვები, პანტერები, ბუები, ირმები, დომბები, ბალნით დაფარული
მარტორქები და გარეული თხები. აქვეა ასევე როგორც მამაკაცთა და ქალთა
სპორადულად ჩართული ფიგურებიც, ხელის მტევნის მრავალი ანაბეჭდი და
ასობით გეომეტრიული ნიშანი - ბადეები, წრეები და წერტილები. შოვეს მღვიმეში
ფეხის ტერფის ანაბეჭდი დატოვებულია რბილ თიხაზე ბავშვის მიერ, რომელიც
მიემართება დათვის “თავის ქალებიანი “ოთახისკენ”. ნახშირი, რომლითაც
დახატულია მარტორქები რადიოკარბონული მეთოდით დათარიღებულია 32,410
პლიუს მინუს 720 წლის წინანდელი ხანით.

პეშ მერლი. პეშ მერლის მღვიმეც სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს. აღმოჩნდა


რომ იგი რამდენჯერმე გამოუყენებიათ და მიუტოვებიათ 5 000 წლის მანძილზე.
მიწისქვეშა კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში ცხოველები, ხელის მტევნები და
თითქმის 600 გეომეტრიული სიმბოლური გამოსახულებაა აღმოჩენილი. ამ
მღვიმეში მომუშავე ყველაზე ადრეული მხატვრები, ზოგიერთი მათგანი 24 000-25
000 წლის წინაც კი, ხატავდნენ ცხენებს პატარა, ლამაზად დამუშავებული თავებით,
მძიმე ტანით, მასიური გაჭიმული კისრებით და ძალზე დავიწროებული
კონუსისებური ჩლიქებით. მარჯვენა მხარეს მდებარე ცხენის თავი კლდის ფორმას
მიუყვება. გამოსახულებები კაშკაშა წითელი წერტილებითაა დაფერილი.
ზოგიერთი ინტერპრეტატორი ამ წრეებს ცხოველთა საფარის ბუნებრივ
წერტილებად აღიქვამს, ზოგიერთი კი ცხენებზე გამოსახულ წერტილებს მიიჩნევს
როგორც რიტუალის დროს ქვის წვეტიანი იარაღით ნატყორცნ იარებს.
პეშ მერლისა და სხვა მღვიმეების კედლებზე გამოსახული ხელის მტევნები
უმიზნო სგრაფიტოს ან შემთხვევით ლაქას არ წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი
პოზიტიური გამოსახულებაა, რომელიც კედელზე დადებულია ფერადოვანი
პიგმენტით დაფერილი ხელის მტევნის მიბჯენით. დანარჩენები ნეგატიური
გამოსახულებებია: ხელის მტევნის გარშემო სივრცე შეღებილია. ნეგატიური
გამოსახულებები იქმნებოდა ხელის მტევნის გაშლილი თითების დადებით
კედელზე, რომლის გარშემოც იფერებოდა ზედაპირი ლერწმის ღეროს მეშვეობით
მინერწყვებით ან საღებავის მისხურებით ან საღებავით დაფარული ფუნჯით ან
თათით – ესენი ამ მღვიმეებში აღმოჩენილი მხატვრების ინსტრუმენტებია (იხ.
“პრეისტორიული კედლის მხატვრობა”). სხვა ადგილებში, მხატვრები ხატავდნენ
გრაფიკულად ან კაწრავდნენ ფიგურებს მღვიმეების კედლებზე.

ლასკო. 1940 წელს სამხრეთ საფრანგეთში, დორდონის რეგიონში, ლასკოში


საყოველთაოდ ცნობილი მოხატულობებია აღმოჩენილი. ისინი თარიღდება
დაახლოებით ძვ.წ. 15 000 წლით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფართო
საზოგადოებისათვის, ლასკოს პრეისტორიული ხანის “მუზეუმი” გაიხსნა და მალე
იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა
საფრანგეთში. დამთვალიერებლების მიერ შემოტანილი სიცხე, სინოტივე,
ამონასუნთქი ნახშირორჟანგი და სხვა ამგვარი რამ რაც აფუჭებდა და ბილწავდა
იქაურობას. მღვიმე 1963 წელს საზოგადოებისათვის დაიხურა და კონსერვატორებს
(რესტავრატორებს) მოუხდათ მწვავე სოკოვან …დაავადებებთან ბრძოლა.
საბოლოოდ მათ გაიმარჯვეს, მაგრამ მღვიმის ხელახლა გახსნის ნაცვლად,
ხელისუფლებამ მისი ასლი შექმნა. ახლა დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ
ე.წ. ლასკო XX ს-ში ძვირფას ორიგინალთა დახატული სცენების ასლები.
სცენები მართლაც რომ გასაოცარია. ლასკოს მხატვრები ხატავდნენ ძროხებს,
ხარებს, ცხენებს და ირმებს კლდის ბუნებრივი კარნიზების გასწვრივ, სადაც გლუვი
თეთრი კირქვის ჭერი და ზედა კედლები ქვედა მოუხეშო ზედაპირს უერთდება.
ისინი აგრეთვე სივრცესთან შესაბამისად ამოკვეთილ კედლებსაც იყენებდნენ.
ლასკოში დაახლოებით 600 ნახატი და 1500 ამოკვეთილი გამოსახულებაა. შვანი და
დათვი, ამოკვეთილი კატისებრი ჯიშის ცხოველები, ბალნიანი მარტორქები, თუმცა
მამონტები არა არის აღმოჩენილი. ცხოველები ცალ-ცალკე, ერთმანეთის პირისპირ
მწკრივებად ჩნდებიან, კუდიკუდ გადაბმული და ასევე ერთმანეთის თავზე
დახატულნიც. ხაზგასმულია მათი ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები. რქები,
თვალები და ჩლიქები ფრონტალურადაა ნაჩვენები, ხოლო თავები და ტანი
პროფილშია გადაწყვეტილი. მაშინაც კი როცა მათი პოზები დამახინჯებული ან
გაზვიადებულია, ცხოველები სავსე არიან სიცოცხლითა და ენერგიით ხოლო მათი
სილუეტებისა და კონტურების სიზუსტე და აკურატულობა გასაოცარია.
მხატვრები არა მხოლოდ დიდ გამოქვაბულებში მუშაობდნენ, არამედ სულ მცირე
სათავსებსა და სიღრმეებშიც, რომელიც დღეისათვის მიუვალია. ამგვარ მღვიმეებში
აღმოჩენილია პატარა ქვის სანათები – ლასკოში 100-ზე მეტი სანათია ნაპოვნი – რაც
მიუთითებს იმაზე რომ ისინი ცხოველის ქონის მბჟუტავ შუქზე მუშაობდნენ. (500
გრამი ქონი 24 საათის განმავლობაში ყოფნიდათ და ცხოველის ქონი არ
წარმოქმნიდა ჭვარტლს, მისგან წარმომდგარი შუქი ისეთი ძლიერი არ არის,
როგორც ცვილის).
ლასკოს ერთ-ერთ კედელზე აღმოჩენილია ერთი უჩვეულო სცენა. იგი
ერთადერთი ნახატია მღვიმის მთელ კომპლექსში, რომელიც როგორც ჩანს რაღაც
ამბავს მოგვითხრობს, სცენაზე წარმოდგენილი გამოსახულებანი სტილისტურად
განსხვავდება ლასკოს დანარჩენი მოხატულობისგან. ერთ-ერთი ფიგურის ფორმა,
რომელიც სავარაუდოდ მონადირეა, ძლიერ გამარტივებულია, მაგრამ მასში
ამოიცნობა მამაკაცი ფრინველის თავით და ფრინველის ნიღბით, იგი მიწაზე წევს.
უზარმაზარი ბიზონი ბუნდოვნად მოჩანს მის თავზე. ფიგურის ქვემოთ კვერთხი
თუ კეტი და შუბის პირი დევს – გამოსახულება, რომელიც მონადირეებს ეხმარება
შუბის უფრო შორს და ძლიერი ძალით სროლაში –ერთი მათგანის კიდე ჩიტის
ფორმის გამოსახულებითაა დაბოლოვებული. ბიზონის უკანა ნაწილში დახრილი
გრძელი, დიაგონალური ხაზი, შუბი უნდა იყოს. ბიზონი გამოფატრულია და ჩანს,
რომ მალე მოკვდება. კედელზე, ვიწრო ნაპრალის მარცხნივ, ბალნიანი მარტორქები
მოჩანს სრბოლის პროცესში.
რატომ გამოსახა მხატვარმა კაცი მხოლოდ ჯოხისებური ფიგურით, მაშინ
როდესაც ბიზონის ფიგურა დამუშავებულია დეტალურად? ხომ არ წარმოგვიდგენს
ეს ნახატი რაიმე ამბის ან მითის ილუსტრაციას, რომელიც გმირის სიკვდილს
გადმოგვცემს? ნახატი შესაძლოა შამანის ხილვასაც გადმოგვცემდეს. როგორც
ფიქრობენ, შამანებს განსაკუთრებული ძალა და უნარი აქვთ სულებთან კონტაქტისა
ცხოველების ან ფრინველების ფორმით. ტრანსში ისინი ტოვებენ სხეულს და
უკავშირდებიან სულებს სულთა მედიატორის საშულებით. ამგვარი
გამოსახულებებით ისინი გადმოსცემდნენ შამანთა ხილვებს რომლებიც
აბსტრაქტულობისკენაა მიდრეკილი, გეომეტრიული ფიგურებით და ადამიანთა და
ცხოველთა ფორმების კომბინაციებით, როგორიცაა მაგალითად,
ფრინველისთავიანი კაცი ლასკოს სცენაში ან ადრე განხილული ლომისთავიანი
ფიგურა.

ალტამირა. ალტამირას მღვიმის მხატვრობა, ესპანეთში კანტაბრიანის მთებში


სანტანდერის მახლობლად მდებარეობს. იგი სულ პირველად აღმოაჩინეს და
მიაკუთვნეს ზედა პალეოლითის ხანას. დიდი ხანი არ არის გასული, რაც იგი
დაახლოებით ძვ.წ. 12 500 წლით დაათარიღეს. ალტამირას მხატვრები ქმნიდნენ
სკულპტურულ ეფექტს მღვიმის კედლებსა და ჭერზე არსებულ ბუნებრივ
უსწორმასწორო ზედაპირის გარშემო მოხატვით. ძირითად მღვიმეში ბიზონთა
ჯოგის გამოსახატავად ისინი იყენებდნენ წითელ და ყავისფერ ოქრას რათა
დაეხატათ ცხოველის ფართო მხრები, ზურგი და გვერდები, შემდეგ ისინი კლდის
კონტურებს ამუქებდნენ და უმატებდნენ ფეხების, თავების და რქების დეტალებს
შავი და ყავისფერი ფერით. ყვითელ და ყავისფერ ოქრაში შერეული რკინა
იძლეოდა წითელ ტონებს, ხოლო შავს იღებდნენ ნახშირის ან მაგნიუმისგან.

მღვიმეების სკულპტურა.

მღვიმეები ზოგჯერ მოხატულობასთან ერთად რელიეფითაც იმკობოდა.


ალტამირაში მხატვარმა ერთ-ერთი რელიეფური ქანდაკებისათვის კლდის
ბუნებრივი შვერილი გამოიყენა, რომელიც ფორმით ძლიერ წააგავდა მისთვის
ცნობილ ცხოველს. დანარჩენი რელიეფები მღვიმის იატაკის ნოტიო თიხისგანაა
შექმნილი და მოდელირებული. ძვ.წ. 13 000 წლით დათარიღებული ამ ტიპის
რელიეფის ბრწყინვალე ნიმუში შემონახულია საფრანგეთში დორდონის რეგიონის
სამხრეთით მდებარე ლე ტუ დოდუბერში. მოქანდაკემ გამოსახა კლდის კიდის
მოპირდაპირედ ორი წამოწოლილი ბიზონი. მიუხედავად იმისა რომ ეს ცხოველები
ძალიან მაღალი რელიეფით არიან მოდელირებულნი (ფონიდან წინ არიან
წამოწეულნი), ისინი იმგვარივე პირობითობით არიან წარმოდგენილნი, როგორც
ადრეულ ნახატებში, სადაც განიერი ხორციანი გვერდები და მხრებია ხაზგასმული.
ცხოველებისთვის უფრო მეტი ნატურალისტური მსგავსება რომ მიენიჭებინათ,
მოქანდაკეებმა მათი კისრების ქვემოთ მოკლე პარალელური ხაზები ამოკვეთეს
რათა უკეთ წარმოეჩინათ მათი ბალნიანი საფარი. ამ მმღვიმის თიხის იატაკზე
აღმოჩენილი ფეხის ტერფის მრავალი ანაბეჭდი მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადგილი
ჰქონდა მნიშვნელოვან ჯგუფურ რიტუალს.
ესთეტიკის გრძნობა და სხვადასხვა გზებით მისი გამოხატვის უნარი ჩვენი
ქვესახეობის, ჰომო საპიენს საპიენსის (ჰომო საპიენს საპიენს) უნიკალური
დამახასიათებელი თვისებაა. მღვიმეებში აღმოჩენილ სანათურებს ფუნქციურთან
ერთად ესტეთიკური დატვირთვაც აქვთ. ზოგიერთი მათგანი მარტივი,
აბსტრაქტული ფორმისაა; ზოგი კი შემკულია ჩაკვეთილი გამოსახულებებით, ისე
როგორც საფრანგეთში, ლა მუტშია აღმოჩენილი. ოსტატმა სანათურის ძირი (ქვედა
უკანა მხარე) შეამკო თხის გამოსახულებით. ცხოველის დამახასიათებელი თავი
პროფილშია წარმოდგენილი, მისი უკან გადაყრილი რქები სანათურის
რკალისებურ კონტურს პარალელურად მიყვება. თხის გამოსახულებიანი
სანათურის მსგავსი ნივთები იმ ადამიანთა მიერ იყო შექმნილი, რომელთა
გადარჩენა დამოკიდებებული იყო ნადირობის ხელოვნებაზე (ანუ რამდენად
დახელოვნებული მონადირეეები იყვნენ), მარცვლეულისა და სხვა საკვები
მცენარეულობის შეგროვებაზე. მაგრამ უკვე მოახლოებული იყო ის რადიკალური
ცვლილებები, რამაც სრულიად შეცვალა ადამიანის ყოფა.

პრეისტორიული კედლის მხატვრობა

მხატვარი, რომელიც მუშაობდა ბნელ მღვიმეში, ცხოველის ქონისგან სუსტად


განათებულ სივრცეში, ღეჭავდა ნახშირის ნატეხს, აზავებდა მას ნერწყვში და
წყალში. შემდეგ იგი აქრობდა ნაზავს კედლის ზედაპირიდან ხელების და
შაბლონის საშუალებით. მღვიმეების არქეოლოგი, მიშელ ლორბლანშე გვიჩვენებს
ნახატზე თუ როგორ ქმნიდნენ ნამდვილი მხატვრები პეშ-მერლის გამოქვაბულში
ლაქებიანი ცხენების კომპლექსურ მოხატულობას.
ლორბლანშემ ქვის უხეშ ზედაპირზე დეზოდორის ქილისგან მკაფიო ხაზები
გამოსახა უფრო ადვილად, ვიდრე იგი ამას ფუნჯით გააკეთებდა. ცხენის ზურგის
ხაზების შესაქმნელად სუფთა ზედა კიდითა და ბუნდოვანი ქვედა კიდით, მან
პიგმენტს სული შეუბერა. ცხენის კუთხოვანი გავის გამოსახატავად მან თავის
ოდნავ მოხრილი ხელი კედელზე ვერტიკალურად მოათავსა. უფრო მკაფიო
ხაზების შესაქმნელად, ისეთი როგორიცაა ზედა უკანა ფეხი და კუდი, მან ხელები
ერთმანეთის გვერდიგვერდ მოათავსა და მათ შორის სული შეუბერა. წინა ფეხებისა
და ცხენის მუცელზე ბალნის გამოსახატავად მან დახატა თითები. ტყავის ნაჭერზე
გაკეთებული ნახვრეტი ცხენის ლაქებისთვის შაბლონის ფუნქციას ასრულებდა.
ლორბლანშეტს მხოლოდ 32 საათი დაჭირდა პეშ-მერლის ლაქებიანი ცხენების
შესაქმნელად, მისი სიჩქარე მიუთითებს ერთი მხატვრის მუშაობაზე ორიგინალზე
(ალბათ მას დამხმარეებიც ეყოლებოდა პიგმენტების შესარევად და სანათურისთვის
ყურადღების მისაქცევად).
კრომანიონელი მხატვარი სამნაირ ტექნიკას იყენებდა მხატრობაში – მისხურების,
რომელიც ლორბლანშეტმა წარმოადგინა, თითებით ან ოქრას ბლოკებით ნახატის,
და თმისგან ან ხავსისგან გაკეთებული ფუნჯით ხატვის. პრეისტორიული
მღვიმეების ზოგიერთ ადგილებში გამოსახულების სამი ფაზა შეიძლება დავინახოთ
– ჩაკვეთილი ხაზები, კაჟისგან, ოქრასგან მიღებული ფერით და მაგნიუმისგან, და
კვეთილობა, რომელიც ფორმებს და დეტალებს ხაზს უსვამს.

ნეოლითის ხანა - დღეს, ტექნიკის, მედიცინის, ტრანსპორტირების და ელექტრო


კომუნიკაციების მიღწევებმა შეცვალეს ადამიანის გამოცდილება თაობების
მანძილზე. მრავალი ათასი წლის წინ ცვილებები გაცილებით ნელა
მიმდინარეობდა. ძვ.წ. მე-10 ათასწლეულში მსოფლიომ უკვე განვლო გამყინვარების
ეპოქა და დღევანდელი ჰავა (კლიმატი) ჩამოყალიბდა. გამყინვარების ეპოქა
დასრულდა ისე თანდათანობით და არათანაბრად რეგიონებს შორის, რომ
ადამიანები ვერ მიხვდნენ თუ როგორ დასრულდა ის.
ნეოლითური ხანის დასაბამის განსაზღვრისთვის ამა თუ იმ რეგიონში,
არქეოლოგებისთვის სამი პირობის არსებობაა აუცილებელი: სოფლის მეურნეობის
ორგანიზებული სისტემა, გარეული ცხოველების მოშინაურება, და მუდმივი
დასახლებები. თბილი ტემპერატურის ერთობლივმა ეფექტმა გამოიწვია ადამიანის
მუდმივი დასახლებების წარმოქმნა. ევროპამ განიცადა ხანგრძლივი და
მრავალფეროვანი შუალედური პერიოდების არსებობა არა მხოლოდ კლიმატური
ცვლილებების გამო, არამედ კულტურული განვითარების მხრივაც.
ევროპაში, გამყინვარების ეპოქის დასასრულისთვის, ოკეანის დონის ამაღლებამ
სრულიად შეცვალა კონტინენტების სანაპირო ზოლები, და ზოგიერთ ადგილას
კუნძულები წარმოქმნა. დაახლეობით ძვ.წ. 6000 წელს სახმელეთი ხიდი, რომელიც
აერთიანებდა ინგლისს ევროპასთან გაქრა იმ წყლების ქვეშ, რომელსაც ჩვენ დღეს
ჩრდილოეთის ზღვას, ლამანშს ვუწოდებთ. ბევრად უფრო მრავალმნიშვნელოვნია
ის ფაქტი, რომ უკან დახეულმა ყინულოვანმა გლეტჩერებმა ზომიერჰავიანი
რეგიონები გამოავლინეს. მასიურად ტყიან ხმელთაშუაზღვისპირა აუზში
ბალახოვანმა მცენარეებმა ადგილი დაუთმეს ახალ, საკვებ მცენარეებს. ისეთი
პატარა და სწრაფი ცხოველთა ჯოგები, როგორიცაა ირმები, უფრო და უფრო შორს
გავრცელდნენ დასავლეთით და ჩრდილოეთით ცენტრალური და ჩრდილოეთ
ევროპის ველებსა თუ ტყეებში.
ამავდროულად, ადამიანები ამ ახალ პირობებს უთავსებდნენ სამონადირეო
ტექნოლოგიების ახალ გამოგონებებს ან ძველს აუმჯობესებდნენ. მონადირეები
ახლა უკვე იყენებდნენ მშვილდ-ისარს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე
პალეოლითის ხანაში. მშვილდი უფრო მსუბუქი სატარებელი იყო, გაცილებით
უფრო ზუსტი შორ მანძილზე სროლისთვის ვიდრე შუბი, და უფრო მეტად
ეფექტური. მორისგან გამოთლილი ნავების გამოყენებამ სიუხვით გამორჩეული
ახალი მხარეები გაუხსნა ადამიანებს სათევზაოდ და სანადიროდ, რომელიც
ჩრდილოეთის ზღვის აწეული წყლებისგან წარმოიქმნა. ქვის იარაღებს ახლა უკვე
უკიდურესობამდე აპრიალებდნენ. ყველა საქმიანობაში დაწინაურებამ
საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა.
ამგვარმა ახალმა გარემომ ბინადარი ცხოვრების მოთხოვნილება გამოიწვია.
ევროპელებმა დაიწყეს ცხოველების მოშინაურება და მცენარეების მოყვანა. ძაღლი
მონადირეებს ევროპაში პირველად დაუმეგობრდა 10 000 წლის წინ უფრო ადრეულ
ხანაში: მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი და სხვა ცხოველები უფრო
მოგვიანებით მოაშინაურეს. 10 000 და 5 000 წლების წინ, ხმელთაშუაზღვისპირეთის
აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ადამიანებმა დაიწყეს ველური მარცვლეულის და
ქერის კულტივირება, მათ ეს კულტურა ისეთ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ აწარმოეს
ისეთი მარცვლეული როგორიცაა პურის ხორბალი.
ახალი სამეურნეო კულტურა თანდათანობით გავრცელდა მთელ ევროპაში და
მიაღწია ესპანეთსა და საფრანგეთს ძვ.წ. 5000 წლისათვის. პარიზის რეგიონში
მეურნეები უკვე გუთანს იყენებდნენ ძვ.წ. 4000 წლისათვის. მრავლდებოდა
მეურნეების რიცხვი და იქმნებოდა სოფლები. ისინი აწარმოებდნენ საკმარისზე მეტ
საკვებს უზრუნველსაყოფად – ზოგიერთი თავისუფალი ადამიანი უვლიდა,
ზრუნავდა თემის ისეთ საჭიროებაზე როგორიცაა პოლიტიკური და სამხედრო
საქმეები ან სარიტუალო საქმანობა. დროთა განმავლობაში ეს ადრეული
საზოგადოებები გაფართოვდა და გართულდა. ეპოქის დასასრულისთვის,
სოფლები უფრო გაიზარდა, განვითარდა ვაჭრობა უფრო შორეულ რეგიონებში და
დაწინაურებული სამშენებლო ტექნოლოგიამ შექმნა ადამიანებში რიდისა და
მოწიწების მომგვრელი არქიტექტურა.

კლდის სადგომების ხელოვნება

პალეოლითისა და ნეოლითის კულტურებს შორის გარდამავალ ეპოქაში (ზოგჯერ


მას მეზოლითს უწოდებენ) განსხვავებული ხასიათის ხელოვნების განვითარებას
ჰქონდა ადგილი - ადამიანები და ცხოველები სქემატურად იყვენენ გადმოცემელი
ყოველდღიური საქმიანობის დროს, სადაც გეომერტიულ ფორმებთან შერწყმულ
სქემატური გამოსახულებების გამარტივებას ჰქონდა ადგილი. ამ ეპოქის მხატვარი
უპირატესობას ანიჭებდა კედლებზე ისეთი ნახატის ან კვეთის შესრულებას,
რომელიც უფრო იოლად გასაკეთებელი იყო – ანუ პატარა კლდის სადგომები.
სტილის, ტექნიკის და სიუჟეტის მხრივ, კლდის სადგომების გამოსახულებები
საკმაოდ განსხვავდება ზედა პალეოლითის ხანის მღვიმეების ხელოვნებისაგან.
სტილი აბსტრაქტულია, ხოლო ტექნიკა ხშირად მარტივი ხაზობრივი ნახატით
შემოიფარგლება, რომელსაც ფერი აქვს დამატებული. დაახლოებით ძვ.წ. 6000 წლის
დასაწყისში, კლდის სადგომების ხელოვნება ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლის
მრავალ ადგილას აღმოჩნდა.
კატალონიაში, ლერიდას პროვინციაში, ქოგულში (ჩოგულ), კლდის სადგომის
ფართო ზედაპირი დაფარულია უამრავი პატარა ფიგურით სავსე რთული,
გულმოდგინედ მოფიქრებული სცენებით. მხატვრები ახლა უკვე გამოსახავენ
კაცებს, ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს, მწერებსაც კი, რომლებიც ყოველდღიურ
საქმიანობას ეწევიან (ფიგ. 1-13). ნახატები დათარიღებულია ძვ.წ. 4000-სა და 2000
წლებს შორის პერიოდით. აქ არ არის მითითებული რაიმე განსაკუთრებული
პეიზაჟი, თუმცა აქა-იქ დახატული ცხოველთა ნაკვალევის ამსახველი ფორმები
კლდოვანი, ხრიოკი, თითქოსდა უნაყოფო (მოუსავლიანი) ფერდობის სურათის
წარმოდგენას გვიქმნის.
აქ, დეტალურადაა ნაჩვენები მრავალრიცხოვანი ქალის გამოსახულებები თუ
როგორ დასეირნობენ ან დგანან, ზოგიერთი წყვილად ხელჩაკიდებულია. ქალების
ვიწრო წელი ხაზგასმულია მათი შეოლვილი ქვედაბოლოებით, რომელიც ავლენს
დიდ კანჭებს და ღონიერ კოჭებს. ყველა მათგანს მხრებამდე ჩამოზრდილი თმა
აქვს. ქალები დგანან რამდენიმე დიდ ცხოველთან ახლოს, რომელთაგან ზოგიერთი
ნახტომშია წარმოდგენილია. ამ პოზას “მფრინავი ჭენება” (დაოთხებით ჭენება)
(ფლყინგ გალლოპ) ეწოდება, რომელიც გამოიყენება მორბენალი ცხოველის
სიჩქარის მაჩვენებლად პრეისტორიული ხანიდან დღემდე. ყოველდღიური
ცხოვრების გადმოცემის გარდა ამ გამოსაუხლებებს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა
უნდა ჰქონოდათ, რადგან ამ ადგილის თავდაპირველი მნიშვნელობის დავიწყების
შემდეგაც მრავალი ხნის განმავლობაში ხალხი კვლავ განაგრძობდა აქ მოსვლას.
რომაელების მიერ ამოკაწრული ლათინური და ადრეული ფორმის ესპანური
წარწერები – 2 000 წლის წინანდელი სგრაფიტოები – კლდის კედლების ზედაპირზე
პრეისტორიული ხანის ნახატებთან ერთად თანაარსებობს.

არქიტექტურა

მას შემდეგ რაც ადამიანმა შეითვისა ბინადარი, სამეურნეო ცხოვრება, მან დაიწყო
დიდი ნაგებობების აგება, რომელსაც საცხოვრებელი და საცავი (საწყობის)
მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე აგებდნენ ცხოველთა სადგომებსაც. ევროპაში
გლეტჩერების გაქრობის შემდეგ, ხე-ტყე უხვი რაოდენობით მოიპოვებოდა და
ნეოლითელმა ადამიანმა მისი პალეოლითელი წინაპრის მსგავსად, განაგრძო ხისგან
და სხვა მცენარეული მასალისგან ნაგებობების აგება. მათი საცხოვრებლები
სოფლებში მდებარეობს, ხოლო დიდი სამარხები და სარიტუალო ცენტრები
დასახლებების გარეთაა აგებული.

საცხოვრებლები და სოფლები. ამ ეპოქის ჩრდილოეთ ევროპის ტიპური სოფელი


შედგებოდა სამი ან ოთხი ხის მოგრძო ნაგებობისაგან. თითოეულის სიგრძე 150
ფუტი იყო, რომელიც საცხოვრებლად იტევდა ორმოცდახუთ-ორმოცდაათ
ადამიანს. ნაგებობები იყო სწორკუთხა, ქვემოთ ცენტრში ბოძების რიგით, როგორც
განბრჯენის საშუალება. ჰორიზონტალური კოჭის საპირისპიროდ ჭერის
დაქანებული ბოძები იყო შედგმული (იხ. მაგ., 4, “ბოძ-ზღუდარიანი და ცრუ
კამარიანი კონსტრუქცია” გვ. 14). კედლები ამოყვანილი იყო იმგვარად, რასაც
უწოდებენ მობათქაშებულ (შელესილ) წნულს – რტოები დაწნული იყო
კალათისებურად, რომელიც შემდეგ იგლისებოდა ტალახით ან თიხით. ეს
ნაგებობები სავარაუდოდ ჩალით/ლერწმით იყო გადახურული, რომელიც იყო
ბოძების კარკასზე იქნებოდა დაბმული. ამ სახლებში აგრეთვე იყო დიდი ბეღლები,
ან მოსავლის დასაბინავებელი სათავსები. მსგავსი ნაგებობანი დღესაც შეიძლება
შეგვხვდეს როგორც საცხოვრებელი ისე ცხოველთა სადგომების სახით.
დაახლოებით ძვ.წ. 4000 წ. ნეოლითელმა ადამიანმა დაიწყო თემების დასახლება
თავდასაცავად მოხერხებულ ადგილებში – მდინარეებთან ახლოს, პლატოებზე, ან
ჭანჭრობებში. დამატებითი თავდაცვისათვის ისინი მათ გარშემო ხშირად ხის
კედლებს, ყრილებს ან თხრილებს აგებდნენ.
სკარა ბრე – (შკარა ბრაე). ნეოლითური ხანის ნასახლარი ძალიან კარგადაა
შემონახული სკარა ბრეში, ორკნის კუნძულებზე, შოტლანდიის ჩრდილოეთ
სანაპიროზე. იგი ქვისგან იყო ნაგები. ქვა უხვ სამშენებლო მასალას წარმოადგენდა
ამ უტყეო და შიშველ რეგიონში. დიდი ხნის წინ ეს ზღვის სანაპირო სოფელი
გრიგალის შედეგად ქვიშის ფენების ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო1850 წელს, იმავე
გრიგალმა იგი მზის სინათლეზე კვლავ გამოფინა.
სკარა ბრე შორეულ ჩრდილოეთში ნეოლითური ცხოვრების მკაფიო
ილუსტრაციაა. ამ პერიოდის საცხოვრებლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს
საწოლები, თაროები, ქვის ქვაბები, ჯამები, ბადიები, ქვის დასაფქველი როდინები
და თიხის ნაწარმი მათზე ამოკვეთილი შემკულობით. აქ მიკვლეული
არტეფაქტების შედარება უფრო სამხრეთით აღმოჩენილ საგნებთან და ასევე
სოფლის ორგანული ნარჩენების ლაბორატორიული ანალიზი ამ დასახლებას ძვ.წ.
3100 და 2600 წლებს შორის პერიოდით ათარიღებს.
სოფელი შედგება კომპაქტურად შეჯგუფებული საცხოვრებლებისგან, რომლებიც
ერთმანეთს გადახურული დერეფნებით უკავშირდება. ყოველი სახლი სწორკუთხა
გეგმარებისაა და მომრგვალებული კუთხეები აქვს. მათ შორის უდიდესი 20 ხ 21
ფუტის სიგრძისაა, ხოლო უმცირესი 13 - 14 ფუტის სიგრძისა. კედლები
ამოყვანილია უდუღაბო ბრტყელი ქვის ფენებით, ქვის ყოველი ფენა ან კალაპოტი,
ოდნავ სიღრმისკენ არის შეწეული ქვედა ფენის თავზე. ამ ტიპის კონსტრუქციას
ეწოდება ცრუ კამაროვანი (იხ. ზევით მაგ., 3 “ბოძ-ზღუდარიანი და ცრუ კამაროვანი
კონსტრუქცია”). ზოგიერთ ნაგებობაში, შიგნით დაფერდებული კედლები ზევით,
წვერში ერთად იყრიან თავს, ასეთი კონსტრუქცია ცრუ კამარის სახელითაა
ცნობილი თუმცა სკარა ბრეში იგი განსხვავებული სახით გვხვდება - მაღლა
დარჩენილი ღიობი გადახურული იყო ტორფით ან ტყავით. ზოგიერთ
საცხოვრებელში მთავარი კედლების შიგნით არის უფრო მცირე ცრუ კამაროვანი
ოთახები, რომელსაც ალბათ სამეურნეო საწყობის ფუნქცია ჰქონდა. ერთ-ერთ
ოთახში, რომელიც როგორც ჩანს საპირფარეშო იყო, კედლის ქვეშ აღმოჩნდა
საკანალიზაციო მილი, რომელიც გარეთ გამოდიოდა.
სკარა ბრეს საცხოვრებლები აღჭურვილი იყო ავეჯით. ჶერთ-ერთ ოთხში (ფიგ. 1-
15) მოჩანს დიდი სწორკუთხა კერა ქვის ჩამოსაჯდომით ცალ მხარეს, იგი
ინტერიერის ცენტრშია მოთავსებული. კერიის ორსავე მხარეს კედელთან
მიყრდნობილია მარტივი ფორმის ქვის სწორკუთხა საწოლები. ეს ყუთისებური
საწოლები ალბათ ამოვსებული იყო თივის “მატრასებით” (ლეიბებით) რომელზეც
თბილი ბეწვეული იყო გადაფარებული. მარცხენა კუთხეში, სქელ გარეთა კედელში
დიდი ტევადობის საწყობი ოთახია აგებული. უფრო მომცრო საწყობი ნიშები
ყოველი საწოლის თავზეა მოთავსებული. აქვე იყო ნაწილობრივ იატაკში იყო
ჩასმული ქვის ავზი. ავზის პირი თიხით იყო გარშემოვლებული
წყალგაუმტარობისთვის. ეს კონტეინერი სავარაუდოდ სატყუარას წარმოადგენდა,
რადგანაც სკარა ბრეს ბინადარნი დახელოვნებული მეთევზეები იყვნენ. ოთახის
უკანა კედელზე მოთავსებული ორთაროიანი რაფა ბოძ-ზღუდარიანი
კონსტრუქციის მკაფიო ილუსტრაციას წარმოადგენს. (იხ. “ბოძ-ზღუდარიანი და
ცრუ კამაროვანი კონსტრუქცია”).
როგორ თარიღდება უძველესი ხელოვნება

მას შემდეგ რაც პირველად ალტამირა აღმოაჩინეს, არქეოლოგებმა უსწრაფესად


განავითარეს მღვიმეების მხატვრობისა და სხვა ნივთების დათარიღების გზები.
დღეისათვის არქეოლოგები არტეფაქტების დათარიღების განსაზღვრის ორ
ძირითად ხერხს მიმართავენ: შედარებითი დათარიღება ეყრდნობა ერთ ან
სხვადასხვა ადგილას წარმოებულ გათხრებზე აღმოჩენილ ნივთებს შორის
ქრონოლოგიურ კავშირებს. თუ არქეოლოგებს განსაზღვრული აქვთ მაგალითად ა,
ბ, და ჩ ტიპის კერამიკა, რომელიც ერთმანეთს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
მისდევს ერთსა და იმავე განათხარ ადგილას, მათ შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ
სხვა განათხარ მასალასთან დაკავშირებით. “ბ” ტიპი ერთადერთიც რომ იყოს, ის
მაინც დაადგენს მიახლოებით თარიღს. რაც შეეხება ზუსტ დათარიღებას, მისი
მიზანია განსაზღვროს ზუსტი, სწორი კალენდარული წლები, რომელშიც ესა თუ ის
არტეფაქტი შეიქმნა.
ზუსტი დათარიღების ყველაზე უტყუარი მეთოდი არის რადიომეტრული
დათარიღება, რომლის მიხედვითაც იზომება რადიოაქტიური მინერალების
დაშლის ხარისხი დროთა განმავლობაში. დათარიღებისათვის იყენებენ ორგანულ
მასალას (მცენარეები ან ცხოველები), მას უმატებენ მღვიმის მოხატულობიდან
აღებულ პიგმენტებს – ერთ-ერთ რადიომეტრულ მეთოდს, რომელიც
კარბონატული (ნახშირბადის) იზოტოპის მეშვეობით ადგენს (ზომავს) თარიღს. მას
ეწოდება რადიოკარბონატული, ან კარბონ-14, რომელიც ცოცხალ ორგანიზმში
მუდმივად ივსება. როდესაც ორგანიზმი კვდება, იგი აჩერებს კარბონ-14-ის შეწოვას
(შესრუტვას) და იწყებს იზოტოპის მარაგის კარგვას წინასწარ განსაზღვრულ
დონეზე. სწორ ვითარებაში ორგანულ ნივთიერებაში დარჩენილი კარბონ-14-ის
ოდენობას შეუძლია გვაუწყოს თუ რამდენი ხნის წინ დაიღუპა ორგანიზმი.
ეს მეთოდი სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ხელოვნების ნაწარმოების
დათარიღებას. კარბონ-14-ის გამოყენება გრავირებულ ირმის რქაზე ან ხის
ქანდაკებაზე გვიჩვენებს მხოლოდ იმას თუ როდის მოკვდა ცხოველი ან როდის
მოჭრეს ხე, და არა იმას, თუ როდის შეასრულა ესა-თუ ის ნამუშევარი მხატვარმა,
როცა ეს მასალა გამოიყენა. ასევე რაიმე საგნის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება
განადგურდეს ამგვარი ცდის წარმოების გამო – რაც არასდროს არ არის სასურველი
პროცედურა ხელოვნების ნაწარმოებზე ჩასატარებლად. ამ მიზეზის გამო,
მკვლევრები ხშირად აწარმოებენ ამგვარ ცდებს სხვადასხვა კონტექსტში აღმოჩენილ
ორგანულ მასალაზე, ვიდრე ხელოვნების ნიმუშებზე (ანუ კონკრეტულად იმ
მასალაზე რაზეც ხელოვნების ნიმუშია შესრულებული და არა სახელდობრ
თვითონ ხელოვნების ნაწარმოებს).
რადიოკარბონატული დათარიღება ყველაზე ზუსტია იმ მასალებისთვის,
რომელიც არ არის 30, 000 ან 40, 000 წლის წინანდელზე მეტი ხნის. კალიუმ-
არგონით დათარიღებით იზომება რადიოაქტიური კალიუმ იზოტოპის ხრწნადობა
(ლპობა) მყარ (მუდმივ, გამძლე) კალიუმის იზოტოპში. ინერტული გაზი ყველაზე
სანდო და უტყუარია იმ მასალებისთვის, რომელიც მილიონზე მეტი ხნისაა. 1980-
იანი წლებიდან ორი ახალი ტექნოლოგია გამოიყენება: თერმო-გამოსხივებით
დათარიღების მიხედვით იზომება იმ მასალის კრისტალური სტრუქტურის
გამოსხივება, რომელიც ცეცხლთან არის დაკავშირებული, მაგალითად, კერამიკა,
ანდა ის ნიადაგი, სადაც ის არის (ანუ კერამიკული ნიმუშები) აღმოჩენილი, და
განისაზღვრება იმ გამოსხივების მიხედვით, რომელიც წარმოიქმნება ნიმუშის
გაცხელების დროს. ელექტრონული სპინური რეზონანსის (ჶლეცტრონიც სპინ
რესონანცე)-ის ტექნიკაში გამოიყენება მაგნიტური ველი და მიკროტალღური
გამოსხივება ისეთი მასალის დათარიღებისათვის, როგორიცაა კბილის მინანქარი
და მის გარშემო არსებული ნიადაგი.
ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა გააადვილეს მღვიმეების მხატვრობის
დათარიღება უფრო მეტი სიზუსტის შემოტანით. რადიოკარბონატულმა
ანალიზებმა განსაზღვრეს, მაგალითად, ის რომ ცხოველთა გამოსახულებები
ლასკოში არის 17 000 წლის წინანდელი – უფრო ზუსტად კი 17 070 წელს პლიუს-
მინუს 130 წელი.

არქიტექტურული ელემენტები

ბოძ-ზღუდარიანი და კამაროვანი კონსტრუქცია

სივრცის დანაწევრების ყველაზე მარტივი საშუალება ბოძ-ზღუდარიანი


კონსტრუქციაა. მის ძირითად, ორ საბჯენ ბოძს ეყრდნობა ჰორიზონტალური
ელემენტი - ზღუდარი. ამ კონსტრუქციის უთვალავი ვარიაცია არსებობს,
დაწყებული პრეისტორიული ხანის ხის ნაგებობებიდან, დოლმენებიდან და სხვა
მიწისქვეშა სამარხი კამერებიდან ეგვიპტურ და ბერძნულ ქვის
კონსტრუქციებამდე, იგი ასევე მოიცავს შუა საუკუნეების ხის ჩარჩოიანი
ნაგებობებსა და თვით თუჯის და ფოლადის კონსტრუქციებსაც კი. მისი, როგორც
სივრცის დამანაწევრებელი კონსტრუქციის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს
ზღუდარის მასალის განბრჯენის სიმტკიცის ხარისხში: იგი შესაძლებლობის
ფარგლებში მოქნილი და განიერია. კედლებში ღიობების გაკეთების და სივრცის
გადახურვის სხვა მეთოდი კამარის ამოყვანაა, სადაც ქვის წყობის რიგები
ერთმანეთის ბოლოზეა დაწყობილი, შვერილია ქვედა რიგის თავზე და წინ
მიმართულია საპირისპირო ფენის შეხვედრის წერტილამდე. ისინი შემდგომ
შეიძლება დაიფაროს ორივე ფენის თავზე დადებული ქვით.

საცერემონიო და სამარხი არქიტექტურა. დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში,


ადამიანები იყენებდნენ უზარმაზარ ქვებს საცერემონიო ნაგებობების და
სამარხების ასაგებად. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ უწევდათ ამ უზარმაზარი ქვების
ტრასპორტირება ძალიან დიდი მანძილიდან. ამგვარად შექმნილ ძეგლებს ჩვენ
მეგალითურ არქიტექტურას ვუწოდებთ. ეს ტერმინი მომდინარეობს ბერძნული
სიტყვიდან რაც ნიშნავს “დიდი” (მეგა -) და “ქვა” (ლიტჰოს).
ამგვარი მასიური ელემნტებისგან შექმნილი არქიტექტურა მოწმობს რთული,
დაშრევებული საზოგადოების არსებობას. ძლევამოსილი რელიგიური და
პოლიტიკური ფიგურები, რწმენები საჭირო იყო ამგვარი ნაგებობებისა და მათი
ფორმების შესაქმნელად რაც პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნილებებს.
დახელოვნებული “ინჟინრები” საჭირონი იყვნენ ფორმების, ტრანსპორტირების და
ქვების წყობის მეთოდების მოსაფიქრებლად. საბოლოოდ, მხოლოდ ძლიერ
ხელმძღვანელებს შეეძლოთ იმ მუშათა ძალის შეკრება და რჩენა, ვისაც დიდი
მანძილიდან ქვების მოზიდვა ხელეწიფებოდა.
გააზრებულად აგებული მეგალითური სამარხები პირველად ნეოლითის ხანაში
ჩნდება. ზოგიერთი მათგანი აგებული იყო მხოლოდ ერთი პიროვნების
დასაკრძალავად, ზოგი კი შეიცავდა მრავალ სამარხ კამერას. მეგალითური სამარხის
უმარტივესი ტიპი იყო ბოძ-ზღუდარიანი პრინციპით აგებული დოლმენი. სამარხის
კამერის ფორმა უზარმაზარი ბიჯგებისგან იყო შექმნილი, რომელიც ეყრდნობოდა
კლდის ერთ ან ორ მაგიდისმაგვარ ფორმას ან კლიტის ქვას. შემდეგ ნაგებობა პატარა
კლდეების თავზე მაღლდებოდა, ფორმას იძენდა პირამიდისებურად დაწყობილი
ქვებით და საბოლოოდ მას ხელოვნური ბორცვის სახეს ანიჭებდნენ. უფრო მეტად
შთამვეჭდავი ნაგებობა იყო დრომოსიანი სამარხი, რომელიც ერთი ან ორი ვიწრო,
ქვის მწკრივებით შექმნილი დერეფნებით შედიოდა დიდი, ფართო დასაკრძალავი
კამერის ცენტრში.
ნიუგრეინჯში, ირლანდიაში, დრომოსიანი სამარხი ბორცვი თავდაპირველი
სახით 44 ფუტის სიმაღლეზე დგას და მისი დიამეტრი 280 ფუტია. სამარხი ბორცვი
აგებული იყო ბუსნოსა (კორდისგან, ბელტებისგან) და მდინარის კენჭებისგან. იგი
შემკული იყო მის გარშემო პერიმეტრზე აღმართული კვეთილი ქვების რკალით. 62
ფუტი სიგრძისა და აღმართული ქვების მწკრივით შემკული დერეფანი
სამნაწილიანი კამერისკენ მიგვიძღვის, რომელზეც 19 ფუტის სიმაღლის ცრუ
კამარაა აღმართული. ზოგიერთ ქვაზე ამოკევთილია ხაზობრივი ელემენტები,
ძირითადად, წრეები, სპირალები და რომბისებრი ფორმები. ეს დეკორატიული
ელემენტები შესაძლებელია ფარგლით ან ზონარით (სიმით, ბაწარით, ლარით) იყოს
დადებული, შემდეგ კი რქის იარაღით ბურღვით ამოკვეთილი კლდის ზედაპირზე.
ამგვარი დიდი და მდიდრულად მორთული ნაგებობები აღიმართებოდა
მნიშვნელოვანი პირის გარდაცვალების შემთხვევაში. ისინი ნამდვილ საერო
არქიტექტურას წარმოადგენდნენ, რომელსაც შეეძლო მთელი თემის ან კლასის
იდენტობა შეეძლო სიამაყით ეტარებინა. მათ ორმაგი დანიშნულება ჰქონდათ –
პრაქტიკული და სიმბოლური.

ბოჭკოს ხელოვნება

ადამიანებმა მცენარეული ბოჭკოებით მუშაობა ძალიან ადრეულ ხანაში დაიწყეს.


ისინი ამზადებდნენ თოკებს, ანკესის მკედებს, ბადეებს, კალათებს და თვით
სამოსსაც კი იმ ტექნიკით, რომელიც თანამედროვე მაკრამეს და კილოკაური
ნაქარგის მსგავსია. თავდაპირველი ბაწრები, თოკები და სამოსი გახრწნილია,
მაგრამ მათი ფრაგმენტები შემორჩენილია გამომშრალ ან ცეცხლში გამომწვარ
თიხაზე ბოჭკოსთან ერთად და დათარიღებულია ძვ.წ. 25 000 წლის წინანდელი
ხანით. ბოჭკოები დაგრეხილი იყო თოკისებურად თოკებისთვის და
ზონრებისთვის, მახეების ბადეებისთვის, თევზსაჭერი ბადეებისთვის და ალბათ
თმის ბადეებისათვისაც; გაკვანძული მაკრამესათვის; გამოიყენებოდა ყაისნაღის
ტიპის ქსოვის ტექნიკა ანუ კილოკაური ნაქარგი (ორი ჩხირით ქსოვა შედარებით
უფრო თანამედროვე ტექნიკაა). ბოჭკოვანი სამუშაოებს სავარაუდოდ ქალები
ასრულებდნენ. მას შემდეგ რაც ქალების პირველადი მოვალეობა ბავშვებზე ზრუნვა
იყო, მათ შეეძლოთ ბაწრით მუშაობა, მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად ხშირად
შეწყვეტდნენ ისინი ამ სამუშაოს საოჯახო საჭიროებისათვის. ბაწრების და
ბადეების დამზადება ნიშნავს, რომ კაცების მსგავსად ქალებიც ნადირობდნენ;
ბადითა და მახით ნადირობა ჩვეული წესი იყო მონადირე-შემგროვებელთათვის.

სთოუნჰენჯი. ევროპაში სთოუნჰენჯი მეგალითურ ნაგებობათაგან ერთადერთია


რომელიც ძლიერ შთაბეჭდილებას გვიქმნის იმდროინდელსაზოგადოებაზე. იგი
სამხრეთ ინგლისში სალისბერის პლატოზე მდებარეობს (ფიგ., 1-17, 1-18). ჰენჯი
ქვების ან ბოძების წრეა, რომელიც ხშირად გარშემორტყმულია ჯებირებით
ამოშენებული თხრილით. წრეები გასაოცარი სიზუსტითაა დაგეგმარებული.
არქიტექტორებმა სავარაუდოდ ადამიანთა მიერ შექმნილი წრე გამოიყენეს. ის
მარტივი, მაგრამ მიჯნის გავლების ძალზე ეფექტური მეთოდია, რომელიც დღესაც
აქტიურად გამოიყენება. მთელი მექანიზმი მდგომარეობს ბაწარის სიგრძეში,
რომელიც მოჭრილი ან განასკვულია წრის სასურველი რადიუსის აღსანიშნავად.
პიროვნება, რომელსაც ბაწრის ცალი ბოლო უჭირავს დგას ცენტრში; მის თანაშემწეს
უკავია ბაწრის მეორე ბოლო დაჭიმულად და წრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გადაინაცვლებს.
სთოუნჰენჯის აგების დროს ბაწრები და თოკები ადვილად ხელმისაწვდომი იყო.
სთოუნჰენჯი ნეოლითის ხანის ყველაზე დიდი წრე არ არის, მაგრამ ის ყველაზე
რთული და კომპლექსურია. ქვებს ეზიდებოდნენ საკმაოდ დიდი მანძილიდან
ოთხი ძირითადი ნაგებობის აგების განმავლობაში დაახლოებით ძვ.წ. 2750-სა და
1500 წლებში. ყველაზე ადრეულ საფეხურზე, მშენებლები თხრიდნენ ღრმა, წრიულ
თხრილს და ამოთხრილ მასალას შიდა რგოლში (ფერსოში) ათავსებდნენ რათა
მიეღოთ 6 ფუტზე მეტი სიმაღლის მიწაყრილი. ისინი თხრიდნენ ტორფს ცარცის
(კირქვის) ქვედა ფენამდე, რომელიც ინგლისის ამ რეგიონის ერთ-ერთი
დამახასიათებელი ნიშანია, და ამგვარად იღებდნენ დაახლოებით 330 ფუტის
დიამეტრის მქონე ბრწყინვალე თეთრი ფერის წრეს. ჰენჯიდან ჩრდილოეთისკენ
მიმავალი “ხეივანი”, გადიოდა ჯებირის (ყრილის) გარეთ მდებარე რუხი ქვიშაქვის
წამახვილებული მეგალითისკენ, რომელიც 23 მილის მანძილიდანაა აქ მოტანილი.
დღეისათვის, იგი წარმოადგენს წვერისკენ კონუსისებურად დავიწროებულ ე.წ.
ქუსლის ქვას (ჰილსტოუნს), რომელიც იწონის დაახლოებით 35 ტონას და დგას
დაახლოებით 16 ფუტის სიმაღლეზე. ვინც არ უნდა მდგარიყო სთოუნჰენჯის
ზუსტად ცენტრში დილით ზაფხულის ბუნიაობისას 3 260 წლის წინ, დაინახავდა
მზის ამოსვლას პირდაპირ ქუსლის ქვის (ჰილსთოუნის) თავზე.
დაახლოებით ძვ.წ. 2100 წლისათვის, სთოუნჰენჯი იმ ყველა შიდა ელემენტს
შეიცავდა, რომელიც ასახულია აქ მოცემულ ნახაზში ცენტრის დომინანტს
წარმოადგენდა ხუთი ქვიშაქვის ბლოკისგან მოწყობილი ნალისებური
კონფიგურაცია, ან ზღუდარიანი ბიჯგების (ბოძკინტების) წყვილი. ერთ-ერთი
მათგანი შუაში, დანარჩენებზე უფრო მაღალია და 24 ფუტის სიმაღლემდე ადის,
მისი ზღუდარი 15 ფუტზე მეტი სიგრძისა და 3 ფუტზე მეტი სისქის იყო. ეს ჯგუფი
გარშემორტყმული იყო ე.წ. რუხი ქვიშაქვის წრით – ქვიშაქვის ბოძების რკალით,
სადაც თითოეული მათგანი იწონიდა 26 ტონას და 13 ფუტიდან 6 ინჩის
სიმაღლემდე მერყეობდა. ეს 106 ფუტის დიამტერის მქონე წრე, გადახურული იყო
გაბმული ზრუდარით. ბოძები ოდნავ იყო შეისრული წვერისკენ და რბილად
მოხრილი ზღუდარის სეგმენტები სახსრებით ერთდებოდა, ესენი ყოველი ბოძის
თავზე კონუსისებურ შვერილებს წარმოადგენენ, რომელიც ზღუდარში არსებულ
ნახვრეტში კავივით არის (ლურსმანივით) დამონტაჟებული (ჩამაგრებული).
რუხი ქვიშაქვის ცენტრში ერთ დროს შაბიამნის რკალი იყო. იგი წარმოადგენდა
მოლურჯო ფერის დამუშავებულ ქვებს, რომელიც მხოლოდ სამხრეთ უელსის
მთებში, 150 მილის მოშორებით მოიპოვება. თუ რატომ იყენებდნენ მშენებლები ამ
ტიპის ქვებს, ეს სთოუნჰენჯის მრავალ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. შესაბამისად,
ქვები მაღალი ხარისხის იყო, საუკუნეების შემდგომ, დაახლოებით ძვ.წ. 1 500 წელს,
ისინი ხელახლა გამოიყენეს პატარა ნალისებური ფორმისათვის, რომელიც
შემოზღუდულია ე.წ. საკურთხევლის ქვით. ჰორიზონტალური ქვის
საკურთხეველი კიდევ ერთი მაგალითია მცდარი სახელდებისა. (იხ. “სახელის
ძალა”, პ. 5).
საუკუნეთა მანძილზე, მრავალი თეორია მიეძღვნა იმის ახსნას თუჲ რას
წარმოადგენდა სთოუნჰენჯი. შუა საუკუნეებში, ხალხი ფიქრობდა, რომ მეფე
ართურის ლეგენდის პერსონაჟმა, ჯადოქარმა მერლინმა ააგო სთოუნჰენჯი.
მოგვიანებით, ეს ადგილი არასწორად დაუკავშირეს კელტი დრუიდების
რიტუალებს. და რადგანაც მისი ორიენტაცია მზის მოძრაობისკენ იყო მიმართული,
მავანნი ფიქრობდნენ, რომ იგი ობსერვატორია უნდა ყოფილიყო. ნაგებობა
სავარაუდოდ მნიშვნელოვანი სახალხო ცერემონიის ადგილს უნდა
წარმოადგენდეს. სთოუნჰენჯი დღესაც აოცებს მნახველებს. ხალხის ნაკადი ახლაც
იკრიბება იქ შუა ზაფხულს, მისი საიდუმლოს მოლოდინში. თუ ჩვენ მაინც ვერ
ჩავწვდებით მეგალითური ნაგებობების თავდაპირველ მიზანს (ფუნქციას), იმას
მაინც გავიგებთ, რომ მშენებლობის ტექნოლოგიამ ახალი არქიტექტურის სახეობას
დაუდო დასაბამი.

პრეისტორიული ხანის ქალი და მამაკაცი გვ. 18

იმ ადამიანს რომელმაც ეს ფიგურები შექმნა თითქმის 5 500 წლის წინ,


განსაკუთრებული არაფერი ჰქონია გუნებაში – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში
ადამიანები თიხის ფიგურებს დიდი ხნის განმავლობაში ძერწავდნენ. შესაძლოა,
რომ ქალმა, რომელიც ამზადებდა საკვების მოსამზადებელ ქოთნებს, თავი შეიქცია
მის გარშემო მყოფი ადამიანების გამოსახულებების შექმნით. მაგრამ რადგანაც ეს
ფიგურები აღმოჩნდა ჩერნავოდას სამარხში, რუმინეთში, მათ მოგვცეს იმქვეყნიურ
ცხოვრებასთან კავშირის მინიშნება.
განიერთეძოიანი და დიდ მუცლიანი ქალი რომელიც პირდაპირ მიწაზე ზის
მიწიერ ამქვეყნიური, მიწიერი სამყაროს გამომხატველია. ის სიმყარესა და
ნაყოფიერებას განასახიერებს. მისი ფართო თეძოები და ბარძაყები შთამომავლობის
გაგრძელების გარანტად მოიაზრება. მაგრამ ცოცხალად, ელეგანტური ჟესტითაც კი,
მუხლებზე კოკეტურად უწყვია ხელები, აუწევია ფეხის თითი და თავი უკან
გადაუხრია. მიუხედავად მიწიერებისა, არის თუ არა ეს ფიგურა სპირიტუალური
მაკავშირებელი ზეციურ სამყაროსთან? მისი მაღლა მიმართული თავი შეიძლება
იმას მიანიშნებდეს, რომ იგი მიწიდან ზევით ამავალ კვამლს უყურებს, ან
ღელავდეს სახურავში გაკეთებულ ხვრელებზე, ან სიხარულით აღტაცებულია
ერთობლივად შეგროვილი გამომშრალი კენკრით სავსე ჩამოკიდებული ჭურჭლით
ცქერით, ან სულაც თაყვანისცემით მიშტერებია თავის პარტნიორს. კაცი უფრო
მოხდენილია, მასიური ფეხებითა და მხრებით. მას თავი ხელებზე აქვს
დაყრდნობილი ჩაფიქრებული, მეოცნებე, დამწუხრებული პოზით, რომელიც ქმნის
დაღლილობის ან მწუხარების შთაბეჭდილებასაც კი.
ჩვენ ამ ფიგურებს მრავალნაირი ინტერპრეტაცია შეგვიძლია გავუკეთოთ, მაგრამ
ჩვენთვის უცნობია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ მათი შემქმნელის ან
მფლობელისათვის. იმის მიხედვით თუ როგორ არიან ისინი წარმოდგენილნი, ჩვენ
შეგვიძლია სხვადასხვა ამბები მოვყვეთ მათ შესახებ. თუ ამ ფიგურებს მოვათავსებთ
ერთმანეთის პირისპირ, ან გვერდით, როგორც ისინი ილუსტრაციაზე არიან
გამოსახულნი, ჩვენ ისინი წყვილებად წარმოგვიდგებიან. მაგრამ სინამდვილეში,
ჩვენ არ ვიცით ამგვარად ჰქონდა თუ არა ჩაფიქრებული ისინი ოსტატს, ან თუ
შექმნა ისინი ერთსა და იმავე დროს. მთელი მათი ხილული მჭერმეტყველება, მათი
საიდუმლოებანი ჩვენთვის უცნობი რჩება.

ქანდაკება და კერამიკა

ქვაზე მუშაობის გარდა, ნეოლითელი ხელოვანები აგრეთვე ფართოდ იყენებდნენ


თიხას. მათი კერამიკა – გამომწვარი თიხის ნახელავი/ჭურჭელი – ავლენს
ტექნიკური დახელოვნებისა და ესთეტიკური წარმოსახვის მაღალ ხარისხს. ეს
ხელოვნება მოითხოვს საუცხოო კონცეპტუალურ ცვლილებას. მოქანდაკეები
ქმნიდნენ თავიანთ ნამუშევრებს არსებული მასალისგან როგორიცაა მაგალითად,
ქვა, ძვალი ან ხე. კერამიკის შესაქმნელად მათ თიხაში უნდა გაერიათ ისეთი
მარტივი მასალა როგორიცაა ძვლის ფერფლი, შემდეგ საგანს მისცემდნენ ფორმას
და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვავდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, რაც
ნივთს ანიჭებდა გამძლეობას, სიმყარეს და სრულიად ახალ მასალას ქმნიდა.
რუმინეთში, ჩერნადოვაში (ჩერნადოვა), მდინარე დუნაის ველზე არსებულ
კერამიკულ ცენტრში კერამიკულ ფიგურებს შორის აღმოჩენილია მჯდომარე
ქალისა და მამაკაცის ფიგურები, რომელიც ყველაზე მიმზიდველი წყვილია (იხ.
“პრეისტორიული ქალი და მამაკაცი”). ოსტატმა მათი სხეული თიხის უბრალო
ცილინდრისგან შექმნა, მაგრამ მათ ცხოვრებისეულად დამაჯერებელი პოზები
მიანიჭა.
ერთ-ერთი გადაუჭრელი თავსატეხი ის არის, თუ რატომ არ აწარმოებდნენ
კერამიკულ ჭურჭელს ევროპაში ფიგურებზე გაცილებით ადრე. მიუხედავად იმისა,
რომ მათ იცოდნენ ღუმელში თიხის გამოწვა მაღალ ტემპერატურაზე ძვ.წ. 32 000
წლის წინ, ჭურჭლის დამზადება ამავე ტექნიკით მაინც დაახლოებით 7 000 წლის
წინ დაიწყეს. ზოგიერთი ანთროპოლოგის აზრით, თიხა არის ჭურჭლისთვის
ყველაზე გამძლე საშუალება. ღრუ გოგრასთან, ხის ჯამებთან ან დაწნულ
კალათებთან შედარებით, თიხის ჭურჭელი უფრო მძიმე და ტყდომადია. მათი
გამოწვა სათანადო დახელოვნებას მოითხოვდა. ყველაზე ადრეული ქოთნები
მრგვალი და ქისისებური (ან ტომსიკისებური) იყო. მათ ჰქონდათ კაუჭები, ისე, რომ
შეიძლებოდა მათი თოკზე ან ბაწარზე ჩამოკიდება.
კერამიკის უპირატესობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა დანიშნულებისაა ესა თუ
ის ჭურჭელი: საშინაო, ვიზუალური სილამაზის თუ სანიმუშოდ შესრულებული.
ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შექმნილი თასების (ჯამების) ჯგუფში ნეოლითელი
ოსტატების მიერ დამზადებული კერამიკის უჩვეულო, განსაცვიფრებელი
მიღწევების ნიშნებია გამოვლენილი.
ილუსტრაციაზე წარმოდგენილი უადრესი ნიმუშები არის სფეროსებური
ბოთლები ყელზე გარშემოვლებული სალტეთი და კაუჭებიანი მათარა. ეს არის
ფორმა, რომელიც კვერცხის ან გოგრის ჭურჭლითაა შთაგონებული. მაშინაც კი
როცა მეთუნეებმა ბრტყელძირიანი ქოთნების დამზადება დაიწყეს, რომელთაც
შეეძლო დგომა და არ ყირავდებოდნენ, ოსტატები მაინც ხშირად უკეთებდნენ
კაუჭებს, როგორც დიზაინის ნაწილს. ამგვარი ქოთნების ზოგიერთი ორნამენტაცია,
რომელიც შეიცავს ამოკვეთილ შტრიხებს და ნაწიბურისებურ სახეებს, როგორც ჩანს
იმეორებს კალათის წნულის ფაქტურას, რომელიც მათ, როგორც ჭურჭელი
ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა. ასევე შესაძლებელია თიხის ჭურჭლის
ზედაპირზე ორნამენტის შტამპური წესით დატანა ან ამოკაწრვა ჩხირით, ნიჟარით
ან დაკბილული ხელსაწყოთი. ამ ტექნიკათაგან მრავალი აღმოჩნდა, რომელიც
ბრტყელძირიანი, ფართო პირიანი ლარნაკების მოსართავად გამოიყენებოდა – ეს
ჭურჭლის პოპულარული ტიპია, რომელიც ძაბრისებური თასის (კათხა) სახეობით
გახდა ცნობილი.

იხ. ასევე მაჩაბლის მითითებული წიგნი (1 თავი; გვ. იხ. სილაბუსში)

იტალიკით (გადახრილი) ტექსტი მხოლოდ წაიკითხეთ - ძალიან ნუ


„ჩაუღრმავდებით“

You might also like