You are on page 1of 661

ენციკლოპედია

ადამიანი-მანქანა – იხ. საინჟინრო ფსიქოლოგია.

«ადამიანი მეამბოხე» («კაცი მოჯანყე») (1943-1951 წ.წ.) – გამოქვეყნდა 1951 წ-ს


ფრანგი ფილოსოფოსის ალბერ კამიუს (იხ.) წიგნი. «ადამიანი მეამბოხის» მიზანს
ავტორი ასე აყალიბებს: «გავიაზროთ ლოგიკური დანაშაულის რეალობა, რომელიც
ახასიათებსჩვენს დროს და დაწვრილებით შევისწავლოთ მისი გამართლების
ხერხები. ესაა მცდელობა გავიგოთ ჩვენი თანამედროვეობა». კამიუს აზრით,
თანამედროვე ადამიანის არჩევანი ასეთია: «ან შევესაბამოთ მკვლელობათა ეპოქას, ამ
უარი ვთქვათ მასზე», ცნება «აბსურდის» საშუალებით ახდენს რა თანამედროვე
ეპოქის პრობლემატიზებას, ა. კამიუ აღნიშნავს: «... როდესაც ცდილობ ქმედების
წესებით აბსურდის გრძნობათაგან გათავისუფლებას, აღმოაჩენ, რომ ამ გრძნობის
წყალობით, მკვლელობა, უკეთეს შემთხვევაში, მიიღება გულგრილად და, მაშასადამე,
იქცევა დასაშვებად, ხოლო კეთილი და ბოროტული ჩანაფიქრი – შემთხვევის ან
კაპრიზის საქმეა». მიჯნავს რა ლოგიკურ და ეთიკურ წარმოსახვებს, კამიუ მიდის
დასკვნამდე, რომ «აბსურდული განსჯის «საბოლოო შედეგი არის უარის თქმა
თვითმკვლელობაზე და მონაწილეობდე შემკითხველ (მავედრებელ – ავტ. შემდგ.)
ადამიანსა და მდუმარე (მუნჯ – ავტ. შემდგ.) სამყაროს სასოწარმკვეთ
საპირისპირობაში». ხსნის რა «ადამიანი მეამბოხის»არსს, კამიუ წერს: «ეს ადამიანი,
ვინც ამბობს არას, ვინც უარყოფს, მაგრამ არ გამდგარა»; «ეს ადამიანი, უკვე თავისი
პირველივე ქმედებით ამბობს – დიახ». მოცემული «არა» ასაბუთებს საზღვრების
არსებობას, რომლის მიღმა დევს «სუვერენულ უფლებათა მხარე, რომელიც მასზე
აგებსყოველგვარი ხელყოფისაგან დამცავ ჯებირს». ანდა, სახელდობრ, მსგავსი
სახებით აიხსნება, «რომ ადამიანში არის რაღაც ისეთი, რასთანაც შეუძლია საკუთარი
თავის გაიგივება, თუნდაც დროებით». ხშირად ადამიანს ცნობიერება ებადება
«ამბოხთან ერთად». შედის რა სარტრის თეზისთან პოლემიკაში იმის შესახებ, რომ
ადამიანს არა აქვსბუნება, რაღაც წინასწარი დადგენილი არსისა («არსებობა-
ყოფიერება» – – ავტ. შემდგ. წინამორბედია არსისა; ადამიანის პროექტი, მისი
არსებობის აქტი განსაზღვრავს მას),. კამიუ პოსტულირებს: «ამბოხის ანალიზს, სულ
ცოტა, მივტავართ ვარაუდამდე (მიხვერილობამდე – ავტ. შემდგ.), რომ ადამიანური
ბუნება ნამდვილად არსებობს და ასაბუთებს ძველ ბერძენთა
წარმოდგენებს...»ამბოხი გამოანგრევს ყოფიერებას და გვეხმარება გამოვაღწიოთ მის
ზღვრებს (ფილოსოფიაში ამ თემის განვითარება იხ. სტატიაში ტრანსგრესია). კამიუს
თანახმად (რომელიც ასევე იყენებდა შელერის გამოთვლებს), მეამბოხე სული
ძნელად გამოხატავს საკუთარ თავს საზოგადოებაში, სადაც ძალზე მაღალია
უთანაბრობა (ინდური კარნები ანუ კასტები), ანდა სოციუმებში, სადაც თანასწორობა
ახლოსაა აბსოლუტურთან (პირველყოფილი ტომები). მისი ნიადაგი საზოგადოებაა,
სადაც «თავისუფალი თანასწორობა ჩქმალავს უზარმაზარ ფაქტობრივ
უთანასწორობას», ე.ი. დასავლური ტიპის საზოგადოება, საზოგადოება,
სადაცადამიანი მყარად აცნობიერებს თავის უფლებებს და, – იმავდროულად, –
სადაც «ფაქტობრივი თავისუფლება მყოვრიად (ნელა), ვიდრე თვით ადამიანის
წარმოდგენა თავისუფლებაზე». ამბოხი – წილ-ხვედრია ადამიანისა, რომელიც
ცხოვრობდა წმიდათაწმიდამდე და რომელიც წმიდათაწმიდას შემდეგ; რომელიც
მოითხოვს გონივრულად ფორმულირებულ და ატა მითურ პასუხებს თავის
კითხვებზე. კამიუ ასეთ კონსტატაციას ახდენს: «ადამიანის სულისათვის მისაღწევია
1
მხოლოდ ორი უნივერსუმი – უნივერსუმი წმიდათაწმიდისა («მადლისა»
ქრისტიანული გაგებით) და უნივერსუმი ამბოხისა (კამიუს კონცეფციით
«ქრისტიანობის წარმოშობა აღინიშნა მეტაფიზიკური ამბოხით, მაგრამ
წინასწარმეტყველება ქრისტეს აღდგომისა, მეორედ მოვლინებისა და მისი
ღვთააებრივი მეფობისა, გაგებული, როგორც აღთქმა მარადიული სიცოცხლისა, – ეს
ის პასუხებია, რომელიც ამბოხს უსარგებლოს ხდის»). ამბოხის შინაგანი
წინააღმდეგობრიობა იმაშია, რომ, «რათა იცოცხლო, უნდა აჯანყდე, მაგრამ მისი
ჯანყი მოვალეა პატივი მიაგოს , რომლებიც აღმოაჩინა მეამბოხემ საკუთარ თავში,
საზღვრებს, რომლის იქით გაერთიანებული ხალხი თავის ნამდვილ ყოფიერებას
იწყებს». კამიუ განაგრძობს: «აბსურდის გამოცდილებაში ვნებანი
ინდივიდუალურია. ამბოხის ამოფრქვევისას იგი იძენს კოლექტიური არსებობის
ხასიათს. მე ვჯანყობ, მაშასადამე, ჩვენ ვარსებობთ.». გაიაზრებს რა მეტაფიზიკურ
ამბოხს, კამიუ აფიქსირებს, რომ ეს არის ჯანყი ადამიანისა თავისი ხვედრისა და
მთელი სამყაროსწინააღმდეგ. ასეთი ჯანყი «პაექრობაა ადამიანის საბოლოო მიზანსა
და სამყაროს შორის». მოჯანყე მონა, უარყოფს რა თავის ხვედრს, ამ კონფლიქტში
ითრევს მიღმიურ ძალებს. ეს ათეიზმი არ არის, ეს ღმერთებთან პოლემიკაა; ეს
სურვილია, დაუმტკიცოს მათ საკუთარი სიმრავლე, ხოლო შემდეგ ფაამხოს ისინი.
მსგავსი სოციალური პროტელერის შედეგია «მეტაფიზიკური რევოლუცია».
ღმერთის გადაყენება (დამხობა) აუცილებელია გამართლდეს, მთელს ქვეყანაზე
მოხდეს მისი კომპენსირება. როგორც წესი, უღმერთო ახალი სამეფო ხალხთა,
«უსაშინლეს შედეგთა» ფასად იგება.
ანტიკურ სამყაროში, კამიუს აზრით, მუდამ პიროვნულად მიმართული ამბოხი
შეუძლებელი გახლდათ. ძველ ბერძენთა მსოფლხედვა არ იყო გამარტივებული:
ისინი ვერ ჭვრეტდნენ უფსკრულს ადამიანთა და ღმერთებს შორის. «ბერძნები
არასოდეს აქცევდნენ აზრებს შემორაგულ ბანაკად».
დასავლეთ სამყაროში ამბოხის ისტორია «განუყოფელი იყო ქრისტიანობის
ისტორიისგან». სხვათა შორის, ამგვარი ჯანყი თავის ისტორიას ძველი აღთქმის
ღმერთიდან იწყებს. კამიუს კონცეფციით «ამბოხის ისტორია, რომელშიც დღეს
ვცხოვრობთ, წარმოადგენს კაენის შვილთა ისტორიას...» კამიუს ინტერპრეტაციით
«ქრისტე მოვიდა, რათა გადაეჭრა ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა – პრობლემა
ბოროტისა და სიკვდილისა. ეს კი ამბოხებულთა პრობლემებიცაა». იესომ თავის
თავზე აიღო ბოროტებაც და სიკვდილიც. ახალი აღთქმის ღმერთი, ღმერთ-კაცი
ესწრაფოდაშეექმნა შუამავალი მათსა და ადამიანს შორის. გნოსტიციზმი ცდილოვდა
გაეძლიერებინა ეს ინტელექტუალური ხაზი. ეკლესიამ კი «გაასამართლა ეს
ძალისხმევა და განსაჯა რა, ამით განამრავლა ამბოხი». კამიუ ხაზს უსვამს: «ნიცშემდე
და დოსტოევსკიმდე ბუნტერული აზრი მიმართული იყო მხოლოდ მკაცრ თავის
ზნეობა ღვთაებისადმი, რომელიც ყოველგვარი დამაჯერებელი დასკვნების გარეშე
უპირატესობას ანიჭებდა აბელის სამსხვერპლო შენაწირს კაენისაზე და ამით
ისტორიაში პირველი მკვლელობის პროვოცირებას ახდენდა. . დოსტოევსკი
წარმოსახვით, ნიცშე კი საქმით უსაზღვროდ აფართოვებენ ამბოხის ველს და
ანგარიშს თავის საყვარელ ღმერთს უდგენენ». კამიუს აზრით, პირველ ინტერვალში
– გნოსტიციზმიდან ნიცშემდე და ნიცშემდე იყო დე სადი, რომელმაც ამბოხიდან
მხოლოდ «აბსოლუტური არა» გამოიტანა (იხ. სადი დონასიენ-ალფონს ფრანსუაა
დე), იგივე პოზიციაზე იდგა შარლ ბოდლერიც (იხ.).

2
«ადამიანი მეამბოხის»პრობლემათაგან ერთ-ერთი ასეთია: ღმერთის ხელყოფით
მორალურ ასპექტში, ადამიანი თავის თავში კლავს ღმერთს; უარყოფს რა ღმერთს
სამართლიანობის სახელით, თავად ეს იდეა იქცევა აბსურდად. ადამიანი მოვალეა
(და იძულებულიც ხდება – ავტ. შემდგ.) თავად იმოქმედოს. მ. შტირნერი ხაზს
უსვამდა, რომ საყოველთაო ისტორია, არსებითად, მრავალსაუკუნოვანი ხელყოფაა
პრინციპზე «ერთადერთისა», ანუ მე-სი. ეს უკანასკნელნი კი ისწრაფოდნენ უღელქვეშ
გაეზნიქათ ისეთი აბსტრაქციები, როგორიც იყო ღმერთი, სახელმწიფო,
საზოგადოება, კაცობრიობა. შემდგომ, კამიუს სქემით, წარმოიშვა ნიცშე, ასევე
ნიჰილიზმის და ათეიზმის ტრადიციები (იხ. ნიჰილიზმი, «სიკეთისა და ბოროტების
მიღმა» (ნიცშე), «ღმერთის სიკვდილი», მარქსიზმი). შემდეგ, ვრცელ ისტორიულ
მასალებზე დაყრდნობით (საფრანგეთის დიდი რევოლუცია, XIX-XX ს.ს-თა მიჯნაზე
რუსული ტერორი, XX ს-ის ფაშისტური გადატრიალებანი ევროპაში, მარქსის
მესიანურ წინასწარმეტყველებათა სოციალური შედეგები, ლენინთან რევოლუციური
რადიკალიზმი) კამიუ აანალიზებს პრობლემას მიმართების მეტაფიზიკური ჯანყი –
რევოლუცია (რევოლუცია – ადამიანი-მეფე-ღვთისმკვლელი). . რევოლუციის, ანუ
ადამიანი-მეფე-ღვთისმკვლელის არსებობა კამიუს შეხედულებით, განაპირობა
«უწყვეტი დიალექტიკის ფილოსოფოსთა»შემოქმედებამ, რომლებმაც შეცვალეს
«გონების ჰარმონიული და უნაყოფო კონსტრუქციები». კამიუს აზრით, «რევოლუცია,
რომელმაც არ იცის სხვა საზღვრები, გარდა ისტორიული ეფექტურობისა, ნიშნავს
უსაზღვრო მონობას. თუ კი ზღვარი აღმოჩენილი ამბოხით, უნარიანია განაახლოს
ყველაფერი, ხოლო ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი ქმედება, რომელმაც გადააბიჯა
ცნობილ ზღვარს, ხდება თვითუარყოფა, მაშინ ნათელი ხდება, რომ არსებობს რაღაც
საზომი საგანთა და ადამიანთა. ამჟღავნებს რა ყველა ადამიანის საერთო ბუნებას,
ამბოხი აღმოაჩენს ასევემათ საფუძველშივე ჩადებულ საზომს და ზღვარს». როგორც
«ადამიანი მეამბოხის» ავტორი წერს, «იაკობინური და ბურჟუაზიული
ცივილიზაციები ვარაუდობენ, რომ ფასეულობები ისტორიაზე მაღლა დგანან. ამ
დროს აღმოჩნდება, რომ მისი ფორმალური მადლი (სათნოება, ზნეობა – ავტ. შემდგ.)
საძაგელი მისტიფიკაციის დაფუძნებას ეფუძნება. XX ს-ის რევოლუცია ადგენს, რომ
ფასეულობები შერეულია ისტორიულ მოძრაობასთან. ამრიგად, მისი ისტორიული
გონება ამართლებს მისტიფიკაციის ახალ სახეობას». როგორც კამიუ აღნიშნავს: «არ
შეიძლება ადამიანი მთლიანად დამნაშავედ ჩაითვალოს – რამეთუ ისტორია მისგან
არ დაწყებულა, თუმცა ვერც მთლად უდანაშაულოს უწოდებ – რამეთუ აგრძელებს
მათ. ამბოხი კი, პირიქით, დაჟინებით გვიცხადებს ადამიანის ფარდობითურ
ბრალდებულობას».
XX ს-ის რევოლუცია «ვერ გაექცევა ძალადობასა და ტერორს, რომელიც მან
სინამდვილეზე დააშენა... აბსოლუტიდან ამომავალი იგი სინამდვილის
მოდელირებას ახდენს, ამბოხი კი სინამდვილეს ეყრდნობა, რათა ესწრაფოს
მარადიული ბრძოლას ჭეშმარიტებისათვის». კამიუს თანახმად, «ამბოხი უწყვეტად
ეჯახება ბოროტებას, რის Dემდეგაც მას ყოველ ჯერზე უხდება ძალთა მოკრება
ხელახალი კვეთებისათვის. ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ყველაფრის ალაგმვა,
ყველაფრის, რადაც ის უნდა იყოს. და, მოვალეა, სამყაროში გააკეთილშობილოს
ყველაფერი, რისი გაკეთილშობილებაც შეისაძლებელია, თუმცა უსამართლობანი და
ტანჯვანი დარჩებიან... ხელოვნება და ამბოხი კი მოკვდებიან მხოლოდ უკანასკნელ
ადამიანთან ერთად».

3
ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია («თჰე ანატომყ ოფ ჰუმან
დესტრუკტივენესს» 1973 წ.) – ერიხ ფრომის (იხ.) ნაწარმოები, რომელიც ეხება
ბიოლოგიური და ანთროპოლოგიური ფენომენის აგრესიულობის პრობლემას.
ფრომი აგრესიულობის შემდეგ დაყოფას გვთავაზობს: 1. «კეთილთვისებრივი» –
ფილოგენეტიკურად კოდირებული (ჩადებული) იმპულსი შეტევისათვის (ან
გაქცევისათვის) იმ სიტუაციაში, როცა საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს;
«ბოროტთვისებრივი» აგრესია (დესტრუქციულობისა, სიმკაცრისა). 2.
«კეთილთვისებრივ-თავდაცვითი» აგრესია აუცილებელია ინდივიდის ან გვარის
გადარჩენისათვის, რომელსაც ახასიათებს გამოვლენის ბიოლოგიური ფორმა და
ქრება საშიშროების გავლისთანავე. «ბოროტთვისებრივ-დესტრუქციული» აგრესია
მახასიათებელია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისათვის და არ შეინიშნება სხვა
ძუძუმწოვართა შორის.
ინსტინქტივიზმში აგრესიულობის გაგებისას ფრომი უპირატესობას ანიჭებს
ფროიდისა და კ. ლორენცის (იხ.) მოძღვრებათა გარკვეულ დებულებებს და, ამასთან,
ბიჰევიორიზმსაც (ბ. სკინერი და სხვ.). ინსტინქტივისტური კონცეფცია
აგრესიულობას განმარტავს, როგორც მუდმივ ფაქტორს ფსიქიკური ცხოვრებისას,
მოცემულს ბიოლოგიურად, რომელსაც ახასიათებს დაგროვებისა და
დესტრუქციული ქცევების ასპექტში მისი განმუხტვის ტენდენცია («აგრესიულობის
ჰიდრავლიკური ტენდენცია»). ფრომი თვლის, რომ ინსტინქტივიზმიც და
ბიჰევიორიზმიც დედუქციონიზმის ფორმებია. ამ ფორმათა ალტერნატივად ფრომი
რეფორმირებულ ფსიქოანალიზს გვთავაზობს... ფრომი უარყოფს ადამიანში
დაბადებითვე არსებულ დესტრუქციულ გადახრებს. ამ მოსაზრების გასამყარებლად
იგი ეყრდნობა ნეიროფიზიოლოგიის, ცხოველთა ფსიქოლოგიის, პალეონტოლოგიისა
და ანთროპოლოგიის მონაცემებს. ნეიროფიზიოლოგია გვიჩვენებს, რომ თუ არ არის
გარეგანი (ექსტეროცეპტორი) და შინაგანი (ინტეროცეპტორი) გამღიზიანებლები,
ტვინის ზონის იმპულსები, რომლებიც ააქტიურებენ ან ამუხრუჭებენ აგრესიულობას,
მოძრავი გაწონასწორებულობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ე. ი. აგრესიულობა
არაა ყოველთვის მოქმედი, არამედ სიტუაციური წარმონაქმნია... ადამიანი თავისი
ფილოგენურობით არ არის მტაცებელი. ნიშანდობლივია, რომ ცხოველები თავიანთ
აგრესიას გაცილებით ხშირად გამოხატავენ ტყვეობაში, ვიდრე თავისუფლებაში –
თავიანთ ბუნებრივ სამკვიდროში. ამის მიზეზი სასიცოცხლო სივრცის შეკვეცა და
შიდასახეობრივი კონტაქტების სტრუქტურების რღვევაა. ერთია მხოლოდ,
ანალოგიურ გამოკვლევებს ადამიანთა საზოგადოებაში (ანომია), ფრომის მიხედვით,
სხვაგვარი ბუნება აქვთ და დამოკიდებულია არა იმდენად მოსახლეობის
სიმჭიდროვეზე, რამდენადაც სოციალური სტრუქტურების რღვევაზე – ნამდვილი
ადამიანური ურთიერთობების, კავშირების, სასიცოცხლო ინტერესების
დაქვეითებასა და დაკარგვაზე. თუ პრობლემა ჭარბმოსახლეობაზეა აღმოცენებული,
ამას ცხოველებში ბიოლოგიური, ადამიანებში კი სოციალურ-პოლიტიკყრი
საფუძვლები უდევს. ანთროპოლოგიური მონაცემებით ვერ მტკიცდება, რომ
პრიმიტიულ ადამიანებში არსებობდა დესტრუქციულობისა და სიმკაცრის ნიშნები
ნადირობის პროცესში. ასევე უარიყო თეზისი, ადამიანისათვის არსებითი
მახასიათებელი ბატონობისაკენ სწრაფვა ყოფილიყოს. ომისკენ, აგრესიულობისა და
ბატონობისკენ მისწრაფება განვითარებული ცივილიზაციების ფუნქციაა.
საზოგადოებაში მით მეტია აგრესიულობა, რაც მაღალია შრომის განაწილება.
ყველაზე აგრესიული ის სოციალური სისტემებია, რომელთათვისაც უკვე

4
ნიშანდობლივია კლასებად დაყოფა. ფრომი თვლის, რომ ძირი, ბაზისი, რომლიდანაც
იშვა ადამიანი ექსპლოატატორი და მნგრეველი, გახდა «ქალაქთა რევოლუციები» IV-
III ათასწლეულებში ჩვ. წ-მდე. წარმოების ზრდამ, შრომის დანაწილებამ, შემოსავლის
კაპიტალად ქცევამ და მზა პროდუქციის ცენტრალიზებული აღრიცხვის
აუცილებლობამ განაპირობეს საზოგადოების კლასობრივ ფენებად დაყოფა. ამავე
პერიოდში წარმოიქმნა მეომართა ინსტიტუტი, რომელიც მიმართული იყო
ფასეულობათა მიტაცებისა და პოლიტიკური თუ დინასტიური დაქუცმაცებულობის
გადასალახავად. წარმოქმნილი სოციალური სისტემა დასაბამითვე
ექსპლოატატორული გახლდათ. მასში ხელისუფლება ეყრდნობოდა აუცილებლად
ძალაზე, შიშსა და მორჩილებაზე. ქალაქური ცივილიზაცია იქცა ძალაუფლების
წყურვილის წყაროდ (სადიზმი) და წყურვილის ჟინად (ნეკროფილია). ამგვარად,
სიმკაცრე და დესტრუქციულობა არ წარმოადგენდა ადამიანის ბუნების
ნიშანდობლივ შტრიხს. ერთია მხოლოდ, დესტრუქციულობამ შეიძლება მიაღწიოს
მნიშვნელოვან ძლიერებას და გავრცელებას. აგრძელებს რა თავის მოსაზრებათა
გამოთქმას, ფრომი ნაშრომში აგრესიულობის კიდევ ერთ ფორმას წამოსწევს –
ფსევდოაგრესიულობას. ფსევდოაგრესია (არა გამიზნული, თამაშის-აგრესია და
თვითდამკვიდრების აგრესიაა) აღნიშნავს «მოქმედებას, რომლის შედეგად შესაძლოა
ვინმესთვის მიყენებულ იქნას ზარალი, მაგრამ ეს არ იქნებოდა გამიზნული.
ადამიანის თავდაცვითი აგრესია ესაა საპასუხო რეაქცია, გამოწვეული
თავისუფლების დაკარგვის შიშით, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ნარცისიზმზე,
ილუზიების მსხვრევის მცდელობაზე, ასევე კონფორმისტულ ანდა
«ინსტრუმენტულ» ქცევებზე...». ფრომი ადამიანს განსაზღვრავს, როგორც პრიმატს,
რომელიც თავის განვითარებას ევოლუციის მომენტში იწყებს, როცა ინსტინქტური
დეტერმინაცია მინიმალურია, ხოლო ტვინის განვითარება მაქსიმალურ დონეს
აღწევს. შესაბამისად, ადამიანს უყალიბდება სპეციფიკური, ადამიანური
(ექსისტენციური) მოთხოვნილებანი, რომელიც საერთოა ადამიანთათვის და
ორიენტირებულია საკუთარი შიშის, უმწეობის, დაკარგულობის, განდეგილობის
დაძლევისაკენ, გარემომცველ სინამდვილესთან კავშირის ახალი ფორმის ძიებისაკენ.
ექსისტენციურ მოთხოვნათა დაკმაყოფილების სხვადასხვა ხერხი გამოვლინდება
ისეთ ვნებებში, როგორიცაა: სიყვარული, სინაზე, სამართლიანობისაკენ სწრაფვა,
დამოუკიდებლობა; აგრეთვე სიძულვილში, სა-დიზმში, მაზოხიზმში,
დესტრუქციულობაში, ნარცისიზმ-ში. სახელდობრ, ვნებანი გვევლინებიან ადამიანის
მოტივაციური სფეროების ზამბარად. ასე და ამრიგად, «ბოროტთვისებრივი» აგრესია,
ფრომის მიხედვით, ირაციონური (არაკონსტრუქციული) ვარიანტია
ექსისტენციალურ მოთხოვნათა პასუხისა...

ადამიანის გრძნობათა ამბივალენტობა «წმიდასთან» მიმართებაში. – ცნება


«წმიდა» მოიცავს როგორც პოზიტიურ, ქმნადურ (შემქმნელ) ძალებს, ისე
საშიშროებებს, რაც გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ამდენად, ადამიანიც ამ
«წმიდასადმი» განიცდის საპირისპირო, გაორებულ, ამბივალენტურ გრძნობებს,
გრძნობებს შიშისა და აღტაცებისა. ამ ორმაგული ბუნების საფუძველზე გერმანელმა
თეოლოგმა და რელიგიის ისტორიკოსმა ოტო რუდოლფმა ჩამოაყალიბა «წმიდას»
გაგების საკუთარი მოსაზრება (ნაშრომი «წმიდა». 1917 წ.; ინგლისური თარგმანი –
«წმიდას იდეა». 1923 წ.). მისი აზრით, მხოლოდ «წმიდას» შეუძლია დააკმაყოფილოს
ყველაზე ფარული, ყველაზე იდუმალი მოთხოვნილებანი და იმედები ადამიანისა,
ამიტომ, ის მოწიწება და კრძალვა, რომლის დემონსტრირებასაც იგი ახდენს «წმიდას»
5
წინაშე, გამსჭვალულია რწმენით და შიშით. ერთის მხრივ, «წმიდა» ზღვრულს ხდის
ადამიანის მიღწევას, როგორც მისი წარმავალობისა და ხრწნადობის გაგებით, ისე
ადამიანური აქტივობის აზრითაც; მეორეს მხრივ, «წმიდა» შესაძლებელს ხდის
გაიყვანოს ადამიანი დასაზღვრულ დრო-სივრცობრივი სტრუქტურის გარეთ (მიღმა),
რომლითაც შემდგარია ადამიანური ყოფიერება. «წმიდას» შემოქმედი ძალის
გამოხატვა შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანის ორმაგული რეაქციით ამ
«წმიდას», როგორც წმიდა მიუწვდომლობის მიმართ, არამედ მისი
შემოზღუდულობის მიმართაც («ტაბუ»), «აკრძალული» («აკრძალვის») ადგილი და
ა.შ. (იხ. დიქოტომია: «წმიდა – საერო», «თავისუფალი» და «აკრძალული» ადგილი).
სოციოლოგი როჯერ კეილოსი «წმიდას» განსაზღვრავდა, როგორც
ჩვეულებრივი საზოგადოებრივი წერიგის რაღაც დამანგრეველ ძალას, რაც,
ძირითადად, გამოიხატებოდა საზოგადოებრივი ღონისძიებებით, მაგ.,
დღესასწაულებით. როცა იგი დეტალურად აღწერდა დამწერლობის არა ამქონე
საზოგადოებათა სოციალურ სტრუქტურას, მათ ორ ურთიერთმოქმედ ქვეჯგუფად
ყოფდა (დაყოფა სოციალური ნიშნით) და განმარტავდა ტაბუსა და იმ
ურთიერთმიმართებას, რომელიც ამ ორ ქვეჯგუფს შორის წარმოიქმნებოდა
«წმიდასთან» მიდგომის თვალსაზრისით. იგი ასკვნიდა, რომ, რაც წმიდა და
აკრძალული იყო ერთი ქვეჯგუფისათვის, «თავისუფალი» და ნებადართული
გახლდათ მეორისთვის. სწორედ ეს განსაზღვრავდა მათ სოციალურ-მატერიალური
სამყაროს მოწესრიგებულობას, რომელშიც ყოფიერებდა ტომის თვითოეული წევრი.
ამ წესრიგის, ამ ჰარმონიის დარღვევა მიიღებოდა მკრეხელობად და დამნაშავე
მკაცრად დაისჯებოდა. «წმიდას» ამგვარი გაგებით, ადამიანი, თავისი არსით,
წარმოადგენდა ჯგუფის ნაწილს და არასოდეს განიხილებოდა როგორც ცალკეული
არსება ან ინდივიდი. რეალობად ცხადდებოდა მიღებულ (დაკანონებულ)
ურთიერთობათა რაღაც კონგლომერატი, რომელთა ნაწილი გახლდათ
ვერტიკალური, ე.ი. იერარქიული, ხოლო მეორე – ჰორიზონტალური მიმართებისა.
მეორე, მნიშვნელოვანი არაერთგვაროვნება მდგომარეობდა იმაში, რომ «წმიდა»
საკუთარ თავს ამჟღავნებდა კონკრეტულ ფორმებში, რომლებიც მხოლოდ სათემო
ფორმებს წარმოადგენდა. მაგ.: მიუწვდომელი საიდუმლო და დაფარულობა
წარმოდგებოდა (მჟღავნდებოდა) სიმბოლოს, მოქმედების, იდეის, სახის,
პიროვნულის ან კოლექტიური პირის ნიშნით.
რელიგიის გამოჩენილმა ფრანგმა, წარმოშობით რუმინელმა ისტორიკოსმა მირჩე
ელიადემ ამ «დიალექტიკურ წმიდას» თავისებური ახსნა მისცა: რელიგიის
ისტორიაში «წმიდა» შესაძლოა გამომჟღავნდეს სხვადასხვა ფორმის დახმარებით,
მაგ.: ქვის, ზღვის, ცხოველის და ა.შ. ფორმით. ანდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ
«წმიდას» ორმაგული ბუნება მის სათემო (საერო) ფორმაშიცაა გამოხატული, ესაა
გამჟღავნებული «წმიდას» სხვადასხვაგვარად აღქმა და კიდევ ის, რომ ის, რაც
ერთისათვის სათემოს (საეროს) წარმოადგენს, მეორისათვის «წმიდას» სუბსტანციაა.
ადამიანის კონსტიტუცია – მორფოლოგიურ და ფუნქციურ თავისებურებათა
ერთობლიობა, ჩამოყალიბებული ორგანიზმის თანდაყოლილი (გენეზისური) და
შეძენილი თვისებების ერთიანობის საფუძველზე. განისაზღვრება გარემო პირობების,
სოციალური ფაქტორების გავლენით და განაპირობებს ორგანიზმის რეაქციის უნარს,
ანუ ორგანიზმის თვისებას რეაგირება მოახდინოს და უპასუხოს გარემოს
ზემოქმედებას ცხოველმოქმედების შეცვლით (ექსტერორეცეფციული გზა).

6
ადამიანის კონსტიტუციური ტიპების დადგენას უძველესი დროიდან
ცდილობდნენ. ჯერ კიდევ ლეგენდარული ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე (დაახლ. 460 –
დაახლ. 370 წ. ჩვ. წ-მდე) გამოარჩევდა რამდენიმე კონსტიტუციურ ტიპს. გალენუსს
(დაახლ. 130 – დაახლ. 200 წ.წ.), – ძველ რომაელ ექიმს, – თავის კლასიკურ
ნაშრომში «ადამიანის სხეულის ნაწილთა შესახებ», შემოაქვს ცნება «ჰაბიტური» –
გარეგნული შესახედაობა, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ორგანიზმის თავისებურ
რეაქციათა უნარს. ბევრი მკვლევარი ადამიანის კონსტიტუციას ცალკეული ორგანოს
ან სისტემის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავდა. მაგ., ჟ. რ. სიგოს
მოსაზრებით, ადამიანის სხეული გარემოსთან კავშირს სასუნთქი, ნერვული, ძვალ-
კუნთოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების საშუალებით ამყარებს. ამ ოთხი
სისტემით გრემოსთან კავშირის დამყარება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული
ინტენსივობით მიმდინარეობს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ადამიანის
საერთო აგებულებაზე. გამომდინარე აქედან, სიგომ ადამიანები ოთხ ძირითად
ტიპად დაყო: რესპირაციულ (სუნთქვით), დიგესტიური (საჭმლის მონელებით),
მუსკულურ (კუნთურ) და ცერებრულ (ტვინოვან) ტიპებად. რესპირაციულ ტიპებს
მიდრეკილება აქვთ სასუნთქი სისტემის, ხოლო დიგესტიურებს – ნივთიერებათა
ცვლის მოშლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისადმი; კუნთურ
ტიპებს, უფრო გულ-სისხლ-ძარღვთა, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემები
უზიანდებათ; ცერებრულებს – ნერვული სისტემა.

გერმანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერნსტ კრეჩმერმა (1888-1964 წ.წ.)


ჩამოაყალიბა მოძღვრება კონსტიტუციური სხეულის აგებულების ძირითად ტიპთა
კავშირის შესახებ ტემპერამენტის განსაზღვრულ ტიპებთან (შიზოტიმური,
ციკლოტიმური) და გამოყო სამი კონსტიტუციური ტიპი: პიკნიკური, ათლეტური და
ასთენიური. კრეჩმერის ასთენური ტიპი სიგოს რესპირაციულ და ნაწილობრივ
ცერებრულ ტიპს შეესაბამება, პიკნიკური – დიგესტიურს, ხოლო ათლეტური –
კუნთურს. ადამიანის კონსტიტუციას, აგრეთვე, განიხილავენ შინაგანი სეკრეციის
ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით, სიმპათიკური და
პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ანტაგონიზმის საფუძველზე და ა.შ. ა.
ბოგომოლეცი ორგანიზმის ცხოველმოქმედებაში მთავარ როლს შემაერთებელ
ქსოვილს აკისრებდა და, გამომდინარე აქედან, ადამიანები ოთხ კონსტიტუციურ
ტიპად დაყო – ასთენიურ, ფიბროზულ, პასტოზურ და ლიპომატოზურ ტიპებად. მ.
ჩერნორუცკის კლასიფიკაციით გათვალისწინებულია როგორც მორფოლოგიური, ისე
ფუნქციური თავისებურებები. გამოყოფს სამ კონსტიტუციურ ტიპს – ასთენიურს,
ნორმოსთენიურს და ჰიპერსთენიურს. ასთენიურებს ახასიათებთ გრძელი კიდურები,
ვიწრო გულ-მკერდი, მცირე ზომის გული, მოგრძო ფილტვები და სხვ.
ჰიპერსთენიურებს – ძლიერი აღნაგობა, შედარებით გრძელი ტორსი, მოკლე
კიდურები, დიდი გული, განიერი აორტა, ტევადი კუჭი... ნორმოსთენიურებს, – ამ
ორ ტიპს შორის, – უჭირავთ შუალედური მდგომარეობა. გამოირჩევიან სხეულის
პროპორციულობით. ამ კლასიფიკაციის საერთო ნაკლი ნერვული სისტემის როლის
არასაკმაო ასახვაა. თანამედროვე მოძღვრება ადამიანის კონსტიტუციის შესახებ
აუცილებლად გულისხმობს ნერვული სისტემის ტიპოლოგიურ დახასიათებას (იხ.
ნერვული სისტემის ტიპები), აგრეთვე ნერვული სისტემის ყველა მონაკვეთისა და
ენდოკრინული სისტემის მდგომარეობას. სხეულის აგებულება არაა

7
კონსტიტუციური ტიპის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი. იგი ერთ-ერთი
მაჩვენებელია.

ადამიანის მახვილა – იხ. ენტერობიუსი.

ადამიანის მსგავსი მაიმუნები – იხ. ანთროპოიდები.

ადამიანის სიმაღლე – ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ძირითადი


განზომილება. ესაა ადამიანის პროპორციულობის, ფიზიკური განვითარების
ძირითადი ნიშანი მედიცინასა და ანთროპოლოგიაში (იხ.). ადამიანის საშუალო
სიმაღლე არამდგრადი განზომილებაა. შეიძლება შეიცვალოს ეპოქისდა მიხედვუთ,
ცივილიზაციის განვითარების დონის შესაბამისად. საშუალო სიმაღლის სიდიდე
ბევრადაა დამოკიდებული გენეტიკურ მონაცემებზე და ცხოვრების დონეზე
(საყოფაცხოვრებო, კვების, ჰიგიენის და სხვ.). ყოფილ სსრკ-ში XX ს-ის
შუახანებისათვის საშუალო სიმაღლე მამაკაცებში 165 სმ. და ქალებში 154 სმ თუ იყო,
დღეს იგი 7-10 სმ-ით მაღალია. მაგალითად, თუ იაპონელთა საშუალო სიმაღლე XX ს-
ში 160 სმ-ს აღწევდა, სპეციალური ინგრედიენტებით დამზადებული ეროვნული
საკვების წყალობითიაპონიაში საშუალო სიმაღლემ 175 სმ-ს გადააჭარბა.
ადამიანის სიმაღლე ასევე ბევრადაა დამოკიდებული ინდივიდუალურ
თავისებურებებზე, სქესზე, ასაკზე, რასობრივ წარმომავლობაზე. ახალშობილი ბიჭის
საშუალო სიმაღლე 51 სმ-ია, გოგონასი – 50. ასაკის მიხედვითსაშ. სიმაღლის ზრდა
არათანაბრად მატულობს; ზრდა მთავრდება მამაკაცებისა 25-26 წ-მდე, ქალებისა –
19-20 წ-მდე. 40-50 წ-მდე სტაბილური პერიოდია. 50-ის შემდეგ, მილთაშუა
ხრტილების გაბრტყელებით, ადამიანის საშუალო სიმაღლერამდენიმე სმ-ით
კლებულობს.
ადამიანის სიმაღლესა და გეოგრაფიულ კლიმატურ გარემოს შორის გარკვეული
კავშირი არაა შენიშნული. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სიმაღლის სხვაობა
40-45 სმ-ს აღწევს. ყველაზე დაბალი ჯგუფის წარმომადგენლები არიან აფრიკაში,
კონგოს აუზში მცხოვრები პიგმეები, რომელთა საშ. სიმაღლე 141 სმ-ია. აფრიკელი
ნეგრილების შემდეგ ბუშმენები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პიგმეები მოდიან.
მაღლები არიან აფრიკაში ჩადის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრები ზანგები
(საშ. სიმაღლე 182 სმ,), შოტლანდიის მარკიზის კუნძულებისმკვიდრნი და სხვ.
125 სმ-ზე დაბლები (ჯუჯები, ქონდრისკაცები. აქედან – ქონდრისკაცობა) და
200 სმ-ზე მაღლები (გიგანტები; აქედან – გიგანტიზმი) ითვლება პათოლოგიურ
გადახრად. უნდა შევნიშნოთ, რომ საშ. სიმაღლის ზრდა არა ერთი, არამედ ფაქტორთა
სიმრავლით უნდა აიხსნას.

ადამიანის სოციალიზაცია – პროცესი, რომლის საფუძველზეც ადამიანი ეგუება


სოციალურ გარემოს. იღებს სოციალური ჯგუფის შეხედულებებს, ნორმებს,
ღირებულებებს, ყალიბდება პიროვნებად, ხდება გარკვეული ჯგუფის წევრი.
სოციალიზაციის პროცესი ბავშვობიდან იწყება, რადგან ბავშვის ბიოლოგიური
მომწიფება და ფსიქო-ფიზიკური განვითარება სოციალურ გარემოში ხდება. გარემო
ბავშვს გარკვეული სოციალური როლების სახით ეძლევა, რასაც ცალკეული
ადამიანები ასრულებენ. ყოველი სოციალურ-ისტორიული ფორმაცია მეტნაკლებად
განსხვავებული სოციალური რაოდენობის სიტყვებით ხასიათდება. სათანადო

8
ნორმებისა დაწესების საფუძველზე საზოგადოებაამ როლების შესრულებას
მოითხოვს. ნორმებისა და წესების დაცვის ან დარღვევის შემთხვევაშიპიროვნება,
შესაბამისად, ჯილდოვდება ან ისჯება.

ადამიანის სტრონგილოდი (შტონგყლოიდეს სტერეორალის) – ნემატოდების


კლასის პარაზიტი ჭია. დედლის სიგრძე 2,2 მმ-მდეა, მამლის – 0,7 მმ-მდე. გვხვდება
თორმეტგოჯა ნაწლავში დამლივი ნაწლავის ზედა ნაწილში. თითოეული დედალი
50-მდე კვერცხს დებს. გამოჩეკილი ლარვები ფეკალურ მასასთან ერთად გამოიყოფა.
ორგანიზმში ლარვა გაბინძურებული წყლიდან და საკვებთან ერთად, ზოგ
შემთხვევაში კანიდანაც კი ხვდება. იწვევს დაავადება სტრონგილოიდოზს.

ადამიანის ტრიქოცეფცესი (თრიცჰოცეპალუს ტრიცჰიურუს) – ნემატოდების


კლასის პარაზიტი ჭია. ბინადრობს ბრმანაწლავში, იშვიათად ჭიანაწლავში, მსხვილ
და სწორნაწლავში. ბოლო სპირალურად დახვეული აქვს, წინა, ძაფისებრი ნაწილით კ
შეჭრილია ლორწოვან გარსში და ადამიანის სისხლით იკვებება. მამლის სიგრძე 3-40
მმ., დედლის – 35-50 მმ. დღე-ღამეში დედალი 1000-3500 კვერცხს დებს. კვერცხი
ადამიანის ორგანიზმში გაბინძურებულ წყალთან ერთად ხვდება. თვის ან
თვენახევრის განმავლობაში კვერცხში ლარვა ყალიბდება. გამოჩეკილი ლარვა
მსხვილ ნაწლავში გადადის, სადაც მწიფდება სქესობრივად. იწვევს
ტრიქოცეფილოზს.

ადამიანის უფლებათა პაქტები – «ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ


უფლებათა პაქტი» და «ადამიანის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ
უფლებათა პაქტი». ეს პაქტები მოიწონა გაერომ 1966 წ-ს და გენერალურმა ასამბლეამ
იგი ხელმოსაწერად წევრ სახელმწიფოებს გადასცა. დოკუმენტში განვითარებულია
კონკრეტულ ვალდებულებათა სახით ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის პრინციპები, დადასტურებულია ხალხთა თვითგამორკვევისა და
საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრეთა თავისუფალი გამოყენების უფლებები.
სახელმწიფოები, რომელთაც ხელი მოაწერეს ადამიანის უფლებათა პაქტებს,
მოვალენი არიან საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა
ორგანიზების ღონისძიებებით უზრუნველყონ პაქტებში აღნიშნული უფლებებით
სარგებლობა ყველასათვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა,
რელიგიისა, პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, ეროვნული და სოციალური
წარმომავლობისა, ქონებრივ-წოდებრივი მდგონარეობისა და ა.შ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია – საერთაშორისო აქტი,


მიღებული 1948 წ-ს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. დეკლარაციაში
გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები – სიცოცხლის,
თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი
ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით
სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის
თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული
ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ. უფლებები.
დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და
ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონით ვაჭრობა;

9
ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და
საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.
დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა
ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა,
პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა,
წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა. დეკლარაციის მიღების დღე, – 10 დეკემბერი, –
ადამიანის უფლებათა დღედაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო
მასშტაბით.

ადამიანის შექმნის პრომეთესეული სტრუქტურა – ბერძნული მითოლოგიით


კაცობრიობის პირველწინაპრად იაფეტი სახელდება. გეასა და ურანოსის ვაჟი –
იაფეტი ცოლად ირთავს ასიას (აზიას) – ოკეანოსის ქალიშვილს, რომელიც იაფეტს
მრავალ შვილს შესძენს, რომელთა შორს იყვნენ პრომეთეოსი, ეპიმითევსი და ატლასი
(სხვა ვერსიით იაფეტისა და ოკეანიდ ეკლიმენეს შვილები. იხ. იაფეტი).
ანტიკურობაში ყველაზე უძველეს ღმერთთა პლეადაში შერაცხულ ტიტან
იაფეტს არანაირი მითოლოგიური დატვირთვა არ ჰქონია. თუმცა კაცობრიობის
პირველწინაპრად იაფეტია მიჩნეული, ჩვენ მაინც ჩვენი ფორმით, რითაც ასე
განვსხვავდებით ცხოველთაგან, დავალებულნი ვართ მისი ძის პრომეთეოსისაგან.
როგორც ოვიდიუსი გვიამბობს (იხ. ოვიდიუს ნაზონი), «პრომეთეოსმა, მიწას შეურია
წყალი, რომლითაც ღმერთის მსგავსი (ქრისტიანული ტერმინოლოგიით «ღმერთის
ხატად») ადამიანი შექმნა და, როცა ყოველი ცხოველი თავს მიწისკენ ხრის, ადამიანი
მას ცისკენ მიმართავს და თავის მზერას ვარსკვლავებს მიაპყრობს»-ო.
პრომეთეოსისაგან ადამიანის შექმნის ამ მითოსიუჟეტმა ხელოვნების მრავალ
ნაწარმოებს მისცა შემოქმედებითი თემა. ქვაზე შესრულებულ ანტიკურ გრავიურაზე
პრომეთეოსი მოქანდაკის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც საჭრეთლითა და
ჩაქუჩით გამოჰყავს ადამიანის ჩონჩხი (ანტიკურ ხელოვნებაში ძალზე იშვიათია
ჩონჩხის გამოსახულება). ანტიკური პერიოდის სხვა გრავიურიან ქვაზე პრომეთეოსი
მისგანვე ცალ-ცალკე გამოძერწილ ადამიანის სხეულის ნაწილებს აერთიანებს. ყველა
ანტიკურ გამოსახულებაზე პრომეთეოსი წარმოჩენილია ადამიანის მატერიალური
სტრუქტურის შემქმნელად, ოღონდ არა მის სულის ჩამდგმელად. ადამიანის
უსიცოცხლო მატერიალური ფორმის სულისჩამდგმელია ღვთაებრივი სიბრძნის
განმასახიერებელი ქალღმერთი მინერვა. ერთ-ერთ ანტიკურ ბარელიეფზე
გამოსახულია ხის ჩრდილში მჯდარი პრომეთეოსი, რომლის წინ, მაგიდაზე დგას
პაწია ადამიანის ფიგურა, უფრო ზუსტად, ბავშვისა, რომელზეც, ფაქტობრივად,
დასრულებულია მუშაობა. სხვა სამი, უკვე პრომეთეოსისგან შექმნილნი, მინერვასკენ
მიემართებიან, რომელიც თითოეულ მათგანს თავზე ადებს პეპელას – ანტიკურობის
სიმბოლოს სულისას – ფსიქეს (ბერძნული სიტყვა ««პსყცჰე» ერთდროულად
აღნიშნავს «სულსაც» და «პეპელასაც» – ავტორ-შემდგენლები) (შდრ.
ფსიქოპომპოსი). ჰესიოდე გვამცნობს, რომ პრომთეოსი ძალზე ამაყობდა თურმე მისი
ქმნილებებით. ღმერთებსა და ადამიანებს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებათა ჟამს,
ლოგიკურია, მას ადამიანების მხარე რომ დაეჭირა და ასეც იქცეოდა. იგი წაფავდა
ადამიანებს სიბრძნეში, ასწავლიდა ხელოსნობას, შეჰქონდა მათში ცივილური
ცხოვრების წესები, ჭეშმარიტი მშობელივით ექცეოდა მისგანვე შექმნილთ. აკი,
ადამიანთა გაბრძნობისა და თანადგომისათვის სამაგალითოდ დაისაჯა კიდეც
ღმერთთა მბრძანებლის ხელით (იხ. პრომეთეოსი; ფსიქე). საგულისხმოა, რომ

10
პრომეთეოსთან ერთად ადამიანის შექმნაში მონაწილეობს მინერვა, ფსიქე, ხოლო
მისი ბედისწერის შედგენაში პარკები, – იგივე მოირები, – კლოტო, ლაქესისი,
ათროპოსი.

ადამიანის წარმოშობა – იხ. ანთროპოგენეზი.

ადამიანის წონა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ადამიანის


ფიზიკური განვითარების, ჯანმრთელობისა და შრომის უნარიანობისა.
დაკავშირებულია ასაკობრივ და სქესობრივ თავისებურებებთან. ორგანიზმის
განვითარების პროცესში ადამიანის წონა მნიშვნელოვნადიცვლება. 5 თვის ემბრიონი
300 გ-ს, დროული ახალშობილი კი 2,5-4,0 კგ-ს იწონის. ნაყოფისა და
ახალშობილისწონა ბევრადაა დამოკიდებული მშობლების ინდივიდუალურ
თავისებურებებზე, დედის საყოფაცხოვრებო პირობებზე, მის ნერვულ სისტემასა და
პროფესიაზე, ასევე ფიზიკურ დატვირთვაზე ორსულობის ბოლო პერიოდში,
გადატანილ დაავადებებზე და ა.შ. ახალშობილი პირველი ორი დღე წონაში 6-9%-ით
იკლებს (ფიზიოლოგიური დაკლება). დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში
ახალშობილის წონა აღდგება. პირველ თვეში ბავშვი ყოველთვიურად 25 გ-ს
მატულობს. ოთხნახევარი, ხუთი თვისა – წონაში ორმაგდება, წელიწადში –
სამმაგდება. მომდევნო ასაკში ადამიანის წონა ინდივიდუალურ თავისებურებებზეა
დამოკიდებული, კერძოდ, ორგანიზმის ფორმირებასა და საყოფაცხოვრებო
პირობებზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდში გოგონები თავიანთი ასაკის
ბიჟუნებზე მეტს იწონიან, ხოლო სქესობრივი მომწიფების წინა და მომდევნო ასაკში
ვაჟები უსწრებენ გოგონებს. 25-40 წლის ასაკი სტაბილური წონის პერიოდია. ამ ასაკის
საშუაკო წონა მამაკაცებში 64, ხოლო ქალებში 56 კგ-ია. 40-55 შორის პერიოდში
ადამიანის წონა საგრძნობლად მატულობს, ხოლო 55-60-ის შემდეგ, ქსოვილებში
მიმდინარე ატღოფიული პროცესებს შედეგად, რამდენიმე კგ-ით კლებულობს.
ორგანოებისა და ქსოვილების წონითი შეფარდებაიცვლება ორგანიზმის
განვითარების პროცესში. ზრდასრული ადამიანის წონითი შეფარდება სქესის
მიხედვითაც განსხვავდება. მაგ., ადამიანის კუნთები მისი სხეულლის 42%-ს
შეადგენს, ძვლები – 18%-ს, ცხიმოვანი სხეული – 12%-ს, ქალისა: კუნთები – 36%-ს,
ძვლები – 16%-ს, ცხიმოვანი ქსოვილი – 24%-ს.
ადამიანის წონა პათოლოგიური მდგომარეობითაც იცვლება. მამაკაცებს
ზედმეტი კვებით, ნივთიერებათა ცვლის და შინაგანი სეკრეციის ფუნქციის მოშლით,
სითხის შეკავების დროსლ კლებულობს მწირი და უხარისხო კვებისას, საჭმლის
მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დაქვეითებისას, ავთვისებიანი
წარმონაქმნების, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლისდარღვევისას, აგრეთვე
ნერვული სისტემისზოგიერთი დაავადების შემთხვევაში.

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია – პოლიტიკური მანიფესტი,


მიღებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის პირველ დღეებში დამფუძნებელი
კრების მიერ 1789 წლის 26 აგვისტოს. მანიფესტის იდეური წყარო ფრანგი
განმანათლებლების ფილოსოფია გახდა. შედგებოდა მოკლე შესავალი ნაწილისა და
17 პუნქტისაგან. დეკლარაციით, ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი
და თანასწორუფლებიანნი; აღიარა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ადამიანისა
და მოქალაქის ბუნებრივ, შეუვალ უფლებად თავისუფლების, საკუთრების,

11
დესპოტიზმის წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების პრობლემები გამოცხადდა.
დეკლარაციამ წმიდად და ხელშეუხებლად გამოაცხადა კერძო საკუთრება.
დეკლარაცია ადგენდა კანონს, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულებას და
ყველა მოქალაქეს უფლება ეძლეოდა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით
მონაწილეობა მიეღო მის გამოცემაში. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ
მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით,
საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო. დეკლარაცია ახალი კლასის –
ბურჟუაზის ინტერესების გამომხატველი გახლდათ და იგი ფეოდალიზმთან
ბრძოლის საპროგრამო დოკუმენტად იქცა XVIII-XIX ს.ს-თა მიჯნის საფრანგეთსა და
ევროპის სხვა ქვეყნებში. დეკლარაციის ძირითადი დებულებები შესავლის სახით
საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციაში შევიდა.

«ადამიანური კომედია» («La comedie Humaine) – ონორე დე ბალზაკის (იხ.)


პროზაული ციკლი, შედგება სხვადასხვა ჟანრის (რომანები, მოთხრობები, განსჯა-
ტრაქტატები, იგავები) 91 ნაწარმოებისაგან. ამ ციკლის შედგენა ბალზაკმა ძალზე
ადრე დაიწყო – მოწაფეობის პერიოდიდან, როცა ფსევდონიმებით გამოსცემდა
ავანტურისტული ჟანრის რომანებს და გაასრულა 1829 წელს, 1830 წ-ს კი მწერალმა
გამოაქვეყნა ექვსი მოთხრობა (მათ შორის ტექსტი, რომელმაც შემდეგ მიიღო
«გობსეკის» სახელწოდება). ეს იყო ერთი ტომი, საერთო სახელწოდებით «სცენები
კერძო ცხოვრებიდან». 1831 წ-ს გამოვიდა «ფილოსოფიური რომანებისა და
მოთხრობების» სამტომეული, რომელშიც 30 ნაწარმოები შევიდა, მათ შორის იყო
«შაგრენის ტყავი» და მოთხრობა «უცნობი შედევრი». 1833 წ-ს ბალზაკი ხელს აწერს
კონტრაქტს გამომცემელთან, ქ-ნ ბეშესთან, – «ეტიუდები XIX ს-ის ზნეობათა
შესახებ» – გამოცემის თაობაზე. ეს თორმეტტომეული გამოცემა სამ სერიას
შეიცავდა: «სცენებს კერძო ცხოვრებიდან», სცენებს პროვინციული ცხოვრებიდან,
«სცენებს პარიზის ცხოვრებიდან». საბოლოოდ, ეს ჩანაფიქრი 1834 წ-ს გამოიკვეთა და
ბალზაკმა დაჰყო კიდეც სამ სერიად ყველა მისი ნაწარმოები, როგორც უკვე
დაწერილები, ისე აწიც შესაქმნელი: «ეტიუდები XIX ს-ის ზნეობათა შესახებ»,
მიძღვნილი კაცობრიობის სოციალური ისტორიისადმი (1834 წლის 26 ოქტომბერს
ეველინა ჰანსკასადმი მიწერილ წერილში ბალზაკი წერდა: მათში «არ იქნება
დავიწყებული არც ერთი ცხოვრებისეული მდგომარეობა, არც ერთი ფიზიონომია,
ქალისა და მამაკაცის არც ერთი ხასიათი, არც ერთი ცხოვრებისეული წესი, არც ერთი
პროფესია, წოდება, საფრანგეთის არც ერთი კუთხე, არც ერთი დეტალი, რომელიც
შეხებაშია ბავშვობასთან, მოწიფულობასთან, სიბერესთან, პოლიტიკის,
მართლმსაჯულების, ომის ჩათვლით»); «ფილოსოფიური ეტიუდები», მიძღვნილი
ყველა ამ «სოციალურ შედეგთა» «მიზეზისადმი» და «ანალიტიკური ეტიუდები»,
მიძღვნილი მსოფლიოს მოწყობის ზოგად «პრინციპებისადმი». მთელი ამ ნაგებობის
დამაგვირგვინებელი იქნებოდა ნაშრომი «კაცობრიულ ძალთა გამოცდილების
შესახებ» (ბალზაკი მას «მთელი თავისი ცხოვრების შრომას» უწოდებდა, თუმცა
დაწერა ვერ მოასწრო). 1834 წ-ს ბალზაკს გონებაში ჩამოყალიბებული ჰქონდა როგორ
შეექმნა ერთიანი პროზაული ციკლი, მისი განსაზღვრებით, ეს იქნებოდა
«დასავლეთის ათას ერთი ღამე», რომელშიც «ადამიანი, საზოგადოება და
კაცობრიობა აღიწერებოდა, განისჯებოდა და გაანალიზდებოდა». ბალზაკმა თავისი
მიზნების შესახებ პუბლიკას «ფილოსოფიური ეტიუდების შესახებ» შესავალში აუწყა
(1834 წ.), რომელიც დაწერა ახალგაზრდა ლიტერატორმა ფელიქს დევენმა ბალზაკის
უშუალო ხელმძღვანელობით. ამ გრანდიოზულ ნაგებობას აკლდა მხოლოდ საერთო
12
სახელწოდება (გრანდიოზული ნაგებობა აქ პოეტური შედარება როდია, ბალზაკი
ხშირად იყენებდა არქიტექტურულ ტერმინებს, ასე, რომ ვიქტორ ჰიუგოს ყველანაირი
საფუძველი ჰქონდა, ბალზაკისათვის «მამაცი არქიტექტორი» ეწოდებინა).
სახელწოდება «ადამიანური კომედია» (აშკარაა, იგი დანტეს «ღვთაებრივი
კომედიიდან» უნდა ამოდიოდეს) პირველად ჩნდება ბალზაკის დაუთარიღებელ
წერილში გამომცემლისადმი (საფიქრებელია, რომ ეს წერილი 1840 წელს უნდა
დაწერილიყო), შემდეგ კი ნახსენებია ეველინ ჰანსკასადმი მიწერილ წერილშიც (1841
წ. 1 ივნისი). 1842 წ-ს «ადამიანური კომედია» გამოსვლას იწყებს შ. ფიურნესა და პ. ჟ.
ეტცელის გამომცემლობაში. დასაწყისში ბალზაკი იმედოვნებდა, რომ გამოცემის
წინასიტყვაობას ვინმე მისი კოლეგათაგანი დაწერდა (მან ამის შესახებ სთხოვა შარლ
ნოდიეს და ჟორჟ სანდის), მაგრამ ვერ მიიღო რა მათგან თანხმობა, თავად დაწერა.
ფიურნემ ეს გრანდიოზული «პროექტი» წვრილ-წვრილ გამოცემებად დასტამბა და
შედეგად 1842-1848 წ.წ-ში თორმეტტომეულის ნაცვლად გამოვიდა
ჩვიდმეტტომეული. კომედიის პირველი გამოცემის მსვლელობის პერიოდში
ბალზაკი ახალ ნაწარმოებებს ქმნიდა, რომელნიც თავიანთ ადგილს პოულობდნენ
საერთო სტრუქტურაში (ასე, რომ უკანასკნელ ტომში შევიდა 1846-1847 წ.წ-ში
დაწერილი და შემდეგ «პარიზული ცხოვრების სცენებში» გაერთიანებული რომანები
– «კუზენი პონსი» და «კუზინა ბეტა»), თუმცა დიდმა მწერალმა ყველაფრის დაწერა
ვეღარ მოასწრო, რასაც მოწმობს 1846 წლის მაისში სარეკლამო მიზნით
გამოქვეყნებულ თხზულებათა კატალოგი, რომელშიც დაიბეჭდა «ადამიანური
კომედიის» შემადგენლობაში შემავალი ნაწარმოებები. კატალოგში დასახელებული
იყო 137 ნაწარმოები (იმ მომენტში დასახელებულთაგან დასრულებული იყო 87,
ხოლო 50-ის დაწერას ბალზაკი შემდეგში აპირებდა). დასაწერ თხზულებებში
შედიოდა ისეთი ნაწარმოებები, როგორიც გახლდათ: «პედაგოგიური კორპორაციის
ანატომია», «მონოგრაფია სათნოების შესახებ», «ფილოსოფიური და პოლიტიკური
დიალოგი XIX ს-ის სრულყოფილებებზე», «ერთი იდეის ცხოვრებისა და
თავგადასავლის შესახებ» და სხვ. «ადამიანური კომედიის» დამამთავრებელი
სტრუქტურა ასე გამოიყურებოდა: პირველ ნაწილში შედიოდა «ეტიუდები ზნეობის
შესახებ» (შედგებოდა ექვსი წიგნისაგან: «კერძო ცხოვრების სცენები»,
«პროვინციული ცხოვრების სცენები», «პარიზული ცხოვრების სცენები»,
«პოლიტიკური ცხოვრების სცენები», «სამხედრო ცხოვრების სცენები», «სოფლის
ცხოვრების სცენები»); მეორე ნაწილი – «ფილოსოფიური ეტიუდები»; ნაწილი
მესამე – «ანალიტიკური ეტიუდები».
ბალზაკის მთელი შემოქმედება, არსებითად, ერთი მთლიანი აზრობრივი
ორბიტის ირგვლივ ბრუნავდა და ეს აზრი მას მთელი ცხოვრების მანძილზე სულით
ხორცამდე აღელვებდა. ეს იყო სამყაროს მთლიანობის, სამყაროს ერთიანი
აგებულების აზრი. ამიტომ, ლოგიკური იყო, როცა მან რომანის – «ოქროსთვალება
ქალიშვილი» (1834-1835 წ.წ.), – დაწერამდე დაგვიხატა ერთი მეორეს მიყოლებული
სფეროები ჯოჯოხეთისა, რომელსაც ეწოდებოდა პარიზი. «ადამიანურ კომედიაში»
შეეცადა ეს ჯოჯოხეთი (თავისი სფეროებით) ფრანგულ საზოგადოებად, როგორც
ერთი და მთლიანი ტილო, წარმოესახა. ბალზაკის ამგვარ წარმოდგენა-კონცეფციას
სამყაროს სტრუქტურულ აგებულებაზე თავისი, გარკვეული გნოსეოლოგიური
ბაზისი გააჩნდა. ეს იყო ბუნების მკვლევართა – ბიუფონის, რომელმაც აღგვიწერა
«ცხოველთა სამყაროს სახეობანი» და ჟოფრუა სენტ-ილერის კონცეფცია ყოველ
ცოცხალ არსებათა შესახებ, რომლის მიხედვით ყოველ არსებას ერთი ძირი ჰქონდა

13
და განსხვავდებოდა მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, რომელსაც გარემოპირობები
აყალიბებდა. ბალზაკმა მიზნად დაისახა, გადაეტანა ეს კონცეპტუალყრი
შეხედულებანი თავის საზოგადოებაზე, რამეთუ საზოგადოება ისევე ქმნიდა და
აყალიბებდა ადამიანის სახეობის მრავალგვარობას, როგორც ბუნება (ბუნებრივი
პირობები) ცხოველებისას. განსხვავებით ზემოთ დასახელებულ მკვლევართაგან,
ბალზაკმა მოგვცა არა სახეობათა ბუნებრივი, არამედ სოციალური აღწერილობანი.
ბალზაკისეულ რომანებში არსებობენ რეალური ისტორიული პირებიც და
გამოგონილი სახეებიც. მათ მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობის გამყარებას
ბალზაკი ადრიდანვე (1834 წლიდანვე) შეუდგა, რასაც «დაბრუნებული პერსონაჟების
« დახმარებით ცდილობდა. ასე მაგ.: ბანკირი ნუსინგენი «ადამიანური კომედიის» 31
ნაწარმოებში მოქმედებს, ექიმი ბიანშონი – 29-ში, დენდი და პოლიტიკოსი დე მარსე
– 27-ში, «პარიზის დამპყრობი» რასტინიაკი – 25-ში და ა.შ.
«გამჭოლ» გმირთათვის, რომლებიც ერთი ნაწარმოებიდან მეორეში გადადიან,
ბალზაკმა გაითვალისწინა კიდეც აუცილებლობა – დაერთო «ბიოგრაფიული
საძიებელი, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემდა მოეხდინა ორიენტირება ამ
უსასრულო ლაბირინთში» (წინასიტყვაობა რომანისა «ევას ქალიშვილი»). ბალზაკი
მყარად იდგა იმ აზრზე, რომ «ადამიანურ კომედიაში» წარმოდგენილი იყო ყველა ის
სოციალური და ფსიქოლოგიური მრავალფეროვნება ადამიანებისა, რომლებიც კი
არსებობდნენ ქვეყნად. მისმა ახლო ნაცნობმა, ფერდინანდ დე გრამონმა 1839 წ-ს,
ჰერალდიკური მეცნიერების ყველა წესის დაცვით, ბალზაკისეულ გმირთა 55
საგვარეულო გერბიც კი დახატა. ბალზაკის, რომელიც თავის თავს უმალ
თანადროული საზოგადოების მდივანს უწოდებდა, ვიდრე ისტორიკოსს, ერთ-ერთი
მიზანი XIX ს-ის საფრანგეთის ზნეობის წიგნის შექმნა გახლდათ. და ეს დავალება მან
ბრწყინვალედ აღასრულა. «ადამიანური კომედიის» წაკითხვის შემდეგ ამომწურავი
წარმოდგენის მიღება შეგიძლიათ, თუ როგორ მოქმედებდა ფრანგული იუსტიცია,
რას წარმოადგენდა პარიზის ლიტერატურული და საგაზეთო სამყარო, როგორ
მუშაობდა იმპერიის საიდუმლო პოლიცია, რესტავრაციის ეპოქაში როგორ
ხლართავდნენ ინტრიგის აბლაბუდებს ეკლესიის მოღვაწენი და ა.შ. და ა.შ. ასე, რომ
ამგვარი გარეგნული აღწერილობის გამო, კრიტიკოსები ხშირად წამოაძახებდნენ
მეწვრილმანეობას, თუმცა ბალზაკისათვის ადამიანის გარეგნობა შემთხვევითი
გარსი, თავისებური დამღა-ნიშანი იყო, რომლის იქით და მიღმა ღრმა აზრი
იმალებოდა. და მწერალიც ჰაბიტუსით გამოიცნობდა ხოლმე პიროვნებათა
ხასიათებს. ბალზაკი ამ მხრივ დაჯერებული მიმდევარი გახლდათ შვეიცარიელი
სწავლულის ლაფატერისა, რომელმაც შექმნა ფიზიოგნომიკა – მეცნიერება
ადამიანის ხასიათისა და მისი გარეგნობის კავშირის შესახებ. ასე რომ, ყოველი
მატერიალური დეტალის (სახის, ჟესტის, ქცევის, სამოსლის) მიღმა მიმალული იყო
აზრი, არსი, იდეა. და, უფრო მეტიც, ეს ფასეული და იდუმალი იდეა თუ ვნება
მართავდა მისი «ადამიანური კომედიის» ყოველ გმირს, განაპირობებდა ამ გმირთა
ამა თუ იმ საქციელს და, ადრე თუ გვიან, დააჯახებდა მას სოციალურ პირობებთან,
წარმომავლობასთან, პროფესიასთან. საქმე ის გახლდათ, რომ ბალზაკის და მისი
საყვარელი გმირების მტკიცებით, თვით იდეები სრულიად მატერიალურ ძალებად,
ფლიუიდებად წარმოიდგინებიან, რომლებსაც ორთქლზე ან ელექტროენერგიაზე
არანაკლები ენერგიები გააჩნიათ. ყველაზე თვალსაჩინო გამოხატვა იდეის
მატერიალურობისა ბალზაკმა «შაგრენის ტყავში» მოგვცა, სადაც გმირის ნებისმიერი
სურვილი, თუნდაც გამოუთქმელი, იმდენად გამატერიალურებულია, რომ უმალვე

14
ამცირებს ჯადოსნური ტყავის ნაგლეჯს და მასთან ერთად, გმირის სასიცოცხლო
ძალასაც და სივრცესაც. ბალზაკის ეს სიმბოლიკა ხაზგასმაა იმისა, რომ შესაძლოა
იდეამ პიროვნება, განურჩევლად სოციალური და ეკონომიკური სტატუსისა,
დაღუპვამდეც მიიყვანოს. მისი თანამედროვე კრიტიკოსები ბალზაკს ხშირად
ადანაშაულებდნენ ამორალიზმში, იმაში, რომ იგი სიამოვნებით და წადიერად
გვიხატავდა ცოლ-ქმრულ ღალატებს, არაკანონიერი და უზნეო ვნებების
გეიზერისებურ ამოფრქვევებს, მაგრამ თუ დიდი მწერლის ტილოების სიღრმისეულ
შრეებში ჩავიჭვრიტებით, ვიგრძნობთ, რომ ბალზაკი მთელს თავის «ადამანურ
კომედიაში» უფრო მორალურია, ვინემ ამორალური. საკუთარი ვნებების
დასაოკებლად ადამიანებს სჭირდებათ ნებისყოფა, რისი დახმარებითაც ადამიანი
საკუთარი არსებიდან გამოაძევებს, გამოანთხევს იდეებს. სწორედ ამ ნებისყოფაზე –
ამ «შენადედი» და «ლეკერტი» ძალის ქონა-არქონაზეა დამოკიდებული გმირის ბედი,
გმირის ნებისმიერი – ცუდი თუ კარგი, ამაღლებული თუ დაცემული, –
მდგომარეობა. სწორედ ეს განასხვავებს პროვინციიდან ჩამოსულ რასტინიაკს («მამა
გორიო») და ლუსიენ და რიუბამპრეს («გამქრალი ილუზიები»), ანდა ვიქტორიანელ
დე ეგრინიონს («სიძველეთა მუზეუმი») ერთმანეთისაგან. ასე, რომ ბალზაკისეული
გმირები ორ ძირითად ჯგუფად იყოფიან – ისინი, ვისაც აქვს ნებისყოფა და ამიტომ
ქმედების უნარიც და ისინი – ვისაც არა აქვს ნებისყოფა და, შესაბამისად,
მოქმედების თავი და განწირულნი არიან დაცემისა და განადგურებისათვის. თუმცა
ბალზაკი ცალმხრივად არაფერს აშუქებს. მწერალი აღიარებს, რომ ძლიერ
ნებისყოფასაც ახლავს თავისი წილი ზადი და უარყოფითობა – იგი საშიშიცაა,
რადგან თავის თავში ნგრევის თვისებებსაც ატარებს (ამგვარი ნებისყოფის
მატარებელია კატორღელი ვოტრენი რომანიდან «მამა გორიო» და «კურტიზან ქალთა
ბრწყინვალება და სიღატაკე»).

ადამიანური სული – ზოგიერთი ფილოსოფიური თეორიის თანახმად, სულები


არსებობდნენ მიწიერი ცხოვრებისგან განცალკევებულად და ცხოვრებისკენ
მიიზიდებოდნენ ავხორცობის მომნუსხველობისა და მომაჯადოებლობის, ანუ
ვენუსის (ვენერას) ძალით. სულები დაფრინავდნენ და დაფარფატებდნენ დედამიწის
ირგვლივ, როგორც პეპლები სინათლის გარშემო (ბერძნული სიტყვა « პსყცჰე»
ერთდროულად ნიშნავს «სულსაც» და «პეპელასაც»). თუკი ძალზე
მიუახლოვდებოდნენ დედამიწას, მაშინ ვეღარ ახერხებდნენ მისგან თავდაღწევას
(გაქცევას) და განწირულები ხდებოდნენ სიცოცხლისათვის (სასიცოცხლოდ). ისინი
ცდილობდნენ დაწაფებოდნენ სიცოცხლის ფიალას, ფიალას ბახუსისას და, როგორც
კი მათი ბაგეები შეეხებოდნენ წმიდა ნაყენს, ისინი სხეულებში ივანებდნენ
(სახლდებოდნენ). «შერწყმა სულისა და მოკვდავი სხეულისა, – ამბობდა კრიოზერი,
– რამდენიმე მიზეზით წარიმართებოდა. სხვადასხვა მიზეზი მათ დაბალი
სფეროებისკენ უბიძგებდა. ერთნი ეშვებოდნენ მატერიალურობაში, რადგან ისინი
არასდროს ყოფილან იქ და იმიტომაც, რომ ისინი საჭირონი იყვნენ მსოფლიოს
ეკონომიკის გასამყარებლად (შესაკავებლად). ესენი ახალი და ე.წ. გამოუცდელი,
გამოუწაფი სულები იყვნენ. სხვები კი იმიტომ იყვნენ ჩაგზავნილნი სხეულებში, რათა
გამოესყიდათ ადრინდელი შეცდომა-შეცოდებანი და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც
ნებაყოფლობით ეშვებოდნენ მიწისკენ ჩამავალ სპეციალურ გასასვლელში. ეს
გასასვლელი სარკის გავლით გადიოდა, რომლიდანაც სულები იმზირებოდნენ
(საქართველოში დღესაც არსებობს წესი – ოჯახში, სადაც მიცვალებული ასვენია,

15
სარკეებს ფარავენ, რათა სარკეებში არ ჩარჩეს მათი მიუსაფარი მზერა და აჩრდილი).
ეს ის სარკეა, რომელშიც ჩაიხედა დიონისემ, მანამ, ვიდრე ინდივიდუმებს შექმნიდა.
როგორც კი სულები თავიანთ სახეს დალანდავენ სარკეში, მათ ვნებიანი სურვილი
მოიცავთ – დაეშვან დაბლა და შეერწყან ამ ინდივიდუმებს. სულები, რომელთაც
სწყურიათ საკუთარი სიცოცხლე, ტოვებენ ციურ სამშობლოს და ეშვებიან ახალი
ბედის საძიებლად. იგემეს რა ჯადოსნური სითხე ლიბერ-პატერის (იხ.) თასიდან,
ისინი თანდათან ივიწყებენ თავიანთი წარმომავლობას და ეს დავიწყება ბიძგულობს
მათ სხეულებთან შესარწყმელად. მათგან საუკეთესონი უფრთხილდებიან
დამღუპველ ნაყენს, რომლის მაცდუნებელი ძალა მიდენის მათ მიწისაკენ. თუმცა მათ
შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ ძალუძთ წინააღმდეგობის გაწევა. ყველაზე
ღირსეულნი ნაყენს ზომაზე სვამენ და ერწყმიან გენია-მცველებს, რომელნიც
დანიშნულნი არიან მათ გამცილებლებად მიწისაკენ დაღმავალ გზაზე. სხვანი კი,
სავსე თასებს ცლიან და ეს მიწიერი სამყარო, რომელიც სინამდვილეში
ჩამობინდული გამოქვაბულია, უმშვენიერესად ეჩვენებათ.
დიონისეს მღვიმით ჯადოქმნილნი და ტკბობით დატყვევებულნი, რომელიც
სიმბოლოა გრძნობიერი და ვნებიერი სამყაროსი, აქ ეძიებენ თავდავიწყებას»
(კრიოზერი). «ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, – ამბობს ციცერონი, –
სინამდვილეში ნამდვილი სიკვდილია, რამეთუ სული ჩვენი, სიცოცხლეს იწყებს
მხოლოდ მაშინ, როცა სხეულებრივი გარსიდან გათავისუფლებული შეაღწევს
მარადისში. ძველი ტრადიციები გვასწავლიან, რომ სიკვდილი გვსტუმრობდა
ღმერთთა ბრძანებით, როგორც ჯილდო მათთვის, რომლებიც მათ უყვარდათ»
(ციცერონი).

«ადამიანური ურთიერთობების» თეორია – იგი არსებითად ამუშავებს


ღონისძიებათა პროგრამას. მაგ: მუშების მონაწილეობას მონოპოლიების მოგებაში,
აქციების შეძენას, ჯგუფურ დაზღვევას, მეწარმეების მიერ მუშების ოჯახების
მოხილვას, დასაჩუქრებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას და ა. შ.

ადამიიათა – XX ს-ის ე.წ. «შავი პერიოდის» მოღვაწე ირანელი მწერალი («შავი


პერიოდი» – სახელწოდება დაკავშირებულია რეზა-შაჰ ფეჰლევის (1925-1941 წ.წ.)
სახელთან. ადამიიათა ეკუთვნოდა ირანელ მწერალთა იმ ფრთას, რომელიც
ემხრობოდა რეზა-შაჰ ფეჰლევის სამხედრო-დიქტატორულ რეჟიმს. ეს ფრთა
გამოირჩეოდა უკიდურესი ნაციონალიზმითა და პანირანისტული სულით.
მოთხრობაში – «ტანგესტანის გმირები» ადამიიათა აცოცხლებს ახლო წარსულის
მოვლენათა სურათებს. კერძოდ, სამხრეთ ირანის ინგლისელ ინტერვენტთაგან
ოკუპაციის პერიოდისას. ნაწარმოებში განდიდებულია ხანთა და მემამულეთა
პატრიოტული ღვაწლი, სამშობლოს გათავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაში. მოთხრობის ბოლო ნაწილი ღია
პანეგირიზმია, მიძღვნილი ეროვნული გმირის – რეზა-შაჰისადმი.

ადამის ანბანი – ყველა ენათა მითური და წინარე ანბანის ერთ-ერთი ვარიანტი,


ჰიპოთეტიკური, ე.წ. ნოსტრატული ანბანი (იხ. ნოსტრატული, ნოსტრატული ენა),
რომელშიც, თითქოს გონების (სამყაროს ჭეშმარიტებათა) ყოველგვარი გამოვლინების
შესაძლებლობანი იყოს კოდირებული. ამ ანბანის ირგვლივ არსებულ მისტიკურ-
ფილოსოფიურ განმარტებათა გარდა, ასო-ნიშნები გამოსახული უცნობი მოქანდაკის
მიერ, აღიქმებოდა და მიიღებოდა, როგორც უძველესი ასტროლოგიური ალქიმიური

16
პირობითი ნიშნები. მაგ: ძ – »მარსის ასო-ნიშანი», პირობითი აღნიშნვა – «რკინა»,
«ნაღველი»; ჭ – «სატურნის ასო-ნიშანი» – «ტყვია», «ელენთა» (ასევე F); N –
აზოტი, ბუნების, როგორც შემქმნელის პრინციპი – «მერკურის ასო-ნიშანი»,
«ასტრალური სხეული» (მატერიის თვისებათა ერთობლიობა) – «ვერცხლისწყალი»
და «ფილტვები»; ქ – რიცხვი 90; პ – რიცხვი 9 და. ა. შ. ეს სიმბოლოები კარგად იყო
ცნობილი რენესანსის მეცნიერებისათვის – ფილოსოფოსების, ფიზიკოსების,
მათემატიკოსების, მედიცინის, ქიმიისა და სხვა დარგების სპეციალისტთათვის.
ერთია მხოლოდ, ამ ანბანს არავითარი კავშირი არ აქვს ბიბლიურ ადამთან.

ადამის ვაშლი – დაკავშირებულია პირველ ადამიანთან – ადამთან. იგია


ნაყოფი ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც გველ-სატანას რჩევით
მოსწყვიტა ევამ და შესთავაზა ადამს. ადამის ვაშლი იგივე უფლისაგან აკრძალული
ნაყოფია, რომელიც არც ადამს და არც ევას არ უნდა ეჭამა. დაარღვიეს რა პირობა და
იგემეს რა ედემისეული (სამოთხისეული) ვაშლი, იმავე წუთს დაკარგეს სამოთხე,
ხოლო ნაკბეჩი ადამს ყელზე დაადგა. ამიტომ აქვთ, უფრო სწორად, ემჩნევათ,
უმეტესად მამაკაცებს ხვინჩი – ამობურცული ყელზე (იხ. «ადამის ძირი»)

ადამის თავი – თავის ქალის გამოსახულება, რომელზეც ერთი-ერთმანეთზე


განლაგებული ძვლების ჯვარი დევს. ამგვარი გამოსახულება ადრე სააფთიაქო
ეტიკეტიკაში იხმარებოდა. უფრო ძველად გამოისახებოდა სქიმიტების სამოსელზე
(იხ. სქიმა, სქიმები).

ადამის პიკი – მთა კ. ცეილონის შიდა პლატოზე (ზღვის დონიდან 2260 მ.).
სინგალეზები მას «სამანალა კანდ»-ს («ღმერთ სამანის მთა») ეძახიან. Mპიკის
მოტიტვლებულ თხემზე პატარა ტაძარი დგას. მის ქვეშ კლდეში ჩაღრმავებაა,
რომელიც ფორმით გოლიათის ნატერფალს გვაგონებს. ბუდისტები ამ ნაკვალევს
«შპირადა»-ს – «ბედნიერების ნაკვალევს» უწოდებენ, რამეთუ იგი ბუდას
ნატერფალად მიაჩნიათ. ბრაჰმანები – ვიშნუს, შივისტები – შივას ნაფეხურად
მიიჩნევენ. მუჰამედის მიმდევრები ამ ანაბეჭდს ადამის ნაფეხურად მიიჩნევენ,
რომელიც აქ 1000 წლის მანძილზე ცალფეხზე მდგარი, დასტიროდა სამოთხიდან მის
გამოძევებას და ევასთან გაყრას (ზოგი ვერსიით მიჩნეულია 200 წელი).

ადამის ტაძარი (ქააბა) – პირველი ტაძარი დედამიწის ზურგზე. არაბული


ლეგენდების მიხედვით მდგარა ზამზამის წყაროს ახლოს. სწორედ ეს ადგილი უჩვენა
ჯაბრაილმა (არქანგელოზი გაბრიელი) იბრაჰიმსა და ისმაილს (აბრაამსა და ისმაილს)
ახალი ტაძრის ასაგებად. მთავარანგელოზი თავად ეხმარებოდა მამა-შვილს და
უხსნიდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო იგი – ზუსტი ასლი ადამის ციური ტაძრისა,
რომელიც ადამის სიკვდილის შემდეგ ისევ ცად იქნა გადატანილი.

ადამის ძირი (ლათ. თომმუს ცომმუნის ჩვეულებრივი თამუზი, დუმუზი) –


დისკორიდული ოჯახის მცენარე, იგივე ღვარჭნილა, პავონია, ფარშევანგა. ხე-მცენარე
ორლებნიან ბალბისებრთა ოჯახიდან. დისკორიდული ეწოდა ძველი ბოტანიკოსის,
დისკორიდესის სახელის საპატივცემოდ. ადამის ძირი, როგორც უკვე აღინიშნა, იგივე
ჩვეულებრივი თამუზია.

17
ადამის ძირს აქხს თავისებური რელიგიური სიმბოლიური დატვირთვაც: ჩვენ,
ყოველი ჩვენგანი, ვკვდებით ადამში და აღვსდგებით იესო ქრისტეში – ეს დოგმაა.
პარალელი კი ადამსა და მაცხოვარს უამრავი ეძებნება (იხ. ადამი). ამიტომ ბევრ
რამეში მჟღავნდება ადამის, როგორც ქრისტეს პროტოსახე. ადამი დაკრძალულია
გოლგოთას მთაზე, სადაც, ასევე, სიკვდილს შეერწყა მაცხოვარი. ჯვარცმული
სხეულიდან გადმომდინარე სისხლი, რომელიც ეპკურება ადამის თავის ქალას (ან
ჩონჩხს), სიცოცხლის სუნთქვას იღებს. სიმბოლურად ეს იშიფრება ადამის, როგორც
სიცოცხლის ძირის (პირველი ადამიანის) აღორძინებად არსად (მაცხოვრის მიერ).
ამიტომ მცენარის – ადამის ძირის სახელწოდებაც გადატანითი, სიმბოლური
მნიშვნელობით უნდა გავიგოთ და უნდა მივიღოთ ისე, როგორც სიცოცხლის ძირის
განახლება.

«ადამის ხიდი» – მეჩეჩთა და მარჯნის კუნძულთა ჯაჭვი ინდოსტანის


ნახევარკუნძულსა და შრი-ლანკას შორის (სიგრძე 30 კმ.). მუსლიმური ლეგენდები
მოგვითხრობენ, რომ პირველი ცოდვის ჩადენის შემდეგ ღმერთმა კაცობრიობის
პირველი წყვილი ედემიდან გამოასახლა და მიწაზე ჩამოჰყარა. სასჯელად ესეც არ
აკმარა და ადამი და ჰავა (ბიბლიით ევა) ერთმანეთს გაჰყარა. ადამი შრი-ლანკაზე
აღმოჩნდა გადასახლებული, ევა კი მეწამული ზღვის სანაპიროებზე (იხ. ევა). ადამს,
ასევე ლეგენდის თანახმად, კუნძულ შრი-ლანკადან მეჩეჩებისა (თავთხელებისა) და
მარჯნის კუნძულთა ამ ჯაჭვით ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, ანუ მატერიკზე
გამოუღწევია და 200 წლის განშორების შემდეგ მკვდარი ზღვის მიდამოებში
შეხვედრია ევას. ადამმა და ევამ პირველად სწორედ აქ «შეიცნეს» ერთმანეთი. ამიტომ
ამ ჯაჭვს ადამის ხიდად მოიხსენიებენ.

ადამისეული მიწა (ალქიმ.) – სახელდებულია (წოდებულია) «ოქროს წმიდა


ზეთად» ანუ «პირველსაწყის ელემენტად» ალქიმიაში. ეს მხოლოდ ნაბიჯიღაა
პირველქმნილ ელემენტისგან.

ადამიტები – ბიბლიის თანახმად: პირველ შექმნილი ადამიანები, ადამის


კაცობრიობა, ანუ ადამიტები (ქართულად ადამიანები). არის ტენდენცია, სიტყვა
«ადამიტები» წავიკითხოთ როგორც «ადის შვილები» (საფიქრებელია, რომ
ინდოევროპულში არსებული სიტყვა «Ад», იგივე ჯოჯოხეთი, აქედან მოდიოდეს,
რომელმაც ჯოჯოხეთის დღევანდელი გაგებით ფუნქცია და შინაარსი შემდგომ
შეიძინა, მანამდე კი ადის, ანუ ადამიტთა მიწად, ადამატთა ქვეყნად უნდა ყოფილიყო
მოაზრებული). სიტყვა «ად»-ის გასაშიფრად საუკეთესო ვარიაციას იძლევა ძველი
მითოწარმოდგენები (დაწვრილებით იხ. ჯოჯოხეთი). მაგ., «ედაში» «ად»
(ჯოჯოხეთი) – «ნიფლჰეიმ» არის მჭიდრო მატერიის ოლქი (სფერო, სივრცე,
ადგილი), სადაც ახალი სამყაროს მასალა ყალიბდება ძველი სამყაროს
ნამუსრევებისაგან; ესაა სინმარის ქვაბი, რომელშიც განთავსებულია «დედა-
მატერია»; ესაა მაჰაიანისტური ბუდიზმის «თსიტიგარჰარაია» – ადგილი
თანაგრძნობიერი სიყვარულისა; ანტიკური ჰადესი თავისი სამი დონით:
ასფოდელიით, ელისეის მინდვრებით და ტარტაროსით. ფაქტობრივად, ყოველივე
ზემოთთქმულიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანაა შესაძლებელი – უფალმა
ედემიდან გამოძევებული ადამი და ევა ჯოჯოხეთში გადმოყარა, უფრო
დაზუსტებით – ანტიკური ჰადესის პირველ დონეზე – ადგილსა
განსაწმენდელისასა (Lიმბო), სადაც სულები განწირულნი იყვნენ მარადიული
18
პილიგრიმობისა და ხეტიალისთვის, რაც გახლდათ ფორმა მიზღვისა ცოდვათა გამო.
ადამიტები ატლანტიდებადაც (იგივე ადლანდიდები) იშიფრება. ადამის შვილები –
ადამიტები იყვნენ: აბელი, კაენი და შეთი. კაენმა აბელის მოკვდინების შემდეგ უმალ
დატოვა შეთის ქვეყანა და სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, ვიდრე ნოდის
ქვეყანაში არ ჩავიდა. წიგნი «ადამის მონანიება», – კაბალისტური ტრადიციის
გასაღები წიგნი, – ქარაგმულად და მინიშნებებით გვეუბნება იმის შესახებ, თუ
როგორ გაანადგურეს ერთმანეთი ადამის შვილებმა – აბელმა, როგორც გონების
სიმბოლომ და კაენმა, როგორც უხეში ძალის განსახებამ. ამის შემდეგ მთელი
უფლება, რა თქმა უნდა, მესამე ძის – შეთის ხელში გადავიდა. შეთი ცნობილია
როგორც ოკულტური მეცნიერების ფუძემდებელი. მას ნება დაერთო მიწეულიყო
მიწიერი სამოთხის კარიბჭემდე და არ შეეჩერებინა იგი ცეცხლის მახვილოვან
ანგელოზს. მან მიიღო უფლის სახელის საიდუმლო და წმინდა ისტორიის ფარული,
იდუმალი აზრი (მნიშვნელობა). შეთის შთამომავლობამ, წმინდა ქურუმ ნოეს სახით,
გაუძლო სერიოზულ სულიერ გამოცდას, რაც წარღვნის ისტორიით გამოიხატა.
ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, წარღვნამ გაანადგურა თუ არა კაენის
შთამომავლები. კაენის შთამომავლობა, განდევნილი ნოდის მიწებზე, რომლებიც
ედემის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ასევე გადაურჩა წარღვნას. ამგვარად,
ბიბლიის ცნობით წარღვნას გადარჩენილ ნოეს და მის შვილებს – ძმებს – სემს, ქამსა
და იაფეტს ემატება კაენის შთამომავლობაც. ბიბლია მოწმობს წარღვნამდელ
ადამიანთა – «ღვთის შვილთა» არსებობას, რომლებიც «ძლიერნი და ოდითგან
სახელოვანნი» (დაბადება, 6:4) ყოფილან. ეს იყო გიგანტთა რასა, რომელთანაც
იუდეველთა შეხვედრა ქანაანის მიწაზე შემდგარა: «იქ ვიხილეთ ჩვენ გოლიათნი,
ძენი იაკობისნი, გოლიათთა მოდგმიდან» (რიცხვნი, 13:34). ეზეკიელი მათზე ამბობს,
როგორც ძლიერ და ყოფილ «საშინელებებზე ცოცხალთა მიწაზე» (ეზეკ. 32:27).
კაცობრიობის გენეალოგია, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც წარღვნის შემდეგ დაიყვეს
მიწები, ბიბლიის მიხედვით მოიცავს სამ მონათესავე რასას: სემიტებს, ქამიტებსა და
იაფეტიტებს, რომლებიც დასაბამს ნოეს სამი ძის – სემის, ქამისა და იაფეტისაგან
იღებენ; სამი რასის – შავის, ყვითლის და წითლის ნაშიერთ (ზანგები, ჩინელები,
იაპონელები, ამერიკისა და ავსტრალიის მკვიდრი აბორიგენები, ასევე ფინელები და
ლაპლანდიელები) ისტორია წარღვნასთან არ აკავშირებს. აქედან გამომდინარე,
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ბიბლიაში არაა დადასტურებული, რომ ევროპა,
აფრიკა, აზია, ამერიკა, ავსტრალია დიდი წარღვნით იავარქმნილიყოს. ეს მათ
შესაძლებლობას აძლევთ, წარღვნა, რომელმაც გაანადგურა მთელი კონტინენტის
მოსახლეობა და რომლის შემდეგ გადარჩა მხოლოდ წმიდა ქურუმ ნოეს
შთამომავლობა, დაუკავშირონ მხოლოდ და მხოლოდ ატლანტის. ატლანტისის
მითის შესაბამისად, წარღვნამდელი კაცობრიობა მოიხსენიება ატლანტებად
(ადლანდებად), რომლებიც მკვიდრობდნენ ატლანტისზე (ადლანტისზე), ანდა
პრაადამიტებად და მათში ხედავენ წინამორბედთ, პირველწინაპართ სემიტურ-
თურანული, არიული (ინდოევროპული) რასებისას. სანსკრიტზე ადიმ ნიშნავს
«პირველს». ადონი იყო სახელი ერთ-ერთი უზენაესი ფინიკიური ღმერთისა,
საიდანაც წარმოსდგა ადონაი, ადონისი. ეგვიპტურ მითოლოგიაში არ არის მითი
წარღვნის შესახებ, თუმცა ეგვიპტელებმა სხვებზე უფრო სრულად შემოგვინახეს
ცნობები ატლანტისის შესახებ და თავიანთ თავს ატლანტური ცივილიზაციის
პირველ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ეგვიპტელებს ზოგჯერ იხსენიებენ
«ატლანტისის შვილთაგან ყველაზე უხუცესებად ძველ სამყაროში». ეგვიპტის

19
მითოლოგია ზოგ მკვლევარ-მეცნიერისთვის ატლანტიდის რელიგიასთანაა
ასოცირებული. როგორც ცნობილია, დამწერლობის შემქმნელი ეგვიპტური
პანთეონის პტახი უცხო წარმომავლობის ღმერთი გახლდათ. პირველი ეგვიპტელი
ფარაონის – მენესის სახელი (ფარაონი, რომელმაც მემფისში ტაძარი აუგო პტახს),
ასევე ასოცირდება მენეზუსთან – პოსეიდონისა და კლიტოს ერთ-ერთი ვაჟის
სახელთან. ყველასთვის ცნობილია, რომ ეგვიპტელები თავიანთი ისტორიის
ადრეულ პერიოდიდანვე ეთაყვენებოდნენ მზეს და პლანეტებს. მათი უზენაესი
ღმერთი პტახი რას – მზის ღმერთის მამა გახლდათ, რომელმაც მზის ქვეშეთის
სამყაროც შექმნა. ეგვიპტელთა უძველესი წიგნი – გამონათქვამები «პტა-ხეტების», –
გვამცნობს ერთღმერთიანობის რწმენის შესახებ, რომელიც მიღებული იყო ამ
ქვეყანაში (ე.ი. ძველ ეგვიპტეში). რწმენას ერთღმერთიანობის შესახებ უკავშირებენ
ისეთ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციის მემკვიდრეობას, როგორიც იყო
ატლანტისური ცივილიზაცია. თვლიან, რომ სწორედ ეგვიპტელებმა, – უძველესმა
მემკვიდრეებმა ადლანტთა, – გადასცეს ებრაელებს ერთღმერთიანობის უდიდესი
იდეა, რომელიც ებრაელებმა ათასწლეულები გამოატარეს და გადასცეს
ქრისტიანობას. არის ტენდენციაქართული, ფინიკიური, ინდური, ბერძნული,
სპარსული, სკანდინავიური პანთეონის ღმერთების ატლანტურთან დაკავშირებისა.
ინდური მითოლოგიის ნათელი მზის ღმერთები – ადიტები (ადიტის –
უსაზღვროების ვაჟები) ყველაზე უძველესნი არიან. მათ სემანტიკურად
ადლანტებთან აკავშირებენ. «შატაპატჰა-ბრაჰმანას» თანახმად, ადიტები თორმეტნი
არიან. ისინი სამყაროს მცველები გახლავთ, ზნეობრივად მოტივირებულნი, ფლობენ
უსაზღვრო შესაძლებლობებს, არ სძინავთ. ადიტები იყვნენ: ვარუნა – ოკეანის
ღმერთი, ჭეშმარიტების მცველი, რომელიც ანიჭებს მოძრაობას მზეს, სურია – მზის
ღმერთი და თვით მზეც. ცნობილია, რომ ადლანტებიც მზისთაყვანისმცემლები
ყოფილან. უძველეს საქართველოში უზენაესი ქალღვთაება, სამყაროს დედა მზეა
(მეგრ., სვანურად ბჟა). ძველ ბაბილონში უპირველესი სათაყვანებელი ღმერთი
სინათლის ღმერთი – ბელი იყო; ფინიკიელები თაყვანს სცემდნენ ბაალ-შამონს –
ცისა და სინათლის ღმერთს; რამა – მზის ღმერთი ინდოეთში; ირლანდიელთა
მთავარი ღმერთი ბელ თუ ბაალ, როგორც ფინიკიელთა ბაალ-შამონი, იყო მზის
ღმერთი. წმ. პატრიკამდე ირლანდიელები მზისთაყვანისმცემლები იყვნენ. სპარსთა
სიკვდილის ღმერთი იჰიმა (იიმა) – შუქმოსილი იყო, ოქროს საუკუნის გამგებელი
და სამოთხის შემქმნელი, რომელიც დასავლეთში მდებარეობდა. ფინიკიელთა და
ბერძენთა ტრადიციაც სამოთხეს შორეულ დასავლეთში მოიაზრებდა, ისე, როგორც
ჰესპერიდების ბაღს, ე.ი. იქ, სადაც პლატონი განათავსებდა ატლანტისს. ბაბილონელი
ქურუმი და ისტორიკოსი ბეროესი, რომელიც ცხოვრობდა ალექსანდრე დიდის
ეპოქაში, მოგვითხრობს ადამიან-თევზზე – ოანესზე, რომელიც ბაბილონში
გამოჩენილა და იქაურთათვის უსწავლებია წერა და უზიარებია ისინი ხელოვნების
სხვადასხვა სახეობასთან. – ტაძრისა და სახლის მშენებლობასთან,
მიწათმოქმედებასთან; მათთვის ასევე უსწავლებია კანონთა შედგენა და მიუცია
ძირითადი გეომეტრიული ცოდნა. «მოკლედ, მან ასწავლა მათ ყველაფერი, რამაც
მათი ზნეობა აღამაღლა და მათი კანონები გააჰუმანურა. მას შემდეგ არაფერი
დამატებია მის ინსტრუქციებს». – წერს ბაბილონელი ისტორიკოსი და დასძენს, რომ
ამის შემდეგ ბაბილონში გამოჩენა იწყეს ამგვარმა ადამიან-ამფიბიებმა. ასეთივე
როლი შეასრულა იტალიის ისტორიაში კრონოსმა (ან სატურნმა), რომელმაც
იტალიელებს ასწავლა ყოველივე, თვით ღვინის დაყენების ჩათვლით. გადმოცემანი

20
იტალიურ ცივილიზაციას ატლანტისს უკავშირებს. ბერძნულ ლეგენდებში პირველი
წარღვნის პერიოდს დაუკავშირდა ისტორია ოგიგიის – ირლანდიის წმიდა
კუნძულის შესახებ. ძველირლანდიური წყაროები გვიამბობენ ამ კუნძულის
დაპყრობის ამბავს იაფეტის ძის, მაგოგის ძეთა მიერ. კელტები თავიანთ თავს
ღმერთის წინაშე აჯანყებულ ტიტანთა რასის მოდგმად თვლიან. ეს ის ტიტანებია,
რომელთაც ბიბლია გოლიათებად (გიგანტებად) იხსენიებს. არაბების პირველი
მოსახლენი ადიტებად – ადის ძეებად იწოდებოდნენ. მათ ახასიათებდნენ როგორც
«დიად და ცივილიზებულ რასად» და აღწერდნენ როგორც მაღალ (აღნაგ) და ძლიერ
ხალხს. მუსლიმები თავიანთ დიდ წარღვნამდელ მეფედ შედ-ადს ასახელებენ – ძეს
ადისას, ატლანტისას. შედ-ადს დაუმორჩილებია მთელი არაბეთი და ერაყი. აუგია
კოლონებიანი სასახლე უმშვენიერესი ბაღით. ეს იყო ირ-ყუმი – სამოთხე,
მიმსგავსებული სამოთხეს ცისას, რომელზეც შედ-ადს მხოლოდ სმენია. ადიტები
იყვნენ არქიტექტორები და მშენებლები. არაბები დღემდე ძველ ნაგებობათა
ნანგრევებს «ადიტთა შენობებს» ეძახიან და თუ ვინმეს ან რამის უძველესობაზე
სურთ ხაზგასმა, ამბობენ: «ადივით ბებერია»-ო. ენაც კი, რომელზეც ძველი არაბეთის
მკვიდრები ლაპარაკობდნენ, ატლანტთა ენადაა მიჩნეული. ლეგენდარული სპარსი
მონარქის სახელი გახლდათ მაშაზ-ადი. მან შემქმნელისაგან მიიღო წმიდა
წერილობანი, შესრულებული ციურ ენაზე. გადმოცემით, მან თავის მეუღლესთან
ერთად, გაიარა წინა ცივილიზაციის ციკლი, დატოვა მრავალრიცხოვანი
შთამომავლობა, გააშენა ბაღი, ასწავლა ხალხს ხელოსნობა, ააგო ქალაქები და
სასახლეები. არის ტენდენცია, დედამიწაზე არსებული უძველესი ცივილიზაციები
ჩაითვალოს პრაადამიტთა ცივილიზაციის მემკვიდრეებად. ჰესიოდე წერდა
«კაცობრიობის ოქროს რასაზე, რომელიც იყო პირველი» – დროიდან ზევსისა.
წარღვნის პერიოდს უფარდებენ რკინის საუკუნეს – ბოლო პერიოდს კაცობრიობისას
ოქროს, ვერცხლის და სპილენძის საუკუნეთა შემდეგ, როცა ყოველივე ტოტალურმა
დეგრადიაციამ მოიცვა. ადამიტების თემა განეკუთვნება იდეალური კაცობრიობის
იდეას, ცის შვილთა და მზის დაღუპულ ცივილიზაციას – «ღმერთის ქალაქს»
(ავგუსტინე). ამასთან, აკავშირებენ იდუმალი (დაფარული) ცოდნის იდეასთანაც და
უწყვეტი (ურღვევი) ურთიერთობის მოძღვრებასთან – სიბრძნისა და
მემკვიდრეობითი ცოდნის მატარებლებთან.

ადამიტი, ადამიტები, პიკარდები – ანტინიმისტურ გნოსტიკოსებში;


ქრისტიანული სექტების საერთო სახელწოდება II ს-დან. ქადაგებდნენ ადამიანის
ბუნებრივი გრძნობების ღვთაებრიობას და გმობდნენ ასკეტიზმს. ადამიტური
მოძღვრების ფუძემდებლური იდეა უკან, პირველყოფილ მდგომარეობაში,
პირველქმნილ უბიწობაში მიბრუნება იყო (ადამის შეცოდებამდელ რეალობაში).
ქადაგებდნენ სიშიშვლეს, ქონებისა და ცოლების საერთოობას; უარყოფდნენ
ეკლესიურ ადათ-წესებს. განსაკუთრებით გავრცელდა XIV-XV ს.ს-ში. ჰუსიტური
ომების ხანაში ადამიტებმა შექმნეს ჰუსიტების უკიდურესად მემარცხენე გლეხურ-
პლებეური ქილიასტური (იხ. ქილიაზმი) ფრთა (ქილიაზმი, აპოკალიფსისზე
დაყრდნობით, ქადაგებდა სამყაროს აღსასრულის დადგომას და ქრისტეს
ათასწლოვან მეუფებას ქვეყნიერებაზე). ამ მიმდინერეობის მეთაურები გახლდათ
მარტინ ჰუსკა (ლოკვისი), იან ბიდლინსკი, პეტრე კანიში... 1421 წლის გაზაფხულზე
წმ. საკურთხევლის შერყვნისა და შეურაცხყოფის, ამასთან, ორი სახის ზიარების
უარყოფის გამო ადამიტები თაბორიდან გააძევეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ

21
გლეხურ-პლებეური ქილიაზმის ადეპტები თაბორისტთა მემარჯვენე ფრთამ
გაანადგურა (ფრთას იან ჟიჟკა მეთაურობდა). მათმა ბელადებმა – მარტინ ჰუსკამ და
პეტრე კანიშამ კი სიცოცხლე ინკვიზიციის კოცონზე გაასრულეს

ადამიუკი ემილიან (ვალენტინოვი) (1839-? წ.წ.) – XIX ს-ის გამოჩენილი რუსი


ოფთოლმოლოგი. 1857-ში დაამთავრა ბელოსტოკსკის გიმნაზია (გროდნოს
გუბერნია), შემდეგ, როგორც სტიპენდიანტი, ჩაირიცხა ყაზანის უნივერსიტეტის
ვოლენსკის სასწავლო ოლქის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1864 დაიცვასადოქტორო
დისერტაცია «თვალის შიდა წნევის შესახებ,» დაინიშნა Yვალის კლინიკის
ასისტენტად. 2 წელი მივლენილი იყო უცხოეთში. 1870-დან ყაზანის უნივერსიტეტში
კითხულობს ლექციწბს თვალის დაავადებათა შესახებ, 1874-დან კი, როგორც
როგორც ორდინატური პროფესორი. გარდა «თვალის შიდა წნევის შესახებ»,
დაწერილი აქვს მრავალი შრომა

ადამო მაქს (1837-? წ.წ.) – გერმანელი მხატვარი, დაამთავრა მიუნხენის


სამხატვრო აკადემია. მისი ცნობილი ტილოებია: «პრინც ორანელისა და ეგმონტის
უკანასკნელი პაემანი», «კარლოს I-ისა და კრომველის შეხვედრა» და სხვ. იგი
ცნობილია, აგრეთვეე, როგორც ჟანრული ფერწერის ოსტატი, თუმცა პოპულარულია
მხოლოდ მისი ისტორიული ტილოები.

ადამოვა ევგენია მიხეილის ასული (1913-?) – თურქმენი


მხატვარითურქმენეთის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი. ავტორია თემატური
ნახატებისა და პორტრეტული ტილოებისა. მისი ნამუშევრები დაცულია
თურქმენეთის სამხატვრო ხელოვნების მუზეუმში.

ადამოვი (Aдамов) არტურ (1908-1970 წ.წ.) – ფრანგი დრამატურგი, ესსეისტი,


მთარგმნელი. წარმოშობით კისლოვოდსკელი სომეხი. შემოქმედების ადრეულ
პერიოდში განიცდის სიურეალიზმის გავლენას. გაიარა საკონცენტრაციო ბანაკი
(«საშინელი დღიურები», 1943). XX ს-ის 50-იან წლებში ს. ბეკეტთან და ე.
იონესკოსთან ერთად საფუძველს უყრის ავანგარდისტულ (იხ. ავანგარდიზმი), ე.წ.
«აბსურდის თეატრს» («პაროდია», 1947, გამოქვეყნდა 1950; «დიდი და პატარა
მანევრი», 1953; «ყველანი ყველას წინააღმდეგ», 1953; «მოძრაობის აზრი», 1955). 50-
იანი წლების მიწურულიდან მის დრამატურგიაში რეალისტური ტენდენციების
ნიშნები იკვეთება («პაოლო, პაოლი», 1957; «მე არ ვარ ფრანგი», 1958 და სხვ.) დაწერა
ბიოგრაფიული წიგნი – «ადამიანი და ბავშვი» (1968 ).

ადამოვი გრიგორ (1886-1945 წ.წ.) – ნამდვილი გვარი და სახელიგიბსი გრიგორი


ბორისის ძე. რუსი მწერალი. წერდა სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანებს. დაწერილი
აქვსრომანები: «წიაღის დამმარცხებელნი» (1937), «ორი ოკეანის საიდუმლოება»
(1939) და სხვ.

ადამოვიჩი ალექსანდრე (ალეს) მიხეილის ძე (1927- ? წ.წ.) – ბელორუსი და


რუსი საბჭოთა მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. ავტორია რომან-დილოგიისა
«პარტიზანები» (ნაწ. 1-2; 1960-1963 წ.წ.), მოთხრობებისა, ნაშრომებისა ბელორუსულ
რომანზე.

22
ადამს (Adams) სემუელ (1722-1803 წ.წ.) ამერიკული «დემოკრატიის მამა»,
პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. იბრძოდა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური
კოლონიების დამოუკიდებლობისათვის (1775-1783). იყო ამ ბრძოლის ხელმძღვანელი
და ორგანიზატორი, შემდგომში რევოლუციური ორგანიზაციის – «თავისუფლების
შვილების» მეთაური. ეს ორგანიზაცია აერთიანებდა წვრილ ფერმერებს, მუშებს,
ხელოსნებს. მისი ინიციატივით 1772 წ-ს ჩამოყალიბდა კორესპონდენტული
კომიტეტი. მოაწყო «ბოსტონური ჩაის სმის» აქცია (იხ. «ბოსტონური ჩაის სმა»). იყო
კონტინენტური კონგრესის 1774 წლის მოწვევის ინიციატორი, კონგრესის წევრი 1774-
1782 წ.წ-ში. მხარს უჭერდა 1787 წლის კონსტიტუციას. აქტიურად იღვწოდა ამ
კონსტიტუციის დემოკრატიზაციისათვის, გამოდიოდა მონათმფლობელობის
წინააღმდეგ. 1794-1797 წ.წ-ში აირჩიეს მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორად.

ადამს სემუელ ჰოპკინსი (1871-1958 წ.წ.) – ამერიკელი მწერალი და


ჟურნალისტი. ცნობილი გახდა თავისი მამხილებელი სტატიებით, რომლებშიც
ნაჩვენები იყო ამერიკული სინამდვილის არასრულყოფილლება. მისი რომანი –
«წარმატება» (1921), – მიძღვნილია XX ს-ის I ნახევრის ამერიკული
ჟურნალისტიკისადმი. ნაშრომში «ამერიკელი მწერლები ლიტერატურის შესახებ», –
აღნიშნულია: «ადამსი – სტატისტიკოსი, რომელმაც გადაწყვიტა გამოეყენებინა
რომანი, როგორც სოციალური რეფორმის საშუალება».

ადამს (Adams) უოლტერ სიდნი (1876-1956 წ.წ.) – ცნობილი ამერიკელი


ასტრონომი, ვაშინგტონის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი მაუნთ-
ვილსონის ობსერვატორიის ხელმძღვანელი, 1935-1942 წლებში – საერთაშორისო
ასტრონომიული კავშირის ვიცე პრეზიდენტი. აქვს კვლევები მზისა და ვარსკვლავთა
სპექტროსკოპიის დარგში, კერძოდ, სპექტრული ხაზების ინტენსივობათა
თანაფარდობის საფუძველზე ვარსკვლავებამდე მანძილების განსაზღვრის მეთოდის
შემუშავების სფეროში.

ადამს ჩარლზ ფრენსის (1807-1886 წ.წ.) – ამერიკის მე-6 პრეზიდენტის – ადამს


ჯონ ქუინსის შვილი. 1827 წ-ს იურიდიულ პრაქტიკაში მოღვაწეობა დაიწყო დანიე;
ვებსტერის ხელმძღვანელობით. 1828 წ-დან დასახლდა ბოსტონში. ეწეოდა
ლიტერატურულ საქმიანობასაც. 1831 წ-ს აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს წევრად,
სადაც 5 წელი იმუშავა. 1859 წ-დან მასაჩუსეტსის შტატის წარმომადგენელია
კონგრესში. 1861 წ-ს ლინკოლნისგან დიპლომატიური მისიით იგზავნება ლონდონში,
სადაც სამოქალაქო ომის პერიოდში (1861-1865 წ.წ.) ლონდონსა და აშშ-ს შორის
ჩამოვარდნილი უთანხმოების მოგვარებაში დიდი როლი შეასრულა თავისი
დიპოლომატიური ტაქტითა და ლავირების უნარის წყალობით.
1871-1872 წ/წ-ში იყო ჟენევის სასამართლოს წევრი, რომელზეც იხილებოდა
ალაბამის სადავო საკითხები.

ადამს ჯეიმს თრესლოუ (1878-1949 წ.წ.) – ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი,


ავტორი შრომისა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიის შესახებ. ცნობილი იყო
ასევე, როგორც თავისუფალი აზროვნების პუბლიცისტი. დასახელებულია ამერიკის
ხელოვნებისა და ლიტერატურის ცნობილ მოღვაწეთა შორის.

23
ადამს (Adams) ჯეიმს ლუთერ (XX ს.) – ამერიკულ უნიტარისტულ ასოციაციაში
(აუა, 1825 წ.) 1930 წ-ს ჩამოყალიბებული კრიტიკული მოძრაობის ლიდერი.
უნიტარიზმში ეს კრიტიკული მოძრაობა შეიქმნა როგორც პასუხი რწმენაში გაჩენილი
საყოველთაო კრიზისისა და ლიბერალური აზრის წინაშე. ადამსის შრომები
მნიშვნელოვანი შენაძენი იყო უნიტარებისა და სოციალური აზროვნების
თეოლოგიაში (იხ. ამერიკული უნიტარიზმი).

ადამს ჯეინ (XIX-XX ს.ს.) – სოციოლოგი, ქალთა საერთაშორისო ლიგის, –


მშვიდობისა და თავისუფლების, – პრეზიდენტი. 1931 წ-ს ნიკოლას მიურეი
ბატლერთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობისათვის.

ადამს ჯერი – XX ს-ის ირლანდიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.


ირლანდიის პარტიის – შინფეინის ლიდერი. ადამსმა 1993 წლის 10 აპრილს
საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა ოლსტერის კათოლიკეთა ლიდერთან ჯონ
ჰიუმთან. იმავე წლის 29 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერდნენ
დიდი ბრიტანეთის მხრიდან პრემიერი ჯონ მეიჯორი და ირლანდიის მხრიდან –
ირლანდიის პრეზიდენტი ალბერტ რეინოლდსი, უარყოფილ იქნა ადამს-ჰიუმის
მოლაპარაკებები. ერთი წლის შემდეგ – 1994 წლის 24 ივლისს შინფეინმა თავადაც
უარყო ინგლის-ირლანდიის შეთანხმება.
ადამს (Adams) ჯონ კაუჩ (1819-1892 წ.წ.) – ინგლისელი ასტრონომი. ლონდონის
ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი. 1858 წ-დან კემბრიჯის
უნივერსიტეტის პროფესორი. კემბრიჯის ასტრონომიული ობსერვატორიის
დირექტორი 1861 წ-დან. უ. ლევერიესგან დამოუკიდებლად, ადამსმა 1845 წ-ს
პლანეტა ურანის ორბიტულ მოძრაობაში შეშფოთებათა მათემატიკური ანალიზის
საფუძველზე დაასაბუთა ახალი პლანეტის არსებობა. შემდგომში, ლევერიეს
მათემატიკური გაანგარიშების საფუძველზე ეს ახალი პლანეტა ტელესკოპით
აღმოაჩინეს და უწოდეს მას ნეპტუნი. აქვს მნიშვნელოვანი შრომები ცის მექანიკის
დარგში. სახელდობრ, მას ეკუთვნის მთვარის მოძრაობაში საუკუნეობრივი აჩქარების
გამოკვლევა. შეიმუშავა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა რიცხვითი
ინტეგრირების სხვაობითი მეთოდი. – ე.წ. «ადამსის მეთოდი» (1855 წ.) (იხ.
«ადამსის მეთოდი»).

ადამს (Adams) ჯონ ქუინს (1767-1848 წ.წ.) – ჯონ ადამსის (ამერიკის მეორე
პრეზიდენტის) პირველი შვილი. ამერიკის სახელმწიფო და დიპლომატიური
მოღვაწე. იყო აშშ-ს ელჩი ევროპის რიგ ქვეყნებში: ჰოლანდიაში (1794 წ.), პრუსიაში
(1798 წ.). 1803 წ-ს სენატორია. ჯერ იყო ფედერალისტი, შემდეგ რესპუბლიკელებს
მიემხრო. 1809-1814 წ.წ-ში აშშ-ს პირველი ელჩია რუსეთში. დიდი ღვაწლი მიუძღვის
ამ ორი ქვეყნის დაახლოების საქმეში. 1817-1824 წ.წ-ში ჯონ ქუინსი აშშ-ის
სახელმწიფო მდივანია. 1819 წლის ესპანეთთან ხელშეკრულებით ფლორიდა
საბოლოოდ გადაეცა აშშ-ს. 1825-1829 წ.წ-ში – ამერიკის მეექვსე პრეზიდენტი. 1831 წ-
დან გარდაცვალებამდე იყო კონგრესის წევრი. 1823 წ-ს პრეზიდენტმა ჯ. მონრომ
კონგრესს აშშ-ს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პროგრამა – ე.წ. მონროს დოქტრინა
გაუგზავნა. ამ ცნობილი დოკუმენტის ერთ-ერთი თანაავტორი ადამს ჯონ ქუინსიც
გახლდათ.

24
ადამს ჯონი (1735-1826 წ.წ.) – 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა
მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების «დამოუკიდებლობის დეკლარაცია»,
რომლის მთავარი ავტორი გახლდათ თომას ჯეფერსონი – აშშ-ს მომავალი
პრეზიდენტი. ამ დოკუმენტის მომზადებაში ჯეფერსონთან ერთად ტექსტის
მომზადების კომისიაში შევიდნენ ჯონ ადამსი, ბენჯამინ ფრანკლინი, რობერტ
ლივინგსტონი და როჯერ შერმანი. 1787 წლის 17 სექტემბერს მიღებულ იქნა ამერიკის
კონსტიტუცია. ოცი თვის შემდეგ – 1789 წლის 30 აპრილს არჩეულ იქნა აშშ-ს
პირველი პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი, ვიცე-პრეზიდენტად კი ჯონ ადამსი,
ხოლო 1796 წლის 7 დეკემბრიდან ჯონ ადამსი, ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ, აირჩიეს
რიგით მე-2 პრეზიდენტად. ამ მოვალეობის შესრულებას იგი 1797 წლის 4 მარტს
შეუდგა (1797-1801 წ.წ.). მისი პრეზიდენტობის დროს გაუარესდა ურთიერთობა
საფრანგეთთან. მდგომარეობა იმდენად გაფუჭდა, რომ სავაჭრო გემებიც კი
ჩაერთვნენ ბრძოლებში. სამხედრო ისტერიამ და შიდა პოლიტიკურმა კონფლიქტებმა
განაპირობეს 1798 წ-ს რამდენიმე ახალი კანონის მიღება, რომლებიც
გარკვეულწილად ზღუდავდნენ «დამოუკიდებლობის დეკლარაციით» მიღებულ
პიროვნების თავისუფლებას. პრეზიდენტს უფლება ეძლეოდა ქვეყნიდან გაეძევებინა
ის პირები, რომლებიც საშიშროებას უქმნიდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. შეიზღუდა
სიტყვის თავისუფლებაც – სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ
ცილისმწამებლური და სკანდალური გამონათქვამის ავტორს ციხე ემუქრებოდა. 1801
წ-ს ფედერალისტი ჯონ ადამსი შეცვალა რესპუბლიკელმა თომას ჯეფერსონმა (III
პრეზიდენტი). 1826 წლის 4 ივლისს ბრეინტრიში (მასაჩუსეტსის შტატი)
გარდაიცვალა ჯონ ადამსი.

ადამს II (Adams) ჰანს – თავადი, ლიხტენშტეინის მეფე 1989 წ-დან.

ადამს (Adams) ჰენრი ბრუკს (1838-1918 წ.წ.) – ამერიკელი მწერალი. მისი


რომანებისათვის – «დემოკრატია» (1880 წ.) და «ესთერი» (1884 წ.)
დამახასიათებელია სოციალურ-კრიტიკული (ხელისუფალთა კორუფცია) და
მეტაფიზიკური (დეჰუმანიზაცია, როგორც სამეცნიერო პროგრესის შედეგი)
მოტივები. დაწერილი აქვს ავტობიოგრაფია – «ჰენრი ადამსის აღზრდა» (1907 წ.) და
შრომები არქიტექტურის ისტორიასა და ფილოსოფიაში.

ადამსის მეთოდი – ინგლისელი ასტრონომის ჯ. კ. ადამსის (იხ.) 1855 წ-ს


შემუშავებული ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი
ინტეგრირების სხვაობათა მეთოდი, რომელიც იძლევა საწყის წერტილებში
ამონახსნის მიახლოებითი მნიშვნელობის გამოთვლის საშუალებას.

ადამსიტი (ინგლ. Adamsite) – ყვითელი ორგანული კრისტალები,


შემოთავაზებული I მსოფლიო ომის წინ, როგორც მომწამვლელი ნივთიერება,
რომელიც აღიზიანებს სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსს, იწვევს ცხვირის
ცემინებას (სახელი ეწოდა გამომგონებლის – ადამსის გვარის მიხედვით).

ადამსონი ამანდუს ჰენრიხ (1855-1929) – ესტონელი მოქანდაკე. სწავლობდა


პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. მის წინააღმდეგობრივ შემოქმედებაშიაისახა

25
რეალისტური მისწრაფებანიც და აკადემიზმის ტენდენციურობაც. იყო სალონური
მშვენიერების მოძღვარიცავტორია რამდენიმე მონუმენტური ძეგლისა

ადამსონი ისაკ იაკობის ძე (1902-1968) – ესტონელი ფერმწერი და გამოყენებითი


ხელოვნების ოსტატიხელოვნების დამსახურებული მოღვაწესამხატვრო სწავლება
გაიარა ბერლინში, შრლიცენგერისა და პარიზში. ავტორია პეიზაჟების,
ნატურმორტების, პორტრეტების.

ადამსონი რობერტ – ინგლისში XX ს-ის დასაწყისში ევროპიდან შესული


კრიტიკული რეალიზმის ფილოსო-ფიის პირველ წარმომადგენელთა შორის
ერთადერთი, რომელმაც «ჯანსაღი აზრის» ფილოსოფია, კანტიანური კრიტიციზმის
შოტლანდიურ სკოლას შეურწყა.

ადან (Adan) ადოლფ შარლ (1803-1856 წ.წ.) – ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი,


პედაგოგი. დაწერილი აქვს 50-ზე მეტი კომპოზიცია ბალეტის, – «ჟიზელი» (1841 წ.),
– სცენისათვის, რითაც დიდი როლი ითამაშა ფრანგულ ბალეტში რომანტიკული
მიმართულების დასამკვიდრებლად. იყო პარიზის კონსერვატორიის პროფესორი
(1849 წ.), რომის პრემიის ლაურეატი (1825 წ.). განსაკუთრებით პოპულარულია მისი
ბალეტი «ჟიზელი», «დუნაის ქალწული» (1836 წ.), «კორსარი» (1856 წ.); ოპერებიდან
კი: «პიერ დი კატრინი» (1829 წ.), «ლონჟიუმონელი ფოსტალიონი» (1836 წ.),
«ფალსტაფი» (1855 წ.).

ადან დე ლა ალ (Adan de la Halle) (დაახლ. 1238/1240 – დაახლ. 1286/1287 წ.წ.) –


იგივე ადან გალელი.. ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი ტრუვერი (იხ. ტრუვერი) –
მომღერალი, რომელიც თავის შეთხზულ სიმღერებს ასრულებდა. დე ლა ალი
თანამედროვეთათვის ცნობილი იყო «არასელი კუზიანის» – Lე ბოსსუ დ'Aრრას-ის
მეტსახელით (წარმოშობით არასიდან. იყო კუზიანი).
XIII ს. ჩრდილო საფრანგეთის დიდებულთა კარზე ფრიად გავრცელებული იყო
ტრუვერთა ხელოვნება (ფრანგ. ტროუვერ გამოძებნა, გამონახვა, გამოგონება),
რომელიც აგრძელებდა იმ ტრადიციას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს სამხრეთ
საფრანგეთელმა – პროვანსელმა ტრუბადურებმა (იხ. ტრუბადურები). რაინდულ
მუსიკალურ-პოეტური კულტურის წრმომადგენლები – ვაგანყები,
გილიარდები,ტრუბადურები და ტრუვერები, როგორც მათი გერმანელი და
ინგლისელი თანამოძმენი და კოლეგები, – მინეზინგერები და მენესტრელები, –
უმღეროდნენ სუყვარულს და გმირობებს, რომლებიც სრულდებოდა უმშვენიერეს
ქალბატონთა გამო. ტრუბადურთა და ტრუვერთა მუსიკალური ხელოვნების წამყვანი
ჟანრი გახლდათ ლირიკული სიმღერები და ბალადები. ერთხმიანობის ბატონობის
პერიოდში მათ შემოქმედებაში წარმოიშვა მრავალხმიანი ჟანრი – მოტეტი (ფრანგ.
მოტ – სიტყვა; იხ. მოტეტი).
ადან დე ლა ალმა თავისი ტრუვერული მოღვაწეობა დაიწყო გრაფ რობერ
დ'არტუას კარზე, 1282 წ-ს კი მიწვეულ იქნა სიცილიის მეფის, კარლოს I ანჟუელის
მიერ ნეაპოლიტანურ რეზიდენციაში. სწორედ აქ, კარლოს I-ის რეზიდენციაში
შეიქმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. სიმღერათა, ბალადათა და
მოტეტთა გვერდით ადამ დე ლა ალი სატირულ პოემებს და საერო ხასიათის
ლირიკულ სიმღერებსაც ქმნიდა. მის ერთ-ერთ ვოდევილში, – «Lე ჟუ Aდან ოუ დე

26
ლა ფუელიე», – პოეტმა და კომპოზიტორმა აღწერა საკუთარი ბიოგრაფიული
ეპიზოდები. ვოდევილი თარიღდება 1262 წლით.
მუსიკის ისტორიაში მისი უდიდესი დამსახურებაა სამხმიანი კომპოზიციების
შექმნა. მისი თეატრალიზებული პასტორალი «რობენისა და მარიონის თამაში» (1283
წ.), რომელშიც ჩართულია გადამუშავებული ხალხური სიმღერები. ეს ნაწარმოებები
ითვლება საოპერო ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშებად. პასტორალის მთავარი
გმირი ქალი – უბრალო სოფლელი გოგონა უარს ეუბნება გალანტურ რაინდ-
კავალერს და თავის გულს მდაბიო გლეხს უხსნის. გარდა «რობენისა და მარიონის
თამაშისა» ჩვენამდე მოღწეულია მისი კომედია «თამაში ვანდ ტურში».
სპეციალისტები «არასელი კუზიანის» ამ კომედიებს კომედიური ოპერის შორეულ
პროტოტიპად მიიჩნევენ.
დაახლოებით 1287 წ-ს კარლოს I ანჟუელის ნეაპოლიტანურ კარზე გარდაიცვალა
ადამ დე ლა ალი – შუასაუკუნეთა ერთ-ერთი უცნობილესი პოეტი-მომღერალი. მისი
«Oეუვრეს ცომპლეტეს» გამოიცა 1872 წ-ს, ხოლო დრამები – 1886 წ-ს.

ადან ჟულიეტ (ქალიშვილობის გვარი ლამბერტი) – (1836 – ? წ.წ.) ფრანგი


მწერალი. დაწერილი აქვს წიგნი ქალთა საკითხებზე. ავტორია რომანებისა და
პოლიტიკური სტატიებისა.

ადანგმე (თვითსახელწოდება – ადანგბე) – ხალხი განაში. რიცხოვნობა 700


ათასი ადამიანი (1992 წ.). ენა ადანგმეური. ტრადიციული რწმენის მიმდევრები, ასევე
არიან კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც.

ადანსონ (Adanson) მიშელ (1727-1806 წ.წ.) – ფრანგი ბოტანიკოსი, რეომიურისა


და ჟიუსიეს მოწაფე. იმოგზაურა სენეგალში, სადაც 1753 წ-მდე სწავლობდა ბუნებას
და აბორიგენ მოსახლეობას. მოგზაურობის აღწერილობანი მოგვცა «Hისტოირე
ნატურელლე დუ შენეგალ» (პარიზი, 1757 წ.). მისი «Fამილლეს დეს პლანტეს»
(პარიზი, 1763 წ.), რომელიც ხელახლა გადაამუშავა, გამოსცა სახელწოდებით –
«Mეტჰოდე ნოუველლე პოურ აპპრენდრე ა ცონნაიტრე ლეს დიფფერენტეს
ფამილლეს დეს პლანტეს» (პარიზი, 1764 წ., 2 ტ.), იყო წარუმატებელი მცდელობა
მცენარეთა სისტემის დადგენისა, თუმცა ნაშრომი მრავალ მნიშვნელოვან
დაკვირვებას შეიცავს. შესანიშნავი მონოგრაფიები აქვს დაწერილი ბაობაბებზე და
სცილიარიებზე. 1751 წ-ს პირველმა დააფიქსირა სკაროსის (თევზის სახეობა)
ელექტროობა და აღიარა მისი ელვის იგივეობა ელექტრულთან. მანვე პირველმა
მიუთითა სანაპირო ზოლის ცვლილებები. პირველმა გამოიყენა მათემატიკური
მეთოდები ბიოლოგიაში. ემხრობოდა სახეობათა ცვლის შესაძლებლობის ჰიპოთეზას.
1759 წ-დან იგი იყო საფრანგეთის ეროვნული აკადემიის წევრი.

ადანსონია – ლათუნური სახწლწოდება ბაობაბისა (იხ. ბაობაბი).

ადაპა (აქად.) – აქადური მითოლოგიის გმირი. მიჩნეულია ერთ-ერთად «შვიდ


ბრძენთაგან». ქალ-დემონის – ლამაშუს გრძნებით და ჯადო სიტყვით შეკვრის
თანამონაწილე (თანაშემწე).
მითის თანახმად, ადაპა ეას (ენქი შუმერ.) ძეა. მართავდა ქ. ერიდუს (ერედუს,
ერედუგს). იყო მეთევზე. თევზით ამარაგებდა ქალაქსაც და მამის – ეას (ენქის)

27
ტაძარსაც. მითოლოგიური ტრადიციით ერიდუს ტაძარში სუფევდა კაცთა მოდგმის
მოყვარული და მფარველი ღმერთი ენქი (ეა), რომლის მსახურადაც ადაპა
იხსენიება.ერთხელაც სამხრეთის ქარმა ნავი გადაუბრუნა, რის გამოც ადაპამ ქარს
ფრთა მოსტეხა. ცის ღმერთი ანუ (შუმერ. ან) სამხრეთის ქარის არ გამოცხადებით
(მიზეზი ფრთამოტეხილობა გახლდათ) განრისხებული, ადაპასგან პასუხს ითხოვს. ეა
ურჩევს ადაპას ეახლოს ანუს ძაძებით მოსილი, ოღონდაც არ მიირთვას და არ შესვას
მისგან მიწოდებული საჭმელი და სასმელი. ცის – ანუს კარიბჭის წინ დგანან
ღმერთბი გიშზიდა (ნინგიშზიდა) და დუმუზი (იხ.). ღმერთების შეკითხვაზე,
რატომაა ადაპა ძაძებში, ადაპა (რა თქმა უნდა, ეას დარიგებით) პასუხობს, რომ იგი
გლოვობს მიწიდან გამქრალ ღმერთებს გიშზიდას და დუმუზის. ამის გამგონე
ღმერთები – გიშზიდა და დუმუზი მის მხარეს იჭერენ ანუს წინაშე. ანუ
დიდსულოვნად შეიწყნარებს ერიდუელ გმირს და მას მარადიულ სიცოცხლეს, პურსა
და წყალს შესთავაზებს, მაგრამ ადაპა (ეას რჩევით) უარს განუცხადებს
შემოთავაზებულზე, რის გამოც ანუ მას ისევ მიწაზე გამოდევნის.
მითი ადაპას შესახებ (იხ.) შემოინახა მოგვიანო ასლებით, რომლებიც აღმოაჩინეს
ელ-ამარნასა (იხ.) (ეგვიპტე) და ბაბილონში. რაიმე ნაწარმოები ადაპას შესახებ
შუმერულ ენაზე არ შემონახულა, თუმცა ეს გმირი ცნობილი იყო შუმერულ
ტრადიციებში (იხ. ზ. კიკნაძე, «შუმერული ლექსიკონი»). ადაპა იყო ქ. ერიდუს
მბრძანებელი უდრეკი გმირი. საზღვაო გზების გამკვლევი. შუმერულ-აქადურ
ტექსტებში ადაპა ნახსენებია იმ შვიდ აფქალს (ბრძენს) შორის, რომელთაც
მიეწერებათ ცივილიზაციის დაფუძნება შუმერში.

ადაპისი (Adapis Parisiensis) – განამარხებული ნახევრად მაიმუნი არსება,


ნაპოვნია ევროპის უძველეს ეოცენურ შრეებში. ეს პრიმატი კიუვიემ შეცდომით
ჩლიქოსანთა სახეობას განაკუთვნა.

ადაპტაცია (გვიანდ. ლათ. Adaptatio შეგუება, მორგება) – გარემოპირობებისადმი


შემგუებლური თვისება ორგანიზმებისა (ინდივიდების, სახეობების, პოპულაციების),
მათი აგებულებისა და ფუნქციისა, ბუნებრივი შერჩევითობის პროცესში
(აუცილებელი შეგუებითი უნარის გამომუშავება-განვითარება). ამასთან, ყოველი
ადაპტაცია წარმოადგენს ადაპტაციოგენეზისის (შეგუების პროცესის) კონკრეტული
ისტორიული ეტაპის შედეგს, რომელიც განსაზღვრულ ადგილსამყოფელში
(არეალში) მიმდინარე მცენარეთა და ცხოველთა ბიოცენოზში მიმდინარეობს.
სხვადასხვა სახეობები, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი (მსგავსი) სასიცოცხლო
მოთხოვნილებანი და კონკურენციის შედეგად აღმოაჩნდებათ ცუდი შემგუებლური
უნარი, – იღუპებიან. ორგანიზმთა შეგუების სრულყოფას, დარვინის მიხედვით,
მივყავართ მათი ორგანიზაციის დონის თანდათანობით გართულებისაკენ, ე.ი.
მიმდინარეობს ევოლუციური პროგრესი (იხ. ევოლუციური პროგრესი).
XVIII ს-ის დეისტურად მოაზროვნე ბიოლოგთა შეხედულებით, ადაპტაცია
განაპირობებდა ერთგვარი საწყისი მიზანშეწონილობის არსებობას ცოცხალ ბუნებაში,
რაც მათგან ცოცხალ ორგანიზმთა იმანენტურ-ტელეოლოგიურ (იხ. ტელეოლოგია)
თვისებად მიიჩნეოდა. საწყისი მიზანშეწონილობის დეისტური მოძღვრება დარვინის
ევოლუციური თეორიით უარიყო.
1859 წლისათვის დარვინმა დაადგინა, რომ სახეობათა ევოლუცია გარემოსადმი
მათი შეგუებით მიმდინარეობს (იხ. დარვინიზმი). დარვინის თეორიით განმტკიცდა

28
დებულება, რომლის თანახმად ადაპტაცია ყოველთვის წარმოიქმნება და ვითარდება
ორგანული ევოლუციის სამი ძირითადი ფაქტორის – ცვალებადობის,
მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი გადარჩევის (აგრეთვე ხელოვნური
გადარჩევის) შედეგად.
ევოლუციურ-ისტორიულ პროცესში ცნება ადაპტაციას უახლოვდება
ორგანიზმის არაგენეტიკური (არამემკვიდ-რული) ადაპტიური რეაქციები
(მოდიფიკაციები), გამოწვეულთ საარსებო პირობების ცვალებადობით (იხ.
ადაპტაცია ფიზიოლოგიური, აკომოდაცია).
ყოველ ორგანიზმში (ყოველ ორგანოში) ადაპტიურობის ფორმა და ფუნქცია
მუდამ კორელირებული და კოადაპტირებულია, ანუ წარმოადგენენ ერთიმეორის
შესაბამისობას.
ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმის გამოკვლევა ბიონიკის ძირითად
მიზანს წარმოადგენს. ადაპტირების ზუსტად შესწავლა და მისი კლასიფიცირება
შესაძლებელია ორგანიზმების ყოველ ჯგუფში.
ევოლუციურ-ისტორიული ადაპტაციის წყარო გენეტიკური ცვალებადობანი,
ანუ მუტაციებია (იხ. გენეტიკა, მუტაცია), რომლებიც ისეთივე მრავალფეროვნებით
გამოირჩევიან, როგორც მემკვიდრულობის მატერიალური საფუძვლის – დნმ-ის
(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) – უსაზღვროდ მრავალგვარი ცვალებადობანი.
ყოველი სახეობის ცხოველის ან მცენარის ინდივიდების შეჯვარების შედეგად
წარმოიქმნება გენეტიკური კომბინაციები და ამ დროს გადარჩევა მიმდინარეობს არა
მუტანტური ნიშნებით, არამედ კომბინაციური ფორმებით. პოპულაციებში
წარმოიქმნება ბუნებრივი ჰეტეროზიგოტურობა. რაც უფრო ჰეტეროზაგოტურია
ჯიში, მით უფრო მყარია. ანუ ორგანიზმის მემკვიდრული ძირების (გენოტიპის)
არაერთგვაროვნება, რომლის პირობებში ადაპტური მორფოლოგიურ-
ფიზიოლოგიური ორგანიზაცია «ეფუძნება» არა მუტაციებს, არამედ კომბინაციებს.
ხელოვნური ჩარევით ადაპტაციას, როგორც ისტორიულ პროცესს, და მუტაციებს
შორის წარმოიქმნება დიალექტიკური წინააღმდეგობა, რითაც ირღვევა მუტაციებსა
და ადაპტაციას შორის არსებული თანაფარდობის პრინციპი. ამ წინააღმდეგობის
დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ გადარჩევის შედეგად. გადარჩევა მუტაციით
გამოწვეულ (მუტაციურ) ძვრებსა და ცვლილებებს ადაპტაციად გარდაქმნის.
ადაპტაცია ესაა შემგუებლობა როგორც გარემოს ბიოტიკური (გენოტიპის,
პოპულაციის ან ბიოცენოზის შიგნით), ისე აბიოტიკური ფაქტორებისადმი
(ტემპერატურის, განათების, ტენიანობის და სხვა პირობებისადმი). ზოგი ადაპტაცია
განაპირობებს ორგანიზმის (ორგანოების) მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიურ
გართულებას, ზოგი, პირიქით, – მისი აგებულებისა და ფუნქციების გამარტივებას
მეტ-ნაკლები ხარისხით.
ადაპტაცია რელიატივურია, რადგანაც იზღუდება შესაბამისი სახეობის
არსებობის დროით. სახეობათა ისტორიული ჩამოყალიბება, მათი დამახასიათებელი
ადაპტაციების მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების პროცესია. ადაპტაცია სახეობის
არსებობის განსაზღვრულ საფეხურზე ჩნდება, ხოლო განვითარება და სრულყოფა
შემდგომ ევოლუციურ პროცესში მიმდინარეობს. ადაპტაცია ყველა პირობაში როდი
წარმოიშობა, იგი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა (არსებობს) გარკვეული
ონტოგენეზური (იხ. ონტოგენეზი) წანამძღვრები. ეს წანამძღვრები სათანადო
პირობების შექმნისას გარკვეულ ადაპტაციებად განხორციელდება ევოლუციის
პროცესში.

29
ევოლუციურ ადაპტაციას სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული გარკვეული
საზღვრები აქვს. რაც შეეხება ორგანიზმთა ყოველი ჯგუფის ონტოგენეზურ
პოტენციურ შესაძლებლობას, იგი ყოველთვის შეზღუდულია. პირობების
ისტორიულ შეცვლისას ადაპტაციის დიდი ნაწილი კარგავს მნიშვნელობას და
ინდიფერენტულ ნიშნად იქცევა, რომელიც საბოლოოდ ან სულ ქრება, ან ახალ
დანიშნულებას იძენს.
ადაპტაცია თვალისა (ლათ. ადაპტო ვუგუებ) – სინათლისადმი (სხვადასხვა
განათებისადმი) თვალის შეგუების უნარი. არის ორი სახის ადაპტაცია –
სიბნელისადმი (დღის სინათლიდან ღამის სინათლეზე ან კაშკაშა განათებიდან სუსტ
განათებაზე გადასვლისას) და ადაპტაცია სინათლისადმი (სიბნელისადმი
ადაპტაციის საპირისპირობა).
უმცირესი განათება, რომელიც სინათლის შეგრძნებას იწვევს (გაღიზიანების
ზღურბლი) განსაზღვრავს სინათლისადმი თვალის მგრძნობიარობას. სინათლისადმი
თვალის მგრძნობიარობის სიდიდე დამოკიდებულია თვალის მგრძნობიარობის
ზღურბლის დონეზე. რაც უფრო დაბალია ეს ზღურბლი, მით მეტია სინათლისადმი
თვალის მგრძნობიარობა და პირიქით. სიბნელისადმი ადაპტაციის პროცესი
ხანგრძლივად მიმდინარეობს. პროცესის აჩქარება პირველი 15 წუთის შემდეგ იწყება.
ნახევარ საათში იგი კულმინაციას აღწევს და, პრაქტიკულად, სრულდება ერთ
საათში. სინათლისადმი ადაპტაცია მოკლე დროში ხდება. იგი კლებულობს
პირველივე წამებიდან და მთვრდება 5-7 წუთში. სიბნელისადმი ადაპტაციის უნარი
ქვეითდება თვალის ზოგიერთი დაავადების – თვალის პიგმენტური გადაგვარების,
გლაუკომის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა დაავადებათა შემთხვევებში.
სიბნელისადმი ადაპტაციას განსაზღვრავენ სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც
ადაპტომეტრს უწოდებენ.
ადაპტაცია პირობებისადმი (ლათ. ადაპტო ვუგუებ) – გარემოს სისტემის
შეგუების პროცესი. ადაპტაციის რაციონალური ახსნა, როგორც არსებობისათვის
ბრძოლის ბუნებრივი გადარჩევის შედეგისა, პირველად მოგვცა დარვინის
ევოლუციურმა მოძღვრებამ.
ადაპტაცია სოციალური – პიროვნების ანდა საზოგადოების ჯგუფის
ურთიერთმიმართების პროცესი საზოგადოებრივ გარემოსთან, რომელშიც
ჩართულია სოციალიზაციის პროცესში ფასეულობათა და ნორმათა შეთვისება,
ამასთან, გარემოს გარდაქმნა მოღვაწეობის ახალ პირობათა და მიზანთა შესაბამისად.
ადაპტაცია ფიზიოლოგიური – ერთობლიობა ფიზიოლოგიურ რეაქციათა,
რომელიც ხელს უწყობს შინაგანი გარემოს შეფარდებითი მუდმივობის, ანუ
ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ადაპტაციური ფიზიოლოგიის შედეგად იზრდება
ორგანიზმის მედეგობა სითბოს, სიცივის, ჟანგბადის ნაკლებობის, ბარომეტრული
წნევის დაცემისა და სხვა ფაქტორებისადმი.
ადაპტაციური ფიზიოლოგიის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ორგანიზმის თვითრეგულირების პროცესებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების
გასაგებად. მის გამოკვლევას ასევე უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება
კოსმონავტიკაში – ადამიანის კოსმოსში ფრენისას (იხ. კოსმოსური ბიოლოგია).
ზოგადად, არასპეციფიკურ რეაქციებს, რომლებითაც ორგანიზმი რეაგირებს
მნიშვნელოვანი ინტენსივობის გაღიზიანებისას, ადაპტაციური სინდრომი ეწოდება
(იხ. ადაპტაციური სინდრომი). უჩვეულო, ექსტრემალურ პირობებში ადაპტაციის
პროცესი რამდენიმე ფაზად ან სტადიად მიმდინარეობს. საწყის სტადიაში ჭარბობს

30
ფუნქციების დარღვევის ანუ დეკომპენსაციის მოვლენები, შემდეგ იწყება არასრული
შეგუება – ორგანიზმის მიერ იმ მდგრადი (ოპტიმალური) მდგომარეობის ძიება,
რომელიც ახალი გარემო პირობების შესაბამისია; ბოლო სტადიაა შედარებით
მდგრადი შეგუების ფაზა. ადაპტაციური ფიზიოლოგიის მაგალითია აკლიმატიზაცია
(ორგანიზმის შეგუება სასუნთქ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის
დაქვეითებისადმი (იხ. ჰიპოქსია); მაგალითად, მაღალმთიან პირობებში ან ერთბაშად
დიდ სიმაღლეზე აფრენისას მჟღავნდება სიმაღლის პათოლოგიური სიმპტომები –
გაძლიერებული, აჩქარებული გულისცემა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ტკივილი თავის
არეში, გულზიდვა, შუილი ყურებში, სისხლდენა ცხვირიდან (არტერიული წნევის
აწევა). ამ დროს ჟანგბადი შემცირებული რაოდენობით მიეწოდება თავის ტვინს, რაც
იწვევს ფსიქიკურ აღგზნებას – ეიფორიულ მდგომარეობას (იხ. ეიფორია),
ცნობიერების დაკარგვას და ა.შ. ადაპტაციის პროცესში ეს მოვლენები სუსტდება და
ბოლოს ქრება (ორგანიზმი ეგუება ჰაერში ჟანგბადის დანაკლისს. თანდათან
წესრიგდება ქსოვილებისათვის ჟანგბადის გაძლიერებული მიწოდება. ამის შედეგად
სისხლში იზრდება ერითროციტების რაოდენობა; – ადამიანში – 1 მლ-ში 4-5 მლნ-
დან 8 მლნ-მდე ერითროციტებში ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის მიერთების უნარის
გაზრდა და სხვა. ცვლილებები ადაპტაციური ფიზიოლოგიის შემთხვევაში ეხება
როგორც მთლიან ორგანიზმს, ისე სუბუჯრედულ-მოლეკულურ დონესაც. ამ
პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წვრთნის ცალკეულ ფაქტორებს. სპეციალური
წვრთნის გავლის შემდეგ კოსმონავტები უკეთ იტანენ დატვირთვას კოსმოსური
ფრენების დროს.
ადაპტაციური ფიზიოლოგიისათვის უდიდესი მნიშვ-ნელობა აქვს ორგანიზმის
რეაქტულობას, მის საწყის ფუნქციურ მდგომარეობას – ასაკს, წვრთნის ხარისხს,
რომელთა მიხედვითაც იცვლება ორგანიზმის საპასუხო რეაგირება სხვადასხვა
გარემო ზემოქმედებისადმი. ადაპტაციური ფიზიოლოგიის პროცესში მჟღავნდება
ნერვული სისტემის პლასტიკურობა, რაც ხელს უწყობს ექსტრავერტულ პირობებთან
ორგანიზმის კონტაქტისა და წონასწორობის აღდგენას. განმეორებით და
გახანგრძლივებული ექსტრემალური ზემოქმედება ნორმალურ
ცხოველმოქმედებასთან ერთად, ფუნქციების ადაპტაციურ გარდაქმნასაც იწვევს, რაც
ორგანიზმის საცხოვრისი გარემოს საზღვრებს აფართოვებს. ადაპტაციური
ფიზიოლო-გიის პროცესის გასრულების შემდეგ ორგანიზმი საწყის მდგომარეობას
უბრუნდება, რასაც დეზადაპტაციას უწოდებენ. ამა თუ იმ ორგანოს ადაპტაციის
შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება ორგანოს ან ორგანოთა სისტემის მოქმედება
იმისდა შესაბამისად, თუ როგორია ინტრავერტულ და ექსტრავერტულ გარემოთა
ზემოქმედების დონე. ბიოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს ანალიზატორების ადაპტაციურ ფი-ზიოლოგიას, რასაც ზოგჯერ
რეცეპტორთა (იხ. რეცეპტორი), ანუ შეგრძნების ორგანოთა ადაპტაციას უწოდებენ.
გამაღიზიანებლის განუწყვეტელი ზემოქმედების დროს სუსტდება რეცეპტორის
საპასუხო რეაქცია და საბოლოოდ ქრება კიდეც. ექსტერორეცეპტორის (სხეუ-ლის
გაღიზიანების გარეგანი მიმღების) ამოქმედებას თან სდევს შეგრძნების აღმოცენება.
რის გამოც ექსტერორეცეპტორთა ადაპტაციური ფიზიოლოგიის შედეგად შეგ-რძნება
სუსტდება და ქრება.
სხვადასხვა რეცეპტორის ადაპტაციური ფიზიოლოგიის უნარი
სხვადასხვანაირია. ისეთ რეცეპტორებს, რომელთაც სწრაფი ადაპტაციური
ფიზიოლოგია ახასიათებთ, ფაზურ რეცეპტორებს, ხოლო ისეთებს, რომელთაც

31
ადაპტაციური ფიზიოლოგია სუსტად აქვთ გამოხატული – ტონურ რეცეპტორებს
უწოდებენ.
ადაპტაციურ ფიზიოლოგიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავის ტვინის
მარეგულირებელ გავლენას ორგანოთა მოქმედებაზე. შესაბამისად იმისა, თუ
როგორია ტვინის სხვადასხვა განყოფილების ფუნქციური მდგომარეობა,
ფიზიოლოგიურ რეაქციათა ერთობლიობა სხვადასხვა ტემპითა და ხარისხით
მიმდინარეობს. ამის გამო ორგანიზმის რეაქციები სხვადასხვა მოქმედების
საპასუხოდ მრავალი ისეთი ფაქტორის გავლენით იცვლება, რომლებიც თავის
ტვინის მოქმედებაზე ახდენენ გავლენას.
ადაპტაცია ფსიქოლოგიაში – შეგრძნების ორგანოთა გრძნობიერების
ცვალებადობა ამა თუ იმ გამღიზიანებლის ზემოქმედებით. ე.წ.
ექსტერორეცეპტორების მაგალითია სინათლის, ბგერის, სითბოს და სხვა შეგრძნება
(იხ. ექსტერორეცეპტორი, ექსტერორეცეპცია). ადაპტაცია ფსიქოლოგიაში ნიშნავს ამ
ექსტერორეცეპტორებთან შეგუებას (თვალის შეგუება სინათლისადმი ან
სიბნელისადმი). ადაპტაციის პროცესს ადგილი აქვს შეგრძნების ორგანოს
გრძნობიერების როგორც გაძლიერების (ძლიერი გამღიზიანებლიდან სუსტზე
გადასვლისას), ისე შესუსტების (სუსტიდან ძლიერ გამღიზიანებელზე გადასვლისას)
დროს. ადაპტაცია დამახასიათებელია ყველა მოდალობის შეგრძნებისათვის.
განსაკუთრებით ძლიერია ყნოსვის, გემოს, მხედველობისა და კანის (შეხებითი)
შეგრძნებები.

ადაპტაციის დონე – პოზიცია (სკალა), რის საფუძველზეც ადამიანს შეუძლია


განსაზღვროს გამღიზიანებლის ინტენსივობის დონე. სიმძიმის, ტემპერატურის,
საგნის სიდიდის, ბგერის, სინათლის და სხვა თვისებათა შეფასებისას ადამიანი
იყენებს გარკვეულ სკალას, «მასშტაბს», რაღაც «საშუალო» სიდიდის
გამღიზიანებელს და მის საფუძველზე ამა თუ იმ გამღიზიანებელს განიცდის
როგორც ძლიერ, საშუალო ან სუსტი ინტენსივობის მქონეს (მაგ., ტემპერატურას
განვიცდით როგორც ცხელს, თბილს, გრილს, ცივს და ა.შ.); გამღიზიანებლის
«საშუალო» სიდიდე გამოხატავს ადამიანის ადაპტაციის დონეს. ცალკეულ
ინდივიდებს ადაპტაციის სხვადასხვა დონე ახასიათებთ, რომელზეც გავლენას
ახდენს გამოცდილება, შესაფასებელი სტიმულის და ამ სტიმულის ინტენსივობა,
რომელთა მიმართებაშიც განვიცდით შესაფასებელ სტიმულს. ადაპტაციის დონის
ცვალებადობა უკავშირდება ინდივიდის ისეთ თვისებებს, როგორიცაა
დინამიკურობა, ადაპტურობა, რიგიდ
თობა (ჩონჩხის კუნთების ფუნქციური მდგომარეობა) და ა.შ. აქედან
გამომდინარე, შესაძლებელია პიროვნების ზოგიერთი ფსიქიკური თავისებურებების
დახასიათება.

ადაპტაციოგენეზი (ადაპტაცია და ბერძ. გენესის წარმოშობა, წარმოქმნა,


განვითარება), ადაპტიოგენეზი – ორგანიზმის კონკრეტული ადაპტიური ფორმების
წარმოქმნის, განვითარებისა და გარდაქმნის ფილოგენეზური (ისტორიული)
პროცესი. ჩ. დარვინის მიერ ორგანული სამყაროს ევოლუციის აღმოჩენამ დასტურჰყო
მთელი ევოლუციის არსებითად ადაპტიოგენეზურობა. ამ თეორიით ორგანიზმის
ნებისმიერი ნიშან-თვისება ადაპტიურია. ხმელეთის ხერხემლიან ცხოველთა
კიდურებს აქვთ ფუნქციის (თხრის, ცურვის, ფრენის, სირბილის) შესაბამისი
აგებულება, თუმცა საფუძველი აგებულებისა ერთი და იგივეა. ორგანიზმის ყოველი
32
ადაპტიური ფორმა კონკრეტულ სასიცოცხლო გარემო პირობებში ჩნდება და
ყალიბდება და განსაზღვრული დროის მანძილზე გარკვეულ მუდმივობას
ინარჩუნებს, თუმცა ამ პერიოდშიც შესაძლებელია ზოგიერთი ვარიანტის წარმოქმნა.
ახალ გარემო პირობებში ჩნდება ახალი ადაპტიური ფორმა, რაც ახალი სახეობის,
ანდა ახალი ეკოლოგიური, ან გეოგრაფიული რასის გაჩენის მაუწყებელია.
ადაპტაციოგენეზის ელემენტარული წყაროა მუტაციები, თუმცა მუტაციებს,
თავისთავად, ადაპტიური ხასიათი არა აქვთ. მუტაციების ჩართვა ევოლუციის
პროცესში ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით ხდება. ადაპტაციოგენეზის პროცესები,
თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ურთიერთისაგან განსხვავდებიან (იხ.
არომორფიზმი, იდიოადაპტაცია).

ადაპტაციომორფოზი (ადაპტაცია და ბერძ. მორპჰე ფორმა, სახე),


ადაპტიომორფოზი – ორგანიზმის კონკრეტული ადაპტიური განვითარების,
ცვლილებისა და გარდაქმნის ფილოგენეზური (ისტორიული) პროცესი. ტერმინი
შემოიღო რუსმა ბიოლოგმა ი. შმალჰაუზენმა. ადაპტაციის განვითარებას, ცვლასა და
გარდაქმნას განიხილავენ მათ აღმოცენებასთან ერთად და აერთიანებენ
ადაპტაციოგენეზის ცნებაში.

ადაპტაციური სინდრომი (ლათ. Syndrom adaptationis შემადგენლობა) –


ორგანიზმის (კერძოდ ენდოკრინული სისტემის) დაცვითი ფუნქციების
ერთობლიობა ადამიანში და ცხოველში სტრესული მდგომარეობის დროს.
ხასიათდება სამი ძირითადი სტადიურობით: განგაშის (დაცვითი ძალების
მობილიზება) გრძელდება 6-დან 48 სთ-მდე, რეზისტენტობის (შეგუება რთულ
სიტუაციასთან) გამოფიტვა-დაუძლურების (ძლიერი და ხანგრძლივი სტრესულობა
შესაძლოა სიკვდილით გასრულდეს. სელიეს თეორია ზოგადი ადაპტაციური
სინდრომის შესახებ, დაფუძნებულია თირკმლებზედა ჯირკვლების ქერქისა და
ჰიპოფიზის (იხ.) ურთიერთობაზე. ზოგადი ადაპტაციური სინდრომისას ვითარდება
«დაძაბვის მდგომარეობა», რომელსაც იწვევს ორგანიზმზე ძლიერი
გამღიზიანებლების ზემოქმედება. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში
ჭარბად გამოჰყოფენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ
ადაპტაციას.
ადაპტაციურ-ტროფიკული ფუნქცია (ადაპტაცია + ბერძ. ტროპჰე კვება) –
სიმპატიკურ ნერვული სისტემის ფუნქცია, რომელიც ხერხემლიან ცხოველთა და
ადამიანთა ორგანიზმების შეგუებას გარემოს ცვალებადი პირობებისადმი
(განსაკუთრებით ექსტრემალურისადმი) ყველა ორგანოსა და ქსოვილის
ნივთიერებათა ცვლის დონის ცვლილებებით.

ადაპტერი (ლათ. Adapto მოვაგვარებ) – 1. შემაერთებელი მოწყობილობა,


«გადამრთველი»; 2. ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამაძლიერების
საშუალებით გადმოსცემს გრამაფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას. 3. ფოტოაპარატის
დამატებითი კასეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის აპარატის კონსტრუქციით
გაუთვალისწინებელი ფორმატის სხვადასხვა შუქგრძნობიერი მასალების
გამოყენებას; 4. მოწყობილობა, რომლითაც ფოტოაპარატზე ყენდება
არასტანდარტული ობიექტივები.

33
ადაპტირებული ტექსტი – ნაკლებმომზადებული მკითხველის დონის
შესაბამისად ამა თუ იმ ტექსტის სინტაქსური გამარტივება, შემოკლება, გადაკეთება.
ტექსტის ადაპტირება, ძირითადად, უცხო ენის შესასწავლად ხდება.

ადაპტიური ზონა – გარემო პირობების კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს


ორგანიზმთა ჯგუფების შეგუების ტიპს, იმისდა მიხედვით, თუ რა მცენარეული ან
ცხოველური ორგანიზმები ეუფლებიან ამა თუ იმ გარემოს (წყალს, ხმელეთს, ტყეს,
მაღალმთიანეთს, უდაბნოს და ა.შ.),
ადაპტიური ზონა იყოფა ქვეზონებად («გვიმრების ზონა», «ძაღლების ზონა»,
«დათვების ზონა» და ა.შ.). ადაპტური ზონა მოიცავს მრავალ ეკოლოგიურ
(სასიცოცხლო) ნიშს, რომელიც გარკვეულ სახეობას უკავია. ფიზიკურ-გეოგრაფიული
პირობების ცვლისა და იქ მობინადრე ორგანიზმების ევოლუციის შესაბამისად
ადაპტიური ზონაც განიცდის ცვლილებას.

ადაპტიური რადიაცია – როცა ერთი და იგივე სიცოცხლისეული ფორმა


შესაძლოა წარმოიქმნას ერთმანეთთან არანათესავურ დამოკიდებულებაში მყოფ
სახეობებს შორის და ასახავს (ირეკლავს) მხოლოდ მათი არსებობის მსგავსობის
პირობითობას (შდრ. პარალელიზმი ევოლუციაში). ევოლუციური პროცესის
მსვლელობას (ევოლუციის გზას) ოთხი მნიშვნელოვანი კანონზომიერებით
ახასიათებენ. აქედან ერთ-ერთი პირველია ადაპტიური რადიაციის კანონი. ამ
კანონის მოქმედების საფუძველში ჩადებულია წყვეტილი შერჩევითობის გავლენა
(იხ. ბუნებრივი შერჩევითობა და ევოლუციის სხვა ფაქტორები), რომელიც ვლინდება
ევოლუციის ამა თუ იმ ეტაპზე ორგანიზმთა ნებისმიერ ჯგუფში. ამ დროს სხვადასხვა
პოპულაციები და სახეობები ისწრაფიან რაც შეიძლება სრულად აითვისონ ყველა
მისაწვდომი რესურსი, დაიკავონ ყოველი შესაძლებელი ეკოლოგიური ნიში (იხ.
ორგანიზმი და გარემო). ამ დროს მიმდინარეობს ორგანიზმების თვისებათა და
ნიშანთა შერჩევა, რისი წყალობითაც ისინი სხვადასხვაგვარ გარემოპირობებს
ეგუებიან. ადაპტაციის ამ ფორმას რადიაციულს იმიტომ უწოდებენ, რომ პროცესის
დროს, ორგანიზმთა ჯგუფების განვითარება, თითქოსდა, ერთიანი ცენტრიდან
მოდის და წარმოსახვით გარემოში სხვადასხვა მხარეს რადიალურად (რადიუსებად)
წარიმართება. ადაპტიური რადიაციის შედეგიდან გამომდინარე, შინაური ძაღლი,
მგელი, ტურა და სხვა წარმოქმნიან ერთ გვარს მგლებისას; მგელი, მელა, ყარსაღი,
ენოტისებრი ძაღლი და სხვა, წარმოქმნიან ძაღლის ოჯახს. ასე რომ, ძაღლისებრთა,
კატისებრთა, დათვისებრთა, ენოტისებრთა, გიენისებრთა და ა.შ. სახეობები – ყველა
ადაპტიური რადიაციის შედეგს წარმოადგენს, რომელიც წარიმართა მტაცებელ
ძუძუმწოვართა დივერგენტული ევოლუციის გზით (იხ. დივერგენცია). ადაპტიური
რადიაციის პროცესში ორგანიზმი იძენს სპეციალურ ადაპტაციას და გავრცელებას
იწყებს ახალ ადაპტიურ ზონებში. მისი ძირითადი წყაროა შიგასახეობრივი
პროცესები (სახეობრივი პოპულაციების გენეტიკური მრავალგვარობა, სახეობის
დივერგენცია გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ რასებად, შიგასახეობრივი
წინააღმდეგობანი და ა.შ.). ცხოველთა ადაპტაციის პროცესი ხვადასხვა ფაქტორებთან
შეგუებით მიმდინარეობს: ბიოტიკურ (გენოტიპის, პოპულაციის, ან ბიოცენოზის
შიგნით), აბიოტიკურ (მაგ., სიცივე), საკვების მოპოვების, მტრისგან თავდაცვის,
შეწყვილებისათვის პარტნიორის მოზიდვის, გავრცელების ახალ არეალთან
ადაპტირების ფაქტორებთან. ე.ი. ადაპტაცია ესაა შიგასახეობრივი პროცესები

34
(სახეობრივი პოპულაციების გენეტიკური მრავალგვარობა, სახეობის დივერგენცია
გეოგრაფიულ და ეკოოგიურ რასებად, შიგასახეობრივი წინააღმდეგობანი და ა.შ.).
ძუძუმწოვრების ადაპტაციური რადიაციით განვითარდა მოსიარულე (კატები,
ძაღლები, მგლები, ირმები...), მხტუნავი (მიწის კურდღელი, კენგურუ...), მორბენალი
(ცხენები), მცურავი (დელფინები, ვეშაპები, სელაპები) და სხვა ფორმები. ადაპტური
რადიაციის თვალსაჩინო ნიმუშია ქვეწარმავლების ევოლუცია. არანაკლებ
მნიშვნელოვანია იგი უხერხემლო ცხოველების (მხარსახსრიანების,
ორსაგდულიანებისა და მუცელფეხიანი მოლუსკების, ზღვის ზღარბების, ზღვის
შროშნების) ევოლუციაში.
ადაპტიური რადიაციის იდეა პირველად შემოიტანა ჩ. დარვინმა, თვით
ტერმინი კი მოგვიანებით – 1915 წ-ს შემოიღო ამერიკელმა პალეონტოლოგმა ჰ.
ოსბორნმა.

ადაპტიური სისტემა – თვითშეგუებადი სისტემა, რომელიც ინარჩუნებს


მუშაობის უნარს სამართავი ობიექტის თვისებათა გაუთვალისწინებელი
ცვლილებების დროს (განსაზღვრულ ზღვრებში), მართვის მიზნით ან გარემო
პირობების ფუნქციონირების ალგორითმის ცვლის გზით, ანდა ოპტიმალური
მდგომარეობის ძიებით. ამგვარ სისტემებში განიხილება ყოველი ცოცხალი
ორგანიზმი; ადაპტაციის ხერხებით განსხვავებულ თვითგანმწყობ, თვითსწრაფვებისა
და თვითორგანიზების სისტემებს.

ადაპტიური ფერმენტები – ბიოკატალიზატორები, რომელთა სინთეზი


გამოიწვევა ან ჩქარდება ნივთიერებებით, რომელზეც ისინი ზემოქმედებენ, ე.ი. თვით
ფერმენტის სუბსტრაქტზე, ანდა მასთან დაახლოებულ შენაერთებზე. იგივეა, რაც
ინდუცირებული ფერმენტები.

ადაპტოგენეზი, ადაპტაციოგენეზი (ადაპტაციომორფოზი) (ლათ. ადაპტატიო


შეგუება + მორპჰაფორმა) – სხვადასხვა სახის შეგუებათა ჩამოყალიბების
ევოლუციური პროცესი, გამოხატული ორგანოებისა თუ პრგანოთა სისტემების ისეთ
გარდაქმნაში, რომელიც ორგანიზმს მოცემულ გარემო პირობებში არსებობის
საშუალებას აძლევს.

ადაპტომეტრი – სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ისაზღვრება თვალის


სიბნელისადმი შემგუებლობა (ადაპტაცია).

ადაპუ – ბრძენის აღმნიშვნელი განზოგადებული აქადური სიტყვა.

ადარ (ადარ-მელიქ – «ადარი არის მეფე») – ასურულ-ბაბილონური პანთეონის


ღმერთი, იგივე ადრამელექი (იხ. ადრამელექი).

ადარ (ასურ. «Aდდა-რუ») – ებრაული კალენდრის მთავარი, მე-12 წმიდა თვე,


მეექვსე სამოქალაქო თვე ებრაელებში (შეესაბამება მარტს). ადარშენი ან ვეადარი მე-
13 თვეა ნაკიანი წელიწადისა, რომელიც ემატება მთვარის წელიწადს 7-ჯერ 19
წელიწადში, რათა გაუთანაბრდეს იგი მზის წელიწადს. ლეგენდის მიხედვით, მოსეს
დაბადებისა და გარდაცვალების დღეს მე-7 ადარს მიაკუთვნებენ. მე-13 ადარი

35
ესთერის ხსოვნისადმი დაცული მარხვის დროა (თაანიტჰ Eსტჰერ), ხოლო მე-14 –
პურიმის (ებრ. გათავისუფლების, თავდახსნის) – ებრაული დღესასწაულის დროა
(იხ. პურიმი).

ადარბადაგანი (სპარს.) – აზერბაიჯანის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება.


ეს სახელწოდება ქართულ წყაროებშიც გვხვდება.

ადარმე – 1. წონის ძველ ესპანური და სამხრეთამერიკული ერთეული, უდრიდა


1/16 უნციას. 1 ადარნე = 36 გრანს (გრანი – გრანუმ – მარცვალი, მასის ერთეული
=64,8 მგრ.); 2. გადატანითი მნიშვნელობით – არარაობამდე დასული სიდიდე;
არარაობა.

ადარნასე (VIII ს-ის II ნახევარი) ქართველი ერისმთავარი და კურაპალატი, ნერსე


ერისთავის მამა. მოხსენიებულია თხზულებაში «აბო თბილელის წამება».

ადარნასე ბაგრატიონი (VIII ს.) – ტაო-კლარჯეთის მთავრის აშოტ I-ის (დიდის)


მამა. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის «ქართლის ცხოვრების» V-VIII ს.ს-ის
ამსახველი კრებულის ავტორის – ჯუანშერის ცნობით, ადარნასე ბაგრატიონი VIII ს-
ის II ნახევარში არჩილ მეფის ვასალი გამხდარა. გარდაცვლილა კლარჯეთში.

ადარნასე I (? – დაახლ. 867 ან 869 წ.წ.) – აშოტ დიდის უფროსი ვაჟიშვილი,


ქართველ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს მამამთავარი, ბაგრატ I კურაპალატისა და
გვარამ მამფალის ძმა და თანამმართველი. ძმებთან ერთად ებრძოდა არაბ
დამპყრობლებს.

ადარნასე, ადარნერსე (VII ს-ის I ნახ.) ქართლის ერისმთავარი, უფლისწილობაში


«ვიპატოსი». მისი საგარეო და სარწმუნოებრივი პოლიტიკა ორიენტირებული იყო
ბიზანტიის პოლიტიკაზე. ადარნასეს პერიოდში მოხდა ქართული და სომხური
ეკლესიების განხეთქილება (607-608 წ.წ.). პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი კურსი მას
ქართლში ირანელთა ბატონობის დროს არ შეუცვლია, რის გამოც დაკარგა
ერისმთავრობა. აღადგინეს ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ. იყო მცხეის ჯვრის
ერთ-ერთი აღმშენებელი. მისი რელიეფური გამოსახულება წარწერით დღემდეა
შემონახული ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე.

ადარნასე II (VIII-IX ს.ს.) – ქართველთა მეფე (888-923 წ.წ.), ტაო-კლარჯეთის


სამთავროს გამგებელი, ძე დავით I კურაპალატისა, ტაო-კლარჯეთელ ბაგრატიონთა
ტაოს შტოდან. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ
ომში დავით I კუროპალატის დაღუპვის (881 წ.) შემდეგ სამთავროს გამგებელი.
დავითის მკვლელმა ნასრა გვარამ მამფალის ძემ 888 წ-ს ბაგრატ აფხაზთა მეფის
დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის დაბრუნება. ბაგრატ II-მ და მისმა მომხრეებმა
იგი დაამარცხეს. ამ ხანიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა
შთამომავალთაგან იგი იყო პირველი, ვინც მიიღო «ქართველთა მეფის» ტიტული. ეს
მოხდა 888 წ-ს. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაქის) მეფეები. 891 წ-ს ადარნასე II
სომხეთის შინაფეოდალურ ომებში ჩაერია და დაეხმარა სუმბატ აშოტის ძის
გამეფებას შირაქში. 904 წ-ს ადარნასე II-მ (სუმბატ აშოტის ძის თანადგომით)
დაამარცხა და ხელთ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე,
36
რომელიც ტყვეობიდან მოგვიანებით გაათავისუფლა სუმბატ სომეხთა მეფემ, რასაც
მოკავშირეთა შორის განხეთქილება მოჰყვა. ეს წყენა ადარნასე II-მ ვერ აპატია სუმბატ
სომეხთა მეფეს და 907 წ-ს სომხეთში შეჭრილ არაბთა სარდალს აბუ ლ-კასიმს
მიემხრო. ადარნასე II დიდ კულტურულ სააღმშენებლო საქმიანობას ეწეოდა – ააგო
და საეპისკოპოსო ტაძრად აქცია ბანას საყდარი.

ადარნასე III (? – 961 წ.წ.) ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი. 945 წ-დან
მაგისტროსი, 958 წ-დან კურაპალატი. შვილებმა შეიპყრეს და აიძულეს ბერად
აღკვეცილიყო.

ადარნასე IV (? – 983 წ.წ.)კურაპალატი ბაგრატიონთა ტაოს შტოდან.

ადარნასე პატრიკი – ჰერეთის მეფე (დაახლ. 915-944 წ.წ.). მისი მეფობის ჟამს
კახთა მთავარმა კვირიკე I-მა და აფხაზთა მეფე კონსტანტინემ დალაშქრეს ჰერეთი
915 წ-ს. ვეჯინის შეთანხმების თანახმად ადარნასე პატრიკი იძულებული შეიქნა
კვირიკესათვის ორჭობი დაეთმო, კონსტანტინესათვის კი – გავაზნი და არიში.

ადარტიკულაცია – (ანატომ.) შენაწევრებათა (შესახსრებათა) შეერთება.

ადას სკოლა (აბატისა ადას სკოლა, ადას ხელოვნების სკოლა, ჰოდესკალკის


სკოლა, კარლოს დიდის სკოლა) – კაროლინგების ეპოქის (VIII-IX ს. ს.) წიგნის
მინიატურის მხატვრული ტრადიცია. ვინაიდან წიგნზე მოთხოვნილება
კაროლინგების იმპერიაში სწრაფად გაიზარდა, ერთდროულად აღმოცენდა
ხელნაწერთა დამზადების რამდენიმე ცენტრი: პარიზი, რაიმსი, ტიერი, კორმი,
ვულდა და სხვ. ადას სკოლის ცენტრი მდებარეობდა, როგორც ჩანს, ტრირისა და
აახენის რაიონებში ანუ იმპერიის დედაქალაქის ოლქში. ეს სკოლა სამეფო კართან
არსებობდა და ხელნაწერი წიგნების შემკვეთნი არცთუ იშვიათად სამეფო ოჯახის
წევრები იყვნენ (ზოგიერთი ცნობით აბატისა ადა კარლოს დიდის და იყო).
ილუსტრირებული წიგნების ამ ჯგუფმა სახელწოდება მიიღო ცნობილი ევანგელიეს
(სახარების) მიხედვით, რომელიც შექმნა 781-783 წ.წ. ოსტატმა ჰოდესკალკმა
უშუალოდ კარლოს დიდის შეკვეთით.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა ადას სკოლის
სტილი, ადას სახარებაა. იგი შეიქმნა 800 წლამდე ცოტა ადრე.
სკოლის სტილის მესამე ცნობილი ნიმუშია, ქ. სუასონის (საფრანგეთი)
მონასტრის – სენ-მედარდის სახარება, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 827 წ-ს.
ამ ტრადიციის ხელნაწერებს, განსაზღვრული განსხვავების მიუხედავად,
ახასიათებს გამოსახულების ერთი ტიპის მიმდევრობა, რომელიც შემუშავდა სკოლის
განვითარების ადრეულ ეტაპზე. მინიატურები გამოირჩევიან საზეიმო და
რამდენადმე პომპეზური დეკორატიულობით, ოქროს გამოყენების (ვარაყის)
სიუხვით, რომელიც უკვე გამქრალი იყო ანგლო-ირლანდიურ და მეროვინგულ
ხელნაწერთა სკოლების ხმარებიდან. ადას სკოლის ოსტატები ხელახლა იწყებენ
გვერდების მეწამულისფრად შეღებვა-დაფერვას. ილუსტრაციის დამახასიათებელი
ნიშანია დიადი, რეპრეზენტაციული სახეებისადმი ლტოლვა, რომლებსაც თითქმის
მონუმენტური მნიშვნელობა აქვთ (წმ. პეტრეს გადასცემენ გასაღებებს; ჰენრიხ II-ის
ევანგელიარის მინიატურა). ადას სკოლის მინიატურებზე, როგორც წესი,

37
მახარებლებს გამოსახავენ წიგნით ხელში, დაბრძანებულია სამეფო ტახტზე და
გარშემორტყმულია სიმბოლო-ატრიბუტებით (ლომი, ხბო, არწივი, ანგელოზი).
ფიგურებისათვის ფონად ხშირად გამოყენებულია არქიტექტურული დეტალები.
ორნამენტებს, არცთუ იშვიათად, ატყვია ფორმების გეომეტრიულად ბრტყელი
გააზრების კვალი და მის ადრინდელ ნიმუშთა სტილს ურთიერთშეხება აქვს
გვიანანტიკურ და ბიზანტიურ ტრადიციებთან.

ადას სკოლის განვითარების მწვერვალად ითვლება სენ მედარდის სახარება,


სტილისტიკით ახლოს მდგომად კი – კარლოს დიდის სახარების სკოლის
ხელნაწერთა ჯგუფი.

ადაუ – აფხაზური მითოლოგიით: გოლიათი, კაციჭამია, თავზარდამცემი


ხალხისა. მის გამოჩენას თან ახლავს ქარიშხალი, ელვა, ქუხილი. აქვს უამრავი თავი
(სამი, შვიდი, ცხრა, თორმეტი). ზოგიერთი მითის მიხედვით კიკლოპივით
(ციკლოპივით) ცალთვალა ყოფილა. ადაუები მას მერე გაჩნდნენ, რაც აცანები (იხ.) –
ჯუჯები გაქრნენ. ნართულ ეპოსში (მასში აფხაზურიც იგულისხმება) ადაუა
ცეცხლის, ანდა წყაროთა და მდინარეთა (ასევე მათი ენგადის) პატრონია. სწორედ
ამის გამო ებრძვის მას ეპიკური გმირი და ამარცხებს კიდეც თავისი ჭკუის
აღმატებულებით. ზოგი ვერსიით გმირი ადაუს და მის ძმებს რიგრიგობით ებრძვის.
ძმები სამნი, შვიდნი, ცხრანი და თორმეტნიც არიან. ზოგ შემთხვევაში, ადაუს ცოლიც
ჰყავს (დედაც, დაც). შეესაბამება ქართულ დევს (იხ.), ადიღელთა ინიჟის, ოსთა უაიგს.

ადაქსიალური მხარე (ლათ. ად თან, კენ და ახსის ღერძი) – მცენარის გვერდითა


ორგანოს მხარე, მოქცეული ყლორტის (ნაყარის) ღერძისკენ, რომელზედაც
მიმაგრებულია ორგანო. ფოთლებში, ჩვეულებრივ, ეს ზედა მხარეა, გვერდითი
ყვავილებისათვის კი ფოთლით დაფარული მხარის საპირისპირო მხარე. ზოგჯერ
მცენარის ორგანო 1800-ით ტრიალდება (მზის ან სხვა ფაქტორების ზეგავლენით) და
ადაქსიალური მხარე იქცევა ქვედა მხარედ (შდრ. აბაქსიალური მხარე).

ადაქტილია, ადაქტაცია – თითების თანდაყოლილი უქონლობა.

ადაშევი ალექსი თედორეს ძე (?-1561) – რუსი სახელმწიფო მოღვაწე,


წარმოშობით კოსტრომელი თავადი, ნათესაურად დაკავშირებული იყო მოსკოველ
ბოიარებთან. XVI ს-ის 40-იან წლების რეფორმათა მონაწილე, რუსეთის მეფის ივანე
IV-ის პირადი არქივის გამგე, «სასწრაფო და საიდუმლო საქმეთა» ბეჭდის მცველი.
რედაქტირებდა ოფიციალური მატიანის მასალებს. 158-83 ი.მ. ვისკოვატისთან ერთად
«ლიფონიის ომთან დაკავშირებით ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას. 1560-ში
გაიგზავნა ლიფონიაში ვოევოდად. დაუპირისპირდა დედოფლის სანათესაოს, რაც,
ალბათ, მისი შერისხვის მიზეზი გახდა. 1560-ში დაატუსაღეს. იჯდა იურევოს
(ტარტუს) ციხეში, სადაც 1561-ში გარდაიცვალა კიდეც.

ადაშევი დანიელ თედორეს ძე (?-1562/63) – რუსი მხედარმთავარი, ძმა ა.ფ.


ადაშევისა. 1559-ის თებერვლიდან სამეფო კარის მოხელე. ყაზანის ლაშქრობისა და
ლიფონიის ომის მონაწილე (1558-83). 1559-ში ყირიმში გაგზავნილი ჯარის პირველი
ვოევოდა თებერვლიდან სექტემბრამდე. 1560-ში არტილერიის მეთაურია

38
ლიფონიაში. იმავე წელს ძმასთან ერთად შეირისხა. მცირეწლოვან ვაჟთან და
ნათესავებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

ადაჯეტო – იტალიური მუსიკალური ტერმინი, ადაჯოზე უფრო ნელი ტემპი.

ადაჯიო, ადაჯო (იტალ. ადაგიო ნელა, დინჯად) – 1. მუსიკაში ნელი ტემპის


აღნიშვნა; მუსიკალური პიესა ან მისი ნაწილი, შესრულებული ადაჯიოს ტემპით –
ჩვეულებრივ, სიმფონიის, კვარტეტის, სონეტის და ა.შ. ერთ-ერთი შუა ნაწილთაგანი;
2. ბალეტში – ცეკვის (ძირითადად დუეტის) ერთ-ერთი ფორმა – ნელი ნაწილი,
ლირიულ-მისამღერი ხასიათის მუსიკის თანხლებით. სრულდება, უპირატესად,
ფართო და ნარნარი მოძრაობებით. ზოგჯერ თავისთავადი საცეკვაო ეპიზოდიცაა (პა-
დე-დიო, პა-დე-ტრუა, პა დ'აქსონ); 3. კლასიკური ცეკვის გაკვეთილის ნაწილი,
საცეკვაო კომპოზიცია, რომელიც სრულდება ნარნარი მოძრაობებით, მყარი
პოზებისა, მობრუნებისა და ტრიალისაგან, რაც მოცეკვავეს გამოუმუშავებს
მდგრადობას.

ადაჰი (ასურ.) – 1. ებრაელებში შესულია ასურულიდან, ადაჰას – იუბალის


მამის სახელით; 2. ადაჰ – პირველი, ერთი – საყოველთაო მონაპოვარი; არის
საფუძველი ვიფიქროთ, რომ აქ-ად-ი აღნიშნავდეს პირველშობილს ანდა ადას ძეს; 3.
ადონი – პირველი «ხელისუფალი» ასურეთისა.

ადბჰუთა-ბრაჰმანა (სანსკრიტ. ადბჰუტა ბრაჰმანა) – ბრაჰმანული სასწაული.


აღწერს საოცრებებს, წინასწარმეტყველებებს და სხვა ფენომენებს.

ადბჰუთა-დჰარმაა (სანსკრიტ. ადბჰუტა დჰარ-მა) – მოვლენის «კანონი»,


მანამდე გაუგონარი; ბუდისტურ თხზულებათა ჯგუფი, გასაოცარ, ფანტასმაგორიულ
და ფენომენალურ შემთხვევებზე.

ადგეზია (ლათ. Adhaesio მიკვრა, მიწებება) – შეჭიდულობა (გადაბმულობა,


მიკვრა) სხვადასხვა სხეულის ზედაპირებისა, რისი წყალობით შესაძლებელი ხდება
გალვანური და ლაქ-საღებავებით სხეულის ზედაპირების დაფარვა, მიწებება,
შედუღება, ზედაპირის დამცავი ფენის გაჩენა (მაგ., ოქსიდური და ა.შ.).

ადგერბალი (?-112 ჩვ. წ-მდე) – ნუმიდიის სამეფო ტახტის პრეტენდენტი. ჩვ. წ-


მდე 112 წ-ს მოკლა იუგურთამ, ხოლო ნუმიდიის ქალაქებში გაანადგურა იტალიელი
ვაჭრები. ამის გამო, ჩვ. წ-მდე 111 წ-ს რომმა ომი გამოუცხადა ნუმიდიას. ეს ბრძოლა
ისტორიაში ცნობილია იუგურთას ომის სახელწოდებით. ომი რომაელი სარდლის
გაიუს მარიუსის გამარჯვებით გასრულდა.

ად-გი-გი – «რჩევის უნარი» (შუმერ. «გილგამეშის ეპოსი»).


1. ადგილი – სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით: ეს არის ადგილი რათმე
ქვეყანისაგან, გინა სამყოფი, გინა დასადგომელი და დასაჯდომელი, დათქმული
რისიმე; ადგილად ითქმის ლახვართა კოდილობისა ნაჩენი. და ესეთი მცირე რაიმე
(ლექსიკონი ქართული).
2. ადგილი – ფიზიკურ გეოგრაფიაში: გეოგრაფიული ლანდშაფტის ერთ-ერთი
მორფოლოგიური ნაწილი – დედამიწის ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური
39
ელემენტების შემცველი სივრცის ნაწილი. ამა თუ იმ მიზნისათვის ადგილის გეგმა
სათანადო წვლილადებით დგება (მაგ., ჰორიზონტული გეგმის შედგენისას
წვლილადებია დედამიწის ხილულ ზედაპირზე არსებულ ბუნებრივ და ხილულ
ელემენტთა კონტურები. ბუნებრივ წვლილადებში მოაზრებულია მთები, ტყეები,
მდინარეები, ხეობები, ტბები და ა.შ., ხოლო ეკონომიკურში სხვადასხვა სამრეწველო
ნაგებობანი, მაგ., ქარხანა, ფაბრიკა და სხვ.). ტოპოგრაფიულ გეგმებზე წვლილადებად
შედის რელიეფური ელემენტებიც; ადგილის მარკშეიდერული გეგმის
წვლილადებად მიჩნეულია ყველა ის ბუნებრივი და ეკონომიკური ელემენტი,
რომელიც წიაღისეულის დამუშავებასთანაა დაკავშირებული.

ადგილი აყვავებისა (გაფურჩქვნისა) – დაკავშირებულია სახლის (ოჯახის)


ფინანსურ აღზევებასთან (აყვავებასთან). კარგია, თუ ამ ადგილას მოეწყობა მთავარი
შესასვლელი. ეს ნიშანია იმისა, რომ სახლში (ოჯახში) ფული შემოდინდება. ამ
ადგილას შეიძლება მოეწყოს ოჯახის უფროსის კაბინეტი, რომელიც
პასუხისმგებელია ოჯახის კეთილდღეობაზე (ან მოეწყოს მისი საძინებელი). ამ
ადგილას კარგი იქნება განათავსოთ კომპიუტერი (თუ იგი გამოყენებულია სამუშაო
ინსტრუმენტად). აყვავების ადგილის თავისებური გაძლიერებისათვის აქ უნდა
განთავსდეს ისეთი საგნები, რომელნიც განაწყობენ ან აძლიერებენ მის ფუნქციებს.
მაგ., ეს შეიძლება იყოს მჭვირვალი კრისტალი სარკმელზე, ნათელი აბაჟური
(შუქფარი), სახლის მფლობელის ფოტოსურათი, გადაღებული იმ პერიოდში, როცა
მის სიცოცხლეში ზეობისა და ყველაზე წარმატებული ხანა იდგა (იხ. ბაგუა,
ქვეყნიერების მხარე-კიდეთა სიმბოლიკა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხი,
მიმართულებანი...).

ადგილი ბირჟაზე – 1. ბროკერთა ფირმის უფლება აწარმოოს სავაჭრო


ოპერაციები ბირჟაზე და ჰყავდეს თავისი ტრეიდერები ბირჟის სავაჭრო დარბაზში; 2.
დახლი ან სტენდი ბირჟის დარბაზში, რომელიც გამოეყო (მიეცა) ბირჟის წევრს.
ადგილი ბროკერული – ბირჟის წევრობა, რომელიც იძლევა საჯარო ვაჭრობაში
მონაწილეობის უფლებას. ბროკერული ადგილის შეძენა ხდება გადასახდელით და
შესაძლებლობას იძლევა დადონ დამოუკიდებლად გარიგებები, მიიღონ ინფორმაცია
საჯარო ვაჭრობის შესახებ, მონაწილეობა მიიღონ ბირჟის მართვაში, რათა საბირჟო
ვაჭრობაში დაბალი (მცირე) დანახარჯები ჰქონდეთ.

ადგილი და დრო თაყვანისცემისა – იხ. თაყვანისცემა.

«ადგილი გამოცხადებისა» («კოდეშ ჰა კოდაშიმ») – ბიბლიის მიხედვით


წმიდათაწმიდა ადგილი, სადაც უფალი ცხადდებოდა ხოლმე (ეს ის პერიოდია, როცა
მოსეს რჯული სისტემატიზებულია და უფალს თავისი გამოცხადებისათვის უკვე
სპეციალური ადგილი – «წმიდა კარავი» აქვს მიჩნეული). ეს ადგილი «წმიდა
კარავში» კრეტსაბმელით იყო გამოყოფილი და შემობურული, სადაც შესვლის ნება
მხოლოდ ქოჰენ-გადოლს – მღვდელმთავარს ეძლეოდა და ისიც არა ყოველთვის,
არამედ განსაზღვრულ დროს: «უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას,
ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ,
რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები
თავსარქველზე» (ლევიანნი, 16,2).

40
ადგილი განწმენდისა – იხ. განსაწმენდელი; ნარაკა, რეინკარნაცია – ადგილი
განწმენდისა და რეინკარნაციის ლოდინისა.

ადგილი გათავისუფლების (თავდახსნის) მიღწევისა – ინდოეთში


სამლოცველო (ტირტჰაიატრა) ადგილები, მაგალითად, წმიდა მდინარეებთან
(ტირტჰა), ცნობილი გახლდათ ჯერ კიდევ ვედებისა და ეპიკური პერიოდებიდან.
ამგვარი ადგილები ახლაც მიჩნეულია მნიშვნელოვან ასპექტად ინდოეთის
რელიგიურ ცხოვრებაში. პურანების მრავალ თავში განდიდებულია ტაძრები და
ტემენოსები – წმიდა ადგილები, რომლებიც მდებარეობენ თვალწარმტაც ან ველური
ბუნების უსიერ ადგილებში (განსაკუთრებით ჰიმალაებში). მთელი ინდოეთი,
განსაკუთრებით კი ქურუკშეტრა («მაჰაბჰარატაში» დასახელებული დიდი ბრძოლის
ადგილი) ის ადგილია, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ითვლება წმიდა
მიწად და რომელიც ყოველ ადამიანს საშუალებას აძლევს მიაღწიოს
გათავისუფლებას, თავდახსნას (იხ. წმიდა ადგილები, თაყვანმცემლობა; ტემენოსები).
ინდური რელიგიების აღმსარებლებს და მით უფრო ორთოდოქს მორწმუნეებს სწამთ,
რომ არსებობს ისეთი სულიერი ჯილდოები, როგორიცაა, მაგალითად,
გათავისუფლება ცოდვათა და ყოველგვარი სიბილწისაგან, რეინკარნაცია ცად ან
საერთოდ თავდახსნა რეინკარნაციული პროცესისაგან (სანსარასაგან) და ა.შ. ამ
ჯილდოთა დამსახურება შესაძლებელია მხოლოდ ტემენოსებში – წმიდა
ადგილებში. ამგვარი ადგილები, ზოგჯერ, სპეციფიკურ თვისებებსაც კი ატარებენ.
მაგალითად, მრავალგზისი ინკარნაციის წრიული გზის გასრულება და სანსარისაგან
გათავისუფლება შესაძლოა მიღწეულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ კი სიკვდილის
პირას მისული მორწნუნე ვარანასში ჩასვლას შეძლებს და იქ, ინდოეთის უწმინდესი
მდინარის – განგის ნაპირებთან აღესრულება.

ადგილი ექვსი შა-სი – შა, ესაა უარყოფითი ენერგიები (იხ.), რომლებიც


სხეულში არღვევენ ენერგიის სწორ მედინობას. შა-თა გენერატორებად გვევლინებიან
ყოველგვარი მახვილი კუთხეები, რომლებიციც მიმართულია ან პირადად თქვენსკენ,
ან თქვენი სახლისკენ. როცა სახლი გარშემორტყმულია მწყობრი ბორცვებით, გარს
უვლის გზა, თუ გვერდით არაა ნაგებობანი, რომელნიც მიმართულნი არიან წიბოთი
სახლისკენ ან სახურავის მახვილი (ძალზე დაქანებული) ფერდისკენ, მაშინ დაცული
ხართ გარეგან შა-თაგან. თუ სახლს ეღობება გზა ან მდინარე – ეს ძლიერი შინაგანი
შა-ა. ადგილი ექვსი შა-სი მდებარეობს სახლის შიგნით, მაშინ იგი «ჩაკეტილი წრის»
შემდეგ პრობლემებს ქმნის: პრეტენზიების, ჭორის (ხმის დაყრის), გახმაურებული
სკანდალების, ფინანსურ დაწესებულებათა გაკოტრების (ბანკროტის) პრობლემებს.
თუკი განსაზღვრეთ ამგვარი ადგილი, უმჯობესია იქ სამზარეულო ან ტუალეტი
განათავსოთ. სამზარეულოში ნეგატიურ ენერგიებს ცეცხლი გაანეიტრალებს,
სანკვანძებში (იგივე ტუალეტებში) – სადეზინფექციო პროცედურები და გამდინარე
წყლით ჩარეცხვა.

ადგილი კატასტროფებისა – მიუხედავად სახელწოდებისა, არ მოაქვს


კატასტროფები, მაგრამ თუ ამგვარ ადგილებში მოეწყობა დასვენების ან სასადილოდ
განკუთვნილი სივრცე, შეიძლება ფინანსური გართულებები გამოიწვიოს, ასევე
გაგირთულდეთ ურთიერთობა მართლწესრიგის დამცავ ორგანოებთან ან სხვა
ბიუროკრატულ ორგანიზაციებთან. შესაძლოა უთანხმოება და დავა მეგობრებთანაც

41
უნდა ეცადოთ, ამ ადგილებში არ გამართოთ საბინადრო-საცხოვრისი ნაგებობები.
უპრიანია იქ საკუჭნაოს მოწყობა ან ბოლო-ბოლო სახლში იმ ადგილს მიადგათ
კარადა.

ადგილი საბაჟო გაგზავნისა – ტვირთის გამგზავნი ქვეყნის საბაჟო, სადაც


ტრანზიტის პროცედურის მიხედვით მისი გადაზიდვა იწყება.

ადგილი საბაჟო დანიშნულებისა – ტვირთის დანიშნულების ქვეყნის საბაჟო,


სადაც საბაჟო ტრანზიტის პროცედურით, მთავრდება ტვირთის გადაზიდვა.

ადგილი სიკვდილისა – ჩინელები ამგვარ ადგილს «ციუან-მინ»-ს ან «სრულ


კატასტროფას» უწოდებენ. ადგილი ფლობს დამანგრეველ «ცი»-ს (შდრ. წი-წაი). ამ
ადგილას არ უნდა განთავსდეს შესასვლელი, საძინებელი, სასტუმრო (მისაღები)
ოთახები. ყველაზე გამანეიტრალებელი იქნება, თუ ამგვარ ადგილებში სანიტარული
კვანძი მოეწყობა.

«ადგილი სიკვდილისა და სიცოცხლისა» («მორტის ეტ ვიტაე ლოცუს») –


ადგილი, სადაც აღმართული იყო სტელა-ფალოსები. ამ სტელა-ფალოსებში
კონცეფცირებული გახლდათ ჩასახვისა და შთამომავლობის გაგრძელების
საიდუმლო, რომელიც ძველ ხალხებში მარადიულ ღვთაებრივ გამოცანას
წარმოადგენდა. ჩასახვის აქტში წარმოიშობა ახალი სიცოცხლე და, იმავდროულად
ნადგურდება წინამორბედი სიცოცხლე. ამდენად, ერთ აქტში უწყვეტად
კავშირდებოდა სიცოცხლე და სიკვდილი. მისი სიმბოლო გახლდათ პრიაპოსი –
ფრიგიული ნაყოფიერების ღვთაება (მოგვიანებით დამკვიდრდა ბერძნულ
მითოლოგიაში – დიონისეს და აფროდიტეს ვაჟი) (იხ. პრიაპოსი). ფალოსის
გამოსახულება, რომელიც ნაყოფიერების სიმბოლოა, ცნობილი იყო ყველა ძველ
ხალხში. გადმოცემით, ძველი კელტები ვერტიკალურად აღმართულ ქვის –
მენგირის გარშემო ცეკვავდნენ (სარიტუალო ცეკვა ფალოსის ირგვლივ); ბრეტონული
ზღაპარი გვიყვება: მენგირებიდან ისეთი ძალა გამოდიოდა, რომ საუკუნეთა
შემდეგაც კი, როცა ქვა იშლებოდა, იმ ადგილას, სადაც იგი იდგა, ადამიანს
ორგიასტული ცეკვის დაუოკებელი ჟინი ეუფლებოდა-ო. ადრეულმა ქრსტიანმა
ადეპტებმა წარმართული დროის ქვის კერპ-ფალოსებს თავი წაკვეთეს და ზედ ჯვარი
დაასვეს. აქედან წამოვიდა სააღდგომო «პასქის» ფორმა.

ადგილი სრულყოფისა – წმიდა ადგილები, სადაც შესაძლებელია აბჰიჯნას


ხარისხების – ფენომენალური ანუ ზებუნებრივი უნარის და დჰიანის, –
სრულყოფის პარამეტრების დაუფლება. შესაძლებელია ამგვარი სრულყოფის ერთ
ინკარნაციაში მიღწევა და უფლების მიღება ნირვანაზე. სრულყოფის მისაღწევად
მრავალ რელიგიურ რიტუალთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
ადგილსაც. მაგ., ბოდჰი დჰარ მა – ბოს ხე, ანუ ბოდჰი ის ადგილია, სადაც შაკიამუნი
შვიდ წელს მედიტირებდა და ამის შემდეგ მიაღწია ბუდას მდგომარეობას. ბოდჰის
ხე, იგივე «ხე ცნობადისაა» (ბოტან. Aიცუს რელიგიოსა). ამგვარი ადგილი
სრულყოფისა ბევრგანაა მოაზრებული თეოლოგიურ ლიტერატურაში (მაგ., ძველსა
და ახალ აღთქმაში ასეთ ადგილად უდაბნოა მიჩნეული, ისლამში – მექასთან
მდებარე მთა, სადაც მუჰამედი გადიოდა სრულყოფას და ა.შ.) და ყოველი მათგანი
რაღაც მეტაფიზიკურის თვისებების მატარებელია. სრულყოფის ადგილებში
42
ადამიანს ეძლევა განდგომის, სულიერი განმარტოებისა და განმხოლოების
შესძლებლობა, რითაც იწყება ნავა ნიდჰი-ს, – «ცხრა საუნჯის», – დაუფლებისა და
მისტიციზმით – სულიერი განვითარების სრულყოფის გზა (დამატებით იხ. ბერძენი
ორაკულები).

ადგილი ძირითადი (ჩინეთი) – ანუ «ფენ ვუიჰ» – «ბედნიერი სიცოცხლე».


მდებარეობდა სახლის უკანა ნაწილში (სხვადასხვა ხალხში სახლის სხვა ნაწილებშიც
მოიაზრებოდა). ასეთ ადგილებში ყველაზე კარგია საძინებელი ნაწილის მოწყობა.
ამგვარი ადგილები სრულფასოვნად აღადგენდნენ სასიცოცხლო ძალებს,
განაპირობებდნენ მშვიდ ძილს. როგორც ჩანს, ეს ადგილები გარკვეულ წილად
დაკავშირებული უნდა ყოფილიყვნენ დადებით კოსმიურ ენერგეტიკულ ძალებთან.

ადგილი ხანგრძლივი სიცოცხლისა – ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში,


სადაც ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს და სიცოცხლით კმაყოფას განიცდის.
ესაა ადგილი დადებითი ემოციების ლოკალიზებისა.

ადგილი ხუთთა სულთა (სულების ადგილი) – თუ თქვენი სახლის


შესასვლელი ორიენტირებული იქნება ამგვარი ადგილისაკენ, მაშინ სახლი ხანძრის,
ძარცვის, ფინანსური გართულებების მუდმივი საშიშროების ქვეშ იქნება მოქცეული.
არაა სასურველი, ამგვარი ადგილები გამოყენებულ იქნას საცხოვრებელი
ნაგებობებისათვის. აკრძალულია ამგვარ ადგილებში ცეცხლფარეშების ან ცეცხლთან
დაკავშირებული საქმიანობების გამართვა, არც ბუხრის და არც სამზარეულოს
მოწყობაა რეკომენდებული (იხ. გუა, ბაგუა, სახლი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის
სახლი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხი. მიმართულებანი, საკუთარ
რიცხვთა სიმბოლიკა).

ადგილი ჯანმრთელობისა (ჩინ.) – ჩინელები ამგვარ ადგილს ტიანს


უწოდებდნენ. ტიანი – ციური მკურნალი, ციური დოსტაქარი და ამავე დროს თვით
ცის (მეცხრე ცის) განსახებაც გახლდათ. ეს იყო სახლის ოაზისი (ოაზისი სახლში). თუ
ამგვარ ადგილებში გამართავდით სამზარეულოს, მაშინ საკვები კარგად
აითვისებოდა, იძენდა სამკურნალო თვისებებს. თუ ამ ადგილას სნეულის სარეცელს
დადგამდით, ავადმყოფი სწრაფად იკურნებოდა.
1. ადგილის დედა – ადგილის დედის სამლოცველო და ნიში სარქართველოს
თითქმის ყოველ სოფელში იყო.
2. ადგილის დედა – ნადირთა პატრონი. დედაზე უფრო წმინდა, უმწიკვლო.
იგი ქართულ მითოლოგიაში ამა თუ იმ ადგილის მფარველი ანგელოზია. მას
ლოცვით მიმართავენ (განსაკუთრებით პატივს სცემენ ფშაველები, ხევსურები).
3. ადგილის დედა – ქართული მითოლოგიით: ქალღმერთი, ცალკეულ
ადგილთა მფარველი (დასახლებათა, მთათა, ხეობათა, კლდეთა, ველთა და ა. შ.).
ხევსურთა წარმოდგენით იგი ლამაზია, ატარებს ვერცხლის სამკაულთ, ზრუნავს
სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და იმ გარმიანელ-გადამთიელებზეც, რომლებიც
მის სამფლობელოში მოხვდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილის დედა
ნაყოფიერებისა და ბარაქის ქალღმერთის ნიშნებსაც ატარებდა და იგივდებოდა
კიდეც მასთან. მისი კულტი სრულიად საქართველოში ვრცელდებოდა.
ქრისტიანობის შემოსვლიდან მისი კულტი შეერწყა ღვთისმშობლისას (თვით
ღვთისმშობლის სახელიც ღვთის დედის ან დედა ღვთისას სახელიდან მოდის).
43
საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში ითვლებოდა ქალთა, ყრმათა, მონადირეთა
და მსხვილფეხა პირუტყვთა მფარველად. მასთან ატრიბუტიკით ახლოს დგას ფუძის
ანგელოზი. ამ ქალღმერთს ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ საქართველოში, მის
პატივსაგებად იმართებოდა რიტუალური ცერემონიები. ამიტომ მთიელები მას
«ადგილის დედა ღვთისმშობლის» ან «დედა ღვთისმშობლის» სახელით
მოიხსენიებენ.

ადგილის-მთავარი – სულხან-საბა ორბელიანი: ესე არს სოფლებისა და თემთა


მეპატრონე ძA. სოფლების ბატონი ჩაბ. ს.-ს. ორბელიანი აქვე მიუთითებს ამ სიტყვის
ბერძნულ შესატყვისს – ღომენარხი, რაც მისივე განმარტებით, ნიშნავსადგილის-
მთავარს და მიუთითებს დანიელ წინასწარმეტყველს (3,2), თუმცა 1989 წ-ს
გამოცემული ბიბლიით «ადგილის მთავარი» მხარეთა განმგებლადაა მოხსენიებული.
(ლექსიკონი ქართული).

ადგილნი სასიკეთონი – სივრცის მონაკვეთი, უბანი, რომელიც აღიარებული და


მიჩნეულია საკრალურ, სასიკეთო ადგილად; ე.წ. ტემენოსები, წმიდა ადგილები,
რომელთაც ჰქონდათ რელიგიურ-რიტუალური ადგილის დანიშნულებაც. იგი იყო
განსაზღვრული ტერიტორია ხესთან (მაგ., ბოს ხესთან, ინდური მითოლოგია),
ქვასთან, ენგადთან, მინდორთან, მთასთან, საცხოვრისთან, ტაძართან და ა.შ.
მეცნიერთა თვალსაზრისით, ეს იყო დადებითი ენერგეტიკული ადგილები (იხ.
წმიდა ადგილები, ტემენოსები).

ადგილნი უკეთურებისანი – იგივე ნეგატიური ადგილები (იხ. ნეგატიური


ადგილები).

ადგილობრივი დრო – ასტრონომიაში: მრავალსახა დროის ერთ-ერთი სახე.


განისაზღვრება დედამიწის გარკვეული მოცემული ადგილისათვის.
დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ გრძედზე და ერთნაირია ერთი
მერიდიანის ყველა წერტილისათვის. ერთსა და იმავე მომენტში ადგილობრივი დრო
მით უფრო მეტია, რაც უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს პუნქტი. გრძედის ყოველ
150-ზე დრო ერთი საათით მატულობს. სხვაობა ორი პუნქტის ადგილობრივ დროებს
შორის ტოლია დროის ერთეულებით გამოხატულ ამ პუნქტების გეოგრაფიულ
გრძედთა სხვაობისა (თბილისის ადგილობრივი დრო დასავლეთით მდებარე
გრინვიჩის ადგილობრივ დროს 2 სთ-ით და 59 წთ-ით უსწრებს, მაგრამ ჩამორჩება
აღმოსავლეთით მდებარე ირკუტსკის ადგილობრივ დროს 3 სთ-ითა და 58 წთ-ით).
ადგილობრივი დრო განისაზღვრება ასტრონომიულ დაკვირვებათა მეშვეობით.
გამოიყენება ზოგიერთ ასტრონომიულ ამოცანათა გადასაწყვეტად (იხ. დრო).

ადგილობრივი სისტემა ვარსკვლავებისა – ჩვენს გალაქტიკაში (გალაქტიკა


«ირმის ნახტომი», იხ. «ირმის ნახტომი», «რძიანი გზა») მზის სისტემის მახლობელ
სივრცეებში განლაგებული ზოგიერთი ტიპის დიდი მნათობის ვარსკვლავთაგან
შემდგარი დაჯგუფება. მზიდან ამ დაჯგუფების ცენტრამდე დაახლოებით 100
პარსეკის მანძილია (იხ. პარსეკი). ასტრონომთა ვარაუდით, ვარსკვლავთა ამ
ადგილობრივ სისტემას საკუთარი ბრუნვა გააჩნია და მისი კუთხური სიჩქარე 2-3-
ჯერ აღემატება გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარეს. სინათლის ვარსკვლავთშორისი

44
შთანთქმის თვალსაზრისით ადგილობრივი სისტემის გამოკვლევაში მნიშვნელოვანი
წვლილი მიუძღვის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას (იხ. აბასთუმნის
ასტროფიზიკური ობსერვატორია). აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა –
მ. ვაშაკიძემ, ჯ. ხავთასმა, ე. სირაძემ, ა. ჭუაძემ დაწვრილებით გამოიკვლიეს
აღნიშნული საკითხი.

ადგილსამყოფელი – ხმელეთის ან წყალსატევის უბანი, რომელიც უკავია ერთი


სახეობის ინდივიდთა ჯგუფებს, ორგანიზმებს – ბიოცენოზებს ან სინუზიებს და
გააჩნია ყველა ის აუცილებელი გარემოპირობა, , რაც მათი არსებობისთვისაა საჭირო
(კლიმატი, რელიეფი, ნიადაგი, საკვები და ა.შ.);

ეკოლოგიაში: ადგილსამყოფელი სახეობისა – მოცემული ინდივიდის


საცხოვრებელი ადგილი (სახეობის არეალის უბნით შემოსაზღვრული), რომელიც
მისი არსებობისათვის აუცილებელი ეკოლოგიური პირობებით ხა-სიათდება;

ადგილსამყოფელი პოპულაციისა – სახეობის ადგილსამყოფლის ნაწილი,


რომელიც უზრუნველყოფს ცალკე-ული პოპულაციის არსებობას;

ადგილსამყოფელი ინდივიდისა – კონკრეტული უბანი, რომელიც უკავია


მოცემულ ინდივიდს მისი განვითარების ყოველ ფაზაში. ასევე განარჩევვენ ოჯახის,
ჯოგის, გუნდის, ანდა ცხოველთა და მცენარეთა კოლონიის ადგილსამყოფელს.
სარგებლიანობის სიფართოვით ადგილსამყოფელებში გამოიყოფა სტენოტოპული
ორგანიზმები, ანუ სტენობიონტები, რომელთაც ერთტიპური ადგილსამყოფელი
უჭირავთ და ევრიტოპული ორგანიზმები, ანუ ევრიბიონტები, რომლებიც თავიანთი
არეალის ფარგლებში სხვადასხვაგვარი ადგილსამყოფელის ათვისების უნარს
ამჟღავნებენ. მრავალ სახეობას ადგილსამყოფელი განვითარების ადგილის მიხედვით
ეცვლებათ (მაგ., წყალხმელეთა მატლები ჩვეულებრივ ბინადრობენ წყალში,
იზრდებიან და ხმელეთზე გადადიან). არის ისეთი პარაზიტების სახეობა, რომელთა
ადგილსამყოფელს სხვისი ორგანიზმები წარმოადგენენ (ხშირად განსაზღვრული
ორგანოები). არსებობს მცენარეთა ისეთი ტიპებიც, რომლებიც გარკვეულ ფაზაში
პარაზიტობენ და სხვა მასპინძელ მცენარეთა ხარჯზე ცხოვრობენ (იხ. აგრეთვე
ეპიფიტები). სახეობის ადგილსამყოფელის ნაწილი სახეობისაგან გამოყენებულია
განსაზღვრულ პერიოდებში (სეზონი, დღეღამური პერიოდი) განსაზღვრული
მიზნით (კვების, გამრავლების) და და მას სტაციებს უწოდებენ. ბიოცენოზის
ადგილსამყოფელს ბიოტოპს უწოდებენ, ხოლო სპეციფიკურ ბუნებრივ პირობებთან
დაკავშირებული ცალკეული ინდივიდები შეადგენენ ეკოტოპს. ადგილსამყოფელს
განსაზღვრავს შემდეგი ეკოლოგიური ფაქტორები: 1. არაორგანული ანუ აბიოტური
ფაქტორები (იხ. აბიოტური), რომელთა კომპლექსი შეადგენს ეკოტოპს («მკვდარ
გარემოს»); 2. ბიოტური ფაქტორები, რომლებიც ქმნიან ადგილსამყოფელის
ორგანულ ნაწილს («ცოცხალ გარემოს»); 3. დროის ფაქტორი – დრო, რომელიც
დასჭირდა აღნიშნულ ფაქტორთა ჩამოყალიბებას; 4. ანთროპოგენური ფაქტორები –
ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა საქმიანობას.

ად-დეირის მონასტერი (არაბ. მონასტერი) – პეტრას კომპლექსის (იხ.) ერთ-


ერთი დიდებული ნაგებობა. განეკუთვნება ბერძნულ-რომაულ პერიოდს. მისი

45
არქიტექტურული გაფორმება იმდენად მდიდრულია, რომ ამ კლდეში ნაკვეთ ძეგლს
ხელოვნებათმცოდნეები თითქმის ბაროკოთი იხსენიებენ (იხ. ბაროკო). პეტრას
კომპლექსის დაწვრილებით შემსწავლელი შოტლანდიელი მხატვარი დევიდ
რობერტსი ამ შესანიშნავი ძეგლის ახლოს 1839 წლის 8 მარტს აღმოჩნდა.
ნაბატეველთა კლდოვანი ქალაქის – პეტრას კლდეთა 305 მ-ის სიმაღლეზე მან იხილა
პეტრას დიდებულ ნაგებობათა ის მონახატები, რომელიც მანამდე თითქმის უცნობი
იყო, თუნდაც აქ მოხვედრილ ადამიანთათვის. ამ მონახატების კლდოვან აივანზე
გადმომდგარი რობერტსი აღელვებული გადაჰყურებდა ვადი-მუსას მთელს ხეობას
(იხ. ვადი-მუსა) ჰორის მთებამდე, სადაც, ლეგენდის თანახმად, განისვენებდა
პირველი ბიბლიური მღვდელმთავარი (ქურუმი) აარონი (იხ.).
როგორც აღინიშნა, ად-დეირის მონასტერი ერთ-ერთი დიდებულია თავისი
გამომსახველობით პეტრას კომპლექსის ძეგლებს შორის. იგი განლაგებულია
კლდოვანი განტოტების თხემზე. ტაძრის ფასადი, რომელიც ღრმადაა ჩაკვეთილი
კლდეში, უჩვეულოა თავისი ზომებით – თითქმის 50 მ-მდე სიგანეში და 40 მ-დე –
სიმაღლეში.
ად-დეირის ზედა ნაწილი მნახველში სიურეალისტური დეკორატიულობის
ასოციაციას იწვევს. ამ ძეგლის არქიტექტორი უფრო შორს წავიდა ბერძნულ
ხუროთმოძღვრულ ტრადიციათაგან, რომლებიც ათვისებული ჰქონდათ
ნაბატეველებს. თავისი სწორი და მომრგვალებული ხაზების რიტმული
მონაცვლებებით, იგი თითქმის ბაროკოს სტილს განეკუთვნება. კლდის
სიღრმეებიდან გამომავალი, თითქმის 9 მ-მდე სიმაღლის მისი გუმბათი
სიმბოლურად ღაღადებს ბუნებაზე ადამიანის გენიის ტრიუმფზე. მსოფლიოში ცოტა
თუ მოიძებნება ად-დეირის სადარი არქიტექტურული ნაგებობა. ტაძარი, რომელიც
თავდაპირველად მიძღვნილი იყო მეფე ობოდასუ I-სადმი, ბიზანტიურ ეპოქაში
ქრისტიანული ღვთისმსახურების ადგილად იქცა.

1. ადეკვატური (ლათ. ადაექუატუს შესაბამისი) – რამესთან შეთანასწორებული,


რისამე შეთანაბრებული, შესაბამისი, სრული შესატყვისი, ეკვივალენტური.
წარმოდგენა, სახე, ცოდნა ითვლება ადეკვატურად, თუკი ისინი შეესაბამებიან საგანს,
ორიგინალს, ობიექტს, რომელთანაც იმყოფებიან მიმართებაში, შეფარდებაში,
რომელთაც განეკუთვნებიან. თუ ისინი «მართებულნი» და «სწორნი» არიან, მაშინ
ისინი ობიექტური ჭეშმარიტების ხასიათს ატარებენ. ამ კონტექსტში ჭეშმარიტება
ადეკვატურია აზროვნებისა ყოფიერების შესახებ. თომა აქვინელის (იხ.) აზრით:
«ჭეშმარიტება საგნისა და წარმოდგენის შესაბამისობაა».
2. ადეკვატური – შემეცნების თეორიაში ადეკვატურად ითვლება ხატი, ცოდნა,
თვით ჭეშმარიტებაც, რომელიც ზუსტად შეესაბამება თავის ორიგინალს – ობიექტს
და არის სარწმუნო, ჭეშმარიტი.

ადეკვატური გამღიზიანებელი – ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური


გამღიზიანებელი. იწვევს რეცეპტორთა შერჩევით აგზნებას, რომლის აღქმასაც ეს
რეცეპტორები სპეციალურად არიან შეგუებულნი. მაგ., შუქი, სიბნელე ადეკვატური
გამღიზიანებელია თვალისა; ხმა – ყურისა; სითბო, სიცივე, შეხება, წნევა – კანის
რეცეპტორთათვის; სისხლის ქიმიური შედგენილობა და სისხლის წნევა –
სისხლძარღვთა რეცეპტორებისათვის.

ადეკვატურობა სოციალური – იხ. სოციალური ადაპტაცია.

46
ადელაიდა ევგენია ლუიზა ორლეანელი (1777-1847) – მეფე ლუი ფილიპეს
(1773-1848 მეფობდა 1830-1848) და, ფრიად გონებაგახსნილი და კეთილი გულის
ქალბატონი. ადელაიდას და მისი ძმის – ლუის გუვერნანტი გახლდათ მწერალი
ქალბატონი ჟანლისი. 1792 წ-ს ადელაიდა იძულებული შეიქნა გაქცეულიყო
საფრანგეთიდან. 1814 წ-ს დაბრუნდა სამშობლოში და ცხოვრობდა ძმასთან პალე-
როიალში (იხ. პალე-როიალი), რომელიც ლიბერალური პარტიის შეკრების ცენტრად
იქცა. 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ ენერგიულად გააპროტესტა მისი
ძმის – ლუი ფილიპეს ტახტზე ასვლა.

ადელარ (1622-1675 წ.წ.) – მეტსახელი დანიელი მეზღვაურის კურტ


სივერტსენისა. 1637 წ-ს შევიდა ნიდერლანდების სამსახურში გარდემარინად (იხ.
გარდემარინი), 1641 წ-ს გადავიდა ვენეციის რესპუბლიკის სამსახურში და ომახიანი
დიდება მოიხვეჭა თურქებთან გამართული ბრძოლის დროს, განსაკუთრებით თავი
გამოიჩინა ფარსსთან (1651 წ.) და დარდანელზე (1654-სა და 1657 წ.წ-ში). გამართულ
შეტაკებისას 1661 წ-ს დატოვა ვენეცია და ჰოლანდიაში დაბრუნდა. 1663 წ-ს დანიის
მეფე ფრიდრიჰ III-მ იგი დანიაში მიიწვია, დანიშნა ადმირლად და ადელიარის
გვარით აზნაურის წოდება მიუბოძა. ადელიარმა ბევრი რამ გააკეთა დანიის
ფლოტისათვის. 1675 წ-ს შვეციასთან ომის დროს იგი დაინიშნა ფლოტის
მთავარსარდლად, მაგრამ ომის დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა (Bრუნნ, ჩურტ
შივერსტენ Aდელაერ. კოპენჰაგენი, 1871 წ.).

ადელ-გირეი – ყირიმის ხანი. მეფობდა 1666-1667 წლებში. ჩობან გირების, ანუ


მწყემსთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი და, ფაქტობრივად, ამ დინასტიის
ფუძემდებელი.

ადელიარი ბათელი (Adelardus Bathoniensis) (დაახლ. 1070 – დაახლ. 1150) –


ინგლისელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, მთარგმნელი. ლექციებს
კითხულობდა ლანსა და პარიზში. იმოგზაურა სამხრეთ იტალიაში, სიცილიაში,
ჩრდილო აფრიკაში, მცირე აზიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. დაახლოებით 1130 წ-
ს დაბრუნდა ინგლისში. გადმოთარგმნა ალ-ხორეზმის ასტრონომიული ცხრილი,
რისი წყალობითაც ლათინური დასავლეთი გაეცნო (უფრო სწორად ინდურს)
რიცხვებს, სინუსისა და ტანგენსის ფუნქციებს; გადმოთარგმნა აგრეთვე ევკლიდეს
«საწყისები». მას ეკუთვნის ტრაქტატი «საკითხები ბუნების შესახებ» («Qუაესტიონეს
ნატურალეს;» დაახლ. 1110-1120.), რომელიც ეძღვნება ასტრონომიის, გეოგრაფიის,
მეტეოროლოგიის, ბიოლოგიის, ანატომიის პრობლემებს. ასევე მოიცავს ცნებებს
ბერძნული ატომიზმისა და არისტოტელეს ზოგიერთ კონცეფციათა შესახებ.
ადელიარის თანახმად, ბუნების შესწავლისას უნდა ვიხელმძღვანელოთ გონებით და
არა ავტორიტეტით. გარდა ამისა, ადელიარს ეკუთვნის შრომები ასტროლაბის, აბაკის
(არითმეტიკული დაფები ძველ საბერძნეთსა და რომში; იხ. აბაკი) და შევარდნით
ნადირობის წესების შესახებ. ტრაქტატში, – «იგივეობისა და საპირისპირობის
შესახებ», – («De eodem et diversio«; დაახლ. 1108-1109), რომელიც დაწერილია
ფილოსოფიისა (წარმოადგენს უცვლელი გონების სფეროს) და ფილოკოსმიის
(წარმოადგენს გრძნობითი გამოცდილების ცვალებადი სამყაროს სფეროს) დიალოგის
ფორმით, ადელიარი წყვეტს რა საკითხს უნივერსალიების სტატუსის შესახებ,
ერთგვარ შერიგებას ახდენს პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებებისას და

47
ამტკიცებს, რომ შემეცნებადი ობიექტები გვევლინებიან ინდივიდებად, სახეობებად
ანდა გვარეობებად, დამოკიდებულად მათი განხილვის ხერხებისა: არისტოტელეს
«მეცნიერების» თვალთახედვით, გვარეობები და სახეობები, რომლებიც ერთეულ
საგანთა იმანენტურნი არიან, არსებობენ ადამიანურ გონებაში როგორც
უნივერსალური ცნებები, მიღებული პროცესის აბსტრაჰირების შედეგად; პლატონის
«სიბრძნის» თვალთახედვით კი, ისინი არა ერთეულ საგნებში, არამედ მხოლოდ
ღვთაებრივ გონებაში არსებობენ (აქ ადელიარი ავგუსტინეს მისდევს). აქედან
გამომდინარე, ადელიარი ასკვნის: ის, რაც ერთიანი და მარტივია ფილოსოფიის
გონითმიწვდენად სამყაროში, იმავდროულად გვევლინება დანაწევრებულად და
სიმრავლედ ფილოკოსმიის გრძნობით აღთქმად სამყაროში.

ადელიარი (1622-1675) – ზედმეტსახელი დანიელ გმირი მეზღვაურის კურტ


სივერსტენისა. 1637-ში ნიდერლანდებში მსახურობს გარდემარინად (იხ.). 1641-დან
ვენეციის რესპუბლიკის სამსახურში გადადის და თურქებთან ბრძოლებში ხმაურიანი
დიდება მოიპოვა. თავი განსაკუთრებით გამოიჩინა პაროსთან (1651) დადარდანელის
ბრძოლებში (1654 და 1657). 1661-ში დატოვა ვენეცია და დაბრუნდა ჰოლანდიაში.
1663-ში დანიის მეფემ ფრიდრიჰ III-მ იგი დანიაში მიიწვია, დანიშნა ადმირლად და
უბოძა აზნაურობა. ადელიარმა ბევრი რამ გააკეთა ფლოტის განვითარებისათვის.
1675-ში შვეციასთან ომის დასაწყისში იგი ინიშნება დანიის ფლოტის
მთავარსარდლად, თუმცა ომის დასაწყისიდან მალევე გარდაიცვალა.

ადელის მიწა (ლათ. თერრე Aდელიე) – ნაწილი ანტარქტიდის ტერიტორიისა.


დაახლოებით აღმოსავლეთის გრძედის 1360-სა და 1420-ს შორის. ეკვრის ინდოეთის
ოკეანე. დაფარულია 2-2,5 კმ-ის სისქის ყინულის ფენით. ჰავა მკაცრია, ხშირია
შტორმი. ადელის მიწა აღმოაჩინა 1840 წ-ს საფრანგეთის ექსპედიციამ, ჟ. დიუმონ-
დიურვილის ხელმძღვანელობით. სახელი დიუმონ-დიურვილის მეუღლის სახელის
პატივსაცემად ეწოდა. 1956 წ-დან აქ მუშაობს საფრანგეთის ანტარქტიდული
სადგური «დიუმონ-დიურვილი».

ადელომორფული უჯრედი – ნათელი წვრილმარცვლოვანი არამკვეთრად


შემოსაზღვრული კუჭის პეფსინური ჯირკვალი, სადაც, ჰეიდენჰაინის თანახმად,
მიმდინარეობს მხოლოდ პეფსინის გამოყოფის პროცესი.

ადელსბერგ «პოსტოინსკა-იამას» გერმანული სახელწოდება – ადგილი


იუგოსლავიაში განაპირას, კარსტის უდაბურ პლატოზე. შლოსბერგის დასავლეთით
(676 მ) მდებარეობს ადელსბერგის ციხის ნანგრევები, ხოლო ერთ კილომეტრზე
ჩრდილლო-დასავლეთით მისგან – ცნობილი ადელსბერგის მღვიმე. შესასვლელი
მდ. პოიკზე 19 მ-ის სიმაღლეზეა. მდინარე მღვიმეში შედის და 800 მ-ის შემდეგ მიწის
სიღრმეში იკარგება. მღვიმის სიგრძეა 4172 მ (XX ს-ის დასაწყისის მონაცემებით),
რომელშიც გაყვანილია 2268 მ სიგრძის რკინიგზის ლიანდაგი. შესასვლელი
ფართოვდება ე.წ. «დიდი ტაძრით» («გროსსერ Dომ»), საუცხოო სტალაქტიტური
წარმონაქმნებითა და ფრანცის ძეგლით; გვერდით ძველი ეხია (მღვიმე), უამრავი
წარწერით. 1818 წ-ს აღმოჩენილ სათავსში შედის «ფერდინანდის მღვიმე», «საცეკვაო
დარბაზი», «ბელვედერი», 58 მ სიმაღლის კალვარიოს მთა მრავალი ასეული
უზარმაზარი კოლონის ნანგრევებით და 19 მ-იანი სტალაგმიტით...…ადელსბერგის
სიახლოვეს განლაგებულია სხვა მღვიმეებიც: მაგდალინას მღვიმე (ცნობილი,
48
როგორც «პირველი ადგილსამყოფელი» – Pროტეუს ანგუინეუს), პოიკის (მდინარე)
მღვიმე, რომლის გვერდით მდინარე განაგრძობს მიწისქვეშა დინებას და ასე შემდეგ
(ამის შესახებ იხ. ჩოსტა, Dიე Aდელსბერგერ Gროტტე. მეორე გამოც. ლაიფციგი, 1863
წ.).

ადელუნგი თეოდორ (ფრიდრიჰ) პავლეს ძე (1768-1843.). – ისტორიკოსი,


არქეოლოგი და ბიბლიოგრაფი. წარმოშობით შტეტტინადან (პრუსია). 1794 წ-დან
ცხოვრობდა რუსეთში. დიდი თავადების – ნიკოლოზ და მიხეილ პავლეს ძეთა
მოძღვარ-დამრიგებელი. შემდგომ შსს-სთან არსებულ აღმოსავლურ ენათა
ინსტიტუტის დირექტორი. 1809 წ-დან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის
წევრი. გერმნულ ენაზე დაწერილი აქვს უამრავი ნაშრომი ძველ რუსებზე. თ.
ადელუნგს ეკუთვნის სანსკრიტული ენის ბიბლიოგრაფია, რომელმაც მსოფლიო
აღიარება მოიპოვა. მის მთავარ ნაშრომად ითვლება «1700 წ-მდე რუსეთში ნამყოფ
მოგზაურთა და მათ თხზულებათა კრიტიკულ-ლიტერატურული მიმოხილვა» (ტ. 1-
2, 1864). ნაშრომი მრავალ ცნობას მოიცავს იმ მოგზაურთა შესახებაც, რომლებიც
კავკასიაშიც ყოფილან. ა. შტორნთან ერთად გამოსცა «რუსეთის ლიტერატურის
სისტემატური მიმოხილვა ხუთი წლის მანძილზე – 1801 წ-დან 1806 წ-მდე».

ადელუნგი (Adelung), იოჰან კრისტოფი (1732-1806) – გამოჩენილი გერმანელი


ფილოლოგი, გრამატიკოსი და ლექიკსოგრაფი. შეადგინა «Gრამმატისცჰკრიტისცჰეს
ჭორტერბუცჰ დერ ჰოცჰდეუტსცჰენ Mუნდარტ». – «გერმანული გრამატიკა,
სახელმძღვანელო გერმანული მართლწერისათვის» (1774-1786). ავტორია გერმანული
ფილოლოგიისა და ისტორიის თხზულებებისა, რომელთაც დიდი ღირებულება აქვთ
საქსონიის ისტორიისათვის. ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა ოთხტომიანი კრებული
– «მითრიდატე ანუ საზოგადოებრივი ენათმეცნიერება...», რომელშიც ენობრივ
ნიმუშად მოტანილია «მამაო ჩვენო» მსოფლიოს 500 ენასა და კილოკავზე.
მითრიდატეს I ტომშია მოცემული ცნობები ქართული ენის შესახებ (მოყვანილია
ტექსტის ნიმუშები, გრამატიკა, ფონეტიკა, ლექსიკა, დიალექტიკა). ჩანს ამისათვის
უსარგებლია 1670 წ-ს რომში გამოცემული მ. მაჯოს (იხ.) «ქართული ენის
გრამატიკით». მიუხედავად მრავალი ლაფსუსისა, ლინგვისტს გამოვლენილი აქვს
ქართული ენის ზოგიერთი თავისებურება, მაგ., სიტყვათცვლილებაში სუფიქსაციის
უპირატესობა პრეფიქსაციასთან შედარებით, სიტყვაში თანხმოვანთა თავმოყრა და
სხვ.

ადელუნგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1857-?) – გერმანელი ზოოლოგი.


ჰრიდელბერგის უნივერსიტეტში ისმენდა ბუნების მეცნიერებათა კურსს, სადაც
მიიღო დოქტორის ხარისხი (1890). იყო ჰეიდელბერგის უნივერსირწრის ზოოლოგიის
ლაბორატორიასთან არსებული ლაბორატორიის ასისტენტი (1891-1893). 1894-1897-ში
ნუშაობდა ჟენევაში (შვეიცარია) ქალაქის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმში, სადაც ჰ.
დესაუსურის ხელმძღვანელობით სპეციალურად იკვლევდა სწორფრთიან მწერებს.
1897-დან მუშაობდა სანკტპეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიურ
მუზეუმში უმცროს ზოოლოგად.

ადელჰეიდა (Adelheida), ადელაიდა (დაახლ. 931-999 წ.წ.) – წმ. დედოფალი.


ზედა ბურგუნდიის მეფის, რუდოლფ II-ის ქალიშვილი. 6 წლისა საცოლედ დანიშნა
იტალიის მეფე ლოტარმა, გათხოვდა 947 წ-ს. დაქვრივდა 950 წ-ს. მეფე ბერენგერ II-მ

49
დაიპყრო ადელჰეიდას სამფლობელოები. თავად დედოფალი დაატუსაღა, თუმცა
პატიმრობიდან გაიქცა. 951 წ-ს ადელჰეიდა ცოლად მიჰყვება ოტონ I-ს. 962 წ-ს, რომში
პაპმა იოან XII-მ, ადელჰეიდას, ოტონ I-თან ერთად, იმპერატორის გვირგვინი დაადგა.
იმპერატრიცამ სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის არაჩვეულებრივი ნიჭი
გამოამჟღავნა. ოტონ III ყრმობის დროს იგი თავის რძალთან – თეოფანოსთან ერთად,
ტახტის მემკვიდრის რეგენტი გახლდათ, ხოლო რძლის გარდაცვალების შემდეგ,
მხოლოდ თავად ასრულებდა ამ მოვალეობას (991-994). ფართო განათლების
ღირსეული იმპერატრიცა, მხარს უჭერდა ეკლესია-მონასტრებს. მისი მხარდაჭერითა
და თანადგომით გატარდა კლიუნიური რეფორმები (იხ. კლიუნიური რეფორმები).
იგი მეგობრობდა გამოჩენილ მეცნიერთან – ჰერბერტ ორილიაკელთან, მომავალ პაპ
სილვესტრ II-სთან, რომელიც დედოფალს «იმპერიის დედის» სახელით
მოიხსენიებდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კლიუნიელ აბატებთან –
მაიჰოლთან და ოდილონთან. დააარსა მონასტერი ზელცეში (გერმანია), სადაც
დაიკრძალა კიდეც. ადელჰეიდას ოდილონისეულმა ეპიტაფიამ სათავე დაუდო
ადელჰეიდას თაყვანისცემას კლიუნიურ მონასტრებში, რამაც განაპირობა შემდგომში
პაპ ურბან II-ის მიერ მისი კანონიზაცია (1097 წ.). ჩვეულებრივ, ადელჰეიდას
იმპერტრიცის გვირგვინითა და კვერთხით გამოსახავენ, რომელიც მოწყალებას
გასცემს. პატარა გემი მის ხელში მისი ტყვეობიდან ბედნიერად გადარჩენისა და
თავდახსნის სიმბოლიზაციაა. კათოლიკურ ეკლესიებში ადელჰეიდას ხსენების დღეა
16 დეკემბერი.

ადელჰეიმ – ძმები. რობერტ ლვოვის ძე (1860-1934) და რაფაილ ლვოვის ძე


(1861-1938) – რუსი მსახიობბები. 1931 წ-დან რსფსრ-ს სახალხო არტისტები.
დაიბადნენ მოსკოვში. 1888 წ-ს დაამთავრეს ვენის კონსერვატორიის დრამატული
განყოფილება. მუშაობდნენ ცალ-ცალკე გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის
თეატრებში. 1894 წ-ს დაბრუნდნენ რუსეთში. რობერტს ახასიათებდა შესრულების
ჰეროიკული მანერა. შესრულებული აქვს როლები: ოტელო და ჰამლეტი (შექსპირის
«ოტელო», «ჰამლეტი»), კარლ მოორი (შილერის «ყაჩაღები»), ოიდიპოსი (სოფოკლეს
«ოიდიპოს მეფე») ურიელ აკოსტა (გუცკოვის «ურიელ აკოსტა») და სხვ. რაფაილს
უფრო სახასიათო როლები ჰქონდა. მან შეასრულა როლები: იაგო («ოტელო»),
შეილოკი («ვენეციელი ვაჭარი»), რიჩარდ III («რიჩარდ III»), ლირი («მეფე ლირი») და
ა.შ.

ადემანტი (Adimante) – კორინთოს სტრატეგოსი სალამინის ბრძოლაში –


თემისტოკლეს ძველისძველი მტერი (იხ. თემისტოკლე).

ადემარ (Ademar) ალფონს ჟოზეფ (1797-1862) – ფრანგი მათემატიკოსი. დაწერა


რამდენიმე სახელმძღვანელო მათემატიკაში და რამდენიმე სპეციალური ნაშრომი
წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის სფეროში. მისი სახელი გახმაურდა
თხზულებით – «ღევოლუტიონს დე ლა მერ. Dელუგეს პერიოდიცუეს» (პარიზი,
1842), რომელშიც მყარად გამოხატავდა აზრს, რომ გამყინვარებათა პერიოდულობისა
და დედამიწის ორბიტის ექსცენტრიკულობას შორის არსებობდა უთუო კავშირი,
რითაც ეს პერიოდები მონაცვლეობით ვითარდებოდნენ დედამიწის ხან ერთ, ხან
მეორე ნახევარსფეროში. მასვე ეკუთვნის ნაშრომი «ზღვის აბობოქრება და მსოფლიო
წარღვნათა პერიოდები».

50
ადემარ დე მონტეილ – ქ. პიუის ეპისკოპოსი. . 1095 წ-ს გამართულ კლერმონის
საეკლესიო კრებაზე ადემარ დე მონტეილმა, რომელიც ადრევე იყო ნამყოფი წმიდა
მიწაზე, პირველმა მიიღო ჯვარი პირადად პაპ ურბან II-ისგან (დაახლ. 1048-1098; პაპი
– 1088-1098.). პაპმა ასევე მიანიჭა მას ლეგატობა ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ადემარი
შეუერთდა რაიმონ ტულუზელის ჯარს. დაიღუპა 1098 წ-ს, ანტიოქიის აღებისას.

ადემარ შაბანელი (Ademarus Cabannensis, Ademar de Chabanes) (დაახლ. 988-1034)


– ბენედიქტელი ბერი, ქრონისტი. ეკუთვნოდა აკვიტანიურ არისტოკრატულ გვარს,
წარმომავლობით შაბანიდან (თანამედროვე საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთი).
განათლება მიიღო ლიმოჟში, წმ. მარციალუსის სააბატოსთან არსებულ სკლოლაში,
სადაც მის ბიძას დეკანისა და კანტორის თანამდებობა ეკავა. 1010 წ-დან ანგულემის
წმ. სიბარის მონასტრის ბერი და პრესვიტერია. იყო წიგნთა დაუღალავი გადამწერი;
ავტორი უამრავი ჰიმნისა, ქადაგებებისა, ისტორიული ჩანაწერებისა, რომლებიც
ეძღვნებოდა წმ. სიბარისა და წმ. მარციალუსის მონასტრებს. ადემარის ყველაზე
მნიშვნელოვანი თხზულება გახლდათ «Hისტორია», რომელიც მოიცავდა პერიოდს
ფრანკთა ისტორიის დასაწყისიდან, ვიდრე 1028 წ-მდე. მნიშვნელოვანი ნაწილი
დათმობილი ჰქონდა ფრანკ მონარქთა ისტორიას (IX ს.) და ლორშის ანალებს (VIII-IX
ს.ს.). ამ თხზულებაში აღწერილი ადემარის დროის აკვიტანიის ისტორია ფრიად
სარწმუნო წყაროს წარმოადგენს. ქრონიკათა ერთ-ერთი ხელნაწერი (დაცულია
პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. (#5926, XII ს-ის მიწურული). მოგვითხრობს
ლათინ მისიონერთა მოღვაწეობაზე კიევის რუსეთში და არის საფუძველი, რომ
გადმოცემული ამბავი მივაკუთვნოთ კიევის მთავრის იაროპოლკ I სვიატოსლავის ძის
ხანას ( ?-980 წ.). მოთხრობა ვარიანტია ლეგენდისა, რომელშიც გადმოცემულია
რუსეთის გაქრისტიანებაზე წმ. ბრუნო კვერფურტელის მიერ, რომელიც,
სავარაუდოდ, კიევში წმ. ვლადიმირის მთავრობის დროს უნდა ყოფილიყო
(ვლადიმირ I რუსულ ბილინებში წითელ მზედ წოდებული. 988-989 წ.წ-ში მიიღო
ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია. გარდაიცვალა 1015 წელს). ქრონიკის
თანახმად, ბრუნომ მოაქცია უნგრელები და შემდეგ ქრისტიანობის საქადაგებლად
პაჭანიგებშიც გადასულა, სადაც იგი მოწამებრივი სიკვდილით დაუსჯიათ. მისი
სხეული უყიდია რუსული წარმოშობის ხალხს და მისი სახელის უკვდავსაყოფად
მონასტერიც აუგიათ. თურმე წმინდანის სარკოფაგთან უამრავი სასწაული მომხდარა.
წმინდანის დაღუპვიდან «რამდენიმე დღის შემდეგ, კიევის რუსეთში ვინმე ბერძენი
ეპისკოპოსი ჩასულა და ამ პროვინციის ნახევარი ქრისტიანად მოუქცევია (მანამდე
ისინი კერპთაყვანისმცემელნი ყოფილან), დაურწმუნებია ისინი, «მიეღოთ ბერძნული
ადათები, მოეშვათ წვერი და კიდევ სხვა რამ».

ადენალგია (ბერძ. Adenalgia) – ჯირკვლების ტკივილი.

ადენაუერი (Adenauer) კონრად (1876-1967 წ.წ.) – გერმანელი პოლიტიკოსი და


საზოგადო მოღვაწე. დაწყებითი განათლება მიიღო კიოლნში, შემდეგ სამართალსა და
ეკონომიკას სწავლობდა ფრაიბურგის, მიუნხენისა და ბონის უნივერსიტეტებში.
მუშაობდა კიოლნში იუსტიციის ორგანოებში. 1906 წ-ს შევიდა ცენტრის კათოლიკურ
პარტიაში. 1908 წ-ს იყო პარტიის პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენელი
კიოლნში; 1917-1933-ში – კიოლნის ბურგომისტრი. ამის გარდა, 1920-1933-ში

51
ადენაუერი პრუსიის სახელმწიფო საბჭოს წევრიც გახლდათ (1921-1933-ში მისი
თავმჯდომარეც). 1926 იგი რაიხსკანცლერობის კანდიდატია. იყო ფრანკო-გერმანულ
სახელმწიფოთა დაახლოვების მომხრე, ნაციონალ-სოციალიზმის მოწინააღმდეგე.
1933 წ-ს გადააყენეს ყველა თანამდებობებიდან და ვადამდე გააპენსიონერეს. 1944 წ-
ს, ჰიტლერზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად წარმართულ რეპრესიათა დროს
დააპატიმრეს. 1945 წ-ს, ამერიკის ჯარების მიერ კიოლნის ოკუპაციის შემდეგ მოკლე
ვადით კვლავ ბურგომისტრია. ამავე წელს გადადგა სამსახურიდან და პოლიტიკურ
მოღვაწეობას მიჰყო ხელი. გახდა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთი
დამაარსებელი, რომელიც თავის რიგებში აერთიანებდა გერმანელ კათოლიკებსა და
პროტესტანტებს. ქდკ-ში ეჭირა წამყვანი თანამდებობები მისი დაფუძნებიდან 1966 წ-
მდე. მოგონებებში, პარტიის მიზნებისა და დავალებების შესახებ, წერდა: «ჩვენ
გვქონდა მყარი რწმენა, რომ მხოლოდ ძლიერ პარტიას, რომელიც დაეყრდნობოდა
ქრისტიანულ აზროვნებასა და ქრისტიანულ ეთიკას, შეეძლო ეჩვენებინა გერმანელი
ხალხისთვის აღორძინების გზა და აღემართა მტკიცე ტიხარი კომუნიზმის
ათეისტური დიქტატურის წინაშე».
1948-1949-ში ადენაუერი თავმჯდომარეობდა ასამბლეას, რომელიც ამზადებდა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციას, ხოლო 1949 წ-ს აირჩა
რესპუბლიკის პირველ კანცლერად. ამ პოსტზე იგი 1963 წ-მდე დარჩა. მისი
ინიციატივით ბონი გახდა დასავლეთ გერმანიის დროებითი დედაქალაქი. ლ.
ერჰარდთან ერთად იგი იდგა ომისშემდგომი გერმანიის «ეკონომიკური სასწაულის»
სათავეებთან. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ევროპის ერთიანი ეკონომიკური
სტრუქტურის შექმნისა, ნატოში გფრ-ის შესვლისა. 1955 წ-ს, საბჭოთა კავშირთან
მოლაპარაკებისას მიაღწია იმას, რომ სამშობლოში დაებრუნებინა თითქმის ყველა
გერმანელი სამხედრო ტყვე. 1963 წ-ს ადენაუერმა ხელშეკრულება დადო
საფრანგეთთან, რომელსაც ხელეწიფებოდა ადრინდელი მტრობის გვერდზე
გადაწევა. ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით
ადენაუერსა და დე გოლს.

ადენდები (ლათ. Addo ვამატებ), ლიგანდები (ლათ. Lიგო ვაბამ) – მოლეკულები


ან იონები ქიმიურ კომპლექსურ შენაერთებში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან
ცენტრალურ ატომს – კომპლექსწარმომქმნელს. მაგ., შენაერთებში(ჩო(NH3))6ჩლ8
ცენტრალური ატომი – ჩო, ა, A – NH3 ჯგუფის

ადენდუმი, ადენდა (ლათ. Addere დამატება, მიმატება) – 1. წიგნის ჩანართი,


დანართი; 2. ხელშეკრულების დანამატი, კერძოდ, ჩარტერის, რომელიც ცვლის ან
ავსებს ხელშეკრულების ამა თუ იმ პირობებს.

ადენე (Adenit) (XIII ს.) – გვიანი შუასაუკუნეების ფრანგი პოეტი, მეტსახელად


Lე ღოი (ე.ი. საყოველთაოდ მიღებული განმარტებით – როი დე მენესტრელს –
კაპელმეისტერი), წარმოშობით ბრაბანტელი. ჩვენამდე მოღწეულია მისი ოთხი
გალექსილი ნაწარმოები («Oგიერ», «Bერტე», «Bუევონ დე ცომმარცჰის»,
«ჩლეოემანდეს». «Oგიერ»-ში შეიმჩნევა ნიბელუნგების პოეზიის გავლენის კვალი). ამ
ოთხი ნაწარმოებიდან პირველ სამში აშკარად ჩანს ძველი ეპოსის გადამუშავებული
ნაწარმოებები.

52
ადენია (ბერძ. Adenia) – ცალკეულ ან მთლიან ლიმფატიკურ ჯირკვალთა
შეშუპება (შესივება).

ადენილატკინაზა – ფერმენტი ცნობილია მიოკინაზის სახელწოდებით.


მონაწილეობს უჯრედის ენერგეტიკულ ცვლაში. სპეციფიკურად კატალიზირებას
ახდენს შექცევად რეაქციებში ადენილისა (ამფ) ადენოზინტრიფოსფორის (ატფ)
მჟავებში და წარმოქმნის ადენოზინდიფოსფორის მჟავას (ადფ): ამფ+ატფ=2ადფ.
მოლეკულური მასა – 21000. მაღალთერმოსტაბილურია – 1000ჩ ტემპერატურაზე
და PH=1 არ კარგავს აქტივობას. ადენილატკინაზა განეკუთვნება
ფოსფოტრანსფერაზებს, წარმოადგენს კინაზას, რომელსაც გადააქვს ფოსფატი
მაკროერგული (მდიდარი ენერგიის) კავშირის შენარჩუნებით.
ადენილციკლაზა (ლათ. ადენილცყკლასა) – ატფ-სგან ცამფ-ის (იხ.)
წარმომქმნელი ელემენტი.

ადენილის მჟავა – ადენოზინმონოფოსფორის მჟავა – ამფ (იხ.


ადენოზინფოსფორის მჟავები).

ადენინი (ძვ. ბერძ. Adenin ჯირკვალი) – ნუკლეოიდი. 6-ამინოპურინი.


ორგანული ნაერთი. განეკუთვნება პურინის ფუძეებს. მოლეკულური მასა 135,14.
უფერო კრისტალები. კარგად იხსნება მჟავებსა და ტუტეებში, ცუდად – წყალში.
ყველა ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაშია. გუანინთან, ციტოზინთან და
თიმინთან (ან ურაცილთან) ერთად შედის ნუკლეინის მჟავებში (დნმ ან რნმ იხ.).
ადენინის საწყისი ასო-ნიშანი ა – ერთია იმ ოთხ «ასო-ნიშანთაგან», რომლითაც
გამოხატავენ ყოველი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკურ კოდს «აგცთ» – ადენინი –
გუანინი – ციტოზინი – და თიმინი (იხ. გენეტიკური კოდი); ადენინს შეიცავს
აგრეთვე ადენიზინი, ადენოზინფოსფორის მჟავები, ზოგი კოფერმენტი.

«ადენის» კულტურა – ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცნობი


კულტურა, დაახლოებით 3000 წლის. ყოველ შემთხვევაში არქეოლოგიური
მტკიცებულებით ეს კულტურა ჩვ. წ-მდე VIII-VII ს.ს-ში ნამდვილად არსებულა. ამ
ხალხს ეკუთვნის უძველესი ნაგებობები – «მაუნდები» (იხ.). «მაუნდების
კულტურის» მატარებელ ხალხს ისტორიკოსები «ადენის კულტურის ხალხად»
იხსენიებენ. სახელწოდება იმ ცნობილი მაუნდის მიხედვით მიიღო, რომელიც
ოჰაიოს შტატის გუბერნატორ ტ. უოგტინგტონის მამულში – ადენში იქნა
აღმოჩენილი. ეს კულტურა შეცვალა ახალმა – «ჰოუპველის» კულტურამ (იხ.).
ჰოუპელის კულტურის დაწყებით სრულდება მესოამერიკული ცივილიზაციის
ადრეული პერიოდი.

ადენისი – სულხან-საბა ორბელიანი: ესე (ადენისი ჩ) აეს სადგური და


სიმტკიცე სულიის(ა) ჭურჭელთანი ძAჩ. ეს სიტყვა ქართველ ლექსიკოგრაფს, თავის
განმარტებიანად აღებული აქვსნემესიოს ემესელის წიგნიდან «ბუნებისათვის კაცისა»
*გვ. 124, 6-7).

ადენიტი (ძვ. ბერძ, ადენ ჯირკვალი) – იგივეა, რაც ლიმფოდენიტი (იხ.) –


ლიმფური კუნთების ანთება.

53
ადენოვირუსები (ბერძ. ადენ ჯირკვალი + ვირუსი) – ვირუსის დიდი ჯგუფი,
აღმოჩენილია ადამიანის ადენოიდებისა და ნუშისებრ ჯირკვლებში, რომლებშიც
ადენოვირუსები ხშირად უმოქმედო (ლატენტურ) მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს
ვირუსები იწვევს სასუნთქი გზების მწვავე კატარს, ენტეროკოლიტს,
კონიუნქტივიტს, ატიპურ პნევმონიას, მწვავე, გადამდებსუნიან და ა.შ. დაავადებებს.
დაავადება მიმდინარეობს რესპირატორულ ფორმებში ან და, უპირატესად, თვალის
ლორწოვანი გარსისა და ნაწლავების დაზიანებით. ადამიანის ადენოვირუსების 30-ზე
მეტი ტიპია ცნობილი. აღწერილია საქონლის, ფრინველის, თაგვის, მაიმუნის
ადენოვირუსები. ვიურსთა ზომა 70-90 მმკ-ა. შემადგენლობა – გარეთა ცილოვანი
გარსი, ვირიონის (მომწიფებული ვირუსული ნაწილაკის ან ვირუსის ელემენტური
სხეულაკის) ცენტრში განთავსებულ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისაგან. კარგად
უძლებენ დაბალ ტემპერატურას, ანტიბიოტიკურ საშუალებებს. ვირუსთა
დამასნებოვნებელ თვისებებს აქრობს ულტრაიისფერი სხივები.
ადენოვირუსული დაავადებანი – მწვავე ვირუსული დაავადებანი ადამიანებსა
და ცხოველებში, გამოწვეული ადენოვირუსებით. მიმდინარეობს მწვავე
რესპირატორული დაავადების ფორმებშიანდა, უპირატესეად, თვალისა და
ნაწლავთა ლორწოვანი გარსის დაზიანებით.

ადენოზინდიფოსფორის მჟავა (ADP) – შეიცავს ფოსფორმჟავას ორ ნაშთს.


მოლეკულური მასა – 427,22. მიიღება ატფ-დან ფოსფორმჟავას ერთი ნაშთის
დაკარგვისას. დიდ როლს ასრულებს ენერგეტიკულ ცვლასა და ჟანგვით
ფოსფორილირებისას.

ადენოზინი (C10H13N5O4) – ერთ-ერთი ნუკლეოზიდი. უფერო კრისტალები.


იხსნება წყალში. ორგანიზმში ძირითადად შედის ადენოზინფოსფორის და
ნუკლეინის მჟავების, ზოგი კოფერმენტის შემადგენლობაში. მისი შეყვანა
ორგანიზმში აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას, იწვევს გლუვი კუნთის
მოდუნებას. შედგება ადენინისა და რიბოზისაგან. მოლეკულური მასა – 267,1.

ადენოზინმონოფოსფორის მჟავა (AMP) – ადენილის მჟავა. შეიცავს


ფოსფორმჟავას ერთ ნაშთს. მოლეკულური მასა – 347,23. გარდა ამფ-სი
წარმოადგენენ ატფ-ის კომფერმენტების – ნიკოტინ-ადენილდინუკლეოტიდის (ნად)
და ფლავინ-ადენილდინუკლეოტიდის (ფად) კომპონენტს. მონაწილეობენ ჟანგვა-
აღდგენის რეაქციებში. ამის გარდა, ამფ კოენზიმ A-ს შემადგენელი ნაწილია.

ადენოზინმონოფოსფატი (ძვ. ბერძ. ადენინ ჯირკვალი + ფოსფატი),


ადენოზინმონოფოსფატი ციკლური (ცამფ) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ბიოქიმიური რეგულატორი (ნუკლეოტიდი), რომელიც მონაწილეობს მრავალი
ჰორმონის მოქმედების მოლეკულურ მექანიზმებში, ნერვული აგზნების გადაცემაში,
მხედველობით აღქმაში, კუნთურ შეკუმშვასა და ა.შ.

ადენოზინტრიფოსფატი (ძვ. ბერძ. ადენინ ჯირკვალი + ტრი +ფოსფატი) –


უნივერსალური აკუმულატორი და ენერგიის გადამტანი ყოველ ცოცხალ
ორგანიზმში (შემოკლებით ატფ). ქიმიური ბუნებით – ნუკლეოტიდი, შედგება
პურინული ფუძის ადენინისაგან, რიბოზის მონოსახარიდისა და სამი
ორთოფოსფორული მჟავების ნაშთებისგან. განსაკუთრებული ფერმენტების
54
ზემოქმედებით ბოლოკიდურა ფოსფატური ჯგუფები იხლიჩებიან ენერგიის
გამოთავისუფლებით, რომელიც იხარჯება კუნთური შეკუმშვისათვის, სინთეტიკურ
და ა.შ. სასიცოცხლო პროცესებისათვის. ადენოზინტრიფოსფატის პრეპარატები
გამოიყენებიან სისხლძარღვთა სპაზმებისა და კუნთური დისტროფიის დროს.

ადენოზინტრიფოსფატაზები – ფერმენტთა ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს


ადენიზონტრიფოსფორის მჟავასაგან ფოსფორმჟავას ერთი ან ორი ნაშთის
გამოცალკევებას. გამოყოფილ ენერგიას ორგანიზმი სასიცოცხლო პროცესებისათვის
იყენებს.

ადენოზინტრიფოსფორის მჟავა (ATP ატფ) – შეიცავს ფოსფორმჟავას სამ ნაშთს


– ადენოზინის მონო, დი და ყრიფოსფორის ეთერებს. მოლეკულური მასა – 507,21.
წარმოადგენს სუბსტრატს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზისათვის.
ადენოზინტრიფოსფატაზების მოქმედებით ატფ კარგავს ფოსფორმჟავას ერთ ან ორ
მოლეკულას; წარმოიქმნება ადენოზინდიფოსფორის (ადფ) ან
ადენოზინმონოფოსფორის (ამფ) მჟავები და თავისუფლდება ენერგიის დიდი
რაოდენობა. ეს ენერგია გამოიყენება კუნთის შეკუმშვის, ჯირკვლების სეკრეციის,
ცილების და სხვა ნივთიერებათა ბიოსინთეზისათვის. ატფ უჯრედის ფუნქციური
მოქმედებისათვის საჭირო ენერგიის მთავარი წყაროა, რადგან უჯრედი ენერგიის
დიდ მარაგსითხოვს. ამიტომ მისი ხელახალი სინთეზი განუწყვეტლივ
მიმდინარეობს, ძირითადად ნახშირწყლების დაშლით მიღებული ენერგიის ხარჯზე.
სწორედ ამით აიხსნება უჯრედში ატფ-ის რაოდენობის უცვლელობა. ჟანგვითი
ფოსფორილირება (ანუ ატფ-ის სინთეზისათვის ქიმიური ენერგიის გამოყენება),
მიტოქონდრიებში მიმდინარეობს (იხ. მიტოქონდრიები). ატფ-ის დინატრიუმისა და
მონოკალციუმის მარილების ხსნარს იყენებენ გულისა და პერიფერიული
სისხლძარღვების სპაზმისა და კუნთების დისტროფიის სამკურნალოდ. არ შეიძლება
მისი გამოყენება გულის კუნთის ახლადგადატანილი ინფარქტისა და ფილტვების
ანთებითი ხასიათის დაავადებათა დროს.

ადენოიდები (ბერძ. ადენ ჯირკვალი და ეიდოს სახე) – ადენოიდური


წანაზარდები – ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილის პათოლოგიური ზრდა.
უმეტესად ავადდებიან ბავშვები 4-დან 10 წლამდე ასაკისა. ავადმყოფებს უჭირთ
ცხვირით სუნთქვა და ამის გამო პირი მუდამ ღია აქვთ. ეს ადენოიდების უმთავრესი
სიმპტომია. დამახასიათებელი ნიშნები: ქრონიკული სურდო, კბილების არასწორი
განვითარება, დუდღუნა ხმა, შფოთიანი ძილი, მეხსიერების, სმენის დაქვეითება
(ზოგ შემთხვევაში სიყრუეც კი) და ა.შ. მკურნალობა მიმდინარეობს ქირურგიული
ჩარევით. ადენოიდების ამოკვეთის შემდეგ ცხვირით სუნთქვის სრულად
აღდგენისათვის სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები. ვარჯიშები ტარდება ექიმის
მითითებით.

1. ადენოიდური (ლათ. ადენეიდეუს) – ლიმფური ჯირკვლის მსგავსი.

2. ადენოიდური (ძვ. ბერძ. ადენ ჯირკვალი +(ძვ. ბერძ. ადენინ ჯირკვალი ეიდოს
სახე); ადენოიდური ქსოვილი – შემაერთებელი (შემაკავშირებელი) ქსოვილი,
რომელიც შეადგენს ლიმფურ კვანძებს იხ. ქსოვილი.

55
ადენოკარცინომა (ძვ. ბერძ. ადენ ჯირკვალი + კაცინოს სიმსივნე + ომა) –
ჯირკვლოვანი კიბო – ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული
ავთვისებიანი სიმსივნე. ვითარდება ყველა ჯირკვლოვან ორგანოში, საკვერცხეებში,
ნაწლავებში, კუჭის ლორწოვან გარსში და ა.შ.). აჩენს მეტასტაზებს (იხ. კიბო).

ადენოლიმფომა (ლათ. ადენოლყმპჰომა) – ლიმფოდენოიდური და ეპითელური


(იხ.) ქსოვილების შემცველი კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ადენოლოგია (ბერძ. ადენ ჯირკვალი +Lოგოს მოძღვრება) –


მეცნიერებაჯირკვალთა და მათ პათოლოგიურ ცვლლილებათა შესახებ.

ადენომა (ბერძ. ადენ ჯირკვალი +ომა შეშუპება, სიმსივნე) – კეთილთვისებიანი


სიმსივნე, წარმოქმნილი ჯირკვლოვანი ეპითელისაგან, მომრგვალო ფორმის, პარკში
გახვეული. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკსა და ნებისმიერ
ორგანოში, სადაც არის ჯირკვლოვანი ეპითელი. მაგ: ფარისებრ ჯირკვალში,
პროსტატაში, სარძევე ჯირკვალში, ღვიძლში, კუჭში და ა. შ. ინარჩუნებს საჯირკვლე
ქსოვილის საწყის აგებულებას. ზოგჯერ გადადის ავთვისებიან სიმსივნეში.

ადენომა წინამდებარე ჯირკვლისა – დაავადება ხანდაზმულ მამაკაცებში;


ჯირკვლების გადიდება, შარდვის გართულება და გახშირებული სურვილი; შარდის
მწვავე შეკავება.

ადენომატოზი ფილტვისა – ქრონიკული დაავადება ცხოველებში. ახასიათებს


სიმსივნური წანაზარდები ფილტვის ქსოვილში. გავრცელებულია თითქმის მთელს
მსოფლიოში. სავარაუდოდ, ამ დაავადებას განსაკუთრებული ვირუსი იწვევს.
გარეგანი ნიშნებით ემსგავსება ფილტვების ანთებას (ხველა, ქოშინი...). დიაგნოსტიკა
დგინდება მიკრო და მაკროსკოპული გამოკვლევის საფუძველზე. დღესდღეობით
მკურნალობა და პროფილაქტიკა შეუძლებელია. ცხოველისაგან ადამიანის
დასნებოვნება არაა რეგისტრირებული.

ადენომერი – ცხოველებსა და ადამიანებში თირკმლების ბოლო განუოფილება,


სადაც წარმოიქმნება სეკრეტი (იხ.). ადენომერი შეიძლება იყოს მილისებრი
(მილაკოვანი) ან სფერული (ალფეოლარული). იხ. ასევე: ალფეოლა; აჩინუს.

ადენომიოზი (ლათ. ადენომიოსის) – საშვილისნოს შიგნითა კანის ლორწოვანი


გარსის (ენდემეტრიოზი იხ.) სიმსივნე.

ადენომიომა (ლათ. ადენომყომა) – გლუვკუნთოვანი და ჯირკვლოვანი


ქსოვილის შემცველი სიმსივნე.

ადენომიოსარკომა (ლათ. ადენომყოსარცომა) – ჯირკვლოვანი და


გლუვკუნთოვანი ქსოვილების შემცველი ავთვისებიანი სიმსივნე.

ადენოპათია (ლათ. ადენ ჰირკვალი + პატჰოს ტანჯვა) – ლიმფური კვანძების


პათოლოგია.

56
ადენოტომია (ლათ. ადენოტომია) – ლიმფური ჯირკვლების გაკვეთა.

ადენოფიბროსარკომა საშვილოსნოსი (ლათ. ადენფიბროსარცომა უტერი) –


საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე

ადენოფორეები (ადენიპჰორეა) – ნემატოდების (იხ.) ქვეკლასი. ძირითადი


საბინადროა, ძღვები, ოკეანეები, მტკნარი წყლები, ნაწილობრივ ნიადაგი. მათ შორის
არიან მცენარეთა და ცხოველთა პარაზიტებიც. კარგად აქვთ განვითარებული კანის
ჯირკვლები და გრძნობათა ორგანოები. ქვეკლასი აერთიანებს რამდენიმე რიგს.

ადენოჰიპოფიზი (ლათ. ადენოჰყპოპჰყსის) – ჰიპოფიზის წინა და შუა ნაწილი.

ადენტია (ა + ლათ. დენს (დენტის) კბილი) – მთლიანი ან მნიშვნელოვანწილი


უკბილობა, რომელიც გამოწვეულია კბილების ჩასახვის ფორმირების დარღვევის
შედეგად ემბრიონულ პერიოდში (მუცლად ყოფნის პერიოდი).

ადეოდათი (Adeodatus), ადეოდათ II – რომის პაპი (672-676 წ.წ.). წარმოშობით


რომიდან. რომის პაპთა ძველ სიებში სახელთა Aდეოდატუს-ისა და Dეუსდედიტ-ის
(პირველი ნიშნავს «ღმრთით ბოძებულს», მეორე – «ღმერთმა მიბოძოს») შერწყმის
შედეგად ადეოდათი იწოდა ადეოდათ II-დ. აღტახტრებამდე იყო რომის წმ. ერაზმის
მონასტრის ბერი. თავის პონტიფიკატობის წლებში მხარს უჭერდა ბერ-მონაზვნური
საქმიანობის განვითარებას, მოახდინა წმ. ერაზმის მონასტრის რეკონსტრუირება.
გარდა ამისა, რესტავრაცია გაუკეთა პორტუენის გზაზე მდებარე წმ. პეტრეს
ეკლესიას. მისი ორი მიმართვა, რომლებიც შეტანილია «Pატროლოგია Lატინა»-ში (87,
1139-1146) და რომლებშიც საუბარია წმ. პეტრესა და წმ. პავლეს კენტერბერიული
მონასტრების და წმ. მარტინ ტურელის სააბატოს პრივილეგიებზე, შესაძლოა არ იყოს
ადეოდათისეული.

ადეოდათ I – იხ. დეუსდედით.

ადეპტი (ლათ. ადეპტუს) – 1. «ის, ვინც მიაღწია»; ოკულტიზმში: ის, ვინც


მიაღწია კურთხეულობის (განდობილის) სტადიას და გახდა გურუ (მოძღვარი)
ეზოთერიკულ ფილოსოფიურ მეცნიერებაში; 2. რაიმე მოძღვრების საიდუმლოს
განდობილი (ზიარებული); 3. ვინც ხელდასმულია, კურთხეულია, განდობილია; 4.
ვისიმე (რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერის) ან რისიმე (ამა თუ იმ მოძღვრების,
იდეოლოგიის, რელიგიის, ფილოსოფიისა და ა.შ.) მიმდევარი, დამცველი,
ამღიაერბელი (აღმსარებელი).

ადერეთი (ებრ. «სამეფო მანტია») – სინოდალური თარგმანით – «ტავ-ფუჯი»;


ამოდის ზმნიდან «ადარ» – «განდიდება», «დიდებით შემოსვა»... სემანტიკურად
იგივეა, რაც «გაა». როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, «ადერეთ»-ით – «წითელი
პერანგით» იბადება ესავი: «გა,ოვიდა პირველი – სულ მთლად წითელი და ტყავ-
ფურით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავ» (დაბად. 25,25). «ადერეთ»-ი
სიმბოლოა ესავისა და მის შთამომავალთა სამეფო ხელისუფლებისა, რომლებიც
შემდგომ ედომელენად, იდულელრბად (იხ. ედომი) იწოდნენ. უნდა ვივარაუდოთ,
რომ მეწამული მანყია (პორფირი ტოგა) ერთ-ერთ საიმპერატორო ინსიგნიად,

57
სწორედ აქედან უნდა ამოდიოდეს (შდრ. ბიზანტიელ, რომაელ და საერთოD,
იმპერატორთა მეწამული მოსასხამები).

ადერკი – ლეონტი მროველის ცნობით ქართლის X მეფე («ქართლის


ცხოვრება»), «მოქცევაი ქართლისაი» კი იხსენიებს როგორც ქართლის XI მეფე როკს,
რომლის მეფობის შემდეგ ქართლი ორ სამეფოდ გაიყო (იხ. ორმეფობა ქართლში).
ვახუშტი ბატონიშვილის ქრონოლოგიით ადერკი ჩვ. წ-მდე 30 წ-ს დაბადებულა და
უმეფია ჩვ. წ-ის 1-57 წ.წ-ს შორის პერიოდში. რაც შეეხება გიორგი მელიქიშვილს, იგი
ადერკს ქართლის მეფე მითრიდატე I-თან (?-136 წ.წ. ჩვ. წ-მდე) აიგივებს. ს. კაკაბაძის
ვარაუდით, ადერკს ქართლში ჩვ. წ-მდე II ს-ის I მეოთხედში უმეფია.

ადერმინი (ა + ძვ. ბერძ. დერმა კანი) – მოძველებული სახელწოდება ვიტამინ


B6-სა (პირიდოქსინისა). გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმში მისი
ნაკლებობით იწყება კანის ნაწილობრივი დაავადება (დერმატიტი).

ადესა – იგივე იზაბელა Vიტის Iაბრუცა L.) ყურძნის ჯიში საქართველოში. არის
მუქი წითელი ან თეთრი ფერის. მისგან მზადდება არომატული ღვინო.

ადეფაგია (ლათ. ადდპჰაგია) გაუმაძღრობა, მგლის მადა.


1. ადვაიტა (სანსკრიტ. ადვაიტა) – ვედანტური (იხ.) სექტა. აღიარებს მონიზმს
(იხ.). უარყოფს სამყაროს დუალისტურ (იხ.) საწყისს – მატერიალურსა და
იდეალურს. ადვაიტისტების მონიზმში სამყაროს საწყისად მსოფლიო სულს
მიიჩნევენ. ადამიანის სული ამ უპიროვნო ღვთაებრივი, მსოფლიო სულის ნაწილია.
2. ა-დვაიტა (არა ორი, არა დუალისტური) – ვედანტური ფილოსოფიური
სკოლა. საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ ბრაჰმან ბრძენთაგან უდიდესმა
შანკრაჩარიამ ჩვ. წ-ის 750 წლისათვის ორ სხვა – დვაიტურ (დუალისტურ) და
ვიშიშტადვაიტურ სკოლებთან ერთად. ამ მოძღვრებით ადამიანის სული უპიროვნო
ღვთაებრივი, ანუ მსოფლიო სულის ნაწილი გახლდათ. მისი სხეული კი დროებით
ციხედ, საკნად წარმოედგინათ სიკვდილით ადამიანი უპიროვნო ღვთაებრიობას
უბრუნდებოდა. სხვათა შორის მატერიალური სამყაროც არ მოიაზრებოდა
განკერძოებულად ღვთაებრივისგან. სამივე სკოლა ვედანტისტურია.

ადვაიტა-ვედანტა («არადუალისტური ვედანტა», «არაორბითული ვედანტა») –


ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, ვედანტის ერთ-ერთი ძირითადი
სახესხვაობა, რომელივ განავითარა შანკარამ (VIII-IX სს). ადვეიტა-ვედანტას
წარმოშობას უკავშირებენ ბერძენ გაუდა პადას (V ს.) სახელთანამტკიცებს სულიერი
საწყისის (ბრაჰმანის – ატმანის) მონოფიზიტურ ბუნებას, მის ერთ-ერთ რეალობას
და ემპირიული სამყაროს ილუზორულობას (იხ. მაია).

ადვაიტისტი (სანსკრიტ. ადვაიტინ) – ადვაისტური სექტის მიმდევარი.

ადვენტი (ლათ. ადვენტუს მოვლინება, მოსვლა) – კათოლიკურ ეკლესიებში


ლიტურგიკული ჟამი, რომელიც წინ უსწრებს ქრისტეშობას და იწყებს ლიტურგიკულ
წელს. ქრისტეს დაბადების (მოვლინების) სადღესასწაულო მზადების ტრადიცია
დამოწმებულია ჯერ კიდევ IV ს-ის მიწურულისათვის, როცა სარაგოსის საეკლესიო
კრებამ (380 წ.) დაუწესა მორწმუნეთ არ გაეცდინათ არც ერთი წირვა 17 დეკემბრიდან

58
ღვთის ძის მოვლინებამდე, ე.ი. 25 დეკემბრამდე. VI ს-თვის დასავლეთში ფართოდ
გავრცელდა შობისათვის მარხვითი მზადების პრაქტიკა, რომლის ხანგრძლივობა და
სიმკაცრე ვარირდებოდა: ერთ რეგიონში მარხვა იწყებოდა ნოემბრის შუა რიცხვებში,
სხვაგან კი მისი დაწყება დაწესებული იყო შემოდგომის ბუნიობის დღიდან – 23
სექტემბრიდან (ეს უკანასკნელი წესი დღემდეა დაცული ზოგ მონაზვნურ ორდენთა
წესდებებში, რომელთაც მარხვა ჯვართამაღლების დღიდან (14 ნოემბერი
კათოლიკური ეკლესიით) შობის წინადღემდე.

ადვენტი დასავლეთში თანდათან გაფორმდა როგორც განსაკუთრებული


ლიტურგიკული დრო, ღმრთისმსახურების (წირვის) საკუთარი სპეციფიკით.
მომწიფებული შუასაუკუნეების ეპოქისათვის, დასავლეთის სხვადასხვა
ლიტურგიკულ ადათებში განმტკიცდა ადვენტის განსაზღვრული ხანგრძლივობა:
მოზარაბული (იხ.) და ამბროსიანული (იხ.) წესით იგი იწყება ნოემბრის შუა
რიცხვების კვირით (ამგვარად, მოიცავს 6 კვირას); რომაულით – 30 ნოემბერთან
მიახლოვებული კვირით (იგი იხსნება ამ კვირის მწუხრის ლოცვით და სრულდება
ქრისტეშობის პირველივე მწუხრის ლოცვით. მოიცავს 4 კვირას). ამჟამად ლათინურ
ადათ-წესებში ადვენტმა პრაქტიკულად დაკარგა მარხვითი ხასიათი, ცალკეულ
რეგიონთა გარდა, სადაც ჯერაც დაცულია ზოგიერთი სამარხვო დღე,
განსაკუთრებით შობის წინა დღეს. ბიზანტიურ აღმოსავლეთში დაწესებული მოკლე
საშობაო მარხვა (20-დან 24 დეკემბრის ჩათვლით) დასტურდება VIII ს-ის შუა
ხანებიდან. შემდგომში მისი პერიოდი გაიზარდა (იწყებოდა 15 ნოემბრიდან).
კათოლიკეთა გაგებით, დასავლურ წესებში ადვენტი არის ჟამი სიკეთისა და
სიხარულის ლოდინისა, რომელსაც ორმაგი ხასიათი გააჩნია: ესაა შობის
დღესასწაულისათვის მზაობის პერიოდი და, ამასთან, დრო, როცა სულნი
მორწმუნეთა ქრისტეს მეორედ მოსვლას ელიან ჟამთა დასასრულს. ადვენტის ყოველ
კვირას განსაზღვრული თემა აქვს, რომელიც მესას შესრულებისას ევანგელისტურ
კითხვაში მჟღავნდება. ლათინური ადათით I კვირა მიძღვნილია ჟამთა დასასრულს
ქრისტეს მოვლინებისადმი, II და III იოანე ნათლისმცემელისადმი, რომელიც
წინასწარ ამზადებს საზოგადოებას ქრისტეს მსახურებისათვის; IV – მოვლენებს,
რომლებიც უშუალოდ წინ უსწრებს უფლის მოვლინებას და ქალწულ მარიამის
განსაკუთრებულ ადგილს უფლის ხორცშესხმის საიდუმლოში.
დიდი მარხვის მსგავსად, ადვენტი განსხვავდება როგორც გაძლიერებული
მონანიების (სინანულის) ჟამი, რითაც განპირობებულია ლიტურგიკული სამოსლის
იისფერობა (სიმბოლიკაში იისფერი ტანჯვის ფერიცაა) კვირა დღეთაგან
გამონაკლისია III კვირა, წოდებული Gაუდეტე-დ (გიხაროდენ), როცა დაშვებულია
ვარდისფრით შემოსვა და ტაძართა მორიდებული, სადა მორთულობა. ადვენტის
დროს იკრძალება: მხიარულება, ზეიმი, ლხინი, ქორწინება... ადვენტის პერიოდში
ეკლესია განსაკუთრებულად მოუწოდებს მორწმუნეებს გაიღონ მოწყალება.

ადვენტიკატორი (ლათ. ადვენტის მოსული, სტუმარი) მოცემულ


საზოგადოებაში შემთხვევით მოხვედრილი სახეობა

ადვენტისტები, ადვენტიზმი (ლათ. ადვენტუს-იდან. იხ ადვენტი) –


ქრისტიანულ ესქატოლოგიური მოძღვრების მიმდევართა თვითსახელწოდება,
წარმოიქმნა 1831 წ-ს აშშ-ში პროტესტანტებს შორის (იხ. პროტესტანტიზმი).

59
ადვენტიზმის დამფუძვნებლად ითვლება ქ. ჰემპტონის (ნიუ-იორკის შტატი)
ბაპტისტური თემის მქადაგებელი უილიამ მილერი (1782-1849), ავტორი წიგნისა
«ცნობები წმ. წერილებიდან და 1843 წელს ქრისტეს მეორედ მოსვლის ისტორიიდან,
და მისი 1000 წლოვანი მეფობა». ეყრდნობა რა ბიბლიის წინასწარმეტყველურ წიგნთა
სუბიექტურ განმარტებებს (უპირატესად, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის მე-8
თავს, ასევე, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას), უილიამ მილერმა «გამოთვალა»
ნახსენები მეორედ მოსვლის თარიღი. წინასწარმეტყველება არ გამართლდა.
თარიღიც გადაიწია: 1844, 1847 და ა.შ. წლებისათვის (1912-13, 1932-33).
თავდაპირველი ადვენტისტური მოძრაობა რამდენიმე ტოტად განიტოტა. ამჟამად
ადვენტისტები კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ, მაგრამ მათთვის უპირობოდ
რჩება სამყაროს აღსასრულისა და საშინელი სამსჯავროს (განკითხვის დღის)
მოახლოებული დრო. გამოვლინდა რა ჰილიაზმის თანამედროვე ფორმით, –
ადვენტიზმს გააჩნია რამდენიმე სახეობა. ყველაზე გავრცელებული და
მრავალრიცხოვანი მიმდინარეობაა მეშვიდე დღის ადვენტისტები, რომლის
დამფუძვნებლები არიან ქადაგები – ჯეიმს და ელენა უაიტები. წარმოიშვა 1863 წ-ს.
ადვენტისტები მეშვიდე დღედ შაბათს თვლიან და არა კვირას (მათ მიერ დეკალოგის
– უფლისგან მოსესთვის გადაცემული 10 მცნებიდან (იხ. ათი მცნება) – მე-3-ის
სიტყვა-სიტყვით განმარტების საფუძველზე). ადვენტიზმის დოგმატიკა
(შეხედულება სიკვდილზე, როგორც ძილზე, რომლიდანაც სული გამოიღვიძებს
განკითხვის დღეს და რომელიც შეერწყმება აღმდგარ სხეულს; სხეული მიჩნეულია
სული წმიდის ტაძრად, რომელსაც დაკისრებული აქვს ქმნადობა და მისი
მოფრთხილება ფიზიკური აღდგომის მოლოდინში) გვავალდებულებს დავიცვათ
განსაკუთრებული ყოფითი ყაიდა ე.წ. «სანიტარული რეფორმების» მსგავსი
(ჰიგიენის მკაცრი დაცვა, ალკოჰოლისა და მოწევის აკრძალვა). ადვენტიზმის
მოძღვრებას საფუძვლად უდევს ქრისტეს მეორედ მოსვლის სიახლოვის რწმენა,
საშინელი სამსჯავრო და ათასწლოვანი მეუფება მესიისა მორწმუნეთათვის.
ადვენტისტები აღიარებენ ბიბლიას, სწამთ წმიდა სამება. ადვენტისტებისათვის
სავალდებულოა ბიბლიურ მცნებათა აღსრულება. ნათლობა ხდება წყალში
ჩაყურყუმალავებით. ნათლობისას აუცილებელია აღსარების მიცემა ქრისტეს
რწმენაზე და დასტურყოს ცოდვათა მონანიება. ნათლობას წინ უძღვის დარიგებანი
წმ. წერილებიდან. ადვენტისტები თავიანთ თავს ქრისტიანთა შორის გამორჩეულად
თვლიან, ამიტომაც მათთვის დამახასიათებელია კონფესიური განკერძოებულობის
სული.
ადვენტიზმი რუსეთში 1886 წ-ს გამოჩნდა, იმ დროს, როცა, ყირიმში პირველი
ადვენტისტური თემი დააფუძნა აშშ-დან ჩამოსულმა ქადაგმა ლუი კონრადმა.
დროთა ვითარებაში მსგავსი თემები ჩამოყალიბდა ყუბანში, დონზე, ბესარაბიაში
(მოლდავეთში), ვოლგისპირეთში, ვისლის და ბალტიისპირეთის მხარეებში; XIX ს-ის
90-იან წლებში რუსეთის სამეფო გუბერნიებში, XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე –
თურქესტანში, ციმბირში. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს (1905-1907)
ადვენტისტები თავიანთ მოძღვრებებს სანკტ-პეტერბურგსა და სხვა მსხვილ
ქალაქებში ქადაგებდნენ. ადვენტისტებისათვის საუკეთესო გარემო აღმოჩნდა რუსი
შტუნდისტი სექტანტები (ანაბაპტიზმის ნაირსახეობა). რუსებისა და უკრაინელთა
მხარდამხარ ადვენტისტური ნათლობა მიიღეს ლატვიელებმა, ესტონელებმა,
ებრაელებმა. 1906 წლის 14 მარტს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პ.
სტოლიპინმა გამოსცა ბრძანება, რითაც ადვენტისტები თავისუფალ აღმსარებლებად

60
გამოაცხადა. 1908 წლისათვის უკვე არსებობდა 144 თემი, 44 ქადაგი და 4000 წევრი.
1917 წ-სათვის მისი რიცხოვნობა და ზეგავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1917
წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსული ადვენტიზმის თითქმის ყველა
ლიდერი დააპატიმრეს. 1924 წ-ს გამართულ მე-4 საკავშირო ყრილობაზე
ადვენტიზმში განხეთქილება მოხდა. 1936 წ-ს წარმოიშვა ახალი იატაკქვეშა
ადვენტისტური ცენტრი – ადვენტისტ-რეფორმატორთა სრულიად რუსეთის უნია
(ვ. შელკოვი, პ. მანჯურა, გ. ოსტვალდი), მაგრამ ადვენტისტთა ერთიანი
ორგანიზაცია სსრკ-ში პრაქტიკულად არც არსებობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
შეიქმნა «მეშვიდე დღის ადვენტისტთა საკავშირო საბჭო», მაგრამ იგი დაიშალა ნ. ს.
ხრუშჩოვის მთავრობის ანტირელიგიური ზეწოლის შედეგად.
XX ს-ის 80-იან წლებში მათი რიცხვი სსრკ-ში არანაკლებ 32 ათასს შეადგენდა.
მოქმედებდა დაახლოებით 450 სახლი-სამლოცველო. 1990 წ-ს ინდიანოპოლისში (აშშ)
გამართულ ადვენტისტთა გენერალურ ასამბლეაზე საბჭოეთში არსებული
ადვენტისტური ეკლესია მიღებულ იქნა ადვენტისტთა მსოფლიო კავშირში, მე-11
დივიზიონის სახით (დივიზიონი შედგება 5 უნიონისაგან: რუსეთის, უკრაინის,
მოლდოვის, ბალტიისპირეთის, სამხრეთის; დივიზიონის პრეზიდენტია მ. პ.
კულაკოვი). ამჟამად რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ს ქვეყნებში დაახლოებით 800-
მდე თემს და 50000-მდე წევრს ითვლიან.

ადვენტიცია (ლათ. ადვენტიციუს გარეგანი, მოსული) – სისხლძარღვთა


კედლის გარეთა გარსი, წარმოქმნილი შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილით.
შეიცავს სისხლძარღვებს – «სისხლძარღვთა სისხლძარღვებს» (Vასა ვასორუმ) ისინი
კვებავენ არტერიებსა და ვენების კედლებს. არტერიოლისა და ვენის ადვენტიცია
უფრო სქელია, ვიდრე არტერიისა. ზოგი ადვენტიციას კაპილარების გარემომცველ
შემაერთებელ ქსოვილოვან უჯრედებს უწოდებს, ზოგი მკვლევარი კი –
ძვლისსაზრდელას გარეთა შრესაც.

ადვენტური (ლათ. ადვენტიციუს მოსული, არაადგილობრივი, უცხო, გარეგანი)


– 1. ორგანიზმები – მცენარეები და ცხოველები, რომლებიც მათი ბუნებრივი
ადგილსამყოფელიდან ადამიანებმა, ცხოველებმა, ქარმა, წყალმა, უნებლიედ, ამა თუ
იმ მხარეში გაიტანა თუ გაიყვანა, სადაც ისინი არ იყვნენ ადრე გავრცელებულნი;
მცენარის ჩანასახის ფორმირება თესლკვირტის სომატური (არაემბრიონალური
ქსოვილიდან არა სასქესო) უჯრედებიდან, რომლის დროსაც ხშირად ვითარდება
რამდენიმე ჩანასახი; 2. მოსვლა, გამოჩენა.

ადვენტური ემბრიონია (ლათ. ადვენტიციუს გარეგანი) – თესლკვირტის


სომატური (და არა სასქესო) უჯრედებიდან მცენარის ჩანასახის (ემბრიონის)
ფორმირება. ამ დროს ვითარდება 20-მდე ჩანასახი (პოლიემბრიონია). ადვენტური
ემბრიონია აპომიქსისის (იხ. აპომიქსისი) ერთ-ერთი ტიპია. ახასიათებს ციტრუსოვან
მცენარეებს – გრეიფრუტს, ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს და სხვ.

ადვენტური მცენარე – გაველურებული მცენარე, რომელიც შესულია


ადამიანისგან ადგილობრივი ბუნებრივი მცენარეულობის შემადგენლობაში.

ადვენტური ორგანიზმები – მცენარეები ან ცხოველები, რომლებიც ადამიანმა


უნებლიედ მათი ბუნებრივი ადგილ-სამყოფელიდან სხვა მხარეში გადაიტანა ან
61
გადაიყვანა. ამგვარი ორგანიზმების გავრცელება სხვადასხვა გზით ხდება: სათესლე
ან სარგავი მასალის, სავაჭრო საქონლის, წარმოების პროდუქტების, ბარგის გადატანა-
ტრანსპორტირებით და ა.შ. ადვენტურ მცენარეთა უმრავლესობა სარეველაა,
ცხოველთაგან კი – პარაზიტი (იხ. სარეველები, სინანთროპული ორგანიზმები).

ადვენტური ორგანო – მცენარის დამატებითი ორგანო, რომელიც


განვითარებულია არა თავის ადგილას (მაგ., ფესვები მიწის ზედა ნაწილზე და ა.შ.)

დვენტურობა – სახეობის მიგრაცია სხვა საზოგადოებიდან ან გავრცელების


სხვა ოლქიდან. ასეთ სახეობებს ადვენტურს უწოდებენ (იგივეა, რაც ადვენტური
ორგანიზმები; იხ.).

ადვერბი (ლათ. ადვერბიუმ) – (ლინგვ.) ზმნისართი

ადვერბიალიზაცია (ლათ. ადვერბიუმ ზმნისართი) – (ლინგვ.) არსებითი ან


ზედსართავი სახელის ზმნისართად ქცევა.

ადვერბული (ლათ. ადვერბიიუმ , ადვერბილის) – ზმნიზედა,. ზმნისართავი,


რაც განეკუთვნება ზმნისართავს, აქვს მისი თვისება და მნიშვნელობა.

ადვეტუკები – გერმანული ტომი. იულიუს კეისრის პერიოდში


მოსახლეობდნენ მაასსა და რეინს შორის (ამჟამინდელი ბელგიის ტერიტორია).
თავიანთ თავს კიმბერთა და ტევტონთა შთამომავლებად თვლიდნენ. ჩვ. წ-მდე 57 წ-ს
ისინი დაიმორჩილა კეისარმა. ამ ტომს ტუნგრებსაც უწოდებდნენ.

ადვექცია (ლათ. ადვეცტიო მიტანა, მიწოდება) – მეტეოროლოგიაში: ჰაერის


გადაადგილება ჰორიზონტალურად, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სინოტივე,
სიმკვრივე, ტემპერატურა და ა.შ. თვისებები. ადვექციის, ანუ ჰაერის
ჰორიზონტალური გადაადგილების საპირისპიროა კონვექცია – ჰაერის
ვერტიკალური მიმართულებით გადაადგილება (იხ. კონვექცია). შესაძლებელია
ჰაერის ცალკეული თვისებების ადვექციამ (შინაგანი ენერგიის ადვექციამ, წნევის
ადვექციამ, ჰაერის ენტალპიის, ანუ სითბოს, სიცივის ადვექციამ) ზოგჯერ
მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მეტეოროლოგიურ პროცესებში და გავლენა
იქონიოს ამინდზე.

ადვოკატთა კოლეგია – იხ. 1. ადვოკატურა.

ადვოკატი (ლათ. ადვოცატუს საშველად მოხმობა) – პირი, რომლის პროფესიაა


იურიდიული დახმარება გაუწიოს მოქალაქეს ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ
ორგანიზაცია-დაწესებულებას და დაიცვას მისი ინტერესები სასამართლოში; პირი,
რომელიც გამოდის ვინმეს დამცველად; დამცველი, ვექილი.
1. ადვოკატურა – 1. ადვოკატთა გაერთიანება. 2. – ნებაყოფლობითი
თვითმმართვრლობითი ორგანიზაცია (ასოციაცია, კოლეგია), რომელიც იცავს
ადვოკატთა უფლებებს. ადვოკატის საქმიანობა.
2. ადვოკატურა – აღმოცენდა ანტიკურ ხანაში. რომის იმპერიაში ადვოკატურამ
კორპორაციის სახე მიიღო (რომის რეპლიკაში ადვოკატობათავისუფალ და საპატიო
62
პროფესიად ითვლებოდა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში ადვოკატები ორ
კატეგორიად იყოფიან: ინგლისში – ბარისტერებად და სოლისიტორებად.
სასამართლოში გამოსვლის უფლება მხოლოდ ბარისტერს აქვს. სოლისტერის
მოვალეობაა კლიენტთან ხელშეკრულების დადება და ბარისტერისთვის მასალის
მომზადება, თუმცა შეუძლია სასამართლოშიც მიიღოს მონაწილეობა, თუკი
განსახილველად ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხი იქნება გატანილი. მსგავსად
ინგლისისა, ადვოკატები იქაც ორ კატეგორიად იყოფიან – ადვოკატებად და
რწმუნებულებად (ავუე).
«ადვოკატუს დიაბოლი» (ადვოცატუს დიაბოლი) – «ეშმაკის ადვოკატი».
უწოდებდნენ იმ პირს, რომელიც კათოლიკური კანონიზაციების დროს ემხრობა
აზრს, რომელიც ეჭვს ქვეშ აყენებს რეალურად აღსრულებულ იდუმალ საოცრებებს
(სასწაულებს). მას უპირისპირდება «ადვოცატუს Dეი», ანუ «ღმერთის ადვოკატი»,
რომელიც არგუმენტირებას ახდენს და აკეთებს დასკვნებს კანონიზაციის
სასარგებლოდ.

ადი (Ady) ენდრე (1877-1919 წ.წ.) უნგრელი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი.


დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. სწავლობდა დებრეცენსკის უნივერსიტეტის
იურიდიულ ფაკულტეტზე. ლექსების პირველი კრებული, – «ლექსები», გამოსცა
1899 წ-ს, 1903 წ-ს – «კიდევ ერთხელ», 1906 წ-ს – «ილია წინასწარმეტყველის
ეტლზე», «ქუჩის სიმღერა» – 1908 წ-ს და ა.შ. მიძღვნილი აქვს სტატია რუსეთის 1905
წლის რევოლუციისადმი («მიწისძვრა»). მისი პოეზიის მთავარი თემა უნგრეთის
სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის თემაა. ავტორია მოთხრობებისა და
წერილებისა. 1904-1911-ში პერიოდულად ცხოვრობდა პარიზში. განიცადა ფრანგ
სიმბოლისტთა გავლენა. ადის მრავალი ლექსი უნგრული ლირიკის შედევრადაა
აღიარებული.

ად-ი (ასურ.) – 1. სიტყვასიტყვით: «მამა»; 2. არამეულად ად-ი ნიშნავს ერთს,


ხოლო ად-ად – ერთადერთს.

ადი (სანსკრიტ. ადი) – 1. პირველი, პირველქმნილი; 2. პირველქმნილი არსების


ვაჟები; ეზოთერიკულ ფილოსოფიაში ადის ვაჟებს «ცეცხლოვანი ნისლის ვაჟებს»
უწოდებდნენ; ტერმინი, რომელიც მიმართებაშია განსაზღვრულ ადეპტებისადმი.

ადიაბანა სირ ჰადიამ – მხარე ჩრდ. ასურეთში, დიდ ტბასთან (ლაკოსსთან).


ისტორიულ წყაროებში იხსენიება ჩვ. წ-მდე I ს-დან. მისი ხელისუფალნი ჯერ
პართიანელთა ვასალები იყვნენ, ხოლო სეპტიმიუს სევერიუსის ხანიდან იობანამდე
– რომაელებისა. სეპტიმიუს სევერუსმა, რომელმაც ეს ქვეყანა დაიპყრო, მიიღო
ზედწოდება ადიაბენიკუს.

ადიაბატა (ბერძ. Adibiatos გაუვალი, გაუღწეველი) – წირი (ხაზი), რომელიც


ნებისმიერ თერმოდინამიკურ დიაგრამაზე გრაფიკულად გამოსახვს შექცევად
ადიაბატურ პროცესს (ე.ი. პროცესს, რომლის დროსაც არ ხდება გარემოსთან
სითბური გაცვლა). იდეალური აირებისათვის ადიაბატას გააჩნია უმარტივესი სახე.
გამოისახება პუასონის განტოლებით პვ =ცონსტ. სადაც პ არის აირის წნევა, ვ – მისი
კუთრი მოცულობა, – ადიაბატას მაჩვენებელი. =ცპ/ცვ, ხოლო ცპ, ცვ აირის

63
სითბოტევადობები მუდმივი წნევისა და მუდმივი მოცულობის დროს. ერთატომიანი
აირებისათვის (არგონი, ნეონი და ა.შ.) ჩვეულებრივ ტემპერატურაზე
ორატომიანებისთვის (ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი და სხვ) ძალიან დაბალ
(აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ) და ძალიან მაღალ (10000-ზე ზევით)
ტემპერატურებზე ადიაბატური მრუდის თვისება სხვაგვარია, რამდენადაც
დამოკიდებულია ტემპერატურასა და წნევაზე (იხ. სითბოტევადობა). შექცევადი
ადიაბატური პროცესებისათვის დამახასიათებელია ენთროპიის მუდმივობა. ამის
გამო ადიაბატას ასევე შეიძლება იზოენთროპია ვუწოდოთ.

ადიაბატური (ძვ. ბერძ. ადიაბატოს გაუვალი, ის, რაც არ გადადის, გარდაუვალი)


– რაც გარემოსთან სითბური გაცვლის გარეშე მიმდინარეობს.
ადიაბატური განმაგნიტება – ფიზიკური პროცესი, რომელსაც იყენებენ
მაგნიტური გაციებისა და დაბალ ტემპერატურათა მისაღწევად მაგნეტოკალორიული
აფექტის საფუძველზე. გაცივების მეთოდი, რომელიც, უმთავრესად, გამოიყენება
10K-ზე დაბალი ტემპერატურის მისაღებად (დაწვრილებით იხ. მაგნიტური
გაცივება).

ადიაბატური გარსი – გარსი (სითბოგაუმტარი), რომელიც არ უშვებს სითბურ


გაცვლას განსახილველ სისტემასა (ფიზიკურ სხეულს) და გარემოს შორის.
ადიაბატური გარსის ნიმუშია თერმოსი და დიუარის ჭურჭელი (იხ. დიუარის
ჭურჭელი). ადიაბატური გარსის როლი შეუძლია შეასრულოს, მაგალითად,
მაგნიტურმა ველმა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მაღალი ტემპერატურის
პლაზმის კონტაქტს პლაზმური დანადგარის კედლებთან (იხ. მაგნიტური ხაფანგები).
აბსოლუტური ადიაბატური გარსი, ანუ სხეულის სრული თერმოიზოლატორი
პრაქტიკულად არ არსებობს.

ადიაბატური პროცესი – თერმოდინამიკური პროცესი, რომლის დროსაც


ფიზიკური სისტემა არც შთანთქავს და არც გასცემს სითბოს. ადიაბატური
პროცესისას სისტემას მხოლოდ შინაგანი ენერგიის ხარჯზე შეუძლია შეასრულოს
რაიმე მუშაობა. ამის გამო, ადიაბატურ გაფართოებას ტემპერატურის შემცირება,
შეკუმშვას კი – ზრდა მოჰყვება. პროცესი მიმდინარეობს სითბოგაუმტარი
(ადიაბატური) გარსით შემოფარგლულ სისტემაში. თუკი პროცესის მიმდინარეობა
იმდენად სწრაფია, რომ სისტემა ვერ ასწრებს გარემოსთან სითბოს გაცვლას, მაშინ იგი
სითბოიზოლატორი გარსის გარეშეც შეგვიძლია ადიაბატურ პროცესად მივიჩნიოთ.
ადიაბატური პროცესის მაგალითია პარამაგნეტური მარილების ადიაბატური
განმაგნიტება. იდეალური აირის შემთხვევაში, ადიაბატური პროცესის დროს წნევასა
და მოცულობას შორის დამოკიდებულება გამოისახება პუასონის განტოლებით (იხ.
ადიაბატა). ადიაბატური პროცესი შეიძლება იყოს შეუქცევი ან შექცევადი. შეუქცევი
ადიაბატური პროცესების ენთროპია იზრდება, შექცევადი ადიაბატური პროცესის
დროს კი სისტემის ენთროპია მუდმივია.

ადიადოქინეზი – აგონისტი და ანტრაგონისტი კუნთების სწრაფი და


თანამიმდევრული შეკუმშვის შეუძლებლობა. სიმპტომატურია ნათხემის
დაზიანებისათვის.

64
1. ადიამანი (Adiyaman) – დასახლებული პუნქტი თურქეთში, მალათიის
სამხრეთით. ადიამანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4,5 კმ-ში 1927, 1937-1938 და
მოგვიანო წლებში ჩატარებული გათხრებით აღმოჩენილ იქნა გვიანპალეოლითური
კულტურის ქვის (კაჟის, იასპის (ეშმას ქვა), იშვიათი ობსიდიანის) ნივთები,
რომლებიც, ზოგ მკვლევართა აზრით, ორინიაკის კულტურას განეკუთვნება. აქ
აღმოაჩინეს საფხეკები, საჭრეთლები, მობლაგვებულგვერდებიანი ფირფიტები,
სახვრეტლები, ნუკლეუსები და სხვ. აგრეთვე, გარკვეული რაოდენობის მუსტიეური
ფორმის ნაკეთობანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრე ნეოლითის ეპოქას უნდა
განეკუთვნებოდეს. ადიამანის რაიონში ნივთიერ კულტურასთან ერთად აღმოჩნდა
კლდეთა მხატვრობა (ჯიხვების გამოსახულებანი) (იხ. ორინიაკი, მუსტიეს
კულტურები).

2. ადიამანი (სომხეთი) – სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე


სოფელი (ამჟამინდელი გეტაშენნერქინი), რომლის სიახლოვეს, გორასამარხში, 1908 წ-
ს აღმოაჩინეს გვიანი ბრინჯაოს ხანის აკლდამა. აკლდამა თარიღდება ჩვ. წ-მდე II
ათასწლეულის მიწურულით. სამარხში აღმოჩნდა მდიდრულად მოჩუქურთმებულ
ხის ეტლში ჩასვენებული მიცვალებული. როგორც ჩანს ეტლში ხარები ყოფილან
შებმულნი. ეტლის ირგვლივ ნაპოვნია დაკრძალვის დროს განსვენებულისადმი
მსხვერპლად შეწირული ადამიანების ჩონჩხები. სამარხში აღმოჩნდა მაღალ
ხელოსნურ დონეზე ნაკეთები ბრინჯაოს მრავალი ნივთი. სამარხი მესაქონლე ტომის
ბელადის საფლავი უნდა იყოს.

ადიანტუმ (Adiantum უყვავილო, დაუნამველი, დაულბობელი) – 1. გვიმრათა


სახეობა. გვხვდება თითქმის ყველგან, მგრამ მთელ სახეობათაგან (დაახლოებით 200)
ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობა სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. გვხვდება
საქართველოში – ცაპილლუს-ვენერის – ნაზი დეკორატიული მცენარე ორმაგი ან
სამმაგნახლეჩიანი წვრილი ფოთლებით, გრძელ მუქ-მურა ყუნწებზე. ფოთლების
დრეკადი, მოქნილი, ნატიფი და აჟურული სილამაზით აფროდიტა-ვენუსის თმებს
ადარებენ, ეძახიან მას კიდეც «ვენუსის კულულებს». ამ და სხვა სახეობებს
ამრავლებენ ორანჟერეებსა და ოთახებში; 2. ქრისტიანიზმში მეტაფორულად
აღნიშნავს რწმენის სიწმინდეს.

ადიაფორა (ბერძ.) – განურჩეველი; რაიმე მოვლენა, ქმედება ან ქცევა, რომელიც


არც ბოროტულია და არც კეთილი. ამიტომ არანაირი საფუძველი არა აქვთ
ისწრაფოდნენ ან ერთი ან მეორე კატეგორიისაკენ, არც გაურბიან მას.
დამახასიათებელია სტოიკოსთა ეთიკისათვის (იხ.).

ადიაფორისტები (ბერძ.) – პროტესტანტები. 1548 წ-ს დაეთანხმნენ


აზრობრივად განურჩეველ კათოლიკური წეს-ჩვეულებების დოგმატიკას.
ადიბ (ლათ. ადყბ) – არაბულ სამყაროში: დარბაისელი, ჭკუადამჯდარი,
განათლებული კაცი, რომელიც იცავდა «ადაბის» (იხ. ადაბა) ნორმატიულ წესებს.

ადიბ ისჰაკი (1856-1885 წ.წ.) – სირიელი, წარმოშობით არაბი პოეტი,


პუბლიცისტი და მთარგმნელი. ერთ-ერთი რეფორმატორთაგანი არაბული
სალიტერატურო ენისა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბეირუთში. ეგვიპტეში
ემიგრირებულმა 1877 წ-დან დაიწყო გაზეთ მისრის, ხოლო 1880 წ-დან, პარიზის

65
ემიგრაციის პერიოდიდან, გაზეთ «მისრ ალ-კაჰირის» გამოცემა. დიდი წვლილი
მიუძღვის არაბული ქვეყნების ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
ავტორია მრავალი პუბლიცისტური წერილისა, ლექსების კრებულისა –
«მარგალიტები». თარგმნილი აქვს რასინის ტრაგედიები.

ადიბ ნიშაბური მირზა აბდულ ჯავად იბნ მოლა-აბას (1867-1926) – ირანელი


პოეტი და სწავლული. პოეტ ბეჰარის მოძღვარ-მასწავლებელი. დაიბადა გლეხის
ოჯახში. განათლება მიიღო ნიშაბურში. 1880 წ-ს გადავიდა მეშჰედში, სადაც
სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა ლიტერატურას, არაბულ ენასა და
ღვთისმეტყველებას. მას ეკუთვნის ღვთისმეტყველების ტრაქტატების კომენტარები
და შრომები არაბულ-სპარსული პოეტიკის ფარდობითურ საკითხებზე. წერდა
ლექსებს ადრეული ირანელი კლასიკოსების სტილში.

ადი-ბუდჰა (სანსკრიტ. ადი-ბუდდჰა, «დასაბამიერი ბუდა») – ბუდისტურ


მითოლოგიის გვიანი მაჰაიანისა და ვაჯრაიანის (იხ..) მიხედვით ყოველი ბუდისა და
ბოდჰისატვას პერსონიფიცირებული არსი. ბუდას სამი სხეულის დოქტრინის
ტერმინებში (იხ. ტრიკაია) ადი-ბუდჰა განიხილება როგორც დჰარმაკაია (იხ.). ადი-
ბუდჰასგან განსაკუთრებული თანამიმდევრობით ემანირდება სხვა ბუდები და
ბოდჰისატვები (უპირველესად, სამბჰოგაკაის (იხ. ბუდები). ადი-ბუდჰას
კონცეფციათა წარმოქმნის დრო და ადგილი დაუდგენელია. მცდელობა, რომ ადი-
ბუდჰაში მონოთეისტური რელიგიის ღმერთის ანალოგი წარმოადგინონ,
არადამაკმაყოფილებელია. ბუდიზმში ადი-ბუდჰა არ ითვლება სამყაროს
შემქმნელად, არამედ იგია დაუსაბამოდ არსებული ყოფიერების სულიერი
ერთიანობის სიმბოლო. ადი-ბუდჰას შემეცნებისა და სახეობრივი აღწერის მცდელობა
ბუდიზმის განვითარების ადრეულ სტადიაშივე შეინიშნება. სიტყვა «ადი-ბუდჰა»
პირველად გვხვდება «მანჯუშრინამასანგიტაში» (არაუგვიანეს VII ს-სა), მაგრამ
მხოლოდ X-XI ს. ს-დან, კალაჩაკრის («დროის ბორბლის») დოქტრინის
გავრცელებასთან დაკავშირებით, ინდოეთში ფართო გავრცელება ჰპოვა ადი-ბუდჰას
კონცეფციებმა. ადი-ბუდჰას დღემდე ეთაყვანებიან ნეპალში, ცენტრალურ და
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამ პირველ და უმაღლეს ბუდას არ ცნობს სამხრეთ
ინდური ეკლესიები. ტიბეტში ადი-ბუდჰას იგივეობაა სამანტაბჰადრა (ნინგმაპას
სკოლაში) და ვაჯრადჰარა (მოგვიანო სკოლებში); ჩინეთსა და იაპონიაში –
ვაიჰროჩანა (ანდა მაჰავაიჰროჩანა).

ადი-ბუდჰი (სანსკრიტ. ადი ბუდჰი) – 1. დასაბამიერი გონება ანდა სიბრძნე; 2.


მარადიული შუქი ან მსოფლიო გონი. ღვთაებრივი დედო აზრის (Iდეატიან)
კატეგორია. ადი-ბუდჰი ამ მიმართებით მაჰათმას (იხ.) სინონიმია; ადი-ბუდჰი იგივე
ამიტაბჰა («განუსაზღვრელი ნათელი») ბუდაა (იხ. ამიტაბჰა), მარადიული შუქი.

ადიბჰუთა (სანსკრიტ. ადი ბჰუტა) – 1. პირველი არსება; 2. პირველი ელემენტი,


რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს; 3. ადიბჰუთა – სახელი ვიშნუსი.
«მიუწვდომელი ღვთაება».

«ადიგრანტჰ»-ი («დასაბამიერი წიგნი», ასევე «გურუ-გრანტჰ»-ი – «წიგნი


მოძღვარი» და «გრანტჰსაჰიბი» – «წიგნი ბატონი») – სიქჰების (იხ.) წიგნი.
წარმოადგენს შუა საუკუნეთა პოეზიის თავისებურ ენციკლოპედიას. მასში შესულია
66
XV-XVII ს. ს-ის სხვადასხვა რელიგიური ორიენტაციის პოეტ-ქადაგთა ნაწარმოებები:
ბჰაქტების, სიკჰების, სუფიების. პოეტ-ქადაგები შემდგენელთაგან «წმიდა პოეტებად»
არიან წოდებულნი, რომელთა ნაწარმოებები მსოფლიო საკუთრებად ცხადდებიან.
კრებულში შესული არიან ბჰაქტი-პოეტები – ქასირი და თუქრამი; სიკჰი-პოეტები –
ნანაქი, ამარ დასა და არჯუნი; სუფიზმის (იხ.) იდეოლოგი ფარიდ-უდ-დინ
განჯიშაკარი და სხვები. «წმიდა წიგნის» შედგენა დაიწყო მეხუთე გურუმ – არჯუნამ
(1581-1606). 1604 წ-ს, გასრულდა 1661-ში. კრებულში არჯუნამ სიქჰების გურუთა
პირველი ხუთეული შეიყვანა: ნანაქი (1469-1539), ამარ დასა (1552-1574.) და სხვ.
შემდგომ დაემატა ქაბირის, თუქრამის, ფარიდ-უდ-დინ განჯიშაკარის და სხვათა
ჰიმნები, სიმღერები, ლექსები და პოემები. კრებული სამი განყოფილებისაგან
შედგება, შესაბამისად მუსიკალური კილოსი (წყობა) ერთვის რაგები, რომლებიც
კლასიფიცირებულია დღე-ღამის ნაწილების, საათების, სეზონის და ა. შ. (სულ 36
რაგა), ლექსის ზომის (თავდაპირველად მოკლე, შემდეგ გრძელი) და ავტორის
მიხედვით. «ადიგრანტჰი», რომელიც სიმღერით იკითხებოდა, შეიცავდა 5 ათასზე
მეტ ლექსს, დაწერილს ძველინდური სკოლის მიერ ბეითის ფორმით (ორტაეპედი,
საერთოდ გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთში). კრებულში არეკლილია
საქჰის თემის დადგენილებები. საქჰიზმი, როგორც ბჰაქტის ერთ-ერთი
მიმართულება, მოგვიანებით, როგორც თავისუფალი რელიგია, დაფუძნებული იყო
გურუ ნანაქის მიერ, რომელიც ცდილობდა რიგი ფორმულირებანი ინდუიზმისა
(აბსოლუტის იდეა) შეერწყა ბჰაქტისა და სუფიზმის იდეებთან. ქადაგებდა რა
ყოველი ადამიანის, განურჩევლად კასტისა, ღმერთის წინაშე
თანასწორუფლებიანობას და უარყოფდა ადათ-წესებსა და ასკეტიზმს, სიქჰებს
სწამდათ, რომ მარადისობასთან და ჭეშმარიტებასთან ასოცირებული აბსოლუტის
მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ გურუს – სულიერი მოძღვრის მეშვეობით. მას
ირჩევდნენ სიქჰების რელიგიური თემის მეთაურად და თაყვანს სცემდნენ როგორც
მიწად მოვლინებულ მესიას. «ადიგრანტჰის» თანახმად, ყოველი სიქჰი მოვალე იყო
ყოფილიყო მზად «ნებისმიერი სამუშაოს სიმძიმე თავად ეტვირთა, რომელიც გურუს
სამსახურისათვის სრულდებოდა». თემის წევრთა მთავარი ღირსება მოთმენა,
ერთგულება, უყოყმანობა და უშიშობა, არა ძალადობა (აჰიმსა), თვინიერება,
თავმდაბლობა, მორჩილება გახლდათ. ერთ-ერთ ლექსში არჯუნა ამტკიცებდა:
«მორჩილება – ჩემი კომბალია; ჩემი ორლესული მახვილია – შეგნება იმისა, რომ
ვარ ქვიშა ყოველთა და ყოველი ადამიანის ფეხქვეშ».
აქბარის სიკვდილის შემდეგ (1605 წ.) დაიწყო სიქჰთა დევნა. არჯუნა
დაპატიმრებულ და დასჯილი იქნა. ანდერძში იგი თემის წევრებს მოუწოდებდა
ყველაფერში მიებაძათ და ყოფილიყვნენ ერთგული მიმდევარნი «წინამორბედი
გურუს ცხოვრებისეული წესისა, გარდა იარაღის ტარებისა, რომელიც არსებითად
ცვლიდა სიქჰების მოვალეობას». მოღულებთან დაპირისპირებამ და ბრძოლამ
სიქჰები მძვინვარე «სინგჰებად», ანუ ლომებად აქცია. სიტყვა «სინგჰი» გახდა თემის
ყოველი წევრის სახელის დამატება. 1609 წ-დან სიქჰების მოვალეობაში დამკვიდრდა
«ხუთი კ»-ს ტარების ტრადიცია: გაუკრეჭავი თმების (კაჩჰა), წვერების (კეშ), ჩალმის
(კანგჰა), ფოლადის სამაჯური (ბრასლეტი) მარჯვენა ხელზე (კარა) და მახვილი
(კირპან). უკანასკნელ გურუს, გობონდ სინგჰას (1675-1708) ჰიმნები და ქადაგებანი,
რომელიც მისი სიკვდილიდან 30 წლის შემდეგ შეიკრბა და X წიგნში –
«დასამაგრანტჰ» («წიგნი მეათე») – შევიდა, მიმართული იყო ღმერთისადმი –
«შემქმნელისადმი, მხსნელისადმი, ყოვლისმპყრობელისადმი» და «წმინდანთა

67
დამცავი», «ცოდვილთა დამსჯელი», «უწმინდურთა მათრახად» მიღებულ «დიად
მახვილისადმი». მასში მოწოდებულია დამპყრობთათვის წინააღმდეგობის გაწევა.
«ღმერთი ნათლისა და ჭეშმარიტებისა», რომელსაც ნანაქი უმღეროდა, ადგილს
უთმობს ღმერთ-დამსჯელს – «ღმერთ-მახვილს».

ადიდა – ადიდვის დგანის იარაღი. გამოიყენება ადიდვის გზით ლითონის


ნაწარმის გამოსაჭიმად (იხ. ადიდვა; ადიდვის დგანი). მისი მუშა ნაწილი მზადდება
ფოლადის, თუჯის, სალი შენადნობების, ტექნიკური ალმასისა და სხვა მასალისაგან.
ეს ძირითადი ნაწილი თანდათანობით კლებადი კვეთის მუშა თვალაკია (ან
მატრიცაა), რომელშიც მიმდინარეობს დასამუშავებელი ლითონის გამოჭიმვა.
ადიდას თუ ერთი ნახვრეტი აქვს, მას თვალაკს, ხოლო თუ რამდენიმე, – ადიდვის
დაფას უწოდებენ.

ადიდასი (Adidas) – სამრეწველო კომპანია გერმანიაში, სპეციალიზებულია


სპორტული ფეხსაცმლის, სამოსისა და ინვენტარის გამოშვებაში. დაფუძნდა 1948 წ-ს.
აქვს 8 საწარმო გერმანიაში და 25-ზე მეტი შვილობილი ფირმა უცხოეთის ქვეყნებში,
მათ შორის, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, სამხრეთ არაბეთის
რესპუბლიკაში.

ადიდვა – ლითონის წნევითი დამუშავების ერთ-ერთი ხერხი. ლითოის


ნამზადის გამოჭიმვა ანუ პროცესის იძულებითი გატარება ხდება სათანადო ფორმის
ნაჩვრეტში, ე.წ. ადიდის თვალაკში. ამ დროს ლითონის ნამზადი პლასტიკურ
დეფორმაციას განიცდის, რადგან თვალაკის კვეთი ნამზადის კვეთზე ნაკლებია.
გამოჭიმვით ნამზადი თვალაკის ფორმას ღებულობს, მცირდება მისი კვეთი, სიგრძე
კი იზრდება. პროცესი მიმდინარეობს ლითონის ბუნებრივ ტემპერატურაზე
(გახურების გარეშე). ეს კი მის სიმტკიცეს ზრდის, რაც, თავისთავად, განაპირობებს
პლასტიკურობის შემცირებას და მისი შემდგომი დეფორმაციის შეფერხებასაც.
იმისათვის, რომ იძულებითი გატარებისას შემცირებულ იქნას ხახუნის ძალა,
დასამუშავებელ ლითონს პოხავენ. ერთ გატარებაზე გამოჭიმვის კოეფიციენტი 1,4-
1,5-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამიტომ ნამზადს ადიდის თვალაკში
თანამიმდევრულად, რამდენჯერმე ატარებენ (მრავალჯერადი გამოჭიმვა). ფართოდ
გამოიყენება მუდმივი კვეთისა და დიდი სიგრძის ნაკეთობათა – წნელების,
მავთულის, მილების და ა.შ. დასამზადებლად.
ლითონის წნევით დამუშავებას ადამიანები ოდითგან ფლობდნენ. ადიდვის ეს
უძველესი წესი ცნობილი ყოფილა საქართველოში. ეს დადასტურებულია
არქეოლოგიური მონაცემებით. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ფერადი
ლითონისაგან ადიდვით დამზადებული მავთულის უძველესი ნიმუშები, რომელთაც
მკვლევარები ჩვ. წ-მდე II ათასწლეულის მიწურულით ათარიღებენ.

ადიდვის დგანი – დანადგარი (მანქანა), რომლითაც აწარმოებენ ლითონის


დამუშავებას ადიდვის გზით. გამოიყენება წნელების, მავთულის, ნაგლინი მილების,
სალი შენადნობების და ა.შ. დასამზადებლად. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:
მუშა იარაღი (ადიდა) და გამომჭიმავი მოწყობილობა, რომელიც აიძულებს ლითონს
იმოძრაოს ადიდის თვალაკში. მუშაობის პრინციპის მიხედვით ადიდის დგანი
შეიძლება იყოს: ა) სწორხაზოვნად მოძრავი (ლარტყისებრი, ჯაჭვური, ხრახნული) –

68
წნელებისა და მილების ადიდვისათვის და ბ) დოლურად მოქმედი – მავთულის
ადიდვისათვის.

ადიდი (სანსკრიტ ადიდი განუსაზღვრელი) – ძველინდურ რელიგიაში


სამყაროს განმასახიერებელი ქალღმერთი, «ღმერთთა დედა» (იხ. ადიტი).

ადიე (ფრანგ. ადიეუ, ესპ. ადიოს) – მშვიდობით.

ადიექტივაცია (<ლათ. ადჯიეცტიუმ ზედსართავი) – სიტყვის გადასვლა


წინადადების სხვა ნაწილში ზედსართავად (მაგ., ზედსართავი «შემწვარი»
მიღებულია მიმღეობის ადიექტივაციით).

ადიექტივი (ლათ. ადჯიცერე დამატება, მიმატება, მომატება...) – ზედსართავი.

ადივარი (Aდივარ) ჰალიდე ელფი (1883-1964) – თურქი მწერალი ქალი.


დაწერილი აქვს რომანები «ცეცხლოვანი პერანგი» (1922) «ჩაქოლეთ მეძავი» (1926),
სადაც აღწერილია თურქ პატრიოტ ქალთა ბედი. ცნობილია აგრეთვე,მისი
ავტობიოგრაფიული რომანი «სახლი გლიცინიებით» (1963).

ადივარი (Aდივარ) ჰალდის ედიფ (1883-1964) – თურქი მწერალი ქალი. მის


ადრეულ რომანებში – «სავიე თალიბი»(1909.), «ჰანდანი» (1912.), «უკანასკელი
ნაწარმოები» (1919) და სხვ., პირველად თურქულ ლიტერატურაში, დადებით
გმირებად გამოყვანილნი არიან ძლიერი და ნათელი ნატურის ქალები.
რომანში «ახალი თურანი» უკვე ჩანს პანთურქიზმის იდეები. მის შემოქმედებაში
ფართოდ აირეკლა თურქეთში გამართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლები (1919-1922), რომლის უშუალო მონაწილე ადივარიც გახლდათ
(მოთხრობათა კრებული «მგელი მთაზე», 1922; რომანები – «ცეცხლოვანი პერანგი»,
1922, «მოჰკალით მეძავი», 1926). რომანი «თათარი ქალიშვლი», სადაც
განდიდებულია თურქეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების
«განსაკუთრებული» გზა, ატარებს ანტისაბჭოურ ტენდენციებს. 1963 წ-ს, ერთი წლით
ადრე სიკვდილამდე, გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი «სახლი
გლიცინიებით».

ადივარშა (სანსკრიტ. ადივარსა) – პირველი მიწა, ქვეყანა, სადაც პირველი


რასები ბინადრობდნენ.

ადივი ბაფირაზე (1896-? წ.წ.) – მწერალი, ტელეგუს (ანდჰრა-პრადეშის შტატი,


ინდოეთი) ლიტერატურის წარმომადგენელი. ავტორი ფართოდ აღიარებული
რომანისა – «ნარაიანა რაო»-სი. რომანი ავტობიოგრაფიულია და ასახავს 20-იანი
წლების ბობოქარ ცხოვრებას – ანდჰრას სახალხო მასების პოლიტიკურ და ეროვნულ
აღმავლობას. მთავარი გმირია პატრიოტი ინტელიგენტი ნარაიანა რაო. იგი თავის
მეგობარ სტუდენტებთან ერთად ცხარედ კამათობს თავისუფლებისაკენ მიმავალ
გზებზე, რევოლუციის «რუსულ გზაზე», ინდოეთის ეროვნულ პრობლემათა
გადაჭრაზე, ანდჰრაში ავტონომიური პროვინციის შექმნასა და სხვა უამრავ
საკითხზე.

69
ადიკრიტი (სანსკრიტ. ადიკრიტ) – 1. სიტყვასიტყვით: «პირველქმნილი»,
პირველარსებული ანდა წარმოებული; მარადიული ელემენტიც; 2. შემოქმედებითი
ძალა, მარადიული და არა ქმნილი, მაგრამ პერიოდულად გამომჟღავნებადი. ვიშნუს
ატრიბუტიკა, «პირველელემენტი», რომელიც პრალაიის (იხ.) პერიოდში» «წყალთა
სივრცეში გაწოლილი თვლემს.

ადიკულა, ედიკულა (ლათ. Aდიკულა სახლი, იგულისხმება ღვთის სახლი) –


სახელწოდება ხშირად იხმარება როგორც: 1. მცირე ნაგებობა რომაულ ტაძრებში
ქანდაკებათა დასადგმელად (ერთგვარი პოსტამენტი); 2. ადრეული ქრისტიანობის
ეპოქაში სამაროვანზე აღმართული მცირე ნაგებობა; 3. შუასაუკუნეთა კერძო კაპელა;
4. თანამედროვე, ძირითადად მცირე ნაგებობა (ფრონტონით), მცირე სიღრმით,
ეყრდნობა ფუნდამენტს და მიშენებულია ნაგებობის კედლის მხარეზე; 5.
საკურთხეველი.

ადილიას მედრესე – დამასკში შემონახული მედრესეს (იხ.) რამდენიმე


ანსამბლი, ანუ შუასაუკუნეთა არაბული ქალაქის განათლების ისლამური კერები და
სულიერი ცხოვრების ცენტრები. ერთ-ერთ ამგვარ ცენტრს წარმოადგენს ადილიას
მედრესე. მას საფუძველი ჩაეყარა სულთან ნურ-ად-დინის თაოსნობით. მშენებლობა
1171 წ-ს დაუწყიათ და 1222 წ-ს გაუსრულებიათ. 1919 წ-დან ამ შენობაში განთავსდა
არაბეთის აკადემია (იხ. ან-ნურის მედრესე).

ადილ-შაჰები – ინდოეთის ერთ-ერთი მმართველი დინასტია წარსულში.

ადინათჰა (სანსკრიტ. ადი ნატჰა) – პირველი მეფე; მეუფე (ადი – პირველი,


ნატჰა – მეფე).

ადინათჰას ტაძარი – აბუს მთის (რაჯასტჰანის შტატი, ინდოეთი) ჯაინისტთა


რელიგიური ერთ-ერთი ცენტრის სამონასტრო ანსამბლში შემავალი ერთ-ერთი
ტაძართაგანი, აგებული ვიმალა შაჰის მიერ 1131 წ-ს. ეს ტაძარი ცნობილია თეთრი
მარმარილოთი ნაგებ კაპიტალურ ტაძრებს შორის. მისი ეზოს ირგვლივ
განლაგებულია 52 სამლოცველო (საწმიდარი). აქვს კოლონადებიანი დარბაზ-
ვესტიბიული, პირამიდული სახურავი. აბუს კომპლექსიდან მეორე ცნობილი
ტაძარია ნემინათჰას ტაძარი, აგებული რაჯა ტეჯაპალის მიერ 1200 წ-ს, 39
სამლოცველოთი (იხ. აბუ; ნემინათჰას ტაძარი).
1. ადინამია (ბერძ. ადყნამია) – (მედიც.) უღონობა, სისუსტე, რომელიც
გამოწვეულია სიბერით, ხანგრძლივი ავადმყოფობით, შიმშილით.
2. ადინამია (ლათ. ადყნამია) – უმოქმედობა, პასიურობა, მოძრაობის
დაქვეითება-დაკარგვა, უღონობა, ძლიერი სისუსტე.

ადინეგორო – XX ს-ის ინდონეზიელი მწერალი, ე.წ. ცენტრისტული ფრთის


წარმომადგენელი.
30-იან წლებში ინდონეზიაში მთელი სიგრძე-სიგანით დაისვა ქვეყნის
იდეოლოგიურ-პოლიტიკური და სოციალური ორიენტაციის საკითხები. საკითხთა
ირგვლივ პოლემიკა შემოქმედებით ინტელიგენციას შორის ლიტერატურულ-

70
მხატვრულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის – «პუჯანგა გარუს»
(«ახალი პოეტის») ფურცლებზე წარიმართა. ამ პერიოდულმა ორგანომ დასაბამი
მისცა XX ს-ის ლიტერატურის განვითარების ახალ ეტაპს. ადინეგორო, როგორც
არმაინუ პანე და სხვა ცენტრისტი შემოქმედნი, თვლიდნენ, რომ ახალი კულტურის,
ახალი ლიტერატურის შექმნას საფუძველს მისცემდა ეროვნული კულტურული
მემკვიდრეობა და დასავლეთის მიღწევათა შემოქმედებითი ათვისება. ამის
დიდებულ მაგალითად მათ იაპონია მოჰყავდათ, სადაც დასავლურ
ცივილიზაციასთან ზიარებას ხელი არ შეუშლია იაპონელთა ეროვნული
თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ინდონეზიელი ახალგაზრდობა, –
ასაბუთებდნენ ისინი, მიიღეს რა ევროპული განათლება, – უნდა აღიზარდოს
ეროვნულ ტრადიციებზე.

ადინიდანა (სანსკრიტ. ადი პირველი ნიდანა უმაღლესი მიზეზობრიობა) –


პირველი და უმაღლესი მიზეზობრიობა (ან მიზეზ-შედეგობრივი ბმა).

ადიპინმჟავა (ლათ. ადეპს (ადიპის) ცხიმი) – ორფუძიანი ორგანული მჟავა –


HOOჩ (ჩH2)4 ჩOOH. უფერო კრისტალები, დნობის ტემპერატურა 149-1500ჩ. მიღების
ძირითადი მეთოდი – ციკლოჰექსანონის აზოტმჟავით ანდა ჰაერის ჟანგბადით
დაჟანგვა, მანგანუმის მარილების (კატალიზატორი) თანხლებით. ადიპინმჟავა
მნიშვნელოვანი ნახევარპროდუქტია ნეილონის სინთეტიკური ქსოვილის
წარმოებისათვის. ადიპინმჟავის ეთერებს იყენებენ როგორც პლასტიფიკატორებსა და
საპოხ ზეთებს. კარგად იხსნება წყალში, ეთილის სპირტში; ცუდად – ეთერში.

ადიპოზო-გენიტალური სინდრომი (Synmdrom Adiposo-genitalis) – ნეირო-


ენდოკრინული სისტემის დაავადება. მახასიათებელია: პროგრესირებადი სიმსუქნე,
გარეთა და შიგა სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, სასქესო ჯირკვლების
ფუნქციის დაქვეითება; პათოსინდრომები: პაციენტებს აღენიშნებათ ცხიმის
მნიშვნელოვანი დაგროვება მუცელზე, თეძოებზე. თმიანობა ბოქვენზე ან იღლიის
ფოსოში, ან არ არის, ან მწირია. მამაკაცებს სახეზე თმა არა აქვთ (ქოსა), სათესლეები
(ორივე ან ერთი) არ არის ჩამოსული სათესლე პარკებში. ქალებში განუვითარებელია
გარე და შიგა სასქესო ორგანოები, აღენიშნებათ ამენორეა, ცვლილებები ძვლებში –
ძვილს ასაკის ჩამორჩენა.

ადიპოზური ქსოვილი (ინგლ. ადიპოსე ცხიმოვანი, ქონიანი) – ცხიმოვანი


ქსოვილი.

ადაპოციტები (ინგლ. ადიპოსე ცხიმოვანი, ქონიანი +ბერძ. + კყვოს უჯრედი) –


ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები.

ადირატო – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ


უნდა შესრულდეს მრისხანედ, გაჯავრებით.

ადის-აბების კონფერენცია (1963 წ.) – იხ. აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია.

ადის ბრძოლა – 1799 წლის 15(26)-17(28) აპრილს მდ. ადის პირას გამართული
მეორე ანტიფრანგული კოალიციის (ინგლისი, ავსტრია, რუსეთი და სხვ.) ერთ-ერთი
71
მნიშვნელოვანი ბრძოლა ავსტრია-რუსეთის კოალიციის ჯარებსა და საფრანგეთის
არმიას შორის. მოკავშირეთა დაახლოებით 43 ათასიან არმიას, რომელსაც ა.
სუვოროვი მეთაურობდა, პოზიცია ეკავა მდინარის მარცხენა ნაპირზე, საფრანგეთის
30 ათასამდე ჯარისკაცისგან შემდგარ არმიას – მარჯვენა და მას მეთაურობდა
გენერალი ჟ. ვ. მორო. სუვოროვის გეგმით ას კმ-ზე გადაჭიმულ ფრანგთა ფრონტზე
იერიში რამდენიმე ადგილას უნდა მიეტანათ. მათი გარღვევის შემდეგ
მოწინააღმდეგის დაცალკევებული დაჯგუფებების ნაწილ-ნაწილ განადგურება იყო
ჩაფიქრებული. 15(26) აპრილს, მოროს განზრახვა – ცენტრისაკენ გადაეჯგუფებინა
არმია, ნაწილობრივ შეაფერხა გენერალ პ. ბაგრატიონის რაზმმა. 16(27)-ში სუვოროვმა
კასანოსა და ტრეცოსთან ადი გადალახა. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ
მოკავშირეთა არმია ფრანგების ზურგში გავიდა. ფრანგებმა იძულებითი დახევა
განახორციელეს. 18(29)-ში მოკავშირეებმა მილანი აიღეს. ადის ბრძოლაში ფრანგებმა
მოკლულთა და დაჭრილთა სახით 25 ათასი კაცი დაკარგეს, 5 ათასი ტყვედ ჩავარდა.
მოკავშირეებმაც, დაახლოებით 2500 მებრძოლი დაკარგეს. ამ ბრძოლამ ხელი შეუწყო
ანტიფრანგული კოალიციის იტალიური კამპანიის წარმატებას (იხ. იტალიური
ლაშქრობა სუვოროვისა 1799 წ.).

ადის უილიამი – ფილოსოფიის ისტორიის ცნობილი სპეციალისტი. 1951 წელს


ლონდონში გამოცემული კათოლიკური ენციკლოპედიის ფილოსოფიის საკითხების
ერთერთი ავტორი თომას არნოლდთან ერთად.

ადისანათი (სანსკრიტ. ადი სანატ) – სიტყვასიტყვით: «პირველი მოხუცი».


ტერმინი შეესაბამება კაბალისტურ «ძველ დენმი»-ს, რამდენადაც ის ბრაჰმას
ტიტულია, რომელიც «ზოჰარში» (იხ.), – ებრაულ ეზოთერიკულ
სახელმძღვანელოში, – იწოდება ატიკა დ'ატიკინად, ანუ «მოხუცთა უხუცესად».

ადისონ (Addison) ჟოზეფ (1672-1719) – ინგლისელი პოეტი, სატირიკოსი,


ჟურნალისტი, განმანათლებელი და სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო
ოქსფორდის უნივერსიტეტში. სწავლობდა თეოლოგიის განხრით. 22 წლისამ სახელი
გაითქვა ვერგილიუსის «გეორგიკას» თარგმანით. მისთვის დანიშნულმა
ყოველწლიურმა სუბსიდიამ (300 ფუნტი სტერლინგი) საშუალება მისცა ცოდნა
გაეღრმავებინა საფრანგეთსა და იტალიაში. მეფე ვილჰელმ III ორანელის (1650-1702
წ.წ.) სიკვდილის შემდეგ ადისონს სუბსიდია მოეხსნა, დანიშნეს უმცროს სახელმწიფო
მდივნად და ვიცე-მეფე ვარტონთან ერთად, როგორც ხელისუფლების მდივანი,
გაემგზავრა ირლანდიაში. ადისონი საქმიან მონაწილეობას ღებულობდა პირველ
ზნეობრივ-დამრიგებლურ პერიოდულ გამოცემაში – «თატლერ»-ში («ყბედი»),
რომელიც დაარსებული იყო მისი მეგობრის – სტილის (შტეელე) მიერ. ასევე
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჟურნალ «თჰე შპეცტატორ»-ის («მაყურებელი»)
საქმიანობაში. 1713 წ-ს დაიდგა მისი დრამა «კატონი», რომელიც დაწერილი იყო
ფრანგული კლასიციზმის სულით და სრულიად გამჭვირვალედ ადიდებდა ვიგებს
(XVII ს-ის 80-იან წლების დასაწყისში პოლიტიკური პარტია დიდ ბრიტანეთში. იხ.
ვიგები). ამავე პერიოდში იგი თანამშრომლობს სტილის პოლიტიკურ გამოცემაში –
«The Guardian»-სა და «Whig Examiner»-ში. დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში.
დიდება მოუტანა თავისმა «ცდებმა» («Essais»), რომელიც გამსჭვალული იყო ფაქიზი,
დახვეწილი იუმორით. მისი ნაწარმოებები მრავალჯერ გამოიცა ინგლისში,

72
განსაკუთრებით ფასეულია ბირმინჰემის 1761 წლის გამოცემა, რომელიც
თარგმნილია ევროპის სხვადასხვა ენებზე. საფუძველი ჩაუყარა XVIII ს-ის
რეალისტურ რომანს და სტილთან ერთად ითვლება ინგლისური ჟურნალისტიკის
ფუძემდებლად.

ადისონი (Addison) ტომას (1793-1860 წ.წ.) – ინგლისელი ექიმი, კლინიცისტი და


პათანატომი. სამედიცინო განათლება მიიღო ედინბურგის სამედიცინო სკოლაში.
ნაშრომისათვის «ათაშანგის შესახებ» 1816 წ-ს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
შეისწავლა და ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო თირკმელზედა ჯირკვლის
დაავადება – ბრინჯაოს სნეულება, რომელსაც ადისონის სნეულება ეწოდა (იხ.
ადისონის სნეულება). აღწერა ავთვისებიანი (პერნიციული) ანემია. აქვს
მნიშვნელოვანი ნაშრომები ფილტვის ანატომიისა და პათოლოგიის (ტუბერკულოზი,
პნევმონია და ა.შ.) საკითხებზე.
ადისონის სნეულება (ბრინჯაოს დაავადება (ლათ. მორბუს Addisoni)) –
ვადმყოფობის სახელწწოდება დაკავშირებულია ინგლისელი ექიმის თომას ადისონის
(1793-1860) სახელთან, რომელმაც 1855 წ-ს აღწერა ბრინჯაოს დაავადება. დაავადება
ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრის ქრონიკული უკმარისობის
შედეგად, რომლის მიზეზიც ძალზე ხშირად ავტოიმუნური პროცესები,
ტუბერკულოზი და სხვა დაავადებებია. ავადმყოფობისას მნიშვნელოვნად მცირდება
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ ჰორმონების –
გლუკოკორტიკოიდების, მინერალოკორტიკოიდების და ანდროგენების
პროდუქციის გამომუშავება, რაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს.
სიმპტომები: საერთო სისუსტე, ადინამია, წონაში კლება, უმადობა, პირღებინება,
სისხლის წნევის დაცემა, ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის აშლილობა. ყველაზე
დამახასიათებელი სიმპტომია მუქი ლაქების გაჩენა ლორწოვან გარსებზე და კანის
ბრინჯაოსფრად შეფერვა, საიდანაც მოდის მეორე სახელწოდება – ბრინჯაოს
სნეულება. მკურნალობენ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებით,
ძირითადად კორტიზონით.

ადიტები (სანსკრიტ. Adityah) – ადამიანებისადმი კეთილად განწყობილ , ცუსა


და ჰაერის ქალღმერთის – ადიტის შვიდი ვაჟი, შვიდი პლანეტარული ღმერთი.
ზოგი ინდუისტური ვერსიით, ამ ღმერთთა ჯგუფის 6 ან 12 ღმერთიცაა
გაერთიანებული.
1. ადიტი (სანსკრიტ. ადიტი) – 1. ვედანტისტთა მულაპრაკრიტის (იხ.) ვედური
სახელწოდება; 2. პარაბრაჰმანის (იხ.) აბსტრაქტული ასპექტი, თუმცა ორივე
გამოუვლენელი და მიუღწეველია; ვედებში ადიტი «დედა-ქალღმერთია», რომლის
მიწიერ სიმბოლოს უსასრულო, დაუსაზღვრელი სივრცე წარმოადგენს.
2. ადიტი (სანსკრიტ. ა-დიტი «დაუკავშირებლობა», «უსაზღვრობა») – ძველი
ინდური მითოლოგიის ქალღვთაება, ყოველი ქმნილების მეუფების, ბრაჰმას მე-7
ვაჟის დაკშას მესამე ასული; დედა ღმერთთა, რომლებიც ადიტთა კლასს ქმნიან.
«რიგვედაში» დაახლოებით 80-ჯერაა ნახსენები (ჩვეულებრივ, ადიტებთან ერთად),.
ადიტს მოუწოდებენ განთიადისას, შუადღით და მზის ჩასვლისას. დაკავშირებულია
შუქთან (სინათლესთან) («რიგვედა» I 136, 33; IV 25,3; VII 82, 10), ხოლო უშასი – მისი
ანარეკლი («რიგვედა» I 113, 19). მას აქვს ფართო გზა (IX 74, 3). იგი ავსებს ჰაერის
სივრცეს (X 65, 1-2), იკავებს ცას და მიწას («იაჯურვედა»). ვედებში მისი მიწიერი
სიმბოლოა უსაზღვრობა, უსასრულობა, შემოუზღუდველობა. იგი უარყოფს
73
(უკუაგდებს) ღმერთთა მრისხანებას, მფარველია შეჭირვებულთა, იძლევა
თავშესაფარს («რიგვედა» VIII 48, 2; X 36. 3-4; 66. 3-4 და შემდეგ). ფიზიკური
შტრიხები მისი აღწერისას თითქმის არ არსებობს, სანაცვლოდ არის შემთხვევები,
როცა სრულიად ფართო მანერით ხასიათდება (შდრ. «რიგვედა» I 89, 10: ადიტი – ცა,
ადიტი – ჰაერის სამეფო, ადიტი – დედა, ასევე, იგია – მამაც და ძეც... ადიტი
ნაშობია. ადიტი – შობის უნარიანია (შდრ. «ათჰარვავედა» VII 6, 7).

ადიტი ჩართულია მრავალმხრივი ნათესაური კავშირის სისტემაში.


«რიგვედაში» (X 72, 4-5), ეპოსსა და პურანებში ადიტი დაკშას ქალიშვილია (რიგით
მესამე) და, შესაბამისად, დაა დიტისა (შდრ. ა-დიტი: დიტი) და დანუსი – ასურთა
დედამთავრისა და ფუძემდებლისა. ვედურ პერიოდში თვლიდნენ, რომ ადიტს
შვიდი ვაჟი ჰყავდა, მათგან ხშირად მეშვიდედ ინდრა სახელდებოდა, ზოგ
შემთხვევაში იხსენიება მარტანდა – ადიტის მერვე შვილად («რიგვედა» X 72, 8-9),
ოღონდ უარყოფილია (მარტანდა, ზოგიერთ ტექსტში გაიგივებულია ვივასვატთან
იხ.), უკიდურებოდ დაბადებული, რომელმაც საფუძველი დაუდო მოკვდავ
ადამიანებს («შატაპატჰა-ბრაჰმანა» III). მოგვიანებით ადიტს 12 ძეს მიაწერენ,
რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიშნუ (იხ.) – ძე ადიტისა კაშიაპასგან;
ტვაშტარი (იხ.) – მეთერთმეტე ვაჟი. ზოგჯერ ადიტი ხასიათდება, როგორც დედა
მეფეთა. ხშირია პარადოქსული კავშირები: ეპოსსა და პურანებში ადიტი – მეუღლეა
ვიშნუსი («იაჯურვედა» «ვაჯასანეიჰი-სამჰიტა» 29, 60 «ტაიჰტირია-სამჰიტა
იაჯურვედა» 7, 5) – თავისივე ძისა, როცა იგი ჯუჯას ავატარით იყო მოვლენილი
სამყაროში; ადიტი – დაკშას ქალიშვილი და, ამავე დროს, მისივე დედაცაა; ერთ
შემთხვევაში («ათჰარვავედა») გამოდის როგორც რუდრას (იხ.) დედა, ვასუს
ქალიშვილი და ადიტიების და (!). «ათჰარვავედაში» (VI 4,1) იხსენიებიან მისი
ძმებიც. აქვე (VII 6,2) ადიტი წოდებულია ღირსეულთა დიად დედად და იხსენიება
რიტას მეუღლედ...
სხვა მოტივები დაკავშირებულია ცოდვათა მიტევებისა და დანაშაულისაგან
გათავისუფლების თემებთან. მიტევებისა და დანაშაულის მოხსნის გამო მას ხშირად
მიმართავენ ლოცვებში. ხშირად ადიტი გამოყენებულია კოსმოგონიურ
სპეკულაციებში, ნაწილობრივ მის სხვადასხვაგვარ გაიგივებაში მიწასთან («რიგვედა»
I 72, 9; «ათჰარვავედა» XIII 1, 38 და მოგვიანებით «ტაიჰტირიია-სამჰიტას
იაჯურვედა» და «შატაპატჰა-ბრაჰმანაში»), ცასთან, ცასთან და მიწასთან;
რიტუალებში იგი ძროხასთანაა გაიგივებული («რიგვედა» I 153, 3; VIII 90, 15; X 10, 1
და სხვა; «ვაჯასანეიიჰი-სამჰიტა იაჯურვედა» XIII 43, 49); შდრ. მიწიერი სომის
შეპირაპირება ადიტის რძესთან «რიგვედაში» (IX 96, 15).
მითოლოგიური სიუჟეტები, რომლებშიც ადიტი მონაწილეობს, ძალიან მცირეა,
თუმცა მათშიც იგი მუდამ საკმაოდ პერიფერიული ფიგურაა (ჩვეულებრივ,
ადიტიებთან კავშირში). შდრ ადიტის მოწოდება ვიშნუსადმი, დაუბრუნოს ბალის
მიერ მიტაცებული სამეფო ინდრას: «მხოლოდ შენ ძალგიძს დაუბრუნო სამეფო ძმას
შენსას, ინდრას. დაეხმარე ღმერთებს, შენს ძმებს, ო, ბრძენო!»; მაშინ, როცა ვიშნუ
იქცა ჯუჯად და მივიდა ბალისთან («ვიშნუ-პურანა») (აქ გადადგა ვიშნუმ თავისი
ცნობილი სამი ნაბიჯი, რომელიც სამ სფეროს მოიცავდა...); მითში ოკეანის მორევისა
სომას მისაღებად («მატსია პურანა») და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელი
«ადიტი» ცვლის უფრო ძველი მითის პერსონაჟის დაკარგულ სახეს.

74
ადიდი-გეა – სანსკრიტულისა და ლათინურისაგან შემდგარი ტერმინი,
რომელიც თეოფიზიკურ თხზულებებში აღნიშნავს ოპმაგულ (ორთობითულ)
ბუნებას – სულიერს და ფიზიკურს. ადიტი სულიერი დედაა სამყაროსი, გეა –
მიწისა და ობიექტური ბუნებისა.
1. ადიტია (ძვ. ინდური Aდიტყა ა-დიტ-იდან «დაუკავშირებლობა»,
«უსაზღვრობა») – ძველ ინდურ მითოლოგიაში: ადიტის ვაჟი – «რიგვედაში» (VII
52, 7) ასე მიმართავენ ინდრას, როგორც IV ადიტიას. ჩვეულებრივ, ამ სახელით
აღნიშნავენ მზის ღმერთს («რიგვედა» I 105, 16; 1,50, 13 მზის ღმერთი სურია
ადიტიად იწოდება), ანდა თვით მზედაც კი. ადიტია ისევე აღმოხდება, როგორც მზე,
მას ისე მიაცილებს ხვატი და სიცხე, როგორც მზეს, ისევე დაბრძანდება თავის ნავში
(ეტლში), როგორც თავად სურია («ათჰარვავედა» XVII 1, 25. შდრ. «ჩჰანდოგია-
უპანიშადა» II 5, 14) და ასევე გმირავს ურჩხულს («მაიჰტრეიჰიანა-სამჰიტა
იაჯურვედა» IV 1, 13). ერთხელ დემონმა სვარბჰანუმ ადიტია წყვდიადით დაამარცხა,
მაგრამ ღმერთებმა გაათავისუფლეს იგი («ჯაიჰმინია-ბრაჰმანა» II 386); – შდრ. ძველი
ახლო აღმოსავლეთის (და არა მხოლოდ!) ხალხთა მითოლოგიის იგივე სიუჟეტები
და მოტივები მზის დატყვევებისა და გათავისუფლებაზე); იგი ღმერთებმა ცად
აღამაღლეს, იგი ოქროსია, ოქრო – მისი («ტაიჰტირიია-ბრაჰმანა» III 9,20,2), ადიტიას
გულში ცხოვრობს ოქროს კაცი («მაიჰტრეიჰიანა-სამჰიტა იაჯურვედა» VI 1;
«მაიჰტრეიჰიანა უპანიშადა» VI 34); საღამოობით ადიტია შედის ცეცხლის ღმერთ
აგნისთან («ტაიჰტრიია-ბრაჰმანა» II 1,2, 10); ადიტია ჭეშმარიტებაა (II 1, 11, 1). იგია
ქურუმი, მცოდნე სიმღერათა («გოპატჰა-ბრაჰმანა» IV 3). ეპოსსა და პურანებში
ადიტია მზის სინონიმია; «რამაიანაში» იგი გამოდის სურიას ნაცვლად (VI 43, 46-47);
«მაჰაბჰარატაში» (XIII 16, 44) ადიტის შესახებ ლაპარაკია, როგორც ღმერთისაკენ
აღმავალი გზის კარიბჭეზე. უფრო გვიანდელ ტექსტებში ადიტია შერწყმულია
სურიასთან, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, სურია იხსენიება, როგორც ადიტიას ვაჟი.
ზოგჯერ ვიშნუც აღდგება. როგორც ადიტიას და კაშიაპას ვაჟი იხსენიება ინდურ
მითოლოგიაში (იხ. ვიშნუ).

ადიტიები – ძველინდური მითოლოგიური ტექსტების მიხედვით ცის


ღმერთთა განსაკუთრებული ჯგუფი. ჩვეულებრივ, შვიდნი არიან («რიგვედა» IX 114,
3 და სხვ.) და შვიდ პლანეტარულ ღმერთს შეესაბამებიან, თუმცა «რიგვედას» II
ჰიმნში 27, 1 ისინი ექვსნი არიან: მიტრა, არიამანი, ბჰაგა, ვარუნა, დაკშა, ანშა.
«რიგვედას» X ჰიმნში (72, 8) – რვანი: შვიდნი ღმერთებში შეირაცხნენ, მერვე –
მარტანდა (იხ. ვივასვატი) უარიყო, ღმერთების სინონიმია «ათჰარვავედაში» (VIII 9,
21) და «ტაიჰტირიია-ბრაჰმანში» (I 1, 9, 1,). ადიტები ასეა ჩამოთვლილი: მიტრა,
ვარუნა, არიამანი, ანშა, ბჰაგა, დჰათარი, ინდრა, ვივასვატი. «შატაპატჰა-ბრაჰმანა» რვა
ადიტის გვერდით ახსენებს თორმეტ ადიტიას (VI 1, 2, 8; XI 6, 3, 8). რამდენიმეჯერ
ადიტიას რანგში იხსენიება სურია (იხ.) «რიგვედას» (18, 3) VIII ჰიმნში ადიტიათა
შორის ნახსენებია სავიტარი... ადიტიები კავშირში არიან სოლიარულ ღვთაებებთან
(«რიგვედა» VII 60, 4); ადიტიებს გამოიხმობენ მზის ამოსვლის ჟამს (VII 66, 12; მეტი
სიახლოვე მზესთან ადიტიათგან აქვს მიტრას. შდრ. ადიტიების ეპითეტები:
«ოქროსი», «მბრწყინავი», «შორსმჭვრეტელი», «თვალთვალა», «ფხიზელი» და ა. შ.
ადიტიები ყველაფერს გამჭოლ ხედავენ; ისინი სამყაროს მცველები არიან (VII 51, 2);
ისინი ავსებენ ჰაერის სივრცეს (X 65, 1-2); ფლობენ ციურ ძალებს და სახელდებიან
როგორც ყოვლისმპყრობელნი, მეფენი, ცის მბრძანებელნი. ადიტიები რიტას

75
მცველები («რიგვედა» VI 51, 3) და სიცრუე-სიყალბის მტრები არიან (II 27, 2, 9; VIII 19,
34 და სხვ.). ვედისტური პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია მინიშნება
«ადიტების პოეტურ ფუნქციებზე (VII 66, 12), მათს სიჭაბუკეზე («ახალგაზრდა
ყოვლისმპყრობელნი»), ასურულ თვისებებზე (იხ. ასურები), კავშირზე ინდრასთან,
სომასთან, აგნისთან (იხ. ცალ-ცალკე). არის შემთხვევები, როცა ჰიმნებსა და
უპანიშადებში რუდრებს, ვასუსა და სხვებს მიმართავენ როგორც ადიტიებს.

ვედების შემდგომდრიონდელ პერიოდში ადიტიების რიცხვი თორმეტი ხდება.


ამ პერიოდში ისინი როგორც სოლიარული ღმერთები ისე მოიაზრებიან. თუ
ადრინდელი შვიდი ადიტია კვირის დღეების ციკლს უკავშირდებოდა,
თორმეტწევრიანი სოლარული სონმი მზის წლიური ციკლის თორმეტ თვეს
დაუკავშირდა. ინდივიდუალიზმის ის ნიშნები, რომლებიც ადრინდელ ადიტიებს
ახასიათებდათ, თანდათან უკანა პლანზე გადადის და ახლა ისინი ჯგუფურ
ღვთაებას წარმოადგენენ, უპირველესად, თავიანთი მაკლასიფიცირებელი ფუნქციით.
მიუხედავად ამისა, ამგვარ განზოგადოებულობას სულაც არ შეუშლია ხელი,
ადიტიათა შორის ვიშნუ გამორჩეული და დიადი ყოფილიყო. თვით კლასი
ადიტიებისა (როგორც მათი დედა – ადიტი) და ამ კლასში შემავალი ღმერთები
აბსტრაქტული სახელით გამოიხატებიან. გერმანელი მეცნიერის პ. ტიმეს
მოსაზრებით, ადიტიები განყენებული ცნებები არიან და გამოდიან როგორც
მითოლოგიური კლასიფიკატორები. აშკარაა, რომ ადიტისა და მისი შვილების
მოტივი ძირითადი მითის მოტივის გამგრძელებელია. თუ გავითვალისწინებთ
ადიტიათა სახეებისა და სახელების აშკარა შესაბამისობას (თითქმის იდენტურობასაც
კი) ძველ ირანული მითოლოგიის ზოგიერთ ღვთაებასთან, შეგვიძლია ინდურ
აბსტრაქციულ ღვთაებათა ეს შვიდწევრიანი სონმი ინდოევროპული პერიოდის
შენაქმნად მოვიაზროთ. ეს მით უფრო ხელშესახები ხდება, ინდური მითოლოგიის
შვიდეულს ძველ ირანული პანთეონის ამეშა სპენტას – «უფლის წმინდანთა»
ექვსეულს ჯგუფს თუ შევადარებთ.
2. ადიტია – მზის ერთ-ერთი სახელი; როგორც მარკანდეი, ისიც ადიტის ძედ
გვევლინება.
ადიტიური (ლათ. ადდიტივუს – დამატებითი) – ის, რაცერთმანეთს ემატება.
ქიმიური ნივთიერებების ან ფიზიკური ფაქტორების ისეთი თვისებები, რომლებიც
ჯამდება, ერთმანეთს ემატება. მაგ., ექსპერიმენტულ ცხოველებში სხვადასხვა
ქიმიური კანცეროგენის ერთჯერადი მოქმედების შეჯამება.
ადიტიური და არაადიტიური (ლათ. ადდიტივუს – დანამატური, სიტყვა-
სიტყვით შეკრების გზით მიღებული) – ცნებები, რომლებიც მთელსა და მის
ნაწილებს შორის მიმართებათა ტიპებს ასახავენ. ადიტიურობის მიმართებას ხშირად
ასე გამოხატავენ: «მთელი ნაწილების ჯამის ტოლია», ხოლო არაადიტიურობას: ან
«მთელი ნაწილების ჯამზე მეტია» (ე. წ. სუპერადიტიურობა) ან კიდევ «მთელი
ნაწილების ჯამზე ნაკლებია» (ე. წ. სუბადიტიურობა).

ადიტიური თეორია რიცხვთა – იხ. რიცხვთა თეორია.

ადიტიურობა (ლათ. Additivus დასამატებელი) – მათემატიკაში – სიდიდეთა


ერთ-ერთი თვისება, გამოიხატება იმით, რომ მთელი ობიექტების შესაბამისი
სიდიდე, ობიექტის ნებისმიერი დაყოფისას მისი ნაწილების შესაბამის სიდიდეთა

76
ჯამის ტოლია. ეს თვისება ახასიათებს წირის სიგრძეს, ფიზიკური სხეულის მასას,
ზედაპირის ფართობს და ა.შ.

ადიტონები – დელფოს აპოლონის ტაძრის ქვეშ ოდესღაც არსებული რამდენიმე


მიწისქვეშა სენაკი, ანუ ადგილები, სადაც დელფოს ორაკული – პითნეს – პითია
ჩადიოდა, ვიდრე ტაძარში მდგარ ტრიპოდზე (იხ.) – სამფეხაზე დაჯდებოდა და
მისნობას დაიწყებდა (იხ. დელფოს სამისნო; პითია).

ადიტონი (ბერძ. Adyton მიუწვდომელი, იგივეა, რაც აბატონი ლათ Aბატონ) – 1.


წმიდა ადგილი ტაძრის ცელას უკან, სიღრმეში. ყველა ბერძნულ
(მართლმადირებლურ) ტაძარში ეს ის ადგილია, სადაც დგას ღმერთის სახება, სადაც
შესვლა მხოლოდ წმინდანებისთვისაა ნებადართული; 2. ცელას უკანა კედლის ნიში;
3. მცირეაზიურ მონასტრებში ოთახი ცელაში, შეესაბამება ეგვიპტური ტაძრების
სეკოსუს (საწმიდარს); 4. ღია გაუნათებელი სათავსო მხოლოდ ცელაში,
განსაკუთრებით დიდ ბერძნულ ტაძრებში.

ადიტუმ-ი (ბერძ.) – 1. წმიდათაწმიდა წარმართულ ტაძრებში; 2.


შემოზღუდული ტერიტორიის ან შიდა სათავსოს საიდუმლო, წმიდა ადგილი,
რომელშიც არ დაიშვებიან არაკურთხეულნი და არაგანდობილნი; 3. იგივე
საკურთხეველი ქრისტიანულ ტაძრებში.

ადიუვანტი (ინგლ. ადჯყვანტ დამხმარე, სასარგებლო) – ორგანიზმში რაიმე


სამკურნალო ნივთიერებების შეყვანა და მისი თანდათანობითი ხარჯვა. ორგანიზმში
ქიმიური ნივთიერებების თანდათანობითი შეყვანა.

ადიულტერი – (ფრანგ. ადულტერე <ლათ. ადულტერარე პატივის აყრა,


გაბახება, სახელის გატეხვა, ღირსების შელახვა) – სიმრუშე, მეძავობა, ცოლ-ქმრული
ორგულობა, ღალატი.

ადიუნქტი (ლათ. ადჯუნცტუს – მიერთებული) – 1. უმაღლესი სამხედრო


სასწავლებლის ასპირანტი. 2. დასავლეთ ევროპასა და რევოლუციამდელ რუსეთში:
სამეცნიერო დაწესებულების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ადიუნქტურა (ლათ. Adjunctus მიერთება) – რიგ ქვეყნებში სამეცნიერო და


მეცნიერ-პედაგოგთა კადრების მომზადების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა
შეიარაღებულ ძალთა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებისათვის;
ანალოგიურია სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელთა ასპირანტურისა;
ადიუნქტიურის კურსდამთავრებული, რომელმაც დაიცვა დისერტაცია, ღებულობს
მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხს.

ადიუსტაჟი (ფრანგ. Ajustage<Ajuster მოწყობა, მოწესრიგება, გამართვა) – უბნები


საგლინავ საამქროებში მანქანებითა და მექანიზმებით, სადაც გლინვის შემდეგ
დასატვირთად აწყობენ და ამზადებენ მეტალებს (იხ. გლინვა, გლინვის წარმოება).
ადიუტანტი (გერმ. Aდჯუტანტ <ლათ. ადჯუტანს, ადჯუტანტის დამხმარე) – 1.
ოფიცერი, რომელიც მეთაურთან ერთად ასრულებს სხვადასხვა დავალებას ან

77
საშტაბო მოვალეობას; 2. რუსეთის იმპერიის არმიაში ოფიცრის თანამდებობა,
რომელიც განაგებს შტაბისა და სამმართველოს საქმეთა წარმოებას (კანცელარიას); 3.
საკარო თანამდებობა მონარქის ამალაში.

ადიუჰ («თეთრიდაყვა») – ადიღეველთა ნართული ეპოსის გმირი ქალი.


როგორც ჩანს, მისი ბუნება დაკავშირებულია სოლიარულ მითებთან. თქმულებით
მისი ხელები მზის დარად აფენენ შუქს. ცხოვრობდა მდ. ინჟიჯის ჩრდილო კლდეზე
მდგარ სახლში, რომელსაც მეორე ციცაბო ნაპირთან აერთებდა ხიდი, კუნაპეტ
ღამეებში ადიუჰი თავის ხელს სარკმელში გამოჰყოფდა და ისე უნათებდა გზას მის
ქმარს, რათა ამ უკანასკნელს მშვიდობიანად გადმოედენა თაბუნები. ამაყმა ქმარმა
ვერ ირწმუნა თუ მას მისი ცოლი ეხმარებოდა. ერთხელ, ამის გამო გამართული დავის
შემდეგ, ადიუჰმა ქმარს გზა არ გაუნათა, რის გამოც ქმარიც და ცხენის რემაც
ხიდიდან გადაცვივდნენ. ქმრის გვამის ძებნაში მას სოსრუკო დაეხმარა, რომელსაც
შემდეგ გაჰყვა კიდეც. XVII ს-ში პატარა მდინარე ზელენაჩუკის მარჯვენა ნაპირზე
აგებულ ციხეს ახლაც «ადიუჰის კოშკს» ეძახიან, ხოლო ამ ციხე-კოშკის ქვემოთ
მდინარის დინების გაყოლებაზე მდგარ წითელ მთებს ადიუჰის სისხლით შენაღებად
მიიჩნევენ, რომელიც ქმრის გვამის ძებნაში მიღებული ჭრილობებიდან გამოსვლია.
ადიჰუს აღწერილობის ზოგიერთი ელემენტით იგი გვაგონებს ოსური ნართული
ეპოსის გმირ ქალს – სათანას (შათანას), რომლის სახის გამონაშუქი ღამეს დღესავით
აქცევდა.

ადიფსია (ლათ. Adipsia) – წყურვილის გრძნობის უქონლობა.

ადიღეები (საკ. სახელწ. AdiRe) – წარსულში მრავალრიცხოვანი, წარმოშობითა


და ენით მონათესავე ტომთა ჯგუფი ჩრდ. კავკასიაში, ამჟამად ადიღეელთა,
ჩერქეზთა და ყაბარდოელთა საერთო სახელწოდება. ადეღეების ენა კავკასიურ ენათა
ჯგუფს განეკუთვნება და განსაკუთრებულ აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს ქმნის.
ადიღეები, აფხაზები და აბაზებთან ერთად ადიღეურ-აფხაზურ ჯგუფს
განეკუთვნებიან. ადიღეების წინაპარი ტომები – ზიხები (ქართ. წყაროებით ჯიქები),
კერკეტები, ტორეტები, სინღები ჩვ. წ-მდე VI-V სს-ში ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
ნაწილში, ყუბანსა და შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. ჩვ. წ-ის I ს-ში ჯერ ალანთა,
შემდეგ ჰუნთა (IV ს.) მოძალების შედეგად ადიღეები სამხრეთ-აღმოსავლეთით
ინაცვლებენ. «ქართლის ცხოვრება» გვაუწყებს, რომ ვახტანგ V გორგასალის დროს,
«იოტნეს... ჯიქნი თურქთაგან... ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნენ ბოლოსა აფხაზეთისასა».
V ს-დან ადიღეების ტომთა კავშირს ზიხები ჩაუდგნენ სათავეში. VIII-IX სს-თა
მიჯნაზე ჯიქეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. X ს-
ის რუსულ წყაროებში ადიღეები კასოგებად, აღმოსავლეთში (სპარსული, არაბული)
– კაშაკებად (ყაშაყებად), ქართულში ქაშაგებად იხსენიებიან. მონღოლთა შEმოსევის
პერიოდიდან კი ჩერქეზებად იწოდებიან.
კულტურისა და ყოფის თავისებურებებით (ოჯახური წყობა, რწმენა-
წწარმოდგენები, ფოლკლორი, სამოსელი, იარაღი...) კავკასიის აბორიგენ ხალხებს
ენათესავებიან, განსაკუთრებით აბაზებსა და აფხაზებს (იხ. ადიღეელები).

ადიღეელები (საკ. სახელწ. ადიღე) – ჩრდ. დასავლეთ კავკასიის აბორიგენი


ხალხი. მოსახლეობენ კრასნოდარის მხარის ადიღეს ავტ. ოლქში, ლაზარევსკის,

78
ტუაფსეს და ნოვოკუბანსკის რაიონებში. 1992-ის მონაცემებით, ადიღეში აღირიცხა 95
ათასი ადამიანი; სულ რუსეთის ფედერაციაში 123 ათასი. XIX ს-ის 60-იან
წლებშიადიღეელთა ნაწილი თურქეთში გადასახლდა (1992-ის მონაც. 5000 ადამიანი).
ცხოვრობენ არაბულ ქვეყნებშიც. ენა ადიღეური, რწმენა – სუნიტი მუსლიმური.
ადიღეელები, მონათესავე ჩერქეზებსა და ყაბარდოელებთან ერთად, კავკასიის
უძველეს მკვიდრთა – ადიღეების (იხ.) შთამომავლები არიან. ანთროპოლოგიურად
ყველაზე მეტად ყაბარდოელებს გვანან. XVI ს-მდე ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ
გავრცელდა ისლამი (სუნიზმი) XIII-XIV სს-ში ნაწილი ადიღეებისა თერგის აუზში,
იმჟამინდელ ყაბარდოს ტერიტორიაზე დასახლდა, ნაწილი კი ყუბანსა და ცრდილო
შავ ზღვისპირეთში დარჩა. სწორედ დასავლეთი ტომების უშუალო შთამომავლები
არიან ადიღეელები. ამ ჯგუფში XVIII-XIX სს-ში ნათსვაჯები, ბჟედუღები, აბაძეხები,
შაფსუღები, ჭემგუელები, ბესლენელები და სხვა მცირე ტომები შედიოდნენ.

ადიღეური ენა – იბერიულ-კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღური ჯგუფის


ახალდამწერლობიანი ენა. აქვს ოთხი დიალექტი: ჯემგური, აბძახური, ბჟედუღური,
შაფსულური. სალიტერატურო ენას საფუძვლად დაედო ჯემგური დიალექტი. ამ
დიალექტს ახასიათებს მარტივი კონსონანტური (იხ.) სისტემა. მარტივია ხმოვანთა
სისტემაც, ხოლო თანხმოვანთა – რთული. ადიღეურ ენაში მარტივია სახელთა,
რთულია ზმნათა სისტემები. არსებით სახელს ბრუნვის, რიცხვის,
განსაზღვრულობისა და კუთვნილების კატეგორიები აქვს. საკუთარი სახელები არ
დაირთავს სახელობითისა და ერგატივის ბრუნვათა აფექსებს. რიცხვითი სახელები
30-მდე ათეულობრივი, შემდეგ კი ოცეულობრივი სისტემისაა. ზმნა გვხვდება
მონოპერსონალურიც და პოლიპერსონალურიც. პირი პრეფიქსებითაა
გამოხატულიპირის აფიქსები ორი რიგისაა – ნომინატივის და ერგატივის რიგისა.
პოლიპერსონალურ ზმნაში უპირატესია ნომინატივის რიგის პირის პრეფიქსი.
დინამიურ ზმნებს დრო-კილოთა სრული სისტემა გააჩნიათ. ზმნა ვერ არჩევს გვარს.
მიმღეობას შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს როგორც ბრუნვის, ისე პირის
აფექსები. პრეფექსთა სისტემა რთულია. ინკორპორაცია ზმნური სიტყვათწარმოების
ერთ-ერთი სახეობაა. გარდამავალი ზმნა ერგატივული კონსტრუქცუუსაა,
განუვითარებელია ჰიპოტაქსისი. ზმნის ინფინიტივური ფორმები დამოკიდებული
წინადადების ფუნქციას ასრულებენ. ლექსიკაში შეიმჩნევა წარსულში შეთვისებული
ქართული, ოსური თურქული და არაბული სიტყვები. ამჟამინდელი სალიტერატურო
ენა გამდიდრებულია რუსულიდან შემოსული სიტყვებით. აეაბული დამწერლობის
გრაფიკის საფუძველზე 1918-ში შედგა ადიღეური ანბანი . არაბული გრაფიკა 1927-
დან ლათინური ანბანით შეიცვალა, ხოლო 1938-დან დღემდე ეფუძნება რუსულ
გრაფიკას.

ადიღეური ენა გავრცელებულია ადიღეს ავტონომიურ ოლქში და კრასნოდარის


მხარის ნოვოკუბანსკის, ლაზარევსკისა და ტუაფსესრ-ნებში.

ადიღეური მითოლოგია – იხ. კავკასიურ-იბერიულ ხალხთა მითოლოგია.

ადიღური ანთროპოლოგიური ტიპი – კავკასიის ამჟამინდელი მოსახლეობის


ერთ-ერთი ძირითადი ტიპი., წარმოადგენს ხმელთაშუაბალკანური ტიპის
ადგილობრივ ნაირსახეობას. გვხვდება ადიღეელებში, აბაზებში, ჩერქეზებში,
ყაბარდოელებსა და კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგ
79
სხვა ჯგუფში. ანთროპომახასიათებელია დაბალი თავის ქალა, საშუალოზე დაბალი
სიმაღლე (თუმცა შეიმჩნევა ზრდა), ვიწრო ცხვირი, შედარებით ღია პიგმენტაცია და
ა.შ.
ადიღური ენები – აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი შტო იბერიულ-
კავკასიურ ენათა ოჯახიდან. ადიღურ ენებში შედის ადიღეური და ყაბარდოული.
ორივე ენა ახალდამწერლობიანია. ადიღეელები და ყაბარდოელები მშობლიურ ენას
ადიღეურ ენას – ადიღა-ბზას უწოდებენ. ლინგვისტიკაში ადიღური ენების
პარალელურად ხმარობენ ტერმინს – «ჩერქეზული ენები».

ადი-შაქტი (სანსკრიტ. ადი საკტი) – 1. დასაბამი – ერთი, ღვთაებრივი ძალა; 2.


ქალური შემოქმედებითი ენერგია. ასპექტი თითოეულ ღმერთში და თითოეული
ღმერთისა; 3. შაქტი ინდუისტურ პანთეონში ყოველთვის წარმოადგენს რომელიმე
ღმერთის მეუღლეს.
ადიშის ეკლესიები – შუასაუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები.
სულ შვიდი ეკლესიაა: მაცხოვრის, წმ. მთავარანგელოზთა, წმ. გიორგის (ჯგრააგის),
მეშხაშის ქრისტეს, ლამარიასი და დაშდულდაშის მთავადანგელოზისა

ადიშის მაცხოვრის ეკლესია (X-XI ს.ს.) – ნთავარი ეკლესია. აგებულია თლილი


კვადრებით. სხვა ეკლესიებთან შედარებით უფრო მოზრდილი ნაგებობაა. ჩრდილო
მხრიდან მიშენებული აქვს ღვთისმშობლის სახელზე აგებული სამლოცველო
«ლამარია». ეკლესიის გვერდით დგას სამრეკლო.
კანკელი ქვისაა და სამთაღოვანი. თაღედი მოხატულია გეომეტრიული
ორნამენტებით. ადიშის მაცხოვრის ეკლესიაში მრავალი საუკუნის განმავლობაში
ინახებოდა შატბერდის ლავრაში 987 წ-ს გადაწერილი და მინიატურებით შემკული
ქართული ხელნაწერი, რომელიც ადიშის ოთხთავის სახელწოდებითაა ცნობილი (იხ.
«ადიშის ოთხთავი»). ამჟამად ხელნაწერი მესტიის მუზეუმშია დაცული.
სამწუხაროდ, მოხატულობა მჭვარტლისაგან ძლიერაა გაშავებული, თუმცა მაინც
შეიგრძნობა როგორც მთლიანი ანსამბლის, ისე ცალკეულ კომპოზიციათა
ჰარმონიული შეხამება. შესრულების დახვეწილი სტილი მხატვრის მაღალ
პროფესიულ დონეზე მეტყველებს. ამ ეკლესიის მოხატულობა ქართული კედლის
ფერწერის XII-XIII სს-თაპერიოდის დინამიურ-დეკორატიული სტილისთვის
მახასიათებელ ნიშნებს ატარებს. შესრულებულია ყინწვისის, ბეთანიის, ვარძიის
დიდებულ ფერწერათა შესრულების ხანაში.
ეკლესიის სამხრეთ კედელზე, შესასვლელის გვერდით, ისტორიული პირი –
მიქაელ ჩეგიანია გამოსახული (ჩეგიანების გვარი ახლაც სახლობს ადიშის
მახლობლად, ქედის გადაღმა, მდ. ადიშჭალის გადაღმა, კალას თემის სოფ. ხალდეში).
ეს ისტორიული პიროვნება ქართველი დიდებულის, ერისთავის ტიპიურ სამოსშია
წარმოდგენილი – წელში გამოყვანილი კაბა დეკორატიულ სახეებიანი არშიებით,
ბეწვშემოვლებული ქუდით, რაც, უთუოდ, მის მაღალ წოდებაზე მიგვანიშნებს.
როგორც ყველა სვანურ თემში, ადიშის ეკლესიათა მთელი საგანძური ერთ
სალოცავში – მაცხოვრის მთავარ ეკლესიაშია დაუნჯებული. ლაგურკის ეკლესიის
მსგავსად ამ ტაძარშიც თავის პირვანდელ ადგილასაა აღმართული შირიმის ქვის
კვარცხლბეკზე დიდი ზომის საკურთხევლისწინა ხის ვერცხლით მოჭედილი ჯვარი.
ჯვრის ქუდი ლაგურკის ჯვრის ქუდის ანალოგია. ჯვარზე გამეორებულია ერთი და
იგივე დატვიფრული გამოსახულებები.

80
სამწუხაროდ, ეკლესიაში დაცულ ხატთა უმრავლესობა დაზიანებულია. ზოგი
ტვიფრი ადრეული შუასაუკუნეებისაა (XI-XII სს.), ზოგი კი გვიანი შუასაუკუნეებისა.
მაცხოვრის ხატები იმავე იკონოგრაფიულ სტილს იმეორებს, რაც ნიშანდობლივია
სვანური ხატებისათვის – აღსაყდრებული ქრისტე, ოდიგიტრიის ტიპის
ღვთისმშობლის ხატები, წმ. მთავარანგელოზების ხატები და საწინამძღვრო ჯვრები.
ეკლესიაში დაცული სარიტუალო ნივთები ადგილობრივ სახელოსნოებშია
შესრულებული.
ადიშის მაცხოვრის მთავარ ეკლესიაში დაცული ფერწერული ხატებიც
სხვადასხვა დროსაა შექმნილი. XI-XII სს-ს განაკუთვნებენ ე.წ. ელეუსას, ანუ
აღსვილების ტიპის მაღალპროფესიულად შესრულებული ღვთისმშობლის ხატი –
ყრმა იესოს დედისთვის მოუხვევია ხელები და ლოყით ეკრობა დედის ლოყას.
ხატწერის საერთო მახასიათებელი სტილიდან ირკვევა, რომ ადიშში ხატწერის
ადგილობრივი სახელოსნოები არსებულა.

ადიშის ოთხთავი – ძვ. ქაართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.


თარიღიან ოთხთავთა შორის წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ნუსხას და
თარიღდება 897 წლით. ხელნაწერი შესრულებულია ეტრატზე (ზომა 30X22 სმ),
გადაწერილი შატბერდის (თარიღი 897 წ.) ლავრაში. დაცული იყო ზემო სვანეთში,
სოფ. ადიშის ეკლესიაში (აქედან – სახელწოდება). ამჟამად ინახება მესტიის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. რედაქციულად განკერძოებით დგას სხვა
ოთხთავთაგან. ტექსტში დაცულია მდიდარი ლექსიკა და თავისებური გრამატიკული
ფორმები. ცნობილია და იკვლევენ უცხოეთშიც. გამოცემულია სამჯერ: 1916 წ.
ფოტოტიპური ტექსტი გამოსცა ე. თაყაიშვილმა; 1926-55 წლებში ცალკე წიგნებად
გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. ბლეიკმა პარიზში; მესამედ – 1945 წელს
გამოცემულ სერიაში «ძველი ქართული ენის ძეგლები».

ადიშის წმ. გიორგის ეკლესია (XI-XII სს.) – გარედან შელესილი მცირე ზომის
თეთრი გიორგის ეკლესია. ჩრდ. ფასადზე წმ. გიორგის და წმ. თევდორეს
გამოსახულებით. ორივე მხედარი ადიშის ხეობის შესასვლელისკენაა მიმართული,
რაც გვაფისქირებინებს, რომ ისინი სოფლის მფარველებად და მტრისაგან
დამცველებად მოიაზრებოდნენ. ფასადისა და ინტერიერის ფერწერა ერთდროულად
- XI - XII ს-ის მიჯნაზეა შესრულებული. მოხატულია კანკელიც. ინტერიერის
მოხატულობის ლაკონური პროგრამა, გარდა საკურთხევლისა (ვედრება), მხოლოდ
წმ. გიორგისთან დაკავშირებულ სიუჟეტებთანაა დაკავშირებული, რაც იშვიათია,
რადგან, ჩვეულებრივ ქრისტიანულ ეკლესიათა ფერწერა აუცილებლად
შეიცავსსცენებს ქრისტოლოგიურ ციკლებიდან.
ადიშის ამ ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე ხაზგასმითაა
გამოყოფილი წმ. გიორგის ორი უმნიშვნელოვანესი სასწაული - ყრმის ტყვეობიდან
დახსნა და გველეშაპისგან მეფის ასულის გადარჩენა.
ფერწერა მაჟორული - ნათელი კოლორიტითაა შესრულებული, სადაც კაშკაშა
ყვითელი და ნარინჯისფერით იქმნება მზით განათებული სივრცის ასოციაცია.
საყურადღებოა, ეკლესიის კედლები გარედანაც მოხატულია.

ადიშის წმ. გიორგის ეკლესია (XI ს.) - ე. წ. ლიჩანიშის (სვანურად: ქვ. წმ.
გიორგის) ეკლესია. მდებარეობს სოფლიდან მოშორებით ალპურ ველზე. აქ იმართება

81
ვაჟიანობასთან დაკავშირებული დღესასწაული - «ლიჩანიში». ეკლესია ზომით
იმდენად მცირეა, რომ კანკელით გამოყოფილ აფსიდის ვიწროობის გამო ტრაპეზი
წინ გამოდის და ისე კეტავს აღსავლის კარს საკურთხელევში მოხედრა
შეუძლებელია. ამის გამო მართლმადიდებლურ ეკლესიებში დაკანონებული წესის
მიხედვით ლიტურგია. აქ ვეღარ სრულდებოდა.
მოხატულობა XI ს-საა. შესვლისთანავე ნმახველის ყურადღების ცენტრში
ხვდება არა საკურთხევლის კომპოზიცია (ვედრება), არამედ ჩრდილო და სამხრეთის
კამარებისა და კედლების მოხატულობანი - წმინდანების გიორგისა და თევდორეს
დიდი ზომის გამოსახულებანი: ქართული ტრადიციისამებრ, წმ. გიორგი ურჯულო
და ქრისტიანთა მდევნელ იმპერატორ დიოკლიტინეს, ხოლო წმ. თევდორე
გველეშაპს გმირავს. გმირთა ორივე მხარეს გამოსახული ფეხზე მდგარი და
ხელებგაწვდილ ანგელოზთა ასაბია თითქოს ხოტბას ასხამს წმინდა გმიერბს, რითაც
ხაზი ესმება ქრისტიანობის ზეობასა და ტრიუმფალურობას. დასავლეთის კედლის
მხატვრობაში წარმოდგენილია სვანური ფერწერისათვის იშვიათი რელიგიური
სიუჟეტი - სამსჯავროს დღე (განკითხვის ჟამი).
ლიჩანის კედლის ჩრდილოეთ კედელზე წმ. თევდორეს გამოსახულების ქვემოთ
განთავსებულ ასომთავრულ წარწერაში ვკითხულობთ: «ადიშის ხევის უფალი...»
სამწუხაროდ, წარწერა დაზიანებულია და პიროვნების სახელი არ იკითხება, თუმცა
ჩანს, რომ XI ს-ში ადიშს საკუთარი ფეოდალი ჰყოლია.

ადიშის წმ. მთავარანგელოზის ეკლესია (XII ს.) – შერეული მასალის ტლანქად


შელესილი ნაგებობა. ინტერიერი მოხატულია «ხალიჩისებურ» სტილში -
გაუმიჯნავია რეგისტრები და სცენები. ერთი კომპოზიციების ნაწილები შეჭრილია
მეორეში: მიუხედავად იმისა, რომ ფონი მჭიდროდაა შევსებული გამოსახულებით,
დიდი ზომის ფიგურები მაინც მკაფიოდ აღიქმება და ერთიან მონუმენტურობას
ქმნის, რაც დამახასიათებელი XII ს-ის ქართული ფერწერისათვის. მიუხედავად
ფიგურათა ტლანქი ფორმებისა, სახეები, წერის მრავალმხრიანი ტექნიკის
გამოყენებით, ოსტატურადაა შექმნილი. სწორედ ამით, ეს მოხატულობა
განსხვავდება «ხალხური» მიმართულების მკაფიოდ გამოხატული ნმიმუშებისგან. ეს
ნათლად ჩანს დასავლეთის კედელზე კარგად დაცულ მოციქულთა და ანგელოზთა
სახეებზე ქრისტეს ამაღლების სცენიდან.

ადიციური სისტემები – იგივე არაპოზიციური სისტემები თვლის სისტემაში


(მაგ., თვლის რომაული სისტემა ადიციური, ანუ არაპოზიციურია. იხ. თვლის
არაპოზიციური სისტემა).

ადლანდის ქვეყანა – ძველფრიზული ხელნაწერით (ე.წ. «ურა ლინდა ბუკ». იხ.).


ადლანდთა ქვეყანად მოაზრებულია ატლანტისი (იხ. ატლანტისი).

ადლერ ალფრედ (1870-1937 წ.წ.) – ავსტრიელი ფსიქოლოგი, ექიმი-ფსიქიატრი,


ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. თავიდან შედიოდა ფროიდის
მომხრეებში, შემდეგ შექმნა საკუთარი სკოლა, რომელმაც დიდი პოპულარობა
მოიპოვა XX ს-ის 20-იან წ.წ-ში და რომლის საფუძველზეც 1924 წ-ს შეიქმნა
ინდივიდუალური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია. 1932 წ-ს დატოვა
ავსტრია და აშშ-ში გადავიდა. ალფრედ ადლერი, ფაქტობრივად, ფროიდის მოწაფე
არც ყოფილა, თუმცა მასთან აერთიანებდა თეზისი ფსიქიკაში მიდრეკილებისა და
82
ქვეცნობიერის განმსაზღვრელი როლის შესახებ. ნაშრომში – «ორგანოთა
არასრულფასოვნების შესახებ» (1907 წ.). ადლერი აყალიბებს კონცეფციას
ავადმყოფობაზე, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა ესაა დარღვეული ბალანსი
ორგანიზმის მიმართებისა გარემოსთან, რისი კომპენსირებისკენაც ისწრაფის თვით
ორგანიზმი. კომპენსაციის პრინციპი, რომელიც ადლერის კონცეფციის ერთ-ერთი
საფუძველთაგანია, ენათესავება მოგვიანო მოძღვრებას ჰომეოსტაზის შესახებ.
კომპენსაცია ადლერთან ახსნილია როგორც ფსიქიკური ქმედების უნივერსალური
მექანიზმი. ადლერთან კაცობრიობის მთელი საქმიანობის საფუძვლად მიჩნეულია
სწრაფვა პირადი აღმეტებულებისა და სრულყოფისაკენ, რომელიც რეალიზდება
არასრულყოფილების პირველი განცდის კომპენსაციის მექანიზმით. ეს იდეა-მიზანი,
თუმცა იგი ბუნდოვნად ცნობიერდება ინდივიდის მიერ, ხდება პიროვნულობის
ჩამოყალიბების ცენტრი და ახდენს მისი ფსიქიკის დეტერმინირებას. მიზნის ხასიათი
და მისი რეალიზების ხერხები უნიკალურ «სასიცოცხლო სტილს» ქმნიან. თვით
პიროვნების არასრულფასოვნება ვლინდება მხოლოდ გარემოსთან მიმართებაში.
აქედან, ადლერი ასკვნის: პიროვნულობა, თავისი ჩამოყალიბებით სოციალურია.
ადლერის სისტემის რიგი თვისებები განავითარეს სხვა ფსიქოლოგიურმა სკოლებმა.
თეზისი, მთელს პრიმატზე ცალკეული ფსიქიკური ელემენტებისადმი –
გეშტალტფსიქოლოგიასთან (იხ.), კომპენსაციის პრინციპთან, – განვითარებულია
გერმანელ ექსისტენციალისტ კ. იასპერსთან (იხ.) და სხვებთანაც, ხოლო «ჯანსაღი
საზოგადოების» მიღების (მიღწევის) იდეა თერაპიის დახმარებით, მოცემულია ე.წ.
სოციალურ ფროიდისტებთან (ე. ფრომთან, კ. ჰორნთან). ადლერის შეხედულებით,
დაავადებას იწვევდა თანასწორობის რღვევა ორგანიზმსა და გარემოს შორის,
რომელსაც ორგანიზმი თავისებური კომპენსაციით პასუხობდა. ფროიდისაგან
განსხვავებით, ადამიანის მთავარ სტიმულად და მამოძრავებლად მიაჩნდა არა
სექსუალური (ლიბიდო), არამედ სწრაფვა თვითრეალიზაციისა და
ძალაუფლებისაკენ. ადლერის თამახმად, ხასიათის სფეროში იდო მტრული
«სოციალური გრძნობა», რომელიც სჭარბობდა მიზანმიმართულ აღზრდას. დიდი
ფსიქოლოგი გარდაიცვალა 67 წლისა, აბერდინში (შოტლანდია).

ადლერ გვიდო (1855-1941 წ.წ.) – ავსტრიელი მუსიკის ისტორიკოსი. XX ს-ის


ვენის მუსიკათმცოდნეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ვენის
უნივერსიტეტის პროფესორი (1898-1927). მისი ხელმძღვანელობით გამოიცა
მრავალტომიანი შრომა – «ავსტრიის მუსიკალური ხელოვნების ძეგლები» (1894-
1938). მისივე რედაქციითგამოიცა ფუნდამენყური გამოკვლევა – «მუსიკის
ისტორიის სახელმძღვანელო» (I გამოც. 1924; II გამოც. 1930). ავტორია შრომების –
მუსიკის ისტორიის მეთოდოლოგიის და მუსიკის სტილის თეორიისა ესთეტიკაში.

ადლერ (Adler) ვიქტორ (1852-1918 წ.წ.) – ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული


პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წ-დან პარლამენტის (რეიხსტაგის) დეპუტატი.
პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო პანგერმანული ორგანიზაციების რიგებიდან. 1883
წ-დან დაინტერესდა მუშათა მოძრაობის საკითხებით და ამ მიზნით დაუახლოვდა
სოციალ-დემოკრატებს. 1883 და 1889 წ.წ-ში ორჯერ შეხვდა ფ. ენგელსს. ჰქონდა
მიმოწერა მასთან (1889-1895 წ.წ.). იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი ავსტრიის
სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტისა, რომელიც მიიღო
ჰაინფელდში 1888 წლის 31 დეკემბერს – 1889 წლის I იანვარს ჩატარებულმა

83
დამფუძნებელმა ყრილობამ. დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრიის სოციალ-
დემოკრატიულ მოძრაობაში განხეთქილების აღმოფხვრასა და ერთიანი პარტიის
შექმნაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918 წ.წ.) იზიარებდა გერმანულ
სოციალ-შოვინისტურ შეხედულებებს. შემდეგ ცენტრიზმისკენ გადაიხარა და
სოციალ-შოვინისტებს კაუცსკიანელთა (იხ. კაუცსკი კარლ) პოზიციიდან
აკრიტიკებდა. ერთია მხოლოდ, ადლერის კრიტიკის ობიექტი იყო გერმანული
სოციალ-დემოკრატიის მემარცხენე ფრთა (კ. ლიბკნეხტი და რ. ლუქსემბურგი). 1918
წ-ს ძალზე მოკლე ვადით იყო ავსტრიის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობილია, როგორც ავსტრომარქსიზმის კრიტიკოსი (იხ. ავსტრომარქსიზმი)).

ადლერ კირუს (XIX-XX ს.ს.) ) ებრაულ იუდაიზმში ტრადიციონალიზმის


მიმდევარი. 1881-1914 წ.წ-ში ევროპიდან ამერიკაში ემიგრირებულ ებრაელთა
(პირველი დიდი ემიგრაცია) შორის ერთ-ერთი ემიგრირებული აღმოსავლეთ
ევროპიდან. ტრადიციონალისტი ადლერი თანამშრომლობდა გერმანიიდან ჩასულ
რეფორმისტ ებრაელებთან (რომელთაც მეთაურობდა იაკობ შიფტი) ებრაული
თეოლოგიური სემინარიის რეორგანიზაციის (1902 წ.) საქმეში. აგრეთვე, სხვა ებრაულ
დაწესებულებებთან. საქმიანობისა და თანამშრომლობის მიზანი იყო აღმოსავლეთ
ევროპიდან ჩასულ ემიგრანტთა ამერიკანიზაცია (იხ. ამერიკული იუდაიზმი).

ადლერ გიორგი – უნგრელი კომპოზიტორი (1806-?.) პიანისტი, მევიოლინე.


ავტორია მთელი რიგი კამერული მუსიკისა და საქორო სიმღერებისა.

ადლერ (Adler), მაქსი – (1873-1937 წ. წ.) ავსტრიელი ფილოსოფოსი,


ავსტრომარქსიზმისა (იხ.) და ნეოკანტიანური რევიზიონიზმის (იხ.) ერთ-ერთი
მთავარი წარმომადგენელი. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი. გამომცემელი
«Mარხ-შტუდენ»-ისა (რ. გილფერდინგთან ერთად). განიხილავდა რა კანტის «საგანს
თავისთავად» ნეოკანტიანიზმის ხედვით, ადლერი აქტიურად იბრძოდა ასახვის
მატერიალისტური თეორიის წინააღმდეგ. სიტყვით აღიარებდა რა დიალექტიკურ
მეთოდს, ადლერმა იგი აქცია («ფიზიკური იდეალიზმის» მოთხოვნათა შესაბამისად)
რელიატივურ მოძღვრებად პროცესთა შესახებ, რომელიც ყოველი არსებულის
ფუნქციურ კავშირამდე და მოვლენათა შორის მიმართებამდე დადიოდა, რომელშიც
«უკვე ადგილიც აღარ რჩებოდა მატერიალური სუბსტანციისათვის». ადლერი
ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ მარქსიზმის კლასიკოსების მიერ ისტორიის
მატერიალისტურ გაგებას არაფერი ჰქონდა საერთო ფილოსოფიურ
მატერიალიზმთან და, თავისთავად, წარმოადგენდა მხოლოდ ისტორიულ
პოზიტივიზმს («სოციალური ცდის თეორიას»). «სოციალურს» ადლერი იხილავდა
როგორც აღქმის განსაკუთრებულ ფორმას, არსებითს ჩვენი შემეცნებისათვის,
რომელიც ამომდინარეობდა საზოგადოების ყოფიერებისა და ცნობიერების
იგივეობის იდეალისტური პრინციპიდან. საწარმოო ურთიერთობებს იგი იხილავდა,
როგორც «სულიერი ცხოვრების მოვლენას». მისი ფილოსოფიური რევიზიონიზმი
იყო რევიზიონიზმის თეორიის დაფუძვნების მცდელობა. I მსოფლიო ომის დროს
«მემარცხენე» ოპოზიციის ლიდერია. აქტიურად იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ.
მსჯელობდა ოპორტუნისტული ტაქტიკის სავალალო, დამღუპველ შედეგებზე.
ადლერ მორტიმერი – XX ს-ის აშშ-ის ფილოსოფოს-ნეოთომისტი, ერთ-ერთი
გამონაკლისთაგანი, რომელიც არ არის კათოლიკური აღმსარებლობის მიმდევარი.

84
ადლერ (Adler), ფრიდრიხ – (1879-1960 წ. წ.) ვიქტორ ადლერის (იხ.) შვილი.
ავსტრიელი სოციალ-დემოკრატი. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი
ავსტრომარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სუბიექტური იდეალისტური
ფილოსოფიის – ემპირიოკრიტიციზმის მომხრე. განათლებით ფოზოკოსი. 1907-1911
წ. წ-ში ციურიხის უნივერსიტეტის დოცენტი, იმავდროულად რედაქტორობდა
შვეიცარიის სოციალ-დემოკრატთა ორგანოს – «Vოლკსრეცჰტ»-ს. 1911-34 წ. წ-ში
ავსტრიის სოციალ-დემოკრატიის თეორიული ორგანოს – «Kამპფ»-ის ჯერ
რედაქტორი, შემდეგ გამომცემელი. 1916 წ-ს მოკლა ავსტრიის პრემიერმინისტრი
შტიურგკა. იყო დაპატიმრებული. II?ინტერნაციონალის შექმნის ერთ-ერთი
ინიციატორი (1921 წ.). 1923 წ-დან მე-2 ინტერნაციონალის აღმასრულებელი
კომიტეტის მდივანი.
ადლერმა ფილოსოფიაში ეკლექტიკურად შეაკავშირა მისგან
«ვულგარიზებული»დიალექტიკური მატერიალიზმისა და ემპირიოკრიტიციზმის
ელემენტები. გამოაქვეყნა სტატიები «Nეუე ძეიტ»-ში ფსევდონიმით – ფრიც
ტიშლერი. ცდილობდა მარქსიზმის შევსებასა და თეორიულ დასაბუთებას მახიზმის
მოშველიებით, რომელსაც (ე. ი. მახიზმს) ბუნებათმცოდნეობის უახლეს
ფილოსოფიად მიიჩნევდა. I მსოფლიო ომის დროს იცავდა პროლეტარიატის
ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. ებრძოდა კომუნისტურ მოძრაობას. მხარს უჭერდა
ანშლუს (იხ.) და ავსტრიელები ცალკე ერად არ მიაჩნდა. 1946 წ-დან სიკვდილამდე
ცხოვრობდა ციურიხში. თავის დროზე მისი ფილოსოფიური შეხედულებები
გააკრიტიკა ლენინმა ნაშრომში «მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი».

ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე (1818-1888) – 1855-დან გენერალ


ადიუტანტი. უახლოესი მრჩეველი და პირადი მეგობარი ალექსანდრეII-ისა.
აღიზარდა პაჟთა კორპუსში. მონაწილეობდა კავკასიაშიწარმოებულ სამხედრო
მოქმედებებში. 1859-დან წიგნის ბეჭდვით კომიტეტის, 1860-დან ცენზურის მთავარი
სამმართველოს წევრი, ხოლო 1866-დან სამხედრო საბჭოს წევრი; შემდეგ სამხედრო
სასამართლო დადგენილებათა პროექტების გადასინჯვების სახელმწიფო საბჭოსა და
კომიტეტისწევვრი. 1870-ში კარის მინისტრის პოსტზე შეცვალა მამამისი –
ვლადიმერ თედორეს ძე. მინისტრობდა 1881-მდე.

ადლერბერგი ვლადიმერ თეოდორეს ძე (1791-1884 წ.წ.) – გრაფი, რუსეთის


სახელმწიფო მოღვაწე. 1817-დან ტახტის მემკვიდრის, დიდი თავადის, ნიკოლოზ
პეტრეს ძის ადიუტანტი და მეგობარი მთელი მისი მეფობის დროს. 1828-დან
გენერალ-ლეიტენანტი, 1847-დან გრაფი. 1842-1857 წ.წ-ში ხელმძღვანელობდა
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საფოსტო დეპარტამენტს. მის დროს რუსეთში
შემოღებულ იქნა საფოსტო მარკები. 1852-1870 წ.წ-ში კარისა და სამეფოო მამულების
მინისტრი. ნიკოლოზ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ იყო მისი თანაშემწე 1825 წლის 14
დეკემბრის მოვლენათა (დეკაბრისტების აჯანყება) საგამომძიებლო კომისიის
საქმიანობაში, იყო აგრეთვე გლეხთა საქმის შემსწავლელი საიდუმლო კომიტეტის
წევრი, შემდეგ სახელმწიფო გლეხთა საყოფაცხოვრებო მოწყობის კომიტეტის წევრიც.

ადლერბერგი ნიკოლოზ ვლადიმერის ძე (1819-1892) – გრაფი. მონაწილეობდა


საქართველოში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში (1841-1842) და უნგრეთის
კამპანიაში (1849). 1853-დან ინიშნება ტაგანროგის ქალაქისთავად. 1854-1856-ში ქ.

85
სიმფეროპოლის სამხედრო გუბერნატორის, 1866-1881-ში ტავრიჩის სამოქალაქო
გუბერნატორის თანამდებობაზე იყო ფინეთის დიდი სამთავროს გენერალ-
გუბერნატორი. 1881-დან დაინიშნა სახელმწიფო საბჭპს წევრად.
იმოგზაურა საბერძნეთში, ეგვიპტეში, პალესტინაში. ამ მოგზაურობათა
შთაბეჭდილებებზე შექმნა და 1853-ში გამოსცა მცირე მოცულობის წიგნი –
«რომიდან იერუსალიმში». მოგზაურული ცანაწერების ჟანრის შესახებ საყურადღებო
მოსაზრებანი თავად აქვს გამოთქმული ამავე წიგნის წინასიტყვაობაში.

ადლერი – ადლერის რაიონი ქ. სოჭში.

ადლერკრეიც (Adlercreutz) კარლ იოჰა (1857-1815) – გრაფი. შვედი გენერალი.


დაიბადა ფინეთში. 1770-ში შევიდა არმიაში. 1788 და 1808-შიმონაწილეობდა რუსეთ-
შვეციის ო,ებში. უკანასკნელში, როგორც მთავარსარდალი. მიუხედავად
რამდენიმეგზისი გამარჯვებისა, იძულებული შეიქნა ხელი მოეწერა 1808 წლის 19
ნოემბრის ხელშეკრულებაზე, რომლის ძალითაც შვედეთის ჯარებს უნდა
დაეტოვებინათ ფინეთი. ადლერკრეიცი დარწმუნებული იყო, რომ შვეციის
გადარჩენისათვის აუცილებელი გახლდათ გუსტავ IV ადოლფის ტახტიდან
გადაყენება. შეიტყუ რა ადლერშპარეს (იხ.) მიერ დაწყებული რევოლუციისა და
გუსტავ IV-ის დედაქალაქის დატოვებისა და მოსალოდნელი სამოქალაქო ომის
შესახებ, მთავარსარდალი სასწრაფოდ ჩაერთო შეთქმულებასა და მეფის
დაპატიმრებაში. გუსტავ IV გადააყენეს. ახალმა მეფემ, კარლოს XIII-მ ადლერკრეიცს
1810-ში

ადლერპულტი (ლათ. Adlerpult, «არწივის აბალოე») – მართლმადიდებლურ


ეკლესიაში არწივის ფორმის ზესადგარი (კონკოლა) წიგნისა. ადლერპულტი
წარმოადგენს ფრთაგაშლილ არწივს, რომლის ფრთებზეც იდება წიგნი (ეს სიმბოლო
მოდის სახარებიდან – იოანეს ფრინველია არწივი). განთავსებულია
ქოროშილეტნერზე, ანდა ამბიონზე.

ადლერული ვერცხლისფერი ქათამი – მეხორცული და მეკვერცხული ქათმის


ჯიში, გამოყვანილი კრასნოდარის მხარეში. ცოცხალი წონა მამლების – 3,8 კგ,
დედლების – 2,6 კგ.; წელიწადში იძლევა 160-180 კვერცხს. დედის ხაზით გამოჰყავთ
ბროილერის ჯიში.

ადლი (ქართ.) – ძველ საქართველოში: სიგრძის საზომი ერთეული, უდრიდა


ორ წყრთას – დაახლოებით 101,15 სმ-ს. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება
XVI ს-დან. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების (1801 წ.) შემდეგ რუსულმა
არშინმა შეზღუდა ადლის ხმარების სფერო, თუმცა არშინთან ერთად იხმარებოდა
მეტრული სისტემის შემოღებამდე (იხ. მეტრული სისტემა).

ადმეტა – ერისთევსის ქალიშვილი, ქალღმერთ ჰერას ქურუმი. მას ძალიან


უნდოდა ამაძონელთა დედოფლის იპოლიტას არესისგან (იხ.) ნაჩუქარი ქამარი. მან
ეს მიიღო კიდეც ჰერაკლეს ხელით (მეცხრე გმირობა ჰერაკლესი).

86
ადმეტოსი (ბერძ. Admetos) – ბერძნულ მითოლოგიაში ფეროსის ქალაქ-
სახელმწიფოს მეფე (თესალია), ძე ფერეტოსისა. ჭაბუკობაში მონაწილეობა მიუღია
კალიდონის ნადირობასა (იხ.) და არგონავტთა ლაშქრობაში (იხ.). კიკლოპთა
ამოხოცვის გამო ზევსისგან დასჯილ აპოლონს, რომელიც ითვალისწინებდა
მოკვდავისადმი ერთწლიან მსახურებას, სწორედ ადმეტოსის მწყემსად მოუწია
სასჯელის მოხდა, რომელიც უსაზღვრო პატივისცემით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა
მსჯავრდებულ ღმერთს. ამის გამო დიდმა აპოლონმა ბედისწერის ქალღმერთებს, –
მოირებს (იხ.), – ადმეტოსისთვის სიკვდილის გადავადება გამოსთხოვა, რა თქმა
უნდა, თუკი ვინმე მოისურვებდა მის შეცვლას მიწისქვეშა საუფლოში ცასასვლელად.
აპოლონი ასევე დაეხმარა მას ალკესტისის (ალკესსტიდას) ხელის მოპოვებაში.
ჰელიასი მზად იყო ადმეტოსისათვის ქალიშვილის გატანებაზე, ოღონდ ერთი
პირობით: სასიძო ქორწილში იმ ეტლით უნდა მოსულიყო, რომელშიც ტახი და ლომი
იქნებოდა შებმული. ადმეტოსმა აპოლონის წყალობით ეს დავალება შეასრულა
(ჰიგინი, «თქმულებანი», 50). ქორწილის დასასრულს ბედნიერებით მთვრალ
ადმეტოსს გადაავიწყდა არტემისისთვის მსხვერპლის შეწირვა. მიუხედავად თავისი
ძმისა და ტყუპისცალის პროტექტორობისა, ქალღმერთი მაინც განარისხა სიძის
დაუდევრობამ. შურისძიების მიზნით მან ახალდაქორწინებულთა ბუდუარში
გველები შეუშვა, რაც ადმეტოსის გარდუვალ დაღუპვას მოასწავებდა (აპოლოდორე I
9,15). ევრიპიდეს ტრაგედიის – «ალკესტოსის» მიხედვით, ადმეტოსის სიკვდილის
რეალური საშიშროება ქორწილის ღამეს კი არა, ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრების
რამდენიმე წლის შემდეგ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ბედისწერით ადმეტოსის
შეცვლა და ჰადესიდან დახსნა შეიძლებოდა, მისი შეცვლა არავინ ინება, მათ შორის
მშობლებმაც კი. ეს მსხვერპლი მისმა მეუღლემ, ალკესტოსმა, საკუთარი სიცოცხლით
გაიღო. ბოლოს და ბოლოს ჰადესიდან მისი დახსნა და სამზეოზე დაბრუნება
ჰერაკლეს მოუწია (იხ. იხ. ალკესტოსი; ჰერაკლე).

ადმინისტრაცია (ლათ. ადმინისტრატიო მმართველობა) – 1. სახელმწიფოს


აღმასრულებელ ორგანოთა სისტემა და მისი საქმიანობა. 2. მმართველობის
ორგანოები წარმოება-დაწესებულებებში, მათი ხელმძღვანელი პერსონალი.
ადმინისტრაციული გადასახლება – 1. მეფის რუსეთში: სასამართლოს გარეშე,
მეფის განკარგულებით, გუბერნატორთა გადასახლება ცალკეულ გუბერნიებში (1850-
იან წლებში); 2. საბჭოთა კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ
გადასახლებას. ერთია მხოლოდ – სტალინის პიროვნების კულტის პერიოდში (ნ. ს.
ხრუშჩოვის მმართველობის ხანა) იყენებდნენ სოციალისტური კანონმდებლობის
დარღვევის შემთხვევაში.
ადმინისტრაციული გადაცდომანი (სამართალდარღვევანი) – ყოფილ სსრკ-ში:
სამართალსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც
ხელყოფდა სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს, სოციალისტურ
საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას, მართვის დადგენილ
წესებს, რომელსაც მოსდევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ადმინისტრაციული იურისდიქცია – სახელმწიფო სამმართველოების
ორგანოთა და მათ თანამდებობის პირთა მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
საქმეთა განხილვა-გადაწყვეტა და შესაბამისი იურისდიქციის მიღება
ადმინისტრაციული წესრიგის დაცვით.

87
ადმინისტრაციული იუსტიცია – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის
გადაჭრის განსაკუთრებული წესრიგი, რომლის დროს სასამართლო და სხვა
სახელმწიფო ორგანოები იხილავენ საჩივრებს სახელმწიფო სამმართველოთა
საქმიანობის შესახებ და გამოაქვთ შესაბამისი გადაწყვეტილებანი. ყოფილ სსრკ-ში
არ არსებობდა ადმინისტრაციული იუსტიციის სპეციალურ ორგანოთა
განკერძოებული სისტემები.
ადმინისტრაციული კომისია – ყოფილ სსრკ-ში: სახალხო დეპუტატთა საბჭოს
რაიონულ ან საქალაქო აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული კოლეგიალური
ორგანო, რომელიც იხილავდა ადმინისტრაციულ გადაცდომათა საქმეებს. შეეძლო
მიეღო ადმინიტრაციული ზომები – გაფრთხილება, ჯარიმა და სხვ.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – იურიდიული პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ გადაცდომებზე (იხ. აგრეთვე ადმინისტრაციული სასჯელი).
ადმინისტრაციული პროცესი – სახელმწიფო ორგანოთა მოღვაწეობა
სახელმწიფოებრივი მართვის სფეროში კონკრეტულ ადმინისტრაციულ საქმეთა
გადაწყვეტაში. ყოფილ სსრკ-ში ადმინისტრაციული პროცესი იხილავდა მოქალაქეთა
საჩივრებსა და განცხადებებს და ადებდა მათ ადმინისტრაციულ სასჯელს.
1. ადმინისტრაციული სამართალი – მოძღვრება სახელმწიფოს მართვის,
სახელმწიფო დაწესებულებათა მოწყობისა და მათი საქმიანობის სფეროს შესახებ (იხ.
სახელმწიფო სამართალი).
2. ადმინისტრაციული სამართალი – სამართლის დარგი, რომელიც
არეგულირებს სახელმწიფო სამმართველოს სფეროში საზოგადოებრივ
ურთიერთობებს. ადმინისტრაციული სამართალის ნორმები განსაზღვრავს
ორგანიზაციათა და მმართველობითი აპარატის საქმიანობის წესს, სამართალს,
თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა მოვალეობებს. ყოფილ სსრკ-ში
ადმინისტრაციული სამართალი არეგლამენტირებდა საბჭოთა სახელმწიფოს
ორგანოების მმართველობით საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგებში,
საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დაცვის და ა.შ. საკითხებში.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა – სახელმწიფოს ტერიტორიული
ორგანიზაციის სისტემა, რომლის საფუძველზე წარმოიქმნებიან და ფუნქციონირებენ
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. ითვალისწინებს
სახელმწიფო ტერიტორიის ოლქებად, რაიონებად, დისტრიკტებად, პროვინციებად,
დეპარტამენტებად და ა.შ. დაყოფას. ყოფილ სსრკ-ში ძირითადი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულები გახლდათ ოლქი, მხარე და რაიონი.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა – გულისხმობდა ყოფილ სსრკ-ში
1923-1929 წ.წ-ში, ყოფილი რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
დაყოფის ეკონომიკური დარაიონების პრინციპით გარდაქმნას. ამ რეფორმით
გაუქმდა გუბერნიები, მაზრები, თემები და შეიქმნა ოლქები (მხარეები), ოკრუგები და
რაიონები. 1930 წლისათვის სსრკ-ში იყო 13 მხარე და ოლქი, (ნაცვლად 72 გუბერნიისა
1922 წლის მონაცემებით), შორეული აღმოსავლეთის, ნიჟეგოროდის, ქვედა ვოლგის,
ჩრდილოეთის, ჩრდილო კავკასიის, ციმბირის, შუა ვოლგის მხარეები, დასავლეთის,
ივანოვოს სამრეწველო, ლენინგრადის, მოსკოვის, ურალის, ცენტრალური შავმიწა
ნიადაგების ოლქები. 1930 წ-ს გააუქმეს ოკრუგები. 1932 წ-დან სოფლის მეურნეობის
განვითარებასთან დაკავშირებით გატარდა მხარეებისა და ოლქების
დაწვრილერთეულება.

88
ადმინისტრატორი (ლათ. Administrator) – (ეკლ.) კათოლიკურ ეკლესიაში:
სასულიერო პირი, რომელიც მართავს შესაბამის საეკლესიო სტრუქტურებს;
აპოსტოლარული ადმინისტრატორი (ადმინისტრატორ აპოსტოლიკუს) – «ჩოდეხ
იურის ცანონიცი»-ის (ჩIჩ, 371 $ 2) მიხედვით: ინიშნება პაპისგან აპოსტოლარული
ადმინისტრატურის მმართველად, ანდა ვაკანტური ან დაკავებული ეპარქიის,
ეპარქიის ნაწილის, ეპარქიასთან გათანაბრებული ცალკე ეკლესიის ეპისკოპოსის
მოვალეობის შემსრულებლად; ანდა სასულიერო პირი, რომელსაც აქვს სრული
ეკლესიური ხელისუფლება მორწმუნეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. აპოსტოლარული
ადმინისტრატორის სამართლებრივი სტატუსი დაწვრილებით დგინდება პაპის
დადგენილებებში თანამდებობრივი დანიშვნების შესახებ. ეპარქიებისათვის
აპოსტოლარული ადმინისტრატორი ინიშნება იმ შემთხვევებში, როცა მის მართვაში
სერიოზული დაბრკოლებები და სიძნელეები იქმნება (მაგ., ეპისკოპოსის მიერ უარის
თქმა სამსახურებრივ მოვალეობაზე), ანდა, როცა ადგილი აქვს ახალი ეპარქიის
წარმოქმნას. თუ აპოსტოლარული ადმინისტრატორი ინიშნება დაკავებული
ეპარქიისათვის, მაშინ ეპარქიის ეპისკოპოსის უფლება-მოსილება და გენერალური
ვიკარია (იხ.) შეჩერებულ იქნება;
ეპარქიალური ადმინისტრატორი (ადმინისტრატორ დიოცესანუს) – ეპარქიის
დროებითი მმართველი. ინიშნება კონსულტანტთა კოლეგიის ან საეკლესიო კრების
კაპიტულის (იხ.) მიერ, რვა დღის განმავლობაში მას შემდგ, რაც ცნობილი გახდება
საეპისკოპოსო კათედრის ვაკანტურობა (ჩIჩ, 421 $ 2). არჩევას არ სჭირდება წმ.
ტახტის დასტური, ამიტომ ეპარქიალური ადმინისტრატორი, დაუყოვნებლივ
ღებულობს სრულუფლებიანობას, როგორც კი შეიტყობს მისი არჩევის შესახებ (ჩIჩ
427 $ 2). მას მინიჭებული აქვს ყველა ის უფლება და მოვალეობა, რაც ეპარქიალურ
ეპისკოპოსს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის, რაც არ შეესაბამება მის
სტატუსს, ანდა აკრძალულია კანონიკური სამართლის თანახმად (ჩIჩ, 427 $ 1).
ეპარქიის დროებითი მმართველობის ჟამს არ შეიძლება შემოღებულ იქნას რაიმე
სიახლე («შედე ვაცანტე ნიჰილ ინნოვეტურ», ჩIჩ, 428 $ 1). ინკარდინაციისა (იხ.) და
ექსკარდინაციის მიცემა ეპარქიალურ ადმინისტრატორისთვის შესაძლებელია
ეპისკოპოსის კათედრის ვაკანტურობიდან ერთი წლის შემდეგ და მხოლოდ მაშინ,
თუ იგი მოწონებული და მიღებულია კონსულტანტთა კოლეგიის, ანდა, შესაბამისად,
კრების კაპიტულის მიერ (ჩIჩ, 272, 1018 $ 2). ეპარქიალური ადმინისტრატორის
უფლებამოსილება წყდება ეპარქიაში ახალი ეპისკოპოსის მოსვლისთანავე.
სამრევლო ადმინისტრატორი (ადმინიტრატორ პაროეცჰიალის) – ინიშნება
ეპარქიის ეპისკოპოსის მიერ სამრევლოს მმართველად წინამძღვრის გარდაცვალების,
ხელმძღვანელობაზე უარის თქმის, ახალ თანამდებობაზე გადასვლის,
დაპატიმრების, განდევნის, გადასახლების, არაქმედითუნარიანობის და ყველა იმ
მიზეზთა გამო, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამრევლო ხელისუფლებასთან (ჩIჩ,
539). სამრევლო ადმინისტრატორი აღჭურვილია ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც
გააჩნია მრევლის წინამძღვარს, თუ რაიმე დამატებითი სტატუსი არაა მითითებული
ეპისკოპოსისაგან (ჩIჩ, 540 $ 1): თავისი მსახურების პერიოდში არა აქვს რაიმე
სიახლის შემოღების (დაწესების) უფლება. სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ
მოვალეა ანგარიში წარუდგინოს მრევლის ახალ წინამძღვარს თავისი საქმიანობის
შესახებ. თუ სამრევლო ადმინისტრატორი ინიშნება გენერალური ვიკარის მიერ,

89
მაშინ ამ უკანასკნელს სპეციალური ნებართვა უნდა ჰქონდეს ეპარქიის
ეპისკოპოსისაგან.
ადმინისტრატურა აპოსტოლარული – იხ. აპოსტოლარული ადმინისტრატურა.

ადმინისტრირება – 1. მმართეველობა, გამგებლობა; 2. მართვა ფორმალურად,


ბიუროკრატიულად, მხოლოდ ბრძანებებით და განკარგულებებით, კონკრეტული
ხელმძღვანელობის, საქმის ცოდნისა და ახსნა-განმარტებითი მუშაობის გარეშე.

ადმირალი (ჰოლანდ. Admiraal < არაბ. – ამირ-ალ-ბაჰრ – ზღვის მბრძანებელი)


– წოდება სამხედრო საზღვაო ფლოტში. ევროპაში ეს წოდებაპირველად ვენეციასა და
გენუაში გაჩნდა. უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის
უმაღლესი სამხედრო ჩინი. შეესაბამება ქვეითი ჯარების გენერლის ჩინს. ადმირალის
ოთხი წოდებაა: გენერალ-ადმირალი, ადმირალი, ვიცე-ადმირალი, კონტრ-
ადმირალი. რუსეთში ადმირალის ჩინი დადგენილია პეტრე I-ის მიერ XVII ს-ის
მიწურულსა და XVIII ს-ის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში: კონტრ-ადმირალი, ვიცე-
ადმირალი, ადმირალი, ფლოტის ადმირალი (შეესაბამება გენერალ-მაიორს, გენარალ-
ლეიტენანტს, გენერალ-პოლკოვნიკს, არმიის გენერალს). 1955 წ-დან – საბჭოთა
კავშირის ფლოტის ადმირალი (შეესაბამება მარშლის წოდებას).

ადმირალი (Pyrameis ატალანტა) – დღის ლამაზი პეპელა. ოჯახი


ნიმფალიდისებრთა. ფრთების შლილი 5-6 სმ. წინა ფრთები ზემოდან შავია, ირიბი
წითელი ზოლით, წვერზე – თეთრი კოპლები. უკანა ფრთებიც შავი – კიდეზე
წითელი ზოლით. დაფრინავს ივლის-აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია
ევრაზიაში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. ადმირალის მუხლუხო ჭინჭარსა და
ნარშავაზე ბინადრობს. არ აზიანებს კულტურულ მცენარეებს.

ადმირალის საათი – გამოთქმა «ადმირალის საათი» აღნიშნავს საუზმეს,


რომლის აუცილებელი ატრიბუტი სირჩა არაყი გახლდათ. «ადმირალის საათი»
დაკავშირებულია პეტრე I-თან. ცნობილია, რომ პეტრე დიდი ადრე დგებოდა და
შესაბამისად კოლეგიაც ადრე იწყებდა მუშაობას. დილის 11 სთ-ისთვის
მეცადინეობები წყდებოდა . ამ დროს იმპერიის უმაღლესი ხელისუფალი თავის
თანამშრომლებს იწვევდა სირჩა არაყზე.

ადმირალიტეტი (გერმ. Admiralitat) – სამხედრო-საზღვაო ფლოტის უმაღლეს


მეთურთა შემადგენლობა; ადმირალები.

ადმირალიტეტის კოლეგია – შეიქმნა 1778 წელს პეტრე I-ის მიერ. ეს იყო


საზღვაო ფლოტის მართვის უმაღლესი ორგანო. გარდაიქმნა ეკატერინე II-ის დროს.
ალექსანდრე II-ის პერიოდში (1802 წ.) გადაკეთდა საზღვაო სამინისტროდ.

ადმირალ-ნეველი (Адмираль-Невский) – წოდება, შემოღებული პეტრე I დიდის


(1672-1725 წ.წ.) მიერ.

ადმონტი – ადგილი შტირიაში, ენსას ველებზე. აქ 1074 წ-ს არქიეპისკოპოს


გედჰარდის მიერ აგებულ იქნა ბენედიქტელთა მონასტერი (ად მონტეს), რომელიც
1865 წელს ნაწილობრივ დაიწვა. შემდეგ აღდგენილ იქნა. შედგება ეკლესიისა და ორი

90
გოთიკური გუმბათისაგან. დიდებული ფრესკებით მოხატულ დარბაზში
განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომლის კატალოგი მოიცავს 80000 ტომს, 1000
ხელნაწერსა და 800 ძველ ნაბეჭდ წიგნს. აქვეა მუზეუმი და სასულიერო სასწავლო
დაწესებულება. მონასტერთან ახლოსაა ციხე-სიმაგრეები – რეტელშტეინი და
კაიზერჰაუ.

ადმუტე (სიტყ. "Ades" – ქედუხრელი) – უმანკო ქალწული. ოკეანოსის ასული.

ადნ (ADN – Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst) ყოფილი გდრ-ის


სატელეგრაფო-საინფორმაციო სააგენტო. ინყოფებოდა ბერლინში. დაარსებულ იქნა
1946 წლის ოქტომბერში. ჰყავდა მუდმივი კორესპონდენტები უცხოეთის 40-მდე
ქვეყანაში (1968 წლის მონაცემებით). საინფორმაციო გაცვლა ჰქონდა უცხოეთის 48
საინფორმაციო სააგენტოსთან.

ადნანი (მუსლიმ.) – მუსლიმური ტრადიციით: წინაპარი – მთელი «ჩრდილო»


არაბების ეპონიმი, რომელიც დაპირისპირებული იყო «სამხრეთის» არაბობასთან –
ქაჰთანას შთამომავლებთან. ეს ეთნოგენეოლაგიური ჯგუფი გადმოცემებში სხვა
ეპონომიური სახელწოდებითაცაა ცნობილი. ისინი, – ადანის შთამომავლები, –
იხსენიებიან მაად, ანდა ნიზარ-ის ეპონიმით. ადნანი ისმაილის შთამომავლად
მიიჩნევა.

ადნექსიტი (ლათ. Adnexa) – იგივეა, რაც სალპინ-გოოფირიტი (ბერძ. სალპინხ-


სალპინგოს – მილი და გვიანდ. ლათ. ოოპჰრონ – საკვერცხე) – საშვილოსნოს
დანამატების – კვერცხსავალისა და საკვერცხეების ერთდროული ანთება.
ვითარდება ჯერ საშვილოსნოს ლულებში, შემდეგ კი საკვერცხეებში პათოგენური
გონოკოკური, სტაფილოკოკურ ან სტრეპყოკოკურ, ნაწლავის ჩხირის და სხვა
მიკრობების შეჭრისას. სიმპტომატური გამოვლენა – ძირითადად მუცლის ქვედა
ნაწილების ტკივილები.

ადობა (ინდიელების) – მზეზე გამომშრალი, გამოუწვავი, ნედლი აგური –


ალიზი.

ადობა – ინდიელებში იგივე ალიზი, მზეზე გამომწვარი აგური, რომლითაც


იგებოდა მესოამერიკული კულტურის უდიდესი ნაგებობა.

ადობა – მზეზე გამოუწვავი აგური ინდიელთა პირამიდებსა და სხვა არქიტ.


ნაგებობებში.

ადოლესკარია – დიგონეზური ტრემატოდების განვითარების ლარვის სტადია.


ვითარდება ცერკარიიდან. იგი უძრავი ცისტია. მიმაგრებულია წყალმცენარეებზე,
წყალში არსებულ საგნებზე, დევს ფსკერზე. წყალთან ან ბალახთან ერთად საბოლოო
მასპინძლის ორგანიზმში მოხვედრილი ადოლესკარია სქესმწიფე ფორმად
გარდაიქმნება (ასეთი განვითარება ახასიათებს, მაგ., ღვიძლის პეპელას).

ადოლსკები – პეტრე I-ის, ანა იოანეს ასულის და ელიზაბეტ პეტრეს ასულის


დროის ფერმწერები. გრიგორი მოღვაწეობდა პეტრეს პეტერბურგის სასახლეში. ივან
91
დიდი ხატვას ასწავლიდა პეტერბურგის სტამბასთან არსებულ სკოლაში. 1727 წ-ს,
სკოლის დახურვის ემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა სინოდალურ
კანტორაში. 1745 წ-ს მან მოხატა პეტერგორფის ეკლესია. ხატავდა პეტერბურგის
მონასტერთა ფერწერული სტილით და იღებდა სასახლის პორტრეტთა ასლებს.

ადოლფ (1817-1905 წ.წ.) – ჯერ ნასაუს ჰერცოგი, ხოლო 1890 წლის შემდეგ
ნიდერლანდების მეფის ვილჰელმ III-ის სიკვდილისა და ტახტზე მისი ერთადერთი
მემკვიდრე ასულის – ვილჰელმინას ასვლის შემდეგ ლუქსემბურგის დიდი
ჰერცოგი. მანამდე ნიდერლანდებთან პირად უნიად დაკავშირებული ლუქსემბურგი,
ამ დროიდან დამოუკიდებელი ხდება, თუმცა პოლიტიკური კავშირები ძველებურად
დარჩა და მონაწილეობა გერმანულ საბაჟო კავშირში მხოლოდ 1919 წ-ს შეწყდა.
ადოლფი კი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა, როგორმე ნეიტრალიტეტი არ
დარღვეულიყო.

ადოლფ კოლპინგი (Adolf Kolping) (1813-1865 წ.წ.) – ნეტარი- მღვდელი.


კათოლიკურ მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა წვრილშვილიან
ღარიბ ოჯახში. ისწავლა მეწაღეობა. 1837-1841 წ.წ-ში ესწრებოდა ლექციებს
მარცელენის გიმნაზიაში (კიოლნი), მიუნხენში, ბონსა და კიოლნში სწავლობდა
ღვთისმეტყველებას. 1845 წ-ს მღვდლად. ელბერფილდში კაპელანობისა ჟამს შევიდა
ადგილობრივი მასწავლებლის ი. გ. ბროერის მიერ დაარსებულ ახალგაზრდა მუშათა
კავშირში. 1849 წ-ს გახდა კიოლნის საკათედრო ტაძრის ვიკარი, სადაც დააფუძნა
კათოლიკურ მუშათა კავშირი. ადოლფის ძალისხმევითა და პაპ პიუს IX-ის
მხარდაჭერით მსგავს ორგანიზაციათა ქსელი შექმნა ევროპასა და აშშ-ში (ისინი
ამჟამადაც არსებობენ). 1855 წ-სათვის უკვე შექმნილი იყო 104 კავშირი, რომელიც 12
ათას წევრს აერთიანებდა (უმეტესად ვესტფალიასა და რეინლანდში). 1862 წ-ს გახდა
პაპის კამერჰერი და კიოლნის კონვენტუალური ფრანცისკანული ეკლესიის
რექტორი, სადაც დაიკრძალა კიდეც. ის იყო პირველი, ვინც ყურადღება მიაქცია
კათოლიკურ გაერთიანებათა არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ სოციალურ როლს,
ზოგადად, სოციალურ საკითხებს, რომლის ირგვლივ ინტერესი გერმანულ
ეკლესიათა მხრიდან მკვეთრად გაიზარდა 1848 წლის რევოლუციის შემდეგ.
ადოლფი არ ყოფილა სოციალური მოძღვრების სისტემატიზატორი, თუმცა
პრაქტიკულად ჭეშმარიტი «სახალხო აღმზრდელი» და «სახალხო მწერალი»
გახლდათ. ნეგატიურად უყურებდა რა განმანათლებლობის ეპოქის იდეებს,
ლიბერალიზმსა და სოციალიზმს, გამოდიოდა საზოგადოების პროფესიულ-
წოდებრივი ნიშნით ორგანიზაციის იდეებით. თავისი მრავალგზისი მისიონერული
მოგზაურობების დროს (გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში) კოლპინგი
პროპაგანდას უწევდა ახალგაზრდობის ზნეობრივი განახლების იდეებს,
ქრისტიანულ ოჯახთა აღორძინებას და «სოციალური კათოლიციზმის» ჭრილში
ისწრაფვოდა სოციალური სამართლიანობისაკენ.
1991 წ-ს პაპმა იოანე-პავლე II-მ იგი ნეტართა შორის შერაცხა. კათოლიკურ
ეკლესიებში მისი ხსენების დღეა 4 დეკემბერი.

ადოლფ ნასაუსელი (1255(?)-1298 წ.წ.) – წმიდა რომის იმპერიის იმპერატორი.


ცალკეულ გერმანულ მამულებთან თავისი მკვეთრად გამოკვეთილი საწინააღმდეგო
პოლიტიკის გამო 1298 წლის 23 ივნისს კურფიურსტების (იხ. კურფიურსტები) კრებამ

92
იგი ტახტიდან გადააყენა. კრების 7 წევრიდან 5 წევრის ხმით ტახტზე ავიდა ალბრეხტ
I ჰაბსბურგი, ავსტრიისა და შტირიის ჰერცოგი. 1298 წლის 2 ივლისს ჰაბსბურგის
ჯარებთან ბრძოლისას დაიღუპა ადოლფ ნასაუსელი. ამავე წლის 28 ივლისს
გამარჯვებული ალბრეხტი მეორედ ეკურთხა მაინის ფრანკფურტში და დაიდგა
წმიდა რომის იმპერიის მეთაურის გვირგვინი.

«ადოლფ» («Adolphe») – ბენჟამენ კონსტან დე რებეკის რომანი. ამ რომანის იდეა


კონსტანს 1806 წ-ს მოუვიდა. სექტემბერში იგი რუანში ჩადის, სადაც მისი
შეყვარებული ქალბატონი დე სტალი იმყოფება (მათი ურთიერთობა ამ დროს 12
წელს ითვლიდა), რომელიც 1802 წ-ს ნაპოლეონმა ბრძანებით გაასახლა პარიზიდან.
კონსტანი ფიქრობდა რუანში დაეწერა დიდი თხზულება პოლიტიკურ თემაზე,
მაგრამ, უეცრად, პარიზიდან ძველი ნაცნობის – შარლოტ დიუტერტრისგან
(ქალიშვილობის გვარი ფონ ჰარდენბერგი) წერილი მიიღო. დედაქალაქში
შეხვედრისას კონსტანი მიოხიბლა შარლოტით. ეს უკანასკნელი სრული ანტიპოდი
იყო დესპოტური ხასიათის ჟერმენ დე სტალისა. ორი კვირის შემდეგ კონსტანი
რუანში ჩადის. ახალი გრძნობების დამალვამ კონსტანზე ძლიერ იმოქმედა,
თანდათან ძველ შეყვარებულთან უკვე სიმშვიდესაც ვეღარ პოულობდა. მას არ ეყო
ძალები პოლიტიკური თხზულების შესაქმნელად და გადაწყვიტა შეექმნა
მხატვრული ნაწარმოები. 1806 წლის 30 ოქტომბერს მან, როგორც ამას მისი
დღიურებიდან ვტყობილობთ, დაიწყო რომანის წერა. თავდაპირველად სურდა მასში
შარლოტისადმი სიყვარული აესახა, მაგრამ ნოემბერში, მის დღიურებში «რომანის»
გვერდით ჩნდება «ეპიზოდი» ელეონორთან. თანდათან «ეპიზოდი» უფრო და უფრო
ხშირადაა აღნიშნული დღიურებში. და, აი, ნოემბრის შუარიცხვებისათვის ჩნდება
მომავალი «ადოლფის» მონახაზებიც, ხოლო 1807 წლის იანვარის დასაწყისისათვის
ეს თხზულება (კონსტანი სწორედ მას უწოდებდა რომანს) უკვე მთლიანად იყო
გასრულებული. ამგვარად, კონსტანის ცხოვრების ამ პერიოდში თუ შარლოტმა
დაჩრდილა ჟერმენი (1808 წლის ივნისში კონსტანმა და შარლოტმა ფარულად
იქორწინეს), ლიტერატურაში გამარჯვება ჟერმენს ხვდა წილად. სხვათა შორის,
«ადოლფის» მთავარი გმირისათვის ელენორი არ იყო მადამ დე სტალის ერთადერთი
პროტოტიპი. გარკვეულ ნიუანსებში ეს გმირი დავალებულია კონსტანის სხვა
საყვარლებისგანაც (მაგ.: ჟიული ტალმისგან და ანა ლინდსეისგან. კონსტანთან
ქალბატონ ლინდსეის სასიყვარულო კავშირის შესახებ აღწერილი აქვს მწერალ ქალს
სოფი გეს რომანში «ელენორა»: 1844-1846 წ.წ). გარკვეულ ცხოვრებისეულ
პერიპეტიათა გამო რომანი კონსტანს მაშინვე არ გამოუცია, თუმცა გამომცემელთაგან
მასზე ინტერესი დიდი გახლდათ. ფაქტობრივად, დასტამბვამდე რომანს უკვე ბევრი
იცნობდა. იგი იკითხებოდა გარკვეულ წრეებში, რასაც მოწონებაც სდევდა და
სკანდალებიც. 1811 წ-ს დე სტალი და კონსტანი საბოლოოდ დასცილდნენ
ერთმანეთს, მაგრამ წიგნის დასტამბვა მაინც 5 წლის დაგვიანებით – 1816 წ-ს
გადაწყვიტა ავტორმა. «ადოლფის» პარიზული და ლონდონური გამოცემები დღის
სინათლეს 1816 წის ივნისში მოევლინენ, თითქმის ერთდროულად. ლონდონის
გამოცემას წიგნით მოვაჭრე კობურნის, ხოლო ფრანგულისას – ტრეტელისა და
ვიურცის სახელები ჰქონდათ აღბეჭდილი. 1817 წ-ს რომანი გერმანულადაც
ითარგმნა. 1827 წ-ს კი პარიზში რომანის მე-3 გამოცემა ჩნდება. რომანს მკითხველი და
კრიტიკა არაერთგვაროვნად შეხვდა: პუბლიკას მოსწონდა, კრიტიკამ ამ რომანის
გმირთა სახეებში რომანტიკული ეგოიზმი დაინახა. . ასეა თუ ისე, რომანს თავისი
თაყვანისმცემლები მაინც გააჩნდა. მას მაღალ შეფასებას აძლევდა სტენდალი.
93
კრიტიკოსი გ. პლანში 1834 წ-ს წერდა: მთელს ფრანგულ ლიტერაურაში ვერ
მოძებნით ისეთ «სამ პოემას, რომლებიც იმდენად სინამდვილისეული იყოს, როგორც
ეს თხზულება» ბალზაკი, რომელიც სულ სხვა მანერის მწერალი გახლდათ,
ყოველთვის ასახელებდა კონსტანის რომანს იმ ნაწარმოებთა შორის, რომლებიც
«ეფუძნებიან ფაქტებსა და დაკვირვებებს». ასე რომ, ბალზაკისათვის კონსტანის
«ადოლფი» მკვდრადშობილი კი არა, ცოცხალი, მჩქეფარე სიცოცხლის რომანი
გახლდათ. სხვათაშორის, ბალზაკმა თავის «პროვინციულ მუზაში» «ადოლფის»
სიუჟეტის თავისებური ვარიაცია გადმოგვცა. ადოლფის ისტორია ავტორმა
გადმოგვცა როგორც გმირის ხელნაწერი, რომელიც შემთხვევით ხელში ჩაუვარდა
«გამომცემელს» და რომელმაც იგი უკვე გარდაცვლილი ადოლფის ახლობლის
ნებართვით დასტამბა. ტექსტი, რომელიც თითქოს თვით ადოლფისგანაა შექმნილი,
მოიცავს დაწვრილებით ანალიზს იმ ფსიქოლოგიური მექანიზმისას, რომელიც
განაპირობებს და რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს გმირის საქციელი, მოქმედებანი.
დანარჩენი პერსონაჟები ნაჩვენებია ადოლფის თვალთახედვით და, თვით ელენორის
ჩათვლით, დაქვემდებარებულ და მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ. თვით
ადოლფი კი, როგორც ფსიქოლოგიური ტიპი, მგრძნობიარე ეგოისტია, რომელიც
დამოკიდებულია საკუთარ აღტკინებებზე, მისწრაფებებზე და არა რაიმე
პრინციპებზე. მის ღამით მიღებულ გადაწყვეტილებებს დილით აღსრულება არ
უწერია. ადოლფი მუდამ აანალიზებს მის ამგვარ მდგომარეობას და სასოწარკვეთაში
ვარდება საკუთარი არათანმიმდევრულობისა და უმოქმედობის გამო. ეს
ფსიქოლოგიური ტიპი იმდენად ნიშანდობლივი გახლდათ XIX ს-ის I მესამედის
საფრანგეთში (მთელს დასავლეთ ევროპაში), რომ ადოლფში ყოველი ადამიანი თავის
თანამედროვეს ხედავდა (იგი, როგორც ამგვარი ტიპი, მომდევნო ეპოქაშიც
არსებობდა). როგორც გ. პლანში აღნიშნავდა, კონსტანში ისინი საკუთარ მწუხარებას
ხედავდნენ და (ამ რომანით) საკუთარ განაჩენს კითხულობდნენ, ამიტომ არცაა
გასაკვირი, ადოლფი «საუკუნის შვილად» რომ გამოცხადდა. განსხვავებით ალფრედ
დე მიუსესაგან, რომელმაც რომანში «საუკუნის შვილის აღსარება» თავისი გმირის
შემქმნელად და ხასიათის ჩამომყალიბებლად ისტორიული და სოციალური
მდგომერეობა მიიჩნია, კონსტანი თავისი გმირის ხასიათის წყაროს კი არ ეძებს,
არამედ მხოლოდ ანალიზს უკეთებს თავად ამ ხასიათს. «ადოლფი» XIX ს-ის I
მესამედის თანადროული გმირია, თუმცა სტილით აბსოლუტურად განსხვავებულია
ამ პერიოდში გამეფებული სენტიმენტალური სტილისგან. მწერლის თანამედროვენი
მის სტილს უფრო რომანტიკულს უწოდებენ. დღეისათვის კი,
ლიტერატურათმცოდნეთა და კრიტიკოსთა აზრით, კონსტანი უფრო XVII-XVIII
საუკუნეთა ფსიქოლოგიური პროზის (ლაროშ ფუკო, ვოვენარგი, მადამ დე
ლაფაიეტი...) გამგრძელებელია.

ადოლფ (Adolf) ფრიდრიჰ (1710-1771 წ.წ.) – ჰერცოგი ჰოლშტეინ-ჰოტორპსკი.


1743 წელს რუსეთის მხარდაჭერით გამოცხადდა შვეციის ტახტის მემკვიდრედ. 1753
წ-დან შვეცის მეფე. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი შვილიგუსტავ III ადის.

ადოლჩენდო – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ


უნდა შესრულდეს შერბილებულად, დამამშვიდებლად.

94
ადომაიტისი (Adomaitis), იუოზას (ფსევდ. შერნასი) – (1859-1922 წ. წ.) ლიტველი
განმანათლებელი, პუბლიცისტი, საბუნებისმეტყველო და მატერიალისტური
ცოდნის პოპულარიზატორი. წარმოშობით გლეხის ოჯახიდან. იდევნებოდა მეფის
პოლიციისაგან. 1895 წ-ს გაემგზავრა ამერიკაში. აქტიურად მონაწილეობდა
ემიგრანტულ ბურჟუაზიულ-ლიბერალურ ბეჭდვით ორგანოებში. გარდაიცვალა
ჩიკაგოში. ლიტვურ ენაზე გამოცემული აქვს ოცამდე წიგნი, რომლებიც შექმნილია
სხვადასხვა ქვეყნის ავტორთა შრომების საფუძველზე, თუმცა მათში თამამადაა
გამოთქმული თვით ადომაიტისის შეხედულებები. აქვს უამრავი სტატია.
ადომაიტისის თანახმად მატერია პირველადია, მარადიულია და არავისგანაა
შენაქმნი («ბიოლოგია, ანუ მეცნიერება ცოცხალ არსებათა შესახებ» – «Bიოლოგია,
არბა მოკსლას აპაეგყვუს დოიკლუს», Pაგალ პროფ Nასბაუმა , სუტაისე შერნას, 1901
წ.). სამყაროს ყოველი სხეული ერთიდაიგივე ელემენტისგანაა შემდგარი. «ყველა
საგნის აგებულება განისაზღვრება არა რაიმე შემთხვევითობით, არამედ მყარი
მუდმივი ბუნებრივი კანონებით» («ვოზდუხ, ვოდა, სვეტ ი ტეპლოტა» ლექციი
პროფ. ბლოხმანა, სოსტ. შერნას – «Oრას, ვანდუო, სვიესა ირსილუმა», 1907 წ.).
იხილავდა რა საზოგადოების განვითარებას ბურჟუაზიულ-ლიბერალურ და
იდეალისტური პოზიციებიდან, ადომაიტისი იმავდროულად დიდ ყურადღებას
უთმობდა გეოგრაფიულ გარემოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების
მოთხოვნილებათა წესების საკითხებს («ეთნოლოგია, ანუ მეცნიერება მსოფლიოს
ხალხთა შესახებ». დოქტორ მ. გაბერლანდტისა და ლუთერნოს მიხედვით. შემდგ.
შერნასი «Eტჰნოლოგია, არბა მოკსლას აპიე ზემესტაუტას», 1903 წ.).
ეწინააღმდეგებოდა ონებს, რასობრივ, კოლონიურ, ეროვნულ ჩაგვრას («გეოგრაფია,
ანუ დედამიწის ნარკვევები». ჰეიკეს, ნალკოვსკისა და სხვათა მიხედვით,
შემდგენელი შერნასი. – «Gეოგრაფიჯა არეა ზემეს არასიმას», 1906 წ.). იბრძოდა
რელიგიური ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში
მიდიოდა კომპრომისზე კათოლიკურ წრეებთან. მიუხედავად ეკლექტურობისა და
არათათაბნინდევრულობისა ადომაიტისის შეხედულებებმა გარკვეული როლი
ითამაშა ბუნებრივ-მატერიალისტური და ათეისტური იდეების გავრცელებაში
ლიტველ მოსახლეობაში.

ადონ – უფალი (ფინიკიური) – იგივე ადონაი (ძვ. აღთქმა) (იხ. ადონაი).

ადონ ვიენელი (Ado Viennensis) (დაახლ. 800-875 წ.წ.) – წმ. ბენედიქტელი ბერი.
ვიენის არქიეპისკოპოსი, ისტორიკოსი და ჰაგიოგრაფი. დაიბადა არისტოკრატის
ოჯახში. სიყმაწვილეში შედგა ფერიერის სააბატოში, სადაც სწავლებას გადიოდა
ცნობილ სწავლულთან და მწერალთან აბატ სერვატ ლუპასთან. შემდეგ თავად
ასწავლიდა პრიუმის სამონასტრო სკოლაში. 848 წ-ს, იძულებული გახდა რა
დაეტოვებინა მონასტერი, გაემგზავრა რომს, სადაც დაახლოებით 5 წელი დაჰყო. 853
წ-ს დაბრუნდა საფრანგეთში. 860 წ-ს გახდა ვიენის ეპოსკოპოსი. აქტიურად ჩაება
თავის მიტროპოლიაში რეფორმების გასატარებლად წარმოებულ საქმიანობაში.
ჰქონდა მიმოწერა პაპებთან – ნიკოლოზ I-თან და ადრიან II-სთან.
ადონ ვიენელი განეკუთვნებოდა კაროლინგური აღორძინების კულტურის
მოღვაწეთა ჯგუფს. შეადგინა ქრონიკა, რომელიც შემდეგ მიიყვანა მეროვინგების
ეპოქის ვიენელ წმიდანთა ცხოვრების აღწერამდე. მანვე შეადგინა «მარტიროლოგი»,

95
რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის მარტიროლოგთა
ტრადიციებზე. კათოლიკურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 16 დეკემბერი.

ადონაი (ებრ. Adonaj «უფალი ჩემნი») – ამ ებრაული სიტყვის უგარითულ


პარალელში შესაძლოა უფრო ძველი მნიშვნელობა – «ღმერთი ყოველივესი» –
იდოს. ფორმა ძლიერდება მრავლობით რიცხვში – შდრ., ელოჰიმ (ებრაულიდან
ადონ «ბატონი») – ღმერთის ერთ-ერთი აღნიშვნა იუდაისტურ პანთეონში.
ელინიზმის ეპოქიდან იხმარება ელოჰიმის შემცველი – იაჰვეს «წარმოუთქმელი»
სახელი (ხმამაღლა კითხვისას). ადონაი ეტიმოლოგიურად ახლოს დგას ადონისსთან
(იხ.). ჟღერადობით თანაფარდია პირის ნაცვალსახელის ანი-სა («მე»), რომელიც
ზოგჯერ იხმარება, როგორც სიტყვა «ადონაის» – შემცვლელად (როგორც ჩანს, იაჰვე,
როგორც «აბსოლუტური პიროვნება», ერთადერთია, ვისაც აქვს უფლება საკუთარ
თავზე თქვას «მე»).

ადონაი (ებრ.) – 1. იგივეა, რაც ადონისი. ითარგმნება, როგორც «მეუფე»; 2.


ასტრონომიულად: მზე; 3. როცა ებრაეელბი რელიგიურ წიგნს კითხულობდნენ და
მიადგებოდნენ სიტყვას – IHVH – რომელიც წარმოითქმის როგორც იეღოვა (იაჰვე),
ისინი ჩერდებოდნენ და ამ სიყვას სიტყვა «ადონაით» (ადნით) ცვლიდნენ; მაგრამ,
როცა დაწერილი იყო «ალჰიმ»-ი წერტილებით, ისინი წარმოთქვამდნენ «ელოჰამს».

ადოაი (ებრ.Adonai) – ღმერთი.

ადონათ («უფალი») – შვიდ პლანეტარულ სფეროთა მაკონტროლებელ


ანგელოზთაგან ერთ-ერთი (იხ. ანგელოზები; ანგელოზთა ტიპები; ანგელოზები და
დემონები).

ადონიზიდი – გულის სამკურნალო საშუალება; ეს ნეგალნური პრეპარატი


მზადდება ყვითელი ცხვირსატეხელისაგან (ადონისისგან იხ.). პრეპარატი მწარე,
მოყვითალო-გამჭვირვალე სითხეა. აქვს თავისებური სუნი. გამოიყენება
სისხლძარღვთა ვეგეტატიური ნევროზის, სისხლის მიმოქცევისა და გულის
უკმარისობის დროს.

ადონიმი, ადონაი, ადონ-ი – ელოჰიმთა, ანუ შემოქმედ მიწიერ ძალთა ძველი


ქალდეურ-ებრაული სახელწოდება, სინთეზირებულია იეღოვაში.

1. ადონისი (Adonis ტკბობა) – ბოტ. მცენარე ნათელი წითელი ყვავილებით,


ბაიასებრთა ოჯახიდან (იხ. ანემონა) მედიცინაში: სტიმულირებს გულის მუშაობას,
იყენებენ ნერვოზის შემთხვევაში, აფართოვებს ვენოზურ სისხლძარღვებს,
ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალებაა.

2. ადონისი (Adonis) მცირე პლანეტა, აღმოჩენილი ბელგიელი ასტრონომის ე.


დელპორტის მიერ 1936 წ-ს. მზიდან დაშორება პერიჰელუმში – 0,435
ასტრონომიული ერთეული (იხ. ასტრონომიული ერთეული, პერიჰელიუმი), ხოლო
აფელიუმში (იხ. აფელიუმი) – 3,50 ასტრონომიული ერთეული. შესაძლოა
დედამიწას 2 მილიონ კმ-ის მანძილზეც კი უახლოვდებოდეს.

96
3. ადონისი (ბერძ. Adonis < ფინიკ. ადონ – უფალი) – 1. ბერძნული სახელი
მცენარეული და ნაყოფიერების ფინიკიური ღვთაებისა, რომელიც დაკავშირებულია
ბუნების მარადიულ კვდომასა და განახლებასთან; 2. ბერძნულ მითოლოგიაში:
სახელი ლამაზი მონადირე ჭაბუკისა, აფროდიტეს მიჯნურისა; 3. აქედან – ლამაზი
მამაკაცის სინონიმი; 4. ლამაზი ცისფერი პეპელა; 5. მცენარე, რომელიც მედიცინაში
გამოიყენება გულის დაავადებათა სამკურნალოდ.

4. ადონისი – ეშმუნი (იხ. «Я познаю мир» стр. 309).

5. ადონისი – ფინიკიური ღმერთი, მოკლული და შემდეგ აღმდგარი.


განსახიერებაა კვდომადი და აღდგომადი ბუნებისა. განსაკუთრებით მისი კულტი
გავრცელებული იყო ბიბლოსში. ბერძნებმა ეს ღმერთი თავიანთ პანთეონში
შეიყვანეს, სადაც იგი მშვენიერი ჭაბუკია. მასზე შეყვარებულია აფროდიტე (იხ.). მისი
დედა – კვიპროსის მეფის ქალიშვილი მირრა (ზოგი ვერსიით, მაგ., ასურულით,
სმირნა, იხ.) გახლდათ. ოდესღაც მირრას დედა პატივს არ მიაგებდა სიყვარულის
ქალღმერთს (სავარაუდოდ, ასტარტას, იხ.), თანაც იკვეხნიდა: ჩემი ქალიშვილი
ქალღმერთზე ულამაზესიაო. ამის გამო ქალღმერთმა მის ქალიშვილზე, მირრაზე
იძია შური – შთაუნერგა მას უღირსი და დანაშაულლებრივი სიყვარული საკუთარი
მამის, კვიპროსის მეფის – ასურული ვერსიით თიანადისადმი იხ. სმირნა). მირრამ
თავისი ძიძის დახმარებით მთვრალ მამასთან თავისი დანაშაულებრივი ვნება
დაიოკა. საკუთარი მამისგან დაორსულებული ქალიშვილი მამის შურისძიებას
გაექცა. შემდეგ უგზო-უკვლო ხეტიალით გაწამებულმა, ღმერთებს თხოვნით მიმართა
– სამარცხვინო საქციელის გამო გაეძევებინათ იგი ცოცხალთა და მკვდართა
სამეფოებიდან. ღმერთებმა მისი თხოვნა აღასრულეს. მისი ფეხები მიწამ დაფლა.
ფეხებიდან ფესვები წაეზარდა, ძვლები ხედ ექცა, სისხლი – ხის ნაჟურად, კანი კი –
ლაფნად. ხედქცეული ქალიშვილის სხეულში, უფრო სწორედ, მორში ჩარჩა ბავშვი –
მისი უღირსი სუყვარულის ნაყოფი. ცხრა თვის შემდეგ ხის ტანი გასკდა და იქიდან
ბავშვი დაიბადა, რომელსაც ადონისი შეარქვეს (მეორე ვერსიით, განრისხებული მამა
ხედ ქცეულ შვილს მაინც მიეწია და მახვილი ჩასცა. იარიდან ყრმა გადმოვიდა).
ადონისი სწრაფად იზრდებოდა. ულამაზესი ყმაწვილი დადგა. იგი ბაალათ-ჰებალმა
(იხ.) – ფინიკიელმა ქალღმერთმა რა იხილა, მაშინვე შეუყვარდა. მან იგი
დაისაკუთრა და გადაწყვეტილი ჰქონდა არასოდეს მოეცილებინა თავიდან. ადონისს
ძალიან უყვარდა ნადირობა. შეშინებული ქალღმერთი სულ თან დაჰყვებოდა, იმის
შიშით, ლომს ან ტახს არ დაეგლიჯა მისი საყვარელი არსება. მხოლოდ ერთხელ ვერ
გაჰყვა იგი ადონისს და სწორედ მაშინ მოხდა საბედისწერო ამბავი. ადონისი
გავეშებულმა ტახმა დაგლიჯა (ზოგიერთი თქმულებით შესაძლოა, ეს თვით ომის
ღმერთი (ბაალ-ბაჰონომი (იხ) იყო.). ბაალათ-ჰებალი მომაკვდავი ჭაბუკის განწირულ
ყვირილზე მისკენ გაიჭრა. ადონისი მკვდარი დაუხვდა. ბაბილოსის მფარველი
ქალღმერთი ჭაბუკს ჩაეკონა და მწარედ აქვითინდა. ემუდარებოდა, არ წასულიყო
სხვა სამყაროში, რადგან თავად უკვდავს არ შეეძლო თან გაჰყოლოდა. ბოლოს
მხურვალედ ეამბორა და ფრიად მგლოვიარემ და მწუხარემ იგი ხელში აიყვანა,
ტყიდან გამოყვანილი მეწამულ ქსოვილზე დაასვენა, ნელსაცხებელი და მირონი
სცხო. სხვებმა, ვინც ქალღმერთის მწუხარება გაიზიარა, ადონისის გვამზე
სამგლოვიარო გვირგვინები დააწყვეს. ამის შემდეგ ქალღმერთმა დაღუპული
სიყვარულის საუკუნო სამახსოვროდ და რელიკვიად მიცვალებულ ჭაბუკს გლოვის
ნიშნად კულული მოკვეცა. ბოლოს, ეს გლოვა სამარადისო რომ გაეხადა, ადონისის

97
სისხლისაგან უმშვენიერესი ყვავილი ანემონი (იხ.) იგივე ადონისი (იხ. მნიშვნ. 1.)
აღმოაცენა. ქალღმერთის მწუხარება და ტკივილი ამანაც ვერ მიაყუჩა. გადაწყვიტა
მამისთვის, – უზენაესი ღმერთისთვის, – ელისთვის მიემართა თხოვნით, ადონისი
ცოცხალთა სამეფოში დაებრუნებინა. უზენაესმა ღმერთმა გადაწყვიტა ჭაბუკი
გაეცოცხლებინა, მაგრამ მიწისქვეშა დედოფლის – შეოლის განაწყენებაც არ ეგებოდა.
ამიტომ ელმა ასე დაადგინა: ადონისს წლის გარკვეული ნაწილი ცოცხალთა
სამეფოში, ნაწილი კი – მიცვალებულთა შეოლისეულ სამეფოში გაეტარებინა (იხ.
შეოლი). მეორე ვერსიით ადონისი ყრმობიდანვე (დაბადებიდანვე) შეყვარებია
ბაალათ-ჰებალს. შიში დაუფლებოდა დაბადებითვე დაობლებული ადონისის გამო.
ადგა, ყრმა ადონისი ყუთში ჩასვა და მისი სიცოცხლე მიწისქვეშა სამყაროს გამგებელს
– ქალღმერთ შეოლის მიანდო. ადონისი რომ დაჭაბუკდა, შეოლმა მისი მიწაზე
დაბრუნება აღარ ისურვა. ქალღმერთები ვეღარ შეთანხმდნენ და იძულებულნი
გახდნენ ელისთვის მიემართათ. ელმა გადაწყვიტა წელიწადი სამ ნაწილად გაეყო,
ჭაბუკს ერთი მესამედი მიწისქვეშეთში შეოლთან, ერთი მესამედი მიწაზე ბაალათ-
ჰებალთან, ერთი მესამედი კი თავის ნება-სურვილზე გაეტარებინა. შეყვარებულმა
ადონისმა მისი წილი დრო ბაალათ-ჰებალის დროს მიუერთა. მიწისქვეშეთშიც იგი
ცოცხალი ხვდებოდა მის სანახავად ჩასულ ბაბილოსის მფარველ ქალღმერთს.
ბაბილოსის, იგივე ბერითას (იხ.) მცხოვრებნი (ბერითა, თანამედროვე ბეირუთი,
ლიბანის დედაქალაქი) იმასაც ჰყვებიან, რომ ადონისი სიყვარულის, სილამაზისა და
ნაყოფიერების ქალღმერთ ასტარტას (იხ.) უყვარდაო. სწორედ მისგან წარმოშობილა
ქალღმერთი ბეროია – ბერითის განსახება და მისივე სახელწოდების ქალაქის –
ბერითის მფარველი.

6. ადონისი – სირიულ-ფინიკიურ და ძველბერძნულ მითოლოგიაში


განასახიერებს მომაკვდავ და კვლავ გაცოცხლებად ბუნებას, ზაამთრისა და
ზაფხულის ცვლას. სახელი «ადონისი» არაბერძნულია (და მაინც) და ითარგმნება,
როგორც «მეუფე», «მბრძანებელი». იგი ფინიკიური წარმომავლობისაა (ადონ).
ადონისის კულტი სწორედ ფინიკიიდან და სირიიდან შემოვიდა საბერძნეთში.
ადონისის მითი ფართოდ იყო გავრცელებული მრავალ ქვეყანაში. ფინიკიაში,
სირიასა და საბერძნეთში იმართებოდა დიდი დღესასწაულები, ადონისიები,
რომელსაც თან ახლდა მისტერიები მომაკვდავი ღმერთის დატირებითა და
გაცოცხლებული ღვთაებისადმი მიძღვნილი ბრწყინვალე ზეიმით. სემიტურ ენაში
"ადონ" ბატონს ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სიტყვა "ადონაი", რაც ნიშნავს უფალს.
ძვ. აღთქმაში იაჰვეს ნაცვლად ყველგან ნახმარია ადონაი, ანუ "უფალო ჩემო".
თავდაპირველი ვარიანტი ჩვ.წ-მდე II ათასწლეულიდან მოდის. ფინიკიაში ადონისის
სატრტფო ასტარტა იყო. ბერძნულში კი აფროდიტეთი შეიცვალა. ხელოვნებაში
ადონისს წარმოსახავდნენ ულამაზეს ყმაწვილად, ჩვეულებრივ, აფროდიტეს
გვერდით. ადონისის მითოსის შთაგონებით შეიქმნა ჯორჯონეს, ტიციანის,
ტინტორეტოს, ვერონეზეს, რუბენსის, პუსენის, ტორვალდსენის, კაუფმანის და
სხვათა დიდებული ტილოები; შექსპირის, ლოპე დე ვეგას, ლაფონტენის და სხვა
მწერალთა ქმნილებები. გადატანითი მნიშვნელობით, ადონისს უწოდებენ იშვიათი
სილამაზით დაჯილდოებულ მამაკაცს.

7. ადონისი (ბერძ. Adonis, Finik. დნ «ადონ» «ღმერთი», «მეუფება») – ბერძნულ


მითოლოგიაში დამკვიდრებული ასურულ-ფინიკიური ღვთაება, მკვეთრად
გამოხატული მცენარეული ფუნქციებით. დაკავშირებულია კვდომად და აღდგომად

98
ბუნებასთან . მითი ადონისზე სრული სახითწარმოდგენილი აქვს აპოლოდორეს
(Apollod. «Bibliotheke», III 14, 4), ოვიდიუსს (Ovidius «Metamorphosis», X 300-524; 708-
739) და ანტონინ ლიბერალისს (Antonin Liberalis, «Metamorpho», XXIV). ადონისი –
ფენიქსისა და ალფესიბეას ვაჟი (პარალ: ასურეთის მეფის თიანთასა და მისი
ქალიშვილის – სმირნას, კვიპროსის მეფის – კინისოსისა და მისი ქალიშვილის
მირას ძე). ქალღმერთი აფროდიტა (ვენუსი) განურისხდა მეფის ასულ ალფესიბეას,
რადგან იგი არ ეთაყვანებოდა. სასჯელად საკუთარი მამის, ფენიქსის სიყვარული
შთაუნერგა. მამამ ვერაფერი იეჭვიანა და ქალიშვილმა აცდუნა კიდეც. დაორსულდა
მეფის ასული. მამამ რა შეიტყო ყოველივე, დასწყევლა შვილი (Oვიდიუს
«Metamorphosis», X 300-478). გაძევებულ უბედურ ალფესიბეას ღმერთები მსოფლიო
ხედ აქცევენ, რომლის გაპობილ ტანიდან იბადება განმაცვიფრებელი სილამაზის ყრმა
ადონისი (Oვიდიუს «Mეტამორპჰოსის», X 479-524). ავრორა პატარა ადონისს ყუთში
სვამს და აღსაზრდელად პერსეფონეს გადასცემს, რომელიც ბოლოს აღარც აპირებს
დაჭაბუკებული ადონისის ქალღმერთისათვის დაბრუნებას. ქალღმერთთა დავას
ზევსი წყვეტს – წლის ერთი ნახევარი ადონისმა პერსეფონესთან უნდა გაატაროს,
მეორე ნახევარი სამზეოზე – აფროდიტესთან (ფინიკიური ვერსიით ასტარტასთან),
რომლის თანამგზავრი და საყვარელი ხდება. რა ნახა არტემისმა (ჯიქური და
აგრესიული ხასიათის ნადირობის ქალღმერთმა), ადონისმა აფროდიტეს რომ მიანიჭა
უპირატესობა, განრისხებულმა, შურისძიების მიზნით, ტყეში მონადირე ადონისს
ტახი (ტახადქცეული არესი) მიუქსია, რომელმაც სასიკვდილოდ გაფატრა ჭაბუკი
(Apolod. III 14, 4; Ovid. Met. X 708-716). სხვა ვერსიით (პტოლემაიოს ჰეფესტიონი,
«ფოტიადან გამოიყვანა» I, 183,12), ადონისი აპოლონის მრისხანების მსხვერპლი
ხდება (სინამდვილეში შურისძიება გათვლილი იყო აფროდიტეზე, რადგან
ქალღმერთმა აპოლონის ვაჟი ერიმანთოსი დააბრმავა). კიდევ ერთი ვერსიით
ადონისი იღუპება ქალღმერთ არტემისის ეჭვიანი ქმრის, მრისხანე და დაუნდობელი
არესის ხელით (ფინიკიური ვარიანტით ასტარტისაგან) (შერვ, Verg. Aen. V 72).
აფროდიტე მწარედ დასტირის ადონისს. ნექტარს მოაპკურებს მის სისხლს და
გარდააქცევს მას ყვავილად (იხ. ადონისი მნიშვნ. 3) (Ovidius «Metamorphosis», X 717-
739). ჭაბუკს ქარიტებიც და მოირებიც დასტირიან. მისი სისხლისაგან იფურჩქნებიან
ყვავილები, აფროდეტეს ცრემლისაგან – ანემონები (იხ.). ადონისის კულტი
გავრცელებული იყო ფინიკიაში, სირიაში, ეგვიპტეში, კვიპროსისა და ლესბოსის
კუნძულებზე. ლუკიანეს თანახმად (De Dea Syr. 6-8), ბიბლოსში (იხ. ბიბლოსი) იდგა
აფროდიტას ტაძარი, სადაც იმართებოდა ორგიები, მიძღვნილი ადონისისადმი.
ექსტატიკურ ორგიებს წმიდა პროსტიტუცია მიაცილებდა მთელი ზეიმის მანძილზე,
თუმცა ზეიმის პირველი დღე გოდებისადმი გახლდათ მიძღვნილი, ხოლო მეორე –
სიხარულის და ეკზალტაციური აღტყინებისა მკვდრეთით აღმდგარის,
«მიცვალებულთა დედოფლის», პერსეფონეს საუფლოდან მობრუნებული ჭაბუკის
მიმართ. ასევე არსებობს გადმოცემა მდინარეზე, რომლის სახელწოდებაა ადონისი,
რომელიც ყოველ წელიწადს წითლად იღებება, სწორედ მაშინ, როცა, თქმულებით,
ლიბანის მთებში ადონისი იღუპება. თუმცა ამ ლამაზ, ნაღვლიან ისტორიას
სკეპტიკური განსჯანი თალხ ფერებს შეურევს ხოლმე: მდინარე ადონისს სისხლის
ფერს ნიადაგი აძლევსო. ჩვ. წ-მდე V ს-ში ადონისის კულტი მატერიკულ
საბერძნეთშიც იჭრება. არგოსში ქალები ადონისს სპეციალურ ნაგებობაში დასტირიან
(პავსანიასი, «ელადის აღწერილობანი» II 20,6). ადონისიებზე (ადონისისადმი
მიძღვნილი დღესასწაულები), ათენში გოდებისა და სამგლოვიარო სიმღერების

99
შესრულებისას ყველგან გამოიფინებოდა მიცვალებულთა გამოსახულებები
(პლუტარქე «ალკიბიადე» 18; ნიკადროს კოლოდონელი, «შხამსა და
შხამსაწინააღმდეგოს შესახებ» 13) ადონისიები განსაკუთრებით პოპულარული იყო
ელინიზმის ხანაში, როცა გავრცელდა ბერძნულ-აღმოსავლური კულტი ოსირისისა,
დუმუზისა და სხვათა. გვიან გაზაფხულსა და ადრე შემოდგომით ქალები პატარა
ქოთნებით გამოდგამდნენ ხოლმე მალე ფურჩქვნად და ასევე მალე ჭკნობად
მცენარეებს – ე. წ. «ადონისის ბაღებს» – ცხოვრებისა, ნეტარების და ბედნიერების
ეფემერულობის სიმბოლოს. ალექსანდრიულ ადონისიებზე დიდებული ფუფუნებით
აღინიშნებოდა აფროდიტესა და ადონისის წმიდა ქორწინება. მეორე დილით კი
გლოვით, ზარით, მოთქმით და გოდებით ადონისის ქანდაკებას ზღვისაკენ
მიასვენებდნენ და მის ტალღებში უშვებდნენ. ეს იყო ჭაბუკი ადონისის
მიცვალებულთა სამეფოში – ჰადესში მიბრუნების ინსცენირება (თეოკრატესი,
«იდილიები» V 96-144). ადონისის მითში არეკლილია უძველესი მატრიარქალური
და ხთონური შტრიხები ნაყოფიერების დიდი ქალღმერთის თაყვანისცემისა და მასზე
დამოკიდებულ, გაცილებით სუსტ, მეტიც, კვდომადი, მაგრამ მხოლოდ დროებით
აღდგენადი მამაკაცური კორელაციისა. ადონისის მითსა და კულტში აშკარად
შესამჩნევია მდიდარი სიმბოლოკა მარადიული წრებრუნვისა და ბუნებაში
სიცოცხლისა და სიკვდილის, როგორც ბიპოლარობისა და დუალისტური
კატეგორიების ჰარმონიული ერთიანობისა. ანტიკური და ელინისტური ეპოქის
შემდეგ, ფაქტობრივად, განელდა ინტერესი ჭაბუკი ადონისის ტრაგიკული ბედის
მიმართ. ქრისტიანული თეოლოგია ზედაპირულად დაინტერესდა ადონისით – მან
იგი წამებული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარის პირველსახედ მიიჩნია.
მხოლოდ XVI-XVII საუკუნეთა ევროპული დრამატურგია მიუბრუნდა ადონისის
მითს. ამ პერიოდში იქმნება ლოპე დე ვეგას «ადონისი და ვენუსი», ი. გუნდელიჩის
«ადონისი» და ა. შ. უფრო ინტენსიურად ეს მითი ხორცს ისხამს ამ პერიოდის
პოეზიაში: შექსპირის პოემა «ვენუსი და ადონისი», ჯ. მარინის «ადონისი»,
ლაფონტენის «ადონისი» და სხვ. ანტიკურ ხანაშივე ადონისის მითი იმდროინდელი
ფერწერისა და პლასტიკის შთაგონების წყარო გახლდათ (პომპეის ფრესკები, ვაზების
ფერწერა, სარკოფაგებისა და სამარხი ურნების რელიეფები და ბარელიეფები...).
ევროპული ხელოვნება მას შუასაუკუნეთა წიგნის მინიატურაში აცოცხლებს
(მინიატურები ოვიდიუსისათვის). XVI-ს-ის დასაწყისიდან ამ მითისადმი დიდ
ინტერესს იჩენს ევროპული ფერწერა. ამ დროისათვის პოპულარულ თემებია –
«ვენუსი და ადონისი», «ადონისის დაღუპვა», «ადონისის დატირება ვენუსისაგან» და
ა. შ. ამ მითს ხშირად მიმართავდნენ აღორძინების ხანისა და მომდევნო საუკუნეთა
ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ ჯორჯონე, ტიციანი, ტინტორენტო, ანტონიო
კარაჩი, ვერონეზე, გ. რენი, რუბენსი, ნ. პუსენი... XVIII-XIX ს. ს-ში მითი პლასტიკაში
დომინანტობს: ა. კანოვის «ვენუსი და ადონისი», ბ. თორვალდსენის «ადონისი», ო.
როდენის «მომაკვდავი ადონისი» და სხვ. XVII-XVIII საუკუნეებში ეს თემა
საფუძვლად დაედო ოპერების უამრავ ლიბრეტოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ.
მაელოკის «ადონისის ჯაჭვი», კ. მონტევერდის «ადონისი», რ. კამბერის «ადონისი»,
ჯ. ლეგრენტის «ადონისი კვიპროსზე», რ. კაიზერის «შეყვარებული ადონისი» და
უამრავ სხვათა.

8. ადონისი – მდ. ფინიკიაში, მოედინებოდა ბიბლოსთან ახლოს, მის


სამხრეთით. ეს მდინარე დაკავშირებული იყო აფაკას, ან თამუზის, ბაალათ-ჰებელისა
და ადონისის საფლავთა ადგილთან, საიდანაც იღებდა ის სათავეს. როგორც
100
ლეონარდ კოტრელი აღგვიწერს («ანტიკურობის საოცრებანი» სირია-ლიბანის
საზღვართან ახლოს გადმოჰყურებს და მუანესტრის ციხე-კოშკიო, ჯვაროსან
რაინდთა სიმაგრე) (იხ. ადონისი მნიშვ. 1. თამუზი, ბაალათ-ჰებალი).
ადონისი 3 (Aდონის) – ერთი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე
ბაიასებრთა ოჯახიდან,ფოთლები მკვეთრად გაპობილი. «გაზაფხულის ადონისის»
ნათელ-წითელი ყვავილები ამოზრდილნი არიან დაღუპული ჭაბუკი ადონისის
სისხლისაგან, რომელზეც მგლოვიარე სატრფომ, სიყვარულისა და სილამაზის
ქალღმერთმა აფროდიტემ, ცრემლები აპკურა. თვით ქალღმერთის ცრემლთაგან კი
ანემონები აღმოცენდნენ (იხ ანემონები).

ადონისი 4 – მცირე პლანეტა. აღმოჩენილ იქნა1936 წ-ს ბელგიელი ასტრონომის


ე. დელპორტის მიერ. დაშორება მზისაგან პერიჰელიუმში 0,435 ასტრონომიული
ერთეული (ა.ე. იხ.), აფელიუმში – 3,50 ასტრონომიული ერთეული. შესაძლოა,
დედამიწას 2 მლნ. კმ-ით დაუახლოვდეს.

«ადონისის ბაღები» – ყვავილების კლუმბები (ყვავილნარი), ფანჯრის რაფებზე,


თაიგულებსა და ლარნაკებში... ეფემერულად მოყვავილე – წამიერად რომ
გვატკბობს თავისი სილამაზითა და მშვენიერებით.

ადონისის ნიღაბი – ზღაპრული სილამაზის სინონიმი. ადონისის ნიღაბი (ე.ი.


სილამაზე) – მშვენიერი, მაგრამ დროებითი და წარმავალია.

ადონისტური ლექსი – ბერძნულ-რომაულ მეტრიკაში დაქტილური,


სპონდეური ანდა ქორული ლექსები (,..,;). მაგ: «პაპანაქება ზაფხული».

ადონცი ნიკოლოზ გიორგის ძე (1871-1942 წ.წ.) – სომეხი ისტორიკოსი. 1889 წ-ს


დაამთავრა თბილისის გიმაზია, შემდეგ – პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1916 წ-დან
ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1920 წ-დან უცხოეთშია. 1930 წ. – ბრიუსელის
უნივერსიტეტის პროფესორი. ყველაზე მნიშვნელოვანი შრომები: სამაგისტრო –
«სომხეთი იუსტინიანეს ეპოქაში» (უუსულ ენაზე), 1908 წ. აქ, პირველად სომხურ
იტორიოგრაფიაში დასმულია საკითხი ნაჰარარული წყობის, როგორც ფეოდალიზმის
ადგილობრივი სახესხვაობის შესახებ (იხ. ნაჰარარები). ასევე შესწავლილი აქვს
სომხეთის ისტორიული გეოგრაფიის უამრავი პრობლემა. მისი სადოქტორო
დისერტაცია გახლდათ «დიონისე თრაკიელი და სომეხი განმმარტებელნი» (1915 წ.).
ავტორია სტატიებისა წყაროთმცოდნეობის საკითხებში, რომლებშიც იკვლევს სომეხ
ისტორიკოსთა – მოვსეს ხორენაცის, ფავსტოს ბუზანდის, კორიუნის თხზულებებს.
ასევე იკვლევდა სომხეთ-ბიზანტიის ურთიერთობის საკითხებსაც.

ადოპციონიზმი (ლათ. Adoptio შვილება, შვილად აყვანა) – ჰეტეროდოქსული


მოძღვრება ქრისტეს ბუნებაზე, რომლის მიხედვით ის ღმერთ კი არა, მხოლოდ
ადამიანი იყო, ოღონდ აღმატებული და მამა-ღმერთის მიერ «ნაშვილები». აქტს
ნაშვილობისას შეიცავს ის მომენტები, როცა იგი განსაკუთრებულ წყალობებს
ღებულობს თავისი ცხოვრების განსაზღვრულ მომენტებში (ნათლობისას, ანდა,
თანახმად მოგვიანო ადოპციონიზმისა, აღდგომისას). ადაპციონიზმი უარჰყოფდა
ღმერთის სამსახოვნებას – სამებას და თავისთავად წარმოადგენდა მონარქიალობის
ნაირსახეობას. ბიზანტიელი თეოდოტოს უფროსი (II ს-ის მიწურული) ცდილობდა

101
დაესაბუთებინა ადაპციონიზმი ზოგიერთი ბიბლიური ციტატის მოშველიებით. მაგ.:
«წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაადგენს
უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე» (მეორე რჯ. 18: 15); «ვინც იტყვის სიტყვას კაცის
ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სულის წმიდის
წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად»
(მათე, 12:32). თეოდოტოს უფროსის მოწაფე თეოდოტოს უმცროსი კი მიუთითებს
პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ: «და თავისთავსდ ვერავინ მიიღებს ამ პატივს,
არამედ ვინც ხმობილია ღმერთის მიერ, აარონის მსგავსად. ასე ქრისტემაც თვითონვე
კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრად ყოფნის დიდება, არამედ მისი წყალობით,
ვინცუთხრა მას: ძე ხარ შენ ჩემი, დღეს მიშობიხარ შენ» ისევე, როგორც სხვაგან
ამბობს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა» (პავლე, ებრ. 5:
4,5,6). თეოდოტოს უმცროსის ინტერპრეტაციით მელქისედეკი უფრო ღვთაებრივი
ძალის იყო. ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით, აარონი, მელქისედეკი და ქრისტე ერთ
რანგში არიან მოაზრებულნი და სამივე ღმერთის ნაშვილებად შეიძლებოდა
გამოცხადებულიყო. ანტიოქიის ეპისკოპოსი პავლე სამოსატიელი, რომელიც
გასამართლდა ანტიოქიის 268 წლის საეკლესიო კრებით, მრავალ მოწმეთა თანახმად,
იზიარებდა ადაპციონიზმს. ფართო გაგებით ტერმინი «ადაპციონიზმი»
ღვთისმეტყველთა ზოგიერთ კონცეფციებშიცაა ნახმარი, კერძოდ, იმათან, ვინც
აღმსარებლობს მამისა და ძის (რწმენის ნიკეურ-კონსტანტინოპოლური სიმბოლო)
ნიკეურ მოძღვრებას, მაგრამ გადაჭარბებულად უსვამენ ხაზს სხვაობას – ქრისტეს
ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას შორის, ღმრთის მარადიულ ძეს – ლოგოსსა
(სამების მეორე სახე) და კაცს – ქრისტეს, მარიამის ძეს შორის, რომელიც იშვილა
ღმერთმა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ძემ ღმრთისამ მიიღო სხეული ძისა მარიამისა.
ადოპციონისტური ტერმინები ნახმარი აქვთ გვიანდელ ანტიოქიელ
ღვთისმეტყველთაც (ანტიოქიის ღვთისმეტყველური სკოლა) – თეოდორე
მოფსუესტიელს და ნესტორს აპოლინარიზმთან (იხ.) ბრძოლაში. ადოპციონიზმის
აღორძინება მოხდა VIII ს-ის ესპანეთში (ეპისკოპოსების – ელიფანდ ტოლედოელისა
და ფელიქს ურჰელის ქადაგებები). «ნაშვილობის» ტერმინის ხმარება ქრისტეს
მიმართ გარჩეულია პაპ ადრიანე I-ის წერილებში ესპანელი ეპისკოპოსებისადმი (DH
595) და ნიკეის II საეკლესიო კრების აქტებში (DH 610-611). ფრანკფურტის საეკლესიო
კრების გადაწყვეტილებით (DH 612-615), რომელიც მოიწვია კარლოს დიდმა,
ადოპციონიზმის ძირეული შეცდომა მდგომარეობდა ცნებების – «პიროვნება» და
«ბუნება» – არასაკმაო განსხვავებულობის დაშვებაში: სიტყვა «ძე» მიეკუთვნა არა
ბუნებას (ღვთაებრივს თუ ადამიანურს), არამედ მხოლოდ ქრისტეს პიროვნულობას.
ადოპციონიზმის განხილვა დადასტურებულია პაპ პიუს III-ის დროს მოწვეულ
ფრიულის (796; DH 619), რომის (798) და აახენის (800)საეკლესიო კრებებზე.

ადორანტები – «მლოცველთა ფიგურები», გვხვდება ჩვ. ე-მდე III


ათასწლეულის I ნახევრიდან შუამდინარულ კულტურაში. წარმოადგენს ღმერთების,
მლოცველი ქურუმებისა და ხელისუფალთა თავგადაპარსულ, თვალებგაყინულ,
გულხელდაკრეფილ გამოსახულებებს. აღმოჩენილია ადორანტების ბაზალტის,
კირქვის, ალებასტრისა და მარმარილოს მცირე ზომის ქანდაკებები (ღმერთთა
ფიგურები 0,72 მ. ადამიანთა ფიგურები – 0,37-დან 0,52 მ-მდე). ათავსებდნენ ტაძარ-
სამლოცველოთა ნიშებში. ჰქონდათ ან წინ გამოწეული ფეხი, ან ისხდნენ
ფეხმორთხმით. განარჩევდნენ მლოცველთა ორი ტიპის გამოსახულებებს:

102
ჩრდილომესოპოტამიურ აღნაგ, წაგრძეებულ თავ-სახიან ქანდაკებებს და
სამხრეთშუამდინარულ ჯმუხ, ჩაფსკვნილ, დაბალ, სფეროსებრთავიან ფიგურებს .
ორივე ტიპს ახასიათებდა სახეთა მკვეთრად ხაზგასმული ცალკეული შტრიხები
(თვალები, ყურები – სიბრძნის სავანე), როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ხერხი იყო იმ
ზებუნებრივი თვისებების წინწამოწევისა, რომელიც ახასიათებდა ამა თუ იმ პირს,
რომლის ქანდაკებაც კეთდებოდა. ამგვარ სახე-სიმბოლოთა შექმნისაკენ სწრაფვით,
შუმერმა მოქანდაკეებმა შეძლეს გადმოეცათ თავიანთი ეთნომახასიათებლები –
თხელი ბაგეები, პატარა წვერი, დიდი ცხვირი. ღმერთთა ქანდაკებები
გამოირჩეოდნენ დიდი ზომითა და რაიმე ატრიბუტით (ჭურჭლით ხელში),
უზარმაზარი თვალებით, მუქი წითელი გუგებით, ინკრუსტირებული შავი და
თეთრი ქვებით. მლოცველთა ურიცხვ ფიგურათაგან გამოირჩევა კურლილის – ქ.
ურუქის ბეღელთგამგის ფიგურა (სამხრ. შუამდინარეთი), ღმერთ აბ-უ-ს და ქ. მარის
მმართველთა – ებიჰ-ილიას და ლამგის ფიგურები (ჩრდ. ჩუამდინარეთი).
მლოცველი ღმერთისგან ითხოვდა, გარდმოევლინა მასზე წყალობა, ყოველი სიკეთე.

ადორანტი (ლათ. Adorant) – ქრისტეს ან ღვთისმშობლის ფერხთან


თაყვანისცემა. ხშირია ნახატებში, სარკოფაგულ ძეგლებში, ეპიტაფიებზე (შდრ.
ორანტა).

ადორატკები (ლათ. Adoratio-დან თაყვანისცემა) – ზოგადი სახელწოდება


დედათა მონაზვნური კონგრეგაციისა, რომელთა ეკლესიურობა ეფუძვნება
თაყვანისცემას წმიდა შეწირულობებისადმი. აღორძინების ბევრი კონგრეგაცია
დაკავებულია ახალგაზრდების აღზრდით და ავადმყოფთა მოვლით; სხვები
ცხოვრების მჭვრეტელურ სტილს მისდევენ. ადორატკთა პირველი კონგრეგაცია –
წმიდა საბოძვართა მარად მოთაყვანე დები (ღელიგიეუსეს ადორატრიცეს
Pერპეტულელეს დუ შაინტ-შაკრემენტ) დაფუძვნდა 1659 წ-ს საფრანგეთში და მიიღო
წმ. ავგუსტინეს წესდება. ადორატკების კონგრეგაციათა უმრავლესობა დაარსებულ
იქნა XIX ს-ში (20-ზე მეტი). ამჟამად ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან: ქრისტეს
სახლის ადორატკები (შოურე ადორატრიცი დელ სანგუე დი ჩრისტო, Aშჩ), 1998 –
1996 და 337 სავანე; წმიდა საბოძვართა თაყვანისცემის დები (შოურე დელლ
Aდორაზიონე დელ შ. შაცრამენტო, შABშ), 1998 წ-ს – 4165 და 408 სავანე;
ადორატკები – მსახურნი წმიდა საბოძვართა და მოწყალე სიყვარუისა
(Aდორატრიცი Aნცელლე დელ შ. შაცრამენტო ე დელლა ჩარიტა, AAშჩ) 1998 – 1577
და 176 სავანე.

ადორატსკი, ვლადიმერ ვიქტორის ძე (1878-1945 წ.წ.) – საბჭოთა ფილოსოფოსი,


აკადემიკოს (1932 წ.). დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
(1903 წ.). 1900 წ-დან რევოლუციურ მოძრაობებშია. 1904 წ-დან რსდმპ-ის წევრია,
ბოლშევიკი. 1904-05 წ. წ-ში ყაზანის რსდმპ-ის კომიტეტის წევრი. 1905 წ-ს
დააპატიმრეს, 1906 წ-დან ემიგრაციაშია. საზღვარგარეთ ყოფნისას მრავალგზის
შეხვედრია ლენინს და მისგან სხვადასხვა პარტიული დავალება მიუღია. 1908-12 წ. წ-
ში მუშაობდა წიგნზე – «სახელმწიფოს შესახებ (საკითხები კვლევის მეთოდების
შესახებ)», 1923 წ.). ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ (1917 წ.) მუშაობდა
განათლების სახალხო კომისარიატსა და ცენტრალურ არქივში. კითხულობდა
ლექციებს წითელი პროფესურის ინსტიტუტსა და სვერდლოვის სახელობის

103
კომუნისტურ უნივერსიტეტში. იყო ლენინის ინსტიტუტის დირექციის წევრი (1928-
31 წ.წ.). მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის დირექტორი (1931-39 წ.წ.) და მთავარი
რედაქტორი (1938-41, 1944-45 წ.წ.). მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა სახელმწიფოსა და
სამართლის თეორიის საკითხებში, მუშაობდა მარქსიზმის ისტორიაში, მარქსისა და
ლენინის სამეცნიერო ბიოგრაფიებზე. იყო მარქსის, ენგელსისა და ლენინის
თხზულებათა მრავალი ტომის რედაქტორი. მისი რედაქციით გამოიცა მარქსისა და
ენგელსის «გერმანული იდეოლოგია», მარქსის «კაპიტალი», ენგელსის «ანტი-
დიურინგი» და «ბუნების დიალექტიკა», ლენინის «მატერიალიზმი და
ემპირიოკრიტიციზმი» და «ფილოსოფიური რვეულები». 30-იანი წლების დასაწყისში
მონაწილეობდა მენშევიკური იდელიზმისა და მექანიციზმის წინააღმდეგ მიმართულ
მოძრაობებში.
ადორაცია (ლათ. Adoratio) – გაღმერთება, თაყვანება. ახალ არჩეული პაპის
თაყვანისცემის ცერემონიალი.
ადორნისტი – ორნამენტებისა და მოსართავების მხატვარი.

ადორნო, თეოდორ (ვიზენგრუნდ-ადორნო Wiesengrund-Adorno ვიზენგრუნდი


მამის გვარია) – (1903-1969 წ. წ.) გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი,
მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი. ფრანკფურტის სკოლის (იხ.) ერთ-ერთი წამყვანი
წარმომადგენელი. 1931-1933 წ.წ-ში – ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოცენტი.
1933-დან ემიგრაციით წავიდ ინგლისში, 1938 წ-ს – აშშ-ში. 1949 წ-ს მაინის
ფრანკფურტის უნივერსიტეტშია. 1950 წ-დან მაავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1953
წ-დან ხელმძღვანელობს სოციალურ კვლევათა ინსტიტუტს. მოდერნიზმის
ესთეტიკაში შეტანილი აქვს უდიდესი წვლილი. შემოქმედებითი მოღვაწეობა
ჭაბუკობაშივე დაიწყო. 17 წლისამ გამოაქვეყნა პირველი კრიტიკული სტატია –
«ექსპრესიონიზმი და მხატვრული სინამდვილე» (1920 წ.), რომელშიც საუბარია
ექსპრესიონისტულ დრამაზე. ამ სტატიას კვალდაკვალ მოჰყვა პოლემიკური და
კრიტიკული წერილების სერიალი მუსიკის შესახებ. ამ სერიალში ადორნოს
ანალიზის მეთოდით მუსიკალური შინაარსის გადმოცემის ფენომენი
დახასიათებულია არა მხატვრული გამომსახველობის აქცენტირების, არამედ
მუსიკის კოგნიტიური პოტენციალის კუთხით, რაც მოწმობს მუსიკის მასალის
რაციონალურ გააზრებაზე. XX ს-ის ოციანი წლების დასაწყისში ჩაერთო სოციალური
კვლევების ფრანკფურტის ინსტიტუტის ინტელექტურ ორბიტაში, რომლის
ირგვლივაც ჩამოყალიბდა ე. წ. ფრანკფურტის სკოლა (იხ.). ადორნოს ადრეული
ფილოსოფიური ნაშრომები მიეძღვნა ჰუსერლის (1924 წ.) და კიერკეგორის (1930 წ.)
ფილოსოფიური სისტემების კრიტიკას, რაც გამოწვეული იყო ხსენებულ
ფილოსოფოსთა მიერ სოციალლური რეალობის უგულვებელყოფითა და სუბიექტის
პრიორიტეტულობის ფაქტორებით. ამ პერიოდში გარკვეული სიმპათიები უჩნდება
მარქსიზმისადმი, ოღონდ ლუკაჩესა და კორშეს მიერ გადამუშავებულ
არაორთოდოქსალურ მარქსიზმისადმი, რომლის ზოგიერთ დებულებას ადორნო
სიცოცხლის ბოლომდე გაიზიარებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ადორნოს
ფილოსოფიისათვის სასაქონლო ფეტიშიზმის მარქსისტული კონცეფცია აღმოჩნდა,
რომლის ინტეგრირება მოხდა ლუკაჩის იდეებთან «განსაგნობრივების» შესახებ. 1934
წ-ს ფაშისტურ გერმანიას ტოვებს, ემიგრაციით ბროტანეთში მიდის; 1938 წ-დან
ცხოვრობს ამერიკაში. ემიგრაციაში ყოფნისას უფრო მჭიდრო კავშირი გააბა
სოციალური კვლევის ფრანკფურტის ინსტიტუტთან, რაც ინტენსიურ ინტელექტურ
საქმიანობაში გამოიხატა. ამ თანამშრომლობის შედეგია მის შრომათაგან ერთ-ერთი
104
უმნიშვნელოვანესი ნაშრომი – «განათლების დიალექტიკა» (1947 წ.), ჰორკჰაიმერთან
თანაავტორობით. ამ ნაშრომში ავტორები დაუპირისპირდნენ ისტორიული
პროგრესის რწმენას,რომელიც ემყარება მარქსისტული ტრადიციის ურყევ
პოტენციალს. საზოგადოებრივი ისტორია დასახელებულ ნაშრომში,
ინტერპრეტირებულია როგორც განათლების უნივერსალური ისტორია. ნაჩვენებია,
რომ არსებობისათვის ბრძოლაში ადამიანი, საკუთარი მიზნებით სამყაროს
სამართავად, იძულებული ხდება მუდმივად სრულყოს თავისი თავი. ასეთი მუდმივი
ორიენტაცია ბატონობაზე, ცვლის ადამიანური აზროვნების არსს, აცლის მას
საფუძველს საკუთარი თვითრეფექსიის განსახორციელებლად, დაჰყავს გონება
ყოველ სიტუაციაში უცვლელ ინსტრუმენტის დანიშნულებამმდე. განათლების
პროცესი ასე შეტრიალდება სამყაროს თანამიმდევრული რაციონალიზმიდან
სუბიექტურ --ნსტრუმენტულ აზრისკენ. ადამიანის გონებრივი ევოლუციის პროცესი,
სხვა არაფერია, თუ არა გონებრივი დაღმასვლა, გზა უკან – ფორმალური
ავტომატიზმის ბრმა პროცედურამდე. ადორნოს სოციალური ფილოსოფიის
თვალთახედვით, დასავლეთევროპული კულტურის ისტორია, ჰომეროსის ეპოქიდან
დღემდე, არის «წარუმატებელი ცივილიზაციის» ისტორია – ადამიანის
«ინდივიდუალიზაციის» ისტორია, რამაც მოიტანა პიროვნების ტოტალური
გაუცხოება. კაცობრიული მსოფლგაგების ცარიელი ავტომატიზმის კიდეებისაკენ
დაყოვნებული დრეიფი სახიფათოა, ეს შობს სტერეოტიპებს, რომლებიც მხოლოდ იმ
კანონებით მოქმედებენ, რომლებიც დააკანონა ძალისმიერმა ჩვეულებებმა. 1950 წ-ს ამ
კონცეფციებზე დაყრდნობით ადორნო და ჰორკჰაიმერი ერთობლივად ქმნიან
ნაშრომს – «ავტორიტატული პიროვნება». XX ს-ის 40-ან წლებში ჩატარებულ
სოციოლოგიურ გამოკვლევათა საფუძველზე ადორნომ გამოავლინა
ანტიდემოკრატიული სტრუქტურისათვის ფრიად სიმპტომატური შეხამება ისეთ
პიროვნულ თვისებებთან, როგორიცაა კონვენციალობა, მორჩილება
ხელისუფლებისადმი, დესტრუქციულობა და ცინიზმი. «ავტორიტარულ»
პიროვნებაში ადორნო პოზიტივისტური ცივილიზაციის სენის გამოვლენას
იხილავდა, როგორც მისი ტოტალიტარული ტენდენციების ქმედებათა შედეგს,
ამასთან, ფრანკფურტელი თეორეტიკოსები არ ამტკიცებდნენ, რომ განათლება
მთლიანად რეპრესიული იყოს ან ინსტრუმენტული გონება მთლიანად უარსაყოფი.
პროგრესული ისტორიზმის კრიტიკით ადორნო-ჰორკჰაიმერი იმედოვნებდნენ
ინელექტურ სფეროში სამართლიანი საზოგადოების კონცეფციათა ძიებისათვის
ნიადაგის შემზადებას. გერმანული ნეოჰეგელიანობისა და კულტურის
ავანგარდისტული კრიტიკის ზღვარზე ჩამოყალიბებული ადორნოს კონცეფციები
აპოგეას XX ს-ის 50-ან-60-ან წლებში აღწევს. ეს იყო ფრიად ნაყოფიერი პერიოდი. ამ
დროს იზმნება ადოენოს უმნიშვნელოვანესი შრომები: «ახალი მუსიკის ფილოსოფია»
(1949 წ.), «ეპისტემოლოგიის მეტაკრიტიკისათვის შტუდიები ჰუსეთლსა და
ფენომენოლოგიურ ანტინომებზე» (1956 წ.), «ნეგატიური დიალექტიკა» (1966 წ.),
«ესთეტიკური თეორია» (1970 წ.). ამ შრომებში განვითარებულია ჰორკჰაიმერთან
ერთად ადრე დამუშავებული რაციონალურობის თეორია. ადორნოს
დაუკმაყოფილებლობა ფორმალურ-ლოგიკური აზროვნებით, გამოწვეული იყო მისი
ღრმა დაჯერებულობით იმაში, რომ საგანთა და მათს გაგებას შორის ადგილი ჰქონდა
კონფრონტაციას, რომლის პირობებში იჩაგრებოდა «არაიგივეობრივი», ე. ი. «ის, რაც
არ თმობდა თავს შესაცნობად, თვითყოფაში ჩქმალავს ამ შეცნობას». გამოდის რა
სისტემატიზაციის, დეტერმინირებულობის, კატეგორალური აპარატის, როგორც

105
ფორმალურ-ლოგიკური აზროვნების ინსტრუმენტის წინააღმდეგ, ადორნო თავისი
«ნეგატიური დიალექტიკის» ძირითად პრინციპად ხდის «იგივეობის» უარყოფის
პრინციპს... ადორნოს აღარ აკმაყოფილებს ჰეგელიანური პოზიტივური უარყოფა,
რამდენადაც ეს უარყოფა მას საგანთა არსებული წესრიგის სანქცირებად მიაჩნია.
უარყოფის ამგვარ გააზრებაში დევს სწორედ ის გადამწყვეტი მომენტი, რომელიც
ადორნოს ნეგატიურ დიალექტიკას ჰეგელის დიალექტიკისაგან აშორებს. ამგვარად,
ადორნოსა და, საერთოდ, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელთა ნეგატივისტურ-
პესიმისტური ისტორიის ფილოსოფია ესაა საყოველთაო უარყოფის მეთოდოლოგია,
ხოლო დიალექტიკა გაგებულია, როგორც ყოველგვარი «მოცეცმულობის» მხოლოდ
დაშლისა და დესტრუქციის ხერხი. იგი აკრიტიკებს ფენომენოლოგიას,
ეგზისტენციალიზმს, ნეოპოზიტივიზმს. «ახალი მუსიკის» ფილოსოფიურ-
ესთეტიკური კონცეფციის გაგებაში, ეყრდნობა ავსტრიელ კომპოზიტორებს – ა.
შინბერგს, ა. ბერგს და ა. კებერნს. მათ შემოქმედებაში ადორნო თანამედროვე
საზოგადოებაში ადამიანის მარტოობისა და სასოწარკვეთის ადექვატურ გამოხატვას
ჭვრეტს. ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა, რომელთაცსტილის აფორისტული
ლაკონურობა ახლავთ. ადორნოს შრომებმა გავლენა იქონიეს XX ს-ს. დასავლეთის
ფილოსოფიაზე, სოციოლოგიაზე, ესთეტიკაზე, მუსიკათმცოდნეობაზე, ასევე XX ს-ის
60-ნი წლების მემარცხენე-რადიკლური სტუდენტური მოძრაობის იდეოლოგიაზე.
(იხ, იხ. «ნეგატიური დიალექტიკა» (ადორნო), «განათლების დიალექტიკა»
(ჰორკჰაიმერი, ადორნო)).

ადრამელექი (ადარ-მალიქი) – 1. ბაბილონური ღვთაება, რომლის თაყვანება


შეტანილ იქნა სამარიაშიც. ზოგი ვერსიით ადრამელექის კულტი აღესრულებოდა
ყრმათა შეწირვით. ამ ვერსიას თუ დავეყრდნობით, იგი მოლოქის (იხ. მოლოქი)
მონათესავე კულტს. უნდა აღინიშნოს, ადრამელექისადმი რომ ყრმათა მსხვერპლად
შეწირვა დღესდღეობით ჩვენამდე მოღწეული ლურსმნული დამწერლობის
ძეგლებით, ჯერჯერობით დაუდასტურებელია, თუმცა ბიბლიის ცნობით «...
სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებსადღამელექისა და
ყანამელექისათვის, სეფარემელი ღმერთებისათვის» (მეოთხე მეფეთა, 17 :31).
სეფარვიმელები ამ სისხლიან ორგიებს სირიაში გადასახლების შემდეგაც
მართავდნენ და ადრამელექის კულტი იქაც შეიტანეს. თუ ასურული ძეგლების
მიხედვით ვიმსჯელებთ, სადაც ხშირად არის ნახსენები ღმერთები – ადარი და ანუ,
ეკვივალენტურნი არიან ადრამელექისა და ყანამელექისა. ადარი შეესაბამებოდა
სატურნს და გამოსახავდნენ როგორც ფრთოსან ხარს ადამიანის თავით, ანუს კი –
ერთ-ერთს ბაბილონური პანთეონის უზენაეს ღმერთთა შორის, – გამოსახავდნენ
ადამიანის სახით, დაფარულს თევზის ქერცლით და ატარებდა სახელს «კეთილი
ღმერთისა», «თევზთა ღმერთისა», «ღამის ბატონისა». ადრამელექ, ანუ ადარმალიქ
ნიშნავს «ადარი არის მეფე»-ს, ხოლო ყანამელექ (ანამელექ) – «ანუ არის მეფე», ეს
სახელები, რომლებიც მოცემულია ასურულ ძეგლებში, დასტურდება ბიბლიითაც.

ადრამელექი – ერთ-ერთი დაცემული ანგელოზი ფრიდრიჰ გოტლიბ


კლოპშტოკის (1724-1803 წ.წ.) «მესიადას» (1751-1803 წ.წ.) მიხედვით.

ადრამელექი – ვაჟი ასურეთის მეფის სინაქერიბისა, რომელმაც ძმასთან,


შარაეცერთან ერთად მოკლა მამა (681 წ. ჩვ. წ-მდე) და არარატის ქვეყანას შეაფარეს
თავი : «ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავის ღმერთის, ნასროქის სახლში,
106
მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარაეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის
ქვეყანას შეაფარეს თავი (ამჟამინდელი თურქეთ-სომხეთის ტერიტორია). მის
ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა» (მეოთხე მეფეთა, 19 :37 ; ესაია. 37 :38).

ადრამატული ხომალდი – ხომალდი, რომლითაც პავლე მოციქული


გადაიყვანეს რომში : «ხოლო გადაწყდა ხომალდით ჩვენი გაგზავნა იტალიაში, პავლე
და ზოგიერთი სხვა პატიმარი ჩააბარეს ავგუსტუსის რაზმის ასისთავს, სახელად
იულიუსს. ავედით ადრამატულ ხომალდზე და გავემგზავრეთ, იმ განზრახვით, რომ
ასიის სანაპიროს გასწვრივ გვეცურა...» (მოციქულთა საქმე, 27 :1, 2). გემის
სახელწოდება უკავშირდებოდა მისი მფლობელი ქლაქის ადრამატის სახელს. ეს
ქლაქი ერთ-ერთი უძველესი საპორტო-სავაჭრო ცენტრი გახლდათ მცირე აზიაში ზედ
იდას მთის ძირთან (ეს ის მთაა, საიდანაც ღმერთთა მეუფება ზევსი თვალს
ადევნებდა ტროას ველზე გამართულ უსასტიკეს ბრძოლებს ბერძენთა და ტროელთა.
იხ. ჰომ. «ილიადა»).

ადრან – იტალიური მითოლოგიით : სიკულების ხთონური ღვთაება. კულტი


გავრცელებული იყო სიცილიაში.

ადრანოპოლისი – თურქეთის ქ. ედირნეს ბერძნული სახელწოდება. 1360-1453


წ.წ-ში წარმოადგებდა სულთანთა რეზიდენციას.
1. ადრასთოსი (Adrastos) – 1. ბერძნული მითოლოგიით: არგოსის მეფე
(აპოლოდ. III 6, 1). არგოსიდან განდევნა მისმა სახლიკაცმა ამფიარაისმა. ბაბუა
პოლიბოსისგან (დედის ხაზით) მიიღო სიკიონის სამეფო ხელისუფლება.
ამფიარაისთან შერიგების შემდეგ დასტოვა სიკიონი და დაბრუნდა არგოსში. თავისი
ქალიშვილები – არგია და დეიფილა მიათხოვა მასთან თავშეფარებულ დევნილებს
– პოლინიკესა და ტიდეასს. უნდოდა რა დახმარებოდა თავის სიძეს, პოლინიკეს
მამის ტახტის დაბრუნებაში,. მან მოაწყო და უმეთაურა შვიდთა ლაშქრობას თებეს
წინააღმდეგ (იხ. «შვიდნი თებეს წინააღმდეგ»). შვიდი ბელადის ჯარები და მათი
ბელადები განადგურდნენ. გადარჩა მხოლოდ ადრასთოსი, ისიც ქარივით უსწრაფესი
ცხენის – არეიონის წყალობით. ეს ცხენი ღვთაებრივი იყო (იხ. არეიონი) – ნაშობი
პოსეიდონისა და დემეტრესგან (ჰიგინური «თქმულებანი», 69; აპოლოდ. III 6, 1-2, 8).
თებელებს არ უნდათ თებესთან დაღუპული ბელადების ცხედრების დაბრუნება.
ადრასთოსი ათენში ჩავიდა და თესევსს შEჰკადრაა დახმარებოდა გვამების
დაბრუნებაში, რომლებსაც შემდგომ კრემაცია გაუკეთდა (აპოლოდ. III 7, 1). ათი
წლის შემდეგ ადრასთოსი მონაწილეობს ეპიგონთა მიერ მოწყობილ თებეს
ლაშქრობაში (პავსანიასი, IX 9, 2; სხვა ვარიანტით ალკმეონისა და სხვა ბელადთა
ვაჟების ლაშქრობა თებეში, აპოლოდ. III 7, 2), რომელშიც მან დაკარგა შვილი –
ეგიალეოსი (ჰიგინუსი, «თქმულებანი» 71). ერთ-ერთი გადმოცემით ადრასთოსი
თვით ვაჟიშვილ ჰიპონოესთან ერთად ცეცხლში შევარდა (ჰიგინუსი, «თქმულებანი»
242);

2. ადრასთოსი – არქაული გმირი, დაკავშირებული სტიქიურ და ექსტატიკურ


ძალებთანაც კი, რაზედაც მიანიშნებს მთელი რიგი ნიშნებისა: სახელი «ადრასთოსი»
– «ის, ვისგანაც ვერ გაიქცევი» (შდრ. შურისძიების ქალღმერთ ნემესისის ეპითეტი «
ადრასტოსი» – «გარდაუვალი»); იგი მფლობელია ღვთაებრივი გრიგალისებური
ცხენისა; თავად იღუპება ცეცხლის სტიქიით; ნათესაურ კავშირშია ფრიად მძვინვარე,

107
შმაგ და ბორგნეულ გმირებთან (ტიდეასთან, დიომედესთან, პირიფოსსთან):
ღვარძლიანი, ვერაგი,ბოროტი და ცბიერია (დაღუპვის მიზნით თავისი და ერიფილა
ცოლად გააყოლა ამფიარიასს (აპოლოდ., I 9, 13). ადრასთოსის კულტი
გავრცელებული იყო სიკიონში, სადაც «ტრაგიკულ ქოროებში (წარმოდგენებში)
ხორბას ასხამენ მოს ვნებებს» და ეთაყვანებოდნენ «დიონისეს ნაცვლად» (ჰეროდოტე,
«ისტორიანი» V 67). ჰეროდოტე მიუთითებდა ადრასთოსის ღრმა კავშირს
დიონისესთან. ჩვ. წ-მდე VI ს-თვის – ტირან კლისთენეს დროიდან
ადრასთოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები და ნსხვერპლშეწირვის რიტუალების
გამართვა გაუქმდა.

ადრასტე (ლათ. Adrastus) – ადრესტოსი (იონ. ადრესტეს) - კაცი, რომელიც არ


გარბის, არ გაურბის ვისმეს) – არგოსის მითიური მეფე. მოხსენებული ჰყავს
ჰეროდოტეს.

ადრასტეა (ბერძ. Adrasteia – «უცილობელი», «გარდაუვალი», «აუცილებელი»,


ის, რასაც ვერ დაეღწევი, ვერ გაექცევი) – ბერძნული მითოლოგიით ფრიგიული
წარმოშობის ღვთაება. თავდაპირველად იგივდებოდა რეა-კიბელასთან (იხ.), იდელ
დედასთან ან ნიმფა იდასთან, ზევის აღმზრდელთან, შემდგომში – განსაკუთრებით
ორფიკოსებთან, პლატონთან და გვიანდელ ეპიკოსებთან – ნემისისთან (იხ.).
ესქილეს მიხედვით, «ბრძენკაცნი თაყვანს მიაგებენ ადრასთეას» («პრომეთეოსი» 936),
რომელიც ჰესიქიოს ალექსანდრიელის (ჩვ. წ. V ს.) ლექსიკონით განმარტებულია,
როგორც შურისძიების ქალღმერთი, ე. ი. ადრასთეა იგივე ნემესისი გახლდათ.
ორფითული ტრადიცია ადრასთეაში «ზევსის, ქრონოსის, ღვთაებრივ, ზეკოსმიურ და
შიდაკოსმიურ ღვთაებების კანონებს» ჭვრეტდა (Oრპჰიცორუმ ფრაგმენტა 105ა) და
მიუთითებდა ადრასთეას კავშირს პლატონისეულ კანონებთან სულთა ბედის შესახებ
(ფრაგ. 152). პლატონი აღიარებდა «დადგენილებას» თუ «კანონს» ადრასთეასი,
ესმოდა იგი, როგორც ნემესისის ეპითეტი და ამსგავსებდა მას დიკეს («ფედრა» 280ც
– 249დ). ადრასთეა ადგენს სულთა წრებრუნვას და ამდენად, პლატონთან იგი არა
მხოლოდ დიკესთან, ანანქესთანაც კია დაყენებული.

ადრასტეა (იონ. Adresteia «აუშორებელი», «უცილობელი», «გარდაუვალი,


«»მისგან ხსნა არ არის».) – სასჯელისა და შურისძიების ქალღმერთი, მაგრამ
სამართლიანი. ნემესიდას ასული, თვით ქალღმერთ ნემესიდას ეპითეტიც.
1. ადრეკილაი – რიტუალური აქსესუარი უძველეს ქართულ წარმართულ
რელიგიაში. ეს იყო ხისგან გამოთლილი ფალოსის (იხ. ფალოსის კულტი)
გამოსახულება, რომელსაც კვირიას დღესასწაულში მონაწილე პირებს (უმეტესად
მამაკაცებს) წელზე ჰკიდებდნენ. მისი პარალელებია ქართლური «კანჭი», ჯავახური
«თულო», კახური «კონკილა», ზემოსვანური «საქმისა».
2. ადრეკილაი – კვირიასადმი (ქართული მითოლოგიის ნაყოფიერების
ღვთაება) მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულების ციკლში შემავალი
რიტუალი. გავრცელებული იყო ქვემო სვანეთში (საქართველო). მამაკაცთა ორი
გუნდი ფერხულს ჩააბამდა და ერთი გუნდი მეორეს ემუქრებოდა: «ადრეკილა
მოგვივიდა და წაგვივიდა, გირტყამთ ჯოხს...» და ა.შ. მეორე გუნდი პირველის
სიტყვებს იმეორებდა. სიმღერის დასასრულს გუნდები «ბრძოლას» იწყებდნენ –
მეფერხულენი ერთმანეთს სტაცებდნენ ხმალს, ქამარს, ქუდს, შესაძლოა მონაწილეც

108
წაერთმიათ. ეს რიტუალი განეკუთვნება ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ
წარმოდგენებს. რიტუალებში ხშირად პირველყოფილი უბრალოებით იყო
აქცენტირებული სექსუალური მომენტი. მსგავსი წარმოდგენები ახასიათებს
სამიწათმოქმედო კულტურის ძველ ხალხებს. ფართოდ იყო გავრცელებული მთელს
საქართველოში (იხ. ბერიკაობა, ყეენობა).
ადრენალექტომია (ლათ. ადრენალეცტომია) – თირკმლისზედა ჯირკვლის
ამოკვეთა.
ადრენალინემია (ლათ. ადრენალნემია) – სისხლში ადრენალინის სიჭარბე
(მომატება)

ადრენალინი (ლათ. Ad თან + renalis თირკმლისა; Epinephrinum) –


თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ფენის (ნივთიერების) ჰორმონი. ცხოველისა
და ადამიანის ორგანიზმებში ასრულებს მნიშვნელოვან ცხოველქმედებით როლს.
პიროკატექინის წარმოებული – L-მეთილამინოეტანოლპიროკატექინი: HO – OH –
COH – CH2 – NH – CH3. მოლეკულური მასა 183,2. ოპტიკურად აქტიური, თეთრი
კრისტალები. იხსნება ცხელ წყალში, მჟავებში, ტუტეებშია, არამდგრადია. იოლად
წარმოქმნის სხვადასხვა გარდაქმნის პროდუქტს. 1901 წ-ს პირველად იქნა
გამოყოფილი მსხვილფეხა საქონლის თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი
ნივთიერებისაგან, ხოლო სინთეზური ადრენალინი 1905 წ-ს მიიღეს. ადრენალინი
წარმოიქმნება ფენილალანინისა და თიროზისაგან თირკმლიზედა ჯირკვლის
ქრომაფინულ (მსუბუქად შეფერილ) ბურთულაკებში (გრანულებში), საიდანაც
გადადის სისხლში. ორგანიზმში ადრენალინის წინამორბედია ნორადრენალინი –
გადამცემი (მედიატორი) ნერვული იმპულსებისა სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში.
სისხლში მოხვედრისას ადრენალინი ამაღლებს ჟანგბადის მოხმარებას (ათვისებას)
ქსოვილებისა და ორგანოთა მიერ. მონაწილეობს გლიკოგენის მობილიზებაში,
რომლის დაყოფა სისხლში ზრდის შაქრის დონეს (ჰიპერგლიკემია); ახდენს
ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას (ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების,
მინერალურის); ამაღლებს არტერიულ წნევას (უმთავრესად წვრილ პერიფერიულ
სისხლძარღვთა შევიწროების შედეგად), ახშობს და აძლიერებს გულისცემას, აჩქარებს
სუნთქვის რიტმს, ანელებს ნაწლავთა პერისტალტიკას, ადუნებს ბრონქის კუნთებს,
აფართოვებს გუგებს და ა.შ. ადრენალინის რაოდენობა სისხლში მკვეთრად
მატულობს (იხ. ადაპტაციური სინდრომი) ფიზიკური დაძაბულობის, ძლიერი
ემოციების, სისხლში შაქრის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია), ხუთვის, გაცივებისა და
სხვა დროს. რიგ დაავადებებისას, მაგ., შინაგანი ორგანოების, ნერვული სისტემის,
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების და სხვა. ორგანიზმში ადრენალინის შემცველობა
იზრდება ან მცირდება, რამაც შესაძლოა სნეულებათა გართულებანი გამოიწვიოს.
სამკურნალო მიზნით ადრენალინი მიიღება ცხოველთა თირკმელზედა
ჯირკვლისაგან, ასევე სინთეტიკურად. სისხლის წნევის დაცემის, ბრონქული ასთმისა
და სხვა ალერგიული დაავადებებისას (იხ. ალერგია), ადგილობრივი გაუტკივრების
(იხ. ანესთეზია), ოპერაციების დროს სისხლის შეასჩერებლად კანქვეშ შეჰყავთ
ადრენალინის ქლორწყალბადმჟავა მარილის ხსნარი. აქვს უკუჩვენებები
ჰიპერტონიკულ დაავადებათა, ათეროსკლეროზის, გულის მძიმე დაავადებების,
შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზისა და ორსულობის დროს.

ადრენალინურია (ლათ. ადრენალინურია) – ადრენალინის არსებობა შარდში.

109
ადრენალური სისტემა – ქრომაფინური სისტემა, ნერვოგენური წარმოშობის
(ქრომაფინურ) უჯრედთა ერთობლიობა, რომელიც ახდენს ადრენალინისა და
ნორადრენალინის პროდუცირებას. გვხვდება ადამიანსა და ცხოველში დიდი თუ
მცირე გროვების სახით ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპათიკური
განყოფილების სხვადასხვა წარმონაქმნში. ყველაზე მსხვილი და მდგრადი
ქრომაფინური უჯრედები თირკმლიზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნაწილია.
რამდენადაც ადრენალინი და ნორადრენალინი წარმოადგენენ ჰორმონებს,
ადრენალური სისტემა შედის ენდოკრინულ სისტემაში (იხ. შინაგანი სეკრეცია).

ადრენერგიული (ლათ. ად თან + რენალის თირკმელი) – ადრენალინით


აგზნებული, მგრძნობიარე მისი მოქმედებისადმი.

ადრენერგიული ნერვული ქსოვილები – (ადრენ(ალინ) + ბერძ. ერგონ


ზემოქმედება) – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ქსოვილები, რომელთაც აგზნება
ნერვული კვანძიდან (განგლია) მედიატორების დახმარებით (ძირითადად
ნორადრენალინის) გადაეცემათ ინნერვირებულ მუშა ორგანოებს. ადრენერგული
ნერვული ქსოვილები პოსტგანგლიონარულ სიმპათიკური ნერვების დიდ ნაწილს
შეადგენს.

ადრენობლოკატორი (ლათ ადრენობლოცატორ) – ადრენორეცეპტორების


ბლოკატორი, ანტაგონისტი.

ადრენოკორტიკოტროპული (ლათ. ად თან + რენალის თირკმელი + ცორტეხ


ქერქი + ძველ. ბერძ. ტროპოს მიმართულება); ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
– იგივეა, რაც ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი ანდა კორტიკოტროპია –
ჰორმონი, რომელიც სტიმულირებს თირკმელზედა ქერქის ზრდას და მასში
კორტიკოსტეროიდთა წარმოქმნას.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ) (ლათ.


ადრენოცორტიცოტროპინუმ) – კორტიკოტროპინი, ანუ ჰეპტილური ჰორმონი.
გამომუშავდება მსხვილი რქოსანი საქონლის ჰიპოფიზის ბაზიფილური უჯრედების
მიერ. იწვევს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრის ფუნქციის სტიმულაციას.
აძლიერებს კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას. ამით ხელს უწყობს
ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას, ზრდის ორგანიზმის
წინააღმდეგობას არახელსაყრელი ფაქტორებისადმი. სინთეზურ პრეპარატებს უფრო
მაღალი ბიოლოგიური აქტივობა აქვთ. აკტჰ-ს იყენებენ თირკმელზედა ჯირკვლის
ქერქის უკმარისობისას, აგრეთვე რევმატიზმის, პოლიართრიტის, ნიკრისის ქარის,
ბრონქიალური ასთმის, ეგზემისა და სხვა სნეულებათა სამკურნალოდ.

ადრენოლოგიური საშუალებანი (ლათ. ად თან + რენალისტ ძვ. ბერძ. ლიტის


დაშლა, ხრწნა) – სამკურნალო პრეპარატების ჯგუფი – ადრენალინისა და
ნორადრენალინის ანტაგონისტები. იწვევენ სისხლძარღვთა შევიწროვებას,
ბრონქებისა და ნაწლავთა გლუვი კუნთების მოდუნებას (იხ. სიმპათოლიტური
საშუალებანი).

110
ადრენომიმეტიკური საშუალებანი (ლათ. ადრენომიმეტიცა) – ქიმიური
ნივთიერებანი, რომელთაც ადრენალინის მსგავსი ქმედებები ახასიათებს.

ადრენომიმეტური (ლათ. ად თან + რენალის თირკმელი + ძვ. ბერძ. მიმეტეს


მიმბაძველი); ადრენომიმეტური საშუალება – სამკურნალო ნივთიერება, რომელიც
იწვევს ადრენალინის, ნორადრენალინის ქმედების მსგავს ეფექტს და ნერვული
სისტემის სიმპათიკურ გაღიზიანებას.

ადრენორეცეპტორები (ლათ. Adrenoreseptorum) – ეფექტორული ქსოვილების


რეაქტიული ელემენტები (ცილოვანი მოლეკულა), რომელსაც გააჩნია სპეციფიკური
შეკავშირების უნარი..

ადრესანტი (გერმ. Adressant) – საფოსტო ან სატელეგრაფო გზავნილების, –


წერილის, საქონლის, ტვირთის გამგზავნი პირი.

ადრესატი (გერმ. Adresat) – 1. საფოსტო ან სატელეგრაფო გზავნილების მიმღები


პირი, ვისაც ეგზავნება წერილი, დეპეშა, ამანათი და მისთ ; 2. პირი, ვის სახელზეც
ადრესია შედგენილი.

ადრესი (ფრანგ. Adresse) – 1. მისამართი, ამა თუ იმ პირის, ორგანიზაციის ან


ორგანიზაზაციის ადგილის ჩვენება; 2. წერილობითი მისალმება ან თანაგრძნობის,
მადლობის გამოთქმა ამა თუ იმ პირის ან დაწესებულების მიმართ; 3. მიმართვა,
მიწერილობა, ეპისტოლე.

ადრესი (ფრანგ. Adresse) – 1. პიროვნების საცხოვრებელი ადგილი ან


დაწესებულების, ორგანიზაციის ადგილმდებარეობა; 2. წერილობითი მილოცვა
რომელიმე პირის ან დაწესებულებისადმი, ჩვეულებრივ, იუბილესთან
დაკავშირებით; 3. გამომთვლელ ტექნიკაში : მეხსიერების ველის სიმბოლური
აღნიშვნა (დამმახსოვრებელ მოწყობილობათა უჯრედები ან ზონები), რომლებშიც
ხდება მონაცემთა განთავსება; ადრესს ხშირად, კომპიუტერის ბრძანებათა
სამისამართო ნაწილსაც უწოდებენ; 4. ადრესი ელექტრონული ფოსტისა – ციფრების,
ნიშნებისა და ასო-ნიშნების ნაკრები, რომელიც ხსნის ელექტრონული ფოსტის ყუთს
ადრესატის სურვილით; ამგვარი ადრესის სავალდებულო ელემენტია ნიშანი – @
(ე.წ. «ძაღლი»), რომლის მარცხნივ განთავსებულია ადრესატის ინდივიდუალური
სახელი (ლოგინ ლოგინ, იხ.), მარჯვნივ კი მისი სერვერის სახელი. შესაბამისი
გაშლით; 5. ადრესი ინტერნეტში – სიტყვების, ნიშნების, ლათინური ასოების
ნაკრები, რომლის მიხედვით კომპიუტერული პროგრამა (ბრაუზერი) ეძებს საჭირო
საიტს (ადგილს) ქსელში.
«ადრესი ხუთთა» – რეფორმათა ერთ-ერთი ლიბერალური პროექტი, რომელიც
წარედგინა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს 1859 წლის სექტემბერში,
საგუბერნიო კომიტეტის წევრების – ა. მ. უნკოვსკის (ტვერის გუბერნია), დ. ნ.
ხრუშჩოვის, ა. გ. შრეტერის (ხარკოვის გუბერნია), დ. ვ. ვასილიევის, პ. ნ.
დუბროვინის (იაროსლავსკის გუბერნია) მიერ. პროექტის ავტორი იყო შრეტერი.
პროექტში წამოწეული გახლდათ ბურჟუაზიულ-ლიბერალურ გარდაქმნათა
პროგრამა: მიწის გამოსყიდვით გლეხთა მიწიანად გათავისუფლება, ნაფიც

111
მსაჯულთა სასამართლოს დაარსება, საჯარო სამართალწარმოების შემოღება და ა.შ.
ამ პროექტმა მიზანს ვერ მიაღწია. მათმა ავტორებმა საყვედური მიიღეს მეფის
სახელით.
1. ადრეს-კალენდარი – საცნობარო წიგნი, რომელშიც მოცემულია რომელიმე
ქალაქის, რაიონის ან ოლქის მცხოვრებთა და დაწესებულებათა სიები და
მისამართები.
2. ადრეს-კალენდარი – ყოველწლიური ოფიციალური გამოცემა ეუსეთის
იმპერიაში 1756-1916 წლებში, რომელშიც იყო ყველა ცენტრალური და
ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულების თანამდებობის პირთა ჩამონათვალი.
«ადრესოანური პერიოდი» – პერიოდი ინდური ცივილიზაციის ისტორიაში
(პალეოლითის პერიოდი). სახელწოდება მიიღო მდ. სოანის (თანამედროვე
პაკისტანი, დასავლეთ პენჯაბი) არქეოლოგიური კულტურის მიხედვით. ამ
კულტურას არქეოლოგები სამ პერიოდად ყოფენ: «ადრესოანური», «გვიანსოანური»
და «განვითარებული სოანი» (დამახასიათებელი ქვის იარაღები – საჭრეთლები და
საფხეკლები). სოანური ტიპის ნაკეთობებთან ახლოს დგას ქვედაპალეოლითის
«შერეული» ხასიათის სადგომის ნაკეთობანი, აღმოჩენილი მდ. ტუნგბჰადრას
ხეობაში (მდ. კრიშნას აუზი). ტაც შეეხება ნიტურის სადგომის (კარნატაკა)იარაღს,
დამზადების ტექნოლოგიითაც ახლოს დგას სოანის ტიპურ ნაკეთობებთან და,
როგორღაც, ქმნიან იზოლირებულ «სოანურ კუნძულს» ქვედაპალეოლითის
მადრასული ტიპის იარაღების გავრცელების რეგიონში. მადრასის კულტურაში
სოანური იარაღის შეჭრა გვიანდელი ფაქტია, მაგრამ არაკანონზომიერი. მადრასის
იარაღის არსებობა ჩრდილოეთით, შედეგია სამხრეთის აშელური (იხ.) ტრადიციის
მატარებელი კულტურის წინაჰიმალაიურ ოლქებისაკენ მისი მოძრაობისა.

ადრეული და შუასაუკუნეთა ერესები – ქრისტიანიზმის დასაწყისშივე დაიწყო


ბრძოლა იმათთან, რომლებიც არასწორად (არამართებულად) აყალიბებდნენ
ქრისტეს პიროვნებასა და მისიას. როგორც ახალი აღთქმა, ისე ადრეულ ეკლესიათა
მოძღვრებანი ცდილობდნენ პასუხი გაეცათ ამ არამართებულ ინტერპრეტაციებზე.
როცა ქრისტიანულ მოძრაობას შეუერთდნენ არაებრაელები, წარმოიშვა ახალი
სირთულეები ქრისტეს მოძღვრებათა განმარტების საკითხებში. არასწორი
განმარტებანი ეხებოდა ქრისტეს როგორც ადამიანის, ისე მისი ღვთაებრივი ბუნების
საკითხებს. მისწრაფება, რომ ქრისტეში ხაზი გაესვათ მის ადამიანურ ბუნებაზე,
ზოგიერთ ადრეული ხანის ქრისტიანს არწმუნებდა, რომ იესო ნაზარეველი
ჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, რომლის ძე ღმერთად აღქმა მოხდა მისი
ნათლობის ან აღდგომის მომენტიდან. ამ ერსემა მიიღო სახელწოდება «შვილად
ატვანისა» («ნაშვილობისა»). რაც შეეხებათ გნოსტიკოსებსა და სხვებს, მათ სურდათ
შემოეზღუდათ ქრისტე მატერიალური სამყაროს ზემოქმედებისაგან, რომელსაც
ისინი არსებით ბოროტებად მიიჩნევდნენ. ამიტომ, «ნაშვილობის» ერესის
საპირისპიროდ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს მხოლოდ მოჩვენებითი და არა
რეალური სხეული ჰქონდა (ამგვარი შეხედულების მიმდევრებს დოკეტებს
უწოდებენ).
ქრისტეს პიროვნულობის ირგვლივ გამართულ პოლემიკაში უმთავრესი მისი
მამასთან მიმართების საკითხი გახლდათ. ზოგიერთი ადრეული მოძღვრება ისე
ისწრაფოდა ქრისტეს პიროვნულობის დასასაბუთებლად, რომ ხელიდან უშვებდა
მისი პიროვნულობის განმასხვავებელ განსაკუთრებულობას და ქრისტეს

112
განიხილავდა როგორც ერთიანი ღმერთის გამოვლენას. რამდენადაც ქრისტე
მათთვის მხოლოდ ღვთაებრივის ემანაციის «მოდუსს» წარმოადგენდა, ამ
მიმართულების მიმდევრებს «მოდალისტებს» უწოდებდნენ, ხოლო ამ მოძღვრებას,
მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელის მიხედვით «საბელიანტიზმი» ეწოდა.
ქრისტესა და მისი ღმერთთან მიმართების სხვა განმმარტებელნი სხვა
უკიდურესობაში ვარდებოდნენ. ისინი ისე გულმოდგინედ მიჯნავდნენ ქრისტესა და
მამა ღმერთს, რომ ქრისტეს მამას უქვემდებარებდნენ (სუბორდინალისტები).
ლოგოსის შესახებ მოძღვრების პირველ მიმდევართა შორისაც მრავალნი იყვნენ
სუბორდინალისტები. ასე, რომ თვით ლოგოსის იდეა რამდენადმე საეჭვო გახდა.
აუცილებელი შეიქნა გამოემუშავებინათ ნათელი მოძღვრება, რომელიც ასახავდა
ქრისტეს მამა ღმერთთან ერთიანობას, იმავდროულად მის განსხვავებულობასაც
მამისგან და პასუხს გასცემდა კითხვას: «მიწად მოვლენილი და ადამიანების
ღმერთთან შემაკავშირებელი ღვთაება წარმოადგენდა კი იმ უზენაესი ღმერთის
იდენტურობას, რომელიც მართავდა ცასა და მიწას, თუ მხოლოდ ნახევრად ღმერთი
გახლდათ?» ეს კითხვა ეკლესიისათვის არიას მოძღვრების გამო მნიშვნელოვან და
კარდინალურ საკითხად იქცა. არია ამტკიცებდა, პირველი, ყოველ შენაქმნთა შორის,
ლოგოსი გახლდათ, რომელიც ღმერთმა შექმნა როგორც მომქმედი ძალა ან
ინსტრუმენტი, რათა მისით შექმნილიყო შემდეგ ყოველი არსებული. ამგვარად,
ქრისტე უფრო ნაკლები იყო, ვინემ ღმერთი, თუმცა უფრო მეტი, ვინემ ადამიანი –
იგი ღვთაებრივი გახლდათ, მაგრამ არ იყო ღმერთი. ამ მოძღვრების მიმდევრები
რელიგიის ისტორიაში არიანისტებად, ხოლო თვით მოძღვრება «არიანიზმის»
სახელწოდებით დამკვიდრდა. არიანიზმმა ხელშესახები საშიში ფაქტორები შეუქმნა
ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას. ფაქტობრივად, არიანულმა ერესმა ეკლესია
განხეთქილების წინაშე დააყენა. ამან განაპირობა 325 წლის ნიკეის პირველი
მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც არიანიზმი საბოლოოდ და
ოფიციალურად ერესად გამოაცხადა (იხ. ქრისტიანიზმი, ქრისტიანული ეკლესიის
მსოფლიო კრებები, ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება; არიანიზმი,
ერესები).
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, რელიგიის ისტორიკოსებს მიაჩნიათ,
რომ ერესი ფართო მნიშვნელობით, XII ს-ის II ნახევრამდე ცნობილი არ ყოფილა
დასავლეთ ევროპისათვის. ამ ეპოქამდე დასავლეთ ერესის (ფაქტობრივად,
კათოლიციზმი) დისიდენტები, ჩვეულებრივ, მიიჩნეოდნენ რადიკალურ
რეფორმატორებად, როგორც, მაგალითად, იტალიელი კანონიკოსი არნოლდ
ბრეშიანელი (გარდაიცვალა 1155 წ-ს) (იხ. არნოლდ ბრეშიანელი), რომელიც ღიად
აკრიტიკებდა კლერიკალთა სიმდიდრესა და კორუფციულობას. შემდეგ ჩრდილოეთ
იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში გაჩნდა აღმოსავლური მანიქეველური
წარმომავლობის სექტა, რომელიც მოგვიანებით დასავლეთის სარკლესიო
ისტორიოგრაფიაში «კატართა» («სუფთათა») სექტის სახელით დამკვიდრდა. ეს
სახელი ანოდიოდა სექტის ლიდერების ასკეტური ცხოვრების ნირიდან. სექტა
კარგად ორგანიზებული გახლდათ და ეწეოდა ქრისტიანობის შესაბამის (შესაფერის)
ცხოვრებას, თუმცა ღიად უარყოფდა მის საკვანძო დოგმატებს (მაგ., ქრისტეს
ხორცშესხმას) და ავითარებდა დუალისტურ შეხედულებებს, კერძოდ იმას, რომ
მატერია და ადამიანური სხეული წარმოადგენდნენ ბოროტეულის ხორცშესხმას
(ამიტომაც არ აღიარებდნენ მაცხოვრის განკაცებას), ხოლო სული –
კეთილისეულისა. განსხვავებით კათოლიკური იერაარქიის ფუფუნებისა და

113
სიმდიდრისა, სექტის მიერ გაკეთებული აქცენტისიღატაკესა და ურთიერთ
დახმარების სოლიდარულობაზე, მრავალ ადეპტს იზიდავდა. ცოტა ხნის შემდეგ
გამოჩნდა დისიდენტთა სხვა ჯგუფი – ვალდენსების სექტა (ფუძემდებელი ფრანგი
რეფორმატორი ვალდო. იხ. ვალდო ; ვალდენსები). ეს ჰეტეროდოქსული (იხ.)
მოძრაობა გავრცელებული იყო რონის ველებსა და ჰიემონტში. ვალდესენთა
ჯგუფები «ლომბარდიელ ღატაკთა» (იტალია) სექტასთან ერთად, თავის
ორთოდოქსულ საფუძვლებში, პროპაგანდას უწევდანენ სიღატაკეს, წმიდა წერილთა
და ქადაგებათა კითხვას და მათს პრაქტიკაში დანერგვას. პაპობამ კატარები ერესად
შერაცხა, გამოაცხადა მათ წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა. ეს, საბოლოოდ,
ინკვიზიციურ დევნაში გადაიზარდა, რამაც თანდათან გააქრო კატარები. რაც შეეხება
«ლომბარდიელ ღატაკთა» სექტას, მან თავისი ორთოდოქსიზმი შეინარჩუნა, დარჩა
როგორც ნახევრადრელიგიური ორდენი. ვალენსები, ძირითადად ეპისკოპოსთა
უმართებულო ხელმძღვანელობის გამო, ეკლესიიდან გაირიყნენ და მთელი
შუასაუკუნეთა პერიოდი და მას შEმდეგაც არაკათოლიკურ ორგანიზაციად დარჩა.
ფაქტობრივად მთელი ეს პერიოდი კათოლიციზმის ისტორიაში ლეგალირებისა და
დევალვირების სტადიად დარჩა, რომელმაც ვერც წმინდანები, ვერც დიდი
მოაზროვნეები წარმოშვა, ვერც ვერანაირი ფასეულობა შექმნა.

ადრეული ინდუიზმი (ჩვ. წ-მდე II ჩვ. წ-ის IV ს.ს.) – იხ. ინდუიზმი.

ადრეული უნივერსალიზმი – რადიკალური პიეტიზმი პროტესტანტიზმში.


წარმოიშვა გერმანიაში იოჰან ვილჰელმ პეტერსონის ხელმძღვანელობით. იგი იყო
მეთაური ფილადელფიის პიეტისტთა ჯგუფისა, რომელთა წევრებუც თავს VI
ეკლესიასთნ აიგივებდნენ, რომელზეც ლაპარაკია იოანეს გამოცხადებაში
(«აპოკალიფსისში»): «ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა,
ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, და
დახშავს, და ვერავინ აღებს: ვიცი საქმენი შენნი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი
კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. შენ მცირედი გაქვს ძალა, მაგრამ დაიმარხე
ჩემი სიტყვა და არ უარყავ სახელი ჩემი»... (გამოცხადება, 3: 7-12 და შემდეგ).
ფილადელფიური საზოგადოება ჩამოყალიბდა ლონდონში 1681 წ-ს, ჯეინ ლიდის
კონტროლის ქვეშ, რომლის შეხედულებები ეფუძნებოდა გერმანელი მისტიკოსის
იაკობ ბემეს მოძღვრებებს, ასევე მის საკუთარ ხილვებსა და ოცნებებს.
დარწმუნებული იმაში, რომ ლიდი მართალი იყო საყოველთაო რესტავრაციის
მტკიცებებში (უმაღლესი შერიგება ყოველი ხალხისა, ანგელოზებისა და თვით
სატანისა ღმერთთან), პეტერსონმა წმინდა წერილთა საფუძველზე, შექმნა ნაშრომი
«ყოველივეს აღდგენის საიდუმლო» (1700-1710 წ.წ.), სადაც შევიდა «მარადიული
სახარებაც» – ჯორჯ კლიაიჰნა-ნიკოლაის რესტავრატორული ტრაქტატი, რომელიც
პაულ ზიგვოლკის ფსევდონომით დაიბეჭდა. XVIII ს-ის დასაწყისში გერმანიაში
მოღვაწე ფილადელფიელმა პიეტისტებმა ეს და ზოგიერთი სხვა შრომები
პენსილვანიაში ჩაიტანეს. ფრანგმა უნივერსალისტმა ჯორჯ დე ბენნევილმა (1703-
1793 წ.წ.), რომელიც პენსილვანიაში 1741 წ-ს ჩავ იდა, გერმანიიდან ჩასულლი
პიეტისტი მისიონერები იმ ჯგუფებთან დააკავშირა, რომლებიც ასევე ამტკიცებდნენ
საყოველთაო ხსნის შეხედულებებს. უნივერსალიზმზე კიდევ ერთი თვალთახედვა
გაჩნდა უელსელი ქადაგის, გვიანი აღოეძინების ხანის წარმომადგენლის, ჯეიმს
რელის (1720-1778 წ.წ.) შრომებში. ნაშრომში, – «კავშირი, ანუ ტრაქტატი ქრისტესა
და მისი ეკლესიის ერთიანობის შესახებ» (1759 წ.), – რელიმ ბიბლიური ტექსტები
114
წარმოადგინა იმ კუთხით, რომელიც საყოველთაო ხსნის გარანტიას იძლეოდა.
ქრისტეს ერთიანობა ყოველ ხალხთან და კაცობრიული ცოდვისა და ამ ცოდვის გამო
სასჯელის საკუთარ თავზე აღება, საწინდარი იყო იმ ფაქტისა, რომ რჩეულთა შორის,
რომელთა გამო ეწამა ქრისტე, იგულისხმებოდა მთელი კაცობრიული რასა.
ინგლისელი მეთოდისტი ჯონ მიურეი (1741-1815 წ.წ.) წარმატებულად ცდილობდა
უარეყო რელის შეხედულობები. პირიქით, იგი რელის შეხედყლებათა გავლენის ქვეშ
მოექცა, მიიღო ისინი ჭეშმარიტებად და 1770 წლისათვის ახალ ინგლისში ჩაიტანა
რელის თეოლოგია. მისი ეკლესია გლოსტერში (მასაჩუსეტის შტატი, 1780 წ.) გახდა
ამერიკის პირველ კონგრეგაციონალისტთა ჯგუფი. ჯორჯ დე ბენნევილის
დაჟინებული რჩევით, ბაპტისტმა მღვდელმა ელჰანან ვინჩესტერმა (1751-1797 წ.წ.)
წაიკითხა «მარადიული სახარება» და უნივერსალისტთა სხვა შრომები, ასევე შეეხო
რესტავრაციონულ უნივერსალიზმს. იგი მოგზაურობდა ინგლისში და ლონდონში
1793 წ-ს დააფუძნა უნივერსალური ეკლესია. დაწერა «საყოველთაო რესტავრაცია»
(1794 წ.). იგი აქცენტს აკეთებდა იმ ბიბლიურ ტექსტებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ
სასჯელის საბოლოო და გამოსწორებად არსზე სიკვდილის შემდეგ. შემდგომში
ვინჩესტერმა მღვდლის ფუნქციების შესრულება აშშ-ში განაგრძო.

ადრეული ყორღანების კულტურა – არქეოლოგთაგან ეს კულტურა


სახელდებულია ყორღანებში (იხ. ყორღანები), ანუ გორასამარხებში აღმოჩენილი
კულტურული ნაშთების გათვალისწინებით, რომელიც ისტორიის განსაზღვრულ
მონაკვეთში იყო გავრცელებული და, ძირითადად, ხასიათდებოდა ერთი საერთო
კულტურის ნიშნით. ყველაზე ადრეული ყორღანული კულტურის ძეგლები
დაფიქსირებულია საქართვეოში, კერძოდ, იგი ჩნდება ჩვ. წ-მდე III ათასწლეულის
შუა ხანებიდან (4500 წლის წინ). საქართველოში ეს კულტურა ცვლის წინამორბედ
მტკვარ-არაქსის კულტურას. ამ პერიოდში ჩნდება სამარხის (სამაროვნის, საფლავის)
ახალი ტიპი, ე.წ. ყორღანი, რომელიც განსხვავებულია მტკვარ-არაქსის
კულტურისათვის დამახასიათებელ სამარხთაგან – ორმოსამარხის, აკლდამის და ა.შ.
სამარხთაგან, როგორც ფორმით, ზომით, ისე მათში აღმოჩენილი ნივთებით.
ადრეული ყორღანები, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია შესწავლილი,
თუმცა (მიზეზი ამისა, ალბათ, უპირველესად, ბუნებრივ გარემოზე იყო
დამოკიდებული) დასავლეთ საქართველოში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ
საჩხერის რაიონს, ეს კულტურა აღარ გავრცელებულა. ყორღანული კულტურის
მატარებელი ხალხი განვითარებით უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე მტკვარ-
არაქსის კულტურის ხალხი. ყორღანული ტიპის სამარხების გრანდიოზულობა და
მდიდრულობა, უკვე მეტყველებდა ამ პერიოდის საზოგადოების სოციალურ და
ეკონომიკურ დიფერენციულობაზე.

ადრეული შუასაუკუნეების პაპობა – ასწლეულთა მანძილზე, როცა


მიმდინარეობდა ადრეულიდან შუასაუკუნეთა ეკლესიებზე გადასვლა, რამდენიმე
გამოჩენილი რომაელი პაპის მეფობამ უდიდესი სარგებლობა მოუტანა რომაულ
კათოლიციზმს. სულ მცირე, ორი მათგანი მაინც (ისტორიკოსები მათ «დიდად»,
ხოლო რომის კათოლიკურ ეკლესიას «წმიდად» იხსენიებენ), იმსახურებენ
ყურადღების მიპყრობას: პაპი ლევ I დიდი (440-461 წ.წ.) (იხ. ლევ I დიდი) და პაპი
გრიგორი I დიდი (590-604 წ.წ.) (იხ. გრიგორი I დიდი). ასე თუ ისე, შუასაუკუნეთა
რომაული კათოლიციზმი ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ისაა დღეს, რომ არა

115
312 წ-ს იმპერატორ კონსტანტინეს ქრისტიანად მოქცევა. ამ ფაქტორის წყალობით
ქრისტიანობა ლეგალურად იქცა და დომინანტური ადგილი დაიკავა რომის
იმპერიაში. შუასაუკუნეთა კათოლიციზმისათვის პაპის ხელში ეკლესიათა
ცენტრალიზებამ დიდი როლი ითამაშა ეკლესიისა და სახელმწიფოს მიმართების
საკითხში თვით ეკლესიის ბუნების გაგებისათვის. თავისი ისტორიის პირველი
ათასწლეულის მიწურულს ეკლესია პირველად გახდა ძველ საუკუნეთა სულიერი,
ინტელექტუალური და ადმინისტრაციული რესურსების მემკვიდრე. ფაქტობრივად,
აღმოსავლურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც იგივე როლი ითამაშა ადრეულ
შუასაუკუნეთა ეკლესიის განვითარებაში (იხ. ქრისტიანიზმი, კათოლიციზმი,
პაპობა).
ადრეული შუასაუკუნეთა არაბული არქიტექტურის დიდებულ ძეგლთა შორის
სახელდება აგლაბიდების – კაირუნში 670 წ-ს არაბი მხედართმთავრის სიდი ოკბას
მიერ საფუძველჩაყრილი მეჩეთი, რომელიც შემდგომ დიდი ხნის მანძილზე
უპირველეს ნიმუშად მიიჩნეოდა მაღრიბთა სახელმწიფოებისათვის. ამ მეჩეთის IX ს-
ში ძირეულად გადაკეთებული ვარიანტი დღემდეა მოღწეული.

ადრექრისტიანული არქიტექტურა – ადრექრისტიანული არქიტექტურა,


არსებითად, ადრექრისტიანული ტაძრებითაა წარმოდგენილი.. ამ ტიპის ტაძარზე
პირველი ცნობები IV ს-ის დასაწყისიდან მოიპოვება, იმ ხნიდან, როცა ქრისტიანობა
ევროპის უმთავრეს ქვეყნებში სახელმწიფო რელიგიად იქცა. ადრექრისტიანულ
მონასტრებს საფუძვლად რომის ანტიკური პერიოდის ორი ძირითადი
არქიტექტურული ფორმა – ბაზილიკა და ცენტრული ნაგებობა დაედო. ცენტრული
ნაგებობა მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, რამდენადაც იგი მეტად
არახელსაყრელი გამოდგა მასობრივი ლიტურგიის ჩასატარებლად. დროთა
ვითარებაში ამ ტიპის ნაგებობამ საფუძველი მისცა ბაპტისტერიულ ნაგებობათა –
ე.წ. ბაპტისტერიუმების წარმოქმნას (იხ. ბაპტისტერიუმი). ბაზილიკა იდეალურ
დარბაზად იქცა ლიტურგიისა და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. ანტიკურ
ტაძრებისაგან განსხვავებით, აქ არ იდგა ღმერთის ქანდაკება, რომელსაც ცალკე
სივრცე ეჭირა. ანტიკური ტაძარიც გარს ერტყმის სამლოცველოს, თუმცა იგი ღია
ნაგებობას წარმოადგენს. გვიანანტიკური ქრისტიანული საკულტო შენობები გარედან
ჩაკეტილია. ინტიმურობას მისი ინტერიერი ქმნის, ხოლო ფასადისადმი, საერთოდ,
გულგრილია. ასე, რომ ადრექრისტიანული ეპოქის ტაძარ-ბაზილიკას მთელი რიგი
განსხვავებანი გააჩნია ამავე გვიანდელ ნიმუშებთან შედარებით. ესაა შესასვლელის
წინა პატარა, ღია ეზო, – ატრიუმი, – კოლონათა ანტიკური ორდერი, ეპისკოპოსის
ტახტი აფსიდაში. ადრექრისტიანულ ძეგლთა ხუროთმოძღვრებს შეეძლოთ ანტიკურ
ნაგებობათა ფრაგმენტების – ლავგარდანების (კარნიზების), კაპიტელების
გამოყენება. ადრინდელ ტაძართა დეკორირებისას ნიშანდობლივი იყო მოზაიკის
სიუხვე, კედლის ფერადი ჩასადგმელები (ხიშტაკები), მოხატულობა. მოგვიანო
სატაძრო არქიტექტურაში თანდათან ყურადღება ექცევა გარეგან ფასადსაც, თუმცა ამ
მხრივ გამონაკლისია წმ. პეტრეს ძველი მონასტერი, რომელსაც ლამის საერო ფასადი
ამშვენებდა. ამ ტაძრის რეკონსტრუირებული გეგმარით ღია წინა ეზოთი (ატრიუმით)
შედიხართ ბაზილიკაში. იგი ხუთნავიანი ნაგებობაა (ადრეულ მონასტერთა
აბსოლუტური უმრავლესობა სამნავიანია). შუა ნავს აქეთ-იქიდან კოლონადები
მიჯნავს, რომელთა თავზეც მაღალი თაღედია აღმართული. დაბოლოს,
სარკმლებიანი კედლის ზონა, საიდანაც რბილი შუქი იღვრება შენობის ინტერიერში.

116
ბაზილიკას აქვს ხის სხვენი და გადახურულია კრამიტით. ნაგებობის განივი ნავი შუა
ნავის სიგრძისაა, რომლებიც ერთმანეთით ჯვრის კონსტრუქციას ქმნიან. საუკუნეთა
მანძილზე ეს ჯვარი ქრისტეს ჯვრის სიმბოლო გახლდათ. ბაზილიკას
აღმოსავლეთით ნახევარგუმბათოვანი ბაზილიკა კეტავს, რომელიც შუა ნავზე
დაბალია. ადრექრისტიანულ არქიტექტურაში კვლავ აღორძინდა ცენტრული
შენობების იდეა და ეს იდეა ანტიკური ხანის პანთეონშია ხორცშესხმული. ესენია
მრგვლოვანი თუ მართკუთხა სანათლავი ეკლესიები და მემორიალური ტაძრები. ამ
ხანის ერთ-ერთი დიდებული ძეგლია იმპერატორ თეოდორისის (454-526 წ.წ.)
აკლდამა რავენაში. ხაზგასმულად სადა ექსტერიერისა და ასევე სადა ინტერიერის ეს
ნაგებობა, სწორედ რომ თავისი სისადავითა და მამაკაცური (მამრული) ღირსებითაა
მომაჯადოებელი. კამარის მაგივრობას აქ ერთადერთი, მონოლითური ქვა ასრულებს.
ეს მოპირკეთებული უზარმაზარი ქვა დიამეტრით 11 მ-ია და 276 ტ-ს იწონის. იგი
აკლდამის გარეშვერილებით 20 მ. სიმაღლეზეა ატანილი. რავენას წმ. ვიტალეს
ცენტრული ნაგებობა უკვე ბიზანტიური ხელოვნების ელემენტებს შეიცავს.
ნიშისებურად მომრგვალო უბეები მრგვალ შუასივრცეს ოქტაგონურ (რვაკუთხა)
გარსშემოსასვლელს უკავშირებენ, რითაც სივრცის დახშულობა დაძლეულია.
ამგვარი სტილი გვხვდება კონსტანტინეპოლის აია (ჰაგია) სოფიაშიც, თუმცა
ჩრდილოევროპულ ხუროთმოძღვრებაში გადამწყვეტი როლი სწორედ წმ. ვიტალეს
ტაძარმა ითამაშა და არა აია სოფიამ. უშუალოდ წმ. ვიტალეს ტაძარს უკავშირდება
კარლოს დიდის სასახლის კაპელა აახენში (იხ.კარლოს დიდი; აახენის სასახლის
კაპელა).
ადრექრისტიანული ფერწერა – ჩვენამდე მოღწეული პირველი ქრისტიანული
ფერწერის ნიმუშია რომის კატაკომბების მოხატულობა (იხ. კატაკომბა). ტექნიკით,
სტილით, ზოგჯერ თემატიკითაც კი, იგი რომის დეკორატიული ფერწერის
გაგრძელებაა. ხატვის მანერით გვიანანტიკური სტილის შესაბამისია. იგი ადამიანებსა
და საგნებს მკაფიო კონტურით კი არ შემოხაზავს, არც სხეულის მთლიან პლასტიკურ
დამუშავებას ახდენს, არამედ ლაღი ფერადი მონახაზებით გვიხატავს
გამოსახულებებს და ფერებს ლამის იმპრესიონისტულად ნაზ, ჰაეროვან ტონებში
აზავებს. ინდივიდუალურ-სუბიექტურ განცდაზე აგებული ამგვარი მხატვრობების
გარდა, კატაკომბებში წმინდა აბსტრაქტულ-სიმბოლურ ფერებსაც ვხვდებით ან ისეთ
ფრიად გამარტივებულ ნიშნებს, რომლებბიც სიმბოლურად საიქიო სამყაროზე თუ
მიგვანიშნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრექრისტიანულ ტაძრულ ფერწერაში
ჩნდება სიუჟეტი, სადაც მაცხოვრის და მოციქულთა ფიგურებია გამოსახული. ისიც
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდიდან მკვიდრდება წმიდა წერილთა თემების
ამსახველი ციკლების მოზაიკური პანო.

ადრექრისტიანული ქანდაკება – ადრექრისტიანულმა სკულპტურამ ამავე


სტილის ფერწერის მსგავსი გზა განვლო (იხ. ადრექრისტიანული ფერწერა).
გვიანანტიკური ხანის ფორმების მარაგს ქრისტიანები თავდაპირველად სრულიად
გაუცნობიერებლად იყენებდნენ ქრისტიანულ რელიგიურ თემათა გადმოსაცემად .
ლატერანის მუზეუმის «მწყემსი კეთილი», ფაქტობრივად, ქრისტიანული ტოგით
მოსილი აპოლონია. ამ ხანის ქრისტიანულ ქანდაკებაში, როგორც კლასიკური
ანტიკური ხანის ხელოვნებაში, ღვთაებრივი სრულყოფილება გადმოცემულია
იდეალური გარეგნობის სილამაზით. და ეს ლატერანელი პირტიტველა, აღნაგი და
ღონიერი ჭაბუკი მწყემსი სულ იოლად შეეწინააღმდეგებოდა წარმართულ ღმერთებს.

117
ე.წ. «Bეაუ Dიეუ»-ს-ს («ლამაზი ღმერთის») იდეა თითქმის ათასი წლის შემდეგ
აღორძინდა ფრანგული კათელრალური ტაძრის ქანდაკებაში. კონსტანტინეს შემდეგ
თავისუფალი ქანდაკება მნიშვნელობას კარგავს, რამეთუ წარმოიქმნა საფრთხე იმისა,
რომ ღვთისმოსავთ «ლამაზი ღმერთის» ფიგურა შეიძლებოდა ქრისტეს ავთენტიკურ
გამოსახულებად მიეღოთ. გამომდინარე აქედან, ქანდაკების ტიპი, რომელიც ძალზე
იშვიათიიი იყო ადრექრისტიანულ გამომსახველობით ხელოვნებაში, გამოიყენებოდა
მხოლოდ საეკლესიო ნივთების, ტახტთა, სარკოფაგთა და მონასტრის კარიბჭეთა
რელიეფურ მოხაზულობებში, რომლებშიც აშკარად ჩანს განდგომა წარმართული
სილამაზის იდეალისაგან და ტლანქი, მოუხეშავი, თუმცა შთამბეჭდავი სიმბოლური
მეტყველებისაკენ მიდრეკილება. ადრექრისტიანულ ეპოქაში ჯერ კიდევ იძერწება
პორტრეტიანი ფიგურები სარკოფაგთა რელიეფის ან ბიუსტის სახით. მაგ.
კონსტანტინე დიდის (306-337 წ. წ.) გიგანტური ქანდაკების თავი კონსტანტინეს
ბაზილიკიდან (დაცულია რომის კონსერვატორთა სასახლეში). V ს-ის მიწურულიდან
კი საერთოდ ქრება პორტრეტული ხელოვნება – ქრისტიანული რწმენა ხომ უკვდავი,
უხილავი და გამოუსახველი სულის გადარჩენას ქადაგებდა და არა მოკვდავ, მიწიერ
სხეულზე ზრუნვას. გვიანანტიკური ხანის «რეალიზმისგან» სრულ განდგომას
მოასწავებდა ბიზანტიური სახვითი ხელოვნების ალეგორიული, იგავურ-
სიმბოლური ენა. ამ სტილის მთავარი მახასიათებელია ოქროცურვილი ფონი,
რომელიც გრანდიოზულ მოზაიკურ ციკლებში სრულიად გამორიცხავს
რეალისტური სივრცის ილუზიას. მაგ. რავენას წმ. ვიტალეს ფრესკის უსივრცო
სიბრტყეზე იმპერატორ იუსტინიანე I-ის ამალის უსიცოცხლო, სამოსიანი და
ფრონტალობაში გაქვავებული ფიგურებია ასახული (546-548 წ.წ. მოზაიკა).
მიუხედავად იმისა, რომ რავენის მოზაიკაზე ისტორიული პირია ასახული,
ყურადღება მაინც არა მიწიერ, არამედ სულიერი არსებობის წარმოჩენაზეა
გამახვილებული. ნაოჭების სქემატიზმი, ერთი ტიპის ნიღბური სახეები, ხელ-ფეხის
ერთნაირი პოზაა ხაზგასმაა გამოსახულ პერსონაჟთა ზეპიროვნული, სულიერი
ღირსებისა. ეს მკაცრი იერატიკული სტილი მთელ დასავლეთის ხელოვნებაში
გამეფდა. ეს სტილია გამეფებული მონრეალის ტაძრის აფსიდის მოზაიკაშიც (XII ს-ის
II ნახ.), რომელშიც ქრისტე პანტოკრატორია გამოსახული. ეს სტილი მეფობს გვიანი
შუა საუკუნეების მიწურულამდე, იმ დრომდე, ვიდრე ევროპულ აზროვნებაში
რენესანსულმა ჰუმანისტურმა კონცეფციებმა არ მოიკიდეს ფეხი, ვიდრე არ შემოიჭრა
სააქაო, ამსოფლიური სიცოცხლის ახალი რწმენა და ვიდრე წინა პლანზე არ წამოიწია
ადამიანმა.

ადრექრისტიანული ხელოვნება – ჩაისახა II-III ს. ს-ში. პირველი ქრისტიანული


ნაგებობანი გახლდათ კატაკომბები (იხ.) – მიწისქვეშა გალერეები და სათავსოები,
გამოკვეთილი მესაფლავე-ფოსორების მიერ (ლათ. ფოსსორიუს მთხრელი). ეს იყო
რომის რბილ ტუფში გამოკოდილი ქუჩა-დერეფნების რთული სისტემა (1 მ. სიგანის,
3-4 მ. სიმაღლის) იმ პერიოდისა, როცა ქრისტიანები მკაცრად იდევნებოდნენ.
კატაკომბებს ქრისტიანთა და იუდეველთა დაასკრძალადაც იყენებდნენ, ზოგჯერ
გალერეები იარუსებადაც ლაგდებოდნენ. კედელთა მართკუთხა გამონათხრებში, –
«ლოკულებში», – დებდნენ სუდარაში გახვეულ მიცვალებულებს, შემდეგ კი
ხვრელს ქვის ან ტერაკოტული ფილით ამოქოლავდნენ. კატაკომბების შესასვლელებს
ფარავდნენ კვადრატული (ციმიტერიები), სამი ნახევარწრიული ფორმის აფსიდიანი
საკნებით. პირველი ქრისტიანების სახელობითი კატაკომბები, მაგალითად,

118
პრისცილასი, სებასტიანის, კალიქტის, დომიცილუსის და სხვათა, – მთელს რომში
გავრცელდა. ზოგიერთ საკანთა კედლები და პლაფონები მოიხატებოდა. I – IV ს. ს-ის
ქრისტიანულ სამარხთა მოხატულობანი ანტიკურობის დიდ ზეგავლენას განიცდის –
ქრისტეს, ღვთისმშობლის გამოსახულებების და ბიბლიურ სიუჟეტთა შორის ჩნდება
ეროტი – განსახება ანგელოზისა, ფსიქეა – სულის პერსონიფიცირებული სახე,
ორფეოსი – იესო ქრისტე (დომიცილუსისა და კალიქსტესის კატაკომბები). მკვეთრი
ნიღბები, შუქ-ჩრდილთა კონტრასტები, სახის დეტალები (თვალები, ცხვირი,
წარბები), გამოყოფილი მუქი ხაზებით, ნახატებს უკიდურეს ექსპრესიულობას
ანიჭებს (სუსანას გამოსახულება პეტრესა და მარცელინის კატაკომბებში). ადრეულ
გამოსახულებათა შორის გამოეჩჩულია იესო ქრისტეს, – «კეთილი მწყემსის», –
სახე, – ჭაბუკი მწყემსი მხარზე შესმული ბატკნით; ღვთისმშობლის სახეთა შორის –
ღვთისმშობელი ყრმით; ორანტები (იხ.) – ცისკენ აპყრობილი დიდი თვალებით და
ხელებით (პრისცილას კატაკომბა). ადრექრისტიანულ ქანდაკებებშიც იგრძნობა
ანტიკური პლასტიკის – გავლენა: სახის სწორი კლასიკური ნაკვთები, მკვეთრი
კომპოზიციური წყობა. მცირერიცხოვან ადრექრისტიანულ ძეგლებს მიეკუთვნება
«კეთილი მწყემსის» (გამოსახულია უწვერო ქრისტე, მოკლე ტუნიკაში, მხარზე
გადაგდებული, ზურგზე მოკიდებული მწყემსის ჩანთით) და ქრისტე მქადაგებლის
ფიგურები (აქ მაცხოვარს სახე და წვერი ძველი რომაელისა აქვს, აცვია ტოგა, ფეხზე –
სანდლები). კატაკომბები აღმოჩენილია რომში, ნეაპოლში, ალექსანდრიაში,
სირაკუზაში (სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე), პეჩეში (ამჟამინდელი უნგრეთი).
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე (313 წ.) ჩნდებიან
პირველი ქრისტიანული ტაძრები – ბაზილიკები (იხ.) – ლატერანის ტაძარი,
პეტრესა და სან-პაოლო ფუორი ლე მურას ხუთნეფიანი და სანტა-პულენტიანისა და
სანტა-მარია მაჯორეს სამნეფიანი ბაზილიკები.

ადრექრისტიანული ხელოვნება ე.წ. ედიქტის შემდეგ – იმპერატორ


კონსტანტინე I დიდის (285-337 წ. წ.) მიერ 313 წ-ს გამოცხადებული მილანის
ედიქტით, რჯულშემწყნარებლობის შესახებ, ქრისტიანებს რწმენის სრული
თავისუფლება ეძლეოდათ. მთელი დასავლეთის კულტურისათვის ესოდენ
დიდმნიშვნელოვანმა ფაქტმა საჯარო მოქმედების უფლება მისცა საუკუნეთა
განმავლობაში უმოწყალოდ დევნილ ქრისტეს მიმდევრებს, თუმცა, შესაბამისად,
ახალი პრობლემებიც მრავალი გაუჩინა. კატაკომბებსა და საიდუმლო ეკლესიებს
შეფარებულ პირველ ქრისტიანთ გარეგნულ რეპრეზენტაციაზე ზრუნვამ რელიგიურ
წარმოდგენათა მხატვრული გამოსახვა პირველ თავიანთი რელიგიური დოგმებითვე
ეკრძალებოდათ. ახლა კი დგებოდა ჟამი, წარმართული მითოლოგიის საჯარო
დაპირისპირებისა და ძლევისა. ახალი ეკლესიაც, თუ აქამდე უარყოფდა გრძნობად
გამომსახველობით ფორმებს, როგორც მიწიერ სიამეთა წარმართულად მადიდებელს,
ამიერიდან იძულებული შეიქნა, სწორედ იმისთვის მიემართა, რასაც თავად
უპირისპირდებოდა და უარყოფდა. უპირველესი პრობლემა ამ საკითხში ის
გახლდათ, რომ არ არსებობდა სპეციფიკური ქრისტიანული ხელოვნების ფორმები.
ამის გამო, მაცხოვრის მიმდევრებმა თავიანთი იდეოლოგიის სამსახურში უყოყმანოდ
მიიღეს გვიანანტიკური არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების მთელი არსენალი
– პირდაპირ, ახალი შინაარსის ჩაუდებლად გადმოიღეს ამ ფორმათა ენა. ეს კი
მექანიკური, უბრალო გადმოღება გახლდათ და არა რაიმე ნოვაციის შექმნა. ამის გამო
ადრექრისტიანული ხელოვნება არც თავისთავადია, არც ახალი სტილია ხელოვნების

119
ისტორიაში. იგი წარმართულ-რომაული და ქრისტიანული ელემენტების
მექანიკური, თუმცა მშვენიერი ნაზავია. ფაქტია, რომ ამ თავისებურმა სინთეზმა
ერთობ საინტერესო შედეგები გამოიღო და თავისი რაფინირებული ასკეტიზმით
დიდი ზეგავლენაც მოახდინა. IV ს-ის I მესამედის მიწურულისთვის ევროპის,
კერძოდ რომის იმპერიის ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. მას
მერე, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომი დატოვა და რომის იმპერიის სატახტო
ქალაქად გამოცხადებულ კონსტანტინეპოლში გადავიდა, ძველი იმპერიის ბედი
გადაწყდა. იმპერატორ თეოდოსიუს I-ის (346-395 წ. წ.) სიკვდილის შემდეგ 395 წ-ს
რომის იმპერია დაიშალა და ორ ნაწილად გაიყო – დასავლეთ და აღმოსავლეთ
იმპერიებად. . ფაქტობრივად, ამით ქრისტიანობაც ორ ფრთად გაითიშა და
პოლიტიკურ რეგალიებს საეკლესიოც მოჰყვა. პოლიტიკურ გათიშულობას –
საეკლესიო განხეთქილება, რის ოფიციალურ კონსტატაციადაც 589 წელს
სულიწმიდის წარმომავლობის შესახებ ატეხილი დავა შეიქნა. აღმოსავლეთის, ანუ
ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკურიი სიძლიერის პარალელურად
დასავლეთ რომი დეგრადაციას განიცდიდა. ბიზანტიის გავლენის და მორჩილების
ქვეშ მოექცა მთელი ბალკანეთი, მცირე აზია, სირია, პალესტინა, ეგვიპტე და
რუსეთის დიდი ნაწილიც. იტალიაში კი ამ დროს გერმანების, გუთების და ჰუნების
ბარბაროსი ტომები თარეშობდნენ. ყოველივე ამას ხალხთა დიდი მიგრაცია მოჰყვა,
რამაც, საბოლოო ჯამში, იავარქმნა რომის დასავლური იმპერია. შესაბამისად
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენებისა, ადრექრისტიანული ხელოვნება სულ სხვა
და თვითმყოფად გზას დაადგა აღმოსავლეთ მიტროპოლიებში. ბიზანტიურმა
ქრისტიანულმა ხელოვნებამ შორს და გვიანანტიკურ-რომაულ ტრადიციებისგან
დამოუკიდებლად იწყო განვითარება. მასში იღვიძებს სპირიტუალური გამოსახვის
ახალი ფორმები, რომლის ფუძე-იდეა ბუნების მიმბაძველობა კი არა, მისი
განზოგადება და დეინდივიდუალიზაციაა გახდა. ამასთან, აღმოსავლურ
მითოლოგიასთან, რელიგიასთან და კულტურასთან შეპირაპირება-შეპაექრებამ,
რაღაც განსაკუთრებული, კულტურის ისტორიაში მანამდე უცნობი ბიზანტიურ-
ქრისტიანული სტილი ჩამოქნა, რომელმაც შემდგომში კარდინალური როლი
შეასრულა ევროპული ხელოვნების, საერთოდ, ევროპული კულტურის
განვითარებაში. ბიზანტიურმა ხელოვნებამ გზა ევროპისაკენ უფრო ქ. რავენას
გავლით გაიკაფა, სადაც აღმოსავლეთ რომის იმპერატორის ნაცვალი იჯდა. სწორედ
აქ და ამ პერიოდში ჩაისახა და განვითარდა თავისებური ქრისტიანული ხელოვნება,
რომელიც ხელოვნების ისტორიაში აახენის ხელოვნებად შევიდა. ამ ხელოვნების
გავლენა XIII ს-მდეც კი გაჰყვა ევროპის არქიტექტურას (სამეფო კარის კაპელა
აახენში, «წმ. მარიამი» კიოლნის კაპიტოლიუმში, წმ. მარკოზის მონასტერი ვენეციაში,
«წმ. ფრონი» ქ. პერიგში (დასავლეთ საფრანგეთი) და სხვ.).ასევე უდიდესი გავლენა
ჰქონდა ბიზანტიურ მხატვრობასაც, რომელსაც წერტილი მხოლოდ იტალიური
რენესანსის დიდოსტატებმა დაუსვეს.

ადრიან I (Hadrianus) – რომის 95-ე პაპი (772-795 წ.წ.), წარმოშობით რომაული


არისტოკრატული ოჯახიდან. მიიღო კარგი განათლება. პაპ სტეფანე II-ის დროს
გახდა დიაკონი. მისი პონტიფიკატობის დასაწყისიდან ატარებდა საფრანგეთის
სამეფოსთან კავშირის პოლიტიკას. მან მოახერხა დანაშაულებში მრავალგზის
მონაწილე პავლე აფიარტის სასამართლოსთვის გადაცემა. ძლიერი და მზვაობარი
პროლანგობარდული პარტიის ლიდერის აფიარტის სასამართლოში გადაცემით

120
შესუსტდა თვით ლანგობარდების ზეგავლენა რომზე. ლანგობარდთა მეფის –
დეზიდერიას რომის ტერიტორიებზე შემოჭრისას ადრიანე დახმარებისათვის
კარლოს დიდს მიმართა. გამარჯვების მომტანი ლაშქრობის შემდეგ, იტალიაში
ლანგობარდთა უკანასკნელმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. ადრიანემ კარლოს
დიდისგან მიიღო პაპინიუს მოკლეს სიგელის მტკიცებულება, რომელმაც დასაბამი
მისცა საეკლესიო სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელსაც კარლოს დიდი თავის მხრივ
უერთებდა იმოლს, ბოლონიას და ფერარს. 787 წ-ს ბიზანტიის იმპერატორის
ირინიოსის თხოვნით ადრიანემ თავისი ლეგატები წარგზავნა ნიკეის II საეკლესიო
კრებაზე, რომელმაც ბიზანტიაში ხატთაყვანისცემა დაამკვიდრა. ამის შემდეგ
აღდგენილ იქნა რომის ურთიერთობები ბიზანტიურ ეკლესიებთან. ადრიანმა შეავსო
დიონისიოს უმცროსის კანონთა კრებული და საზეიმოდ აჩუქა იგი კარლოს დიდს, ეს
კრებული (ჩოდეხ Hადრიანეუს) იქცა ფრანკთა ასმეფოს საეკლესიო სამართლის
ოფიციალურ კოდექსად. ადრიანეს მეორე კრებულს – საკრამენტარიებს –
«Hადრიანუმ»-ს – ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაული ლიტურგიის
გავრცელების საქმეში. იმის გამო, რომ ფრანკთა სამეფოში ნეგატიურად ეკიდებოდნენ
ნიკეის II საეკლესიო კრებას, ადრიანემ ახსნა-განმარტებანი გაუკეთა საეკლესიო
კრების დადგენილებათა ლათინური თარგმანის გაურკვეველ ადგილებს, ასევე
მიუთითა განსხვავებულობა ღმერთის თაყვანისცემასა (ადორატიო) და
ხატთაყვანისცემას (Vენერატიო) შორის. ადრიანემ რომში ფართომასშტაბური
მშენებლობა და ეკლესიათა ინტერიერების მორთვის კამპანია წამოიწყო
(უპირველესად წმ. პეტრეს ტაძრისა). იგი ამით აღემატა თავის წინამორბედთ. მანვე
აღადგინა რომის წყალგაყვანილობანი, ზრუნავდა დედაქალაქის სურსათმომარაგების
გასაუმჯობესებლად. 781 წ-დან დაიწყო საკუთარი მონეტის მოჭრა და ოფიციალურ
დოკუმენტთა პონტიფიკატის წლებით დათარიღება (მანამდე იგი ბიზანტიის
იმპრატორთა მმართველობის წლებით თარიღდებოდა). ამით, ფაქტობრივად,
იტალიამ მანამდე არსებული ნომინალური დამოკიდებულებაც გაწყვიტა
ბიზანტიასთან. ადრიანეს და კარლოს დიდს ნაყოფიერი თანამშრომლობა და
გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ადრიანეს სიკვდილის შემდეგ
კარლოსმა რომში სამაროვნის ლორფინო გააგზავნა შემდეგი ეპიტაფიით: «ჩვენი
სახელები შეერთდებიან ამ წარწერაში: ადრიანე და კარლოსი – მე მეფე, შენ – მამა.».

ადრიან II (Hadrianus) – რომის პაპი (867-872 წ.წ.). წარმოშობით წარჩინებული


რომაული გვარიდან. 842 წ-დან წმ. მარკოზის ბაზილიკის კარდინალ-პრესვიტერი.
პონტიფიკოსობის დასაწყისში ორი ტრაგიკული შემთხვევით იყო დამწუხრებული –
სპოლეტის ჰერცოგის, ლამბერტის მიერ რომის გაძარცვისა და ამ ფაქტიდან ერთი
წლის შემდეგ პირადი, ოჯახური დრამით – მისი მეუღლე და ქალიშვილი (წმიდა
ტიტულის მიღებამდე ადრიანი დაოჯახებული იყო) გატაცებულ და მოკლული იქნა
რომის საეკლესიო ბიბლიოთეკარის, ანასტასიას ბიძაშვილის – ელეფთერის მიერ.
ადრიან II ცდილობდა ეკლესიის მართვის განმტკიცებას. იგი წინააღმდეგ გამოვიდა
მეფე ლოთარის მეორე ქორწინებაზე, რომელმაც კანონიერი ცოლი მიატოვა. 869 წ-ს
კონსტანტინეპოლის IV საეკლესიო კრებაზე, რომელიც პაპის ლეგატის
თავმჯდომარეობით წარიმართა, გადაყენებულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქი
ფოტიუსი და აღდგენილ იქნა იგნატიუსი. ადრიან II-მ რომში საზეიმო ვითარებაში
მიიღო კირილე და მეთოდე და დალოცა მათი მისია. მან მეთოდე ეპისკოოსად
აკურთხა, დანიშნა იგი დიდი მორავიის ეპისკოპოსად და თავის ლეგატად.

121
შემონახულია ადრიან II-ის ბულის ტექსტი, რომელიც ამტკიცებს ღვთისმსახურების
სლავურ ენაზე აღსრულებას და რამაც საფუძველი ჩაყუარა სლავურ დამწერლობას
(კირილიცა). ადრიან II პაპობის დროს აიკრძალა სასულიერო პირთა ქორწინება.
ადრიან III (Hadrianus) – წმინდანი; რომის 109-ე პაპი (884-885 წ.წ.). წარმოშობით
რომიდან. მის ხანმოკლე პონტიფიკატობისა და პაპობამდელი ცხოვრების შესახებ
ფაქტობრივად, არავითარი ცნობა არ შემორჩენილა. ბიზანტიურ ეკლესიასთან
მიმართებაში მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრე კონსტანტინეპოლის პატრიარქს
ფოტიუსს აცნობა თავისი აღტახტრების შესახებ. 885 წ-ს კარლოს სქელის მიწვევით
ვორმსში გაემგზავრა, რათა გადაეწყვიტათ ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. გზაში,
მოდენთან ახლოს (იტალია) მოულოდნელად გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა
ნონანთოლის სააბატოში. მისი საფლავი მალე გადაიქცა თაყვანისცემისა და
მომლოცველობის ადგილად. პაპმა ლევ XIII-მ 1891 წ-ს მოახდინა მისი კანონიზაცია.
კათოლიკურ ეკლესიებში მისი ხსენების დღედ დაწესებულია 8 ივლისი. XIII ს-ის
პოლონელი ქრონისტი მარტინ პოლონი მას ორ დეკრეტს მიაწერდა, მაგრამ მისი
ნამდვილობა ერთობ საეჭვოა.

ადრიან IV (Hadrianus), ნიკოლაუს ბრეიკსპირი (Nicolaus Breakspear) (დაახლ.


1100/1120-1154/1159 წ.წ.) – რომის 167-ე პაპი (1154-1159 წ.წ.). წარმოშობით ღარიბი
ოჯახიდან. ჭაბუკობაში დატოვა ინგლისი, სწავლობდა საფრანგეთში. წმ. რუთის
მონასტერში შევიდა ავინიონში წმ. ავგუსტინეს რეგულარულ კანონიკთა რიგებში.
1137 წ-ს გახდა ამ მონასტრის აბატი. როგორც ჩანს, მკაცრი წესების გამო მას უჩივლეს
და გამოძახებულ იქნა რომში, მაგრამ პაპმა ევგენიუს II-მ მაშინვე შენიშნა
ახალგაზრდა აბატის განსწავლულობა და ენერგია, აკურთხა იგი ალბანის
ეპისკოპოსად და დანიშნა კარდინლად. 1150 წ-ს ნიკოლაუს ბრეიკსპირი, პაპის
ლეგატის ხარისხით გაიგზავნა სკანდინავიაში. მას ევალებოდა ნორვეგიისა და
შვეციის ეკლესიათა ორგანიზაციის საკითხები. ამ მისიას მან ბრწყინვალედ გაართვა
თავი. პაპ ანასტასიას IV-ის გარდაცვალების შემდეგ ერთსულოვნად აირჩიეს პეტრე
მოციქულის კათედრაზე. გახდა რა პაპი, ადრიან IV მაშინვე შეუდგა მნიშვნელოვან
პოლიტიკურ პრობლემათა გადაჭრის საქმეს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი
გახლდათ სამოციქოლო (აპოსტოლური) ტახტის ურთიერთობა რომის კომუნასთან,
რომლის სათავეშიც ავგუსტინელთა მონასტრის ყოფილი პრიორი არნოლდ
ბრეშიანელი იდგა. მას შემდეგ, რაც არნოლდის ხალხმა ერთ-ერთი კარდინალი
მოკლა, ადრიანემ რომს ინტერდიქტი დაადო, თვით არნოლდი კი საიმპერატორო
სასამართლოს გადასცა. 1155 წ-ს ადრიანემ კორონაცია მოუწყო იმპერატორ ფრიდრიჰ
ბარბაროსას, მაგრამ შემდგომში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან
ბარბაროსა ცდილობდა თავად აეღო ხელში უმაღლესი ხელისუფლება ეკლესიაზე.
ადრიან IV თანამიმდევრულად ატარებდა ეკლესიის ცენტრალიზებული
მმართველობის პოლიტიკას, ენერგიულად მოქმედებდა რა გრიგორიანული
რეფორმების ჩარჩოში. იგი თავის ლეგატებს სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიდა, რითაც
ამყარებდა ცალკეულ საეკლესიო პროვინციების ურთიერთობას რომთან. მის
მოუღალავ ადმინისტრაციულ მოღვაწეობაზე მეტყველებენ მისივე ურიცხვი
მიმართვები.
ადრიან V (Hadrianus), ოტობონო ფიესკი (Otobono Fieschi ) (1205-? წწ) – რპმის
184-ე პაპი (1276-1276 წ.წ.). წარმოშობით ლივანიის გრაფთა არისტოკრატული
ოჯახიდან, პაპ ინოკენტი IV-ის ახლო ნათესავი. 1244 წ-ს გახდა კარდინალ-დიაკონი.
1265 წელს პაპმა კლიმენტ V-მ ლეგატად გაგზავნა ინგლისში, სადაც შუამავლობდა
122
ინგლისის მეფესჰენრიხ III-ს და ბარონებს, რომელთაც რომელთაც ესპანეთთან
საკონფლიქტო ურთიერთობა ჰქონდათ. წარმატებებმა ადრიანს განუმტკიცა
მდგომარეობა რომის კურიაში. პაპად აირჩიეს მეფე კარლოს I ანჟუელის აქტიური
მხარდაჭერით. მისი პონტიფიკატობა ძალზე ხანმოკლე იყო. იგი არჩევიდან თვესა და
ერთ კვირაში გარდაიცვალა ჯერაც ხელდაუსმელი. ერთადერთი, რაც როგორც პაპმა
მოასწრო, პაპ გრიგორ X-ის კონსტიტუციის – Uბიპერიცულუმ-ის გაუქმება
გახლდათ, რომელიც რეგლამენტირებას უწევდაპაპის არჩევითობის წესს
დაიკრძალა წმ. ფრანცისკისტაძარში. მისი სამაროვანი ააგო არნოლფო დი
კამბიომ (1245-1310 წ.წ.).

ადრიან VI (Hadrianus), ადრიან ფლორენს (Adrain Florensz) (1459-1523 წ.წ.) –


რომის 212-ე პაპი (1522-1523 წ.წ.). 1474 წ-ს შევიდა ლუვენის უნივერსიტეტის
ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა
ღვთისმეტყველებისა და სამართლის კანონიკის ფაკულტეტებზე. 1491 წ-ს დაიცვა
სადოქტორო დისერტაცია და ასწავლიდა ლუვენის უნივერსიტეტში.
ღვთისმეტყველების პროფესორმა და შემდგომში ამ უნივერსიტეტის რექტორმა,
საკუთარი სახსრებით დააწესა სტიპენდია ღარიბ სტუდენტთათვის. მის მოწაფეთა
შორის იყო ერაზმ როტერდამელი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები, რომლებმაც
შემდეგ მისი ლექციები გამოსცეს. 1507 წ-ს ადრიანი ინიშნება ესპანეთის ტახტის
მემკვიდრის, მომავალი იმპერატორის, კარლოს V-ის აღმზრდელად. 1516 წ-ს გახდა
ტორტოზის (ესპანეთი) ეპისკოპოსი, 1517 წ-ს კარდინალი, ამასთან, ჯერ ნავარისა და
არაგონის, შემდეგ კი კასტილიისა და ლეონის ინკვიზიტორი (1518 წ.). როგორც
იმპერატორის ნაცვალი ესპანეთში, ატარებდა მკაცრ და ხისტ პოლიტიკას.
კარდინალთაგან არჩეულმა პაპმა, ცდილობდა რა განეხორციელებინა
საეკლესიო რეფორმა, საკუთარი თავის წინაშე ორი უმთავრესი დავალება დასვა:
გაეწმინდა ეკლესია ზღვარს გადასული ფუფუნებისაგან, რომელიც ასე ახასიათებდა
აღორძინების ეპოქას და ჩამოეყალიბებინა ევროპულ სახელმწიფოთა კოალიცია,
თურქთა შემოსევების აღკვეთის მიზნით, რომლებმაც 1522 წ-ს კუნძული როდოსი
მოიტაცეს, ხოლო ბელგრადთან სასტიკად დაამარცხეს ევროპის სახელმწიფოთა
არმია. მისდევდა რა ასკეტურ ცხოვრებას, ადრიანმა ზედმიწევნით შეკვეცა რომის
კურიის ხარჯები, შეუდგა საეკლესიო სახელმწიფოს ფინანსური სისტემის
მოწესრიგებას, ამასთან, გადაჭრით გამოვიდა სიმონიზმისა (იხ.) და ნეპოტიზმის (იხ.)
წინააღმდეგ. ამ ღონისძიებებმა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია კურიის ნაწილისა
და რომის არისტოკრატიის მხრიდან, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ფუფუნებას და
წარმოშობით ჰოლანდიელ პაპში მხოლოდ ჩრდილოელ ბარბაროსს ხედავდნენ.
ხოლო ის მოწოდება – დაეცვათ თურქთაგან ქრისტიანული ევროპა «დარჩა ხმად
მღაღადებლისა უდაბნოსა შინა». ადრიან VI ოცნებობდა რომი უდიდეს სამეცნიერო
ცენტრად რქცია. ამისათვის იგი მართლმადიდებელ წრისტიანთაც იწვევდა, მათ
შორის ერაზმ როტერდამელსაც, მაგრამ, სამწუხაროდ, იდეის რეალიზება ვერ
მოასწრო თავისი პონტიფიკატობის ხანმოკლე ვადის გამო. ადრიან VI უკანასკნელი
პაპი იყო, რომელიც არაიტალიური წარმოშობისა გახლდათ. 1523 წ ლის შემდეგ
პირველად ეს ტრადიცია 1978 წ-ს დაირღვა, როცა პაპის ტახტზე იოანე-პავლე II ავიდა
– წარმოშობით პოლონელი.

123
ადრიანე ნიკომიდიელი (ლათ. Hadrianus) (III ს-ის II ნახ. – IV ს-ის დასაწყისი) –
წმინდანი. იმპერატორ მაქსიმიანეს (286-305 წ.წ.), იმპერატორ დიოკლეტიანეს
თანახელისუფლის დროს დასაჯეს მოწამებრივი სიკვდილით მაცხოვრის გამო.
მარტიროლოგ იერონიმეს თანახმად, ადრიანე რომაელი ოფიცერი ყოფილა. იგი
მოწმე გამხდარა 23 ქრისტიანის მამაცური აღმსარებლობისა, თავადაც მიუღია
ქრისტიანობა, რის გამოც ამ ქრისტიანებთან ერთად საპყრობილეში დაუმწყვდევიათ,
შემდეგ კი დაუსჯიათ. მისი მეუღლე – ნატალია, ციხეში ქმარის გასამხნევებლად
მისული მოწმე გამხდარა მისი სიკვდილისა. ადრიანის გვამი არგიროპოლში
(ამჟამინდელი ფუნდუკლუს რაიონი სტამბოლში) გადაუსვენებიათ, სადაც შემდეგ
მის საპატივცემულოდ ეკლესია აუგიათ. ამ ეკლესიის კურთხევის დღეს – 26
აგვისტოს, აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში აღინიშნება მისი ხსოვნის დღე.
VI ს-ის მიწურულსა და VII ს-ის დასაწყისში ადრიან ნიკომიდიელის ნეშთი
გადააუსვენებიათ რომში. პაპ ჰონორიუს I-ს რომის ფორუმზე არსებული სენატის
სხდომათა დარბაზი ეკლესიად გადაუკეთებია და იგი უკურთხებიათ ადრიანეს
სახელზე. პაპ სერგია I-ის განკარგულებით, 8 სექტემბერს – ადრიანეს ნეშთის რომში
გადმოსვენების დღეს, წმ. ადრიანეს ეკლესიიდან ეწყობოდა საზეიმო პროცესია,
რომელიც მიემართებოდა სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკისკენ, რამდენადაც 8
სექტემბერი უწმიდესი და უნეტარესი ღვთისმშობლის დაბადების საზეიმო დღეა.
ადრიანეს თაყვანს სცემენ როგორც ჯარისკაცთა და მჭედელთა მფარველს.
კათოლიკურ ეკლესისში ადრიანეს ხსოვნის დღედ მიღებულია 8 სექტემბერი,
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში – 26 ქგვისტო.

ადრიან Y (Hadrianus), ოტობონი ფიესკი (Ottobono Fiescis) (1205-1270 წ.წ.) –


რომის პაპი (1276-1276 წ.წ.). წარმოშობით ლავანიის გრაფთა არისტოკრატიული
ოჯახიდან, პაპ ინოკენტი IV-ის ახლო ნათესავი. 1244 წ-ს გახდა კარდინალ-დიაკონი.
1265 წ-ს პაპმა კლიმენტIV-მ ლეგატად წარგზავნა ინგლისში, სადაც შუამავლობდა
ინგლისის მეფეს ჰენრიხ II-ს და ინგლისელ ბარონებს, რომელთაც ერთმანეთში
საკონფლიქტო ურთიერთობა ჰქონდათ. წარმატებებმა ადრიანს განუმტკიცა
მდგომარეობა რომისკურიაში. პაპად არჩეულ იქნა მეფე კარლოს I ანჟუელის
აქტიური მხარდაჭერით. მისი პონტიფიკატობა ძალზე ხანმოკლე იყო. ოაოი
არჩევიღან თვესა და ერთ კვირაში გარდაიცვალა ჯერაც ხელდაუსმელი. ერთადერთი
რაც, როგორც პაპმა მოასწრო, პაპ გრიგორ X-ის კონსტიტუციის – Uბიპერიცულუმ –
ის გაუქმება გახლდათ,რომელიც რეგლამენტაციას უწევდაპაპის არჩევითობის წესს.
დაიკრძალა წმ. ფრანცისკის ტაძარში. მისი სამაროვანი ააგო არნოლფო დი კომბიომ
(XIII ს).

ადრიან უტრუხტელი (1459-1523 წ.წ.) – იხ. ადრიან VI.

ადრიანე (1627-1700 წ.წ.) – სრულიად რუსეთის პატრიარქი. მხარს უჭერდა


პეტრე I დიდის (იხ.) რეფორმებს (ოღონდ არა წვერის გაპარსვას, მოწევას, უცხო
სამოსელს). პეტრე I-ის დავალებით მასალებს აგროვებდა ახალი სჯულდების
შესაქმნელად. ადრიანეს სიკვდილის შემდეგ (1700 წლის 15 სექტემბერი) ახალი
პატრიარქის არჩევნები რუსეთში 1917 წ-მდე არ შემდგარა. პატრიარქის ტახტის
მეთვალყურედ სტეფან იავორსკი გამოცხადდა.

124
ადრიანე პუბლიუს ელიუს (76-138 წ.წ.) რომის იმპერატორი 117-138 წლებში
(ანტონუსების დინასტია), იმპერატორ ტრაიანეს (იხ.) აყვანილი შვილი და
მემკვიდრე. განავრცო დამცავი ზოლი და გაამაგრა იმპერიის საზღვრები დუნაიზე;
განასრულა პართიანული ომი (117 წ.), ხანგრძლივად იმოგზაურა იმპერიის
აღმოსავლეთ პროვინციებში. მის დროს გაიზარდა პროვინციათა როლი და
მნიშვნელობა, დასუსტდა რომის გავლენა. დიდ ყურადღებას უთმობდა
საიმპერატორო ხელისუფლების განმტკიცებას – შეასუსტა სენატის გავლენა, შექმნა
საიდუმლო პოლიცია, სამოხელეო აპარატი, რომელშიც წამყვანი ადგილი მხედრიონს
ეჭირა. გაატარა სასამართლო და ფინანსური რეფორმები, მოახდინა არმიის
რეორგანიზაცია, ჯარისკაცებს მისცა საშუალება ფენური კასტური წინწაწევისა და
მხედრიონთა ფენამდე ამაღლებისა. ტალანტურმა და განათლებულმა ადრიანემ,
რომელიც ბერძნული კულტურის აპოლოგეტი გახლდათ, ინტენსიური
მშენებლობები წარმართა. მის მმართველობაში, მისი განკარგულებით, რომში აიგო
ვენუსისა და რომის ტაძრები, კართაგენში გაიმართა ყველაზე უგრძესი აკვედუკი;
ათენში შეიქმნა ახალი არქიტექტურული ანსამბლი – ადრიანოპოლისი, რომლის
ცენტრი, – ზევსის ტაძარი, – ოლიმპეიონი გახდა. რომის გარეუბნის დიდებულ
ვილაში განიმეორა სხვადასხვა არქიტექტურული სტილი. მისი ინიციატივით
ახლიდან აღიმართა «ყოველთა ღმერთთა ტაძარი» – პანთეონი. ჩვენამდე
მოღწეულია ადრიანეს მავზოლეუმი, წმიდა ანგელოზის ციხე-კოშკი (გადაკეთებული
შუა საუკუნეებში). მანვე ააღორძინა ელევსინური მისტერიები (იხ. ელევსინი; იხ.
ძველბერძნული კულტურა). ადრიანეს მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა რომაული
ხელოვნების, ლიტერატურისა და საერთოდ, კულტურის შემდგომი განვითარების
საქმეში. მეცენატობდა და მფარველობდა ინტელიგენციას. მისი დიდი პატივისცემით
სარგებლობდა პლუტარქე, რომელმაც კონსულობის უმაღლესი წოდებაც კი მიიღო.

ადრიანე, Hadriane – ა. I, რომის პაპი 772-795 წ. წ. წარმოშობით დიდგვაროვანი


რომაელი. პაპის ტახტის განსამტკიცებლად მარჯვედ გამოიყენა ფრანგებისა და
ლანგობარდების შუღლი. ლანგომართა მეფის დეზიდერიუსის მიერ შევიწროებულმა
ა-მ მიმართა ფრანგთა მეფეს კარლოს დიდს, რ-მაც ბოლო მოუღო ლანგობარდთა
სამეფოს იტალიაში774 წ. და ხელახლა დაუმტკიცა პაპსპიპინ მოკლეს მიერ სტეფანე
II-თვის 774 წ-ს ნაბოძები სამფლობელო («წმ. პავლეს მამული»), რითაც განამტკიცა
პაპების საერო ხელისუფლება. . ა-მ აკურთხა კარლოსის ძენი – პიპინი – იტალიის,
ხოლო ლუდოვიკუსი – აკვიტანიის მეფედ. ნიკეის საეკლესიო კრებაზე (787 წ.) ა-მ
დაგმო ხატმებრძოლობა. ა. IV, ერისკაცობაში ნიკოლას ბრეიქსპირი (დაახლ. 1100-
1.IX.1159 წ. წ.), ინგლ. საეკლესიო მოღვაწე, ერთადერთი ინგლისელი პაპი. 1152-54 წ.
წ. პაპის ლეგატი სკანდინავიის ქვეყნებში, 1154 წ-დან – რომის პაპი. მოუხდა
ბრძოლა ქ. რომის კომუნასთან და მის ხელმძღვანელ არნოლდ ბრეშლთან, რ-ნის
გაცემისათვის მან 1155 წ-ს იმპერატორად აკურთხა ფრიდრიხ I ბარბაროსა.
თეოკრატიული მისწრაფებების გამო 1157 წ-დან უთანხმოება მოუვიდა
ფრიდრიხთან და 1558 წ-ს მის წინააღმდეგ ქ. მილანთან დადო კავშირი. . ა. VI.
ერისკაცობაში ადრიანე დედელი (2. III.1459 ეტრეხტი-14.IX.1523, რომი), რომის პაპი
1522 წ-დან, უგრეხტელი ხელოსნის შვილი. თეოლ. პროფესორი, შემდეგ ლუვენის უნ-
ტის რექტორი. 1507 წ-დან კარლ ჰაბსბურგის (მომავალი კარლოს V) აღმზრდელი.
1516 წ. არაგონის და ნავარის ინკვიზიტორი. 1516-1517 წ. წ. სისნეროსთან ერთად
განაგებდა ესპანეთს. 1517 წ-დან კარდინალი კარდინალი. პაპად ყოფნისას ამაოდ

125
შეეცადა ჩაეტარებინა რომის კურიის რეფორმა – სცადა მოეწყო ჯვაროსნული
ლაშქრობა ოსმალეთის წინააღნდეგ.

ადრიანეს ვილა (125-135 წ. წ.) – აგებული ტიბურში (თანამედ. ტივოლი), რომის


ჩრდილო-აღმოსავლეთით. წარმოადგენდა მონუმენტურ ანსამბლს, რომელშიც
შედიოდა სასახლეები, ბიბლიოთეკები, პალესტრები, ფერმები, თეატრი, მიმდებარე
დიდებული, საუცხოო ბაღებით, (რომელთაც დაახლ. 18 კმ2 ფართი ეკავათ;
აუზებით), ტალავერებით (ფანჩატურებით), შადრევნებით, ურიცხვი ქანდაკებით.
ვილაში იმპერატორმა სხვადასხვა არქიტექტურული სტილი განაახლა, მოაწყო
სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, ააგო მიწისქვეშა სამეფო და სერაპეუმი, –
ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი ღმერთის – სერაპისის პატივსაცემად, რომლის
კულტი ეგვიპტეში პტოლემეთა დინასტიის (იხ.) დამაარსებელმა პტოლემე I-მა
სოტერმა (305-283 წ. წ. ჩვ. წ-მდე) შემოიტანა და რომელიც ეგვპტის დედაქალაქის
ალექსანდრიის მფარველად ითვლებოდა (ეს ღმერთი ამოდიოდა ძველეგვიპტური
სერაპისიდან, იხ.) მიზანი ამ ღმერთის კულტის დამკვიდრებისა ეგვიპტელი ბდა
ბერძენი ხალხის დაახლოება იყო, მათი რელიგიური წარმოდგენების შერწყმა (მაგ.:
კვდომადი და აღდგომადი ბუნების განმასახიერებელი ღმერთების – ოსირისისა და
დიონისეს შერწყმა). ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის ოლქის –
თესალიისარქიტექტურული თავისებურებანი აისახა «ემპეს პავილიონსა» და
«ტემპეს ტერასებში» (სახელწოდება დაერქვა ოლიმპოსისა და ოსას მთებს შუა
ტემპეის ველის მიხედვით). ოფიციალურ მიღებებს ემსახურებოდა ვრცელი
პერისტილი თავისი სათავსოებით, რომელიც დაგეგმარების მრავალფეროვნებით
გამოირჩეოდა. ეს იყო ე. წ. «პიაცა დ'ოსო», ანუ «ოქროს მოედანი». ინტიმური
გართობისათვის «ზღვის თეატრის» სავანეები შეექმნათ, რომელიც კედლით და
წრიული აუზით იყო იზოლირებყლი. ადრიანეს ვილისაგან მხოლოდ დიდებული
ნაშთებია შემორჩენილი. დღეესდღეობით მხოლოდ მარმარილოს კოლონადების
რესტავრირება შეძლეს.

ადრიანეს თაღი – ათენის არქიტექტურული ანსანბლის ნაწილი, აგებული


იმპერატორ ადრიანეს პროექტით და რომელმაც ადრიანოპოლისის სახელწოდება
მიიღო (საუბარია პუბლიუს ელიუს ადრიანეზე). იგი გამოსახული იყო კედელზე,
რომელიც ჰყოფდა «ადრიანეს ქალაქს ათენისაგან». ეს იყო ორიარუსოვანი ნაგებობა –
თაღოვანი ღიობი პირველ იარუსზე და კოლონადებიანი მეორე იარუსით.

ადრიანეს მავზოლეუმი – ძეგლი გასრულდა იმპერატორ ადრიანეს სიკვდლის


შემეგ (138 წ.)დგას რომში. შუა საუკუნეებში სახელი გადაარქვეს და უწოდეს წმიდა
ანგელოზის ციხე-პალატი. ამ სახელითაა ჩვენამდე მოღწული. ეს იყო უზარმაზარი
სარკოფაგული რომაული ნაგებობა, მაღალი პრიზმატიკული ფუძით, წრიული
გეგმარის. გვაგონებს ეტრუსკულ სარკოფაგებს – თუმულუსებს (იხ.) – ყორღანებს
სამარხი საგნებითა და დრომოსით (იხ.). მავზოლეუმის (იხ.) ფუძე გარშემორტყმული
იყო კოლონებით. ნაგებობის ქვედა ცილინდრი (დიამეტრი 64 მ.) კონუსურსახოვანი
კონსტრუქციით გვირგვინდებოდა. მავზოლეუმის ამ გრანდიოზულ ნაგებობას
სკულპტურული ჯგუფი და კვადრიგაზე (იხ.) ამხედრებულიი იმპერატორის –
ადრიანეს ფიგურა აგვირგვინებდა.

126
ადრიანეს მავსოლეუმი (რომი) – ამჟამად ცნობილია, როგორც წმიდა
ანგელოზის ციხე-პალატი (იხ. წმიდა ანგელოზის ციხე-პალატი).

ადრიანეუმი – (არქიტ.) ეგვტურის მსგავსი პატარა ნაგებობა (რომის


იმპერატორის, ადრიანეს, ეპოქა).

ადრიანოპოლის ბრძოლა – 378 წ. 9 აგვისტოს ბრძოლა რომაელებსა და


აჯანყებულ ვესტგოთებს შორის., ადრიანოპოლთან (ახლანდელი უდირნე, თურქეთი)
იმპ.ერატორ ვალენტიუსმა ბრძოლა გაუმართა აჯანყებულებს, რ-ებსაც მონები და
კოლონებიც შეუერთდნენ. რომაელებმა შეუტიეს ვესტგუთების ბანაკს, რ-იც
ოთხთვალებით იყო გარსშემორტყმული. რომაელთა არმია თითქმის მთლიანად
მოისპო, დაიღუპა იმპერატორიც. ამ დამარცხებამ საგრძნობლად დაასუსტა რომის
იმპერია. IV ს. ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის ცნობით, ადრიანოპოლის
ბრძოლაში რომაელთა არმიის ერთ-ერთი სარდალი ყოფილა ბაკურ იბერიელი.

ადრიანოპოლის კარიბჭე (Edirne Kapisi) – განთავსებულია კონსტანტინეპოლის


სიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილში. კარიბჭის გვერდით შემორჩენილია კედლის
ფრაგმენტები, რომლებზეც მოაქჟამომდე შეიმჩნევა 1453 წლის ოსმალთაგან
კონსტანტინეპოლის იავარქმნისას გაჩენილი ნარღვევები. გადმოცემის მიხედვით,
ოსმალები ქალაქში ადრიანოპოლის კარიბჭის გვერდით დაყენებული კუტიკარით
შეჭრილან, რომელიც არავინ უწყის უგულისყურობით დარჩენიათ ღიად თუ
ღალატით. 1953 წელს თურქებმა კონსტანტინეპოლის (დღევანდელი სტამბული)
აღების 500 წლისთავი აღნიშნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად ციხე-სიმაგრის
კედელზე ადრიანოპოლისის კარიბჭჭესთან მემორიალური დაფა გააკრეს.

ადრიანოპოლისი (ადრიანეს ქალაქი) – აგებულ იქნა ათენში, თავად


იმპერატორ ადრიანეს პროექტით. არქიტექტურული ანსამბლის ცენტრში, ქვის
კედლით შემოზღუდული, ზევს ოლიმპოელის ტაძარი – ოლიმპეიონი იდგა,
რომლის მშენებლობა პისისტრატესის პერიოდში წამოიწყეს და დაახლოებით 130
წელს ადრიანემ განასრულა. ტაძარი კორინთული კოლონადების სტილის
მარმარილოს დიპტეროსს წარმოადგენდა (კოლონათა სიმაღლე 17,25 მ.) თავისებური
კონსტრუქციის ადრიანეს თაღი – თაღის ღიობი გვირგვინდებოდა კოლონადით.

ადრიანოპოლისის სამშვიდობო ზავი – 1829 წლის 14 სექტემბერი, რომლითაც


დასრულდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების საბრძოლო მოქმედებები. რუსეYმა
ამ ზავით დათმო დუნაის შესართავი კუნძულებით და რიგი ციხე-სიმაგრეებისა შავი
ზღვის აღმოსავლეთ საბაპიროებზე. თურქეთმა, თავის მხრივ, სცნო საქართველოს
რუსეთთაბ შეერთება, მოლდავეთის, ვლახეთის, საბერძნეთისა და სერბიის
ავტონომიები.

ადრიანოპოლისის ტრაქტატი – 1713 წლის 13 ივლისს (ძვ. სტილით)


რუსეთისათვის არახელსაყრელი ხელშეკრულება რუსებსა და თურქებს შორის. ამ
ტრაქტატით რუსეთმა დაკარგა აზოვი.

ადრიატურა (ინგლ. Adriation) – 1. საქონლის გადაგზავნისას: საქონელი


იგზავნება პირდაპირ დანიშნულების ადგილზე; 2. თამასუქების ოპერაციებში:
127
ვადაგასული ან გაპროტესტებული თამასუქი გასანაღდებლად წარედგინება
უშუალოდ თამასუქის გამცემ ან მასზე თავმდებ პირს.

ადრონული (ძვ. ბერძ. ადროს ძლიერი); ადრონული ატომი – ატომის მსგავსი


სისტემა, რომელშიც ელექტროსტატიკური მიზიდულობის ძალები დადებითად
დამუხტულ ატომის ბირთვს აკავშირებენ უარყოფითად დამუხტულ ადრონთან (მაგ.,
ანტიპროტონი და სხვ.); ამგვარი ატომები წარმოიქმნებიან ნივთიერებებში
უარყოფითი ადრონების დამუხრუჭებისას.

1. ადსორბენტი (ლათ. Ad ზე, თან, თვის, კენ + Sorbens, სორბენტის


შთანმთქმელი, ჩამყლაპავი) – ბუნებრივი ან სინთეზურად მიღებული სხეული,
რომლის განვითარებულ ზედაპირზე ხდება ადსორბცია (იხ. ადსორბცია), მაგ.,
აქტივირებული ნახშირი, სილიკაგელი, ალუმიგელი და ა.შ.; ადსორბენტს,
ჩვეულებრივ, აქვს დიდი კუთრი ზედაპირი (არაფოროვანი ადსორბენტის)
დაფქვილი კრისტალური სხეულების, წვრილკრისტალური ნალექების, მურის,
კვამლის და სხვა ნაწილაკების კუთრი ზედაპირი ერთ გრამში 500 მ2-მდე აღწევს,
ხოლო ფოროვანისა – 1000 მ2-ს ერთ გრამში). იყენებენ: ნავთობპროდუქტთა და
ცხიმების გასაწმენდად, კატალიზატორების სარჩულად, აირწინაღებში,
პოლიმერული მასალის შემვსებად, ნარევების ქრომატოგრაფიული დაყოფისათვის
(იხ. ქრომატოგრაფია) და აგრეთვე, მედიცინაში.

2. ადსორბენტი – სხეული, რომლის ზედაპირზეც ხდება ადსორბცია.


ადსორბერი (<ადსორბცია) – პერიოდული და უწყვეტი მოქმედების აპარატი,
რომელშიც ხორციელდება ადსორბცია (იხ. ადსორბცია).

ადსორბერი – აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება ორთქლის გამოცლა


გაზიდან ანდა გახსნილი ნივთიერებისა – სითხიდან.

ადსორბცია (გერმ. Adsorption) და ადსორბირება – (ფიზ. ქიმ.) გაზის ან სითხის


შთანთქმა მყარი ნივთიერების ზედაპირის მიერ.

ადსორბცია (ლათ. ად ზე, თან, თვის, კენ +სორბერე შთანმთქმელი, ჩამყლაპავი)


– ზედაპირული შთანთქმა; მყარი სხეულის (ადსორბენტის) ზედაპირული შრის მიერ
ორთქლის, აირების, ანდა სითხის შთანთქმა. განსხვავდება აბსორბციისაგან – როცა
მშთანთქმელია აბსორბენტის მთელი მოცულობა (იხ. აბსორბცია); ფიზიკური
ადსორბცია – დისპერსიულ ან ელექტროსტატიკურ ძალთა მოქმედების შედეგი; თუ
ადსორბცია ადსორბენტისა და შთასანთქი ნივთიერების ქიმიური რეაქციის
თანხლებით მიმდინარეობს, მას ჰემოსორბციას უწოდებენ (იხ. ჰემოსორბცია).
ადსორბციის სპეციალურ აპარატებში (ადსორბერებში) ხდება ორგანულ სითხეთა და
წყლის გაწმენდა.

ადსორბციული – ის, რაც განეკუთვნება ადსორბციას, რაც მისგანაა


გამოწვეული, მისთვისაა მახასიათებელი და ა.შ.; ადსორბციული ტუმბო –
ვაკუუმური ტუმბო, რომლის მოქმედება ეფუძნება ცეოლიტის ანდა აირმშთანთქავ
ნივთიერებათა (მაგ., ჰეტერა) ზედაპირიდან აირის გამოტუმბვის ადსორბციას.

128
ადსორბციული საშუალება – მედიცინაში: წვრილად დაფქვილი უხსნადი
ფხვნილი, გამოიყენება კანის დაავადებისას, როგორც ზედ მოსაყარი ფხვნილი,
მოწამვლის, ანდა კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს.

ადსტრა ტი (ლათ. Ad + Stratum ფენა, შრე) – 1. ბილინგვიზმის სახესხვაობა,


რომელიც გამოწვეულია აბორიგენთა ენაზე უცხო ენის ზეგავლენით (იხ. ბილინგვა,
ბილინგვიზმი, აბორიგენი); 2. ენობრივი მოვლენა, რომელიც გამოწვეულია ერთი
ენის მეორეზე ზეგავლენით ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ხანგრძლივი
ურთიერთობის შედეგად, მაგრამ არ ხდება ეთნიკური ასიმილაცია და ერთი ენის
შერწყმა მეორესთან (იხ. სუბსტრატი, სუპერსტრატი).

ა-დუგ – მტკნარი წყალი (შუამდ. მითოლოგია).

ადულიადეტი (Aduliadet) ჰემი ჰონ (რამა IX) – ტაილანდის მონარქი 1946 წ-დან.
ადულიარი (<შვეიც. Aდულა) – 1. მჭვირვალი ორთოკლაზი (იხ. ორთოკლაზი)
თეთრი ან ცისფერი ანარეკლით, მოლივლივე. გვხვდება ალპური ტიპის ძარღვებში.
გამოიყენება, როგორც საიუველირო ქვა; ოპალესცირებული (იხ. ოპალესცენცია)
ადულიარი – მთვარის ქვა; 2. მინერალი, უფერული მჭვირვალი სახეობა
ორთოკლაზისა; სახელწოდება წარმომდგარია მისი საბადოს მიხედვით, რომელიც
ადულის მთებშია (შვეიცარია).

ად ჰონორეს (ლათ. Ad გამო, თვის + Homeres, Hobore ღირსება, პატივი) –


ღირსების გამო, ღირსებისათვის, პატივის გამო, პატივისათვის, ე.ი. ყოველგვარი
ანაზღაურების, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. საჩუქრად.

ადურ (Fehlev. Adur) წმიდა ცეცხლი უმაღლესი ; საპირისპირო ათაქსს ატახს


წმიდა ცეცხლი დაბალი რანგისა, ჩვეულებრივი ცეცხლი) – იხ. ცეცხლი.

ადურბად მარასპანდის ძე (Fehlev Adurbad I მარასპანდან IV ს. ჩვ. წ-ის) – სპარსი


უმაღლესი ქურუმი, მოღვაწეობდა შაპურ II-ის (309-379 წ.წ.) მმართველობის ხანაში.
გადმოცემით, მიეწერება ავესტისნასკაბის რედაქცია (იხ. ავესტა). «წიგნი
მართლმორწმუნე ვარაზის შესახებ»-ია თანახმად, ალექსანდრე რუმიელის
(მაკედონელის. 356-323 ჩვ. წ-მდე) ერანშაჰრიში მოსვლის შემდეგ «წარმოიშვა
მრავალნაირი მოძღვრება და მრწამსი» და ჭეშმარიტი რწმენის დასადგენად
«ღირსკეთილმა»ადერბადმა, ძემ მარასპანდისამ ორდალია (იხ. ორდალია) განიცადა
– «გამდნარი სპილენძი (Fehlev Roy) გადაასხეს მკერდზე და გაუძლო სხვა სასჯელს
და აღასრულა მართლმსაჯულება ურწმუნოთა და ერეტიკოსთა ზედა» («არდა
ვირაზნაშაქ», 2). მან გაიხადა თავისი გული ისე «სუფთა და უბიწო», რომ როცა
მკერდზე გამდნარ ლითონს (Fehlev Ahan) ასხამდნენ წმინდა სხეულსა და გულზე, მას
«ეს ისე სიამოვნებდა, თითქოს რძეს ასხამდნენო» («Saihast —na- შაიჰასტ» –
«ნებადართული--ნებადაურთველი», ზოროასტრული ტექსტები).
მას მიეწერება «ადურბადის, მარასპანდის ძის რჩევა-დარიგებანი» და
«რამდენიმე სიტყვა ადურბადისა, მარასპანდის ძისა», აგრეთვე, რიგი
გამონათქვამებისა დენკარდის (იხ. დენკარდი) მეექვსე წიგნისა, რომლებიც
ცხოვრებისეული ჭეშმარიტებების ხასიათს ატარებენ. «რჩევა-დარიგებანში» შესულია

129
თვიაურსიტყვაობანი (იხ.) «რამდენიმე სიტყვა», რომლებშიც არის მსჯელობანი
თეოლუციის (იხ. თეოლუცია) საკითხებთან დაკავშირებით «... რომ არ
გადამხდომოდა თავს მე, ადურბადს, ძეს მარასპანდისას, ის უბედურებანი, რომელიც
მომეგო მე, ვერ დავეუფლებოდი ნუგეშის ექვს ხერხს. პირვველი, აი, რა: მადლობელი
ვარ ამგვარი უბედურებისა, ხომ შეიძლებოდა უარესი დამმართნოდა. მეორე, აი, რა:
უბედურება არა სულს ჩემსას, არამედ სხეულს – სხეული ხომ ადვილად იტანს
უბედურებას, ვინემ სული. აი, მესამე: იმ უბედურებათაგან, რაც ჩემთვის
განმზადებულა, ერთი უკვე გადავიტანე. მეოთხე, აი, რა: მადლობელი ვარ, რომ ასე
დამემართა, რამეთუწყეულმა და ცრუ ახრიმანმა (იხ.) და დევებმა ეს უბედურება ჩემი
სიკეთის გამო დამმართეს, ე.ი. მე ასეთი კარგი კაცი ვარ. აი, მეხუთე: ყოველი,
რომელიც იღებს ბოროტებასა და უბედურებას, ღებულობს ან თავად, ან ამას მისი
შვილები ღებულობენ, ხოლო უბედურება, რომელიც მეწია მე, არ შეხებია ჩემს
შვილებს. აი, მეექვსე: რამეთუ ცრუ და ბოროტი ახრიმანი და დევები რომელნიც
მომწვდნენ მე, ახრამანის დასჯისას ბოროტება დაკანონდა, ამიტომ უბედურება არ
მიეგება ვინმე სხვა კეთილ კაცს» («ვაზგი-ი ევჩანდ-ი ადურბად-ი მარასპანდან» –
«რამდენიმე სიტყვა აბდურმანისა მარასპანდანის ძისა», 26-32).

«ადურბადის, მარასპანდანის ძის რჩევა-დარიგებანი» («ჰანდაზ-ი ადურბად-ი


მარასპანდან») – სპარსული ლიტერატურის ძეგლი, შესრულებული ფეჰლევის
ენაზე. მიეწერება შაპურ II-ის (309-379 წ.წ.) მმართველობის პერიოდში მოღვაწე
უმაღლეს ქურუმს – ადურბად მარასპანდის ძეს (იხ. ადურბად მარასპანდის ძე).
ადურფარობაგის, ფაროსზადინის ძის რამდენიმე სიტყვა (ფეჰლევ. «საჰკან-ი
ევჩანდ-ი ადურფარობაგ-ი ფაროჰზადან») – სპარსული ლიტერატურის ძეგლი.
შესრულებული ფეჰლევის ენაზე.

ადუფ (ტოფ) (ებრ. Adupr) – ძველებრაული დასარტყმელი ინსტრუმენტი,


მსგავსია ტამბურინისა (იხ დამბურინი).
1. ადუქცია (ლათ. ადდუცერე მოყვანა) – კიდურების მოყვანა სხეულის
საშუალო ხაზთან.
2. ადუქცია – ... ადიაბატა (ლათ. ადიაბატოს გაუვალი) – წირი, რომელიც
ნებისმიერ თერმოდინამიკურ დიაგრამაზე გარკვეულად გამოსახავს შეუქცევად
ადიაბატურ პროცესს.

ადჯასთერ (ინგლ. Adjuster მომწესრიგებელი) – დისპაშერი, ანუ საზღვაო


სამართლის სფეროს სპეციალისტი, რომელიც ადგენს დისპაშს (იხ. დისპაშერი;
დისპაში). ადჯასტერი ასევე განსაზღვრავს საერთო ავარიის წილობრივობას და და
ხარჯებისოდენობას, რომელიც უნდა ანაზღაურდეს გემის მეპატრონის, გადასაზიდი
ტვირთის პატრონისა და გემის დამქირავებელი პირის (ფრახტის გადამხდელი
პირის) მიერ.

ადჰარმა (სანსკრიტ. Adharma) – უწმიდური, ბიწი, დჰარმას (იხ.) საპირისპირო.

ადჰბუთა-დჰარმა (სანსკრიტ. ადბჰუტა დჰარმა) – 1. მოვლენის «კანონი»,


მანამდე გაუგონარი; 2. ბუდისტურ თხზულებათა ჯგუფისასწაულებრივ ან
ფენომენურ შემთხვევებზე.

130
ადჰეზია (ლათ. Adhacsio, Synechia) – შეზრდა, შეხორცეება, შეწებება.

ადჰერბალდ (I-II ს.ს.) – ნუმიდიის მეფე, ძე მიციფსისა, შვილიშვილი


მასინისისა. ადჰერბალის ბიძაშვილმა იუჰურთამ, მოკლა რა მისი ძმა, – ჰიემფსალა,
აიძულა იგი გაეყო მისთვის მოკლული ძმის სამფლობელო. განყოფის შედეგად
ადჰერბალმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მწირი რეგიონი მიიღო, თუმცა
საბოლოოდ, იუჰურთა არც ამას დასჯერდა, თავს დაესხა ადჰერბალს და ცირტში
ალყაში მოაქცია იგი. ადჰერბალი ამაოდ ელოდა რომაელთა დახმარებას და
იძულებული შეიქნა დანებებულიყო. 112 წ-ს ჩვ. წ-ით იუჰურთამ ადჰერბალი
სიკვდილით დასაჯა.

ადჰი (სანსკრიტ. ადჰი) – უმაღლესი, უზენაესი.

ადჰი ბჰაუტიკა დუჰკჰა (სანსკრიტ. ადჰი ბჰაუტიკა დუჰკჰა) – ტანჯვის სამ


სახეთაგან მეორე. სიტყვასიტყვით: «ბოროტული», რომლის ემანაცია მოედინება
გარეგანი მოვლენის ან არსებისაგან.

ადჰი დაივიკა დუჰკჰა (სანსკრიტ. ადჰი დაივიკა დუჰკჰა) – ტანჯვის სამ


სახეობიდან მესამე. სიტყვასიტყვით: ბოროტება, მომდინარე ღვთაებრივ
მიზეზთაგან, ანუ სამართლიანი კარმული სასჯელი (იხ. კარმა).

ადჰიაკშა – სამყაროს უზენაესი ზედამხედველი («რიგვედა» ჰიმნი სამყაროს


შექმნის შესახებ, X. 129). «რიგვედა» (იხ.) აღწერს შესაქმის წინა დროს. ღმერღების
გამოჩენა მეორე მოვლენაა, რომელიც სამყაროს შექმნას მოსდევს. ხოლო დასმული
კითხვები, – ვინ ან დამ და როგორ Dექმნა სამყარო, – უპასუხოდ რჩება. მას თავად
ადშიაკაც ვერ პასუხობს. «შესაძლოა, სამყარომ თავად გამოიქნა საკუთარი თავი,
შესაძლოა – არა». ადჰიაკშას უმაღლესი ცოდნა, რომელსაც იგია ზიარებული და
რომელიც ჭვრეტს გველს, ამ კოსმიურ პანორამას, დაბნეულია. ეს დაბნეულობა
ახასიათებს გველს ადრე რიგველასეული პერიოდის კოსმოგონიურ შეხედულებას
(იხ. «რიგველა»).

ადჰიატმანი (ძვ, ინდური ადჰი-ატმან, სიტყვასიტყვით: «მიკუთვნებული


სულს», «მეს», «საკუთრივი») – მსოფლიო სული, უზენაესი სული, მშვინვა
სამყაროსი, სამყაროს გვიანვედისტურ კონცეფციებში; უპანიშადებში ადჰიატმანი,
როგორც სული-დემიურგი, ნაწილობრივ დაკავშირებულია მიკროკოსმოსთან,
ადამიანთან, «მე»-სთან და მიკუთვნებულია (მიმართებითია) მაკროკოსმოსს,
ღვთაებრივს (ადჰიდევატას). ადჰიატმანი და ადჰიდევატა განიხილება, როგორც
მაკრო და მიკროკოსმოსის, სამყაროსა და (პირველი) ადამიანის (იხ. პურუშა)
იგივეობის მოძღვრების შემდგომი განვითარება. ადჰაიტმანის სახე მხოლოდ
ნაწილობრივაა მითოლოგიზებული.

ადჰიატმიკა დუჰკჰა (სანსკრიტ. ადჰყატმიკა დუჰკჰა) – ტანჯვის სამ


სახეობათაგან პირველი. სიტყვასიტყვით: «ბოროტება შენგანვე (საკუთარი თავიდან)
ემანირებული»; 2. გამოძახებული ან წარმოშობილი «მე»-Yთი ანდა თვით ადამიანს
მიერ.

131
ადჰიდევატა, ადჰადაივატა (ძვ, ინდური ადჰი-დევატა, ადჰი-დაივატა,
სიტყვასიტყვით: «მიკუთვნებული ღვთაებრივი», «მიწერილი ღვთაებრივისადმი». ე.
ი. ის, რაც მიკუთვნებულია ღვთაებრივისადმი) – ძველ ინდურ მითოლოგიაში:
უმაღლესი ღვთაება, როგორც საგანთა (ობიექტთა) სამყაროს შემოქმედი (შემქმნელი)
(იხ. ადჰიატმანი).

ადჰიკარი – (თეატრ.) ინდური კლასიკური დრამის თეორიის ერთ-ერთი


ტერმინი. ადჰიაკარიკა ეწოდება პიესის მთავარ სიუჟეტურ ხაზს.

ადჰალოკა (სანსკრიტ. ადჰალოკა «ქვედა სამყარო», «ქვესკნელი») – კოსმოსის


შემადგენელი ერთ-ერთი სამყარო ჯაინურ მითოლოგიაში. კოსმოსი ამ
მითოკონცეფციით განწვალებულია «სამყაროდ» და უსასრულოდ გრანდიოზულ
«არასამყაროდ», რომელშიც არაფერია გარდა აკაშისა, ანუ სივრცისა. იგი მიუღწეველი
და განუმსჭვალავია აღქმისათვის. სამყარო არასამყაროსგან სამი უფსკრულებრივი
შრითაა გაყოფილი – ბლანტი წყლის შრით, ზრქელი ქარის შრით და სიფრიფანა
ქარის შრით. აჯონთა წარმოდგენით სამყაროს ფრიად თავისებური კონსტრუქციის
ფორმა აქვს: შედგება სამი წაკვეთილი კონუსის ანდა პირამიდისაგან, რომელთაგან
შუალა და ზედა დადებულია საფუძვლებად, შუალას წვერი სუფევს ქვედას წვერზე.
ქვედა კონუსი ანდა პირამიდა – ეს ქვედა სამყაროა – ადჰალოკაა; ორი ზედა –
პირობითად ზედა სამყარო – ურდჰვალოკაა, ხოლო შეერთებასთან მდებარეობს შუა
სამყაროს – მადჰიალოკა. მთელი სამყაროს სიმაღლე 14 რადჯუს (რადჯუ –
სიტყვასიტყვით «თოკი» – პირობითი საზომია) ტოლია. ამ 14 რადჯუსაგან
ადჰალოკას ეკუთვნის 7, ურდჰვალოკასაც 7 (მადჰიალოკა, ანუ შუა სამყარო,
სამყაროთა სათვალავში არ შედის). ქვედა სამყაროს ფუძეა კვადრატი, რომლის
გვერდები 7 რადჯუს ტოლია, ანდა წრე, რომლის დიამეტრი ამავე ზომითაა
განსაზღვრული. საყურადღებოა არაკანონიკური კონცეფცია, რომლის მიხედვით
სამყაროს ადაიანის სხეულის ფორმა აქვს (ლოკაპურუშა, ე. ი. სამყარო – კოსმიური
ადამიანი), რომლის წელს გასწვრივ მდებარეობს მადჰიალოკა, ზემოთ ურდჰვალოკაა,
ქვემოთ – ადჰალოკა. ამ წარმოდგენით აიხსნება ზედა სამყაროს ერთ-ერთი შრის
სახელწოდება – გრაიჰვეიჰაკა, რაც «კისრის (სამყაროებს)» ნიშნავს. სამყაროს
მკვიდრები იყოფა მცენარეებად, მდაბალ ცხოველებად მაღალ ცხოველებად,
ადამიანებად, ჯოჯოხეთის (ქვესკნელის) მკვიდრებად და ღვთაებებად. ყველა მათ
უპირისპირდება სიდჰები. შვიდი «ქვედა მიწის» დისკოები განლაგებულია შუა
სამყაროს დაბლა და ამ მიწათა დიამეტრი მით მზარდია, რაც უფრო შორდება
მადჰიალოკას მიჯნას (მიმართულება დაღმავალი). ყოველი მიწა ერთმანეთისაგან
განყოფილია შრეთაშორისი ჰაერის, წყლისა და სივრცის თხელი ფენით. მათ შორის
ზედაა რათნაპრაბჰა, ბრწყინვალეა ძვირფასეულობასავით და მდებარეობს შუა
სამყაროდან 1000 იჰოჯანით ქვევით. რათნაპრაბჰა დაყოფილია სამ ფენად. ზედა
ფენის სისქე 10 000 იჰოჯანია, მას კჰარაბჰაგას უწოდებენ; შუანა – პანკაბჰაგა 84 000
იჰოჯანის სისქისაა, ქვედა – აბაკუალაბჰაგა – 80 000-ისა. ქვედა მიწათაგან მეორე –
შარკარაპრაბჰა – ბრწყინავს შაქარივით და მისი სისქე 32 000 იჰოჯანია. შემდეგი –
ვალუკაპრაბჰა – ქვიშისფერია, 28 000 იჰოჯანის სისქეა. მომდევნოები: პანკაპრაბჰა –
ფერი ჭუჭყის, სისქე – 24 000; დჰუმაპრაბჰა – კვამლისფერი, სისქე – 20 000; «ბნელი
მიწა» – თამაჰპრაბჰა, 16 000 იჰოჯანის სისქისქ და ბოლო – მაჰათამაჰპრაბჰა 8000
იჰოჯანის სისქისა, სადაც მეფობს სრული წყვდიადი. ყველა ამ მიწაზე განლაგებულია
ჯოჯოხეთები – ნარაკები.
132
ადჰიშტანა (სანსკრიტ. ადჰისტანა) – 1. საფუძველი; 2. პრინციპი, რომელიც
თავის თავში სხვა ზოგიერთ პრინციპს მოიცავს).

ადჰომუაკა (ლათ. ადჰომუაკა) – აბჰინაიას ხელოვნებაში: თავის წინ წახრა;


გამოხატავს ნაღველს, კმაყოფილებას, სიხარულს.

აე ქებოადან (ელეს ხალხის მით.) – ვიეტნამში: კეთილი ღვთაება მცოდნე


სინოტივისა და მცენარეთა ფესვების ზრდისა. გამოსახავენ ადამიანის თავითა და
წვიმის ჭიის ტანით.

აედვისურა ანაჰიტა – «უბიწო არდვი», ირანულ (საშუალო სპარსულ)


მითოლოგიაში: წმიდა წყლებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც
წარმოდგენილია, როგორც მშვენიერი, ძლიერი, კეთილადნაგი, დიდგვაროვანი,
კეთილშობილი ქალწული. თავზე ოქროსგან გამო- ჭედილი და ვარსკვლავებით
გაწყობილი გვირგვინი ახურავს, ოქროს საყურეები და ფარღული ამშვენებს. მისი
სამყოფელი ვარსკვლავეთია, იგი მოგზაურობს ეტლით, რომელშიც ოთხი ცხენია
შებმული. გზადაგზა ანადგურებს ავსულებს და ყველა მავნებელ არსებას. მას
შესთხოვენ როგორც ბუნების, ისე ყველა ქმნილების ნაყოფიერებას, იგი მფარველობს
თვალუწვდენელ საძოვრებზე მობალახე საქონელს.

აედი (ბერძნ.) – მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი ძველ საბერძნეთში. ჰომეროსს


ბრმა აედად მოიხსენიებენ.

აედი (ბერძ. მომღერალი, პოეტი, შემლოცველი). – ჰომეროსის დროს აედი


ეწოდებოდა პოეტსა და მომღერალს, რომელიც ოთხსიმიან ლირაზე მღეროდა.
ანტიკურ ეპოქაში პროფესიონალი მომღერალი დიდი პატივით სარგებლობდა. ძველ
ბერძნებს სწამდათ, რომ აედთა პირით მეტყველენდნენ თავად ღმერთები. აუდებს
ხშირად წარმოსახავდნენ ბრმა მომღერლებად. ითვლებოდა, რომ მათ პოეზიისა და
სიმღერის ნიჭი თვალთა ნათელის სანაცვლოდ ეძლეოდა.

აედი – მომღერალი. ღმერთებისა და გმირების ცხოვრებიდან აღებულ მოტივზე


აგებული ეპიკური სიმღერების შემსრულებელი ძველ საბერძნეთში. აედი მღეროდა
იმპროვიზებულ ჰანგს რაიმე სიმებიანი საკრავის თანხლებით, იმყოფებოდა თემის ან
ხელმწიფის სამსახურში ან მოხეტიალე ვხოვრებას ეწეოდა.

აედიე (ინდონეზ.) – ედეს ხალხის (მთიელ ინდონეზიელთა ჯგუფი)


მითოლოგიის ღვთაება, ვიეტნამში უმაღლესი ღვთაების განსახიერება. მისი თავი
ციური გუმბათის («გადაბრუნებული გონგი») სიმბოლური გამოსახულებაა,
შეჭმუხნული შუბლი – სიმბოლურად ღრუბლებისა (მოჭმუხნული ფიქრებისა),
სუნთქვა – ჰაერისა, სასქესო ორგანოები – ნაყოფიერებისა, მარჯვენა თვალი ოქროს
მზეა, მარცხენა – ვერცხლის მთვარე, ხელები – ორი ბოძი, რითაც შეკავებულია ცა.
მისი ცოლია ჰება (დედა-მიწა), რომელთანაც კავშირით იშვა მშვენიერი ქალიშვილი
მზექალა და ვაჟი, რომელიც გარდაიცვალა ათასფეხა-სკოლოპენდრას ნაკბენისაგან.
ამის შემდეგ აედიე დამკვიდრდა ცის ყველაზე მაღალი იარუსის სასახლეში. იგი იქმს
სამართალს და მმართველობს არა ხელისუფლებაზე დაყრდნობით, არამედ
133
საკუთარი მორალის ავტორიტეტით. აიედეს სასახლეში საუცხოო დოლი (გონგი) –
დამბჰუ ჰკიდია, რომელზეც დარტყმით იგი უბრძანებს ყოველ სულსა და ღვთაებას.

აედონა, აედონი (ბერძ. აედონ ბულბული აქედან ქართ. იადონი – ბულბული,


იხ. სულხან-საბა, ლექსიკონი ტ. I) – ბერძნულ მითოლოგიაში ზევსის ძის, ამფიონის
ტყუპისცალის, თეშელის გმირის, ძეტოსის მეუღლე (იხ. ამფიონი; ძეტოსი). აედონას
შურდა რძლის, ნიობესი (იხ.) – ამფიონის მეუღლისა, რომელსაც ბევრი შვილი
ჰყავდა. შეეცადა მოეკლა ნეობეს უფროსი ვაჟი, მაგრამ შემთხვევით თავისი შვილი
ითოლოსი შემოაკვდა. ამ საქციელისა და ითოლოსის ბედზე მწუხარე ღმერთებმა
ცოდვილი დედა ბულბულად აქციეს, რაზედაც თვით გმირის სახელიც მიუთითებს
(ჰომეროსი, «ოდისეა» XIX 518-523) აედონას შესახებ არსებობს სხვა მითური
ვარიანტიც: განგმირა რა საკუთარი ვაჟი, განრისხებულმა ზევსმა აედონა
ბულბულად, ხოლო მისი და ჰელიდონა მერცხლად აქცია (ანტონინ ლიბერალისი
«გადასახვანი» («გარდაქცევანი»), XI).

აედონი («ბულბული») – მეფის ასული. დასაჯეს ღმერთებმა და იადონად –


ბულბულად აქციეს.

აედუ – ედეს ხალხის (მთიელ ინდონეზიელთა ჯგუფი) მითოლოგიაში


ღვთაება; ვიეტნამურში: მამაკაცური ღვთაება, მეუფე და მცოდნე ამინდის და
ნაყოფიერებისა. პანთეონის მეორე ღვთაება აედუს შემდეგ.

აელა – ამორძალთა ლაშქრის წინამძღოლი. მოკლა ჰერაკლემ.

აელლა – ამაძონელთა დედოფლის იპოლიტას ერთ-ერთი მხედართმთავარი.


იგი პირველი დაესხა თავს ჰერაკლეს, შემდეგ უკუიქცა, მაგრამ დიდმა გმირმა იგი
მახვილით განგმირა.

აელო («ქარიშხლიანი», «მძვინვარე»...) – ბერძ. მითოლოგიაში: 1. ერთ-ერთი


ჰარტიათაგანი (იხ.); 2. აქტეონის ერთ-ერთი ძაღლი (Oვიდ. Mეტ. III 219).

აელო (ჰოლა) – ჰარპია.

აენდორელი ჯადოქარი – იხ. ყენდორული მესულთანე ქალი (ბიბლ I მეფეთა 28


და MHM).

აერაცია (ფრანგ. აერატიონ – განიავება) – ბუნებრივი ვენტილაცია. ნიადაგის


აერაცია – წყლის გაჯერება ჰაერის ჟანგბადით. ატარებენ წყალსადენის გამწმენდ
ნაგებობებში, რათა წყალს მოაცილონ რკინის ჰიდროჟანგი, თავისუფალი ნახშირმჟავა
და გოგირდწყალბადი.

აერარიუმი (ბერძ. აერ - ჰაერი) – ჰაერის აბაზანის მისაღებად მოწყობილი


მოედანი, რომელიც დაცულია მზის პირდაპირი სხივებისა და ქარისაგან.

აერარიუმი – (არქიტ.) საჰაერო აბაზაზნების მისაღებად განკუთვნილი ბაქანი,


რომელიც დაცულია მზის პირდაპირი სხივებისა და ქარისაგან.
134
აერგი, აირგი (აბხაზ.) – აბხაზური მითოლოგიის ღვთაება, ადამიანთა
მფარველი, მათი მცველი ომიანობისას, ნადირობისას, მოგზაურობისას, ყოველგვარი
საფრთხისას. ზოგჯერ გაიგივებულია ნადირობის (აჟვიიპშთან), ელვისა და ქუხილის
ღვთაებებთან (აფებთან). ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ მისი ატრიბუტიკა
გადადის წმინდა გიორგიზე, რომლის კულტშიც შესულია წარმართული რწმენის
ელემენტებიც. ერთი გავრცელებული ლეგენდით საეკლესიო დღესასწაულის წინა
ღამით ილორის მონასტრის (სოფ. ილორი, ოჩამჩირის რაიონი, საქართველო)
ტემენოსად გამოცხადებულ აკრძალულ ქასთაში (დღესასწაული მიძღვნილია წმინდა
გიორგისადმი) ჯადოსნური სახით გამოცხადდება ხარი (ირემი, ჯიხვი), რომელსაც
საზეიმოდ სწირავენ.

აერენქიმა (ბერძ. აერ – ჰაერი + ენცჰიმა – ავსება, აქ – ქსოვილი) –


აერენქიმული უჯრედებისაგან შემდგარი, ჰაერით ამოვსებული ფაშარი ქსოვილი,
უვითარდება ჭაობისა და წყლის მცენარეებს წყალში მოქცეულ ორგანოებში, სადაც
გროვდება ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის
მარაგი.

Aero- (ბერძ. აერ – ჰაერი) – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი,


ნიშნავს: ჰაერისა, საჰაერო, აგრეთვე საავიაციოს. მაგ: აეროდრომი, აეროპლანი,
აეროდინამიკა.

აერობაცია (ბერძ.) – 1. სიტყვასიტყვით: აწევა, ანუ სიარული ჰაერში,


ყოველგვარი ხილული საშუალების გარეშე; 2. «ლევიტაცია» (იხ.). ეს აქტი შეიძლება
იყო ცნობიერი ან არაცნობიერი. პირველ შემთხვევაში ეს მაგიაა, მეორეში – ან
ავადმყოფობა, ან რაღაც ძალა, რომელიც გარკვეულ ახსნას საჭიროებს. პირველ რიგში
აერობაცია-ლევიტაციის პროცესის დროს აუცილებლად დარღვეულია დედამიწის
გრავიტაცია (მაგნეტიზმი) (იხ. იხ. გრავიტაცია, მაგნეტიზმი); 3. თეურგ-
ფილოსოფოსთა აზრით (იხ. თეურგები, თეურგია): ჩვენი ფიზიკური სისტემის
მდგომარეობა ბევრ რამეში ჩვენს ნებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული. სწორად
წარმართულ ნებას შეუძლია «საოცრებათა» მოხდენა, მათ შორის «ელექტრული
პოლარობის» შეცვლა, ნეგატიურიდან პოზიტიურზე ან პირიქით (საუბარია
პარაცევსის «ელექტრულ პოლარიზმზე», იხ. პარაცევსი). ამ პოლარობის შეცვლის
შედეგად, კავშირი ადამიანისა მიწა-ანდამატთან (მაგნიტთან) იქცეოდა უკუმგდებ
ძალად და მიზიდულობაც გაქრებოდა. ამ შემთხვევაში ადამიანი ჰაერში იქნებოდა
მანამ, ვიდრე უკუმომქმედი ძალა ამოიწურებოდა. სიმაღლე და ხანგრძლივობა
ლევიტაციურობისა დამოკიდებული იქნებოდა პოზიტიორი ელექტრონებით
სხეულის დამუხტვის ძალაზე, თვით მისი ფლობის ხარისხსა და უნარზე.

აერობები (ბერძ. აერ – ჰაერი და ბიოს – სიცოცხლე) – ორგანიზმები,


რომელთა ცხოველმოქმედებისათვის საჭიროა ჰაერის თავისუფალი ჟანგბადი. მათ
განეკუთვნება თითქმის ყველა მცენარე, ცხოველი და მიკროორგანიზმების
უმრავლესობა.

აერობიოზი (ბერძ. აერო + ბიოს – სიცოცხლე – (ბიოლ.) სიცოცხლე


თავისუფალი ჟანგბადის პირობებში. ახასიათებს მცენარეების, ცხოველების,

135
მიკროორგანიზმების უმრავლესობას, რომლებიც ჟანგბადს უმეტესად
სუნთქვისათვის იყენებენ. აერობიოზი სიცოცხლის ყველაზე უფრო გავრცელებული
ფორმაა.

აერობიონტი (აერო + ბერძ. აბიონ მცხოვრები) – ხმელეთზე მცხოვრები


ორგანიზმები.

აერობული, აერობები (ბერძ. აერ ჰაერი და ბიოს სიცოცხლე) – ბაქტერიათა


სახეობა, რომელთა არსებობისათვის აუცილებელია ატმოსფერული (თავისუფალი)
ჟანგბადი (იხ. ანაერობული, ანაერობები).

აეროგენური (აერო + გენოს – წარმოშობა) – (მედიც.) ჰაერით გადაცემული,


ჰაერიდან მიღებული.

აეროგრაფი (აერო + გრაფი) – ხელსაწყო, რომლითაც მიეფრქვევა საღებავი


თხევადი ჰაერით შენობის კედელს, ქაღალდს, ტილოს და სხვ.

აეროგრაფი – (კერამ.) «საჰაერო ფუნჯი» პულვირიზატორის (სასხურის)


ფორმის ხელსაწყო კერამიკული ნაკეთობის ან ქაღალდის ზედაპირზე გამტვერებელი
საღებავის მისაფრქვევად (ხელსაწყო, რომლითაც შესაღებ საგანზე აშხეფებენ
საღებავს).

აეროგრაფია – პულვილიზატორით კედელზე, ქაღალდზე, ტილოზე და სხვ.


მიფრქვევის მეთოდი.

აეროდინამიკა (ბერძ. აერო + დინამიკა) – ჰიდროაეროდინამიკის ნაწილი,


რომელიც შეისწავლის აირის მოძრაობის კანონებს და აირის მიმართ მოძრავი
სხეულების ზედაპირზე წარმოქმნილ ძალებს.
აეროდრომი (აერო + ბერძ. დრომოს – სარბიელი) – თვითმფრინავების
ასაფრენ-დასაფრენ, დასაყენებელ და მათი მომსახურებისათვის განკუთვნილ
ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, მიწის ნაკვეთი და მისი მიმდებარე
საჰაერო სივრცე.

აეროზოლები – ჰაერში (ან სხვა ) თზევადი ან მყარი უმცირესი ნაწილაკების


შეწონილებაა, მაგალითად, ნისლი – აეროზოლია, კვამლი – აეროზოლია, ოღონდ
კვამლი ესაა უმცირესი მყარი ნაწილაკებისა, ნაკლები რაოდენობის წყლისა და
ფისების შეწონილებაა, ხოლო ნისლი აეროზოლია, მხოლოდ ერთი სითხით –
წყლით. სითხეებიც, მყარი სხეულებიც ჰაერზე მძიმეა რატომ არ ცვივიან ისინი
მიწაზ? თურმე ყველაფერი ნაწილაკთა ზომაზე ყოფილა დამოკიდებული. ნისლში
კვამლში და სხვა აეროზოლებში ნაწილაკთა დიამეტრები ერთიდან ასეულ
მიკრომეტრამდეა. მათ ჰაერის ნაკადი, ქარი მოერეკება და დაჯდომის საშუალებას არ
აძლევს. დახურულ ჭურჭელში მუდმივ ტემპერატურაზე აეროზოლთა ნაწილაკებიი
ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაჯდებიან და ამ დროს აღმოვაჩენთ მათ მეორე
არაჩვეულებრივ თვისებას: დაედებიან ისინი არა ფსკერს, არამედ კედლებს. მიზეზი
მარტივია: აეროზოლის ნაწილაკები ზედაპირზე ატარებენ ელექტრულ მუხტს.

136
როგორც კი რამდენიმე ნაწილაკი დაედო ფსკერს, იქ დანარჩენებისათვის ადგილი
აღარ აღმოჩნდა. აეროზოლები შეიძლება მივიღოთ ორი გზით: კონდენსირებით და
დისპერსირებით. ავიღოთ შუშა მარილმჟავათი (Hჩლ). თუკი ჰაერში ამიაკის (NH3)
თუნდაც კვალი არსებობს და გავხსნით შუშას, მის თავზე კონდენსირების გზით
წარმოიქმნება ამონიუმის ქლორიდის (NH4ჩლ) აეროზოლი. კონდენსაცია ესაა გაზის
გადასვლა თხევად ანდა მკვრივ მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში გაზის
მსგავსი ნივთიერებისაგან წარმოიქმნა NH4ჩლ უმცირესი მკვრივი ნაწილაკები.
განვიხილოთ სხვა მაგალითი: კლინჯერის (ცემენტის ნედლეული) დაფქვისას
ცემენტის წარმოებაში ჰაერში ყოველთვის ჩანს წყლის სვეტი. ეს აეროზოლი
წარმოიქმნება ჰაერში დისპერსირების შედეგად – ჰაერში განიბნევა უმცირესი
მკვრივი ნაწილაკები. ასეთნაირადვე წარმოიქმნება ნისლი ზღვის ზვირთების თავზე,
ჩანჩქერების, შადრევნების ახლოს. აეროზოლები ძალზე მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ როგორც ბუნების მოვლენაბში, ისე ყოფა-ცხოვრებაში და ადამიანის
საწარმოო საქმიანობაში. ღრუბლების თავშეყრა, მინდვრების ქიმიკატებით შეწამლვა,
სასუნთქი გზების მკურნალობა – მოვლენების და პროცესების ნიმუშებია, სადაც
აეროზოლებს სიკეთე მოაქვთ. მაგრამ ამახე დროს ქარხნის მილების კვამლი და
ნერწყვის უმცირესი წვეთები, რომლებიც გრიპით ავადმყოფს ხველებისას
გადმოსცვივდება პირიდან – ესეც აეროზოლია. როგორც ვხედავთ, მავნე
აეროზოლებიც არსებობს.

აეროზოლები (აერო + ლათ. სოლუტიო – ხსნარი) – აირად გარემოში


შეწონილი მცირე ზომის მყარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან შე,დგარი
დისპერსიული სისტემები. წარმოქმნის მიხედვით განასხვავებენ დისპერგაციულ
(წყლის ნისლი, მიწის მტვერი და სხვა) და კონდენსაციურ (ღრუბელი, კვამლი)
აეროზოლებს.

აეროთერაპია (აერო + თერაპია) – მკურნალობა ატმოსფერული ჰაერის


საშუალებით (ჰაერის აბაზანები და სხვ.).

აეროიონიზატორი (აერო + იონიზაცია) – ხელსაწყო ჰაერში მაღალი


კონცენტრაციის იონების წარმოსაქმნელად.

აეროიონოთერაპია – დაიონებული ჰაერით მკურნალობა. განარჩევენ ბუნებრივ


და ხელოვნურ აეროიონოთერაპიას. სუფთა დაიონებულ ჰაერზე ყოფნა
ხანგრძლივად ბუნებრივი აეროიონოთერაპიაა, ხელოვნური ხორციელდება
აეროიონიზატორის საშუალებით, სადაც აეროიონები ხელოვნურად წარმოიქმნება.

აეროკინოგადაღება – კინოგადაღება, რომელიც ხდება თვითმფრინავის


ბორტზე დადგმული სპეციალური კინოგადამღები აპარატით.

აეროკლიმატოლოგია – თავისუფალი ატმოსფეროს კლიმატოლოგია.

აეროკლუბი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საჰაერო


სპორტით გატაცებულ პირებს.

137
აეროლიფტი (იგივეა, რაც ერლიფტი) – პნევმატიკური მოწყობილობა,
რომლითაც ნავთობი და წყალი ამაოაქვთ ჭაბურღილიდან მიწის ზედაპირზე.

ეროლოგია (აერო + ბერძ. ლოგოს – მოძღვრება) – ატმოსფეროს ფიზიკის


დარგი; მეტეოროლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ატმოსფეროს
ზედა ფენებს.
აერომაგნიტომეტრი – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხდება დედამიწის
მაგნიტური ველის შესწავლა საფრენი აპარატიდან.

აერომაგნიტური აგეგმვა – დედამიწის მაგნიტური ველის შესწავლა საფრენი


აპარატიდან აერომაგნიტომეტრების საშუალებით.

აერომაიაკი – შუქნიშნებით, ან რადიოსიგნალიზაციით აღჭურვილი ხელსაწყო


მფრინავების დასახმარებლად ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს.

აერომექანიკა – ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს გაზების


(და გაზისებრ გარემოში მოქცეული მყარი სხეულების) წონასწორობასა და
მოძრაობას. აერომექანიკა იყოფა აეროსტატიკად და აეროდინამიკად. აერომექანიკის
განვითარება დაკავშირებულია არქიმედეს, ს. სტევინის, გ. გალილეის, ბ. პასკალის,
დ. ბერნულის, ნ. ჟუკოვსკის, ს. ჩაპლიგინის და სხვათა სახელებთან. აერომექანიკა
ავიაციის თეორიული საფუძველია.

აერონავტი (ბერძ. აერო + ნაუტეს – მეზღვაური) – პირი, რომელიც ჰაერზე


უფრო მსუბუქი აპარატით (მაგ: აეროსტატით) დაფრინავს; ჰაერნაოსანი.

აერონავტიკა (ბერძ. აერო + ნავტიკე – ხომალდის მართვა) – 1. ჰაერზე უფრო


მსუბუქი აპარატით ფრენის თეორია და პრაქტიკა. 2. ჰაერნაოსნობა.

აერონავტიკა – საჰაერო ნავიგაცია: მეცნიერება თვითმფრინავის გარკვეული


მიმართულებით ტარების შესახებ.

აერონი. (ბბერძ. აერო) – 1. პირღებინების საწინააღმდეგო წამალი. იყენებენ


ზღვის დაავადების, მენიერის დაავადების, ორსულთა და სხვა ეტიოლოგიის
პირღებინების დროს.

აერონომია (აერო და ბერძ. ნომოს – კანონი) – ატმოსფეროს ფიზიკის დარგი,


რომელიც შეისწავლის ატმოსფეროს ზედა ფენებში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ
პროცესებს.

აეროპა – ბერძნულ მითოლოგიაში: კრეტის ლეგენდარული მეფის მინოსის


შვილიშვილი, კატრევსის ქალიშვილი. მამამ იგი კრეტაში სტუმრებულ მეზღვაურს
ნავპლიუს გადასცა, იმ მიზნით, რომ აეროპა ან ზღვაში დაეხრჩო, ან უცხოეთში
მონად გაყიდა. ამ საზარელი სასჯელის მიზეზად მითოლოგია ორ ვერსიას
გვთავაზობს: ერთი – რომ ქალიშვილს მამამ წაასწრო, როცა ის მონასთან
სასიყვარულო ინტიმში იყო და მეორე – თითქოს, ატრევსს უწინასწარმეტყველეს
ერთ-ერთი შვილისგან სიკვდილი (სქოლიოები სოფოკლეს «აიაქსისათვის» 1297).
138
ნავპლიუსმა შეიწყალა აეროპა და იგი ატრევსს (იხ.) მისცა ცოლად. აეროპამ ატრევსს
უღალატა ძმასთან (სცოდა მაზლთან) – ფიექსტისთან (აპოლოდორე «შემოკლებული
გადმოცემანი» II 10-11). ცოდვილ აეროპას მამის ერთ-ერთი განაჩენი მაინც არ ასცდა
– განრისხებულმა ატრევსმა იგი ზღვაში გადააგდო.

აეროპლანი (აერო + ფრანგ. პლანერ – ტივტივი) – თვითმფეინავის


მოძველებული სახელწოდება.

აეროპონიკა (ქერო + ბერძ. ა-პონოს – მუშაობა) – ჰაერის კულტურა, მცენქრეთა


უნიადაგოდ გამოზრდის მეთოდი – საკვები ნივთიერებების მიწოდება ხდება ჰაერში
დაკიდებულ ფესვებზე წყლისა და საკვები ხსნარების პერიოდული შეფრქვევით.

აეროპორტი (აერო + ლათ. პორტოს – ნავსაყუდელი) – საგანგებოდ


მოწყობილი დიდი აეროდრომი მგზავრების, ტვირთის, ფოსტის მისაღებად და
გასაგზავნად; საჰაერო პორტი.

აეროსოლაროუმი – (არქიტ.) იგივეა, რაც აერარიუმი.

აეროსტატი (აერო + ბერძ. სტატუს – მდგომარე, უძრავი) – ჰაერზე მსუბუქი


საფრენი აპარატი, რომლის ამწე ძალას ქმნის (არქიმედეს კანონის შესაბამისად) მის
გარსში მოთავსებული ჰაერზე მსუბუქი აირი, მაგ: წყალბადი, ჰელიუმი.
აეროსტატიკა (აერო + ბერძ. სტატიკე – წონასწორობა) – ჰიდროაერომექანიკის
ნაწილი, რომელიც სწავლობს გაზების (განსაკუთრებით ჰაერის) წონასწორობის
პირობებს. აეროსტატიკის უმთავრესი ამოცანაა სიმაღლისაგან ატმოსფერული წნევის
დამოკიდებულებისა და ჰაერში მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ძალების
გამოკვლევა.

აეროტაქსისი (აერო + ბერძ. ტახის – რიგზე დაწყობა, განლაგება) –


მოკროორგანიზმების, ერთუჯრედიან ან მრავალუჯრედიან ორგანიზმთა მოძრავი
უჯრედების გადანაცვლება ჟანგბადის წყაროსკენ ან ამ წყაროს საწინააღმდეგო
მიმართულებით.

აეროტენკი, აეროტანკი (აერო + ინგლ. ატანკ – რეზერვუარი, ავზი) – ბეტონის


ან რკინაბეტონის დერეფნის მსგავსი ნაგებობა, ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური
გაწმენდისათვის განკუთვნილი რეზერვუარი.

აეროტორია (აერო + ტორია) – აეროდრომისა და მისი მიმდებარე


ტერიტორიების თავზე მდებარე საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხდება
თვითმფრინავების აფრენა და დასმა.

აეროფაგია – ჰიპერესთეზიით გამოწვეული ჰაერის ყოველგვარი მოძრაობის


გაურკვეველი შიში. გვხვდება ცოფის, ტეტანუსის დროს.

აეროფილტრი (აერო... + ილტრი) – ჩანდინარე წყლების ბიოლოგიური


გაწმენდისათვის განკუთვნილი ნაგებობა.

139
აეროფოტოგრაფია – (სპეც.) დედამიწის ზედაპირის ფოტოგრაფირება
თვითმფრინავიდან, ხელოვნური თანამგზაზვრიდან; აეროფოტოგადაღება.

აეროფოტოგრამმეტრია (ფოტოგრამმეტრია. ფოტო + ბერძ. გრამმა – ჩანაწერი +


მეტრეო – ვზომავ) – საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის
განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით, რომელიც მფრინავი
აპარატიდანაა გადაღებული; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის
მიხედვით.

აეროფოტოტოპოგრაფია – ტოპოგრაფიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის


მფრინავი ობიექტებიდან მიღებული სურათების მიხედვით გეოგრაფიული რუკების
შექმნის მეთოდებს.

ავა-ბოდჰა (სანსკროტ. ავა-ბოდჰა) – «ცოდნის დედა», ადიტის (იხ.) ერთ-ერთი


სახელი.

ავადმყოფური გრძნობა – იხ. აზროვნება რეზიონო-რული.

ავადუტურის ტაძარი – ლეგენდის მიხედვით, ლეგენდარულ შივაელ ჭაბუკს


(იხ.) სწორედ ამ ტაძრის საკურთხეველში უპოვია დიდი თამილელი პოეტის
ტირუმულარის (იხ.) ლექსები.

ავათარა – ინდ. ღვთაების გარდამოსვლა დედამიწაზე, მისი მოვლინება


ადამიანის ან სხვა მოკვდავი არსების სხეულში (განხორციელება) ქვეყნისა და
ადამიანების სახსნელად, სამართლიანობისა და ზნეობის აღსადგენად.
განსაკუთრებით ცნობილია ღვთაება ვიშნუს ავათარები თევზის (წარღვნის მითოსში),
კუს, ტახის, ლომკაცის, თეთრი ცხენის, ბუდას და სხვათა სახით.

ავაივარტიკა (სანსკროტ. ავაივარტიკა) – ყოველი ბუდას (იხ.) ეპითეტი.


სიტყვასიტყვით: იგი, ვინც არასოდეს მობრუნდება, ვინც პირდაპირ ნირვანაში
მიემართება.

ავალი (ფრანგ. ავალ) – მესამე პირის მიერ თამასუქის თავდებობა.

ავალი (ფრანგ.) ვექსილზე თავდებობა.

ავალიშვილის თეატრი – ქართული საერო თეატრი ერეკლე II-ის კარზე


თბილისში დააარსა მწერალმა და დიპლომატმა გ. ავალიშვილმა 1791 წ-ს. საჯარო
წარმოდგენები იმართებოდა ე.წ. პალატში. დასმა პირველად წარმოადგიმა «მეფე
თეიმურაზი», რომელსაც გ. ავალიშვილს მიაწერენ. რეპერტუარში შედიოდა
ზოგიერთი თავგასული ბატონისა და მეფის მოხელის მამხილებელი პიესები,
რუსულიდან თარგმნილი პიესები და სხვ. იარსება 1795 წ-მდე, აღა-მაჰმად-ხანის
შემოსევამდე.

ავალოკიტეშვარა (სანსკრიტ. Aვალოკიტესვარა) – მაჰაიანას და ვაჯრაიანას


ბუდისტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ბოდჰისატვა. განასახიერებს
140
«თანაგრძნობას», «გულშემატკივრობას». სახელის წარმოშობა და შინაარსი
ბუნდოვანია. ეს რთული სიტყვა სხვადასხვაგვარად ითარგმნება ავალოკიტა –
ისვარა – «ღმერთი და მისი მზირალი», «ღმერთი, რომელიც იხილავს», «ღმერთი,
რომელიც იხილესს» და ა. შ. ტიბეტურად – «მზირალი თვალი», მონღოლური –
«მჭვრეტელითვალებითა». სრულიად დასაშვებია, რომ მისი თავდაპირველი ფორმა
სახელისა იყო ავალოკიტასვარა – «მოყურიადე ხმათა». სწორედ ეს ფორმა გვხვდება
ცენტრალურ აზიაში აღმოჩენილ ძველ ხელნაწერებში. ვარაუდი კიდევ უფრო
განმტკიცდა ბუდისტური სუტრების ადრეული ჩინური თარგმანებით, სადაც
ავალოკიტეშვარა იწოდება გუან-ინად – «ყურის მგდებელი ხმებისათვის».

ავალოკიტეშვარას სახე – ძვ. წ. ბოლო საუკუნეებშია წარმოშობილი.


«სუკჰავატივიუჰა-სუტრაში», სადაც აღწერილია ნუდა ამიტაბჰას მიერ შექმნილი
სამოთხე სუკჰავატი (იხ.), ავალოკიტეშვარა გამოდის როგორც ამიტაბჰის ემანაცია.
«სადჰარმაპუნდარიკასა» და «სამადჰიარაჯა-სუტრაში». ავალოკიტეშვარა
უნივერსალური მსმენელია. შეუძლია სხვადასხვა ფორმაში გამოვლენა, სანსარას რა
გინდა რა სფეროში, გნებავთ ჯოჯოხეთშიც. უფრო მოგვიანო «კარანდავიუჰა-
სუტრაში» იგი აპოგეას აღწევს. აქ იგი ბუდაზე აღმატებულადაც კია გამოყვანილი და
ღმერთი-შემქმნელის ზოგიერთი შტრიხიც მიეწერება. VII-VIII ს.ს-დან
ავალოკიტეშვარას (იაპ. კანონ) სქესი განიყო. გაჩნდა მდედრული წყვილი, რომელმაც
თანდათან შეავიწროვა მამაკაცური ჰიპოსტასი. გამოსახავდნენ ინდოელ პრინცად,
ლოტოსის ტვავილით. ავალოკიტეშვარა დავანებულია სუკჰავატში, თუმცა აქვს
თავისი პირადი სამოთხეც – თოვლიან პოტალუს მთებში. ტიბეტის ბუდისტი
ვაჯრაინები ეთაყვანებიან ავალოკიტეშვარას. ისინი კარმაპას-კაგიუპის სკოლისა და
გელუკპას სკოლის მეთაყრს დალაი-ლამას ამ ღმერთის მიწიერ გამოვლინებად
თვლიან.

ავალოკოოტეშვარა (სანსკროტ. ავალატესვარა) – 1. «მეთვალყურე მეუფე»


(«სამეუფეოს მეთვალყურე»). ეზოთერიკული (იხ.) ინტერპრეტაციით – ტიბეტური
პადმაპაბი (იხ.), – ლოტოსის მატარებელი და ლოტოსის ნაშობი, – პირველი
ღვთაებრივი წინაპარი ტიბეტელთა, ავალოკოტეშვარას სრული ინკარნაცია, სრული
ავატარა (იხ.); 2. ეზოთერიკულ ფილოსოფიაში: ავალოკი, «მოთვალთვალე»,
«მოყურადე», აღმატებული მე-ზე, ამასთამ, როგორც პადმაპანი – უმაღლესი ეგო-ა,
ანუ მანას-ია (იხ.); 3. მისტიკური ფორმულა – «ომ მანი პადმე ჰუმ». – სპეციალურად
გამოიყენება ერთიანი დახმარების გამოსაწვევად. ინდურმა ეპოსმა ავალოკიტეშვარას
უამრავი მიწიერი ინკარნაცია დაგვიტოვა და მასში ყოველი მორწმუნის სულიერ
ბელადს ჭვრეტდა, თუმცა ეზოთერიკული ინტერპრეტაციით მასში ლოგოსია
დანახული – ლოგოსი, როგორც ციურ-ღვთაებრივი, ისე ადამიანური.

ავან ტე ლეტრი – სპილენძზე შესრულებული ხელმოუწერელი გრავიურა


სხვაგვარად მას ეწოდება ეპრეუყეს დ' არტისტე, ანაბეჭდის ყველაზე ძვირფასი
სახეობა.

ავანცო (სიცოცხლის წლები უცნობია) – ვერონის სკოლის (იხ.) იტალიელი


ფერმწერი. მოღვაწეობდა XIV ს-ის II ნახევარში. სავარაუდოდ, ალტიკიეროს (იხ.)
მოწაფე და თანამშრომელი უნდა ყოფილიყო, რომელთან ერთადაც იტალიის მთელ
რიგ ქალაქებში უმუშავია. ავენცოს ალტიკიეროსთან ერთად პადუას სან-ჯორჯოს
141
კაპელის ფერწერა შეუსრულებია (დაახლ. 1377-1379 წ. წ.), რომელიც ეძღვნებოდა წმ.
ლუჩიას ცხოვრებას. ხშირად იყენებდა არქიტექტურულ ნაგებობათა ქალაქის
ქუჩებისა და ინტერიერთა გამოსახულებების მოტივებს. მისი სტილის
დამახასიათებელია ნათელი მეტყველება და სწრაფვა მოვლენის სიუჟეტის ყოფითი
რეალობის გადმოცემისაკენ.

ავანცო (ცხოვრების წლები უცნობია) – ვერონის სკოლის იტალიელი ფერმერი,


მუშაობდა XIV ს-ის II ნახევარში. სავარაუდოდ ალტიკიეროს მოსწავლე და
თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც მუშაობდა იტალიის ქალაქებში. ერთად
მოხატეს სან-ჯორჯოს კაპელები პადუაში (დაახლ. 1377-1379 წ. წ.), ნახატები
მიძღვნილიაწმ. ლუჩიას ცხოვრებისადმი. ფართოდ იყენებდა მოტივებს
არქიტექტორული აღნაგობით, ქალაქისქუჩებისა და ინტერიერების
გამოსახულებებით. ა-ს სტილისათვის დამახასიათებელია მკვეთრი თხრობითობა და
და სწრაფვა ცხოვრებისეული ნამდვილობისადმი სიუჟეტის მოვლენების
გადმოცემისას.

ავანგარდი (ფრანგ. ავანტ-გარდე – მოწინავე რაზმი) – 1. სახმელეთო ჯარის ან


ფლოტის დამცველი ნაწილი, რომელიც ლაშქრობაში წინ უძღვის მთავარ ძალებს.
მისი ამოცანაა, აარიდოს მთავარ ძალებს მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმა,
შეუქმნას ჯარს (ფლოტს) გაშლისა და ბრძოლაში ჩაბმის ხელსაყრელი პირობები,
ააცილის გზად შეხვედრილი ყოველგვარი დაბრკოლება. 2. (გადატ.) საზოგადოების,
კლასის მოწინავე ნაწილი.

ავანგარდისტი – ავანგარდიზმის მიმდევარი (მწერალი, მხატვაეი და სხვა).

ავანგარდისტული – ავანგარდიზმზე დამოკიდებული, ავანგარდისტთა


კუთვნილება.
ავანგარდიზმი (ფრანგ. ავანტ-გარდტსმე) – საერთო პირობითი სახელწოდება
XX ს. ბურჟუაზიული ხელოვნების მრავალი, ხშირად განსხვავებული ნაკადისა და
მიმდინარეობისა, რომლებსაც აერთიანებს კლასიკური ხელოვნების ტრადიციებთან
კავშირის რადიკალურად გაწყვეტა, ექსპერიმენტულობა ახალი ფორმებისა და
გამოსახვითი საშუალებებისაკენ სწრაფვისას.

ავანგარდიზმი – სახელწოდება, რომელიც XIX ს-ის 10-იან წლებში იტალიაში,


შემდეგსაფრანგეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მიეკუთვნებოდა ხელოვნების
სხვადასხვა მიმართულებას, რომლებიც მიისწრაფოდნენ ახალი, ჯერ არნახული,
სინამდვილეში კი ძალად გამონაგონი მხატვრული ფორმების შექმნისაკენ და
ნიჰილისტურად უარყოფდნენ ადრინდელ გამოცდილებას. მუსიკაში ავანგარდიზმის
გამხატულებებია ალე-ტორიკა, დოდეკაფონია, პუანტალიზმი, კონკრეტული მუსიკა,
სერიული მუსიკა, ელექტრონული მუსიკა. თეატრალურ ხელოვნებაში –
«ანტითეატრი», ან «აბსურდის თეატრი». ავანგარდიზმი სახვითი ხელოვნების ყველა
დარგში გამოვლინდა.

ავანგარდული – მოწინავე, სხვაზე წინ – ავანგარდში მყოფი.

142
«ავანგელიონ»-ი, «ევანგელოპნ»-ი (სახარება) – მანიქეველთა რელიგიური
მოძღვრების ფუძემდებელ მანის მიეწერება 7 ნაწარმოები, რომელთაგან 6 არამეულად
(სირიულად), ხოლო მეშვიდე შუა სპარსულად (ფეხლევზე). ამ შვიდ ნაწარმოებთაგან
ერთ-ერთია «ავანგელიონი» («ავანგელიონი», რომელიც შედგება 22 თავისაგან;
«ცხოვრების საგანძური»; «საიდუმლონი» – აღმოსავლურ-ირანული «რაზან»-ი;
«წიგნი გიგანტთა» – «წიგნი გოლიათთა შესახებ» – აღმოსავლეთ ირანული «კავან»-
ი, «წიგნისა»; «ეპისტოლენი» და «ფსალმუნთა წიგნი» (იხ. მანი).

ავანვესტიბიული – ვესტიბიულის წინ მოთავსებული ადგილი.

ავანზალი (ფრანგ. ავანტ – წინა და სალლე დარბაზი) – წინა დარბაზი; დიდ


შენობებში, სასახლეებში მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ.

ავან-კოჯე – კორეული შამანური მითოლოგიის ქალი-პერსონაჟი. შეიქმნა


ძველი ჩინეთის ლეგენდარული მმართველის – იაოს ორი ქალიშვილიდან ერთ-
ერთის – ეჰავანის პროტოტიპზე. ერთ-ერთი შამანური გენეოლოგიური
მითოლოგიით, კორეელი შამანი ქალები – მულანები – ივან-კონჯუდან არიან
წარმომსდგარნი.

ავანლოჟა (ფრანგ. ავანტ – წინა + ლოგე – ლოჟა) – თეატრებში პატარა ოთახი,


რომელიც ლოჟას ეკვრის.

ავანლოჟა – (თეატრ.) თეატრის ლოჟის წინა პატარა ოთახი.

ავანპორტი (ფრანგ. ავანტ-პორტ) – 1. პორტის გარეთა (წინა) ნაწილი, სადაც


გემები ღყზაზზე დგებიან და ხდემა მათი დატვირთვა-გადმოტვირთვა. 2. მდინარის
შესართავის შორიახლო აგებული, მთავარ პორტთან შეწყვილებული ნავსადგური,
რომელიც უშუალოდ ზღვაზე გამოდის.

ავანპოსტი (ფრანგ ავანტ-პოსტო) – იგივე ფორპოსტი – წინა სადარაჯო; ზოგი


ქვეყნის არმიებში: მოწინავე სადარაჯო პოსტი, რომელიც იცავს დასასვენებლად
განლაგებულ ან დაცვაზე მყოფ ჯარს მტრის მოულოდნელი თავდასხმისაგან.

ავანსი (ფრანგ. ავანცე) – თანხა, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ უხდის მეორეს
შესასრულებელი სამუშაოსა თუ მომსახურეობისათვის გადასახდელი საერთო
თანხის ან გადასაცემი ქონების ანგარიშში. გაიქვითება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

ავანსი (ფრანგ.) – იხ.

ავანსირება (ფრანგ. ავანსერ) – ავანსის გაცემა.

ავანსცენა (ფრანგ. ავანტ-სცენე) – სცენის ნაწილი, რომელიც ფარდის წინ არის


გამოწეული.

ავანსცენა – 1. სათეატრო სცენის წინა ნაწილი (მაყურებელთან ახლოს). 2.


სცენიის ნაწილი ორკესტრსა და ფარდას შორის.
143
ავანტაჟი (ფრანგ. ავანტაგე) – სარფი, სარგებლობა, – ხელსაყრელი
მდგომარეობა (მოძვ.).
ავანტაჟი (ფრანგ.) – კეთილსასურველი მდგომარეობა.

ავანტაჟური – სასიამოვნო გარეგნობის, მიმზიდველი (მოძვ.).

ავანტიურა (ფრანგ. ავანტურე) – თავგადასავალი, ჩვეულებრივ, საძრახისი;


უპერსპექტივოდ, რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად,
შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებული საქმე.

ავანტიურინი (ფრანგ. ავანტურინე) – ბრჭყვიალა, ფერადი წვრილმარცვლოვანი


კვარცი, იყენებენ სხვადასხვა სამკაულის დასამშვენებლად.

ავანტიურისტი – ავანტურის წამომწყები ან მონაწილე; უპერსპექტივო


საქმოსანი; საეჭვო შემოსავლის მაძიებელი.

ავანტიურიზმი – ავანტიურისადმი მიდრეკილება; უპერსპექტივო, უპრინციპო


მოქმედება, წამოწყებული ადვილი წარმატების მიღწევის იმედით.

ავარასაილა (სანსკროტ. ავარასაილა სანგჰარამა) – სიტყვასიტყვით:


დასავლეთის მთების ბინადართა სკოლა – დჰანაკსტჩაკის ცნობილი ვიჰარა
(მონასტერი). ზოგიერთი ცნობით (მაგ: ეიჰტელის) აუგიათჩვ. წ-მდე 600 წლისათვის,
მიუტოვებიათ 600 წ-ს ჩვ. წ-ით.

ავარები (ობრები რუს. მატიანეებში) – ურალურ-ალტაური თურქული ტომი. VI


ს-ში კასპიის სტეპებიდან გადასახლდნენ დუნაის აუზში (იხ. დიდი გადასახლება).
დაარბია აღმ. გერმანიისა და ჩრდ. იტალიის ნაწილები. მოგვიანებით დამკვიდრდნენ
პანონიაში (უნგრეთი). 796 წ. დაამარცხა კარლოს დიდმა (იხ.).

ავარები – ატილას (იხ.) დროიდან მოყოლებული აღმოსავლეთ ევროპის


სტეპებში მომთაბარეობდნენ ავარები. ეს ტომობრივი გაერთიაბება უფრო
თურქულენოვან ხალხს აერთიანებდა. კარლოს დიდის დროიდან ავარები მთელ
ჰანონიას (თანამედროვე უნგრეთის) სტეპებს ფლობდნენ. როგორც ჰუნები (იხ.) ,
ისინიც აზიიდან მოსული მომთაბარეები იყვნენ. 788 წ-ს ისინი შეიჭრნენ ფრანკთა
სახელმწიფოში, მაგრამ კარლოს დიდთან (იხ.) დამარცხდნენ.

ავარები – ურალურ-ალტაური თურქული ტომი. VI ს-ში კასპიის სტეპებიდან


გადასახლდნენ დუნაიზე. იავარქმნეს იტალიისა და გერმანიის სასაზღვრო
ტერიტორიები. მოგვიანებით დამკვიდრდნენ პანიონში. 796 წ-ს განადგურდნენ
კარლოს დიდისგან და მას შემდეგ ისტორიიდან გაქრნენ (აითქვიფნენ სლავებსა და
უნგრელებში).

ავართა კაჰანატი – იხ. კაჰანატი.

144
ავარია (იტალ. ავარია; არაბ. ავარ – დაზიანება, ზიანი) – 1. მანქანების,
სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის ელექტრონული ხაზებისა და სხვათა
მოულოდნელი დაზიანება, მწყობრიდან გამოსვლა. 2. (გადატ.) უბედური შემYხვევა,
მარცხი. ავარია საზღვაო სამართალში ნიშნავს: საზღვაო გადაზიდვისას გემის ან
ტვირთისდათვის მიყენებულ ზარალს.

ავარიული – ავარიასთან, მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული; ავარიის


დროს გამოსაყენებელი.

ავარული ენა – ყველახე გავრცელებული ენა . . .

ავარცები – ლეკური წარმოშობის ხალხი. ლაპარაკობენ თავისებურ – ავარულ


ენაზე. რწმენით – მუსლიმანები. მისდევენ მესაქონლეობას, ნაწილობრივ
მიწათმოქმედებასა და მევენაზეობას.

ავასტან (სანსკროტ. ავასტან) – არაბეთის ძველი სახელწოდება.

ავასტჰა (სანსკროტ. ავასტჰა) – პირობის, პოზიციის მდგომარეობა. შემეცნების


სამი მდგომარეობა: 1) ჯაგრათი – ფხიზელი მდგომარეობა, რომლის დროსაც
ადამიანი შეიმეცნებს გარე სამყაროს ობიექტებს და შეუძლია იფიქროს ან იმოქმედოს
ამ შეგრძნებების ადექვატურად; 2) სფაპნა – სიზმარეული მდგომარეობა, რომელშიც
მხოლოდ სუბიექტური, აზრობრივი სახეებია ობიექტებისა. ამ დროს არ არსებობს
კონტროლი ამ სახეებზე, გამორიცხულია ტანჯვა და კმაყოფილება, ამასთან, ამ
ობიექტთა ცნობიერი შეფასება; 3) სუშუპტი – ღრმა სიზმარეული ყოფა, ლეთარგია,
რომელშიც არ არსებობს არანაირი ობიექტები, არც სუბიექტური, არცობიექტური,
მხოლოდ ნეტარეული სიმშვიდის მდგომარეობა, რომლის გახსენება ადამიანს
გამოფხიზლების (განღვიძების) შემდეგ ძალუძს. ზოგჯერ ასახელებენ მეოთხე
ნდგომარეობასაც – თუსიას. ამ მდგომარეობაში ადამიანი ძალმოსილია მისი
(რისი??) გადალახვისათვის და იგი აღწევს წმიდა ცოდნას (შუდჰა-ვადიას). ამის
მიღმა ასევე არსებობს მეხუთე მდგომარეობა, – თურიატიტა, რომელშიც დგება
სრული ერთიანობა და იგივეობა ატმასთან (იხ.) – პირად მე-სთან და პარამატმთან –
საყოველთაო ზე მე-სთან.

ავატარა (სანსკრიტ.) – დამავალი, მიწიური (მატერიალური) ხორცშესხმა


ღვთაებისა (ღმრთისა). ჩვეულებრივ, ამ ტერმინთან დაკავშირებულია ბუდა (იხ.) და
ვიშნუ (იხ.) და მისი ცნობილი 10 ავატარა. (???)

ავატარა (სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ჩამოსვლას, ქვეყნად მობრძანებას.) – ძვ.


ინდური რელიგიის უზენაესი ღმერთის ვიშნუს ერთ-ერთი სახეობა. რთგუნავს
ბოროტებას. ეს არის სულთა გადასახლების გარდასახვის მსგავსი მოვლენა. ათი
ავატრა – ათი ვიშნუა ცნობილი. მათგან უფრო გამოჩენილნიარიან: რამად (რამაიანა)
და კრიშნა («მაჰაბჰარატა»). ორივე «შავს» აღნიშნავს.

ავატარა (სანსკროტ. ავატარა) – ღვთაებრივი ინკარნაცია (იხ.) დაღმავალი


გზით; ღმერთის ან ღვთაებრივი არსების გარდასახვა ჩვეულებრივი მოკვდავუს
სხეულში; კრიშნა ვიშნუს ავატარა იყო დალაილამა (იხ.) მიოება ავალოკიტეშვარას

145
ავატარა, თაში-ლამა – ცონგ-კ'ა-პას ან კიდევ ამიტაბჰასი. არსებობს ორი სახის
ავატარა: 1) ქალისგან ნაშობი და 2) ანუპაპადაკა – უმშობლებო.

ავატარა (ძვ. ინდურ. ავატარა, «დამავალი») – ინდური მიღმიურის მიწად


გარდმოვლინება. მისი მატერიალური ხორცშესხმა მოხდა «სამყაროს ხსნისათვის»,
«კანონთა» აღდგენისათვის, «სიკეთის ქმნის» (დჰარმა) დამკვიდრებისათვის, მის
მიმდევართა დაცვისათვის (ბჰაგავატ-გიტა 4,7-8). ღვთაებას შენარჩუნებული აქვს
ღვთაებრივი ბუნება და შეძენილი აქვს მიწიერიც. ყველა ღმერთის, ვინც მიწად
გარდმოვლინდა ნარაიანს ხელმძღვანელობს. ავატარაზე მითი მოთხრობილია
«მაჰაბჰარატაში» (I 58-59). როცა ინდუისტურ პანთეონში ვიშნუ გახდა უზენაესი და
დომინანტი, ავატარებს, უპირატესად, მის სახელს უკავშირებდნენ. ავატარათაგან
ყველაზე აღიარებულად 10-ია მიჩნეული: 1. მატსია («თევზი»). თავის პირველ
ავატარაში ვიშნუ ცვლის პრაჯაპატის, – ღმერთის შემქმნელს (ბრაჰმანული ლეგენდა
წარღვნის შესახებ). «მაჰაბჰარატასა» და პურანების (იხ.) მიხედვით, იქცა რა თევზად
ვიშნუ, წარღვნისაგან იხსნის მეშვიდე მანუს – ვაიჰვასვატას, ასევე სხვა მრავალსაც –
რიშებს, მცენარეთა თესლებს. «ბჰაგავატ-პურანებით» ამავე ავატარაში ვიშნუ კლავს
დემონ ჰაიაგრივას და აბრუნებს დემონთაგან მიტაცებულ ოთხ ვედას (იხ.); 2. კურმა
(«კუ»). ამ ავატარის ადრეული ვერსია დაცულია «შატაპატჰა-ბრაჰმანში» და ასახავს
კუს, როგორც კოსმოლოგიური ძალის არქაისტულ წარმოდგენებს. ვიშნუ
ჩაყურყუმალავდა რძის ოკეანეში, რათა გადაერჩინა დაღუპული ფასეულობები.
ღმერთები და ასურები კუს ზურგზე მანდარუს მთა, როგოტც ბარნელა (სადღვებელა)
და ირგვლივ გველი ცასუკი შემოახვიეს (იხ.შეშა). იწყებენ ოკეანის თქვეფას,
რომლისგანაც იღებენ უკვდავების ნაყენს – ამრიტას (იხ.), ქალღმერთ ლაკშმის,
მთვარეს, აპსარას რამბჰუს, სურბილთა ძროხას – სურაფის და სხვა არსებებს თუ
საგნებს. 3. ვარაჰა («ტახი»). აქ ვიშნუ დემონ ჰირანიაკშასაგან ოკეანეში ჩაძირული
მიწის გადარჩენას ცდილობს. ვიშნუ ტახად იქცა. განგმირა დემონი (მათ შორის
ბრძოლა 1000 წ. გაგრძელდა) და თავის ეშვებით მიწა ასწია (ბრაჰმანული ლეგენდა
პრაჯაპატი-ტახზე); 4. ნარასინჰა («ადამიანი-ლომი»). აქ ვიშნუ მიწის დემონ
ჰირანიაკაშიპუსაგან იხსნის (დემონს ბრაჰმასგან უკვდავება ჰქონდა მინიჭებული). ეს
დემონი მოსაკლავად დევნიდა საკუთარ შვილს პრაჰლადას, რადგან ის ვიშნუს
თაყვანისმცემელი გახლდათ. ვიშნუმ მისი მიმდევრის დაცვა განიზრახა, მიიღო
ადამიან-ლომის სახე და ბრჭყალებით დაგლიჯა დემონი; 5. ვამანა («ჯუჯა»).
დაიტიათა მეფე ბალუმ, თავისი ასკეტური გმირობების გამო, მიიღო ძალაუფლება
ტრილოკაზე (იხ.) – სამ სამყაროზე (ცის, მიწის, მიწისქვეშეთის)/ ვიშნუ ბალუს
ჯუჯას სახუთ წარუდგა და ინდენი მიწა გამოსთხოვა, რამდენსაც თავისი სამი
ნაბიჯით გადაფარავდა. თანხმობის შემდეგ ვიშნუმ პირველი ორი ნაბიჯით ცა და
მიწა გადაფარა. მესამე ნაბიჯისაგან თავი შეიკავა და ბალის პატალუ (იხ.) –
მიწისქვეშეთი შერჩა. ამ ავატარას საფუძვლად «რიგველას» კოსმოგონიური მითი
დაედო, სადაც ვიშნუს სამ ნაბიჯზეა საჰბარი (I 22,17; I 154; I 155,4 და ა. შ.). 6.
პარაშურამა («რამა ცულით»). ბრაჰმან ჯამადაგნის ვაჟად – პარაშურამად
გარდასახულმა ვიშნუმ გაანადგურა კშატრიები (იხ.) და მათი მონობიდან
გაათავისუფლა ბრაჰმანთა ვარნა; 7. რამა და 8. კრიშნა-ვიშნუს მთავარი ავატარები,
ინდუისტურ კულტთა დამოუკიდებელი მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებმაც
თავიანთი მითოლოგიური განშტოებანი შექმნეს; 9. ბუდა – აქ იგი აცდუნებს
მცირედ მორწმუნეთ უარყონ რელიგიური მოვალეობანი და ვედები. ამით მან ისინი

146
დასაღუპავად გასწირა (ვიშნუ-პურ 3, 17-18). ვიშნუს ბუდაში განსახება ეს იყო
მცდელობა იბდუიზმში ბუდას მოძღვრებათა ინტერპრეტირებისა, მისი ხატების
ჩართვა ინდუისტურ პანთეონში; 10. კალკი («თეთრი ცხენი»). თეთრონზე
ამხედრებული, ელვარე ხმლიანი ვიშნუ ხოცავს ავსულებს, აღადგენს დჰარმას,
ამზადებს სამყაროს მომავალ აღორძინებას. ეს ვიშნუს ერთადერთი «მომავალი»
მესიანური ავატარაა და იგი მითოლოგიური ქრონოლოგიით კალიუგის ბოლოს
უნდა მოცდეს (იხ.იუგა). ეს თანამედროვე ისტორიული პერიოდია. ვიშნუს სულ 28
ავატარას ითვლიან.

ავაჯა – ძვ. ქართული ტერმინოლოგიით აღნიშნავდა რეჩიტატივს.

ვგაროზი –

ავგე (Aუგე) არკადიის მეფის ასული. ათენას ქურუმი ქალი.

ავგეა – ავგიასი (ბერძ. ავგეიას: «აუვე» – შუქი. «ბრწყინვალე», «მოციმციმე».


გამონათქვამი ავგეას თავლები) – მზის ღმერღის ჰელიოსის შვილი.

ავგიას თავლა – 1. ბერძნულ მითოლოგიაში ელადის (პელოპონესი) მეფის,


მზის ღმერთჰელიოსის ძის ავგიას ()აუგეიას) ვეება თავლა, რომელიც არ
იწმინდებოდა 30 წლის განმავლობაში. ჰერაკლემ, მდ. ალფეოსისა და პენეოსის წყალი
მიუშვა და ერთ დღეში გაწმინდა. 2. (გადატ.) ნიშნავს უთავბოლო, მიშვებულ საქმესა
და უწესრიგობას.
ვგიასი (Aუყეიას «მბრწყინავი») – ბერძნული მითოლოგიით ელისის
უძლეველი მეფე, ძე ჰელიოსისა, (სხვა ვერსიებით – პოსეიდონისა, ეპეოსისა,
ფორმანტიოსისა) და ჰირმანისა. მამისგან ავგიასმა თვალით უნახავი ჯოგი და რემა
მიიღო (აპოლიდორე II 5,5; თეოკრიტე 25), ავგიასის ბოსლები და თავლები 30 წელი
არავის გაუწმენდია, ფენებად დაზვიბული ნეხვის გამო მთელიპელეპონესი ყარდა.
ერესთევსისგან დავალებულ ჰერაკლეს ეს ურთულესი დავალება უნდა
შეესრულებინა. ჰერაკლემ ავგიას აღუთქვა, ერთ დღეში გაწმენდდა თავლებს,
გასამრჯელოდ თუ ჯოგთა და რემათა მეათედს მიიღებდა. ჰერაკლემ იოლიოსი
მოიშველია, თავლებს კედლები მოუნგრია და მდინარეები ალვეოსი და პენეოსი
მიუშვა. დაღამებამდეგმირმა დავალება შეასრულა, მაგრამ ავგიასმა ფიცი დაარღვია
და ჰერაკლე ხელცარიელი გაისტუმრა. ეს იყო ჰერაკლეს მეექვსე გმირობა, თუმცა
ევრისთევსმა იგი ჩაუთვალა, შარი მოსდო იოლკოსის დახმარებისა დაგასამრჯელოს
მოთხოვნის გამო. ევრისთევსისგან თავდახსნის შემდეგ ჰერაკლემ ავგიასს ვერაგობა
არ აპატია, ელისიში შეიჭრა და ავგიას ომი გამოუცხადა. პირველ ხანებში
ლეგენდარულ გმირს გაუჭირდა, რადგან ეპეელ ავგიასსა და მის ვაჟებს მილიონები
წამოეშველნენ. საბოლოოდ ჰერაკლემ სძლია მას, ისრით განგმირა მეფე, ამოხოცა
მისი ვაჟები, გაანადგურა მილიონებიც. გამოთქმა «ავგიოსის თავლები» აქედან
მოდის და დღეს იგი დაბინძურებულ ადგილს და ძნელად მოსაწესრიგებელ არეულ
საქმეს გულისხმობს.

ავგიასი – ბერძ. «მბრწყინავი». ელისის მეფე ჰელიოსის ძე (სხვა ვერსიით,


პოსეიდონის ძე). გამოთქმა «ავგიასის თავლები» ნიშნავს ისეთ დაბინძურებულ
ადგილს თუ არეულ საქმეს, რომლის მოწესრიგებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

147
ავგიტი (ბერძ. აუგე – ელვარება, ბრწყინვა) – მინერალი ფართოდ
გავრცელებული, პიროქსენების ჯგუფისა; შედის გრანიტის, ბაზალტის და სხვ.
შემადგენლობაში.

ავგიტი (ლათ. Aვგიტე) – ფართოდ გავრცელებული რკინამაგნიტური


სილიკატი (პიროქსენთა ჯგუფი). ჩვეულებრივ გვხვდება ძირითად მაგმატურ
ქანებში.

ავგურები (აუგურეს) – ქურუმთა ერთ-ერთი უძველესი კოლეგია ძვ. რომში.


ქურუმები ღმერთების ნეება-სურვილს ამოიცნობდნენ ფრინველთა ფრენისა და
გალობის მიხედვით; ავგურის ღიმილი – ითქმის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც
ერთმანეთს პირში ატყუებენ; აქედან, ავგური – პირმოთნეობისა და მატყუარობის
განსახიერება.

ავგურები (ავგურეს) – რომაელი ქურუმები, რომლებიც ფრინველთა ფრენისა


და ძახილის მიხედვით მკითხაობენ. ციცერონი მათ მატყუარებს ეძახდა ... ავგური –
მატყუარა, ცრუ მენცარი.

ავგურები (რომ.) – ძვ. რომში ჩიტების გადაფრენისა და მათი ხმის მიხედვით


მკითხავნი (მარჩიელები). (იხ. აუსპიციები).

ავგურები – ძვ. რომში: წინასწარმეტყველები, წინასწარმეტყველებდნენ


ფრინველთა გადაფრენით და ყივილით (ხმიანობით). იგივე, რაც აუსპიცები (იხ.).

ავგურთა სარკოფაგი» (იტალია) – ტარკვინიის მოხატულ სარკოფაგთაგან ერთ-


ერთი, რომლის მოხატულობა მშვენივრადაა შემონახული Dრევანდლობამდე.
სახელწოდება, – «ავგურთა სარკოფაგი», – წარმოშობილია ეტრუსკთა (იხ.)
ქურუმების – ავგურთა (იხ.) სახელწოდებიდან, რომელთა მოვალეობას
წარმოადგენდა მკითხაობა ფრინველების გადაფრენის მიხედვით. ეს ერთსათავსიანი
ძეგლი ჩვ. წ-მდე 520 წლით ტარიღდება. ჩვენ არ ვიცით ამ უბრწყინვალესი კედლის
მოხატულობის ავტორის ვინაობა (შეიძლება იგი ფოლიელი ან იონიელი ბერძნის, ან
იონიელი ეტრუსკის მოხატული იყოს). ფერწერაში ასახულია ათლეტთა
შეჯიბრებანი, რომელიც, როგორც ჩანს, გარდაცვლილი პატრიოტის დაკრძალვის
ცერემონიის პატივსაცემად გამართულა. ცერემონიალს ავგურები
ხელმძღვანელობდნენ. ორთაბრძოლის სცენებს გოდების სცენები და , არც თუ კარგად
გასაგები, სისხლიანი თამაშების – ფერსუს სცენები ცვლის. შესაძლებელია ფერსუ
გლადიატორთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები უნდა ყოფილიყო, რომელსაც
გარდაცვლილ არისტოკრატთა პატივსაცემად მართავდნენ (იხ. ტარკვინიის კლდეთა
ფერწერა; ეტრუსკები).

ავბური ან აბური – უილტშირში არსებული ნაშთები უძველესი მეგალითური


ტაძრისა. ძველ ქრონიკათა შემკრებ სტაკლეის ცნობითმას 1740წ-ს აქ უნახავს ქვის
ორი წრე და ხეივანი, რომელიც მთლიანობაში გველის ფორმისა ყოფილა. ეს
მეგალითური ტაძარი იხსენიება როგორც გველის ტაძარი (შდრ. ინდიელთა მით.).

148
ავგუსტალები (ლათ. Aუგუსტალეს) – ლარუბისა და პენატების ქურუმები.
შემოღებულ იქნა ავგუსტუსის მიერ.

ავგუსტალური (ავგუსტალეს) – ღვთისმსახური ქურუმები. მათი კოლეგია


რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა დააწესა. ინიშნებოდნენ წარჩინებული ფენიდან.

ავგუსტი – კლოუნის ამპლუა, რუსულ ცირკში «რიჟიკად» იწოდება. ამ


ამპლუის პირველი შემსრულებლები, რომლებიც მაყურებელს ართობდნენ ნომრებს
შორის პაუზების დროს, ქმნიდნენ მანეჟის ფუსფუსა და ბენტერა მუშის
უნიფორმასტის იერსახეს, რომელსაც «ბრიყვი ავგუსტი»შეარქვეს (Dუმმენ Aუგუსტ).
აქედან ტერმინი «ავგუსტი». XIX ს-ის ბოლოს ავგუსტი «თეთრ კლოუნთან» ერთად
ასრულებდა სპეციალურ პატარ-პატარა პამტომიმებს და მონაწილეობდა სცენებში
(ანტრე). ავგუსტის ტანსაცმელი და გრიმი პირობითი ხასიათისა გახდა: უზომოდ
ფართო შარვალი, გრძელი, ჩაფართხუნებული პიჯაკი, უზარმაზარი ფეხსაცმელები,
ბუფონური გრიმი. კომიზმს ქმნიდა აგრეთვე განსაკუთრებული მოძრაობები,
წამოძახილები, ინტონაციები, კარიკატურული სიცილი და ტირილი.

ავგუსტიანელები – იზ. ქსე

ავგუსტიანელთა ორდენი – კათოლიკური ეკლესიის ბოგანო ბერ-მონაზონთა


(«მათხოვართა») ორდენი. წარმოიშვა XIII ს-ის 40-იან წლებში, იტალიაში,
განდეგილთა მრავალი თემის გაერთიანებით. ინოკენტი IV-საგან მიიღო ავგუსტინეს
სახელით დადგენილებანი (ამიტომ ეწოდათ ავგუსტიანელები). 1567 წ-ს პიუს V-მ
აღიარა როგორც მე-4 მათხოვართა ორდენი. 1580 წ-ს მიიღო ახალი, ნაკლებად მკაცრი
დადგენილებები. XVI ს-დან ესპანეთში ჩამოყალიბდა ფეხშიშველ ავგუსტიანელთა
ორდენი. XVIII ს-დან გაუქმდა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში,
პორტუგალიაში.

ავგუსტინ ავრელიუსი (Aუგუსტინუს საჰკტუს) – იხ. ნეტარი ავგუსტინე.

ავგუსტინე ბენედიქტელი – (?-605 წ.) ანგლო-საქსთა (იხ.) აპოსტოლი (იხ.). 596


წ-ს მოვლენილ იქნა პაპ გრიგორი I-ის მიერ ანგლო-საქსთა მოსაქცევად. 598 წ-დან
კენტერბერიელი ეპისკოპოსი.

ავგუსტინე (Aუგუსტინუს) ნეტარი ავრელიუსი (354-430 წ. წ.) – ქრისტიანი


თეოლოგი, ეპისკოპოსი, ეკლესიის ერთ-ერთი «მამა» (კათოლიკეებთან),
ერეტიკოსების მკაცრი მდეველი, რამდენიმე ასეული ნაწარმოების ავტორი. მათ
შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: «წმინდა სამების შესახებ» და «ღვთის ქალაქის
შესახებ». ა-ს შეხედულებებიადრეული სქოლასტიკისა და რომის ეკლესიის
მოძღვრების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამტკიცებს რა, პლეხანოვის განსაზღვრით,
«ისტორიის რელიგიურ გაგებას», ა. ხაზს უსვამდა საწყისი პრინციპების წნა
დაპირისპირებულობას, მიწიურს და ციურს რომ განყოფს: «... ოი ქალაქი
დაარსებულია სიყვარულის ორი სახეობის მიერ: მიწიერი სამეფო შექმნილია
ადამიანის თავის თავისადმი სიყვარულით, რაც დაყვანლია ღვთის სიყვარულამდე,
ხოლო ზეციური (ეკლესია) – ღვთისადმი სიყვარულით, რაც დაყვანილია საკუთარი
თავისადმი სიძულვილით (??)». მოძღვრება ბედისწერის შესახებ, ღვთიური მადლის
149
შესახებ, უმაღლესი სიკეთისა და უმაღლესი ბოროტების რაობის შესახებ (პირველი –
მარადიულ ცხოვრებაში, მეორე – მარადიულ სიკვდილში, ორივე მიწიური
არსებობის საზღვრებს მიღმაა) განსაზღვრავენ ა-ს რელიგიური ციკლის ძირითად
პრინციპებს: ღმერთი ზნეობრიობის საწისი და კრიტერიუმია, რაც მიწიური
მგრძნობელობის საპირისპიროა, სიკეთის მთელი სისავსეგანსახიერებულია
ღმერთში, ბოროტების საწყისი პირველქმნილი ცოდვაა, «კაენის ბეჭედია» ადამიანთა
მოდგმისა. პიროვნების აქტურობას, რაც მის თავისუფალ ნებაშია გამოხატული,
შეცოდების დროიდან აქვს განსაკუთრებულად უარყოფითი აზრი. ცოდვისკენ
უბიძგებს, ამიტომაც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი თავის თავში კლავს «ცოდვილ
თავნებობას», ის ღვთის მონაა, უმნიშვნელო ჭიაა, მტვერია ყოვლადძლიერის წინაშე.
ქრისტიანული სიკეთენი, ა-ს მიხედვით, – წარმართულ სიკეთეთა («გადაცმულ
მიწიერებათა») თანამიმდევრული უარყოფაა. ეს ინდივიდის პასიურობაა
აქტიურობის მაგიერ, მორჩილება – ვაჟკაცობის მაგიერ, ღმერთის
ყოვლისშემძლეობის რწმენა სიბრძნის მაგიერ, განუსჯელი სიყვარული ღვთისადმი
სამართლიანობის მაგიერ და იმედი ციურ ხსნაზე. ამრიგად, ა. ითხოვს უკიდურეს
ასკეტიზმს და საკუთარ ინდივიდუალობაზე უარის თქმას, ღვთის მიერ წინასწარ
განსაზღვრული ბედის უსიყვო მიყოლა, რასაც ღვთის მსახურები ამცნობენ. თავის
«აღსარებაში»რელიგიური ეგზალტაციით განმსჭვალულ «აღსარებაში» ა. თავის
საკუთარ მაგალითზე ცდილობდა ეჩვენებინა ადანიანთა მცდელობის ამაოება, რომ
ადამიანს არ შეუძლია ცოდვებისაგან გათავისუფლდეს მანამ, სანამ განუყოფლად არ
მიენდობა ბედისწერას და არ იქცევა ღვთაებრივი წესის იარაღად. მხოლოდ
ღვთისადმი მოქცეულს შეუძლია ჰქონდეს იმედი, ამიტომაც თვით ერეტიკოსების
სასიკეთოდ ისინი უნდა დავუბრუნოთ დედაეკლესიის წიაღს ძალითა-ს ტრაქტატები
დონატისტებისა დაპელაგიელების წინააღმდეგ, მისი ფანატიზმი და
ავტორიტარიზმიგახდა საფუძველი ინკვიზიციის თეორიისა და პრაქტიკისა.

ავგუსტინე ნეტარი ავრელიუსი (354-430 წ.წ.) – ჰიარონის (ჩრდ. აფრიკა)


ეპისკოპოსი, ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოს-მისტიკოსი,
ნეოპლატონიზმთან ახლო მდგომი. ავგუსტინის შეხედულებები სქოლასტიკის ერთ-
ერთ წყაროს წარმოადგენს. მისი მსოფლმხედველობა ფიდეისტური (იხ. ფიდეისტი)
ხასიათდება და ემორჩილება პრინციპს: «ურწმუნოდ არ არსებობს ცოდნა და
ჭეშმარიტება». თხზულებაში «ღვთის ქალაქი» ისტორია გაგებულია, როგორც
ღვთაებრივი წინასწარი გამიზნულობის შედეგი. მოძღვრებამ დიდი როლი შეასრულა
ფეოდალების წინააღმდეგ პაპთა ბრძოლაში.

ავგუსტინე, ნეტარი – იხ. ნეტარი ავგუსტინე.

ავგუსტინელები (ლათ. აუგუსტინიანი), ავგუსტინის ორდენი – «მათხოვარი»


კათოლიკე ბერ-მონაზვნების ორდენი. დაარსდა XIII ს. 40-იან წლებში. მისი წესდების
შედგენას მცდარად მიაწერენ ავგუსტინე ნეტარს (აქედან ორდენის სახელწოდება).
ორდენი 1256 წ. დაამტკიცა პაპმა ალექსანდრე IV-მ.

ავგუსტინელთა ორდენი – «მათხოვარ», ღატაკ ბერ-მონაზონთა და


განდეგილთა ორდენი კათოლიკურ ეკლესიაში. პირველად ჩამოყალიბდა იტალიაში,
XIII ს-ში, განდეგილთა მრავალი თემის გაერთიანებით. პაპ ინოკენტი IV-ისგან (1243-

150
1251 წ. წ.) გაერთიანებამ მიიღო ავგუსტინეს სახელობის დადგენილება. 1567 წ-ს პაპ
პიუს V-სგან აღიარებულ იქნა, როგორც მე-4 «მათხოვართა» ორდენად. 1580 წ-ს
ორდენმა მიიღო ახალი, უფრო შერბილებული დადგენილება. XVIII ს-ის
მიწურულიდან გაუქმებულ იქნა ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში,
გერმანიასა და იტალიაში. XVI ს-დან ესპანეთში არსებობს ფეხშიშველა
ავგუსტიანელთა ორდენი.

ავგუსტუსი (ლათინური, ღვთისაგან განდიდებული) – რომის იმპერატორის


ოქტავიანეს ზედწოდება.

ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე – (ჩვ. წ-მდე 63-ჩვ. წ-ის 14 წ.წ.). იულიუს კეისრის
(იხ.) შვილობილი. რომის იმპერატორი. იულიუს კეისრის სიკვდილის (ჩვ. წ-მდე 44
წ.) შემდეგ ეწოდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე. ჩვ. წ-მდე 27 წ-დან კი – გაიუს
იულიუს კეისარი ოქტავიანე ავგუსტუსი. მისი მმართველობის ხანა ე. წ. «ოქროს
ხანაა» და აღინიშნება რომაული ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი
აღმავლობით. ამ დროს მოღვაწეობდნენ ვერგილიუსი, ჰორაციუსი, ოვიდიუსი,
ტიტუს ლაკიუსი და სხვ. (იხ. იხ.).

ავგუსტუსი ოქტავიანე (ჩვ. წ-მდე 63 – ჩვ. წ. 14 ან 19 წ. წ.) – რომის იმპერატორი.


იულიუს კეისრის (იხ.) , რომელიც იყო «შერაცხული ღმერთთა თანა», შვილიშვილი
(დის შვილიშვილი) და მემკვიდრე. კეისრის სიკვდილის შემდეგ (44 წ. ჩვ. წ-მდე)
ეწოდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე. 27 წ-დან მიენიჭა ავგუსტუსის
(«განდიდებულის») ტიტული. ეს ტიტული მიენიჭა თავის პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეებზე – ბრუტუსზე, კასიუსზე, სექსტეს პომპეუსზე, პლატონიუსზე
გამარჯვების გამო და იმპერიის დასტურყოფაზე, ოღონდ ისეთზე, რომელიც კავშირს
არ წყვეტდა რესპუბლიკის ტრადიციებთან. ავგუსტუსის მმართველობას პრინციპატს,
ხოლო თავად მას – პრინცეპსს – რომის პირველ მოქალაქეს უწოდებდნენ.
გადაახალისა სენატი. შექმნა ანაზღაურებადი აპარატი (სენატორები, მხედრები,
თავისუფალი მოქალაქეები), შექმნა სახანძრო სამსახური, პოლიცია; ჩაატარა
მოსახლეობის აღწერა «ქუჩების მიხედვით»; პალატონოსის ბორცვზე დააარსა
ბიბლიოთეკა. პრინცეპსის ავტორიტეტი იდგა არა სენატის განკარგულებებზე,
არამედ საზოგადოებრივ აზრზე, რომლის ჩამოყალიბებასაც ავგუსტუსი უდიდეს
ყურადღებას უთმობდა. მისი პოლიტიკის იდეოლოგიის ქვაკუთხედი რომის
პოლიტიკური და იდეოლოგიური წარსულის იდეალიზაცია გახლდათ, წინაპართა
წეს-ჩვეულებათა აღდგენა, ძველი კულტების და ოჯახური მთლიანობის, ურყევობის
აღორძინება. სვეტონიუსი წიგნში – «თორმეტი კეისრის ცხოვრება», – ავგუსტუსზე
წერდა: «სამოსელიც კი ძველი უნდოდა აეღორძინებინა». ავგუსტუსის დროს
გასრულდა კეისრის მართკუთხა ფორუმის მშენებლობა. დაიწყო პალატონოსის
საიმპერატორო სასახლის აგება აპოლონის ტაძრითურთ. ვრცული ფორუმის აგება
ომის ღმერთის – მარსისტაძრით და თვით პრინცეპსის მარმარილოს ქანდაკების
აღმართვა. სენატის გადაწყვეტილებით გალებიდან გამარჯვებით
მობრუნებულიიმპერატორისა და რომის სიძლიერის სადიდებლადაიგო
სახელგანთქმული ავგუსტუსის მშვიდობის საკურთხეველი (იხ.) მარსის მოედანზე.
შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ავგუსტუსი არ აგებდა თავის
სადიდებელ ტაძრებს. ამან განაპირობა მისი ქანდაკებების სიმრავლე მხოლოდ

151
პროვინციებში, ამასთან, ეს ფაქტი ნაკლებად გააღიზიანებდა რომაელებს. ავგუსტუს
ოქტავიანეს ჩვენამდე მოღწეულ ქანდაკებათაგანყველაზე ცნობილია ე. წ. «პრიმა
პოსტა» (ვატიკანი) და პრინცეპსის იდეალიზებული საზეიმო პორტრეტი იუპიტერის
პოზაში (ერმიტაჟი). თავისი მოღვაწეობის შეფასება მან გადმოგვცა თხზულებაში
«საქმენი». თავის უმთავრეს დანიშნულებად ოქტავიანეს მიაჩნდა ის, რომ მან
უმაღლესი ხელისუფლება «ჩააბარა სენატსა და ხალხს». სვეტონიუსი ავგუსტუს
ოქტავიანეს მიაწერდა მთელ რიგ ტრაქტატებს («ბრუტოსის დავა კატონის გამო»,
«წახალისება ფილოსოფიისათვის»), 30 წიგნეული თხზულებანი «საკუთარი
ცხოვრების შესახებ», «სიცილია» – დაწერილი ჰეკზამეტრით და ასევე «ეპირამები».
ავგუსტუსის მიერ შედგენილი მემუარები დაიწერა ანკორკის ძეგლზე (თანამედროვე
თურქეთი).

ავგუსტუსი, აუსგუსტიმუსი (ლათ. Aუგუსტუს, Aუგუსტისსიმუს უწმინდესი,


ამაღლებული, განდიდებული) – 1. იმპერატორ ავგუსტუსის (გაიუს ოქტავიანეს, ჩვ.
წ-მდე 63, ჩვ. წ-ით 14 წ. წ.) პერიოდიდან რომაელ იმპერატორთა ტიტული, მოსდევდა
კერძო სახელს (მაგ: ტიბერიუს ავგუსტუსი); 2. რუსეთში «უავგუსტესი» შემოვიდა
პეტრე დიდიდან (იხ. არ უნდა?); 3. ჩვენი კალენდარული წლის VIII თვე. სახელი
დაკაბშირებულია იმპერატორ ავგუსტუსთან, მის კალენდარულ რეფორმასთან.

ავგუსტუსი, გაიუს იულიუს ცეზარ (კეისარი) ოქტავიანუსი – (ჩვ. წ-მდე 63, ჩვ.
წ-ის 14 წ. წ.) პირველი პომაელი იმპერატორი, ძე გაიუს ოქტავიანუსისა და ატიპასი
(იულიუსის ქალიშვილის, იულიუს კეისრის უმცროსი დისა ???), კეისრის
შვილობილი. კეისრის სიკვდილის შემდეგ ავგუსტუსი დაბრუნდა რომში (44 წ. ჩვ. წ-
მდე), როცა კეისრის მემკვიდრეობა მიტაცებული ჰქონდა ანტიბიუსს (იხ.).
ავგუსტუსმა დაბრუნებისთანავე თავის მხარეზე გადაიბირა ვეტერანები. პირველად
მიემხრო სენატს და მუტინის ბრძოლაში მონაწილეობდა, როგორც ანტონიუსის
მოწინააღმდეგე. შემდეგ შეურიგდა ანტონიუსს და ლეპიდუსს – მეორე
ტრიუმვირატის (იხ.) შესაქმნელად (ჩვ. წ-მდე 43 წლის ოქტომბერში). ჩV. წ-მდე 42 წ-ს
რესპუბლიკელები დამარცხდნენ. 40 წ-ს ტრიუმვირებმა ბრუნდეზიაში
სამმართველოდ გაიყვეს მთელირომის იმპერია: ავგუსტუსმა მიიღო იმპერიის
დასავლეთი ნაწილი და ილირია, ანტონიუსმა – აღმოსავლეთი, აფრიკა ლეპიდუსს
ერგო. 36 წ-ს ავგუსტუსმა დაამარცხა სექსტუს პომპეუსი და ტრიუმვირატს ჩამოაშორა
ლეპადუსი. 32 წ-ს ომი გამოუცხადა ანტონიუსს და კლეოპატრას. 31 წ-ს ჩვ. წ-მდე
აქტიუმთან გამართულ ბრძოლას ავგუსტუსი იგებს და ხდება მთელი იმპერიის
ერთპიროვნული მმართველი. . შესძლო საკუთარ მმართველობაში რესპუბლიკურ
თანამდებობათა კონცენტრაცია. 27წლისათვის მიიღო ავგუსტუსის –
«აღმატებულის» ტიტული და საფუძველი ჩაუყარა მმართველობის ახალ ფორმას –
პრინციპატს. დაუბრუნა ქვეყანას მშვიდობა, გარდაქმნა პროვინციათა მართვის
ფორმა, არმიაში დაამყარა დისციპლინა, განასრულა რომის ექსპანსიური პოლიტიკა
ესპანეთში, პანონიაში, დალმატიაში, ილირიაში, თუმცა ნაკლებწარმატებული
ბრძოლები ჩატარდა დასავლეთ გერმანიასთან, . . . ჩვ. წ-ის 9 წ-ს რომაელთა ჯარები
ვარუს არმენიუსის სარდლობით სასტიკად განადგურდნენ მაგდებურგის ტყეში.

ავგუსტუსის დიდი საკურთხეველი – უზარმაზარი ისტორიული და


მხატვრული ღირებულების ძეგლი, აიგო სენატის ნება-სურვილით ნიშნად იმ

152
მშვიდობისა, რომელიც მოიტანა ესპანეთსა და გალიაში გამარჯვებებმა. ავგუსტუსის
დიდი საკურთხევლის საზეიმო კურთხევა შედგა ჩვ. წ-მდე 9 წ-ს (ავგუსტუსი გაიუს
ოქტავიანე, რომის იმპერატორი. ჩვ. წ-მდე 63- ჩვ. წ-ის 14 წ.) დაწვრილებით იხ.
ისკუსტვო დრევნეგო მირა.

ავგუსტუსის მავზოლეუმი – აგებდნენ 30 წლის მანძილზე მარსის მოედანზე


(რომი). წარმოადგენდა ცილინდრულიი ფორმის მაღალ ნაგებობას, რომლის სიმაღლე
44, ხოლო დიამეტრი 89 მ. გახლდათ. გვირვინდებოდა კონუსური ზვინულით.
სვეტონიუსის ცნობით, ნაგებობა, რომელიც იდგა «ფლამიანთა გზისა და მდ. ტიბრს
შორის», ააგო თავად იმპერატორმა – ოქტავიანე ავგუსტუსმა «თავისი მეექვსე
კოსულობის ჟამს». პრინცეპსის სიკვდილის შემდეგ, მისი ცხედარი სენატორებმა
«საკუთარი მხრებით მარსის მოედანზე წაასვენეს და იქ დაწვეს». «ყველაზე
გამოჩენილმა მხედრებმა, ერთნაირ ტუნიკებში, უქამროდ, შიშველი ფეხებით,
შეაგროვეს მისი ნამუსრევები და მავზოლეუმში დადეს» (სვეყონიუსი «ცხოვრება
თორმრტი კეისრისა»).

ავგუსტუსის მსოფლიო საკურთხეველი (ლათ. Aრა Pაცის Aუგუსტაე) –


მემორიალური ნაგებობა. მარსის მოედანი. რომი. (იხ. ისკუსსტვო დრ. მირა).

ავგუსტუსის ქანდაკება პრიმა პოსტიდან – ქანდაკება ინახება ვატიკანის


მუზეუმში (რომი), შესრულებულია რომაულ მარმარილოში. თავიდან შეღებილი
ყოფილა პრინცეპსი გამოსახულია რესპუბლიკელი მედართმთავრის საზეიმო პოზაში
– ჯავშანში, მარცხენა ხელში კვერთხით, მარჯვენა გამოწეულით – ესალმება
ლეგიონერებს. ჯავშანზე მიწისა და ცის ღვთაებათა რელიეფური გამოსახულებებია,
ასევე რომაელთაგან დაპყრობილიესპანეთისა და გალიის პროვინციათა
ალეგორიული ფიგურები. კომპოზიციის ცენტრში პართიანელი რომის დროშას
გადასცემს ომის ღმერთს – მარსს. რომაული რელიეფებისათვის მახასიათებელი
თხრობითი თვისებები შეზავებულია ბერძნული ხელოვნების არსებით პრინცპებს.
ავგუსტუსი გამოსახულია შიშველი, როგორც ბერძნული ღმერთი, ანდა გმირი.
პორტრეტის მთელს იდეალიზებაში უფრო ნათლად შეინიშნება ინდივიდუალიზმის
ნიშნები: პატარა თვალები, წამახვილებული წვერი, ცხვირი კუზით (კეხიანი??),
მსუბუქად აშვერილი ყურები. სიმბოლური დატვირთვა ენიჭება იმპერაორის
ფერხთით მდებარე საბრჯენს – დელფინს და მასზე ამხედრებულ ამურს, რომელსაც
ავგუსტუსყს შვილიშვილის – გაიუს კეისრის სახე აქვს. ეს ქანდაკება ნათელი
ნიმუშია ოფიციალური რომაული სტილისა.

ავგუსტუსის ქანდაკება ქუმიდან. – პრინცეპსის გამოსახულება იუპიტერის


სახით – «შუქმფენი ღნერთის», ცის მეუფების, რომაული ჯარის მფარველის და
გამარჯვების მომტანი ღმერთის ყველა ატრიბუტით. პროტოტიპად აიღო რა
გენიალური ფიდიასის ზევს ოლიმპოელის ქანდაკება, უცნობმა მოქანდაკემ
ავგუსტუსის იდეალიზებული, ღმერთთან შეთანასწორებული მიწიერი
ხელისუფლისსაზეიმო პორტრეტი შექმნა. ავგუსტუსიც, როგორც თვით ოლიმპოს
მბრძანებელი, მდიდრულ მორთულ ტახტზე ზის. მისი ტორსის ზედა ნაწილი
შიშველია, ქვედა, როგორც ფიდიასის ქანდაკება, ლაბადითაა მოსილი. ცალ ხელში
პრინცეპსს გამარჯვების ქალღმერთის – ვიქტორიას ფიგურა, მეორეში კი კვერთხი
უპყრია. პორტრეტს სადღესასწაულო ზეიმურობას ნაკვთთა კლასიკური
153
სწორხაზოვნება ანიჭებს. ავგუსტუსს ათლეტური აღნაგობა და იულიუსთა გვარის
დიდებული პოზა უჭირავს, იმ იულიუსთა, რომლებიც თავიანთ წინაპრად
დიდებულ და ამაყ ქალღმერთ ვენუსს მიიჩნევდნენ. ეს ქანდაკება დაცულია
ერმიტაჟში (სანქტ-პეტრებურგი). ისტორიული ავგუსტუსი, სვეტონიუსის აღწერით
«მაღალი არ ყოფილა», ჰქონდა მეჩხერი კბილები, «წვრილი, არათანაბარი» ჟღალი
თმებით, სქელი წარბებით, კეხიანი ცხვირით.

ავდეევი მიხეოლ ვასილის ძე (1821-1875 წ. წ.) – რუსი გზათა ინჟინერი,


რომანისტი. წარმატება მოუტანა «თამარინმა» (ჟურნ. «Современник» 1849-1851 г.г.)
და «წყალქვეშა ქვამ».

ავე მარია (ლათ. «იცოცხლე მარია») – XI ს-დან ღვთისმშობლისადმი


აღვლენილი ლოცვა («ღვთისმშობელო ქალწულო, იხარებდე...») კათოლიკეებთან.

აველიანედა (გომეს დე აველიანედა ჰერტრუდისი) – (1814-1873 წ. წ.) ესპანელი


პოეტი ქალი. ავტორი კრებულისა «Pოესიას Lირიცას» (1841 წ.), რომანები და
კომედიები: «შაბ», «Dოს მაჯერეს» და ა. შ.

ავენარიუსი (Aვენარიუს), რიჰარდ (1843-1896 წ. წ.) – შვეიცარიელი


ფილოსოფოსი, ემპირიოკრიტიციზმის (იხ.) ერთ-ერთი ფუძემდებელი. მაქს ვილჰელმ
ვუნეტთან ერთად (იხ. ვუნეტი) 1876 წ-დან გერმანიაში გამოსცეემდა ალმანახს –
«მეცნიერული ფილოსოფიის სამთვიური». ციურიხის უნივერსიტეტში
კითხულობდა»ინდუქტივურ ფილოსოფიას» (1877-1896 წ. წ.). ძირითადი
თხზულებანი: «ფილოსოფია, როგორც აზროვნება სამყაროზე, ძალთა მცირე
დანაკარგების პრინციპით. პროლეგომენები (შესავალი) წმინდა ცდების
კრიტიკისათვის» (1876); «წმინდა ცდების ესთეტიკა» (ორტომეული 1888-1890 წ. წ.);
«სამყაროს ადამიანური გაგება» (1891 წ.); «ფსიქოლოგიის საგნის შესახებ» (1894-1895
წ. წ.) და სხვ. საკუთარ ფილოსოფიურ პოზიციას ავენარიუსი «ემპირიოკრიტიციზმს»
უწოდებდა – «ზეპარტიულ» ფილოსოფიურ მიდგომას, რომელიც კრიტიკულად
იხილავდა ყველა, თითქოსდა შემოწმებულ ჭეშმარიტებას. მისი მიზანი იყო,
პოზიტიური საბუნებისმეტყველო დისციპლინების მსგავსად, დაემუშავებინა
ფილოსოფია, როგორც მკაცრი მეცნიერება. ავენარიუსის აზრით, «ჩვენი გარემოს
ნებისმიერი სფერო მოწყობილია ისე, რომ ინდივიდები შემეცნების განსაზღვრულ
ეტაპზე ამბობენ: «ეს უნდა შემოწმდეს»«. აკრიტიკებდა რა «წმინდა ცდებს»,
ავენარიუსი მოუწოდებდა მიბრუნებოდნენ «სამყაროს ბუნებრივ გაგებას», რომელიც
პოსტულირებდა ინდივიდთა არსებობის, გარემომცველი ბუნების ელემენტებს,
ასევე, – მათ შორის ყოველივე აქტუალური მიმართების სიმრავლეს («სიცოცხლის
მწკრივობის კანონი»). საერთო ჯამში, ავენარიუსის ფილოსოფიის ძირითადი ცნება,
ამოსავალი პუნქტი «ცდაა» («წმინდა ცდის კრიტიკა»), რომელშიც ცდილობს გახსნას
მატერიისა და სულის, ფიზიკურისა და ფსიქიკურის დაპირიდპირებულობა.
ფიზიკურისა და ფსიქიკურის ცნება, მხოლოდ როგორც ცდისეული შინაარსი, მისი
დაყვანა გარეგან (ფიზიკური) და შინაგან (ფსიქიკურ) ცდებზე, აღიარება შემეცნების
და სუბიექტის პირველადობისა, რამეთუ გამოცდილება სუბიექტის , შემეცნების
გარეშე – ცარიელი სიტყვების რახარუხიაო – თვლიდა ავენარიუსი. ავენარიუსის
მოძღვრება «პრინციპული კოორდინატის» შესახებ, მტკიცდება სუბიექტისა და

154
ობიექტის ურღვევი ერთიანობით (ავენარიუსის ტერმინოლოგიით: ჩ სისტემების, ანუ
ცეცნტრალური წევრისა და ღ სისტემების, ანუ დაპირისპირებული წევრის
ერთიანობა). ფორმულა: «სუბიექტის გარეშე არ არის ობიექტი» და პირიქით – ეს
სუბიექტური იდეალიზმია, რომელიც გამორიცხავს ობიექტურ რეალობას, როგორც
შემეცნებისგან დამოუკიდებლად არსებულს. ავენარიუსის მიხედვით, ზოგადი ცნება,
რომლის ქვეშაც შეიძლება ყოველი არსებულის დაყენება და რომელიც არ თავსდება
რომელიმე სხვა, უფრო ზოგად ცნებაში – ესაა «შეგრძნება». სამყაროს სურათში
შეგრძნების ცნებას ავენარიუსი საკვანძო როლს აკუთვნებდა.... ავენარიუსის
მოძღვრება «პრინციპული კოორდინაციის» შესახებ, ფილლოსოფოსის თანადროულ
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თეორიულ საფუძვლებში ვერ შევიდა,
რამდენადაც ეს მოძღვრება არ ცნობდა ობიექტური რეალობის დამოუკიდებლობას.
ამასთან, მოსაზრებები, გამოთქმული პრინციპული კოორდინაციის შესახებ (როგორც
ავენარიუსის მთელი ფილოსოფია) გადმოცემული იყო უკიდურესად მძიმე და
დახლართული ენით. ერნსტ მახი (იხ.), ერთ-ერთი ფუძემდებელი
ემპირიოკრიტიციზმისა ავენარიუსთან ერთად, თავაზობდა კიდეც, შეექმნათ
სპეციალური განმარტებითი ლექსიკონი ავენარიუსის ფილოსოფიისათვის (იხ.
ემპირიოკრიტიციზმი).

ავენარიუსი რიჰარდ (1843-1896 წ.წ.) – შვეიცარიელი ფილოსოფოსი –


სუბიექტური იდეალისტი, ემპირიოკრიტიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (იხ.
ემპირიოკრიტიციზმი) ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი. მან გააკრიტიკა
მატერიალისტური თეორია და დაუპირისპირა «წმინდა ცდის» იდეალისტური
თეორია.

ავენარიუსი, რიჰარდ (1843-1896 წ. წ.) – გერმანელი ფილოსოფოსი,


ფილოსოფიის პროფესორი ციურიხში (1877 წ-დან). ახალი ფილოსოფიური
მიმდინარეობის – ემპირიოკრიტიციზმის შემქმნელი (ტერმინიც მას ეკუთვნის).
შემეცნების ამოსავალ წერტილად მიიჩნევდა არა აზროვნებას ან სუბიექტს, მატერიას
ან ობიექტს, არამედ გამოცდილებას.

«ავენის ველი» (ავენ, ე.ი. ქროლვა, ასევე სიცრუე) – ავენის ველი (ამოს. 1:5).
საფიქრებელია, აქ ჰელიოპოლისი, მზის ღვთაების ქალაქი იგულისხმებოდეს,
რომელიც ლიბანსა და ანტილიბანს შორის მდებარე ველზე იყო აგებული. ამჟამას ამ
ქალაქს ბაალბეკს ეძახიან. ცნობილია თავისი ნანგრევებით, განსაკუთრებით
აღსანიშნავია რომაული პერიოდის სამი უზარმაზარი წარმართული ტაძრის
ნანგრევები. ტაძართაგან ყველაზე დიდი (თავისი კარიბჭე-კარებით და პორტიკებით
იხ.) მოიცავდა 1000 ფუტის (333 მ.) სივრცეს, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მის
უამრავ კოლონათაგან (იხ.) დღემდეც მრავალი შემორჩენილა. ზოგი მათგანი 7 ფუტის
(2,3 მ-ის) დიამეტრისა და 62 ფუტის (20,6 მ-ის) სიმაღლისაა. ტაძრის ფუნდამენტი
მიწიდან 40 და 50 ფუტის (13-16 მ.) სიმაღლეზე იყო. ეს ტაძრები თავისი სიმსუბუქით
ათენურ ნაგებობებს ჰგავს, მაგრამ ზომებში ძალზე აღემატება მათ – ისინი
კოლოსალურნი, როგორც თებეს ნანგრევები, ოღონდ უფრო დახვეწილნი და
დიდებულნი არიან.

155
ავენიუ (ფრანგ. ავენუე) – ფართო ქუჩა, რომლის გაყოლებაზე, ჩვეულებრივ,
ხეებია დარგული (მიღებულია საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში და ზოგიერთ სხვა
ქვეყანაში).

ავენიუ – განიერი, ორმხრივ გამწვანებული ქუჩა.

ავენიუსი, რუფეს ფესტუსი – ჩვ. წ-ის. IV ს-ის მწერალი. ავტორი პოემისა «Oრა
Mარიტიმა» , თარგმნა «Pჰაენომენა Aრატი».

ავენტინი (Aვენტინუს) იოანე – (1477-1534 წ. წ.) ბავარიელი ისტორიკოსი.


ბავარიელ პრინცთა აღმზრდელი. მთავარი ნაშრომი: «Aნნალეს ღეჯორუმ» (1460 წ-
მდე).
ავენტინი – ერთ-ერთი ბორცვი შვიდთაგან, რომელზეც აშენდა რომი. ამ
ბორცვზე იდგა დიანას ტაძარი.

ავერკამპი ჰენდრილ – ჰოლანდიელი მხატვარი.

ავერკიევი, დიმიტრი ვასილის ძე (1836-1905 წ. წ.) – მწერალი. წერდა


მოთხრობებს, ლექსებს, რეცენზიებს (თეატრის დარგში), დრამას.

ავერნის ტბა – ტბა იტალიაში. რომაული მითოლოგიით ამ ტბის ახლოს ტყით


დაფარულ ორ გორაკს შორის არსებული ყრუ ნაპრალი მიღებული იყო მიწისქვეშა
სამყაროს შესასვლელად (იხ. მიწისქვეშა სამყარო).

ავერნო (ბერძ. აორნოს – «უფრინველო» ლათ. ავერნუს) – კრატერული ტბა


იტალიაში. მისი შხამიანი ოხშივარი ფრინველებს ხოცავდა. ჰადესში ჩასასვლელი
ერთ-ერთი ჭიშკარი. სტრაბონის და ვერგილიუსის მიხედვით მის ხვრელში ოდისევსი
ჩავიდა.

ავეროესი (ლათინიზ. Aვერროეს, არაბ. იბნ რუშდი) – ექიმი, შუასაუკუნეების


არაბულიარაორთოდოქსული ფილოსოფიის უკანასკნელი კორიფე (1126-1198 წ.წ.).
ჩამოაყალიბა მოძღვრება ჭეშმარიტების ორმაგი ბუნების შესახებ, რომელმაც
მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქრისტიანულ ფილოსოფიას. იცავდა სამყაროს
მარადიულობის, მაგრამ ინდივიდუალური სულის მოკვდავობის იდეას და საიქიო
სამყაროს კი უარყოფდა. ცხოვრობდა ესპანეთში, კორდოვას სახალიფოში.

ავეროესი – დამატ. მასალა იხ. რელიგიის მსოფლიო ენციკლოპედია –


«ავეროესის მიმდევრები» გვ 536.

ავეროესი – იხ. იბნ-რაშიდი.

ავეროიზმი – არაბი ფილოსოფოსის იბნ რუშდის (ავეროესი) და მის


მიმდევართა ფილოსოფ. კონცეფცია (შუა საუკუნეები). კონცეცეფციას საფუძვლად
დაედო არისტოტელეს თხულეებთა იბნ რუშლისეული კომენტარები. ამ
მიმდინარეობის უდიდესი წარმომადგენელი ევროპაში სიგერ ბრაბანტელი ოყო
(საფრანგეთი). მისი აშკარა ანტისქოლასტიკური ტენდენციების გამო პარიზის

156
ეპისკოპოსმა 1277 წ-ს ოფიციალურად დაგმო, ხოო ქრისტიანიზმის უდიდესმა
თეოლოგმა თომა აქვინელმა (იხ.) სასტიკად გააკრიტიკა. ჭეშმარიტების ორმაგი
ბუნების კონცეფციიდან გამომდინარე, ასკვნიდნენ, რომ აზრი შეიძლებოდა
ჭეშმარიტი ყოფილიყო, თეოლოგიურად კი ყალბი, ანდა პირიქით. ეს კი
ბიპორალურს (??) (იხ.) ხდიდა ცოდნასა და რწმენას. 1513 წ-ს ბენვენტის საეკლესიო
კრებამ დაგმო ავეროიზმიც და არისტოტელიზმიც.

ავეროიზმი – ავეროისის და მისი მიმდევრების მოძღვრება შუასაუკუნეების


ფილოსოფიაში. ისინი აღიარებდნენ სამყაროს მარადოულობას, სულის მოკვდაობასა
ორგვარი ჭეშმარიტების თეორიას (???.

ავერსი (ფრანგ. ავერს) – მედლის ან ლითონის ფულის წინა მხარე


(საპირისპირო – რევერსი).

ავესტა (სპარს.) – ირანის, შუა აზიის, აზერბაიჯანისა და ავღანეთის ზოგიერთი


უძველესი ხალხების ზოროასტრის სარწმუნოების წმინდა წიგნების კრებული.
იქმნებოდა ძვ. წ. XIX ს-დან მოყოლებული ახ. წ-ის III ს-მდე. ძირითად ტექსტს
კომენტარითურთ ეწოდება «ზენდ-ავესტა».

ავესტა (სპარს.) – პირველი შაჰინ-შაჰების (იხ.) ბრძანებით სასანიანთა


სპარსეთში დაიწყო ზოროასტრელთა (იხ. ზოროასტრიზმი) წმინდა წიგნის –
«ავესტას» ტექსტების შეგროვება და რედაქტირება. ეს სამუშაო შაბურ II-ის (309-379 წ.
წ.) მმართველობის წლებში დასრულდა. ავესტა თავისებური ენციკლოპედიაა. მასში
გარდა რელიგიურისა შესულია ასტრონომიული, კოსმოგონიური, იურიდიული,
მორალური გა სხვა ხასიათის ტექსტები. ავესტის ძველი სპარსული ენა სასანიანთა
პერიოდის მოსახლეობისათვის გაუგებარი იყო. ამის გამო შედგენილ იქნა
კომენტარები, რომელთაც «ზენდი» ეწოდება (იხ. ზენდი).

ავესტა (ზენდები) – სიტყვასიტყვით: «კანონი». წარმოსდგება ძველსპარსული


აბასტა-დან («კანონი»). ზოროასტრთა წმიდა წერილები. ზენდი «ზენდ-ავესტაში»
ნიშნავს კომენტარებს (განმარტებანს).

ავესტა – იხ. ზენდავესტა.

ავესტა – ზოროასტრიზმის წმიდა წიგნი, ძველი ირანის ხალხის ისლამამდელი


რელიგიის ე. წ. ბიბლია (ამჟამად ფარსებისა – იმ ზოროასტრელთა შთამომავლებისა,
რომლებიც VII ს-ში, არაბთაგან ირანის დაპყრობის შემდეგ ინდოეთში
გადასახლდნენ). ევროპა ავესტას XVIII ს-ში გაეცნო. პირველად იგი ფრანგულად
ითარგმნა (1771 წ.) ამკეტილი დიუ პერონის მიერ ფარსის სწავლულთა დახმარებით.
ავესტას ნაწილთა შექმნის დრო და ადგილი სადავოა. მიღებულია, რომ მისი
უძველესი ნაწილია გათები (სიმღეტები), რომლებიც შეიცავენ წინადწარმეტყველ
ძარათუსთრას (იხ.) – ზარათუშტრას მოძღვრებებს. გათების დიალექტი უფრო
არქაულია, ვინემ ძირითადი, «უმცროსი» ავესტას ენა. გათები და მათზე
დართულინაწილები ჩვ. წ-მდე IX-VI ს. ს-ით თარიღდება. თანამედროვე მკვლევართა

157
აზრით, იგი იქმნებოდა შუააზიაში ან აღმოსავლეთ ირანში. სხვა თვალსაზრისით, იგი
ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და აზერბაიჯანში უნდა შექმნილიყო (იხ. შრომა: I.
Dარმესტეტერ, Lე ძენდ-Aვესტა, V. 1-3, P., 1892-93; E. Hერცფელდ, ძოროასტერ ანდ
ჰის წორლდ, V. 1-2, Pრინცეტონ (N. Y.), 1947; И. алиев, Мидия – древнйское
государство на територии Азербайджана, б кн. Оерки подревной истории Азербайджана,
Баку, 1956, с 165-69). სწორედ აქ იყო მაზდეიანიზმის გავრცელების ცენტრი. მაგთა
სწავლებანი (მიდია) და აქამენიანთა სპარსეთის რელიგია მჭიდროდაა
დაკავშირებული იმ რწმენასთან, რომელიც არეკლილია ავესტაში. ზარათუსთრას
მოძრვრებათა პარალელურად, რომელიც მის მიმდევართაგან იქნა განვითარებული,
ავესტას ძველ ნაწილში ასევე ჩართულ იქნა რიგი ჰიმნებისა, რომლებიც მიძღვნილია
უძველეს, ზარათუსთრამდელი ღმერთებისა და მითოპერსონაჟებისადმი, რომელთაც
ეთაყვანებოდნენ ინდო-არიელები (მითრა, ჰაომა, იიმა, და სხვ.). ავესტა შედეგია იმ
ხალხის რწმენათა და ტომობრივი რელიგიებისა, რომლებიც გავრცელებული იყო
აქემენიანთა, პართიანელთა და სასანიანთა ირანის ვრცელ ტერიტორიებზე, რომელიც
(?) პერიოდებში იქმნებოდა და ყალიბდებოდა ავესტას სხვადასხვა ნაწილები.
ზოროასტრიზმის ტრადიციით ავესტას წმიდა წიგნთა კრებულის განადგურება
ირანში ალექსანდრე მაკედონელის შეჭრით დაიწყო (334-329 წ. წ. ჩვ. წ-მდე).
პირველად პართიანელ მეფეთა, შემდგომ სასანიანთა ხანაში (III-VII ს. ს.) მოხდა
ავესტას სხვადასხვა ნაწილების კოდიფიცირება, შედგა მისი შუასპარსულ ენაზე, –
ფაჰლევზე, – თარგმნა და კომენტარების, – ზენდ-ის, – დართვა (აქედან მოდის
ავესტას არამართებული სახელწოდება: ზენდ-ავესტა და ავესტას ენის ზენდურად
გამოცხადება). თვით ავესტას ენა დაახლოებით ჩვ. წ-მდე IV ს-დან უკვე მკვდარ ენად
ითვლება. ავესტას უძველესი ნაწილები თავდაპირველად ზეპირი გადმოცემებით
შემოინახა. ჩვენამდე მოღწეული ნაწერები გაცილებით გვიანდელია (არაუგვიანეს III
ს-ისა ჩვ. წ.). სასანიანთა ეპოქის ავესტა 21 წიგნს მოიცავდა, რომლის სახელწოდება და
მოკლე შინაარსი IX ს-ის საშუალო სპარსელის შესრულებული ერთი ძეგლითაა
ცნობილი (დენკარდი). ფარსთაგან შემონახული თანამედროვე ავესტა სასანიანთა
ეპოქის ტექსტის მხოლოდ 1/4-ს შეიცავს. ეს ის ნაწილებია, რომლებიც
ღვთისმსახურებისას გამოიყენება. ავესტას სხვადასხვა ნაწილი, სახელწოდებით
«კენდილადი» (უფრო მართებულია «ვიდევდატი»), ანუ «დევთა საწინააღმდეგო
კანონები» (იხ. დევი)ძირითადად შედგება ჩანაწერებისაგან, რომლებიც მხარს უჭერენ
რიტუალურ სიწმინდეს და მთლიანად შეესაბამება ძველი ავესტას ერთ-ერთ წიგნს;
ავესტას II ნაწილი, – იაშტი, – ესაა ჰიმნების კრებული ძველ ირანულ
ღვთაებებისადმი (მითრასადმი, არდვასურია-ანაჰიტასადმი, ტიშტრიასადმი და
სხვათა მიმართ), რომელთაგან ზოგიერთი შინაარსობრივად ავესტას უძველეს
ნაწილებს მიეკუთვნება. ავესტას III ნაწილი – იასნა (ფეჰლევურად), – შეიცავს
სხვადასხვა ლოცვებს, რომლებიც თან ახლდა ძირითად რელიგიურ ცერემონიალებს.
მის შემადგენლობაში ჩართულია ზარათუსთრას გათები (იხ. იხ. ვენდილადი; იაშტი;
იასნა – ავესტას ნაწილები). ჩვენამდე მოღწეულ ამ სამ წიგნს გარდა ავესტა სხვა
რამდენიმე ნაწილისაგანაც შედგება (ვისპერედი, ჰორდა-ა). ნაკლებადნმიშვნელოვან
რიტუალურ ტექსტებს გვერდით ავესტა ძველიი ირანის რელიგიის ისტპრიის ფრიად
ღირებულ მასალებს შეიცავს არა მხოლოდ მაზდეიანობისა ან ზოროასტრიზმის,
არამედ უფრო ადრინდელი რელიგიური წარმოდგენებისა, ძველირანული
მითოლოგიისა, ეპოსისა, მითრაზმისა, ზერვანიზმისა და სხვათა შესახებ. ამასთან,
იგი მნიშვნელოვანი წყაროა ძველი ირანული ფილოსოფიური გაგებასა და
შესწავლაში. ავესტას რელიგიურ-ფილოსოფიური იდეები დუალისტურია. სამყარო,
158
ამ იდეებით, კეთილისა და ბოროტის საუფლოა. კეთილი საწყისის გამოხატულებაა
უზენაესი ღმერთი აჰურამაზდა (იხ.) და კეთილი სული – სპანტა-მანიუ, ხოლო
ბოროტისა – სული-დამანგრეველი – ანჰრა-მანიუ (იხ.). ადამიანი კი თავისუფალია
ამგვარ არჩევანში.

ავეცანა (Aვეზზანა), ჯუზეპე – (1789-1879 წ. წ.) იტალიელი გენერალი. 1848 წ-


მდე იმყოფებოდა მექსიკაში, როგორც დევნილი. რევოლიუციური მოძრაობების
დროს დაბრუნდა იტალიაში. მონაწილეობდა რევოლუციონერთა მხარეს. 1849 წ-ს
რომის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრია. 1860 წ-ს ჯუზეპე გარიბალდის
თანამოღვაწე და რადიკალური დეპუტატია. 1878 წ-ს ახლად დაარსებული
ირედენტისტების (იხ.) კავშირის (კავშირის დამაარსებელი იყო მენოტი გარიბალდი)
ბელადი გახდა.

ავვა (სირ. მამა) – იხ. აბუ.

ავზონია (Aუსონია) – იტალიის პოეტური სახელწოდება, მოდის ავზონებიდან


(სხვაგვარად აკრუნკებიდან) – ოქსკის ტომის ძველი იტალიელი ხალხის
სახელწოდებიდან, რომლებიც ლირისის ქვედა რეგიონში ცხოვრობდნენ.

ავზონიუს დეციმიუს მაგნუსი (დაახლ. 310-390 წ. წ.) – დაიბადა გალების ქალაქ


ბურდიგალაში (ბორდო), სადაც კითხულობდა რიტორიკასა და გრამატიკას.
ბრწყინვალედ იცოდა კლასიკური პოეზია და ცდილობდა აეღორძინებინა მისი
ტრადიციები. გატაცებული იყო I-II ს.ს-ის პოეტებით, განსაკუთრებით მარციალუსით
(იხ.). იგი იყო აღმზრდელი და მრჩეველი მომავალი იმპერატორის – გრაციანუსისა.
დიდი როლი ითამაშა იმპერატორსა და სენატს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების
დაძლევაში. 383 წ-ს, გრაციანუსის მკლელობის შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა.
ავზონიუსის შემოქმედება, უმეტესად, პოეტური ფორმის ექსპერიმენტს ეთმობა –
იგი ერთი და იმავე თემაზეორტაეპოვან და ოთხტაეპოვან ლექსებს, სხვადასხვა
ავტების ლექსთა ფრაგმენტებისაგან (საქორწილო ლექსი ვერგილიუსიც
თხზულებიდან), სამეცნირო და ისტორიულ ცნობებსმოსავდა ლექსის ფორმაში.
კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს
ლექსები, რომელთა ადრესატები ბურდიგალას მასწავლებლებიარიან. ეს ლექსები
წარმოადგენს რეინისა და მოზელის მხარეებში მოგზაურობით შექმნილ რომის
იმპერიის 20 ქალაქის დახასიათებას («Oრდო ნობილიუმ ურბიუმ»). დღის
დროსტარებასა და მეგობრულ შეხვედრებს ეძღვნება ავზონიუსის «ეფემერიდა».
ავზონიუსის პოეტური ნიჭი, გრძნობათა გადმოცემის ოსტატური უნარი ყველაზე
უკეთ ალემანიელი ქალიშვილის ) ბისულასადმი მიძღვნილ ლექსებშია გამოხატული.
ერთნაირად ფლობდა რა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ავზონიუსი სანართლიანად
აღიქვამდა საკუთარ თავს როგორც ბერძნული, სე რომაული კულტურის
წარმომადგენლად.

ავთენტიკური (ბერძ. აუტჰენტიკოს თვიითმყოფადი) – პირველწყაროსეული,


მატრიცული, დედნის შესაბამისი, ნამდვილი, სარწმუნო.

159
ავთენტური კადენცია, ავთენტური კადანსი – მუსიკალური ნაწარმოების ან
მისი ნაწილის დასრულება, დაფუძნებული გადასვლაზე დომინანტიდან
(დომინანტური ფუნქციის აკორდიდან) ტონიკაში (ტონიკურ თანაბგერობაში).

ავთერ-პოსტმოდერნიზმი (AFთEღ-POშთMODEღNIძM) – თანამედროვე


(გვიანი) ვერსია პოსტმოდერფისტული ფილოსოფიის განვითარებისა, რომელიც
პოსტმოდერნისტული კლასიკისაგან დეკონსტრუქტივიზმით განსხვავდება (იხ.
პოსტმოდერნისტული მგრძნობელობა, ცარიელი ნიშანი, დეკონსტრუქცია, აღნიშვნაა
«სუბიექტის სიკვდილი»). თავის ჩამოყალიბებაში ბევრ რამეში სტიმულირებულია
პოსტმოდერნის თანამედროვე კულტურის ისეთიფენომენით, როგორიცაა
«იდენტიფიკაციის კრიზისი» და, შინაარსობრივად, შემობრუნებულია, როგორც ამ
კრიზისის დაძლევის გენერირებული პროგრამა (იხ. სუბიექტის აღდგომა).
პოსტმოდერნიზმის განვიYარების თანამედროვე ეტაპზე, ამ კონტექსტით შეიძლება
გამოიყოს პარადიგმულ დებულებათა ტრანსფორმაციის ორი ფუნდამენტური
ვექტორი: 1) პროგრამული ნეოკლასიციზმის ვექტორი ანუ «კულტურული
კლასიციზმი პოსტმოდერნისტულ სივრცეში» (გ. ჰოთდინტერი), რომელიც
ვარაუდობს (იზრახავს) ნიშნის რეფერენციალური კონცეფციის კრიტიკის არსებით
შერბილებას (იხ. ცარიელი ნიშანი) და უარს ამბობს ფენომენის რადიკალურ
ელიმინაციაზე, აღნიშნულს ტექსტურ სემანტიკაშიდეტერმინანტების ხარისხში (იხ.
აღნიშვნა); წარმოდგენილი მითითება ინსპირირებას ახდენს ისეთი დავალების
ფორმულირებისა, როგორიცაა «მნიშვნელობის რეანიმაცია» (ჯ. უარდი), ანდა
«დაკარგულ მნიშვნელობათა დაბრუნება» – ამ სიტყვების როგორც დენოდატივური,
ისე აქსიოლოგიური მნიშვნელობით (M. ჰოთდინგერი)... 2) საკომუნიკაციო ვექტორი,
რომელშიც ტექტოლოგიური რეალობის აქცენტი, შერეულია კომუნიკაციურ და
ცენტრიზებულ რეალობასთან. თანამედროვე კულტურა, ჟან ბოდრიიჰიარის მიერ
აღინიშნება როგორც «კომუნიკაციის ექსტაზის» კულტურა. თუ კლასიკურ
პოსტმოდერნიზმში სხვა ინტერპრეტირდებოდა როგორც არაცნობიერის სტიქიურის
გარეგანი (სოციოკულტურული) შინაარსი (რაც, ფაქტიურად, სტრუქტურული
ფსიქოანალიზის ლაკანოსელი ვერსიის მემკვიდრეობით იყო მიღებული, სადაც
არაცნობიერი არტიკულირდებოდა როგორც «ხმა სხვისა»), AFთEღ-
POშთMODEღNIძM-ი «სხვის» კონცეპტს ახალ (კომუნიკაციურ) ინტერპრეტაციას
აძლევს, რომლის ათვლის სისტემებში ენის რეალობა პოსტმოდერნიზმის წყვეტს
თავის თვითკმარობას (იხ. სხვა). კლასიკურსა და პოსტმოდერნისტულს შორის
წყალგამყოფად შეიძლება შეფასდეს კარლ-ოტო აპელის კონცეფცია – ნაწილობრივ,
მისი ენები და ენობრივი თამაშები. აპელი ენას განიხილავს არა სუბიექტ-
ობიექტურის შორის პრაქსეოლოგიური ანდა კოგნატიკური წესრიგის პროცედურის
კონტექსტში, არამედ სუბიექტ-სუბიექტურის კომუნიკაციის კონტექსტში, რომლებიც,
პრინციპში არ დაიყვანება ცნობების (ინფორმაციის) გადაცემაზე. ენა ამ კონტექსტში
გამოდის არა ინფორმაციის ობიექტივაციის მექანიზმი ან ექსპრესიული საშუალება,
რამდენადაც მედიატორი ენობრივი თამაშების კონტექსტში. ამ საკითხებზე
მსჯელობისას ვიტგენშტეინი საყრდენად სუბიექტსა და ტექსტს შორის
ურთიერთქმედებას ვარაუდობდა. ჰინტიკის გაგებით, ურთიერთქნედებაზე «მე»-სა
და რეალობას შორის, როგორც ორი მოთამაშისა, – ფსონი გამონათქვამის
ჭეშმარიტებაა. განსხვავებით ორივესაგან, აპელი ენობრივ თამაშზე მსჯელობს,
როგორც სუბიექტ-ობიექტის მიმართებაზე, რომლის მონაწილენი თავად

160
ერთმანეთისთვის წარმოადგენენ ტექსტს – როგორც ვერბალურს, ისე
არავერბალურს. პოსტმოდერნისტული პარადიგმების აპელისეული ვერსია
არბილებს ლაკანისეულ პრიმატს, რომელიც თავის უფლებებში აღადგენს
ჰერმენევტითური ფილოსოფიის კლასიკურობას და გენეტიკურად ეკზეგეტისკენ
აღმავალი პრეზუმციის გაგებას, როგორც ტექსტის იმანენტური აზრის
რეკონსტრუქციას, რომელიც აპელთან წარმოდგენილია, როგორც მოთამაშის
კომუნიკაციური პროგრამის შინარსის პრემენტაცია და კომუნიკატივური
პარტნიორი... თუ ჰინტიკთან ენობრივ თამაშშუ ფსონი გამონათქვამის ჭეშმარიტებაა,
აპელთან იგი არა ობიექტურის ჭეშმარიტება, არამედ სუბიექტურის ნამდვილობაა
(იხ. მოდერნიზმი, იხ. პოსტმოდერნიზმი).ავზონიუსი (ლათ.) – ავზონთა
მამამთავარი ოდისევსის შვილი. ვერგილიუსმა და ოვიდიუსმა მთელს იტალიას
აცზონია, ავზონელების მიწა უწოდა.

ავთვისებიანი სიმსივნეები (ლათ. ტუმორ მალიგნუს) – ატიპური უჯრედების


ჭარბი პროლიფერაციის შედეგად წარმოქმნილი სიმსივნეები.

ავია (ავიე – ჩიტი, ფრინველი) – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი, აღნიშნავს საავიაციოს, საჰაეროს. მაგ: ავიასპორტი, ავიაბაზა, ავიაფოსტა.

ავიამაგისტრალი, ვიახაზი – საავიაციო, საჰაერო მაგისტრალი, ტრასა.

ავიამეტეოსადგური – ამინდის სპეციალური ბიურო, რომელიც ემსახურება


სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფრენას ამინდის პროგნოზირების
გზით.
ავიამოდელიზმი – საფრენ აპარატთა მოდელების კონსტრუირება და აგება
ტექნიკური ან სპორტული მიზნით მოხალისეთა მიერ.

ავიამზიდი – წყალზედა საბრძოლო ხომალდი – მაღალმანევრული მცურავი


საავიაციო ბაზა.

ავიანუსი – ჩვ. წ-ის. IV ს-ის რომაელი მეიგავე. შემორჩენილია მისი 42 იგავი.

ავიაქტა (სანსკრიტ. ავიაკტა) – გაუხსნელი მიზეზი; ერთგვარი და


არადიფერენცირებული; საპირისპირო ვიაქტისა – დიფერენცირებულისა. პირველი
მიეკუთვნება გაუმჟღავნებელს, მეორე – ღმერთის ან ბრაჰმას გამჟღავნებას.

ავიატორი (ფრანგ. ავიატეურ) – (მოძვ.) მფრინავი, პილოტი.

ავიატრანსპორტი – საჰაერო ტრანსპორტი, როგორც გადაადგილებისა და


ტვირთის გადატანის საშუალება.

ავიაცია (ფრანგ. ავიატიპნ < ლათ. ავის – ფრინველი) – 1. დედამიწის


მიმდებარე საჰაერო სივრცეში ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატებით
(თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, პლანერებით) ფრენა. 2. საფრენი მანქანების
ერთობლიობა; საჰაერო ფლოტი.

161
ავიაჰორიზონტი – საავიაციო გიროსკოპული ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს
თვითმფრინავის მიმართულებას ჰორიზონტთან; იყენებენ ბრმა ფრენისას (მაგ: ცუდ
ამინდში, სიბნელეში).

ავიდია (სანსკრიტ. ავიდყა სიტყვასიტყვით არცოდნა, უცოდინრობა) – 1.


ფილოსოფ. ძველ ინდურ ფილოსოფიურ სისტემაში – ვედანტაში (იხ.) ტერმინი,
რომელიც აღნიშნავს გრძნობათა ფორმასა და მოვლენათა ისეთ ლოგიკურ შემეცნებას,
რომელიც შეფარდებით ემპირიულ ჭეშმარიტებას (აპარავიგიას) იძლევა; 2. «მდაბალი
სიბრძნე», საპირისპირობა ვიდიასი – «უმაღლესი სიბრძნისა», რომელიც უშუალოდ
შეიმეცნებს სუბსტანციას და აზიარებს ადამიანს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას
(პარავიდიას იხ.); 3. ვედანტის თანახმად, ავიდია ვერ ხსნის საგანთა ჭეშმარიტ
ბუნებას – ამ გაგებით ის არის «არცოდნა». ავიდია ქრება მაშინ, როცა დგება ვიდია
(იხ. იხ. აპარა-ვიდია; პარა-ვიდია).

ავიეტი (ფრანგ. ავიეტტე) – Pატარა, ერთ ან ორადგილიანი თვითმფრინავის


მოძველებული სახელწოდება.

ავიზო – (ცირკი) რეპეტიციებისა და მსახიობთა გამოსვლების განრიგი,


ყოველდღიურად გამოკრული კულისებში.

ავიზო1 (იტალ. ავვისო – შეტყობინება) – ურთიერთანგარიშსწორებაში


მომხდარ ცვლილებათა შეტყობინება, რომელსაც ერთი კონტრაგენტი უგზავნის
მეორეს. ტერმინი «ავიზო» ფართოდ იხმარება საბანკო პრაქტიკაში.

ავიზო2 (ესპ. და ფრანგ. ავვისო) – უცხოეთის ზოგიერთ სამხედრო ფლოტში:


სწრაფმავალი პატარა მზვერავი გემი.

ავიკარა (სანსკროტ. ავიკარა) – თავისუფალი გადაგვარებისა და სახეცვლისაგან,


უცვლელი. იხმარება ღმერთისა და ღვთაეებრივისადმი.

ავილა (D'Aვილა), ჰილ გონსალესი – (1577-1658 წ. წ.) იეზუიტი და სამეფო


ისტორიოგრაფი. მისი თხზულებებია: ისტორიები ჰენრიხ III-ისა და ფილიპე III-ისა;
სალამანკის ისტორია; («Hისტოტყი დე შალამანცა») და სხვ.

ავილიუსი (ლათ.) - რომულუსის და ჰერსილიას შვილი.

ავიმიმიდები – ტეროჰოიდებს (იხ.) შორის განცალკევებით მდგარი


«ფრინველისმაგვარი დინოზავრები». მათი აგებულების კვლევით დაადგინეს
ფრინველთა წარმოშობისა და ფრენის უნარის გამომუშავების საიდუმლოება. ერთ-
ერთი თეორიის მიხედვით, ფრინველები ავიმიმიდების მსგავსი, უკანა კიდურებით
მორბენალი რეპტილიებისგან წარმოიშვნენ. ჰქონდათ მოკლე და ფართო ფრთები. ამ
დინოზავრებში სხეულის სითბოს შემნახავი პირველი საფარველის წარმოქმნას
თბილსისხლიანებოს განვითარება უნდა გამოეწვია, რადგან ფრენის პროცესში

162
აუცილებელი იყო დიდი რაოდენობის ენერგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭირო
გახდა ორგანიზმში ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის ინტენსიური განვუთარება.

ავინიონური ტყვეობა – რომის პაპის ბონიფაციუს VIII-ის გარდაცვალების


შემდეგ ახალ პაპზე კლემენტ V-ზე ფილიპე ლამაზის (იხ.) ზეწოლის შემდეგ პაპმა
რომი დატოვა. ახალმა პაპმა კი რეზიდენცია, რა თქმა უნდა ფილიპეს
განკარგულებით კათოლიკური ეკლესიის ცენტრი რომიდან ავინიონში გადაიტანა. ეს
პერიოდი (1309-1377 წ.წ.) ავინიონური ტყვეობითაა ცნობილი და წარმოადგენს
ყველაზე დამამცირებელ ხანას კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. ამ პერიოდის
პაპები ყველაფერში ემორჩილებოდნენ საფრანგეთის მეფეებს.

ავინულენტური (ლათ. ავინულენტუს) – მიკრობები, რომლებიც არ არიან


შხამიანები და არ იწვევენ დაავადებებს.

ავისტა (იტალ. ა ვისტა – წარმდგენზე) ...

ავიტამინოზი (ბერძ. ა – უარყ. ნაწილაკი და ლათ. ვიტამინუმ) – ვიტამინების


ნაკლებობით გამოწვეული დაავადება (რაქიტი, სურავანდი, პედაგრა და სხვ.).
ვითარდება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღების
შედეგად. შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნაწლავებში მონელება-შეწოვის
პროცესების დარღვევამ ან ნივთიერებათა ცვლის მოშლამ.

ავიტამინოზი (ლათ. ავიტამინოსის) – დაავადება, რომელიც გამოწვეულია


საკვებში სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ვიტამინების ნაკლებობით, ან სრული
არარსებობით. ხშირია ჰიპოვიტამინოზი (ჰიპოვიტამინუს) – ავიტამინოზის სუსტად
გამოხატული ფორმა.

ავიტელინოზი (ლათ. ავიტელლინოსეს) – მცოხნელი ცხოველის


ჰელმინთოზური დაავადება. იწვევს ავიტელინის გვარის სხვადასხვა სახეობის
პარაზიტული ბრტყელი ჭია, რომელიც წვრილ ნაწლავში ბინადრობს და 3,5 მ.
სიგრძესა და 2,2 მმ სიგანეს აღწევს.

ავიფაუნა (ლათ. უვის – ჩიტი + ფაუნა) – იგივეა, რაც ორნიტოფაუნა.

ავიცენა – დამატებითი ტექსტი: (თეოსოფ.) ლეგენდის თანახმად, მას


ემორჩილებოდნენ სყიქიათა სულები. სიცოცხლის ელექსირზე თავისი დიდი ცოდნის
წყალობით იგი ახლაც ცოცხლობს როგორც ადეპტი (იხ.) და განსაზღვრული ციკლის
შემდეგარაკურთხეულებს საკუთარ ყოფიერებას გამოუმჟღავნებს.

ავიცენა – იხ. იბნ სინა აბუ ალი ჰუსეინ იბნ აბდალაჰი.

ავიცენა – იხ. იბნ-სინა.

163
ავიჩი (სანსკრიტ. ავიტცი) – სიტყვასიტყვით: «უწყვეტი ჯოჯოხეთი». 8
ჯოჯოხეთიდან ბოლო, – მე-8, «სადაც დამნაშავენი უწყვეტად კვდებიან და
იბადებიან, მაგრამ საბოლოო ხსნის იმედი მაინც არსებობს».

ავლაბრის სახალხო თეატრი – მუშათა თეატრი თბილისთი. დაარსდა 1902 წ.


პირველი სპექტაკლი – «მე მინდა კნეინა გავხდე» – წარმოადგინა მურასკოს
თეატრის შენობაში 1904 წ. გადავიდა არაქსიანის თეატრში. ჰყავდა ქართული,
რუსული და სომხური დასები. შემოსავალი ხშირად ხმარდებოდა მუშათა
რევოლუციურ ორგანიზაციებს. 1919 წელს უწოდეს მუშათა კლუბი. 1923 წ. კლუბი
გადაკეთდა თბილისის კომკავშირის III რაიკომთან არსებულ დრამწრედ. 1928 წელს
მუშაობა შეწყვიტა.

ავლაბრის სტამბა – რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ავლაბრის


არალეგალური სტამბა – დაარსდა 1903 წ. შბილისში, ქალაქის გარეუბანში,
ავლაბარში. სტამბის მოწყობა დავალებული ჰქონდა მიხა ბოჭორიზეს. მშენებლობა
დაევალათ რევოლუციონერ მუშებს: ალექსანდრე, ვანო და ნიკო ჩოდრიშვილებს.
მოკლე ხანში აშენდა ოროთახიანი სახლი. ერთ ოთახში შესახლდა «დიასახლისი»
ბაბე ბოჭორიძე, მეორეში – «მდგმურები» (სტამბის მუშები). საიდუმლო სარდაფში,
სადაც საგანგებოდ გათხრილი ჭის საშუალებით ჩადიოდნენ, მოეწყო სტამბა. აქ
იბეჭდებოდა პროკლამაციები, ბიულეტენები, რევოლუციური სახის ლიტერატურა
და გაზეთები. სტატიებს წერდნენ და სარედაქციო მუშაობას ეწეუდნენ ი. სტალინი, ა.
წულუკიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ვ. ბობროვსკი, ფ. მახარაძე და სხვ. დაბეჭდილ
ლიტერატურას ავრცელებდნენ როგორც კავკასიაშში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1906
წლის გაზაფხულზე ჟანდარმერიამ სტამბის კვალს მიაგნო, შენობა გაჩხრიკეს და
ააფეთქეს. 1937 წელა აქ გაიხსნა ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი –
ბოლშევიკური იატაკქვეშეთის თვალსაჩინო ძეგლი (დღეს თუ ფუნქციონირებს?)

ავლიდა (Aვლის; – იდოს) – სანაპირო ქალაქი შვეციაში. აქედან გავიდა


ტროაში მიმავალი ბრძენთა თავკაცი. აქ უნდა შეეწირა ოფიგენია.
ავლონი – ქ. 1. მესენიაში მდ. კიპარისზე. 2. ილირიაში. 3. მაკედონიაში. 4.
ადგილი ატიკაში.

ავლოსი (ბერძ. აულოს) – უძველესი ჩასაბერი საკრავი. გავრცელებული იყო


საბერძნეთსა და წინა აზიაში. კეთდებოდა ხმელი ხის, სპილოს ძვლისა და
ბრინჯაოსაგან. ავლოსი ცალმაგი ან ორმაგი სალამურის ფორმის იყო.

ავლოსი – უძველესი ჩასაბერი საკრავი ორმაგი ენაკით. გავრცელებული იყო


წინა აზიაში და ძვ. საბერძნეთში. ძველებურ ავლოსებს ჰქონდათ ოთხი გვერდითი
ნახვრეტი, გვიანი პერიოდისას კი – თხუთმეტამდე. პომპეაში ნაპოვნი ავლოსების
საშუალო სიგრძე 275-დან 575 მმ-მდეა. ავლოსს მიმართავდნენ ანტიკური
ტრაგედიების მსვლელობების დროს, მსხვერპლშეწირვისას და აგრეთვე სამხედრო
მუსიკაშიც (სპარტაში).

ავლუსიფლაკუს პერსიუსი (34-62 წ. წ.) – ეტრუსკული წარმომავლობის პოეტი.


მისი მასწავლებელი ყოფილა ფილოსოფოსი სტოიკოსი ა. კორნუტუსი. პერსიუსის
სატირები ეძღვნებოდა ლიტერატურულ და ეთიკურ საკითხებს: დასცინოდა
164
გაბღენძილ მაღალფარდოვნებას და ეპიგონიზმს პოეზიაში,გაუმაძღრობისა და
სიხარბის მხილებას, სიძუნწეს, ცრურწმენას. პოეტი-სტოიკოსი (იხ. ძვ. ბერძნული
კულტურა; იხ. სტოიციზმი) მოუწოდებდა თვითშემეცნებისაკენ, ცხოვრებისეული
სიკეთის გონივრულ გამოყენებას, ზნეობრივ სრულყოფილებას. მის დიატრიბული
(იხ.) ფორმით დაწერილ სატირებში, არაა ასახული პოლიტიკური თემები, იგი არც
ცალკეულ პიროვნებებს ესხმის თავს. თავს ლუციუსისა და ჰორაციუსის მიმდევრად
თვლიდა. აითვისა მათი სამოძღვრებო-დამრიგებლური სტილი. სატირას
ჰორაცუსისებურად იწყებს – კერძო მაგალითის ჩვენებით, ანდა პირადი მიმართვით.
სატირა გაჯერებულია აღწერილობებით, თუმცა უარყოფს ინტიმურ-პირადულ
ტონსა და ყოფა-ცხოვრების ჩანახატებს. პერსიუსის ბიოგრაფის სიტყვებით, მას არ
იტაცებდა «სენეკას ნიჭი» და როგორც სხვა დანარჩენი «ახალი სტილის» პოეტები,
ისიც იყენებდა მოულოდნელ მეტაფორებს, უზარმაზარ ფრაზებს, ნათელ გრძნობით
სახეებს, ხშირად «მაღალი სტილის» პაროდირების ხერხებს. მის ნაწარმოებთა გაგებას
ვულგარიზმების, არქაიზმების, სამეცნიერო ტერმინების და პერიფრაზების სიუხვეც
ართულებდა. თანამედროვეები მას «ბნელ» პოეტს უწოდებდნენ, თუმცა გატაცებით
კითხულობდნენ მის ლექსებს.
ავოდოა (სანსკროტ. ავიდყა) – ვიდისა, ე. ი. ცოდნის საპირისპირობა. უვიცობა,
არცოდნა, რომელიც ამოდის (იბადება) გრძნობათა ილუზიებიდან.

ავოკადო (ესპ. ავოცატო) – დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეხილოვან


მცენარეთა გვარი. ისხამს მსხლის მოყვანილობის ნაყოფს, რომელიც საჭმელი
ზეთითაა მდიდარი. გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკასა და აღმოსავლეთ
აზიაში. საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე.

ავომეტრი – იგივეა, რაც ამპერვოლტომეტრი.

ავორი – კვეთა სპილოს ძვალზე.

ავოფილია (ლათ. აუტოპჰილია) – თვითშეყვარებულობა (ავტოსექსუალიზმი).


შდრ. ნარცისიზმი.

ავრაგა მოგოი (აბურყუ მოყაი) – იგივე აბარგა მოგოი, ავარგა მოგა, ამირგა
მოგუს, თემირ მოგუს, ამირტა მოს, მოს; მონგოლოიდური ხალხის მითოლოგიაში
ხთონური ურჩხული, გიგანტური გველი. მსოფლიო გველის მოდიფიკაცია.
ბინადრობს მიწის ქვეშ ან ზღვის ფსკერზე. (დასაბამიერში – მსოფლიო ოკეანეში).
ზოგიერთი ტრადიციით ჩამწყვდეულია მიწისქვეშა ციხე-სიმაგრეში. იტაცებდა
ნახირსა და ადამიანებს; ბავშვობაში საფრთხეს უქმნიდა მომავალ გმირს. თავს ესხმის
გიგანტური ფრინველის – ჰანგარიდის (გარუდას) ბუდეს და მის ბარტყებს (შდრ.
ქართული მითოსი).

ავრაგა მოგოიჰ (აბურყუ მოყაი), აბარგა მოგოიჰ (ბურიატ.), ავარგა მოგა (კალმ.
აბპჰ მოჰა) – მონგოლოიდურ ხალხთა მითოლოგიაში გიგანტური გველი. აშკარაა,
რომ მონგოლოიდური მითოლოგიის ეს გველი მსოფლიო გველის სახეობრივი
მოდიფიკაციაა. იგი მიწისქვეშეთის ან ზღვის ფსკერის მობინადრეა. (დასაბამიერი –
მსოფლიო ოკეანის). ზოგიერთი ვერსიით გამომწყვდეულია მიწისქვეშა ციხე-
სიმაგრეში. რიგ ტოპონიმურ გადმოცემებში მითითებულია იმ კლდეთა

165
წარმოშობაზე, (ძაისან-თოლგოი, თაიჰირ-ჩულუ და სხვა), რომელიც გოლიათების
მიერმთის ქვაბულებისა დაგვირაბების ამოვსებით წარმოიშვა. ამ ქვაბულებითა და
გვირაბებით ამოდიოდა მიწისქვეშეთიდან ავრაგა მოგოიჰ, რათა გაეტაცა ადამიანები
და ნახირი. ზღაპრულ-ეპიკურ სიუჟეტებში ავრაგა-მოგოიჰიფანტასტიკური
ურჩხულიცაა, რომელიც თავს ესხმის გმირსა და გიგანტურიფრინველის ჰანგარიდის
(იგივე გარუდა იხ.)ბუდეს, თუმცა გმირი იხსნის ჰანგარიდას ბარტყებს (ეს სიუჟეტი,
რომელიც ფოლკლორისტიკასა და მოლოგიურ (?)) მეცნიერებაშიცნობილია, როგორც
პარალელური სიუჟეტები, გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხთა
მითოლოგიაში. შდრ. ძველ ინდური მითი გარუდასა და გველებს შორის, თურქული
მოდგმის ხალხთა ფოლკლორის ფრინველ კარაკურის ან სიმურგის ბარტყების დახსნა
დრაკონ აჟლარჰასგან; ეს სიუჟეტი ფართოდაა გავრცელებული ქართულ
მითოლოგიასა და ეპოსში). როგორც წყალქვეშა კოსმიური გიგატი და ხთონური
ურჩხული, ავრაგა მოგოიჰი შეესაბამება მონგოლური მითოლოგიის გიგანტურ თევზს
– ავრაგა ძაგასანს. როგორც მსოფლიო გველი შედარებულია დრაკონ ლუ-ს.
ტუბონთა მითოლოგიაში იგი იხსენიება ამირგა მოგუსად, თემირ მოგუსად, მირგა
მოსად, მოსად. მისივე მოდიფიკაციაა მონგოლური კაციჭამია-გოლიათი მუსა, ანდა
მანგუსა.

ავრალი (ინგ. ოვერ ალლ! – ყველანი ზევით1) – 1. გემის ეკიპაჟის შეკრება


ერდოზე საერთო საქმის შესასრულებლად. 2. (გადატ.) მთელი კოლექტივის
გადაყვანა რაიმე სასწრაფო სამუშაოზე არაგეგმაზომიერი მუშაობის პირობებში.

ავრალ-ი (ინგლ.) – 1. საერთო სამუშაო ან სწავლება ხომალდზე, რომელშიც


მთელი გუნდი მონაწილეობს; 2. ავრალური – საერთო, საყოველთაო; 3. გადატანითი
მნიშვნელობით: ამაო ფუსფისი, ფაცური (ირონ.).

ავრანი (გერმ. Aურინ < ლათ. აურუმ) – ბალახეულ მცენარეთა გვარი.


ძირითადად ხარობს დაჭაობებულ ადგილებში. ზოგიერთი სახეობა გამოიყენება
სამკურნალოდ.

ავრელიანუსი, ლუციუს დომეციუსი (Lუციუს Dომიტიუს Aრცჰიანუს) – (214-


275 წ. წ.) რომაელი იმპერატორი, «იმპერიის აღმდგენი» (რესტიტუტორ ორბის).
კლავდიუსის სიკვდილის შემდეგ (270 წ.) მეზიის ლეგიონების მიერ გამოცხადებულ
იქნა იმპერატორად. იტალიიდან გააძევა მარკომანები და ალემანები. წამოიწყო რომის
კედლით შემოზღუდვა (ეს საქმე 276 წ-ს დაასრულა პრობუს მარკუს ავრელიუსმა
(იხ.)). გაანადგურა დუნაიზე გადმოსული გოთები, იავარქმნა პალმირას სამეფო და
მისი ლეგენდარული დედოფალი ზინობია რომში დატყვევებული ჩაიყვანა (იხ.
ზინობია). 272 წ-ს სპარსეთზე ლაშქრობისას მოკლულ იქნა ახლობელთა მიერ.

ავრელიუს კოტა – რომაელი კონსული. მითრიდატესთან ბითვინიის (იხ.)


საქმეთა გამო, რომელიც გახდა (74-4 წ.წ. ჩვ. წ-მდე) რომის პონტოს მე-3 ომის მიზეზი,
აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნილ იქნენ კონსულები: ავრელიუს კოტა (. . . . ) და
ლუკულუსი.

ავრელიუს მარკუსი – იხ. ანტონიუსი.

166
ავრელიუს მარკუსი – იხ. მარკუს ავრელიუსი.
ავრელიუს მარკუსი – იხ. პრობუს მარკუს ავრელიუსი.

ავრელიუს ვიქტორ სექსტესი – IV ს-ის მდაბიო წარმოშობის რომაელი


ისტორიკოსი. იმპერატორ იულიანეს (იხ.) დროს (361 წ,) განაგებდა ქვემო პანონიის
პროვინციას. 392-393 წ.წ-ში – რომის პრეფექტი. მას ეკუთვნის თხზულებათა
კრებული «წიგნები კეისართა შესაზებ». წიგნში შესულია რომაელ იმპერატორთა
ბიოგრაფიები მოყოლებული ავგუსტუსიდან (იხ.), კობსტანტინიუს II-მდე – 360 წ-
მდე (იხ.).
ავრელიუსი (Aურელიუ Vიცტორ) – IV ს-ის ლათინი ისტორიკოსი,
წარმოშობით აფრიკელი. ფეოდოსიოსის დროს იყო რომის პრეფექტი. ავტორია რომის
იმპერატორების მოკლე ისტორიებისა ავგუსტუსიდან კონსტანტინემდე. («Dე
ჩაესარიბუს»).

ავრელიუსი (Aურელიუს) მარკუსი (121-180 წ. წ.) – რომაელი იმპერატორი,


სტოიციზმის სკოლის ფილოსოფოსი. მის ერთადერთ ნაწარმოებში «ფიქები» («მარტო
საკუთარ თავთან») აფორისტული ფორმით გადმოცემულია ფიქრები ზნეობრიობაზე,
რასაც ა. რელიგიისაგან არ გამოჰყოფს. ადამიანის ზნეობრივი ქცევის საფუძველი, ა-ს
აზრით, ძევს მის გონებაში («შინაგან გენიაში»), რაც მსოფლიო ღვთაებრივი გონის
ნაყოფსა და ნაწილს წარმოადგენს. უკანასკნელი განაპირობებს ჰარმონიულ,
სამართლიან წესრიგს სამყაროში, რაშიც უნდა ჩაერთოს ადამიანიც, რომელიც
მიჰყვება თავის გონებრივ «მოკარნახე საწყისს». თუმცა ყველა ადამიანი, ეროვნული
და კლასობრივი კუთვნილების მიუხედავად, წარმოადგენენ რაღაცა სამყაროს
«უმაღლესი ქალაქის» წევრები არიან, ყოველი მათგანი თავისებურად იყენებს
გონებას. ა-ს აზრით, არაფერი, რაც ადამიანებში იწვევს განცხრომასა და ტანჯვას
(სიმდიდრე და სიღარიბე, დიდება და უპატიობა, სიცოცხლე და სიკვდილი), არ
შეიძლება შეფასდეს სიკეთისა და ბოროტების კატეგორიებით, რადგან ისინი როგორც
ღირსეულთ, ისე უღირსთ ერგებათ წილად. ჭეშმარიტად გონიერად დ,ა შესაბამისად,
ზნეობრივად იქცევა, მისი აზრით, მხოლოდ ის, ვინც უარყოფს გარეგნული
სიამისადმი ამაო სწრაფვას, ვნებებზე მაღლა დგას და ყველაფერს, რაც ხდება,
განიხილავს, როგორც მსოფლიო კოსმიური კანონის გამოვლინებას. მსოფლიოში
რაიმეს შეცვლის ყოველნაირი მცდელობა «მთლიანის გეგმის» დარღვევა, გასაკცხია,
რადგან მიმართულია უსამართლობის ჩასადენად ბუნებასთან და საზოგადოებასთან
მიმართებაში. თუმცა ა. ბევს ლაპარაკობს ადამიანის სოციალური მოვალეობების
შესახებ, საერთო საკუთრებისადმი ერთგულების აუცილებლობის შესახებ
(სკისათვის სარგებლობის (სიკეთის) არმომტანი არ მოუტანს მას არც ფუტკარს). მისი
თიკა ღრმად ინდივიდუალისტურია: ადამიანის ბედნიერება და უბედურება სხვაზე
არაა დამოკიდებული. ზნეობრივი სრულყოფის მიღწევაში გვეხმარება მხოლოდ
საკუთარ თავში ჩაღრმავება, მთლიანის ბუნების ჩაწვდომა და ადამიანური
სიცოცხლის სწრაფმავლობას, სიკვდილის გარდაუვლობის აზრის შეცნობა.
პესიმისტური მოტივებით გამსჭვალლი, მორჩილებისა და მოთმინებისაკენ
მომწოდებელი ა-ს ეთიკურმა მოძღვრებამ ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანობის
ეთიკის ფორმირებაზე.

ავრელიუსი (მარკუს ავრელიუს ანტონინუსი, Mარკუს Aვრელიუს Aნტონინუს)


– (121-180 წ. წ.) რომის იმპერატორი (161-180 წ. წ.) , გვიანი ანტიკური სტოიციზმის
167
წარმომადგენელი. ავტორი ფილოსოფიური ფიქრებისა(ბერძნულ ენაზე) – «საკუთარ
თავთან». ადრეული სტოიციზმის ფატალისტური ეთიკა ავრელიუსმა სულის
თავისუფლების თეორიის ჭრილში გადაამუშავა. ავრელიუსმა ასევე განიცადა
პოსიდონიუსის (იხ.) გვიანდელი სტოიციზმის გავლენა, რომელმაც სტოიკურ
მორალში პლატონიზმის ელემენტები შეიტანა. ავრელიუსმა განავითარა მოძღვრება
სუულს მიღმა არსებულ გონებაზე, როგორც ორგანული სხეულის მამოძრავებელ
პრინციპზე. ეს გონება უნივერსალური კოსმიური გონების ნაწილად (ამონაყრად)
ცხადდებოდა. ავრელიუსის აზრით, ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი გონება
განზავდება საერთო ღვთაებრივ გონებაში. მორალის სფეროში ავრელიუსი სულის
შინაგან სიმშვიდეს ქადაგებდა, რომელიც ეფუძვნებოდა ღვთაებრივ გონებასთან
ერთიანობას. ფატალიზმი, პესიმიზმი, ასკეტიზმი და შერიგებულობა, რომელიც
ახასიათებს ავრელიუსის მსოფლმხედველობას, იყო გამოხატულება რომის იმპერიის
მომწიფებული კრიზისისა და მასთან ერთად მთელი წარმართობის კრიზისისა,
რომელსაც განაპირობებდა მზარდი რელიგია – ქრისტიანობა.

ავრელიუსის კოლონები (რომი) – პალაცო (მოედანი) ქიჯის წინ ჩვ. წ-ის 176-193
წ. წ-ის შორის აღუმართავთ მარკუს ავრელიუსის კოლონები დასტურად
იმპერატორის გამარჯვებისა გერმანულ ტომებზე და სარმატებზე. კოლონებზე
ამოკვეთილია ხვეული (სპირალური) რელიეფი. ასახავდა იმპერატორ ავრელიუს
საომარი კომპანიის მოვლენებს (დაწვრილებით იხ. რომი – მსოფლიოს
დედაქალაქი).

ავრიკულა (ლათ. აურიცულა) – დეკორატიული მცენარე.


ავრორა (აურორა) – რომაულ მითოლოგიაში ცისკრის ქალღმერთი.
ძველბერძნულ მითოლოგიაში შეესატყვისება ეოსი; პოეზიაში – განთიადი; ანტიკურ
სახვით ხელოვნებაში წარმოდგენილია ოკეანიდან ეტლით ამომავალ ფრთოსან
ქლად; სახელწოდება ბალტიის ფლოტის კრეისერისა, რომლის ეკიპაჟმაც აქტიური
მონაწილეობა მიიღო პეტროგრადში ოქტომბრის რევოლუციის დროს. (1917 წ. 25
ოქტომბერი (7 ნოემბერი)).

ავრორა (ლათ. Aურორა მოდის სიტყვა აურა-დან (იხ. აურა), და მელამი –


შუმერული კოსმოგონია) – სიტყვასიტყვით «განთიადის ნიავი». რომაულ
მითოლოგიაში ცისკრის ვარსკვლავის ქალღმერთი. შეესაბამება ბერძნულ ეოსს (იხ.).

ავრორა (ლათ.) – რომაელთა განთიადის ქალღმერთი. მისი მდევარი «ცისკრის


ვარსკვლავი» (იხ. ეროსი).

ავრორა – ლათ. განთიადის ქალღმერთი. ბერძნულ მითოლოგიაში მას


შეესაბამება ეოსი.

ავსეენკო ვასილი გრიგორის ძე – მწერალი ბელეტრისტი (1842-... წ. წ.).


სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში
რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად. მის რომანებში («გზაჯვარედინზე»,
«ბოროტი სული», «სოფლის სიამეთა გამო») აღწერილია მაღალი წრის
საზოგადოების ცხოვრება.

168
ავსენ-ი (ბაუსენ, ოვდენ, თაუსენ, უსენ) – აღმოსავლურ სლავური
მითოლოოგიის პერსონაჟი, დაკავშირებულია გაზაფხულის მზის სიკლურობასთან
(?) და ნაყოფიერებასთან. ზოგჯერ ხალხურ სიმღერებში წარმოდგენილია
ანთროპომორფულად. ავსენის ატრიბუტებია ცხენები. შესაძლოა გენეტიკურად
ბალტიისპირულ უსონშემს და ძველ ინდურ იშასს უკავშირდებოდეს.

ავსონი – ბერძნული ნითოლოგიით ოდისევსის ვაჟი (იგივე ტელეგონი) ნიმფა


კელიფსოსგან ანდა ჯადოქარ კირკესგან – ცირცესგან (იხ.) კირკესგან შეძენილად
ტელეგონს თვლიან. ავსონის კიდევ ერთი ნახევარძმაა ტელემაქე (იხ.) – ოდისევსისა
და პენელოპას ვაჟი (იხ. იხ.). უფრო საფიქრებელია, რომ ავსონი ნიმფა კალიფსოსა და
ოდისევსის ძე იყოს. ავსონმა დაუდო სათავე სამხრეთ-დასავლეთ იტალიის ერთ-ერთ
ტომს – ავსონებს.

ავსონია – იტალიის პოეტური სახელწოდება. მომდინარეობს აუსონებისგან


(სხვაგვარად ავრუნკებისგან). ოკსკის ტომის იტალიელი ხალხიდან. ცხოვრობდნენ
ქვემო ლირისუში.

ავსტრაზია – ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილის სახელწოდება 511 წ-დან.


მოიცავდა მდინარეების – მოზელიუსა და მაასუს ოლქებს, ასევე რაინის მარრჯვენა
მზარის ტერიტორიებს. მდებარეობდა ნეისტრიის მოპირდაპირედ. კარლოს დიდის
მემკვიდრეების ხანაში შედიოდა გერმანიის შემადგენლობაში.

ავსტრალია – იხ. ქსე

ავსტრალიური გალერეა – ავსტრალიური სახვითი ხელოვნების «ფონდი»


მეტად მრავალფეროვანია. ნახატების რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს.
აღმოჩენილ ნახატთა და პეტროგლიფთა უმრავლესობის შინაარსი თვით მკვიდრი
მოსახლეობისთვისაც გაუგებარია. ისინი მათ ადამიანის შექმნილად არ მიიჩნევენ,
თუმცა ნახატებზე ხელის შეხებას არავის უშლიან. მოხატულობა პრეისტორიულია, ამ
ნიმუშებიდან ყველაზე ცნობილია «ელვა-ძმები». ისინი 2,5 მ-ზე მაღლები არიან.
ფიქრობენ, რომ ძმები ადგილობრივ მკვიდრთა მითიური წინაპრები არიან,
რომლებიც აქ კიმბერლის ქვეყნიდან მოვიდნენ. განსაცვიფრებელია რენტგენული
სტილის ნახატები. ჩვეულებრივ, ამ სტილის ნახატებზე გამოსახულია ჩონჩხები,
ადამიანთა და ცხოველთა შინაგანი ორგანოები. ყველაფერი ეს იმის მაუწყებელია,
რომ ამ უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლებს დიდი ანატომიური ცოდნა
ჰქონდათ.
ავსტრალიური მითოლოგია – ავსტრალიელ აბორიგენთა მითოლოგია,
რომლებიც ამ მატერიკზე მეზოლითისა და გვიანი ნეოლითის ხანაში დამკვიდრდნენ.
შემოინახეს ფრიად უძველესი კულტურა.. ამ მითოლოგიაში ერთმანეთში
მჭიდროდაა გადაჯაჭვული ავსტრალიელ ტომთა რიტუალური ცხოვრების
ტრადიციები, რომელშიც ირეკლება ტოტემური კულტი და ინტიჩიუმას (იხ.) ადათ-
წესები (თავიანთი ტოტემის ცხოველთა მაგიური გამრავლება), ქვეყნის
ჩრდილოეთით გავრცელებული დიდი დედის კალენდარული კულტი და
უნივერსალურად გავრცობილი ინიციავიის რიტუალები (იხ. ინიციაცია). ზოგიერთი
მითი მკაცრად რიუალურია, წარმოადგენს მის ძირითად შემადგენელ ნაწილს და
ფაქტიურად მისი სიმბოლური დუბლირებაა; მეორენი შედარებით

169
დამოუკიდებელნი არიან რიტუალისგან, თუმცა მოიცავენ საკრალიზებულ
გასაიდუმლებულ ინფორმაციებს (მაგ: ტოტემურ წინაპართა მოგზააურობის
მარშრუტები). ეზოთერიკულ მითთა გვერდით (მითები, რომლებიც მიუწვდომელია
არაკურთხეულთა, არაგანდობილთათვის), არსებობს ეკზოთერიკული მითებიც,
რომელთა დანიშნულება არაგანდობილ მამაკაცთა, საერთოდ ქალთა და ბავშვთა
დაშინება იყო (მალულად რომ არ მიეყურადებინათ ეზოთერიკული
რიტუალებისათვის). ამგვარი ეზოთერიკული რიტუალები სანახაობრივ პროცესს
წარმოადგენდა და გასართობი მიზანიც ჰქონდა. ეკზოთერიკული მითი ესაა
გარდამავალი საფეხური მითსა და ზღაპარს შორის (იხ. მითი და ზღაპარი) (იხ.
ეზოთერიკული, იხ. ეკზოთერიკული მითები). რა მიმართებაც უნდა ჰქონდეს მითსა
და რიტუალს ერთმანეთთან (იხ. მითი და ადათ-წესები, მითი და რიტუალი...),
პრინციპში, მათ ერთნაირი მითოლოგიური სემანტიკა და ერთიანი სიმბოლური
სისტემა აერთიანებთ. ავსტრალიელთა მითოლოგიაში, მცირეოდენიც კი, არ
არსებობს ერთიანი მითოლოგია. არსებობს მხოლოდ ტიპოლოგიურად მსგავსირიგი
არქაულ ტომობრივი სისტემებისა. კოსმოგონიური მითოლოგია აქ ძალზე სუსტადაა
განვითარებული. ფაქტიურად, არც არსებობს მაკროკოსმოსური მითები და
უმთავრესად ფიგურირებს მიკროკოსმოსი (ზუსტად რომ გამოიხატოს –
მეზოკოსმოსი). ამიტომ ყველაზე გავრცელებული ავსტრალიური მითები
ადგილობრივ, ლოკალურ ხასიათს ატარებენ. ეს ადგილობრივი გადმოცემანი
შეიცავენ მეტ-ნაკლებად ცნობილი ადგილების, ტოპონიმებისა და ბუნებრივი
ობიექტების წარმომავლობის ან მასთან დაკავშირებულ ამბავთა ცნობებს. მაგ:
ბორცვებთან, ტბებთან, წყაროებთან, ორმოებთან, ღრმულებთან, ქვაბულ-
გამოქვაბულებთან, დიდ ხეებთან და ა. შ. რომლეიც მითურ გმირთა მოღვაწეობის
«ძეგლებს», მათ სადგომთა ნაკვალევს, მათ გარდასახვის ადგილებს და სხვა
მნიშვნელოვან მითურ მოვლენათა განვითარების გარდამტეხ, საკრალიზებულ
სივრცეს წარმოადგენენ. ავსტრალიური მითოგმირების მოძრაობის მარშრუტი
ძირითადად ძირითადად ორი მიმართულებისაა – ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ
და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ამ მატერიკის
განსახლების მიმართულებას (იხ. მითი და სივრცე). ავსტრალიურ მიტებში
მოქმედების დრო გადატანილია ძველთუძველეს ეპოქაში, რომელიც საპირისპიროა
მიმდინარე ემპირიული დროისა (იხ. მითი და დრო). სხვადასხვა ტომებში მითიური
ეპოქის სახელწოდება სხვადასხანაირადაა ვარირებული/ მაგ: არანდას ჯგუფში მას
ჰქვია ალტირა, დიერებში – მურა, ალურიჯებში – ჯუგურ, ბინბინგებში – მუნგამ
და ა. შ. ზოგ ავსტრალიურ მითებში შესაქმის მითური ეპოქა აღინიშნება იმავე
სიტყვით, როგორც «სიზმართა დრო». ინგლისურ-ავსტრალიურ ეთნოგრაფიულ
ლიტერატურაში ტერმინი – «დრეამ ტიმე» და «დრეამინგ» – მითური დროის
ზოგადაღმნიშვნელი ცნებებია. «სიზმართა დროში» მითიური გმირები
ახორციელებენ სიცოცხლის ციკლს. ამ დროს შემოჰყავთ მათ ადამიანები, ცხოველები
და მცენარეები ყოფიერებაში, იქმნება რელიეფები, დგინდება ადათები –
პირველყოფილი «იურიდიული» კანონები, წმიდა საგნები, – ბოლოს და ბოლოს,
რადაც იქმნენ ისინი, რაშიც გაარსებითდნენ, – ბუნებრივი (კლდე, ხე...) თუ
ხელოვნური («ჩურინგები») ინახავენ (იცავენ) მათ მაგიურ ძალებს და შეეძლოთ
ტოტემურ ცხოველთა ანდა ახალდაბადებულ ბავშვთა სულების გამრავლების
საშუალებათა წყარო ყოფილიყვნენ (ზოგიერთ ტომებში ახლადმოვლენილი ჩვილები
წინაპართა სულების ხელახალ ხორცშესხმად, მათ რეინკარნაციად მიიჩნეოდა).

170
«სიზმართა დროის» (იხ. მითიური დრო – სიზმართა დრო) ხელახალი აღდგენა
შესაძლებელი იყო ძილშიც და რიტუალური პროცესებითაც, რომლის მონაწილენი,
როგორც ცნობილია, იგივდებიან იმ წინაპრებთან, რომელთაც ისინი იმ წუთებში
განასახიერებენ. ცენტრალური ავსტრალიის ტომებში (მაგ: ლოროტიას, არანდას)
მითიური გმირები, როგორც წესი, ტოტემური წინაპრებია, ორმაგი –
ქნთროპომორფული და ზოომორფული ბუნებისანი, ეინაპრები და შემქმნელნი
ცხოველთა თუ მცენარეთა განსაზღვრული სახეობებისა, ამასთან, ადამიანთა
ჯგუფებისაც (ეს ჯგუფები მოცემულ ცხოველს იხილავენ, როგორც მათ ტოტემს (იხ.
ტოტემი, ტოტემიზმი)). არანდასა და ლორიტოს თითქმის ყველა ტოტემისტური
მითი ერთ სქემაზეა აგებული: ტოტემური წინაპრები, ცალ-ცალკე თუ ჯგუფურად
უბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს – ჩრდილოეთს (იშვიათად დასავლეთს).
დაწვრილებით აღირიცხება საკვების ძიების, ტრაპეზობების, სადგომების, გზაზში
შეხვედრის ადგილები. ჩრდილოეთით, შორიახლო მათი სამშობლოდან, ხშირად
იმართება შეხვედრები იმავე ტოტემის ადგილობრივ «მარადიულ ადამიანებთან».
მიზნის მიღწევის შემდეგ დაღლილი გმირები უბეუნდებიან თავიანთ სოროებს,
ნაპრალებს, გამოქვაბულებს, მიწის ქვეშეთს; ისევ კლდეებად, ხეებად, ჩურინგებად
(საკულტო ნივთები, საგნები – ქვები ან პაწია დაფები ნახატებით – ტოტემის
განსახება) (იხ. ჩურინგა, MHM ტ. II). გაჩერებათა ადგილებზე (სადგომებზე),
განსაკუთრებით კი სიკვდილისაზე (უფრო ზუსტად მიწად მისაქცევ ადგილას)
წარმოიქმნებოდა ტოტემისტური ცენტრები. ზოგ მითში (მაგ: ადამიან-კატებზე)
ტოტემურ გმირებს თან მიაქვთ საკულტო კვერთხები, რომელთაც იყენებენ როგორც
იარაღს, ანდა ხელსაწყოები, რომლითაც გზას იკვლევენ კლდეებში (რელიეფის
წარმოქმნა), ჩურინგები და სხვა საკულტო საგნები. ზოგ მითში მოქმედ გმირად
გამოყვანილია ბელადი, რომელსაც თავისთან მიჰყავს ახალგაზრდათა ჯგუფი,
რომლებმაც ესესაა ინიციაცია (იხ.) გაიარეს. ჯგუფი მსვლელობისას გზა და გზაა
საკულტო რიტუალებს ასრულებს. ამ რიტუალთა მიზანია თავიანთი ტოტემის
განმრავლება. მოგზაურობამ შეიძლება მიიღოს გაქცევისა და დევნის ხასიათი
(ოტებული – მაოტებელი). დიდი რუხი კენგურუ გაურბის ამავე ტოტემის ადამიანს.
ადამიანი ჭაბუკთა დახმერებით კლავს კენგურუს. შემდეგ ცხოველი აღდგინდება და
ორივე – კაციც და ცხოველიც ჩურინგად იქცევიან; წითელი და რუხი კენგურუ
გაურბის ადამიან-ძაღლებს, შემდეგ კი – ადამიან-შევარდენს; ორ გველს მისდევა
იმავე ტოტემის ხალხი; თევზებს მისდევს ცხრაფეხა (კიბორჩხალა); გაქცეცულ ემუს
გლეჯენ ადამიან-ძაღლები და ა. შ. (გაურკველია, ამ შემთხვევებში საუბარია თუ არა
ცხოველთა, ადამიანთა თუსაერთოდ, არსებათა ორმაგ ბუნებაზე. დიდი ნაწილით
დგინდება, რომ ეს ასე უნდა იყოს). ციური, უფრო ზუსტად, კოსმოგონიური
პროცეესები ავსტრალიურ მითოლოგიაში ძალზე მწირადაა ასახული, ვიდრე ეს სხვა
ხალხთა განვითარებულ მითოლოგიაშია არეკლილი. არანდას ცნობილ
მითოლოგიაში «ცის ბატონის» სახე (კ. შტრელოვის მიხედვით – ალტირა) ფრიად
პასიურია და არსებით როლს ვერ თამაშობს მითო სიუჟეტებში. მცირე რაოდენობის
თქმულებები ციურ მნათობთა შესახებ, ჩართულია ტოტემისტურ მითთა წრეში.
მთვარე წარმოდგენილია მამაკაცად, დასაბამიერად მიეკუთვნებოდა ოპოსუმას (იხ.
ოპოსუმა) ტოტემს. ქვის დანით ხელში მთვარე ადის ცაზე, მიეხეტება დასავლეთით,
შემდეგ ხით ეშვება მიწაზე. ოპოსუმებით გამძღარი მთვარეზომებში დიდდება (სავსე
მთვარეობა), შემდეგ მიმცხრალ-მოქანცული რუხი კენგურუს სახეს იღებს. კენგურუდ
ქცეულ მთვარეს ჭაბუკები კლავენ, მაგრამ ერთ-ერთი ჭაბუკთაგანი შეინახავს მის

171
ძვალს (სავარაუდოდ ნეკნს, რადგან იგი მსგავსია მთვარის რკალისა ა. გ.),
რომლისგანაც კვლავ იბადება და ამოიზრდება მთვარე (ახალმთვარეობა).. მზე
წარმოიდგინება ქალიშვილად, ხით ცაზე რომ ასულა; პლეიადები (იხ.) –
ქალიშვილები ბანდიკუტის ტოტემიდან, მოწმენი შეიქნენ ჭაბუკთა ინიციაციის
საკრალური და განსაიდუმლოებული რიტუალისა, რის გამოც ისინი ჯერ ქვებად,
ხოლო შემდეგ ვარსკვლავებად იქცნენ. აარნდას ზოგიერთი ტოტემური წინაპრები
გამოდიან, როგორც კულტურული გმირები (იხ.). თავიანთი მოგზაურობისას ისინი
ადგენენ და ნერგავენ სხვადასხვაგვარ ადათებსა და წეს-ჩვეულებებს. ცეცხლი რუხი
კენგურუს წარმომადგენლისაგან მოიპოვება, რუხი გიგანტური კენგურუს
სხეულიდან, რომელიც მან მოინადირა (შდრ. კარელია-ფინური რუნა
ვიაიჰნიამეიჰნენის მიერ ცეცხლოვანი თევზის მუცლიდან ცეცხლის მოპოვება).
ამგვარი მითური სიუჟეტები დამახასიათებელია
პრიმიტიულიმეურნეობრიობისათვის, როცა გაბატონებულია ადამიანის მიერ
ბუნების მზა ნაყოფის მისაკუთრების ფორმა. ჩრდილოეთიდან მოფრენილი ორი
შევარდენი-ადამიანი აარნდას მიწებზე მკვიდრ ადამიანებს ქვის ცულების ხმარებას
ასწავლის. ხეზე მცოცავი კენგურუების ტოტემის ერთ-ერთმა წინაპარმა ადამიანებს
კვლავ დაუდგინა ოდესღაც მივიეყებული საქორწინო რიტუალები. ამ წინაპარს
ავსტრალიური მიოლოგია კატუკან-კარას სახელით იცნობს. საქორწინო წეს-
ჩვეულებანი, ასევე, მიეწერება ადამიანი-ემუს. ინიციაციის და მასთან
დაკავშირებული რიტუალების დამკვიდრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
ავსტრალიელ აბორიგენთა ცხოვრებაში (და არა მხოლოდ!). ეს წესები ტოტემური
წინაპრების – ველური კალიებისა და ბუზიჭერია ხვლიკების სხეულებზე
წაიწერებოდა. ალტირას დროიდან «მარადიულ ადამიანთა» ხეტიალზე შექმნილ
თქმულებებში, რომლებიც შემდგომ («მარადიული ადამიანები» ბუზიჭერია
ხვლიკებად იქცნენ) და ამით ეს მითები (ვერ გავიგე აზრი) თანდათან იძენენ
ანთროპომორფული და ნაწილობრივ, კოსმოგონიური მითოსის ნიშნებს (იხ. იხ.
ანთროპომორფული მითები, კოსმოგონიური მითები). ამ თქმულებათა მიხედვით
თავდაპირველად მიწა დაფარული იყო ზღვით (ეს კონცეფცია ფართოდაა
გავრცელებული მსოფლიო მითოსში). შემდეგ მისგან ამოზიდულ კლდეთა
კალთებზე»მარადიულ» მითიურ გმირებთან ერთად უკვე ჩნდებიან ე. წ. რელა
მარერინია (ე. ი. «შეწებებული ადამიანები» შტრელოვის მიხედვით) ან ანაპატიუა (ბ.
სპენსერისა და ფ. გილენის ვერსიით) – გროვა, პატარა ჯგუფი არსებებისა
შეწებებული თითებითა და კბილებით, ამოგმანული ყურებითა და ამოგლესილი
თვალებით, ხოლო სხვა მითით, მსგავსი ადამიანური მატლები ცხოვრობდნენ
წყალში, მსგავსნი ნედლი ხორცისა. მიწის გამოშრობის შემდეგ მითური გმირი,
ტოტემური წინაპარი «ხვლიკი» მოვიდა ჩრდილოეთიდან და აადმიანური
ემბრიონები განყო ერთმანეთისგან, გაუჭრა ერთიანი ქუთუთო, პირი, გამსჭვალა მისი
ყურები და ა. შ. ამავე დანით მოახდინა მათი წინადაცვეთა (აქ ნაწილობრივ
არეკლილია იდეა, რომ მხოლოდ ინიციაციის რიტუალით ხდება ადამიანის
განსრულება), ასწავლა მათ ხახუნით ცეცხლის მოპოვება, საკვების მომზადება, მისცა
შუბი, შუბსატყორცნი ბუმერანგი, , ყველანი მოამარაგა ჩურინგებით – მათი სულის
მცველებით; დაჰყო ადამიანები ვრატრიებად (იხ.) და საქორწინო კლასებად. ამგვარი
პერსომაჟი პირველყოფილი მითოლოგიის ტიპური კულტურული გმირია –
დემიურგია. «ევოლუციური» მითოლოგიის კონცეფციით, ადამიანთა წარმოშობა
არასრულყოფილ არსებათაგან მომდინარეობს. არანდას ზოგიერშ მითში, ადამიანთა

172
შემოქმედები – «მარადიული» გმირები «სიზმართა ეპოქიდან», ადამიანთა და
ცხოველთა პირველწინაპრებადაც გვევლინებიან. ეს და მსგავსი, ერთდროულად
ანთროპოგენური და ტოტემური მითები გადახლართულნი არიან კოსმოგონიურ
მითებთან: დროის დაასბამი იყო წყვდიადი, მარადი ღამე ახშობდა მიწას, როგორც
უმსჭვალავი ფარდა. შემდეგ გამოჩნდა მზე და განდევნა წყვდიადი ილბალინტიას
ციდან (ბანდიკუტთა ტოტემური ცენტრი). მითები ყოველთვის როდი აღგვიწერენ
წინაპართა მოგზაურობებს. ზოგი წინაპრები (მათ შორის არანდასიც) არ
აღასრულებენ ხანგრძლივ მოგზაურობებს. მაგ: მუნკანის ტომის უამრავ მითში
ტოტემისტური ცენტრების წარმოშობა ხდება ტოტემური წინაპრების (პულავაიას)
სამზეოდან მიწისქვეშეთში განსვლის შემდეგ. მათ «გადასახლებას» ხშირად წინ
უძღვის პულავაიებს შორის ატეხილი დავა და შუღლი, შეტაკებები, რომლებიც
დასახიჩრებებითა და სასიკვდილო ჭრილობებით განსრულებულა ხოლმე. ისინი
ანთროპომორფულნი არიან, მაგრამ ქცეცვები ჯერ კიდევ ცხოველური აქვთ.
ავსტრალიის ჩრდილო და სამხრეთ-აღმოსავლეთის ტომთა მითებში ტოტემურ
წინაპართა გვერდით გვხვდება უფრო განზოგადებული, როგორც ჩანს, გვიან
განვითარებული ტიპი «ზედტოტემური» მითური გმირებისა. ჩრდილოეთში
ცნობილია დედა-დედაბერი (ფიგურირებს კუნაჰიჰის, კლიარინ-კლიარის, კადიარისა
და სხვა სახელით) – მატრიარქალური პირველწინაპარი, სიმბოლო ნაყოფიერი და
მშობიარე მიწისა და მასთან დაკავშირებული (გამრავლებასა და ნაყოფიერებასთან
ერთად) გველ-ცისარტყელას სახისა. სამხრეთ-აღმოსავლეთით – საყოველთაო
პატრიარქალური მამა (ნურუნდერე, კონი, ბირალი, ნურელი, ბუნჯილი, ბაიჰამე,
დარამულუნი), მცხოვრები ცად, გამოდის კულტურული გმირის როლში და
ინიციაციების რიტუალთა პატრონად. დედა და მამა შეიძლება ეკუთვნოდეს
სხვადასხვა, ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ტოტემს (მათს ყოველ ცალკეულ
ნაწილს შეიძლება თავისი ტოტემი ჰყავდეეს) და შესაბამისად, იყვმემ საერთო
წინაპარნიც (ე. ი. სულთა მატარებელნი და პირველწყარონიც) სხვადასხვა
ჯგუფებისა, ცალკეული ადამიანებისა, ცხოველებისა, მცენარეებისა. მითებში,
ჩვეულებრივ, ორი «დედა» ფიგურირებს: დები ან დედა და ქალიშვილი. ეს
თქმულება და მისი შესაბამისი რიტუალი დაკავშირებულია ტომის (ფრატრიის იხ.)
ერთ-ერთ «ნახევარს», რაც გვაძლევს უფლებას ვარაუდისას, რომ დედათა
ტიპებინაწილობრივ გენეზისურ კავშირში არიან ფრატრიარულ პირველწინაპარ
დედებთან.

ავსტრალოპიტეკები (ლატ. აუსტრალის – სამხრეთი და ბერძ. პიტჰეკოს –


მაიმუნი) – ნამარხი უმაღლესი პრიმატების ჯგუფი (განათხარი ადამიანის მსგავსი
მაიმუნები), რომელიც ცხოვრობდა მეოთხეული პერიოდის დასაწყისში. ნაშთები
ნაპოვნია სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.

ავსტრალოპითეკი (ლათ. აუსტრალის – სამხრეთი, ბერძ. პიტჰეკოს – მაიმუნი)


– ნამარხი უმაღლესი პრიმატების ჯგუფი. უძბელესი სახეობა. პატარა ტანის
(სიმაღლე 120 სმ. წონა 30-40 კგ. ტვინის მოცულობა 500-600 სმ3), განვითარებული
ყბებით, მკვეთრად გამოწეული წარბზედა რკალებით, დაქანებული შუბლით.
მოძრაობენ ორ ფეხზე, თავს იცავენ ჯოხით ან ქვით. მონადირეობენ გაშლილ ველზე,
იკვებებიან მცენარეული ან ცხოველური საკვებით (გავრცელების არეალი სამხრ.
ცენტრ. და აღმ. აფრიკა 2 600 000 წ. წინ).

173
ავსტრალორპი – სახორცე-საკვერცხე ქათმის ჯიში – გამოყვანილია XIX ს.
ბოლოს ავსტრალიაში ინგლისური ქათმის ორპინგტონის ჯიშისგან.

ავსტრია – იხ. ქსე

ავსტრომარქსიზმი – ერთ-ერთი სახესხვაობა რევიზიონიზმისა (იხ.).


ჩამოყალიბდა XIX ს-ის მიწურულს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიაში.
უკავშირდებოდა კ. რენერის, ო. ბაუერის, მ. დაფ. ადლერებისა და სხვათა თეორიულ
შრომებსა და პოლიტიკურ მოღვაწეობას. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა
მსოფლიო ომებს შორის პერიოდში, როცა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიოლი
პარტიის ლიდერებმა გადაყვიტეს ხელმძღვანელი როლი ეთამაშათ საერთაშორისო
რეფორმიზმის ბანაკში. მიზეზი მისი წარმოშობისა და განვითარებისა, ემთხვევა
მუშათა მოძრაობაში წარმოქმნილი ბერნშტეინიანელებისა და ოპორტუნისტთა
მიზეზებს. ავსტრომარქსისტული ფილოსოფია თავისებური შერწყმაა მარქსიზმისა
და ნეოკანტიანელობისა. ავსტრომარქსიზმი უარყოფს ისტორიული
კანონზომიერებებს და სოციალიზმის უცილობელი გამარჯვება ზნეობრივ-ეთიკური
მსოფლმხედველობიდან გამოჰყავდა. ამით სოციალიზმი, როგორც მეცნიერება
(მარქსიზმით აღიარებული) რელიგიური მოძღვრებების სახესხვაობამდე დაჰყავს.
ნაციონალურ საკითხებში ისინი კულტურულ-ნაციონალურ ავტონომიას უჭერდნენ
მხარს.

ავსტრომარქსიზმი – მარქსიზმის რევიზიისა და ოპორტუნიზმის ნაირსახეობა,


რომელიც წარმოიშვა ავსტრიაში XIX ს. 90-იან წ. წ-ში. მთავარი წარმომადგენლები
იყვნენ ო. ბაუერი, კ. რენერი, ფ. ადლერი, მ. ადლერი.

ავსტრო-პრუსიის ომი – იხ. ქსე

ავსტრო-უნგრეთი... – იხ. ქსე

ავსული (Hეხე,ძაუბერინ, Lა სორციერე,Dტლმვფ) – ჯადოსანი, კუდიანი,


ჭინკამაჯლაჯუნა; ბოროტი ძალა. ძირითადად ქალის სახით არის გამოვლენილი.
გვხვდება ქართულ მით-ში. იაკ გრიმის «გერმანული მითოლოგია»; გოეთეს
«ფაუსტში». შუმერულში ცათა ღმერთის – ანუს – შვილი ბოროტი სული.
ქართულში არსებობს «ბატონების» სავედრებელი იავნანა შვიდ სულთან.
შუასაუკუნეებში მათ ებრძოდა ინკვიზიცია. კოცონზე წვავდნენ. მათი დევნა
განსაკუთრებით გაძლიერდა რომის პაპ გრიგოლ IV-ის დროიდან (1232 წ. «ეშმაკზე
გამარჯვება»).

ავტარკია (ბერძ. აუტაკია – თვითკმაყოფილება, დამოუკიდებლობა) – 1.


ანტიკურ ეთიკაში: ტერმინი, რომელიც აღნიშნავს შინაგან თვითსიმშვიდეს, პირადი
მდგომარეობით კმაყოფილებას, მის საკმაობასა და დამოუკიდებლობას. დემოკრიტე
ავტარკიას განიხილავდა, როგორც სულის თვითსიმშვიდეს და, იმავდროულად,
როგორც თვით ბუნების თვისებას, მიუთითებდა, რომ «ბუნებაში საკმაო იყო მისივე
საკუთარი ძალები». ამ ცნებამ ფართო გასაქანი ჰპოვა კინიკოსებსა (იხ.) და
სტოიკოსებს (იხ.) შორის. ანტისთენესის მიხედვით «სათნოება საკმარისი იყო
174
ნეტარებისათვის». სტოიკოს ქრისიტესს ეკუთვნის ავტარკიის განსაზღვრება –
«ავტარკია მდგომარეობაა, რომელიც კმაყოფილდება აუცილებლით და, რომელსაც
შეუძლია ცხოვრების მართებულად მოქცევა». პლატონსა და არისტოტელეს ავტარკია
იდეალისტურად ესმოდათ. პლატონის აზრით, დემიურგმა კოსმოსი «თვითკმარი და
უსრულყოფილესი ღმერთის» სახით შექმნა, რომელიც არაფერს საჭიროებს.
არისტოტელესაც სათნოება და ზნეობრიობა შინაგან თვითკმაყოფილებად მიაჩნდა.
ავტარკია ეს «ისაა, რაც, თავისთავად, სიცოცხლეს სასურველს ხდის» და რომელიც
«არაფერს საჭიროებს». ამ გაგებით იგი ნეტარების იგივეობრივია. არისტოტელე ცნება
ავტარკიას პირველი იყენებს პოლიტიკური ასპექტით, სახელმეიფის იგი ავტარკიის
ხორცშესხმად მიიჩნევდა; 2. ეკონომიკური განხრით: ავტარკისტული შეხედულებები
გვხვდება მერკანტელისტებთან. განსაკუთრებული გაქანება ავტარკიზმმა გერმანული
და იტალიური ფაშიზმის იდეოლოგიაში მოიპოვა. იგი გამოყენებულ იქნა
ეკონომიკის მილიტარიზმისა და II მსოფლიო ომისათვის მზადებაში. ავტარკიზმის
ნაცისტური დოქტრინა ჩამოყალიბებულ იქნა გერინგის მიერ (სიტყვა წარმოთქმული
პრუსიულ ლანდტაგაგას სხდომაზე 1936 წლის 17 დეკემბერს), რომელიც იმავე წელს
ჰიტლერული ხელისუფლების ოთხწლიან გეგმაში აირეკლა. ავტარკიზმის პოლიტიკა
გასამართლებულ იქნა ნიუნბერგის პროვესზე (იხ.), როგორც ომისთვის მზადების
პოლიტიკა; 3. თანამედროვე ყოფაში სიტყვა «ავტარკია» იხმარება ვიწრო
ადგილობრივი მეუფროსეობისკენ მისწრაფების აზრით.

ავტარკია (ბერძ. აუტარკერა – თვითდაკმაყოფილება, დამოუკიდებლობა) – 1.


ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებში კარჩაკეტილი, თვითკმარი, გარესამყაროსგან
დამოუკიდებელი ეროვნული მეურნეობის შექმნა, რაც იწვევს სხვა ქვეყნებთან
ტრადიციული საერთაშორისო ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას. 2. ანტოკურ
(კერძოდ სტოიკოსების) ფილოსოფიაში: პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს
ბედნიერებას ანიჭებს სათნოება; დღეს იხმარება განცალკევებისაკენ მისწრაფების
აღსანიშნავად.

ავტმოტრისა (ფრანგ. აუტომოტრიცე) – თვითმავალი სამგზავრო ვაგონი,


რომელიც მოძრაობს შიგაწვის ძრავათი რელსიან გზაზე.

ავტო... (ბერძ. აუტოს – თვით) – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი. იხმერება: 1) «თვით», «თავისი» მნიშვნელობით. მაგ; ავტომობილი,
ავტობიოგრაფია; 2) «ავტომობილისა», «საავტომობილოს» მნიშვნელობით, მაგ:
ავტოკოლონა, ავტოსტრადა; 3) «ავტომატურის» მნიშვნელობით, მაგ: ავტოკალამი,
ავტოპილოტი.

ავტობიოგრაფია (ავტო + ბერძ. ბიოს – ცხოვრება + გრაპჰო – ვწერ) –


საკუთარი ბიოგრაფია, საკუთარი ცხოვრების აღწერა; ლიტ. ჟანრი, რომელიც
უახლოვდება მემუარებს.

ავტობლოკირება, ავტომატური ბლოკირება – ობიექტის რეჟიმის შეცვლა


ავტომატურად, ავარიის ასაცილებლად; ავტომატურ მოწყობილობათა ერთობლიობა
მანქანების, აპარატურებისა და ხელსაწყოების მცდარ მოქმედებათა გამოსარიცხავად;
რკინიგზაზზე: მატარებელთა მოძრაობის მოწესრიგება ავტომატურად მოქმედ
შუქნიშანთა სისტემის საშუალებით.
175
ავტობუსი (ფრანგ. აუტობუს – ავტომობილი; ლათ. (ომნი)ბუს) –
მრავალადგილიანი (9 და მეტადგილიანი) სამგზავრო ავტომობილი.

ავტოცინკოგრაფია – დაშტრიხული კლიშე, თვით მხატვრის მიერ თავისი


სურათის მიხედვით უშუალოდ თუთიაზე მოწამვლით ამოკვეთილი, ფოტოაპარატის
გამოუყენებლად.

ავტოდეპოლაცია – ლტოლვა თმების ამოგლეჯისადმი.

ავტოდიდაქტი (ბერძ. აუტოდიდაკტოს) – თვითნასწავლი; ის, ვინც სკოლის


გარეშე, მასწავლებლის დაუხმარებლად მიიღო ცოდნა, განათლება.

ავტოდრეზინა – შიგაწვისძრავიანი თვითმავალი სარელსო ტრანსპორტი,


რომელიც განკუთვნილია რკინიგზის მომსახურე პერსონალის გადასაყვანად.
აგრეთვე, ლიანდაგისა და რკინიგზის მოწყობილობათა რემონტის დროს მასალის,
იარაღისა და მექანიზმების გადასაზიდად და საინსპექციო მგზავრობისათვის.

ავტოდრომი (ავტო და ბერძ. დრომოს – საასპარეზო ადგილი) –


საავტომობილო შეჯიბრებებისათვის და ავტომობილების გამოსაცდელად
საგანგებოდ მოწყობილი ტერიტორია; ერთდროულად ავტომობილებისა და
მოტოციკლების სპორტული შეჯიბრებებისათვის და გამოსაცდელად განკუთვნილია
ავტომოტოდრომი.

ავტოელექტრონული ემისია, გვირაბული ემისია – ელექტრონების ამოფრქვევა


ლითონიდან ან ნახევარგამტარიდან კათოდის ზედაპირზე მოდებული საკმაოდ
ძლიერი ელექტრონული ველის ზემოქმედებით.

ავტოექოლაცია – საკუთარი სტვენის ზედიზედ გამეორება.


ავტოფაზირება – მოვლენა, რომელიც დამუხტული ნაწილაკების
ამაჩქარებელთა უმეტესობაში უზრუნველყოფს ელექტრონების, პროტონების, ალფა-
ნაწილაკების, მრავალმუხტიანი იონების აჩქარებას დიდ ენერგიამდე.

ავტოფილია (ავტო... + ბერძ. პჰილეო – მიყვარს) – (მოძვ.) თვითშეყვარება.

ავტოფსია (ლათ. აუტოპსია) – სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა დასადგენად


გვამის გაკვეთა (სამედიცინო ექსპერტიზა).

ავტოფსიქიკური ორიენტაცია – იხ. ორიენტაცია ავტოფსიქიკური.

ავტოგამია (ავტო + ბერძ. გამოს – ქორწინება) – 1. თვითდამტვერვა და


თვითგანაყოფიერება უმაღლეს მცენარეებში. 2. ერთუჯრედიანი ორგანიზმების
თვითგანაყოფიერება, რომლის დროსაც ხდება უჯრედში წარმოქმნილი ორი
ბირთვის შერწყმა.

176
ავტოგამია (ლათ. აუტოგამია) – 1. მცენარეებში: თვითშეუღლება,
თვითგანაყოფიერება (დამტვერვის საპირისპიროდ); 2. ერთუჯრედიან ორგანიზმთა
თვითგანაყოფიერება უჯრედში წარმოქმნილი ორი ბირთვის შერწყმის პროცესი.

ავტოგენეზი (ავტო + ბერძ. გენესის – წარმოშობა) – საერთო სახელწოდება


იდეალისტური კონცეფციისა, რომელიც ორგანიზმების ევოლუციას მხოლოდ
შინაგან ფაქტორთა მოქმედებით ხსნის.

ავტოგენეზი (ბერძ. აუტოს თვით და გენესის წარმოშობა, წარმოქმნა) –


ბიოლოგიაში: თეორია, რმლის თანახმადაც ორგანიზმთა ისტორიული განვითარება
რაღაც შინაგანი არამატერიალური ფაქტორებით მიმდინარეობს. ავტოგენეზი ახლოა
ვიტალიზმთან (იხ.).

ავტოგენური (ბერძ. აუტოგენეს თვითნაბადი) – ავტოგენური შედუღება, ჭრა


(ტექნ.) – ლითონთა შედუღება, ჭრა ძალიან მაღალე ტემპერატურის ზემოქმედებით
(იარაღის გამოუყენებლად); აირული შედუღება, ჭრა.

ავტოგრაფი (ბერძ. აუტოგრაპჰოს) – 1. ვისიმე საკუთარი ხელმოწერა ან


საკუთარი ხელით წარწერა სურათზე, წიგნზე და სხვ. 2. რაიმე ნაწარმოების
ხელნაწერი, თვით ავტორის ხელით შესრულებული.

ავტოგრაფია – ლითოგრაფიის ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც სურათი


სრულდება «ავტოგრაფიულ» ქაღალდზე და შემდეგ ხდება მისი თანდათანობითი
გადატანა ქვაზე ან თუთიაზე ბეჭდვისათვის. ავტოგრაფიის ღირსება იმაშია, რომ
ქაღალდზე ხატავენ პირდაპირი და არა შებრუნებული (სარკისებრი) სახით, როგორც
ამას მოითხოვს ლითოგრაფია ქვაზე; ამას გარდა, დასაშვებია ჩანახატები ნატურიდან,
რაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია ქვაზე მუშაობის დროს. ავტოგრაფიის ნაკლად
ჩაითვლება მისი მცირე გამომსახველობითი შესაძლებლობანი.

ავტოგრაფული ქაღალდი – სპეციალური წებოვანი ფენით დაფარული


ქაღალდი, გამოიყენება «ავტოგრაფიაში». არსებობს გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე
ავტოგრაფიული ქაღალდი, პირველი უმეტესად გამოიყენება ნახაზების
გადმოსახვისას და აბრისებისათვის. მეორე, უმთავრესად მხატვრული სამუშაოსა და
ხაზ-ნახატებისათვის.

ავტოგრავიურა – გრავიურა, რომლის საბეჭდ ფორმას ხეზე, ლინოლეუმზე ან


ლითონზე (სპილენძი, თუთია, ფოლადი) თვითონ მხატვარი – კომპოზიციის
ავტორი აკეთებს.

ავტოგრავიურა – თვით მხატვარ-ავტორის მიერ შესრულებული გრავიურა


(რეპროდუქციული გრავიურისაგან განსხვავებით).
ავტოინტოქსიკაცია (ლათ. აუტოინტოხიცატიო) – თვითმოწამვლა, რომელსაც
იწვევს ორგანიზმში დაგროვილი შხამები.

177
ავტოინტოქსიკაცია – თვითმოშხამვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც
წარმოიქმნება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად.

ავტოკატალიზი – ქიმიური რეაქციის დაჩქარება რეაქციის პროდუქტის


გავლენით.
ავტოკეფალია, ავტოკეფალური ეკლესია (ავტო და ბერძ. კეპჰალე – თავი) –
დამოუკიდებელი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც
იერარქიუად ცალკე ერთეულია.

ავტოკლავი (ლათ. აუტოცლავუს) – სტერილიზატორი; აპარატი, რომელშიც


ხორციელდება სტერილიზება გაჯერებული წყლის ორთქლით, წნევის ქვეშ.

ავტოკლავი (ავტო... და ლათ. ცლავის – საკეტი) – აპარატი, რომელშიც მაღალი


ტემპერატურისა და ნორმალურ ატმოსფერულზე მაღალი წნევის პირობებშო
ახორციელებენ სხვადასხვა პროცესს. ავტოკლავი გამოიყენება ქიმიურ
მრეწველობაში, ჰიდრომეტალურგიაში, რეზინის წარმოებაში, კვების მრეწველობაში,
საშენ მასალათა წარმოებაში, მედიცინაში.

ავტოკოდი (ავტო... + კოდი) – დაპროგრამების მარტივი ენა, ბრძანებათა


სისტემა რომელიმე პირობითი მანქანისა, რომელსაც უფრო რთულ ოპერაციათა
შესრულება შეუძლია, ვიდრე მოცემულ კონკრეტულ ელექტრონულ გამომთვლელ
მანქანას. ყველეზე მეტად გავრცელებულია 1:1 ტიპის ავტოკოდი.

ავტოკოლიმატორი (ავტო... და ცოლლიმო – ნაცვლად, სწორი ლათ.


აცოლლინეო-სი – პირდაპირ წარვმართავ, ვუმიზნებ) – ზუსტი კუთხური
გაზომვისათვის განკუთვნილი ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყო. შეიძლება
გამოვიყენოთ აგრეთვე მიმმართველების (მაგ. ჩარხის) სწორხაზოვნებისა და
სიბრტყის ზედაპირის სისწორის საკონტროლოდ.

ავტოკრატი (ბერძ. აუტოკრატეს – თვითმმართველი) – მმართველი, რომელსაც


შეუზღუდველი უმაღლესი ხელისუფლება გააჩნია; თვითმპყრობელი.

ავტოკრატი – იხ.

ავტოკრატია (ბერძ. აუტოკრატეია) – სახელმწიფო მმართველობის ფორმა,


რომლის დროსაც შეუზღუდველი საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლება თავმოყრილია ერთი პირის ხელში.

ავტოკრატია – იხ.

ავტოლი (ავტ(ომობილი) + ლათ. ოლ(ეუმ) – ზეთი) – ავტომობილისა და


ტრაქტორის ძრავას საცხები ზეთი, რომელსაც ნავთობისაგან იღებენ.

ავტოლიკე (ავტოიკოს) – ქურდების ღმერთის ჰერმესის ვაჟი, მისი ორეული.

178
ავტოლიკოსი (ბერძ.) – ბერძნულ მითოლოგიაში მარჯვე, მოხერხებული
ავაზაკი. მკვიდრობდა პარნასზე (იხ.). ყველაზე თაღლითი, ცუღლუტი, ხელმრუდი
ადამიანთა შორის. მამა ანტიკლეასი – ოდისევსის დედისა (ოდისევსის ბაბუა) (იხ.
ოდისევსი; იხ. ანტიკლეა) (ჰომ. ოდისეა ოდისეა XIX 395 და შემდგომ). ავტოლიკოსმა
თავისი მამისგან – ჰერმესისგან (იხ.) მიიღო ცუღლუტობისა და ეშმაკობის დიდი
ნიჭი, უნარი უჩინმაჩინობისა და რა გინდა რა სახის მიღებისა. ბერძნულად მისი
სახელი ნიშნავს «თვით მგელს», რაც ამ პერსონაჟის ტოტემურ ფესვზე მიუთითებს.
ავტოლიკოსმა გაიტაცა სიზიფოსის ნახირი (იხ. სიზიფოსი). ამ უკანასკნელმა ამხილა
იგი და მისი დასჯისა და სამაგიეროს მიზღვის მიზნით ავტოლიკოსს თავისი
ქალიშვილი ანტიკლეა გაუბახა, რომელიც გაუპატიურების შემდეგ ოდისევსის
მომავალ მამას ლაერტს მიათხოვეს. ამ სიუჯეტის შემდგომ კიკლიკოსებმა , შემდეგ
ტრაგიკოსებმა, სამი უდიდესი მატყუარას, ნიჭიერი თვალYმაქცის ამბებიც
დაუკავშირეს – ავტოლიკოსის, სიზიფოსის და ოდისევსისა. უკანასკნელი
(ოდისევსი) აღმოჩნდა შვილი სიზიფოსისა და შვილიშვილი ავტოლიკოსისა (სიზიფე,
აიაქსი, 190; სოფოკლე, ფილოქტეტესი, 417; ოვიდიუსი, მეტამორფოზები, XIII 31).
ავტოლიკოსი ჭიდაობის დიდოსტატი ყოფილა. იგი იყო ჰერაკლეს მასწავლებელი
ორთაბრძოლის ამ სახეობაში (აპოლოდორე II 4,9).

ავტოლიკოსი – ბერძ. ჰერმესისა და ქიონეს ძე, ოდისევსის პაპა. ავტოლიკოსმა


ჰერმესისაგან მიიღო მზაკვრობის ნიჭი და სახელი გაითქვა, ვითარცა
დახელოვნებულმა ქურდმა. მას შეეძლო გარდასახვა და ნებისმიერი სახის მიღება,
საგანთა გაუჩინარება და გარდაქმნა. სწორედ ავტოლიკოსმა ასწავლა ჰერაკლეს
ბრძოლის ხელოვნება.

ავტოლითოგრაფია – ლითოგრაფიის ერთ-ერთი სახე, როდესაც ნახატი ქვაზე


გადააქვს თვით მხატვარს და არა ოსტატ-ლითოგრაფს.

ავტოლითოგრაფია – ლითოგრაფიის სახე, სადაც სურათს ქვაზე თვით


მხატვარი-ავტორი დაიტანს, განსხვავებით რეპროდუქციულილითოგრაფიისაგან,
სადაც ქვაზე სამუშაოს ასრულებს ოსტატი-მტუშავი ან მხატველი.
ავტოლითოგრაფიის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მხატვარ-ავტორს
შეუძლია გამოიყენოს ლითოგრაფიული ქვის, როგორც ფორმის მასალის ყველა
გამომსახველობითი შესაძლებლობა.

ავტოლიზი (ლათ. აუტოლყსის თვითმონელება) – ქსოვილების, უჯრედების ან


მათი ნაწილების თვითმონელება საკუთარი ფერმენტების მეშვეობით.

ავტოლიზი (ავტო... + ბერძ. ეყსის – დალევა, დაშლა, მოსპობა) – (ქიმ.)


ორგანიზმის ქსოვილების დაშლა ამ ქსოვილებში არსებული ფერმენტების
მოქმედების შედეგად.

ავტოლოგია (ავტო... + ბერძ. ლოგოს – სიტყვა) – სიტყვების ხმარება


პირდაპირი მნიშვნელობით.
ავტომაგისტრალი (ავტო... + მაგისტრალი) – ავტომობილების სწრაფი,
მასობრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი მაგისტრალური საავტომობილო გზა,

179
რომელიც გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს და სხვა გზებთან გადაიკვეთება
სხვადასხვა დონეზე.

ავტომატი (ბერძ. აუტომატოს – თვითმოქმედი) – M1. დამოუკიდებლად


მოქმედი მოწყობილობა, რომელიც მოცემული პროგრამის მიხედვით ადამიანის
ჩაურევლად ასრულებს ენერგიის, მასალისა და ინფორმაციის მიღების, გარდაქმნის,
გადაცემისა და გამოყენების ყველა ოპერაციას. იყენებენ შრომის ნაყოფიერების
გასადიდებლად და ადამიანის შრომის შესამსუბუქებლად. 2. ავტომატური
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გავრცელებული სახელწოდება. (სამხ.) 3. (გადატ.)
ადამიანი, რომელიც მომართულ მანქანასავით მოქმედებს.

ავტომატი (ბერძ. ავტომატოს) – თვითმოქმედი – ტექნიკური მოწყობილობა,


რომელიც ასრულებს რაიმე პროცესს, მოქმედებას ან ოპერაციას ადამიანის უშუალო
მონაწილეობის გარეშე. გამოიყენება კიბერნეტიკასა და ელექტროგამომთვლელ
ტექნიკაში.

ავტომატია («შემთხვევითობა», «თითნბერი») – მოულოდნელი ბედნიერების


ქალღმერთი ბერძ. მითოლოგიაში.

ავტომატიკა – მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც მოიცავს


ავტომატური მართვის სისტემწბის თეორიასა და ამ სისტემების აგების პრინციპებს.
ვიწრო გაგებით ავტომატიკა არის ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე
კონკრეტული პროცესის მართვის მეთოდებისა და ტექნიკის საშუალებათა
ერთობლიობა.

ავტომატიზაცია – ტექნიკის განვითარების უმაღლესი ეტაპი, რისთვისაც


დამახასიათებელია წარმოების მართული და სხვა საზოგადოებრივად აუცილებელი
პროცესების განხორციელება მათში ადამიანის ჩარევის გარეშე. გამოიყენება
ავტომატურ საამქროებში, ქარხნებში და ა. შ.

ავტომატიზაცია – ტექნიკურ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა


ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ადამიანის გათავისუფლება საწარმოო
პროცეცსებში უშუალო მონაწილეობისაგან; ავტომატიკის ტექნიკურ საშუალებათა
გამოყენება კონტროლის, რეგულირებისა და მართვისათვის.

ავტომატიზმი (ბერძ. აუტომატოს) – 1. ფიზიოლოგიაში – ორგანოს ან


ცალკეული უჯრედის რიტმული, პერიოდული ან აპერიოდული მოქმედების უნარი,
როცა გარეგანი აღმძვრელი მიზეზი არ არსებობს (მაგ. გულის შეკუმშვა). 2.
ფსიქოლოგიაში – ცნობიერების კონტროლის გარეშე მიმდინარე მიზანშეწონილი
მოქმედება (ცხოველის ან ადამიანის). 3. ფილოსოფიაში – თეორია, რომელიც
ცოცხალ ორგანიზმებს ავტომატებად თვლის.

ავტომატიზმი (ლათ. აუტომატისმუს თვითმოქმედი) – 1. ორგანოს ან უჯრედის


პერიოდული რიტმული მოქმედების უნარი; 2. ფსიქოლოგიაში: მექანიკური
მოქმედება. მოქმედების შესრულება შეგრძნების გარეშე.
ავტომატიზმი – ცნობიერების გარეშე მიზანშეწონილი მოქმედება.

180
ავტომატური – 1. ავტომატით მოწყობილი, თავისით მოქმედი (ავტ. კალამი,
ავტ. იარაღი და სხვ.). 2. (გადატ.) არაცნობიერი, მექანიკური (მოძრაობა).

«ავტომატური», «არამუსიკალური» მუსიკა – XVIII ს. ფართოდ იყო


გავრცელებული მუსიკალური თამაში კამათლებით, და არა მარტო მოყვარულთა
წრეებში, არამედ კომპოზიტორთა შორისაც. ამით თავს იქცევდნენ ისეთი საქვეყნოდ
ცნობილი მუსიკოსებიც კი, როგორებიც იყვნენ გ. ფ. ჰენდელი, ი. ჰაიდნი, ფ. ე. ბახი
და სხვები. 1757 წ. გამოქვეყნებულ იქნა «სახელმძღვანელო პოლონეზების და
მენუეტების შესათხზველად, კამათლების მეშვეობით». მრავალი ამგვარი
პუბლიკაცია დაკავშირებულია მოცარტის სახელთან, რომელიც ასეთი მეთოდით
ხშირად თხზავდა პატარ-პატარა პიესებს. ნუსიკის შექმნას კამათლების მეშვეობით
სავსებით განსაზღვრული მნიშვნელობა ჰქონდა, ხელს უწყობდა რა შემოქმედებითი
ენერგიის დაზოგვას. ამგვარი მეთოდების პოპულარობაზე მეტყველებს მათი
მრავალრიცხოვანი ხელახალი გამოცემები შემდგომ წლებში.

ავტომედონი (ბერძ.) – ბერძნულ მითოლოგიაში აქილევსის ლაშქრის მეომარი.


პატროკლეს დაღუპვის შემდეგ ავტომედონმა შეძლო აქილევსის ეტლის ხსნა (ჰომ. II,
XVI 864-867), რომელსაც თავად მართავდა შემდეგ ბრძოლებში. რომაულ პერიოდში
ავტომედონის სახელი განზოგადდა და დახელოვნებული მეეტლის სიმბოლოდ
გამოიყენებოდა.

ავტომედონი – «ილიადის» ერთ-ერთი გმირი. აქილევსის მეეტლე. გადატანითი


მნიშვნელობით – დახელოვნებული მეეტლე.

ავტომედონი – აქილევსის მეუღლე და თანამებრძოლი.

ავტომედუზა ( – მედუზა) – ჰერაკლიდებისუანგარო ქომაგისიოლაოსის დედა.

ავტომეტრია (ავტო... და ბერძნ. მეტრეო – ვზომავ) – სამეცნიერო დისციპლინა,


რომელიც შეისწავლის ავტომატურ საზომ და საკონტროლო ხელსაწყოთა და საზომ-
საინფორმაციო სისტემების და პროექტების თეორიულ საფუძვლებს.

ავტომიქსისი, აუტომიქსისი (ავტო... და ბერძ. ამიხის – შერევა, შერწყმა) –


თვითგანაყოფიერება, ერთი და იმავე ორგანიზმის სასქესო უჯრედების შერწყმა.

ავტომიზოფობია – მყრალი სუნის აკვიატებული შიში (ავადმყოფი გრძნობს


როგორც მისგან მომავალს). გვხვდება აკვიატებული მდგომარეობის, ნევროზის
დროს.

ავტომობილი (ავტო და ლათ. მობილის – მოძრავი) – ძრავიანი თვითმავალი


ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს
მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზაავრები და გადააქვს ტვირთი.

ავტომორფიზმი – იხ. იზომორფიზმი.

181
ავტომოტოდრომი – იხ. ავტოდრომი.

ავტომოტოკლუბი – ავტო ან მოტოსპორტით გატაცებულ პირთა ორგანიზაცია.

ავტომტა – დანაიდი.

ავტონიმური გამოყენება (ხმარება) გამოთქმისა – იხ. გამოთქმის ავტონიმური


გამოყენება.

ავტონიოსი (Aპჰტონიოს) – ბერძენი რიტორი ანტიოქიიდან. დაახლ. 400 წ.


ავტორია XVII ს-მდე პოპულარული რიტორიკის სახელმძღვანელოსი. ჰეცოლდის
გამოცემა 1839 წ.

ავტონოე – პენელოპეს მოახლე.

ავტონომია (ავტო... და ბერძ. ონომა – სახელი) – სახელის (ან, საზოგადოდ,


ენობრივი გამოსახულების: სიმბოლოს, სიტყვის, გამოთქმის) თავისივე სახელად
ხმარება.

ავტონომია (ბერძ. აუტონომია – თვითმმართველობა, დამოუკიდებლობა) – 1.


სუვერენული სახელმწიფოს ერთი ნაწილის განსაკუთრებული სამართლებრივი
მდგომარეობა – თვითმმართველობის, სახელმწიფო საკითხთა დამოუკიდებელი
გადაწყვეტის უფლება. 2. ზოგიერთ სახელმწიფოში ამა თუ იმ კორპორაციის ან
დაწესებულებისათვის (მაგ. უნივერსიტეტებისათვის) მინიჭებული
თვითმმართველობის უფლება.

ავტონომია (ბერძ. აუტონომია) – 1. თვითმმართველობის უფლრბა: თემის,


პროვინციის, ოლქის, მხარის, ქვეყნის; 2. ცენტრალური ხელისუფლებისგანშიდა
საქმეების დამოუკიდებლად წარმოების უფლება; 3. ეკომონიკური და ფინანსური
ავტონომია; 4. ფილოსოფიაში: ნების ავტონომია (იხ.).

ავტონომია (ბერძ. აუტოს საკუთარი და ნომოს კანონი) – (ფილოს.)


ფილოსოფიის ისტორიის, სოციალური ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ცნება,
რომელიც თავის შინაარსში აფიქსირებს პიროვნების სოციალური კონტექსტიდან
დისტანცირების ფენომენს. ავტონომიის, როგორც სოციალური ფენომენის
ისტორიულად ჩამოყალიბების ეტაპებად დაყოფა ასე შეიძლება დაფიქსირდეს: 1)
ადამიანის დასაბამითი (საწყისური) გამოყოფა ბუნებისაგან (სოციალური ავტონომია,
ანუ ავტონომიის ფორმირების ნულოვანი ციკლი) და ინდივიდისა გვარისაგან
(ინდივიდუალური ავტონომია, ანუ საკუთრივი ავტონომია); 2) ტრადიციული
საზოგადოების ჩარჩოებში ავტარკიის (იხ.)პარადიგმების ფორმირება, რომელიც
ეფუძვნება ავტონომიის იმლიციტურ (იხ.) იდეებს (ანტიკური საბერძნეთის
სტოიციზმი, ძველი ინდოეთის ბუდიზმი და ა. შ.). ავტონომია დასავლურ და
აღმოსავლურ კულტურებში სხვადასხვაგვარადაა მოაზრებული. აღმოსავლეთში
ავტონომია მოიაზრება, როგორც დისტანცირება სოციალური კონტექსტისაგან,
182
ოღონდ ადამიანის ბუნებრივ (კოსმიურ) ციკლებში შერწყმის პირობებში. ევროპაში
კი, სადაც ბუნებასთან მიმართება კონსტატირებულია ბუნებითსარგებლობის
პარადიგმაში, , ავტონომიის ფენომენი, ტეენდენციაში, კონსტიტუირდება თავის
ექსტრემალურ ვარიანტში – ავტონომია, როგორც ტოტალური საპირისპირობა
გარემოსი. ამასთან, ავტონომიის პრინციპი მოცემულ ეტაპზე არაა
კონსტიტუირებული ექსპლიციტურად ფორმირებული იდეალის ხარისხში.
პირიქით, კულტურულ სივრცეში დომინირების ერთობის კუთვნილების იდეალი
(მაგ: სოლომონის კანონმდებლობის თანახმად, ადამიანი, რომელიც შეიარაღEბულია
და ქუჩის უწესრიგობაში თავის პოზიციას ვერ საზღვრავს, თემიდან
(საზოგადოებიდან) იდევნება. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
შინაარსობრივად, არამედ თავისი თვალთახედვითაც – აქ დემონსტრირებულია
თემიდან იზოლაციის პროცედურა, როგორც ტრადიციული საზოგადოების
უკიდურეს პენიტენციალურ ზომათა ერთი სახე, ერთი თვისება, ერთი ხარისხი); 3)
ქრისტიანული ტრადიციების ჩარჩოებში (განსაკუთრებით ავგუსტინეს «აღსარების»
შემდეგ) არა მხოლოდ იდეალთა გაფორმება, არამედ ღრმა ინტროსპექციის
ტექნოლოგიისა და სკრუპულოზური მორალურ-ფსიქოლოგიური რეფლექსის,
რაფინირებული ინტელექტური თვითანალიზის კულტივაციის – დანერგვა.
ქრისტიანობა მთლიანად, არსებითად უბიძგებს და წინ სწევს კულტურულ
აქცენტებს: უპირობოდ დაცულ თავის სტატუსს საყოველთაო ერთიანობის იდეაზე
(სულიერ ასპექტში) ემატება და ეთანხმება ავტონომიის იდეა, პირადი სოციალური
კონტექსტის პლანში. ამ უკანასკნელის ინტერპრეტირება, მეორედ მოსვლის
პრეზუმფციის ფონზე, გვთავაზობს აქსიოლოგიური აქცენტების აწმყოდან
მომავალზე გადატანას (ფენომენის სოციალური ტემპორალობის (იხ.) გააზრებით),
რაც ქრისტიანობაში იძლევა ავტონომიის პარადიგმას, როგორსაც სოციალური
კონტექსტიდან რადიკალური დისტანცირების, უსამართლობისა და ტანჯვის წყაროს
ხორცშესხმისა: «ამიტომ იესოც , რათა თავისი სისხლით განეწმინდა ხალხი, ბჭის
გარეთ ევნო. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკს გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ,
რადგანაც არა გვაქვს ჩვენ აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მერმისისას ვეძებთ...»
(ებრაელთა მიმართ, 13, 12-14). ტარტულიანეს შენიშვნით, ქრისტიანები
«გათითოკაცებული კერძო პირები» არიან, რპმლრბიც მხოლოდ «ღვYაებრივმ
ღმრთისეულ უფ;რბრბბს» ცნობენ და აღიარებენ. სახელდობრ, ადრეულ
ქრისტიანიზმში, ჩადებული (?) ინდივიდუალური სუბიექტის საერო
ხელისუფლებასთან მიმართების (თანაბრად, როგორც კოსმოპოლიტიზმისა და ისე
ინდივიდუალიზმისა) ექსპლიციტურად კონსტიტუირებული იდეური საფუძვლები
ავტონომიისა: «ჩვენთვის არ არსებობს სახე უფრო უცხო, ვინემ სახელმწიფოებრივი
საქმე» და «ყველასათვის მხოლოდ ერთი სახელმწიფოა – მსოფლიო»
(ტერტულიანე). ამ კონტექსტში არსებითად ყალიბდება რელიგიურ საიდუმლოებათა
სემანტიკა: თუ ქრისტიანობამდელ ტრადიციულ კულტურაში კულტი ასრულებდა
ყოველდღიურობის სფეროთა მარეგულირებელის როლს, ქრისტიანული
საიდუმლოებანი, პირიქით, მოიაზრებიან საკრალურ საფეხურთა რეალური
გაცხადების აქტად ყოველდღიურობის ყოფითობაში. მთლიანობაში,
ქრისტიანობაკულტურულ ორიენტირებას ავტონომიაზე აკეთებს, გაგებულს,
კონკრეტულ აქსიოლოგიურ კონტექსტში, როგორც ნორმატიულ ორიენტაციას არა
აქაურზე. ქრისტიანობის ბირთვს, როგორც კულტურის განსაკუთრებული ტიპისას,
წარმოადგენს მისი ცენტრაცია პიროვნების განსაკუთრებულ ტიპზე, როგორც

183
სოციალურ-პოლიტიკურ და სულიერ-იდეოლიგიურ კონტექსტში ორიენტირებულია
თვითიგივეობაზე, სულიერი ავტონომიის შენარჩუნებაზე და ამავე დროს,
ინდივიდუალურ პასუხისმგებლობააზე. მსოფლიოს ბედზე; 4) ავტონომიის იდეალის
კულტურულ განვითარებას ახალი იმპულსი ახალი დროის ინდივიდუალიზმის
ფენომენით მიეცა. წიგნის ბეჭდვის განვითარებამ «ხედვის კულტურის»
ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა, რომელიც «საკუთარი ხედვის», «პირადული
თვალთახედვის», «საგნებზე ინდივიდუალური წარმოდგენის» ავტონომიის
პრეზუმფციითაა ფუნდირებული (იხ.) (საპირისპიროდ სეგუსტიურად
ორიენტირებული ტრადიციული «სმენის კულტურისა»). მეურნეობის
ინდუსტრიული სისტემის პირობებში კაცობრიობის მზსშტაბური ინტეგრაცია,
ამიერიდან აღარ გულისხმობდა სულიერ ერთიანობის დაცვას (შენახვას), რაც მისი,
როგორც თემისადმი (საზოგადოებისადმი) კუთვნილების გრძნობას
განაცდევინებდა... დასავლური ტიპის სუბიექტის ათვლის სისტემაში
ინდივიდუალობა და ინდივიდუალური ავტონომია აბსოლუტური საზომია
ფასეული სივრცისა; 5) XX ს-ში ცნება «ავტონომია»ახალ კულტურულ კონტექსტში
არა მხოლოდ აქსიოლოგიურად იყო აქტივიზებული, არამედ არაკლასიკურ
ფილოსოფიურ ტრადიციებში რადიკალურად აახალი შინაარსობრივი განვითარება
მიიღო. სახელდობრ – ექსპერტოკრატიის კონცეფციებში, რომელმაც 1980 წ-ს
მოიხსნა ტექნოლოგიის კონცეფციები. ექსპერტოკრატიის კონცეფციები
ტექნოლოგიის კონცეფციებიდან იმით განსხვავდება, რომ თავის შინაარსში
ორგანულად შეიწოვა (შეისრუტა) ჰუმანიზაციისა და კულტურის ჰუმანიტარიზაციის
იდეები. იგი ახალ გასაღებში ინტერპრეტირებს ინტელიგენციის სტატუსსა და
როლზე საზოგადოებაში. გოულდრენის შეფასებით (იხ. გოულდნერი, მასალა
ინტერნეტში) ინტელიგენცია სოციალურ სისტემაში «მნიშვნელოვანი მარგინალის»
სახით გამოდის. ექსპერტოკრატიის კონცეფციები ეფუძვნება «ახალი კლასის»
თეორიას, რომელშიც მაღალგანათლებული სპეციალისტთა ჯგგუფი მოიაზრება,
რომელთა შემოსავალი საკუთრების კი არა, ინტელექტურ-შემოქმედებითი
პოტენციალის პროპორციითაა განსაზღვრული. ექსპერტოკრატიის კონცეფციების
ცენტრში დგას არა მენეჯერი, არა ტექნიკური სპეციალისტი, არამედ ექსპერტი –
სწავლული სპეციალისტი. ექსპერტოკრატიის კონცეფციათა ნეოკონსერვატიული
მიმართულება (დ. მოიჰნიჰენი) ყურადღების ფოკუსირებას ახდენს ინტელიგენციის
კლასის («ექსპერტთა კლასის») ინტერპრეტაციაზე და ჯგუფებს მისი განათლების,
აზროვნების სტილისა და ფასეულ იდეალთა ერთიანობის (საერთოობის) ქვეშ.
მოცემულ კონცეფციათა რადიკალური მიმართულება აქცენტირებას ახდენს ამ
ერთობის იდეოლოგიურ ხასიათზე და მისი კოლექტიური შემეცნების კრიტიკულ
პოტენციალზე. ამგვარად, გოულდნერმა წარმოგვიდგინა, რომ ინტელიგენცია,
როგორც კლასი, ფლობს არა მხოლოდ მაღალ, ბევრ რამეში უნივერსალურ-ზოგად
კულტურულ პოტენციალს, არამედ «კრიტიკული დისკურსის კულტურასაც» (იხ.
დისკურსი). გოულდნერის აზრით, დისკურსი პრინციპულად იდეოლოგიურია,
ვინაიდან ავტონომია გვევლინება, როგორც მიზანი, ისე ინტელიგენციის როგორც
«ახალი კლასის» არსებობის ხერხი, ხოლო დისკურსი წარმოადგენენ საშუალებას,
მისი, ე. ი. ავტონომიის მისაღწევად... უფრო მეტიც, თუ დისკურსიული პრაქტიკის
სოციალური ფონი არაადეკვატური აღმოჩნდება (წინააღმდეგობაში ექცევა
ავტონომიზაზციასთან), მაშინ იგი დესტრუქციის ობიექტად იქცევა – ავტონომიის
იმავე შესაძლებლობების სახელით.

184
ავტონომია ნებისა – იხ. ნების ავტონომია.

ავტონომიური – ავტონომიის მქონე, თვითმმართველი.

ავტონომიური და ჰეტერონომიული ეთიკა (ბერძ. აუტოს თვითონ, ჰეტეროს


სხვა) – ეთიკური თეორიები. მორალური, თანდაყოლილი პატრიოტული
ზნეობრივი მოვალეობა. ე. ი. ადამიანი თვითონ იქმნის ზნეობრივ კანონს. ზნეობას
აქვს საფუძველი მორალურად მოქმედ სუბიექტში.

ავტონომიური ეთიკა (ბერძ. აუტოს – თვით და ნომოს – კანონი) – ეთიკის


თეორიის ტიპი, რომელიც მორალს აფუძნებს მისივე საკუთარი კანონებიდან
გამომდინარე, მის პრინციპებს აძლევს დამოუკიდებელ მნიშვნელობას.
უპირისპირდება ჰეტერონომიულ (ბერძ. ჰეტეროს – სხვა, სხვანაირი) ეთიკას,
რომელიც ზნეობრიობას განმარტავს გარეშე ფაქტორებით. ჰეტერონომიული ეთიკის
ნიმუშებია: ჰედონიზმი, ევდემონიზმი, უტილიტარიზმი, რომელთა მიხედვითაც
ზნეობრიობა წარმოებულია ხასიათზე და ნაწარმოებია შესაბამისად ტკბობის,
ბედნიერების, სარგებლიანობის ცნებებიდან. ა. ე-ს იდეა მოცემულია ჯერ კიდევ XVII-
XVIII ს. ს. ინგლისელი მორალისტების (შეფტსბერი, ხაჩისონი და სხვა) ნააზრევში,
რომლებშიც პოსტულირებულია განსაკუთრებული მორალური გრძნობის არსებობა,
რომლებიც არც სოციალურ პირობებზეა დამოკიდებული და არც ადამიანის
სხეულებრივ ორგანიზაციაზე. ამის საშუალებით მორალის ინტერპრეტირება
ხდებოდა, როგორც რაღაც იმთავითვე არსებულისა. მორალის ავტონომიურობაზე
ვრცელი დასაბუთება მოგვცა კანტმა. პრევალირებული ეთიკური ტრადიციის
საწინააღმდეგოდ და ფრანგი მატერიალისტების შეხედულებებთან პირდაპირ
პოლემიკაში, რომელთაც მორალი გამოჰყავდათ «ადამიანის ბუნებიდან», კანტი მას
მიაწერს ცდამდელი, აპრიორულ სტატუსს; ზნეობრივი პრინციპები კი არ უნდა
მოვიყვანოთ შესაბამისობაში ადამიანური ყოფის ფაქტებთან, არამედ, პირიქით,
თვით ადამიანთა ყოფა უნდა იქცეს დასაბამიდანვე თვალნათლივი ზნეობრივი
პრინციპების განხორციელებად. თავის დასკვნებს კანტი ასევე მორალისტურ აზრს
აძლევს, თვლიდა რა, რომ ქცევა მხოლოდ მაშინაა ზნეობრივი, როცა ის
მოტივირებულია ზნეობრივი კანონის პატივისცემით (კატეგორიული იმპერატივი)
და თავისუფალია არამორალური მიზნებისაგან – პატივმოყვარეობისაგან,
ბედნიერებისაკენ სწრაფვისაგან, სოციალურ-პრესტიჟული მომენტებისაგან და სხვ. ა.
ე-ის იდეა ამა თუ იმ ფორმით ნასესხები აქვს თანამედროვე ეთიკის სხვადასხვა
სკოლებს (ინტუიტივიზმი, ნეოპროტესტანტიზმი, ეკზისტენციალიზმი და სხვ.). ა. ე.
იდეალიზმის მორალიზებულ ფორმას წარმოადგენს (მორალიზება) და როგორც
ასეთი მარქსისტული მატერიალიზმის მხრიდან პრინციპული კრიტიკის ქარ-
ცეცხლში ხვდება. მაგრამ მორალის ავტონომიურობის უარყოფა არ ნიშნავს მისი
ჰეტერონომიული განმარტების თვალსაზრისზე გადასვლას. ავტონომიურობისა და
ჰეტერონომიულობის თვით დილემა წარმოადგენს ცრუს, ისტორიულად
შეზღუდულს. მორალი მის მეცნიერულ, მარქსისტულ განმარტებაში აირეკლავს
სოციალურ-ისტორიულ აუცილებლობას, გამოხატავს კლასთა საზოგადოებრივი
ჯგუფების ობიექტურ ინტერესებს. მორალის წყარო მის საზღვრებს მიღმაა დაამ
აზრით ის ჰეტერონომიულია. ამასთანავე მორალს თავისი სპეციფიკა აქვს,

185
განვითარების საკუთარი ლოგიკა, ის შედარებით დამოუკიდებელია, არ
გამომდინარეობს უშუალოდ ობიექტურ-ეკონომიკური ფაქტორებიდან, ე. ი.
განსაზღვრულ ხარისხში (ამა თუ იმ ხარისხში) ავტონომიურია. მორალის შინაგანი
აქტიურობა ჩნდება, კერძოდ, ქცევის რეალურ მექანიზმში. სოციალისტური
პიროვნების მორალური მიზნები, პრინციპები და იდეალები შთაგონებულია
საზოგადოების მთავარი, პერსპექტიული მიზნებით და ამიტომ ხშირად
წინააღმდეგობაშია მიმდინარე მომენტის მოთხოვნებთან, სიტუაციურ
ინტერესებთან, პირადი გამორჩენის მოსაზრებებთან. ანუ: არ უნდა გქონდეს
არავითარი სურვილები და მიზნები – უნდა იყო მონა, ხოლო თანამდებობის
პირები, პირველი პირის ჩათვლით, იბაირამებენ, ყოველგვარი მორალური
პრინციპების ფეხქვეშ გათელვითაც კი, ანუ ისინი ნერონები არიან ო. კ.

ავტონომიური ეთიკა (ბერძ.აუტონომოს, აუტო თვით, ნომოს კანონი) –


ნორმატიული ეთიკა, რომელიც თავის პრიმციპებს თითქოს, საკუთარ კანონებზე
აფუძვნებდეს და არა ზნეობის შინაგან კანონებზე. ავტონომიური ნებელობის
საფუძველზე უპირისპირდება ჰეტერიანომულ ეთიკას – ჰედონიზმს (სიამოვნებას,
ტკბობას). ევდემონიზმს (ბედნიერებას, განცხრომას, ნეტარებას), უტილიტარიზმს
(სარგებლიანობას, გამორჩენას). (იხ. იხ. იხ.). ეს სპირისპირობა (?) დაფუძვნებულია
იმაზე, რომ ჰეტერონომიული ეთიკის სისტემა ზნეობას აფუძვნებს არა საკუთრივ
ზნეობის შინაგანი უმაღლესი ფასეულობით, არამედ გარეშე ფაქტორებით (მაგ:
ჰედონიზმით, ევდემონიზმით, უტილიტარიზ,ოთ). ავტონომიური ეთიკის
პრინციპები განავითარა კანტმა ნაშრომში – «პრაქტიკული გონების კრიტიკა» (1788
წ.). გამოდიოდა რა XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებლების ეთიკის წინააღმდეგ, იგი
თვლიდა, რომ ავტონომიური ეთიკა ეს იყო მტკიცება ზნეობრივი ქცევების
დამოუკიდებლობისა ყოველგვარი «გარეშე», «უცხო» წამქეზებლისაგან,
თავისუფალია პირადი დაინტერესებისაგან, პატივმოყვარეობისაგან, სხვა
«გარეშეთი» განპირობებული ფაქტორებისაგან. ავტონომიური ეთიკის კანტისეული
გაგება უკავშირდება მის კონცეფციას – «მოვალეობა მოვალეობისათვის», ქცევას,
ნაკარნახევს «მორალური კანონის პატივისცემით» (იხ. «კატეგორიული
იმპერატივი»). ინდივიდუალური ნებელობის ავტონომიურობის იდეა შემდგომ
განავითარა ნეოკანტიანურმა სკოლებმა (მარბურგის, განსაკუთრებით იდენისამ).
მარქსიზმი არ იზიარებს ზნეობის ავტონომიურობის იდეას. მისი ეთიკა იცავს
ადამიანის მორალური სამყაროს ისტორიულ-სოციალური ჩამოყალიბების
თვალსაზრისს.

ავტონომიური ეტიკა – ნორმატიული ეტიკა, რომელსაც მორალური


პრინციპები გამოჰყავს ზნეობის შინაგანი კანონებიდან.
ავტონომიური ნერვული სისტემა – იგივეა, რაც ვეგეტატიუური ნერვული
სისტემა.
ავტონომიზაცია განვითარებისა – (Bიოლ.) ონტოგენეზის ევოლუციის ფორმა,
რომლის დროსაც განვითარებად ორგანიზმში მიმდინარე ფორმათწარმომქმნელ
პროცესებზე სუსტდება გარემო ფაქტორების გავლენა.

ავტოოპერატორი ჰიდროელექტროსადგურისა – მრავალაგრეგატიანი


ჰიდროელექტროსადგურის ავტომატური მართვის კომპლექსური სისტემა.

186
ავტოპილოტი (ავტო... და ფრანგ. პილოტე – მძღოლი) – მოწყობილობა
საფრენი აპარატის (თვითმფრინავის და სხვ.) ავტომატური მართვისათვის.
ავტოპორტრეტი (ავტო... + პორტრეტი) – მხატვრის მიერ შესრულებული
თავისი პორტრეტი, რომელშიც მხატვარი იძლევა საკუთარი პიროვნების,
შემოქმედებითი პრინციპებისა და მსოფლმხედველობის შეფასებას.

ავტოპორტრეტი – მხატვრის მიერ დახატული თავისი სახე.

ავტოჟირი (ფრანგ. აუტოგყრე) – ჰაერზე მძიმე ხრახნფრთიანი საფრენი აპარატი


– შვეულმფრენის წინამორბედი.

ავტოქრომული ბეჭდვა – რეპროდუქციის ხერხი, რომლის დროსაც


გამოსახულების შავი ტონური კონტური იბეჭდება ავტოტიპური კლიშედან, ფერადი
ტონები კი – ლითოგრაფიიდან.

ავტოქტონი (ავტო... + ბერძ. ცჰტჰონ – მიწა, ქვეყანა, მკვიდრი, ადგილობრივი)


– ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც წარმოიშვა ევოლუციის პროცესში;
იგივეა, რაც აბორიგენი.

ავტოქთონური (ბერძ. აუტოცჰტჰონეს) – ადგილობრივი წარმოშობისა.

ავტოქთონური (ბერძნ. აუტოცჰტჰონ ადგილობრივი, ძირეული) - (გეოლოგ.)


მიწის ქერქის მონაკვეთი, რომელიც ტექტონიკურ საფარს ქვეშ მოექცა და
ჰორიზონტალურად მნიშვნელოვნად არ გადაადგილებულა.

ავტოქთონური – 1. ქანები და წიაღისეული, რომელთა პირველი მასალა არ


გადანაცვლებულა და ადგილზევეა დალექილი (მაგ. ქვანახშირი). 2. ავტოქთონური
სტრუქტურა (ავტოქთონი) ტექტონიკაში გულისხმობს Mარიაჟით გადაფარულ
გადაუადგილებელ ნაოჭა სტრუქტურას.

ავტოქთონური იდეები (ვერნიკე) – ავადმყოფის სურვილის გარეშე


წარმოშობილი აზრი, რომელსაც აღიქვამს როგორც უცხო პირისადმი განკუთვნილის.

ავთორა (ლათ. Aურორა, სიტყვიდან აურა. სიტყვასიტყვით «განთიადის ნიავი»)


– რომაული მითოლოგიის ცისკრის (განთიადის) ქალღმერთი. შეესაბამება
ბერძნული ეთოსი (იხ.).

ავტორადიოგრაფია, იგივე რადიოავტოგრაფია – საკვლევ ობიექტში


რადიოაქტიური ნივთიერებების განლაგების შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც
მაიონიზებელი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ემულსიას ათავსებენ გამოსაკვლევ
ობიექტზე და მისი საშუალებით განსაზღვრავენ ელემენტების ძალზე მცირე
რაოდენობას,მისი განაწილების ხასიათსა და მიკროლოკალიზაციას საკვლევი
ობიექტის ცალკეული უჯრედის ფარგლებში.

187
ავტორეფერატი (ავტო... + ლათ. რეფერო – მოვახსენებ, ვაუწყებ) – სამეცნიერო
ნაშრომის მოკლე შინაარსი, თვით ავტორის მიერვე დაწერილი (მაგ. დისერტაციის
ავტორეფერატი).

ავტორი (ლათ. აუცტორ – შემქმნელი, შემოქმედი) – ლიტერატურისა და


ხელოვნების ნაწარმოების ან სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელი, გამომგონებელი.

ავტორი (ლათ.) – შემქმნელი რაიმე ლიტერატურული, სამეცნიერო თუ


მხატვრული ნაწარმოებისა; გამომგონებელი.

ავტორი (ლათ.) – უსლ.

ავტორის საკუთრება – იხ. საავტორო უფლება (Авторская цобцтвенностъ,


Брокгауз, Ефрон).

ავტორისეული ინსცენირება – პიესა, რომელიც შექმნილია არათეატრალური


ჟანრის (რომანის, მოთხრობის, პოემის და მისთ.) ლიტერატურულ-მხატვრული
ნაწარმოების მასალაზე, თვით ამ ნაწარმოების ავტორის მიერ.

ავტორიტარიზმი (ფრანგ. აუტორიტარისმე, ლათ. აუტტორიტას –


ძალაუფლება, ზეგავლენა) – ანტიდემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც
ემყარება ხელისუფლების სათავეში მდგომი პირის ავტორიტეტს და მოითხოვს
მისადმი უსიტყვო მორჩილებას.

ავტორიტარიზმი (ლათ. Aუტორიტას – ძალაუფლება, გავლენა) – მორალში


დოგმატიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოჩინდება ზნეობრივ მოთხოვნათა
დამკვიდრების საშუალებაში. ზნეობრიობის ავტორიტარული გაგება ემყარება იმას,
რომ მის მოთხოვნათა უმაღლეს ანდა ერთ-ერთ დასაბუთებად ითვლება
ავორიტეტულ პირზე მითითება, რომლისგანაც ეს მოთხოვნები მომდინარეობს
(ავტორიტეტი). ა. განსაკუთრებით დამახასიაებელია ზნეობრიობის რელიგიურ
მოძღვრებათათვის, რომლებშიც მორალის უმაღლეს კრიტერიუმად და საფუძვლად
ღვთის ნება ცხადდება. ასე, ნეოპროტესტანტიზმი ზნეობრივ მოთხოვნათა
ერთადერთ წყაროდ თვლის ღვთის აბსოლუტურ ნებას, რაც არ შეიძლება
დავუქვემდებაროთ რაციონალურ ანალიზს. ამ თვალსაზრისის მიხედვით
არამართალზომიერია კითხვის დასმაც კი იმის შესახებ, ღვთისგან ნაბრძანები
საქციელი რატომ წარმოადგენს სიკეთეს ანდა ღმერთი რატომ უბრძანებს ადამიანებს
შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ა-ს ეაქციული არსი ნიმაში გამოიხატება, რომ იგი
გათვლილია ზემოდან ნაბრძანები მორალური მოთხოვნების ბრმად აღსრულებაზე,
მათი სოციალური აზრის გაუაზრებლად. ზნეობრივი ეთიკა თვლის, რომ მორალურ
მოთხოვნებს აქვთ არა სუბიექტური წყარო (ვინმეს ნება-სურვილი ანდა ბრძანება),
არამედ ობიექტური საფიძველი. საბოლოო ანგარიშში ესაა საზოგადოებისა და
ადამიანის ისტორიული გავითარების ისტორიული კანონები. მორალური
მოთხოვნების დამავალდებულებელი ძალა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ მათ ვინ
გამოთქვამს, არამედ იმაზე, თუ რამდენად სწორად გადმოსცემენ გამოთქმული
მოთხოვნები ადამიანთა ობიექტურ მოთხოვნილებებსა და მათი საზოგადოებრივი
ყოფის კანონები. ამაში მდგომარეობს მორალის ერთ-ერთი განსხვავებულობა
188
სამართლისაგან, სადაც ნორმა ძალას იძენს სახელმწიფოს ოფიციალური
კანონმდებლობისაგან (მორალი და სამართალი).

ავტორიტარული (ფრანგ. აუტორიტაირე – მბრძანებლური) – რაც


დამყარებულია ავტორიტეტისადმი, ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე.

ავტორიტეტი (გერმ Aუტორიტატ < ლათ. აუცტორიტას ძალაუფლება, გავლენა)


– ცნება ეთიკაში. ნიშნავს საყოველთაოდ აღიარებულ ძალაუფლებას, გავლენას
რომელიმე პირის, ჯგუფის ან სოციალური ინსტიტუტისა საზოგადოებრივი
ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. ადამიანთა ქმედების დამოკიდებულება
საზოგადოებრივი ნორმებისა და საზოგადოებრივი დისციპლინისადმი
ისტორიულად ფორმებს იცვლიდა და შესაბამისად იცვლებოდა საზოგადოების
მიმართებაც. ავტორიტეტისადმი. ავტორიტეტს ქმედებისა და ზემოქმედების ფართო
სფერო აქვს – სფერო მეცნიერებაში, წარმოებაში, აღზრდაში და ა. შ. პოლიტიკურ და
ეკონომიკურ პროცესთა მიხედვით იცვლება ავტორიტეტის გამოყენებითი
სფეროებიც, მისი საფუძვლებისა და თვით ამ ავტორიტეტის მატარებელიც.
ირველყოფილ-თემობრივ სტრუქტურაში საზოგადოებრივი წესრიგი და შრომის
განაწესი დგინდებოდა ტრადიციებითა და ადათ-წესებით, თემის უხუცესთა,
ქურუმთა ან ქალთა მიერ (მატრიარქატი), იმათ მიერ, ვინც ავტორიტეტს
წარმოადგენდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უძველეს ხანაში ასევე
დიდ როლს ასრულებდა სამისნოები და მისნები (ყველაზე ცნობილი იყო დელფოს
სამისნო – დელფოს ორაკული და მისანი პათია – აპოლონის ქურუმი ქალი). შუა
საუკუნეებში მასების აბსოლუტურ ავტორიტეტად ღმერთი გამოცხადდა.
რელიგიური, ორთოდოქსული დოგმები უნაღლეს ზნეობრივ და მორალურ
კატეგორიებად იქცნენ. აბსოლუტურ ავტორიტეტს გარდა ავტორიტეტული გავლენა
ჰქონდათ მეფეებს (ფარაონებს), რომლებიც ღვთაებრივი დინასტიების
წარმომავლებად მიიჩნეოდნენ. ასევე დიდი გავლენა ჰქონდათ ქურუმებს,
სამღვდელოების წარმომადგენლებს (სუბორდინაციის მიხედვით) და წმინდანებს.
აღორძინების, საბუნებისმეტყველო მეცნიერბის განვითარების, ანუ რაციონალიზმის
ეპოქებში, რომელმაც ფაქტიურად შეარყია რელიგიურ-დოგმატიკური და
ორთოდოქსულ-სქოლასტიკური შეხედულებანი. ახალმა დრომ ავტორიტეტისა და
ავტორიტეტულის ახალი კონცეფციები მოიტანა. XVII ს-ში რელიგიისა და
რელიგიურ ავტორიტეტის წინააღმდეგ კრიტიკით გამოვიდა ინგლისელი
პროფესორი ტომას ჰობზი (იხ.). მიიჩნევდა რა ბრმა რწმენასა და დოგმატებზე
დაფუძვნებულად, ჰობზი უარყოფდა რელიგიურ ავტორიტეტს და მიუთითებდა
ზნეობრივ ავტორიტეტზე, რომელიც ემყარებოდა ამა თუ იმ პიროვნების სიბრძნესა
და ცოდნას. «ავტორიტეტს მე ვიქოდებ იმას, ვისი დანიშნულება, განაწესი და
მაგალითი სიბრძნის, ცოდნის რწმენაზე დაფუძვნებით ვინმეს მიერ მიღებულია
მაგალითად და კრედოდ» (Т. Гоббс, Избр. соч. М. 1926 წ.). XVII ს-ის ფრანგი
განმანათლებლები და მატერიალისტები, – კ. ა. ჰელვეციუსი (იხ), პ. ა. ჰოლბახი
(იხ.), დ. დიდრო (იხ.) ღმერთის ავტორიტეტს გონიერი სამართლით ცვლიან.
ჰოლბახის სიტყვით, პოლიტიკა, რომელიც «აჯილდოებს სათნოებას და სჯის
დანაშაულობას, უფრო უნარიანია შთააგონოს ზნეობრიობა... ვინემ ყველასაგან
სათაყვანებელი ღმერთის ზმანებული ავტორიტეტი» (П. А. Гольбах, «Система
природы...», М. 1940 წ.). XVIII-XIX ს-თვის ინდივიდუალისტურმა კონცეფციებმა

189
ძალაუფლების ავტონომიის კონსტატაციით, უარყო ზნეობრივი ავტორიტეტი. ი. გ.
ფიხტეს ეთიკაში, რომელშიც აირეკლა ანტიმონარქისტული ტენდენციები,
მორალურობის ერთადერთ კრიტერიუმად გვევლინება «წმინდა მე»-ს სინდისი,
ხოლო ის, რაც ავტორიტეტზეა დაქვემდებარებული, უსინდისობად ცხადდება (ჟ. G.
Fიცჰტე, Nაცჰგე – Lასსენე ჭერკე, Bდ 3-შყსტემ დერ შიტტენლეჰრე, Bონნ, 1835 წ.). ფ.
ნიცშეს ეთიკაში, სადაც არეკლილია მისი თანადროული საზოგადოების ზნეობრივი
კრიზისი, ავტორიტეტი მონათა მორალის პრინციპადაა აღიარებული. ავტორიტეტი
ნიცშესათვის «ზეკაცის» ამორალურობის ქადაგებაა (Ф. Ницше.)... (ვნახო ჩემი
ორტომეული). XX საუკუნის ეთიკაში ჩნდება ურთიერთშემავსებელი ავტონომიური
და ავტორიტარული ტენდენციები. მაგ: გერმანელი ეკზისტენციალისტი კ. იასპერსი
ნაშრომში «თავისუფლება და ავტორიტეტი» აღნიშნავდა, რომ ადამიანი
თავისუფალია ამა თუ იმ სიტუაციის არჩევანში, ამასთან, მიუთითებდა, რომ
თავისუფლება დაფუძვნებულია «ავტორიტეტის უპირობობაზე» და «ძალაუფლების
ავტორიტეტებზეც» კი ()K. ჟასპერს, Fრეიჰეინ უნდ აუტორიტატ, 1951 წ.). XX ს-ის
დასავლეთ ევროპულ ფილოსოფიაში ეთიკა უდავოს ხდის «ზეპიროვნულობის»
ჭეშმარიტებას, რომელიც ომნის «ზეინტელექტურ» მორალს (H. Bერგსონ, Lეს დეუხ
30.ურცეს დე ლა მორალე ეტ დე ლა რელიგიონ, პ, 1932 წ.). ფაშისტური სახელმწიფო
მოიაზრებოდა უცილობელ, უდავო ავტორიტეტად, რომლის განმტკიცებას
ემსახურება მორალი და რელიგია (G. Gენტილე, Fასცისმო ე ცულტურა, Mილ. 1943
წ. ). მარქსისტული ეთიკის კონცეფციით ავტორიტეტი არაა წინააღმდეგობრიობაში
პიროვნების თავისუფლებასთან. «უაზრობაა ავტორიტეტის პრინციპი
აბსოლუტურად ცუდად დავსახოთ, ხოლო ავტონომიისა აბსოლუტურად კარგ
პრინციპად ვაღიაროთ» («ავტორიტეტის შესახებ», კ. მარქსი, ფ. ენგელსი რჩ. ნაწერები
ორ ტომად., ტ. 1, თB. 1963 წ.).

ავტორიტეტი (გერმ. აუტორიტატ, ლათ. აუტორიტას – ძალაუფლება, გავლენა).


– 1. ნიჭით, ცოდნით, ღვაწლით და სხვ. მოპოვებული მნიშვნელობა, საყოველთაოდ
აღიარებული გავლენა. 2. პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული.

ავტორიტეტი (ლათ. აუტორიტას – ძალაუფლება, გავლენა) – 1. დისციპლინის


ფორმა, ადამიანთა მოღვაწეობის რეულირებისა და მიმართულების მიცემის
საშუალება გავლენის მეშვეობით, რასაც ახორციელებენ მათს რწმენასა და ქცევაზე
ცალკეული პირები, ჯგუფები, ორგანიზაციები (ავტორიტეტის ე. წ. მატარებლები,
რომელთაც ზოგჯერ «ავტორიტეტებს» უწოდებენ). 2. ავტორიტეტის მატარებლებსა
და დანარჩენი ადამიანების მასას შორის წარმოშობილი ურთიიერთობა.
საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს მიხედვით, სადაც ავტორიტეტი ჩნდება, და
საშუალებათა მიხედვით, რითაც ხორციელდება ადამიანებზე ზემოქმედება,
განასხვავებენ ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, სასულიერო, მორალურ,
პროფესიულ, სამეცნიერო და სხვა სახის ა-ს. ფ. ენგელსი მიუთითებს, რომ
საზოგადოებრიობას არ შეუძლია არსებობა სხვადასხვა სახის ა-ს გარეშე, სხვა
შემთხვევაში ის გახდებოდა რაღაც ამორფული, ქაოსური. პირველყოფილი
საზოგადოების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უხუცესთა ა-ს. კლასების
გაჩენასთან ერთად მთავარ როლს ასრულებს სახელმწიფოს პოლიტიკური და
სამართლებრივი ა, რომელიც ძალადობასა და ეკონომიკური იძულების სხვადასხვა
ფორმებს ეყრდნობა. იდეოლოგიის სფეროში ავტორიტეტით აღიჭურვებიან
გაბატონებული კლასების მიერ სანქცირებული იდეები, მოძღვრებანი, დოგმატები.
190
რელიგიაში აბსოლუტური ავტორიტეტული საწყისია ღმერთი, რომლის იდეის მიღმა
სინამდვილეში გაბატონებული კლასების სასულიერო ავტორიტეტია.
საზოგადოებრიობის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ზნეობრივი
ავტორიტეტი – სულიერი ძალაუფლება ადამიანთა შეგნებაზე, რასაც პიროვნებები
ან ორგანიზაციები მათთვის ჩვეული ან მიწერებული მორალური ღირსებების ძალით
ფლობენ. ბუნებრივია, რომ ეს ღირსებები განიმარტება ამა თუ იმ კლასის
ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი შეგნებით ა-ს განმარტების ორი
ტენდენციაა დამახასიათებელი. ერთი მხრივ, ეს ავტორიტარიზმია – ავტორიტეტის
მატარებლის უცოდველობის უცილობელი რწმენის აღიარება და მისადმი ბრმა
მორჩილება. ამ მიმართებით განსაკუთრებით დამახასიათებელია «ბელადომანიის»
ფაშისტური იდეოლოგია. მეორე მხრივ, ფართოდაა გავრცელებული უკიდურესი
ნიჰილიზმის განწყობილება – საზოგადოებრიობის ცხოვრებაში ყოველგვარი, მათ
შორის მორალური, ავტორიტეტის მნიშვნელობის უარყოფა. «პიროვნების
აბსოლუტური თავისუფლების» სახელით. ეს ორი მხოლოდ გარეგნულად
ურთიერთსაწინააღმდეგო, სინამდვილეში კი ამ ურთიერთგადაჯაჭვული
ტენდენციებითაა გამსჭვალული სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსთა (ნიცშე,
ბერგსონი, იასპერსი) თეორიით.

ავტორიტეტი (ლათ. აუტორიტას ღირსება, ძალა, ძალაუფლება) –


საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობა, გავლენა, როთაც სარგებლობს რომელიმე
პირი, შეხედულებათა სისტემა ან ორგანიზაცია გარკვეულ ღირსებათა და
დამსახურებათა გამო.

ავტორიტეტული – ავტორიტეტის მქონე, გავლენიანი, ნდობით აღჭურვილი;


ხელისუფლების, ძალაუფლების მქონე.

ავტორიზებული თარგმანი (ფრანგ. აუტორისერ – ნებართვის მიცემა) –


ავტორის მიერ ნებადართული ან მოწონებული თარგმანი. თვით ავტორის მიერ
შესრულებულ თარგმანს ავტორისეული თარგმანი ეწოდება.

ავტოროგაცია (ავტო... + როგაცია) – თვითქმედება თვითმფრინავისა, რომელიც


წარმოიქმნება განსაზღვრულ პირობებში.

ავტორ-ოპერატორი – ქრონიკულ დოკუმენტური ან სამეცნიერო-პოპულარული


სტუდიის კინოოპერატორი, რომელსაც ქრონიკული სიუჟეტი, კინონარკვევი ან
ფილმი შექმნილი აქვს დამოუკიდებლად, რეჟისორისა და სცენარისტის გარეშე.

ავტოსეგესტია – თვითშთაგონება.

ავტოსომა (ლათ. აუტოსომა) – არასასქესო ქრომოსომა.

ავტოსტრადა (იტალ. აუტოსტრადა) – საგანგებოდ მოწყობილი ფართო


გზატკეცილი ავტომობილების შეუფერხებელი და სწრაფი მოძრაობისათვის.

191
ავტოსტრადა – გზატკეცილი, განკუთვნილი მხოლოდ ავტომანქანების
ორმხრივი მოძრაობისათვის, იყოფა ზოლებად სხვადასხვა სიჩქარით სამოძრაოდ.
ზუსტად განსაზღვრულ ადგილებზე აქვს საგანგებოდ მოწყობილი შესასვლელები და
გამოსასვლელები, განივი გადასასვლელები არ კვეთს ავტოსტრადას და მოწყობილია
სხვა დონეზე, ვიადუკებში ან გვირაბებში.
ავტოტიპია (ბერძ. აუტოს და ტყპოს – ანაბეჭდი) – (პოლიგ.) 1.
ფოტომექანიკური საშუალება გამოსახულების (ნახატის, ფოტოსურათის და მისთ.)
მიღებისა და კლიშეს დამზადებისა. 2. ასეთი კლიშედან აღებული ანაბეჭდი.

ავტოტიპია – ტონური გამოსახულებების გადმოღების ფოტომექანიკური


პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ღანდათანობითი გადასვლა თეთრი
ტონიდან შავისაკენ (ნახევარტონები), ნახევარტონების ავტოტიპიურ კლიშეზე
გადაცემას ემსახურება სხვადასხვა მცირე ზომის წერტილები – რაც უფრო მუქია
ტონი, იმდენად უფრო მსხვილია წერტილები.

ავტოტიპური კლიშე – სპილენძის ან თუთიის ფირფიტა, რომელზედაც


ფოტომექანიკური ხერხით მიღებული და ამოწამლულია ტონური გამოსახულება.

ავტოტომია, აუტოტომია (ავტო... +ბერძ. ტომე – მოკვეთა) –


თვითდასახიჩრება, ზოგი ცხოველის თავდაცვითი რეაქცია – ძლიერი გაღიზიანების
დროს მოიცილოს სხეულის ესა თუ ის ნაწილი. გავრცელებულია უხერხემლოთა
შორის. ხერხემლიანთაგან ახასიათებს მხოლოდ ხვლიკს. ჩვეულებრივ, სხეულის
მოწყვეტილ ნაწილს ცხოველი კვლავ აღიდგენს.
ავტოტოპოგნოზია – საკუთარი სხეულის ნაწილთა ლოკალიზაციის
განსაზღვრის უნარის მოშლა. ავადმყოფები კარგად ერკვევიან გარემო წრეში და ამავე
დროს ვერ უთითებენ საკუთარ ცხვირს, პირს, თვალს და სხეულის სხვა ნაწილს.
გვხვდება თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებათა და სიმსივნის შემთხვევაში.
ავტოტრანსფორმატორი – ელექტრული ტრანსფორმატორი, რომლის ყველა
გრაგნილი ერთმანეთთან შეერთებულია გალვანურად. გამოიყენება მაღალი ძაბვის
ქსელენის შესაერთებლად (თუ ძაბვებს შორის განსხვავება მცირეა), ცვლადი დენის
მძლავრი ელექტროძრავების ასამუშავებლად.
ავტოტრანსპლანტაცია (ლათ. აუტოტრანსპლანტატიო) – საკუთარი ქსოვილის
გადანერგვა.
ავტოტრანსპორტი – საავტომობილო ტრანსპორტი, როგორც მგზავრთა
გადაყვანისა და ტვირთის გადატანის საშუალება ურელსო გზით.
ავტოტროფები (ბერძ. აუტოს თავი და ტროპე საკვები) – ავტოტროფული
ორგანიზმები, რომლებიც თვითკვებაზე არიან. ესენი არიან ბიოორგანიზმები,
რომლებიც არაორგანული ნივთიერებებით იკვებებიან და მინერალებისგან ქმნიან
ორგანულ ნივთიერებებს (სხვა ბიოლოგიურ ორგანიზმთა საკვებს). ამისათვის ისინი
იყენებენ სინათლის ენერგიას (დამატებით იხ. უსლ, ქსე და ჩUჩ). კვების ამ ტიპისაგან
განსხვავებულია ჰეტეროტროფული (იხ.) ორგანიზმები, რომლებიც საჭიროებენ უკვე
მზა ორგანულ ნივთიერებებს და იკვებებიან სხვა ორგანიზმებით. არის კვების მესამე
ტიპიც – სუმოავტოტროფული (იხ.ქიმიური . . .). ყველა ავტოტროფი აუცილებლად
პროდუცენტია (იხ. პროდუცენტი).

192
ავტოტროფული (ავტო... + ბერძ. ტროპჰე – საკვები), ავტოტროფული
ორგანიზმები – ორგანიზმები, უმთავრესად მცენარეები, რომლებიც არაორგანულ
ნივთიერებათაგან წარმოქმნიან ორგანულ ნივთიერებებს.

ავტოტროპიზმი (ავტო... +ბერძ. ტროპოს მოქცევა, მობრუნება, მიმართულება) –


მცენარის თვისება – გასწორდეს მოღუნვის, დახრის შემდეგ. ავტოტროპიზმის უნარს
ავლენენ მაგ. წვიმის შედეგად ჩაწოლილი მარცვ;ოვანები.

ავტოტურიზმი – ტურისტული მოგზაურობა ავტომობილით.


ავტოხთონები (ბერძ. აუტოცჰტჰონეს) – ადგილობრივი, ძირეული მოსახლეობა;
აბორიგენები (იხ.).
ავტოხთონი («ადგილობრივი») – ატლანტიდის მითიური მეფე. ავტოხთონები,
აბორიგენები ეწოდებათ ადგილობრივ მკვიდრთ.

ავტოხთონური – (გეოლოგ.) ადგილობრივი წარმოშობის ქანები. მისი


საპირისპიროა ალოხთონური (იხ.).
ავტმატური დამყოლობა – პათოლოგიური შთამგონებლობა, ავადმყოფი
ავტომატურად ასრულებს ყოველგვარ ინსტრუქციას, უსიამოვნოს და ტკივილის
მომგვრელსაც კი. დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის.
ავტორალი – იგივეა, რაც რალი.
ავტოჰემოთერაპია (ლათ. აუტოჰაემტჰერაპია) – მკურნალობა საკუთარი
სისხლის გადასხმით.
ავუარი (ფრანგ. ავოირ – ქონება, აქტივი) – 1. ფართო გაგებით – სხვადასხვა
აქტივი (ფულადი თანხა, ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი და სხვ.), რომელთა ხარჯზეც
მფლობელს შეუძლია გადასახადის გადახდა ან ვალდებულებათა განაღდება. 2.
ვიწრო გაგებით – ამა თუ იმ ქვეყნის ბანკის სახსრები (ანგარიშები, ფასიანი
ქაღალდები, თამასუქები და სხვ.) სხვა ქვეყნის ბანკში უცხოური ვალუტით.
ავუნკულატი (ლათ. ავუნცულუს – ბიძა, დედის ძმა) – დედის ძმისა და
დისწულების განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური კავშირი; მატრიარქატის ეპოქის
ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს ბიძის განსაკუთრებულ უფლება-
მოვალეობებს დისწულების საზოგადოებრივ-საოჯახო მდგომარეობის
მოწესრიგებაში. კლასიკური სახით გავრცელებული იყო ძველ ბერძნებსა და
გერმანელებს შორის. როგორც გამონაკლისი, შემორჩა აფრიკის, ოკიანიისა და ზოგ
სხვა ხალხებს.
ავქსესია და დამია – ბერძნული პანთეონის ადგილობრივი მნიშვნელობის
ღვთაებები. კულტი გავრცელებული იყო ტრეზეში, ეპიდავროსში, ეგინაში. ტრეზენში
მიაჩნდათ, რომ ეს ღვთაებები კრეტიდან იყვნენ მოსულნი, მაგრამ არეულობაში
მოხვდნენ. უდანაშაულოდ იქნენ ჩაქოლილნი. ამის გამო ტრეზენელებმა მათი
ქანდაკებები აღმართეს და აწყობდნენ ლითოზოლიის რიტუალურ სცენებს.
(პავსინიასი, «ქვათა სროლა», II 32,2). ეპიდეროსში ავქსესიას და დამიას ქანდაკებები
ორაკულის რჩვით ათენური ზეთისხილის ხისაგან გამოკოდეს (რათა ქვეყანა
გვალვისაგან დაეხსნა), რაც ათენელებთან ბრძოლის მიზეზად იქცა (ჰეროდოტე V, 82-
83). როგორც ნაყოფიერების ღვთაებანიავქსესიასა და დამიას ეთაყვანებოდნენ
ელევსინსა და ეგინაში (პავსინიასი II 30, 4-5).
ავშანი, აბზინდა (Aრტემისია) – მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი,
ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

193
ავჭალის აუდიტორია – მუშათა თეატრი თბილისში. დაარსდა 1893 წ.
წარმოდგენის გამართვისათვის საჭირო თანხა საწევრო შენატანებით გროვდებოდა.
იდგმებოდა სპექტაკლები (ყაზბეგის «არსენა», გოგოლის «რევიზორი»ოსტროვსკის
«შემოსავლიანი ადგილი»), იმართებოდდა კონცერტები და ლექციები. ამ
საქმიანობაში მონაწილეობას იღებდნენ მწერლები: გ. წერეთელი, ს.
მგალობლიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. ევდოშვილი, ა. ცაგარელი. სცენაზე ხშირად
გამოდიოდნენ პროფესიონალი მსახიობები: N. გაბუნია, ვ. აბაშიძელ. მესხიშვილი, კ.
მესხი, ვ. გუნია და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა
«პროლეტარული თეატრი». იარსება 1925 წლამდე.
აზა – ჩეჩენ-ინგუშთა მითოლოგიაში ქალღმერთი. ასული მზისა, მფარველი
ყოველი სულდგმულისა. იშვა მზის სხივისგან; წარმოადგენს მზის სხივზე
ცხოველმყოფელი ძალის ემანირებას. ზოგი ვერსიით იგი თავად მზის დედაა.
აზა ზაიტუნი (ტუნისი) – შუა საუკუნეების მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს
მუსლიმურ უნივერსიტეტს.
აზაარექში (ზენდ.) – ადგილი, რომელიც ცნობილი შეიქნა ზოროასტრელთა და
მაგთა ცეცხლის ტაძრის წყალობით. ტაძარი არსებობდა ალექსანდრე დიდის ეპოქაში.
აზაგი – სნეულებისა და სიკვდილის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში.
აზაგი – შუმერ. ერთ-ერთი დემონი, ავი სული, მომაკვდინებელი სენის
პერსონიფიკაცია. აზაგი იჭრება ადამიანის სხეულში, იბუდებს და კლავს მას.
აზაზელ-ი (ებრ. აზაზელ) – იუდაისტური წარმოდგენით დემონური არსება.
ბიბლიაში მოხსენებულია მხოლოდ «გამოსყიდვის დღის» (იჰომ-კიპპური) აღწერის
კონტექსტში. ამ დღეს ხალხთა ცოდვა გადადიოდა მამალ თხაზე, რომელთაგან ერთი
დანიშნული იყო როგორც გამოსასყიდი მსხვერპლი იაჰვესთვის, ხოლო მეორე –
აზაზელისთვის (ეს მეორე წარმოადგენს «განტევების ვაცს») (...»წილი ჰყროს აარონმა
ამ ორ ვაცზე; ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი – განტევებისათვის» –
ლევიანნი, 16,8; იხ. ასევე სინოდალურ თარგმანებში – «განტევებისათვის»). მეორე
ვაცი მიჰყავდათ და უდაბნოში უშვებდნენ, სადაც წარმოდგენით აზაზელის
სამკვიდრო იყო: «ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად
დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში».
(16,10). საერთოდ, უდაბნოპ, როგორც დემონურ ძალთა საცხოვრისი, ფართოდ აისახა
არაბულ თქმულებებსა და ქრისტიანულ მითოსში (იხ. არაბული მითოლოგია) (შდრ.
უდაბნოდ მდებარე მაცხოვარის წინაშე დემონის მიერ ცდუნების მცდელობა; ასევე
ბერ-მონაზონის საწყისი პერიოდი ანაქორეტთა ქრისტიანული «სადგომები»
(თემები); უდაბნოში; იხ. ანაქორეტები). აპოკრიფულ (იხ. აპოკრიფული) ძეგლში –
«წიგნი ენოქისა» (II ს. ჩვ. წ-მდე) – აზაზელი გამოყვანილია როგორც დაცემული
ანგელოზი, მაცდური კაცობრიობისა, თავისებური ნეგატიური კულტური გმირი,
რომელმაც მამაკაცები მეომრულად გამოწაფა და ასწავლა იარაღის ხელოსნობა,
ხოლო ქალებს სახის მორთვის, მეძავური ხელოვნება და ნაყოფის საწამლავით
მოსპობა (აბორტაცია). ეს ღმრთის საწინააღმდეგო ცივილიზატორული აქტი,
უკავშირდება ანგელოზთა («ღვთის ძეთა») მრუშობებს «კაცობრიულ ასულებთან» –
«დიონისურ ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და
მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოსწონებოდა», (დაბად. 6,2). ამ მრუშობით კი იშვნენ
გოლიათნი (იქვე 6,4 - 5). თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, ესენი (ალბათ)
მუტანტები იყვნენ. სწორედ ამ ბუმბერაზებს შთააგონა აზაზელმა ამბოხი ღმერთის
წინაშე («წიგნი ენოქისა» 8). ამ მკრეხელობათა გამო არქანგელოზმა რაფაილმა უფლის
194
წინაშე იგი შებოჭა, ხოლო განკითხვის შემდეგ იგი მიეცემა ცეცხლს (იხ. ცეცხლი –
ყველაზე დიდი განმწმენდი სტიქია ოთხთაგან). ამ ვერსიის მინიშნებითი
ელემენტები მიმოფანტულია თალმუდისტურ ლიტერატურაში, სადაც აზიზელი
გაიგივებულია სატანასთან ან სამაელთან, ასევე აუხლოვდება მის სახელს უზისთან
და აზაელთან, რომლებიც შეეწიაღნენ ქალებს.
აზაზნი – იხ. აძანი.
აზალია (ბერძ. აზალოს – მშრალი) – აზალეია – დეკორატიული მცენარე.
აზანი (არაბ. გამოცხადება, შეტყობინება, მოწოდება სალოვაცად) –
მუეძინის (იხ.) მიერ მართლმორწმუნე მუსლიმთა მოხმობა სალოცავად.
დაწესებულია ალაჰის მოციქულის (იხ.) მუჰამედის (იხ.) მიერ.

აზარენი, აბარენია, ოზირენი – მარების მითოლოგიის სიკვდილის სული,


საიქიოს სამყაროს მეუფის – კიიამატის მოციქული. მომაკვდავს ძლიერი მამაკაცის
სახით ევლინება და ხანჯლით კლავს. ერთ-ერთი მითით, ეშმაკი დურგალი
გადაწყვეტს, როგორმე თავიდან მოიშოროს აზირენი. თვალთმაქცობს, ვითომც არ
იცის კუბოში რა პოზით ჩაწვეს. ამის შემხედვარე აზირელი დემონსტრირების
მიზნით თავად წვება კუბოში. გაქნილმა დურგალმა კუბოს სასწრაფოდ დააჭედა
სახურავი. დაგმანული აზირელი ღამით აიყვანა და მდინარის ფსკერზე ჩაუშვა.
სიკვდილისგან თავდახსნილი ადამიანები ავადმყოფობის, ტანჯვისა და სიბერისაგან
გაწამდნენ. ადგნენ, ისევ აზირენს დაუწყეს ძებნა. მთვარემ აუწყა ადამიანებს, თუ სად
იყო დახშული სიკვდილის სული. ადამიანებმა იგი გამოუშვეს. გათავისუფლებულმა
საიქიოს მოციქულმა მოაკვდინა დურგალი და მოსრა მოხუცნი და ავადმყოფნი.
თავად კი უჩინმაჩინად იქცა, რათა ხელმეორედ არ ჩავარდნოდა ადამიანებს, (ეს
მოტივი მრავალი ხალხის ეპოსშია ცნობილი).
აზარია (ბიბლ.) იუდეველთა მეათე მეფე. ამასიას ძე (იწოდება ოსიადაც).
აზარტული (ფრანგ ჰასარტე. თამაშობანი: კოჭი, ბანქო, რულეტკა...) – ისეთი
თამაშები, რომელშიც მოგება მოთამაშის დახელოვნებაზე კი არა, შემთხვევითობაზეა
დამოკიდებული.
აზარფეშა – ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი, ჩვეულებრივ, მოოქროვილი და
მოსავადებული. ზოგჯერ ფსკერზე ფრინველის ფიგურა აქვს მიმაგრებული, ტარს კი
ხშირად სახოტბო ლექსი უმშვენებს.
აზატები (სპარს. აზატ თავისუფალი) – 1. სასანიანთა ირანში გაბატონებული
კლასის დაბალი, ტველაზე მრავალრიცხოვანი ფენა, რომელიც შემდგარი იყო
წვრილი და საშუალო მიწათმფლობელებით; 2. საქართველოში სიტყვა «აზატი»
შემოვიდა «თავისუფალის» სინონიით, იხმარებოდა ასევე გვიანდელი «თარხნის»
სინონიმად; 3. XVIII ს-ის დოკუმენტებით იგი მსახურის შესატყვისია, ნიშნავდა
ბეგარის (იხ.) გადამხდელი გლეხის გადასახადისაგან გათავისუფლებას და მსახურად
დადგომას; 4. ყმობიდან მთლიანად თავდახსნილი პირი.

აზატემია (ლათ. აზოტაემია) – ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების


რაოდენობის მოჭარბება სისხლში.
აზგარდი – იხ. სკანდ. მით. ასგარდი და მიდგარდი.

აზები – ღმერთების უძლიერესი მოდგმა ჩრდილოეთის (გერმანულ)


მითოლოგიაში. სულ 12 არიან. იღუპებიან და ფერფლიდან კვლავ აღსდგებიან.

195
აზეოტოპული ნარევი (ა... + ზეო – ვდუღვარ + ტროპო – ცვლილება) –
განუყოფლად მდუღარე ნარევი; ერთგვაროვანი თხევადი ნარევი, რომელივ
გამოხდისას არ იყოფა შემადგენელ კომპონენტებად.

აზერბაიჯანული ფილოსოფია და საზოგადოებრივი აზროვნება (*ცნება


«აზერბაიჯანული» პირობითია, რადგან მაშინ არც ერი, აზერბაიჯანელი და არც
სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა) – აზერბაიჯანში ფილოსოფიური
აზროვნების ჩასახვა დაკავშირებულია მაზდეიზმის განვითარებასთან.
პირველყოფილი საზოგადოებისაგან ჩამოყალიბებული ეს ფილოსოფიურ-
რილიგიური მოძღვრება შემდგომში ძოროასტრიზნად გარდაიქმნა (VI ს. ჩვ. წ-მდე).
უფრო მოგვიანებით წარმოიშვა მაგიზმი. ზოროასტრიზმი და მაგიზმი თავიანთი
ფილოსოფიური კონცეფციებით წარმოადგენდნენ დუალისტურ სისტემას, რომელიც
ეფუძვნებოდა ორ საპირისპირო საწყისთა ბრძოლას. : სინათლისა და წყვდიადის,
კეთილისა და ბოროტის (დაწვრილებით იხ. მაზდეიზმი, ზოროასტრიზმი, მაგიზმი).
დიოგენე ლაურტელის ცნობით (Pროოემიუმ 8), ძველ მიდიაში (თანამედროვე
აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიები), არსებობდა «მაგია მეცნიერება»,
რომელიც არსებითად, პრიმიტიულ ატომიზმს წარმოადგენდა (იხ. ატომისტიკა). III ს-
დან ამ რეგიონში ფეხს იკიდებს ანიქეველობა (იხ. მანიქეიზმი), როგორც რელიგიურ-
ფილოსოფიური მოძღვრება. მანიქეველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა გნოსტიციზმმა და ქრისტიანობამ. ეს უკანასკნელი ახლო აღმოსავლეთში
სხვადასხვა ერესის სახით შეიჭრა (ნესტორიანელობა იხ.). განსხვავებით
ზოროასტრული დუალიზმის კონცეფციებისა (იდეა სინათლისა და სიბნელის,
კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლისა) მანიქეველობამ წინ წამოსწია
სამყაროში წყვდიადისა და ბოროტების მეუფების იდეა, რომლის ტყვეობაშია
სინათლე და სიკეთე. მანიქეველობა V ს-დან მაზდაკიზმის (იხ.) იდეოლოგიის
რელიგიურ საბურველად იქცა, რომელიც უპირისპირდებოდა ფეოდალურ
არისტოკრატიას და დასაყრდენი ჰქონდა ზოროასტრულ სამღვდელოებაში.
უარყოფდა რა მანაქეისტურ პესიმიზმსა და ასკეტიზმს, მაზდაკიზმი მოუწოდებდა
მიწიერი ცხოვრების გარდაქმნისაკენ, ღატაკი ფენების სასარგებლოდ. ამყარებდა
რწმენას ქვეყნად სამართლიანობის სამეფოს დაუყოვნებლივ დამკვიდრების
შესაძლებლობისა. მაზდაკიზმის იდეებმა ახალი გაქანება ჰპოვა IX ს-ში ბაბეკის
მეთაურობით აჯანყებულ ხალხის იდეოლოგიაში, რომელიც მიმართული იყო
არაბთა ბატონობისა და მუსლიმური რელიგიის ძალადობრივი დამკვიდრების
წინააღმდეგ. აარბთა მიერ ალბანეთის დაპყრობის შემდეგ (ჩვ. წ. VII ს.), ალბანურ
კულტურასა და მეცნიერებას, მთელ მის მომდევნო ისტორიას განსაკუთრებული
დამღა დაასვა ათასწლეულთა (?) მანძილზე ქვეყანაში გაბატონებული იყო ისლამი. ამ
პერიოდის მანძილზემეცნიერება და ფილოსოფია არაბულენოვანი კულტურისა და
მუსლიმურიაღმოსავლეთის ქვეყნების კულტურათა სინთეზში ვითარდებოდა. VIII ს-
დან ალბანელები არაბული თარგმანით ეცნობიან ბერძნულ და ანტიკურ
ცივილიზაციას – შემოდის ბერძნული ფილოსოფია, უპირველესად, პლატონისა და
პითაგორას სისტემები, მოგვიანებით არისტოტელეს მოძღვრებანი. ფართო
გავრცელება ჰპოვა ემპელოკლეს მოძღვრებამ ოთხი ელემენტის შესახებ.
პოპულარული იყო ფსევდოემპედოკლეს, ფსევდოდემოკრიტესისა და
ფსევდოაეისტოტელეს ნაწარმოებები. ბერძნულ ფილოსოფიასთან ზიარებამ
ალბანეთში წარმოშვა და განავითარა თვითმყოფადი არაბულენოვანი ფილოსოფია. X
ს-ში ჩამოყალიბებული იჰვან ას-საფას ფილოსოფიური ჯგუფის («სიწმიდის ძმათა»)
196
ენციკლოპედისტთა შორის იყვნენ ალბანელებიც. არაბულენოვანი არისტოტელიზმის
ცნობილი ალბანელი წარმომადგენელია ბაჰმანიარი, რომელიც ცდილობდა
არისტოტელეს ფილოსოფიისა და ისლამის სინთეზირებას. XI-XIII ს. ს-ში საბოლოოდ
ყალიბდება აზერბაიჯანელი ერი. ფეოდალური პერიოდის ფილოსოფიური და
საზოგადოებრივი აზეოვნების მეორე მიმდინარეობა გახლდათ მისტიკურ-ასკეტური
სუფიზმი, რომლის წრმიმადგენელნი იყვნენ მაჰმუდ შაბუსთარი (XIII ს-ის
მიწურული XIV ს.) და სხვები. სუფიზმის გაბატონებბული სახეობა ალბანეთში
პანთეისტური გახლდათ (იხ. პანთეიზმი), რომელიც ოპოზიციაში ედგა
ორთოდოქსულ მუსულმანიზმს და დევნიდა მას,როგორც ერესს. შუასაუნეთა
პერიოდის აზერბაიჯანული (ალბანური) აზროვნების მწვერვალად მიჩნეულია XII ს-
ის დიდი პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი განჯელისშემოქმედება. მიდი პოემა
«იკბალნამე» აგებულია იდეალური საზოგადოების შექმნის უტოპიაზე.
ფილოსოფიური შეხედულებებით ნიზამი იდეალისტი იყო, თუმცა მისი
მსოფლგაგება სტიქიური დიალექტიკისა და მატერიალიზმის ელემენტებს შეიცავდა.
იგი ხაზს უსვამდა გონების ძალას მატერიალურ სამყაროს შეცნობის პროცესში, მის
ბატონობას ბუნებაზე, თუმცა იმავდროულად ასაბუთებდა, რომ გონება უძლური იყო
პასუხი გაეცა ყოფიერების ფუნდამენტური კითხვებისათვის, გადაეწყვიტა
მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის ჩამოვარდნილი საუკუნოვანი დავა. მეორე
ცნობილი მოღვაწე, ნიზამის პერიოდისა, გახლდათ ჰაკანი (XII ს.). ჰაკანი შემეცნებაში
აღიარებდა შეგრძნებისა და გონების როლს და უარყოფდა მისტილურ
ინტუიტივიზმს. მონღოლთა ბატონობის შემდეგ (XIII ს.) ქვეყანაში რეაქცია
ბატონობს, იდევნება თავისუფალი აზრი, იწყება ე. წ. ფილოსოფიური «დეკადანსი».
მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერული ცხოვრება მაინც არ ჩამკვდარა. მარაღაში
(სამხრ. აზერბაიჯანი) 1259 წ-ს ნასირ ალ-დინ ტუსი ქმნის ობსერვატორიას; XIV ს-ში
თავრიზის «დარ ალ-შიფას» («განკურნების სახლი») ცნობილი სამეცნიერო ცენტრი
და უმაღლესი სკოლა გახლდათ. XIV-XV ს. ს-ში ახლო აღმოსავლეთში ვრცელდება
რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება ჰურუფიზმი (იხ.), რომლის დიდი
წარმომადგენელი იყო პოეტი ნესიმი. XVI ს-ში აზერბაიჯანის ეკონომიკაში
გარკვეული ძვრები შეინიშნება, რასაც საზოგადოებრივი აზროვნების აღმავლობა
მოჰყვა. პოეტი ფიზუი (იხ.) თავის შემოქმედებაში ეხება ფილოსოფიის, ლოგიკის,
ეთიკის და პოლიტიკის საკითხებს. ტრაქტატში – «იდეათა აღმომავლობა», – ძველი
ბერძნული ფილოსოფიის მიმოხილვასთან ერთად, გადმოცემულია საკუთრივ
ავტორისეული ფილოსოფიური შეხედულებანიც. აზერბაიჯანში ფილოსოფიური
აზროვნების ახალი ეტაპი XIX ს-ით იწყება. აზერბაიჯანის აზიურ მენტალიტეტსა და
კულტურაში ძლევამოსილად იჭრება რუსული და შესაბამისად ევროპული
აზროვნება...
აზია (წარმოსფჰება ფინიკიური "ასუ"-დან – "აღმოსავლეთი") – მოციმციმე.
სხივოსანი.
აზიანიზმი – მიმართულება რიტორიკაში, წარმოიშვა ელინისტური ეპოქის
მთელ რიგ მცირეაზიურ ქალაქებში. ხასიათდება ამაღლებული სტილით,
გამომსახველობით საშუალებათა დიდი სიუხვთ, სიმსუყით, რაც მას განასხვავებს
ატიკური მჭევრმეტყველებისაგან. აზიანურ მევრმეტყველებაში გამოიყოფოდა ორი
სტილი, რომელთაც ძველები უწოდებდნენ «კაზმულს» და «მაღალფარდოვანს».
პირველისთვის დამახასიათებელია დახელოვნებული, გაწაფული მოკლე
რიტმიზებული ფრაზების გამოყენება და პერიოდთა არარსებობა, აზრი

197
ემსგავსებოდა სიმღერას. «მაღალფარდოვანი» სტილის მიმდევრები აზრებს
ამაღლებული იტორიკული წამოძახილებით, პათეტიკური მეტაფორებით ამკობდნენ
და ფორმალური ეფექტის გაძლიერებას ესწრაფვოდნენ. აზიანიზმის ცნობილი
წარმომადგენლები იყვნენ ჰეგესიუსი (III ს. ჩვ. წ-მდე) და ჰორტენზიუსი (114-50 წ. წ.
ჩვ. წ-მდე).
აზიანური მჭევრმეტყველება – მიმართულება, რომლის სტილი გამოირჩეოდა
თავისი მაღალფარდოვნებითა და აფორიზმულობით, ე. წ. კოკეტურობით
(ჰორტენსიუსი, ჰორტალუსი – ციცერონის უფროსი თანამედროვე, კონსული).
აზიზელი (ებრ.) – 1. გამარჯვების ღმერთი; 2. ისრაელის ცოდვათა განტევების
ვაცი. აბენ ეზრას აზრით, ის, ვინც ჩაწვდება აზაზელის საიდუ,ლოს, «დაეუფლება
ღმერთის საიდუმლო სახელს».
აზილუთი, აცილუტი (ებრ.) – 1. სევიროტთა სამყაროს სახელწოდება, სახელი
ეწოდა ოლამ აზილუთის მიხდვით, რომლის ემანაციითაც წარმოშობილა იგი.
აზილუთი უდიადესი და უმაღლესი პროტოტიპია სხვა სამყაროებისა; 2. აცილუტი
არისდიადი წმიდა ბეჭედი, რომლის საშუალრბითაც მოხდა სხვა სამყაროთა ალირება
(კოპირება, გადაღება). ეს დიადი ბეჭედი თავის თავში სამ სფეროს – სამ ზურის
(პროტოტიპს) მოიცავს: 1) ნეფებს, ანუ სასიცოცხლო სულს – მშვინვას; 2) რუაჰს, ანუ
მორალურ და მოაზროვნე სულს და 3) ნეშამას – ადამიანის უმაღლეს სულს.
შესაბამისად, კოპირებული სამყაროებიც მოიცავენ სამ ზურის – ბრიას, აიეცირას და
ასიას. ეს სამი ზური მხოლოდ ერთ ბეჭედშია განთავსებული (მეიერი, «კაბალა»,
«საიდუმლო დოქტრინა» მიხედვით, ჩვენი მიწიური ჯაჭვის A და ძ გლობუსები
აზილუტში მდებარეობენ).
აზიმუტი (არაბ. ას-სიმუტ – გზები) – კუთხე დამკვირვებლის წერტილის
მერიდიანის სიბრტყესა და ამ წერტილზე და დასამზერ საგამზე (მნათობზე) გამავალ
ვერტიკალურ სიბრტყეს შორის. იზომება ჰორიზონტალური კუთხე. იმის მიხედვით,
თუ რომელი მერიდიანის მიმართ არის გაზომილი ჰორიზონტალური კუთხე,
განასხვავებენ ჭეშმარიტ (ასტრონომიულს, გეოგრაფიულს), გეოდეზიურ და
მაგნიტურ აზიმუტს.

აზინები – ჰეტეროციკლური ნაერთები, რომელთა ციკლში ნახშირბადის


ატომების გარდა სულ ცოტა ორი ჰეტეროტომია და ერთი აქედან მაინც აზოტისაა.თუ
აზინებში აზოტის ორი ატომია, მათ დიაზინები ეწოდება.

აზინიუს პოლიონი (გაიუს აზინიუს ოლიონი, ჩვ. წ-მდე 76 – ჩვ. წ-ის 4 წ. წ.) –
ძველი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პოეტი, რიტორი, რომელმაც
ბრწყინვალედ იცოდა ხელოვნება და ლიტერატურა. მონაწილეობდა სამოქალაქო
ომში, იბრძოდა კეისრისა და ანტონიუსის მხარეს. ჩვ. წ-მდე 40 წლისათვის კონსული,
შემდეგ მაკედონიის პროკონსულია. აზინიუს პოლიონი მიეკუთვნებოდა უმცროს
ნეოტერიკოსებს. მფარველობდა ვერგილიუსს და მოუწოდებდა მიემართა
ბუკოლიოკური პოეზიისათვის. კონსულობისას აზინიუსს ვერგილიუსმა IV ეკლოგა
მიუძღვნა. გადმოცემით, აზინიუს პოლინიოსს დაუწერია ტრაგედიები და
თხზულებანი – «ისტორია» (სამოქალაქო ომის შესახებ ჩვ. წ-მდე 60-იანი წლებიდან).
სამწუხაროდ მის ნაწარმოებებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ავგუსტუს ოქტავიანეს
ეპოქაში პოლიონმა ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე, პრინცეპსის გავლენისგან
თავისუფალი. ორგანიზება გაუკეთა საჯარო კითხვებს – რეპეტიციებს, რომლებზეც
საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობ ნაწარმოებებს წარმოადგენდნენ ხოლმე, რაც

198
ლიტერატურული კრიტიკის დიდ ინტერესს იწვევდა. ესწრე ხელს უწყობდა
ვერგილიუსისა დაჰორაციუსის (იხ. იხ.)ნაწარმოებთა პოპულარიზაცია-გავრცელებას.
აზინიუს პოლიონმა სახელი გაითქვა, როგორც პირველი საჯარო ბიბლიოთეკის
შემქმნელმა და დამაარსებელმა.
აზმარი – სახალხო პოეტები ეთიოპიაში. თხზავენ პატრიოტული და ყოფითი
ხასიათის სიმღერებს. ჩვეულებრივ, გამოდიან სამნი (ორი მამაკაცი და ერთი ქალი).
მონაწილეობენ ქორწილებში, სადღესასწაულო ზეიმებში და სხვა. აზმარების
სიმღერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეთიოპური ეროვნული თეატრის
მუსიკალური რეპერტუარის ფორმირებაში.
აზომატები (ბერძ.) – სიტყვა-სიტყვით: მატერიალური სხეულის გარეშე,
უსხეულო. იხმარება ციურ სხეულთა და ანგელოზთა მიმართ.
აზოოსპერმია (ლათ. აზოოსპერმია) – სათესლე სითხეში (ეაკულატში. იხ.)
სპერმატოზოიდების არარსებობა. არის ორი სახის: 1) ჭეშმარიტი –
სპერმატოზოიდების დარღვევის შედეგი (მიზეზი: სათესლეების არარსებობით ან
განუვითარებლობით (ჰიპოპლაზია), ორმხრივი კრიპტორქიხმით, ორივე სათესლის
მექანიკური დაზიანებით); 2) ცრუ – შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი
ეტიოლოგიის ორმხრივი ეპიდიდიმიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის შედეგად
თესლგამტარი სადინარების გამტარობის დარღვევით.

აზოტბაქტერონი, აზოტბაქტერინი (აზოტოვანი) – ბაქტერიული სასუქი,


რომელსაც ამზადებენ აზოტობაქტერიის აქტიური კულტურისაგან. არსებობს
ნიადაგური (ტორფიანი) და აგარიანი აზოტობაქტერინი. იხმარება ყველა
კულტურისათვის, აუმჯობესებს მცენარის აზოტით კვებას და ხელს უწყობს მის
ზრდას.

აზოტემია (აზოტი + ბერძ. ჰაიმა – სისხლი) – სისხლში ცილოვანი ცვლის


აზოტიანი პროდუქტების (შარდოვანა, შარდმჟავა, კრეაცინინი, ინდიკანი და სხვ.)
რაოდენობის მომატება. ვითარდება თირკმლების მძიმე დაავადების ან
გულსისხლძარღვთა უკმარობის, აგრეთვე ზოგიერთი უროლოგიური ავადმყოფობის
დროს.
აზოტი (ალქიმიაში) – შემქმნელი ბუნებაში, რომლის დიდი ნაწილი დაცულია
ასტრალურ ბათელში (ასტრალურ სამყაროში). ლევი ელიფასის (იხ.) მიხედვით, მისი
ფიგურალური სიმბოლიზებაა ჯვარი, რომლის ოთხი ნაწილიდან თითოეული
ატარებს სიტყვა ტარო-ს თითო ასო-ნიშანს, რომელიც შეგვიძლია წავიკითხოთ,
როგორც ღეტა, Aტორ და ა. შ. ყველა ამ სიტყვას თავისი ოკულტური დანიშნულება
აქვს.
აზოტი (ბერძ. აზოოს – უსიცოცხლო, ლათ. Nიტროგენიუმ) – ქიმიური
ელემენტინიშნით N; უფერო გაზი, რომლის ძირითადი მასა თავმოყრილია
ატმოსფეროში (78%). არა აქვს სუნი და გემო და ხელს არ უწყობს წვას; მართალია,
აზოტი «უსიცოცხლოს» ნიშნავს, მაგრამ იგი ცხოველქმედებისათვის აუცილებელი
ელემენტია. ადამიანისა და ცხოველთა ცილაში მისი შემცველობაა 16-17%. აზოტი
წარმოადგენს მცენარეთა ერთ-ერთ მთავარ საკვებ ელემენტს; აზოტის ნაერთი
ჟანგბადთან და წყალბადთან (აზოტმჟავა) ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში.აზიდები
(აზ + ეიდოს) – ქიმიური ნაერთები, აზოტწყალბადმჟავას წარმობულები, რომლებიც
შეიცავს N3-ისერთ ან რამდენიმე ჯგუფს. ყველა ორგანული აზიდი მეტ-ნაკლებად
ფეთქებადია.

199
აზოტი (ლათ. Nიტროგენიუმ) – ქიმიურ ელემენტთა მენდელეევის
პერიოდული სისტემის V ჯგუფის ქიმიური ელემენტი ატომური ნომერია 7,
ატომური მასაა 14,0067. უფერო გაზი. არ აქვს გემო და სუნი ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული ელემენტი, დედამიწის ატმოსფეროს მთავარი სემადგენელი ნაწილი
(4X1015ტ.). სიტყვა «აზოტი»შემოღებულია ფრანგი ქიმიკოსის ა. ლავუაზიეს მიერ
XVIII ს. ბოლოს, ბერძნული წარმოშობისაა. აზოტი ნიშნავს უსიცოცხლოს (თავსართი
«ა» უარყოფა, «ზოე» – სიცოცხლე). აზოტი ჟანგბადისაგან განსხვავებით ხელს არ
უწყობს სუნთქვასა და წვას. მიუხედავად ამისა სუფთა ჟანგბადით სუნთვა ადამიანს
მუდმივად არ შეუძლია. ავადმყოფებსაც კი სუფთა ჟანგბადს დიდხანს არ
ასუნთქებენ. აშკარაა, ის არა მარტო ნეიტრალური გამზავებელია ჟანგბადის. სწორედ
აზოტისა და ჟანგბადის ნარევია ყველაზე მისაღები ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა
უმეტესობის სუნთქვისათვის. ნუთუ სამართლიანია, ვუწოდოთ უსიცოცხლო ამ
ელემენტს? რით კვებავენ მცენარეებს როდესაც სასუქები შეაქვთ ნიადაგში?
უპირველესად აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის ნაერთებით. აზოტი შედის
ურიცხვი ურიცხვი რაოდენობის ორგანული ნაერთების შემადგენლობაში, მათ შორის
ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა, როგორიცაა ცილები და ამინომჟავები.
კაცობრიობისათვის მეტისმეტად მეტისმეტად სასარგებლოა ამ გაზის შედარებითი
ინტენსივობა. ის რომ უფრო მეტად იყოოს მიდრეკილი ქიმიური რეაქტივებისადმი,
დედამიწის ატმოსფერო იმ სახით, რა სახითაც არსებობს, ვერ იარსებებდა. ძლიერი
დამჟანგავი ჟანგბადი შევიდოდა აზოტთან რეაქციაში და წარმოიქმნებოდა
მომწამვლელი (აზოტის) ოქსიდები. მაგრამ აზოტი რომ სინამდვილეში რომ
ინერტული გაზი იყოს, ისეთი, მაგალითად, როგორიც ჰელიუმია, მაშინ არც ქიმიურ
ი წარმოება-მრეწველობა და არც ყოვლისშემძლე მიკროორგანიზმებს არ
შეეძლებოდათ ატმოსფეროს აზოტისბმა (შეკვრა)და არ შეეძლებოდათ ყოველივე
ცოცხალის დაკმაყოფილება. ბმული აზოტით. არ იქნებოდა ამიაკი, აზოტმჟავა,
წარმოებისათვის აუცილებელი მრავალი ნივთიერება, არ იქნებოდა
უმნიშვნელოვანესი სასუქები. ირ იქნებოდა დედამიწაზე სიცოცხლეც. აზოტი ხომ
ყველა ორგანიზმის შემადგენლობაშია. აზოტის წილად მოდის დაახლოებით 3%
ადამიანის ორგანიზმის მასისა. ელემენტარული, არა ბმული აზოტი ფართოდ
გამოიყენება. ეს ყველაზე იაფი გაზია, ჩვეულებრივ პირობებში ინერტული რომაა,
მეტალურგიისა და დიდი ქიმიის იმ პროცესებში, სადაც საჭიროა დავიცვათ აქტიური
შენაერთები ანდა გამლღვალი მეტალი, ჟანგბადის ზემოქმედებისაგან, ქმნიან წმინდა
აზოტის დამცავ ატმოსფეროს. აზოტის დაცვის ქვეშ ინახავენ ადვილად ჟანგვად
ნივთიერებებს. მეტალურგიაში აზოტით ამდიდრებენ ზოგიერთი მეტალისა და
შენაერთისზედაპირს, რომ მათ შეიძინონდიდი სიმტკიცე და ცვეთისადმი
მდგრადობა. ფართოდაა ცნობილი მაგალითად, ფოლადისა და ტიტანის შენადნობთა
აზოტირება. თხევადი აზოტი გამოიყენება სამაცივრრო დანადგარებში(აზოტის
ლღობისა და დუღილის ტემპერატურებია -2100ჩ და -1960ჩ.). აზოტის ქიმიური
აქტიურობა აიხსნება უპირატესად მისი მოლეკულის აღნაგობით. როგორც სხვა
გაზთა უმეტესობას (ინერტულთა გარდა), აზოტის მოლეკულაც ორი ატომისაგან
შედგება. აზოტის ნაერთებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთმეცნიერებისთვისაც და
მრეწველობის მრავალი დარგისთვისაც. ბმული აზოტის მისაღებად კაცობრიობა
მიდის უდიდეს ენერგეტიკულ დანახარჯებზე. აზოტის ბმის (შეკვრის) ძირითადი
საშუალებაა ამიაკის სინთეზი NH3 (იხ. ქიმიური სინთეზი). ამიაკი ერთ-ერთი
ყველაზე მარტივი პროდუქტია ქიმიური მრეწველობისა. მისი მსოფლიო წარმოება

200
წელიწადში 70 მლნ. ტ-ზე მეტია. წარმოებაში ფართოდ გამოიყენება აზოტმჟავა
H2NO3, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ძლიერ მჟავასაც და აქტიურ
დამჟანგველსაც. მას შეუძლია გაალღოს ყველა მეტალი ოქროსა და პლატინის გარდა.
ქიმიკოსები აზოტმჟავას შუა საუკუნეებიდან მაინც იცნობდნენ (დაახლ XIII ს.). მას
იყენებდნენ ძველი ალქიმიკოსები.
აზოტი (ლათ. Nიტროგენიუმ) – ქიმიური ელემენტი, არა ქავს ფერი და სუნი,
აირი (გაზი), ხელს არ უწყობს წვას. არის ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი
(78%); V ჯგუფის ელემენტი (N) მენდელეევის პერიოდულ სისტემაში, ატომური
ნომერი 7, ატომური მასა – 14,0067; სახელწოდება სამასიოლოგიურად (///) არ
შეესაბამება მის თვისებებს. ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის არსებობასთან
ერთად მისი არსებობის ვარაუდი გამოთქვა შოტლანდიელმა ბუნებისმცოდნემ
დანიელ რეზერფორდმა (1849-1819 წ. წ.) 1772 წ-ს ჩატარებული ცდის შემდეგ.
მკვლევარი მიხვდა, რომ ეს გაზი არ ვარგოდა სუნთქვისათვის, თუმცა მას
სახელწოდება ვერ მისცა. თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლორან
ლაუაზიე (1743-1794 წ. წ.) დაინტერესდა ამ ახალი ნივთიერებით და, ვერ აღმოაჩინა
რა მასში რაიმე ნიშანდობლივი თვისება, , უწოდა მას აზოტი. სახელეოდება
ბერძნულიდან მოდის – ა უარყოფითი ნაწილაკი და ზოე სიცოცხლე, ე. ი.
«უსიცოცხლო». მხოლოდ XIX ს-ში გაირკვა, რომ ეს «უსიცოცხლო» გაზი სულაც არ
იმსახურებდა ამ სახელს. პირიქით – ორგანიზმის ყველა საკვანძო ბიოქიმიური
ფუნქცია სრულდებოდა ნაერთით, რომელთა მოლეკულები აუცილებლად აზოტს
შეიცავდნენ. აზოტი ერთ-ერთი ძირითადი ბიოგენური ელემენტია, რომელიც
ცოხცალ უჯრედთა უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებში – ცილებსა და ნუკლეიდურ
მჟავებში შედის. ფართოდ გამოიყენება კრიოგენურ ტექნოლოგიებში.

აზოტიზაცია (აზოტირება) – (ტექ.) ლეგირებული ფოლადის ზედაპირის


გაჯერება აზოტით (500-6000 ჩ ტემპერატურაზე) სიმტკიცის მისაცემად.

აზოტობაქტერი (აზოტბაქტერი) – თავისუფლად მცხოვრები ნიადაგის


ბაქტერიების გვარი, რომელიც ჰაერიდან ითვისებს აზოტს და ამდიდრებს ნიადაგს
აზოტოვანი ნივთიერებებით.
აზოტოგენი – იგივეა, რაც აზოტობაქტერინი.

აზოტურია (აზოტი + ბერძ. ურონ – შარდი) – შარდიდან ჩვეულებრივზე მეტი


აზოტის გამოყოფა.
აზოტურია (ლათ. აზოტურია) – აზოტოვან ნივთიერებათა გაძლიერებული
გამოყოფა შარდში.
აზრაილი (არაბ..) – მუსლიმთა მითოლოგიური სიკვდილის ანგელოზი.

აზრთა გახმიანება – ავადმყოფს ეჩვენება, რომ ყოველი მისი გაფიქრება


ხმამაღლა მეორდება, ისმის თავში განმეორებით.
აზრთა ინკოპერენცია – ასოციაციური პროცესების მაქსიმალური აჩქარების
ხარისხი, რომლის დროს მეტყველება გაუგებარია გვხვდება მანიაკურ-დეპრესიული
ფსიქოზის მანიაკურ ფაზაში.
აზრთა ქარიშხალი – ასოციაციური პროცესების აჩქარება, მოზღვავება.
დამახასიათებელია მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკური
მდგომარეობისათვის.
201
აზროვნება – ცნებებში, მსჯელობებში, თეორიებში და ა. შ. ობიექტური
სამყაროს ასახვის აქტიური პროცეცსი, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ
ამოცანის გადაწყვეტასთან. ტვინის – განსაკუთრებული სახით
ორგანიზებულიმატერიის უმაღლესი პროდუქტი. მისთვის დამახასიათებელია
ისეთი პროცესები, როგორიც არის აბსტრაქცია, ანალიზი, სიმთეზი. გარკვეული
ამოცანების დაყენება და მისი გადაწყვეტის გზების ძებნა. ჰიპოთეზათა, იდეათა
წამოყენება და სხვა ლოგიკური დასკვნის გაკეთება.
აზროვნება აბსტრაქტული – განყენებული ცნებებით აზროვნება.
აზროვნება ალოგიკური (დისლოგიკური) – უშინაარსო, გაუგებარი,
გაუკუღმართებული აზროვნება.

აზროვნება არქაული – აზროვნების პრიმიტიული სტრუქტუქა და შინაარსი.


აზროვნება აუტისტური – ტენდენციური, სიამოვნების პრინციპით
განპიეობებული, რეალურის საწინააღმდეგო აზროვნება. ა. ა. არ ეყრდნობა ობიექტურ
სინამდვილეში არსებულ კანონებს. დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის.

აზროვნება გაჭიანურებული – მოუკრეფავი აზროვნება, ძირითადი აზრის


გამოყოფის შეუძლებლობა. გვხვდება ეპილეფსიის, მოხუცებულობითი და
ოლიგოფრენიული ჭკუასუსტობის დროს.

აზროვნება კონკრეტული – იხ. აზროვნება ხატოვანი.


აზროვნება პარალოგიკური – პათოლოგიური აზროვნების ტიპი, როდესაც
მსჯელობა თითქოს ლოგიკურ კანონებს ემორჩილება, მაგრამ გამოსავალი დებულება
არ არის სწორი, არ შეეფარდება რეალურს, ეწინააღმდეგება სინამდვილეს. ა. პ.
ახასიათებს პარანოიას, პარანოიუკ ფსიქოპათიას (ამ შემთხვევაში ა. პ. აფექტური,
ტენდენციური დაყენებით აიხსნება) და შიზოფრენიას, რომლის დროსაც ა. პ.
ატაქსიური აზროვნების მაჩვენებელია.
აზროვნება პრელოგიკური – იხ. აზროვნება არქაული.

აზროვნება რეზინიორული – აზროვნების დეფექტის გარკვეული ფორმა.


ავადმყოფი ვერ ახეხებს აზრის გადმოცემას კონკრეტულად და გასაგებად, მიმართავს
მრავალსიტყვიან, მრავალფარდოვან გამოთქმებს, რომლებშიც, გრამატიკული წყობის
დაცვის მიუხედავად არავითარი აზრი არ არის. დამახასიათებელია
შიზოფრენიისათვის.
აზროვნება სიმბოლური – თავისებური მნიშვნელობის მიკუთვნება საგნებისა
და მოვლენებისადმი. დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის.

აზროვნება ტკეპნითი – ზედმეტი შეჩერება წვრილმან, უმნიშვნელო


დეტალებზე, ძნელად გადასვლა ერთი აზრიდან მეორეზზე. დამახასიათებელია
ეპილეფსიისათვის.
აზროვნება ხატოვანი – აზროვნების განსაკუთრებული ტიპი, როდესაც
აზროვნების მასალა ნათლად წარმოიდგინება, განსხვავებით ცნებითი,
აბსტრაქტული ტიპის აზროვნებისაგან.

202
«აზროვნების ეკონომიკის პრინციპი» – სუბიექტურ-იდიალისტური
დებულება, რომლის თანახმად, ყოველგვარი შემეცნების ჭეშმარიტების
კრიტერიუმია შემეცნების საშუალებების მინიმუმით ცოდნის მაქსიმუმის მიღწევა.
აზურიტი (ფრანგ. ჩარურ, არაბ. ლაზაწარდ – ლაჟვარდი, ცისფერი) –
სპილენძის ლაჟვარდი. მინერალი კარბონატების კლასისა. იხმარება სპილენძის
გამოსადნობად, ლურჯი საღებავისა და შაბიამნის დასამზადებლად.

ათა (ბერძ.) – ბერძნული მითოლოგიით სიცრუის ქალღმერთი. მან გონება


დაუბინდა ზევსს. ამით ისარგებლა ჰერამ, ღმერთების მეფეს ფიცი დაადებინა: იგი
პერსევსის შთამომავლებში გაამეფებდა იმას, ვინც პერსეიდებში პირველი დაიბადა.
ზევსის გათვლით, ეს მისი და ალკმენას ვაჟი, ჰერაკლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ჰერას ჩრევით პირველი ესისთევსი იშვა. განრისხებულმა ზევსმა ათა . . ოლიმპოდან
გადმოისროლა და სამუდამოდ ამოუკვეთა იქიდან ფეხი. ამის შემდეგ დარჩა ათა . . . .
?
ათავასვუდა – ათარვა (სასკრიტულ ენაზე "მნათობთა ცოდნა") – მედიცინის
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შრომა – მეოთხე ვედა, ჯადოსნური ფორმულების
კრებული.
ათაკუ – უგარითული მითოლოგიის ხარი. განგმირა ინაფუმ და იხსენიებს
თავის სახოტბო სიმღერებში, როგორც ერთ-ერთ გმირობას (იხ.).
ათამაზი (ებრ.) ) იგივე ბერძენთა ადონისი (უდეკელებს (???) სხვა ხალხებისაგან
გადმოტანილი ყველა თავისი ღმერთი).

ათამანტი (ათამასი) – ორქომენის ან თებეს მეფე, რომელმაც განიზრახა თავისი


შვილის ფრიქსეს ზევსისადმი შეწირვა. ბიჭი დედამ გადაარჩინა და ოქროს საწმისიან
ვერძზე შესვა და კოლხეთში გამოაქცია, – "არგონავტიკა". იგი ხელოვნებაში კიდევ
ბევრჯერ გამოისახა. მასზე მოგვითხრობს ჰესიოდე, აპოლოდორე, ოვიდიუსი,
ჰეროდოტე.
ათამანტიდები – ათამანტის შვილები და მემკვიდრეები.

ათამანტიონი – ფტიოტიდის ვაკე, საძოვარი.


ათამასი – ბერძ. ბეოტიაშიმოსახლე მინიელების მეფე, ორქომენოსის
განმგებელი; მეფე ეოლოსის ძე, ელინოსის შვილიშვილი. ჰერას ბრძანებით, ათამასმა
იქორწინა ღრუბელთა ღვთაება ნეფელეზე, რომელიც ზევსმა შექმნა ჰერას სახების
მიხედვით. მისგან ათამასს შეეძინა ორი შვილი: ფსიქსორი და ჰელე. მალე ათამასმა
ვერ აიტანა რა ნეფელეს მედიდურობა, ცოლად მოიყვანა კადმოსის ასული ინო,
რომელმაც შეიძულა ნეფელეს შვილები და მათი დაღუპვა განიზრახა. მაგრამ ნეფელე
ფხიზლად იყო. მისი თხოვნით, ჰერმესმა და-ძმას მფრინავი ოქროს ვერძი მოუვლინა,
რომელმაც ღრუბლებში გახვეული ბავშვები კოლხეთისაკენ გააქროლა. როდესაც
ვერძი აზიისა და ევროპის გასაყარს მიუახლოვდა, ჰელე წყალში ჩავარდა და
დაიღუპა. მას შემდეგ ამ ადგილს «ჰელეს ზღვას» (ჰელესპონტოს) უწოდებენ. ხოლო
ფსიქსორმა მიაღწია კოლხთა ქვეყანას და იქ დასახლდა. ჰერამ განიზრახა დაესაჯა
ათამასი. ქალღმერთმა მეფეს სიგიჟე მოუვლინა და გონგარდასულმა მამამ საზარლად
მოკლა თავისი ძე ლუარქოსი, რომელიც უშვა ინომ, ხოლო როდესაც მეორე ძის,
მელიკერტესის მოსაკლავად გაექანა, ინომ სცადა ბავშვის გადარჩენა: ხელში აიტაცა
და გადაეშვა ზღვაში, სადაც გულთბილად მიიღეს ნერეიდებმა. ინო და მელიკერტესი
ზღვის ღვთაებებად გარდაისახენ. ათამასი ბეოტიიდან გაასახლეს. გონზე მოსულმა

203
ორაკულისაგან შეიტყო, რომ დასასახლებლად ისეთი ადგილი უნდა მოეძებნა, რომ
მას გარეული ცხოველებიც კი იუცხოვებდნენ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იგი წააწყდა
მგლების ხროვას, რომელიც თავის ნადავლს გლეჯდა. ათამასის დანახვაზე ხროვამ
ნადავლი მიატოვა და გაიქცა. აქ დამკვიდრდა იგი და დაფუძნებულ მხარეს
ათამანტია უწოდა. ათამასს ინო მკვდარი ეგონა, ამიტომ ცოლად შეირთო თემისტო,
რომლისგანაც ეყოლა შვილები: ლევკონი, ერითროსი, სქენევსი და პტოოსი.

ათანასი ფილიპოვიჩი – წამებული, ბრესტის იღუმენი, ბელორუსი.


მართლმადიდებლობის დაცვისთვის კათოლიციზმისაგან სიკვდილით დასაჯეს 1648
წ.
ათანორ-ი (ოკულტ.) – 1. ალქიმიკოსთა «ასტრალური» ფლუიდი – მათი
არქიმედესის ბერკეტი; 2. ეკზოთერიკაში – ალქიმიკოსის ღუმელი.
ათარვავედა (Aტჰავარვედა) – იხ. ათავარვედა.
ათარი (არაბ.) – ნელსაცხებელთა დამყიდველი.

ათარი – ძვ. ირან. ცეცხლი, აჰურამაზდას სიმბოლო, უპირველესი წ,იდა სტიქია,


რომელსაც თაყვანს სცემდნენ. იგი განფენილია მთელს სამყაროში, მსჭვალავს მთელს
ქმნილებას. ძველი ირანელები იცნობდნენ ათარის ხუთ სახეობას: ცეცხლი,
ადამიანებსა და ცხოველებში ჩაბუდებული, რომლის ხილული გამოხატულება
თვალის ელვარებაა; მცენარეთა ცეცხლი, რომელიც ათბობს თესლს მიწაში და ზრდის
მცენარეებს; მზის ცეცხლი; ელვის ცეცხლი, ათარის ზეციური გამოვლინება; მიწიერი
ცეცხლი, საიდანაც მომდინარეობს როგორც წმიდა ცეცხლი, რომელიც ტაძრებში
მუდმივად ანთია, და ყოველი კერიის ცეცხლი, რომლითაც საჭმელს ამზადებენ.
არსებობდა სამეფო ათარი, რომელიც ტაძარში ინახებოდა გამეფების დღიდან მეფის
სიკვდილამდე. განთქმული იყო ლეგენდარული მეფის ბაჰრამის (ბარამგერის) ათარი,
რომელიც ცეცხლის თექვსმეტი სახეობისაგან შედგებოდა (ზოგიერთს წლობით
ელოდნენ), მასში ირანის სხვადასხვა ფენის ოჯახებიდან მოკრებილი ცეცხლის
ნაზავი მონაწილეობდა. ანთარისადმი იყო მიძღვნილი ყოველი მეცხრე დღე
(ცეცხლის დღე) და ყოველი მეცხრე თვე.

ათარპი (ქალდ.) – ანდა ათარპი-ნისი, «ადამიანი». 1. პერსონაჟი –


ღვთისნოსავი, მრწმენი ღმერთისა, მავედრებელი ღმრთისა ჰეასი, რათა გვალვისა და
სხვა მდგომარეობათა ბოროტეულობა გადაევადებინა წაეEვნამდე. ეს მოთხრობა
ნაპოვნია ბაბილონურ თიხის ფირფიტებზე და მიგვითითებს მსოფლიო ცოდვაზე.
«ღმერთი ელუ, ანდა ბელი იწვევს ღმერთთა და თავის ძეთა კრებას (სამსჯავროს) და
ამცნობს მათ, რომ იგი განრისხებულია მსოფლიო ცოდვით» (გ. სმითი). ფირფიტის
ნაწყვეტში კი ვკითხულობთ: «... მე შევქმენი ისინი ... ნათ ცოდვათა გამო ვარ
აღშფოთებული; მათი სასჯელი არ იქნება მსუბუქი ... დაე, ამოიწუროს მათი საკვები,
ზეაღსახედველში, დაე, ბულმა (ბულმა – ავ. შემდგენ.) შესვას თავისი წვიმები»...
ათარპის ლოცვა-ვედრების პასუხად, ღმერთი ჰეა განაცხადებს თავის
გადაწყვეტილებას – მოსპოს მის მიერ შექმნილი ადამიანები, რასაც აღასრულებს
კიდეც წარღვნით.

ათარუ – ირანული პანთეონის ცეცხლის ღვთაება, იგივე წმიდა ცეცხლი.


აქამენიანთა დინასტიის პერიოდამდე ცეცხლის პერსონიფიცირებულ ამ ღვთაებას

204
შესაბამის ტაძრებს უგებდნენ. იგი ერთგვარი რატიფიცირება გახლდათ
ინდოევროპული კოსმოგონიური წარმოდგენისა, რომლის მიხედვით, ყოველი
არსებულის ბუნებად ცეცხლი ცხადდებოდა. «მცირე ავესტაში» იგი წოდებულია
აჰურა მაზდას (იხ.) ძედ (საკუთარი ნება-სურვილით). განასახიერებდა სამყაროს
სულიერობის დასაბამს. მთავარ ზოროასტრულ ტაძრებში სამი წმიდა და უქრობელი
ცეცხლი ენთო, რომრლიც სამი სოციალური ფენის სიმბოლიზებას წარმოადგენდა:
ათარ-ფარნბარჰი – ცეცხლი ქურუმობისა; ათარ-გუშნასპი – ცეცხლი მეფეთა და
მეომართა; ათარ-ბურზი-მიგრი – ცეცხლი მეთემეთა (იხ. ზოროასტრული ტაძრები;
ზოროასტრიზმი).
«ათას ერთი კოლონა» (თურქ. «ბინ ბირ დირექ») – კონსტანტინეპოლის
კოლონები. იხ. «ფილოქსენესის ცისტერნა».

«ათასერთი ღამე» – შუასაუკუნეთა არაბული ლიტერატურული ძეგლი.


ზღაპართა კრებული, რომლის წარმომავლობა მრავალი წლის მანძილზე მეცნიერთა
დისკუსიის საგანს წარმოადგენდა. მრავალი მკვლევარის აზრით, ეს ძეგლი,
დაახლოებით IX ს-ის არაბულად გადათარგმნილიშუასპარსულ ენაზე (ვეშლეკეს)
არაბული «ათასი ზღაპრის» («ჰეზარ აფსანე»-ს) საფუძველზე უნდა შექმნილიყო. ეს
უკანასკნელი კი, სავარაუდოდ, ინდურიდან უნდა თარგმნილიყო. ფეჰლევის ტექსტს
ჩვენამდე არ მოუღწევია. «ათას ერთი ღამის» არაბულ ტექსტთა დიდი უმრავლესობა
XVII-XIX ს.ს-ებს განეკუთვნება, მხოლოდ მცირედნია ისეთნი, XV ს-ს რომ მიეწერება,
როცა სავარაუდოდ, მოხდა ტექსტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება. IX ს-ის ტექსტს
მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნის, რომელიც აღმოაჩინა და გამოსცა ნ. აბოტმა1949 წ-
ს. ძეგლის სიუჟეტური ქარგა არაბულ ნიადაგზე აღმოცენებულ მეფე შაჰრიარისა და
მისი ვეზირის ბრძენი ქალიშვილის – შაჰრაზადას (შეჰარაზადას) ზღაპარზეა
აგებული. ცოლის ღალატით განრისხებული მეფე შაჰრიარი ყოველ ღამმძევალ
ასულებს ითხოვს, რომელთაც დილით მისი ბრძანებით თავს კვეთენ. ერთ-ერთ ღამეს
მძევლობა მეფის ვეზირის ასულს შაჰრაზადესაც უწია. ჭკვიანმა ასულმა
სიკვდილისაგან თავდახსნის ბრძნული და ორიგინალური გზა გამონახა –
პირველივე ღამიდან, მეფის გასართობად საინტერესო ზღაპრის მოყოლა დაიწყპ.
გათენებისას თხრობას ფრიად საინტერესო მომენტებში წყვეტდა. ცნობისმოყვარე
მეფემ სასჯელი გადაავადა, რაც გაგრძელდა ათასერთი ღამის მანძილზე. ამ ხნის
განმავლობაშინეფეს ნრისხანებამაც გედაუარა და შეჰრაზადაც შეუყვარდა. ასე
გადარჩა ვეზირის ბრძენი ასული და ასე გახდა მეფის უსაყვარლესი ცოლიც.

«ათასი ბუდას ქვაბული» (ჩინ. «ვან-ფო დუნი») – ლოიანის სატაძრო


კომპლექსის ნაწილი, შედის ე. წ. ლუნმინის ქვაბულთა შემადგენლობაში.
მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. გამოკვეთილია ტანის დინასტიის პერიოდში (618-907
წ. წ.). სახელწოდება «ათასი ბუდას ქვაბული» მომდინარეობს ამ გამოქვაბულში
გამოკვეთილ ბუდათა რიცხოვნობით (იხ. ლოიანის სატაძრო კომპლექსი).

«ათასი ბუდას ქვაბული» (ჩინ.) – თანის დინასტიის (612-907 წ. წ.) ეპოქის


უმნიშვნელოვანესი არქიტექტურულ-სკულპტურული ძეგლი – ფენსიან სის
სამხრეთით განლაგებული ვან ფო დუნის გამოქვაბულთა კომპლექსი (შედის
ლუნმინგის გამოქვაბულთა კომპლექსში, იხ.), «ვან ფო დუნი» ითარგმნება, როგორც
«1000 ბუდას ტაძარი». მართლაც, ამ გამოქვაბულ-ტაძრის კედლებზე უამრავი ბუდაა
გამოკვეთილი. აქაც, ისე, როგორც ბევრ ბუდისტურ ტაძარში, ლოტოსის ფორმის

205
პიედესტალზე აღმართულია ბუდა ამატაბჰას (იხ.) უზარმაზარი ფიგურა.
პიედესტალი ოთხ გოლიათს – ბუდისტური ტრადიციის რწმენით ოთხ მცველს,
უკავია (იხ. ლუნმანის, იგივე ლოიანის კომპლექსი).
«ათასი სასამართლო გადაწყვეტილების კრებული» (სპარს. მატიკან-ე ჰაზარ
დალასტან») – სასანიანთა ირანის ძალზე მნიშვნელოვანი ძეგლი – იურიდიული
ტრაქტატი.

ათაშ ბეჰრამ (ზენდ.) – სპარსელთა წმიდა ცეცხლი, რომელიც მუდამ ანთია მათ
ტაძარ-მეჩეთებში.
ათეისტი – ათეიზმის მიმდევარი; პირი, რომელსაც ღმერთი არ სწამს.

ათეიზმი (Bერძ. ა უარყ. ნაწილაკი და ტჰეოს ღმერთი) – შეხედულებათა


სისტემა, რომელიც უარყოფსზებუნებრივის (სულების, ღმერთების, იმქვეყნიური
ცხოვრების და ა. შ.) რწმენას. რელიგიის უარყოფა.
ათეიზმი (ბერძ. ა+ტჰეოს – ღმერთი) – მეცნიერულ-მატერიალისტურ
შეხედულებათა მწყობრი სისტემა, რომელიც მიმართულია რელიგიის წინააღმდეგ,
უარყოფს ღვთისა და ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების არსებობას.
ათელია (ლათ. ატჰელია) – სარძევე ჯირკვლების დვრილის უქონლობა.
ათენა (Aტჰენა, ოპნ. ატხენე; დრო Aტჰენა) – სიბრძნის, ხელოვნების.
ხელოსნობის, მიწათმოქმედების, ომის, შრომის, ქალაქთა, ნებისყოფის, მეცნიერების,
სამართლის ქალღმერთი. აგრეთვე ათენა-პალასი, ათენა-პალადა. ზევსის ასული. მის
თავიდან დაბადებული (ჰესიოდე). მის საპატივცემულოდ იმასთებოდა
დღესასწაულები - პანათენეები. ათენამ შექმნა არეოპაგი (სასამართლო). ძვ. წ. V ს.
ცნობილმა ბერძენმა მოქანდაკემ ფიდიასმა შექმნა ათენას სწორუპოვარო სახე –
მზეზე მდგარი შუბოსანი. სამწუხაროდ ეს ქმნნილება დაკარგულია. შემორჩენილია:
მედიჩის, ველეტრრის და სხვა ქანდაკებები. მათ შორის ცნობილი ათენა –
პრომაქოსი, ლუვრის ათენა, მირონის – ბრინჯაოს ათენა გამოსახულია მონეტებზე.
კედლებზე, ვაზებზე.
ათენა (ბერძ. Aტჰენა), ათენა პალადა – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში
სინრძნის, ხელოვნების და ომის ქალღმერთი, ზევსის ასული, რომელიც დაიბადა
ზევსის თავიდან (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება მინერეა).

ათენა აფაიოსის ტაძარი – დაახლ. 490 წლისათვის ჩვ. წ-მდე, კ. ეგინაზე,


სარონიჩის ყურეში, ნავსადგურთან ახლოს, აგებული იქნა დორიული ჰერიპტეროსის
ფორმის ათენას ტაძარი (კოლონები 6/12). როგორც სხვა დანარჩენი ტაძრები არქაიკის
ხანისა, ეს ტაძარი ქვითაა (კირქვით) ნაგები და ჰქოდა საკმაოდ მძიმე ანტაბლემენტი
(იხ.). კლასიკური პერიოდის საკულტო ნაგებობებთან ამ ტაძრის კოლონათა წყობა და
ფრონტონით დიდებულად შესრულებულ სკულპტურათა ჯგუფი აახლოვებს,
რომელზეც აქაველთა (ცერძენთა) და ტროელთა ბრძოლებია ასახული. როგორც ჩანს,
ეს ტაძარი მარათონის ბრძოლის შემდეგ აგებულა და ბერძენთაგან სპარსელთა
ძლევის სიმბოლოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული. შემორჩენილია დასავლეთის 10 და
აღმოსავლეთ ფრონტონის 5 მეომრის ფიგურა, რომელთაც XIX ს-ში რესტავრირება
გაუკეთა დანიელმა მოქანდაკემ ტორვალდსენმა. დასავლეთ ფრონტონის შუაში
ათენას ფიგურა იყო, რომლის გამოსახულებაში აშკარად შეიმჩნეოდა არქაიკული
შტრიხები (პირობითი ღიმილი, კულულები მხარზე და მკერდზე). ათენას იქეთ და
აქეთ ერთნაირი მასშტაბის მეომართა ფიგურები ედგა: ცენტრში მუხლმოყრილი და

206
ფეხზე მდგარი, ტიმპანის (იხ.) კუთხეებთან კი – მწოლიარე. მათი არქაიკული
შტრიხები (თმის მსხვილი ხვეულები, ნახევარღიმილი, სამოსლის გამოსახვის
დეკორატიულობა) ერწყმოდა ემოციურ დინამიზმს. აღმოსავლეთ ფრონტონის
ფიგურები უფრო დიდი ზომისანი და მეტი ემოციური დატვირთულობით არიან
გამოსახულნი: მომაკვდავ მეომარს სახეზე მიჰყინვია ტკივილის გრიმასი. მოქანდაკის
სურვილი, წარმოაჩინოს სხეულის მოცულობა და სივრცობრივი სიღრმე –
დასტურია ინისა, რომ ტაძრის აღმოსავლეთ ფრონტონი უფრო გვიანდელი ხანის
შენაქმნი უნდა იყოს.

ათენაგორაისი – ფილოსოფოსი, პ;ატპნის მომდევარი, აქექსანდრიაში მიიღო


ქრისტიანობა 160 წ. დაწერა ქრისტიანობის აპოლოგია და ტრაქტატი მიცვალებულთა
აღდგომის შესახებ.

ათენაგორესი (ბერძ.) – ფილოსოფოსი, პლატონიკოსი, ათენიდან. 177 წ-ს


დაწერა ქრისტიანთა ბერძნული აპოლოგია, რომელიც გაუგზავნა იმპერატორ მარკუს
ავრელიუსს (იხ.), რათა დაემტკიცებინა მისთვის, რომ ბრალდება, თითქოს, ისინი
სისხლის აღრევას არ მისდევდნენ და არც დახოცილ ბავშვთა ხორცს ჭამდნენ. (ვერ
გავიგე ბრალდება რა?)

ათენელი ფილოსოფოსები ორმაგ აფროდიტეს არჩევენ: აფროდიტე-პანდემოსს


(მიწიერი) და აფროდიტე-ურანიას (ციური). პირველი ხორციელი სიძვის სიმბოლოა,
მეორე – ნაზი, მშვენიერი სიყვარულისა. გამოისახება ლარნაკებზე, ფრესკებზე,
პლასტიკაში. ხელოვნების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯინრებოდნენმის
გამოკვეთაში თუ დახატვაში (ალკამენე, პრაქსიტელი, ლისიპე (აფროდიტე კაპეიდი),
დიოდალსესი (მჯდომარე აფროდიტე) და სხვ.) . ცნობილია ასევე ფიდიასის
აფროდიტე – მთლიანად შიშველი, წყლიდან ახალი გამოსული, რომელიც გრძელი
რიდით ტანს იმშრალებს (ძვ. წ. IV ს.). ხელოვნების საგანძური და ყველაზე
გამორჩეულია აფროდიტემილოსელი ან მელოსელი (ძვ. წ. II ს. პარიზი, ლუვრი),
აფროდიტე კნიდოსელი, მედიჩების ვენერა, «მშვენიერ უკანალიანი» აფროდიტე (ძვ.
წ. III ს. ელინისტური ხანის, რომაული ასლი). რენესანსის ეპოქაშიუხატავთ
დიდოსტატებს: ბოტიჩელის (ვენერას დაბადება. 1480 წ. ფლორენცია), ჯორჯონე
(მძინარე ვენერა. დრეზდენი), ტიციანი (მრავალი ტილო), კრანახი და სხვა.

ათენეოსი (Aტჰენეოს) – ბერძენი რიტორი და გრამატიკოსი დაახლ. 200 წ.


ავტორია « Dეიპნოსოპჰისტაი» (სუფრაზე საუბრის ხელოვნება), რპმელიც გვიხატავს
ძველი ბერძნების ცხოვრებას, მეცნიერებასა და ხელოვნებას.
ათენეუმი (Aტჰენაეუმ) – ათენას ტაძარი, მოგვიანებით საგანმანათლებლო
დაწესებულება. დაახლ. 135 წ. იმპერატორმა ადრიანემ ამ სახელით რომში დააარსა
აკადემია.
ათენი - უძველესი ქალაქი, საბერძნეთის ისტორიის ცოცხალი მემატიანე,
ბერძნული კულტურის (ის.) სიმბოლო. მისი ცნობილი აკროპოლისი თითქმის 150 მ.
სიმაღლისაა და შემოზღუდულია შიშველი კლდეებით. ქალღმერთ ათენასადმი (იხ.)
შეწირული ეს ადგილი ნეოლითის ეპოქიდან იყო დასახლებული. აკროპოლისი ჩვ. წ-
მდე X ს-დან ამ ქალაქის კულტურული ცენტრი გახლდათ. ათენა პალასის
მფარველობის ქვეშ მყოფი ქალაქის დორიული ეპოქის ტაძრებიდან დღეს არაფერია

207
შემორჩენილი. გადმოცემით ვგებულობთ, რომ როცა ათენში ათენა-პტეროსის ძეგლი
ააგეს, სიბრძნის დიდებული ქალღმერთისათვის ათენელებს ფრთები მოუკვეცავთ,
აქაო და ათენის ქალაქის სიძლიერე და დიდებულება არსად გაფრენილიყო. თუმცა...
ამ ქალაქის ბრწყინვალება მაინც გაფრინდა, მთელს მსოფლიოს შემოუფრინა და
გაათმაგებული დიდებულებით ისევ თავის ადგილას დაივანა სამარადისოდ...
პირველი ძეგლი ამ წმიდა ადგილას ჩვ. წ-მდე დაახლოებით 565 წ-ს აგებულა,
რომლის სიგრძე თურმე 100 ატიკურ ფუტს აღწევდა. სამწუხაროდ, ამ ძეგლიდან
ჩვენამდე მხოლოდ მისი ფრონტონის რამდენიმე შეღებილმა ფიგურამ მოაღწია.
მეორე ტაძარი ორმაგი კოლონადითა და ბრწყინვალე იონური პროპორციებით,
ათენელი ტირანების - ჰიპიასისა და ჰიპარქოსის მმართველობის ხანაში აუგიათ (627-
610 წ. წ. ჩვ. წ-მდე). შემორჩენილია ამ არქაიკის ხანის ტაძრის ფრონტონის რამდენიმე
მარმარილოს ქანდაკება. ჩვ. წ-მდე 480 წ-ს, როცა სპარსელებმა ათენი დაიპყრეს, ამ
ძეგლთა ნაშთები და სხვა საკულტო ნაგებობანი, სპარსელებთან ბრძოლების შედეგად
განადგურდა, ხოლო რაც გადარჩა მიწაში ჩაიმარხა. ათენის იმ ეპოქის გამაოგნებელი
კულტურული მემკვიდრეობა, მხოლოდ 1886-1887 წ. წ-ში არქეოლოგიური
გათხრებით გამომზეურდა. რასაც დღეს ვხედავთ და რისი დიდი უძველესი ნაწილი
თითქმის 14 საუკუნე ნახევარი მიწაში ინახებოდა ჩვ. წ-მდე V ს-ის ათენის უდიდესი
ცივილიზაციის ნამუსრევებია. ქალაქმა თავის ზეობის ძველი ბერძენი სახელმწიფო
და პოლიტიკური მოღვაწის პერიკლეს პერიოდში (ჩვ. წ-მდე 495-429 წ. წ.) მიაღწია.
პერიკლეს ეპოქა საბერძნეთის ისტორიაში «ოქროს საუკუნედაა» შესული. ამ
ათენელი სტრატეგოსის მიზანი იყო ჩამოეყალიბებინა ისეთი საზოგადოება, რომლის
მიზანი იქნებოდა სწრაფვა სრულყოფისაკენ, იქნებოდა ეს ფილოსოფიაში,
მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში. ჩვ. წ-მდე 449-447 წ. წ-ში პერიკლე აგრძელებს იმ
პროექტთა მშენებლობას, რომელიც წამოაყენა ათენელმა მხედართმთავარმა და
პოლიტიკურმამოღვაწემ კიმონმა (დაახლ. 504-449 ჩვ. წ-მდე). პერიკლემ ამ პროგრამის
ძირითადი იდეოლოგიური და მატერიალური მიმართულებები შეარჩია, გამონახა
აუცილებელი საშუალებები და მთელი საქმიანობის წარმართვა ძველი სამყაროს
უდიდეს მოქანდაკედ და მხატვრად მიჩნეულ ფიდიასს (დაახლ. 500 - დაახლ. 429 წ. წ.
ჩვ. წ-მდე) ჩააბარა (იხ. ფიდიასი). ფიდიასმა თავის თანამედროვეთა შორის ცნობილ
ხუროთმოძღვრებს და მხატვრებს თავი მოუყარა და გრანდიოზული მშენებლობები
წამოიწყო. ასე იქმნებოდა ბერძნული არქიტერტორისათვის დამახასიათებელი
დიდებული ანსამბლები, რომლებიც იდეალურად ეხამებოდნენ ერთუეთსაც და
ანსამბლსაც. საერთოდ, ათენის კულტურის აპოგეა ბერძნული კლასიკური პერიოდის
ხანაში იყო. ათენის მოწინავეობა და დემოკრატიის ზეობა დიდხანს არ
გაგრძელებულა. პოლისებს შორის მიმდინარეობდა გამწვავებული ურთიერთობა და
ჰეგემონიისათვის ბრძოლა ხანგრძლივ პელოპონესის ომში გადაიზარდა. ომი 431 წ-ს
დაიწყო ჩვ. წ-მდე, 429 წ-ს გარდაიცვალა დიდი პერიკლე. 404 წ-ს კიპელოპონესის ომი
დასრულდა. დასრულდა იგი ათენისა და დემოკრატიის დამარცხებით (იხ. ათენის
აკროპოლისი).

ათენი (ატჰენაი) საბერძნეთის უდიდესი ქალაქი, რომელიც ქალღმერთ ათენას


სახელს ატარებს. აქ მდებარეობს ფიდიასის შექმნილი ათენა-პქთენონის ტაძარი.
ქალაქი უხსოვარ დროშია აგებული. მისი პირველი მეფე უნდა ყოფილიყო ნახევრად
გველივერკროპი (ათენას, ჰეფესტოსის და გეას შვილი). აქმოღვაწეობდნენ
ისტორიულ ხანაში ჰომეროსი, თუკიდიდე, ქსენოფონტე და სხვები. ათინა არასწორი
ფორმაა.
208
ათენის აკროპოლი – ანტიკური სამყაროს ქალაქები, როგორც წესი, ჩნდებოდა
მაღალი კლდეების ახლოს, ხოლო მასზე აგებდნენ ციტადელს, რომ მცხოვრებლებს
თავშესაფარებელი ჰქონოდათ, თუკი მტერი ქალაქში შემოიჭრებოდა. ასეთ
ციტადელს აკროპოლს უწოდებდნენ. ზუსტად ასევე კლდეზე, რომელიც თითქმის
150 მეტრზე იყო აზიდული ათენის თავზე და ძველთაგანვე გამოიყენებოდა
ბუნებრივ თავდაცვით ნაგებობად, ნელ-ნელა წარმოიქმნა ზედა ქალაქი ციხე-
სიმაგრის (აკროპოლის) სახით სხვადასხვა თავდაცვითი, საზოგადოებრივი და
საკულტო ნაგებობებით. ძველი გადმოცემებით აკროპოლი ციხე-სიმაგრე იყო აქ ჯერ
კიდევ ჰომეროსის ხანამდე (დაახლ. XVI ს. ჩვ. წ-მდე). მისი ჩრდილო-დასავლეთის
კედლის სიახლოვეს იყო სამეფო სასახლე, ხოლო მისი განადგურების შემდეგ
(მეცნიერებისათვის უცნობი მიზეზებით), თითქმის იმავე ადგილზე
აღმართესტაძარი – ჰეკატომპედონი აქ ათენის მფარველის ათენასადმი მიძღვნილი.
ბერძნები ისე დიდ პატივს სცემდნენ ამ ქალღმერთს, რომ ამ ტაძრის მშენებლობის
მონაწილე ყველა მონა გაათავისუფლეს. ბერძენ-სპარსთა ომის დროს (480-479 წ. წ. ჩვ.
წ-მდე) ჰელატომპედონი გაძარცვეს და დაწვეს სპარსთა მეფის ქსერქსეს ბრძანებით.
მაგრამ დღესაც მრავალრიცხოვან ტურისტს, რომლებიც აქ ჩამოდის ქვეტნიერების
ყველა კუთხიდა, შეუძლია დაათვალიეროს მისი კედლებისა და სვეტების ნარჩენები.
ამ ტაძრის სიახლოვეს, სადაც ოდესღაც მეფის სასახლე იყო, ექსკურსიამძღოლები
უჩვენებენ კეკროპ I-ის საფლავს – ატიკის პირველი მეფისა, თვით აკროპოლსაც ხომ
დიდხანს კეკროპის კლდე ეწოდებოდა. აკროპოლი მთლიანად დაყვეს წმიდა
ნაკვეთებად, სადაც განათავსეს სხვადასხვა ღმერთებისადმი მიძღვნილი ტაძრები,
სამსხვერპლოები. ათენას საკურთხეველთან, წმიდა ნაკვეთზე კეკროპის საფლავთან
ახლოს, ოდესღაც აღმართული იყო ათენა ერგანის (შემოქმედის) ქანდაკება. ის ხისგან
იყო გაკეთებული და, პავსანიას მტკიცებით, აკროპოლს მთიდან დაეცა. თითქმის
ყველა ეს სიწმინდე განადგურებულ იქნა ბერძენ-სპარსთა ომის დროს, მაგრამ ოთხი
უდიდესი ქმნილება ისევ დგას ამ ბორცვზე. ფართო, მიხვეულ-მოხვეული გზა ადის
ბორცვის კალთებზე ერთადერთ შესასვლელამდე. ეს განთქმული პროპილეაა –
მონუმენტური ჭიშკარი დოარიული სტილის სვეტებით და ფართო კიბით. ისინი
ააგო არქიტექტორმა მნესიკლემ 437-432 წ. წ. ჩვ. წ-მდე. ჭიშკართან გარეთ უნებურად
მარჯვნიბ იხედება ყველა სტუმარი. იქ ბასტიონის მაღალ პედესტალზე ოდესღაც
აკროპოლშიშესასვლელს რომ იცავდა, აღმართულია პატარა ნატიფი ტაძარი
გამარჯვების ქალღმერთ ნიკე აპტეროსიზე, რომელიც დამშვენებულია მომცრო
(დაახლ. 52 სმ-ის) ბარელიეფებით ბერძენ-სპარსთა ომის შესახებ. ტაძარი ჰაეროვანია,
უჩვეულოდ ლამაზი. ის გამოირჩეოდა თავისი სიქათქათით ცის ლურჯ ფერზე. ეს
ნაზი, მარმარილოს ნატიფი სათამაშოს მსგავსი ტაძარი, რომელის არქიტექტორმა
კალიკრატემ ააგო V ს. II ნახევარში ჩვ. წ-მდე, თითქოს იღიმის და აიძულებს
მნახველებს თვითონაც გაიღიმონ. ტაძრის შიგნით დადგეს ქალღმერთის ხის
მოოქროული ქანდაკება და ის ბერძნებს ისე მოეწონათ, რომ მათ გულუბრყვილოდ
სთხოვეს მოქანდაკეს, არ გაეკეთებინა მისთვის ფრთები, რომ არ შეძლებოდა
მშვენიერი ათენის მიტოვება. ამას გარდა, გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს,
ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ ლამაზ ქალად დიდი ფრთებით. გამარჯვება არაა
მუდმივი და დაფრენნს ერთი მოწინააღმდეგიდან მეორესთან. ათენელებმა ის
გამოსახეს ფრთების გარეშე, რომ მას არ მიეტოვებინა ქალაქი, ახლახანს უდიდესუ
გამარჯვება რომ მოიპოვა სპარსებზე. პროპილეის გავლის შემდეგ ათენელები
გამოდიოდნენ აკროპოლის მთავარ მოედანზე, სადაც მათ ხვდებოდათ ცხრამეტრიანი
209
ბრინჯაოს ქანდაკება, აღენა პრომაქოსი (მებრძოლის). ის ჩამოსხმულ იქნა
მარათონთან ბრძოლაში ხელთგდებული სპარსული იარაღიდან. ამას ღაღადებს ქვის
პედესტალის წარწერაც. პედესტალი მაღალი იყო და ქალღმერთის შუბის მოოქრული
ბუნიკი, მზეზე რომ ელვარებდა, ზღვაზე შორიდან მოჩანდა და თავისებუეი შუქურის
როლს ასრულებდა მეზღვაურთათვის. სახელგანთქმულმა ფიდიასმა ეს ქანდაკება
სწორედ იმ ადგილზე აღმართა, სადაც ოდესღაც ათენა ერგანას ზეთისხილის
ქანდაკება იდგა. აკროპოლში იყო ასევე სატაძრო კომპლექსების ანსამბლი
ერექთეიონი, რომელსაც (მის შემქმნელთა ჩანაფიქრით) ერთმანეთთან უნდა
დაეკავშირებინა რამდენიმე ტაძარი, რომლებიც მდებარეობდა სხვადასხვა დონეზე,
ვინაიდან აქ კლდე ძალზე უსწორმასწორო იყო. ერექთეიონის ჩრდილო პორტიკს
მივყავართ – ათენას ტაძარში – აგლავროსის გამოქვაბულში, მას ასე ეწოდა
კეკროპის ქალიშვილის პატივსაცემად. ტაძრიდან კარი გადიოდა პატარა ეზოში,
სადაც იზრდებოდა მთელ აკროპოლში ერთადერთი ზეთისხილი. ის აღმოცენდა,
როცა ათენა ამ ადგილზე შეეხო კლდეს თავისი მახვილით. აღმოსავლეთის პორტიკის
მეშვეობით შეიძლებოდა პოსეიდონის ტაძარში მოხვედრა, სადაც მან დაარტყა რა
კლდეს თავისი სამთითა, წარმოადინა მოჩხრიალე წყლის სამი ჭავლი. აქვე იყო
პოსეიდონივით პატივდებული ერექთევსის ტაძარი. ერექთეიონის სამხრეთ მხარეს
განთავსებულიი იყო კარიატიდების სახელგანთქმული პორტიკი: კლდის ნაპირზე
მარმარილოში გამოკვეთილი ექვსი ქალიშვილიიჭერენ გადახურვას. ზოგიერთი
მეცნიერი თვლის, რომ პორტიკს ტრიბუნად იყენებდნენ პატივდებული მოქალაქენი.
ანდა აქ იკრიბებოდნენ ქურუმები რელიგიური ცერემონიალებისათვის. მაგრამ
პორტიკების ზუსტი დანიშნულება დღემდე უცნობია. პორტიკი ხომ კარიბჭეა, ხოლო
მოცემულ შემთხვევაში პორტიკს არა აქვს კარები და აქედან ტაძარში ვერ მოხვდები.
კარიატიდების პორტიკის ფიგურები საყრდენებია, რომელიც ცვლის ბოძს ან
კოლონას. ისინი მშვენივრად გადმოსცემენ ქალწულთა ფიგურების სიმსუბუქესა და
მოქნილობას. თურქებმა, თავის დროს, ათენი რომ დაიპყრეს და თავიანთი
მუსლიმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე ადამიანის გამოსახულების შექმნა
აკრძალული ჰქონდათ, ეს ქანდაკებები მაინც არ გაანადგურეს. ისინი იმით
დაკმაყოფილდნენ, რომ ქალიშვილებს სახეები ჩამოათალეს. როდესაც რომის იმპერია
გაიყო, საბერძნეთი ბიზანტიას შეუერთდა და ერექთეიონიიი ქრისტიანუკ ტაძრად
აქციეს. მოგვიანებით, ჯვაროსნებმა ათენი რომ დაიკავეს, ტაძარში ჰერცოგის სასახლე
მოაწყვეს. 1458 წ. ათენის თურქთა დაპყრობებისას ერექთეიონში ციხე-სიმაგრის
კომენდანტის ჰარემი მოაწყვეს. განმანთავისუფლებელი ომის დროს 1821-1827 წ. წ.
ბერძნები და თურქები რიგრიგობით არტყამდნენ აკროპოლს ალყას, ბომბავდნენ მის
ნაგებობებს, მათ შორის ერექთეიონს. ყველაზე დიდი ნაგებობა აკროპოლში
პართენონია – ქალღმერთ ათენას ტაძარი. ის მოედნის ცენტრიდან რამდენადმე
გვერდითაა, ისე რომ დამთვალიერებლებს შეუძლიათ უმალდაინახონ მისი წინა და
გვერდითი ფასადი და აღიქვან ტაძრის სილამაზე მთლიანობაში. პართენონი
აღმართეს 447-432 წ. წ. ჩვ. წ-მდე. პენტელიური მარმარილოთი არქიტექტორებმა
იქტინოსმა და კალიკრატემ. ოთხივე მხრიდან გარს არტყია კოლონადები, ხოლო მათ
თეთრ მარმარილოსს სვეტებს შუა მოჩანს ცის სილურჯე. ნათლით გამსჭვალული
ტაძარი ჰაეროვანი და მსუბუქი მოჩანს. სვეტებს გრძივი ღარები (კანელურები)
დაჰყვება თავიდან ბოლომდე, რის გამოც ტაძარი უფრო მაღალი და ლამაზი ჩანს. ამას
ხელს უწყობს ისიც, რომ კოლონები ცოტათი ვიწროვდება ზემოთ. პართენონი
აკროპოლის სულ ზემო მოედანზე დგას – ზღვის დონიდან 150 მ-ზე, ამიტომაც ის

210
არა მარტო ქალაქის ყველა წერტილიდან, არამედ ათენისაკენ მიმავალი
მრავალრიცხოვანი გემებიდანაც. პართენონის ქანდაკებებით დამშვენებაში
მონაწილეობდნენ ყველაზე ცნობილი ბერძენი ოსტატები. პართენონის აგების
ორგანიზატორი ფიდიასი იყო – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე. მას
ეკუთვნის საერთო კომპოზიცია და მთელი სკულპტურული დეკორის დამუშავება,
რომლის ნაწილიც თვითონ შეასრულა. პართენონის მთელი სკულპტურული
გაფორმება მოწოდებულიი იყო იმისაკენ, რომ სახელი გაეთქვა ათენასა და მისი
ქალაქის – ათენისადმი. აღმოსავლეთ ფრონტონის თემაა ზევსის უსაყვერლესი
ქალიშვილის დაბადება. დასავლეთ ფრონტონზე ოსტატმა გამოსახა ათენას
პოსეიდონთან კამათის სცენა ატიკაზე ბატონობისათვის. მითის თანახმად კამათში
გაიმარჯვა ათენამ, რომელმაც ამ ქვეყნის მცხოვრებლებს აჩუქა ზეთისხილის ხე.
პართენონის ფრონტონებზე თავმოყრილი არიან საბერძნეთის ღმერთები:
მეხთმტყორცნელი ზევსი, ზღვათა უძლიერესი მბრძანებელი პოსეიდონი, ბრძენი
მებრძოლის ათენას, ფრთოსანი ნიკე. პართენონის სკულპტურულ დეკორს
ასრულებდა ფრიზი, რომელზეც წარმოდგენილიი იყო პროცწსია დიდი პანაფინეების
დღესასწაულის დროს. ეს ფრიხი ითვლება კლასიკური ხელოვნების ერთ-ერთ
მწვერვალად. კომპოზიციურ ერთიანობასთან ერთად ის მნახველებს ატყვევებს
თავისი მრავალფეროვნებით. ჭაბუკების, მოხუცების, გოგონების, ცხენოსანთა თუ
ფეხოსანთა 500-ზე მეტი ფიგურა არ ჰგავს მეორეს. ადამიანთა და ცხოველთა
მოძრაობა გადმოცემულია გასაკვირი დინამიზმით. მარმარილოს ლენტზე, რომელიც
შენობის ოთხივე ფასადს ერტყმის გარს, გამოსახულიი იყო სადღესასწაულო
პროცესია. აქ თითქმის არ არიან ღმერთები, ხოლო ადამიანები სამუდამოდ
აღბეჭდილნი ქვაში, მოძრაობდნენ შენობის ორი გრძელი მხარისაკენ და
ერთდებოდნენ აღმოსავლეთის ფასადზე. აი, აქ იმართებოდა საზეიმო ცეცრემონია
ქურუმებისათვის ტანსაცმლის გადაცემისა, ქალღმერთისათვის რომ მოქსოვეს
აYენელმა ქალიშვილებმა. ყოველი ფიგურისათვის დამახასიათებელია
განუმეორებელი სილამაზე, ხოლო ერთად ზუსტად გადმოსცემენ ძველი ქალაქის
ნამდვილ ცხოვრებასა და ადათ-წესებს. დიახ, ხუთ წელიწადში ერთხელ, შუა
ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ დღეს ათენში იმართებოდა საყოველთაო ზეიმი
ქალღმერთ ათენას დაბადების დღის აღსანიშნავად. მასში მონაწილეობდნენ არა
მარტო ათენის სახელმწიფოს მოქალაქეები, არამედ უამრავი სტუმარიც.
დღესასწაული შედგებოდა საზეიმო პროცესიისაგან (პომპები), ჰეკატომბის
შესაწირავი (ასი სული საქონლის) და საერთო ტრაპეზისაგან, სპორტული,
ცხენოსნური და მუსიკალური შეჯიბრებებისაგან. გამარჯვებული იღებდა
განსაკუთრებულ ე. წ. პანაფინეურ ამფორას, რომელიც სავსე იყო ზეთით და
გვირგვინს აკროპოლზე მზარდი ხის – წმიდა ზეთისხილის ფოთლებით დაწნულს.
დღესასწაულის ყველაზე საზეიმო მომენტი იყო აკროპოლისკენ საყოველთაო
სახალხო მსვლელობა. მიემართებოდნენ მხედრები, სახელმწიფო მოღვაწენი,
მეომრები – საომარიი იარაღით, ახალგაზრდა ათლეტები. გრძელი, თეთრი
ტანსაცმლით მიდიოდნენ ქურუმები დადიდებულნი, მქადაგებელნი ხმამაღლა
ადიდებდნენ ქალღმერთს, მუსიკოსები მხიარული ხმებით ავსებდნენ დილის ჯერ
კიდე გრილ ჰაერს. პანაფინეის მიხვეულ-მოხვეულ გზაზე, რომელიც ათასობით
ადამიანის მიერ იყო გატკეპნილი, აკროპოლის მაღალ ბორცვზე ადიოსნენ
სამსხვერპლო ცხოველები. ჭაბუკებსა და ქალიშვილებს მოჰქონდათ წმინდა
პამათინეის ხომალდის მოდელი, რომლის ანძაზე დამაგრებული იყო პეპლოსი

211
(საბურველი). ნიავი არხევდა ყვითელ-იისფერი სამოსის თვალისმომჭრელ ტილოს,
რომელიც მოჰქონდათ ქალღმერთ ათენესათვის საჩუქრად ქალაქის დიდგვაროვან
ქალწულებს. მთელი წელი ქსოვდნენ და ქარგავდნენ მას. სხვა ქალიშვილებს თავს
ზემოთ მაღლა ეკავათ წმინდა ჭურჭლეულობა მსხვერპლშეწირვისათვის. ნელ-მელა
უახლოვდებოდა მსვლელობა პართენონს. ტაძარს შესასვლელი ჰქონდა არა
პროპილეის მხრიდან, არამედ მეორე, თითქოსდა იმისათვის, რომ ყოველმა ჯერ
შემოუაროს, დაათვალიეროს და შეაფასოს მშვენიერი შენობის ყველა ნაწილის
სილამაზე. ტაძრის სიღრმეში, სამი მხრიდან შემოსალტული ორიარუსიანი
კოლონებით, ამაყად აღმართულა ქალწულ ათენას სახელგანთქმული ქანდაკება,
რომელიც დიდებულმა ფიდიასმა შექმნა. მისი ტანსაცმელი, ჩაჩქანი და მახვილი
გაკეთებული იყო ბაჯაღლო ოქროსაგან, ხოლო სახე და ხელები ბრწყინავდნენ
სპილოს ძვლის სიქათქათით. ამაყმა და ყოვლადძლიერმა ქალღმერთმა ვერ შეძლო
ვერც თავისი ტაძრის, ვერც თავისი გამოსახულებისა და ვერც თავისი შემქმნელის
გადარჩენა. ისტორიაში ხშირად ხდება სამწუხარო პარადოქსები: ფადიასის ყველაზე
სახელგანთქმულმა ქმნილებამ, რომელმაც უკვდავჰყო მისი სახელი, მოქანდაკის
ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა. მოშურნეებმა დაადანაშაულეს
ძვირფასი მასალების დატაცებაში, სამუშაოსთვის რომ მისცეს მას. მოსამართლეებმა
შეამოწმეს ათენას ოქროს ტანსაცმლის წონა, დატაცება არ დამტკიცდა, მაგრამ
მიუხედავად ამისა (როგორც პლუტარქე გვამცნობს) ფიდიასის დევნას
განაგრძობდნენ. მას თავს დაატეხეს ახალი შარები – მკრეხელობა და ქალღმერთის
უპატივცემულობა. გამოსახა რა ქალღმერთის ფარზე ბერძნების ბრძოლა
ამაზონებთან, მოქანდაკემ თითქოს ერთ-ერთ პერსონაჟსთავისი საკუთარი ნაკვთები
გამოუსახა, ხოლო გვერდით აღბეჭდა ჰერაკლე შუბიანი თეზევსის სახით. ამაზე
ფადიასმა უპასუხა, რომ გმირის სახე დაფარულია ფარიანი აწეული ხელით, ასე რომ
მისი დანახვა საერთოდ შეუძლებელიაო, მაგრამ ამ განმარტებაში სასამართლომ
დაინახა მხოლოდ საშუალება, რითაც მოქანდაკეს უნდოდა შეენიღბა თავისი
დანაშაული. ათენას ქანდაკებამ თავის შემოქმედზე ათასი წლით მეტ ხანს გაძლო.
ათმა საუკუნემ (ბიზანტიურ თავდასხმამდე) გადაუქროლა აკროპოლს და თითქმის
არავითარი კვალი არ დაუჩნევია. ფიდიასის ქმნილება იმდენად სრულყოფილი იყო,
რომ ქალაქის ხელისუფალთ დამპმპყრობელმა მმართველებმა ვერ გაბედეს
აკროპოლზე სხვა ნაგებობის აღმართვა, რომ არ დაერღვიათ საერთო ჰარმონია.
პართენონი დღესაც ანცვიფრებს მნახველს თავისი ხაზებისა და პროპორციების
გასაოცარი სრულყოფილებით. ის გემს ჰგავს, რომელიც ათასწლეულებს უკან
იტოვებს და ყველას შეუძლია უსასრულობამდე უყუროს მის ჰაერით და სინათლით
სავსე კოლონადებს. პართენოონი XV ს-ში თურქებმა მეჩეთად გადააკეთეს, XVII ს-ში
კი – დენთის საწყობად. საბოლოოდ ნანგრევებად იქცა თურქეთ-ვენეციელთა ომის
დროს 1687 წ. როდესაც პართენონს მოხვდა ვენეციური საარტილერიო ჭურვი და ერთ
წამში გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო 2000 წლის მანძილზე ყოვლისმშთანთქმელმა
დრომ.აჯანტის გამოქვაბულის გალერეა – ეს მოხდა XIX ს-ის დასაწყისში. 1819 წელს
ბრიტანული კოლონისტური არმიის რამდენიმე ჯარისკაცი და ოფიცერი ნადირობდა
მდინარე ბაგჰარას ველურ კანიონში – ქალაქ აურანგუდთან ახლოს. მოულოდნელად
ბუჩქებში მათ აღმოაჩინეს რაღაც, როგორც მათ მოეჩვენათ, საოცარი ჩაღრმავებები.
როგორი იქნებოდა მათი გაოცება, როცა ამ ღრმულებს მიუახლოვდნენ და დაინახეს,
რომ ეს შესასვლელებია უშველებელ გამოქვაბულებში, რომელთა არსებობა აზრად
არავის მოსვლია. ძველინდური არქიტექტურისა და ხელოვნების

212
ძეგლებსახლომდებარე სოფლის, აჯანტის სახელი ეწოდა გამოქვაბულები,
გამოკვეთილიკლდეთა სიღრმეში მდინარე ბაგჰარას ციცაბო ნპირის გასწვრივ და
მრავალი ასწლეული დამალულნი გარეშეთა თვალთაგან, ახლა მთელი
მსოფლიოსათვისაა ცნობილი. ოთხ წელზე მეი გავიდა, სანამ ადამიანები ხელახლა
ანხავდნენ უმდიდრეს მოხატულობას, გამოქვაბულის გედლებს რომ ამშვენებენ.
სწორედ ისინი იზიდავენ მრავალრიცხოვან ტურისტს ქვეყნიერების ყველა მხრიდან.
აჯანტაში, რომელიც დიდი აბრეშუმის გზაზე ძევს, მოდიანძველი ხელოვნების
ნიმუშებით დასატკბობად მოსწავლეებიც, ბიზნესმენებიც და, რაღა თქმა უნდა, ბერ-
მონაზვნები ზშაფრანისფერ ტანსაცმელში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური
ინდოეთის ამ რაიონში საუკუნეობრივი სიჩუმე დარღვეულია, მაინც გგონია, რომ ამ
ციცაბო მთის ძირთან XX საუკუნე მთავრდება. ვიწრო ბილიკი თავიდან მიცოცავს
ქვიან ფერდობზე, ზემოთ მცხუნვარე მზის ქვეშ, შემდეგ კი ყვინთავს კანიონის ვიწრო
ხეობაში, რომლის ფსკერზე მთის ნაკადული ქაფდება. გარშემო მხოლოდ შიშველი
კლდეები და ქვებია, ძველი, როგორც თვით ზეცა, როგორც თვით დრო, როგორც
ბილიკის გასწვრივ დაცემული გამხმარი აბზინდა და თვით მჭახე სუნი აბზინდისა
თვით მარადისობის სუნი გგონია. აჯანტის გამოქვაბულები გრანდიოზული
საკულტო ძეგლია, რომელიც შედგება 29 ტაძრისა და მონასტრისაგან როგორც
მეცნიერებმა დაადგინეს, მისი მშენებლობა ბუდისტმა ბერებმა ჩვ. წ-მდე II ს-ში
დაიწყეს და დაასრულეს ცხრა ასწლეულის შემდგომ. ინდოეთში უამრავი კლდეა და
შესანიშნავად შემოინახა კლდის არქიტექტურა. აჯანტის მშენებლებს
აღაფრთოვანებდათ უპირველესად ბუდას ქადაგება, რადგან მან არად ჩათვალა
კასტური ინდუიზმი და უთანასწორობის ნორმები. თავის მოწოდებებში
თანასწორობისაკენ გამოდიოდა მდიდრული ადამიანებისა და რიტუალების
წინააღმდეგ, იცავდა უბრალოებას ცხოვრებაში და წეს-ჩვეულებებში. ბუდა მტკიცედ
ასკეტური იყო შინაარსობრივად, ამიტომ აჯანტის სკულპტურას არ აქვს არანაირი
დეკორატიული ეფექტი და გამოხატავს მხოლოდ ბუდიზმის სულისკვეთებას და
მიზანსწრაფვას. ძველი ინდოეთის მხატვრებს არც შეეძლოთ უკეთესი ადგილი
მოესურათებინათ. აქ, ციცაბო კლდეზე სიმაღლით 250 ფუტისა, ფერწერა და
ქანდაკება ორგანულად ეხამება არქიტექტურას. მაგრამ სწორედ ფერწერული
ფრესკები სძენენ ამ თავისებურ ძეგლ-მუზეუმს განსაკუთრებულ ფასეულობასა და
მომხიბვლელობას. აჯანტის დაფუძნებიდან 400 წ-ის შემდეგ მხატვართა შორის
ჩაისახა ორი შემოქმედებითი მიმართულება: ჰინაიანა («მცირე ეტლი») ცზ მზჰზიზნზ
(«დიდი ეტლი»). ჰინაიანას ოსტატები თავის ნახატებში იყენებდნენ მხოლოდ ბუდას
სიმბოლურრ გამოსახულებას და არა მის ნამდვილ სახეს, ხოლო მაჰაიანას
მხატვრებმა ბუდას სახეს მისცეს დასაბამი: ჯერ გაჩნდა მისი ადამიანური ნაკვთები,
ხოლო მას მოჰყვა ახალი სახეების – კაცების, ქალების, ცხოველების სერია,
რომლებიც ნახსენებია ბუდაზე თქმულებებში. მხატვრობა შესრულებულია ტემპერის
საღებავებით თაბაშირის შხელ ფენაზე, რითაც დაფარულია კედლები. ამ საღებავების
შემადგენლობა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, მაგრამ
საღებავებს აქვთ გასაოცარი თვისება: ისინი ახლაც ლუმინისცირებენ სიბნელეში და
მნახველებს ანცვიფრებენ ფერების სიხასხასითა და სინატიფით. ფრესკების
სიუჟეტებს შორისაა ისტორიული, ჟანრული, ყოფითი-ქალაქური და სოფლური
ხალხური დღესასწაულები, სპილოების მსვლელობა. პეიზაჟებში შეხვდებით
პეიზაჟურ და პორტრეტის ელემენტებს. გამოქვაბულის კამარებიდან გვიმზერენ
ცოცხალი ადამიანები. აქაა გამოხატული ფრესკა «ბუდას ცდუნება დემონ მარას

213
მხედრობის მიერ». აქ ბუდა გამოხატულია იმ მომენტში, როდესაც ის დაბრძანდება
წმინდა ხის ბოდჰის ქვეშ და ხდილობს ჭეშმარიტების შეცნობას. დემონი მარა,
განმასახიერებელი მრავალ ბოროტებისა, ზადისა ად ადამიანური სისუსტეებისამ
ცდილობს ააცდინოს ბუდა ჭეშმარიტების გზას. ის გზავნის მის წინააღმდეგ
დემონების – ბოროტი სულებისა და მაცდურთა ხროვას. მაგრამ მოძღვაარი
შეუდრეკელია: ხელის სიმბოლური მოძრაობით ეხება ის დედამიწას, თითქოსდა მას
მოუხმობს თავისი გასხივოსნების მოწმედ. ბუდიზმით შთაგონებულ სახეთა
გვერდით აჯანტას მოხატულობაში ხშირად გვხვდებიან გმირები, რომლებიც
ველური ეპოქის მითებიდან არიან. მრავალი მითოლოგიური პერსონაჟი,
მაგალითად, ციური ქალწულ-აფსარები, გამოისახებიან თუმცა რამდენადმე
იდეალიზირებულად, მაგრამ სრულიად რეალურად – როგორც ჩვეულებრივი
მიწიერი ადამიანები. აჯანტის ერთ-ერთი საუკეთესო ფრესკაა «მფრინავი ინდრა და
აფსარები». ღმერთების მეფე ინდრა დახატულია თეთრ ფონზე საგანგებოდ
თავისუფლად, ვირტოუზულად ინდრა ფრენს თავისი თანამგზავრების – ცეკვისა და
სიმღერების გენიოსების აფსარებისადა განდჰარვების გარემოცვაში. ამ ფრესკის
ყველა ფიგურა გადაბმულია ერთიან მიზანმიმართულ სწრაფვაში. აჯანტის
შედევრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ქალთა პორტრეტების გალერეა.
ძცელმა ფერმწერებმა «აღმოაჩინეს» თავისთვის ქალთა ფიზიკური სილამაზი. ისინი
ტკბებიან ამ სილამაზის გამოსახვით.მზის სხივების ანარეკლით განათებული ქალთა
ფიგურები თითქოსდა ჰაერში ლივლივებენ. ნათელი და თბილი, უფრო მეტად
ოქროსფერი ტონებისა, საღებავები მრავალი საუკუნეების მანძილზე არ გადასულა.
აი, მაგალითად, ქალწული ელაციცება თავის ანარეკლს სარკეში. ნუთუ მოიძებნება
სადმე მისი ღირსი მოწინააღმდეგე? მისი მეგობარი გოგონა ლოტოსის გაშლილ
ყვავილს დასცქერის. იქნებ მასზე მკითხაობს კიდეც? აი, მსახური ქალი თავის
ქალბატონს ხილის ლანგარს მიართმევს მოწიწებით. სხვა ფრესკაზე თვალწარმტაცი
გოგონები ცეკვით ართობენ რაჯას და მის ამალას. ნატიფად გადახრილია მუსიკის
ტაქტის შესაბამისად ქალწულის მოქნილი ტანი. ტაძრის ერთ-ერთ კედეელზე წერია:
ბედნიაერა ის, ვინც უყურებს მრგვალ ამ ვარდისფერ თითებს, ამ მხრებს, ოქრო
კისერს, სპილენძისფერ ტუჩებს, ელვარე სხეულებს, მთვარის მსგავსს. ვინ არიან ეს
ქალები? ვისმა მომაჯადოებელმა უხრწნელმა სილამაზემაც საუკუნეები გამოიარა?
სამეფო კარის ქალები არიან? ბაზრის მსახურნი? ციური მროკველნი? მაგრამ
მშვენიერნი თავიანთი სიშიშვლით ლამაზმანები იდუმალად იღიმებიან და თან
მალავენ თავიანთი გამოჩენის საიდუმლოებას.
ათენის აკროპოლისი – ძველი ათენის (ქალაქის) და ჰერაკლეს ბრწყინვალე
ეპოქის სიმბოლო, რომელზეც აღმართულია ანტიკური სამყაროს ყველაზე
დიდებული და უმშვენიერესი ძეგლი, – პანთეონი (იხ.), – შედევრი არქიტექტურისა
(არქიტექტორები: კალიკრატოსი და იქტინოსი, მოქანდაკე ფიდიასი); ბორცვის
სამხრეთი ფერდობის ძირში მდებარეობს ჰეროდე ატიკელის ტაძარი (იხ.) და ღმერთ
დიონისესსატაძრო კომპლექსი (იხ. დიონისეს სატაძრო კომპლექსი)თავისი
განთქმული თეატრით, სადაც თავიანთ ტრაგედიებს წარმოადგენდნენ ესქილე,
სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე და სხვა იმ დროის გამოჩენილი დრამატურგები.
აკროპოლისს ზემოდან დასცქერის ლიკაბეტორის მთა, საიდანაც დიდებულად
იხილება მთელი აკროპოლისი; აკროპოლისის მშვენებაა კალიკრატესის ათენის ნიკეს
ტაძარი (იხ.), მნესიკლესის მონუმენტური პორტიკები (იხ.), თესუიონი –
ექვსკოლონადიანი დორიული ტაძარი მიძღვნილი ჰეფესტოსისადმი, აკროპოლისის

214
მშვენება ერეხთეიონი; აკროპოლისთან მდებარე სამი ბორცვი – მუსეიონი, პნიქსი და
ნიმფების ბორცვი, რომელთაგან პირველზე – მუსეიონისაზე აგებულია მონუმენტი,
აღმართული იულიუს ანტიოქე ფილოპატესის პატივსაგებად (აგებულია ჩვ. წ-ის 114-
116 წლებში). ეს მონუმენტი ადრიანეს ეპოქის კლასიკური სტილის დიდებული
ნიმუშია (დასახელებულ არქიტექტურულ ძეგლთა შესახებ იხ. ცალ-ცალკე).

ათენის პრონაოსი – იხ. პრონაოსი.


ათენოდოროსი (Aტჰენოდოროს) – თარსელი (უწოდეს კორდილიონი),
სტოიკოსი, კატონ უნცროსის მასწავლებელი. პერგამოს ბიბლიოთეკას
ხელმძღვანელობდა.
ათენური აღზრდა - როგორც სპარტაში, ათენში დიდი ყურადღება ექცეოდა
სამხედრო მომზადებას. 7 წლის ასაკიდან ათენელ ყრმას წერა-კითხვის სწავლებასთან
ერთად სპეციალურ ვარჯიშებსაც უტარებდნენ. 16 წლიდან საბრძოლო სკოლებში -
პალესტრებში (იხ.) დადიოდნენ, სადაც ხუთჭიდში - სირბილში, ხტომაში, ბადროსა
და შუბის ტყორცნაში, ჭიდაობასა და ცურვაში ვარჯიშობდნენ. ათენელები უარგისად
ძთვლიდნენ ყველა იმ ადამიანს ვინც თვლა და ცურვა არ იცოდა (იხ. სპარტანული
აღზრდა).

ათერომა (ბერძ. ატჰერა – ფაფა და ...ომა) – კეთილთვისებიანი სიმსივნური


წარმონაქმნი. ვითარდება კანში ან კანქვეშა ქსოვილში ქონის ჯირკვლის გამომტანი
სადინარის დახშობის შედეგად. მისი შიგთავსი ფაფისებრია. ჩნდება უმეტესად
კისრის ან თავის მიდამოებში. მკურნალობა ქირურგიულია.

ათერომა (ლათ. ატჰერომა) – კანსა და კანქვეშა ქსოვილში ცხიმოვანი ჯირკვლის


სადინარის დახშობით განვითარებული კრთილთვისებიანი სიმსივნე.

ათერომატოზი, ათეროზი (ლათ. ატჰერომატოსის, ატჰეროსის) –


ქოლესტერინისა და კირის მარილების შემცველი ცხიმოვანი მასის დაგროვება
არტერიის შიდა გარსში.
ათეროსკლეროზი (ბერძ. ატჰრტა – ფაფა და სკლეროზი) – გულსისხლძარღვთა
სისტემის ქრონიკული დაავადება, არტერიოსკლეროზის ყველაზე გავცელებული
ფორმა, უპირატესად ხანდაზმულთა ავადმყოფობაა, ამასთან, უფრი ხშირად
მამაკაცებს ემართებათ. ახასიათებს არტერიების სისტემური დაზიანება.

ათეტი (ეგვიპტ.) – ეგვიპტური მითოლოგიით საღამოს (დაისის) მზის


პერსონიფიკაცია. იგი მოისაზრება ნავთან ერთად. როგორც ჩანს, შეესაბამება
ბერძენთა ქარონს (იხ.).

ათეტოზი (ბერძ. ატჰეტოს – არამდგრადი) – უნებლიე მოძრაობის თავისებური


ფორმა: ნელი, ერთი კუნთიდან მეორეზე გარდამავალი კრუნჩხვა. ვითარდება თავის
ტვინის დაზიანების შედეგად.

ათი მცნება – იხ. დეკალოგი – «ეთიკური დეკალოგი», «საკულტო დეკალოგი»;


იხ. ასევე: «სჯულის ფიცარი» («კანონთა დაფები»).

215
«ათი ორატორის კანონი» – ეს იყო კრებული, შედგენილი ატიკური
მჭევრმეტყველების ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელთაგან. შესლია:
ანტიფონტეს, ანდოკიდესი, ლისისი, ისოკრატესი,ისეისი, დემოსთენესი, ესქინესი,
ლიკურგესი, ჰიპერიდესი და დინარქოსი. ანტიფონტესი იყო ავტორი სასამართლო
სიტყვებისა (ჩვ. წ-მდე 423 წლის შემდგომ), დადგენილებებისა, რომელნიც ადამიანთა
ცხოვრებასა და ადამიანთაგან დადგენილ ადათ-წესებს შეეხებოდა. მან შეიმუშავა
სასამართლო სიტყვათა სტრუქტურა (იხ. ანტიფონტესი); ანდოკინდესი დასაცავი
სიტყვის არგუმენტირების უდიდესი ოსტატი გახლდათ. შემორჩენილია მისი
სიტყვების სახელწოდებანი: «საუბარი დაბრუნებაზე» (411 წ. ჩვ. წ-მდე),
«მისტერიებზე» (415 წ. ჩვ. წ-მდე); ლისიი (დაახლ. 459-380 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – თავის
სიტყვებში ისტელთა მთელი გალერეა შექმნა. იენებდა ანტითეზას, როგორც
ძირითად საშუალებას გამოხატვისა; ისოკრატესმა პირველად ძველბერძნულ
ლიტერატურაში შეადგინა თანამედროვის ბიოგრაფია; ისეისმა, მოძღვარმა
დემოსთენესისამ, სასამართლო სიტყვათა სტრუქტურაში შემოიტანა
ისოკრატესისაგან ჩამოყალიბებული ტექნიკა; გამოჩენილმა ორატორმა,
დემოსთენესმა , ფაქტიურად, სრულყო მთელი ატიკური მჭევრმეტყველება, მისი
ანტაგონისტი ესქონესი კი, რომელიც ათენის მაკედონური დაჯგუფების ერთ-ერთი
ლიდერიგახლდათ, ცნობილია როგორც საბრალდებო სიტყვათა ავტორი
(«ტომარქოსის წინააღმდეგ», «ელჩიბათა ვერაგობაზე», «ქსტესიფონტესის
წინააღმდეგ»); დემოსთენესის მიმდევარმა ლიკურგესმა, რომელმაც მნიშვნელოვანი
როლი ითამაშა ათენის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამხილებელი სიტყვა წარმოთქვა
ლეოკრატესის წინააღმდეგ; ისოკრატესის მოწაფე – ჰიპერიდეს (ჩვ. წ-მდე 390-322 წ.
წ.) სახელი მოუხვეჭა როგორც სასამართლო, ასევე დასაკრძალი, სამგლოვიარო
სიტყვების ავტორობამ სამგლოვიაო სიტყვები მან ლამიის ომში დაღუპულთა
სადიდებლად წარმოთქვა; ერთ-ერთი სიტყვა დონარქოსისა (ჩვ. წ-მდე 360-290 წ. წ.)
მიმართული იყო თვით მისი კოლეგის, დემოსთენესის წინააღმდეგ.

ათი უმნიშვნელოვანესი ავატარა (იხ. ავატარა) – ვიშნუისტური რელიგიის (იხ.


ვიშნუიზმი)უზენაესი ღმერთის – ვიშნუს (იხ. ვიშნუ) ავატარებიდან ყველაზე
მნიშვნელოვანია ათი: 1. მატსია – «თევზი», უკავშირდება წარღვნას; მეშვიდე მანუს
– ვაიჰვასვატას, რიშებისა (იხ.) და მცენარეთა თესლის გადამრჩენს, როგორც
ბიბლიური ნოე. (მაჰაბჰარატა, პურანები); 2. კურმა – «კუ» «შატაპატჰა-ბრაჰმანას»
მიხედვით კი კოსმოლოგიური ძალაა. ჰინდუისტური ვერსიით კუმ ოკეანის
ფსკერიდან ამოზიდა და გადაარჩინა მნიშვნელოვანი ფასეულობანი; 3. ვარაჰა –
»ტახი». ბრაჰმანული ლეგენდით წარღვნისას მან მიწა ეშვებით ასწია; 4. ნარასინჰა –
»ადამიანი-ლომი». განგმირა დემონი ჰარანია-კაშინუ; ი; 5. ვამანა – «ჯუჯა». ჯუჯა-
ვიშნუს ცნობილი სამი ნაბიჯი (იხ.). დაამარცხა დაიტიების მეფე ბალი; 6. პარაშურამა
– «ცულიანი რამა». კშატრიების განადგურება და ბრაჰმანთა ვარნის გათავისუფლება;
7. და 8. კრიშნა (იხ.); 9. ბუდა – «ვიშნუ-ჰურანა». მორწმუნეთა გამოცდა; 10. კალკი –
«თეთრი ცხენი». კალიიუგის (იხ. იუგები) დასასრული. მზადება ახალი სამყაროს
შესაქმნელად. მესიანიზმი. ინდუიზმში ვიშნუს ავატარაა შივა (იხ.) (28 შივა).

ათიკური თვის უთანასწორობა – სოლომონმა (იხ.) შეამჩნია, რომ არსებული


ანგარიშით მთვარის მოძრაობა სრულებით არ ეთანხმებოდა მზის ამოსვლა-ჩასვლას
– ერთსა და იმავე დღეს მთვარე ხშირად ეწეოდა და ასწრებდა ხოლმე მზეს. ამიტომ

216
სოლომონმა დაადგინა – ასეთი დღე ძვ. და ახალი მთვარის დღედ წოდებულიყო.
მისი აზრით, ამ დღის ნაწილი, რომელიც წინ უსწრებდა მზისა და მთვარის
შეხვედრას, მიწურულ თვეს განეკუთვნებოდა, ნაწილი კი – ახლად დამდგარ
თვეს.როგორც ჩანს, სოლომონი პირველი კაცი იყო, ვინც ზუსტად გაიგო ჰომეროსის
ეს სიტყვები: «როდესაც ახალი თვე ძველს ბოლომდე მიწურულს შეცვლის»...
(ჰომეროს, «ილიადა» XIV,162). ამ დღის მომდევნო დღეს სოლომონმსა ახალი მთვარე
უწოდა. 20 რიცხვიდან მოკიდებული, ვიდრე 30-მდე მთვარის ნათელი მხარის
დაბინდებაზე დაკვირვებით, სოლომონი დღეების აღრიცხვას აწარმოებდა არა
მიმატებით, არამედ მოკლებით (პლუტარქე, ბიოგრაფ. «სოლონი»). ასე, მაგ: 21
რიცხვი თვის მესამე დეკადის მეათე დღედ იწოდებოდა, 22 – მეცხრედ და ა. შ.
(სოლონი თუ სოლომონი????)
ათირეოზი (ლათ. აყჰყრეოსის) – ფარისებრი ჯირკვლის სრული არარსებობა.

ათლეტი (ბერძ, ატჰლეტეს – მოჭიდავე) – 1. სპორტსმენი, რომელიც


ათლეტიკას (ჩვეულებრივ ძალოსნობას) მისდევს; 2 ბრგე და ღონიერი კაცი.
ათლეტიკა (ბერძ. ატჰლეტიკოს) – ძველ საბერძნეთში ფიზიკური ვარჯიშით
ძალისა და სხვა ფიზიკურ თვისენათა განვითარების ხელოვნება. თანამედროვე
ათლეტიკას მიეკუთვნება მძლეოსნობა და ძალოსნობა. საცირკო ხელოვნების ჟანრი,
ძალისმიერი ფანდების დემონსტრაცია.
ათმეიდანი (თურქეთი) – მოედანი სტამბულში, სადაც ოდესღაც არსებობდა
ცნობილი იპოდრომი, აგებული კონსტანტინე დიდის დროს. ეს უზამაზარი მოედანი
ასი ათას კაცს იტევდა (დაწვრილებით იხ. კონსტანტინეპოლის იპოდრომი).

ათონი – ეგვიპტ. «მზის დისკო», ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთის


ერთ-ერთი გამოვლენა. იგი რაეს სხეულია. ფარაონმა ამენხოთეფ IV-მ ათონი
ეგვიპტის ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა, რის ნიშნადაც სახელი შეიცვალა და
ეხნათონი («ათონის სათნო») დაირქვა, აკრძალა რა დანერჩენი ღმერთების
თაყვანისცემა. ათონი გამოსახავს მზის დისკოს, საიდანაც ნათლის სხივების ნიშნად
ხელებია გამოწვდილი.

ათონი – მთა თრაკიაში. ცნობილია კოლოსალური კლდით, რაც


ზღვაოსნებისთვის გზის კვლევის შუქურას წარმოადგენდა. აქ დაიღუპა სპარსეთის
ჯარის დიდი ნაწილი, მაგრამ ქსერქსემ მოახერხა და გაიყვანა არხი უკან
მოსაბრუნებლად.

ათონი – საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი. მდებარეობს ქალკიდიკის


(ქალკედონის) ნახევარკუნძულზე, რმლიდანაც, როგორც სამი გიგანტური თითი
ეგეოსის ზღვაში სამი ვიწრო ნახევარკუნძული - კასანდრა, სიფონია და ათონი
იჭრება. ეს უკანასკნელი ქალკიდიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი შვერილია. ათონი
ვიწრო კლდდოვანი, სიგრძით 50 კმ-იანი, სიგანით - 10 ზოლია. ზღვის დონიდან მისი
კლდეები 2000 მეტრის სიმაღლეზეა. ძველი ბერძნების გადმოცემით ათონის
ნახევარკუნძული ქვაა, რომელიც ზღვათა მეუფემ პოსეიდონმმა გიგანტ ათონს
ესროლა. ამ კუნძულებზე მდებარეობს ანტიკური ქალაქი სტაგირა -
სახელგანთქმული არისტოტელეს (იხ.) ქალაქი. ჩვ. წ-მდე V ს-ში სპარსების მეფე
ქსერქსემ (იხ.) ბრძანა ხომალდთა გასასვლელად გაეთხარათ არხი იმ ყელზე,
რომელიც ათონს ქალკიდიკის ნახევარკუნძულთან აერთებდა. ანტიკური ეპოქის ამ

217
კვალის შენიშვნა დღესაც შესაძლებელია. ჰილანდარის მონასტრრის ნავსაყუდელის
გვერდით აღმართულ მთაზე, შემონახულია ძველბერძნული ტაძრის ნამუსრევები,
რომელსაც, როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში სხვადასხვა ნაგებობის სამშენებლო
მასალად იყენებდნენ. პირველი ქრისტიანები ათონს «ქალწულის ბაღს»
უწოდებდნენ. ის იყო შეუფასებელი ნაბოძვარი, რომელიც ქრისტემ მშობელ დედას
უძღვნა. გადმოცემებით, ხომალდი, რომლითაც ღვთისმშობელი მოციქულებთან
ერთად კუნძულ კვიპროსზე მიემგზავრებოდა, ქარიშხალი მოხვდა და, სწორედ აქ,
ათონის მთას მიადგა. ადგილობრივ მკვიდრთ ესმოდათ წმინდა ღვთისმშობლის
ქადაგება, ირწმუნეს მისი და გაინათლნენ. ღვთისმშობელმა ათონზე მრავალი
სასწაული მოახდინა და ვიდრე კვიპროსს გამემგზავრებოდა, ათონზე თავისი ერთ-
ერთი თანამგზავრი მოძღვრად დატოვა, თან დაარიგა: «ადგილი ესე წილად მხვდა მე,
მებოძა იგი ძისა და ღმრთისა ჩემისგან. მე ვიქნები მფარველი ამ ადგილისა»-ო.
ამჟამად ათონი - ბერძნულად აიჰონ-ოროს, - «წმინდა მთა», - საქვეყნოდ ცნობილი
სამონასტრო კომპლექსია. ფაქტიურად, მთელი ათონის კუნძული «საბერ-მონაზვნო
რესპუბლიკაა», რომელიც მამაკაცთა 20 მართლმადიდებლურ მონასტერს, უამრავ
სავანესა და სენაკს აერთიანებს. აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს 1500-ზე მეტი ბერი
საბერძნეთიდან და სხვა მრავალ მართლმადიდებელ ქვეყნიდან, ისევე მსახურებენ
უფალს, როგორც ამას 11 ასწლეულის მანძილზე ასრულებდნენ. ორი უძველესი
ცნობები ათონელ ბერთა შესახებ IX ს-დან მოიპოვება. სწორედ ამ საუკუნის
მიწურულიდან ყალიბდება აქ მონაზვნური კოლონიები --ე. წ. ლავრები. ამავე
პერიოდისანი არიან ბიზანტიელ იმპერატორთა სიგელები, რომლითაც ათონის
მონასტრულ თემებს ავტონომიუროობის უფლება მიენიჭათ. პირველი «ნამდვილი»
მონასტრრული - წმ. აფანასეს ლავრა ათონის ნახევარკუნძულზე, 963 წელს
ბიზანტიელ ბერს, ათანასეს დაუარსებია. სულ მალე ათონზე კიდევ ორი მონასტერი
დაარსდა. ქართული ივერიის მონასტერი (ივერიონი) და ბერძნული ვატოპედი.
ძირითადად, ათონის სამონასტრტო კომპლექსი ჩამოყალიბდა X-XI ს. სში,
ბერძნული, ქართული, ბულგარული, რუსული, სერბული, რუმინული (მოლდავური
და ვალაშური) მართლმადიდებელი თემებისაგან. XIV ს-ის დასაწყისისათვის ათონი
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შედიოდა. ათონის როლი საუკუნეთა მანძილზე
იზრდებოდა. რიგ-რიგობით ჩნდებოდა ახალ-ახალი მონასტრები. აქ იქნა მიღებული
სტუდიური დადგენილება, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტური
წესებით. დროთა ვითარებაში აქ გამომუშავდა ბერული ცხოვრების თავისებური
ყაიდა, რომელიც მეტ-ნაკლები ცვლილებებით დღემდეა შენარჩუნებული. ათონის
მონასტრები თვითმყოფადნი არიან, თვითეულ მათგანს თავისი დადგენილი
განაწესი აქვს, ავტონომიურნი და ერთმანეთის მიმართ თანასწორუფლებიანნი არიან.
ათონურ თემებს ხელმძღვანელობს წმინდა კინოტი (იხ. კინოტი) - კრება, რომელთაც
ხელმძღვანელობს პროტოსი (იხ.) და ეპისტასიუმი (იხ.) - აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანო. ათონის ეს უჩვეულო «ბერ-მონაზვნური რესპუბლიკა»
საბერძნეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის, მაგრამ ფორმალური
ავტონომიით დღესაც სარგებლობს. საუკუნეთა მანძილზე იგი იყო შემაკავშირებელი
რგოლი ბიზანტიასა და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლუდ სამყაროს
შორის. ათონის ავტორიტეტი დამოკკიდებული იყო მის ბერთა როლსა და
ბიზანტიის სულიერ ცხოვრებაზე. ათონის მონასტრებს თავიანთი ადგილი ადგილ-
მამულები ჰქონდათ, როგორც ნახევარკუნძულზე, ისე საბერძნეთის სხვა რაიონებშიც.
თურქთა ბატონობის პერიოდში მათ ჩამოერთვათ მიწები, რომელბიც

218
ნახევარკუნძულს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. ამას გარდა, გარკვეულ ბეგარასაც
იხდიდნენ. გარკვეული პრივილეგიები მაინც უნარჩუნდებოდათ. ასევე იყვნენ
პრივილეგირებულნი ოსმალთა ბატონობის დროსაც. იგი მუსლიმური თურქეთის
ავტონომიურ მართლმადიდებლურ ანკლავს წარმოადგენდა. ამის წყალობით
გადარჩა თურქთაგან შერყვნილი უამრავი მართლმადიდებლური ფასეულობა,
თუმცა კულტურისა და ხელოვნების მრავალი ძეგლი იავარიქმნა. საუკუნეთა
განმავლობაში აქ ინტენსიური სასულიერო და სამეცნიერო მოღვაწეობა იყო
გაჩაღებული. ათონის მონასტრები წიგნიერებისა და წიგნის გამოცემათა დიდებული
კერები იყო. ფართოდაა ცნობილი ათონის ფრესკული ფერწერა და მოზაიკა,
რომელთა შორის უადრესი XI ს-ეს განეკუთვნება. წმიდა მთის კულტურის საგანძურს
უამრავი დიდებული ხატი, მინიატურა, მხატვრული გალიპტიკა, ქვის, ძვლის,
ლითონის ნაკეთობანი ამშვენებს, რომელთა ნაწილი ან თვით ბერების ხელითაა
ნაკეთები, ან მოწვეული ოსტატებით, ან კიდევ საჩუქრებად და შემოწირულობებითაა
მიღებული. სამონსტრო ბიბლიოთეკაში 10000-ზე მეტი ბერძნული, ქართული,
სლავური და სხვა ენებზე შესრულებული ხელნაწერებია დაცული, მათ შორის,
ბიზანტიის, საქართველოს, ბულგარეთის, სერბეთის, რუსეთის მეფეთა და
იმპერატორთა სიგელები. მთელი ეს გრანდიოზული მემკვიდრეობა სრულად
დღემდე შეუსწავლელია. ათონის მონასტრული ხუროთმოძღვრების ძირითადი
პრინციპი, რომელიც მოგვიანებით ფართოდ განვითარდა, ჩამოყალიბდა XI ს-ში.
როგორც წესი, მონასტერი ნაგებობათა კომპლექსს წარმოადგენს. შემოსაზღვრულია
გალავნით და კოშკურებით. შუა ეზოში სენაკებით გარშემორტყმული ტაძარი -
კათოლიკონი დგას. იქვეა სატრაპეზო, ქსენონი, ბიბლიოთეკა, სავანეები და სხვა
დამხმარე ნაგებობანი. მონასტრის კედლის მოხაზულობა გეგმარში მრავალკუთხედია
და მისი კონფიგურაცია შესაბამისი ადგილობრივი რელიეფისა. მონასტრული
ნაგებობანი, თითქოს პეიზაჟს ავსებს და ბუნებრივად ერწყმის მთიან ლანდშაფტს.
ათონის ტაძართა უმრავლესობა ნახევარკუნძულის კლდოვან სანაპიროზეა
განლაგებული, მხოლოდ ზოგიერთია კუნძულის სიღრმესი, სანაპირობად
მოშორებით. შუა საუკუნეებში მონასტრულ თემებს ხშირად უწევდათ თავდაცვა
პირატთა და ათასი ფურის მარადიორთა თავდასხმებისგან. ამის გამო მონასტრის
გალავანს მხოლოდ ერთი შესასვლელი ქონდა დატანებული ალაყაფის კარიბჭით.
კარიბჭე მზის ამოსვლისას იღებოდა და იხშობოდა დაისის ჟამს. დღეისათვის ათონის
მონასტერთა რიცხვში შედის წმ. ათანასეს დიდი ლავრა, ბერძნული მონასტერი
ვატოპედი, დიონისიუ, ქუტლუმუში, პანტოკრატორი (ყოვლისმპყრობელი),
ქსიროპოტამოსი, დოჰიარიუ, კარაკულუ, ფილოთეუ, სიმონ-პეტრე, წმ. პავლე,
სტავრო-ნიკიტა, ქსენოფონტთა, გრეგორიუ, ესფიგმენუ, კასტამონიტუ; ქართული
ივერიის მონასტერი X ს. (მონი-ივირონი) (იხ. ათონის ივერიის მონასტერი),
სერბული ჰილანდარის მონასტერი, XII ს. ბულგარული ზოგრაფის მონასტერი, XI-XII
ს. ს. წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტერი XII ს. ეს მონაცემები შემდგომში
არაერთხელ გადაკეთებულა და განახლებულა. ათონის არქიტექტურა გამოირჩევა
მონუმენტურობით. მათმა კლდეებმა მასიურობის წყალობით არაერთიხანძარი
გადაიტანა. ყველა ტაძრისთვის ნიშანდობლივია ე. წ. ტრიკონჰა-ტრიილისტნიკის
სტილი. ათონის ეკლესიები ყოველთვის ერთთავიანია და დასავლეთის მხრიდან
აქვთ ფართე დახურული სტოვა, სადაც ღვთის მსახურების ჟამი მონასტრის
მრავალრიცხოვან მსმენელთ და მომლოცველებს შეეძლოთ მდგარიყვნენ. ათენის
ადმინისტრაციულ ცენტრს პატარა ქალაქი კარეია წარმოადგენს. ეს ბერ-მონაზვნური

219
ქალაქი კუნძUლის შუაგულში მდებარეობს, წმიდა მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ
ფერდობზე. აქაა პროტატონი, სადაც განთავსებულია «ბერ-მონაზვნური
რესპუბლიკის» თვითმმართველობის ორგანოები, ასევე ყველა ათონის მონასტრის
მეტოქი, ფოსტა, ტელეგრაფი, საბაჟო და პოლიციის სამმართველო, მაღაზიები,
სამედიცინო პუნქტი და სხვა. პროტატონის მთავარი ტაძარია წმ. ღვთისმშობლის
მიძინების ეკლესია. იგი სამნავიანი ბაზილიკაა, ჩრდილო მხარის გარეთა გალერეით.
მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან რამდენიმე მეტრში მაღალი,
მართკუთხა სამრეკლოა აღმართული. გადმოცემით, ეკლესია 335 წ-ს იმპერატორ
კონსტანტინე დიდს დაუფუძნებია. დაიწვა დიდი ხანძრის ჟამს და აღდგენილ იქნა X
ს-ში იმპერატორ ნიკიფორე II ფოკას (912-969 წ. წ.) მიერ. ტაძარი დიდებული, ე. წ.
მაკედონური სკოლის ფრესკებითაა მორთული და განეკუთვნება XIV ს-ის დასაწყისს,
რომელიც ახლოს დგას სალონიკის მონუმენტურ ფერწერასთან. ფრესკები,
რომლითაც მოხატულია მონასტრის კედლები, უეჭველია, ყველაზე ნათელი
ნიმუშებია ბიზანტიური ხელოვნების პალეოლოჰიური პერიოდისა. ამ ფრესკებს
შორის გამოყოფენ «ღვთისმშობლის ტაძრად შებრძანებას». პროტატონის ფრესკათა
ავტორია მანუელ პანსელინოსი. იგი ეძებდა ნიმუშებს ზველ ხელნაწერთა
მინიატურებში. მისი წმინდანებისათვის დამახასიათებელია მკაცრი სახეები,
გვერდზე დაირიბებული მზერით, ფორმით ჭედური სიმკვეთრით. ამ გამოჩენილმა
ოსტატმა, ასევე მოხატა წმ. აფანასეს ლავრის მონასტერი, სადაც მცირე ფრაგმენტია წმ.
ნიკოლოზის თავის გამოსახულებით. მარმარილოს კანკელზე XVI ს-ში
შესრულებული ოსტატ თეოფანეს ხატწერაა. განსაკუთრებული თაყვანისცემის ხატთა
შორის სასწაულმოქმედი წმიდა ღვთისმშობლის ხატია - Достойно Есть ("Aხიონ
თსტი"). 1950-1960 წ. წ-ში ტაძარი არქეოლოგიური სამსახურის მიერ იქნა
რესტავრირებული. მოგვიანებით მიშენებები მოიხსნა ხის სახურავი შეიცვალა.
წირვა-ლოცვა დღესაც მიმდინარეობს. ამასთან, აქ ტარდება ათონის წმიდა კინოტის
ოფიციალური ცერემონიები. წმიდა მთის მთავარი მონასტერია წმია აფანასეს ლავრა
(დიდი ლავრა), დაფუზნებული 963 წ-ს წმიდა აფანასე ათონელის მიერ. ლავრის
ტერიტორიაზე 17, ხოლო ტერიტორიის გარეთ 19 ტაძარია.ამ კომპლექსის ძირითადი
მონასტრული ნაგებობანი ბიზანტიელ იმპერატორსა ნიკიფორე ფოკასა (963-969 წ. წ.)
და იოანე ციმისჰიას (969-976 წ. წ.) შემოწირულობებით აიგო. ამ პერიოდს ეკუთვნის
მონასტერს შემოვლებული ქვის მაღალი კედელი, მთავარ კარიბჭეზე ციმისიას
დიადი კოშკით. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია მწ. ათანასეს
ლავრის კათოლიკონი (აიგო 961 წ-ს), 40 წმიდა წამებულისა და წმიდა ნიკოლოზის
სახელობის 2 დიდი ეკვდრით, რომელიც მომდევნო ხანის ატონის ტაძრის
არქიტექტურის ნიმუშად იქცა. XVI ს-ში ტაძარი მოიხატა თეოფანე კრიტიელის მიერ.
აქ უამრავი წმიდა რელიკვიაა და ხელოვნების ფასდაუდებელი ნაწარმოებებია
დაცული. ლავრის ბიბლიოთეკაში შენახულია 2116 ხელნაწერი და დაახლოებით 20
ნაბეჭდი წიგნი. ამჟამად ლავრაში მკვიდრობს 50-მდე ბერი. ათონის მონასტრებს
შორისაა ჰილანდრის სერბული მონასტერი, რომელსაც ადგილობრივ იერარქიაში
მეოთხე ადგილი უკავია. მის ადრეულ ისტორიაზე დამაჯერებელი ცნობები არ
არსებობს. ცნობილია მხოლოდ, რომ 1198 წ-ს ბიზანტიის იმპერატორის ნებართვით
მიტოვებული ბერძნული მონასტერი აღუდგენია სერბთა მმართველს - დიდ ჟუპანს
(იხ.), სტეფან ნემანეის და მის ვაჟს - რადკოს (ბერული სახელი - საბა. ცნობილი იყო
როგორც წმიდა საბა სერბელი).იმ დღიდან ვიდრე სერბული სახელმწიფოს
მოშლამდე - 1459 წ-მდე ჰილანდარი ჟუპანთა მეფეთა და შუასაუკუნეთა სხვა სერბ

220
დიდგვაროვანთა დიდი ყურადღებით სარგებლობდა. ყოველი მაღგანი ისწრაფვოდა
გაეფართოვებინა მონასტრის მამულები ან დაეჯილდოვებინათ იგი ხალი
ნაგებობებითა და ძვირფასეულობებით. ჰილანდარის წყალობით სერბები ჩართულნი
იყვნენ ბიზანტიის კულტურულ ცხოვრებაში. ჰილანდარში მოღვაწეობდნენ
კონსტანტინოპოლისა და სალონიკის იმ დროის საუკეთესო ხუროთმოძღვრები და
მხატვრები. მონასტრის ბიბლიოთეკაში შეჰქონდათ ყველაზე ძვირფასი წიგნები. შუა
საუკუნეებში ეს მონასტერი თავისებური უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება გახლდათ. აქ მიიღეს განათლება გამოჩენილმა სერბმა მწერლებმა -
დომენტიანემ, თეოდოსმა და არქიეპირკოპოსმა დანიელ II-მ. ბიზანტიურ სულიერ-
კულტურულ ცხოვრებაში ჩართულ ჰილანდარს ყოველთვის ქონდა მჭიდრო კავშირი
სერბ ხალხთან. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, მონასტერი ძარცვასაც
გადაურჩა და სტიქიურ უბედურებებსაცმ რის გამოც იგი, ამჟამად, ხელოვნების
საგანძურთა ნამდვილი მუზეუმია: აქ შუასაუკუნეების უამრავი ხელნაწერია
დაცული, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ბიზანტიური და სერბული
იურიდიული აქტები, საეკლესიო წიგნები და სამედიცინო ცნობარები. ჰილანდარის
კომპლექსში შედის მის კედლებს გარეთ არსებული ტაძრებიც, ქრუსიუს
შუასაუკუნეების ნავსაყუდელი «მეფე მილუტინის კოშკი», სასაფლაო, ეკლესია და
სხვა. როგორც ყველა სხვა ათონური მონასტერი, ჰილანდარიც ჩაკეტილ
არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენს, თავისი გამაგრებული კარიბჭით (უძველეს
დროში სამონასტრო კომპლექსები ერთგვარ ციხე-სიმაგრეებსაც წარმოადგენდნენ).
მთელს კომპლექსზე დომინირებს მაღალი კოშკი – ერთ-ერთი ძველი ნაგებობა
ჰილანდარისა და ცნობილი წმ. საბას კოშკის სახელწოდებით. სავარაუდოდ, ამავე
პერიოდებისა უნდა იყოს მეორე დღემდე შემონახული შუასაუკუნეობრივი კოშკი
წმინდა გიორგის სახელობისა, რომელიც ჰილანდარის მონასტრის სამხრეთ-
დასავლეთ მხარეზე მდებარეობს. შუასაუკუნეთა ხუროთმოძღვრების ყველაზე
ფასეული ძეგლები იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა მონასტერში სერბთა მეფემ
მილუტინმა სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარებინა (XIII ს-ის მიწურული - XIV ს-
ის დასაწყისი). ესაა სატრაპეზო და მონასტრის ტაძარ-კათოლიკონი. ეს უკანასკნელი
პალეოლოგთა ეპოქის ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრადაა
მიშნეული. ჰილანდარის კათოლიკონი გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული
კონსტრუქციის გუმბათით და მდიდარი შიდა მორთულობით, რაც, საერთო ჯამში,
კონსტანტინოპოლის არქიტექტურას გვაგონებს. სერბთა მთავრის ლაზარეს დროს
(1389 წ-მდე) მონასტრის დასავლეთ მხარეს მიუშენდა ნახევრად ღია გუმბათოვანი
გალერეა. ჰილანდრის თავდაპირველი ფერწერა ნაწილობრივაა შემონახული.
სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია ოდიგიტრის ღვთისმშობლის მცირე
მოზაიკური ხატი, რომელიც, როგორც ჩანს, ჰილანდრის მონასტრისათვის დიდ
ჟუპანს - სტეფან ნემანსა და წმ. საბა სერბელს შეუძენიათ. XIII ს-უს ბიზანტიური
მონუმენტური ფერწერის ნიმუშები შემორჩენილია წმ. სპასას მონასტრის კედლებსა
და წმ. გიორგის კოშკის შიდა კედლებზე. ამავე ეპოქის ფერწერის ნიმუშთა
ფრაგმენტები შემონახულია სამონასტრო ტრაპეზის კედლებზეც და სასაფლაოს
ეკლესიის კედლებზეც. მონასტერში დაცულია XIII ს-ის რამდენიმე
ილუსტრირებული ხელნაწერი. ეს დიდებული ილუსტრაციები სალონიკელ
მხატვართა ნაოსტატარია და აშკარაა, მათ შექმნას ხელმძღვანელობდა იმ დროის
გამოჩენილი მხატვარ-მინიატურისტი გიორგი კალიერგისი. ხელნაწერთა
უმრავლესობა დაცულია მთავარ მონასტერში. XIV ს-ის უკანასკნელ ათწლეულებისა

221
და XV ს-ის მეორე ნახევარში სერბ ფეოდალებს ჰოლანდარისათვის მდიდრული
საჩუქრები მიჰქონდათ, უკვეთავდნენ მისთვის ხელოვნების ნაწარმოებს - ხატებს,
საეკლესიო საგნებს, ნაქარგ-ნაკეთობებს. ათონის სამონასტრო კომპლექსში შედის
ზოგრაფის მონასტერი. ეს მონასტერი ბულგარულია და წმია მთის საბერ-მონაზვნო
იერარქიაში მე-9 ადგილზე იმყოფება. მონასტერი ათონის მთის ჩრდილო-დასავლეთ
ფერდობზეა აგებული. გადმოცემით იგი XI ს-ის დასაწყისში დაუფუძნებიათ. მისი
დამფუძნებლები ყოფილან ბერი ძმები - მოსე, არონი და იოანე, წარმოშობით
ოჰრიდან (ამჟამინდელი მაკედონია). ოჰრიდი პირველი - მეორე ათწლეულის
ზღვარზე (ჩვ. წ-ით.) სლავური საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი
ცენტრი ყოფილა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ აუგიათ თუ არა ძმებს მონასტერი,
გარკვეული არ ქონიათ ვისი სახელობის უნდა ყოფილიყო იგი ან ვისი ხატი
ამოეხატათ გამზადებულ დაფაზე. მაშინ ბერ ძმებს ღმერთისათვის მიუმართავთ,
ღმერთს შეუსმენია მათი ლოცვა და მონასტერში შესულთ, საკვირველად დაფაზე
წმიდა გიორგი მძლევრის ხატი დახვედრიათ. ასე ეწოდა მონასტერს წმიდა გიორგისა,
ხოლო სახელწოდება «ზოგრაფისა» სასწაულებრივად გამოხატული ხატის გამო
შეერქვა და ნიშნავს «ფერმწერს». რაც შეეხება ათონის სამონასტრო კომპლექსის წმიდა
პანტელეიმონის რუსულ მონასტერს იგი იერარქიაში მე-19-ა. დგას ნახევარკუნძულის
მცირე ყურის სანაპიროზე, ბერძნული ქსენოფონტის მონასტრის სიახლოვეს.
შორიდან იგი პატარა, ძველი შენობებისა და ეკლესიების ქალაქის შთაბეჭდილებას
ტოვებს. თავის ამჟამინდელ ადგილას იგი 1765 წლიდან დგას. ადრე ეს მონასტერი
მაღლა, მთებში მდგარა. ჯერ კიდევ XI ს-ში და ღვთისმშობლის სახელს ატარებდა.

ათონის ივერთა მონასტერი – ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის


კერა ათონის მთაზე (საბერძნეთი) დაარსდა 980-983 წ. წ. მისი შექმნა
დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის მოღვაწეობასთან.
ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა
შედიოდა. ეს იყო არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო
ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერა. აქ
ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე და
გიორგი მთაწმინდელები. მათი ხელმძღვანელობით დაიწერა ორიგინალური
ნაწარმოებები და ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები,
გამრავლდა ხელნაწერები. მონასტერმა დიდი როლი ითამაშა ქართულ-ბიზანტიური
კულტურის გაღრმავებაში, აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა «სიბრძნე
ბალავარისი»; მონასტრის ქართველი მოღვაწეები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას
ბერძენთა მხრიდან. XIII ს-დან მათ თანდათან ხელთ იგდეს სავანე და XIX ს.
მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგშიც აგრძელებდნენ
მოღვაწეობას. 1900 წ. მონასტერში 51 ქართველი იყო.

ათონის კონცხი – რომელიც ქალკიდიკეს ნახევარკუნძულს 6 სტადიონის


სიგანის ყელით უერთდება. სწორედ აქ გათხარა ქსერქსემ (სპარსეთის მეფე) არხი.

«ათონის კრებული» – ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი,


შეადგინა მიქელ დაღალისინელმა 1074 წ. ათონის ივერთა მონასტერში კრებულს
გაევლო სამი რედაქცია: I იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების სახსოვრად
შედგენილი, II საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მამათა სახსოვარი კრებული, III

222
სააღაპე წიგნი, კრებული ისტორიისა და ლიტერატურის დიდებული წყაროა.
დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში.
ათრავანი (სპარს.) – აქემენიანთა ირანში თავისუფალთა სამი წოდებიდან ერთ-
ერთი – ქურუმობა (იხ. რათაესტრო; იხ. ვასტრიოფშიუნი). სასანიანთა ირანში
ათრავანი იცვლება და ქურუმობას მობედთ ფენა შეადგენს (იხ. მობედი, მობელან-
მობედი).

ათრავანი – აქემენიანთა ირანში თავისუფალთა სამი წოდება იყო: 1. ათრავანი


ანუ ქურუმობა; 2. რათაესტო – მხედრობა და 3. ვასტრიოფშიუნი – მიწათმოქმედნი.
ეს წოდებები IV ს-ის მიწურულისთვის გადაიღეს სასანიანებმა და V ს-ში მათ 4
წოდება ჩამოაყალიბეს: 1. ქურუმები; 2. მხედრები; 3. მწერლები; 4. გადასახადის
გადამხდელები.

ათრა-ხასის – «ფართოყურიანი» ან «ფართო-გრძნობიანი» და მომდ. შუმერ


სიტყვიდან გეშტუდაგალ. ეს სახელი ეწოდება ერიდუელ ადაპას: ამ სახელით არის
ცნობილი, თუმცა არა კაცი, არამედ ცხოველური ბუნების არსება – ბრძენი. არწივის
მართვე ეტანის ლეგენდაში, რომელიც წინასწარმეტყველურ რჩევებს აძლევს მამა-
არწივს. წარღვნის გმირი – უთანაფიშთი ან შუმერული მითოსის ზიუსუდრა. (იხ.
გეშთუ).
ათრემია – საწოლიდან ადგომის შეუძლებლობა.

ათუმი – ეგვიპტ. მზის ღმერთის ერთ-ერთი სახე – შემოდგომისა და მწუხრის


მზე. ათუმი ერთ-ერთი უძველესი ღმერთია, ის მეთაურობს ჰელიოპოლისის (მზის
ქალაქის) პანთეონის ცხრეულს. მან თავად წარმოშვა თავისი თავი პირველარსებული
ქაოსიდან. მან «გადმონერწყვა» ტყუპი ღვთაებები – შუ (ჰაერი) და თეფნუთი
(სინოტივე), რომელთაგანაც წარმოიქმნა გები (მიწა) და ნუთი (ცა).
ა-თუქელ-ლა – «საჭურჭლის გზა» («---»).

ათჰარვავედა (სანსკრიტ. ატჰარვა ვედა) – მეოთხე ვედა. სიტყვასიტყვით –


მაგიური შელოცვანი. შეიცავს აფორიზმებს, შელოცვებს, მაგიურ ფორმულებს; ერთ-
ერთი უძველესი და ბრაჰმანთაგან ფრიად სათაყვანებელი წიგნი.

«ათჰარვავედა» – მოთხრობათა კრებული სამოთხის ნეტარ ცხოვრებასა და


ჯოჯოხეთის წყვდიადზე.

აია – მონადირე ქალი, რომელიც მდინარიდ ღმერთს ფაზის გაურბოდა.


ღმერთებმა იგი მისივე სახელობის კუნძულად აქციეს. აიაია – კოლხეთის ძველი
სახელწოდებაა. აქედან გაიტანეს ოქროს საწმისი. აიეტი – კოლხას მითიური მეფე.
ბერძნულად აია (იგ, გაია, გე) მიწას ნიშნავს, (ამას უკავშირდება კონსტანტინოპოლის
აია - სოფიას ტაძრის სახელიც). აიას კოლხასთან აიგივებენ: როდოსელი, ჰეროდოტე,
სტრაბონი... აიადან წარმოდგება კოლხას დედაქალაქისკეტაიას სახელიც.

აია სოფია – ყოფილი წმ. სოფიას სასახლის მონასტერი შუასაუკუნეთა ქალაქ


მისტრაში (იხ. მისტრა უ ისტოკოვ მიროვიხ რელიგიჰ სტრ. 55), პელოპონესის
ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. აიგო 1350-1365 წლებში დესპოტ მორეუს
მანუელ კანტაკუზინის მიერ. მისი შიდა სივრცე გოტიკური ტაძრის ინტერიერს

223
გვაგონებს, რაც დასავლური მშენებლობის ტრადიციების გავლენაზე მეტყველებს. ეს
მცირე ზომის, მსუბუქი, ცისკენ მსწრაფი ეკლესია მოხატულია შეასნიშნავი
ფრესკებით. შემორჩენილია მისი საკურთხევლის და ორი გვერდითა ეკვდერის
ნაწილები. ამ მონასტრის რესტავრირება 1938 წ-ს მოხდა.
აიაია – ბერძ. კუნძული, სადაც არგონავტები მოხვდნენ და რომელსაც
გრძნეული კირკე განაგებდა. ძველი წყაროების თანახმად, აიაია იტალიის დასავლეთ
სანაპიროსთან მდებარეობდა, იქ, სადაც კირკეიონის მთები იყო აღმართული. აიაია
უნდა განიმარტოს, როგორც აიას კუთვნილი მიწა.

აიაია – ბერძნების აზრით ეს იგივეა, რაც აია. მედეას მეტსახელი. ეს არის


ადგილი, საიდანაც ჰელიოსი (მზის ღმერთი) ამოსვლას ოწყებს. ევსტათი
თესალონელი ამბობს: «... კოლხეთშია კრიკეს კუნძული, რომელსაც ეწოდა აიაია ...».
იგივეს ამტკიცებს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი სერ მორის
ბოურა. ამ კუნძულის შესახებ მიუთითებევ ჰომეროსი და როდოსელი. ბასკური
«ესკუარა» იგივეა, რაც მეგრული ვაშსკუალარ; რაც ნიშნავს «ეს შვილებს»: აეა – აია –
კოლხეთი. ასევე იხსნება «ბასკი»: ფაზ-სკი, ფაზისის სქუა, რაც ნიშნავს ფაზისის
შვილს. აქედან მტკიცდება, რომ აღმოსავლეთის იბერები, იგივე აიები უხსოვარ
დროში გადასახლებულან დასავლეთის აიაში.

აიაიე – აიას მცხოვრებნი.


აიაზმა (ბერძ. აგიასმოს – კურთხევა) – ნაკურთხი წყალი.

აიაკი – იხ. ეიკი.


აიალა (Aყალა), პედრო ლოპეაი – (1332-1407 წ. წ.) ესპანელი მწერალი. ავტორი
ისტორიული ქრონიკებისა. თარგმნა ლავიუსი, ბოკაჩო და სხვ. დაწერილი აქვს
დიდაქტიკური პოემა «ღიმადო დე პალაციო»
აიამური (უგარითულ-ფინიკიური მით.) – . . . . . . . . გამზადებული მეორე
კომბალი (პირველი იხ. იაგრუში), რომლითაც საბოლოოდ სძლია ძღვისასა და
სტიქიათა ღმერთ იამუს (იხ.).

აიანა (სანსკრიტ. აყანა) – დროის პერიოდი. ორი აიანა შეადგენს წელიწადს.


ერთი წარმოადგენს პერიოდს, როცა მზე ეკლეპტიკის ჩრდილოეთით მოძრაობს,
მეურე – როცა სამხრეთით.

აიანტები და აიაქსები (ლათ. Aჯახ, ბერძ. Aიას) – ძველბერძნულ ეპიკურ პოემა


«ილიადაში»: ტროადის ომის ორი გმირი, განუშორებელი მეგობრები, რომლებიც
იბრძოდნენ ელინთა (ბერძენთა) ჯარში ტროელების წინააღმდეგ.

აიანტები, ეანტები (მხ. Aიას Aიანტოს) – საკ «მგლოვიარე», «ვისაც დასტირიან»


(მრ. Aიანტეს ლათ. Aიახ) – ორი სახელოვანი ბერძენი გმირი, ტროას ომის
მონაწილენი. ოლილი და ტელამონილი. ორივე ათენასთა ჭიდილში დაიღუპა. ერთი
ვერსიით ოილოლი ათენას დაუსხლტა და პოსეიდონმა ზღვის ფსკერზე ჩაძირა.
(ათენა ოილილს გაუწყრა კასანდრას გატაცების გამო თავისი ტაძრიდან). ლოკრიდის
მონეტებზე გამოსახულია კასანდრას გატაცება. რუბენსს შექმნილი აქვს ტილო
«აიანტი და კასანდრა». ტელამონილი უფრო ვაზებზეა გამოსახული. «ჰექტორთა

224
ბრძოლა», აქილევსთან თამაში. კანოკამ დიდი აიანტი (იგულისხმება ტელამონილი)
მარმარილოს ქანდაკებაში ასახა. და სხვა.
აიატი (ბერძ. Aიეტეს) – არგონავტების თქმულების ერთ-ერთი გმირი,
კოლხეთის მდიდარი და სახელგანთქმული მეფე, მედეას მამა.
აიაქსები, იგივე აიანტები (ლათ. Aჯახ; ბერძ. Aიანტოს) – ძველბერძნულ
ეპიკურ პოემა «ილიადაში»ტროას ომის ორი გმირი, განუშორებელი მეგობრები ,
რომლებიც იბრძოდნენ ელინთა (ბერძენთა) ჯარში ტროელების წინააღმდეგ.

აიგიალევსი – იხ. ეგიალევსი.


აიგიმიოსი – იხ. ეგიმიოსი.
აიგლე – იხ. ეგლე.
აიდა (თათარ.) – წინ, წავედით, გავდენოთ... ხმარობენ ქართულშიც: აიდა,
წავედით.

აიდი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის და საიქიოს ღვთაება.

აიდი, აიდოსი – იხ. ჰადესი.

აიდიე (Aიდიე) – ედეს ხალხის მითოლოგია (მთიელ ინდონეზიელთა ჯგუფი);


ვიეტნამურ ეპოსში: ადგილი ციურ სამყაროში, სადაც ღმერთთა სასუფეველია
(როგორც ბერძნული ოლიმპო, სკანდინავიური ასგარდი და ა. შ.). მიწა მასთან
შეკავშირებულია ზანზარათი, ანუ ჭაობით, რომელიც მკვრივდება ღამით. აიდიები,
უზარმაზარ ფუფუნებით გაწყობილ ხიმინჯებიან სახლებში ცხოვრობენ ღვთაებები,
რომლებიც იქ ცისარტყელა-კიბით ადიან.

აიდიტი (Aიდიტ), დიპა ნუსანტარა – (1923-? წ. წ.) ინდონეზიის მუშათა


დასაერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. ინდონეზიის კომპარტიის ცკ-
ის თავმჯდომარე. დაამთავრა საშუალო კომერციული სკოლა და საზოგადოებრივ-
პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია. ინდონეზიელ ხალხთა
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილეობისათვის დაპატიმრებულ იქნა
იაპონელთა (1945 წ.), შემდეგ ინგლისის სამხედრო ხელისუფლების მიერ. აქტიურად
იბრძოდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებისათვის.
აიდოიომანია – იხ. სატირიაზი.

აიდონეუსყ (ბერძ.) – 1. ღმერთი და მეფე ქვესკნელისა; 2. პლუტონი ანდა


ხთონური (მიწისქვეშეთის) დიონისე.
აიდონევსი – ეპოროს მეფე. პერეხვინეს ქმარი.

აიდოსი (Aიდოს) – კდემისა და სირცხვილის ღვთაება.

აიდუკევიჩი (Aჯდუკიეწიცზ), კაზიმირ (1890-?/ წ.წ.) – პოლონელი ლოგიკოსი


და ფილოსოფოსი. მიეკუთვნებოდა ე. წ. ლვოვ-ვარშავულ ნეოპოზიტივისტურ
სკოლას. 1925-38 წ.წ-ში ლვოვისა და ვარშავის უნივერსიტეტების პროფესორი. 1938 წ-
ს პოზნანის ფილოსოფიური საზოგადოების მეთაურია. იგი იყო პოლონეთის
მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა
აკადემიის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ლოგიკის სექტორს. 1953

225
წ-დან რედაქტორობდა ჟურნალ «შტუდია Lოგიკა»-ს. შეიმუშავა ენის სემანტიკური
თეორია.

აიები (არაბ, ნიშანი, სასწაული) – ყურანის (იხ.) სურების (თავების) (იხ. სურა)
სალექსო სტრიქონები.
აიები (არაბ. ნიშანი, სასწაული) – სალექსო სტრიქონები (იხ. ყურანი).

აიერი (Aყერ), ალფრედ ჯულს – (1910-1989 წ. წ.) – ბრიტანელი ფილოსოფოსი


და ლოგიკოსი. ლოგიკური ნეოპლატონიზმისწარმომადგენელი. განათლება მიიღოო
იტონსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქრაით-ჩიორჩ-კოლეჯში. სწავლა გაასრულა
1932 წ-ს. გაემგზავრა ვენაში, სადაც «ვენის წრის» მიერ შემუშავებულ პოზიტივიზმის
ახალ ფორმას გაეცნო. 1933 წ-ს ქრაით-ჩორჩ-კოლეჯის ლექტორია, შემდეგ ლონდონის
(1946-59 წ. წ.) სა ოქსფორდის (1959-78 წ. წ.) უნივერსიტეტის მეტაფიზიკის
პროფესორი. 1952 წ-ს აირჩიეს ბრიატნეთის აკადემიის და ფილოსოფიის
საერთაშორისო აკადემიის წევრად. 1970 წ-ს მიენიჭა რაინდის ღირსება. ძირითადი
თხზულებანი: «ენა, ჭეშმარიტება და ლოგიკა» (1936 წ.), «ემპირიული ცოდნის
საფუძველი» (1940 წ.), «ცოდნის პრობლემა» (1956 წ.), «პიროვნულობის გაგება და
სხვა ესეები» (1963 წ.), «ადამიანი, როგორც მეცნიერული კვლევის საგანი» (1964 წ.),
«ბერტრან რასელი: საუკუნის ფილოსოფოსი» (1967 წ.), «პრაგმატიზმის
წარმომავლობა» (1968 წ.), «რასელი და მური: ანალიტიკური ფილოსოფიის
მემკვიდრეობა» (1971 წ.), «ფილოსოფიის ცენტრალური საკითხები» (1973 წ.),
«ფილოსოფია XX საუკუნეში» (1983 წ.), «თავისუფლება და მორალი და სხვა ესეები»
(1984 წ.), «ვიტგენშტეინი» (19885 წ.) და სხვ. 1977 და 1984 წ. წ-ში გამოიცა აიერის
ბიოგრაფიის ორი ტპმი: «ნაწილი ჩემი სიცოცხლისა» და «სიცოცხლის მეორე
ნახევარი». აიერის ფილოსოფიური შეხედულებანი ჩამოყალიბდა რასელის, მურის
და ვენის წრის ზეგავლენით, რომლის წევრიც თავადვე გახლდათ> ნაშრომში, – «ენა,
ჭეშმარიტება და ლოგიკა», – აოერმა ლოგიკური პოზიტივიზმის (ცდილობდა,
ლოგიკური პოზიტივიზმი შეერწყა ბრიტანული ემპირიზმის ტრადიციებისათვის)
მოძღვრებებს კლასიკური ფენომენალისტური შინაარსი მისცა. ლოგიკისა და
მათემატიკის წინადადებებს თვლიდა ანალიტიკურად (აპრიორულად) და
განაცალკევებდა ბუნებათმცოდნეობის წინადადებებისგან, როგორც
სინთეტიკურისგან (ემპირიულისგან). მთავარ ანოცანას იგი «მეტაფიზიკის»
ელიმინაციაში, ე. ი. ტრადიციულ ფილოსოფიურ პრობლემებსა და
მსოფლმხედველობრივ საკითხებში ხედავდა. მისი აზრით, ფილოსოფიას
ბუნებისმეტყველებასთან კონკურენციის უნარი არ შესწევდა, რამეთუ
ბუნებისმეტყველება მეცნიერული ჰიპოთეზებით შეპირისპირებულ სპეკულიატურ
ჭეშმარიტებებს არ ფლობდა. აიერის შეხედულებით, რაიმე ემპირიული
გამონათქვამის მნიშვნელობის ახსნა პერიფრაზირების საშუალებით დაიყვანება
შესაბამის კონტექსტურ (დენოტატივური თუ ექსტენსიონური პლანით)
განსაზღვრაზე, როცა მისი შემოწმება შესაძლებელი იქნება გრძნობითი
გამოცდილების ტერმინებით. აიერის აზრით, «ფილოსოფოსი არ ინტერესდება
უშუალოდ შაგანთა ფიზიკური თვისებებით, მას საქმე აქვს მხოლოდ იმ
საშუალებებთან, რომლითაც ჩვენ მათზე ვსაუბრობთ... ფილოსოფია არის ლოგიკის
განყოფილება, რამეთუ... წმინდა ლოგიკური კვლევის მახასიათებელი თვისება
მდგომარეობს იმაში, რომ მას საქმე აქვს ჩვენეულ განსაზღვრებათა ფორმალურ

226
ძიებასთან და არა ემპირიულ ფაქტებთან». მეტაფიზიკის წინადადება, აიერისათვის
«მეცნიერულად გაუაზრებადია», რამდენადაც არ გვევლინებიან არც ლოგოკურ
ტავტოლოგიებად, არც ემპირიულ ჰიპოთეზებად, რომლებიც თავისთავად
ლოგიკური და ლინგვისტური შეცდომების შედეგებს წარმოადგენენ. ფილოსოფიის
პრეტენზიები მეტაფიზიკური ჭეშმარიტებების გენერირებაზე, უნდა უარიყოს.
აიერის აზრით, «მეტაფიზიკურ» განსჯათაგან თავდახსნაშიარაფერია საშიში:
«უტვინო ქედმაღლობისათვის ფილოსოფიაში ადგილი არაა», ამიტომ ფილოსოფია
არასოდეს უნდა ცდილობდეს სამყაროში ობიექტების «მსხვრევას», მის ელემენტურ,
ატომარულ არსად დანაწევრებას. ამგვარი რამის დაშვებამეტაფიზიკური
სისულელეა. ფილოსოფიური ანალიზი არსით ლინგვისტური ანალიზია. აიერის
თანახმად, «ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ მეტაფიზიკური წინადადება, როგორც
წინადადება, რომელსაც აქვს დანიშნულება გამოხატოს ჭეშმარიტი გამონათქვამი,
მაგრამ არსებითად არ გამოხატავს არც ტავტოლოგიას, არც ემპირიულ ჰიპოთეზებს,
რამდენადაც ტავტოლოგიურად ემპირიული ჰიპოთეზები წარმოქმნიან
ნიშანდობლივ გამონათქვამთა მთელ კლასს, უფლებამოსილნი ვართ დავასკვნათ,
რომ მთელი მეტაფიზიკური მტკიცეცბანი უაზრობაა». წიგნში, – «ემპირიული
ცოდნის საფუძველი», – აიერმა უარყო ბრიტანელ ემპირისტთა ვერსია, რომლის
თანახმად გამოთქმა – «გრძნობითი მონაცემი», «იდეა» და მისთანანი, თავისთავად
გვევლინებიან რაღაც «ობიექტის სახელებად», რომელთა თვისება სხვა ობიექტთა
თვისებების ანალოგიურია. აქედან – პრობლემის არაკორექტულობა: აქვთ კი
გრძნობით მოცემულობბებს ის თვისებები, რომელთაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ? აიერის
თვალთახედვით, რამდენადაც აღარ ძალგვიძს საღად და წინააღმდეგობრივობის
გარეშე ვიმსჯელოთ სამყაროზე და «მეტაფიზიკურ ობიექტთა» ენაზე, არც
«შეგრძნობითი ნონაცემების»ენაზე, საკმარისი იქნება დავადგინოთ, რომელი ენა
წამოგვიფრინდება ყველაზე მსუბუქად ჩვენი ბაგეებიდან. აიერის ფორმულირებით,
ფენომენალიზმი შემდეგს ვარაუდობს: ყოველდღიური წინადადებანი მატერიალურ
ობიექტთა შესახებ შეიძლება გადავთარგმნოთ წინადადებებით, რომლებიც
მიუთითებენ მარტოდენ შეგრძნების მონაცემებს. ამ უკანასკნელ ჯგუფებში შედიან
ამგვარი სახის ჰიპოთეტიკური წინადადებებიც – «თუ კი გავაკეთებდი ამას და ამას,
მაშინ მექნებოდა ასეთი და ასეთი შეგრძნებითი მონაცემები». უფლება გვაქვს
ჩავთვალოთ, რომ დასაბუთებებს შეგრძნებითი მონაცემების შესახებ, არასოდეს
ეწიფებათ «მატერიალური ობიექტის» ზუსტი განსაზღვრა საბოლოო ჯამში, არ
შეგვიძლია წინადადება მატერიალურ ობიექტზე დავშალოთ წინადადებათა
სიმრავლედ შეგრძნებადი მონაცემების შესახებ. აიერი აქტიურად იყენებდა
ბუნებრივი ენის გამოხატვისას ლინგვისტური ანალიზის მეთოდს. რადგანაც, მისი
აზრით, ფილოსოფიის პოზიტიური ფუნქცია მიიყვანება «კატეგორიული ცნებების
დისციპლინურ ანალიზთან. ენის ანალიზში მთავარია ორაზროვან სიმბოლოთა
მოშორება, იგივეობრივთა თავიანთი ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, მაგრამ
განსხვავებული აზრის მქონეთა. მაგ: «ის (არის) მანქანის მფლობელია» და «ადამიანი
(არის) ძუძუმწოვარი არსებაა». მოცემულ წინადადებებში საერთო, ანუ კოპულა
(გელმატისეული ტერმინი) «არის» პირველ შემთხვევაში ნახმარია
ეკვივალენტურობის აზრით, მეორე შემთხვევაში კი კლასში ჩართვის
მნიშვნელობით». რასელის ანალოგიური მსჯელობისგან განსხვავებით, აიერი უფრო
შორს მიდის. მისი აზრით, რამდენადაც სიმბოლო არ არის ნიშანთა სისტემა,
იმდენადვე ნიშნებიც არ გვევლინება სინბოლოს ნაწილად, რამეთუ სიმბოლოები

227
არსით რაღაც ლოგიკური კონსტრუქციებით, შედგენილნი შეგრძნებით
შინაარსთაგან. ამგვარად აიერის სიმბოლიზმიეფუძვნება საგანთა არსებობის
დაშვებულობას, მათს თვისებებსა და მიმართებებს, რომლებიც ასევე შეიძლება
განეკუთვნებოდეს საგანთა კლასებსაც. აიერის ინტერპრეტაციით: ბრიტანული
საზოგადოება ინდივიდთა ლოგიკური კონსტრუქციაა, სკამი – ლოგიკური
კონსტრუქცია «შეგრძნებითი შინაარსისა» განსაზღვრული რაოდენობისგან და ა. შ.
და ა. შ.ამასთანავე, აიერის მტკიცებულებათა თანახმად, სიტყვიერი კონვენციები,
ისევე, როგორც ენა, ნაწილობრივ გადიან ადამიანური შემეცნების ზღვარს გარეთ:
წარმოუდგენელია, ოდესმე «მთლიანად გახვიდე ენის ზღვარს იქეთ და ამ
ხელსაყრელი პოზიციიდან გასჭვრიტო სამყარო, რათა გავიგოთ, რომელი სისტემა
აღწერს მას». ან დროს თავად აიერი აშკარა უპირატესობას ე. წ. ფენომენალისტურ
ენას ანიჭებს, ბაზირებულ ტერმინოლოგიურ მწკრივზე, დაკავშირებულს
«შეგრძნებით მონაცემებს» (სენსე-დატა). «შეგრძნებითი მონაცემებისა» და
მატერიალურ ობიექტთა გამიჯვნა ენის ხვედრია (წილია) და არა ფაქტისა. აიერის
თვალსაზრისით, «კრიტერიუმი, რომლითაც ვსაზღვრავთ მატერიალური საგნის
არსებობას, სხვადასხვა ჰიპოთეტიკურ გამონათქვამში დევს, რომელიც ასაბუთებს,
რომ, თუკი შესრულდება გარკვეული პირობები, მაშინ აღვიქვამთ კიდეც მას».
კარნაპისაგან განსხვავებით, რომელიც წინადადების ჭეშმარიტებას მოცეემული ენის
სისტემაში მისი ჩართვის ფორმალურ შესაძლებლობაში ხედავდა, აიერი ამტკიცებდა,
რომ არაინტერპრეტირებულ გამონათქვამთა ერთობლიობა, შესაძლებელია იქცეს
ენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზოგიერთი გამონათქვამთაგანი, რომელსაც იგი
შეიცავს, ნაწილობრივ მაინც შეიძენს მნიშვნელობას. ამის განხორციელება კი
შესაძლებელია ოსტენსიური განსაზღვრებების (ოსტენსივე დეფინიტიონ) მეთოდის
დახმარებით, ე. ი. ამ გამონათქვამთა კორელაციით, ოღონდ არა სხვა
გამონათქვამებთან მიმართებაში, არამედ იმათთან, რაც სინამდვილეში შეინიშნება
(დაკვირვებადია). ადრეული შემოქმედების პერიოდში თავის ყურადღების ცენტრში,
ასევე, «ძლიერის» და «სუსტის» (ალბათობის, შესაძლებლობის) ვერიფიკაციების
კონცეფციაც ექცევა: «გამონათქვამიი ითვლება ვერიფიცირებულად ტერმინის ღრმა
აზრით, თუ მხოლოდ და მხოლოდ მისი ჭეშმარიტება გადამწყვეტი სახით
დადგენილია ცდით, ხოლო «სუსტი გაგებით» ვერსიფიცირებულად მაშინაა
ჩათვლილი, ცდა მას საალბათოს გახდის». აიერს (როგორც მოგვიანებითაც)
განსაკუთრებით აღელვებდა იმის პრობლემა, თუ რა ექვემდედბარებოდა
ვერსიფიკაციას. «ენის, ჭეშმარიტებისა და ლოგიკის» II გამოცემის წინასიტყვაობაში
(1946 წ.) კრიტიკის ზეწოლით აიერმა ჩამოაყალიბა ვერსიფიკაციის პრინციპი,
როგორც წმინდა მეთოდოლოგიური მოთხოვნა წინადადების გააზრებულობის
დადგენისა. წინასიტყვაობაში ქიერი ვერსიფიკაციის პრინციპში იცავდა
ჭეშმარიტების სემანტიკურ განსაზღვრას. აიერმა შემოგვთავაზა საკუთარი
ალბათური (ირიბი) მოდელი ვერსიფიკაციისა, დაფიძვნებული ორ
მტკიცებულებაზე: 1) წინადადება ზოგიერთ სხვა წინადადებებთან კომიუნქციაში,
უნდა იყოს ვერსიფიცირებული, თუნდაც ერთ მტკიცებულებაში, რომელიც არ იქნება
დედუცირებული უშუალოდ ერთერთი წანამძღვარისგან; 2) ეს წინადადებები თავის
თავში არ უბდა მოიცავდნენ რაიმე სხვა დასაბუთებულებას, რომელიც არ იქნებოდა
არც ანალიტიკური, არც უშუალოდ შემოწმებული და არ ექნებოდათ მათი, როგორც
უშუალოდ ვერსიფიცირებულობის დამოუკიდებლად დადგენის უნარი. აფქტიურად,
აიერის მხრიდან, ეს იყო ვერსიფიკაციის კლასიკური რელექციონური სქემის

228
უარყოფა და მეცნიერული ცოდნის ჰიპოთეტიკურ-დედუქციური კონცეფციებით
აგებაზე გადასვლა. საერთო პლანში აიერმა «ვერსიფიკაციაზე» მესამე კანდიდატი –
«მტკიცებულება» შემოიტანა (პირველი ორი – «წინადადება», «გამონათქვამი»). მისი
სქემით, «წინადადება» არსით გრამატიკულად ნიშნიერი კრებულიასიტყვებისა;
«მტკიცებულება» არსია იმისა, რასაც ეს კრებული გამოხატავს; «გამონათქვამი» –
ქვეკლასი, რომელიც მხოლოდ «მტკიცებულებას» შეიცავს, გამოხატულს «მკაცრად
გააზრებული» წინადადებებით... «შემეცნების პრობლემაში»აიერი განიხილავს
აღქმის, მეხსიერების, პიროვნების იგივეობის, «სხვა ცნობიერებათა»შემეცნებითი
შესაძლებლობის განსაკუთრებულობას, ხოლო ფიზიკურ ობიექტებს განმარტავდა,
როგორც ლოგიკურ კონსტრუქციებს «შეგრძნებითი მონაცემებიდან». ამ ნაშრომში
აიერის პოლემიკის საგანია სკეპტიციზმი. უარი განაცხადა «ბაზისურ
გამონათქვამთა» არსებობის აღიარებაზე, ე. ი. საბოლოო ვერიფიკატორებზე,
რომელთაც არ ჰქონიათ მიდრეკილება გადააზრებისა (ეს მისი ურყევი პოზიცია
გახლდათ 1946 წ-მდე). იგი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ «ფენომენალიზმის
პროგრამა შეუსრულებადი იყო... « ნაშრომში, – «ფილოსოფიის ცენტრალური
საკითხები», – აიერი თავის ფილოსოფიას აკვალიფიცირებს როგორც
«გასრულყოფილებულ რეალობას», თანაც ან უკანასკნელის მომხრეობას იგი ხსნის
როგორც არჩევანის შედეგს მიმდინარე ხელსაყრელობისა და მოხერხებულობის
თვალსაზრისისაგან. ამახვილებდა რა ყურადღებას ენათა ფენომენის ნაირგვარობასა
მათი ხმარების სახეებს, აიერი უარყოფდა ენობრივი გამოხატვის ლოგიკური
ფორმალიზაციისა და უნივერსაციის აუცილებლობას (აიერის თანახმად, «იცოდე» –
უბრალოდ, ეს იმას არ ნიშნავს იყო დაჯერებული, ხოლო უფლება კი, იყო
დაჯერებული, – ფაქტებს ემყარება). აიერი ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი
ფუძემდებელი ემოტივიზმის დოქტრინებისა, რომელიც უარყოფს თეორეტიკული და
ნორმატიული ეთიკის მტკიცებულებათა მეცნიერულ მნიშვნელობებს.
გონუვრულობას ის აღწერილობითი ეთიკის მხოლოდ მტკიცებულებებში ხედავდა
(რეალური ქცევის ფაქტების ფიქსაცია კონკრეტულ სოციოკულტურულ
ოპერაციებში). თეორეტიკული ეთიკა მისთვის კონვენციალურია, ნორმატიული კი
მისგან დედუცირებული. აიერის აზრით, ნეოპოზიტივიზმის შეხედულებანი
გამორიცხავს ცოდნის შესაძლებლობას «მეტაფიზიკის გაშუქების ჩვენეულ»
კონტექსტში. თუმცა, აიერის თანახმად, რამდენადაც «მტკიცება, ღმერთი არსებობს,
არის უაზრო, იმდენად მტკიცებაც ათეისტისა, რომ ღმერთი არ არის, უაზრობის
ტოლფარდია, რამეთუ გონივრული წინააღმდეგობა შეუძლია მხოლოდ გონივრულ
გამონათქვამს»... საერთო ჯამში, «აიერის ხაზი» ლოგიკურ პოზიტივიზმში, არ
ემთხვეოდა შესაბამის «კარნაპის ხაზს», ორიენტირებულს აღქმის რეალისტურ
ახსნასა და ცნობიერების ფიზიკალისტურ განსჯაზე (იხ/ კარნაპი, ვენის წრე).

აიერი ალფრედ (1910 წ.) – ინგლისელი ფილოსოფოსი, ნეოპოზიტივიზმის


წარმომადგენელი. ოქსფორდის უნივერსიტეტის ლოგიკის პროფესორი (1959 წ-დან).
ცნობილი გახდა წიგნით «ენა, ჭეშმარიტება და ლოგიკა» (1936 წ.). გვიანდელ
შრომებში: «ენობრივი შემეცნების პრობლემათა საფუძვლები», «აზროვნება და
მნიშვნელობა», «შემეცნების პრობლემა» განიცდის ლინგვისტური ფილოსოფიის
ძლიერ გავლენას.

229
აიეტი (Aიეტეს, )»არწივი» შუმერ. ათ-ტერ, მთვარის ძე) – მზის ღმერთის
ჰელიოსის ძე. მედეას და აფსირსტეს მამა. მის დროს მოხდა არგონავტების ლაშქრობა
და ოქროს საწმისის გატაცება. (აპოლონიოს როდოსელის «არგონავტიკა»). კოლხას
მითიური ნეფე. მკვლევართა აზრით იგი მეფობდა დაახლოებით 1200-იან წ.წ. ძვ. წ.
რადგან როდოსელის მიხედვით კოლხაში მიმავალ არგონავტებს ყრმა აქილევსი
მზერით აცილებს. როგორც ვიცით აქილევსი ტროას ომის გმირია, ხოლო ომი უნდა
მომხდარიყო დაახლოებით 1160-1150 წ.წ. მამისგან აიეტს კორინთო ერგო, მაგრამ
აიეტმა არ მოინდომა და თვითონ აირჩია ადგილი შორეულ კოლხეთში.
«არგონავტიკაში» დაცულია რეალური სინამდვილის ფაქტებიც. ყველასათვის
ცნობილია, რომ კოლხურმა ტომებმა ხალიბებმა მისცეს მსოფლიოს პირველი
ფოლადი-რკინა. ბერძნებმა მას «ხალიბიკოს» უწოდეს. აიეტმა სწორედ რომ რკინის
გუთნით მოახვნევინა მიწა იაზონს. შემორჩენილა სოფლის სახელი ხალიბაური.
აიეტის სასახლეს ვაზის ლერწები ეხვევა, მევენახეობა კი საქართველოში უხსოვარი
დროიდან მოდის. მითის მიხედვით მიცვალებულებს ხეზე ჰკიდებდნენ. აფხაზეთში
დაფიქსირებულია ასეთი წესი.
აიეტიდა (Aიეტის, – იდოს) – აიეტის ასული ე. ი. მედეა ან ქალკიოპე. ანთ.

აივა (თურქ) – მომცრო ტანის ხეების (ან ბუჩქების) ჯიში. გავრცელებულია


კავკასიაში, შუა აზიაში, ირანში. აქვს არომატული ნაყოფი, რომლისგანაც ამზადებენ
მურაბას, კომპოტს და სხვ.
აივანი – (არქიტ.) მოაჯირით შემოსაზღვრული ბაქანი, რომელიც ეყრდნობა
შენობის კედლიდან გამოშვერილ ძელებს.

აითრა – Yეზევსის დედა. იხ. ეთრა.


აითჰ-ურ (ქალდ.) – მზიური ცეცხლი, ღვთაებრივი ეთერი.

აიიჰანარი (თამილ. აიყანარ «ბატონი») – დრავიდული მითოლოგიის


სოფლური ღმერთი. მისი კულტი ძალია ძველ დროში იკარგება. სავარაუდოდ ამ
კულტის ძირი მოჰენჯო-დაროსა და ჰარაპის კულტურებში უნდა ვეძიოთ. ამჟამად
მისი კულტი შემორჩენილია სამხრეთ ინდილელბში, როგორც მიწათმოქმედებისა და
ნაყოფიერების ღვთაებისა. ითვლება დედა-ქალღნერთის ძედ. გამოსახავენ თავზე
აღმართული სამკაპათი, ხშირად როგორც ქვეით მებრძოლს, ანდა სპილოზე, ანდა
ცხენზეც ამხედრებულსაც. ცხენთა ფიგურები ტერაკოტულია, რაც მახასიათებელი
ატრიბუტია აიაჰანარის ტაძრებისათვის.

აიიჰუბ (Aიყუბ) – მუსლიმური მითოლოგიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი


და წმინდანი «დამთმენთა». შეესაბამება ბიბლიურ იობს (იხ.). ყურანის მიხედვით
შაითანმა (სატანამ) ჩააგდო იგი ტანჯვის განსაცდელში, მაგრამ ალაჰმა, რომლის
წყალობაც ებოძა მას, განკურნა იგი და დაუბრუნა დაკარგული ოჯახი. ამასთან
დაკავშირებით ყურანში მოიხსენიება წყარო, რომლის წყლითაც მოხდა აიიჰუბის
განკურნება (ყურანი, 4:161; 6:84; 26:83-84; 38: 40-44). შემდგომ მუსლიმი
ავტორებისგან , რომლებიც იცნობდნენ ბიბლიურ და თალმუდისტურ თქმულებებს,
ყურანში მოკლე და ბუნდოვანი პასაჟენი შეიტანეს. ამასთან დაკავშირებით,
განსაკუთრებით გამოიყოფა ის მოტივი, რომელშიც გადმოცემულია შაითანი
აიიჰუბის ცოლის დახმარებით თუ როგორ ცდილობს წინასწარმეტყველისა და
წმინდანთა სდუნებას (პარალელი ადამის ისტორიასთან). მუსლიმური გადმოცემით,

230
განკითხვის დღეს გამართულ სამსჯავროხე აიიჰუბი იდგომება სტოიკოს დამთმენთა
სათავეში, როგორც მაგალითი, როგორც ჭკუის სასწავლი იმათთვის, ვინც
ავადმყოფობისა და ტანჯვის გამო დაყდევრობა და უსულგულობა, ანუ სისუსტე
გამოიჩინა რწმენაში, ვინც დაეჭვდა რწმენის სიმტკიცეში.

აიკომოფობია – წვეტიანი და მჭრელი საგნების აკვიატებული შიში


(ოქსიფობიის სინდრომი). გვხვდება აკვიატებული ნერვოზის, ფსიქასთენიის დროს.

აილაკა – ინდურ მითოლოგიაში ჩრდილოეთის მცველი, მეფეთ-მეფის,


სიმდიდრისა და განძეულთა მეუფების, გიშრავას (იხ.) ვაჟის – კუბერას (იხ.) სამეფოს
დედაქალაქი. საუცხოო ქალაქი – გარსშემორტყმული მოყვავილე ბაღებითა და
კორომებით. იქაური მდინარეები და ტბები სავსეა ოქროს ლოტოსებით. მის წყლებს
სტუმრობენ გედების გუნდები, სანაპიროებზე კი – ველური სპილოები,
ანტილოპები, ხარები, დათვები და ათასგვარი ნადირი დახეტიალობს; მის
თვალშეუდგამ საგანძურებს მძვინვარე იაქშები, რიქშასები და კინქარები იცავენ.
ქალაქის მთავარი – კუშერას ოქროცურვილი და თეთრიღრუბლისდარი სასახლე
ღმერთთა ხუროთმოძღვრისა და მოქანდაკის – ვიშვაკარმანის (იხ.) აგებულია. იქ
ნეტარებაში სუფევს კუბერა თავის მეუღლე რიდჰისთან (იხ.)ერთად.
აიმაკი (მონგ.) – 1. ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მონღოლეთის რესპუბლიკაში. 2. ადმინისტრაციული ერთეული (რაიონი)
ბურიატეთის ასსრ-ში და მთიანი ალტაის აო-ში. 3. გვარის, ტომის, ზოგჯერ ხალხის
აღმნიშვნელი სიტყვა – თურქული, მონღოლური და ნაწილობრივ ტუნგუს-
მანჯურული მოდგმის ხალხებში.

აიმარა – ინდიელთა ერთ-ერთი მთავარი ტომი ბოლივიასა და პერუში (იხ.


ინდიელები).

«აიმბერუკავიამ»-ი («ხუთი პოემა») – კამილური ლიტერატურის (იხ.) ძეგლი,


რომელმაც ბუდიზმისა და ჯაინიზმის (იხ. იხ.) გავლენა განიცადა. შესულია მრავალი
საუკუის მანძილზე შექმნილი ნაწარმოოებები: «შილაჰადიკარამ»-ი («თქმულება
სამაჯურზე»), ტრადიციით მიეწერება ჩერა ილანგოს დინასტიის პრინცს; სატანარის
«მანიმეჰალეი» (სახელი მთავარი გმირის სახელიდანაა; VII-VIII ს. ს.); უცნობი
ავტორის «ვილეიაბადი» (სახელი მთავარი პერსონაჟისაგან, VIII-IX ს. ს.); ბუდისტ
ნადაკუტანარის «ქუნდალაკესი» (ასევე პერსონაჟის სახელიდან, IX-X ს. ს.); ჯაინი
ტიტრუტაკადევარას «ლჟივაკ ასინდამანი» («ჯადოსნური ფერადი ქვა, ძვირფასი
თვალი») ჯივაკისა (ცხოვრების აღწერა). ტამილებისათვის ყველაზე პოპულარული
და საყვარელი გახლდათ ორი პოემა, რომელთაც ისინი «მარჩბივ-პოემებს»
უწოდებდნენ. პოემათა გმირებია სოვდაგარი კოვალანი, მისი ცოლი კანაჰი (პირველი
პოემა) და კოვალანის ქალიშვილი, რომელიც ეყოლა მოცეკვავე ქალის მადავი
მანიმეჰალეისგან და რომელმაც თავისი თავი ბუდიზმს მიუძღვნა (მეორე პოემა).
«თქმულება სამაჯურზე» ეხება კოვალანის ერთგულ მეუღლეს კანაჰის, რომელიც
ქალური სიწმინდის განსახიერებაა. იგი ჰპატიობს თავის ქმარს მოცეკვავე მადაფის
სიყვარულს, რომელმაც ამ სიყვარულს მთელი თავისი სინდიდრე შესწირა და მზადაა
უკანასკნელი ძვირფასეულობა – ფეხის სამაჯურიც მისცეს. მეუღლესთან ერთად იგი
მიემგზავრება მადურაში, რათა გაყიდოს ძვირფასი ნივთი. კანაჰი გადაარჩენს
კოვაკანს, რომელიც ოქრომჭედლისგან ქურდობაში მხილებულს და ამ ბრალდების

231
გამო, მეფისგან სიკვდილით მსჯავრდებულს. კანაგიმ თავისი ალად ქცეული
მარცხენა მკერდი გადაიღეღა და მთელი ქალაქი გადაბუგა, თუმცა ქალღმერთ
მადურას თხოვნით, დაინდო მისი მოქალაქენი. ამის შემდეგ იგი დიდმა ინდრამ ცად
აიყვანა და იქ ცოლ-ქმრული ერთგულების ქალღმერთად აქცია. მესამე ნაწილი ჩერი
სენგუტუბანას სამეფოს მმართველის (ზელმწიფის) ქებას ეძღვნება, რომელმაც
დაამკვიდრა ქალღმერთ კანაჰის კულტი და აუგო მას ქანდაკება. პოემაში აღწერილია
ტამილის ქალაქების მცხოვრებთა ხალხური ტრადიციები და ადათები, სოფლები,
მეთევზეთა, გლეხთა, მთიელთა სიმღერები. მეორე პოემაში, – «მანიმეჰალეი», –
ჭარბობს ზღაპრული ელემენტები (გრძნეული სიზმრები, მოგზაურობა დროში,
შეხვედრები ბუდისტურ ღვთაებებთან და ა. შ.). გმირის თავგადასავალი და მისი
დისპუტები სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებთან,
მოწოდებულია ბუდისტური მოძღვრების სადიდებლად, ანდა მისი ცალკეული
დადგენილებების განსამარტად. ამის გამო ამ პოემის თამილურ ენაზე შექმნილ
ფილოსფიურ ტრაქტატად მიიჩნევენ. ბოლო სამი პოემაც პერსონაჟთა
თავგადასავლებს ეხება, მიზანი კი – ბუდისტური და ჯაინური დოქტრინების
პროპაგანდაა.

აინდრი (სანსკრიტ. აინდრი) – ღმერთ ინდრას (იხ.) მეუღლე.

აინდრიია (სანსკრიტ. აინდრიყა) – იგივე ინდრანი, ინდრიია. შაქტი (იხ.).


ანდრას (იხ.) ქალური ასპექტი (მდედრული წყვილი), «მეუღლე».

აინები (აინოსები) – კურილიელები, ცხოვრობენ იაპონიის კუნძულ იესსოზე


(ჰოკაიდოზე), კურილიისა და სახალინის კუნძულებზე. ენა გვაგონებს ჩინურსა და
მანჯურიულს.

აინები – იაპონიის უძველესი აბორიგენი მოსახლეობა. მიიჩნევა თანამედროვე


იაპონელთა წინაპრებად. აინები მიწათმოქმედნი ყოფილან. ცხოვრობდნენ
«კერამიკის ხანაში» – «ძიომონის» (იხ.), ანუ «თოკის კერამიკის» ხანაში (იხ.). არაა
გამორიცხული, რომ უძველეს დროში იაპონიის კუნძულებზე ცხოვრობდნენ სხვა
ეთნიკური ჯგუფებიც (გამოქვაბულ-მიწურთა და მთისბანჯგვლიან მცხოვრებთა
გარდა), მაგრამ ძირითად მოსახლეობას მაინც აინები წარმოადგენდნენ. აინებს
ახასიათებდათ სოლიარული (იხ.) კულტი, რომლის სიმბოლოები იყო სპირალი და
გველი. ეს სიმბოლოები ფართოდ გამოიყენებოდა ორნამენტიკაში. გველი თავის
მხრივ უკავშირდებოდა ზეციურ გველს, რომელიც თავის შეყვარებულ ცეცხლის
ქალღმერთთან ერთად , ანუ მზე-სპირალთან ერთად დედამიწაზე ზიგზაგური გზით
– ელვის იკლაკნედით ჩამოსულან.

აინების მითოლოგია – ამჟამად ცნობილი სახით აინების მითოლოგია


ყალიბდებოდა დაახლ. XII-XV სს-შიქრისტეს აქეთ, აინთა ტომებში, რომლებიც
იაპონიის კუნძულებზე XV-XVII სს-ში განსახლდნენ. ისინი ასევე განსახლდნენ
კურილის კუნძულებზე, კამჩატკაზე, სამხრეთ სახალინზე. ამჟამად მკვიდრობენ
კუნძულ ჰოკაიდოზე. ეს მითოლოგია მჭიდრო კავშირში ვითარდებოდა ჩრდ-
აღმოსავლეთ აზიის ხალხთა და იაპონურ მითოლოგიასთან. აინთა მითოლოგიის
შესწავლის წყაროა ის ზეპირი გარდათქმები მითებისა, რომლებიც ჩაწერილ იქნა XIX
ს-ის მიწურულსა და XX ს-ის ევროპელ მისიონერთაგან და, რაც მთავარია, თვით

232
იაპონიის თანამედროვე ისტორიკოსთა ნაშრომები. თუმცა, ამ მითთა სამეცნიერო
კრიტიკული ნაშრომები არ არსებობს. აინთა მითოლოგია გამსჭვალულია
ანიმისტური (იხ.) წარმოდგენებით. აინების წარმოდგენით სული ყველასა და
ყველაფერში სუფევს – ადამიანებში, ნადირ-ფრინველში, თევზებში,
მცენარეულობებში, თვით საგნებსა და გარე-სამყაროულ მოვლენებშიც. ყველაფრის
გასულიერება ნათლადაა არეკლილი აინთა პოლითეისტურ რელიგიასა და
მითოლოგიაში. აინთა პანთეონური სამყარო უამრავი ღვთაებითაა წარმოდგენილი,
იქნებიან ესენი ღვთაებები, დემონები, სულები და მისთ. აინთა ენაზე ღვთაების
გამომხატველია სიტყვა «კამუიჰ», რაც ნიშნავს: «იგი, ვინც (ანდა რაც) ფარავს».
უმაღლესი ღვთაებაა პასე («შემქმნელი და მეუფება ცისა»), ანდა კოტან კარა კამუიჰ,
მოსითი კარა კამუიჰ, კანდო კარა კამუიჰ («ღვთაებრივი შემქმნელი ცისა და მიწისა,
მფლობელი ცათა»). იგია სამყაროთა და ღმერთთა უპირველესი დემიურგი, რომელიც
თავისი კეთილი ღმერთების – თანაშემწეობის მეშვეობით ზრუნავს ადამიანებზე,
ეხმარება მათ და განაგებს მათს ბედს. რიგითი ღვთაებანი – იაიიჰან კამუიები, ანუ
«ახლო და შორეული ღვთაებანი» – მსოფლიო სტიქიათა და ელემენტთა
ხორცშესხმას წარმოადგენენ. ისინი თანასწორუფლებიანი და ერთმანეთისგან
დამოუკიდებელნი არიან, თუმცა, ფუნქციონალურად, გარკვეულ სუბორდინაციულ
იერარქიაში შედიან. (მაგ: კეთილ და ბოროტ ღვთაებათა). ერთი უზენაესი ღვთაების
არსებობა ესაა ის უმთავრესი შტრიხი, რაც აინთა და იაპონელთა პანთეონებს
ერთმანეთისგან განასხვავებს. აინების მითოკომპლექსის ყველაზე გავრცელებული
მითები კოსმოგონიური, კოსმოლოგიური, ტოპონიმური და ტოტემური მითები და
ბოროტ დემონთა შესახებ არსებული მითებია. მათი კოსმოლოგიური კონცეფციით
მიწა ექვსი სამყაროსგან შედგება და ყოველ მათგანს საკუთარი ფუნქციონალური
დანიშნულება გააჩნია. ადამიანთა სამყაროს კანნა მოსორი, ანუ «ზედა სამყარო»
ეწოდება, ანდა უვეკარი ნოტერეკე მოსორი – «სამყარო, რომელშიც მრავალნი ფეხით
დაბაკუნებს». ეს სამყარო წარმოადგენს ოკეანეს თავისი მოდრეიფე კუნძულებით.
მისი სამკვიდრებლის ბუნებაზე დაკვირვებით, აინებში ჩამოყალიბდა აზრი, რომ
ყოველგვარი ხმელეთი მხოლოდ კუნძულია, ხოლო მთელი ოკეანე თავისი
კუნძულებით უზაზრმაზარი ორაგულის ზურგზეა განფენილი. როცა ეს გიგანტი
გაინძრევა, იწყება ხმელეთის რყევები – მიწისძვრები, ოკეანეში კი – მიქცევები და
მოქცევები. შტორმისას ორაგული ყლაპავს ფარგას, რის გამოც ადამიანები იღუპებიან.
ადამიანთა სამყაროს ქვეშ განთავსებულია ნიტნე კამეიჰ მოსორი («ეშმაკთა სამყარო»)
ანდა ცეიჰნე პოკლა მოსორი («სველი მიწისქვეშა სამყარო»). ეს სველი და ტენიანი
სამყაროა, სადაც სიკვდილის შემდეგ ბოროტი ადამიანები ხვდებიან, სადაც მათთვის
გაჩენილი სასჯელი უნდა აიტანონ. მიწის ქვეშეთში, მაგრამ «სველი სამყაროს»
პარალელზე განლაგებულია კარუიჰ მოსორი – «სამყარო ღმერთთა» – ადგილი
ციური წარმოშობისა უამრავი ღვთაებისა. სიკვდილის შემდეგ სწორედ იქ ხვდებიან
კეთილი და კარგი ადამიანები. აქ მოხვედრილი ადამიანები ზემოთ აშვერილი ფეხით
დადიან, ისე, რომ მისი ფეხის გულები კანნა მოსორის, ანუ ცოცხალ ადამიანთა ფეხის
გულებს ეხებიან. კამუიჰ მოსირის ქვემოთ პოკნა მოსირის სამყაროა («ქვედა
სამყარო»). მითებს ამ სამყაროს დანიშნულების შესახებ ჩვენამდე არ მოუღწევია.
არათუ დანიშნუულების შესახებ, პოკნა მოსირის ქვეშ განლაგებული სამყაროს
სახელწოდებაც კი არ შემონახულა. ყველაზე ქვედა სამყარო (ყველაზე ქვედა დონე)
განთავსებულია ტისანა მოსარის («ყველაზე ქვედა სამყარო») ნათელი და
უმშვენიერესი ქვეყანა. როგორც მიწა, ცაც შვიდსკნელიანი. ყველაზე მაღალ სკნელში

233
უზენაესი პასე კამუიჰი და მისი თანაშემწე უმაღლესი ღვთაებები სუფევენ. ამ
სამყაროს სინისერანგურუ მართავს. ამ უზენაეს სკნელს ქვემოთ განლაგებულ ხუთ
სკნელში, ფუნქციონალი სუბორდინაციული ნიშნით, სუფევენ მეორეხარისხოვანი
ღვთაებები. კოსმოგონიით ვგებულობთ, რომ დასაბამიერ წყალი და ხმელეთი
განუყოფელი იყო და ყოველი არსებულის ელემენტი ენთროპიაში იყვნენ არეულნი.
მიწა იყო მსგავსი უზარმაზარი ჭაობისა. გადაწყვიტა რა ადამიანთა სამყაროს შექმნა
პასე კამუიჰიმ შემწედ ტრიასოჰუზკუს მოუხმო (ტრიასოჰუზკედღემდე ითვლება
აინთა წმიდა ფრინველად)მიწაზე, უფრო სწორედ ჭაობზე, დაშვებული ფრინველი
ფრთებით, აპკებით და კუდით წყალს დღვებდა (შდრ. ინდური კოსმოგონიური
მითოლოგია). მისი ქანცგამწყვეტი და ხანგრძლივი შრომის შედეგად
ენთროპიიდანწყალი ცალკე განიყო, ხოლო მასში მოცურავე მიწის უბნები გაჩნდა.
სხვა ვერსიით ადამიანთა სამყარო ქვის იარაღების საშუალებით უშუალოდ პასე
კამუიჰის შექმნილია. ტრიასოჰუზკუს დამსახურება კი ისაა, რომ მან პასე
კამუიჰისშენაქმნი ქვეყნიერება გადაათანაბრა, მოასწორა... აინთა ტოტემისტური
მითების მთავარი გმირებიატრტიასოჰუზკა, დათვი, არწივი და ძეწნა. დათვით მასზე
სხვადასხვა ვარიანტის მითებია. ერთ-ერთში მოთხრობილია მარტოხელა ქალს თუ
როგორ ეწვეოდა ღამღამობით უცნობი, «ერთიანად შავებში» კაცი, რომელმაც
ერთხელ გასცა თავისი ვინაობა და ქალს გააგებინა, რომ იგი მთის ღმერთი იყო
დათვის ავატარაში. ამ მთის ღმერთისა და ამ ქალის კავშირით ქვეყანას ვაჟი
მოევლინა, რომელმაც შემდგომ დასაბამი მისცა აინთა მოდგმას. ზოგჯერ აინთა
წინაპრებად ისე მთის ღმერთია, ოგონდ, ამჯერად არწივის ავატარაში. არწივი აინთა
მოდგმის გადამრჩენელია, რომელმაც შიმშილობის ჟამს მთელი ხალხი გამოკვება.
ტრიასოჰუზკა ადამიანთა სამყაროს შემქმნელი ან სექმნის პროცესის თანამონაწილეა.
იგი ასევე მიღებულია შეყვარებულთა მფარველ ღვთაებადაც. ტრიასოჰუზკა
კულტურული გმირის ელემენტებსაც ატარებს – მან ასწავლა ქალსა და მამაკაცს
მოვალეობანი. ძეწნა (მტირალა ტირიფი) აინთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა.
მითის თანახმად, პირველი ადამიანი სწორედ ძეწნის წნელითა და მიწისგან შეიქმნა.
ბავშვის დაბადებისას ტირიფისგან განსაკუთრებულ ამულეტს (თილისმანს) – ინაუს
აკეთებდნენ, რომელიც ამ ადამიანს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დაიცავდა.
ცალკეულ ღმერთთა ღვაწლის შესახებ მითები საკმაოდ მწირია. გარკვეული ციკლი
მითებისა დაკავშირებულია მხოლოდ აინთა სამყაროს შექმნილ ღვთაებებთან –
იაპონიასთან, ტურუბმატთან და ღმერთ ოკიკურუმთან. იაპონიასთან
დაკავშირებულია არა მხოლოდ ეძუს შექმნა, არამედ პირველი ადამიანის - აინეს
შექმნასთანაც, რომელიც ტირიფის წნელისა და თიხისგან შეიქმმნა. მითიდან ამოდის
მიდი მეორე სახელიც – აიჰნუ საკგურუ, ანუ «ადამიანი აიჰნურ სუნით». აიჰონა
კულტურული გმირიცაა. სწორედ მან მოაწყო აინების საზოგადოებრივი ცხოვრება.
ოკიკურუმი ტოპონიმიკურ მითთა მთავარი პერსონაჟია. მის ცხოვრებისეულ
მოვლენებთანაა დაკავშირებული მრავალი ადგილის სახელწოდებითი
წარმომავლობა (ტოპონიმიკურ მითებში მთავარ მოქმედ გმირებად მეორე
ხარისხოვანი ღმერთები მოევლინებიან, რაც ასევე ნიშანდობლივია იაპონური
მითოლოგიისათვის). მოგვიანო ხანის იაპონური მითოტრტადიცია ღმერთ
ოკიკურუმის იაპონელ მხედართმთავართან – ესიცუნე მინამოტოსთან აიგივებს
(ესიცუნე მონამოტო – 1159-1189 წწ.). აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ
ოკიკურუმის მითები აინთა და იაპონელთა ინტენსიური ურთიერთობის პერიოდშია
შექმნილი. სხვა მეორეხარისხოვან ღვთაებათა თუ ღმერთთა შესახებ მითები,

234
ფაქტიურად, არაფერს გვიყვებიან. ვგებულობთ მხოლოდ მათ სახელებს, სადაც
გამჟღავნებულია მათი ფუნქციური დანიშნუულებანი (ამგვარი რამ ტიპიურია
როგორც იაპონურ ისე სხვა ხალათა მითოლოგიისათვისაც) და კეთილ და ბოროტ
ღვთაებებად მათი დიფერენცირება (თუმცა ათენუნრ მითოლოგიასთან შეფარდებით
ამ საკითხში იაპონური მითოლოგია სუსტ და ბუნდოვან დიფერენცირებას ახდენს).
აინთა კლასიფიკაციით კეთილი ღმერთ-ღვთაებანი უმეტესწილად ციური
წარმომავლობისანი არიან. ბოროტნი, როგორც წესი, ხთონური წარმომავლობისანი
არიან. ისინი მართავენ ატმოსფერულ მოვლენებს, საშიშნი არიან ადამიანთათვის.
განსხვავებით კეთილთაგან ბოროტ განსაზღვრულ ხილულ იერ-სახეს ღებულობენ.
არის შემთხვევებიც, როცა ისინი თავს ესხმიან კეთილ ღვთაებებს.
«აინების ხანა» – იგივე «ძიოძონის ხანა» (იხ.).

აინშტაინი ალბერტ (1879-1955 წ.წ.) – გერმანელი ფიზიკოსი. ფარდობითობის


თეორიისა და ბევრი სხვა ფიზიკური თეორიების შემქმნელი. ფაშისტურმა ტერორმა
აიძულა დაეტოვებინა გერმანია. გადავიდა აშშ-ში, სადაც დასახლდა პრინსტონში.
მისი მსოფლმხედველობის ამოსავალი პრინციპია ღმერთის უარყოფა, ყოველგვარი
არამატერიალური სუბსტანციის უარყოფა, სამყაროს ობიექტურობისა და
შემეცნებადობის ბუნების ყველა მოვლენის მიზეზობრივი დამოკიდებულების
რწმენა. გამოდიოდა ატომური ენერგიის სამხედრო მიზნებით გამოყენების
წინააღმდეგ.

აიონა და თურეშმატი – აიუნური მითოლოგიის და-ძმა ღმერთი. პასე კამუის


(ღმერთი რომელმაც შექმნა კუნძული ეძო – თანამედ. ჰოკაიდო) უახლოესი
თანაშემწენი. თურეშმატმა სიჩქარეში კუნძულის დასავლეთ სანაპირო კლდოვანი
შექმნა. აიონამ პირველი კაცი გამოძერწა ტირიფის წკმელისა და მიწისაგან. მანვე
ისწავლა აინების ცეცხლით სარგებლობა, მშვილდ-ისრის და სათევზაო
მოწყობილობის დამზადება, მეთუნეობა; გადააჩვია კანიბალიზმს.

აირავატა (ძვ. ინდ. Aირავატა «აღმომართული წყალთაგან») – ძველ ინდურ


მითოლოგიაში სპილოთა პირველწინაპარი. მითის ერთ-ერთი ვერსიით იგი
გამოვიდა მსოფლიო ოკეანიდან მაშინ, როცა ღმერთებიასურები ამრიტის
მოსაპოვებლად ოკეანეს დღვებავდნენ (იხ. ამრიტი). მეორე ვერსიით აირავატა და
კიდევ შვიდი სპილო (დიჰაჯები) ქვეყნიერების ბრაჰმას მსოფლიო ოქროს კვერცხის
(იხ.) ნაჭუჭებისგან წარმოიქმნენ. ისინი გახდნენ ქვეყნიერების 8 მიმართულების, ანუ
მხარეთა (კიდეთა) მცველები. აირავატა აღმოსავლეთის მცველია. გამოისახება ოთხი
ეშვით. იგი ვაჰანაა (სამგზავრო ცხოველი) და საბრძოლო სპილო ინდრასი («რამაიანა»
VI 15,6; VII 29,27).

აირავატა – ინდური მითოლოგიით ღმერთ ინდრას (იხ.) სახელია. იყო თეთრი,


თოვლისფერი. ინდრა მასზე ამხედრებული გადაადგილდებოდა ხოლმე. იცავდა
ინდრას ციური ქალაქის – ამარავატის შესასვლელს. უზარმაზარია.აისავატა
სპილოთა პირველწინაპარია. წარმოიშვა რძის ოკრანის წყლებით. მშვიდობიანობის
დროს თავის სამეუფეო სივრცეს მისით მოივლის ღმერთების მეფე – ინდრა.
ომიანობის ჟამს აირავატა საბრძოლო ეტლშია შებმული.

235
აირენჰოფი (Aყრენჰოფფ), კორნელიუს ჰერმანი – (1733-1819 წ. წ.) ავსტრიელი
დრამატურგი, გოტშელდის (იხ.) მიმდევარი. ავტორი ფრანგული სტილის
დიდებული ტრაგედიებისა («Aურელიუს», «თუმალიცუს», «Aნტიოპე»).

აირერი (Aყრერ), იაკობი (?-1605 წ.წ.) – გერმანელი დრამატურგი ჰანს საქსის


მიმდევარი (იხ.). მასწავლებელს ჩამორჩება იუმორის ხალასობაში; სჯობნის პიესის
სცენურობაში. სახალხო თეატრისთვის შეუქმნია 69 პიესა.

აირი (თურქ.) – ერთგვარი მცენარე, საკვები ბალახი. იზრდება მდინარეების და


ტბების ნაპირას.
აირი – გაზი; ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც მისი
ნაწილაკები ერთმანეთთან ძალიან სუსტად არიან დაკავშირებული
ურთიერთქმედების ძალებით, თავისუფლად მოძრაობენ და ავსებენ მათთვის
დათმობილ სივრცეს.

აირიამანი (ავესტა) – ირანული მითოლოგიის კეთილდღეობის ღმერთი


(უმცროსი ავესტა), არიელთა პირველყოფილი თემების ღირსებრივი, მათი
აზროვნების, ეთიკური ნორმების, სხეულებრივი და სულიერი სიჯანსაღის
პერსონიფიკაცია. შესაბამისობაშია ვედური მითოლოგიის არიანამთან და
კელტუსიის ერემონთან. აირიამანის ძირები ინდოევროპულ ეპოქაში მიდის. სამივე
ტრადიციაში დაკავშირებულია მკურნალობის მაგიასთან. «ვიდევლითი» (22)
გადმოგვცემს მითს აირიამანის იმ დიდი საქმის ქომაგობასა და მხარდაჭერაზე,
რომელიც მიზნად ისახავდა ყოველგვარი დაავადებების ძირფესვიანად აღმოფხვრას.
ბოროტმა სულმა – ანგრო-მაოჰნომ (იხ) იმდენი სახეობის სენი შექმნა, რომ თვით
აჰურამზადაც (იხ) კი უძლური აღმოჩნდა ამ უბედურებასთან და იძულებული გახდა
პირიამანთან მაცნე გაეგზავნა თხოვნით, დახმარებოდა ამ საქმეში. აირიამანმა
შესანიშნავად გაართვა თავი უზენაესისგან დავალებულ საქმეს – სამკურნალო-
სამედიცინო მისიას. ზოგიერთი მკვლევარი ამ ღვთაებას მეორეულად და
ხელოვნურად შექმნილ სახედ მიიჩნევს «ავესტას» პანთეონში. ზოროასტრული
ორთოდოქსიის სისტემაში აირიამანის ფუნქციები სრაოშზე გადავიდა.
აირანი (თურქ აჯრან – წყლიანი მაწონი) – მაწვნის მსგავსი რძის პროდუქტი,
წააგავს კეფირს, გავრცელებულია ყაზახეთში, შუა აზიაში, ყირიმში, კავკასიაში,
ციმბირში როგორც გამაგრილებელი სასმელი.

აირშირი (შოტლანდიაში საგრაფო Aყრსჰირე-ს სახელწოდების მიხედვით) –


მსხვილი რქოსანი საქონლის სარძეო მიმართულების ჯიში. გამოიყვანეს XVIII ს-ში
შოტლანდიაში.

აისა, (ი)ესა (Aისა – «ბედისწერა» სიცოცხლის საზღვარი, ნაწილი) –


ბედისწერის ქალღმერთი, მოირას ორეული. სწორედ მან დაართო აქილევსის
ცხოვრების ძაფი. ხშირად ახსენებს ჰომეროსი,ასევე პინდარეც.

აისბერგი (ინგლ. იცებერგ, შვედ. ისბერგ – ყინულის მთა) – ხმელეთიდან


ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთა, რომელიც ან ოკენეში,
ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა გარჩენილი.

236
აისვარიკა (სანსკრიტ. აისვარიკას) – ნეპალის თეისტური სკოლა. აღიარებს ადი
ბუდას უზენაესობას (აგია იშვარა).

აისი (Aის Aიდოს) – იხ. ჰადესი. ჰომ.

აისიტები აიჰიისტები (ფქსსჰსნ) – იაკუტელთა მითოლოგიის ნაყოფილერების


ღვთაებები. ამ ღვთაებებისგან უმთავრესნი არიან: ნელბეიჰი აისიტი,
შთამომავლობის მოცემის უნარით, ჯესიეგეიჰ ტოიჰონი და კიენგ კიელი-ბალი
ტოიჰონი - ცხენთა გამამრავლებელი ისეგეიჰ აისიტი - რქოსანი ნახირის, ნორულუიჰა
- ძაღლებისა და მგლების, აისიტები განეკუთვნებიან აიჰი ღვთაებათა ჯგუფს.
აისორები – იხ ასირიელები.

აიტა (Aიტა, ეიტა) – ეტრუსკულ მითოლოგიაში მიწისქვეშა (ქვესკნელის)


სამყაროს მეუფე. გამოსახავდნენ კვერთხით, გვირგვინით ან მგლის სკალპით თავზე.
იგივდება ბერძენთა ჰადესთან (იხ.).
აიტარეა (სანსკრიტ. აიტარეყა) – ერთ-ერთი არანიაკას (ბრაჰმანის) და
«რიგველას» უპანიშადის (იხ.) სახელწოდება. მისი ზოგიერთი ნაწილი წმინდა
ვედანტურია (იხ.).

აიტვარას (Aიტვარას, Aიტივარას, Eიტვარას, Aტვარს) – ლიტვურ


მითოლოგიაში მფრინავი სული. წარმოიდგინებოდა ცეცხლოვან გვველად,
დრაკონად, ზოგჯერ შავ ყორნად ან კატად; მოჩვენება, მაქცია, ადამიანისთვის
მოჰქონდა სიმდიდრე – რძე, თაფლი, განსაკუთრებით ფული. მისი საყვარელი საქმე,
გართობა იყო, ცხენთა ფაფართა დაწვნა, ადამიანებს კი კოშმარების მოუვლენდა
ხოლმე. შეიძლებოდა იატვარასის მოსყიდვა, ეშმაკის ვინმეს სულის დახსნა, ან
კვეცხიდან 7 წლის მამლის გამოყვანა. (ზოგჯერ თავად აიტვარასი წარმოიდგინებოდა
მარცვლის ამომნთხევ მამლად. მისი გაგდება ან მოკვდინება დიდი ძალისხმევით თუ
შეიძლებოდა. აიტვარას სიკვდილა ხანძარი მოჰყვებოდა. ხშირად ჰერკუნასი (ის.)
ამარცხებს მას. მოხსენებულია მაჟვიდასთან (XVI ს.). ტიპოლოგიურად ახლოს დგას
სლავიანურ ცეცხლოვან გველთან (შდრ. Pჯენჯერნუ ძმიჯ «ფულის გველი»ლუჟელ
სერბებში). თვით სახელწოდებას, – აიტვარასს, – შეპირისპირებულია ლიტველთა
ვარუტი «განდევნა» («გალახვა»). არის ამ სახელწოდების ახსნის სხვა ვერსიაც,
რომლის თანახმად ეს სახელი ირანულ პატი-ვარა-დან უნდა ამოდიოდეს, როგორც
პოლონური პოცზწარა, «ბოროტი სული, კოშმარი» (შდრ. ლატვიური მითოლოგიის
პუკე).
აიუბიდები, აიუბიდების დინასტია – 1171 წ-ს ეგვიპტის სულთნის ტახტი
ხელში ჩაიგდო გამოჩენილმა სარდალმა სალაჰ-ად-დინმა, წარმოშობით სირიელმა
ქურთმა. მან დააარსა აიუბიდების დინასტია (1171-1250 წ.წ.). თავისი ხელისუფლების
ქვეშ მოაქცია სირია, ეგვიპტე, ერაყი და ლიბანი. მან გადამწყვეტი დარტყმები მიაყენა
ჯვაროსნებს. 1187 წ-ს აიღო იერუსალიმი. ევროპა ამ სულთანს სალადინის სახელით
იცნობს.
აიუმაა – აფხაზური საწკმენტი საკრავი, კუთხოვანი ქნარი ძუისაგან
დამზადებული 14 სიმით.
აიურვედა (სანსკრიტ. აყურ ვედა) – სიტყვასიტყვით: «სიცოცხლის ვედა».

237
აიუს ლოკუტიუსი (Aიუს Lოცუტიუს, Aიო და Lოცუორ სიტყვებიდან, რაც
ნიშნავს «მაუწყებელი ხმა», «მქადაგებელი ხმა») – რომაული მითოლოგიით ხმა
უცნობი ღმერთისა, რომელიც გაისმა რომის ახალ ქუჩაზე ღამით და რომელიც
აფრთხილებდა რომაელებს გალთა შემოსევაზე (რასაც ადგილი ჰქონდა 390 თუ 387 წ-
ს ჩვ. წ-მდე). აულუს გელიუსის და ტიტუს ლივიუსის ცნობით, იმ დანაშაულის
გამოსასყიდად, რომ რომაელებმა ამ აქტს იგნორირება გაუკეთეს, ხოლო შემოსეულ
ძალებზე მაინც გაიმარჯვეს, დიქტატორმა კამილუსმა აიუს ლოკუტიუს რომში
ტაძარი აღუმართა (აულუს გელიუსი, «ატიკური ღამეები» XVI 17; ტიტუს ლავიუსი,
«რომის ისტორია ქალაქის დაფუძნებიდან», V 50,4-5).

აიუს ლუკეციუსი (ლათ. «ვამბობ») – უჩინარი ღვთაება. ოდესღაც რომაელები


გააფრთხილა ზეციურმა ხმამ – გალები აგაოხრებემო – და ეს მართლაც მოცდა.

აიუტა (სანსკრიტ. აყუტა) – ასი კოტი (კოტი = 10 მლნ.), ანუ ჯამი, რომელიც
ტოლია 1 000 000 000-ის.
აიშ (ებრ.) – «ადამიანის» აღმნიშვნელი სიტყვა.

აიშე – აბუ-ბაქრის ასული, ერთ-ერთი ცოლი მუჰამედისა (იხ.). გამოდიოდა


ხალიფა ალის წინააღმდეგ, რომელმაც 656 წ-ს იგი დაატყვევა. გარდაიცვალა
მედინაში 680 წ-ს. ითვლება წინასწარმეტყველად.

აიშე – მოჰამედ მოციქულის ერთ-ერთი ცოლი. გადმოგვცემს თავად


მეუღლისაგან მოსმენილ ლეგენდასასაფასა და ნაილის (იხ.) სასიყვარულო
თავგადასავალსა და დრამატულ ბედზე. ზგატა (იაპ.) – 1. იამატოს მეფეთა
მფლობელობა დაპყრობილ მიწებზე; 2. დაპყრობილი თემის მეთაურს იამატოელი
მეფეები სახელს უცვლიდნენ და მათ «აგატა ნუსას» – «აგატა-მეთაურს»
არქმევდნენ; 3. იამატოს ტომთა კავშირის სამფლობელოები, თავისებური
პროვინციები, როცა პატარ-პატარა მიწათმოქმედთა თემების ე. წ. «აგატიზაციის»
პროცესი მიმდინარეობდა.
აიშეს, მუჰამედის ერთ-ერთი უსაყვარლესი მეუღლის ცნობით ასაფი და ნაჰილა
როგორც თვით მეუღლისაგან მოუსმენია, მამააცი და ქალი ყოფილან. მათ, ოდესღაც,
ქააბის ტაძარი ამოურჩევიათ სასიყვარულო პაემანის ადგილად, რის გამოც ალაჰს
ისინი დაუსჯია და ქვებად უქცევია.

აიშერდი ხუან ბაუტისტა – (1910-1984 წ. წ.) არგენტინის სახელმწიფო მოღვაწე,


მწერალი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი. შრომა «არგენტინის რესპუბლიკის
პოლიტიკის ორგანიზაციის საფუძვლები» საფუძვლად დაედო ქვეყნის
კონსტიტუციას. წიგნით «ომის დანაშაული» მხილებულია ომის დამანგრეველი ძალა
და მქადაგებელია მშვიდობისა და ძმობისა. (ეს წიგნი ეძღვნება პარანგების ომის
საშინელებებს 1864-70 წ. წ.).

«აიშმა («ავესტა» («მშფოთვარება», «შფოთი») – ირანულ მითოლოგიაში ერთ-


ერთი დევთაგანიშედის ბოროტეული ძალის უზენაეს ტრიადაში (იხ. ირანული
მითოლოგია). ბოროტი საქმის ხორცშესხმა, მაგ: ძარცვის, ყაჩაღობის, მომთაბარეებზე
თავდასხმის (მომთაბარეებს საფრთხეს უქმნიდა მკვიდრი ირანელები). როგორც
თავაშვებულობის, თავაწყვეტილობისა და აღვირახსნილობის უპირისპირდება ასევე

238
ირანული მითოლოგიის რელიგიური წეს-რიგისა და მორჩილებით სულს - ღვთაებას
- სრაოშას (იხ.).
აიჯ-ტაიჰონი (ჩრდ. ციმბირი) – იაკუტელების უზენაესი ღვთაება.

აიჰამური (უგარითულ-ფინიკიური მით.) – კოტარუ-ვა-ჰასისუს (იხ.) მიერ


ძალოსან ბალუსათვის იამუსთან შესაბრძოლებლად გაკეთებული მეორე კომბალი
(იხ. ოჰაგრუში – პირველი კომბალი). აიჰამური ნიშნავს «მდევნელს, რომლითაც
ბალუმ დაამარცხა იამმუ» (იხ.).

აიჰ-აპეკი – მოჩიკას ტომის (სამხრეთ ამერიკის ინდიელები) მითოლოგიის


კულტურული გმირი, მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება (სახე
რეკონსტრუირებულია ლარნაკთა მოხატულობის მიხედვით. სახელი პირობითია).
იგი წმენდს მიწას ურჩხულთაგან. ებრძვის ზღვის ღვთაებებს. მთავრობს
ზოომორფულ ღვთაებებს (მელას, ბუს, კოლიბრს და ა.შ.). აიჰ-აჰეკს ჰყავს მეტოქე,
სავარაუდოდ მისივე ძმა.
აიჰარა (სანსკრიტ. აიჰარა) – რაჯაგრიჰის მახლობლად მდებარე ტაძარ-
გამოქვაბული, სადაც მეუფე ბუდა, ჩვეულებისამებრ, მედიტაციისათვის
განმარტოვდებოდა.

აიჰ-ას-თორუმი (ფინურ-უგრიული მით,) – ნუმი-თორუმის შვიდთაგან ერთ-


ერთი ვაჟი. პატარა ობის ღმერთი. იღებდა გედის სახეს (იხ. ნუმი-თორუმი).
აიჰდო-ჰვედო – გველი-ცისარტყელა დაგომეურ მითოლოგიაში, არქაული
მითიური პერსონაჟი. გადმოცემით სამყაროს პირველი მოევლინა. ყოველი
არსებულის არსებობამდე არსებული. მას არ გააჩნდა ოჯახი. იგი მარადის
მარტოხელა გახლდათ. ზოგიერთი ვერსიით მოვიდა პირველ ადამიანებთან –
მამაკაცთან და დედაკაცთან ერთად. ადრეულ მითებში გამოდის როგორც დემიურგი.
გადაადგილდებოდა რა მიწაზე, იგი ქმნიდა მის ზედაპირს (ე. ი. მის რელიეფს):
მთები – მისი ექსკრემენტია, ამიტომაც მთებში პოულობენ სიმდიდრეს (განძეულს).
იგი იკავებს მიწას, რგოლად დახვეული, საკუთარ ყბებში კუდმოქცეული. როცა
გაინძრევა, რომ უკეთესად მოიკალათოს, მაშინ ხდება მიწისძვრები. მკვიდრობს
ზღვაში, რადგანაც არ უყვარს სიცხე; მისი საკვებია რკინა, რომელსაც მისთვის
ზღვაშივე მცხოვრები წითელი მაიმუნები ამზადებენ. როცა მაიმუნები რკინას ვერ
აწვდიან, აიჰდო-ჰვედოს საჭმელი არაფერი რჩება და იძულებულია საკუთარი კუდი
ჩაიგდოს პირში (დახვეული გველი, პირში კუდმოქცეული, იეროფანტებთან,
ქურუმებთან და კაბალისტურ წარმოდგენებში დაფარული საიდუმლოს სიმბოლოა.
(იხ. იხ. საიდუმლი; განდობილები და კურთხელები; იეროფანტები)). ოდესმე,
მთებით, ხეებით, დიდი ცხოველებით გადატვირთული მიწა დაქანდება და ზღვაში
ჩაცურდება – დადგება სამყაროს დასასრულის (აღსასრულის?) დღე. როდესაც
აიჰდო-ჰვედო ზღვის ზედაპირზე ამოცურდება, მაშინ ცის თაღზე ცისარტყელა
გადაირკალება. ზოგი გადმოცემით არსებობს ორი აიჰდო-ჰვედა (ერთი ვარიანტით
ტყუპები) – ერთი ზღვაში, მეპრე – ცაზე (ცისარტყელა), რომლისგანაც ელვა მიწაზე
ეცემა. აიჰდო-ჰვედას კულტი ფართოდ ვრცელდებოდა ახლო და შორეული
აღმოსავლეთის, მესოამერიკის (?) მითურ ტრადიციებში. განსაკუთრებით
ეთაყვანებოდნენ ვაიჰდაჰში. იგი ითვლებოდა დაგომელთა მმართველი კლანის
პირველწინაპრად. ამ ქალაქში არსებობდა მისი სახელობის სამლოცველო, რომლის

239
ირგვლივ ბამბის ხეები (?) აღმართულიყვნებ. მათში უამრავი გველი ბოა
იმყოფებოდა, რომელთაც მსხვერპლს სწირავდნენ. მათ არ კლავდნენ. ჩაერთო რა
ვონთა (დაგომელთა) ღმერთების პანთეონში, იგი თავის დასაბამიერ დემიურგულ
ფუნქციებს მაბუ-ლიზაც უთმობს (???). მითებში იგი ნაბუს თანამგზავრი და
მოსამსახურეა, დაჰყავს იგი პირით... მაბუს ვაჟს, ჰევიოზოს, აიჰდო-ჰვედო ეხმარება
მიწაზე მოსასვლელად. სხვა ვერსიით, ჰევიოზო მას თავის შვილს, გბადეს გადასცემს,
რათა იგი გადაიყვანოს მიწაზე. ზოგი მითის თანახმად იგი დანას ერთ-ერთი
ჰიპოსტასია (დანა ტყუპების – მაბუსა და ლიზას, ნანა-ბუდუკუს ნაშიერია, ვაჟია).
დანი ვლინდება სხვადასხვა ფორმით, ნაწილობრივ ცისარტყელად, რომლის
სიმბოლოა პირში კუდმოქცეული გველი.

აიჰეკე (საამთა მით.) – საამების პანთეონის ჭექა-ქუხილის ღმერთი,


მეხთამტეხი, ციური მშვილდოსანი. მისი სახე შექმნილია სკანდინავიური
მითოლოგიის მეხდამტეხი ღმერთის – თორის ხატებით. საამთა
მეხთამტყორცნელის ხის კერპები გამოსახულია ხელში ჩაქუჩით (მიოლნირით),
რომლის თავში შერჭობილია ქვის ნატეხი (როგორც თორის თავის ქალაში იხ. თორი).
ტალის ქვა (კაჟი) დამახასიათებელი ატრიბუტია მეხთამტყორცნელისა. სწორედ
მისგან მოდის ნაპერწკალი-ცეცხლი – ელვა. ზოგიერთი ვერსიით აიჰეკეს დედა
ძალიან დაიმორჩილა ბოროტმა პერკეკმა (იხ.). ამის გამო იგი მტრობს ბოროტ
სულებს, ტყორცნის მათ თავის ისარ-იკლაკნედს – ელვას. ქუხილი გამოწვეულია
მისი ღრუბლებზე სიარულით. ცისარტყელა აიჰეკეს მშვილდია. (აიჰეკე-დონგა).
ზოგჯერ მიეწერება ზღვათა, წყალთა, ქართა, ადამიანთა ცხოვრებაზე მეუფება.
უკავშირდებოდა საამელთა ნადირობის ღმერთს – არომა-ტელეს. (იხ.). ითვლებოდა
ირემთა მფარველ ღვთაებად, მას მსხვერპლად სწირავდნენ ამ ცხოველს.
აიჰეკე-დონგა (საამთა მით,) – ცისარტყელა საამთა მითოლოგიაში, რომელიც
წარმოადგენს მეხთამტეხი ღმერთის – აიჰეკეს მშვილდს (იხ. აიჰეკე).

აიჰეკე-ტიერმეს-ი (საამთა მით,) – საამების ჭექა-ქუხილის ღმერთის – აიჰეკე-


მეხთამტეხის ერთ-ერთი სახელი.

აიჰიები, აიჰიები – იაკუტელთა მითოლოგიაში ზე და შუა სამყაროთა კეთილი


ღვთაებანი. მითიური ტრადიციებით ეს ღვთაებანი იერ-სახითა და ცხოვრების ნირით
ისე გამოიყურებიან, როგორც მდიდარი იაკუტიელები. ამ ხალხის წარმოდგენით,
ნახირი, სასარგებლო ცხოველები და მცენარეები იაჰიების შექმნილნი არიან. ისინი
მფარველ ღვთაებებად ითვლებოდნენ და შეეძლოთ კეთილდღეობა და ბედნიერი
ცხოვრების ბოძება. მსხვერპლად ყველაზე საუკეთესო საკვებს სწირავდნენ,
იაკუტიელების ყველაზე ძვირფას კერძს – კუმისს, გადამდნარი, მჟრალი კარაქის და
სხვ. მსხვერპლშეწირვა იმართებოდა ისიების – საკულტო-რელიგიური
დღესასწაულების დროს. იაკუტიელები ამ მსხვერპლშეწირვით აიჰიებს
კეთილდღეობას და ბედნიერ ცხოვრებას გამოსთხოვდნენ. გამორჩეული აიჰიებია:
იურიუნგი აიჰიტოიჰონი და ნელბეიჰ აიჰისიტი.
აიჰინ (ებრ.) – სიტყვასიტყვით, «არარა». აქედან მოდის სახელწოდება «ეიჰნ-
სოფ»-ი (იხ.).

აიჰინ-ნამაქი («წიგნი წერილობითი ბრძანებებისა») – სასანიანთა


მმართველობის პერიოდის (IIIVII ს. ს.) სპარსული წერილობითი ძეგლი.
240
განეკუთვნება ფეჰლევური დიდაქტიკური ლიტერატურის პოპულარულ ჟანრს,
რომელიც ანდრეზების სახელწოდებითაა ცნობილი. დაწერილია დამრიგებლური
ტონით და მიმართულია მეფეთა, დიდებულთა და მოხელეთა მიმართ. ჩვენამდე
მოღწეული ფრაგმენტები შეიცავს რჩევებს სახელმწიფოს მართვის,
მართლმსაჯულების აღსრულების, მეფეთა ბრძანებებისა და განკარგულებების
შესახებ ინფორმაციებს. მასში გადმოცემულია ომის წარმართვის წესები,
ურთიერთმიმართება სახოგადოებრივ ფენებს შორის, ქცევის წესებსა და ფორმებზე
შაჰინშაჰთა კარზე. ამ ძეგლში ხაზგასმულია ასტროლოგიასთან, რწმენასთან
შერწყმული ცოდნის დაუფლების მნიშვნელობა; აღწერილია «კეთილშობილური
გართობანი» (ჭადრაკის, პოლოს და სხვა თამასობათა შესახებ). ამ ჟანრის
ნაწარმოებთა დარად აიჰინ-ნამაქში საუბარია ამქვეყიური ცხოვრების ხრწნადობაზე,
წარმავლობაზე და ცათა სასუფევლის სასოებასა და ინედზე. აიჰინ-ნამაქი VIIIK ს-ში
არაბულად თარგმნა იბნ ალ-მუკაფამ.

აიჰლიუ – ჩინუელთა (პერუ) საიმპერიო დედაქალაქის ჩან-ჩანის კვარტალებში


მოსახლე ნათესავური ჯგუფი. ჩან-ჩანის კვარტლები ძალიან ჩამოჰგავდა აცტეკთა
ტენოჩტიტლანის თემებს – კალპულებს (იხ.).

აიჰლიუ – ინდიელეთა ნათესავური ჯგუფი, რომელიც ცალკეულ კვარტალს


ქმნიდა.

აიჰლიუ – სამხრეთ ამერიკის ინდიელთა (ჩიმუს ხალხთა) ნათესავური


ჯგუფური დასახლება.

აიჰმა (ებრ.) – 1. აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ჰირანიას (იხ.), ნიშნავს ოქროს; 2.
«ოქროს კვერცხი» (ჰირანია გარბჰა). იგივე «ბუდას კვერცხი» (იხ.).

აიჰმარ ჟაკი (დაახლ XVII ს-ის II ნახევარი) – ცნობილი ფრანგი ილუზიონისტი.


ვირტუოზულად ფლობდა «ჯადოსნურ ჯოხს». ხშირად მიმართავდნენ
დანაშაულებათა გასახსნელად. მედიცინის მეცნიერებათა პარიზის უნივერსიტეტის
ექინების – შოვენისა და გარნიეს მოხსენებებში ნათქვამი იყო აიჰმარის ჯადოქრულ
შესაძლებლობათა რეალობაზე (იხ. ჩოლგუჰოუნ «მაგეია»).

«აიჰნ ალ-იჰაკინ» (არაბ.) – «სრული დაჯერებულობა» – ასკეტის (იხ.)


სულიერი მდგომარეობის ანუ მისტიკურ გზაზე, ღმერთთან მიახლოებისდა
მიხედვით შემუშავდა ორი «გაჩერება» (მაქამი, მანზილი – მანძილი; იხ. იხ.): თაუბა
(იხ.) – «მონანიება», ვარპ (იხ.) – «სიფრთხილე», ანუ სიფრთხილე ნებადართულსა
და აკრძალულს შორის განსხვავებაში ... (X-XI ს.ს.). ამ თეორიაში შემდეგ გაჩნდა
გნოსეოლოგიური ელლემენტები (იხ. გნოსეოლოგია), კერძოდ, მოძღვრება
შემეცნების სამი საფეხურის შესახებ. ამ სამ საფეხურთაგან შუალას იაჰნ ალ-იჰაკან-ი
წარმოადგენს (იხ. იხ. ილმ ალ-იჰაკან – «დაჯერებული ცოდნა» და ჰაკკ ალ-იჰაკან –
«ჭეშმარიტი დაჯერებულობა»).

აიჰრიანა ბეჯო (ზენდ.) – იგივე აიჰრიმან ბეჯო. ნეტარების პირველყოფილი


ქვეყანა. მოხსენიებულია «ვენდიდადში» (იხ.). ეს ის ქვეყნიერებაა (???), სადაც აჰურა

241
მაზდამ (იხ.) თავისი კანონები ზარათუშთრას (ზოროასტრს, ზაარატუსტრას, იხ.)
გადასცა (იხ. არიამანი).

აიჰრიანა იშეჯო (ზენდ.) – ლოცვის სახელწოდება, რომელსაც აღუვლენდნენ


«წმიდა არიამანს» – აჰრიმანის ღვთაებრივ ასპექტს, ვიდრე იგი მოწინააღმდეგე ბნელ
ძალად სატანა(დ) გახდებოდა (იქცეოდა ??). აჰრიმანი არსით იგივეა, რაც აჰურა-
მაზდა, რაც ტიფონ-სეთი, ლოკი, ოსირისი,...

აიჰტარ-ი – აბხაზური მითოლოგიის ნაყოფიერების ღვთაება, ნახირის


მფარველი. შვიდსახოვანია, წარმოიდგენს შვიდწილობრივ ღვთაებას. მის წილად
ითვლება: ჯაბრანი, ჟვაბრანი, აჩიშაშანა, ალიშკენტორი, ანაპა-ნადა, ამრა (მზე), ამზა
(მთვარე). ეთაყვანებოდნენ მწყემსები. მსხვერპ;ად სწირავდნენ თხასა და ცხვარს.

აიჰუკე – საამთა მითოლოგიის ქუხილის ღმერთი. მისი მრავალრიცხოვანი


სახელი ეფუძნება ქუხილის ბგერით ინტონაციებს (მიმსგავსების მიხედვით) –
გარაგალეს, გარანგალეს, თიერმეს, გოროიერიჰ, ტორატორუს (ეს უკანასკნელი
მოგვიანებით «ღვთაებრივ ქუხილად» იწოდება). აიჰეკეს სახე შეიქმნა
სკანდინავიური მითოლოგიის მეხთამტეხი ღმერთი თორის გავლენით (იხ. იხ.
თორი; სკანდინავიური მითოლოგია). როგორც თოეს, აიჰეკესაც ისე გამოსახავდნენ:
უროთი ხელში, თავში ქვის ბანსხვრევით (მოღწეულია ამ ღვთაების კერპები).
საამელთა რწმენით აიჰეკე ელვით დევნის ბოროტ სულებს, ქუხილი წარმოიქმნება
მისი ღრუბლებზე გადაადგილებით. ცისარტყელა აიჰეკეს მშვილდია (აიჰეკე-დონგა).
ზოგჯერ მას მიაწერდნენ ზღვათა, წყალთა, ქართა, ადამიანთა სიცოცხლეაე მეუფებას.
მეხთამტეხის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე საამელთა ნადირობის ღმერთი
– ატომა-თელე. რომელიც ცაზე მისდევს ოქროსრქიან ირემს, თავად მონადირეს კი
ხელში ელვის მახვილი უპყრია.

აიჰშმა – ანგრო-მანიუსგან (იხ.) ნაშობი ბოროტი ტრიადის ერთ-ერთი


(მესამე)სული – სული ქურდობისა და ბოროტ საქმეთა. მონაწილეობს «წმიდა და
სამართლიანი სამყაროების» დაღუპვის საქმეში (იხ. აგრა-მანიუ; დრუჯი, აკა მანა –
ბოროტი ტრიადის წევრები).
აკა დარენცია – რომ. ძველი იტალიური ღვთაება. გვიანი ხანის მითაბში აკა
დარენცია გვევლინება მწყემს ფაუსტულუსის მეუღლედ, ომ ფაუსტულუსისა,
რომელმაც იპოვნა რომულუსი და რემუსი. აკა დარენციას 12 ძე არვალელი ძმების
ქურუმთა კოლეგიაში მოიხსენიება. აკა დარენციას აიგივებენ აგრეთვე ღვთაება დეა
დიასთან.
აკა ლარენცია (Aცცა Lარენტიო) – მწყემს ფავსტულიუსის მეუღლე. ლეგენდის
თანახმად ამ ქალმა გაუწია ძიძობა ყრმა რომულუსს და რემს (იხ. იხ.).

აკა ლარენცია – (ლათ. Aცცა Lარენტია) – ნითიური რომაელი ქალი. მწყემს


ფუსულუსის ცოლი. რემისა და რომოლუსის აღმზრდელი. მიწის ნაყოფიერების,
მწვანე საფარველის ქალღმერთი. ოჯახის მფარველ ღმერთთა ლარების კულტის
მსახური. ამიტომ ეძახიან აკა ლარენციას.

აკა მანა («ვესტა», სიტყვასიტყვით «ბოროტეული აბრი») – ბოროტ ღვთაებათა


ტრიალის ერთ-ერთი ღვთაება ირანულ მითოლოგიაში (ზარათუშთრას «გათები»).

242
უპირისპირდებოდნენ კეთილ ღვთაებათა ტრიალს, რომლის ერთ-ერთი ღვთაება
ვოფუ მანა («კეთილი აზრი») აკა მანას ანტაგონისტია. მოგვიანებით აკა მანა შეერწყა
აჰრიმანს («ვესტა» ანჰრო-მაინიუ).

აკა მანა – ანგრო-მანიუსაგან (იხ.) ნაშობი ბოროტი ტრიადის ერთ-ერთი (მეორე)


სული – სული ბოროტული აზრებისა. რათა დაიღუპოს «სიწმიდისა და
სამართლიანობის სამყაროები» (იხ. ანგრო-მანიუ; ბოროტი ტრიადის დრუჯი –
სიცრუისა და ბოროტი სიტყვის სული; აიჰშმა – ბოროტი ტრიადის ქურდობისა და
ბოროტ საქმეთა სული).

აკადემია (ბერძ. Akademia) – 1. ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ათენთან


ახლოს ძვ. წ, IV ს-ში დააარსა პლატონმა. სახელწოდება წარმოდგება მითიური
გმირის აკადემეს სახელიდან. 2. სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების,
საზოგადოების და სასწავლებლის სახელწოდება.
აკადემია (ბერძ. Aკადემია) უკავშირდება (Aკადემოს) ბერძნული მითოლოგიის
ათენელ გმირს. აკადემოსმა უჩვენა ძმებ დიოსკურებს თეზევსისაგან გატაცებული
მათი დის – ელენეს – ადგილ-სამყოფელი. გადმოცემით, იგი ათენის ჩრდილო-
დასავლეთით მდებარე წმინდა კორომში დაუკრძალავთ. აქ დააარსა პლატონმა
თავისიი სკოლა და სახელიც «პლატონის აკადემია» აკადემოსის სახელს
უკავშირდება. ამჟამად აკადემია ფართო ცნებაა და ნიშნას უმაღლეს სამეცნიერო
სახელმწიფო დაწესებულებას და ზოგიერთ სპეციალურ უმაღლეს სასწავლებელს.
აკადემია – იხ. პლატონის აკადემია.

აკადემიზმი (ფრანგ. აცადემისმე) – 1. წმინდა თეორიული მდგომარეობა


სამეცნიერო და სასწავლო მოღვაწეობაში, მოწყვეტა პრაქტიკისაგან, ხალხის საარსებო
საჭიროებათაგან. 2. მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში XVI-XIX ს. ს-ში, რომელიც
ხელს უწყობდა სამხატვრო განათლების სისტემატიზაციას, განამტკიცებდა
კლასიკურ ტრადიციებს და ამკვიდრებდა შემოქმედების ურყევ კანონებს.

აკადემიზმი – 1. აკადემიური ტრადიციების დამცველი მრავალი მიმართულება


(უმთავრესად XVII-XIX საუკუნეთა ხელოვნებაში), დამყარებული კლასიკურ
(ანტიკურ) ნიმუშების მიბაძვაზე და პროგრესულ-ნოვატორული მიმდინარეობების
წინააღმდეგ მებრძოლი. 2. აკადემიური (სასკოლო)ტრადიციების დაცვა მეცნიერებისა
და ხელოვნებიის სფეროში, რომელიც ზოგჯერდოგმატური ხასიათის გამოვლინებით
ამუხრუჭებს მათ განვითარებას.

აკადემიკოსი – 1. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 2. მეცნიერი,


მხატვარი, მწერალი და სხვა, რომელიც არჩეულია სათანადო აკადემიის წევრად.

აკადემიური – 1. აკადემიასთან დაკავშირებული. 2. აკადემიზმის


დამახასიათებელი. 3. პრაქტიკისაგან მოწყვეტილი, მხოლოდ თეორიული. 4.
აკადემიური თეატრი – საპატიო სახელწოდება. 5. უმაღლეს (ან საშუალო) სკოლაში
სწავლასთან დაკავშირებული, სასწავლო (მაგ. აკადემიური წელი, აკადემიური საათი,
აკადემიური წარმატება, აკადემიური შვებულება...).
აკადემიური ფიგურა – ფანქრით, საღებავებით ან ძერწვით გამოსახული
შიშველი ადამიანი.

243
აკადემოსი (ბერძ. აკადემოს) – ბერძნული მითოლოგიის ათენელი გმირი,
რომელმაც დიოსკურებს (იხ.) უჩვენა სად იყო დამალული თესევსისგან მოტაცებული
მარი და ელენე. მიჩნეულია, რომ აკადემოსი დაკრძალულია ათენის ჩრდილო-
აღმოსავლეთით განფენილ წმიდა კორომში (პავსანისი, «ელადის აღწერილობანი» I
29,3). ჩვ. წ-მდე IV ს-ში ამ წმიდა ტევრაში უსწავლია პლატონს (იხ.). შემდგომ მისმა
მოწაფეებმა და მისმა სკოლამ მიიღო სახელწოდება «აკადემია» აკადემოსის სახელთან
დაკავშირებით.

აკადემოსი – 1. ათენელი გმირი. პლუტარქეს ცნობით, აკადემოსმა


ტინდარიდებს აცნობა, რომ ელენე თეზევსს (და პირითოსს) აფოდნაში ჰყავდა
გადამალული. ამის გამო ტინდარიდებმა უხვი პატივი მიაგეს სიცოცხლეში
აკადემოსს. შემდეგშიც, როცა ლაკედომონელებმა მრავალგზისს დალაშქრეს და
ააოხრეს ატიკის მხარე, აკადემოსის თხოვნის საპატივცემოდ აკადემიისთვის ხელი არ
უხლიათ; 2. ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა ამ გმირისათვის
შეწირული ჭალა, ე. წ. «აკადემია», რომელიც ტირანმა ჰიპერქოსმა კედლებით
შემოზღუდა და გიმნაზია ააგო. კიმონმა კი აქ მრავალი ზეთისხილის ხე და ჭადარი
დარგო; 3. ჩვ. წ-მდე 386 წ-ს პლატონმა აქ ფილოსოფიური სკოლა გახსნა – ეს იყო
პირველი აკადემია, რომლის კურსდამთავრებულთ აკადემიკოსებს ეძახდნენ; 4.
დიკეარქოსის (იხ.) ცნობით ატიკის დასალაშქრად ტინდარიდებს არკადიიდან
მოსული ექედემოსი და მარათოსიც (იხ.) ახლდნენ. აქედემოსის სახელისგან
წარმომდგარა შემდგომ ექედემი, ანუ აკადემია, ხოო მარათოსის სახელი მარათონის
დემს (მხარეს, ოლქს). ???? მარათოსმა, პლუტარქეს მიხედვით, «რომელიღაც
წინასწარმეტყველების გამო საკუთარი ნებით შეაწირინა თავი მსხვერპლად
დარაზმული ჯარის წინ» (პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები «თეზევსი», 32, 33,
17).

აკადემოსი – ატიკელი გმირი. დაეხმარა დიოსკურებს თეზევსის მიერ


მოტაცებული ელენეს პოვნაში. მისი სახლი და შემდეგ საფლავი ათენის გარეუბანშია
მისივე სახელობის ჭალაში. იქ, სადაც ძვ. წ. IV ს-ში პლატონი ლექციებს
კითხულობდა. ასე შეიქმნა სასწავლებელი (აკადემია) პლატონის მიხედვით
იდეალისტთა სკოლა ძვ. წ. 387 წ. შეიქმნა.

აკადემოსი – ბერძ. ატიკელი გმირი, რომელმაც თესევსის მიერ გადამალული


ელენეს სამყოფელი მიასწავლა დიოსკურებს. ისტორიულ დროს ათენელებს
სჯეროდათ, რომ აკადემოსი დაკრძალული იყო მათი ქალაქის კედლებს მიღმა. ისი
სახლი გარემოცული იყო წმინდა ჭალით, რომელსაც ეწოდებოდა აკადემია გმირის
სახელის მიხედვით. ძვ. წ. IV ს-ში ამ ხეივანში უკითხავდა ლექციებს თავის
მოწაფეებს ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. სწორედ ამიტომ შეერქვა მის მიერ
დაარსებულ სკოლას აკადემია. ეს სახელწოდება დამკვიდრდა თანამედროვე
სალაპარაკო ენაშიც სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ დაწესებულებათა
აღსანიშნავად (მეცნიერებათა აკადემია, სამხატვრო აკადემია...).
აკაირია – სტერეოტიპული ჩამციებლობა. ერთი და იმავე მოთხოვნებისა და
კითხვების განმეორების ტენდენცია. დამახასიათებელია ეპიდემიური ენციფალიტის
ქრონიკული სტადიისათვის. გვხვდება ნეიროლეფსიური მეთოდით მკურნალობის
პერიოდშიც.

244
აკაკალისი – მინოსის ასული.
აკალა – მინოსის ასული. არიადნეს და ფედრას დედა.

აკალანფიდა – ბერძ. მითოლოგიაში ერთ-ერთი პიერიდა (იხ.) 9-თაგან,


რომელნიც მუზებს გაეჯიბრნენ. ერთ-ერთი მითის ვერსიით გადააქციეს არა
კაჭკაჭად, როგორც დანარჩენი ხვა პიერიდები, არამედ ჩიტბატონად (Aნტ ლიბერ 9;
Oვიდ. Mეტ. V 294).
აკალასი, აკაკალასი – ბერძ. მითოლოგიაში მინოსისა და პასიფეას ქალიშვილი,
არიადნას და. აპოლონზე შეყვარებული. მისგან შეეძინა მილეტუს. მინოსის შიშით
ტრმა ტყეში გადამალა, სადაც კვებავდა ძუ მგელი და ზრდიდნენ მწყემსები.
მილეტესის დასაუფლებლად ბრძოლა ჰქონდათ მინოსსა და სარპედონისს.
სარპედონისის რჩევით მილეტესი კრეტადან გაიქცა და კარიაში ჩასულმა თავის
სახელობის ქალაქი – მილეტი დააარსა (Aპოლლოდ. III 1, 2).

აკალკულია – ანგარიშწარმოების უნარის დაკარგვა.

აკამანტი (ბერძ აკამას, აკამანტის) – დაუღალავი, შეუპოვარი, ტროას ომის


მონაწილე. ჰომეროსის მიხედვით თრაკიელთა ბელადი. ერთი ვერსიით თეზევსის
შვილი. აკამანტის სახელი ეწოდა ათენის ერთ-ერთ უბანს, ფილეს.
აკამანტიდი – აკამანტის შთამომავალი. ფილეს მცხოვრები.

აკამანტისი (ტიდოს) – ატიკის ფილე აკამანტის სახელობისა.

აკამასი (ბერძ. Aკამას) – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. ათენის მეფის, თესევსის


და ფედრას ვაჟი, ტროას ომის მონაწილე, ეპინომი ატიკელ აკამასიდებისა. იგი ერთ-
ერთი დესპანი იყო დიომედესთან ერთად რომ გაოგზავნა ტროაში ელენეს უკან
დაბრუნების მოთხოვნით. აკამასი შეუყვარდა პრიამოსისა და პეკუდას ქალიშვილს,
ლაოდიქსს და უშვა მას ძე, მუნისი (პართენიოსი «სასიყვარულო მოთხრობანი» 16).
აპოლოდორეს ცნობით, ტროის აღების შემდეგ აკამასმა თავის ძმა დემოფონტესთან
ერთად დიოსკურთაგან გატაცებული თესევსის დედა (ეფრუ), რომელიც ელენეს
მიუჩინეს მხევლად, გაათავისუფლეს და ათენში დააბრუნეს (აპოლოდორე
«შემოკლებული გადმოცემანი» V 22). აკამასმა (სხვა ვარიანტით დემოსონტესი)
პრინცესა ფილილა დატოვა და თრაკიიდან კვიპროსზე გადავიდა, სადაც კოლონია
დააარსა. კვიპროსზე ჩასულმა აკამასმა განშორების წინ მეუღლის ნაჩუქარი
საიდუმლო პალული გახსნა, შიგ ჩაიხედა და ნანახის საზიზღრობისგან შეწუხებული
ცხენიდან გადმოვარდა, საკუთარ მახვილს წამოეგო და სული დალია. (სქოლიოები
ლიკოფონესის «ალექსანდრასათვის», 495; აპოლოდორე «შემოკლებული
გადმოცემანი» VI 16-17; 2. თრაკიელთა ბელადი, რომელიც დაეხმარა ბერძნებს ტროას
ომში. სახელგანთქმული თავისი სიმამაცით და სირბილით (ჰომეროსი «ილიადა»II
844; V 462); 3. ტროელი გმირი ანტერონისა და თეანოს ვაჟი.

აკანთი – (არქიტ.) აკინთის ფოთლების სტილიზააციით მიღებული


მორთულობა კორინთული სვეტების კაპიტელებზე და რთულ ორდერებზე, აგრეთვე
სხვადასხვა ორნამენტში.

245
აკანთო (ფრანგ. აცანტე, ბერძ. აკანტა) – 1. ბოტანიკაში მცენარეების გვარი
აკანთოსებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად – ბუჩქი. გავრცელებულია
აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში. 2. არქიტექტურაში – აკანთოს
ფოთლის სტილიზებული გამოსახულება. საფუძვლად უდევს არქიტექტურული
ელემენტების ორნამენტულ მორთულობას.

აკანთოცეფალები (ბერძ. აკანტჰა – ეკალი + კეპჰალე – თავი) – თავეკლიანი


ჭიები, პარაზიტების კლასისა. ცნობილია ხუთასზე მეტი სახეობა. ბინადრობენ
თევზებში, ჩიტებში და ძუძუმწოვრებში.

აკანთოდები (ბერძ. აკანტჰოდუს – ეკლიანი) – ჯგუფი პალეოზოლური


ზვიგენისმაგვარი თევზებისა, რომელთა ფარფლები, კუდის გარდა, დაფარული იყო
ეკლებით.
აკანთოდები – უძველესი პერიოდის ლაყუჩებიანი თევზები. ჰქონდათ
სხეულის თითისტარისებრი ფორმა. ადრეულ პერიოდში ბინადრობდნენ ჩქერებში
(ჩქარ მდინარეებში). თავ-ტანი ქერცლისებრი ძვლოვანი ფირფიტებით ჰქონდათ
დაფარული. ქალა – ხრტილოვანი ან ნაწილობრივ გაძვალებული. აკანთიდების
წარმომადგენლები შუა დევონუე ხანაში ზღვაში გადასახლდნენ. შუა პერმულ
პერიოდში გადაშენდნენ.

აკანიიჰდი (ფინურ-უგრიულ და საამთა მით.) – მთვარის ქალწული. მოხუცი


კაცისა და ექიმბაში დედაბრის ქალიშვილი, რომელსაც სტუმრობდა მზის ძე –
ჰეიჰვალკი (იხ. იხ. ჰეიჰვალკი; «მთვარის ქალწული»).

აკანიშთჰა (სანსკრიტ. Aკანისტჰა, პალიურ. Aკანიტლჰა) – – ტერმინის


მნიშვნელობა გაურკვეველია; ბუდისტურ მითოლოგიაში ბრაჰმალოკის (იხ.) უამრავ
ცათაგან ერთ-ერთი უმაღლესი ე. წ. «ფორმის მქონე სფეროთა» (რუპავაჩარა, ან
რუპადჰატუ) ცებისგან. ჰინიანის «ტიპიტაკას» კანონი შეიცავს აღწერას, იმისას, როცა
ბუდა-შაკიამუნი ღრმა მედიტაციაში სწორედ აკინიშთჰაშია. ღმერთი შაკრა (საკკა)
თავად იმედოვნებსი რომ მომდევნო დაბადებაში აკანიშთჰაში მოხვდება. აკანიშთჰას
ზემოთ განლაგებულია უმაღლეს ცათა «სფეროები, რომელთაც ფორმა არა აქვთ»
(არუპავაჩარა). ვაჯრაინის სკოლის ზოგიერთ მითოლოგიაში აკანიშთჰა მიჩნეულია
ყველაზე უმაღლეს ცად (რომელიც არუპავაჩარას ზემოთაც კია განთავსებული).
სწორედ აქ სუფევს ადი-ბუდჰა (იხ.). კაჯრაიანას ზოგიერთი წყაროებით, თვით ბუდა
შაკიამუნიც კი, ამ სამყაროში მოვლინებამდე იუმითუშთაში კი არა, აკანიშთჰაში
იმყოფებოდა.
აკანიე – ო ხმოვანის ა-დ წართქმა; აკინირებული გამოთქმა – она გამოითქმის
ана და ა. შ.
აკანტოლოგია (ბერძ.) – მძაფრი, გესლიანი, გონებამახვილური ეპიგრამების
შეგროვება-შეკრება.

აკანტოზი (ლათ. აცანტჰოსის) – ეპიდერმისის ცვლილება, გამოხატული კანის


წვეტიანი უჯრედების ჰიპერტროფიითა დადვრილთაშორისი ეპითელური
წანაზარდების დაგრძელებით. შავი – კანის პიგმენტური და დვრილოვანი
დისტროფია. უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა...

246
აკაპანა (ინდიელ.) – ტიაუანაკოს (ანდები, ბოლივია) ცერემონიალური ცენტრის
უმნიშვნელოვანესი ნაგებობა. ბრტყელთაღებიანი, იარუსოვანი, დაახლოებით 15 მ.
სიმაღლის პირამიდა (მესოამერიკული ცივილიზაცია).

აკაპანა (სამხრეთ ინდიელ.) – ტიაუანაკოს – «მზის კარიბჭის» ქალაქის


ცერემონიულიცენტრის კომპლექსის ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობა. იგი
წაკვეთილი ბრტყელ თხემიანი, ერთმანეთზე განლაგებული კვადრატული
პლატფორმებით შექმნილი იარუსოვანი პირამიდაა, დაახლოებით 15 მ. სიმარლისა.

აკაპანა – ტიუანაკოს (იხ.) ცერემონიული ცენტრის ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ნაგებობა. წარმოადგენს წაკვეთილ, ბრტყელთხემიან,
ერთმანეთზე განლადებული კვადრატული პლატფორმებით აგებულ პირამიდას
(იარუსოვანი). დაახლოებით 15 მ. სიმაღლისა.

აკაპელა (იტალ. ა ცაპპელლა) – მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუსიკალურ


საკრავთა თანხლების გარეშე.

აკაჟუ (ფრანგ. აცაჯოუ, ინდიელთა ტომის ტუპის ენაზე აცაჯუ – წითელი ხე) –
ეროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახისა. გვხვდება ტროპიკულ ამერიკაში.
მოშენებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც. აქვს ძვირფასი მერქანი, რომლისაგანაც
აკეთებენ ფანერს, ჭურჭელს. თესლისაგან იღებენ ზეთსა და გუმფისს (ხის წებოს),
ნაყოფი თხილისებრია.

აკარ. (ეგვიპტ.) – ეშმაკისეულ სფეროთა კერნეტერის ნაწილის სახელწოდება,


რომელსაც შეიძლება ჯოჯოხეთი ეწოდოს.

აკარაგრაფია – წერის დროს სიტყვების არასწორად განლაგება წინადადებაში.

აკარინი (ბერძ. აკარი – ტკიპა) – ტკიპა, ხშირად მიკროსკოპული არსება,


რომელიც უჩნდებათ ცხოველებს, მცენარეებს. მოიპოვება წყალშიც. ითვლიან 10 000-
ზე მეტ სახეობას. უმრავლესობა პარაზიტია.
აკარიციდები (ბერძ. აკარი – ტკიპა + ლათ. ცოცდერე – მოკვლა) – ტკიპების
საწინააღმდეგო ქიმიური ბრძოლის საშუალებანი. მაგ: მეტაფოსი, მეთილნიტროფოსი
და სხვა.
აკარნანი – ალკმეონის მამა, რომელმაც შური იძია დედაზე მამის გაწირვის
გამო. თვითონაც ეყოლა შვილი აკარნანი მეორე ცოლთან, მაგრამ მოკლეს პირველი
ცოლის ძმებმა. ამ უკანასკნელმა, აკარანმავ, შური იძია მამის მკვლელებზე.
აკარნანი – იხ. ჩიქოვ (ბერძნული მითოლოგიისდაცემის პერიოდს
განეკუთვნება).

აკარნანია – მხარე ატიკაში, რომელსაც სახელი ეწოდა ალკმეონეს ძის აკარნანის


პატივსაცემად.
აკაროლიკები (ბერძ.) – ავსტრიელ პროტესტანტთა ადრეული სახელი (იხ.
პროტესტანტები).

247
აკაროლოგია (ბერძ. აკარი – ტკიპა + ლოგოს – მოძღვრება) – ზოოლოგიის
დარგი, რომელიც შეისწავლის ტკიპებს.
აკაროფობია – მუნით დააცადების შიში.

აკაშა (სანსკრიტ. აკაცა) – 1. დახვეწილი, ზემგრძნობიერი სულიერი არსი,


რომლითაც გაჯერებულია ყოველი სივრცე; 2. დასაბამიერი სუბსტანცია, შეცდომით
გაიგივებააააული ეთერთან, თუმცა ისიც ისევე განეკუთვნება ეთერს, როგორც სული
მატერიას, ან ატმა კამარუპას (იხ.). ფაქტიურად იგია მსოფლიო სივრცე, რომელშიც
განუყოფლად ჩადებულია სამარადჟამო დიდი აზრი სამყაროისა, მის მარად
ცვალებად ასპექტებში მატერიისა და ობიექტურობის პლანზე. რომლისგანაც
გამოსხივდება პირველი ლოგოსი, ანდა გამოხატული აზრი. სწორედ ესაა მიზეზი,
რომ პურანებში აკაშა ერთი მახასიათებელი ნიშნითაა მითითებული, სახელდობრ
ხმით, რამეთუ ის სხვა არაფერია, ლოგოსის გადათარგმნილი სიმბოლო – «აზრი»
მისი მისტიკური გაგებისა; 3. მსხვერპლშეწირვაზე («ჯიეტიშტომა აგნიშტომა») იგი
სახელდებულია «აკაშთა ღმერთად». ამ სამსხვერპლო მისტერიებში აკაშა ყოვლის
წარმმართველი და ყოვლის შემძლე დევაა (იხ.), რომელიც სადასის როლს ასრულებს,
რომელიც წარმართავს რელიგიურ-სარიტუალო ქმედებათა მაგიურ ეფექტებს. მას
ჰყავდა თავისი განსაკუთრებული ჰოტრი (ქურუმი), რომელიც უძველეს ხანაში მის
სახელს ატარებდა. აკაშა აუცილებელი შუამავალია ყოველი კრიტიისა (კრიტია –
მაგიური მოქმეება) – რელიგიურის თუ საეროსი. გამოთქმა – «განაღვიძეთ ბრაჰმა»,
ნიშნავს იმ ძლიერი ძალის გამოღვიძებას, რომელიც დამარხულია თითოეული
მაგიური მოქმედების საფუძველში. ვედისტური მსხვერპლშეწირვა სხვა არაფერია,
თუ არა ცერემონიალური მაგია. ეს ძალა არის აკაშა – სხვა ასპექტით, კუნდალინი –
ოკულტური ელექტრობა; 4. ერთ გაგებაში აკაშა ალქიმიკოსთა ალკაგესტი, ანუ
უნივერსალური გამხსნელია (იხ. ალკაგესტი); 5. ანიმა მუნდი უმაღლეს პლანზე –
ასტრალური შუქი ქვედა სფეროთა ზედა; 6. «მსხვერპლშეწირვის მომენტში ქურუმი
ბრაჰმის ნათლით ივსება – დროებით იგი ხდება ბრაჰმა» («გაწბილებული ისიდა»).

აკასტა – ბერძ. მითოლოგიით ერთ-ერთი ოკეანიდა (Hეს. თჰეოგ 356),


პერსეფონესთან ერთად, სწორედ, მაშინ კრეფდა ყვავილებს, როცა პერსეფონე ჰადესმა
გაიტაცა.

აკასტე (ბერძ. აკასტოს) – იოლკოსის მეფე. ჰელიოსის ძე. არგონავტების


ლაშქრობის მონაწილე. იაზონის ბიძაშვილი.
აკასტოსი – ბერძნული მითოლოგიით თესალიელი გმირი, ქალაქ იოლკოსის
მეფის – პელითაის ძე, არგონავტების ლაშქრობისა და კალიდონიის ნადირობის
მონაწილე. არგონავტთა დახმარების შემდეგ აკასტოსის დებმა, მედეას შეგონებით,
რომ მათ მამას გააახალგაზრდავებდნენ, კელიასი მოკლეს და ქვაბში ჩახარშეს. მამის
სიკვდილის შემდეგ მეფედ დამჯდარმა აკასტოსმა განდევნა მედეა და იასონი. როცა
პელევსს კალიდონის ნადირობისას შემთხვევით სიმამრი შემოაკვდა, იგი იოლკოსში
გაიქცა და აკასტოსთან ჰპოვა თავშესაფარი, თანაც აკასტოსმა პელევსი ცოდვათაგანაც
განწმინდა. აკასტოსის ცოლს, ასტიდამიას პელევსი შეუყვარდა, მაგრამ პელევსმა ეს
სიყვარული უარყო. ამით განრისხებულმა ასტიდამიამ პელესს ცილი დასწამა,
თითქოს იგი მოსვენებას არ აძლევდა, დასდევდა დაცდუნებას უპირებდა. ამით
გაცოფებულმა აკასტოსმა პელევსი ჰელიოსის მთაზე აიყვანა და იქ, მძვინვარე
კენტავრების სამფლობელოში, უიარაღოდ დატოვა. ბრძენ კენტავრ ქირონის (იხ.)

248
წყალობით განწირული პელევსი გადარჩა. ამის შემდეგ მან იოლკოსი აიღო და
აკასტოსი და ასტიდამია მოკლა (აპოლოდორე, III 13, 1-3). სხვა ვერსიით მოკლული
იქნა მხოლოდ ასტიდამია, აკასტოსი კი გადარჩა და შური ტროას ომის დროს იძია,
როცა პელევსი მოკლა.

აკატალექტიკური (ბერძ.) – სრული ლექსი, რომელსაც აქვს ყველანაირი ტერფი,


განსხვავებით კატალექტიფურისგან, რომელსაც არ აქვს ერთი ან ორი ტერფი (იხ.
კატალექტიფური).

აკატოზია – მოტორული მოუსვენრობა. ერთსა და იმავე მდგომარეობაში


ხანგრძლივად ყოფნის შეუძლებლობა (დგომა, ჯდომა ან რაიმეს გაკეთება). ხშირად
მსგავს სურათს გვაძლევს ფენოთიაზინის მედიკამენტური მკურნალობა.

აკაურთის ეკლესია (აკაურთა – სოფელი ბოლნისის რაიონში) – მსხვილი


თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI ს. ს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ-
წახნაგოვანი აბსიდა აქვს შემორჩენილი რამდენიმე რელიეფური გამოსახულება.

აკაფისტი (ბერძ. აკატჰისტოს – დაუჯდომელი) – ქრისტიანულ


ღვთისმსახურებაში – ღვთის ან წმინდანების საგალობელი, რომელიც სრულდება
ფეხზე დამდგარი.

აკაფისტი (ბერძ.) სახოტბო სიმღერა აღვლენილი მხსნელის (მაცხოვრის),


ღვთისმშობლის და წმინდანთა სადიდებლად. ამ პროცესში მლოცველი ფეხზე უნდა
იდგეს.
აკაცია (ბერძ.) – 1. უმანკოება, უბიეოება; 2. ხე-მცენარე, რომელიც
ფრანკმასონიზმში გამოიყენება კურთხეულობის, განდობილობის, უკვდავებისა და
სიწმინდის სიმბოლოდ; 3. ხე, რომელიც ითვლებოდა ებრაელთა შათიმის წმიდა
შეშად.
აკაჰადო-ნო უსაგი (ძვ. იაპ. («შიშველი კურდღელი»); ინაბა-ნო სიროუსაგი
(«შიშველი კურდღელი» ინაბადან) – იაპონური მითოლოგიის პერსონაჟი
(კურდღელი). ამ მითში მოთხრობილია ღმერთ ო-ნამუძის (იხ. ო-კუნინუსი) შესახებ,
რომელმაც თავისი უფროსი ძმები – ოთხმოცი ღმერთი გააცილა ანაბას მხარეში,
რათა მოეძებნათ ქალწული იაგამი-ჰიმე და ეთხოვათ მისთვის ხელი («კიჯიკი»).
აკაჰადო-ნო უსაგიმ გადაწყვიტა სრუტეზე გადასვლა. ამისათვის მან მოტყუებით
ნიანგები გამოიყენა, როგორც ცოცხალი ხიდი, მაგრამ როცა სიცრუე გაცხადდა,
ნიანგებმა მას ტყავი გააძრეს. უფროსი ძმები მას ვერაგულ რჩევას აძლევენ –
განიბანოს ზღვის წყლით და დაწვეს მთის თხემზე, სადაც ქარაშოტი ქრის. აკაჰადო-
ნო უსაგი რჩევას მისდევს, მაგრამ მარილიანმა წყალმა და ქარმა მას ტკივილები და
ტამჯვა პირიქით, გაიორკეცა. პ-ნამუძიმას წყაროს წყლით განბანვას და სანკურნალო
ფსინში ამოგანგვლას ურჩევს. ფსინი წყალმცენარე კამოს თავთავების მტვრისაგან
უნდა იყოს. აკაჰადო-ნო უსაგი განიკურნება. მადლობის ნიშნად კეთილ ღმერთს
უწინასწარმერყველებს – მხოლოდ მას, და მის ძმებს, ერგებათ ცოლად იაგამა-ჰამუ.
ასევე თავად იგი გახდება დიდი ქვეყნის – იაპონიის მმართველი («კოჯიკი»,
გრაგნილი I). ო-ნამუძის კულტი მოგვიანებით ო-კუნინუსის კულტს შეერწყა,
რომელიც მკურნალ, ჰუმანურ, გულისხმიერ ღმერთად გამოდის. ეს სიუჟეტი და მისი

249
მსგავსიც უამრავი გვხვდება ძველ იაპონურ ლიტერატურაში (ლექსიკონში
«ტირიბუკურო», ტ. 10 XIII ს;»კონჯიაკუ-მონოგატარი», XII ს.).

აკბარ, ჯელალ ად-დინ – (1542-1605 წ. წ.) ინდოეთის მოღულთა დიდი


იმპერატორი. რელიგიის, ხელოვნებისა და მეცნიერების გამოჩენილი მფარველი.
ყველაზე ლიბერალი მუსლიმ მონარქთა შორის. მასავით დამთმენი და
განათლებული არავინ ყოფილა.

აკბარი (154???-1605 წ. წ,) – ფადიშაჰი, მეფობდა 1556-1605 წლებში, დიდ


მოღულთა დინასტიიდან. ატარებდა რჯულ შემწყნარებლობის პოლიტიკას. თავად
ახალი რელიგიის დინ-ი-პლაჰის, – «ღვთაებრივი რწმენის», – მიმდევარი
გახლდათ. ეს რელიგია ინდუიზმისა და ზოროასტრიზმის დოქტრინებსაც გახლდათ
შეზიარებული. (იხ. ირანის კულტურა). შეიცავდა ისლამურ მოძღვრებათა
ელემენტებს, ნაწილობრივ ქრისტიანულ დოგმებსაც. აკბარმა ახალი
ადმინისტრაციული დანაყოფები შექმნა, შემოიღო ზონისა და წონის ერთიანი
სისტემა, შეცვალაა ჯიზია (იხ.) – ურწმუნოთა გადასახადი (ურწმუნოებში
იგულისხმებოდა ის ინდუსები, რომლებმაც არ მიიღეს ისლამი), მოსპო
დიფერენციაცია – მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე მუსლიმებთან
ერთად ინდუსებსაც ნიშნავდა. მისი ფადიშაჰობის ჟამს აიგო ახალი რეზიდენციები –
«აგრა-ფორტი» (იხ.), «ფატეჰპურ-სიკრი» (იხ.), ფორტები ლაჰორში ახლანდელი
პაკისტაი), ალაჰაბადში, აჯმერში. სასახლის კარზე მიწვეული ჰყავდა პოეტები
(შივაელი ასკეტი და ბჰაქტი პოეტი კუმარაგურუ პარარი), სხვადასხვა ეროვნების
მუსიკოსები, რომლებიც კვირის დღეთა მიხედვით შვიდ ჯგუფად ჰყავდა
დაყოფილი, მხატვრები. მან ფერწერის სპეციალური დეპარტამენტიც კი შექმნა,
რომელსაც ჰაჯა (იხ.) აბდ-ას-სამადი მეთაურობდა; მფარველობდა ინდუს
ფერმწერებს (17 წამყვან ფერმწერთა შორის 13-მდე ინდუსი გახლდათ). ხელი შეუწყო
სახელმწიფო გაკერეის შექმნას. მისი მეფობის პერიოდში შეიქმნა დიდი ფორმატის
დიდებული მინიატურები (სულ 1400 მინიატურა), რომლებიც ამშვენებდნენ ისეთ
წიგნებს, როგორიცაა: «ბაბურ-ნამე» («ბაბურის მეფობის ისტორია»), «აკბარ-ნამე»
(«აკბარის მეფობის ისტორია»), «რაზმ-ნამე» («თქმულება ბრძოლაზე» –
«მაჰაბჰარატა», იხ.) და მრავალ სხვა წიგნებსაც.

აკერმანი (Aცკერმან) კონრად ერნესტი – (1712-1771 წ. წ.) გაერმანელი მსახიობი


და გერმანული დრამატული ხელოვნების რეფორმატორი.
აკერმანი, ფრანც – (1802-1825 წ. წ.) ლატვიელი სახალხო მწერალი.

აკერტი (ძვ. ეგვიპტ.) ეგვიპტური ნეკროპოლისი (იხ.).


აკესო – ქალის სნეულებათა მკურნალი ბერძნულ მითოლოგიაში.

აკესტესი (Aცესტეს – ბერძ. Aიგესტეს) – ტროელ ეგესტას და სიცილიის


მდინარის ღმერთის შვილი. ქ. სეგესტას დამაარსებელი.

აკვადატი (ლათ. აგუა – წყალი) – გრაფიტის სუსპენზია წყალში. გამოიყენება


ელექტროტექნიკურ წარმოებაში.

250
აკვალანგი (ლათ. აგუა – წყალი + ინგლ. ლუნგ – ფილტვი) – წყალქვეშ
სასუნთქი სპეციალური აპარატი – შეკუმშული ჰაერით გავსებული ერთი ან
რამდენიმე ბალონი.

აკვამარინი (ლათ. აგუა – წყალი + მარინა – ზღვისა) – ზღვის წყლისფერი


მინერალი, ძვირფასი ქვა, ბერილის (ბივრილის) გამჭვირვალე სახესხვაობა. გვხვდება
ცისფერი, ბაცი მწვანე, მომწვანო ცისფერი და მონაცრისფრო ცისფერი.

აკვამეტრია (ლათ. აგუა – წყალი და ბერძ. მეტრეო – ვზომავ) – სხვადასხვა


ნივთიერებაში წყლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი.

აკვანავტი (ლათ. აგუა – წყალი + ბერძ. ნაუტეს – ზღვაოსანი) – იგივე


ჰიდრონავტი – სპეციალისტი, რომელიც ასრულებს სამუშაოს წყლის ქვეშ
სპეციალური აღჭურვილობით (ჰიდროკოსტიუმით) ან წყლისქვეშა აპარატურით
მყვინთავებისათვის მიუწვდომელ სიღრმეზე.

აკვანება – VI-VII ს. ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ქვემო ქართლში,


ბოლნისის რაიონში. დარბაზული ეკლესია, ნაგებია თლილი ქვის ზუსტი წყობით,
შემკულია რელიეფებით და ჩუქურთმებით.

აკვარელი (ფრანგ. აგუარელლე, იტალ. აცგუერეკკო, ლათ. აგუა – წყალი) –


წყალში გასახსნელი საღებავი, რომელსაც მცენარეულ წებოსაც ურევენ; ასეთი
საღებავებით შესრულებული ნახატი; ფერწერა, ხატვა ასეთი საღებავებით.

აკვარელი – (ფერწ.) 1. გამჭვირვალე საღებავები, რომლებიც საღებავების


ქაღალდის გამოჭვირვისა და კოლორიტის სიფაქიზის, სიმსუბუქის მიღწევის
საშუალებას იძლევიან. გამოყენებისას საღებავებს ხსნიან წყალში. იხმარება ფერად
ტუშთან, გუაშთან, ტემპერასთან შეხამებითაც. შემაკავშირებელ ნივთიერებას
წარმოადგენს მცენარეული წებო, რასაც ხშირად უმატებენ გლიცერინს, სანთელს ან
თაფლს. 2. აკვარელური ფერწერა, ფერწერის სახეობა. 3. ფერწერული ნაწარმოები,
შესრულებული აკვარელით (წყლის საღებავებით).

აკვარიები (ლათ.) – ასკეტური სექტა ძველ ეკლესიებში, რომლებიც ზიარების


დროსაც კი უარყოფდნენ ღვინოს.

აკვარიუმი (ლათ. აგუარიუმ – წყალსაცავი) – 1. მინისკედლებიანი ან მთლიანი


მინის ჭურჭელი, რომელშიც წყლის ცხოველებსა და მცენარეებს აშენებენ. 2.
სპეციალური დაწესებულება ზღვისა და მტკნარი წყლის ფაუნისა და ფლორის
წარმომადგენელთა შესანახად, შესასწავლად და სადემონსტრაციოდ. აკვარიუმის
სახესხვაობებია: დელფინარიუმი, ოკეანარიუმი.

აკვატინტა (იტალ. აცგუატინტა) – გრავიურის ერთ-ერთიო სახე; ასფალტის ან


კანიფოლის ფხვნილით დაფარულ ლითონის ფირფიტაზე მჟავათი ამოჭრის შედეგად
მიღებული ანაბეჭდი. ქმნის ტონირებული ნახატის შთაბეჭდილებას.

251
აკვატინტა – (გრაფ.) ჩაღრმავებული გრავიურის ერთ-ერთი სახე (იხ.)
ლითონზე, რომელსაც წინასწარ შეპუდრავენ ასფალტის ან კოლოფონის ფხვნილით
(ხშირად ერთისა და მეორის ნარევით), საგრავიურო ქვეფენილის შესაქმნელად, რათა
შემდეგ მასზე გადაიტანონ ნახატი. სიმჟავის ამტანი ლაქით იფარება
ნაწილები,რომლებიც უნდა დარჩეს თეთრად და დაფის მრავალგზის შეწამვლის
(ამოჭმის) შემდეგ მიიღება ნახატის ჩრდილოვანი ნაწილების მუქი ტონი.
აკვატიპია (ლათ. აგუა – წყალი+... ტიპია) – ნახატების ბეჭდვა წყალში
გახსნილი (ზეთით გაზავებული) საღებავებით. გვაგონებს აკვარელს.

აკვატიპია – (გრაფ.) გრავირებული ბეწდვის ტექნიკური ნაირსახეობა,


დამყარებული ცხიმ გამოცლილი (წყლიანი) საღებავის გამოყენებაზე. ანაბეჭდზე
აკვატიპია ხშირად მოგვაგონებს აკვარელით ნახატს.

აკვატორია (ლათ. აგუა – წყალი, ტერრიტორიუმ – ტერიტორია) – დადგენილ


საზღვრებში მოქცეული ზღვის ან პორტის სივრცე, ჩვეულებრივ, საზღვაო პორტის
წყლის ნაწილი – ნავსაყუდელი.

აკვედუკი (კათ. აგუაედუცტუს – წყალსადენი) – 1. ხიდი, რომელიც აგებულია


ხევზე, რკინიგზაზე, გზატკეცილზე წყლის გადასაყვანად; ბელღარი. 2. წყალსატარი
(არხი, მილი), რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული
უნქტებისაკენ, სარწყავი და ჰიდროენერგეტიკული სისტემებისაკენ.

აკვედუკი (ლათ. აცუაედუცტუს წყალსადენი) – წყის გამანაწილებელი


ნაგებობა, რომელიც წყაროს თავიდან ღარსადენებით რეზერვუარს, შემდეგ
ჰაერგამშვები მოწყობილობით ქალაქის წყალგამანაწილებელს უერთდებოდა. იქ,
სადაც ღრმა ხევები, ხეობები, მდინარეთა კალაპოტები იყო, აკვედუკი თაღური
ფორმით გადადიოდა. პირველი აკვედუკები ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ,
ასურეთის დედაქალაქ ნინევიაში გაჩნდა ჩვ. წ-მდე 691 წ-ს, სინაქერიბის მეფობის
დროს (იხ. სინაქერიბი; იხ. ასურეთი, ასურეთის კულტურა; იხ. შუამდინარული
კულტურა). რომაელებთან ე. წ. ასურული აკვედუკებიუმსხვილეს ჰიდროტექნიკურ
ნაგებობებად იქცნენ, რომელთა მეშვეობით წყლით მარაგდებოდა აბანოები,
საზოგადოებრივი დაწესებულებები. პირველი, 16,5 კმ-იანი აკვედუკი აიგო რომში
312 წ-ს ჩვ. წ-მდე. ეს იყო ე. წ. «აქუა აპია». იმპერატორ კლავდიუსის დროს აგებული
აკვედუკის სადღეღამისო წყლის მოცულობა 700 ათას მ3-ს შეადგენდა. ყველაზე
უგრძეს აკვედუკს კართაგენის 132 კმ-იანი აკვედუკი წარმოადგენდა, რომელიც
იმპერატორ ადრიანეს მმართველობის პერიოდში (117-138 წ. წ.) აშენდა. არგადაა
შემონახული სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიმას მახლობლად აგებული აკვედუკი,
რომელიც ყველაზე მძლავრ აკვედუკადაა მიჩნეული. იგი სამიარუსიან ხიდს
ეყრდნობოდა. აკვედუკი წყლით ამარაგებდა ძველი რომის ასამდე ქალაქს. თვით
რომში 14 «ქვის ვეებერთელა» ნაგებობა ყოფილა , რომელსაც რომაელი მწერლის –
იულიუს ფრონტონიოს სიტყვებით – ვერ შეედრებოდა «ეგვიპტის უსარგებლო
პირამიდები» და ვერც «ყველაზე სახელგანთქმული, მაგრამ საზეო ნაგებობანი
ბერძენთა».

აკვედუკი – ქვით, ბეტონით ან რკინა-ბეტონით ნაშენი თაღოვანი ხიდი;


რუსხმული.
252
აკვიატებული მდგომარეობა – ავადმყოფის სურვილის გარეშე წარმოშობილი
აზრი, მიზიდულობა, შიში, მოგონება, მოძრაობა. ამ ზედმეტობის შეგრძნება
მთლიანად ფლობს ავადმყოფის ყურადღებას და ხელს უშლის აზროვნების
ნორმალურ მიმდინარეობას. აკვიატებული მდგომარეობისადმი ავადმყოფს
შენარჩუნებული აქვს კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ვერ ახერხებს მისგან
თავის დაღწევას. ა. მ. შინაარსის მიხედვით იყოფა განცდათა გარეშე და შემაწუხებელ
განცდებთან აკვიატებულ მდგომარეობებად (განცდათა გარეშე სიტყვების
აკვიატებული გახსენება. სათანადო განცდით – შემაწუხებელი აკვიატებული
ურწმუნოება ვიმნეს ან რაიმეს მიმართ). დამახასიათებელია ნერვოზისათვის (იხ.
ფსიქასთენია). შეიძლება თავი იჩინოს შიზოფრენიის დაწყებით სტადიაში.

აკვიზიტორი (ლათ. აცგუისტიორ) – სატრანსპორტო ან სადაზღვევო


ორგანიზაციის და დაწესებულების თანამშრომელი ან აგენტი.
აკვილა – ბიბლიის ბერძნულად მთარგმნელი. მოღვაწეობდა ჩვ. წ. II ს-ში.

აკვილა, იოჰან კასპარი – (1488-1560 წ. წ.) მარტინ ლუთერის (იხ.) მეგობარი და


თანამშრომელი. ერთი პერიოდი ქადაგებდა ვიტენბერგში, სადაც ეხმარებოდა
ლუთერს ბიბლიის თარგმნაში.

აკვილეგია (ლათ. აგუა – წყალი) – მრავალწლოვანი ბალახეული მცენარეების


ჯიში, რომელთაგანაც ზოგიერთ სახეობას იყენებენ დეკორატიული მიზნებისათვის.

აკვილონი (ლათ. აგუილო (აგუილონის) – ჩრდილოეთის ქარი) –


ძველრომაულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარის ღმერთი; აქედან – ჩრდილოეთის
ქარი.

აკვილონი – რომ. რომაულ მითოლოგიაში ღმერთი ამ სახით განასახიერებდა


ჩრდილოეთის ქარს, ბერძნული ბორეასის მსგავსად.

აკვიტანია – ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. ჰენრიხ II


ანჟუ გრაფების ფრანგული წარმომავლობის იყო. ლოგიკურია, როცა იგი მეფედ
ეკურთხა, მისი სამემკვიდრეო მამულები ინგლისის სამეფოში შევიდა. დაქორწინდა
რა აკვიტანიელ ჰერცოგინიაზე – ელეონორაზე, ჰენრიხმა ინგლისის ტერიტორიებს
მდიდარი აკვიტანიაც მიუერთა. ასე, რომ პლანტაგენეტთა სამფლობელოები
საფრანგეთში აღემატებოდა თვით კაპეტინგების (იხ.) – საფრანგეთის სამეფო
დინასტიის სამფლობელოებს. ამ ვითარებამ უბიძგა ინგლისს საფრანგეთის მთლიანი
დაპყრობისაკენ. ამან გამოიწვია ყველაზე ხანგრძლივი ომი მსოფლიო ისტორიაში,
რომელიც ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი (იხ.).
აკიბა (ბენ იოსები) – ცნობილი ებრაელი მასწავლებელი, ჰამილიილას (იხ.)
მოწაფე. მიშნების (იხ.) – თალმუდის ნაწილების პირველშემკრები. ჩვ. წ. 135 წელს
მარ-კოჰრას (იხ.) აჯანყებაში მონაწილეობისათვის სიკვდილით დასაჯეს.

აკიბა (ებრ.) – ოთხ თანაიმთაგან (განდობილ წინასწარმეტყველთაგან)ერთ-


ერთი, რომელმაც შეაბიჯა სამოთხის ბაღში (ოკულტურ მეცნიერებაში), რომელმაც

253
შეძლო, ყოფილიყო განდობილი, მაშინ, როცა ეს ვერავინ მოახერხა (იხ. კაბალისტი
რაბინები).

აკიდი (აკის, აკიდოს) – სიცილიელი მწყემსი. კიკლოპმა პოლიფემემ კლდე


სტყორცნა და გასრისა. კლდიდან სისხლი გადმოვიდა და მდინარედ იქცა. ეს
მდინარე მის სახელს ატარებს.
აკილა და პეისკილა – ცოლ-ქმარი რომიდან. ქრისტიანებად მოაქცია პავლე
მოციქულმა. დააარსეს ქრისტიანული თემი ეფესოში.
აკინ ბრძენი – არაბული ზღაპრების – «1001 ღამის» გმირი.

აკინდინოსი, გრიგორი (ბერძ.) – XIV ს-ის ბიზაანტიელი საეკლესიო მწერალი


და ფილოსოფოსი. ძირითადი ფილოსოფიური თხზულებანი: «არსებითობასა და
ენერგიაზე» («Dეესსენტია ეტ ოპერატიონე»), სადაც აკინდინოსი ისწრაფვის
სისტემატიურად ჩამოაყალიბოს ვარლაამის მოძღვრებანი (იხ. ვარლაამი).
ვარლაამისტების ერთ-ერთი ბელადი. რეაქციულ-მისტიკური თეოლოგიის
წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ასაბუთებდა გონების უფლებრივობას
ჭეშმარიტების კრიტიკის საკითხებში. მიაჩნდა, რომ მხოლოდ ცოდნა-გამოცდილება
აძლევდა ადამიანს. პოლემიკა ჰქონდა გამართული პალამთან (იხ.).

აკინეზია (ბერძ. აკინესია – უმოძრაობა) – მედ. უმოძრაობა, ნებისმიერი


თავისუფალი მოძრაობის უნარის დაკარგვა დამბლის. სახსართა უმოძრაობის ან
ტკივილის შედეგად; სამოძრაო ფუნქციის სხვადასხვა სახის ხარვეზი.
აკინეზია (ლათ. აკინესია) – უმოძრაობა, მოძრაობის უნარის დაკარგვა.

აკინეზია – უმოძრაობა დამბლისა და პარეზის გარეშე.

აკიტას კულტურა – ნეოლითის ხანის კულტურა იაპონიაში. ქ. აკიტაში, ერთ-


ერთ ორმოში აღმოჩენილია ნაცარში შემონახული წიწიბურას მარცვლები, რომელიც
დათარიღებულია 4500 წლით. აკიტას კულტურით მტკიცდება, რომ ნეოლითის
ხანაში იაპონიის აბორიგენები (იხ.) მისდევდნენ მიწათმოქმედებას. აღმოჩენილია
ქვის თოხები, ნამგლები, ქვის სამფეხები და ქვისავე თეფშები. ამავე პერიოდში
ვითარდება «ძიომონი» – «თოკის კერამიკა», დამახასიათებელი ორნამენტით –
თიხის ნივთზე «თოკის» – მცენარეულთა ღვთაებისდაგრეხილი ჩალიჩის შემოჭერა.

აკიტას უძველესი მზის საათი (იაპ.) – იაპონიაში არქეოლოგებმა


აღმოაჩინესუძველესი მზის საათი. იგი წარმოადგენდა ქვის დიდ სტელას (იხ.),
რომლის ირგვლივ რადიალურად იყო განლაგებული დიდი ქვები და, დამატებით,
ირგვლივ ქვის კიდევ ორი რგოლი ევლებოდა, დიამეტრებით – 14 და 46 (თუ 16?) მ.
მსგავსად სტოუნჰენჯის (იხ.) ქვის კონსტრუქციისა.

აკკები (აკკა) – ჯუჯა ზანგთა ტომი. აღმოაჩინა შვაინფურტმა ეკვატორულ


აფრიკაში. საშ. სიმაღლე – 1,30-1,45 მ. ნაკვთები – ზანგის, კანის ფერი – არც მთლად
მუქი, ცხოვრობენ ტყეებში, მისდევენ ნადირობას. ხმარობენ მშვილდ-ისარს (ზოგჯერ
შხამიან ისრებს).

254
აკკო, ალფიტო და მორმო – საბერძნეთში ამ საფრთხობელებით აშინებდნენ
ბავშვებს.
აკლამაცია (ლათ. აცცლამატიო – ყვირილი, წამოძახილი) – კრების მიერ რაიმე
წინადადების მოწონება ან უარყოფა პირდაპირ შეძახილებით, ხმის დაუთვლელად.

აკლა-ჰუა – კუსკოში (ინკები) არსებული «რჩეულ ქალბატონთა სასახლე».


ყოველ წელიწადს აქ იმპერიის ყოველი კუნძულიდან ასობით ქალწული
ჩამოჰყავდათ. ისინი, როგორც მზის ღმერთის ტყვენი, იმპერატორის სრულ
გამგებლობაში იყვნენ. (კიდევ სადღაცაა განმარტებული)
აკლა-ჰუარი – ინკების დედაქალაქ კუსკოში (იხ.) მდგარი «რჩეულ ქლბატონთა
სასახლე». აქ, ყოველწლიურად, უზარმაზარი იმპერიის ყოველი კუთხიდან ასობით
ქალწული მოჰყავდათ, რომლებიც ინკთა (იმპერატორთა) და მზის ღმერთის – ინთის
ტყვეებად ცხადდებოდნენ. იმყოფებოდნენ იმპერატორთა სრულ განკარგულებაში.

აკლა-ჰუასი – იგივე «რჩეულ ქალბატონთა სახლი», სადაც ინკების იმპერიის


ყოველი კუთხიდან ჩამოჰყავდათ ქალწულები. ისინი მზის ღმერთის მონა-მხევლები
ხდებოდნენ და იმპერატორის სრულ გამკარგულებაში ექცეოდნენ.

აკლდამა (ძვ. ებრ. აგელდამ – სისხლის ველი) – სამარხი ნაგებობა. ზოგჯერ


ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივეა, რაც ძვ. ქარYული სამარხავი.

აკლდამა – Nაგებობა, რომელშიც ასვენებდნენ მიცვალებულის ნეშტს.

აკლიმატიზაცია (ლათ. ად-ზე, თან + ბერძ. კლიმა – კლიმატი) – ორგანიზმების


(ადამიანი, ცხოველი, მცენარე) შეგუება ახალ გეოგრაფიულ (უმთავრესად
კლიმატურ) საარსებო პირობებთან. იგივეა აკლიმატიზება (გერმ.
Aკკლიმატისატიონ).

აკლიმატიზატორი – მეფრინველე, რომელსაც გამოჰყავს წიწილები 60-70


დღიდან 150-180 დღემდე იმ პირობებში, რა პირობებიც საჭიროა მოზრდილი
ფრინველისათვის (ხდება აკლიმატიზაცია).

აკმე (ლათ. აცმე მწვერვალი) – ტემპერატურის, მრუდის, დაავადების


განვითარების და ა. შ. უმაღლესი მწვერვალი.
აკმენები (აცმე-დან «აყვავება», ძალმოსილება, სრული ძალოვნება) – ბერძნული
მითოლოგიის ნიმფები, მკვიდრობდნენ ოლიმპიაში, აქვთ ტაძარი სტადიონზე
(პავსანიასი V 15, 6).

აკმონი (ბერძ. დაუღალავი)

აკმონი – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. ერთ-ერთი იდეს დაქტილთაგანი


(დემონური არსება) (სქოლიოები. აპოლონიოს როდოსელი I 1129), ანდა
კორიბანტთაგანი (იხ.) (ნონ პანოპონიტანელი «სიმღერები დიონისეზე» XII 143); 2. ძე
გეასი, მამა ურანოსისა, ეხოტისა და ქარონისა (კორნუტუსი «ბერძნული თეოლოგიის
მოკლე გადმოცემანი» I); ოკეანის ანდა ეთერის ეპითეტი (ჰესიქიოსი,

255
«ალექსანდრიული ლექსიკონი»), 3. ეტოლელი ლომედესის მეგობარი. ბრალი დასდო
აფროდიტეს ვერაგობაში, მუხანათობასა და მზაკვრობაში, რის გამოც გრდის მსგავს
ფრინველად აქცია ქალღმერთმა (ოვიდიუსი «მეტამორფოზები» XIV 484-510).

აკნე (ლათ. აცნე) – კანის კვანძოვანი გამონაყარი, გამოწვეული ქონის


ჯირკვლების ანთებით. არის სამი ფორმის: 1) ჩვეულებრივი, იუვენილური
(ვულგარის, ჯუვენილის); 2) წითელი – ერითემატოზული (როსაცეა,
ერყტჰემატოსა); 3) ჰიპერტროფული (ჰყპერტროპჰიცუს).

აკო, ალფიტო და მოკმო – მითიური არსებები. ბავშვებს აშინებდნენ. იგივე ბუა,


ბებე, ტროლი და სხვა.

აკო, ალვიტო, მორმო – ბერძნულ ფოლკლორში: საფრთხობელა, რითაც


აშინებენ ბავშვებს (პლუტარქე, «სტოიკოსთა წინააღმდეგ» 15; ჰესიქიოსი,
ალექსანდრიული «ლექსიკონი»).

აკოაზმი – ელემენტარული სმენითი ჰალუცინაცია ხმაურის, სტვენისა და სხვა


დაუნაწევრებელი ბგერების სახით.

აკოლადა (Aცცოლადა) – ფრჩხილი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სანოტო


სისტემას.

აკოლადა – ფრჩხილი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სანოტო სისტემას ან


ბწკარს.აკოპიარე – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
შესრულების დროს უნდა მოხდეს გადაბმა, შეხამება.

აკოლადა (ფრანგ. აცცოლადე) – პირდაპირი ან ფიგურული ფრჩხილი


(მუსიკაში), რომელიც აერთებს რამდენიმე ხუთხაზიან სანოტო სისტემას საორღანო
და საფორტეპიანო პიესებში, პარტიტურებში და სხვ.

აკოლტი (Aცცოლტი) ბერნარდი – (1465-1535 წ. წ.) იტალიელი პოეტი,


ბრწყინვალე იმპროვიზატორი. აქვს თხზულებათა კრებული (1519-1535 წ. წ.).

აკომოდაცია (ლათ. აცცომმოდატიო შეგუება) – 1. ქსოვილის ან ორგანოს


შეგუება ახალ პირობებთან; 2. თვალის შეგუება სხვადასხვა მანძილთან (იხ.
ადაპტაცია).

აკომოდაცია (ლათ. აცცომოდატიო) – შეგუება, მედიცნასა და ბიოლოგიაში


ადაპტაციის მსგავსი ტერმინი. ხმარობენ შემდეგ შემთხვევებში: თვალის ა. –
სხვადასხვა მანძილით დაშორებული თანაბარი სიმკვეთრით ხედვის უნარი.
ფიზიოლოგიური ა. – რეცეპტორის, კუნთის, ნერვის შეუება გამღიზიანებლის
ცვალებადობასთან. პისტოლოგიური ა. – ცოცხალი ქსოვილის უჯრედთა ფორმის
შეცვლა გარემოპირობების შესაბამისად. აგრეთვე ხმარობენ: – ხმების აკომოდაცია.

256
აკომპანემენტი (ფრანგ. აცცომპაგნემენტ) – მუსიკა, რომელიც თან ახლავს და
ჰარმონიულად ავსებს სოლო პარტიას; აგრეთვე ზირითადი თემის მუსიკალური
ნაწარმოების მელოდიის თანმხლები მუსიკა.

აკომპანიატორი (ფრანგ. აცცომპაგნატეურ) – აკომპანემენტის მუსიკოს-


შემსრულებელი (პიანისტი, აკორდეონისტი, გიტარისტი).
აკომპანირება – აკომპანიმენტის შესრულება.

აკონთეოსი – ბერძნულ მითოლოგიაში პერსევსის მეგობარი და თანამებრძოლი.


გააქვავა მედუზა გორგონას მზერამ (ოვიდიუსი «მეტამორფოზები» V 200).

აკონიტუმი (ბერძ. აკონიტონ, ლათ. აცონიტუმ) – მრავალწლოვანი ბალახოვანი


მცენარე ხარისძირასებრთა ოჯახისა (შხამიანია); ტილჭირი.
აკონიცინი – კრისტალური ფხვნილი ან ნაყენი, რომელსაც იყენებენ
რევმატიული და ნევრალგიური ტკივილების გასაყუჩებლად.

აკონტიოსი – კიოსელი ჭაბული. ცნობილი თავისი სიყვარულით ათენელი


კიდიპუსადმი. (შეუგორა ვაშლი წარწერით არტემიდეს ტაძარში).

აკორდეონი (ფრანგ აცცორდეონ) – ენაკიანი საკრავი გარმონისა და ბაიანის


ტიპისა, რომელსაც მარჯვენა ხელისთვის აქვს ფორტეპიანოსებური კლავიატურა.

აკორდი (იტალ. აცცორდ – შეთანხმება) – 1. სხვადასხვა სიმაღლის სამი ან


მეტი მუსიკალური ბგერის ერთდროული, შეხმატკბილებული ჟღერადობა; 2. სიმების
კომპლექტი რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტისათვის.

აკორდული (იტალ. აცცორდო – შეთანხმება) – შეთანხმების შედეგად


შესასრულებელი (სამუშაო); სააკოდო; აკორდული ხელფასი.

აკორდული წყობა – (მუს.) მრავალხმიანი მუსიკა, სადაც ხმები შერწყმულია


რიტმულად ერთიან მონოლითურ ხმიანობაში.
აკოსმიზმი (ბერძ.) – სამყაროს შექმნის წინარე პერიოდი, როცა არ არსებობდა
კოსმოსი (მოწესრიგებული მატერიალური სამყარო) და იყო მხოლოდ ქაოსი (არარა
და უწესრიგობა).

აკოსმიზმი – ფილოსოფიაში: პანთეისტური (იხ.) მოძღვრება, რომლის


მიხედვით სამყაროს ღმერთის გარეშე დამოუკიდებელი არსებობა არ გააჩნია.

აკოსტა (ტრადიციულად Aკოსტა, მართებულია და კოსტა და ჩოსტა), ურიელ


(თავდაპირველი სახელი გაბრიელი) – (დაახლ. 1585-1640 წ. წ.) რაციონალისტი
მოაზროვნე. დაიბადა პორტუგალიაში. მიიღო კათოლიკური აღზრდა. გაიტაცა
იუდაიზმმა. 1614 წ-ს გაიქცა ჰოლანდიაში, სადაც მიიღო იუდეველობა. ერთია
მხოლოდ, გაეცნო რა იუდაიზმის პრაქტიკულ საქმიანობას, თავის «თეზისებში
ტრადიციის წინააღმდეგ» გამოვიდა («Pროპოსტას ცონტრაა ტრადიციაო»). ცნობილი
ვენეციელი რაბინის ლეონ დე მოდენის თხზულებებში – «ფარი და აბჯარი» –
ჩამოყალიბებული აზრებით (1616 წ.) სადაც ბრალს სდებდა «ფარისეველთ (რაბინებს)
257
მოსეს მოძღვრებათა შერყვნაში». თხზულებაში «ადამიანური სულის უკვდომადობის
შესახებ» («შობრე ა მორტალიდადე და ალმა დო ჰომენ») უარყოფდა რელიგიურ
დოგმატს სულის უკვდავებაზე, იმის საფუძველზე, რომ ძველი აღთქმა სრულიად
დუმდა ამის შესახებ. 1623 წ-ს მოიკვეთა სინაგოგიდან. მომდეევნო წ-ს გამოაქვეყნა
«ფარისეველთა ტრადიციების გამოცდა წერილობით კანონებთან შეფარდებით»
(«Eხამე დას ტრადიცოეს პჰარისეგს...»). ეს წიგნი საჯაროდ დაიწვა რაბინთა მიერი
რომლებიც ამსტერდამის ებრაულ თემს განაგებდნენ. 1633 წ-ს აკოსტა იძულებულია
განუდგეს თავის «ცდომილებებს», მაგრამ სინაგოგას მალევე ჩამოშორდა და კვლავ
განკვეთილია. ესქორიაში იმყოფებოდა 7 წ-ს. ამ ფაქტმა საბოლოოდ გასტეხა აკოსტა.
იგი დათანხმდა საჯარო მონანიების დამამცირებელ აქტს, ეს დამცირება ვერ აიტანა
და რამდენიმე დღეში თავი მოიკლა. დატოვა ხელნაწერი «ადამიანური ცხოვრების
მაგალითი» («Eხეპლარ ჰუმანაე ვიტაე») (1687 წ. (???)). ამ შრომაში გააკრიტიკა
ბიბლიური იუდაიზმი და ეჭვი გამოთქვა მის ჭეშმარიტებაში, საერთოდ უარყო
გამოცხადების რელიგია. უმაღლეს პრინციპად აღიარებდა სიყვარულს
მოყვასისადმი, ახლობლისადმი, რომელიც მახასიათებელი იყო ყველასათვის,
განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. ამ «ბუნებრივი რელიგიის» საპირისპიროდ
აკოსტას მიაჩნია, რომ არსებული რელიგიები თრგუნავენ ადამიანში ადამიანურ
ბუნებას და თესავენ მათში ერთმანეთისადმი შუღლს, ქიშპს, გაუტანლობასა და
სიძულვილს. აკოსტას იდეებმა და ბედმა დიდი გავლენა იქონია სპინოზაზე (იხ.).

აკოსტა (უფრო სწორია და კოსტა) ურიელ – (1585/90-1640 წ. წ.)


ნიდერლანდელი ფილოსოფოს რაციონალისტი. დაიბადა პორტუგალიაში.
სწავლობდა კოიმბრის უნივერსიტეტში. 1614 წელს გაიქცა ნიდერლანდებში.
ქრისტიანობიდან გადავიდა იუდაიზმზე. გაილაშქრა ებრაული რელიგიური
დოგმების წინააღმდეგ. ბრალი დასდო ფარისეველთ (რაბინებს) მოსეს მოძღვრების
დამახინჯებაში. 1623 წ. დაწერა ტრაქტატი «ადამიანის სულის მოკვდავობის
შესახებ», სადაც უარყოფდა სულის უკვდავებას და იმქვეყნიურ ცხოვრებას. ორჯერ
იყო მოკვეთილი სინაგოგიდან. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. ვერ
აიტანა რაბინთა და ნიდერლანდის ხელისუფალთა დევნა. მისმა იდეებმა გავლენა
მოახდინეს სპინოზაზე.

აკოსტა, გაბრიელ – (1594-1647 ან 1585- 1640 წ. წ.) წარმოშობით კათოლიკეებად


მოქცეული ებრაელთა ოჯახიდან (პორტუგალია). ჰოლანდიაში ყოფნისას (1614 წ.
ამსტერდამი) წინაპართა რჯულზე – იუდეველობაზე გადავიდა ურიელის სახელით.
რეფორმატორული მცდელობისათვის განიდევნა რაბინთაგან (იხ.). სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა. ვერ აიტანა სინაგოგიდან ორჯერ განდევნა,
დევნილება, თავისი წიგნის დაც(წ?)ვა, დამცირება. მისმა ცხოვრებამ და იდეებმა
გარკვეული როლი ითამაშა სპინოზაზე (თუ ...გავლენა მოასდინა?). მასზე შექმნა
ტრაგედია გერმანელმა გუცკოფმა (იხ.)

აკრატოფორი (ბერძ. აკრატოპჰოროს, ჭურჭელი სუფთა ღვინისათვის) – 350 ლ-


დან 10000 ლ-მდე მოცულობის ჰერმეტული რეზერვუარი. გამოიყენება შამპანური
ღვინოების წარმოებაში.

აკრატოპოტი ბერძნულ მითოლოგიაში განუზავებელი ღვინის დემონი, თაყვანს


სცემდნენ მუნიქიაში (ათენიუსი «მცოდნეთა ნადიმობანი», II 390).
258
აკრდინი – ორგანული ნაერთი, ღია ყვითელი ნემსისებრი კრისტალები. ძლიერ
მინერალურ მჟავებთან წარმოქმნის მარილებს. ქიმიურად მდგრადია. მიიღება
ჭიანჭველა- ან მჟაუნმჟავასთან დიფენილამინის კონდენსაციით. იყენებენ
საღებავებისა და სამკურბალო პრეპარატების დასამზადებლად. აკრიდი – ერთგვარი
კალია, რომელსაც ჭამენ არაბები.
აკრედიტება (ფრანგ. აცცრედიტორ, ლათ. აცცრედო – ვენდობი) – 1. უცხო
სახელმწიფოში ამა თუ იმ პირის დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშვნისა და
იქ მისი უფლებამოსილების ცნობის პროცესი; 2. (ფინანს.) ვინმესთვის რწმუნების
მიცემა ფულის მისაღებად ან სავაჭრო ოპერაციების საწარმოებლად.
აკრედიტებული – (დიპლ.) ვინც დანიშნულია წარმომადგენლად უცხო
სახელმწიფოს მთავრობასთან.

აკრედიტივი (გერმ. Aკკრედიტივ, ფრანგ. აცცრედიტიბ, ლათ. აცცრედიტივუს –


სანდო, სარწმუნო) – 1. საბანკო ანგარიშის სახეობა; იხსნება გადამხდელის
დავალებით იმ ბანკის განყოფილებაში, რომელიც მის კონტრაჰენტს ემსახურება. 2.
სახელობითი დოკუმენტი (ფასიაი ქაღალდი), რომელიც უფლებას აძლევს ამა თუ იმ
პირს მიიღოს საკრედიტო დაწესებულებისაგან (ბანკი, შემნახველი სალარო)
აკრედიტივში აღნიშნული თანხა.

აკრესიუსი (აკრისიუსი) – მეფე არგოსისა. ორაკულის წინასწარმეტყველებით,


განიგმირებოდა საკუთარი შვილიშვილის ხელით, ამიტომ თავისი ქალიშვილი დანაე
(დანია?) და მისი ყრმა პერსევსი კიდობანში ჩაკეტა და ზღვას მისცა. დიდი ხნის
შემდეგ არგოსში მობრუნებულმა ჭაბუკმა პერსევსმა შემთხვევით, ბადროს
გასროლით, მოკლა პაპამისი. ორაკულის წინასწარმეტყველება ახდა.

აკრი (ინგლ. აცრე) – მიწის ფართობის საზომი ერთეული იმ ქვეყმებში, სადაც


იხმარება ინგლისურ საზომთა სისტემა (დდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და
სხვ.). უდრის 4047 კვ. მეტრს.

აკრილამიდი – ორგანული ნაერთი – უფერო, მკვრივი კრისტალური


პროდუქტი.

აკრილატები – აკრილმჟავას ეთერებიისინი უფეროო სითხეეია. ადვილად


განიცდიან პოლიმერიზაციას, რის შედეგადაც მიიღება პოლიაკრილატები.
აკრილატები (მარილები)იხმარება საბეჭდი საღებავების და პასტების, ლაქებისა და
სხვ. წარმოებაში.

აკრილმჟავა – უჯერი ორგანული მჟავა. მძაფრსუნიანი უფერო სითხე.


ტოქსიკურია. იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში. განიცდის პოლიმერიზაციას,
რომლის შედეგადაც წარმოიქმნება პოლიაკრილმჟავა.
აკრილონიტრილი – ორგანული ნაერთი, დამახასიათებელი სუნის მქონე
უფერო სითხე. ტოქსიკურია, იხსნება წყალში, ადვილად პოლიმერიზდება და
მიითება პოლიაკრილონიტრილი.

259
აკრისიოსი – არგოსის მეფე.

აკრობატი – (ცირკი) მსახიობი უაღრესად განვითარებული კუნთებით,


რომელიც ოსტატურად ფლპბს თავიის სხეულს.

აკრობატი – – არტისტი, რომელიც გამოდის საცირკო ხელოვნების სპეციალურ


ჟანრში – აკრობატიკაში.

აკრობატიკა (ბერძ. აკრობატეს < აკრობატოე – ფეხის ევერებზე დავდივარ) –


საცირკო ხელოვნების ჟანრი და ტანვარჯიშის სახეობა, რომელიც მოიცავს
სხვადასხვაგვარ ვარჯიშს (ხტომას, ყირას, ბრუნს და მისთ.).

აკრობატიკა – (ცირკი) 1. საცირკო ხელოვნების სახეობა, აერთიანებს ვარჯიშებს,


რომლებიც აჩვენებენ სხეულის ოსტატურად ფლობას. 3. ტანვარჯიშის სახეობა, სადაც
გაერთიანებულია ერთეული და ჯგუფური ვარჯიშები ხტომასა, წონასწორობის
დაცვასა და ბრუნთან ერთად.

აკრობოლისტი (ბერძ. აკრობოლისტეს – მსროლელები) – ძვ. საბერძნეთში –


მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსანი რაზმეული.

აკროზინი (ლათ. აცროსინი) – სპერმატოზოიდების აქტიური ფერმენტი


(პროტეინაზა), შლის ზონა პელუიციდა-ს და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების
შეღწევას კვერცხუჯრედის გლიკოპროტეინულ გარსში. აკროსომა (ლათ. აცროსომა
პერფორატორიუმ) – სპერმატოზოიდის თავი.

აკროკეფალია – თავის ქალის განვითარების ანომალია, მოგრძო ფორმა, უკან


გადახრილი.

აკროკეფალია, აკროცეფალია (ბერძ. აკროს – ყველაზე მაღალი + კეპჰალე –


თავი) – თავის ქალის ანომალიური («კოშკისებური») ფორმა.

აკროკორინთო (დიდი კორინთო) – კორინთოს აუღებელი მთა და სიმაგრე.

აკროლეინი (ლათ. აცერ, აცრის – მწვავე + ოლეუმ – ზეთი) – მომწამლავი


ნივთიერება, მწვავე სუნის მქონე უფერო აქროლადიი სითხე. აღიზიანებს (მისი
ორთქლი) თვალისა და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. ფორმალინთან შერეულს
იყენებენ სადეზინფექციოდ.
აკროლითი – ბერძნული ქანდაკებაადამიანის გამოსახულებით, რომლის
სხეული და ტანსაცმელი კეთდებოდა ხისგან, თავი, ხელები და ფეხები კი –
მარმარილოსჰგან.
აკრომეგალია (ბერძ. აკროს – კიდური, მწვერვალი + მეგას – დიდი) –
დაავადება, რომელსაც იწვევს ტვინის დანამატის (ჰიპოფიზის) ფუნქციის დარღვევა.
ახასიათებს კიდურების (ხელის მყევნების, ტერფების) და სახის ძვლების
არაპროპორციული ზრდა.

260
აკრომეგალია (ლათ. აცრომეგალია) – ნეირო-ენდოკრინული დაავადება.
გამოწვეულია ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის დაზიანებით. სიმპტომატურია თავის
ქალის, კიდურების ხელის მტევნების, ტერფების, სახის ძვლების, აგრეთვე, ცხვირის,
ენის, ყურების არაპროპორციული ზრდა. ეტიოლოგიური ფაქტორებია: 1) ჰიპოფიზის
ადენონის გამო ჰორმონის ჭარბი სეკრეცია ან 2) ჰიპოთალამუსის სომატიტროპინ-
რილიზინგ ჰორმონის გაძლიერებული სტიმულაცია.

აკრომელანიზი (ბერძ. აკრონ – მწვერვალი, კიდური + მელას – შავი) –


(ბიოლ.) ალბინიზმის ნაირსახეობა.

აკრონი – საბინთა მეფე. აბჯარი იუპიტერს შესწირა. აქედან დაიწყო ალაფის


შეწირვა იუპიტერისადმი. (რომაული).

აკროპეტალური ზრდა (განვითარება) (ბერძ. აკრონ მწვერვალი + ლათ. პეტერე –


სწრაფვა, მიმართვა) – იგივე, რაც ბაზიპეტალური განვითარება.

აკროპოლი, აკროპოლისი (ბერძ. აკროპოლის, აკროს – ზედა, პლის – ციხე) –


ციხე-სიმაგრე, ციხე-ქალაქი ძველ საბერძნეთში, აშენებდნენ მაღლობ ადგილზე;
ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის
რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი ჰქონდათ ძველ ქართულ
ქალაქებსაც: მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს...

აკროპოლისი (ბერძ. აკროპოლის, აკროს – ზედა, პოლის – ციხე) – ძვ.


ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ზედა ქალაქი,
ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი.

აკროპოლისი (შიდა ქალაქი) – შუაგული სიმაგრე, რასაც გორაკზე აშენებენ.

აკროპოლისი – ბერძ. (მაღლობზე შეფენილი ქალაქი) ბერძნული ქალაქის


გამაგრებული ნაწილი, რომელიც, როგორც წესი, მაღლობზე იყო შეფენილი.
აკროპოლისზე ხშირად აგებდნენ ტაძრებსა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს.
ათენის აკროპოლისი, სადაც დღეს მიკენური, არქაული და კლასიკის ეპოქის
ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი, მსოფლიო ისტორიის საგანძურია (იხ. ათენი).

აკროპოლისი – ძველბერძნული ქალაქის გამაგრებული ნაწილი რომელიც,


ჩვეულებრივ, შემაღლებულ ადგილზე – ბორცვზე მდებარეობდა.

აკროსტიქი (ბერძ. აკროსტიცჰის, აკროს – ზემოთ, თავკიდური + სტიცჰოს –


რიგი, სტრიქონი) – ლექსი, რომლის სტრიქონთა თავკიდური ასოებისაგან გამოდის
სიტყვა ან წინადადება. ჩაისახა ძველ ბერძნულ პოეზიაში.

აკროსტიხი – იხ.

აკროტერიონ – (არქიტ.) სკულპტურული სამკაული (ქანდაკება, ორნამენტული


ფიგურა) ორდერული სისტემით აგებული შენობის ფრონტონის კუთხეებზე.

261
აკროტერიონი (ბერძ. აკროტერიონ) – სახურავზე განთავსებული ქანდაკება ან
რაიმე ნაძრეწი ორნამენტი. უშუალოდ იდგმებოდა ფრონტონის კარნიზზე, შუაში,
კუთხეებზე...
აკროტერიონი (ბერძ.) – ქანდაკება ან რაიმე ნაძერწი ორნამენტი, რომელიც
განთავსებულია ნაგებობის სახურავზე.

აკროტერიუმი (ბერძ. აკროტერიონ) – შენობის ფრონტონის კუთხეებზე


მოთავსებული ქანდაკება ან სკულპტურული მორთულობა (მაგ. პალმეტი). გვხვდება
ისეთ არქიტექტურულ ნაგებობებში, რომლებშიც გამოტენებულია კლასიკურიი
ორფერი.

აკროფობია – იხ. კრემნოფობია.


აკროცეფალია – იხ. აკროკეფალია.

აკროციანიზმი – კიდურების სილურჯე, დამახასიათებელია შიზოფრენიის


კატატონური ფორმისათვის.

აკრუბა (აკრუვა) – საამთა ქალღმერთი. გამოისახებოდა თევზის კუდით.


ითვლებოდა თევზჭერის ქალღვთაებად. მასზე იყო დამოკიდებული თევზჭერის
წარმატება (იხ. საამთა ღვთაებები და სამყაროს სამი იარუსი – Я познаю мир. Мифы
нар. мира).

აკსუმი – აქსუმის სამეფოს დედაქალაქი. დაარსდა VI-V ს. ს-ში ჩვ. წ-მდე.


საბაური და ეგვიპტური კულტურების სინთეზის ქვეყანა. საბაელთა გავლენა ჩანს
მთვარის ღვთაების – ა,მაკაჰას გამოსახულებასა და ტახტზე მჯდომარე ქალთა ქვის
ფიგურების ტანსაცმლის გრაციოზულობაში, მათი სამოსლის მორთულობაში.
ეგვიპტური შტრიხები უფრო სარკოფაგის სტელებსა და ლომთა ქვაში შესრულებულ
ქანდაკებებში იგრძნობა (რელიეფებსა თუ ცალკეულ ფიჰურებში). აქსუმის სამეფოს
კულტურული აღმავლობა ჩვ. წ-ის III-IV ს. ს-შიი იწყება. ამ დროს აქსუმის სამეფო
ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის კულტურული ცენტრი ხდება. იქმნება პირველი
ნაწარმოებები ძველეთიოპიურ ენაზე – გეეზზე. ესაა სტელაზე ამოკვეთილი
ტექსტები მეფე ეზანის მოღვაწეობაზე. შემონახულია აგრეთვე, ამ დროის სამი
ნეკროპოლისი ქვის მონოლითური სტელებით (II-IV ს. ს.), კირით ნაზელი ტერასათა
ნაშთები,ქვის საფეხურთა ფილები, რომლის ძირშიც სამსხვერპლო საკურთხევლები
იყო მოწყობილი. ჩრდილოეთის ნეკროპოლისის 7 სტელათაგანერთი გატანილ და
დადგმულ იქნა რომში, კონსტანტინეს თაღის წინ. აქსუმში შენდებოდა საირიგაციო
ნაგებობანი (წყალსატევები, კაშხლები, აუზები), იგებოდა ქვის მონუმენტური სამეფო
სასახლეები. ყველაზე ცნობილი, სასახლეთაგან, ტააკჰა-მარიამის სასახლი, მისი
უამრავი სათავსო რვასართულიანი მთავარი კორპუსის საფეხუროვანი ბაქნების
მეშვეობით გადადიოდნენ ერთმანეთში (ბაქნები 120X80 მ-ის ზომისანი გახლდათ).
ნაგებობის წიბოებთან აღმართული იყო კოშკურები. კედლები შვერილებითა და
ფრთეებით დანაწევრებული გახლდათ კვადრატულ ან ფიგურულ ბოძებს ბრტყელი
სახურავი ეკავათ. იატაკი თეთრი და მწვანე ქვის ფილებით მოეგოთ, ხის ჭერი –
მორთული კვეთილი ზოომორფული და გეომეტრიული ნაზჭებით. კვადრატული
გეგმარის საცხოვრისი სათავსოები შავი ხით, მარმარილოთი და ძვირფასი ლითონით
მოეპირკეთებინათ და შიდა ეზოებით განიყოფოდნენ ერთმანეთისაგან. სასახლის
262
შესასვლელთან სამი ადამიანის სიმაღლის ქვის ქანდაკებები იდგა. IV ს-ში აქსუმში
გავრცელებას იწყებს ქრისტიანობა და ჩნდება პირველი ბაზილიკური ტაძრები,
რომელთაც, როგორც წესი, წარმართულ საკურთხევლებზე აღმართავდნენ. ამავე
პერიოდში იბადება ქრისტიანული ლიტერატურაც – წმინდანთა ცხოვრება (პავლე
მეუდაბნოე, ანტონიუს დიდი), აპოკრიფები («წიგნი ენოქისა», «გზის გამოცხადება»
და ა. შ.), ასევე შეიქმნა ადგილობრივი აგიოგრაფიული ნაწარმოები – «იარედ
ტკბილხმოვანის ცხოვრება». ამ დროის ოსტატების ნახელავია მეფეთა – ქელებისა
და გებრე-მესქელის სამარხთა ორმაგი ბაზილიკები (VI ს.) ბნელი სამარხი საკნებით,
ადგილობრივი ტრადიციისამებრ ნაკვეთი მასიური ფილებით. ეთიოპიელ მეფეთა
ერთ-ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა ქელებმა აქსუმის მახლობლად დებრე-
დამოს (იხ.) მონასტრის მშენებლობა წამოიწყო (VI-VII ს. ს.). აქსუმის სამეფოს
დაცემით დედაქალაქის, როგორც რელიგიური ცენტრისა და ნეგუსთა (ანუ მეფეთა)
კორონაციის ადგილისა, თავის მნიშვნელობას კარგავს. ზაგუის დინასტიის
მმართველობიდან სამეფოს დედაქალაქად ლალიბელა ხდება.

აკტა – ატიკის ძველი სახელი.

აკტეონი – იხ. აქტეონი.

აკტეოსი, აქტეონი – აგლავრეს მამა.

აკტიოსი, აქტიოსი – ნაპირთა მფარველი. აპოლონის ზედწოდება.



კტორი – ბერძნულ მითოლოგიაში: 1. მარმიდონისა და პეისიდიკას ვაჟი,
ეფრითიონისა და ფილომელას მამა (აპოლოდორესი, ტ 7, 3; I 8,2), განწმენდილი
ფოკას მოკვდინების ბიწისაგან (დიოდორესი, IV 72) და ფთიაზე უფლება ბოძებული
(მითის ერთი ვარიანტით); 2. ფოკიდის მმართველის – ლეიონის ვაჟი, მამა არგონავტ
მენეთიასი, პატროკლეს პაპა (აპოლოდორესი, I 9, 4; ჰომეროსი, «ილიადა» XI 185); 3.
ორქომენელი, ასტიოპის მამანაშობი არეს ასკალიფოსისადა იალმენეს კავშირით
(ჰომეროსი, «ილიადა» II 513).

აკტორი – იხ. აქტორი.

აკუა-ბა – აშანტის ხალხის უძველესი თოჯინა-ავგაროზები, დაკავშირებულნი


ნაყოფიერების კულტთან. მათ ცილინდრული ფორმის, რგოლებით მოხატული,
გრძელკისერა დაუნაწევრებელი სხეულები და ბრტყელი, ჩაზნექილი თავები
ჰქონდათ; ტუჩები ძლისშესამჩნევი, ცხვირი – სამკუთხედი, თვალები ზემოთ ყავის
მარცვლით ან მცირე ნიჟარის ფორმის, რკალები წარბებად ცხვირის ფუძესთან
უერთდებოდნენ. , მოკლე, უმტევნო ხელები გაშლილი ჰქონდათ. აკუა-ბა, ანუ ეს
თოჯინა-ავგაროზები ყრმის კეთილად შობის სიმბოლოს გამოხატავდნენ.
აკუზატივი (ლათ. (ცასუს) აცცუსატივუს) – (გრამატ.) ბრალდებითი ბრუნვა;
პირდაპირი დამატების ბრუნვა ზოგ ენაში, მაგ. ლათინურში, გერმანულში,
რუსულში; ქართულს ეს ბრუნვა არა აქვს.

263
აკულინა-წიწიბურა – ხალხური ტრადიციით 13 ივნისის დღე, როცა იწყებენ
წიწიბურას თესვას.

აკულტურაცია (ინგლ. აცცულტურატიონ. ლათ. ად-კენ და ცულტურა –


განვითარება) – კულტურათა ურთიერთზეგავლენის პროცესი; ერთი ხალხის მიერ
სხვა ხალხის კულტურის ნაწილობრივი ან მთლიანი შეთვისება ამ ხალხების
შერწყმის შედეგად.

აკუმულაცია (ლათ. აცცუმულატიო) – დაგროვება, მაგ: ელექტროენერგიის.

აკუმულაცია (ლათ. აცცუმულატიო – დაგროვება) და აკუმულირება – 1.


რისამე (მაგ. ენერგიის) დაგროვება. 2. (გეოლ.) ორგანულ და მინერალურ
ნივთიერებათა დაგროვება დედამიწის ზედაირზე, წყლის ფსკერზე – ქარის, წყლის,
ვუკანის და სხვ, მოქმედების შედეგად. 3. კაპიტალის აკუმულაცია.

აკუმულატორი (ლათ. აცცუმულატორ – შემგროვებელი, შემკრები; აცცუმულო


– ვაგროვებ) – მოწყობილობა, რომლითაც შეიძლება ენერგიის დაგროვება შემდეგ კი
მისი თანდათანობით დახარჯვა. დასაგროვებელი ენერგიის მიხედვით
აკუმულატორი არის ელექტრული, ჰიდრავლიკური, თბური, ინერციული და სხვ.

აკუპარა (სანსკრიტ. აკუპარა) – სიმბოლური კუ, რომელზეც, ვარაუდით,


დავანებულია მიწა.

აკუპუნქტურა (ლათ. აცუპუნცტურა) – ნემსის ჩხვლეტა, ნემსით თერაპია. ამ


ხერხით მკურნალობა ფართოდაა მიღებული აღმოსავლეთში.
აკუპუნქტურა –

აკუპუნქტურა – ჩინყრი ხალხური მედიცინის მეთოდი (ჩჟენის მეთოდი).


სხეულის გარკვეულ წერტილებში, გარკვეულ სიღრმეზე პლატინის, ოქროს ან
ვერცხლის ნემსის ჩხვლეტა. დაავადებისა და სინდრომის მიხედვით ნემსის
ჩხვლეტის ადგილი და სიღრმე სხვადასხვაგვარია.

აკურა (სოფელი თელავის რაიონში) – სამნავიანი ბაზილიკა აშენებული 865


წელს.
აკუსილაე (Aკუსილაოს) – არგოსელი ლოგოგრაფი და ისტორიკოსი ძვ. წ. VII ს.
ავტორი წიგნისა «გენიალოგია», რომელიც სამ წიგნადაა გაკეთებული.

აკუსტიკა – (არქიტ.) ბგერის გავრცელების პირობები ამა თუ იმ შენობაში;


არქიტექყურული აკუსტიკა შეისწავლის შენობაში ბგერის გავრცელებასა და
შთანთქმას.

აკუსტიკა 1. ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ბგერით მოვლენებს.


მუსიკალური აკუსტიკა შეისწავლის მუსიკალური ბგერების ბუნებას. მუსიკალური
ბგერების სიმაღლის, სიძლიერის, ტემბრის აღქმის თავისებურებებს, მუს. სისტემებს.
დარბაზის ვარგისობის პირობა მეტყველებისა და მუსიკის მკაფიოდ გადმოსაცემად.

264
აკუტა – მწვავე.

აკუტაგავა, რიუნოსკე (1892-1927 წ. წ.) – იაპონური და მსოფლიო


ლიტერატურის უდიდესი პროზაიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატი. დაიბადა
ტოკიოში (იაპონია). დედა ნაადრევად, სიყრმიდანვე დაკარგა. ობოლი ბიჭი მამას იყო
მიჯაჭვული, თუმცა მამამ უღალატა – ფაქტიურად თავიდან მოიშორა, ნათესავებს
მიუგდო აღსაზრდელად. სწავლობდა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში.
დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა გამოაქვეყნა თავისი
ნაწარმოებები (სახელდობრ 1915 წ-ს 23 წლის აკუტაგავა აქვეყნებსთავის ცნობილ
ნოველას «რასიომონის კარიბჭეს». მოგვოანებით, ამ ნოველის მიხედვით XX ს-ის
გენიალური იაპონელიკინორეჟისორი აკირა კუროსავა (იხ. კუროსავა, აკირა) იღებს
თავის უცნობილეს ფილმს). უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ირთავს ცოლს.
ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებულია რეპეტიტორობას
მიჰყოს ხელი – ასწავლის ინგლისურს. მდგომარეობის გაუმჯობესების წყალობით
გაემგზავრება კიოტოში (იხ.). მალე საქმეები უკან-უკან წაუვიდა. დიდი მწერალი
ცხოვრებისეულმა პრობლემებმა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. უკანასკნელი
ნაწარმოები, – «ცხოვრება იდიოტიდა», – თავის მეგობარ მწერალს, კუმეს დაუტოვა,
ასეთი წერილით: «საჭიროა თუ არახელნაწერის გამოქვეყნება ან სად და როდის,
ყოველივეს გადაწყვეტა შენთვის მომინდვია. შენ იცნობ იმ პირთა უმეტესობას, ამ
ფურცლებზე რომ არიან მოხსენებულნი. მზად ვარ ამ ნაწარმოების
გამოსაქვეყნებლად, მაგრამ მაინც არ მსურს მას განმარტებები დაერთოს. ახლა მე
ვცხოვრობ ყველაზე უბედური ბედნიერებით, მაგრამ რაგინდ უცნაურიც უნდა იყოს,
არ ვგრძნობ, მხოლოდ ეგაა, გულწრფელად მეცოდებიან ისინი, ვისაც ჩემისთანა
უვარგისი ქმარი, უვარგისი შვილი, უვარგისი ნათესავი ჰყავს. მშვიდობით! ამ
წერილში არ მინდოდა, ყოველ შემთხვევაში თავი მემართლებინა. დაბოლოს,
ხელნაწერს მაინცდამაინც შენ გაბარებ, რადგან, ალბათ, სხვებზე უკეთ მიცნობ
(ისეთს, როგორიც ვარ ქალაქელი კაცის ტყავის გარეშე). ჩემს იდიოტობაზე შეგიძლია
იცინო ამ ხელნაწერით». წერილი დათარიღებულია 1927 წლის 20 იანვრით. გაივლის
35 დღე და ხოვრების კოლიზიებით სასოწარკვეთილი35 წლის გენიოსი მწერალი
სამუდამო სიმშვიდეს ირჩევს – ძილის წამლის დიდ დოზას იღებს, რათა არასოდეს
გაეღვიძოს ამ სამზეოზე და გაფხიზლდეს იქ ცხოვრებასა და უკვდავებაში. აკუტაგავა
იაპონელ მწერალთაგან ის პირველთაგანი გახლდათ, ვინც გაილაშქრა
ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ. მას ყოველთვის იტაცებს
გმირის მორალური სახე, აინტერესებს მისი შინაგანი სამყარო, მისი ზნეობრივი
სრულყოფილება. თავის «მწერლის ათ მცნებაში» (მე-9 მცნებაში) დიდი პროზაიკოსი
ასე მსჯელობს ნატურალიზმზე: «...ყველაფერს ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც
ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის – სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან
გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან
გადაღებაა...» აქ, ერთი შეხედვით, სულაც არ ჩანს «წმინდა ნატურალიზმის»
წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ, თუ იქვე, ამ სიტყვებს მოდევნებულ აზრსაც
გავეცნობით, მივხვდებით, რომ მისი «წმინდა ნატურალიზმის» მიღმა წმინდა
სუბიექტივიზმი იგულისხმება. «სიტყვები – «როგორც ის არის» უნდა გავიგოთ:
«როგორც ის ხედავს...»« აკუტაგავას მთელი შემოქმედების პერიოდი 11 წელს
ითვლის და ამ ეფემერულ დროში მან მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში
განუმეორებელი მარგალიტები ჩადო, ისეთი, როგორიცაა: «რასიიმონის კარიბჭე»,

265
«ნანკინელი ქრისტე», «უსიერ ტყეში», «როკუნომიელი ქალი», «დიალოგი
წყვდიადში», «ცხოვრება იდიოტისა» და ა. შ. «მწერლის ათ მცნებაში მე-5 მცნება ასე
იწყება: «მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი
ჰქონდეს...» მართლაც, მისი ცხოვრება მხოლოდ ფორიაქი იყო ოცნებასა და
სასოწარკვეთას, გამოცრიატებულ იმედსა და უსიერ სკეფსისს შორის. «გენიოსი,
უბრალოდ, არღვევს ყველა ამ კანონს (ამავე დროს უცნობია ანგრევს თუ არა ის ამ
კანონებს იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანებს ეჩვენებათ). გენიოსები ცაში
სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე. ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ
ცვლილებების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარების მიმართულებას
მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ.
ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ
სწრაფად... « («მწერლის ათი მცნება», მცნება მე-9). ასეთი იყო ამ გენიოსი მწერლის
ბედიც.
აკშარა (სანსკრიტ. აკსარა) – უზენაესი ღვთაება; სიტყვასიტყვით,
«დაუნგრეველი» (განურღვეველი), მარად სრულყოფილი.

აკჰითუ – უგარიტ. მითოლოგიურ ეპოსში უშვილო მამა დანი-ილუ დღენიადაგ


სწირავდა ღმერთებს მსხვერპლს, «კვებავს და ასმევს მათ». ბაალიც ეხვეწება უზენაეს
ღმერთს, ილუს ძე, მიანიჭოს დანი-ილუს. ბო;ოს მას მიეცემა მემკვიდრე – აკჰითუ,
რომელიც ძლევამოსილი მებრძოლი გამოვა. ის მოიპოვებს ქუთარვახასისის მიერ
დამზადებულ ჯადოსნურ მშვილდს. ქალღმერთი ანათი მოიხიბლება იარაღით და
მის სანაცვლოდ სთავაზობს აკჰითუს ჯერ დიდძალ სიმდიდრეს (ოქრო-ვერცხლს),
მერე – უკვდავებას და ბოლოს – თავის სიყვარულს, მაგრამ აკჰითუ უარზეა, არ
უთმობს მას თავის საყვარელ საჭურველს. ბოლოს, შეურაცხყოფილი და
განრისხებული ანათი კლავს აკჰითუს. დანი-ილუ, კვლავ უძეოდ დარჩენილი, შვიდ
წელიწადს გლოვობს მასზე.

ალ, ელ-ი (ებრ.) – ღვთაების ეს სახელი ჩვეულებრივ, ითარგმნება, როგორც


«ღმერთი» და გულისხმობს ძლევამოსილს, უზენაესს. მრავლობითი ფორმით –
ელიჰიმ. ბიბლიაში ეს სახელი ნახმარია მხოლობით რიცხვშიც.
ალა – (არქიტ.) დამხმარე ძველ რომაულ სახლში.

ალა – იხ. ალაჰი.

ალა ბრევე – მიყთითებს, რომ 4/4 ზომაში დაწერილი მუსიკა უნდა შესრულდეს
არა 4/4-ზე, არამედ 2/2-ზე, ე. ი. ყოველ ტაქტში უნდა იყოს არა 4, არამედ 2 მახვილი.

ალაბასტრონი (ბერძ. ალაბასტრონ – ალებასტრი) – ძვ. აღმოსავლეთსა და


ანტიკურ სამყაროში გავრცელებული ცილინდრული ყელვიწრო ჭურჭელი –
სანელსაცხებლე. უმთავრესად ალებასტრისაგან ამზადებდნენ (აქედან სახელწოდება).
ანტიკურ ხანაში კი – მინისა და თიხისაგან. ძვ. წ. V-IV ს. ს. მინის ალბასტრონები
აღმოჩენილია ვანსა და ზემო რაჭაში.

ალაგრეკი – (არქიტ.) ნაგებობის გარე სარტყელთა, ფრიზებისა, ბაზისებისა და


შიდა კარნიზების სამკაული. შედგება ერთი ან ორი განმეორებადი,

266
ურთიერთგადახლართული აღმავალი ან დამავალი სწორი კუთხით შემხვედრი
მეანდრისაგან.

ალაჰი (არაბ. ალლაჰ) – მუსლიმანთა ღმერთი.

ალაჰ-ი (იხ.) – მუსლიმურ ხელოვნებასა და არქიტექტურაში ტაბუირებული


იყო ღმერთის გამოსახვა, მაგრამ დასაშვები იყო მისი სიტყვების ან ნიშნების
სიმბოლიზება. ამიტომ სელოვნებაში, განსაკუთრებით საკულტო ნაგებობათა
დეკორირებაშიდიდად განვითარდა გეომეტრიული ორბანენტი (იხ. გეომეტრიული
ორნამენტი და გეომეტრიული სიმბოლიკა), რომელსაც დიდი რელიგიური
დატვირთვა ეძლეოდა. ასე მაგ: სიტყვა «ალაჰ» – (ღმერთი) აღინიშნებოდა ოთი (4)
ვერტიკალური ხაზით. ეს ხაზები სქემატურად გამოხატავდა ამ სახელის ასო-ნიშანს.
კვადრატში ჩასმული კი აღნიშნავდა ქააბას (იხ.). ორი ურთიერთ გადამკვეთი
კვადრატი – რვასხივა ვარსკვლავს (ყვეკაზე გავრცეკებული მუსლიმანური
ორნამენტი; კვადრატთა ნაირობაქმნიდა რთულ მრავალწახნაგა ნახატს; სამკუთხედი
აღნიშნავდა ღმერთის «თვალს» (ძველ მაგიურ წარმოდგენათა მოტივი);
ხუთკუთხედი (რომში) – სიმბოლო ისლამის ცნებისა (რწმენა ერთიანი ღმერთისა,
ხუთგზისი ლოცვა, მოწყალება, მარხვა, მექაში მიმლოცველობა)

ალაჰის მოციქული - იხ. მუჰამედი.

ალ-აჰკაფა (არაბ.) – ადების, იგივე ადიტების ქვეყანა ყურანის მიხედვით.


ყურანის კომენტატორები გეოგრაფიულად მას ჰადრამაუტის უდაბნოს აღმოსავლეთ
ნაწილში განათავსებდნენ. ისტორიულ მეცნიერებას არანაირი ცნობები არ გააჩნია
არც ამ ქვეყანასა და არც მის ოდიდენ მკვიდრ ადებზი, იგივე ადიტებზე (იხ. ად-ი,
ადიტები)/ადად-ი, ადუ (აქად.), იშქურ (შუმერ.) – შუმერულ-აქადური მითოლოგიის
ჭექა-ქუხილის, ქარბუქისა და ქარის ღმერთი. ადადის სახელი იწერება «იმ» ნიშნით,
რაც «ქარს» ნიშნავს. იშქური შუმერულ პანთეონში უკვე ჩვ. წ-მდე XXVI ს-დან
იხსენიება. იგი შეყვანილია ფარში აღმოჩენილ შუმერულ ღმერთთა სიაში
(შესაძლებელია, ეს ღმერთი მაინც არ იყოს შუმერული). მისი სემიტური ეკვივალენტი
ცნობილია ძველაქადური პერიოდიდან. იგი ითვლება შუმერთა ცის ღმერთის, ანუს
ძედა (იხ. ან, ანუ). არის მეუღლე შალასი (მკვლევარებს ეეჭვებათ, რომ შალა შუმერთა
ქალღმერთი იყოს. დაშვებულია ვარაუდი, რომ იგი შეიძლება ხურიტული
წარმოშობის იყოს). ადადის თანამგზავრებია შულათი და ჰანიში. აქადური ადადი
დუალისტური ბუნებისაა – განასახიერებს როგორც დამღუპველ, ისე ნაყოფიერების
ძალებს ბუნებისას (შდრ. კვდომადი და აღდგომადი ბუნების მითები, ამ ბუნების
შესაბამისი ღმერთები). მაG: კატასტროფისა და განადგურების მომტანი
წყალდიდობები და ნაყოფიერებისათვის აუცილებელი წვიმები. თუ კი ღმერთ-ქარს
მიაქვს წვიმები, სანაცვლოდ მოაქვს გვალნები (იხ. ათრახსისი)ქარი-თავსხმის
შედეგია წარღვნა (და არა ზღვით წარღვნა). ადიდის ერთ-ერთი ეპითეტია «ბატონი
ციური კაშხლებისა». შუმერთა იშქუეი (მისი როლი ნაკლებ თვითმყოფადია, ვიდრე
აქადელთა ადადი) ჩვეულებრივ, აღიწერებოდა, როგორც «მრისხანების ველური
ხარი» და მისი აქადური ეკვივალენტის საპირისპიროდ არ გვევლინება, როგორც
ნაყოფიერების მომტანი წვიმის ღვთაებად (როგორც ჩანს, ეს განპირობებული იყო იმ
მიზეზით, რომ სამხრეთ მესოპოტამიაში სამიწათმოქმედო კულტურის განვითარება

267
ფაქტიურად, მთლიანად ხელოვნურ – საირიგაციო საშუალებებზე იყო
დამოკიდებული). ადიდის თაყვანისმცენლების ძირითადი ადგილი გახლდათ ენეგი
– ურის მახლობლად, ქალაქი მურუმი (ლოკალიზაციის ადგილი დაუდგენელია) და
ბაბილონი; ჩრდილოეთში – აშური, სადაც ადიდსა და ანუს ერთი საერთო ტახტი
ჰქონდათ. იკონოგრაფიაში ქარიშხლის ღმერთის სახეს ხარის (ერთდროულად
ნაყოფიერებისა და დაუოკებლობის სიმბოლო) სახეს უკავშირებენ. ადადის
ღვთაებრივი ატრიბუტიკაა ორკბილა ან სამკბილა ელვა.

ალაია (სანსკრიტ ალაყა) – 1. სამყაროული სული; 2. სახელწოდება ეკუთვნის


ტიბეტური სისტემის მაჰაიანურ ჭვრეტით სკოლას; 3. თავისი მისტიკური
დანიშნულებით იდენტურია აკაშასი (იხ.), ხოლო თავისი არსით – მულაპრაკრიტისა
(იხ.), რამდენადაც იგი ძირი და საფუძველია ყოველი საგნისა.

ალ-აიჰტ (ფინიკ.) – ცეცხლის ღმერთის ძალიან ძველი და მისტიკური სახელი


კოპტურ ოკულტიზმში.

ალალია (ბერძ. ა... + ლალია – მეტყველება) – მეტყველების უნარის უქონლობა


ან შეზღუდვა, რასაც იწვვს ბავშვის თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროების
მეტყველების ზონების განუვითარებლობა ან დაზიანება ენის ამოდგმამდე.
განასხვავებენ მოტორულ და სენსორულ ალალიას.

ალალია – მეტყველების უნარის დაკარგვა თავის ტვინის ორგანული


დაზიანებისას (ან მეტყველების თანდაყოლილი არარსებობა).

ალალია ფსიქიკური – მწვავე განცდით გამოწვეული მეტყველების უნარის


დაკარგვა.
ა-ლალ-მარ (გარ?) – შუმერული ერთ-ერთი ქალაქის მეფე.

ალამანი (Aლამანნი), ლუიჯი – (1495-1556 წ. წ.) იტალიელი პოეტი,


წარმოშობით ფლორენციიდან. მაკიაველის (იხ.) მოწაფე. მედიჩის წინააღმდეგ
მოწყობილი შეთქმულების მონაწილეობის გამო დევნილებაშია. თავი ფრანცისკ I-ის
კარს შეაფარა. მისი მთავარი ნაწარმოებებია დიდაქტიკური პოემა «Lა
ჩოლტივაზიონე» და ლექსი «Oპერე თოსცანე», რჩეული თხზულებანი «Vერსი ე
პროსე» (1859 წ.)/

ალან დე ლილი (Aლან დე Lილლე, ლათინიზებული ანალოგი – Aლანუს აბ


Iნსულიუს) – (1120/1128-1202/1203 წ. წ.) ფრანგი სქოლასტიკოსი, ფილოსოფოსი,
თეოლოგი და პოეტი. მინიჭებული ჰქონდა «Dოცტორ Uნივერსალის» ტიტული.
განსაკუთრებით პოპულარული იყო XV ს-ის დასავლეთ ევროპაში. ლექციებს
კითხულობდა პარიზში, ებრძოდა კატართა ერესს (იხ.). ძირითადი თხზულებანი:
ტრაქტატი «კათოლიკური რწმენა ერეტიკოსთა წინააღმდეგ», ტრაქტატი
«თეოლოგიის წესები» (134 «წესი», ანუ «თეოლოგიური მაქსიმები»). ბიბლიური
ლექსიკონი, «სიტყვასხვაობა» (ბიბლიურ ტერმინთა გარჩევა სამი დონით),
«გოდებანი ბუნებისა» (ფილოსოფიურ-მორალისტური ხილვანი პროზით და
ლექსით), ჰეგზამეტრული ალეგორიული ეპოპეა – «ანტიკლავდიანე» (1183-84 წ. წ.)
– ავტორის თანადროული საყოველთაო ცოდნის ენციკლოპედია, თეოლოგიური და
268
არათეოლოგიური ხასიათისა. ცდილობდა ღვთისმეტყველება ისე დაეფუძვნებინა
რაციონალურ ბაზისზე, რომ აზროვნება დაქვემდებარებოდა ლოგიკის კანონებს:
«ავტორიტეტს ცხვირი ცვილისა აქვს და მისი მობრუნება შეიძლება ყველა გაგებით,
ამიტომაც საჭიროა მისი გონივრული მოსაზრებებით გამაგრება». ბუნების დაბადების
წყარო, რაზედაც მან არაფერი უწყის, – ღმერთშია. აზრის ენგადები შეიძლება და
აუცილებლად უნდა იყოს რწმენასა და მისტიკური პლანის თეოლოგიაში.
მისტიკური შემევნება: «იწამებს, რათა შეიმეცნოს»; ბუმებრივი შემევნება –
«იმეცნებს, რათა ირწმუნოს».

ალ-ანდალუსია (არაბ.) – ასე უწოდებდნენ არაბი დამპყრობლები ესპანეთს.

ალანები – იხ. ქსე

ალანტოისი ბერძ. ალლანტოეიდეს – ძეხვისებრი) – უმაღლესი ხერხემლიანი


ცხოველების – ამნიონიანების (ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების)
ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი. წარმოიქმნება ემბრიონის უკანა ნაწლავის
პარკისებრი გამონაზარდის სახით. ასრულებს ჩანასახის სუნთქვის, კვების და
გამოყოფის ორგანოს ფუნქციას.

ალანტოსი (ლათ. ალლანტოის) – ემბრიონის ერთ-ერთი ჩანასახოვანი, გარე


გარსი, რომელიც ნივთიერების შეწოვას ემსახურება. მისი სისხლძარღვები
ჩანასახიდან საშვილოსნოს კედლისაკენ, სახელდობრ, პლანცეტისკენ ჭიპლარის
საშუალებით მიემართება.

ალაპარი (ქალდ.) – ბაბილონის მეორე ღვთაებრივი მმართველი, მეფობდა სამი


საროსის (იხ.) მანძილზე. ბეროსის 9იხ.0 მიხედვით, პირველი მეფე ღვთაებრივი
დინასტიისა იყო ალორი (იხ.).

ალ-აქსა (არაბ.) – მეჩეთი მორიას მთაზე (იერუსალიმი) (იხ. იერუსალიმი,


მორიას მთა), რომელიც დგას ალ-ჰარას მოედანზე. ეს მეჩეთი აიგო 6693 წ-ს ხალიფა
აბდ ალ-მალიქ იბნ მირვანის მიერ. მეჩეთს მართკუთხა ფორმა აქვს, სიგრძით 80 მ.
ვრცელი დარბაზით, სადაც ერთდროულად შეუძლია 5000 მომლოცველი დაეტიოს.
დარბაზი სამ ნავადაა გაყოფილი (იხ. ნავი) და მიჰყვებაორმწკრივი კოლონები. მაღლა,
ჭერქვეშ განთავსებულია გერადმინიანი სარკმლები, საიდანაც რბილი შუქი იღვრება;
იატაკი ხალიჩებითაა მოფენილი. მეჩეთის ძველებური მინბაეი (იხ.) – კათედრალი,
საიდანაც ღვთისმსახური მრევლს უქადაგებს, გაკეთებულია ალეპოში (ჰალები) და
იერუსალიმში. 1187 წ-ს. ჩატანილ იქნა ჯვაროსნებზე გამარჯვებული სალადინის
მიერ. ეს კათედრა ხის ათასი ვარსკვლავისგან შედგება, რომელნიც ლიბანის
კედრისგანაა დამზადებულნი. იგი უნიკალური ოსტატობითაა შესრულებული.
მეჩეთს უზარმაზარი სარდაფი აქვს – სიგრძით 100, სიგანით 70 მ-ისა. ამ სარდაფს
«სოლომონის თავლას» ეძახიან. სინამდვილეში აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი
სოლომონთან, გაურკვეველია. თუმცა, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ალ-აქსის
მეჩეთშიიმყოფებოდა ტამპლერთა (იხ.) ორდენის რეზიდენცია და ეს სარდაფი
მართლა საჯინიბოდ იყო გამოყენებული. ალ-აქსა მდებარეობს ამავე ხალიფისმიერ
აგებული დიდი მეჩეთი – კუბატ ას-საჰრა («კლდის გუმბათი»), რომელიც
269
არქიტექტურაში ხალიფ ომარის მეჩეთადაცაა ცნობილი. ეს ადგილი ხალიფ აბდულ
ელ-მალიქის დროიდან სამლოცველო ადგილია.

ალარგანდო – – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს,


რომ უნდა შესრულდეს ფართოდ შენელებით.
ალარი (Aლარდ, Dელპჰინ) – (1815-1888 წ. წ.) ვირტუოზი მევიოლინრ. 1843-
1875 წ. წ-ში პარიზის კონსერვატორიის პროფესორი. შექმნა მრავალი კომპოზიცია
ვიოლინოსათვის (ეტიუდები, ფანტაზიები, კონცერტები და სხვ.).

ალარიჰი I – (დაახლ. 370-410 წ.წ.) ვესტგოთების (იხ.) ბელადი. 395 წ-დან მეფე.
410 წ-ს ალარაჰმა რომი აიღო. ვესტგოთები რომში დიდხანს არ დარჩენილან.
ალარიჰის სიკვდილიდან სულ მალე ისინი სამხრეთ გალიაში გადავიდნენ. იქ
თავიანთი სამეფო შექმნეს.

ალარკონი (Aლარცონ), პედრო ანტონიო – (1833-1891 წ. წ.) ესპანელი მწერალი


და სახელმწიფო მოღვაწე, დეპუტატი. გავლენიანი გაზეთების გამომცემელი.
ეკუთვნის რომანები, ლექსები, კრიტიკული ეტიუდები, ნარკვევები მოგზაურობათა
შესახებ. მისი რჩეული დაისტამბა 1874 წ.

ალარმისტი (ფრანგ. ალარმისტე < ლარმე – განგაში, პანიკა) – პანიკური,


საგანგაშო, შემაძრწუნებელი, გაზვიადებული, შეუმომებელი ხმების
გამავრცელებელი ადამიანი.

ალ-არშ-ი (არაბ.) – ყველაზე უზარმაზარი სხეული მათ შორის, რაც კი


ყოვლისშემძლე ალაჰს შეუქმნია სამყაროში. მის ირგვლივ სუფევენ ანგელოზები,
რომელთა რიცხვი, გარდა ალაჰისა, არავინ უწყის. სამყაროს დასასრულს
ანგელოზები, რომელთაც ალ-არში უკავიათ, იქნება რვა. (????????) მუჰამედი ასე
აღგვიწერს იმ გიგანტ ანგელოზებს: სივრცე მათ ყურსა და მხრებს შორის იმდენად
კოლოსალურია, მის დაფარვას დიდი ფრინველი 700 წ-ს მოუნდება (იხ. ალ-კურსი).
იგი მეორე შენაქმნია წყლის შემდეგ. «ალაჰმა შექმნა ალ-არში, რათა ეჩვენებინა
თავისი ძლევამოსილება და არა იმიტომ, მისთვის ადგილი ჰქონოდა». ვინც ფიქრობს,
რომ ალაჰი ალ-არშზე ზის, იგი არამართლმორწმუნე მუსულმანია, რადგან ალაჰი
არსებობს ადგილის გარეშე და არავის ჰგავს (შდრ. ბიბლიური ღმერთი, რომელიც
სამოთხეშია).

ალ-აშა (არაბ. ბეცი) – ცნობილი პოეტის (570-625 ან 629 წ.წ.) მაიმუნ იბნ კაისის
მეტსახელი, ფსევდუნიმი. იგი ბეცი, თითქმუს ბრმა იყო.

ალ-აშა (დაახლ. 570-624/629 წ. წ.) არაბი პოეტი. ალ-აშა პოეტის მეტსახელია


«ბნელს», «თვალნაკლულს». ნამდვილი სახელია მაიმუნ იბნ კაისი (იხ.).

ალ-ასრ ალ-მი'რაჯ (არაბ. ძნელბედობა, ჟამიანობა, შფოთი, არეულობა) – მექაში


ჩამოვარდნილი შფოთისა და არეულობის ღამეს მუჰამედს მეორედ გამოეცხადა
მთავარანგელოზი ჯაბრაილი.

270
ალასტორი – დამსჯელი, ავი, შურისმაძიებელი დემონი. ერთი
დანაშაულისათვის სჯის, მაგრამ მეორეს ჩადის.

ალასტორიდი – ალასტორის ძე .

ალ-ათარინი, მაროკო – ერთ-ერთი ცნობილი მედრესი-მეჩეთი ფესიში


(იხ.მედრესი). აგებულია მარინიდების ეპოქაში (1196-1549) (იხ. მარინიდები), ქ.
ფესიში, 1323-1325 წ.წ-ში.
ალავერდი – იხ. ქსე

ალავერდი – ქართული ხურპთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი


ახმეტის რაიონში, თელავიდან 20 კმ-ზე. მონასტერი VI ს. შუა ხანებში დააარსა იოსებ
ალავერდელმა. XI ს. აიგო დიდი საკათედრო ტაძარი (41,7X26,4, სიმაღლე 50 მ).
შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამიტოლი მკლავი
ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება. გადახურული ყოფილა ცისფრად
მოჭიქული დიდი ზომის კრამიტით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა
შემორჩენილი. აგრეთვე შემორჩენილია წარწერები. ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა
შემოსევებისაგან და მიწისძვრისაგან. 1742 წ. მიწისძვრისაგან დაზაარალებული
ტაძრის რესტავრაცია 1750 წ. დაიწყო დედოფალმა თამარმა და დაამთავრა ერეკლე II-
მ. XIX ს. ბოლოს ტაძარი მთლიანად შეათეთრეს. ეკლესიის გაწმენდის შემდეგ (1966
წ.) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა. პირველი და უმნიშვნელოვანესი X ს.
მოხატულობის ფრაგმენტები. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი
კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები, კალიგრაფისტები, მწიგნობარნი.

ალ-აზჰარი (არაბ.) – კაიროს სამ ძველ მეჩეთს შორის ერთ-ერთი მეჩეთი (იხ.
იბნ-ტულუნის და ალ-ჰაკიმის მეჩეთები).

ალ-აზჰარ-ი (კორო) – შუა საუკუნაააეთა მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს


მუსლიმურ უნივერსიტეტს. იგი დაარსდა 970 წ-ს ვატიმიდების დინასტიის მიერ (იხ.
ვატიმიდები.

ალ-აზ-ჰარი – მეაიროს გამაიას (იხ.) ტიპის სამ მეჩეთთაგან (იხ. იხ. ალ-ჰაკინისა
და იბნ ტულუნის მეჩეთები) ერთ-ერთი.

ალბა (პროვანსული Aლბა განთიადი) – – ცისკრის სიმღეტა. შუა საუკუნეების


სარაინდო პოეზიის ჟანრი; განთიადის მოახლოებისა და მიჯნურთა განშორების
სიმღერა, რომელსაც ასრულებდა რაინდის მეგობარი ან მეაბჯრე. წარმოიშვა XI ს.
ტრუბადუეული ლირიკის საფუძველზე და მთელ ევროპაში გავრცელდა.

ალბა პეტრა (ლათ. Aლბა Pეტრა) – 1. განდობის თეთრი ქვა; 2. იგივე «თეთრი
სარდიონი» იოანეს გამოცცხადებაში (იხ. აპოკალიფსი).

ალ-ბაით ალ-ჰარამ (არაბ. «სახლი წმიდა») – ერთიანი ღმერთისადმი


მიძღვნილი პირველი ტაძარი დედამიწაზე. აგებული მორიას მთასთან, ქააბაში (იხ.

271
ქააბას პირველი ტაძარი) ადამისა და ევას მიერ ნიშნად ცოდვათა მიტევებისა და
კავშირის აღმდგენისა უფალთან.

ალბა-ლონგა (ლათ. ალბა – «თეთრი ქალაქი») – ნახერადლეგენდარული


ძველი ქალაქი იტალიაში.

ალბანი (Aლბანი) მატიას – შვილი. გამოჩენილი მევიოლინე (1650-1700 წ. წ.).


ნიკოლო ამატის მოწაფე.

ალბანი (Aლბანი) მატიასი – მამა. გამოჩენილი მევიოლინე (1621-1673 წ. წ.).


იაკობ შტაინერის (იხ.) მოწაფე.

ალბანი – ბრიტანეთის პირველწამებული. აწამეს 303 წ-ს. შერაცხულია


წმინდანად. წარმოშობით ბერულამიუმიდან (წმ. ალბანი).

ალბანური ენა – ძველი ილირიულ-თრაკიული ენის განშტოება. ჰქონდა ორი


კილო – სამხრეთული, ტოსკიური და ჩრდილოური, გეგიური. გრამატიკა
შედგენილია ჰ. მეიერის მიერ 1888 წ-ს.

ალბანური ფილოსოფია და საზოგადოებრივი აზრი – ძველი და შუასაუკუნეთა


ალბანების ფილოსოფიის ისტორიისა და სოციალ-პოლიტიკური აზროვნების
შესახებ მეტად მწირი წყაროები არსებობს. ალბანელთა წინაპრები – ილირიელები,
წარმართები და ოილითეისტები იყვნენ. აშკარაა, ეომ მათ, პრინციპში, იგივე
მითოლოგია ჰქონდათ, რაც ინდოევროპელებს. ალბანების ელინისტურ კოლონიებს,
რომლებიც წარმოიქმნენ ჩვ. წ-მდე I ათასწლეულის ბოლო მესამედში (დირაჰიონი,
აპოლონია, ბუდროტუმი და სხვა), კულტურული კავშირები ჰქონდათ
საბერძნეთთან, მოგვიანებით კი რომთან. ცნობილი იყო აპოლონიის ფილოსოფიისა
და ლოგიკის სკოლა., სადაც სწავლობდნენ რომაელ პატრიოტთა შვილები. ამ სკოლის
აღზრდილი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (იხ.). ალბანეთში ქრისტიანობის
გავრცელების შემდეგ (I ს.) ყდეოლოგია კულტურულ ცხოვრებაშიც იჭრება, თუმცა
ეკლესიამ მაინც ვერ დაიქვემდებარა სულიერი კულტურა. საეკლესიო
ხელისუფლების დაძლიერების პარალელურად, ვრცელდებოდა ეროტიკული
მოძღვრებანი, განსაკუთრებით არიანელობა (იხ.). XII ს-ში ქრისტიანული რელიგიის
ავტორიტეტი ალბანეთში შეჭრილმა წარმართმა სლავებმა შეარყიეს. XIII ს-ში
ალბანეთში ვრცელდება «ხატთმებრძოლური» იდეები. ერთმანეთს უპირისპირდება
ძირითადი და უმთავრესი ქრისტიანული ეკლესიები რომისა და
კონსტანტინეპოლისა. 732 წ-ს ბიზანტიის იმპერატორმა ლევ III-მ ალბანეთის
საეპისკოპოსო რომის საპატრიარქოდან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს
შემოუერთა. რამდენიმე საუკუნე ალბანეთში ერთმანეთს ქიშპობდა ქრისტიანული
ეკლესიის ორი მიმდინარეობა – ბიზანტიურ-მართლმადიდებლური და რომაულ-
კათოლიკური. მთელი დულიერი კულტურა საეკლესიო ძალაუფკებათა ქვეშ მოექცა.
განათლებულ პირთა ვიწრო წრე, რომელიც ძირითადად წმინდანთა და ბერ-
მონაზონთაგან შედგებოდა, მხოლოდ დოგმებით, რიტუალებით და სქოლასტიკურ
არისტოტელური ფილოსოფიით ინტერესდებოდა. XV ს-ის ალბანეთში სულიერი
ცხოვრების შემობრუნება შეინიშნება, რაც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი

272
ცხოვრების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მომხდარ ცვლილებებთან.
ალბანური სასულიერო წრეები, რომლებიც განათლებას იტალიის უმაღლეს
სკოლებში ღებულობდნენ, აღორძინების ჰუმანისტურ იდეებს ეზიარნენ. XV ს-ის
ერთ-ერთი ალბანელი ჰუმანისტი გახლდათ ნიკოლაი ჰაზული – მათემატიკოსი და
ასტროლოგი. ალბანური კულტურის განვითარება ამ პერიოდისათვის თურქულმა
ექსპანსიამ გაწყვიტა. წინააღმდეგობამ ალბანელთა და თურქ-ოსმალთა შორის 25
წლიან პერიოდში 1443-1468 წ. წ.) აპოგეას მიაღწია. წინააღმდეგობას სათავეში ედგა
ალბანეთის ეროვნული გმირი გეორგ კასტრიოტ სკანდერბეგი (1405-1468 წ. წ.). XV ს-
ის უკანასკნელ მეოთხედში, თურქთა ზეწოლის შედეგადათეულ ათასობით
ალბანელიიტალიაში გადაიხვეწა. განათლებული ემიგრანტი ალბანელები იტალიაში
ჰუმანიზმის იდეებს ეზიარნენ. გამოჩენილი ალბანელი ჰუმანისტები იყვნენ: ა.
ტიბარასი, მ. ბარლეტი, მ. ბეჩიქემი და სხვ. ამ ჰუმანისტ მოღვაწეთა აზროვნებამ,
ალბანური საზოგადოებრივი აზრი და სულიერი კულტურა, რომელიც საეკლესიო
დოგმატიზმის ჩიხში გახლდათ სტაგნაცირებული, ამ უძრაობიდან დაძრა. ჰუმანისტ
მწერალთა ყურადღების ცენტრში ადამიანი, მისი ბედი პატრიოტ-მოღვაწეთა და
გმირთა ცხოვრება მოექცა. ალბანეთის ეროვნულ გმირს – სკანდერბეგს ბარლეტიმ
(1450-1512 წ. წ.) დიდებული შრომა მიუძღვნა – «სკანდერბეგის ცხოვრებისა და
გმირობის ისტორია». ეს ნაშრომი თითქმის ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა. XVIII ს-
დან ირღვევა თურქ-ოსმალთა სამხედრო-ფეოდალური სისტემა, მძლავრობს
ქრისტიანიზმი. კულტურა აღმავლობას იწყებს. ამ ხანებში ყალიბდება ორი ახალი
ფილოსოფიური მიმდინარეობა. ერთ-ერთი ჩამოყალიბდა ქ. ვოსკოპოეს სკოლასთან,
რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით – «ახალი აკადემია». ამ სკოლის ერთ-ერთი
დამაარსებელი ტ. ა. კავალიოტი (1718-1789 წ. წ.) გახლდათ. იგი ჯერ პედაგოგი (1744-
48 წ. .წ), ხოლო შემდეგ ამ აკადემიის რექტორი იყო (1748-69 წ. წ.). იგი მრავალი
სახელმძღვანელოს, მათ შორის ლოგიკის, ავტორი გახლდათ. კავალოტი და მისი
მოწაფეები იბრძოდნენ ელინიზაციის პოლიტიკისა და მეტაფიზიკური დოგმატიკის
წინააღმდეგ. ისინი მიმდევრები იყვნენ ლაიბნიცის, ვოლტერის, ლოკის,
მალბრანშისა; პროპაგანდას უწევდნენ დუალიზმს, ცდილობდნენ შეერიგებინათ
რწმენა გონებასთან, რელიგია – მეცნიერებასთან. წერდნენ ბერძნულ ენაზე.
აკადემიის რიგებიდან გამოვიდნენ ალბანეთში ორთოდოქსული ბერძნული
ეკლესიების «ალბანიზაციის» პირველი მომხრეები და ქომაგები (ჰ. დურკასაკუ, ტ.
ფილიპი). აკადემიის მუშაობა შეწყდა თურქეთის ხელისუფლებისა და სტამბოლის
პატრიარქის ჩარევით. რამდენიმე შეჭრისა და ნგრევის შედეგად (1769, 1778, 1781 წ. წ.)
ქ. ვასკოპია დაეცა. აკადემიამ დაჰკარგა უწინდელი მნიშვნელობა, იგი ჯერ დაწყებით
სულიერ სასწავლებლად, შემდეგ კი ელინიზაციის ცენტრად გადაიქცა. ალბანური
ფილოსოფია უკავშირდება მუსლიმური მასწავლებლების (ხოჯების) მოღვაწეობას,
რომლებიც ქ. ბერათში მუშაობდნენ. ამ მასწავლებელთა და მათ მიმდევართა
ფილოსოფიური აზროვნება ძირითადად მისტიკას ეფუძნებოდა. წყარო მათი
ფილოსოფიისა არაბული და სპარსული საზოგადოებრივი აზროვნება გახლდათ.
წერდნენ თურქულ და არაბულ ენებზე. შემდეგ ზოგიერთი მათგანი (ნ. ფრაკული, ს.
ნაიბი, ი. ველაბიშთი...) გადავიდნენ ალბანურ ენაზე. ისინი ხოტბას ასხამდნენ
სიცოცხლეს, სიყვარულს, იხარულს, ჭმუნვასა და ნაღველს, რაც მთავარია, ღმერთს. ამ
სკოლას მიეკედლა მწერალი ჰასან ზიუკო კამბერიტი. შემდგომი განვითარება
ალბანური ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნებისა, XIX ს-
ში გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის – ბექთაშიზმისა და

273
ოფიციალყრი სუნიმიზმის წინააღმდეგობაში წარიმართა. ბექთაშიზმის იდეოლოგები
იყვნენ თ. ფრაშერი, შ. ფრაშერი და სხვები. წერდნენ ალბანურად. საერთოდ,
ბექთაშისტები პანთეისტურ პოზიციაზე იდგნენ და საეკლესიო რიტუალრბში ბევრი
რამის გამოტოვებას მოითხოვდნენ, უპიტველესად საეკლესიო ცერემონიების მხრივ.
ახალი ეტაპი ალბანურ საზოგადოებრივ აზროვნებაში XIX ს-ის II ნახევრიდან იწყება.
ეს პერიოდი ცნობილია «ალბანური ეროვნული აღორძინების» სახელწოდებით. ამ
დროს ჩნდება კაპიტალიზმის ელემენტები, ძლიერდება ეროვნულ
განმათავისუფლებელი იდეები, ეროვნული თვითგამორკვევის საკითხები. ამ დროის
ლიტერატურა და ფილოსოფია გამსჭვალულია ერთიანი ალბანური სახელმწიფოს
იდეით. დაწყებული ნ. ვეკილჰარჯით (1797-1867 წ. წ.) აღორძინების მოღვაწეები
მოუწოდებდნენ ალბანელ ხალხს, დააყენონ ეროვნული ერთიანობა რელიგიურზე
მაღლა. აღორძინების ლიდერები ადანაშაულებდნენ ეკლესიებს და საეკლესიო
ინსტიტუტებს, აკრიტიკებდნენ მათ უცხოელთა პოლიტიკის ინტერესების
მსახურებაში – მუსლიმანურ ტაძრებს – მეჩეთებს თურქული მთავრობის
პოლიტიკის, მართლმადიდებლურ ეკლესიებს – ელინისტობის, ხოლო
კათოლიკურებს – ავსტრო-უნგრეთის ექსპანსიური პოლიტიკის გატარების
ხელშეწყობაში. ალბანური ეროვნული აღორძინების პერიოდის გამოჩენილი პოეტის
ნ. ფრაშერის (1864-1900 წ. წ.) შრომებსა და შემოქმედებაში მთელი რიგი
ფილოსოფიური იდეებია ჩამოყალიბებული (იხ. ფრაშერი, ნ.). იგი დაუძინებელი
მტერიი იყო თურქული პოლიტიკისა და, საერთოდ, მუსლიმური ორთოდოქსული
დოგმატიზმისა. იგი მუსლიმურ რელიგიურ დოგმატს პანთეიზმის პოზიციებიდან
ებრძოდა. ფრაშერის აზრით ღმერთი არ იყო რაღაც ზებუნებრივი არსება, რაღაც
მიღმიერი, მეტაფიზიკური სუბსტანცია, არამედ იგი მოაზრებული იყო როგორც
ბუნებრივი საწყისი იმანენტური სამყაროსი. იხილავდა რა ღმერთს, როგორც საგანთა
არსს, მისი ღმერთი მისსავე გაღვთაებრივებულ მატერიაში გათქვიფა. პანთეიზმს
ფრაშერი ჰარმონიულად უზხამებდა საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო წარმოდგენებს
სამყაროს, დედამიწის წარმოშიბასა და ადამიანის ევოლუციაზე. მისთვის სამყარო
უსასრულო იყო სივრცეში და მარადიული დროში. ალბანელთა სოციალურ-
პილიტიკური და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში დიდი წბლილი მიუძღვის
ს. ფრაშერს (1850-1903 წ. წ.). პოლიტიკაში იგი ითხოვდა ალბანეთის სრულ გამოყოფას
თურქეთის იმპერიისაგან. იყო რესპუბლიკური მმართველობის მომხრე.
ფილოსოფიის სფეროში იგი ობიექტური იდეალიზმის პოზიციებზე იდგა. ღმერთს
ღებულობდა როგორც სამყაროს შემომქმედს. ამასთან, იგი უდიდეს როლს ანიჭებდა
გონებას, აღიარებდა მას ცივილიზაზციის შემქმნელ და მამოძრავებელ იარაღად. XX
ს-ის პირველ ათწლეულებში ალბანეთში სოციალიზმის იდეები იჭრება. 1912 წ-ს
ალბანეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ქვეყანა რამდენიმე წელი მაინც
აღმოჩნდა უცხოელთა ოკუპაციაში. წითელი რუსების გავლენით (1920-1924 წ.
წ.)ალბანეთში ძლიერდება კომუნისტური მოძრაობა. ალბანეთის პროდასავლურმა
ძალებმაა. ზოგუს მეთაურობით და დასავლეთის დახმარებით შეძლო ქვეყანა
კომუნისტურიი რეჟიმისაგან ეხსნა. 1939 წ-დან ალბანეთი ფაშისტურმა იტალიამ
დაიპყრო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო გარდაქმნები. ძლიერდება
საბჭოური გავლენა, ალბანეთი სოციალურ რელსებზე გადაჰყავთ. 1960 წ-დან
ალბანეთის მთავრობა უარს ამბობს საბჭოთა კავშირთან და სხვა სოციალისტურ
ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. . 1968 წ-ს გამოდის ეკონომიურიი ურთიერთობების

274
საბჭოდან და ვარშავის ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ-
საკონსულტაციო საბჭოდან....

ალბანუსი, ავგუსტი (1765-1839 წ. წ.) – პასტორი. რიგაში პირველი რუსული


გაზეთის – «რუსული ყოველკვირეული გამოცემა» – გამომცემელი.
ალბათობის თეორია – იხ. «ფარდობითონის ზოგადი თეორია» და
«ფარდობითონის სპეციალური თეორია».

ალბათობის თეორია – მეცნიერება მასობრივი შემთხვევითი ხდომილებების


(მ.შ.ხ.) შესახებ. მ.შ.ხ-ის აბსტრაქცია გამოიყენება ბუნებრივ და სოციალურ
მოვლენათა ფართო კლასში. ალბათობა არ არის მხოლოდ მ.შ.ხ-ის თვისება, მაგ: სხვა
ალბათობანი შეისწავლება ალბათურ ლოგიკაშიც. მის განვითარებაში დიდი წვლილი
მიუძღვით საბჭოთა მათემატიკოსებს ს. ნ. ბერნშტეინს, ა. ნ. კოლმოგოროვს და სხვებს.
ალბათური ლოგიკა – ლოგიკა, რომლის საგანია ალბათური დებულებები.
ალ-ბეით ალ-მა'მურ-ი (არაბ.) – წმინდა ნაგებობა, იდგა მე-7 ცაზე. იგი
არსებობდა სულის ბინადართათვის და იგივე იყო, რაც მიწიერთათვის ქააბა.
ყოველდღე ამ შენობაში 70000 ანგელოზი იყო, რომლებიც იქ ლოცვანს
კითხულობდნენ, შემდეგ გამოვიდოდნენ და ხელმეორედ არასდროს ბრუნდებოდნენ.

ალბერდინგ თეიმი (ჟოსეპჰ Aლბერტუს Aლბერგინგკ თჰყმ) – (1820-1889 წ. წ.)


ნიდერლანდელი მწერალი, ესთეტიკის პროფესორი, კათოლიკური გაზეთის – «Dე
Dიეტსცჰე ჭარანდე» (1855-1888 წ. წ.) – დამაარსებელი. აქვს ლექსებისა და
ბელეტრისტული თხზულებების კრებულები, კრიტიკული და ესთეტიკის
თეორიული სტატიები.

ალბერტ დიდი (Aლბერტუს Mაგნუს) (1193-1280 წ. წ.) გრაფი ფ. ბოლშტედტი.


გამოჩენილი დომინიკანელი სქოლასტიკოსი (იხ. იხ.). წარმოშობით შვაბი. ლექციებს
კითხულობდა სხვადასხვა მონასტერში. რეგენსბურგის ეპისკოპოსი (1260-1262 წ. წ.).
დიდი ღვაწლი მიუძღვის არისტოტელეს ფილოსოფიის გავრცელებაში. გატაცებული
იყო ალქიმიითა და მექანიკათი.

ალბერტ დიდი – (1193/1207-1280 წ. წ.) გერმანელი ფილოსოფოსი,


ბუნებისმეტყველი და თეოლოგი. მისი მოწაფე იყო თომა აქვანელიმასთან ერთად
იბრძოდა ავეროიზმის სულისკვეთებით არისტოტელიზმის ინტერარეტატიისა და
სქოლასტიკაში მოწინავე სკოლების წინააღმდეგ. გამოყენებული აქვს არისტოტელეს
იდეები. ერთ-ერთი ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის შესაქმნელად. გარდა
ფილოსოფიური შრომებისა დაწერილი აქვს საბუნებისმეტყველო ტრაქტატები.

ალბერტ I მეცკელი (X ს.) – ეპისკოპოსი. ბენედიქტიანელი. დაიწყო ჰორტეს


ლოტარინგიის სააბატოს რეფორმა (დისციპლინისა და ასკეტურობის განმტკიცების
მიზნით). ჰორტანური და სხვა მონასტრების რეფორმების მფარველები და
მხარდამჭერები იყვნენ საქსონებისა და სალიჩების დინასტიების გერმანელი მეფეები
და იმპერატორები. იმპერიული ეკლესიის სისტემა (954 წ,) მათ უფლებას
აძლევდათდაენიშნათ გვირგვინის ხელისუფლების ქვეშ მყოფ ეკლესია-მონასტრებში
აბატ-რეფორმატორები.

275
ალბერტ, ჰენრიხი – (1604-1652 წ. წ.) გერმანელი პოეტი, კომპოზიტორი. ავტორი
სასულიერო და საერო სიმღერებისა.

ალბერტი (Aლბერტი) ლეონ ბატისტა (1404-1472 წ. წ.) – გამოჩენილი


იტალიელი არქიტექტორი, სწავლული, მწერალი, მუსიკოსი. იგი არა მხოლოდ
უდიდესი ხუროთმოძღვარი გახლდათ XV ს-ის შუა ხანისა, არამედ იტალიური
კულტურის პირველი თეორეტიკოს-ენციკლოპედისტიც. ჰუმანიტარული განათლება
მიუღია პადუაში, შემდგომ ბოლონაში სწავლობდა სამართალს. მოგვიანებით
ცხოვრობდა ფლორენციასა და რომში. როგორც არქიტექტორი, ალბერტი ისწრაფოდა
თამამ ექსპერიმენტულობისაკენ. მისი დიდებული საერო არქიტექტურული
ნაგებობაა 1446-1451 წ. წ-ში აგებული ლუჩელაის პალაცო (ფლორენცია). სასახლე
ოსტატმა ბ. როსელინომ ააგო. რა თქმა უნდა ლეონ ბატისტა ალბერტოს პროექტით.
სამსართულიანი პალაცოს ფასადზე ალბერტომ პრაქტიკულად გამოიყენა შემდგომში
ფართოდ გავრცელებული თემა პილასტრისა (იხ.), რომელიც სართულებისდა
მიხედვით ახდენდა კედლის სიბრტყით დანაწევრებას. ეს თემა რომაული
კლასიკური მოტივებით (კოლიზეუმებით) გადამუშავება გახლდათ, რომელმაც
ახალი პლასტიკური გამომსახველობითი ელემენტები შეიძინა. ორდერული
სისტემის გამოყენება ალბერტოს წინ აყენებდა ამოცანას, შესაბამისად
გადაემუშავებინა შუა საუკუნეთა არქიტექტურული დეტალები. მის ნაგებობაში,
ასევე გაქრა ის მკვეთრი კონტრასტი ქუჩის ფასადის არქიტექტურულ იერ-სახესა და
შიდა ეზოს შორის. სატაძრო ნაგებობათაგან ყველაზე მმნიშვნელოვანია სან-
ფრანჩესკოს მონასტერი რიმონში (მშენებლობა დაიწყო 1446 წ-ს). გოტიკური ტაძრის
კეთება ალბერტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც რომინის მბრძანებლოსა -
სიგიზმუნდ მალატესტისა და მისი ოჯახის წევრების მავსოლეუმად (იხ.
მავსოლეუმი). ფასადის კომპოზოციის საფუძველში რომაული სამმალიანი (იხ.
მალი), ანტიკურ ტაძართამახასიათებელ მაღალცოკოლიანი ტრიუმფალური თაღის
იდეა იდო. გვერდითა ფასადი ჩაფიქრებული იყო რომაული არკადის სტილში,
თავისი სასარკოფაგე ნიშებით. სან-ფრანჩესკოს მონასტრის არქიტექტურაში
ბაზილიკური მონასტრის ფასადია გადააზრების პირველი მცდელობა მოხდა. ეს
პრობლემა კი საერო და სასულიერო მმნიშვნელობის კონფლიქტის გამწვავებისა და
დრამატიზმის საფუძვლად იქცა. რაც შემდგომ ადრეული რენესანსის არქიტექტურის
მოუხსნელ სირთი;ედაც იქცა. ამ თემას ალბერტო ფლორენციაში სანტა-მარია
ნოველას მონასტრის ფასადის რეკონსტრუქციის დროსაც მიუბრუნდა -
რეკონსტრტუირებულ ფასადში ერთმანეთს შეერწყა ორი იარუსის რენესანსული
ორდერული დანაწევრება და XII-XIII ს.ს-ის ფლორენციული ინკრუსტაციის სტილში
გადაწყვეტილი მარმარილოს პოლიფრომული მორთულობა. ეს ხერხი მოგვიანებით
სანიმუშოდ იქცა გვიანი აღორძინებისა და ბაროკოს (იხ. იხ.) სატაძრო
არქიტექტურისათვის. პირველი რენესანსის ხუროთმოძღვართა შორის ალბერტო
იყო, ვინც ბერძნული თანაბარგვერდებიანი ჯვრის ფორმას მიუბრუნდა (სან-
სებასტიანოს მონასტერი მონტუაში. მშენებლობა დაიწყო 1459 წ-ს). ეს მაგალითად
იქცა დონატო დ'ანჯელო დრამანტეს ცენტრისტული ნაგებობებისა და ლეონარდოს
პროექტებისათვის (იხ. ლეონარდო და ვინჩი; ბრემანდე დონატო დ'ანჯელო).
ყველაზე თამამი ექსპერიმენტი ალბერტომ სანტ-ანდრეას ეკლესიის აგებისას
განახორციელა (მანტუია. მშენებლობა დაიწყო 1472 წ-ს). ტრადიციული ბაზილიკური
ნაგებობის გვერდითა, ტრრანსეპტიანი ნავი შეიცვალა კაპელებით ცენტრალური

276
დარბაზი ვრცელ საპარადო დარბაზად იქცა, რომელიც გადახურული იყო
კესონირებული (იხ. კესონები) ცილინდრული კამარებით. არქიტექტურული
კომპოზიციის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა გიგანტური ვესტიბიული გახლდათ.
იგი იქმნებოდა მთავარი შესასვლელითა და დიდი შესასვლელთაღიანი და სამკუთხა
ფრონტონიანი ფასადით, რომელიც გადაწყვეტილი იყო ტრიუმფალური თაღის
კონსტრუქციულ საფუძველზე, რამდენიმე სართულის მომცველი «დიდი ორდერის»
გამოყენებით. ყველა ამ ნაგებობდაში ალბერტო თავისი თეზისის რეალიზებას
ახდენდა. თეზისი გულისხმობდა მშენებლობის გარეგანი იერ-სახისა და ინტერიერის
პრინციპული ერთიანობის აუცილებლობას. სანტ-ანდრეას მონასტრის ფასადის
პრინციპმა შემდგომი განვითარება ანდრია პალადიოსა და ჯაკომო ბაროცი და
ვინოლას (იხ. იხ.) შემოქმედებაში ჰპოვა. ალბერტოს ესთეტიკური
მსოფლმხედველობა გადმოცემულია მის ტრაქტატებში, რომლებიც
გამომხატველობითი ხელოვნების ყველა სახეობას ეხება. პირველ რიგში, წინა პლანზე
მშვენიერების გაგებაა წამოწეული, რომელიც უკვე გაცალკევებულია «მორალური
სიკეთისგან». ალბერტოს ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა ღირსება (დიგნიტას),
როგორც სიდიდისა და ჰარმონისს გამოხატვა და რომელიც დამახასიათებელია
ბუნების ქმნილებებისათვის. ეს ესთეტიკური კატეგორია ალბერტოს თეორიული
ნაშრომების უმეტეს ნაწილშია გამოვლენილი. 1435-1436 წ.წ-ში დაწერილ ტრაქტატში
«ფერწერის შესახებ», ჰარმონიის, როგორც მთელის შეთანხმებულ ელემენტთა
ერთობლიობის იდეა, ხაზგასმულია და წინაა წამოწეული და იგი მიჩნეულია
მშვენიერების უმთავრეს საფუძვლად: «არსებობს რაღაცნაირი თანამეგობრობა
ყვავილებს შორის, ასე, რომ ერთის მეორესთან შეერთება თვითეულ მათგანს ანიჭებს
ღირსებსას და სიკეთეს»... «სილამაზე, ეს არის რაღაც თანხმობა და თანაჟღერადობა
იმ ნაწილთა ერთიანობისა, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ, ამასთან
ექვემდებარებიან მკაცრ რიცხოვნობას, საზღვრულობასა და განთავსებას, რომელსაც
ითხოვს ჰარმონია (ცონცინნიტას), ე. ი. აბსოლიტური და პირველადი დასაბამი
ბუნებისა». ალბერტის ახლო ურთიერთობა ჰქონია მის თანამედროვე უდიდეს
პიროვნებებთან, სწავლულ ჰუმანისტებთან, რენესანსის პრინციპთა პირველ
აღმომჩენებთან, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბრუნელესკო ფილიპო
ბრუნელესკოს ხაზები პერსპექტივის მეცნიერული ანალიზი დღეისათვის ალბერტოს
წერილობითი გადმოცემების წყალობითაა ცნობილი. საერთოდ სხვადასხვა შრომებში
გადმოცემული რენესანსული უნივერსალიზმის ფუძემდებლური იდეები
შესანიშნავი დამაჯერებლობითა და თანამიმდევრობითაა გადმოცემული ალბერტოს
შრომებში. მის ტრაქტატებში განზოგადებულია მისი თანადროული ხელოვნების
გამოცდილებანი, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისითაც ფრიად
გამდიდრებულია (იხ. ალბერტოს შრომები: «ქანდაკების შესახებ», 1435 წ;
«ხუროთმოძღვრების შესახებ», 1485 წ.). ალბერტოს ნაშრომები ლათინურ ენაზეა
შესრულებული, თუმცა იგი იცავდა «ხალხურ» (იტალიურ) ენას და თვლიდა მას,
მსგავსად ლათინურისა, სალიტერატურო ენად. იყო ავტორი ლათინური კომედიისა -
«დიდების მოყვარული» (1426 წ.) და ალეგორიული სატირისა - «მომ» (1443-1450 წ.
წ.). თხზულებაში, - «ოჯახის თაობაზე» (1437-1441 წ. წ.), - ყურადღება
გამახვილებულია სანიმუშო ოჯახზე და წამოწეულია ჰარმონიული, სრულყოფილი
ადამიანის იდეალი (დაწვრილებით იხ. Леон Баттиста Альберти, сб. статей. М., 1977г.).

277
ალბერტი (Aლბერტი) ლეონ ბატისტა (18.2.1404, გენუა – 25.4.1472, რომი) –
შესანიშნავი იტალიელი არქიტექტორი, მეცნიერი, მწერალი, მუსიკოსი. ა. იყო არა
მარტო XV ს-ის შუა ხანების დიდი ხუროთმოძღვარი, არამედ პირველი თეორეტიკოს-
ენციკლოპედისტი იტალიურ კულტურაში. ა-მ ჰუმანიტარული განათლება პადუაში
მიიღო, შემდგომ ბოლონიაში სწავლობდა სამართალს, შემდგომ ცხოვრობდა
ფლორენციასა და რომში. ა. – არქიტექტორის მოღვაწეობა შესანიშნავია
უპირველესად მისი მიდრეკილებით თამამი ექსპერიმენტებისადმი. საერო
არქიტექტურის ნაწარმოებთა შორის პალაცო რუჩელაი ფლორენციაში (1446-1456 წ.
წ.) – ა-ს შედარებით დასრულრბული ქმნილებაა. სასახლე ააშენა ბ. როსელინომ ა-ს
გეგმების მიხედვით. ა-ს სატაძრო ნაგებობებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია
სან-ფრანჩესკოს ეკლესია რიმინიში. ა-ს ესთეტიკური შეხედულებები
მიმზიდველადაა გადმოცემული მის ტრაქტატებში, ისინი ეხება სახვითი
ხელოცნების ყველა სახეობას. პირველად ენერგიულადაა წინა პლანზე წამოწეული
სილამაზის ცნება, რაც უკვე არ ირევა «მორალურ სიკეთეში». ა-ს ერთ-ერთი
ძირითადი ესთეტიკური კატეგორიაა ღირსება, რაც გამოხატულებაა დიდებულებისა
და ჰარმონიისა. რენესანსული უნივერსალიზმი, რაც აღნიშნულია ამასთანავე
შესანიშნავი თანმიმდევრობითა და ერთგულებით ფუძემდებლური იდეებისადმი
ყველა ნაშრომში, წარმოჩინდა სხვადასხვა ნაწარმოებებში. ის წერდა როგორც
ლათინურ, ისე იტალიურ ენებზე.
ალბერტი (Aლბერტი), დომენიკო – (1710-1740 წ. წ.) ვენეციელი კომპოზიტორი.
მან პირველმა გამოიყენა (შექმნა) არპეჯირებული (იხ. არპეჯო) აკომპანიმენტი
ბასისათვის.

ალბერტი, ვოოიცეხ – 982 წ-დან პრაღის ეპისკოპოსია. ქადაგებდა პოლონეთსა


და პრუსიაში. მოკლ;ეს 997 წ-ს. დაკრძალულია ჰნეზნენსკის მონასტერში.
შერაცხულია წმიდა მოწამედ. კათოლიკურ ეკლესიებში მისი ხსენების დღეა 23
აპრილი.

ალბერტინა (Aლბერტინა) – გრაფიკულ ნაწარმოებთა უმდიდრესი კოლექცია


ჟენევაში (35 ათასი ნახატი, მინიატურა, მილიონზე მეტი გრავიურა, ლითოგრაფია და
პლაკატი) შეიქმნა 1776 წ., როგორც ავსტრიის ჰერცოგ ალბერტ საქსონელის კერძო
კოლექცია. 1920 წ. გაერთიანდა ვენის უნივერსიტეტის გრავიურის კაბინეტთან.

ალბერუსი (Eრასმუს Aლბერუს) – (1500-1443 წ. წ.) გერმანელი პოეტი. ავტორი


იგავ-არაკებისა და საეკლესიო ჰიმნებისა. მეგობრობდა მარტინ ლუთერთან (იხ.).
ალბიგოელები – ქსე

ალბიგოელები – შუასაუკუნეთა რელიგიური სექტა სამხრეთ საფრანგეთში


(სახელწოდება მოდის ტოპონიმ ალბიდან). აქაურმა მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ XII
ს-დან მიიღეს კათარეტების და სხვა ერეტიკოსთა მოძღვრებები (საეკლესიო
იერარქიისა და საიდუმლოთა უარყოფა, დუალიზმი და ა.შ. ისინი ახლოს იდგნენ
ბულგარულ რელიგიურ დოგმებთან, რაც თავის თავში იმთავითვე შეიცავდა
პროტესტანტიზმის ჩანასახს).
ალბინიზმი – ქსე

ალბინოსი – ქაე

278
ალბინოვანუსი (Pედდ Aლბ; ნოვანუს) – რომაელი პოეტი (ჩვ. წ-მდე I-ჩვ. წ. I ს.
ს.) ოვიდიუს ნასოს მეგობარი. ავტორი ეპიკური პოემისა გერმანიკუსის ლაშქრობის
შესახებ, აგრეთვე, მრავალი ეპიგრამისა.

ალბინუსი (Aლბინუს) – (ჩვ. წ. II ს.) პლატონის (იხ.) მიმდევარი. პლატონის


ფილოსოფიას ასწავლიდა გამოჩენილ ექიმ ჰალენუსს.

ალბიონი – ქსე

ალბიონი, მარიეტა – (1823-1894 წ. წ.) გრაფინია, გამოჩენილი იტალიელი


მომღერალი. 1854 წ. დატოვა სცენა.

ალბიტი (ლათ. გეოლოგ. Aლბიტე) – პლაგიოკლაზი ნატრიუმის მაღალი


შემცველობით.

ალბიუს ტიბულუსი (50-19 ან 17 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – მარკუს ავრელიუს მესალას


(კორვინუსის)რომელიც გავლდათ ოვიდიუსთან დაახლოებული პირი.
ლიტერატორული წრის წევრი, როგორც პროპერციუსი, ტიბერიუსიც შეეცადა ელეგია
საკუთარ გრძნობათა და განცდათა თხრობაში გადაეზარდა. ვერგილიუსისა და
თეოკრიტესის ბუკოლიკების გავლენით, ელეგიათა ორ წიგნში იგი უმღერის ბუნების
წიაღში მჩქეფარე სოფლურ ცხოვრებას, სოფლელთა უბრალოებას, მათ ზნეობასა და
რწმენას, ძველ ადათებსა და Dრესასწაულებს, გამსჯის ომს, როგორც «უმოკლეს»,
«ბოროტეულ» გზას სიკვდილისაკენ, ხსნის მის უმთავრეს მიზეზებს – ფულს და
სწრაფვას გამორჩენისაკენ. პირველი წიგნის 5 ელეგია წძღვნება პოეტის შეყვარებულ
დელიას (ქალღმერთ დიანას ეპითეტი, რომელიც კუნძულ დელოსზე დაიბადა),
რომლისადმი სიყვარული მისი სიცოცხლის არსსა და აზრს წარმოადგენს.
ტიბულუსი მიმართავს ტრადიციულ სიუჟეტურ სიტუაციებს – იგი არა ერთგული
სიყვარულის გამო მზადაა თავისი იიმედები ტანჯვასა და ღვინოში ჩაძიროს;
ოცნებობს სიკვდილზე, რათა «უკანასკნელ საათს» «სუსტი მკლავებით» მოეხვიოს
თავის მოღალატე შეყვარებულს და მშვიდად დაწვეს საკრემაციო ცეცხლზე. ნეორე
წიგნის 6 ელეგიიდან, სამში პოეტი ნემესიდასადმი (იხ.) თავის სიყვარულს
გადმოგვცემს, ვის გამოც მზადაა ხუნდ დადებულმა იაროს... ტიბელუსის ელეგიები
გამოირჩევიან დიდი მგრძნობელობით, ვნებიანი განცდებით, სირბილითა და
ნაღველით. თავის თანამედროვე პოეტთაგან განსხვავებით, იგი გაურბის
ყოველდღიურობის საჭირბოროტო საკითხებს, ერთხელაც არ იხსენიებს იმპერატორ
ოქტავიანე ავგუსტუსს, ხოტბას არც აქციუმთან გამართულ ბრძოლას ასხამს და არც
პარიანელებზე გამარჯვებას. ყოვლად განურჩეველი და ინდიფერენტული
დამოკიდებულება აქვს დიდებისა და პატუვის მიმართ. ოვიდიუსი მაღალ შეფასებას
აძლევდა ტიბულისის შემოქმედებას, უწოდებდა მას «ელეგიის სიამაყესა და
დიდებას». ტიბულუსის ლირიკა აღაფრთოვანებდა გოეთეს, პუშკინს, მის რუსულ
ემაზე მთარგმნელ ბატიუშკოვს.

ალბომი (ფრანგ. Aლბუმ) – 1. აკინძული სუფთა ფურცლები ჩასაწერად,


სახატავად ან საკოლექციოდ; 2. კრებული, რომელშიც დაბეჭდილია ხელოვნების
ქმნილებათა, ნახაზების ან ფოტოსურათების რეპროდუქციებიმცირე განმარტებებით.
279
ალბორადა – 1. დილის სერენადა (მწყემსების სიმღრა ამომავალი მზის
საპატივცემულოდ). 2. ხალხური ინსტრუმენტული პიესა. სრულდება მეტად
თავისუფალ სტილში ქარახსის ან სალამურის სახის საკრავებზე დაფდაფების
თანხლებით. 3. დილის კონცერტი ღია ცის ქვეშ, საღამოს კონცერტი – სერენადის
ანალოგიური.

ალბორნოსი (Aლბორნოზ), ეგიდოსი (?-1367 წ. წ.) – ესპანური წარმოშობის


კარდინალი. 1353 წ. იყო პაპის ლეგატი საეკლესიო ოლქში, რომელიც კვლავ
დაუმორჩილა პაპს და შეუქმნა კანონები – ეგიდები. აქედან მისი მეტსახელი –
ეგიდოსი.

ალბოტონია (ლათ. ალბოტონია) – ორსულთა ტოქსიკოზი. სიმპტომები:


ალბუმინურია, ჰიპერტონია, შეშუპება.

ალბრეხტ ევგენის კარლის ძე – (1844-1894 წ. წ.) რუსი (წარმოშობით გერმანელი)


სამუსიკო მოღვაწე. სანკტ- პეტერბურგში ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი
კამერული მუსიკისა. 1881-1886 წ. წ-ში ფილარმონიული საზოგადოების
თავმჯდომარე. ნ. ჰ. ვესსელთან ერთად შექმნა საყმაწვილო და სასკოლო, ასევე
ჯარისკაცული და კაზაკური სიმღერების კრებულები, სავიოლინო სკოლა.

ალბრეხტ ფ. ჰალბერშტადტი – (XIII ს.) გერმანელი პოეტი და სქოლასტიკოსი.


1210 წ-ს გადაამუშავა ოვიდიუსის ნაწარმოებები ტიურინგიულად.

ალბრეხტსბერგერი (Aლბრეცჰტსბერგერ), იოჰან გეორგ – (1736-1809 წ. წ.)


მუსიკის თეორეტიკოსი. კონტრაპუნქტში ასწავლიდა ბეთჰოვენს.

ალბუგინიტი (ლათ. ალბუგინიტის) – საკვერცხის ცილოვანი გარსის ანთება.

ალბუმინურია (ლათ. ალბუმინურია) – ცილის გამოყოფა შარდით.

ალბუმსები (ლათ. ალბუმსს) – ძველ რომში სარეკლამო კედლები. რეკლამა-


ინფორმაციები იწერებოდა ნახშირით. ალბუმსებიდან წარმოსდგა შემდგომ ალბომი
(იხ.).
ალ-ბუხარის წმიდა კრებული (საჰიჰი იხ.) – «ექვსი წიგნების» ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კრებული (810-870 წ.წ.). შესულია ჰადისებში (იხ.).

«ალცე» – წიგნი, დე ლაპიდა Pჰილოსოპჰიცო; 1. ალქიმისტთა ტრაქტატი


უცნობი გერმანელი ავტორისა, დათარიღებული 1677 წლით, რომლის ასლი
დაცულია «ჰერმეტისტულ მუზეუმში». ტრაქტატში განთავსებულია ცნობილი
ნახატი, რომელიც გამოსახავს ადამიანს წაგრძელებული ქვედა კიდურებითა და
სხეულით, რომელიც დაფარული შვიდქიმიან ვარსკვლავზე; (???) 2. წიგნის ასლი
გადაღებული აქვს ელიფას ლევის. (???)

ალცჰაიმერის დაავადება – მოხუცებულობის ფსიქოზის ატიპური ფორმა.


მოხუცებულობის ფსიქოზის კლასიკური ფორმისგან განსხვავებით, დაავადება

280
იწყება შედარებით ადრეულ ასაკში, მიმდინარეობს ავთვისებიანად და ახასიათებს
ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული მოშლის ნიშნები.

ალდეჰიდები – ორგანული ნაერთთა კლასი, რომელთა მოლეკულები შეიცავს


კარბონილის ჯგუფს (ფორმულაა ჩასაწერი)? დაკავშირებული ორგანულ
რადიკალთან და წყალბადის ატომთან. ალდეჰიდების თვისებები ბევრ რამეში ჰგავს
კეტონების თვისებებს. ალდეჰიდებთან კარბონილის ჯგუფი დაკავშირებულია
წყალბადის ატომთა და ნახშირწყალბადის რადიკალით, კეტონებთან კი - ორი
ნახშირწყალბადის რადიკალით. (ფორმულა) ძმრის ალდეჰიდი (აცეტილდეჰიდი) და
(ფორმულა) დიმეთილკეტონი (აცეტონი). ატომების ჯგუფს (ფორმულა) უწოდებენ
ალდეჰიდების ფუნქციურ ჯგუფს. «ალდეჰიდი» - ლათინური შიტყვების
შემოკლებაა, რაც ნიშნავს «წყალბადმოკლებული სპირტი». მართლაც, თუკი
შევადარებთ ალდეჰიდისა და მისი შესაბამისი სპირტის ქიმიურ ფორმულებს
(რომელსაც მოლეკულაში ნახშირბადის იმავე რაოდენობის ატომები აქვს),
დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან წყალბადის ორი ატომით:
CH2O ჭიანჭველა ალდეჰიდია. CH3OH - მეთილის სპირტი. მიუხედავად ამისა მათი
აღნაგობა (წყობა) განსხვავებულია. სპირტის მოლეკულაში ჟანგბადის ატომი
ნახშირბადის ატომთან შეერთებულია მარტივი კავშირით. ალდეჰიდში კი -
ორმაგით: (ფორმულა) და (ფორმულა). კარბონილის ჯგუფი განსაზღვრავს
ალდეჰიდების სპეციფიკურ თვისებებს: ორმაგი კავშირის გაწყვეტის ხარჯზე ისინი
ადვილად შედიან შეერთების რეაქციებში. მარტივი ალდეჰიდებია: HCHO ჭიანჭველა
ანდა ფორმალდეჰიდი; CH3CHO - ძმრისა ანდა აცეტალდეჰიდი. მათ ყველაზე მეტი
პრაქტიკული მნიშვნელობა მიანიჭეს. ზოგიერთი Высшие - უმაღლესი ალდეჰიდი
გამოიყენება როგორც სურნელოვანი ნივთიერება. კეტონებისგან განსხვავებით
ალდეჰიდები ადვილად იჟანგებიან და იქცევიან კარბონმჟავებად. ასე, ძმრის
ალდეჰიდის დაჟანგვისას წარმოიქმნება ძმარმჟავა, რაც ფართოდ გამოიყენება
მრეწველობასა და ყოფაში: (ფორმულა) ძმრის ალდეჰიდი (ფორმულა) ძმარმჟავა.
ალდეჰიდებს პოლიმერიზაციის მიდრეკილება აქვთ. მაგალითად, ფორმალდეჰიდი
იქცევა პარაფორმალდეჰიდად და ა. შ. ფორმალდეჰიდის მიღების ძირითადი
სამრეწველო ხერხია - მეთილის სპირტის დაჟანგვა ჰაერის ჟანგბადით მეტალის
კატალიზატორების მყოფობისას, თანაობისას. ფორმალდეჰიდი - უფერო გაზია,
მკვეთრი, უსიამო სუნით, წყალში კარგად ინახება. მას აქვს ანტისეპტიკური
(გაუსნებოვნების), ასევე მთრიმლავი თვისებები. ჭინაჭველალდეჰიდის 40%-იანი
ხსნარი, ფორმალიანად წოდებული, გამოიყენება დეზიფენქციისათვის, ანატომიური
პრეპარატების კონსერვირებისათვის, სოფლის მეურნეობაში დათესვის წინ თესლის
შესაწამლად. ფორმალდეჰიდი გამოიყენება, კერძოდ, მრეწველობაში პლასტიკური
მასების წარმოებისათვის (პოლიფორმალდეჰიდის, ფენოლოფორმ ალდეჰიურ და
სხვა პოლიმერების). ძმრის ალდეჰიდი შეიძლება მივიღოთ წყლის შეერთებით
აცეტილენთან კატალიზატორის თანაარსებობისას (თანაობისას) (ვერცხლისწყლის
მარილების): CH=CH+H2O-CH3CHO. ეს რეაქცია აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა მ. გ.
კუჩეროვმა 1881 წელს და მის სახელს ატარებს - კუჩეროვის რეაქცია. ახლა
მრეწველობაში ძმრის ალდეჰიდი სულ უფრო ხშირად ღებულობენ ეთილენის
კატალიზური დაჟანგვით: 2CH2=CH2+C2-2H3CHO.

281
ალდინები – 1. ძველი გამოცემანი. ალდო მანუჩისა და მათ შთამომავალთა
სტამბებში დაბეჭდილი გამოცემები (ვენეცია) XV-XVI ს. ს; 2. ალდონური ანბანი –
შრიფტის სახეობა.

ალდოსტერონი (ლათ. ალდოსტერონუმ) – თირკმელზედა ჯირკვლის რქოვანი


შრის კორტიკოსტერიოდული ჰორმონი, მოქმედებს მინერალურ ცვლაზე,
ორგანიზმში აკავებს ნატრიუმსა და წყალს, აძლიერებს კალიუმის გამოყოფას

ალდრიჩი (Aლდრიცჰ), თომასი – (1836-? წ. წ.) ამერიკელი მწერალი-


იუმორისტი, «Aტლანტიც Mონტლლი»-ის რედაქტორი (1888 წ-დან). ავტორი «ცუდი
ბიჭის ისტორიისა» («შტორყ ოფ Bად Bოყ»), რჩეული «ნოველები და პოემები»
(«Nოველს ანდ Pოემს») (1885 წ.) და სხვ.

ალეატორიკა (ლათ. ალეა) – მიმდინარეობა თანამედროვე მუსიკის


ხელოვნებაში.

ალეატორიკა – (მუს.) ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა მუსიკაში,


რომლის საფუძველია შემთხვევითობის პრინციპი. წარმოიშვა 1950 წ-ს თითქმის
ერთდროულად გფრ-ში (კ. შტოკჰაუზენი) და საფრანგეთში (პ. ბელეზი).
ალეატორიკას იყენებდნენ საბჭოთა კომპოზიტორებიც, უპირატესად ნაწარმოების
ცალკეულ ეპიზოდებში.

ალებარდა (ფრანგ. ჰალლებარდე) – ძველებური შვეიცარული საომარი იარაღი


– გრძელტარიანი შუბ-ნაჯახი, რომელსაც ყუაზე კაუჭი ჰქონდა მხედრის ცხენიდან
ჩამოსაგდებად.

ალებასტრი (ბერძ. ალაბასტროს) – 1. მთის ქანი, თეთრი წვრილმარცვლოვანი


ნაირსახეობა თაბაშირისა. ე. წ. «საამშენებლო თაბაშირი». 2. გამომწვარი თაბაშირი;
იხმარება ქანდაკებისათვის, ორნამენტიკაში (ბარელიეფები, გორელიეფები იხ. იხ.)
ნაგებობის როგორც შიგნით(იხ. ინტერიერი), ისე გარედანაც (იხ.ექსტერიერი);
გამოიყენება ტრავმატოლოგიაში და ა. შ.

ალებასტრი (ბერძ. ალებასტროს) – 1. მთის ქანი, თაბაშირის თეთრი


წვრილმარცვლოვანი ნაირსახეობა, ე. წ. «სამშენებლო თაბაშირი». 2. გამომწვარი
თაბაშირი, გამოიყენება ქანდაკებისათვის, ქირურგიაში და სხვ.

ალეგორია (ბერძ. ალლეგორია – იგივე ქარაგმა, ნართაულად, გადაკვრით


თქმული) – ნიშნის ტიპი, რომელიც კავშირს ამყარებს სახესა და მნიშვნელობას
შორის პირდაპირი ანალოგიით (ძალა – ლომი) და არ გულისხმობს აზრის
მრავალპლანიან, ნელ-ნელა გახსნილ ფენებს, როგორც სიმბოლოშია. შუასაუკუნეების
ღვთისმეტყველების ტრადიციას ა. ესმოდა სრულიად თავისებურად და ათავსებდა
მას ოთხი საყურადღებო მნიშვნელობის რიცხვში, რომლებიც მოიპოვება ნებბისმიერ
ტექსტში (და შესაბამისად , ხელოვნების ნიმუშებში). ეს მნიშვნელობებია: 1)
გრამატიკული («ისტორიული»), სხვანაირად რომ ვთქვათ, – სიტყვასიტყვითი; 2)
ალეგორიული, ანუ ძველი და ახალი აღთქმის ამბებს შორის ანალოგიების

282
(მსგავსების) მოყვანა; 3) მორალური; 4) ანაგოგიური (უმაღლესი ჭეშმარიტების
აღმომჩენი). ასეთი სრული განმარტება, რასაკვირველია, სიმბოლურია, როგორც შუა
საუკუნეთა ხელოვნების სახეთა უმეტესი ნაწილი. ამის მიუხედავადა. გამოყოფილი
იქნა სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელ ჟანრად და არცთუ იშვიათად ხდებოდა ,
ახსენებდათ ანტიკურობის აკეგორიულ სახეებს.გახსენებით მხატვრობასა და
სკულპტურაში ა. ეწოდებოდა ფიგურას ანდა ჯგუფს, რომელიც გამოხატავდა
განყენებულ იდეას ანდა მოღვაწეობის სფეროს (მაგ. თავისუფალი ხელოვნებები) და
დართული ჰქონდა მუდმივი «მოსაუბრე» ატრიბუტებით. ა. როგორც ნიშნის
მხატვრულად განსახიერებული ტიპი, განსაკუთრებულად არ არის
დამახასიათებელი შუა საუკუნეების კულტურისათვის, მაგრამ ფუძემდებელი ხდება
ევროპულ ბაროკოში.

ალეგორია (ბერძ. ალლეგორია – ნართაულად თქმა) – არაპირდაპირი


ხერხებით, იგავურად გამოხატვა აზრისა მხატვრულ ლიტერატურასა და
ხელოვნებაში.

ალეგორია – იხ. ქსე

ალეგორიული – Nართაულად თქმული.

ალეგრეტო (იტალ. ალლეგრეტტო) – (მუს.) 1. ზომიერად ჩქარი ტემპი (მაგრამ


ალეგროზე უფრო ნელი); 2. ამ ტემპით შესრულებული მუსიკალური პიესა ან მისი
ნაწილი.
ალეგრი (Aლლეგრი), გრიგორიუ – (1586-1652 წ. წ.) იტალიელი საეკლესიო
კომპოზიტორი. მისი საუკეთესო ნაწარმოებია 57-ე ფსალმუნზე შექმნილი მუსიკა –
«Mისერერე მე; Dომინე».

ალეგრი (იტალ. ალლეგრ – (იყავით) მხიარულად – სახუმარო წარწერა


ლატარიის გაცუდებულ ბილეთზე) – ლატარია, რომელიც ბილეთის შეძენისთანავე
გათამაშდება და მოგებაც მაშინვე გაიცემა/
ალეგრი (იტალ.) ყველასათვის ხელმისაწვდომი ლატარეა მასკარადებისა და
სახალხო სეირნობების ჟამს.

ალეგრო (იტალ. ალლეგრო – მხიარულად) – 1. მუსიკალური ნაწარმოების


შესრულების Xქარი ტემპი. 2. ამ ტემპით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები ან
მისი ნაწილი (ჩვეულებრივ, სიმფონიის, სონატის პირველი ნაწილი).

ალეგრო (იტალ.) – მუსიკაში: ცოცხლად, მხიარულად (მაჟორულად).

ალეგრო – 1. სწრაფი, ცოცხალი ტემპის აღნიშვნა მუსიკაში. 2. მუსიკალური


პიესა ან მისა ნაწილი დაწერილი ასეთ ტემპში. 3. კლასიკური ცეკვის გაკვეთილზე –
სავარჯიშოს დასკვნითი ნაწილი.

ალეგრო მოდესტო – ზომიერად სწრაფი ტემპი.

283
ალეიკემია (ა... + ლეუკოს – თეთრი და ჰაიმა – სისხლი) – «ლეიკოზი»,
ლევკოზი – (მედიც.) თეთრსისხლინობა (???), ქრონიკული დაავადება.

ალეირონის მარცვლები (ბერძ. ალეურონ – ფქვილი) – პროტეინის


მარცვლები, უფერული ცილოვანი წარმონაქმნები მცენარის სპერმის მცენარის თესის
ენდოსპერმში ან ლებნებში, რომლებსაც თესლის გაღივების დროს ჩანასახი
საზრდოდ იყენებს.
ალეკტორი – იხ. ალექტორი.

ალელები (ლათ. ალლელუმ) – ერთი გენის სახეცვლილება ან სხვადასხვა


მდგომარეობა, რაც ერთი და იგივე ნივთიერების ვარიაციებს იწვევს. ალელური
გენები, დომინანტუეი და რეცესიული, – ჰომოლოგიური ქრომოსომების იდენტურ
ლოკუსებშია ლოკალიზებული.

ალელ-ი (ბერძ. ალელოს ურთიერთ) – (გენეტ.) ერთი გენის (იხ.) სახესხვაობა.


წარმოიშობა ამ გენის სტრუქტურული გარდაქმნის შედეგად და განსაზღვრავს ერთი
ნიშნის განვითარების ვარიანტს (?) (დომინანტური ვარიანტი); მუტაციის (იხ.)
შედეგად წარმოიქმნებიან რომელიმე გენის ახალი ვარიანტები – ალელები,
რომლებიც განსაზღვრავენ ნაირ მდგომარეობას (შემადგენლობას) ნიშნებისა,
რომლებიც ამ გენებით კონტროლდება (მაგ: ფერი თმისა ან თვალისა). ორგანიზმთა
უმეტეს ნაწილს ყოველ უჯრედში აქვს ორი სრული ქრომოსომული ნაკრები
(დიპლოიდური, იხ.) მდგომარეობა, რომელიც ერთმანეთთან შესაბამისი
ჰარმოლოგიური ქრომოსომისაგან შედგება. ყოველი გენი წარმოდგენილია ორ
ჰარმოლოგიურ ქრომოსომაში. თუ სხვადასხვა ჰარმოლოგიურ ქრომოსომაში
არსებობს სხვადასხვა ალელები (მოცემული გენის) (ჰეტეროზიგოტული
მდგომარეობა), მაშინ გენოტიპში გამოვლინდება მხოლოდ ერთი მათგანი
(დომინანტური), ანუ წარმოიშობა ნიშანთვისების შუალედური მდგომარეობა.
(კარგად შესამოწმებელი და დასალაგებელია.)

ალელი (ბერძ. ალლელონ – ურთიერთ) – მემკვიდრეობითი ფაქტორები


(გენები), რომლებიც ჰომოლოგიური (შეწყვილებული) ქრომოსომების ერთნაირ
უბნებშია განლაგებული და განაპირობებს ერთი და იგივე ნიშნის განვითარებას.
ორგანიზმის ყველა მემკვიდრეობითი ნიშანი და წყვილის თითეულ ცალს
საპირისპირო (ალტერნატიული) თვისება აქვს.

ალელომორფები (ბერძ. ალლელონ – ურთიერთ და მორპჰე – სახეობა) –


იგივეა, რაც ალელი.
ალელოპქთია (ბერძ. ალლელონ – ურთიერთ და პატჰოს – ტანჯვა) –
მცენარეთა ურთიერთმოქმედება მათგანვე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერების
მეშვეობით.

ალემანდა – ძველებუწი დინჯი, ნაენაეი ცეკვა, ცნობილია საფრანგეთში XVI ს-


დან. სრულდება 2/4 ან 2/2 ზომით. (XVII-XVIII)ს. ს-ში 4/4 ზომით. ტემპი ზომიერად
ნელია. ა. სიუიტის მთავარიშემადგენელი ნაწილი იყო.
ალემანები (ალამანები) – ადრე სემნონებად წოდებული გერმანული ტომები.
პირველ ხანებში მოსახლეობდნენ ამჟამინდელი ბრანდენბურგის მახლობელ

284
მიდამოებში. მოგვიანებით გადასახლდნენ მაინზე, საიდანაც დროგამოშვებით
აწყობდნენ ლაშქრობებს რომის ოლქებში. 278 წ-ს დაამარცხა პროზოსმა, 357 წ-ს –
იულიანემ. ალემანებმა ბოლოს და ბოლოს მაინც მოახერხეს ზემო რაინის ოლქის
დაუფლება. 496 წ-ს დაიპყრეს ფრანგებმა და დააფუძნეს იქ ალემანიის საჰერცოგო.
1096 წ-ს საჰერცოგო გაიყო. ფრანგები გერმანელებს სწორედ ამ სახელით იხსენიებენ –
Aლლემაგნე, ანუ ალემანია.

ალემანები, ალამანები (Aლემანნი, Aლლამანნი) – გერმანული ტომი. III ს-ის


დამდეგს ცხოვრობსნენ ზემო მაინზე. თავიანთ თავს სვებებს უწოდებდნენ და,
საფიქრებელია, რომ სვებური მოდგმის ტომის სემნონების შთამომავალნი იყვნენ.

ალემანი (Aლემაან), მატეო – (1547-1610 წ. წ.) ესპანელი რომანისტი. ავტორი


განთქმული რომანისა – «Gუზმან დე Aლფარაცჰე». ეს არის ამბავი თაღლითზე,
გაიძვერასა და მექრთამეზე. გამოცემულია მრავალჯერ. გადაკეთებულია
ფრანგულად ლესაჟეს მიერ.

ალე-ოპ», «ალე», «ოპ» (ცირკი) – პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს


ილეთის დაწყებას ან ერთი მომენტიდან მეორეში გადასვლას.

ალეოსი – არკადიის ტეგეის მ


ალექსანდერი (Aლეხანდერ), სამუელ – (1859-1938 წ. წ.) ინგლისელი
ნეორეალისტი ფილოსოფოსი. დაიბადა ავსტრალიაში. 1877 წ-ს გადავიდა ინგლისში.
მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი (1893-1923). «ემერჯენტული ევოლუციის»
(იხ.) ერთ-ერთი ავტორი. ძირითადი შრომები: «მორალური წესრიგი და პროგრესი»
(1889 წ.), «პტოლემესეული და კოპერნიკისეული შეხედულებანი სამყაროში სულის
ადგილის შესახებ» (1909 წ.), «შეგრძნება და სახეები» (1910 წ.), «რეალიზმის
დამკვიდრება» (1914 წ.), «სივრცე, დრო და ღმერთი» (ოთხ წიგნად, 1920 წ.),
«რამდენიმე განმარტება» (1921 წ.), «სილამაზე და ფასეულობათა სხვა ფორმები»
(1933 წ.), «საგანთა ისტორიულობა» (1936 წ.)... მისი შემოქმედების პათოსი: «ნათელი
აღწერა სამყაროისა, რომელშიც ვყოფიერებთ, ვმოძრაობთ და ვაზროვნებთ.
ფილოსოფია «ცოცხალია» აღწერიილობით: იგი არგუმენტებს სარგებლობს ისე,
როგორც მშველელთ ფაქტების გასაგებად, ისე, როგორც ბოტანიკოსი სარგებლობს
მიკროსკოპით. მეთოდი: «მტკიცება, გამორიცხოს ფილოსოფიური წინაპირობანი და
აღწეროს ის, რაც სინამდვილეში კონკრეტულ ექსპერიმენტებს ახლავს»«. სტატიაში, –
«პტოლემესეული და კოპერნიკისეული შეხედულებები სამყაროში სულის ადგილის
შესახებ», – ალექსანდრი აკრიტიკებს ფილოსოფიურ იდეალიზმს, განსაკუთრებით
კანტს. მისი აზრით კანტის «კოპერნიკისეული რევოლუცია», რომელმაც სუბიექტი
ემპირიული რეალობისა და შემეცნების სისტემის ფოკუსში მოაქცია, სინამდვილეში,
«პტოლემესეული კონტრრევოლუცია» გახლდათ – სული მოექცა სინამდვილის
ცენტრში, სული – ყველაზე ევოლუცირებული ნაწილი სამყაროსი, გახდა საგანთა
ერთ-ერთი თვისებათაგანი. ეფუძვნებოდა რა საკუთარ «ახალ რეალიზმს»,
ალექსანდერი წერდა: «რეალიზმი გაურბის ანთროპომორფიზმს»; უშლის ხელს
ადამიანს გააცნობიეროს თავისი სათანადო, ჯეროვანი ადგილი სასრულ საგანთა
სამყაროში. ნატურალიზმისათვის დამახასიათებელი რეალიზმი ალექსანდერის
აზრით, ადამიანს განიხილავს მხოლოდ როგორც ერთ-ერთ სახეობას საგანთაგან (და
არა, როგორც «ბატონ უნივერსუმს»). ისწრაფოდა რა, გადაელახა
285
ნატურალიზმისათვის დამახასიათებელი შეგნების «გაღატაკებისა» და
«გაუფასურების» მიზანდასახულობა, ალექსანდერმა გამოიყენა «მერჯენტული
ევოლუციის» იდეა, რომელიც ამოდიოდა ჯ. გ. ლიუისისა («ცხოვრებისა და
ცნობიერების პრობლემები» 1875 წ.) და შემდეგ ჩ. ი. მორგანის მიერ ევოლუციურად
ინტერპრეტირებული შეხედულებებიდან («ინსტინქტი და გამოცდილება» 1912 წ.)
«ემერჯენტული ევოლუციის»მოდელის შესაბამისად, მატერია, ისევე, როგორც
სიცოცხლე, ისევე, როგორც ფსიქიკა «ემერჯენტულად» («მოულოდნელად»,
«ნახტომისებურად») წარმოიშვა აინშტაინ-მანკოცსკის (იხ.) დრო-სივრცეში. ეს
ევოლუცია ალექსანდერის აზრით, ინიცირდება და იმართება რაღაც იდეალური
იმპულსით – «ნიზუსით» (ლათ. ნისუს – «აღტყინება», «აგზნება» – ტერმინი
გვხვდება უკვე ლაიბნიცთან და ჰეგელთან), რომელიც მიისწრაფვის ახლისაკენ
(«სამყარო ერთიანად ისტორიულია, იგი სცენაა მოძრაობისა»). დრო-სივრცის
წერტილთა ერთობლიობამ, რომელიც წარმოშობს სინამდვილეს, ალექსანდერის
შეხედულებით, დაბადა არა მხოლოდ საგნები თავის თვისებებით, არამედ ღმერთიც.
ალექსანდერის ონტოლოგია ელიმინირდება «ემერჯენტული ევოლუციის»
«მოცულობისგან» (მთელი თავისი შინაარსობრივი სავსებით). საგნები იწყებიან
სივრცესა და დროშიდა ყოველთვის ამ სივრცისა და დროის კონფიგურაციებად
რჩებიან. «კატეგორიის» ანალიზს, როგორც ყოვლისგანმსჭვალავი და ყველგან
არსებულ საგანთა თვისება, როგორც განსაზღვრა პირველადი მატერიისა – დრო-
სივრცისა, ალექსანდერმა მიუძღვნა მეორე ნაწილი წიგნისა («კატეგორიათა შესახებ»)
– «სივრცე, დრო და ღმერთი». კატეგორიები, როგორც დრო-სივრცის ნიშნები,
ყოველგვარ ცვლილებაბში – სუბსტანცია, ურთიერთქმედება, იგივეობა, რაოდენობა,
მთელი, ნაწილი, თანაფარდობა, მიმართება და ა. შ. – უცვლელნი რჩებიან. მისი
აზრით, არ არის «კონკრეტულად არსებული», არც «უნივერსალურები» არსებობენ
თავისთავად – ყოველი არსებული არის «ინდივიგუალური», ე. ი. იმთავითვე
«კონკრეტული» და «უნივერსალური». წიგნის – «სივრცე დრო და ღმერთი» მესამე
ნაწილის («ემპირიული არსებობის წესრიგი და პრობლემები») გაშუქებისას
ალექსანდერი ეხებოდა საგანთა ემპირიული თვისებების საკითხს, რომლებიც ედო
საფუძვლად ამ საგანთა მოძრაობებს, იგი მიადგა XX ს-ის ფილოსოფიის ყველაზე
აქტუალურპრობლემას ცნობიერებისა და სხეულის მიმართებათა შესახებ (იხ.
სხეული, იხ. ცნობიერება). ფილოსოფოსის მოსაზრებით, ეს მიმართება მდგომარეობს
იმაში, რომ თვით ის პროცესი, რომელიც აღიქმება ინტრავერტულიდან (შიგნიდან),
ანუ «განიცდება» როგორც მენტალური პროცესი, შეიძლება განჭვრეტილ იქნეს,
როგორც ნერვულ პროცესად. ცნობიერება ახალი თვისებაა. ახალი თვისების «ახსნა»
ჩვენ არ გვაქვს, მას «მხოლოდ ადგილი აქვს» (ე. ი. კონსტატირებულია)
(ალექსანდერის აზრით «ცოცხალი სხეული ფიზიკურიცაა და ქიმიურიც, მაგრამ
ახალი თვისება, რომელსაც კიდევ ფლობს სხეული, არც მექანიკურია და არც
ქიმიური, იგი რაღაც ახალია. მაგ: ცოცხალი სხეულის ნაწილებს აქვთ ფერი, მაგრამ
სიცოცხლე არაა შეღებილი (შეფერილი ა. გ.); ისინი მატერიალურნი არიან, მაგრამ
სიცოცხლე არამატერიალურია; მატერიალურია მხოლოდ სხეული, რომელიც
ცოცხლობს»). ახალ თვისებათა გენერირების სტილის რაოდენობისა და
თანამიმდევრობის გამორკვევა ბუნებისმეტყველების ხვედრია, მეტაფიზიკოსი
ფილოსოფოსი კი «არსებობის დონის» ზოგადი გაგებით კმაყოფილდება. რეალობა
ალექსანდერის მიხედვით განწვალებულია დონეთა სიმრავლედ. თვითეული ესდონე
განპირობებულია უშუალოდ მისი წინამორბედით (წინარეთი). შესაძლოა,

286
გამოიხატებოდეს მის ტერმინებში, მაგრამ შეუძლებელია მის საფუძველზე იყო
«ნაწინასწარმეტყველები». «შემეცნების» ფუნქციები (არაა აუცილებელი ადამიანისა)
ასეა იერარქირებული: «ნეტარება» თავისი თავით; სინამდვილის დაბალ დონეთა
«ჭვრეტა»; «ფლობდეს ცნობებს» საგანთა შესახებ (ინ საგანთა, რომელნიც მისი
ერთმწეროვანნი (?) არიან). ალექსანდერს მიაჩნია, რომ სინამდვილის უფრო დაბალი
რანგის «შემმეცნებელი» მხოლოდ «შეიგრძნებს» უფრო მაღალ ბუნებას (და არა
შეიგრძნობს! ა. გ.). დრო-სივრცე, ფილოსოფოსის გაგებით, მიიღწევა მხოლოდ
აპრიორული ინტუიციის მეოხებით, რომელიც ბაზისი და პირობაა ყოველგვარი
შეგრძნებისა; მის გარეშე გამორიცხულია შეუძლებელია, რამენაირი ცდა.
ალექსანდერის სქემით, ერთდროულად, ინტუიცია ემპირიულია, რამეთუ არაფერი
ჩაურთავს, არაფერი შეუტანია ცდაში. ის მხოლოდ ხსნის («აღებს» ა. გ.)მის შინაარსს.
ეს განპირობებულია იმით, რომ დრო-სივრცე პირველადია ცნობიერებასთან
შედარებით. ალექსანდერის აზრით, ალბათობის თეორიით წარმოშობილი
რელიატივობის მოჭარბებული სუბიექტივიზმი არასწორი და მცდარია: «...
მეტაფიზიკურად რელიატივისტის პოზიცია სოლიპსისტის (იხ. სოლიპსისტი)
პოზიციაა, ან უმალ იგივე საკითხი ისმის, რაც შემეცნების სოლიპსისტურ თეორიაში
(იხ Солипсизм. Ист. философ. энициклопедю 2002 г.). მატერიალურობა, ნეორეალისტი
ფილოსოფოსის მიხედვით, მისაწვდომია გრძნობათა შეპირაპირებით, რომელიც
ადამიანრბს ვერ აწვდით კონკრეტულ ინფორმაციებს სინამდვილის შესახებ, თუმცა,
ამასთან, მატერიალრა ასპექტში ერთმნიშვნელოვნად გვიმტკიცებს ამ სინამდვილეს.
როგორიც უნდა იყოს ამხსნელი რეკონსტრუქციები, საგანთა ამგვარი მდგომარეობა
«მიღმა მხარეს» დევს,» – ასკვნის ალექსანდერი. «... იგი არ დაუშვებს ახსნას».
ფარდობითობის თეორიის ინტერპრეტირებისას ალექსანდერი ამტკიცებს, რომ
«სივრცე-დრო ესაა მოძრაობის სისტემა და შეგვეძლო სივრცე-დროისათვის მოძრაობა
გვეწოდებინა... წერტილ-მომენტები უნდა განვიხილოთ არა როგორც ფიზიკური
ელექტრონები, არამედ როგორც მეტაფიზიკური ელემენტები... ისინი ნამდვილნი
არიან, მაგრამ (თუ შესაწყნარებელია აშკარა წინააღმდეგობრივობა) იდეალური
ნამდვილნი» («წერტილ-მომენტები» ალექსანდერთან, არსებითად, დრო-სივრცის
სასრული ერთეულებია). სამყაროს მასალა, ალექსანდერის მიხედვით, ნეიტრალურია
ცნობიერებისა და რეალობის მიმართ. შემეცნების აქტი ნება-სურვილისმიერი
მოძრაობაა, რეაქცია ობიექტზე. ობიექტი ევდომადია, სახელდობრ, ნების მოძრაობით
– მენტალური აქტის შინაარსიარაა ობიექტის მქრქალი ასლი. ამ შინაარსისათვის
არსებითია ფსიქოლოგიური თვისება, რომელიც ახასიათებს მენტალურ აქტს,
როგორც პროცესს (კერძოდ, ინტენსივობა და მიმართულება). შემეცნება
(დამახასიათებელია «საგანთა ფსიქიკური კომპონენტისათვის»: მატერიალურობა
არაორგანულ ბუნებაში; სიცოცხლის თვისება – ორგანულობაში; «ღვთაებრივობა»
მთლიანად სამყაროში) არის სუბიექტ-ობიექტის თანხლებადობის, თანაყოფის
სინთეზი. ამიტომ, ობიექტები ცნობიერებისაგან მხოლოდ იმით არიან
დავალებულნი, რომ ისინი შეიმეცნებიან. შესამეცნებელი ობიექტი არ გამოიყვანება
გაშუალებული წარმოდგენებისაგან, არამედ მიიღწევა უშუალოდ ცნობიერებით –
საკუთარი «პერსპექტივის» სახით. საგანთა ასეთი პერსპექტიული გამოსახულება,
შეიძლება, უბრალოდ გამოიხატოს ან ივარაუდოს, იქცეს აზრად, შეხედულებად,
გინდაც დაერთოს სპეციალური უფლების სანქცია – «დე, იყოს ასე1» ალექსანდერი
აღნიშნავდა: «ჭეშმარიტება, განმარტებული რეალობით, იბადება გონებათა
მიმართების პროცესში, ურთიერთთანხმობის ან აზრთა უარყოფის გზით».

287
ალექსანდერი არ უშვებდა ჭეშმარიტების ხარისხებს, თუმცა ვარაუდობდა მისი
ევოლუციის შესაძლებლობას. «ემერჯენტულ ევოლუციაში» ალექსანდერის ღმერთი
– ესაა მიზაანი და მიუწვდომელი ზღვარი; ღმერთი ესაა უსასრულო სამყარო,
რომელიც მიისწრაფის ღვთაებრივობისაკენ (მთელი სამყარო ღმერთის სხეულია,
ხოლო მისი სული – ღვთაებრივობა). ალექსანდერი გამორიცხავდა
ღვთაებრიობისათვის დრო-სივრცული სტატუსის მინიჭებას, თუნდაც უსასრულოს
და შემომქმედს. ფილოსოფიას შეუძლია დაადგინოს, რომ ღმერთი, როგორც
განსაკუთრებული მეტაფიზიკური არსება, არ არსებობს. მაგრამ ფილოსოფოსი
ვარაუდობდა, რომ ფილოსოფია მოვალეა მივყავდეთ ღმერთისაკენ და მისგან.

ალექსანდერი სემუელ – (1859-1938 წ. წ.) ინგლისელი ფილოსოფოს-


ნეორეალისტი, ემერენტული ევოლუციის იდეალისტური თეორიის შემქმნელი.
ეყრდნობოდა ფარდობითობის თეორიის იდეალისტურ გაგებას და სამყაროს საწყის
მასალად თვლიდა სივრცე-დროს, რომელსაც მოძრაობასთან აიგივებდა. ძირითადი
ნაშრომია «სივრცე, დრო და ღვთაება» (1920 წ.).

ალექსანდრა – პრიამოსის ასულის კასანდრას მეორე სახელი.

ალექსანდრე (ბერძ. ალექს-ანდროს. «მამაკაცთა მცველი», მამაკაცთა


მომგერიებელი – უკუმქცეველი. ამ სახელით ცნობილია ატიკის ბევრი გამოჩენილი
ადამიანი. მათ შორის ალექსანდრე მაკედონელი, მაკედონიის მეფე. დაიბადა ძვ. წ, 356
წ. ბერძ. კალენდრის მიხედვით 6 ჰეკატომბეოს (დაახლოებით მაკედონურად ივლის-
აგვისტო). მისი დაბადების შესახებ არსებობს როგორც მითიური, ისე რეალური
ამბები. პირველი ვერსიით ალექსანდრე ეგვიპტური მითოლოგიით – ამონის, ხოლო
ბერძნულით ზევსის ძედ არის მიჩნეული. როცა მაკედონიის მეფემ ფილიპე II
(ალექსანდრეს რეალური მამა) ეპირის მეფის ასული მირტალიდან (იგივე
ოლიმპიადა) ცოლად შეირთო, ქორწინების პირველ ღამეს ოთახში შესულმა იხილა
ცეცხლში გახვეული დედოფალი, რომელსაც წელზე ქამრად გველი ეხვია. ლეგენდის
მიხედვით ეს იყო ეგვიპტელთა მთავარი ღვთაების, მზის ღმერთის, ამონის
განსახიერება. ეგვიპტეში ლაშქრობისას ალექსანდრემ მოინახულა ამონის ტაძარი,
სადაც გაიმართა დიალოგი მასსა და ამონს შორის. ამ საუბარში შემთხვევით
წარმოთქმულმა ერთმა ასომ ალექსანდრე «ღმერთის ძედ» აქცია. ალექსანდრეს
დაბადებისას დაიწვა ასევე არტემიდას ცნობილი ტაძარი ქ. ეფესში. (იხ. არტემიდა)
ძვ. წ. 323 წ. 13 ივნისს ალექსანდრე მაკედონელი მოწამვლის შედეგად გამოწვეული
ცუებ-ცხელებით გარდაიცვალა 33 წ. ასაკში. მოწამლეს სარდლებმა. დაკრძალეს
მისსავე დაარსებული ეგვიპტის ალექსანდრიაში. ჰყავს უამრავი ჟამთაღმწერელი.
ჩვენამდე მოღწეულ წყაროებთაგან აღსანიშნავია: პლუტარქე, კურციუს ვუფუსი,
არიანე. ბრწყინვალე მეცნიერული ნაშრომი აქვს შექმნილი ასევე Шофман А. Ц.
«Восточная походы А. Македонского». მათე ალექსიშვილს «ალექსანდრე
მაკედონელი»; ლ. სანიკიძეს «ალექსანდრე მაკედონელი» და სხვა.

ალექსანდრე – სამების («ტრიცკის») ლავრის ბერი. ერისკაცობაში ბრიანსკის


ბოიარი (იხ.), გოლიათი. დაიღუპა ორთაბრძოლაში 1380 წლის 8 სექტემბერს,
კულიკოვოს ველზე გამართული ბრძოლის წინ (იხ. კულიკოვოს ბრძოლა).

288
ალექსანდრე აფროდიზელი – ეგზეგეტი (განმმარტებელი) ჩვ. წ. III ს-ის
მოღვაწე, პერიპეტეტიკოსი (იხ.). ყველაზე გამოჩენილი არისტოტელეს
კომენტატორთა შორის (იხ. ეგზეტეტი ეგზეგა, ეგზეგეტიკა).

ალექსანდრე დე ჰალე (ჰალეს) I ფრანცისკანელი სქოლასტიკოსი (იხ. იხ.)


გარდაიცვალა 1245 წელს, პარიზში. დიდი გონებამახვილობისათვის უცილობლად
(უდავოდ), «Dოცტორ ირრეფრაგაბილის»-ად წოდებული. მთავარი შრომა – «შუმმა
უნი – ვერსტე ტჰეოლოგიე» (ვენეცია).
ალექსანდრე I – რომის პაპი 109-119 წლებში. წმიდა წამებული.

ალექსანდრე III – რომის პაპი (1859-1881 წ. წ.) . ვენეციაში ემორჩილებოდა


იმპერატორი, ხოლო ინგლისის მეფე ჰენრი II აიძულა ქედი მოედრიკა მის წინაშე.
ალექსანდრე IV, ბორჯია – რომის პაპი 1492-1503 წ. წ-ში. შემდგომში
უარყოფილი, პაპობიდან ამოშლილი საძაგელი მესვეური კათოლიკური ეკლესიის
ისტორიაში. მზად იყო, გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები, მოეხვეჭა
სიმდიდრე და გაემდიდრებინა თავისი შვილები, გადაუწყვიტა საკონფლიქტო
საკითხები ესპანეთ-პორტუგალიის ახალაღმოჩენილი ქვეყნების გამო.

ალექსანდრე ნეველის სამება-ლავრა – სანკტ-პეტერბურგში დააარსა პეტრე I-მა


1712 წ-ს. ლავრა გახდა 1797 წ-დან. კომპლექსში შედის 12 ეკლესია აგებული 1778-1790
წლებში. ლავრასთან რამდენიმე განთქმული საფლავია: ლომონოსოვის, ჟუკოვსკის,
კარამზინის, კრილოვის, დოსყოევსკის, გლინკას და სხვათა.

«ალექსანდრეს საქმენი» – ფსევდოისტორიული ხასიათის ზღაპრული


მოთხრობა, რომლის გმირია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ალექსანდრე
მაკედონელი. ამან კი ნოყიერი მასალა მისცა კალისთენესს (დაახლ. 370-327 წ. წ. ჩვ. წ-
მდე) – არისტოტელეს ნათესავს, ალექსანდრეს სპარსულ ლაშქრობათა მონაწილეს,
ლეგენდარული ამბავი მოეთხრო თვით მის თანამედროვე და, როგორც აღვნიშნეთ,
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მხედართმთავარზე. ნაწარმოები დაწერილი
გახლდათ «განდიდების» სტილით და მრავალ სასწაულთა აღწერას შეიცავდა,
რომელიც კი გარდახდენია მაკედონელთა ახალგაზრდა მეფეს. სწორედ ამ
კალისთენესს მიეწერა «ალექსანდრეს საქმენის» ავტორობაც, რომელიც,
სავარაუდოდ, ჩვ. წ-მდე III ს-ს უცნობ ალექსანდრიელ მწერალს ეკუთვნოდა. უცნობ
ავტორს სურდა ალექსანდრე, რომელიც ეგვიპტელმა ქურუმებმა მზის ღმერთ ამონის
ძედ შერაცხეს, ფარაონთაშთამომავლად და მემკვიდრედ წარმოეჩინა. მოთხრობაში
აღწერილია ეგვიპტის უკანასკნელი მეფე-ჯადოქარი, ნექტანეზი. ამონის სახით და
მისი შეწიაღებით იშვაალექსანდრე. ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენით შვილი მამის
ხორცშესხმა გახლდათ. ამიტომ ალექსანდრ-ნექტანებს შური უნდა ეძია სპარსელებზე
ეგვიპტელთა დაპყრობის გამო. მოთხრობის ცენტრალური თემაა ალექსანდრესა და
მისი მეომრების თავგადასავალი, რომელსაც ნათესავებისადმი გაგზავნილ
წერილებში აღწერს ავტორი. მ წერილებით ალექსანდრე ხვდება გოლიათებში,
კანიბალებში, ჯუჯებთან, სტუმრობს ნეტართა ქვეყანას; აღწერს ველურ ბუნებას
თავისი ფლორითა და ფაუნით; ასევე ყვება ინდოეთსა და მის შიშველბრძენებთან
(ჯაინისტ ბერებთან) შეხვედრის ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა
ალექსანდრეს სადიდებლადაა შექმნილი, დიდ მხედართმთავარს აქ პასიური გმირის
როლი აკისრია, რომელიც შერიგებულია ტიქესთან – შემთხვევითობისა და

289
ბედისწერის ქალღმერთთან, რომლის კულტი ფრიად იყო გავრცელებული
ელინიზმის ეპოქაში. მოთხრობა ალექსანდრეზე უამრავი რედაქციითაა ცნობილი,
გვხვდება ლექსური და პროზაული სახით (დამუშავებულია 90-ზე მეტი ვარიანტი),
ოცდაათ ენაზე. უდიდესი პოპულარობა შუა საუკუნეებში ჰპოვა/

ალექსანდრეს სარკოფაგი სიდონიდან – ჩვ. წ-მდე IV ს-ის ბოლო მესამედის


ბერძნული პლასტიკის უმაღლესი მიღწევის ნიმუში (ზომა: 3,18X1,67X1,95 მ.).
შესრულებული იყო პენტელიკონის მარმარილოთი (პენტელიკონი – პარნეტის მთის
ქედი, ათეის ჩრდილო-აღმოსავლეთით, განთქმულიი იყო თავისი ვარდისფერი
მარმარილოთი). სარკოფაგის ოთხივე მხარე ორნამენტში ჩასმული რელიეფებითაა
მორთული, რომლებზეც ასახულია ბერძენ-სპარსელთა საბრძოლო და ლომებზე
ნადირობის სცენები. ვარაუდობენ, რომ სარკოფაგის რელიეფებზე ასახული
საბრძოლო სცენები, ჩვ. წ-მდე 333 წ-ს ისთან გამართულ ბრძოლას უნდა ასახავდეს.
რელიეფის მარცხენა კიდის მეომარი მხედრის ფიგურაში მკვლევარები ალექსანდრე
მაკედონელის გამოსახულებას ხედავენ. რაც შეეხება თავად რელიეფს, რთული
კომპოზიციისაა: უცნობი მოქანდაკე იყენებს ურთულეს რაკურსებს, ჯგუფთა
სიუხვეს; განმაცვიფრებელი ძალისხმევით წარმოგვიჩენს სამკვდრო-სასიცოცხლო
შეტაკებას. მსწრაფი ტემპი, დინამიურობა, უკიდურესი დაძაბულობა მეომართა –
ნათლად და ზედმიწევნითი გამომსახველობითაა წარმოჩენილი. უსახელო,
გამოცდილ დიდოსტატს ყურადღება გამახვილებული აქვს ბერძენ და სპარს
მეომართა გარეგნულობაზე, მათს ლითონის საჭურველზე, სამოსელზე. სპარსელებს
ბერძენთაგან ბარბაროსულად მონათლული სამოსელი აცვიათ: პერანგი, შარვლები
და კაპოუშონები, რომელიც თავსა და სახის ქვედა ნაწილს უფარავთ. ერთია
მხოლოდ, არაა წარმოჩენილი არც ბერძენთა და არც სპარსთა ეთნოსური
განსაკუთრებულობა, ეთნიკური ჰაბიტუსი. ნაღალმხატვრულ ოსტატობაზე
მიუთითებს რელიეფთა შეღებილობაც. მათ მხოლოდ თმები, თვალები და სამოსელი
ჰქონდათ შეფერადებული, რომლებშიც ჭარბობდა მეწამულისფერი, იისფერი,
ყვითელი და ლურჯი ფერები.

ალექსანდრი (Aლეხანდრი), ვასილე – (1821-1890 წ. წ.) რუმინელი პოეტი და


სახელმწიფო მოღვაწე. პატრიოტული სიმღერების («ოდები ლათინ რასებისადმი»)
ავტორი. წერდა თეატრისათვის 1859-1860 წ. წ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი.

ალექსანდრია – ეგვიპტის დედაქალაქი. პტოლემეების ეპოქის უდიდესი და


უმსხვილესი ცენტრი ელინისტური კულტურისა. დააფუძნა ალექსანდრე
მაკედონელმა (იხ.) ჩვ. წ-მდე 332-331 წ. წ. ძველბერძენმა არქიტექტორმა დინოქარესმა
ქალაქის მშენებლობის ერთიანი გეგმა შეიმუშავა. გადმოცემის მიხედვით,
დინოქარესმა ქალაქს უდიდესი მთავარსარდლის გადაბრუნებული ქლამიდის –
სამხედრო ლაბადის მოხაზულობა მისცა. ქალაქის ცენტრში ხელოვნური ბორცვი
აღმართეს, მიძღვნილი ღმერთ ჰანისადმი და მას ჰანეიონი უწოდეს. ამ ბორცვიდან
ორი, სიგანით 30-მეტრიანი მთავარი ქუჩა გადიოდა, რომელნიც მართობულად
კვეთდნენ დანარჩენ ქუჩებს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწლში, – ბრუჰეიონში, –
განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, რომლებიც ერთმანეთთან ბაღ-პარკებით
იყვნენ შეერთებულნი. ამ ნაწილშივე იყო მდიდრული სამარხ-სარკოფაგები,
რომელთაგან ერთ-ერთში დაიკრძალა მსოფლიოს უდიდესი მთავარსარდალი –

290
ალექსანდრე დიდი; ალექსანდრიას სტუმრებული, ამ ნაწილშივე იხილავდა ზღვათა
მეუფების – პოსეიდონის ტაძარს და მრავალი ქანდაკებით გარშემორტყმულ
ალექსანდრიის ცნობილ გიმნასიუმს. აქვე, ემპორიონის მოედანზე სავაჭრო
ფარდულები და სასაწყობე სათავსოები გაემართათ. რომეული ეპოქის პერიოდში
ტრიუმვირმა მარკუს ანტონიუსმა, რომელმაც ჩვ. წ-მდე 36 წ-ს
ეგვიპტისლეგენდარულ დედოფალზე – კლეოპატრა VII-ზე იქორწინა, ქალაქის
აღმოსავლეთ ნაწილში რანდიოზული, ზღვამდე გადაჭიმული ნაგებობა –
ტიმონიონი ააგებინა. უმთაცრეს საზოგადოებრივ ნაგებობათა ფასადები დიდი
ნავსადგურისკენ იყო მიქცეული, რომელთაც შესასვლელი კუნძულ ფარიოსის
მხრიდან ჰქონდათ. სამხრეთ-დასავლეთითეჰნოსტოს, ხოლო ნილოსის შესართავთან
კიბოტოსის ნავსადგურები მდებარეობდა. კიბოტოსის ნავსადგურში მოდრეიფე
უამრავ ხომალდთა შორის თავისი სიდიდით სამანძიანი «ალექსანდრია»
გამოირჩეოდა, რომელიც სიცილიის მმართველს ჰიერონს ალექსანდრიის მეფე
პტოლემე II-სთვის (308-246 წ. წ. ჩვ. წ-მდე) უსაჩუქრებია. ქალაქის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში, აკროპოლისზე, სერაპეუმი – ღმერთ სერაპისისადმი (იხ.)
მიძღვნილი ტაძარი იდგა – განთქმული თავისი ბრწყინვალებითა და ფუფუნებით
და, რაც უმთავრესია, ცნობილი იმ დროის გრანდიოზული ბიბლიოთეკით (იხ.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა). ბორცვის ძირში იდგა პომპეუსყს კოლონა – 82 მ.
სიმაღლის წითელი გრანიტის მონოლითი, აღმართული იმპერატორ დიოკლეტიანეს
(245-316 წ. წ.) პატივსაცემად, პრეფექტ პომპეუსყს მიერ. 391 წ-ს ჩვ. წ-ით რომის
იმპერატორის, ფეოდოსიოსის ბრძანებითსერაპეიუმი დაანგრიეს. ძველი მსოფლიოს
უდიდესი მეცნიერული ცენტრები ჩვ. წ-მდე III ს-ში პტოლომეთა მიერ მუზების
ტაძართან აგებული ე. წ. ალექსანდრიის მუსეიონი (იხ.) და ამავე საუკუნეში
დაარსებული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა გახლდათ (იხ. ალექსანდრიის
ბიბლიოთეკა). კუნძულ ფაროსზე აღმართული ალექსანდრიის შუქურა კი, ძველი
მსოფლიოსგან აღიარებულ მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შევიდა (იხ. ალექსანდრიის
შუქურა). კუნძული ფაროსი ქალაქს ჰეპტასტადიონით – შვიდი სტადიონის სიგრძის
ხელოვნური მიწაყრილით უერთდებოდა (სტადიონი – 177,6 მ.). ფაროსიდან
აღმოსავლეთით, ლოქის კონცხზე აღმართული იყო ქალღმერთ ისიდას ტაძარი,
რომლის კარები თავისით (ავტომატურად) იღებოდა და იკეტებოდა, როგორც კი
საკურთხეველზეცეცხლი აინთებოდა. ამ «ღვთაებრივი სასწაულის» შემქმნელ-
შემომქმედი ყოფილაჰერონი, ჩვ. წ-მდე II თუ I ს-ის უდიდესი ინჟინერი. ქრისტიანთა
და წარმართთა სასტიკმა შეტაკებებმა შეიწირა დიდებული მუსეიონი (391 წ.);
შუქურა, დაზიანებული სახით, 1326 წ-მდეიდგა მაინც. ტრაგიკულ ბედს ვერც 273 წ-ს
იმპერატორ ავრელიანეს მეომართაგან ნაწილობრივ დამწვარი ალექსანდრიის
ბიბლიოთეკა ასცდა. ამ ხანძარს გადარჩენილი წიგნებისერაპეუმის ტაძარში იქნა
გადატანილი, რომელიც შემდეგ – 391 წ-ს ფანატიკოს ქრისტიანთაგან იქნა
დაქცეული. რაც ამ იავარქმნას გადაურჩა, 642 წ-ს სრულად განადგურდა
მუსლიმთაგან.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა – იხ ჩემი მასალა

ალექსანდრინის თეატრი – არქიტექტორული ძეგლი სანკტ-პეტერბურგში,


აგებული არქიტექტორ როსის მიერ (1823 წ.) ნევის პროსპექტზე, საჯარო
ბიბლიოთეკის ახლოს.

291
ალექსანდრისტები – ალექსანდრე აფროდიზსკის (იხ.) მიმდევრები.
ქადაგებდნენ სიკვდილის შემდეგ სულის სრულ განადგურებასა და ჭეშმარიტების
ორმაგობას – ფილოსოფიურსა და თეოლოგიურს.

ალექსანდრიტი (მინერ.) – ძვირფასი ქვა ზურმუხტოვანი მწვანე ფერისა,


რომელიც ხელოვნური განათებისას მოჩანს მუქწითლად.

ალექსანდრიული კოდექსი – V-VII ს.ს-ის ბიბლიის ბერძნული ხელნაწერი:


ძველი აღთქმა (70 კომენტარით) და ახალი აღთქმა. ამჟამად დაცულია ბრიტანეთის
მუზეუმში.

ალექსანდრიული ლექსი – 1. ექვსტერფიანი იამბიკური ლექსი შუაში ცეზურით


(იხ.), წყვილად გარითმული, ორი მამაკაცური, ორი ქალური რითმით; 2. ფრანგული
კლასიკური ლექსი (XII ს-ის პოემები ალექსანდრე დიდის გმირობებზე).

ალექსანდრიული სკოლა – ცნობილი სკოლა, რომელიც დაარსდა


ალექსანდრიაში (ეგვიპტე). იგი მრავალი საუკუნე ითვლებოდა მეცნიერთა და
ფილოსოფოსთა (ფილოსოფია რა, მეცნიერება არაა??) უდიდეს ტაძრად. განთქმული
იყო თავისი ბიბლიოთეკით (იხ. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა), რომელიც შექმნა
პტოლემე I სოტურმა (მხსნელმა), ლაგეს ძემ (აქედან, ლაგიდები), რომელიც
ალექსანდრიას ჩვ. წ-მდე 305-283 წ. წ-ში მართავდა. მისი მმართველობის დასაწყისში
ეს ბიბლიოთეკა, რომელიც მწერლისა და კომპილატორისავლუს გელიუსის (ჩვ. წ. II
ს.) ცნობით, შეიცავდა 400 000 გრაგნილსა და ტომს. ამ სკოლაში შედიოდა
სახელგანთქმული ალექსანდრიის მუსეიონი – «მუზათა ტაძარი» (იხ.
ალექსანდრიის მუსეიდონი), რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების ნამდვილი
პირველი აკადემია გახლდათ. ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენლები იყვნენ
მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები: გეომეტრიის მამა – ევკლიდესი, აპოლონიოს
პერგელი – ავტორი დღემდე მოღწეული შრომისა – «კონუსურ კვეთათა შესახებ»,
მათემატიკოსი ნიკომაქოსი, ასტრონომები, ფიზიკოსები, ანატომები – პერფილესი,
ერასისტრატოსი და ა. შ. ეს სკოლა ყველაზე მეტად ცნობილი გახდა თავისი
ეკლექტიკურ, ანუ ნეოპლატონიკურ სკოლად ქცევის შემდეგ, რომელსაც საფუძველი
ჩაუყარა ალექსანდრიელმა ფილოსოფოსმა მონიოს საკასმა ჩვ. წ-ის 193 წ-ს (ამონიოს
საკასი, დაახლ. 175 - დაახლ. 242 წ. წ. იხ.). მისი მოწაფეები გახლდათ ცნობილი
თეოსოფოსები და ფილოსოფოსები: ორიგენე, პლატონი და სხვ. (იხ. იხ.)შემდგომში
ცნობილ გნოსტიკოსთა სკოლას სწორედ აქ, ალექსანდრიაში ჩაეყარა საფუძველი.
სხვადასხვა დროს ამ დიდებულ სკოლაში უსწავლიათ და უმოღვაწიათ მსოფლიო
აღიარების მქონე ისეთ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ: ფილონ ალექსანდრიელი
(იუდეველი), იოსებ ფლავიუსი, იამბლიქოსი, პორფირიუსი, კლიმენტ
ალექსანდრიელი, ერასტოსთენესი, ცნობილი ალექსანდრიელი მათემატიკოსი ქალი
ჰაპატია და ა. შ. (იხ. იხ...). სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა მიმართულების
სკოლებმა ალექსანდრიას სამართლიანად დაუმკვიდრეს მეცნიერების უდიდესი
ბურჯის, ტაძრის სახელი იმ ტაძართა შორის, რომელიც ოდესმე არსებულა
კაცობრიობის ისტორიაში.

292
ალექსანდრიული სკოლა – იხ.

ალექსანდრიული სკოლა ანტიკური ფილოსოფიისა – (I ს. ჩვ. წ-მდე, VI ს. ჩვ. წ-


ით) მეცნიერულ ლიტერატურაში ორგვარად არის გაგებული. ერთის მხრივ ეს არის
იფილოსოფოსის ფილონ ალექსანდრიელის, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე I ს-ში «.
ალექსანდრიაში და ბიბლიას განმარტავდა სტოიკური პლატონიზმის მეთოდების
დახმარებით, ანუ ყოფიერების საფუუძვლად პლატონის იდეებს მიიჩნევდა. ხოლო
მეორეს მხრივ, მას მიაკუთვნებენ, როგორც წარმართი ნეოპითაგორეიზმის და
პირველი საუკუნეების ეკლექტიკურ სკოლებს, ისე მთელ ნეოპლატონიზმს. II-III ს. ს-
ში ჩვ. წ-ით ითვლება ქრისტიანი ალექსანდრიელი ფილოსოფოსების სკოლად.

ალექსანდრიული ხელოვნება – 1. პტოლემეების ეპოქის ხელოვნება.


ხასიათდება გრანდიოზული ნაგებობებისაკენ სწრაფვით. აქ პლასტიკა გადადის
ფერწერის ორნამენტში. გამოირჩევა განსაკუთრებული მდიდრულობით შენობის
ინტერიერის (იხ.) მორთვაში, ფერწერაში ცხოვრებისეული სცენების შეტანით; 2.
ვიწრო გაგებით – მოზაიკის თავისებური სახე, რომლითაც რთავდნენ ოთახებსა და
ეზოებს.
ალექსანდრული ქაღალდი – ერთ-ერთი ხარისხის სახაზავი ქაღალდი.

ალექსეევი ივანე – (1709-1776 წ. წ.) ხატმწერი, სტაროვერი მწერალი. გაემიჯნა


ფედოსეეველებს არაქორწინებით შობილი ბავშვების ბედის გამო. ჩამოაყალიბა
ახალდაქორწინებულთა წრე. მისი მთავარი თხზულებაა «ქორწინების
საიდუმლოების შესახებ».
ალექსი I კომნენი – (დაახლ. 1048-1118 წ.წ.) ქვეყანაში ნახევარსაუკუნოვანი
არეულობისა და შფოთის შემდეგ იმპერატორის ტახტზე 1081 წ-ს ადის
პროვინციალური დიდგვაროვანი ალექსი I კომნენი.

ალექსია (ა... + ბერძ. ლეხის – სიტყვა) – ასოების გარჩევის უნარის მოშლა ან


სრული დაკარგვა. მხედველობითი აგნოზიის სახე.

ალექსია – კითხვის უნარის დაკარგვა. ავადმყოფი ვერ ცნობს ცალკეულ ასოს,


ვერ იგებს წაკითხულ ტექსტს.

ალექსიარესი – ჰერაკლეს შვილი, შობილი მამის გარდაცვალების შემდეგ –


ცაში.

ალექსიდესი (დაახლ. 372-276 წ. წ. ჩვ. წ-მდე). – ათენელი კომედიოგრაფი,


რომელიც შუაატიკური კომედიის ჟანრში მუშაობდა. დაწერა დაახლ. 120პიესა.
პიესათა გმირები უცხოელები, ჰეტერები, მამის ქონების გამნიავებელი ქარაფშუტა
გიჟმაჟები და მისთანანი იყვნენ. ალექსიდესი იყო პირველი, ვინც ათენის თეატრის
სცენაზე პარასიტი – გაღატაკებული მოქალაქე გამოიყვანა, რომელიც ლუკმა-პურის
ნადიმზე ბატონის გართობით შოულობდა. დრამატურგი ხშირად მიმართავდა
მითებისა და კლასიკური ხანის ავტორთა ტრაგედიების პაროდირებას (მაგ.,
ევრიპიდეს). როგორც სხვა კომიკოსი პოეტები, ალერსიდისმა შეასუსტა ქოროს
როლი, გადააქცია ქოროს პარტიები ვოკალურ-საცეკვაო ინტერლუდიად. დიდ
293
ყურადღებას უთმობდა ხასიათთა გამომუშავებას და წინ გასართობი ინტრიგები
გამოჰქონდა. ალექსიდისი მენანდრეს ნათესავი და მასწავლებელი გახლდათ.

ალექსინი (ბერძ. ალეხო – ვიცავ, ვიფარავ) – მოძველებული სახელი


კომპლიმენტისა (ჟარგ. ცომპლიმენტ).

ალექსიროე – მდინარის ღმერთ გრანიკეს ასული.

ალექსისი (Aლეხის) – შუა ატიკური კომედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ავტორი


ანტიფანეს შემდეგ. წარმოშობით ფურიიდან. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 392-286
(?) წლებს შორის პერიოდში ჩვ. წ-მდე. მიეწერება 245 პიესა.

ალექტო (ბერძ. «დაუღალავი») – ერთ-ერთი ერენია.


ალექტორი, ალეკტორი – 1. სპარტელი. 2. არგოსელი.
ალექტრიონი (ბერძ. «მამალი») – არესის მსახური ბიჭი, რომელიც გუშაგად
იდგა, როცა ომის ღმერთ აფროდიტესთან ნებივრობდა, რათა ისინი ჰელიოსს არ
ენახა.
ალექტრომანტია (ბერძ.) – მკითხაობა მამლის ან რომელიმე ფრინველის
დახმარებით; მოიხაზებოდა წრე და იყოფოდა ნაწილებად. ყოველი ნაწილი თითო
ასო-ნიშნისთვის იყო განკუთვნილი. ნაწილებში აბნევდნენ მარცვლებს. შემდეგ
წრეზე (ში??) შეუშვებდნენ მამალს და აღნიშნავდნენ იმ სიტყვათა
თანამიმდევრულობას, რომლიდანაც ის მარცვალს აკენკავდა.

ალერგენი (ალერგია + ბერძნ. გონოს) – ნივთერება, რომელიც ალერგიას იწვევს.

ალერგენი (ლათ. ალლერგენ) – ალერგიული რეაქციების გამომწვევი


ნივთიერება.

ალერგია (ბერძ. ალლოს – სხვა და ერგონ – მოქმედება) – (მედიც.)


ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების, ე. წ. ალერგენის
მიმართ: დამახასიათებელია მგრძნობელობის დაქვეითება ან აწევა. ლორწოვანი
გარსების ანთება, სულის ხუთვა და სხვ.

ალერგია (ლათ. ალლერგია) – ამა თუ იმ ნივთიერების (მაგ: ალერგინის)


განმეორებითი ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა.
დაავადებითი სიმპტომები ვითარდება, როგორც შედეგი რეაქციისა – «ანტიგენ-
ანტისხეული».

ალერომეტრი (ბერძ. ალეურონ – ფქვილი+ მეტრი) – ფქვილის გაღივების


საზომი ხელსაწყო.

ალესი (Aლესსი) გალეაცო (1512, პერუჯა – 1572, იქვე) – იტალიელი


არქიტექტორი, სწავლობდა რომში. ბრწყინვალედ იცოდა მიქელანჯელოს
არქიტექტურული ნაწარმოებები. ძირითადად მუშაობდა გენუაში, სადაც გახდა ერთ-
ერთი ოსტატი, რომელმაც შეიმუშავა ბრწყინვალე ქალაქური პალაცოს ტიპი. ა-ს
ნაშენები (საულის პალაცო, ლერკარი-პაროდის პალაცო, 1555 და 1567 წ. წ.)

294
გამოირჩევა ფერწერულობითა და დიდი სივრცობრივი სირთულით, ვიდრე
ტოსკანისა და რომის სასახლეები. ჩვეულებრივ იყენებენ (გენუის ბუნებრივი
რელიეფის შესაფერისად) სხვადასხვა დონეებს, რომელიც კალთებად ადის
შესასვლელიდან ანსამბლის დასასრულამდე. ა. იყო ავტორი მილანში მარინოს
სასახლისა, სანტა-მარია ასუნტა და კარინიანოს ეკლესიის პროექტისა.

ალესსი (Aლესსი) გალეაცო (1512-1572 წ. წ.) – იტალიელი არქიტექტორი.


სწავლა მიიღო რომში. გახლდათ მცოდნე ბრწყინვალე მიქელანჯელოს
ხუროთმოძღვრული ნაგებობებისა. უმთავრესად მოღვაწეობდა გენუაში. სწორედ
გენუაში გახდა ერთ-ერთი ოსტატი იმათ შორის,, ვინც ქალაქური პალაცოს
დიდრბული ტიპი შეიმუშავა (იხ. პალაცო). მისი ნაგებობანი, – სულის პალაცო (1555
წ.), ლერკარი-პაროდის პალაცო (1567 წ.), – გამოირჩევა თავის მხატვრული
თვალწარმტაცობითა და მონუმენტური სივრცობრივი სირთულით, ვიდრე
ტოსკანური და რომაული სასახლეები. ჩვეულებრივ იყენებდა სხვადასხვა დონეებს
(გენუის ბუნებრივი რელიეფის შესაბამისად) – დაწყებული შესასვლელის
საფეხურებიდან ანსამბლის დაბოლოებამდე. ალესსი ავტორი გახლდათ მარინოს
სასახლისა მოლანში და გენუაში სანტა-მარია ასუნტას დი კარინიანოს მონასტრის
პროექტისა.

ალეთები (ფინიკ.) – 1. ფინიკიური მითოლოდიის «ცეცხლთაყვანისმცემლები»


(არა მაზდეიანური გაგებით). მომდინარეობს სიტყვიდან ალ-აით – ცეცხლის
ღმერთი; 2. კაბირები, ანუ ღვთაებრივი ტიტანები (იხ. იხ.); 3. აგრურის (იხ.) –
სატურნის შვიდი ემანაცია; 4. ალეთები დაკავშირებულნი არიან ცეცხლის, მზისა და
ჭექა-ქუხილის (მარუტების, იხ.) ღმერთებთან.
ალეთეია (ბერძ.) – ჭეშმარიტება.

«ალეტესი»ყარიბი» «დედვნილი» – ჰერაკლიდი. განდევნა კორინთოდან


სიზიფეს მემკვიდრენი. ალეტიდების დინასტიის დამაარსებელი მიკენის ტახტის
დროებითი მფლობელი. განდევნა ორესტომ. სოფოკლემ დაწერა დრამა, მაგრამ
დაკარგულია.
ალეთია (ბერძ.) ბერძ. მითოლოგიით აპოლონის ერთ-ერთი ძიძა.

ალევასი – ჰერაკლეს შთამომავალი, ლარისას მითიური მეფე.

ალევის სამება (ალევი ახლ. ლენინგორი რ-ნი ?????) – დარბაზული ტიპის


ეკლესია VIII-IX ს. ს. ე. წ. სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი
ყოფილა. ეკლესია აგებული სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე
დაყრდნობილი კონქით.

ალევრიტი (ბერძ. ალეურონ – ფქვილი, ლიტჰოს – ქვა) – მკვრივი დანალექი


ქანი. წარმოიქმნება ალევრიტის შეცემენტებით და გამკვრივებით დიაგენეზის
პროცესში. დიდი რაოდენობით გვხვდება საქართველოსა და კავკასიაში იურულ და
უფრო ახალგაზრდა ნალექებში.

ალფა – ბერძ. 1. ბერძნული ანბანის პირველი ასო, ქარაგმულად: დასაწყისი. 2.


ალფა და ომეგა – დასაწყისი და დასასრული.

295
ალფა და ომეგა (ბერძ. A და ჭ) – 1. ალფა და ომეგა, ანუ პირველი და
უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული ყოველგვარი აქტიური არსებობისა; 2.
ლოგოსი – აქედან ქრისტიანული თეოსოფიითქრისტე. გამოცხადებაში (21, 6) იოანე
ალფა და ომეგას ხმარობს, როგორც «ღმრთისეულ ნუგეშისმცემელს», რომელიც
«თავისუფლად ექცევა ყოველს, ვინც მწყურვალია სიცოცხლის წყაროზე» (ვნახო
გამოცხადება); 3. სიტყვა აზოტი (Aზოტჰ) ამ ცნების, იდეის გამომხატველი
შუასაუკუნოებრივი გლიფია, რამდენადაც სიტყვა აზოტი ბერძნული ანბანით
იწერება A-თი და მთავრდება ჭ-თი; ლათინურის – A და ძ-ით (ა და ზეტი); ებრაული
– A და თ-ით (ალეფ და თაუ); ქართული ა და ჰ (ანი და ჰოე).

ალფა პოლარის (ლათ.. Aლპჰა Pოლარის) – 1. პოლარული ვარსკვლავი (იხ.); 2.


იგივე დაჰრუვა (იხ.); 3. იგივე გრაჰ-ადჰარ-ი (იხ.).
ალფა-ნაწილაკი (ლათ. Aლპჰა პარტიცლე) – ჰელიუმის ატომი, რომელიც ორი
ელექტრონის დაკარგვის შედეგად ატარებს ორ დადებით მუხტს.

ალფარაბი, მოჰამედი ბენ-თორხან-აბუ-ნასრ – არაბი ფილოსოფოსი,


არისტოტელეს კომენტატორი, ასწავლიდა ბაღდადსა და ალეპოში, გარდ. 954 წ.

ალფეიოსი – ალფეოსი (ალფეო, რეფია) – პელოპონესის მთავარი მდინარე.


სიგრძით 111 კმ. მიედინება არკადიასა და ელადაში. ერთვის იონიის ზღვას. არსებობს
მითი მისი წარმოშობის შესახებ. (იხ. აკ. გელოვანი «მითოლოგიური ლექსიკონი»).
მასზე წერენ ოვიდიუსი, ვერგილიუსი, პავსანია, ჰესიოდე თავის «თეოგონიაში.»

ალფეოსი – 1. მდინარე საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის


დასავლეთ ნაწილში; 2. მითოლ. ორი მდინარიდან ერთ-ერთი, რომელიც ავგიასის
თავლის გამოსარეცხად მიუშვა ჰერაკლემ (იხ. პენეოსი).

ალფესიბოია – საპატარძლო, რომელსაც ხარების ჯოგს აძლევენ, «ხარების


მომრევი». პავსანის მიხედვითარკადიის ქ. ფსოფილის მეფის ასული. სხვა ვერსიით
აგენოსის ასული.

ალფჰაიმი – ალფთა სამყოფელი. კეთილ ქალღმერთთა სავანე ჩრდილოეთ


მითოლოგიაში, სამყაროს მესამე სფერო.

ალფიერი (Aლფიერი), ვიტორიო – გრაფი, იტალიელი დრამატურგი, 1749-1803


წ. წ., 20 ტრაგედიის, მელოდრამის «Aბელე» ავტორი, ააღორძინა იტალიური
დრამა,გამოაღვიძა ეროვნული თვითშეგნება, თავისუფლებისაკენ სწრაფვა.

ალფრედ დიდი – (დაახლ. 849-დაახლ. 900 წ.წ.) – სამხრეთ-დასავლეთ


ბრიტანეთის მეფე 886 წ-დან. მან IX ს-ის მიწურულისათვის შეძლო ქვეყნის
გაერთიანება და გაანთავისუფლა სამეფო დანიელთა გავლენისაგან.

ალფრესკო – კედლის ფერწერა ტენიან ბათქაშზე წყლის საღებავებით.

ალფრიოდურ-ი (სკანდ. მით.) – მზე, ალვების (იხ. ალვები) მნათობი.

296
ალგამბრა (გრანადის საემირატო) – მსოფლიოში დღემდე სახელგანთქმული,
დიდებული არქიტექტურული კომპლექსი, მავრიტანული ხელოვნების
უბრწყინვალესი ხუროთმოძღვრული ანსამბლი. სახელწოდება მოდის არაბულ «ალ-
ჰამრა»-დან. ნიშნავს «წითელს». ძლიერი ციხე-სიმაგრული კედლებით, სხვადასხვა
სიდიდის კოშკურებით, სასახლეებით, საცხოვრისებით, მეჩეთებით, აბანოებით,
ბაღებით, აუზებით, საწყობებითა და სასაფლაოებით. იგი დგას ალ-საბიკის ბორცვის
თხემზე; ალგაბრა – არქიტექტურულ ნაგებობათა, სკულპტურულ-ფერწერულ
მორთულობათა, საპარკო-საბაღო ხელოვნების, პოეზიისა და ბუნებრივი ფორმების
ჰარმონიულობის უმაღლესი ნიმუშია. მისი დაფუძნება უკავშირდება გრანადის
პირველი ემირის – იბნ ალ-აჰმარის (1238-1278 წ. წ.) სახელს. ესაა მხოლოდ, ჩვენამდე
მოღწეული სასახლეები და ადმინისტრაციული ნაგებობები XIV ს-ს მიეკუთვნებიან.
ბორცვის დასავლეთ ფერდობზე განლაგებულია ალგამბრის ყველაზე უძველესი
ნაწილი – ალქასაბა (იხ.). კოშკურები ქარაფოვანი ხეობის ტეხილი ქიმებიდან არიან
ამოზრდილნი. მათ შორის უმთავრესია მტკიცე კვადრატული კოშკი – კომარესი
(იხ.). ალგამბრის კომპლექსის ცნობილი სასახლეებია: კომარესის სასახლე (იხ.),
ლომთა სასახლი (იხ.); სნობილი ორი დის დარბაზი (იხ.), მურტის ეზო (იხ.). 1515 წ-ს
ფერდინანდ არაგონელმა გამოსცა სპეციალური ბრძანება ალგამბრის დაცვისა და
ხელშეუხებლობის შესახებ (მისი «განუმეორებელი დიდებულების» გამო), მაგრამ
1526 წ-ს მისმა შვილიშვილმა კარლოს V-მ ალგამბრას ანსამბლში ააგო იტალიური
რენესანსის (იხ.) სტილის უზაზრმაზარი სასახლე. ამ უმძიმესმა, სრულიად
განსხვავებული სტილის ქრისტიანულმა სამეფო რეზიდენციამ მაინც ვერ დაარღვია
მავრიტანული ხელოვნების ამ დიდებული ანსამბლის მთლიანობა და ჰარმონია.

ალგამბრას ლარნაკები – XIV ს-ის ე. წ. «ალგამბრას ლარნაკები» – მსოფლიოში


ცნობილი და მსოფლიოს მუზეუმებში დღემდე დაცული 12 ვაზა. როგორც ჩანს,
დამზადებულნი მალაგაში. შთამბეჭდავია მათი ზომები – სიმაღლით 135 სმ-მდე,
მასიური, დაბლა მკვეთრად შევიწროებული, სახელურ-ფრთებიანი ჭურჭელი
მცენარეული ორნამენტიკით, არაბული წარწერებით. ოქროს ლიუსტრიანით (იხ.)
შესრულებული. ზოგიერთებზე გამოყენებულია ლურჯი და თეთრი საღებავი. ერთ-
ერთი (12-დან) «ფორტუნის ლარნაკის» სახელწოდებითაა ცნობილი. სახელი ეწოდა
ესპანელი ფერმწერის და გრაფიკოსის მარიანო ფორტუნის სახელის მიხედვითმ
ეომელმაც 1871 წ-ს აღმოაჩინა იგი. ლარნაკი ამჟამად დაცულია ერმიტაჟში.

ალგამბრя «მოლაპარაკე» წარწერები – (იხ. ალგამბრა) «ორი დის დარბაზის»


(ალგამბრას კომპლ. იხ. «ორი დის დარბაზი») შორენკეციანი (იხ.) პანელის გასწვრივ
მედალიონებში ჩართული ლექსებია. ლექსები განადის კარის პოეტს იბნ ზუმრუქს
ეკუთვნის. საერთოდ, ალგამბრას კომპლექსს ხშირად ამშვენებს პოეტური
სტრიქონები და ხშირად ისინი პირველ პირში ელაპარაკებიან მნახველებს: «მე
მტილს, სილამაზით დამშვენებულს შემიმეცნებ, თუ განჭვრეტ თავად მშვენიერებას»,
«როს ჩამოიმწუხრებს, წარმომისახე, რომ ვარ სამყარო უფრო მაღალი, ვიდრე თვით
ვარსკვლავღა სისტემები».

ალგაროტი (Aლგაროტტ), ფრანჩესკო – (1712-1764 წ. წ.) გრაფი, იტალიელი


მწერალი. იმოგზაურა რუსეთში. ვოლტერის (იხ.) მომხრე. ხელოვნებაზე ფრანგული

297
სულით წერდა. მის თხზულებათა სრული კრებული გამოიცა ვენეციაში 1791-1794 წ.
წ-ში (17 ტ.).

ალგებრა (ლათ. ალგებრა < არაბ.) – მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავობს


სიდიდეებზე მოქმედებათა ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხობრივი
მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად.
ალგებრა ლოგიკისა – იხ. ლოგიკის ალგებრა.
ალგებრული – ალგებრასთან დაკავშირებული: ალგებრული გეომეტრია, ალ.
ფუნქცია, ალ. განტოლება, ალ. გამოსახულება, ალ. ისტემა.

ალგეორია (ხელოვნება ბერძნ. ალეგორია - ქარაგმული, გადაკრული, იგავური) -


ნიშნის ტიპი, რომელიც პირდაპირი ანალოგიით ადგენს კავშირს სახესა და
მნიშვნელობათა შორის (მაგ. ლომი - ძალა, ძალაუფლება), არ ივარაუდება არანაირი
მრავალპლანიანობა, არ ხდება თანდათანობითი განშლა აზრობრივი ფენებისა,
როგორც ეს ახასიათებს სიმბოლოს. შუა საუკუნეთა ღვთისმეტყველების ტრადიციას
ალეგორია სრულიად სხვაგვარად ესმოდა და იგი იმ ოთხ უნმიშვნელოვანეს
მნიშვნელობებში შეჰქონდა, რომელიც ნებისმიერ ნაწარმოებს ჰქონდა.

ალგეთის სამარხი – წინწყაროს სამარხი. ადრინდელი ანტიკური ხანის


არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია 1940 წ. ალგეთის ხეობაში სოფ წინწყაროსთან
(თეთრი წყაროს რ-ნი). სამარხი წარმოადგენდა ქვაყუთს, რომელიც შეიცავდა მდიდარ
ინვენტარს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მრავალგვარსამკაულებს, ლანგრებს, ჭურჭელს,
ცხენის აღკაზმულობას, მინის ფიალას და სხვ. განეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულის
შუა ხანებს. ნივთები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ალგეზია – ტკივილის შეგრძნების მოშლა.


ალგეზია, ალგია (ლათ. ალგესია, ალგია) – ტკივილი; რთულ სიტყვებში მაგ:
მიალგია, – ტკივილი ორგანული მიზეზის გარეშე.

ალგოდის მენორეა (ლათ. ალგოდისმენორრჰოეა) – ზოგადი ხასიათის


ტკივილები მენსტრუაციის დროს.

ალგოლაგნია – სქესობრივი გაუკუღმართება, როგორც სქესობრივი აგზნება,


დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ტკივილის საშუალებით. პასიური ა. –
მაზოხიზმი, აქტიური ა. – სადიზმი.

ალგოლანგია (ლათ. ალგოლანგია) – ავხორცობა; ტერმინი შინაარსობრივად


აერთიანებს სადიზმსა და მაზოხიზმს.
ალგოლი (არაბ) – ასტრონომიაში – ბეტა პერსევსის, ბნელებად-
ცვალებადივარსკვლავი. ვარსკვლავები, რომელთაც ბრწყინვალების ცვალებადობის
ისეთივე მრუდი აქვთ, როგორც ალგოლს. განეკუთვნებიან ალგოლის ტიპის
ვარსკვლავებს.

ალგოლი (ინგლ. ალგორითჰმიე – ალგორითმული ლენგუაგე – ენა) –


დაპროგრამების (პროგრამირების?) გარკვეული ჯგუფის შემოკლებული
298
სახელწოდება. დამუშავებულია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფის მირ (1958-
1960 წ. წ.).

ალგომენორეა (ლათ. ალგომენორჰოეა) – იგივე, რაც დისმენორეა; მტკივნეული


მენსტრუაცია. ტკივილის სინდრომი, ციკლური განმეორებითობით.
განპირობებულია: ნეიროვეგეტატიურიცვლითი და ქცევითი კომპლექსის
დარღვევით, რომელიც მენსტრუალური პროცესის თანმხლებია.

ალგონკინები – ჩრდ. ამერიკის მისისიპის აუზისა და ატლანტის ოკეანის


რეგიონში მოსახლე დიდი ლინგვისტური ჯგუფი ინდიელთა ტომებისა. ამჟამად
ნაწილობრივ გადაშენებულნი. (მოჰიკანები, იხ.). მათ მიაკუთვნებენ დელავარებს,
ჩიპვებს, ბლექფიტებს, აბენაქებსა და სხვ.

ალგორიტმი (ალგორითმი) (ლათ. Aლგორიტჰმი შუააზიელი მათემატიკოსის


ალ-ხორიზმის სახელი) – ეს არის ზუსტი განკარჰულებაოპერაციათა რაიმე სისტემის
გარკვეული რიგით შესრულებაზე, რომელსაც მოცემული ტიპის ყველა ამოცანის
გადაწყვეტამდე მივყავართ. (მათეემატიკური სიდიდე ???)

ალგორითმი (ფრანგ. ალგორიტჰმე < არაბ. საკუთარი სახელიდან ალ-ხორეზმი


(ბერძ. არიტჰმოს-ში – «რიცხვი» – აღრევის შედეგად)) – (მათემ.) რაიმე ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო მათემატკურ მოქმედებათა ერთობლიობა.

ალგრაფია – ალუმინის ფირფიტიდან ბრტყელი(ლითოგრაფიული) ბეჭდვის


ხერხი.

ალ-ჰაკიმი (არაბ.) – კაიროს სამ ძველ მეჩეთს შორის ერთ-ერთი მეჩეთი (იხ. იბნ-
ტულუნის და ალ-აზჰარის მეჩეთები).

ალ-ჰაკიმი – კაიროს დამაის (იხ.) ტიპის სამ მეჩეთთაგან (ალ-აზ-ჰარი და იბნ


ტულუნი) ერთ-ერთი.

ალჰამბრა – (არქიტ.) მავრიტანელ მბრძანებელთა სასახლე გრენადის ახლოს.

ალჰამბრა – მავრთა მარგალიტი. – ძველი ქალაქი გრანადა გადაშლილია მთა


სადიკის კალთებზე და ძველი გადმოცემა გვეუბნება, რომ ამფითეატრივით
განლაგებულმა ქედებმა მისცეს სახელწოდება ქალაქს. 1239 წ. სულთანმა მუჰამედ
ალ-გალიბ იბნ ალ-აჰმარმა (ნასრიდების დინასტიის ფუძემდებელმა) გადაწყვითა
მთის წვერზე აეშენებია ახალი რეზიდენცია. ყველაზე მაღალ წითელ ბორცვზე ჯერ
კიდევ IX ს-დან არსებიბდა ძველი ციტადელი, მაგრამ ახლა დანგრეული იყო. მის
ადგილზე აშენებულ ციხე-სიმაგრეს სასახლეებით, ბაღებით და კოშკებით, უწოდეს
ალჰამბრა – ანუ «წითელი» (არაბული სიტყვიდან «ალ-ჰამბრა»). მაგრამ ძველი
ლეგენდა უფრო პოეტურ ახსნას უძებნის ამ სახელწოდებას. ის გვეუბნება, რომ
მშენებლები მუშაობდნენ დღისით და ღამით და კოცონების შუქი ეფინებოდა ციხე-
სიმაგრის კედლებსა და კოშკებს, რამაც მისცა მათ საოცარი მოწითალო ფერი.
ალგამბრა დიდხანს შენდებოდა. ნასრიდებს უნდოდათ, რომ ეს ყოფილიყო არა
უბრალოდ ციხე-სიმაგრე ან უბრალოდ სასახლე, არამედ – მთელი ქალაქი – რაღაც

299
მსგავსი კორდოვის ხალიფების ქალაქგარე რეზიდენციისა. სამხედრო
თვალსაზრისით ისინი სულ უფრო სუსტდებოდნენ, გრანადის მმართველები
ცდილობდნენ ალგამბრისათვის უფრო მეტი აღმოსავლური ბრწყინვალება
შეემატებინათ, რომ მისი ბრწყინვალებით დაებრმავებინათ მთელი მსოფლიო და
უპირველესად კი თავისი მრისხანე მეზობლები. უკვე XIII ს-ში გრანადა «ქალაქების
დედოფალს», «დასავლეთის დამასკოს», «დედამიწაზე ჩამოვარდნილ ცის ნაწილს»,
«მაჰმადის ჭეშმარიტ სამოთხეს» უწოდებდნენ. ახლა მნახველები ალგამბრაში შედიან
ღვინის ჭიშკრით და პირდაპირ წყალსაცავის მოედანზე ხვდებიან. პირველი შენობა,
რომელიც მათ გზააზე ხვდებათ – მეფე კარლოს II-ს სასახლეა. ამ სასახლის
მშენებლობა ხუროთმოძღვარმა პედრო მაჩუკამ დაიწყო 1527 წელს, რომელიც იმ
ხანებში ალგამბრის რესტავრაციით იყო დაკავებული და მის ბაღებზე თვალყური
ეჭირა. ის მიქელანჯელოს მოსწავლე იყო და ჩაიფიქრა აეშენებინა დიდებული შენობა
აღორძინების სტილში. ახლა სასახლის პირველ სართულზე ესპანურ-მუსულმანური
ხელოვნების ნაციონალური მუზეუმია განთავსებული. მისი საუკეთესო ექსპონატია
ლარნაკი, აღწერილი ხელოვნების ყველა ალბომში, ცნობარსა და სახელმძღვანელოში.
ხოლო სასახლის მეორე სართულზე განთავსებულია არქეოლოგიური მუზეუმი,
ხოლო პატიოში ხშირად იმართება კონცერტები, ვინაიდან აქ დიდებული აკუსტიკაა.
ესპანეთის მეფის სასახლე თავისი პილასტრებით, ბარელიეფებით და მკაცრი
გეომეტრიული ფორმებით სრულებით არ ჰგავს აღმოსავლურ არქიტექტურას. ის სხვა
ეპოქას წარმოადგენს, სხვა გემოვნებას, ესთეტიკურ და ზნეობრივ ფასეულობათა
სრულიად სხვა სისტემას და ამიტომაც გამოიყურება არმდენადმე უცხოდ (გარეშედ)
ალგამბრის სხვა ნაგებობათა შორის. ამერიკელმა ვაშინგტონ ირვინგმა შეადარა
«ქედმაღალ და დაუპატიჟებელ სტუმარს». ამაში დამთვალიერებელი რწმუნდება
უკვე მეშვარას დარბაზის – «საბჭოს, სათათბიროს ადგილის» დათვალიერებისას. ასე
ხშირად უწოდებდნენ სასახლეებსა და მოედნებს, ზოგჯერ კი ქალაქის მთელ
კვარტლებსაც, სადაც წყდებოდა მართვის საქმეები, ისმენდნენ ქვეშევრდომთა
თხოვნებს და სამართალი ხორციელდებოდა. მაიოლიკის კედლების დამამშვენებელი
ლურჯა, მწვანა, მეწამული და ვარაყი (ქამდა) თაბაშირის ჩუქურთმაზე წარმოდგენას
გვიქმნიან დარბაზის ფუფუნებაზე. 1629 წ. ესპანეთის მეფე ფილიპე IV მეშვარას
დარბაზი და მისი მომიჯნავე მოოქრული ოთახი სამლოცველოდ აქცია.
შესაძლებელია, ეს გააკეთა ქრისტიანობის გამარჯვების ნიშნად ესპანეთში, იმიტომ,
რომ იქამდე არც თუ დიდი ხნის წინ საბოლოოდ იქნენ გაძევებულნი მორისკთა
ნარჩენები, რომლებიც დაადანაშაულეს ისლამის ფარულ ერთგულებაში. მოოქრული
ოთახი ოდესღაც ალგამბრის მეჩეთის ნაწილი იყო და მასში ჩვენს დრომდე
შემორჩენილია მდიდრულად მორთული მიჰრაბი. მეშავრას შიდა ეზოს რომ
გასცდები, სერალში – სულთანთა პირად რეზიდენციაში მოხვდები. ძნელია
მოძებნო სიტყვები, რომ აღწერო სახეებიანი ხალიჩები, რომლებადაც არის ქცეული
კედლები ამ კოშკის მსგავს დარბაზში. ძირში კვადრატული, ის გადადის მაღალ
რვაკუთხედში და გუმბათით გვირგვინდება. რვაკუთხა კარავი დაყოფილი ათასობით
ჩამოშვებულ სტალაქტიტებად, რომლებიც ვარსკვლავებს ჰგვანან. კარავი ის თითქოს
გამქრქალდა ლამაზ სახეებში (უზორებში) და მსუბუქი გახდა. სურათის ცენტრშია
მურტის პატარა ეზო. ზოგჯერ მას უწოდებენ აუზის პატიოს, ვინაიდან ამ
სწორკუთხედის მთელი მოედანი წყლითაა დაფარული. წყლის მშვიდმა ზედაპირმა
თითქოს შეცვალა ზეცის მიერ არეკლილი დედამიწა. მხოლოდ უწვრილესი
გასასვლელებია დატოვებული ბასეინისა (აუზისა) და მწვანე ზოლებას

300
შემოკვერცხილი მურტის ნაპირებს შორის. განსაკუთრებით ლამაზია მისი ჩრდილო
ფასადი. ის თაღედის ორნამენტულ მორთულობასთან ერთად დამშვენებულია
მრავალფერი მაიოლიტითა და ქანდით (ვარაყით), ცენტრალური ქონგურებიანი
თაღედითა და 45-მეტრიანი უზაარმაზარი გუმბათით. მწვანე ჩარჩოშია ჩასმული
იარი თაღედი – ერთი ნამდვილი, რეალური, მეორე – ილუზორული, წყალში
არეკლილი. თაღედთა არქიტექტურა ისეთი მსუბუქია, რომ ჯადოსნური მირაჟი
გგონია, რომელიც ნიავის დაქროლვაზე ისევე სწრაფად დაინგრევა, როგორც
ქრება ჩქაფანზე წყლის ანარეკლი. წყალი და გამწვანება არაბული არქიტექტურის
განუყოფელი ნაწილია. «დაე შეერთდნენ მცენარეულობა და წყლები ადამიანის
შემონაქმედთან,როგორც ერთი ბუნების ნაწილი, რომელიც შექმნილია
(აღმართულია) დიდებული ალაჰის ხელით», – ასე მოძღვრავდნენ ღვთისმეტყველნი
არაბ ხუროთმოძღვართ. მურტის ეზოს ჩრდილო ფასადის გავლით ტურისტები
ხვდებიან «ბარკას (ბარაკას) დარბაზში» (არა «ბარკა» – ნავი, არამედ, ალბათ
«ბარაკა», როგორც კარლოს პასკუალი ფიქრობს – ლოცვა-კურთხევა, მადლი,
წყალობა). ეს უფრო სწორი ჩანს. ყველაზე გავრცელებულია ალგამბრაში ელჩთა
დარბაზი. ეს გრანადის სულთანთა ტახტის დარბაზია, ის გამოიყენებოდა უცხოელ
სტუმართა, მეფეთა და ელჩთა მისაღებად. ეს ყველაზე ისტორიული ნაწილია
ალგამბრის, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ
სწორედ აქ მიმდინარეობდა ზოგიერთი ნამდვილი მოვლენა. მაგალითად,
გადმოცემები ამტკიცებენ, რომ ამ დარბაზში სულთანმა მოაბდილმა გადასცა, ჩააბარა
გრანადა ესპანეთის კათოლიკე მეფეებს და აქვე იღებდა დედოფალი იზაბელა
კოლუმბს. განცდის გადმოცემა ძნელია, როცა ხვდები ალგამბრის მეორე ლომთა
ეზოში. გეგონება, რომ აქ სიმძიმის სხვა კანონები მოქმედეებენ, ვიდრე ყველგან
სხვაგან და თქვენი საკუთარი სხეული ხდება როგორღაც მსუბუქი, უწონო,
თითქოსდა დედამიწას წამი-წამზე მოსწყდები. დამთვალიერებლებს ავიწყდებათ
თაღების წონაზე, ვინაიდან მათი სვეტები უფრო გაპრიალებულ ხეს აგონებს, ვიდრე
ქვას. ამასთანავე შადრევანთა უწვრილესი ვერტიკალური ჭავლები, რომლებიც
სვეტებს შორის ალაგ-ალაგ გაიელვებს, თითქოსდა ამბობენ «ხუროთმოძღვარს
შეეძლო თავისი მაქმანისებური თაღები ჩვენზე დაეყრდნო, ჩვებნს წყლის ჭავლებზე».
უერთდებიან რა ჭავლებს ნაზი, მოქნილი, ერთმანეთში გადაწნული ხაზები ქმნიან
სულის მოალერსე «მუსიკას». ტყუილად კი არაა ნათქვამი ლეგენდაში, რომ
ანდალუზიის მრავალი სიმღერა ალგამბრითა შთაგონებული. ყოველი თაღი
უზორულ ძარჩოშია ჩასმული, რომლის ორნამენტში ჩაქსოვილია არაბული
დამწერლობის ხვეული. «არაა ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მისი
მოციქული», – ეს სიტყვები უთვალავჯერ მეორდება. ლომების ეზო მომცროა.
თუმცა ყურანი კრძალავს ცოცხალ არსებათა გამოსახვას, ალგამბრის ხელისუფალთ
არ დაუცავთ წინასწარმეტყველის ყველა მცნება. ეზოს შუაგულში შადრევნის
მარმარილოს თასი ეყრდნობა 12 ლომს/ ისინი გამოქანდაკებულია რომელიღაცა
ნახევრადძვირფასი მარმარილოსაგან და დაყენებული არიან როგორც ვარსკვლავის
სხივები. ლომების რიცხი შემთხვევითი არ არის. კეგენდის თანახმად სწორედ 12
ლომს ეჭირა მეფე სოლომონის ტახტი. ამის შესახებ სულთან მუჰამედ სალ-განს
მოუთხრო მისმა ვეზირმა იბნ-ნაგრელამ, წარმოშობით ებრაელმა. მანვე ურჩია
შადრევნის დამშვენება ლომების ფიგურებით. კირკიტა მეცნიერები ამ ისტორიასაც
ლეგენდებს მიაკუთვნებენ, ვინაიდან შადრევნის ლომები გაჩნდნენ ვითომცდა XVI ს.
– უკვე გრენადის დაცემის შემდეგ. როგორც არ უნდა კამათობდნენ ისტორიკოსები

301
და ხელოვნებათმცოდნენი, ერთში თანხმდებიან: ამ ერთში თვით სიმშვიდეს
დაუვანებია, რომელიც ირღვევა მხოლოდ წყლის ჭავლთა დუდუნით, რომელთა
უზორებს (ნახჭებს) ემატება ორნამენტის ნახჭები. არაბული შენობისათვის
შადრევნები, ნაკადულები, ჩანჩქერები, არანაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე
სვეტები ბერძნულისათვის. ისინი ხაზს უსვამენ არქიტექტურის მსგავსებას მირაჟთან.
ლომთა შადრევანზე შემთხვევით არ შემონახულა წარწერა: «შეხედე წყალს და
შეხედე წყალსატევს ად შენ ვერ გადაწყვეტ მშვიდადაა თუ არა წყალი თუ მარმარილო
მოჩანჩქქაარებს». აბენსერხვის დარბაზში დამთვალიერებლები უნებური შიშით
შედიან, რადგან ისევ ძველი ლეგენდა გადმოგვცემს, რომ აქ სიკვდილით დასაჯეს
წარჩინებული გრანადელი რაინდების იბნ-სარაჯების მთელი საგვარეულო. ამ
დარბაზის მოპირდაპირედ ორი დის ვრცელი დარბაზია. მასში იტანჯებოდა ორი
ქრისტიანი და გარდაიცვალნენ დარდით, ვინაიდან შეყვარებულს დააშორეს. ამის
შესახებ გვახსენებს მარმარილოს ორი ფილა დარბაზის ცენტრში. ალგამბრის
დარბაზის სტალაქტიტებიანი გვაგონებს თაფლის ფიჭებს, გრაციოზული სვეტები
მოკაზმული კაპიტელებით უფრო დეკორატიულად ავსებენ სივრცეს, ვიდრე რაიმე
სიმძიმეს იჭერენ. მრავალრიცხოავანი თაღების რკალთა ნაპირები იმდენადაა
დანაწევრებული, რომ მსუბუქი ვარდნადი მიქმანები გეგონება. და ეს ყველაფერიი
ერთმანეთში გადადის და ბზინავს შუქ-ჩრდილების ციმციმა ათინათში. როდესაც
ალგამბრა შენდებოდა, ესპანეთში რეკონკისტა – ესპანელების მრავალწლიანი
ბრძოლა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ – მთავრდებოდა. შეუპოვარ
ბრძოლებში ესპანელები თავიანთი ნახევარკუნძულიდან სდევნიდნენ სდევნიდნენ
მავრებს, რომელთა ერთი უკანასკნელი საყრდენთაგანი იყო გრანადა. ალგამბრას
პირამიდას რომ გადააბიჯებდა, გრანადის ხელისუფალს უნდოდა მოეშორებინა
თავისი შემაშფოთებელი აზრები, არ გაეხსენებინა საშიშროებანი, შინაომები,
გამცემლობანი და არ ეფიქრა ხვალინდელ დღეზე. აქ დღემდე ბატონობს სიმშვიდე,
ტკბილი და მიმზიდველი ოცნება. აქ ყველაფერი ექვემდებარება დახვეწილ და
უზომო ფუფუნებას.

ალ-ჰარირი – ცნობილი არაბი მწერალი (1054-1122 წ.წ.), ავტორი პოპულარული


დიდაქტიკური ნოველების – «მაქამებისა» (იხ.). ცნობილია მისი 50 ნოველათა
კრებული.

ალ-ჰარის იბნ ჰილიზა ალ-თაშქარი – არაბი პოეტი, ბაქრის ტომიდან.


დაბადების წელი უცნობია. გარდაცვლილა დაახლ. 570 წ-ს. მისი მუალაკა (იხ.)
დაკავშირებულია ამრ იბნ ქულსუმთან (იხ.) და ბაქრისა და თაღლიბთ შორის
«ბასუსას აქლემის» გამო ატეხილ ომთან. მისი ბიოგრაფიოდან თითქმის არაფერია
ცნობილი. ძუნწი ცნობებით ვგებულობთ, რომ მას თავისი მუალაკა ამრ იბნ ჰინტის
წინაშე წაუკითხავს, რომელსაც ორი მოშუღარი ტომი უნდა განესაჯა. ესკასილა (იხ.)
არაბ სპეციალისტებს ორატორული ხელოვნებისა და ჰეროიკული პოეზიის (იხ.)
იშვიათ ნიმუშად მიაჩნიათ. ნაწარმოები შეიცავს ცნობებს ისლამამდელ არაბთა
ზოგიერთ ისტორიულ და პოლიტიკურ ამბებზე. ამდენად, ჰილიზა ალ-თაშქარის
მუალაკა გარკვეული მნიშვნელობისაა. იგი თავისი ეპოქის თავისებურ ისტორიულ
დოკუმენტს წარმოადგენს.

302
ალჰიატმა ვიდია (სანსკრიტ. ალჰიატმა ვიდყა) – 1. სიტყვასიტყვით:
«ეზოტერული მნათობი». ერთ-ერთი «პანჩავიდიაშასტრი», ანუ ხუთი მეცნიერების
წმინდა წერილები.

ალი – ქართული წარმართული სარწმუნოების ცნობილი სახე. მაცდური, საშიში


ავსული, წყლის დედა. ცხოვრობს ნაკადულებში, ტბაში, ჭაობში – (წყლის ალი);
გაუვალ ტყეებში (ტყის ალი), მთასი. ღამით გამოდის. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს
– ელვას აკვესებს. ვისაც გადაეჩეხება, განწირულია. თავდაპირველად ტყეთა,ტბათა,
ატეხილი ჭალების ქალღმერთი იყო. შემდგომ გაავდა, ჭინკებს დაუახლოვდა. დალი
უმიზეზოდ არავის სჯის, ალი კი ბოროტია, უსამართლო. მისი სახელია ალბათ
შემორჩენილი ქართულ სიტყვებში «ჰარი-ჰარალი», «ალალი» და სხვ. არსებობს
შელოცვა. (იხ. აკ. გელოვანის «მითოლოგიური ლექსიკონი» «ალი»).

ალი ბენ-აბუ თალიბი – «პირველი მუსლიმი», მე-4 ხალიფა. დაიბადა მექაში 602
წ-ს. მოჰამედის ერთგული მიმდევარი და მისი სიძე – ალაჰის მოციქულის
ქალიშვილის, ფატიმეს მეუღლე. 656 წ-ს, ოსმანის მკვლელობის შემდეგ გახდა
ხალიფა. წარმატებით იბრძოდა აიშეს (იხ.) – მოჰამედის ერთ-ერთი ცოლისა და მისი
კოალიციის წინააღმდეგ (მოციქულის სიკვდილის შემდეგ). მოკლული იქნა 661 წლის
იანვარში, კუფაში. მისი საფლავი შიიტთა (იხ.) სამომლოცველო ადგილია.
შემონახულია ალი იბნ-აბუ თალიბის სიტყვები და მუალაკები (იხ.)

ალი იბნ ალ-ჯაამ ას-სამი – (დაახლ. 804-863 წ. წ.) ავტორი არაბი ხალიფების
ლექსად შეთხზული ქრონიკებისა. ცნობილია მისი სატირული ლექსები და
პანეგირიკული კასილები.

ალი1 (ვალი) – სკანდინავიური მითოლოგიით 12 ასიდან ერთ-ერთი ასი (იხ.),


ძე ოდინისა (იხ.) და ქალღმერთ რინდისა. მარჯვე მსროლელი. მას ეწერა ბედად ბრმა
ჰედასაგან (იხ.) მოკლული გერი ძმის, ბალდრას გამო შური ეძია და მოეკლა ჰედა,
როგორც ვიდარს (ერთ-ერთი ასი, იხ. ვიდარი), მასაც უნდა გადაეტანა (შესწრებოდა)
სამყაროს აღსასრული.

ალი2 (მუსლ. მით.) –

ალიაბიევი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე + კომპოზიტორი, 1802-1852 წ. წ.


მრავალი პოპულარული სიმღერისა და რომანსის ავტორი (ცნობილი «ბულბული»);
თხზავდა ოპერეტებს, შექმნა ოპერაც.

ალიაკიტა – მოხალული სიმინდის ფქვილი ინდიელთა ეროვნული საჭმელი,


უპირატესად ამზადებდნენ შობა-ახალ წელს

ალიაკიტა – მოხალული სიმინდის ფქვილი, ინდიელთა ეროვნული საჭმელი,


უპირატესად ამზადებდნენ შობა-ახალწელს

ალიბები – გეოგრაფიული ლექსიკონის ავტორი – სტეფანე ბიზანტიელი


ალიბებს, ანუ ხალიბებს, რომელთაც ჰომეროსი ჰალიბონებს ეძახის, ეხლა
ქალდეველებად უხმობენო (იხ. იხ. ქალდეველები, ხალიბები).

303
ალიბი (ლათ. ალიბი – სხვაგან, სადღაც სხვა ადგილას) – უდანაშაულობის
მტკიცებულება, რომელიც იმას ემყარება, რომ ბრალდებული (ან
ეჭვმიტანილი)დანაშაულის ჩადეის მომენტში იმყოფებოდა არა იქ, სადაც
დანაშაულია ჩადენილი, არამედ სხვა ადგილას.

ალიციკლური ნაერთები - ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები


შეიცავენ ნახშირბადის ატომების ჩაკეტილ დაჯგუფებებს (რგოლებს, რკალებს,
ციკლებს). მაგალითად: ბუნებაში გავრცელებული ალიციკლური ნაერთები 5 და 6
წევრიანი ციკლებით - ციკლოპენტანები და ციკლოჰექსანები, თუმცა ცნობილის
სხვებიც, ციკლში ნახშირბადის ატომების მეტი ან ნაკლებირაოდენობით.
ალიციკლური ნაერთების მოლეკულებში შეიძლება არსებობდეს ატომების
ფუნქციური ჯგუფები - ჰიდროქსიდებისა, კარბოქსიდებისა და სხვ. არომატული
ნაერთები ასევე შეიცავენ ციკლებს, მაგრამ აქვთ არსებით თავისებურებათა რიგი.
ამიტომაც მათ გამოყოფენ ორგანულ ნაერთთა ცალკე კლასად. ალიციკლური და
არომატლი ნაერთები ეკუთვნიან კარბონატულ ანუ იზოციკლურ, ნაერთებს.
ალიციკლური ნაერთები გვხვდება ძალზე განსხვავებულ ბუნებრივ წყაროებში.
რუსმა ქიმიკოსმა ვ. ვ. მარკონიკოვმა დაამტკიცა, რომ ციკლოპენტანისა და
ციკლოჰექსანის წარმოებულები შედის ნავთობის შემადგენლობაში და ამიტომ
უწოდა ასეთ ნახშირწყალბადებს ნეფტენები.

ალიციკლური ნაერთები (ბერძ. ალეიპჰურ ცხიმი + კიკლოს – წრე) –


ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულები შეიცავენ ნახშირბადის ატომებისაგან
შემდგარ არაარომატული ბუნების ციკლებს.

ალიდადა (გვიანდ. ლათ. ალიდადა <არაბ. ალ-იდადა – სახაზავი) –


გეოდეზიური და ასტრონომიული კუთხსაზომი ხელსაწყოების დეტალი. ბრუნავს
ლიმბის ღერძის გარშემო. მის მოპირდაპირე ბოლოებში დამაგრებული ორი
ვერნიერის ან მიკროსკოპის მეშვეობით აითვლება ლიმბის კუთხის დანაყოფები.

ალიეიჰ (უგარითულ-ფინიკიური მით.) – ფინიკიური მითოლოგიით


თევზჭერისა და ნადირობის ერთ-ერთი გამომგონებელი.

ალიეუსი (ალიეი) – ნადირობისა და თევზჭერის დამწესებელი, მონადირეთა


და თევზმჭერთა მფარველიღვთაება. შამიმრუმის (იხ.) (ჰიჰსურანის) შთამომავალი.
ძმა აგრეუსისავისთანაც ერთად ითვლება თევზჭერისა და ნადირობის მფარველ
ღვთაებად.

ალიფატური აერთები - ორგანული ნივთიერებები (ნახშირწყალბადები და მათი


ხაზობრივი წარმოებულები) ნახშირბადის ატომების «ღია» დატოტვილი ჯაჭვით. აი,
მაგალითად, ერთ-ერთი ალიფატური ნაერთის - პენტანის ნახშირწყალბადის
ფორმულა: . ალიფატური ნაერთების საერთო სახელწოდება მომდინარეობს
ბერძნული სიტყვის «ალეიფას» - ცხიმისგან. მათ ასევე ცხიმოვანთა რიგის ნაერთებს
უწოდებენ. ვინაიდან პირველად სტრუქტურები გრძელი ნახშირბადიანი ჯაჭვებით
აღმოჩენილია ცხიმების შემადგენლობაში. თუკი ალიფატურ ნახშირწყალბადებს

304
აქვთ საერთო ფორმულა , მაშასადამე, მათ მოლეკულებში ნახშირბადის ყველა ატომი
დაკავშირებულია მარტივი კავშირებით ეს предельные - უკიდურესი, უკანასკნელი
ღიაჯაჭვიანი, ნაჯერი ნახშირწყალბადებია, ანუ პარაფინები. ნაჯერი
ნახშირწყალბადების მარტივი წარმომადგენელია მეთანი . ღიაჯაჭვიან ალიფატურ
ნახშირწყალბადებს შეიცავენ ბუნებრივი გაზები, თუკი წყალბადის შემადგენლობა
ალიფატურ ნახშირწყალბადებში ნაკლებია და მათი საერთო ფორმულაა და ა. შ.
მაშასადამე იქ არის ორმაგი და სამმაგი კავშირები ნახშირბადის ატომებს შორის.
მაშინ მათ უწოდებენ ოლეფინებს, დიოლეფინებს - непредельный არაუკიდურესი
დახურულჯაჭვიანი? არაუკანასკნელ, უჯერ ნახშირწყალბადებს. მათი მარტივი
წარმომადგენელიაეთილენი, ბუტადიენი და აცეტილენი: . ალიფატურ ნაერთთა
მოლეკულებში შეიძლება არსებობდნენ სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფები:
ჰიდროქსიდისა , ალდეჰიდებისა , კარბოქსიდისა და სხვ. ასეთ შემთხვევაში
წარმოიქმნება ალიფატური სპირტები, ალდეჰიდები, კარბონული მჟავები და ა. შ.

ალიფატური ნაერთები (ბერძ. ალეიპჰურ – ცხიმი) – იგივეა, რაც აციკლური


ნაერთები, ანუ ცხიმოვანი რიგის ნაერთები.
ალიგიერი – იხ. დანტე.

ალიგიერი დანტე – იხ. დანტე ილიგიერი.

ალიკოკი (Aლიცოქუე), მარგარიტა – (1647-1690 წ. წ.) ფრანგი მონაზონი. იესუს


წმიდა გულის კულტის დამწესებელი (შოერე-ცოსურ). 1864 წ-დან შერაცხულია
წმინდანებში.

ალილუია (ებრ. «აქებდეთ უფალს») – დასაწყისი და დასასრული ფრაზაა


მრავალ ფსალმუნში; სამგზისი ალილუია მართლმადიდებლურ ეკლესიებში –
მადიდებელი წმიდა სამებისა (მამისა, ძე ღმრთისა და სული წმიდისა).

ალილუია – იხ. ჰალილუიაჰ, ჰალელუია.

ალიმენტაცია (ლათ. ალიმენტუმ – საზრდო, სარჩო) – სახელმწიფო დახმარება


დაბადებით თავისუფალი, ღარიბი და ობოლი ბავშვებისათვის ძველ რომში.
დააწესეს იმპერატორებმა ნერვამ და ტრაიანემ.

ალიმენტი (ლათ. ალიმენტუმ – საზრდო, სარჩო) – ხარჯი, რომელსაც ოჯახს


მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად თავის შრომისუნარმოკლებულ
ოჯახის წევრებს (მშობლებს, შვილებს, მეუღლეს).

ალიმენტური (ლათ. ალიმენტარიუს) – კვებით განპირობებული, კვებასთან


დაკავშირებული.

ალიმენტური გლუკოზურია (ლათ. გლუცოსურია ალიმენტატის) – შაქრის


შარდით გამოყოფა, შაქრის ჭარბი რაოდენობის მიღებით.

305
ალიპიუსი (Aლიპიოს) – ჩვ. წ. IV ს-ის შუა ხანებში მოღვაწე ბერძენი
მუსიკათმცოდნე. კაცობრიობა დავალებულია მისგან – მისგანაა შემორჩენილი
ბერძნული სანოტო ნაწერები.

ალიქიმია - უძველეს დროში ქიმიის განვითარებას მჭიდრო კავშირი ჰქონდა


მეტალურგიასთან. ჩვეს ერამდე დიდი ხნით ადრე კარგად იყო ცნობილი შვიდი
მეტალი - ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა ტყვია და ვერცხლისწყალი.
ვინაიდან ამ მეტალებს ბევრი საერთო თვისება ჰქონდათ - ჭედულობა, ბრწყინვა და
სხვა. გაჩნდა იდეა დედამიწის წიაღში მათი წარმოშობის ერთიანობისშესახებ.
თვლიდნენ, რომ დედამიწის სიღრმეებში სითბოს ზემოქმედებით წარმოიქმნება
«არასრულყოფილი» მეტალების საბადოები. დროთა განმავლობაში ამ საბადოებში
ხდება მეტალების «სრულყოფა», მათი თანდათანობითი გაკეთილშობილება. ბოლოს
და ბოლოს ისინი იქცევიან ნამდვილ «სრულყოფილ» მეტალად - ოქროდ. არ
შეიძლება დავაჩქაროთ მეთოდების «სრულყოფა» ხელოვნური გზით? ეს აზრი ედო
საფუძვლად მეტალების «ტრანსმუტაციის» (გადაქცევის) უამრავ ცდებს. ასე
წარმოიშვა ალქიმია და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მოეძებნათ
არაკეთილშობილი მეტალების ოქროდ გადაქცევის გზები. თვით მისი სახელწოდება
(არაბულია) თავდაპირველად ნიშნავდა პრაქტიკული მიზნებისათვის სხვადასხვა
ნივთიერებათა მოპოვებისა და გადამუშავების ხელოვნებას. ძველი ალქიმიკოსები
ოქროს მსგავს შენადნობებს აკეთებდნენ. III-Vი ს. ს. ეგვიპტის ქ. ალექსანდრიაში
გაიფურჩქნა «წმინდა საიდუმლო ხელოვნება» და მოგვები ტაძრებში ცდილობდნენ
მიეკვლიათ ხელოვნური ოქროს მიღების ხერხებისათვის. VII ს-ში არაბებმა დაიპყრეს
ეგვიპტე და გადმოიღეს ეგვიპტელი ქურუმების «საიდუმლო ხელოვნების» ხერხები.
არაბული ალქიმიის ეპოქაში (VIII-XII ს. ს.) აღმოცენდა გოგირდისა და
ვერცხლისწყლისაგან კეთილშობილი მეტალების მიღების თეორია. საჭირო იყო
მხოლოდ ამ ნივთიერებების «სრულყოფილი» რაოდენობით აღება და გაცხელება
განსაკუთრებული «მედიკამენტის» - ელექსირის თანდასწრებით. XII ს-დან
მოყოლებული ძალზე გავრცელდა ალქიმიით გატაცება დასავლეთ ევროპაში.
პირველი ევროპელი ალქიმიკოსები არაბების მოწაფეები იყვნენ. ჯერ კიდევ XII ს-ში
გაჩნდა არაბი ალქიმიკოსების ნაწარმოებთა თარგმანები ლათინურ ენაზე. მალევე
ქალაქებსა და მონასტრებში აღმოცენდა მრავალრიცხოვანი ალქიმიური
ლაბორატორიები, სადაც ალქიმიის ადეპტები (მიმდევრები) თავდადებით
მუშაობდნენ ხელოვნური ოქრის დამზადების გზებს ეძებდნენ, მათი ძირითადი
მიზანი იყო «ელექსირის» მიღება. მოგვიანებით მას უწოდეს «ფილოსოფიური ქვა».
ადეპტების რწმენით «ელექსირის» უმნიშვნელო რაოდენობას შეეძლო
არაკეთილშობილი მეტალები ბაჯაღლო ოქროდ ექცია. ალქიმიით გატაცება შუა
საუკუნეთა ეპოქის რელიგიურ მსოფლმხედველობას შეესაბამებოდა, რომელიც
თავის თავში მოიცავდა მისტიკას, სასწაულებს, ბოროტი და კეთილი სულების
რწმენას, რომლის მეშვეობითაც თითქოს შესაძლებელი იყო ნივთიერებათა
გარდაქმნა. სწრაფი გამდიდრების სურვილი ამოძრავებდათ ალქიმიით გატაცებისას
სხვადასხვა სოციალური წარმოშობის ადამიანებს. ადეპტთა უმეტესობა არ იყო
მომზადებული ლაბორატორიული მუშაობისათვის და ბრმად მიჰყვებოდნენ
კეთილშობილი მეტალის დამზადების აღწერასა და ბუნდოვან რეცეპტებს,
რომლებიც მოცემული იყო ალქიმიურ ნაწერებში. იყვნენ რა თქმა უნდა,
ალქიმიკოსებს შორის იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული ადამიანებიც. შორს

306
გაუვარდა სახელი ალბერტ ბოლ შტედტსკის (1193-1280 წ. წ.), რომელსაც «დიდი»
უწოდეს. ის დომინიკელი ბერი იყო და თავის ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა
სქოლასტიკურ ფილოსოფიას, მაგიას, ასტროლოგიასა და ალქიმიას. მისმა
თანამედროვემ ბერმა როჯერ ბეკონმა (1214-1292 წ. წ.) დაგვიტოვა რამდენიმე
ალქიმიური ნაწარმოები, და მათ «ფილოსოფიური ქვის» დამზადების ხერხი. ექიმი
და ალქიმიკოსი არნალდო ვილანოვანსკი (1240-1310 წ. წ.) «ფილოსოფიური ქვის»
აღწერის გარდა მსჯელობს სასწაულმოქმედ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის
ყოვლისგანმკურნებელ «პანაცეაზე». XV-XVII ს. ს. მრავალი ალქიმიური წიგნი
გამოჩნდა. მათი ნაწილი ხელმოწერლია გამოგონილი სახელებით. ქალაქებში
ალქიმიური ლაბორატორიების რიცხვი გაიზარდა. აღორძინების ეპოქა და მასთან
დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები განათლებული
ევროპელების მსოფლმხედველობაზე. სასწაულთ მოქმედების რწმენა შეირყა.
მიუხედავად ამისა XVI-XVII ს. ს. ალქიმია ძველებურად ყვაოდა. იატროქიმიის
დამაარსებელი პარაცელსუსი (Pფრფცელსუს) ნამდვილი სახელი და გვარი - ფილიპეს
ავრეოლუს თეოფრასტიუს ფონ ჰოჰენჰაიმი, ვონ Hოჰენჰეიმ აღორძინების ხანის
შვეიცარიელი ექიმის (1493-1540 წ. წ.) ალქიმიითაც იყო დაკავებული. მას ეკუთვნის
სამი «საწყისის» - ვერცხლისწყლის, გოგირდისა და მარილის თოერია,
რომელთაგანაც თითქოსდა შედგება ყველა ნივთიერება. XVI ს-ში სახელი გაითქვა
ბერ ვასილი ვალენტინის ნაწარმოებმა. აღწერდა რა თავის წიგნებში ალქიმიურ
ოპერაციებს, ის, როგორც სხვა ალქიმიკოსებიც, ფართოდ იყენებდა ალეგორიებს,
ბუნდოვან გამონათქვამებს და სიმბოლურ ნახატებს. ალქიმიით გატაცება შესუსტდა
მხოლოდ XVI ს-ის ბოლოს, როდესაც დაიწყო განვითარება საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებმა - ფიზიკამ, ქიმიამ. ალქიმიური ხანიდან ახალმა ქიმიამ
მემკვიდრეობად მიიღო ნივთიერებათა ლაბორატორიული ოპერაციების, ჭურჭლის,
ხელსაწყოების სახელწოდებები.

ალიქტრომანტია (მამლით მკითხაობა) – წრეში აყენებდნენ მამალს, გარშემო


დაწერილ ასოებზე საკენკს უყრიდნენ და მარჩიელობდნენ იმის მიხედვით, სად
აკენკავდა მამალი.
ალიტერაცია – იხ.

ალიტერაცია – იხ.

ალიტირება (გერმ. ალიტირენ< Aლ – ალუმინი) – დაალუინება, ფოლადის ან


სხვა ლითონის დეტალთა ზედაპირის ალუმინით გაჯერება, რომლის მიზანია
დეტალების მხურვალმტკიცობისა და კოროზიამედეგობის გადიდება.

ალიზარინი (ფრანგ. ალიზარინე <არაბ.) – (ქიმ.) საღებავი ნივთიერება,


რომელსაც იღებენ ენდროს ფესვებისაგან ან ამზადებენ ხელოვნურად. წყალში
ძნელად იხსნება. კარგად იხსნება ტუტეთა წყალხსნარებში და ორგანულ
გამხსნელებში. გამოიყენება ქსოვილების წითლად, ვარდისფრად და იისფრად
შესაღებად.

ალ-ჯანეთ (არაბ.) – სამოთხე. მდებარეობს მე-7 ცაზე. მოკვდავთ წარმოდგენაც


არ შეუძლიათ იმისი, თუ რა განუმზადა ალაჰმა იქ მორწმუნეებს. მუჰამედმა იქ
იხილა ალ-ჰურ ალ-აინები – იდუმალი არსებები, რომლებიც ადამიანები, რაც
307
მიწიერი ქალები არიან. (?????) მათ შემდეგ შეხვდა ალ-ვალიდან ალ-მუჰალლიანებს –
არც ესენი არიან ადამიანები, არც ანგელოზები და არც ჯინები არიან. ალაჰმა ისინი
იმად შექმნა, რომ სამოთხეში მოხვედრილთ მომსახურებოდნენ. ისინი მინიმუმ 10000
მაინც არიან და ყოველ მათგანს ორ-ორი ლანგარი აქვს: ერთი – ვერცხლისა, მეორე –
ოქროსი.

ალკაჰესტი (არაბ.) – 1. უნივერსალური გამხსნელი (ხსნარი) ალქიმიაში (იხ.); 2.


მისტიციზმში: უმაღლესი მე, რომელთანაც შერწყმა მატერიას (ტყვიას) ოქროდ აქცევს
და ყველა შედგენილ ნივთს, საგანს, ადამიანის სხეულს თავისი ატრიბუტიკით
აბრუნებს დასაბამიერ არსებობაში.

ალკაიოსი (Aლკაეოს) – (დაახლ. 600 წ. ჩვ. წ-მდე) ბერძენი ლირიკოსი


მიტილენედან (ლესბოოსი). საფოს (იხ.) თანამედროვე. თავის ოდებში, ანუ
«ალეფოსტურ სტროფებში», მეხივით ეცემოდა ტირანებს და ადიდებდა სიმამაცეს.
შემონახულია მისი ჰიმნების (იხ.), სატრფიალო და პოლიტიკური სიმღერების
ფრაგნენტები. საფოსთან ერთად ითვლება ეოლიური ლირიკული პოეზიის
თვალსაჩინო წარმომადგენლად (ეოლიური – იხ. მელიფის პოეზია).

ალკალიმეტრია (არაბ. ალ-გილჯ – ტუტე + ბერძ. მეტრეო – ვზომავ) –


ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა გატტვრით (??) ტუტის საშუალებით.

ალკალოიდები (ლათ. ალკალი <არაბ. ელ-აილი ტუტე და ბერძ. ეიდოს სახე) –


ფიზიოლოგიურად აქტიური ფუძე თვისებების მქონე. ძირითადად მცენარეული
წარმოშობის აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებები. ბევრი მათგანი წარმოადგენს
ძლიერ საწამლას, ბევრი გამოიყენება მედიცინაში, როგორც სამკურნალო პრეპარატი
(მორფინი, სერიქნინი, ბრუცინი, კოკაინი, ქიმაქიმი, კოფეინი, კოდეინი, ნიკოტინი,
ეფედრინი და სხვ.).

ალკალოიდები – ბუნებრივი ჰეტეროციკლური აზოტშემცველი


ფიზიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთებია. უპირატესად მცენარეული
წარმომავლობის (იხ. ჰეტეროციკლური ნაერთები) ძირითადი თვისებებით. ძირთან,
საფუძველთან მსგავსება, ალბათ, ალკალოიდების არცთუ მთავარი თვისებაა, მაგრამ
სწორედ ძირითად თვისებათა და როგორც შედეგის, ალკალოიდების უნარის
წყალობით რეაგირება მოახდინონ არაორგანულ და ორგანულ მჟავებთან მრავალი ამ
ნივთიერებათგან გამოყოფილ იქნა ნარევებისგან. არაბული «ალ-კალი» (ტუტე) და
ბერძნული «ეიდოს» (სახე) გახდნენ საფუძველი შემადგენლობით სხვადასხვა ამ
ნივთიერებათა ჯგუფის სახელწოდებისა. მარტივი ალკალოიდების მოლეკულაში
ნახშირწყალბადის 10 ატომია, ყველაზე რთულებისაში კი 50-ზე მეტი. ალკალოიდები
იყოპირველი ნივთიერებები მცენარეული წარმოშობისა, რომელთა შემადგენლობაში
აღმოაჩინეს აზოტი. ადრე ითვლებოდა, რომ ეს ელემენტი არსებობს მხოლოდ
ცხოველური წარმოშობის ორგანულ ნივთიერებები. ალკალოიდთა უმეტესობა (ახლა
ისინი 1000-ზე მეტია ცნობილი) გამოყოფილი იქნა მცენარეულიდან: ოპიუმის,
ყაყაჩოს თესლებიდან, ქინაქინის ხის ქერქისგან და ა. შ. პირველი ინდივიდუალური
ალკალოიდი - მორფინი С1=H19O3N - მიღებულ იქნა პირველი 1903 წ. ფრანგი
ქიმიკოსის შ. დერსონის მიერტუტის ოპიუმზე ზემოქმედებისას. აღმოჩნდა, რომ
308
ახალი ნივთიერება შედარებით ძლიერ ძილისმომგვრელ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე
ოპიუმის. ამ ნაერთს თავდაპირველად ეწოდა მორფიუმი ძველ ბერძნული სიზმრის
მომავლინებელი ღმერთის მორფევსის სახელის მიხედვით. მალე ფრანგმა მეცნიერმა
ჟ. ლ. გეი-ლუსაკმა წამოაყენა წინადადებამისთვის ეწოდებინათ მორფინი. მორფინს
იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ძილისმომგვრელ საშუალებას. ამ
ნაერთის სტრუქტურული ფორმულის დადგენა შეძლეს მხოლოდ 1925 წ., ხოლო მისი
ქიმიური სინთეზი განახორციელეს პირველად 1952 წ. ზოგიერთი ალკალოიდი
ძლიერი შხამია (სტრიქნინი, ბრუცინი და სხვა). მაგრამ მცირე დოზით მრავალ
მათგანს აქვს სამკურნალ-წამლო ნივთიერებათა თვისებები. მაგალითად. ქინაქინას
(ხინინის) მეშვეობით გახდა შესაძლებელი ისეთი მძიმე სენი, როგორიცაა, მალარია.
კოდეინს და კოფეინს იღებენ გაციების შედეგად განვითარებული დაავადებების
დროს. ატროპინს (სულფატის სახით) იყენებენ კუჭის, ნაღვლის
კენჭისდაავადებებისას და ბრონქების ასთმისას. რეზერპინი ჰიპერტონიული
დაავადებებისას გამოიყენება. მრეწველობაში ასინთეზირებენ ალკალოიდებთან
წყობით ახლოს მდგომ ეფექტურ სინთეტიკურ სამკურნალწამლო საშუალებებს
(ნოვოკაინს და სხვა).

ალკალოზი (არაბ. ალ-გილჯ – ტუტე) – ორგაიზმის ტუტე-მჟავური


წონასწორობის დარღვევა: სისხლსა და ქსოვილებში ტუტეთა კათიონების
დაგროვება.
ალკალოზი – ორგანიზმში ტუტიანობის სიჭარბე.

ალკამენესი (ჩვ. წ-მდე V ს-ის II ნახევარი) – მოქანდაკე და ბრინჯაოს ჩამოსხმის


ოსტატი. დიდი ფიდიასის ნაშეგირდალი. მან შექმნა ჰერმეს პროპილეის ქანდაკებათა
რამდენიმე ასლი, ჰერმების – მომრგვალებული ბოძის ფორმით, რომლის ზედა
ნაწილში მოგზაურთა და გზათა ღმერთის – ჰერმესის გამოსახულება მიძღვნითი
ხასიათის წარწერთ. ალკამენესის ქანდაკებებიდან დიდად პოპულარული გახლდათ
«აფროდიტე ბაღებში», რომელიც მდ. ილისის სანაპიროზე გაშენებულათენის ბაღში
იდგა. ეს ქანდაკება ძალზე განსხვავდებოდა პართენონის ქანდაკურ სტილისგან
ფიგურის მარტივი დგომით – აფროდიტე მარცხენა ხელით მსუბუქი მოძრაობით
წევს თავისი მოსასხამის ნაოჭებიან კალთას, მარჯვენაში კი ვაშლი უჭირავს.
კლასიკური პერიოდის სხვა ხელოვანთა მსგავსად ალკამენესიც დიდ ყურადღებას
უთმობს სამოსლის გამოხატვას – თხელი ქიტონის ნაკეცთა ნაირფეროვნებას,
რომელიც ავლენს სხეულის დახვეწილ ფორმას და რაც, ერთგვარად,მოძრაობის
შთაბეჭდილებასაც ქმნის. ნაოჭთა სხვადასხვა მხარეს მიმართული ხაზები,
ქალღმერთის მსუბუქად დახრილი თავი და ოდნავ წინ წამოწეული მუხლი,
ქანდაკებას განსაკუთრებულ სილბილეს, ლირიულობას და ბუნებრივობას ანიჭებს.
ალკამენესს აგრეთვე მიეკუთვნება ქრიზოელეფანტური ტექნიკით შესრულებული
საკულტო ქანდაკებები – ჰეფესტოსის, ათენას, არესისა და დიონისესი.

ალკანა (ლათ. ალკანნა) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი


ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს კლდემთლიანი, ხშირად ხეშეშბუსუსიანი ფოთლები
და ხვეულა ყვავილები. აერთიანებს 40-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია
ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში, სირიასაერაყსა და ირანში. ალკანას ფესვების
სპირტიანი ნაყენი გამოიყენება მიკროსკოპიაში (რეაქტივად), ზოგჯერ – შალისა და
აბრეშუმის საღებავად.

309
ალკანა იბნ აბადა – თამიმის ტომის არაბი პოეტი. მისი ბიოგრაფიიდან,
ფაქტიურად არაფერია ცნობილი. ისლამამდელი პერიოდის ეს უდიდესი პოეტი
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI ს-ის I ნახევარში. იგი იყო კასილის დიდოსტატი.
მისი პოეზია ტიპური ბეღეინური პოეზიის ნიმუშია, უდაბნოს ცხოველთა სამყაროს
დეტალურ აღწერას რომ იძლევა. სტილით და თემატიკით ახლოს დგას იმრუ ლ-
კაისას შემოქმედებასთან, თუმცა ალკამა იბნ აბადას პოეზია აღწერის უფრო
დახვეწილი ტექნიკით დამაღალი ოსტატობით გამოირჩევა.

ალკანტარა (Aლცანტარა) – სასულიერო რაინდული ორდენი ესპანეთში.


დაარსდა რეკონკისტას (იხ.) ხანაში (1156 წ.). პაპ ალექსანდრე III-გან ხელდასმული
(1177 წ.). 1183 წ-დან ორდენი უშუალოდ პაპის დაქვემდებარებაშია. 1213 თუ 1217 წ-ს
მეფე ალფონსო IX-მ ორდენს ქ. ალკანტარა უბოძა. მას შემდეგ ეწოდა მას ალკანტარას
სასულიერო რაინდული ორდენი. გაძლიერდა XV ს-ში. 1523 წ-სორდენის დიდი
მაგისტროსია ესპანეთის მეფე. 1540 წ-დან რაინდებმა მიიღეს ქორწინების უფლება.
ალფონსო XII-მ იგი საპატიო სამხედრო ორდენად დააწესა (1875 წ.).

ალკათოე – მინიასის ასული. იხ. მინიასები.

ალკათოოსი – ახალი მეგარის დამაარსებელიელიდელი გმირი. შმაგი ლომი


მოკლა. აპოლონის დახმარებით აღადგინა მეგარის გალავანი, რომელიც კრეტელებმა
დაანგრიეს. ააშენა ანოლონის ტაძარი. მის პატივსაცემად ააგეს საკურთხეველი.
იმართებოდა ასპარეზობები – ე. წ. ალკათოები. ტროას ომის მონაწილე.

ალკაზარი (ესპ. ალცაზარ <არაბ.)ციხე-კოშკი ან მეფის სასახლე ესპანეთში.

ალკაზარი. – (არქიტ.) ციხე-სიმაგრე ანდა მეფის სასახლე (ესოანეთში).

ალკეოსი («ალკე» ძალა, ალკაიოსი – «დეევგმირი») – ერთი ვერსიით


პერსევსის შვილი, მეორეთი – მინოსის შვილიშვილი. ჰერაკლეს პირველი სახელი,
იგივე ალკიდი. ჰერაკლე შემდგომ ეწოდა.

ალკეოსი – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, შვილი პერსევსისა, ბაბუა


ჰერაკლესი (ამის გამო ჰერაკლე ალკიდადაც მოიხსენიება).

ალკეოსი – ბერძნული მითოლოგიით მინოსის შვილიშვილი. მისი მამა და


ბიძები მართავდნენ კუნძულ ფაროსს. აქ ჩასულ ჰერაკლეს მინოსის ვაჟებმა
მეგზურები დაუხოცეს. განრისხებულმა ზევსის ძემ ამის გამო ფარისეველთა დიდი
ნაწილი ამოხოცა, ქალაქს თავშეფარებული გადარჩენილები კი ალყაში მოაქცია. ალყა
ჰერაკლემ მაშინ მოხსნა, როცა დახოცილთა სანაცვლოდ მინოსის შვილიშვილები –
ალკეოსი და სფენელაოსი გადასცეს.

ალკეოსი – იხ.

ალკეოსტური სტროფები» – დაკავშირებულია ძვ. ბერძენი პოეტის ალკაიოსის


სახელთან (იხ. ალკეოსი).
310
ალკესტე – მით. ადმეტეს მეუღლე, პელიასის ასული, ქმარს სიცოცხლე
გაუხანგრძლივა თავისი სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ ქვესკნელიდან ჰერაკლემ
გაანთავისუფლა. ევრიპიდეს ტრაგედიის სიუჟეტი.

ალკესტიდა (ალკესტე) – პელიასის ასული. როცა მედეას ჯადოქრობით


პელიასი ქალიშვილებმა მოკლეს, ალკესტიდს მონაწილეობა არ მიუღია. ჰომეროსმა
მას «ქალთა სამკაული» უწოდა. აპოლონის მეგობრის ადმეტეს მეუღლე.
მოსიყვარულე ცოლ-ქმარი. როცა ქმრის გარდაცვალების ჟამი მოვიდა, მის მაგივრად
ცოლი წავიდა ჰადესთან. აპოლონის დახმარებით ადმეტემ დაიხსნაალკესტიდა
ქვესკნელიდან. შექმნილია დრამები: ჰანს საქსის, ვილანდის, ალფიერის,
ჰოფმანსტალის მიერ. ჰენდელმა შექმნა ორატორიები, ოპერა»გლეკმა».
ალკიდი (Aლკეიდოს, Aკლიდას) – ალკეოსის შთამომავალი; ჰერაკლე.

ალკიდი – ჰერაკლეს მეტსახელი. მოდის მისი პაპის ალკეიოსის (პერსევსის ძის)


სახელიდან. ე. ი. ალკიდი – ალკეიოსის შთამომავალი (შვილიშვილლი).

ალკიდი – ჰერაკლეს ზედწოდება, მოდის ბაბუის – ალკეოსის სახეიდან (იხ.


ალკეოსი).
ალკიდიკე – სილმონევსის ცოლი.

ალკიდური ფისები – პოლიმერები, რომლებიც მრავალფუძიანი ორგანული


მჟავების ან მათი ანჰიდრიდების მრავალატომიან სპირტებთან პოლიკონდენსაციით
მიიღება. პრაქტიკაში ყველაზე მეტად იყენებენ გლიცერინისა და ფთალის
ანჰიდრიდის პოლიკონდენსაციის პროდუქტს – გლიფთალურ ფისებს.

ალკიფრონესი (ჩვ. წ-ის II ს.) – მწერალი და რიტორი. ავტორი წერილების


რამდენიმე კრებუისა, რომლებშიც ცდილობს გაექცეს იმ დროის დეკლამაციებში
გაბატონებულ მაღალფარდოვან სტილს. წერილებში, რომლებშიც
ალკაფრონესიახალატიკური კომედიის (იხ. ძველბერძნული კომედია) მოტივებითა
და სახეებით სარგებლობს, მოქმედება ჩვ. წ-მდე IV ს-ში ვითარდება. მათში
ნახსენებია მენანდრესი თავისი სატრფო გლიფერათი და პრაქსიტელესი – თავისი
აღმაფრთოვანებელი ფრინეთი. სტილიზების ხერხებით მწერალი ოსტატურად
გადმოგვცემს მეთევზეთა აზრებს, რომელიც წარმატებულ თევზჭერას ეხება. ქურდის
მაძებარი კაცების ამბავს, ჰეტერათაგან აღწერილ თავიანთ სასიყვარულო
თავგადასავლებს, მელუკმაპურე-პარასიტების აღტაცებით მოგონებულ ნადიმებს...
წერილებში ჩართულია ყოფა-ცხოვრებისეული ჩანახატები, ბუნების ჩანახატები,
გამჟღავნებული გრძნობანი და ა. შ.

ალკილები – ნაჯერი ნახშირწყალბადების ერთვალენტოვანი რადიკალები. მაგ:


მეთილი – ჩH3 ეთილი – ჩ2H5 და ა. შ.

ალკიმაქე («მამაცურად მებრძოლი») – ათენას ეპითეტი.

ალკიმედი – იაზონის დედა, რომელმაც იხსნა საკუთარი შვილი ჰელიოსის


რისხვისაგან და აღსაზრდელად კენტავრ სირონს ჩააბარა.

311
ალკიმენე (ალკიმოს – მამცი) – იაზონის და მედეას ძე.
ალკიმიდიდი (-დეს) ალკიმეს ძე, ე. ი. მრნტორი.

ალ-კინდი – (დაახლ. 800-870 წ. წ.) არაბი ფილოსოფოსი, ასტროლოგი,


მათემატიკოსი და ექიმი. მან დაწერა არისტოტელეს თხზულების («ორგანონი» და
სხვ.) კომენტარები და მრავალი შრომა მეტაფიზიკის საკითხებზე. მთავარი იდეა:
«ყოველ ნივთში, როგორც სარკეში, შეიძლება შეიძლება შევიცნოთ მთელი სამყარო».
მიღებული აქვს «არაბთა ფილოსოფოსის» საპატიო წოდება.

ალკინები – უჯერი ნახშირწყალბადები, რომელთა მოლეკულაში ერთი სამმაგი


ბმაა. ალკინების უმარტივესი წარმომადგენელია აცეტილენი.

ალკინოე (ბერძ. ალკინოოს ან -ნოის) – დრეპანე, პოსეიდონის შვილიშვილი.


კუნძულ სქეროსის მეფე. ფეაკ მაოსანთა ბრძენი. ამ კუნძულზე მიიღოიაზონი და
მედეა. მოერიდა კოლხებთან დავას. მისი სიტყვებით «ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება
ძლევამოსილკოლხეთის მეფეს». კუნძულზე დაასახლა მედეას მდევარი კოლხებიც.
მოგვიანებით მას შეაფარა თავი ოდისევსმა.

ალკინოოსი (Aლცინოოს) – ფეაკების მეფე, მამა ნავზიქოსისა, რომელმაც


დაიცვა და რომელიც მოეხმარა ოდისევსს (იხ.)

ალკიონა (ან ჰალციონა) – ბერძნული მითოლოგიით ტროქიის მეფის – ქეიქსის


მეუღლე. ქმრის წყალში დაღრჩობის შემდეგ ნაღველმა შეიპყრო. ქმრის დაღუპვას ვერ
შეურიგდა და ზღვაში გადავარდა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ფრინველებად –
ჰალციონებად იქცნენ. (აი, ქალი!!!!!!!!!!!!)

ალკიონა ან ჰალკიონა (ბერძ.) – ეოლოსის ქალიშვილი, ქეიქსის მეუღლე.


ორაკულთან სამკითხაოდ მიმავალი ქეიქსი გზაში დაიხრჩო. დამწუხრებული
ალკიონა ზღვაში გადახტა და მანაც დაიხრჩო თავი. მათი საქციელით შეძრულმა
ღმერთებმა ჭაროებად (ჭარლი, ჭაროსი, იხ.), ანუ ალკუნებად (შესაძლოა,
უკავშირდებოდეს ალკიონას სახელს) სახელს (ჭარო თოლიას მსგავსი ფრინველია
ერთგვარი). ამბობენ, რომ დედალი ჭარო (ალკიონა-ალკუნა) კვერცხს ზღვაში დებს
და მზებუდობის წინა შვიდ და მზებუდობის შემდგომ შვიდ დღეს იქ ტოვებს. ამ
ფაქტს დიდი ოკულტური დატვირთვა აქვსორნიტომანტიაში (იხ.).

ალკიონე (Aლკყონე ჰალკიონე ლათ. Aლკყონე) – გოლოსის ასული. კეიქსის


ცოლი. მათი სახელი ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა. ზევსსა და ჰერას
ეძახდნენ ერთმანეთს. ზევსი განრისხდა და ზღვის ფრინველეაბდ აქცია. ალკიონე
ალკენად – ეს ფრინველი ზღვაზე შვიდი დღე ზის კვერცხებზე ზღვის მოქცევამდე
და შვიდი დღე კიდევ მოქცევის შემდეგ. ეს დღეები მეზღვაურთა სანუკვარი დღეებია,
რადგან ზღვაზე სიწყნარეა. ამ დღეებს ჰქვიათ «ალკიონეისა»,»ალკიონეს დღეები».
მორის რაველმა უძღვნა კანტანტა. ოვიდიუსის დამუშავებული მითი კი მრავალმა
პოეტმა და მუსიკოსნა გამოიყენა. გერმ. «ყინულის ფრინველი». რუსულად
«ზიმოროდოკ». არის სხვადასხვა ვერსიები მისი ფრინველად ქცევისა.
ალკიონევსი – ბუმბერაზი, რომელიც ჰერაკლეს დაესხა თავს, მაგრამ გმირმა
იგი დაამარცხა.

312
ალკიონიდები – ალკიონევსის ასულებო, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ
ზღვაში გადაეშვნენ და ზღვის ფრინველებად იქცნენ.
ალკიპე – არესის ასული. მის გამო არესმა მოკლა პოსეიდონის ძე.
ალკმაონი – თესტორის ძე (ჰომ.)

ალკმენა – ბერძნული მითოლოგიით, მიკენის მეფის, ელექტრიონის (იხ.)


ქალიშვილი, დედა ჰერაკლესი, მეუღლე ამფიტრიონისა (იხ.). როცა მისი ქმარი
ტელებოების მეფის პტერელაოსის შვილებზე შურის საძიებლად გაეშურა, მხოლოდ
დარჩენილ ალკმენეს ზევსი (იხ.) ეახლა და მისგან დაფეხმძიმდა (თუ დააფეხმძიმა??).
ამდენად, ალკმენას ტყუპები უნდა შეძენოდა – ერთი ზევსისაგან, ერთი –
საკუთარი მეუღლი – ამფიტრიონისაგან. იმ დრეს, როცა ზევსს თავისი დიადი
შვილი უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებაზე, ეგიდოსემ (იხ.) და ოლიმპოს მბრძანებელმა
ღმერთები და . . .შეყარა და აუწყა : დღეს დაიბადებოდა დიადი გმირი, იგი იმეფებს
თავის ნათესავებზე, რომელთა მოდგმა, ჩემი ვაჟის – დიდი პერსევსისაგან მოდის.
ათას (იხ.) ხელშეწყობით ჰერამ მზაკვრობას მიმართა, რადგან პერსეიდთა გვარის
პირველშობილს უნდა რგებოდა ზევსის აღთქმული ხელმწიფება. (ეს ფიცი ჰერამ
ჩამოართვა მეუფე ზევსს), იგი თავის ოქროს ეტლით ოლიმპოდან არგოსში ცავიდა და
პერსეიდ სფენელაოსის ცოლის მშობიარობა დააჩქარა. ასე დაიბადა ამ დღეს
პერსეიდთა პირმშოევრისთევსი (იხ.) – ავადმყოფი და უსუსური. ზევსის ფიცით
პერსეიდთა მეფობა მას ეკუთვნოდა და არა მისგან გამიზნულ მისსა და ალკმენას ძეს
– ჰერაკლეს. იმავე დღეს, როცა დაიბადა ევრისთევსი, ალკმენესაც ეყოლა ტყუპები –
უფროსი, რომელსაც შეარქვეს ალკიდოსი (შემდგომ პითიასგან ჰერაკლედ
წოდებული) ზევსისაგან და უმცროსი იფიკლოსი (იხ.) ამფიტრიონისაგან.
ალკმენე – ბერძნული მითოლოგიით ელექტრიონ მიკენელის ქალიშვილი,
ამფიტრიონის ცოლი. ზევსისგან შვა ჰერაკლე (იხ. იხ.).

ალკმენე – დორ. ალკმენა (ბერძ. «ძლიერება») მიკენის მეფის ელექტრიონის


ასული. ჰერაკლეს დედა.ითვლებოდა ჰერაკლიდების დედამთავრად. ჰერაკლეს
ტაძარში საკურთხეველი ჰქონდა მიჩენილი. თაყვანს სცემდნენ ვითარცა ქალღმერთს.
მრავალი პოეტი უმღეროდა ჰიმნებს. ესქილეს და ევრიპიდეს დრამები დაკარგულია.

ალკმეონესი – სალამინის, ათენისთვის ესოდენ საზღვაო სტრატეგიული


მნიშვნელობის (???) ხელში ჩასაგდებად წყაროები ათენელთა სტრატეგოსად სოლონს
ასახელებენ, თუმცა ბევრგან და მათ შორის დელფოს ნუსხაშიც ათენელთა
წინამძღოლად ალკმეონესია დასახელებული. ალკმეონესი ათენელი ევპატრიდი
გახლდათ, რომლისგანაც წამოვიდბებ შემდგომ ალკმეონიდები. ალკმეონიდები
კილონისა და მის მომხრეთა მიმართ ჩადენილი გაუგონარი ბერაგობის გამო
დაწყევლილ, შერისხულ და, როგორც პლუტარქე გვამცნობს, «მკრეხელებად» იქნენ
გამოცხადებულნი (იხ. «კილონის შეთქმულება», პლუტარქე «სოონი» 12,48 და
შენიშვნა 47)

ალკმეონი (Aლკმაეონ) – ბერძ. მითოლოგიით ამფიარიუსისა და ერიფილეს


ვაჟი. ეპიგონთა (იხ.) თებეზე გალაშქრების მთავარი გმირი. მკვლელი დედისა, რის
გამოც იდევნებოდა ერინიათაგან. დევნა მანამ გაგრძელდა, ვიდრე მას ფეგეს

313
პსოფილელი განწმენდდა და ცოლად თავის ქალიშვილს, არსინოეს მიათხოვებდა.
საბოლოოდ, ფეგესის ბრძანებით ღალატისათვის მოკლეს.

ალკმეონი (Aლკმეონ) – არგოსელი გმირი. ილაშქრა თებეში. მოკლა დედა,


რომელმაც მამა საჩუქრების გამო გასწირა. ამიტომ იყო დევნილი ერენიებისაგან.

ალკმეონიდები – საბერძნეთის უძველესი და სახელგანთქმული გვარი.


იბრძოდნენ პისისტრატეს ტირანიის წინააღმდეგ.
ალკმონიოსი – ჭალა ამორძალთა ქვეყანაში, სადაც იშვა ამორძალთა
დედოფალი.
ალკოჰოლები – ორგანული ნაერთების კლასი; იგივეა, რაც ერთატომიანი
სპირტები.

ალკოჰოლი (არაბ. ალ-კუჰლ, გერმ. Aლკოჰოლ) – 1. ღვინის სპირტი. 2. მაგარი


სასმელები: ღვინო, სპირტი, არაყი და სხვა.

ალკოჰოლიმეტრია – (ქიმ.) ალკოჰოლის რაოდენობის გამორკვევა სპირტის


შემცველ სითხეებში.
ალკოჰოლიზაცია – (ქიმ.) რაიმე სითხის დასპირტვა.

ალკოჰოლიზმი (ლათ. ალცოჰოლისმუს) – ავადმყოფური მიდრეკილება


სპირტიანი (ალკოჰოლური) სასმელებისადმიალოტრანსპლანტაცია (ლათ.
ალლოტრანსპლანტატიო) – ერთი სახეობის ორგანიზმში ქსოვილების ან
ორგანოების გადანერგვა . მისი სინონიმებია: ჰომოტრანსპლანტაცია, ჰომოლოგიური
გადანერგვა.
ალკოჰოლიზმი – დაავადება, რომელაც იწვევს სპირტიანი სასმელების
სისტემატური და ხანგრძლივი სმა; ავადმყოფური ლტოლვა სპირტიანი
სასმელებისადმი; ლოთობა.
ალკოჰოლიზმი – ნერვული სისტემის მოშხამვა სპირტიანი სასმელებით.
არჩევენ ალკოჰოლიზმის ორ სახეს: მწვავეს და ქრონიკულს.

ალკოჰოლიზმი ქრონიკული – ორგანიზმის რეაქცია ალკოჰოლზე


დაქვეითებულია, პიროვნება კი – დეგრადირებული. ვითარდება აბსტინენციური
სინდრომი.
ალკოჰოლური იუმორი – დამახასიათებელია ქრონიკული
ალკოჰოლიზმისათვის. ეიფორიულ ფონზე ფუქსავატური ოხუნჯობა, რაც
პიროვნების გაზერელების, დეგრადაციის მაჩვენებელია.
ალკოჰოლური მწვავე ფსიქოზი – ვითარდება ალკოჰოლის მიღებიდან
რამდენიმე დღის შემდეგ, ახასიათებს ცნობიერების დაბინდვა, შიშის აფექტი, უხვი
მხედველობითი ჰალუცინაციები (იხ. თეთრი ცხელება).

ალკოვი – (არქიტ.) ნიშა, შეღრმავებული კედედლი საწოლების


მოსათავსებლად.
ალკუინი ალბინ ფლაკი – (დაახლ. 735-804 წ.წ.) – ანგლოსაქსი სწავლული,
თეოლოგი. ავტორი ფილოსოფიური, პრაგმატული, მათემატიკური
სახელმძღვანელოებისა და ღმრთისმეტყველების ტრაქტატებისა.

314
ალ-კუსიი (არაბ.) - გიგანტური სხეული, რომელიც ისე შეეფარდება ალ-არშს,
როგორც ბეჭედი უდაბნოს (უდაბნოში). მუჰამედი ამბობს: «შვიდი ცა ისეა ალ-
კუსიისთან, როგორც ბეჭედი უდაბნოში; ასეთივე შეფარდებაა ალ-კისიისა ალ-
არშთან».

ალკუსტა – ალტუსტა.
ალ-ლათი (არაბ.) – ისლამამდელი არაბული მითოლოგიის წარმართული
ღვთაება. ცნობილი ორიენტალისტი-არაბისტი ა. არბერი აღნიშნავს, რომ
ისლამამდელი ძეგლები შეიცავდნენ ამ წარმართული ღვთაების (ალ-ლათ-ის)
სახელს, რაც შემდგომში მორწმუნე (ისლამისტთა) მთქმელთა თაობებმა
მეტრიკულად მასთან ახლო მდგომი სიტყვით – ალ-ლაჰით (იხ.) შეცვალეს. გარდა
ამისა არბერი თვლის, რომ ალაჰის , უზენაესი ღმერთის სახელიც კარგად უნდა
ყოფილიყო ცნობილი წარმართი არაბებისათვის.
ალ-ლათ-ი ... – ქააბის კერპებს შორის იყო ალ-ლათის, ალ-მანადას, ალ-უზზას
კერპები, რომლებიც ქალ-რვთაებებს განასახიერებდნენ. ხშირად ისინი «ღმერთის
ქალიშვილებადაც» მოიხსენიებოდნენ. მორთულნი იყვნენ საყურეებით, ბეჭდებიტ,
სხვა სამკაულებით, შესაძლოა გამოწყობილი ყოფილიყვნენ ძვირფასი სამოსელით.
ამიტომ არაბი პოეტები მორთულ ქალიშვილებს ხშირად კერპებთან
აიგივებდნენქალღმერთ ალ-ეზუს გამოსახავდნენ წმინდა აკაციის, აკ-მანადს – დიდი
ქვის სახით. გადმოცემით, ქააბაში მდგარა ქანდაკება – ქალი ყრმით – შეიძლება, ის
ყოფილიყოაფროდიტა, ან მარია პატარა იესოთი.

ალლოდ-ი (ძვ. ზემოგერმანულიდან ალ მთელი და ოდ მფლობელობა) – მიწის


ინდივიდუალური ანდა ოჯახური საკუთრება ბნელი და ადრეული შუასაუკუნეების
დასავლეთ ევროპაში. საკუთრების ეს ფორმა მიწას სრულ მფლობელობაში
აკუთვნებდა მესაკუთრეს: შეეძლო გასაჩუქრება, გაყიდვა, გაცვლა, ანდერძით
გადაცემა. მასზე აღმოცენდა შემდგომ ფეოდალური დასავლეთის მთელი სოფლის
მეურნეობა (იხ. ფეოდა).
«ალმადელ» – ტრაქტატი თეურგიაში (იხ.), ანუ თეთრ მაგიაში. ეკუთვნის
შუასაუკუნეთა უცნობ ევროპელ ავტორს. ხშირად იხსენიება «სოლომონის
გასაღებების» ხელნაწერ ტექსტებში (ტომებში).

ალ-მადინა (არაბ. ქალაქი) – აქედან მოდის მადინათ ალ-ნაბი – «ქალაქი


წინასწარმეტყველისა», ანუ, უბრალოდ, მედინა მუსლიმთა მეორე წმიდათა-წმიდა
ადგილი, სადაც დაკრძალულია მუჰამედ წინასწაემეტყველი (იხ. მედინა). საფლავი –
ჰუჯრა მდებარეობს ჰარამ აშ-შარიფის მოედანზე (იხ.), მწვანე გუმბათოვან,
ხუთმინარეთიან, ოქროს სფეროთი და ნახევარმთვარით დაგვირგვინებულ დიდ
მეჩეთთან, რომეელიც აგებულია პირველი მუსლიმური მეჩეთის საძირკვლებზე, ეს
უკანასკნელი კი აგებული ყოფილა თვით მუჰამედ წინასწარმეტყველის სიცოცხლის
პერიუდში (დაწვრილებით იხ. მედინა).
ალ-მალიბია (არაბ) – უჩვეულო ფორნის უზარმაზარი მინარეთი (იხ.) სამარაში
(მის ახლოს ოდესღაც იდგა სამარას, ანუ მუთავაქილის დიდი მეჩეთი იხ). ალ-
მალიბია კვადრატულ ფუძეზე აღმართული წაკვეთილი კონუსია, გარედან
სპირალური ასასვლელით, პანდუსით (იხ.), თითქოს იგი ბაბილონური
ზიქურათების (იხ.) ტიპისაა. და მაინც ალ-მალიბია თავისი დროის უნიკალური

315
ნაგებობაა. 50 მ. სიმაღლის გუმბათი შორიდანვე შესამჩნევია. ფერით იშვიათი
სილამაზისაა და დღის დროთა მონაკვეთების მიხედვით ქამელეონივით იცვლის
ფერს – განათებისდა მიხედვით. ხან – მქრქალ-მოყვითალო ფერს იკრავს, როგორც
უდაბნოს ქვიშა, ხანაც დამაბრმავებელ ოქროსფრაად ბრწყინავს აზიის მცხუნვარე
მზის სხივებში, რომელსაც მოჩრდილული ადგილები აუვარდისფრდება ხოლმე.
მინარეთის აგება, როგორც დიდი მეჩეთისა, 847 წ-ის, ხალიფა ალ-მუთავაქილის
ხანაში დაუწყიათ.
ალ-მაქრიზი – არაბი ისტორიკოსი (XIII ს.). გვაწვდის ცნობბებს მონგოლთა
მიერ დამასკის აღებუსა.
ალმაზოვი, ბორის ნიკოლოზის ძე – (1827-1876 წ. წ.) რუსი პაროდისტი
მწერალი. სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი თხზულებების სამტომეული (1892 წ.).
ალმე – აღმოსავლეთში: ქუჩის მოცეკვავენი და მუტრიბნი (მომღერალნი).
ალმერსი (Aლმერს), ჰერმან – (1821-? წ. წ.) გერმანელი მწერალი.
ალმეხები (არაბ.) – მოცეკვავენი. შეესაბამება ინდურ «ნაუჩებს» – სატაძრო და
საჯარო მოცეკვავეებს.
ალმკვისტი (Aლმქუისტ) კარლ იუნასი – (1799-1866 წ.წ.) რომანტიკოსი,
უკიდურესი პოლიტიკური მოძღვრების მომხრე. რომანებსა და დრამებს წერდა
ფსევდონიმით – პროფესორი ვესტერმანი. ავტორია მათემატიკური, ისტორიული,
გრამატიკული სახელმძღვანელოებისა. გამოცემულია მის რჩეულ თხზულებათა
ოთხტომეული (1874-1875 წ. წ.).
ალმლიოფები – ძველ მსახიობთა გამოჩენილი ოჯახი: 1. ვილჰელმი,
ტრაგიკოსი (1790- 1875 წ. წ.); მეუღლე (1813-1882 წ. წ.); 2. მათი ვაჟი კ. ნუტი,
ბრწყინვალე კომიკოსი (1879-? წ. წ.) და მისი მეუღლე ბეტი (183-1882 წ. წ.).

ალმოგადები (მუაგუდინები) – ფანატიკოსთა სექტა. 1146 წელს გაანადგურეს


ალმორაბიდების (იხ.) სახელმწიფო მაროკოში, გარდამავალი უპირატესობით
იბრძოდნენ ესპანეთში. 1212 წლიდან განდევნილ იქნენ ესპანეთიდან. 1269 წლის
აჯანყებით (მაროკო) თავადვე განადგურდნენ.
ალმოჰადები (ესპ. ალმოჰადეს) – ბერძნულ-მუსლიმური სექტის მიმდევრსბის
და მავრულ-ესპანური დინასტიის (1121/22-1269 წ.წ.). სახელეწდება.
ალმოჰადები – ჩრდ აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-
პოლიტიკური მოძრაობა (XI ს-ის II ნახ.), რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჯერ
ალმორაბიდების (იხ.) და შემდეგ ალმოჰადების სამეფო. სამეფო აერთიანებდა
მაღრიბსა და მუსლიმანურ ესპანეთს. ალმოჰადებიის მმართველობისას
მავრიტანული ხელოვნება ნათელი თვითმყოფადობით გამოირჩევა (1121-1269 წ.წ.).
ფაქტიურად, ალმოჰადების სამეფო, ისტორიაში უპირველესად შესულია, როგორც
სამხედრო სახელმწიფო. მისი ქალაქები შემოზღუდული იყო რამდენიმე
კილომეტრიანი სქელი კედლებით, კვადრატული კოშკებით, შესასვლელი
კარიბჭეებით (ციხე-სიმაგრები – მარაკები, ფესი, ტლემსენი, თაზი, თინმალი სევილი
– გიბრალტარის ნაგებობა). განსაკუთრებით ცნობილია ქუთუბიას მეჩეთი (იხ.
Искусс. ср. в-го Востока).
ალმოჰადები – ჩრდილო აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-
პოლიტიკური გაერთიანება. რეკონკისტას პერიოდი (იხ.). იბრძოდნენ არაბთა
სახალიფოს დროშის ქვეშ, ემირისა და ქრისტიანთა ხელისუფლების წინააღმდეგ (იხ.
ბერბერები).

316
ალმორაბიდები (მურაბატინები) – მავრიტანული ტომები, რომლებიც ისლამზე
მოაქცია აბდალა ბენ-იასონმა. 1070 წ-ს საბუ-ბაქრის თაოსნობით დააფუძნეს მაროკო.
მისი მემკვიდრის იუსუფ-ბენ-თასნიფის დროს (1085 წ-დან) დაიპყრეს თითქმის
მთელი მავრიტანული ესპანეთი. მათ კვალდაკვალ ალმოგადები მოჰყვნენ.
ალმორაბიდები – ჩრდ, აფრიკული ბერბერული ტომების რელიგიურ-
პოლიტიკური მოძრაობა XI ს-ის II ნახევრიდან, რომლის საფუძველზეც შეიქმნა
ალმორაბიდების სამეფო (1061-1146 წ. წ.), რომლებმაც ერთ სახელმწიფოდ
ჩამოაყალიბა მაღრიბი (იხ.) და მუსლიმანური ესპანეთი. ალმორაბიდების სამეფოში
კიდევ უფრო განვითარდა კორდოფას სახალიფოში წარმოშობილი მავრიტანული
ხელოვნება (იხ. მავრიტანია, მავრიტანული...).

ალმორავიდები (ესპ. Aლმორავიდეს) – ბერძნულ-მუსლიმური სექტის და


მასთან დაკავშირებული მავრულ-ესპანური დინასტიის (X-XII ს.ს.) სახელწოდება.
ალ-მუმენინები (არაბ.) – ამ სახელით იხსენიებენ მუჰამედ მოციქულის
შთამომავლებს.

ალმუს გელიუსი (დაახლ. 130-180 წ. წ.) – რომაელი მწერალი. ბერძენი და


რომაელი ავტორების ნაწარმოებებისგან გააკეთა ამონაწერები და შეადგინა
კრებულად, რომელსაც «ატიკური ღამეები» ეწოდა. ამ კრებულზე იგი ათენში
მუშაობდა. ნაწარმოები 20 წიგნისაგან შედგებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი –
მერვე წიგნია დაკარგული. კრებული წარმოადგენს ბიოგრაფიულ ანეკდოტებს,
საკმაოდ ზუსტ ამონაწერებს ძველ ავტორთა შრომებიდან. 250 ნაწარმოებიდან
ამოკრეფილ ნაწარმოებებს ხშირად ახლავს თავად ავლუს გელიუსის შენიშვნები, მისი
დაკვირვებები ძველ ავტორთა სტილსა და თემატიკაზე. ზოგჯერ ჩართული აქვს
საკუთარი მცირე ჩანახატები ათენისა და რომის განათლებული საზოგადოების
ცხოვრებიდან. ავლუს გელიუსის «ატიკურ ღამეებს დიდი მნიშვნელობა აქვს
თანამედროვეობისათვის, რადგან მათში, ჩვენამდე მოუღწეველ ძვირფას
ნაწარმოებთა შესახებ ფრიად ფასეული ცნობებია დაცული.
ალ-მუთანაზი – (დაახლ. 915-965 წ. წ.) არაბი პოეტი. იგი გამორჩეულია თავისი
ნოვაციებით და მიჩნეულია ნოვატორ პოეტად. მან გაასრულა შუა საუკუნეთა
არაბული პოეზიის განვითარების ხანგრძლივი პროცესი. მისი ნამდვილი სახელია
აბუ თაიბ აჰმედ იბნ ალ-ჰუსაინი. მან პანეგირიკული პოეზიის ტრადიციულ ჟანრში
მრავალი სიახლე შეიტანა. მისი პოეზია გამორჩეულია კეთილხმოვნებით.
ალ-ნიშაფურის წმიდა კრებული (საჰიჰი იხ.) – «ექვსი წიგნების» ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კრებული (917-975 წ. წ.). შესულია ჰადისებში (იხ.).
ალოადები (ალოიდები) – ბუმბერაზები – ოტოსი და ეფიალტესი. პოსეიდონის
შვილიშვილები. სხვა ვერსიით შვილები. ღმერთებს ემუქრებოდნენ, ცად ასვლა
სურდათ. ამის გამო ზევსმა და აპოლონმა ისრებით განგმირეს. ჰომეროსი მათ
მამაცებს ეძახის. ისინი ასახავენ ადამიანთა შეუპოვარ ბრძოლას ღმერთებთან.

ალოასი, ალოადე («კალოს მთესველი») – დემეტრას ზედწოდება. ალოა –


დემეტრას და დიონისეს დღესასწაულები ათენში. ნაყოფიერების ქალღმერთი.

ალობროგები – ძვ. გალიაში კელტ მთიელთა ტომი, იზერსა და რონს შორის.


მთავარი ქალაქი – ვიენა. დაიპყრო კვინტუს ფაბიუსმა 121 წ-ს ჩვ. წ-მდე.
ალოევსი (ალოე – კალო) – ალოადების («მლეწავთა») მამა

317
ალოგიზმი (ბერძ ა უარყ. ნაწილაკი და ლოგოს გონება, სიტყვა) – უარყოფს
ლოგიკურ აზროვნებას და უპირისპირებს მას ინტუიციას, რწმენას, ზეშთაგონებას.
ალოგიზმი – იხ.
ალოგიზმი – ლიტერატურულ-სტილისტური ხერხი, რომელიც ხასიათდება
მეტყველების ალოგიკური დანაწევრებით, ლოგიკური კავშირების დარღვევით
სიტყვათა კონსტრუქციერსა, ფრაზებსა თუ დიალოგთა ცალკეულ ნაწილებს შორის.
ჩვეულებრივ, გამოიყენება კომიკური ეფექტის მისაღწევად. ალოგიზმი ხალხური
დრამის არსებითი ელემენტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი
საესტრადო-საცირკო დრამატურგიაში (ჯამბაზურ რეპრიზებში, დიალოგურ
კონფერანსიებში, სატირიკულ მონოლოგებში და ა. შ.). ალოგიზმი ძირითადი ხერხია
აგრეთვე ექსცენტრიკაში (ცირკში, ესტრადაზე).

ალოკუცია (ლათ. Aლლოკუტიო) – 1. საჯარო სიტყვა; 2. პაპის მიერ


წარმოთქმული სიტყვა კარდინალთა კოლეგიაზე.
ალომეტრული ზრდა (ალლოს განსხვავებული და მეტრონ ზომა) – ცოცხალ
ორგანიზმთა ზრდაში განასხვავებენ ორ ტიპს: ალომეტრულსა და იზომეტრულს
(იხ.). ალომეტრული ტიპის დროს ორგანიზმის ზრდის საშუალო სიჩქარე
განსხვავებულია მთელი სხეულის ზრდის სიჩქარისგან. იზომეტრული
შესაბამისობაშია (იხ.). ალომეტრულობა ახასიათებს ძუძუმწოვრებს, მათ შორის
ადამიანს.
ალონჟე – იხ. «ხელების პოზიციები» (პორტ დე ბრას).
ალოპე – პოსეიდონის სატრფო, რომელიც მამის რისხვას დაემალა და წყაროდ
აქცია. ელევსინში დღესაც არის ამ სახელწოდების წყარო.
ალორი (ქალდ.) – ბეროსის ცნობით, ბაბილონის მმართველი ღვთაებრივი
დინასტიის პირველი მეფე. იგი იყო «დანიშნული მწყემსი ხალხთა» და მეფობდა ათი
საროსის (იხ.) განმავლობაში, ე. ი. 36 000 წელს.ალაჰა (ებრ.) – ნიშნავს «კანონს».
«თალმუდის» იმ ნაწილთა სახელწოდება, რომლებშიც არგუმენტირებულია
დოქტრინები.
ალოტროპია - ეს თვისებაა ზოგიერთი ქიმიური ელემენტებისა იარსებოს
აგებულებათა და თვისებებით ორი ან რამდენიმე მარტივი ნივთიერბის სახით. ჯერ
კიდევ XVIII ს-ში იქნა დადგენილი გასაოცარი ფაქტი: ალმასიც და ჩვეულებრივი
ნახშირიც წვისას წარმოქმნიან ნახშირორჟანგს - და მეტ არაფერს. მაშასადამე, ალმასი
და ნახშირი შედგება ერთი და იგივე ელემენტებისგან - ნახშირბადისგან.
სწავლულებმა იცოდნენ ასევე, რომ გოგირდს შეუძლია არსებობდეს სხვადასხვა
კრისტალურ მდგომარეობაში. მოგვიანებით შეძლეს აღმოეჩინათ ორი «ფოსფორი» -
თეთრი და წითელი. ეს მაგალითი 1841 წ. შვედმა ქიმიკოსმა ი. ბერცელიუსმა
განაზოგადა და წინადადება წამოაყენა ამ მოვლენისათვის ეწოდებინათ
«ალოტროპია» (ბერძნული სიტყვებიდან, რაც ნიშნავს «სხვა» და «თვისება, სახეობა»).
ახლა ცნობილია მარტივი ნივთიერებების 400-ზე მეტი ალოტროპული სახესხვაობა.
რას ემსახურება ალოტროპია? ერთიანი მიზეზი, რომელიც განაპირობებდა
ალოტროპულ სახეცვლათა არსებობას, არ არსებობს. მაგალითად, ასეთი
მოდიფიკაციის მოლეკულებში შეიძლება არსებობდეს ატომების სხვადასხვა
რაოდენობა, როგორიც აქვს ჟანგბადსა და ოზონს (O2 და O3). მსგავსი
განსხვავებულობა დამახასიათებელია თხევადი გოგირდის ორი სახესხვაობის
მოლეკულებისათვისაც: შ8 და შ6, მაგრამ აქ გვაქვს სხვა განსხვავებაც. შ8
მოლეკულაში გოგირდის ატომები წარმოქმნიან რვაწევრიან რკალს, რგოლს, მაშინ,
318
როდესაც შ6 მოლეკულები ეს ხაზოვანი ჯაჭვებია გოგირდის ექვსი ატომისგან
შემდგარი. ალოტროპული სახესხვაობების ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითებია
ალმასი, გრაფიტი და კარბონი (იხ. ნახშირბადი). კარბონი პირველად მიღებულ იქნა
1961 წ. საბჭოთა მეცნიერების მიერ. იგი წარმოადგენს ნახშირბადის თავისებურ
ხაზობრივ პოლიმერს. ადრე შეცდომით თვლიდნენ ნახშირბადის ალოტროპიულ
სახესხვაობად მურს (ჭვარტლს), მაგრამ მის კრისტალმა წყობა აღმოჩნდა გრაფიტის
მსგავსი. ალოტროპიასთან ერთად ცნობილია პოლიმორფიზმის მოვლენა - ერთი და
იმავე მარტივი ნივთიერების თვისება იარსებოს სხვადასხვა კრისტალური
ფორმებით. კრისტალთა წყობით განსხვავდებიან მაგალითად, რომბული და
მონოკლინური გოგირდი, თეთრი და რუხი კალა. ცნობილი მოვლენა «კალის ჟამი
(შავი ჭირი)» - ეს სხვა არაფერია, თუ არა თეთრი კალის რუხში გადასვლა დაბალ
ტემპერატურაზე. რკინის სამი კრისტალური მოდიფიკაცია ცნობილი. მიღებული
მათი აღნიშვნა ბერძნული ასოებით: ა, ბ და ყ. მაგრამ ყველაზე მეტ ალოტროპიულ
მოდიფიკაციებს - ექვსს - ქმნის პლუტონიუმი. ამ სახესხვაობებს აქვთ სხვადასხვა
კრისტალური მესერები და თანამიმდევრულად გადადიან ერთი მეორეში
ტემპერატურის აწევისას 00-დან 300-მდე (ამ ტემპერატურაზე პლუტონიუმი ლღვება).
ალოზავრები – ხვლიკმენჯიანი ჯგუფის ტეროპოდების სახეობის
(მხეცფეხიანთა) კარნოზავრების გამოკვეთილი წარმომადგენლები – მტაცებელი
დინოზავრები. გაქრნენ ცარცული პერიოდის ბოლოს – «დიდი გადაშენების» დროს.

ალპები, ალპის მთები (კელტ. ალპ – მაღალი მთა; გერმ. ალპენ; ფრანგ. –
ალპეს; იტალ – ალპი) – უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან (გენუის უბე)შუა დუნაის დაბლობებამდე
შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, იუგოსლავიის (???) და
ლიხტენშტეინის ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 1200 კმ., სიგანე – 50-260 კმ.,
ფართობი – დაახლოებით 220 000 კვ. კმ. უმაღლესი მწვერვალია მონბლანი (4807 მ.).

ალპური საყვირი – (მუს.) ერთიანი ნაძვის ხიდან დამზადებული10 მ. სიგრძის


საყვირი. ასეთი საკრავი შექმნეს ალპებში. მასზე ერთდროულად სამი
შემსრულებელი უკრავს.
ალქაჯი – ალი და ქაჯი. თავდაპირველად ალბათ ერთი ღვთაება იყო. შემდეგ
გაიყო. ალი სხვაა, ქაჯი – სხვა.
ალქასაბი (არაბ. ქასბა «ციხესიმაგრე») – ალ-საბიკის ბორცვზე მდებარე
ალგამბრას არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე ადრეული ნაწილი.
განლაგებულია ბორცვის მარცხენა ფერდობზე. სარესტავრაციო სამუშაოები
დასრულდა 1920 წლისთვის, იგი შემოზღუდულია კედლებით, აქვს კოშკურები,
ყაზარმები, საწყობები, თავლები, ბასტიონები. წარმოადგენს შუა საუკუნეთა
საფორტიფიკაციო (იხ.) არქიტექტურის უბრწყინვალეს ნიმუშს.
ალქიმია (არაბ.) – იხ. ქსე. ბლატივსკაიას აზრით: ალქიმია – არაბულადულ-
ქიმი – ბუმების ქიმიას ნიშნავს. ასეა თუ ისე, ულ-ქიმი თუ ალ-ქიმია არაბიზებული
სიტყვაადა აღებულია ბერძნული ქემეიადან (ქჰმეია), ქჰოც – «ნაჟური», «წვენი»,
ელექსირი მცენარისა. დოქტორი უინ უესტკოტი ამბობს: «ყველზე ადრეული ხმარება
ტერმინისა «ალქიმია», გვხვდება იულიუს ფირმოკიუს მატერნას ( ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა კონსტანტინე I დიდის და ფლავიუს ვალერიუსის (დაახლ. 285-337 წ.წ.)
ხანაში) შრომებში»-ო. ყველაზე უძველესი, დღემდე შემონახული და ევროპაში
ცნობილი ალქიმიური ტრაქტატი დაცულია პარიზის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში.

319
იგი შესრულებულია ბერძნულ ენაზე ზოსიმ პანოპილიტიოსის მიერ (დაახლ. 400 წ.
ჩვ. წ-ით.). მომდევნო, სიძველის მხრივ, ენეუს პაზეუსის (480 წ. ჩვ. წ-ით)თხზულებაა.
როგორც მისტერიუმ მაგნუმ , ალქიმიის არსი თვით სიტყვითაც ხელოვნურად
დაფარულია არაგანდობილთა და არაკურთხეულთათვის, რათა დაცული ყოფილიყო
სამყაროსათვის თავადპბა. ალქიმიკოსი თავის პირველ პრინციპად განსაზღვრულ
«უნივერსალური გამხსნელის» არსებობას აცხადებს, რომლის დახმარებითაც ყველა
შედგენილი სხეული ერთსახოვან სუბიექტებად იშლება, ნაწევრდება, რომელთაგანაც
ასი წარმოადგენს ამ სუბსტანციებს. ალქიმიკოსები სუფთა ოქროს, ანუ შუმმა
მატერია-ს უწოდებენ. ეს ელექსირი, სახელდებული ასევე მენსბტრუუმ უნივერსალე-
ე, ადამიანის სხეულიდან აძევებს ყოველგვარ ავადმყოფურ კერას (ჩანასახს),
აბრუნებს სიჭაბუკეს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასეთია ლაპის პჰსიცოსოპჰონუმ
(ფილოსოფიური ქვა). ალქიმია ევროპაში პირველად ჰებერის, – დიდი არაბი
ბრძენისა და ფილოსოფოსის მეშვეობით შევიდა (ჩვ. წ. VIII ს.), მაგრამ იგი
გაცილებით აფრე იყო ცნობილი და პრაქტიკაში დამკვიდრებული ძველ ეგვიპტესა
და ძველ ჩინეთში. უამრავი პაპირუსი და სხვა დამადასტურებელი საბუთი
ალქიმიაში მოემობენ, რომ ეს «მეცნიერება» ძველ დროთა ქურუმთა და მმართველთა
საყვარელი საგანი ყოფილა, რომელსაც ძველი სამყარო ზოგადი სახელწოდებით –
ჰერმესისეულ ტრაქტატებად იცნობდა (იხ. «ზურმუხტის დაფები» (ფურცლები)).
ალქიმია სამ ასპექტში შეისწავლება, რომლებიც უამრავ სხვადასხვა ინტერპრეტაციის
შესაძლებლობას იძლევა. ეს ასპექტებია: კოსმიური, ადამიანური და
მიწიერიასპექტები. ეს სამი მეთოდი სამი ალქიმიური ნივთიერების – გოგორდის,
ვერცხლისწყლისა და მარილის განასახიერებდა (დასალაგებელია). სხვადასხვა
ავტორები მიუთითებდნენ, რომ შესაბამისად ალქიმიაში არსებობდა 3, 7, 10 და 12
პროცესი, თუმცა თორმეტივე შეთანხმებულია იმაში, რომ ალქიმიას მხოლოდ
ერთიმიზანი აქვს – აქციოს (გარდაქმნას) არაკეთილშობილი ლითონი ოქროდ
(კეთილშობილ ლითონად). ერთია მხოლოდ, არსებითად თუ რას წარმოადგენდა ეს
ოქრო, არსებითად მხოლოდ ერთი მუჭა ხალხმა უწყოდა. უეჭველი იყო, რომ
ბუნებაშიარსებობდა ერთი პროცესი, რომლის დროსაც ტრანსმუტაციით უბრალო ,
უმარტივეს და არაკეთილშობილ ლითონთა კეთილშობილ ლითონად ანდა პქრპდ
გარდაქცევა ხდებოდა. მაგრამ ეს ალქიმიის მხოლოდ ერთი, მიწიური და წმინდა
მატერიალური პროცესი იყო, რამეთუ ეს პროცესი მიწის წიაღში ბუნებრივადაც
მიმდინარეობდა. გარდა დაბალი რანგის ტრანსმუტაციური [რპცესისა
ალქომიაშიარსებობს ამ პროცესის უფრო მაღალი, ზეინტერპრეტაციის გაგება. ესაა
ტრანსმუტაციის სიმბოლური, წმინდა ფსიქიკური, სულიერი ასპექტი. თუ კაბალისტ-
ალქიმიკოსი ცდილობს პირველის ხორცშესხმას, ოკულტისტ-ალქიმიკოსი ზიზღით
უარყოფს წიაღისეულ ოქროს და მთელ თავის ყურადღებას, მთელ თავის
ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რათა მოახდინოს მდაბალი ოთხეულის ადამიანის
ღვთაებრივ უზენაეს ტრიადად ტრანსმუტირება. ალქიმიაში ადამიანური არსებობის
სულიარი მენტალური, ფსიქიკური და ფიზიკური სფერო შესაბამისია ოთხი
ელემენტისა – ცეცხლისა, წყლისა, მიწისა, და ჰაერისა... მართალია, ალქიმიაზე,
როგორც ფილოსოფიის უძველეს ტოტზე ცოტა, თითქმის არაფერია ცნობილი,
უეჭველია, რომ მაღალი რანგის ტრანსმუტაციის გაგება წინ უსწრებდა ზოდიაქოს
შექმნას, ტოტემიზმსა და მსოფლიოს რომელიც გინდათ მითოლოგიას. უეჭველია
ისიც, რომ ტრანსმუტაციის ჭეშმარიტი საიდუმლო (ფიზიკურ პლანში) სცოდნიატ

320
უხსოვარ წარსულში და ისტოეიული პეროდის დადგომამდე დაუკარგავთ (ვ.
ბლავიტსკაია).
ალქიმიკოსები – 1. ალ და ჰემი – ღნერთი და პატრიარქო ჰამ-ი; 2. ასევე
ეგვიპტის სახელი; 3. შუასაუკუნეთა როზენკრეიცერები – რობერტ დე ფლექტოზი
(რობერტ ფლუდი), პარაცელსი, თომას ვოგანი (ეიჟენ ფილალეტი), ვან ჰელმონტი და
სხვ – იყვნენ ალქიმიკოსები,რომლებიც არაორგანული მატერიის ყოველ ნასახში
ფარულ სულს ეძებდნენ. ბევრი თანამედროვე მათ შარლატანებად და ცრუ
სწავლულებად აცხადებდა, მაგრამ ისეთ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ როჯერ
ბეკონი, აგრიპა, ჰენრი კენრატა და ჰებერ არაბი (ვინც ევროპაში პირველ,ა გახსნა
არაერთი საიდუმლოებანი ქიმიაში), ვერანაირად მოვნათლავთ შარლატანებად და
უვიცებად. სწავლულები, რომლებმაც დემოკრატესის ატომისტური თეორიის
საფუძველზე გარდაქმნეს ფიზიკა (როგორც ამას ჯონ დალტონიც აღიარებდა),
ივიეყებენ, რპმ ის დემოკრიტესი აბდერელი ალქიმიკოსი გახლდათ. ალქიმიკოსები
და ალქიმია სულაც არ ყოფილა შუასაუკუნოებრივი წარმონაქმნი და მოვლენა,
როგორც ოლაი ბორიჩი გვარწმუნებს (და ეს ბევრი რამითაც დასტურდება). მისი
აკვანი ღრმა წარსულშია დარწეული.

«ალ-ქუთუბ ალ-სითაა» («წიგნები ექვსი») – ორთოდოქსული ისლამის მიერ


კანონიკურად აღიარებული და მიღებული წმიდა ე. წ. «ექვსი საჰიჰი» (იხ.),
რომლებიც ჰადისებშია თავმოყრილი (იხ.). ამ ექვსი წმიდა კრებულიდან ყველაზე
უფრო მნიშვნელოვანია ალ-ბუხრისა და ალ-ნიშაფურის კრებულები (იხ. იხ.).

ალრანოპოლის საზავო ხელშეკრულებაბი 1713-1829 წ. წ. – 1. 1713 წ.


ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და ოსმალეთს შორის 25 წ. ვადით. ხელმოწერილია
13 (24) ივნ. ქ. ადრანოპოლში (ახლანდ. ედირნე, თურქეთი). ა-ს ხ-ით დასრულდა
რუსეთ-თურქეთის 1711-13 წ. წ-ის ომი. მისი პირობები ძირითადად იგივე იყო, რაც
1711 წ. პრუტის საზავო ხელშეკრულებისა. 1720 წ. შეიცვალა კონსტანტინოპოლის
«საუკუნო ზავით». 1829 წ. ხელშეკრულებით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-29
წ. წ. ომი. ხელმოწერილია 2 (14) სექტ. შედგება 16 მუხლისა და ცალკე აქტისაგან, რ-იც
მოლდ. და ვლახეთისუფლებებს განსაზღვრავდა. ა-ს ხ-ით ოსმალეთს დაუბრუნდა
ომის დროს რუს. ხელში გადავიდა მდ. დუნაის შესართავი კუნძულებითურთ, შავი
ზღვის აღმ. სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან აჭარს ჩრდილო საზღვრამდე (სოფ.
შეკვეთილი, ახლანდ. ოზურგეთის რ-ნი), ანაპისა და ფოთის სიმაგრეებითურთ,
ახალციხის საფაშოს ნაწილი – ახლანდ. ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის,
ადიგენის და ბოგდამოვკის რ-ნები. ოსმალეთმა ცნო ქართლ-კახეთის, იმერეთის,
სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახჭევანისსახანოთა რუსეთთან
შეერთება. ოსმალეთს ევალებოდა, რუსეთისათვის გადაეხადაკონტრიბუცია 1,5 მლნ.
ჰოლანდიური გულდენის ოდენობით. ხელშეკრულებამ დაადასტურა რუსეთის
ვაჭართა პრივილეგიები ოსმალეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა მოიპოვა დუნაიზე, შავ
ზღვასა და სრუტეებშითავისუფლად ნაოსნობის უფლება. ოსმალეთი კისრულობდა
1826 წ. აკერმანის კონვენციის პირობების შესრულებას. ა-ს ხ-მ საბოლოოდ
დაამკვიდრა რუსეთი ამიერკავკასიაში, გარდა ამისა, დააჩქარა მოლდ., ლახეთის,
სერბ. და სერბ. და საბერძ. ხალხთა გათავისუფლება ოსმალთა ჩაგვრისაგან.
ალ-რავია (არაბ.) – მთქმელი (იხ. რავიები, რავიების პოეზია).

ალრუანი - გერმანული ხალხური ზღაპრების გმირი – ბრძენი სული.

321
ალ-შეზარი (არაბ.) – პრინელი ფილოსოფოსი და ოკულტისტი. ნაშრომი –
წიგნი ალ-შუზარისა.

ალსვიდერი (სკანდ.) – «უსწრაფესი». ეპითეტი მთვარის ცხენისა ორივე «ედა»-


ში (იხ.).
ალტაირი და ვეგა – ოაპონური ლეგენდის მიხედვით, ფეიქარ ქალს – ვეგას და
მწყემს ალტაირს ერთმანეთი შეუყვარდათ, რის გამოც თავიანთ საქმეს უგულოდ
ეკიდებოდნენ. ამის გამო ისინი ცის მეუფემ დასაჯა – გაჰყარა და ერთს ციური
მდინარის (ირმის ნახტომის) ერთ ნაპირზე, ხოლო მეორეს მეორე ნაპირზე მიუჩინა
ბინა. შეყვარებულებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მეშვიდე მთვარის მეშვიდე
ღამეს ეძლევათ შეყრის საშუალება. ამ ღამით ზეციური კაჭკაჭები მდინარეზე ფრთებს
ხიდად გადებენ და შეყვარებულთ შეუძლიათ ამ ხიდით ერთმანეთთან შეხვედრა.
თუ ეს ღამე წვიმიანი შეიქნა, მაშინ კიდევ ერთი წლით გადაუვადდებათ შეხვედრა.
ალტაირი მწყემსთა და მიწათმოქმედთა, ხოლო ვეგა ფეიქართა და ხელოსანთა
მფარველად ითვლება. ალტაირისა და ვეგას შეყრის დღესასწაულს «ტანაბატა» ჰქვია.
იგი ყოველი წლის 7 ივლისს იმართება (იხ. ტანაბატა).
ალტამირის ფერწერა – პალეოლითის ხანის გამოქვაბულის მხატვრობა,
რომელიც აღმოჩენილია XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ჩრდ. ესპანეთში,
სოფ. ალტამირის მიდამოებში, გრაფ მარსელ დე სანტუოლას მამულში. გრაფი თავის
მამულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიურ კვლევებს ატარევდა.
ერთხელ მოყვარულ არქეოლოგს თანასოფლელმა მონადირემ მის მიერ აღმოჩენილ
გამოქვაბულზე აცნობა. ეს იყო 1879 წ. გრაფი გამოქვაბულის მოსაკვლევად თავის 9
წლის გოგონასთან – მარია დე სანტუოლასთან ერთად გაეშურა. ჩირაღდნების შუქზე
პატარა ქვაბულის თაღიდან გავეშებული ხარი დაინახა და შეშინებულმა დაიყვირა.
გრაფმა იქით მიიხედა, საითაც გოგონა თითს იშვერდა... გრაფმა იმ დღეს
გამაოგნებელი ექსპრესიით, დინამიკით ზედმიწევნითი რეალისტურობით
შესრულებული მამონტების, ტახების, ბიზონების ხასხასა საღებავებით
შესრულებული დიდებული ნახარები აღმოაჩინა... ლისაბონის კონგრესზე იმ დროის
წამყვანმა არქეოლოგებმა ალტამირის გამოქვაბულის ზოომორფული ფერწერა,
გრაფისა და მისი მეგობარი მხატვრის ნაყალთაბანდევად მიიჩნიეს. გრაფი გარიყეს და
შეშლილად შერაცხეს. ეს საქვეყნო შერცხვენა გრაფმა ვერ აიტანა და ... გარდაიცვალა.
რამდენიმე წლის შემდეგ მსგავსი ფერწერული ძეგლები სხვა გამოქვაბულებშიც
აღმოაჩინეს. ყველაფერი ნათელი შეიქნა... ამ გამოქვაბულთა აღმომჩენი არქეოლოგი
სპეციალურად ეწვია მარსელ დე სანტეოლას ქალიშვილს – მარიას და ბოდიში
მოუხადა. 1902 წლით დათარიღებულ წერილში კი არქეოლოგი სინანულით
აღნიშნავდა «ის კი არა, შეშლილი მე ვიყავი»-ო. სანტუოლას ტრაგედიის მიზეზი
ნახატთა სიხასხასე (რაც ძველის კი არა, ახლის შთაბეჭდილებას სტოვებდა) და
შესრულების ვირტუოზული ოსტატობა გახდა... სინამდვილეში, ეს
პოლიქრომატული რეალისტური ფერწერა მეცნიერებმა 15500-13500 წლის
წინანდელად აღიარეს (იხ. გამოქვაბულთა და კლდეთა ფერწერა) (იხ. ან. ლოტი,
«თასილინ» – აჯერას ფრესკათა ძიებაში).
ალტარ-ი (ლათ. ალტარია < ალტუს მაღალი) – 1. (რელიგ.) ძველ ხალხებში:
ამაღლებული ადგილი მსხვერპლშეწირვისათვის, სამსხვერპლო, საზორჯელი; 2.
(რელიგ.) მართლმადიდებლურ ეკლესიაში: ყველაზე მნიშვნელოვანი სარიტუალო
ადგილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძრის ძირითადი
ნაწილისაგან განყოფილია ზღუდით, პარაპეტით ან იკონოსტასით; 3. დასავლეთ-
322
ქრისტიანულ ეკლესიებში: ტაძრის ღერძის გასწვრივ წაგრძელებული მაგიდა,
რომელზეც სრულდება პურისა და წყლის ქრისტესხორცად და სისხლად
გარდასახვის საიდუმლოება; ამ მაგიდაზე აღმართულია რელიგიური ფერწერისა და
სკულპტურათა კედელი; 4. (გადატ.) მიტანა, დადება რაიმესი მამულის, მეცნიერების,
ხელოვნების და ა. შ. ალტარზე, ე, ი, რაიმეს მსხვერპლად გაღება მამულისათვის.
ალტარია (Aლტარია) ღმერთთა და გმირთა საკურთხეველი... ალტარზე ასვლა –
საკურთხეველზე თავის გაწირვა.
ალტაროში (Aლტაროცჰე) მარი მიშელი – (1811-1884 წ.წ.) ფრანგი ჟურნალისტი,
«ჩჰარივიტი»-ის რედაქტორი. მოგვიანებით თეატრების დირექტორი. ავტორი
სატირული პოემისა «Pარის რევოლუტიონნაირე» («რევოლუციური პარიზი»).
ალტდორფერი (Aლტდორფერ) ალბერტი (დაახლ. 1480, რეგენსბურგი –
12.2.1538 წ. წ. იქვე) – გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი ჩრდილოევროპული
აღორძინების ხანისა, დუნაის სკოლოს მეთაური. მუშაობდა სამხრეთ გერმანიასა და
ავსტრიაში. ერთ-ერთმა პირველმა გერმანული აღორძინების ხელოვნებაში დაიწყო
წარმოსავა ბუნების რეალური სამყაროსი. ა-ს სურათების თემატიკა – ძირითადად
ბბლიური და მითოლოგიურია, შეერთებული ყოფითი ჟანრის ელემენტებთან. ა.
ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადგენელია წმინდა პეიზაჟური ჟანრისა
გერმანულ ფერწერაში. მუშაობდა გრავიურის დარგშიც, მათ შორის
მრავალფერადოვანში, გვიან ხანებში მიმართა ოფიარტის ტექნიკას.
ალტდორფერი (Aლტდორფერ), ალბრეხტ (დაახლ. 1480-1538 წ. წ.) –
ჩრდილოევროპული აღორძინების ხანის გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
დაიბადა რეგენსბურგში. იყო დუნაის სკოლის ლიდერი. მოღვაწეობდა სამხრეთ
გერმანიასა და ავსტრიაში. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გერმანულ რენესანსულ
ხელოვნებაში შემოიტანა ბუნების რეალური სამყარო, შემოსილი უფაქიზესი,
დახვეწილი ზღაპრულობით. ალტდორფერის სურათების თემატიკა, უმეტესად,
ბიბლიურ-მითოლოგიურია, თუმცა მათში ყოფა-ცხოვრების ჟანრის ელემენტებიცაა
შერწყმული. ეს ყოფითი დეტალები, პეიზაჟურ ფონთა სიმდიდრე და ტიპაჟთა
გამომსახველობა, ცხოველმყოფელ უნარს ანიჭებს ალტდორფერის შემოქმედებას.
ადრეული შემოქმედეებიდან გამოყოფენ სურათებს: «სულის მოთქმა ეგვიპტის
გზაზე» (1510 წ. ბერლინი), «ქრისტეს დაბადება» – ღამის განათების ეფექტური
გადმოცემით. ცნობილია და თავისებურად უნიკალურია მხატვრის «ალექსანდრე
მაკედონელის ბრძოლა დარიოსთან» (1529 წ. მიუნხენი). ეს ბრძოლა ასახულია
ფანტასმაგორიულ, ძალზე უცნაურ ლანდშაფტზე, რომელიც ტილოს სამყაროულ
ხასიათს ანიჭებს. შექმნილი აქვს უამრავი პეიზაჟი. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი
«წმინდა გიორგი ტყეში» (1510 . მიუნხენი), «ალპუური პეიზაჟი» (დაახლ. 1532 წ.).
ალტდორფერი გერმანული ფერწერის წმინდა პეიზაჟური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე
ადრეული წარმომადეგნელია. მის მონუმენტურ ნაწარმოებებში შედის წმ.
ფლორიანას საკურთხევლის ციკლი «ლეგენდა წმ. ფლორიანას შესახებ» (დაახლ. 1520
წ.), რომელშიც გვიანგოტიკური მანერების შტრიხები შეინიშნება. იგი გრავიურის
სფეროშიც მუშაობდა, სხვათა შორის ფერადოვან გრავიურაში («მადონა»).
სიცოცხლის ბოლოსკენ ოფორტის ტექნიკასაც მიმართავდა.
ალთეა (არა ალფეა) ალთაია (Aლტჰაია ლათ. Aლტჰაეა) – ეტოლის მეფის
ასული. მოკლა შვილი, რითაც აასრულა წინასწარმეტყველება: «ეს ბავშვი მანამ
იცოცხლებს, სანამ ეს მუგუზალი არ ჩაიფერფლებაო.» დედამ მუგუზალი შეინახა,

323
მაგრამ, როცა ვაჟმა დახოცა ბიძები, დედამ ვერ აიტანა და მუგუზაზლი ცეცხლში
ჩააგდო.
ალთემენე (ლათ. ალტჰემენეს) – კრეტის მეფის ძე. ოიდიპოეივით შეუცნობლად
მოკლა საკუთარი მამა.

ალტერაცია (ლათ. ალტერატიო) – მექანიკური, ქიმიური, ელექტრული თუ სხვა


ფაქტორის ზეგავლენით უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს სტრუქტურის
ცვლილებები, რასაც თან ცხოველმოქმედების დარღვევა სდევს.
ალტერირებული აკორდი – (მუს.) ერთ-ერთი რომელიმე დონის ამაღლების ან
დადაბლების შედეგად სახეშეცვლილი აკორდი

ალტერნატივა (ლათ. ალტერნუს – მონაცვლეობითი) – ორი ან რამდენიმე


ყრთიერთგამომრიცხავი შესაძლებლობიდან ერთის არჩევის აუცილებლობა.
ალტერნატივა – იხ.
ალტი – 1. პარტია გუნდში ან ვოკალურ ანსამბლში, რომელიც სრულდება
ბავშვის ან ქალის დაბალი (მეცო-სოპრანო, კონტრალტო) ხმით; პარტიტურაში
ნოტირებულია და ჟღერს ტენორზე მაღლა. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც
(ალტო – მაღალი, იტალ.). 2. ბავშვის დაბალი ხმა (ბიჭებთან). 3. ვიოლინოს ოჯახის
ოთხსიმიანი ხემიანი სამუსიკო საკრავი.

ალტიკიერო (ცხოვრება-მოღვაწეობის წლები უცნობია) – Mიტალიელი


ფერმწერი. მოღვაწეობდა XIV ს-ის II ნახევარში ვერონეში, პადუასა და იტალიის სხვა
ქალაქებში. იყო ავანცოს (იხ.) მასწავლებელი. თავის მოწაფეებთან ერთად მოხატა
პადუას სან-ჯორჯოს კაპელა (წმ. ლუჩიას ცხოვრება, დაახლ. 1377-1379 წ. წ.)
ალტიკიეროს შემოქმედება, ისევე, როგორც ავანცოსი, ახლოს დგას ჯოტოს
შემოქმედებით პრინციპებთან.
ალტიკიერო (ცხოვრების წლები უცნობია) – იტალიელი ფერმწერი. მუშაობდა
ვერონაში, პადუასა და სხვა ქალაქებში XIV ს. II ნახევარში. ავანცო მასწავლებელი
იყო. მოსწავლეებთან ერთად მოხატა პადუის კაპელა სან-ჯორჯო (წმ. ლუჩიას
ცხოვრება, დაახლ. 1377-1379 წ. წ.). ა-ს შემოქმედების მნიშვნელოვნობა, როგორც
ავანცოსი, განისაზღვრება ჯოტოს პრინციპების სიახლოვით.
ალტის გასაღები – «დო»ს (ც) სისტემის ერთ-ერთი გასაღები, რომელიც
აღნიშნავს, რომ I ოქტავის დო (ც1) მდებარეობს სანოტო სისტემის III ზაზზე. ალტის
გასაღები წარმოადგენს ლათინური ასო ც-ს დროთა განმავლობაში დამახინჯებულ
დამწერლობას.
ალტისი (Aლტის -ტის) – ზევსის ტაძრის წმინდა ჭალა ოლიმპოში. ჰერაკლეს
ხელით ნაგები. ??????????

ალტო – იხ.
ალტრუიზმი (ალტერ – სხვა, მეორე) – ზნეობრივი მოღვაწეობის წესი, რაც
ადამიანის მოვალეობად ცნობს დააყენოს მოვასის ინტერესები და საერთო
კეთილდღეობა პირად იტერესებზე მაღლა; სულის განწყობა, რაც გამოხატავს
მზადყოფნას მსხვერპლი გაიღოს მოყვასთა და საერთო კეთილდღეობისათვის.
ტერმინი ა. ეგოიზმის საპირისპიროდ შემოიტანა ო. კონტმა.
ალტრუიზმი (ფრ. ალტრუისმე <ლათ. ალტერ – სხვა) – მორალური პრინციპი,
რომელიც ადამიანს უწესებს საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვას, «მოყვასისადმი»

324
უანგარო სამსახურს, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას სხვათა ინტერესების
წინაშე. მორალის თეორიაში ტერმინი ა. შემოიტანა ფრანგმა ფილოსოფოსმა და
სოციოლოგმა კონტმა, რომელმაც ეს პრინციპი თავის ეთიკურ სისტემას დაუდო
საფუძვლად. კონტი თვლიდა, რომ საზოგადოების მორალური სრულყოფის მიღწევა
შესაძლებელია ადამიანებში განსაკუთრებული საზოგადოებრივი გრძნობის – ა-ს
აღზრდის გზით, რომელიც მათს ეგოიზმს უნდა დაუპირისპირდეს. მსგავსი იდეები
ვითარდებოდა ადრეც – შავტსბერის, ჰაჩისონის, ა. სმითის მიერ. ა-ს ბურჟუაზიული
გაგება ეფუძნება წარმოდგენას, რომ ადამიანები თავისი ბუნებით ეგოისტები არიან
და რომ ეს მათი «ბუნებრივი» მიდრეკილება შეიძლება დავამარცხოთ ადამიანის
მორალური აღზრდით. ასე და ამგვარად, ნურჟუაზიული საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი ადამიანთა ინტერესების წინააღმდეგობრიობის დაძლევას
გვთავაზობენ არა საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნის გზით, არამედ
პიროვნების თვითსრულყოფის საფუძველზე (თვითაღზრდა). პრაქტიკულად კი ა
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ როგორც
კერძო ქველმოქმედება (ფილანთროპია), როგორც «მოყვასისათვის» უანგარო
დახმარება პიროვნულად, ეკონომიკური ურთიერთობების კანონების
საწინააღმდეგოდ, რომლებიც აუცილებლად ანგარებიანია. სოციალიზმის პირობებში
ა-ს პრინციპი მნიშვნელობას ინარჩუნებს ძირითადად პიროვნული ურთიერთობების
სფეროში (ერთმანეთისათვის კერძო მომსახურების, დახმარების გაწევა და სხვ.),
ხოლო საზოგადოებრივად სასარგებლო მოღვაწეობის სფეროში, შრომაში, როგორც
ლენინმა დაგვანახა, ადამიანები ემსახურებიან არა თავის «მოყვასებს», არამედ
ყველას, მთელ საზოგადოებას (ტ. 39 გვ. 22), სხვა სიტყვებით, არა მარტო ცალკეულ
ადამიანებს უწევენ მომსახურებას, არამედ შრომობენ მთელი ხალხის
საკეთილდღეოდ. არა ცალკეული და თავის და სხვის ინტერესებთან
დაპირისპირებული, არამედ მათი საბოლოო ერთიანობა, ყველა მშრომელის
მიზნების ერთიანობით განსაზღვრული, ძევს კომუნისტური ზნეობრიობის
პრინციპების სფუძველში (კოლექტივიზმი, ადამიანი და საზოგადოება).
ალტრუიზმი (ლათ. ალტერ – სხვა) – ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს
სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს. ეგოიზმის საპირისპირო ცნება. ტერმინი
შემოიტანა კანტმა. იგი ერწყმის რელიგიურ მორალურ მოძღვრებებს მოყვასის
სიყვარულზე, ყოვლის პატიებაზე.
ალტრუიზმი (ლათ. ალტრუისმ) – იხ. ალტერ. .
ალუეი – (ცირკი) მანეჟზე ცხენის სხვადასხვაგვარი სვლა.
ა-ლუ-ლიმ – ერთ-ერთი შუმერული ქალაქის მეფე.

ალუმინი - Aლ (ლათ. Aლუმინიუმ), მენდელეევის პერიოდული სისტემის III


ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი 13. ატომური მასა 26,815. დედამიწის
ქერქი შეიცავს 8,80% ალუმინს. ეს გავრცელებადობით მესამე ადგილზეა ჩვენს
პლანეტაზე ჟანგბადისა და კაჟბადის შემდეგ. ის შედის თიხის, მინდვრის შპატის
(კაჟშპატის), ქარსის შემადგენლობაში. ალუმინის უმნიშვნელოვანესი მინერალი -
ბოქსიტი შეიცავს 28-60% თიხამიწას - ალუმინის ოქსიდს Aლ2O3. ალუმინი ბუნებაში
ყველაზე გავრცელებული მეტალია, მაგრამ შედარებით სუფთა სახით პირველად
მიიღო იგი დანიელმა ფიზიკოსმა ჰ. ერსტედმა მხოლოდ 1825 წ. გერმანელმა
ქიმიკოსმა ფ. ველერმა მიიღო მეტალური ალუმინი ზოდის სახით. 1854 წ. ფრანგმა ა.
სენტ-კლერ დევილმა პირველ დაამზადა მეტალი ელექტროლიზის მეშვეობით.

325
ალუმინი - მსუბუქია (2,7 მ/სმ2), ვერცხლისფერი მეტალია. ის კარგად ატარებს
სითბოს და ელექტროობას. ქიმიურად აქტიურია. ადვილად იჟანგება ჟანგბადით,
თუმცა, მხოლოდ ზედაპირზე. ოქსიდური ფისი Aლ2O3 საგულდაგულოდ იცავს
მეტალს შემდგომი დაჟანგვისაგან, მაგრამ თუკი ალუმინის ფხვნილს ანდა ალუმინის
ფოლგას (კილიტას) ძლიერად გავრცელებით, მეტალი დაიწყება დამაბრმავებელი
ალით და გადაიქცევა იმავე ოქსიდად. ალუმინი იხსნება მარილმჟავასა და
გოგირდმჟავაში, ასევე ტუტეთა წყალხსნარებში. ნორმალური ტემპერატურისას
რეაგირებს ქლორთან და ბრომთან, ხოლო ფტორთან, იოდთან და ჟანგბადთან -
მხოლოდ გაცხელებისას. ნაერთთა უმრავლესობაში ალუმინი სამვალენტოვანია,
მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე მას შეუძლია გამოავლინოს დაჟანგვის ხარისხი +1. ამ
მეტალის ნაერთთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია, აშკარაა, ოქსიდი Aლ3O3. ამ
ფორმულით გამოისახება თიხამიწისა და ძალზე მტკიცე მინერალის კორუნდის
შემადგენლობა, მისი გამჭვირვალე კრისტალები, მინარევებით შეფერადებულს
ცისფერად, საფირონს უწოდებენ. წითლად - ლალს. ლალსა და საფირონს ჩვენს
დროში ხელოვნური გზით იღებენ სამრეწველო მასშტაბით. კიდევ დიდხანს მას
შემდეგ, რაც ალუმინი მიიღეს სუფთა სახით. ეს მეტალი რჩებოდა ძალზე იშვიათად
და ძვირფასად. მისი გამოყოფა ბუნებრივი ნაერთებისგან ძნელია, ვინაიდან ძალზე
ძლიერადაა დაკავშირებული მათში ჟანგბადთან და სხვა ელემენტებთან. ალუმინი
შეიძლება მივიღოთ ელექტროლიზით ალუმინის ოქსიდის გალღობისას, მაგრამ ეს
ნივთიერება ლღვება მხოლოდ 20500 ჩ-ზე, ამიტომ საჭიროებს ენერგიის ძალზე დიდ
დანახარჯებს. ტექნიკურად მნიშვნელოვან მეტალად შეიძლება ქცეულიყო ალუმინი
მხოლოდ იმ პირობით, რომ მიკვლეულ იქნებოდა ხერხი ალუმინის ოქსიდის
ლღობის ტემპერატურა შევამციროთ 10000 ჩ-მდე მაინც. ასეთი «შემოვლითი
მანევრით» გამოძებნეს თითქმის ერთდროულად ამერიკელმა ჩ. პოლმა და ფრანგმა პ.
ერუმ. მათ დაადგინეს, რომ თიხამიწა კარგად იხსნება გამღვალ კრიოლიტში -
მინერალში შემადგენლობით AლF3·3NაF. ამ ნალღობს უტარებენ ელექტროლიზს
სულ რაღაც -9500ჩ ტემპერატურაზე ალუმინის საწარმოში. თუმცა მალევე პოლისა და
ერუს აღმოჩენების შემდგომ გაირკვა, რომ დედამიწაზე კრიოლიტის ძალზე მცირეა.
ორგანიზებულ იქნა სინთეტიკური კრიოლიტის წარმოება და ახლა ალუმინი
ყველაზე იაფია ყველა ფერად მეტალს შორის. მსოფლიოში ნაწარმოები ალუმინის
დიდი ნაწილი გამოიყენება მსუბუქი შენადნობების მისაღებად. ალუმინს უმატებენ
სპილენძს, მაგნიუმს, კაჟს, მარგანეცს, მისი სიმტკიცე რომ ავამაღლოთ. ალუმინი
მთავარი მეტალია ჩვენი დროის საავიაციო ტექნიკისა. აგრეთვე სატრანსპორტო
მანქანათმშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობაში და ელექტროტექნიკაში. ალუმინი
ძალზე ტექნოლოგიური მეტალია. ის შეიძლება დავამუშაოთ წნევით ნორმალური და
ოდნავ აწეული ტემპერატურებისას. ნაკეთობები მისგან შეიძლება დამზადდეს
მლინვით, გაჭიმვა-გაწელვით, შტამპვით, ჭედვით, წნეხვით (წაბერვით).

ალუვიუმი (ლათ. გეოლოგ. Aლლუვიუმ) – მდინარის წვრილმარცვლოვანი


დანალექი ნებისმიერი ტიპისა.
ალვა – ჩვენში გავრცელებული წმინდა ხე.
ალვარები – ტამილი პოეტები, ვიშნუისტური პოეზიის (იგივე ბჰაქტური იხ.)
წარმომადგენლები (იხ. ვიშნყუსტური პოეზია). ყველაზე გამოჩენილი ალვარები
გახლდათ: ნამალვარი (IX ს.), ჰერიიაალვარი (VIII ს.), ტირუმანგაიჰალვარი (VIII-IX
ს.ს.) და პოეტესა ანდალი (VIII ს.).

326
ალვები (სკანდ. მით.) – ბუნების სულები. არიან კეთილნი – შუქია, ანუ
ნათელი ალვები, რომლებიც ციურ სავანეში ბინადრობენ (იხ. ალვჰეიმი) და ბოროტნი
(ბინადრობენ მიწაში). ალვები იგივდებიან ევროპული მითოლოგიის ელფებთან (იხ.
ელფები). ალვებისაგან იშვნენ ნორნები (იხ.), მხოლოდ გარკვეული რიგისა და
სახეობისა (არიან ღმერთებისა და ჯუჯა-ცვერგების – დვერგების (იხ.)
წარმოშობისანიც).
ალვეოლები (ლათ. ალვეოლოს «ბუშტულა») – 1. ფილტვებში ბრონქების
ბოლოებზე არსებული ნამცეცა, უწვრილესი ბურთულაკები, სადაც სუნთქვისას ჰაერი
ჯერ ხახაში, შემდეგ ხორხის ტრაქეების (იხ.) და ბრონქების (იხ.) გავლით ხვდება.
ალვეოლები დასერილია ხშირი სისხლძარღვებით – კაპილარებით. ამ
კაპიილარებით ჟანგბადი გადადის სისხლში, ხოლო ნახშირორჟანგის გაზები უკან
მოიქცევიან, რათა გამოიყონ ორგანიზმიდან. გაცვლის სიჩქარე მაღალია, რადგან
ალვეოლების საერთო ზედაპირი უზარმაზარია (მაგ: ადამიანისა 100 მ2-ს აღემატება).
სისხლში გაზები უკავშირდებიან განსაკუთრებულ ცილებს – ჰემოგლობინს (იხ. იხ.
ჰემოგლობინი, «ამინომჟავები და ცილები»). ფილტვებში ჰემოგლობინს უერთდება
ჟანგბადი და იქცევა ოქსიჰემოგლობინად. უკანა გზაზე ნახშირორჟანგის გაზები,
როგორც ჟანგბადი, უკავშირდება ჰემოგლობინს; 2. ღრმულები ყბის არეში, ფოსოები,
სადაც კბილთა ფესვებია განლაგებული; 3. ნუნები.
ალვჰეიმი (სკანდ. მით.) – შუქია ალვების (იხ.) და ფრეირას ციური სავანე-
საცხოვრისი (იხ. ბნელი ალვები).
ალვინი (Aლვინ), ლუი ჟოზეფ – (1806-1877 წ. წ.) ბელგიელი პოეტი, კრიტიკოსი.
დაწერა ტრაგედია «შარდანაპალე», კომედიები, პოემები – «Eნფანცე დე ჟსუს» და
სხვ.
ალ-ყარაუინი (ფესოში) – შუა საუკუნეების მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს
მუსლიმურ უნივერსიტეტს.

ალ-ყარაუინი – შუა საუკუნეთა მეჩეთი. წარმოადგენდა უდიდეს მუსლიმურ


უნივერსიტეტს.
ალხარიზი – იხ. იეგუდა ალხარიზი.

ამა (ებრ.) ამია (ქალგ.) დედა. სეფურა ბინას (იხ.)სახელი, რომლის


«ღვთაებრივი სახელი არს იეღოვა» და რომელიც წოდებულია ციურ დედად.

ამა (იაპ.) მეთევზეები.ამას ეთნიკური კუთვნილების შესახებ იაპონელი


ეთნოგრაფი ხაბარ მატაკიტი უშვებს ჰიპოთეზას, რომ ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიიდან უნდა ყოფილიყვნენ და მათ სამხრეთ-აზიის ზღვის ბოშებთან კავშირებდა.
ამა «დედა».
ამა--გი – «დედასთან დაბრუნება». ლაგაშის ხალხი გაიფანტა, მაგრამ კვლავ
უკან დაბრუნდა. «განთავისუფლება».
ამაცირგები ბერძნული ტომი მაროკოში ჩრდილო უტლასსა და რივში.
ამაცუმარა იაპონ. ღვთაებრივი მჭედელი, მჭედლობის მფარველი ღვთაება,
რომლის მთავარი ნახელავია ჯადოსნური სარკე, რომლის საშუალებითაც
ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოიტყუებენ. ამაცუმარას მითიური სარკე დღემდე
იაპონელი იმპერატორების ერთ-ერთი რეგალიაა (სამეფო ნიშანი).
ამა-დინგირ-რე-ნე «დედა ღმერთებისა».

327
ამადის გალელი (Aმადის დე Gაულა) – რაინდული რომანის გმირი. რომანში
აღწერილია უელსელი უფლისწულის ამადის გალელისა და ინგლისის მეფის
ასულის ორიანას სიყვარულის ამბავი. ნაწარმოებს იჩემებენ ესპანელებიცა და
პორტუგალიელებიც. ავტორი და თარიღი დაუდგენელია.
ამა-დუმუ-დუმუ-ნე «დედა მრავალთა შვილთა».
ამა-ე-უ-ან-ეი ქალღმერთ ნამმუს ან ნამ-მუდ-ისერთ-ერთი ეპითეტი (იხ ნამმიუ)
«მშობელი დედა ცისა და მიწისა».
ამა-გეშთინანა – ტაძარი ლაგაშში. დაარბიეს აემალელებმა.
ამალაკა – არქიტექტურული ელემენტი. სახელწოდება წარმომდგარია იგივე
სახელის მქონე ხიდისგან. შემოსაზღვრავს ჩრდ. ინდოეთის ტაძრების ზედა ოვალურ
კონსტრუქციებს.
ამალამ მულამ (სანსკრიტ. ამალამ მულამ) – 1. სიტყვასიტყვით «უფესვო ფესვი»;
2. ვედანტისტთა მულაჰრაკრიტი, სულიერი «ძირი ბუნებისა».

ამალეკიტნი – ძვ. პალესტინის სამხრეთში მომთაბარე ტომი, ისავის


შვილიშვილის ამალეკის შთამომავლები, დაიმორჩილეს საულმა და დავითმა.
ამალია, ანუ მარია ა. ფრედერიკა ავგუსტა – საქსონიის ჰერცოგი, საქსონიის
ჰერცოგის იოანე I-ის უფროსი და, 1794-1870 წ. წ., დრამატული მწერალი, იყენებდა
ფსევდონიმს – ამალია გეიტერი. კომედიების ავტორი ბურჟუაზიულ ყოფაზე.
ნაწარმოებები, ექვს ტომად, 1873-1874 წ. წ.

ამალოგი (ბერძ. ანალოგოს შესაბამისი) – შემეცნების თეორიის ტერმინი,


რომელიც იდეალურ ობიექტს აღნიშნავს, ადეკვატურად ასახავს, რომელიმე
მატერიალურ საგანს, პროცესს, კანონზომიერებას.

ამალრიკ ბენელი (Aმალრიც დე Bენე), ამორი ბენელი (Aმაურყ დე Bენე) –


ღვთისმეტყველების პროფესორი პარიზის უნივერსიტეტში, პანთეისტი,
დაადანაშაულეს ერესში, უარყო თავისი მოძღვრება და ამის შემდეგ მალე
გარდაიცვალა (1207 წ.). მის მიმდევრებს, ამალრიკელებს, ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს,
ხოლო მოძღვრება დაგმეს 1210-1215 წლებში.

ამალთეა – ბერძ. ასე ერქვა იმ თხას (სხვა ვერსიით: ნიმფას), რომელმაც


გამოკვება ზევსი თავისი რძით კუნძულ კრეტაზე. სწორედ იქ გადამალა დედა –
რეამ თავისი ახალშობილი ძე – ზევსი., რათა აარ გადაეყლაპა მამა კრონოსს.
როდესაც ზევსი ოლიმპოსზე დამკვიდრდა, ამალთეა ცად აღაზევა (დღეს მეეტლის
თანავარსკვლავედში უდიდეს ვარსკვლავს ეწოდება «კაპელლა», რაც ნიშნავს
«თხას»). ამალთეა ზევსს განსაკუთრებულად უყვარდა. როდესაც ამალთეას რქა
მოტყდა, ზევსმა მას თავისი ღვთაებრივი ხელი შეახო და დალოცა. მას შემდეგ ამ რქას
საოცარი თვისება გაუჩნდა. იგი მუდამ სავსე იყო იმით, რასაც მისი მფლობელი
მოისურვებდა. სწორედ ამიტომ შეერქვა მას «სიუხვის რქა». ხოლო როდესაც
კეთილმა ამალთეამ თავისი ცხოვრება დაასრულა, მისი ტყავისაგან ზევსმა გააკეთა
ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტრის იარაღი. ასე გაჩნდა ეგისი, საოცარი
აღსაჭურველი, რომელიც თან ჰქონდა ზევსს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუპიტერის
სიახლოვით მეორე თანამგზავრს ამალთეა შეარქვეს მოგვიანებით.
ამალთეა – ღვთაებრივი თხა თუ ნიმფა, რომელმაც კრეტაზე გადამალული ყრმა
ზევსი გამოკვება. ზევსმა თხის წატეხილი რქა ნიმფებს აჩუქა, რომელთაც იგი

328
მარადიული სიუხვისა და ბედნიერების წყაროდ აქციეს. ხელოვნებაში იგივე
ნატვრისთვალი. ხოლო თვითონ თხა ვარსკვლავად აქცია.
ამამი (ძვ. ეგვიპტ.) – «შთანმთქმელი», იგივე ამამეტის ამ-მიტი – «მკვდართა
შთანმთქმელი» მდედრი ურჩხული. «მკვდართა წიგნის» სამსჯავროს სცენაზე იგი
თოტის (იხ.) ზურგს უკან დგას. მოთმინებით ელოდება მსხვერპლს – ცოდვებით
დამძიმებულ გულს (იხ.). ორმაგი კანონის ანუ ჭეშმარიტების დარბაზი (ტაძარი).

ამანასა (სანსკრიტ. ამანასა) – «გონების წართმევა». 1. პიანეტის ადრეული


რასები; 2. ინდუსთა გარკვეული ღმერთები.
ამანატი, ბართოლომეო (1511-1592 წ. წ.) (ფლორენცია) - იტალიელი
არქიტექტორი და მოქანდაკე. შემოქმედების ადრეული პერიოდი უკავშირდება რომს.
ფლორენციაში გადასვლის შემდეგ ფართო აღიარება მოიპოვა. მისი სტილი
თანხვდომილია მაღალი აღორძინების ეპოქის რენესანსული ხუროთმოძღვრების
შტრიხებისა და ესთეტიკური მანერიზმის ელემენტებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი
ძეგლებია პალაცო პიტტის ეზოს ფასადი (დაიწყო დაახლ. 1560 წ-ს); ბობოლის ბაღის
გეგმარი, სანტა-ტრინიტას ქანდაკებებით დამშვენებული ხიდი ფლორენციაში (1560-
იანი წ. წ-ის მიწურული). იგი, როგორც მოქანდაკე ბევრს მუშოაბდა. უპირატესობას ამ
სფეროში ანტიკური მითოლოგიის თემატიკას ანიჭებდა. ამ მხრივ აღსანიშNავია მისი
«დედა», შადრევანი «ნეპტუნი» (ფლორენცია).
ამანი – ატაქსერქსეს პირველი ვეზირი (იხ. ჰამან ჰამდათას ძე; ესთერი).
ამანი – სპარსელი დიდგვაროვანი არტაქსერქსეს სამეფო კარზე, ჩაიფიქრა
ებრაელთა გაჟლეტა, მაგრამ ამ ჩანაფიქრის განხორციელებამდე სახრჩობელაზე
თვითონ ჩამოკიდეს, რომელიც ებრაელი მორდოხაისთვის ჰქონდა მომზადებული.

ამანტი ბარტოლომეო (1511-1592 წ. წ. ფლორენცია) – სიტალიელი


არქიტექტორი და მოქანდაკე. შემოქმედების ადრეულ წლებში რომში მოღვაწეობდა.
ფლორენციაში გადასვლის შემდეგ ცნობილი ხდება. ა-ს სტილი აერთებს მაღალი
აღორძინების ეპოქის ენესანსული ხუროთმოძღვრების ნიშან-თვისებებსა და
მანერიზმის ესთეტიკის ელემენტებს. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:
პალაცო პიტის ეზოს ფასადი (დაიწყეს დაახლ. 1560 წ.), ბობოლის ბაღების
დაგეგმარება, სანტა-ტრინიტის ხიდი ფლორენციაში (1560-იანი წლების დასასრული),
ქანდაკებით დამშენებული. ა. ბევრს მუშაობდა როგორც მოქანდაკე, ამჯობინებდა
ანტიკურ მითოლოგიურ თემატიკას («დედა», შადრევანი «ნეპტუნი», ფლორებცია).

ამა-პა-ლილ-ე-თუ-დინგირშარ-შარ-რა-ქე-ნე – «წინაპართა დედა, მშობელი


მრავალთა ღმერთისთა». ქალღმერთ ნამუს მეორე ეპითეტი.
ამარ დალი – გვიანი შუასაუკუნეების სიქჰი პოეტი, გურუ. შესულია კრებულში
– «ადიგრანტჰ»-ში (იხ.).

ამარ დასა (1552-1574 წ.წ.) – სიქჰი პოეტი, გურუ. «ადიგრანტჰ»-ის (იხ.) –


«წმიდა წიგის» პირველი ხუთეულის პოეტი («წმიდა წიგნში» შეიყვანა არჯუნამ. იხ.).
ამარანტები – მთები, სადაც სათავეს იღებს ფაზისი (ღიონი).პრომეთე სწორედ
ამ მთაზე უნდა ყოფილიყო მიჯაჭული – ამტკიცებს აპოლონოს როდოსელი,
რომელსაც ბევრი მეცნიერი უჭერს მხარს. მათ შორის სტრაბონი, ა. ურუშაძე, პ.
ინგოროყვა.
ამარანტიოსი – ფაზისი. «არგ.».

329
ამარასინჰა (V-VI ს. ს.) – სანსკრიტული ლექსიკონის – «ამარაკოშას»
შემდგენელი . ლექსიკოში მოცემული სხვადასხვა სოციალური თუ ბუნებრივი
მოვლენა , ცნება თუ საგანი ჩამოყალიბებულია სინონიმური რიგით. ვარაუდობენ,
რომ ამარასინჰის ნიმუშად უფრო ადრინდელი წარმოშობის (შექმნილი??)
სინონიმური ლექსიკონი უნდა ჰქონოდა.»ამარაკოშა»სამი ძირითადი განყოფილებისა
და რამდენიმე ქვეგანყოფილებისგანაა შედგენილი.

ამარავანტი – ინდ. «უკვდავთა სამყოფელი», ინდრას სამეფო ქალაქი,


ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში,
მერუს მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. ცოდვილთათვის იგი უხილავია. ქალაქის
შესასვლელს დარაჯობს ღვთიური სპილო, ყველა სპილოს წინაპარი, რომელზეც
ამხედრებული ინდრა მოივლის თავის სამფლობელოს. ქალაქში ასი სასახლეა,
ყველაზე დიდში და უმშვენიერესში, ლოტოსებით დამშვენებულში, ინდრას ტახტი
დგას. აქ ზის იგი, ღმერთებითა და ბრძენი ხალხით გარშემორტყმული. ქლაქში
მარადმწვანე ბაღებია, არც სიცივე და არც სიცხე აწუხებთ მის მკვიდრთ, მათ არ იციან
არც შიში, არც სიბერე, არც სნეულება. მოკვდავთაგან აქ მხოლოდ კეთილშობილნი,
ღვაწლის აღმსრულებელი ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ, აგრეთვე
ისინიც, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ.
ამარავატი – ინდური მითოლოგიით ღმერთთა მეუფის, იმდრას ციური
დედაქალაქი – ათასკარიბჭოვანი, აღვსილი ოქროთი და ძვირფასი ქვებით. გზა
მისკენ ჩრდილოეთის მთებზე, მთა მერუს (იხ.) მწვერვალამდე ადის. აქიდან –
უგრძეს ვარსკვლავურ გზებზე. ცის ბინადართა ქალაქი უხილავია ცოდვილ
მოკვდავთათვის. ამ ქალაქს ახლავს საკვირველი და საუცხოო კორომი ნანდა ნისა,
სადაც ისვენებენ ღმერთები და შვიდი ციური ბრძენი (იხ.). ქალაქის შესასვლელთან
დგას ინდრას თეთრი სპილო აირავატა – მცველი ღმერთების სიმშვიდისა. ქალაქში
ასი უმშვენიერესი სასახლეა. მათგან ყველაზე დიდებული ინდრასია – აგებული
მისივე ხელით. აქ ყველაზე მორჭმით ზის ინდრა, მეუღლის – შაჩის (იხ.)
უზარმაზარი მარაოს ქვეშ, გარემოცული ღმერთებითა და შვიდი ციური ღვთაებით.
აქ, ამ სასახლეში მოდიან ბრძოლაში დაცემული გმირები. აქ ხარობს ჰარიჯატა (იხ.),
ხე კეთილსურნელოვანი ყვავილებით, რომელიც ინდრამ ოკეანის დღვენისას
მოიპოვა და თავის გულისსწორს, – მეუღლეს – ქალღმერთ შაჩის მიართვა. მის
მარად მოყვავილე ბაღებმა არ იციან არც სიცხე, არც სიცივე, აქ არ მეფობს სიბერე,
სენი და შიში. სმენას ატკბობს და თვალს ახარებს ციურ მუტრიბთა და მოცეკვავეთა
– აჰსართა და განდჰავთა (იხ. იხ.) მელოდიები და ცეკვები. აქ ღებულობს ღმერთთა
მეუფე ბრძოლებში დაღუპულ გმირებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც კეთილად
აღასრულეს თავიანთი ვალი მიწიერ ცხოვრებაში. აქ ელით მათ მარადიული
სიმშვიდე და ნეტარება. ერთხელ, ზეციური ქალაქის სიმშბიდე ვაჯრანგამ (იხ.) შეძრა,
როცა მოვიდა დედის – დიტის (იხ.) სურვილით, ინდრა დაატყვევა, მაგრამ ბრაჰმას
სურვილით ინდრას მეუფება აღდგენილ იქნა. ერთხელაც ასურმა მახიშამ (იხ.) დაძრა
ამ ქალაქისაკენ თავისი უძლეველი დემონი მეომრები.

ამარავატი – სამხრეთ ინდიელთა ქალაქი .ეპიგრაფიკული მოწმობით, ეს ის


ცენტრი გახლავთ, სადაც ადრემაჰაიანური (იხ. მაჰაიანიზმი) დოქტრინები
ჩამოყალიბდა. ამარავატის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უამრავი
ბუდისტური გუჯარ-სიგელი (საბოძვარი წარწერები) გვიმოწმებს, თუ რა ფართოდ

330
გავრცელდა ბუდიზმი სამხრეთ ინდოეთში პალავთა დინასტიის მმართველობის
პერიოდში (II-III ს. ს.). უამრავი გვიანდელი წარწერა მნიშვნელოვანი ისტორიული
ცნობის წყაროა. ისინი მოგვითხრობენ ამ ქალაქის ცხოვრებაზე, მის სავაჭრო
ურთიერთობებზე ქვეყნის ჩრდილო და აღმოსავლეთ რაიონებთან. დიდად
საინტერესოა ვერცხლისა «დამღიანი (კლემოიანი) მონეტები» (დაახლ. 6 ათასი
ცალი), რომლებზეც სხვადასხვა სიმბოლოები იყო გამოსახული. ამ ქალაქს
უკავშირდება ჩვ. წ-ის პირველი საუკუნეების ბუდისტური ხელოვნების აყვავება,
თუმცა ამარავატის ადრეული სტუპები და სხვა საკულტო ნაგებობანი ჩვ. წ-მდე I
ათასწლეულის მიწურულშია შექმნილი. დიდად იყო ცნობილი ამარავატას
ქანდაკების სკოლა. ეს მოქანდაკეები თავიანთ რელიეფებზე ჯაკატის ყოფით
სიუჟეტებს ასახავდნენ (ბუდას დაბადებას, მის პირველ გასვლას და ა. შ.). რელიეფთა
კომპოზივიები გამოირჩეოდნენ მკაცრი სკრუპულოზურობით, მოფიქრებულობით,
აწონილ-დაწონილობით, მასიური სცენების დიდი ემოციურობით,
ექსპრესიულობითა და დინამიურობით. ქვაზე კვეთის შეუდარებელ ოსტატობაზე
მეტყველებენ სტუპათა ზღუდე-გალავნის გლაპტიკა (II ს. ჩვ. ს-ით).

ამარბის პერიოდი – კულტურის ისტორიაში, ფაქტიურად, ყველაზე მოკლე,


მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა
– 1419 დაახლ 1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე. კერძოდ, ესაა სამიათასწლოვანი ეგვიპტური
კულტურისა და ხელოვნების ხანა, რომელიც XVIII დინასტიის ფარაონების (ჩვ. წ-
მდე 1419-1400 წ. წ.)ფარაონობისა და რეფორმატორული მოღვაწეობის შედეგად
ჩამოყალიბდა (ზოგი მკვლევარი მთელი ამ რეფორმაციის ავტორად კონსორტა
ნეფერტიტს მიიჩნევს. იხ. ნეფერტიტი). ფაქტიურად ეს იყო პოლიტიკურ
სარჩულდებული რელიგიური რეფორმა, რომელმაც ლოგიკურად მოიცვა იმ დროის
ეგვიპტის სოციალური და სულიერ-კულტურული ყოფის ყველა მხარე. ამენჰოტეპ IV-
მ ეს რეფორმა მისი ტახტზე ასვლიდან მხოლოდ რამდენიმეწლის შემდეგ დაიწყო. ,
რომლის ძირითად მიზანს აბსოლუტური მონარქიის შექმნა და თებეს ქურუმების
უმაღლესი კლანის ძალებისგან ჩამოშორება წარმოადგენდა. ამ მიზნით ამენჰოტეპ IV-
მ ქვეყანაში თავისი ახალი რელიგია გამოაცხადა – ეს იყო ახალი ღმერთის – ატონის
დამკვიდრება (იხ. ატონი). ადრე ატონი – მზის დისკოს რიგითი სოლარული
ღმერთი და საერთოდ, მზის ღმერთთა ერთ-ერთი ჩვეულებრივი ჰიპოსტასი
გახლდათ. ამენჰოტეპ IV-ის მამის – ამენჰოტეპ III-ის ეპოქის (1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-
მდე) ტექსტებში ატონი პირველად იწევს წინ, როგორც მზის ღმერთი. ამენჰოტეპ IV-
ის დრპოდან კიამონ-რა ტოტალურად იკრძალება და ყოველი სახის წერილობით თუ
სვა ძეგლებიდან მისისახელი ამოიძირკვება. შესაბამისად, ეს იყო უდიდესი დარტყმა
თებეს ამონ-რას ქურუმების კლასის მიმართ. მზის ამ ახალი ღმერთის დამკვიდრება
მოიაზრებოდასაერთო-სახელმწიფოებრივ, ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად.
მართალია, ამენჰოტეპ III-ის დროს ეგვიპტემ თავისპოლიტიკურ-ეკონომიკურ
აპოგეას მიაღწია, მაგრამ ფარაონის ხელისუფლება არ იყო აბსოლუტური და
დესპოტური. ქვეყანა, რეალურად, სამი ხელისუფლების – საფარაონო, ქურუმებისა
და უმაღლესი სამხედრო წოდებისაგან (კასტისაგან) იმართებოდა. რელიგიური
რეფორმით იგნორირდებოდა თებელი ქურუმთა და უმაღლესი სამხედრო კასტის
ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ფარაონიერეტიკისად მოინათლა, მაგრამ ამენჰოტეპ IV-
ს უკანა არ დაუხევია. ახალი ღმერთის – ატონის პატივსაცემად მან სახელიც კი
შეიცვალა და გახდა ეხნატონი (იხ. ამენჰოტეპ IV ეხნატონი). საშუალო ფენებს
დაყრდნობილ ფარაონსქურუმობა აშკარად ვერ დაუპირისპირდა, თუმცა მასბში მისი
331
სახელის დისკრედიტირებას ახდემდა. უმოკლეს დროში, რელიგიურმა რეფორმაციამ
თავისი შედეგი გამოიღო – ეგვიპტურ პანთეონში მკვიდრდება ატონ-მზის, როგორც
ერთიანი ღმერთის კულტი, რომლის სიმბოლო სხივმფინარი ბადრო გახლდათ.
რომლიდანაც გამოფრქვეული სხივები ხელის მტევნებით ბოლოვდებოდა და,
რომლიდანაც თითქოს, აყვავება და სულიერი სინათლე ეფინებოდა ქვეყნიერებას.
ატონის ბადრო-გამოსახულებას საფარაონოურეი (იხ.) ამშვენებდა. თვით სიტყვას
«მზეს» განსაკუთრებული იეროგლიფური სტატუსით – «სამეფო»-თი
გამოხატავდნენ. ფარაონი ატონის ძედ ცხადდებოდა. თვით სახელი ფარაონისა –
ეხნატონი, – «ატონისთვის ხელსაყრელს» ნიშნავდა. ამავე პერიოდში ამენჰოტეპ IV
ეხნატონი თებეს სტოვებს და მისგან ჩრდილოეთით 450 კმ-ით დაშორებულ (თავად
ატონისაგან შერჩეულ) უდაბურ ადგილას მყისიერად აგებს ახალ დედაქალაქს –
ახეტატონს (იხ. ახეტატონი). ამარნის პერიოდი სწორედ ამ ახალ დედაქალაქს –
ახეტატონს უკავშირდება. ამარნის სახელწოდება ე. ი. თანამედროვე დასახლების
თელ-ელ-ამარნას სახელით შეერქვა, რომლის მახლობლად სულ რაღაც
თხუთმეტიოდე წელი იდგაამენჰოტეპ IV ეხნატონისა და ნეფერტიტის დიდებული
დედაქალაქი.
ამ-არ-ეთუ (1) შუმერულად «მზის ხბოს»ნიშნავს. კოსმიური მზე თავის პირველ
ამოსვლამდე წინასწარ გზავნის ნაშიერს, ხბოს, რომელიც წარმოადგენს მის
სიჭაბუკეს. ამარ – ხბო.
ამარინკევსი (Aმარინკეუს) ეპირის მეფე. მოკლეს ილიონის კედლებთან.
ამარ-ითუ (შუმერ.) – «მზის ხბო». შუმერული პანთეონის უდიდესი ღმერთი.
ბაბილონის იმპერიის ზეობის ხანაში ამრ-უთუ ბაბილონური პანთეონის მარდუქად
იქცევა (იხ. მარდუქი).
ამაღლებული – ესთეტიკური კატეგორია, გამოხატავს დიდი საზოგადოებრივი
მნიშვნელობის ხდომილობების, მოვლენების, პროცესების არსებას, რომლებიც
გავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ამაღლებული აღიქმება, როგორც ყოველი
მდაბლისა და უფერულის საპიეისპირო.

ამაღლებული თაღი – რკელისებრი მოხაზულობის თაღი, რომლის


წარმმართველი გრძელდება რკალის ცენტრის ქვევით შვეული მონაკვეთებით.

ამარნის კულტურა - ამარნის პერიოდის, ანუ რეფორმაციის ხანის ხელოვნება


გამორჩეულია თავისი შესანიშნავი თვითმყოფადობითა და ორიგინლობით. ამ
კულტურის ყველაზე უჩვეულო ფაქტი გახლდათ ის, რომ მან უარყო საუკუნეებით
დამკვიდრებული ტრადიციული, იდეალიზებული და საკრალურ გაგებამდე
აყვანილი ფარაონის ტიპი. მართალი ძველი უძლიერესი ტრადიცია რეფორმაციის
ხანაშიც ინარჩუნებდა თავის ელემენტებს, მაგრამ ცვლილებანი მაინც კარდინალური
და ხელშესახები გახლდათ. ამის ნათელი მტკიცებაა კარნაკის ატონის ტაძირს
ამენჰოტეპ IV-ის ეხნატონის კოლოსები, სადაც ერთმანეთს შეერწყა ახალი და ძველი
სტილი. ამ ქანდაკებებში იხილება არა მხოლოდ ტიპიური კანონიკური ხერხები
ძველი მონუმენტალური ხელოვნებისა, არამედ ახალი გაგება პორტრეტულობისა,
რომელიც ბუნებრივად გადმოგვცემდა ფარაონის გარეგნულ იერ-სახეს, პიროვნულ
ადამიანური ინდივიდუალიზმის ზედმიწევნითი წარმოჩენით. დამაჯერებლობის
კრიტერიუმი თავისებური პროტესტი იყო გარდასული ოფიციალური ხელოვნებისა,
რამაც სიტყვა «მატ»-ს - ჭეშმარიტებას ამარნის პერიოდის კულტურამ

332
განსაკუთრებული შინაარსით და გაგებით დატვირთა. ეხნატონის გამოსახულება
საინტერესო ნიმუშია რეალისტური დამაჯერებლობისა და ეგვიპტური
კულტურისთვის მახასიათებელი შეზღუდული განზოგადების და ნორმალურობის
ჰარმონიისა. ფარაონის თავის ფორმა, მისი უჩვეულოდ წაგრძელებული სახე, თხელი
ხელები და ვიწრო წვერი - ყველაფერი სათითადაა შემონახული და არეკლილი ახალ
ტრადიციაში, თუმცა ყველაფერი მაინც სკულფტურულ მოდელებს ეფუძნებოდა.
ახალი ტიპის პირველი ნიშნები სადემარკაციო რელიეფურ კვირბებზე აისახა,
რომლებიც ახეტანონის ახლო ტერიტორიებზე იყო განლაგებული. ფარაონთა
გამოსახულებების დამახასიათებელი ნიშნები მისი ოჯახის წევრების ფერწერულ თუ
სკულფტურულ ნაწარმოებზეც ვრცელდებოდა. აშკარა სიახლე იყო ძველ ეგვიპტური
კანონიკისათვის (იხ. ძველ ეგვიპტური კანონი). დაუშვებელი და ამ კანონით
აკრძალული პროფილური გამოსახვა. ასევე სიახლე გახლდათ პორტრეტებში
ეთნიკური შტრიხების დაცვა (მაგ. ამენჰოტეპ IV ეხნატონის დედის დედოფალ თიიას
ოქროთი და მინისებრი პასტით ინკუსტრირებული თავი). სტილური
ორიგინალობითა და თვითმყოფადობით ასევე გამოირჩევა ამარნული ფერწერა,
რომელიც ახალი კანონების გათვალისწინებით იქმნებოდა. რბილი დერწერულობისა
და დახვეწილი, დიდებული სტილიზების ნიშნებითაა შექმნილი ეხნატონის
ქალიშვილთა რელიეფური გამოსახულებანი. ამარნის ეპოქის ფერწერაში
პოლიქრომულობის ადგილს კოლორიტული სტილი იჭერს, რომელიც
კონტრასტებზე კი არა ფერთა ცვალებადობაზე, მის ჰარმონიასა და ფაქიზ
ნიუანსირებაზეა დაფუძნებული. ინტიმურ-ლირიული საწყისები მჟღავნდება
ამარნულ რელიეფებშიც, რიმლებიც ბუნებრივი პლასტიკით არიან შესრულებული
და შეიცავენ კანონიკურ ფრონტალურ გამოსახულებებს. გამოსახულებითი
ხელოვნების განვითარების კულმინაცია ამარნულ ოერიოდში გამოვლინდა ე. წ.
თუტროსის სახელოსნოს ოსტატთა შემოქმედებაში, რომლის დიდებული ნიმუშია
კონსორტა ნეფერტიტის ლურჯ ტიარიანი პოლიქრომული ბიუსტი. ამგვარი
ნიმუშები და თაბაშირის ნიღბები უამრავია აღმოჩენილი თუტმოსის სახელოსნოს
გათხრების შედეგად, რომელსაც 1912 წლის მიწურულს გერმანელი არქეოლოგი
ლუდვიგ ბორჰარდიაწარმოებდა.სამწუხაროოდ, ამარნის პერიოდის ისტორიულ
ძეგლრბს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, მხოლოდ რეკონსტრუქციებით შეგვიძლია
ახეტატონის იერ-სახის აღდგენა (იხ. ახეტატონი – ატონის რჩეული ქალაქი). ამარნის
პერიოდი ჩვიდმეტიოდე წელს მოიცავდა, თუმცა მისი ტრადიციები ამ დროით არ
ამოწურულა და იგი მომდევნო საუკუნეებშიც პოულობდა გამოძახილს., რომლის
უპირველესი თეზა და პრინციპი ასე გამოიხატა: «ჰქმენ, როგორც მე». ეს იყო
გადატრიალება ეგვიპტის ფილოსოფიასა თუ თეოსოფიაში, როცა ყოფიერებაში
გაბატონებულ მისტიციზმში იჭრება გაგების და აზროვნების რეალისტური
პრინციპი; როცა ინგრევა საუკუნოვანი ეგვიპტური მითოლოგემა და სამყაროს
ცენტრში აბსტრაჰირებული ღმერთის ადგილს «მე» – პიროვნება და
ინდივიდუალობა იკავებს. რეფორმატორი ფარაონისა და კონსორტას სიკვდილის
შემდეგ მალე დგება რესტავრაცის ხანა. ეგვიპტური ხელოვნება ისევ ამონ-რასა და
თებეს ქურუმების ძალაუფლების ქვეშ ექცევა, თუმცა ახალმა ხელოვნებამ მაინც
დაამჩნია თავისი კვალი ტუტანჰამონისა და რამზეს დიდის ეპოქებს.

ამარნული ახალი ხელოვნების ტრაქტატი – «მე ვეძებდი ინას, რაც სასარგებლო


ჩანდა... მე ვიყავი მხნე და ხალისიანი ამ ძიებისას... ეს იყო საქმე, რომლის მსგავსი
გაკეთებუულა წინაპართა დროიდან. ის, რის შექნბაც ბედმა მარგუნა, დიადი იყო. მე
333
ვქმნიდი შთამომავლობისათვის და ეს იყო ჩემი გულის ოსტატობა. ჩამთვის
უმთავრესი ცოდნა იყო... ამ ცოდნისათვის მომავალში ხოტბას შემასხამდნენ ჩემი
მიმდევარნი...» ძველეგვიპტელი ხუროთმოძღვრის ეს სიტყვები, ე, წ. ტრაქტატი,
ნათლად მიუთითებს, რომ ხელოვნებაში გაჩნდა ინდივიდუალიზმისა და
ნოვატორობის ელემენტები. ამას დიდად შეუწყო ხელი ქურუმთა და ფარაონის
ხელისუფალთა შორის გაჩენილმა კონფლიქტმა, რომელმაც ეგვიპტის ცხოვრების
თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მოწინააღმდეგე მხარეები «ბრძოლაში» ითრევდნენ
პოეტებსა და მხატვრებს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებს. აქეზებდნენ მათ,
თამამად დაერღვიათ ტრადიციებიხელოვნებაში. «არ მიჰყოლოდნენ კანონიკურს,
არამედ ემსახურათ ჭეშმარიტებისათვის». ჩვენამდე მოღწეული ღმერთ ატონისადმი
მიძღვნილი ერთი (ნეფერტიტისეულად მიჩნეული) ჰიმნი არის მაგალითი
შემოქმედებითი გამოწვევისა, როცა ღმერთთა და ფარაონთა ტრადიციული,
ტრაფარეტული, არამიწიერი სიმშვიდე-სიდიადით გამოხატულ სახეთა
ბაცვლადხელოვნებაში მკვიდრდება რეალისტური, დინამიკური, ყოფითი-
ცხოვრებისეული და სრულიად ბუნებრივი ადამიანური მოტივები. მსგავსი არაფერი
იცოდა მთელმა ძველმა აღმოსავლეთმა.ამ ეპოქის ხელოვნებაში მძლავრად იჭრება
ინდივიდის ეგოცენტრული შტრიხები. ძველ ახლოაღმოსავლეთში უკვე იკვეთება
პიროვნების გამოყოფა საზოგადოებისაგან. საზოგადოება, ნომები კარგავენ თავიანY
ისტორიულ როლს. საზოგადოების განვითარების მამოძრავებელ ძალად
გაინდივიდუალირებული «მე» იქცა.
ამარტოლი გიორგი – IX ს. II ნახევრის ბერძნული ქრონიკის ავტორი, რითაც
სარგებლობდა ჟამთაღმწერელი ნესტორი.
ამარუ (Aმარუ) – ინდიელი ეროტიკული პოეტი, «ასი გამონათქვამის»
(Aმარუსატაკა) ავტორი.
ამარუ (VII ს.) – ცნობილი ინდოელი პოეტი. ავტორია სატრფიალო ლექსებისა,
რომლებიც «ამარუშატაკიშია» («ამაუს ასი სტროფი») თავმოყრილი. ჩვენამდე ამ
კრებულის მოგვიანო რედაქციებია მოღწეული. პოეტის ლაკონიური და ბრწყინვალე
სასიყვარულო ჩანახატები მოგვითხრობს შეყვარებულთა შეხვედრებსა და გაყრაზე,
მათ დავაზე, უთანხმოებასა დაკინკლაობაზე, რომელიც ხშირად კომიკურ ელფერს
იძენს და არ ატარებს დამრიგებლურ, სამოძღვრო ხასიათს. ამარუს შატაკები ხშირად
დიალოგის ფორმითაა დაწერილი. განსხვავებით წინამორბედთაგან პოეტი ამარუ არ
იძლევა ბუნების ვრცულ აღწერებს, არ ისწრაფვის ხალხური კოლორიტის
შექმნისაკენ. მისი საყვარელი ხერხია რიტორიზმი.

ამ-აშ-ან-ქი-ა – «ფარეხი ცისა და მიწისა», სამყაროული სივრცე, საიდანაც


იბადება კოსმოსი.
ამასია – ისრაელის სამეფოს ქურუმი. მოღვაწეობდა ჩვ. წ-მდე VIII ს-ის
შუახანებისათვის. ამასისმ ჩვ. წ-მდე 755 წ-ს ბეთილის სამეფო ტაძარში ქადაგებების
გამო წინასწარმეტყველი ამოსი ისრაელიდან განდევნა (იხ. ამოს წინასწარმეტყველი).
ამასისი – ეგვიპტის ფარაონი. რამდენჯერმე Aეძლო სპარსეთის მეფის, კიროსის
შვილის – კამბისეს მოტყუება: (ერთხელ მოატყუა და თავისი ქალიშვილის ნაცვლად
ძვირფას სამსში გამოწყობილი სხვა ქალი შერთო ცოლად. მეორედ, აკლდამაში მისი
მსგავსი სხვა კაცის დამარხვა უბრძანა შვილს, თვითონ კი უბრალოდ სხვაგან
დაამარხვინა თავი. კამბისმა აკლდამიდან გამოიღო ვითომდა ამასისის გვამი და
გააშოლტინა. ასე აიცდინა ამსისმა შეურაცხყოფა სიკვდილის შემდეგაც). ჭკვიანი,

334
გონიერი და კეთილი მმართველი იყო. იგი მეგობრობდა კუნძულ სამოსის ტირან
პოლიკრატესთან და რჩევებს აძლევდა მას. (მეფობდა 569-529 წ. წ. ჩვ. წ-მდე).
ამატა (ლათ.) ლატინეს მეფის შვილი, ლავინის დედა.
ამატერასუ-ომიკამა – იაპონური პანთეონის მზის ქალღმერთი. ატარებს
გარდაცვალებისა და მკვდრეთით აღდგომის იდეას (შდრ. ოსირისი და ისიდა (ისისი),
დუმუზი და ინანა, პერსეფონე და ...). ამ ქალღმერთს ეძღვნებოდა იაპონურ-
საკულტო-სარიტუალო და რელიგიურ მისტერიათა შორის ერთ-ერთი უძველესი
მისტერია «კაგურა» (იხ.) (იხ. კვდომადი და აღდგომადი ბუნება).
ამატონგა – მცირერიცხოვანი კავრელი ხალხი სამხრეთ აფრიკაში.

ამათუსი (Aმატჰოუს -ოუტჰის) – ძვ. ქ. კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე. აქ არის


აფროდიტეს ტაძარი, რის გამოც აფროდიტეს ზედწოდებად იქცა. «აფროდიტე –
ამათუსი».
ამაუნეთი (ეგვიპტ.) - ძველ ეგვიპტურ პანთეონში ეს ქალღმერთი იშვიათად
გვხვდება. ამ სახელით, ზოგჯერ, ამონის (იხ.) ცოლს იხსენიებენ (ალბათ ეს სახელი
ცის ქალღმერთის, ამონის მეუღლის, თებეს ტრიადის ერთ-ერთიწევრის - მუტის
სახელის ვარიანტია).
ამავრიოზული იდიოტია – ნერვული სისტემის პროგრედიენტული, ორგანული
დაავადება, რომელიც ბავშვთთა ასაკში ვითარდება, ახასიათებს ჭკუასუსტობა და
სიბრმავე.
ამავროზი – მხედველობის სრული დაკარგვა.
ამაძონები (Aმაზონ მრ. Aმაზონეს) – ღმერთ არესის და ჰარმონიას ასულნი.
მითიური მეომარი დამპყრობელი ქალები. მათი სამეფო იყო მეოტიდის ტბის
(აზოვის ზღვა) სანაპიროზე, სკვითიაში, პონტიდაში, თრაკიაში, ტრიტონის ტბის
მიდამოებში, ლიბანში, აფრიკაში, ან უფრო, მცირე აზიაში. სამეფოს ცენტრი იყო
თემისკირა – კაბადოკიაში. მამაკაცებს მხოლოდ გარკვეული დროით იწვევდნენ
განაყოფიერებისათვის მეზობელი ქვეყნებიდან. სტრაბონი წერს – ამაძონებიუმეტეს
წილად კავკასიელ მამაკაცებს, ე. ი. კოლხებს უწვევდნენო, რაც მათ ჩამომავლობაზეც
მეტყველებს. ზოგი პირდაპირ კოლხ ქალთა ტომად აცხადებს.
ამაზონები (ამაძონები) 2. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ბერძნული მითოლოგიის
ამაზონები – პართენოგენული (იხ. პართენოგენები) – ქალწულებრივად
განმრავლებადი არსებები არიან.
ამაზონები – იხ. ამაძონები.

ამაზონები – ძუძუს ამპუტაცია,(?) ისრის სასროლად ხელი არ შეშლოდათ; ეს,


ერთგვარად უარის თქმა იყო დედობასა და დედობრივ მოვალეობაზე; ისინი
კაცებთან ურთიერთობის და ქალიშვილის შეძენის შემდეგ მამაკაცებს ხოცავდნენ.
ამაზონთა არსებობა მითიური ეგონათ. არქეოლოგები დღეს სხვანაირად ფიქრობენ.
ყაზახეთში რამდენიმე წ-ის წინ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს საბრძოლო იარაღებთან
(თუ იარაღებით?); ჩრდილო შავი ზღვისპირეთში იყო ტომი, რომელთაც ქალები –
მხედრები ჰყავდათ.

ამაზონელები – მით. ჩვეულებრივი ახსნით «უმკერდონი», მარცხენა ძუძუს


ამოიწვავდნენ, ვინაიდან მშვილდიდან სროლაში უშლიდათ ხელს, ბერძ.

335
გადმოცემებით – მებრძოლი ხალხი, მხოლოდ ქალები იყვნენ მათ შორის,
ცხოვრობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ამაძონი (ა-მაძოს) ბერძნულად უმკერდოს ნიშნავს – უძუძუებოს, მაგრამ


ხელოვნებაში მკერდი უჩანთ და არავითარი დამახიმჯება არ ეტყობათ. ამაძონები
ქალაქებს ანგრევდნენ, მაგრამ აშენებდნენ კიდეც. მაგ: სმირნა, ეფესო და სხვ. მათი
იარაღი მშვილდ-ისარი, შუბი, ხმალი, შუბნაჯახი, ნახევარმთვარის მოყვანილობის
ფარი იყო. (შდრ. კოლხაში მთვარე მთავარი ღვთაებაა). ამაძონთა დედოფლის
ჰიპოლიტეს (იგივე ანტიოპე) სარეცელისათვის იბრძოდა ჰერაკლე. თეზევსმა კი
ცოლად შეირთო. ხელოვნებაში უპირველეს ყოვლისა ასახელებენ ფიდიასის
«დაჭრილ ამაძონს». ცნობილია ქანდაკებები პოლ კლეტეს, ფრადმონის და სხვათა
ხელით შექმნილი. ვაზებზე გამოსახულია ამაძონთა ბრძოლის – ამაძონომაქების
სცენები. ბრწყინვალე ტილოები აქვთ შექმნილირუბენსს («ამაძონთა ბეძოლა»),
ფოიერბახს, კოკოშკას, ემილ ვოლფის. მაგრამ მაინც ყველაზე ცნობილია «ეფესოს
ამაძონებად»წოდებული ნამუშევარი, რაც პაექრობაში შექმნეს პოლიკლეტემ,
ფიდეასმა, კრუსილასმა, ფრიდმონმა. მათი სახელი ეწოდა ამერიკის ჯუნგლებში
გამავალ უდიდეს მდინარეს – ამაზიბს. გადმოცემით, მის მიდამოებში დღესაც არიან
ინდიელი ამაძონები.
ამაზონიუსი – მთები, სადაც სათავეს იღებს ამაძონთა მდ. თერმოდონტი.
(სადაც მდებარეობდა ამაძონთა მთავარი ქლაქი).

ამაძონომაქია (Aმაზონო-მაცჰე) – ამაძონთა ბრძოლა (უფრო ხშირად ბერძენთა


და ამაძონთა ომი). იგი მრავალჯერ აისახა ხელოვმებაში: ლარნაკწერაში, რელიეფზე.
ამბა (სანსკრიტ. ამბა) – შვიდ პლეიადთაგან (ციური დალამანი), ყველაზე
უფროსის სახელი (იხ. პლეიადები). ყოველი პლეიადა მეუღლეა თითოეული რიშისა
(იხ. საპტარიშა). შვიდი რიშა ცნობილი თანავარსკვლავედია, რომელიც
ასტრონომიაში «დიდი დათვის თანავარსკვლავედის» თანავარსკვლავედად იწოდება.
ამბარვალიები (ლათ. Aმბარვალია «მინდვრად ლაშქრობა») – რომაელთა მაისის
დღესასწაულები («ყანის გარშემოვლა»).
ამბარვალიები – რომაული მიწისმოქმედების დღესასწაული ცერერას
პატივსაცემად. 29 მაისს, პროცედურამიემართებოდა მინდვრების გარშემო.

ამბავი ახირაკ ბრძენისა» – არაბული ლიტერატურის (იხ.) უმნიშვნელოვანესი


ძეგლი. თარიღდება ჩვ. წ-მდე V ს-ით და მიჩნეულია არამარტო მხატვრული
ლიტერატურის დასაბამად. იგი არაბული ლიტერატურის ორიგიმალური თხზულება
უნდა იყოს. კ. ბრკელმანის აზრით კი იგი სპარსულიდან უნდა გადმოთარგმნილიყო,
თავად თხზულებას კი აქადურ სიუჟეტად მიიჩნევდა. შემონახულია ამ ძეგლის
რამდენიმე ვერსია (სირიული, არაბული, ეთიოპიური, ბერძნული, სლავური,
სომხური), რომელთაგან უძველესია არაბული (დაცულია ეგვიპტეში, ელეფანტინის
იუდეველთა კოლონიის არქივში).

ამბჰამსი (სანსკრიტ. ამბჰამსი) – კუმართა სანთ-სუჯატების მთავარი სახელი


(მნიშვნელობით «წყლები»). სანათ-სუჯატების უფრო კარგად გაგებისათვის უნდა
გავიხსენოთ, რომ უფრო გვიანდელი წარმომადგენელი სანათ-სუჯატებისა გახლდათ
მთავარანგელოზი მიქაელი (აღარ გახლავთ?) (იხ.), რომელიც თალმუდში (იხ.)
წოდებულია «წყლების პრინცად», ხოლო რომაულ-კათოლიკური ეკლესიით
336
ითვლება ზღვის ყურეთა და კონცხთა მფარველად (მართლმადიდებლურად?). სანათ-
სუჯატა – იმანკო ძე უბიწო დედისა (ამბა ანდა ადიდი, ქაოსი და სივრცე), ანდა
უსაზღვრო სივრცის წყლები (თდ. I 568).
ამბიცია ლათ. – ღირსების გრძნობა, თავმოყვარეობა.
ამბიდექსტრია – მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთნაირად ხმარება, შეიძლება
იყოს თანდაყოლილი ან სისტემატური ვარჯიშის შედეგი.
ამბიკა – უძლიერესი და დიადი ქალღმერთი, შივას (იხ.) მეუღლის – კალის
(იხ.) ერთ-ერთი სახელი.
ამბიონი – (არქიტ.) შემაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც ქადაგებენ.

ამბიონი, ბერძ. – ამაღლებული ადგილი ეკლესიის შუაგულში ანდა აღსავლის


კარის წინ კითხვისათვის, სიმღერისათვის, ქადაგებისთვის, აქ ხდება
მღვდელმთავრის შემოსვა.
ამბიონი, საფსალმუნე – (არქიტ.) 1. შემაღლებული ადგილი ეკლესიის
საკურთხევლის წინ, ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი. 2. ძვ. საბერძნეთსა და
რომში შემაღლებული ადგილი ამფითეატრში რაიმე სახის წარმოდგენის
გასამართავად.

ამბივალენტობა – ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა ერთი და იმავე დროს.


ა-მ შეიძლება თავი იჩინოს ფსიქიკის ყველა სფეროში: ინტელექტურ, ემოციურ და
ნებით სფეროში. დამახასიათებელია შიზოფრენიისათვის.
ამბო – ადგილი, სადაც თავსდებოდა ძველბერძნული გუნდი სიმღერის დროს.

ამბრაზურა – 1. კედლის ღიობი ხვრელები სარკმლის ან კარის ჩასადგმელად. 2.


ციხე-სიმაგრის კედელში დატანებული ხვრელი სასროლად; სათოფური, საზარბაზნე.
ამბრი, ომრი – ისრაელის მეფე, რომელმაც დედაქალაქი სამარია დააარსა. მისი
ქალიშვილია (?) გოფოლია.
ამბროჯინი – იხ. პოლიციანო.

ამბროსი (ზერტის კამენსკი, ანდრეი სერგის ძე, 1708-1771 წ. წ.) – მოსკოვის


არქიეპისკოპოი. ვალახური წარმოშობის საეკლესიო არქიტექტურისა და ხელოვნების
მცოდნე. შავი ჭირის დროს აკრძალა ლიტანია და ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობდა
ხალხის თავშეყრას, სახალხო აღშფოთების მსხვერპლი გახდა. მრავალი თარგმანი
დატოვაკლასიკური ენებიდან.

ამბროსი – წმინდანი, ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე, 340-397 წ. წ.


მილანის ეპისკოპოსი, გამოირჩეოდა დამოუკიდებლობითა და ხასიათის სიმტკიცით.
განკვეთა თეოდოსი დიდი (?) მისი სისასტიკისათვის. არიანელობის მოწინააღმდეგე.
ეკლესიაში დაამყარა მკაცრი დისციპლინა. მოაწესრიგა საეკლესიო გალობა (ამბროსის
კილო, ტონი, ხმა). მილანის მფარველი, ხსენების დღე 7 დეკემბერი.

ამბროსია (ბერძ. ა (უარყ. ნაწილაკი), ბროტოს – მოკვდავი. ე.ი. მოკვდავთათვის


აკრძალულია) – ღმერთების საჭმელი,რასაც მათ დასავლეთიდან თეთრი მტრედი
უზიდავდა. იგი ღმერთებს უკვდავებასა და მარადიულ სინორჩეს ანიჭებდა, თუ კი
მუდმივად სვამდნენ. ჩანართი: დედამ ერთხელ მასში აქილევსიც აბანავა, მაგრამ

337
ქუსლით ეჭირა და ამ ადგილს ვერ შეეხო უკვდავების წყალი. აქედან ტერმინი
«აქილევსის ქუსლი» ვისმეს ან რისიმეს სუსტ წერტილს ნიშნავს.
ამბროსია – ბერძ. ოლიმპიელ ღმერთთა საკვები, უკვდავებისა და მუდმივი
ახალგაზრდობის მიმნიჭებელი. თანამედროვე გაგებით «ამბროსია იგემა» ნიშნავს
«ინეტაარ».

ამბროზი, ამბროსი (Aმბროს)ავგა ვილჰელმი – მუსიკის თეორეტიკუსი და


კომპოზიტორი1816-1876 წ. წ. ვენის კონსერვატორიის პროფესორი. ავტორი «მუსიკის
ისტორიის» (1887 წ.).
ამბროზია ბერძ. – ღმერთების საზრდო, რაც მარადიულ ახალგაზრდობას და
უკვდავებას ანიჭებდა.
ამბუაზი (Gეორგე დ' Aმბოისე 1440-1510 წ. წ.) – ნარბონის, მოგვიანებით რუანის
ეპისკოპოსი, 1498 წ. კარდინალი. საფრანგეთის პირველი მინისტრი და თითქმის
რეგენტი, ლუდოვიკო XII დაიყოლია მილანის დაპყრობაზე.
ამბუელა (Aმბუელლა) – მცირერიცხოვანი ხალხი ბანტუს ტომიდანსამხრეთ-
დასავლეთ აფრიკაში, კუბანგოს ზემო წელთან, აღმოაჩინა სერას პინტუმ.

ამბულაკრული სისტემა – წყალგამტარი სისტემა, რომელიც ახასიათებთ


კანეკლიან ცხოველებს, რითაც განაპირობებენ მოძრაობას.
ამბულატორიული ავადმყოფი (ლათ. აეგროფუა ამბულატორიუმ) –
პოლიკლინიკური ავადმყოფი (პაციენტი).
ამდო (ტიბეტ.) – წმიდა ადგილი; ადგილი, სადაც დაიბადა ცონგ-კ'ა-პი, დიდი
ტიბეტელი რეფორმატორი. გე-ლუგ-ჰას («ყვითელი ქუდები») დამაარსებელი.
ვარაუდობენ, რომ ის იყო ამიტაბჰა-ბუდას ავატარა.

ამება (ბერძ. ამოიბე ცვლილება, შეცვლა) – 1. მიკროსკოპული ერთუჯრედიანი


ცხოველი, რომელსაც არა აქვს მუდმივი ფორმა. ცხოვრობს წყალში. ზოგი სახეობა
პარაზიტობს ცხოველთა ან ადამიანთა ნაწლავებსი; იკვებება მასზე უფრო ნამცეცა
არსებებით. თუმცა მისი ნადავლი ძალზე მწირია, რათა შეუფერხებლად გაიაროს
უჯრედის მემბრანა (იხ. მემბრანა) – გარსი. ამის დასაძლევად მას ფაგოციტოზი
ეხმარება (იხ. ფაგოციტოზი) – კვების ეს ფორმა უძველესი, დასაბამიერი ფორმაა
დედამიწაზე. ამება, რომელიც ლორწოს მიკრო წვეთს ჰგავს, დრო და დრო
გადაადგილდება, გადაედინება ადგილიდან ადგილზე. შეხვდება რა გზაზე
«ნადავლს», ამება მას მთლიანად გარს შემოეკვრება. როგორც ეს მოხდება,
გარსშემოხვეული მონაპოვარი – პლაზმატიკური მამბრანის «ტოპრაკი» მოწყდება
დანარჩენ მემბრანას და აღმოჩნდება ამებას შიგნით. ეს «ტოპრაკი» –
საკვებმომნელებელი ვაკუოლი (იხ.), ანუ ღრუ, – ერწყმის ლიზოსომებს (იხ. იხ.
«ლიზოსომები», «უჯრედის აგებულება»), რომლებიც საკვებმომნელებელ წვენებს
შეიცავენ. მონელება მიმდინარეობს ვაკუოლის შიგნით. ამ დროს საკვები
ნივთიერებანი მემბრანის გავლით გადადიან ამების ციტოპლაზმაში, რომელიც გარს
ეკვრის ვაკუოლს. თუ არა მყიფე ნაწილაკის, არამედ სითხის ნამცვრევის შთანთქმა
ხდება, მაშინ ამ პროცესს პინოციტოზს (იხ.) უწოდებენ (იხ. გასტრალური ღრუ –
კვებისა და საკვებმონელების ფორმა მრავალუჯრედიანებში); 2. ირონიული,
გადატანითი მნიშვნელობით ამებად აცხადებენ იმ ადამიანს, რომელიც სულიერი,
კულტურული განვითარების მდაბალ საფეხურზეაზეა.

338
ამებიოდური კოლონა (ბერძ. სიტყვიდან ამოიბე ცვლილება, შეცვლა) -
ერთუჯრედიანი საყელოიანი შოლტოსანმა პრიმატმა ორგანიზმებმა უდიდესი როლი
შეასრულეს ამებოიდური კოლონიების შექმნაში და შემდეგ გაქრნენ. ამებოიდური
წევრები სოლტოსანი უჯრედების მიერ სეგროვილ საკვებს მხოლოდ ყლაპავდნენ და
ინელებდნენ, თუმცა, ამავე დროს ამ საკვებს შოლტიან უჯრედებსაც უნაწილებდნენ.
ამ პროცესმა კოლონია პოლიმორფული გახადა (ე. ი. მრავალფორმიანი), მაგრგამ
პოლიმორფული კოლონია ჯერ კიდევ არ იყო მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, ჯერ
კიდევ ვერ ქმნის ცალკეულ ქსოვილებს, ამასთან, შოლტის მატარებელი უჯრედები
ადვილად გარდაიქმმნებიან ამებოიდურ უჯრედებად და, პირიქით. ნივთიერებათა
ცვლა ამ დროს მთლიანად კოლონიაში კი არა, მეზობელ უჯრედთა მცირე ჯგუფებში
მიმდინარეობს. ამრიგად, ფსკერზე მიმაგრებული კოლონიის კვება ორი ტიპის
უჯრედების ურთიერთქმედებაზე გახდა დამოკიდებული. პალეობიოლოგთა
ვარაუდით, ევოლუციის შემდგომი ნაბიჯი იმაში მდგომარეობდა, რომ
გადასაადგილაბლად, გამოუსადეგარი ამებოიდური უჯრედები ბურთისებრი
კოლონიის სიღრმეში მოექცნენ, ზედაპირზე კი მხოლოდ შოლტიანი უჯრედები
რჩებოდნენ. ამგვარად, ორმა სხვადასხვა ტიპის უჯრედმა ორი მოწესრიგებული
უჯრედული ფენა წარმოქმნნა. ფენები ერთმანეთთან მტკიცედ იყვნენ
შეკავშირებულნი. ქსოვილების წარმოშობის მომენტიდან კოლონია გაქრა და
სხვადასხვა კრებული ერთ მრავალუჯრედიან ორგანიზმად იქცა.
ამელუთი – კაცთა მოდგმა.
ამელუთუ – კაცობრიობა. (შუმერ. აქადურ.)

ამენ (ეგვიპტ.) – ეგვიპტური მითოლოგიის «დაფარული ღმერთი»: («მკვდართა


წიგნი», დაფა I, «თაყვანისცემა და შესხმა რაასი...»).

ამენ – 1. ებრაულ ენაში ეს სიტყვა წარმომდგარიაასო-ნიშანთაგან: ANM – 1, 40,


50 – 91, ამდენად, იგი იგივეობაა «იეღოვა – ადონაისისა» – 10, 5, 6, 5 და 1, 4, 50, 10
– 91. ეს ერთი ფორმაა ებრაული სიტყვისა»ჭეშმარიტება». უბრალო მეტყველებაში
ამინს (Aმენ) თვლიან, რომ უნდა ნიშნავდეს «დე, იქნეს ესე». ეზოთერიკული გაგებით
ამენ აღნიშნავს «დაფარულს». მანეტო სებენეტის მტკიცებით ეს სიტყვა აღნიშნავს
იმას, რაც დაფარულია. მოყოლებული პირველი ლოგოგრაფოსებიდან (ჰეკატიოს
აბდესელი დაახლ. 549/546 - დაახლ. 480 წ. ჩვ. წ-მდე), ვიცით, რომ ძვ. ეგვიპტელები ამ
სიტყვით მოუწოდებდნენთავიანთ «დიდ ღმერთს იდუმალებისა» – ამონს (ანდა
«ამასა, ფარული ღმერთი»). ცნობილი იეროგლიფისტი ბონომი, ღმერთ ამონის
თაყვანისმცემლებს «ამენოფებს» უწოდებს. ბონვიკი ერთ-ერთი მწერლის ციტირებას
ახდენს. «ამან ფარული ღმერთი მუდამ ფარულად რჩება, ვიდრე ანYროპომორფული
არ გახდება. შორს მყოფი ღმერთები უსარგებლონი არიან». დახლოებით ასევე
ფიქრობდა ეპიკურეც, (იხ.), ხოლო როცა ამბობდა: «ღმერთები ძალიან შორს არიან
იმისათვის, რონ ტკივილი მოგვაყენონ ან სიკეთე გაგვიკეთონ». ამენი განდიდდება
«ახალმთვარეობის დღესასწაულისას». იეღოვა-ადონისი (იხ. იხ.) ახალი ფორმაა
ღმერთ ამუნისა ან ამონისა (იხ.), რომელსაც ძვ. ეგვიპყელი ქურუმებიამენის სახელით
უხმობდნენ; 2. ამენი – იხ. ამონი.
ამენცია – ცნობიერების მოშლის მძიმე ფორმა. გარემოს არასწორი აღქმა.
ჰალუცინაციური განცდა მოკლებულიაგარკვეულ შინაარსს. დაკავშირებული არ არის
ერთმანეთთან. დამახასიათებელია აზროვნების ინკოჰერენტულობა. ბოდვითი

339
აზრები ასევე დაუკავშირებელი და წყვეტილია, ემოციურად არაადეკვატური და
არამტარია. ხშირია ქაოსური მოძრაობანი.

ამენემჰეტ I (ამენემჰატ) - შუა სამეფოს ფარაონი, XII დინასტიის (2000 წ. ჩვ. წ-


მდე) დამფუძნებელი. ეგვიპტის უბედურებებისა და კატასტროფებისგან გადარჩენის
ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. ეგვიპტის დედაქალაქი სამხრეთ თებედან გადაიტანა
ჩრდილოეთით - ით-თაუნში («დამუფლებელი ორივე მიწისა»), ქვეყნის
დასავლეთით ააგო თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მას მიეწერა «ამენემჰეტ I-ის მოძღვრებათა» შედგენა, რომელიც მიძღვნილი იყო
შვილის - სენუსერტისადმი. ნაწარმოები შეიცავს ბიოგრაფიულ ცნობებს, სამეფო
ტიტულატურის ჩამონათვალს, დარიგებანს - ნუ იქნები ზედმეტად მიმნდობი
გარშემომყოფთადმი, დაენდე საკუთარ თავს, რომ არ შეიქნე მსხვერპლი
შეთქმულებისა და ა. შ.

ამენემჰეტ III-ის ტაძარი – ეგვიპტის XII დინასტიის ფარაონის (XIX-XVIII ს. ს.


ჩვ. წ-მდე) გრანდიოზული სამარხი კომპლექსი, შედის ფილებით, კირქვის
მოპირკეთებული აგურის პირამიდა და 72 ათასი მ2 ფართის სულისმოსახსენიებელი
ტაძარი. აგებულია ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე ფაიუის ოაზისის ახლოს, ით-
თაუნში («ორივე მიწის დამუფლებელი»), XI დინასტიის რეზიდენციაში. ბერძნებმა
ამ ნაგებობას შეცდომით ლაბირინთი უწოდეს. შესაძლოა, შეცდომა ამენემჰეტ III-ის
აღტახტების სახელიდან – ნიმაატრ – მოდის, რაც ბერძნულში ლაბირ-ად ჟღერს. ეს
იყო ყველაზე ეშმაკური და დამაბნეველი ნაგებობა ძველ ეგვიპტეში. ჰეროდოტე
აღტაცებული წერდა, «იგი აღემატება თვით პირამიდებსაც». ძველი ბერძენი
ისტორიკოსისა და გეოგრაფის, სტრაბონის თანახმად, ტაძარში სამლოცველოები სამ
რიგად ყოფილან ჩამწკრივებული (ყოველ რიგში 12 სამლოცველო), შემორაგული 27
კოლონიანი ეზოთი. ტაძრის კედლები და კოლონები მორთული ყოფილა
ყვავილოვანი ორნამენტებით, მრავალიარუსიანი კომპოზიციებით. კომპოზიციები
ეძღვნებოდა ძველეგვიპტური პანთეონის უმთავრეს ღმერთებს. უზარმაზარი
დარბაზის ჭერზე ოქროს ვარსკვლავები ბრწყინავდნენ.

ამენჰოტეპ აპუს ძე – (ჩვ. წ-მდე XY ს.) ძველი ეგვიპტის დიდი


ხუროთმოძღვარი. მას მიეწერება XVIII დინასტიის ფარაონის ამენჰოტეპ III ის
(დაახლ. 1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ტაძრის აგება თებეში (იხ. ამენჰოტეპ III; ამენჰოტეპ
III-ის ტაძარი).

ამენჰოტეპ III – (დაახლ. 1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) XVIII დინასტიის ფარაონი.


მისი მმართველობის ხანაში ეგვიპტის სახელმწიფომ თავისი ძლიერების აპოგეას
მიაღწია. ეგვიპტე შევიდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და
კულტურული სტაბილიზაციის სტადიაში. მის დროს ეგვიპტე მსოფლიოს უდიდეს
იმპერიად ყალიბდებოდა – აფრო-ევრაზიის უდიდესი სახელმწიფოები ან მის
შემადგებლობაში, ან ვასალებად შედიოდნენ. თუმცა ეგვიპტე მაინც ვერ იყო ერთიანი
იდეოლოგიისა და ერთიანი რელიგიის მტკიცე იმპერიული ერთეული. ქურუმობა
ფარაონთა ძალაუფლების აქილევსის ქუსლად რჩებოდა. ამენჰოტეპ III-ის დროს
პოლიტიკურ და ეკონომიურ აღმავლობას, სულიერ-კულტურული აღმავლობაც
მოჰყვა. მის დროს აიგო ცნობილი ლუქსორის ტაძარი (იხ.) და ამენჰოტეპ III-ის
ქანდაკებებით დამშვენებული ტაძარი-სარკოფაგი, რომელსაც შემდგომ ბერძნები

340
«მემნოსის კოლოსებად» იხსენიებებ. ამენჰოტეპ III-ის ტაძრიდან შემორჩენილია
სწორედ ეს «მემნოსის კოლოსები» – ამენჰოტეპ III-ის 21 მ სიმაღლის ორი
უზარმაზარი ქანდაკება.

ამენჰოტეპ III-ის ტაძარი – ეგვიპტელთა XVIII დინასტიის ფარაონის (დაახლ.


1455-1419 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ტაძარი წარმოადგენს ახალი სამეფოს ფარქას
გრანდიოზულობისა და ფუფუნების განსახიერებას, ამ ხანის აყვავების მაუწყებელია.
«მეფე დიდებულ ძეგლთა, მეუფე საოცრებათა, დახელოვნებული გულით,
უბრძენესი, მსგავსად ღმერთ თაოტისა» – ასე გვაუწყებს ამენჰოტეპ III-ის წარწერა
მის ერთ-ერთ სფინქსზე. თებეს გარეუბანში ამ დდებული სატაძრო კომპლექსის
მშენებლობა ფარაონმა სიცოცხლეშივე დაიწყო. ეს გრანდიოზული ნაგებობა,
პორტალებით, მიმართული ნილოსის მხარეს, მაღალი გუმბათ-პილონებით,
შემოზღუდული იყო ქვის სქელი და მტკიცე კედლით. შიდა ეზოს კოლონადები
ამშვენებდა. ტაძრის წინ, ქვის ტახყზე აღმართულიყო მთლიანი, მეწამულისფერი
ქვიშაქვის ბლოკების გიგანტური კოლოსებისაგან გამოკვეთილი ამენჰოტეპ IIIის
ქანდაკება, წაგრძელებული სახით, ნუშისებრი თვალებით, მთელი საფარაონო
ატრიბუტიკით. ერთნაირი სიმაღლის ეს კოლოსები, ბერძენთაგან «მემნოსის
კოლოსებად» მონათლულნი, გამოქანდაკებული იყო ერთნაირ პოზაში. ყოველი
მათგანის სიმაღლე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლისანი გახლდათ. სამი მხრიდან
კომპლექსს წყლის ვეება არხი ერტყა. მოკირწყლული გზის ორივე მხარეს , რომელიც
ტაძრის დასავლეთ კედლიდან სავანებლისკენ მიემართებოდა, გრანიტის სფინქსთა
ხეივანი გასდევდა. სფინქსებს ეგვიპტის მეფეთა ორმაგი გვირგვინი ედგათ და ყოველ
მათგანს ამენჰოტეპ III-ის სახე ჰქონდა. ქანდაკების ოთხივე კუთხე იეროგლიფური
წარწერების სერპანტინებით დაფარული, რომლებიც ფარაონის დიდებაზე
გვეღაღადებიან. 1832 წ-ს რუსებმა აქედან 2 სფინქსი გაიტანეს და პეტერბურგში ნევის
სანაპიროზე სამხატვრო აკადენიის შენობასთან დადგეს (?!).

ამენჰოტეპ IV - ეხნატონი (1419 დაახლ. 1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე) - XVIII დინასტიის


ეგვიპტის ფარაონი. ძე ამენჰოტემ III-ისა, რომელიც მმართველობის 30-ე წელს
იძულებული გახადეს «ხებ-სუდ»-ის დღესასწაული გაემართა (იხ. «ხებ-სუდი»). ამ ე.
წ. «სედობის» დღესასწაული იყო ფარაონის მმართველობის ხანის, ხელისუფლების
კვერთხისა და გვირგვინის ტარების აღსასრულის მაუწყებელი. საფარაონო
გვირგვინს 1419 წ-ს იდგამს ამენჰოტეპ III-ს ვაჟი ამენჰოტეპ IV. «ხებ-სედის»
წინასადღესასწაულო დღეებში გაიმართა ამენჰოტეპ IV-ისა და ლეგენდარული
სილამაზის პრინცესა (ამენჰოტეპ IV-ის დის) ნეფეტიტის საქორწინო ცერემონიალი.
ცოლ-ქმრობის 6 წლის განმავლობაში ამენჰოტეპსა და ნეფერტიტს ორი ქალიშვილი
შეეძინა - მერიტამონი და მიკეტამონი. მამის - ამენჰოტეპ III-ს სიკვდილის შემდეგ
მისმა მემკვიდრემ ამენჰოტეპ IV-მ მამის პოლიტიკა გააგრძელა, თუმცა მალე
ერთპიროვნულმა მმართველმა პოლიტიკა უეცრად და მკვეთრად შეცვალა.
დიდგვაროვანთა და თვით ქურუმთა დაუკითხავად, მათ პოზიციათა და
მოსაზრებათა სრული იგნორირებით ფარაონმა ღმერთს ამონის ნაცვლად ატონი არა
მხოლოდ ერთიან არამედ ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა მთელს საბრძანისშ. ეს
ხაზგასმა იყო იმისა, რომ საფარაონო ხელისუფლება ერთპიროვნული და შეუვალი
იყო, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე რელიგიურ საკითხთა გადაჭრაში. ამ
რეფორმათა უმთავრესი მიზანი თებეს ამონ-რას ქურუმთა ხელში მოქცევა გახლდათ,

341
რაც ამენჰოტეპ IV-ის ვერც მამამ და ვერც პაპამ შეზლო. ქურუმებმა დაუყონებლივ
შერაცხეს ამენჰოტეპ IV ერეტიკოსად. თუმცა აშკარა დაპირისპირებას ვეღარ
ბედავდნენ, ხალხში ფარაონის არანაირ დისკრედიტაციას არ ერიდებოდნენ.
რეფორმა ღრმად და დასახული მიზნით მიმდინარეობდა. ამენჰოტეპმა სახელი
«ამენჰოტეპ», - «ამონი კმაყოფილია», - ახალი სახელით ეხნატონით, - «ატონისათვის
ხელსაყრელი», - შეიცვალა. მეფერტიტი, - «მშვენიერი მოვიდა», -
ნეფერნეფრუატონად, - «მშვენიერი სილამაზე ატონისა», - იქცა. შესაბამისად
გადაკეთდა ქალიშვილთა სახელებიც (ფარაონსა და კონსორტას კიდევ ოთხი
ქალიშვილი შეეძინათ). ქვეყანაში ამონის ხსენება გაქრა - მის სახელს ამოკვეთდნენ
ძეგლებიდან, მისი ხსენებისთვისაც კი დაუნდობლად იდევნებოდნენ და უმკაცრესად
ისჯებოდნენ ფარაონთა მოხელეთაგან. გაივლის რამდენიმე ხანი და ფარაონის
სიკვდილის შემდეგ ამენჰოტეპ IV ეხნატონსა და მის ღმერთ ატონს იგივე ბედი
ეწვიათ, რაც ამონს ეწია ეხნატონის ფარაონობის პერიოდში - მათი სახელები
ამოიძირკვა ანალებიდანაც და ყოველი ძეგლიდანაც, ხოლო ახალი დედაქალაქის
დიდება და ზეობაროგორი ეფეშერულობით ამოზევდა,ისეთივე ეფეშერულობით
ჩაქრა. ამენხოტეპ IV-ის, ანუ ეხნატონის ბიოგრაფია და, საერთოდ, ძველი ეგვიპტის
რეფორმების ავტორის ვინაობა ერთობ ბუნდოვანია. ამენხოტეპ IV-ის ზეობის ხანა
სავარაუდოდ (თითქმის ყველა ღარიღი მიახლოებითია - რედ) 1424-1402 წლებია (6
წელიწადს მამასთან ერთად მართავდა ეგვიპტეს). ეჭვი, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო
რეფორმის თაოსანი, მეცნიერებს ორმა გარემოებამ გაუჩინა. პირველი: ფარაონობის
პირველ 6 წელიწადს ამენხოტეპ IV განუხრელად იცავდა მამის ხაზს ეგვიპტის
პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მეორე: არქეოლოგ თეოდორ დევისს,
რომელიც ამენხოტეპ IV-ის დედის თეიეს სარკოფაგად მიჩნეულ სამაროვანს თხრიდა,
სამარხში მოხუცი დედა-დედოფლის მუმიის ნაცვლად 22-23 წლის მამაკაცის ჩონჩხი
დახვდა. გამოითქვა ეჭვი, რომ ჩონჩხი ამენხოტეპ IV-ისა უნდა ყოფილიყო. არსებობს
ვერსია, რომახალგაზრდა ფარაონი ბაილცაფონთან მეწამულ ზღვაში დაიხრჩო
ებრაელთა დევნისას. ამენხოტეპ IV-ის ამგვარ ამგვარ სიკვდილს სამედიცინო
დასკვნაც უმაგრებდა საფუძველს - წყალში დამხრჩვალი სხეული ბალზამს არ იღებს.
ამიტომ დახვდა დევისს ჩონჩხი, და არა მუმია. ჩონჩხის სამედიცინო გამოკვლევის
შემდეგ კაიროს მუზეუმის მედიცინის პროფესორი ელიოტ სმიტი სენსაციურ
დასკვნებს აკეთებს. ამენხოტეპ IV ისტერიიანი და ეპილეფსიით დაავადებული იყო;
რაც შეეხება ეგვიპტის ისტორიის ისეთ ფენომენალურ მოვლენას, როგორიც
რეფორმებია, მას უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა, რასაც ავადმყოფი ფარაონი
ვერ შეძლებდაო. განმტკიცდა აზრი, რომ ეხნატონი სულაც არ არსებობდა ან ცრუ
ეხნატონის უკან ამენხოტეპ IV კი არა, სულ სხვა პიროვნება იდგა. თუ ეს უკანასკნელი
მოსაზრება მისაღებია, მაშინ ისმის კითხვა: რატომ დაირქვა იდუმალმა ფარაონმა
სახელად ეხნატონი და არა ამენხოტენ V? რეფორმებით ერთიან და ერთადერთ
უმაღლეს ღმერთად გამოცხადებული ატონი რატომ არ იხსენებს თვით ამენხოტეპ IV-
ს, არა მხოლოდ XVIII დინასტიის, არამედ ძველი ეგვიპტის მთელი ისტორიის ამ
ყველაზე თავისებურ და ნათელ ფარაონს?! ეს ფაქტიც იმის მიმანიშნებელია, რომ
ფარაონი მართლაც წყალში დაიხრჩო და მისი ასეთი აღსასრული სამარცხვინოს
მიიჩნიერ. გაბატონებულია აზრი, რომ, ებრაელთა პირველი გამოსვლა ეგვიპტიდან
მაოსესთა არის დაკავშირებული. მოსე რამზეს II-ის ფარაონის ხანაში მოღვაწეობს და
მისი წინამძღოლობით ეგვიპტიდან ებრაელთა აყრა მათი ერთ-ერთი დიდი გამოსვლა
ფარაონთა ქვეყნიდან. ე. ი. ებრაელთა გამოსვლები ადრეც მომხდარა და როგორც

342
ირკვევა, ამენხოტეპ IV-ის დროსაც. მართალია, ეს გამოსვლა არ ყოფილა ისე
მასშტაბური, როგორც მოსეს ეპოქაში, მაგრამ იგი პირველი უნდა ყოფილიყო. რა
გვაძლევს ამგვარი მოსაზრების საფუძველს? ბიბლიის მიხედვით მეფე სოლომონი
ამბობდა: ტაძრის მშენებლობა (ლაპარაკია სოლომონის ტაძარზე, - რედ.) დავიწყე
ჩემი მეფობის მეოთხე და ეგვიპტიდან ისრაელიანთა პირველი გამოსვლის 480-ე
წელსო. თუ გავითვალისწინებთ, რომ თარიღი ყველა მიახლოებითია, მაშინ
სოლომონის მონათხრობი ებრაელთა პირველი გამოსვლის ამბავი მართლაც ემთხვევა
ამენხოტეპ IV-ის ხანას. სოლომონი დაახლოებით 956 წლიდან მეფობს. ე. ი. ტაძრის
მშენებლობა 961 წლისათვის დაუწყია. 961+480=1441-ს. თუ მივიჩნევთ, რომ
სოლომონის მეფობისა (ჩვ. წ-მდე 965-928 წ. წ.) და ამენხოტეპ IV-ს ფარაონობის (ჩვ. წ-
მდე 1424-1402 წ. წ.) პერიოდი დაახლოებითია, მაშინ ზოგიერთი მკვლევარისა და
მეცნიერის აზრი ამენხოტეპის ებრაელთა დევნისას დაღუპვის შესახებ რეალური
ხდება.

ამენის ტაძარი (Аменьский Собор) ამენი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ


ისტორიული ოლქის პიკარდიის (Пикардия) მთავარი ქალაქი განლაგებულია
მდინარე სომაზე (Сомма). ქალაქის ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ტაძარი ანუ
ყველაზე დიდი გოტური (готическая) ნაგებობა საფრანგეთში. 1218 წელს ელვისგან
გამოწვეული ხანძრის გამო აქ მყოფი ტაძარი სრულად განადგურდა. ხოლო ახალი
ტაძრის საძირკველის პირველი ქვა ჩაიდო 1220 წელს. ტაზრის შენებისათვის
გამოყენებულ იქნა ქვა, რომელიც არის მაგარი ნაცრისფერი ქვიშა-ქვა და
მოპოვებული იქნა ამენის მიდამოებში ქვის სამტეხლოებში. ამენის ტაძრის
მშენებლობა ძირითადში დასრულდა 1288 წელს, მაგრამ მისი მშენებლობა
გრძელდებოდა XIV ს-მდე. 1366 წელს სამხრეთ კოშკურაზე დაწყებულ იქნა საკარვე
მშენებლობა. ჩრდილო კოშკურა აშენებულ იქნა XV ს-ის დასაწყისში. სხვადასხვა
სიმაღლისა და ნახატებიანი კოშკურები ტაძრის ფასადს თვალწარმტაცს ხდის. ამენის
ტაძარი თავისი ზომებით შთამბეჭდავია. მისი სიგრძეა 145 მერტი, მაქსიმალური
სიგანე 59 მერტია ცენტრალური ნედის კამარის სიმაღლე აღწევს - 42,5 მეტრს, ხოლო
ცენტრალური ნედის სიგანე კი 14,5 მეტრია. შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 7800
კვ.მ-ს მშენებლობის დასრულების შემდგომ ტაძარში შეიძლება ჩატეულიყო მთელი
ამენის მოსახლეობა, რომელიც მაშინ შეადგენდა მაშინ დაახლოებით 10000 კაცს.
ამენის ტაძრის ფასადი არქიტექტურისა და სკულფტურის იშვიათი შერწყმით
გამოირჩევა. ამენის ტაძარი შორიდან ძვირფას კოლიფს გვაგონებს. ფასადი
დაფარულია სკულფტურით, რელიეფითა და ჩუქურთმებით. მთავარი, დასავლეთ
ფასადი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმდიდრით. შენობის პირველი იარუსი სამი
დიდებულად მორთული პორტალია. ფასადის ცენრტში, მთავარი კარების თავზე
მოთავსებულია ქრისტეს ქანდაკება, რომელიც თელავს ლომსა და ქიმერს -
სიკვდილის სიმბოლოებს. ტაძრის შემოსასვლელს აჩარჩოებს აპოსტოლებისა და
წმინდანების ფიგურები. ხოლო თამასებს კი ქიმერების ფიგურები. მეორე და მესამე
იარუსს ალამაზებს მოხდენილი თაღედები, რომელსაც «აჟურულ გალერეას»
(«Ажурной галеоей») უწოდებენ, ხოლო მეოთხე იარუსზე კი მოთავსებულია
ტრადიციული «სამეფო გალერეა» («Галерея королей»). სამივე პორტალის
სკულფტურული მორთულობა ეძღვნება სამ თემას: საშინელ სამსჯავროს
(სასამართლოს), ქალწულ მარიამსა და ადგილუფროსს (Месточтимому) წმინდანს -
ქალაქის პირველ ეპისკოპოსს ფირმენს (Фирмен), რომელიც კანონიზაციის შემდეგ
ამენის მფარველი გახდა. ამონის ტაძრის სამხრეთ ფასადს ალამაზებს «ოქროს
343
მადონას» («Заолотая Мадона») ცნობილი ქანდაკება, რომელიც მიეკუთვნება VIII ს-ს.
იკლიკანტურად მოჩუქურთმებული ფასადის შემდეგ ტაძარს შიგნით რაღაც
არაჩვეულებრივის ნახვას ელოდები. მაგრამ ტაძრის კედლების მორთულობა
თითქმის მოსპობილია და იგი გარშემორტყმულია მხოლოდ რელიეფური
გირლიანდებით. ტაძრის შიოგნითა სივრცე თითქმის ნახევარზე ფართე ტრანსეპტით
(трансептом) იყოფა. მწყობრი, მსუბუქი, 18 მეტრიანი სიმაღლის კოლონადა, რომელიც
სიღრმეშია მოთავსებული ტაძარს აძლევს თავისუფალი სირცის შთაბეჭდილებას.
თავისუფალი სივრცე უფრო მეტად იგრძნობა შეობის სიდიდისა და ტრადიციული
ვიტრაჟების უქონლობის გამო. ამენის ტაძრის ტრადიციული ფანჯარა-ვარდები
(окна-рохы) შესრულებულია როგორც რვაფოთლიანი ასკილის ყვავილი, თითქოს ეს
ესაა გაყვავდაო. «ვარდიც» და ისრული ფანჯრებიც 12 მეტრი სიმაღლისაა. ადრე
ფანჯრების მინები ჭრელი ვიტრაჟებით იყო, ამიტომ ტაძრის მაღალი კამერები
ჩაბნელებული ჩანდა და კედლებზე სუსტი სინათლე ეცემოდა. მსუბუქი განათება
დღის დროის მიხედვით ერთი, ხან მეორე მხრიდან ეცემოდა. ტაძრის ყველაზე
მთელი ნაწილი იყო საკურთხეველი, რომელიც აფსიდების მაღალი ისრული
ფანჯრები თავდებოდა.
ამენ-ო კაგუიამა – იაპონ. «ბრწყინვალე», «ელვარე», ციდან ჩამოვარდნილი მთა,
მაგიური ნივთების საბადო. აქედან წაიღეს ღმერთებმა ის ჯადოსნური საგნები,
რომელთა მეშვეობით გამოქვაბულში დამალული ამატერასუ გარეთ გამოიტყუეს.
ესენი იყო: ხარ-ირემის ბეჭი; ხე, რომელზეც ჯადოსნური ყელსაბამი ჩამოკიდეს; ვაზი,
რომლის ლერწებით ამატერასუმ კაბის სახელოები შეიკრა; რომელიღაც ჯადოსნური
მცენარის ფოთლები მაგიური რიტუალისათვის. ამ მთის მიწა მისნობისთვის
გამოიყენებოდა.
ამენორეა (ლათ. აამენორჰოეა) – მენსტრუაციის არარსებობა. ფიზიოლოგიური
ამენორეა მახასიათებელია პრეჰუბერტატულიასაკის გოგონებისათვის; ქალებში:
ორსულობის პერიოდში, ლაქტაციისა და პოსტმენოპაუზის დროს. არსებობს
ამენორეას კლასიფიკაციის რამდენიმე ვარიანტი.

ამენორეა – მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა (ორსულობის, კლიმაქსის და


ზოგიერთი ფსიქოზის დროს).
ამენტას ასული» (ძვ. ეგვიპტ.) – ასეა მოხსენიებული ჰათორი (ჰატჰორი?!)
«მკვდარ წიგნში» (დაფა III, ვინიეტი). «ამენტის ასული» აქ, ალბათ, ქვესკნელის
საუფლოს – ამენტის პერსონიფიცირებული ღმერთის ასულზე უნდა იყოს ლაპარაკი.

ამენტი (ეგვიპტ.) – 1. სიტყვასიტყვით აღნიშნავს ღმერთ ამენის (ამუნის, ამონის)


ანდა «ფარული», იდუმალი ღმერთის სასუფეველს. იზოთერიკულად მოიაზრება
ოსირისის (იხ.) სამეფოდ, დაყოფილს 14 ნაწილად, რომლის თითოეული ნაწილი
გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა, რომელიც უკავშირდებოდა გარდაცვლილის
მდგომარეობებს სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთ ამ ნაწილში განთავსებული იყო
სამსჯავრო დარბაზი. ეს იყო «დასავლეთის მიწა», «საიდუმლო სამკვიდრო»,ბნელი
მხარე, «სახლი უკარიბჭო». ამავე დროს, ეს იყო კერნეტორი – «ღნერთთა
სასუფეველი» და «სულთა საუფლო» მსგავსად ჰადესისა (იხ.); იყო ასევე «სახლი
კეთილი მამისა» (მოწყალე მამისა). ამ სახლს მრავალი დარბაზი ჰქონდა. ამ 14
ნაწილში შედის ანრუ (იხ.) – ციური მინდორი, «ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზი»
(იხ.), ნეტარების მხარე, ნეტერ-სქერი, «ადგილი დაკრძალვისა» (დაწვისა),
344
ოტამერქსები, «დუმილის მოყვარეთა მინდორი,», ასევე სხვა მრავალი მისტიკური
დარბაზები და სამკვიდრებლები – ერთნი მსგავსნი ებრაელთა შეოლისა (იხ.),
მეორენი – ოკულტისტთა და ინდოელთა დევაჩანისა და ა. შ. ოსირისის სამეუფოს 15
კარიბჭისაგან ორი იყო მთავარი: ერთი «კარიბჭე შესასვლელი», ანუ რუსტუ და
მეორე – კარიბჭე გამოსასვლელი (ამ გამოსასვლელში მოაზრებულია რკინის ნალია),
ანუ ამჰ-ი. ამენში არ შედიოდა ორთოდოქსული ქრისტიანების ჯოჯოხეთი. მის
ნაცვლად იყო «მარადიული ძილისა და წყვდიადის დარბაზი». იეპსიუსის თქმით, აქ
«უსხეულო ფორმით სძინავთ (მიცვალებულებს). ისინი ვერასოდეს იღვიძებენ, რათა
იხილონ თავიანთი ძმები, ვეღარასოდეს იცნობენ დედათა და მამათ. მათი გულები
გაქვავებულია ცოლთა და შვილთა მიმართ. ესაა სახლი ყოვლად მკვდარი
ღმერთისა... « ყოველს შიში აქვს ილოცოს მასზე, რამეთუ მას არ ესმის, ვერავინ
შეასხამს ხოტბას, რადგან ვერც ამჩნევს თაყვანისმცემელს, ასევე არავითარ
ყურადღებას არ აქცევს მისადმი გამართულ მსხვერპლშეწირვას». ეს ღმერთი
კარმისტული გადაწყვეტილებაა. ქვეყანა მდუმარეთა – სამეფო მათი, ვინც
აბსოლუტურ ურწმუნოებაში კვდებიან, გარდაცვლილნი უბედურიიი შემთხვევით,
ვინც ბოლომდე ვერ განვლო მათთვის ბოძებული ჟამი სამზეოსი, ვისაც ავიჩის
ზღურბლზე უწია საუკუნო სიკვდულმა, ვინც არასოდეს ყოფილზ ზმენტში ანდა
რომელიმე სხვა სუბიექტურ მდგომარეობაში – თუ არ გამოვხატავთ ერთ შემთხვევას
– მიწაზე ხელმეორედ, იძულებით დაბადებისა. ისინი დიდხანს ვერც ძილქუშის,
დავიწყებისა და წყვდიადის საუფლოში რჩებოდნენ, მცირე ხნის შემდეგ ამჰ-ის
მხრისკენ გამოსავალი კარისკენ მიიქცეოდნენ; 2. ამენტი – ამონი (იხ.): ქალური
წყვილი.

ამენტი (ძვ. ეგვიპტ.) – ძვ. ეგვიპტურიი მითოლოგიით ქვესკნელის საუფლო


(იგივეა, რაც ბერძენთა ჰადესი). იხსენიება «მკვდართა წიგნებშე» (დაფა II «ჰიმნი
ოსირისისადმი»).

ამერიკა – ქვეყნიერების ნაწილი. შედგება ორი ნაწილისაგან – ჩრდ. და სამხრ.


კონტინენტისაგან. სახელი ეწოდა ემერიგო ვესპუჩის სახელის მიხედვით, რომელმაც
ამერიკის ექსპედიციის შემდეგ განაცხადა, რომ იგი არ იყო კოლუმბის მიერ
წოდებული ვესტ-ინდოეთი. (????????)
ამერიკანიზმი – ინგლისური ენის თავისებურებანი, რაც ამერიკულ
საფუძველზე განვითარდა. ამერიკული ლიტერატურა – იხ. ჩრდილო-ამერიკული
ლიტერატურა.

ამერტატი (უკვდავება) – ძველირანულ პანთეონში აჰურა მაზდას კეთილ


საქმეთა განსახიერება (ხორცშესხმა), მფარველი მცენარეთა.
ამეშესპენდი, ამეშასპენდი (ზენდ.) – ექვსი ამგელოზი, ანდა ღვთაებრივი . . . ,
ღმერთებად განსახებულნი, აჰურა-მაზდას ასაბია (თანამგზავრები), რომლის
სინთეზსა და მეშვიდე წევრს თავად აჰურა მაზდა წარმოადგენს. ისინი «შვიდ
სულთა», ანუ ანგელოზთა პროტოტიპს წარმოადგენენ, რომლის თავში მიხაილი
დგას, იგივე «ციური მხედრობა»; «შვიდი მოწმე ანგელოზი» რომაელ კათოლიკეებში.
არსის მშენებლები, კოსმოკრატი გნოსტიკოსები, იდენტურნი არიან პრაჯაპატებისა,
სეფიროტებისა (იხ.).
ამფიარაოსი (Aმპჰიარაოს «მისანი») – არგოსის მეფე, წინასწარმეტყველი და
სიბრძნის მენცარი. კალიდონის ნადირობისა და არგონავტების ლაშქრობის
345
მონაწილე. აგრეთვე შვიდთა ლაშქრობისა თებეში, სადაც დაიღუპა კიდეც. სიბრძნისა
და სამართლიანობისათვის ზევსმა ოლიმპოზე აიყვანა და უკვდავყო. Yეოდორ
კერნერმა უძღვნა ბალადა «ამფიარაოსი». გამოსახულია ეტრუსკულ საფერფლეზე.

ამფიბოლების ჯგუფი (ლათ. გეოლოგ. Aმპჰბოლე გროუპ) – სილიკატურ


მინერალთა ჯგუფი, რომელიც შეიცავს რკინას და მაგნიუმს. ამ ჯგუფის ყველაზე
გავრცელებული მინერალია რქაქვა.
ამფიბოლო (ლათ. გეოლოგ. Aმპჰიბოლიტე) – მეტამორფული ქანი, უმთავრესა
დამფიბოლური და პლაგიოკლაზების ჯგუფის მინერალებისაგან ჩამოყალიბებული
(???). იყენებენ მშენებლობაში, როგორც მოსაპირკეთებელ ქვას.
ამფიდამანტი – 1. ოპონტელი უფლისწული. 2. ეგვიპტის მეფის ბუსირის ძე.
მამა-შვილი ზევსს მსხვერპლად უცხოელებს სწირავდნენ. ჰერაკლრც შეიპყრეს,
მაგრამ ამ უკანასკნელმა დახოცა ისინი. პირველი ვერსიით პატროკლემ მოკლა.
ამფიდიკე – შვიდი მოლაშქრისაგან იცავდა თებეს.

ამფიკრიტესი – ჩვ. წ-მდე II-I ს.ს-ში მოღვაწე ბერძენი რიტორი (?). წარმოშობით
ათენელი. პლუტარქე გვამცნობს, რომ იგი სამშობლოდან ტიგრთან მდებარე
სელევკიაში გაქცეულა (სელევკია – ბაბილონი). როცა მისთვის სელევკიელებს (ე. ი.
ბაბილონელებს) დარჩენა, ხალხისათვის მჭევრმეტყველების სწავლება უთხოვიათ,
ამფიკრიტეს ამპარტავნულად და კვეხნით განუცხადებია: «თეფში დელფინს ვერ
დაიტევს»-ო. ე. ი. უთქვამს: თქვენი ქალაქი მცირეა ჩემისთანა დიდი კაცისთვისო.
პლინიუსი (იხ.) თვლის, რომ სინამდვილეში სელევკიის ნიკარონის მიერ
დაარსებული ეს ქალაქი, იმ დროს, როცა იქ, ამფიკრიტესი ყოფილა, 600000
მცხოვრებს მოითვლიდა (პლინ ჰისტ. ნატ.YI $30). აქედან, ისევ პლუტარქეს ცნობით
(პარ. ბიოგრაფ. «ლუკულუსი», 22), – იგი (ე. ი. ამფიკრიტესი) მითრიდატეს ასულსა
და ტიგრანის მეუღლე კლეოპატრასთან წასულა. იქც ცილი დაუწამებიათ და ამის
გამო ბერძნებთან ურთიერთობა აუკრძალავთ. რიტორს ამის გამო თავი შიმშილით
მოუკლავს. კლეოპატრას იგი ზარზეიმით მიუბარებია მიწისთვის. მისი გვამი ე. წ.
დაბა საფას მახლობლად განისვენებსო, ასკვნის პლუტარქე.
ამფიკტიონი – იხ. ამფიქტიონი.
ამფიკტიონია – თორმეტი ბერძნული ტომის კავშირი. ამფიტრიონია ჯერ
დელფოს ტაძრის დასაცავად იყვნენ მოწოდებულნი, თუმცა მერე ე. წ. რელიგიური
გაერთიანებიდან დიდ, ძლიერ პოლიტიკურ და საერთო კავშირად ჩამოყალიბდა.
ამფილოქე (Aმპჰილოცჰოს) – არგოსელი მისანი, ამფიარაოსის შვილი ან
შვილიშვილი. ელენეს ხელის ერთ-ერთი მაზიებელი. ტროას ომის მონაწილე.

ამფილოქის არგოსი – ეტათლიის ქალაქი. ააშენა და დაასახლა ამფილოქემ.


ამფიმაქე – დელიხიელი უსაქმური. დიდებული პენელოპეს სასიძო. სხვა
ვერსიით ელენეს მთხოვნელი. ტროას ომის მონაწილე.
ამფიმედონტი – პენელოპეს სასიძო.
ამფინომე – ერთი ვერსიით იაზონის დედა, მეორეთი – პელიასის
ასულთაგანი, მესამეთი ამფინომოსი – პენელოპეს ერთ-ერთი საქმრო. მოკლა
აქილევსმა.

ამფიონი – ზევსისა და ანტიომედ ძე. კითარაზე დაკვრის დიდოსტატი. ძმასთან


ძეთოსთან ერთად ქალაქთა აღმშენებელი. მწერლები მას მეოცნებე პოეტსაც
346
უწოდებენ. 1546 წ. აღმოჩენილია ხელოვნების ნიმუში «ფარნეზეს ხარი» –
მარმარილოს ჯგუფი, სადაც გამოსახულია ძმების მიერ დედოფალ დირკეს ხარის
რქებზე დაბმა. იგი შექნბილია ძვ. წ. II საუკუნეში მოქანდაკეების აპოლონიოსის და
ტავრისკის მიერ. იგი შეიძინა ფარნეზეს გვარის დიდებულმა ოჯახმა. ამიტომაც ჰქვია
«ფარნეზეს ხარი». იგი ახლა ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია.

ამფიოსი – ადრასტიელი გმირი. ტროას ომის მონაწილე, სადაც ძმასთან ერთად


დაიღუპა.
ამფიპროსტილი – (არქიტ.) ბერძნული ტაძარი პროსტილური პორტიკებით
წინა და უკანა ფასადზე.
ამფიქტიონი – თერმოპილის მეფე. შემდეგ სიმამდს ათენის ტახტიც წაართვა და
ატიკის მეფე გახდა. მან შექმნა დელფოსა და თერმოპილის ამფიქტიონია – ბერძ.
პოლისთა საძმო კავშირი. ქალღმერთშ ქალაქი შესწირა და ათენი უწოდა. (პარალელ.
შედარება ძვ. საბერძნეთში მართლაც არსებობდა მსგავსი გაერთიანებები: მაგ. ბერძენ-
სპარსელთა (500-449) ომში. დელფოს სამფეხზე აღმოჩენილია იმ 31 სახელმწიფოს
სია, რომლებმაც სპარსელების წინააღმდეგ შეკრეს კავშირი).
ამფისა (Aმპჰისსა) – 1. ძვ. ქალაქი ლაკრიდაში, დელფოს ჩრდ. დასავლეთით, ან
2. ამფისი – აპოლონის და დრიოასეს შვილი, ქაფტას დამაარსებელი.
ამფითეა – ამფიარაოსის ცოლის დეოფილეს დედა.

ამფითეატრი ფლავიუსებისა (რომი) – იხ. კოლიზეუმი.

ამფითეატრი (ბერძ. ამპჰიტჰეატრონ) – 1. ძვ. რომაული მონუმენტური ნაგებობა


საჯარო სანახაობისათვის. 2. თანამედროვე თეატრში ამფითეატრს უწოდებენ
მაყურებელთა დარბაზში თანდათან ამაღლებულ რიგებს, რომლებიც პარტერს
მოსდევს.
ამფითეატრი – 1. ძვ. რომაული მონუმენტური შენობა საჯარო
სანახაობებისათვის (გლადიატორთა ბრძოლები, გარეულ მხეცთა წვალება,
ამსობრივი თეატრიზებული წარმოდგენა). განვითარდა ბერძნული თეატრის
მიბაძვით, თითქოსდა ორი თეატრის შეერთებით. წარმოადგენდა გრანდიოზულ
ელიფსოიდურ ნაგებობას, რომლის შუაში მოთავსებულ არენაზე ქვიშა იყო მოყრილი.
თანამედროვე თეატრსი ამფითეატრი ეწოდება ადგილებს მაყურებელთა დარბაზში,
რომლებიც პარტერის შემდეგ თანდათან, საფეხურებრივად ნაღლდება.

ამფითეატრი – ძველრომაული არქიტექტურული ფორმა, გადმოღებული


ძველბერძენთაგან. განსხვავებით ძველბერძნული თეატრისაგან (იხ.), რომელსაც
ნახევრადწრიული ანდა ნალისებრი ფორმის საფეხუროვანი მწკრივები ჰქონდა,
რომაული თეატრი ელიფსური ფორმის გახლდათ, რომელსაც ასევე ელიფსოიდური
ქვიშის არენა გააჩნდა. რომაული თეატრები საჯარო სანახაობათათვის იყო
განკუთვნილი: გლადიატორთა ბრძოლებისათვის, მხეცთა მოსაწამლად,
თეატრალიზებული საბრძოლო სცენების წარმოსადგენად (ე. წ. ნავმაქია) და სხვა
მისთანათათვის. არენა პოდიუმით (იხ.) – კედლით იყო გარშემორტყმული, სადაც
წარჩინებულ მაყურებელთა სავარძლები განლაგებულიყო. პოდიუმს მიღმა
აღმართული გახლდათ 1-2 იარუსიანი საჯდომი ადგილები მაყურებელთათვის,
დახურული კოლონადებით. ველარიუმი (იხ.), – ანძებზე გადაჭიმული ტენტი, –

347
მაყურებელთა მზის საჩრდილობელი გახლდათ. . პირველი ხითა და ქვით ნაგები
ამფითეატრები გაჩნდა კამპანიაში – იტალიის დასავლეთ ოლქში. მოგვიანებით,
საყრდენ ბოძთა შორის არსებული ღიობები ბეტონის თაღებით გადაიხურა,
რომლებიც წრიულ გალერეებს ქმნიდნენ. ამგვარი ამფითეატრი, რომელიც
დაახლოებით 15 ათას მაყურებელს იტევდა, ჩვ. წ-მდე 70-იან წლებში პომპეიში აიგო.
რომის იმპერიის პერიოდში ამფითეატრები, იმპერიის როგორც დასავლეთ (გალია,
ბრიტანია, პანონია), ისე აღმოსავლეთ (წინააზია, ეგვიპტე) პროვინციებში რომაული
სტილით იგებოდა (მაG: არლის, ნიმას, პულეს ამფითეატრები).
ამფითეატრი ფლავიუსებისა – იხ. კოლიზეუმი.

ამფიტეატროვი ა. ვ. – 1833-1899 წ. წ. მოღვაწეობდა «ნოვოე ვრემიაში» (ფსევდ.


Oლდ Gენტლემენ), 1900-1902 წლებში დოროშევიჩთან ერთად წარმატება მოუტანა
ჰაზეთ «როსიაას». მეფის ოჯახზე გამოქვეყნებული ფელეტონის გამო გაზეთი
დახურეს(1902 წ.) და ა. გადაასახლეს ციმბირში.

ამფიტრიონი – ტირინთოს და თებეს მითიური მეფე. ჰერაკლეს დედის


ალქმენეს ქმარიდა ოფიკლეს მამა. პლეატუმ და კლაისტმა შექმნეს კომედიები
ამფიტრიონზე და ალკმენეზე. სოფოკლემ დაწერა ტრაგედია, მაგრამ დაიკარგა.
დაიწერა ოპერებიც, კანტანტებიც. გმირის სახელიუარყო მოლიერის კომედიან და
სხვა.
ამფიტრიონიადი (-დეს) – ამფიტრიონის შვილი ჰერაკლე.

ამფიტრიტე (Aმპჰიტრიტე, დირ. ამფიტრიტა «ირგვლივ მობრიალე») –


პოსეიდონის მეუღლე, ნერეიდა, ზღვათა ძველი ღმერთქალი. პოეტურ მეტყველებაში
ზღვის სინონიმი.
ამფორა (Aმ-პჰორეუს «ორმაგსაზიდი», ორფეხა) – ორსახელურიანი მსხვილი
ჭურჭელი ვაზების ტიპისა. თიხის, ხის, ლითონის, უფრო ხშირად
ორნამენტირებული.

ამფორა – თიხის დიდი ორყურა და ვიწროყელიანი ჭურჭელი ღვინისა და


ზეთის შესანახად (ძველ საბერძნეთში).
ამფოტერი (-როს) – ერთ დღეში დავაჟკაცებული გმირი, რომელმაც ძმასთან,
აკარნანთან ერთად შური იძია მამის მკვლელებზე. მეორე ვერსიით ტროელი გმირი,
რომელიც პატოკლემ მოკლა.

ამფოტერობა - ზოგიერთი ნივთიერებების თვისება პირობების შესაბამისად


წარმოაჩინოს მჟავის ან ფუძის ძირითადი თვისებები. ქიმიური ელემენტების
პერიოდული სისტემა ისეა აგებული, რომ მარცხნივ ქვემოთ ის ელემენტებია
განლაგებული, რომელთა ჰიდროქსიდები (OH ჯგუფის შემცველი ნაერთები) იჩენენ
ფუძის თვისებებს. განსაკუთრებით ნათლად ეს თვისება შესამჩნევია ტუტე
მეტალებთან. პირიქით, ცხრილის მარჯვენა ნაწილში განლაგებულია ელემენტები,
რომელთა ოქსიდები წყლის ზემოქმედებით მჟავებად იქცევიან. მრავალი ელემენტის
ოქსიდებსა და ჰიდროქსიდებისთვის, მათთვის, რომლებიც მენდელეევის ტაბულის
შუაში იმყოფებიან, დამახასიათებელია ქცევის ორნაირობა. ძლიერ მჟავებთან
ურთიერთქმედებისას ისინი ავლენენ ფუძის თვისებებს, ხოლო ტუტეებთან
348
რეაქციისას - მჟავათა თავისებურებებს. სახელწოდება «ამფოტერობა» მომდინარეობს
ძველბერძნული «ამფოტეროს»-იდან და ნიშნავს ერთიც და მეორეც. ალუმინის
ზოგიერთ ნაერთთა ამფოტერობა - კლასიკური ნიმუშია. ტიპობრივი ამფოტერული
ნაერთია - წყალი: H2O-H++OH-, მჟავური, H+ იონების არსებობით განსაზღვრული,
თვისებები წყლისა გაწონასწორებულია OH- იონების ძირითადი ზემოქმედებით.
ორგანული ნივთიერებების ამფოტერობის ნიმუშებს წარმოადგენენ ამინომჟავები,
რომლებიც შეიცავენფუძე ჯგუფს NH2 და მჟავებს ჩOOH.

ამფოტერობა (ბერძ. ამპჰოტეროს ერთიც და მეორეც) – ზოგიერთი ნივთიერების


უნარი პირობებისდა მიხედვით ან მჟავა, ან ფუძე თვისებები. ამფოტერულ ნაერთებს
ამფოლიციებს უწოდებენ. ტიპური ამფოტერული ნაერთია წყალი, H2O=H++OH-.
ამფოტერულობა (ლათ. ამპჰეტერუს) – ერთდროულად ორგვარი – მჟავა და
ტუტე თვისებების მქონე.
ამფოტონია (ლათ. ამპჰოტონია) – სიმპატიკური და არაასიმპაყიკური ნერვული
სისტემის მოჭარბებული აგზნებადობა.
ამ-გალ – «დიდი ხარი» – გაიგივებულია ცასთან. (შუამდ. მითოლოგია).

ამგზნები (ლათ. აპჰროდისიაცა) – ნივთიერება (საშუალება), რომელიც


ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

ამიჩისი (Dე Aმიცის), ედმუნდო – ნიჭიერი იტალიელი მწერალი. დაიბადა 1846


წ. მსახურობდა სამხედრო სამსახურში. მოთხრობები ეხება სამხედრო ცხოვრებას,
ნარკვევები – მოგზაურობას ესპანეთში, თურქეთში, მაროკოში, საფრანგეთში,
ინგლისში. მრავალი მოთხრობა თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ და რუსულ
ენებზე.
ამიდა (იაპ.) – ბუდა. «სუფთა მიწის», წალკოტის დიდი მეუფე. ხის კერპები.
ამიიკი - მწვავე, ხანმოკლე ფსიქოზი, ახასიათებს ცნობიერების შეცვლა
(გავრცელებულია მალაიელებში).

ამიკლე - კულტურული ცენტრი, სადაც ყოვეწლიურად იმართებოდა


აპოლლონისა (იხ.) და ჰიაკინთოსისადმი (იხ.) მიძღვნილი დღესასწაულები -
ჰიაკინთები. ეს იყო გამოზაფხულების, ბუნების გამოღვიძების სიმბოლური
დღესასწაული (იხ. იაკინთოსი, კვდომადი და აღდგომადი ბუნება).
ამიკოსი (Aმყკოს მფლობელი) – ბებრიკების მეფე – პოსეიდონის შვილი.
მუშტი-კრივის ოსტატი. სხვა ვერსიით კენტავრიც.

ამიმია – მიმიკის არარსებობა (ნიღბისებრი სახე). დამახასიათებელია


პროგრესული დამბლისათვის.

ამიმონე (Aმყმონე) – განრისხებულმა პოსეიდონმა ქვეყანაში ყველა წყარო


დააშრო. წყაროს მძებნელ ამიმონეს სატირი დაედევნა. ქალმა შველა პოსეიდონს
სთხოვა. პოსეიდონმა ესროლა სამკაპი სატირს, მაგრამ კლდეს მოხვდა, საიდანაც
წყარო გადმოჩუხჩუხდა. «ამიმონეს წყარო» – ასე ეწოდა მას.
ამიმონეს წყარო – ყველაზე უფრო წყალუხვი ნაკადი არგოლიდაში.
ამინ (ძვ. ებრაული»ჭეშმარიტად, ნამდვილად») – 1. ლოცვის ან ქადაგების
ბოლო სიტყვა; 2. შელოცვა («ამინ, ამინ, დაიფშვენი!» რუს (?)).

349
ამინა – მუჰამედის დედა. ექვსი წლის იყო მომავალი წინასწარმეტყველი, როცა
დედამ, მონა ქალ ბარაქათთან ერთად, თავის ნათესავებბთან (დედულეთში)
იასრიბის ოაზისში წაიყვანა. უკან, მექაში რომ ბრუნდებოდნენ, დედა გზაში
გარდაიცვალა. დაკრძალულ იქნა გზის ახლოს, დაბა აბვასთან.
ამინები –
ამინები – 1. აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებების კლასი, ამიაკში NH3
წტალბადის ერთი, ორი ან სამი ატომის ორგანული რადიკალებით ჩანაცვლების
პროდუქტი. შეიძლება იყოს: პირველადი – ღNH2, მეორეული – ღ2NH, მესამეული
– ღ3N. ამინების მოლეკულაში ამინოჯგუფის რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ
მონო, დი, ტრი და ა. შ. ამინებს. ამინები შეიძლება იყოს: ალიფატური, ალიციკლური,
არომატული და ჰეტეროციკლური. ბუნებაში ამინები რთული ნაერთების სახით
გვხვდება – ალკოლოიდების, ამინომჟავების და სხვათა სახით. პირველადი
არომატული ამინებიაზოტოვან მჟავასთან რეაქციით წარმოქმნის დიაზონაერთებს;
პირველადი ალიფატური ამინები – სპირტებს, ხოლო მეორეული ნიტროზამინებს
იძლევა; მესამეული აზოტოვან მჟავებთან არ ურთიერთმოქმედებს; 2. იყენებენ
საღებავებისა და სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში, პოლიამიდების მისაღებად.
ამინები: ღ-N-HH ღ-N-ღIH ღ-N-ღIღII. (ჩასაწერია წესიერად)

ამინი (ფინიკ. მით.) – ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟI. თავის ძმასთან –


მაგთან (იხ. მაგი) ერთად მონაწილეობდა ადამიანთა საზოგადოებებში, ასწავლა
ადამიანებს ნახირის მოშენება.

ამინი – ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟი. იგი თავის ძმასთან, მამთან (იხ.)


ერთად მონაწილეობდა ადამიანთა საზოგადოების შექმნა-ჩამოყალიბებაში, ასწავლა
ადამიანებს ნახირის მოშენება.

ამინომჟავები - ორგანულ ნაერთთა კლასია, რომელთა მოლეკულები შეიცავენ


ამინომჟავებს NH2 და კარბოქსილურ ჯგუფებს ჩOOH. ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანია I საერთო ფორმულის ამინომჟავები, სადაც ღ თანაშემწის
აღმნიშვნელია ა ნახშირბადის ატომთან. I (ფორმულებია ჩასაწერი) II (ფორმულებია
ჩასაწერი) I ტიპის ნაერთებისაგან არის აგებული ყველა ცილა. 20 უმნიშვნელოვანესი,
ცილებში შემავალი ამინომჟავაა. გალიცინი, ალანინი, ვალონი*, ლეიცინი*,
იზოლეიცინი*, სერონი, ტრეონინი*, ცისეფინი, მეთიონინი*, ლიზინი*, არგონინი,
გლუტამონის მჟავა, გლუტამინი, ასპარაგონის მჟავა, ასპარაგონი, ფუნილალამინი,
ტიროზინი, გისტიდონი, ტრიპტოფანი*, პროლინი. ყველა ამინომჟავა უფერო
კრისტალური ნივთიერებებია. ლღობის მაღალი ტემპერატურით, წყალში იხსნება.
მათი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ მოლეკულაში მჟავათა
კარბოქსილური ჯგუფი და ძირითადი ამინოჯგუფი. ამიტომაც ისინი
ამფოტერულები არიან ე. ი. ერთდროულად გამოავლენენ როგორც მჟავების, ისე
ფუძეების ანუ ამინების თვისებებს, ხოლო მათი მოლეკულები გარემო პირობების
მიხედვით შეიძლება არსებობდნენ კატიონების (დადებითად დამუხტული იონების
II), პროტონების (უარყოფითად დამუხტული იონების III), ანდა
ელექტრონეიტრალური შინაგანი მარილების (ბიპოლარული იონების, IV) ფორმით.
ამინომჟავების ქიმიური სინთეზის მეთოდები კარგადაა დამუშავებული და ახლა
მღავალი ამინომჟავა იწარმოება ქიმიურ მრეწველობაში. ზოგ მათგანს იღებენ
350
მიკრობიოლოგიური სინთეზით. ამინების და კარბოქსილების ჯგუფების არსებობის
წყალობით ამინომჟავები წარმოქმნიან წარმოებულებს, დამახასიათებელს, როგორც
ამინებისათვის (ორგანული ნაერთებისათვის, რომლებიც ეკუთვნიან ფუძეებს), ისე
კარბონული მჟავებისათვის. ცნობილია ასევე რეაქციები ერთდროული
მონაწილეობით კარბოქსიდისა და ამინოჯგუფებისა. მრავალი ამინომჟავა
გამოიყენება. კერძოდ კი, მედიცინაში, მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში. ცოცხალ
ორგანიზმებში ამინომჟავები გამოიყენება ცილებისა და სხვა ბიოლოგიურად საჭირო
ნაერთების ბიოსინთეზისათვის. ბაქტერიებსა და მცენარეებს შეუძლიათ
სინთეზირება მათთვის ყველა აუცილებელი ამინომჟავები შედარებით მარტივი
ნივთიერებებიდან. მაგრამ ცხოველთა და ადამიანთა ორგანიზმებში ზოგიერთ
ამინომჟავას სინთეზირებას არ შეუძლია და ამიტომ ორგანიზმში აუცილებლად უნდა
მოხვდნენ საკვებთან ერთად. ისინი იწოდებიან შეუცვლელებად (ცხრილში ასეთი
ამინომჟავებივარსკვლავებითაა აღნიშნული). შეუცვლელი ამინომჟავების
ორგანიზმში მოხვედრა განისაზღვრება საკვები ცილების რაოდენობით და
ამინომჟავათა შემადგენლობით. ამის გათვალისწინება აუცილებელია სწორი კვების
ორგანიზებისას.

ამინომჟავები – 1. ორგანული ნაერთების კლასი, რომელთაც მჟავების


თვისებებიც აქვთ და ამინებისაც (იხ.) – კარბოქსილის ჯგუფთან – ჩOOH – ერთად
შეიცავენ ამინოჯგუფსაც – NH2. განასხვავებენ და სხვა ჯგუფებს. ჯგუფებად
მათი გამორჩევა ხდება კარბოქსილის ჯგუფის მიმართ ამინოჯგუფის მდგრადობის
მიხედვით. ამინომჟავებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმის
ცხოველქმედებისათვის, რადგან ყველა ცილა (იხ. ცილები)აგებულია
ამინომჟავისაჯან. . სრული ჰიდოლიზის დროს ცილები თავისუფალ ამინომჟავებად
იშლება ისინი ცილის მონომერებს წარმოადგენენ. ცილის ბიოსინთეზის დროს
პოლოპეპტიდურ ფგუფში ამინომჟავების თანამიმდევრობა შეპირობებულია
გენეტიკური კოდით (იხ. თიზონუკლეინის მჟავა – რნმ და
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა – დნმ). დაახლოებით 100 ამინომჟავიდან მხოლოდ
20 ( კლასის) სხვადასხვა სახის მჟავა შედის ცილების შემადგენლობაში (ზოგადი
ფორმულა – ღჩH(NH2)ჩOOH). ის ამინომჟავები, რომლებიც ცილის შემედგენლობაში
შედიან, ყველა L რიგისაა და მიმართულია მარცხენა მხარეს. როცა მეცნიერები
ამინომჟავებს ლაბორატორიებში იმის მიბაძვით ქმნიან, რაც მათი აზრით
«პრებიონტურ ბულიონში» (იხ.) შეიძლებოდა მომხდარიყო, ღებულობენ მარჯვენა
და მარცხენა რიგის მოლეკულების ერთნაირ რაოდენობას, სიცოცხლეს კი არ
ახასიათებს მოლეკულების თანაბრად – 50/50-ზე განაწილება და იგი მხოლოდ L
რიგის, ანუ მარცხნივ მიმართულ ამინომჟავებზეა დამოკიდებული. რატომ მაინცა და
მაინც მარცხნივ მიმართულ ამინომჟავებისგანაა ცოცხალი ორგანიზმები აგებული,
დღემდე აუხსნელია და მეცნიერებისათვის უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს.
მეტეორიტებში აღმოჩენილი ამინომჟავებიც კი «მარცხენა» ფორმების სიჭარბეს
ამჟღავნებენ «ახალი ბრიტანიკული ენციკლოპედია» აღნიშნავს: «მხოლოდ ამ ორი
მოლეკულის (საუბარია ცილებსა და დნმ – რნმ-ზე) შეთანხმებული მოქმედების
წყალობით არსებობს დედამიწაზე სიცოცხლე», მაგრამ როგორ, რამ თუ ვინ
დააპროგრამა ეს შეთანხმება, დღემდე ბურუსიღაა მოცული. დოქტორი ჯეფრი ლ.
ბეილა წერდა: «ამინომჟავებში პოლარიზაციის სხივის რომელიმე მიმერთულებით
მობრუნების დადგენაში შეიძლება, გარკვეული როლი რაღაც ძალას შეესრულებინა,

351
რომელიც დედამიწის გარედან მოქმედებდა». ამავე აზრს იზიარებს პროფესორი
მაიკლ ჯ. ბიჰამი: მრავალი ბიოქიმიური სისტემა შექმნილი იყო. «ისინი არც ბუნების
კანონებს შეუქმნია, არც შემთხვევას ან აუცილებლობას; ისინი დაგეგმილი იყო...
სიცოცხლე დედამიწაზე მის საწყის საფეხურზე, ყველა თავისი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტით გონიერი მოღვაწეეობის ნაყოფია» (იხ. იხ. «პრებიონტური ოკეანე»,
ოპარინი, სტენლი ლ. მილერი; სიცოცხლე). ყველა ვარიანტშიერთი დასკვნის
გამოტანაა შესაძლებელი: «ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა
ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო» (ფსალმუნნი 18:2); 2. ამინომჟავები გვხვდებიან
ბუნებაში. ამინომჟავებს შორის განასხვავებე: მონოამინოკარბონმჟავებს (შეიცავენ
ერთ NH2 ჯგუფსDდა ერთ ჩOOH ჯგუფს), მომოამინოდიკარბონმჟავებს (ერთ NH2
ჯგუფი და ორი ჩOOH ჯგუფს), დიდმინომონოკარბონმჟავებს (ორი NH2 ჯგუფი და
ერთი ჩOOH ჯგუფი). ცალკეა გამოყოფილი ჰეტეროციკლური ამონომჟავები; 3.
ამინომჟავები უფერო კრისტალებია, იხსნება წყალში, ახასიათებს დნობის მაღალი
ტემპერატურა – 220-3150 ჩ-ით, რაც ამინომჟავის მოლეკულის
ამფოტერულობასთანაა (იხ.) დაკავშირებული. ამინომჟავების გარკვეული სახეობანი
მარტივი ორგანული ნივთიერებებიდან შეუძლია წარმოქმნას მრავალ მცენარესა და
ბაქტერიას; 4. ამინომჟავის ზოგიერთი ნაწარმი შეიძლება საწყის პროდუქტად იქნას
გამოყენებულიწარმოებაში; 5. ამინომჟავების მიღების მრავალი მეთოდია ცნობილი.
ერთ-ერთი მეთოდია ცილების ჰიდროლიზით მიღებული ზოგი ამინომჟავა (?); 6.
მედიცინაშიი იყენებენ ავადმყოფის პარენტერალური (იხ.)კვებისათვის, ე. ი. კვება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე; დამწვრობისას, კუჭის წყლულის, სისხლნაკლებობის,
ღვიძლისა და ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ; 7. ამინომჟავები
(ორგანიზმისათვის აუცილებელი საჭირო)გამოიყენება ცხოველთა კვებაში.
(საკვებში?)

ამინომჟავები – ურგანული ნაერთების კლასი. აქვს მჟავების (იხ.) თვისებებიც


და ამინებისაც (იხ.). უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის
ცხოველმყოფელობისათვის, რადგან ყველა ცილა ამინომჟავენისაგან არის აგებული.
ცილას ბიოსინთეზის დროსპოლიპეპტიდურ ჯაჭვში (იხ.)ამინომჟავების
თანამიმდევრობა შეპირობებულია გენეტიკური კოდით (იხ.), რომელიც, თავის
მხრივ, განსაზღვრავს ცილის რაობას. დაახლოებით 100 ცნონილი ამინომჟავიდან
მხოლოდ 20 შედის ცილის შემადგენლობაში და ტველა მათგანი L რიგისაა, ანუ
მარცხნივ არიან მიმართულნი. როცა მეცნიერები ამინომჟავებს იმის მიხედვით
ქმნიგნენ, როგორც მათი აზრით «პრებიონტურ ბულიონში» (იხ.) უნდა მომხდარიყო,
მიიღებოდა მარჯვენა და მარცხენა რიგის მოლეკულების ერთნაირი, ფარდი
რაოდენობა. სიცოცხლეს კი არ ახასიათებს მოლეკულათა თანაბრად – 50/50-ზე
განაწილება და იგი მხოლოდ L რიგის ამინიმჟავებზეა დამოკიდებული. რატომ
მაინცადამაინც მარცხნივ მიმართული ამინომჟავებისაგანაა აგებული ცოცხალი
ორგანიზმები, ეს ამოუხსნელი საიდუმლოებაა. მეტეორიტებში აღმოჩენილი
ამინომჟავებიც კი მარცხენა ფორმების სიჭარბეწ ადასტურებენ.

ამინტორი (Aმინტორ) – დოლობთა მეფე ფთიაში. ქ. ორმუნიონის


დამაარსებლის თესალიაში ორმუნოსის შვილი.

352
ამიო (Aმყოტ), ჟაკი – ფრანგი მწერალი, 1513-1593 წ. წ. მთარგმნელი
პლუტარქესი, ხელს უწყობდა კლასიკური ფრანგული ლიტერატურისა და ენის
განვითარებას.

ამირ ხოსრო დეჰლევი (დელიდან; 1253-1327 წ. წ.) – მამით შუააზიელი თურქი,


დედით – ინდპელი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი დელის სულთნის კარზე გაატარა.
სახელი გაითქვა ხუთი ეპიკური პოემით, რომლებიც ნიზამის სტილითაა დაწერილი.
(იხ. ნიზამი). «ხუთეულის» უმეტესობა «ლილო-ჭრილო»გაზელებია. მას სპარსულ
ლიტერატურაში ინდური სტილის ერთ-ერთ დამამკვუდრებლად მიიჩნევენ,
პირველი იყო, ვინც ურდუს ენაზე შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც თავად პოეტი
«დეჰლავებს», ანდა «ჰინდავებს» უწოდებდა. გაზელთა განსაკუთრებული
განსხვავებულობა ის გახლავთ, რომ ბწკარები და ფარსები შენაცვლებულია
«ჰინდავის ბწკარებს». სარგებლობს ინდური სახეებით, ანდაზებით, აფორიზმებით,
ხუმრობებით, გადათქმებით, გამოცანებით.
ამირალდუსი (ანდა ამირო), მოსე – რეფორმატორი, ღვთისმეტყველი,
სომიუსის აკადემიის პროფესორი, 1596-1664 წ. წ. შეარბილა კალინისტური
მოძღვრება ბედისწერის შესახებ.

ამირანი (სვ. ამირმ, მირიმ) – წარ,ართული ქართული ეპოსის გმირი, კოლხური


მითოლოგიის ღერძი. ბერძენთა პრომეთეს ორეული. დალისა და მონადირე
დარჯელანის შვილი (ეს ვერსია ამართლებს ვარაუდს, რომ ლიტ. «ამირან-
დარეჯანიანის» წყაროც ხალხურია). მისი ტიპი დაახლოებით 3500 წ. წინ შეიქმნა.
ვარაუდობენ, რომ ქართული ეპოსის გმირს კავშირი აქვს ეგვიპტურ მზის ღმერთთან
«რა»-სთან – ამი-»რა»-ნი. «რა» – მზე. ე.ი. ნზის შვილი. «რა» ისმის ქართულ
სიმღერებშიც. ორერა, რაეო, ჩემო დედაო. აგრეთვე შუმერთა მითთან. შუმერ. ამა –
«დედა». ბევრი აქვს საერთო შუმერთა გილგამეშთან და ბერძენთა ჰერაკლესთან.
მრავალი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მუშაობდა ამირანის პრობლემაზე. მაგ.
თეიმურაზ ბაგრატიონი, გ. წერეთელი, ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარი, ვ. მილერი, შ.
იშტვანოვიჩი. სვანური ვერსიები შეაგროვა და ლექსად შეკრა ვ. ონიანმა. მანვე
გამოკვეთა ამირანის გოლიათური ქანდაკება. პოეზიაში – აისახა, როგორც
მიჯაჭვული ტიტანი და სხვ.
ამისოდარი – ქიმერას გამზრდელი (ჰომ. «ილიადა»).

ამიტაბჰა (ამიტაბჰა) – «უსაზღვრო ნათელი». 1. სანსკრიტული მირტა ბუდას


(იხ.) დამახინჯებული ჩინური სახელი. ამრიტა ბუდა, – «უკვდავი გაბრწყინებული»,
– გაუტამა ბუდას სახელი. არსებობს ამრიტას სხვადასხვა ვარიაცია: ამიტაია, ამიტა,
აბიდა და ა. შ. აიხსნება, როგორც «უსაზღვრო წლოვანება» და «სასრული ნათელი»; 2.
პირველსაწყისი კონცეფცია უპიროვნო ღვთაებრივი ნათლის იდეალისა, რომელმაც
დროთა ვითარებაში ანთროპომორფიზაცია ჰანიცადა.

ამიტაბჰა (სანსკრიტ. ამიტაბჰა «განუზომელი ნათელი») – ბუდისტური


მითოგიის ერთ-ერთი ბუდა. ამ ბუდაზე საუბარია მაჰაიანასა და ვაჯრაიანაში, რაც
შეეხება ჰინიანურ ლეტერატურას, ეს ბუდა იქ ნახსენები არ არის. ამ ეპითეტს იგი
ბოდჰის ხესთან ნირვანაში (იხ.) გადავარდნის შემდეგ ღებულობს, რადგან მის ძირში
მოხდა მისი «განბრწყინება» («განღვიძება»). ძირითადი კანონიკური ძეგლი,
ბუდაზე , როგორც ამიტაბჰაზე, «სუკჰავატივიუჰა» სუტრაა (იხ.). სანამ ბუდა ამიტაბჰა
353
გახდებოდა, იგი ბოდჰის ვატა (იხ.) იყო, სახელად დჰარმაკარა. მის მიწიერ
შესაბამისობად შაკიამუნს თვლიან.
ამიტაბჰა ბუდას ქანდაკება (ლოიანი. ლუნმინის გამოქვაბული) – ეს ქანდაკება
დგას ლოტოსის ყვავილის ფორმის პიედესტალზე, რომელიც ოთხ გიგანტს –
ბუდისტური ტრადიციის რწმენის ოთხ მცველს უკავია. ქანდაკება ტანის ეპოქისაა
(618-907 წ. წ.). (იხ. ლოიანის სატაძრო კომპლექსი); დამატებით იხ. ამიტაბჰა; ბუდა.
ამითაი – წინასწარმეტყველ იონას მამა. სავარაუდოდ ცხოვრობდა ჩვ. წ-მდე IX-
VIII ს. ს-ში (იხ. იონა წინასწარმეტყველი).

ამიტაიუს (სანსკრიტ. ამიტაყუს; ტიბეტ. «ცჰე დპაგ მედ». ჩინ. «უ ლიან შოუ») –
ჟამგრძელობის (ხანგრძლივი სიცოცხლის) ღვთაება ბუდიზმში. ბუდა ამიტაბჰას ერთ-
ერთი ეპითეტი («სუკჰავატივიუჰე», ჩვ. წ-ის I ს.). თანდათან გამოეყო ბუდა
ამიტაბჰას, როგორც მისი განსაკუთრებული ფორმა და ამიტაიუსი უკვე ბუდას ერთ-
ერთი ძირითადი სახელწოდებაა («ამიტაიურდჰიანა-სუტრა», VII ს. ? ).
ამითაონი (ამიტჰაონ) – ელინთა ტომის ერთ-ერთი მამამთავრის – ელინის
ბადიში. დეკკალიონის შთამომავალი.
ამმათუმ – «ხმელეთი» ან «დედამიწა» (შუამდ მითოლოგია).
ამნან – (შუმერ.) ხორბლის სული. მისი დაპირისპირებული მხარე შუმერული
მწერლობის ჟანრში არის ჯოგის (ლახარ) სული. იმარჯვებს ხორბლის სული.
ამნესტიკური აბნევა – იხ. ცნობიერების აბნევა.

ამნეზია – მეხსიერების დაკარგვა დროის გარკვეულ მონაკვეთში. არსებობს


ამნეზიის შემდეგი სახეები: ანტიროგრადული (შარკო) – ავადმყოფობის შემდეგ
მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება (გვხვდება თავის ქალის ტრავმისა
და ეპილეფსიური გულყრის შემდეგ); ანტერორეტროგრადული – როგორც
დაავადებამდე, ისე მის შემდეგ მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების
დავიწყება;პროგრესიული – მეხსიერების პროგრესიული შესუსტება, იწყება ახალი
შთაბეჭდილებების დავიწყებით და თანდათან ვრცელდება წარსულზე
(დამახასიათებელია ორგანული ჭკუასუსტობისათვის); რეტროგრადული –
დაავადებამდე მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება; სისტემური –
მხოლოდ იმ ფაქტებისა და მოვლენების დავიწყება, რომლებიც დაკავშირებულია
ფსიქიკურ ტრავმასთან (ახასიათებს ისტერიულ ფსიქოზსა და ფსიქონერვოზს);
ფიქსაციური – თავგადასავლის უმალვე დავიწყება.

ამნიოცენტეზი (ლათ. ამნიოცენტესის) – ამნიონის პარკიდან სითხის


ტრანსაბდომინური ასპირაცია. (ისე სხვაგან ხშირადაა იხ. იხ-ო და ასეთ სტატიებში
იშვიათად, ან სულ არა და, ერთია კედევ, ალბათ სამედიცინო ტერმინებს რაღაც
მინიშნება უნდა გაუკეთდეს ბუნდოვნების თავიდან ასაცილებლად)
ამნიონი, წყლიანი გარსი, ამნიოტური გარსი (ლათ. ამნიონ) – ნაყოფის შიგნითა
გარსი, რომელიც ტროფობლასტის უჯრედებიდან წარმოშობილ სანაყოფე წყლებს
შეიცავს. (ისე ეს სტატია ცალკე რომ წაიკითხო მიხვდები თუ აეა ეა ნატოფზეა
ლაპარაკი?)
ამნიონიტი (ლათ. ამნიონიტის) – ამნიონის ანთება, რომელიც უმეტესად
სანაყოფე გარსების ნაადრევი გახეთქვითაა გამოწვეული.
ამნიოტომია (ლათ. ამნიოტომია) – ამნიონის გაკვეთა.

354
ამნისის ილიფიას ტაძარი - ნეოლითის ხანის უძველესი ტაძარი ამნისში,
კნოსოსის ახლოს. არქოლოგთა ვარაუდით, ეს იყო მშობიარობის ქალღმერთის -
ილიფიას ქვაბულ-სავანე, მრავალი საუკუნის მანძილზე შერაცხული ტემენოსად და
საკერპო-სათაყვანისმცემლო ადგილად. მოგვიანებით ქალღმერთ ილიფიას კულტი
გავრცელდა საბერძნეთსა (ზევსისა და ჰერას ქალიშვილი) და იტალიაში, სადაც მან
თავისი მთავარი ატრიბუტი, - მშობიარობის მფარველი ღვთაებობა, - შეინარჩუნა და
რომელიც არა მხოლოდ სალმობით ტანჯავდა მელოგინეებს, არამედ
ათავისუფლებდა კიდეც ამ გაუსაძლის ტკივილთაგან. ამ ქვაბულ-ტაძრის
შესასვლელთან იდგა ქვათა გროვა, რომელიც ფორმით ფეხმძიმე ქალის
ჭიპამობურცულ მუცელს მოგაგონებდათ. მჯდომარე ქალღმერთის პრიმიტიული
ფიგურის წინ, ქვაბულის სიღრმეში, მდებარეობდა სამკურნალო თვისების
მინერალური წყლის მცირე აუზი, რომელიც ბუნებრივი წყაროს თვალიდან
იკვებებოდა. ცენტრში სტალაგმიტი - კირქვის უცნაური ფორმის ჩამონაღვენთი იდგა,
რომელიც ბოძივით ზევითკენ აზიდულიყო. სტალაგმიტის ამ უცნაურ ფორმაში
ქალის სხეულის ფიგურა იხილვებოდა, რომელსაც თავი წატეხილი ჰქონდა. დიდი
ქვა, რომელიც დაბალი კედლის წინ იდო, გაპრიალებული ირგვლივ აღმართული
სტალაგმიტების შეხებით, როგორც ჩანს, წარმოადგენდა საკურთხეველს და
იხმარებოდა სარიტუალო პროცესების ჟამს.
ამოკლე (Aმოკლეი) – ტინდარეოსის სატახტო ქალაქი ლაკონიკაში,
დიოსკურების მშობლიური მხარე.
ამოკლიონი – აპოლონის სამლოცველო ქ. ამოკლეში.

ამონ-ი (ეგვიპტ. იმნ სიტყვასიტყვით «ფარული», საიდუმლო) - ეგვიპტური


მითოლოგიის მზის ღმერთი. ამონის კულტის ცენტრია თებუ (იხ. თებუ), რომლის
მფარველად იგი იყო მიჩნეული. მას ჩვეულებრივ ადამიანის სახით გამოსახავდნენ,
ზოგჯერ ცხვრის თავით, რადგან მისი წმინდა ცხოვრელი ცხვარი გახლდათ.
გვირგვინზე ორი ფრთა და მზის ბადრო ჰქონდა. ამონის კულტი ჩაისახა ზემო
ეგვიპტეში, კერძოდ, თებეში (თებეში იმყოფებოდა ამონის უზენასეი ქურუმობა).
თებედან ამ ღმერთის კულტი ჯერ ჩრდილო, ხოლო შემდეგ მთელს ეგვიპტეში
გავრცელდა. მის მეუღლედ მიიჩნეოდა ცის ქალღმერთი მუთი, ვაჟი კი მთვარის
ღმერთი ჰონსუთ-ამონი - მეტი ჰონსუ შეადგენდნენ ე. წ. თებეს ტრიადას. ზოგჯერ მის
მეუღლედ ამაუნეთსაც (იხ.) ასახელებენ. თავდაპირველად ამონი თებეს ომის
ღმერთთან მონთესთან, რომელიც XI დინასტიის (შუა სამეფო, XXI ს. ჩვ. წ-მდე)
ღვთაებათა პანთეონის ერთ-ერთ უზენაეს ღმერთად მიიჩნეოდა, ხოლო XII
დინასტიიდან (XX-XVIII ს. ს. ჩვ. წ-მდე) ამონი იგივდება მონთესთან და
წარმოდგენილია როგორც ერთიანი ღმერთი - ამონ-რა-მონთუ. მოკლე ხანში ამონ-რას
კულტი ძლიერდება და თანდათან აძევებს მონთუს კულტს. შუა სამეფოს ხანაში
ამონს ასევე აიგივებდნენ მონთან (იხ. მონი) - ნაყოფიერების ღმერთთან. XVIII
დინასტიის (თებეს დინასტია) ახალ სამეფო პერიოდში (XVI-XIV ს. ს. ჩვ.წ-მდე) ამონი
სრულიად (ზემო და ქვემო) ეგვიპტის უზენაესი ღმერთი ხდება და
სახელმწიფოებრივ დატვირთვას ახდენს და იგივდება სოლიარულ ღმერთთა
პანთეონის რასთან. იგი ხდება ამონ-რა. პირველად ამ სახელწოდებით ამონი
«პირამიდის ტექსტებში» (იხ.) იხსენიება. ერთადერთი პერიოდი, როცა ამონის
სახელი ამოიძირკვა და განიდევნა ეგვიპტიდან ეს იყო ე. წ. რეფორმაციის, ანუ

355
ამარნის პერიოდი (იხ.), როცა თებეს ამონის ქურუმთაგან ერეტიკოსად შერაცხულმა
XVIII დინასტიის ფარაონმა ამენჰოტემ IV ეხნატონმა (1419-1400 წ. წ. ჩვ. წ-მდე)
ეგვიპტეში უზენაეს ღმერთად ატონი (იხ.) გამოცხადდა. ამენჰოტეპ IV ეხტამონის
სიკვდილისთანავე თებეს ქურუმობამ ატონი უარყო და სრულიად ეგვიპტის უზენაეს
ღვთაებად ისევ ამონ-რა გამოაცხადა. იგი ჩაითვალა «ყოველ ღმერთთა მეუფედ»
(ეგვიპტ. ამონ-რა-ნესუთ ნეჩერ, ბერძნ. ამონ-რა-სონთერ). იგი იყო ღმერთ-დემიურგი
ყოველი არსებულისა. ნაწილობრივ, იგი მოიაზრებოდა ჰელიოპოლისური ენეალების
(იხ.) - ცხრა ღმერთისა და ჰერმოპოლისური ოგლოადების (იხ.) - რვა ღმერთის (ოთხი
წყვილური) სონმის სათავეში. ჰიმნებში ამონს ასე მიმართავდნენ: «ადამიანები
გამოვიდნენ მის თვალთაგან, ღმერთები - მის ბაგეთაგან» (შდრ. პტახი; იხ.); - «შენ
ერთი ფლობ ხელთა სიმრავლეს, მათ უწვდი შენ შენს მოსიყვარულეთ» და ა. შ. ამონი
«მპყრობელი ქვეყნიერებისა, იგი მეუფებს ყოველ მიწას, მის ხელშია ყოველი
სავარგული და თოკი - საზომი მინდვრებისა». ამინში უხილავადაა ყველა ღმერთი
ადამიანი და საგანი (აქედან მისი სახელის სემასიოლოგია - «ფარული», «იდუმალი».
ამონი იგივდება ჰორთან (იხ.) - ამინ-რა-გარაჰუთი), ჰაპთან (იხ.) - ზეციურ ნილოსთან
(მისი პერსონიფიკაცია) ნუნთან (იხ.) - პირველქმნილ წყალთა ქაოსთა, პტახთან (იხ.) -
რვა ენიადის, ანუ თავის რვა ჰიპოსტასის შემქმნელ ღმერთთან, ჰეფრისთან, სებეკთან
(იხ.) - წყლისა და ნილოსის ადადების ღმერთთან, ხნუმთან (იხ.) - ნაყოფიერების
ღმერთთან და ა. შ. ამონთანაა დაკავშირებული ფარაონის ღვთაებრივი
წარმომავლობა, მისი გაღვთიურება ფარაონი ითვლებოდა ამონის ძედ, მის ხორციელ
ემანაციად - იბადებოდა დედა-დედოფლის, ქმრის სახით მოვლენილ ამონის
კავშირით (ამიტომ ეგვიპტეში ფარაონთა ხაზი დედის მხრიდან მოდიოდა). იგი
თამაშობდა წამყვან როლს კორონაციულ რიტუალებსა და მისტერიებში, ე. წ. «ხებ-
სედის» დღესასწაულებზე (იხ. «ხებ-სედი»). რამზეს II დიდი ფარაონად ამონის
სახელით ეკურთხა და გამოცხადდა. «იგია ჭეშმარიტი ძე ჩემი ხორცისმიერი, ჩემს
ტახტზე აღზევებული (ჩემგან - შემდგ.) მცველი და მპყრობელი ეგვიპტისა». იგია
ფარაონის ჯართა გამარჯვებების მბოძებელი. თუთმოს III-სადმი მიმართულ
ტექსტში ამონი ამბობს: «მე გაძლევ შენ ძლიერებასა და გამარჯვებას უცხო
ქვეყნებზე... მე ვამხობ შენს მტრებს შენს სანდლებ ქვეშ...» ერთიანია ღმერთი და
ფარაონი, ორივენი მფლობელნი და მბრუნველნი ქვეყნიერებისა. ამიტომ ამონის
დაკანონებულის შეცვლა არა ეგებოდა, რაც სახელმწიფოებრივი სიძლიერისა და
წესრიგის უპირველესი გარანტი გახლდათ. ამიტომ ფარაონის ხელისუფლება
შეუვალი გახლდათ. ამონი იყო განსახიერება სიბრძნისა, ღმერთი ყოვლისმცოდნე
ციური მცველი, მფარველი დამონებულთა (მას «მონათა ვეზირადაც» იხსენიებდნენ).
მისდამი აღვლენილ ლოცვაში ნათქვამია: «დიდნი გვედრიან შენ, მცირენი გეძებენ»...
«ამონ, მიაყურადე მას, ვინც უბედურია სამსჯავროზე» (იხ. «ორი ჭეშმარიტების
ტაძარი»). ამონის დღესასწაულებზე ხალხის მასებს ოჩხომელზე შემდგარი ამონის
ქანდაკება გამოჰქონდათ. იმ დღეს დიადი ღმერთი წინასწარმეტყველებდა თავის
ნებას, ქადაგებდნენ ორაკულები - იერო - ფანტები (იხ. იხ.), წყდებოდა სადაო
საკითხები... ამონის კულტი გავრცელდა კუშში - ძველ ნუბიაში, სადაც ასევე
სახელმწიფოებრივი დატვირთვა მიიღო. ამონის უამრავ ადგილობრივ (კუშურ)
ჰიპოსტასთა შორის მთავარი როლი ნაბატის ტაძრის ამონს ენიჭებოდა. ამ ტაძრის
იეროფანტები (ორაკულები) ირჩევდნენ მეფეს, რომელიც ტაძარში
გამართულკორონაციის შემდეგ ეწვეოდა ჰემპატონისა და პნუბსის ტაძრებს, სადაც,
უბრალოდ, დასტურდებოდა (მტკიცდებოდა) უკვე კორონირებული მეფის არჩევანი.

356
ამონი (ეგვიპტ.) – 1. ეგვიპტური პანთეობის ერთ-ერთი უდიდესი ღმერთი.
ამონი ანუ ამენიგაცილებით ადრინდელია ამონ-რაზე და ინდუსთა ბაალისა. 2.
ჰამონი, მეუფება ცათა. ამუნ-რა იყო რა სულიერი მზე, «მზე სამართლიანობისა» და ა.
შ., რამეთუ «მეუფე ღმერთი არს მზე». იგია ღმერთი საიდუმლოებათა და მისი
სახელის იეროგლიფი გადაბრუნებულია (??). იგი ეზოთერიკულად პანია, მთელი
ბუნება. ამდენად სამყარო და «მარადისობის მეუფებაა». ერთ-ერთი ძველი წარწერით
იგი წარმონაშობია ნეიტესაგან, მაგრამ შობილი არ არის. სახელდება, როგორც
თვითნაბადი რა და მისი ცეცხლოვანი თვალით შექმნა სიკეთე, როგორც სეთ-
ტოფონმა თავისი თვალით – ბოროტება. როგორც ამონ-რა (ამუნი, ამენი) –
სამყაროთა მეუფება, რომლებიც აღმართულია მზის ბადროზე და გამოჩნდება ცის
უფსკრულში; 3. უძველესი ჰიმნი ამ სიტყვას, როგორც «ამონ-რას», და ამით ესალმება
(რაღაც აკლია) «მიწის ტახტთა მპყრობელს... ჭეშმარიტების მეუფებას, ღმერთების
მამას, ადამიანთა და ცხოველთა შემოქმედს, ყოფიერების მბრძანებელს, მიწის
განმანათლებელს, მოცურავის სიმშვიდის ცათა შინა... მთელი გული შვებას გრძნობს
შენი შემხედვარე, მბრძანებელო სიცოცხლისა, ჯანისა და ძალისა! ვეთაყვანებ შენს
მშვინცას, ერთმა, რომელმაც შეგვქმნა ჩვენ»... (ბონვიკი «Eგიპტიან Bელიეფ». ამონ-რა
სახელდებულია «მეუღლედ საკუთარი დედისა» და მის ძედ (იხ. ხნუმიკნოფისი)); 4.
«ერთთავა» ღმერთს ებრაელები სწირავდნენ ბატკნებს. ქრისტიანული თეოლოგიის
კრავი იმ ბატკანთა შენიღბული გამოძახილია. (მერე რა???)
ამონი – იუდეველთა მეფე644-642 წ. წ. ჩვ. წ-მდე. მანასეს შვილი,
კერპთაყვანისმცემელი. მოკლეს მსახურებმა.

ამონი – თავიდან თებეს ადგილობრივი ღვთაება, მოგვიანებით ეგვიპტის


უმაღლსი ღმერთი. ბერძებმა გააიგივეს ზევსთან (ანალოგიურად , რომში –
იუპიტერთან). იუპიტერ ამონელის ორაკული სივას (?) ოაზისში ღმერთ ხნუმის
სინბოლოთი – ვერძის რქებით.
ამონი, ამონ-რე, ამონ-რა, ამანა, ამენი (Aმმონ, Aმუნ – «დამალული») –
ფარაონთა და ღმერთების მეფე. «ქ. თებეს ღვთაება». ადიდებენ, როგორც მზის
ღმერთს. ძვ. წ. XVI ს-დან ეგვიპტის ერთიან უზენაეს ღვთაებად იქცა ამონ-რას
სახელით. («ამონ-მზე»). აუგეს ტაძარი თებეში, ქ. ამონიუმში, რომელიც მემფისიდან
12 დღის სავალზეა – ლიბიის უდაბნოში. გამოისახება ტახტზე მჯდომარე, მარჯვენა
ხელში სკიპტრით, მარცხენაში – ჯვრით – რაც სიცოცხლის სიმბოოა. საბერძნეთში
იქცა ამონ-ზევსად, რომში – ამონ-იუპიტერად. ამინის სიმბოლოა ვერძი – ამიტომ
ხშირად გამოისახება ვერძის თავით და ზევსის ტანით. (ზოგჯერ ბატის თავითაც).
ამონ-რას მღვიმე-ტაძარი ნილოსის კლდოვან სანაპიროზეა გამოკვეთილი.
ამონიოს საკა (Aმმონიოს შაკკას) (მებარგული) – ალექსანდრიელი
ფილოსოფოსი, 175-242 წ. წ. ნეოპლატონიზმს დაუდო სათავე. ლექციებს
კითხულობდა ზეპირად. ალექსანდრიაში მისი ყველაზე გამოჩენილი მოწაფეა
პლეტინე.
ამონიოს საკასი (Aმმონიოს საკკას) – (დაახლ. 175 დაახლ. 242 წ. წ.) გამოჩენილი
ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, ფილალეტელთა ნეოპლატონური სკოლის
დამაარსებელი (იგივე «ჭეშმარიტების მოყვარულთა»). დაიბადა ღარიბი ქრისტიანის
ოჯახში. გამოირჩეოდა თავისი ღვთაებრივი სიკეთით. ამის გამო იწოდებოდა
თეოდიდაქტოსად, «სწავლების ღმერთად». იგი ეთაყვანებოდა ყოველივეს კარგს

357
ქრისტიანობაში, მაგრამ მალე განუდგა ქრისტიანიზმს და ეკლესიას, რადგან
ვერაფერი აღმოაჩინა უკეთესი, ვინემ უფრო ძველ რელიგიებში. (მისი პრობლემაა!!!
შუტკა)
ამონის ტაძარი - იხ. იხ. კარნაკის სატაძრო კომპლექსი, ლუქსორის სატაძრო
კომპლექსი.

ამონის ტაძარი კარნაკში - ზემო ეგვიპტის ნაწილის (Нил) მარცხენა სანაპიროზე


მდებარე პატარა ქალაქის ლუქსორი (Луксор) საქვეყნოდ ცნობილი გახდა იმით, რომ
ქალაქის შუაგულში განთავსებულია ძველი ეგვიპტის ქალაქი თებე (Фив). რომლის
დიდება მთელ ანტიკურ სამყაროში ქუხდა. ერთ დროს თებე ძველი ეგვიპტის
დედაქალაქს წარმოადგენდა. ეგვიპტელები მას უასეტს (Уасет) უწოდებდნენ.
ბიბლიაში იგი მოხსენიებულია ნო-ს (Но) სახელწოდებით. ჰომეროსი კი «ილიადაში»
«ასჭიშკრიან თებეს» უწოდებენ. ჩვ. წ-მდე XV ს-ში თებეში, «ახალი მეფობის»
პერიოდში (Нового царства) «ოქროს ხანა» დადგა. XVIII დინასტიის ფარაონებმა
ქალაქი თებე აქციეს ისეთ ქალაქად, რომლის დიდებამ «მთელი სამყარო დაიპყრო».
ამ პერიოდში ეგვიპტეში შეიქმნა კარნაკისა და ლუქსორის დიდი და
სახელგანთქმული ტაძრების ანსამბლი. ორივე ტაძარი თავისი მასშტაბებით ისეთ
ტაძრებზე უფრო დიდი იყო როგორიცაა: წმნიდა პეტრეს ტაძრის ანსამბლი როეში,
პარიზის ღვთისმშობლის ან წმინდა პავლეს ეკლესია ლონდონში. კარნაკეს ტაძარი
თავისი ჭიშკრებით, შიდა კარებით და დარბაზებით, უთვალავი სვეტებით,
ქანდაკებებითა და ობელისკებით - წარმოადგენს ძველი ეგვიპტის უნმიშვნელოვანეს
სატაძრო კომპლექსს. მას ერქვა იპეტ-სუტი (Ипет-сут) და დიდი ხნის განმავლობაში
ოფიციალურ ტაძრად ითვლებოდა. «ახალი მეფობის» პერიოდში ყველა ფარაონი
თავის მოვალეობად თვლიდნენ ქვეყნის მთავარი ტაძრის მოწყობას და გალამაზებას,
რომლისთვისაც იზიდავდნენ ეგვიპტის ყველაზე საუკეთესო ხუროთმოძღვრებს,
მოქანდაკეებს და მხატვრებს. კარნაკეს ტაძარი მიეძღვნა ღმერთს ამონას (Амона) -
«ახალი მეფობის» პერიოდში ის იყო აღიარებული როგორც მზის ღმერთის - რას
იპოსტარი. ამონა-რას «ყველა ღმერთების ღმერთის» საპატივცემულოდ იმ პერიოდში
იქმნებოდა ჰიმნები და შენდებოდა უდიდესი ტაძრები. კარნაკეს ამონის ტაზარი არის
გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ასი წლის განმავლობაში,
ფარაონთა რამოდენიმე თაობის მეფობის პერიოდში შენდებოდა. «ახალი მეფობის»
დასაწყისში ამპნას პატარა ტაძარი უკვე არსებობდა. ფარაომნა იაპმოს I (Яхмос I)
ტაძარი მორთო კედარის სვეტებით, ძვირფასი საეკლესიო ნივთებით -
კეთილსურნელებისთვის ლარნაკებით, ჭურჭლებით და საკურთხევლებით,
რომელიც დამუშავებული იყო ვარდისფერი გრანიტით, ფირუზით, მალაქიტით,
ოქროთი და ვერცხლით. ტუტმოს I (Тутмос I) მმართველობის პერიოდში აქ მსხვილი
მშენებლობა დაიწყო. ტაძრის გადაკეთებას ხელმძღვანელობდა ძელი ეგვიპტის
გაოჩენილი ხუროთმოძრვარი ინენი (Инен). მაგრამ მის მიერ აშენებულმა
მონუმენტურმა სვეტებიანმა დარბაზმა ჩვენამდე არ მოაღწია - იგი შემდგომი
გადაკეთებების შედეგად საბოლოოდ დაინგრა. XVIII დინასტიის ფარაონების
მეფობის პერიოდში ანუ ტუტმოს I მემკვიდრეობის პერიოდში კარნაკში ტაძარი
შენდებოდა და ფართოვდებოდა. მეფე ხატშეპსუტის (царица Хатшепсут) მეფობის
პერიოდში ტაძართან დაკავშირებით დიდი სამუშაოები დაიწყო. მისი ბრძანებით
დაშალეს სვეტებიანი დარბაზი და მის ადგილას წამოჭიმეს 30 მ. სიმაღლის «მეფე
ხატშეპსუტის ობელისკი», რომელიც გამოქანდაკებული იყო ასუანის (Асуанского)

358
გრანიტით. ხატშეპსუტის მემკვიდრის ტუტმოს II-ის ბრძანებით მთელი ტაძარი
დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს ახალი, რომლის ერთ-ერთი დარბაზი «ანალების
დარბაზი» (Зал Анналов). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტაძარი ნანგრევებშია, მაინც
კოლოსალურ შთაბეჭდილებას ახდენს. ამონას ტაძარი წარმოადგენს აზიდულ
მართკუთხედს, მას ვეებერთელა კედელი არტყია და მის კართან ნილის და
ლუქსორის მხრიდან ორი გზა მიდის. ამ ორ მხარეს არის ცხვრისთავიანი სფინქსები
(ცხვარი ღმერთ ამონის სიმბოლოა) ორ რიგად. ტაზრის შიგნითა მხარესა და მის
ტერიტორიაზე შეიძლება მოხვდეთ ათი კარ-პილონით, რომელიც ტაძრის
მშენებლობის თავისებურ ისტორიულ ეტაპებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი
სხვადასხვა ფარაონის პერიოდშია აგებული. მთავარი ტაძრის ცენტრალური პილონი
44 მეტრის სიმაღლისაა, სიგანე 113 მ. ხოლო სისქე 15 მ-ს შეადგენს. მის უკან
განლაგებულია კოლონადებით შემოსაზღვრული ეზო. ფარაონ ხორემხებეს
(Хоремхебе) მეფობის პერიოდში დაიწყო ჰიპოსტალური (Гипостильный) დარბაზის
მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ XIX დინასტიის ფარაონების - სეტი I-სა (Сети I)
და რამზეს II-ს (Рамсес II) პერიოდში მიაღწია. დარბაზის ფართობი 5000 კვ.მ.,
სიმაღლე 24 მ. სახურავი 16 რიგ კოლოსალურ სვეტს ეკავა. სულ იყო 134 სვეტი და
ყველაზე მაღალი 20,4 მ., ხოლო ყველაზე დაბალი 3,57 მ. ცენტრალური
კაპიტელებიანი ნეფის (Нефа) დაშლილი პაპირუსის მოყვანილობის სვეტები 19 სმ.
აღწევდა, ხოლო გვერდითა შესასვლელები, რომელსაც გაუშლელი პაპირუსის
მოყვანილობა ჰქონდა - 14,7 მ. აღწევდა. «ანალების დარბაზის» სვეტები
დაგვირგვინებულია ან ლოტოსის ან პაპირუსის ყვავილებით. ეს იყო ძველი
ეგვიპტის ჰერალდიკური ემბლემები. პაპირუსი ითვლებოდა ქვედა ეგვიპტის
სიმბოლოდ, ხოლო ლოტოსი ზედა ეგვიპტის. ჰიპოსტალური დარბაზის კედლები და
სვეტები მაღალ მთლიანად დაფარული იყო ყვავილებით და მთლიანი ფართობი 24,3
ათასი კვ.მ-ა. დიდ ჰიპოსტალურ დარბაზში იდგა მეფეების მონოლითური
ქანდაკებები. მათ შორის იყო რამზეს II დიდისა და მისი ცოლის ნეფერტარის
(Нефертар) ქანდაკება. ამონის ტაძარს კარნაკეში ხშირად უწოდებენ «ეგვიპტის ქვის
არქივს». ტაძრის კედლებზე, პილონებზე, სვეტებზე გამოსახული წარწერები
გვაუწყებენ ახალი მეფობის პერიოდის ისტორიას. ტაძრის სამხრეთით მდებარეობს
წმინდა ტბა - თავისი ნავმისადგომებით. მის ნაპირს წელიწადში ორჯერ ადგებოდა
წმინდა ნავები, რომელზეც იდო ღმერთების დიადი ტრიადას - მზის ღმერთის ამონი-
რას, მისი მეუღლის ცის ქალღმერთის მუტის (ნუტის) (Мут (Нут)) და მათი შვილის
მთვარის ღმერთის ხონსუს (Хонсу) ქანდაკებებია.

ამონის ტაძარი ლექსორში – (იხ.)


ამონის ტაძარი ლუქსორში - ლუქსორის ტაძარი განლაგებულია კარნაკეს ამონის
ტაძრიდან 3 კმ. სამხრეთით. იგი მართალია შედარებით პატარაა, მაგრამ ისეთივე
შთამბეჭდავი და სახელგანთქმულია როგორც ამონის ტაძარი. ეს ტაძარიც ამონის
ღმერთს მიეძღვნა. ლუქსორის ტაძარი - თავისი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების
სინთეზითა და სხვადასხვა მმართველების მოღვაწოებით რთულ არქიტექტურულ
ანსამბლს წარმოადგენს. არქიტექტურულ გადაკეთებებში მფლობელების
ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ახალი რელიგიის დამკვიდრება და ეგვიპტის
ისტორიის სხვადასხვა მოვლენები ისახება. ტაძრის საერთო ანსამბლში ჩართულია
ალექსანდრე მაკედონელის ტაძარი, რომელიც ეგვიპტელებში გაღმერთება და თავის
ამონის შვილად გამოცხადება მოიპოვა. აქვეა ჩვენი ეპოქის I ს-ის ქრისტიანული
ეკლესია. ეგვიპტის არაბების მიერ დაპყრობის შემდეგ ლუქსორის ტაძრის ისლამური
359
რელიგიის კვალიც დაეტყო. ტაძრის სახურავზე დღესაც ჩანს აბუ-ელ-ჰაგატის (Абу-
эль-Хагат)მუსლიმანური მეჩეთი. როცა ეს მეჩეთი შენდებოდა, ტაძარი ნახევრად
ქვიშაში იყო ჩამარხული და მეჩეთის ფუნდამენტად მისი ზემოთა ნაწილი იქნა
გამოყენებული. დღეს ტაძარი ქვიშისგან გამოწმენდილია და მეჩეთი ტაძარზე
დაშენებულად ჩანს. ლუქსორის ტაძარს მართკუთხედის ფორმა აქვს და
ორიენტირებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით ნილის (Нил) სანაპიროზე. მთავარი
შენობის სიგრძე 190 მეტრია. ორმაგი რიგის პაპირუსის კონის მსგავსი სვეტები,
რომელიც საზღვრავს ფართო ღია ეზოს, 20 მეტრი სიმაღლისაა, ეზოს ფართობი - 45?
51 მეტრია. გიგანტური კოლონადები - ლუქსორის ტაძრის დამახასიათებელი
თავისებურებაა. ტაძრის ცხრა დარბაზში განთავსებულია 41 სვეტი, ვესტიბიულში -
64, ხოლო ცენტრალურ კოლონადაში კი - 14. მთლიანად ტაძარში კი 151 სვეტია. ეს
ყველაფერი განსაკუთრებულ მონუმენტურობას ანიჭებს. ტაძრის კედლებზე შემორჩა
ამენხოტეპ III-ის (Аменхотеп) ცხოვრების ამსახველი მრავალრიცხოვანი რელიეფი.
ფარაონ რამზეს II დიდის მეფობის პერიოდში ხუროთმოძღვარმა ბეკენხონსემ
(Бекенхонсу) მნიშვნელოვნად გააფართოვა ლუქსორის ტაძარი. აიგო ახალი პილონი,
რომლის წინ იდგა რამზეს II-ის ექვსი ქანდაკება - მათგან ოთხი ვარდისფერი
გრანიტისა იყო და ფეხზე მდგარი ფარაონი იყო აღბეჭდილი, ხოლო ორი შავი
გრანიტისა და მჯდომარე ფარაონი იყო აღბეჭდილი. იმავე პერიოდშივეა აგებული
ეზოს 74 სვეტებიანი კოლონადები. გრანიტის ორი ობელისკი XIX ს-ში გატანილი
იქნა საფრანგეთში და პარიზის თანხმობის მოედანზე დგას.
ამონიტები (ლათ. ამონიტუს (?)) – თავფეხიანი მოლუსკები. ჰქონდათ
დისკოსებრი ფორმის დახვეული ««სახლ-ნიჟარები, რომლითაც ვერტიკალურ
მდგომარეობაში ცურავდნენ. ჰქონდათ საცეცები (ფეხები) თავთან (აქედან
სახელწოდებაც – თავფეხიანები), რომლითაც საკვებს მოიპოვებდნენ.
ნიეკუთვნებიან გადაშენებულ ზღვის ცხოველებს. საქართველოში აღმოჩენილია
ადრეულ ფაუნისტურ ნაშთებში. ეს ნაშთები იურული პერიოდისაა (135-185 მლნ.
წლებს შუა).

ამონიტები – ნაუტილუსის მონათესავე ზღვის ბინადარი ცარცული


პერიოდიდან. არსებობენ ამჟამადაც.
ამონიტელები – ხალხი, რომლებიც წარმოდგნენ ლოთის უმცროსი
ქალიშვილისაგან. მდ. იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. დიდხანს ებრძოდნენ
ებრაელებს. ამოწყვიტეს არაბებმა.
ამონ-რას ტაძარიკარნაკში – (იხ.)
ამოქსენია (ლათ. ანოხაენია) – ჟანგბადის უკმარისობა სისხლში.

ამორალიზმი (ა უარყ. ნაწილაკი და მორალის ზნეობრივი (ე. ი. არაზნეობრივი))


– შეგნებულად უარის თქმა ყოველგვარ ზნეობის კანონებზე, ყოველგვარ მორალზე.
ამორალიზმი (ბერძ. ა – უარყოფითი ნაწილაკი და ლათ. მორალის –
ზნეობრივი) – მორალური პრინციპი, რომელიც ამკვიდრებს ნიჰილისტურ
დამოკიდებულებას ორალის საზოგადოებრივი და პირველ რიგში
ზოგადსაკაცობრიო, ნორმებისადმი და ამკვიდრებს უზნეობის კანონიერი გზებით
პიროვნების ქცევის უზნეობას. ა-ს გამოვლინების ფორმები მრავალნაირია. ეს
შეიძლება იყოს ღია ცინიზმი, კაცთმოძულეობა, სრული უპრინციპობა ეგოისტური
ინტერესების განხორციელებისას (ეგოიზმი) ანდა პირიქით, ფსევდოჰუმანური
შემწყნარებლობა და მორჩილება სხვათა დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ. ა-ს
360
უნდა მივაკუთვნოთ ასევე აღიარება კანონიერად ნებისმიერი, მათ შორის უზნეო,
საშუალებათა გამოყენება, ვითომცდა მორალური მიზნების მისაღწევად
(იეზუიტიზმი, მაკიაველიზმი, მიზანი და საშუალება), კერძოდ, ულმობლობის
(ფანატიზმი), დემაგოგიის. და ბოლოს ა-მ შეიძლება გამოხატოს
ინდივიდუალისტურად განწყობილი პიროვნების უკიდურესი ნიჰილიზმის
პოზიცია, რომელიც პროტესტს გამოხატავს გაბატონებული მორალის ფარისევლობის
წინააღმდეგ ანარქიული ჯანყის ფორმით. ამ სახის ა-ს, რომელსაც საერთო არაფერი
აქვს გაცვეთილი მორალის რევოლუციურ უარყოფასთან, მივყავართ უზნეობის
ფაქტიურ გამართლებასთან. ა-ს პრინციპი თეორიულადარაერთგზის
დაუსაბუთებიათ ეთიკის ისტორიაში (ვოლუნტარიზმი, სკეპტიციზმი,
რელატივიზმი). ძველ საბერძნეთში ა-ს ელემენტები შეგვიძლია ვნახოთ კინიკებისა
და ზოგიერთი მოგვიანო ხანის სოფისტების მორალურ მოძღვრებებში. თანამედროვე
ბურჟუაზიულ ეთიკაში ა-ს ღიად მქადაგებლები არიან ნიცშე, შემდგომ ლ. კლაგესი,
ბოლოს კი ფაშიზმის იდეოლოგები ჯ. ჯენტილე და ა. როზენბერგი. ა-ს მოტივები
არსებობენ ნეოპროტესტანტიზმის, ემოტივიზმის (ნეოპოზიტივიზმი),
«ჰუმანისტური» ეთიკისა და სხვა ბურჟუაზიული თეორიების ეთიკურ
მოძღვრებებში. ა. ქცევაში, გონება-განწყობილებასა და თეორიაში განსაკუთრებით
ვრცელდება ამა თუ იმ საზოგადოების კრიზისებისა და დაკნინება-დაცემის ხანაში
(მაგ. ა-ს განვითარება დასავლეთში თანამედროვე პირობებში დაკავშირებულია
კაპიტალიზმის საერთო კრიზისთან და უპირველესად კი თანამედროვე
ბურჟუაზიული კულტურის კრიზისთან (ჩვენში????).

ამორეველები – დასავლეთსემიტური წარმოშობის სხვადასხვა მომთაბარე


ტომები (ძვ. ქანაანელები). ჩვ. წ-მდე III ათასწლეულისათვის ცხოვრობდნენ
გამაგრებულ ციხე-კოშკებში, რომლის ცენტრში იდგა ტაძარი, ორმწკრივი წრიული
ბოძებით და მმართველთა რეზიდენციებით, რომელთა ირგვლივ განლაგებული იყო
თიხის ან აგურის ორსართულიანი სახლები. მის ღია ან გისოსებიან მაღლივ
გალერეებში ცხოვრობდნენ სახლის მეპატრონეები, ქვედა, ქვის ნაწილში, ინახავდნენ
პროდუქტებს და ჰყავდათ თევზები... (იხ. პალესტინა, პალესტინელები; ქანაანი,
ქანაანელები). ქანაანურ-ამორეველთა ჯგუფის ხალხებს ჰქონდათ საერთო
მითოწარმოდგენები. მათი სატაძრო არქტექტურა ნაზავი იყო მესოპოტამიური და
ეგვიპტური ტრადიციებისა. ტაძარში ღვთაების ან შესასვლელის წინ აღმართული
იყო ქვის სტელები ან ანძურები, სამხრეთის კედლის წინ კი – საკურთხეველი;
კედლებთან – მერხები. ქანაანურ-ამორევული არქიტექტურის ტიპური ნიმუშია
ჰებრონიდან დასავლეთით, ორ კილომეტრში მდებარე დაჰიშის ტაძარი. ღმერთთა
თაყვანისცემის ადგილებად არა მხოლოდ ტაძრები, არამედ საკულტო მაღლობები,
წმიდა კორომები, ხეობები, კლდეთა ნაპრალები. ღმერთთა და ღვთაებათა
ქანდაკებებს აკეთებდნენ ქვისგან, ბრინჯაოსგან, ხისგან. ძველი მხატვარ-
მოქანდაკეები ღვთაებებს მრისხანე, შემაძრჭუნებელ სახეებში, ხოლო მშობიარობისა
და ნაყოფიერების ქალღვთაებებს შიშვლებს გამოხატავდნენ. ფართო გავრცელება
ჰპოვეს გამომწვარი თიხის (ტერაკოტულმა) ღვთაებათა კერპებმა (დაწვრილებით იხ.
პალესტინის კულტურა, შუამდინარული კულტურები). ქანაანურ-ამორეული
მოსახლეობა იყენებდა ლურსმნულ დამწერლობას (იხ. ლურსმნული დამწერლობა).
ზოგი მკვლევარი ისრაელიანებს ამორეველ-გუთიელთაგან წარმომდგარ ხალხად
მიიჩნევენ.

361
ამორეველები – ერთ-ერთ სემიტურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ჩვ. წ-მდე II
ათასწლეულში მოსახლეობდნენ სირიაში. ამ ხალხს დასაბამი მისცა ამურუმ (იხ.).
ამორეველები – იხ. არშუ (უგარითულ-ფინიკიურ. მით) – ფინიკიური
მითოლოგიის პერსონაჟი. ბალუსა (იხ.) და იამუს (იხ.) დაპირისპირებისას, როცა
ანათს (იხ.) თავისი შეყვარებულის, ბალუს მხარე ეჭირა, განგმირა არშუ.
ამორეველები, ამორიტელები, ამორა – ქანაანის მოსახლეობა ებრაელების აქ
მოსვლამდე.
ამორეველთა მითოლოგია – იხ. ქანაანურ-ამორეული ჯგუფის ხალხთა
მითოლოგია.
ამორევოლე – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა
შესრულდეს ვნებით, ალერსიანად, ნაზად.

ამორფული - ნაკლებად გამოკვეთილი, არათვალნათლივი.


ამორფული (ლათ. გეოლოგ. Aპჰანიტე) – (ლათ. გეოლოგ. Aმორპჰოუს) –
ტერმინი იხმარება მინერალთა ან ქანთა აღსანიშნავად, რომელთაც არა აქვთ
გამოკვეთილი კრისტალური სტრუქტურა და ატომთა მოწესრიგებული განლაგება.
ამორტიზაცია ფრანგ. – კერძო პირების უძრავი ქონების გადასვლა ეკლესიის
ხელში.

ამოს წინასწარმეტყველი - მეოთხე მცირე წინასწარმეტყველთა შორის.


თევოაპელი მეცხვარე: «ამოსის, თევოაპიელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა
მან ისრაელის გამო იუდას ყუბიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის
დროს, მიწისძვრამდე 2 წლის ადრე» (ამოს წინასწარმეტყველება 1,1). როგორც ჩანს
ამოსი ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა სადღაც 782-753 წლებს შორის ჩვ. წ-მდე
(ამ დროს ცხოვრობდა ისრაელში მეფობდა იერობოამ II), ზოგი ვერსიით 775-750 წ. წ-
ში. იგი იყო თანამედროვე წინასწარმეტყველ ოსიასი, ზაქარიასი, იოველისა, ესაიასი
და მიქასი. მღვდელმა ამაციამ (796-767(?) წ. წ.) ბეთ-ელიდან (ბეთლემიდან) მას
მეფესთან იერობოამ II-სთან უჩივლა, უთხრა: «ამოსი ხალხს აშფოთებს ისრაელიანთა
შორის შენს წინააღმდეგ»-ო. თან დაუმატა... «ასე მაბობს ამოსი: მახვილით მოკვდება
იეროაბამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან»-ო (ამოსი 7,11). ამაციას
სურდა ამოსი იუდინთა მიწაზე გაეძევებინათ და იქ ექადაგნა და არა ბეთ-ელში,
რამეთუ ბეთ-ელი მეფის საწმიდარი და მეფეთა სახლი გახლდათ, რათქმა უნდა,
უფლის სახელიც (იხ. ბეთ-ელი, ბეთლები). ამოსმა ასე შეუთვალა: «მიუგო ამოსმა
ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის
შვილი, მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი; წამიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა
უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო» (ამოსი, 7,14-15). ამოსი,
ფაქტიურად ის წინასწარმეტყველია, ვისითაც იწყება «წიგნიერი», ანუ წერილობითი
წინასწარმეტყველებანი, ამოსისა და მისი თანამედროვე თუ შემდგომი პერიოდის
წინასწარმეტYველთა ქადაგებები შესულია ბიბლიაში და ატარებენ მათსავე
სახელებს. ამოსის წინასწარმეტყველებანი 9 თავისაგან შედგება. დაწერილია სადა,
მხატვრული ენით, არის ალეგორიები. არქიმანდრიტ ნიკიფორეს «ბიბლიურ
ენციკლოპედიაში» იგი «პოეტ-წინასწარმეტყველადაც» კია მოხსენიებული.

ამოსი (ბიბლ.) – ბიბლიური წმინდანი. ცხოვრობდა დაახლ. ჩვ. წ-მდე III ს-ის I
ნახევარში. იგი იყო მწყემსი. იერუსალიმიდან 25 კმ-ით დაშორებულ ქ. თეკოადან

362
(?) ...... მისით იწყება მოგვიანო ხანა, ანუ «წიგნიერ»წინასწარმეტყველთა თაობა. მისი
წინასწარმეტყველებები, მისივე სახელის მქონე წიგნებშია გადმოცემული. მისი
წინასწარმეტყველებები, მიმართული ისრაელიანთა მიმართ, დაახლოებით ცვ. წ-მდე
775-750 წ.წ-ს შორის უნდა შემდგარიყო. იგი აფრთხილებდა ებრაელებს, ნუ
იქნებოდნენ იმის იმედად, რომ ისინი უფლის რჩეული ხალხი იყო და ამიტომ არც
უნდა ეზღოთ თავიანთ ცოდვათა გამო. (იხ. 3:2)ერთგულება და თავდადება
სამართლიანობისადმი – მის წინასწარმეტტყველებათა მთავარი მოტივია, თუმცა
იუდაიზმის ისტორიის საწიერიდან ის არის, რომ ამოსი იყო პირველი, ვინც თავის
ქადაგებათა ფიქსაცია მოახდინა. უდავოა, რომ «ახალ აღთქმაში» მესიის ქადაგება
«აქლემზე, რომელიც ნემსის ყუნწში ვერ გაძვრება», დასაბამს ამოსის
წიბასწარმეტყველებათა წიგნიდან იღებს.

ამოსი – ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველი, მწყემსი იყო, ცხოვრობდა ოზიასა


და იერობეას დროს. გმობდა სიმდიდრეს და უკანონობას. წინასწარმეტყველებდა
ღვთის განკითხვის დღეზე.
ამოზნექილი ბეჭდვის გრავიურა – დაფის ზედაპირიდან ამომტვრევის ან
ამოჭრის მეშვეობით სცილდება ის ადგილები, რომლებიც ქაღალდზე უნდა
გამოვიდეს თეთრად და პირიქით, ხელუხლებლად რჩება ქაღალდზე აღნიშნული
ხაზები დასიბრტყეები. დაფაზე ისინი ქმნიან ამოზნექილ რელიეფს. ამ სახის
გრავიურაში შედის ხეზე და ლინოლეუმზე გრავირება. ცნობილია აგრეთვე მაღალი
გრავირება ლითონზე.

ამპელიუსი (Aმპელიუს), ლუციუსი – რომაელი მწერალი II ს.


ამპელოსი (ყურძენი, აკიდო) – დიონისეს მეგობარი ჭაბუკი. ღმერთმა
თანავარსკვლავედად აქცია.
ამპიკიდი (კიდე) – ამპიკეს ძე, მისანი მოფსოსი, არგონავტი.
ამპიქსი (Aმპყხ) – ფერია ქლორიდას მეუღლე, მოფსოსის მაა.

ამპირი (ფრანგ. ემპირე – იმპერია) – გვიანდელი კლასიციზმის ხანის (XIX ს.)


დას. ევროპის არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში გაბატონებული
სტილი. გავრცელდა საფრანგეთსა და დას. ევროპის სხვა ქვეყნებში. ამპირის
არქიტექტურა იყენებდა ძვ. რომისა და ეგვიპტური ხუროთმოძღვრების მონუმენტურ
ფორმებს, ტრიუმფალური თაღების, მემორიალური სვეტების და მასიურ
პორტიკების მოტივებს. ამპირის არქიტექტურას განეკუთვნება პარიზის
ტრიუმფალური თაღები ვარსკვლავის მოედანზე 1806-1836 წ.წ. კარუსელის მოედანზე
1806 წელს, მადლენის ეკლესია 1807 წ. და სხვ.
ამპირი – მხატვრული სტილი, რომელიც ჩამოყალიბდა ანტიკურობის მიბაძვით
საფრანგეთში I რესპუბლიკის დასასრულს. XIX ს-ის შუა წლებში გავრცელდა
დასავლეთ ევროპასა და რუსეთში. არქიტექტურაში ხასიათდება ტრიუმფალური
თაღებით, სვეტებიანი მონუმენტური ნაგებობებით, ნაძერწი მორთულობებით.
ოსტატობის მაღალი დონე გამოვლინდა ფრანგული გამოყენებითი ხელოვნების
საუკეთესო ნიმუშებში, განსაკუთრებით ავეჯსა და ლითონის (ბრინჯაო, სპილენძი)
ნაკეთობებში, რომლებიც სტილიზებული სახით წარმოსახავდნენ ანტიკურ
მოწყობილობას.

363
ამპლუა – აქტიორი, რომელსაც გააჩნია როლების განსაზღვრული სახეობა; მაგ:
საყვარლის, გულუბრყვილოს, არლეკინის, სმერალდინისა და სხვათა და სხვათა
ამპლუა, უძველეს საბერძნეთში ტრაგედიისა და კომედიის გამოჩენამ აქტიორები
დაჰყო ტრაგიკოს და კომიკოს აქტიორებად. განსაზღვრული ამპლუას ჩარჩოებში
მომწყვდეული აქტიორის ვიწრო სპეციალიზირებამ საბოლოოდ მიიყვანა იგი
შემოქმედებით შტამპამდე. მოსკოვის სამხატვრო თეატრმა დაარღვია ამპლუაზე
ტრადიციული შეხედულება, საბჭოთა მსახიობები ასრულებდნენ სხვადასხვა
როლებს მათი ნიჭის შესაბამისად.
ამპლუა, ფრანგ. – როლების ხასიათი, რომლებსაც ასრულებენ მსახიობები
(მოხუცების, რეზონიორების ა.).
ამპულა (ლათ. ამპულლა) – მილისებური ორგანოს გაფართოებული ნაწილი –
სათესლე ბაგირაკის, სათესლე მილის (შუშის?)

ამპულა – კათოლიკურ ეკლესიაში ჭურჭელი წმ. მირონისათვის, Lად საინცე


ამპოულე, რეიმსში იყენებდნენ ფრანგი მეფეების მეფედკურთხევის დროს.

ამპულიტი (ლათ. ამპულლიტის) – თესლგამომყოფი სადინარის ანთება.

ამპუტაცია (ლათ. ამპუტატიო) – მოჭრა, მოკვეთა; ქირურგიული ჩარევით


რომელიმე ორგანოს ან კიდურის სრული ან ნაწილობრივ მოკვეთა (ამოკვეთა).

ამრ იბნ ქუსლუმი არაბი პოეტი. დაბადების ადგილი უცნობია. გარდაცვლილა


600 წ-ს. იყო თაღლიბის ძლიერი ტომის დიდგვაროვანი ოჯახიდან. არაბთა
ფილოლოგიური ტრადიცია ამრ იბნ ქუსლუმისა და ალ-ჰარის იბნ ჰილიმის
კასილებს ერთმანეთს უკავშირებს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ამ ორ პოეტს
თავიანთი კასილები სამედიატოროდ ჰირის მეფის ამრ იბნ ჰინდის (554-564 წ. წ.)
წინაშე წაუკითხავთ. ორივე ორივე ნაწარმოები თაღლიბისა და დაქრის ტომებს შორის
ატეხილ შუღლს ეხება. ეს შუღლი მონათესავე ტომებს შორის, ცნობილია «ბასურის
აქლემის გამო ატეხილი ომის» «ან ორმოცწლიანი ომის» სახელით (იხ. «აქლემის
ომი»). ქუსლუმს თავისი კასილით ბაქრელებთან ერთად მეფე ჰინდიც განუქიქებია.
ეს ნაწილი, არაბ ფილოლოგთა აზრით, ქუსლუნს ჰინდის მკვლელობის შემდეგ უნდა
შეეთხზა და წაუკითხავს არა მეფის სამსჯავროზე, არამედ უქაბის (იხ.) ბაზრობაზე.
გადმოცემის მიხედვით პოეტ ქუსლუმს მოუკლავს ამრ იბნ ჰინდი. მას
შეურაცხყოფად მიუღია მეფის დედის თხოვნა, თავის დედას, დიდებული
თავადიშვილს, ქულაიბის ძმის მუჰალ ას-ჰილის ასულს, ლეილას მომსახურებოდა –
მისთვის კერძი მიეწოდებინა. ქუსლუმი წამოჭრილა, მეფე განუგმირავს და სასჯელის
შიშით სასწრაფოდ გაქცეულა.

ამრა კოშა (სანსკრიტ. ამრა კოსა) – «უკვდავი ლექსიკონი». კაცობრიობისათვის


დღემდე ცნობილ ლექსიკონთაგან ყველაზეძველი და სრულყოფილი( ლექსიკონი
სანსკრიტისა, შედგენილია II ს-ში მოღვაწე ბრძენის – ამარ სინჰის მიერ.
ამრიტა (სანსკრიტ. ამრტა) – 1. ციური ელექსირი ან ღმერთების საკვები; 2.
უკვდავების მომნიჭებელი საკვები. სიცოცხლის ელექსირი, გამოქაფული რძის
ოკეანიდან; 3. ძვ. ვედური ტერმინი, განეკუთვნება სატაძრო მისტერიების წმიდა
ნაყენს – სომას (???).

364
ამრიტა – აფრიკული ოთხსიმიანი სამუსიკო საკრავი. გამოიყენება როგორც
სოლო შესრულებისათვის, ასევე ცეკვებისა და სიმღერების თანხლებისათვის.

ამრიტა – ინდ. უკვდავების სასმელი, რომელიც ვიშნუს რჩევით ოკიანის


წყლების ათქვეფით მოიპოვეს ღმერთებმა და ასურებმა, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ
ერგოთ იგი: მზეთუნახავად ქცეული ვიშნუს ხილვით მოხიბლულრბმა დათმეს იგი.
ამრიტით სავსე სასმისს ორი საშინელი ურჩხული იცავს. მხოლოდ გარუდამ
მოახედხა მისი მოტაცება. ინდრამ ღმერთებს დაუბრუნა ამრიტა. სამაგიეროდ,
გარუდას გველი განუკუთვნა საჭმელად, მისი მოთხოვნისამებრ.
ამრიტა – ღმერთების სასმელი. უკვდავების ნაყენი, რომელიც მოიპოვეს
ღმერთებმა ოკეანის მრავალი ასეული წლის დღვების შედეგად. ყველაზე ბოლოს,
კარაქივით ადღვებილი, წყალთა წიაღიდან გამოიქნა დჰანვატარი (იხ.), ექიმობის და
მკურნალობის ღმერთი, ხელში ძვირფასი ჯამით, რომელშიც უკვდავების ნაყენი –
ამრიტა ესხა (დაწვრილებით იხ. ოკეანის დღვება).
ამრულ-ყაისი (Aმრულ Kაის ან Iმრუ ულ Kაის) – ცნობილი არაბი პოეტიVII ს.
ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლი, ბერძენ პრინცესაზე შეყვარებული.
ამშასპანდები – ზოროასტრიზმში 6 უმაღლესი სული, სიკეთის მფარველები.
ამსელმ კენტერბერიელი – (1033-1109 წ. წ.) შუასაუკუნეების ღვთისმეტყველი
და ფილოსოფოსი, ადრეული სქოლასტიკის წარმომადგენელი. ავგუსტინის მსგავსად
ამტკიცებდა, რომ რწმენა გონებაზე მაღლა დგას: «უნდა გწამდეს, რომ გაიგო», მაგრამ
რწმენა შეიძლება რაციონალურიც იყოს. მაგ: ქრისტიანული დოგმები ურყევი
ჭეშმარიტებაა, თუმცა ისინი რაციონალურად უნდა გაიაზრო, რომ რწმენა
განამტკიცო.
ამ-სი-მუ (აქად.) – «რქაამოზრდილი».

ამსტერდამის რატუშა – ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი ძეგლი


ჰოლანდიური არქიტექტურისა. იგი იმდროინდელი ევროპის ყველაზე დიდი
ნაგრბობაა, აიგო 1648-1655 წლებში, ჰოლანდიური კლასიციზმის უდიდესი
წარმომადგენლის იაკობ ვან კამპენის მიერ (იხ.). გეგმარით გიგანტური კარეს (იხ.) –
კვადრატული, სწორი მართკუთხა ფორმისაა, ორი შიდა ეზოთი, კოშკურათი,
(აუცილებელი ატრიბუტიკა), რომელიც ოვალურ ფორმაში გადადის და გუმბათოვან
როტილდას ემსგავსება. განსაკუთრებით ეფექტურია მისი ინტერიერი მაღალი
გალერეითა (იხ.) და გრანდიოზული, რამდენიმე სართულის მომცრო მთავარი
დარბაზით ჩარჩოვანი კამარით. მის ამაღლებულ ზეიმურობას უფრო აძლიერებს
სკულპტურული კომპოზიციები. რატუშა ფასადის სკულპტურა ეკუთვნის არტ
ქველინ უფროსს (იხ.).
ამსტერდამის რექსმუზეუმი(თუ რაიხსმუზეუმი?) – თვით ჰოლანდიელები
ამბობენ: «ღმერთმა დედამიწა შექმნა, ჩვენ კი – ნიდერლანდი». და მართლაც, ამ
ხალხმა მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ზღვას გამოგლიჯეს.
წყლისთვის წართმეულ ტერიტორიაზე ააგეს ამსტერდამიც – ჰოლანდიის
დედაქალაქი. 1275 წ. საძირკველჩაყრილი , ის შენდებოდა არამდგრად მიწაში
ჩასობილ ხის ხიმინჯებზე. ამსტერდამში იმყოფება ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი
ფირმის და ბანკის შტაბ-ბინა ანდა ფილიალი, უცხოურ კომპანიათა
წარმომადგენლობები. ამ ქალაქში გადაიკვეთებიან მრავალი სავაჭრო გზა და
მარშრუტი, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან. აი, გემები
დგანან ინდონეზიიდან ჩამოსული კოპრისა (კორპისა?) და კაუჩუკის დიდი

365
პარტიით, აი, გემი შორეული ბრაზილიიდან, ყავა ჩამოუტანია, სხვა მისადგომთან
აფრიკაში წასასვლელად ემზადება საავჭრო-სამგზავრო ლაინერი... Dრევანდელ
ამსტერდამში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყოველწლიურად ასობით ათასი
ტურისტი ჩამოდის, რომ ამსტერდამის მუზეუმებში თავმოყრილი სახელგანთქმული
ჰოლანდიელი ფერმწერების ტილოები მოინახულონ. მათ შორისაა დიდი რუბენსის
ტილოები, რომელიც მრავალი წლის გამნავლობაში ამ ქალაქში ცხოვრობდა და
მუშაობდა. მას ძალზე უყვარდა ეს ქალაქი. მარტოდმარტო საათობით დაეხეტებოდა
ამსტერდამის ქუჩებში, რომელიც ასეულობით არხითაა დასერილი და ქმნიდა
მომავალი სურათების სიუჟეტებს. მსტერდამის ერთ-ერთი არხის სანაპიროზე, მთელ
კვარტალზეა გადაჭიმული უშველებელი შენობა. ჰოლანდიაში ტრადიციული
წვეტიანი სახურავები და წითელი აგურის კედლები ანათესავებენ გარემომცველ
შენობებთან. აქაა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მხატვრული მუზეუმი –
რეიქსმუზეუმი (ანუ სახელმწიფო), ეს არის მუზეუმი ჩრდილო ნიდერლანდის,
რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ჰოლანდიას ვეძახით (სამხრეთ ნიდერლანდის
პროვინციებისაგან განსხვავებით, რომელიც თანამედროვე ბელგიის ტერიტორიას
შეადგენს). რეკსმუზეუმში წარმოდგენილია ხისა და ქვის ქანდაკებათა ფრაგმენტები,
ოქრომჭედელთა ნაწარმოებები და ოქრომკედით ნაქარგი სამღვდელოთა სამოსელი.
მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს ფერწერის ნიმუშები. უკვე XV ს.
ხომ დაზგური ფერწერა ნიდერლანდური ხელოვნების წამყვანი დარგი იყო.
რექსმუზეუმი 1808 წ. დაარსდა და მის პირველ ტილოებს შორის იყო ერთი საკმაოდ
თავისებური სურათი. საინვენტარო წიგნში მას ასეთი წარწერა ჰქონდა: «იან ვან ეიკ.
ფიგურებიანი გოტიკური ტაძარი». იან ვან ეიკი, ფერწერის ნიდერლანდური სკოლის
დიდი მესაძირკვლე, XV ს-ში კინაღამ ერთადერთი მხატვარი იყო, ვისი სახელიც
ცნობილიი იყო კერძო კოლექციონერთათვის. მას მიაწერდნენ ყველა სურათს,
რომელიც ეჩვენებოდათ საკმაოდ ძველი. ამჯერად მას მიაწერესXV ს-ის დასასრულის
მხატვრის გრეტჰენ ტოტ სინტ-იანსის ნამუშევარი «წმინდა ოჯახი». მომცრო ხის
დაფაზე დახატული გრეტჰენის ნაწარმოები ასახავს არა კანონიკურ სახარებისეულ
ტექსტს, არამედ აპოკრიფულ ლეგენდას. ამ გადმოცემის მიხედვით, წმინდა ანას
(მარიამის დედას) კიდევ ჰყავდა ორი ქალიშვილი, რომელთა შვილებიც შემდგომ
ქრისტეს მოწაფეები გახდნენგოტიკური ეკლესიის ინტერიერში მხატვარი გამოსახავს
ღრმად მოხუცებულ ანას, მის სამ ქალიშვილს, მათ ქმრებსა და შვილებს. სახეზე
აღბეჭდილი აქვთ ნათელი და სიმშვიდე: ქლები ბავშვებს უვლიან, მოხუცი ანა
კითხვის შემდეგ ისვენებს. გადაშლილ წიგნზე სათვალე დაუდვია. ქვის იატაკზე
მოთავსებულა სამი ბიჭი გრძელ თხელ პერანგებში და მატყლის წინდებით
(ჩულქებით) ტერფებთან წითელი საკერებლით. ესენი მომავალი მოციქულები
პავლე,იაკობი და იოანეთამაშობენ თავიანთი ატრიბუტებით – თასით, კასრით და
მახვილით. რეიქს მუზეუმში გამოფენილია ასევე XVI ს-ის დასაწყისის უდიდესი
ნიდერლანდელი მხატვრის ლუკა ლეიდენელის რამდენიმე ნაწარმოები. მათ შორის
გამოირჩევა ტილო «ქადაგება ეკლესიაში». აღორძინების ხანის ეკლესიის შენობას
უკავია მთელი სურათის ფონის ორი მესამედი. მარჯვნივ შორს მოჩანს ქუჩა, სადაც
ვიღაც მდიდარი მოქალაქე მოწყალებას ურიგებს ღატაკებს. იდივე აზნაური
გამოსახულია სურათის წინა პლანზე: ქედმოდრეკილი უსმენს საეკლესიო ქადაგებას.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია, მხატვარი ამ სურათს ხაყავდა ამ კაცის
შეკვეთით, ხოლო გარშემო მყოფი ადამიანების ჯგუფს მეგობრები და ნათესავები
წარმოადგენენ. მქადაგებლის კათედრის წინ ნახევარწრეზე სხედან მსმენელები: აქ

366
არიან რაღაცნაირი საშინელი გონჯი არსებები, აქვეა ანცი ბავშვი, ახალგაზრდა ქალიც
ღიმილით მაყურებელს რომ უცქერის და აშკარაა, სულაც არ აინტერესებს პასტორის
სიტყვები. აქვე მოთაცსებულია მძინარე ქალი, რომელსაც თავზე ბუს ბარტყი აზის –
ნიდერლანდურ ფოლკლორში მასხარაობასა და სისულელეს რომ განასახიერებს.
ხოლო იატაკზედაუდევარი მრევლის გარშემო იატაკზე გაფანტულია გასაოცრად
ნაზი, გამჭვირვალე ყვავილები. ეს რამდენადმე უცნაური ჟანრული სურათი სავსეა
მინიშნებებით, ღია საღებავები გადმოგვცემენ რაღაც გამოუცნობი განგაშის
განწყობას, რაც ასე დამახასიათებელია ლუკა ლეიდენელის მთელი
შემოქმედებისათვის. ამ წლებში ნიდერლანდელ მხატვართა დიდი ჯგუფი
ორიენტირებული იყო აღორძინების ეპოქის იტალიურ ხელოვნებაზე. ამ
მიმართულების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო განათლებული
ჰუმანისატი იან სკორელი. მან მოინახულა პალესტინა, რამდენიმე წელი რომის პაპის
ანტიკური კოლექციების მცველი იყო. ამას გარდა ის სასულიერო პირიი იყო
კრონიკუტრეჰტიის ეკლესიაში. ღვთისმსახურება ხელს არ უშლიდა ქალ წმინდანთა
სახეები ეხატა თავისი შეყვარებულის აგატა ვან სხონხოვენის სახის მიხედვით.
სწორედ ის გახდა პირველსახე მარიამ მაგდალელისა. სურათზე ახალგაზრდა ქალი
გამოსახულია ფანტასტიკური მთის პეიზაჟის ფონზე. მას წენგოსფერი- მწვანე კაბა და
დიდებული ნაქსოვი ნახჭებით (უზორებით). დაფარული მუქი-წითელი მუხლებზე
შეესაბამება იმ წარმოდგენებს წმინდანების ჩაცმულობაზე, რაც იმ დროისათვის
გამომუშავებული ჰქონდათ იტალიელ მხატვრებს. მუქი ფერის ტანსაცმლის
კონტრასტით მარიამის სახე დახატულია ძალზე გამჭვირვალედ. ის ძალზე
მშვენიერი და უდარდელია. ცხოველმყოფელისა და ამაღლებულის შეხამება,
სურათის იდეალური ჰარმონია იან სორელის სურათს აახლოებს დიდი
იტალიელების ნაწარმოებებთან. მაგრამ ნიდერლანდის ფერწერის ეროვნული
სკოლის ფუძემდებელი იყო ფრანს ჰალსი. მისი ძირითადი ნაწარმოებები იმყოფება
მისი სახელობის ჰარლემის მუზეუმში, მაგრამ რამდენიმე ნამუშებარი გამოფენილია
რეიქსმუზეუმშიც. მათ შორის გამოირჩევა ტილო «მხიარული თანამეინახე». ახლა
უკვე ძნელია თქმა, იყო თუ არა ეს პორტრეტი შეკვეთილი, თუ მან თვითონ შეარჩია
თავისი სურათისათვის სიცოცხლისმოყვარე კეთილმოსურნე ლაზღანდარა ლოთი.
მხიარული თანამეინახე ჰალსის იმ პერსონაჟთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ახლოს
დგანან ხალხურ ტიპებთან და გამოსახულია მხატვრის რამდენიმე სურათზე.
პორტრეტში ჩაწნულია სიუჟეტური მოქმედება. ლოთი თითქოს მაყურებლებს
მიმართავს და, მის სრულ თანაგრძნობაში დარწმუნებული, ბოკალს იღებს ხელში და
ალბათ, ღვინის სადიდებელს ამბობს. რეიქსმუზეუმის უდიდეს საგანძურს
წარმოადგენს რემბრანდტის სურათების მდიდარი კოლექცია. ჯერ კიდევ XIX ს.
ბოლოს მათი რიცხვი დიდი არ იყო, თუმცა მუზეუმი ფლობდა ისტორიულ
შედევრებს, როგორიცაა «ღამის გუშაგნი», «ებრაელი საპატარძლო», «მემაუდეთა
საამქროს ხინდიკები». მაგრამ ბოლოს მუზეუმის ხელმძღვანელობისა და ჰოლანდიის
საზოგადოებრიობის ძალისხმევით 1959 წ. დე ბრეინის კერძო კოლექციიდან შეიძინეს
«ავტოპორტრეტი მოციქულ პავლეს სახით». რემბრანდტის ზოგიერთი სურათი,
რომელიც გამოფენილია მუზეუმში, თვით მუზეუმს არ ეკუთვნის, არამედ
გადაცემული აქვს მას დიდი ხნით ექსპონირებისათვის (მაგალითად, მხატვრის
შვილის – «ტიტუს ვან რეინის პორტრეტი» ლავრიდან). რეიქსმუზეუმის
თანამედროვე ექსპოზიცია ფართო წარმოდგენას იძლევა რემბრანდტის
შემოქმედებაზე დაწყებული მისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევრებიდან

367
გვიანდელი ტილოების ჩათვლით. აქ შეიძლება ვნახოთ არამარტო პორტრეტები და
სურათები ბიბლიურ თემებზე, არამედ რემბრანდტის იშვიათი ნატურმორტები
(«ნატურმორტი მკვდარი ფარშევანგებით») და პეიზაჟები («პეიზაჟი ხიდით»).
რეიქსმუზეუმშია მისი ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოები 1630-იანი წლებისა
«ღამის გუშაგნი» – ამსტერდამელ მსროლელთა კორპორაციის ხელმძღვანელთა
კაპიტან ბანინგ კოკის და ლეიტენანტ რეიტუნბერხის ჯგუფური პორტრეტი.
სამხედრო განგაში, არაჩვეულებრივი დომხალი, ორომტრიალი ქუჩის ბინდ-ბუნდში.
გგონია, რომ უზარმაზარი ზომის – იატაკიდანდარბაზის ჭერამდე – სურათიდან
იღვრება ბრბოს ყვირილი, რომელიც მთელ დარბაზს ავსებს. და ყველგან
ტანსაცმლისა ყვითელი, წითელი, მომწვანო, მოლურჯო ლაქებია. სურათზე
გაკაშკაშებულია გოგონას ფიგურა. საიდან გაჩნდა ეს გოგონა, თითქოსდა თვითონ
ასხივებდეს ციალს? მთელი შუქყ მასზე, უვითელ კაბაში გამოწყობილ გოგონაზეა
კონცენტრირებული, რომელსაც სარტყელზე მკვდატი მამალი ჰკიდია, ხელში კი
თასი (კათხა?) უკავია. და რაც მთავარია, წინა პლანზე მორბოდა და ყეფდა ძაღლის
ლეკვი. პირველად ეს ლეკვი ხვდება მაყურებელს თვალში. სურათი ჩვეულებრივი
ჯგუფური პორტრეტი უნდა ყოფილიყო და რემბრანდტს ევალებოდა, გამოესახა 16
პორტრეტული ფიგურა. ყოველი შემკვეთი თავის პორტრეტში იხდიდა (კონტრაქტის
თანახმად) დაახლოებით ას გულდენს – ვინ მეტს, ვინ ნაკლებს, იმ ადგილის
მიხედვით, რომელს იკავებდა გამოსახულება ტილოზე. მაგრამ 16 ფიგურის ნაცვლად
რემბრანდტმე გამოსახა 34, რითაც გააფართოვა ჯგუფური პორტრეტის ჩარჩოები და
ის აქცია ისტორიულ კომპოზიციად. ამან აEაშფოთა მრავალი შემკვეთი, ვისი
პორტრეტებიც ჩაიკარგა უსახელო სტსტისტების სიმრავლეში. ამიტომაც ოფიცრებს
სურათი არცთუ მოეწონათ, ისინი ბრაზობდნენ, განსაკუთრებით კაპიტანი, რომელიც
ყავისფერ ჩრდილში დარჩა. ამის გამო ბანინგ კოკი გამძვინვარებული იყო. მაგრამ
სურათი სუნთქავდა ისტორიის უდავო სიმართლით, თითქოსდა ბრძანების
ყვირილი, მუსიკა, დოლის ხმა და მთელი ეს აურზაური მაყურებლისაკენ
მოემართება დახურული მოქურუხებული ფუნდუკიდან, საიდანაც შეიარაღებული
მსროლელების ჯგუფი გამოდიოდა. ამ ტილოს სახელწოდება XIX ს. ბოლოს მიეცა,
როცა სურათი ძალზე გამუქდა (დაიბინდა). მაშინ, რომანტიზმის ეპოქაში,
განსაკუთრებით პოეტურად ეჩვენებოდათ, რომ რემბრანდტისეული სურათის
პერსონაჟებში დაენახათ გუშაგი, რომელიც ღამით შემოივლის ქალაქს. მაგრამ
განათების ხასიათი და სურათის მთელი კოლორიტი აიძულებდა ზოგიერთ
ხელოვნებათმცოდნეს ეჭვი შეეტანათ ასეთ განმარტებაში. 1846 წ. სურათი
საფუძვლიანად იქნა რესტავრირებული, ძველი გამუქებული ალქი შეცვალეს, ფერები
მნიშვნელოვნად ნათელი და ფერადოვანი გახდა, მაგრამ სახელწოდება «ღამის
გუშაგნი» სურათს მაინც დარჩა. უშველებელი ტილო (359X438 სმ.) კიდია დარბაზის
ცალკე ვრცელ კედელზე. ეს დარბაზი ოდესღაც სპეციალურად გაითვალისწინა
არქიტექტორმა კეიპერსმა სახელგანთქმული სურათისათვის, რომელიც ახლა
ნაციონალური რელიკვიაა. XVIII ს. დასაწყისში, როცა გააუქმეს მსროლელთა
გილდიები და მათი ქონება ქალაქის მაგისტრატის ხელში გადავიდა, «ღამის
გუშაგნი» გილდიის შენობიდან გადაიტანეს ამსტერდამის რატუშაში. მაგრამ იქ არ
აღმოჩნდა სურათისათვის საჭირო ფართო კედელი და ტილოს შემოაჭრეს ოთხივე
მხრიდან. განსაკუთრებით ფართო ზოლი მოაჭრეს ზემოდან. ამან ძალზე შერყვნა
სურათის კომპოზიცია და ახლა «ღამის გუშაგნი»ძალზე დაპატარავებულია, ადგილ-
ადგილ კი დაზიანებულიცაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო ხელოვნების

368
ერთ-ერთი ძლიერი მოზეიმე ნამუშევარიაამ სურათზე მუშაობისას გარდაიცვალა
რემბრანდტის საყვარელი მეუღლე სასკია. მიცვალებულის ნათესავებმა რემბრანდტს
დაუწყეს დავა მემკვიდრეობის გამო, ცდილობდნენ მხატვრისათვის წაეგლიჯათ
სასკიას მიერ მისთვის ნაანდერძევი მზითევის ნაწილი. მაგრამ არამარტო ნათესავები
სდევნიდნენ რემბრანდტს. მას ყოველთვის ჩასაფრებული ჰყავდა კრედიტორები,
რომლებიც თავს ესხმოდნენ დიდ მხატვარს, როგორც ხარბი ძაღლების ხროვა. და
საერთოდაც, რემბრანდტი არასოდეს ყოფილა პატივისცემით გარემოსილი, არასოდეს
ყოფილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მის ჩვეულებრივ და საყვარელ
კამპანიას შეადგენდნენ მედუქნეები,მეშჩანები, გლეხები, ხელოსნები – ყველაზე
უბრალო ხალხი. მას უყვარდა საპორტო სამიკიტნოებში ყოფნა, სადაც ერთობოდნენ
მატროსები, მეძველმანეები, მოხეტიალე მსახიობები, ქურდბაცაცები და მათი
ქალები. ის კმაყოფილი საათობით იჯდა, აკვირდებოდა მათ ფაციფუცს და
დროდადრო იხატავდა საინტერესი სახეებს, რომლებიც შემდგომ თავის ტილოებზე
გადაჰქონდა. რეიქსმუზეუმში არის უცხოელ მხატვართა – იტალიელთა, ესფანელთა,
ფლამანდიელთა ნამუშევრებიც. ისინი არცთუ ბევრია, ნაგრამ ზოგი მათგანი
უბრალოდ შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს დამთვალიერებელს. ესაა წყვილთა
პორტრეტები ფლორენციელი არქიტექტორის ჯულიანო და სანგალის და მისი მამის
(პიეტრო დი კოზიმოს ნამუშევარი), ელ გრეკოს «ჯვარცმა», ვან დეიკის რამდენიმე
პორტრეტი, გოიას «დონა რამონა სატუეს პორტრეტი» და სხვ.

ამტიცა (სანსკრიტი «უკვდავი») – უკვდავების წყალი, ამბროზია ვედურ


მითებში.
ამთირეთი – ფინიკიური ქალღმერთი(ბაბილონი იშთარი, იგივეინანა).

ამტისპასტი (ბერძ.) – ოთხმარცვლიანი ტერფი, იამბი და ტროქეა ერთად (+ - -


+).
ამულიუსი – ალბალინგას მეფე. რემისა და რომულუსის ბიძა. ლათინთა
მითიური სახე.
ამუნაი (კოპტ.) – სიბრძნის ღმერთი ეგვიპტურ პანთეონში. ამ ღმერთის
ქურუმნი ან მხოლოდ კურთხეულნი და განდობილნი უნდა ყოფილიყვნენ, ან
იეროფანტები.
ამუნი – იხ. ანონი.
ამური - შდრ. ეროსი (ეროტი) და ვენუსი პარალელურია ლაკშმა (შრი) - კამა -
ეროსი.

ამური (ფრ. Aმოურ) – ბერძ. არესი; ლათ. ამორი – სიყვარულის ღმერთი.


ფრთოსანი ჭაბული. ლუვრში დაცულია ფრ. ჟერარის პლასტ. ჯგუფი «ამური და
ფსიქე», ფალკონეს ორი ამური.
ამურუ – ამორეველთა მითოლოგიის პერსონაჟი. ამორეველთა
პირველწინაპარი. უნდა იყოს ბალუსა (იხ.) და ანათუს (იხ.) შვილი.

ამუზია - მუსიკალური ნაწარმოების აღქმის ან შესრულების უნარის დაკარგვა.


ამწისქვეშა კოჭი – (მშენ.) რკინაცეტონის, ლითონის ან ხის კოჭი, რომელიც
ეყრდნობა სამრეწველო შენობის გრძივი კედლის გასწვრივ განლაგებულ სვეტებს და
რომელზედაც მოძრაობს ამწეს ხიდი.

369
ან არიერი – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ ერთი ფეხი მეორის უკანაა
ანდა მოცეკვავე მოძრაობს უკან.
ან ავანი – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ ერთი ფეხი მეორის წინაა, ანდა
იმას, რომ მოცეკვავე მოძრაობს წინ.
ან დელანი – 1. ტრიალის მიმართულრბა პირუეტებში, ტურებში და იმ
მოძრაობების დროს, რომლებიც სრულდება საყრდენი ფეხის მიმართულებით ენ
ტოურნანტ. 2. მომუშავე ფეხის მიმართულება, როდესაც იგი შემოხაზავს რკალს უკან-
გვერდზე-წინ, ე. ი. შიგნით, საყრდენი ფეხის მიმართულებით.
ან დეორი – 1. კლასიკური ცეეკვის სისტენაში მიღებულიფეხის გაშლილი
მდგომარეობა, რომლის დროს ფეხები ცერებით გარეთაა შებრუნებული. 2. მომუშავე
ფეხის მიმართულება, როდესაც როდესაც ის შემოხაზავს წრეს წინ-გვერდზე-უკან, ე.
ი. საყრდენი ფეხისგან გარეთ. 3. პირუეტებში, ტურებსა და სხვა მოძრაობების დროს
ტრიალის მიმართულებს საყრდენი ფეხიდან მომუშავისკენ.

ან ლ'ერი – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ მოძრაობა ერთი ან ორივე


ფეხით სრულდება ჰაერში. მაგ: რონდ დრ ჯამბე ენ ლ'აირ, ტოურ ენ ლ'აერ აურ და
სხვა.
ან ტერნანი – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ მოძრაობა უნდა შესრულდეს
მთელი სხეულის ერთდროული მობრუნებით. მაგ: პას დე პოურეე, ენ
ტოურნანტეცჰოპპ'ე ონ ტპურნანტ მობრუნება შეიძლება იყოს სრული ან არასრული.
ან – შუმერულად ცა.

ანა (ქალდ.) – 1. «უხილავი ცა» ანდა ასტრაკური შუქი; 2. მიწიერი ზღვის – მარ-
ის ციური დედა. ბლავატინსკაია ფიქრობს, რომ ანა – მარიამის დედის სახელი
აქედან უნდა მოდიოდეს.
ანა პერენა (ლათ. Aნნა Pერენნა, «პერენენა» პერ – განმავლობაში + ანნუს –
წელი) – 1. რომაელთა გაზაფხულის ქალღმერთი – წლის )დროის გარკვეული
ნაწილის – დღეგრძელობისა და სვებედნიერების მომნიჭებელი. დღესასწაული 15
მარტს იმართება.

ანა რომანოვნა – ხლისტების წინასწარმეტყველი XVII ს-ის II ნახევარში,


საჭურისობის შემომღების, სელივანოვის მომხრეთაგან ერთ-ერთი პირველი.
ანა, წინასწარმეტYველი – ქრისტეს დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში
წინასწარმეტყველებდა მასზე.
ანა, წმინდანი – გადმოცენით წმ. იოაკიმეს ცოლი და ქალწულ მარიამის დედა.
ხსენების დღეა – კათოლიკეებთან 26 ივლისი, მართლმადიდებლებღან – 9
დეკემბერი.
ანაბაზისი (ბერძ.აღმა სვლა, ლაშქრობა) + 1. სათაური არიანეს თხზულებისა ალ.
მაკედონელის ლაშქრობებზე. 2. მუს. აღმავალი ტონეის გამა.
ანაბენა - ლურჯ-მწვანე მცენარეთა გვარი ალგო ჯგუფიდან. შედგება ერთწყება
ბრტყელ უჯრედთაგან. აქვს ძაფის ფორმა. ძირითადი სუბსტრატია ქვები
(ლითოფილური ცენოზი), მდინარეთა წყნარი დინებები, ყურეები, ტბები, ფშანები...
ანაბიოზი (ლათ. ანაბიოსის) – სასიცოცხლო პროცესების დროებითი
დაქვეითება.

370
ანაბოლიიიზმი (ლათ. ანაბოლისმუს) – ორგანიზმის შემადგენელი რთული
ნივთიერებების შექმნა მარტივი ელემენტებისაგან. საკვები ნივთიერებების
გარდაქმნა ცოცხალ ნივთიერებებად (იხ. ასიმილაცია).
ანადიომენე (ამა, დიომაი, სიღრმიდან ამოსვლა ზღვიდან. აფროდიტე
ანადიომენე (აფროს) – ზღვის ქაფიდან შობილი. აფროდიტეს ზედწოდება.
ანადრომული მიგრაცია – პერიოდული ან საერთო ონტოგენეტიკური
მიგრაციის ტიპი, ეოცა ცხოველი მიგრირებს ზღვიდან მდინარეში. მისი საპირისპირო
ფორმაა კატადრომული (იხ. კატადრომია).
ანაერობები (ლათ. აანაერობიას) – უჟანგბადო არეების ბაქტერიები (მათ
მხოლოდ აქ შეუძლიათ არსებობა).

ანაერობული, ანაერობები (ბერძ. ა უარყოფითი ნაწილაკი, აერ ჰაერი, ბიოს


სიცოცხლე) – ბაქტერიათა (მიკროორგანიზმთა) სახეობანი, რომელთაც შეუძლიათ
არსებობა უჟანგბადო სივრცეში, განსხვავებით აერობული მიკროორგანიზმებისაგან.
ანაერობები პირველი უჯრედიანი ორგანიზმებია დამჟანგველის სახით, სუნთქვითი
პროცესების დროს ენერგიის წყაროდ რკინისა და ქიმიური ელემენტების იონები რომ
გამოიყენეს (იხ. ანაერობული, ანაერობები; ანაერობიოზი).
ანაფე (ანაფენო – «ვუჩვენებ») – მცირე კუნძული სპორადებზე, ეგეოსისა და
კრეტის ზღვებს შორის, სადაც ქარიშხალში თავი შეაფარეს არგონავტებმა (უცებ
გამოჩნდა აქედან სახელი).

ანაფილაქსია (ლათ. ანაპჰყლახია) – მომატებული მგრძნობელობა, გამოწვეული


ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში უცხო ცილის ანტიგენის პარენტერალურად,
გამნეორებით შეყვანისას
ანაფორა (ბერძ.) – ერთი და იმავე სიტყვის გამეორება რამდენიმე წინადადების
დასაწისში. მუს. – უშუალოდ წინმამავალი მუსიკალური ფრაზის გამეორება.
ანაფროდიზია (ლათ. ანაპჰროდისია) – ვნებების უქონლობა, სქესობრივი
სიცივე.
ანაგნორისმოსი – (თეაყტ.) ძველბერძნული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა
ტრაგედიის აგების ერთ-ერთ ხერხს.
ანაგოგიური განმარტება – (ბერძ.) – ბიბლიის სიტყვებისათვის ზუსტი,
პირდაპირი კი არა, არამედ სიმბოლური, ამაღლებულ-იდუმალი მნიშვნელობის
მიცემა (ვილონის იუდეურ-ალექსანდრიული სკოლა).
ანაჰატა ჩაკრამ-ი (სანსკრიტ. ანაჰატა ცაკრამ) – 1. ტახტი, ანდა «სიცოცხლის
ბორბალი»; 2. ზოგიერთი კომენტატორი შიფრავს როგორც გულს.
ანაჰატა შაბდა (სანსკრიტ. ანაჰატა საბდა) – 1. მისტიკური ხმები და ბგერები,
რომელიც ესმის იოგას მედიტაციის საწყის პერიოდში; 2. ბგერის ოთხი
მდგომარეობიდან მესამე მდგომარეობა, სხვანაირად მადჰიამად წოდებული. მის
მეოთხე ფორმაში ჩვენ ვღებულობთ ფიზიკურ ხმას. მეოთხე სტადიამდე ჩვენ
ფიზიკურად არ გვესმის ხმა. ფიზიკურობამდე დასული ხმა ესმით მხოლოდ მათ,
რომლებსაც თავიანთი შინაგანი , ინტრავენტული (იხ.) უმაღლესი სულიერი
გრძნობები აქვთ განვითარებულიყოველ სტადიას თავისი შესაბამისი სახელწოდება
აქვს. ესენია: პარა, პაშიანტი, მადჰიამა და ვაიკჰარი (იხ. იხ.).

ანაჰატუა (ავსტრალ. აბორიგენ.) – ბ. სპენსერისა და ვ. გილენის ვერსიით


ავსტრალიის აბორიგენთა, კერძოდ, არანდას ტომის მითოსის პერსონაჟები –

371
პირველი ალამანები, იგივე რელა მანერინია – «შეწებებული ალამანები»
(შტრელოვის მიხედვით). მცირე ჯგუფი არსებებისა შეწებებული კბილებით,
თითებით, ტუჩებით; დაგოზილი ყურებით, ამოგლესილი თვალებით. ცხოვრობდნენ
დასაბამიერ წყლებში. ეს ნედლი ხორცის მაგვარი ადამიანური მატლები შემდეგ
ადამიანებად განასრულა ჩრდილოეთიდან მოსულმა პირველწინაპარმა (იხ.
ავსტრალიური მითოლოგია; იხ. რელა მანერინია).
ანაჰიტა (Aნაჰიტა, ანაიტისი – «უმანკო») – ინდოირანელი და მცირე აზიელ
ბერძენთა საზიარო დედა – ღვთაება, ბუნების გამნაყოფიერებელი, მშვენიერი
ქალწული. მაზდეიანელთა დიდი დედა სახლი ვარსკვლავებში აქვს. ამარცხებს
ბოროტ ძალებს.
ანაიდი (-და) საკ. ანაჰიდა – იხ. ანაიტისი.
ანაიტი – ანაჰიტი (იხ. Мифы Народов Мира. статья «Вода»)
ანაითია (ქალდ.) – წარმოებულია სიტყვიდან ანა (იხ.). აქადურ-ფინიკიური
ქალლღმერთი, იდენტურია ჰინდუსთა ანაპურანისა – ერთ-ერთი სახელიკალისა
შივას ქალური ასპექტი (???) – მის საუკეთესო ასპექტში.(??)
ანაიტისი – პირმშვენიერი, ჯანმაგარიოქროსგვირგვინოსანი ქალღმერთი.
ნაყოფიერების ქალღმერთი აზიურ მითოლოგიაში. (ბერძ. სახე.) მსგავსება დია –
დეასთან, არტემიდესთან ან აფროდიტესთან.
ანაკლიტ I – რომია პაპი 79-91 წ. წ. წმინდანი, დომციანეს დროის წამებული.
ანაკლიტ II – ანტიპაპი ინოკენტ II-ის დროს. ნორმანების (სიცილიის) და
მილანის დახმარებით რომში გამაგრდა 1130-1138 წ. წ.
ანალა ინდური მითოლოგიის ცეცხლის ღმერთის, აგნის სახელი (იხ. აგნი).
ანალავი (ბერძ.) – ოთხკუთხა მანდიი ჯვრისა და მხსნელის წამების სხვა
ნიშნების გამოსახულებით, რომელსაც ბერ-მონაზვნობა ატარებდა მკრდზე.
ანალები (ლათ. ანნალეს < ანნუს – წელიწადი) – ისტორიული ჩანაწერები,
რომელთაც აწარმოებდნენ ჟამთაღმწერლები (მემატიანეები).
ანალები – ისტორიული ქრონიკები, სადაც გადმოცემულია მნიშვნელოვანი
რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური და საერთოდ, ისტორიული მოვლენა-
პროცესები.
ანალერგიული (ლათ. ანალლერგიცუს) – უგრძნობელი.

ანალგეზია (ლათ. ანალგესია) – გაუტკივარობა, ტკივილთა


ექსტერორეცეპტორების მოშლა, საერთოდ, მტკივნეულ გაღიზიანებათა მიმართ
მგრძნობელობის დაკარგვა.
ანა-ლ-ჰაკ (არაბ.) – «მე ვარ ჭეშმარიტი», ე.ი. მე ვარ ღმერთი. სიტყვები
უკიდურესი ექსტაზის ჟამს წამოუძახავს (წამოუძახებია?) აბუ აბდალაჰ ჰუსეინ იბნ
მანსურ ალ-ჰალაჯის (იხ.).

ანალისტები – პირველი რომაელი ისტორიოგრაფები, რომლებიც გამოჩნდნენ


III ს-ში ჩვ. წ-მდე. ისინი ლიტერატურულად ამუშავებდნენ ყოველწლიურ მოვლენათა
ჩანაწერებს – ანალებს – მატიანეებს (იხ. ანალები), რომელთა წარმოქმნა
დაკავშირებული იყო ქურუმ-პონტიფექსთა წლიურ დაფებთან (იხ. ქურუმთა
კოლეგია). უზენაესი ქურუმი (პონტიფექსი) ყოველწლიურად გამოფენდა ხის
დაფებს, რომლებზეც, თავდაპირველად აღინიშნებოდა სხვადასხვა კალენდარული
მოვლენა – წყალდიდობანი, მზისა და მთვარის დაბნელებანი, და მისთ.
მოგვიანებით ამგვარ დაფებზე კონსულთა სახელებიც გაჩნდნენ, რომელთაც

372
ყოველწლიურად ირჩევდნენ, ასევე აღინიშნებოდა ქვეყანაში განვითარებული წლის
პოლიტიკური მოვლენები. ანალისტიკის განვითარების მომდევნო ეტაპი «დიდი
მატიანე» გახლდათ, რომელიც ყოველწლიური ჩანაწერების (რომის დაარსებიდან)
კრებულს წარმოადგენდა. პირველი ასეთი «დიდი მატიანე» შეიქმნა ჩვ. წ-მდე II ს-ში,
უმაღლესი ქურუმის პუბლიციუს მუტიუს სცევოლას (იხ.) მიერ. ანალისტები
მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოგვცემდნენ, წლის მიხედვით,
კონსულთა სახელების აღნიშვნით. თავდაპირველად აღიწერებოდა რომის
დაფუძნება. მას რესპუბლიკის ადრეული პერიოდის მოკლე მიმოხილვა მოსდევდა,
ხოლო ბოლოს ახლო წარსულისა და თანადროულ მოვლენათა აღწერა. მკაცრი
წესრიგი ყოველ პერიოდებშიც დაცული იყო: კონსულთა და მაღალ თანამდებობათა
პირების სახელები, ომებისა და მოვლენების აღწერა, რომლებიც სახელმწიფოს
საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდა. აღინიშნებოდა
აგრეთვე, ძალზე მნიშვნელოვანი ცნობები და დღესასწაულწბი და ა. შ. ცნობილიი
იყო უფროსი (ჩვ. წ-მდე III ს-ის I ნახევარი – ჩვ. წ-მდე II ს.) და უმცროსი (ჩვ. წ-მდე II
ს-ის II ნახევარი – I ს-ის I ნახევარი) ანალისტები. უფროსი ანალისტების ნაშრომები
– კვინტუს ფაბიუსის, პიქტორიუსის (რომელიც ჩვ. წ-მდე 216 წ-ს გაიგზავნა
საბერძნეთში დელფოსის ორაკულის წინასწარმეტყველების გასაგებად), ლუციუს
ცინიუს ალიმენტესის (სიცილიის პრეტორი 210 წ. ჩვ. წ-მდე), გაიუს აცილიუსის
(რომში ათენური მისიის თარჯიმანი ჩვ. წ-მდე 155 წ.), ავლუს პოსტუმიუს ალბინუსის
(კონსული ჩვ. წ-მდე 155 წ-დან) და სხვათა, – ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებად და
მოგვიანო ავტორთა გარდათქმებითაა მოღწეული. ანალებში არ იყო ნაჩვენები
მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და არც მათი კრიტიკული შეფასებანი
იიყო მოცემული. უმცროსი ანალისტები, – ლუციუს კალპურნიუს პიზონ ფრუგოსი
(კონსული 133 სლებში ჩვ. წ-მდე), ლუციუს ცელიუს ანტიპატრი, კვინტუს კლავდიუს
კვადრიგალიუსი, ვალერიუს ანციატუსი (ჩვ. წ-მდე I ს-ის Iნახევარი) და სხვები, –
მიმართავდნენ ანალიტიკურ წიაღსვლებს, მოვლენებს აფასებდნენ და განმარტავდნენ
თანადროულობის თვალთახედვიდან. სამწუხაროდ მათი შრომებიც მხოლოდ
ფრაგმენტებადაა შემონახული.

ანალიტიკა (ბერძ.) – არისტოტელეს ნაწარმოები ლოგიკაში, შეიცავს დასკვნათა


და მტკიცებულებათა თეორიას.
ანალიტიკური – იხ. ნალიზური.
ანალიზატორი - რთული ანატომიურ-ფიზიოლოგიური სტრუქტურის სისტემა,
რომლის საშუალებითაც ხდება გარემოდან მიღებული მრავალი გაღიზიანების
ნარიფი ანალიზი. ანალიზატორი სამი ნაწილისგან შედგებაL 1. პერიფერიული
ნაწილი ანუ რეცეპტორი; 2. გამტარებელი ნაწილი რეცეპტორიდან ცენტრისაკენ; 3.
ცენტრალური ნაწილი, ანუ თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროს ის ნაწილი, რითაც
გადაიცემა რეცეპტორიდან გამოგზავნილი იმპულსები (ანალიზატორის
კორტიკალური ნაწილი).

ანალიზი - საგნისა და მოვლენის დანაწევრება შემადგენელ ნაწილებად.


ანალიზი (ლათ. ანალუყსის) – 1. მთლიანის ნაწილებად დაშლის გზით
შესწავლა-გამოკვლევა; 2. რაიმე ნივთიერების შემადგენლობისა და თვისებების
განსაზღვრა.

373
ანალიზი – მუს. ნაწარმოების ესთეტიკური და ტექნოლოგიური გარჩევა,
რომელიც მიღებულია მუსიკათმცოდნეობაში.

ანალიზი და სინთეზი (ბერძ. ანალისის – დაშლა და სყნტჰესის – შეერთება) –


აზრობრივი და ფაქტობრივი დაშლა მთავარ ნაწილებად და ანწილების შეერთება
მთელად. ორივე მათგანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემეცნების პროცესში.

ანალიზური ფილოსოფია – XX ს-ის ფართო და მრავალგვაროვანი


მიმდინარეობა, აერთიანებს სხვადასხვა დაჯგუფებას, მიმართულებას და ცალკეულ
ფილოსოფოსებს, რომლებიც ფილოსოფიის ამოცანას ხედავენ ენის ანალიზში ამ
პრობლემის შინაარსის გარკვევის მიზნით, რომლებიც ტრადიციულად
ითვლებოდნენ ფილოსოფიურ საკითხებად. გარდა ლინგვისტური ფილოსოფიისა ა.
ფ. ახლოს დგას ლოგიკური ემპირიზმის და ნეოპრაგმატიზმის მომხრეებთან (იხ.
ლოგიკური ემპირიზმი და ნეოპრაგმატიზმი).

ანალიზური ქიმია – მეცნიერება ნივთიერებათა შემადგენლობის შესწავლის


მეთოდებზე. ის შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან, განყოფილებისაგან:
ხარისხობრივი ანალიზისა და რაოდენობრივი ანალიზისაგან. თვისებითი
ხარისხობრივი ანალიზის ხერხების მეშვეობით შეიძლება დავადგინოთ, რომელი
ქიმიური კომპონენტებისაგან შედგება ჩვენთვის საინტერესო ნივთიერება.
რაოდენობითი ანალიზის მიზანია კომპონენტების რაოდენობრივი შეფარდების
დადგენა – ქიმიური ელემენტებისა და ცალკეულ ნივთიერებათა, რომლებიც შედიამ
საანალიზო ნივთიერებაში. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ
კონცენტრაცია, ანუ ელემენტის ან სხვა შემადგენელი ნაწილის მასა, რომელიც
მიჩნეულია (отнесенную) საანალიზო ნიმუშის მოცულობის ანდა მასის ერთეულად.
კომპონენტების ხასიათის თვისებების მიხედვით, რომელთანაც საქმე აქვს მეცნიერს,
საუბრობენ იზოტოპურ (იხ. იზოტოპური), ელემენტურ, სტრუქტურულ-ჯგუფურ,
მოდელურ და ფაზურ (იხ. ფაზური) ანალიზზე. არაორგანული ნივთიერებების
ანალიზისას ყველაზე ხშირად განსაზღვრავენ ქიმიურ ელემენტებსა და იონებს.
ორგანული ბუნები ნივთიერებებისა და მასალების ანალიზისას მნიშვნელოვანია
როგორც ელემენტური, ისე მოლეკულური ანალიზი. ქიმიუი ანალიზი გამოიყენება
ძალზე ფართოდ, ის აუცილებელია მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამეცნიერო-
ტექნიკური ამოცანების გადასაჭრელად. ოლადის ანალიზი მისი გამოდნობისას
(მაგალითად, ნახშირბადის შემველობის განსაზღვრა) – მეტალურგიული პროცესის
წარმატებულად ჩატარების აუცილებელი პირობაა.მინარევთა კონცენტრაცის
განსაზღვრის გარეშე, რომლების აბინძურებენ წყალსა და ჰაერს, შეუძლებელია
კონტროლი გარემოს მდგომარეობაზე. მთის ქანებისა და მადნების ქიმიური ანალიზი
წარმოადგენს მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს მთამადნეულის ძიებისა და
დაზვერვისა. კოსმოსური კვლევები? ნმიშვნელოვანწილად კოსმოსური ობიქქტების
ანალიზის მიზანია ვენერის ატმოსფერული გაზებისა, მარსის მთის ქანების, მთვარის
გრუნტის შესწავლა. რამდენი შემოქმედებითი ენერგია, ცოდნა, გამომგონებლობა
არის საჭირო, მაგალითად, ე. წ. არადესტრუქციულ მეთოდების დამუშავებისათვის,
რომლებიც საშუალებას იძლევიან გავაანალიზოთ სიმჯი მისი დაშლის + გახსნის,
გადნობის, გაქნის და ა. შ. გარეშე. გამოკვლევის მსგავსი მეთოდები აუცილებელია
არქეოლოგისათვის, კრიმინალისტისათვის, ხელოვნებათმცოდნესათვის, მედიკოსისა
და სხვა სპეციალისტებისათვის. არანაკლებ რთული ამოცანაა მანძილზე ანალიზის
374
მეთოდების შექმნა, რომ შესაძლებელი იყოს ლაბორატორიაში ვიმსჯელოთ იმაზე,
თუ რა ხდება ოკეანის ფსკერზე თუ კოსმოსში. ასევე საჭიროა ექსპრეს-მეთოდები
ძალზე სწრაფი და იმავე დროს ზუსტი ანალიზის ჩატარებისა. ანალიზურმა ქიმიამ
გაიარა განვითარების დიდი გზა. XVIII-XIX ს. დასაწყისში მთელი ქიმია
მნიშვნელოვანწილად დაჰყავდათ ანალიზურამდე. სინამდვილეში, სხვადასხვა
ბუნებრივი ნაერთების შენადგენლობის შესწავლა, ახალი ელემენტების აღმოჩენა,
რაოდენობრივი შეფარდების გამოვლენა, რომლებშიც ელემენტები და ნაერთები
რეაგირებენ ერთმანეთთან, – ყველაფერი ეს უპირველესად სხვადასხვა ანალიზური
ამოცანების გადაწყვეტა იყო. ტერმინი «ქიმიური ანალიზი» შესთავაზა
საზოგადოებას XVII ს-ში ინგლისელმა მეცნიერმა ღ. ბოილმა. XVIII-XIX ს.
დასაწყისის გამოჩენილი ქიმიკოსები კ. შელე, ა. ლაყუაზიე, გ. დევი, ი. ბერცელიუსი
იმავე დროს დიდი ანალიტიკოსები იყვნენ. განსაკუთრებით ბევრი გააკეთა
ანალიზურ ქიმიაში შვედმა მეცნიერმა ტ. ბერგმანმა. ის ალბათ, უნდა ჩავთვალოთ
ერთ-ერთ პირველ პროფესიონალ ქიმიკოს-ანალიტიკოსად. XIX ს-ში განვითარება
ჰპოვეს ანალიზის კლასიკურმა მეთოდებმა – გრავიმეტრიულმა, ტატრიმეტრიულმა,
გაზური ანალიზის ხერხებმა. საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა ვ.
ოსტვალდმა თეორიული საფუძვლები ჩაუყარა ანალიზურ ქიმიას, რომლებიც
ეყრდნობოდა ხსნარებში იონთა წონასწორობის შესწავლას. XX საუკუნემ
სასწაულებრივად გაამდიდრა ანალიზური ქიმია ახალი, ძალზე ეფექტური ანალიზის
მეთოდებით. თანამედროვე ანალიტიკოსები ფართოდ იყენებენ კვლევის მეთოდებს
ქიმიურსაც, ფიზიკურ-ქიმიურსაც, ფიზიკურსაც და ბიოლოგიურსაც კი. ანალიზის
ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მეთოდი რადიაქტივაციური – საშუალებას გვაძლევს
ნიმუშში აღმოვაჩინოთ ქიმიური ელემენტის პროცენტის მემილიონედი ნაწილი.
იქმნება სრულყოფილი ხელსაწყოები კვლევისათვის, მრეწველობა უშვებს
მრავალფეროვან ანალიზურ რეაქტივებს. ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა ახალი
მეცნიერება ქიმიურ ანალიზზე, რომელიც თავისი ფესვებით მიდის (იკავშირდება)
ქიმიასაც, ფიზიკასაც. თანამედროვე ტექნიკასაც ხელსაწყოთმშენებლობის,
ელექტრონული გამომთვლელი მანქანების, ანალიზის ავტომატიზაციის მიღწევების
ფართოდ გამოყენება – ამ მეცნიერების დღევანდელი და ხვალინდელი დღეა.

ანალოგეტები – 1. ამონიოს საკასის (იხ.) მოწაფეები. სახელი ეწოდა მათი


ჩვეულების მიხედვით – მოეხდინათ ყოველი წმიდა ლეგენდის, მითისა და
მისტერიის ინტერპრეტირება ანალოგიის პრინციპით; 2. ამგვარი პრინციპი,
უფრომაღალი სახით ახასიათებს თანამედროვე კაბალისტურ სისტემას – კერძოდ,
აღმოსავლეთის ეზოთერიკულ-ფილოსოფიურ სკოლებს (თ. სუმბაროუს სტატია
«ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი», კრებულში, «თეოსოფიის ხუთი წელი»).

ანალოგია - მსგავსება, იგივეობა.


ანალოგია (ბერძ. ანალოგია შესაბამისობა) – არაიგივე ობიექტი, არამედ ამ
ობიექტის ზოგიერთი მხარის თვისებებისა და მიმართებების მსგავსება. ანალოგიის
მიხედვით დასკვნა გულისხმობს დასკვნას გარკვეული ნიშნების არსებობის შეასხებ
ზოგიერთი სხვა ნიშნის მსგავსების ფიქსაციის საფუძველზე. მაგ: ობიექტს აქვს
ნიშნები ა; ბ; ც; დ; ე, ხოლო მეორეს ბ; ც; დ; ე, ე. ი. II ობიექტი ანალოგიურია I-ისა.
შეიძლება მეორე ობიექტს ჰქონდეს ა ნიშანიც.
ანალური (ლათ. ანალის) – უკანა ტანისმიერი.

375
ანალური ხვრელები – ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის,
საკვებმომნელებელი ნამდვილი რევოლუციური შედეგად საკვების შთანთქმისა და
ნარჩენთა გამოყოფის პროცესში განიყო – წარმოიშვა მეორე – შინაგანობიდან
გამომავალი ხვრელი, რომელსაც ანალურს უწოდებენ. ასე, რომ საკვებმომნელებელი
სისტემა გამჭოლი გახდა და დაიწყო აქტიური განვითარება და გართულება.
ანამაია კოშა (სანსკრიტ. ანამაყა კოსა) – 1. ვედანტისტური ტერმინი; 2. იგივე,
რაც სტჰულა-შარირა (იხ.), ანდა ფიზიკური სხეული; 3. ვედანტისტებბში მიღებული
ხუთი გარსიდან პირველი საფარველი (გარსი, საფარველი, იგივეა, რაც «პრინციპი»
თეოსოფიაში).
ანამნეზი - ავადმყოფის ცხოვრებისა და ავადმყოფობის დაწყების ისტორია.

ანამნეზი (ლათ. ანამნესის) – გამოკითხვა; პადიენტის ავადმყოფობის


განვითარების შესახებ ცნობების მოკრება.

ანამორფირება – იხ. ანამორფული ოპტიკა.

ანამორფოზა (ანამორფირება) – იხ. ანამორფული ოპტიკა.


ანამორფული ოპტიკა – ოპტიკური სისტემები, რომლებიც გამოიყენება
ფართოეკრანიან კინოში. ანამორფული ოპტიკის საშუალებებით ხდება
გამოსახულეების «შეკუმშვა» ან «გაშლა» (გაფართოება) გარკვეული სიდიდით.
ანანა – ქართული წარმართული ღვთაება, რომლის სახელი ეწოდა ანანურს
(ვახუშტის ვარაუდი).
ანა-ნამარის წარწერა – ნაბატური წარწერა. არაბული დამწერლობის ჩვენამდე
მოღწეულ ნიმუშთაგან ყველაზე უადრესი. დათარიღებულია 328 წ-ით (იხ. არაბული
დამწერლობა).
ანანდა (სანსკრიტ. ანანდა) – ნეტარება, სიხარული, ბედნიერება; 2. გაუატამა
ბუდას საყვარელი მოწაფის სახელი.
ანანდა ლაპარი (სანსკრიტ. ანანდა ლაპარი) – «ტალღა სიყვარულისა». შანკარა-
ჩარიას პოემა. წარმოადგენს ჰიმნს პარვატისადმი (იხ. შანკარა-ჩარია, იხ. პარივატი).
არის მისტიკური და ოკულტისტური ნაწარმოები.

ანანდამაია კოშა (სანსკრიტ. ანანდამაყა კოსა) – 1. ნეტარების ილუზორული


საბურველი (საფარველი); 2. მაიავიტური (იხ მაია) ან ილუზიური ფორმა, უფრო
ზუსტად, ფორმის გარეგნული სახე, უფორმობის ფორმა; 3. ნეტარება, ანდა უმაღლესი
სული; 4. ადამიანში ხუთი კოშ??? (იხ.), ანუ «პრიციპიდამ» ერთ-ერთის
სახელწოდება; 5. ატმაბუდჰასიდენტუეობა, მშვინვა.
ანანდატურია – XII ს-ის ბირმელი პოეტი. წერდა ჰალიზე. მისი ეპოქის (XI-XIII
ს.ს.) ჰალიურ პოეზიაში იგი გამოირჩეოდა დახვეწილი ოსტატობით. მისი პოეზიის
დახვეწილი ნიმუშია ლექსი «ბუნების კანონი» (1173).
ანანდავარდჰანა – ავტორო ტრაქტატისა ხელოვნების ისტორიაში. IX ს.

ანანგა (სანსკრიტ «უსხეულო») – ინდური მითოლოგიით ამუნიას (იხ.) –


სიყვარულის ღმერთის კამას ეპითეტი. იგი დიადი ღმერთის შივასაგან (იხ.)
განიგმირა. როცა შივა კაილასის მწვერვალზე ღრმა წარმოსახვებში იმყოფებოდა,
ინდრასგან (იხ.) დავალებულ კამას აზრებში ჩაძირული ღმერთისათვის თავისი

376
ისარი უნდა ესროლა, ამით მასში ვნებები გაეღვიძებინა, რათა ჰიმავატას (ჰიმალაის)
(იხ. იხ.) ქალიშვილი უმა (იხ.) შეყვარებოდა. შივამ თვალი ჰკიდა კამას. კამა მისი
მზერის ალით დაიფერფლა.კამას მგლოვიარე მეუღლე – რატი (იხ.) ზეცის
სამფლობელოდან ხმამ ანუგეშა: «ნუ ტირი, მშვენიერო რატი! კამა არ დაღუპულა.
როცა დიადი შივა უმაზე იქორწინწბს, იგი შეიწყალებს კამას და სიყვარულის ღმერთი
კვლავ მოევლინება სამყაროს».სიყვარულის ღმერთი კვლავ მოვლინდა, ოღონდ
უსხეულოდ, ანანტას სახით.

ანანგა (სანსკრიტ. ანანგა) – «ურჩხული». კამას, – სიყვარულის ღმერთის, –


ეპითეტი.

ანანი (ბენ-დავიდი) – კარაიმების მოძღვრების დამაარსებელი. ბაღდადში


ცხოვრობდა დაახლ. 760 წ. ანანია, ანუ სერდაქი – სამთაგან ერთი ყმაწვილი
ცეცხლოვან ღუმელში წინასწარმეტყველ დანიელის დროს
ანანია (ბიბლ.) – კაცი, რომელმაც ცოლთან საფირასთან ერთად გაყიდა თავისი
ყანა. საფასური გადამალა და ნაწილი დადო მოციქულთა ფერხთით (პეტრე და იოანე
მოციქულები). ასე ეცრუა ანანია არა ხალხს, არამედ ღმერთს. და, როდესაც პეტრე
მოციქულმა იგი სიცრუეში ამხილა, იმავე წამს ანანია უსულოდ დაეცა. სამი საათის
შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, საფირა, რომელმაც მომხდარის შესახებ ჯერ არაფერი
უწყოდა და იმანაც იცრუა. ისიც უსულოდ დაეცა მიწაზე.

ანანია – იუდეველთა პირველმღვდელთაგანი 47-49 წ. წ. სდევნიდა წმ. პავლეს.


66 წ. ებრაელებმა მოკლეს.
ანანინები, მარია და ოლგა – პირველი რუსი მსახიობი ქალები, რომლებიც
იხსენიებიან რუსულითეატრის ქრონიკებში (1756 წ.). გათხოვილი იყვნენ
მსახიობებზე: მარია გრიგორი ვოლკოვზე, ოლგა – იაკა შუმსკიზე.
ანანკასტი – შფოთიან-იჭვნეული, აკვიატებული აზრებისადმი მიდრეკილი
ხასიათი.
ანანკაზმი – აკვიატებულობა, ნაძალადეობა.
ანანკე (ანაგკე – გარდაუვლობა, ბედისწერა) – პლატონი გაგებით ბედისწერის
ქალღმერთი, ხალხის გაგებით კი – სიკვდილის. ძალიან უაზლოვდება ქართულ
წარმართულ მცნებას ბედისწერაზე.
ანანტა (სანსკრიტ ანანტა) – «უსასრული». ათასთავიანი გველი (მას შეშაც
ეწოდება, იხ.). ნაგთა (იხ.) მიწისქვეშეთის მეფის დიადი გველის , ვასუკის ძმა. ანანტა
უზარმაზარია გველთა შორის. იგი მეგობარი და მეგზურია ვიშნუსი (იხ.) –
მიწისქვეშეთის მფარველისა. ტივტივებდა რა კოსმიურ წყლებზე დიდი ღმერთიი
ვიშნუ, იმ დროიდან ანანტა საყრდენი და საწოლი იყო მისთვის ძილისა და
მოსვენების ჟამს.
ანანტა-შეშა (სანსკრიტ. ანანტა ცესა) – მარადისობის გველი – პრალაიის
პერიოდის ვიშნუს სარეცელი (სიტყვასიტყვიY, უსასრულო ნაწილი).

ანანურის ციხე-სიმაგრე (ანანური – სოფელი დუშეთის რ-ნში) – ფეოდალური


ხანის ციხე-სიმაგრე (XVI-XVII ს. ს.), არაგვის ერისთავთა რეზიდენცია. 1743 წ. მეფე
თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთაო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას
დაუქვემდებარა. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო

377
ნაგებობები. უმთავრესიარქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი.
სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი აგებულია 1689 წელს.
ანაპე (ანაპოსი Aნაპოს) – მდ. სიცილიაში სირაკუზის სამხრეთით. ოვიდიუსის
«მეტამორფოზებში» მდინარის ნიმფის კიანეს სატრფო.
ანაპლაზია (ლათ. ანაპლასია) – უჯრედების ბიოლოგიური თვისებების შეცვლა
(დიფერენცირებულობის დაქვეითება და ურთიერთკავშირის შესუსტება), რის
შედეგადაც მიდის მათი სწრაფი გამრავლება და სიმსივნეს უჯრედებად გარდაქმნა.

ანაპურა (სანსკრიტ. ანნაპურა) – იხ. ანა.


ანაქარსის – სკვითი მოგზაური, დინჯი, ბრძენი, სამართლიანი კაცი.
ცხოვრობდა ათენში. ელინები პატივისცემით ეპყრობოდნენ. ბოლოს მაინც სკვითიაში
დაბრუნება ამჯობინა, მაგრამ სკვითებმა ვერ იგუეს ბერძნული ტრადიციებით
აღზრდილი და ისრით განგმირეს.
ანაქარსისი - დიდგვაროვანი, ბრძენი სკვითი დაახლ. ჩვ. წ-მდე 638-559 წ. წ. ერთ-
ერთი პირველი სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსი. ის სამეფო
საგვარეულოდან იყო. მისი მამა სკვითების მეფე გნური გახლდათ, დედა კი ბერძენი
ქალი, ამიტომაც ანაქარსისმა ბერძნული ენა შესანიშნავად იცოდა. ანაქარსისი ათენს
ეწვია თავის მეგობარ ტოკსარისთან ერთად, ცნობილი კანონმდებლისა და ბრძენის
სოლონის მოწაფე რომ გამხდარიყო. სოლონის სახლთან მისულმა ანაქარსისმა
უბრძანა მეკარე მონას რომ თავისი პატრონისათვის მოეხსენებინა, რომ მასთან
მივიდა ანაქარსისი სკვითიიდან, ვისაც მისი მეგობრობა სურს. სოლონმა უბრძანა
მონას, ეპასუხა უცხოელისათვის, რომ მეგობრები სამშობლოში უნდა გაიჩინოს.
პასუხად ანაქარსისმა შენიშნა, რომ ვინაიდან სოლონი ახლა სამშობლოშია, რატომ არ
უნდა გაიჩინოს მეგობარი. სკვითეთიდან ჩამოსულის საზრიანობით გაოცებულმა
სოლონმა მიიღო დაუპატიჟებელი სტუმარი, ხოლო როდესაც გაიცნო, დიდად
დააფასა მისი ჭკუა და საუკეთესო მეგობარიც გახდა. ანაქარსისის სახელი, როგორც
ფილოსოფოსისა, ისე დიდი იყო, რომ მას შვიდ ბრზენში თვლიდნენ. მას მიაწერდნენ
მეთუნის, მორგვისა და ღუზის გამოგონებას. შემოინახა ზოგი მისი გამონათქვამი.
ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის შესახებ. ანაქარსისი ამბობდა, რომ ვენახის ლერწი
(ვაზი) სამ მტევანს გვჩუქნის: ტკბობის მტევანს, თრობის მტევანს და ზიზღის
მტევანს. კითხვაზე, როგორ არ გალოთდე, მან უპასუხა: - ლოთი უნდა გახსოვდეს
მთელი მისი უმსგავსობით. ხოლო კითხვაზე, რომელი გემებია ყველაზე უსაფრთხო
თქვა: - ნაპირზე გამოყვანილი. როცა გაიგო, რომ გემის ფიცრები ოთხი თითის
სისქისაა, ანაქარსისმა შენიშნა, რომ მეზღვაურები ცურავენ სიკვდილისაგან ოთხი
თითის დადებაზე. როდესაც მას ჰკითხეს, ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, ცოცხლები თუ
მკვდრები, მან იკითხა:- ვინ მივათვალოთ გემებზე მყოფნი? ბერძნებთან ცხოვრებისას
ის არა მარტო მათგან სწავლობდა, რაც მიბაძვის ღირსად მიაჩნდა, არამედ ბერძნებს
მიუთითებდა მათი ცხოვრების წესში უაზრობათა შესახებაც, რასაც თვით ბერძნები
ვერ ამჩნევდნენ, იმდენად იყვნენ შეჩვეული, მაგრამ თვალში საცემი იყო გარედან.
ანაქარსისს უკვირდა, რომ საბერძნეთში შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ
დახელოვნებული ადამიანები, განსჯა-შეფასება კი მინდობილი აქვთ უვიცოებს. -
გასაოცარია, - ამბობდა ის, რომ ბერზნები კრძალავენ ტყუილს, ხოლო ბაზარზე
ყველაფერს კაეთებენ, რომ ერთმანეთი მოატყუონ. უფრო მეტად აოცებდა ანაქარსისს
ის, რომ ათენელები, რომლებიც სწავლობდნენ ფილოსოფიას, რომ სიბრძნე
შეეთვისებინათ, ვერ ახერხებდნენ ბრძნულად მეტყველებას, ხოლო სპარტელები,
რომელთაც სძულთ ფილოსოფია, ასე თუ ისე შეუძლიათ ბრძნულად გამოთქვან
378
თავისი მოსაზრებები. ერთ ათენელს, რომელმაც დაამუნათა რომ ის სკვითია,
ანაქარსისმა უპასუხა: - ჩემი სირცხვილია ჩემი სამშობლო, მაგრამ შენ შენი
სამშობლოს სირცხვილი ხარ. კითხვაზე თუ რა არის ადამიანში კარგი და ცუდი
ერთდროულად მან უპასუხა: - ენა. ისტორიკოსი დიოგენე ლაერტელი წერს
ანაქარსისის ბიოგრაფიაში, რომ მან შექმნა რვაასი სტრიქონი ბერძნებისა და
სკვითების ზნე-ჩვეულებებზე. თავის ნაწარმოებებსა და საუბრისას ანაქარსისი
იყენებდა იმ სიტყვებსაც, რომლებსაც ბერძნები სათაკილოდ თვლიდნენ. ამიტომ
გავრცელდა გამოთქმა: «ლაპარაკობს როგორც სკვითი». შემორჩენილია რამდენიმე
წერილი, რომლებსაც ანაქარსისს მიაწერდნენ. ითვლება, რომ ისინი მოგვიანებითაა
დაწერილი, მიუხედავად ამისა, მათში შენარჩუნებულია ფილოსოფიის სული და
სახე. ასე, ამ წერილთაგან ერთში მიმართავს სიმდიდრით განთქმულ ლიტიის მეფე
კრეზს. ანაქარსისის სახელით ნათქვამია: «მე ჩამოვედი ელინთა მიწაზე, რომ
შემესწავლა აქაური წეს-ჩვეულებები. ოქრო მე არ მჭირდება, იმითაც კმაყოფილი
ვიქნები თუ კი სკვითიაში დაბრუნებული უფრო უკეთესი ვიქნები, ვიდრე ვიყავი».
ქანდაკებაზე, რომელიც ანაქარსისს დაუდგეს ათენში მიწერილი იყო მისი მთავარი
გამონათქვამი: «ალაგმე შენი ენა, კუჭი და ავხორცობა». სამშობლოში დაბრუნების
შემდეგ ანაქარსისი მუხანათურად მოკლედ ნადირობისას თავისმა ძმამ სავლიმ,
რომელსაც ეშინოდა, მის მაგიერ მეფე ანაქარსისი გახდებაო. გადმოცემის თანახმად
მომაკვდავმა ანაქარსისმა თქვა: გონებამ დამიცვა, მომიფრთხილდა ელადაში, შურმა
დამღუპა სამშობლოში. ისტორიკოსი ჰეროდოტე სხვაგვარად აღწერს სკვითი
ბრზენის სიკვდილს: სკვითში დაბრუნებისას მან აღთქმა დადო, რომ ღმერთების
დედას კიბელეს სხვებს შევწირავ, თუკი ჯანმრთელი და უვნებელი დავბრუნდებიო
სახლში. ამ მსხვერპლშეწირვისას მოკლა სავლიმ სხვათა ღმერთების თაყვანისცემის
გამო. ანაქარსისის სახელი საზოგადო სახელად იქცა. ასე პოეტურად უწოდებდნენ
შორეული და ველური ქვეყნიდან მოსულებს, რომელსაც სურვილი აქვს ეზიაროს
ცოდნასა და კულტურას. XVIII საუკუნეში ფრანგმა მწერალმა აბატმა ჟან ჟაკ
ბატელენიმ დაწერა წიგნი «ანაქარსისის მოგზაურობა საბერძნეთში», რომელშიც
მსუბუქი და ყველასათვის გასაგები ფორმით აღწერა ბერძნების ოჯახური და
საზოგადოებრივი ცხოვრება. წიგნი პოპულარობით სარგებლობდა და მრავალ
ევროპულ ენაზე თარგმნეს.
ანაქორეტი (ბერძ.) – ქრისტიანი მეუდაბნოენიIII ს. მათ ჩაიყარეს
საფუძველიბერ-მონაზვნობა.
ანაქსაგორა კლაძომენელი (მცირე აზია) – (დაახლ. 500-428 წ. წ. ჩვ. წ-მდე)
ბერძენი ფილოსოფოსი. არათანმიმდევრული მატერიალისტი, მონათმფლობელური
დემოკრატიის იდეოლოგი. უღმერთობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს,
მაგრამ გაიქცა ათენიდან. აღიარებდა მატერიის პირველადი ელემენტების უსასრულო
თვისობრივ მრაავალფეროვნებას (ჰარმონერები იხ.), რომელთა ნაირგვარი
შერწყმისას წარმოიქმნება ყოველი არსებული (???) ნივთი.

ანაქსაგორა, ბერძენი ფილოსოფოსი, ჩვ. წ-მდე დაახლ. 500-428 წ. წ. ის დაიბადა


ქალაქ კლაზომენეში მდიდარ და დიდგვაროვან მშობელთა ოჯახში. ანაქსაგორას
მამას ერქვა მეგესიბული. ადრეული წლებიდანვე უარყო ანაქსაგორამ გართობა,
ვინაიდან ფილოსოფიამ გაიტაცა. როდესაც ნათესავებმა უსაყვედურეს მას იმის გამო,
რომ ის არ ზრუნავს წილხვდომილ უდიდეს მემკვიდრეობაზე, მან უარი თქვა
სიმდიდრეზე და ნათესაობას გადასცა. თანამოქალაქეებმა ის დაადანაშაულეს იმაში,
რომ ის არ მონაწილეობს მშობლიური ქალაქის სახოგადოებრივ ცხოვრებაში. - ნუთუ
379
შენ არ განაღვლებს სამშობლოს ბედ-იღბალი? - ჰკითხეს მათ ფილოსოფოსს.
ანაქსაგორამ უპასუხა: - პირიქით, მე ამის მეტს რას ვაკეთებ, მხოლოდ სამშობლოზე
ვფიქრობ, - და მიუთითა ცაზე. როდესაც მას კითხეს, რისთვის დაიბადა ის,
ფილოსოფოსმა უპასუხა: - მზის, მთვარის და ცის თვალყურის სადევნებლად.
სამყაროს პირველსაწყისად ის მიიჩნევდა გომეომერიების უსასრულო სიმრავლეს,
რაც თარგმანში ნიშნავს «ერთგვაროვან ნაწილაკებს». ანაქსაგორა მათ, «თესლებს»
უწოდებდა. ეს ნაწილაკები უმოძრაოდ არსებობდნენ. მოძრაობაში ისინი მოიყვანა
უზენაესმა გონებამ - «ნუსმა». ამის შემდგომ მსგავსი ნაწილაკები შეუერთდნენ მსგავს
ნაწილაკებს და შეიქმნა სამყარო მისი საგნებითა და ცოცხალი არსებებით. მზე და
მთვარე, ანაქსაგორას აზრით, ღვთიური არსებები კი არ არიან, არამედ გახურებული
ქვის ლოდებია, სულ ერთიანად ცეცხლოვანი. თანაც მზე ზომების თვალსაზრისით,
პელოპონესზე დიდია, ანაქსაგორა თვლიდა, რომ მთვქრე თავისი შუქით არ ანათებს
არამედ მზისაგან გამონაშუქის არეკვლით. მან პირველმა განმარტა სწორად მთვარისა
და მზის დაბნელების ბუნება. 45 წლის ასაკში ანაქსაგორა ათენში გადასახლდა. მან
პირველმა წამოიწყო თავისი ფილოსოფიური შეხედულებების საჯაროდ გადმოცემა.
მისი მოწაფე იყო სოკრატეს მასწავლებელი აქელაე. ანაქსაგორას მსმენელები და
მეგობრები გახდნენ დრამატურგი ევრიპიდე და სახელმწიფო მოღვაწე პერიკლე.
ხსნიდა რა მზის დაბნელებასა და ბუნების სხვა მოვლენებს ბუნებრივი მიზეზებით,
ანაქსაგორა უღმერთობაში დაადანაშაულეს. ათენელმა დემაგოგმა კლეონმა,
პერიკლეს მოწინააღმდეგემ, ანაქსაგორას წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა იმის
გამო, რომ მზეს ცეცხლოვან ლოდს უწოდებდა. ამ სასამართლოს შესახებ რამდენიმე
გადმოცემა არსებობს. ერთი მაღგანის თანახმად, როცა ანაქსაგორას გადასცეს, რომ
მოსამართლეებმა მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, მან უპასუხა: - კი მაგრამ მეც
და მათაც ხომ ბუნებამ დიდი ხნის წინ გამოგვიტანეს სასიკვდილო განაჩენი. ამის
შემდეგ ანაქსაგორამ გამოიყენა რა პერიკლეს დახმარება, ათენიდან გაიქცა ქალაქ
ლამფსაკოსში. მას ეკითხებოდნენ, ხომ არ ნანობდა იმის გამო, რომ ათენელთა
საზოგადოება დაკარგა. - არა, - უპასუხა ფილოსოფოსმა, - მე კი არა ათენელებმა
დაკარგეს ჩემი საზოგადოება. სხვა გადმოცემის თანახმად მოსამართლეების მიერ
ანაქსაგორასათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ მისმა მეგობარმა
პერიკლემ ხალხს მიმართა კითხვით: შეუძლიათ თუ არქა მათ რაიმეს გამო
უსაყვედურონ მას პერიკლეს. მოისმინა რა უარყოფითი პასუხი, პერიკლემ თქვა: -
სხვათა შორის მე ანაქსაგორას მოწაფე ვარ და ყველაფერს, რაც კარგია ჩემში სწორედ
მას ვუმადლი. ასე, რომ ნუ აჰყვებით ჭორებს და გაათავისუფლეთ ის. ანაქსაგორა
გარდაიცვალა ლამფსაკოსში. სიკვდილის წინ მას ჰკითხეს. არ ეძნელება უცხო
მხარეში ნათესავებისა და მეგობრებისაგან შორს სიკვდილი? ანაქსაგორამ უპასუხა: -
იმ ქვეყნამდე გზა ყველა ქალაქიდან ერთი სიგრძისააო. ლამფსაკოსის მმართველებმა
პატივისცემის ნიშნად უთხრეს, რომ მას ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდნენ.
ანაქსაგორამ სთხოვა, რომ იმ თვეში, როდესაც ის გარდაიცვლებოდა,
ყოველწლიურად მოსწავლეები გაეთავისუფლებინათ მეცადინეობებისაგან.
გადმოცემის თანახმად, ეს სურვილი შეუსრულეს და ლამფსაკოელი მოსწავლეები
წლიდან წლამდე კეთილი სიტყვით იხსენიებდნენ ფილოსოფოსს, როდესაც
დამატებითი არდადეგები იწყებოდა.
ანაქსანდრიდი (ჩვ. წ-მდე V ს-ის I ნახევარი) – შუაატიკური კომედიის
გამოჩენილი წარმომადგენელი, მუშაობდა ათენში. დაუწერია 65 კომედია, რისგანაც
ჩვენამდე მხოლოდ 4 სახელწოდებას და 8 ფრაგმენტს მოუღწევია. ალექსანდრიდი

380
პაროდირებდა ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ევრიპიდესთან გადამუშავებულ
მითოსიუჟეტებს; ეხებოდა სოციალურად დაბალი ფენების საოჯახო ურთიერთობებს.
ფიქრობენ, რომ ალექსანდრიდის პიესებში ქოროს პარტიები მთლიანად ვოკალურ-
საცეკვაო ინტერლუდიებით იყო შეცვლილი, რამაც განაპირობა კომედიის ისეთ
ნაწილთა გაქრობა, როგორიც გახლდათ აგონი, პაროდი და პარაბასა (იხ.
ძველბერძნული კომედია).
ანაქსარქე აბდერელი - (ჩვ. წ-მდე IV ს-ის II ნახ.) ელეატების მიმდევარი
ფილოსოფოსი, სოფისტი. დაახლოებული ყოფილა ალექსანდრე მაკედონელთან:
«ერთ დღეს საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. შიშისაგან ყველას თავზარი დაეცა.
ანაქსარქე სოფისტმა, რომელიც მაშინ იქ იყო, ალექსანდრეს უთხრა: «შენც ხომ ვერ
მოგვივლენდი, ზევსის შვილო, ამის მსგავს რამეს?» «მე არ მინდა, – მიუგო სიცილით
მთავარსარდალმა, – შენს რჩევას ვერწმუნო და მეგობრებში შიში გამოვიწვიოო; –
და დაუმატა: – შენ ჩემი სადილითაც უკმაყოფილო ხარ, ვინაიდან მაგიდებზე
მხოლოდ თევზს ხედავ დაწყობილს და არა სატრაპთა თავებს»...» (პლუტარქე,
პარალელ. ბიოგრაფიები, ალექსანდრე მაკედონელი. გვ. 162-163). დიოგენე ლაერტის
გადმოცემის შემდეგ ნათელი ხდება ალექსანდრეს პასუხი ანაქსარქესადმი. დიოგენეს
გადმოცემით, თურმე, ერთხელ ალექსანდრეს ანაქსარქესათვის უკითხავს, როგორია
ჩემი სუფრაო. ფილოსოფოსს უპასუხნია – ყველაფრით ჩინებულია, ოღონდ,
სალამონის ტირანის ნიკოკრეონის თავი აკლიაო. როგორც ჩანს, სოფისტის ეს
«გამოხტომა» სალამონის ტირანს გულში ჩაუმარხავს და... ალექსანდრეს
გარდაცვალების შემდეგ ენაკვიმატი სოფისტი საშინელი წამებით მოუკლავს.
ანაქსარქე – ბერძენი ფილოსოფოსი, ჩვ. წ-მდე IV ს. ანაქსარქე, რომელსაც
ბედნიერს უწოდებდნენ, დაიბადა ქალაქ აბდერაში და თავისი თნამემამულის,
დემოკრიტეს, მიმდევრად თვლიდა თავის თავს. ბედნიერს იმიტომ უწოდებდნენ,
რომ შეეძლო ნებისმიერ პირობებში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილიყო. ანაქსარქე
ალექსანდრე მაკედონელის ახლო მეგობარი იყო. ის აფასებდა მის ირონიას, რომელიც
გესლიანობაში არ გადადიოდა. როდესაც ალექსანდრემ ბრძანა ის ღმერთად
ჩაეთვალათ, ანაქსარქემ ერთხელ ჭექა-ქუხილის დროს ჰკითხა მას, შეუძლია თუ არა
ელვის ტყორცნა. ალექსანდრემ ხუმრობით უპასუხა, რომ შეუძლია, მაგრამ არ უნდა
ამით მეგობრების შეშინება. სხვა დროს, როდესაც ალექსანდრე მსუბუქად დაიჭრა,
ანაქსარქემ მოჩვენებითად გაიკვირვა, რომ მეფის ჭრილობიდან ჩვეულებრივი
სისხლი მოწვეთავს და არა ღვთიური უფერო სინოტივე. ალექსანდრემაც მიიღო ეს
როგორც ხუმრობა. ანაქსარქე ზომიერ ცხოვრებას ეწეოდა და სიმდიდრის მიმართ
გულგრილი იყო. მაგრამ, ერთხელ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა შესთავაზა,
აეღო მისგან იმდენი ფული, რამდენიც მას უნდა, ანაქსარქემ, მეფე თავის ადგილზე
რომ მოესვა, დიდი რაოდენობის თანხა სთხოვა, ის ფიქრობდა, რომ ალექსანდრე არ
დათანხმდებოდა მისთვის ამ რაოდენობის თანხის მიცემას. მაგრამ მეფემ მიიღო
გამოწვევა და ბრძანა მიეცათ მისთვის იმდენი, რამდენსაც მოითხოვდა.
თანამედროვენი აღფრთოვანებულნი იყვნენ იმით, რომ ანაქსარქსეს შეეძლო
მეფისათვის სიმართლე ეთქვა ისე, რომ მისი წყრომა არ გამოეწვია. ერთხელ ნადიმზე,
ანაქსარქემ , ხელში აიღო რა ღვინით სავსე ფიალა, თქვა, რომ ამ ფიალით ღმერთიც კი
შეიძლება მოკვდეს, რითაც იმაზე ჩაურტყა, რომ ალექსანდრე, რომელიც თავის თავს
ღმერთს უწოდებდა, ბევრს სვამდა თავისი ჯანმრთელობის საზიანოდ. ესეც შერჩა
ფილოსოფოსს. ყველაფრის მიუხედავად, ინდოეთში ლაშქრობისას ერთმა ინდოელმა
ბრძენმა უსაყვედურა ანაქსარქსეს იმის გამო, რომ იგი მეფეთა დაკრულზე ცეკვავს და

381
ამიტომ არ შეიძლება მან თავის თავს სრულუფლებიანად ფილოსოფოსი უწოდოს.
ანაქსარქსემ ყურადღება არ მიაქცია შენიშვნას, მაგრამ საყვედურმა ძალზე იმოქმედა
მის მოწაფე პირონზე, რომელიც ყველგან თან ახლდა თავის მასწავლებელს. ამ
შემთხვევის გამო მან მიატოვა ანაქსარქე. ამ ამბამდე დიდი ხნით ადრე ანაქსარქე და
პირონი ერთხელ ერთად მიდიოდნენ ჭაობის გავლით. ანაქსარქე ჭაობში ჩავარდა და
შველას ითხოვდა. პირონი არ შეჩერებულა, ვინაიდან ანაქსარქეს გავლენით
ცხოვრების მთავარ პრინციპებად აირჩია გულგრილობა და უმოქმედობა. ანაქსარქემ
მაინც დააღწია თავი ჭაობს და რაც მოხდა, იმის შესახებ უამბო მოქალაქეებს. მათ
დაიწყეს მისი მოწაფის ლანძღვა, მაგრამ ანაქსარქემ ის დაიცვა და შეაქო იმის გამო,
რომ ერთგული დარჩა თავისი პრინციპებისა, რომლებსაც ანაქსარქეც სწორად
მიიჩნევდა. იმ დროს, როდესაც ანაქსარქე იმყოფებოდა ალექსანდრე მაკედონელის
სასახლის კარზე, მეფესთან მისი აზიური გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა კუნძულ
კრეტის ტირანი ნიკოკრეონტი, რომელიც თავისი არაადამიანური სიმკაცრით იყო
ცნობილი. მას სურდა ალექსანდრეს კეთილგანწყობა დაემსახურებინა და
მლიქვნელობდა და პირფერობდა როგორც სპარსელი სატრაპები თავისი მეფეების
წინაშე. ნადიმის დროს ალექსანდრემ ანაქსარქეს ჰკითხა, თუ მოსწონს სასმელ-
საჭმელი. ანაქსარქემ უპასუხა, რომ ყველაფერი შესანიშნავია, ოღონდ კარგი იქნებოდა
სუფრაზე შემოეტანათ კიდევ ერთი სატრაპის თავი, რითაც სუფრაზე მყოფ
ნიკაკრეონტზე ჩაურტყა. ტირანმა დაიმახსოვრა ფილოსოფოსის დაცინვა, წყენა
დამალა. როდესაც ანაქსარქეს თავისი უძლიერესი მფარველის გარდაცვალების
შემდეგ საბერძნეთში ბრუნდებოდა,კუნძულ კრეტასთან გემი დაიმსხვრა და
ნიკოკრეონტის ხელში მოხვდა. მან უბრძანა როდინში ჩაეგდოთ და დაენაყათ რკინის
სანაყებით. – დანაყე, დანაყე ანაქსერქეს სხეულებრივი გარსი, თვითონ ანაქსარქეს
ხომ შენ ვერ დანაყავ, – თქვა ფილოსოფოსმა. ეს სიტყვები შემდგომში ფრთიან
ფრაზად იქცა. ნიკოკრეონტმა ბრძანა ანაქსერქესათვის ენა მოეკვეთათ, მაგრამ მან
თვითონ მოიკვნიტა და ტირანს სახეში შეაფურთხა. ალექსანდრე მაკედონელთან
ურთიერთობისა და ტირან ნიკოკრეონტთან დაჯახების შესახებ ისტორიული
ანეკდოტების წყალობით ანაქსარქე ძველი დროის ერთ-ერთი ცნობილი
ფილოსოფოსი იყო.

ანაქსიბია – ერთი ვერსიით ჰელიასის მეუღლე.


ანაქსიმანდრე (დაახლ. 610546 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ფილოსოფოსი მცირეაზიის
ქალაქ მილეთიდან. თალესის მიმდევარი. იგი ითვლება პირველი ბერძნული
სტიქიური მატერიალისტური თხზულების, – «ბუნების შესახებ» – ავტორად.
თხზუკება დაწერილია პროზაულად, შეიცავს დიალექტიკის ელემენტებს. ყოველი
არსებულის პირველსაფუძვლადაღიარებდა აპეირონს (იხ.) – უსასრულობას, უფრო
ზუსტად, – გაუსაზღრელ და უსასრულო მატერიას, რომელიც იმყოფებოდა
მარადიულ მოძრაობაში. იგია დასაბამი ყოველი საგნისა, რომელიც წარმოშობილია
მისგან და მიიქცევა მასშივე. მსოფლიოპროცესის საფუძველში, ანაქსიმანდრეს
კონცეფციით, ჩადებულია აპეირონისაგან წარმომდგარ საპირისპიროთა ბრძოლა:
ცივისა – თბილთან, ნოტიოსი – მშრალთან, რომელთა ურთიერთქმედება
წარმოშობს სამყაროთა განსაზღვრულ დროის წესრიგშიბადებად და დაღუპვად
საგანთა უსაზღვრო სიმრავლეს. სამყაროს შენობის ცენტრად ცილინდრული ფორმის
დედამიწა მიაჩნდა, რომლის ირგვლივ თანაბარ მანძილზე ბრუნავდა მზე, მთვარე და
ვარსკვლავები. დასაბამში მიწა დაფარული იყო წყლით. მაგრამ დროთა ვითარებაში
მზის სხივთა ზემოქმედებით ნაწილი წყლისა აორთქლდა და წარმოიშვა ხმელეთი.
382
ცხოველთა წარმოშობას იგი ბუნებრივი მიზეზებით ხსნიდა (ზღვის ლწქისაგან). ასევე
ბუნებრივი მიზეზებით ხსნიდა ადამიანთა (ადამიანები წარმოიშვნენ ხმელეთზე
მოხვედრილ თევზთაგან, რომელთაც გარემოს შესაბამისად შეიცვალეს ორგანიზმის
ფუნქცია და ფორმა) და ბუნების ატმოსფერულ მოვლენათა (ღრუბელთა,
მიწისძვრათა და ა. შ.) წარმოშობას. მასვე მიეწერებოდა პირველი გეოგრაფიული
რუკის შედგენა, ცის გლობუსის მზის საათისა და სხვა ასტრონომიულ ინსტრუმეტთა
შექმნა. მისი გულუბრყვილო კონცეფციები სამყაროს და სიცოცხლის ასახსნელად,
მისი სამყაროთა უსასრულობა მიიღო დემოკრიტემ, ეპიკურემ, ანაქსიმენემ და მათმა
მიმდევრებმა.
ანაქსიმანდრე – იხ.
ანაქსიმანდრე მილეთელი – (დაახლ. 610-546 წ.წ. ჩვ. წ-მდე) ბერძენი
ფილოსოფოს მატერიალისტი, სტიქიური დიალექტიკოსი, თალესის მოწაფე. ავტორი
თხზულებისა «ბუნების შესახებ», რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მან შემოიტანა
ყოველივე არსებულის პირველსაწყისის «ატხეს» (პრინციპი) მისი აზრით ადამიანი
წარმოიშვა თევზისგან.

ანაქსიმენ მილეთელი – (დაახლ. 588-525 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ძვ. ბერძ. ფილოსოფოს-


მატერიალისტი, სტიქიური დიალექტიკოსი, ანაქსიმანდრეს მოწაფე. მისი
მოძღვრების თანახმად ყოველი არსებული წარმოიქმნა პირველი მატერიის
ჰაერისაგან და უკანვე უბრუნდება მას.
ანაქსიმენე (დაახლ. 588/585 – დაახლ. 525 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – მილეთელი
ილოსოფოსი, სტიქიური მატერიალიზმის წარმომადგენელი, მოწაფე და მიმდევარი
ანაქსიმანდრესი. სწორედ ანაქსიმენე იყო პირველი, ვინც გამოთქვა რაოდენობრივის
თვისობრივში გადასვლის იდეა. განსხვავებით თავისი მოძღვრისაგან, მას ყოველივე
არსებულის პირველსაფუძვლად ჰაერი მიაჩნდა. ჰაერი იყო უსაზღვრო, ყველგან
არსებული, მარად მოძრავი საწყისი. მისი შესქელების პროცესში წარმოიშობოდა
ღრუბელი, ქარი, მიწა, წყალი, ქვები და ა. შ. ხოლო დაშლა-განმუხტვით – ცეცხლი;
ამასთან, ჰაერში არსებული პირველადი მატერიის რაოდენობრივი შემცველობა
განსაზღვრავდა მის თვისობრივ განსხვავებულობას. ანაქსიმენი ჰაერს სამყაროს
სულს უწოდებდა, რამდენადაც სუბთქვითი პროცესი ინარჩუნებდა და იცავდა
სიცოცხლეს. მიწა ჰაერში გამოკიდულ ბრტყელ დისკოდ მიაჩნდა, ცა –
ნახევარწრიულ, გუმბათოვან მყარ თაღედად, რომელშიც ლურსმნების მსგავსად
ჩაჭედილიყვნენ ვარსკვლავები. მთელი თავისი ფილოსოფიური ნააზრევიანაქსიმენემ
პროზით გადმოგვცა.

ანაქსიმენე – ბერძენი ფილოსოფოსი, დაახლ. ჩვ. წ-მდე 585-525 წ. წ. ანაქსიმენე


დაიბადა მილეთში, ევრისტრატეს ოჯახში. ის თავის თავს უწოდებდა ანაქსიმანდრეს
მოწაფეს და თალესის მიმდევარს. ყოველივე არსებულის საწყისად ანაქსიმენე ჰაერს
მიიჩნევდა, რომლისგანაც გაუხშოებისას წარმოიქმნება ცეცხლი, ხოლო დაწნეხვისას
– ქარი, ღრუბლები, წყალი და მიწა. ჰაერი, ანაქსიმენეს წარმოდგენით, წარმოადგენს
სამყაროს სულს, სიცოცხლის წტაროს. ცა წარმოადგენს ბროლის გუმბათს, რომელშიც
ლურსმნების დარად ჩაჭედებულია ვარსკვლავები. ანაქსიმენეზე შემოინახა შემდეგი
ისტორიული ანეკდოტი, რომელიც განმარტავს ცოდნისა და არცოდნის შეხამებასა და
პროპორციას. ერთხელ ანაქსიმენეს ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა, ყოველწლიურად
ის უფრო და უფრო რატომ ეჭვდება იმაში, რაზეც ადრე იგი დაუეჭვებლად
საუბრობდა. ანაქსიმენემ სილაზე მოხაზა ორი წრე – პატარა და დიდი – და აუხსნა

383
– პატარა წრე ჩემი ცოდნაა სიყმაწვილეში, დიდი წრე ეს ისაა,რაც ახლა ვიცი და
მესმის. წლიდან წლამდე ჩემი ცოდნის წრე იზრდება. ყველაფერი, რაც ცოდნის წრის
გარეთაა, ეს არცოდნაა. რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტად ეხება
არცოდნას და სულ უფრო მეტ ეჭვებსა და კითხვებს ბადებს.
ანაქსიმენე – იხ.
ანაქსიმენე ლამფსაკოელი – ბერძენი რიტორი. ჩვ. წ-მდე დაახლ. 380-320 წ. წ. ის
რიტორიკის მასწავლებელი იყო ფილიპე II-ის კარზე და ასწავლიდა ალექსანდრე
მაკედონელს საორატორო ხელოვნებას, რომელსაც მიუძღვნა თავისი რიტორიკის
სახელმძღვანელო. მას ეკუთვნის შრომები ფილიპე II და ალექსანდრე მაკედონელის
შესახებ. ანაქსიმენე აკრიტიკებდა ათენელ ისოკრატეს და მისი მიმდევრის,
ორატორისა და ისტორიკოსის თეოპამპეს ორატორული ხელოვნების თეორიას.
დაწერა რა სატირული თხზულება რომელშიც დასცინოდა სპარტას, ათენსა და თებეს,
მან გაავრცელა თეოპამპეს სახელით, სადაც ოსტატურად კოპირებდა მის სტილს,
თეოპომპეს ამის გამო დევნისგან თავი რომ დაეღწია, იძულებული გახდა,
საბერძნეთიდან გაქცეულიყო. ცნობილია ისტორიული ანეკდოტები ანაქსემენესა და
დიოგენე სინოპელის ურთიერთობაზე. ერთხელ დიოგენე მივიდა სიმსუქნით
გამორჩეულ ანაქსიმენესთან და უთხრა: – გვიწილადე ჩვენ, ღატაკებს ცოტაშენი
მუცლიდან, ფაშვიდან, ამით შენს თავსაც შვებას მისცემ და ჩვენც დაგვეხმარები. სხვა
დროს, როდესაც ანაქსიმენეს გარშემო, რომელიც ფილოსოფიური თემების შესახებ
მსჯელობდა, ბრბო შეგროვდა, დიოგენე მის მსმენელებს დამარილებულ თევზს
აჩვენებდა, ამით მათი ყურადღება მიიქცია და თქვა: – იაფფასიანმა
დამარილებულმა თევზმა ანაქსიმენეს მსჯელობა ჩაშალა. მაგრამ ყველაზე ცნობილია
ისტორიული ანეკდოტი იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ანაქსიმენემ თავისი
მშობლიური ქალაქი. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარი მოადგა ლამფსაკოსს,
მაგრამ მცხოვრებლებმა არ გაუღეს ქალაქის ჭიშკარი. განრისხებულმა ალექსანდრემ
ბრძანა ლამფსაკოსის შტურმით აღება და გაძარცვა. ანაქსიმენე მაკედონელთა ბანაკში
მივიდა. დაინახა რა თავისი ძველი მასწავლებელი და საყვარელი ადამიანი,
ალექსანდრე მაკედონელი მიხვდა, რასაც სთხოვდა და ვინაიდან ჯერ არ განელებოდა
რისხვა, მიაძახა: – ღმერთებს ვფიცავ, ოსტატო, რომ ამჯერად შენი შეგონებები და
რიტორიკული ფანდები ვერ გამტეხენ (დამიმორჩილებენ) და შენს სურვილს არ
შევასრულებ. – ალექსანდრე! გთხოვ, აიღე და ააოხრე ლამფსაკოსი! – შესძახა
ანაქსიმენემ. ფიცისგამტეხი რომ არ გამხდარიყო, ალექსანდრე იძულებული გახდა
დაეტოვებინა ლამფრაკოსი და თავისი ლაშქარი გაერიდებინა ქალაქისათვის.
ანაქსო – ჰერაკლეს დიდედა.
ანაქტორი – ჰერაკლეს ბიძა.
ანარ-ი (სკანდ. მით.) – ღამის მეორე ქმარი (პირველი: იხ. და ბოლო, მესამე
ქმარი – დელინგი (იხ.) ნაგლფარი). მას და ღამეს (იხ.) შეეძინათ ქალიშვილი,
რომელსაც მიწა შეარქვეს.
ანარქიზმი (ბერძ. ანარცჰია – უმეთაურობა) – საზოგადოებრივ-პოლიტიკური
მიმდინარეობა. უპირისპირდება ყოველგვარ ხელისუფლებას და სახელმწიფოს. მისი
ფილოსოფიური საფუძველია ინდივიდიზმი; სუბიექტივიზმი; ვოლუნტარიზმი (იხ.
იხ.).
ანარქიზმის თეორეტიკოსები არიან: პრუდონი, ბაკუნინი, შტირნერი, მოსტი,
კროპოტკინი, ელ. ეკლიუ...

384
ანართრია – ბგერების გამოთქმის უნარის დარღვევა, დამახასიათებელია
ბულბარული და ფსევდო-ბულბარული დამბლისათვის.
ანასაკა (ლათ. ანასარცა, ოედემუნივერსალე) – კანისა და კანქვეშა უჯრედანას
გენერალიზებული შეშუპება.
ანასაზები» – «ძველები», ასე უწოდა ჯერ კიდევ XVI ს-ში კანადიდან
შემოჭრილმა ნავაჰოს ინდიელმა ტომმა «მეკალათეთა» კულტურის მატარებელ
ხალხს (იხ. «მეკალათეთა კულტურა»).

ანასაზის კლდეთა ფერწერა – მესა-ვერდეს ისტორიაში(იხ.) თანამედროვე


არქეოლოგებმაკულტურის განვითარების 4 სტადიის შესაბამისად4
თანამიმდევრული პერიოდი გამოყვეს: 1. «მეკალათენი»; 2. «ჰუებლო I»; 3. «ჰუებლო
II»; 4. «ჰუებლო III». ანასაზთა დიდებულ კულტურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია
მესა-ვერდეში აღმოჩენილი კლდეთა ფერწერის დიდებული ნიმუშები. ამ ფერწერაში
აისახა რელიგიურ-რიტუალური და სამონადირეო სცენები. სავარაუდოდ ეს ფერწერა
ჩვ. წ-ის 900-1000 წლებს შუა პერიოდში უნდა შექმნილიყო.

ანაშიზმი – ნარკომანიის სახე, დაკავშირებული ანაშის ხმარებასთან.


ანასპადია (ლათ. ანასპადია) – თანდაყოლილი მანკი; სასქესო ასოს დორზალურ
ზედაპირზე შარდსადენის გარეთა ხვრელის გახსნა.
ანასტასია – წმინდანი, რომაელი. დაწვეს 303 წ. ხსოვნის დღე 25 დეკემბერი.
ანასტაზისი (ბერძ.) – სულის უწყვეტი არსებობა, სულის მარადიულობა.

ანასტიგმატი – სრულყოფილი კინო და ფოტოობიექტივი (6-7 ლინზიანი),


რომელიც იძლევა საგნის (ობიექტივის ოპტიკური ღერძიდან დიდი მანძილით
დაშორებული საგნებისაც კი) ყველა წერტილის მკვეთრ და დაუმახინჯებელ
გამოსახულებას. ანგაჟემენტი – (თეატრ.) გარკვეული ვადით და გარკვეული
პირობებირ მსახიობის ან მსახიობთა კოლექტივის მოწვევა სპექტაკლებში ან
კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
ანასტომოზი (ლათ. ანასტომოსის) – ქირურგიული გზით სისხლძარღვთა, ანუ
ღრუ ორგანოთა შეკავშირება.
ანასტროფი (ბერძ.) – გრამატიკული ფორმა, სადაც იცვლება სიტყვათა
ჩვეულებრივი წყობა წინადადებაში.
ანასუია (სანსკრიტ) – ინდურ მითოლოგიაში შვიდ ღვთაებრივ ნრძენთაგან
ერთ-ერთის, ატრის მეუღლე (იხ. შვიდი ღვთაებრივი ბრძენი). სვაჰამ (იხ.), დაკშას
(იხ.) ქალიშვილმა, აგნის საცდუნებლად ანასუიას სახეც გამოიყენა. ამ სახით ერთ-
ერთ მომენტში იგი შეერწყა ბრძენთა ულამაზეს ცოლებზე შეყვარებულ ცეცხლის
ღმერთს.
ანათ, ანათუ – ფინიკიურ და ზოგადად დასავლეთ სემიტური პანთეონის
ქალღმერთი. უგარითულ მითოლოგიაში იგი სიყვარულისა და ნაყოფიერების
ქალღმერთია. არის ბალუს – «მფლობელის» (იხ. ბალუ-ცაფანუ) და და
შეყვარებული; მისი ბალუსთან კავშირით იშვა ამურუ (იხ.) – ამორეველთა
პირველწინაპარი. მიწიერ სიყვარულთან ერთად ხორცშესხმაა ქალური სილამაზისა.
ერთდროულად მოიაზრება დედადაც და ქალწულადაც. ზოგჯერ გამოსახავენ
ძროხის სახით, რადგან იგი შეყვარებულია ხარ ბალუზე. ზოგჯერ ფრინველის,
უპიველესად არწივის სახითაც წარმოიდგინება. მისი ფრინველებია არწივი და ძერა.
ყველაზე ხშირად წარმოდგენილია ლომზე მდგარ შიშველ ქალად. ზოგჯერ

385
საბრძოლო პოზაშიცაა – ზეაღმართულ მარჯვენაში შუბი უჭირავს, მარცხენაში –
ხანჯალი ან ფარი. მისი სავანე იყო მთა ემბაბუ (ლოკალიზაცია არ ხერხდება). ანათუ,
როგორც ჩანს, «წყაროს» (ან «წყაროებს») ნიშნავდა. ამის გამო მისი თავდაპირველი
ფუნქციურობა წყყაროსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და მიღებული უნდა
ყოფილიყო, როგორც წყაროთა ქალღვთაება და მეუფება.

ანათი – ფინიკიელთა ქალღმერთი.


ანატოლიელები – ასე იწოდებოდნენ მოძღვრების მომხრეები, რომ ადამიანთა
მოდგმა შეიძლება წაროშობილიყო მხოლოდ აღმოსავლეთში ე. ი. მცირე აზიაში, ანუ
ანატოლიაში (ეკუმენელთა საპირისპიროდ).

ანატომია (ლათ. ანატომია) – მეცნიერება ცოცხალ ორგანიზმთა ფორმებისა და


აღნაგობების შესახებ.
ანატოქსინი (ლათ. ანატოხინუმ) – ტოქსინის საპირისპირო, უშხამო ტოქსინი,
ანტიგენური და იმუნური თვისებებით.
ანათუ (ქალდ.) – 1. ანუს (იხ.) დიაცური ასპექტი; 2. განასახიერებს მიწასა და
უფსკრულს, როცა მისი მეუღლე ანუ განსახებაა ცისა და სიმაღლისა. დედაა (ეასი,
ჰეასი, იხ. იხ.)ქმნის მიწას და ცას; 3. ასტრონომ. ვენუსი (ვენერა, იშთარი, იშთორეტი,
იხ. იხ.).
ანბანური სისტემის დამწერლობა - დამწერლობის სახე, ყველაზე
გავრცელებული დამწერლობებს შორის დღევანდელ მსოფლიოში. შეიცავს ნიშნებს
(ასოებს, გრიფემებს), რომლებიც აღნიშნავენ ბგერებს (ფონემებს, ალოფონებს). ეს
სისტემა განვითარდა ძველი სემიტური, ე. წ. კონსონატური დამწერლობიდან (იხ.
კონსონატური დამწერლობა). ეს დამწერლობა გავრცელებული იყო ფინიკიაში,
სირიასა და პალესტინაში ჩვ. წ-მდე II ათასწლეულიდან (იხ. დამწერლობა).
ანცეპსი (ლათ.) – მარცვალი, რომელიც ლექსში შეიძლება იყოს გრძელიც და
მოკლეც.
ანჩიკოვი დიმიტრი სერგის ძე – (1733-1788 წ. წ.) რუსი განმანათლებელი,
ფილოსოფოსი. ავტორი ფილოსოფიური ნაშრომისა «განსჯანი ნატურალური
ღვთისმეტყველებისა და ნატურალური ღვთისთაყვანისცენის საწყისსა და
წარმოშობაზე». დაამტკიცა თეორია, რომ რელიგიური წარმოდგენები უჩნდებათ
ადამიანებს სამი მიზეზით: უვიცობით, შიშით და წარმოსახვით. ასევე სხვა შრომებში:
«ამბავი ადამიანური შემეცნების თვისებებისა...» «ამბავი სხვადასხვა მიზეზისა...» და
სხვ. ავითარებს მატერიალური სენსუალიზმის (იხ. სენსუალიზმი) იდეებს და
აკრიტიკებს კარტეზიანელების, ლაიბნიცეცლებისა და ვოლფელების თანდაყოლილი
იდეების იდეალისტურ თეორიებს.

ანჩისხატი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, აგებული დაჩი


უჯარმელის მეფობაში VI ს-ში, გადაკეთებულია XII-XIX ს. ს-ში. ეკლესია სამნავიანი
ბაზილიკაა. თავდაპირველად ნაშენია თლილი ქვით, ხოლო ზედა ნაწილი
რესტავრაციის შემდეგ – აგურით. თავდაპირველად ერქვა წმ. მარიამის ეკლესია.
ანჩისხატი ეწოდა XVII ს-ში, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველო) მონასტრიდან
გადმოასვენე ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ხატი (ამჟამად დაცულია საქ. სახ.
მუზეუმში).

386
ანციუმი – რომას ძმა, ვოლსკების ერთ-ერთი ქალაქის ეპონიმი. (რომის
სამხრეთით).
ანდა – სტუპას ცენტრალური ნახევრადწრიული ნაწილი.
ანდა კატაჰა (სანსკრიტ. ანდა კატაჰა) – 1. გარეგანი საფარველი, ანუ «ნაჭუჭი»
ბრაჰმას კვერცხისა, საიდანაც გამოვიდა იგი; 2. სივრცე, რომელშიც ჩასახულია ჩვენი
ემანირებული – გამოვლინებული სამყარო.
ანდალი – VIII ს-ის ინდოელი პოეტი ქალი. აქვს კრიშნასადმი მიძღვნილი
სატრფიალო ლექსები.

ანდალუზიური ტანგო – ესპანური ცეკვა, რომელიც აღმოცენდა გასული


საუკუნის (XX-ის?) მეორე ნახევარში. იგი სხვა ჟანრებთან ერთად საფუძვლად დაედო
XIX ს-ის დასასრულს წარმოშობილ ე. წ. არგენტინულ ტანგოს, რომელიც შემდგომში
საყოველთაოდ გავრცელდა და ტანგოს სახელწოდებით ცნობილი გახდა მსოფლიოს
ყველა ქვეყანაში. ზომა ზუსტი, ორწილადი.
ანდანტე – 1. საშუალო სიჩქარის ტემპის აღნიშვნა, რომელიც მშვიდ, მხნე
ნაბიჯს შეესაბამება. 2. ამ ტემპით დაწერილი პიესის აღნიშვნა იმ შემთხვევაში,
როდესაც მას საკუთარი სახელწოდება არ აქვს. 3. სონატური ციკლის ნელი
ნაწილების ტემპი. გამოთქმები: «ანდანტე ამა და ამ სიმფონიიდან», ან «ანდანტე ამა
და ამ კვარტეტიდან» გულისხმობენ ამ ნაწარმოებთა ნელ ნაწილებს იმ შემთხვევაშიც
კი, როდესაცმათი ტემპი სხვადასხვაგვარადაა აღნიშნული.
ანდარაზ-ნამე (სპარს. «დარიგების წიგნი») – ჭკუის სასწავლებელი
მოთხრობების კრებული, სადაც მოცემულია ქცევის წესები, ეთიკის ნორმები,
მმართველისათვის სავალდებულო ცხოვრების წესები და ა. შ.

ანდარაზ-ნამე» (სპარს.) – «დარიგებათა წიგნები». სასანიანთა ირანის პერიოდის


ლიტერატურული ძეგლი, სადაც მოცემულია ქცევის წესები, ეთიკისა და საერთოდ,
მმართველისთვის სავალდებულო ცხოვრების სავალდებყლო ნორმები და ა.შ. (კიდევ
არის განმარტებული ქვემოთ)

ანდექსიტი (ლათ. ანდეხიტის) – საშვილოსნოს დანამატების – საკვერცხეებისა


და საშვილოსნოს მილების ანთება.

ანდეზიტი – ვულკანური წარმოშობის მთის ეფუზიური (იხ.) ქანები,


ძირითადად შეიცავს პლაგიოკაზების წინწკლებს, ავგიტსა და სხვა მინერალებს, ასევე
ვულკანურ მიწას. სტრუქტყრა პორფირული ანდა აფირულია. სიმკვრივე 2280-2680
კგ/მ3. მჟავეგამძლეა. არის სამშენებლო მასალა. სახელი დაკავშირებულია პერუს
მთაგრეხილის (სამხრ. ამერიკა) – ანდების სახელთან.

ანდჰა (ცა) (ინდ. არქიტ.) – სტუპის (იხ.) გუმბათუეი სხეული, რომელიც


წარმოადგენს ცის სიმბოლოს, მისი ბიპოლარობაა (იხ.) მედჰი-დედამიწა (იხ. მედჰი).
ანდჰრიმნირ-ი (სკანდ. მით.) – ციური სავანის, სამოთხის ვალჰალას (იხ.)
მზარეული.
ანდოკიდესი (ჩვ. წ-მდე V ს-ის მიწურული, IV ს-ის დასაწყისი) + წარმოშობით
ათენელი. ორატორი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი რელიგიისადმი. ჩვ. წ-
ნდე 415 წ-სბრალდებულ იქნა ჰერმას შებღალვის და შებილწვისათვის, რის გამოც
მოკვეთეს და განაძევეს მშობლიური ქალაქიდან, სადაც მხოლოდ 402 წ-ს შეძლო

387
დაბრუნება. საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვაში «დევნილობიდან დაბრუნების
შესახებ», – მას თავის გასამართლებელი არგუმენტები მოჰყავდა. საჩივარს, რითაც
მას 415 წ-ს ჰერმაკონიდეში ადანაშაულებდნენ, იგი ,ა,ისა და სხვა ნათესავYა
გადარჩენით ხსნიდა. ბოლო სიტყვებში, სარგებლობდა რა სოფისტის მთავარი
ლოზუნგით – «აქციე სუსტი დასაბუთება ძლიერად და ძლიერი – სუსტად», –
იდი შეეცადა საკუთარი თავის დაცვას იმ ბრალდებისაგან, რომლებითაც მას
უღმერთობაში, მკრეხელობასა და ანტისამხედრო განწყობაში ადანაშაულებდნენ.
სიტყვა – «სპარტასთან მშვიდობის შესახებ», – რომელიც391 წ-ს წარმოთქვა,
ათენიდან მისი მეორედ დევნილობის საბაბი გახდა. ანდრკიდესის უბრალოებით
გამორჩეული სიტყვები, Dემდგომ, «10 ორატორის კანონთა» წიგნში შევიდა.

ანდოკილესი (ჩვ. წ-მდე VI ს-ის II ნახევარი) – იხ. მეთუნე-მხატვარი...

ანდრეა, ჯიროლამო – მარკიზი 1812-1868 წ. წ. კარდინალი 1852, 1859 წ. წ.


იტალიის გაერთიანების მომხრე. პიუს IX ოპოზიციონერობისათვის გააძევეს.
ანდრეევი ანტიპი – მოსკოვის პოკროვის (?) სამლოცველოს წინამძღვარი,
გარდაიცვალა 1836 წ. ქორწინების მქადაგებელი, მრავალი მომხრე შეიძინა.

ანდრეევი ვასილი ნიკოლოზის ძე – სცენაზე ცნობილია ანდრეევ-ბურლაკად.


მწერალი და მხატვრული კითხვის ოსტატი, 1843-1888 წ. წ. ცნობილიიი იყო გოგოლის
«შეშლილის ჩანაწერების», მარმელადოვის მოთხრობის (დოსტოევსკის «დანაშაული
და სასჯელიდან») და თავისი «ვოლგისპირული სცენების მხატვრული კითხვით.
ანდრეევი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1830-1891 წ. წ.) – დრამატურგი,
ვოდევილისტი და ბოშური სიმღერების ავტორი.

ანდრეევშჩინა – ბეზპოპოვშჩინის (მღვდელობის ინსტიტუტის უარმყოფელნი)


ერთ-ერთი სექტა XVIII ს. სახელი ეწოდა ანდრეი მიხეილის ძე ჟუკოვის მიხედვით.
ანდრეევსკი სერგეი არკადის ძე – სპბ , ადვოკატი, პოეტი და კრიტიკოსი.
დაიბადა 1847 წ. ბრწყინვალე და მახვილგონიერი ორატორი («დაცვთი სიტყვები»,
1890 წ.), მისი ლექსების კრებულები სპბ, 1886 და 1898 წ. წ. «ლიტერატურული
საკითხავი» 1891 წ.: ლერმონტოვზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე და სხვ.
ანდრეგეოსი («მამაცი») – კრეტის მეფის მინოსის ვაჟი. პანათენურ
დღესასწაულებზე გამართულ ასპარეზობებში გამარჯვებული. ათენის მეფეს ეგეოსს
შეშურდა მისი და მარათონის ხარს დააგლეჯინა.

ანდრეი ჟუკოვი – XVIII ს. ბოლოს დააარსა რასკოლნიკური (გამთიშველური)


სექტა აარონოვშჩინა.
ანდრეია» (ბერძ.) – საჭირო სადილობა. ასე უწოდებდნენ კრეტელები სპარტულ
სისიტიებს და ლაკედემონელთა «ფიდიტია» ან «ედიტია» (იხ. იხ. იხ.). ?????

ანდრეიან სერგეევი – მოსკოველი რასკოლნიკი, მასწავლებელი და მწერალი.


დააარსა სამლოცველო. ნაწარმოებში «ქალწული ფეოდოსიევნა» გადმოსცა
ფეოდოსიელთა მოძღვრება ქორწინებაზე.
ანდრეიანი – რასკოლნიკი ბერი, წარმოშობით იაროსლავლელი მეშჩანი, 1701-
1768 წ. წ. განცალკევდა ფილიპელთა სექტისაგან და შექმნა მოგზაურ-გაქცეულთა

388
სექტა, ქადაგებდა გაქცევას ხელისუფლების განკარგულებისაგან, ვინაიდან იგი
(ხელისუფლება) განასახიერებდა ანტიქრისტეს.

ანდრეიანოვშჩინა – ბეზპოპოვშჩინის ერთ-ერთი სექტა.


ანდრემონე – ოდისევსის მეუღლე.
ანდრემონი (ლათ. Aნდრაიმონ) – ეტოლიელთა წინამძღოლი. ტროას ომის
გმირის თოანტის მამა.
ანდრემონიდი – ანდრემონის შვილი, თოანტი.

ანდრენოგენიტალური სინდრომი (ლათ. სყნდრომუმ ანდრენოგენიტალის) –


თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია, განაპირობებს
კონტიკოსტუროიდების სინთეზში მონაწილე ფერმენტების თანდაყოლილი
დეფიციტი. არჩევენ ამ სინდრომის შემდეგ ფორმებს: 1) თანდაყოლილს
(თირკმელზედა ჯირკვლის ბადისებრი ზონის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია,
რომელშიც სინთეზირდება ანდროგენეზი, ქალის ცრუ ჰერმაფროდიტიზმი. იხ.); 2.
ჰუბერტატულს (ანდროგენების ჭარბი სეკრეცია სქესობრივი მომწიფების პერიოდში,
ნახტომისებრი ზრდა სინაღლეში, სპორტული აღნაგობა; მუდმივი სიმპტომი –
ჰიპერტრიქოზი, ფორიანი და ცხიმიანი კანი); 3) პოსტჰუბერტატულს
(არარეგულარულარული მენსტრუაციული ციკლი (იხ.), ჰიპერტრიქოზი, უშვილობა
ან ორსულობის შეწყვეტა ადრეულვადრეში. ადგილი აქვს ჰიპერანდროგენიას, რაც
გონადოტროპინაბის სეკრეციის შეკავებას და საკვერცხეებში ციკლური პროცესების
დარღვევას იწვევს).
ანდრეზები –
ანდრია (Aნდრიეუხ), ფრანსუა გიიომი – ფრანგი პოეტი და დრამატურგი 1759-
1833 წ. წ.
ანდრია მოციქული – მოციქულ პეტრეს ძმა, ქადაგებდა სკვითეთში, მცირე
აზიასა და საბერძნეთში. ჯვარს აცვეს ქ. პატრასში. ხსენების დღეა 30 ნოემბერი.
ანდროფაგები («კაციჭამიები») – სკვითების მეზობლად მცხოვრები
კაციჭამიების ტომი ბერძ. თქმულებებში. იგივე ანდროპოფაგები; კანიბალები.
ანდროფობია – შიში მამაკაცისადმი.
ანდროგენები (ლათ. ანდროგენუმ) – მამაკაცის სასქესო ჰორმონები.

ანდროგინული სხივი (ეზოთერ.) – 1. პირველი დიფერენცირებული


(სპექტრისებური) სხივი; 2. მეორე ლოგოსი; 3. ადამ კადმონი (იხ.) «კაბალა»-ში. შდრ.
ბერძნული ჰერმაფროდიტები (იხ.).
ანდროგინული თხა (მენდესი იხ.) – იხ. ბაფომეტი.
ანდროლოგია (ლათ. ანდროლოგია) – მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარე
სქესით დეტერმინირებულ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესთა და ამ
პროცესთა შესწავლა-მართვის მეცნიერება.
ანდრომანია (ლათ. ანდრომანიაა) – თავშეუკავებელი სქესობრივი ლტოლვა
მამაკაცებისადმი, სქესობრივი ნდომის თავშეუკავებლობა ქალებში. სქესობრივი
პათოლოგიის სახე. იგივე, ნიმფომანია მამაკაცებში.

ანდრომაქე – თებეს მეფის ასული. ჰექტორის ცოლი. «ილიადას» ცნობილი


გმირი ქალი. მცირე აზიაში, ქალაქ პერგამოში აუგეს ტაძარი. ევრიპიდემ შექმნა
ტრაგედია «ანდრომაქე». რასელმა დრამა უძღვნა.
389
ანდრომედა (Aნდრომედე ლათ. -და; ასევე ბერძ. Aნდრომედა) – ეთიოპიის
მეფის ასული. კლდეე მიჯაჭული ანდრომედა, რომელიც პოსეიდონის მიერ
გამოგზავნილ ურჩხულს უნდა შეეჭამა, პერსევსმა იხსნა. ათენამ ანდრომედა
თანავარსკვლევედად აქცია. რუბენსმა შექმნა ცნობილი ტილო «პერსევსი და
ანდრომედა». აგრეთვე შეიქნმნა ვანლოოს, ჩელინის, მენგლსის ქმნილებანი.
სოფოკლემ. ევრიპიდემ, ახალ დროში კი კორნელმა უძღვნეს დრამები. ანდრომედა
გამოისახებოდა ლარნაკებზე და კედლის მხატვრობაში. დღესაც მის
თანავარსკვლავედზე პოეტები ლექსებს წერენ.

ანდრონ პალილარნასელი – უცნობი ავტორი, ისტორიკოსი, ვარაუდობენ, რომ


ბერძენი უნდა ყოფილიყო.
ანდრონი – (არქიტ.) მამაკაცებისათვის გამკუთვნილი სადგომი ბერძნულ
საცხოვრებელ სახლში.

ანდრონიკეს ლივიუსი (დაახლ. 280-204 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ერთ-ერთი პირველი


რომაელი მწერალი და თარგმნელი, ფუძემდებელი რომაული დრამატული
ლიტერატურისა. წარმოშობით ბერძენი. ტყვედ ტარენტეს აღებისას ჩავარდა.
გამოისყიდა რომაელმა ლავიუსმა, რომელსაც თავისი სახელი მისცა. მისი
ლიტერატურული მოღვაწეობა ჰომეროსის «ოდისეას» ლათინური თარგმანით
დაიწყო. თარგმანი შესრულებული იიყო სატურნიული ლექსით (იხ. სატურნიული
ლრქსი; იხ. ძველრომაული ფოლკლორი). მან გადაამუშავადიდ ბერძენ ტრაგიკოსთა
ახალატიკური კომედიის წარმომადგენელთა მთელი რიგი ნაწარმოებები. ეს წიგნიი
რომის სკოლების სახელმძღვანელო გახლდათ ოქტავიანე ავგუსტუსის (იხ.)
ეპოქამდე. ლათინურ «ოდისეაზე» აღიზარდა თვით დიდი ჰორაციუსიც (იხ.).
ანდრონიკუს ლიკიუსის ეს თარგმანი იმითაც გახლდათ ფასეული, რომ იგი
წარმოადგენდა ანტიკურობის ხანის პირველ თარგმანს. ლიკიუსი ტექსტზე
თავისუფლად მუშაობდა – ამარტივებდა მას, შეჰქონდა გარდათქმები, აძლევდა
განმარტებებს, ბერძენ ღმერთებს არქმევდა რომაულ სახელებს. მისი ტრაგედიის
პირველი წარმოდგენა (რომელიც დაწერილი იყო თანამდებობის პირთა დაკვეთით)
გაიმართა ჩვ. წ-მდე 240 წ-ს. შემორჩენილია მისი 14 ტრაგედიისა («ანდომაქე»,
«აქილევსი», «ტროას ცხენი», «ტერეისი» და სხვ) და სამი კომედიის («გლადიუსი» და
სხვ.) სახელწოდება. შექმნა ბერძნულის მსგავსი დრამატული ლექსები, უარყო ქორო,
გააძლიერა დიალოგისა და არიის როლი. მისი ტრაგედიები დაიწერა ტროის ციკლის
მითებსა და სიუჟეტებზე, რომლებიც რომის ისტორიასთან იყვნენ კავშირში. ჩვ. წ-მდე
207 წ-ს შექმნილ ქალღმერთ იუნონასადმი მიძღვნილი თხზულება, როცა შესრულდა
გოგონათა ქოროს (27 წევრი) მიერ, ხელისუფლებამ დააარსა მწერალთა და მსახიობთა
კოლეგია, რომელსაც უფლება მიეცა გაემართა შეკრებები ავენტონის ბორცვზე
მდებარე მინერვას ტაძარშიი. ანდრონიკუს ლივიუსის თხზულებათაგან ჩვენამდე
მწირი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

ანდრონიკესი (ჩვ. წ-მდე I ს.) – ცნობილი იყო, როგორც ათენის ქართა კოშკის
(სიმაღლე 12,8 მ.) არქიტექტორი. წარმოადგენდა მარმარილოს რვაწახნაგოვან
ნაგებობას. მცირე კანონიკური დაბოლოებით, დაგვირგვინებულს ფლიუგერთ.
კოშკურაში განეთავსებინათ წყლისა და მზის საათები, ყოველი წახნაგის ზედა
ნაწილში რვა ძირითადი პერსონიფიცირებული ქარის რელიეფური გამოსახულება
390
იყო: ჩრდილოეთის ქარი, – ბორეასი, – ძლიერი მამაკაცის სახით და უზარმაზარი
ფრთებით; მისი ძმები – აღმოსავლეთის (განთიადის) ქარის ღმერთი ევროსი;
სამხრეთის ქარის – ნოტოსი, – ნისლისა და წვიმის; დასავლეთის თბილი ქარის
ღმერთი – ზეფიროსი, რომელსაც მოგვიანებით თვლიდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის,
ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთ დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის
ქარებადაც. ქართა კოშკურა დაცულია დღემდე. დგას ათენის აღმოსავლეთ ნაწილში,
რომაული ბაზრრებისა და ადრიანეს ბიბლიოთეკის გვერდით.
ანდროსტანი (ლათ.) – ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) წინარე
პროდუქტი.
ანდროსტენდიონი (ლათ. ანდროსტენდიონ) – ანდროგენული ჰორმონი,
ტესტოსტერონზე დაბალი აქტივობით, სეკრეტირდება სათესლეებში, საკვერცხეებში,
თიკმელზედა ჯირკვლებს ქვეშ.
ანდროსტერონი (ლათ. ანდროსტერონუმ) – სტეროდული ჰორმონის სისუსტე
ანდროგენული ეფექტით.
ანდროტიონი – ძვ. ბერძენი ისტორიკოსი. პაკსანიასის ცნობით ანდროტიონს
შეუთხზავს «ატიკის ისტორია». მისი ცხოვრების და მოღვაწეობის დრო უცნობია.
ანდუნის სამეფისნაცვლო – ჩრდილო ვიეტNამსა და კორეის ნახევარკუნძულზე
თანის დინასტიის (ჩინეთი, იხ. თანის დინასტია) მიერ ჩატარებული ოცწლიანი
დამპყრობ;ური ომებით განადგურდა კგურიეს (იხ.) სახელმწიფო. 668 წ-დან ჩვ. წ-ით
მის ნაცვლად ჩამოყალიბდა ანდუნის სამეფისნაცვლი.
ან-დურუნ-ნა – «ღვთაებრივი სამყოფელი». ევფემისტურად გამოხატავს
თიამათის საშოს (იხ. თიამათი).
ანდვარი (სკანდ. მით.) – ჯუჯა-ჯადოქარი. იგი მეორე ჯუჯა-ჯადოქარ
ოტრასთან (იხ.) ერთად ბინადრობდა ერთ ჩანჩქერთან, რომელსაც ერთ დღეს
ქვეყნიერების დასათვალიერებლად ამგზავრებული ოდინი, ლოკი და ჰიონისი
მიადგნენ. სწორედ ამ ჩანჩქერთან ცხოვრობდა ანდვარი ქარიყლაპიას სახით. ანდვარს
უკავშირდება საშინელი წყევლა (იხ. ანდვარის წყევლა).
ანეკდოტი (ბერძ.) – რომელიმე საყურადღებო შემთხვევაზე მოკლე მოთხრობა
გონებამახვილური შინაარსის.

ანეკდოტი (ფრანგ. ანეცდოდტე, ბერძ. ანეკდოტოს – გამოუქვეყნებელი) –


მოკლე მოთხრობა, რომელშიც აღწერილია უმნიშვნელო, მაგრამ დამახასიათებელი
შემთხვევა ისტორიული პიროვნების ცხოვრებიდან. ამ მნიშვნელობით ტერმინი
პირველად პროკოპი კესარიელის (VI ს.) სატირული «საიდუმლო ისტორიის» მიმართ
იხმარეს. მოგვიანებით ანეკდოტს უწოდებდნენ მცირე ფორმის თხრობით ჟანრებს,
რომლებშიც გასართობ შინაარსთან ერთად ხშირად მოცემულია კონკრეტული
პოლიტიკური ვითარების მახვილგონივრული შეფასებაც. XIX ს-ს II ნახევრიდან
ანეკდოტს უწოდებენ აგრეთვე ქალაქურ ფოლკლორში გავრცელებულ სალაღობო
ხასიათის მოკლე ზეპირ მოთხრობას.
ანემია (ლათ. ანაემია) – ოლიგემია (ლათ. ოლიგაემია) – სისხლნაკლულობა;
ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობით
ერთეულში. არის შემდეგი სახის: ა) პოსტჰემორაგიული (პოსტჰაემორრჰაგიცა) –
მწვავე სისხლის დენის შედეგი; ბ) რკინადეფიციტური (სიდეროპრივა), ანუ
ჰიპოქრომული; გ) ჰემოლიტიკური (ჰაემოლიტყცა) – სისხლის ფორმიანი
ელემენტების დაშლის შედეგი.

391
ანემონი – ერთ-ერთი სახეობის ლამაზი ყვავილი, რომელიც მგლოვიარე
სარფომ, ბაალათ-ჰაბალმა თავის დაღუპული ადონისის ხსოვნის უკვდავსაყოფად
მისივე (ადონისის) სისხლისგან აღმოაცენა.
ანემოქორდი – სიმებიანი სამუსიკო საკრავი ძვ. საბერძნეთში.
ანემოტეკა – (მუს.) საჰაერო ყუთები ორღანში.
ანენცეფალია (ლათ. ანენცეპჰალია) – თავის ტვინის თანდაყოლილი უქონლობა
(არარსებობა).

ანენკოვა (Анненкова) პრასკოვია ეგოროვნა, (1800-1876 წ. წ.) ქალიშვილობაში


გებლი – დატოვა ფრანგულ ენაზე ჩანაწერები ციმბირში დეკაბრისტების
ცხოვრებაზე. თარგმანი დაიბეჭდა «რუს. სტარ.» 1888 წ.
ანენსკი 1. ნიკოლოზ თევდორეს ძე – პუბლიცისტი, საერობო სტატისტიკოსი და
საზ. მოღვაწე, «ოტეჩ. ზაპ.» და «რ. ბოგატსტვა» თანამშრომელი, დაიბადა 1843 წ. 2.
ინოკენტი თევდორეს ძე (ძმა 1,) პერაგოგი, ბერძნული ტრაგედიების თარგმანები
ლექსად. დაიბადა 1855 წ.
ანერასტია – სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა.

ანერიო (Aნერიო) ფელიჩე – იტალიელი კომპოზიტორი, 1560-1630 წ. წ.


პალესტრინის მოწაფე და მემკვიდრე პაპის კაპელაში, მრავალი საეკლესიო გალობა
დაწერა.

ანესთეზია (ლათ. ანაესტჰესია) – გაუტკივარება; მგრძნობელობის (ტკივილის


შეგრძნების) დაკარგვა (მოხსნა) საანესთეზიო (ტკივილგამაყუჩებელი)
საშუალებებით.
ანესთეზია – მგრძნობელობის დაკარგვა. სხეულის პერიფერიულ ნაწილში
მიყენებული გაღიზიანება არ აღწევს გრძნობებამდე (არ შეიგრძნობა).
ანევრიზმა (ლათ. ანეურყსმა) – რომელიმე ღრუ ორგანოს ან სისხლძარღვის
შემოფარგლული გაგანიერება, კედლის გამობერვა.
ანფასი – 1. ტერმინი, რომელიც მიგვანიშმებს, რომ შემსრულებელი პირისახით
მაყურებლისაკენაა. 2. პირისახე წინიდან.
ანფესტერია – (თეატრ.) ძვ. საბერძნეთში ღმერთ დიონისეს ერთ-ერთი
დღესასწაული. ანფესტერია, რომელსაც თებერვალ-მარტში ზეიმობდნენ, ეძღვნებოდა
ბუნების გაღვიძებას, გაზაფხულს. ანფესტერიის თანმხლები წეს-ჩვეულებები და
ხალხური ცეკვები შეიცავდნენ დრამატული მოქმედების ელემენტებს, რომლებმაც
მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბერძნული თეატრის წარმოშობაში.
ანფოლადა – ოთახების რიგი, რომელთა კარები ან თაღები ერთმანეთის
პირდაპირაა.
ანგა (სანსკრიტ. ანგა) – იოგების ასპექტები, საფეხურები. რვა ანგა: თავშეკავება
– იამა; წეს-ჩვეულება – ნიამა; მდგომარეობა ანუ მედიტაციის პოზა – ასანა;
მედიტაციისას სუნთქვის წარმართვა – პრანაიამა; გათავისუფლება გარეგანი
შეგრძნებებისაგან – პრატიაჰარა; კონცენტრაცია – დჰარანა; მედიტაცია – დჰიანა
და ჭვრეტა – სამადჰი.
ანგაჟირება – ძვ. ქალის გაწვევა საცეკვაოდ.
ანგარაკა (სანსკრიტ. ანგარაკა) – ცეცხლის ვარსკვლავი; პლანეტა მარსი
(ტიბეტური შესატყვისია მაგ-მარი).

392
ანგარი – ნაგებობა თვითმფრინავების სადგომად და დასაცავად.
ანგბროდა (სკანდ. მით.) – ას-ლოკის (იხ. ასები), ას-ლოკის მიერ უტგარდში
შობილი ტიტანი-ჯადოქარი ქალი და მასთან ერთად ორი ურჩხული – მგელი.
ფენრირი (იხ.) და სიკვდილის ქალღმერთი ჰელი (იხ.).
ანგელოლატრია (ბერძ.) – ანგელოზების თაყვანისცემა.
ანგელოლოგია (ბერძ.) – მოძღვრება ანგელოზებზე.

ანგელოსის გამოსახულება საქართველოში გვხვდება V-Vი ს-დან. დავით


გარეჯში შემორჩა X ს-ის მხატვრობა. საერთოდ ქართული მონუმენტუეი მხატვრობა
მდიდარია ანგელოზების გამოსახულებით.
ანგელოზი (არაბული ვერსიით) – შექმნილნი არიან სინათლისაგან, უსქესონი –
არც ქალები და არც მამაკაცები არიან, არ ჭამენ, არ სვამენ, არ ქორწინდებიან, არ
სცოდავენ. ასრულებენ ყველაფერს, რაც ალაჰისაგან აქვთ ნაბრძანები და არავინ,
ალაჰის გარდა, არ იცის მათი რიცხვი.
ანგელოზი (ბერძ. Aნგგელოს, იკითხება ანგელოს – «მაცნე») – ბერძნულში
უბრალოდ შიკრიკის მნიშვნელობით იხმარება; მაგ: ჰომეროსთან, ჰეროდოტესთან,
ტრაგიკოსებთან. შემდეგ ღვთიური მნიშვნელობა შეიძინა და გახდა შუამავალი
ღმერთსა და ადამიანს შორის. ყველაზე მკვეთრად ქრისტიანულ სამყაროში. არიან
ბოროტნიც და კეთილნიც.
ანგელოზი (ბერძ.) – წმ. წერილის თანახმად, ღმერთის შექმნილი უსხეულო
არსებები, ბევრად სრულყოფილნი, ვიდრე ადამიანები, რომელთაც ისინი ღვთის
ნებას აუწყებენ. შემცოდენი ბოროტ ძალებად გადაიქცევიან
ანგი წინასწარმეტყველი – 12 მცირე წინასწარმეტყველღაგან ერთ-ერთი. როცა
კიროს II დიდმა, სპარსელმა (558(?)-530 წ. წ. ჩვ. წ-მსე) ბაბილონი დაიპყრო (539 წ. ჩვ.
წ-მდე), გამოსცა ედიქტი, რომლითაც ებრაელობა ბაბილონელთა ტყვეობიდან
თავისუფლდებოდა და შინ დაბრუნების უფლება მიღებული ჰქონდა, მოხდა დიდი
ნაკადის დაქცეულ ისრაელში დაბრუნება. ნაკადს, რომელსაც ზერუბაბელ
შარათიელის ძე მეთაურობდა. სავარაუდოდ, ანგია წინასწაემეტყველი უნდა
ჩამოჰყოლოდა. თვით ანგიას წინასწარმეტყველების ტექსტზე დაყრდნობით თუ
ვიმსჯელებთ, ანგიას უცხოვრია და უმოღვაწია სადღაც VI ს-ის II ნახევრიდან ამავე
საუკუნის მიწურულის პერიოდში. მის დროს (როგორც ჩანს, მისი დიდი
რუდუნებითაც კი) დაუწყიათ იერუსალიმის იავარქმნილი ტაძრის აღდგინება და
სატფურება(???): «დარიოს მეფის მეოორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო»...,
რომ ანგიამ უფლის სიტყვა აუწყა იუდას განმგებელს ზერუბაბელ შალითიელის ძეს
და მღვდელთმთავარ იესო იეპოცადაკის ძეს, დრო იდგა არა მათი არა – სასახლეთა
შენებისა, არამედ უფლის ტაძრის აღდგინებისაო (ანგია ა, 1, 1 და შემდგომ).
ბიბლიური ქრონოლოგიით ეს ჩვ. წ-მდე 536-535 წ. წ-ში უნდა ყოფილოყო, მაგრამ
ისტორიულად (და ანგიას ტექსტზე დაყრდნობით) ეს დარიოს I-ის მეორე წელს
(დარიოსი 522-486 ან 521-485 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ე. ი. 521 ან 520 წელს უნდა დაწყებულიყო.
ანგიას მცირე, ორთავიანი წინასწარმეტყველებაც ამ ფაქტს ეყრდნობა.
ანგია წინასწარმეტყველი (VI ს. ჩვ. წ-მდე) – ბაბილონიდან ტყვეობის შემდეგ
(586 წ. ჩV. წ-მდე) წინასწარმეტყველებანი ახალ სტადიაში
შევიდაწინასწარმეტყველებანი, რომლებიც მეორე ესაიას (ესაია, 40-45) სახელწოდებას
ატარებენ, მიმართულნი იყვნენ იქითკენ, რომ ისრაელიანებს შეენარჩუნებინათ
იაჰოვესადმი თაყვანისცემა ბაბილონშიც. ესაიას ხილვები ბაბილონის ტყვეობამდე
არსებული კონცეფციების – ხალხის გადარჩენილი ნაწილის შესახებ, – ჩარჩოებს
393
გარეთ გადის და სამოთხისეული მომავლის მოძღვრებამდე ფართოვდება. ამ
სამოთხისეულ მომავალში იაჰვეს ახალი ქმნილება წარმოდგენილი
იქნებაგანახლებული ისრაელის სახით. წინასწარმეტყველური მოღვაწეობის ეს
ოპტიმისტური ნოტა გაგრძელებულ იქნა ჩვ. წ-მდე VI ს-ის მიწურულშიც. ზაქარიასა
და აგეის მიერ. წინასწარმეტყველებმა აგეიმ და ზაქარიამ საჯაროდ გამოაცხადეს
მოძღვრება იმის შესახებ, რომ იაჰოვე აღადგენს სამეფოს და მეფობას და
აღსრულდება ხილვა. ამ მესიანური ერის წინამორბედი იქნება იერუსალიმის ტაძრის
აღდგინება (ეს ტაძარი აქ მოაზრებულია როგორც ციურობის ნაწილი მიწაზე). აგეი
(12 წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი) წინასწარმეტყველებდა მეორე (აღდგენილი )
ტაძრის უპირატესობას და აღმატებულობას პირველზე. ხოლო ტაძარი აღდგენილი
იყო და მრავალი წელიც გასული. მეფობა მაინც არ აღმდგარა და არც
ნაწინასწარმეტყველები მესიანური ერა ჩამომდგარიყო. ისრაელიანთა
წინასწარმეტყველებანი თანდათან დაკნინდა და დაეცა. აგეი ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა დარიოს პისტაპსის მეფობის ჟამს.
ანგიიტი, ვასკულიტი (ლათ. ანგიიტის, ვასცულიტის) – სისხლძარღვთა
ანთებითი ოროცესი.

ანგილაგია – სისხლძარღვის კედლის ტკივილი.


ანგილბერტი (Aნგილბერტ), ფრანკი – მეცნიერი და პოეტი, გარდაიცვალა 814 წ.
ალკუინის მოწაფე, კარლოს დიდის მეგობარი, მისი ქალიშვილის ბერტას
შეყვარებული (ორი ვაჟი, გრანიდი და ნიტარი, ისტორიკოსი – აქედან ლეგენდა
ეგინარსა და ემაზე), 790 წ-დან.
ანგიოექტაზია (ლათ. ანგიოეცტასის) – სისხლძარღვთა გაგანიერება.

ანგიოექტომია (ლათ. ანგიოეცტომია) – სისხლძარღვთა ამოკვეთა.


ანგიოგრაფია (ლათ. ანგეიონსისხლძარღვი და გრაპჰოს ვწერ) – სისზლძარღვთა
კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი.

ანგიოგრაფია – თავის ტვინის სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური


გამოკვლევის მეთოდი.
ანგიოლოგია – იხ.

ანგიომა (ლათ. ანგიომა) – სისხლძარღვოვანი სიმსივნე (კეთილთვისებიანი).


ანგიოპათია (ლათ. ანგიოპატჰია) – სისხლძარღვთა სისტემის ყოველგვარი
პათოლოგია (კრებითი ცნება).
ანგიოსარკომა საშვილოსნოსი (ლათ. ანგიოსარცომა უტერი) – საშვილოსნოს
ავთვისებიანი სიმსივნე.
ანგიოსკლეროზი (ლათ. ანგიოსცლეროსის) – სისხლძარღვთა სკლეროზი (იხ.
ათეროსკლეროზი).
ანგიოსპაზმი (ლათ. ანგიოსპასმუს) – სისხლძარღვთა სპაზმი, სისხლძარრვთა
შევიწროვება.ანგიოტენზინი (ლათ. ანგიოტენსინ) – სისხლძარღვთა
შემავიწროვებელი პეპტიდი, წარმოიქმნება ანგიოყენზინოგენზე რენინის
ზემოქმედებით.
ანგირასები (ბერძ. ანგელოსები) – ანგირასის ძენი «პოეტთა მამები». 7
ტკბილხმოვანი ბერძენი ინდურ მითოლოგიაში.

394
ანგირასები – ინდ. ნახევარღმერთები, რიცხვით შვიდი, განთქმულნი თავიანთი
სიბრძნით და ტკბილხმოვანი გალობით.
ანგირასები – ინდური ეპოსით, ანგირასის შთამომავლები – წმიდა ბრძენები.
მათ ოდითგან მფარველობდა ღმერთების ჯარის მრისხანე წინამძღოლი, რუდრა (იხ.).
ანგირას-ი (სანსკრიტ. ა)ნგირას – 1. ერთ-ერთი პრაჯაპატო (იხ), დაკშას ვაჟი; 2.
კანონმდებელი.
ანგირასი – ინდ. ბრაჰმას მესამე ძე, რომელიც მისი პირიდან არის გამოსული.
იგია შუამავალი ადამიანრბსა და ღმერთებს შორის. «ღმერთების ქურუმი»,
«მსხვერპლშეწირვის უფალი» აგნისთან არის დაწყვილებული, ზოგჯერ მის ძედ ან
მის მშობელ მამადაა მიჩნეული. ანგირასი, როგორც თავად ბრძენი, ერთ-ერთი რიში
შვიდთაგან, ნრძენკაცთა მოდგმის, მათ შორის შარქანდეიას მამამთავარია.

ანგირასი – ინდურ მითოლოგიაში ღვთაებრივი ბრძენი, ღმერთთა შემქმნელი


ბრაჰმას ერთ-ერთი ვაჟი. მან მისცა დასაბამი წმიდა ბრძენთა – ანგირასთა
ჩამომავლობას. წარმოიშვა ბრაჰმას ბაგეთაგან. ანგირასის უფროსი ვაჟები იყვნენ
ბრიჰასპატი, უტატიჰია და სამვარტა (იხ. იხ.) (იხ. MHM და Блавит.).
ანგირსები (სანსკრიტ. ანგირასას) – რამდენიმე პირის ან საერთო საგანთა
სახელწოდება პურანებში (იხ.); 2. პიტრების კლასი – ადამიანთა წინაპართა; 3. მდ.
პლაკშში, ერთ-ერთი საპტადვიპი (იხ.).
ანგკორ ვატი (Ангкор Ват) ანგკორ ვატი აღმოჩენილი იქნა ფრანგი მოგზაურის
ანრი მუოს (Анри Муо) მიერ 1861 წლის 22 იანვარს. იგი არის მსოფლიოში ყველაზე
უდიდესი ტაძარი, რომლის 5 ოქროს კოშკი გახდა კამბოჯის სიმბოლო და ამშვენებს
სახელმწიფო გერბს და დროშას. ანგკორის იმპერიისა და დინასტიის გვარის
ფუძემდებელი იყო კამბოჯის სახელმწიფოს მეფე ჩენლა ჯაიავარმან II (Ченла
Джаияварман II), რომელმაც 850 წელს ტონლესაპის (Тонлесап) ტბის ახლოს დააარსა
დედაქალაქი ამარენდრაპური (Амарендрапур), ხოლო მისმა შთამომავალმა მეფე
სურავარმან II-მ (Суръяварман II) (1113-1150 წ. წ.) ააგო ანგკორ ვატის უზარმაზარი
ტაძარი. მისი მშენებლობის დასრულების თარიღი ზოგჯერ მიჩნეულია 1150 წელი.
ანგკორ ვატი მდებარეობს ქალაქ კამბოჯიდან ჩრდილო-დასავლეთით და
რამოდენიმე კმ. ჩრდილოეთით ქალაქ სიემრეაპიდან (Сиемреап). ტაძარი მიეძღვნა
ინდუსების ღმერთ ვიშნას და ერთდროულად ემსახურება როგორც ტაძარს, ასევე
მეფე სურიავარმან II-ის აკლდამას. ანგკორის სამეფოში დამკვიდრებული იყო
ვიშნურაჯის (Вищнураджи) კულტი, რომელშიც თაყვანისცემის ობიექტი შემდგომ
მეფე გახდა: ძველი კხმერები (Кхмеры) თვლიდნენ მას მიწიერ ვიშნუს განსახიერებად.
ხოლო ანგკორ ვატი წარმოადგენს ზეციური სასახლის სიმბოლოს, რომელშიც
იმყოფება ქვეყნის მმართველის სული. ანგკორ ვატის ტაძარი წარმოადგენს
უზარმაზარ კომპლექსურ ცენტრს, რომლის ფართობია დაახლოებით 260 კვ.კმ.,
სადაც დგას კიდევ დაახლოებით 200 ტაძარი. ტაძარი გარშემორტყმულია 200 მ.
სიგანის თხრილით. დიდი წვიმების დროს თხრილი წყლით ივსება და ლივლივებს.
უზარმაზარი სამსაფეხურიანი ტაძარი თავისი წვეტიანი კოშკებით არის სიმეტრიის
საოცრება. ტაძრის გარე კედელს 1,95 კვ.კმ. ტერიტორიას საზღვრავს. ტაძრის
პირველი ტერასა მიწიდან აწეულია 3,5 მ-ით, მეორე 7 - მეტრით, ხოლო მესამე კი 13
მეტრით. თითოეული მათგანი პერიმეტრულად გარემოცულია გალერეებით,
რომლებიც გადახურულია ორფერდა სახურავით. ქვემო ტერასა შეადგენს 180/180
მეტრს შუათანა 100/115 მეტრს, ხოლო მაღლითა 75/75 მეტრს. ზემო ტერასაზე
დადგმულია 5 სიმაღლისკენ შემართული კოშკი - 4 კუთხეებში დგას ერთი კი
395
ცენტრში. ისეა დადგმული, რომ მგზავრი რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს
მხოლოდ 3 კოშკს ხედავს. მთავარი, ცენტრალური კოშკის სიმაღლე 65 მეტრია.
მთელი კომპლექსი გარემოცულია ფართე მართკუთხა სვეტებით, რომლის მიღმა
საკმაოდ მაღალი 800-დან 1025 მეტრამდე ქვის ღობე დგას. დათვლილია, რომ ანგკორ
ვატის მშენებლობაზე ზუსტად იმდენივე ქავ დაიხარჯა, რამდენიც ძველ ეგვიპტეში
ფარაონ ხეფრენის (Хефрен) პირამიდის მშენებლობის დროს, მაგრამ მისგან
განსხვავებით ყველა გულის ყურით დამუშავებულია და ხელოვნების ნიმუშებითაა
დაფარული. კედლები დაფარულია ურთულესირელიეფებით, რომლებიც ასობით
მეტრს აღწევს. მოთხრობილია «რამაიანისა» და («Рамаяна») «მახაბხარატის»
(«Махабхарати») შესახებ. ამ ფიგურებში ყველაზე ცნობილია აპსარის (апсар) ფიგურა,
რომელიც ხშირად გვხვდება. ინდუისტების კი - ზეციური ღვთაება მოცეკვავე.
ანგლეზი – ასე უწოდებენ ევროპის ქვეყნებში ინგლისური წარმოშობის
სხვადასხვა ცეკვას.
ანგლუნგი – ძველინდონეზიური დასარტყამი საკრავი. გამოიყენება
მოცეეკვავეთა ჯგუფების თანხლებისათვის.
ანგობი – (კერამ.) მხატვრული კერამიკის ტექნოლოგიაში თიხის სიფრიფანა
მასა, რომელიც დაიტანება უბრალო წითელი ან ხელოვნურად შეღებილი თიხის
ნაკეთობის ზედაპირზე მისი დამზადების პროცესში.
ანგოშოზო – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა
შესრულდეს მღელვარედ, ნაღვლიანად, მოუსვენრად.
ანგრა მანიუ (ზენდ.) – 1. აჰრამანის (არიმანის) ზოროასტრული სახელი; 2.
ბოროტი სული, მოწინააღმდეგე, დამანგრეველი. აჰურა-მაზდას (იხ.). სიტყვებით –
«ყოველ მშვენიერ ქვეყანას თავისი ჯადოქრობით აუკეთურებს», რომელიც ღმერთით
ქმნილა, რამეთუ»ანგრაა მანიუ არის თავად სიკვდილი» («ვენდილადი», ფარგარდ I).
ანგრივარიები – ძველი გერმანელი ხალხი ვეზერის შუა წელზე მცხოვრებნი,
საქსების კავშირში იყვნენ.

ანგსტრემი (ლათ. Aნგსტრემ უნიტ) – სიგრძის ერთეული. ტოლია სანტიმეტრის


ერთი მემილიონედი ნაწილისა (10-8 სმ.).
ანჰდრა – უძველესი დროის სახელმწიფო სამხრეთ ინდოეთში. იხ. სატავაჰანთა
სახელმწიფო.
ანჰემიტონური ბგერათა რიგი – ბგერათა რიგი ნახევარი ტონების გარეშე.
ანჰიდრიდები – ჟანგბადშემცველი ნაერთები, რომლებიც შეიძლება მივიღოთ,
თუკი წყალს წავართმევთ ჟანგბადიან მჟავებს, როგორც არაორგანულებს, ისე
ორგანულებს. სუსტი ნახშირმჟავა, მაგალითად, იმდენად არამდგრადია, რომ წტალს
კარგავს ოთახის ტემპერატურაზეც კი. H2ჩO3 – ჩO2 + H2O. ზოგიერთ ანჰიდრიდს
იღებენ მხოლოდ აწეულ ტემპერატურაზე. ასე, ძმრის ანჰიდრიდი (ჩH3 ჩO)2O
წარმოიქმნება ძმრის მჟავის ორთქლის თერმული გახლეჩის შედეგად.? არაორგანული
მჟავების ანჰიდრიდების მიღება შესაძლებელია ზოგიერთი მეტალისა და თითქმის
ყველა არამეტალის პირდაპირი დაჟანგვით: 4V+5O2=2V2O5; შ+O2= შO2. მრავალი
არაორგანული ანჰიდრიდი ჰიგროსკოპულია. მაგალითად ფოსფორის ანჰიდრიდი
P2O5, რომელიც აქტიურად იწოვს წყლის ორთქლს, ერთ-ერთი ცნობილი დამშრობია.
ორგანული კარბონული მჟავების ანჰიდრიდები წარმოიქმნებიან წყლის მოლეკულის
წართმევით ორი კარბოქსილური ჯგუფისაგან ( – ჩOOH) და შეიძლება შეიცავდნენ
სხვადასხვა მჟავათა ნარჩენებს. არსებობს, მაგალითად, ძმრისა და ჭიანჭველის
მჟავათა ნარევი ანჰიდრიდი ჩH3ჩOOOჩH, რომელიც ჭიანჭველამჟავის
396
ანჰიდრიდისგან განსხვავებით მდგრადია. კარბონული მჟავების ანჰიდრიდები
ფართოდ გა,ოიყენება სხვადასხვა ქიმიურ სინთეზში: ძმრის ანჰიდრიდი –
აცეტილცელულოზის და ასპირინის, აცეტანილიდის მისაღებად; ფთალისა –
სინთეტიკური ბოჭკოს, საღებავების და ა. შ. წარმოებაში.
ანჰიდრიტი (ლათ. გეოლოგ. Aნჰიდრიტე) – სულფატების ჯგუფის მინერალი,
მსგავსი თაბაშირისა (მიიღება თაბაშირი), მაგრამ არ შეიცავს წყალს; კალციუმის
უწყლო სულფატი (ჩაშO4).
ანჰიდრიზაცია (ლათ. დეყდრატატიო) – გაშრობა, გაუწყლოება.
ანჰრო მაინიუ – ძვ. ირან. იგივე აჰრიმანი (არიმანი), «ავი სული», მსოფლიო
ბოროტების განსახიერება და დევთა დასის წინამძღოლი აჰურამაზდას წინააღმდეგ
საუკუნო ბრძოლაში. იგი როგორც ზერვანის ნაშიერი, შემოქმედია, მაგრამ მას
მხოლოდ ბოროტებისა და სიმახინჯის ქმნა შეუძლია. თუ აჰურამაზდამ, კეთილმა
შემოქმედმა ცეცხლი შექმნა, ანჰრო მაინიუმ კვამლი დაურთო; თუ აჰურამაზდამ,ა
მტკნარი წყლები შექმნა, ანჰრო მაინიუმ მწარე წყლები შექმნა; ვარდს სკალი მიაბა; მან
ჩაუდგა ადამიანთა დასაღუპავად გველს შხამი. მან შექმნა ავდარი, სნებები, სიბერე,
სიკვდილი და სხვა. მისი შექმნილია და მან ასწავლა ადამიანებს ჯადოქრობა, ცოდვის
ჩადენა, მტრობა და გაუტანლობა. მან დაღუპა პირველკაცი გაიომართი და მან
გადაიბირა ბოროტებიისკენ პირველი მეფე იიმა.

ანი (Aჰნ) იოჰან ფრანცი – გერმანელიპედაგოგი. 1796-1865 წ. წ. ცნობილია


მთავარი სახელმძღვანელოებით უცხოური ენების შესწავლისათვის
განსაკუთრებული მეთოდით.

ანი (ძვ. ეგვიპტ.) – ეგვიპტური პანთეონის მთვარის ღვთაება. მისი მეუღლეა


თუთუ (იხ.) – მYვარის ქალღმერთს (შდრ. თუთა მეგრ. პანთეონში). მარჯვენაში
უპყრია კვერთხი და ვაზის ტოტი, მარცხენაში – მენატ (იხ.) – თასმიანი დისკო.
ანი. (ან, ენ – «ცა».) – შუმერთა ცის ღმერთი, ანუკაკთა მეფე. შდრ. ქართულ
ანგეში («ცისა და მიწის შვილი») - ლამაზი ჭაბული.
ანიამსამ ანიასამ აპანა (სანსკრიტ. ანყამსამ ანიამსამ); ანორამსამ
(«ბჰაგავატგიტაში); – სიტყვასიტყვით: «ყველაზე ატომისტური ატომისტურთა
შორის»; «უმცირესი უმცირესთაგან». ეპითეტი იხმარება მსოფლიო ღმერთის მიმართ,
რომლის არსი ყველგანაა, ყველგანმსუფევია და მისით გაჯერებულია ყველა სამყარო
(???).
ანიჩკოვი ევგენი ვასილის ძე – ლიტერატორი, ისტორიკოსი, დაიბადა 1866 წ.
პრივატ-დოცენტი სპბ უნივ; პარიზის უმაღლესი რუსული სკოლის
დამაარსებელთაგანი 1901 წ.
ანილა (სანსკრიტ. «უსხეულო») – ინდური მითოლოგიით, ბრაჰმასგან
მოვლენილი 8 კეთილი ღმერთიდან (რომელთა საერთო სახელი იყო ვასუ, იხ.) მე-5
ღმერთი – ქარის მეუფება. მისი ეპითეტია «მშვენიერი». იწოდებოდა ასევე ვაიუდ
(იხ. ვაიუ).
ანილინით ბეჭდვა – მრავალფერად ბეჭდვა სპირტში გახსნილი უპიგმენტო ან
პიგმენტიანი საღებავებით ბეჭდავენ შემწოვ ქაღალდზე. პიგმენტიანით არაჭემწოვ
მასალაზე (ცელოფანი, მეტალიზებული ქაღალდი, პლასტმასი). ანალინით ბეჭდავენ
კანფეტებისა და სხვა პროდუქტების შესაფუთ ეტიკეტებს.
ანიმა მუნდი (მეგრ.) (ლათ. ანიმა მუნდი) – 1. «მსოფლიო სული». იგივე, რაც
ალაია ჩრდილო ბუდისტებში; 2. ღვთაებრივი არსირომლითაც გაჟღენთილია და

397
რომლითაც კვებავს, ასულიერებს და ავსებს ყოველს, დაწყებულს უმირესი
ატომიდან, დამთავრებულს ადამიანითა და ღმერთებით; 3. გარკვეული აზრით ეს
არის «შვიდი მფარველი-დედა» «საიდუმლო დოქტრინების» სტანსებში (იხ.); 4. არსი
მორალური და ფიზიკური დიფერენციაციის, შემეცნების შეგრძნების შვიდი
«ნაკვეთისა»; 5. ნირვანა – თავის უმაღლეს ასპექტში, ასტრალური შუქი (ნათელი) –
უმდაბლესში; 6. გნოსტიკოსებთან, ადრეულ ქრისტიანებთან და ნაზარეველებთან
ანიმა მუნდი მდედრობითია, ხოლო სხვა სექტებში – ორსქესა, რომელნიც მას თავის
მხოლოდ ოთხ ქვედა ნაწილში განიხილავენ(??); ცეცხლოვანი, ეთერული ბუნებით
ფორმათა ობიექტურ სამყაროში (ამ შემთხვევაში ეთერი) და ღვთაებრივის და
სულიერისა თავის სამ უმაღლეს განაკვეთში. მტკიცება, რომ ყოცელი ადამიანური
სული იშვა, გამოცალკევდა ანიმა მუნდიდან, ეს ეზოთერიკულად ნიშნავს, რომ ჩვენი
უმაღლესი ეგო, არარეალურად, იდენტურია სამყაროს აბსოლუტის მარად
შეუმეცნებელი ემანაციისა.
ანიმალისტური ჟანრი – ფერწერის სახეობა, რომელიც ცხოველთა ხატვას
გულისხმობს. თვალსაჩინო გამოხატულებაა ალტამისის გამოქვაბული (აღმოაჩინა
ესპანელი არქეოლოგის მარსელინი საუტუოლას 12 წლის ქალიშვილმა მარიამმა,
რომელიც მამას დაყვებოდა გათხრებზე. 1875 წ.).
ანიმატი – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
უნდა შესრულდეს ცოცხლად, აღფრთოვანებულად.

ანიმისტური ცნობიერება – ამ ცნობიერებისათვის სამყარო (ნივთი, საგანი,


მოვლენა და ა. შ.) ერთდროულად სულიცაა და მატერიაც. ამდენად, მთელი სამყარო
პირველყოფილ ცნობიერებისათვის ფეტიშს (იხ.) წარმოადგენს. ფეტიში არის ცოცხალ
დემონურ და მაგიურ (იხ.) ძალთა ერთობლიობა; რადგან მთელი სამყარო
გასულიერებულია, მთელს სამყაროში ჩამოყალიბებულია მაგიური ძალა და ეს ძალა,
ეს დემონური არსება განუყოფელია იმ საგნისაგან, რომელშიც იგი სუფევს. სწორედ
ამ ეტაპზე იქმნება ფეტიშისტური მითოლოგია. ანიმისტურ ცნობიერებასა და
გვაროვნულ-ტოტემისტურ ცნობიერებაში ფეტიში შეიძლება ყოფილიყო არა
მხოლოდ მოვლენა, საგანი, ნივთი, ცხოველი თუ მცენარე, არამედ, თვით ადამიანიც
და მისგან ნაკეთი, დამუშავებული საგანიც კი (იხ. მიცვალებულთა დაფები; ძველ
ჩინელთა წარმოდგენით, დაფებზე, სადაც მათი წინაპრების სახელებია ამოკვეთილი,
ჩასახლებულია მათ წინაპართა სულებიც).

ანიმისტური დემონური სულის ტიპური მაგალითია ბერძნული მითოლოგიის


ხის ნიმფები – დრიადები, რომლებიც, განსხვავებით ჰამადრიადებისაგან
(ფეტიშისტური დემონური სულები – ხეთა სულები) ხეთა მოჭრის შემდეგაც
გარკვეული დროის მანძილზე განაგრძობდნენ სიცოცხლეს (იხ. ფეტიშიზმი,
ტოტემიზმი, მამია).
ანიმიზმი (ლათ, ანიმა, ანიმუს – სული) – პირველყოფილი რელიგიის
პირველი საფეხური – ბუნების გასულიერება. რწმენა იმის შესახებ, რომ ყველაფერს
ბუნებაში, უსული საგნებსაც კი, აქვთ სული და თაყვანი უნდა სცენ ყოველივეს.

ანიმიზმი (ლათ. ანიმა – გონი, სული) – სულისა და გონის რწმენა, რომლებიც


გავლენას ახდენენ ადამიანების , ცხოველების სიცოცხლეზე, გარესამყაროს საგნებზე
და მოვლენაბზე. პირველყოფილი საზოგადოების რელიგიის I საფეხური. რწმენა

398
იმის შესახებ, რომ ყოველ არსებას ცოცხალსაც და არაცოცხალსაც აქვს სული ე. ი.
ბუნების გასულიერება.
ანიმიზმი (ლათ. Aნიმა სული, გონება) – ედუარდ ტეილორის (ინგლისელი
მეცნიერი) აზრით წარმოადგენს რელიგიის ყველაზე უძველეს ფორმას (ტეილორის ამ
მოსაზრებას მხარს უჭერს ამერიკელი ფილოსოფოსი პოზიტივისტი ჰ. სპენსერი და
გერმანელი ეთნოლოგი ი. ლიპერტი). ტერმინი ანიმიზმი ეკუთვნის თვით ტეილორს.
ანიმიზმი, ანუ (მოძღვრება) სულების შესახებ, ესაა რელიგიური აზროვნების ის
სტადია, რომელიც გაიარა კაცობრიობის ყოველმა ხალხმა თუ ეთნიკურმა ჯგუფმა
დასაბამიდან დღემდე – განვითარებულ მსოფლიო რელიგიამდე. სული,
რელიგიურად, ეს არის ზემატერიალური, ზეგრძნობითი ფენომენი, რომელიც
განაგებს მატერიალურ სამყაროს, ყველა მოვლენასა თუ საგანს თვით ადამიანის
ჩათვლით, წარმოადგენს ღვთაებრივის მონადურ კატეგორიას. ანიმაციური გაგრეით,
სულის ემანაცია (იხ.) შეიძლება იყოს ამორფული (იხ.), ფოტომორფული (იხ.),
ზოომორფული (იხ.) და ანთროპომორფულიც (იხ.). მათ აქვთ ცნობიერება და სხვა
ადამიანური თვისებები. ანიმიზმი წარმოიქმნა ადამიანის ბუნებასთან მიახლოების
ნიადაგზე.
ანიმიზმი (ლათ. ანიმა, ანიმუს – სული, გონი) – სულების, ე. ი. ისეთი
ფანტასტიკური, ზებუნებრივი, ზეგრძნობითი ფენომენების არსებობის რწმენა,
რომლებიც, რელიგიური ცნობიერების თანახმად, განაგებენ მატერიალური სამყაროს
ყველა საგანსა და მოვლენას, ადამიანის ჩათვლით. ანიმიმის მიხედვით, სულები
გვევლინებიან ხან ამორფულ, ფოტომორფულ, ზოომორფულ და ხან
ანთროპომორფულ არსებებად, რომელთაც აქვთ ცნობიერება, ნებიყოფა და სხვა
ადამიანური თვისებები.
ანიმიზმის ადრეულ საფეხურზე სული უფრო სხეულებრივი, მატერიალური
ფორმის მატარებელი იყო. ანიმისტური ცნობიერების (იხ.) შედარებით
განვითარებულ ეტაპზე სული უფრო დამოუკიდებელი ხდება მატერიისგან და იძენს
ავტონომიური მოქმედების უნარს. მატერიისგან (სხეულისგან) თავდახსნილი სულის
ზემოქმედების უნარი გაცილებით ძლიერია, ვინემ ის სული, რომელიც ჯერ კიდევ
სხეულებრივ ტყვეობაშია. ლოგიკურია, ამგვარმა ანიმისტურმა რწმენამ (განაპირობა,
წარმოშვა) თავისებური კულტმსახურება. სულების ყოვლისშემძლეობამ (რაც
ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა), წარმოშვა რწმენა მისი ბიპოლარულ –
კეთილ და ბოროტ ბუნებაზე. ამიტომ, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად
შესაბამისი ქმედებები გამოიწვია – მსხვერპლშეწირვა, ლოცვა, ხოტბის აღვლენა და
ა. შ. ამ წარმოდგენამ საფუძველი ჩაუყარა სამყაროს, როგორც კეთილისა და ბოროტის
დაპირისპირებულობასა და, საერთოდ, ყოფიერების ანტაგონისტურ დუალიზმს.
ანიმუჩა (Aნიმუცცია), ჯოვანი – იტალიელი საეკლესიო კომპოზიტორი,
პალესტრინის თანამედროვე, კაპელმაისტერი წმ. პეტრეს ტაძრისა რომში – მისი «
Lაუდი» ორატორიის შექმნის საფუძველია.
ანინა და დანანა – წარმართული ქალღმერთები ქართულ მითოლოგიაში.
დედანი, შემომქმედნი, სნეულთა დედების სახედრებელნი. შემორჩა სიტყვებში: ნენე.
ნანა, ნანინა. სვ-ში ნანა-ილა; მეგრ. ნინა, ლეკებში «ნინო» – «დედა»; შუმერულ-
აქადურში ცისა და მიწის ცნობილი ღვთაება ანა (ნანა). საბას განმარტებით «ნანა»
«სანდომიანია» «ნანარი» – წყნარი.
ანიონ-ი (ლათ. Aნიონ) – ატომი, რომელმაც მიიტაცა ერთი ან მეტი დამატებითი
ელექტრონი და უარყოფითად დამუხტულ იონად იქცა.

399
ანიოსი – აპოლონის შვილი და მისი მთავარი ქურუმი. ტროას ომის მონაწილე
– იბრძოდა ბერძენთა მხარეს. ენაახმა მისი ასული ლაკინეა შეირთო ცოლად. მასზედ
მოგვითხრობს ოვიდიუსი «მეტამოეფოზებში», ვერგილიუსი «ენეიდაში» და
დიონისე პალიკარნასელი.
ანის ჰიპერუსი» (ძვ. ეგვიპტ.) – XVIII დონის – ეპოქის პაპირუსი, დაცულია
«ბრიტიშ მუზეუმში» ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიაში ამომავალი მზის – ჰორის V
ნავში მოთავსებულ ზანდუკებზე დახატული ერთ-ერთი თევზი ორიდან (იხ. ანტი).
შეიცავს ერთ-ერთ ავტორიტეტულ ტექსტს თებესეული ვერსიით «მკვდრების
წიგნიდან» (იხ.), შემოსილია თეთრი და ზაფრანისფერი სამოსლით, თავზე ადგას
პარიკი.
ანისიმოვა დომნა – დაიბადა 1812 წ,. გლეხის ქალი, პოეტი (რიაზანის
გუბერნია), ოთხი წლიდან ბრმა («ბრმა დომანია», ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ
«გალათეაში» 1839 წ.) და «რიაზან. ეპარ. ვედ»-ში (1868 წ.).

ანისის ქართული წარწერა – შესრულებულია 1218 წელს ანისის


მართლმადიდებლური ეკლესიის კედელზე. აღმოაჩინა ნ. მარმა 1910 წელს. ტექსტი
წარმოადგენს ქართველი კათალიკოსის, ეპიფანეს განაჩენს ანისის მართლმადიდებელ
მოსახლეობისა და ანელ ხუცესთა შორის ატეხილი დავის გამო. წარწერა
მოგვითხრობს, რომ დავა გამოიწვია საეკლესიო მისაცემელთა გადიდებამ.
საქართველოს კათალიკოსი გმობს სომეხი ხუცების საქციელს და ამცირებს
საეკლესიო მისაცემლის ოდენობას. ეპიფანეს განაჩენს ხელს აწერს ანისის სომეხი
ეპისკოპოსი გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი. წარწერა ცხადყოფს, რომ
საქართველოს სახელმწიფოში შემავალი არაქართული ტერიტორიების
მართლმადიდებლური ეკლესიები იერარქიულად ქართლის კათალიკოსზე იყო
დამოკიდებული.
ანივერსალიები (ლათ. წლისთავი) – ყოველწლიური აღაპი
მიცვალებულთათვის (სულის მოსახსენებელი მესა) რომის ეკლესიაში.
ანიზოკორია – გუგების უთანაბრობა (დიამეტრის სხვაობა). დამახასიათებელია
ნერვული სისტემის ლყესისათვის. (???)
ანიზორეფლექსია – სიმეტრიული რეფლექსების უთანასწორობა.
ანიზურია (ლათ. ანისურია) შარდის შეუკავებლობა.
ანჯალა (სანსკრიტ. ანჯალა) – ერთ-ერთი განსახიერებული ძალა,
გამოვლენილი ბრაჰმას სხეულიდან – პრაჯაპატა (იხ.).
ანჯანა (სანსკრიტ. ანჯანა) – გველი, რიშა კაშიაპის ვაჟი.
ანჟელიკა – (მუს.) ბირბითის ტიპის საკრავი XVII ს-ში.
ანჯელიკო (Aნგელ: ცო), ფრაბეატო (ნამდვილი სახელი ფრა ჯოვანი და
ფიეზოლე, Fრა Gიოვანი და Fიესოლე) (დაახლ. 1400- 1455 წ. წ.) - ადრეული
აღორძინების ეპოქის გამოჩენილი იტალიელი ფერმწერი, ფლორენციული სკოლის
წარმომადგენელი. იყო დომინიკანელი ბერი, ფლორენციის სან-მარკოს მონასტრის
წინამძღვარი. მისი ფერმწერად ჩამოყალიბება, უშუალოდ, გვინა გოტიკური წიგნის
მინიატურის სტილის ზეგავლენით წარომართა. მის შემოქმედებაზე ასევე
მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ძველი სკოლის ოსტატების - ლორენცო მონაკოსა
და ჯენჯილე და ფაბრიანოს შემოქმედებამაც. შემოქმედებითი სიმწიფის ხანაში
ანჯელიკო რენესანსული ნოვატორული პრინციპების გავლენას განიცდის, რომელიც
მაზაჩოს ხელოვნებაში გამოვლინდა. ანჯელიკოს ტექნიკური მანერაც მისი ამ დიდი
თანამედროვის შემოქმედების უშუალო ზეგავლენას ამჟღავნებს. მიუხედავად ამისა,
400
ანჯელიკოს შემოქმედება და მისი სახეობრივი სამყარო ისეთივედ რჩება, როგორც
ადრეულ პერიოდში იყო. მისი ლირიული მჭვრეტელობა, შესრულებულია დიდი
სითბოთო და ღრმა რელიგირუი გრძნობებით, თავისი განუმეორებელი
ინდივიდუალურობისა და სულიერი სიძლიერით რაც ასე უცხო იყო რენესანსული
ძიებებისათვის. მთელი მისი ცხოვრება, მონასტრებში გაილია. იმ მონასტრებში,
რომელთათვისაც იგი ქმნიბდა დიდებულ ხატებსა და ფრესკებს. ოსტატის
ნამუშვ\ევრები მაშინვე იპყრობს ყურადღებას. კოლორისტული ნიჭის
არაჩვეულებრივობითა და გამორჩეულობით რაც მას ევროპულ გოტიკურ
მინიატურებში ჩამოყალიბებულ ფერთა კნონების ძალზე თვითმყოფადი
ინტერპრეტირებების საშუალებას აძლევს. უპირველესად, ესაა ფერთა სიწმინდე,
ყოველი მათგანი, თითქოსდა საკუთარ ენერგიას რომ ასხივებს. და ასხივებს ისე, რომ
არ ხელყოფს არ ზემოქმედებს მეზობელ ტონთა და სივრცეთა გამებზე. იგი, ამავე
დროს, თვით დიდ ნაწარმოებშიც კი უხვად იყენებს მინიატურული
ტრადიციებისათვის ასე ნიშნადობლივ ვარაყს (ოქროს). საუკეთესო ნაწარმოებთა
შორის სახელდება: საკურთხევლიეული სახე - «მარიამის გვირგვინით შემოსვა»
(დაახლ. 1435-1436 წ. წ.), სადაც კომპოზიცია გადაწყვეტილია გოტიკურ ტრადიციებში
- გამოსახულია ისრისებრი თაღი ქრისტეს თავს ზევით, რომელიც გვირგვინს ადგამს
მარიამს. გვირგვინის ირგვლივ წმინდანები და პრელატები - კორონაციის მოწმენი
არია გამოსახულნი. მოწმეთა სამოსლები ტონები ერთმანეთის ჰარმონიული არიან და
სურათის თავისებურ შინაგან რიტმს ქმნიან. ნახატის მრავალიარუსოვანი სივრცის
გააზრება წრიულობასთანაა ასოცირებული. უცნობილესი ფრესკები სან-მატკოს
მონასტრის მოხატულობაა (ამჟამინდელი სან-მარკოს ანუ იგივე ანჯელიკოს
მუზეუმი). ანჯელიკოს შემოქმედებისათვის სიმპტომატურია ისიც, რომ
მრავალფიგუროვანი მონუმენტური საკურთხევლით სიუჟეტში საშინელი
სამსჯავროს გვერდით ასახულია ზღაპრული და ბედნიერი სამოთხე ანგელოზთა
ანსამბლით. მოგვიანო ფერწერაში ანჯელიკო მხატვრული გადაწყვეტის
მონუმენტალიზებისკენ ისწრაფვის. ტოსკანური სკოლისა და მსოფლ გაგებით
ოსტატი სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწეობდა - რომში, ორვიეტოში, ვატიკანში. მათ
ეკუთვნით პაპის რეზიდენციის ნიკოლოზ II-ის კაპელის მოხატულობა (ცხოვრება წმ.
სტეფანისა და წმ. ლავრენტისა, 1440-იანი წ. წ.). ანჯელიკოს ცნობილ ნაწარმოებთა
შორის სახელდება «მადონა დელა სტელა» (1430-1433 წ. წ.), «გარდამოხსნა» (1436 წ.),
«მადონა ანალენა» (დასაწ. 1440-იანი წ. წ.). მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილი ბენოცო
გოგოლი გახლდათ.
ანჯელიკო (Aნგელიცო, ნამდვილი სახელი – ფრა ჯოვანი და ფიეზოლე, ფრე
Gიოვანნი და Fიესოლე, ბეიტოდ (ნეტარად) წოდებული, დაახლ. 1400-1455 წ. წ.) –
გამოჩენილი იტალიელი ფერმწერი ადრეული აღორძინებისა, ფლორენციული
სკოლის წარმომადგენელი, დომინიკელი ბერი და სან-მარკოს მონასტრის
წინამძღვარი ფლორენციაში. ა-ს შემოქმედებითი ჩამოყალიბება მიმდინარეობდა
გვიანგოტიკური წიგნის მინიატურის სტილის უეჭველი ზეგავლენით.
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მის მანრაზე მოახდინეს აგრეთვე ძველი სკოლის
ოსტატებმა – ლორენცო მონაკომ და ჯენტილე და ფაბრონომ, მაგრამ დაღვინების
ხანაში ა. განიცდის რენესანსის ნოვატორული პრინციპების ზეგავლენას, რაც მაზაჩოს
ხელოვნებაში გამოჩნდა და მისი მანერა ტექნიკის თვალსაზრისით უახლოვდება მისი
დიდი თანამედროვის სტილს. ყველაფრის მიუხედავად ა-ს სახეთა სამყარო იგივე
დარჩა, რაც ადრე იყო: ლირიკულ-განმჭვრეტელი, სიღრმისეული სითბოთი და

401
რელიგიური გრძნობით აღსავსე. ა-მ მთელი ცხოვრება მონასტერში გაატარა, მათთვის
ხატავდა ხატებსა და ფრესკებს. ა-ს საუკეთესო ნამუშევართაგანია – «მარიამის
ჯვრისწერა» (დაახლ. 1435-1436 წ. წ.). მისი ცნობილი ფრესკები სან-მარკოს
ეკლესიაშია (ახლა მუზეუმია).
ანჯოლინი, გაფარი – სამეფო თეატრის ბალეტმაისტერი. ეკატერინე II-ის დროს
1767 წ. მოსკოვში დადგა ბალეტი რუსული ცეკვების მიხედვით რუსული ხალხურიი
სიმღერების მუსიკაზე. თვითონაც წერდა მუსიკას თავისი ბალეტებისათვის.
ანჟუს დინასტია – იხ. პლანტაგენეტთა დინასტია.
ანკეოსი (Aნკაიოს) 1. სამოსელი გმირი, პოდეიდონის შვილიშვილი. არგონავტი
– არგოს მესაჭე. 2. არკადიელი გმირი, არგონავტ და კალიდონიის ნადირობის
მონაწილე.
ანკერი – ქვის წყობაში ჩატანებული რკინის საბმური, რომლითაც ერთმანეთზე
ამაგრებენ ქვის ნაწილებს.
ანკი (ძვ. ეგვიპტ.) – ეგვიპტური ჯვარი, სიცოცხლის ნიშანი (იხ. ჯხრის
სიმბოლიკა),
ანკილე – რომ. მარსის ფარი. ლეგენდის თანახმად, ანკილე ციდან ჩამოვარდა.
რომის მეფემ ნიმფა ეგერიასგან შეიტყო, ეომ ეს ფარი უნდა ინახებოდეს, როგორც
რომის უსაფრთხოების თილისმა. მეფემ ბრძანა კიდევ 11 ზუსტად ასეთივე ფარის
გაკეთება, რათა ვერავის შეძლებოდა მათში ნამდვილი თილისმის ამოცნობა.
ანკილეებს ინახავდნენ სალიები, რომლებიც წელიწადში ერთხელ მხედრული
ცეკვებით ჩამოატარებდნენ ხოლმე მათ რომში.
ანკილი, ანცილი (ლათ. Aნცილე) – მარსის ოვალური ფარი, რომელიც თითქოს
ციდან ჩამოვარდა და რომის მეფე ბემა პომპილიუსმა შეინახა, როგორც რომის
უძლეველობის სიმბოლო. ინახავდნენ სალიები – ქურუმთა კოლეგია, რომ არავის
ეცნო და ევნო. რომაელებმა კიდევ 11 ასეთივე გააკეთეს და თორმეტივე ცეკვა-
სიმღერით დაჰქონდათ ქალაქში.
ანკილოზავრი – დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა. ჯავშნით დაცული –
უზაზრმაზარი კუდით, რომლითაც ადვილად იგერიებდა მტერს.
ანკის ყვავილი – ქართლშია, სიცოცხლის სიმბოლო.
ან-მაბილა აზ-ზუზიანი – (დაახლ. 535-610 წ. წ.) არაბი პოეტი. ან-ნაბილა
პოეტის მეტსახელია და ნიშნავს «ნიჭიერს». მისი ნამდვილი სახელიაზიად იბნ
მუაფია აზ-ზუზიანი (იხ.).
ანნელოტი 9ბერძ.0 – დრაკონთა ანდა ადამიან-თევზთა ზოგადი სახელწოდება,
რომელიც სულ ხუთი იყო. ბეროსის ბაბილონელის (იხ.) ცნობით, ერითრეას ზღვიდან
არაერთხელ გამოსულა ნახევრად დემონი, წოდებული ოანომად თუ ანედოტად.
თუმცაღა იგი იყო ნახევრადცხოველი, ქალდეველებს ასწავლიდა სასარგებლო
ხელოსნობასაყველაფერ იმას, რაც ხელს უწყობდა მათი გაადამიანურების პროცესს.
ანნიჰილაცია (გვიან ლათ. ანნიჰილატიო განადგურება, გაქრობა) – როცა
წყვილის – ნაწილაკი-ანტინაწილაკის შეჯახებისას ქრება ორივე და წარმოიქმნება
ახალი სახე ნაწილაკებისა, რომელთა რიცხვი და ხარისხი ლიმიტირდება კანონთა
დაცვით. მაგ: წყვილის – ელექტრონი-პოზიტრონის (იხ. იხ.) ანნჰილაციის პროცესში
წარმოიქმნება ფოტონები (იხ.), წყვილით – ნუკლონ-ანტინუკლონი – წარმოიქმნება
მეზონი. უკუპროცესი ქმნის ისევ წყვილებს.

ანობრეთი – ამ ფინიკიური ქალღმერთის შესახებ არაფერია ცნობილი. ვიცით,


რომ ილუს (იხ.) მისგან შეეძინა ღმერთი იებო თუ იეუდე (იხ.).
402
ანოფრი – ბერი. წერდა ნიკონელთა წინააღმდეგ და აღსდგა ბრაკობორცების
(ქორწინების მოწინააღმდეგეთა) სექტის წინააღმდეგ.
ანოია (ბერძ.) – 1. «გაგების უკმარისობა»; 2. პლატონისა და სხვების მიხედვით
ეს არის დაბალ მანასთა სახელწოდება, როცა იგი ძალიან უახლოვდებოდა კამას (იხ.),
რაც უგონო, გონება მოკლებული (შეშლილი) გახლდათ (აგონია, იხ.). საფიქრებელია,
ბერძნულ აგონიას და სანსკრიტულ აჯნანას ერთი ძირი ჰქონდეს (ფონეტიკურად,
«აგნინა» ანდა უვიცობა, უგონობა, ცოდნის უქონლობა) (იხ. პარანოია, აგნოია,
აგნოსტიკი,აჯნანა, ჯნანა...).
ანომალია (ლათ. ანომალია) – ნორმისაგან გადახრა (პათოლოგიური),
არასწორი, უმართებულო.

ანონ II (Aნნო ან Hანნო) – კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, თავიდან ჰენრიხ


III-ის კანცლერი, 1056 წ. კელნის (Kოლნ) არქიეპისკოპოსი, 1062 წ. დაეპატრონა
ახალგაზრდა ჰენრიხ IV-ს და მართავდა სახელმწიფოს, მაგრამ 1064 წ-ს იძულებული
გახდა ადგილი დაეთმო არქიეპისკოპოს ალბერტ ბრემენელისათვის. გარდაიცვალა
1075 წ. შემოინახა ეპოსი XI ს. მისი სადიდებელი (გამოცემა: Oპიტზ 1639 წ. და
რედიგერი 1895 წ.).
ანონა (ლათ. ანნონა) – მოსავლის (მოსავლიანობის) ქალღმერთი.
ანონიმია – ავადმყოფის მიერ თავისი გვარისა და სახელის უაარყოფა.
ნეგატივიზმის ერთ-ერთი სახე.
ანონსი – (თეატრ.) წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის, კონცერტის
და მისთ. შესახებ. XVII-XVIII ს. ს. უპირატესად, საფრანგეYის თეატრში ანონსი
ეწოდებოდა სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლისადმი სცენიდან მოკლე
მიმართვას ამ პერიოდში მისი მოქმედი პირების, შემსრულებლების შესახებ.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კი – კვანძის გახსნის მნიშვნელობის შესახებ.
ამავე დროს რეკლამას უწევდნენ თეატრის შენდგომ სპექტაკლებსაც. ანონსი იყო
სპექტაკლის ორგანული ნაწილი და მას ასრულებდნენ დასის საუკეთესო მსახიობები.
ანონსის შემსრულებლები («ანონსიორები») გამოდიოდნენ საგანგებო ტანსაცმელში
გამოწყობილნი.
ანოქი – 1. წრიული სკულპტურული ფიგურა მაღალი ყელითა და
ზოოანთროპომორფული თავით. გავრცელებული იყო გვინეის სანაპიროს ხალხების
ტრადიციაში; 2. წმიდა ჭურჭელი გვინეის სანაპიროს ხალხებში, საადც მაგიურ ნაზავს
ინახავდნენ.
ანოქსემია სისხლში ჟანგბადის ყკმარისობა.
ანოქსია (ლათ. ანოხია) – ჯანგბადის უკმარისობა უჯრედებში.
ანოქსია – ქსოვილებში ჟანგბადის არარსებობა.
ანორექსია (ლათ. ანორეხია) – მადის დაკარგვა, უმადობა.
ანორექსია – პათოლოგიური უმადობა.
ანორქია, ანორქიდია (ლათ. ანორცჰია, ანორცჰიდია) – ანორქიზმი. 1. სათესლე
ჯირკვლების თანდაყოლილი არარსებობა. ეტიოლოგია ცნობილი არ აარის; 2.
ჰუბერტულ (იხ.) პერიოდში მეორადი სასქესო ნიშნები არ ვითარდება; 3. ჩომჩხური
(სქელეტური. იხ.) სქრუქტურა ევნუქოიდურია (იხ.), სათესლეები არ ისინჯება,
ხშირია სიმსუქნე, კარიოტიპი შეცვლილია, სასქესო ქრომანინი – უარყოფითი.

ანორტიტ-ი (ლათ. გეოლოგ. Aნორტჰიტე) – მინდცრის შპატი პლაგიოკლაზების


ჯგუფიდან, კალციუმის მაღალი შემცველობით.

403
ანოსმია (ლათ. ანოსმია) – ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა, არარსებობა.
ანოსმია – ყნოსვის შეგრძნების მოსპობა.
ანოუქი (ეგვიპტ.) – 1. ისიდას ფორნა; 2. სიცოცხლის ქალღმერთი, რომლის
სახელიდან უნდა ამოსულიყო აქადურ-ბაბილონური (შუმერული) ანქი – სიცოცხლე
(იხ. ანქი, დურ-ანქი, ანუქი, ანუკი).
ანოვარია (ლათ. ანოვარია) საკვერცხის უქონლობა.
ანოვულაციური ციკლი (ლათ. ცყცლე ანოვულატორის) – ოვულაციის გარეშე
მიმდინარე მენსტრუაციული ციკლი (იხ. ოვულაცია).
ანოვულაცოა (ლათ. აანოვულატიო) – ოვულაციის დათრგუნვა, არარსებობა
(იხ. ოვულაცია).
ანპუ (ეგვოპტ.) – ანუბისის ეგვიპტური სახელწოდება (იხ. ანუბისი).
ან-ქი – კომპოზიტი «ცა და მიწა» (შუამდ მიტოლოგია).
ანქიზი (Aნცჰისეს) – დარდანის მფლობელი ულამაზესი ჭაბუკი. სწორედ
მასთან ეყოლა აფროდიტეს ენეასი – «ენეიდას» მთავარი გმირი. ამის შესახებ
მოგვითხრობს ჰომეროსი და ვერგილიუსი «ენეიდაში». (მოხუცი მამა) გამოიყვანა
ენეასმა ალმოდებული ტროადან.
ანქიზიდი – იგივე ენეასი.
ანქსიეტას პრეკორდიალისი» – მძიმე სევდა, რომელიც შეიგრძნობა როგორც
ტკივილი გულ-მკერდის არეში. გვხვდება ენდოგენური დეპრესიის დროს.
წარმოადგენს დეპრესიის ფიზიკურ ეკვივალენტს.
ანრი (Aრნე), თომას ავგუსტინი, ინგლ. კომპოზიტორი, 1710-75 წ. წ. დაწერა
დაახლოებით 20 ოპერა, ავტორია ინგლ. ეროვნული ჰიმნისა «ღულე ბრიტანნია».

ანრუ (ეგვიპტ.) – 1. ამონის, ფარული ღნერთის სამკვიდრო – ამენტიას მეორე


ქვედანაყოფი. ანრუს ციური მინდორი შემოზღუდულია რკინის კედლით. ეს
მინდორი დათესილია ხორბლით და «განსვენებულები» გამოხატავენ «მარადისობის
მეუფისათვის» თავთავის აკრეფის მომენტში (??). ერთი ღეროების სიმაღლე – 3,
სხვათა – 5, ხოლო ყველაზე მაღლებისა – 7წყრთის ტოლია. ის, ვინც 5 სა 7
წყრთიანების შემკრები იყო, დევაჩანში (იხ.) – ნეტართა სამეფოში ხვდებოდნენ, 3-
ანები დაბალ სფრროებში – კამალოკაში (იხ.); 2. ძვ. ეგვიპტეში ხორბალი მიძღვნის,
სამაგიეროს მიგების კანონის, ანდა კარმის სიმბოლოდ ითვლებოდა. წყრთა
ადამიანის 5, 7 და 3 პრინციპის გამომხატველი იყო.

ანს» – ფოტოელექტრონული მუსიკალური სინთეზაატორი, აგებული ე. ა.


მურზანის მიერ, რომელმაც მიიღო სახელწოდება «ანს» *»ალექსანდრე ნიკოლოზის
ძე სკრიაბინი»(. «ანს»-ის მეშვეობით კომპოზიტორს შეუძლია მოისმინოს შექმნილი
მუსიკის ჟღერადობა უშუალოდ მუსიკის შემსრულებელთა გარეშე. კომპოზიტორი
იწერს მისთვის საჭირო ბგერებს გამჭვირვალე, უშრობი საღებავით დაფარულ მინაზე
აცლის რა საღებავს საჭრეთლით განსაზღვრულ ადგილებზე. მინა წარმოადგენს
საკრავის თავისებურ პარტიას. კომპოზიტორს შეუძლია დაამუშაოს მინაზე სპექტრის
მიხედვით სრულიად უჩვეულო ბგერები. სინთეზატორის პარტიტურაზე მუშაობის
დროს კომპოზიტორი ემსგავსება მხატვარს, რომელიც ხატავს სურათს; იგი
აფერადებს, რეტუშს უკეთებს, შლის და ქმნის ახალ საკოდო სურათებს,
ახორციელებს მიღებული შედეგის სმენით კონტროლს. ან იძლევა მუსიკის შეთხზვის
შესაძლებლობას ნებისმიერი კილოს და ბგერათა რიგის გამოყენებით.

404
ანსამბლი – 1. (სათეატრო ხელოვნებაში) – მსახიობთა მწყობრი და
შეთანხმებული თამაში, რომელიც საჭიროა სცენური ნაწარმოების ჩანაფიქრის
გასახსნელად, სპექტაკლის სტილური ერთიანობის განსახორციელებლად. 2. (მუს.) –
მუს. ნაწარმოების ერთობლივი შესრულება რამდენიმე მონაწილის მიერ.
ანსამბლი არქიტექტორული – გააზრებული და შეთანხმებული ერთიანობა
შენობათა ჯგუფის განლაგებისა, გადაწყვეტილი გარკვეული არქიტექტურულ-
სივრცითი ჩანაფიქრის მიხედვით.
ანშანი – ელამის ქალაქი სუზასთან და სხვა ქალაქებთან ერთად წარმოადგენდა
ელამის კულტურის უდიდეს ცენტრს. ელამის სხვა ქალაქების მმართველებთან
ერთად მისი მმართველიც იბრძოდა შუმერთა და აქადის მეფეთა წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ ჩვ. წ-მდე დაახლ. 2004 წ-ს ელამელებმა ური აიღეს, ხოლო მისი
მმართველი შებორკილი ანშანში ჩაიყვანეს. ჩვ. წ-მდე I ათასწლეულის დასაწყისში აქ
გამოჩნდნენ ირანულენოვანი ტომები (სპარსები) (იხ. ელამი).
ანშანის მეფე» – სპარსული სახელმწიფოს შემქმნელი კირიოს II დიდი
(უფროსი) ასე მოიხსენიებდა თავის თავს: «მეფე ანშანისა» და «მეფე პარსისა» (იხ.
კიროს II დიდი).

ან-შარ (შუმერ.) – ნიშნავს «ზემო ყოვლადობას» (თეოგონია) (იხ. თი-შარ).


ანშარ და ქიშარ – ანუ ზემო და ქვემო სამყარო.

ანშარი (შუმერ. «უზენაესი») – ღმერთთა მამამთავარი, სამყაროს განსახიერება


შუმერულ მით-ში.
ანშარ-ი (შუმერ.) – «ცის სფერო», «ზემო ყოვლადობა». მისი საპირისპიროა
ქიშარ-ი – «მიწის სფერო», «ქვემო ყოვლადობა» (იხ.). ერთიც და მეორეც სამყაროს
თავდაპირველ, ემბრიონულ (იხ.) დანაწევრებას, ქაოსში კოსმოსის კონტურების
შეტანას; გაჩენას წინდაწინ, ჩანასახოვან მდგომარეობაშივე ავლენენ ქაოსის ბინალურ
(იხ.) სტრუეტურას. (???)
ანშარი და ქიშარი – ბაბილონ. წყვილი – მამრი და მდედრი ღვთაება,
რომლებიც თავდაპირველი წყლებიდან წარმოიშვნენ თეოგონის მეორე ეტაპზე,
ურჩხულთა – ლახმუსა და ლახამუს შემდეგ. ისინი განასახიერებენ სამყაროს
ჩანასახოვან აგებულებას, რასაც მათი შუმერული სახელები მოწმობს: ან-შარ – «ზემო
ყოვლადობა», ქიშარ – «ქვემო ყოვლადობა», მათი ერთიანობა შეადგენს კოსმოსს.
ქიშარისგან წარმოშობილია მიწა, ანშარისგან – ცა.
ანსარიელები ანუ ნოსაირიელები – მცირერიცხოვანი სირიელი ხალხი,
მცხოვრებნი ლიბანსა და ორონტის ველზე.მუსულმანი-სექტანტები.
ანსელმ კენტერაბაერაააააიეაააააააააააააააალი – (1033-1109 წ. წ.) ინგლისელი
თეოლოგი, მწერალი. ამტკიცებდა, რომ ღმერთი გახსნილია მისაღწევად და რწმენა
უფრო მყარია, თუ მას გონებაც ამაგრებს. ადამიანი, მისი აზრით, ღვთიური სამყაროს
ორგანული და განუყოფელი ნაწილია. თუმცა ეს მოსაზრება ჯერ კიდევ შორს იდგა
აღორძინების ეპოქის ჰუმანისტების თეზისაგან – ადამიანი ღმერთს მისი ქმნადობის
– შემოქმედების უნარით ემსგავსება.
ანსგარიუსი (Aნსგარიუს) (801-865 წ. წ.) – კათოლიკური ეკლესიის წმინდანი,
ჩრდილოეთის მოციქული, ქადაგებდა იუტლანდიაში, 831 წ.პირველი ჰამბურგელი
ეპისკოპოსი, 847 წ. ბრემენის ეპისკოპოსი.
ანსკალიპოსი» (ბერძ.) – გოდფრი ჰიგინსის საიტელი ისიდასათვის
საბურველის ჩამოხსნის მცდელობა. ძალიან ფასეული წიგნი, რომელში განხილულია

405
ყოველი მითის, რელიგიების, მისტერიების წარმოშობის შესახებ. წიგნი კლასიკური
ერუდიტის უდიდესი საგანძურია. (სტატია გასაიასნებელ-გასაქართულებელია).
ანშლაგი – (თეატრ.) სპეციალური განცხადება («ბილეთები გაყიდულია»),
რომელსაც გამოაკრავენ ხოლმე აუცილებლობის შემთხვევაში სალაროსთან. ანშლაგი,
ამავე დროს, ნიშნავს «სრულ შემოსავალს».

ანსლო (Aნცელოტ), ჟაკი – ფრანგი დრამატურგი, 1794-1854 წ. წ.


ანსუმატი (სანსკრიტ. ანსუმატ) – ჰურანთა პერსონაჟი, «60 000 ბიძის წული». ეს
ბიძები მეფე საგარას ვაჟები იყვნენ, რომელნიც წეთი მზერით დაფერფლა რაში
კაპილის «თვალმა».
ანტაბლებენტის ტრაგლიფებიანი ფრიზი – სამღარიანი ფილები, მომდინარე
ხის პირველნაგებობათა კოჭის თავებიდან (იხ. ანტიბლამენტი).
ანტაბლემანი, ანტაბლემენტი – არქიტექტურული ორდერის ზედა (საზიდი)
ნაწილი, რომელიც შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან.
ანტაგონისტური და არაანტაგონისტური წინააღმდეგობანი (ბერძ.
ანტაგონისტეს – მოწინააღმდეგე) – საზოგადოებრივი განვითარების თვისობრივად
განსხვავებული ტიპები. წინააღმდეგობანი ანტაგონისტურ ხასიათს იძენენ მაშინ,
როცა ერთმანეთს ეჯახებიან, სხვადასხვა სოციალურ ერთობათა და ძალთა
დაპირისპირებული მატერიალური ინტერესები. მაგ: ექსპლოატატორები და
ექსპლოატირებულნი (ფეოდალიზმის სამყაროში – ფეოდალი და ყმა).
არაანტაგონისტური არის ისეთი წინააღმდეგობა, არ მივიდეს კონფლიქტამდე და
დროულად გადაიჭრას. (არსებობს ასევე ანტაგონისტური სახელმწიფოებიც,
რომლებიც იპყრობენ სხვა სახელმწიფოებს).
ანტაგონიზმი (ლათ. ანტაგონისმუს) – ურთიერთსაპირისპირო,
ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედება.
ანტაჰკარანა, ანტასკარანა (სანსკრიტ. ანტაჰკარანა) – ტერმინს სხვადასხვა
მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ფილოსოფიურ სკოლებსა და სისტემებში. მაგ:
შანკარაჩარია (იხ.) მას თარგმნის, როგორც «გაგებას»,სხვები – შინაგან
ინსტრუმენტად, სულად, რომელიც წარმოქმნილიააზროვნებითი პრინციპიით და
ეგოიზმით; 2. ოკულისტები ანტაჰერანა ს ღებულობენ როგორც ბილიკს ან ხიდს,
დაბალსა და მაღალ მანასს (იხ.) ღვთაებრივი ეგო-სა და ადამიანის პირად სულს
შორის.იგი შუამავალია ამ ორ სუბსტანციურ პრინციპს შორის. იგი დაბლიდან მაღალ
ეგო-ს გადასცემს ადამოანის ყველა იმ შთაბეჭდილებასა და აზრს,რომელიც თავისი
ბუნებით, ასიმილირებულ და დაგროვილ იქნენ უკვდავის არსის მიერ და ამ გზით
უმაღლეს ეგო-სთან ერთად იქცევა უკვდავად. ეს ერთადერთი ელემენტებია (?)
წარმავალი პიროვნებისა, რომელიც განიცდის დროსა და სიკვდილს. ოკულტისტთა
აზრით, აქედან შეგვიძლია არგუმენტირებულად დავასკვნათ, რომ მხოლოდ მას, რაც
ადამიანში ღირებულიმშვინვიერი და ღვთაებრივია, შეუძლია დაადასტუროს
მარადისობაში, რომ იგი არსებობდა.
ანთარა – არაბი პოეტი ანთარა იბნ შადადი აბსის ტომის სახელოვანი მეომრის
– შადადისა და შავკანიანი აბისინიელი (ეთიოპიელი) მხევლის ზაშიბასის ვაჟი
გახლდათ, უცხოვრია და უმოღვაწია აახლოებით 525-615 წ.წ-ში. ისლამამდელ
არაბეთში მონა ქალისაგან შეძენილი შვილი მონად ინათლებოდა, მაგრამ ტაის
ტომთან შეტაკებისას სახელი გაუთქვამს და აზატობა მიუნიჭებიათ. მონაწილეობა
მიუღია აბსელებისა დაზუბიანელების «ორმოცწლიან ომში» (იხ.). გარდაიცვალა 90
წლისა მტრის ხელით. საუკუნეთა მანძილზე, მის სიყვარულზე აბლასადმი, მის
406
გმირობაზე, უამრავი თქმულება შექმნილა. XII ს-ში ჯვაროსნების ლაშქრობების ჟამს
დაუმუშავებიათ კოლოსალური, 32 ტომიანი რომანი»ანთარას ცხოვრება». ანთარა იბნ
შადიდას კასიდებისათვის დამახასიათებელია ფაქიზი ლირიზმი, რომელიც
დიდებულად ერწყმის გმირულ მოტივებს. როგორც გადმოგვცემენ, ანთარას ლექსები
ომანიანთა დინასტიის მუსლიმთა საბრძოლო სიმღერებად ქცეულა.
ანტარალა – (არქიტ.) მლოცველთა სადგომი ინდურ ტაძარში.
ანთარას ცხოვრება» – არაბი პოეტის, ანთარა იბნ შალადის სიყვარულა და
გმირობაზე უამრავი ლეგენდა შექმნილა. ზეპირი გადმოცემებისა და კომენტატორთა
ცნობის მიხედვით, დაახლოებით XII ს-ში, ჯვაროსნული ლაშქრობების ჟამს,
შექმნილა 32-ტპმიანი რომანი «ანთარას ცხოვრება».
ანტარქტიდა – ყინულოვანი კონტინენტი. ყინულის საფარის სისქე 3700 მეტრს
აღწევს. პოლუსებში ყინული რომ გადნეს, მსოფლიო ოკეანის დონე 55 მ-ით აიწევს და
ხმელეთის უზარმაზარ ტერიტორიას დაფარავს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა
-88,30 ჩ აღინიშნება.

ანტეა (Aნტეია) – ტირინთოს მეფის უზნეო ცოლი.


ანთეა (Aნტჰეია) – 1. ქ. მესენიაში; 2. ქ. თესალიაში.
ანთება (ლათ. ინფლამმატიო, პჰლოგოსის) – ორგანიზმის დაცვითი –
შეგუებითი რეაქცია სახვადასხვა პათოგენური ექსტერორეცეპყორების
(გამღიზიანებლების) მიმართ (როგორც გარეგანი, ისე შინაგანი). სიმპტომები:
შეშუპება (ტუმორ), სიწითლე (რუბორ), ტემპერატურის აწევა (ცალორ), ტკივილი
(დოლორ) და ფუნქციის მოშლა-დარღვევა (ფუნცტიო ლაესა). ანთებითი პროცესი
მიმდინარეობს ალტერაციის, ექსულაციისა და პროლიფერაციის სახით.

ანტები – (არქიტ.) ანტიკურ ტაძარში 1) ტელის გრძივი და წინა კედლის


შეხვედრის ადგილას, ფასადის მხარეს (მათ შორის თავსდება), გაკეთებული
პალისტრები. 2. ტელის გრძივი კედლების შვერილებიმთავარი ფასადის მხარეს. მათ
შორის თავსდება სვეტები. ამგვარ ტაძარს ანტებიანი ეწოდება.
ანტეცედენტური მდინარე (ლათ. გეოლოგ. Aნტეცედენტ სტრეამ) – მდინარე,
რომლის კალაპოტი წარმოიქმნა აწევის დაწყებამდე, ინარჩუნებს თავის
მდგომარეობას აწევის მომენტში და მას შემდეგ.
ანთედტერიონი (ბერძ.) – ყვავილთა დღესასწაული – ფლორალიები (იხ.). ამ
დღესასწაულზე გამართულ ელევსინურ მისტერიებში (იხ.) ტაძრებსა თუ ლიმნებში
ტარდებოდა ნათლობისა და ჰანწმენდის რიტუალები. მისტაგები (რიტუალის
ქურუმები იხ.) ყოველ მისტს, ანუ მისტერიის მონაწილეს (იხ.) დიოონისიოს «ვიწრო
კარში» უნდა გაევლო, რათა იქიდან სრულად გურთხეული გამოსულიყო.
ანტეფი - ეგვიპტის შუა სამეფოს ეპოქის ფარაონი (დაახლ. მესამე ათასწლეულის
მიწურული ჩვ. წ-მდე). ამ ფარაონის სარკოფაგში იქნა აღმოჩენილი ცნობილი
ფილოსოფიუ-პუბლიცისტური ნაწარმოები - «არფაზე დამკვრელის სიმღერა» (იხ.).
ანტეფიქსი – ანტიკურ არქიტექტურაში ქვის ან კერამიკული სამკაული,
რომელიც იდგმებოდა კარნიზზე სახურავის ფერდის ძირში.
ანტეფლექსია (ლათ. ანტეფლეხიო) – წინ გადაზნექვა. ჰადაღუნვა, წინ გადახრა.
ანტელამი ბენედეტო (დაახლ. 1150-დაახლ. 1230 წ. წ.) – გამოჩენილი
იტალიელი არქიტექტორი, რომაული სტილის სკულპტურის უდიდესი ოსტატი.
მისი შემოქმედებითი ცხოვრება დაკავშირებულია პარმასთან, სადაც მან
ტაძრისათვის შეასრულა რელიეფი «გარდამოხსნა», ასევე დაიწყო ბაპტისტერიის

407
მშენებლობა და შექმნა სკულპტურების დიდი ნაწილი ამ შენობის ტიმპანების
მოსართავად. ა. ითვლება იტალიაში რომანული სკულპტურის სტილის ერთერთ
დამგვირგვინებლად.
ანთემიონი – (არქიტ.) ლოკოკინასებური ხაზი იონური ორდენის კოლონებზე.
ანთემიუმი – (არქიტ.) სპირალები იონურ კაპიტელში. სტილიზებული
ორნამენტი მცენარეთა, ყვავილთა, პალმეტებისა და ა. შ. გამოსახულებით.
ანტენატალური (ლათ. ანტენატალის) – დაბადებამდე, დაბადებამდელი.
ანთენი, ენსზენი – ბიბლიურ ტექსტზე აგებული ინგლისური საეკლესიო
საგუნდო ნაწარმოები (მოტეტის ან კანტატის ტიპის).

ანტენორი – გამოჩენილი ტროელი გმირი. ტროას ომის დროს ტროელებს


ურჩევდა დაებრუნებინათ ბერძნებისათვის მოტაცებული ელენე, რადგან იცოდა, რა
მოჰყვებოდა ამას. მაგრამ სამწუხაროდ ტროელებმა ყურად არ იღეს ბრძენი მოხუცის
დარიგება და მწარედ ინანეს კიდეც, რადგან ბერძნებმა დანგრიეს და გადაწვეს ტროა.
ანტეოსი (Aნტეიოს) – უძლეველი გმირი, ძალუმი ბუმბერაზი, რომელიც
მიწიდან იღებდა ძალას. მოკლა ჰერაკლემ. შექმნილია მრავალი ტილო «ანტეოსი და
ჰერაკლე».
ანტეპენდიუმი (ლათ. ანტე-პენდიუმ, ანტე-პენდულუს წინ დაკიდული, თვალში
საცემი, წინა პლანზე წამოწეული) – საკურთხევლის კანკელი.
ანტეპოზიცია საშვილოსნოსი (ამტეპოსიტიო უტერი) – საშვილოსნოს წინ
გადანაცვლება.
ანტეროგრადული ამნეზია – იხ. ამნეზია.
ანტეროსი, ანტეროტი (Aნტეროს -ოტოს) ეროსის საწინააღმდეგო. ურთიერთ
სიყვარულის ღმერთი. ეროსის ძმა. ელადას გიმნაზიისა და ნეაპოლიტანის მუზეუმის
კედლებზე გამოსახულია ორი ფრთოსანი ჭაბუკი, რომელიც ერთმანეთს ებრძვის.
გამარჯვების პალმისათვის მათი ბრძოლის სურათი მოგვცა ბუონავენტურა ჯენელიმ.
ანთესტერიები («ანთე» – ყვავილობა) – «ყვავილების დღესასწაული»,
დიონისეს სადიდებლად გამართული ძველბერძენთა საგაზაზფხულო დღესასწაული.
მერვე ანთესტერიონს («ყვავილობის თვეს») გრძელდება 3 დღე. (ჩვენი კალენდრით
თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი) 11-13 რიცხვებში, როცა ბუნება იღვიძებს და
ქვევრებს თავს ხდიან. სასმისებს სწევენ და ცად აღავლენენ ლოცვა-კურთხევას.
ქალაქში ნავის ფორმის საზიდრით დიონისეს კერპი დაჰქონდათ და კათხით ღვინოს
სვამდნენ.
ანტევერსია (ლათ. ანტევერსიო) – გადახრა წინ.

ანტი (ლათ. ანტაე) – არქიტექტურაში ანტიკური შენობის გრძლივი კედლის


შვერილი. ანტები ორი მხრიდან ზღუდავს სწორკუთხა შენობის კარიბჭის სივრცეს.
ამგვარი კომპოზიციის მქონე ტაძრებს «ანტებიან ტაძარს» უწოდებენ.
ანტი (ძვ. ეგვიპტ.) – ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიის ამომავალი მზის – ჰორის
ნავში მოთავსებულ ზანდუკებზე დახატული ერთ-ერთი თევზი ორიდან (იხ. აპტუ).
ანტი... (ბერძ. ანტი – წინააღმდეგ, ნაცვლად) – რთული სიტყვის შემადგენელი
ნაწილი, თავსართი. ნიშნავს «წინააღმდეგ», «საპირისპირო». ერთვის როგორც
უცხოური წარმომავლობის სიტყვებს, ისე ქართულსაც; მაგ: ანტიბიოტიკი,
ანტივირუსი, ანტისხეული, ანტიკომუნიზმი, ანტითეზა და მისთ.
ანტიანემიური (ლათ. ანტიანაეემიხუმ) – ანემიის საწინააღმდეგო საშუალებანი.
ანტიბაქი – შებრუნებული ბაქი – სამმარცვლიანი ტერფი (- - +).

408
ანტიბაქტერიული (ლათ. ანტიბაცტერიალის) – ბაქტერიების საწინააღმდეგო
პრეპარატები.
ანტიბიოტიკები (ლათ. ანტიბიოტიცუს) – ნივთიერებები (პრეპარატები),
რომლებიც ბაქტერიების და სხვა მიკრობების (ბაცილების) გამრავლებას აფერხებენ.
ამ პრეპარატთა უმრავლესობა ბაქტერიოციდულია., ანუ აქვს ბაქტერიების მოსპობის
უნარი (თვისება).
ანტიბიოტიკები, (რაც თარგმანში ნიშნავს «სიცოცხლის წინააღმდეგ») -
ორგანული ნივთიერებებია, რომლებსაც გამოყოფენ ზოგიერთი მიკროორგანიზმები
და შემაფერხებლად მოქმედებენ ამა თუ იმ მიკრობების, ვირუსების, უჯრედების
ზრდა-განვითარებაზე. ნივთიერებას, რომელსაც გამოყოფენ ზოგიერთი ობის
(მიკროსკოპული) სოკოები, ანტიბიოტიკური ზემოქმედება პირველად დაადგინა
რუსმა მეცნიერმა ვ. ა. მანასეინმა და ა. გ. პოლოტუბნოვმა 1848-1871 წ.წ. მათ
გამოიყენეს მწვანე ობი (პენიცილი) ჩირქოვანი იარებისა და წყლულების
სამკურნალოდ. მწვანე ობის ანტიბაქტერიული თვისებები ახსნილ იქნა მხოლოდ
საუკუნენახევრის შემდეგ, 1929 წ. ინგლისელი მიკრობიოლოგის ა. ფლემინგის მიერ.
ატარებდა რა ცდებს, მან შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ლაბორატორიულ ფინჯანში
პეტრისა დამაავადებელი მიკრობის - სტაფილოკოკის კულტურასთან ერთად
ამოიზარდა პენიცილის მწვანე კოლონია და ახლოს მყოფი სტაფილოკოკები
თითქოსდა გალღვა, გაქრა. ფლემინგმა ივარაუდა, რომ პენიცილის გამოყოფას
რომელიღაც ნივთიერებას, რომელიც სპობს მიკრობს. ნივთიერებას, რომელიც მაშინ
ჯერ კიდევ არ იყო მიღებული სუფთა სახით, მან უწოდა პენიცილინი. ათწლეულების
შემდეგ ინგლისელმა ბიოლოგებმა ჰ. ფლორიმ და ე. ჩეინმა, გამოიყენეს რა
ფლემინგის მონაცემები, სითხიდან, რომელშიც გამოჰყავდათ ობის სოკო, გამოყვეს
კრისტალური პენიცილინი. პენიცილინის ქიმიური სინთეზი განახორციელეს 1946 წ.
ხოლო 1949 წ. რენტგენოგრაფიულად იქნა დადგენილი მისი აღნაგობა. უკვე 1940-იან
წლებში ახალმა წამალმა ფართო გამოყენება ჰპოვა მედიცინაში. რას წარმოადგენს
პენიცილინი ქიმიური თვალსაზრისით? ობი გამოიმუშავებს პენიცილინთან
აღნაგობით რამდენადმე ახლოს მდგომებს, რომლებიც განეკუთვნებიან
ჰეტეროციკლურ ნაერთების კლასს. მათი მოლეკულის სტრუქტურის საფუძველში
ძევს ბიციკლური სისტემა, რომელიც წარმოქმნილია ატომების ორი რგოლით, -
ლაქტამური რგოლით და ტიაზოლიდინური რგოლით : რადიკალ ღ
შემადგენლობის მიხედვით არსებობენ პენიცილინის სხვადასხვა ტიპები:
გეპტილეპენიცილინი, ბენზილპენიცილინი (ყველაზე გავრცელებული),
ოქსიბენზილპენიცილინი. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, მაგრამ პენიცილინების
ჯგუფში შედის ნახევრადსინთეტიკური პრეპარატები. ობისგან წარმოქმნილი
ბენზილპენიცილინისგან განსაკუთრებული ფერმენტის ზემოქმედებით გამოიყოფა 6
- ამინოპენიცინალური ? მჟავა. ქიმიური გზით მას უერთებენ სხვადასხვა რადიკალს.
წარმოიქმნებიან ანტიბიოტიკები, შედარებით აქტიურნი, ვიდრე ბუნებრივი
პენიცილინებია. არსებობს სინთეტიკური ანტიბიოტიკებიც, მათგან ყველაზე
ცნობილია - სინტომიცინი. ფართოდ გამოიყენება ასევე სტრეპტომიციტინი,
ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, გრამიციდონი და მრავალი სხვა ანტიბიოტიკი.
ისინი გვეხმარებიან დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც გამოწვეულია
სხვადასხვა მიკრობებით. ყველა მათგანის მოქმედება ჰგავს «მაგიურ ტყვიებს»,
რომლებიც შერჩევით ანადგურებენ დაავადებათა გამავრცელებელი
მიკროორგანიზმების განსაზღვრულ სახეობას, მაგრამ ანტიბიოტიკების ძლიერება

409
აღმოჩნდა არცთუ ისე უსაზღვრო, როგორც წარმოედგინათ 30-40 წლის წინათ. უამრავ
მიკროორგანიზმებს შორის გვხვდება მიკრობები, რომლებიც ფლობენ ამ
პრეპარატების მიმართ გამძლეობას. მათთან საბრძოლველად მეცნიერები ქმნიან
ახალ ანტიბიოტიკებს. მაგრამ მაინც ახალი, ძალზე მდგრად პოპულაციებს
მიკრობებისა შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადებათა აფეთქება, რომლებიც ადრე
სამუდამოდ დამარცხებულად მიაჩნდათ. ამის გარდა, გამოირკვა ანტიბიოტიკების
კიდევ ერთი თავისებურება. ისინი დაავდების გამომწვევ მიკრობებს სპობენ,
ადამიანის ორგანიზმიც არცთუ გულგრილია მათი მოქმედების მიმართ. «წამლის
მიმართ ალერგია» - ტერმინი რომელიც დამკვიდრდა მედიცინაში, უფრო სწორად ამ
პრეპარატებს მიემართება. ანტიბიოტიკებზე უარის თქმა არ შეიძლება. მათ მიმართ
სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა აუცილებელია. ანტიბიოტიკები
ემსახურებიან ადამიანებს, როგორც მოკავშირენი მრავალი ავადმყოფობის
წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანტიციპაცია (ლათ. ანტიციპო – განვჭვრეტ) – განჭვრეტამ წინასწარ შექმნილი


შეხედულება რაიმეზე. ანტიციპაციის იდეა გვხვდება ჯერ კიდევ სტოიკოსებსა და
ეპიკურელებთან და ნიშნავს ზოგად მცნებას, რომელიც მომდინარეობს ლოგოსიდან.
კანტთან კი შემეცნების პრინციპია.
ანტი-დიურინგი» – ფ. ენგელსის წიგნი: «ბატონი ევგენი დიურინგის მიერ
მეცნიერებაში მოხდენილი გადატრიალება», რომელიც დაიწერა მარქსისტული
თეორიის დასაცავად წვრილბურჟუაზიული იდეოლოგიის დიურინგის
თავდასხმისაგან. მასში ჩამოყალიბებულია ასევე მარქსიზმის სამი შემადგენელი
ნაწილი: 1) დია-მატი და ისტ-მატი; 2) პოლიტ-ეკონომია და 3) მეც-კომი.
ანტიდოტი (ლათ. ანტიდოტუმ) – ანტიტოქსიკატები; შეგუების საწინააღმდეგო
პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმიდან შხამების გამოყოფის (გამოდევნის) ან
გასანეიტრალებლად გამოიყენებიან.
ანტიდპრი (ბერძ.) – ნაკურთხი პური, რომელსაც არიგებდნენ ეკლესიაში
ლიტურგიის შემდეგ, ნაკურთხი სეფისკვერის ნარჩენები.
ანტიფანესი (დაახლ. 408-334 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ავტორი შუაატიკური კომედიების ავტორთა შორის. მის პიესათაგან შემორჩენილია
პიეების დაახლოებით 200 სახელწოდება და 300-მდე ფრაგმენტი. ანტიფანესმა უარყო
პოლიტიკური სატირა და პიესებში წინ წამოსწია ყოფითი სიტუაციური პროცესები;
გარდაქმნა ძველბერძნული კომედიის სტრუქტურა – დაჰყო მისი ვოკალურ-
ინსტრუმენტული ინტერლუდიები სასიტყვო სცენებად, მინიმუმამდე შეამცირა
ქოროს როლი, რამაც მიიყვანა აგონის, პარაბასის, პაროდის გაქრობამდე და ყოფითი
თემატიკის გაძლიერებამდე. ამაზე მეტყველებს პიესათა რიგი სახელწოდებანიც:
«ექიმი», «გარყვნილები», «ფერმწერი» და ა. შ.

ანტიფატე (Aნტიპჰატეს) – ლესტრიგონების ბუმბერაზი მეფე, რომელმაც


ოდისევსის თანამგზაავრები შეჭამა.
ანტიფი – სხვადასხვა გმირთა ნაკლებ მნიშვნელოვანი შვილები.
ანტიფილესი (ჩვ. წ-მდე II ს.) – პტოლემეოს I-ის კარის მხატვარი. ავტორი
ისტორიულ თემებზე შექმნილი სურათებისა, რომლებითაც მოგვიანებით დაამშვენეს
ოქტავიანეს პორტიკები რომში («ფილიპე მაკედონელი და მისი ძე ალექსანდრე
ქალღმერთ ათენასთან ერთად»), მის ფუნჯს ეკუთვნის სცენები საკარო ცხოვრებიდან

410
(«პტოლემაიოსის ნადირობაზე»). აჰრეთვე საყოფაცხოვრებო თემატიკის ეროტიკული
ჟანრის სურათები.

ანტიფილმი – ტერმინი, რომელიც კინომცოდნეობაში გაჩნდა 50-60-იანი


წლების მიჯნაზე; ანალოგიურია ტერმინებისა «ანტირომანი» და «ანტითეატრი»,
რომლებიც უარყოფენ ხელოვნების იდეურობასა და სახოვნებას, რეალიზმის
ტრადიციას. სამყაროს მხატვრული ასახვა აქ შეცვლილია სუბიექტური,
კომპოზიციურ მთლიანობაში გაერთიანრბული, ძლივს შესამჩნევი ემოციების
რეპროდუცირებით. «ანტიფილნის» «თეორია» ანტიმეცნიერულია და ვერ ასახავს
თანამედროვე, წინააღმდეგობებით აღსავსე კინოხელოვმების რეალურ სინამდვილეს.
ანტიფონი (Aნიპჰონ) – ატიკელი სატირი, თუკიდიდეს მასწავლებელი.
დაიბადა 480 წ. ჩვ. წ-მდე. პელოპოესის ომის მონაწილე. დემოკრატიის ღალატის
ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს 411 წ. პირველი პოლიტიკოსი ორატორი.
ანტიფონი (Aნტიპჰონ) – ათენელი სოფისტი, სოკრატეს მოწინააღმდეგე
(ტრაქტატი «სიმართლეზე»).
ანტიფონი – მოკლე, 1) პატარა ლექსი ფსალმუნებიდან, რომელსაც იმეორებს
მეორე გუნდი პირველისდა კვალად. 2) ორი გუნდის მონაცვლეპბით გალობა.
ანტიფონი – მორიგეობით (დიალოგური) სიმღერა სოლისტისა და გუნდისა ან
გუნდის ორი ჯგუფისა, რომლებიც თითქოს ეპასუხებიან ერთი-მეორეს.
ანტიფონტესი (ჩვ. წმდე V-IV ს. ს-ის მიჯნა) – სოფისტი და რიტორი, რომელმაც
ორატორული მოღვაწეობა 42 წლის შემდეგ დაიწყომან ისესხა და პროზაულ
სიტყვებში პოეტური შემოქმედების მოტივები შეიტანა: ჭკუის სასწავლი და
მჭმუნვარე ფიქრი ადამიანზე, მის მიმართებაზე გარემომცველ სამყაროსთან
(«ჰარმონიის შესახებ»). ანტიფონტესმა გამოიყენა გორგიას მიერ
ახლადდამკვიდრებული ისეთი წესები და ტერმინები, როგორიცაა: ანტითეზები,
პარალელიზმები და სხვ. ყოველივე ეს ანტიფონესს საშუალებას აძლევდა გაეხსნა
წინააღმდეგობა ადამიანთა ბუნებრივ გადახრებსა და საზოგადოებისაგან დადგენილ
ადათ-წესებისა და რწმენის ნორმებს შორის («ჭეშმარიტების შესახებ»).
ანტიფონტესის სასამართლო გამოსვლები და რიტორიკულ სავარჯიშოთა
კრებულები, – ტეტრალოგიები, – რომლებიც თავად შექმნა, ლაგდება
განსაზღვრული გეგმით: შესავალი, ბრალდება, უწყება, რომელიც აყალიბებს
შემთხვევის არსს, მტკიცებულება, მეორადი ბრალდება და ბოლო სიტყვა. ოთხ
ტეტრალოგიაში ჩამოყალიბებულია ავტორის მიერ გამოგონილი სასამართლო
პროცესები, მოსამართლისა და მოპასუხის გამოსვლების ფორმით, რომელთა
როლებში გამოყვანილია ცოლის ავაზაკურად მკვლელი ქმარი, მოგზაური, ვისი
მეგობარიც საიდუმლო ვითარებაში იღუპება გზაზ. მოვლენათა თხრობაში
შეტანილია სამხილი დეტალები, საიდუმლო ნოტივაცია, ჯადო სიყვარულისა,
რომელიც მონათხრობს «ზღაპრულ მომხიბვლელობას» ანიჭებს. ანტიფონტესის
სიტყვები შესულია «10 ორატორის კანონთა» კრებულში – ჩვ. წ-მდე IV ს-ის
ატიკური მჭევრმეტყველების ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელთა შრის.

ანტიგენი (ლათ. ანტიგენუმ) – მაღალმოლეკულური ცილოვანი


ნაერთებიორგანიზმში პარენტელარული მოხვედრით წარმოქმნიან ანტისხეულებს.

ანტიგონე – 1. ოიდიპოსის და მისი შეუცნობელი დედის კასტეს ასული.


ოიდიპოსმა მისი საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ თავი დაიბრმავა. ანტიგონემ მამა
411
ევმენიდების ჭალამდე მიაცილა, სადაც მოხუცმა თავი მშვიდად იგრძნო. თვითონ
მეფე-ბიძასთან დაბრუნდა და ბიძის მალულად თავისი ძმის, პოლინიკეს, გვამი მიწას
მიაბარა, რომელიც შვიდთა ლაშქრობის ბოლოს ბრძოლაში დაიღუპა. «მკვდარი მიწას
უნდა ჩაბარდეს» ასეთია ანტიგონეს მრწამსი და იგი მას არ ღალატობს. ბიძამ
ურჩობისათვის ანტიგონე ცოცხლად დამარხა აკლდამაში, თუმცა მისი ვაჟის ჰემონის
საცოლე იყო. როცა ჰემონმა ეს გაიგო, მამას დაემუქრა და აკლდამაში გაეშურა.
ანტიგონეს თავი უკვე ჩამოეხრჩო და ჰემონმაც თავი მოიკლა. მერე გვიანდელი
ვერსიითთვით ჰემონმა მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ანტიგონე უკვდავყო
ჯერ მითმა, შემდეგ: სოფოკლემ «ანტიგონე» და «ოიდიპოსი კოლინოში», ესქილემ
დრამაში «შვიდნი თებეს წინააღმდეგ» და ევრიპიდემ «ფინიკიელი ქალები». ახალ
დროში ანტიგონე ახლებურადაა გამოყვანილი. ბრეხტის ანტიგონე ფაშისტებს
ებრძვის. ორფის ოპერა. სოფოკლეს მიჰყვება და სხვა. ??? 2. მირმიდონელთა მეფის
ასული. ეს ანტიგონე, ქმრის ღალატით შეძრწუნებული, თავს იკლავს. 3. მესამე
ანტიგონე სილამაზით ჰერას უტოლდებოდა, რის გამოც ზევსის მეუღლემ იგი
ყარყატად აქცია. საერთო მათში ის არის, რომ სამივე ანტიგონე უბედურია.
ანტიგონი – პენელოპეს სასიძო.
ანტიგონი – იუდეის მეფე, უკანასკნელი ჰასმონელთა გვარიდან, 40-37 ჩვ. წ-მდე.
მეფე არისტობულეს შვილი, დაამხო მეფე იროდმა.
ანტიგუალა – ტიტიკაკას ტბის სანაპიროებზე (დღევანდელი ბოლივია)
ესპანელი მისიონერისა და ქრონის პედრო კიეზა დე ლეონეს მიერ აღმოჩენილი
ქალაქის – ტიაუანაკოს ნამუსრევები, რომელიც ქრონისტმა «პერუს უძველეს ქალაქ
ანტიგუალას მიაკუთვნა» (იხ. ტიუანაკო).
ანტიჰემორაგიული (ლათ. ანტიჰემორჰაგიცუმ) – სისხლდენის შემაჩერებელი
ნივთიერება.

ანტიჰონადოტროპინები (ლათ. ანყიჰონნადოტროპინე) – გონადიტროპინების


(იხ.) საწინააღმდეგო საშუალებანი.
ანტიკი – უძველესი ხელოვნების შემორჩენილი ძეგლი, უმეტესად ქანდაკება.

ანტიკკური დრამაყურგია – ძვ. საბერძნეთისა და ძვ. რომის


მონათმფლობელური საზოგადოების დრამატურგია. ანტიკური დრამატურგიის
წარმოშობა მიეკუთვნება ძვ. წ. VI ს. ანტიკური დრამატურგიის ყველაზე უფრო
ნაყოფიერი ეპოქა ემთხვევა ბერძნული ტრაგედიისა და ე. წ. ძველი ატიკური
კომედიის (ძვ. წ. V ს.), აგრეთვე ყოფითი კომედიის აღორძინების პერიოდებს ჯერ
საბერძნეთსა (ძვ. წ. IV-III ს. ს.) და შემდეგ ძვ. რომში (ძვ. წ. III-II ს. ს.).
ანტიკლე – აქაველი გმირი. ტროას ცხენში იჯდა.
ანტიკლეა – 1. ოდისევსის დედაიგი მას სხივი სიზიფესაგან ყავდა. ???? 2.
«მეკომბლე» ყაჩაღის ჰერიფეტეს დედა.
ანტიკლერიკალი, ანტიკლერიკალიზმი (ბერძ. ანტ; ნაცვლად, წინააღმდეგ,
საპირისპიროდ და ლათ. ცლერიცალის საეკლესიო) – საზოგადოებრივი (ან
პიროვნული) მოძრაობა, რელიგიისა და ეკლესიის პოლიტიკური, ეკონომიკური და
სულიერი ჰეგემონიის წინააღმდეგ (იხ.ჰეგემონია) (იხ. კლერიკალიზმი)
ანტიკოაგულანტები (ლათ. ანტიცოაგულანტია) – ნივთიერებები, რომლებიც
გამოიყენებიან სისხლის შედედების დასაქვეითებლად (საწინააღმდეგოდ).

412
ანტიკომუნიზმი – გალაშქრება კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ. (იხ.
კომუნიზმი).

ანტიკრიტიკა – ავტორის შეპასუხება თავისი ნაშრომის კრიტიკაზე.


ანტიკური – 1. ძვ. ბერძნული ან ძვ. რომაული (ხელოვნება, კულტურა და სხვ.).
2. ის, რაც სილამაზითა და მოხდენილობით ანტიკურ ქანდაკებებს მოგვაგონებს
(სახის ნაკვთებით, სხეულის ფორმებით და სხვ.).
ანტიკური ფილოსოფია – ფილოსოფიურ მოძღვრებათა ერთობლიობა,
რომელიც ვითარდებოდა ძვ. საბერძნეთში და ძვ. რომში ჩვ. წ-მდე II და ჩვ. წ-ის VI ს-
ის დასაწყისამდე. უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ: სოკრატე, დემოკრიტე,
პლატონი, თალესი, ანაქსიმანდრე, ანექსიმენი, ჰერაკლიტე, არისტოტელე და სხვები.

ანტიკური ლექსი – ლექსი, რომელიც იკითხება თავიდან ბოლომდე


(ჩვეულებრივ) და პირუკუ და არ იცვლება მისი წყობა.
ანტიკური თეატრი – ცნება, რომელიც გულისხმობს «ძველბერძნულ თეატრს»,
მისი გავლენით განვითარებულ თეატრებს ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში
(რომლებიც ელინისტური კულტურის ორბიტაში იყვნენ მოქცეულნი) და
ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში (ძვ. წ. VI- ახ. წ.
IV-V ს. ს.) ევროპაში პირველად შეიქმნა ჭეშმარისი თეატრალური ნაგებობების,
თეატრალური მანქანებისა და სპექტაკლების დეკორატიული გაფორმების პირველი
ნიმუშები. ანტიკური თეატრის გამოცდილებამ და ტრადიციებმა უდიდესი გავლენა
მოახდინა ახალი დროის ევროპული თეატრის თეორიასა და პრაქტიკაზე..
ანტიკვა (?) ლათ. – მსხვილი სწორი შრიფტი, კურსივის, გოტიკურის,
გერმანულის და უახლესისგან განსხვავებით.
ანტიკვარი – 1. ძველებური ხელოვნების ნივთებით მოვაჭრე. 2. ანტიკვარული
ნივთების მოტრფიალე და შემგროვებელი.
ანტილეგომენა (ბერძ.) – წმიდა წერილის საკამათო ტექსტები, რომელთა
ნამდვილობა ყველას მიერ არაა გაზიარებული.
ანტილიბანი – 1. მთათა გრეხილი, ლიბანის მთათა პარალელური. უგარითულ-
ფინიკიური მითოლოგიით კოტარე-ვა-ჰასოსმა ამ მთებიდან მოტანილი საუკეთესო
კედრის ხეებით აუგო ბელის თავისი მითიური სასახლე (იხ. კოტარუ-ვა-ჰასისი, იხ.
ბალუ); 2. ანტილიბანი, ლიბანი, კასია (იგივე ტაფონი, იხ.) და ბრათიუ იყვნენ ის
პირველწინაპრები, რომლებმაც ძირი დაუდეს ყველაზე მძლავრ მთებს.
ანტილოგიზმი (ბერძ. ანტი წინააღმდეგ და ლოგოს ბუნება) – სილოგისტიკის
ერთ-ერთი ვარიანტი (იხ. სილოგისტიკა).

ანტილოქე (Aნტილოცჰოს) – ტროას ომის ყველაზე ახალგაზრდა გმირი.


აქილევსს პატროკლეს შემდეგ ყველაზე მეტად ეს ბიჭი უყვარდა, მაგრამ გმირმა
ორივე დაკარგა და ორივეზე შემდეგ შური იძია.
ანტიმაქე («საპირისპირო ბრძოლა») – 1. ამფიდამანტის ასული. 2. პენელოპეს
სასიძო. 3. ჰერაკლეს ერთ-ერთი შვილი.
ანტიმაქე კოლოვონელი – პლატონის მეგობარი ბერძენი პოეტი – «თებაიდას»
და «ლედას» ავტორი, ალექსანდრიელი მეცნიერები მას ჰომეროსის გვერდით
აყენებდნენ.
ანტიმაქოსი (დაახლ. 400 წ. ჩვ. წ-მდე) – პოეტი-ფოლოსოფოსი
კოლოფონესიდან; ჰომეროსის კომენტატორ-გამომცემელი; წინამორბედი

413
ელინისტური ლიტერატურისა. მან ააღორძინა ეპიკური პოემა, მაგრამ უარყო
ჰომეროსისა და ჰესიოდეს მიმბაძველთა და ეპიგონთა შტამპები. პომამ, –
«თებეიადა», – რომელშიც აღწერა ძმათამკვლელი ომი ოიდიპოსის ვაჟებს –
ეთეოკლესა და პოლინიკეს შორის ხელისუფლების გამო, დიდი დავა გამოიწვია.
უბრალოდ, ანტიმაქოსმა, თავისი უჩვეულო ენითა და შედარებათა გამოხატვის
მოქნილობით, ეპითეტების სიუხვით, ჰომეროსისეული ხმოვანებით, პირდაპირ
გააოგნა თავისი თანამედროვენი. ანტიმაქოსმა გენეალოგიური ეპოსის რეფორმაცია
მოახდინა, შეალამაზა იგი სამგლოვიარო ელეგიური ინტონაციებით. პოემა
«ლიდასი» (ესაა სახელი პოეტის ადრე გარდაცვლილი სატრფოსი) მოგვითხრობს
მითოლოგიური სასიყვარულო ისტორიების ტრაგიკულ საწყისებზე. ლექსის
გულმოდგინე, ზედმიწევნითი და მკაცრი მისართვის, ფორმის სინატიფის,
სიფაქიზისა და დახვეწილობის გამო, ალექსანდრიელი პოეტები თავიანთ
წინამორბედად სრულიად სამართლიანად მიიჩნევდნენ ანტიმაქოსს.
ანტიმინსი (ბერძ.) – ოდიკი, ტრაპეზზეგდასაფარებელი გარდამოხსნის
გამოსახულებით, რომელზეც აღსრულდება საღმრთო წირვა. მით ლიტურგია
შეიძლება ჩატარდესღია ცისქვეშაც.
ანთიმიუს (ანთიმოზ) ტრალელი – მეორე უმთავრესი ხუროთმოძღვარი
(ისიდორე მილეტელის შემდეგ, იხ.) ას ხუროთმოძღვართა შორის, რომელთაც
ასახელებს ქრონიკები, წმ. სოფიას ტაძრის მშენებლებად. როგორც ისიდორე, ისიც
მცირეაზიელია. გარდა დიდი ხუროთმოძღვრისა და არქიტექტორისა ანთიმიუსს
აღიარებდნენ თავისი დროის (VI ს-ის I ნახ.) გამოჩენილ გამომგონებლად და
სწავლულად (იხ. აია-სოფიას ტაძარი). იგი ტაძრის ასაგებად მოიწვია იუსტინიანე
პირველმა (482-365 წ. წ.). არსებობს ჰიპოთეზა, რომ აია-სოფიის ამგებნი ანთიმიუს
ტრალელი და ისიდორე მილეტელი წმიდა სერგიას და ბაქკის ტაძრის ამგებნიც უნდა
ყოფილიყვნენ (იხ. წმიდა სერგიასა და ბეკქიას ტაძარი).
ანტინევრალგიური (ლათ. ანტინეურალგიცუმ) – ნევრალგიის საწინააღმდეგო
პრეპარატები.
ანტინია-ათენას «ხატი» - საჰარის კვდეთა მხატვრობის ერთ-ერთი დიდებული
ნახატი (არა ჰეტროგლიფური ჯგუფი). მიჩნეულია უძველესი ფერწერის დიდებულ
ნიმუშად. აღმოჩენილია ფრანგი არქეოლოგის ანრი ლოტის მიერ 1956 წლის
ექსპედიციის დროს (ლე პუატევენის ბრიგადა). ფრესკული მოხატულობა საჰარის
სამმთიან რაიონში გვხვდება - ენედიში, თიბესტისა და თასილინ-აჯერას მთიანეთში.
ანტინე-ათენას «ხატი» თასილინ-აჯერადანაა. ჩრდილოეთით მდებარე ეს თასინის
მოხატულობა ყველაზე მდიდრული და მრავალფეროვანია... ლოტის ექსპედიციის
ერთ-ერთმა ჯგუფმა (ხელმძღვანელი ლე პუატევენი) კბილჩიბუხას მღვიმის კედლის
მქრქალი ლაქა მთლიანად განადგურებულად მიიჩნია.ფილაზე სველი ღრუბლის
რამდენიმე გადასმის შემდეგ განმაცვიფრებელი ფრესკა გამოჩნდა - კლდის კედელზე
გასაოცარი მშვენიერების, მუხლმოყრილი, ორ მეტრამდე სიმაღლის ალი იყო
გამოსახული, რომელთაც თავი მოხრილ ხელზე ედო. ფრესკაზე გამოხატული
ლამაზმანის სახის ნაკვთების უნატიფესი კლასიკური ხაზები და თვალთა ჭრილები
ბერძნულ ფერწერას გაგონებთ. ქალბატონის თმაზე დამაგრებული დიადემით, იგი
აშკარად დიდგვაროვანი ჩანს. ანრი ლოტს ეს ქალბატონი ლიბიელთა მითოლოგიის
ქალღმერთ ანტინიას აგონებდა (ანტენიას შთამაგონებელმა სახემ აღაფრთოვანა
ფრანგი მწერალი პიერ ბენუა. (იხ. ბენუა პიერი). საყურადღებოა, რომ ბერძნული
მითოლოგიის სიბრძნისა და სამართლიანი ომის ქალღმერთი არაბერძნული

414
წარმოშობისაა. აპოლოდორე გვამცნობს, რმ ათენა ზევსის თავისგან იშვა (I 3,6).
თითქოს ეს მოვლენა მოხდა ლიბიაში ტრიტონის ტბის (თუ მდინარის) სანაპიროზე.
ამდენად თვით ათენა ზოგჯერ ტრიტონისად ანდა ტრიტოგენესად იწოდებოდა. ასეა
თუ ისე, ეს ვერსია იძლევა გარკვეულ საფუძველს იმისას, რომ ათენა ლიბიური
წარმოშობის ქალღმერთად, ლიბიელ ანტინიად, მივიჩნიოთ. ანრი ლოტს სწორედ ამ
ამბებმა მისცა საფუძველი, თასილიმ-აჯერას მთიანეთში, კბილჩიბუხას
(ძუძუმწოვართა კლასის ცხოველი, იკვებება თერმიტებით) მღვიმეებში აღმოჩენილი
ფრესკის დიდგვაროვანი ქალბატონი ანტინეა-ათენად მოენათლა (იხ. თასილიმ-
აჯერას ფრესკები).
ანტინოე (Aნტინოოს) – 1. იონკელი უსაქმური. პენელოპეს სასიძოთა შორის
ყველაზე თავხედი და უტიფარი. მოკლა ოდისევსმა. 2. ისტორიული პირი
(ანტინოუსი), იმპერატორ ადრიანეს საყვარელი, უმშვენიერესი ჭაბუკი. რელიგიური
აღტკინების დროს ნილოსში გადავარდა, რათა ღმერთისათვის ადრიანეს
კეთილდღეობა ეთხოვა. ადრიანემ იგი გააღმერთა, აუგო ტაძრები, გამოაცხადა
ჰეროსად, დიონისედ. მისი სახელი ეწოდა ვარსკვლავთკრებულს. ააშენა მისი
სახელობის ქალაქი და სხვა.

ანტინომია (ბერძ. ანტინომია წინააღმდეგობა კანონში) – ბჭობის პროეცსში ორი


წინააღმდეგობრივი, მაგრამ თანაბრად დასაბუთებული მსჯელობის გამოვლენა.
ცნება წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში (პლატონი, არისტოტელე, ძვ. ბერძ.
ფილოსოფოსები უფრო ხშირად ანტინომიის ნაცვლად ხმარობდნენ ტერმინს
«აპორია»).
ანტინომია (ბერძ.) – წინააღმდეგობა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებას
შორის, რომლებიც ერთნაირად დამტკიცებადია. კანტთან გარდაუვალი
წინააღმდეგობებია, რაშიც ვარდება გონება სამყაროს პირველმიზეზის შეცნობისაკენ
სწრაფვისას: 1) სასრულობა და უსასრულობა სივრცისა და დროისა, 2) განუყოფელი
ატომებ – ყველა საგნის საწყისი და მატერიის განყოფა უსასრულოდ, 3) ნების
თავისუფლება და აუცილებლობა, 4) აბსოლუტის არსებობა, მთელი სამყაროს
პირვალმიზეზისა და შეუძლებლობა მოაზრებისა არამიზეზობრივი კავშირისადა
დამოკიდებულების გარეშე.
ანტინომია – წინააღმდეგობა ორ დებულებას შორის, რომლებიც ცალ-ცალკე
სავსებით სწორია.
ანტინომიზმი (ბერძ.) – ძველი აღთქმის პრაქტიკული ზნეობრივი
დისციპლინის უგულვებელყოფა. ადამიანი გადარჩება (არ წაწყდება)არა საქმეებით,
არამედ მხოლოდ რწმენითა და მონანიებით.
ანტინორესი (ჩვ. წ-მდე VI ს-ის II ნახევარი) – ათენელი მოქანდაკე და
ჩამომსხმელი. ცდილობდა დაეძლია ქანდაკების არქაული ნორმები (ფიგურის
არაპროპორციული აგებულება, ამოკვეთილი მარმარილოს ოთხკუთხა ბლოკში;
სტატიკურობა; ბრტყელი გამოსახვა და ა. შ.). იგი იყო ჩვ. წ-მდე VII ს-ისმიწურილის
ტანაგრეში (ბეოტია) პირველი სკულპტურული ფიგურის შემქმნელი. მისი ქანდაკება,
– «ტირანთმკვლელი არისტოგი ტონესი და ჰარამოდიასი», – გამოკვეთილი
მარმარილოში, ეძღვნებოდა ათენელებს, რომლებმაც ჩვ. წ-მდე 514 წ-ს მოკლეს
ტირანი ჰიპარქოსი. შთამომავალთა ხსოვნას ისინი შემორჩნენ როგორც
თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები. ძველ აკროპოლისზე იდგა. ბერძენ-
სპარსელთა ომების დროს ძეგლი სპარსელებმა წაიღეს და მისი შემდგომი ბედის
შესახებ დღეს არაფერია ცნობილი. 477 წ-ს ჩვ. წ-მდე აკროპოლისზე კვლავ დაიდგა
415
ტირანთა მკვლელი არისტოგატონერსა და ჰარმიდიასის სკულპტურული ჯგუფი,
ოღონდ ამჯერად მათი მოქანდაკეები კრიტიასი და ნერიოტესი გახლდათ.
ანტიკურიი ისტორიკოსის პავსანიანის თანახმად, ანტენორესს მონაწილეობა მიუღია
დელფოში აპოლონის ტაძრის ფრონტონების შექმნაში, რომელიც მოხატული იყო
მრავალფიგურიანი რელიეფებით, მარმარილოსა და თაბაშირის ქანდაკებებით.
დღემდე შემორჩენილია ანტენორესის გამარჯვების ქალღნერთ ნიკეს ფიგურა და
ქალღმერთ ათენას ქანდაკების ფრაკმენტები. ანტენორესი აკროპოლისის კორებიან
(იხ. კორა) ერთ-ერთ შემქმნელადაა მიჩნეული და მათ ანტენორესის კორებსაც
ეძახიან.
ანტიოპა – ერთ-ერთი შვიდ ამაძონელ ქალთაგან, რომლებიც თვით არტემიდას
თანამგზავრებად და ასეზიის (იხ.) წევრებად ითვლებოდნენ. იგი უმამაცეს
მხედართმთავარ მელანიპასთან (იხ.) ერთად ტყვედ ჩაუვარდა ჰერაკლეს. მელანიპა
იპოლიტამ ქამრის საფასურად გამოისყიდა, ანტიოპას ტყვეობა ერგო. შემდეგ იგი
ჰერაკლემ, გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის თეზევსს აჩუქა.
ანტიოპე – 1. ზევსის საყვარელი, ბუოტიელი მდინარის ღმერთის ასული.
ამფიონისა და ძეოსის დედა. 2. ამაძონთა დედოფალი. ხშირად გაიგივებულია
ჰიპოლიტესთან.
ანტიოპე – ბერძ. მითოლოგიით ერთ-ერთი ამაზონი, რომელიც ამაზონთაგან
ძღვენით მიგზავნილი, თეზევსმა შეიპყრო და გაატიტვლა. შემდეგ, როცა თეზევსმა
ფედრა (იხ.) აუჯანყდა თეზევსს, მოიმხრო სხვა ამაზონებიც და გაილაშქრა თეზევსის
წინააღმდეგ, ჰერაკლემ ისინი ამოჟლიტა («თესეიდა» უცნობი ავტორი). პლუტარქე
თვლის, რომ «ეს ზღაპარი და მონაჩმახია». ამის შემდეგ თეზევსმა შეირთო ფედრა და
ეყოლათ იპოლიტე (პლუტარქე). პინდარეს მიხედვით მას დემოფონტი ერქვა (იხ.).
ანტიოქე – ჰერაკლეს შვილი.
ანტიოქე ასკალონელი – რომში მოღვაწე ცნობილი ფილოსოფოსი და
დახელოვნებული მჭევრმეტყველი (ჩვ. წ-მრე II-I ს.ს.). ლეკულუსის მეგობარი (იხ.
ლეკულუსი), რომელმაც იგი ფილონის (იხ.) მოწაფეებს დაუპირისპირა. იყო ძვ.
აკადემიის ფილოსოფიის წარმომადგენელი. ავტორია თხზულებისა «ღმერთთა
შესახებ».
ანტიოქია – ისტორიულიი ოლქი წინააზიაში (თანამედროვე სირია და
თურქეთის ნაწილი). აქ იდგა იმპერატორ კონსტანტინეს ვილა თავისი მობაიდებით.
ჩვენამდე მოღწეულია მსხვერპლშეწირვისა და ბასუსისა და ჰერაკლესგაჯიბრება
სმაში (დაახლ 330 წ.).
ანტიოქია – ქალაქი ახლო აღმოსავლეთში დაარს. 300 წ-ს ჩვ. წ-მდე.
სელივკიდების ელინისტური სამეფოს დედაქალაქი ანტიკურ ზანაში. ამჟამონდელი
ანტაქია (თურქეთი).

ანტიოქია – ძვ. სირიის სამეფოს დედაქალაქი (ეს სახელი რამდენიმე ძველ


ქალაქსაც ერქვა მცირე აზიაში). მდებარეობს მდ. ორონტესზე.. დაარსებულა სეველკე
I ნიკატორის (იხ.) მიერ 300 წ-ს ჩვ. წ-მდე. სახელი მამის – ანტიოქეს პატივსაცემად
უწოდა. განთქმული იყო არქიტექტურული ნაგებობებით, მუსეიონით (იხ.
მუსეიონი), ღამით განათებული ფართო ქუჩებით. მის სიახლოვეს მდებარეობდა
აყვავებული,ლამაზი ადგილი – დაფნე (იხ. დაფნე), აპოლონისა და არტემიდეს
ტაძრებით. ამ ადგილს სახელი ჰქონდა განთქმული ორგიებით (იხ.) და თავაშვებული
ცხოვრებით (იხ. «დაფნისი მორეს» – «Dაპჰნიცი მორეს»)... განვმარტოთ ქსე

416
ანტიოქიის სკოლა (ქანდაკებების) – ჩამოყალიბდა სელევკიანთა სამეფოს ერთ-
ერთ დედაქალაქში – ანტოქიაში, რომელიც ამ დროის ახლოაღმოსავლეთის
უმსხვილესი კულტურის ცენტრი გახლდათ. ამ სკოლის ოსტატებმა დიდი წვლილი
შეიტანეს მონუმენტური ქანდაკების განვითარებაში, რომლის ერთ-ერთი დიდებული
ნიმუში იყო ტიქეს – შემთხვევისა და ბედისწერის ქალღმერთის ქანდაკება. ტიქე
(იხ.) – ეს იყო ანტიოქიის ალეგორიული ხორცშესხმა, შესრულებული დიდი
ლისიბოსის მოწაფის – ევტიქიდეს მიერ. სამწუხაროდ, სხვა მოქანდაკეთა სახელები
ისტორიამ ვეღარ შემოინახა, თუმცა მათგან შესრულებულმა სელევკიან მმართველთა
იდეალიზებულმა პორტრეტებმა ჩვენამდე მაინც მოაღწიეს. ესაა სელევკიანთა
დიმასტიის დამაარსებლის – სელევკე I ნიფატოსის (დაახლ. 356-281 წ. წ. ჩვ. წ-მდე)
ბრიმჯაოს ბიუსტი, რომელშიც ირეკლება ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტის
შტრიხული მსგავსება, ღუმცა ასევე გადმოცემულია მეფე სელევკეს გარეგნული
სახეობრივი თავისებურებანიც – სახის მკაცრი გამომეტყველება, ღრმად ჩამჯდარი
გამჭოლი თვალები,ჩაცვენილი ლოყები, ძალაუფლებრივი ხედვა,
თვითდაჯერებულობა. კიდევ ერთ დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს ანტიოქიოს III
დიდის (242-187 წ. წ. ჩვ. წ-მდე)პორტრეტული თავი, შესრულებული II ს-ის
დასაწყისში ჩვ. წ-მდე. ამ ძეგლში არაა იდეალიზაცია. უცნობი მოქანდაკე ცდილობს,
გადმოგვცეს ხელისუფლის სახე დინამიკურ ექსპრესიულობაში, რომელიც ცდილობს
თავისი ძალაუფლება განავრცოს აღმოსავლეთსა და დასავლეთის ვრცელ
ტერიტორიებზე. პორტრეტში ძალუმად ჩანს მეფის ენერგიული სახე, ნებისყოფა.
მახვილი თვალი, რომლიდანაც ემანირებული შინაგანი ენერგია და ძრაობა
მსჭვალავს გარეგანი სინამდვილის ინდიფერენტულობასა უძრაობას. ანტიოქიელ
მოქანდაკეთა დიდებული პლასტიკური ენა ფართოდ გამოიყენეს შემდეგ
პორტრეტული სკულპტურის რომაელმა დიდოსტატებმა.
ანტიოქიის სკოლა – საღვთისმეტყველო სკოლა (IV-V ს. ს.). ალექსანდრიის
სკოლის საპირისპიროდ თავის აოცანად მიიჩნევდა წმინდა წერილის უშუალოდ
გამოკვლევას, ალეგორიული განმარტების გარეშე.
ანტიორე – ლიკურგოსის უშვილძიროდ გადაგებული ძე. მისი სიკვდილით
წერტილი დაესვა დიდი ბერძენი სახელმწიფო მოღვაწის, კანონმდებლისა და
რეფორმატორის საგვარეულოს.
ანტიპაპი – იხ. პაპობა.
ანტიპაპისტი – პაპის ხელისუფლების მოწინააღმდეგე.
ანტიპერისტალტიკა (ლათ. ანტიპერისტალტიცა) – უკუგადაადგილება.
ანტიპირეტიკა (ლათ. ანტიპყრეტიცა) – სიცხის საწიმააღმდეგო, ტემპერატურის
დამწევი სამკურნალო პრეპარატი (საშუალება).
ანტიპოდი – (ცირკი) ჟონგლიორობა ფეხებით, უმთავრესად ფეხის ტერფებით.
ანტიპოდისტი ბალიშზე ან მუთაქაზე მხრებით დაყრდნობილი და ფეხებაშვერილი,
წონასწორობას ინარჩუნებს, ჰაერში შეაგდებს და იჭერს ანდა ატრიალებს სხვადასხვა
საგნებს. ჟონგლიორობის უძველესი სახეა.
ანტიპორტიკი – ტაძრების ღია კარიბჭე, დამშვენებული სვეტებით.
ანტიქრისტე (1) – 1. ქრისტიანულ მოდელებში მსოფლმხედველობრივი
ესქატოლოგიური ახსნა-განმარტება (მოძღვრებაც კი) ოპონენტის შესახებ. ოპონენტში
აუცილებლად მოაზრებულია იესო ქრისტეს მოწინააღმდეგე, ცრუ ქრისტე.
ივარაუდება, რომ ანტიქრისტე დამარცხებული იქნება მსოფლიო დროის მიწურულს
(აღსასრულს). იუდეველთა აპოკალიპტური ტრადიცია მსოფლიო პროცესის ერთ-

417
ერთ მთავარ სუბიექტად განიხილავდა მესიის მოწინააღმდეგეს. ადრეული
ქრისტიანიზმი თავისი მოძღვრების გავლენიან მტრებს (ნაბუქოდონოსორიდან და
დომიციანუსით და ნერონით დამთავრებული) ხორცშესხმულ ანტიქრისტეებად
აღიარებდნენ. ანტიქრისტეს ფიგურა – კარიკატურა-გროტესკია კრავისა, რომელიც,
ვითომც, სამყაროს დასაწყისში იქნა შეწირული; ეს არის ლაქა ქრისტეზე, მისი
პაროდირება. რომის იმპერიის ზეობა, რომელიც ამაყად და მკრეხელურად ხოტბას
ასხამდა საკუთარ თავს, ქრისტიანებში ცხადდებოდა სატანისტურ, ანტიქრისტესეულ
ძალად ისტორიაში, მაგრამ არა ღვთაებრივ ჭეშმარიტებად, როგორც ამას იმპერიის
მესვეურთა ტიტულები გამოხატავდნენ («ავგუსტუსი» , – რომის იმპერატორთა
დინასტიური ტიტული, – ბერძნულად «სიბასტრისი», ნიშნავს «წმინდანს»,
«კურთხეულს», «კურთხევის მომცემს»). იოანე ღმრთისმეტყველის მოწმობით: «და
მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქსა ჰგავდა, და ფეხნი მისნი, როგორც დათვის ფეხნი, და
ხახა მისი, როგორც ხახა ლომისა; და მისცა მას ურჩხულმა ძალი მისი და ტახტი მისი
და ხელმწიფება დიდი... და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს
ხელმწიფება, და თაყვანი სცეს მხეცს, და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცის მსგავსი? ვინ
შესძლებს მასთან ბრძოლას? და მიეცა მას პირი მზვაობად მეტყველი და მგმობელი,
და მიეცა მას ხელმწიფება, რათა იბრძოდეს ორმოცდაორი თვე...» (იოანე, გამოცხ. თ-
13: 2, 4, 5). ყველაზე სრული და გავრცელებული დახასიათებით ანტიქრისტე –
ესააცოდვათა ადამიანი, ძე დაღუპვისა, ძე ბედისწერისა, რომელიც დაუპირისპირდა
ყველას და ყველაზე აღმატებულად გამოაცხადა თავი; ვინამაც ღმერთად და
წმინდანად შერაცხა თავი; იგი აღტახტდება ღვთის ტაძარში და თავს ღმერთად
შემოგვასაღებს. ადამიანები გახდებიან თავმოყვარენი (და არა საკუთარი თავისადმი
სიყვარულით გამსჭვალულნი!), ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, გაუტანელნი,
აზრბოროტეულნი, მშობელთა არაპატივისმცემელმი, უმადურნი, უღირსნი,
არამეგობრულნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მკაცრნი, სიკეთის არ
მოყვარულნი, გამყიდველნი, კადნიერნი და გაიზიარებს თეზისს ლოგოსის
სხეულებრივი ხორცშესხმის შეასხებ, არის ანტიქრისტე; რომ ყოველი სული,
რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, რომ იდი განკაცებული, არა არს ღმრთისაგან,
– ეს სული ანტიქრისტეა. ქრისტიანიზმის შემდგომ ისტორიაში ანტიქრისტეს სახე
იყო ეფექტური , უღალატო იარაღი მის მრავალ მიმდინარეობათა მიმართ:
პროტესტანტები ანტიქრისტედ რომის პაპს ნათლავდნენ, კათოლიკენი კი
ანტიქრისტეში მარტინ ლუთერს მოიაზრებდნენ.. (2 )ფრიდრიჰ ნიცშეს ბოლოსწინა
ნაშრომის – « ანტიქრისტე . კრულვა ქრისტიანობას» – ცენტრალური
ფიგურანტი(??).ანტიქრისტედ გამოყვანილ პერსონაჟში არაორაზროვნადაა
ავტორიზებული თავად ნიცშე. აი, რას წერად იგი მელვილ ფონ მაიზენბურგისადმი
1883 წლის 3-4 აპრილს გაგზავნილ წერილში: «გნებავთ, რომ გაიგოთ ჩემი ერთ-ერთი
სახელთაგანი? საეკლესიო ენაში არსებობს ამგვარი თქმა: მე ვარ... ანტიქრისტე».
თუმცა ნიცშეს ანტიქრისტეობა პოზიციურად ისე განსხვავებულია ტრადიციული
ათეიზმისაგან (ანტიქრისტიანობისაგან), როგორც ცა და მიწა. ათეიზმი
კარდინალურად უარყოფდა ღმერთის არსებობას, როცა ნიცშე აღიარებდა, რომ
«ყმაწვილობაში იხილა ღმერთი მთელი თავისი ბრწყინვალებით». ნიცშეს პოზიცია
უფრო ჯანყს გვაგონებს, გადალახვას, ვინემ ღმერთის შიშველ და უსაფუძვლო
უარყოფას ათეისტისას. წმინდანები ნიცშესათვის «შხამიანი ობობებია სიცოცხლის
ხეზე», «ადამიანის პარაზიტისტული ტიპი». ამავე დროს თვლის, რომ, სახელდობრ,
ქრისტიანობამ გამოძებნა ყველაზე ფაქიზი სახეები ადამიანურ საზოგადოებაში.

418
ეკლესია, მისი აზრით, ყველაზე მომაკვდინებელი მტერია იმისა, რაც კი
კეთილშობილი ყოფილა დედამიწაზე. მას სურს ფეხქვეშ გათელოს ყოველი სიდიადე
ადამიანისა. იგი გუნდრუკს უკმევს ყოველივე ავადმყოფურს, უმწეობასა და
სისუსტეს. თუმცაღა, ეკლესიაში ნიცშე ერთგვარ, განსაკუთრებულ ხელისუფლებასაც
ხედავს: ეკლესია უფრო კეთილშობილი დაწესებულებაა, ვინემ სახელმწიფო. ნიცშეს
ორმაგი სტანდარტიზმი შეიძლება მისი წარმომავლობით აიხსნას – დაიბადა
პროტესტანტ წმინდანთა ოჯახში და ესსიახლოვე ქრისტიანიზმთან მისთვის ძალზე
მნიშვნელოვანი გახლდათ, მით უფრო, რომ მისი მტკიცებით, ქრისტიანთა
უმრავლესობა – არასრულყოფილი ქრისტიანები გახლდათ (კ. იასპერსი ნაშრომში, –
«ნიცშე და ქრისტიანობა» წერდა: «განაცხადულის, მოთხოვნილის და სინამდვილის
ერთმანეთისგან განყოფა-განწვალება, ოდითგან ქრისტიანობის მამოძრავებელი ძალა
იყო». იასპერსის თვალსაზრისით, ნიცშესეული ვნებიანი სიძულვილის მთავარი
განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან ვერ განყო და ვერ გაავლი
«სადემარკაციო» ზღვარი ქრისტიანობას, როგორც სინამდვილრსა და ქრისტიანობას,
როგორც მომთხოვნელობას შორის. ამან იქამდე მიიყვანა, რომ იგი უბრალოდ კი არ
განდგომიოდა ქრისტიანოაბს, არამრდ გადაელახა იგი ზექრისტიანობით. ნიცშე
ეყრდნობოდა იმავე ძალრბს, აღნიშნავდა იასპერსი, რომლებმაც თავიდანვე
დაამკვიდრეს ქრისტიანიზმი... კ. იასპერსი, «ნიცშე და ქრისტიანობა»). ნიცშემ თავისი
ცნობილი სიტყვებით, – «ღმერთი მოკვდა», – დიაგნოზი დაუსვა თავის
თანამედროვეობას. რითი მოკვდა ღმერთი? პასუხი ნიცშეს უამრავი აქვს,
რომელთაგან ყველაზე სრულყოფილად მხოლოდ ერთი მიიჩნევა: ღმერთის
სიკვდილის მიზეზი ქრისტიამობაა. ქრისტიანობა, როგორც მოძღვრება და დოგმა,
უცხოა ნიცშესათვის. იგი მასში ადამიანური ჭეშმარიტების მხოლოდ სიმბოლურ
ფორმას ხედავს, ყფრო ზუსტად, – ადამიანურ ჭეშმარიტებას გამოხატულს
სიმბოლურ ფორმაში. ქრისტიანიზმი ნიცშესათვის უკუღმა, გადაბრუნებული
ყოფიერებაა, დაცემული და გაფუჭებული. ქრისტიანიზმი, ნიცშეს თანახმად,
თანაგრძნობის, სიბრალულის რელიგიაა. ნიცშეს მსოფლაღქმაში ცენტრალური
ადგილი ტანჯვისა და თანატანჯვის, თანაგრძნობის დაპირისპირებას. ტანჯვა
თვითგანსაზღვრის, თვითდამკვიდრების და საკუთარ თავზე ძალაუფლების
ამაღლებაა. უმაღლესი ჯანმრთელობა ესაა უნარი, გადააბიჯო საკუთარ
ავადმყოფობასა და ტკივილებს. თანაგრძნობა – პირიქით, აქვეითებს ნებელობას
ხელისუფლებისაკენ. ქრისტიანობა ესაა სინამდვილიდან გაქცევა, თვით სიცოცხლის
უარყოფა. «ანტიქრისტეში» გამოთქმული თვალთახედვით მოციქული პავლრ,
ყველაზე განათლებული და მოაზროვნე, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა
ქრისტიანიზმის ისტორიაზე, მის თეოლოგიურ კონცეფციებზე, ნიცშეს აზრით,
ყველაზე საძულველი პიროვნებაა. იგი ერთმანეთს უპირისპირებს ქრისტესა და
პავლეს. ქრისტეში, დიდი ფილოსოფოსი, ერთგვარ დიონისურ საწყისსაც კი ჭვრეტს.
«არსებითად, იყო ერთი ქრისტიანი, და ისიც ჯვარზე აღესრულა». ნაწარმოებში, –
«ასე ამბობდა ზარატუსტრა», – ნიცშე სადღაც სინანულითაც კი აღნიშნავს ქრისტეს
შესახებ: «ჭეშმარიტად, ძალიან ადრე მოკვდა ის ებრაელი... და ახლა უამრავთათვის
საბედისწერო შეიქნა მისი ადრე სიკვდილი... რად არ დარჩა იგი უდაბნოში, შორს
კეთილთა და მართალთაგან! ხომ შეიXლებოდა ესწავლა მას სიცოცხლე და ესწავლა
სიყვარული მიწისადმი, და ესწავლა სიცილი! მერწმუნეთ, ძმანო ჩემნო! იგი ძალზე
ადრე მოკვდა, იგი თავად განდგებოდა თავისივე მოძღვრებისაგან, თუ კი ჩემი ხნის
მოიყრებოდა! საკმაოდ კეთილგონიერი იყო იგი, რათა განმდგარიყო. მაგრამ იგი

419
უმწიფარი გაზლდათ... («ასე ამბობდა ზარატუსტრა»)...». ქრისტიანობის წყაროს
ნიცშე ანტიკურობაში ეძებდა. ანტიკურობამ შვა ქრისტიანიზმი და ნიცშესთვის
სოკრატესი და პლატონი ამ მოვლენის წინასწარმეტყველნი და მაუწყებელნი გახდნენ.
ნიცშეს თქმით, ამ რელიგიამ თავისთვის აირჩია ყველა გამოვლენა მარადკარგვადი
და ქრობადი სიცოცხლისაგან – ზვარაკობა, ასკეტოზმი, სამყაროს უარყოფის
ფილოსოფია... როგორც ნიცშე შენიშნავს, მან გაიმარჯვა თავისი ისტორიული
ფესვების წყალობით – იუდაიზმით. «ებრაელრბი, – ახასიათებს ნიცშე, – ყველაზე
შესანიშნავი ხალხია მსოფლიო ისტორიაში, რადგან ისინი იმთავითვე წარდგნენ
წინაშე კითხვისა: ყოფნა თუ არყოფნა და ამ საშინელების გაცნობიერებით და მთელი
შეგნებით აირჩიეს ყოფნა რა ფასადაც უნდა დაჯდომოდათ იგი. და ეს ფასი გახლდათ
რადიკალურად დაემახინჯებინათ, გაერყვნათ და გაეუკუღმართებინათ მთელი
ბუნება». როგორც ნიცშე ამბობს, მხოლოდ ებრაელებმა გაიმიჯნეს ყველა ის პირობა,
რომელშიც იყო შესაძლებელი ადამიანთა არსებობა. მათ დაამახინჯეს ფასეულობანი,
გამოიგონეს მორალური იდეალები, რომელიც მათ უძლურებას ძლიერებად აქცევს,
ხოლო მათ არარაობებს – ფასეულობებად. სწორედ აქ გამოვლინდა (ნიცშეს
ფსიქოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება) ინსტინქტი რესსენტიმენტ
(ბოროტება, ავმახსოვრობა), რომლის ჭრილიდან მთელი ყოფიერება ბოროტეულად
ჩანდა. ეს ავმახსოვრობა, შურისმაძიებლობა, სიძულვილი, რომელსაც გვერდი-გვერდ
მიაცილებდა ებრაელობის უმწეობის შეგრძნება და ებრაული დეკადანსი, შეიპმნა
რესსენტიმენტ-ის ის პირობა, რომელმაც ჯვარზე აიყვანა ადამიანი. სწორედ ეს
რესსენტიმენტ გამოაცხადა ნიცშემ მთელი ქრისტიანული სამყაროს ბაზისად. იესო
ნიცშესთვის ვინმე კაცია, რომელსაც ფსიქოლოგიური დახასიათება უნდა მიეცეს. და
ვინ არის იესო? – ის, ვისაც მოაქვს ახალი ცოდნა? – აარ! – პასუხპბს ნიცშე, – იგია
ის, ვისაც მსოფლიოში მოაქვს ახალი ცხოვრებისეული პრაქტიკა. ამ პრაქტიკას
ნეტარების თვითმიზანი აქვს – იგრძნოს თავი საკუთარ სახლში იმ სამყაროში
რომელშიც ვერანაირი სინამდვილე ვერ შეძრავს. ესაა მისი შინაგანი სამყარო. ნიცშე
გაგებას «გმირისა» და «გენიისას» უპირისპირებს ქრისტეს. ქრისტე გმირი არაა,
როგორც ამას ევანგელისტებიი გვიხატავენ. ნიცშეს გაგებით იგი უმწეო, უსუსური,
წინააღმდეგობის უნარს მოკლებული, რომელსაც ხელის განძრევაც კი არ შეუძლია
საკუთარი ბედის, თუნდაც იოტისოდენ შესაცვლელად. უფრო მეტიც, გამომდინარე
ნიცშეს შეხედულებებიდან, მას არც უნდა ეს, რადგან მისი მონური ფსიქოლოგია, თუ
შეიძლება ასე გამოიხატოს, ვერაფრით სწვდება ნიცშესეულ ჯანყის სიდიადეს. იგი
ვერასოდეს გარდაიქცევა ნტრად. ყოველივე ეს, როცა ხდება იესოსა «გმირის»
შეპირისპირება. ხოლო როცა ნიცშე აყენებს საკითხს ქრისტე და «გენია»,
ფილოსოფოსი აქ ძალზე შორს მიდის: «თუ ფიზიოლოგის სიმკაცრით ვიმსჯელებთ,
აქ უფრო უპრიანი იქნებოდა სრულიად სხვა სიტყვა – სიტყვა «იდიოტი».
ნიცშესთვის რენანი კი არა, დოსტოევსკი იყო ის, ვინც შეიცნო ქრისტე. ამიტომ
«იდიოტი» აქ თანაფარდია «წმინდანისა», რაც მტკიცდება კიდეც შერწყმაში –
«წმინდა იდიოტი». თითქოს, ამ ოდიოზური დახასიათების შემდეგ, ერთგვარად უკან
იხევს. იგი აცხადებს, რომ ქრისტე ქრისტიანობის ფუძემდებელი კი არა, ამ
თეოლოგიის იარაღი და საშუალება იყოო; რომ იდი ქრისტიანიზმის იდეოლოგთაგან
შექმნილი და მათგან პროვოცირებულად «შემოტანილი» გმირი გახლდათო, – სახე
მხსნელისა, რომელშიც უმთავრესი მხოლოდ სიკვდილი და აღდგომა ყოფილიყო...
«არაფერია უფრო აეაქეისტიანული, ვიდრე ის უხეში ეკლესიური გაგება
ღმერთისა,როგორც პიროვნებისაგაგება მომავალ «ცათა სასუფევლისა», მიღმიური

420
«ციური სამეუფოსი», «ღნერთის ძეობისა», სამების მეორე სახედ წარმოჩენისა, – ეს...
მსოფლიო-ისტორიული ცინიზმიასიმბოლოთა შებთალვისა». ნიცშეს იდეით, ქრისტე
ადამიანთა დასახსნელად კი არ მომკვდარა, არამედ იმისთვის, რომ ეჩვენებინა
როგორ უნდა გეცხოვრა... (ეჰ, საწყალი ნიცშე!!!)
ანტირომანი – XX ს. დას. ევროპის ლიტერატურაში ეპიკურ პროზაულ
ნაწარმოებთა ზოგადი სახელწოდება, რომელიც უგულვებელყოფს რომანის არსებით
ნიშან-თვისებებს. ახასიათებს არათხრობითი ელემენტები, დროთა შორის
საზღვრების წაშლა, აბსტრაქტულობა, უკიდურესი «ინტელექტუალიზმი», ჭარბი
სიმბოლიკა და სხვ. მაგ: ჯ. ჯოისის «ულისე», ფინეგანის «ქელეხი», ფ. კაფკას, ვ.
ვულფის რომანები. დასრულებულ სახეს იღებს ე. წ. ფრანგულ «ახალ რომანში».

ანტისეპტიკა (ლათ. ანტისეპტიცა) – ინფექციასთან ბრძოლის ქიმიური


საშუალება.
ანტისთენ ათენელი – (დაახლ. 435-370 წ. წ. ჩვ. წ-მდე)სოკრატეს მოწაფე. ე. წ.
კინიკური სკოლის დამაარსებელი. განავითარა სოკრატეს მოძღვრება და მხოლოდ
ერთეულის შესახებ ცოდნას თვლიდა ჭეშმარიტად. აკრიტიკებდა პლატონის
მოძღვრებებს იდეებზე (როგორც დამოუკიდებლად არსებულ არსებულ ზოგად
ცნებებზე) და ასაბუთებდა მხოლოდ ერთეული საგნების არსებობას.

ანტისთენე (Aნტისტჰენეს) ათენელი (435-375 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ძველი ბერძენი


ფილოსოფოსი, სოკრატეს მოწაფე, კანონიკური (ცინიკური)სკოლის დამაარსებელი.
მუშაობდა რა ეთიკურ პრობლემებზე, ა-მ განავითარა სოკრატეს აზრი, რომ
ბედნიერება და სათნოება თვით ადამიანშია ჩადებული და მთლიანადაა
დამოკიდებული მის ნებასა და გონებაზე. ა. თვლიდა, რომ ბედნიერება ემთხვევა
სათნოებას და ადამიანის შინაგან თავისუფლებაშია მოთავსებული, ყველაფერ
გარეგნულისგან სრულ დამოუკიდებლობაშია, პირველ რიგში საზ-ისაგან. ის
ითხოვდა პიროვნების ავტონომიას, ანუ თავისუფლებას საზ-ბრივი და რელიგიური
კანონებისაგან. ამ დამოუკიდებლობის მიღწევა, ა-ს თვალსაზრისით, შეიძლება
მოთხოვნილებების შეზღუდვის, ადამიანისბუნებრივი
მდგომარეობისუბრალოებასთან დაბრუნების გზით, იმ უბრალოებასთან, რომელსაც
ცივილიზაცია არ შეხებია. ამიტომ ა., როგორც სხვა კინიკოსები, უარყოფდა
გრძნობიერ სიამოვნებებს, გარეგნულ სიკეთეს, სიმდიდრესა და ფუფუნებას,
აუცილებლად მიიჩნევდა მხოლოდ ბუნებრივ ადამიანურმოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებას. ის აკრიტიკებდა ცივილიზაციას რომელმაც
წარმოშვაუთანასწორობა და განსხვავებულობა, უარყოფდა საზ-ბრივ და პოლიტიკურ
მოღვაწეობას. მიუთითებდა მონებსა და მათ ბატონებს შორის განსვავებულობის
არაბუნებრიობაზე. ა-ს ეთიკური შეხედულებები ირეკლავდა (სახავდა) ათენის საზ-
ის გაღარიბებული ფენების იდეოლოგიას. მისი ქადაგება ბუნებრივი
მდგომარეობისაკენ დაბრუნების შესახებ დიოგეემ აიტაცა, ვინც თავისი ცხოვრების
წესით უარყოფდა კულტურისა და ცივლიზაციის მოთხოვნებს.
ანტისთენე – ბერძენი ფილოსოფოსი, კინიკური სკოლის დამაარსებელი, ჩვ. წ-
მდე დაახლ. 444-366 წ. წ. ის ათენში დაიბადა და ცხოვრობდა. დედამისი თრაკიელი
მონა იყო, ამიტომაც ანტისთენეს ხშირად წააყვედრებდნენ ხოლმე, რომ ის მკვიდრი
ათენელი არ იყო. ანტისთენე პასუხობდა, რომ თვით ათენელები არაფრით არ არიან
ათენელ ათენელ მკვიდრ მცხოვრებლებზე – ლოკოკინებსა და ჭრიჭინებზე უფრო
გვაროვანნი. ცნობილია, რომ ანტისთენე მონაწილეობდა ათენელთა ბრძოლებში

421
სპარტელთა წინააღმდეგ ტანაგრასთან და თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა
მებრძოლმა. ფილოსოფოსმა სოკრატემ იხუმრა ამის გამო: ათენის მკვიდრ
მცხოვრებთა შორის ჩვეულებრივ არ გვხვდებიან ასეთი ვაჟკაცი მეომრები. თავიდან
ანტისთენე გორგიასთან სწავლობდა,მაგრამ სოკრატე რომ გაიცნო, მიატოვა
რიტორიკის შესწავლა და თავი მიუძღვნა ფილოსოფიას. ის პირეოსში ცხოვრობდა და
ყოველდღე რამოდენიმე კილომეტრზე მიდიოდა ათენში, სოკრატესთვის რომ
მოესმინა. ანტისთენემ ცალმხრივად მიიღო სოკრატეს მოძღვრება. სოკრატე
ქადაგებდა ზომიერებას. ანტისთენეს გონიერი ზომიერება დაჰყავდა გაჭირვებით
ცხოვრებასა და ასკეტიზმამდე. ის უარყოფდა არა მარტო სიმდიდრეს, არამედ
შეძლებულად ცხოვრებასაც. სიკეთედ თვლიდა სიღარიბეს,იცვამდა როგორც ღატაკი.
სოკრატემ ერთხელ უთხრა: – ანტისთენე, შენი ლაბადის ნახვრეტიდან, შენი
პატივმოყვარეობა ჩანს. სოკრატეს გარდაცვალების შემდეგ ანტისთენემ განაგრძო
ფილოსოფიის სწავლება კინოსარგში – გიმნასიაში, რომლის სახელწოდება
ითარგმნება როგორც თეთრი ძაღლი. ამიტომაც ანტისთენეს მიმდევრებს უწოდეს
კინიკოსები ანუ ცინიკოსები. სხვა ვერსიით ეს სახელწოდება მას მერე გაჩნდა, რაც
პლატონმა ანტისთენეს მოწაფეს სინოპელ დიოგენეს ძაღლი უწოდა (რაც ბერძნულად
ჟღერს როგორც კინიკოს). ანტისთენე და მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ
სწორედ ისინი წარმოადგენენ სოკრატეს ფილოსოფიის ჭეშმარიტ გამგრძელებლებს
და მტრობდნენ პლატონს, რომელიც იმავეს ამტკიცებდა. ანტისთენე უარყოფდა
ღმერთთა თაყვანისცემას, მტრულად იყო განწყობილი ნებისმიერი სახელმწიფო
წყობილებისადმი, საზოგადოებრივი წესების მიმართ და საერთოდ სამშობლოს
მიმართაც კი. სიტყვა «კინიკოსმა» ანუ «ცინიკოსმა» ამიტომაც დროთა განმავლობაში
სხვა შინაარსი მიიღო. ასე უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც მტრულად უყურებენ
ზნეობრიობისა და მორალის საზოგადოდ მიღებულ ნორმებს. ანტისთენემ
ფილოსოფოსებს შორის პირველმა დაიწყო ტარება მოკლე ლაბადისა, რაც მონების
ტანსაცმლად ითვლებოდა. მათხოვრის გუდისა და არგნისა – «ჰერაკლეს კომბლისა».
ყველა მისი მიმდევარი ცდილობდა, მისთვის მიებაძა ამაში. შემოინახა ანტისთენეს
მრავალი გამონათქვამი და ისტორიული ანეკდოტები მასზე. ყველაზე ცნობილია მათ
შორის გადმოცემა ანტისთენესა და ფილოსოფოს ზენონ ელეელის კამათის შესახებ.
ზენონი ამტკიცებდა, რომ მოძრაობა არ არსებობს და ამას ამტკიცებდა რთული
ლოგიკური მსჯელობით. ანტისთენეს არ შეეძლო ამ ლოგიკური მტკიცებულებების
უარყოფა, მაგრამ ჩაფიქრებულმა დაიწყო ბოლთის ცემა კამათის მონაწილეთა წინაშე,
რომ ეჩვენებინა, რომ მოძრაობა არსებობს, მიუხედავად ყოველგვარი ლოგიკური
მოსაზრებისა. ერთხელ მოწაფემ ჰკითხა ანტისთენეს, რა მოემზადებინა მასთან
საუბრისათვის. – მოამზადე წიგნაკი (ჩანაწერებისათვის), ოღონდ გონებასთან
ერთად, საწერი კალამი, ოღონდ გონებასთან ერთად, საწერი ცვილიანი დაფა, ოღონდ
გონებასთან ერთად, – უპასუხა ანტისთენემ. მეორე მოწაფემ შესჩივლა, რომ დაკარგა
მისი საუბრების ჩანაწერები. – საჭირო იყო გულში ჩაგემარხა – უთხრა ანტისთენემ.
როდესაც ერთი ქურუმი ხატავდა, რა კარგად არიან იმქვეყნად იმათი სულები, ვინც
სიცოცხლეში არ სცოდავდა, ანტისთენემ ჰკითხა: – მაშ, შენ რატომ არ ჩქარობ
სიკვდილს? ანტისთენე ამბობდა, რომ გზაში თან უნდა წაიღო მხოლოდ ის, რის
დაკარგვაც შეუძლებელია. ის ურჩევდა ყველას, არ უგულებელყოთ მტრები,
ვინაიდან პირველნი ისინი ხედავენ ჩვენს შეცდომებს. მისი სიტყვით, სახელმწიფო
კვდება მაშინ, როდესაც ადამიანები ვეღარ გაარჩევენ კარგსა და ცუდ ადამიანებს
ერთმანეთისაგან. როდესაც მას ჰკითხეს, რომელი მეცნიერებაა ტველაზე საჭირო, მან

422
თქვა: – არასაჭიროს დავიწყების მეცნიერება. ხოლო კითხვაზე, თუ რა მისცა
ფილოსოფიამ, უპასუხა: – ფილოსოფიამ მასწავლა ჩემს თავთან საუბარი. ანტისთენე
ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. როდესაც ტკივილისაგან იტანჯებოდა, მან
წამოიძახა: – ოჰ, ვინ დამიხსნის ტანჯვისაგან! ყველაზე ახლობელმა მოწაფემ,
დიოგენე სინოპელმა ხანჯალი განარიდა – მე ვIქვი: ტანჯვისაგან და არა
სიცოცხლისაგან, – შეეკამათა ანტისთენე. მისმა მოძღვრებამ დიდი ზეგავლენა
მოახდინა სტოიკოსების ფილოსოფიასა და ფილოსოფოს ეპექტეტეს მოძღვრებაზე.
ანტისთენეს ეკუთვნის მრავალი ფილოსოფიური ტრაქტატი სულ სხვადასხვა
თემებზე. ტიმონ ათენელი, რომელიც დასცინოდა ფილოსოფოსებს, მას უწოდებდა
«უდიდეს ყბედს». არა იმიტომ, რომ გამდიდრება უნდოდა. თავისი ცხოვრებისეული
დანიშნულება რომ განესაზღვრა, დიოგენემ დელფოს ორაკულს ჰკითხა, რა საქმეს
მოვკიდო ხელი – გადააფასე ფასეულობანი, – უპასუხა პითიამ.
ანტისთენე – ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოწაფე. კინიკური სკოლის
დამაარსებელი. უმაღლესი და ერთადერთი სიკეთე, რომელსაც მივყავართ
ნეტარებასთან, – სათნოებაა, რაც შედგება მოთხოვნილებებისა და
თვითდაკმაყოფილების არარსებობაში.

ანტისტროფი – (თეატრ.) ანტიკურ ტრაგედიაში ქოროს სიმღერის ლუწი


სტროფი, რომელიც რიტმის მიხედვით იმეორებდა მის წინამორბედ (კენტ) სტროფს.
ანტისტროფს თან ახლდა ქოროს რიტმული მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ
(დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ), ხოლო სტროფს – შესაბამისი მოძრაობა
მარჯვნიდან მარცხნივ. თუ ქორო შედგებოდა ორი ნახევარქოროსაგან, ანტისტროფს
ასრულებდა მეორე ნახევაექორო. ყოველი წყვილი სტროფის რიტმული
სხვადასხვაობა უფრო მეტ გამომსახველობას ანიჭებდა გმირების განცდებს.
ანტისუია - ინტების (ინდიელები) ქვეყნიერების მითოლოგენის -
ტაჰუანტისუიას, ანუ ქვეყნიერების ოთხი კიდის (ანუ 4 ოლქის - სუიას) ერთ-ერთი
კიდე - შეესაბამება ჩრდილო-აღმოსავლეთს (იხ. ტაჰუანტისუია. Энцик. Символов
Крол-пресс). ამ მითოლოგების სქემითაა აგებული ინკების დედაქალაქი კუსკო (იხ.).
ანტისხეულები – ლეიკოციტების (იხ.) ხუთი სახეობიდან ყველაზე
საინტერესოა ლიმფოციტები (იხ.). ლიმფოციტების მოღვაწეობის შედეგად სისხლში
წარმოიქმნება სპეციალური ცილები – ანტინაწილაკები. ანტისხეულებ
წარმოიშობიან უცხო გვარის ცილების, შხამიანი მიკრობების და სხვა ანტიგენური
ნივთიერებების გამოჩენისას, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულნი არიან
სისხლში ინფექციის გამოჩენასთან (აღმგზნებებთან, აღმძვრელებთან). როგორც კი
ორგანიზმში აღმოჩნდება ანტიგენი, გამომუშავდება მისი შესაბამისი ანტისხეულები,
რომლეიც რეაქციაში ერთვებიან «აგრესორებღან» და ანეიტრალებენ მათ. ეს ქიმიური
იმუნიტეტია (იხ.). განსაზღვრული ანტისხეულების გამომუშავებისუნარი სახეობის
მემკვიდრეობითობის ნიშანია. ამ შემთხვევაში საუბარია მემკვიდრეობით ქიმიურ
იმუნიტეტზე.
ანტისხეული (ლათ. ანტიცორპორა) – ანტიგენის შეყვანის შემდეგ ორგანიზმში
საპასუხოდ წარმოქმნილი იმუნოგლობულინური ცილა.

ანტითეახისი – იხ. ტრიადა.


ანტიტრინიტრიები – რეფორმაციის დროიდან მოღვაეობდნენ . გამოჩენილი
წარმომადგენლები არიანა. მიხაილ სერვა,იოჰ. კომპანიესი.
ანტივირუსი (ლათ. ანტივირუს) – ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებანი.

423
ანტივიტამინი (ლათ. ანტივიტამინუმ) – ვიტამინების საწინააღმდეგო
ნივთიერებები.
ანტოდა – იხ. ოდა.

ანთოლოგია («ყვავილების საკითხავი», «ყვავილნარი») – ზვ. ამბავთა,


თქმულებათა, ეპიგრაფთა და სხვათა კრებული. განსაკუთრებით ცნობილია
«ანთოლოგია პალატინა», რაც კონსტანტინე კეფალასის სახელითაა ცნობილი და
დაახლოებით 900 წ. შედგენილი ბიზაანტიაში. იგი 1606 წ. აღმოაჩინეს პფალტის
ბიბლიოთეკაში.
ანტონ პადუელი – წმინდანი1195-1231 წ. წ. 1220 წ. შევიდა ფრანცისკელთა
ორდენში. ქადაგებდა მონანიებას საფრანგეთსა და იტალიაში. კანონიზებულია1232 წ.
ცხოველთა პატრონად (მფარველად) ითვლება.
ანტონ პეჩერელი – წმინდანი. რუსულიბერ-მონაზვნობის დამაარსებელი.
დაიბადა 982 წ. ლუბეჩში. საერო სახელი ანტონი. ბერად აღიკვეცა ათონზე. დააარსა
კიევის პეXერის მონასტერი. გარდაიცვალა 1073 წლის 10 ივლისს.
ანტონ რომაელი – ღირსი მამა. დაიბადა 1067 წ. რომშიდაახლ. 1087 წ. ბერად
შედგა. გადმოცემით, ნოვგოროდში მიცურდა ქვაზე მჯდომარე 1106 წ. აქ დააარსა
მონასტერი (იხ. ანტონ რომაელის ღვთისმშობლის დაბადების სახ. მონასტერი),
გარდაიცვალა 1147 წლის 3 აგვისტოს.
ანტონ რომაელის (იხ. აქვე) ღვთისმშობლის დაბადების სახელობის ბერთა
მონატერი ქ. ნოვგოროდში – დაარსდა 1116 წ. ღირსი მამა ანტონის მიერ.
დამაარსებლისა და 5 ძმა ალვანოვის, ნოვგოროდის მმართველების წმინდა ნაწილები
ინახება , აქვს მდიდარი საცავი. 1746 წ-დან სასულიერო სემინარია არსებობდა.
ანტონ სიისკის სამების ბერთა მონასტერი – დაახლ. 80 კმ-ში ქ.
ხოლმოგორსკიდან. დააარსა 1520 წ. ღირსმა მამამ ანტონ სიისკიმ. 1601 წ. აქ ბერად
აღიკვეცა თევდორე ნიკიტას ძე რომანოვი (შემდგომში პატრიარქი ვილარეტი). აქაა
მრავალი სიძველენი (ხელნაწერი სახარებები 1339 წ.).
ანტონელო და მესინა (Aნტონელლო და Mესსინა) (დაახლ. 1430-479 წ. წ.) –
ადრეული აღორძინების გამოჩენილი იტალიელი მხატვარი (მესონადან). მისი
შემოქმედება, როგორც ჯოვანო ბელინის (იხ. ბელინების ოჯახი) ხელოვნება,
ვენეციური სკოლის რეალისტური ტენდენციის სრიად თანამიმდევრული
ხორცშესხმაა. დაიბადა სიცილიაში, მარმარილოს ოსტატის ოჯახში. როგორც ჩანს
უსწავლია ნეაპოლელ მხატვარ კოლანტონიოსთან. უმოღვაწია მესინაში, ნეაპოლში,
ვენეციასა (1475-1476 წ. წ.) და მილანში. ახალგაზრდობის წლები «მომთაბარეობაში»
გაატარა, რამაც, ერთგვარად, ხელი შეუწყო ფართო და ენციკლოპედიური ცნობები
მიეღო მისი თანამედროვე ხელოვნების შეასხებ. ეკუთვნოდა ვენეციელ ოსტატთა
წრეს. მისმა შემოქმედებამ გარკვეული როლი შეასრულა ვენეციური სკოლის
ჩამოყალიბებაში. ნეაპოლმა განსაკუთრებული და არსებითი გავლენა ქონია
ანტონელო და მესინას ინდივიდუალობაზე. ჰერცოგ ალფონსო არაგონელის კარზე
მას საშუალება მიეცა გასცნობოდა და შეესწავლა ნიდერლანდელ მხატვართა – იან
ვან ეიკისა და როგირა ვან დერ ვეიდენის მხატვრული სტილი, ამავე დროს,
დაუფლებოდა ზეთით ფერწერის ხელოვნებას, რაც ჯერაც ნოვატორული იყო
ვენეციური სკოლისათვი. ყოველივე ამან, ფერთა გადაწყვეტის უჩვეულო
გამომსახველობითი და სიღრმისეული თვისებები შესძინა მის შემოქმედებას.
ნეაპოლშივე შეეძლო მას, გასცნობოდა ესპანელ და კატალონიელ მხატვართა მაერებს.
ადრეული პერიოდის ნამუშევრებში შესამჩნევია ჩრდილოური სკოლის გავლენაც. XV
424
ს-ის დასასრულისათვის ყურადღების ცენტრში გიურერისა და მემლინგის (იხ.იხ.)
ნამუშევრები ექცევა, თუმცა ვენეციელი ავტორიტეტები, ჯორჯონესა და ჯოვანი
ბელინის ნახვით, მოგვიანებით დამაჯერებლად უჭერენ მხარს ჩინკვეჩენტოს
ესტეტიკას (იხ. ჩინკვეჩენტო). მხოლოდ ანტონელო და მესინას შემოქმედებაში
ვხვდებით ნიდერლანდური ტრადიციებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს.
მაგალითად, მისი ადრეული «ჯვარცმა» და 1460-იანი წლების შემოქმედება. 1465-1474
წლებს განეკუთვნება «ქრისტე დამლოცველი», საკურთხევლის «ხარება» და უამრავი
«მადონა». მისი სურათების დეტალურობა, პეიზაჟებში ჰორიზონტის უმაღლესი
ხაზი, რელიგიური თემატიკის სურათების იკონოგრაფიული ტიპები აშკარად
ნიდერლანდური ტრადიციებიდანაა ამოსული. მისი შემოქმედების ნაყოფიერი
პერიოდი დაკავშირებულია ვენეციასთან, სადაც იგი ქმნის სან-კასიანოს მონასტრის
საკურთხევლის ფერწერას (შემონახულია ნაწულობრივ), რომელიც გვიანი ეპოქის
ვენეციური ფერწერის საკურთხევლის კომპოზიციის მისაბაძ ნიმუშად და
პროტოტიპად იქცა. ამავე პერიოდს განეკუთვნება ცნობილი «წმ. სებასტიანი» (1476
წ.). დიოკლეტიანისგან და მის მიმდევარ ქრისტიანთა მდევნელებისგან წამებული
წმიდა სებასტიანის თემა ძალზე პოპულარული იყო აღორძინების ხანის მხატვრებში,
რამდენადაც ეს თემა კანონიკურ რელიგიურ კომპოზიციებში ადამიანის შიშველი
სხეულის გამოსავის საშუალებას იძლეოდა. ანტონელო და მესინას ცხოვრებაში
წმინდანის სახე სრულიად მოკლებულია ტამჯვის ეკზალტიკურობას. სებასტიანი –
წამებული გამოხატულია მშვიდი ღირსებითა და სტოიკური სიდიადით, რაც
ადამიანის ჰუმანისტური გაგების პრინციპულ მახასიათებელს წარმოადგენდა
(«ამაღლება» და «ციურობა» ჯანოცო მანეტისთან). სიმშვიდის სიდიადეშია
გამოხატული წამებულის გარემომცველი სინამდვილეც. სებასტიანის ფეხებთან
ანტიკური კოლონაა, ხოლო სივრცე სინათლითა და ჰაერითაა გაჯერებული.
ანტონელო და მესინა რენესანსული პორტრეტის უდიდესი ოსტატია, რომლის
დიდებულ ნიმუშებად შეგვიძლია მივიღოთ მისი ე. წ. «ავტოპორტრეტი» (დაახლ.
1473 წ.), «კონდოტიერი», «მამაკაცის პორტრეტი» (1470-იანი წ. წ.). მის
თანამედროვეთ იტაცებდა ა. და მესინას პორტრეტთა თავშეკავებულობა და
განზოგადებულობა. ისინი მათში აფასებდნენ «სიმტკიცეს» და არა
ინდივიდუალურობას. ამ დროს ანტონელო და მესინასათვის უპირველესია
განყმეორებელი ადამიანური პიროვნულობა და სულის სრულიად განსაზღვრული
მდგომარეობა.
ანტონელო და მესინა (Aნტონელლო და მესსინა, დაახლ. 1430-1479 წ. წ. მესინა)
– Nადრეული აღორძინების გამოჩენილი იტალიელი ფერმწერი, ვისმა
შემოქმედებამაც, როგორც ჯოვანი ბელინის ხელოვნებამ, განსაზღვრა ყველაზე ყფრო
თანმიმდევრული გამოხატულება რეალისტური ტენდენციებისა ვენეციური სკოლის
ფერწერაში. დაიბადა სიცილიაში. სწავლობდა, როგორც ჩანს, მხატვარ
კოლანტონიოსთან, მუშაობდა მესინაში, ნეაპოლში, ვენეციაში (1475-1476 წ. წ.) და
მილანში. იმის გამო, რომ ხშირად გადაადგილდებოდა, ამან ზემოქმედება
მოახდინათანამედროვე ხელოვნებაზე ცნობების მრავალფეროვნებასა და
ენციკლოპედიურობაზე. რიცხავენ მას ვენეციელ ოსტატთა წრეში, იმასთან
დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ნამუშევრებს
აღნიშნული სკოლის ჩამოყალიბებაში. ნეაპოლმა მოახდინა მის ინდივიდუალობაზე
არსებითი ზეგავლენა. ჰერცოგ ალფონს არაონელის სასახლეში მას მიეცა
შესაძლებლობა შეესწავლა ნიდერლანდელი მხატვრების იან ვან ეიკისა და როგორ

425
ვან დერ ვეიდენის სტილი და აეთვისებინა ვენეციური სკოლისათვის ჯერ კიდევ
ახალი ზეთით ფერწერის ტექნიკა. მხატვარს შემდგომში ამან საშუალება მისცა
მიეღწია არაჩვეულებრივი გამომსახველობისა და სიღრმისათვის ფერთა შერჩევისას.
ნეაპოლში კი მას შეეძლო გასცნობოდა ესპანელ და კატალონიელ ოსტატთა მანერას.
მის ადრეულ შემოქმედებაში ნათლად ჩანსჩრდილოური მხატვრული სკოლის
მნიშვნელოვანი ზეგავლენა. მისი ცხოვრების უნაყოფიერესი ხანა დაკავშირებულია
ვენეციასთან. ის უდიდესი ოსტატია რენესანსული პორტრეტისა.
ანტონი – მოსკოვის მიტროპოლიტი, 1577 წ. ეპისკოპოსობისას ნება დართო
ივენე მრისხანეს IV ქორწინებას. 1580 წ. კრების თავმჯდომარე, რომელმაც შეზღუდა
მონასტრებისა და სასულიეროთა უფლება მიწის მფლობელობაზე.
ანტონი – ღირსი მამა, კრასნოხოლმსკის მონასტრის დამაარსებელი 1461 წ. ქ.
ბეჟეცკის ახლოს. გარდაიცვალა 1481 წ.
ანტონი – ღირსი მამა, სიისკი, ხატმწერი, არხანგელსკის გუბერნიაში დააარსა
სიისკის მონასტერი (იხ. ანტონ სიისკის სამების მონასტერი). გარდაიცვალა 1557 წ.
ანტონი ზუბკო (1797-7885 წ.წ.) ბელორუსი, მინსკის მართლმადიდებელი
არქიეპისკოპოსი. 1839 წ. ხელი მოაწერა უნიატური ეკლესიის შეერთებას
მართლმადიდებლებთან. იოსიფ სემაშკის თანამშრომელი დას. რუსული ეკლესიის
რეფორმაში.
ანტონიანელები – ანტინომისტური სექტაშვეიცარიაში, დააარსა ანტონ
უნტერნერმა (1761-1824 წ. წ.).
ანტონიელთა ორდენი გოსპიტალიერთა – დაარსებულია 1095 წ. საეროთა
კავშირი ავადმყოფთა მოსავლელად. 1297 წ. გადაკეთდა კანონიკთა საძმოდ. 1774 წ.
შეუერთდა მალტის ორდენს.
ანტონინუს ლიბერალისი (Aნტონინუს Lიბერალის) – ბერძენი გრამატიკოსი,
დაახლ. 150 წ. «მეტამორფოზები» ა. (41) აღებულია სხვადასხვა პოეტების პოეტებისა
და პროზაიკოსთა შემოქმედებიდან (რუს. თარგმანი ვ. ალექსეევის «преврашения» ს.პ.
ბ. 1890 წ.).
ანტონიუს პიუსის კოლონა – ანტონიუს პიუსი, რომის იმპერატორი ჩვ. წ-ის 138
წ-დან. ამ კოლონის ბაზა მორთული იყო რელიეფებით განსხვავებით სრულიად
პრიალა სვეტის ტანისაგან. ცალკეული სცენები ნაკლებადაა დაკავშირებული
ერთმანეთთან და ისინი ანტონიუსის აპოთეოზს ეძღვნებოდა, რომელსაც სენატმა
ზედსახელად «[იუსი» – «ღვYისმოსავი» უწოდა – კაცი, რომელიც «ასრულებდა
მოვალეობას ღმერთებისა და ნათესავების წინაშე». იმპერატორისა და მისი მეუღლის
– ფაუსტინას საკულტო თაყვანცემაში, რომელიც ასახულია კოლონის ბაზაზე,
მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ლეგიონერები, არამედ ღვთაებებიც. მაგ: ტიბერიმი –
მდ. ტიბრის პერსონიფიცირებული ღმერთი, ქალღმერთი რომა – მფარველი ქ.
რომისა და მცველი რომაული სახელმწიფოსი. ბარელიეფებზე გამოსახული
ფიგურები შესრულებულია ელინისტური ხელოვნების ტრადიციებით, კომპოზიციის
ცენტრს ანტონიუსისა და ფაუსტინას პორტრეტული გამოსახულებებია, რომელთა
გარშემო იუპიტერის წმიდა ფრინველი არწივები და ფრთაგანრთხმული გენიის (იხ.)
ფიგურებია. ბაზის მეორე მხარეზე წრიულად ამოტვიფრულია მეომართა ერთნაირი
ფიგურები, რომელთა ცენტრში რამდენიმე ლეგიონერის ფიგურაცაა.
ანტონიუსის ციხე-სიმაგრე - ციხე-სიმაგრე, რომელსაც სახელი უწოდა იროდ I
დიდმა (73-4 წ. წ. ჩვ. წ-მდე) თავისი პირველი რომაელი მფარველის გაიუს ოქტავიანე
ავგუსტუსის (ჩვ. წ-მდე 63 - ჩვ. წ. 14 წ. წ.) პატივსაცემად.

426
ანტონიუსის ციხე-სიმაგრე – აგებული იერუსალიმში იროდ დიდის მეფობის
პერიოდში (იროდმა ტახტი ხელში ჩვ. წ-მდე 37 წ-ს ჩაიგდო) (იხ იროდ დიდი).
ანტონიუსის ციხე-სიმაგრე – ციხე-სიმაგრე, რომელსაც სახელი იროდ I-მა
(დიდმა)(73-4 წ. წ. ჩვ. წ-მდე) დაარქვა თავისი პირველი რომაელი მფარველის, მარკუს
ამტონიუსის (ჩვ. წ-მდე 83-30 წ. წ.) პატივსაცემად, რომელიც უპირისპირდებოდა
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსს(ძვ. წ 63-ჩვ. წ. 4 წ. წ.). ეს ციხე-სიმაჰრე მდებარეობდა
იროდ დიდის სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ჰაბიციუს მოედანთან. ეს
ის მოედანია, რომელზეც დავობდნენ პილატე და იულეკელები, დაესაჯათ თუ არა ამ
მოედანზე ქრისტე.
ანტონოვიჩი მაქსიმ ალექსის ძე – *1835-1918 წ. წ.( რუსი ფილოსოფოს-
მატერიალისტი, პუბლიცისტი, დემოკრატი. ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის
თანამებრძოლი. «სოვრემენნიკის» თამანშრომელი (1859 წ-დან). სტატიები:
«თანამედროვე ფილოსოფის» (1861 წ.), «ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ» (1861 წ.),
«ბუნების ძალების ერთიანობა» (1865 წ.) და სხვა. აკრიტიკებდა კანტის აპრიორიზმსა
და აგნოსტიციზმს (იხ. აპრიორიზმი, აგნოსტიციზმი), ჰეგელიანელობას და სხვ.

ანტონოვიჩი მაქსიმ ალექსის ძე – მწერალი, დომ. 1835 წ. კრიტიკოსი


«სოვრემენნიკში» 1863-66 წ. წ.; ცნობილია თავისი სიმკვახით პოლემიკაში («ჩვენი
დროის ასმოდეოსი» – სტატია ტურგენევის წინააღმდეგ ნეკრასოვის გაკიცხვა).
ბუნებისმეტყველების მრავალი წიგნი თარგმნა. მუშაობდა გეოლოგიის დარგში.

ანტონსკი-პროკოპოვიჩი, ანტონ ანტონის ძე – ენციკლოპედიის პროფ.


ისტორიისა და სოფლის მეურნეობის მკვლევარი, მოსკოვის უნივერსიტეტის
რექტორი; 1711-1846 წ. წ. მისი მონაწილეობით დაარსდა რუსული სიტყვიერების
მოყვარულთა საზოგადოება.
ანთრაკოთერიუმები – ოლიგოცენში გაბატონებული ღორისნაირთა ოჯახი. იყო
ოთხი გვარის: საკუთრივ ანთრაკოთერიული, ელომერიქსი, ბოთრიოდონი და
ტელმატოდონი. ახლოს იდგნენ ჰიპოპოტამებთან (ბეჰემოტებთან). მიიჩნეოდნენ მათ
უშუალო წინაპრებად, რასაც მიანიშნებს მათი მდინერეებისა და ტბების დაჭაობებულ
ადგილებში ცხოვრება. ნამარხი ფორმა აღმოჩენილია სოფ ბენარაში (საქართველო,
ადიგენის რაიონი).
ანტრაქტი – (თეატრ.) 1. შესვენება სპექტაკლის მოქმედედბებს ან კონცერტის,
საცირკო წარმოდგენის განყოფილებებს შორის. გამოიყენება შემსრულებელთა და
მაყურებელთა დასასვენებლად, აგრეთვე დეკორაციების შესაცვლელად. 2.
მუსიკალური პიესა, რომელიც წარმოადგენს საოპერო ან დრამატული სპრქტაკლის
ერთ-ერთი მოქმედების (გარდა პირველისა) შესავალს. სრულდება შესვენების
შემდეგ, ფარდის გახსნის წინ. 3. მუს. ნაწარმოები, დაწერილი პიესის აქტებს შორის
შესასრულებლად.
ანტრაშა – ნახტომი, რომლის დროსაც გაჭიმული ფეხები გადაჯვარედინებით
ერთი მეორეზე გადააქვთ რამდენიმეჯერ. ორ ფეხზე მთავრდება: ენტრეცჰატ ვოყალ,
ენტვეცჰატ გუატრე, ენტვეცჰატ სიხ, ენტრეცჰატ ჰუიტ. ცალ ფეხზე მთავრდება:
ენტრეცჰატ ტვოის, ენტრეცჰატ ცინგ და ენტრეცჰატ სეპტ.
ანტრე – 1. შუასაუკუნეების ევროპაში კოსტიუმირებულ პერსონაჟთა გამოსვლა
სამეჯლისო დარბაზში სიმღერების და მუსიკალურ საკრავებზე დაკვრის
თანხლებით. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში ანტრე გახდა ბალეტის
პირველსახე; 2. XVII-XVIII ს-ებში წყვილი რაოდენობის მოცეკვავეთაგამოსვლა

427
ცეკვისა და პანტომიმის საშუალებით ბალეტის მოქმედების ერთი ნაწილის
წარმოსადგენად; 3. XIX-XX ს-ების ბალეტში (გაშლილი პა-დე-დეს, პა-დე-ტრუას, პა-
დაქსიონის) შესავალი ნაწილი, მოცეკვავე მამაკაცთა და ქალთა საერთო გამოსვლა; 4.
ერთი ან რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლა სცენაზე; 5.პას დე დეუხ, პას დე
ტროის, პას დ'აცტიონ, გრანდ პას და ა. შ. მუსიკალურ-საცეკვაო ფორმების პირველი
ნაწილი.

ანტრეპრენიორი – (თეატრ.) კერძო სანახაობითი დაწესებულების: თეატრის,


ცირკის მფლობელი, არენდატორი, მეფატრონე (საზღვარგარეთის ქვეყნებში).
ინგლლისში ეწოდება მენეჯერი, იტალიაში – იმპრესარიო, ამერიკაში –
პროდიუსერი. ანტრეპრენიორობა გაჩნდა პროფესიული დასების ჩამოყალიბებისას.

ანტრეპრიზა – საქმე, უფრო ხშირად კერძო თეატრის ანდა თეატრალური დასის


შენახვა.
ანტრეპრიზა – თეატრალური დაწესებულება, რომელსაც ქმნის და
ხელმძღვანელობს კერძო პიროვნება – ანტრეპრენიორი.
ანტრესოლი – (არქიტ.) 1. შენობის ზედა ნახევარსართული. 2. აივნისებრი
ჩანაშენი ოთახში მოწყობილი სასარგებლო ფართობის გაზრდის მიზნით.
ანტროპოფობია – ადამიანებთან შეხვედრის, ხალხთან ურთიერთობის
აკვიატებული შიში.
ანთროპოგენური (ბერძ. ანტჰროპოს – ადამოანი და გენესის – წარმოშობა) –
ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების წარმოშობისა და განვითარების
პროცესი. დარვინის, ჰექსლისა და ჰეგელის თეორიების მიხედვით – იგი წარმოიშვა
მესამეული პერიოდის უმაღლესი მაიმუნისგან. ანთროპოგენეზის მამოძრავებელი
ძალაა საზოგადოებრივ-შრომითი საქმიანობა (ფ. ენგელსი). I ეტაპი ავსტრალოპითეკი
ადამიან-მაიმუნი წარმ. 5 მლნ. წ. წინ (აფრიკა).
ანთროპოლატრია (ბერძ.) – ადამიანთა გაღმერთება.
ანთროპოლოგია (ბერძ. ანტჰროპოს ადამიანი და ლოგოს მოძღვრება) –
მეცნიერება ადამიანის შესახებ. აქვს ქვედარგები: 1. ფიზიოლოგია –
საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც სწავლობს და ხსნის ადამიანთა,
ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების საიდუმლოებსბს და მის ფუნქციონირებას;
2. 2. ფსიქოლოგია – მეცნიერება მშვინვის, როგორც არსებითის შესახებ,
განსხვავებით სულისგან. ამასთან, მშვინვის კავშირს სულთან და სხეულთან. ამავე
დარგის სფერო განიხილავს როგორც ინდივიდის ფსიქიკურ არსს და მის ბუნემას,
ასევე, ნერვულ სისტემათა მდგომარეობებს (იხ. ფილოსოფიური და მითოლოგიური
ასპექტები).
ანთროპოლოგია (ლათ. ანტჰროპოსადამიანი და ლოგოს მოძღვრება)(ბერძნული
ხომ არაა?) – მოძღვრება ადამიანის წარმოშობის, ევოლუციის,
მორფოფიზიოლოგიის, სქესობრივი, ასაკობრივ თავისებურებათა შესახებ.
ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი – ეთნოგრაფიის მუზეუმი
თითქმის 125 წელი კუნსტკამერის შემადგენლობაში იყო ხან განყოფილების, კი
კაბინეტის უფლებით. მაგრამ 1836 წელს ჩამოყალიბდა სპეციალურ მუზეუმად და
იმავე შენობაში დარჩა, მაშინ, როცა ბიოლოგიური პროფილის მუზეუმები (ასევე
კუნსტკამერის წიაღში ჩამოყალიბებული) გადავიდნენ სხვა შენობებში. ის, რომ
კუნსტკამერა XIX ს. დასაწყისისათვის უნდა გაყოფილიყო სხვადასხვა მუზეუმებად
ადრევე მიხვდნენ, მაგრამ ამის განხორციელებას ხელი შეუშალა სხვადასხვა

428
გარემოებებმა, კერძოდ, 1812 წლის ომმა. მაშინ ყველაზე უფრო ძვირფასი
კოლექციები ევაკუირებულ იქნა წყლის გზით პეტროზავოდსკში და ისინი
დააბრუნეს მხოლოდ ომის შემდგომ. 1836 წ-დან კუნსტკამერაში ორი აკადემიური
მუძეუმი – ეთნოგრაფიული და ანატომიური , რომლებსაც მისცეს დამოუკიდებელი
ბიუჯეტი და თანამშრომელთა შტატები. ერთ საერთო უწყებად ისინი
გაერთიანდნეენ მხოლოდ 1879 წ. მაგრამ ერთიანი მუზეუმი კიდევ 10 წელი არ
არსებობდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საერთო შენობა.
ანთროპოლოგიური კოლექციები როგორღაც განათავსეს კუნსტკამერის შენობაში
უშუალოდ ზოოლოგიური მუზეუმის სიახლოვეს. მხოლოდ ამის (ზოოლოგიური
მუზეუმის მეზობლობის, სიახლოვის) წყალობით ანთროპოლოგიური კაბინეტი
მასთან ერთად გახსნეს საზოგადოებისათვის. ამასობაში ანატომიური მუზეუმის
კოლექციის დიდი ნაწილი, სამეცნიერო თვალსაზრისით ყველაზე ფასეული,
სრულიად ხელმიუწვდომელი რჩებოდა როგორც დათვალიერებისათვის,
ისესამეცნიერო გამოკვლევებისათვის,. ეს იყო მხოლოდ საწყობი, სადაც იშვიათი
კოლექციები მათი განლაგების შეუძლებლობის გამო ნაწილობრივ ინახებოდა
დაკეტილ ყუთებში. მხოლოდ 1887 წ. მუზეუმს გამოუყვეს საცავი ტამოჟენის
(საბაჟოს) შესახვევში ახალი ფლიგელის ზემო სართულზე. იმ დროიდან
დამკვიდრდა მისი ახლანდელი სახელწოდება ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის
მუზეუმი. 1892 წ. იანვარში გამოსცეს სპეციალური უზენაესი ბრძანება
მუზეუმისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ყოველწლიური შესაწევარის სახით 400
მანეთის ოდენობით კოლექციების დასაცავად. აქამდე კი მუზეუმის წლიური
ბიუჯეტი 1500 მანეთთს შეადგენდა. აქედან 750 მანეთი მუზეუმს მცველის ხელფასის
სახით ეძლეოდა, მეორე 750 მანეთი კი იხარჯებოდა სამუზეუმო კოლექციების
შესავსებად. უკვე 1889 წ. სექტემბერში ყველა კოლექცია განლაგებული იყო ახალ
შენობაში და მუზეუმი მზად იყო გახსნისათვის. მაგრამ აკადემიას არ აღმოაჩნდა
თანხა, რომ დაექირავებინათ მოსამსახურენი დათვალიერების დღეებში
კოლექციების დასაცავად. ასე გადაიდო გახსნა კიდევ ორი წლით. როგორც კი
პეტერბურგში დააარსეს კუნსტკამერა, მასში შემოიტანეს არქეოლოგიური და
ეთნოგრაფიული კოლექციები. დიდი ეთნოგრაფიული კოლექცია შემოვიდა 1725 წ.
დ. მესერშმიდტისაგან, რომელიც ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს გააგზავნეს
მრავალწლიან ციმბირულ ექსპედიციაში. მალე აქ შემოვიდა შუა აზიიდან «კერპთა
ყველაზე უფრო საყურადღებო კოლექცია». მაგრამ მთავარი კოლექციები მას მერე
შემოვიდა, რაც მუზეუმი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში
გადავიდა. დაიწყო კომპლექსური ექსპედიციები. გამოცემული იქნა სპეციალური
სამთავრობო ბრძანება, რის ძალითაც ევალებოდათ სხვადასხვა საგუბერნიო
კანცელარიებს მოეძიათ სპეციალური სიის მიხედვით ნივთები მუზეუმისათვის.
ექსპედიციები იგზავნებოდა უცხო ქვეყნებში, მაგალითად, ფ. ელაჩიჩი გაგზავნილ
იქნა ჩინეთში დაწვრილებითი ვრცელი ინსტრუქციით ნივთების მოძიებისა.
ციმბირში დიდხნიანი მოგზაურობისას მას ჰქონდა დავალებული ყურადღება
გაემახვილებინა ციმბირელ ხალხთა ქალის მთლიან ტანსაცმელზე მისი ყოველნაირი
მორთულობით, ასევე მათს კერპებზე, სახლის აკაზმულობაზე და სხვა ნივთებზე. და
ამისათვის ძალზე დიდი თანხები გამოიყო, კერძოდ, თავისებური სახის გაცვლითი
ფონდი სხვადასხვა ნივთებისა, რომლებიც ჩინეთში «კურიოზულად» ითვლება. ჯერ
კიდევ 1779 წ. ძვირფასი ეთნოგრაფიული კოლექცია სანსვიჩის (ჰავაის)
კუნძულებიდან გადასცეს ჯერ კუნსტკამერას, იქიდან კი ანთროპოლოგიისა და

429
ეთნოგრაფიის მუზეუმს. ამ წელს დაიღუპა ინგლისელე მოგზაზური ჯეიმს კუკი,
ხოლო ორმა გემმა მისი ექსპედიციიდან – «რევოლუციამ» და «აღმოჩენამ» დიდი
გაჭირვებით მიაღწიეს კამჩატკის ციხე-სიმაგრე პეტრო-პავლოვსკამდე. კამჩატკის
კომენდანტმა მ.კ. ბემმა მიიღო უბედური ინგლისელი მეზღვაურები და მადლიერმა
მეზღვაურებმა რუსებს აჩუქეს ჰავაის კუნძულებიდან ჩამოტანილი მთელი
კოლექცია. მასში შედის ყოფის სხვადასხვა ნივთები – ბუმბულებით გაკეთებულნი
დიდი მარაოები, მებრძოლთა ქუდები, მამაკაცის კოსტიუმის მოსართავები და სხვა
ნივთები. განსაკუთრებულ ინტერესს აღვივებენ ნივთები, რომლებიც შეაგროვა და
ჩამოიტანა დიდმა რუსმა ნოგზაურმა ნ. მიკლუხო-მაკლაიმ, პაპუასებს შორის
რამდენიმე წელი რომ იცხოვრა. ეს ტანსაცმელი, მანტიისა და მუზაარადის სახით,
ნატიფად, გემოვნებით დამზადებუკი წითელი ად ყვითელი ფრთებით დღემდე
აცვიფრებენ მუზეუმის დამთვალიერებლებს. თუ როგორ გამოიყურებოდა, შეიძლება
ვიმსჯელოთ მანეკენის მიხედვით, რომელიც შემოსილია მუზარადით და მანტიით
XIX ს. ჰავაის მეფის კამეამეა პირველისა. მუზეუმისათვის ძვირფასი შენაძენი გახდა
კოლრქცია, რომელიც შეგროვებულ იქნა ნ. ვოზნესენსკის ექსპედიციის თითქმის
ათწლიანი ყოფნის დროს რუსულ ამერიკაში. მან მოასწრო კალიფორნიელი
ინდიელების თვითმყოფად კულტურას, ??? ხოლო აკაპასკებთან მან შეაგროვა
შესანიშნავი ტანსაცმელი, რომელიც შეკერილი და ამოქარგული იყო მაჩვზღარბას
ნემსებით. ეს განსაკუთრებით დროული იყო, ვინაიდან ეს ტანსაცმელი საერთოდ
გაქრა იბდიელთა ყოფიდან. ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ყოფის ნივთების
კოლექციები საყოველთაოდაა ცნობილი, ხოლო მათ შორისა ინდიელთა რამოდენიმე
ჩიბუხი? მუზეუმის ფართო ესკიმოსურ კოლექციაში შედის საზღვაო ნადირობის
იარაღები სელაპსა და მორჟზე (ლომვეშაპზე): ჰარპუნი (ჭავლითი) – საკმაოდ
რთული კონსტრუქციისა. სატყორცნი დაფები, ისრები სრულიად განსხვავებული
ფორმის ბუნიკებით. განსაკუთრებით მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი
ტანსაცმელი – საწარმოო, ყოველდღიური და სადღესასწაულო. ისინი სულ
სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული: ირმის ტყავისაგან, მთლიანი თევზის
ტყავისაგან, და ზღვის ცხოველთა ნაწლავებისგანაც კი. დამთვალიერებლების
ინტერესს იწვევს ესკიმოსთა ქვის ლამპები, რომლებშიც სელაპის ქონი ანათებდა.
აეთი ლამპები არა მარტო ანათებდნენ სამყოფელს გრძელი პოლარული ღამით,
არამედ კიდეც ათბობდნენ მას, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც გამოიყენებოდა.
ძალზე საინტერესოა საგნები ექსპოზიციიდან, რომელიც აფრიკის ხალხების
კულტურისადმია მიძღვნოლი: ქვაზე ნახატები სირაქლემასა და ანტილოპას
გამოსახულებით, მაღალმხატვრული სხმულები ძველი აფრიკული სახელმწიფო
ბენინიდან, ტანსაცმლის, მორთულობისა და ყოფითი საგნების ნიმუშები...
აფრიკული კოლექციები შემოვიდა XIX ს-ის შუა ხანებიდან და ახლა მათში შედის
11000 ექსპონატი. აფრიკის რუსმა მკვლევარმა ვ. ვ. იუნკერმა 1875-78 წ. წ. შეკრიბა
ცენტრალური აფრიკის სხვადასხვა ტომების ყოფითი საგნების განსაკუთრებით
ფასეული კოლექცია (კონგოსა და ნილოსის წყალგამყოფი ოლქი), რომელიც მაშინ
თითქმის გამოუკვლეველი იყო. ეს კოლექციები ყოველ მხრივ წარმოაჩენენ აზანდეს,
მანგბეტიკუს, კალიკის ხალხების და სხვა ტომების მატერიალურ კულტურას.
კოლექციათა საგნებს შორისაა ჯუჯათა ტომის აკას მშვილდი და ისრები, ასევე ბარის
ტომის წინაპართა ხის ფიგურები. ეს ხუთი ფიგურა – მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე დიდი კოლექციაა. ძალზე საინტერესოა დასავლეთ აფრიკის მატერიალური
კულტურის კოლექციები. ყოფის უკვე ჩვეულებრივი ნიმუშების გარდამათში

430
მრავლადაა წარმოდგენილი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები სუდანიდან და
კამერუნიდან. ეს ძირითადად საიდუმლო ორგანიზაზციათა წევრების კოსტუმები და
საკულტო-საწესო საგნებია. აფრიკულ კოლექციებშია აგრეთვე ბანიანგის, კეაკის,
ეკოის, ობანგის და სხვა ხალხების თავზე ჩამოსაცმელი ნიღბები. ექსპონატების
სიმდიდრითაა კიტაისკური კოლექცია: ფაიფურის ლარნაკები, გალაქულლი
ნივთები, ტიხრული მინანქარი, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციების ხალხთა
სამოქალაქო ტანსაცმელი. დღეს ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს მუზეუმს წარმოადგენს. მისი
კოლექციები დედამიწის ხალხთა კულტურისა და ყოფის 600 000 ნივთს მოითვლის.
ანთროპოლოგიზმი (ბერძ. ანტჰროპოს – ადამიანი და ლოგოს – მოძღვრება,
სიტყვა) – იგი არსებითად, ბიოლოგიაზე მას ახდენს, რასაც მივყავართ
იდეალიზმამდე ისტორიის გაგებაში. ყველაზე სრულყოფილად ანთროპოლოდიზმი
წარმოდენილია ფოიერბახის და ჩერნიშევსკის თეორიებში.
ანთროპომეტრია (ლათ. ანტჰროპომეტრია) (ენა?) – ადამიანის სხეულისა და
მისი ნაწილების გაზომვა.
ანთროპომორფიზმი (ბერძ. ანტჰროპოს – ადამიანი და მორპჰე – ფორმა) –
ადამიანის თვისებებისა და თავისებურებების ბუნების გარეგან ძალებზე გადატანა
და მათი მიწერა გამოგონილი მითიური არსებებისათვის (ღმერთი, სულები და ა. შ.)
(ქსენოფანტე, ფოიერბახი)
ანთროპომორფიზმი (ბერძ. ანტჰროპოს ადამიანი და მორპჰრ ფორმა, სახე) – 1.
რელიგიური, მითოლოგიური წარმოდგენა, რომელიც აღიარებს, რომ ცხოველებს,
მცენარეებს, ბუნების მოვლენებს აქვთ ადამიანური თვისებები (იხ. ანიმიზმი,
ტოტემიზმი, ფეტიშიზმი); 2. ღმერთის ან ღმერთების ადამიანური ფორმითა და
თვისებებით წარმოდგენა; 3. ფილოსოფიაში იხ.

ანთროპომორფიზმი (ბერძ. ლათ. «გაადამიანურება») – ბუნების მოვლენებისა


და ღმერთის წარმოდგენა ადამიანის სახით. მაგ: ზევსი, აფროდიტე, აპოლონი და ა. შ.
თვით მამა-ღმერთი და ძე-ღმერთი – (მამაღმერთმა ადამიანი ხომ თავის სახედ და
ხატად შექმნა. ე. ი. მასაც ადამიანის სახე ჰქონდა).

ანთროპომორფიზმი (ბერძ.) – ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისებების


გადატანა ბუნების საგნებსა და ძალებზე; ღვთიურის წარმოსგენა ადამიანის სახით
ანდა ადამიანის თვისებებით; რელიგიური შემეცნების განსაკუთრებული ფორმა
პირველყოფილი.
ანთროპოსოციოლოგია – სოციოლოგიური თეორია, რომელიც
ანთროპოლოგიური მეცნიერების ფალსიფიკაციას ახდენს, ამტკიცებს, რომ
ცალკეული ადამიანების და მათი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობა უშუალო
კავშირშია ადამიანის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ნიშნებთან. მისი შემქმნელია ჟ. დე
ლაპუაკი, რომელმაც განავითარა ჟ. გობინის ცრუმეცნიერული თეორია არიული
რასის უპირატესობის შესახებ (არისტოკრატია).
ანთროპოსოფია (ბერძ. ანტჰროპოს – ადამიანი, სოპჰია – სიბრძნე) –
მისტიკური დეკადენტური მოძღვრება, თეოსოფიის ნაირსახეობა (იხ. თეოსოფია).
საფუძვლად უდევს კონგლომერანტი (იხ. კონგლომერანტი) რელიგიურ-
ფილოსოფიური იდეებისა.
ანტრშა, ანტრაშა (ფრანგ.) – საბალეტო ცეკვაში ხტომი.

431
ანთუ (შუმერ. აქად.) – წმინდა «გრამატიკული» წარმომავლობის ქალღმერთი,
რომელიც თავისი «წარმომშობი» მამრისაგან დამოუკიდებლად არც კი იხსენიება. იგი
ცის ღმერთის მეუღლე და დედამიწის პერსონიფიკაცია უნდა იყოს. აქადური
მითოლოგია მას ცაში «ხედავს», რაც სრულიად წარმოუდგენელია შუმერულისათვის.
ანტუან, სენგლენი – (?-1664 წ. წ.) პორ-როიალის მამათა მონასტრის – «პორ-
როიალ-დე-შამპის» დამაარსებელი, ფრანგული იანსენიზის ერთ-ერთი ლიდერი (იხ.
პორ-როიალი და იანსენიზმი). ეს მონასტერი იანსენიზმის მიმდევართა და
იეზუიტთა წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებულ ცენტრად იქცა. აქ ატარებდა ანყუან
სენგლენი თავის ქადაგებებს, რომლის მსმენელებს შორის იყვნენ და-ძმა – ბლეზ და
ჟაკლინ პასკალები. სენგლენის მეშვეობით ბლეზი სულით და გულით დაეწაფა
ბიბლიას, ხოლო ჟაკლინი პორ-როიალის დედათა მონასტრის წინამძღვრის ანჟელიკა
არნოს გაეცნო და მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო ამავე მონასტერში.

ანტვერპენის ღვთსიმშობლის ტაძარი (Собор Антверпенской Богоматери)


არსებობს ლეგენდა, რომ შორეულ წარსულში იმ ადგილას, სადაც ახლა ანტვერპენი
დგას, იყო ბოროტი გოლიათის დრუონა ანტიგონას (Друона Антигон) ციხე-სიმაგრე,
რომელმაც მთელი ოლქი დაბეგვრა მეტად ძნელი ხარკით, ხოლო გადასახადის
შენარჩენეებს ხელს აჭრიდა. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ გამოჩნდა მამაცი
მეომარი სალვია ბრაბო (Сальвий Брабо), რომელმაც გოლიათი ბრძოლაში გამოიწვია,
მოაჭრა მას ხელი და გადააგდო მდინარე შელდში (Шельд). აქედან წარმოიშვა
ქალაქის დასახელება «Hანდ ვერპენ» - «ხელის გადაგდება» («Бросить руку»). ძველად
ქალაქის მფარველად ქალწული მარიამი ითვლებოდა და ქალაქის მთავარი სალოცავი
- მადონას უძველესი ქანდაკება - დიდხანს ინახებოდა ქალაქის მოედანზე მყოფ
პატარა ეკლესიაში. 1352 წელს აკლესიის ადგილზე ანტვერპენელებმა დაიწყეს
ქალაქის უზარმაზარი ტაძრის ანტვერპენის ღვთისმშობლის - (Нотр-Дам д'Анверс)
ნორტ-დამ დანვერსის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბელგიის ყველაზე დიდი
გოტური ტაძარი უნდა ყოფილიყო. ტაძრის მშენებლობა 250 წლის განმავლობაში
გრძელდებოდა - 1352 წლიდან 1616 წლამდე. მშენებლობა საბოლოოდ XVI ს-ის
დასაწყისში დასრულდა და მისი საოცარი კოშკურის სილუეტი მთელ ქალაქზე
გამეფდა. ანტვერპენის ტაძრის ჩრდილო კოშკურის სიმაღლე - 123 მეტრია. სამხრეთ
კოშკურა კი დაუნთავრებელი დარჩა და სიმაღლით ჩრდილო კოშკურაზე ნახევარია.
მას თავი დაგვირგვინებული აქვს არც თუ დიდი შპილით (წვეტით). ცენტრალური
ნეფის (Нефа) სიმაღლე 40 მ-ს შეადგენს, ხოლო სიგრძე 117 მეტრია. ნოტრ-დამ -
დანვერსის ტაძარი ფლამანდიურად (По-Фламандски) ჯნზელივე-ვიაუკერკ
(Онзеливе-враукерк) წარმოადგენს 7 ნეფიან ბაზილიკას, რომელიც ტრანსეპტით
(Трансептом) იყოფა ჯვარედინზე ამაღლებულია. საოცარი გუმბათის არანაკლებ
შთაბეჭდილებას ახდენს ტაძრის გრანდიოზული კოშკურა, რომელიც მთელი ამ
სიტყვის მნიშვნელობით ღრუბლებსაა მიბჯენილი. კოშკურა მთავრდება
რვაკუთხედიანი მსუბუქი ჯვრით. სადღაც კოშკურის შუაში ბრწყინავს კოშკურის
ოქროს ციფერბლატები. ტაძრის მთავარ შესასვლელს აღნიშნავს დიდი პორტალი. მას
ალამაზებს რთული, სამი იარუსი, «საშინელი სამსჯავროს» რელიეფი. ტაძარი
შიგნით სავსეა სინათლით და გვანცვიფრებს თავისი სიდიდითა და სიცარიელით. ეს
შთაბეჭდილება არ გვიქრება მაშინაც, როდესაც საზეიმო ღვთისმსახურებაა და
ბოლომდე ხალხითაა გაჭედილი. თითქოს ვერავითარი ხალხის მასა ვერ შეძლებს მის
შევსებას. ტაძარი გარემოცული უამრავი კაპელებით, რომელშიც დაკრძალულები
არიან ანტვერპენის მაცხოვრებლები, ეპისკოპოსები, სახელმწიფო მოღვაწეები.
432
ანუ (ქალდ.) – ბიბლიური პანთეონის ერთ-ერთი უზენაესი ღვთაება. «მეუფე
ანგელოზთა და სულთა, მპყრობელი ქალაქ ერეხისა». იგი ხელისუფალი და ცისა და
მიწის ღმერთია. მისი სიმბოლოა ვარსკვლავი და მალტური ჯვარის ერთ-ერთი ფორმა
(სიმბოლო ღთაებრიობისა და უზენაესი ხელისუფლისა). აბსტრაქტული ღვთაება.
თვლიან, რომ იგი ასულიერებს ყველა ეთერულ სივრცეს, ანუ ცას. მისი მეუღლე კი
ხორცს ასხამს მატერიალურ სამყაროს (თუ ხორცს ასხამს სამყაროს და
ამატერიალურებს მას??? რაღაც ასეთი). ორივენი შეესაბამებიან ბერძნულ ურანოსსა
და გეას (ჰესიოდე). წარმოიშვნენ პირველქმნილი ქაოსიდან. ანუს ყოველი ტიტული
და თვისება თვალსაჩინოა და მიუთითებს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და მორალურ
სიწმინდეზე, სიძველესა(??) და ნათელმოსილებაზე. ანუიყო ყველაზე ადრეული
ღმერთი ერესისა. მის ერთ-ერთ ვაჟს ერქვა ბილი, ანდა ბილ-კან-ი (ვილ-კან) –
ცეცხლის, სხვადასხვა ლითონისა და იარაღის ღმერთი (შდრ. ბერძ. ჰევესტოსი,
ინდოელთა ტვაშტარი...). ჯორჯ სმითს (მგონი სადღაც იყო ნახსენები გ. სმითი. ესენი
ერთი და იგივეა???) სრულიად დასაშვებად მიაჩნია, რომ ამ ღმერთს ძალიან ახლო
კავშირი უნდა ჰქონდეს «ბიბლიურ თუბალ კაინსა და კლასიკურ ვულკანოსთან» ...
სმითისაზრით ამ ღმერთს, გარდა ამისა, თვლიდნენ «ჯადოქრობის, შელოცვათა და
თილისმათა საქმის» ყველაზე ძლიერ ღმერთად.
ანუ (შუმერ. «ან» – ცა) – ძვ. შუმერთა პანთეონის უზენაესი სამეულის (ანუ –
ენლილი – ეა) პირველი წევრი. შუმერთა 7 სული ქვესკნელთა საშინელი არსებები.
ანუს შიკრიკებად ითვლებიან. წინარე ორეული – ეა, მომდევნო მარდუკი საკულტო
ადგილი – ურუკი. ანუს მეუღლეა დედამიწა, შემდგომ აქადურად ანტუმა (შდრ.
ურანოსი და გეა).

ანუ – ცის ღმერთი (შუმერული მითოსი).


ანუ აპანა (სანსკრიტ. ანუ) – «ატომი»; 1. ბრაჰმას ტიტული, რომელიც, როგორც
გადმოგვცემენ, წარმოადგენს ატომს, ისევე, როგორც უსასრულო სამყაროს; 2.
მინიშნება იმაზე, რომ ბრაჰმა დასაბამით პანთეისტური ბუდა გახლდათ.
ანუ – ცის, ანდა, როგორც საბა უტყოდა, «ზეაღსახედველის» უზენაესი ღმერთი.
იგია სამყაროს შემქმნელი ღმერთების შემქმნელი. განასახიერებს უზენაეს
ხელისუფლებას. განაგებს ღმერთებისა და ადამიანების ბედს. ანუ შუმერულ
მითოლოგიაში წარმოისახება «დიდ ხარად» იგი თავისი ასულის (ზოგიერთი
ვერსიით ცოლის) – ინანა-იშთარის (ბერძ. ვენერა, რომაულ ავრორას იხ. იხ.)
თხოვნით «ზეციურ ხარს» აგზავნის ურუქში, – თავის სატახტო ქალაქში, –
გილგამეშისა და ენქიდუს დასასჯელად. ანუ ჰიეროგამიულ კავშირშია ფურის სახით
წარმოდგენილ დედამიწასთან (ეასთან, იგივე ქი-სთან). საინტერესოა, რომ ქი
შუმერულად მიწაა, ან – ცა. ქართულში არსებული სიტყვა ქვეყანაც (მეგრულად ქი-
ან-ა) ქვეყნიერებადა და სამყაროდ, მიწად და ცად მოიაზრება. ანუს მეუღლეა
დედამიწის ქალღმერთი ურაში, შერწყმული თვით მიწის ქალღმერთ ქი-სთან. ანუმ
წარნოშვა ენლილი (იხ.) – პირმშო, რომელიც მამასთან ერთად იზიარებდა
უზენაესის ტიტულსა და ძალაუფლებას. ენლილი შუმერული ტრიადის მეორე
ღმერთია (იხ. ანუ-ენლილი-ეა). ენლილის წოდებაა «უფალი – ჰაერის სივრცე». მას
მოსდევს ინანა-იშტარი – ბრწყინვალე ქალღმერთი, «ცის მპყრობელი» (იხ.), შემდეგ
ნისაბა (იხ.), ადდუ (იხ.), ინუნაქები (იხ.). ანუმ და ურაშვამ შვეს შვიდი დემონი –
«შვიდეული» (შუმერ. იმინა-ბი – «შვიდნი»). ისინი ბოროტული ჰიპოსტასის
დემონები არიან (ზოგი ვერსიით კეთილი). მბრძანებლობენ ავადმყოფობებს
(თქმულება შავი ჭირის – ერეს (იხ.) შესახებ). მთვარის დაბნელების მითში
433
აღწერილია, თუ როგორ გზავნის ანუ ამ შვიდეულს მთვარის ღმერთის წინააღმდეგ,
რათა გარს შემოერტყან და დააბრუნონ იგი.
ანუბილი აპანა (ბერძ. ანუბის) – ეგვიპტური პანთეონის ძარლის თვიანი
ღმერთი. განსაზღვრულ ასპექტში იდენტურია ჰორის (იხ.). პირველ რიგში, იგი
Dაკავშირებულია განსხეულებულ და სიკვდილის შემდგომ (პოსტ მორტეს)
ადამიანის სიცოცხლესთან. მისი ეგვიპტური სახელია ანჰუ. არის ფსიქოპომპოსური
ღვთაება (იხ. ფსიქოპომპოსი). «მეუფება დასავლეთით მდებარე
სამეფოსიმიცვალებულთა მიწისა; იგი განუმზადებს მიცვალებულთ სხვა სამყაროს
გზებს». იგი ისაა, ვისაც მინდობილი აქვს მიცვალებულის ოსირისთან მიყვანა,
სამსჯავროზე დასწრება. მოკლედ: იგი «ბალზამირების ოსტატი» და «მიცვალებულის
ნცველია». ამ ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური ღვთაების გამოსახულება პირველად
აღმოაჩინა მარიეტ ბეიმ ეგვიპტის III დინასტიის ფარაონთა სარკოფაგებში (იხ. დამატ.
მასალები).
ანუბისი (ძვ. ეგვიპტ.) – საიქიოს ტურისთავიანი ღმერთი. . . . ესწრება ორმაგი
კანონის, ანუ ჭეშმარიტების დარბაზში (ტაძარში)გამართულ სამსჯავროზე გულების
– სინდისის ემბლემის აწონვის პროცესს. «მკვდართა წიგნის» სიუჟეტებით მოხატულ
ფირფიტებზე ანუბისის თავზე ასეთი წარწერაა: «საფლავის მკვიდრი გევედრები
სიმართლის ამწონო, კეთილად გამართე სასწორი». ანუბისიც ასწორებს სასწორის
ისარს (იხ. ორმაგი კანონის . . . ).
ანუბისი – ტურის სახის ეგვიპტური ღვთაება. ოსირისის შვილი. სიკვდილის
ღმერთი. ოსირისს თავის მეორე დასთან ეყოლა. ამიტომაც გადამალა, მაგრამ ისიდამ
ძაღლის მეშვეობით იპოვა და შვილივით გაზარდა. ანუბისი ისიდასათვის ძაღლივით
ერთგული გახდა. თავდაპირველად მხოოდ ძაღლის თავით გამოისახებოდა, შემდეგ
მიიღო ადამიანის ფორმა. კარგი ყნოსვა ჰქონდა და გრძნობდა სირიუსის გამოჩენას
მემფისის ცაზე. შუა ეგვიპტეში იყო კინოპოლისი («ძაღლის ქალაქი»).
ანუ-ენლილი-ეა – აშურბანიფალის ბიბლიოთეკის ფირფიტა-ტექსტებიდან
ირკვევა, რომ შუმერულ პანთეონს ტრიადა უდგას სათვეში. ეს ტრიადაა ანუ-
ენლილი-ეა. საყურადღებოა, რომ ანუზე, როგორც ბრაჰმაზე (ასევე ბიბლიურ აჰვეზე)
და ბევრ სხვა ტრიადის უპირველეს ღმერთზე ერთობ მწირი ინფორმაციები
გაგვაჩნია. რადგან ყველა ხალხის პანთეონთა უზენაეს ღმერთებზე ძალზე მცირე
რაოდენობის მითებია ცნობილი, მითოლოგები ვარაუდობენ, რომ თქმულებები მათ
შესახებ მათი დაკარგვით კი არა, სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული. კერძოდ,
ისინი უფრო შორეულ, უფრო ძლიერ, გონისათვის (წარმოსახვისათვის)
მიუწვდომელ ზერეალურ არსებად მოიაზრებოდნენ. ისინი იმდენად შორს დგანან
ქვეყნიერებისაგან, რომ მათი სახეუფრო ფერმკრთალი და ბუნდოვანია, ვიდრე
დანარჩენი, პანთეონურ იერარქიაში უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი ღმერთისა და
ქალღმრთის სახეები. უზენაესებს დაკარგული აქვთ კონკრეტულობა და ზოგადის
ნირვანაში სადღაც საკრალურ სივრცეში, საკრალური ხის ქვეშ ისადგურებენ. რაც
შეეხება სამყაროსა და ქვეყნიერებას, მას მათგანვე მოვლენილი მეორე რანგის
ღმერთები მართავენ და განაგებენ.

ანუგიტა (სანსკრიტ. ანუგიტა) – ერთ-ერთი უპანიშათაგანი. «აღმოსავლეთის


საიდუმლო წიგნებში» ანუგიტა მიჩნეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოკულტისტურ
ტრაქტატად.
ანუგრაჰა აპანა (სანსკრიტ. ანუგრაჰა) – მერვე ქმნილება «ვიშნუ-ჰურანის»
მიხედვით.
434
ანუკიტი \, ანუკისი – წყაროთა ქალღმერთი ეგვიპტურ მით-ში. ხნუმთან და
სატისთაბ ერთად შეადგენს «ნოტიო სამებას». გადმოცემით სწორედ ის უშვებს მდ.
ნილოსში მაცოცხლებელ ნაკადებს.
ანუმათი აპანა (სანსკრიტ. ანუმატი) – სავსე მთვარე; თუ ანუმათი ამოდის
(დაკავშირებულია სომასთან – მთვარის ღმერთთან), მაშინ იგი ქალღმერთია (თუ არ
ამოდის???)
ანუმიტოსი აპანა (სანსკრიტ. ანუმიტოს) – დასკვნა; ფილოსოფიაში –
დედუქცია (იხ.).
ანუნა – შუმერთა პანთეონის ღმერთები. აქადებმა მიწისქვეშა ღმერთებად,
ანუნაკებად აქციეს.
ანუნაკები (ანუნაქები) – შუმერთა ღმერთები. ჩვეულებრივ, მთაში ან
ქვესკნელში ბინადრობენ. ადამიანთა ბედის განმგებლები. ეშინიათ ანის, არწივ
ანზულის და ემორჩილებიან ინანას.
ანუნაქები (ქალდ.) – ანგელოზები ანდა მიწის სულები; მიწის ელემენტალები
(იხ. დაწვრ. ცნობები).
ანუნაქები – «დიდი ღმერთები».
ანუპადაკა, ანუპაპადაკა, აუპაპადაკა აპანა (სანსკრიტ. ანუპადაკა) – ნიშნავს
«უმშობლოს», «თვითარსებულს». ე. ი. წარმოშობილია მშობელთა, ანდა წინაპართა
გარეშე. ტერმინი იხმარება განსაზღვრულ, თვითქმნად ღმერთებთან და დჰიან-
ბუდებთან (იხ. დჰიანა).
ანუქი (ეგვიპტ.) – (იხ. ანოუქი) ებრაულ მისტერიათა წიგნში: სიტყვა «ანქ»
ებრაულად ნიშნავს: «ჩემი სიცოცხლე», ჩემი არსებობა, რაც ანოქის ნაცვალსახელია
და დაკავშირებულია ეგვიპტურ ქალღმერთ ანუქისთან (იხ.).
ან-ურ – «ცის ძირიდან გამომავალი ვარსკვლავი».
ანურია (ლათ. ანურია) – შარდის გამოყოფის პროცესის შეწყვეტა., შეჩერება
(საპირისპირო იხ. ანიზურია).
ანურია – შარდის გამოყოფის შეწყვეტა.
ანუსი (ლათ. ანუს) – უკანა ტანი (საპირისპირო – ანალური. იხ.); ამუსური
ხვრელი – უკანა ხვრელი. არის პრეტერნატურალური (პრეტერნატურალის) –
ოპერაციულად შექმნილი, ხელოვნური სახის.

ანუტარა აპანა (სანსკრიტ. ანიტტარა) – შეუდარებელი, უზადო, სწორუპოვარი.


მაგ: «ანუტარა ბოდჰი» – გადაუწონველი, უჯობნელი, შეუწონასწორებელი,
შეუფარდებელი გონება; «ანატარა დჰარმა» – შეუდარებელი კანონი, რელიგია ან
სხვა რამ.
ანხელი – მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ვენესუელაში. აქ წყალი 1054
მ. სიმაღლიდან ვარდება, რაც დაახლოებით 250-სართულიანი სახლის სიმაღლის
ტოლია.

ანხი (ეგვიპტ. Aნცჰი) - 1. ძველი ეგვიპტური მითოლოგიის მზისა და სინათლის


ღმერთ რას სიმბოლო-ნიშანი. მისი პიქტოგრამაა ჯვარი, რომელსაც ზემოთ წრის
გამოსახულება აზის. ეს არის რას უწყვეტი და უცვლელი აღორძინების ნიშან-
სიმბოლო; 2. შუა საუკუნეთა ალქიმიასა და კაბალისტურ ლიტერატურაში
უკვდავების, მარადსუფევის სიმბოლო.

435
ანხური – (ეგვიპტ. «ცის შემკავებელი») – ცას სვეტად შესდგომია. ატლანტის
პროტოტიპი. ომის ღმერთი ეგვიპტურ მით-ში. შუს ორეული.
ანზაქარი (შუამდ. მით.) – შუამდინარული პანთეონის სიზმართა, ზმანებათა
ღმერთი. იგი ჭრელი ხარის სახით გამოეცხადა ძილქუშადცემულ და მკვდარივით
მოცელილ ლუგალბანდს (იხ.) (ამბავი ენმერქარსა და ლუგალბანდზე. იხ.).
ანზუ, ანზული (შუმერ. «ქარი», «ქარიშხალი») – შუმერული და აქადური
მითოლოგიის ფასკუნჯისებრი არსება. ღმერთ ენლილის შვილი. ორბისებრი ან
ლომისთავისნი ბუმბერაზი არწივი. მას ზურგი ლურსმნულად ნაწერ ფირფიტას
უგავს. სისწრაფის ნიჭი უბოძა ურუკელ გმირს ლუგალბანდას, რომელმაც შვილი
გადაურჩინა.]
აოდი – ძველი ისრაელის ერთ-ერთი დიდი შოფეთი (მმართველი მეფე) –
დიდი მსაჯული. შესულია «ისრაელის მსაჯულთა წიგნში», რომლებშიც ასახულია
ჩვ. წ-მდე 1200 და 1025 წ. წ-ს შორის მომხდარი მოვლენები. ამ წიგნის ერთ-ერთი
გმირია აოდი და იგი შეყვანილია დიდ მსაჯულთა ჯგუფში (იხ. «მსაჯულთა წიგნი»).
აონი (Aონ) – პოსეიდონის შვილი. ბეოტიის მეფე, რომლის სახელიც მიიღო
ბეოტიელ აონთა უძვ. ტომმა. აგრეთვე ფოკიდის მოსაზღვრე მხარემ აონიამ.
ოვიდიუსის მიხედვით აქ მიედინებოდა იონიის ნაკადი – აონია.
აონიდები (Aონიდეს) – მუზების რომაული სახელწოდება. ბეოტიის ერთი
მხარის – აონიის მიხედვით, სადაც უფრო გავრცელებული იყო მუზების
თაყვანისცემა.

აორტა – იხ. ქსე, სის.

აოს, ფორმა – ენქი-ეას სახელი სახეცვლილი.


აპაბრანშა – ჩრდ. ინდოეთის დიალექტი, რომელიც პრაკრიტთან (იხ.) ერთად
საფუძვლად დაედო კლასიკურ სანსკრიტს (იხ.).
აპაჩი – (ცირკი) კლოუნადის ხერხი ცირკში. ყალბი ხმაურიანი სილა, რომელსაც
გააწნავენ ხოლმე ერთმანეთს ცირკის მსახიობები.

აპადანა – (არქიტ.) მრავალსვეტიანი დარბაზი აქემენიდების ეპოქის ირანულ


სასახლეებში.

აპადანა – აქემენიდური ირანის მეფეთა სასახლეების მრავალკოლონიანი, ხის


ბრტყელჭერიანი მთავარი დარბაზი.
აპადანა – მრავალკოლონიანი საზეიმო-ცერემონიალური დარბაზი (მისი
ფართი 10 მ2-ს აღემატებოდა (???)) დარიოს I-ის სასახლეში (პერსეპოლისი; იხ.
პერსეპოლისის სასახლენი). საფუძველი ჩაუყარა ქსერქსე I-მა ბერძენთა წინააღმდეგ
ლაშქრობის მზადების პერიოდში. აპადანა აღიმართებოდა კვადრატულ
პლატფორმად დამუშავებული კლდის შვერილზე, რომელიც სიმბოლიზებულ
სამყაროს წარმოადგენდა. სამი მხრიდან, 1-კოლონადიანი პორტიკებით
შემოზღუდული. სიცოცხლის განმასახიერებელი ნატიფი კოლონები გვირგვნდებოდა
ქვის კაპიტელებით. კაპიტელები მოოქროვილთავიანი ლომების, ხარების,
გრიფონებისა და ცხოველთა ნახევარფიგურების შერწყმას წარმოადგენდნენ,
რომლებზეც ჭერის კედარის ძელების ხარიხები ეყრდნობოდა (იხ. აქემენური
კოლონა). აპადანის კუთხეებთან კოშკების მსგავსი პილონები აღემართათ –
სიმბოლო წყვდიადისა და სიკვდილისა. უზარმაზარ დარბაზს, რომელშიც სამეფო

436
გვარდიის -10000 წევრი ეტეოდა, 36 კოლონა ჰქონდა. პლატფორმისაკენ სამხრეთ და
აღმოსავლეთიდან ორი ორმარშიანი მონუმენტური კიბე მიემართებოდა. კიბე
მორთული იყო რელიეფებით, რომლებზეც ასახული გახლდათ საახალწლო საზეიმო
პროცესია, მიძღვნილი ძველ სპარსელთა მთავარი დღესასწაულის –
ნავროზობისადმი, რომელიც გაზაფხულის ბუნიობისას იმართებოდა და
წარმოადგენდა ნახევარწლიანი ომის შემდეგ სინათლის წყვდიადზე გამარჯვების
სიმბოლოს. რელიეფები განსაკუთრებული მიბნედილი საღებავებით გახლდათ
შეფერილი და ზოგან ფირუზისა და მუქ-ლურჯი ლაზურით იყო ინკრუსტირებული.
აპადა განკუთვნილი იყო დიდი სახელმწიფო მიღებებისათვის. იგი უერთდებოდა
დარიოსისა და ქსერქსეს სასახლეებს.

აპამნაპატ (ზენდ.) – იდუმალი არსება. რომელიც შესაბამისია ოკულტისტთა


ფოჰატისა (იხ.). სახელწოდება ვედურიცაა და ავესტურიც. სიტყვასიტყვით «ძე
წყალთა» (სივრცე, ე. ი. ეთერი). ავესტაში აჰამ ნანაპატი იმყოფება ცეცხლის
იიაზატებსა და წყლის იაზატებს შორის (იხ. იაზატები).
აპამ-ნაპატუ – აქამენიანთა დინასტიის პერიოდამდე (ჩვ. წ-მდე IX-VII ს. ს.)
ძველი ირანელები თაყვანს სცემდნენ ინდოევროპული წარმოშობის წყლის სულის
ღვთაებას – აპამ-ნაპატუს. ამ სულის ატრიბუტიკა შემდეგ გაითავისა უფრო წმინდა
ირანულმა წყლისა და ნაყოფიერების ქალღმერთმა არდვისურა-ანაჰიტიმ (იხ.).
აპამ-ნაპატუ – ირანული პანთეონის ბუნების ერთ-ერთი ღვთაება – წყლის
სული.
აპანა (სანსკრიტ. აპანა) – «შემსვლელი სუნთქვა»; 1. ვარჯიშის სახეობა იოგაში;
2. პრანა და აპანა – არსი «შემავალი» და «გამომავალი» სუნთქვისა; 3. «ანუგიტაში»
აპანა წოდებულია «სიცოცხლის ქარად».
აპარატი – (თეატრ.) მონოლოგი ან რეპლიკა მაყურებლის მისამართით
(იგულისხმებოდა, რომ სცენაზე მყოფთ ეს არ ესმოდათ). აპარატის მეთოდი ფართოდ
გამოიყენებოდა ანტიკურ დრამაში მოქმედი პირების აზრების, განცდებისა და
ზრახვების ასახსნელად. აქედან გაიკვალა მან გზაზა კლასიცისტურ დრამაში:
აპარატის მეშვეობით ავტორი ჭკუას არიგებდა მაყურებელს, აგრეთვე განმარტავდა
სცენაზე მომხდარ მოვლენებს. შემდგომში აპარატს, უმეტესად, იყენებდნენ კომიკური
სიტუაციის შესაქმნელად, როცა ერთ-ერთ პერსონაჟს ესმოდა (მთლიანად ან
ნაწილობრივ) ის, რასაც მოქმედი პირი «განზე» ლაპარაკობდა. აპარატის რეპლიკები
ფართოდ გამოიყენებოდა XIX ს. აპარატის ხერხს თანამედროვე თეატრშიც
მიმართავენ ხოლმე.
აპარატი შარდსასქესო (ლათ. აპარატუს უროგენიტალის) – საშარდე და სასქესო
ორგანოების ერთიანობა.
აპარატორი (აპპარეილლეურ) – არქიტექეორის თანაშემწე, რომელიც
ქვისმთლელებისათვის ასრულებდა მოსამზადებელ ნახაზებსა და მოდელებს,
არქიტექტურული კარკასის ყველა დეტალის ჩათვლით. შუა საუკუნეთა ცნობილი
მკვლევარის ვუოლე დე დიუკის აზრით ა. თვით არქიტექტორია, ე. ი. პროექტის
ავტორი და სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელია. ეს მტკიცება ისტორიკოსების
მიერ უარყოფილია, მაგრამ არქიტექტორს შეეძლო მონაწილეობა მიეღო ა-ს
მუშაობაში. მშენებლობის მონაწილეთა შორის რანგით ა-ზე დაბლა იმყოფებოდნენ
ქვის ოსტატები და მეცეცმენტეები. იმაცე დროს, ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში
აპარატორად, არქიტექტორად? იხსენიებდნენ აგრეთვე სპეციალისტს, რომელიც
პასუხისმგებელი იყო შენობის გადახურვაზე (ანუ დურგალი).
437
აპარა-ვიდია (სანსკრიტ. აპარა-ვიდყა) – შეფარდებითი ემპირიული
ჭეშმარიტება ვედანტურ სისტემაში, საპირისპირობა პარა-ვიდიასი.

აპარი – ტამილური ლიტერატურის (იხ.) გამოჩენილი პოეტი (VII ს.). დაიბადა


მდიდარ ოჯახში. ჭაბუკობიდანვე გაიტაცა ჯაინიზმმა. გახდა ჯაინი და ჯაინისტთა
ერთ-ერთი დიდი მონასტრის მეთაური. ბოლოს აღიარა შივაიზმი, გახდა შივაისტი
სანტუ (იხ.).შივაისტურ მოძღვრებებზე მოაქცია მეფე მაჰენდრავარმან I. სევდით,
სინანულითა და ერთგვარი კიცხვითაც კი იგონებს პოეტი საკუთარ წარსულს, როცა
შიშველი და ამ სიშიშვლის ვერ გამცნობიერებელი ჯაინელი ბერი (იხ.) ქალაქის დიდ
ქუჩებში დახეტიალობდა და ხალხი დასცინოდა. ჭეშმარიტი გზის ვერ მპოვნელი,
საკუთარ თახს ინ უნეცარს ადარებდა, რომელიც არურაში არ დაეწაფა და არ შესვა
გოლეული ცოდნის მომტან შივასააგან წყაეოსაებრ გადმომჩქეფარი; კაცს, რომელიც
ციცინათელების შუქზე თბებოდა, მაშინ, როცა იქვე გვერდით მოგიზგიზე ცეცხლი
ენთო. აპარი ნამდვილისახელი არაა. რატომ ეწოდა და რას ნიშნაცს იგი,ამას მხოლოდ
ლეგენდა გვიხსნის: ერთი ლეგენდარული შივაელი ჭაბუკი სამბანდარი თავის
პატარძალთან ერთად ჯვრისწერისას (ქრისტიანები იყვნენ?) გარდაცვლილა, რათა
მალე განეცადა შივასთან ზიარების ნეტარება. ადრე, სწორედ ეს ჭაბუკი შეხვედრია
ერთ ღარიბ პოეტს, ვისთვისაც აპარ, – მამა უწოდებია. ამის შემდეგ იხსენიებოდა ეს
პოეტი აპარად. მისი ემოციური საგალობლები ღვთის თაყვანისმცემელი
ინდივიდუალური სულის ღაღადისია. სუნდარარი (იხ.) აპარს 49000 სტრიქონედს
მიაწერს. სამწუხაროდ, ჩვენამდე 3110-მა მოაღწია. ჰყოლია მეუღლე და ღრმა
სიბერეში მიცვლილა.
აპარინამინ-ი აპანა (სანსკრიტ. აპარინამინ) – მდგრადი, უცვლელი,
საპირისპირობა პარინამინისა, ანუ იმისა , რაც ადვილად ექვემდებარება
ცვალებადობას, დიფერენცირებას, დაკნინება-დაქვეითებას.
აპაროკშა აპანა (სანსკრიტ. აპაროკსა) – პირდაპირი აღთქმა.
აპარტამენტი – დიდი მდიდრული ბინა, ოთახი.

აპატე («სიცრუე») – სიცრუის ქალღმერთი.


აპათია (ბერძ. აპატეია – გულგრილობა) – განურჩევლობის მდგომარეობა,
რაიმე მოქმედების შესრულების სურვილის უქონლობა (ხშირად შედეგია უმაღლესი
ნერვული მოქედების დარღვევისა).

აპათია (ბერძ. აპატჰეია – უვნებლობა, გულგრილობა) – სტოიციზმის ეთიკის


მთავარ ცნებათაგანი, რომელიც სულიერ აუღელვებლობას, სიმშვიდის
მდგომარეობას გამოხატავს, როდესაც გრძობა და ჟინი ხელს არ უშლიან გონების
მუშაობას. ჟინის, ვნების აზროვნებაში სუბიექტური გამორიცხვით, რაც მსჯელობის
სისწორეზე გავლენას ახდენს, შეაქვს მომენტი, ა. სტოიკოსების თვალსაზრისით ხელს
უწყობს ფიქრს. აქ იგრძნობა აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური
შეხედულებების გავლენა, კერძოდ კი ნირვანაზე, როგორც აბსოლუტურ სიმშვიდეზე,
რომელიც ადამიანის სულის უმაღლესი მდგომარეობაა. სტოიკოსების მოძღვრება ა-
ზე უფრო შორს მიდის, ვიდრე არისტოტელეს მიმდევართა თეორია, რომლებიც
მოითხოვდნენ მხოლოდ ვნებათა ზომიერებას, მათ შეზღუდვას. ადამიანური
ვნებებისაგან, ვნებათაღელვათაგან გათავისუფლების სტოიკოსთა პრინციპი,
ასკეტიზმისა და თვითჭვრეტის მოთხოვნები, შემდგომ ქრისტიანულ მორალში იქნა
გამოყენებული.

438
აპათია – ემოციური სფეროს სრული გაუფერულება, ყოველგვარი ინტერესის
დაკარგვა როგორც პირადი საქმისადმი, ისე გარშემომყოფთა მიმართ. ავადმყოფს
არამეტყველი სახე აქვს, ზანტ და ერთფეროვან პასუხებს იძლევა სრულიად მარტივ
შეკითხვებზე. ფსიქიკური აქტივობა მკვეთრადაა დაქვეითებული.
აპავა აპანა (სანსკრიტ. ა)პავა – სიტყვასიტყვით «ის, ვინც თამაშობს წყალში». 1.
ნარაიანა (იხ.) ანბრაჰმასთან შერწყმული ვიშნუს ერთ-ერთი ასპექტი, რამეთუ აპავა,
როგორც ნრაჰმა, საკუთარ თავს ორ ნაწილად ჰყოფს – ქალურ და მამაკაცურ
ნახევრად და წარმოქმნის ვიშნუს, რომელიც წარმოშობს ვირაჯს. ამ უკანასკნელით
იქმნება მანუ; 2. ბრაჰმანულ ლიტერატურაში ეს სახელი სხვადასხვაგვარადაა
ახსნილი და განმარტებული.
აპავარგა აპანა (სანსკრიტ. აპავარგა) – გათავისუფლება ხელახლა
დაბადებათაგან – რეინკარნაციისაგან (იხ.).
აპედემაკი – მეროიტების (ეგვიპტ.) მთ. ღმერთი ამენთან ერთად. ომისა და
მეფეთა ლომისთავიანი ღვთაება სპილოზე ამხედრებული.

აპეირონ – «უსაზღვროება» (ანაქსიმანდრე).


აპეირონი (ბერძ. აპეირონ – უსაზღვრო) – ცნება შემოტანილი ანაქსიმანდრეს
მიერ – მარად მოძრავი, უსაზღვრო, გაურკვეველი, უთვისებო მატერიის
აღსანიშნავად. ყველა სამყარო წარმოიშვა აპეირონიდან. დაპირისპირებულთა (ცხელი
– ცივი, სველი – მშრალი) გამოყოფისა და მათი ბრძოლის გზით. პითაგორიზმში
უფორმო, უსაზღვრო საწყისისა.
აპელაძეინ (ბერძ.) – ნიშნავს სახალხო ყრილობის მოწვევას.

აპელეიუს ლუციუსი (დაახლ. 124 – დაახლ. 180 წ. წ.) – რომაელი მწერალი,


რიტორი, ფილოსოფოსი, თავის თავს ფილოსოფოს-პლატონიკოსს უწოდებდა.
დაიბადა რომის იმპერიის აფრიკის პროვინციაში. გატაცებული იყო სხვადასხვა
მისტიკური კულტებით, ეწეოდა მოხეტიალე სოფისტის და მაგის ცხოვრებას, ჰქონდა
მრავალმხრივი განათლება, რომელიც ჯერ კართაგენში, შემდეგ ათენსა და რომში
შეიძინა. ჩვენამდე მოღწეულ მის ტრაქტატებში («პლატონის მოძღვრებისათვის»,
«სოკრატეს ღმერთისათვის») აშკარად ჩანს, რომ იგი პლატონისა და
ნეოპლატონელთა მიმდევარი გახლდათ. დაინტერესებული იყო ბერძნული და
აღმოსავლური მისტიკით. დაახლ. 157 წ-ს იქორწინა მდიდარ ქვრივზე (ქ. ეა,
ეგვიპტე). ქვრივის გარდაცვალების შემდეგ ქვრივის ნათესავთა ინტრიგებში გაეხვია.
ქონების გამო ჯადოქრობის ბრალდებით წარსდგა სასამატთლოს წინაშე. აქ
წარმოთქმული მისი სიტყვა – «საკუთარი თავის დაცვა მაგიაში დადანაშაულების
გამო» («აპოლოგია»), წარმოთქმული აფრიკის პროკონსულის წინაშე, ნათელი
დასტურია მისი ორატორული და ადვოკატური ოსტატობისა. წერდა ბერძნულად და
ლათინურად. მისი აღიარებით, – «არც ერთ მუზასთან არ დარჩენილა ვალში».
სამწუხაროდ, მისი ბერძნული ნაწერებიდან არაფერი დარჩენილა. ლათინუიდან
ცნობილია ფილოსოფიური ტრაქტატები პლატონიზმისა და «დემონოლოგიის»
შესახებ, სიტყვები და დეკლამაციები («ყვავილნარი»). განთქმული «ბერძნული
თქმულება» დაწერილი «მეტამორფოზების» «მილეთურ» სტილში,. გამოჩენილი
ქრისტიანი მწერალი ნეტარი ავგუსტინე (354-430 წ. წ.), რომელიც ხშირად
მიუთითებდა ამ ნაშრომებს, უწოდა მას «ოქროს ვირი». აპულიუსის რომანში –
«მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი» (11 წიგნად) , – აისახა ავტორის აზროვნების,
ემოციებისა და გატაცებების მთელი სამყარო. რომანის ახალგაზრდა გმირი,

439
ლუციუსი, «ბრმა ბედისწერის» მონაა. იგი ვირად გარდაისახა თავისი
ცნობისმოყვარეობისა და ავხორცობის გამო. შეინარჩუნა რა ადამიანური გონება და
გრძნობები, იგი აკვირდება «შეულამაზებელ სამყაროს», ეცნობა რომის
საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას: ვაჭრების, ჯარისკაცების, მწყემსების,
თავისუფალ მოქალაქეთა, მონების, ქურუმ-შარლატანების. გაივლის რა განწმენდის
რიტუალი, ლუციუსი შენაგანად იწმინდება და კვლავ ადამიანად იქცევა, როგორც
გარეგნულად, ისე მისი შინაგანი არსით. აპელიუსის ნოვატორული ხასიათი
გამოვლენილია რიტორიკული წიაღსვლებით. რომის თეატრის აღწერის, პანტომიმა-
ბალეტის – «პარისის სამსჯავროს», ცბიერ ავაზაკსა და კასრში მყოფ საყვარელზე
ფოლკლორული წაარმოშობის ანეკტოტების სოკრატეზე, ნათელმხილვეფ
დიოფანესზე, ქარიტაზე, ტრაბილუსზე და სხვებზე შექმნილი უამრავი ნოველის
გამოყენებაში ჩანართის სახით. განსაკუთრებით მშვენიერია ზღაპარი ამურსა და
ფსიქეზე. თანამედროვენი მაღალ შეფასებას აძლევდნენ აპულეიუსს – ამის
გამოხატვა გახლდათ ცოცხალი აპულეიუსისათვის ძეგლის დადგმა. მისი ზღაპრის
სიუჟეტი ამურსა და ფსიქეზე, გამოიყენეს მხატვრებმა (რაფაელმა, თ. ტოლსტოიმ),
პოეტებმა (ლაფონტენის «კუპიდონისა და ფსიქეს სიყვარული», ბოგდანოვიჩის
«სულიკო») და კომპოზიტორებმა (ლიული, ფრანკი). აპულეიუსის რამოდენიმე
ნოველა თავის «დეკამერონში» გამოიყენა ბოკაჩომ.
აპელესი (აპელლეს) – ძვ. წ. IV ს. II ნახევრის ბერძენი ფერმწერი. პლანიუს
უფროსის ცნობით, მაკედონიის სამეფო კარის მხატვარი ყოფილა. მოღვაწეობდა
ეფესოში, კოსში, ალექსაბდრიაში (ეგვიპტეში). მუშაობდა მხოლოდ ოთხ ფერში
(თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი). ვირტუოზულად ფლობდა ჩრდილ-ნათელის
ტექნიკას. მისი ნამუშევრები არ შემონანახულა.
აპელესი (ჩვ. წ-მდე IV ს-ის მეორე ნახ.) - წარმოშობით კოლოფონესიდან.
ალექსანდრე მაკედონელის კარი მხატვარი. ახასიათებდა გამაოგნებელი
გამომსახველობითი უნარი, პლინიუს უფროსის (23/24 - 79 წ.) «ბუნების
ისტორიის»თანახმად, აპელესს ერთი დღეც არ უცხოვრია ხატვის გარეშე. გამოთქმაც,
- «არც ერთი დღე ხაზის გარეშე», - მისგანაა წამოსული. იგი იყო მონუმენტური
ფერწერის უდიდესი ოსტატი. სურათებში იყენებდა ოთხ ფერს, თეთსრ, შავს,
ყვითელს, წითელს. წყაროთა ცნობით, მან სრულყოფას მიაღწია გრაფიკულ
პერსპექტივასა და შუქ-ჩრდილთა ოსტატობაში. ხატავდა ტემპერით ხის დაფებზე და
ნახატს ლაქისმაგვარი ნაზავით ფარავდა. აპელესმა პირველმა შემოიტანა
პორტრეტულ ფერწერაში შუქის წყარო და გამოსახავდა ათინათებს სახესა და
სხეულზე. მის დიდებულ ნამუშევართაგან (ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი
ზევსის სახით, ზღვიდან ამომავალი «აფროდიტე ანადიომედა», ალეგორიული
სურათი «ცილისწამება», რომელზეც ასახული იყო ეფესოს უზენაესი ქურუმი
მეგაბაზა პროცესიით, ავტოპორტრეტი და ა. შ.) ჩვენამდე არაფერს მოუღწევია. ამ
მხატვარზე წარმოდგენა მხოლოდ მათ თანამედროვეთა ან ძველ ავტორთა
დახასიათებებით გვექმნება. მაგალითად, თვით ალექსანდრე დიდი თავის
პორტრეტს «განუმეორებელს» უწოდებდა. ამ უდიდესი მხატვრის გამომსახველობით
ტექნიკასა და ვირტუოზულ ტალანტზე პლინიუს უფროსი წერდა: «შექმნა დიანა,
გარშემორტყმული ასაბიათი, რომელიც მსხვერპლს წირავს ალწულს; უყურებთ რა ამ
ნახატს, გვეჩვენება, თითქოს, ჰომეროსს კითხულობდე, რომელიც აღწევს ყოველივე
ამას».
აპემოსინე – კატრევსის ასული. ძმამ წიხლით მოკლა.

440
აპენდიციტი (ლათ. აპპენდიციტის) – ჭიანაწლავის (ბრმანაწლავის) ანთება.
აპეპი (ძვ. ეგვიპტ.) – ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიაში გველი – პერსონიფიკაცია
სიბნელისა, ქვესკნელისა, რომელსაც ამარცხებს ამომავალი მზის ღვთაება ჰორუსი V.
მოხსენიებულია «მკვდართა წიგნში» (დაფა I, «თაყვანისცემა და შესხმა რაასი...»).
აპერცეფცია (ლათ. ად – კენ, პერცეპტიო – აღქმა) – ყოველი ახალი აღქმის
დამოკიდებულება ადამიანის წინანდელ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და აღქმის
მომენტში მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ტერმინი შემოიტანა ლაიბნიცმა და
უკავშირებს თვით ცნობიერებას.
აპერცეფცია – გაცნობიერებული აღქმა.
აპერცეფცია – ტერმინი, რომელიც პირველად გვვდება გ. ლაიბნიცთან. მასთან
ნიშნავს ცნობიერ წარმოდგენას. შემდგომ ა-ზე მოძღვრება განავითარა ვოლფმა
დაკანტმა (თვითშემეცნების აქტი), ჰერბარტმა (ახალი წარმოდგენის ზემოქმედება,
ძველი წარნიდგენების გვერდთ) და ბოლოს ვუნდტმა, რომელმაც ა-ში შეიტანა ნების
ელემენტი (ა. – გაძლიერება ზოგიერთი წარმოდგენისა აქტიური ყურადღების
გამახვილებით).
აპერცეფციული ჭკუასუსტობა – დამახასიათებელია ეპილეფსიისათვის.
ავადმყოფს უჭირს მთავრის გამოყოფა შემთხვევითისაგან.

აპერტო – მუს. ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ მოიხსნას სურდინა


(ჩასაბერ საკრავებზე).
აპფილი – (ცირკი) იგივე, რაც «ხრამი».
აპია, აპიე – პელოპონესის ძველი სახელი. ესქილე ამ მხარეს უწოდებს «აპიის
მიწას».

აპიაე (დაახლ. 100 – დაახლ. 170 წ. წ.) – ბერძენი ისტორიკოსი


ალექსანდრიიდან, გახდა რომის მოქალაქე, წევრი მხედართა ფენისა, სიცოცხლის
ბოლო წლებში რომის ერთ-ერთი პროვინციის (სავარაუდოდ,
ეგვიპტის)პროკურატორი. თავის 24 წიგნიან «რომის ისტორიაში»აპიანემ ისტორიულ
მასალათა ახლებური აგების პრაქტიკა შემოიტანა. იგი მოვლენათა თემატიკურობას
ქრონოლოგიურ პრინციპებს ურთავს – თემატიკურ მონოგრაფიებში ჩართულია
მოვლენათა ქრონოლოგიური გადმოცემა. ტიტუს ლივიუსის მსგავსად, აპიანეც
ისტორიის გადმოცემას ძველი რომის სამეფო პერიოდით იწყებს. შემდეგ გადადის
რომის მიერ ჩატარებულ სამხედრო კამპანიათა დაწვრილებით აღწერაზე. იტალიური
კამპანიის შესახებ გადმოცემულია მე-2 წიგნში, სამნიტურისა – მე-3-ში, გალებისა –
მე-4-ში, სიცილიური – მე-5-ში, ესპანურისა – მე-6-ში, ჰანიბალის წინააღმდეგ – მე-
7-შიკართაგენულისა – მე-8-ში, ილირიისა და მაკედონიისა – მე-ში, ბერძნულ-
იონიურისა – მე-10-ში, სირიულისა – მე-11-ში, მითრიდატეს წინააღმდეგ – მე-12-
ში, სამოქალაქო ომებისა, დაწყებული გრაკჰუსების ეპოქიდან გაიუს ანტონიუსის –
მომავალ იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს ბრძოლებამდემარკუს ანტონიუსთან –
მე-13-მე-17 წიგნებში, ეგვიპტისა – მე-18-21-ში, ავგუსტუსის ბრძოლების დროიდან
ტრაიანემდე – 22-ში, ტრაიანეს დაპყრობითი ლაშქრობებისა – დაკიურისა – 23-ში
და არაბულისა – 24-ე წიგნებში. ჩვენამდე მხოლოდ მე-6, მე-7 და 12-17 წიგნებია
მოღწეული (სულ რვა წიგნი). აპიანეს შრომები ფრიად ღირებულ ცნობებს შეიცავენ
და მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ რომის სამოქალაქო ომების ისტორიის
შესწავლის საკითხში.

441
აპიანე – (?-70-იანი წ. წ. II ს) ბერძენი, ძვ. რომის ისტორიკოსი ავტორი «რომის
ისტორიის» – რომის დაფუძნებიდან II ს-ის დასაწყისამდე ახ. წ.
აპიდი (Aპის, Aპიდოს) – აპისი გმირ ფორონევსის ვაჟი, რომელმაც თავისი
სახელი უწოდა პელოპონესს.
აპიკალიპტიკოსები – 1. განსაკუთრებული სახის ნაწარმოებთა ავტორები
იუდეაში ჩვ. წ-მდე II-I ს. ს. რომლებშიც სიმბოლური ფორმით
ნაწინასწარმეტყველებია მხსნელის მოსვლა და მისი სკიპტრის ქვეშ იზრაელის
ძლიერ და სამართლიანი სამეფოს აღდგენა. აპოკალიპტური ლიტერატურა, რომელიც
დანიელის წიგიდან იწყება, ძალზე გავრცელებულია ქრისტიანობის პირველ საწყის
წლებში. 2. ამ მოძღვრების მიმდევრები.

აპირუ (ხაპირუ, ხაბირუ) – ხალხი, რომელიც მოიხსენიება ახლო


აღმოსავლეთის II ათასწლეულის შუა ხანების დოკუმენტებში. ვარაუდობენ, რომ
ისინი შესაძლოა ძველი ებრაელების წინაპრები ყოფილიყვნენ.

აპის კულტი ჯერ კიდევ ნეორე დინასტიის დროს დაწესდა ძვ. წ. 3600 წ. იგი
ოსირისის ცოცხალი სიმბოლოა. მომაკვდავი ოსირისის სული მასში გადავიდა. მისი
ეგვიპტური სახელი «ჰაპი» – (მდ. ნილოსის ღვთაება, რომელსაც ხელში ორი კოკა
ეჭირა და გაზაფხულზე მდინარე წყლით ავსებდა). აპისი ელინისტური ეპოქის ბერძ.
უწოდეს და ზევსის შვილად მონათლეს.
აპისი (ეგვიპტ.) – ანუ ჰაპი-ანქჰ – «ცოცხალი მიცვალებული» იგივე ოსირისი,
ხორცშესხმული თეთრ ხარში. იყო ღმერთი ხარი, რომელსაც შეუსრულდებოდა თუა
არა 28 წ. (ეს ის წლოვანებაა, როცა ოსირისი განგმირა სეთ-ტიფონმა) დიდი
სარიტუალო ცერემონიალით იწირებოდა. ხარი ნიშა უნდა ყოფილიყო – შავი,
შუბლზე თეთრი ნიშნით, კუდის ბალანი ორად გაყოფილი. ხალხის წინაშე
საჩვენებლად გამოყვანილს ირგვლივ დაცვა ერტა. მათ უკან მგალობელთა გუნდის
მგალონლები მისდევდნენ, რომლებიც ღმერთისადმი აღვლენილ ჰიმნს
ასრულებდნენ. მთელი ეს სარიტუალო-ცერემონიალური თაყვანისცემა,
სინამდვილეში ხარის კი არა, ოსირისის სიმბოლოსადმი აღევლინებოდა, ისევე,
როგორც ქრისტიანები ლიტანიობენ კრავის – მაცხოვრის სიმბოლოს წინაშე.
აპისი – ეგვიპტელთა ბედნიერებისმომტანი ღვთაება. იგი ას წელიწადში
ერთხელ იბადება შავი ხბოს სახით. შუბლზე თეთრი ოთხკუთხა ხალით, ზურგზე
არწივის გამოსახულებით, კუდზე ორად გაყოფილი ბალნით და ენის ქვეშ ხოჭოს
გამოსახულებით. ერთი ასეთი ხბო მოკლა კამბისმა – სპარსეთის მეფემ.
აპისი – მემფისის წმინდა ხარიციური სხივით განაყოფიერებული უბიწო
ძროხის შვილი. ეგვიპტელთა თაყავნისცემის საგანი. ხცოველთა კულტის უძველესი
სახე. შავი, შუბლზე სამი ან ოთხკუთხოვანითეთრი ნიშით. მარჯვენა
ფერდზენახევარი მთვარის ნიშნით, ორნაირი ბეწვიანი კუდით. ზურგზე არწივის
გამოსახულებით და ა. შ. სულ 29 ნიშანი – თვის 29 დღის შესაბამისად. მემფისში იყო
საკულტო ცენტრი, მასზე ზრუნავდნენ. 25 წ. (მთვარის კალენდრის მიხედვით 25 დღე
იყო თვეში) უნდა ეცოცხლა, შემდეგ კლავდნენ და ოქროს კუბოში ასვენებდნენ
დაბალზაზმებულს. ქაიროს სამხრეთით, საკარას სასაფლაოზე მარიეტმა 65 აპისის
სამარე აღმოაჩინა.
აპიტუიტარიზმი (ლათ. ააპიტუიტარისმუს) – ჰიპოფიზის არარსებობა ან მისი
შინაგანი სეკრეციის ფუნქციის უქონლობა.

442
აპიუს კლავდიუს უსინათლო (ბრმა) (ცეკუსი) – რომაელი სახელმწიფო მოღვაწე
სხვადასხვა დროის რომის იმპერატორთა სამსახურში მნიშვნელოვანი
თანამდებობები ეკავა. ჩვ. წ-მდე 307-296 წლებში – კონსული, 295-ში – პრეტორი;
295-285 წლებში საგანგებო უფლებებით (რწმუნებებით)მოსილი დიქტატორი. აპიუს
კლავდიუსმა შეცვალა პატრიციათა მთელი რიგი პრივილეგიები, გააფართოვა
პლებეეთა და თავისუფალთა უფლებები, უმიწო და უადგილმამულო მოქალაქეებს
უფლება მისცა გამხდარიყვნენ ტრიბუნრბის (იხ.) წევრები. მის სახელს უკავშირებენ
პირველი წყალგაყვანილობის აგებას რომში, გზათა დაგებასა და კეღილმოწყობას
რომიდან კაპუამდე (იხ. აპიუსის გზა). მან შეავსო ლათინური ანბანი და პირველმა
გააკეთა საკუთარ იტყვათა ჩანაწერები. ერთ-ერთი სიტყვაღრმად მოხუცი აპიუსისა,
რომელიც სენატზე წარმოთქვა და მიმართული იყო პიროს ეპირელთა საზავო
ხელშეკრულების წინააღმდეგ, ციცერონისაგან უმაღლეს სიტყვად გახლდათ
შეფასებული. აპიუს კლავდიუსს ეკუთვნის ზნეობრივი სენტენციების პირველი
კრებულიც. რომელიცსატურნიული ლექსებითაა (იხ.) დაწერილი. «სენტენციების»
კრებულიდან მხოლოდ სამი აფორიზმიღაა შემორჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი
მოარულ თქმად იქცა: «ყველა საკუთარი ბედნიერების მჭედელია». ძველი
რომაელები მას იურისპუდენციის ფუძემდებლად მიიჩნევდნენ, რამეთუ მან გამოსცა
ბრძანება იურიდიულ და პროცესუალურ ფორმულირებათა გამოქვეყნების შესახებ,
ამასთან იმ დღეთა დანიშვნებიც, როცა სასამართლო გარჩევები უნდა
ჩატარებულიყო.
აპიუსი – ერთ-ერთი რომაელი სარდალი, რომელიც მითრიდატესთან და
ტიგრანთან ახლდა ლუკულუსს.
აპიუსის გზა (ლათ. ვია Aპპია) – ძველრომაული ინჟინერულ-არქიტექტურული
აზროვნების ცნობილი ძეგლი. იგივე «გრძელი გზების დედოფალი». ეს იყო პირველი
რომაული კვადრატული ქვებით მოკირწყლული გზა რომსა და კაპუას შორის.
სტრატეგ. მნიშვნ. გაიყვანეს აპიუს კლავდიუს ცეკუსის ცენზორობის დროს (312 წ. ჩვ.
წ-მდე). ჩვ. წ-მდე 244 წ-ს გააგრძელეს ბრუნდი ზიუმამსე. ორივე მხარეს ტროტუარის
მსგავსი ამაღლებით ქვეითებისათვის. გასდევდა ღრმა არხები. გვერდს ორი
დატვირთული ურემი უვლიდა. სიგრძით 350 კმ-ისა.
აპიუსის გზა (Vია Aპია) – 350კმ. სიგრძის პირველი რომაული მოკირწყლული
გზატკეცილი. გაყვანილ იქნა სტრატეგიული მოსაზრებით აპიუს კლავდიუს ცეკუსის
(უსინათლოს) (იხ.) ცენზორობის დროს, ჩვ. წ-მდე 312 წ-ს. აკავშირებდა რომს
კაპუასთან. ჩვ. წ-მდე 244 წ-ს გააგრძელეს ბრუნდიზიუმამდე. მოგებული იყო
კვადრატული ფორმის ფილა-ქვით. ქვეითად მოსიარულეთათვის ორივე მხარეს
ტროტურივით გასდევდა ამაღლებული ნაწილი და ღტმა არხები. გზატკეცილი
განიერი იყო – ორი ურემი თავისუფლად აუვლიდა გვერდს ერთმანეთს. რომის
მახლობლად, გზის გასწვრივ ძველი ნეკროპოლისის ნამუსრევებია
შემორჩენილიარქეოლოგთა ვარაუდით, ეს ნაშთები წარმართულ და
ადრექრისტიანულ ხანას უნდა განეკუთვნებოდეს. აპიუის გზას «გრძელი გზების
დედოფალსაც» უწოდებენ.
აპკი (ლათ. ბრეგმა, მემბრანა, ტუნიცა) – ფირფიტა, მემბრანა.
აპლაზია (ლათ. აპლასია) – განვითარების ანომალია, 1. ორგანოს ან ქსოვილის
თანდაყოლილი არარსებობა; 2. ორგანოს ან ქსოვილის თანდაყოლილი უკმარობა.

443
აპლერაჰმან I ელ-გაჰილი – პირველი დამოუკიდებელი ესპანელი ამირა
(ხალიფა) ომეიანთა დინასტიიდან. 750 წ-ს , როცა ეს გვარი გაანადგურეს, გაიქცა
ესპანეთში, სადაც 756 წ-ს დააფუძვნა კორდოვის საემირო. გარდაიცვალა 786 წ-ს.
აპლესტია – იხ. ბულიმია.
აპლიკატურა – 1. თითების განაწილება სამუსიკო საკრავზედაკვრის დროს. 2.
შემსრულებლის თითების განაწილების ციფტირებული აღნიშვნა ნოტების თავზე.
აპლოდისმენტი – ტაში მოწონების, მისალმების ნიშნად. აგრეთვე მსახიობის
გამოსაძახებლად მოქმედების დამთავრების შემდეგ. ჯერ კიდევ ძვ. რომში
არსებობდა შემუშავებული სისტემა სხვადასხვა დანიშნულების ტაშისცემისა.
ტაშისცემა შემდგომშიც შერჩა წესად თეატრს. რუსეთში აპლოდისმენტი თეატრში
დამკვიდრდა XVIII საუკუნიდან.
აპლომბი, მდგრადობა – მოცეკვავის (ქალის ან ვაჟის) ხანგრძლივი დროის
განმავლობაში ცალ ფეხზე სხვადასხვაგვარ პოზაში დგომა.

აპლუ (აპულუ) – აპოლონი (ეტრუსკული მითი ძვ. წ. V-IV სს.)


აპოცობა – ქრომატული ნაზევარი ტონი ბერძნუკ ნუსიკის თეორიაში.
აპოდეიქტიკა (ბერძ. აპოდეიკტიკოს – დამაჯერებელი) – ის, რაც ურყევად
საბუთდება, აბსოლუტურრად სარწმუნო ცოდნის ცნება.

აპოდითერიუმი (ლათ. აპოდყტერიუმ გასახდელი ოთახი) – ძვ. რომში:


სააბაზაანო პროცედურათა (სულ იყო ხუთი: აპოდითერიუმი, კალიდარიუმი,
თეპიდარიუმი, ფრიგიდარიუმი და ბოლოს ნატაციო – გარე აუზი) გარკვეული წეს-
რიგი. აპოდითერიუმი პროცედურათა რიგის პირველი პროცედურაა და
წარმოადგენდა გასახდელ ოთახს (დანარჩენები იხ. ცალ-ცალკე).
აპოფატიკა, აპოფატიკური თეოლოგია (ბერძ. აპოპჰატიკოს – უარყოფითი) –
მოძღვრება, რომელიც ისწრაფვის გამოსახოს აბსოლუტურად მიღმიური ღმერთის
არსი, რომლის განსასაზღვრად თანამიმდევრულად უარყოფს ყოველ განსაზღვრებას,
როგორც არათანაბარზომიერს მისი ბუნების მიმართ. ე. ი. მსაზღვრელი არასოდეს
შეფასდება საზღვრულით, ანუ ღმერთის ყოველი ეპითეტი არ ასახავს მის არსს. იგი
ბიკოლერულია (იხ. ბრიკოლერული), რალიტივურია. აპოფატიკის საპირისპიროა
კატაფატიკა (იხ. კატაფატიკა).
აპოფთეგმები (Bერძ. აპოპჰტჰეგმა – სხარტი, ღრმააზროვანი გამონათქვამი) –
ფილოსოფოსთა, მწერალთა და სხვა გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების,
ამასთან, მათი ცხოვრების ამსახველი ამბებისა და თქმულებების ძველი კრებულები,
რომელთა მიზანს მკითხველთა ზნეობრივი დარიგება, განსწავლა და აღზრდა
წარმოადგენდა. საფუძველი ჩაეყარა ანტიკურ საბერძნეთში და ფართოდ გავრცელდა
როგორც ძველ სამყაროში, ისე შუა საუკუნეებში.
აპოჯარე და ვოჩე – მუს. ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა გაკეთდეს
მახვილი, მკაფიოდ აღინიშნოს გადასვლები.
აპოკალიფსი (ბერძ. აპოკალყპსის – გამოცხადება) – იოანე ღვთისმეტყველის
გამოცხადება, ახალი აღთქმის წიგნებიდან ყველაზე ძველი, თავისი მისტიკური
ეგზალტირებულობისა და სიმბოლური ნაჯერობით ახლოს დგას ძველი აღთქმის
წინასწარმეტყველურ წიგნებთან. ა-ს ფანტასტიკური ხილვები გვიხატავენ საბოლოო
ბრძოლას ზეციურ მხედრობასა და ანტიქრისტეს შორის, განკითხვის დღისა და
დედამიწაზე «ღვთის ათასწლოვანი მეუფების» დამყარების სცენებს. ხელნაწერთა
ასლები, თარგმანები და განსაკუთრებით ა-ს კომენტარები წარმოადგენდნენ

444
სამონასტრო ბიბლიოთეკების უძვირფასეს განძსა და ღვთისმეტყველთა და
მხატვართათვის საყვარელ თემას. აპოკალიფსური სცენების ბრწყინვალე სახეები
გვხვდება მოხატულობაში და რელიეფურ ტაძრების პორტალების ტიმპანებზე
(სატაძრო სივრცის სიმბოლიკის შესაბამისად ეს ჩვეულებრივ ინტერიერის მთავარი
პორტალი ანდა დასავლეთის კედელია). განკითხვის დღის სურათს, როგორც
სკულპტურული, ისე მისი ფერწერულ ვერსიას, როგორც წესი, სიმეტრიული
კომპოზიცია აქვს: ნართალთა და ცოდვილთა ფიგურები განლაგებულია მარჯვენა და
მარცხენა მხარეს ქრისტე განმკითხავის ანდა საყვირიანი ანგელოსისა, რომელიც
გვამცნობს სამყაროს აღსასრულსა და მსოფლიო ისტორიის დასასრულს. განკითხვის
დღე – შუა საუკუნეთა იკონოგრაფიის თემებიდან ყველაზე დრამატულია და მისი
გადაწყვეტისათვის გამომხატველობითი ექსპრესიის ყველა საშუალების მობილიზება
ხდება. ხშირად განკითხვის სიუჟეტები გააზრებულია, როგორც კოსმოსის მთლიანი
სყრათი, რომელიც საბედისწერო კატაკლიზმებშია ჩავარდნილი, ამ მიზეზით
ჰორიზონტალური კომპოზიციური სიმეტრიის გარდა ჩნდება სივრცის
ვერტიკალური დაყოფა სამ ნაწილად, პლანად: მრისხანე ზეციური მხედრობა,
მიწიური სამყარო, რომელიც განმკითხავის წინაშეა და ჯოჯოხეთის პირდაღებული
გამანადჰურებელი უფსკრული. წიგნის მინიატურაში ა-ს თემა განსაკუთრებულად
ნათლადაა გააზრებული ესპანური სკოლის ოსტატთა მიერ. ლიბანელი ბეატუსის
პოპულარული წიგნი ა-ის კომენტარები მრავალჯერ იყო ილუსტრირებული
სხვადასხვა ოსტატთა მიერ, რომლებმაც შექმნეს თავისებური, ხალხურთან
დაახლოებული, ა-ს ხელნაწერთა ესპანური ტრადიცია. ყველაზე უფრო ცნობილი
ნიმუშები X ს. შექმნილი. ერთ-ერთ მინიატურაზე გამოსახულია სტილიზებული
ანგელოზი, რომელიც მზიდან გამოდის, და ოთხი ქარი (ქვეყნიერების მხარეთა
ალეგორია). გამოსახულებისპლანები გააზრებულია როგორც ნათელი სხივის
ზოლები, რომელიც ფურცლის მინდორს ყოფს. ეს სტილი შენარჩუნებულ იქნა
საუკუნენახევრის განმავლობაში და გავლენა მოახდინა სხვა სკოლებზე. სწორედ
ესპანური მანერითაა ილუსტრირებული საყოველთაოდ ცნობილი ა. სენ-სევერიდან
(საფრანგეთის სამხრეთი), რომელიც XI ს. შექმნილია. სტილის ფოლკლორული
ბუნება წარმოჩინდება კოლორიტის ზღაპრულ სიკაშკაშეში, რომელიც გვიჩვენებს არა
იმდენად საბედისწერო განკითხვას, არამედ ქრისტიანული გადმოცემების გასახარელ
სასწაულებზე. სენ-სევერის ა-ის მინიატურები – რომანილი წიგნის გრაფიკის
კლასიკური ნიმუშია.
აპოკალიფსური, საიდუმლო; ა. მხეცის რიცხვი, 666, იოამეს გამოცხადებაში (XIII,
18), მიუთითებს ნერონზე, როგორც ანტიქრისტეზე. ა. მხედარი, შავი ჭირის, ომების,
შიმშილობისა და სიკვდილის ფიგურები იოანეს გამოცხადებაში.
აპოკატასტაზი (ბერძ.) – აღდგენა; სამყაროს დაბრუნება სრულყოფისა და
უცოდველობის პირველყოფილ მდგომარეობაში (მოციქულთა მოძღვრება); ყველა
ნივთის ღმერთში დაბრუნება (ორიგენე).
აპოკატურა – მუს. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფორშლაგის ერთ-ერთ
ნაირსახეობას (მელიზმის ნაირსახეობა, რომელიც მელოდიის ძირითადი ბგერის
მოსამზაადებელი ერთი ან რამდენიმე ბგერისაგან შედგება).
აპოკრიფემი (ბერძ.) – არაკანონიკურ წიგნები, რომლებიც არ შევიდა ბიბლიაში.
ეკლესიის ზოგი მამა ძველი აღთქმის ა-ს აყენებდნენ კანონიკური წიგნების გვერდით,
ლუთერანული ეკლესია ასევე განასხვავებს კანონიკურს არაკანონიკურისაგან.

445
ანგლიკანური ეკლესია მათ საერთოდ უარყოფს. მართლმადიდებლური ეკლესია
სულისმარგებელ წიგნებად თვლის.
აპოკრიფი (ბერძ. აპოკრიპჰოს დაფარული, საიდუმლო) – 1. ზოგიერთი
იუდაისტური და ადრექრისტიანული ლიტერატურის ზოგი ძეგლი, რომელიც
ეკლესიისაგან არაკანინიკურადაა შერაცხული, ამიტომ იგი არაა შეტანილი «საღმრთო
წერილში» (ძვ. და ახალ აღთქმაში); 2. თესოფოსთა აზრით, ტერმინი «აპოკრიფი»
შეხდომით ინმარტება და გაიგება, როგორც საეჭვო და ნაყალბევი. მათი აზრით, ეს
სიტყვა, უბრალოდ, საიდუმლოს აღმნიშვნელია, ეზოთერიკულისა და დაფარულის
აღმნიშვნელი; 3. ტერმინი პირველად ნახმარია რომის პაპის IV ს-ით დათარიღებულ
დეკრეტში. ამავე პერიოდიდან შეიქმნა აპოკრიფული წიგნების პირველი სიაც.
აპოკრიფული ტექსტები, ძირითადად, ძვ. და ახალი აღთქმის აპოკრიფებადაა
დაყოფილი; 4. ძვ. ქართული მწერლოვის ძეგლებში აპოკრიფებისადმი მიდგომა
სხვანაირია – ისინი ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ არაკანონიკურსა და აპოკრიფულ
ლიტერატურას.
აპოკრიფული – 1. პოკფემისათვის დამახასიათებელი; 2. გამოგონილი, საეჭვო.
აპოლინარიოსი (Aპოლლინარის) უფროსი – ბერძენი გრამატიკოსი
ალექსანდრიიდან, გარდაიცვალა 362 წ. ბიბლიური სიუჟეტებისათვის სარგებლობდა
ძველი ლიტ. ფორმებით.

აპოლოდორე – (დაახლ. 180-119 წ. ძვ. წ.). გამოჩენილი ალექსანდრიელი


გრამატიკოსი, წარმოშობით ათენელი სწავლული. მოღვაწეობდა ათენში,
ალექსანდრიაში, პერგამონში. დაწერილი აქვს ლიტერატურულ-ფილოლოგიური და
ისტორიული შრომები, «ქრონიკების» 4 წიგნი. ყველაზე ცნობილი წიგნია
«ბიბლიოთეკა». მითოგრაფიის სახელმძღვანელო, რომელიც მას მიეწერება, მაგრამ
შექმნილია ბევრად უფრო გვიან – II ს-ში (ახ. წ.) «პერი თეონ» – ღმერთების წიგნი.

აპოლოდორე ათენელი – ძვ. წ. II ს. ბერძენი მწერლი, მითოგრაფი,


გრამატიკოსი, ისტორიკოსი და ლექსიკოგრაფ-კომენტატორი. მას ეკუთვნის ნაშრონი
«ქრონიკა» (ოთხ წიგნად), რომელშიც აღწერილია საბერძნეთის ისტორია ტროის
ომიდან ავტორის დრომდე.
აპოლოდორე დამასკელი (Aპოლლოდოროს ჰო Dამასკიოს) – რომაელი
ხუროთმოძღვარი, ინჟინერი (II ს-ის I ნახ. ჩვ. წ-მდე). ავტორი ტრაიანეს ფორუმის
გრანდიოზული ანსამბლისა (რომი) – სამი მხრიდან სვეტებით შემოფარგლული
კვადრატული ეზო (126/126 მ.) ტრიუმფალურთაღებიანი შესასვლელით, ფართო
ჰერისტილით (სვეტნარი, პორტიკი (კარიბჭე), გალერეა მოედნის, ეზოსი, ბაღის და
სხვ. ირგვლივ ანტიკ. არქიტ-ში – საცხოვ. და საზოგად. დანიშნულების შენობათა
შემადგ. ნაწ.). პერისტილი (ბერძ. პერისტილოს) – სწორკუთხა ეზო, ბაღი, ან
მოედანი, გარშემო გადახურული კოლონადით; პერისტილის ულპაის ბაზილიკა,
პატარა მრგვალი მოედანი და ბაზილიკის ორი შენობა მოსდევს, რომელთა შორის
აღმართული იყო რელიეფებიანი ტრაიანეს სვეტი იმპერატორის ქანდაკებით
დაგვირგვინებული. მას მიეწერება ქალაქების კონისა (115 წ. ჩვ. წ-მდე) და
დენევენტის (იტალია) ტრიუმფალური თაღები. მისი ქმნილებებიდან ჩვენამდე ბევრს
აღარ მოუღწევია (დუნაის ხიდი ქ. დრობეტთან (რუმონეთი)), ოდეონი – ოდური
სიმღერების საკონცერტო დარბაზი, ცირკი და ტრაიანეს ფერმები (აბანოები) რომში.
იმპერატორ ტრაიანეს ოფიციალური არქიტექტორი და ინჟინერი აპოლოდორე
დამასკელი მოღვაწეობდა იმპერატორ ადრიანეს კარზეც. ისტორიკოსი დიონ კასიუსი

446
: როცა თავად განათლებულმა არქიტექტორმა იმპერატორმა ადრიანემ აპოლოდორეს
ვენერასა და რომის (ძმა რომულუსის) ტაძრის არქიტექტურული გეგმარი გაუგზავნა,
ადრესატმა ხუროთმოძღვარმა და ინჟინერმა შესწორებები შეიტანა. უტიფარი
კრიტიკით შეურაცხყოფილმა ადრიანემ იგი დასაჯა (იხ. ვსეობშჩაია ისტორიია
არხიტექტური: ვ 5 ტ. მ., 1948. ტ. 2. კნ. 2).
აპოლოდორეს ათენელი (ჩვ. წ-მდე II ს-ის II ნახევარი) – ჰომეროსის «ილიადას»
ხომალდთა კატალოგის შემდგენელი, «ღმერთთა შესახებ»24 ტ-იანი თხზულების
შემქმნელი (ნაშრომი ბერძნული მითოლოგიისათვის), ავტორი «ქრონიკებისა»,
რომელშიც გაშუქებულია ისტორიული მოვლენები დაწყებული ტროის ომიდან, ჩვ.
წ-მდე 119 წ-ით დამთავრებული. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათენში,
ალექსანდრიაში, პერგამოსში. მასვე მიეწერება თხზულება «ბიბლიოთეკა», რომელიც
ბერძნულ პანთეონზე ფრიად ფასეულ ცნობებს შეიცავს.
აპოლოდორეს ათენელი (ჩვ. წ-მდე VI ს-ის მეორე ნახ.) - ბერძნული
მონუმენტური ფერწერის ფუძემდებელი. სწავლობდა შუქ-ჩრდილთა ეფექტებს,
თავის პალიტრაში გამოიყენა ნახევარტონები, რის გამოც მისმა თანამედროვეებმა
ზედმეტსახელი - სკიაგრაფიც (ჩდილმწერი) კი შეარქვეს. მსოფლიო ფერწერის
ხელოვნებაში იგი იყო პირველი, ვინც შემოიტანა დაგრუნტულ დაფაზე ტემპერით
შესრულების ტექნიკა, რითაც საფუძველი დაუდო დაზგურ ფერწერას. სამწუხაროდ
მხატვრის ნაწარმოებები არ შემონახულა. ჩვენთვის მხოლოდ მათი სახელწოდებებია
ცნობილი - «მლოცველი ქურუმი», «ოდისევსი», «ევით გამგმირული აიაქსი» (იმის
გამო, რომ ათენას ტაძარში კასანდრა გააუპატიურა).
აპოლოგეტიკა (ბერძ. აპოლოგეტიკოს – დამცველი) – თეოლოგიის დარგი მისი
მიზანია რწმენის დაცვა და გამართლება გონებიდან გამომდინარე არგუმენტებით.
ღმერთის არსებობის დაცვა.
აპოლოგია (ბერძ. აპოლოგია – დაცვა) – ვისიმე ან რისიმე დაცვა, გამართლება,
გამოსარჩლება (ზეპირად ან წერილობით). სიტყვა «აპოლოგია» ხშირად იხმარება
წინასწარგანსაზღვრული დაცვის, გადაჭარბებული შექების, განდიდების
მნიშვნელობით (აქედან აპოლოგეტი – რაიმე იდეის, მოძღვრების დამცველი,
ქომაგი, ვინმეს ან რამის აპოლოგიით გამოსული პირი).
აპოლონ ბერვედერელი – იუპიტერისა და ლათონას ძის აპოლონის (იხ.)
ყველაზე ძველი ქანდაკება დაცულია რომში, ვატიკანის ბელვედერის გალერეაში
(იხ.). იგი ასევე იწოდება აპოლონ პითონელად, რადგან გამოსახულია იმ მომენტში,
როცა ამ ხთონურ ურჩხულს – პითონს (იხ.) კლავს. ქანდაკება აღმოჩენილია 1503 წ-ს
ანტიუმის ნანგრევებში.

აპოლონი (Aპოლლონ, ფიცში – Aპოლლო) – ბერძ. პანთეოსი. უნათლესი,


უზენაესი ღვთაება. მეტსახელად ფებოსი («სხივოსანი») მიიღო ბებიისაგან (დედის
დედა), რომელმაც მას მისი ადგილი დაუთმო ოლიმპოზე. ზევსისა და ლეტოს შვილი.
დაიბადა კუნძულ დელფოსზე, სადაც ზევსმა ჰერასგან დევნილი ლეტო დამალა
(პითონი მიუგზავნა) არტიმედეს ტყუპისცალი . ხელოვნების, მართლმსაჯულების,
წესიერების, კანონის, სინათლის და საერთოდ სიკეთის და მშვენიერების მფარველი.
იგი ასევე მეტიტონის ღმერთიცაა და მკურნალიც. კითარაზე დამკვრელი-მემუსიკე.
ამალას მუდამ 9 მუზაა შეადგენს. აპოლონ-ფებოსი, როგორც «ღმერთების კარი», იგი
კეტავს ჭიშკარს და არ უშვებს ჭირსა და ხიფათს ადამიანებთან. აპოლონმა მოკლა
პითონი და კუნძულ დელფოსზე ააშენა დელფოს სამისნო. აქ იმართებოდა
ასპარეზობანი 8 წელიწადში ერთხელ. სამისნოებია ასევე აგებული ფოკადაში,
447
თებეში, ბეთტინში და სხვა. აპოლონს სხვა ზედწოდებებიც გააჩნდა: «სმინთევსი» –
თაგვი – ასე იხსენიებს ჰომეროსი; ლიკეოსი – «მგელთა მჟლეტელი» – ასე
უწოდებენ ესქილე და სხვა კლასიკოსები. მისი წმინდა ხეა დაფნა. (მშვენიერი დაფნა
ხედ იქცა, როცა მას აპოლონი დაედევნა). დაეხმარა ტროელებს გალავნის აგებაში.
ტროას ომში ტროელთა მხარესაა. აპოლონი ხელოვნებაში: ყველაზე ცნობილია
ლეოქარესის ბელვედურის აპოლონი (აღმოჩ. 1495 წ. ვატიკანში). ქანდაკებებსა და
სურათებზე უმეტესად გამოსახულია ქნარზე დამკვრელი ბრძენი ჭაბუკი გრუზა
თმებით. ამჟამად უძველესია ტენეას ქანდაკი აპოლონი (ძვ. წ. 550 წ.), რომელიც
ამჟამად მიუნხენშია. ხარესის აპოლონის კოლოსალური ქანდაკი, რომლის ფეხებს
შორისაც გემები დაცურავდნენ, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი –
როდოსის კოლოსი, რომელიც ჟამთა სვლამ დაღუპა. ცნობილია აგრეთვე
თორვალდსენის და როდენის ქანდაკებანი. კრანახის, ვერონეზეს და დელაკრუას
სურათები. დრიურესის გრავიურა სპილენძზე.ლელის და მოცარტის ოპერები.
აპოლონი (ბერძ. აპოლლონ) – ძვ. ბერძ, მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი
და უძველესი ღვთაება. კეთილდღეობის, წესრიგის, მშვენიერების, ჯანმრთელობის
მფარველი, ქალაქების აღმაშენებელი, მოახალშენეთა ქომაგი, მეზღვაურთა
მფარველი, ჯოგების დამცველი... ხელოვნების მფარველი, მზის სხივის, სინათლის
ღვთაება... ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი,
ღმერთქალ ლეტოსა და ზევსის ვაჟი, ლინოსისა და ასკლეპიოსის მამა, არტემიდესის
ძმა.
აპოლონია –
აპოლონია – ქალაქები თრაკიაში, მაკედონიაში, ბითვინიაში, ეპისში, ჩრდ.
სიცილიაში, მისაში.
აპოლონიოს როდოსელი (Aპოლლონიოს ო ღოდიოს ლათ. Aპოლონიუს
ღჰოდიუს) – გამოჩენილი ალექსაბდრიელი ეარკოსი, პოეტი დაიბადა ძვ. წ. 295 წ.
ალექსანდრიაში. ლიტერ. მოქიშპეებს გაერიდა და გადასახლდა როდოსზე.
გადარჩენილია მისი ერთადერთი ქმნილება «არგონავტიკა». ქაართული თარგმანები:
აკ. ურუშაძე (პროზად) და ა. გელოვანი (ლექსად).
აპოლონიოს როდოსელი (ჩვ. წ-მდე III ს.) – დაიბადა ალექსანდრიაში. იყო
კალიმაქოსის მოწაფე, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გამგე, ლიტერატურული
ანგარიშსწორების გამო იძულებული შეიქნა სამშობლოდან გადახვეწილიყო.
გადასახლდა კუნძულ როდოსზე, საიდანაც მიიღო ზედსახელი – როდოსელი.
ესწრაფვოდა ჰეროიკული ეპოსის აღორძინებას. გადაამუშავა მითი ოქროს საწმისზე
და დაწერა ეპიკური პოემა «არგონავტიკა» (ნიმუშად გამოიტენა ჰომეროსის პოემები).
აპოლონიოსის კონცეპტუალური მოსაზრება პოემის დასაწყისშივეა
კონსტატირებული – «აღმოვთქვათ დიდება ძველ გმირებზე»... (იხ. «არგონავტიკა»).
აპოლონიოს როდოსელის მთავარი დამსახურებაა ის, რომ მან ბერძნულ ეპოსში
შემოიტანა გმირის ფსიქოლოგიური დახასიათება, გრძნობების გადმოცემა, სულიერ
ვნებათა გამოხატვა. მითოლოგიური მასალების დამუშავებისას აპოლონიუსი,
უპირველესად, მეცნიერი და სწავლული, ძველი ეპოსის უბადლო მცოდნე გახლდათ,
რომელმაც მთელი ეს მასალები გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული წვრილმანებით
შეავსო. ამასთან, განმარტავდა ადათ-წესებს, აკეთებდა ყოფით ჩანახატებს.
«არგონავტიკაში» ჰომეროსის სტილის ელემენტებს ელინისტური ესთეტიკის
განსაკუთრებულობა ერწყმის. – სხვადასხვა სტილის შეთავსება, სასიყვარულო
გრძნობათა წარმოქმნის დინამიკა, იდილიური სცენები, რაციონალური რიტორიკა,

448
აპოლონიუსის პოემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ რომში და დიდი
ზეგავლენა იქონია ვერგილიუსისა და ვალერიუს ფლავუსის შემოქმედებაზე (იხ. იხ.).
აპოლონიოს ტიანელი (Aპოლლონიოს ჰო თიანეუს) – ცნობილი ბერძენი
ფილოსიფოსი. დაიბადა კაბადოკიაში. დაბადების წელი უცნობია. გარდაიცვალა ჩვ.
წ-ის 96 წ-ს. თავგამოდებული პითაგორელი. ევტიდემოსის ხელმძღვანელობით
შეისწავლა ფინიკიური მეცნიერებანი. პითაგორელთა ფილოსოფიასა და სხვათა
მოძღვრებებს ევქსენუს ირაკლიონელთან (დაეუფლა??). ამ სკოლის პრინციპთა
გათვალისწინებით, მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ვეგეტარიანულად
გაატარა. იკვებებოდა ხილითა და მცენარეულობებით. დადიოდა ფეხშიშველი, წვერ-
თმა მოშვებული, ეოგორც ყველა განდობილი მანამდე და მის შემდგომ. იგი იყო
განდობილი ასკლეპიოსის (ესკულაპის) ტაძრის ქურუმთაგან (ეგეაში)რომელთაგანაც
შეისწავლა მედიცინის ღმერთის (ასკლაპიოსის) მიერ განხორციელებული მრავალი
«სასწაული» ავადმყოფთა განკურნებისა. როგორც პითაგორელმა, მდუმარებაში დაყო
სრული ხუთი წელი. მოიარა ანტიოქია, ეფესო, პამფილია. ბაბილონის
გავლითიმგზავრა ინდოეთში. ამ მგზავრობაში იგი მიატოვეს მისმა ახლობლებმა და
მოწაფეებმა, რამეთუ შეეშინდათ «გრძნეულთა ქვეყანაში» შესვლა. მხოლოდ
შემთხვევითმა მოწაფემდამისმა არ მიატოვა იგი. დამისის ცნობით, აპოლონიოსი
განდობილ იქმნა ქალდეველთა და მაგთაგან. დამოსის ჩანაწერები 100 წლის შემდეგ
(III ს. ჩვ. ჭ-ით) გადაიწერაფილოსტრატოსმა. ინდოეთიდან დაბრუნებული იგი
სრულიად კურთხეულია. მისგან ნაწინასწარმეტყველები ხელისუფალთა სიკვდილი,
ეპიდემიები, მიწისძვრები, სხვა მოვლენები, ყველა ზედმიწევნით აღსრულდა.
ორფეოსის ლესბოსელმა ქადაგებმა, შურის გამო, აღარ აკურთხეს და თავიანთ
მისტერიებში მონაწილეობა არ მიაღებინეს. იგი ათენელთა და სხვა ქალაქთა
მკვიდრთ უკითხავდა წმინდა და კეთილშობილურ ეთიკას «როგორ გავიგოთ ეს?! –
შეშფოთებით კითხულობდა იუსტინიანე წამებული, – როგორ გავიგოთ, რომ
აპოლონიოსის თილისმებს (ტელესმატა) აქვთ ძალა დაგვიცვან, როგორც ვხედავთ,
ტალღათა მრისხანებისაგან ქართა სიავეთაგან და ველურ მხეცთა თავდასხმისაგან?...»
რომ «აპოლონიოსის სასწაულები, მრავალრიცხოვანნი, მანდვილად მჟღავნდებიან
ამჟამინდელ საქმიანობაშიც?...» («Qუესტ.», XXIV .
აპოლონიოს ტრალელი და მისი ძმა თაბრიქსი (დაახლ. 100 წ. ჩვ. წ-მდე) –
სკულპტურული ჯგუფის – «ფარნების ხარის» შემქმნელები. ამ სკულპტურულ
ჯგუფს თემად მითოლოგიური სიუჟეტი უდევს – ანტიოპეს ტყუპი ვაჟების –
ძეტოსისა და ამფიონის (იხ. იხ.)შურისძიება თავიანთი დედის გამო, რომელიც მათ
ბიძას და ბიცოლას ჰყავდათ ტყვედ. როცა ტყუპი ძმები წამოიზარდნენ, ისინი თებეში
დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე (დიონისიობაზე) მოხვდნენ და იქ ნახეს
პირველად თავიანთი უცნობი დედა, რომელსაც დედოფალ დირკეს (ლიკოსის
მეუღლის) ბრძანებით გავეშებული ხარის რქებზე აკრავდნენ. ძმებმა დედა
გაანთავისუფლეს და მის ნაცვლადხარზე დირკე დააკრეს. აპოლონიოს ტრალელის ეს
ნაწარმოები გამოირჩევა თავისი ვირტუოზულობით, სხვადასხვა რაკურსში
ჩაყენებით, დიდი ემოციური დატვირთულობით, ფიგურის აგებულების
ანატომიური სიზუსტით, კომპოზიციის უკიდურესი გართულებით, რომელიც
წვრილმანი დეტალებითაც კია გადატვირთული. მიუხედავად ამგვარი
«სკრუპულოზურობისა, როდოსელმა მოქანდაკე ძმებმა მაინც დიდებულად შეძლეს
ნაწარმოების უმთავრესი აზრის გადმოცემა – ბედისწერისა და სიკვდილის
გარღვევადობა.

449
აპოლონიოსმა ბრძენთა სამყოფელში, ჰინდიკუმში, სადაც იგი ერთმა
მმართველმა წარგზავნა, ბრძენთაგან იზომო, განუწონელი ცოდნა მიიღო. მისი
დიალოგი მებიჰრე კორინთელთან, თეოსოფთა აზრით, ჭეშმარიტად ეზოთერიკული
კატეხიზისია და ბუნების მრავალ საიდუმლოს ხსნის. თავისი ხანგრძლივი
გასაოცარი სიცოცხლის ბოლოს მან ეფესოში ეზოთერიკული სკოლა დააარსა.
აპოლონის დარბაზი» – ლუკულუსის (იხ.) განსაკუთრებული სსადილო
დარბაზი (მას სადილობისათვის მრავალი სხვადასხვა კატეგორიის დარბაზი გააჩნდა,
რომელნიც სხვადასხვა ფუფუნებითა და სიმსუყით გამოირჩეოდნენ). ამ დარბაზში
სადილობა დიდ ფუფუნებასა და ხარჯებს ითვალისწინებდა. მონებმა ზუსტად
იცოდნენ, რომელ დარბაზში როგორი სუფრა გაეშალათ პატრობისათვის. აქ
უმასპინძლა ლუკულუსმა ციცერონსა (იხ.)და პომპეუსს (იხ.).
აპოლონის ტაძარი (ბერძ.) – მისი ნაშთებია შემორჩენილი. დგას კორინთოში.
აგების თარიღი – დაახლოებით 540 წ. ჩვ. წ-მდე.
აპოლონის ტაძარი ბასაში – არკადიის ბერძნულ დასახლებაში ჩვ. წ-მდე დაახლ.
430 წლისათვის არქიტექტორ იქტინოსის მიერ აგებული ტაძარი. ამ ტაძრის
არქიტექტურაში უკვე შესამჩნევი ასიმეტრიის ელემენტები. წარმოადგენს დორიულ
ტაძარს, რომლის ცელა (იხ.) ორ ნაწილადაა გაყოფილი და მარცხენა კედელზე კარია
დატანებული (იხ. დორიული ტაძარი; დორიული ორდერი). ამ ძეგლში, კედლის
შვერილის სახის იონიურ კოლონებთან ერთად პირველად იქნა გამოყენებული
კორინთული კოლონები. მარჯვენა კედელთან აპოლონის საკულტო ქანდაკება იდგა,
რომელსაც ტაძარში შემსვლელი პროფილში აღიქვამდა. ცელას შიდა მხარეს
სარტყლად შემოვლებული 30-მეტრიანი ფრიზის რელიეფები, როგორც ვარაუდობენ,
ფიდიასის სკოლის ნახელავი უნდა ყოფილიყო. მათზე ასახულია ამაძონომაქიისა
(ბრძოლა ამაძონებთან) და კენტავრომაქიის სიუჟეტები (თესალიის მთიანეთის
მითური მკვიდრების – ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლა) (იხ. ლაპითები; იხ.
კენტავრები). ამაძონომაქიისა და კენტავრომაქიის სცენებს ერთმანეთისგან ერთის
მხრიდან აპოლონის ეტლი, ხოლო მეორიდან – ჯიქის ტყავჩამოკიდებული
ტოტგაშლილი ხე ჰყოფს. მოქანდაკეებმა ამ რელიეფზე ოსტატურად გადმოსცეს
მოძრაობით დაძაბულობა, შუქ-ჩრდილთა მკვეთრი კონტრასტულობა, მებრძოლთა
სახეების მიმიკა და ჟესტიკულაცია და წარმოსახეს ისინი ნაირი რაკურსებით.
კენტავრთა გამოსახულებანი შეესაბამება ტრადიციას – უხეში, მოუქნელი მოძრაობა,
მძვინვარე სახეებით, ხელში ქვის ლოდებით. ზოგიერთი ჯგუფი უკიდურესი
ნატურალიზმითაა შესრულებული, მაგ: დაჭრილი ამაძონი, რომლის ცხენიდან
დათრევას ცდილობს ბერძენი; გამძვინვარებული კენტავრი, რომელიც კბილებით
ჩაფრენია ლაპითის ყელს. ცელის ფრონტონის მეტოპებიც (იხ.) რელიეფებით
დაემშვენებიბათ, რომელთა ზოგიერთი ფრაგმენტიცაა შემორჩენილი.
აპოლონის ტაძარი დელფიში (Храм Аполона в Дельфах) - დელფი საბერძნეთის
ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი ანტიკურ სამყაროში განთქმული იყო
აპოლონის ტაძრითა და დელფის ორაკულებით, რომლებსაც ძველი ბერძნები დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დელფი განლაგებულია პარნასის (Парнас) მთის ძირში -
სადაც ბინადრობდა ხელოვნების მფარველი ღმერთი აპოლონი და მისი თანამგზავრი
- ცხრა მუზა. ძველი ბერძნების წარმოდგენით დელფი იყო დედამიწის ცენტრი და
ძველ საბერძნეთში იგი ზუსტად ასე იყო გამოსახული. დელფიში დღემდე
შემონახულია «დედამიწის ჭიპი» - მარმარილოს ქანდაკება, რომელზედაც
შემოჭერილი ლენტია გამოსახული. ბერძნები მას ომფალოს (Омфалос) უწოდებდნენ.

450
დელფი მდებარეობს ციცაბო კლდის ფედრიადას კალთაზე, აქ, როგორც III ს-ის
მწერალი იუსტინი (Юстин) წერდა: «იყო პატარა მოედანი. მოედანს ღრმა ნაპრალი
ჰქონდა, რომელიც განკუთვნილი იყო ორაკულებისთვის» ნაპრალიდან ცივი ჰაერის
ნაკადს, როგორც ქარს, თითქოს რაღაც ძალა ზემოთ ერეკებოდა. წინასწარმეტყველები
(პიფია) (Пифия) სხდებოდნენ ნაპრალთან, საიდანაც გამაბრუებელი ორთქლი
გამოდიოდა. ისინი ტრანსში ვარდებოდნენ და იწყებდნენ სიტყვების წარმოთქმას. ამ
სიტყვებს ყურადღებით უსმენდნენ და იწერდნენ როგორც წინასწარმეტყველებას
ტაძრის ქურუმები. შემდეგ, როგორც წესი, იყო აძლევდნენ ლიტერატურულ-
ჩვეულებისამებრ ლექსის ფორმას. თავდაპირველად პიფიები ახალგაზრდა გოგოები
იყვნენ, ხოლო შემდგომ ირჩევდნენ ხანში შესულ ქალებს, რომელბიც 50 წელზე
დაბლა არ იყვნენ.დელფის ტაძარი აშენდა შორეულ წარსულში. ლეგენდა
მოგვითხრობს, რომ თავიდან დელფის ორაკული აპოლონს კი არ ეკუთვნოდა,
არამედ, მიწის ქალღმერთ გეას და მისი პირველი წინასწარმეტყველი ქალი ნიმფა
დაფნა (Нимфа Дафна) - იყო. აპოლონმა, რომელმაც მოკლა - გველი-დრაკონი (змея-
дракон) ტიფონი (Тифон), რომელიც ორაკულს იცავდა მოიპოვა ტაძარი. დაფნა კი -
რომელსაც აპოლონი დევნიდა, რომ გადარჩენილიყო დაფნის ხედ გადაიქცა. რის
შემდგომ დაფნის ხე იქცა დელფის ტაძრის წმინდა ხედ. აპოლონის საპატივცემულოდ
კი დელფიში რეგულარულად ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები - პიფიების
თამაში. ბოლო ასეთი თამაში დელფიში გაიმართა ჩვ. წ-მდე 394 წელს. მრავალი
საუკუნეების მანძილზე აპოლონის ტაძარში უამრავი ხელოვნების ნიმუშები,
მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები მოგროვდა, მაგრამ ახლა მათგან ცოტაღა
შემორჩენილი. კუნძულ კერკირის (Керкир) მაცხოვრებლებმა აქ დადგეს სპილენძის
ხარი, ხოლო ქალაქ ტეგეის (Тегеи) მაცხოვრებლებმა კი უამრავი ღმერთებისა და
გმირების ქანდაკებები. ჩვ. წ-მდე V ს-ის ბოლოს სპარტაკელებმა აფინელებზე
(Афинян) გამარჯვების ნიშნად დიოსკურებს (Диоскир) შესწირეს ზევსის, აპოლონის,
არტემიდასა და პოსეიდონის ქანდაკებები. აპოლონის ტაძრის კედელთან მგზავრებს
ეგებებოდა მაღალ სვეტზე მდგარი ნაკსოსკის სფინქსი (Наксосский).
დღესდღეისობით აპოლონის დიდებული ტაძრისგან რამოდენიმე სვეტი და
ფუნდამენტია გადარჩენილი. ტაძარი 60 მეტრი სიგრძისაა და განი კი 23 მეტრია. ერთ
დროს იგი ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყო ექვს-ექვს სვეტიანი ტორსით
(Торцов) და 15 კი გვერდით მხარეებზე. ტაძარში იყო აპოლონის ძვირფასი
შეწირულობა და იდგა გომერის (Гомер) მარმარილოს ქანდაკება, ბედის ღმერთის
მოირის (Мойр), ზევსისა და აპოლონის ქანდაკებები.

აპოლონის ტაძარი დელფოში – აგებული იყო ძველ საკულტო ნაგებობებზე,


არაერთხელ განივრცო და გადაკეთდატაძარი აიგო არქიტექტორ აგამელესის მიერ ჩვ.
წ-მდე VI ს-ში. ნაგებია დორიულ სტილით. დაინგრა373 წ-ს ჩვ. წმდე366-339 წ. წ-ში
აღიმართა კლასიკური ჰერიპტეროსი ზომით – 60X23 მ. კოლონათა რიცხვი – 15X6.
ჰერიპტეროსისცენტრში – საწმიფარი. ფრონტონებს ამშვენებდა რელიეფი,
მარმარიოსა და ქვის ქანდაკებები (კირქვის). ღმერთ აპოლონისა, არტემისისა, მათი
დედის – ტიტანიდა ლეტოსისა, მზის ღმერთ ჰელიოსისა, ღვინისა და ვაზის
ღმერთის – დიონისესი და სხვათა (შემოინახა გამარჯვების ქალღმერთის – ნიკეს
ქანდაკება). ტაძრის შესასვლელი აღმოსავლეთ კედელში გამოეჭრათ. დასავლეთ
კედელში გამოჭრილი კარი კი მთავარ საწმიდარში – ადიტონში გადიოდა. ადიტონი
ცელას უკან (ნაოსში) იდგა, სადაც დაცული იყო ოქროს სამფეხი, რომელზეც იჯდა
მისანი პათია, ჭიი მიწისა (ომფალოსი) – წრიული იქვის მონოლითური ფიგურა და
451
დაფნა – აპოლონის წმიდა ხე (ერთ-ერთი მითის თანახმად, რომელიც აპოლონზე
იყო შექმნილი, დაფნე ყოფილა დელფოსის ტაძრის პირველი ორაკული, რომელიც
გაურბოდა მისი ტრფობის ჟიით Bგახელებულ აპოლონს და რომელიც ღმერთებმა
აპოლონისგან დახსნის მიზნით დაფნის ხედ აქციეს). ადიტონის სიღრმეშაპოლონის
ოქროში შესრულებული მბრწყინავი ქანდაკება იდგა. კოლონებით სამნაწილად
გაყოფილ ცელაში განთვსებული იყო სამსხვერპოლ «წმიდა ცეცხლით». ტაძრის
კედლები მოერთოთ რელიეფებით, შვიდი ბრძენის გამონათქვამებით, ათენელთა
საომარი ნადავლით, რომელიც სპარსელებთან გამართულ მარათონის ბრძოლის და
ეტოლიელების გალელებთან ომის ნაალაფარს წარმოადგენდა. ეს იყო ფარები, ჯაჭვ-
მუზარადები, მახვილები... ტაძრის კედელთან ზევსის, აპოლინის, ბედისწერის
ქალღმერთების – მოირების, ჰომეროსის ქანდაკებები იდგა. ტაძრისკენ წმიდა გზა
მიემართებოდა, რომელსაც ბერძნული ქალაქებისგან ნაჩუქარი თუ მსხვერპლად
შემოწირულ ქანდაკებათა ხეივანი გასდევდა. აქ ნახავდით ათენელთაგან მოძღვნილ
ათენის მფარველი ქალღმერთის – ათენას, აპოლინის, ძველატიკურ ღვთაებათა,
ატკის პირველი მეფის – კიკროპის, ათენელი მეფის ერეხთევსის მარათონზე
სპარსელებზე გამარჯვებული სტრატეგოსის – მილტიალესის და სხვათა
სკულპტურულ ფიგურებს. ანტიკური ხანის ისტორიკოსთა ცნობით, ლეგენდარული
ფიდიასის დიდებულ ნაქანდაკებს; დელფოსის მკვიდრთაგან აქ იყო სამთავიანი
პითონის – სპილენძის გველიც (შემდგომ ბიზანტიაში გატანილი); არკადიის ქალაქ
თეგეის მოქალაქეთაგან – ღმერთთა და გმირთა უამრავი ფიგურა; არგივიანებისაგან
– სპილენძის ცხენი (გამოქანდაკებული ანტიფანესის მიერ), ღმერთთა
ქანდაკებები,არგონავტების ლაშქრობაში და შვიდთა თებეს წინააღმდეგ ლაშქრობაში
მონაწილე ამფარაოსი საბრძოლო ეტლით, რომელიც ეტლიან-ცხენიანად გველმა
თებედან უკუქცეული (??), არგოსის მეფე; პრაქსიტელესმა ტაძარს საჩუქრად გადასცა
შეუდარებელი სილამაზის ფრინეს ქანდაკება, რომელიც მოდელირებდა დიდ
ხელოვანს სიყვარლის ქალღმერთის – აფროდიტეს გამოქნდაკებისას; ლეგენდარლი
წქიმი ჰიპოკრატესი, ავადმყოფობით დაუძლურებული ფიგურით. კუნძულის
მოსახლეობისგან – 2,32 მ. სიმაღლის მარმარილოსგან გამოკოდილი სფინქსის
ფიგურა, რომელიც ტაძრის შესასვლელთან იდგა. (აღმოჩენილია 1892 წლის
არქეოლოგიური გათხრებით). თავისი ორაკულის ტაძარი ანტიკური სამყაროს
რელიგიური ცხოვრების კონცენტრაციის ცენტრს წარმოადგენდა. ჩვ. წ-მდე I ს-ში
რომაეLთა მხედართმთავარმა სულამ დელფო აიღო და გაძარცვა უმდიდრესი ტაძარი
აპოლონისა. მის კვალზე რომაელმა იმპერატორმა ნერონმა (37-62 წ. წ.) დელფოდან
დაახლოებით 500-მდე ქანდაკება გაიტანა. ამ ტაძარს და მის მისტიურ მისანს –
ორაკულ პათიას თავისი ფეხით ხლებიან ძველი სამყაროს ძლიერნი ამა ქვეყნისანი
და ყველა მათგანს მოწიწებით უთხოვია პათიასათვის საკუთარი ბედის განჩხიბვა.
ესენი იყვნენ: ფრიგიის მეფე მიდასი (ჩვ. წ-მდე VIII ს-ის II ნახევარი), ეტრუსკების
მეფე ტარკვინუს ამაი (დაახლ. VIII ს. ჩვ. წ-მდე), ლიდიელთა მეფე კროესუსი (560-547
წ. წ. ჩვ. წ-მდე), თვით ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელი და ა. შ. და ა. შ.
ტაძარმა ჩვ. წ-ის IV ს-მდე იარსება. დაიხურა და აიკრძალა რომის იმპერატორის
ღეოდოსიუს I-ის (დიდის) (347-395 წ. წ.).
აპოლონის ტაძარი დიდიმეოსში – დიდიმეიონი, მილეთთან ახლოს.
განეკუთვნებოდა ჰიპეტრალურ ტაძართა რიგს. თავისი გრანდიოზული მასშტაბების
გამო (100X51 მ.) შუა ნაწილი გადაუხურავი იყო და მისი ცელა წარმოადგენდა ღია
ეზოს, რომლის შიგნი აპოლონის მცირე სამლოცველო იდგა. ამ სამლოცველოს

452
ოთხკოლონიანი იონიური პროსტილის (იხ.) სახე ჰქონდა. რაც შეეხება იონიური
დიპტერის ფორმის ტაძარს, იგი ჩვ. წ-მდე VI ს-ის შუახანებში აშინდა, არქიტექტორ
დაფნისიუსის მიერ. ტაძრის გრძივ კიდეზე 21 კოლონა იდგა, გადამკვეთზე – 10.
მისი ღრმა პრონაოსიგაფორმებული იყო 20 მ. სიმაღლის კოლონათა სამი რიგით.
ფრიზი, ბაზა და პლინთუსი კოლონებისარელიეფური გახლდათ. ტაძრისაკენ
მიმავალი გზის ორივე მხარეს არქონტთა ქანდაკებები იდგა,რომლებიც სამოსლის
ნაკეცების ჭდეურ ხაზთა გამო ქვის ბოძებს გვაგონებდნენ. მმართველთა სახეები,
საკულტო გამოსახულებებთან ერთად, საერთო შტრიხები ჰქონდათ. ბერძენ-
სპარსელთა ომის მსვლელობისას ტაძარი გადაიბუგა. აღდგენილ იქნაჩვ. წ-მდე IV ს-
ის მიწურულისათვის. ჩვ. წ-მდე II ს-დან დიდიმეიონის მნიშვნელობა ანტიკურ
სამყაროში ისევ აპოგეაშია, როვა დიდიმიური დღესასწაულებიკვლავ
საერთობერძნულ ხასიათს ატარებს.
აპოლონის ტაძარი კორინთოში – აგებული იყო ჰერიპტეროსის ფორმით ჩვ. წ-
მდე VI ს-ის II ნახევარში. გრძივ გვერდებზე 15, ფასადებზე – 6-6 ახლო-ახლო
მდგარი კოლონით (შემორჩენილია 7). ამ ტაძარს კლასკური ეპოქის ტაძართა
წინამორბედად თვლიან, რამდენადაც მასში ჰპოვა გამოხატულება ბერძნული
პოლისის განდიდების იდეამ. მისი პროპორციული ჰარმონიულობა შერწყმულია
მასიურობასთან. ტაძრის ყველა ქანდაკება, მეტოპი და ტრაგლივი (იხ. იხ.)შეღებილი
იყო ლურჯი და წითელი ფერებით, რაც ნაგებობას მოხდენილ და სადღესასწაულო
იერს ანიჭებდა.
აპოპი (ეგვიპტ. ბერძ. აპოპჰის) – 1. ბოროტების სიმბოლური გველი; 2.
«მიცვალებულთა წიგნის» მიხედვით მიხედვით მზე და მზის ეტლი დიადი
მომაკვდინებელნი არიან (???); 3. ტიფონი, რომელმაც განგმირა ოსირისი, ხორცქმნილ
(თუ განსხეულებულ??) იქნა აპოპში, რათა მოეკლა ჰორი. თეორია (ან თა-ჰეორ) ანუ
ტიფონის ქალური ასპექტის კონცეფციებში აპოპი «სულთა შთანმთქმელია»და, ეს
სინამდვილეა (ამტკიცებენ თეოსეოფოსები), რამდენადაც აპოპი სიმბოლიზებაა
ცხოველური სხეულისა, როგორც მატერიისა დარჩენილს სულის გარეშე და
წარმოდგენილს თავისთავად. ოსირისი, ისევე როგორც მზის სხვა ღმერთები,
გვევლინება უმაღლესი «მე»-ს წინასახედ(ქრისტედ). ჰორი – ეოგორც ვაჟი უმაღლესი
«მე»-სი – ესაა მდაბალი მანასი, მისი პირადული ეგო. უამრავი ძეგლია შემონახული,
სადაც ჰორი, ჯვრითა და ჰოროლით შეიარაღებული უამრავი ძაღლისთავიანი
ღმერთების (ანუბისების) დახმარებით კლავს ოპოპს. აღმოსავლეთმცოდნეთა (რა
თქმა უნდა) ზოგიერთი ნაწილის (თუ წარმომადგენლის??) განცხადებით»ღმერთი
ჰორი, რომელიც რომელიც ამაღლებულია გველ-ბოროტებაზე, შეიძლება მივიღოთ
ჩვენთვის ცნობილი ჯგუფის ყველაზე ადრეულ ფორმად – წმინდა გიორჰი (იგივე
მიხეილი) და გველეშაპი (დრაკონი), ანუ სიწმინდე, რომელიც კლავს ცოდვას».
აპოპისი – – აპოფისი საზარელი გველი. სუქიოს გველეშაპი ეგვიპტ. მით-ში.
ღნერთებთან მებრძოლი. ხელს უშლის «რას», მზის ღმერთს. ასევე საიქიოს ღმერთს
ოსირისს. ათანაბრებენ სეთთან.
აპოპლექსია – სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში.
აპოპლეწსია (ლათ. აპოპლეხია) – რომელიმე ორგანოში სისხლის ჩაქცევა;
სისხლის სწრაფი ჩაქცევა: ა) საშვილოსნოს პლაცენტური – პლაცენტის სწრაფი
მოცილებისას (უტერო-პლასცენტარის); ბ) საკვერცხის (ოვარიცა) – როცა ხდება
საკვერცხის მთლიანობის რღვევა და მუცლის ღრუში სისხლჩაქცევა (სისხლდენა).

აპოპსიქია (ლათ. აპოპსყცია) – გულწასვლა, შეღონება.


453
აპოქრომატი – (კინო) იზ. ქრომატული აბერაცია.
აპორეტა (ბერძ.) – საიდუმლო მითითებენი ეზოთერიკულ საკითხებში,
რომლებსაც იძლევიან ეგვიპტური და ბერძნული მისტერიების შესრულებისას.
აპორია (ბერძ. აპორია – გამოუვალი მდგომარეობა) – ცნება ძვ, ბერძ.
ფილოსოფიაში ძნელად გადასაწყვეტ პრობლემას აღნიშნავს.
აპორტირება – (ცირკი) წვრთნის ელემენტი. მწვრთნელის ბრძაბევაზე ცხოველი
აწვდის, იღებს, მოაქვს ანდა პოულობს დამალულ ნივთს.
აპოსიოპეზე (ბერძ. აპოსიოპაო) – პოეტური გაჩუმება.
აპოსიოპეზე (ბერძ. აპოსიოპაო) – პოეტური გაჩუმება (პოეტური გაჩუმება
ოცნების დილეგში, აბსურდის ზღვართან; ეს სიჩუმეა დეფორმირებულ
ანტაგონისტურ ველში).
აპოსტერიორი (ლათ. აპოსტერიორი – მომდევნოსაგან) – ტერმინი, რომელიც
აპრიორისაგან განსხვავებით აღნიშნავს ცდისგან მიღებულ ცოდნას.
აპოსტერიორი – ცდისეულ ფაქტებზე დამყარებული.
აპოსტოლები (ბერძ. აპოსტოლოს – გზავნილი, წერილები) – იხ. მოციქულები.
აპოთეოსი – ბერძ. («გაღმერთება») ძველად ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში
არსებობდა მეფეთა გაღმერთების ტრადიცია. ამ ტრადიციის გავლენით ძველ
საბერძნეთშიც დაიწყეს იმ ადამიანთა თაყვანისცემა, რომელთაც განსაკუთრებული
ღვაწლი მიუძღოდათ სახელმწიფოსა თუ ქალაქის წინაშე. მითოლოგიაში ეს
გამოვლინდა გმირთა გაკულტებით (მაგალითად, ჰერაკლეს აპოთეოსი).
საიმპერატორო და ბიზანტიურ ეპოქებში დაიწყეს მეფეთა და იმპერატორთა
გაღმერთება. თანამედროვე მეტყველებაში აპოთეოსი აღნიშნავსადამიანის ან
მოვლენის განდიდებას, საქმის ან სპექტაკლის საზეიმოდ დასრულებას.

აპოთეოზი (აპოთეუმ, აპოთეოზის – «გაღმერთება», ლათ. კონსეკაციო) –


გამოჩენილ ადამიანთა, გმირთა, იმპერატორთა, შEმოქმედთა, მოწამეთა გაღმერთება,
ცადამაღლება (მაგ: ჰერაკლე, აქილევსი, რუმულუსი, ენიასი და სხვა). ხელოვნებაში
ცნობილია ჰომეროსის აპოთეოზი (არქელაოსის რელიეფი) , მარმარილოზე
გამოსახულია ჰომეროსი, მუზების მთა და ზევსი. ცნობილია სხვა აპოთეოზებიც. მათ
შორის ალ. მაკედონელი არწივის თანხლებით, რუბენსის და დელაკრუასი.

აპოთეოზი – 1. სპექტაკლის ან სადღესასწაულო საკონცერტო პროგრამის ანდა


საცირკო წარმოდგენის დასკვნითი, საზეიმო სცენა. აპოთეოზი ადიდებს ხალხს,
გმირს, რაიმე მოვლენას და ა. შ. მასში მონაწილეობს მოქმედ პირთა უმრავლესობა.
აპოთეოზი, ჩვეულებრივ, მონუმენტური ხასიათისაა. აპოთეოზი შეიძლება იყოს
აგრეთვე რაიმე სანახაობის (წარმოდგენის, დღესასწაულის, საზეიმო მსვლელობის)
დამოუკიდებელი ნაწილი. დამოუკიდებელი აპოთეოზი (ჩვეულებრივ, უტექსტო)
აგებულია მოქმედ პირთა გამომსახველ დაჯგუფებებსა და პოზებზე («ცოცხალი
სურათი», «მუნჯი სურათი»). გამოიყენება ფერადოვანი დეკორატიული გაფორმება,
კოსტიუმები, ბუტაფორია და ა. შ. 2. ოპერაში, განსაკუთრებით კი ბალეტში –
სადღესასწაულოაღფრთოვანებულ-აღტყინებული ხასიათის დასკვნითი სცენების
სახელწოდება. 3. რომელიმე მუსიკალური პიესის საზეიმო დასკვნა.
აპოთეტი» (ბერძ.) – ტაიქეტის მთასთან არსებული უფსკრული, სადაც
«ლესქესზე» (იხ.) მიღებული ფილეების (იხ.) უხუცესი წევრების გადაწყვეტილებით,
უსახურ, უსუსურ ახალშობილს აგდებდნენ.

454
აპოუე – მუს. ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა შესრულდეს
გამოკვეთილად, ხაზგასმით.

აპრაქსია – მიზანდასახული, ჩვეული მოქმედების უნარის დაკარგვა,


მიუხედავად იმისა, რომ კუნთებში ძალა შენარჩუნებულია.
აპრილი (აპერირე – გაშლა) – გაზაფხულის მეორე თვე, როცა ხეებზე კვირტები
იშლებიან.

აპრიორი (ლათ. აპრიორი – იმთავითვე) – იდეალისტურრი ფილოსოფიის


ტერმინი. ცოდნა, რომელიც მიღებულია ცდამდე და ცნობიერებისათვის იმთავითვე
დამახასიათებელია. აპრიორი ისე, როგორც აპოსტერიორი, განსაკ.
დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიისათვის.
აპრიორული – წინასწარ მოცემული. აპრიორული მტკიცება დაფუძვნებულია
მხოლოდ წინასწარ შემუშავებულ აზრზე და არ ემყარება ცდასა და პრაქტიკას.

აპრობაციული ეთიკა (აპპრობატიო – მოწონება) – მორალის იდეალისტური


თეორიები, რომლებიც ნაბრძანებია ან მოწონებულია რომელიმე ავტორრიტეტის
მიერ. მაგ: ღმერთის, ადამიანის მორალური გრძნობით თუ საზოგადოების მიერ.
აქედან გამომდინარე, იგი იყოფა: თეოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ-
აპრობაციულ თეორიებად.
აპრობაციული თეორიები (ლათ. აპრობაიო – მოწონება, აღიარება) – მორალის
თეორიები, რომლებშიცზნეობრივი ცნებების წარმოშობა, დაფუძნება და აზრობრივი
მნიშვნელობა განისაზღვრება გამომდინარე, რომ ისინი სანქცირებულია,
დამტკიცებულია ვიღაცის ავტორიტეტით. ზნეობრიობის ასეთი გაგება წარმოადგენს
მორალური ავტორიტარიზმის თეორიულ გამოხატულებას. იმის მიხედვით, თუ რა
არის მიჩნეული ავტორიტეტად, განასხვავებენ სამი სახის ა. თ,: თეოლოგიური,
რომელთა მიხედვითაც ზმეობრიობის ერთადერთ კანონმდებლად ღვთის ნება
ითვლება, ხოლო სიკეთეა ის, რაც ამ ნებას შეესაბამება; ფსიქოლოგიური, რომელთა
მიხედვითაც სიკეთეა ის, რაც მორალური გრძნობითაა მოწონებული (ზნეობრივი
გრძნობის თეორიები); სოციალ-აპრობაციული, რომლებიც განვითარდა XIX-XX ს. ს-ს
მიჯნაზე ფრანგი სოციოლოგების ე. დიურკჰაიმისა და ლ. ლევი-ბრიულის მიერ.
დასახეს რა მიზნად მორალში დოგმატიზმის გაშიშვლება, რაშიც მათ წარსულის
ყველა ეთიკური მოძღვრება დაადანაშაულეს, დიურკჰაიმმა და ლევი-ბრიულმა
კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ტრადიციული თვალსაზრისი მორალური
წარმოდგენების ობიექტურ შინაარსზე. მათ მიუთითეს საზოგადოებასთან
ზნეობრივი იდეების კავშირზე, რომელთაც საზოგადოება წამოაყენებს, მორალის
საზოგადოებრივი ბუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ვერ შეძლეს
ზნეობრიობის წყაროებისათვის ბოლომდე თვალის მიდევნება და მორალურ ცნებათა
(სიკეთის, ბოროტების და სხვ.) მთელი აზრი დაიყვანეს საზოგადოების მორალური
სანქციის ცნებამდე (გამოთქმამდე) (ის საქციელები, რომელთაც საზოგადოება
იწონებს, არის სიკეთე, რომელთაც კიცხავს – არის ბოროტება). ამის გამო ისინი
დაკმაყოფილდნენ მტკიცებით ყველაზე ზედაპირული ფაქტისა, იმისა, რომ
მორალური წარმოდგენები საზოგადოებრივი, ანდა, როგორც ისინი გამოთქვამდნენ
«კოლექტიური», შემეცნების ფორმას წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი
სიტყვით აღიარებდნენ «კოლექტიური წარმოდგენების» კავშირს საზოგადოების
ცხოვრების მატერიალურ პირობებთან, ზნეობრიობის საბოლოოდ დამკვიდრებას

455
ისინი მაინც ხედავდნენ თვით ამ წარმოდგენებში, რამაც ისინი მორალის ბუმების
სუბიექტივისტურ გაგებამდე მიიყვანა. შემდგომში სუბიექტივისტური ტენდენცია
მორალის განმარტებაში განავითარეს ბურჟუაზიულმა სოციოლოგებმა, ეთიკაში კი –
ნეოპოზიტივიზმმა.
აპროზექსია – ყურადღების მკვეთრი დაქვეითება.
აპსარა (სანსკრიტ აპსარას) – 1. უნდინა (იხ.), ანუ წყლის ნიმფა სამოთხიდან ან
ციდან. ხალხური რწმენით აპსარები «ღმერთების მეუღლეები» არიან და იწოდებიან
სურანგანებად, ნაკლებ ღირსეულად – სომათ-ატმაჯამებად, ანდა «ტკბობის
ქალიშვილებად». უკვდავების ელექსირის მოსაპოვებლად ადღვებილო ოკეანის
ქაფიდანაოსარები რომ გამოვიდნენ,ისინი არც ღმერთებმა (სურებმა) და არც
დემონებმა (ასურებმა) ისურვეს ცოლებად. ღმერთებსა და დემონებს აოსართა
დედოფლის რაპჰას სილამაზემ თვალი მოსჭრა. ამიტომ არ ისურვეს მათი ცოლობა და
რამბჰაც და მისი აპსარებიც განდჰარვებმა წაივვანეს. ზოგიერთი აპსართაგანი
მოხსენიებულია ვედებში (ურვასი და სხვ.); 2. ოკულტიზმში აპსარები, არსებითად,
განსაზღვრული «ძილმომგვრელი» წყლის მცენარეებია და ბუნების დაბალ ძალებს
განასახიერებენ.
აპსარა, აპშარა (ინდოეთი) – მოცეკვავე ქალღმერთები, იგივე ციური ნიმფები.
ქმერთა კულტურა მათ ტევოდებად (იხ.) იხსენიებს. ანგკორ-ვატის არქიტექტურულ
კომპლექსში (იხ. ანგკორ-ვატი) ყველაზე ხშირია ეს ფიგურები. ისინი ათასეულობით
არიან, თუმცა არცერთი მათგანი (როგორც ცინ შიხუანდის თიხის არმიის მეომრები.
(იხ.) ერთი მეორეს არ ჰგავს. იპსართა იდუმალებით მოცულ უძრავ სახეებზე
აღბეჭდილი მომაჯადოებელი ღიმილი მნახველს, უნებურად, ჯოკონდას (იხ.)
ღიმილს ახსენებს.
აპსარა, აპშარა (სანსკრიტ. აპსარა) – მოცეკვავე ქალღმერთები, ციური ნიმფები
ინდურ მითოლოგიაში (ქჰმერები მათ ტევოდებსაც ეძახდნენ). ასპარებს ხშირად
გამოსახავდნენ ტაძარ-მონასტერთა ბარელიეფებზე. ხშიღად გამიხატავდნენ
განდჰარვებთან (იხ.) (სონდაკის ტაძრის რელიეფი. VI-VII ს.ს.). აპსარები
განდჰარვების მეგობრები არიან. ეს საუცხოო და მშვენიერი ქალწულები,
პირველქმნილ ოკეანის წიაღით წარმოიშვნენ. ისინი ატყვევებდნენ ღმერთთა და
მოკვდავთა მზერას, ისინი ინდრას ციური სამეფოს მოცეკვავენი იყვნენ, თუ
განდჰარვები მიწიერ ქალბატონებს აჯილდოებდნენ და აცდუნებდნენ, ასპართა
მსხვერპლი მოკვდავი მამაკაცები ხდებოდნენ. ერთადერთი, ვინც ასპარებმა ინდრას
ბრძანებით ვერ მოაჯადოევს, ტვაშტარის (იხ.) ვაჟი ვიშვარუპი (იხ.) – სამთავიანი
დრაკონი იყო. ასპართა თავში რამბჰა იდგა, რამბჰა (იხ.) მესამე იყო რიგით წითელი
მთვარის, ლაკშმის შემდეგ, ვინც კოსმიური ოკეანის წიაღიდან ამოვიდა (იხ.
განდჰარვები, იხ. კინარები – მუსიკოდები).

აპსარასები – ღმერთთა მეფის ანდრას მხლებელი ნიმფები ინდურ მით-ში. მათ


ვიშნუ აგზაავნის დედამიწაზე, რათა ხელი შეუშალონ, აცდუნონ ასკეტები,
რომელთაც სურთ სრულყოფილებას მიაღწიონ.

აპსარები, აპშარები (ძვ. ინდური აპსარას შესაძლოა: «გამოსულნი წყალთაგან») –


ვედურ და ჰინდუისტურ მითოლოგიაში ნახევრად ღვთაებრივი ქალ-არსებანი,
უპირატესად ცის ბინადარნი (ასევე მიწიერნი – მდინარეში, მთებში). წყლის ქაკური
სულები შეესაბამებიან ბერძნულ ნიმფებს, სლავიანურ (თუ სლავურ?) რუსალკებს...
იხსენიებიან «რიგველაში», «ათაჰარვავედში», «რამაიანაში». რჩებიან რა
456
განდჰარვების ცოლებად, ისინი ცის კურტიზანთა და მოცეკვავეთა ფუნქციებსაც
იძენენ.
აპსუ – (ან აბზუს – შუმერული) – მტკნარი ოკეანე. არქაული წყლის ორი
ბენებიდან ერთი. მეორე არის მლაშე – თიამათი. მტკნარი აპსუ – მამრია, ხოლო
მლაშე თიამათი – დედრი. აპსუ არის განსახიერება კოსმიური მორევისა და
ფალოსური ბუნებისა. თიამათი მოდის თამთუდან – მდედრობითი სქესის
სახელიდან და მითოსური არსების საკუთარი სახელია.
აპსუ – პირველყოფილი ქაოსი შუმერულ მით-ში (გილგამეში). მამაკაცი –
ღმერთთა მშობელი. არაბი (ბერძ. არაბის) – არაბთა ტომის მამამთავარი.

აპტაცია (ლათ. ადაპტატიო შეგუება, მორგება) – ორგანიზმების (ინდივიდების,


სახეობების, პოპულაციების) გარემოპირობებისადმი შეგუებადობის თვისება, მათი
აგებულების და ფუნქციისა ბუნებრივი შერჩევითობის პროცესში (აუცილებელი
შეგუებითი უნარის გამომუშავება-განვითარება). ამასთან, ყოველი ადაპტაცია
წარმოადგენს ადაპტაციოგენეზისის (შეგუებითი პროცესის) კონკრეტული
ისტორიული ეტაპის შედეგს, , რომელიც განსაზღვრულ ადგილ-სამყოფელში
(არეალში) მობინადრე მცენარეთა და ცხოველთა ბიოცენოზში მიმდინარეობს.
სხვადასხვა სახეობები, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი (მსგავსი) სასიცოცხლო
მოთხოვნილებანი და რომელთაც კონკურენციის შედეგად აღმოაჩნდებათ ცუდი
შემგუებლური უნარი – იღუპებიან. ორგანიზმთა შეგუების სრულტოფას, დარვინის
მიხედვით, მივყავართ მათი ორგანიზაციის დონის თანდათანობით
გართულებასთან, ე.ი. მიმდინარეობს ევოლუციური პროცესი (იხ. ევოლუციური
პროცესი). XVIII ს-ის დეისტურად მოაზროვნე ბიოლოგთა შეხედულებით,
ადაპტაცია განაპირობებდა ერთგვარი საწყისი მიზანშეწოონილობის არსებობას
ცოცხალ ბუნებაში, რაც მათთან ცოცხალ ორგანიზმთა იმანენტურ –
ტელეოლოგიურ (იხ. ტელეოლოგია) თვისებად მიიჩნეოდა. საწყისი
მიზანშეწონილობის დეისტური მოძღვრება დარვინის ევოლუციური თეორიით
უარიყო. 1859 წლისათვისდარვინმა დაადგინარომ სახეობათა ევოლუცია
გარემოსადმი მათი შეგუებით მიმდინარეობს (იხ. დარვინიზმი). დარვინის თეორიით
გამნტკიცდა დებულება, რომლის თანახმად ადაპტაცია ყოველთვის წარმოიქმნება და
ვითარდება ორგანული ევოლუციის სამი ძირითადი ფაქტორის – ცვალებადობის,
მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი (აგრეთვე ხელოვნური) გადარჩევის შედეგად.
ევოლუციურ ისტორიულ პროცესში ცნება ადაპტაციას უახლოვდება ორგანიზმის
არაგენეტიკური (არამემკვიდრული) ადაპტაციური რეაქციები (მოდიფიკაციები),
გამოწვეული საარსებო პირობების ცვალებადობით (იხ. ადაპტაცია ფიზიოლოგიური,
აკომოდაცია). ყოველ ორგანიზმში (ყოველ ორგანოში) ადაპტურობის ფორმა და
ფუნქცია მუდამ კორელირებული და კოადაპტირებულია, ანუ, წარმოადგენდნენ
ერთმანეთის შესაბამისობას. ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმის
გამოკვლევა ბიონიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ადაპტირების ზუსტად
შესწავლა და მისი კლასიფიცირება შესაძლებელია ორგანიზმების ყოველ ჯგუფში.
ევოლუციურ-ისტორიული ადაპტაციის წყარო გენეტიკური ცვალებადობანი, ანუ
მუტაციებია (იხ. იხ. გენეტიკა; მუტაცია), რომლებიც ისეთივე მრავალფეროვნებით
გამოირჩევიან, როგოტც მემკვიდრეობის მატერიალური საფუძვლის – დნმ-ის
(დეზოქსირიბონუკლეინის ნჟავა), – უსაზღვროდ მრავალგვარი ცვალებადობანი
(ყოველი სახეობის ცხოველის ან მცენარის ინდივიდების შეჯვარების შედეგად

457
წარმოიქმნება გენეტიკური კომბინაციები და ამ დროს გადარჩევა მიმდინარეობს არა
მუტანტური ნიშნით, არამედ კომბინაციური ფორმებით). პოპულაციებში
წარმოიქმნება ბუნებრივი ჰეტეროზიგოტურობა, რომლის პირობებში ადაპტიური
მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიური ორგანიზაცია «ეფუძნება» არა მუტაციებს, არამედ
კომბინაციებს. ხელოვნურ-ჩარევით ადაპტაციას, როგორც ისტორიულ პროცესს და
მუტაციებს შორის წარმოიქმნება დიალექტიკური წინააღმდეგობა, რითაც ირღვევა
მუტაციებსა და ადაპტაციას შორის არსებული თანაფარდობის პრინციპი. ამ
წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ გადარჩევის შედეგად. გადარჩევა
მუტაციით გამოწვეულ (მუტაციურ) ძვრებსა და ცვლილებებს ადაპტაციად
გარდაქმნის. ადაპტაცია ესაა შემგუებლობა როგორც გარემოს ბიოტიკური
(გენოტიპის, პოპულაციის ან ბიოცენოზის შიგნით), ისე აბიოტიკური
ფაქტორებისადმი (ტემპერატურის, განათების, ტენიანობის, მარილიანობისა და სხვა
პირობებისადმი). ზოგი ადაპტაცია განაპირობებს ორგანიზმის (ორგანოების)
მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიურ გართულებას, ზოგი პირიქით – მისი
აგებულებისა და ფუნქციების გამარტივებას მეტ-ნაკლები ხასიათით. ადაპტაცია
რელატივურია, რადჰანაც იზღუდება ესაბამისი სახეობის არსებობის დროით.
სახეობათა ისტორიუი ჩამოყალიბება, მათი დამახასიათებელი ადაპტაციების მთელი
კომპლექსის ჩამოყალიბების პროცესიცაა. ადაპტაცია სახეობის არსებობის
განსაზღვრულ საფეხურზე ჩნდება, ხოლო განვითარება და სრულტოფა შემდგომ
ევოლუციურ პროცესში ხდება. ადაპტაცია ყველა პირობაში როდი წარმოიშობა, იგი
ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა (არსებობს) გარკვეული ონტოგენეზური (იხ.
ონტოგენეზი) წანამძღვრები. ეს წანამძღვრები სათანადო პირობების შექმნისას
გარკვეულ ადაპტაციებად განხორციელდება ევოლუციის პროცესში. ევოლუციურ
ადაპტაციას სხვადასხვა ფუნქციით განპირობებული გარკვეული საზღვრები აქვს.
რაც შეეხება ორგანიზმთა ყოველი ჯგუფის ონტოგენეზურ პოტენციურ
შესაძლებლობას, იფი ყოველთვის შეზღუდულია. პირობების ისტორიული
შეცვლისას ადაპტაციის დიდი ნაწილი კარგავს მნიშვნელობას და ინდიფერენტულ
ნიშნად იქცევა, რომელიც საბოლოოდ ან სულ ქრება, ან ახალ დანიშნულებას იძენს.
აპტიალიზმი – ნერწყვის გამოყოფის მოსპობა.
აპტუ (ძვ. ეგვიპტ.) – ძვ. ეგვიპტური ტრადიციით ადგილი, სადაც ოსირისი იყო
დაფლული. ამ სახელწოდებითაა ნახსენები ოსირისის დასაფლავების ადგილი
«მკვდართა წიგნის» II დაფაში, სადაც აღდჰენილია ჰიმნი ოსირისისადმი (იხ.).

აჟიტაცია – აგზნება, შფოთვა, მოუსვენრობა.


აჟურული დეკორაცია – (თეატრ.) ბრტყელი მხატვრული დეკორაციის ერთ-
ერთი სახე. მოხატული დეკორატიული ტილოს ერთი ნაწილი ამოჭრილია და ამ
ადგილის მიღმა მოჩანს ფონი, რომელიც ასახავს ცის, არქიტექტურულ ან პეიზააჟურ
დეკორაციას და ა. შ. მეორე პლანს. როცა აჟურული დეკორაცია რამდენიმე პლანზეა
ჩამოკიდებული, ქმნის სივრცობრივი ნაგებობის ან პეიზაჟის სიღრმის ილუზიას
(განსაკუთრებით, სასცენო განათების ეფექტური გამოყენებისას). აჟურული
არქიტექტურული დეკორაცია სცენაზე იგება პირობით-სცენური პერსპექტივის
კანონების საფუძველზე.

აჟვეიპში, აჟვეიპშა – აფხაზური ეპოსის ნადირობის ღვთაება, ნადირთა


მფარველი. მისადმი მიძღვნილი იყო მრავალი საკულტო სიმღერა
დამითოგადმოცემა. ხშირად იხსენიება ღვთაება ოჯახის წინამდგომად (?), რომელშიც

458
შედის მზეთუნახავი ქაალიშვილები და ვაჟი იუანა. ზოგჯერ შვაკვაბის
მოსამსახურედაც გამოდის. აჟვეიპშის ოჯახი უღრანი ტყის შუაგულში ან
მიუწცდომელ ქარაფიან კლდეთა მწვერვალებზე ცხოვრობს, სადაც მისი უამრავი
ცხოველი იალაღობს (ირმები, ჯიხვები, შვლები, ცხენ-ირმები(?)...). ზოგჯერ მისი
ქალიშვილები თავად იღებენ შვლის, ფურირმის სახეს და მონადირეებს სახიფათო
ადგილებში იტყუებენ. აჟვეიპში, ჩვეულებრივ, ყრუ მოხუცად წარმოიდგინება.
ზოგჯერ აჟვეიპშის ფუნქციებს ასრულებს მეორე ღვთაება – აერგი (იხ.).
აფ(ე)იდანტი (Aპჰეიდოს -ანტოს) – მოგონილი სახელი, რაც ოდისევსმა იწოდა.

აფაიას ტაძარი – არქაული არქიტექტურის (იხ.) ტაძარი ეგინაში (ჩვ. წ-მდე 500
წ.) წარმოადგენს დორიულ პერიპტეროსს (იხ.). ტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია.
შედგებოდა პრონაოსის (წინკარისაგან) ორი ორსართულიანი სვეტების რიგით სამ
ნავად გაყოფილი ნაოსის, ანუ ცელასაგან. ტაძარი კრეპიდიმაზე ანუ სტერეობატზე
(სამსაფეხუროვან ცოკოლზე) იდგა, რომელზეც დორიული სვეტები აღმართულიყო,
თავისი ეხინუსებითა და აბაკუსებით (იხ. იხ.). დორიულ სვეტებს ეყრდნობოდა
ეპისტილი, რომელზეც ტრიგლიფებისა და მეტოპების ფილები ლაგდებოდა. მთავარ
კარნიზს (გესიონს) ფრონტონის კარნიზი მოჰყვებოდა საწვიმარი ღარითურთ (სიმა).
ფრონტონს აკროტერიონი აგვირგვინებდა.

აფაკა (ფინიკ.) – ადგილი ფინიკიაში. ეთაყვანებოდნენ, როგორც თამუზის,


ადონისისა და ბაალათ-გებალის საძვალე ადგილს.
აფანასევი ნიკოლოზ იაკობის ძე – მევიოლინე და კომპოზიტორი. 1821-1898 წ. წ.
ნაწარმ: I რუსული სიმებიანი კვარტეტი «ვოლგა».
აფანასიევი ალექსანდრე სტეფანეს ძე – ბელეტრისტი და ეთნოგრაფი,
ცნობილია აგრეთვე,როგორც აფანასიევ-ჩუჟბინსკის გვარით. 1817-1875 წ. წ.
ფასეულია მისი ეთნოგრაფიული ნაშრომი «მოგზააურობა სამხრეთ რუსეთში» (სპბ,
1861 წ.).
აფანატო – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
უნდა შესრულდეს მღელვარედ, მოუსვენრად.
აფანიტური ქანი (ლათ. გეოლოგ. Aპჰანიტე) – მჭიდრო წვრილმარცვლოვანი
მაგმატური ქანი, წვრილი კრისტალური მინერალური მარცვლები, რომელთაც
შეუიარაღებელი თვალით ვერ გამოარჩევ.
აფარეიდები, აფარეტიდები – აფარევსის შვილები, მესენიელი გმირები (იხ.
ლინკევსი, იდასი).
აფარევსი – 1. მესენიის მეფე. 2. ბერძენთა ერთ-ერთი სარდალი ტროას ომში.

აფაზია - მეტყველების მოშლა, რაც თავის ტვინის ორგანული დაზიანების


მაჩვენებელია. ავადმყოფს დაკარგული აქვს სიტყვებისა და ფრაზების საშუალებით
თავისი აზრის გამოთქმის უნარი.
აფაზია ამნეზიური - საგნების სახელწოდების დავიწყება. ავადმყოფი ცდილობს
სახელწოდება შეცვალოს საგნის აღწერით. ხშირად დასაწყისი ასოების შეხსენება
უადვილებს საგნის სახელწოდების გახსენებას.
აფელიუმი (ბერძ. აპო – შორს, ჰეიოს – მზე) – დედამიწის ორბიტაზე მზისგან
უშორესი წერტილი.

459
აფექტების თეორია, მოძღვრება აფექტებზე – XVII-XVIII ს. ს-ში გავრცელებული
სეავლება მუსიკალური გამომსახველი საშუალებების და კომპოზიციური ხერხების
კავშირზე გარკვეულ ემოციებთან. მიუხედავად გარკვეული დოგმატურობისა, ა. თ-ს
თავისი დროისათვის გარკვეული პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელს
უწყობდა მუსიკალური სქოლასტიკის დაძლევას და მუსიკის ემოციური შინაარსის
აღქმას.

აფექტ-ეპილეფსია - ეპილეფსი - ფორმული გულყრების განვითარება ძლიერი


აფექტური მდგომარეობის დროს. სიმპტომური ეპილეფსიის ერთ-ერთი სახეა.
ახასიათებს აგზნებად ფსიქოპათებს.
აფექტი - ხანმოკლე და ძლიერი ემოცია (ემოციური მწვერვალი, ემოციური
აფეთქება), რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს
მისთვის უჩვეულო საქციელი. აფექტს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული
ვეგეტატიური მოვლენები: სისხლის წნევის მომატება, გულის ცემის აჩქარება, სახის
გაწითლება ან გაფითრება, კანკალი, ოფლიანობა და მისთ. იმის მიხედვით, თუ რა
სახისაა ემოცია, აფექტი სხვადასხვაგვარია.
აფექტი (ლათ. აფფეცტუს – სულიერი მღელვარება) – ძლიერი, მძაფრად
მიმდინარე და შედარებით ხანმოკლე სულიერი განცდა: მრისხანება, ძრწოლა და ა. შ.
თან ახლავს მკვეთრი გამომსახველი მოძრაობები (სპეციფიკური მიმიკა და
ჟესტიკულაცია, ტირილი, ყვირილი) ზოგჯერ გაშეშება («ცნობიერების დაკარგვა»).
აფექტი ასთენიური - ვითარდება ხანმოკლე დამძიმე უსიამოვნო ემოციის
(მაგალითად: შიში, მწუხარება) შედეგად და გამოიხატება საერთო სისუსტეში,
უმოქმედობაში.

აფექტი ფიზიოლოგიური - ვითარდება გარკვეული გაღიზიანების პასუხად.


ცნობიერება არ იცვლება. მოფონება ჩადენილ მოქმედებაზე შენახულია.
აფექტი პათოლოგიური - ვითარდება გამღიზიანებელთან ადეკვატურად.
ახასიათებს ცნობიერების შეცვლა და აგრესიული მოქმედებანი. ხშირად ა. პ.
მთავრდება ძილით, ჩადენილი საქციელის ამნეზიით პათოლოგიური აფექტი
ხანმოკლე ფსიქოზად ითვლება.
აფექტი შერეული - იწვევს შერეული ემოცია (მოლოდინი, რისხვა).
აფექტი სთენიური - ხანმოკლე, ძლიერი, სასიამოვნო ემოცია (მაგ, სიხარული,
ექსტაზი). გამოიხატება აქტიურ, ენერგიულ რეაქციებში.
აფექტოგენული - მძიმე ემოციური დაძაბულობის შედეგად წარმოშობილი
დაავადება (ფსიქოგენური, რეაქციული).
აფექტური სიცარიელე - ინტერესების უქონლობა.

აფერა – უგარითულ-ფინიკიური მითოლოგიის პერსონაჟი. გელვარტია


(იხ.)მოკავშირე ლიბიუსი ლაშქრობაში. ერთ-ერთი მითით აფერას ქალიშვილი
მელკარტზე შეყვარებული ან ცოლია მისი. ერთ-ერთი ვერსია გვამცნობს, რომ
სწორედ აფერას ქალიშვილი ითვლება ნუმიდიელ მეფეთა პირველ დედა-წინაპრად
(მეორე ვერსიით ნუმიდიელთა სამეფო დინასტია სოფაკიდან წარმომდგარა) (იხ.
სოფაკი, «Я познаю мир» стр. 344).
აფესტოს (Aპჰაისტოს) ჰეფესტოსი. ეოლ. დორ.
აფეტამენტე – იტალიური მუსიკალური ყერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
უნდა შესრულდესდახვეწილად, მოხდენილად.

460
აფიბილე – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
უნდა შესრულდეს ალერსიანად, თავაზიანად.

აფიცირება (ლათ. აფფიცერე – მიყენება) – კანტის ტერმინი, რომელიც


აღნიშნავს უნარს ზემოქნედეება მოახდინოს გრძნობათა ორგანოებზე. ცნებაში
გამოხატულია კანტიანელობის მატერიალისტური მომენტი. კანტი აღიარებდა, რომ
გრძნობადი თვალსაჩინო წარმოდგენები წარმოიშობიან «ნივთების თავისთავად
გრძნობის ორჰანოებზე ზემოქმედედბის შედეგად».

აფიდი (Aპჰეიდოს) – ზევსის შვილიშვილი. არკადის შვილი.

აფინურობა (ლათ. აფფინიტი) – მსგავსება.


აფიშა – ერთგვარი სახის რეკლამა, რომელიც იტყობინება მომავალი
სპექტაკლის ან სხვა მხატვრული თუ გასართობი სანახაობის ამბავს. აფიშას აკრავენ
თეატრებისა და სხვა სანახაობითი დაწესებულებების შესასვლელებთან, აგრეთვე
ქუჩებში, მოედნებზე და ა. შ.

აფოფი – ეგვიპტური მითოლოგიით გიგანტური, ოთხასორმოცდაათი წყრთის


სიგრძე გველი, გველეშაპი, რომელიც ედევნება და აბრკოლებს ქვესკნელში ჩასულ
რაეს, მზის ღმერთის სვლას მიწისქვეშა ნილოსზე, ცდილობს, სამუდამოდ დააკაოს
იგი ქვესკნელში, რათა კვლავ აღარ ამოვიდეს ზემო სამყაროში. ამისთვის აფოფი
შთანთქავს ქვემოური ნილოსის წყლებს. რაე ებრძვის მას გველ მეხენის დახმარებით,
სერავს მისი დაკლაკნილი სხეულის ყველა ხვეულს და უკან ამოანთხევინებს წყალს,
რის შემდეგაც რაე დაუბრკოლებლად განაგრძობს ნავით ცურვას.

აფონია - ხმის დაკარგვა, ვითარდება ხმოვანი იოგების ფუნქციის მოშლის


შედეგად (ბულბარული და ფსევდობულბარული დამბლის შემთხვევაში).
აფორიზმი (ბერძ.აპჰორისმოს – მოკლე გამონათვამი) – დახვეწილი,
ლაკონური ფორმით გამოთქმული ბრძნუკი აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და
პროზაულიც. ხშირად გვხვდება დიდი მწერლების შემოქმედებაში. ქართულ
ლიტერატურაში აფორიზმების დიდოსტატია რუსთაველი.
აფქალ-ი (არაბ.) – როგორც ცნობილია, არაბებში არ არსებულა სასულიერო
ფენა, მხოლოდ ერთხელ, როგორც ტომის ბელადი, გამოჩნდა პირველწმინდანი
აფქალის ტიტულით.

აფქალლუ, აფქალი (აქადური) – შუმერიდან შევიდა და უნდა ნიშნავდეს «დიდ


მამას». იხმარება «ბრძენის» სინონიმად.

აფრა – 1. გემის (ნავის) ანძაზე მიმაგრებული საგანგებო ფორმისა და ზომის


ქსოვილი, რომლის დანიშნულებაა ხომალდის წაყვანა ქარის ძალის საშუალებით. 2.
ფიცრული სახლის კედელში ვერტიკალური სქელი ამოღარული ფიცარი. 3.
არქიტექტურაში სამკუთხედის ფორმის სფერული კამერა, რომელიც შესაძლებელს
ხდის ოთხკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვაზე გადასვლას. პირველად
გამოიყენეს ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებაში VI ს-ში. საქართველოში გვხვდება VIII
ს-დან. ცვლის მანამდე გავრცელებულ ტრომპებს. 4. ქედის ანაკეცი. 5. ყვავილის
გვირგვინის ზედა ფურცელი.

461
აფრანიუსი (Lუციუს Aფრანიუს) – რომაელი დრამატურგი. დაახლ. I ს. ჩვ. წ-
მდე.
აფრასიაბი – ირანული მითოლოგიის ერთ-ერთი წმინდანი მეფე-გოლიათი,
ებრძოდა თურანელებს.
აფრახასისი» («აფრაჰასისი») – იხ. ჩემი მასალები!
აფრაზიული ტომები – (ძვ. პალესტინა) ძვ. პალესტინის აღმოსავლეთ ნაწილში
მოსახლე ტომები ჩვ. წ-მდე XI-X AტAშEUL ჭLEBIDAN შექმნეს ნატუფიის კულტურა.
აფროაზიურ ენაზე მოლაპარაკე ეს ტომები ვრცელდებოდნენ თითქმის მთელს
არაბეთის ნახევარკუნძულზე (იხ. ნატუფიის კულტურა).

აფრეტანდო – პტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ


უნდა შესრულდეს გამალებით, აჩქქარებით.
აფრიკა (მით.) – 1. ქვეყნიერების მხარე (??); 2. ჰერიოონის ძროხების
წამოსასამად (მეათე გმირობა) გამგზავრებული ჰერაკლე ჯერ აფრიკაში შევიდა,
გაიარა ლიბიის უნაყოფო უდაბნოები, მისი ველური ხალხების ქვეყნები; 3. ამ
კონტინენტის ჩრდილო – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, სამხრეთ ესპანეთში,
სიცილიასა და სარდინიაში, ჩვ. წ-მდე X-IX ს. ს-ში ფინიკიელებმა თავიანთი
კოლონიები დააარსეს, რომელთაგან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა კართაგენი (იხ.);
4. ამ კონტინენტზე არსებობდა ლეგენდარული ეგვიპტე (იხ. ძვ. ეგვიპტე) თავისი
უნიკალური და განუმეორებელი ძეგლებით, უპირველესად, პირამიდებით და
სფინქსებით.
აფრიკა – ეგვიპტის გარდა ასე ეძახდნენ ბერძნებიმხოლოდ ლიბიას, შემდგომ
ეწოდა მთელ «შავ ხმელეთს». სავარაუდდოდ სახელი მიიღო კართაგენთან
მობინადრე აფარის ტომის მიხედვით. ძვ. წ. VII ს. აქ დორიელმა ბერძნებმა
კოლონიები დააარსეს.

აფრიკაანსი – გერმანიკულ ენათა ჯგუფის ენა. საფუძვლად ბურების ენა


დაედო. გავრცელებული გახლდათ ტრანსვაალის პროვინციაში და სხვადასხვა
ნიდერლანდური, დიალექტების ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებთან და
ტრანსვალის ძირი მოსახლეობის ბუშმენთა, გოტენტოტთა, ბანტუთა და სხვათა
დიალექტებთან სინთეზში წარმოიქმნა როგორც სახელმწიფო ენა. აფრიკაანსურ ენაზე
პირველი ნაწარმოებები XIX ს-ის 70-იან წლებში შეიქმნა. 1925 წ-ს იგი ოფიციალური
ენაა.
აფრიკის საიდუმლო საზოგადოებები (კავშირები) – საზოგადოება, ანუ იგივე
კავშირი კურთხეულ-განდგომილთა, რომელიც ტომის ყველა ზრდასრულ მამაკაცს
აერთიანებდა, წარმოიქმნა პრველყოფილი თემური წყობილების რღვევის შემდეგ
დასავლეთ აფრიკაში. ყოველი განდობილი მოვალე იყო, შეეტანა საწევრო
გაფასახადი, რომლის რაოდეობასა და მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული
მიღებული კურთხეულის ადგილი (მდგომარეობა) კავშირის იერარქიაში.საიდუმლო
საზოგადოების ევრები იცავდნენ პატრიარქალურტრადიციებს. მკაცრად იცავდნენ
მათს აღსრულებას და მკაცრად სჯიდნენ დამრღვევთ. ისინი გამოდიოდნენ
მსაჯულთა როლში, წყვეტდნენ საკონფლიქტო საკითხებს ტომის შიგნით, გვარებს და
თემებს შორის. თავდაპირველი ფუნქცია ამგვარი საზოგადოებისა იყო ინიციაციათა
ხელმძღვანელობა, ანუ ჭაბუკის მამაკაცური ცხოვრებისშემზადების რიტუალი –
გაცნობა ადათ-წესებსა და ტრადიციებში (ზოგიერთ ტომში ინიციაციის პერიოდი სამ

462
წლამდეც კი გრძელდებოდა). დასავლეთ აფრიკაში ასევე არსებობდა ქალთა
საიდუმლო საზოგადოებებიც, რომლის მთავარ ფუნქციას ქალწულთა ფიზიკური და
მორალირი შეზადება შეადგენდა ცოლქმრული ცხოვრებისათვის. საზოგადოებები
თავიანთ გადაწყვეტილებებს საიდუმლოდ ღებულობდნენ,ჰქონდათ პირობითი და
სიმბოლური ნიშნები, რომელთა მიხედვითაც წევრები ერთმანეთს სცნობდნენ;
აწყობდნენ «სულთა» გამოსვლრბს, დაფარულთ შემაძრწუნებელი ნიღბებითა და
ფანტასტიკური სამოსლებით. ყველაფერი ეს საიდუმლო კავშირის განსამტკიცებლად
და ხალხზე გავლენის გასაძლიერებლადკეთდებოდა. კლასობამდელი ეპოქის
ყველაზე ძლიერ საიდუმლო საზოგადებას განეკუთვნებოდნენ პოროს – მენდეს
ხალხის (ახლანდელი სიერა-ლეონე) და ოჰბონის – იჰირუბის ხალხის (დასავლეთ
ნიგერია)კავშირები. თვლიდნენ, რომ პოროს წევები ფლობდნენ მაგიურ ძალებს და
გამოდიოდნენ ადამიანთა და სულთა შუამავლებად. ხელმძღვანელობდნენ
ინიციაციებს, აკონტროლებდნენ ახალი ბელადის აღტახტრებას. ადგენდნენ
ზოგიერთი საქონლის ფასს. შეეძლოთ შეეწყვიტათ პალმის კაკლის მოსავლის აღება.
აეკრძალათ თევზაობა, ახორციელებდნენ სადამსჯელო ფუნქციებს. საზოგადოების
კრების დროს ქვეყანაში წყდებოდა ომები. მმართველობის სისტემაში მნიშვნელოვან
როლს ასრულებდა საზოგადოება ოჰბონი (ოჰბო – «ხელკეტი», «კომბალი»).
ხელკეტი ამ ორგანიზაციის ემბლემა გახლდათ. ჰქონდა მეორე სახელწოდებაც აჰატა
ადაჯუ («უმოწყალო ბედი», «დაუნდობელი გაგება»). ოჰბონის საზოგადოების
წევრები ეთაყვანებოდნენ მიწის სულებს. გადმოცემით, ისინი მათგან იღებდნენ
ძალასა და ძლიერებას. ხვდებოდნენ
მათ უცხოთაგან მიუდგომელ სახლებში – იდედებში; ერთმანეთს მარცხენა
ხელის განსაკუთრებული ჟესტით ჩამორთმევით ხვდებოდნენ. როდესაც დოლების
განსაკუთრებული ჟღერადობის გონგი – ორო («წინაპართა მოქვითინე სული»)
გაისმებოდა, ქალებს და ბავშვებს გარეთ გამოსვლა ეკრძალებოდათ. ეს გონგი წევრთა
საიდუმლო შეკრების ნიშანიც იყო. რეალური ხელისუფლებითა და გავლენით
მხოლოდ ამ საზოგადოების იერარქიული ზედა ფენა სარგებლობდა. მათ ჰქონდათ
უფლება კანონთა შექმნისაც და შეცვლისაც. ლეგენდით, იპორუბთა სახელმწიფოს
ფუძემდებლად ქალაქ-სახელმწიფო იფეში არსებული ოჰბონის საზოგადოება
მიიჩნეოდა. საიდუმლო კავშირთა როლი და გავლენა უფრო ადრეკლასობრივი
საზოგადოების ხანაში გაძლიერდა. ამ დროს, სახელდობრ კურთხეულნი წყვეტდნენ
ომისა და მშვიდბის საკითხებს, აკონტროლებდნენ ხელისუფალთა და
არგანდობილთა (უბრალო ადამიანთა) მოქმედებებს. ყველა ისინი დევნისა და თვით
სიკვდილით დასჯის საშიშროების წინაშეც კი დგებოდნენ. სიკვდილით ისჯებოდა
ისიც, ვინც გააცხადებდა კავშირის საკრალიზებულ მითებსა და საიდუმლო
რიტუალებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში შიშის სინდრომის გავრცელება იყო.
ამიტომ ცერემონიალთა დროს, რომელიც უშუალოდ წინაპართა კულტებს
უკავშირდებოდა, კურთხეულები ინიღბებოდნენ. სხვადასხვა ტომის საიდუმლო
საზოგადოებათა წევრებს სხვადასხვანაირი ნიღბები ჰქონდათ. დროთა განმავლობაში
მითებიც და რიტუალებიც კარგავდნენ საკრალიზებისა და ზედმიევნით
გასაიდუმლოების ელემენტებს. ისინი, თითქმის გაზღაპრებულნი, უკვე ყველასთვის
მისაწვდომი ხდებოდა. შესაბამისად ეცეოდა საიდუმლო კავშირის როლი,
მნიშვნელობა და გავლენის სფეროც.
აფრიკის ხალხთა მითოლოგია – გამოირჩევა მდგრადობით, პერსონაჟთა
ხასიათის მრავალფუნქციურობით, არქაული მითების უფრო მოგვიანო

463
მითოწარმოდგენებთან გადაკვეთით. ყველაზე უძველესია ბუშმენთა ჰოტენტოტთა,
აშანტთა, და სამხეთ აფრკის სხვა ხალხთა ტოტემისტური მითები. ბუშმენებს
სწამდათ, რომ ყველაფერი, – ბუნება, მოვლენები, ციური მნათობები, ცხოველები, –
ოდესღაც მათ მიწაზე მოსახლე «უძველეს ხალხთა» წარმომადგენლები იყვნენ.
ბუშმენთა მითებში მზე პერსონიფიცირებულია . იგი წარმოედგნათ ადამიანად,
რომლის იღლიები ანათებდა, – ასწევდა მკლავებს, – დგებოდა დღე, დაწვებოდა და
დაუშვებდა ელებს, – დადგებოდა ღამე. მთვარე «ძველ ხალთა» რომელიღაც პირის
სანდალი ყოფილა, რომელიც მის ერთ-ერთ ქალიშვილს ცაში აუსროლია.
ფერფლისგან ვრსკვლავები და ირმის ნახტომი გაჩენილა. ბოლომდე მოუკვდომადი
(მიულეველი) მთვარე მათ წარმოდგენაში «ძველი ხალხის» სიცოცხლისაკენ
მობრუნებას ნიშნავდა. სიკვდილის ფაქტს პატარა ბავშვის ურწმუნობას
უკავშირებდნენ, რომელმაც არ დაიჯერა გარდაცვლილი დედის დაბრუნება, რის
გამოც მთვარისაგან დაისაჯა – გაუპო ზედა ბაგე და აქცია კურდღლად, დანარჩენი
ხალხი კი სიკვდილისთვის გასწირა. ბუშმენთა მითოლოგიის მთავარი პერსონაჟები
იყვნენ: ღვთისმოსავი მჭედელი ცაგნი, – «ბატონი ყოველი ნივთისა», –
კულტურული გმირ, დემიურგია. მან შექმნა მზე, მთვარე, მიწა და ყოველი გარეშე
მყოფი. მისცა მათ სახელები, ასწავლა ადამიანებს სიმღერა, გამოიგონა იარაღი,
ხაფანგი, სხვადასხვა აკანათი, ატარებდა სხვადასხვა ტაბუს – რელიგიურ
აკრძალვებს; თავის ჯალაბობას ასწავლა რიტუალური «სისხლის ცეკვა». ფლობდა
მაგიურ ძალას, ჩაუსახლდებოდა ცხოველებს და ისინიც მორჩილნი ხდებოდნენ,
წინასწარმეტყველებდა მომავალს, ხსნიდა და განმარტავდა მომხდარს.
მეხთამყეხელის ფუნქციას ბუშმენებში ასრულებდა ღმერთი, რომელსაც «განთიადის
გული» სახელით უხმობდნენ. ამ ღმერთის თვალები ანათებდნენ ღამით და
აფრთხობდა ტურებსა და გიენებს, რომელთაგან ერთ-ერთმა მოწამლა მისი მისი
გოლი-ფოცხვერი. აშანტის ხალხის ძირითადი კულტი იტოროა, ანუ წინაპართა და
მათი თაყვანისმცემელთა სულები. კულტი ტოტემიზმიდან ამოდიოდა და
ვრცელდებოდა მამაკაცის სახით, ხოლო მეორე კულტი, – აბუსუა, – ესეც წინაპართა
თაყვანისცემას გულისხმობდა, ოღონდაც ქალის მხრიდან. შესაბამისად ამ კულტებს
უკავშირდებოდნენ ცის ღმერთი ნიამა, რომლის ერთ-ერთი ჰიპოსტასი ობობა ანანსე
იყო (აქედან: ნიამა – ანანსე კოკუროკო, ე. ი. «დიადი ობობა», მცხოვრები თავისავე
მაბეჭავი სამყაროს ცენტრში) (შდრ. ბერძ. მითოლოგიის არაქნე – ობობა) და მისი
მეუღლე- ქალიშვილი, მიწის ქალღმერთი ასასე ავუა, რომელიც მფარველობდა
ნაყოფიერებას. როგორც დემიურგმა ნიამემ შექმნა სამყარო, პირველი ადამიანები,
რომლებიც შემდეგ სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ, მიმოფანტვამდე კი დარგეს
წინაპართა ხე – მუიჰომბო. ნიამემ ადამიანებს სასჯელად სიკვდილი მოუვლინა,
რამეთუ მათ დაარღვიეს მისგან დადებული ტაბუ – არ დასძინებოდათ მთვარიანში.
ზოგიერთ ხალხში, მაგალითად, აკანებში, იგი «წინაპართა მამად» მოიხსენიებოდა.
რიგი მიზეზებით, ნიამა თავდაპირველად მიწად ცხოვრობდა, მაგრამ დაემუქრა რა
პირველ ადამიანს, – კამონს, – ამაღლდა ცად და აქედან იქედან ცისარტყელით
ეშვებოდა ხოლმე მიწაზე. მითები, დაკავშირებულნი ასასე ავეასთან უფრო გვიანი
წარმოშობისაა. მისი სიმბოლოა რვაქიმიანი (რვასხივიანი) პლანეტა ვენუსი (ვენერა),
მისი წმიდა რიცხვია რვა, წმიდა ცხოველი – თხა, ხოლო წმიდა დღე – პარასკევი.
ნიამეს შვილები მეუფებდნენ წყალთა სტიქიებს – მდინარეთა ღმერთები იყვნენტანო
და ბია, ტბის ღმერთი – ბოსომტვე და ა. შ. მრავალ მათში ადამიანთა გაჩენა
უკავშირდება წყვილს, რომელთაგან ერთი ციდან დაეშვა, მეორე კი მიწისქვეშეთიდან

464
ამოძვრა. აშინტთა წარმოდგენით, ადამიანის სული დაკავშირებული იყო «სკამთა
სახლთან» («მერხების სახლთან»). აქ ივანებდნენ ბრძენ ბელადთა სულები. წმიდა
სკამი ნაკეთები ოქროთი და პლატინით, – «ოქროს ტახტი», – ითვლებოდა
სასულეთად მთელიაშანტის ხალხისა და იგი იყო სიმბოლო მათი ერთიანობისა.
ბამბარას, დოგონთა და სხვა ხალხთა წარმოდგენები, რომლებიც ნიგერისა და
სენეგალის მდინარეთა აუზებში მოსახლეობდნენ, განირჩეოდა დიდი
ნაირგვარობით. ამ ხალხებში არსებობდნენ ქურუმთა კასტა და საიდუმლო
კავშირები, რომელთათვისაც განკუთვნილი იყო კოსმოგონიური მითები, მითები,
რომლებიც უმაღლეს ცოდნას შეიცავდნენ, ანუ ყოფიერების ფილოსოფიის. ბამბარას
წარმოდგენით სამყარო სიცარიელიდანაა წარმოქმნილი. ეს სიცარიელე ფლობდა
მოძრაობას – «გლა»-ს, რომელმაც შემდგომ წარმოქმნა მისი ხმოვანი მეწყვილი-
ორეული – «გლა-გლა». «გლა-გლა»-დან წარმოიშვა სუბსტანცია»ზოსუმალე» («ცივი
ჟანგი»). მოძრაობასა და ტრანსფორმაციაში «გლა-გლა» აფეთქდა, რისგანაც
წარმოიქმნა ვიბრაციის მქონე მყარი ნივთიერება. ილექებოდა რა ეს ნივთიერება,
თანდათან იძენდა უნარს ნიშანთა წარმოქმნისა და «გლა»-დან ცნობიერების
გამოყოფისა, რამაც საგანთა სახელწოდებებამდე და მათი თვითშემეცნების
დაცალკევებამდე მიგვიყვანა. ბამბარა თვლიდა, რომ ნათლის, ხმის, სხვადასხვა
მგრძნობიარე არსების წარმოშობა 22 ელემენტისა და სპირალის 22 ხვიის მოქმედების
შედეგი გახლდათ, რომელიც შესაქმის პროცესში გაჩნდა და რომელმაც გამოაღვიძა
სული იჰო. იჰომ დაუდო შემდგომ დასაბამი უძლიერეს ძალებს – ჰემბას და ფათოს.
რიგ მითებში დემიურგი ჰემბაა, რიგში კი ფარო. ისინი, იმავე დროს, კულტურული
გმირებიც არიან – «ბატონნი სიტყვისანი». დოგონთა მითოლოგია ახლოს დგას
ბამბარას მითოსამყაროსთან, მაგრამ გამოირჩევა დიდი ვარიანტულობით და
რიცხვთა სიმბოლიკით, რომელთაც «იდეოლოგიური, სამეურნეო-ეკონომიკური და
პოლიტიკური» საფუძვლები გააჩნდა. მითთა ერთი ვარიანტით ქვეყნიერებას 14 ამმა
განაგებდა, რომლებიც 14 მიწაზე ბატონობდნენ: 7 ამ მიწათაგან მდებარეობდა ზე და
7 – ქვე. პირველ ქვედა სამყაროში ცხოვრობდნენ ადამიანები, დანარჩენ ექვსში –
კუდიანი არსებები. «ზედა სამყაროები» დასახლებულია რქოსანი ადამიანებით,
ხასიათდებიან «ქვედა სამყაროთა» მიმართ აგრესიულობით, რომელთაც თავზე
მეხითა და ელვით თავზე ქვებს ატეხენ. ბრტყელი და წრიული დედამიწის
უზარმაზარ სივრცეს, შემოჯარულს მარილიანი წყლით, შემოხვეული აქვს
უზარმაზარი გველი. მიწა მის ცენტრში არსებულ რკინის ბოძზე ბრუნავს დღის
მანძილზე. ყოველ ქვედა სამყაროს თავისი უძრავი მზე და მთვარე ჰყავს. უფროსი
ამმა, რომელიც «ზედა სამყაროში» ცხოვრობს, პირველად შექმნა მიწა და დასდო იგი
დასაბამით არსებულ რკინაზე, შემდეგ ცა – ღვთაებრივი ტყუპი – ნომმო –
ნახევრადკაცი-ნახევარგველი წითელი თვალებით და ორკაპა ენით, მწვანე სლიპა
სხეულით და რვა ზედა და რვა ქვედა კიდურით. უფროსმა ამმამ ასევე შექმნა ნომოს
ანტიპოდიიურუთუ – არაწყვილური არსება, განსახებული უწესრიგობა (ქაოსი).
სიკვდილი, გვალვა; ნომმოებმა თავიანთ დედა-მიწას ციურ მცენარეთა ათი ძაფიდან
ქვედატანი მოუქსოვა, რომელში განთავსებული იყო სიტყვა. ასე დაეუფლა იგი
მეტყველებას. დოგონთა წარმოდგენით ნომმოები პირველწინაპრების,
სრულქმნილნი წყლითა და სიტყვით, ამაღლებულნი ცად. უფროსმა მათგანმა,
გაიყოლა რა სამჭედლო ხელსაწყოები, ციურ მჭედლებს ცეცხლი მოჰპარა (შდრ. ბერძ.
მითოლოგიით პრომეთე და ქართულიმით. ამირანი). მიწაზე დაბრუნებულმა
ინსტრუმენტებით კიდურები გადაიმტვრია – ასე გაჩნდა სახსრები. მან დედამიწა

465
ადამიანთა რვა გვარს გადაუნაწილა. დოგონებს მისი დამუშავებაც ასწავლა.
დანარჩენი 7 წინაპარიც მიწად, უფროსი ძმის კვალდაკვალ დაეშვნენ. მათ შორის იყო
დაბაღი (მეპრატავე, მეტყავე), მომღერალი, ერულყოფილების განსახება, სიტყვის
მასწავლებელი (მეშვიდე წინაპარი) და თვით ჟღერადი ბგერა (მერვე წინაპარი).
მერვემ დაშვების რიგითობა დაარღვია. განრისხებული მეშვიდე წინაპარი გველად
იქცა და ყველა ციური თესლი მიმოფატა. VII და VIII პირველწინაპარ-ნომმოებმა
შექმნეს პირველკაცი – ლებე, რომელიც იყო მატარებელი მესამე სიტყვისა.
სიკვდილის შემდეგ ლებეს ძვლები ფერად ქვებად, – დუგებად, – დოგონთა წმიდა
საკულტო საგნებად იქცა. ლებეს ორ ძეთაგან წამოვიდა დოგონთა ტომები – დიონი,
დომნე, ონო და არუ. წინაპრებთან იყო დაკავშირებული «ბინუ»-ს («წასულის და
მოხსენებულის») კულტი და მისი მთავარი ნაწილი – სიგის ცერემონია – ხიდან
გამოთლილი გველის გამოსახულების განახლების რიტუალი. დოგონებს სწამდათ,
რომ სიკვდილის შემდგომ ადამიანები გველებად იქცეოდნენ. წინაპრები თავიანთ
ორეულ-ადამიანებს გადასცემდნენ საკულტო საგნებს, რომელთაც ვინუსადმი
მიძღვნილ საწმიდარში განათავსბდნენ. სხვა ვარიანტით, ამმასგან შექმნილმა
ადამიანთა წყვილმა წარმოშვა რვა ორსექსა, თვითგანაყოფიერებადი
პირველწინაპრები (იხ ორსქესა არსებანი), რომელთაგან მერე დაგონთა რვა გვარი
წამოვიდა. განვითარებული პოლითეისტური მითოლოგია გააჩნდათ ფონის ტომებს.
მათ მონათესავე დაგომეელებს, ჰორუბელებს, ბინებს და სხვებს, რომლებმაც სულთა
სიმრავლიდან ანთროპომორფულ ღმერთთა გამოყოფა მოახდინეს. ამ ხალხთა
მითოსის თემებისათვის დამახასიათებელი გახლდათ უზენაეს ღმერთთა არსებობა,
მათთვის მოღვაწეობის კონკრეტული სფეროების გადანაწილება, მკაცრი
იერარქიულობა (დაფუძნებული უფროს-უმცროსობაზე), გაღმერთებულ მეფეთა
კულტი, ქურუმების ინსტიტუტისა და განდობილთა (კურთხეულთა) საიდუმლო
საზოგადოებათა არსებობა. პანთეონის თავში «ციური» Eერთი და პირველწინაპარი
დგას. დაგომეელებთან – ღმერთი და მაბუ-ლიზა, ბინებთან, – ოგბორა (რომელმაც
ადგილი თავის ვაჟს – ოსას დაუთმო), იჰორებელებთან – «ცის ბატონი»ოლორუნი,
რომელმაც შემდგომ ცის კამარისა და მიწიერ სამეფოთა მმართველობ თავის ძეს
ობათალუს გადასცა. ობათალუ დემიურგია. მან თავის მეუღლე ოლელუბასგან შვა
ღვთაებები, რომლებიც განასახირებდნენ მიწასა და წყალს; თიხისაგან გამოძერწა
პირველი ადამიანები – კაცი და ქალი. ობათალუმ მოახერხა და გადაარჩინა
ადამიანები წარღვნას, რომელიც ზღვათა ღმერთმა ოლოკუნმა მოუტანა ქვეყნიერებას:
ობათალუმ გაშმაგებული ოლოკუნი რკიის ჯაჭვით დაიურვა და წყალქვეშა
სასახლეში ჩააბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ ობათალუს მეუღლე ოლულუბა
იჰორუბთარიგ მითებში მამაკაცია, რომელმაც ჰორუბთა ტომებს და მათ სამეფო
ოჯახებს დაუდო დასაბამი. მზისა და მთვარის ღმერთები, მცენარეულობათა,
მდინარეთა, ლაუნათა, ყვავილთა, სიმდიდრის, მონადირეთა უამრავი ღვთაება.
ობათალასა და ოდუდუბის ვაჟის – ორუნჰანისაგან წარმოიშვა პანთეონის
ღვთაებათა თავში ორიშა ნლა («დიადი ღმერთი») იდგა, რომელიც დემიურგისა და
კულტურული გმირის ფუნქციებს ასრულებდა. მან შექმნა მიწა პირველქმნილი
ჭაობისაგან, ადამიანთა სხეულებს მიანიჭა ფორმა, რომელსაც შემდეგ სული
ოლორუნმა შთაბერა; დარგო ხეები, მისცა ადამიანებს საკვები, და სიმდიდრე. ორიშა
ნლას პატივსაცემად, რომელმაც 4 დღეში ჭაობისაგან ხმელეთი შექმნა, იჰორებამ
ოთხდღიანი კვირა დააწესა და V დღე «დიად ღმერთს» – ორიშა ნლას მიუძღვნა.

466
ადგილს, საიდანაც დაიწყო ხმელის შექმნა, ისინი იფეს, ანუ «ფართოს», «ვრცეულს»
ეძახდნენ.
აფრიკული არქაული საცხოვრისი – ამ საცხოვრისის ტიპს, აგებულებასა და
მასალას გასაზღვრავდა ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ტრადიციები. ყველაზე
იძველესნი არიან იმ საცხოვრისთა (ანუ ქარსაფარი) ნამუსრევები, რომლებიც
წრიული განლაგების ქვებისაგან იგებოდა და ისტორიაში ცნობილია, როგორც
ოლდოვანის (პლდუვაის) არქეულოგიური (//) კულტურის სახელით. ამ კულტურის
ნაშთებიდან ჩვენამდე მოაღწია ქვის ყორე-ბოსლებმა, უწესრიგოდ მიმობნეული
სამარხი პირამიდების ქვებმა, ბოძებზე მიმაგრებულმა თიხის შეგლესილმა კალათ-
წნულებმა. თასილინ-აჯერას კლდეთა მოხატულობით თუ ვიმსჯელებთ, ჩრდილო
აფრიკელ ხალხებს ჩვ. წ-მდე I ათასწლეულში უკვე ჰქონიათ მართკუთხა გეგმარის
ქვის ბლოკებით ნაწყობი უსარკმელო საცხოვრისები – «გურბები». მომთაბარეებში
გავრცელებული ყოფილა ოვალური წნული ქოხები – ფაცხები, რომელთაც თიხის
ფუძე-ფუნდამენტი – «მანალიები» ჰქონდათ (სოხანე). ამ რეგიონში გვხვდება ქვის
წრიული სამარხები – ე. წ. «შუშები». ცენტრალურ აფრიკაში გავრცელებული იყო
ბალახის ქოხები, კონუსური სახურავით, ვერანდის მსგავსი დაფერდებებით. ეს
ქოხები ბელადის კარმიდამოს ირგვლივ იყო მიმოფანტული. ქოხის კედლები
მოხატული გახლდათ. აღმოსავლეთ აფრიკაში არსებობდა რამდენიმე ტიპის
საცხოვრისი: წრიულ-კარკასული, თიხით შელესილი, ნამჯით დახურული ქოხები;
ელიფსურად განლაგებული ლატანების კონუსური კარკასის (ზემოთ გადაკვეთაზე
შეკრული) ბალახით დაფარულიომახოები; თიხით შელესილი და ბალახით
დაფარული კარკასიანი ქოხები, რომლებიც წრეზე ისე იყვნენ განლაგებული,
საქონლის შესარეკ ეზოს ქმნიდა. ეთნიკურად ჭრელი შემადგენლობა და ბუნებრივი
პირობები, როგორც ითქვა, დასავლეთ აფრიკის დასახლებათა სიჭრელეს და
საცხოვრისთა ნაირსახეობას ქმნიდა. კონტინენტის ჩრდილო რეგიონში იგებოდა
თიხის და ქვის საცხოვრებლები და სამეურნეო ნაგებობები, რომელნიც
შემოზღუდულნი იყვნენ საერთო თიხის კედლით, რომელსაც ერთი შესასვლელ-
გასასვლელი და კუთხეებთან სათვალთვალო კოშკურების მსგავსი ბეღელ-ნალიები
ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში კედელს ბალახის წნული ღობე ცვლიდა. აქ წრიულ,
ლერწმის ან ნამჯის კონუსისსახურავიან ქოხმახებსაც შეხვდებოდით. სავანეებში
გავრცელებული იყო მართკუთხა ბრტყელსახურავიანი, კუთხეებში კონუსური
ფორმის ბოძებიანი ხის ან თიხის სახლები. სამხრეთ აფრიკის ძველ ხალხებს მუდმივი
სადგომები არ ჰქონდათ. მათ სამკვიდროებს ქოხ-ჩარდახები, ხოლო მთიან რაიონებში
მღვიმე-ქვაბულები წარმოადგენდნენ. მოგვიანებით გაჩნდა წრიული გეგმარის
დასახლებები, რომლის ცენტრში მდებარეობდა თავშეყრის ნაგებობა – «ჩოტა». მის
ირგვლივ განლაგებული იყო ორფერდა ან კარვისებური, ანდა ნამჯა-ბალახის
სახურავიანი სახლები. კვადრატულ ქოხთა უკან ხიმინჯებზე შემდგარი სამეურნეო
ნაგებობები იყო გამართული. ტრადიციული საცხოვრისები ამჟამადაც შეგვხვდება
კონტინენტის სხვადასხვა რეგიონში (იხ. ოლდუვარას კულტურა; თასალინ-აჯერა).
აფრიკული დამწერლობა – როგოეც მეტყველების ფიქსაციის ნიშნური სისტემა,
რომელიც მახასიათებელია რომელიმე ენისათვის ან ენობრივი ჯგუფისათვის, დიდი
ხნის მანძილზე პრიმიტივად რჩებოდა. მრავალ ტომს კომუნიკაციის ძირითად
საშუალებად «ჟესტების ენა», «სტვენის ენა», «დოლების ენა» ჰქონდათ. ინფორმაცია
«ამოკვეთილი» ანდა პიქტოგრაფიული ნაწერითაც – იბათოდით (??) გადაიცემოდა
(იხ. პიქტოგრაფია), რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე.

467
აქვე იბოს ტომი იყენებდა ნიჟარებისა და კენჭების «დამწერლობას». პიკტოგრაფიულ
დამწერლობას უახლოვდებოდა დაგომელ ხელისუფალთა სასახლეების კედლის
ბარელიეფები, რომლებიც მათს ღვაწლს მოგვითხრობდა. ასევე ახლოს იდგა
პიკტოგრაფიასთან იოუბას ტომის სპილოს ეშვებზე ამოკვეთილი რელიეფური
გამოსახულებანი. შუასაუკუნეთა იორუბას ქალაქ-სახელმწიფოებში წარმოიშვა
«ნიჟარული დამწერლობა» – ოროკო. ჩვ. წ. IV ს-ში აქსუმში გაჩნდა კონსონანტური
გეზური ანბანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ძველეთიოპიურ დამწერლობას –
გეეზს (ამ ანბანზე სტელებზე ამოკვეთილი მეფე ეზანას ღვაწლის ამსახველი
ტექსტები). ჩრდილოეთ აფრიკაში წერილობითი მიმართვების უნთავრესი საშუალება
ჩვ. წ-მდე I ათასწლეულში იყო პუნიკური დამწერლობა, რომელსაც იყენებდნენ
ძველი კართაგენელები (პუნიკები). ამ დამწერლობას საფუძვლად ფინიკიური ანბანი
ედო, რომელიც 22 თანხმოვნისაგან შედგებოდა. ქრისტიანიზმისა და ისლამის
გავრცელებასთან აფრიკაში ლათინური და არაბული დამწერლობები ჩნდება.
არაბული გრაფიკული ძირი გამოიყენეს ჰაუსას, ფულბის, კანურის ტომებმა,
რომლებმაც შემდგომ «აჯამის» დამწერლობა შექმნეს, რომელშიც შეტანილ იქნა
დამატებითი ნიშნები, რომლითაც ის ბგერები გადმოიცემოდა, რომლებიც არაბულში
არ იხმარებოდა. XIII ს-ში დამერლობა სუაჰილის ენაზე, რომელიც ჩამოყალიბდა
აღმოსავლეთ აფრკის სანაპიროზე, ბანტუს დიალექტისა და არაბულის სინთეზზე.
სუაჰილზე შესრულებული ხელნაწერები პორტუგალიელთა მიერ აღმოსავლეთ
აფრიკის ქალაქების დაპყრობისას განადგურდა. სუალის დამწერლობითი ტრადიცია
აღდგინდა მხოლოდ XVII-XVIII ს. ს-თა მიჯნაზე. სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე
XVII ს-ის მიწურულს შეიქმნა აფრიკაანსი (იხ.), თუმცა ბურები (ჰლანდიელი
გადასახლებულები)წერდნენ ჰოლანდიურ ლიტერატურულ ენაზე. ბერბერებს
დამწერლობა არ ჰქონიათ. მათ თავიანთი ფოლკლორის ცალკეული ნაწარმოებები
არაბულ, მოგვიანებით ლათინური გრაფიკით შეასრულეს. XIX-XXს. ს-ის მიჯნაზე
ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე იქმნება.

აფრიკული მუსიკა – როგორც უძველესი დროის ყოველი მხატვრული


კულტურა, მუსიკაც მჭიდროდ უკავშირდებოდა საკულტო-რელიგიურ და
სარიტუალო პროცესებს, თემთა და ტომთა დღესასწაულებს, თუმცა სხვასასხვა
ხალხს ერთი და იმავე რიტუალების შესრულებისას მუსიკას სხვადასხვა ადგილი
ეჭირა. აფრიკის სხვადასხვა ეთნოჯგუფის ხალხში ვოკალურ-ინსტრუმენტულ
მუსიკას ფრიად თვითმყოფადი სპეციფიკური ელემენტები გააჩნდა, რომელთაც ამა
თუ იმ ეთნოსის სამეურნეო საქმიანობის ხასიათი და შინაარსი განსაზღვრავდა.
აფრიკული მუსიკის ისტორიული განვითარების გზაზე თანდათან გამომუშავდა
მუსიკალური წყობის (კილოს) სისტემა, რომელთაც საფეხურთა სხვადასხვა
რაოდენობა გააჩნდათ. მაგ: ხუთსაეხუროვანი (პენტალონიკა), ექვსსაფეხუროვანი
(ჰექსაქორდი) და შვიდსაფეხუროვანი (ჰეპტატონიკა). ყოველ ეთნიკურ ჯგუფს
განსაზღვრული წყობა ჰქონდა. ამ კილოს მუსიკათმცოდნეთა უმრავლესობა
განსაზღვრავს როგორც «გამვლელ ხმებს» (1/4 ნაწილი ტონისა), რომელთა
დახმარებით შესაძლებელი ხდებოდა კილოს შიდა ინტერვალების ვარირება. ერთ-
ერთი ძირითადი გამომსახველობითი ადრეული მუსიკის რიტმია, რომელიც
ემსახურება სიგნალის მიცემას, რიტუალურ მსვლელობას და ცეკვას. პიგმეებში
რიტმი მიწაზე გახლეჩილ ბოლოიანი ჯოხის დარტყმით ხორციელდებოდა.
ანსამბლურ შესრულებაში დიდი როლი ჰქონდა პოლირიტმიას. ბევრ მუსიკალურ
ტრადიციებში აფრიკის ხალხთა ვოკალური ხელოვნება გამოირჩეოდა ხმის
468
სპეციფიკური ტემბრით (მაღალი ფალცეტი), ამოძახილებით, იმპროვიზაციებით,
მკვეთრი ხმებით. სრულდებოდა სოლო, ანსამბლური და ქორო პარტიებით. როგორც
წესი, სოლო სიმღერები სრულდებოდა შინაურ საქმიანობისას, ოჯახურ წეს-
ჩვეულებებისას, ბავშვის დაბადებისას, ქორწილებში, დაკრძალვისას; ანსამბლური –
სანადო მუშაობისას, იმიციაციებისას; სოლო სიმღერები მოკლე და მელოდიური
ხასიათისაა და სრულდება არფის, ლიმელაფონის და სხვა ჩამოსაკრავი (მოსაზიდი)
ინსტრუმენტებით. ბელადთა კარზე პოპულარული იყო მედოლეთა , მესაყვირეთა
ანსამბლები და ცერემონიალური ორკესტრები, რომლებშიც ტომთა და გვართა
წარჩინებული პირები მონაწილეობდნენ. საქორო (ანტიფონური) სიმღერებს
გააჩნდათ მოძრავი ტემპი და შესრულების ჰოკეტური ტექიკა და წარმოადგენდა
გადაძახილებს სოლისტებსა და ქოროს ან ქოროებს შორის. სრულდებოდა დოლების,
ჩხრიალა და ჭრიალა საკრავების თანხლებით. დიდი ნაირფერობით გამოირჩეოდა
სასიმღერო ჟანრი. იყო შრომის, საქორწიო, იავნანური, ლირიკული, სამხედრო,
სახუმარო და სხვა ჟანრის სიმღერები. მუსიკალური ინსტრუმენტების
კონსტრუქციები სხვადასხვა ეთნოსში სხვადასხვა გახლდათ. ძველ ბუშმენემსა და
ჰოტენტოტებში გავრცელებული იყო ურეზონატორო დოლები – ეს იყო მზეზე
გამომხმარი ცხოველის ტყავი, გაჭიმული მიწაში ჩარჭობილ ორ ბოძს შორის. ასევე
ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ქვაბურა სახის დოლები (ნგომა ბატუს
ხალხში), «წინსაფარი დოლები» რეზონატორების გარეშე (ფუმბო, კანარე და სხვ.),
ერთმემბრანიანი ცილინდრული დოლები (ომუბალა) ან ზანზალაკებიანი (ენგალაბა),
ან კიდევ, ორმემბრანიანი ცულინდრული დოლები, რომელთაც ქვიშის საათის ფორმა
ჰქონდათ. დასარტყამ ინსტრუმენტებს განეკუთვნებოდა , აგრეთვე, ხის ან ლითონის
ფირფიტები (სანსა, კალიმბა, მბიარა და ა. შ.). ნაირსახა გახლდათ სამხრეთ
აფრიკული ქსილოფონები – მართკუთხა კარკასის ფორმის, სხვადასხვა ზომის და
რეზონატორების 15-22 ხის ფირფიტით, რომლისთვისაც გოგრები და ტერაკოტული
ჭურჭელი გამოიყენებოდა. ხმების ეფექტის შესაქმნელად სარგებლობდნენ ბაობაბის,
ბოთლისებრი გოგრის ნაყოფისაგან გაკეთებულ სარაჩხუნოებს, ბრასლეტებს,
ზანზალაკებს, რომელთაც იკიდებდნენ წელზე, მაჯებსა და ფეხის კოჭებზე. ყველაზე
უხუცესი სასულე ინსტრუმენტი, გავრცელებული სამხრეთ-დასავლეთ და
ცენტრალურ აზიაში, იყო რქები და მუსიკალური მშვილდი (ჯოხი, რომლის ორივე
ბოლოში მიამაგრებდნენ სიმს და ერთ ბოლოს მიწაში არჭობდნენ). მოგვიანებით
გაჩნდა სხვადასხვა ხის ფლეიტები (მოროტვანა, კარზა, კიბა, ფალალა, შუკრა...),
არფები დეკით (მუსიკალური ინსტრუმენტია), რომელთაც გადაკრული ჰქონდათ
გველის ან ლომის ტყავი, ბირბითები, გიტარები, ლირები,... არაბთა შეჭრიდან
აფრიკულ მუსიკალურ კულტურაში შევიდა დაირები, არფები, ფლეუტუს ახალი
სახეობები, ციტრები. XV-XVII ს. ს-ში ვრცელდება ევროპული მუსიკალური
ინსტრუმენტები. აფრიკის კოლონიზაციის პერიოდში აფრიკული მუსიკა
იდევნებოდა, თუმცა მისიონერები ადგილობრივებს ხალხური ინსტრუმენტებით
სარგებლობის უფლებას ღვთისმსახურების ჟამს აძლევდნენ. XIX ს-დან აფრიკული
მუსიკის ელემენტები დასავლეთ ევროპის ტრადიციებში იჭრება, ფაქტიურად,
ჯაზური მუსიკა ამოდის აფრიკული მუსიკიდან.
აფრიკული ნიღბები კოტ-დ'ივუარის მუზეუმში – აფრიკული ნიღაბი! მისი სახე
შთამბეჭდავია და იმავე დროს იდუმალებითაა მოცული. სხვა კონტინენტის
ადაიანები მათ რომ ნახავენ, ღელავენ, ცდილობენ ჩაწვდნენ, ვის ნიღბავს. ნიღბები
წინაპრებს ანდა სულებს განასახიერებენ გამომსახველური ხის სახით. სწორედ რომ

469
აღვიქვათ ნიღბები, ჯერ უნდა შევიცოთ მათი ფსიქოლოგია და ცხოვრების ირობები,
ვინც მათ ქმნის, ანუ ვისწავლოთ ხის ქანდაკებების აზრის წაკითხვა. და მხოლოდ
ამის შემდგომ დავტკბეთ როგორც შორეული აფრიკის ხელოვნების ნაწარმოებებით.
ჰოდა კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკაში რესპუბლიკაში ეროვნული მუზეუმის
მრავალრიცხოვანი ექსპონატები გვიყვებიანძველი აფრიკელების წარმოდგენებზე,
რომლებიც თვლიდნენ, რომ ნიღბებმა უნდა მისცენ მათში განსახიერებულ ადამიანს
«მარადიული სახე» – დროის გარეშე არსებობა. ნიღბები ეკიდა ღატაკ ზანგთა
ქოხებშიც და ბრწყინავდნენ გაპრიალებული სპილოს ძვლის სახით აშანტის და იფის
მბრძანებელთა სასახლეებშიც. ისინი მუდმივად თან ახლავს რიტუალურ
წარმოდგენებს და წმინდა ცეკვებს, მონაწილეობდნენ თამაშებში და მაგიურ
ბრძოლებში. ზანგთა ხელოვნება საოცრადაა დაკავშირებული მთელი ტომის
ცხოვრებასთან და აფრიკული ნიღბები უპირველესად გამოხატავენ იმ წარმოდგეებს
ადამიანის სახეზე, რაც ჩამოუყალიბდა ამ ტომს. ადამიანი, ნიღბის გამომთლელი,
თავის თავს თანატომელებისგან არ გამოყოფდა. პირიქით, სამყაროს ის უყურებდა
იმავე თვალებით, როგორც გარშემომყოფნი. და ამიტომაც გამოხატავდა ადამიანის
სახეს, დაე პირობითს და გროტესკულს, მაგრამ ყოველთვის გასაგებს თავისი
ხალხისათვის. აი, რატომაა ის, რასაც ეძებდნენ აფრიკულ ხელოვნებაში დასავლეთის
მხატვრები, დიამეტრულად საწინააღმდეგო მისი ნამდვილი არსისა. აფრიკელები
თვლიდნენ, რომ ნიღაბში სამარადჟამოდ ინახება ის, რაც რეალურად ქრება
სიკვდილის შემდეგ. სხეული დაუბრუნდება მიწას, სული დაიბრუნებს დედამიწაზე
დაკარგულ თავისუფლებას, მაგრამ კიდევ ძალზე მნიშვნელოვანია მესამე ელემენტი
– სასიცოცხლო ძალა. სიკვდილი გაათავისუფლებს მას, და შემდგომ იგი ზოგჯერ
შეაწუხებს ხოლმე გარდაცვლილის ცოცხლად დარჩენილ შთამომავლებს. ეს რომ არ
მოხდეს, ყოველი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯერ კიდევ
სიცოცხლეში ნიღბად განსახიერება, ეპოვა მკვრივი საყრდენი, რომ სიკვდილს არ
შეძლებოდა ადამიანის გარეგნობის დაპატრონება, ხოლო სასიცოცხლო ძალა მისი
სიკვდილის შემდეგნიღაბში გადასულიყო. ნიღბებს ექცეოდნენ, როგორც წინაპრებს,
რომლებისაც ხშირად ეშინოდათ, მაგრამ ყოველთვის პატივს სცემდნენ და
ეთაყვანებოდნენ. არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია მუზეუმში გამოფენილი
ნიღბების ფორმები და ზომები, მათი შესრულების მანერა და მასალა, რისგანაც
ისინია დამზადებული. აი, მაგალითად, ერთ-ერთ სტენდზე გამოფენილია სახის
ნიღაბი, რომელსაც ყოველთვის აქვს ხვრელები თვალებისათვის, ხოლო პირისათვის
ნახვრეტი იშვიათად უკეთდება. ხოლო გვერდით გამოფენილია ნიღაბი, რომელსაც
გაკეთებული აქვს მოძრავი ქვედა ყბა: პირის, რომელშიც ლერწმის კბილები აქვს,
შეუძლია გახსნა და ხმაურით მოკუმვა. მუზეუის გიდი მოგიყვებათ (და შეიძლება
კიდეც გაჩვენოთ)თუ თასმების ან ბადის სისტემის მეშვეობით უნდა დამაგრდეს
სახის ნიღაბი. თასმები გაყრილია ნიღბის ზედა ნაწილში და ორი თასმით მკერდზე ან
წელზე მიებმება. მუზეუმის მეზობელ დარბაზში დამთვალიერებლებს შეუძლიათ
ნახონ ნიღბები ქუდების ფორმისა. ისინი მაგრდება მრგვალ დაწნულ ქუდზე
ჰორიზონტალურ ანდა დახრილ მდგომარეობაში. არსებობს ნიღბები, რომლებსაც
ატარებენშუბლზე (ისინიცაა წარმოდგენილი მუზეუმის ექსპოზიციზში) და მასიური
ნიღბები, რომლებიც მხრებს ეყრდნობა. აქ წარმოდგენილია ნიღბებიც, რომლებიც
გამოსახავენ უსულო საგნებს – მაგალითად, სახლს სარკმლებით, სვეტებით და
უზორებით მოხატულს. ნიღბების ასეთი დიდი მრავალფეროვნებისას არაა
გასაკვირი, რომ სხვადასხვა ზომისაა – სიმაღლით სანტიმტრიდან (ნიღაბი საკიდარი,

470
ნიღაბი დუბლიკატი) დაწყებული და 70-80 სანტიმეტრამდე. თუ ანგარიშში
ჩავაგდებთ ყველანაირ თავბმულებს, მაშინ ისინი შეიძლება იყოს სიმაღლეში
რამდენიმე მეტრის. ამათ მიეკუთვნება დოგონების დიდი ნიღბები, რომლებიც
გამოიყენება მოლოდ იშვიათ შემთხვევებში. სხვადასხვაა ასეთი ნიღბების წონაც.
მუზეუმის ერთ-ერთ ვიტრინაში გამოფენილია ნიღაბი, რომელიც დაახლოებით 30 კგ-
ს იწონის. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისათვის ის უნდა ეტარებინა
რამდენიმე ადამიანს. ნიღაბს შეუძლია განსაზღვროს ცეკვის რიტმი – სწრაფი თუ
ნარნარი მოძრაობები პარტნიორთა, მძიმე ნიღაბი კი საშუალებას იძლევა ძალზე
ნელა გადადგან ფეხი. ნიღბების მასალად, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ჯიშის ხეებს.
მათი დამზადების პროცესს თან ახლავს მრავალრიცხოვანი შელოცვები და მცირე
მსხვერპლშეწირვები. მაგალითად, გოგრის ფოთლის ზეიმის წინ მეჩუქურთმეებთან
ვერ მიეკარები. სულთა ქოხში, ორი ძალზე მაღალი, ტოტებგაშლილი სეიმის? გრილი
კარვის ქვეშ მეჩუქურთმე-გამომჭრელი დღისით და ღამით გულმოდგინედ მუშაობს
წმინდა ნიღაბზე/. ქოხის გარშემო ნელ-ნელა გზას იკვლევდა ცოლი, რომელმაც
თანასოფლელი კაცების ხელით გადასცა საკვები. ვერავინ გაუნდობელთაგანი ვერ
ბედავდა მიახლოვებოდა ქოხს, რამდენიმე კაცი, ფხიზელი ზედამხედველები –
მკვეთრი ჟესტებით უკან აბრუნებდნენ ყველას, ვინც უნებურად შეეხეტებოდა
შიგნით. ნებისმიერ ჩქამს, ნიავის უმნიშვნელო მონაქარსაც კი შეეძლო ხელი შეეშალა
ოსტატისათვის. როგორი ტანჯვით ისახებოდა წინაპრის კიდევ ერთი სახე ოსტატის
შემეცნებაში, რომელიც ბრუნდებოდა არყოფნის ბურუსიდან თავისი შთამომავლების
დღესასწაულზე. წინაპრის ნიღაბი – განსაკუთრებული რამაა. ამიტომ ხეს,
რომელსაც არ შეუძენია ჯერ სულის ცოცხალი ნაკვთები, არ უნდა შეეხოს ქალის ანდა
ბავშვის მზერა. ასე მთელი ნაწვალები წყალში ჩაიყრებოდა. ხე, ასე საგულდაგულოდ
ამორჩეული ტყეში, ძალ-ღონისაგან დაიცლებოდა, ხოლო სოფელი მთელ წელს
გაიტანჯებოდა შიშისაგან: ვაითუ მოუსავლიანობა ანდა სხვა უბედურება
დაგვემართებაო. ნიღბების დასამზადებლად იყენებდნენ სხვა მასალებსაც, რაზეც
გვყვება აგრეთვე მუზეუმის სევნდემი(?).მაგალითად ანგოლაში ნიღბებს აკეთებენ არა
ხისაგან, არამედ ხის ბოჭკოსაგან წნელების კარკასით. არსებობს ნიღბები ლითონისა
და ქსოვილისაგან, ანდა რაფიისაგან (?) დაწნული. აშანტები განსში გაღმერთებულ
მეფეთა ნიღბებს ასხამდნენ ოქროსა და ბრინჯაოსაგან, ხოლო XX ს. შუახანებში
ბენინსა და კონგოში ნიღბებს ნიღბებს ამზადებდნენ სპილოს ძვლისაგან.
რიტუალური ნიღბები უნდა ეხამებოდნენ კოსტიუმს, რასაც ამზადებდნენ
ქსოვილისა ანდა რაფიისაგან. ეს შეიძლება იყოს შარვალი (ტრიკო?), ტუნიკა ანდა
ქვედაკაბა (იუბკა). დოგონების ტომის ფიბრის (?) ქვედატანი ან მოკლეა, ან
მუხლებამდე – წითელი, შავი, ყვითელი. ზოგჯერ ორს იცვამენ – სხვადასხვა
ვერსიას, მაგრამ გრძელი ყოველთვის შავია. ქვედატანს ჩვეულებრივ ახლავს
სამკერდე სარტყელი, დაწნული ბრეტელებით. სარტყელიც კეთდება ფიბრისგან,
მაგრამ ზოგჯერ მორთავენ კაურით. თუ ნიღაბი წარმოსახავს ქალს, მაშინ მკერდზე
ბაობაბის ნაკოფის კიდევ ორი ნახევარი მიემაგრება, რომლებიც შავადაა შეღებილი.
აფრიკის სხვადასხვა ტომების ნიღბების დამზადების ხელოვნებაში შეაქვთ თავისი
სახეები და თავისი განსხვავებული ნიშან-თვისებები. მაგალითად, მოასის ტომის
(ზემო ვოლტა) სტილიზებული ნიღბები გამოსახავენ ანტილოპას გრძელი რქებით
ანდა წარმოადგენენ უბრალოდ ვიწრო ფირფიტას ამოკვეთილი მრავალფერიანი
ორნამენტით. მუროს (სპილოს ძვლის ნაპირი) კოხტა ნიღბები გამოირჩევა სახის
დაგრძელებული ოვალით, ანოზნექილი შუბლით და ვიწრო, ირიბი თვალის

471
ჭრილით. უცნაური ნიღბები გაბონიდან უმალ შეიძლება შეიცნოთ რბილი
ნახევარღიმილით მათი მონგოლოიდური თეთრი სახისა, სახე წითელი პირით და
მაღალი შავი ვარცხნილობით. გვინეის ტომები, როგორც წესი, თავიანთ ნიღბებს
ამზადებდნენ ქალის ბიუსტის სახით და ატარებდნენ მხრებზე. მუზეუმის ერთ-ერთ
ვიტრინაში გამოფენილიაეკოის ხალხის (ცხოვრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნიგერიისა და კამერუნის საზღვარზე) გასაოცარი ნიღბები. ამ ნიღბების ხის თავებზე
გადაჭიმულია ანტილოპას ტყავი და საიდუმლო საზოგადოების
წევრებსგანასახიერებენ. მათი თვალის გუგები და კბილები რკინის ფირფიტებითაა
დამზადებული, ხოლო თავი ხშირად დამშვენებულია უცნაური დაგრეხილი რქებით.
ამ ნიღბების სახეები ალბათ, ძველი წეს-ჩვეულების გავლეით იქმნება, როდესაც მისი
წინაპრები მეთაურებზე ? ნადირობდნენ. ნიღბები იცინიან, ტირიან, იყენებენ
გრიმასებს. ხშირად ისინი იღებენ გავეშებულის, ზოგჯერ კი ძალზე საშიშ
გამომეტყველებას ისე, რომ ადამიანებს ზაფრავს მათი შეხედვა. ასეთი შესაშინებელი
ხასიათი დაკავშირებულია მათს ფუნქციასთან: ზოგი საზოგადოების მოღვაწეობა
ემყარებოდა გაუნდობელთა დაშინებას, ზოგან კი პრაქტიკაში ადგილი ჰქონდა
ადამიანურ მსხვერპლს. ზოგი ნიღაბი ისეთი საშინელი აკრძალვებითაა გარემოსილი,
რომ მათი ერთხელ შეხედვაც კიშეიძლება გაუნდობელს სიცოცხლის ფასად
დაუჯდეს.
აფრიკული ნიღბეები – რელიგიურ ცერემონიათა განუყოფელი ელემენტი.
მოდის მეზოლითის ხანიდან (შესაძლოა, უფრო ადრეული პერიოდიდანაც კი). მათი
გამოჩენა ზოგიერთ ხალხთა რწმენასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სხვადასხვა
ტომის ხალხში საშიშად ითვლებოდა მიცვალებულის სახის დანახვა, ანდა
თეატრალიზებულ სარიტუალო წარმოდგენებში მიცვალებულის ან მისი როლის
შემსრულებლის სახის ყურება, როცა ეს «მსახიობი» დრამატულ დიალოგს მართავდა
მიცვალებული წინაპრის სულთან. აფრიკული ნიღბებუ გამოირჩეოდა დიდი
ნაირფერობით – ადგილობრივი იკონოგრაფიული ტიპაჟურობით, ფორმით,
მასალით, შესრულების ტექნიკით, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით.
ნიღბები იყოფოდა ზოომორფულ, ზოოანთროპომორფულ, და ანთროპომორფულ
სახეობებად. იყო ნიღბები, რომლებიც მთელს სხეულს ფარავდა. იყო ისეთიც,
რომელიც თავს, სახეს და მხრებს ფარავდა (მუზარადის ფორმისა), ან მხოლოდ
საპირსახე ნიღბები. ზოომორფული ნიღაბ-ჩაფხუტი ტოტემიზმის გადმონაშთი
გახლდათ. მასში შერწყმული იყო ერთი ან რამდენიმე ცხოველის ან ფრინველის
ნიშნები. ზოგიერთ ხალხებში მათ პირობითი გეომეტრიზებული ფორმა ჰქონდათ
(ბაულებში), ზოგთან კი უახლოვდებოდა ნატურას, რომელიც დამაჯერებლად
გადმოსცემდა შესაბამისი ცხოველის – მითური პირველწინაპრის
განსაკუთრებულობებს (ბამბარას ხალხში). ზოოანთროპომორფულ ნიღბებს
გააჩნდათ როგორც ცალკეული ადამიანური ნიშნები, (ბრტყელი, წაგრძელებული
უპირო სახე), ასევე ცხოველ ანდა ფრინველ-ტოტემის ელემენტებიც.
ანთროპომორფული ნიღბები დიდი ნაირფერობით გამოირჩეოდა: ერთი
გამოირჩეოდა პრიმიტიული გეომეტრიული ორნამენტებით მორთული, პირი-სახის
სიმრგვალით, კონცენყიკული წრეების ფორმის თვალებით, პირის რომბისებური
ჭრილით, პირობითად აღნიშნული ცხვირით; სხვებს სახის ნაწილი ამობურცული
ჰქონდა – წინ გამოშვერილი შუბლითა და ნიკაპით (ბენი-ლულუას ხალხში); მესამე
სახის ნიღბები გულდასმით იყო გაპრიალებული. წაგრძელებული ჭრილის
ქუთუთოებით (ბაულუს ხალხში). დახვეწილი და რთული კომპოზიციით

472
საიდუმლო რელიგიურ კავშირთა ნიღბები («ი ტომო») - რქები (2-დან 10-მდე),
რომელთა შორის განლაგებული ჰქონდა ქალის, ანტილოპას, ნიანგის ფიგურები.
შეფერლობების მიხედვით ნიღბები მონოქრომული ან პოლიქრომული გახლდათ.
წინაპართა სულების წარმომსახველ ნიღბებზე, რომელთაც ინიციაციურ რიტუალთა
პროცესში იყენებდნენ, , ერთმანეთს ცვლიდა თეთრი და ყავისფერი ზოლები.
ქუთუთოები, ცხვირი, შუბლისა და ბაგეთა გადამკვეთი ხაზები შავი ფერისა
გახლდათ. ბაულეს ხალხში ბრტყელი დისკოს ფორმის სახე წითელიფერით
იფარებოდა, კბილები თეთრად, მოხრილი რქები მუქ-ყავისფრად ანდა შავად.
ნიღებით სარგებლობდნენ წინაპართა, ცეცხლის, მიწათმოქმედეის, ინიციაციურ
კულტთან დაკავშირებულ რიტუალურ პროცესებში, სარიტუალო ცეკვების ჟამს.
მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ დიდ ნიღბებს მინდორზე, ნათესების
დასაცავად დგამდნენ. აგრარლი რიტუალებისას ყენებდნენ ქალთა სულრბის ნიღბებს
(ნაყოფიერების სიმბოლო) და მამაკაცთა ნიღბებს, რომლებიც ტომის ბელადებს
გამოსახავდნენ (კეთილდღეობის სიმბოლიზება). მათი თვალები ყავის მარცვლის
ფორმისანი გახლდათ, შუბლზე კი სიმბოლური ნიშანი – ბოლოებ გადამკვეთი
რომბი ჰქონდათ გამოსახული. ინიციაციისას გამოიყენებოდა ჩაფხუტ-ნიღბები ან
მთლიანი ნიღბები მორთულნი მცენარეული ძაფების თმებითა და საყელოებით,
შუბლსა და ნიკაპზე გამოკვეთილი გეომეტრიული ნიშნით, ცხვირი ფრინველის
ნისკარტივით მოკაუჭებული. მსგავსი სარიტუალო ნიღბები გამოიყენებოდა
საკრძალვით პროცესებში. ცეცხლის კულტს უკავშირდებოდა ორ ან სამსაოვანი
ნიღბები, მორთულნი მცენარეთა მარცვლებით, რქებით, ბუმბულით, ნიჟარებით.
უძველეს ნიღბებს მიეკუთვნება «იგბო»-ს ნიღბები, რომელიც წარმოადგენდა ვიწრო,
ქვემოთკენ წამახვილებულ დაფას, დისკოსებრი თვალებით, ღუზის მაგვარი
ცხვირით და «ნიმბას» ნიღბის ძლივს შესამჩნევი ტუჩების ხაზით. ისინი
შესრულებულნი იყვნენ ქალის ბისტის ფორმით, ოთხ საყრდენზე, თავით და
მტაცებელი ფრინველის ან თუთიყუშის ნისკარტის მსგავსი გრძელი ცხვირით.
თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხმა ნიღბები არ იცოდა.
რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებისას ისინი იხატავდნენ სახეს ანდა
იყენებდნენ ბალახეულ მცენარეთაგან დაწნულ კაპიუშონებს სამზერი ჭრილებით
(აფრიკული საიფუმლო კავშირები).

აფრიკული სკულპტურა – ეს იყო რელიგიური საკულტო ნაწილი მეზოლითის,


ნეოლითისა და მოგვიანო ეპოქების ხანაში. გამოიყენებოდა მაგიური მიზნებით, რათა
ზემოქმედება მოეხდინათ უნების ძალებზე, იღბლიანი ნადირობის
უზრუნველსაყოფად, ბარაქიანი მოსავლის მისაღებად, სამხედრო წარმატების
მისაღწევად, ავადმყოფობისა თუ სხვა უბედურების თავიდან ასაცილებლად.
ახასიათებდა მოცულობითობა. წმინდა მექანიკური თვითნებური
შეკავშირებაცალკეული მასებისა, რომლებიც სხეულის ამა თუ იმ ნაწილს
შეესაბამებოდა. ახასიათებდა ხაზგასმული გეომეტრიული ფორმა, ნიღბებთან
მიახლოებული სახის მეტყველება, გადიდებული თავი (როგორც სასიცოცხლო
ძალთა «სათავსო»), თიხის, ხის, ქვის თავისებური დამუშავება. ყოველივე ამის
საფუძველს ნიღაბთა ხელოვნება წარმოადგენდა (იხ. აფრიკული ნიღბები). როგორც
ჩანს, ძველი მოქანდაკე, იყენებდა რა სხვადასხვა მასალას (ლურსმნის ქუდებს,
ნიჟარებს, თვალისთვის ყავის მარცვლებს, ერთმანეთზე შეკოწიწებულ ლითონის
რგოლებს, რომლითაც გრძელი, არაპროპორციული ყელის იმიტირება ხდებოდა),
გამოკვეთდა არა ღმერთს ან ცხოველს, არამედ მის ნიღაბს. დოგონების მრგვალ
473
სკულპტურას საფუძვლად «კანაგას» ნიღაბი ედო. – სამი ვერტიკალი, ზემოდან და
ქვემოდან ორი ჰორიზონტალით შემოსაზღვრული. «ნიმბას» ნიღაბი განსაზღვრავდა
«ტომბანის» მრგვალ ქანდაკებათა თავის ფორმას, მამაკაცისა და ქალის მასიურ,
მუხლმოკეცილ ფიგურებისას (ბაგას ხალხები). წინაპართა კულტს უკავშირდებოდა
მცირე ზომის ფიგურები, რომლებიც ცგარდაცვლილთა ხატებს განასახიერებდნენ.
ისინი იდგმებოდნენ საკურთხეველთან. ფიგურები ან იდგნენ, ან ისხდნენ, ხშირად
დეფორმირებული პროპორციებით. მაგ., დამოკლებული ფეხებით, წაგრძელებული
სახითა და ყელით, შუბლისა და ცხვირის ერთიანი ამოზნექილი ხაზით,
ვარცხნილობის სხვადასხვა ფორმით, შუბლსა და ლოყებზე სიმბოლური ნიშან-
ნაჭდევით (გვინეის სანაპიროს ხალხებში). სარკოფაგული თიხისა და ტერაკოტული
ფიგურები, რომლებიც მმართველთა ოჯახის წევრებს განასახიერებდნენ,
გამოირჩეოდნენ პირობითი ფორმით, რთული ვარცხნილობით, თითქმის
სხეულისგან გამოყოფილი ხელის ნაირი მდგომარეობით, მუცელზე ან მკერდზე
დაწყობილი, ტუჩებთან მიდებული. სულთა სკულპტურული გამოსახულებები
ხშირად ფანტასტიკურ ცხოველთა სახით გამოიხატებოდა. მაგ. ოჯოს ხალხში კერიის
მფარველ სულს დაღრეჯილი პირი და ზევით და ქვევით მიმართული ორი წყვილი
ეშვი ჰქონდა, მისი სხეული ოთხ მცირედ მოხრილ ძლიერ ფეხზე იდგა. . წინა
ფეხებზე ადამიანის სახეები ჰქონდათ გამოსახული, ზურგზე დამოკლებული
პროპორციების ადამიანით (შესაძლოა, იგი ოჯახის თავის ფიგურა ყოფილიყო);
გვერდებზემცირე ზომის ფიგურები იყო განლაგებული. ამგვარ კომპოზიციას,
ალბათ, მაგიურმისტიკური აზრი ენიჭებოდა. ტროპიკული აფრიკის სკულპტურა
მონოლითურობითა და მონუმენტურობით ხასიათდებოდა. დაასვლეთ სანაპიროზე
კი, პირიქით, გავრცელებულიი იყო მცირე პლასტიკა (ადამიანის, ნადირის,
ფრინველის, თევზის 5-6 სმ-იანი მინიატურული ფიგურები აშანტთა ხალხში).
სხვადასხვა სულის სკულპტურული გამოსახულებით (შესრულებული ხეში, ქვაში,
მოგვიანებით ბრინჯაოში) რთავდნენ იარაღს, ინსტრუმენტებს, საოჯახო ნივთებს,
სარიტუალო დოლებს, მსხვერპლშეწირვის ყუთებს, ბელადთა ფიგურულ სკამ-
სავარძლებს. ბამუმის ხალხში თავისებური სავარძლის საზურგეს ადამიანის
მუხლებში მოხრილი და ფართოდ გადგმულფეხებიანი ფიგურა წარმოადგენდა,
ხოლო ბელადის საწოლი ხელებაპყრობილ ფიგურა-ქარიატიდებს ეკავათ;
თავსასთუმლად ლეოპარდის ხახადაღებული თავი იყო. აფრიკული სკულპტურის
აპოგეად იფეს სკულპტურული გამოსახულებანია მიჩნეული (იხ. იფეს სკულპტურა).
აფრიკული თეატრი – წარმართულ რწმენასთან და უძველეს რელიგიურ
კულტებთან დაკავშირებულ თეატრალიზებული მოქმედების ელემენტებიდან იღებს
დასაბამს. უკავშირდებოდა სხვადასხვა ცხოველად გარდასახვის სარიტუალო
წარმოდგენებს. სამონადირეო ადათების ჩატარებისას მონაწილენი გადაიცვამდნენ
ამა თუ იმ ცხოველის ტყავს, ბაძავდნენ მის ქცევებს, ახდენდნენ ცხოველზე
მიდევნების, კვალზე დადგომის იმიტაციას, ახდენდნენ მონადირულ-ტოტემური
ცეკვის ასლირებას, გამოხატავდნენ ფრინველთა ფრენას, გველის მოძრაობას და ა. შ.
იღბლიანი ნადირობისგან ცეკვით, ხშირად დოლების მონაცვლე რიტმების
თანხლებით ბრუნდებოდნენ. არანაკლებ სახილველი იყო დაკრძალვის
თეატრალიზებული სცენები. ნათესავთა და წინაპრების მოსახსენებელი პროცესიები,
რომლებიც სოლოთა და ქოროთა სიმღერებით წარმართებოდა. მონაწილენი
რიტუალური მოძრაობებითა და ჟესტებით გამოხატავდნენ განცვიფრებასა და შიშს,
რომელიც გარდაცვლილ წინაპართა სულებთან გამართულ დრამატიზებულ

474
დიალოგებს გასდევდა ზოგჯერ საიქიოდან მოსულ მოციქულს (მაცნეს), რომელიც
ვედრებით მოუწოდებდა გარდაცვლის, საიდუმლო რიტუალურ რელიგიურ-მაგიურ
საზოგადოებათა წევრი განასახიერებდა (იორების ტომში). ისინი ყველაზე საპატიო
წინაპრის ნიღაბს და სამოსელს გადმოსცემდნენ ხოლმე და მათი სახელით
მიმართავდნენ მაყურებლებს, წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, ასრულებდნენ
ცეკვებსა და პანტომიმას. მეტი სცენური შესაძლებლობებისა იყო ინიციაციის
რიტუალის წარმოჩენა, რომლის კლმინაციური წერტილი ჭაბუკის ურჩხულთან
შებრძოლების მომენტი გახლდათ.. ეს მომენტი სამი ეპიზოდისაგან შედგებოდა:
ურჩხულის მიერ საინიციაციო პირის ჩაყლაპვა, მისი მუცლად ყოფნა და მისი,
როგორც ბავშვის ამონთხევა დაბადება). მბოშისა და კუიუს ხალხებში (კონგო)დიდი
გავრცელება ჰპოვა გველისადმი მიძღვნილმა სარიტუალო ცერემონიებმა. ისინი
უსიერი ტყის მიკარგული ადგილებს მხოლოდ განდობილთა (კურთხეულთა)
თანხლებით გადიოდნენ. სპეციალურ მარკებსა და სამოსელში გამოწყობილ
განდობილთა ასაბია ამ დროს გველის ცეკვას – «კებე-კებეს» ასრულებდა.
რიტუალური ადათები, ცეკვები და თამაშობანი კარგავდნენ რა საკრალიზებულ
ელემენტებს, თანდათანობით საყოველთაო-სახალხო სანახაობებად იქცეოდნენ, მათი
შემსრულებლები კი – პროფესიონალ მთქმელ-მომღერლებად იქცეოდნენ. ესენი
იყვნენ გრიოტები (იხ.) დასავლეთ აფრიკიდან, გბაიები კამერუნიდან და ბენინელი
მთქმელები, რომლებიც ისევე მიმართავდნენ მაყურებელთ, როგორც ქოროს. მთელ
რიგ ტომებში წეს-ჩვეულებათა სცენური ხელოვნების ელემენტები (მაგ. თამაშის,
რეჟისურის) საფუძვლად დაედო სახალხო თეატრებს, რომლებიც უპირატესად
იმპროვიზებულ ხასიათს ატარებდნენ. როგორც წესი, სპექტაკლები ერთ-ორ კომიკურ
სცენისაგან შედგებოდა, რომლის მთავარი პერსონაჟები ქმარი, ცოლი და საყვარელი
გახლდათ. წარმოდგენებს სვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით (მაგ: მოსავლის
აღბა, მინდვრის სამუშაოთა გასრულება,...), მსახიობთა მოხეტიალე დასები
მართავდნენ. მაყურებლები დასახლების ცენტრალურ მოედანზე წრიულად
მოკალათდებოდა. დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა ბამბარას სახალხო თეატრი –
«კოტობა». მონაწილენი პატარა კომიკურ ან სატირულ სცენებს მართავდნენ,
რომლებშიც რამდენიმე გმირი მონაწილეობდა – მოღალატე ცოლი, ჯადოქარი,
მეთევზე და ა. შ. კოლონიზაციამდელი აფრიკის სახელმწიფოებში განვითარებული
თეატრი მხოლოდ იორუბას ხალხს გააჩნდა. პირველი დასი იქ ეგუნგუნის
(«სულების»)საიდუმლო კავშირის წევრებმა ჩამოაყალიბეს. ისინი თავიანთ
წარმოდგენებს ხელისუფლის კარზე დგამდნენ. წარმოდგენა ხელისუფლისადმი
მიმართული ლოცვით იწყებოდა. ეს იყო ერთგვარი თხოვნა გამომსვლელთა
წარმატებაში ხეისუფლის თანადგომისა. მერე იწყებოდა საცეკვაო ინტერმედია,
რომელსაც მითოლოგიური და სატირული ხასიათის დრამატული სცენები ცვლიდა.
წარმოდგენა მაურებლისადმი მიმართვით მთავრდებოდა და მათგან
შემსრულებელთა ქებასა და ჯილდოს ითხოვდა. იორუბას თეატრალური ტრადიცია
«ეკონგის» თეატრალურმა დასმა განაგრძო. დასი შვიდი წელი იქმნებოდა. პირველი
ექვსი წელი მსახიობთა მომზადებას სჭირდებოდა. მეშვიდე წელს, იანვრიდან მაისის
ჩათვლით, წარმოდგენები იმართებოდა. თავიდან სარეპეტიციო ნაგებობას,
მსახიობთა საერთო საცხოვრებელს და სამსახიობო ხელოვნების
მფარველთადმიმიძღვნილ რიტუალურ ნივთთა ტაძარს აგებდნენ. დასს ორ,
რელიგიური და მხატვრული ხელმძღვანელი ჰყავდა. გამოსვლების შემდეგ დასი
იშლებოდა და იქმნებოდა ახალი. ნიგერიის მდინარეთა აუზში მარიონეთა თეატრიც

475
არსებობდა. თოჯინებს ხისას ამზადებდნენ. წარმოდგენაში 20-მდე პერსონაჟი
მონაწილეობდა და ოჯახურ სცენებს წარმოადგენდნენ. კოლონიალიზმის პერიოდში
დაირღვა თეატრალური ტრადიციები. მისიონერებმა მთელი ხალხური შემოქმედება
მკრეხელობად მონათლეს, რადგან იგი წარმართულ რწმენასთან იყო
დაკავშირებული.
აფრიტები (არაბ.) – 1. არაბთა მითოლოგიის სულები, რომრლთაც მუსლიმები
ეშმაკეულად ღებულობენ; 2. ელემენდაელები, რომლებიც შიშს და ძრწოლას
იწვევდნენ ძველ ეგვიპტელებში.
აფროდისია (სასიყვარულო შექცევა) – 1. აფროდიტეს დღესასწაული. 2.
სოფელი ლაკონიაში.
აფროდისიონი – 1. აფროდიტეს გამოსახულება, პლოტ. 2. აფროდიტეს ტაძარი.
ქსენოფონტე.
აფროდიტე (დორ-ეოლ. აფროდიტა, «ქაფში შობილი». აფროს – ქაფი). – ზევსის
ან ურანოსის ასული. სიყვარულის, ქალური სილამაზის, ყვავილოვანი გაზაფხულის
ქალთმერთი. რომაელთა ვენერა. თავდაპირველადცისა და ნაყოფიერების ღვთაება.
ათენაზე და ჰერაზე გამარჯვებული, რადგან ოქროს ვაშლი მათ დავაში პარისმა
აფროდიტეს არგუნა, როგორც ყველაზე «მშვენიერს».
აფროდიტი – იხ. ჰერმაფროდიტი.
აფროდიზია - გაძლიერებული სექსუალური მიზიდულობა.
აფროდიზია (ლათ. აპჰროდისია) – სქესობრივი გრძნობის ავადმყოფური
აგზნება, გაძლიერება.
აფსათი – ნადირთა და მონადირეთა ღმერთი სვანურ მითოლოგიაში. იგი
უფრო ძლიერი, უზენაესი გამგებელია ნადირ-ფრინველთა, ვიდრე დალი. სვანი,
როცა ნადირს კლავს თავს მას უძღვნის და საკმეველს უკმევს. არის ოსურ
მითოლოგიაშიც.

აფსიდა – (არქიტ.) შენობის ნახევარწრიული, ზოგჯერ მრავალწახნაგოვანი


გამოწეული ნაწილი, ჩვეულებრივ, ნახევარგუმბათით გადახურული.
აფსიდი (ბერძ. ჰაფსის, ჰაპსიდოს-იდან – კამარა) – ტაძრის არქიტექტურული
კონსტრუქციის ყველაზე უფრო მდგრადი და დამახასიათებელი ელემენტი,
ანტიკური ხუროთმოძღვრების ტრადიციისგან მემკვიდრეობით მიღებული როგორც
დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის (ბიზანტიის) ქრისტიანული კულტურის მიერ.
ხშირად გამოიყენებოდა ძველრომაულ ბაზილიკებში, ეს არის შენობის ტიხრული
შვერილი, რომელიც მთავარი შესასვლელის საპირისპიროდ და აქცენტირებულია
დამოუკიდებელი გადახურვით. ა-ს უფრო ხშირად დაგეგმარებაში ნახევარწრიული
ფორმა აქვს, თუმცა სხვა არქიტექტურული გადაწყვეტებიც არსებობს (მაგ.
წახნაგოვანი ან სწორკუთხა ა.). ა-ს შვერილი, როგორც წესი, გადახურულია
ნახევარგგუმბათით ანდა შეკრული ნახევარკამარით. ოდესღაც ა-ს სივრცეში
მოთავსებული იყო ბასილევსის ან მოსამართლის ტახტი და ამით პრაქტიკულად
ყოველთვის ინარჩუნებდა შენონის საკრალური ცენტრის მნიშვნელობას.
ადრექრისტიანულ ტაძრებში ა-ში ათავსებდნენ ეპისკოპოსის ტახტს, უმეტეს
შემთხვევებში კი ა-ში იყო განთავსებული საკურთხევლის ნაწილი. სწორედ აქ
სრულდება ღვთისმსახურება, და საკურთხეველსა (და აქედან გამომდინარე ა-შიც) და
მიმდებარე სათავსოებში მრევლის შესვლა არ შეიძლებოდა. წარმოადგენდა რა
ცენტრალური, ყველაზე ნაღალი და ფართო ნეფის დამაგვირგვინებელს,
საკურთხევლის ა. ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან ტრადიციულად
476
ორიენტირებულია აღმოსავლეთისაკენ, ღვთის კუბოსკენ. რამდენიმე ძირითადი ან
დამატებითი ა, განსაკუთრებით ტაძრის აღმ. ნაწილში, შეიძლება შეიქმნას ქოროს
გარშემო განლაგებული სამი ან მეტი კაპელით (იხ. გვირგვინი კაპელისა). უკვე VIII ს.
ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო ა-თ დასავლეთის მხარეს: ვალპოლიჩელაში სან-
ჯორჯოს ეკლესია (იტალია), განთქმული ტაძარი ვორმსში (იხ. რომანული სტილი),
ანუ შესასვლეელის მხარეს. აღმოსავლეთის ა-ს მთავარი საკურთხევლის გარდა დიდ
ტაძარს ყველა ა-ში შეიძლება ჰქონოდა საკურთხევლები სხვადასხვა
წმინდანებისადმი მიძღვნილი: ამით დიდი ტაძრები პატარა ეკლესიების «ნაკრები»
ხდებოდა, რაც გამოხატავდა ერთიანი ღვთიური სამყაროს შუა საუკუნეთა იდეას
განსაკუთრებულად ნათლად. ა. არსებობდა ასევე ცენტრული ტიპის ნაგებობებში,
კერძოდ კი ბაპტისტერიებში, ამ შემთხვევაში ა-ის ორიენტაცია აღმოსავლეთზე
სრულიადაც არ იყო აუცილებელი და მათი განლაგება ნაკარნახევი იყო არა იმდენად
ლიტურგიული, არამედ წმინდა არქიტექტურული მოსაზრებებით.

აფსიდი – (არქიტ.) 1. შენობის ნახევარწრიული, ზოგჯერ მრავალწახნაგოვანი


გამოწეული ნაწილი, ჩვეულებრივ, ნახევარგუმბათით გადახურული. 2.
ქრისტიანულ, კერძოდ, ქართულ ეკლესიებში, აღმოსავლეთით მოთავსებულ
ნახევარწრიულ აფსიდში თავსდება საკურთხეველი.
აფსირტოსი – ბერძ. კოლხეთის მეფის აიეტის ძე, მედეას ძე. როდესაც მედეა
არგონავტებთან ერთად კოლხეთიდან გაიქცა, თან გაიყოლა უმცროსი ძმა აფსირტოსი
თავის გადარჩენის მიზნით. როდესაც მან დადევნებული აიეტის ხომალდებს თვალი
მოჰკრა, აფსირტოსი აკუწა და მისი სხეულის ნაწილები ზვირთებში მიმოფანტა,
რადგანაც იცოდა, რომ ამის მხილველი აიეტი შეწყვეტდა დევნას. ასეც მოხდა. აიეტი
შეყოვნდა, რათა თავისი შვილის ზვირთებში მოტივტივე ნაწილები შეეგროვებინა.
ამასობაში არგონავტებმა დრო იხელთეს და თვალს მიეფარნენ.
აფსისტე (-ტოს) – კოლხი მედეას უმცროსი ძმა. ან მდევარ კოლხთა ლაშქრის
სარდალი.
აფსიტირია - მეტყველების უნარის დაკარგვა აღელვებასთან დაკავშირებით.
ვითარდება უეცრად, ხანმოკლეა. წარმოადგენს ისტერიის სიმპტომს.
აფსკი (ლათ. ტჰეცა, ტუნიცა, კაპსულა) – პარკი, გარსი.
აფსუ-თიამათი – «აღრეული წყლები» (იხ. აფსუ; იხ. თიამათი)..
აფთრის დედა» (არაბ.) – არაბულ მხატვრულ ნაწარმოებებში სიმბოლურად
გამოხატავს სიკვდილს, ბედისწერას, რომელმაც აფთარივით იცის ჩასაფრება.

აფხაზთა აჯანყება (საქართველო) – აჯანყება მოეწყო 1886 წ-ს. მიმართული იყო


ფეოდალებისა და რუსეთის იმპერიის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. აჯანყების
მიზეზი აგრარული რეფორმებით გამოწვეული უკმაყოფილება გახდა. დაიწყო 26
ივლისს, სოფ. ლიხნში (გუდაუთის რ-ნი) და მალე მთელს აბხაზეთს მოედო.
აჯანყებულთა რიცხვმა 20 ათასამდე მიაღწია. აჯანყებულთა რაზმებმა (4 ათას კაცზე
მეტმა) 27 ივლისს სოხუმის გარეშემონი დაიკავეს. მრავალგზისი მცდელობა
აჯანყებულებისა, დაეკავებინათ სოხუმის ციხე-სიმაგრე, წარუმატებლად გასრულდა.
პოლიტიკური და სტრატეგიული მოუერსრიგებლობის შედეგად აჯანყების
სადავეები ფეოდალთა ხელში მოექცა, რომლებიც ცარიზმთან კომპრომისის გზებს
ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს მათი მხარდაჭერით ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო.
საველე სასამართლოს 15 ათასი კაცი გადაეცა. მათგან 3 ათასი საჯაროდ იქნა
დასჯილი. უამრავი გაასახლეს აბხაზეთიდან. ზოგმა მუსლიმის მიმდევარმა აბხაზმა
477
გლეხმა იმისათვის, რომ მუჰაჯირობა აეცდინა, ქრისტიანობა მიიღო.
გაქრისტიანებულებს მუსლიმურ ქვეყნებში (ოსმალეთში) გადასახლება ციმბირით
შეეცვალათ.
აქადეველები – იხ. შუმერები.
აქადი – იგივე ბაბილონი. სარგონის მიერ აგებული შუამდინარეთში. მისი
სახელი შემორჩა ბაბილონის ქვეყანას ვითარცა ზედწოდება. (იხ. სარგონი).
აქადი შუამდინარეთის რეგიონი ევფრატსა და ტიგროსს შორის, ბაღდადის
ახლოს. ჩვ. წ-მდე III ათასწლეულში აქადსა და მისგან ჩედილო ტერიტორიაზე
ძირითადად დასახლდნენ სემიტური ტომები (სემიტურენოვანი ტომები) (იხ.
აქადელები; იხ. აქადური კულტურა).
აქადური მითოლოგია – მესოპოტამიური კულტურის ორგანული,
განუყოფელი ნაწილი. განიცადა შუმერული კულტურისა და მითოლოგიის
უდიდესი ზეგავლენა. აქადური მზის ღმერთი, , ღმერთი მართლმსაჯულებისა –
შამაში იდენტურია შუმერთა დიდი ღმერთის – უთუსი; ნაყოფიერებისა, ომის,
დავისა და შუღლის აქადური ქალღმერთი იშთარი – ინანასი; ღმერთი მთვარისა –
სინი – ნანნასი. აქადური მითოლოგიის კოსმოლოგიური კონცეფციის დასაბამიერი
სიცოცხლის პირველმიზეზი პირველქმნილი სტიქიაა, რომლის განსახებაა მსოფლიო
ოკეანე აბზუ (აპსუ). დასაბამიერ სტიქიაშივე ჩნდებიან აქადური პანთეონის
პირველი, უძველესი ღმერთები, დღვებდა რა პირველქმნილი ოკეანის სქელ წყლებს,
ანზუ თავის მეუღლე თიამათთან ერთად ქმნის პირველ ე. წ. «უფროსი თაობის»
ღმერთებს – ლახმუს და ლახამუს, მშობლებს ანშარისა და ქიშარისა. თავის მხრივ ეს
მესამე წყვილი წარმოშობს ცის ღმერთ ანუს (შუმერ. ან)... აქადური პანთეონის
ახალგაზრდა ღმერთების სახით წარმოდგენილიაეა (შუმერ. ენქი), რომელიც აძინებს
და შემდეგ კლავს აბზუს. ახალგაზრდა თაობის კიდევ ერთი უდიდესი ღმერთია
ენლილი, რომელმაც შემდგომ სემიტური ეპითეტი «ბელი», ანუ «მფლობელი»
დაირთო. ბაბილონის კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების პერიოდიდან აქადური
პანთეონის უპირველესი ღმერთი, ქალაქ ბაბილონის მფარველი მარდუქი ხდება. იგი
ეას ძეა. იგია «მსაჯული ღმერთთა», დამმარცხებელი უძველეს ქაოსურ ძალთა და
ხდება შუმერული ღვთაების კანონიერი მემკვიდრე. ენლილმა მას გადასცა მეუფება
ხალხთა და იგიგებთა (ცის ღმერთთა). აქედან, ეპითეტი მარდუქისა – «მეუფე
ღმერთთა». აქაური საიქიოს ღმერთია ნერგალი – ღმერთი სიკვდილისა, რომელმაც
ჯადოსნურ საგან-ფეტიშთა წყალობით დაამარცხა და ცოლად შეირთო მიწისქვეშა
სამეფოს შუმერული ქალღმერთი ერუშქიგალი. ბაბილონური კოსმოგონიურ-
თეოგონიური მითოლოგიის მთავარი თემაა მარდუქის მირ თიამათის მოკვდინებისა
და მისგან სამყაროს შექმნის, ასევე მოხმაურე და ამაოოდ მოფუსფუსე ადამიანთა
დასჯის ამბები, რომლებმაც თავი მოაბეზრეს ღმერთებს («ენუმა ელიში»).
შუმერებივით, ბაბილონელებსაც სწამდათ, რომ მსოფლიო მპყრობელობა ეძლეოდა
იმას, ვინც ფლობდა ბედისწერის დაფებს. ამ დაფების მფლობელი გახლდათ
მარდუქის ვაჟი, ღმერთი სიბრძნისა და დამწერლობის შემქმნელი, ქალაქ მორსიპას
მფარველი. მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთის ერეშქაგალის მაცნე და მრჩეველი –
ნაბუ. ყოველ ბაბილონელს თავისი ღმერთი-მფარველი და ქალღმერთი ჰყავდა,
რომელიც მის სიცოცხლისეულ «წლს» განასახიერებდა; ასევე ყველას ჰყავდა თავისი
მცველი – ლამასუ. ადამიანის არსებობა წარმოუდგენელი იყო «უსახელოდ» და
«დიდების» გარეშე, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. აუცილებლად უნდა
ჰყოლოდა ყველას თავისი შელუ – სასიცოცხლო ძალის ანთროპომორფული, ანდა

478
ზოომორფული არსება. ბოროტ ძალთა გასახიერება გახლდათ ავი სული
ავადმყოფობისა, ლონისთავიანი ქალ-ღმერთი ლამაშუ, ნამთარის – ბედისწერის
ქალღმერთის პერსოიფიკაცია, რომელიც ადამიანს ეწვევა სიკვდილის დღეს.
ბოროტულ და დემონურ ძალებს ღამის სულებიც განასახიერებდნენ.
აქაია (Aცჰაია. ძვ. Aიგიალეია, «სანაპირო ქვეყანა») – ძვ. საბერძნეთის ერთ-
ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მხარე. ხშირ შემთხვევაში მთლიანად საბერძნეთის
სინონიმი.

აქაიოოსი, აქეიოსი (Aცჰაიოს) ეოლიელთა და დორიელთა წინაპრების ეოლოსის


და დოროსის ძმის – ქსეთოსის ვაჟი. აქაველთა მამამთავარი.
აქალამდუგი – ურის I დინასტიის (XXVI-XXV ს. . ძვ. წ. ) ერთ-ერთი მეფე.
აქატე, აქატესი (Aცჰატეს) – 1. ენეასის მეგობარი, ტროელი. 2. მდ. სიცილიაში,
პირველად აქ ნახეს აქატი, გიჭერი.

აქაველები (აცჰაიოი) – 1. ერთ-ერთი ძირითადი ძველბერძნული ტომი,


რომეკიც თავდაპირველად თესალიაში სახლობდა. ფიქრობენ, რომ ისინი
კონტინენტურ საბერძნეთში სხვა ელინურ ტომებთან ერთად დასახლდნენ ძვ. წ. 1900
ან ძვ. წ. 1600-ის შემდგომ. მოგვიანებით სახელწოდება აქაველები სხვა ბერძნულ
ტომებზეც გავრცელებულა. 2. აქაველთა კავშირის წევრები. 3. ანტიკური ცობების
თანახმად, შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე მოსახლე დასავლეთ კავკასიის ხალხი.

აქაველები (მრ. Aცჰაიოი) ბერძენთა ოთხ ტომთაგან ერთ-ერთი მთავარი,


აქაიოსის შთამომავალნი, რომლებიც დაახლ. ძვ. წ. 1900 წ. დასახლდნენ თავიანთ
მხარეში. შუა საბერძნეთში, თესალიასა და ჩრდ.პელოპონესის მთიანეთში. დაახლ. ძვ.
წ. 1100 წ. ისინი დორიელებმა შეავიწროვეს და მათში გაითქვიფნენ. (პარალელი
აქედან იწყება ე.წ. «ბნელი ხანა» საბერძნეთის ისტორიაში). აქაველებმა და
კრეტელებმა შექმნეს ერთიანი მინოსური კულტურა.

აქაველები – ძვ. საბერძნეთის ერთ-ერთი ტომის სახელწოდება. ძვ. წ. II


ათასწლეუში აქაველებით დასახლებული იყო თესალია და პელოპონესოსის
სანაპიროები, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდნენ იონიელები. აქაველები
აქტიურად მონაწილეობდნენ საბერძნეთისა და მის გარშემო მდებარე კუნძულთა
კოლონიზაციაში. ჰომეროსის პოემებში აქაველებად იწოდებიან ბერძნები.
აქცენტი – იხ. ჩუჩ-ი
აქცენტი – მუს. ბგერის ან აკორდის გამოყოფა, ხაზგასმა. ჩვეულებრივ, აქცენტი
ემთხვევა ტექსტის დასაწყისს, მის ძლიერ დროს. ა. წარმოიქმნება არა მარტო
მახვილით, აარამედ გრძლიობის მომატებით, ჟღერადობის ტემბრული გამოყოფით
და სხვა.
აქცეპტორი (ლათ. აცცეპტორ) – აღმქმელი.
აქციდენცია (ლათ. აცციდენს – შემთხვევითობა) – ერთ-ერთი წარმავალი
არაძირითადი თვისება, განსხვავებით არსებითისაგან, სუბსტანციურისაგან. ტერმინი
პირველად გვხვდება არისტოტელესთან, გავრცელდა სქოლასტიკასა და XVII-XVIII ს-
ის ფილოსოფიაში (სპინოზაა და სხვ.).

აქციდენცია (ლათ. Aცციდენტია შემთხვევა, შემთხვევითობა) – ფილოსოფიური


ტერმინი. აღნიშნავს შემთხვევითს, არაარსებითს, ცვალებადს, წარმავალს.

479
აქციდენციალობა ყოველთვის უპირისპირდება სუბსტანციალობას, ანუ არსებითს
(იხ. სუბსტანცია). ამ მნიშვნელობით აქციდენცია პირველად «მეტაფიზიკაში»
გვხვდება (V30, 1030ა 14-30 და სხვ. რუს. თარგმანი М. – Л., 1934) და არისტოტელეს
«ფიზიკაში» (II II 4, 196828; რუს. თარგმანი, М., 1936), შემდეგ პორფირიუსთან
(«Iსაგოგე» V 47,24), რომელმაც აქციდენცია გაჰყო დაყოფად (მაგ: სიზმარი
ადამიანისათვის) და დაუყოფად (მაგ: შავი ფერი ზანგის კანისათვის) სეგმენტებად.
აქციდენცია გამოიყენა სქოლასტიკურმა ფილოსოფიამ. ასე, რომ თომა
აქვანელისათვის (იხ.) აქციდენცია, ესაა საგანი, ბუნება, რომელიც არის მეორეში,
მაგრამ არა არსებითია მისთვის («შუმმათჰეოლოგიაე», III 7712დ2). სქოლასტიკოსები,
ჩვეულებრივ, გამოჰყოფდნენ საგანთა ზოგიერთ თვისებას, როგორც «რეალურ
აქციდენციას», რომლებიც ობიექტურად არსებობენ არა იმ სუბსტანციებში,
რომლისთვისაც ისინი, ჩვეულებრივ, არსებითნი არიან, . XVII ს-ის ზოგიერთი
ფილოსოფოსი, მაგ., რ. დეგარტი (იხ.), ტ. ჰობზი და სხვები, უარყოფდნენ «რეალური
აქციდენციის» არსებობას, რამდენადაც ისინი უარყოფდნენ ობიექტურ ყოფიერებას,
მიუხედავად ამა თუ იმ შეგრძნებითი ნიშნიერობის არსებობისა. ამასთან
დაკავშირებით ბ. სპინოზამ ტერმინი «აქციდენცია» შეცვალა ტერმინით – «მოდუს»,
რომელიც აღნიშნავდა სუბსტანციის ცალკეულ გამოვლენას. მარქსისტული
ფილოსოფია ტერმინ «აქციდენციას» საერთოდ არ ხმარობდა.
აქციდენცია (ლათ. აცტიდენტია შემთხვევა, შემთხვევითობა) – 1.
ფილოსოფოური ცნება, აღნიშნავს დროებითს, გარდამავალს, არა არსებითს,
ცვალებადს, საგანთა შემთხვევითურ თვისებას (განსხვავებით არსებითის,
სუბსტანციურისა), რომლის ელიმინირება შესაძლებელია საგანთა არსის
შეუცვლელად (საგანთა არაარსებითი თვისება). პირველად ცნება იხმარა
არისტოტელემ «მეტაფიზიკასა» და «ფიზიკაში», შემდეგ პორფირიუსმა, რომელმაც
აქციდენცია გაყო «განცალკევებად» (ადამიანური სიზმარი) და «განუცალკევებადი»
(ადამიანის კანის ფერი). (?) ფართოდ გავრცელდა სქოლასტიკაში (იხ.). დეკარტეს და
ჰობსის «რეალურ აქციდენციათა» იდეის მომხრეებთან კამათის შედეგად, სპინოზამ
უარყო ცნება «აქციდენცია» და მის ნაცვლად მიიღო ცნება «მოდუს»-ი (იხ.) –
სუბსტანციის ერთიანი გამოვლენა. ამ ცნებას ხმარობდა კანტი, ფიხტე და სხვ. 2.
პოლიგრაფიული (აქციდენციური) ნაკრები – წვრილ-წვრილი ტიპოგრაფიული
სამუშაოები: პოლიგრაფიული აღწარმოება ბლანკების, აფიშების, იარლიყების,
სუპერყდების, მხატვრული თავსამკაულების და ა. შ.
აქედან ერთი სიტყვაც არ გამოდის გარეთ!» – საჯარო სასადილოსთან (იხ.
სისიტიები) ყოველ შემსვლელს წინ საზოგადოების უხუცესი წევრი (ანუ
პოლიმარქოსი იხ.) ხვდებოდა, რომელიც ყოველ ახალმოსულს კარისკენ მიანიშნებდა
და ყურში ჩასჩურჩულებდა: «აქედან ერთი სიტყვაც არ გამოდის გარეთ»-ო! საქმე ის
გახლდათ, რომ სასადილოებში საუბარი, როგორც პოლიტიკურ-ფილოსოფიურ, ისე
ინტიმურ მხარეებზეც კიმიდიოდა; იყო ხუმრობები და დაცინვაც კი. დაცინვის ატანა
სპარტელთა ერთ-ერთ დიდებულ თვისებად ითვლებოდა. ვინც ვერ იტანდა
ხუმრობას, მას შეეძლო ეთხოვა დახსნოდნენ და გამკილავიც მყისვე უნდა დახსნოდა.
აქეიის არგოსი – იასონის არგოსი, არგოლიდის ველი ან მთელი არგოლიდა.
დიომედეს საბრძანებელი და სატახტო, მთელი პელოპომესი. ჰომ.
აქეიოსი – იხ. აქაიოსი.

480
აქელესი (აქელი) – ბერძნულ მითოლოგიაში ჰერაკლეს ვაჟი ომფალეს მსახური
ქალის – მილილასაგან. ლიკიის ქალაქ აქელის ეპონიმი (სტეფანე ბიზანტიელი,
«ხალხთმცოდნეობა»).
აქელიოსის (სიუხვის) რქა სიუხვისა და ბედნიერების სიმბოლოა.
აქელოე, აქელოისი (Aცჰელოოს, -ოიოს) – 1. საბერძნეთის უდიდესი მდინერე
(პირვანდელი სახელები: აქსენოსი, თესტიოსი და თოასი თოანტი). პრიდოსზე იღებს
სათავეს. იონიის ზღვას ერთვის. 220 კმ. სიგრძისაა. მდ. ღვთაების სახელი ჰქვია,
რომელიც სირინოზების მამად ითვლება
აქელოიდები – მდ. ღმერთის აქელოოსის ასულები. ნაიადები.
აქელოოსი – ბერძ. ზღვის ღვთაება; ოკეანოსისა და ტეთისის ძე. აქელოოსს
შეეძლო ნებისმიერი სახის მიღება. ცნობილია მისი ბრძოლა ჰერაკლესთან დეიანირას
გამო. ამ შერკინებისას აქელოოსმა მიიღო ხარის სახე. ჰერაკლემ მას რქა მოსტეხა,
რომელიც, ზოგი მითის თანახმად, ნაიადებმა ყვავილებით აავსეს და სიუხვის რქა
უწოდეს. ჰერაკლეს მიერ დამარცხებული აქელოოსი მდინარე თოასში მიიმალა,
რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი უწოდეს. აქელოოსს მიიჩნევდნენ
სირინოზების (სირენების) მამად. აქელოოსის ნიღაბი, რომელიც გამოსახავს მოხუც
წვერიან კაცს გაღებული პირით, საიდანაც წყალი მოიღვრება, ხშირად ამშვენებს
შადრევნებს.
აქემენი (VIII ს-ის მიწურული-VII ს-ის I მეოთხედი ჩვ. წ-მდე) – სპარსული
ტრადიციის აქემენიდთა დინასტიის დამაარსებელი.

აქემენიანთა რელიგია – როგორც მრავალი მკვლევარი აღნიშნავს,აქემეიანთა


რელიგია – მაზდეიზმი, თავისი პოლითეიზმით, განსხვავდება სასანიანთა ეპოქის
მონოთეისტური ზოროასტრიზმის მკაცრად ფიქსირებული ნორმებისაგან (აქამენიანა
რელიგიის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. მაზდეიზმი).
აქემენიანთა წმიდა ქალაქი – ქალაქი, სადაც წარიმართებოდა აქემენიანთა
დინასტიის მეფეების კორონაცია. იხ. პასარგადი.

აქემენიდები (ძვ. სპატს. Hაცჰამანისიია, ბერძ. Aცჰაიმენიდაი) – სამეფო


დინასტია სპარსეთში (ძვ. წ. 558-330 წ. წ.), რომელმაც გააერთიანა სპარსული მოდგმის
ტომები და საფუძველი ჩაუყარა სპარსელების ბატონობას მთელს წინა აზიაში.
დინასტიის სახელწოდება უკავშირდება სპარსულ ტომთა კავშირის მითიური
ბელადის აქემენის სახელს.
აქერცვლა (ლათ. დესქუამატიო) – ჩამოფცქვნა (კანის)..
აქერეზია – 1. აქერონის ტბა, ჭაობი ეპირში, სადაც ჰადესის მდ. აქერონი
გაივლის. 2. ტბა ეგვიპტეში, მემფისთან. მასზე გადაჰყავთ სამსჯავროზე მიმავალი
სულები. 3. უფსკრული არგოლიდაში. ასევე ტბა ბითვინიაში.
აქერონი (ბერძ.) – ჰადესის ერთ-ერთიმდინარე ბერზნულ მითოლოგიაში.
აქერონი – ბერძ. მიწისქვეშეთის მდინარე, რომელიც მდორედ მიედინება. ეს
მდინარე უნდა გადალახონ გარდაცვლილთა სულებმა ქარონის ნავით, რათა
მიაღწიონ ჰადესის საუფლოს.
აქერონი, აქერონტი (Aცჰერონ, -ონტოს) – რამდენიმე მდინარე. ერთი ალფეისის
შენაკადია, ელადაში, მეორე ბრუტიუმში, მესამე კი ეპისში. ბერძნები მას ჰადესის,
ქვესკნელის მდინარედ თვლიდნენ.
აქეველები – იხ. აქაველები.

481
აქია შილომიტელი (იხ. «აქია შილომიტელის წინასწარმეტყველებანი») –
წინასწარმეტყველი შილომიდან (სილომიდან). სავარაუდოდ, ცხოვრობდა და
ოღვაწეობდა სოლომონის სობიამისა და იერობიამ I-ის მეფობის ხანაში, დაახლ. 970-
909 წ. წ. შორის ჩვ. წ-მდე. «აქია შილომიტელის წინასწარმეტყველების» წიგნი
სახელდება «პარალიპომენონის» (ებრაელთა «მატიანის», ანუ»დღეთა მოვლენების»)
ერთ-ერთ წყაროდ (იხ. «წიგნნი პარალიპომენონისა»).
აქიაქროს ანაელი – ნინევიის მეფის, ასარქადონის (ასარხადონი) (აშურის მეფე
681-668 წ. წ. ჩვ. წ-მდე) «ღვინის მწდე, ბეჭდდის მცველი, ხაზინადარი და
აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად» (ტობითი, 1, 22). აქიაქროს
ანაელს წინასწარმეტყველი ტობითი თავის წიგნში ძმისწულად ასახელებს (იქვე).
აქილევსი (Aცჰილლეუს) – ძველ ბერძენთა უდიდესი გმირი თესელიელი
ჰეროსი, ფთიელ მარმიდონთა მბრძანებელი, ზღვის ქალღმერთის თეტიდას და გმირი
მეფის პელევსის ვაჟი. ტროას ომში ბერძენთა პირველი გმირი. დედამ ორმაგი
ცხოვრება შესთავაზა: ხანგრძლივი და უსასრულო, ხანმოკლე და სახელოვანი.
ჭაბუკმა მეორე აირჩია. ასეთი სახელი მან ტროას ომში მოიხვეჭა და მოკვდა კიდეც.
უკვდავყოფისათვის დედა მას ამბროსიაში აბანავებდა, ღამით კი ცეცხლში
აწრთობდა. სხვა ვერსიით სტიქსის წყალში ჩაჰყო და უწყვადი გახადა, ოღონ ქუსლით
ეჭირა და მას წყალი არ შეხებია. (საერთოდ, აქილევსის ქუსლი ვისმეს ან რისმეს სუსტ
ადგილს ნიშნავს). პელევსმა, როცა დაინახა თეტოდა როგორ აწრთობდა ცეცხლში
ურმას, განრისხდა და ქალი გააგდო. აქილევსი კი ქირონ კენტავრს გადასცა
აღსაზრდელად. გმირის სახელი წამოვიდა ბერძ. სიტყვიდან «ა-ქეილე» არტუჩები, ე.
ი. ტუჩები არ მიუკარებია დედის ძუძუსათვის. კენტავრი მას კვებავდალომის, ტახის
შიგანით, დათვისა და ირმის ძვლის ქონით და სახელი აქილევსიც მან უწოდა. ამ
ვერსიით აქილევსი ნიშნავს «უჭმელს»მანამდე ლიგირონი ერქვა. იგი უთუოდ
რომელიღაც ისტორიული პიროვნების მითიზებული სახეა. იგი ბერძ. მწერლობისა
და ხელოვნების საყვარელი სახეა. ხშირად გამოისახება ლარნაკწერაში, ვაზების
მხატვრობაში, რენესანსის, ბაროკოს გერმანული კლასიციზმის მრავალი ნიმუში
ეძღვნება მას. თავის დროზე უხატავთ რუბენსს, ტიეპოლის, კარსტენსს, პუსენს და
სხვას. ოპერის სახედ დაამუშავა ჰენდელმა. აღმაშფოთებელი და ამაფორიაქებელია
შარლ ანტ. კვაპელის სურათი «აქილევსის სიშმაგე» (დაცულია ერმიტაჟში).
ლიტერატურაში ასახა ევრიპიდემ, ვერგილიუსმა,ოვიდიუსმა. კარგად არის ცნობილი
ძვ. ქართულ მწერლობაში, ისტორიაში («ისტორიანი და აზმანი შარავანდედიანი» –
თამარის უცნობი ისტორიკოსი «თამარიანი». ი. მომეშვილმათავის ლექსში აქილევსი
ქართველ ხალხს შეადარა.).

აქილევსის ფარი – ბრწყინვაკე ფარი, რომელიც დიდებული ოსტატობით


გამოჭედა ჰეფესტომ აქილევსისათვის. დიდმა ხელოვანმა ფარის შუაგულში
წარმოსახა მთელი სამყარო: დედამიწა, ზეცა და ზღვაც; მოუღლელი მზეცა და ბადრი
მთვარეც, ვერცხლისფრად მანათობელი; მთებიც, გვირგვინებივით რომ ამკობენ
ზეცის კაბადონს. გადატანითი მნიშვნელობით, აქილევსის ფარს უწოდებდნენ
ხელოვნების შეუდარებელ ნიმუშს.
აქილევსის ფარი – ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ხუთმაგფურცლიანი,
სურათებით მოჭედილი ფარი, ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი.
აქილევსის ქუსლი – როდესაც აქილევსს დედა თეტისი სტიქსის წყლებში
ავლებდა, რათა უვნებელი გაეხადა, ახალშობილი ქუსლით ეკავა. სწორედ აქილევსის

482
ქუსლს არ შეხების სტიქსის სასწაულმოქმედი წყალი. ეს იყო გმირის სუსტი ადგილი.
ქუსლში მოხვედრილი ისარით გამოესალმა იგი სიცოცხლეს.

აქილევსის ქყსლი – იხ. აქილევსი.


აქიროპოიტოსი – ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ბაზილიკა სალონიკში.
აგებულია დაახლ. 470 წლისათვის. ეს არის სამაფსიდიანი მონასტერი კარიბჭითა და
მოშორებით მდგარი ბაპტისტერიუმით (განსანათლით). მისი არქიტექტურული სახე
ჩვენამდე თითქმის უცვლელადაა მოღწეული, მაგრამ ინტერიერის მორთულობა
პრაქტიკულად აღარცაა შემონახული. 1430 წ-დან, თურქთა დაპყრობის შემდეგ,
აქიროპოიიტოსი მეჩეთად გადააკეთეს და მთელი მოზაიკა და მოხატულობა
კედლებიდან ჩამოიფხიკა. 1930 წ-ს მონასტერმა აღადგინა ქრისტიანული მსახურება.
სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1927-1928 წ. წ-ში, ასევე 1949 წ-ში და 1978 წ-ის,
რომლის მიწისძვრის შემდეგაც. აქიროპოიიტოსის მონასტრის ინტერიერი ვრცელი
დარბაზებითა და მარმარილოს კოლონადებით გამორჩეულია სისადავით. კოლონათა
კაპიტელები, როგორც წმ. დიმიტრის ტაძარში, მორთულია აკანტის ფოთლებით
(აკანტი?). შემორჩენილია V ს-ის მოზაიკის რამდენიმე ფრაგმენტი, რომლის
ოქროცურვილ ფონზე გამოსახულია ჯამები ხილით, ყვავილთა გირლიანდები,
ჩიტები, გველები, ჯვრები. ასევე შემოინახა მცირე ფრაგმენტები XIII ს-ის
ფრესკებიდან.
აქითუ – ახალი წლის დღესასწაულები, რომელიც იმართებოდა ბაბილონში.
აქლემის ბრძოლა» – იხ. მოალაკები და ჩემი მასალა.
აქლემის დამკვლელი» (არაბ.) – აჰმარი (სამუდის ტომიდან), იგივე «წითური»
(აჰმარი). ზედსახელებია კუდარ იბნ სალაფისა, ანუ «აქლემის დამკვლელისა».
აქლემის დამკვლელშე» იგულისხმება უძველესი ბედუინური ლეგენდა
სამუდის ტომის დაღუპვის შესახებ. ეს ლეგენდა ყურანშიცაა ასახული. თქმულების
მიხედვით, ღმერთმა სამუდს, – ძველ არაბულ ტომს, – წინასწარმეტყველი სალიჰი
მოუვლინა. სალიჰი მონოთეიზმს (იხ.) ქადაგებდა. წინასწარმეტყველს თან წმიდა
აქლემი მოუყვანია და უბრძანებია, გაფრთხილებოდნენ ამ წმიდა ცხოველს. კუდარ
იბნ სადაფს დაუკლავს. მართალია, იგი თავისი რძით მთელ ტომს არჩენდა, მაგრამ
ვერაფრით ძღებოდა და, რაც უარესია, სამუდელთა ნახირ-თაბუნებსაც აფრთხობდა.
ამ მიზეზთა გამო დაკლეს და თავსაც ღმერთის დიდი რისხვა დაიტეხეს – აღიგავნენ
პირისაგან მიწისა. სამუდის ტომებს ყურანი და ზოგიერთი მკვლევარიც (იბნ იაზიდი)
უკანასკნელ ადელებს უწოდებს, ხოლო ადის ტომს – პირველ ადელებს (შდრ. ათ-
თიბრიზი).

აქლემის ჰიპოთეზა» – ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სხვადასხვა არაბული


სალექსო რიტმი წარმოადგენს აქლემის სხვადასხვა სვლის, სხვადასხვა ალურის
გაუცნობიერებელ იმიტაციას. როგორც ვარაუდობენ, არაბული ლექსწყობის, –
არუდის – თექვსმეტი საზომი სტიქიურად უნდა წარმოშობილიყო და ა საზომთა
წარმოშობა(ერთ-ერთი ჰიპოთეზით) «აქლემის ჰიპოთეზას» უკავშირდება.

აქროლება – აქროლება (ანუ სუბლიმაცია) ნივთიერების მყარი


მდგომარეობიდან გაზისებრში გადასვლაა, თხიერი ფაზის გვერდის ავლით.
აქროლებისას დანადგარის გახურებად ნაწილში კრისტალური ნივთიერება
აორთქლდება, ხოლო გამაგრილებელში – ხელახლა კონდენსირდება კრისტალების
წარმოქმნით. აქროლება მიმდინარეობს წონასწორობის დარღვევის შედეგად.

483
კრისტალები – ორთქლის სისტემაში ასაორთქლებელი ნივთიერების ორთქლის
გადაყვანისა და ნივთიერების კონდენსირების გზით. ამ მეთოდით შეიძლება
ნებისმიერი ნივთიერების გასუფთავება, რომელთაც აქვთ ორთქლის საკმაო
სიმკვრივე ლღობის ტემპერატურის ქვევით ტემპერატურებისას. კრისტალური
მესრის მოლეკულათაშორისო ძალების დაძლევისათვის აუცილებელია
ნივთიერებებისათვის ენერგიის მინიჭება, რომელსაც უწოდებენ აქროლების სითბოს.
ვინაიდან ნივთიერების ორთქლი აორთქლების ზედაპირიდან დიფუზიის
მეშვეობით შორდება, აქროლების სიჩქარე დამოკიდებულია დიფუზიის სიჩქარეზე.
დიფუზიის სიჩქარეს ზრდიან სხვადასხვა საშუალებით: ტემპერატურის გაზრდით,
აქროლების ვაკუუმში გაყვანით განხორციელებით ანდა ინერტული გაზის ძაბვაში
და გახურებად და გამაგრილებელ ზედაპირებს შორის მანძილის შემცირებით.
აქროლების დაჩქარების მიზნით ზოგჯერ საწყის ნივთიერებას ან ნივთიერებათა
ნარევს ადნობენ. ასეთ მეთოდს ეწოდება კვაზიაქროლება. ხშირად აქროლება,
როგორც ნივთიერებათა გაწმენდის საშუალება უფრო ნაყოფიერია, ვიდრე
კრისტალიზაცია, ამასთანავე ის გამორიცხავს გაწმენდილ ნივთიერებათა
დაბინძურებას მექანიკური მინარევებით და მოლეკულებით გამხსნელისა.

აქრომატი – (კინო) იხ. აქრომატული აბერაცია.


აქრომია (ლათ. აცრომია) – გაუფერულება, კანის პიგმენტის არარსებობა.

აქსაკოვი ივანე სერგის ძე – იხ, ქსე


აქსაკოვი კონსტანტინე სერგის ძე – იხ, ქსე

აქსაკოვი სერგი ტიმოთეს ძე – იხ, ქსე


აქსაკოვი, კონსტანტინ სერგის-ძე – (1817-1860 წ. წ.) რუსი ისტორიკოსი და
ლიტერატორი. ადრეული «სლავანოფილების» გამოჩენილი წარმომადგენელი. იგი
იყო ვაჟი მწერალ ს. ტ. აკსაკოვისა (იხ.). განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტში
(1832-35 წ. წ.), სადაც დაუახლოვდა სტანკევიჩის წრეს (იხ. სტანკევიჩის წრე). 30-იანი
წლების დასასრულს მთლიანად ემხრობა ხომიაკოვის სლავიანოფილურ თეორიებს.
აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში 30-50-იანწლებში გამართულ იდეურ
ბრძოლებში, პოლემიკას მართავდა რევოლუციურ-დემოკრატებთან რუსული
საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. აქსაკოვის თანახმად,
მხოლოდ პატრიარქალურ-თემურ ყოფას, რომელიც თითქოს ეფუძნებოდა
მართლმადიდებლობას, შეეძლო თავიდან აეცილებინა ყოველგვარი სოციალური,
კლასობრივი და ეროვნული უთანხმოებანი, მოაგვარებდა მეფის, ეკლესიისა და
ხალხის ერთიანობის პრობლემას. ალექსანდრე II-ს სახელზე გაკეთებულ
ჩამაწერებში, – «რუსეთის შინაგანი მდგომარეობის შესახებ» (1855 წ.), – აქსაკოვი
ხოტბას ასხამდა თემებსა და საერობო კრებებს, როგორც შეთავსება-შეხამებას
«ხალხის თავისუფლებასა» და ძლიერ საიმპერატორო ხელისუფლებას შორის: «ძალა
ხელისუფლებისა – მეფეს, ძალა აზრისა – ხალხს». აქსაკოვისა და, საერთოდ,
სლავიანოფილთათვის თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლობა და «ხალხოსნობა»
– «რუსული ყოფის სამი ვეშაპია», რომელიც საწინდარი იქნება რუსეთის აყვავებისა.
უპირისპირებდა რა ბატონყმურ რუსეთს «ხრწნად დასავლეთს», აკრიტიკებდა რა
ბურჟუაზიულ «ანტიმორალიზმს», აქსაკოვიი იცავდა ფეოდალურ-მონარქიულ
იდეალებსა და ცდილობდა დაესაბუთებინა რეტროსპექტიული უტოპია. აქსაკოვის
ფილოსოფიურ შეხედულებათა ბაზისი ძლიერი მისტიციზმით გაჯერებული

484
ობიექტური იდეალიზმია. აქსაკოვი მატერიალიზმს თავისი უღმერთობის გამო
უარყოფდა. ჭეშმარიტება, მისი მოსაზრებით, ღმერთისადმი მორჩილი მიმდევრობით
მიიღწევა, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით. აადმიანური გონება
უნარმოკლებულია ქმნადობისათვის, იგი მხოლოდ შეიმეცნებს «შემოქმედის
ყოვლისშემძლე ძლიერებას». აქსაკოვმა სოფისტურად გამოიყენა ჰეგელის
დიალექტიკა და იგი შუასაუკუნეობრივ სქოლასტიკურ კაზუისტიკაში გადაზარდა.

აქსელბანდი (გერმ. Aცჰსელბანდ < Aცჰსელ – მხარი და Bანდ – ბაფთა,


ყაითანი) – რევოლუციამდელი რუსეთისა და ზოგი ქვეყნის არმიებში: სამხრე,
საბეჭური, მარჯვენა ან იშვიათად მარცხენა მხარზე მისაბნევი ლითონის
ბუნილებიანი ზონარი, დაწნული ოქრომკედის, ვერცხლისა ან ფერადი ძაფისაგან.
აქსელერაცია (ლათ. აცსელერატიო) – ორგანიზმის განვითარების ტემპის
აჩქარება, ნაადრევი მომწიფება.

აქსელერაცია, აქცელერაცია (ლათ. აცცელერატიო – აჩქარება) – 1.


განვითარების ბიოლოგიაში – ჩანასახის ცალკეული ნაწილების ფორმირეის
დაჩქარება განვითარების გარკვეულ სტადიაზე. 2. ანთროპოლოგიაში – ბავშვებისა
და მოზარდების სომატური განვითარებისა და ფიზიოლოგიური მომწიფების
დაჩქარება, რაც უკანასკნელი 100-150 წლების მანძილზეა აღნიშნული. ფართო
გაგებით აქცელერაცია ნიშნავს სხეულის ზომებისა და სომატური განვითარების
ვადების შეცვლასადამიანის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აღინიშნება
თანამედროვე მოსახლეობის ყველა სოციალურ ჯგუფში. ლიტერატურაში ზოგჯერ
ფსიქოლოგიურ აქცელერაციასაც აღნიშნავენ.
აქსელერატორი (ლათ. აცცელერარე, აცცელერო – ვაჩქაებ) – მოწობილობა,
რომლის საშუალებითაც რეგულირდება ავტომობილის, ტრაქტორისა და სხვ.
შიგაწვის ძრავის ცილინდრებში კარბიურატორიდან საწვავის ნაევის ან ტუმბოდან
(დიზელებში)სათბობის მიწოდება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ძრავის მუშაობის
მჩქარობლური დატვრთვის რეალიზების შეცვლა ან შენარჩუნება. 2. სატერფული
(პედალი), რომელიც ამოქმედებს ამ მოწყობილობას.

აქსელეროგრაფი – აქსელერომეტრი, რომელსაც ჩამწერი მოწყობილობა აქვს.


აქსელერომეტრი (ლათ. აცცელერო – ვაჩქარებ + ბერძ. მეტრეო – ვზომავ) –
მოძრავი ობიექტის აჩქარების (გადატვირთვის) საზომი ხელსაწყო. იყენებენ
კოსმოსურ საფრენ აპარატებში, რაკეტებში, თვითმფრინავებსა და სხვა მოძრავ
ობიექტებში, მანქანებისა და ძრავების გამოცდისას. ობიექტის მოძრაობის სახეობის
მიხედვით აქსელერომეტრი არის წრფივი და კუთხური.

აქსელროდი, ლიუბოვ ისაკის ასული (ფსევდონიმი – ორთოდოქსი) – (1868-


1946 წ. წ.) რუსი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე. მონაწილეობდა 1834
წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1887 წ-ს ემიგრაციით საფრანგეთში მიემგზავრება,
შემდეგ – შვეიცარიაში. 1892 წ-დან ემხრობა მარქსისტულ ჯგუფს – «შრონის
გათავისუფლებას». 1900 წ-ს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. სადისერტაციო
თემა – «ტოლსტოის მსოფლმხედველობის განვითარება» 1902 წ. 1900 წ-ს დაბეჭდა
სტატია – «კრიტიციზმის კრიტიკის გამოცდილება» (ჟურნალი «მეცნიერული
მომოხილვა»). იყო პლეხანოვის მიმდევარი. 1901-1902 წ.წ-ში თანამშრომლობდა
ჟურნალ «Заря»-სა და გაზეთ «Искра»-ში (1901-1905 წ. წ.). გამოდიოდა ეკონომიზმის,

485
ფილოსოფიური რევიზიონიზმის, უმთავრესად, ნეოკანტიანელობის წინააღმდეგ.
1903 წ-ს მენშევიკებთანაა, 1906 წ-ს რუსეთში დაბრუნდა. 1907-10 წ. წ-ში დაბეჭდა
რიგი სტატიებისა, სადაც იცავდა მატერიალისტურ ფილოსოფიას
ემპირიოკრიტიციზმისაგან. მარქსისტული ფილოსოფიის მისეულ ინტერპრეტაციაში
გარკვეულ დათმობაზე წავიდა აგნოსტიციზმისა და რელიატივიზმის წინაშე, რაც
განპირობებული იყო იეროგლიფური თეორიის (იხ.) ზეგავლენით... 20-იან წლებში
გამოდიოდა, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი მარქსისტული ფილოსოფიის
მექანისტური რევიზიონიზმისა (იხ. მექანისტები). უკანასკნელ წლებში მუშაობდა
ხელოვნების სოციოლოგიაში
აქსენუსი (ლათ. Aხენუს ) არასტუმართმოყვარე ზღვა – შავი ზღვის ძვ.
სახელწოდება. შემდეგ შეიცვალა, ეწოდა «პონტოს ევქსინოს» – სტუმართმოყვარე.
აქსეროფტოლი (ბერძ.) – ვიტამინ A-ს მოძველებული სახელწოდება.

აქსესუარი (ფრანგ. აცცესსოირე) – 1. მთავარი საგნის კუთვნილება, დამატება,


მისი სამკაული, მეორეხარისხოვანი საგანი; 2. თეატრში ბუტაფორიის ან რეკვიზიტის
საგნები; 3. სახვით ხელოვნებაში – გამოსახულების მეორეხარისხოვანი, დამხმარე
დეტალი.
აქსესუარი – 1. ხელოვნებაში, გამოსახულების, კომპოზიციის
მეორეხარისხოვანი დამატებითი ნაწილები. 2. თეატრში – დამხმარე სასცენო
ნივთები, «ბუტაფორიის» ან «რეკვიზიტის» საგნები, რომლებიც მოცემული
სპექტაკლისთვის დამატებით სცენურ დეტალს წარმოადგენენ.

აქსიერი (ბერძ). – ერთ-ერთი კაბირი (იხ.).


აქსინ-რეფლექსი – რეფლექსური რეაქცია, რომელიც ნამდვილი რეფლექსისაგან
განსხვავებით ვითარდება ცენტრალური ნერვული მექანიზმეის მონაწილების გარეშე.
აქსიოკერსა (ბერძ.) – ერთ-ერთი კაბარი (იხ.).
აქსიოკერსი (ბერძ.) – ერთ-ერთი კაბარი (იხ.).

აქსიოლოგია (ბერძ. ახია – ღირებულება და ლოგოს – მოძღვრება, სიტყვა) –


ღირებულებათა ბუნების ფილოსოფიური გამოკვლევა. აღმოცენდა XIX ს-ის ბოლოს
და XX ს-ის დასაწყისში. აქსიოლოგია წარმოდგენილია სამი სახის ღირებულების
თეორიით: 1) ობიექტურ-იდეალისტური (ნეოკანტიანელობა, ფენომენომიგიის
მიმდევრობა და სხვა), როგორც დროისა და სივრცის გარეშე არსებული აქტი. 2)
სუბიექტურ-იდეალისტური (ღირებულება, როგორც ცნობიერების მოვლენა). 3)
ღირებულების ნატურალისტური თეორია (ღირებულებაა, როგორც ადამიანის
ბუნებრივი მოთხოვნილებების ან მთლიანად ბუნების კანონების გამოხატულება).

აქსიოლოგია (ბერძ. ახია ღირებულება და ლოგოს მოძღვრება) – მეცნიერება


ღირებულებათა შესახებ. დასაბამს იღებს XX ს-ის დასაწყისის ევროპულ
ფილოსოფიაში. 40-50-იან წლებში ფართო გავრცელება ჰპოვა როგორც იმ დროის
იდეალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთმა ძირითადმა მიმართულებამ. ტერმინი
პირველად იხმარა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჰ. ლიპიმ (1902 წ.) და შემდეგ გერმანელმა
ფილოსოფოსმა ე. ჰარტმანმა (1908 წ.). აქსიოლოგიამ სკოლა ვერ შექმნა, თუმცა მას
ამუშავებდნენ სხვადასხვა იდეალისტური მიმდინარეობები. ახასიათებდნენ შემდეგი
ძირითადი შტრიხებით: 1) საზოგადოებრივი მოვლენოს იდეალისტური გაგებით; 2)
საზოგადოებათმცოდნეობის, როგორც მეცნიერების, უარყოფით, რომელიც

486
ამოდიოდა საზოგადოებრივი ყოფიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების
განვითარების ობიექტური კანონზომიერებებიდან; 3) ბურჟუაზიული იდეურ
პოლიტიკური ღირებულებების აპოლოგობით. ისტორიისა და კულტურის
ობიექტურ შემეცნებას აქსიოლოგია დაუპირისპირდანორმატიული თეოლოგიური
განმარტებებით. აქსიოლოგიის ცენტრალური ცნება და მისი შესწავლის
განსაზღვრული საგანია «ფასეულობათა» გაგება (იხ. ფასეულობები). აქსიოლოგები
თავიანთ დავალებად ყოველგვარი ტიპის ფასეულობის გამოკვლევას, მათ
ურთიერთდამოკიდებულებასა და თვით ამ ფასეულობათა ბუნების გამოკვლევას
მიიჩნევენ. აქსიოლოგთა მიხედვით ფასეულობა თეოლოგიური, ნორმატიული
კატეგორიაა და მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს მიზანი, იდეალი, საგანი
მიდრეკილებისა, სწავლისა, ინტერესისა. განარჩევენ ეთიკურს, ესთეტიკურს,
რელიგიურს, სამართლებრივს (ჰ. კელზენი), პოლიტიკურს, ეკონომიკურს, (ბიომ-
ბავერკი) და სხვა ფასეულობებს. სხვადასხვა ფასეულობა დაკავშირებულია ან
მათზევე თანდართულ შემფასებელ ცნობიერებასთან, სუბიექტთან, ან მოიაზრებიან
როგორც ყდეალური არსნი, მათი შემეცნებისა და პროტოტიპთა განხორციელების
დამოუკიდებლად, რომლებშიც ნავარაუდებია შეფასებითი განსჯადობის
შესაძლებლობა (ნ. ჰარტმანი). საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში, აქსიოლოგია
ფასეულობებს იხილავს როგორც საზოგადოებათმცოდნეობის ბაზისურ კატეგორიას
და ყველა სოციალური მეცნიერების ძირეული საკითხის – საზოგადოებრივი
ყოფიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების მიმართების იდეალისტურ
გადაწყვეტას გვაძლევს (?). გერმანელი ფილოსოფოსის ჰ. რივერტის მიხედვით, არც
არსებულნი არიან და არც არარსებულნი, არც ობიექტურნი და არც სუბიექტურნი,
არამედ გვევლინებიან ისეთ კატეგორიად, რომელთაც მხოლოდ მნიშვნელობითი
თვისება აქვთ. «ყოველგვარრ მცდელობას, განვსაზღვროთ ფასეულობა არსებულთა
შორის მიმართების ტერმინებში, არსებულიდან გამოჰყავს აუცილებელი, რასაც
ფატალურ დაბნეულობამდე მივყავართ» (Uრბანწ; Aხიოლოგყ. «თწენტიეტჰ ცენტურყ
პჰილოსოპჰყ « N. Y. 1943, პ. 58, კრებული). სოციალური მოვლენა, განხილული
როგორც ფასეულობა, აქსიოლოგიას ობიექტური მეცნიერული შემეცნების სფეროდან
თეოლოგიის სფეროში გადააქვს, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების კანონთა გახსნის
ნაცვლად მის ნორმათა დადგენას გვთავაზობს. კანტის თეორიული და პრაქტიკული
გონების, თეორეტიკულ გონებასთან პრაქტიკულის მიმართებაში პრაქტიკული
გონების ავტონომიისა და პრიმატის აღიარებამსაწყისი წერტილი მისცა
აქსიოლოგიის განვითარებას. ეს აღმოჩნდა საფუძველი ფასეულობათა
ნეოკანტიანური თეორიისა, რომელიც შემუშავდა ბადენის სკოლაში (ჰ. რიკერტი, ვ.
ვანდელბანდი, კონი და სხვები), თუმცა თვით სახელწოდება «აქსიოლოგია» ამ
სკოლას არ უხმარია, მაგრამ სახელდობრ მან ჩაუყარა საფუძველი აქსიოლოგიის
მთელ შემდგომ განვითარებას. საზოგადოებრივი მეცნიერებანი, როგორც
მეცნიერებანი ფასეულობათა შესახებ, გამოირიცხებიან ყოფიერების კანონების
შემეცნების მეცნიერებათაგან. «რეალურ სამყაროს» უპირისპირდება სუბიექტისა და
ობიექტის მიღმა არსებული «ფასეულობათა სამეფო». რიკურტი კიდევ «მესამე
სამეფოს» პისტულირებას ახდენს, რომელიც ასაშუალოებს პირველსა და მეორეს – ეს
არის «აზრის სამეფფო», «მნიშვნელობების სამეფო», რომელიც წარმოიშობა
შეფასებათა აქტებით. იხილავდნენ რა მეცნიერებას, როგორც კულტურის მოვლენას,
ხოლო მეცნიერულ ჭეშმარიტებას, როგორც ერთ-ერთს კულტურულ
ფასეულობათაგან, ნეოკანტიანელები ამით თეორიულ შემეცნებას აქსიოლოგიის

487
ორბიტაში აქცევდნენ. აქსიოლოგები ფილოსოფიაში ე. წ. ფასეულობათა იერარქიას
ამკვიდრებენ.ფასეულობათა იერარქიაში, რიგის მიხედვით, იგება
მსოფლმხედველობრივი ტიპიზაციები და პიროვნებათა ტიპური იერარქია. მაგ: მაქს
შელერის (აქსიოლოგიის ფენომენალური სკოლა (აკი არ შექმნილაო აქსიოლოგიის
სკოლა)) მიხედვით პიროვნების ფასეულობითი იერარქია (დაღმავალი ხაზით) ასეა
წარმოდგენილი: 1) წმინდანი; 2) გენია; 3) გმირი; 4) სულიერი ბელადი; 5) მხატვარი.
ჰუგო მიუნსტენბერგი კი აქსიოლოგიის გაშუქებისას კატეგორიათა თავისებურ
უნივერსალურ სისტემას წარმოგვიდგენს. . აქსიოლოგიაში ორ მიმართულებას
გამოჰყოფენ – სუბიექტურ და ობიექტურ-იდეალისტურს. სუბიექტურისათვის
დამახასიათებელია ფასეულობათა რელიატივური გაგება, ხოლო ობიექტურ-
იდეალისტური მიმდინარეობა ფასეულობებს წარმოგვიდგენს სუბიექტისა და მის
შემფასებლური განსჯისაგან დამოუკიდებლად. პირველი მიმართულება
(სუბიექტივისტური)ფასეულობასა და მის შემფასებელს შორის პირველადობას
ფასეულობას ანიჭებს, რაასც ფასეულობის ონტოლოგიზაციისაკენ მივყავართ. მეორე
შეხედულებას ზოგჯერ აქსიოლოგიურ რეალობასაც უწოდებენ. ყოჯიერების
ობიექტური წესრიგი წარმოიდგინება, როგორც ობიექტური «წესრიგის
ფასეულობათა», რომელიც «ონტოლოგიურ ფასეულობათა» საგანს შეადგენს.
აქსიოლოგიის ამგვარივე გაგება აქვს ნეოთომიზმისა და სხვა რელიგიურ-
იდეოლოგიურ სისტემას (მაგ: პერსონალისტური აქსეოლოგია). აქსეოლოგიური
«რეალიზმი» თავის უარყოფამდე მიდის., რამდენადაც შლის ზღვარს არსებულსა და
იმას შორის, რაც ჯერ არსს (?). მეორეს მხრივ, აქსიოლოგიური «ნატურალიზმი»
(სუბიექტივისტურ-იდეალისტური მოძღვრება), ასევე ანგრევს აქსიოლოგიის
საფუძვლებს, რამდენადაც ფასეულობები და მისი შესაბამისი შეფასებები იმ
«ინტერესთა» და «სიტუაციათა»მიხედვით გამოჰყავს, რომელიც გაპირობებულია
ადამიანისინდივიდუალური ყოფით. აქსიოლოგიურ სუბიექტივიზმსა და
«აქსიოლოგიურ რეალიზმს» შორის შუალედური პოზიცია უჭირავს აქსიოლოგიურ
ნეოკანტიანისტურ და ფენომენოლოგიურ სკოლებს, რ. ბ. პერის ფასეულობათა
ნეორეალისტურ თეორიას და მურის ფასეულობათა, როგორც «მესამე ხარისხის»
გაგებას აქსიოლოგიის, განსაკუთრებით, ობიექტურ-იდეალისტური, ხაზი
გარდუვალად ერწყმის თეოლოგიას, რამდენადაც იგი გადის ადამიანური ყოფიდან
და იძენს «კოსმიური მიზანშეწონილობის» ხასიათს. აქსიოლოგიას უპირისპირდება
დიალექტიკური მატერიალიზმი.
აქსიოლოგია (ბერძ. ახიოს – ღირებულება + ლოგოს – მოძღვრება) –
ფილოსოფიის დაქგი, რომელიც შეისწავლის ღირებულების რაობას.

აქსიოლოგია (ეთიკური) (ბერძ. Aხის – ღირებულება და ლოგოს – მოძღვრება)


– თეორია, რომელიც მორალურღირებულებათა ფილოსოფიურ საკითხებს იხილავს.
განსაკუთრებულ ფილოსოფიურ დისციპლინად ა, რომელიც შეისწავლის
ეკონომიკურ, ესთეტიკურ, მორალურ, ისტორიულ და სხვ. ღირებულებათა
პრობლემებს, ჩამოყალიბდა შედარებით გვიან, XIX ს. II ნახევარში. ხოლო თვით
ტერმინი ა. XX ს-ში შემოიღო ფრანგმა ფილოსოფოსმა პ. ლაპიმ. თუმცა ცალკეული
საკითხები, რომლებიც ღირებულებათა ბუნებას, ფილოსოფიის მთელი ისტორიის
მანძილზე არსებობდა, უძვეესი დროიდან დაწყებული. ა, როგორც ეთიკის სფერო,
სიკეთისა და ბოროტების პრობლემების შემსწავლელს, ზოგჯერ განასხვავებენ
დეონტოლოგიისაგან – მოვალეობის თეორიისაგან. მორალური ა-ს ძირითადი
საკითხებია: რა არის სიკეთე, თავისთავად წარმოადგენს თუ არა გასაზღვრული
488
ადამიანური საქციელის ობიექტურ თვისებას თუ უბრალოდმას მიეწერება
ზნეობრივი შეგნებით? რის საშუალებით განარჩევენ (აფასებენ) ადამიანის ქცევაში
სიკეთესა და ბოროტებას? რა წარმომავლობისა და ბუნებისაა სიკეთის ცნება
ადამიანთა მორალურ შეგნებაში? ეთიკურ მოძღვრებათა თეორიაში ცნობილია
სხვადასხვა საშუალებები მორალურ ღირებულებათა ბუნებისა და წარმომავლობის
განმარტების – ნატურალისტური, ობიექტურ-იდეალისტური და სუბიექტურ-
იდეალისტური. მორალურ სიკეთის წყაროს ხედავდნენ ხან «ადაიანის ბუებაში»,
ადამიანთა «ბუნებრივ»ლტოლვაში ტკბობისა თუ ბედნიერებისაკენ (ნატურალიზმი,
ჰედონიზმი, ევდემონიზმი), ხან ღვთის ნებასა თუ გონში (ნეოპროტესტანტიზმი,
ნეოთომიზმი), სამყაროს კანონებსა და თვისებებში, ხან ადამიანთა გრძნობებსა და
ემოციურ რეაქციებში (ნეოპოზიტივიზმი, ზნეობრივი გრძნობის თეორიები).
მორალურ ღირებულებათა წარმოშობისა და ბუნების ერთადერთ მეცნიერულ
ახსნასგვაძლევს ისტორიულ-მატერიალისტური განმარტება, რომელსაც გვთავაზობს
მარქსიზმი. მისი ამოსავალია ის, რომ მორალური და სხვა ღირებულებებიარ
წარმოადგენენ ბუნებრივ ანდა ზნეობრივ თვისებებს, არამედ სპეციაფიკური
სოციალური მოვლენებია. ბუნება თავისთავად, დმოუკიდებლად, ადამიანის გარეშე
არავითარ ღირებულებებს არ ფლობს, მასში არაა არც სიკეთე და არც ბოტოტება.
ყოველი ქცევის ღირსებასაზოგადოების მიერ ფასდება როგორც სიკეთე ანდა
ბოროტება მხოლოდ ადამიანის საზოგადოებრივ პრაქტიკასთან კავშირში. ეს
შეფასება – საზოგადოებისათვის დამახასიათებელისოციალურ ურთიერთობათა
გამოხატულებაა. მაგ: ჩვენ მუქთახორობას ვაფასებთროგორც ბოროტებას (იხ.
ღირებულებანი).
აქსიოლოგიური ინტუიტივიზმი – Mიხ. ინტუიტივიზმი.
აქსიომა (ბერძ. ახიომა – მიღEბული დებულება) – რაიმე მეცნიერული
თეორიის ამოსავალი დებულება (წინადადება), რომელიც მოცემულ თეორიაში არ
საჭიროებს დასაბუთებას. მისგან მომდინარეობს ყველა დანარჩენი თეორემა
(წინადადება).
აქსიომა (ბერძ. ახიომა მიღებული მდგომარეობა, ღირსი, ვთვლი ღირსად) –
ზოგიერთი მოცემული თეორიის მდგომარეობა, რომელიც ამავე თეორიის
დედუქციური აგებით მასში ვერ მტკიცდება და მიიღება ამოსავლად, საწყის
წერტილად, რომელიც ამ თეორიის სხვა წინადადებათა მტკიცების საფუძველში
დევს. ჩვეულებრივ, აქსიომად განსახილველი თეორიის ისეთ წინადადებებს ირჩევენ,
რომელნიც უეჭველ ჭეშმარიტებად არიან მიჩნეულნი ან შეუძლიათ იყვნენ
ჭეშმარიტნი ამ თეორიის ჩარჩოებში და თავისი მარტივობისა და სიცხადის ძალით
ეჭვს არ იწვევენ. წარმოიშვა რა ძველ საბერძნეთშიმ ტერმინი აქსიომა პირველად
იხმარა არისტოტელემ, Dემდეგ ევკლიდესის მიმდევრებმა და კომენტატორებმა
თავიანთი შრომებით იგი გეომეტრიაში დაამკვიდრეს. შუასაუკუნეებში, როცა
არისტოტელეს ფილოსოფია ბატონობდა, აქსიომა იჭრება მეცნიერების სხვა
სფეროებში, მათგან კი ჩვეულებრივ ყოფიერებაშიც: აქსიომად ამ დროიდან
იყენებდნენ ისეთ ზოგად მდგომარეობას, რომელიც სრულიად აშკარა იყო და
მტკიცებულებას არ საჭიროებდა. ამომდინარე პლატონის შეხედულებებიდან, ამ
სიაშკარავისა და სიცხადის ბუნებას ხედავდნენ ადამიანისათვის თანდაყოლილ ისეთ
ძირითად ჭეშმარიტებებში, როგორიც იყო მათემატიკური აქსიომა. კანტის მოძღვრება
აქსიომათა აპრიორული ბუნების შესახებ, ე. ი. იმაზე, რომ აქსიომები წინამორბედნი
არიან ყოველგვარი ცდისა და, ამდენად, მათგანაც დამოუკიდებელნი, წარმოადგენდა

489
აქსიომაზეამგვარ შეხედულებათა კულმინაციას. აქსიომაზე პირველი უდიდესი
დარტყმა იყო ლობაჩევსკის მიერ აგებული არაევკლიდური გეომეტრია, აქსიომაზე,
როგორც «აპრიორულ» ჭეშმარიტებაზე შეხედულებათა ნგრევამ გამოიწვია აქსიომის
ცნების გაგების გაორება... (ვნახო ფილოსოფ. ლექსიკ.).

აქსიომა (ბერძ. ახიომა) – 1. ამა თუ იმ მეცნიერებაში ამოსავლად მიღებული


დებულება, რომელიც თვითონ არ არის დამტკიცებული, მაგრამ აუცილებელია სხვა
დებულებათა დასამტკიცებლად (მაგ: გეომეტრიული აქსიომა, ლოგიკური აქსიომა).
2. გადატანითი მნიშვნელობით – თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება; დებულება,
რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას.
აქსიომა – იხ.
აქსიომა სილოგიზმისა – კატეგორიული სილოგიზმის ძირითადი პრინციპი.
არისტოტელეს ფორმულირება გვაუწყებს: «როცა ერთი მეტყველებს მეორეზე,
როგორც ქვემდებარეზე, ის ყველაფერი, რაც ითქმება თვით ამ ნამეტყველების
შესახებ, იქნება ნათქვამი, როგორც ქვემდებარეზე» («კატეგორიები»). სიტყვის –
«ნეტყველების» ნაცვლად არისტოტელე ხშირად იყენებს ტერმინს –
«ნიშანდობლივს», «მახასიათებელს», ხოლო გამოთქმა – «A მეტყველებს B-ზე,» (A
მახასიათებელია B-სი)და «B იმყოფება A-ში» (A შეიცავს B-ს) – თანაბარძალოვანია.
ამგვარად, არისტოტელეს გაგებით, აქსიომა სილოგიზმისავარაუდობდა როგორც
შედგენილობრივ (ინტენსიურ), ისე მოცულობით (ექსტენსიურ) განმარტებებს.
უპირატესად, აქსიომის მოცულობით განმარტებას გვაძლევს კრისტიან ვოლფი:
«ყველაფერი, რაც შეიძლება მტკიცებადი ან უარყოფილი იყოს გვართან ან
სახეობასთან მიმართებით, მტკიცდება ან უარიყოფა ყოველგვარ გვარობითობასა და
სახეობითობაში...» («Pჰილოსოპჰია რატიონალის სივე ლოგიცა...»1758
წ.)თანამედროვე ლოგიკა სილოგისტური დასკვნების ლოგიკურ საფუძვლებს უფრო
კონკრეტულად და სრულად განიხილავს, ვიინემ ტრადიციული. ესა თუ ის
სილოგისტური აქსიომის საკითხი სილოგისტიკის აქსიომატიზაციის უფრო ფართო
მასშტაბებით წყდება.
აქსიომათა სისტემის დამოკიდებულება – რომელიმე დედუქციური თეორიის
აქსიომათა გამოუყვანებლობა დანარჩენი აქსიომებისაგან ამ თეორიის
გამომდინარეობის წესების შესაბამისად.

აქსიომათა თეორიის არაწინააღმდეგობრიობა – არაწინააღმდეგობრიობის


ლოგიკურ-მეთოდოლოგიური მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება აქსიომატურად
აგებული (საერთოდ ფორმალური) თეორიების მიმართ. არსებობს ორი სახე:
სინტაქსური და სემანტიკური. სინტაქსურია, თუ მასში ერთდროულად
გამოყენებულია რაიმე წინადადება და მისი უარყოფა; სემანტიკური – თუ მას აქვს
სულ ცოტა ერთი მოდელი, ე. ი. ობიექტთა გარკვეული სფერო, რომელიც
აკმაყოფილებს მოცემულ თეორიას.
აქსიომატიკური მეთოდი – მეცნიერული თეორიების დედუქციური (იხ,
დედუქცია) აგების ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც: 1) აირჩევა განსაზღვრული
თეორიის ზოგიერთ, დაუსაბუთებლად მიღებულ წინადადებათა (აქსიომათა)
სიმრავლე; 2) მათში შემავალი ცნება აშკარად არ განისაზღვრება მოცემული თეორიის
ჩარჩოებში; 3) ფიქსირდება მოცემული თეორიის დასკვნისა და და განსაზღვრის
წესებირომლებიც შაშუალებას იძლევა შესაბამისი გადასვლისას ერთი
წინადადებიდან მეორეზე და თეორიაში შეაქვს ახალი ტერმინები (ცნებები); 4) ყველა

490
დანარჩენი წინადადება მოცემული თეორიისა (თეორემები) გამომდინარეობს: 1)-დან
მე-3)-ის საფუძველზე. პირველი წინადადებები აქსიომატიკურ მეთოდზე გვხვდება
ძველ ბერძენ მოაზროვნეებთან – არისტოტელესთან და ევკლიდესთან. შემდგომ იყო
ცდები მეცნიერებისა და ფილოსოფიის სხვადასხვა დარგების აქსიომატურად
ჩამოყალიბებულ მოსაზრებათა გადმოცემისა (ნიუტონი, სპინოზა და სხვ.). ამ
გამოკვლევებს ახასიათებდაგანსაზღვრული თეორიის შემადგენლობითი აგების
პრინციპი. ამ გამოკვლევებისას ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ინტუიტიურად
აშკარა აქსიომების განსაზღვრასა და არჩევას. მათემატიკისა და მათემატიკური
ლოგიკის პპრობლემების ინტენსიურ დამუშავებასთან დაკავშირებით XIX ს-ის II
ნახევრიდან აქსიომატისტურ თეორიას იხილავენ, როგორც ფორმალურ სისტემას,
რომელიც ადგენს მიმართებას მის ელემენტებსა (ნიშნებსა) და მის მიერ აღწერილი
ნებისმიერი სიმრავლის ობიექტს შორის, რომელიც მას აკმაყოფილებს. ამასთან,
მთავარი ყურადღება ექცევა სისტემის არაწინააღმდეგობრივობას, მისი სისრულის,
აქსიომათა სისტემის დამოუკიდებლობის დადგენას და ა. შ. იმასთან დაკავშირებით,
რომ ნიშანთა სისტემები შეიძლება განხილულ იქნეს ან შინაარსისაგან
დამოუკიდებლად, ან მისი გათვალისწინებით, განსხვავდებიან თუ არა სინტაქსური
და სემანტიკური აქსიომატური სისტემები. ამ განსხვავებულობამ გამოიწვია
ძირითადი მოთხოვნის ფორმულირების აუცილებლობა (რომელიც წაეყენება
აქსიომატურ სისტემებს) ორ პლანში: სინტაქსურსა და სემანტიკურში (სინტაქსური
და სემანტიკური არაა წინააღმდეგობრივი, სისრულეა, აქსიომათა
დამოუკიდებლობაა და ა. შ.). ფორმალიზებული აქსიომატური სისტემებისს
ანალიზმა მათს პრინციპულ შეზღუდულობამდე მიგვიყვანა, რომელთაგან მთავარიკ.
გედელის მტკიცებულებაა, რომლის თანახმადაც საკმაოდ განვითარებულ
მეცნიერულ თეორიებში (მაგ: არითმეტიკაში) შეუძლებელია სრული
აქსიომატიზაცია. აქედან კი დასკვნა: შეუძლებელია მეცნიერული ცოდნის სრული
ფორმალიზაცია. აქსიომატიზაცია გვევლინება მხოლოდ ერთ-ერთ ფორმად
მეცნიერული ცოდნის ორგანიზაციისა. იგი, ჩვეულებრივ, მას მერე ხორციელდება,
როგორც კი თეორია საკმაო დონეზე იქნება აგებული... XX ს-ის 40-50-იან
წლებიდანდიდი ყურადღება ეთმობა აქსიომატიზაციას არა მხოლოდ მათემატიკურ
დისციპლინებში, არამედ ფიზიკის, ბიოლოგიის, ლინგვისტიკის და სხვა
განსაზღვრულ დანაყოფებში. საბუნებისმეტყველო (საერთოდ ნებისმიერი
არამათემატიკური) ცოდნის კვლევისასაქსიომატური მეთოდი გამოდის
ჰიპოთეტიკურ-დედუქციური მეთოდის ფორმით (იხ, აგრეთვე, ფორმალიზაცია).
(ძალიან საინტერესო საკითხია. არ ვიცი რატომ, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის
გრძნობა დამრჩა. ჯერ ერთი, მომეჩვენა, რომ ზოგი რამ ბუნდოვნადაა
ჩამოყალიბებული, მეორეც ის, რომ შეიძლება რაიმე მექანიკური შეცდომებიცაა
გაპარული. ასე, რომ კარგი სტატიაა და კარგი დასამუშავებელიც. ბოდიში
შენიშვნისათვის, შეიძლება მე ვცდებოდე.)

აქსიომატური თეორიის სისრულე – ლოგიკურ-მეთოდოლოგიური მოთხოვნა,


რომელიც წაეყენება აქსიომატურად აგებულ თეორიებს და იმაში მდგომარეობს, რომ
მოცემულ აქსიომატურ სისტემაში დასაბუთებული (ე. ი. აქსიომებიდან გამოყვანილი)
უნდა იყოს თეორიის ყველა ჭეშმარიტი წინადადება (???).

491
აქსიონი2 (ბერძ. Aხონ ღერძი) – (ანატ.) იგივეა, რაც ნეირიტი (იხ.). შდრ.
დენდრიტი მნიშცნ. 4. ჩUჩ-ის მიხედვით. ქსე-ში!
აქსიონი3 – იხ. დენდრიტი მნიშვნ. 1-3 ჩUჩ-ის მიხედვით. ქსე-ში!
აქსიოვე – ნიმფა, პელოპის სატრფო.

აქსიროკინეზია - მოძრაობათა სიღარიბე.


აქსისი (ლათ. ჩერვუს ახის) – ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა.
გვხვდება ინდოეთსა და ცეილონში (შრი-ლანკა). ამჟამად მათი რაოდენობა
საგრძნობლად შემცირებულია, ზოგან სულ ამოწყვეტილია. ხარის რქების სიგრძე
ერთ მეტრამდეა. ფური ურქოა.
აქსოლოტლი (ფრანგ. ახოლოტლე) – კუდიანი ამფიბიის – ვეფხვა ამბისტონის
ლარვა, რომელსაც გამრავლების უნარი აქვს. ზოგან იყენებენ საკვებად.
ლაბორატორიებში კი – სხვადასხვა ექსპერიმენტებისათვის.

აქსონები (ბერ.) – 1. აპოლონიოს როდოსელის სქოლიოებში აქსონები


სხვადასხვა წარწერების შემცველი მაღალი ბოძებია; 2. არისტოტელე სალონის
აქსონებს (იხ.) კირბებთან (კვირბებთან) აიგივებს(არისტ. ანენელთა სახ. წყობ. 0, VII);
3. ლესსილოგრაფ სვილას (იხ.) ცნობებით კვირბები სამწახნაგა დაფებია ქვის
სვეტებზე მიკრული; 4. აქსონებს ოთხწახნაგა დაფებს უწოდებსდნენ, რომლებზეც
სოლონის კანონები იყო დაწერილი. 5. აპოლონიოს როდოსელის «არგონავტიკაში»
დაცულია ცნობები, რომ კირბები ჰქონიათ კოლხთში და მათ, როგორც სამანძილო
სვეტება, ისე იყებენდნენ.
აქსონი (ბერძ. ახონ – ღერძი) – ნეირიტი, ღერძული ცილინდრი, ნერვული
უჯრედის მორჩი, რომელიც უჯრედის სხეულიდან ნერვულ იმპულსს გადასცემს
ორგანოებსა და სხვა ნერვულ უჯრედებს.
აქსონი (ბერძ. ახონ ღერძი) – სოლონის კანონმდებლობის ე. წ. «პარაგრაფი»
(იხ.).
აქსონი (ბერძ. ახონ) – ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი უჯრედის –
ნეირონების (იხ.) წანაზარდების ერთ-ერთი ტიპი ორიდან (მეორეა დენდრიტი,
იხ.)აქსონებით (მრავალ ძუძუმწოვარში მათი სიგრძე 1 მ-ს აღწევს) აგზნება,
გაღიზიანება ერთი ნეირონიდან გადაეცემა მეორეს. ნეირონის აგზნებულობა,
რომელიც 0,001 წამის ხანგრძლივობისაა, განიმუხტება აქსიონით – გადის აქსიონით
ნეირონიდან. ცალკეულ ნეირონთა აქსიონები კონებად – ნერვებად ერთიანდებიან,
ხოლო თვით აქსიონები ამ კონებში ნერვულ ბოჭკოებად იწოდებიან (იგივე
ნემერიტი). ეს ნერვული ბოჭკოები, იმისთვის, რომ კარგად გაატარონ აგზნებადობა,
დაფარულია სპეციალური იზოლაციური (საიზოლაციო?) «შალითებით», ოღონდ
აქსიონთა იზოლაცია არა შრეულია, არამედ წარმოქმნილია მიელინისგან –
ნივთიერებისგან, რომლის 2/3-ბ ცხიმი წარმოადგენს. მიელინური შალითის ყოველ
1,5 მმ-ში აქვს წყვეტილობა, რაც აჩქარებს აქსონით იმპულსით გატარებას.
ელექტრული იმპულსი არ ყოვნდება მემბრანის იზოლირებულ უბნებზე და მაშინვვე
გადასკუპდება შალითის წყვეტილობის ადგილებზე, და ასე მანამ, ვიდრე აქსიონის
ზედ წვერომდე მიაღწევდეს, რომელიც ემიჯნება (ეკვრის) სხვა ნეირონთა თუ
უჯრედთა სხეულების დენდრიტებს. შემდეგ აგზნებადობა გადაეცემა სხვა
უჯრედებს, მიუხედავად იმისა, რომ «ელექტრულუ ჯაჭვი» აქ გაწყვეტილია. აქსონი,
– ნეირონის წანაზარდიმიემართება სხვა ნეირონისაკენ და მასზე წარმოქმნის სინაპსს
(იხ.) – «კონტაქტს». აგზნება, ანუ ნერვული იმპულსი, აქსონით მივიდა რა

492
სინაპსსთან, ცვლის პოტენციალს მის მემბრანაზე. აიძულებს მას სინაპსსის შიგნით
გაატაროს კალციუმის იონები. კალციუმი, რომელიც ხვდება აქსიონის
ციტოპლაზმაში, ზემოქმედებს ბურთულეაკბის გარსზე, რომლებშიც ინახება
მედიატორი (იხ.). ბურთულეაკბი იკუმშებიან და თავის შიგთავსს სინაპტიკური
ყელით სივრცეში გამოაგდებენ, იმ სივრცეში, რომელიც ჰყოფს ერთი ნეირონის
მემბრანას მეორისგან. ამგვარად, სინაფსში ნეირონის აგზნება ელექტრული
იმპულსიდან ქიმიურ იმპულსად იქცევა. შემდეგ ამ ნივთიერების მოლეკულები
უკავშირდებიან სპეციალური ცილის მოლეკულებს, რომლებიც სხვა ნეირონის
მემბრანაზე იმყოფებიან და რეცეპტორებს (იხ.) წარმოადგენენ.
აქსონი (ბერძ. ახოს მონაზარდი, წანაზარდი, მორჩი) – ნეირონის (იხ.) უჯრედის
სხეულიდან ციტოპლაზმმატური (იხ.) წანაზარდები – აქსონები და დენდრიტები
(იხ.). ნეირონებს აქვთ ერთი აქსონი. ნერვული იმპულსები აქსონებს ადგილის
დანიშნულებისამებრ გადაეცემიან.
აქტა (სანსკრიტ. აკტა) – 1. მირონცხებული; 2. ტვიშტრის ან ვიშვაკარმანის
ტიტული, რომელიც «რიგველაში» «უზენაეს» შემოქმედად და ლოგოსად იხსენიება.
იგი იწოდება «ღმერთების მამად» და «წმიდა ცეცხლის მამად».
აქტე (Aხტე «სანაპირო») – 1. ატიკის ძვ. სახელწოდება. (ეგრ.) 2. ქალკიდიკის
დას. ნახ-კ. ეგეოსის ზღვაზე(სამი თითივით გრძელი ნახევარკუნძულთაგანი). 3.
«მშვენიერი სანაპირო» ოლქი სიცილიის ჩრდ. სანაპიროზე. პერ.
აქტეა – 1. ნერეიდა. აპოლოდ. 1, 2, 7; 2. დანაიდი აპოლოდ. 2, 1, 5.
აქტეონი (Aკტაიონ) – მამაცი თებელი მონადირე. ქირონის აღზრდილი.
არტემიდემ ირმად აქცია და საკუთარ ძაღლებს დააგლეჯინა. ამ ძაღლების სახელები
ჩამოთვლილი აქვთ ოვიდიუსს, პიგინს და სხვა. ზოგიერთი მითი ჰესიოდეს აქვს
მოთხრობილი. უხატავს ტიციანს, რემბრანდტს, ტიეპოლის. ინახება მუზეუმებში.
მისი სისხლი სნეულს კურნავს.

აქტეონი (ბერძ. Aკტეიონ) – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. არისთევსის


ძე. შემთხვევით იხილა მობანავე აფროდიტეს სიშიშვლე, რაც მისთვის საბედისწერო
შეიქნა – განრისხებულმა ქალღმერთმა იგი ირმად აქცია, საკუთარი მწევრები
მიუქსია და დააგლეჯინა. აქტეონზე მრავალი ნაწარმოებია შექმნილი ხელოვნებაში.

აქტეონი – ბერძ. მითოსური მონადირე, რომელიც საკუთარმა წინდაყხედაობამ


დაღუპა. ერთხელ, აქტეონი თავის მწევრებთან ერთად აღმოჩნდა არტემისის წმინდა
ჭალაში, სადაც არტემისი ნიმფებთან ერთად კამკამა ნაკადულის ტალღებში
იგრილებდა ქალწულებრივ სხეულს. რისხვის ალმური მოედო ღვთაების სახეს.
აქტეონი ირმად აქცია და საკუთარ ძაღლებს დააგლეჯინა.
აქტი (ენათმეცნიერებაში) – გრამატიკული კატეგორია, რომელიც გვიჩვენებს,
ნახა თუ არა მოუბარმა ზმნით გამოხატული მოქმედება. ამის მიხედვთ გვაქვს ნანახი
და უნახავი აქტები (ქართულ ენაში ეს კატეგორია გადმოიცემა წარსლი დროის
ფორმებით).
აქტი (ლათ. აცტუს – მოქმედება, აცტუმ – დოკუმენტი) – 1. რაიმე ცალკეული
მოქმედება. (მაგ: ტერორისტული აქტი). 2. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტი,
ჩანაწერი, ოქმი. 3. რაიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. აქტი,
რომლითაც დადგენილია ვისიმე უფლება-მოვალეობანი). 4. დრამატული
ნაწარმოების, სპექტაკლის დასრულებული ნაწილი; მოქმედება. 5. – (მოძვ.) საზეიმო

493
სხდომა სასწავლებელში ან სამეციერო დაწესებულებაში (აქედან – სააქტო
დარბაზი).

აქტი (ლათ. Aცტუს) – 1. ფილოსოფიაში: წინააღმდეგობრიობაში მხოლოდ


ერთი შესაძლებლობის განხორციელება (პოტენცია იხ.). დანარჩენი ჩუჩ-ის მიხედვით.
..
აქტი მიტევებისა და შეკავშირებისა (შეერთებისა) – სამოთხიდან გაძევებულ
ადამს და ევას ღმერთმა შეუნდო და დაშორებულნი ერთმანეთს კვლავ არაფატის
მთასთან შეახვედრა (იხ. იხ. ადამი, ევა). ამის გამო არაფატი იქცა ადგილად «აქტისა
მიტევებისა და შეკავშირებისა». ამ აქტის ნიშნად ღმერთმა ადამს ციდან მოკიაფე
თეთრი ქვა – ალ-ჰუჯრ ალ-ასბად-ი (იხ.) ჩამოუგზავნა. ამ მოვლენის სახსოვრად
ადამმა და ევამ არაფატის მთის მახლობლად ამ თეთრ ქვაზე ააგეს ქააბას (იხ.)
პირველი ტაძარი. გადმოცემით, შემდგომში ეს ქვა გაშავებულა ადამიანთა ცოდვათა
გამო. პირველი ტაძარი – ალ-ბაით ალ-ჰარა, ანუ წმიდა სახლი, – აგებული პრველი
წყვილის მიერ, პირველი ტაძარია დედამიწაზე, რომელიც მიეძღვნა ერთ ღმერთს.
აქტი, მოქმედება – (თეატრ.) დრამატული ნაწარმოების ან თეატრალური
წარმოდგენის დამთავრებული ნაწილი. თეატრში აქტები, ჩვეულებრივ,
გამოყოფილია ერთმანეთისაგან შესვენებებით (ანტრაქტებით). აქტი შეიძლება
დანაწევრდეს უფრო მცირე ნაწილებად (გამოსვლა, ეპიზოდი, სცენა, სურათი).
აქტიდენცია – იხ. ჩUჩ-ი

აქტინიები – 1. მრავალუჯრედიანი ნაწლავღრუიანი ცხოველები. არა აქვთ


ნერვული სისტემა, თუმცა ტექსისური (იხ.) გამღიზიანებლობისმარტივი ფორმა.
გარეგან საგნებზე რეაგირებენ დიფუზიური ნერვული სისტემის წტალობით (იხ.
დიფუზიური ნერვული სისტემა); 2. აქტინია (მეტრიდფუმსენიტე) – ზღვის მიხაკი.
აქტინოიდები – საერთო სახელწოდება ქიმიურ ელემენტთა მენდელეევის
პერიოდული სისტემის VII პერიოდის 14 ელემენტისა რიგითი ნომრით 90-103.
ესენია: თორიუმი, პროტაქტინიუმი, ურანი, ნეპტუნიუმი,
პლუტონიუმი,ამერიციუმი, კიურიუმი, ბერკელიუმი, კალიფორნიუმი,
აინშთაინიუმი, ფერმიუმი, მენდელეევიუმი, ნობელიუმი, ლოურენსიუმი. არცერთ
მათგანს არ აქვთ სტაბილური იზოტოპები. თუ თორიუმი, პროტაქტინიუმი და ურანი
მიეკუთვნებიან ბუნებრივ რადიოაქტიურ ელემენტებს, სხვა აქტინოიდები
ხელოვნურადაა სინთეზირებულიბირთვული რეაქციების საშუალებით. (იხ.
ტრანსურანული ელემენტები). აქტინოიდები ეწოდა ლანთანოიდების (იხ.
მენდელეევის სისტემაში) ანალოგიით და ნიშნავს აქტინიუმის მსგავსს.
აქტინოიდების ოჯახზე წარმოდგენა შეგვიქმნა 1944 წელს ამერიკელმა მეცნიერმა გ.
სიბორგმა. თავისი აქტინოიდების თეორიის შესაბამისად მან წამოაყენა წინადადება,
რომ ელემენტების ატომებში, თორიუმიდან დაწყებული, მიმდინარეობს 5ფ
ქვეგარსის ჩამოყალიბება ისევე მიმდინარეობს, როგორც ლანთანოიდებთან – 4ფ –
ქვეგარსის შევსება. ამიტომაც ყველა 14 აქტინოიდს აქტინიუმთან ერთად ათავსებეენ
პერიოდული სისტემის ერთ უჯრაში, ხოლო მათ ერთობლიობას ათავსებენ დაბლა.
ლანთანოიდების რიგის ქვეშ. ამასოაში ტრანსურანული ელემენტების ქიმიის
შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ აქტინოიდების მსგავსება ლანთანოიდებთან
ბევრ რაიმეში ფორმალურ ხასიათს ატარებს. როგორც ცნობილია,
ლანთანოიდებისათვის ჭარბობს ჟანგვის ხარისხი +3, და ამ მდგომარეობაში ისინი
წარმოაჩენენ განსაკუთრებულ მსგავსებას. პირიქით, აქტინოიდებისათვის

494
დაწესებულ იქნა დაჟანგვის ხარისხების ბევრად დიდი რიცხვის არსებობა +1-დან +7-
მდე. მაშ, მიღებულია ნაერთები ნეპტუნიუმისა, პლუტონიუმისა და ამერიციუმისა,
სადაც ეს ელემენტები წარმოაჩენენ ჟანგვის ხარისხს +6 და +7, ასევე ნაერთები
ექვსვალენტოვანი კიურიუმის. აქტინოიდების რიგის II ნახევრის ელემენტებს –
აინშტაინიუმს, ფერმიუმს, მენდელეევიუმსა და ნობელიუმს მოულოდნელად
მდგრადი აღმოაჩნდა ჟანგვის ხარისხი +2 (მენდელევიუმს კი – +1). თანამედროვე
ნაშრომებმა (ძირითადად საბჭოთა მეცნიერების) გვიჩვენეს: 5ფ – და 4ფ –
ელემენტების შედარებისას საკმაოდ მკაფიო თვალნათლივი მსგავსება გამოიკვეთება
მძიმე აქტინოიდებსა და მსუბუქ ლანთანოიდებს შორის; იმავე დროს აქტინოიდების
ოჯახის I ნახევრის ელემენტებს აქვთ ბევრი საერთო ქიმიურ ქცევაში მენდელეევის
სისტემის წინა პერიოდების გარდამავალ დ – Nელემენტებთან. აქედან
გამომდინარეობს, რომ VII პერიოდის ქიმიური ელემენტების თვისებების
პერიოდული ცვლილება ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით. ეს გვაიძულებს,
ახლებურად მივუდგეთ პერიოდულობის მოვლენის შეფასებას – ის მაღალ
მნიშვნელობიანი ელემენტების მიმართ. აქტინოიდების ქიმიური თვისებების
თავისებურებანი აიხსნება ორი ვითარებით. ჯერ ერთი, 5F და 6დ – ელექტრონები
აქტინოიდების ატომებში (ძ=90-96-ის ელემენტებს) ახლოსაა კავშირის ელემენტების
სიდიდე, ამიტომაც ადვილად გამოიყენებიან ქიმიური ურთიერთზემოქმედედბისას.
მეორეც, ელემენტების დარგში ძ-ის ზრდასთან ერთად შესამჩნევად რთულდება
ატომებში ელექტრონების ურთიერთობათა ხასიათი, რაც დაეტყობა შესაბამისი
ელემენტების თვისებათა თავისებურებებს.
აქტიორი (ფრანგ. აცტეურ) – მსახიობი, დრამატულ სპექტაკლებში, ფილმებში
როლების პროფესიონალი შემსრულებელი.

აქტიური - მოქმედი, საქმიანი.


აქტიური კომპლექსი – იგივეა, რაც გააქტიურებული კომპლექსი.
აქტიური ნახშირი – იგივეა, რაც გააქტიურებული ნახშირი.
აქტიური სხივები – სხივები (ლურჯი, მოლურჯო-იისფერი), რომლებიც
ძლიერად მოქმედებენ შუქმდრძნობიარე ფენაზე (ფირზე ან ქაღალდზე),
საპირისპიროდ ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი სხივებისა. რომლებიც
არააქტიურად იწოდებიან.

აქტიურობა (საზოგადოებრივი) (ლათ. Aკტივუს – გამრჯე) – საზოგადოებრივი


ცხოვრებისადმი ადამიანის საქმიანი ურთიერთობა, სადაც ის გვევლინება როგორც ან
მთელი საზოგადოების, ან განსაზღვრული კლასის, სოციალური ჯგუფის ნორმების,
პრინციპებისა და იდეების ინიციატივიანი მატარებეი და გამავრცელებელი.
გამოვინდება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში, საზოგადოებრივ
მოძრაობებსა, სოციალური ცხოვრების არსებული ფორმების ნგრევისა და ახალი
ფორმების დამკვიდრებაში მონაწილეობისას. ა-ს შეფასების კომუნისტური
ზნეობრიობა მოითხოვს მისი შინაარსს მივაქციოთ ყურადღება. აქტიური ქმედებები,
რომლებიც მიმართულია პროგრესული, ჰუმანური იდეალების განსახორციელებად,
რომლებიც მშრომელთა ინტერესებს პასუხობს. დადებითად ფასდება (მაგ:
რევოლუციური მოღვაწეობა, შრომითი გმირობა, კომუნიზმის პრინციპების
დამკვიდრებაბურჟუაზიული მორალის მატარებლების მიმართ შეურიგებლობა). და
პირიქით, მოღვაწეობა, მიმართული ექსპლოატატორთა კლასის ინტერესების

495
სასარგებლოდ, მიმართული მოწინავე იდეების (???) წინააღმდეგ, დაგმობას
ექვემდებარება. დანაშაულებრივი მოღვაწეობა, ზოგადკაცობრიული ზნეობრიობის
ნორმების დარღვევა ითვლება როგორც ანტისაზოგადოებრივი ა. სოციალისტურ
საზოგადოებაშიყველა პირობა იქმნება, რომ საზოგადოებრივი ა. მასობრივ მოვლენად
იქცეს და შეგნებულ ხასიათს ატარებდეს (შეგნებულობა, ცხოვრებისეული პოზიცია).
აქტივაცია (ლათ. აცტივუს – ქმედითი) – რისამე ამოქმედება ან მოქმედების
გაძლიერება.

აქტივაციის ენერგია – რეაქციის ჩატარებისათვის საჭირო საშუალო ჭარბი


ენერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ქიმიურად მორეაგირე ნივთიერებების ნაწილებს.
აქტივაციური ანალიზი – ნივთიერების თვისებითი და რაოდენობითი
შედგენილობის განსაზღვრის მეთოდი, როელიც ატომთა ბირთვების აქტივაციასა და
მათი რადიოაქტიური გამოსხივების გაზომვაზეა დაფუძნებული.

აქტივი (ლათ. აცტივუს – მოქმედი) – 1. რაიმე ორგანიზაციის, კოლექტივის


ყველაზე მოწინავე და მოქმედი ნაწილი. 2. (ბუჰხალტ.) წარმოების ბალანსის ნაწილი,
რომელშიც შედის ყველა სახის მატერიალური ფასეულობანი (ფული, საქონელი და
სხვ.) და მოთხოვნები (საპირისპირო – პასივი). 3. (გრამატ.) მოქმედებითი გვარი
ზმნისა.

აქტივისტი – პირი, რომელიც აქტივს ეკუთვნის; რაიმე კოლექტივის, გუნდიგ,


მოწინავე, ინიციატივიანი წევრი.
აქტივიზაცია – აქტიურობის, მოქმედების გაძლიერება: გააქტიურება.
აქტორი (Aკტორ – წინამძღოლი, ბელადი. ესქ.) – ერთ-ერთი ვერსიით თებელი
გმირი, იცავდა შვიდთა ლაშქრობის დროს.
აქტორიდა – პენელოპეს მოახლე ქალი. ჰომ.
აქტორიდი – აქტორის შვილი ან მემკვიდრე.

აქტოსი (Aცჰაოს) – ბერძენი ტრაგიკოსი მსახიობი 480-406 წ. წ. ჩვ. წ-მდე.


სატირული დრამების ავტორი, შემორჩა ნაწყვეტები (გამოც « Fრაგტ. ტრაგიც
გრაეცე»).
აქტუალიზაცია (ლათ. აცტუალის – მოქმედი) – ოფიერების ცვლილების
აღმნიშვნელი ცნება. მასში ახსნილია მხოლოდ ერთი მხარე, ყოფიერების გადასვლა
შესაძლებლობის მდგომარეობიდან სინამდვილის მდგომარეობაში. აქტუალიზაციის
ახსნა არისტოტელესთან და სქოლასტიკაში აღიარებდნენ უძრავი ყოფიერების
მიმართ გარეგანი მოძრაობის წყაროს: ამ შემთხვევაში სამყაროს
პირველმამოძრავებელი ღმერთია. მატერიალისტურ მოძღვრებებში იგი ახსნილია
დიალექტიკის კატეგორიებით (შესაძლებლობა და სინამდვილე).
აქტუალიზაცია (ლათ. აცტუალის მოქმედი, მოღვაწე...) – ცნება, რომელიც
აღნიშნავს ყოფიერების ცვლილებას. ამ ცნებაში გახსნილია მოქმედების მხოლოდ
ერთი მხარე: ყოფიერების გადასვლა შესაძლებლობის მდგომარეობიდან
სინამდვილის (რეალურ) მდგომარეობაზე. აქტუალიზაციის ახსნას
არისტოტელესთან და სქოლასტიკოსებთან, გარდუვალად მივყავართ უძრავ,
ყოფიერების მიმართ მოძრაობის გარეგანი წყაროს – მსოფლიო პირველაღმძვრელის,
ღმერთის ამტიდიალექტიკურ აღიარებამდე. შესაძლებლობიდან სინამდვილეში

496
გადასვლის იდეა თავისებურად, მაგრამ ვრცლად აისახა მატერიალისტური
დიალექტიკის კატეგორიებში (იხ. შესაძლებლობა და სინამსვილე).
აქტუალიზმი (ლათ. გეოლოგ. Uნიფორმიტარია ჰისმ) – იხ. აქტუალიზმის
კანონი.

აქტუალიზმის კანონი (ლათ. გეოლოგ. Lოწუნიფორმეეჰანგე) – პრინციპი,


რომლის თანახმადაც დედამიწაზე ცვლილებები მიმდინარეობდა დაყოვნებულად და
იმავე პროცესების გავლენით, რომელთაც დღესაც ვაკვირდებით.
აქტუალიზმის მეთოდი (კანონი) – გეოლოგიური მეთოდი. სახელწოდება
მოდის ლათინური სიტყვიდან აცტუალის და ნიშნავსთანამედროვეს,
თანამედროვეობასთან მიმართებაში მყოფს. გეოლოგები უშვებენ, რომ ძალები და
პროცესები, რომლებიც დღეს მოქმედებენ დედამიწაზე, როგორც ფიზიკურ სხეულზე,
ამგვარადვე მოქმედებდნენ გეოლოგიურ წარსულში (მაგ: ნდინარეების, ზღვისა და
ოკეანის ტალღების, ვულკანების, მეწყრების, წყლის (წვიმის) და მისთ. ეროზიების
მოქმედება), ისევე უცვლიდნენ დრდამიწის ზედაპირს იერ-სახეს, როგორც დღეს.
აქედან დასკვნა, რომ თამანედროვე მოვლენების გულდასმით შესწავლა
შესაძლებლობას იძლეოდა აღდგენილიყო ოდესღაც, გეოლოგიურ წარსულში
ნინდინარე მსგავსი პროცესები და მომხდარიყო ამ პროცესთა მოქმედებით
გამოწვეული შედეგების აღწერა. ესაა აქტუალიზაციის მეთოდი, ანუ აწმყოთი –
თანამედროვეობით «წარსულის შეცნობის გასაღები». აქტუალიზმის მეთოდის
უპირველეს შემქმნელად და დამამკვიდრებლად ეკოლოგიურრ მეცნიერებაში,
ინგლისელი (წარმომავლობით შოტლანდიელი) მეცნიერი ჩარლზ ლაიელი (1797-1875
წ. წ.) ითვლება (იხ. ლაიელი, ჩარლზ). ეს მეთოდი ლაიელმა დაამუშავა სამტომიან
ნაშრომში – «გეოლოგიის საფუძვლები» (გამოიცა 1830-1833 წ. წ-ში). აქ განხილული
და ჩამოყალიბებულია აქტუალიზმის პრინციპი და დებულებები.
აქვანელი, თომა – იხ. თომა აქვანელი.
აქვინელი თომა – იხ> თომა აქვინელი.
აღა – ბერძნულ მითოლოგიაში: სიცრუის ქალღმერთი, რომელიც დაეხმარა
ჰერას (იხ.) თავისი მზაკვრული სურვილის, – ჰერაკლე არ გამეფებულიყო
პერსეიდებში, – აღსრულებას (იხ. ჰერაკლე). მან გონება დაუბინდა ოლიმპოს
მბრძანებელს და ჰერამაც იოლად გააცურა იგი. შემდეგ, აზრზე მოსულმა და
განრისხებულმა ზევსმა, ათას – სიცრუის ქალღმერთს თმებში ჩაავლო და
ოლიმპოდან მოისროლა. თანაც ზევსმა მას სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპოზეფეხის
შემოდგმა. ამის შემდეგ ცხოვრობს სიცრუის ქალღმერთი მიწაზე – ადამიანთა
შორის.
არაბესკი – (არქიტ.) ორნამენტის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც
საფუძვლად უდევს გეომეტრიული ფიგურებისა და სტილიზებული ყვავილების,
ფოთლების, სახეების (რომლებიც ზოგჯერ წარწერებსაც შეიცავენ) შეუღლება.
ევროპულ ხელოვნებაში გავრცელდა უმთავრესად მაჰმადიანური ნიმუშების
გავლენით.
არაბესკი, არაბესკა – 1. მოხდენილი ხასიათის მუსიკალური პიესა ქარგიანი
ფაქტურით.\, კლაკნილი, ორნამენტიანი მელოდიური ხაზით. 2. პატარ-პატარა
მუსიკალური ნაწარმოებების კრებული. 3. არაბულ და სხვა სტილის გავრცელებული
სკულპტურული ან ფერწერული ორნამენტი, გადახლართული ხაზების,
გეომეტრიული ფიგურების, ყვავილების, მცენარეების და მისთ. სახით. 4.
კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზაა.
497
არაბეთი – იხ. ქსე.
არაბი ისტორიკოსი იბნ ისჰაკი (VIII ს.) გვა,ცნობს რა წინასწარმეტყველ
მუჰამედის აზრსასაფისა და ნაჰილას კერპთა წარმოშობის შესახებ, თავს
ვალდებულად თვლის, რომ განაცხადოს: ერთი მხოლოდ ღმერთმა უწყის, საიდან
მოევლინენ ტაძარს ეს კერპები და რის გამო ეთაყვანებოდნენ მათ.
არაბიტები – ქრისტიანთა სექტა არაბეთში (III ს.); უკვდავებას უარყოფდა.
არაბობა საქართველოში – არაბთა სახალიფოს ექსპანსია საქართველოში, იწყება
VII ს-ის შუა ხანებიდან და მეტ-ნაკლები ინტენსიურობით XI ს-ის შუა წლებამდე
გაგრძელდა. ისტორიკოსები არაბობას საქართველოში, პირობითად, სამ მთავარ
პერიოდად ყოფენ: 1. საქართველოში არაბების გამოჩენიდან თბილისის საამიროს
(იხ.) დაარსებამდე(VII ს-ის 50-იანი – VIII ს-ის 30-იანი წლები); 2. თბილისის
საამიროს დაარსებიდან სახალიფოდან მის გამოყოფამდე და მის დამოუკიდებელ
სამთავროდ გადაქცევამდე (VIII ს-ის 30-იანი – IX ს-ის 80-აინი წ. წ.); 3. ახლო და შუა
აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა გაბატონებამდე ((IX ს-ის II ნახევრიდან XI ს-ის შუა
ხანებამდე)).
არ-აბუ ნასრ იბნ მიჰგმელი, ლათინიზებულად: ალ-ვარაბი – 1. შუასაუკუნეთა
ერთ-ერთ- უდიდესი ფილოსოფოსი, სწავლული-ენციკლოპედისტი – (870-950 წ. წ.)
აღმოსავლური არისტოტელიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი.
არისტოტელეს მოძღვრებანი ალ-ვარაბის შრომებში გადახლართულია
ნეოპლატონურ კონცეფციებში (კონცეფციებთან?). მას «მეორე მასწავლებელს»
უწოდებდნენ არისტოტელეს შემდეგ, რომლის შრომებსაც იგი კომენტარებს
უკეთებდა. ცხოვრობდა ბაღდადში, ალეპოში, დამასკოში. მისი მარადიული
თხზულებანია «გემები (იგულისხმება გემა) დიდი სიბრძნისა», ტრაქტატი
«სათნოების ქალაქის მცხოვრებთაშეხედულებები», ტრაქტატი მეცნიერებათა
კლასიფიკაციაზე, «დიდი წიგნი მუსიკის შესახებ»; 2. ე. ბლავიტსკაიას ცნობით, ალ-
ვარაბი დაბადებულა 950- წ-ს და 97 წლის ასაკში , 1047 წ-ს მოუკლავთ. თეორეტიკოსი
და ოკულტისტი ქალბატონი თვლის, რომ ალ-ვარაბი «ჰერმეტისტული
ფილოსოფოსია, ახდენდა ჰიპნოზირებას მუსიკის გავლენით. როცა ის ბირბითზე
უკრავდა, მსმენელთ აიძულებდა ეცინათ, ეტირათ, ეცეკვათ, ეკეთებინათ ის, რაც
მისთვის ხელსაყრელი იყო». მისი ზოგიერთი ნაშრომის პოვნა შესაძლებელია
ლეიდენის (?) ბიბლიოთეკაში.
არაბული დამწერლობა – დამწერლობის დამოუკიდებელი სისტემა. იგი
წარმოქმნილია არამეული დამწერლობის (იხ.) იმ სახეობათა განვითარების შედეგად,
რომლებიც ნეოსიონური (იხ.) და ნაბატეურის (იხ.) სახელწოდებითაა ცნობილი.
არაბული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებიდან უძველესია ან-ნამარის
ნაბატიური წარწერა (328 წ. ჩვ. წ-ით); ჰალაბის მალობლად აღმოჩენილი ბერძნულ-
სირიულ-არაბული ტრილინგვა (იხ. ტრილინგვა) (512 წ. ჩვ. წ-ით); ჰარანის წარწერა
(568 წ. ჩვ. წ-ით);მუსლიმური პერიოდიდან უძველესია ჰიჯრის 20 (642 წ. ჩვ. წ-ით) და
ჰიჯრის 31 (653 წ. ჩვ. წ-ით) წლების მონეტათა წარწერები; კუბათ ალ-სახრას ჰიჯრის
72 წლისა (წ. ჩვ. წ-ით 691-692 წ. წ.); ხალიფა აბდ ალ-მალიქის (646-705 წ. წ. ჩვ. წ-ით)
კირითის (იხ. კირიბები) უთარიღო (იერუსალიმური) წარწერები; ამავე პერიოდისა
და ხასიათის თბილისური (სეიდაბადური – ასე უწოდებდნენ იმ დროის არაბები
თბილისს) წარწერები და ა. შ. ისლამის ადრეულ წლებში გავრცელებული იყო ორი
ძურითადი სახეობა: ქუფური (იხ. ქუფური დამწერლობა) და ნასხური (იხ. ნასხური

498
დამწერლობა). ტექსტი იწერება (შესაბამისად იკითხება) მარჯვნიდან მარცხნივ,
როგორც სემიტურში (იხ. სემიტური დამწერლობა).
არაბული ენა – განეკუთვნება სემიტურ ენათა ჯგუფს. სემიყურ ენათაგა ნღეს
ყველაზე გავრცელებულია ჩრდილო რაბული, რომელიც სამხრეთ არაბულთან და
ეთიოპურთან ერთად შეადგენს სემიტურ ენათა ჯგუფის სამხრეთ-დასავლურ შტოს.
ჩრდილო არაბული ება წარმოდგენილია წარწერებით, რომელთაგან უძველესია
საფაური (დამასკის მახლობლად), ლიჰიანური (ჩრდ. ჰიჯაბი, ალ-უდა) და სამედური
ეპიგრაფიკული (იხ.) ძეგლები. ამ წარწერათა ენა ახლო დგას ისლამამდელი პოეზიის
(იხ.) ენასთან. ამავე ენაზეა დაწერილი მუსლიმური სამყაროს უპირველესი წიგნი –
ყურანი (იხ.). სხვა სემიტურ ენათაგან გამოირჩევა კონსონანტური სისტემის
სიმდიდრით. წარმოდგენილია 28 თანხმოვანი. ხმოვანთა სისტემას ახასიათებს 3
მოკლე და 3 გრძელი ფონემა, რომლებიც სხვადასხვა გარემოცვაში ადვილად
იცვლიან ტემბრს. კლასიკურ არაბულ ენას აქვს 3, ზოგჯერ 2 ბრუნვა, სქესი –
მდედრობითი და მამრობითი. სამი რიცხვი: მხოლობითი, თხრობითი და სწორი, და
ეგრეთწოდებული მსხვრეული მრავლობითი.
არაბული ფილოსოფია – ფილოსოფიურ მოძღვრებათა ერთობლიობა,
რომელიც მუშავდებოდა შუა საუკუნეებში აღმოსავლეთის ხალხთა იმ
მოაზროვნეების მიერ, ვინც მუსლიმანური სარწმუნოება მიიღო და იყენებდა არაბულ
ენას. განეკუთვნებიან ალ-კინდი; იბნ-სინა (ავიცენა) და სხვები.

არაბული მინიატურა – მინიატურამ (იხ.) თავისი განვითარების სხვადასხვა


ეტაპი გაიარა. ყოველი მათგანი უნიკალურია და დამოუკიდებელ ფასეულობას
წარმოადგენს. მინიატურათა შორის განსაკუთრებული ადგილი არაბულ მინიატურას
უკავია. იგი შეიქმნა გვიანანტიკურ ურანულ და კოპტიურ ტრადიციათა ზლიერი
ზეგავლენით. არაბული მინიატურის ბრწყაინვალე ნიმუშები შეიქმნა XII-XIII ს.ს-ში.
ამ ხელოვნების უმთავრესი ცემტრები იყო სირიაში, ერაყში, ნაწილობრივ ეგვიპტეში,
ესპანეთსა და ცრდ. აფრიკაში. მინიატურებით უმთავრესად ილუსტრირებული იყო
სამედიცინო-ბოტანიკური ტრაქტატები, ვარსკვლავთა ასტრონომიური კატალოგები
(იხ.), ზღაპართა და იგავ-არაკთა კრებულები და სვა ლიტერატურული თხზულებანი.
არაბული მინიატურული ხელოვნების მწვერვალი ბაღდადის სკოლის მინიატურები
გახდა (იხ. ბაღდადის სკოლა). მინიატურის ხელოვნების უდიდესი ნიმუშია «არღუნ-
შაის ყურანის» ფრონტის პირი (ეგვიპტე 1368-1388 წ.წ.), «ქილილა და დამანას»
დიდებული ილუსტრაციები და ა. შ.
არაცნობიერი – 1. მოქმედება, რომელიც ავტომატურად, რეფლექსურად ხდება,
როცა მისმა მიზეზმა ჯერ ვერ მოასწრო ცნობიერებამდე მიღწევა. შეიძლება იყოს
თავდაცვის რეაცია, ასევე ის მოქმედება, რომელიც ბუნებრივი ან ხელოვნური
გათიშვისას შეიძლება მოხდეს: ძილში, ჰიპნოზისას, სიმთვრალეში, მთვარეულობის
და სხვ. 2. აქტიური ფსიქიკური პროცესები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ
სუბიექტის სინამდვილესთან შეგნებული დამოკიდებულების გამო (ქვეცნობიერი). 3.
ინსტინქტები.
არადაჰეშუ – ბაბილონელი ხუროთმოძღვარი. მიჩნეულია ბაბილონის
ცნობილი ზიქურათის ეტემენანქის – «ცისა და მიწის ქვაკუთხედის»
ხუროთმოძღვრად (იხ. ეტემენანქი).
არაევკლიდური გეომეტრიები – ყველა გეომეტრიული სისტემა,
განსხვავებული ევკლიდურისგან (იხ. ევკლიდური გეომეტრია). ძირითადად მასში
მოიაზრება ლობაჩევსკის, ი. ბოიაის და ბ. რიმანის გეომეტრიები.
499
არაფერი უთეზევსოდ» – ბერძნული მითები და ძველი მწერლები გვიამბობენ,
რომ თეზევსმა უამრავ მოვლენაში მიიღო მონაწილეობაო. პლუტარქეს ცნობით კი,
ჰეროდორე ჰერთლეიონელის (იხ. ჰეროდოტე «თეზევსის» შენიშვნა 100) აზრით,
თითქოს თეზევსს მონაწილეობა მიეღოს მხოლოდ და მხოლოდ ლაპითებისა და
კენტავრების (იხ.) ბრძოლაში. «სხვები კი ამბობენ, რომ იგი იაზონთან ერთად
კოლხეთში იყო და მელეაგრესთან ერთად გარეული ტახიც (იხ. კალეიონის ტახი.
(პლუტარქეს პარალელური ბიოგრაფიები «თეზევსი», შენიშვნა 115) მოკლაო». აი,
აქედან მომდინარეობს ანდაზა: «არაფერი ყთეზევსოდ». თვითონ თეზევსმა კი
მარტო, მოკავშირეების გარეშე მრავალი და ბრწყინვალე საქმე შეასრულა (შესაძლოა,
პლუტარქე აქ გადაკვრით ლაპარაკობს ჰერაკლეზე, რომელსაც დამხმარე ჰყავდა იხ.
ჰერაკლე). ამიტომ გავრცელდა მის შესახებ ხმა: «ეს მეოორე ჰერაკლეაო» (პლუტარქე,
პარალელური ბიოგრაფიები, «თეზევსი», გვ. 16, 29).
არაგო (Aრაგო), ჟაკ ეტიენ ვიქტორი (1790-155 წ. წ.) – მწერალი, მოგზაური.
ავტორია: «მოგზაურობა დედამიწის გარშემო» და «ბრმის მოგონებანი».
არაგო, დომინიკ ფრანსუა – (1786-1853 წ. წ.) ფრანგი სწავლული. იკვლევდა
სინათლის პოლარიზაციას, აღმოაჩინა ელექტრული დენის დამამაგნიტებელი
მოქმედება და ე. წ. ბრუნვის მაგნეტიზმი; დაადგინა პოლარული ნათების კავშირი
მაგნიტურ ქარიშხლებთან. შექმნა ტრაქტატები ასტრონომიაზე, მეცნიერების
ისტორიაზე. დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულ მეცნიერებაზე; მეცნიერების
პოპულიზაზტორი.

არაგოტო», «ძლიერი სტილი» – ტერმინი «არაგოტო», რომელიც


სიტყვასიტყვით ნიშნავს «რაიმე ძლიერს», «უხეშს», «გახელებულს», წარმოიშვა XVII
ს. II ნახევარში. საკუთრივ ამ სტილის ჩამოყალიბებასთან ერთად კლასიკურ
იაპპონურ გრავიურაში და თეატრ კაბუკიში. მსახიობი თამაშობდა «არაგოტოს» –
ძალას – სხვადასხვა გამოვლინებებში. სრულდებოდა როლები, რომლებშიც
ნაჩვენები იყო ძალა, სიდიადე, განურჩევლად მისი სიკეთისა თუ ბოროტებისა,
კეთილშობილური მამაცობისა თუ აღვირახსნილი ველურობისა.
არაჰათი (სანსკრიტ არაჰატ) – ასევე, წარმოითქმის და იწერება, როგორც არჰან,
რაჰათ და ა. შ. «ღირსეული», უფრო ზუსტად ის, ვინც ვინც «იმსახურებს ღვთაებრივ
ღირსებას» (პატივს). დასაწყისში ჯაინისტები, შემდგომ ბუდისტი წმინდანები ამ
სახელს არქმევდნენ იმათ, ვინც ხდებოდა განდობილი ეზოთერიკულ
საიდუმლოებებს. არჰატი არის ის, ვინც ფეხი შედგა საეკლესიო და უმაღლეს
ბილიკზე, ამიტომაც იგი თავისუფალია სანსარისაგან, განმეორებად დაბადებათაგან.
არალუ – ქვესკნელი.
არამეული დამწერლობა – ჩრდილო სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი
ძირითადი სახეობა. ცნობილია მისი ორი – ნაბატეური და ნეოსიონური
დამწერლობა, რომლის განვითარებით წარმოიშვა არაბული დამწერლობა (იხ.),
შედგება 22 ნიშნისგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებისთვისაა გამოყენებული. ამ
დამწერლობის უძველესი ნიმუშები ახლოს დგას ძვ. ფინიკიურ და ძვ. ქანაანურ
დამწერლობებთან, თუმცა განსხვავება ადრიდანვეა შესამჩნევი. ჩვ. წ-მდე I
ათასწლეულის II ნახევაეში არამეული ანბანი, ფაქტიურად, მთელს ახლო
აღმოსავლეთში გავრცელდა. დამწერლობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი
ძეგლებია: თელ-ჰალაფის წარწერა (ჩვ. წ-მდე X-IX ს.ს.); ბარ ჰადაბის (დამასკის
არამეელი მეფე) სტელის ფრაგმენტი (დაახლ. 850 წ.); ზაქირის სტელა (ჰამათისა და

500
ლუ-აშის მეფის); აღმოჩენილი ალეპოს (ჰალაბის) სამხრეთ-დასავლეთით (ჩვ. წ-მდე
775 წ.) და ა. შ. ნაპოვნია მრავალი პაპირუსი (იხ.) და ოსტრაკა (იხ. ოსტრაკა)
ეგვიპტეში, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ელეფანტინის არამეული პაპირუსები
(იხ.). დამწერლობის განვითარებაში გამოიყოფა ორი პერიოდი: 1. ადრინდელი – ჩვ.
წ-მდე IX-VII ს.ს. და 2.არამეული «ოქროს ხანა», როცა არამეული გახდა «ლინგუა
ფრანცა» – ოფიციალური ენა მთელს ახლო აღმოსავლეთში (იხ. ლინგუა ფრანცა),
ხოლო არამეული ანბანი გახდა სპარსეთის იმპერიის ოფიციალური დამწერლობა.
საფუძვლად დაედო მთელ რიგ სხვა დამწერლობებს. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.
არამეული ენა – ჩვ. წ-მდე სირია-მესიპოტამიაში, პალესტინასა და ფინიკიაში
გავრცელებული სემიტური ენის ერთ-ერთი სახეობა. როგორც დამწერლობა, იგი
ახლო აღმოსავლეთის საკანცელარიო და საერთაშორისო ენაა. IV-III ს.ს-ში ჩვ-მდე
არამეულმა ენამ ხმარებიდან განდევნა ებრაული ენა. ცნობილია I-III ს.ს-ის (ჩვ. წ-ით)
მცხეთის არამეული წარწერები (იხ. არამეული დამწერლობა). არამეული ენის ერთ-
ერთ დიალექტზე (ე. წ. სირიული ენა) შეიქმნა მდიდარი ქრისტიანული
ლიტერატურა (იხ.) (III-XIV ს.ს.). მეორე – მანდეურ ენაზე (ბაბილონური არამეული
დიალექტი) – მანდეური ლიტერატურა (III-VIII ს.ს.). ირკვევა, რომ არამეუიი ენის
ედისურ დიალექტზე (სირიულზე) ლაპარაკობდა იესო ქრისტე.
არამეული ლიტერატურა – არამეულ ენაზე შექმნილი ლიტერატურის უძველეს
ნიმუშად მიჩნეულია ლიტერატურული ანალები (ადრეული ძეგლები გამეკუთვნება
ჩვ. წ-მდე VIII ს-ს), კერძოდ, იაუდის მეფის ფინუმ II-ისა და მისი მემკვიდრის, ბარ-
რუქუბის წარწერები. წარწერები ფინუმის სიცოცხლის ბოლო წლების ქრონიკებს
გადმოგვცემს. ჩვ. წ-მდე V ს-ში იქმნება არამეული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი
ძეგლი – «ამბავი ასიკარ ბრძენისა» (იხ.), რომელიც არამეული მხატვრული
ლიტერატურის საფუძვლადაა მიჩნეული. მეორე და მნიშვნელოვანი ძეგლია
ელეფანტინში (ეგვიპტე) აღმოჩენილი ბეჰისტუნის კლდეზე ამოკვეთილი წარწერის
(იხ. ბეჰისტუნის წარწერა) არამეული თარგმანის ფრაგმენტები, რომელიც დარიოს I-ს
მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ასევე საყურადღებოა ქ. ვარქას არამეული შელოცვის
ლურსმული ტექსტი (ჩვ. წ-მდე V-I . ს.), მომდევნო პერიოდის არამეული
ლიტერატურა ორგანულად უკავშირდება იუდაიზმს, მანდეიზმსა და ქრისტიანიზმს
(იხ. იხ. იუდეურ-არამეული ლიტერატურა, სამარიტული ლიტერატურა, მანდეური
ლიტერატურა, ქრისტიანულ-არამეული ლიტერატურა). ქსე-ში!
არამ-ნაჰარაიმ – «არამეული ორმდინარეთი» – შუამდინარეთის სახელწოდება.
არანი (სანსკრიტ არანი) – 1. «ქალური არანი» ვედური ადიტის სახელი; 2.
იზოთერიკულად: სამყაროს მუცელი; 3. არანი – სვასტიკა; 4. ხის ბადროსებრი დაფა
(დედრული წარმოშობის სიმბოლიკა), რომელშიც ჰრამანდრას – ლერწმის (მამრული
წარმოშობის სიმბოლო) ხახუნით მოიპოვებდნენ ცეცხლს. ბლავატსკაიას აზრით,
ბადროსა და ლერწმის ხახუნისა და ცეცხლის გაჩენის აქტი ფრიას მისტიკური
ცერემონიაა, რომელშიც მრავალი მნიშვნელობაა დაფარული და არის წმიდათა
წმიდა, რომელიც მატერიალიზმმა შერყვნა, გააუკუღმართა და ფალოსურ, სქესობრივ
დანიშნულებამდე დაიყვანა.
არანიაკა (სანსკრიტ არყაკა) – 1. ვედების ნაწილი. შეიცავს უჰანიშადებს ...; 2.
წმიდა განდეგილები, ბრძნები, რომლებიც ძველ ინდოეთში ტყეებში ცხოვრობდნენ.
ამიტომ არანიაკებს «ტყის სიმღერებსაც» უწოდებენ.
არანიაკები – «ტყის წიგნები» (იხ. მაჰააბჰარატა) (იხ. აიტარეჰია-არანიაკა).

501
არანიაკები – მაჰარაბჰატას უზარმაზარ კრებულში შემავალი წიგნი, შინაარსით
ყველაზე მდიდარი და ნაირფერი. ამასთან, იგი მოცულობით ყველაზე დიდია
მაჰარაბჰატას 18 წიგნს შორის (მოიცავს 11500 შლოკს).
არანჟირება – მუს. ნაწარმოების გადატანა, მისი გადმოღება სხვა საკრავისა ან
სხვა ხმისათვის. არანჟირებას ორკესტრისათვის ეწოდება «გაორკესტრება» ან
«ინსტრუმენტობა» . საოპერო პარტიტურის არანჟირებას ხმისა და
ფორტეპიანოსათვის ეწოდება «კლავირი». არანჟირება ეწოდება აგრეთვე ნაწარმოების
გადმოღებას იგივე საკრავისათვის გაადვილებული სახით.
არაოვულირებული ფოლიკულის ლუთეინიზაცია (ლათ. ნონ ოვულატიო
ფოლლიცულუს) – ფოლიკულის ვადამდელი ლუთეინიზაცია (იხ. იხ. ლუთეინური
ფაზის უკმარობა, ლუთეომა). სიმპტომატურობა: პროგესტერონის(?) სეკრეციის
ციკლური ცვლილებები, ენდომეტრიუმის რამდენადმე დაგვიანებული სეკრეციული
ტრანსფორმაცია. პათოლოგიის ძირითადი გამომწვევი მიზეზები: ჰიპოთალამო-
ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქცია, ფიზიკურ-ფსიქიკური სტრესები,
ჰიპერანდროგენია. მოსალოდნელია: საკვერცხეებში ჰორმონების სინთეზის ან
ანგიბინის, სტატინების, კინინების ცვლათა დარღვევები.
აღაპები (ბერძ.) – 1. ქრისტიანობის პირველ წლებში: რელიგიური საღამოები,
სადაც სრულდებოდა ევქარიზმის (იხ. ევქარისტთა) საიდუმლოებანი და ძმობის
დადასტურება; 2. ძვ. საბერძნეთში: ღამის ორგიები (იხ.)
აღაპიტ I – რომის პაპი. 535-536 წ. წ-ში შუამავლობდა (დესპანობდა)
იუსტინიანესა და ოსტგოთებს. გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში.

აღაპიტები (ბერძ.) – ქვრივები და ქალწულები, ადრეული ქრისტიანობის ხანაში


მონასტრებთან შექმნილი თემების მცხოვრებნი. ისინი მისდევდნენ
ღვთისმსახურებას, მაგრამ არ დებდნენ არდაქორწინების (გაუთხოვრობის) აღთქმას.
არაპოვი პიმენ ნიკოლოზის ძე – (1796-1861 წ. წ.) დრამატურგი, გამოსცა
ალმანახები: «რადუგა» (1830 წ.), «დრამატ. ალბომი» (1850 წ.). მისი მთავარი ნაშრომი
«ლეტოპისი რუსს. ტეატრა» (1861 წ.).
არაპროფესიონალი მსახიობი – მოყვარული მსახიობი, რომელსაც არც
პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო სპეციალური განათლება აქვს და არც
მუდმივად მუშაობს კინოსა და თეატრში.

არაქნე («ობობა») – ლიდიელი ქალიშვილი. ფეიქარი. ქსოვის ხელოვნებაში


ღმერთებს გაეჯიბრა და შეეწირა კიდეც. ათენამ იგი ობობად აქცია. (გოგონამ თოკი
ჩამოიკიდა. ათენამ დაწყევლა «ასე ეკიდე მარად შენს ქსოვილზეო»).
არაქნოიდიტი – ტვინის ქსელისებრი გარსის ანთება.
არაქსია - მოძრაობათა კოორდინაციის მოშლა. გვხვდება თავისა და ზურგის
ტვინის ზოგიერთი დაავადების დროს (განსაკუთრებით ნათხემიის ვესტიბულური
აპარატისა და ზურგის ტვინის უკანა სვეეტების დაზიანებისას).

არარუ – მთა უგარითულ მითოლოგიაში. ლოკალიზაცია უცნობია. ანალუმ


(იხ.), როცა იმშობიარა, არარუს და ცაფანუს მთიდან ამცნო ბალუს სასიხარულო
ამბავი – შვილის, ამურუს დაბადება (იხ.).
არასა მარამ (სანსკრიტ არასა მარამ) – 1. ინდუსთა წმიდა ხე ცოდნისა; 2.
ოკულტიზმში: მისტიური სიტყვა.

502
არასატიანი (სანსკრიტ. არასატყანი) – პთხი ჭეშმარიტება, ოთხი დოგმა: 1.
დუკჰა ანუ ის, რომ ტანჯვა და სალმობანი უცილობელი, გარდუვალი თნამგზავრია
შეგრძნებითი (ეზოთერიკულად – ფიზიკური) არსებისა; 2. სამუდაიჰა, ტრუიზმი,
რომ ტანჯვა ძლიერდება ადამიანთა ვნებათაგან; 3. ნიროდჰა, ის, რომ ყველა ამ
გრძნობის ჩაჩუნქრვა და შეწყვეტა ადამიანისთვის შესაძლებელია «გზაზე»; 4. მარგა,
ვიწრო გზაა ანუ ის სტეზია, რომელსაც კურთხეულ შედეგებამდე მივყავართ.
არასელი ჟანი – მაღალი შუასაუკუნეების ეპოქის შესანიშნავი სკულპტორი.
იხსენიება 1307 წ. შეასრულა შარტრის ტაძრის სკულპტურათა უმეტესობა, პიერ დე
შელენთან ერთად შექმნა მეფე ფილიპე გამბედავის აკლდამა (თეთრი მარმარილოს
ფიგურები შავ სარკოფაგზე).

არასინოიონი – ბერძნული ტაძარი კუნძულ სამოთრაკზე... მისი ორდერული


კოლონადები ძალიან ჰგავდნენ ნისას «წრიულ ტაძარს» («მრგვლოვან ტაძარს») (იხ.
ნისა).
არატა – წმინდა ცეცხლი ინდოელთა ტაძრებში.
არატერიონი (ბერძ. ზმნისაგან აპაომალ წყევლა) – წყევლის ადგილი;
არატერიონის მეორე ადგილი გარგეტოსდებში (ოლქში), სადაც თეზევსმა (იხ.)
განდგომილი ათენელები დაწყევლა, თავად კი კუნძულ სკიროსს გადაიხვეწა
(პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები «თეზევსი», 35, 18)
არათი (არათესი) (310-315 წლწბს შორის – 245 წ. ჩვ. წ-მდე) – ელინისტური
ხანის პოეტი-ფილოლოგი. დაიბადა ქ. სოლიში, კილიკიაში – მცირეაზიის სანაპიროს
ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქში, დიდგვაროვანის ოჯახში. სწავლობდა და ცხოვრობდა
ათენში. შემდეგ მოღვაწეობდა ანტიგონე I გონატის (დაახლ. 319-239 წ. წ. ჩვ. წ-მდე) –
მაკედონიის ცალთვალა მმართველის (იხ.) და სელევკიანთა დინასტიის სირიის
მეფის ანტიოქოს I-ის (324-261 წ. წ. ჩვ. წ-მდე) კარზე. იგი იყო ავტორი ჩვენამდე
მოუღწეველი ლექსებისა, რედაქტორობდა ჰომეროსის ანტიოქიის გამოცემას, თუმცა
სახელი დიდაქტიკურმა პოემამ, – «მოვლენამ» მოუტანა, რომელიც ჰეკზამეტრით
იყო დაწერილი (1115 ჰეკზამეტრი) და შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველი
ნაწილის შინაარსი გადმოგვცემდა ევდოქსიოს კნიდოსელის (დაახლ. 408-355 წ. წ. ჩვ.
წ-მდე) – მათემატიკოსის, ასტრონომის, გეოგრაფისა და ექინის – დაკვირვებებს,
რომელმაც პირველმა მოგვცა თანავარსკვლავედთა მეცნიერული აღწერილობა. მეორე
ნაწილი მიძღვნილია სხვადასხვა მეტეოროლოგიური ნიშნებისადმი. არათი
სარგებლობდა არისტოტელეს მოწაფისა და მეგობრის თეოფრისტეს გამოკვლევათა
შედეგებით (თეოფრასტესი სწავლობდა მეტეოროლოგიურ მოვლენათა წარმოქმნა-
წარმოშობას). მთავარი ამოცანა არათისათვის პრობლემის ჩამოყალიბება კი არა,
თანავარსკვლავედთა მითოსიუჟეტებთან კავშირი და მათი ბრწყინვალე, ნათელი
ენით აღწერა გახლდათ. მაგ: აღწერილია არქტოსი («დიდი დათვის
თანავარსკვლავედი») ნიმფა კალიასტოს მითით, რომლის მიხედვით ეჭვიანმა
ჰერამეს ნიმფა ძუ დათვად აქცია. ამგვარადვეა აღწერილი კასიოპეას, ცეფევსის,
პერსევსისა და ანდრომედას, ორიონისა და ა. შ. თანავარსკვლავედები. იზიარებდა რა
თავისი ათენელი მოძღვრის – სტოიკოს ძენონის კონცეფციას, პოეტი ხაზს უსვამდა
სამყაროს ყოველი მოვლენის ორგანულ ურთიერთკავშირს. არათს, რომელმაც
აღაღორძინა დიდაქტიკური ჟანრი, უამრავი მიმდევარი ჰყავდა, რომელთა შორის
ყველაზე ცნობილი ნიკანდრეს კოლოფონელი (იხ.) გახლდათ, ავტორი ორი
დიდაქტიკური პოემისა – გველის ნაკბენის და მოწამლული საკვების
შხამსაწინააღმდეგო საშუალების შესახებ (130-იანი წლები ჩვ. წ-მდე); არათის
503
მიმდევარი გახლდათ, აგრეთვე, ანტიკურობის გამოჩენილი ასტრონომი – ჰიპარქოსი
(190 – დაახლ. 125 წ. წ. ჩვ. წ-მდე. იხ.). რომაულ ენაზე არათის ნაწარმოებთა
მთარგმნელებს შორის უნდა დასახელდეს ციცერონი (იხ.) და ტიბერიუსის ნათესავი
და აყვანილი ვაჟი – ცნობილი რომაელი სარდალი გერმანიკუსი (ჩვ. წ-მდე 15 – ჩვ.
წ-ის 19 წ. წ.). ვერგილიუსმა მისგან ისესხა ცნობები, თუ «რომელ ვარსკვლავებზე»
აეღოთ მოსავალი, რა ნიშნებით გამოიცნობოდა ამინდი და უამინდობა.
ლუკრეციუსის პოემაც, – «საგანთა ბუნების შესახებ», – რათის «მოვლენის»
გავლენითაა დაწერილი. შუასაუკუნეებში არათის ნაწარმოებები გამოყენებული იყო
სახელმძღვანელოებად.
აღათია (აღათე) – წმიდა მონაზონი, ვნებული. ეწამა 215 წ-ს. ხსოვნის დღე – 5
თებერვალი.

არატოსი (არეტოსი) – 1. ნესტორის შვილი. 2. პრიამოსის ვაჟიშვილი.


არათთა (შუმერ. «უცხო», «საუცხოო») – ქვეყანა, რომელიც შუმერებს მტრობდა.
ქვეყანა ოქრო და ვერცხლმრავალი. ლეგენდარული ქვეყანა. ადგილმდებარეობა
გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ იგი ურმიის ტბასა და კასპიის ზღვას შორის უნდა
ყოფილიყო; ან ირანის სამხრეთ-დასავ. ნაწილში (შესაძლოა ლარისტანის ოლქში). იგი
იხსენიება ლუგალბანდისა და ენმერქარის (იხ. იხ.) ეპიკურ ტექსტებში, როგორც
ურუქის მეტოქე ქალაქი. იგი შუმერისგან «შვიდი მთის იქით» ყოფილა. იხსენიება,
როგორც «მთა წმიდა მადლთა». მფარველობდა ინანა (იხ.), თუმცა ინანა ურუქს
ანიჭებდა უპირატესობას – აქ იდგა მისი მთავარი ტაძარი.
არათუ – შუმერული პანთეონის ქალღმერთი, რომელმაც შექმნა ველური კაცი –
ენქიდუ, რათა მისით მოეთვინიერებინა გილგამეში, რაც საბოლოოდ ენქიდუსა და
გილგამეშის მეგობრობით დასრულდა (იხ. გილგამეშის ეპოსი).
არაუჟუ პორტო ალეგრე (Aრაუჯო Pორტო Aლეგრე) (1806-1879 წ. წ.) –
ბრაზილიელი პოეტი და მხატვარი. პოემები, დრამები.

არაწინააღმდეგობრიობა – ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც


უყენებენ ცოდნას, კერძოდ მეცნიერულ ცოდნას (ალბათ აქსიომები).
არაზუ – ლოცვა-ვედრების ღვთაება.
არბა-ილ (ქალდ.) – დიად ღმერთთა ოთხეული. სიტყვა არბა არამეულია და
ნიშნავს «ოთხს», ხოლო ილ-ინიშნავს იგივა ალ-ს, ელ-ს. ოთხეულში სამი მამაკაცური
ღვთაებაა, ერთი – ქალური. თუმცა იგი ქალწულია, მაინც აქვს უბიწოდ ღების
უნარი. ეს ოთხეული ქმნის ღვთაების ფართოდ გავრცელებულ იდეალს.

არბეოსი – მეგემედეს მამა.


არბიტრიო – – მუს. ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა შესრულდეს
საკუთარი შეხედულებისამებდ.
არბოტნოტი, არბეტნოტი (Aრბუტჰნოტ), ჯონი, ინგლ. სატირიკოსი, 1667-1735 წ.
წ., ექიმი დედოფალ ანასი.

არცაი – ფინიკიურ-უგარითული ქალღმერთი. ღმერთ ბალუს (იხ.) ერთ-ერთი


ქალიშვილი სამთაგან (ჰიდრაი, თალაი, არცაი). როგორც ჩანს, ბალუს ასულები მამის
მოღვაწეობის რომელიღაც სფეროებს გამოხატავდნენ: ცის ნამს – ჰიდრაი (იხ.),
ღვთაებრივი შუქი – თალაი (იხ.) და მიწის ნაყოფიერება – არცაი. საერთოდ, სამივე
ქალღმერთი ნაყოფიერების ღვთაებები იყვნენ და მამასთან, უძლიერეს ბალუსთან

504
ერთად უზრუნველყოფდნენ სიცოცხლის უწყვეტობას მიწაზე. ჰიდრაი და თალაი,
ჩვეულებრივ, მამასთან, მამის სახლში ცხოვრობდნენ. რაც შეეხება არცაის, იგი
დაკავშირებული იყო მიწასთან და, როგორც ჩანს, სადღაც მიწაზე, ან სულაც
მიწისქვეშა სამყაროში უნდა არსებულიყო.
არცერათერიუმი – ბენარას (საქართველო) ნამარხი მარტორქის სახეობა.
მარტორქის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გვარი. მისი არსებობის ისტორია
დროის უზარმაზარ მონაკვეთს – 25 მლნ. წელს მოიცავს. აღმოჩენილია სოფ.
ბენარაში. ოლიგოცენური დროის მარტირქა (დაახლ. 30 მლნ. წ.).
არჩევანი მორალური – პიროვნების მორალური მოღვაწეობის, ძიების აქტი,
რომელიც ჩნდება შეგნებული მჯობინებითფასეულობათა განსაზღვრული
სისტემისა, ქცევის ხაზის ან საქცევისკონკრეტული ვარიანტისა, როდესაც ადამიანმა
დამოუკიდებლად უნდა მიიღოს მორალური გადაწყვეტილება და უზრუნველყოს
მისი რეალიზება. ა. მ-ს საფუძველი შეიძლება იყოს: ინდივიდი, ვინც
გადაწყვეტილებას იღებს საქციელზე; ადამიანთა კოლექტივი, რომელიც აყალიბებს
თავისი შეფასების ურთიერთობის ნორმებს; კლასი, რომელიც ცდლობს შეცვალოს ან
შეინარჩუნოს არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემა; საზოგადოება
მთლიანად. ინდივიდუალური ა. მ. თავის თავში განასახიერებს ჯგუფის,
კოლექტივის, კლასის ცდა მთელი საზოგადოების მორალურ არჩევანთა არსებით
თვისებებს. ა. მ. ასახავს აზროვნებისა და საზოგადოების ზნეობრივი თავისუფლების
ხარისხს, რომლის არსიც გადმოსცა ენგელსმა, როდესაც საუბრობდა საქმის ცოდნით
გადაწყვეტილების მიღების უნარზე. ერთი საქციელისათვის უპირატესობის მიცემა
ავალდებულებს ა. მ. შეუფარდოს გარემოებებს, მიზანშეწონილობა შეურწყოს
მორალურ პრინციპულობას, ჰიმანურობას, შეარჩიოს აუცილებელი საშუალებანი
(მიზანი და საშუალება), რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მიზნის მიღწევა და
მოტივისა და შედეგის ორგანული ერთიანობა. განსაკუთრებით ნათლად ა. მ.
გამოჩნდება კონფლიქტურ სიტუაციაში (კონფლიქტი მორალური), როდესაც
ერთმანეთს შეეჯახება პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესები (პირადი
მიდრეკილებები და მოვალეობა), საკუთარი და სხვისი ინტერესები (ეგოიზმისა და
ალტრუიზმის გათვალისწინება) ანდა წინააღმდეგობაში მოდიან სხვადასხვა
მორალური მოთხოვნები (მაგ: როდესაც მოვალეობის აღსრულება ზიანს მოუტანს
საზოგადოებას ან ცალკეულ პირებს, როდესაც მადლიერების მოთხოვნილება იწვევს
პრინციპულობას და ა. შ. დარღვევას). კონფლიქტური ვითარებები და ა. მ-ს
აუცილებლობა აღმოცენდება ხოლმე სხვადასხვა ფასეულობათა და ნორმების
შეჯახების დროს, რომლებიც განპირობებულია სოციალური წინააღმდეგობებით,
სხვადასხვა მოვალეობათა შეუთანხმებლობით, ცალკეულ პირთა გაუაზრებელი
ქმედებით ანდა შემთხვევითი ვითარებებით. მორალური მოთხოვნები, რომლებიც
პირს წაეყენება, რომელიც არჩევანის კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფება,
ითვალისწინებენ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებს და კარნახობენ აირჩიონ
ვარიანტი, რომელსაც შედეგად ექნება ბოროტების მინიმუმი და სიკეთის მაქსიმუმი.
უკეთესია ა. მ. კეთდებოდეს შინაგანი რწმენით (რწმენა, სინდისი), და არა უბრალოდ
სხვა პირთა მითითებით. კაცი არ უნდა გაექცეს პირად პასუხისმგებლობას, არაა
მოსაწონი საკუთარი საქციელის გამართლების მცდელობა ვინმეს ავტორიტეტის
ოფიციალური განკარგულების, გარშემომყოფთა მიერ იძულების, ანდა იმის, რომ
«ასე იქცევიან სხვების» «დამოწმება», მოშველიება. იმავე დროს თვით პირადი
რწმენა, რაც საფუძველია ამა თუ იმ ა. მ-სი, ზნეობრიობას უნდა ემყარებოდეს.

505
არცი – ფინიკიური და უგარითული მითოლოგიის მიწის ქალღმერთი.
არდად-ი (ებრ.) - სიტყვა გვხვდება ეზრას მეორე წიგნში (9:26). ამ სახელით
გამოსულია XX ს-ის «ოკულტური რომანი». ამ რომანის გმირები, წინასწარმეტყველ
ეზრას მიერნახსენებ ადგილას, ე. წ. არდათში ხვდებიან, რომელსაც მაგიური
თვისებები გააჩნია (იხ. ნეორე ეზრა).

არდაშირ I პაპაკანი (190-241, ან 239 წ. წ.) – ირანის პირველი შაჰინ-შაჰი,


სასანიანთა დინასტიის (224-651 წ. წ.) დამაარსებელი. მისი ბაბუა, სასანი,
გადმოცემით, ანაჰიტას ტაძრის ქურუმი ყოფილა სტაჰრში, ხოლო მამა პავანი –
ანაჰიტის უზენაესი ქურუმი, მცირე სამფლობელოს მეფე გამხდარა. არდაშირმა
დაიპყრო სუზა (სუზიანა), 224 წ-ს დაამარცხა პართიელები და ორი წლის შემდეგ
აიღო ფთესიფონი (226 წ.). ფაქტიურად, იგი ხდება სპარსეთის სახელმწიფოს
დამაარსებელი. თვით სახელწოდება სპარსეთი წარმომდგარია ირანის ზეგანის
სამხრეთ-დასავლეთი ოლქის – პარსის სახელიდან, სადაც მმართველობდა არდაშირ
I. მისი რეზიდენცია ქ. ჰორში (თანამედ. ფირუზაბადი) იდგა, სადაც აიგო სამეფო
სასახლე აივნითა (იხ.) და ცენტრალურგუმბათოვანი კვადრატული დარბაზებით.
არდაშირის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ზოროასტრიზმში,
რომელმაც დოგმაიზმის ფორმა მიიღო. შაჰინ-შაჰის ბრძანებით განხოეციელდა
«ავესტას» (იხ.) მეორე კოდიფიკაცია. არდაშირი გახდა მთავარი პერსონაჟი წიგნისა –
«არდაშირ პაპაკაის საქმეთა წიგნი». არდაშირ პაპაკანის ისტორია შემდგ სასანიანთა
ისტორიულ კრებულში – «ხოდაი-ნამაქში» («ხვადაი-ნამაქში») და ფირდოუსის
პოემის – «შაჰ-ნამეს» სასანიანთა ნაწილშიც შევიდა. არდაშირ I-ის ქანდაკური
გამოსახულებიდან ჩვენამდე მოღწეული რელიეფი, რომელიც დარიოს I-ის
სარკოფაგის კლდის ქვეშაა ამოკვეთილი ნახშ-ირუსტამში. ამ რელიეფზე ღმერთი
ორმუზდი სასანიანთა დინასტიის დამაარსებელს სამეფო ხელისუფლების სიმბოლოს
(გულქანდს) გადასცემს.
არდაშირ I პაპაკანის საქმეთა წიგნი» («კარნამაქ არტაჰშერ პაპაკან») – დაახლ. VI
ს-ის ძეგლი, სადაც გადმოცემულია სასანიანთა იმპერიის დამაარსებლის არდაშირ I-
ის საქმეთა შესახებ. ფაქტიურად ამ მატიანური თხზულებით ძველსპარსული
ლიტერატურის ისტორიაში ხდება გადასვლა ნატიანური პროზიდან
ლიტერატურულზე. თხზულების მოქმედება იწყებე არშაკიდების (ჩვ. წ-მდე III ს. –
ჩვ. წ-ის II ს-ის დასაწყ.) პერიოდიდან, კონკრეტულად, «ალექსანდრე რუმიელის»
(ალექსანდრე მაკედონელის) სიკვდილის შემდეგ, როცა ირანში 240 ფეოდალურ-
სათავადო სამთავრო იყო. როგორც კიროს II-სი ლეგენდაში, პაპაკანის შესახებ
თხზულებაში ჩართულია არდაშირ I-ის პაპის – ბაბაქის, ამბავი – პარსის
«გუბერნატორად» და მმართველად არდავანისგან დანიშნული კაცის, – სიზმრის
ამბავი და ამასთან, აქემენიანთა «კანონიერი მემკვიდრის» სამეფო ხელისუფლების
ნიშნით (ფარუთი) შეცობის მოტივით. ამ თხზულებაში ზეპირ ტრადიციებთანაა
დაკავშირებული მწყემს პაპაკა სასანის, დარა-დარაიჰანას შთამომავლის აქემენიანთა
გვარიდან, ისტორიასთან. პაპაკა სასანი ერთხელ სიზმარში გამოეცხადა ბაბაკს –
«მოხატულ სპილოზე ამხედრებული და ყოველი ადამიანი შიშით ძრწოდა მის
წინაშე, ევედრებოდნენ მას და უგალობდნენ სადიდებელ ოდებს» – ნიშნად ინისა,
რომ სასანის შთამომავლობას დიადი მომავალი ელოდა. სიზმარს აყოლილმა ბაბაქმა
მას თავისი ქალიშვილი გააყოლა. ამ ქორწინებით იშვა არდაშირი, რომელიც შემდეგ
ყველას ანცვიფრებდა თავისი უნარითა და შესაძლებლობებით სამხედრო თუ
გასართობ თამაშობებში. ჭაბუკ არდაშირს არშაკიდების სამეფო კარზე აგზავნიან, მის
506
შიშით, რომ მასში აქემენიანთა კანონიერი მემკვიდრე არ შეიცნონ, იგი სამეფო კარს
მეჯინიბედ ეცხადება. იგი სამეფო კარიდან მასზე შეყვარებული მონა ქალის
დახმარებით გარბის. არდაშირი ჯარს შემოიკრებს, ამარცხებს პართიელებს და
აფუძნებს სასანიანთა ახალ დინასტიას. თხზულების უმთავრესი მიზანი სასანიანთა
აღმეტებულობისა და ხელისუფლების კანონიერებაა. ისტორიულ ფაქტებთან და
ისტორიულ პირთა სიტყვებთან ერთად ნაწარმოებში შესულია ფანტასტიკის,
ხალხურ თქმულებათა და ზღაპართა ელემენტები (ბრძოლა დრაკონთან). ნაწარმოები
განსხვავდება მატიანურ თხზულებისგან. არის მცდელობა პერსონაჟთა ლაკონური
დახასიათებისა და მოქმედების ადგილთა მხატვრული აღწერისა.
არდაშირ I-ის სასახლე – სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის
(იხ.) სასახლე აიგო III ს-ში ქ. გურში (თანამედ. ფირუზაბადი). ამ სასახლის
არქიტექტორებმა ხუროთმოძღვრებაში პირველად შემოიტანეს ახალი, კუთხური
(გონიური)კონსტრუქციის ფორმა, რომელიც ერთგვარ გარდამავალ საფეხურად იქცა.
შემდგომში დამკვიდრებული წრიული ფორმის კონსტრუქციებისათვის. საასხლე
წარმოადგენდა მართკუთხა ნაგებობას, რომლის ფართი 103,5X55,5 მ2-ს უდრიდა და
რომელიც გუმბათოვან და თაღედოვან აივანს (იხ.) ერწყმოდა. ცერემონიალურ-
საპარადო ნაწილის ფასადის, რომელიც მართკუთხა ნაგებობის ერთ-ერთ მოკლე
გვერდზე განეთავსებინათ ჩრდილო მხარეს გადიოდა. აივნის თაღედს, ფასადს რომ
აფორმებდა, კვადრატულ საზეიმო დარბაზისაკენ მივყავდით, რომელიც გუმბათით
ბოლოვდებოდა. მას ღერძის გადაკვეთაზე კიდევ ორი გუმბათოვანი დარბაზი
მოსდევდა აქეთ-იქით დიდი და მცირე ზომის აივნებით, რომელიც 29X27,5 მ2-ის
ფართის შიდა ეზოში გადიოდა. კამაროვანი საცხოვრისი სათავსები სასახლის
სამხრეთ ნაწილში, დიდი კვადრატული ეზოს ირგვლივ განელაგებინათ სასახლის
წინ წრიული წყალსატევი გაემართათ.

არდა-ვირაფ-ნამაქ-ი – იხ. «წიგნი წმიდა ვირაფისა».


აღდგომის კუნძული» – ე. წ. დევისის მიწების საძებნელად წყნარ ოკეანეში
«მოხეტიალე» დანიელი ადმირალი იაკობ როგგოვენი, 1722 წლის 5 აპრილს, კვირა
დღეს, ერთ კუნძულს მიადგა. აბორიგენები თავიანთ კუნძულს «რაპა-ნუი»-ს (იხ.),
ანუ «სამყაროს ცენტრს» (ჭიპს) ეძახდნენ. დანიელი ადმირალისა და მისი
მეზღვაურებისათვის წყნარ ოკეანეში ჩაკარგული კუნძული, რომელიც სამხრეთ
ამერიკის კონტინენტისაგან 4000, ხოლო უახლოესი მიწიდან პოლონეზიის
ატოლამდე (იხ.) 1920 კმ-ით იყო დაშორებული, სულაც არ წარმოადგენდა «რაპა-
ნუის». საჭირო იყო ახალი სახელის მინიჭება. რადგან როგგოვენი ამ კუნძულს
სწორედ აღდგომის დღეს მიადგა, ადგნენ და კუნძულს «აღდგომის კუნძული»
შეარქვეს. ასე დაიბადა მსოფლიოს რუკაზე ახალი გეოგრაფიული ტოპონიმი (იხ.) –
«აღდგომის კუნძული».
არდჰა ნარი (სანსკრიტ არდჰა ნარი) – სიტყვასიტყვით «ნახევრადქალი». ვიშნუ,
გამოსახული ანდროგინის (იგივეჰერმაფროდიტის) – ნახევრად კაცის, ნახევრად
ქალის სახით. სიმბოლო მამაკაცურაიიიი და ქალური ენერგიების შერწყმისა (იხ.
ოკულტური დიაგრამა. «გაწბილებული ისიდა» II).
არდჰანარიშვარა (სანსკრიტ. არდჰანარიცვარა) – სიტყვასიტყვით «ორსქესა
მეუფე». ეზოთერიკაში: არაპოლარიზებული ფორმა კოსმიური ენერგიისა.
კაბალისტიკაში სიმბოლიზირებულია (თუ სიმბოლიზებული??) სეფირასთან, ადამ
კადმონთან და სხვებთან.

507
არდინია – ცხვრის სიდიდის პატარა მორბენალი მარტორქა. ძუძუმწოვართა
კლასიდან. მიაკუთვნებენ მარტორქათა ჰირაკოდონტების ოჯახს. ნამარხი ფორმები
აღმოჩენილია სოფ ბენარაში (საქართველო, ადიგენის რაიონი), ჩრდ. ამერიკაში,
მონღოლეთსა და ყაზახეთში. მეცნიერთა ვარაუდით იგი ცენტრალურ აზიაში უნდა
წარმოშობილიყო.

არდოვი ე. მწერალი ქალის ელ. ივ. ბლარამბერგის ფსევდონიმი. დაიბადა 1846


წელს.
არდვისურა-ანაჰიტა – ირანული მითოლოგიის ნაყოფიერების ქალღმერთი.
არდვისურა-ანაჰიტი – სიტყვასიტყვით: «არდვი ძლიერი, უმანკო» («უბიწო»).
აქამენიანთა დინასტიის პერიოდამდელი წყლისა და ნაყოფიერების ქალღმერთი,
გაითავისა ინდოევროპული წარმოშობის წყლის სულ-ღვთაების – აპამ-ნაპატუს (იხ.)
ნიშან-თვისებები. არდვისურა-ანაჰიტი ერთ-ერთი უდიდესი ქალ-ღვთაებაა ძველ
ირანულ პანთეონში. იგია ის, ვინც დასაბამი მისცა ყველა წყალსა და მდინარეს
დედამიწაზე. ავისტაში გამოდის როგორც აჰურა მაზდას ქალიშვილი – «მშვენიერი,
ძლიერი, აღნაგი, მაღალსარტყელიანი, გამართული, დიდებულთა წრიდან»
(დიდგვაროვანი). იგი ჩუქნის ძალასა და ძლიერებას ირანელ გოლიათებს.
უპირისპირდება სამთავიან და ექვსთვალიან დრაკონს-ურჩხულს – აჯი-დაჰაკას
(იხ.), რომელსაც ადამიანთა განადგურება სწყუროდა.
არეალი (ლათ. არეა – ვაკე, მთლიანი ასპარეზი) – ხმელეთის ან წყლის
(აკვატორიის) ნაწილი, რომლის ფარგლებშიც გვხვდება მცენარის ან ცხოველის ესა
თუ ის სახეობა (გვარი, ოჯახი და ა. შ.). განასხვავებენ ბუნებრივ (ბუნებრივი
პირობებით განსაზღვრულ) და ხელოვნურ (ადამიანის მიერ შექმნილ) არეალს.
არეცოული მარცვლები – (მუს.) სოლმიზაციური სახელწოდებები.
არეფლექსია (ლათ. არეფლეხია) – რეფლექსის დაკარგვა (იხ. რეფლექსია).
არეფლექსია – რეფლექსის მოსპობა.
არეფორიები (Aრეპჰორია) – ათენას სადიდებელი დღესასწაულები ათენში.
არეიტო – ანტილის კუნძულებზე ესპანელების დამკვიდრებამდე მოსახლე
ინდიელთა ცეკვა და სიმღერა. სრულდებოდა თან მხლება სიმღერის ზომით.
არეითოოსი – მეოტიიის არნეს მეფე,.მრისხანე მეომარი. მეტსახელად
«კომბლის მქნეველი».
არენა (ლათ. (ჰ)არენა – ქვიშა) – 1. ძვ. რომში ქვიშით დაფარული მრგვალი ან
ოვალური მოედანი, ამფითეატრის ცენტრში, რომელზეც იმართებოდა
გლადიატორთა ბრძოლები, სპორტული ასპარეზობები და სხვა. მაყურებლებისაგან
გამოყოფილი იყო ზღუდით ან წყლით სავსე თხრილით. 2. თანამედროვე ცირკში
საცირკო წარმოდგენებისათვის განკუთვნილი ზღუდეშემოვლებული მოედანი;
არენას მანეჟიც ეწოდება.
არენა – 1. ძველ რომში – მრგვალი, ზოგჯერ ოვალური ქვიშამოყრილი
მოედანი სანახაობათა შენობების ამფითეატრების ცენტრში. გამოიყენებოდა
გლადიატორებისა და გარეული მხეცების ბრძოლის ასპარეზად. მაყურებელთაგან
გამოყოფილი იყო წყლით სავსე ღრმა თხრილით, ანნდა სპეციალური მესერით. 2.
თანამედროვე ცირკში – წარმოდგენის ადგილი, სათამაშო მოედანი, სადაც
უჩვენებენ საცირკო ნომრებს. თანამედროვე ცირკის არენას მანეჟი ეწოდება და,
როგორც წესი (XIX ს-ის დასაწყისიდან), წარმოადგენს სტანდარტულ წრეს,
დიამეტრით 13,5 მ. არენის ქვედა ფენად მოგებულია თიხა და შავმიწა ნიადაგი,

508
ზემოდან კი მოყრილია ქვიშისა და კორპ-ნახერხის სქელი ფენა. ზოგიერთი ნომრის
შესრულების დროს არენაზე აგებენ სპეციალურ ხალიჩას.
არენე – მიწის ქვეშეთში მომზირალი დინკევსის დედა.
არენობლასტომა (ლათ. არენობლასტომა) – საკვერცხის
ანდროგენმაპროვაცირებელი სიმსივნე.
არეოლიტი (ლათ. არეოლიტის) – ძუძუს გვირგვინის (დვრილის ირგვლივი)
ანთება.

არეონი (არიონი) – ღვთაებრივი ცხენი პოსეიდონისა და დემეტრას ნეშიერი,


როცა ისინი ერთმანეთს ადევნებულ ცხენებად იქცნენ. ჰერაკლეს საკუთრება, შემდეგ
არგოსის მეფის ადრასტესი.
არეოპაგი (Aრეიოს პაგოს – არესის გორაკი) – გორაკი ძვ. ათენში, სადაც თავს
იყრიდა კეთილშობილთა საბჭო თუ სამსჯავრო ამავე სახელწოდებისა. სხდომები
იმართებოდა ღმერთ არესის გორაკზე. ფრეზერის აზრით კი ესაა სიტყვიდან «არაი» –
წყევლა. (წყევლის გორაკი). აქ მართლაც შეიძლება პარალელის გავლება თვით არესი
– «ომი» სიტყვა «წყევლის» სინონიმია.
არეოპაგი (ბერძ. არეიოს პაგოს – არესის ბორცვი) – ძვ. ათენში ხელისუფლების
ორგანო. წარმოიშვა გვაროვნული წესწყობილების ეპოქაში უხუცესთა საბჭოს სახით .
იკრიბებოდა აკროპოლისის მახლობლად მდებარე არესის ბორცვზე.
არეოპაგიტიკები – ოთხი ტრაქტატის და ათი ეპისტოლეს კრებული, რომელიც
დიდხანს მიეწერებოდა ჩვ. წ-ით I ს-ში მოღვაწე დიონისე არეოპაგელს (ბერძ.), მაგრამ
შემდეგ უარყოფილ იქნა, რადგან მასში მოცემული განვითარებული საეკლესიო
მოძღვრება, არ შეიძლება ყოფილიყო I ს-ში. ნეოპლატონიზმის გავლენაც შეიმჩნევა,
რომელიც ასევე არ შეიძლებოდა ყოფილიყო I ს-ში. საბოლოოდ მეცნიერები
იძულებული იქნენ ეღიარებინათ იგი V ს-ის კრებულად, ხოლო ავტორად –
მოაზროვნე ქართველი ეპისკოპოსი პეტრე იბერი, რომელ,აც დიდი ავტორიტეტის
გამო დიონისე არეოპაგელის სახელი გამოიყენა ფსევდონიმად.

არეოპაგოსი (არეოპაგი) – ბერძ. ბორცვი ათენში, სადაც მდებარეობდა ამავე


სახელწოდების სამსჯავრო. მისი დაარსება მითოსურ ძირებამდე ადის:
ჰალიროთოოსს, პოსეიდონის ძეს მოეწონა არესის ასული ალკიპე და მისი
დამორჩილება მოინდომა. ეს რომ არესმა გაიგო, შეუბრალებლად მოკლა
ჰალიროთოოსი. პოსეიდონი განრისხდა და ზევსს მოსთხოვა მკვლელის დასჯა.
ოლიმპიელთა განმგე ღვთაებამ ერთ მაღალ ბორცვზე მოიწვია ღმერთები სასჯელის
გამოსატანად. ღმერთებმა არესი გაამართლეს. ეს იყო მკვლელობასთან
დაკავშირებული პირველი სამსჯავრო. ბორცვს, რომელზეც თავშეყრილი იყვნენ
ღმერთები, არეოპაგოსი ანუ «არესის ბორცვი» უწოდეს.
არეოსტილი – (არქიტ.) 1. ტაძარი, სადაც სვეტებშორუსუ შუალედები სვეტის
სამ დიამეტრს აღემატება. 2. ანტიკური ტაძრის პორტიკი, რომლის სვეტები ისეა
განლაგებული, რომ ერთი მეორისაგან დაცილებულია 8 ან 10 მოდულით.
არესი (ბერძ.) – 1. ომის ღმერთის – მარსის ბერძნული სახელწოდება; 2.
პარტელსსთან ნახმარია კოსმოსში არსებული დიფერენცირებული ძალის
მნიშვნელობით.
არესი (რპმ. მარსი) – ზევსისა და ჰერას მრისხანე ვაჟი ომის ღვთაება. სისხლით
გაუმაძღარი. მისი სიამე მხოლოდ ხალხთა წყვეტაა. «სპილეენძის ეტლით
მსრბოლელი»; «ბრინჯაოს ფარით აღჭურვილი». (პინდარე, ევრიპიდე, ესქილე,

509
ჰესიოდე.). მისი საყვარელი სამფლობელო თრაკია. კოლხეთში იყო არესის ჭალა,
სადაც ოქროს საწმისი ეკიდა. მისი სახელი ისმის ქართულ სიმღერებში: «არი-არალე»,
«თარალე». პავსანის ცნობით არესის ტაძარი საბერძნეთიდან კოლხაში
გადმოუტანიათ. საბერძნეთში არ უყვარდათ, სამაგიეროდ დამპტრობელი
რომაელებისათვის ქრესი – მარსი, ერთ-ერთი უპირველესი ღვთაებაა: რომაული
კალენდრის პირველ თვეს მატსყს სახელი ჰქვია (მარტი). იმართებოდა
დღესასწაულები. რომში მთავარ მოედანს მარსის მოედანი ჰქვია. ქანდაკებათა შორის
ყველაზე ცნობილია «ლუდაილიზის არესი» – იგი ლისიპედ ქმნილების რომაული
ასლია. ლუვრში ინეხება «ბოტგეს არესი». იგი ასევე ბერძნული ქმნილების რომაული
ასლია (V-IV ს. ძვ. წ.). (ბორგეზეს საგვარეულო საგანძურიდანაა). ხშირად ისახება
აფროდიტესთან ერთად. მასზე ხატავენ ბოტიჩელი, პიერო და კოზიმო.
აფროდიტესთან ერთად უხატავთ: რემბრანდტს, ტიმტორენტოს, რუბენსს
(ერმიტაჟი), დავიდს, კლინგერს და სხვა. შესანიშნავია ბაროკოს ოსტატ ჰუბერტ
გერბარდის ბრინჯაოს ჯგუფი.

არესტორი – არგოსის (ასთვალა ბუმბერაზის) მამა.


არეტაონი – ფრიგიიდ მეფე. ტროას ომის გმირი. ფორკისის და ასკანოსის მამა.
(მაგრამ ჰომეროსი სხვას – ფენოპს ასახელებს).
არეტე – ამ ბერძნულ ტერმინს ქართულად «სიქველის» მნიშვნელობით
თარგმნიან, მაგრამ ეს არ არის ზუსტი შესატყვისი. ძველ საბერძნეთში «არეტე»
გულისხმობდა სიბრძნის, სიმედგრის, კეთილგონიერებისა და სანართლიანობის
ერთობლიობას. ამ ტერმინს ხშირად ვხვდებით პოეტთა და ფილოსოფოსთა
თხზულებებში. «არეტე» იქცა ეთიკის ძირითად კატეგორიად და მისი არსის კვლევას
მრავალი ნაშრომი მიეღძვნა.
არეტე – ფეაკთა კუნძულ კერკირას , დედოფალი ქალის კულტის ცოცხალი
მაგალითი, კეთილი, მან შეიფარა იაზონი და მედეა.

არეტ-ი (ლათ. გეოლოგ. Aრეტე) – ვიწრო, კლაკლინა ქედი, წარმოქმნილი


საპირისპირო კალთების მყინვარებით რღვვის (ესვით გალეულუ) შედეგად.
არეტი – ნესტორის ძე. აპოლოდ. 1, 9, 9;
არეთუსა (Aრეტჰოუსა) – წყარო სიცილიში ნახევარკუნძულ ვოლტიგიაზე
(ნასოსზე). ვიწრო ყელით უერთდება ქ. სირაკუზს. მითი ამ წყაროს უკავშირებს
პელოპონესის მდ. ალფეოსს (მდ. ღმერთი ალფეოსი დაედევნა ნიმფა არეთესას.
არტემიდამ მისივე თხოვნით მიწა გაუპო და წყაროდ გადმოდინდა. ) ხელოვნებაში
გამოისახება თევზების ნაკადით გარემოცულ წყალში მონავარდე ლამაზ ნიმფად.
არეუნა – უცხოური ცეკვის ქართული სახელწოდება.

არფა (ქნარი) – სამკუთხა, უგრიფო, სიმებიანი საწკმეტი საკრავი. შედგება


საყრდენი სვეტის, ჩარჩოსა და სარეზონატორო ყუთისაგან. ჩარჩოზე ვერტიკალურად
დაჭიმულია დიატონურად აწყობილი 47 სიმი, რომელთა სიმაღლე იცვლება
საპელადო მექანიზმის მეშვეობით. არფა ერთ-ერთი უძველესი საკრავია. დაკვრის
დროს შემსრულებელი ზის და სარეზონაციო ყუთის ზემო ნაწილი მხრისაკენ აქვს
დახრილი. მარჯვენა ხელი უფრო მაღალ ბგერებს იღებს (მოკლე სიმების შეხებით),
მარცხენა კი – დაბალს. არფაზე ყველაზე უფრო მოსახერხებელია არპეჯირებული
აკორდების შესრულება. შესაძლებელია ფლაჟოლეტური ბგერების აღებაც (როგორც
წესი, ოქტავური ფლაჟოლეტები). ორკესტრში, ჩვეულებრივ, ორი არფაა (I და II).
510
ნოტები არფისათვის იწერება ისევე, როგორც ფორტეპიანოსათვის – ვიოლინოს და
ბანის გასაღებში. არფის დიაპაზონი კონტროქტავის «დო»-დან ოქტავის «სოლ
ბემოლამდე» ვრცელდება.
არფანი – გმირ ურუზმაგის ჯადოსნური ცხენი. ცხენთა ჯოგის მშობელი ოსურ
მით-ში.
არფაქსადი, სემის შვილი, ნოეს შვილიშვილი. ასირიის ჩრდილო ოლქების
მცხოვრებთა არაფახიტიდების მამამთავრად ითვლება.
არფაზე დამკვრელის სიმღერა» (ეგვიპტე) - ჩვენამდე მოღწეული შუა სამეფოს
ეპოქის ნაწარმოები. შეიცავს 15 ტექსტს. არის მსოფლშეგრძნებითი ხასიათის.
ნაწარმოები აღმოჩენილ იქნა ფარაონ ანტეფას (III ათასწლეულის მიწურული ჩვ. წ-
მდე) სამარხში. გამსჭვალულია საიქიო სამყაროსადმი სკეპტიკური რწმენით: არავის
ძალუძს გაექცეს სიკვდილს, ყოველი მიწიერი მოიქცევა მტვრად, ირღვევა და ქრება.
ამიტომ უცნობი ავტორი მოუწოდებს ყველას დატკბეს სიცოცხლის სიყვარულით. და
ნუ იმედოვნებს მიღმიერ არსებობაზე. შინაარსით ეს ნაწარმოები ფილოსოფიური
პუბლიცისტიკის ნიმუშია, თუმცა წარმომავლობით ახლოსაა რიტუალურ
პრაქტიკასთან.
არგადესი (Aრგადეის) – არგადეველთა ტომის მითიური მამამთავარი. (იონიის
მკვიდრი მოსახლეობა).
არგეა (Aრგეია) – თებელ პოლინიკეს (ოიდიპოსის ძის) ცოლი. ეს საბედისწერო
დანათესავება გახდა საბაბი შვიდთა ლაშქრობისა თებეს წინააღმდეგ.
არგეიფონტი (-ფონტეს) – არგოსის მკვლელ ჰერმესის ზედწოდება.
არგენოსი, არგინოსი – ბეოტიელი ჭაბუკი, აგამემნონის საყვარელი ადამიანი.
არგესი – კიკლოპი.

არგენსოლა (Aრგენსოლა), «ოქროს საუკუნის» ორი ესპანელი პოეტი. 1)


ლუპერსიო ლეონარდო, 1564-1613 წ. წ. სახელმწიფო მოღვაწე და ლირიკული პოეტი,
ორი დრამის ავტორი; 2) ბარტოლომეო ლეონარდო, 1565-1631 წ. წ., ისტორიული
ნაწარმოებების ავტორი ესპანურ დაპყრობებზე.
არგჰა (ქალდ.) – კიდობანი. ბუნების მუცელი (წიაღი); ნახევარმთვარე,
სიცოცხლის გადა,რჩენი გემი (ხომალდი); 2. სამსხვერპლო ფიალა, ჭურჭელი,
რომელსაც რელიგიურ ცერემონიებში იყენებენ.
არგიოპე – ფერია, მომღერალ თამარისის მითიური დედა.

არგიველი, არგიველები – არგოსის მცხოვრებნი. ჰომეროსის მიხედვით


საერთოდ ბერძნების, ელინების სინონიმი.
არგო (ძვ. Aრგოს – «სისწრაფე». ზოგი ეტიმოლოგიით ქ. არგოსის
დამაარსებელი) – არგონავტების 50-ნიჩბიანი გემი, რომელიც არგომ ააგო ათენას
დახმარებით. ამით გამოემართნენ კოლზეთისაკენ არგონავტები (გამოითქვა
მოსაზრება, რომ სიტყვის ძირი ქართველური «მარგალ» (მეგრული, ეგრისული).

არგო – არგონავტების ნავის სახელი.


არგოლიდა (არგოსი Aრგოლის, Aრგოს) – კორინთოს სამხრეთით მდებარე
მხარე. ძვ. პე;ოპონესში დორიელებით დასახლებულიმხარე. თვით არგოსი «ვაკეს»
ნიშნავს (სტრაბონი).

511
არგოლიდები – არგოლიდაში (იხ.) მცხოვრები ხალხი. არგოლიდების პირველი
ღვთაებრივი მეფე გახლდათ ინაჰა (ინახა), მდინარეთა ღმერთი (იხ. ინაჰა), მამა
ძროხად ქცეულ უბედური იოსი (იხ.).

არგოლოპოლუსი (Aრგყროპულუს), იოანე, აღორძინების ეპოქის ელინისტი,


1416-80 წ. წ. ლორენცო მედიჩისა და რეიხლინის მასწავლებელი. არისტოტელეს
მთარგმნელი. ასწავლიდა პადუაში, ფლორენციასა და რომში.

არგონავტები (Aრგონაუტაი) – არგოს ნაოსნები, რომლებიც კოლხეთს


გამოელაშქრნენ ოქროს საწმისისწამოსაღებად (მოსატაცებლად). მევნიერთა
ვარაუდით ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1350-1300 ან 1263-1257და 1189-1180
წ. წ. ძვ. წ. ნათი რიცხვი მერყეობს 50-დან 67 კაცამდე. მითში აისახა ბერძენთა
ურთიერთობა კოლხასთან. ჩანს, რომ კოლხა მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა.
იგი სავსეა ოქროს საბადოებით, რომლის წაღებაც უსასყიდლოდ, დაპყრობით
სურდათ ბერძნებს. განვითარებულია მიწათმოქმედეება, რკინის მეტალურგია და
სხვა. მითი დაამუშავეს: ესქილემ, პისანდრემ, სენეკამ, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ
როდოსელის თხზულებამ მოაღწია. მასზე მუშაობდნენ ქართველი სწავლულები:
ექვთიმე ათონელი, ეფრემ მცირე, ვახუშტი ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი
და სხვანი. ხელოვნების ოსტატთათვის მარადიული თემაა: გამოსახულია მისი
ფრაგმენტები ვაზებზე, ტილოებზე, გობელენებზე, თუ ქვაში. ყველაზე ძველია
გრაფიკული გამოსახულება პოლიდევკეს გამარჯვება ამიკოსთან ორთაბრძოლაში.
რომაულ სარკოფაგებზე, ბურგუნდიული წიგნის გრაფიკა დამშვენებულია მრავალი
ილუსტრაციით (XV ს.). 1492 წ. დაარსდა «ოქროს საწმისის ორდენი». ფილიპე
კეთილმა მედეა და იაზონი თავის წინაპრებად გამოაცხადა. 1799 წ. შესრულდა ა.
კარსტენსტის მონუმენტური სურათები (კოპენჰაგენი, კოხის გრავიურები).
საგულისხმოა აგრეთვე მაქს ებკმანის ტრიპტიქი (1952 წ.)/

არგონავტების კრატერი – ხელოვნების შედევრი ორნამენტირებული ანტიკური


ჭურჭელი (ორვიეტომი, (ეტრურიაში))ძვ. წ. VI ს. (ლუვრი). გამოსახულია აპოლონისა
და არტიმედეს მიერნიობიდების დახოცვის სცენა და არგონავტები ლემონსზე.

არგონი – ინერტული აირი, რომელდაც ჰაერი შეიცავს. თუ მასში ელექტრულ


დენს გავატარებთ, წარმოიქმნება ფერადი ნათება. სარეკლამო ფარებს ნეონით (იხ.
ნეონი) ან არგონით ანათებენ.
არგოსი (Aრგოს – ბერძ. – თეთრი, ქათქათა, სწრაფი, დუნე, ზარმაცი,
უსარგებლო) – 1.არგოსის მითიური მეფე, რომელმაც თავისი სახელი უწოდა
პელოპონესს. 2. ყოვლისმხილველი, მრავალთვალიანი ძალუმი ბუმბერაზი. ჰერმესმა
თავი მოკვეთა, ხოლო ჰერამ მისი თვალებით ფარშევანგის კუდი დაამშვენა. 3. აიადან
(კოლხეთიდან) ჩამოსული მამისმკვლელი სამშობლოში და არგონავტების გემის
ამშენებელი.4. არგოსი – ოდისევსის ერთგული ძაღლი, რომელმაც 20 წ. უნახავი
პატრონი იცნო და სიხარულით მოკვდა. 5. არგიველებით დასახლებული ქ.
არგოლიდაში. 6. ამფილოქიის არგოსი – ქალაქი ეტოლიაში.
არგოსი – ქალაქი პელეპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც ოლიმპოდან ჩასულ
ჰერას შემწეობით პირველი პერნეიდი – არგოსის მომავალი მეფე ევრისთესევსი
იშვა.
არგუმენტაცია – დასაბუთება.

512
არგუმენტი (ლათ. არგუმენტუმ) – 1. ლოგიკაში – მსჯელობა (ან მსჯელობათა
სისტემა), რომლის შედეგადაც ხდება ჭეშმარიტების დამტკიცება, დასაბუთება.
არჰატა (სანსკრიტ. არჰატა) – რელიგიური წარმოდგენა ადრეულ ბუდიზმში,
რომლის თანახმად ადამიანის პიროვნების სულიერი განვითარება თავისი
სრულყოფის აპოგეას არგატაში აღწევს – ანსოფლურ ამაოებათაგან «აბსოლუტურ
თავისუფლებაში». არჰატას დოქტრინის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ
«წმინდანებიც» კი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, ფიზიკურად და
მორალურად არასრულყოფილნი არიან და ვერ ფლობენ უმაღლეს ცოდნას. მაჰადევას
გამოსვლაში ნაჩვენებია, რომ საკითხი არჰატას შესახებ დიდ დავას იწვევდა.
თჰერავადინები კი თვით მაჰადევას გვიხატავენ როგორც ბოროტს, რომელმაც
დაღუპა თავისი მშობლები და განგმირა რამდენიმე წმინდანი. ამასთან,მის სახელთან
ასოცირდება მაჰაიანის ჩამოყალიბება: სარვასტივადინთა მომხრე პარამარტჰა (VI ს.
ჩვ. წ.) მაგ., პირდაპირ ამბობს – მაჰადევა ცდილობდა კანონში ზოგიერთი
მაჰაიანური სუტრის ჩართვას. ოპონენტთა დაპირისპირების დეტალებზე თვალის
მიდევნება ერთობ რთულია, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლებელია
«არჰატიზმის დამხობა» მათჰურელი ბერის თეზისებში, საფუძველი ყოფილიყო
ბოდჰისატვას «იდეალის» შექმნისა და ბუდიზმში განხეთქილების ერთ-ერთი
მიზეზისა.
არჰიანაოჰ (სანსკრიტ არგჰყანაოჰ) – სიტყვასიტყვით «მეუფება ზედაშეს
შეწიევისა».

არია (სანსკრიტ. არყა) – 1. სიტყვასიტყვით «წმინდანი», რიშების


თავდაპირველი ტიტული, ანუ მათი, ვინც დაეუფლნენ არიასადიანის (იხ.) და
შეაბიჯეს არიამარგას (იხ.) გზაზე, ნირვანისკენ ან მოქშისკენ, დიად «ოთხჯერად»
გზაზე; 3. ეზოთერიკაში: ამ გზებზე დადგომა შეუძლია მას, ვინც დიდ სულიერ
განვითარებასა და «წმინდანობის მაღალდონეს მიარწია. ამ ოთხ გზას, ანუ სტელას,
«ოთხ ნაყოფ»-საც უწოდებენ. არქატობის საფეხურებს შესაბამისი სახელწოდებები
აქვთ: სროტაპატი (იხ.), საკრადაგამინი (იხ.), ანაგამინი (იხ.), არქატი, ანდა
ნაგულისხმებიაარიელთა (იხ.) ოთხი კლასი, შესაბამისად ამ ოთხი გზისა და
ჭეშმარიტებისა.
აღია (ძვ. ებრ. Hაგგაი ლათ. Aგგაეუს) ბიბლიის ქართული ტექსტით ანგია (იხ.
ანგია) – ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველი 12-თაგან. წინასწარმეტყველებდა
იერუსალიმის მეორე ტაძრის უპირატესობასა და აღმეტებულებაზე პირველთან
შედარებით. მას ეკუთვნის ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველური წიგნი.
წიგნი წარმოადგენს რამდენიმე მოკლე წინასწარმეტყველების კრებულს, რომელიც
იქადაგა მან სპარსეთის მეფის დარიოს II-ის მეფობის მე-2 წ-ს – 520 წ-ს ჩვ. წ-მდე.
კრებულში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მოწოდება ზერუბაბელ შელათიელისადმი
– სპარსთაგან დანიშნულ იუდეის მმართველისადმი და იერუსალიმის
პირველმღვდელმთავრისადმი – იესოსადმი, – აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი,
რომელიც ჩვ. წ-მდე 587 წლის ბაბილონის ლაშქრობის შემდეგ დარიოსამდე ჯერაც
ნანგრევები იყო. იგი იერუსალიმის ებრაული დიასპორის – თემის უბედურებას
იმით ხსნიდა, რომ არ ზრუნავდნენ ტაძრის აღდგენისათვის. პირობას იძლეოდა, თუ
კი ტაძრის მშენებლობას დაიწყებდნენ, უფალი დალოცავდა და აკურთხებდა
იერუსალიმის მცხოვრებთა ბაღ-მინდვრებს. წინასწარმეტყველის თანახმად, ახალი
ტაძარი აღივსებოდა განძეულით და დიდება მისი იქნებოდა აღმეტებული ვიდრე

513
უწინდელისა (აგია, 2,9). ქრისტიანული ტრადიციით ეს სიტყვები გაიაზრებოდა,
როგორც მაუწყებელი იესო ქრისტეს ამ ტაძრად შესვლისა. აგიას
წინასწარმეტყველებებში იგრძნობა აპოკალიპტიკურ ტრადიციათა გავლენა (უფალი
შესძრავს ცასა და მიწას, დაამხობს მეფეთა ტახტებს, გაანადგურებს მათ ჯარებს. იქვე,
2, 21-23). აგიას ხსენების დღე კათოლიკურ ეკლესიებში (რომაული
მარტიროლოგიით) 4 ივლისია, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში – 16
დეკემბერი.
არია – სტრუეტურულად დასრულებული ეპიზოდი (ნომერი) ოპერაში,
ორატორიაში ან კანტატაში, რომელიც სრულდება ერთი მომღერლის მიერ
ორკესტრის თანხლებით.

არია ბჰატა (სანსკრიტ. არყა ბჰატა) – ყველაზე ძველი ინდუსი ალგებრაისტი და


ასტრონომი, თუ არ ჩავთვლით ატლანტიდელ ასურამაიას (იხ.). არია ბჰატა ავტორია
წიგნისა «არია სიდჰანტა»-სი. მასში ასახულია ასტრონომიის სისტემა.
არია დასა (სანსკრიტ. არყა დასა) – 1. სიტყვასიტყვით: «წმინდა მოძღვარი»
(გურუ, მასწავლებელი); 2. მაჰასამგჰიკასსკოლის დიდი ბრძენი და არქატი.

არია, მუსიკალური პიესა ერთი ხმისათვის აკომპანიმენტით (ოპერის


შემადგენელი ნაწილი).
არიაბიგნე – დარიოსის ვაჟი, ქსერქსეს ძმა. სპარსელთა ფლოტის ერთ-ერთი
სარდალი.
არიაცა-ი - სუპერველა (ჟუან Bაპტისტა დე Aრრიაცა ყ შუპერ ვიელა). ეს პოეტი,
1770-1837 წ. წ. თავისი ლექსებით აღაფრთოვანებდა ესპანელებს ნაპოლეონის
წინააღმდეგ ომში 1808-11 წ. წ.
არიადნა, არიადნე – მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილი, ძველი ეროტული
ღვთაება. მინოტავრთან შესაბრძოლებლად კრეტაზე მისულ თეზევსს არიადნე
შეხვდა. ქალს შეუყვარდა ლამაზი ვაჟკაცი და მისთვის დახმარება განიზრახა. სანამ
თეზევსი კაბირინთში შევიდოდა მინოტავრთან, არიადნემ აიღო ძაფი, ერთი ბოლო
ლაბირინთის შესასვლელში მიამაგრა, მეორე კი თეზევსს მიაბა წელზე და ისე შეუშვა
ლაბირინთში. თეზევსმა მოკლა მინოტავრი და მხოლოდ ამ ძაფის საშუალებით
შეძლო ლაბირინთიდან თავის დაღწევა. აქედან არეადნეს ძაფი გადატანითი
მნიშვნელობით: გზის მაჩვენებელი, ძნელი მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება.

არიადნე (კრეტ. «არიდელა», შუქმოციმციმე) – მინოსური ქალღმერთი. კრეტის


მეფის მინოსის ასული. ეგეოსის მეფის ძის თეზევსის სატრფო. სწორედ მისმა ძაფის
გორგალმა გამოიყვანა თეზევსი წყეული ლაბირინთიდან და დაეხმარა მინოტავრის
მოკვლაში (ხმალი გაატანა). თეზევსმა შემდეგ არიადნე დიონისეს დაუთმო, რადგან
მისი დანიშნული იყო. ასე გახდა არიადნე ბუნებისა და მცეენარეთა ღვთაება.
ხელოვნებაში ძირითადად გამოისახება ლარნაკწერაში, ფრესკებზე, ქანდაკებებში.
ვატიკანში დაცულია «მძინარე არიადნე». პომპეის კედელზე (კასა დი ფრონტონე)
არიადნე თეზევსთან ერთად. დიონისე და არიადნე. ტინტორენტო, კარაჩი, კუფმანი,
შადოვი, კოლბე – ეს არის არასრულ სია იმ ხელოვანთა, რომელთაც გამოიყენეს ეს
მითი.

არიადნე (იხ პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები, «თეზევსი» გვ. 11-20) – ...


პლუტარქე გვამცნობს, რომ ზოგიერთი ნაქსოსელი მწერლის გადმოცემით, არსებობს

514
ორი მინოსი და ორი არიადნეო. ერთი არიადნე დიონისეს შეუღლებია ნაქსოსზე და
უშვია სტაფილე (იხ.); მეორე და უმცროსი არიადნე კი, თეზევსისაგან მოტაცებული
და მერე მიტოვებული, ძიძასთან, კორკინესთან (იხ.) ერთად ამ კუნძულზე მოსულან,
აქვე გარდაცვლილან და აქვე დაუმარხავY. პატივი, რომელსაც უმცროს არიადნეს
მიაგებენ ხოლმე, სულაც განსხვავებულია იმ პატივისაგან, რასაც მეორეს სცემენ.
უფროს არიადნესადმი მიძღვნილ დღეს თამაშითა და მხიარულებით ზეიმობენ, როცა
უმცროსისადმი მიძღვნილი ნსხვერპლშეწირვა მწუხარებითა დასევდით აღნიშნავენ.
დამატებითი მასალა არიადნესათვის!!!!!

არიადნე-აფროდიტეს ჭალაკი – კვიპროსელი ისტორიკოსის პეონ ამათუსიელის


გადმოცემით (ჩვენამდე ამ ისტორიკოსის არაფერი მოღწეულა), თეზევსმა, როცა მისი
ხომალდი ქარიშხალმა კვიპროსის სანაპიროსკენ გაიტაცა, მასთან მყოფი ფეხმძიმე
არიადნე, რომელიც ღელვის გამო თავს ცუდად გრძნობდა, ხმელეთზე
მარტოდმარტო გადმოსვა. თავად ხომალდს მიუბრუნდა საშველად. ზღვამ
ხომალდიდა თეზევსი შორს გაიტაცა. კუნძულელმა ქალებმა არიადნე გულთბილად
მიიღეს. ისინი მას ამშვიდებდნენ; მიჰქონდათ მასთან, ვითომდაც თეზევსის
წერილები. არიადნე მშობიარობამდე გარდაიცვალა. ქალებმა იგი დაკრძალეს. უკან
მობრუნებული თეზევსი არიადნეს ამბავმა ფრიად დაამწუხრა. მან კუნძულის
მკვიდრთ ფული დაუტოვა, სთხოვა, დაღუპული მეუღლის მოსაგონრად მსხვერპლი
შეეწირათ ხილმე. თეზევსმა არიადნეს იქ ორი პატარა – ვერცხლისა და სპილენძის
ქანდაკება დაუდგა. გორპიესოს თვის (მაკედონური თვე, ჩვენი სექტემბერი, ატიკური
ბოედრომიონი) მეორე დღეს იმართება არეადნესადმი მიძღვნილი მსხვერპლშეწირვა.
იმ ჭალაკს კი, სადაც არიადნეს საფლავს მიუთითებენ, ამათუსიელები არიადნე-
აფროდიტეს ჭალაკს ეძახიან.

არიადნეს გორგალი – ეს გამოთქმა დამკვიდრდა თანამედროვე სალაპარაკო


ენაში და აღნიშნავს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი გზის პოვნას.
არიაჰატა (სანსკრიტ. არყაჰატა) – «არჰატობის გზა», ანუ გზაა წმინდანებისაკენ.

არიანა ვეჯა – ირან. «არიული სივრცე», ირანელთა (არიელთა) მითიური


პირველსაცხოვრისი, მოგვიანებით გაიგივდა მიწიერ სამოთხესთან თუ აღთქმულ
ქვეყანასთან.
არიანე ფლავიუსი (დაახლ. 95-175 წ. წ.) – წარმოშობით ნიკომედიიდან
(ბითინია, მცირე აზის ოლქი). შემდგმ რომაელი ოფიცერი, კონსული, კაპადოკიის
ნაცვალი (131-137 წ. წ-ში, შავი ზღვის სანაპირო ოლქი); მოწაფე სტოიკოს ეპიქტეტესი
(დაახლ. 50-130 წ. წ. იხ.), რომელმაც ჩაიწერა და გამოსცა მასწავლებლის მოძღვრებები.
ცნობილი იყო, როგორც ისტორიულიმტრაქტატების ავტორი, რომლითაც სურდა
«თავისი დროის ქსენოფონტე» გამხდარიყო. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია:
«ინდოეთი», «მოგონებანი ეპიქტეტეზე», «ძაღლებით ნადირობისათვის» და ა. შ.
საუკეთესო შრომადაა მიჩნეული მისი «ალექსანდრეს ანაბასისი» (I-XII წიგნი),
რომელიც ერთერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი წყაროა ალექსანდრე
მაკედონელის ლაშქრობათა ისტორიისათვის. არიანეს ადმ. ფუნქციებთან ერთად
დაკისრებული ჰქონდა იმპერიის საზღვრების დაცვაც. ამ მიზნით 131 წ. ახლო
ხანებში იმპ. ადრიანეს დავალებით მოიარა შავი ზღვის აღმ. სანაპირო. თავისი
საინსპექციო მოგზაურობის შედეგებზე ა-ს იმპერატორისათვის გაუგზავნია ოფიც.
ანგარიში, რ-საც იგი «ლათინურ წერილს» უწოდებს. შემდეგ მან ეს მოხსენება

515
ლიტერატურულად გადაამუშავა და უწოდა «მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო».
«მოგზაურობის» პირველ ნაწილში ა. აღწერს შავი ზღვის სანაპიროს ტრაპეზუნტიდან
დიოსკურიამდე, ჩამოთვლის აქ მოსახლე ტომებს (სანები, მაკრონები, ჰენიოხები,
ზიდრიტები, ლაზები, სანიგები, აფსილები, აბაზგები), იხსენიებს «აქაურ მეფეებს»
და ახასიათებს მათს დამოკიდებულებას რომთან. აქვე აღწერს სანაპიროზე არსებულ
ციხე-სიმაგრეებს (აფსაროსი, ფასისი, სებასტოპოლისი), ასახელებს მდინარეებსა და
აღნიშნავს მათ შესართავებს შორის მანძილებს. «მოგზაურობის» I ნაწილი
ძირითადად ემყარება ა-ს მიერ პირადად შეკრებილ მასალას. იი ძვირფასი წყაროა II ს.
კოლხეთის სოც-ეკონ. ისყ., პოლიტ. ვითარების, რომთან დამოკიდებულების,
მოსახლ-ეთნ. შემადგენლობის, ისტ. , გეოგრ და სხვა საკითხების შესასწავლად.
ნაკლები მეცნ. ღირებულება აქვს – «მოგზაურობის II და III ნაწილებს, რომლეიც
დაწერილია წერილობითი წყაროებით.

არიანე კლავიუსი, ბერძენი მწერალი გარდაიცვალა რომის იმპერატორის მარკუს


აველიუსის დროს. ანტონინეს პიუსის დროს კონსულია - კაბადოკიის მმართველი.
ავტორია ეპიკური სახელმძღვანელოსი და «ანაბაზისის» (ალექსანდრე დიდის
ლაშქრობები). «პართიელთა ისტორია», «ალექსანდრეს მემკვიდრეთა ისტორია»,
«ტაქტიკის შესახებ», «ნადირობის შესახებ», გამოსცა: Mულლერ (П. 1846).
არიანელობა – ადრეული ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა (IV-VI ს. ს.).
არიანიზმის მოძღვრება დაამკვიდრა ხუცესმა არიოზმა, ამიტომ არიანელობა
არიოზელობადაც მოიზსენიება (იხ.არიოზი). ის ამტკიცებდა, რომ მამა ღმერთი
უფრო მაღლა მდგომი ივო, ვიდრე ძე ღვთისა (ქრისტე). 320 წ-ს ალექსანდრიის
საეკლესიო კრებაზე არიანელობა დაგმეს, თუმცა მას აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა
ნაწილმა მხარი დაუჭირა. ხუთი ელის შემდეგ, 325 წ-ს კონსტანტინე დიდის მიერ
მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ არიანელობა დაგმო და ერესად გამოაცხადა. ამ
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა როგორს დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის
ქრისტიანულმა ეკლესიებმა.
არიასანგჰა (სანსკრიტ. არყასანგჰა) – იოგაჩა რიას პირველი სკოლის
დამაარსებელი. არქატი, გაუატამა ბუდას უშუალო მოწაფე. თუ ეს ვერსია
მიღებულია, მაშინ არიასანგჰას ჩვ. წ-მდე VII ს-ის მიწურულს და VI ს-ის I ნახევარში
უცხოვრია. მოხდა ისე, რომ ამ სახელის მქონე პიროვნებას, ქრისტეს აქეთ V თუ VI ს-
ში უცხოვრია. ორიენტალისტები ამ ორ პიროვნებას ერთ ადამიანად აღიარებენ.
ბლავადსკაია თვლის, რომ თითქოს, აიოდჰეში (უდეში) მცხოვრები ჩვ. წ-ის V თუ VI
ს-ში მოღვაწე შაკიამუნის მიმდევარი აიასანგჰა ტრუარიასანგჰაა, რომელმაც
იოგაჩარიას სისტემას დაამატა ტატრიზმის კულტი: «შინაგანი სიცხადითაც
საკმარისია, რათა ვაჩვენოთ, რომ მისი შრომები (ლაპარაკია ცრუ არიასანგჰაზე),
გადათარგმნილია ჩვ. წ-ის 600 წ-ს, გაჯერებულია ტანტრისტული კულტით,
რიტუალიზმით და იმ პრინციპებით, რომელთაც ახლა მნიშვნელოვანწილად
მისდევენ, «წითელ ქუდიანთა» სექტის მიმდევრები სიქემში, ბუტანში და მცირე
ტიბეტში». ბლავატსკაია ასკვნის, რომ ხსენებული შრომები ვერ იქნებოდნენ ისე
ამაღლებილნი, როგორც იოგაჩარიას ადრეული სკოლის წმინდა ბუდიზმი, რომელიც
არც ჩრდილოურია, არც სამხრეთული, არამედ, აბსოლუტურად ეზოთერიკული.
«თუმცა, – აღნიშნავს ბლავატსკაია, – იოგაჩარიას არც ერთი ნამდვილი წიგნი
(«ნარჯოლ ჩოდპა») არასოდეს მოხვედრილა საჯარო მკითხველის ხელში, ანდა
გაყიდვაში, თუმცა ფსევდოარიასანდჰის «იოგაჩარია ბუჰუმიშასტრაში», შეიძლება
უამრავი რამის პოვნა ძველი სისტემებიდან, რომლის დოქტრინებსაც შესაძლოა იგი
516
განდობილი ყოფილიყო. ერთია მხოლოდ, ეს იმდენად შერეულია ბუდისტურ და
ტანტრისტულ მაგიასა და ცრუმორწმუნეებთან, მიუხედავად შესანიშნავი
დიალექტიკური დახვეწილობისა, რომ ეს ნაშრომი თავადვე ანადგურებს საკუთარ
მიზანს...» მაშინ, როცა ქსომა დე კერესი (რომელიც, სიტყვამ მოიტანა და, არასოდეს
იცნობდა გულუგპას – «ყვითელ ქუდოსნებს,», მაგრამ მთელ თავის ინფორმაციას
სასაზღვრო ოლქის, დუგპას – «წითელქუდოსან» ლამებისაგან ღებულობდა),
ფსევდო-არიასანგჰს მიაკუთვნებდა ჩვ. წ-ს VII ასწლეულს; ვასილიევეი, რომელმაც
თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ჩინეთში გაატარა, გვიმტკიცებს, რომ იგი
გაცილებით ადრე ცხოვრობდა, ხოლო უილსონი (იხ. «ღოყ. Aს. შოც.» ტ. VI გვ. 240),
როცა საუბრობდა ნახულ არიასანგჰის შრომის დაწერის პერიოდზე, თვლის, რომ,
ახლა «დადგენილია, რომ ისინი დაწერილი უნდა ყოფილიყო არაუადრეს ჩვ. წ-მდე II
ს-ის შუა ხანებისა და არაუგვიანეს ჩვ. წ-ის II ს-ის შუა წლებისა». ყოველ შემთხვევაში
უდავოა, რომ მაჰაიანის რელიგიური ნაშრომები არიასანგჰამდე დიდი ხნით ადრეა
დაწერილი. ცხოვრობდა თუ არა იგი ქრისტემდე II ს-ში თუ VII ს-ში ქრისტეს აქეთ და
შეიცავენ თუ არა ისინი გაცილებით მეტ ძირითად დოქტრინებს იოგაჩარიას
სისტემებისა, ესოდენ დამახინჯებული, შერყვნილი აიჰოდჰიანელთა
მიმბაძველთაგან, – დასკვნა ასეთი იქნება, რომ სადღაც უნდა არსებობდეს
ჭეშმარიტი განმარტება, თავისუფალი პოპულარული შივაიზმისა და მარცხენა ხელის
მაგიისაგან (Е. П. Блаватская, Теософский словарь) (იხ. იხ. გელუპგა, დუგპა). (კარგადაა
გასასწორებელ-გასაშალაშინებელი)
არიაშურა – ავტორი «ჯატაკამალა»-სი, ანუ «ჯატაკების გირლიანდა»-სი.
ნაწარმოებს საფუძვლად დაედო პალიური «ჯატაკები». მოღვაწეობდა IV ს-ში ჩვ. წ-
ით.

არიავარტა (სანსკრიტ. არყავარტა) – «არიელთა ქვეყანა», ანუ ონდოეთი.


ჩრდილოეთ ინდოეთის ძველი სახელწოდება, სადაც ბრამანი დამპყრობლები
პირველად დაემკვიდრნენ. მთელს ინდოეთზე ამ სახელის გავრცელება შეცდომაა.
მანუ (იხ.) «არიელთა ქვეყანას» მხოოდ ჰიმალაისა და ვინდჰიას ქედს შორის ზოლს
უწოდებდა, გადაჭიმულს აღმოსავლეთ და დასვლეთ ზღვებს შორის.

არიდიზაცია (ლათ. არიდუს-დან, მშრალი, გამხმარი, მწირი) – 1. ტერმინი


გეოგრაფიულ მწცნიერებაში: ჰავის ცვალებადობის (დათბობა ან აცივება, ტენიანობის
ზრდა ან შემცირება და სხვ.); 2. სხვადასხვა გეოგრაფიული სარტყელისა და
კლიმატური ზონისათვის დამახასიათებელი თავისებურების წარმოქმნა.
არიდიზაცია – ჰავის გამშრალება.
არიდული – იხ. ქსე.
არიელები (ძვ. ინდ. და ძვ. ირან. არყა – კეთილშობილი) – სამეცნიერო
ლიტერატურაში სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ტერმინია. ამჟამად უწოდებენ
მხოლოდ ინდო-ირანულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებსა და ტომებს.
არიელები – ინდოევროპული რასის ტომები, რომლებიც ინდოეთში ჩვ. წ-მდე II
ათასწლეულის შუახანებში გამოჩნდნენ.
არიელი (ებრ. «უფლის ლომი») – ძვ. აღთქმის რამდენიმე სახე. ზოგის აზრით
სამსხვერპლოს ზედა საფეხურების საელად ითვლებოდა, უმანკოების დამცველ
ანგელოზადაც და როგორც გმირულ ქალაქს იერუსალიმსაც ეძახდნენ. გვიანდელ
დემონოლოგიაში წყლის სულია. შექსპირის «ქარიშხალში» – ჰაერის სულია.
შექსპირიდან გადაიღო გოეთემაც «ფაუსტში».

517
არიერსცენა – (თეატრ.) სცენის უკანა ნაწილი, წარმოადგენს ძირითადი სცენის
გაგრძელებას და სათადარიგო ნაგებობაა დეკორაციების გასამართავად, რომელიც
სიღრმის ილუზიას ქმნის. აიერსცენა გაჩნდა სცენის სიღრმესთან, კოლოფთან ერთად.
თანამედროვე თეატრის შენობაში არიერსცენა ხშირად უფრო ღრმა და განიერია: აქ
თავსდება აგრეთვე «ფურკები», ანუ დამრეცი მბრუნავი წრე, რომელზედაც წინასწარ
განლაგებულია დეკორაციები. არიერსცენის თავზე ეწყობა ცხაურები დეკორაციების
ამწეებით, აგრეთვე გასანათებელი აპარატურა. არიერსცენის იატაკის ქვეშ კი
საწყობებია ჩამოსაკიდებელი დეკორაციებისათვის – ცეცხლგამძლე სეიფებისათვის.
არიერსცენის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება დეკორაციათა შუქპროეცირების
განვითარებასთან დაკავშირებით.

არიმანი (აჰრიმანი, აგრიმანი) – ძვ. ირანელთა ბოროტი სული. სიბნელისა და


სიავის სინონიმი, მავნე ძალა, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს ზოროასტრის
რელიგიაში.. ბერძნები არეიმანიოსს ეძახდნენ, ხოლო ზარათრუსტას მოძღვრების
წიგნში ზენდ-ავესტაში მას ეწოდება ანხრო-მაინიუ. ზოროასტრიზმი შედგება სამი
ნაწილისაგან. თითოეულში 3000 წელია. პირველ ნაწილში ორმეზიდი ქმნის
სამყაროს, მეორეში ერეკე არიმანი – ოროტ ძალას. მაგრამ ბოლოს ორნეზიდი
ამარცხებს მას და ქვესკნელს დაანარცხებს (შდრ. ღმერთი და სატანა; ზევსის მიერ
ტიტანების დამხობა...).
არიმასპები (მონღოლურად მთის კაცები.) – მითიური ცალთვალა მეომარი
ხალხი, უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში ებრძვიან გრიფონებს. პტოლემეოსის
აზრით შავსა და ბალტიის ზღვებს შორის ცხოვრობენ. ნეიმანის აზრით სკვითების
მეზობლები არიან. ესქილეს მიხედვით – აფრიკაში.
არიმათეა (ბიბლ.) – იუდეის ქალაქი, საიდანაც იყო იოსები (იხ. იოსებ
არიმათიელი) (ლუკ. 23; 50-53), (მათე, 27; 57-60).
არიონი – ლესბოსელი მგოსანი და ტიტრაზე დამკვრელი (ძვ. წ. VII-VI ს.ს.)
წერდა დითირამბებს. შექმნა ქორები, საიდანაც წარმოიშვა ბერძნული ტრაგედიები.
ერთხელ ტირან ჰერიადრის სახლში პაექრობაში გამარჯვებული დიდძალი
საჩუქრებით სიცილიიდან კორინთოში ბრუნდებოდა. მეზღვაურებს შეშურდათ მისი
და ზღვაში გადაგდება მოუბდონეს. არიონმა სიზმარში შეიტყო ეს და ითხოვა
სიკვდილის წინ მამღერეთო, შემდეგ კი თვითონვე გადაეშვა ზღვაში. მისი სიმღერით
მონუსხულმა დელფინმა ზურგზე შეისვა და გადაარჩინა. ტენარეს კონცხზე
აღმართულ ქანდაკებაში სწორედ ბრიმჯაოს დელფინზე მდგარი არიონია
გამოსახული. არიონი ასახეს ასევე დიურერმა, პუსენმა, რუბენსმა. მასზედ წერდნენ:
ჰეროდოტე, ციცერონი, ოვიდიუსი.
არიოპაგი (ბერძ. Aრეიოს არესი და პაგოს ბორცვი) – ომის ღვთაების არესის
(იხ.) ბორცვი ათენში. 1. ძვ. საბერძნეთში ქურუმთა საბჭო; 2. უზენაესი სასამართლო
ორგანო, იმართებოდა არესის ბორცვზე; 3. არეოპაგის საბჭო, არქონტთაგან შეადგინა
სოლონმს, თუმცა როგორც დღესაა დადგენილი, იგი სოლონამდეც არსებულა.
სოლონის არეოპაგის საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო საბჭოს, უმაღლეს
საზედამხედველო, საკონტროლო და აღმასრულებელ ორგანოს. დაკომპლექტებული
იყო საზოგადოების მაღალი ფენებიდან (განსხვავებით «ობსასიას (?) საბჭოსაგან» იხ.).
არეოპაგის საბჭოს როლი მნიშვნელოვნად დაკნინდა ჰერაკლეს ეპოქაში; 4. უზენაესი
სასამართლო თანამედროვე საბერძნეთში; 5. (გადატ. ირონ.) ავტორიტეტულ
ადამიანთა თავყრილობა რაიმე საკითხის გადასაწყვეტად (დამატ. იხ. МНМ)

518
არიოსტი (Aრიოსტი), ატალიო. იტალიელი კომპოზიტორი 1660-1740 წ. წ.
ოპერები «დაფნა», «კორიოლანი» და სხვა.

არიოზი, არიუსი – ალექსანდრიელი ხუხესი (ეგვიპტე). მან დაახლ. 318 წ-ს


საფუძველი ჩაუყარა არიანელობას (იხ..)მისი მოძღვრებით ქრისტე მამა ღმერთთან
ერთდ დასაბამით არ არსებობდა. იგი, მსგავსად ადამიანისა, მოგვიანებითაა
შექმნილი. ქრისტეში ღმერთიც არის და ადამიანიც, მაგრამ ჭარბობს ადამიანი. ქევიუს
ფლავიუსი – (390-454 წ. წ.) გამოჩენილი რომაელი მხედართმთავარი და
პოლიტიკური მოძვაწე. მან 451 წ-ს გენერალური ბრძოლა გაუმართა ჰუნებს ატილას
მეთაურობით (იხ. იხ.). კატალიუმის მინდვრებზე რომის იმპერიის
მხედართმთავარმა ფლავიუს ავეციუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი რჩეულობა
და რომის სიძლიერე, თუმცა რომის იმპერიის დაისი უკვე დაწყებული იყო.
არიოზო – სასიმღერო დეკლამაციური ხასიათის მელოდიის მქონე,
თავისუფლად აგებული მცირე ზომის არია.
არიშაი (ბიბლ.) ცერუიას ძე, ძმა იოაბისა და ყასაელისა, ერთი დავითის
შესანიშნავ გმირთაგან, რომელმაც ბოლომდე უერთგოლა თავის მეფე-ნათესავს
(დავითის გერი დის შვილი იყო). იყო მრავალი ბრძოლის გმირი. იბრძოდა
სირიელებისა და ამონიტიანელთა წინააღმდეგ. ფილისტიმელებთან ბრძოლაში
გადაარჩინა დავითი და ნოკლა გოლიათი – იშბი-ბენობი, რაფას ნაშიერთაგანი,
რომელსაც «სამას შეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა
წელზე» (2. მეფ. 21:16-17). ებრძოდა მამის – დავითის წინააღმდეგ აღძრულ
აბესალომს.
არისბა, არისბე – 1. პრიამოსის ცოლი. 2. ტროელთა ქალაქი. სულ 5 ქ. იყო ამ
სახელით ცნობილი ტროადაში. 3. ქ. ლესბოსზე.

არიშტა – კაშიაპას (იხ.) მეუღლე, ბრაჰმას შვილიშვილი, წარმომშობელი


ფრინველთა – ყორანთა, ბუთა, ძერათა, ქორ-მიმინოთა, თუთიყუშთა...
არისტაგორა – სპარსელთა ერთ-ერთი სარდალი. განზრახული ჰქონდა იონიის
აჯანყება სპარსთა მეფის დარიოსის წინააღმდეგ ჰისტიეოსთან ერთად. (იხ.
ჰისტიეოსი). ბოლოს გაიქცა თრაკიაში დაიქ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს დაიღუპქ.
მილეთის ტირანი, ჰისტეოსის სიძე.
არისტარქოს სამოსელი (დაახლ. 320-250 წ. წ. ჩვ. წ-მდე)გამოჩენილი ბერძენი
ასტრონომი და მათემატიკოსი, ავტორი თხზულებისა «მზისა და მთვარის სიდიდეთა
და სიშორეთა შესახებ», რომელშიც მან აღწერა მზისა და მთვარის დაშორება
დედამიწიდან, რომელიც გამოთვალა მისგან გამოთვლილი 870-იანი კუთხით
(სინამდვილეში 890 50') დაადგინა, რომ დედამიწიდან მზე 19-ჯერ უფრო შორს
იმყოფებოდა, ვიდრე მთვარე და, რომ მზის დიამეტრი 3-6,75-ჯერ უფრო დიდი იყო,
ვიდრე დედამიწისა. კოპერნიკის აღმოჩენამდე 1700 წლით ადრე არისტარქოს
სამოსელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დედამიწა წარმოადგენდა სფეროს, რომელიც
ბრუნავდა თავისი ღერძისა და უმოძრაო მზის გარშემოც, ეკვატორისკენ დახრით. მან
სრულყო ძველი ასტრონომიული ხელსაწყო – გნომონი (ჰორიზონტალურ დაფაზე
ჩასობილი ზა,ბარა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა განგვესაზღვრა მზებუდობისა
და ბუნიობის მომენტები) (იხ. გნომონი) – რომელიც ნახევარწრიული სკალის შუაში
დააყენა. პლუტარქეს ცნობით არისტარქოსი უღმერთობაში დაადანაშაულეს. დატოვა
ათენი და ალექსანდრიაში გადავიდა, სადაც იგი პტოლომე IIფილადელფოსმა
მიიწვია და ალექსანდრიის მუსეონში შესთავაზა სამუშაო.

519
არისტეოსი (Aრისტეიოს) – უძველესი ბერძნული ღვთაება. ნაწილობრივ
ემთხვევა აპოლონის, დიონისეს და თვით ზევსის კულტს. ცნობილია, როგორც
ნათესების, ნახირის, მწყემსთა, ფუტკართა, მონადირეთა, მგზავრთა მფარველი. ააგო
ზევსის ტაძარი. ეზიარა დიონისეს საიდუმლო მისტერიებს.
არისტიდე – ათენის სტრატეგოსი სალამინის ბრძოლაში.
არისტიდეს ელიადელი (დაახლ 117 ან 129-187 წ. წ.) – მეორე სოფისტიკის
უდიდესი წარმომადგენელი, რომლის სიტყვები გამოირჩევა დიდი სტილისტური
ოსტატობით. იყო ჰეროდე ატიკელის მოწაფე. თავისი თანადროულობის ერთ-ერთი
უგანათლებულესი პიროვნება. მოიარა რომის იმპერიის ქალაქები და ყველგან
ბრწყინვალებით რთავდა თავის გამოსვლრბს. მისგან შემორჩენილი 55 სიტყვას
ლაიტმოტივად გასდევს აზრი სოფისტიკის საგანმანათლებლო და ლიტერატურული
დაიშნულების უნივერსალობაზე და თვით სოფისტიკაზე, როგორც ადამიანის
სულიერი მოღვაწეობის აპოგეურობაზე. როგორც ყველა სოფისტი, იყო
პატივმოყვარე, საკუთარ თავს გენიად, პლატონისა და დემოსთენესის თანასწორად
რაცხდა, ედავებოდა და უარყოფდა კიდეც მათ («სიტყვა ოთხთა დასაცავად»).
«პანათენურ სიტყვაში» არისტიდესი მჭევრმეტყველებაში ისოკრატესს ეპაერება.
ერთ-ერთ სიტყვაში იგი მიმართავს იმპერატორ მარკუს ავრელიუსს (121-180 წ. წ.),
რათა აღადგინოს მიწისძვრით დაქცეული ქალაქი სმირნა.ევსისადმი, აპოლონისადმი,
დიონისესადმი და სხვათადმი; სახოტბო მიმართვები ქალაქების – ელევრინისადმი,
რომისადმი, კაზოკიისადმი, ათენისადმი და კუნძულ როდოსისადმი.
განცალკევებით არისტიდესის 6 «უწმიდური სიტყვა» დგას, დაწერილი დღიურების
ფორმით და რომლებშიც გაფმოგვცემს მის სულიერ ავადმყოფობისა და პერგამოსში
ღმერთ ასკლეპიოსის მიერ ავადმყოფობისაგან მისი განკურნების შესახებ. არისტიდეს
ელიდელის სიტყვები გამოირჩევიან ატიკური სტილის ვირტუოზული ფლობით,
მაღალმხატვრული და ამაღლებული ენით.
არისტიდეს კვანტილიანი (ჩვ. წ-ის II ან III ს.) – გრამატიკოსი და მუსიკის
თეორეტიკოსი. დაწერა სამტომეული თეორეტიკული ნაშრომი «მუსიკის შესახებ»,
რომელსაც საფუძვლად არისტოტელეს და არისტოქსენესის მუსიკალურ-
წსთეტიკური და თეორეტიკული შეხედულებები დაუდო. პირველ ნაწლში
გაშუქებულია მუსიკალური მეტრის, რიტმის, ტემპის საკითხები და მათი კავშირები
კილოსთან, რეგისტრებთან, ჟანრებთან ()მეტრიკა, რიტმიკა, ჰარმონიკა. არისტიდეს
კვინტილიანმა მელოდია ნომიურ, დითირამბულ და ტრაგიკულად დაჰყო,
გამოავლინა მათი გვარეული განსაკუთრებულობანი, მისცა შესაბამისი დახასიათება
ცეკვას, როგორც რიტმულ საწყისობის პირველად გამოხატულებას. , განიხილა
რიტმული მოდულაციები. მეორე წიგნში მთავარი ყურადღება ეთმობოდა აღზრდისა
და საშემსრულებლო ოსტატობის საკითხებს, ასევე მუსიკის ზემოქმედებას
მსმენელის ფსიქიკაზე, მის გავლენაზე ადამიანთა ნებისა და შემეცნების (ეფოსის)
ჩამოყალიბების საკითხებში. მესამე წიგნი ეძღვნებოდა ინტერვალებსა და კოსმიურ-
მუსიკალურ ანალოგიებს, ე. ი. ციურ სხეულთა და მუსიკალურ ინტერვალთა
შესაბამისობებს, მათს ზეგავლენაზე, ხმათწყობის საფეხურებზე, ტონალურობაზე და
ა. შ.
არისტიდეს მილეთელი (დაახლ. 100 წ. ჩვ. წ-მდე) – მწერალი, ავტორი
ნოველათა კრებულისა – «მილეთური მოთხრობები», რომელშიც გადამუშავებულია
ეროტიკული შინაარსის ფოლკლორული მასალები. ავტორი ცდილობს, სიუჟეტურად
ერთ ჩარჩოში მოაქციოს ნაწარმოები, თუმცა ნოველები მაინც სუსტად

520
უკავშირდებიან ერთმანეთს. ემოციურად ამაღლებული ტონი ნოველებს კომიკურ
ხასიათს ანიჭებს. კრებულს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, რასაც პლუტარქეც
აღნიშნავს თავის კრასუსის ბიოგრაფიაში (კრასუსი, რომელმაც დაამარცხა სპარტაკი).
პლუტარქე ამბობს, რომ სულას მომხრე რუსტიუსის ერთ-ერთ აღალში «მილეთური
მოთხრობებიც»აღმოჩენილა. «მილეთური მოთხრობები» ჩვ. წ-მდე I ს-ში
ლათინურად უთარგმნია კორნელიუს სისეუსს. ამ ნაწარმოებისაგან დღეს მხოლოდ
ერთი ფრაგმენტიღაა შემორჩენილი.
არისტიპე – (დაახლ. 435-355 ჩვ. წ. წ. წ-მდე) – ძვ. ბერძ. ფილოსოფოსი,
სოკრატეს მოწაფე ე. წ. კირენის (ჰედონისტური) სკოლის (კირენელები)
ფუძემდებელი. არისტიპეს მიხედვით სიცოცხლის უმაღლესი მიზანია სიამოვნება,
მაგრამ ადამიანი კი არ უნდა დაემონოს მას, არამედ უნდა მიელტვოდეს გონიერ
ტკბობას, რომელიც მისთვის უმაღლესი სიკეთეა.

არისტიპე კირენელი (დაახლ. 435 – დაახლ. 355 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ძველბერძენი


ფილოსოფოსი-იდეალისტი, მონათმფლობელური არისტოკრატიის იდეოლოგი,
ეთიკაში პლატონიზმის მომხრე. ადრეულ ასაკში მოვიდა ათენში მშობლიური
ჩრდილოაფრიკული ქლაქიდან – კირენიდან და სოკრატეს მოწაფე გახდა.
მოგვიანებით კირენეში დააარსა ფილოსოფიური სკოლა (კირენული ან
ჰედონისტური). ა-ს კვლევის საგანია ადამიანის დანიშნულება და უმაღლესი
კეთილდღეობის მიღწევ. ცოდნის ერთადერთი წიაროა. ა-ს მიხედვით, შეგრძნებები,
რომლებიც შეიძლება დავიყვანოთ სიამოვნებისა და ტანჯვის გრძნობამდე. ეს
გრძნობებია სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტებისა და სიცრუის საზომი. ყველა
ცოცხალი არსება ეძიებს პირველსა და გაურბის მეორეს. ამოდის რა სოკრატეს
დებულებიდან სკეთეზე როგორც სათნოების ბედნიერებასთან შეხამების შესახებ, ა.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიებს უკანასკნელს. ის განსაზღვრავს ბედნიერებას
როგორც ხანგრძლივ სიამოვნებას, რასაც აცხადებს სიკეთის კრიტერიუმად და
ცხოვრების მიზნად. მაგრამ ადანიანი ტკბობის მონად არ უნდა იქცეს, არ უნდა
დაგვავიწყდეს ზომა და გონიერება, სულიერების ელემენტი. ა-ს ნაწარმოებები არ
შემოინახა.
არისტობულესი – ალექსანდრიელი მწერალი და ფილოსოფოსი, წარმოშობით
ებრაელი. ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არისტოტელეს ახსნილი ჰქონია მოსეს
ეზოთერიკული აზრები.

არისტოდემა – პრიამოსის ასული.


არისტოდემოსი – ჰერაკლიდი. დაიმორჩილა პელოპონესი და განაგებდა თვით
სპარტას. მითის მიხედვით პელოპონესის პირველი მეფე. მისი ორი შვილი კი
სპარტის ორი გვარის მამამთავარია. სხვა ვერსიით ლაკედომონის სამეფო გვართა
დამფუძნებელნი გახდნენ.

არისტოფანე, თავის კომედიებში, რომელბიც სავსეა ამოუწურავი


გონებამახვილობით ა. უსაზღვრო გამბედაობით დასცინის თავისი დროის
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ზნე-ჩვეულებებს. ის მოტრფიალეა კეთილი
წარსულისა, დამცველია უბრალო ძველი წეს-ჩვეულებების. ა-ს ენა ნათელია, სავსეა
მახვილი სარკაზმით, «ატიკური მარილიანობით». მან დაწერა 40-ზე მეტი კომედია.
სრულად შემოინახა 11: «აქარნელები», «ნხედრები» (დემაგოგ კლეონის წინააღმდეგ),
«ღრუბლები» (სატირა სოფისტებსა და სოკრატეზე), «კრიზანები» (დაცინვა

521
სასამართლოებზე), «ზავი», «ფრინველები», «თერმოფორიაზუსები», «ლისისტრატე»,
«ბაყაყები», «ქალთა კრება», «პლუტოსი».
არისტოლულოსი (Aრისტოლულოს), ფილოსოფოსი, პერიპედედიკოსი,
ალექსანდრიელი ებრაელი II ს. ჩვ. წ-მდე. ამტკიცებდა, რომ ბერძნული ფილოსოფიის
წყაროა ბიბლია.
არისტონ ქაჩალი, ბერძენი ფილოსოფოსი ჩვ. წ-მდე III ს-ის თვლიდა \, რომ
ფილოსოფიის მთავარი მიზანია ცხოვრობდე ყველაფრის მიმართ გულგრილად, მისი
მოძღვრების თანახმად მანკიერებისა და სიკეთეს შორის განსხვავება არაა.
ფილოსოფოსი, ბრძენი მსახიობს უნდა ჰგავდეს, რომელსაც შეუძლია ითამაშოს
როგორც კეთილშობილი მეფის აგამემნონის როლი ჰომეროსის «ილიადადან», ისე
საზიზღარი და სულმდაბალი თერსიტესი. არისტონი ამტკიცებდა, რომ ბრძენი არ
უნდა შეცდეს. ფილოსოფოსმა ტერასეოსმა, რომელმაც ვერ შეზლო საწინააღმდეგოს
დამტკიცება ლოგიკურად, იპოვა ტყუპი ძმა, ერთს უბრძანა არისტონისათვის
დროებით დაეტოვებინა ფული, ხოლო მეორეს უბრძანა წამოეღო. არისტონი ამ ანკესს
წამოეგო და ასე იქნა უარყოფილი მისი მტკიცებულება. არისტონი ქაჩალი იყო და
მზის დარტყმით გარდაიცვალა. მასზე ასეთი ეპიგრამა შექმნეს: «ო, არისტონ»
სიბერემდე მიაღწიე ქაჩალმა, მზეს თავს რატომ ზომიერად არ უშვერდი? მზის
გულზე მოინდომე თავის გათბობა და ამის გამო იმქვეყნიურ სივრცეში ამოყავი
თავი».

არისტონი – მექანიკური სამუსიკო საკრავი.


არისტონოფოსი – ბერძენი ფერმწერი (ჩვ. წ-მდე VII ს.) დაახლოებით ჩვ. წ-მდე
VII ს-ის შუა ხანებში გადასულა ჩერვეტერში, ეტრუსკულ ქალაქში, სადაც შექმნა
ჩვენამდე მოღწეული «კრატერი» (იხ.), რომელზეც გამოსახულია ციკლოპი (იხ.)
პოლიფემოსი (იხ.) და საზღვაო ბრძოლა.

არისტოპე – ბერძენი ფილოსოფოსი, კირენაიკთა (პედონისტთა)


ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი. ჩვ. წ-მდე 435-355 წ. წ. ის დაიბადა მდიდარი
ვაჭრის ოჯახში, ბერძნულ ქალაქ კირენეში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე, რომელიც
ცნობილი იყო ფუფუნებითა და სიმდიდრით. თავიდან ის პროტაგორას მიმდევარი
იყო, მაგრამ ათენში რომ ჩამოვიდა, სოკრატეს მოწაფე გახდა. ერთხანობას არისტიპე
სირაკუზის ყირანის დიონისეს სასახლეშიც ცხოვრობდა. არისტიპე თვლიდა, რომ
ცხოვრების მიზანი ტკბობაა. მისი მოძღვრების მიხედვით სულს ორი მდგომარეობა
აქვს: ტკივილი და ტკბობა. ტკბობისაკენ ისწრაფვის ყველა ადამიანი და ყველა
სულიერი არსება, ტკივილს – გაურბიან. ბედნიერება არის ტკბობათა ერთობლიობა.
არისტიპეს აზრით, უნდა ვისწრაფვოდეთ კეთლშობილური ტკბობისაკენ, მაგრამ
მიუხედავად ამისა, სხეულით ტკბობა უფრო მაღლა დგას სულიერზე, როდორც
სხეულით ტანჯვაა უფრო ძნელი სულიერზე. არისტიპეს მიმდევრებს უწოდებდნენ
კირენაიკებს მისი მშობლიური ქალაქის სახელის მიხედვით, ან ჰედონისტებს –
ბერძნული სიტყვის «ტკბობის» მიხედვით. არისტიპეს შეეძლო შეგუებოდა
ყველანაირ დროს, ადგილს და ადამიანს. ის ყოველთვის თამაშობდა თავის როლს
არსებული ვითარების შესაბამისად. მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ, რომ
მას შეეძლო ევლო როგორც მდიდრული მანტიით, ისე ძველმანებით, არ ეუცხოვა
მდიდრული სუფრა და არც ფუფუნების არქონის გამო წუხს. ტკბობოსაკენ ილტვის
მაგრამ მის გამო თავისუფლებას მსხვერპლად არ მიიტანს. ისტორიული
ანეკდოტების რიცხვით არისტიპე მეტოქეობას უწევს სოკრატეს და დიოგენეს,

522
ალექსანდრე მაკედონელსა და იულიუს კეისარს. ეს ანეკდოტები წარმოდგენას
გვიქმნიან როგორც თვით მასზე, ისე მის ფილოსოფიურ მრწამსზე. არისტიპემ
პირველმა სოკრატეს მოწაფეებს შორის ფულის აღება დაიწყო თავისი
მსმენელებისაგან, თანაც დიდ გადასახადს ითხოვდა. ერთ-ერთი მოწაფის მამამ რომ
გაიგო თანხის ოდენობა, რაც უნდა გადაეხადა შვილის სწავლებისათვის, წამოიძახა:
– ამ თანხით ხომ მონის ყიდვა შეიძლება! არისტიპემ უპასუხა: – მაშინ იყიდე მონა
და შენს გაუნათლებელ შვილთან ერთად ორი გეყოლება. თავდაპირველად ფულის
ნაწილს ფილოსოფიის სწავლებისათვის მიღებულს არისტიპე სოკრატეს უგზავნიდა,
როგორც თავის მასწავლებელს. სოკრატეს სწყნდა, რომ არისტიპე არად აგდებს მის
აზრს იმის შესახებ, რომ გადასახადი აიღოს სწავლებისათვის და ის უკან უბრუნებდა
ფულს. არისტიპეს ეს იოტისოდენადაც არ აფიქრებდა და განაგრძობდა ფულის
აღებას, ერთხელ, ნახა რა, რამდენი ფული გააკეთა არისტიპემ, სოკრატემ ჰკითხა: –
ასე ბევრს რაში გაძლევენ? – იმაში, რაშიც შენ არაფერს არ გაძლევენ, – უპასუხა
მოწაფემ მასწავლებელს. განსაკუთრებით ბევრია ანეკდოტები არისტიპეს ცხოვრების
შესახებ სირაკუზის ტირანის დიონისეს სასახლეში. როდესაც ფილოსოფოსი მის
სასახლეში გამოჩნდა, დიონისემ დაცინვით ჰკითხა, რისთვის ესტუმრა. – რომ
გიწილადო ის, რაც მე მაქვს, და გამორჩენა ვნახო იმაში, რაც მე არა მაქვს, – უასუხა
არისტიპემ. სხვა ვერსიით ფილოსოფოსმა უპასუხა: – როდესაც სიბრძნე მჭირდება,
სოკრატესთან მივდივარ, ახლა მე ფული მჭირდება და შენთან მოვედი. ერთხელ
არისტიპემ, როგორც ყოველთვის, ფული სთხოვა, მან უთხრა: – მაგრამ შენ ხომ
ამტკიცებ, რომ ფილოსოფოსმა არ უწყის გაჭირვება. – ჯერ ფული მომეცი, მერე კი
დაგიმტკიცებ, რომ ეს ნამდვილად ასეა. დიონისემ ბრძანა არისტიპესათვის
მოთხოვნილი თანხა მიეცათ. – აი, თვითონ ხედავ, – დაასკვნა არისტიპენ, –
ფილოსოფოსმა მართლაც არ უწყის გაჭირვება. სხვა დროს არისტიპემ დიონისეს
წინაშე თავისი მეგობარი დაიცვა, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, და
რომ წაპირფერებოდა ტირანს, მის ფეხებთან დაემხო. კმაყოფილმა დიონისემ
შეიწყალა მსჯავრდებული. მაგრამ რომელიღაც კარისკაცმა თქვა, რომ არისტიპემ
ფილოსოფია დაამცირა. პასუხად, მოუბრუნდა რა კარისკაცს და თვით ტირანს,
არისტიპემ წამოიძახა: – მაგრამ ამაში დამნაშავე მე კი არა, დიონისეა, რომელსაც
ყურები ფეხებზე ასხია. ერთხელ, აძლევდა რა არისტიპეს ფულს, დიონისემ,
წონასწორობა წომ დაეკარგვინებინა, შეაფურთხა. კარისკაცებმა სიცილი დაიწყეს,
არისტიპემ კი უპასუხა: – მეთევზეები ზღვის შხეფებს წინ უდგებიან, რომ დაიჭირონ
წვრილი თევზები. მე ვერ უნდა ავიტანო ნერწყვის შხეფი, როდესაც სურვილი მაქვს
დიდი თევზი დავიჭირო? ერთ-ერთ ნადიმზე დიონისემ მოითხოვა, რომ არისტიპეს
რაიმე ფილოსოფიური ეთქვა: – სასაცილოა, თქვა ფილოსოფოსმა, – მე გასწავლი, რა
უნდა ილაპარაკო და მე მასწავლი როდის უნდა ვილაპარაკო? დიონისე გაბრაზდა და
არისტიპეს უბრძანა ყველაზე შოი ადგილი დაეკავებინა მაგიდასთან. – ეს რა პატივს
დებ იმ ადგილს, – გაიცინა ფილოსოფოსმა. როდესაც დიონისეს სასახლის კარზე
იმყოფებოდა პლატონი, ტირანმა ნადიმის დროს შესთავაზა ყველას ჩაეცვა მოცეკვავე
ქალების კაბა და ეცეკვათ. პლატონმა ამაყად თქვა უარი. არისტიპემ იცეკვა და
პლატონს მიმართა, რომ ვინც სულით სუფთაა, ის არ გაირყვნება, თუნდაც იცეკვოს,
როგორც მოცეკვავე ქალმა. ხაზი რომ გაესვა პლატონსა და არისტიპეს შორის
განსხვავებისათვის დიონისემ პლატონს აჩუქა წიგნი, არისტიპეს კი ფული მისცა.
არისტიპემ კომენტირება მოახდინა: – მერე რა, ეს ნიშნავს, რომ მე ფულს ვსაჭიროებ,
პლატონი კი ცოდნას. დიოგენე სინოპელი არისტიპეს უწოდებდა, სასახლეში მისი

523
ცხოვრების გამო, სამეფო ძაღლს. ის შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ «ეკბინა»
არისტიპესათვის, მაგრამ მათი კინკლაონიდან გამარჯვებული ჩვეულებრივ
არისტიპე გამოდიოდა. ერთხელ, როდესაც არისტიპემ დიოგენის სიახლოვეს გაიარა,
რომელიც ბაზარში ბოსტნეულის ნარჩენებს ასუფთავებდა, დიოგრნემ დაცინვით
უთხრა მას: – შენ რომ შეგეძლოს აი, ამეებით კვება, მაშინ ტირანების სასახლეში არ
მოგიწევდა მლიქვნელობა. – მაგრამ შენ რომ შეგძლებოდა ადამიანებთან
ურთიერთობა, – არ მოგიწევდა ბოსტნეულის ნარჩენებით თავის რჩენა. რომელიღაც
ფილოსოფოსმა საუბრისას, შეიგრძნო რა ძვირფასი სუნამოს სუნი, აღშფოთებულმა
იკითხა: – ჩვენს შორის ვის ასდის სუნამოს სუნი? არისტიპემ უპასუხა: – ეს მე ვარ,
უბედური, ჩემზე უბედური კი მხოლოდ სპარსეთის მეფეა, ვისაც უფრო ძვირფასი
სუნამოები აქვს. ადამიანს, რომელიც ტრაბახობდა, რომ მრავალი წიგნი წაიკითხა,
არისტიპემ უთხრა: – იმისგან, რომ ადამიანი ბევრს ჭამს, ვერ ხდება იმაზე უფრო
ჯანმრთელი,რომელსაც ჰყოფნის მხოლოდ აუცილებელი საკვები. სწორედ ასევეა
სწავლულიც; ეს ის კი არაა, ვინც ბევრს კითხულოვს, არამედ ის, ვინც კითხულობს
ისე, რომ სარგებლობა მოუტანოს. ერთხელ, როდესაც ერთ-ერთ თავის მეგობართან
ერთად ჰეტერის სახლში შედიოდა, მისი მეგობარი გაწითლდა და შეცბუნდა. –
სირცხვილი შესვლა კი არაა, არამედ ძალა არ აღმოგაჩნდეს გამოხვდე, – უთხრა
არისტიპემ, ხოლო როდესაც მას უსაყვედურეს იმის გამო, რომ ის ცნობილი ჰეტერის
ლაიდის საყვარელი გახდა, არისტიპემ უპასუხა: – ლაიდა ხომ არ მფლობს მე,
არამედ მე ვფლობ ლაიდას. უკეთესი ხვედრი ის ხომ არ არის, რომ თავი შევიკავო
ტკბობისაგან, არამედ ისაა, რომ ვბატონობდეთ ამ გრძნობებზე და არა პირიქით.
არისტიპეს ჰყავდა ქალიშვილი არეთა. ის მისი მოწაფე გახდა და მამის მოძღვრებას
ქადაგებდა. არეთას ვაჟი, არისტიპე უმცროსიც ფილოსოფოსობდა და ავითარებდა
თავისი სახელგანთქმული ბაბუის მოძღვრებას. არისტიპემ რამდენიმე ათეული
ფილოსოფიური ტრაქტატი დაწერა, მაგრამ ყველა ისინი დაკარგულია და ჩვენს
დრომდე ვერ მოაღწიეს.
არისტოქსენესი (ჩვ. წ-მდე 354-300 წ. წ.) – დაიბადა სამხრეთ იტალიის ქალაქ
ტარენტესში. გახლდათ ანტიკური მუსიკის უდიდესი თეორეტიკოსი,
«ჰარმონიკების», როგორც მიმართულების წამომწყები. იყო მოწაფე და აპოლოგეტი
არისტოტელესი. სხვადასხვა საკითხებისათვის მიძღვნილი აქვს მრავალრიცხოვანი
ნაწარმოები ფილოსოფიის, ისტორიის, მუსიკის სფეროში (სავარაუდოდ 453-მდე
ნაშრომი). ფრაგმენტებიღა შემორჩენილი ნაშრომთაგან: «ჰარმონიის ელემენტები» და
«რიტმიკის ელემენტები». მოგვიანო ავტორები იმოწმებენ და მიუთითებენ
არისტოქსენესის ნაშრომს მუსიკის ისტორიის შესახებ. არისტოქსენესი «ჰარმონიკას»
განსაზღვრავს როგორც მოძღვერებას მუსიკის ელემენტებისა (რიტმიკა, მეტრიკა,
ორგანიკა) და კომპოზიციის შესახებ. რიტმიკის საკითხთა დამუშავებისას იგი
ეყრდნობოდა ცეკვის ბუნებას. მისიკალურ ნაწარმოებში იგი აფასებდა არა მხოლოდ
მის კეთილხმოვანებას, არამედ მისი ეთიკურობის შინაარსსაც. არისტოქსენესი
თვლიდა, რომ ადამიანისთვის, რომელიც მუსიკას უსმენს, მთავარია როგორც სმენა, ,
სუბიექტური სმენითი შეგრძნებანი, ისე ფილოსოფიის ცოდნაც.

არისტოქსენი, ტარენტიდან, ბერძენი ფილოსოფოსი, მიეკუთვნებოდა


ჰერიპატეცოკულ სკოლას (დაახლ. 350 წ. ჩვ. წ-მდე), მუსიკის თეორეტიკოსი და
ისტორიკოსი. ნაშრომი გრამატიკულ ელემენტებზე.
არისტოტელე (384-322 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ძველბერძენი ფილოსოფოსი და
მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიობი). გააკრიტიკა რა
524
თავისი მასწავლებლის, პლატონის, თეორია «იდეების შესახებ», როგორც საგნების
უსხეულო ფორმების შესახებ, შექმნა ობიექტური იდეალიზმის მოძღვრება,
რომელმაც მოიცვა მისი თანამედროვე ცოდნის ყველა სახე, ბუნების განმარტების
საკითხებში ხშირად მატერიალიზმს რომ ემთხვევა. ა-მ ეთიკას მიუძღვნა სამი
სპეციალური ნაშრომი, რომელთაგან მთავარია «ნიკომაქეს ეთიკა». განკუთვნილი
იყო თავისი შვილისათვის. ა. თვლიდა, რომ მორალური მოღვაეობისა და ზნეობრივი
გმირობების საფუძველია ობიექტური მიზანშეწონილობა. უმაღლესი სიკეთე – ეს
მიზანია, რომლისკენა ადამიანები ისწრაფვიან თვით მის გამო. მას გამოამჟღავნებს
უმაღლესი სახელმძღვანელო მეცნიერება – პოლიტიკა. როგორც თვითკმარი, ის არ
წარმოადგენს არც მატერიალურ სიმდიდრეს, არც ტკბობას, არც რომელიმე სიკეთეს,
არამედ განისაზღვრება ადამიანის დანიშნულებით, რაც განხორციელდება
გონებრივი მოღვაწეობის შესანიშნავ აღსრულებაში და ყოველი საქმის მორიგებით
(შეთანხმებით) სპეციალურ, მისთვის დამახასიათებელ სიკეთესთან. უმაღლესიი
სიკეთისაკენ მსწრაფი სიცოცხლე შეიძლება იოს მხოლოდ შემოქმედებითი; კარგი
თვისებები, თუ მოქმედებაში არაა, ნეტარებას არ ბგანგაცდევინებენ. უმაღლესი
სიკეთის მიღწევის უმაღლესი მიზნის გარდა ვარაუდობს მისთვის
დაქვემდებარებული ქვენა გრძნობების განსაზღვრულ რაოდენობას. მიზნის მიღწევა
შესაძლებელია, თუკი ფლობ სათნოებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა არის
სწორედ ორიენტირების შეძლება – ამოვარჩიოთ საშუალო მოჭარბებულობასა და
ნაკლულოვნებას შორის. იმავე დროს «საშუალო» შეუძლებელია ვუპოვოთ ცუდის
საზღვრებში. არჩევანს ექვემდებარება მხოლოდ საუკეთესო კარგიდან. ა-მ
სათნოებანი დაყო ეთიკურად ანუხასიათის სათნოებებად (მაგ. გულუხვობა) და
დიანოეთიკურად ანუ ინტელექტურად (მაგ. სიბრძნე). უკანასკნელნი
განვითარდებიან, უმთავრესად სწავლის გზით, საჭიროებენ გამოცდილებასა და
დროს. სათნოებანი არც აფექტებია და არც თანდაყოლილი უნარები, არამედ
შეძენილი თვისებებია. რადგანაც «საშუალოს» მონახვა სიუხვესა და ნაკლულოვნებას
შორის ძნელია, ზნეობრივი სრულყოილება იშვიათი მიღწევაა, შესაქები და
მშვენიერია. ვინაიდან საშუალებანი წარმოჩინდებიან საშუალებათაარეალში,
მიზნისაკენ რომ მივყავართ, ამიტომ, ა-ს მიხედვით, ადამიანს ხელეწიფება სათნოებაც
და მანკიერებაც და თავშეკავებაც. მაგრამ ჭეშმარიტი მიზნისაკენ სწრაფვა არ
ექვემდებარება პირად არჩევანს, ადამიანი უნდა დაიბადოს ამ სწრაფვით. ვინც
ბუნებითად ფლობს მას, ის კეთილშობილი ადამიანია. მოქმედების ნებისმიერობისა
და სულის შეძენილი თვისებების ხარისხი, ა-ს მიხედვით ერთი და იგივე არაა,
მოქმედებანი თავიდან ბოლომდე ადამიანის სურვილსაა დაქვემდებარებული,
სულის შექმნილი თვისებები კი თვითნებურია მხოლოდ დასაწყისში და ადამიანი
ვერ ამჩნევს, თუ როგორ ნელ-ნელაყალიბდება მისი ხასიათი. რამდენადაც ა-ს
ეთიკური კონცეფცია მჭიდროდაა დაკავშიებული მის «პოლიტიკასთან», რომელიც
იკვლევს საზ-ბრივ ურთიერთობებს, ა-მ «ეთიკაში» შეიტანა ღირებულების საკითხი,
პრობლემა, რომელსაც ის განიხილავს როგორც «სამართლიანობის» პრობლემის
კერძო შემთხვევას. «სამართლიანობის» ანალიზი იქცა ა-სთან საფუძვლიან
განხილვად პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხისა.
ადამიანის ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანია, ა-ს მიხედვით, ნეტარება, რასაც იწვევს
მოღვაწეობა. ნეტარი ცხოვრება შესაბამისია უმნიშვნელოვანესი სათნოებისა, რაც
სულის საუკეთესო ნაწლისთვისაა დამახასიათებელი. უკანასკნელის მოღვაწეობა
ჭვრეტითია, მაგრამ ჭვრეტითობა ჭეშმარიტებისა, ა-ს მიხედვით, ყველაზე

525
მიმზიდველია ყველა სხვა მოღვაწეობასთან შედარებით, მისთვის ყველაზე
დამახასიათებელია «თვითკმარობა». პრაქტიკული სათოების (სამხედროს,
პოლიტიკურის) მოღვაწეობის საპირისპიროდ, რომელიც ყოველთვის ისწრაფვის
ცნობილი მიზნისაკენ და სასურველია არა თავისთავად, გონების ჭვრეტითი
მოღვაწეობა განსხვავდებათავისთავადი მნიშვნელობითა და ფასეულობით,
თავისთავად არ ისწრაფვის რაღაცა გარეგნული მიზნისაკენ და მოიცავს მხოლოდ
მისთვის დამახასიათებელ ნეტარების ტკბობას, რაც აძლიერებს ენერგიას. სწორედ
ასეთი ცხოვრებსაკენ უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი. ა-ს ზნეობრივი იდეალია,
რომეიც აცხადებს უმაღლეს ქველობად თვითკმარ, პრაქტიკული მოღვაწეობის
ღელვისა და განცდებისაგან განდგომოლი ჭეშმარიტების ჭვრეტა. ფილოსოფიური
მოღვაწეობის წინამძღვარია მოცლილობა (რაც შესაძლებელია მონური შრომისა და ამ
შრომის საფუძველზე შექმნილი შესაძლებლობების წყალობით. სრულყოფილი და
თვითკმარი მჭვრეტელობა, რაც იმყოფება სამყაროს გარეთ და ღვთის სამყაროში არის
უკუფენა განყენებული ფორმით ანტიკური მონათმფლობელობის საზ-ის იდეისა.
გონების მჭვრეტელობითი მოღვაწეობის ღვთიური სახე IV ს-ის II ნახევრის
ბერძნული პოლისებისათვის დამახასიათებელი გონებრივი შრომის ფიზიკურისაგან,
თეორიული მოცლილობისა ფიზიკური პრაქტიკული მოღვაწეობისაგან,
დამოუკიდებლობის სოციალური ბრძოლის მღელვარებისა და უკუღმართობების
განცალკევების რთული ნაყოფია. ა-ს ეთიკისათვის დამახასიათებელ «საშუალოს»
ნორმაში წარმოჩნდა სოციალური ნიშნები ამ ნორმის მატარებლის პოლისის
მოქალაქისა მისი დაცემისა და მაკედონიური მონარქიის მიერ მისი დაპყრობის წინა
ხანაში.
არისტოტელე – (384-322 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ძვ. ბერძ. ფილოსოფოსი და
ენციკლოპედიური მეცნიერი, ლოგიკის მეცნიერებისა და სპეციალური ცოდნის
სხვადასხვა დარგის დამფუძვნებელი. დაიბადა თრაკიის ქ. სტაგირაში. განათლება
მიიღო ათემში, პლატონის სკოლაში. გააკრიტიკა უსულო ფორმების (იდეების)
პლატონისეული თეორია, მაგრამ მაინც მერყეობდა «იდეალიზმსა და მატერიალიზმს
შორის». დააარსა საკუთარი სკოლა (335 წ.). ფილოსოფიაში განასხვავებდა სამ
ნაწილს: 1) თეორიულს, 2) პრაქტიკულს, 3) პოლიტიკურს. არისტოტელეტშან
ყოველგვარი მოძრაობის საბოლოო წყაროდ გვევლინება ღმერთი, როგორც «უძრავი
პირველმამოძრავებელი».
არისტოტელე – (ჩვ. წ-მდე 384-322 წ. წ.) ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი,
პლატონის მოწაფე. ალ. მაკედონელის აღმზრდელი. ძველი ბერძნული ფილოსოფიის
მწვერვალი.
არისტოტელე – ბერძენი ფილოსოფოსი, ჩვ. წ-მდე 384-322 წ. წ. ის თრაკიაში
ბერძნულ კოლონიაში სტაგირაში დაიბადა. ამიტომ მის სახელს ხშირად ამატებენ
თიკუნს (მეტსახელს) სტაგირიტს. არისტოტელეს მამა ნიკომაქე კუნძულ ანდროსზე
დაიბადა, ხოლო მისი წინაპრები წარმოშობით სიცილიის ქალაქ მესანიდან იყვნენ,
რომელიც კოლონია იყო კუნძულ ევბეის ქ. ქალკიდიდან წამოსულებისა. ქალკიდაში
იყო დაბადებული არისტოტელეს დედა ფესტიდა. ნიკომაქეს და ფესტიდას სამი
შვილი ჰყავდათ: ვაჟები – არისტოტელე და არიმნესტი და უფროსი და არიმნესტა.
არისტოტელეს მამა ახლო მეგობრის სტატუსით ცხოვრობდა მაკედონიის მეფის
ამინტა II-ის სამეფო კარზე და სასახლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.
არისტოტელე მომავალ მეფე ფილიპე II-სთან ერთად იზრდებოდა. მამა ასწავლიდა
ვაჟს მკურნალობის ხელოვნებას და იმედოვნებდა, რომ ისიც ექიმი გახდებოდა.

526
არისტოტელეს უფროსი და ცოლად გაჰყვა პროქსენს და მისგან ეყოლა ვაჟი ნიკანორი.
პროკსენი მეგობარი იყო ფილოსოფოს პლატონისა და ქალაქ ატარნეის ტირანის
ჰერმიასი, რომელიც ასევე ფილოსოფიით იყო გატაცებული. ერთ-ერთი ლეგენდის
თანახმად, სწორედ პროქსენმა წაიყვანა არისტოტელე ათენში და გაამწესა პლატონის
აკადემიაში. სხვა ლეგენდის მიხედვით არისტოტელემ, მიიღო რა მემკვიდრეობა,
წავიდა ათენში და რამდენიმე წელიწადში გაანიავა, არ იშურებდა ფულს
გასართობებზე. დარჩა რა საარსებო საშუალებების გარეშე, ექიმბაშობა დაიწყო და
ვაჭრობდა შინაური წამლებით. სრულიად შემთხვევით მოისმინა ფილოსოფიური
საუბრები არისტოტელემ. შესანიშნავი მახსოვრობისა და აზროვნების წყალობით
გაიგო და აითვისა ფილოსოფიური ცოდნა და ძალიან მალე აჯობა სხვა მსმენელებს
პლატონის აკადემიაში. დანამდვილებით მხოლოდ ისაა ვნობილი, რომ 17 წლის
არისტოტელე ათენში მოხვდა, პლატონის აკადემიაში შევიდა. იქ 20 წელი გაატარა და
პლატონის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოწაფე გახდა. როდესაც მან დაიწყო
თავისი მასწავლებლის ზოგიერთი შეხედულების გაკრიტიკება, პლატონმა
ხუმრობით თქვა: – ეს კვიცი წიხლავს თავის დამბადებელ ფაშატს. ერთ-ერთი
ლეგენდის თანახმად, არისტოტელემ თავისი ფილოსოფიური სკოლა დააარსა და
სურდა პლატონის აკადემიიდან გაძევება, ართმევდა მას მოწაფეებს და ხელს
უშლიდა თავისი მოძღვრების სწავლებაში. ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ
ეს გვიანი ხანების გამონაგონია, რითაც პლატონისა და არისტოტელეს უთანხმოება
გაამკვეთრეს. პლატონის გარდაცვალების შემდეგ არისტოტელე ატარნეაში წავიდა
ტირან ჰერმიასთან, თავის მეგობარსა და მოწაფესთან. არისტოტელე სამი წელი
ფაქტიურად მართავდა ატარნეას და ცოლად შეირთო ჰერმიას ძმიშვილი პიფიადაზე,
როდესაც ჰერმია მოღალატურად დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა სპარსეთის
მეფემ, არისტოტელემ მოასწრო ქ. მიტილენში გაქცევა. ამის შემდეგ ფილოსოფოსი
მიიწვია ფილიპე II-მ ჭაბუკი უფლისწულის ალექსანდრეს აღსაზრდელად.
არისტოტელემ შეასრულა მთავარი როლი ალექსანდრე მაკედონელის პიროვნების
ფორმირებაში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, როდესაც დიდ დამპყრობელს
ჰკითხეს თავის მასწავლებელ არისტოტელეს რატომ სცემს მეტ პატივს, ვიდრე
საკუთარ მამას, ალექსანდრე მაკედონელმა უპასუხა: – მამმ, გამოწვრთნა რა ჩემი
სხეული, ციდან მიწაზე ჩამომიყვანა, ხოლო არისტოტელემ აღზარდა რა ჩემი სული,
მიწიდან ზეცაში ამიყვანა. ალექსანდრე მაკედონელმა ხელში ჩაიგდო რა სპარსეთის
მეფეთა საგანძური, გულუხვად დაასაჩუქრა არისტოტელე ფულით და ბრძანა –
შეეგროვენინათ მცენარეულობისა და ცხოველთა ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნებში,
სწავლულს მათი გამოკვლევა რომ შეძლებოდა. შემდეგში არისტოტელეს და
ალექსანდრე მაკედონელის მეგობრული ურთიერთონენი დაირღვა, ვინაიდან
ალექსანდრემ სიკვდილით დასაჯა აზიაში ლაშქრობის დროს არისტოტელეს
ძმიშვილი კალისთენე, რომელიც თანმხლებად ჰყავდა ფილოსოფოსის თხოვნით.
ალექსანდრე მაკედონელს სწავლების ქირის სამაგიეროდ არისტოტელემ სთხოვა
ფილიპე იი-ს აღედგინა მისი მშობლიური ქალაქი, რომელიც მაკედონელმა მეფემ
დაანგრია ათენელებთან ბრძოლისას. ქალაქი აღადგინეს. არისტოტელემ თვითონ
დაწერა სტაგირასათვის კანონები. მისი თანამემამულენი მრავალი წლის
განმავლობაში ფილოსოფოსისადმი პატივისცემის ნიშნად აწყობდნენ ზეიმებს, ამ
ზეიმებს ასეც ეწოდებოდა – არისტოტელიები. ჭაბუკი ალექსანდრე მაკედონელის
სწავლებას რომ მორჩა არისტოტელე მაშინ დაბრუნდა ათენში და მხოლოდ მაშინ
გახსნა თავისი სკოლა სახელგანთქმული Lიყკეიონ (ლათ. ლიცეუმი). ეს

527
სახელწოდება წარმოსდგა აპოლონ ლიკეიოსი (ლიკოს – მგელი, მგლების ღმერთი –
მგელთმჟლეტელი) ტაძრის სახელისაგან, რომლის სიახლოვესაც სკოლა იმყოფებოდა.
აპოლონმა ასეთი სახელი იმიტომ მიიღო, რომ თავიდან მგლის სახით გამოისახებოდა
(ტოტემი), შემდეგ მგლების ღმერთად ითვლებოდა, შემდეგ კი მგლებისაგან
ადამიანთა დამცველად. არისტოტელეს მიმდევრებს, რომლებიც ლიცეუში მის
საუბრებს ისმენდდნენ, პერიპატეტიკოსებს უწოდებდნენ. ეს სიტყვა წარმოიშვა ან
დახურული გალერეისაგან, სადაც არისტოტელე ატარებდა საუბრებს – პერიპატოსა
ანდა მსგავსი სიტყვისაგან, პერიპატეტიკოს – რაც ნიშნავს სეირნობას, მოსეირნეს,
ვინაიდან არისტოტელე ლექციებს ატარებდა მოსწავლეებთან ერთად სეირნობით.
დილაობით ის ყველაზე ახლობელ და ერთგულ მოწაფეებთან საუბრობდა, საღამოს
კი მის საუბრებზე შეეძლო დასწრება ყველა მსურველს. ლიცეუმმა დაახლოებით
ცამეტ წელიწადს იარსება. ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ხანა არისტოყელეს
ცხოვრებაში. ამ წლებში დაწერა მან თავისი ფილოსოფიური და სამეცნიერო
ნაშრომების დიდი ნაწილი. სამყაროს საფუძვლად არისტოტელე მატერიას
მიიჩნევდა, რომელიც ვითარდება, რომ თავისი ფორმა მიიღოს. ფორმების გაჩენის
შედეგად ჩნდებიან სხვადასხვა საგნები, როგორც უფორმო მარმარიოსგან ქანდაკების
დამზადების შედეგად ჩნდებასტატუეტა. არისტოტელე უარყოფდა პლატონის
«იდეებსა»და დემოკრიტეს «ატომებს». მთელი ბუნება მას ესმოდა როგორც მატერიის
მოძრაობა ფორმებისაკენ. არისტოტელე უზენაეს ფორმად თვლიდა ღმერთს და მას
უწოდებდა»აზროვნებას, რომელიც თავის თავს იაზრებს». არისტოტელემ შეიმუშავა
სამყაროს გეოცენტრული სისტემა, რომლის თანახმად სამყაროს ცენტრში დედამიწაა.
ამ სისტემამ იარსება მეცნიერებასა და ფილოსოფიაში კოპერნიკამდე. სამყაროს
არისტოტელე თვლიდა მუდმივად. , მაგრამ სასრულად (ანუ ბოლოს მქონედ), მის
საზღვრებს მიღმა არ არსებობს მატერია, მაშასადამე, არც დროა, არც სივრცე, არც
მოძრაობა. არისტოტელემ აღწერა და გააანალიზა სახელმწიფოს მოწყობის
სხვადასხვა ფორმები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შედარებით გამძლე
სახელმწიფოა. არისტოკრატიისა და დემოკრატიის შეხამებაა. სახელმწიფოს, მისი
აზრით, აძლიერებენ საშუალო ფენები, არა მდიდრების, მაგრამ არც ღატაკ
მოქალაქეთა (??).არისტოტელე ყველაფერში ცდილობდა გონივრული საშუალოს
გამოძებნას. «სიკეთენი, , სათნოებანი, – ეს საშუალოა», – ამბობდა ის, ხოლო
კითხვაზე, რა არის ვაჟკაცობა, რომ ეს არაგონივრულ გმირობასა და მშიშრულ
სულმოკლეობას შორის საშუალობაა. არისტოტელე ადამიანს უწოდებდა
«პოლიტიკურ ცხოველს», ანუ არსებას, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში.
არისტოტელე თვლიდა, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება,
როგორც საზოგადოების წევრს. ყოველი ადამიანის მიზაია ბედნიერების მიღწევა.
ბედნიერება მდგომარეობს საკუთარი თავის განხორციელებაში იმაში, რაც ადამიანის
დაიშნულებას წარმოადგენს: აზროვნებაში, სამყაროს შეცნობაში, შემოქმედებაში.
ადამიანის ბედნიერება, არისტოტელეს მოძღვრების თანახმად, არის სამი სიკეთის
სისრულე. პირველი სიკეთე – შინაგანია – ეს სულიერი სიკეთეა, ჭკუაა, სიბრძნე;
მეორე სიკეთე – სხეულისაა – ჯანმრთელობა, ძალა, სილამაზე. მესამე –
გარეგნული – სიმდიდრე, გვარიშვილობა, სახელმოხვეჭილობა. ამ სიკეთეთაგან
ნებისმიერის არქონისას შეუძლებელია ადამიანის ბედნიერება სრულყოფილი და
საკმარისი იყოს. მხოლოდ ამ ყველა შემადგენლის ქონება ხდის ადამიანს ჭეშმარიტად
ბედნიერს. არისტოტელე იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანი ძველი
სამყაროსი. შემორჩენილია მისი მრავალი გამონათქვამი და ისტორიული

528
ანეკდოტები მასზე. ერთხელ, რომ დაემშვიდებინა გაცეცხლებული ალექსანდრე
მაკედონელი, არისტოტელემ მას უთხრა: – რისხვა ღირსეული საქმეა, რისხვა
მიმართო არა უმდაბლესთა, არამედ უმაღლესთა მიმართ, შენი თანასწორი კი
არავინაა. კითხვაზე, რა არის მეგობრობა, არისტოტელემ უპასუხა: – ერთი სული ორ
სხეულში. ხოლო კითხვაზე, როგორ უნდა იქცეოდემეგობართა მიმართ, თქვა: –
როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ. ზრდილობას უწოდებდა: ბედნიერებისას –
სამშვენისად, უბედურებისას – თავშესაფრად, ხოლო სილამაზეს – საუკეთესო
სარეკომენდაცო წერილს. სწავლაზე არისტოტელე ამბობდა: – მისი ძირი მწარეა,
ნაყოფი კი – ტკბილი. არისტოტელე ამბობდა, რომ ათენელებმა სხვა ადამიანებს
მისცეს ხორბალი და კანონები, მაგრამ ხორბლით ცხოვრება ისწავლა ყველამ,
კანონებით კი – ვერავინ. კითხვაზე, ყველაზე ადრე რა ბერდება, არისტოტელემ
უპასუხა: – მადლიერება. ცნობილია არისტოტელეს აფორიზმები: «ფილოსოფია
იწყება გაკვირვებიდან», «ღმერთი გონებაა, რომელიც თავის თავს იაზრებს»,
«სერიოზული ნადგურდება სიცილით, ხოლო სიცილი კი – სერიოზულით»,
«დასაწყისი ყველა საქმის დიდი ნახევარია», «ერთის განადგურება მეორის
დაბადება», «ყველა მეცნიერება უფრო აუცილებელია, ვიდრე ფილოსოფია, მაგრამ
მასზე უკეთესი არცერთი არაა». საინტერესოა მისი მოსაზრებები ღმერთის
არსებობაზეც: «როდესაც ყოველდღე ხედავ, მზე როგორ უვლის ციურ კამარას, ხოლო
ღამით მკაცრი წესრიგით მოძრაობენ სხვა მნათობები, შეუძლებელია არ გაგეფიქროს,
რომ არსებობს ვიღაც, ვინც შექმნა ეს საოცარი წესრიგი». მიუხედავად ურთიერთობის
გაცივებისა არისტოტელესა და ალექსანდრე მაკედონელს შორის, ფილოსოფოსი
მაკედონიის მომხრედ რჩებოდა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ
დაიწყეს ყველას დევნა, ვინც კი ასე თუ ისე დაკავშირებული იყო მაკედონელ
მმართველთან. ათენელმა დემოფილემ საჩივარი შეიტანა სასამართლოში
არისტოტელეს წინააღმდეგ, უღმერთობაში დაადანაშაულა ის. არისტოტელე არ
დაელოდა სასამართლოს, გაიქცა გაიქცა დედულეთში ქალკიდაში კუნძულ ევბეაზე.
ქალაქის მცხოვრებლებმა სთხოვეს მოეთხრო ათენის შესახებ. – ათენი დიდებულია,
– უთხრა მათ არისტოტელემ. – მაშ რატომ მიატოვე? – გაუკვირდათ მსმენელებს. –
არ მინდა, რომ ათენელებმა ორჯერ ჩაიდინონ დანაშაული ფილოსოფიის წინაშე,
სიკვდილით დასჯილი სოკრატეც კმარა. – უპასუხა არისტოტელემ. ქალკიდაში
ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში არისტოტელე გარდაიცვალა. მის სიკვდილზე
რამდენიმე ლეგენდა არსებობს. . ერთ-ერთის თანახმად, არისტოტელეს უნდოდა
მოეძებნა ახსნა ზღვის მიქცევისა და მოქცევის მიზეზისა. განსაკუთრებით
ანცვიფრებდა მას არაჩვეულებრივად მაღალი მოქცევები ევრიპოსის სრუტეში,
რომელიც კუნძულ ევბეას გამოყოფდა ბეოტიისაგან. ბუნების ამ გამოცანის ამოხსნა
რომ ვერ შეძლო, ფილოსოფოსი სასოწარკვეთილებისაგან ზღვაში გადავარდა. სხვა
ვერსიით, არისტოტელე სიცოცხლის ბოლოს მტრულ გარემოცვაში მოხვდა.
ათენელებს მისი გასამართლება უნდოდათ, ალექსანდრე მაკედონელი მისით
უკმაყოფილო იყო, მისი ძმიშვილის კალისთენეს გამო. ჭორებიც კი დადიოდა, რომ
არისტოტელე, ეშინოდა რა შურისძიების, მონაწილეობდა ალექსანდრე მაკედონელის
წინააღმდეგ შეთქმულებაში და თითქოს არისტოტელეს რჩევით ალექსანდრე
მაკედონელი მოწამლულ იქნასაწამლავით, რომელიც დაამზადა ფილოსოფოსმა. ორ
ცეცხლ შუა მყოფმა არისტოტელემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა –
შხამი აკონიტი შესვა. არც ერთი ეს ვერსია ნდობას არ იმსახურებს. როგორც ჩანს,
არისტოტელე თავის სიკვდილით მოკვდა. აკონიტს კი ის სვამდა მცირე დოზებით,

529
როგორც მუცლის ტკივილის წამალს, რითაც იტანჯებოდა სიცოცხლის ბოლო
წლებში. თანამედროვეთა აღწერილობით არისტოტელე შეუხედავობით
გამოირჩეოდა, თუმცა ზრუნავდა თავის გარეგნობაზე, ჩასაცმელსა და თმის
ვარცხნილობაზე და ერთდროულად რამდენიმე ბეჭედს ატარებდა. ის დაბალი კაცი
იყო, ხმელ-ხმელი, ახლომხედველი, წვრილი თვალები ჰქონდა და უსიამოვნო,
ენაჩლიფინა იყო. მის სახეზე არ ქრებოდა დამცინავი ღიმილი. მოსწავლეებთან, მით
უმეტეს მოწინააღმდეგეებთან, ცივი, დამცინავი და ქედმაღლური დამოკიდებულება
ჰქონდა. ყველას ეშინოდამისი გესლიანი, ჩვეულებრივ მახვილგონივრული და
სარკასტული შენიშვნების. ცუდი განწყობილება ნისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ
სიკვდილის შემდეგაც ხშირად ღვარძლიანად გაუკიცხავთ. მას საყვედურობბნენ
მაკედონიის მხარდაჭერას. , მისი თითქოსდა უმადურობის გამო, თავისი
მასწავლებლის, პლატონის მიმართ და ტირან ჰერმიას ძმისშვილზე (დისშვილზე?)
დაქორწინებას. როდესაც არისტოტელეს ცოლი პაფაადა გარდაიცვალა, ის
დაუახლოვდა იმ დროის ცნობილ ჰეტერა ჰერპილიდას და მასთან ცხოვრობდა
როგორც ცოლთან. პიფიადასთან მას ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც ასევე პიფიადა
ერქვა. . ჰერპილიდამ უშვა ვაჟი ნიკომაქე, რომელიც დაიღუპა ძალზე ახალგაზრდა
რომელიღაც საომარ ლაშქრობაში. თანამედროვენი დამცინავად აღწერენ
არისტოტელეს ქალებთან ურთიერთობასაც, მას წარმოადგენენ როგორც ავხორც
მოხუცს, რომელსაც სასტიკად ეპყრობოდნენ მისი ახალგაზრდა სატრფოები, ხოლო
ჰერპილიდა გართობის მიზნით ფილოსოფოსს ცხენივით მოაჯდა და ატარებდა შუა
საუკუნეების ერთ-ერთ ნახევრადმითურ ისტორიაში ალექსანდრე მაკედონელზე,
აღწერილია, როგორ იმგზავრა არისტოტელეზე შემომჯდარმა ალექსანდრე
მაკედონელის საყვარელმავილიადამ. შემონახულია შუა საუკუნეების ნახატიც,
რომელშიც ეს სცენაა გადმოცემული. თავის ანდერძში არისტოტელე ბრძანებდა, მისი
ქალიშვილი პაპაფიადა მიეთხოვებინათ დისშვილ ნიკანოსისათვის, თავისი დის
არიმენესტის ვაჟისათვის, თავისი ცოლის ნეშტი გადაესვენებინათ იქ, სადაც თვითონ
მას დაკრძალავდნენ, ხოლო ჰერპილიდას უტოვებდა ერთ-ერთ თავის სახლს (მამის
სახლი სტაგირაში და დედის სახლი – ქალკიდაში). ანდერძში წინააღმდეგი არ იყო
არისტოტელე, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ჰერპილიდა გათხოვილიყო, მაგრამ
სთხოვდა ღირსეული ადამიანი აერჩია ქმრად. ამავე ანდერძში არისტოტელე
განკარგულებას იძლეოდა გაეთავისუფლებინათ მისი მონების ნაწილი და
უზრუნველეყოთ მისი მოსამსახურეები, ასევე ტაძრებში დაედგათ ქანდაკებები მისი
აღმზრდელის პროკსენისა, ძმის პრიმნესტის და დის პრიმნესტასი. ასევე უნდა
დაედგათ ზევსი მხსნელისა და ათენა მხსნელის ქანდაკებები, რათა მათ ხელი
მოემართათ მისი დისშვილის ნიკანოსისათვის, რომელიც იმ ხანებში ალექსანდრე
მაკედონელის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა და მუდმივად საშიშროების
ქვეშ იყო. ეს ჩვენამდე მოღწეული ანდერძი აღადგენს ფილოსოფოსის სახეს,
რომელიც არ ჰგავს იმას, რაც გვიყალიბდება მისი თანამედროვეების
(არაპატივისმცემლების) მონათხრობთა შთაბეჭდილებების მიხედვით და რაც
არაფრით არ ეთანხმება ფილოსოფოს ეპიკურეს დახასიათებას. ის არისტოტელეს
უწოდებდა «ბედოვლათს, რომელმაც გაფლანგა მამის ქონება, მეფეთა და ტირანთა
მსახურს და კეთილ ადამიანთა გამბრიყვებელს». თავისი ფილოსოფიური სკოლის
ხელმძღვანელობა უანდერძა თავის საუკეთესო მოწაფესთეოფრასტეს ერეზიელს,
მასვე დაუტოვა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და თავისი ხელნაწერები.
არისტოტელეს ხელნაწერები თეოფრასტესგან მოხვდა ფილოსოფოს ნელი

530
სკეფსისელთან. მისმა მემკვიდრეებმა, რომლებიც პერგამონში ცხოვრობდნენ, იმის
შიშით, რომ ხელნაწერებს წაართმევდნან პერგამონეეელი მეფეები, დამალეს
სარდაფში, სადაც ხელნაწერები ძალზე დაზიანდა ნესტისა და ობისაგან.
მოგვიანებით არისტოტელეს ხელნაწერები ძალზე დიდი თანხის ფასად შეიძინა
ცნობილმა მდიდარმა და წიგნების შემგროვებელმა აპელიკონმა და აღადგინა ისინი,
ამასთანავე დაკარგული ადგილები დაწერა, როგორც მას ესმოდა. ეს დამატებები
იმდენად უვარგისი იყო, რომ ადვილად შეიძლებოდა მათი განსხვავება ავტორის
ტექსტისაგან. შემდგომში ეს ხელნაწერები როგორც სამხედრო ნადავლი მოხვდა
კორნელიუს სულას ხელში და მან რომში წაიღო, სადაც ტირანიანმა და ანდრონიკემ
გამოსცეს, რის წყალობითაც არისტოტელეს თხზულებათა დიდმა ნაწილმა ჩვენს
დრომდე მოაღწია. არისტოტელეს ნაშრომები ცოდნის ყველა დარგს მოიცავს. მის
მიერ სისტემატიზებულია ყველაფერი, რაც კი ძველად იცოდნენ მცენარეებზე,
ცხოველებზე, ბუნების მოვლენებზე, დაწვრილებით გადმოსცა თავისი
ფილოსოფიური მოძღვრება, შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც შემდგომში
გამოიყენებოდა ფილოსოფიურ მეცნიერებაში. არისტოტელემ შექმნა ლოგოლა,
რომელიც დამოუკიდებელ მეცნიერებად იქცა. არისტოტელემ უდიდესი ზეგავლენა
მოახდინა ფილოსოფიის განვითარებაზე. განსაკუთრებით დიდი იყო მისი
ავტორიტეტი შუა საუკუნეებში. არისტოტელეს ფილოსოფია სქოლასტიკის
სახელმძღვანელო გახლდათ, ხოლო მისი მოძღვრება სულის უკვდავებაზე,
მიუხედავად იმისა, რომ ის წარმართი იყო, ქრისტიან ღვთისმეტყველთა მიერ არის
გააზრებული. არისტოტელეს დროს მეცნიერება თავისი განვითარების ერთ-ერთ
პირველ საფეხურზე იყო და ფილოსოფოსის მრავალი წარმოდგენა გულუბრყვილო
და არასწორი იყო. მაგრამ შუა საუკუნეებში ყველაფერს, რასაც არისტოტელე წერდა,
იღებდნენ როგორც შეუკამათებელ ჭეშმარიტებას და მისი წარმოდგენების უარყოფა
ხშირად მეცნიერების ისტორიაში მთელ მოვლენად იქცეოდა ხოლმე, ეპოქადაც კი.
მხოლოდ გალილეო გალილეიმ ცდების საფუძველზე უარყო არისტოტელეს
მტკიცება იმის შესახებ, რომ სხეული ვარდება დედამიწაზე მისი წონის
პროპორციული სიჩქარით. ბევრი დრო დაკარგეს ყველაზე გამოჩენილმა
ფიზიკოსებმა იმაზე, რომ გამოედევნათ წარმოდგენებიდან ბუნებრივი პროცესების
შესახებ არისტოტელეს მიერ მოგონილი ეთერი; ხოლო ფსიქოლოგებმა და
ბიოლოგებმა, რომ უარეყოთ მის მიერ შემოღებული ცნება «ტაბულა რასა» - სუფთა
დაფა, რის თანახმადაც ადამიანის გონებას არ აქვს არავითარი თანდაყოლილი
მონაცემები და მაშასადამე ადამიანს რასაც გინდა შეასწავლი. დიდხანს ცდილობდნენ
მეცნიერები აეხსნათ ფიზიკური მოვლენები, არისტოტელეს მტკიცებულებებიდან
გამომდინარე, რომ სამყაროში არ არსებობს სიცარიელე და უფრო მეტიც, «ბუნება ვერ
იტანს სიცარიელეს». ასე, მაგალითად, ბუნების მიერ სიცარიელის მოთმენით
იხსნებოდა რატომ მოძრაობენ ქვა ანდა ისარი, რომლებსაც ისროდნენ შურდულიდან
ან მშვილდიდან. წინ გადაადგილებისას, ქვა თავის უკან სიცარიელეს ტოვებს. ბუნება
ვერ იტანს რა სიცარიელეს უცებ გააჩენს ამ სიცარიელის ადგილას ჰაერს, ანდა ეთერს
და ქვას წინ აწვება. სწორედ ასევე ხსნიდნენ წყლის მოძრაობას ტუმბოს დგუშის უკან.
არისტოტელეს ეს მცდარი წარმოდგენები ბატონობდა, სანამ ტორიჩელიმ არ
აღმოაჩინა საყოველთაოდ ცნობილი «ტორიჩელის სიცარიელე». დიდხანს
ბატონობდა მეცნიერებაში არისტოტელეს ისეთი სასაცილო მტკიცებულებები,
როგორიცაა ის, რომ ქალს უფრო ნაკლები რაოდენობის კბილები აქვს, ვიდრე კაცს,
ანდა ის, რომ ლომებს ეშინიათ მამლების. ამის უარყოფას შეეცადა სახელგანთქმული

531
ფრანგი ზოოლოგი კიულიე, რომლიც XIX საუკუნეში ცხოვრობდა: მან ცდა ჩაატარა:
მამალი შეუშვა ლომის გალიაში. ლომმა დაფლითა საცოდავი ფრინველი, მაგრამ
არისტოტელეს მიმდევრებმა სადაო გახადეს ცდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლომი
შიშისაგან გახდა იძულებული თავს დასხმოდა მამალს, ვინაიდან გალიაში
იმყოფებოდა და არ ქონდა საშუალება თავი გაქცევით გადაერჩინა. ცნობილია
პარადოქსიც, რომელიც გამოიგონა ფილოსოფოსმა და მეცნიერების ისტორიაში
არისტოტელეს ბორბლის სახელწოდებითაა შესული. ეს ლოგიკური ამოცანა,
რომელიც ამტკიცებს, რომ ნებისმიერი მცირე მონაკვეთის სიგრძე ტოლია ნებისმიერი
დიდი მონაკვეთის სიგრძის. ამის დასამტკიცებლად არისტოტელე სთავაზობდა
განსახლიველად შემდეგ ნახატს. ივარაუდება, რომ ბორბალი მიექანება სწორ ხაზზე
და ასრულებს სრულ ბრუნს, გახაზავს წრფეს, რომლის სიგრძე ტოლია ბორბლის
დიდი წრის გარესემოწერილობისა. თუ ამ წრეში ჩავხაზავთ სხვა, მცირეს, რომელსაც
დიდთან ექნება ერთი ცენტრი და ერთდროულად მოძრავი იქნება მაშინ, იმ დროს,
როდესაც დიდი წრე გააკეთებს ერთ სრულ ბრუნს, იმავეს გააკეთებს მცირე წრე.
მაშასადამე ორივე წრე მოხაზავენ წრფეებს, რომლებიც ერთმანეთის ტოლი იქნება,
როგორც ეს ნახატიდან ჩანს. მცირე წრის გარშემოწერილობის სიგრძე ნაკლებია დიდი
წრის გარშემოწერილობის სიგრძეზე, ვინაიდან ნაკლებია მისი რადიუსი. ხოლო
წრფეები, რომლებიც წარმოიქნმება ამ სხვადასხვა ზომის გარსემოწერილობათა
თითქოსდა გასწორებით, თანატოლი აღმოჩნდებიან. თანაც ეს უცნაური შედეგი
შესაზლებელია, დავადასტუროთ ცდისეული გაზომვით. კიდევ უფრო საინტერესოა
ის, რომ თუკი მცირე წრეს ამოვჭრით დიდიდან და დავაბრუნებთ ცალ-ცაკლე
გვერდი-გვერდ, მაშინ წრფეთა სიგრძე, რომლებსაც ისინი გახაზავენ, სხვადასხვაა.
მაგრამ, საკმარისია, ჩავსვათ მცირე წრე დიდში, შემოვაბრუნოთ ერთი ბრუნით და
სწორ წრფეთა სიგრძე, რომელბიც წარმოიქმნება მათი სხვადასხვა ზომის
გარშემოწეროლიბათა «გასწორებით», ისევ თანატოლი გახდება. არისტოტელეს
ამოცანა მეცნიერებმა და ფილოსოფოსებმა 2000 წლეულის განმავლობაში ვერ
გადაწყვიტეს (ამოხსნეს) გალილეო გალილეიმ მოიფიქრა რამდენიმე განმარტება
არისტოტელეს ბორბლის პარადოქსისა, მაგრამ სწორი არც ერთი არ აღმოჩნდა.
პირველმა განმარტა ეს პარადოქსი მეცნიერებათა პარიზის აკადემიის წევრმა დორტუ
დე მერანმა 1715 წელს. მან დაასკვნა, რომმცირე წრე, რომელიც დიდის შიგნითაა
მოთავსებული, ერთდროულად ორ მოძრაობას ასრულებს - ბრუნვითს და
სწორხაზოვან მოძრაობას. რომ «მიუსწროს» დიდ წრეს, მან არა მარტო უნდა
იბრუნოს, არამედ წინ მოძრაობს, «სრიალებს». ამიტომაც მცირე წრის გზა დიდთან
ერთად ერთდროულად ბრუნვისას ტოლია მცირე წრის გარშემოწერილობის სიგრძეს
პლიუს «სრიალის» მანძილისა, ხოლო ყველაფერი ერთად ტოლია დიდი წრის
გარსემოწერილობის სიგრზისა. არისტოტელეს ავტორიტეტის წინაშე ქედის მოხრა
იმდენად დიდი იყო, რომ, რიდესაც ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს მზის
ლაქები, მრავალი უარს ამბობდა ერწმუნდა მათი არსებობა, ხოლო უარის თქმას იმით
ასაბუთებდა, რომ ვინაიდან არისტოტელეს თხზულებებში მზის ლაქების შესახებ
არაფერია ნათქვამი, მაშასადამე ისინი არც შეიძლება რომ არსებობდნენ. ყველა ამ
კურიოზული შემთხვევის მიუხედავად არისტოტელემ უდიდესი წვლილი შეიტანა
მეცნიერებათა განვითარებაში და ყველა დროისა და ყველა ხალხის ერთ-ერთ
უველაზე დიდ ფილოსოფოსად და მეცნიერად რჩება.

არისტოტელე, უდიდესი ბერძნ. ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი, უდიდესი


გავლენა იქონია ფილოსოფიის მთელ შემდგომ განვითარებაზე. დაიბადა 384 ჩვ. წაღ-
532
მდე მაკედონიის ქ. სტაგირაში (აქედან - სტაგირიტი). 17 წლიდან პლატონის მოწაფე
იყო. 343 ფილიპე მაკედონელის სურვილით მისი შვილის ალექსანდრეს
მასწავლებელი; 331 ა. დაბრუნდა ათენში და ლიცეუმში დააარსა ფილოსოფიური
სკოლა. პერიპატეტიკულად წოდებული, რაც მომდინარეობს ა-ს ჩვევიდან ასწავლიდა
სიარულში. ა. გარდაიცვალა 322 წ. ქალკიდაში, კუნძულ ევბელაზე, სადაც გაიქცა
ათეიზმში ბრალდების გამო. ა-მ სისტემატიზაციაში მოიყვანა იმ დროის ცოდნოს
ყველა დარგი, წამოაყენა დაკვირვებისა და ცდის მნიშვნელობა და ამით საფუძველი
დაუდო ბუნების ჭეშმარიტ ისტორიულ კვლევას. მისი მრავალრიცხოვანი
ნაშრომებიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მცირე ნაწილმა: ნაშრომები რიტორიკასა
და ლოგიკაში, საბუნებისმეტყველო, «მეტაფიზიკა», «ეთიკა», «პოლიტიკა» და
«პოეტიკა». მეცნიერების ამოცანებია, ა-ს მიხედვით, ყოფიერების შეცნობა. ამ
შემეცნების შინაარსს წარმოადგენს საერთო (ცნება), ამიტომაც კერძოს ზოგადთან
დამოკიდებულების განსაზღვრა - ა-ს ფილოსოფიის ძირითადი ამოცანაა. ეს
პრინციპი წარმოადგენს ა-ს მიერ შექმნილ ლოგიკის მეცნიერულ საგანს.
მერაფიზიკაში ა-ს გადაუხვია იდეებზე პლატონის მოძღვრებიდან. ა-ს იდეებისა და
ფორმების ქვეშ ესმის არა საგნებისაგან ცალკე თავისთავად არსებული არსი, რაობა,
არამედ თვით ცალკეული საგნის შინაგანი არსი, რომელთაც ეკუთვნის სინამდვილე
ანუ რეალობა. ყოველ თითოეულ ნივთში განუყოფლადაა დაკავშირებული ფორმა და
მატერია. ფორმა არის იმის განხორციელება (ენტელექია), რასაც მატერია შეიცავს
თავის თავში, როგორც შესაძლებლობას. შესაძლებლობის მდგომარეობიდან
გადასვლა განხორციელებაში არის მოძრაობა. ღვთაება კი, როგორც წმინდა ფორმა,
უმოძრაოა. როგორც ბუნების მკვლევარი, ა. ცნობილია თავისი ცხოველთა
კლასიფიკაციით. სისტემატიკის, მორფოლოგიის, ბიოლოგიის საკითხებში
შეუდარებელი იყო მრავალი ასწლეულების განმავლობაში. სული, ა-ს მოძღვრების
თანახმად, სხეულის ენტელექიაა; არსებობს სულის სამი სახეობა: მცენარეული,
ცხოველური და ადამიანისა - კიდევ გონება, რაც სულის ფორმას წარმოადგენს:
გონების ძირითადი მოღვაწეობაა აზროვნება. ის არამატერიალურია და უკვდავია.
ადამიანს, როგორც არსებას ბუნებისაგან განკუთვნილს სოციალური
ცხოვრებისათვის, შეუძლია განავითაროს სრული მოღვაწეობა მხოლოდ საერთო
ცხოვრების პირობებში, რომლის უმაღლესი ფორმაა სახელმწიფო. VIII ს-ში თარგმნეს
არაბულ ენაზე. არაბი და ებრაელი მეცნიერები სწავლობენ ა-ს ნამუშევრებს და
ურთავენ მათ კომენტარებს. ამ სახით ვრცელია ეს ნაშრომები XIII ს-ში დასავლეთ
ევროპის სქოლასტიკოსთა შორის. XIII და XIV ს. ს-ში ა-ს გავლენა გავრცელდა-
გაბატონდა და ის გამოაცხადეს ადამიანურ საქმეებში უმაღლეს მასწავლებლად.
არისტოტელეს მთავარი ნაშრომებია: ლოგიკურიკრებული «ორგანონი»
(«კატეგორიები», «განმარტებების შესახებ», «ანალიტიკები» ერთი და სამი-ორი,
«ტოპიკა»), «მეტაფიზიკა», «ფიზიკა», «ცხოველთა წარმოშობისათვის», «სულის
შესახებ», «ეთიკა», «პოლიტიკა», «რიტორიკა», «პოეტიკა».
არისტოვშჩინა, რასკოლნიკების სექცია. დააარსა სპ. ვაჭარმა ვასილი არისტოვმა.
1763-1819 წ. წ.; არისტოვი თეოდოსიელებს მიეკუთვნებოდა, მაგრამმათი აზრი
განსხვავდებოდა ქორწინების საკითხში და ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში.
არიტიია (რომი) – ლათინური ქალაქი, რომლის ახლოს მდებარეობს ნემის ტბა,
რომელთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალღმერთი დიანა (იხ.). ტბასთან
არსებული კორომი დიანასადმი იყო შეწირული, ამ კორომენში მოლივლივე ნუმის
ტბას კი «დიანას სარკეს» უწოდებდნენ (იხ. აროტიელი დიანა).

533
არითმომანია – დათვლის აკვიატებული სურვილი (სრულიად უმიზეზოდ
ითვლიან ფანჯრებს, აბრებს, წარწერებს, ასოებს, ფილაქნებს და მისთ.).
დამახასიათებელია ფსიქასთენიისათვის.
არიტმომანტია (ბერძ.) მეცნიერება ღმერთებს, ადამიანებს ა დარიცხვებს შორის
შესაბამისობაზე, როგორც ამას გადმოსცემდა პითაგორა. (საერთოდაა მეცნიერება, თუ
პითაგორას აზრით?)
არითმომანტია, რიცხვების საშუალებით მარჩიელობის ხელოვნება და
მოძღვრება მათი იდუმალი თვისებების შესახებ.
არივარა-ასონშიუ» – იაპონელი უფლისწულის, ასივარა-ნო ნარიჰარას (იხ.)
დღემდე დაცული ლექსების კრებული.

არივარა-ნო ნარიჰარა – იაპონელი უფლისწული და პოეტი. ცხოვრობდა და


მოღვაწეობდა 825-880 წ. წ-ში. წერდა ტანკას ჟანრის ლექსებს. მისი გარეგნობა და
ბიოგრაფიულო მონაცემები აღწერილი და მოცემულია «ისე-მონაგატარში», რომლის
სავარაუდო ავტორად თავად არივარა-ნო ნარიჰარაა მიჩნეული.
აღჯა მეჰმედ ალი – იხ. აღჯა მაჰმედ ალი. 23 წლის თურქი ტერორისტი,
რომელიც 1981 წლის 13 მაისს 20000 მლოცველის თვალწინ, რომში, წმ. პეტრეს
მოედანზე გამართული აუდიენციის დროს თავს დაესხა რომის პაპს იოანე-პავლე II-ს.
პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით ტერორისტმა პაპი დაჭრა. აგჯა ადგილზე
შეიპყრეს. იყო მემარჯვენე ექსტრემისტი, რადიკალური მუსლიმური ორგანიზაციის
წევრი, რომელსაც სურდა პაპის ჩამოშორება. მონაწილეობა მიუღია მრავალ
ტერორისტულ აქტში. მიზეზი თავდასხმისა ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.
დასავლეთის პრესაში გავრცელებული მტკიცებულებით, თავდასხმა ორგანიზებული
ყოფილა ბულგარეთის დაზვერვის სამსახურის მიერ, რათა გაერთულებინათ
ურთიერთობა ნატოსა და თურქეთს შორის. პრესის ვერსია არ დამტკიცდა. იოანე-
პავლე II-მ იგი შეიწყალა და სიკვდილით დასჯას გადაარჩინა.მიუსაჯეს სამუდამო
პატიმრობა.

არჯადასპი – პართიანელთა ეპოსის ბოროტი მეომარი, რომელსაც ამარცხებს


ხალხური თქმულების გმირი – გოლიათი ზარერა. პირველი ლიტერატურული
ძეგლი, რომელშიც მოხდა ამ ეპოსის გადამუშავება პართიანული პოემაა «თქმულება
ზარერას შესახებ» («იადგარ ზარერან»). ეს პოემა ერთ-ერთ ყველაზე უძველეს
ძეგლადაა მიჩნეული საშუალო სპარსულ ენაზე შექმნილ ძეგლთა შორის. (იხ.
«თქმულება ზარერას შესახებ»).

არჯასპი – ჩვენამდე მოღწეულ პართიანული პოემის – «თქმულება ზარერას


შესახებ» – ფრაგმენტში ნახსენებიამეფე არჯასპი, რომელიც ჯადოქარ ვილარავშის
მეთაურობით დელეგაციას უგზავნის მეფე ბალთა ვიშტასპის – ზარერას ძმას,
რომელმაც ზოროასტრიზმი მიიღო. იგი ბალათ ვიშტასპისგან ოითხოვს
ზოროასტრიზმის უარყოფას. უარის მიღების შემდეგ მათ შორის იმართება ომი. ომში
ზარერას ვერავინ ჯობნის ძალოვნობასა და ვაჟკაცობაში. იგი ერთი-მეორეზე
ამარცხებს მტრებს. შეშფოთებული არჯასპი პირობას დებს, ვინც დაამარცხებდა ამ
ირანელ გოლიათს, მას ცოლად თავის პირმშვენიერ ასულს გაატანსა. ჯადოქარ
ვიდარავშას ხელით იღუპება ზარერა (იხ. «თქმულება ზარერას შესახებ»).
არჯასპი – ირანული მითოლოგიის ერთ-ერთი წმინდანი მეფე-გოლიათი,
რომელიც იბრძოდა ჰიონიტების წინააღმდეგ.

534
არჯუნა (სანსკრიტ. აარჯუნა) – სიტყვასიტყვით «თეთრი». 1. მესამე ჰინდუს
ძმათაგან ანდა ჰინდრას სავარაუდო ვაჟები; 2. კრიშნას მოწაფე და სიძე. ცოლად
დაისვა კრიშნას და სუბჰადრა. პანდავთა და კურავთაომის დროს არჯუნაკრიშნას
მეეტლე გახლდათს. დიდმა ღმერთმა წორედ მაშინ აზიარა იგი უმაღლეს
ფილოსოფიას; 2. წზოთერიკაში: იგივე ორფეოსი.
არჯუნა (1581-1606 წ. წ.) – მეხუთე გური, რომელმაც პირველმა დაიწყო
«ადიგრანდტჰი»-ს, ანუ «წმიდა წიგნის» შედგენა, 1604 წ-ს. ეს იყო «დასაბამიერი
წიგნი» (ასევე «გურუ-გრანტჰი» – «წიგნი მოძღვარი». იხ. «ადიგრანდტჰი»), XV-XII ს.
ს-ის პოეზიის თავისებური ენციკლოპედია. ამ «წმიდა კრებულში» არჯუნამ გურუთა
პირველი ხუთეული შეიყვანა: ნანაქი (1469-1539 წ. წ.), ამარდასა (1552-1574 წ. წ.) და
სხვ. არჯუნას ცხოვრებისეული კრედო მის ერთ-ერთ ლექსშია, სადაც ამბობს:
«მორჩილება ჩემი კომბალია, ჩემი ორლესული მახვილი – შეგნება იმისა, რომ ვარ
ქვიშა ყოველთა და ყოველი ადამიანის ფეხქვეშ». XVII ს-ის დასაწყისში სიქჰიების
დევნა.არჯუნი, როგორც სუფიზმის (იხ.) იდეოლოგი, დააპატიმრეს და სიკვდილი
მიუსაჯეს. ანდერძში თავის სქჰიათა თემის წევრებს მოუწოდებდა ყველაფერში
მიებაძათ და ერთგული მიმდევარი ყოფილიყვნენ «წინამორბედი გურუს ცხოვრების
წესისა». «არ უნდა ეტარებინათ იარაღი», თუმცა დიდ მოღულებთან დაპირისპირებამ
სიქჰიათა ცხოვრების ნირი 180 გრადუსით შეატრიალა.

არჯუნა (სანსკრიტ.) – პანდუს (იხ.) მესამე ვაჟი (ბჰარატის მეფეთა დინასტია).


არჯუნა-რადჰა (ინდოეთი) – რადჰას 5 ტაძრიდან მეორე (იხ. იხ. მამალაპურამის
სატაძრო კომპლექსი; რადჰას ტაძრები) წარმოადგენს მასიურ კვადრატულ ნაგებობას.
სახელი ეწოდა ლეგენდარული მეომრისა და მხედრის არჯუნას მიხედვით. იგი ამ
გმირისადმია მიძღვნილი (იხ. არჯუნა). სავარაუდოა, რომ ადრე ეს ტაძარი
ინდრასთან (იხ.) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც ძეგლის ცოკოლზეა
გამოსახული. ნაგებობას რვაკუთხა გუმბათი – შიქჰარა (იხ.) აგვირგვინებს.
არკა (სანსკრიტ. არკა) – მზე.
არკა (ლათ. არცუს რკალი) – (არქიტ.) ნახევრად წრიული, ისრული, ნალისებრი,
ანდა სხვა მრუდე გადახურვა ღიობისა, გასასვლელისა, პილონების, კოლონების ან
საყრდენებს შორის სივრცისა. ე. წ. თაღი. შუა საუკუნეთა დასავლეთ არკის
არქიტექტურული გადაწყვეტის ფრიად ნაირსახოვან და გონებამახვილურ ფორმებს
პოულიბს: რომანული ხუროთმოძღვრების მკაცრი ნახევრადცირკულარული
(ნახევრადწრიული) თაღები, დაყრდნობილი ტაძრისა და ციხე-კოშკთა მასიურ
მონოლითურ კედლებს; გოტიკური ნაგებობის ისრისებრი მაღალი არკა, რომელიც
ზევით სივრცისაკენ ისწრაფვის და ქმნის ქვის კონსტრუქციის არამატერიალურობის
შთაბეჭდილებას.

არკადა (ფრანგ. არცადე) – (არქიტ.) ერთნაირი ფორმისა და ზომის არკადა


(თაღთა) ჯაჭვი, რიგი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულნი (შეერთებულნი) არიან
ფრონატლურად ან გალერეის პრინციპით, დაყრდნობილია კოლონებს ან ბოძებს.
რომანული და გოტიკური (იხ. რომანული და გოტიკური სტილი) სტილის სატაძრო
ბაზილიკურ ნაგებობებში არკადის დამახასიათებელი ტიპია ე. წ. ტრიფორიები (იხ.
ტრიფორიები), რომლებიც განლაგებულია ცენტრალური ნეფის (იხ. ნეფი) მეორე
იარუსზე.

535
არკადელტი (Aრცადელტ) იაკობი, ნიდერლანდელი კომპოზიტორი, 1514-75 წ. წ.
ლოტბარი პარიზში კარლოს ლოტარინგიელის სასახლის კარზე, სახელი გაითქვა
თავისი მადრიგალებით.

არკადი (არკას, არკადოს) – ზევსის ძე. არკადიელთა მამამთავარი დამათი


სახელის მიმნიჭებელი. მან ასწავლა არკადიელებს მატყლის ქსოვილის დამზაზდება
და პურის მოყვანა. ზევსმა ის და დედამისი დათვის თანავარსკვლავედებად აქცია.

არკადია – ცენტრალური ოლქი პელეპონესის ნახევარკუნძულზე. 1. აქ


კილენის მთის მღვიმეში ზევსისა და ნიმფა მაიას (იხ.) ზე – ღმერთი ჰერმესი (იხ.);
(???) 2. არკადიაში მიუშვა თავისი ცნობილი კერინეის ირემი ქალღმერთმა არტემიდამ
(იხ.), რათა დაესაჯა იქაური მცხოვრებლები. ეს ირემი, ევრისთევსის ბრძანებით,
ჰერაკლემ შეიპყრო და მაკენში ჩაიყვანა (მეორე გმირობა ჰერაკლესი, იხ. ჰერაკლე).
არკადია «საბერძნეთის სამოთხე» – მეცხვარეთა და მიწათმოქმედთა მთიანი
ქვეყანა. მწყემსური პოეზიის სავანე. პელოპონესის ძველი კლასიკური მხარე.
არკადიელები თავის ქვეყანას მთვარისას ეძახდნენ. იგი ჯერ აქაველებით იყო
დასახლებული, შემდეგ კი – პელასგებით. პელასგეს შვილის მეფე ლიკაონის 50
შვილი ითვლება ქალაქთა უმრავლესობის დამაარსებლად. ხელოვნებაში: პუსენის
«არკადიელი მწყემსები» (1650-55 წ.წ.) ლუვრი.
არკანი (ცირკი) – გრძელი თოკი, ბოლოში მოძრავი ყულფით. გამოიყენება
«ლასოთი თამაშის» დროს. მსახიობი ატრიალებს არკანს ჰაერში, კრავს რგოლებს და
მათში მოხერხებულად ხტება.
არკანი – გუცილური მამაკაცთა ხალხური ცეკვა მუსიკალური ზომა 2/4.
არკატა – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს ხემის მოძრაობაზე.

არკატურა (გერმ. Aრკატურ) – (არქიტ.) ცრუთაღები (ცრუარკები), რომლებიხ


ნაგებობის კედლების გარე და შიდა სიბრტყეებზე დეკორატიულ მწკრივებს ქმნიან.
ფართოდ გამოიყენებოდა გოტიკური, ასევე რომანული სტილის სატაძრო თუ
საცხოვრებელ ნაგებობებში, როგორც არქიტექტორული დეკორი. შეიძლებოდა
კრონშტეინებზე (იხ. კრონშტეინი) მცირე კოლონებშიც დაემატებინათ, ანდა კოლონა-
სკულპტურათა სარტყლის სახითაც წარმოედგინათ, რომელზეც წმინდანებს
გამოსახავდნენ (ტაძრის შენობის ფასადზე).
არკატურა (გერმ. Aრკატურ) – ცრუ თაღები, რომლებიც შენობის კედლების
გარეთა და შიდა დეკორატიულ რიგს წარმოქმნიან. ხშირად გამოიყენებოდა სატაძრო
შენობების და საცხოვრებელი ბინების (გოტიკური, ასევე რომანული სტილის)
არქიტექტურულ დეკორში. შეიძლება დამატებული ყოფილიყო მცირე კოლონებად
კრონშტეინებზე (საბჯენზე). ანდა ჰქონდა სარტყლის ფორმა კოლონა-ფიგურების,
რომლებიც წმინდანებს გამოსახავენ (საეკლესიო ნაგებობოს ფასადზე).

არკატურა, თაღნარი – (არქიტ.) დეკორატიული თაღების რიგი შენობის


ფასადზე ან ნაგებობის კედელზე, თაღნარი ჩვეულებრივ, მხოლოდ პლასტიკური
მიზნითაა გამოყენებული. ცალკეულ შემთხვევაში თაღნარსა და კედელს შორის
მცირე სივრცეა დარჩენილი. თაღნარი შეიძლება იყოს უწყვეტი ან დანაწევრებული.

არკბუტანი (ფრანგ. არცბუტანტ) – (არქიტ.) ქვის ნახევარარკა გოტიკური


ნაგებობის გარეთა მხარეზე. აერთებს ნეფის მასივს და ცალკე აღმართულ დამატებით

536
საყრდენს – კონტრფორსს (იხ. კონტრფორსი). ამგვარი კონსტრუქცია ქმნის მეტ
თავისუფალ ადგილს შენობის ინტერიერში. გოტიკურ ტაძარს, როგოც წესი, აქვს
არკბუტანის სისტემა, ე. წ. მწკრივ-იარუსთა დაჯგუფება. შესაძლოა, ამ სისტემით
მთელი ნაგებობა იყოს შემოსაზღვრული, გარდა მთავარი ფასადისა (ნოტრ-დამი
პარიზში, წმ. ვიტას ტაძარი პრაღაში).

არკბუტანი (ფრანგ. არცბუტანტ) – ქვის ნახევართაღი, რომელიც


განთავსებულია გოტიკური სტილის სატაძრო შენობის გარეთა მხრიდან და აერთებს
ნეფის მასივს ცალკე აგებულ დამატებითს საყრდენთან – კონტრფორსთან. გოტიკურ
ტაძარს, როგორც წესი, აქვს ა-ს სისტემა, რომელიც დაჯგუფებულია იარუსის
რიგებად, რომელიც შეიძლება მთელ შენობას ერტყმოდეს, მთელი ფასადის
გამოკლებით (ნოტრ-დამის ტაძარი, პარიზი). ა-ს კონსტრუქციული დანიშნულებაა
მთავარი ნეფის კამარათა განმბჯენის გადაცემა კონტრფორსზე, ანუ გარეთ და ტაძრის
შიგნით სივრცის გათავისუფლება კედლებისა და გამზიდი ვერტიკალური
საყრდენების ზომების შემცირების ხარჯზე. მისი ესთეტიკური დანიშნულებაა, რომ
შენობის არქიტექტურული კარკასი გამოაჩინოს როგორც ქვის ეყობის სიმძიმის
დაძლევის მასალების ინერტული ბუნების გასულიერებისა და სიმბოლური აქტი. ა.
კამარის კონტრფორსებთან და ნერვიურებთან ერთად გოტიკური სატაძრო
ხუროთმოძღვრების კონსტრუქციულ საფუძველს წარმოადგენს.
არკბუტანი – (არქიტ.) გარეთა საყრდენი თაღი (ძირითადად გოთურ
არქიტექტურაში), რომელიც კანარის განბრჯენას გადასცემს შენობის გარეთ
მოთავსებულ კონტრფორსებს.
არკესილაე – ბერძენი ფილოსოფოსი, ჩვ. წ-მდე 315-240 წ. წ. დაიბადა ეულიდის
ქ. პიტანტეში. მამამისის სახელია სევფ ანუ სკვითი. ის მეოთხე იყო ძმებს შორის,
რომლებმაც ათენში გააგზავნეს სასწავლებლად, სადაც ისმენდა გეომეტრ ჰიპონიკის
ლექციებს. ჰიპონიკი ზარმაელი იყო და არკესილაე ხუმრობდა, რომ გეომეტრია
პირდაპირ დამთქნარებისას გაღებულ პირში აფრინდება, ვინაიდან თავისი
მეცნიერება ძალიან კარგად იცოდა ჰიპონიკმა, მოგვიანებით ის ჭკუაზე შეიშალა.
არკესიალაემ ის თავის სახლში წაიყვანა და ინახავდა მასწავლებელს
გამოჯანმრთელებამდე. ერთხანობას არკესილაე სწავლობდა ფილოსოფოს
თეოფრასტესთან – არისტოტელეს მოწაფესთან, შემდეგ კი გადავიდა პლატონის
აკადემიაში ფილოსოფოს კრანტორთან. მოგვიანებით, იმის შემდეგ, რაც
გარდაიცვალა აკადემიის ხელმძღვანელი ფილოსოფოსი კრატეტი, არკისელაე თვით
ჩაუდგა მას სათავეში. მას უწოდებენ შუათანა აკადემიის (იხ. პლატონი) დამწყებს.
არკესილაეზე ამბობდნენ, რომ მან ადგილიდან დაძრა მოძღვრება, რაც პლატონმა
დაუტოვა მის მიმდევრებს. ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად არკესილაე
თვლიდა საკითხის ორხრივ განხილვის შეძლების ქონას და თავის შეკავებას
ცალმხრივი მსჯელობისაგან. მისი საყვარელი გამოთქმა იყო: «მე ამას ვამტკიცებ,
ასეთი და ასეთი კი მას არ დაეთანხმება». ფილოსოფოს პირონის შეხედულებების
გავლენით არკესილაემ შექმნა განსაკუთრებული სკეპტიკური მოძღვრება, რომელიც
უარყოფდა სტოიკოსების ფილოსოფიას და ამტკიცებდა, რომ სამყაროში არ არსებობს
უდავო კრიტერიუმი ჭეშმარიტების განსასაზღვრად. არკესილაე თვლიდა, რომ
ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება სადაო გახდეს მოსაზრებებით, რომლებიც ჩვენ
დამაჯერებლად და შესაძლებლად გვეჩვენება. ამიტომაც აბსოლუტური
ჭეშმარიტების მიღწევა შეუძლებელია და საჭიროა დავკმაყოფილდეთ იმის ცოდნით,

537
რაც შესაძლებელია, ეს კი, თავისთავად, საკმარისია ადამიანის პრაქტიკული
მოღვაწეობისათვის. არკესილაე ცხოვრების მიზანს ხედავდა სულის სიმშვიდის
მიღწევაში. არკესილაე განთქმული იყო კამათის ნიჭით, ამიტომაც მასთან აკადემიაში
მრავალი მოსწავლე იყრიდა თავს, თუმცა ყველას ეშინოდა ენამახვილი
მასწავლებლის. ერთ მოწაფეს, რომელმაც მისი ლოგიკური მოსაზრებები აურ-
დაურია, არკისელაემ მოთხრო მუსიკოს ფილოქსენესა და კალატოზების შესახებ.
ეთხელ ფილოქსენემ, ჩაესმა რა კალატოზები როგორ მღეროდნენ, მის მელოდიას და
ამახინჯებდნენ, დაიწყო მათი ახალი ნაშენის დაშლა და თან გაიძახოდა: – თქვენ
ჩემსას აფუჭებთ, მე თქვენსას. არკესილაეს ძმა, პილადე, რომელიც მამის დანატოვარ
დიდ მამულებს უვლიდა, უგზავნიდა ბევრ ფულს. ამას გარდა, პერგამონის მეფე
ევმელნე მფარველობდა არკესილაეს და ფილოსოფოსს ფულით ამარაგებდა.
არკესილაემ სახელი გაითქვა თავისი ხელგაშლილობით – მას არ ენანებოდა ფული
თავისი მეგობრებისა და მოწაფეებისათვის. თვითონ არკესილაე ფუფუნებით
ცხოვრობდა და, როდესაც მას საყვედურობდნენ ამის გამო, ის პასუხობდა
ფილოსოფოს არისტიპეს ხუმრობებით. არკესილაეს ძალზე უყვარდა თეატრი და
ყველაზე ძვირადღირებულ სპექტაკლებს ესწრებოდა ხოლმე. ის ღიად ცხოვრობდა
ყველაზე ძვირადღირებულ ჰეტერებთანთეოდოტასა და ფილასთან. გადმოცემის
თანახმად, არკესილაე გარდაიცვალა 75 წლისა, დიდი რაოდენობის ღვინის
დალევით.

არკი – მუსიკალური ტერმინი, რომელშიც გაერთიანებულია ყველა ხემიანი


საკრავი.
არკისიოსი (Aრკეისიოს) – ზევსის შვილი. ოდისევსის პქპქ.
არკო – (მუს.) აღნიშვნა ხემიან საკრავთა პარტიაში, რომელიც მიუთითებს
კვლავ ხემით დაკვრას, პიზზიცატტო-ს შემდეგ.

არკოსილიუმი – (არქიტ.) სარკოფაგის მოსათავსებელი კამაროვანი ნიშა.

არკოზოკური ქვიშნარი (ლათ. გეოლოგ. Aარკოსე) – წვრილმარცვლოვანი


ნალექური ქარი, შედგება კვარცის მარცვლებისა და ქვიშის მარცვლის ზომის
ორთოკლაზს.
აღლა (ებრ.) – 1. კაბალისტური ჯადო-თილისმური სიტყვაშემდგარი ოთხი
სიტყვის საწყისი ანბანით (თუ ასოებით??) – «Aტეჰ Gიბორ Lეოლამ Aდონაი», რაც
ნიშნავს: «შენ ძლევამოსილი ხარ საუკუნოდ, ო, ღმერთო!»,; 2. მაკ-გრეგორ მატერსის
ინტერპრეტაციით: ა – პირველი, ა – უკანასკნელი, ღ – სამება ერთში, ლ – დიადი
შრომის განსხეულება.
არლეკინადა, პიესა, სადაც მთავარ როლს ასრულებს არლეკინი. გადატანითი
მნიშვნელობით მასხრობა.

არლეკინდა – (თეატრ.) მცირე თეატრალური სანახაობა, რომლის მთავარი


მოქმედი პირები არიან არლეკინი და იტალიური კომედია «დელ არტეს» სხვა
პერსონაჟები.
არლეკინი (იტალ. Aრლეცჰინო), იტალიური ხალხური კომედიის კომიკური
სახე. ა-ს აცვია ვიწროშემოტმასნილი კამზოლი და შარვალი სხვადასხვაფერის

538
ნაჭრებისაგან შეკერილი. ა-ს ტიპი ზოგჯერ ცბიერი და ფხიანი მსახურია, ზოგჯერ
ბრაზიანი და ზარმაცი. ა. გადატანითი მნიშვნელობით - მასხარაა.
არლეკინი – ტრადიციული პერსონაჟი იტალიურ კომედია დელ არტეში. შექმნა
მსახიობმა ა. განასმა XVI ს-ის II მახევარში. არლეკინს დასში მეორე ბანის ეჭირა.
ტაკიმასხარა, რომელიც ინტრიგის ხლართებს ქმნიდა. ტანთ ეცვა სხვადასხვაფერი
საკერებლებით აჭრელებული ტანსაცმელი, რაც პატრონის სიღარიბესა და ამავე
დროს, სიღარიბეზე მიანიშნებდა. XVII ს-ის შუა წლებში საფრანგეთში მსახიობმა
ბიანკოლელიმ შეცვალა არლეკინის ხასიათი და ტანსაცმელი. მისი შესრულებით
არლეკინი გადაიქცა პირველ-ძანად (?) – ეშმაკ, გონებამახვილ, ენამწარე
ინტრიგანად, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მოქმედების განვითარებაში.
ახლა მისი ტანსაცმლის საკერებლები ერთმანეთთან მიჯრილი სწორკუთხა
სამკუთხედების ფორმისა და სამფეროვანი (წითელი, ყვითელი და მწვანე) გახდა. XVI
ს. მსახიობმა ვ. ვივეკინიმ არლეკინის ხზსიზთში შემოიტანა პოლიტიკური ელემენტი
და ამით აიძულა პარიზის საბაზრო თეატრის მაყურებლები, ერთდროულად ეცინათ
და ეტირათ. არლეკინის ნიღაბის შემდგომი განვითარება წარიმართა კომედია დელ
არტეს გარეშე, XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისის ფრანგულ არლეკინადაში,
სადაც არლეკინი გადაიქცა მოხდენილ მიჯნურად, პიეროს სვებედნიერ მეტოქედ.
არლეკინი» – სცენის დეკორატიული გაფორმების ნაწილი. მაყურებელთა
დარბაზის მხრიდან ზოლად გაჭიმული ქსოვილი, რომელიც უძრავადაა
დამაგრებული სცენის პორტალური თაღის ზედა გაუხსნელ ნაწი ლზე. «არლეკინის»
დანიშნულებაა დაფაროს ზედა სცენის კონსტრუქციები და მექანიზმები. «არლეკინი»
ფარდის ერთგვარი ზედა დაბოლოებაა. მასთან ერთად ქმნის მაყურებელთადარბაზის
არქიტექტურულ ინტერიერს. ამ ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია იტალიური
კომედიის (ე. წ. «ნიღბების კომედიის») ერთ-ერთ ტრადიციულ პერსონაჟთან –
არლეკინთან, რომელიც ფარდის წინ გამოსვლისას მის ნაოჭებში იმალებოდა.
არლენკური (Aრლინცოურტ), შარლი, ვიკონტი, ფრანგი მწერალი, 1789-1856 წ. წ.
ნაპოლეონ I და ბურბონების კარის კაცი. ეპიკური პოემის, რომანის, ტრაგედიების,
პამელეტების ავტორი.
არმა (ხეთ. მთვარე) – მთვარის ღვთაება ხეთურ მითოლოგიაში. აქედან მოდის
ქართული ღვთაების არმაზის სახელიც. შემონახულია ლურსმნულ წარწერებში ძვ. წ.
XIII ს.
არმა – ხეთ. მთვარის ღვთაება. მითოსი მთვარის შესახებ, რომელიცჭექა-
ქუხილის ღვთაების საამებლად წარმოითქმოდახოლმე, ასეთი შინაარსისაა: მთვარის
ღვთაება ციდან ისე ჩამოვიდა და მოედანზე დაჯდა, რომ ტაროსის ღვთაების გარდა
ვერავინ მოჰკრა თვალი. ჭექაქუხილის ღვთაებამ თვალი შეასწრო მას, წვიმა მიადევნა,
ნიაღვარი მიაწია. ქალღმერთმა ქამრუსეფამ სცადა დაეცვა მთვარის ღვთაება ამინდის
ღმერთის რისხვისაგან. ამინდის ღმერთი შეშინდა. მან მთვარის ღვთაება ცაზე
დააბრუნა. დედამიწა კვლავ განათდა. მთვარის ღვთაების გამოსახულება ასეთია:
მამრობითი სქესის ღვთაებას ქუსლზე ნამგალა მთვარე აქვს დამაგრებული, ზურგზე
კი – წყვილი ფრთა. ტანს წინსაფარი უფარავს.
არმაგედონი, აპოკალიფსური ადგილი, სადაც შეკრებილი არიან სამყაროს
მეფენი თავიანთი მეომრებით საბრძოლველად ღმერთის უდიდეს დღეს.

არმაიჰთი, («არმათაიჰ» «ღვთისმოსავობა») – ძველირანულ მითოლოგიაში


ითვლებოდა მიწის ქალღმერთად. იქორწინა აჰურა მაზდასთან.

539
არმან დავიდი, ჟან პიერ (ჟან პიერ არმან დავიდი XIX ს.) – ფრანგი მისიონერი.
იყო საფრანგეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პეკინში (1865 წ.). იქ ყოფნისას
აღმოაჩინა გასაიდუმლოებული საიმპერატორო პარკი «ნონ ჰაიტნუ» (პეკინიდან
სამხრეთით რამდენიმე მილის (იხ.) (მილი – 567 მ. (?)) დაშორებით), სადაც «წმიდა
ხოველები» იყო დაცული. ბევრ სხვა ნაცნობ ცხოველთა შორის მანამდე უნახავი
მრავალიც ერია. ყველაზე საოცარი იყო «სსეუ-ჰუ-ჩანგი» (ჩინურად), რაც «უჩვეულო
ოთხფეხს» ნიშნავდა. ეს სახელწოდება მიცემული იყო იმის გამო, რომ «სსეუ-ჰუ-
ჩანგი» «არც ირემი იყო», «არც ძროხა იყო», «არც ცხენი იყო», «არც თხა იყო» და მაინც
ამ სახელს ქვეშ იგულისხმებოდა ყველა მათგანი, რამეთუ მას ჰქონდა ირმის რქები,
ძროხის კუდი, ცხენის ფაფარი, თხის ჩლიქები. მას მეორე სახელითაც იხსენიებდნენ
– «მი-ლუ» (იხ. იხ. სსეუ-ჰუ-ჩანგი, მი-ლუ). არმან დავიდის მეორე ზოოლოგიური
აღმონაჩენი იყო «უცნაური ეშმაკი» (ხშირად მას გამოხატავდნენ ჩინურ ლარნაკებზე,
ფერწერულ ნაწარმოებებში, მოხატულ ქსოვილებზე, ეს იყო ცისფერ სახიანი არსება,
ჰგავდა მანჭია ეშმაკს, ჰქონდა კუდი, გულ-მკერდი კი, როგორც ჯოჯოხეთის მოდგმის
ნაშიერსა და ჯილაგის წარმომადგენელსცეცხლოვანი ფერის ჰქონდა). არმან დავიდი
მიხვდა, რომ ეს იყო პროტოტიპი მაიმუნთა ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენლისა,
კერძოდ ეს ანაქრონისტული პრიმატი განსაკუთრებულ სითბოს მოყვარულ
მაიმუნთაგან ჰიმალაების ცივ, თოვლიან ზონაში ბინადრობდნენ (3000-4000 მ-ის
სიმაღლეზე), ამიტომ ეს წოდება სრულად ასახავდა თავის ზედწოდებას – «თოვლის
მაიმუნი». 1870 წელს ცნობილმა კრიპტოზოოლოგმა ალფომსოს მილნე-ედვარდსმა ამ
ცხვირაბზეკილ «სანდომიან ეშმაკს» მეცნიერული კლასიფიკაცია მისცა და უწოდა მას
ღჰინოპჰიტჰეცუს როხელლანაე. მესამე ზოოლოგიური აღმონაჩენი (სენსაციური) მამა
არმან დავიდმა 1869 წლის 11 მარტს გააკეთა, როცა სიაჩუინის პროვინციაში მდიდარ
მემამულე ლის სტუმრობდა. სწორედ ლის სახლში იხილა მან უცნაური ცხოველის
ტყავი, რომელზეც ყურმოკვრით მრავალჯერ ჰქონდა მოსმენილი. ეს იყო ბეიშუნი –
თეთრმკერდა დათვი იუნიანის პროვინციის ბამბუკის ტყეებში მობინადრე , ანუ
თანამედროვე გაგებით, დიდი პანდა. ეს უნიკალური არსება XIX ს-ის 70-იან
წლებამდე ევროპისთვის (და არა მხოლოდ!) უცნობი იყო. თავად ჩინეთში
კსავარაუდოდ, ტანის დინასტიის პერიოდის ხელნაწერ ქრონიკებში იყო ნახსენები.
სახელდობრ, ეს ხელნაწერი ჩვ. წ-ის 624 წ-ს – ტანის დინასტიის პირველი
იმპერატორისხანით თარიღდება. მამა დავიდს გადმოცემებმა კიდევ ერთი საფიქრი
გაუჩინეს, რომელზეც შურით აღივსებოდნენ მსოფლიოს ზოოლოგები. ეს იყო
«პატარა პანდას» ტყავი, სამეცნიერო კლასიფიკაციით – Aილურუს ფალგენა. სახელი
«პანდა», როგორც ჩანს, წარმომდგარია «ნიადა-პონგა»-დან. ეს ადგილობრივი
სახელწოდება ასე ითარგმნება: ბამბუკის მჭამელი. ერთია მხოლოდ, თავად ჩინელები
ხშირად ამ ცხოველს «ჰუნ-ჰოს» («ხუნ-ხოს») ან «ცეცხლოვან მელას» ეძახიან.
ყველაფერ ამასთან ერთად ინგლისელები მას «ჰიმალაის ენოტადაც» მოიხსენიებდნენ
ამ ცხოველის რგოლისებრი კუდის გამო (იხ. პანდა, იხ. ჰიმალაის ენოტი, იხ. ენოტი).

არმატურა (კარკასი) – რკინის წნელების ან მავთულების ჩონჩხედი, რომელთაც


ამაგრებენ თიხით ან თაბაშირით დამზაადებულ სკულპტურულ ნაგებობას.
არმატურა – დეკორატიული სკულპტურა ან მოხატულობა, რომელიც
გამოხატავს სამხედრო აღჭურვილობას – ფარს, მახვილს, აბჯარს, მუზარადს, შუბს,
ისარს და სხვ. იყენებდნენ შენობების ფასადებისა და ტრიუმფალური თაღების
მორთულობისათვის რომაულსა და XVIII-XIX ს. ს-ის კლასიცისტურ

540
არქიტექტურაში. გამოიყენება აგრეთვე (ახალი მოტივების მოშველიებით)
მონუმენტურ ნაგებობათა თანამედროვე დეკორატიული დამუშავების მიზნით.

არმატურა რკინა-ბეტონის – ბეტონის მასაში ჩატანებული, ერთმანეთთან


მავთულებით ან შედუღებით დაკავშირებული ფოლადის ღეროების ერთობლიოვა.
არმაზი (ხეთ. მთვარე) – უზენაესი წარმართული ღმერთი ქართ. მით-ში.
მთვარის ღვთაება. I მეფე ლეონტი მროველის «მეფეთა ცხოვრების» (XI ს-ის ძეგლი)
მიხედვით. მაგრამ «მოქცევაის» (დაახლ. IX ს.) I მეფე აზუა, რომელიც არის
წარმოშობით ქართლიდან (ა. გელოვანის შეცდომაა – ლეონტი მროველი არ არის
«მოქცევაის» ავტორი), რომელიც დასახლებული იყო მუმქთა ტომებით. არმაზი არის
სპილენძის აბჯრიანი მეომარი მამაკაცის კერპი., რომელსაც თავზე ხარის რქები აქვს
გამოსახული. ეს რქები ქმნის ნახევარი მთვარის ფორმას (მამაკაცი, ხარი, მთვარე).
სპარსულად «არმაზ» იგივეა, რაც ფარნავაზი. კერპი აღმართულია მცხეთაში მაღალ
მთაზე დაახლოებით ძვ. წ. IV-III ს.ს-ში. დაანგრია ნინომ ახ. წ. IV ს. მასთან ერთად
სხვა წარმართული ძეგლები.
არმაზი – ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება, «ღმერთი ღმერთთა
არმაზ.» (ლეონტი მროველი). არმახის კულტი ქართლში გავრცელდა ძვ. წ. IV ს-დან,
მას შემდეგ, რაც მეფე ფარნავაზმა იგი გამოაცხადა სამეფოში უზენაეს ღმერთად.
არმაზის კერპი მცხეთაში მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს მთაზე იდგა. ქართლში
ქრისტიანობასთან დაკავშირებით (IV ს.) სხვა კერპებთან ერთად, ქრისტეს ძალით,
დაამსხვრია წმ. ნინომ.
არმაზი მცხეთისა – ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო
კომპლექსი მცხეთასთან ახლოს არმაზის ხევში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული
ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ნანგრევების სახით. ეკვდერის კარისთავის
ასომთავრული წარწერის მიხედვით (დაცულია საქ-ს ისტ. მუზეუმში). ეკლესია
აშენებულია 1150-1178 წ.წ-ში. შემორჩენილია VII ს. კედლის მხატვრობის
ფრაგმენტებში.
არმაზი ქსნისა – სსძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის
ეკლესია ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზიზის მახლობლად. აგებულია 864 წ. ქართულლი
ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო აგებულებისა. ძირითადი სივრცე
გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე გუმბათით. გუმბათს ყელი არ
აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. შემორჩენილია IX ს.
მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.

არმენიოსი, არმენოსი – როდოსელი ან თესალიელი არგონავტი.


არმინიუსი – (18/19 წ. ჩვ. წ-მდე-19/21 წ. ჩვ. წ-ით) ძველი გერმანელი
მხედართმთავარი. რომის მოქალაქე. ჩვ. წ-ის 9 წ-ს ახალგაზრდა არმინიუსმა,
ჰერუსკების ბელადმა, ტევტობურგის ტყეში, რაინთან ახლოს სასტიკად გაანადგურა
რომაული ლეგიონები.
არმონიამენტო – მუს. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ჰარმონიზებას.
აღმოსავლური (მცირეაზიური) ღვთაებები – ის ღმერთები და ღვთაებები,
რომლებიც აზიურიდან საბერძნეთსა და რომში გადავიდნენ და ახლებური სახე
მიიღეს(მაგ: ატისი, კიბულა, ადონისი და სხვ.).
აღმოსავლურ-ინგლისური სკოლა ხელნაწერი წიგნებისა – XიV ს-ის პირველი
ნახევარიმინიატურის ძეგლებიშექმნილია ძირითადად ოსტატების მიერ, რომლებიხ
არ ეკუთვნოდნენ სამონასტრო საზოგადოებას. ამ მიმართულების წიგნების რიცხვს

541
მიაკუთვნებდნენ ასევე საერო შინაარსის მრავალრიცხოვან ძეგლებს. სტილისტურად
ა.-ი. ს-ის ხელნაწერები ძალზე განსხვავებულია და იყოფა, სულ მცირე, ორ დიდ
ჯგუფად. ერთ ჯგუფში მეტობს დეკორატიულ-ორნამენტული მორთულობა,
მეორეშუ – ლიტერატურული ტექსტის ილუსტრაციები პერსონაჟებისათვინ
ნატიფად შემუშავებული დახასიათებით. ფსიქოლოგიური ტიპებისა და მიმდინარე
ამბის ემოციურ ატმოსფეროს ოსტატური გადმოცემით გამოირჩევა რობერტ დე
ლილის ფსალმუნები და დედოფალ მარიამის ფსალმუნების მინიატურები
(შექმნილია 1320 წ-ს). რელიგიური სიუჟეტები აქ გააზრებულია, როგორც მხატვრის
თანამედროოვე ეპოქის მოვლენები, პერსონაჟებს აცვიათ XIV ს. ინგლისური
კოსტიუმები. მინიატურების მიერ გადმოცემულ ამბებს შორის კავშირი მეტად
დამაჯერებელია. პერსონაჟები ინდივიდიზებული არიამ და ყოველთვის შეიცნობიან.
ამ სტილის ჩარჩოებში გამომუშავებულ იქნა გვერდების მოკაზმვის პრინციპებიც:
ორნამენტს ამატებენ გოტიკურ ისრისებულ თაღებსა და სხვა აექიტექტურულ
დეტალებს, ფიგურათა პროპორციები დაგრძელებულია. ინიციალში შეიძლება
ჩახატული იყოს რამდენიმე მცირე მინიატურა-სცენა, ხელნაწერებში ჩნდება
კომიკური დროლეტები. XIV ს. შუა ხანიდან ინგლისური მინიატურების გაფურჩქვნა
იცვლება დაცეემით, რაც გამოწვეული იყო ასწლიანი ომითა და სხვა
საზოგადოებრივი რყევებით.

არნაუტები, ბალკანეთის ალბანელების ბერძნ. თურქ. სახელწოდება


(შკიპეტარებისა).
არნდი, არნდტი, იოჰან, ლუთერანი ღვთისმეტყველი 1555-1621 წ. წ., მისტიკოსი,
გენ. სუპერინტენდენტი ცელში, მისი განთქმული ნაწარმოებია «ჭეშმარიტი
ქრისტიანობის შესახებ» («Vომ წაჰრენ ცჰრისტეენტუმ», 165).არნო (Bაცულარდ'
არნაუდ), ფრანსუა, ფრანგი მწერალი პოეტი, 1718-1805წ. წ., ვოლტერის მეგობარი,
ტრაგედიის, ლექსების და მრავალრიცხოვანი პოპულარული რომანების ავტორი.
განსაკუთრებული გულმოდგინებით თარგმნიდნენ რუსულად, რამაც ხელი შეუწყო
სენტიმენტალური მიმართულებების წარმატებას რუსულ ლიტერატურაში.
არნემონი – იხ. როსი.
არნირი – (ცირკი) ტყავის თასმა, რითაც ცხენის თავს კისრის ფუძისაკენ
იზიდავენ. არნირი აწსრიგებს ცხენის სიარულს. აჩვევს დისციპლინას, ხოლო
მხედარს ეხმარება მდგრადობის შენარჩუნებაში. აგრეთვე კაზმავს და ალამაზებს
ცხენის ყელს.
არნლოდი იური კარლის ძე, 1811-98 წ. წ. ავტორია კანტატების, რომანსების და
პატარა ოპერების («ციგანკა», მუსიკა «სვეტლანასათვის», «ბორის გოდუნოვის»
უვეტრიურა).
არნო, ანჟელიკა – (1591-1661 წ. წ.) ნამდვილი სახელია მარი. და დიდი ანტუან
არნოსი. 1608 წლიდან მარი, უკვე ანჟელიკა, სათავეში უდგება პორ-როიალის დედათა
მონასტერს. ეს იყო ბენედიქტელთა ორდენის დედათა მონასტერი. მარი-ანჟელიკა
არნოს ანტუან სენგლენის მხრიდან გაეცნო ჟაკლინ პასკალი.
არნოლდ ბრეშიელი, 1145 წ. ცდილობდა სახალხო პარტიის მეთაურობით რომში
დაეარსებინა რესპუბლიკა.
არნოლდი ედვინი, ინგლ. მეცნიერი, პოეტი და ჟურნალისტი, 1832-1904 წ. წ.
ცნობილია ნაშრომებით ინდოეთის ისტორიასა და ლიტერატურაში და რაც მთავარია
პოემით ბუდას ცხოვრებაზე.

542
არნოლდი მეთიუ, ოქსფორდის პროფესორი, ავტორია ლექსთა კრებულების,
კრიტიკული ნარკვევების, ფორმითა და აზრის სინათლით კლასიკურია. წერდა
ევროპის ქვეყნებში აღზრდის სახელმძღვანელოებს.
არნოლდსონი სიგრიდი, შვედი მომღერალი ქალი. დაბ. 1961 წ. კოლორატული
სოპრანო, როლები: მარგარიტასი «ფაუსტში», ჯულიეტა «რომეოსა და ჯულიეტაში».
არნოლფო დი კამბიო (Aრნოლფი დი ჩამბიო) (დაახლ. 1245 წ. ტოსკანა – 1310წ.
ფლორენცია) – ცნობილი იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი, ერთ-ერთი
დამარსებელი პროტორენესანსის ხელოვნების და რომაული და ფლორენცული
ხელოვნების დიდი ლიდერი. წავლობდა ნიკოლო პიზანოსთან და იზიარებდა მის
ინტერესს ანტიკური მემკვიდრეობისადმი, მათთან ერთად შექმნა ქანდაკებები.
როგორც ჩანს, იცნობდა ბერძნული ქანდაკების ნიმუშებს, რამაც ზეგავლენა მოახდინა
მის ინდივიდუალურ მანერაზე (ნიკოლო პიზანოსგან განსხვავებით, რომელიც
ეყრდნობოდა გვიანრომაულ სტილს). მისი ძალზე ცნობილი ნაწარმოებია პერუჯაში
შადრევის სკულპტურული კომპოზიციის ნაწილი (მუშაობდა ნიკოლო და ჯოვანი
პიზაოებთან და არქიტექტორ ფრა ბევენიატოსთან ერთად), მისი ფიგურები
გამოირჩევა მისი ეპოქისათვის იშვიათი გამომსახველობით მოძრაობის
გადმოცემისას. რომაული ხანის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კარდინალების
აკლდამების ქანდაკებები მონუმენტური და პლასტიკური პათოსით გამოირჩევა,
ისინი აშკარა პროტოტიპებია იტალიური აღორძინების კედლის აკლდამებისა. 1284
წლიდან ის მუშაობს ფლორენციაში, სადაც სახელი გაითქვა როგორც არქიტექტორმა.
ის გახდა ფლორენციის ტაძრის ფასადის პროექტის პირველი შემქმნელი და
მშენებელი, რომელმაც დაიწყო ეკლესია სანტა-კროჩესა და განთქმული ვეკოს
პალაცოს მშენებლობა. როგორც სკულპტორმა შეასრულა რელიეფი «ხარება» და
ჯგუფი ტაძრის პორტალისათვის «იოანეს მიერ მარიამის დატირება». დუჩეტოს
უდიდესი ოსტატისათვის უცხო არაა იტალიური გოტიკის პრინციპები და
იტალიისათვის ტრადიციული კონსტრუქციული სისტემები, მაგრამ ის
ეწინააღმდეგებოდა ხელოვნებაში ევროპული გოტიკური მანერის დაბრუნებას,
რომელმაც მისი მრავალი თანამედროვის შემოქმედებითი ევოლუცია განსაზღვრა.
მისი შემოქმედება მრავალმხრივ უსწრებს წინ ჯოტოს შემოქმედებას.
არნოლფო დი კამბიო (Aრნოლფო დი ჩამბიო) (დაახლ. 1245-1310-მდე) –
ცნობილი იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი. პროტორენესანსული
ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი (იხ. პროტორენესანსული არქიტექტურა.
ისკუსსსტვო სრედნიხ ვეკოვი ვოზრაჟდენიია. სტრ 125). რომაული და
ფლორენციული ხელოვნების უდიდესი ლიდერი. სწავლობდა ნიკოლო პაზანოსთან
და იზიარებდა მასწავლებლის ინტერესს ანტიკური მემკვიდრეობისადმი.
მოძღვართან ერთად შექმნა წმ. დომინიკის ქანდაკებებიბოლონის სან-დომინიკის
მონასტრისათვის (1264-1267 წ. წ.) და ქადაგების კათედრა სიენის ტაძრისათვის (1265-
1568 წ. წ.). ჩანს იცნობდა ბერძნულ ქანდაკებას, რაც აირეკლა კიდეც მის
ინდივიდუალურ მანერაში (განსხვავებით მასწავლებლის, ნიკოლო პაზანოსაგან,
რომელიც გვიანრომაულ სტილს ეყრდნობოდა). მის უცნობილეს ნაწარმოებებში
შედის პერუჯას შადრევნის სკულპტურული კომპოზიციის ნაწილი (მუშაობდა
ნიკოლო და ჯოვანი პიზაანოებთან და არქიტექტორ ფრა ბევენიატისთან ერთად).
შადრევნის სკულპტტურული კომპოზიციის ფიგურებბში არნოლფოს ფიგურები
გამოირჩევა იმ ეპოქისათვის იშვიათი დინამიური გამომსახველობით (მოძრაობათა
გადმოცემით). რომაული პერიოდის ნამუშევართაგან საყურადღებოა კარდინალ

543
გიიომ დე ბრეის საფლავის ქვა (ორვიეტოს სან-დომინიკის მონასტერი), რომელიც
მოწაფეებთან ერთად აქვს შექმნილი. ოსვიეტოს სარკოდაგი და კარდინალ
ანიბალდის საფლავის ქვა (სან-ჯოვანი ინ ლატერანოს მონასტერი, რომი, 1276 წ.)
გამოირჩევა მონუმენტალიზმითა და პლასტიკური პათოსით – ნათელი პროტოტიპი
იტალიური აღორძინების ეპოქის კედლის სარკოფაგებისა. 1284 წლიდან მუშაობს
ფლორენციაში, სადაც ფართოდ გაითქვა სახელი, როგორც არქიტექტორმა. იგი იყო
პირველი შემქმნელი ფლორენციის ტაძრის ფასადის პროექტისა; სანტა-კროჩეს
ეკლესიისა და ცნობილი ვეკოს პალაცის მშენებელი. როგორც მოქანდაკემ, შეასრულა
«ხარებისა» და ტაძრის, – «იოანესგან მარიამის დატირების», – პორტალის ჯგუფის
რელიეფები. დუჩენტოს (იხ.) უდიდესი ოსტატისთვის არ იყო უცხო არც იტალიური
გოთიკის პრინციპები და არც იტალიური ტრადიციული კონსტრუქციული
სისტემები. იგი ეწინააღმდეგებოდა ხელოვნებაში ევროპული გოთიკური
მანერიზმისკენ მიბრუნებას, რომელმაც განსაზღვრა ბევრი მისი თანამედროვის
შემოქმედებითი ევოლუცია.
არნუ ჟან ფრანსუა (Aრნოულდ, საკუთარ. ნიუსო), ფრანგი მსახიობი და
ვოდევილისტი. 1734-95 წ. წ., ფრანგული პანტომიმის დამაარსებელი.

არნულფ (Aრნულფ) წმინდანი, 641 წ. წარმოშობით ფრანკი, 612 წ. მეცის ეპისკ.


მისი შვილიშვილია პიპინ მოკლე - კაროლინგების მამამთავარი.
აროიო (ლათ. გეოლოგ. Aრროყო) – ნაღვარევი ნრტყელი ძირითა და
ვერტიკალური კედლებით, წარმოქმნილი დროებითი ნაკადებით (აშშ-ს
პოლუარიდული რაიონები).
არომატაზა (ლათ. არომატასა) – ესტროგენ-სინთეტაზა – ფერ,ემტი;
ანდროგენებიდან ესტროგენების წარმოქმნის რეაქციის კატალიზატორი (იხ.).

არომა-ტელე (საამთა მით.) – საამების მითოლოგიის ნადირობის ღმერთი. იგი


ცაზე მისდევს ოქრორქოსან ირემს. ტყორცნის მას ელვა-ისარს. უკავშირდება იაჰიკეს
(იხ.), მეხთამტყორცნელ ღმერთს.
არომატული ნაერთები - ასეთი სახელწოდება დამახასიათებელი სუნის გამო
მიიღო ორგანულ ნაერთთა ბენზოლის წარმოებულთა ჯგუფმა. მაგრამ სუნი კი არ
წარმოადგენს ამ ორგანულ ნაერთთა ყველაზე დამახასიათებელ ნიშანს. არომატულ
ნაერთთა სტრუქტურის საფუძველს ყველაზე ხშირად წარმოქმნის ბენზოლის
რგოლი, რომელიც შედგება ნახშირბადის 6 ატომისაგან, მონაცვლეობით რომაა
შეერთებული მარტივი და ორმაგი ბმით (ასეთი ფორმულა შემოგვთავაზა 1865 წ.
გერმანელმა ქიმიკოსმა ა. კეკულემ): ბენზოლი ნაფტალინი ბმის მსგავს სისტემას
შეუღლებული, შეწყვილებული (დაკავშირებული) ეწოდება. შეუღლებული ბმების
ყველა ელექტრონი ქმნის ერთიან სისტემას, რომელიც ფლობს ენერგიის დაბალ
ღარიბ მარაგს: მაგრამ ბენზოლის რგოლი მდგრადია. ამასთან დაკავშირებით,
ფორმალური უჯერობის მიუხედავად ( ჰომოლოგიური რიგი. იხ. უჯერი
ნახშირწყალბადები, ჰომოლოგია), არომატული ნაერთები შედიან როგორც წესი
ჩანაცვლების რეაქციაში, რომლის დროსაც შენარჩუნდება ბენზოლის არომატული
ბირთვი. ბენზოლი იქნა შესწავლილი ერთ-ერთი პირველი არომატულ ნაერთთა
შორის. ის დიდხანს წარმოადგენდა გამოცანას მკვლევართათვის. დაადგინეს, რომ
ნახშირბადის ატომებიმასში დაკავშირებულია ექვსწევრიან ციკლში, რომელთაც აქვთ
ორმაგი ბმები. მაგრამ ბენზოლი მოქმედებდა არა ისე, როგორც непредельные -
უსაზღვრო, დაუსაზღვრავი მაერთები: მნიშვნელოვნად ადვილად შედიოდა
544
ჩანაცვლება, ვიდრე შეერთების რეაქციაში. არ იშლებოდა მჟანგველების
ზემოქმედებით. მაგალითად, აზოტმჟავას, არამედ იძლეოდა ჩანაცვლების
პროდუქტს - ნიტრობენზოლს. მისმა ჰიდროქსიდურმა წარმოებულმა - ფენოლმა -
სპირტებისაგან განსხვავებით ამჟღავნებდა საშუალო სიძლიერის მჟავის თვისებებს
და ამიტომაც ეწოდა კარბოლის მჟავა. ? მსგავსი თავისებურებებია დამახასიათებელი
სხვა ციკლური ნახშირწყალბადისთვის, რომლებიც შეუღლებულნი (შეწყვილებული,
შეკავშირებული) არინ ორმაგი ბმით - ტოლუოლის, ნაფტალინის, ფენანტრენის,
ანტრაცენის და ა. შ. (ნიტროჯგუფის შეყვანა ორგანული, კერძოდ არომატული
ნაერთების მოლეკულებში მნიტვრელი აგენტების ზეგავლენის მოქმედებისას,
მაგალითად აზოტმჟავის, ნიტრირება, ანუ ნიტვრა ეწოდება. ნიტვრას საფუძველზე
ღებულობენ ფეთქებად ნივთიერებას - ტრინიტროტოლუონს (ტროტილს, ანუ ტოლს)
XIX ს. შუა ხანებიდან მოკიდებული არომატულ ნაერთთა ქიმია სწრაფად
განვითარდა და ამ კლასის ნივთიერებებს იყენებდნენ ტექნიკასა და
ლაბორატორიულ პრაქტიკაში). დიდ ქიმიკოსებს შორის, რომლებმაც თავიანთი
მოღვაწეობა მიუძღვნეს არომატულ ნაერთთა შესწავლას, მნიშვნელოვანი როლი
შეასრულეს რუსმა მეცნიერებმა. 1842 წ. რუსმა მეცნიერმა ნ. ნ. ზინინმა
ნიტრობენზოლის აღდგენის გზით მიიღო არომატული ამინი - ანილინი . ანილინი
და სხვა არომატული ამინები ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში საღებავების,
ხვადასხვა ფარმაცევტული პრეპარატების, ფოტორეაგენტების, ფეთქებადი
ნივთიერებების, პლასტიკური მასების და ა. შ. დასამზადებლად. არომატულ
ნაერთებს დიდი რაოდენობით შეიცავს ქვანახშირის ფისი, რასაც მოიპოვებენ
ქვანახშირის კოქსვისას (იხ. კოქსი და კოქსვა), რამდენადაც გაიზარდა ამ ნაერთთა
სამრეწველო მნიშვნელობა, წარმოიშვა მათი ძალების პრობლემა ნავთობის
ნახშირწყალბადებიდან. ის წარმატებით გადაჭრა ნ. დ. ზელანსკიმ და მისმა
მიმდევრებმა, რომლებმაც შესთავაზა არომატულ ნაერთთა მიღება ნაჯერი
ნახშირწყალბადებისაგან მათი გაცხელებისას კატალიზატორების თანამყოფობისას.

არონდი – იხ. «ხელების პოზიციები» (პოვტ დე ბვას).


აღორძინება (რენესანსი, რისორჯიმენტო) – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
აყვავების ეპოქაXIV-XVI საუკუნეებში. უდიდესი პროგრესული გადატრიალება,
რომლის ისტორიულ-სოციალური წინაპირობა იყო ბურჟუაზიულ ურთიერთობათა
ჩასახვა ქალაქ-კომუნების მრეწველობის ზრდისა და მსოფლიო სავაჭრო კავშირების
ფრიად განვითარების ბაზაზე. თავის კლასიკურფორმაში აღორძინების კულტურა
განვითარდა ჩრდილო და შუა იტალიაში. ევროპის სხვა ქვეყნებში აღორძინების
ხელოვნება შედარებით გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე იტალიაში და თითოეულ ამ
ქვეყანაში ატარებდა განსაკუთრებულ ნაციონალურ ხასიათს. აღორძინების ეპოქის
ხელოვნება ერთიანდებოდა ჰუმანიზმის ახალი იდეებით და შუა საუკუნეების
საეკლესიო-ფეოდალური იდეოლოგიის საპირისპიროდ მხარს უჭერდა და
განამტკიცებდა ძლიერებას, სილამაზესა და შემოქმედი ადამიანის პიროვნულ
ღირსებას. აღორძინების ჰუმანიზმმა მტკიცე საყრდენი ჰპოვა ანტიკურ ხელოვნებაში
(იხ.). საერთოდ, აღორძინების ხელოვნება მსოფლიო მხატვრული განვითარების ერთ-
ერთი უამაღლესი მწვერვალია.
აღორძინება – (ფილოსოფ.) ფილოსოფიური და სოციოლოგიური მოძღვრებანი,
რომლებიც წარმოიშვნენ ევროპაში ((უ. ყ. იტალიაში) XV ს-სა და XVII ს-ის
დასაწყისი). ჰუმანიზმის კულტურის წარმოშობამ ფილოსოფიისა და
საბუნებისმეტყველო ცოდნის დაგროვებამ გამოიწვია სამყაროს ახლებური უფრო
545
პროგრესული ხედვა. მოწინავე ფილოსოფია აღარ ღვთისმეტყველების მსახურის
როლს. (პეტრარკა, სტოიციზმი, ეპიკურიზმი, ვალა), ნატურფილოსოფიაში (ბრენი, ნ.
კუზანელიკოპერნიკი, გალილეი და სხვა).
აღორძინების არქიტექტურა – (XV-XVIII ს. ს-ის იტალიაში) – წარმოიშავ
იტალიაში უდიდესი პროგრესული გადატრიალების ეპოქაში ჰუმანისტური იდეების
ზეგავლენით. ეს იდეები ემსახურებოდა ახალი საერთო ხელოვნების შექმნას, ახალი
პრინციპებით ანტიკური ფორმების აღორძინებას. აღორძინების არქიტექტურის
ახალი ფორმების ჩამოყალიბებაზე ევროპის სხვა ქვეყნებში.
აროტიელი დიანა (იხ. დიანა) – რომაული მითოლოგიის ამ «ახალი»
ქალღმერთის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული რომში. სახელდება რამდენიმე
დიანა. მათ შორის არიტიელი დიანა, რომლის კულტი ლათინურ ქალაქ არიტიას
უკავშირდებოდა (იხ. არიტიია). არიტიელი დიანას კულტს ერთი
განსაკუთრებულობა ახასიათებდა – მისი ქურუმი შეიძლება მხოლოდ ოტებული
მონა ყოფილიყო. გაქცეული მონა თუ დიანას კორომებში შევიდოდა, მას იქაური
ქურუმი შეებრძოლებოდა. თუ ქურუმი ძლევდა ოტებულს, მაშინ ის თავის პოსტს
უბრუნდებოდა, თუ განიგმირებოდა, მაშინ გამარჯვებული მონა იკავებდა მის
ადგილს მანამ, ვიდრე ახალი ლტოლვილი მონა გამოჩნდებოდა.
არპაკანდო – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა
შესრულდეს არპაჯიოსებურად.
არპანეტა – (მუს.) არფის ყიპის მცირე ზომის სამკუთხა საკრავი.

არპეჯიო, არპეჯო – 1. აკორდის ბგერათა შესრულება გაფანტულად,


მოყოლებით ქვედა ბგერებიდან. არპეჯიო სრულდება არფაზე, ფორტეპიანოზე, სხვა
სამუსიკო საკრავებზე 2. აკორდი, შესრულებული აღნიშნული ხერხით.
არპელიონი – (მუს.) ხემიანი საკრავი. კორპუსის ფორმით, სიმების
რაოდენობით, მათი წყობით და ფარდების განლაგებით გრიფზეემსგავსება გიტარას,
ხოლო ზომით, საკრავის დაჭერის მანერით და ბგერის მიღების ხედხით – ჩელოს.
გამოიგონეს 1823 წელს.
არქაგეტები (ბერძ.) – ეწოდებათ მეფეებს (საბერძნეთში ერთდროულად მუდამ
ორი მეფე ჰყავდათ).
არქაიკა (ბერძ. არცჰაიკოს – ძველი) – ხელოვნების განვითარების ადრინდელი
საფეხური. ხელოვნებათმცოდნეობაში ეს ტერმინი ძირითადად უძველესი ბერძნული
ხელოვნების (ძვ. წ. VII-VI ს. ს.) აღსანიშნავად იხმარება. აექაიკის პერიოდში ჩაისახა
კლასიკური ხელოვნების წანამძღვრები და ანტიკური რეალიზმის საფუძვლები.
ჩამოყალიბდა არქიტექტურული ორდერები (დორიული და იონიური),
მონუმენტური, სახვითი, არქიტექტურული და სკულპტურული ფორმები.
არქაიზაცია – ხელოვნების ძველი ფორმების მიბაძვა.
არქანგელოზები – მთავარანგელოზები. ეს არ არის ქრისტიანული ტერმინი.
პირველად იგი ნახმარია (გვხვდება, გამოყენებულია???) წინარექრისტიანული
პერიოდის ბერძნულენოვან იუდაისტურ თხზულებებში. ძვ. აღთქმის მიხედვით
იინი შვიდნი იყვნენ. მთავარანგელოზთაგან ორთოდოქსური ქრისტიანიზმი
ასახელებს სამს – მიქაელს, გაბრიელსა და რაფაიილსმოგვიანებით იუდაისტურ
ქრისტიანულ (???) აპოკრიფებში მოხსენიებულია სხვა სახელებიც: ურიელი,
სალაფიილი, იეგუდიილივარაპიილი, იერემიილი.
არქანგელოზი (ბერძ. არცჰე დასაწყისი და ანგელოს ანგელოზი) – უმაღლესი,
უზენაესი ანგელოზი ანგელოზთა იერარქიაში რიგით მესამე. (??)
546
არქანიდები - ობობასნაირთა ოჯახი (მორიელები, ცრუმორიელები, სოლფეგები,
მთიბავები, ობობები, ტკიპები). ზოგ შემთხვევაში ობობასნაირებს სასუნთქი არხები
ორივე სახის გააჩნიათ: წყლის ბინადართათვის მახასიათებელი ლაყუყჩებით და
ხმელეთის არსებათათვის ნიშანდობლივი ტრაქეები.
არქანტი (ბერძ. არცჰან) – უმაღლესი თანამდებობის პირი ძვ. ბერძნულ
პოლისებში (ქალაქ-სახელმწიფოებში). ჩვ. წ-მდე VII ს-ში ათენში არსებობდა
არქონტთა კოლეგია, რომელიც 9 წევრისაგან შედგებოდა. ჩვ წ-მდე V ს-თვის მან
მნიშვნელობა დაკარგა და ფუნქციონირება შეწყვიტა.
არქანთროპი (ბერძ. აქცჰაიოს – უძველესი, ანტროპჰოს) – ნამარხი ადამიანი.
ადამიანის გვარის უძველესი წარმომადგენელი (სიმაღლე 1,5 მ-ზე ცოტა მეტი,
დაქანებული შუბლი, განვითარებული წარბზედა ლილვაკი, პრიმიტული თავის
ქალა, განვითარებული ნიკაპის ბორცვი,. ტვინის მოცულობა 900 სმ3.
დანაწევრებული მეტყველება. საქმიანობა – მონადირეობა, საკვების შეგროვება. ქვის
და ძვლის იარაღი. ცხოვრობდა 1,9 მილიონიდან 360 000 წ-მდე). საქართველოში
ნაპოვნია დმანისელი ადამიანის თავის ქალა. 1 700 000 წლის წინანდელი.
არქატები – ძველი ქურუმები გაკრულნი როგორც ეგვიპტურ ისიდას, ისევე
ინდუსთა არგუას კიდობანს; ისინი შვიდნი იყვნენ. როგორც ეგვიპტური თატის
ქურუმნი და ნებისმიერი ჯვრის ფორმის სიმბოლო, რომლებიც წარმოდგენილი
რიცხვებით 3 და 4 (ჯამში 7), რომელთა კომბინაციით მიიღება მამრულ-
დედტულირიცხვი. არგჰა, ანუ კიდობანი იყო ოთხჯერადი ქაკური სიმბოლო, ხოლო
ცეცხლის ალი, რომელიც მათ ზემოთ ბრიალებს, განასახიერებს სამმაგ ლინგამს (იხ.).
(რატომღაც სტატია ბუნდოვანი მეჩვენა)
არქაული (ბერძ. არცჰაიოს) – 1. ძველი, ძველებური; 2. «ბებერი»; 3. იხმარება
ღვთაების უძველესი გამოვლენის აღსანიშნავად.
არქაული აზროვნება – პრიმიტიული სტრუქტურა და შინაარსი აზროვნებისა.

არქაული ცნობიერება – ცნობიერების დასაბამიერი ფორმა. ყალიბდება


მითური და ისტორიული, იმპერიული დოის (იხ. იხ.), მითური და ისტოული
სინამდვილის (იხ. იხ.) ზღვარზე, თუმცა პერიოდის დასაზღვრულობა მაინც
რელატივურია. ყოველ შემთხვევაში, პირველი ცნობიერება ჩამოყალიბებას იწყებს
მაშინ, როცა ხდება სამყაროს – ამ იდუმალი და აუხსნელი კონგლომერატის
დიფერენცირება: «მე», – «შენ», – «ის»,ანუ «ადამიანი», «სამყარო» (ბუნება,
გარემომცველი სინამდვილე), «ღმერთი». პირველყოფილი გვაროვნული
საზოგადოება გარემომცველი ბუნების აგებულებას ისე აღიქვამდა, როგორც თავად ამ
საზოგადოებრივ სტრუქტურას, რომელიც ნათესავურ (კონტამინაციურ) კავშირში
იყო მოაზრებული. ტომობრივი გაერთიანება თუ თემი, როგორც საზოგადოებრივი
სტრუქტურა, წარმოადგენდა დამოუკიდებლად არსებული კოსმოსური
უნივერსალური თემობრივი სტრუქტურის იგივეობას (არა მსგავსებას). ყველაფერი,
რაც ანიმიზმის (იხ.) და ფეტიშიზმის (იხ.) ადამიანებთან თნაარსებობს
(თანაყოფიერებს), პირველყოფილი ცნობიერებისათვის არის ამ უნივერსალურის,
კოსმიურისა და დასაბამიერის ემანაცია, მისი იგივეობა. თუკი მითი (იხ. მითი და
მოთოლოგია) პირველყოფილი საზოგადოებისათვის სამყაროს შეცნობისა და გაგების
ძირითადი ხერხი იყო, მაშინ თავად მითი უნდა ქცეუკუყო უმაღლეს რეალობად ამ
ცობიერებისათვის (იხ. მითური რეალობა, მითური სნამდვილე). ამ რეალობაში,
ისევე, როგორც პირველყოფილ, ანუ არქალ ცნობიერებაში ყველაფერი დიფუზური
გახლდათ, თუმცა ყოველივე გასულიერებული და პრსონიფიცირებული. მზე,
547
მთვარე, ვარსკვლავეი, თვით დედამიწა, მცენარეები, ცხოველები, მდინარეები,
მთები, ბუნებრივი მოვლენები – ელვა-ქუხილი, ქარი და წვიმა – ყველაფერი
ცოცხალი, სულიერებისა და პიროვნულობის მატარებელი გალდათ და ერთმანეთთან
კონტამონაციურ დამოკიდეულებაში მოიაზრებოდა. ყველაფრის გასულიერება და
გაპიროვნებულობა, მაინც ვერ ხსნიდა გარემომცველი სამყაროს იდუმალეი ძალებისა
და სტიქიური მოვლენების არსს, თუმცა არქაული ცნობიერება მაინც ცდილობდა
მათს მიზეზობრივობასა და თვისობრივობაში წვდომას (იხ. ეტიოლოგია,
ეტიოლოგიური მითი). ფაქტურად, ყველაფერი მაინც იდუმალების ბურუსში
რჩებოდა და «ტაბუირებულის» დამღას ატარებდა. ყოველივე ეს კი ნოყიერ ნიადაგს
ქმნიდა რწმენისა და რელიგიის აღმოსაცენებლად (იხ. რელიგია). არქაული, ანუ
მითური ცნობიერება არ ცნობს დიფერენცირებულ დრო-სივრცწეს, დრო და სივრცე
ამ ცნობიერებაში განუყოფელია(იხ. იხ. მითოლოგიური დრო, მითოლოგიური
სივრცე). არქაული (პირველყოფილი) ცნობიერება როდესაც ახდენს სივრცის ან
დროის ნებისმიერ სრულყოფილ აღწერას, ყოველთვის იგულისხმება განსაზღვრა: «აქ
– ახლა» არა ცალკე «აქ» (სივრცე) ან ცალკე «ახლა» (დრო). დრო და სივრცე ამგვარ
ცნობიერებაში ქრონოტოპულია (იხ. დრო-სივრცის კონტინიუმობა), ანუ
დაუნაევრებელი, განუყოფელი მთლიანობაა. აღინიშნა, რომ არქაული ცნობიერება
დიფუზურია, თუმცა აშკარაა, დიფუზურ მითურ რეალობაში ეს ცნობიერება
(სავარაუდოა ქვეცნობიერით) მაინც ცდილობს გარკვეული წესრიგის შეტანას, ანუ
ქაოსის კოსმოლოგიზებას. არქაული ცნობიერებით მოაზრებული მითური დრო და
მითური სივრცე (იხ. იხ.) თავის ქრონოტოპულობაში ქმნის სწორედ მითურ
სინამდვილეს, რომელსაც უკვე ეტყობა კოსმოსის ბუნება და მოწესრიგებულობის
პირველი ნიშნები. სახელდობრ, ამ სინამდვილეზე დაყრდნობით არქაული
ცნობიერება პირველად აგებს სამყაროს მითოპოეტურ მოდელს, ორიენტირებულს
არსებულის კოსმოლოგიზებაზე, რომ ყველაფერი თანანაწილი და თანაარსია
კოსმოსისა, დაკავშირებულია მასღან, ამომდინარეობს მისგან, მოწმდება და
მტკიცდება კოსმოსურ თანაფარდობაში. სამყაროს მოდელი (იხ. სამყაროს მოდელი)
შესაბამის ტრადიციებში ავლენს ან აღწერს, უპირველესად, კოსმოლოგიზებული
არსებობის წესს – მოდუს ვივენდ-ის («ცხოვრების წესს») და სამყაროს ძირითად
პარამეტრებს – დრო-სივრცულს, მიზეზობრივს, ეთიკურს, სემანტიკურს (სამყაროს
თვისებრივ ტრუქტურას), რაოდენობრივს. ფარდობითურად ერთიანი
დასტაბილური სამყაროს მოდელის ჩამოყალიბების პერიოდს კოსმოლოგიურს, ანუ
მითოპოეტურს უწოდებენ. ამ პერიოდის ზედა ზღვარია ის ეპოქა, რომელიც
უშუალოდ წინ უსწრებს შუამდინარეთის, ძველი ეგვიპტის, ხმელთაშუა ზღვის
(კრეტა-მითენის), ძველ იდურ და ძელ ჩინურ ცივილიზაციებს. ამ პერიოდში
სამყაროს გააზრების თად ხერხს (საშუალებას), როგორც აღიიშნა, მითი, მითოლოგია
წარმოადგენდა, თუმცა მითოლოგია აქ არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ
მითების სისტემა, რომელიც დისკრეტული – ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ცალკეული
ნაწილებისაგან, ერთეულებისგან შემდგარი სისტემა. იგი, უპირველესად,
აზროვნების განსაკუთრებული სახეა, ქრონოლოგიურად და არსებითად რომ
უპირისპირდება ისტორიულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერულ აზროვნებას (იხ. კ.
ლევი-სტროსის, მ. ელიადეს, გ. ფრანკფორტისა და სხვათა გამოკვლევები). არქაული
ცნობიერების სამყაროსეული მოდელი, მართალია, აღიარებს სივრცისა და დროის
კონტინუუმურ არსებობას, მაგრამ აქ არც სივრცე და არც დროა
«რაციონალიზებული». აქ სივრცე გასულიერებული და გაცოცხლებულია,

548
თვისებრივად ნაირფეროვანია. იგი არაა იდეალური, არც აბსტრაქტული, არც
ცარიელი. არ უსწრებს საგნების არსებობას, პირიქით, საგნები ქმნის და საგნები
ივსება მისით, ე. ი. საგნის, ობიექტის გაჩენა განაირობებს მის არსებობას: არ არის
საგანი, არ არის სივრცე. სივრცე მეორეული კატეგორიაა, რომელიც მაშინ ჩნდება,
როცა ქაოტური სამყარო კოსმოსის ფაზაშია. ქაოსი სივრცის არ არსებობა,
უსივრცობაა. სივრცე არსებობს კოსმოსში – ცენტრში, უსივრცობა – ქაოსში, ანუ
პერიფრიაში. სივრცის ამგვარი გაგება განაპირობებს მოძრაობას პერიფერიიდან
ცენტრისაკენ, გარედან – შიგნით, უწესრიგობიდან – მოწესრიგებულობისაკენ.
გამომდინარე აქედან: არქაული ცნობიერება არ ცნობს რაციონალიზებულ სივრცეს,
თუმცა სცნობს საკრალიზებულს და ეს უკვე პირველი ნიშანია რაციონალიზებისა,
რადგან საკრალურ სივრცეს უკვე აქვს თავისი ცენტრი – თავისი კოსმოსი, თავისი
მოწესრიგებული»რეგიონი», რომელიც აღინიშნება მსოფლიო ხით (არბორ მუნდი),
მსოფლიო ჯვრით, მსოფლიო ღერძით (ახის მუნდი), მსოფლიო ჭიპით, მსოფლიო
კვერცხით, მსოფლიო მთით, გზაჯვარედინით, ტაძრით, საკურთხევლით, ქვით,
შიბით და ა. შ. და ა. შ. უმაღლესი პერსონიფიცირებული საკრალური ფასეულობით.
არქაული ცნობიერებისათვის (ეს იგივეა, რაც ანიმისტური, ტოტემისტური და
ფეტიშისტური ცნობიერება) სამყარო (ნივთი, საგანი, მოვლენა და ა. შ.)
ერთდროულად სულიცაა და მატერიაც. ე. ი. წარმოადგენს ფეტიშს (იხ.), რომელიც
ცოცხალ, დემონურ და მაგიურ ძალთა ერთობლიობაა (ჯერ აქ მქრქალია კეთილისა
და ბოროტის ანტაგონიზმი). და, რადგან საგანთა მთელი სამყარო გასულიერებულია,
მთელ სამყაროში მეუფაბს მაგიური ძალა და ეს ძალა – ეს დემონური არსება
განუყოფელია იმ საგნისაგან, რომელშიც იგია პერსონიფიცირებული, რომელშიც
მკვიდრობს და სუფევს (სწორედ ამ ეტაპზე იქმნება ფეტიშისტური მითოლოგია. იხ.).
ფეტიში შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ მოვლენა, საგანი, ცხოველი თუ მცენარე,
არამედ თვით ადამიანიც და მისგან ნაკეთი, მისგან დამუშავებული საგანიც კი (შდრ.
მიცვალებულთა დაფები ჩინეთში, რომლებშიც მათი ცნობიერებით ჩასახლებულნი
იყვნენ მათივე წინაპრები). თუ ფეტიშიზმის გაგებით, დემონური ძალა, რომელიც
სუფევს საგანში, განუყოფელია ამ საგნისაგან, ანიმიზმი მაგიური სულის საგნიდან
გამოყოფის პირველი მცდელობაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არქაულ
ცნობიერებაში დიდი გარდატეხის პერიოდია: იგი დიფუზორულობიდან «დიად»
ნაბიჯს დგამს წინ – აბსტრაქციისა და აბსტრაჰირებისაკენ (იხ. იხ. აბსტრაქცია;
აბსტრაჰირება, აბსტრაქციული პიროვნება), განყენებულისა და
განზოგადებულისაკენ, საერთოდ, ცნებითი აზროვნებისაკენ, სიმბოლოებისაკენ.
როგორც ითქვა, სამეცნიერო ანალიზებში, ის, რაც მსგავსებად იწოდება,
მითოლოგიაში აიხსნება როგორც»იგივეობა». კონკრეტული საგნები,
კონკრეტულობის დაუკარგავად, სხვა საგანთა და მოვლენათა ნიშნებად იქცევიან, ე.
ი. შესაძლებელია ერთი საგნის მეორეთი შეცვლა სიმბოლოს საშუალებით. უფრო
კონკრეტულად, სიმბოლური სახე არის გარდასახული ყოფიერება იმისა, რისი
მოდულირებისთვისაც იგია გამოხმობილი. თუმცა ფორმა თანამხვედრია შინაარსისა,
იგი მაინც არაა მისი ალეგორიულობა (იხ.), მისი ილუსტრაცია. ამდენად,
მითოლოგიური სახეები წარმოადგენენ «მეტაფორისა» და «მეტაფორულის»
გასულიერებულ, პერსონიფიცირებულ კონფიგურაციას. პარადიგმული ხასიათიდან
გამომდინარე, პირველყოფილი ცნობიერებისათვის მითი – ესაა «უმაღლესი
რეალობა», ანუ ისეთი «რეალობა», რომელსაც არ გააჩნია ზღვერი სინამდვილესა და
ზესინამდვილეს შორის, რეალობასა და ირეალობას შორის.

549
არქაული დრო – 1. (გეოლოგ.) XVIII ს-ის II ნაზევარში გამოიყო ქანების სამი
მსხვილი კომპლექსი (იხ. ქანების კომპლექსები): პირველი სტრატოგრაფიული (იხ.
სტრატოგრაფია, სტრატოგრაფიაუალი ერთეული) ერთეული, ანუ პირველი მსხვილი
კომპლექსი, რომელსაც პირველეული ეწოდა. ამ პირველეულის ქვემოთ არსებულ და
უფრო უადრეს წარმონაქმნთა ხანას გეოლოგიურ ქრონოლოგიაში არქაულ დროს
უწოდებენ (იხ. არქაული დრო, მნიშვნ. 2). (რაღაცეები აკლია)

არქაული ერა (ბერძ. არცჰე «საწყისი», «დასაბამი») - გეოლოგიური ერა. ყველაზე


უძველესი და უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმების დრო. წს ერა პლანეტაზე
(დედამიწაზე) სიცოცხლის წარმოშობიათანავე დაიწყო (3,5-4 მლრდ. წლის წინათ) და
1,5 მლრდ. წელს გაგრძელდა. არქაული ერა შეცვალა პროტეროზოურმა ერამ (იხ.), ეს
ერა დაახლოებით 2 მლრდ. წელს გაგრძელდა. ეს ორი ერა იმდენად დაშორებულია
დროში, რომ თითქმის არავითარი წარმოდგენა არა გვაქვს იმ დროის სიცოცხლეზე.
იმ ერის პრიმიტიულ ორგანიზმებს ჩანასახსახი არ გააძნდათ და, ამდენად, ვერც
შესამჩნევ კვალს დატოვებდნენ. ამის გამო ამ ორ უდიდეს ერას აეღთიანებენ და
გეოლოგიურ სკალაზე ერთ უზარმაზარ მონაკვეთად მონიშნავენ. ამ გაერთიანებულ
ერას კრინტოზოური, ანუ ფარული, იდუმალი სიცოცხლის ერას უწოდებენ (იხ.
კრიპტოზოური ერა; იხ. გეოლოგიური ერები).
არქაული ერა (ბერძ. არცჰე საწყისი) – ერა პალეობიოლოგიაში, მოიცავს 1,5
მლრდ. წელიწადს. პერიოდი, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობიდან
ერთუჯრედიანი ორგანიზმების წარმოშობის ჩათვლით. ხანგრძლივობით მეორე ერა
დედამიწის ბიოლოგიაში (დაახლ. 3,5 მლრდ. წლის წინათ, სიცოცხლის
განვითარების ისტორიაში მოხდა პირველი რევოლუცია – ზოგიერთმა
პრიმიტიულმა არსებობის უჯრედებმა შეიძინეს სინათლის ენერგიის გამოყენებისა
და არაორგანული ნივთიერებების ნახშირორჟანგისა და წყლისაგან ორგანული
ნივთიერებების შექმნის უნარი. შემდეგ ამ უჩვეულო მიკროორგანიზმებმა
ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფა დაიწყეს). ამ დროიდან ატმოსფეროსა და წყლის
შემადგენლობასმიკროორგანიზმები – ბაქტერიები არეგულირებდნენ. არსებობდნენ
ჰაერში, წყალში, ნიადაგში(???), ვულკანური წარმოშობის წყაროებისა და თვით
ანტარქტიდის ჩათვლით. ისინი კოლოსალურ გეოქიმიურ ქმედებებს ახდენდნენ
ნიადაგებში. ამ ეპოქაში ბაქტერიებისაგან ყალიბდება ის მდგომარეობა მიწის, წყლის,
ჰაერისა, რომელიც შემდგომ ხელსაყრელი გახდა დედამიწაზე უფრო მაღალი
სიცოცხლის (ფლორა-ფაუნის) არსებობისათვის. არქაული ერის დასაწყისში ცოცხალი
ორგანიზმები არსებობდნენ, მაგრამ ქანის შრეებში არც ერთი ორგანიზმის ნაშთი არაა
აღმოჩენილი.
არქაული პლასტიკა (ქანდაკება) – არქაულ პლასტიკას ორი მთავარი ტიპი
ახასიათებს – კორე და კუროსი. ისინი განასახიერებენ ბერძნების ახლებურ
წარმოდგენას ადამიანზე. კუროსი შიშველი ქანდაკებაა. XV ოლიმპიადის შემდეგ
(720-717 წ. წ. ჩვ. წ-მდე) ჭაბუკები ოლიმპიურ სპორტულ შეჯიბრებებში შიშვლები
მონაწილეობდნენ. ამან ჩვ. წ-მდე VIII-VI ს. ს-ის მოქანდაკეებს საშუალება მისცა ე. წ.
გიმნასიუმებში (გყმნოს – შიშველი, ტიტველი) შეესწავლათ მამაკაცის სხეული.
გიმნასიუმები მაშინდელი სატანვარჯიშო მოედნები გახლდათ. კუროსთა
საპირისპიროდ კორეებს (კორა ქალწული), პირიქით, სამოსლით გამოხატავდნენ.
მოგვიანო ხანებში კორეთა სამოსი უფრო გამჭვირვალე, დახვეწილი და ჰაეროვანი
ხდება, რომელშიც კარგად ინაკვთება ქალის სხეული. ასე, რომ კუროსი და კორე
ღმერთების კი არა, სპორტულ ან სამხედრო გამარჯვებებისათვის მიძღვნილი
550
ადამიანთა ფიგურებია. მათ სახელოვან მიცვალებულთა მოსაგონებლადაც
ძერწავდნენ. აკროპოლისის მუზეუმში (ათენი) დაცული კორეს ფიგურის (დაახლ. 520
წ. ჩვ. წ-მდე ფიგურის სიმაღლე 0,55 მ.) და ათენელი კუროსის (დაახლ. 560 წ. ჩვ. წ-
მდე, მიუნხენის ლიპტოთეკა. ფიგურის სიმაღლე 1,53 მ.). არქაულ ფიჰურებს მკაცრი
ფრონტალობა ახასიათებთ (როგორც, საერთოდ არქაულ პლასტიკას). მიუხედავად
მთლიანი პლასტიკური მოდელირებისა, ისინი მაინც ბრტყელ-რელიეფური
ქანდაკების შთაბეჭდილებას ახდენენ. ანატომიურად პროპორციული სხეულის
ფორმები მაინც უსიცოცხლოა და უაზრო სტატიკურობაში გახევებულა. გახევებულ
ფიგურებს ზედა კიდურები დუნედ ჩამოუყრიათ; მათი კუნთები მარტივ-
სქემატურია. ეს კი, ერთის მხრივ, მათ მონუმენტურობას აძლიერებს. ამ ადრეულ
ქმნილებაბში გარკვევით ჩანს წინაარქაული სახვითი ხელოვნების გეომეტრიული
სტილი – სქემატურად დატალღულ თმაში, სამოსის ნაკეცთა გრაფიკლ გამოსახვასა
და პირისახეს ხაზობრივ დამუშავებაში.
არქაული პლასტიკა. – ბერძნული ხელოვნების არქაულ პლასტიკას ახასიათებს
ორი ტიპი: კორე (იხ.) და კუროსი (იხ.). XV ოლიმპიადის შემდეგ (720-717 წ. წ. ჩვ. წ-
მდე)მამაკაცები სპორტულ შეჯიბრებებში შიშვლები მონაწილეობდნან. მოქანდაკეებს
ამით საშუალება ეძლეოდათ გიმნასიუმებში (გყმნოს შიშველი) მამაკაცების
ფიგურები შეესწავლათ. ასე იქმნებოდა კუროსთა ფიგურები. კორე პირიქით,
შემოსილია. თუმცა მოგვიანებით კორეს სამოსელი ჰაეროვანი და გამჭვირვალეა. ამ
პატარა სკულპტურებიდან (ჩვენამდე მოღწეულია ჩვ. წ-მდე VI ს-ის II ნახევრის
ქანდაკებები) აშკარად ჩანს ბერძენთა ნოვატორული წარმოდგენა ადამიანებზე.
დამახასიათებელია მკაცრი სტატიკურობა.
არქაული ღიმილი» – ბერძნული არქაული ქანდაკებისათვის დამახასიათებელი
სტილი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სააქაო ცხოვრებას, მიწიერ სიხარულს
და ადამიანის სულიერ ზეობას.
არქაული ღიმილი» – სკულპტურული ელემენტი, რომელმაც პირველად იჩინა
თავი არქაიკულ პლასტიკაში. «არქაული ღიმილი», ეს იყო სააქაო ტკბობის, მიწიერი
სიხარულისა და ადამიანის სულიერი აქტივობის პირველი გამოხატულება.
არქაული წარმონაქმნები – (გეოლოგ.) პირველეულის, ანუ პალეოპიუსის
ქვევით აღმოჩენილი უფრო ძველი წარმონაქმნები, რომელთა ქვედა ნაწილს ეწოდა
არქაული. არქაული წარმონაქმნები შეესაბამება პალეობიოლოგიის არქეოზულ, ანუ
უძველესი სიცოცხლის და პროტეროზული – პირველი სიცოცხლის დროს (იხ
არქაული დრო, მნიშვნ. 1).
არქებაქტერია (ბერძ. არცჰეიოს ძველი და ბაკტერია ჩხირი) – უძველესი
ერთუჯრედიანი მიკროსკოპიული ორგანიზმი, აღმოჩენილი ცნობილი ეროვნული
პარკის – იელოუსტოუნის ცხელ წყაროებთან (აშშ). ირიბად ადასტურებს «ცხელ»
ჰიპოთეზას, რომლის თანახმად, პირველი ორგანული ნივთიერებანი (იხ.)
წარმოიქმნენ არაორგანულისაგან (მეთანისა და ნახშირბადის მონოოქსიდის მხუთავი
გაზისაგან), ცხელ წყაროებთან, ზედ ვულკანურ ამოფრქვევათა ძირთან.
საგულისხმოა, რომ ყველაზე უძველეს ორგანულ ნივთიერებად მეცნიერთაგან
მიჩნეულია ის ნამცეცა მარცვლები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთ ციცქნა
კუნძულზე გრენლანდიის სანაპიროსთან. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ორგანულ
ნივთიერებათა წლოვანება დაახლოებით 3,9 მლრდ. წლითაა განსაზღვრული. ამ
აღმოჩენაზე ციტათი ახალგაზრდაა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ მთებში
აღმოჩენილი წყალმცენარეთა მინიატურული ძაფები თუ აბქტერიათა ჯაჭვი.

551
არქებიოზისი (. არცჰე ძველი, ბიოს სიცოცხლე) – სიცოცხლის დასაბამიერი,
პირველქმნილიფორმა.
არქელაოსი – 1. ჰერაკლიდი (ჰესკლე – ჰილოსი – კლეოდაოსი – არისტომაქე
– ტემენოსი – არქელაოსი)
არქელაოსის საქმენი» – ჩვ. წ-ის IV ს-ის ძეგლი, მრავალ წყაროთაგან ერთ-ერთი,
სადაც მოცემულია ცნობებიმანისა და მისი რელიგიური მოძღვრეის – მანიქუიზმის
(მანიქველობის) შესახებ (იხ. იხ. მანი, მანიქეიზმი).

არქელოქე (Aრცჰელოცჰოს) – ანტენორის ძე, ტროელთა მოკავშირე. აკამანტის


ძმა. დაიღუპა ომის მეათე წელს. შუბი გაუყარეს კეფაში. პირველად სპარსელებმა
იხმარეს, როგორც სამხედრო ძალის სიმბოლო. ბერძ. არწივს ზევსისათვის ისრები
მიჰქონდა ტიტანების დასახოცად. რომაელებმა ეტრუსკებიდან გადაიღეს და
იმპერატორთა ძლიერების სიმბოლოდაც აქციეს. მისნობაში კეთილის მაუწტებელია.
ასევე სიკეთის განსახიერებაა ქრისტიანულ სიმბოლიკაში. რომის ლეგიონებს
ჰქონდათ კვერთხი არწივის გამოსახულებით. კლასიციზმის დიდოსტსტმა
თორვალდსენმა შექმნა მარმარილოს ჯგუფი: «განიმედი ფიალიდან ასმევს ზევსის
არწივს». ზევსის არწივი უკორტნიდა გულ-ღვიძლს კავკასიონზე მიჯაჭვულ
პრომეთეს. მაგრამ შუმერული არწივი – ანზუდი – გმორ ლუგალბანდანის
მხსნელია. ათასერთი ღამის არწივი სინდბადს გადაარჩენს, ხოლო კავკასიურ
ფასკუნჯს მზეჭაბუკი ამოჰყავს ქვესკნელიდან. ძვ. რომში ძვ. წ. 100 წ. მარიუსმა
არმიის სიმბოლოდ შემოიღო. ხშირად გამოისახება (ჰერალდიკაში) გერბებში.

არქეოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კაცობრიობის ისტორიულ


წარსულს ნივთური ისტორიული წყაროების (ძველი სამარხების, დასახლებების და
სხვათა გათხრების) მიხედვით.
არქეტიპი (ბერძ. არცჰეტყპოს) – 1. რისიმე დასაბამიერი, პირველსახე,
პირველსაწყისი, პირველმიზეზი, ამოსავალი წერტილი, ფორმა; 2. არქეტიპი
ნიშანდობლივია მთელის კატეგორიისათვის – ადამიანთა საზოგადოების ან მთელი
კაცობრიობისათვის (კ. გ. იუნგი). ე. ი. როგორც ჩანს, მემკვიდრულია. მისი სანაგია
(სამყოფელი, სავანე) სულიერი სივრცე – არაცნობიერის უღრმესი შრეები, ე. წ.
კოლექტიური არაცნობიერი; 3. მითშემოქმედებითი პროცესი სხვა არა არის რა,
არქეტიპის ტრანსფორმირება სახეში, «უნებური გამონათქვამი» არაცნობიერი
სულიერი მოვლენებისა გარესამყაროს ობიექტების ენაზე. არქეტიპი ესაა სახეთა
პირველადი სქემები, რომელსაც ქმნის არაცნობიერი და რომელსაც აპრიორულად
(იხ.) აყალიბებენ წარმოსახვის აქტივობას. ამიტომაც მჟღავნდებიან ისინი მითებში,
რელიგიებში (რწმენაში), ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებში,
სიზმრებში, ბოდვით ფანტაზიებსა თუ სხვა ტრანსულ მდგომარეობებში. სიუჟეტურ
და მოტივაციურ, ეთნიკურ და ტიპოლოდიურ მრავალფეროვნებაში ინვარიანტული
არქეტიპის ბირთვი, რომელიც ამ სიუჟეტითა და მოტივებით (მითოლოგემებით)
არიან გამოხატულნი, არასოდეს იქნება ამოწყრყლი, ბოლომდე გახსნილი – არც
პოეტური აღწერილობებით და არც მეცნიერული ანალიზით. ამდენად, არქეტიპი
«მოუხელთებელია», თუმცა მაინც ხერხდება მისი სისტემატიკის ზოგადად
მოაზრება, რაღაც განზოგადებული მითოლოგემების აგება.
არქეტიპი, პირველსახე, ორიგინალი. არქეტიპები, პირველი გამოცემის
ანაბეჭდები.

552
არქეზიდა – (315-241 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ერთ-ერთი დამაარსებელი პლატონის ე.
წ. საშუალო აკადემიისა(პლატონის აკადემია) – რომელსაც ახასიათებს პლატონის
პოზიტიურ მტკიცებათა შესუსტება და სკეპტიციზმის გზაზე გადასვლა.

არქიასი (Aულუს Lიცინიუს Aრცჰიას), ბერძენი პოეტი, დაიბადა ანტიოქიაში


დაახლოებით 120 წ. ჩვ. წ-აღ-მდე. ბრალი წაუყენეს რომის მოქალაქეობის უფლების
მითვისებაში, მაგრამ გაამართლეს ციცერონის დაცვითი სიტყვის შემდეგ (პრო
Aრცჰია პოეტა).

არქიატორები – «სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ექიმები», ქალაქის


ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ექიმები ძვ. რომში. ისინი არქიატორის
წოდების მისაღებად აბარებდბებ გამოცდებს. მუშაობდნენ აბანოებში, თეატრებში და
ცირკში და სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მუდმივ ანაზღაურებას იღებდნენ.

არქიეპისკოპოსის ტაძარი ტოლედოში (Архиепископоскии собор в Толедо) ქ.


ტოლედის ისტორია შორეულ წარსულში იკარგება. ძველი ისტორიკოსი ტიტ ლივიი
(Тит Ливий) წერდა, რომ ჩვ. წ-მდე 193 წელს კონსულ მარკუს ფულვიუს ნობილიუსის
(Маркус Фульвиус Нобилиус) რომის ლეგიონერებმა თავგამოდებული ბრძოლის
შემდეგ აიღეს იბერიის პატარა ქალაქი ტოლეტე. რომის ბატონობის ეპოქა
დამთავრდა ბარბაროსების შემოსვლით და ტოლედო 534 წელს ვესტგოტების
(Вестготов) სამეფოს დედაქალაქი გახდა. ეს სამეფო არაბი - «მავრების» შემოსევების
შედეგად დაეცა. 1085 წელს ტოლედო ესპანელებმა დაიპყრეს. მემატიანე წერს, რომ
მეფე ალფონს IV მავრებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ქალაქის გადაცემის შესახებ
და იგი დაპირდა ქალაქის მთავარ მოლას აბუკე ვალიდს, რომ არ დაანგრევდა
ქალაქის მთავარ მეჩეთს. მაგრამ ხანმოჯკე დროის ფ\გავლის შემდეგ დედოფალმა
კონსტანციამ და ეპისკოპოსმა ბერნალდმა, როცა მეფე სხვაგან იყო გამგზავრებული
ისარგებლეს შემთხვევით და მეჩეთი გადააქციეს კათოლიკურ ტაძრად. საკმაოდ
არატრადიციულად დამთავრდა: კათოლიკურ ეკლესიაში დადგმული იქნა
მუსულმანი აბუკი ვალდას ძეგლი. 1227 წელს მეფე ფერნანდოს სვიატის (Фернандо
святого) ბრძანებით ნაგებობა მთლიანად დანგრეული იქნა და იგივე წლის 14
აგვისტოს მის ადგილზე აშენდა ახალი სანტა მარია დე ტოლედოს (Санта Мария де
Толедо) დიდებული ტაძარი - უფრო ცნობილი ვიდრე არხიეპისკოპოსის ტაძარი.
ტაძრის მშენებლობა გრძელდებოდა დაახლოებით 250წელს. ტოლედოს ტაძრის
შუასაუკუნეების ევროპის ერთ-ერთ გრანდიოზულ ტაძარს წარმოადგენს. იგი
ნაშენებია ნაცრისფერი დიდებული გრანიტით. მისი მაღალი ჩრდილო კოშკურა 90
მეტრისაა, ხოლო სამხრეთ კოშკურა დაუმთავრებელი დარჩა. ტაძრის ფასადი,
გონებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სამი პორტალით სხვადასხვაგვარად
გამოიყურება. მთავარი, ცენტრალური პორტალი - პუერიტა დელ პერდონი, (Пуэрта
даль Пердон) «მიტევების ჭიშკარი» - შესრულებულია გვიანდელ გოტურ სტილში.
ცენტრალურ შესასვლელთან მოთავსებულია «ღვთისმშობლის მიერ წმინდა
ილდეფონსოს შემოსვის» რელიეფი («Облачение Святого Ильдефонса Богоматерью»).
პუერტა დელ რელისის - «საათებიანი კარების», «საათების კარების» პორტალს
ალამაზებს ქრისტეს და ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების ამსახველი რელიეფები.
პორტალის ცენტრში მოთავსებულია ქანდაკება მადონა ყრმით. სამი პორტალიდან
ყველაზე ლამაზს წარმოადგენს ლომების - პუერტა დე ლოს ლეონესის - პორტალი
(Пуэрто де лос Леонес). უწინ მას სიხარულის კარებს უწოდებდნენ. ახალი
553
დასახელება მიიღო მას შემდეგ, რაც იგი ლომის ფიგურებით მორთეს. ტაძრის კამარა
დაყრდნობილია მთელ რიგ მძლავრ სვეტებზე. სინათლე შემოდის 750 ფანჯრიდან,
რომელშიც სხვადასხვა ფერის მინებია ჩასმული. ტაძრის სივრცის შიგნით
ლივლივებს ორანსუერილის ყვავილები ლილისფერში, მეწამულში, ცისფერსა და
მწვანე ფერებში. ამ საოცარ განათებასთან კარგ ჰარმონიაში სხვადასხვა ფერის
მარმარილო და იასპი, რომლისგანაც შესრულებულია ტაძრის მოწყობილობა.
ესპანური ტაძრები სხვა კათოლიკური ტაძრებისგან განსხვავდება იმით, რომ სხვა
ტაძრებში ქორო და მთავარი კაპელა მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში,
ხოლო ესპანურში კი იგი გამოტანილია ტაძრის შუაგულში და გამოყოფილია მაღალი
ტიხარით. ტოლედოს ტაძრის მარმარილოს ტიხარს ამშვენებს ქანდაკებები და
დეკორატიული აღკაზმულობა: გერბები, ორნამენტები და ა. შ. 50 რელიეფში
აღწერილია ქრისტეს და ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება. ხის მერხები,
რომელთაც გარემოცულია მთავარი კაპელის სამი მხარე მორთულია ჩუქურთმებით
და დაახლოებით კაპელის სიმაღლის არიან. კაპელებში, რომელიც ტაძრის
ირგვლივაა გარშემორტყმული არის ესპანური ხელოვნების უამრავიცნობილი
ნაწარმოები, ქანდაკებები, გობელენები, სურათები და ა. შ. ტაძარში ინახება აგრეთვე
უამრავი ძვირფასი საკულტო ნივთები. ძირითადად აქ არის სარიტუალო
ტანსაცმელი, რომელიც შეკერილია მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით. ამ
ტანსაცმლით საზეიმო რიტუალების დროს რთავდნენ ღვთისმშობლის ქანდაკებას.
თავზე აფარებდნენ გვირგვინს, რომელიც მორთულია ლალით, საფირითა და
ზურმუხტით. რელიქვია ძვირფასი მარმარილოს ქვის ყუთებში ინახება.

არქიგალუს-ი (ლათ> არცჰიგალლუს) – ქალღმერთ კიბელეს (იხ.) უზენაესი


ქურუმი.
არქილოქე (Aრცჰილოცჰს), ლირიკოსი პაროსიდან. მწარე სატირების ავტორი,
რომლებსაც უიმედობამდე მიჰყავდა ხალხი (თვითმკვლელობამდეც კი, მაგ. ლიკამბა
და მისი ქალიშვილი ნეობელუ).
არქიმიმი – ძველებრაულ თეატრში «მიმების» დასის ხელმძღვანელი და
პირველი აქტიორი.
არქიპელაგები – კუნძულთა ჯგუფები.
არქისტსატოსი (Aრცჰისტრატოს), სირაკუზელი IV ს. ჩვ. წ-აღმდე. ავტორი
გასტრონომიული პოემა ჰეგზამეტრით («Hედესტატჰეია» - «სასიამოვნო ცხოვრება»).
ნაწყვეტები გამოსცა რიბეკმა 1877 წ.

არქიტა ტარენტელი (Aრცჰიტოს), ფილოსოფოს -პითაგორელი მათემატიკოსი


და სახელმწიფო მოღვაწე 400-365 წ. წ. მას მიაწერენ ანალიტიკური მეთოდის
გამოგონებას და მრავალი გეომეტრიული და მექანიკური ამოცანის გადაწყვეტას.
ნაწარმოებთა ნაწყვეტები: «Mულლაცჰ Fრაგტ პჰილოს. Gრაეც".
არქიტა ტარენტელი, – ბერძენი ფილოსოფოს, მათემატიკოსი და მექანიკოსი, ჩვ.
წ-მდე 428-355 წ. წ., დაიბადა სამხრეთ იტალიის ქ. ტარენტში. მნესაგორას ოჯახში.
ტრადიციით, მას პითაგორას მოწაფედ და მიმდევრად თვლიან და ხშირად
პითაგორელად მოიხსენიებენ. ის პლატონის მეგობარი იყო და მასთან მიწერ-მოწერაც
ჰქონდა. როდესაც სირაკუზის ტირანმა დიონისე უმცროსმა პლატონი დააკავა,
არქიტამ წერილი მისწერა მას თხოვნით გაეთავისუფლებინა ფილოსოფოსი. არქიტა
უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თავის თანამედროვეთა შორის და დიონისე
უმცროსმა შეუსრულა თხოვნა. თანამოქალაქეები მას ხშირად ირჩევდნენ

554
მხედართმთავრად და ტარენტელთა ლაშქარი არქიტას ხელმღძვანელობით
ყოველთვის იმარჯვებდა. როდესაც მისი შეშეურადთ, მან დაუთმო მეთაურის
ადგილი მათ, ვინც მის ცილისწამებას ცდილობდა და ტარენტებმა მარცხი იწვნიეს.
არქიტას მიაწერდნენ მრავალი გეომეტრიული ამოცანის გადაჭრას. მან აღმოაჩინა და
აღწერა კუბი, მოაწესრიგა მექანიკა და პირველმა დაიწყო მექანიზმების მოქმედების
აღწერა მათემატიკისა და ნახაზების მეშვეობით. არქიტას მიაწერენ საბავშვო
ჩხარუნას გამოგონებას და ძველთაგან ცნობილი სათამაშო-ს მექანიკური მფრინავი
მტრედის შექმნას. არქიტას ეკუთვნის სამყაროს უსასრულობის პირველი ლოგიკური
მტკიცება. ის მსჯელობდა შემდეგნაირად: - თუკი სამყარო უსაზღვრო არაა,
მაშასადამე, მას აქვს ნაპირი, თუკი სამყაროს აქვს ნაპირი, მაშასადამე, შეიძლება
იქამდე მისვლა და იმ ნაპირთან დადგომა. და თუ სამყაროს ნაპირზე დგომისას, ხელს
გავიწვდი, ე. ი. სამყაროს ნაპირი გადაიწევს მანძილზე, რაც ჩემი ხელის სიგრძის
ტოლი იქნება. და რამდენადაც ხელის გაწვდენის - ეს პროცესი სამყაროს ახალი
ნაპირიად შეგვიძლია გავიმეოროთ უსასრულოდ, მაშასადამე სამყაროც უსასრულო
უნდა იყოს. არქიტას მსჯელობებს ვნებებზე (გატაცებებზე?) იყენებდა თავის
თხზულებებში ციცერონი, ცნობილია არქიტას შემდეგი ფილოსოიური
გამონათქვამი: «ჩვენ არა მარტო ჩვენი თავისთვის დავიბადეთ, არამედ მშობლების,
სამშობლოსა და მეგობრებისათვისაც, ამიტომაც ჩვენთვის გვრჩება ჩვენი ხცოვრების
სრულიად უმნიშვნელო ნაწილი».
არქიტექტონიკა – (არქიტ. და სახვითი ხელოვნება) 1. ნაწილთა ორგანული
შეხამება ერთ მწყობრ მთლიანობად. 2. ნაწილთა განლაგება, რომელიმე მხატვრული
მთლიანობის კომპოზიცია.
არქიტექტორი, ხუროთმოძღვარი – ნაგებობის დაპროექტების, აგებისა და
მხატვრული გაფორმების სპეციალისტი.
არქიტექტურა (ლათ სიტყვიდან - არცუს-დან, თაღიდან, რკალიდან მოდის) -
რომაული ხელოვნება, ფაქტიურად, ან ბერძნული ხელოვნების ძეგლთა ასლირება
იყო, ან მისგან ამომავალი თავისებური ფენომენი იყო. ამგვარი თავისებურების
ნათელი ნიმუშები რომაულ არქიტექტურაში გვხვდება. თუ ბერძნული
არქიტექტურული ხელოვნებისთვის უმთავრესად, ამოსავალი სწორი ხაზი, შვეული
სვეტი, ჰორიზონტალური ანტაბლემენტი (იხ.) და სამკუთხა სახურავი გახლდათ,
ტიპიური რომაული ხუროთმოძღვრების ქვაკუთხედად მრუდი ხაზი იქცა. რომაულ
ხელოვნებას სურდა შეექმნა რაღაც დიადი, მზვაობარი, გაბედული, თვალში საცემი,
მაგრამ კოლოსალურ ხუროთმოძღვრებაში აღარ გამოდგებოდა კოჭოვანი გადახურვა
და ურიცხვი ხელისშემშლელი კოლონადური სვეტი. რომაელებმა ამ პრობლემას
ოსტატურად გაართვეს თავი - მრგვალი თაღის, კამარისა და გუმბათის წყალობით.
მშენებლობის ამგვარ ტექნიკას წმინდა რომაულად ვერ მივიჩნევთ, რადგან მას ჯერ
კიდევ ძველი ეგვიპტისა და მცირე აზიის ხუროთმოძღვრული პრაქტიკაც იცნობდა,
ოღონდ ამ სტილს დიდი ყურადღება არ ექცეოდა. რომში კი თავის ხმარება იმდენად
ინტენსიური გახლდათ, რომ მისი აღმნიშვნელი სიტყვა, - არცუს რკალი, თაღი, -
ხუროთმოძღვრების ახალი, სამუდამო სინონიმად და სიტყვა «არქიტექტურის»
შემქმნელად იქცა.
არქიტექტურა –

არქიტექტურა პროტორენესანსული – იხ. პროტორენესანსის არქიტექტურა


(ისკუსსტვო სრედნიხ ვეკოვ ი ვოზრაოჟდენიია. სტრ. 125).

555
არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება – ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. შენობების,
აგრეთვე სხვა ნაგებობების და მათი კომპლექსების დაპროექტება, აშენება. ამავე
დროს მატერიალლური წარმოებისა და მხატვრული შემოქმედების სფერო.
არქიტექტურული ფერწერა – 1. მრავალფიგურიანი რთული კომპოზიცია
კამარებზე და გუმბათებზე პერსპექტივაში. აგრეთვე ნაძერწი ჭერები, ლავგარდანები
და ყველა სტილის პილასტრები. 2. ამოცანად ისახავს თავის სურათში უმთავრესად
ნაგებობის წარმოსახვას. (?)

არქიტექტურული გრაფიკა – არქიტექტურული ჩანაფიქრის ფიქსაცია


პროექტირების სხვადასხვა სტადიაზე (პირველდაწყებითი ესკიზი, პროექტი,
ტექნიკური პროექტი). სამუშაო ნახაზისა და მხაზველობითი გეომეტრიის
საშუალებათა გარდა არქიტექტორები იყენებენ, აგრეთვე, გრაფიკული ხელოვნების
საშუალებებს, რაც ხუროთმოძღვრულ ჩანაფიქრს დიდ თვალსაჩინოებას ანიჭებს. მაგ:
მონახაზი ფანქრით, ნახატი შესრულებული ფუნჯითა და ტუშით და სხვა.
არქიტექტურული სახე – ამა თუ იმ საზოგადოებრივი კლასის წამყვანი იდეის
განხორციელება არქიტექტურულ ნაწარმოებებში.

არქიტექტურული სტილი – ტერმინი გულისხმობს სტილის იმ კატეგორიათა


ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება არქიტექტურის
კლასიფიკაცია გარკვეული ისტორიულ-მხატვრული პერიოდებიღ (ბაროკო, როკოკო
და სხვ.).
არქიტრავი – (არქიტ.) 1. მთავარი კოჭიანტაბლემენტის ქვედა ნაწილი,
რომელიც უშუალოდ ეყრდნობა სვეტის თავებს და ერთმანეთთან აკავშირებს მათ.
კარისა და ფანჯრის ზედა წირთხლი.
არქივები – იხ. შუმერთა არქივები.

არქივოლტი (იტალ. არცჰივოლტო ლათ. არცუს ვოლტუს – მომჩარჩოებელი


რკალი) – არქიტექტურული დეკორის დეტალი, ეომელიც მოაჩარჩოებს თაღის
ღიობს, შეახამებს რელიეფურ წყობასა და ქვაზე მოჩუქურთმებას; გოტიკურ
ხუროთმოძღვრებაში შედარებით ფართოდაა წარმოდგენილი და შეიცავს შენობის
დეკორატიული სტილის ძირითად ელემენტებს. ა. ტაძრის ფასადზე შეიძლება
დაემშვენებინათ მხატვრობით ან მოზაზიკით.

აღქმა - რთული ინტელექტუალური აქტი. ადამიანი აღქმას ახდენს არა


პასიურად, მექანიკურად, ფოტოგრაფიული სიზუსტით, არამედ, შეგნებულად,
ამორჩევით, თანახმად პირადი განწყობისა და ინტერესისა. აღქმა იმდენნაირია,
რამდენი გრძნობის ორგანოც არსებობს (მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნების,
შეხების).
აღქმა – გრძნობის ორგანოებზე უშუალოდ ზემოქმედი მატერიალური სამყაროს
საგნებისა და პროცესების გარეგანი სტრუქტურული მახასიათებლების გრძნობადი
ხატი. აღქმათა კატეგორია ემთხვევა შეგრძნებათა კლასიფიკაციას. მათ შორის
მნიშვნელოვანია მხედველობითი აღქმის სისტემა, შემდეგ მოდის შეხების, სმენის და
ა. შ.

აღქმის გაუკუღმართება - იხ. ილუზია, ჰალუცინაცია, ფსევდოჰალუცინაცია.

556
არქონი (ბერძ.) – 1. საერო და ბიბლიურ ენაზე: «ხელისუფალნი» და
«პრინციპები»; 2. ოკულტიზმში – მარადი პლანეტარული სულები.
არქონტი (ბერძ. არცჰონ (არცჰონტოს) – მმართველი, უფროსი) – უმაღლესი
თანამდებობის პირი ძველ საბერძნეთში – ათენში.

არქონტი (ბერძ. არცჰონ, ონტოს – მმართეველი) – მაღალი თანამდებობის


მოხელე ძვ. საბერძნეთის პოლისებსა და ზოგიერთ ელინისტურ სახელმწიფოში; ძვ.
ათენში არქონტის ძალაუფლება თავდაპირველად უვადო ყოფილა. ძვ. წ. 753 წ-დან
მისი ვადა 10 წ-ით განუსაზღვრავთ, ხოლო ძვ. წ. VII ს-ის I ნახევრიდან ერთი წლით.
არქონტი (ბერძ. არცჰონტ) – Yეოსოფიაში: 1. არქანგელოზები, ოღონდ
ფერუერებად გახდომის, ანუ საკუთარ ჩრდილებად გადაქცევის შემდეგ. გარდაქცევა
მოხდა რაღაც მიწიური მისიის გამო; 2. მისტიკური ყოვლადარსი (ყველგან
არსებული, რომელიც თავის თავში ორმაგ სიცოცხლეს შეიცავს); 3. ჰიპოსტატიკური
მოქმედება: ერთი – წმიდა, უფრო ამაღლებულ სფეროში, მეორე – მიწიურში.
არქოპტერიქსი (ბერძ. არცჰოიოს ძვეკი და პტერიხ ფრთა) – ნამარხი ფრინველი.
ფრინველთა კლასის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სახეობა. გამოჩნდნენ იურულ
პერიოდში.
არქოზავრი – მეზოზოური ერის ტრიასული ანუ პირველი პერიოდის (სამი
პერიოდია: ტრიასული, იურული, ცარცული) ხმელეთის ქვეწარმავალი – მომდევნო
ხანების მრავალრიცხოვანი და ნაირგვარი დინოზავრების წინაპარი.

აღრიცხვა – ნიშნებით ოპერირების წესთა სისტემა, რომელიც აფართოებს


შინაარსობრივი აზროვნების შესაძლებლობას ამოცანათა გადაჭრისა და მოცემული
აღრიცხვის («ენის») საშუალებით გამოთქმულ მსჯელობათა დამტკიცებაში. მისი
თავისებურება ისაა, რომ ობიექტები, რომლებიც ნასში არსებობენ, არიან
მატერიალური საგნები (რიცხვები, ასოები და სხვა ნიშნები).
არშაკი – პართიანელთაგან ხელდასმული მეფე. მან ძმებთან – ჰირკანთან და
თირიდატთან ერთად ჩვ. წ-მდე დაახლ. 247 წ-ს მომთაბარე პართიანელთა
მხარდამხარ მოაწუო აჯანყება ბერძნულ-მაკედონური ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამ აჯანყებისას დაიღუპა არშაკი. დაკრძალეს ნისაში (თანამედროვე პატარა ქალაქი
ძველი ნისა), სადაც შემდგომ იკრძალებოდნენ პართიის მეფეები. არშაკმა დასაბამი
მისცა არშაკიანთა დინასტიას (იხ.).

არშაკიანთა დინასტია – პართიის სამეფო დინასტია, რომელსაც დასაბამი მისცა


არშაკმა. ცნობილია არსაკიანთა დინასტიის სახელითაც. დინასტია მმართველობდა
ჩვ. წ-მდე 250-226 წლებში (ან ჩვ. წ-მდე 250-224 წლებში).
არშაკიანთა დინასტია – სომხეთის მეფეთა დინასტია. დააფყძნა თრდატ I-მა.
მმართველობდა 62-428 წლებში.
არშახი – უგარიტული მითოლოგიით ქვეყანა, სადაც იზრდება თამარისისა და
ფინიკის კორომები. როცა მზის შაპაშუს (იხ.) ასული ფაშატი გველმა დაგესლა,
ტკივილის ტანჯვისაგან იგი ვერავინ დაიხსნა გარდა ღმერთ ხარანისა (ჰარანისა),
რომელმაც არაშახის ქვეყნიდან მოტანილი თამარისით მან ფაშატს ბოროტი განაშორა,
ხოლო ფინიკის პალმის მტევნით მოსპო.
არსება (არსი) – მოცემული ნივთის საზრისი, ის, რაც წარმოადგენს
თავისთავად, განსხვავებით სხვა ნივთებისაგან და ნივთის ცვალებადი
მდგომარეობათაგან, რომლებიც გამოწვეულია ამა თუ იმ გარემოებებით. ობიექტური

557
იდეალიზმისათვის ყოფიერება, რეალობა და არსებობა დამოკიდებულია საგანთა
არსებობაზე, რომელიც ..... როგორც რაღაც დამოუკიდებელი, გარდაუვალი და
აბსოლუტური. არსება არის სუბიწქტის ქმნილება, რომელიც ახდენს მის
პროექტირებას ნივთთა სახით.
არსება და მოვლენა – ფილოსოფიური კატეგორიები, რომლებიც ასახავენ
სამყაროს ყველა ობიექტისა და პროცესის საყოველთაო აუცილებელ მხარეებს.

არსებობა – ცვალებადი ნივთების მთელი მრავალგვარობა თავიანთ კავშირებსა


და ურთიერთქმედებებში მჭიდროდ არის დაკავშირებული არსებასთან. არც არსება
შეიძლება იყოს არსებობის გარეშე და არც არსებობა – არსების გარეშე. მხოლოდ
არსებობისა და არსების, ყოფიერებისა და ქმნადობის ერთიანობა იძლევა
შესაძლებლობას ყოველი არსებულის გასაგებად.
არსებობის ციკლური პერიოდები (პალიური ტექსტების მიხედვით) – პალიური
ტექსტების თანახმად მსოფლიო სამი სამყაროსაგან შედგება: პირველი ბრაჰმას
სამყაროა, რომელშიც უზენაესი არსებანი სუფევენ; მეორეა ღმერთების სამყარო,
სადაც ღმერთები, დემონები და სხვა მითიური პერსონაჟები მკვიდრობენ; მესამე –
მარებისა – გრძნობითი ტკბობის მფლობელთა, ჯოჯოხეთის წამებულთა
სამკვიდრო. საინტერესოა, რომ ბუდისტთა ძირითად კოსმოგონიურ თქმულებებში
იმსჭვალება აზრი ერთიანი ღმერთ-შემოქმედის და, საერთოდ, სამყაროს მარადიული
პირველსაწყისის არარსებობის შესახებ. ამ ტრადიციით, სამყაროში კანონზომიერად
ენაცვლება ერთმანეთს წარმოქმნისა და განვითარების, ნგრევისა და დაღუპვის
პროცესები. ეს დაუსაბამო პროცესი აღწერილია მოძღვრებებში კალჰის (იხ.), ანუ
არსებობის ციკლური პერიოდების და, ზოგადად, დროის პერიოდულობათა შესახებ.
არსებობის ციკლური პერიოდებიდან ამომდინარეობს გვიანი ბუდიზმის
კოსმოგონიურ-ლოსმოლოგიური კონცეფციები სამყაროს არსებობის შესახებ (იხ.
გვიან ბუდისტუი კოსმოგონია და კოსმოლოგია).
არსენ მაცეევიჩი, 1696-1772 წ. წ. ციმბირის მეტროპოლიტი, შემდგომ როსტოვის.
პეტრე I-ის საეკლესიო რეფორმების მოწინააღმდეგე. არ ცნობდა სასულიერო
რეგლამენტს (იხ.); პარტიარქობის და სამონასტრო ქონების შენარჩუნების მომხრე.
არსენალი – იარაღის შესაბახი შენობა.
არსენი ავტორიანი (Aუტორიანუს), კონსტანტ. პატრიარქი 1254 წ. ეკლესიისაგან
თევდორე უფლის განკვეთა მიხაილ VIII პალეოლოგი 1261 წ. ტაძრის კანონიერი
მემკვიდრის თევდორე II-ს შვილის დაბრმავების გამო, რის შედეგადაც გადაასახლეს.
გარდ. 1267 წ.
არსენი ჩერნოევიჩი, სერბეთის პატრიარქი XVII ს. იური ბრანკოვიჩთან ერთად
ცდილობდა სერბეთის გათავისუფლებას თურქი დამპყრობლებისაგან, მაგრამ
აჯანყების წარუმატებლობის გამო 1690 წ. გადასახლდა 40000 სერბულ ოჯახთან
ერთად ავსტრიაში.

არსენი მოგილიანსკი, 1704-70 წ. წ. სახელგანთქმული მქადაგებელი იმპერატორ


ელიზაბეტას სასახლის კარზე. 1757 წ. კიევის მიტროპოლიტი.

არსენი ქართველი კათალიკოსი X ს. დასაწყისი ისტორიკოსი და ქართველ


წმინდამთა ცხოვრებათა შემკრები.

558
არსინოე – 1. ორუსტეს ძიძა. 2. ალფესიბიას მეორე სახელი. სობფიდის მეფის,
ფეგევსის ასული. 3. ლევკიპოსის მესამე ასული. მისი დები დიოსკურებმა მოიტაცეცს.
4. ძვ. ფრანგული მოთხრობის გმირი ქალიშვილი, რომელიც რაინდმა ნავით იხსნა
ტყვეობიდან. ცნობილია ტინტორენტოს სურათი «ასინოეს განთავისუფლება». 5.
რამდენიმე ისტორიულად ცნობილი ქალი.
აღსრულების ღამე (არაბ.) – იგივე ძლიერების ღამე, ღამე, როცა მექის
მახლობლად ჰირის მთაზე განმარტოებულ მუჰამედს მთავარანგელოზი ჯაბრაილი
(მთავარანგელოზი გაბრიელი) გამოეცხადა და ალაჰის სახელით ციური ყურანის
სურები (იხ.) წაუკითხა. მხოლოდ ამის შემდეგ დაავალა მას წმინდა წიგნში
ამეტყველებული «ალაჰის სიტყვა» ადამიანებისათვის გაენდო. ეს ნიშნავდა ციური
ყურანის მიწიერ ყურანად ქცევას. ეს იყო 609 ან 610 წელს, რამადანის თვის ერთ-ერთ
ღამეს, როცა ორმოც წელს მიღწეულ მუჰამედს ჯაბრაილის სახელით პირველად
გამოეცხადა ალაჰი (იხ. 114 გამოცხადება).
არტ ქველიმ უფროსი – ფლამანდიელი მოქანდაკე. მიიწვიეს ჰოლანდიაში. მას
და ჰოლანდიელ მოქანდაკეთა ჯგუფს ეკუთვნითამსტერდამის რატუშას (იხ.)
დეკორატიული სკულპტურა, შესრულებული 1650-1662 წ. წ-ში. ცნობილია მისი
ქანდაკების ესკიზი ამსტერდამის რატუშისათვის.
არტა (ეგვიპტ.) 1. მიწა; 2. ეგვიპტური პანთეონის ღმერთი, მარსის, ომის
ღმერთის იდენტური.
ართა – ძველ ირანულ თეოსოფიაში საყოველთაო მორალური კანონი,
ხორცშესხმული და განსახებული ნათელსა და ცეცხლში, ანუ ყოფიერების
ყოველიფორმის, მათ შორის ადამიანის სულის, საფუძველში (იხ. ირანული
მითოლოგია).

არტაბანი – დარიოს I-ის ძმა. ურჩევდა დარიოსს არ გაელაშქრა სკვითების


წინააღმდეგ, რადგან გამარჯვების შემთხვევაშიც კი სახეირო მათგან არაფერი იყო.
დარიოსმა არ დაიჯერა და მაინც ილაშქრა სკვითიაზე. ლაშქრობა, როგორც
მოსალოდნელი იყო, მარცხით დასრულდა.(ეს ლაშქრობა ძვ. წ. 508 წ. დაიწყო).
არტაფრენე – 1. დარიოსის ძმა. სარდეს მმართველი (იხ. სარდე). 2. დარიოსის
ძმის შვილი, სპარსეთის მხედართმთავარი. ელინებზე მეორე ლაშქრობის მეთაური
ატისთან ერთად.

არტაკ-ვირაზ-ნამაქ-ი (სპარს.) – მოგვიანო ხანის არაბული და ახალსპარსული


ვერსიებიდან ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ძეგლი. მიჩნეულია თავისებურ
ზოროასტრულ «ღვთაებრივ კომედიად».

არტამონოვი გავრილა მოსკოველი ვაჭარი XVIII ს. შუა ხანების რასკოლნიკი,


ფედოსეველი, მიეკედლა ნოვოჟენების (ქორწინების მომხრეთა) პარტიას, შექმნა
საზოგადოება, რომელსაც ეწოდა გავრილის ეკლესია ანუ არტამონოვშჩინა.
არტაპანე – დარიოსის ძმა, ქსერქსეს ბიძა. ჰისტასპეს ძე, რომელიც თავიდან
წინააღმდეგი იყო ბერძნების წინააღმდეგ გალაშქრებისაკენ, მაგრამ შემდეგ სიზმარი
იხილა და თითონაც ამ აზრს დაეთანხმა.
არტაქსერქსე IIIსპარსეთის მეფე აქემენიდთა დინასტიიდან, მართავდა ჩვ. წ-მდე
358-338 წ. წ. არტაქსერქსე II-ის შვილი. არტაქსერქსე III-მ დიდი ძალ-ღონე შეალია,
რომ შეენარჩუნებინა დაშლის პირას მისული სპარსეთის ძლევამოსილი სახელმწიფო.
მან აუკრძალა სატრაპებს დაქირავებული ჯარის ყოლა. დიდი სისასტიკით ჩააქრო

559
აჯანყებები მცირე აზიაში, ფინიკიასა და კვიპროსზე. არტაქსერქსემ დააბრუნა
სპარსეთის შემადგენლობაში ეგვიპტე, , რომელიც დიდი ხნის განმავლობაში
დამოუკიდებელი იყო. ეგვიპტელები რომ დაემცირებინა, არტაქსერქსემ უბრძანა
წმინდა ხარის, აპისის დაკვლა და სუფრაზე მოტანა ნადიმის დროს. არტაქსერქსე III
ოქოსი მოწამლა მისმა ევნუხმა ბაგოიმ. მისი გვამი მიუგდეს კატებს, ხოლო
ძვლებისაგან მახვილის ტარები დაამზადეს, ბაგოიმ შემდგომ მისი შვილები და
შვილიშვილები დაწამლა, ისე, რომ ტახტზე ამსვლელი კაცი არ დარჩა. ასე
დასრულდა ამ მეფის მეფობა სპარსეთის ტახტზე. მას შემდეგ ტახტზე ავიდა დიდი
კიროსის გვერდითი შტოს წარმომადგენელი დარიოს III კოდომანი.

არტაქსერქსე IIმნემონი (ბერძ. მეხსიერი) – სპარსეთის მეფე აქამენიდების


დინასტიიდან; მართავდა ჩვ. წ-მდე 404-358 წ. წ. დარიოს II ნოტის ვაჟი და
არტაქსერქსე I-ის შვილიშვილი. არსაკი თავშეკავებული და რბილი ხასიათის იყო.
მისი უმცროსი ძმა კიროსი – მტკიცე და ფიცხი. ტახის მემკვიდრე არსაკი
დააქორწინეს პირსანიის სატრაპის პადარნას ასულზე – ლამაზ და ჭკვიან
სტატირაზე. მისმა ძმამ ტერიტევხმმა აჯანყება მოაწყო დარიოს II ნოტის ეინააღმდეგ
და სიკვდილით დასაჯეს. დარიოსს უნდოდა მისი დის დასჯაც, მაგრამ რსაკმა
სთხოვა დედას – პარისატიდას (?) მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. პარისატიდამ
დაითანხმა დარიოსი სტატიირის შეწყალებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რძალს ვერ
იტანდა სილამაზისა და სიჭკვიანის გამო. ამ შემთხვევის გამოისობით დედამ უფროს
ვაჟზე განუზომელი ზეგავლენა მოიპოვა. მას უფრო მეტად თავისი უფროსი ვაჟი –
კიროსი უყვარდა და უნდოდა, რომ ტახტი სწორედ მას რგებოდა. როცა დარიოს II
ნოტი ავად გახდა, პარისატიდა მას ურჩევდა, რომ მეფობა კიროსისათვის გადაეცა. ის
ქმარს უმტკიცებდა, რომ არსაკი მას უშვა, როდესაც დარიოსი ჯერ მეფე არ იყო,
ხოლო კიროსი უკვე მეფისაგან შვა. , მაგრამ დაროსმა არ დაარღვია უფროსობის
კანონი და ტახტი არსაკს გადასცა, რომელსაც ბაბუის პატივსაცემად მისი სახელი –
არტაქსერქსე უწოდეს. კიროსი დანიშნეს ლიდიის სატრაპად. მამის გარდაცვალების
შემდეგ ახალი მეფე არტაქსერქსე II გაემგზავრა ძველ სპარსულ ქალაქ პასარგადში (?)
იმისათვის, რომ ჩაეტარებინათ მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ამ წესის თანახმად
მომავალი მეფე შედის ტაძარში, იხდის ტანსაცმელს და იცვამს ხალათს, რომელიც
ეცვა პირველ სპარს მეფე კიროსს სანამ ტახტზე ავიდოდა. ზმის შემდეგ ჭამს ლეღვის
ასტილას (ხილის თათარას), ჩააკნატუნებს ფსტის რამდენიმე თხილს და სვამს
ფინჯან მაწონს. როცა არტაქსერქსე უნდა შესდგომოდა წესის შესრულებას, მასთან
მივიდნენ ლიდიის სატრაპი ტისაფერნი, რომელმახ დაკარგა სატრაპია, რომელიც
კიროსს ებოძა და კიროსის აღმზრდელი მოგვი. მათ გააფრთხილეს არტაქსერქსე, რომ
მისი ძმა იმალება ტაძარში და როდესაც მეფე ტანსაცმელს გაიხდის, კიროსი მას
მოკლავს. კიროსი შეიპყრეს და სიკვდილით დასჯამიუსაჯეს, მაგრამ ორივე ძმის
დედა მოეხვია კიროსს და ყელი ყელზე ისე გადააჭდო, , რომ ჯალათს დედაც უნდა
მოეკლა, თუკი მოკლავდა კიროსს. პარისტიდამ დაარწმუნა არტაქსერქსე, რომ
შეეწყალებინა ძმა. რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ კიროსმა დაიქირავა 30 ათასი
ბერძენი ჯარისკაცი და წარუძღვა არტაქსერქსეს წინააღმდეგ. როდესაც ძმების
არმიები ერთმანეთს შეხვდნენ, საბრძოლო ეტლზე ამხედრებული კიროსი თავს
დაესხა არტაქსერქსეს და შუბის დაკვრით ცხენიდან ძირს ჩამოაგდი, მაგრამ კიროსმა
ვერაფერი მოუხედხა თავის გაფიცხებულ ცხენს და შორს გააქანა. როდესაც კიროსმა
შეძლო ცხენის შეჩერება, მას არტაქსერქსეს ერთ-ერთმა მებრძოლმა – მითრიტატემ
ხელშუბი სტყორცნა, საფეთქელში მოახვედრა და მძიმედ დაჭრა. კიროსი ცხენიდან
560
ჩამოვარდა, ცხენი გაიქცა, ევნუხებს უნდოდათ მისი წაყვანა, მაგრამ ვიღაც ღარიბმა
კარიელმა, რომელიც ჯარში სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად ჰყავდათ, ხე
ლშუბის დარტყმით უკანიდან დაჭრა ფეხში მუხლს ქვემოთ. კიროსი ხელახლა დაეცა
მიწაზე, საფეთქელი, სადაც ჭრილობა ჰქონდა, დაარტყა ქვას და მოკვდა. როდესაც
არტაქსერქსემ შეიტყო რაც მოხდა, მან დააჯილდოვა მითრიტატე ად კარიელი,
რომელმაც ფეხში დაჭრა და აუკრძალა ლაპარაკი იმაზე, რომ კიროსი მათ მოკლეს,
თვითონ კი ყველას უმტკიცებდა, რომ თვითონ გაიმარჯვა ძმასთან ორთაბრძოლაში.
მაგრამ კიროსის ნამდვილმა მკველლებმა გაამჟღავნეს საიდუმლოდა არტაქსერქსემ
ბრძანა მათი დახოცვა. პარისატიდამ სთხოვა, რომ მისთვის გადაეცა არტაქსერქსეს
ისინიდა მან საშინელი დასჯა მოუწყო თავისი შვილის მკვლელებს. ბერძენი
დაქირავებული ჯარისკაცების ნაწილი არტაქსერქსემ დაატყვევა და სიკვდილით
დასაჯა, მეორე ნაწილი სოკრატეს მოწაფის, ქსენოფონტეს მეთაურობით,
საბერძნეთში დაბრუნდა. ამ ამბების შემდეგ მცირე აზიაში შეიჭრა სპარტელი მეფე
აგესილაე. ის რომ ვერ დაამარცხა, არტაქსერქსემ საბერძნეთში გაგზავნა როდოსელი
ტიმოკრატე დიდი თანხით და დაავალა მოესყიდა სხვადასხვა ქალაქებში ყველაზე
გავლენიანი ადამიანები, გაეერთიანებინათ და აემხედრებინათ სპარტის წინააღმდეგ
მთელი საბერძნეთი. მან ეს მოახერხა და აგესილაეიძულებული გახდა წასულიყო
სპარსეთის სამფლობელოებიდან. არტაქსერქსემ თავისი ფლოტის მეთაურად დანიშნა
სატრაპი ფარნაბაზი და ათენემი მხედარმთავარი კონიონი. მათი მეთაურობით
სპარსეთის ფლოტმა მთლიანად გაანადგურა სპარტელები საზღვაო
ბრძოლაშისაპორტო ქალაქ კნიდოსთანახლოს.ამ ბრძოლაში სპარტელებმა დაკარგეს
რა 120 ტრიერი, სპარტელებს არ შეეძლოთ ბერძნული ქალაქებისათვის დახმარების
გაწევა მცირე აზიის სანაპიროებზე. ამის გარდა მათ ავიწროებდნენ ხმელეთზეც
არტაქსერქსეს მიერ მოსყიდული მეზობლებიც. მან მისცა სპარტელებს მცირე აზიის
ქალაქებზე ბატონობის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც დადასტურებულ იქნა
ზავითაც, რომელიც სპარსეთთან სპარტელმა მხედართმთავარმა ანტალკიდამ დადო.
არტაქსერქსე თავისი დედის ქარისატიდას დიდი გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ მისი
ცოლი სტატირა ნელ-ნელა იძენდა სულ უფრო მეტ ძალა-უფლებას მასზე. ამას გარდა,
სტატირა ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ხედავდა რა ამას, პარისტიდამ
მოწამლა სტატირა. სიკვდილის წინ სტატირამ არტიქსერქსეს გაანდო იმის შესახებ,
რომ დედამისის თანამონაწილეობაზე აქვს ეჭვი თავის სიკვდილში. არტაქსერქსე
ხვდებოდა, რომ ყველაფერში დამნაშავე დედამისი იყო, მაგრამ სიკვდილით დასაჯა
მხოლოდ მსახური ქალი, რომელიც ეხმარებოდა მას, ხოლო დედა ბაბილონში
წარგზავნა და უთხრა, რომ სანამ დედა ცოცხალი იქნება, ის ბაბილონს თავცოცხალი
არ მოინახულებს. არტაქსერქსეს მემკვიდრე უნდა ყოფილიყო მისი უფროსი ვაჟი
სახელად დარიოსი. არტაქსერქსემ ის უკვე მეფედ გამოაცხადა და ნება დართო
ეტარებინა სამეფო ტიარა. სპარსთა ჩვეულებით, მემკვიდრეს, რომელივ მემკვიდრედ
გამოაცხადეს, შეეძლო ეთხოვა ნებისმიერი საჩუქრი და მეფე მამას უნდა
შეესრულებინა თხოვნა. დარიოსმა სთხოვა, რომ არტაქსერქსეს სთხოვა, რომ მისთვის
გადაეცა კიროსის ხასა ასპასია. რომელიც ტყვედ ჩაიგდო კიროსის სიკვდილის
შემდეგ. არტაქსერქსეს არ უნდოდა ასპასიას დათმობა და ამიტომ უპასუხა, რომ
ასპასია მონა კი არა, თავისუფალი ბერძენია, და თუ თვითონ დათანხმდება მეფის
ჰარემიდან დარიოსთნ გადასვლაზე, მაშინ დარიოსს შეუძლია წაიყვანოს ის, მაგრამ
ძალით არტაქსერქსე ასპასიას არ აიძულებს გააკეთოს ეს. მას იმედი ჰქონდა, რომ
ასპასია არ მოინდომებს დარიოსთან გადასვლას. მაგრამ ასპასიამ მოულოდნელად

561
თანხმობა განაცხადა და არტაქსერქსე იძულებული გახდა დაეთმო შვილისათვის.
რანდენიმე ხნის გასვლის შემდეგ არტაქსერქსემ ისევ მოითხოვა ასპასიას დაბრუნება,
რასაც იმით ხსნიდა, რომ გადაწყვიტა არტემიდეს ტაძრის ქურუმად დაედგინა ქალაქ
ეკაბატანაში. დარიოსს ძლიერ ყუვარდა ასპასია და გადაწყვიტა მამის წინააღმდეგ
შეთქმულებაში ჩაეთრია. ტირიბაზიც ნაწყენი იყო არტაქსერქსეზე, რომელიც
ტირიბაზს შეპირდა თავის უმცროს ქალიშვილის ატოსის ხელს და დანიშნეს კიდეც,
მაგრამ შემდეგ თვითონ შეუყვარდა ის. მას ეშინოდა წეს-ჩვეულებათა დარღვევისადა
თავის ქალიშვილზე დაქორწინების. მაგრამ დედამისმა, პარისატიდამ, გაიგო რა ამის
შესახებ, რადგან ცდილობდა გამოესწორებინა სტატირას სიკვდილში რომ მიუძღოდა,
დაარწმყნა არტაქსერქსე, რომ მეფე თვითონაა კანონიც და სამართალიც და
დაითანხმაათოსზე დაქორწინებულიყო. ასე და ამგვარად,ტირიბაზისათვის
შეპირებული ატოსათვით არტიქსერქსეს ცოლი გახდა. ტირიბაზი რწმუნებდა
დარიოსს, რომ როგორც ასპასია დააკარგვინა, ისე დააკარგვინებს ტახტსაც.
ამასთანავე არტასერქსეს უმცროსი ვაჟი ოქოსიც, რომელიც ატოსის კეთილგანწყობით
სარგებლობს, ასევე გეგმავს ტახტის ხელში ჩაგდებას. ამან უფრო უბიძგა დარიოსს
შეთქმულებისაკენ. მან ჩაითრია არტაქსერქსეს უკანონო შვილებიც, უფლება რომ არ
ჰქონდათ ტახტზე. მეფეს 115 ვაჟი ჰყავდა, 50 – ხასისაგან, დანარჩენი –
ცოლებისაგან. პირველი ცოლისაგან, სტატირისაგან მხოლოდ სამი – დარიოსი,
არიასპი და ოქოსი. შეთქმულებმა გადაწყვიტეს ღამით შეპარულიყვნენ არტაქსერქსეს
საძინებელში და საწოლში მოეკლათ ის. ერთ-ერთმა უგნურმა (საჭურისმა)
შეატყობინა შეთქმულების შესახებ. არტაქსერქსეს არ სჯეროდა, რომ მისმა შვილებმა
მისი სიკვდილი ჩაიფიქრეს. უბრძანა, საწოლის გვერდით კედელში გასასვლელი
გაეკეთებინათ და დაეფარათ ხალიჩით. როდესაც თავდასხმის დღე მოვიდა, ევნუხმა
აუწყა მეფეს. ღამე შეთქმულები შევიდნენ არტაქსერქსეს საძინებელში. არტაქსერქსე
საწოლიდან არ დაძრულა, სანამ ყოველი მათგანიკარგად არ შეათვალიერა და
როდესაც მახვილი იშიშვლეს, ხალიჩის უკან გაძვრამეორე ოთახში და კარი ჩაკეტა.
ტირიბაზი დაცვამ მოკლა უკან დადევნებისას. დარიოსს სიკვდილი მიუსაჯეს და
მოკლეს. არტაქსერქსეს არ უყვარდა უმცროსი შვილი ოქოსი მისი სისასტიკის გამო და
ამიტომ არ უნდოდა ტახტის მისთვის გადაცემა. ასაკის მიხედვით მეფის მეორე ვაჟი
არიასპი კეთილი და რბილი ხასიათისა იყო. გადაწყვიტა რა მისი განადგურება,
ოქოსი ძმას უგზავნიდა ევნუხებსა და თავის მეგობრებს, რომლებიც არწმუნებდნენ,
თითქოს მამას უნდოდა მისი საშინელი და სამარცხვინო სიკვდილი. მათ ისე
დააშინეს ძმა, რომ მან ვერ გაუძლო და თავი მოიწამლა. ეს ისე განიცადა
არტაქსერქსემ, რომ იმ დროს უკვე 94 წლის მოხუცინაღვლიანობისა და დარდისაგან
გარდაიცვალა. არტაქსერქსეს სახელი ძველად პოპულარული იყო. ამაზე მეტყველებს
ისიც, რომ პლუტარქემ მისი ბიოგრაფია ჩართო თავის ცნობილ «პარალელურ
ბიოგრაფიებში» და შემორჩენილია ისტორიული ანეკდოტები არტაქსერქსეზე.
ქვეყანაში მოგზაურობის დროს, როდესაც ყველა ერთმანეთს ასწრებდა
არტაქსერქსესათვის საჩუქრების მირთმევას, ერთმა ღატიბმა გლეხმა ორივე ხელის
პეშვით წყალი ამოხაპა და მეფეს გაუწოდა. არტაქსერქსე ისე იყო გახარებული ამ
გულწრფელი საჩუქრით, რომ უბრძანა გლეხისთვის ოქროს სასმისი ეჩუქებინათ.
სპარტის მეფე ევკლიდეს, რომელიც მასთან თავხედობდა, არტაქსერქსემ უპასუცა –
შენ სულ გინდა ამის დაბრალება, მაგრამ მე არა მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია,
არამედ იმის გაკეთებაც, რასაც ვლაპარაკობ. ერთხელ არტაქსერქსეს ნადირობისას
გაეხა ზედა სამეფო ტანსაცმელი. ერთმა კარისკაცმა შესთავაზა თავისი, ხოლო

562
გახეული სთხოვა მისთვის მიეცა. – აიღე, – უთხრა არტაქსერქსემ და გაუწოდა, –
მაგრამ არ გაბედო მისი ჩაცმა. არტაქსერქსეს სიკვდილის შემდეგ ტახტი ერგო მის
არასაყვარელ ვაჟს ოქოსს, რომელმაც იმეფა არტაქსერქსე III-ის სახელით.
არტაშან V – პართიის არშაკიანთა დინასტიის უკანასკნელი მეფე. ჩვ. წ-მდე 226
წ. პართიას აუჯანყდა ირანული ოლქი, რომელსაც მართავდა არლაშირ I სასანიანი. ამ
აჯანყების ჩახშობისას დაიღუპა არტაშან V, რითაც დასრულდა არშაკიანთა
დინასტიის მმართველობა.
არტეფაქტი (ალთ. არტე ხელოვნურად და ფაქტუმ შექმნილი, გაკეთებული) –
პროცესი ანდა წარმოქმნა, რომელიც არაა მახასიათებელი საკვლევი ობიექტის
ნორმებისათვის და, ჩვეულებრივ, წარმოიქმნებიან კვლევის პროცესში.

არტეფაქტი (ლათ. არტეფაცტუმ) – (სამედიც.) ცდით მიღებული


გაუკუღმართებული ფაქტი.
არტეფიოსი – ჰერმეტისტული ფილოსოფიის (იხ.) დიდი წარმომადგენელო.
ისტორიისთვის მარად უცნობი იყო მისი ნამდვილი სახელი . მისი წიგნიც
«საიდუმლო წიგნი» დაუთარიღებელია. თუმცა ცნობილია, რომ წიგნი XII ს-შია
დაწერილი. ლეგენდის მიხედვით, მაშინ ამ წიგნის ავტორი 1 000 წლის ყოფილა.
მსოფლიოში არტეფიოსის მანუსკრიპტის ორი ასლი არსებობს. ერთი ეკუთვნოდა
ბაღდადში მცხოვრებ ალქიმიკოსს. ეს ასლი წარმოადგენს კრებულს სიზმართა
შესახებ, სადაც გახსნილია წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის
საიდუმლოებანი. მეორე მანუსკრიპტი «სიზმართა შესახებ», იუდეველ სოლომონ
ალმულის მიერაა გამოცემული 1642 წ-ს ებრაულ ენაზე და შეიცავს რაღაც
ელემენტებს არტეფიოსის ადრინდელი ნაშრომისას.

არტემიდე (არტემის, -იდოს) – ზევსის და ლეტოს ასული. აპოლონის ტყუპის


ცალი. მარადიული ქალწული. ნადირობის ქალღმერთი, ცხოველთა მფარველი,
ქალწულთა ქომაგი. ათენას შემდეგ ყველაზე სპეტაკი და სასტიკი. პრაკალიელი
თმყების (??) ქალღმერთი. ზედწოდებები: «ტელემაქე» – შორით მსროლელი,
«სოტეირა» – მხსნელი და მოწყალე. მელოგინე ქალთა მფარველი. იფარავს ასევე
ზღვაოსნებსაც. მთვარის ქალღმერთიცაა. თუ აპოლონი მზის (სხივის) ღმერთია,
«აპოლონ-ფებოსი», მაშინ არტემიდეც სხივოსანია «არტემიდე-ფებე». მისი სახელობის
ტაძართაგან ყველაზე ცნობილია: მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი მცირე
აზიური – ეფესოს ტაძარი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ღამეს
(356 წ. ძვ. წ.) დასწვა ყბადაღებულმა ბოროტმოქმედმა – ჰეროსტრატემ –
ისტორიაში შესვლის მიზნით . ამ თეთრი მარმარილოს სვეტებიანი ტაძრის
ხუროთმოძღვრები არიან ქერსიფრონე და მისი შვილი მეტაგენე. შენდებოდა 120
წელი. დასრულდა 450 წ. ძვ. წ. ხანძრის შემდეგ ჰერიოკრატემ აღადგინა ახ. წ. 263 წ.
გოტებმა (ალბათ გოთებმა) გაძარცვეს. რომში არტემიდა დიანასთანაა გაიგივებული.
ფუნქციები ზუსტად იგივეა. ხელოვნევაში გამოისახება, როგორც ჰაეროვანი
მონადირე ნისლიან-კაპარჭიანი, რიდით შებურვილ თავზე ნახევარი მთვარე ადგას.
ხელში ჯიქი ან ირემი უჭირავს. ეფესოს არტიმედე მრავალძუძუიანია. ყველაზე
ცნობილი «ვერსალის დიანად» წოდებული ლუცრის არტემიდეა.. ცნობილია: ჯ. გ.
პიტონის «დიანა და აქტეონი», ჟ. გუჟონის ბრწყინვალე ჯგუფი, ა. კუაზოვის «დიანა».
არტემიდე უხატავთ ასევე დიდ მხატვრებს: რაფაელს, რუბენსს, ტიციანს, რე,ბრანდტს
და სხვ. ძვ. ქართულ (სვანურ) მით-ში იგი დალის ორეულია.

563
არტემიდორე დალნიანოსი (Aრტემიდოროს Dალდიანოს), ბერძენი მწერალი
ეფესოდან II ს. ავტორია : «Oნეიროცრიპიცა» («სიზმრების განმარტების შესახებ»)

რტემიდსია – ძვ. არტიის სამეფოს დედოფალი. მეუღლე კარიის მეფის


მავსოლოსისა (იხ.). დაქვრივდა 353 წ-ს ჩვ. წ-მდე. მეუღლისადმი მისი უსაზღვრო
სიყვარულის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა დედაქალაქ პილიკარნასოსში ძეჰლი აეგო.
დედოფალმა მოიწვია იმ დრიოს სახელგანთქმული არქიტექტორები – სატიროსი და
პათეასი; მოქანდაკეები – სკოპასი, ლეოქარესი,ბრიაქსისი, ტიმოთეოსი...
მავსოლუსის მემორიალური სარკოფაგის აგება ქალაქიდან ოდნავ მოშორებით,
ნავსადგურუს ყურესთან გადაწყვიტეს. არტემისისამ ქმრის გარდაცვალებით
გა,ოწვეულ მწუხარებას ვერ გაუძლო და 352 წ-ს ჩვ. წ-მდე გარდაიცვალა. მშენებლობა
არ შეწყვეტილა. ისტორიკოსთა ცნობით, ამ ძეგლის დამთავრებით გენიალურ
ოსტატებს «თავიანთი სახელისა და ხელოვნების უკვდავყოფა» სურდათ. არც ის იყო
გამორიცხული, რომ მათ «მავზოლეუმის» (როგორც დამკვიდრდა შემდგომ, იხ.
მავზოლეუმი) აგებით ერთგვარად პატივი მიეგოთ და ქედი მოეხარათ დედოფალ
არტემისიას ერთგულებისა და სიყვარულის წინაშე (იხ. ჰალიკარნასოსის
მავზოლეუმი).
არტემისია – ჰალიკარგასის დედოფალი. მონაწილეობას იღებდა სალამინის
რძოლაში, როგორც სპარსელთა მოკავშირე.
არტემისიონი – არტემისის ტაძარი ძველ ეფესოსში (მცირე აზია, თანამედრ.
თურქეთი). გადმოცემით, ჩვ. წ-მდე II ათასწლეულის მიწურულსეფესოსი იონიის
კუნძულებიდან მცირე აზიაში გადასახლებულ ბერძნებს დაუპყრიათ და აქვე
ქალწული-მონადირის, მთვაეის ქალღმერთის – არტემისისთვის ტაძრის აგება
გადაუწყვეტიათ. ტაძარი აუგიათ გამოჩენილ ხუროთმოძღვრებს – ქერსიფრონს,
მეტაგენეს კნოსოსელს და თეოდოროს სამოსელს. ამ ტაძრის მშენებლობას მთელი
მცირე აზიის ყურადღება მიუპყრია. გადმოცემით, ლიდიის ცნობილ და უმდიდრეს
მეფეს კროესუს (იხ.) მშენებლობისთვის უზარმაზარი თანხა შეუწირავს. ტაძარში
არტემისის ორ მეტრზე მაღალი ქანდაკება მდგარა. 356 წ-ს ჰეროსტრატემ, ისტორიაში
რომ შესულიყო, ყაძარი დაწვა. დაწვა თურმე სწორედ ომ ღამით, როცა ქვეყანას დიდი
ალექსანდრე მაკედონელი მოევლინა. ასე დაიწვა ძველი მსოფლიოს შვიდ
საოცრებათაგან ერთ-ერთი – არტემისიონი – არტემისის ტაძარი. ჰეროსტრატე
გამძვინვარებულმა ბრბომ ჩაქოლა. იონიელთა სურვილი – ვანდალის სახელი
სამუდამოდ წაეშალათ, ვერ აღსრულდა. ჰეროსტრატეს სახელი დღეს დიდი ასოებით
სწერია ისტორიაში, როგორც ბოროტმოქმედისა და მისი სახელიც განზიგადდა – იგი
ვანდალობის მანიით შეპყრობილ ბოორტმოქმედ ადამიანს აღნიშნავს.
არტემისიონი – კონცხი ეგბეას ყურეში.
არტემისიონი – კუნძულ ევბეის უკიდურეს ჩრდ. აღმ. ზღვაში წაშვერილი
კონცხი. ცნობილია არტემიდეს ტაძართა და ქსერქსეს (აქუმ. ირანის მეფე)
წინააღმდეგ გამართული ბრძოლით. აქ არის აღმოჩენილი 1928 წ. ზევსისა და
პოსეიდონის ქანდაკებები.
არტემისის ქალაქი კერკირაში (დაახლ. 585 წ. ჩვ. წ-მდე) – ამ ტაძარში ბერძენმა
მოქანდაკეებმა სცადეს სამკუთხა ფორმის ფრონტონზე ფიგურათა განლაგების
გადაწყვეტა. ეს მცრე დორიული ტაძარი აგებული იყო კუნძულზე, სადაც
მდებარეობდა კორინთოს კოლონია. ფრონტონის კომპოზიციის ცენტრს მედუზა
გორგონა წარმოადგენდა, რომელიც ჩოქბრჯენში სირბლის ურთულეს პოზაში
ყოფილა წარმოდგენილი. მის აქეთ-იქითა მხარეს პანტერები (ჯიქები??), ხოლო
564
კუთხეებთან ღმერთთა მკვეთრად დაპატარავებული ფიგურები გამოესახათ,
რომლებც გიგანტებს ებრძოლებოდნენ. მედუზასთან და პანტერების ფიგურებთან
შედარებით, ზევსი მეტისმეტად კნინი გამოიყურებოდა, რაც მოქმედების
ერთიანობას არღვევდა.
არტემისის ტაძარი ეფესოში – არტემისიონი, მდგარი მდიდარ სავაჭრო
ქალაქში, მცირე აზიის კარიაში. გადმოცემის თანახმად იგებოდა 120 წლის მანძილზე.
მისი მშენებლობა დაევალა არქიტექტორ ხერსოფრონეს კნოსოსელს. მისი სიკვდილის
შემდეგ ზედა ნაწილის აწყობა დაევალა მის ვაჟს – მეტაგენესს, თუმცა მანაც ვერ
გაასრულა ტაძრის მშენებლობა. არტემისიონის მშენებლობა განასრულეს
არქიტექტორემა – პეონიდესმა და დემეტრიოსმა. მარმარილოს ამ გრანდიოზული
იონიური დიპტეროსის მშენებლობაში მონაწილეობდა მცირე აზიის ყველა
სახელმწიფო, რაზედაც მეტყველებენ კოლონათა ბაზებზე არსებული წარწერები. მაგ.:
ლიდიის მეფე ქსერქსემ საჩუქრად გამოგზავნა ფიგურული რელიეფებით მორთული
და ადამიანის სიმაღლის ღმერთთა გამოსახულებებით შემკული კოლონები.
სამწუხაროდ, არტემისიონის მშენებლობის დრო უფრო ჟამიერი გამოდგა, ვიდრე
დრო მისი არსებობისა – მან მხოლოდ 100 წელი იარსება. ჩვ. წ-მდე 356 წ-ს
ეფესოელმა ჰეროსტრატემ იგი გადაწვა, რამეთუ სურდა სამარადისოდ
დაემკვიდრებინა საკუთარი სახელი ისტორიაში (იხ. გეროსტრატოსი). არსებობს
გადმოცემა, თითქოს არტემისიონის გადაწვის ღამეს მოვლენია მსოფლიოს დიდი
ალექსანდრე მაკედონელი. ტაძრის აღდგინებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი
ჰეიროკრატესი, რომელმაც 110X55 მ2 ფართზეყოფილი იონიური დიპტეროსის
ძირითადი ხაზები შეინარჩუნა. რომაელი სწავლულის, პლინიუსის ცნობით, ტაძარს
გარშემო 127 კოლონა ედგა (სხვა ვერსიით – 117), რომელაგან 36 რელიეფებით
გახლდათ მორთული. არტემისიონის მთავარი ფასადი, ორმწკრივი 8-8 კოლონით
გაეწყოთ. სავარაუდოა, რომ ჰეიროკრატესს იონიურ კოლონათა შორის კორინთულიც
უნდა გამოეყენებინა. ტაძრის მარმარილოს ქვებით მოპირკეთებული ინტერიერი
პრონაოსისა და ვრცეული ნაოსისაგან შედგებოდა, რომლის ცელაზე ქალღმერთის
კოლოსალური – 15 მ. სიმაღლის ქანდაკება მდგარა. ქალღმერთის სახე, ფეხთა
ტერფები და ხელთა მტევანი ხისა ყოფილა. ქანდაკება ერთიანად ოქროთი მოერთოთ,
ჭერი და კარები ძვირფასი სისგან, უპირატესად ლიბანის ფიჭვით (კედრით)
დაემზადებინათ. მარმარილოს კრამიტი, რომლითაც არტემისიონი გადაეხურათ,
ფრიად დიდებულ და საზეიმო იერს ანიჭებდა ტაძარს. ტაძრის დეკორატიული
მოხატულობის შექმნაში მონაწილეობა მიუღიათ სახელგანთქმულ მოქანდაკეებს –
პრაქსიტელესს და სკოპასს, რომელთაგან პირველს შეუქმნია საკურთხევლის
ელიეფური დეკორი, ხოლო მეორეს ერთ-ერთი კოლონის რელიეფი გამოუკვეთავს.
არტემისის ტაძრის დიდებულებას ავსებდა სურათების გალერეა და ანდაკებები,
რომლებიც ტაძრის ახლოს მდებარე დახურულ, ქვით მოზღუდულ სათავსებში
ყოფილა დაცული. ეფესოელთა საყოველთაო აღტაცებას გენიალური აპელესის
სურათები და მოქანდაკე ლოკის ღამის ალეგორიის – ქალღმერთ ნიქსის სპილენძის
დიდებული ქანდაკება იწვევდა თურმე. არტემისიონი, ამასთან, ბანკიც ყოფილა,
სადაც სახელმწიფო ხაზინა და კერძო პირთა ანაბრები ინახებოდა. არტემსიონი
რომაულ ეპოქაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალაქიდან ტაძრისკენ
მიმავალი გზის გასწვრივ ეფესელმა დიდებულმა დამიანესმა საკუთარი სახსრებთ 200
მ. სიგრძის პორტალი გააკეთებინა. ჩვ. წ-მდე II ს-ში რომაელმა მხედარმა ვიბიუს
სალიუტარიუსმა ოქროს და ვერცხლის მრავალი ქანდაკება უსახსოვრა ტაძარს,

565
რომელთა შორი გამოირჩეოდა არტემისის ოქროს ფიგურა ორი ვერცხლის ირმით და
და ქალღმერთის ორი ჩირაღდნიაბი ქანდაკება. დღესასწაულთა და გიმნასტიკურ
შეჯიბრებათა ჟამსეს ქანდაკებები მაღალ პოსტამენტზე იდგმებოდა და ხდებოდა
მათი საჯარო ჩვენება. ცვ. წ-ის 263 წ-ს არტემისიონი გოთებმა დაანგრიეს და
გაძარცვეს. შემდეგ კი ბიზანტელებმა მის ადგილას ქრისტიანული ტაძარი აღმართეს.
არტერია (ბერძ. არტერია) – სისხლძარღვი, რომელიც გულიდან სხეულის
ყველა ორგანოს აწვდის სისხლს. არტერია ქმნის (?) უწვრილეს განტოტებებს –
კაპილარებს (იხ.), რომლებშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა უჯრედებსა და
სისხლს შორის. კაპილარეიდან სისხლი კვლავ გულს იმ ძარღვებით მიეწოდება,
რომელთაც ვენები (იხ.) ეწოდება. არტერიები და ვენები სამშროვანი მილაკებია,
გარედან შემაკავშირებელი ქსოვილებით დაფარული, ხოლო შიგგნით ეპიტელებით
ჩაფენილი. მათ ცენტრში კუნთოვანი ფენაა. არტერიებს, გულის შეკუმშვით
გამოწვეული წნევით მიიქცევა (?), კუნთოვანი ფენა უფრო ძლიერი, ხოლო კედლები
ელასტიურია (იხ. იხ. სისხლის მიმოქცევა, სისხლძარღვთა სისტემა) (დამატ. იხ.
ვენოზური სისხლი); 2. იტყვიან ქვეყნის მიმოსვლის გზებზე (კომუნიკაციებზე).

არტერია (ლათ. არტერია) – სისხლძარღვი, რომელშიც არტერიული სისხლია.


არტჰაშასტრა – ანუ»მეცნიერება პოლიტიკის შესახებ» (სახელმწიფოს
მმართველობის სახელმძღვანელო მეფეებისათვის). ერთ-ერთი ყველაზე
საყურადღებო ლიტერატურული ძეგლი მაურიების ეპოქის ინდოეთში. მის ავტორად
მიჩნეულია ჩანდრაგუფტას (აშოკა I-ის) მთავარი მრჩეველი-კაუტილა (ჩვ. წ-მდე IV ს-
ის უკანასკნელი მეოთხედი) (იხ. კაუტილა).
არტჰაშასტრა – ინდური ძეგლი, სადაც გადმოცემულია ინდური რიტუალური
მდგომარეობანი.

არტჰები – ინდური «ცხოვრების მიზნი» 3 ტრადიციიდან ერთერთი –


მატერიალური სარგებლიანობის პრინციპი. ამ პრინციპებით გვმოძღვრავენ
«ნალადიიარისა» (იხ.) და «ტირუკულარის» (იხ.) ლექსები და აფორიზმები (იხ.
პრინციპები: დჰარმები, კარმები, მოქშა).
არტიკულაცია – ბგერების შესრულების ხერხი სამუსიკო საკრავზე ან ხმით,
ბგერების გადაბმისა და დანაწევრების ხარისხი. არტიკულაცია მოიცავს ბგერის
მიღების მრავალ ხერხს, მათ შორის ძირითადია: «ლეგატო», «სტაკატო», «ნონ
ლეგატო». არტიკულაციას მიაკუთვნებენ აგრეთვე ერთი ბგერიდან მეორეზე
დაცურების ხერხებს – «ცორტა მენდო», «გლისანდო». სწორი არტიკულაცია
აუცილებელია მუსიკალური ტექსტის უშეცდომოდ გადმოცემისა და შესრულების
მხატვრული გამომსახველიბისათვის.

არტინოსი (Aრკტინოს), ბერძენი პოეტი მილეტიდან. დაახლოებით 750 ჩვ. წ-


აღმდე. ავტორი ორი ეპიკური პოემისა ტროას ომის შესახებ.
არტისტი (ლათ. Aრს-დან) პირი, რომელმაც თავი მიუძღვნა ერთ-ერთ
თავისუფალ ხელოვნებას. მხატვარი (ფერმწერი, მოქანდაკე და ა. შ.),
განსაკუთრებული მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი.
არტისტი – ადამიანი, რომელიც მოღვაწეობს სცენური ხელოვნების დარგში.
იგივეა, რაც მსახიობი. უფრო ფართო გაგებით – ადამიანი, რომელიც

566
შემოქმედედბითს მოღვაწეობას ეწევა ხელოვნების რომელიმე დარგში – მხატვარი,
მუსიკოსი და ა. შ.

ართმიადა – ოც უპირველეს მოქალაქეთა შორის, რომლებიც ლიკურგეს თავისი


კანონმდებლოვის გატარებაში მხარში დაუდგნენ (ჰერპიმეს ცნობით იხ.), უპირველეს
და მარჯვენა ხელად პლუტარქესაგან ეს პიროვნება სახელდება.

არტოფია (ლათ. ატროპჰია) – განლევა, შემცირება, დაპატარავება; უჯრედების,


ქსოვილების, ან ორგანიზმების მოცულობის შემცირება კვების ზოგადი ან
ლოკალური მოშლილობის გამო.
არტოფორი, (ბერძნ არტოს პური და პჰოროს - მომტანი), მართლმადიდებელ
ეკლესიაში შემოწირულობათა სალარო, სანაწილე.
აღთქმა და აკრძალვა – თეოლოგიურ კონცეფციათა ერთ-ერთი უძირითადესი
და კარდინალური სისტემა ბიბლიაში; ეს არის აღთქმისა და აკრძალვის, პირობების
მიცემათა და პირობების აღსრულებათა ორმხრივი (ვერბალური თუ წერილობითი)
ხელშეკრულება, რომელიც იდებოდა სამყაროს მეპატრონესა და მის მდგმურს შორის
– ღმერთსა და ადამიანს შორის. პორველ აღთქმას ადამისადმი უფალი ღმერთი თვით
ადამის (ადამიანის) გაჩენამდე დებს. როგორც ბიბლია მოწმობს, ამ აღთქმას უფალი
თავისივე ღვთაებრივი სონმის (?) წინაშე დებს (ღმერთებისა თუ არა, ანგელოზების
წინაშე მაინც. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამის შექმნის პროცესში
უფალი მარტო არ ყოფილა (თუ შექმნის დროს? იმიტომ, რომ გამოდის, თითქოს
შექმნის პროცესში სხვაც აუცილებლად მონაწილეობდა) და თანამონაწილეები თუ
არა, უკეთეს შემთხვევაში (რატომ უკეთეს და არა მაგ. უარეს?), ამ საქმის
თანამოაზრეები მაინც ჰყოლია): «თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ (და არა გავაჩინო (!))
კაცი ჩვენს (და არა ჩემს (!)) ხატად, ჩვენს (და არა ჩემს (!)) მსგავსად. ეპატრონოს
ზღვაში თევზს, საში ფრინველს; პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს,
რაც მიწაზე დახოხავს» (დაბად. 1,26). ეს აღთქმა უფალმა პირველი წყვილის წინაშეც
დაადასტურა (1, 28-29). პირველ აღთქმას პირველი გაფრთხილება და, შესაბამისად,
პირველი აკრძალვაც მოჰყვა: «გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა
ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი
არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო» (დაბად. 2, 16-17). მთელი ბიბლია,
ფაქტიურად, აღთქმისა და აკრძალვის მომენტებზეა აგებული და ამ აღთქმისა და
აკრძალვის მთელ სისტემას ქმნის. ესაა ე. წ. კრედო-რეგლამენტი, რომელიც
არეგულირებს «უფლის რჩეული ხალხის» მთელ ცხოვრებას უმნიშვნელო
წვრილმანებამდე. როგორც მოხდება ამ კრედო-რეგლამენტის რომელიმე მუხლის
დარღვევა (და ეს ყოველთვის «უფლის რჩეული ხალხისგან» ხდება), იმვ წამს
ებრაელებს ტრაგიკული ხანა უდგებათ. ლოგიკურია, წვრილმან დარღვევებს მეტი
ტრაგედიები სდევდა, მაგრამ ისეთ გლობალურ პრინციპთა დარღვევას, რომლებიც
ათ მცნებაში გადმოიცა აკრძალვად, გლობალური მასშტაბის კატასტროფები სდევდა.
ყველა სასჯელთაგან უდიდესი კი, ადამის შემდეგ (ადამის შეცდომით გამოწვეული
სასჯელი იწვნია კაცობრიობამ),პირადად ებრაელ ხალხს აჰასფერის გამო დაატყდა
თავს, რომელმაც სხვა კერპთაგან დაბრმავებულმა ვეღარ შეიცნო თავისი ღმერთი
ქრისტეში განკაცებული, არ სცა თაყვანი მას, არ ემსახურა, პირიქით, შეურაცხჰყო და
აიძულა იგი შეუსვენებლივ განევლო გოლგოთას გზა. «მარადი ურიაობა» იქცა
ებრაელთა სიმბოლურ სინონიმად. სწორედ ამ ხალხს დაატყდა აჰასფერზე
გათვლილი წყევლა – ეტვირთა მარადიული მიუსაფრობისა და ხეტიალის სიმწარე,

567
«აბ ნოცტო»-დ (იხ.) – მარად «სხვა ჭერქვეშ» გათენების ორიატასწლოვანი ტკივილი
და სინანული, ოცსაუკუნოვანი უსამშობლოობა; ე. წ. ვია დოლორის – არა პილატეს
ან ჰეროდე ანტიპას სამსჯავროდან გადგომამდე, არამედ დიდი ტანჯვის დიდი გზა
გოლგოთიდან გოლგოთამდე.
აღთქმა და აკრძალვა ბიბლიის მიხედვით, აღთქმისა და აკრძალვის მთელი
სისტემა, ეს არის უფლის ე. წ. კრედო-რეგლამენტი , რომელიც არეგულირებს
«უფლის რXეული ხალხის» (ებრაელთა) მთელს ცხოვრებას – უმაღლესი
კატეგორიებიდან უმნიშვნელო წვრილმანებამდე. პირველი და უმაღლესი აღთქმა ის
იყო, რომ, უფალი სამარადისოდ აღუთქვამდა აბრაამს (ჯერ არ იყო იგი აბრაამი იხ.),
რომ იქნებოდა მისი და მისი შთამომავლობის ღმერთი, დაუმკვიდრებდა
«მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად...»
«ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ Yაობიდან
თაობამდე»... «დაიცავით ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის»
(დაბ. 17:7-9,11). ფაქტიურად ბიბლიის კოდექსი უფლის ნებისა და მისგან რჩეული
ხალხისგან ამ ნების უსიტყვო აღსრულებაა. ბიბლიაში აშკარად ჩანს, რომ ხალხისა
თუ ცალკეულ ადამიანთა ყოფიერებაში უფლის ნებაა დომინანტური (იხ.). უფლის
ნებისადმი მორჩილებით და ყურიადობით იწონება სასჯელიც და კეთილგებაც. ამ
ნების შესრულება-არშესრულება ესაა ებრაელთა ბიბლიური ისტორია, მათი დაცემა-
ტრაგედიისა და ამაღლება-კეთილდღეობის მთელი ქრონიკა.

აღთქმის კარავი» – იხ. კარავი; იხ. «მოწმობის სავანე».

არტსენი (Aრტსენ) პიტერ (1508/09-1575 წ.წ.) – ნიდერლანდელი ფერმწერი


(ამსტერდამიდან), ჩრდილოევროპული ხელოვნების აღორძინების ხანის
წარმომადგენელი. მოღვაწეობდა ამსტერდამსა და ანტვერპენში, სადა გაიზიარა
რომანიზმის ხელოვნების ზოგიერთიი პრინციპი (იხ. რომანიზმი). არტსენი
საყოფაცხოვრებო ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ნიდერლანდურ ფერწერაში.
განსაკუთრებით გლეხური სცენები და ნატიურმორტი (იხ.) იზიდავს («საყასბო», 1551
წ.). როგორც ბევრ მის თანამედროვეს, არტსენთანაც შერწყმულია
ძველნიდერლანდური ფერწერის ტრადიციები (მათ შორის ჟინიანი ინტერესი
საგანთა სამყაროსადმი) და იტალიური მანიერიზმის ზოგიერთი სტილობრივი
შტრიხი (წაგრძელებული ფიგურები, პოზის აფექტაცია საგანგებო, ყასიდი
რაკურსები). არტსენი ერთ-ერთ- პირველი დამწყებია ჟანრულ-ყოფითი სურათებისა
ნიდერლანდთა ხელოვნებაში. მისი ზოგიერთი ნაწარმოები მაგ., «მზარეული ქალი»
(1559 წ. ბრიუსელი), «გლეხები კერიასთან», «ცეკვა კვერცხებს შორის» (1557 წ.)
მორალიზენის ელემენტებითაა ნიშნული ანდა ხაზგასმული მონუმენტალობითაა
ნაკარნახები. ჟანრობრივ მოტივებს მხატვარი ფართოდ იყენებს რელიგიურ თემებზე
შექმნილ კომპოზიციებშიც («ქრისტე მართასა და მარიამის სახლში» 1559 წ.
ბრიუსელი).

არტსენი (Aრტსენ) პიტერი (1508 ან 1509-3.6.1575 წ. წ. ამსტერდამი) –


ნიდერლანდელი ფერმწერი, ჩრდილოევროპული აღორძინების ხელოვნების
წარმომადგენელი, მუშაობდა ამსტერდამსა და ანტვერპენში, სადაც აითვისა
რომანიზმის ხელოვნების ზოგიერთი პრინციპი. ა. ერთ-ერთი დამაარსებელია
ნიდერლანდურ ფერწერაში ყოფითი ჟანრისა, მას განსაკუთრებით იზიდავდა
გლეხური სცენები და ნატურმორტი. როგორც მრავალ მის თანამედროვეს,
568
ძველნიდერლანდური ფერწერის ტრადიციები, მათ შორის დაჟინებული ინტერესი
ნივთების სამყაროსადმი, ეხამება მასთან იტალიური მანიერიზმის ზოგიერთი
სტილური ნიშან-თვისების შეთვისებას (ფიგურების დაგრძელება, პოზების
აფექტირება, განზრახ გაკეთებული რაკურსები). ა. ერთ-ერთი მამამთავარია ჟანრულ-
ყოფითი სურათისა ნიდერლანდურ ხელოვნებაში. ხშირად ა-ს ჟანრული
ნაწარმოებები დაღდასმულია მორალიზმით ან გააზრებულია ხაზგასმულად
მონუმენტური სულისკვეთებით. ჟანრული მოტივებია-ს მიერ ფართოდ გამოიყენება
რელიგიურ თემებზე შექმნილ კომპოზიციებში. ა-ს შემოქმედება იშვიათი ნიმუშია
რეალისტური პრინციპების შერწყმისა და XVI ს. ნიდერლანდურ ფერწერაში
რომანიზმისა და მანიერიზის ხელოვნების ზემოქმედებისა.
არტუფი – ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის მცხოვრებ ძველ ინდიელთა
(ინდოელთა ???) ტაძრების ზოგადი სახელწოდება. ამ ტაძრებში თაყნამს სცემდნენ
გველს და, ამდენად, ამ ტაძრებს ნაგალისტურ ტაძრებად თვლიან (იხ. ნაგალიზმი,
ნაგი, ნაგადვიჰა).

არტურიანდა, ართურიანდა, ართუსი (Aრტჰურ, Aრტჰუს), მით. ბრიტემის მეფე,


ანგლო-საქსების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. გარდ. 542 წ. შუა საუკუნეებში
მრავალი თქმულება დაუკავშირდა მას, რომელმაც, IX ს. უელსიდან და ბრეტნიდან
მთელ დასავლეთში გავრცელდა («პაციფალი», «ტიტურელი», «ტრისტანი და
იზოლდა», «ლანსლო» და სხვა). მოგვიანებით მას დაუკავშირდა თქმულება გრაალის
შესახებ. ა-ს მრგვალი მაგიდის გარშემო იკრიბებოდა 12 რაინდი. ა-ს დედაქალაქი იყო
კაერლეონი უსკზე უელსში. მისი მეუღლეა ჯილევრა.
არტურის ციკლი – კელტური მითოეპიკურ ტრადიციის თქმულებები,
რომლებიც მოგვითხრობენ ბრიტების ლეგენდარული მეფის არტურის, მისი
თანამოსაგრეებისა და ვასალების ცხოვრებასა და გმირობაზე (ამბები «მრგვალი
მაგიდის რაინდებზე», გრაალზე და სხვ.). ბრიტანეთის ბრძენი მმართველი და
განმათავისუფლებელი მეფე არტური შუა საუკუნეთა ხელოვნებაში რაინდული
იდეის ერთი ყველაზე მიმზიდველი განსახიერებაა. ლეგენდების ციკლიზაცია
განხორციელდა უკვე ქრისტიანულ ეპოქაში, და მოგვიანებით მათ საფუძველზე
შეიქმნა გალექსილი რომანები (კრეტიენ დე ტრუა, საფრანგეთი, XII ს; ჰარტმანი ფონ
აუევოლფრან ფონ ეშენბახი, გერმანია, XIII ს. დასაწყისი), რომელმაც შეაერთა
ქრისტიანული წარმოდგენები და კურტუაზული კულტურის პრინციპები. არტურის
ლეგენდების თემატიკა გამომსახველობით ხელოვნებაში აისახა უპირველეს ყოვლისა
ხელნაწერი რომანების და ქრონიკების ილუსტრაციებში, ანუ საერო წიგნებში, მაგრამ
ციკლის პერსონაჟები არცთუ იშვიათად ჩნდებიან რელიგიური ხასიათის
ნაწარმოებებში: გვიანი ვინჩესტერული სკოლის ოსტატთა მინიატურებში ბიბლიურ
სიუჟეტებზე пластыр-ებზე, ისტორიული და კალენდარული სცენების, ტაძრების,
მოზაზიკურ პანოებსა და რელიეფებზე (ტაძრის მოზაიკა ოტრანტოში, იტალია;
ტაძრის პორტალის ტიმპანი მოდენში, იტალია, XI-XII ს. ს.).

არტურის ციკლი – კელტური მითოეპიკური გადმოცემა, რომელიც გვამცნობს


ბრიტების ლეგენდარული მეფის არტურის, მისი თანამოღვაწეებისა და ვასალების
ცხოვრებასა და თანამოღვაწეობაზე (თქმულებქნი «მრგვალი მაგიდის» რაინდებზე,
გრაალზე და ა. შ.). ლეგენდების ციკლიზება ქრისტიანულ პერიოდში მოხდა, რომლის
საფუძველზეც მოგვიანებით შეიქმნა გალექსილი რომანები და რომელმაც

569
ქრისტიანული წარმოდგენები და კურტუაზული (იხ. კურტუაზული) კულტურა
გააერთიანა (კრეტიენ დე ტრუა დაახლ. (1130-1191 წ. წ.), საფრანგეთი; ფონ აუე
ჰარტმანი (დაახლ. 1170-1210 წ. წ.), გერმანია; ვოლფრამ ფონ ეშენბახი (XIII ს-ის
დასაწყისი), გერმანია). გამომსახველობით ხელოვნებაში არტურის ლეგენდების
თემატიკა, უპირველესად ხელნაწერ რომანთა და ქრონიკათა ილუსტრაციებში აისახა,
ე. ი. საერო წიგნებში, თუმცა ამ ციკლის პერსონაჟები, იშვიათად, რელიგიურ
წიგნებშიც აისაზებიან: გვიანდელი ვინჩესტერის სკოლის (იხ. ვინჩესტერის სკოლა)
ოსტატების ბიბლიური სიუჟეტების მინიატურებში, ფსალმუნთა კრებულში,
ტაძართა რელიეფებსა და მოზაიკურ პანოებზე (ოტრანტოს ტაძრის მოზაიკა
იტალიაში; მოლენის ტაძრის პოსტალის ტომპანზე (იხ. პოსტალი, ტომპანი),
იტალიაში, XI-XII ს. ს.).
ართვინი – არკავოლტი, თავსართი – თაღის მოჩარჩოება (საპირე), უმეტესად
პროფილირებული.
ართვინი – ართვინის განძი (ჩვ. წ-მდე XII-XI ს. ს.) (საქართველო II ტ. ენც.).

არუ – ნიფურში («შუმერთა რომში») აგებული თუმალის ტაძრის მშენებლობაში


ქიშისა და ურუქის მეფეთა რამდენიმე თაობას მიუღია მონაწილეობა. «თუმალის
ტაძრის ისტორიის» უცნობი ავტორი ტაძრის მშენებელთა შორის ასახელებს ქიშის
მეფის ენ-მებარაგესის ძეს – არუსათს (იხ. ნიფური).
არუ, მარი – (1805-1876 წ. წ.) გრაფინია, მწერალი (ფსევდონიმი დანიელ
სტერნი). წერდა ჟორჟ სანდისეული სულით. მისი რომანების : «Vალენტია», «Hერვე».
რომან «Nელიდა»-ში აღწერილი აქვს მისი და ფერენც ლისტის სიყვარულის
ისტორია.

არუა (სანსკრიტ. არუპა) – «უსხეულო», უფორმო, მისი საპირისპიროა რუპა –


«სხეული» ან ფორმა (იხ. რუპა).
არუდა (არაბ.) – საკუთრივ არაბული ლექსთწყობის სისტემა, ემყარება გრძელი
და მოკლე მარცვლების გარკვეულ კანონზომიერ თანამიმდევრობას, რაც სხვადასხვა
ტერფს ქმნის.
არუდი (არაბ.) – არაბული ლექსთწყობის სისტემა. არაბული ლექსის რიტმული
სტრუქტურა პირველად ხალილ იბნ აჰმადმა (იხ.) გამოიკვლია.
არუე (Aროუეტ), ვოლტერის გვარი.

არუერი (ბერძ.) – ღმერთი ჰარსიეზი (?), რომელიც იყო უფროსი ჰორი (იხ.).
მისი ტაძარი მდგარა ამბოსში. ამ ღმერთის გასაგებად პლუტარქე უნდა
მოვიშველიოთ. პლუტარქე ეგვიპტურ პანთეონზე მსჯელობისას აღნიშნავს:
«ოსირისი წარმოადგენს დასაბამს და პრინციპს, ისიდა – იმას, რაც დასაბამით და
პრინციპით მიიღება, ჰორი – ოსირისის და ისიდას სინთეზია. ჰორი მათგანაა
წარმოქმნლი, იგი არაა მარადიული, არაა უხრწნელი, თუმცა მარადბადებადია. იგი
ცდილობს მონაცვლეობითი წამბაძველობითა და პერიოდული ვნებიანობით
(ყოველწლიურად იღვიძებს ახალი სიცოცხლით) დარჩეს მარადის ჭაბუკად, თითქოს
არასოდეს უნდა მოკვდეს». აქედან დასკვნა: ჰორი ფიზიკური სამყაროს განსახებაა.
არუერი, ანუ უფროსი ჰორი კი – იდეალური სამყაროსი. ამიტომაა ნათქვამი, რომ
«იგი იშვა ოსირისისა და ისიდასაგან ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი თავიანთი დედის
წიაღში იმყოფებოდნენ», ე. ი. სივრცის წიაღში. ზოგადად, ღმერთ არუერის
ბუნებასაიდუმლოებითაა მოცული.

570
აღული – იხ. აღულები. ეთნიკური ჯგუფი დაღესტანში, ისლამის მიმდევარი.
ლაპარაკობენ აგულურ ენაზე (იხ.).
აღულური ენა – იხ. აღულური ენა. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის
დაღესტნურ ენათა ერთ-ეთი შტო. არა აქვს დამწერლობა.

არუნა (იგივე, რაც არიშტამენი) – ინდოელთა მითოლოგიით დაქშას (იხ.) ორი


ქალიშვილიდან ერთ-ერთი – ვინატას (იხ. ვინატა ან კადრე) ავჟი. არუნა ნიშნავს
«წითელს»სულსწრაფმა დედამ კვერცხი ნაადრევად გატეხა, რომლიდანაც იშვა
ნახევრად განუვითარებელი ვაჟი და დედამ მას არუნა უწოდა. სულსწრაფობის გამო
არუნამ დედა დასწყევლა: 500 წელი ვინატა მონიბაში იქნებდა. ამის შემდეგ მას მეორე
შვილი გაათავისუფლებდა, თუ კი ვინატას ისევ სულსწრაფობა არ შეუშლიდა ხელს
(იხ. კადრუსა და ვინატას დავა).

არუნა – ინდ. კვერცხიდან გამოჩეკილი არსება. იყო ორი ღვიძლი და: ქადრუ და
ვინატა, დაქშას ასულები. ქადრუმ დადო ათასი კვერცხი, ვინატამ – მხოლოდ ორი.
ხუთასი წლის შემდეგ ქადრუს კვერცხებიდან აღასი ძლიერი გველი გამოიჩეკა,
ვინატას ორი კვერცხი კი უნაყოფო ჩანდა. მოუთმენელმა ვინატამ გატეხა ერთი
კვერცხი, სადაც მას მოუმწიფარი ნაშიერი დახვდა. ის იყო არუნა. განრისხებულმა
შვილმა დაწყევლა დედა, რომელმაც თავისი მოუთმრნლობით არ დაასრულებინა
ზრდა მას და მისი სიმახინჯის მიზეზი გახდა. ამ დანაშაულისათვის ვინატას ხუთასი
წელი მონობაში უნდა გაეტარებინა. მისჯილი ვადის გასვლის შემდეგ მას
გამოიხსნიდა მისი სხვა შვილი, თუკი მოუთმენლობას არ გამოიჩენდა და მეორე
კვერცხს დროზე ადრე არ გატეხდა. ბოლოს, არუნა მისი ძმის, მეორე კვერცხიდან
გამოჩეკილი გარუდას დახმარებით, მზის ღმერთის, სურიას მეეტლე და განთიადის
ღვთაება გახდა. სახელიც შესაფერი ჰქონდა «მეწამული».

არუნა – ხეთ. მსოფლიო ოკეანე, ზღვის ღვთაება. მისი დედაა მკურნალი


ქალღმერთი ქამრუსეფა, ვეზირი კი – იმფალუსი. მას ყოველთვის ახსენებენ
ღმერთთა სიაში. არუნა მეტად მღელვარე და საზრიანია. ხეთური მითოსი
მოგვითხრობს, როგორ განურისხდა არუნა ცას, დედამიწასა და ადამიანებს და მზის
ღმერთი წტალში ჩაიყვანა. მძიმე დღეებმა დაისადგურა ქვეყანაზე... მაშინ გაგზავნა
ჭექა-ქუხილის ღმერთმა თელეფინუ თავისი პირმშო, ოკეანესთან და დაავალა მზის
კვლავ ცაზე დაბრუნება. არუნა შეშინდა და მიათხოვა ჭექა-ქუხილის ძეს –
თელფინუს თავისი ასული, თან მზის ღმერთი უთუც გამოაყოლა... არუნამ ჭექა-
ქუხილის ღმერთს თავისი ქალიშვილისათვის ურვადი მოთხოვა. ღმერთებმა
მოითათბირეს და ჭექა-ქუხილის ღმერთს არუნასათვის მისაცემად ათასი ხარი და
ათასი ცხვარი დაუწესეს. არუნას ლამაზი ქალიშვილები ჰყავდა და ისინი ყველას
მოსწონდა. არუნა ასე ახასიათებს სერთაფსურუხის, თავის ასულს: «სიმაღლით სამი
უტევანია, სიგანით – ერთი, ხის წვენივით ტკბილია იგი». მას ქუმარბის მიათხოვებს.
არუნდჰატი (სანსკრიტ. არუნდჰატი) – «ცისკრის ვარსკვლავი»; 2. ლიუციფერ-
ვენუსი.
არურუ (შუმერ. «თესლის მომმადლებელი») – ადამიანთა დედა. თიხისაგან
ადამიანის გამომძერწავი. ენქიდუს გამჩენი (გილგამეშიანში).

ა-რურუ – «თესლის შემწირველი» (შუმერულად).

571
არვაკერი (სკანდ.) – სიტყვასიტყვით «ადრე ამდგომი». უფროს და უმცროს
«ედაში» მზის ეტლის ცხენი, რომელსაც ქალწული სოლი მართავს.
არვაკსროტა (სანსკრიტ არვაკსროტად) – «ვიშნუ-ჰურანის» მიხედვით: მეშვიდე
ქმნილი, ე. ი. ადამიანი. არარითა (ებრ.) – ფრიად ცნობილი და გავრცელებული
ჰაბალისტური ჯადო-სიტყვა, შედგება შვიდი ასო-ნიშნისაგან, მისი რიცხვითი
მნიშვნელობაა 813; ამ სიტყვის ასო-ნიშნები შეკრებილია ნოტარიკონის (იხ.)
მიხედვით წინადადებიდან – «ერთი პრინციპი მისიერთიანობისა, ერთი დასაწყისი
მისი ინდივიდუალობისა, მისი ცვლილება არის ერთიანობა».
არვალელი ძმები (ლათ. არვალეს ფრატრეს, «ყანის ძმები». «მხვნელ-
მთესველნი», არვუს – ყანა) – ქურუმთა საკულტო კოლეგია, სოფლის მოსავლის
ღვთაების მადიდებელი ძმობა, სადაც შედიოდა 12 შეწირული ქურუმი და ჰყავდათ
მაგისტრი. გადმოცემით შექმნა რუმელუს და რემის გამზრდელი ძიძის აკა
ლარენტიას თორმეტმა შვილმა. მაისში იმართებოდა როკვა და სიმღერა მოსავლის
ქალღმერთ დია დეას საპატივცემოდ.
არვალელი ძმები – ქურუმთა განსაკუთრებული ფენა, რომელიც მსახურებდა
ღვთაება მარსს არა როგორც ომის ღმერთს (იხ. სალიები), არამედ როგორც
მიწათმოქმედთა მფარველ და სასოფლო-სამეურნეო საქმეთა ღმერთს. ამავე ბუნების
(მარსი ორგვარი, დუალისტური ბუნებისაა) მარსს არვალელ ძმებთან ერთად
მსახურობდა იდუმალი ღვთაებრივი ქალღმერთი (იდუმალი და ნაკლებად ცნობილი
ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში).
არვიდსონი (Aრწიდსონ), ადოლფ ივარი, შვედი მწერალი, 1791-1858 წ. წ.
დაიაბად ფინეთშიპროფ. აბოში 182-მდე. შვედური ხალხური სიმღერების შემკრები
(1834-42 წ. წ.). ისლანდიური საგების მთარგმნელი.

აღწერა – მატერიალური გამოკვლევის ეტაპი, რომელიც ახდენს ექსპერიმენტის


ან დაკვირვების მონაცემების ფიქსირებას მეცნიერებაში მიღებული აღნიშვნების
გარკვეული სისტემების დახმარებით. აღწერა ხდება როგორც ჩვეულებრივი
სალაპარაკო ენით, ისე სპეციალური საშუალებებით (სიმბოლოები, მატრიცები,
გრაფიკები და ა. შ.). იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ახსნასთან. ფაქტის აღწერის
გარეშე შEUზლებელია მისი ახსნა.
არწივი და ბუ» – იხ. «მინერვას ბუ და იოანეს არწივი»; იხ. «ნარგიზი და
ვარდი» შაჰიდ ბალსელის (ჩემი მასალა ირანზე), ასევე «სიმბოლიკა».
არხანგელსკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე, მუსიკის მოღვაწე დ. 1846 წ. 1870-იან
წ. ჩამოაყალიბა ე. წ. «არხანგელსკის გუნდი», რომელიც ატარებდა კონცერტებს
(ხალხური სიმღერები, საეკლესიო, სასულიერო საგალობლები).
არხე (არქე) (ლათ> არცჰე) – სული; პარაცელსის მიხედვით: სული (ტრიადა
არხე – სული; ოდტ-ი უმცირესი მატერია ადამიანის სიცოცხლისა, ანუ პლასტიკური
მედიატორი; მარილი (?) – პარაცელსის მიმდევართა, ალქიმიკოსთა და
როზენკრეიცერთათვის ხილულლი მატერია) (იხ. არსე ბერძნულ ფილოსოფიაში).
არხუშ – «საშო» – შუმერული.
აშ (ებრ.) – ცეცხლი, როგორც ფიზიკური, ისე სიმბოლური გაგებით.
ასაბა სამქჰაილა (პალიური) – «ნაკადის დასასრულობა», ექვსი აბჰიდჯნადან
(იხ.) ერთ-ერთი. სივოცხლის ნაკადისა და განმეორებით დაბადებათა მწკრივის
დასასრულობის ფენომენალური ცოდნა.

572
ასაბია (არაბ. საჰიბ, მრ. რიცხვი აჰსაბ – მეგობარ-ამხანაგი) – ამხანაგი,
თანამდგომი, მახლობელი, გულშევატკივარი (მაგ: მიცვალებულის დაკრძალვაზე
შორიდან მოსული ჭირისუფლის მხლებელი).
ასაბია (არაბ. საჰიბ, მრავლ. რიცხვი, აჰ-საბ, მეგობარ-ამხანაგები) – 1.
გულშემატკივარი, მახლობელი, ჭირისუფალი; დაკრძალვაზე მისული ჭირისუფლის
მხლებელი (მხლებლები); 2. ძვ. საქართველოში დამნაშავის (ძალადობის)
თანამონაწილე ან თანამონაწილეები; 3. მეფის, დიდგვაროვანის, მაღალი იერარქიის
სამღვდელო პირის მხლებლები; 4. ღმერთთა და ქალღმერთთა თანმხლები ჯგუფი.
ასაფი და ნაიჰლა – არაბთა უძველესი (ისლამამდელი) კერპები, რომელთა
შორისაა აბდ ალ-მუტალიბმა (მუჰამედის პაპა და ქააბის კლიტეთა მცველი) და მისმა
ვაჟმა (ჯაბრაილის მითითებით) ხელახლა აღმოაჩინეს ზამზამის წმიდა წერილი.

ასაი – მუსიკალური ტერმინი, რომელიც აძლიერებს იმ სიტყვის მნიშვნელობას,


რომელსაც ემატება. მაგ., ალეგრო ასაი – უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი
ალეგრო.
ასაკი (Aსაკყ) გეორგი, რუმინელი მწერალი 1788-1869 წ. წ. პირველი რუმინული
გაზეთის დამაარსებელი. ავტორი: «რუსეთის ისტორიისა», 1856 წ. სახ. განათლების
მინისტრი.
ასაკრთ სამადჰი (სანსკრიტ. ასაკრტ სამად) – ექსტატიკური ჭვრეტის
განსაზღვრული საფეხური. სამადჰის (იხ.) სტადია.

ასამბლე – ნახტომი, რომლის დროს ფეხები ერთდება ჰაერში. ნახტომი


მთავრდება ვ პოზიციაში. ასამბლეს შესრულების ფორმები სხვადასხვაგვარია: მცირე
(პპტიტ), დიდი (გრანდ), შემოკვრით (ბატტუ), ადგილზე, ტრიალში (ენ ტოურნანტ)
წინ, გვერდზე, უკან გადაადგილებით, ხელის, თავის, ტანის სხვადასხვაგვარ
მდგომარეობაში.
ასამ-ი – ჰიმალაებთან მდებარე ოლქი (ამჟამად ინდოეთის შტატი). მის
ჩრდილოეთით, ჰიმალაებში აღმართულია «თეთრჯიღოსანი» (თოვლიანი
მწვერვალის) მთა კრაუნჩა, რომელიც თავის ისრით დაანგრია ომის ყრმა ღმერთმა
(სულ ხუთი დღისამ) სკანდამ (იხ.).
ასამსკრიტა (სანსკრიტ. ასამსკრიტა, მიზეზით განუპირობებელი) –
ბუდისტური ფილოსოფიის ჰინიანური მიმართულების ვაიბჰაშიკების სკოლის
მოძღვრება დჰარმათა (იხ.) შესახებ, რომლის მიხედვით ყველა დჰარმა იყოფა ორ –
ასამსკრიტულ და სამსკრიტულ დჰარმებად. ასამსკრიტული დჰარმა იყო
აბსოლუტური – მიზეზით განუპირონენელი. მისი საპირისპიროა სამსკრიტული
გაგება, რომლითაც ცალკე ჯგუფებად ყალიბდებოდა ყველა ცვალებადი – მიზეზით
განპირობებულიგჰარმა (იხ. დჰარმა; იხ. ბუდისტური ფილოსოფიური სკოლები).
ასანა (სანსკრიტ. ასანა) – მესამედი საფეხური ჰათა-იოგასი, ერთ-ერთი
დაწესებული პოზა მედიტაციისა.
ა-სანა – ძალა (შუმერ.).
აშარ ხაცბათი – «ნამტვრევების ადგილი» (ქვესკნელის ერთ-ერთი
სახელწოდება). პირდაპირ თქმა არ ხამს. მისი სახელი არ ითქმის.
ასარაკი – ტროას დამფუძნებლის ტროსის შვილი.
ასარჰადონი (681-669 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – ასურეთის მეფე, ძე სინაქერიბისა,
რომლის დროსაც ასურეთის სახელმწიფო უდიდესი იმპერია გახდა. ჩვ. წ-მდე 677 წ.
მან საბოლოოდ გაანადგურა ფინიკიის ქალაქები და ფინიკია ასურეთს შეუერთ. მისი

573
ერთგული ვასალი და ხარკის პირმართალი გადამხდელი გახლდათ იუდეის
მეფემანასე (696-642 წ. წ.)ძველი წერილობითი წყაროები მიგვითითებენ, რომ 673 წ.
ჩვ. წ-მდეასარჰადონს დაულაშქრავს «მიდიელთა შორეული ქვეყანა», ტყვედ ჩაუგდია
მიდიური ქალაქების ხელისუფლები, მათი «რემებით, ნახირებით, ფარებით, თუ
აქლემებით». 671 წ-ს ჩვ. წ-მდე დაიპყრო ეგვპტე მემფისამდე. მან მმართველობის
უფრო მძლავრი აპარატი შექმნა, ვიდრე მამამისმა. მისი მეფობის დროინდელ
დღემდე შემორჩენილ ნუსხაში ჩამოთვლილია ჩინოვნიკთა 150 თანამდებობა.
წარწერები გვაუწყებენ, რომ სარჰადონი დაპყრობითი კამპანიების გარდა, აქტიურად
ეწეოდა ქვყნის აღმშენებლობით საქმიანობასაც. გაიყვანა უამრავი არხი, რათა
ქვეყანაში ყოფილიყოუხვი მოსავალი მარცვლეულისა. «სეზამისა» (ეს იყო
ზეთისხილის მსგავსი მცენარეშირბასტის ოჯახიდან. ცნობილი იყო შირბასტის
ზეთი). ასარჰადონმა თავიდან აღაგო ბაბილონი; გახსნა «გზანი ქვეყნიერების ოთხივ
კუთხით, რათა ბაბილონელებს ესარგებლათ მათით და ურთიერთობა ჰქონოდათ
მთელს ქვეყანასთან». მან განაგრძო მამის დაწყებული ნინუვიის სასახლის
კომპლექსის მშენებლობა (იხ. ნინევიის სასახლე; ნინევიის ბიბლიოთეკა). ნინევიის
სასახლეთა კომპლექსში ე. წ. არსენალის ვრცელი ნაგებობაც შედიოდა, სადაც
ინახებოდა «შავთავიანთა შესაიარაღებელი აღჭურვილობა, საჯინიბოები – ცხენთა,
ვირთა, ჯორთა და აქლემთათვის; სადგომები ეტლთა, სატვირთო ოთხთვალათა,
ფორანთა; საწყობები კაპარჭთა, მშვილდთა, ისართა», «ლაგამ-აბჯარ-ინაგირთა» (იხ.
ასურეთი).
ასასინები – მასონურ-მისტიკური ორდენი, დაარსებული ჰასან საბაჰის მიერ XI
ს-შუ. სპარსეთში. სიტყვა «ასასინი», «ჰასანის» ევროპული დამახინჯებული ფორმაა,
რომელიც ამ სიტყვის მთავარ ნაწილს შეადგენს. ისინი, ობრალოდ, სუფიელები
გახლდათ და გადმოცემის თანახმად, ციურ ხილვათა გამოსაწვევად ჰაშიშს
ეტანებოდნენ, კენნეტ მაკენბის მიიხედვით, «ისინი ისლამიზმის საიდუმლო
დოქტრინათა მასწავლებლები იყვნენ». ისინი ოპირატესობას მათემატიკასა და
ფილოსოფიას ანიჭებდნენ და მრავალი ღირსეული ნაშრომი შექმნეს ამ დარგებში.
ასასინები – მკვლელობებით შიშს გვრიდნენ ყველას, ამიტომაც ეს სიტყვა
ფრანგებთან და იტალიელებთან XII ს-დან აღნიშნავს მკვლელს.

ასათ-ი (სანსკრიტ. ასატ) – ფილოსოფიური ტერმინი, აღნიშნავს «არყოფნას»,


უფრო ზუსტად «არყოფიერებას»; «მიუწვდომელი არარა»; საპირისპირობა სათი-სა –
უცვლელი, საუკუნო, ყველგანმსუფევი და ერთადერთი რეალური «ყოფიერსბისა»
(და არა ყოფის). ასათს იხსენიებენ, როგორც საფისაგან წაემოშობილს. არარეალური,
ანუ პრაკრიტი, ობიექტური ბუნება, განიხილება, როგორც ილუზია. ბუნება, ანუ მისი
ერთიანი ჭეშმარიტი არსის (რაობის) მომატყუებელი, ცრუ ჩრდილი.

ასათორი (სკანდ.) – 1. სკანდინავიური პანთეონის ელვისა და ჭექა-ქუხილის


ღმერთი, იგივე თორი (იხ. თორი), გმირი ღმერთი, რომელმაც ჯუჯების მიერ
გამოკვერილი მიელნირი (იხ.) – «ქუხილის ურო» მიიღო. «სიტყვათა ომში»
მელნირით გმირავს ალვინას, თავს უნგრევს გოლიათ ჰრუნგირს, ემუქრება ლოკის
(იხ. ლოკი) დასჯით, თავისი მაგიების გამო, ტრიმჰეიმში ანადგურებს ტიტანთა
მთელ რასას. შემდგომში კეთილი ღმერთი აკურთხებს ქორწინების კვანძებს, ლოცავს
კანონსა და წესრიგს და მისი დახმარებით აღასრულებს კეთილ და შესანიშნაბ

574
გმირობებს; 2. უფროს და უმცროს «ედაში»: ღმერთი, რომელიც თითქმის ისეთივე
დიდია, როგორც ოდინი (იხ.).

ასათთა – 1. ქალაქი ირანის ზეგანის სიღრმეში, ან ინდოეთში. შუმერთა ურუქის


მოქიშპე (იხ. ურუქი). ურუქის მეფე ენმერქარი (იხ.) – შთამომავალი მზის Eმერთის
– უთუსი. გამოცანების ახსნაში წჯიბრებოდა არათთა მეფეს. არათთა ჯადოსნური
ძალების წყალობით შეუვალი იყო. იგი ურუქიდან შვიფი მთის გადაღმა
მდებარეობდა და თავის წიაღში უმაღლეს განძეულობას – სპილენძს, ტყვიას,
ლაზურითს მალავდა. ენმერქარმა დიდძალი ლაშქრით დალაშქრა ეს ქალაქი. 3.
ლიტერატურაში – იდუმალი, ჯადოსნური ძალეის ცენტრი, შუაგული.

ასახვა – მატერიალური შემეცნების თეორიისა და მისი ბირთვის – ასახვის


თეორიის – ერთ-ერთი ძირითადი ცნება.
ასახვის თეორია –
ასბურჯ-ი – 1. ტენერიფის მთაგრხილის ერთ-ერთი ლეგენდარული მწვერვალი;
2. ირანულ ლეგენდებში: დიადი მთა, თავისი ალეგორიული დანიშნულებით
შეესაბამება «მსოფლიო მთას» (იხ.), იგივე, რაც ინდური მითოლოგიის მერუ; 3.
ასბურჯი ის მთაა, «რომლის ძირში ესვენება მზე».
ასციტი (ლათ. ასციტეს) – წყალმანკი, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში.
ასები (სკანდ.) – ძველ სკანდინავიურ ბალადებში ელფებისა და გნომების
შემქმნელები, ანუ იმ ეელემენტალთა, რომლებიც ადამიანებზე დაბლა დგანან,
ითვლებიან ოდინის შთამომავლებად; იგივეა, რაც ესირი.

ასები – იხ. სკანდ. მით.


ასები – სკანდინავიური პპანთეონის ღმერთების ჯგუფი, რომელთაც განაგებს
ოდინი (იხ. ასინები). «უმცროს ედაში» (იხ.) მათი რიცხვი თორმეტია (წმიდა რიცხვი).
ასეიტეტი ლათ არსებობა თავისთავად. სქოლასტიკურ თეოლოგიაში,
აღნიშნავდა ღმერთის აფსოლიტერ დამოუკიდებლობას, რის ძალითაც ის თვითონაა
თავისი თავის ერთადერთი მიზეზი.
აშელის კულტურა (ქ. ამიენის (საფრაგეთში) გარეუბნის სენტ-აშელეს (შაინტ-
აცჰეუე) სახელიდან, სადაც იპოვეს პირველად ამ კულტურის დამახასიათებელი
ნიშნები) – ქვედა პალეოლითური არქეოლოგიური კულტურა. შეცვალა შელის
კულტურა. გავრცელებულიიი იყო აფრიკაში, ევროპასა და აზუუს სამხრეთში.
ითვლის 400 000-100 000 წელს. საქართველოში ამ პრიოდის 50-მდე ნამოსახლარია
აღმოჩენილი.
ასემია – ხატვის უუნარობა.
აშენ-ლანგან-ი (კოლარიანული) – განსაზღვრული წეს-ჩვეულებანი ბოროტ
სულთა განსადევნად, მსგავსი ქრისტიანული რელიგიით ეშმაკთა განდევნისა. ამ წესს
მისდევდნენ ინდოეთის კოლარიანული ტომები..

ასეპტიკა (ლათ. ასეპტიცუმ) – ჭრილობით (ნაიარევით) ინფექციებთან


საოპერაციო (ქირურგიული) იარაღების სტერილიზაციით ბრძოლა.
აშექალი – მატრიარქატის დროინდელი წარმართული ქართული მითოლოგიის
ერთ-ერთი პოეტური სახე. ქაჯეთიდან მოყვანილი, მოქცეეული; სამძიმარას,
მზექალას, და გიორგის დობილი. სალოცავი ხახმატში ჰქონდა. ქაჯეთი – ქართ. მით-

575
ში ქისტეთის სინონიმია. მისთვის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი საფუძველს
გვაძლევს ფიქრისა, რომ გადმოსულა ფინიკ. აშურა კულტიდან.

ასექსუალყრი (ლათ. ასეხუალის) – სქესობრივი გრძნობის არმქონე, ანდა ის,


ვინც ვერ აღძრავს სექსუალურ გრძნობებს.
აშერა – ფინიკიელთა ქალღმერთი, ადონისის ცოი. ბერძენთა – გეას, ქართულ
– გას, აზიურ – აფროდიტეს ორეული. ზნეობის, სიწმინდის, სიკეთის სიმბოლო,

აშერათუ – უგარიტ. ქალღმერთი, უზენაესი ღმერთის, ელის მეუღლე.


აშერთუ – ხეთ. აშერთუ ცდილობს ოჯახში სტუმრად მოსული ამინდის
ღმერთი აცდუნოს. ამინდის ღმერთი წინააღმდეგობას უწევს. შემდეგ მიდის
ელქუმირსასთან, აშერთუს მეუღლესთან, უყვება ამ ამბავს და ეუბნება, რომ აშერთუ
მის მამაკაცობას არად აგდებს. შეურაცხყოფილი ელქუნირსა მიატოვებს თავის
მეუღლეს.

ასფალიოს-ი (ბერძ. Aსფალიოს მტკიცე, ურყევი) – ზღვის ღმერთის


პოსეიდონის ერთ-ერთი ეპითეტი.
ასფიქსია (ლათ. ასპყხია) – სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის
მკვეთრი შემცირების გამო სუნთქვის შეჩერება, გაგუდვა.
ასფურცელა – ქართული ზღაპრის ცნობილი გმირი, რაღაც დეტალებით
დაკავშირებულია მითოლოგიურ სამყაროს.
ასგარდი (სკანდ. მით.) – ღმერთ-ასების (იხ. ასები) სავანე. დანამდვილებით
უცნობია მისი ადგილმდებარეობა, იგი შესაძლოა ერთდროულად ცაზეც
მდებარეობდეს და მიწაზეც. მის შუა ადგილას, ქალაქ ასგარდის ცენტრში,
ადავიოლის ველზე აღმართული იყო მთავარი ტაძარი ტახტითურთ. იგი, პირველ
რიგში, აუგიათ ოდინისა და მისი 12 ასისათვის (იხ. იხ.). ოდინის ასგარდისეულ
ტაძარში (იხ.) ღმერთების მიერ აგებული ხიდით ჩამოდიოდნენ. ამ წმიდა ტაძარში,
ყოველდღე იკრიბებოდნენ და სამსჯავროს აწყობდნენ. ამ ხიდს ბიგრიოსტის ხიდს
უწოდებდნენ (იხ.).

ასგარდი (სკანდ.) – 1. ძვ. სკანდინავიურ ღმერთთა სამეუფეო და


სამკვიდრებელი – სკანდინავიური ოლიმპოსი; 2. განფენილია «სინათლის ელფების
(იხ.) სახლს ზემოთ», მაგრამ ეტუნჰეიმის (იხ.) დონეზე სადაც ეტუნები – მაგიაში
გაცნობიერებული ბოროტი ტიტანები ცხოვრობდნენ და მუდმივად ქიშპობდნენ
ღმერთებთან. აშკარაა, რომ ასგარდის ღმერთები, არსებითად იგივენი არიან, რაც
ინდური სურები (ღმერთები), ხოლო ეტუნები – ასურები. ორივე ჯგუფი მტრულ
ძალებს განასახიერებს ბუნებაში – კეთილ და ბოროტეულს. მიიჩნევიან, ასევე, ბერზ.
მითოლოგიის ღმერთებისა და ტიტანების იდენტურობად.

ასგარდი (სკანდ.) – სამყაროს უზენაესი საფერო, ოდინის პანთეონის ღმერთთა


სავანე ჩრდ. მით-ში. იმ 12 ღმერთის 12 სასახლეა აღმართული. თვალუწვდენელ
სიმაღლეზეა. მიწასთან აერთებს 7 ფერი ხიდი ბიფრისტი – ცისარტყელა. შუაში დგას
იფნის ხე – იგდსაზილი, მისი ტოტები სამყაროს ფარავენ. ცხოვრობენ აზები –
ოდინის მოდგმის ღმერთები.
ასგარდის ტაძარი (სკანდ. მით.) – ღმერთების ქალაქის მთავარი ტაძარი და
სამსჯავრო. მიძღვნილი იყო ოდინისა და მისი 12 ასისადმი. ეს ტაძარი ქალაქის

576
(ასგარდის) შუაგულში იდგა. სკანდინავიური ეპოსი აღწერს: «არა არს მიწად სახლი
უფრორე უკეთ და უდიდესად აგებული. ყველაფერი მის შიგნით და გარეთ წმინდა
ოქროსია, ადამიანები ამ სახლს «ჭერს სიხარულისას» უწოდებენ (იხ: ასები, ოდინი,
ასგარდი).
ასჰ-მეტარეფ-ი (ებრ.) – «განმწმენდი ცეცხლი» (იხ. განმწმენდი სტიქიები); 1/
კაბალისტური ტრაქტატი, რომელიც ეხება ალქიმიის, ლითონებისა და პლანეტების
ურთიერთდამოკიდებულებას.

ასჰულუმის ნადავლი» – ასკულუმი ქალაქია ცენტრალურ იტალიაში,


პიცებუნის ოლქში. როცა გნეუს პომპეუს დიდის (იხ.) მამამ, მთავარსარდალმა გნეუს
პომპეუს სტრაბონმა (სტრაბო მეტსახელია, ნიშნავს ელამს) ასკულუმი აიღო,
ნადავლად ჩაუვარდა სანადირო ბადეები და წიგნები. მამის გარდაცვალების შემდეგ
სტრაბონის წინააღმდეგ მაშინვე წამოიწყეს სასამართლო პროცესები. ერთ-ერთი
სასამართლო გნუს პომპეუს დიდის – თავად შვილის მიმართ მოეწყო. საქმე მამისგან
მიღებულ «ასკულუმის ნადავლს» (წიგნებსა და სანადირო ბადეებს) ეხებოდა.
სინამდვილეში ეს ნადავლი, მართლაც მიიღო პომპეუსმა, მაგრამ სასამართლო
პროცესის დროს იგი მას არ ჰქონია. ლუციუს კორნელიუს ცინას (იხ.) მცველები
პომპეუსყს სახლში შეიჭრნენ და გაძარცვეს. სასამართლოზე ჭაბუკმა პომპეუსმა
დიდი გამჭრიახობა და, ასაკთან შედარებით, დიდი სიმტკიცე გამოიჩინა. ამით
სასამართლოს წიამძღოლი პრეტორიანტონიუსიც მოხიბლა. პრეტორმა იგი
გაამართლა და თავისი ასულიც – ანტისტიაც მიათხოვა. როცა განაჩენი გამოიტანეს
და პომპეუსი გაამართლეს, , ხალხმა აღტაცებით იყვირა: «ტალასთუსს»! ეს ის
სიტყვაა, ადათის თანახმად, ძველთაჰანვე საქორწინო შეძახილს რომ წარმოადგენდა
(იხ. ტალასიუსი, პლუტარქე).

აში (ეგვ. აშ) – უდაბნოს ღმერთი. შევარდნის თავიანი კაცი – სეთის უძველესო
სახე.
ასია – 1. ოკეანიდი. 2. იხ. აზია.
ას-იაჰ-თორუმ-ი (ფინურ-უგრიული მით.) – ნუმი-თორუმის (იხ.) შვიდ ძეთაგან
მეორე (უფროსის პოლუმ-ტორუმის შემდეგ იხ.). მდ. ობის ზედა დინების ღმერთი,
განაგებდა თევზისა და ბეწვეულის სიმდიდრეს. იღებდა თოლიას ან თეთრ ცხენზე
ამხედრებულია დამიანის სახეს.
აშ-იგდრასილი (სკანდ.) – იხ. იგდრასილი (სკანდ. მით. და ე. ბლავატრასკაია).
ასიჰარა-ნო ნაკაცუკუნი – იაპონიის მითიური სახელწოდება, ნიშნავს:
«ლერწმის ველი – შუა ქვეტანა». ასი იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლოა სხვებთან
(ალუბალი, ტირიფი და ქლიავი) ერთად. ხალხის სამყოფელს უპირისპირდებატაკამა-
ნო ჰარა – «მაღალი ცის ველი». (????)

აშიმბაბბარ-ზუენი (შუამდ. მით.) – მთვარის ღამეს ნანას (ნანარის) ერთ-ერთი


ეპითეტი (იხ. ნანა)
ასიმეტრია (ლათ. ასყმეტრია) – სხეულის ნაწილების არათანაბარზომიერება,
შეუფარდებლობა.
ასიმეტრია – (არქიტ.) დამოკიდებული ნაწილების უთანასწორო
განვითარებისას მთავრის მიმართ (ფრონტალურ კომპოზიციაში), კომპოზიცია
მთლიანად იღებს არასიმეტრიულ ხასიათს. მთავარი ნაწილი ასიმეტრიულ

577
კომპოზიციაში ასევე უმთავრესად უნდა გადაწყდეს ასიმეტრიულად ანდა სუსტად
გამოხატული სიმეტრიით.
ასიმილაცია (ლათ. ასსიმილატიო) – მარტივ ელემენტთაგან ორგანიზმის
შემადგენელ რთულ ნივთიერებათა შექმნა.

ასინები (სკანდ. მით.) – ქალღმერთთა ჯგუფი, ასების მდედრული წყვილები


(იხ. ასები). ასგარდში ბინადრობს 14 ქალღმერთი – ასინები: ფრიგი – ოდინის
ცოლი (იხ. ფრიგი), საგა (იხ.), ეირი (იხ.), გევონი (იხ.), ვულა (იხ. ფულა), ფრეია (იხ.),
სიევნი (იხ.), ლოვნი (იხ.), ვარი (იხ.), ვერი (იხ.), სიუნი (იხ.), ჰლინი (იხ.), სნოტრა
(იხ.), გნა (იხ.).
ასინერგია (ლათ. ასყნერგია) – რთული მოძრაობითი აქტის მოშლა; მარტივი
მოძრაობების რთულ მოძრაობაში გაერთიანების უნარის დაქვეითების ან სრული
დაკარგვის გამო.
ასინქრონულობა – (კინო) ხმისა და გამოსახულების შეუთავსებლობა ფილმში,
როდესაც გამოსახულება და მისი შესატყვისი ხმა სხვადასხვა დროს წარმოიქმნება
იგივეა, რაც არასინქრონულობა.
ასიოსი 1. არისბელი, ტროას გმირიჰექტორის მოკავშირე მეათე წელს. 2. ჰეკაეის
ძმა. 3. დიმანტის ძე. მისი სახე მიიღო აპოლონმა.
ასირათუ (უგარით. მით.) – უგარითული მითოლოგიის ქალღმერთი, ილუს
(იხ.) პირველი მეუღლე. მის სახელს ხშირად ემატებოდა ეპითეტი – ზღვისა.
შესაძლოა, აქ მსოფლიო ზღვა იგულისხმებოდეს, რომლიდანაც განწვალდა მიწა.
ამასთან, ერთი ზღვა კონკრეტულიც შეიძლება ყოფილიყო, რომლი წიაღში
სხვადასხვა თევზები და ზღვის არსებანი ფუთფუთებდნენ. ასირათუ მათ
მფარველად ითვლებოდა, როგორც ზღვის ღვთაება, მიჩნეული იყო მეთევზეთა
მფარველადაც. ჩვეულებრივ, მიღებული იყო ღმერთთა საერთო პირველ მშობლად,
თუმხა ყველა ღმერთი მისი ნაშიერი როდი იყო. იგი მონაწილეობდა ილუს
გადაწყვეტილებათა მიღებაში, მაგრამ მუდამ მეუღლესთან აღარ ცხოვრობდა.
ყოველი მისი მიბრძანება ილუსთან წარმოადგენდა დღესასწაულს. უშუალოდ მისი
მეუღლე ილუ და არც თავად ასირათუ (მათ შორის ილუს სხვა ცოლებიც) უშუალოდ
არ მართავენ სამყაროს. ისინი, როგორც აღმეტებული ხელისუფალნი, მიწისაგან
ძალზე შორს და ღმერთთა მაღლა სუფევენ.
ასირათუ (უგარითულ-ფინიკიური მით.) – უგარითული მითოლოგიის
უზენაესი ქალღმერთი, ილუს (იხ.) მეუღლეს ღმერთების მეუფეს ხშირად სტუმრობს
სასახლეში, რომელიც ორი ოკეანის დინებათა შორის დიადი მდინერის სათავესთანაა
(ილუს და ასირათუს ორი სასახლე-საბინადრო ჰქონიათ. ერთი – მემფისში,
ეგვიპტეში (იხ.) და მეორე კრეტაზე). ასირათუ იყო სწორედ ის, რომელიც
ქალღმერთმა ანათუმ – ბალუს დესპანმა სასახლის აშენების გამო ჩარია საქმეში.
ასირათუ ხშირად სწირავს თევზებს ილუს (ღმერთების მამას, იხ. ილუ) თავის
მეუღლეს.
ასირები(სანსკრიტ. ასირას) – 1. ელემენტალები თავების გარეშე. უფრო
ზუსტად «უთავურობა»; 2. მედიცინაში: აცეფალიები (იხ.); 3. ტერმინი იხმარება
კაცობრიობის პირველი და მეორე რასის აღმნიშვნელადაც.
ასირიელები – ცხოვრობენ გაფანტულად ჩრდ-დასავლეთ ირანში, ურმიის ტბის
დასავლეთით, აგრეთვე, თურქეთის ქურთისტანსა და ამიერკავკასიაში. ენის მხრივ
მიეკუთვნებიან სემიტურ ენათა სომხურ განშტოებას. უმრავლესობა ლაპარაკობს
ურმიულად. რწმენით – ნესტორიანელები და იაკობიტები (იხ. იხ.). კულტურის
578
დაბალი დონის მქონე ხალხია. მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. თავს
ძველ ქალდეველთა (ასურელთა იხ. ასურელები. ქსე) შთამომავლებად მიიჩნევენ.

ასისტი (ინოკოპი) – ძვლის რუსულ ფერწერაში შტრიხები, სხივები ანდა


ორნამენყული მოტივები, შესრულებული გამშრალი საღებავის ფენაზე ფურცლოვანი
ოქროთი. ასისტი გვხვდება ძველი რუსული ფერწერის განვითარების მთელ
მანძილზე, დაწყებული მისი ყველაზე ადრეული ძეგლებიდან.
აშიტა (სანსკრიტ. ასიტა) 1. კერძო სახელი; 2. ბჰარატას (იხ.) ძე; 3. რიშის (იხ.)
ბრძენი და.
ასიზები (ლათ. ასსისაე სხდომები) – 1. შუ საუკუნეთა სამართლის კრებულები
(მაგ: იერუსალიმის ასიზები და მის საფუძველზე შექმნილი ანტიოქიის ასიზები იხ.
იხ.); 2. სწავლულ იურისტთა კომენტარები; 3. ინგლისში – სამეფო საბჭის სხდომები,
მეფის დადგენილებები დაგანკარგულებები (მაგ: ჰენრი II-ის დიდი ასიზა,
კლარენდონის ასიზა...); 4. საფრანგეთში – დიდ ფეოდალთა განკარგულებები (მაგ:
ბრეტანის ასიზა, შამპანის ასიზაა...); 5. თანამედროვე ინგლისში – სეფე მერხის
სასამართლო, საფრანგეთში – უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გამსვლელი
სესიები, სადაც ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება მძიმე დანაშაულებრივი
საქმეები. ასიზის სასამართლი პირველად შეიქმნა ინგლისშიXიი ს-ში.
ასკ (სკანს) – 1. ანუ იფანი. «ხე ცნობადისა»; 2. ასგარდის ღმერთებმა სწორედ
იფანისა და მურყანისაგან შექმნეს პირველი ადამიანები.
ასკალაფოსი (ჭოტი) – 1. პესეფოონემ ან დემეტრამ ჭოტად აქცია. 2. არესის
შვილი ბეოტიელი გმირი. ელენეს მთხოვნელი. ტროას ომის მონაწილე.

აშკალონი (ასკალონი)აშდოდი, აკარონი – ფილისტიმელთა ხუთი ქალაქ-


სახელმწიფოს კავშირის (დამატებული ღაზა და გათა) ქალაქები პალესტინის
სანაპირო ნაყოფიერ ველებზე (იხ. ფილისტიმელები).
ასკანია – ქალაქი ასკანიის ტბასთან. ბითვინიას ნიკეასთან, პონტოს ექვსინოსის
(შავი ზღვა) ახლოს (მცირე აზია).
ასკანიოსი (ჰომ.), ასკანიუსი (ლათ.) – იგივე იულიუსი, იულიუსთა სამეფო
გვარის დამფუძნებელი. ბერძნულ-რომაული თქმულების გმირი. ერთი მითის
მიხედვით ტროას დანგრევის შემდეგ იქვე რჩება და ხდება ახალი ტროას მეფე.
«ენეიდას» მიხედვით მამასთან ენეასთან ერთად გაიქცა და თანამებრძოლია მისი,
როგორც ასკანუს-იულიუსი. იტალიის ცნობილი ქალაქის ალბა-ლონგას
დამაარსებელი. (მის ჩამომავლებად ითვლებიან იულიუს კეისარი, ავგუსტუსი...) ძმა
სილვიუსი – სილვიუსების გვარის დამაარსებელი. წარმომავლობის მიხედვით
არსებობს სხვა ვერსიებიც.

ასკანიუსი – ბერძ. ენეასისისა და კრეუსას ვაჟი. მას ხშირად იულუსსაც


უწოდებდნენ და თვლიდნენ იულიუსთა (კეისარი, ავგუსტესი) მოდგმის წინაპრად.
ასკანიუსი თან ახლდა ენეასს მოგზაურობათა ჟამს. მითის ზოგი ვარიანტის
თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ იგი მეფობდა ტროაში. ენეასის გარდაცვალებიდან
30 წლის შემდეგ კი ასკანიუსმა დააარსა იტალიაში ქალაქი ალბალინგა, რომელიც
იქცა ენეასის ჩამომავალთა რეზიდენციად.
ასკარიდა - ადამიანის პარაზიტული მრგვალი ჭიების ერთ-ერთი სახეობა. 40 სმ-
მდე სიგრძის. ბინადრობს ნაწლავებში. იწვევს დაავადება ასკარიდოზს.

579
აშკენაზები – ებრაულად ასე იწოდებოდნენ გერმანელი ებრაელები
ესპანელებისაგან განსხვავებით (სეფარდები).

ასკეტი –
ასკეტიზმი (ბერძ. ასკეო – ვარჯიშობა) – მორალორი პრინციპი, რომელიც
ადამიანებს უწესებს თვითაღკვეცის, ცხოვრებისეულ სიკეთეებსა და ტკბობაზე უარის
თქმა, გრძნობითი მისწრაფებების დათრგუნვა სოციალური მიზნებისა თუ
ზნეობრივი თვითგადარჩენის მიზნით. მორალურ მოძღვრებათა ისტორიაში ა
ჩვეულებრივ, უპირისპირდება პედონიზმსა და ეპიკურიზმს. ა-ს ფესვები
პირველყოფილ საზოგადოებაში უნდა ვეძიოთ, როცა ცხოვრების მატერიალური
პირობები ადამიანებისაგან მოითხოვდა დიდ ფიზიკურ გამძლეობას, მძიმე
გაჭირვების ატანის შესაძლებლობებს. ეს ობიექტური მოთხოვნილება გამოვლინდა
განსაკუთრებული სახის რელიგიურ რიტუალებში. ასე, ინიციაციის წეს-ჩვეულების
მეშვეობით ხდებოდა მოზარდების მამაკაცად ხელდასმა. წეს-ჩვეულება
ითვალისწინებდა ხანგრძლივ მარხვას, იზოლირებას, კბილების მოქლიბვას და სხვ.
მიზნად ისახავდა ჭაბუკებისათვის ჩაეგონებინათ გაჭირვებისა და უბედურებათა
ვაჟკაცურად დაძლევის აუცილებლობის აზრი. ა-ს პრინციპმა სხვა აზრი შეიძინა
კლასობრივ საზოგადოებაში. მისი თეორიული დასაბუთების პირველი
მცდელობებიჩანს ძველი აღმოსავლეთის რელიგიებში, პითაგორელთა რელიგიურ
მოძღვრებაში, შემდგომ – ქრისტიანობაში. აქ ასკეტური მოღვაწეობა მიიჩნეოდა
ზნეობრივი სრულყოფის გზად – როგორც ადამიანის მიერ მატერიალური საწყისის
დაძლევა და მისი სულიერი სუბსტანციის განვითარება (ქრისტიანობაში «სხეულის
დათრგუნვა» და «ღვთაებასთან შერწყმა»). ამ პრინციპის ნამდვილი აზრი კი
მდგომარეობდა ხალხთა მასებში ცხოვრებისეული კეთილდღეობისაკენ სწრაფვაზე
უარის თქმის აუცილებლობის იდეის გავრცელება. ასე და ამრიგად, ა-ს ქადაგება
წარმოადგენდაიდეოლოგიურ საშუალებას კლასობრივი წყობის გამართლებასა და
მისი საფუძვლების განმტკიცებას. მაგ: ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი, რომელიც
ითვალისწინებდა ღვთისმსახურთა ა-ს (მარხვა, დაუქორწინებლობა, თვითგვემა),
თავის გარშემო ქმნიდნენ სიწმინდის არეალს და მშრომელთა მასებში
პროპაგანდირებდა თავშეკავების იდეა. რელიგიური ა-ს კრიტიკით გამოვიდნენ რევ.
ბურჟუაზიის იდეოლოგები (ჰუმანიზმი). ნაგრამ ადამიანურ მოთხოვნილებათა
რეაბილიტაცია ბურჟუაზიულ იდეოლოგიაში შინაგანად წინააღმდეგობრივიი იყო.
გამოაცხადა რა ადამიანის უფლება კეთილდღეობაზე, ბურჟუაზიულმა
საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობები
ადამიანთა უმეტესობისათვის (სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა და ა. შ.).
კაპიტალიზმი, რომელმაც კერძო საკუთრება ადამიანთა ურთიერთობების
საყოველთაო საზომად აქცია,ადამიანთა მოთხოვნილებები დაამახინჯა, დაიყვანა
ისინი ფლობის ცალმხრივ გრძნობაზე. ჩაგრული კლასების იდეოლოგები ზოგჯერ ა-ს
ქადაგებდნენ, როგორც პროტესტს მდიდართა სიმდიდრის წინააღმდეგ და როგორც
გზას ძალთა მობილიზებისათვის სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრებისათვის
ბრძოლაში (გლეხთა და ადრეული პროლეტარული მოძრაობები), რითაც
გაბატონებული კლასები სარგებლობდნენ. ა-ს ელემენტებს შეიცავდნენ ასევე
«გამთანაბრებელი კომუნიზმის» სხვადასხვა თეორიები, რომლებიც ქადაგებდნენ
საზოგადოების ყველა წეევრის ყველაზე აუცილებელი მატერიალური
მოთხოვნილებების შეზღუდვას. თანამედროვე ეპოქაში ა-ს ზოგიერთი პრინციპი იმ
ზომით, რა ზომითაც ისინი უპირისპირდებიან უსულგულო ბურჟუაზიულ მორალს,
580
მომხმარებლობის უზომობასა და პედონიზმის იდეალებს, წარმოადგენენ კაპ.
საზოგადოების განსაზღვრული მასობრივი ფენების (ქალაქის დაბალი ფენები,
ემიგრანტთა ჯგუფები, სტუდენტური ახალგაზრდობის ნაწილი და სხვ.), რომლებიც
მონაწილეობენ საერეთოდემოკრატიულ მოძრაობაში. მაგრამ იმავდროულად
მორალური ნიჰილიზმის განსაკუთრებულ ფორმად ყალიბდება ანარქიული ა.
იზიდავს რა მოსახლეობის პრივილეგირებულთა ფენების ცალკეულ ელემენტებს,
ასეთი ა. კულტურისა და მორალის დამამხობლის როლში გამოდის.
დამახინჯებულად განიმარტება – რევოლუციურობისა და მორალის
თანაფარდობისა, მოქმედებისა და დისციპლინის ერთიანობის მორალური
მნიშვნელობის აუღიარებლობა, ასეთი ა-ს მომხრეები ამორალიზმის ექსტრემისტულ
აქტებში ხედავენ არსებული საზოგადოების ფუმქციონირების ყველა მექანიზმის
მოშლის მთავარ საშუალებას. ასეთი ა-სთვის მიუღებელია სოციალური გარდაქმნის
პოზიტიური პროგრამები და მშრომელთა ორგანიზებული ბრძოლა, ამიტომაც იქცევა
მხოლოდ სოციალური უღონობის დამახინჯებულ ფორმად, დემოკრატიული
ძალების განხეთქილების, რევოლუციური მორალის კომპრომეტაციის ფაქტორად,
რეაქციის ბრმა იარაღად. ზოგ შემთხვევაში ა შეიძლება იქცეს წვრილბურჟუაზიული
მორალის გამოცოცხლების ფორმად, რაც გამოიხატება გათანაბრების იდეის დაცვაში,
სიღარიბისა და ჩამორჩენილობის, როგორც რევოლუციური ენთუზიაზმის
ბერკეტების შენარჩუნების პროპაგანდაში, კულტურულ და მორალურ ფასეულობათა
ფეხქვეშ გათელვაში.
ასკეტიზმი (ბერძ. ასკეო – ვვარჯიშობ) – ქცევის პრინციპი და ცხოვრების წესი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ადამიანურ მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებაში უკიდურწსი თავშეკავება, ე. წ. «ხორცის დათრგუნვა». მიწიერ
კეთილდღეობაზე უარის თქმა.
ასკეზაზ – ვარჯიში მოთმენაში, ხორცის მოკვდინება.
ასკეზი – იხ. ასკეტი მნიშ. 1.
ასკი – სკანდინავიური მითოლოგიით პირველი მამაკაცი (იხ. ადამი, იხ.
პერუშა).

ასკი-კატასკი-ჰაიკს-ტეტრაქს-დამნამენეუს-აიჰსიონ – მისტიკური სიტყვები.


ათანასე კირჰერის ცნობით ნიშნავს: «წყვდიადი, სინათლე, მიწა, მზე, ჭეშმარიტება».
ისიჰიობისის თქმით ეს სიტყვები ამოტვიფრული ყოფილა დიანა ეფესელის
სარტყელზე თუ თასმაზე. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ამ სიტყვებს ქურუმები
ეშმაკით შეპყრობილთ უკითხავდნენ.
ასკლეპიადე, ასკლეპიოსი (ასკლეპიადეს) – (ძვ. წ. 128-56 წ. წ.) წარმოშობით
ბერძენი რომაელი ექიმი. განათლება მიიღო ალექსანდრიასა დაათენში. მისი
სამედიცინო სისტემა ემყარება დემოკრიტეს ეპიკურესა და ლუკრეციუსის
ატომისტურ მოძღვრებას. (მკურნალობის ღმერთ აპოლონისა და კორონიდას ვაჟი.
მკურნალობა შეისწავლა თავისი აღმზრდელი კენტავრის ქირონისაგან. მიიჩნეოდა
საუცხოოექიმად, რომელიც მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ზევსმა ღმერთებისაგან
დადგენილი კანონის დარღვევისათვის ასკლეპიოსი ეკვით მოკლა).

ასკლეპიადები – ქურუმ ექიმთა კოლეგია.


ასკლეპიადები – ძველბერძენი ქორომები, ესკულაპეს ტაძართან, სადაც
მკურნალობდნენ ავადმყოფებს და ასწავლიდნენნ სამედიცინო სკოლებში.

581
ასკლეპიოსი (რომაელთა ესკულაპი) – მითიური მკურნალი ღმერთი, აპოლონის
ძე. ასე მოიხსენიებენ მას ჰესიოდეპინდარე და სხვები. აპოლონმა იგი კენტავრ ქირონს
ჩააბარა აღსაზრდელად. მანვე ასწავლა მკურნალობა და ნადირობა. მისი შვილებიც
მკურნალები არიან. ქალიშვილებს ერქვათ ჰიგიეა («ჯანმრთელობა») და პანაკეა
(«ყოვლის მკურნალი») აქედან წამოვიდა სიტყვები: ჰიგიენა და პანაცეა. ასკლეპიოსი
მკვდრებსაც აცოცხლებდა, ამიტომ შეწყდა სიკვდილი დედამიწაზე. ზევსმა ეს
მკრეხელობად ჩათვალა და ისრით განგმირა. მკურნალთა ღმერთის ატრიბუტებია:
სამგზავრო კვერთხი, გველი და მამალი. გველი სამკურნალო შხამის სიმბოოა, ხოლო
მამალი – შესაწირი, რადგან განკურნებულები მსხვერპლად მამალს სწირავდნენ.
ჰიგიეას ხელში თასი უჭირავს, საიდანაც გველი სითხეს სვამს. თანამედროვე
მედიცინას დღესაც შემორჩა ეს სიმბოლო. რომაელენმა ასკლეპიონს ესკულაპი
უწოდეს. მეცნიერთა ერთი ნაწილი მის სამშობლოდ კილარიას მიიჩნევს.
«კოლხიდელი», ასე უწოდებენ მას ასეც არის საფიქრებელი. კოლხეთი ხომ მედეას
სამშობლოა.აქ არის მიჯაჭვული პრომეთე (კაცთა მხსნელი). კოლხეთშია აღმოჩენილი
მიწის შრეებში ჩაფლული «აფთიაქი», მისი მოწყობილობა, წამლის შესანახი ნიშები,
სადუღი ქილები და სხვა. ხელოვნებაში გამოისახებაროგორც ზევსი – მშვიდი,
ფიქრიანი, დიდებული კაცის იერით. წვერულვაშიანი, გველით ან კვერთხით. მისი
სახელი იხსენიება ჰიპოკრატეს ფიცში, რომელსაც ექიმები დებენ მკურნალობის
დაწყების წინ.

ასკლეპიოსის ტაძარი ეპიდავროსში – არგოლიდის ჩრდილო-აღმოსავლეთში


საპორტო ქ. ენიდავროსის დასავლეთით10 კმ-ში მითური მკურნალისადმი,
ლეგენდარული ასკლეპიოსისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომელმაც სახელი გაითქვა
თავისი განმკურნებელი საქმიანობით. აპოლონის ძე, ჯადოქარი ექიმი ასკლეპიოსი
არა თუ ჰკურნავდა ავადმყოფებს, არამედდ მიცვალებულთაც აცოცხლებდა. ამან კი
კოსმიური ბალანსი დაარღვიასაიქიო და სააქაო სამყაროთა შორის და ანით
შეშფოთებულმა ჰადესმა ზევსთან უჩივლა მკურნალობის ღმერთს. განრისხებულმა
ოლიმპოს მბრძანებელმა ელვით განგმირა ლეგენდარული მკურნალი (დაწვრილებით
იხ. ასკლეპიოსი). რაც შეეხება ეპიდავროსის ტაძარს, იგი დორიული პერიპეპტეროსის
ფორმის გახლდათ, ზომით – 11,9X23 მ. ხოლო კოლონათა რაოდენობა 6X11-ზე
გახლდათ. სავარაუდოდ, ჩვ. წ-მდე ან 380, ან 390 წ. უნდა აეგოთ. სკულპტურული
მორთულობის საქმეთა ხელმძღვანელი მოქადაკე ტიმოთეოსი ყოფილა. მას
მიეწერება ფრონტონულიკომპოზიციის შესრულებადა ფიდიასის სტილში
გაკეთებული გამარჯვების ქალღმერთის – ნიკესა და ნერეიდების გამოსახულებები
აკროტერიონზე (იხ.). ცნობები ასკლიპიოსის ქალიშვილების – ჰიგიების (იხ.)
სკულპტურულ გამოსახულებათა და «ასკლეპიოსის»რელიეფის ავტორის
შესახებარაფერია ცნობილი. ტაძრის ფრპნტონის აღმოსავლეთ მხარეზეასახული იყო
«ტროის აღების», ხოლო დასავლეთისაზე – ამაძონომაქიის (იხ.) ამსახველი
რელიეფური სიუჟეტები (ამაძონომაქიიდან ჩვენამდე მოღწეულია მხედარი ამაძონის
ფიგურა). ტაძრის ირგვლივ კიპარისის წმიდა კორომი ხარობდა, საითაც ავადმყოფთა
ნაკადები მოემართებოდა. მკურნალობა მსხვერპლშეწირვით, განწმენდითა და
მარხვით იწყებოდაშემდეგ ნება ეძლეოდა ტაძარში შესვლისა და იქ გადათენებისა
(??)/ სიზმარში მათ ასკლეპიოსი ეცხზდებოდა, რომელსაც შემდგომ ქურუმთა
განმარტება-დარიგებანი მოჰყვებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტები

582
ღმერთს საჩუქრებს სწირავდნენ. ხშირად საჩუქარი სხეულის განკურნებული
ნაწილის სკულპურული გამოსახულება გახლდათ.

ასკორბინის მჟავა (ლათ. აციდი ასცორბინიცი) – ვიტამინი ჩ (ჩ-ვიტამინუმ).

ას-ლოკი (სკანდ. მით.) – მეხთამტეხი თორის იდუმალი თანამგზავრი,


ერთდროულად დაკავშირებული იყო ორ – მიდგარდისა (იხ.) და უდგარდის (იხ.)
სამყაროსთან. ას-ლოკის სახე ეს არის ღმერთებისა და ადამიანთა სირცხვილის
სიმბოლო. იყო ვერაგი. მან შვა ურჩხულები – მგელი ფენრირა (იხ.), სიკვდილის
ქალღმერთები ჰელი (იხ.) და ტიტანი ქალი ანგრბოდი (იხ.). სკანდინავიური
პანთეონის უზენაესი ღმერთის, ოდინის გადაწყვეტილებით გონებამახვილი, მაგრამ
ვერაგი ას-ლოკი ასგარდის მშენებლობისას ჩადენილი მოღალატური და ცბიერი
საქციელისათვის თორს – ჭექა-ქუხილის ღმერთს მოაკვლევინა.

ასმაიური (Aსსმაყერ) ეგნატე – სასულიერო კომპოზიტორი, 1790-1862 წ. წ.


ჰაიდნის მოწაფე, სასახლის კარის ორღანისტი და ლოტბარი ვენაშიიი.

ასმოდავსი – ბოროტი სული, რომელიც ჩასაფრებოდა მიდიის ეკბატანეში


მცხოვრებ რაღუელის ასულს – სარას და უკლავდა საქმროებს (მოუკლა შვიდი).
ასმოდევს ღმერთისგან მიგზავნილი ანგელოზი რაფაელი და მარა (შვიდ წმიდა
ანგელოზთაგან ერთ-ერთი) და ტობითის (იხ. ტობით წინასწარმეტყველი) ძემ –
ტობიასმა იგი ტიგროსში დაჭერილი თევზის გულ-ღვიძლის კმევით ზემო ეგვიპტეში
განდევნა, სადაც ანგელოზ რაფაელისგან შეიკრა. რაფაელის დახმარებით ტობიასმა
ბრმა მამაც განკურნა – იმავე თევზის ნაღვლისგან მომზადებული მალამო
თვალებზე სცხო და ლიბრი განაშორა (იხ. «ტობიათის წიგნი»).
ასმოდეოსი (ასმოლი, აზმოდეუსი, (ებრ. არაბ.) «მნგრეველი», «დამშლელი») –
ბიბლიური ეშმაკიდემონი. უწინარესად ქორწინების რღვევის სიმბოლო.
უახლოვდება ზოროასტრიზმის ბოროტ სულს – აეშმა-დეუს, ეშმა-დევი. იხ. დევი.

ასმოდევი – სპარსული – 1. აეშმა-დევი, ფარსულად – ეშამ-დევი, «ბოროტი


სული ავხორცობისა»; 2. რეალიუს თანახმად, ებრაელებში ასმოდევი აშმედაია –
«დამანგრეველი»; 3. «თალმუდო» მას აიგივებს ბელზებელთან (იხ.) და აზრაელთან
(სიკვდილის ანგელოზი). უწოდებს მას «ეშმაკთა მეფეს».
აშმოჰ-ი (ზენდ.) – 1. დრაკონი, ანდა გველი, აქლემის კისრით, ავესტაში; 2.
ალეგორიუ;ი სატანის სახე, «რომელმაც დაცემის შემდეგ დაკარგა თავისი ბუნება და
სახელი»; ძვ. ებრაულ ჰაბალისტურ ტექსტებში: «მფრინავი აქლემი»; 4. აშკარაა, რომ
აქ საუბარი მიდის ისტორიამდელი ეპოქის ანუ წარღვნამდელი ხანის ურჩხულზე,
რომელიც ნახევრად ფრინველ, ნახევრად ქვეწარმავალ არსებას წარმოადგენდა.
ასმონეანები (ებრ.) – ისრაელის მეფე-ქურუმნი, რომელთა დინასტია იუდეაზე
126 წ-ს მეფობდა. ამ დინასტიამ «აპოკრიფულის» ანუ ალექსანდრიელი
იუდევეელების, კაბალისტების საიდუმლო წიგნების საპირისპიროდ მოსეს კანონები
გამოაცხადეს. თითქმის იოანე ჰირკანის დრომდე ისინი ასკედეველები (ჰასიდინები)
ფარისევლები იყვნენ. შემდეგ სადუკეველები ანუ ზადოკიტები გახდნენ –
დამცველები ქურუმთა კანონებისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რაბინისტულ
დოგმებს.

583
აშმონიანთა (ხაშმონიანთა) Dინასტია – იოსებ ფლაფლავიუსის მიხედვით;
იუდეველთა მმართველი დინასტია ჩვ. წ-მდე 143-142-40 წლებში.

აშნანი – შუმერ. «მარცვალი», მარცვლეულის დედრული ღვთაება. აშნანი


შეიქმნა ცაში ანუნაქების გამოსაკვებად, მაგრამ რაკი მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება
ადამიანის ხელშეწყობის გარეშე, ენქის მოთხოვნითა და ენლილის ბრძანებით იგი
მიწაზე დაეშვა. აშნანი ნედლი, მოუწეველი პურეულის განსახიერებაა, რაზეც უნდა
მიუთითებდეს მისი ეპითეტი «ქალწული».
აშნუნაქის სასახლე (XXII ს. ჩვ. წ-მდე) – აქადის მმართველის სასახლე
(ადრეაღმოსავლური და ძველბაბილონური პერიოდების მიჯნა). კონსტრუქციით
შუმერულისაცხოვრისი სახლის ტიპისა: მოკირწყლული ეზო, სხვადასხვა
დანიშნულების სათავსოები, რომელთა შორის იყო განბანვის (განწმენდის) ოთახები,
საპირფარეშოები, სააბაზანოები, საკანალიზაციო ნაგებობები... სასახლეში არსებობდა
აგრეთვე სამლოცველო. საცხოვრისი სახლის ზედა ნაწილის ფანჯარათა ღიობებში
ჩასმული ჰქონდა თიხის ცხაურა-გისოსები. გარეთა კედლებზე გამოყოფილი
გახლდათ ვერტიკალური ზოლები ვიწრო შვერილფრთეები.
ასო (ლათ. პენის) – მამაკაცის სასქესო ორგანო.
ასოციაცია - წარმოდგენათა შორის ისეთი კავშირი, როდესაც ერთი წარმოდგენბა
(ან აღქმა) უნებურად იწვევს მეორეს.

ასოციაცია – (ლათ. ასსოტიატიო – დაკავშირება) – ფსიქიკის ელემენტებს


შორის კავშირი, რომლის წყალობითაც ერთი ელემენტის გაჩენა გარკვეულ
პირობებში იწვევს სხვა მასთან დაკავშირებულ ელემენტებს. მისი ფიზიოლოგიური
საფუძველია ი. პ. პავლოვის მიერ აღმოჩენილი დროებითი ნერვული კავშირის
წარმოქმნის მექანიზმი.

ასოციაციური (სიტყვიერი) ექსპერიმენტი - კლინიკური ფსიქოლოგიური


კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდება ავადმყოფის
კომპლექსური განცდების გამოვლენა (ბლეილურ-იუნგის მეთოდიკა) და ამავე დროს
თავის ტვინში არსებული შეკავების პროცესი სიღრმისა და დონის დადგენა (ივანოვ-
სმოლენსკის, ა. ზურაბაშვილის მეთოდიკა).
ასოციაციური აბნევა - იხ. ცნობიერების აბნევა.
ასოციაციური ფსიქოლოგია – განსაკუთრებული ფსიქოლოგიური
მიმდინარეობები, რომლებიც ასოციაციებს იყენებენ, როგორც მთავარ ამხსნელ
პრინციპს.

ასოციაციური გზების სრული დაწყვეტა და გაფხვიერება. შიზოფრენიის


ძირითადი სიმპტომია.
აშოკა (სანსკრიტ. ასოკა) – ინდოეთის უდიდესი მეფე მაურიების დინასტიიდან.
მეფობდა მაგდჰაში (ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი). სავარაუდებელია,
რომ არსებობდა ორი აშოკა. პირველმა (ბაბუა მეორე აშოკასი) 321 წ-ს მაგადჰა ჩაიგდო
ხელში, შემდეგ მის ირგვლივ მდებარე პატარ-პატარა სამეფოები შემოიერთა და
შექმნა მაურიათა დინასტიის უძლიერესი იმპერია. ჩრდილოეთ ბუდიზმის
ქრონიკების თანახმად პირველი აშოკა ისტორიისათვის უფრო ცნობილი გახდა
ჩინდრაგუჰტა მაურიას სახელით, რომელსაც პროფესორი მაქს მიულერი «ინდოეთის
კონსტანტინედ» (იგულისხმება კონსტანტინე დიდი) იხსენიებს. ჩანდრაგუჰტა არ

584
ყოფილა დიდგვაროვანთა წრიდან. იგი შუდრათა ვარნას (იხ.) განეკუთვნებოდა და
რასაც მიაღწია, მიაღწია თავისი ჭკუით, ძალითა და ნებისყოფით. ჰალები (იხ.) მას
«აღმატებულს» და «დევანამ-ჰიიჰას» – «ღმერთების რჩეულს» უწოდებდნენ, ხოლო
მის შვილიშვილს, მეორე აშოკას, დჰარმაშოკას – კეთილი კანონების აშოკას
ეძახდნენ. ეს უკანასკნელი ჩვ. წ-მდე273-236 .წ-ში მეფობდა და, ფაქტიურად, მისი
იმპეტია მთელს ინდოეთს მოიცავდა. აშოკა ახალგაზრდობაში იმდენად
დაუნდობელი იყო, რომ ხალხნა ნას ჩანდა-აშოკა შეარქვა, რაც «სასტიკ აშოკას»
ნიშნავს. თერთმეტი წელიწადი იგი სასტიკ ომებს აწარმოებდა საკუთარი იმპერიის
გასაზლიერებლად და დასაფართოებლად. ერთ-ერთი ბოლო ბრძოლის დროს აშოკამ
უამრავი მეომარი დაჰკარგა, რამაც უდიდესი გარდახეხა მოახდინა მის ფსიქიკაში –
მან უარი განაცხადა სისასტიკესა და ომებზე, აღიარა ბუდიზმი და პირობა დადო,
სიბრძნით და სიკეთით ემართა სამეფო.

აშოკა – ძვ. ინდოეთის მეფე (ძვ. წ. 268-232 წ. წ.) მიურიის დინასტიისა. მამის –
ბანდუსარას – სიცოცხლეში იყო ტაქსილის სახელმწიფოს გამგებელი. ინდოეთის
ტახტს შინა ბრძოლების შედეგად დაეპატრონა. ძვ. წ. 260 წ. კალინგის სახელმწიფოს
შემოერთებით დააგვირგვინა თავისი პაპის – ჩანდრაგუპტას – მიერ წამოწყებული
საქმე – ინდოეთის გაერთიანება.
აშოკას ედიქტები – ბუდიზმის აღიარების შემდეგ აშოკამ (იხ.) ქვეყანაში დიდი
აღმშენებლობა წამოიწყო. მთელს ინდოეთში აუგია 84000-მდე დაგობა და სტუპა
(გადმოცემით, მის კარზე თავშესაფარი უპოვია 60-70 ათას ბუდისტ ბერს). ერთ-ერთი
სტუპის კაპიტელზე, რომელიც აშოკას იმ ბაღში დაუდგამს, სადაც ბუდას უქადაგნა
პირველად და რომელსაც ოთხი ლომის გამოსახულება (ე. წ. სტამბჰები, იხ.)
ამშვენებდა, აშოკას კანონები – ედიქტები იყო ამოკვეთილი (მოგვიანებით ოთხი
ლომის გამოსახულება ინდოეთის ღერბად იქცა). მისი დიდებული სასახლე
პატალიჰუტრაში მდგარა.
ასონაცია (ფრანგ.) – ხმოვანებით ორი განსხვავებული სიტყვის დაახლოება ან
ერთის შეცვლა მეორით. ხალხურ მეტყველებაში. მაგ. დირექტორი – დილექტორი,
რესტორანი – ნესტორანი.
ასოპიდა – ჰერაკლესგან შვა მენტორი.
ასოპოსი - მდ. ღმერთი. ამავე სახელწოდებით ასეთი მდინარე ოთხია. ჰყავს 20
ასული და 2 ვაჟი. მისი ასულები ფერიები არიან და მათი სახელები ჰქვიათ
უმეტესადბეოტიისა და სიკიონის მხარეში ადგილებს, უფრო ქალაქებს. მაგ: თებე,
პლატეა, სალამისი და სხვა.

ასოპოსი (ბერძ,) – ბერძნული მითოლოგიის მდინარის ღმერთი. ოკეანოსისა და


ტეთისის ძე (იხ. იხ.). მისი ასულის – სინოპესა და აპოლონის ძის – სიროსის
ნაშიერებს – სირიელებს ეკავათ ქალაქი სინოპიო (იხ.), – გვამცნობს პლუტარქე. იქვე
დასძენს, რომ იგი სირიელებს ავტოლიკოსმა წაართვაო (პლუტარქე «ლუკულუსი»,
23, გვ. 80).
ასოპოსი (ბერძ.) – ადონისის ღმერთი... (იხ. МНМ).
ასორუსი (ქალდ.) – დამასკოისის თეოგონიით, ბაბილონური დიადოს (თაუტე
და აფასონი)შთამომავალთა მესამე ჯგუფი (კისარი და ასორუსი). როგორც ჩანს,
აფასონისგან წამოსულა სამი სვა ჯგუფი, რომელთა შორის უკანასკნელი აოსი
ყოფილა, რომელსაც უშვია ბელი – «სამყაროს მწარმოებელი, დემიურგი».

585
ასოს თავი (ლათ. გლანს პენის) – სასქესო ორგანოს თავი.
ასპარუხი – (?-701 წ.წ.) პროტობულგართა (იხ.) ხანი 643 წ-დან. 681 წ-დან
სლავურ-ბულგარული კონფედერაციული სახელნწიფოს პირველი ხანი.

ასპასია – პერიკლეს მეორე ცოლი, დაიბადა ჩვ. წ-მდე დაახლ. 470 წ.


ფილოსოფოსებთან ანაქსაგორასა და სოკრატესთან მეგობრობდა ათენის სახელმწიფო
მოღვაწე პერიკლე. პერიკლე ათენის მმართველად სახალხო ყრილობამ აირჩია. ის იყო
ჭკვიანი და წინდახედული პოლიტიკოსი. მის ხელში ათენმა უდიდეს აყვავებას და
ძლიერებას მიაღწია. პერიკლე ხშირად ესწრებოდა სოკრატეს საუბრებს. ის დიდ
პატივს სცემდა ფილოსოფოსებს და საერთოდ შემოქმედ ადამიანებს. სწორედ
სოკრატემ გააცნო პერიკლეს მისი მომავალი მეუღლე ასპასია, რომელიც ქალაქ
მილეტში დაიბადა ვაჭრის ოჯახში. მალე მამამისი აქსიოხი თავისი ოჯახით ათენში
გადასახლდა. ასპასია ცნობილი გახდა თავისი სილამაზითა და ჭკუა-
განათლებულობით. ასპასიას სახლში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველაზე სახელოვანი
ადამიანები. მასთან სახლში დადიოდნენ ფიდია, ანაქსაგორა, ალკიბიადე, პლატონი
და ქსენოფონტი. სოკრატე ასპასიას თავის მასწავლებლად თვლიდა
მჭევრმეტყველებაში. პერიკლეს ძალზე შეუყვარდა ასპასია, ამიტომ გაშორდა თავის
პირველ ცოლს და შეირთო ასპასია. ვინაიდან ის სხვაქვეყნელად ითვლებოდა, ეს
ქორწინება კანონიერი არ იყო. ასპასიას მრავალი მტერი ჰყავდა. ისინი ავრცელებდნენ
ხმას, რომ ასპასია უწერს პერიკლეს გამოსასვლელ სიტყვებს და აძლევსო რჩევებს
ყველა სახელმწიფო საკითხზე. პერიკლეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები
ამტკიცებდნენ, რომ ათენს ასპასია ხელმძღვანელობს და არა თვითონ.
სახელგანთქმული კომედოგრაფი არისტოფანე ასპასიას ბრალს სდებდა იმაში, რომ
პელოპონტის ომი იმის გამო დაიწყო, რომ მეგარის მცხოვრებლებმა მისი რამდენიმე
მსსახური ქალი მოიტაცეს ათენის ომს კუნძულ სამოსთან ასევე ხსნიდნენ იმით, რომ
ასპასიას უნდოდა სამაგიერო მიეზღო სამოსელთათვის მათი მტრული
დამოკიდებულობისათვის მის მშობლიურ ქალაქ მილეტთან. ასპასიას და პერიკლეს
სიყვარული კომედიათა შემქმნელების დაცინვის საგნად იქცა. იმ დროის
პოპულარული მსახიობი კრატინი ასპასიას ადარებდა ჰერას, რომელიც ზევსს თავის
ნებაზე ატრიალებდა და დედოფალ ომფალესს, ვისაც ჰერალე ემსახურებოდა.
ბოლოსდაბოლოს ცალთვალა კომედიოგრაფმა გერმიპმა, პერიკლეს მტერმა, ასპასიას
სასამართლოში უჩივლა. ბრალდება გვაუწყებს, «ასპასია, აქსიოხის ასული,
უღმერთობასა და მაჭანკლობაში, მის სახლში თავისუფლად დაბადებული
გათხოვილი ქალები ხვდებიამ პერიკლეს». სასამართლოში პერიკლე თვითონ
გამოვიდა დაცვის სიტყვით. როდესაც ასპასიას იცავდა სახალხო ყრილობის წინაშე,
მან ვერ შეძლო ცრემლების შეკავება, და ათენელებმა, ამით განცვიფრებულებმა,
ასპასია გაამართლეს. მოგვიანებით, პერიკლეს თხოვნის საფუძველზე, რომელსაც
პირველი ცოლისგან შვილები დაეხოცა, ათენელებმა გამონაკლისის სახით ასპასიას
შვილები აღიარეს ათენის კანონიერ მოქალაქეებად. ასპასიას სახელი ზოგად სახელად
იქცა. ასე უწოდებენ ქალებს, რომლებმაც სახელი გაითქვეს სილამაზით, ჭკუით და
ნიჭით შემოიკრიბოს თავის გარშემო საინტერესო ხალხი.

ასპერმატიზმი (ლათ. ასპერმატისმუს) – სპერმის უქონლობა.


ასპერმია (ლათ. ასპერმია) – სათესლე მილაკების უჯრედოვან ელემენტებში
სპერმის სათესლე ძაფების არარსებობა.
ასპირაცია (ლათ. ა)სპირატიო – ამოწოვა, ამოქაჩვა.
586
ასპირატორი (ლათ. ასპირატორ) – სხეულის ღრუებიდან სითხის ამომწოვი
ხელსაწყო.

ასპიროზი – ვენერა, აფროდიტე. (ცთომილი).


ასპრო – მუსიკალური ტერმინი, რომლითაც აღინიშნება მძაფრი, მკვეთრი
ბგერა.
აშრამა(სანსკრიტ. აცრამა) – წმიდა სამკვიდრო, მონასტერი ან ქოხი
განდეგილთათვის (ასკეტური მიზნებისათვის). ყოველ სექტას ონდოეთში თავისი
აშრამა აქვს.
ას-საფისა და ალ-მარვას ბორცვები (არაბ.) – მექას მახლობელი ბორცვები, სადაც
ქააბას ცერემონიების შემდეგ მიდიოდნენ ჰაჯაში მონაწილენი. აქ იდგა ასაფისა და
ნაიჰლას კერპები. ბორცვებს შორის მანძილს შვიდგზის გადიოდნენ სირბილით.
ას-საიდის ბორცვი – მდებარეობს მექის ცენტრში; ადგილი, საიდანაც
პირველად იქადაგა ალაჰის უკანასკნელმა მოციქულმა საჯაროდ.

ასთა დაშა (სანსკრიტ. ასტა დასა) – 1. სრულქმნილი, უმარლესი სიბრძნე; 2.


ღვთაების ტიტული.
აშთა სიდჰებე (სანსკრიტ. ასტა სიდდჰის) – რვა მიღწევა ჰათა-იოგას
პრაქტიკაში.
აშთადიშა (სანსკრიტ. ასტადისა) – რვამიმართულებიანი სივრცე. წარმოსახავს
სამყაროს დანაწევრებას. სხვა წყაროებში (გარდა ინდურისა) წოდებულია
დოდეკაედრად (იხ.) (დოდეკაედრი გადასამოწმებელი მგონია)

ასტაფიევი პეტრე ევგენის ძე – მწერალი ფილოსოფიური საკითხებით. 1846-


1893 წ. წ. მთავარი ნაწარმოები «ქალის ფსიქიკური სამყარო» (1882 წ.), «ცხოვრების
ტანჯვა და ტკბობა» (სპბ, 1885 წ.), «რწმენა და ცოდნა მსოფლმხედველობის
ერთიანობაში» (სპბ 1893 წ.) და სხვ.
ასტაკოსი – ოთხი თებელი გმირის მამა. შვიდთა ლაშქრობის დროს მისმა
შვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. (ესენი არიან: ისმარესი, ლეადისი,
ამფიდიკე, მელანიპე).
აშთარ ვიდია (სანსკრიტ. ასტარ ვიდყა) – ყველაზე უძველესი ინდური ნაშრომი
მაგიაში. აღმოსავლეთმცოდნეებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაშრომი დაკარგულია, თუმცა
არის მტკიცებანი, რომ იგი სრული სახით ზოგიერთ ოკულტისტს უნდა ჰქონდეს.
ამჟამად შემორჩენილია უმნიშვნელო ფრაგმენტები, ისიც შერყვნილი და
დამახინჯებული.

აშტარი – სინოტივის, ნაყოფიერების ღმერთი არაბულ და ეგარიდ. მით-ში.


შეესაბამება ფინიკ. ასტარტს, ებრაულ – აშაართას.
ასტარტა (აშტარტუ) – უგარითული და ფინიკიური მითოლოგიის
სიყვარულის, სილამაზის, ნადირობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი. მისი კულტი
ფართოდ იყო გავრცელებული მთელს სირია-პალესტინაში. ხშირად გაიგივებული
იყო ქალღმერთ ანათუსთან (იხ.). ანათუს ტახტზე ხშირად აღმართულ იყო კონუსური
ფორმის ქვა – სიმბოლური ჰიპოსტასი ასტარტასი. ასტარტა მჭიდროდ
უკავშირდებოდა სამეფო ხელისუფლებას, თავად მას დედოფლად თვლიდნენ.
ზოგჯერ მოხსენიებულია, როგორც მთვარის ღვთაება, თუმცა ფინიკიელებს მთვაეის

587
ცალკე ღვთაებაც გააჩნდათ. მოგვიანებით იგი მწუხრის ვარსკვლავადაც
მოიაზრებოდა (იხ. «ასტერ» – ასტერ – ვარსკვლავი). გამოსახავდნენ
სხვადასხვაგვარად: შიშველ ქალად, რომელიც ორივე ხელით ძუძუებს უჭერდა
(ნატოფიერების სიმბოლო). ჩვენამდე მოღწეულია ჩვ. წ-მდე VI ს-ის მისი ფიგურა.
უფრო ხშირად გამოსახავდნენ აღტახტრებულს. ეს ტახტი იმდენად მნიშვნელოვანი
იყო, რომ ხშირად მარტო მას გამოსახავდნენ, ხოლო ქალღმერთი უხილველი იჯდა
მასზე, მისი წმინდა ცხოველები იყვნენ ლომი და მტრედი. მის კულტს მჭიდროდ
უკავშირდებოდა ქერუბა (იხ.) – ქერუბიმი (იხ.) – ლომის ტანიანი და ადამიანის
თავიანი ფანტასტიკური არსება, ჰქონდა ფრთები, ძალიან ჰგავდა ეგვიპტირ, უფრო
ბერძბულ სფინქსებს. ქურუმები იცავდნენ ასტარტას ტახტს, როგორც უგარითული
ანათუ, ისე ფინიკიური ასტარტაც ქალწული იყო, დედაც და მეუღლეც (ელას (იხ.)
ერთ-ერთი ცოლი, რომელსაც უშვა შვიდი ქალიშვილი. მათ შორის თინითი (იხ.),
რომელმაც ჩვ. წ-მდე V ს-დან მისი კულტი მეორე პლანში გადასწია). კართგენი
აღმოჩენილია ჩვ. წ-მდე VI-V ს.ს-ის . . . . .. . ? მის ტახტზე მჯდომი ფიგურა, ორ
კართაგენში მას ომის (მებრძოლ) ქალღმერთადაც თვლიდნენ ხელში დიდი თასით
(ვერაფერი გავიგე)
ასტარტა –
ასტარტა, აშტარტა –

ასტარტას ტაძარი – ტაძარი ტიროსში, მიძღვნილი ნაყოფიერების, სიყვარულის


და სილამაზის უგარითულ-ფინიკიურ ქალღმერთ ასტარტასადმი (აშტარტასადმი)
(იხ. ასტარტა). აგებული ტიროსის მეფის, ხირამის მიერ (ჩვ. წ-მდე X ს-ის I ნახ.) (იხ.
ხირამი). დღეს მისგან არაფერია შემორჩენილი.

ასტარტე – ფინიკიური, სირიული, ქანაანელთა და საერთოდ აზიური ღვთაება.


ქალღმერთი – ნაყოფიერების, სიყვარულის, ქორწინების, აგრეთვე ცისა და
მთვარის.ციური სიმბოლო: ვენერას ვარსკვლავი, წმინდა ფრინველი – მტრედი.
კულტის ცენტრი – აფაკა (სირიაში). ბერძნებმა აფროდიტე უწოდეს. ასირიასა და
ბაბილონში იშთარს ეძახდნენ, რაც ბუნების წიაღში სიცოცხლის ჩასახვის ქალურ
საწყისს განასახიერებდა. მაგრამ აფროდიტესგან განსხვავებით სიკვდილისა და ომის
ქალღმერთიცაა. ზელოვნებაში მრავალგზის აისახა ნუბიის დედოფლის ოქროს
ხელსამკაულზე ამოკვეთილი ასტარტე ახ. წ. I საუკუნეს განეკუთვნება. ასირიული
იშთარი მთვარის ასულია და მთვარის მსგავსი ორი რქა აქვს. ებრაელები იშთაროას
იმიტომ ეძახდნენ, რომ შიშველი გამოისახებოდა. ეხმოვანება სიტყვა «ბოშეთს» –
«სირცხვილი».

ასთარუ (აშთარუ) – ძველი ზოგადსემიტური ღმერთი. უგარითულ


მითოლოგიაში არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, მიჩნეული იყო უდაბნოს
მეფედ. ამ ძოგადსემიტურ ღმერთს ფრიად სხვადასხვა, ხშირად ადამიანთათვის
ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციები მიეწერებოდა, როცა ილუმ ასირათუს შესთავაზა
ღმერთთა მეფედ მისი ვაჟებიდან ერთ-ერთის არჩევა, ასირათუმ მეფედ მოკლული
ბალუს ნაცვლად ასირათუ ირჩია.

ასტატინი (ლათ. Aსტატუმ) – მენდელეევის პერიოდული სისტემის VII ჯგუფის


რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. ატომის ნომერი 85. ასტატინით მთავრდება
ჰალოგენების ქვეჯგუფი. ასტატინი მეორეა, ტექნიციუმის შემდეგ, სინთეზირებული
588
ელემენტი. მისი სინთეზი განახორციელეს 1940 წ. ამერიკელმა მეცნიერებმა დ.
კორსონმა, კ. მაკჰენზიმ და ე. სეგრემ ბირთვული რეაქციით: 209Bი+ა – 211M+2ნ.
ასტატინის ყველა ცნობილი იზოტოპი (20-ზე მეტია) ხანმოკლეა – მათგან ყველაზე
დიდხანს არსებული 210Aტ ნახევარდაშლის დრო 8,3 სთ. აქედანაა აღებული
სახელწოდებაც (ბერძ. ასტატოს – არამდგრადი, არასტაბილური). ამიტომაც
ასტატინი შეუძლებელია მოვაგროვოთ ასაწონი რაოდენობით და პრაქტიკულად
შეუძლებელია გამოვყოთ თავისუფალი სახით. ყველა მონაცემი ასტატინის
თვისებებზე მიღებულია ამ ელემენტის ნაერთების ძალზე მცირე რაოდენობასთან
მუშაობისას. Aტ-ს მაქსიმალური რაოდენობა, რომელთანაც მუშაობდნენ
მკვლევარები, შეადგენდა 2X10-9 გ. დადგენილია, რომ Aტ-ს ლღობის ტემპერატურა
2440ჩ, დუღილის ტემპერატურა კი 3090ჩ-ს ტოლია. ასტატინის ქიმია
მრავალსახოვანი და საინტერესოა. ის ჰგავს იოდს, მაგრამ შედარებით მეტალური
ხასიათისაა და გამოავლენს მსგავსებას პოლონიუმთან. ასტატინი წარმოაჩენს
როგორც არამეტალის (ჰალოგენის), ისე მეტალის თვისებებს. ასეთი შესაბამისობა
თვისებებისა განპირობებულია ასტატინის ადგილმდებარეობით პერიოდულ
სისტემაში: ის წარმოადგენს ყველაზე უფრო მძიმე (და, შესაბამისად,ყველაზე უფრო
«მეტალურს») ელემენტს ჰალოგენების ჯგუფში. ნატიფი რადიომეტრული
გაზომვების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ბუნებაში ასტატინის რამდენიმე
იზოტოპის არსებობის დამტკიცეპა. ასტატინის პრაქტიკული გამოყენება
ჯერჯერობით შეზღუდულია რადიოქიმიური გამოკვლევების შედარებით ვიწრო
დარგით.

ასტაზია - აბაზია - სიარულისა და დგომის შეუძლებლობა (კიდურებში


მოძრაობის უნარი შენარჩუნებულია). გვხვდება შუბლის წილის სიმსივნის დროს და
ისტერიის შემთხვევაში.

ასტაზია - დგომის შეუძლებლობა, თუმცა კიდურებში მოძრაობის უნარი


შენარჩუნებულია.
ასთენია – სისუსტე, უღონობა, იხმარება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური
სისუსტის აღსანიშნავად.

ასთენიური – უარყოფითი ტონის ძლიერი გრძნობები: შიში, ელდა, ყოყმანი,


სევდა, ბოღმა. (ა. ზურაბაშვილი).
ასთენიური აფექტი – იხ. აფექტი ასთენიური.
ასთენიური ფსიქოპათია - იხ. ფსიქოპათია.
ასთენიური განცდა – უარყოფითი განცდა (შიში, ელდა, სევდა, ყოყმანი და
მისთ.).
ასთენიური კონსტიტუცია – ფიზიკური აგებულება, რომელსაც ახასიათებს
სიგრძეში ზრდა და ვიწრო ღრუები (გრძელი კიდურები, გრძელი კისერი, ვიწრო
გულის ყაფაზი, ვიწრო მუცლის ღრუ).
ასთენიური სინდრომი – იხ. სინდრომი ასთენიური.

ასთენოსფერო (ბერძ. ასტჰენოს რბული, სყსტი და სპჰაირა სფერო) – (გეოლოგ.)


ლითოსფეროს ქვეშ განლაგებული (მდებარე) სფერო. განსხვავებით ლითოსფეროსგან
იგი პლანტალასტიურ მდგომარეობაშია (იხ.), რითაც ხელს უწყობს ლითოსფეროს

589
ნაწილობრივ, კერძოდ, მთების «ფესვების» გაჩენასა და მის ჩაძირვას მანტიაში (იხ.).
დედამიწის გასქელებული ქერქიასტენოსფეროში მეტად ეფლობა და ასევე მეტად
ამოიზიდება (აისბერგის პრინციპი). ასთენოსფეროში, როგორც სითხეში, მოქმედებს
არქიმედეს კანონი (იხ.).

ასთენოსფერო (ლათ. გეოლოგ. Aსტჰენოსპჰერე) – ფენოვანი, ადვილად


მოსაქნელი ქანი, განლაგებულია უშუალოდ ლითოსფეროს ქვეშ, რომელზეც
ინაცვლებს (შეერევა) ლითოსფერული ფენები.
ასტერეოგნოზია - იხ. აგნოზია ტაქტილური.
ასტერია (ასტერიას – «ვარსკვლავიანი») – ტიტანიდ ზევსისაგან თავის
დაღწევის მიზნით ჯერ მწყრად იქცა და ზღვაში გადავარდა, შემდეგ კი კუნძულად
გადაიქცა. ამ კუნძულს ჯერ ასტერია, მერე ორტიგია , ბოლოს დელოსი ეწოდა.
ასტერიონი – არგონავტი.
ასტერიონი – კრეტის უშვილძირო მეფდე, ევროპეს ქმარი ამ უკანასკნელის
ზევსისაგან მოტაცების შემდეგ. კრეტის მეფობა მან მინოსს გადასცვა.
ასტერიოსი – 1. არგონავტი. 2. მინოტავრის სახელი. 3. კრეტის მეფე. 4.
ნელევსის ძე.
ასტეროდ(ე)ია – 1. საკ. ასტეროპეა. ფოკიდის მეფის ასული. 2. ასტეროდია –
კოლხი ფერიაიგ. ევრილიტე, აიეტის I მეუღლე. აფსირეტის დედა. 3. ოკიანიდი. იხ.
ასტეროპე.
ასტეროდალამიტები (ლათ. ასტეროდალამყცუს) – განმარხებული ფლორის
ერთ-ერთი სახეობა. გვხვდება ფაუნიან შრეებსა და მის ქვედა ფენებში.
საქართველოში აღმოჩენილია მისი ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 185-135 მლნ.
წლებში, იურულ პერიოდში არსებობდა.

ასტეროიდები (ასტერ – ვარსკვლავი, ასტერო -ეიდეს, -იდეს


«ვარსკვლავისმაგვარი» ეპრიპდე ??? არისტოფანე) – მცირე პლანეტები, ცთომილები.
ყველაზე დიდი – ცერერა (დემეტრე), ყველაზე პატარა – იკაროსი.
ასტეროიდი (ბერძ. ასტერ – ვარსკვლავი, ეიდოს – სახე) – მცირე ზომის
პლანეტა, რომელიც მზის ირგვლივ ბრუნავს. დღეისათვის ცნობილია 12 000-ზე მეტი
ასეთი პლანეტა. ყველაზე დიდი – ცერერა 1000 კმ. სიგრძისაა, ყველაზე პატარები კი
სულ რამდენიმე ასეული მეტრი. უფრო მცირე ზომის ასტეროიდები შესაძლოა
ათეულ ათასობით იყოს.
ასტეროიდი (ლათ. Aსტეროიდ) – ერთი იმ უამრავ ციურ სხეულთაგანი,
რომლებიც ბრუნავენ მზის სისტემაში, ძირითადად მარსისა და იუპიტერის
ორბიტებს შორის.
ასტერონე – 1. ჰელიოსის მეუღლე. აიეტის და კრიკეს დედა. 2. მდ. ღმერთის
ასული.
ასტეროპეოსი (Aსტეროპაიოს) – მდ. ღმერთის აქსიოსის შვილიშვილი.
ტროელთა მოკავშირე. პეონთა ბელადი.
ასტეროპეტოსი «ელვის მტყპრცნელი» – ზევსის ეპითეტი. ჰომერ. ჰესიოდე.

ასტეროპია (-პეა) პელიასის ასული. მედეას რჩევით მამის დაღუპვის მონაწილე.


ასტერტ, ასტარტა (ებრ.) – ასურული ქალღვთაება, ადონასი, იგივე ადონის
მეუღლე (იხ. დამატ. ასტარტაზე!).

590
ასტი (Aსტი) ფრიდრიხი – გერმანელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი. 1778-1841
წ.წ. შელინგის მიმდევარი, სწავლობდა პლატონის ფილოლოგიურ და გამოსცა
ლათინური თარგმანი კომენტარებით (1816 წ.). ნაწარმოები « Hანდბუცჰ დერ
Aესტჰეტიკ» 1805 წ. და სხვ.
ასტიაგი (580 ან 8585-550 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – მიდიის უკანასკნელი მეფე რომლის
მმართველობის პერიოდშიც, სავარაუდოდ, ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგია
გახდა.
ასტიაგი – მეფე მიდიისა. ჰეროდოტეს ცნობით, იგი იყო პაპა კიროს II დიდისა
(უფროსისა). ერთხელ ასტიაგს ესიზმრა: მის ქალიშვილი, მანდანას სხეულიდან ვაზი
გამოეზარდა, რომელმაც თავის კალთის ქვეშ მთელი აზია მოიქცია. ქურუმებმა
წინასწარმეტყველური სიზმარი ასე აუხსნეს მიდიელთა მეფეს: მის ქალიშვილს
(მანდანას) შეეძინებოდა ძე, რომელიც პაპას – ასტიაგს აზიაზე ხელისუფლებას
წაართმევდა. სიზმარი რომ არ ამხდარიყო, ასტიაგმა თავისი ქალიშვილი ერთ მდაბიო
სპარსელს მიათხოვა და დასძინა: «სპარსის ძე ვერასოდეს იმეფებს მიდიელებზე».
როდესაც ქვეყანას მოევლინა კიროსი, ასტიაგმა თავის მრჩეველს – ჰარპაგს
ახალშობილის მოკვლა დაავალა. ჰარპაგმა ყრმა მეფის მწყემსს გადასცა, რომლის
ცოლს იმავე დროს მკვდარი ბავშვი დაებადა. მწყემსმა და ჰარტაგმა ყრმები
გადაცვალეს. ყრმას კიროსი მამობილმა მწყემსმა შეარქვა და თავისთან ზრდიდა
(დაწვრილებით იხ. კიროს II დიდი). ბოლოს და ბოლოს კიროსმა დაიპყრო მიდია,
დაამარცხა ლიდიის მეფე კროესუსი და საფუძველი ჩაუყარა სპარსეთის დიდ
სახელმწიფოს.

ასტიანაქსი (-ნაქტი) ასტი – (სატახტო) ქალაქი, ანაქს – (მბრძანებელი) იგივე


სკამანდრიოსი , «ქალაქის მბრძანებელი»/
ასტიდამია – ჰერაკლეს ერთ-ერთი საყვარელი.
ასტიგმატიზმი – (კინო) ობიექტივის უხარისხობის შედეგი, როდესაც
სინათლის სხივები გაივლიან ოპტიკური სისტემის ურთიერთპერპენდიკულარულ
(მერიდიანულ და საგიტალურ) ჭრილში და თავს არ იყრიან ერთ ფოკუსში, რის
შედეგად მიიღება ობიექტის არამკაფიო გამოსახულება.
ასტიოქე – ნიობეს ასული იმ შვიდთაგანი, რომლებიც არეტემიდემ დახოცა
დედის ქედმაღლობისათვის. ან ტროას დამფუძნებელი ტროსის დედა. ან
აგამემნონის ცოლი. არის სხვა ვერსიებიც.
ასტიპალე(ი)ა – არგონავტ ანკეოსის დედა, ან ევრიპიდეს დედა.
ასტლანი – კუნძული. აცტეკთა დასაბამიერი სამშობლო (იხ. აცტეკები). სახელი
აცტეკები ამ ტომმა სწორედ კუნძულის სახელწოდებიდან აიღეს.
ასთოთხმეტი გამოცხადება» – ადამიანთა ენაზე ამეტყველებული «ალაჰის
სიტყვა» 114 გამოცხადებისას ნაკარნახები ქადაგებებია, ალაჰის მოციქულის (იხ.) –
მუჰამედისა (იხ.). სიტყვებში იგი მხოლოდ ზეპირად გადაიცემოდა(შემორჩენილია
ცალკეული ქადაგებები, რომლებიც მუჰამედის მიმდევრებს ჩაუწერიათ). პირველი
სრული წერილობითი ტექსტი წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდგომ
პერიოდს განეკუთვნება.
ასტრაგალია – არქიტექტურული პროფილი (მაგ: სიეტის ყელზე), რომელსაც
ლილვაკის ფორმა აქვს და ზოგჯერ შემკულია სტილიზებული მძივებით.
ასტრალური (ბერძ. ასტერ – ვარსკვლავი, ლათ. ასტრალის – ვარსკვლავი) –
ვარსკვლავისებრი, ვარსკვლავები, ცნება, რომელიც უმეტესად ძველ აღმოსავლეთში

591
გამოიყენებოდა მნათობებთან, ცის სხეულებთან, ვარსკვლავებთან, საერთოდ
ღვთაებრივთან ადამიანის მისტიკურ კავშირზე მისანიშნებლად.
ასტრალური კულტი, ასტრალური მითოლოგია (ბერძ. ასტრონ –
«ვარსკვლავი») – ცრუ რწმენაზე აგებული რელიგიური მითოლოგია, რომლის
ცენტრიც არის ცა და ციურ ვარსვლავთა სამყარო. აქვთ მზის, მთვარის მხეცთა,
ცხოველთა სახეები (ზოდიაქოს ნიშნები). მასზედ მკითხაობენ. ხშირია გამოთქმა:
«ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული», ან პირიქით, «უბედურ ვარსკვლავზე
დაბადებული», ე. ი. ცაში ვარსკვლავების განლაგების მიხედვით ადამიანთა ბედის
განჩინებას არკვევენ.

ასტრალური რელიგია – მისი მიმდევრები აღმერთებენ ვარსკვლავებს, როგორც


ხორცშესხმულ ღვთაებებს.
ასტრალური ღმერთები – შუმერ. მით-ში მზისა და მთვარის ღმერთები.
ასტრალური სულები – შუა საუკუნეთა დემონოლოგიაში ცეცხლოვანი
სულები, დაცემული ანგელოზები და ა. შ.
ასტრალური სხეული – 1. იგივე ასტრალური «ორეული»; ეფირული (თუ
ეთერული?) დუბლიკატი. ანდა ჩრდილი ადამიანისა ან ცხოველისა. იდენტური ბერძ,
ეიჰდილინისა; 2. ეზოთერიზმში: «ლინგაშარირა» (იხ.), «დოპელგენგერი» (იხ.). იგი
არ უნდა ავურიოთ ასტრალურ სულში, რომელიც მდაბალი მანასის სხვა
მნიშვნელობაა – ე. წ. კამა-მანასა – უმაღლესი «მე»-ს ანარეკლი.

ასტრეა (ბერძ. Aსტრაია – «ვარსკვლავგოგონა») – ზევსის ასული. ან ასტრეოსის


სამართლიანობის ქალღმერთის დიკეს მეტსახელი. (იხ. ჰოსები).
ასტრები – ასტრეოსისა და ეოსის შვილები. აპოლოდ. 1. 2. 4.
ასტრეია (ბერძ.) – სამართლიანობის უძველესი ქალღმერთი, რომელიც
ადამიანებმა ბოროტი ზრახვების გამო დემონთან გააიგივეს. დედამიწაზე დარჩა
უსამართლობა. სამართლიანობის ქალღმერთმა კი ცად მიიჩინა საუკუნო
სასუფეველი და ახლა იქ მკვიდრობს, რიგირც ქალწულის თანავარსკვლავედი (იხ.).
ასტრეოსი 1. «ვარსკვლავ-კაცი» ასტრეას და ოთხი კეთილი ქარის მშობელი.
(ესენი არიან: არგესტესი, ძეფიროსი, ბორეასი და ნოტოსი). 2. გიგანტი. პოსეიდონის
ძე. 3. მდ. თრაკიაში.
ასტროფიზიკა – ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცის სხეულების
ფიზიკურ თვისებებსა და ქიმიურ შედგენილობას.
ასტროფობია - ელვისა და ჭექა-ქუხილის ავადმყოფური შიში.
ასტროლატრია (ბერძ. ვარსკვლავთა თაყვანისცემა) – მზის, მთვარის,
ცთომილთა გაღმერთება.
ასტროლატრია (ბერძ.) – ვარსკვლავთა თაყვანისცემა.
ასტროლოგი – პირი, რომელიც მნათობთა განლაგების მიხედვით
წინასწარმეტყველებს ადამიანის ბედს ან საზოგადოებაში მოსალოდნელ მოვლენებს.
ე. წ. ვარსკვლავთმისანი.

ასტროლოგია (ბერძ.) – 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ციურ სხეულთა


ზემოქმედებას მიწიერ ცხოვრებასა და საქმეებზე; ამ სხეულთა განლაგებით ხსნის,
წინასწარმეტყველებს მომავლის მოვლენებს (ჰოროსკოპია). იგი ადამიანური
(კაცობრიული) შემეცნების ძველისძველი ფორმაა. ძველ მსოფლიოში (მით უფრო
აღმოსავლეთში) იგი საიდუმლო მეცნიერებად რჩებოდა და მასთან განდობა

592
მხოლოდ კურთხეულთა ხვედრი გახლდთ. დასავლეთში ეს მეცნიერება
იზოთერიკული გაგებით გარკვეულ სრულყოფილებას დაახლოებით ჩვ. წ-ის VI ს-
ისათვის აღწევს, როცა ვარაჰა მუჰრა ქმნის თავის ნაშრომს ამ დარგში, თუმცა
ცნობილი მათემატიკოსი და ასტრონომი კლავდიუს პტოლემოოსი(ჩვ. წ-ის II ს.)
დაახლოებით 135 წ-ს ქმნის ტრაქტატს, – «თეტრაბიბლოს», – რომელიც დღემდე
მიჩნეულია ასტროლოგიის საფუძვლად; 2. ჰოროსკოპია, როგორც მეცნიერება,
ამჟამად, ოთხი ძირითადი მიმართულებით შეისწავლება: ა) მიწიერი –
მეტეოროლოგია, სეისმოლოგია, მიწათმოქმედება (შტაინერი) და სხვ; ბ)
სახელმწიფოებრივი ანუ სამოქალაქო – ეროვნებათა, მეფეთა და ხელისუფალთა
ბედი; გ) ყოველსაათობრივი – ამა თუ იმ საკითცთან დაკავშირებით ბუნებაში
წარმოქმნილ დაეჭვებათა გასაფანტად; დ) ჰოროსკოპული, რომელიც უშუალოდ
დაკავშირებულია ადამიანთან, მის ბედთან დაბადებიდან, ვიდრე სიკვდილამდე; 3.
ასტროლოგიის ყველაზე უძველესი მიმდევრები ქალდეველები და ძველი
ეგვიპტელები იყვნენ, თუმცა ვარსკვლავთა მიხედვით განჩხიბვის მეთოდი და
თანამედროვე პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ძველი
ეგვიპტელები ამტკიცებდნენ, რომ ქალდეველთა ბელუსი, ბელი თუ ელი,
ღვთაებრივი დინასტიის შთამომავლები, მეფე-ღმერთთა დინასტიის
წარმომადგენლები, – წარმოშობით ქამის ქვეყნიდან ყოფილან, შემდეგ აქედან
აურიდან და ევფრატის ნაპირებზე ეგვიპტური კოლონიები დაუფუძნებიათ. იქვე
ტაძარიც აუგიათ, რომლის ქურუმები «ვარსკვლავთა მეუფეებს» მსახურებდნენ. ამ
ქურუმებს მიუღიათ ქალდეველების სახელწოდება. ცნობილია ორი ფაქტი: ა) – რომ
თებელები (ეგვიპტე) პრეტენზიას აცხადებდნენ მათ პირველ ასტროლოგობაზე; ბ) –
რომ სწორედ ქალდეველები გახლდათ ის ხალხი, რომლებმაც ასწავლეს შემდეგ
ასტროლოგია სხვა ხალხებს. ქრონოლოგიურობით თებე მნიშვნელოვნად უსწრებდა
«ქალდეველთა ერს», არამედ ნიფურსაც, სადაც დასაბამითვე ეთაყვანებოდნენ ბელს
– სინს (მთვარის ღვთაებას), მის ძეს – მთვარეს, რომლებიც აურის უზენაეს
ღმერთებს წარმოადგენდნენ, იმ აურისას, რომელიც პირველი საბუიანისტისა (იხ.
საბუიანისტები, საბუიანიზმი) და ასტროლატრის – თერახისა და მისი ვაჟის
აბრაამის – უდიდესი ბიბლიური ასტროლოგის სამშობლო გახლდათ; 4.
საბერძნეთში, რომსა და საერთოდ ანყიკურ ხანაში ასტროლოგიამ გარკვეული
რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა. ეზოთერიკოსთა და ოკულტისტთა აზრით,
ასტროლოგია ცუდი, შარლატანური დიდების მანტიაში გამოეწყო. ამის მიზეზს
ისინი ორ რამეში ხედავდნენ: პირველი – ასტროლოგია გამოიყენეს ფულის
მომხვეჭელობის, ე. ი. ყალთაბანდობისა და გაიძვერობისათვის, და უგულებელყვეს
იგი, როგორც წმინდა მეცნიერება ნისტრეიათა შესახებ; მეორე – უმთავრესი მიზეზი,
– ამ ეპოქამ განავითარა სისტემა, რომელსაც საფუძვლად მათემატიკა და ფიზიკა
დაედო, ნაცვლად ტრანსცენდენტული მეტაფიზიკისა, სისტემა, რომელმაც სამყაროს
საფუძვლად მატერია გამოაცხადა, მის უპადჰად (იხ.) ციური სხეულები. ეს იყო
ატომიზმის, ატომისტიკის ხანა; 5. «გამჟღავნებული ისიდა» (I, 259): «ასტროლოგია
ზუსტი ასტრონომიისათვის არის იგივე, რაც ფსიქოლოგია ზუსტი
ფიზიოლოგიისათვის. ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიაში, აუცილებელია, გახვიდე
ხილული მატერიალური სამყაროდან და შეაბიჯო ტრანდცენდენტური სულის
საუფლოში». (მეჩვენება, რომ სტატიაში ბევრი აზრი გაბუნდოვნებულია და მგონია,
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალიან გრძელი და ხშირად ერთმანეთთან
დაუკავშირებელი წინადადებებია გამოყენებული. საჭიროა კარგად «გაშალაშინება»)

593
ასტროლოგიური ერა (ასტრ.) – 25 920 წელი, რომელიც დაყო 12 «თვედ». (???)
ყოველ ასეთ «თვეს» მიეცა სახელწოდება ზოდიაქოს შესაბამისად, რომელშიც
გაივლის მზე ყოველ წელს ცის სფეროზე (ეკლეკტიკაზე იხ.) დევს ზოდიაქური
თანავარსკვლავედების ზოლებს შიგნით. ყოველი ზოდიაქური «თვე» არის
ასტროლოგიური ერა.
ასტრონავტი – იგივეა, რაც კოსმონავტი – კოსმოსში მოგზაური. აცვიათ
სკაფანდრები – სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, რომელიც იცავს მათ ღია
კოსმოსში გასვლისას. ძლიერი სიცივის ან ძლიერი სიცხისაგან, უჯანგბადობისაგან,
რადიაციისაგან. სკაფანდრის შიგნით წნევა, ტემპერატურა და ჰაერის მიწოდება
ნორმირებულია. ზურგზე მოკიდებული აქვს რეზერვუარი, რომელშიც არის ჰაერის
მარაგი, «ქუდზე» კი დამაგრებული აქვს ფილტრი, რომელიც მას მზის
დამაბრმავებელი ნათებისგან იცავს.
ასტრონომი (ეზოთერიზმში) – ტიტული, რომელიც ენიჭება განდობილ
(კურთხეულს) მისტერიათა მიღების მეშვიდე საფეხურზე. ძველ დროში ასტრონომია
და ასტროლოგია სინონიმური ცნებები გახლდათ. დიადი ასტროლოგიური
კურთხევა იმართებოდა ეგვიპტეში, თებეში, სადაც ქურუმობა ნიადაგ სრულქმნიდა
(თუ მთლიანად მასვე არ შეუქმნია) ამ მეცნიერებას. როგორც აღინიშნა, კურთხევის,
ანუ განდობის გზაზე შემდგარი მისტერიულთან შეზიარების შვიდ საფეხურს
გადიოდა: პასტოფორას, მეოკორას, მელანოფორას, კისტოფორას, ბალაჰალას
(«ვარსკვლავური ქიმიის» საფეხური), ნეოფიტის (ისწავლებოდა ზოდიაქოს
მისტიკური ნიშნები, როგორც ქოროს, ფერხულის სახეობრიობა, რომელიც
წარმოსახავდა პლანეტათა გზას. შდრ. კრიშნასა და გოპის ცეკვა) და, ბოლოს მეშვიდე
საფეხურზე განდობილი ღებულობდა ჯვარს – ტაუს (იხ.) (ანუ ტატს, თატს), რის
შემდეგაც ენიჭებოდა ასრეონომისა და მკურნალის ტიტული (იხ. «გამჟღავნებული
ისიდა», II 423). ეზოთერიკულად ასტრონომია და ქიმია განუყოფელნი იყვნენ
(როგორც თანამედროვე ასტრონომია და ქიმია, ასტრონომია და ფიზიკა და ა. შ.).
«ჰიპოკრატეს იმდრნად ძლიერ სწამდა ვარსკვლავთა ზემოქმედებაზე ცოცხალ
არსებებზე და მათ ავადმყოფობაზე, რომ თავის თანამედროვეთ ურჩევდა, არ
მინდობოდნენ იმ წქიმთ, რომელნიც გაუცნობიერებელნი იყვნენ ასტრონომიაში» (დ.
ფ. არაგო, ტრაქტატები ასტრონომიაზე, მეცნიერებათა ისტორიაზე) (იხ. არაგო).
ასტრონომია (ბერძ. ასტრო – ვარსკვლავი, ნომოს – კანონი) – ,ეცნიერების
დარგი, რომელიც სწავლობს ციურ სხეულებს, მათ ხილულ და ნამდვილ
მდებარეობას, განაწილებასა და მოძრაობას სივრცეცეში, აგებულებას, ფიზიკურ
თვისებებს, ურთიერთ კავშირსა და განვითარებას. მაგ: ისეთ სხეულებს, როგორიც
არის: მზე, პლანეტები, მათი თანამგზავრები, კომეტები, მეტეორები, ვარსკვლავები,
გალაქტიკები, ნისლეულები და სხვა.
ასტრონომია (ბერძ. ასტრონ – ვარსკვლავი და ნომოს – კანონი) – მეცნიერება
ციური სხეულების, მათი სისტემების და კოსმიური მატერიის სხვა ფორმების
მდებარეობის, მოძრაობის, აგებულებისა და განვითარების შესახებ.

ასტრონომიული ერთეული – ასტრონომიაში მიღებული ერთეული. იყენებენ


მზის სისტემაში დიდი მანძილების გასაზომად. უდრის საშუალო მანძილს
დედამიწიდან მზემდე, ე. ი. 149,5 მლნ. კმ-ს.
ასტრონომიული ერთეული – ასტრონომიაში მიღებული ერთეული. მას
იყენებენ მზის სისტემაში დიდი მანძილების გასაზომად. უდრის საშუალო მანძილს
დედამიწიდან მზემდე – 149,5 მილიონ კილომეტრს.
594
ასტურიული სტილი – ესპანეთში პროატორომანული არქიტექტურის ხანა XI ს.
I ნახევრისა. დამახასიათებელია ესპანეთის ჩრდილოეთ ოლქების საეკლესიო
ხუროთმოძღვრებისათვის. ინარჩუნებს ვესტგოთების სამეფოს ეპოქის
არქიტექტორული ძეგლების თვისებებს.
ასუ (სანსკრიტ. ასუ) – სუნთქვა; ბრაჰმა პრაჯაპატის სუნთქვა, რომლითაც
იშვნენ ასურები (იხ.).
ასუმბციონისტები – საეკლესიო კონგრეგაცია. დააარსა 1845 წ. ნიმაში
(საფრანგეთი) მღვდელმა დ' ალზონმა რევოლუციასა და სექტებთან ბრძოლისა და
რომის ეკლესიის დაცვის მიზნით. 1900 წ. საფრანგეთიდან გადაიხვეწნენ
კონგრეგაციების წინააღმდეგ მიღებული კანონის შედეგად.

ასუნდჰატი – ძველინდური მითოლოგიის შვიდ ბრძენთაგან ერთ-ერთი


ვაშისტშის (იხ.) ერთგული მეუღლე. იმდენად ერთგული, რომ სვაჰამ (იხ.) როცა ექვსი
ბრძენის ცოლების სახეს ღებულობდა აგნის (იხ.) შესაცდენად, ასუნდჰატის სახე ვერ
მიიღო. იგი ბოლომე დარჩა მეუღლესთან. როდესაც შვიდი ბრძენი ცად ამაღლდა და
შვიდი ბრძენის თანავარსკვლავედად (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) იქცა,
არუნდჰატიც ვარსკვლავად იქცა. არუნდჰატ-ვარსკვლავი ასტრონომიაში
«ალკორადაა» ცნობილი. იგი პატარაა და მდებარეობს დიდი დათვის
თანავარსკვლავედში.
აშურა (არაბ. ათი) – შიიტების (იხ.) სამგლოვიარო დღესასწაული, მიძღვნილი
ქერბელასთან 680 წ-ს მოკლული მესამე იმამის ჰუსეინის ხსოვნისადმი. იმართება
ჰიჯრის პირველი თვის – მუჰარამის (იხ.), – პირბელ ათდღიურში (დეკადაში). ამ
დღეებში კითხულობენ ყურანს, აწყობენ მისტერიებს, რასაც თან მორწმუნეთა
თვითგვემაც ახლავს, რომელიც ხალხში შაჰსეი-ვაჰსეის სახელითაა ცნობილი (იხ.
შაჰსეი-ვაჰსეი).
აშურა (ებრ.) – ძვ. აღთქმის სიტყვა, ჩვეულებრივ, ითარგმნება, როგორც
«კორომი», «ოლე», გულისხმობს კერპთაყვანისმცეცმლობას, შესაძლოა იგი
განეკუთვნებოდეს სქესობრივი გარყვნილებიდ რიტუალებს; მდედრული სქესის (იხ.
ასურული სიცოცხლის ხე).
ასურამაია (სანსკრიტ. ასურამაყა) – ასევე ცნობილია მაიასურას სახელითაც.
ატლანტიდელი ასტრონომი, ქურუმი. ითვლებოდა უდიდეს მაგად და ჯადოქრად.
სანსკრიტულ თხზულებათა პოპულარული პერსონაჟი.
აშურბანიფალი (VII ს. ჩვ. წ-მდე) – ასურეთის მმართველი. ასურეთის
ისტორიიდან ცნობილ მეფეთაგან ერთადერთი განათლებული და ერუდირებული
მეფე, მეფე-ავტორი აქადური ენის ასურულ ლიტერატურულ დიალექტზე შექმნილი
რამდენიმე ჰინმისა. მეფეთა წარწერიდან ვგებულობთ, რომ იგი თავადაც
მონაწილეობდა საკუთარი ანალების შექმნაში, მათ რედაქტირებაში. «ესწრებოდა
სამეფო გადამწერთა კრებებს», თვალყურს ადევნებდა საორაკულო-სამისნო
საქმიანობას, როგორც ასტროლოგი, ხსნიდა და განმარტავდა ციურ მოვლენებს
სწავლულ ქურუმებთან ერთად. წყვეტდა გამარვების და გაყოფის ურთულეს
საკითხებს. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლურსმნულ დამწერლოვან
ტექსტთა – წიგნ-ცხრილთა შეგროვებას მიუძღვნა. ყველა დიდი ქალაქიდან მისი
ბრძანებით მოჰქონდათ ეს წიგნები. ნინევიის სასაზლის მისეულ არქივში აღმოჩნდა
30 ათასამდე ფირფიტა: დაფა, სხვადასხვა დარგის ცოდნის შესახებ, სისტემაში

595
მოყვანილი დასათაურებებითა და ნუმერაციით. მისი ლურსმულდამწერლობითი
დაფების კატალოგიXIX ს. მიწურულს ხუთ ტომად გამოსცა გერმანელმა
ასირიოლოგმა კ. ბეცოლდმა. კატალოგი ამჟამად იბახება ბრიტანეთის მუზეუმში (იხ.
ნინევიის ბიბლიოთეკა).
აშურბანიფალის სასახლე (ჩვ. წ-მდე VII ს-ის II ნახევარი) – აიგო
ნინევიაშიასურული ხელოვნების აყვავების ხანაში. სასახლის გეგმით, მოჭიქული
აგურით ნაგები კედლების წყობით, საპარადო, სამოსამსახურეო, საცხოვრისი და
სამეურნეო ნაგებობათა მორთულობით, რომლებიც ღია ეზოს ირგვლივ იყვნენ
განლაგებულნი. ამ სასახლეს ბევრი ჰქონდა საერთო ჩვ. წ-მდე IX-VIII სს-ის
სასახლეებთან. განსაკუთრებული დეკორით გამოირჩეოდა აშურბანიფალის
სასახლის მოხატულობანი. რელიეფთა მეფის (???) სადიდებელ თემებში წინ იყო
წამოწეული მის სამხედრო წარმატებათა ამსახველი სცენები – ომები, სამეფო
ნადიმები და ნადირობანი. სასახლის ქანდაკებათა ნამუსრევებით თუ ვიმსჯელებთ,
იმ ხანის ასურელმა სკულპტორებმა ცხოველთა ფიგურების გამოქანდაკების
უმაღლეს ოსტატობას მიაღწიეს («მომაკვდავი ლომები», მქროლავი აქლემები,
კანჯარები, ცხენები – შესრულებულნი ტრაგიკულ სიდიადეში). ბატალურ და
ლომებზე ნადირობათა სცენებში («მონადირეები, რომელთაც მოაქვთ განგმირული
ლომი», «ლომო სისხლდანთხეული») სიბრტყეთა რიტმულად განლაგებულ
ფიგურებს შორის სივრცეთა სიცარიელე გამეფებულა. ყველა ამ სცენათა მოქმედი
გმირი ასურეთის მეფეა – დიადი და მრისხანე, ყოველგვარი პორტრეტული
შტრიხების გარეშე; ერთნაირად მკაცრნი ბრძოლებშიც და ამ ბრძოლებში
გამარჯვების აღსანიშნავ საზეიმო ნადიმებშიც, ნადირობებს თუ ცერემონიალურ
მსვლელობებში. მკვლევარებს აშურბანიფალის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც
შედის სასახლის კომპლექსში, «ძველი ეპოქის მარგალიტად» შერაცხეს (იხ. ნანევიის
ბიბლიოთეკა).
ასურები (სანსკრიტ. ასურა) – 1. ეკზოთერიკაში: ელემენტალები და მავნე,
ბოროტი ღმერთებიები; დემონები და არა ღმერთები. ეზოთერიკაში – საპირისპირო;
2. «რიგველას» ყველაზე უძველეს ნაწილებში ეს ტერმინი ნახმარია უმაღლესი სულის
მიმართ, შესაბამისად ასურები სულიერნი და ღვთაებრივნი არიაბ. მხოლოდ
«რიგველას» ბოლო ნაწილში (გვიანდელი ნაწილი), «ათჰარვავედასა» და
«ბრაჰმანებში» ეს ეპითეტი მინიჭებული აქვს აგნის, ვედური პანთეონის უდიდეს
ღვთაებას – ინდრას და ვარუნას; 3. ასუ (იხ.)ნიშნავს სუნთქვას და პრაჯაპატიმ
(ბრაჰმამ) თავისი სუნთქვით შექმნა ასურები; 4. სიბრძის (??) რელიგიის საუკეთესო
ნაწილზერიტუალიზმისა და დოგმების გაბატონების შემდეგ პირველი ასო-ნიშანი ა
(ა) მიღებულ იქნა როგორც უარყოფიტი წინსართი და საბოლოოდ ასურები
ჩამოყალიბდნენ, როგორც არა-ღმერთები, ხოლო სურები – ღმერთებად, თუმცა
ვედებში სურები ყოველთვის სურიათან – მზესთან კავშირდებოდნენ და დაბალ
ღვთაებებად, დევებად ითვლებოდნენ.
ასურები (სანსკრიტ.) – ურჩხულ-დემონები . ღმერთების მოწინააღმდეგეები.
დიტისა და დანუს შვილები («რიგველა», იხ.). სასუფეველი – ჰაერის სფეროები.
როცა შესაქმით დამშვრალმა ბრაჰმამ შალმალას ხის ქვეშ დასვენება იზრახა (იხ.
შალმალა), მან ქვეყნიერების მართვა-გამგებლობა თავის შთამომავალთ: ღმერთებს და
ასურებს გადასცა. თავდაპირველად ასურები კეთილი ღვთაებები იყვნენ, ბრძენი და
ძლიერები, ჯადოქრობის საიდუმლოებებში – მაიას ხელოვნებაში (იხ. მაია) იყვნენ
გაცნობიერებულნი, შეეძლოთ მიეღოთ სხვადასხვა სახე და ყოფილიყვნენ უჩინარნი.

596
მათ ეკუთვნოდათ საგანძურები, რომელთაც მთათა ქვაბულებში ინახავდნენ. ისინი
ღმერთებთან ერთად დღვებენ ოკეანეს, რათა იქიდან გამოიტანონ ამრიტა –
უკვდავრბის ნაყენი (იხ. ამრიტა). ასურებმა, ღმერთთა საპირისპიროდ, არ მიიღეს
ოკეანის სიზრქეებიდან ბრწყინვალე სურა – ღვინისა და ზარხოშის ღვთაება.
როგორც ამბობენ, ამის შემდეგ იწოდებიან დიტისა და დანუს შვილები ასურებად,
ხოლო ღმერთები – სურებად. როდესაც საბოლოოდ ადღვებილი ოკეანიდან
დჰანვანტარი (იხ.) – ექიმობისა და მკითხაობის ღმერთი – გამოვიდა ხელში
ძვირფასი ჯამით, რომელშიც ამრიტა ესხა, ასურებს მის გამო სიმშვიდე დაეკარგათ.
შეშლილებივით გაჰყვიროდნენ: ეს ჩემია, ჩემიაო. ერთმანეთს დარეულ ასურებში
ულამაზესი ქალის სახე მიღებული ვიშნუ გაერია. ასურები მისმა მშვენიერებამ
მოაჯადოვა. ვიშნუმ დრო იხელთა და ღმერთებთან და ამრიტასთან ერთად გაქრა.
გონმოსული ასურები დაედევნენ. უკვე გვიანი იყო. ღმერთებს უკვდავების ელექსირი
უკვე მიღებული ჰქონდათ. ასურთაგან მხოლოდ ერთმა – ღმერთად გარდასახულმა
დრაკონმა რაჰუმ (იხ.) მოასწრო ყლუპი ამრიტას მიღება. ასურები მიეწივნენ
ღმერთებს და ზედ დიდი ოკეანის სანაპიროსთან გაუგონარი სისხლისმღვრელი ომი
გააჩაღეს. ასშინელი შეტაკებებიდან ასურები უკუიქცნენ, ცად მიაშურეს და იქიდან
ათასობით უზარმაზარი ქვის ლოდები დააყარეს ღმერთებს. დედამიწა ერთიანად
იძვროდა. ომესთეზისა და მით უფრო ვიშნუს მრისხანე ბადროს ასურებმა ვერ
გაუძლეს, დააგდეს ცა და დიტისა და დანუს ვაჟებმა მიწისქვეშეთსა და ოკეანის
ფსკერს შეაფარეს თავი. მანამ, ვიდრე ღმერთებსა და ასურებს შორის შუღლი
ჩამოვარდებოდა, ასურები სამი დიდებული და . . . ქალაქი უქონდათ ჯერ ცათა შინა
და მერე დედამიწაზე – ერთი რკინისა, მეორე ვერცხლისა და მესამეოქროსი. შემდეგ
კი მიწისქვეშეთში აიშენეს ქალაქი. ასურებისა და ღმერთების ომები ასეულათასობით
წელი გრძელდებოდა. ინდრამ (იხ.) ციურ ბინადართა მხედრიონის მეთაურმა არა
ერთხელ გაანადგურა ასურთა მეომრები, დაამარცხა დიტიელთა და დანავთა
ბელადრბი. ორთაბრძოლაში დაამარცხა ასურთა უცბიერესი და უვერაგესი შამბარუ
(იხ.), რომელსაც ათასგვარი ჯადო-ხრიკით შეეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება.
ინდრამ ჩამოაგდო იგი თავისი საბრძანისი მთიდან და დალეწა მისი 99 ციტადელი.
მრავალ ასურთაგან მან ყველაზე უძლიერესი, ადრე მეგობრად მიღებული ნამუჩაც
განგმირა (იხ. ნამუჩა). ყველაზე დიდი შეტაკება ამრიტასათვის გამართული
ბრძოლისშემდეგ, იყო ბრიჰასპატის მეუღლის – თარას (იხ. ბრაჰასპატი, იხ. თარა)
გატაცება მთვარის ღმერთის სომასგან (იხ.). ამ ბრძოლამ ძირისძირობამდე შეძრა
დედამიწა და გატანჯულმა მიწის ქალღმერთმა ღმერთთა უზენაესს, ბრაჰმას მიმართა
თხოვნით – წერტილი დაესვა ამ ომისათვის. მაშინ ბრაჰმამ მოწინააღმდეგეთა
მეთაურებს – ინდრას და ღვთაებრივ ბრძენ შუკრა უშანასს (იხ.) მიმართა ზავი
დაედოთ. ბრძოლები შეჩერებულ იქნა, თუმცა შემდგომ მრავალჯერ განახლდა და არ
შეწყბეტილა მანამ, სანამ ღმერთებნა საბოლოოდ არ ძლიეს ასურებს.
ასურელები – იხ. ქსე
ასურეთი – ასურეთის სამეფო, ასურეთის სახელმწიფო; ქვეყანა
შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. პერმანენტულად განიცდიდა დაცემასა და
აღზევებას. VIII-VII ს. ს-ში ჩვ. წ-მდე მიაღწია ძლიერების ზენიტს. ამ დროის
ასურეთის იმპერიაში შედიოდა არა მხოლოდ მთელი შუამდინარეთი, არამედ მთელი
ხმელთაშუაზღვისპირეთი, ერთი პერიოდი ეგვიპტეც კი. ასურეთის მცხოვრებლებს
ასირიელებს (იხ.) უწოდებდნენ. ისტორიულ არენაზე პირველად ასურეთი ჩვ. წ-მდე
XIV ს-ში გამოჩნდა. ჩვ. წ-მდე IX ს-ის მიწურულიდან იწყება მისი ძლიერება.

597
ასურელთა პანთეონის უზენასეი ღმერთი გახლდათ აშურა (იხ.). მას ხშირად ასე
იხსენიებენ: «იგი – ენლილი ყველა ღმერთისა», ანუ «მეფე ყველა ღმერთისა.».
ასურეთის გზები – ძველ მსოფლიოში ცნობილიქვით ნაგები უმაგრესი გზები,
რომელთაც უდიდესი სტრატეგიული და სავაჭრო დანიშნულება ჰქონდათ. ეს გზები,
როგორც მატიანეებიდან ირკვევა, ემსახურებოდნენ არა მხოლოდ ჯარებისა და
ტვირთის გადაადგილებას, არამედ კავშირის დამყარების სახელმწიფო სამსახურის
დანიშნულებაც ჰქონდა. მათს მშენებლობაში მონაჭილეობდნენსპეციალური
სამხედრო რაზმები. მთეს გზაზე იდგა ქვის ბლოკები – კვირბები, რომლითაც
დისტანციები აღინიშნებოდა. ყოველ საათში მოძრაობდა»დაცვა», რომელიც
მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრიხ ინფორმაციებს საცეცხლო ნიშნით
გადასცემდამეფის ფოსტას მსხვილ ქალაქებშიმყოფი სპეციალური ჩინოვნიკები
განაგებდნენ და ისინი უზრუნველყოფდნენ მათს დროულ მიწოდებას
ადრესატებისათვის, რასაც სპეციალური შიკრიკები ასრულებდნენ. გზათა ის
მონაკვეთეი, რომლებიც უდაბნოებში ან ისეთ ადგილებში გადიოდა, სადაც
მომთაბარეთა და ავაზაკთა თავდასხმების საშიშროება იყო, მოსალოდნელი,
ექვემდებარებოდა დაცვას. ქარავანთა ძარცვის ყოველი შემთხვევა მოხსენდებოდა
მეფეს. შემოინახა უძველესი გზამკვლევები (მარშრუტები), რომლებშიც ნაჩვენები იყო
მანძილი ცალკეულ პუნქტებს შორის, მისი დაფარვის საათობრივი და დღეღამური
დრო. გზათა და საკომუნიკაციო საშუალებათა ასურულიგამოცდილება
შემდეგსპარსელებმა და რპმაელებმაც გამოიყენეს.
აშუღი (<არაბ. აშიკ – მიჯნური, მეტრფე) – სახალხო მგოსანი და მომღერალი
თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, დაღესტანში. იგი
თხზავს სასიმღერო ტექსტს (ხშირად იმპროვიზებულად), მღერის თავად. ხშირად
სხვებიც საზის, თარის, ქამანჩას, ჭიანურისა თუ სხვა სიმებიანი საკრავის თანხლებით
(იხ. აშუღური პოეზია).
აშური (ამჟამინდელი ქალათ-შარგათი) – უძველესი ქალაქი, მდებარეობდა
ჩრდილო შუამდინარეთში, მდ. ტიგროსის დასავლეთ სანაპიროზე. დაფუძვნდა IV
ათასწლეულში ჩვ. წ-მდე, როგორც საკულტო ცენტრ ასურული პანთეონის უზენაესი
ღვთაების – აშურისა, რომელიც ითვლებოდა ამ ქალაქის მფარველ ღმერთად. ჩვ. წ-
მდე II ათასწლეულის შუახანებში იგი ასურეთის სახელმწიფოს დედაქალაქი ხდება.
ქალაქი ორი ნაწილისაგან – შიდა ქალაქისა (აგებული III-II ათასწლეულში) და მასზე
სამხრეთ-აღმოსავლეთით მიშენებულ «ახალი ქალაქისგან». ძველი და ახალი
ქალაქების მიჯნაზე იდგა აშურისადმი აგებული ტაძარი – ექურსაგქურქურა. «შიდა
ქალაქის» ჩრდილო ნაწილში კედლით შემოზღუდული ძველი და ახალი სახლები,
სონ-შამაშისა და ანუ-დიდის ორმაგი ტაძრები იდგა. ქალღმერთ იშთარის
ძველისძველი ტაძრის ქვეშ, გათხრებისას, უფრო ძველი ტაძრის ნაშთები აღმოჩნდა.
იგი აშკარად შუმერული ტაძარი გახლდათ. – არქეოლოგიური დასტური ასურულ
კულტურაზე შუმერულის გავლენისა. შემორჩენილია ასევე სასახლის ნანგრევები,
რომლის კედლები აყვანილი იყო ალიზით, ხოლო ფასადი, კოლონები და თაღები –
გამომწვარი აგურით. სასახლის იტერიერი დეკორირებული იყო მოხატულობითა და
გლიპტიკით. ფასადებზე დახვეწილი ნახევარკოლონების სამი იარუსი იდგა.
სამხრეთით და დასავლეთით ქალაქს მეორე კედელი ერტყა. იგი ალიზის გახლდათ
და ქვისფუნდამენტს ეყრდნობოდა. კედელს დიდებული, ოქროთი და ვერცხლით
მორთული კარიბჭე ჰქონდა დატანებლი. ცვ. წ-მდე XV ს-ში, როცა მითანის მეფემ
აშური აიღო, ეს კარიბჭე მითანში წაიღეს. «შიდა ქალაქში» ზიკურადიც იდგა,

598
რომლის ადგლზე, მოგვიაებით, ციტადელი აიგო. აშურში უამრავი წარწერაა
აღმოჩენლი (იხ. ასურეთის საეფო ანალები). აღმოჩნდა აგრეთვე სასამართლო
კრებული, ე. წ. «ასურული კანონები» (ჩვ. წ-მდე XV-XIII ს. ს.). იგი შედება 79
სტატიისაგან (მუხლისაგან??), რომელთაგან 51-ში გადმოცემულია საოჯახო
სამართლის საუძვლები. ამ იურიდიულ დოკუმენტში ასევე აისახა ასურეთის
სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობის ზოგიერთი განსაკუთრებულობანი.
სალმანასარ III-ის დროს ქალაქში აშენდა ტაძარი და აიგო შავი ობიექტი, რომელზეც
უკვდავყოფილია მეფის სამხედრო გამარჯვებები. 614 წ-ს ჩვ. წ-მდე აშური მიდიელთა
და ბაბილონელთა გაერთიანებულმა ძალებმა დაანგრიეს. პართიელთა
მმართველობის ხანაში (ჩვ. წ-მდე III ს-ის შუახანები – 224 წ. ჩვ. წ-ით) ქალაქი
ადრინდელ საზღვრებში იქნა აღდგენილი (იხ. პართიანული აშური).

ასური (აშური) – 1. ღმერთების ზოგადი სახელიძვ. სანსკრიტულ ენაზე. 2.


გვიანდელ მითოლოგიაშიღმერთების მოწინააღმდეგე დემონები. 3. სემის ერთ-ერთი
შვილი. ასირიელთა მამამთავარი (ბიბლია). 4. ასირიელთა მთავარი ღმერთი სასტიკი
და ულმობელი.
აშური (ქალდ.) – 1. ქალაქი ასურეთში; 2. აქ არსებობდა უძველესი
ბიბლიოთეკები, რომელთა ნამუსრევებში გეორგ სმითმა «ამოთხარა» ცნობილ
ფირფიტათაგან ყველაზე ადრეული ფირფიტებირომელთა შექმნის დაახლოებით
თარიღად სმითი 1500 წ-ს ასახელებსჩვ. წ-მდე. წს ფირფიტები ცნობილია «აშურ კილე
შერგატ»-ის სახელწოდებით.
აშური – იხ ასური.
აშუღი – მგოსანი. მუსიკის შემთხზველი და შემსრულებელი ამიერკავკასიის
ხალხების ხალხურ-პროფესიულ ხელოვნებაში (XVIII-XX ს. ს.)
აშური – ღვთაება, რომელმაც დასაბამი მისცა ქალაქსა და იმპერიას. იმავე
წიაღიდან მომდინარეობს, საიდანაც მარდუქი. ძვ. სამხრეთული სახელია ასარ. (იხ.
მარდუქი) ცნობილია, როგორც უზარმაზარი მეომარი მანქანა, ურჩხული, ხალხების
რისხვა.
აშური – ღვთაება, რომლის სახელსაც ატარებს ჩრდილოეთ შუამდ. ქალაქი,
დედაქალაქი აშურეთის იმპერიისა. მის აღზევებასთან ერთად ძლიერდება მისი
მფარველი ღმერთი აშურიც და, ბოლოს, იჭერს სამყაროს დემიურგის ადგილს
ბაბილონელთა მარდუქის პარალელურად. აშური თიამათის წინააღმდეგ
მებრძოლად არის წარმოდგენილი, ამიტომ იგი კოსმოსის შემქმნელია და იმავე როლს
ასრულებს კოსმოგონიაში, რასაც მარდუქი. აშური უპირატესად ომის ღმერთია,
ვითარცა მეომარი, მეომრული სახელმწიფოს პატრონი ღვთაება. აშურის სიმბოლოა
ადამიანის სახიანი ფრთიანი მირგვალა.

ასური ანდა აშური – სემის ერთ-ერთი შვილი, ასირიელთა მამამთავარი


(გამოსვლათა XXXI, 8). შემდგომ გაღმერთებული.
აშურიანი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ღვთისმშობლის სახ.
ერთნავიანი ეკლესია კასპის რ-ში. აგებულია 1032 წ. ნაშენია აგურითა და ქვით.
შემორჩენილია ორი წარწერა, აქედან ერთი დაცულია გორის, ხოლო მეორე – კასპის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
აშურიანი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის
პატარა ერთნავიანი ეკლესია. მდებარეობს თეთრახევში, კასპიდან ჩრდ.-აღმ-ით 10 კმ-
ზე. აგებულია აგურით და ქვით 1032 წ-ს. მარტივ ფასადიანი, კამაროვანი სახურავით.

599
ცნობილია ამ ტაძრის კედელთა ორი წარწერა (ერთი ინახება გორის, მეორე კასპის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). გორში დაცული წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია
აუგია ეპისკოპოს ილარიონს, სამთავისის ცნობილი კათედრალის ხუროთმოძღვარს
(იხ. ილარიონ სამთავნელი და სამთავისი).
აშურ-ნაცირჰალი – თუქულთი-ნინურთას მეორე ძე, რომელიც აშურელ
დიდებულებთან ერთად აღუდგა მამას.
აშურნასირფალ II (883-859 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – მეფე ასურეთისა. გამტარებელი
დიდი დამპყრობლური პოლიტიკისა, იავარმქმნელი ბაბილონისა და სირიის
ქვეყნებისა. დაპყრობილი ტერიტორიებიდან, როგორც სალმანასარ I, ისიც ურიგებდა
მიწის ნაკვეთებს თავისუფალ ასურელებს. მის დროს ასურეთის საბრძოლო
საშუალებებში პირველად ჩნდება მხედრობა და საბრძოლო ეტლები, რაც სწრაფსა და
მოხერხებულს ხდიდა ასურულ არმიას. სამეფო სასახლის ბარელიეფებით მოსილ
კედლებზე უკვე გაჩნდა ასურული მხედრიონის საბრძოლო სცენები. 883 წ-ს ჩვ. წ-მდე
აშურნასირფალ I აარსებს ქალაქ კალჰუს (ლაკაჰს), სადაც ააგო შემდგომ დიდებული
სასახლე.
აშურნასირფალ II-ის სასახლე (IX ს. ჩვ. წ-მდე) – სასახლე კალაჰაში (აქად.
კალჰუ) აგებული ნიმრულას ბორცვზე. სასახლის კომპლექსში შედიოდა ციტადელი
ტაძრებით და ზიკურათი. მის მართკუთხა ეზოს ირგვლივ განთავსებული იყო
უამრავი სათავსო-ნაგებობა. მისი ათივე დარბაზი მონუმენტური რელიეფებით
მოერთოთ. რელიეფებზე გამოსახული ერთნაირი ფიგურები მეფე-მეომრისა, მის
ხელ-ფეხთა გაზვიადებული კუნთები სიმბოლურად გამოსახავდა ასურეთის
დიდებისა და ძლიერების სურათს (რელიეფის სიმაღლე 2,35 მ.). მეფის ფიგურის
თავი, ქვედატანი და ფეხები გადმოცემული გახლდათ პროფილში, თვალები –
ანფასში; ერთი მხარი პროფილში, მეორე – სასში (???). მეფის, ღმერთთა და
დიდებულთა ფიგურებიმოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალიზმს: ყველას
სწორხაზოვანი ერთსახოვნება, შავი თმები და წვრილად დახვეული წვერები.. მეფის
გრავიურას ლურსმნული წარწერა კვეთს, რათა მომავალში არავის მიესაკუთრებინა
წინაპრის რელიეფი. მეფის, ღმერთთა, დიდებულთა და წმიდა ხის გამოსახულებათა
გარდა, ორთოსტატებზე (იხ.) ასახული ომების, ლომებზე სამეფო ნადირობის,
ერთაგან (??) საჩუქართა მმორთმევის სცენები. რელიეფები გამოირჩევა
ანალებისგადმოცემის თხრობით, ილუსტრაციულ მანერით. სასახლის
შესასვლელთან ტიარებში გამოსახული, თვალცეცხლიანი და ადამიანური სახის
ხუთკიდურიანი ხარები გამოჯგიმულიყვნენ. სასახლეში შესულნი გვერდიდან
მოძრაობაში ხედავდნენ მათ, ხოლო პირდაპირ მხილველს მათი სიმშვიდე და
თვინიერება ხვდებოდა თვალში. მნახველს მხოლოდ მისი მასიურობა და ჩლიქების
სიმძიმე თრგუნავდა. სასახლის ნანგრევები პირველად არქეოლოგმა დ. ჰ. ლეიარდმა
აღმოაჩინა 1845 წ.
აშურუბალათი (XIV ს-ის I ნახევარი ჩვ. წ-მდე) – ასურეთის მმართველი,
რომელმაც პირველმა უწოდა თავის თავს «მეფე ასურთა ქვეყნისა». იგი იყო
თანამედროვე ეგვიპტელი ფარაონ-რეფორმატორის – ამენპოტეპ IV ეხნტონისა და
მისი ლეგენდარული ნეფერტიტისა, რომელსაც გაუგზავნა შიკრიკი, რათა როგორც
თანმხლებ წერილშიიყო აღნიშნული, სურდა «ენახა» ფარაონი და «ენახა ქვეყანა»
მისი, გაეგო მისი «ნება და ნება ... ქვეყნისა». მეორე წერილში აშურებალით I
გაგზავნილი ძღვენის სანაცვლოდ ეხნატონს ოქროს თხოვდა. აშურაბაკით I სასტიკ
ბრძოლებს უმართავდა მითანის სახელმწიფოს, გაათავისუფლა მის უღელქვეშ მყოფი

600
ბაბილობი და მის ტახტზე თავისი ნათესავი ქური ჰალზუ III აიყვანა, რამაც დიდად
განამტკიცა ასურეთის მდგომარეობა შუამდინარეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგონში.
აშურ-უბალლიტ – (რაც ნიშნავს «აშურმა მიხსნა»), აშურის ერთ-ერთი მეფე.

ასურული მითოლოგია – შეიქმნა შუმერულ-აქადური მითოწარმოდგენების


გავლენით. ასურული კოსმოგონიით, ყოველი არსებულის – ქვეყანათა, მდინარეთა,
ქალაქთა... – პირველსახე არსებობდა ცაში. რომ მისი დედაქალაქის – ნინევიის –
გეგმარიც ოდითგან ცაში იყო მოხაზული. რომ მიწა რამდენიმე იარუსად დაყოფილ
ცის თაღის ქვეშ დევს. ასურული პანთეონის ცენტრალური ღმერთი აშური იყო.
თავდაპირველად მისივე სახელობის ქალაქის მფარველი. ჩვ. წ-მდე XIII ს-თვის აშური
უზენაესი ღმერთი ხდება და შუმერთა ღმერთის – ენლილის ელემენტებს ირთავს.
იგი ხდება «ქვეყნერების მეუფე», «მამა ღმერთებისა» და ა. შ. ბაბილონური
თეოგონიიდან კი ბედთა განმრიგობა, ომისა და სიბრძნის ღმერთობა,. აშურის მეფეთა
ობელისკებზე გამოსახავდნენ მშვილდოსან ღმერთად, დაფარულს მზის ფრთიანი
დისკოთი. ასურეთში დიდი პოპულარობა ჰპოვა იშთარის,
ნაყოფიერების,სიყვარულის, სიცოცხლის შEმქმნელი და მეომართა მფარველი
ქალღმერთის კულტმა. მისი თაყვანისცემის ცენტრები იყო ნინევია (ნინევიის
იშთარი) და არბელა (არბელის იშთარი). გარდა ამისა, ასურელები ეთაყვანებოდნენ
ღმერთ სინს, შამაშს, ადადოს, ნაბუს. მეფეთა და მეფის სასახლეთა მფარველებად –
შედუებს – ხუღფეხა, ფრთოსან, ტიარებიან და წახნაგური წვრილხვეულა წვერისა
ადამიანის სახის მქონე ხარს მიიჩნევდნენ. ერთიანი, მონოთეისტური ღმერთის შექმნა
არღვევდა თემობრივ პოლიმორფულ კულტებს და ქმნიდა ერთიან
სახელმწიფოებრიობას ცენტრალიზებული ხელისუფლებით (იხ. აქადური
მითოლოგია; შუმერული მითოლოგია).
ასურული სამეფო ანალები – საისტორიო მატიანეები (იხ. ანალები). საერთოდ,
სამეფო ანალებიასურეთში ჩვ. წ-მდე II ათასწლეულის II ნახევარში ხურიტებისგან
შევიდა და დამკვიდრდა. ანალების შესავალ ნაწილში ჩამოთვლილი გახლდათ
მეფეთა ტიტულები. ამას მოსდევდა ღმერთებთან მიმართების ტექსტი და შემდეგ
ინფორმაცია ჩატარებლ ლაშქრობათა , აღებულ ციხე-სიმაგრეთა და ტყვედ
წამოსხმულთა რაოდენობების შესახებ. ყველაზე უძველესია შალიმაჰუმას წარწერები,
სადაც იგი საკუთარ თავს უკვე აღარ იხსენიებს «ურის მსახურად». ბაბილონთან ომის
პერიოდში ასურეთის მეფეები თავიანთ ანალებში სიამაყით აცხადებდნენ
მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილების, ბუსასები, კერძოდ, ისეთი ქალაქები, როგორიცაა
ური, ნიური და სხვ. თავიანთ განკარგულებაში მოიქციეს. (მეფე პრიშუმის
წარწერები. ცნობისათვის: ამ მეფემ აშურში ააგო ღმერთების – აშურისა და
ადადისადმი მიძღვნილი ტაძარი; ასევე პროცესიათა კიბე). შუამდინარეთის ჩრდილო
და ჩდილო-დასავლეთ ნაწილში ასურელთა გავლეის გაძლიერებამ სამეფო ანალებში
თავისებური ჰონორულობა შეიტანა. აბესუბალათის, ადიდა-ნერარ I-ის, თუქულთი-
ნინურთას, ტოგლათ-ფალასას I-ის, წარწერები უფრო ვრცელია და უფრო
დაწვრილებითაა ლაშქობათა და დატყვევებულთა შესახებ მიყვანილი ცნობები.
მათში დაწვრილებითაა გადმოცემული დაპყრობითი ლაშქრობები, ნითითებულია
ტყვეთა და ალაფის რაოდენობა. ასურეთის დაცემის პერიოდიდან, ტოგიათ-ფალასის
I-ის სიკვდილის შემდგომ, ფაქტიურად, ასურული სამეფოანალები ქრება. ჩვ. წ-მდე
VIII ს-დან სამეფო ანალები ლიტერატურული პეიზაჟებით ივსება (გაუვალ ხეობათა,
მთის მდინარეთა, ციხე-სიმაგრეთა აღწერილობანი). ანალებში, ასევე პორტრეტული
აღწერილობანი და ოქმედ პირთა წარმოთქმული სიტყვებიც ჩნდება. იყოფიან სამ
601
სახედ: წარწერები, ანალები და «წერილები» ღმერთებისადმი. წარწერებში
ჩამოთვლიდნენ მეფეთა გამარჯვებებს, დაპყრობილ ქალაქებს, ტყვეთა რიცხოვნობას;
წარწერა-ანალებში თხრობა თვით მეფისგან მოდიოდა და ამაღლებულ, პათეტიკურ
ტონებში გვიყვებოდა თავის უამრავ გამარჯვებათა შესახებ ამბოხებულ მეზობლებზე.
ტექსტს ახასიათებდა ეპითეტურ-შედარებითი ელემენტები; მეფეთა «წერილები»
მიმართული იყო ღმერთ აშურისადმი. მას ლაშქრობის აღწერა, მრს შემუსვრისადა
მეფის სასტიკი ქმედებების ამბები მოსდევდა. სახელდობრ «წერილებში» გაჩნდა
გეოგრაფიული ტოპონიმები, პეიზაჟური დეტალები, მდიდარი ეპითეტურ-
შედარებითი სურათებით.
ასურული სიცოცხლლის ხე – 1. აშურა (იხ); 2. ბიბლიაში ნათარგმნია, როგორც
«კორომი, ოლე». გვხვდება 30-ჯერ; 3. წოდებულია «კერპად», იუდეის მეფის, ასას
(955-914 ჩვ. წ-მდე) დედაც, მაყაქაც (რუსული ტექსტით – ბებია), სწორედ ასეთ კერპს
ეთაყვანებოდა . ასამ დალეწა კერპები, გარეკა კერპთაყვანისმცემლები და არ დაინდო
საკუთარი დედაც – მაყაქაც. იგი ტახტს ჩამოაშორა: «თავისი დედაც კი, მაყაქა,
დედოფლობას მოაშორა, რადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშურასათვის. აჩეხა ასამ
მისი კერპი და კედრონის ხევში დაწვა» (III მეფეთა, 15: 13). აშურას კერპი ზის
ლინგამი იყო (იხ. ლინგამი); 4. არსებობს მოსაზრება, რომ თავდაპირველი აშურა
სვეტები უნდა ყოფილიყო, ყოველ მხარეზე მშვიდად განტოტვილლი,
დაგვირგვინებული სფეროსებრი ყვავილით და მისგან ამომავალი სამი სხივით.
ეზოთერიკებს მიაჩნიათ, რომ თავიდანვე აშურას არ ჰქონია ფალიური დატვირთვა,
რომლიდანაც შემდგომ გაუკეთებიათ ფალოსური კერპი იუდეველებს, არამედ იგი
მეტაფიზიკურის სიმბოლო ყოფილა. «მოწყალე, ვინც მიცვალებულთ სიცოცხლით
აღადგენს!» – ამ სიტყვებით ლოცულობდნენ მის წინ კერპთაყვანისმცემელი ძვ.
იუდეველები, აშურას წინაშე ევფრატის სანაპიროებზე.
ასურული წმინდა წერილები – აღმოსავლეთმცოდნეები ასახელებენ ასეთ შვიდ
წიგნს: მამიტა (იხ.), თაყვანცემა, განმარტებანი, «სიარული ჰადესში», ვედრებათა ორი
წიგნი («კანმაგარი» და «მანმიკრი»: თალბო) და «კანტოლიტი» – დაკარგული
ასურული ფსალმუნები.
აშუღური პოეზია – მიმდინარეობა ლიტერატურაში, რომელიც დიდ ადგილს
უთმობდა რომანტიკულ და საგმირო ჟანრის ხალხურ თქმულებებს.
თავდაპირველად, თვით სიტყვის სემასიოლოგიიდან გამომდინარე, სამიჯნურო
თემატიკის იყო. დროთა განმავლობაში სოციალური მოტივებიც შეიძინა. აშუღები
მართავდნენ პაექრობებს. (ერთგვარად მსგავსი ქართული კაფიაობა-შაირობისა).
აშუღური სიმღერა – აღმოსავლური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნაკადი. ემყარება ხალხურ მუსიკასა და პოეზიას. ახასიათებს
განვითარებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრები – დასთანი, ბაიათი,
მუხამბაზი და სხვა (იხ. იხ.). გამოირჩევა მელოდიურობით, მელიზმატიკით (იხ.),
ემოციურობით.
აშუღ-ყარიბი» – თურქულენოვან ხალხთა რომანტიკული დასთანი. შეიქმნა
არაუადრეს XVI-XVII ს.ს-ისა. გადმოგვცემს მოხეტიალე პოეტისა – აშუღისა და
დიდგვაროვანი ასულის უიღბლო სიყვარულის შესახებ.
ასუული ხე და თხა» – აღმოსავლურ ირანული წარმოშობის ლიტერატურული
ძეგლი შედგენილია პართიულ ენაზე, გადამუშავებული სასანიანთა ეპოქაში .
დაწერილია შეპაექრების ფორმით რომელიც გამართულია მაღალ, ამაყ,
«ოქროსვარჯიან ხეს» – პალმასა და «მთათა წარმოშობის» პერიოდიდან გაძენილ

602
თხას შორის. დავა-პაექრობის საგანია იმ სარებლიანობის უპირატესობა, რომელიც
მოავს თითოეულ მათგანს ადამიანისათვს. პალმა ამაყობს თავისი «ზაფხულის
ჩრდილით, სადაც ისვენებენ ხელისუფალნი» და ნაყოფით, რომელსაც მიირთმევენ
შაჰები. თხისადმი მიმართულ მის სიტყვებში გესლიანი დაცინვა-სიბოროტეა იმის
თაობაზე, თუ როგორ იყენებენ მისგან გამოთლილ სარს თხათა მისაბმელად და მის
ფიჩხს მათ შესაბრაწად. მაგრამ «ასურულ ხესთან»დავაში თხის არგუმენტებიუფრო
დამაჯერებელია: მის პროდუქტებს იყენებენ ქურუმები ღვთსმსახურების ჟამს,
მიირთმევენ მეფენი და მათი დიდებულნი, მწერლები და მეომრები, ვაჭრები და
მდაბიონი. გამარჯვებული თხის მონოლოგი დიდი ემოციურობითა და ორარული
ხეელოვნების ოსტატობის დიდი ნაირფერობითაა გამორჩეული. მისი
მტკიცებულებანი, რომელიც ხალხური ანდაზური ფორმებითაა გამოხატული,
ზუსტია და მიზანმიმართული, აღსავსე რიტორული სამკაულებით, რომელთაც თხა
პალმას, მითო და ზღაპრულ პერსონაჟებს მიმართავს. პოემაში გამოყენებულია იგავ-
არაკული გმირები, გარდათქმები, ქვეტექსები,. ეს ნაწარმოები საფუძველს
გვაძლევსდიდაქტიკური ხასიათის ქალაქურ ლიტერატურას მივაკუთვნოთ.

აშვაგჰოშა – ძვ. ინდოელი პოეტი (I-II ს.ს. ჩV. წ.). შექმნა პოემა «ბუდჰაჩარიტა»
(ბუდას ცხოვრება). მასვე მიეწერება პოემა «სუნდარანანდა» (თქმულება მშვენიერ
ნანდაზე) და დრამა «პუტრაპრაკარანა», რომელიც ასევე ბუდას ლეგენდებს ემყარება.
აშვამედჰა (სანსკრიტ. ასვამედჰა) – ძვ. ბრამინთა წეს-ჩვეულებით, ცხენის
მსხვერპლად შეწირვა.
აშვამედჰა – ინდ. «ცხენის შეწირვა», მსხვერპლშეწირვის მნიშვნელოვანი
სახეობა, რომელიც მხოლოდ მეფის ხელით სრულდებოდა. გაუშვებდნენ შერჩეულ
ცხენს თავისუფლად და მეფე თავის მხედრობასთან ერთად უკან გაედევნებოდა და
იპყრობდა ცხენის მიერ გავლილ ტერიტორიას, რაც ერთი წლის მანძილზე
გრძელდებოდა. წლის ბოლოს ე. წ. «სამყაროს ჭიპში» ცხენს მსხვერპლად
შეწირავდნენ. ცხენი ამ რიტუალში ცვლიდა პირიშას, რომელიც მითოსის მიხედვით
ღმერთებმა დაკლეს, რათა მისი ნაწილებისაგან სამყარო შეექმნათ. უპანიშადებში
გადმოცემულია სამსხვერპლო ცხენის ნაწილებისაგან სამყაროს შექმნა.
აშვათჰა – ინდ. «ცხენის სადგომი», წმინდა ლეღვის ხე, სამყაროს ხის ერთ-ერთი
განსახიერება. ფესვები ნას ცაში აქცს გადგმული, მისი კენწერო კი მიწისაკენ არის
მიმართული. მის ძირას ხდებოდა ცხენის შეწირვის რიტუალი (აშვამედჰა).
აშვატჰე (სანსკრიტ. ასვატჰა) – «ბოს ხე» – «შემეცნების ხე», «ხე ცნობადისა»
(Fიცუს რელიგიოსა). (დამატებითი განმარტებანი იხ. «ბოს ხე»).
აშვინები (სანსკრიტ. აცვინაუ; ორმაგბუნებოვანი) – 1. ანუ: იგივე აშვინ-
კუმატაუ – ძალზე იდუმალი და ოკულტური ღვთაებანი, რომლებიც «აცბუნებდნენ
უძველეს . სიტყვასიყტვით ისინი «მხედრებია»კომენტატოტრბს», «ღვთაებრივი
მეეტლეები», მათ ეტლს მიაქროლებენ ცხენები ან ფრინველები, ცხოველებიც;
«ფლობენ ფორმათა სიმრავლეს». აშვინები, ანუ ეს ორი ტყუპი ძმა, მზის ღმერთის –
ვივასვატისა და ღვთაებრიი ფაშატის – სირანიოს (იხ. იხ.) შეუღლებით მოევლინენ
სამყაროსისინი ინდური პანთეონის დიდი ღმერთის, ინდრას ძმისწულრბი არიან.
ასიერ ნამუჩისაგან (იხ.) მზაკვრულად ძალადაკარგული ინდრა სწორედ აშვინებს
მიადგა სამკურნალოდ. ისინი ღვთაებრივი მკურნალებიც გახლდნენ (ინდრა
აშვინებმა მრავალგზის განკურნეს). განკურნების გარდა ტყუპი ძმისწულები დიდ
ღმერთს, ინდრას, ნამუჩიხე შურისძიებაშიც დაეხმარნენ. ინდრა ვერ გატეხდა
ოდესღაც მეგობარ ნამუჩისთან დადებულ ფიცს, რომ ერთმანეთს არც მზისით, არც
603
ღამით, არც წყალში, არც ხმელეთზე თავს არ დაესხმოდნენ, არც მშრალ, არც
ტენმოკიდებულ იარაღს ერთმანეთზე არ იხმარდნენ. გამოუვალ მდგომარეობაში
მყოფ ინდრას ისევ აშვინები წამოეშველნენ. აშვინებმა ტაკაშტარასგან (იხ.) ნაკურთხი
ინდრას ღვთაებრივი იარაღი, – ვაჯრა, – ზღვის ქაფით დაფარეს (ქაფი არც წყალი
იყო, არც სიმშრალე); მიმწუხრის ჟამს კი, როცა არც დღე იყო და არც ღამე, ზედ
ოკენის სანაპიროზე, სადაც არც წყალი იყო და არც ხმელეთი, ინდრამ ნამუჩი
განგმირა. აშვინებმა ნამუჩის სისხლისაგან სამკურნალო ნაყენი მოამზადეს და ინდრა
განკურნეს. აშვინები, განთიადისას, როცა წყვდიადი ებრძვის სინათლეს, ღმერთთა
და ყველათა უწინარეს აშვინები უწინარეს ჩნდებიან ცისკრის აცზე, რათა განთიადის
ქაკღმერთს – უშასს გზა მოუმზადონ. მარად ახალგაზრდა, მშვენიერი
აშვინებიფრთოსან ცხენებშებმული ოქროს ეტლითგანთიადის ცის კაბადონზე
გამოჩნდებიან, მათ თან თავიანთი მეგობარი, მზის ქალწული სურია (იხ.) ახლავთ.
აშვინთა ორმაგი ბუნება უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ ისინი
ერთდროულადცასაც ეკუთვნიან და მიწასაც, წარმომავლობით კი – ღმერთებსაც და
ადამიანებსაც. ისინი ახლოს დგანან და კეთილგანწყობილნი არიან ადამიანთა
მინართ, აშორებენ ადამიანებს ყოველგვარ ჭირს, უბედურებასა თუ უკეთურებას,
კურნავენ და შველიან წყალში გადავერდნილებს; 2. ასტრონომიულად აშვინები
თანავარსკვლავედია. მათი ეპითეტებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,
რომმათ აღფრთოვანებით ეთაყვანებოდნენ. ისინი «ოკეანით დაბადებულნი არიან»
(ე. წ. ნაშობნი სივრცისაგან), ანუ აბდჰიჯაო – «დაგვირგცინებულნი ლოტოსით»
(«ლოტოსის გვირგვინოსანნი»), ანუ, იგივე პუშკარაშრაჯანნი (იხ. პუშკარა) და ა. შ. ; 3.
«ნირუკტას» (იხ.) – ვედების ნაწილის კომენტატორი იაქსა აცხადებს, რომ «აშვინები
წარმოადგენენ გარდამავალს (ფაზას, საფეხურს), გადასვლას წყვდიადიდან
ნათელში»; 4. მიუირი და ჰოლლდშტიუკერი იხრებიან იმ მოსაზრებისაკენ, რომელიც
აშვინებში უძველეს, «ფართოდ ცნობილ მხედრობას» ჭვრეტენ. უდავოა, ეს
მოსაზრებები ლეგენდებიდან მომდინარეობენ; 5. ჩანს, ასევე ლეგენდებიდან
მომდინარეობს აშვინთა ორბუნებოვნება: «...ღმერთებმა აუკრძალეს აშვინებს
მსხვეროლშეწირვის რიტუალზე დასწრება. საფუძველი ის იყო, რომ ისინი ძალზე
ახლო მიმართებაში იყვნენ ადამიანებთან». და ისევ იასქას ცნობით, «ისინი
იგივდებოდნენ მიწასთან და ცასთან». ამ ბუნების გამო იშვანები, სინამდვილეში,
მართლაც რიბჰათა (იხ.) მსგავსნი არიან – მათნი, რომლებიც «თავდაპირველად
სახელგანთქმულნი მომაკვდავნი» იყვნენ (ზოგჯერ არა სახელგანთქმულნიც),
«დროთა ვითარებაში ღმერთების საზოგადოებაში რომ იქნენ გადაყვანილნი»; 7.
აშვინები ნეგატიურ, უარყოფით ხასიათებსაც ავლენენ, რამდენადაც ისინი
«სინათლისა და სიბნელის შერწყმის (კავშირის) შედეგნი არიან», ანუ შედეგნი
დადებითისა და უარყოფითისა; 8. ეზოთერიკულ ფილოსოფიაში ორბუნებრიობა
გამოხატულია იმით, რომ აშვიანები კუმარდ Eგო-ს (იხ. კუმარა და ეგო – «მე»)
მანვანტარის (იხ.) «პრინციპების» ხორცშესხმანი არიან. (ამ სტატიას გულდასმით
უნდა წაკითხვა და როგორც ზოგიერთი ტერმინის გასწორება, ისე სტილისტურად
გამართვა)
აშვინები – ინდ. «ცხენის შობილნი», ცხენად ქცეული წყვილის, ვივასვანტისა
და სარანიას ძენი, დილისა და საღამოს ბინდის ღვთაებები და მკურნალნი, რომელთა
დახმარებას ეშურებოდნენ დიდი ღმერთებიც კი. ისინი შველიან უსუსურთ,
სნეულებს და ხეიბრებს, სიჭაბუკეს უბრუნებენ მოხუცებს. ასპარეზობაში
გამარჯვებით (ვინ უფრო ადრე მიიჭრებოდა მზესთან) მოიპოვეს მზიური

604
ქალღმერთის სურიას ხელი და იგი მათ ეტლში გადაბრძანდა. ინდრას არ უყვარდა
აშვინები ადამიანებთან მათი სიახლოვის გამო, ამიტომაც სულ მუდამ ცდილობდა,
არ მიეშვა ისინი სომასთან.
აშვინები – ინდ. მითოლოგიური პანთეონის ტყუპი ღმერთები (შდრ.
დიოსკურები – ზევსის შვილები). სილამაზითა და ახალგაზრდობით
დასაჩუქრებულნი.

აშვინები – იხ. MHM.


ასწლიანი ომი – ომი ინგლის-საფრანგეთს შორის. დაიწყო 1337 წ-ს და
დასრულდა 1453 წ-ს.

ატა (სიგიჟე, სიავე, უბედურება) – ბოროტი ბედისწერის, შურისძიების,


უბედურების ქალღმერთი. სიავის შთამაგონებელი. მამას – თავად ზევსსაც კი
დაუბნელა გონება, რის გამოც ზევსმა იგი დედამიწას დაანარცხა. აქედან
მოყოლებული დაძრწის ადამიანთა შორის და შურს თესავს.
ატაკა – (ელექტრომუს.) ხმის ან სამუსიკო საკრავის ჟღერადობის განვითარების
საწყისი სტადია გარკვეულ დროში.

ატაკა – მუსიკალური ყერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ ნაწარმოების ერთი


ნაწილიდან მეორეში გადასვლა უნდა მოხდეს შეუჩერებლად.
ატალა (სანსკრიტ. ატალა) – 1. ერთი შვიდ მთათაგან და ერთ იმ ოლქთაგან,
რომელიც ნახსენებია ინდუსთა ლოკებში; 2. ეზოთერიკულად ატალა მდებარეობს
ასტრალურ პლანში და ოდესღაც რეალური კუნძული ყოფილა ამ პლანეტაზე.
ატალა I სოტური (მეფობის წლები: 241-197 წ. წ. ჩვ. წ-მდე) – პერგამოსის მეფე.
ებრძოდა გალებს და გალელთა ტომებს. 220 წ-ს ჩვ. წ-მდე, მისი განკარგულებით
პერგამოსელ მოქანდაკეთაგან შეიქმნა დიდებული სკულპტურული ჯგუფი გალებზე
გამარჯვების აღსანიშნავად (იხ. «ატალას იადგარი».).
ატალანტა ფუჯინეს (ლათ. Aტალანტა Fუჯინეს) – სახელგანთქმული
როზენკრეიცერის მიქაელ მაიერის ცნობილი ტრაქტატი. ტრაქტატი
ილუსტრირებულია მრავალი შესანიშნავი ალქიმიურ-სიმბოლისტური გრავიურით.
აქ ნახავთ ორიგინალებს, რომლებზეც ამოხატულია სამკუთხედები, შემდეგ
კვადრატში გამოსახულ მამაკაცთა და ქალთა ფიგურები. სურათის მინაწერი
ღაღადებს: «პირველი ენსიდან წარმოიქმნება ორი საპირისპირობა, აქედან ვითარდება
სამი პრინციპი, მათგან ოთხი ელემენტარული მდგომარეობა; თუ თქვენ განყოფთ
წმიდას უწმინდურისაგან მიიღებთ ფილოსოფიურ ქვას» (იხ. იხ. ენს-ი;
ბიპოლარულობა...)
ატალას იადგარი» («ატალას საჩუქრები») – სკულპრურული ჯგუფის სერია,
შექმნილი ატალა I სოტერის (იხ.) დაკვეთით, ჩვ. წ-მდე 220 წ-ს მოქანდაკეების –
ანტიგონესის, სტრატონიკესის, ეპიგონესისა და პირომაქოსის მიერ. წარმოადგენდა
ბრინჯაოს ქანდაკებათა ჯგუფს, პერგამოსის აკროპოლისზე, მიეძღვნა ბერძენთა
გამარჯვებას გალათებისა და გალელთა ტომებზე. მოქანდაკეთა მიერ ჩამოსხმული
ზუსტად ასეთივე ბრიმჯაოს ფიგურები ატალა I-მა საჩუქრად უბოძა ღმერთებს ამ
გამარჯვების გამო და იგი ათენის აკროპოლისის სამხრეთ ნაწილში დაიდგა.
პერგამელმა ოსტატებმა ქანდაკებათა ჯგუფის შექმნაში გამოიყენეს როგორც
მითიური სიუჟეტები (ბრძოლა ოლიმპოელი ღმერთებისა გიგანტებთა იხ.
ტიტანომაქია; ბრძოლა ოლიმპოელი გმირებისა ამაძონებთან, იხ. ამაძონომაქია), ასევე

605
იეტორიული სიუჟეტებიც (ბერძენთა ბრძოლა სპარსელებთან, იხ. ბერძნულ-
სპარსული ომები). ამ სერიალში ნათლად წარმოჩინდა სიკვდილისა და ტრაგიკული
გარDუვალობის თემა. უიმედო თავზეხელაღებულობა, გადაზრდილი უსასოო
სასოწარკვეთილებაშI ! – აი, ის, რასაც ხედავს მნახველი, წინწამოწეულ ხელზე
ძალაგამოცლილი სხეულით დაყრდნობილი დაჭრილი გალელი მეომრის ფიგურაში,
უკანასკნელი ძალისხმევით რომ ცდილობს წამოდგომას და ამაოების დაძლევას.
ტრაგიკული სიდიადე გამოსჭვივის იმ ჯგუფიდანაც, სადაც გამოსახული კიდევ
ერთი გალელი, რომელმაც საკუთარი ცოლი განგმირა, რათა ეხსნა იგი მტრის
გაუპატიურებისაგან, თავად კი მახვილს ყელში ირჭობს. მოქანდაკეებს მართლაც
ოსტატურად გამოუვიდათ მოუბრუნებელში მიმავალ სიცოცხლეთა წარმოსახვა,
ძალთა უკიდურესი, ზღვრული დაძაბულობის ჩვენება, რომლითაც უსახელო
გალელი უკანასკნელი საზეო მზერით ცდილობს ადამიანური სული
შეუმუსვრელობის წარმოჩენას. პათეტურობა, გამოსახულებათა კონტრასტულობა,
უსაზღვრო ემოციური დაძაბულობა, რთული რაკურსები – აი, ის განმასხვავებელი
და დიდებული ოსტატიზმი, რითაც გამოირჩევა პერგამოსელ მოქანდაკეთაგან
შესრულებული ეს სკულპტურული ჯგუფი. ჩვენამდე ამ სერიალიდან მოღწეულია
გიგანტის, დაჭრილი ამაძონის, მომაკვდავი გალისა და თავდაცვის შიშნეული
ინსტინქტით შეპყრობილ სპარსელთა ფიგურები.
ატაქსია - ინტრტაფსიქიკური - ფსიქიკურ ფუნქციათა შორის კოორდინაციის
დარღვევა.
ატაქსია (ლათ. ატახია) – მოძრაობის კოორდინაციის მოშლა.
ატარაქსია (ბერძ. ატარახია – აუცილებლობა) – ძველბერძნული ეთიკის
კატეგორია, რომელიც გამოხატავს სლის სიმშვიდეს, უშფოთველობას. ანტიკური
მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ ბრძენი ა-სუნდა ესწრაფვოდეს, რაც ქმნის პირობებს
წინასწარაუკვიატებელი აზროვნებისათვის. ა-ს მიღწევის გზები მათ
სხვადასხვანაირად ესახებოდათ. თუ მატერიალისტები (დემოკრიტე, ეპიკურე,
ლუკრეციუსი) ამ გზას ხედავდნენ სამყაროს შეცნობაში, შიშისა და ცრურწმენების
დაძლევაში, სულიერი სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში, სკეპტიციზმის
მომხრეების (პირონი) ეთიკაში ა მიიღწევა სიკეთესა და ბოროტებაზე, ჭეშმარიტსა და
ცრუზე განსჯისაგან თავის შეკავებით, სინამდვილესთან შეგუებაში (პათია). პირონის
აზრით ბედნიერებაა აღუშფოთებლობა, ტანჯვის არარსებობა.

ატარაქსია (ბერძ. ატარახია – უშფოთველობა) – სულიერი სიმშვიდის,


უშფოთველობის მდგომარეობა. ზოგი ბერძ. ფილოსოფოსი თვლის, რომ მისი მიღწევა
შეუძლია მხოლოდ ბრძენს, შიშის დაძლევის, ნღელვარებისგან განთავისუფლების
გზით. სკეპტიკოსების აზრით – მსჯელობისგან თავშეკავებით, სტოპკოსების აზრით
– სიხარულისა და მწუხარებისადმი გულგრილობით.
ატარი (Fერიდედდინ Aტტარ), ფარიდ-ად-დინ – სრატსი პოეტი, მისტიკოსი,
1119-1229 წ. წ.
ატატიული – კლსიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზა. მოცეკვავე
(მამაკაცი ან ქალი) დგას ცალ ფეხზე, მუხლში მოხრილი მეორე ფეხი უკანაა აწეული,
ტანი ძალზე გაზნექილია ზურგში, აწეული ფეხის შესაბამისი ხელი თავს ზემოYაა
აწეული, , ხოლო მეორე – გვერდზეა გაყვანილი. კლასიკური სტილის რუსულ
სკოლაში არსებობს ატიტიულის ორი ფორმა ატტ, ტუდო ცრო ისოე და ეფფაცოე,

606
რომლებიც სრულდება ტერფზე, ცერებზე, ერგცერებზე, პლ, ე, ნახტომში, ბრუნში,
ხელების სხვადასხვაგვარი მდგომარეობით.

ატავილა (პალ.) – პიროვნების ცოდვა.


ატე – ბერძ. ზევსის ასული; წამიერი სიგიჟის განსახიერება. ატე გონებას
უბნელებდა ღმერთსაც და ადამიანსაც. ერთხელ, მისი საქციელით განრისხებულმა
ზევსმა იგი ზეციდან ჩამოაგდო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ატესგან გონდაბინდულმა
ზევსმა გაამჟღავნა ჰერაკლეს დაბადების საიდუმლო (ჰერაკლე). მას შემდეგ ატემ
დაკარგა ღმერთებზე ზემოქმედების ძალა. მხოლოდ ადამიანებს აიძულებდა იგი
ჩაედინათ უგონო საქციელი.
ატე – იხ. ატა.
ატეფ-ი (ეგვიპტ.) – ანდა ჰორის გვირგვინი – მაღალი თეთრი ქუდი, ცხვრის
რქებით, წინ ურეით (იხ.). მისი ორი ფრთა – სიმბოლო ორი ჭეშმარიტებისა –
სიცოცხლისა და სიკვდილისა.

ატეფი (ძვ. ეგვიპტ.) – «ოსირისს, მარადჟამობის მეუფეს», როცა მასთან ანი (იხ.)
მიჰყავთ, თავზე ადგას ატეფი, ანუ ფრთოსანი გვირგვინი («მკვდართა წიგნი», დაფა
IV).
ატელანა (ლათ. Aტელლანა) – ხალხური კომედიის ჟანრი ძვ. რომში. მისი
სამშობლოა ატელა, ძველი ქალაქი ნეაპოლის მახლობლად. თავდაპირველად ამ
პაყარა კომიკურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ მოქალაქეები და არა
პროფესიონალი მსახიობები. ჟანრად ჩამოყალიბდა ძვ. წ. IV ს. ბოლოს (ზოგიერთი
ცნობით III ს-ში).

ატელანა – ძველ რომში ხალხური იმპროვიზებული სცენების სახეობა.


ატელანას მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ნიღბები – ბუკონი, დოსენი, მაკი, პაპი
და სხვ. ტრადიციული პერსონაჯების არსებობა განაპირობებდა ატელანას
სიუჟეტური სიტუაციების ერთგვაროვნებას. ამ სცენებს საფუძვლად ედო მაკის
რეგვენობა, ბუკონის მზაკვრული ეშმაკობა, პაპის სიძუნწე და პატივმოყვარეობა,
დისენის ყალთაბანდობა. ატილანას ენათესავება იტალიური კომედია დელ არტეს,
რუსული პეტრუშკას, გერმანული კაშპერლის წარმოდგენები და სხვ. ატელანა იყო
დემოკრატიული ჟანრი, რომელიც ნართაულად აკრიტიკებდა რომის საზოგადოების
მმართველი წრეების პოლიტიკას, რის გამოც იგი იმპერიის ხანაში იდევნებოდა,
ფართო მასებში კი პოპულარობით სარგებლობდა.

ატემი – ეგვიპტ. მით-ში შემოქმედი ღმერთი. 9 ჰელიოპოლისელი ღმერთის


მბრძანებელი. (იხ. ცხრა ღმერთი) (შდრ. ზევსი, ოდინი). იგი მზის ღმერთი რა.
თავისთავად შექმნილი.
ატექტონური სტილი – (სახვითი ხელოვნ.) მეტნაკლებად არააშკარა
კანონზომიერებისა და თავისუფალი წყობის სტილი.
ატეტოზი - კუნთების უნებლიე, «ჭიისებრი» შეკუმშვა (მეტწილად თითებისა).

ატფ (AთF) – ა – ადენოზინ, ტ – ტრი, ფ – ფოსფორული ანუ ადენოზინ


ტრიფოსფორული მჟავა (იხ.). სიმბოლურად რომ გამოვხატოთ: ატფ – ორგანიზმის
ენერგეტიკული «ვალუტაა». ორგანიზმის ენერგეტიკულ წყაროს (ატფ-ს)
წარმოადგენენ ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები (ამასთან, ისინი ორგანიზმის

607
საამშენებლო მასალებიც არიან). ატფ სხვა ორგანულ ნივთიერებათა
უმრავლესობისაგან განსხვავებით მარტივია, შედგებანახშირწყალ რაბოზის,
ადენინის (რომელიც ასევე შედის ნუკლეიდურ მჟავებში) და ფოსფორმჟავას სამი
ნაწილისაგან (იხ. ადენოზინფოსფორის მჟავები), რომლებიც ერთმანეღს ერწყმიან
(უერტდებიან). ატფ-ს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ მისგან
ფერმენტის . . . გამოვყოფთ ფოსფორული მჟავის ნაწილთაგან . . . – გავწყვეტთ
კავშირს ფოსფორის და ჟანგბადის ატომებს შორის, გამოიყოფა ენერგიის დიდი
რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს უჯრედმა/ ატფ ამ დროს გარდაიქმნება
ადენოზინდიფოსფორულ მჟავად, – ადფ-დ. შეიძლება პირუკუ პროვესების
მოხდენაც, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ადგილი ექნება ენერგიის დანაკარგს (თუ
დაკარგვას?). სუნთქვის პროცესში (იხ. სუნთქვა) ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები
ენერგიას რთულ ორგანულ ნაერთად გარდაქმნიან ატფ-ს მოლეკულაში. (იხ.
ადრენოზინფოსფორის მჟავის – ატფ-ს მოლეკულა) ორივე ეს რეაქცია მუდმივად
მიმდინარეობს უჯრედში. რეაქციების შეწყვეტა წამიერ სიკვდილს იწვევს. ატფ
შედგება ადფ-სა და უბრალო ფოსფორულ მჟავათაგან (ფმ). ან შემადგენელ ნაწულთა
შეერთებასაჭიროებს ენერგიის დანახარჯს: ადფ+ფმ+ენერგია – >ატფ+ჰ2ო. ატფ-ს
ხშირად ადარებენ ვალუტას, გომლის გახარჯვა შეიძლება, როცა და როგორც გნებავს.
რაც შეეხება მიტოქონდრიებს(იხ.), სადაც მიმდინარეობს ატფ-ს წარმოქმნა,
უჯრედების «ენერგეტიკულ სადგურებს» უწოდებენ ორგანიზმისთვის ასე ძვირფასი
ატფ წარმოიქმნება არა მხოლოდ მიტოქონდრებში, არამედ ციტოპლაზმის
უჯრედებშიც, გლიკოლიზისს (იხ. გლუკოზა; იხ. ფერმენტები).
(ადენოზონტრიფოსფორული მჟავის მოლკულა: აეწყობა ცალკე და მერე ჩაისმება
თავის ადგილას
ატჰარვან-ი (სანსკრიტ.) – წმინდა მსახური, ზოგადი მნიშვნელობის ქურუმი.
ატიანტიკა (სანსკრიტ. ატყანტიკა) – ერთ-ერთი პრალაია ოთხთაგან, ანუ
შერუმათაგან. «აბსოლუტური» პრალაია (იხ.).

ატიდა, ატოიდა (Aტტჰის, Aტტჰიდოს) – ათენელი ავტოხთონი. მეფის ასული,


რომელიც ქალწულობაში გარდაიცვალა. მამამ მისი სახელი შეარქვა ატიკას – ატიდა.
ატიდი» (ბერძ.) – ატიკის ისტორია უძველესი დროიდან 266 წ-მდე (ჩვ. წ-მდე)
მოიცავს 17 წიგნს. ავტორია ფილოქორე – ელინისტური ხანის ისტორიკოსი (ჩვ. წ-
მდე III ს.) – ატიდოგრაფოსი.
ატიკა (Aტტიკე, ძვ. Aკტე, Aკტა – «სანაპირო ქვეყანა») – ნახევარკუნძულზე
მდებარე მთიანი მხარე ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. დედაქალაქი ათენი.
საბერძნეთის გული, ათენი კი ამ გულში ჩასნული მარგალიტი.

ატიკა – 1. ძველი ოლქი შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომლის


ცენტრი ათენი გახლდათ (იხ. ათენი); 2. ატიკაში მოაღწია იმ კრეტულმა ხარმა
(პოსეიდონისგან მიწისათვის მის სამსხვერპლოდ შესაწური ხარი), რომელიც
გავეშებული შეიპტრო ჰერაკლემ (მეშვიდე გმირობა)და ევრისთევსს მაკენში ჩაუყვანა.
პოსეიდონის შიშით ევრისთევსმა ხარი ნებაზე მიუშვა. გაცოფებულმა ხარმა მთელი
პელეპონესი გადასერა და ატიკაშიც მარათონის ველამდე ჩააღწია, სადაც დიდმა
ათენელმა გმირმა თეზევსმა (იხ.) განგმირა (აქედან ცნობილია, როგორც
მარათონული ხარი).
ატიკური კომედია – ძველბერძნლი დრამატურგიის ჟანრი. განვიYარდა ძვ. წ.
VI ს. ატიკაში (შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, მთავარი ქალაქი –
608
ათენი). «ატიკური კომედიის» ცნება შეიცავს «ძველ ატიკურ კომედიას», «შუა
ატიკურ კომედიას», «ახალ ატიკურ კომედიას»,

ატიკური ლარნაკები – ატიკის მხარის ოსტატთა ხელით შესრულებული


ფერწერული ნამუშევრები ვაზებზე. მათ შორის უბრწყინვალესია წითელი
ფიგურებით გამოსახული ორსახელურიანი შავი ვაზა(ძვ. წ. 510 წ.) (მიუნხენის
მუზეუმი) აღბეჭდილია ჰერაკლეს პურობა.
ატიკური მჭევრმეტყველება, ანუ ატიციზმი – მიმართულება, რომლის
სტილისათვის დამახასიათებელი იყო შეკუმშული, ტევადი, უბრალო ენა. მისი
მიმდევრები იყვნენ იულიუს კეისარი, პოეტი ლიცინიუს კალვუსი, რესპუბლიკელი
მარკუს იუნიუს ბრუტუსი (ციცერონმა სწორედ ამ ბრუტუსს უძღვნა თავისი
ტრაქტატი «ბრუტუსი»).
ატიკური ღამეები» («Nეცტეს ატტიცაე») – – აულუს გელიუსის (იხ.) ნაშრომი
20 ტომად. წარმოადგენს ძვ. რომაელ და ძვ. ბერძენ ავტორთა ნაშრომების ამონაკრებს.
შეიცავს ძალიან ფასეულ არქეოლოგიურ და ისტორიულ მასალებს.
ატილა (Aტილლა), ეტელი (Eტელ) – ჰუნების წინამძღოლი 434-453 წ. წ.
მეფობდა თავის ძმა ზლედასთან ერთად. ძმის მოკვლის შემდეგ ერთპიროვნული
მმართველია. ჰუნების გარდა ატილას ემორჩილებოდნენ ოსტგუთები, გეპიდები,
ჰერულები, რუგიები და სხვა გერმანული ტომები, აგრეთვე ალანები, სლაური,
სარმატული და თურქული ტომები. მისი რეზიდენცია მდებარეობდა პანონიაში,
სადაც გარდაიცვალა კიდეც – თავისი უკანასკნელი ქორწინების ღამეს (453 წ.).

ატილა – (?-453 ჩვ. წ-მდე) 434 წ-ს მან თავის დროშის ქვეშ გააერთიანა ჰუნები
(იხ.). შეკრიბა უზარმაზარი არმია. დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარი
ტერიტოიები. თავისი იმპერია დააარსა ჰანონიაში, რომის ყოფილი ოლქის
ტერიტორიაზე (თანამედროვე უნგრეთის ტერიტორია) და რამდენიმე წარუმატებელი
შეტევა მოაწყო ბიზანტიაზე. 451 წ-ს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ატილასა და
რომის ლეგიონებს შორის. რომაელებს სარდლობდა ერთ-ერთი გამოჩენილი
სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე ფლავიუს აეციუსი (იხ. აეციუსი). კატალაუნის
მინდვრებზე ატილას ჯარები განადგურდა. ორი წლის შემდეგ, 453 წ-ს იგი
გარდაიცვალა. ჰუნები გაუგონარი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მძვინვარე ატილას
კი, მართალია, გვიან (IX ს-ის ერთ-ერთ მონასტრის ქრონიკაში) «ღმერთის მათრახი»
უწოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ასეთი არ ყოფილა. მის კარზე იმ დროის
მრავალმა შერისხულმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა ჰპოვა თავშესაფარი. ქალები
მას მშვენიერ სასიძოდ მიიჩნევდნენ. იმპერატორ ვალენტინიანის (იხ.) დამ კი
ძმაზეშურისძიების მიზნით გადაწყვიტა, ატილას გაჰყოლოდა ცოლად. რომაელი
პრინცესა გონორია ატილას რომ გაჰყოლოდა, მაშინ ჰუნთა იმპერატორი რომის
იმპერიიდან გარკვეულ სამფლობელოებს მიიღებდა და მაშინ, არავინ უწყის , როგორ
წარიმართებოდა რვროპის ბედი. ვალენტინიუსმა და სასწრაფოდ მიათხოვა ერთ-ერთ
რომაელს. ატილა ევროპუააააალა ლეგენდებში ასევე ცნობილია ეტცელის სახელით.
ატიმნიოსი – ზევსის ძე.
ატიპია (ლათ. ატყპია) – არატიპური. ციტოლოგიაში გამოიყენება
სახეშეცვლილი უფრედების (გადაგვარებული უჯრედების), ხოლო ჰისტოლოგიაში –
სიმსივნური უჯრედების აღსანიშნავად.
ატიპური - ავადმყოფობის უჩვეულო ფორმა.

609
ატიპურობა (ლათ. ატყპიცუს) – არატიპიურობა.
ატისი (ატყს, ატტის -იდოს) – მცირეაზიური (ლიდიური და ფრიგიული)
ჭაბუკი ღმერთი, მეტად მიღებული ბერძნულ და რომაულ სამყაროშიც.
გაზააფხულისა და მწვანე მცენარეების ღვთაება. მდ. ღმერთის ასულმა ნანამ ნუშის
ნაყოფი იხილა და ასე დაიბადა ატისი. შეიყვარა ღმერთების დედამ კიბელამ,
რომელსაც უღალატა და შემდეგ მისი შიშით გაგიჟდა და თავი დაისაჭურისა.
ატისი – ლიდიის მეფის კიუზეს ვაჟი, რომელიც ნადირობისას
შემთხვევითნასროლი შუბის მხვერპლი გახდა.

ატიუსი (Lუციუს Aტტიუს) – რომაელი დრამატურგი, 170-94 წ. წ. ჩვ. წ-მდე.


დაწერა დაახლ. 50 დრამ.ბაძავდა ესქილეს და ფოფოკლეს,თეორეტიკული
ნაწარმოებებიც აქვს («Dიდასცალიცა» და «Pრაგმატიცა»).
ატივაჰიკები (სანსკრიტ. ატივაჰიკას) – ვიშიშტადვაიტისტთა (იხ.) პიტრები, ანუ
დევები, რომლებიც ეხმარებიან განხორცებულ სულებს, ანდა ჯივას მკვდარი
სხეულიდან პარამაპადჰუში გადასვლას (იხ. ჯივა, პარამაპადჰუ).

ატლანტე (Aტალანტე «ჯეფთი») – მამაცი არკადიელი მონადირე ქალწული.


კალიდონის ნადირობის მონაწილე. სურდა არგონავტების ლაშქრობაში
მონაწილეობა, მაგრამ რადგან ქალი იყო არ წაიყვანეს. ისა და მისი ქმარი ძუ და ხვად
ლომებად იქცნენ. ერთი ვერსიით აფროდიტემ ისინი ეტლში შეაბა. მითი დაამუშვა
ოვიდიუსმა. დახატა რუბენსმა. გოტბელმა – დრამა შექმნა, ჰენდელმა – ოპერა.
გვიდო რენე განსაკუთრებით ასახელა სურათმა»ატლანტე და ჰიპომენე» . ისახებოდა
რომაულ სარკოფაგებზე, მონეტებზე, ვაზებზე და ფრესკებზე.

ატლანტები (აგნიასტრა იხ. Блават.)

ატლანტები (ბერძ.) – 1. ფარაონთა და ეგვიპტელთა წინაპრები (ზოგიერთი


მონაცემებით და ეზოთერიკული მეცნიერების, – თეოლიგიური დოქტრინებით, II
და «ეზოთერიკული ბუდიზმი», – მოსაზრებებით). პლატონმა ატლანტიდელების –
ამ მაღალცივილიზებულ ხალხის შესახებ ცნობები სოლონისგან მიიღო, ცნობები იმ
ცივილიზაციის შესახებ, რომლის უკანასკნელი ნაშთები მისი დროიდან 9000 წლის
წინ ჩაძირულა ატლანტიკის ოკეანეში. თავის მხრივ სოლონს ეას ცნობები ეგვიპტეში
ყოფნისას, უშუალოდ ეგვიპტელ ქურუმთაგან მიუღია; 2. ცინიკოსი ვოლტერიც
იზიარებდა ამ მოსაზრებას და აცხადებდა: «ატლანტები (ჩვენი მეოთხე ძირეული
რასა) გამოჩნდნენ ეგვიპტეში..., სიირიაში, ფრიგიასა და ასევე ეგვიპტეში (???), მათ
დააწესეს მზის კულტი»; 3. ოკულტური ფილოსოფიით: ეგვიპტელები უკანასკნელი
არიელი ატლანტების ნაწილი იყვნენ.
ატლანტები – ატლანტისის მკვიდრნი.
ატლანტი (ატლას, ანტოს) – ცის თაღის შემაკავებელი ტიტანი. ჰომეროსის
მიხედვით კუშტი და ბრძენი ბუმბერაზი, მას მარტო უჭირავს კოლოსალური
სვეტები. ზევსმა დასაჯა, ცის თაღი მხრებზე დაადგა. მის სახელს ატარებს
ატლანტიკის ოკეანე. ასევე ცისა და დედამიწის რუკების კრებული (ე. წ. ატლასი).
სახელი შემოღებულია მერკატოსის მიერ 1569 წ. ხელოვნების ნაწარმოებებიდან
უმთავრესიაე.წ. ფარნეზეს ატლანტი.

610
ატლანტი (ფინიკ. მითოლოგიაში) – ფილონი ფინიკიური მითოლოგიის ამ
პერიოდისათვის ცის ღმერთის ძედ მიიჩნევს. ფინიკიური მითოლოგიითაც –
ატლანტი, როგორც ელა, ბეთილი და დაგონი ცის ღმერთს მისი დისგან და
მეუღლისგან, ქალღმერთ დედამიწისგან შეეძინა. ელმა, იმის შიშით, რომ
ხელისუფლებაში ან რახტზე მამა და სხვა ღმერთები არ შესცილებოDნენ, ყველა
მეტოქეს გაუსწორდა, მათ შორის ატლანტსაც. ეს უკანასკნელი ძმამ მიწისქვეშეთში
ჩააგდო და ზედ დიდი მთა დაადგა, რათა ატლანტი ვერასოდეს ვერ ამოსულიყო
მიწის ზედაპირზე.

ატლანტი – ძლიერი მამაკაცის ქანდაკების სახის ვერტიკალური საყრდენი. ძვ.


ბერძნული მითოლოგიით, ატლანტი იყო ტიტანი, რომელსაც ზევსის ბრძანებით
მხრებით ეკავა ცის კამარა.
ატლანტია – ნიმფა.

ატლანტიდა (ატლანტის, -იდოს) – კუნძული ატლანტიკის ოკეანეში. სოდონის


მიხედვით, ერთად აღებული მცირე აზიისა და ლიბიის სიდიდეა. ბუმბერაზთა
საცხოვრებელი, რომელთაც თავხედობისათვის ზევსის რისხვა დაათყდათ თავს და
ჩაიძირა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია რომელიღაც კუნძულზე,
რომელიც შესაძლოა, მართლაც არსებობდა და გეოლოგიურმა კატასტროფამ
იმსხვერპლა. მკვლევარები ატლანტის ოკეანის ფსკერზე ბაჰამის არქიპელაგის
მიდამოებში მართლაც ხედავენ პირამიდების მსგავს გორაკებს. შესაძლოა, იგი იყოს
რომელიღაც ძველი წინამორბედი ცივილიზაციის გამოძახილი.
ატლანტიდა, ატლანტისი (ბერძ.) – კონტინენტი, რომელიც თანახმად
საიდუმლო მოძღვრებათა და პლატონისა, ოდესღაც ჩაძირულა ატლანტიკისა და
წყნარ ოკენეში.
ატლანტიდები – ატლანტის ასულები.
ატლანტიკის ოკეანე – იხ.

ატლანტისი – ჩაძირული მატერიკი. კუნძული, რომელიც ბერძნული მითის


მიხედვით ზღვათა მპყრობლის – პოსეიდონის შვილის ატლასის სახელს ატარებს.
იგივე სახელს ატარებს ატლანტის ოკეანეც. ჩაძირული მატერიკის შესახებ საუბრობს
პლატონი.
ატლანტოლოგთა ბიბლიად» იწოდება ცნობილი ოკეანოგრაფისა და
ეთნოგრაფის იგნატიუს დონელის წიგნი «ატლანტის წარღვნამდელი ქვეყნიერება»
(1882 წ.).
ატლანტოსი – იხ. ბერძ. მითოლოგიაში.
ატლანტთა კანონები – პოსეიდონის მიერ დადგენილი, დიდ სტელაზე
ამოკვეთილი კანონთა კრებული, რომელსაც განუხრელად იცავდნენ ატლანტები

ატლასი – იხ. ატლანტი.


ატმა ან ატმანი (სანსკრიტ. ატმა, ატმან) – სამყაროული სული, ღვთაებრივი
მონადა, ე. წ. მეშვიდე პრინციპი ადამიანის შვიდობით აგებულებაში; 2. უმაღლესი
სული.
ატმა ბჰუ (სანსკრიტ. ატმა ბჰუ) – სულის არსებობა, ან არსებობა სულის
თვისებით (იხ. ალაია).

611
ატმა მატრასუ (სანსკრიტ. ატმა მატრასუ) – 1. შედი «თვითობის» ელემენტში
(ТД, I, 413); 2. ატმამატრა არის სულიერი ატომი, როგორც საპირისპირობა და
საწინააღმდეგო ელემენტარულ (თუ ელემენტურ?) დიფერენცირებული ატომისა,
მოლეკულისა.

ატმა ვიდია (სანსკრიტ. ა)ტმა ვიდყა – 1. სიტყვასიტყვით: «სულითი ცოდნა»; 2.


სულიერი ცოდნის უმაღლესი ფორმა.
ატმაბოდჰა» (სანსკრიტ. ატმაბოდჰა) – 1. სიტყვასიტყვით: «თვითცოდნა»; 2.
ვედისტური ტრაქტატის შანკარაჩარიას სახელწოდება.
ატმა-ჯნანი (სანსკრიტ. ატმა-ჯნანი) – მცოდნე მსოფლიო სულისა ან სულისა
საერთოდ.

ატმან-ი (სანსკრიტ. ატმან) – ერთ-ერთი კარდინალური გაგება ინდუიზმის


მითო-რელიგიურ სისტემაში. ვედურ ლიტერატურაში იხმარება ნაცვალსახელის
მნიშვნელობით («მე», «ჩემთვის»), შემდეგ როგორც მნიშვნელობა «სხეული» და
ბოლოს (უპირველესად უპანიშადებში) – სულის სუბიექტური ფსიქიკური საწყისი,
ინდივიდუალური ყოფა, როგორც პიროვნული, ისე უნივერსალური ასპექტით.
ინდური მითოლოგიით და ფილოსოფიით იგია საყოველთაო საფუძველი და
პირველმიზეზი, რომლითაც გამსჭვალულია ყოველი არსებული; მიუწვდომელია,
არა აქვს არანაირი კონკრეტული მახასიათებელი. მითიზებული გაგებით ატმანი
უკავშირდება უმაღლესი სულიერი არსის ცნებასაც. როგორც სუბიექტური
ინდივიდუალური საწისი, გამოდის ობიექტურ პირველად რეალობასთან –
ბრაჰმანთან კავშირში, ე. ი. ხაზგასმულია სუბიექტურ და ობიექტურ საწყისთა
იდენტურობა («ბრიჰადარანიაკა-უპანიშადა» I 4,10; «ტაიჰტორია-უპანიშადა» I 5,17
და სხვ.).
ატმანი – მარტოსული ინდ. მითოლოგიაში, ბრაჰმას ნაწილი.
ატმოკაუზისი (ლათ. ატმოცაუსის) – საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ცხელი
ორთქლით მოწვა სისხლდენის შეჩერების მიზნით.
ატმოსფერო (ბერძ. ატმოს – ანაორთქლი, სპჰაირა – სფერო, ბირთვი) –
დედამიწის ან სხვა სხეულის აირისებრი გარსი.
ატოკია (ლათ. ატოცია) – ქალის უნაყოფობა.

ატოლი (ინგლ. ატოლლ მალაიურიდან) – მარჯნის რგოლისებრი კუნძული,


შუაში წყალმარჩხი ლაგუნით, რომელიც ღია ზღვას ვიწრო არხებით უკავშირდება.
ატოლები, უმთავრესად, წყნარი და ინდოეთის ოკეანეთა ტროპიკულ სარტყელშია
გავრცელებული.
ატომარული ფაქტი – ლოგიკური ატომიზმის ერთ-ერთი ძირითადი ცნება.
აღნიშნავს ფაქტს, რომელიც არ შეიძლება დაიშალოს შემადგენელ ფაქტებად. შედგება
აზრისეული საგნებისა და ნივთების ნაერთისაგან. მიჩნეულია ერთმანეტისგან
დამოუკიდებლად ე. ი. ერთი ა. ფ-ის არსებობისაგან (ან არარსებობისაგან) გაკეთდეს
დასკვნა მეორის არსებობაზე (ან არარსებობაზე).

ატომები (Aტომს) – წვრილი ნაწილაკები, რომლებისგანაც შედგება ყოველი


ნივთიერება. ატომში შედის პროტონები, ნეიტრონები, ელექერონები. (????????????)

612
ატომი (ბერძ. ატომოს – განუყოფელი) – ქიმიური ელემენტების უმცირესი
ნაწილაკები, რომელიც შედგება ატომგულისა და ელექტრონებისაგან. XX ს-მდე
მიაჩნდათ ნივთიერების განუყოფელ ნაწილაკად.

ატომი – ეს ცნება ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში გაჩნდა (ბერძნულიდან


თარგმანში ატომი ნიშნავს განუყოფელს). თუმცა ატომზე წარმოდგენა ჰქონდათ
მეცნიერებს მრავალი ასწლეულის განმავლობაში მაგრამ XIX საუკუნეშიც კი მათ ჯერ
კიდევ არაფერი იგოდნენ ატომის აღნაგობაზე. იგი განიხილებოდა როგორც
უსტრუქტურო ნაწილაკი, ნივთიერების გაუყოფადობის ზღვარი. ითვლებოდა, რომ
ატომების სახეობრიობა იმდენია, რამდენიც რამდენიც შეიძლება რომ არსებობდეს
ქინიური ელემენტი, და რომ მოცემული ელემენყის ყველა ატომი სრულიად
ერთნაირია. მეცნიერები აგრეთვე თვლიდნენ, რომ ატომები უცვლელია, ე. ი. ერთი
ელემენტის ატომს არ შეუძლია იქცეს სხვა ელემენტის ატომად. ატომის
ერთთადერთი რაოდენობრივი დახასიათება იყო ატომის წონა (ეს ცნება 1803 წ.
შემოიღო ინგლისელმა დ. დალტონმა. იხ. ატომურ-მოლეკულური მოძღვრება).
ქიმიურ ელემენტთა ატომურ წონათა ზომებიდაედო საფუძვლად პერიოდულ კანონს,
რომელიც აღმოაჩინა დ. ი მენდელეევმა 1869 წ. 1890-იან წლებში მომხდარმა
სამეცნიერო აღმოჩენებმა რენტგენის სხივებისა (1895 წ.), რადიოაქტიურობის
მოვლენებისა (1896 წ.) და ელექტრონისა (1897 წ.) რევოლუცია მოახდინეს
ბუნებისმეტყველებაში და კერძოდ, ხელი შეუწყეს მატერიის სტრუქტურასა და
თვისებებზე შეხედულებების კარდინალურ გადასინჯვასინგლისელმა მეცნიერმა ე.
რეზერფპრდმა შესთავაზა მეცნიერებას ატომის ბირთვული (პლანეტარული)
მოდელი (1911 წ.)მასში ატომი განიხილებოდა, როგორც შემდგარი ცენტრალური
დადებითად დამუხტული ბირთვისაგან და მის გარშემო მბრუნავი უარყოფითად
დამუხტული ელექტრონებისაგან. ამ მოდელს ჰქონდა არსებითი ნაკლი: ბირთვის
გარშემო მბრუნავი ელექტრონები თანდათანობით ჰკარგავდნენ ენერგიას და ადრე
თუ გვიან უნდა დაცემულიყვნენ ბირთვზეასე ამტკიცებენ კლასიკური
ელექტროდინამიკის კანონები. საბოლოოდ, ნებისმიერი ატომი განწირული იყო
დაშლისათვის. რეზერფორდის ატომური მოდელის წინააღმდეგობები გადალახა
1913 წელს დანიელმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა, რომელმაც მას მიუყენა იდეა
კვანტებზე, რომელიც გამოთქვა ჯერ კიდევ 1900 წელსგერმანელმა ფიზიკოსმა მ.
პლამკმა. ელექტრონები ატომებში მოძრაობენ არა ყველანაირ ორბიტაზე, არანედ
მხოლოდ განსაზღვრულზე, კვანტებიანზე, როგორც თვლიდა ნილს ბორი, და,
იმყოფება რა მათზე, ელექტრონები არ კარგავენ ენერგიას. მხოლოდ როცა
ელექტრონი «გადახტება» ერთი ორბიტიდან მეორეზე, მისი ენერგეტიკული
მდგომარეობა იცვლება. ამასთან გამოსხივდება ანდა შთაინთქმება სინათლის კვანტი
– ფოტონი. ამით გახდა შესაძლებელი ქიმიური ელემენტების ოპტიკური სპექტრების
თავისებურებებისა და კანონზომიერებების ახსნა (იხ. სპრქტრული ანალიზი). ასე
ჩამოყალიბდა ატომის თანამედროვე მოდელზე წარმოდგენა, რომელსაც უწოდებენ
რეზენფორდ-ბორის მოდელს. რაც შეეხება ატომის ბირთვის აღნაგობას, თავიდან
თვლიდნენ, რომის შედგება პროტონებისა და ბირთვული ელემენტებისაგან.
პროტონულ-ელექტრონული მოდელი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს
აწყდებოდა, სანამ არ გაჩნდა სერიოზული ეჭვი მის სამართლიანობაში. 1932 წ.
ნეიტრონის აღმოჩენამ შესაძლებლობა მისცა საბჭოთა მეცნიერს დ. დ. ივანენკოს და
გერმანელს, ვ. ჰაიზენბერგს შემოეთავაზებინათ ბირთვის პროტონ-ნეიტრონული
მოდელი. რომელიც საყოველთაოდ იქნა მიღებული მაშასადამე, ატომი – ქიმიური
613
ელემენტის უმცირესი ნაწილაკი – აღმოჩნდა რთული, ხოლო ნრავალი
თვალსაზრისით, ბუნების უნიკალურ მატერიალურ წარმონაქმნად. ის შედგება
(აგებულია) ელემენტური ნაწილაკების სამი სახისაგან – პროტონების, ნეიტრონების
და ელექტრონებისაგან, თანაც ეს ნაწილაკები მიეკუთვნებიან სხვადასხვა
საკლასიფიკაციო ჯგუფებს. ბირთვული პროტონები და ნეიტრონები (მათ ხშირად
აერთიანებენ საერთო სახელწოდებით «ნუკლონები») მიეკუთვნებიან ბარიონებს,
მაშინ, როდესაც ელექტრონები – ლეპტონებს. ატომი, როგორც მდგრადი
მატერიალური სტრუქტურა საინტერესოა იმითაც, რომ მასში გამოვლინდება ე. წ.
ფუნდამენტურ ურთიერთზემოქმედებათა სხვადასხვა სახეები: ძლიერი
ელექტრომაგნიტური, სუსტი და გრავიტაციული. ისინი ერთმანეთისაგან მკვეთრად
განსხვავდებიან. ინტენსივობითა და მოქმედების რადიუსით ბირთვული ძალების
საფუძველში, რომლებიც მოქმედებენ პროტონებსა და ნეიტრონებს შორის ბირთვში,
ძევს ძლიერი ურთიერთზემოქმედება. მისი მოქმედების რადიუსი არ აჭარბებს 10-13
სმ; სწორედ ასეთი სიგრძივი ზომები აქვთ ატომის ბირთვებს. ბირთვულ ძალებში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრომაგნიტური თანამოქმედება (პროტონებს
შორის უკუბიძგება). მაგრამ მისი მოქმედების მთავარ სფეროს წარმოადგენს ატომის
სტრუქტურულ მთლიანობაში (ელექტრონების მიზიდულობა ბირთვისაკენ,
ელექტრონებს შორის ურთიერთქმედება). სწორედ ეს განსაზღვრავს ატომის
ელექტრონული გარსის აღნაგობას. არსებითად, მთელი ქიმია
დაფუძნებულიაელექტრომაგნიტურ ურთიერთობებზე. ინტენსიურობის მიხედვით
იგი დაახლოებით ასჯერ «სუსტია» ძლიერზე. ამიტომაც ატომის სიგრძივი ზომები
ბირთვის ზომებს ჭარბობენ დაახლ. 105-ჯერ და ატომის საშუალო სიგრძივი ზომები
განისაზღვრება სიდიდეებით 10-8 სმ. ასე და ამგვარად ბირთვის საშუალო მოცულობა
(10-36 სმ3) აღმოჩნდება უმნიშვნელო ატომის საშუალო მოცულობასთან (10-24 სმ3)
შედარებით. სუსტი თანაქმედება ძევს კერძოდ, ბირთვთა B – არასტაბილურობის
განმარტების საფუძველში (იხ. რადიოაქტიურობა). ის დაახლ 1010-ჯერ ნაკლეებ
ინტენსიურია, ვიდრე ძლიერი. და ბოლოს გრავიტაცოილი თანაქმედება – ყველაზე
უფრო სუსტია ყველა ოთხ სახეთა შორის. მისი მოქმედების რადიუსი უსაზღვროა და
მას ექვემდებარება მთელი მატერია (მოვიხმობთ თუნდაც მსოფლიო მიზიდულობის
კანონს). ზუსტად რა როლს ასრულებს გრავიტაციული ურთიერთქმედება ატომებში,
ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. ატომის ატომის ერთ-ერთი უნუკალური
თავისებურებაა ის, რომ მისთვის სფერული სივრცული სიმეტრიაა
დამახასიათებელი. ატომის აღნაგობის მოძღვრებამ კოლოსალური როლი შეასრულა
XX ს-ის ქიმიასა და ფიზიკაში. კერძოდ, ატომური მოდელის საფუძველზე ცნობილი
გახდა ქიმიური ელემენტების პერიოდული ცვლის ღრმა ფიზიკური მიზეზები და
განვითარებულ იქნა მენდელეევის პერიოდული ისტემის თეორია. აქ გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა ატომების ელექტრტონული კონფიგურაციის ფორმირების
კანონზომიერებათა დადგენას ძ-ატომური ბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით (იხ.
ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა). 1913 წ. ნიდერლანდელმა მეცნიერმა ა.
ვან დენ ბრუკმა წინადადება წამოაყენა, ხოლო ინგლისელმა ფიზიკოსმა ჰ. მოზლიმ
დაამტკიცა, რომ ატომის ბირთვის მუხტი ძ რიცხობრივად თანაბარია პერიოდული
სისტემის შესაბამისი ელემენტის რიგითი ნომრისა. ამით ატომური მოდელი
დაკავშირებულ იქნა ელემენტთა პერიოდულ სისტემასთან. ნ. ბორმა დაადგინა,
ატომების ელექტრონული კონფიგურაციის ფორმირების ძირითდი
კანონზომიერებანი. ძ ზრდის მიხედვით და ახსნა ქიმიური ელემენტების თვისებების

614
პერიოდული ცვლის ფიზიკური მიზეზები. XIX ს. დასასრულს ატომისყიკა ატომებს
აცხადებდა უცვლელად, უარყოფდა ერთი ელემენტის ატომების მეორე ელემენტის
ატომებად ქცევის შესაძლებლობას. რადიოაქტიურობის მოვლენის შესწავლამ
გააბათილა ეს დებულება. აღმოჩნდა რომ რადიოაქტიურ გამოსხივებას თან ახლავს
ელემენტების გარდაქმნა. 1919 წ. ე. რეზერფორდმა პირველმა ადევნა თვალყური
ელემენტების გარდაქმნის ხელოვნურ მოვლენას: ?-ნაწილაკებით დასხივებული
აზოტი ჟანგბადად იქცა. ახლა უკვე ცნობილია ბირთვულ რეაქციათა რამდენიმე
ათეული ტიპი, რომლებიც ქიმიურ ელემენტებს გარდაქმნის. XIX ს-ის გასულს
ატომისტიკა უპირატესად თვლიდა, რომ ატომთა სახესხვაობათა რიცხვი შეესაბამება
დედამიწაზე არსებულ ქიმიურ ელემენტთა რიცხვს. მისი ეს თეზისიც მცდარი
აღმოჩნდა. XX ს-ის დასაწყისში აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 40 რადიოაქტიური
ნივთიერება. მათ შორის აღმოჩნდა ისეთი ერთობლიობანი, რომელთა წევრები,
თუმცა განსხვავდებოდნენ ატომური წონის სიდიდის მიხედვით, იყვნენ სრულიად
იდენყურნი თავისი ქიმიური და სპექტრული დახასიათებებით. რადიოაქტიური
ელემენტების ატომების სახესხვაობებს, რომელთაც ჰქონდათ ერთნაირი ქიმიური
თვისებები და ამავე დროს განსხვავდებოდნენ ატომური წონით, ინგლისელმა
მეცნიერმა ფ. სოლდმა 1913 წ. უწოდა იზოტოპები. მალევე იქნა ნაჩვენები
(ძირითადად ინგლისელიმეცნიერის ვ. ასტონის ნამუშევართა წყალობით), რომ
მრავალი სტაბილური ელემენტიც რამდენიმე იზოტოპის ნარევს წარმოადგენს.
ამჟამად ცნობილია დაახლოებით 2000სახესხვაობა ქიმიური ელემენტების ატომებისა.
მათგან დაახლოებით 280 სტაბილური იზოტოპების წილად მოდის; 46 –
ბუნებრივის წილად, ბუნებრივად რადიოაქტიური იზოტოპების წილად მოდის,
რომლებიც დაჯგუფებულია თორიუმ-232, ურან-238 და ურან-235 რადიოაქტიურ
ოჯახებში. ყველა სხვა დანარჩენი მიღებულია ხელოვნურად, მათ შორის
ტრანსურანული ელემენტების 150-ზე მეტიი იზოტოპი. ჯერხნობით უცნობია
ატომების ძ-ის სიდიდის ატომების არსებობის ზღვარი.დღეისათვის მიღწეულია
მხოლოდ ატომების სიმთეზირება მაქსიმალური მნიშვნელობით ძ=110.
უმნიშვნელოვანესი რაოდენობრივი დახასიათება ატომისა მისი ატომური მასაა.
ატომური მასის ერთეულად მიღებულია ბუნებრივი ნახშირბადის საშუალო მასის
1/12 ნაწული, ნახშირბადისა, რომელიც შედგება ორი იზოტოპისაგან მასით 12 და 13.
ადრე იხმარებოდა ჟანგბადის შკალა O=16. ატომური მასები თანმიმდევრულად
იზრდება ძ-ის ზრდის შესაბამისად. მხოლოდ სამ შემთხვევაში არგონი-კალიუმი,
კობალტი-ნიკელი და ტელური-იოდი) წინა ელემენტის ატომური მასამეტია
შემდგომი ელემენტის ატომური მასისა. მეორე მნიშვნელოვან რაოდენობრივ
მახასიათებელს ატომისა წარმოადგენს მისი რადიუსი. რადიუსის სიდიდეებს
გამოითვლიან თეორიულად, რადგანაც მათი განსაზღვრის ექსპერიმენტული
მეთოდები არ არსებობს. ახლა იხმარება ე. წ. ორბიტული რადიუსის მნიშვნელობა.
საბოლოოდ ისინი შეესაბამებიან მანძილს ბირთვიდან ელექტრობენის სიმკვრივის
მაქსიმუმამდე ატომების ცალკეულ ორბიტალზე. გარე ორბიტალის რადიუსი
განსაზღვრავს ატომური ან იონური ორბიტალის რადიუსის სიდიდეს (ისინი
აღინიშნებიან როგორც ?ორბ. ან ?ორბ. შესაბამისად). ორბიტალის რადიუსის
სიდიდეები პერიოდულად იცვლება ძ ზრდის შესაბამისად მათ აქვთ მაქსიმალური
მნიშვნელობა ცალკე ლითონების ატომებთან და მინიმალური – ინერტული გაზების
ატომებთან. დაბოლოს, ატომისტიკაში დიდხანს გამოიყენებოდა ატომის მოცულობის
სიდიდე. ესაა მოცულობა ელემენტის 1 გრამ-ატომისა, რომელიც მყარ

615
მდგომარეობაში მარტივი ნივთიერების სიმკვრივეზე განაყოფის ტოლია – ატომური
მასის დაყოფის განაყოფის ტოლია (???). ატომური მოცულობის სიდიდის მიხედვით
შეიძლება შევქმნათ წარმოდგენა სივრცეზე, რომელიც უკავია ამა თუ იმ ელეემენტის
ატომს, რამდენადაც ნებისმიერი ელემენტის 1 გრამ-ატომი შეიცავს 6,0238.1023 ატომს.
ატომური მოცულობის არასწორ ცვალებადობას ძ დამოკიდებულებით ასევე აქვს
პერიოდული ხასიათი. ნ. ბორის თეორიის თანახმად, რომელმაც დაამუშავა
წარმოდგენები ატომების ელექტრონული კონფიგურაციის ფორმირებისა ძ ზრდის
მიხედვით, ელექტრონები ჯგუფდებიან განსაზღვრულ გარსებში. ყოველი გარსი
(მათი თანმიმდევრობა გამოისახება ლათინური ასოებით K, L, M, N, O, P, Q) შეიცავს
ელექტრონების სასრულ რიცხვს: K-გარსი, ბირთვის უახლოესი – 2, მეორე (L) – 8,
მესამე (M) – 18, მეოთხე (N) – 32 ელექტრონისა და ა. შ. აქედან ჩანს, რომ გარსთა
მოცულობა გამოისახება2ნ2, სადაც ნ გარსის ნომერია. თავის მხრივ ყველა გარსის
ელექტრონები ჯგუფდებიან ქვეგარსებად, თანაც ქვეგარსთა რიცხვი ტოლია გარსის
ნომრისა. მიღებულია მათი აღნიშვნა ლათინური ასოებით ს, პ, დ, გ,... ხოლო
ელექტრონების რაოდენობა მათში შესაბამისად ტოლია: 2, 6, 10, 14, 18,... ნ. ბორის
წარმოდგენათა შესაბამისად ატომების ელექტრონული კონფიგურაციის ფორმირების
რეალური სქემა ძ ზრდასთან დამოკიდებულებაში ჩაიწერება შემდეგი სახით:
1ს22ს23ს23პ64ს23დ104პ65ს24დ105პ61ს26ს24სფ145დ10,.... თანაც ეს თანამიმდევრობა
რომელიმე მკაცრი ფიზიკური თეორიიდან არ გამომდინარეობს, არამედ ეფუძნება,
კერძოდ, ელემენტების ქიმიური თვისებებისა და მათი სპექტრების მახასიათებლების
თავისებურებებს. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ბორის წარმოდგენები ფართოდ
გამოიყენება დღემდე, ატომის ნამდვილი ფიზიკური მოდელი შეიქმნა კვანტური
მექანიკის წყალობით. ატომის კვანტურ-მექანიკურ მოდელში ყოველი ელექტრონის
მდჰომარეობა გამოისახება ე. წ. ტალღური ფუნქციით ან ატომური ორბიტალით.
ტალღური ფუნქციები გამოჰყავთ ტოლობიდან, რომელიც მეცნიერებას შესთავაზა
1926 წ. ავსტრიელმა ფიზიკოსმა ე. შრედინგერმა. მათემატიკის თვალსაზრისით, ეს
მეორე რიგის დიფერენციალური განტოლებაა კერძო წარმოებულებში: (ჩაიწეროს
ფოორმულა) ამ ტოლობაში მ ელექტრონის მასაა, ე – მისი მუხტი, ?? – მანძილი
ბირთვიდან, E – ელექტრონის სრული ენერგია, ხ, ყ, ზ – ელექტრონის
კოორდინატები, ჰ? – მრდმივი (პლანკა რუს.) თამასაა ? შრედინგერის განტოლებას
ზუსტი გადაწყვეტა აქვს მხოლოდ წყალბადის ატომისათვის რაც შეეხება ? სიდიდეს,
ეს არის ტალღური ფუნქცია (იხ. კვანტური ქიმია.). ყოველი ატომური ორბიტალი
გამოისახება სამი მთელრიცხვიანი კვანტური რიცხვით: მთავრით (ნ),
ორბიტალურით (ლ) და მაგნიტურით (მლ). მთავარ კვანტურ რიცხვს ნ პრინციპში
შეუძლია მიიღოს მთელრიცხვიანი მნიშვნელობა, დაწყებული 1-დან; დღეისათვის
ცნობილი ყველა ელემენტის ატომები არ შეიცავენ ელექტრონებს, რომლებიც
უპასუხებენ ატომურ ორბიტალებს ნ>7-დან. ამრიგად ნ ელექტრონის ენერგიის
მახასიათებელთა შესაბამის ორბიტალზე და, რაც უფრო ნაკლებია იგი, მით
ნაკლებიაელექტრონის ორბიტალური ენერგია (თანაც ამ ენერგიებს უარყოფითი
მნიშვნელობა აქვთ). გარდა ამისა, ნ განსაზღვრავს შესაბამისი ელექტრონული
ღრუბლის ზომას: რაც მეტია ნ, მით მეტი ელექტრონია ბირთვს დაშორებული. მეორე,
ორბიტალურ (ანუ არაძირითად) კვანტურ რიცხვს ლ შეუძლია მიიღოს ნებისმიერი
მნიშვნელობა 0-დან (ნ-1)-მდე ამასთან, (ნ-1)-სთვის ლ შეიძლება მხონოდ 0-ის ტოლი
იყოს, (ნ-2)-სთვის ლ=0, ან 1; (ნ-3)-სთვის ლ=0, 1, 2; (ნ-)-სთვის ლ=0, 1, 2, 3... ეს
კვანტური რიცხვი განსაზღვრავს ელექტრონის მოძრაობის რაოდენობის

616
ორბიტალური მომენტის მნიშვნელობას? მოცემულ ორბიტალზე მყოფისას, და
შესაბამისი ელექტრონული ღრუბლის ზომას. მესამე – მაგნიტურ-კვანტური რიცხვი
მლ ნებისმიერ მნიშვნელობას -ლ-დან +ლ-მდე ნულოვანის ჩათვლით. მლ=+-ი,+-2...,+-
ლ (გასასწორებელია). ის ახასიათებს შესაბამისი ორბიტალის მდებარეობას ატომის
სივრცეში. აქედან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელობას ლ=0 (ს-ელექტრონები)
პასუხობს მხოლოდ ერთი ორბიტალი, ლ=1 (პ-ელექტრონები) – სამი ორბიტალი;
ლ=2 (დ-ელექტრონები) – ხუთი ორბიტალი და ლ=3 (ფ-ელექტრონები) – შვიდი
ორბიტალი. და მაინც კვანტური რიცხვები ლნ, ლ, მლ ჯერ კიდევ არ იძლევიან
ატომებში ელექტრონების მოძრაობის ამომწურავ განსაზღვრებას. ელექტრონები
ატომებში განსხვავდებიან კიდევ მახასიათებლით – მოძრაობის რაოდენობის
საკუთარი მომენტით, რომელსაც ეწოდება სპინი. ეს მომენტი გამოისახება კვანტური
რიცხვით მს – სპინურით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი
მნიშვნელობა -1/2 და +1/2. ჩამოთვლილი ოთხი კვანტური რიცხვი (ნ, ლ, მლ, და მს)
საერთოდ და მთლიანობაში ახასიათებენ ატომში ელექტრონების მოძრაობას. ატომის
რაიმე სხვა რიცხობრივი მახასიათებელი, რომელიც ამ «ოთხეულზე»
დამოკიდებული არ იქნებოდა, არ არსებობს. ისინი განსაზღვრავენ ელექტრონის
ენერგიას, ელექტრონული ღრუბლის ზომას და ფორმას და სპინურ მომენტს. ატომში
შეიძლება იყოს ორი ისეთი ელექტრონი, რომ ხასიათდებოდეს ყველა, ოთხივე
კვანტური რიცხვის ერთნაირი მნიშვნელობით. ეს ფუნდამენტური წესი ატარებს
პაულის პრინციპის სახელწოდებას (შვეიცარიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის
პატივსაცემად, ვინც მისი ფორმულირება მოგვცა). მაგრამ ატომის კვანტურ-
მექანიკურმა მოდელმაც კი ვერ შეიტანა სრული სიცხადე ატომების ელექტრონული
კონფიგურაციების ფორმირების ფუნდამენტურ კანონზომიერებებში. ეს არის
მომავალი მეცნიერების ამოცანა.
ატომისტიკა – მოძღვრება მატერიის დისკრეტულ, წყვეტად აგებულებაზე.
თავდაპირველი ფორმულირება მოცემულია ძვ. ინდ. ფილოსოფიაში სნიადა და
ვაიშეშიკა. შემდეგ უფრო სრულყოფილი სახე მიიღო ლევკიანეს, დემოკრიტეს,
ეპიკურეს და ლუკრეციუსის ფილოსოფიაში. ატომები განიხილებოდნენ, როგორც
სხეულის უმცირესი ნაწილაკები, რომელთა დაშლა შეუძლებელი იყო, მაგრამ
თანამედროვე ფილოსოფიაში დამკვიდრდა აზრი, მათი კიდევ უფრო მცირე
ნაწილაკებად დაშლის შესახებ.
ატომიზმი (ბერძ. ატომიზმ – განუყოფელი) – მატერიალისტური მოძღვრება,
რომლის მიხედვითაც მატერია შედგება უმცირესი განუყოფელი ნაწილაკების-
ატომებისაგან. ამჟამად იგი მოძველებული და უარყოფილია.
ატომური რიცხვი (Aტომიც ნამბერ) – დადებითად დამუხტულ ნაწილაკთა
რიცხვი ატომის ბირთვში.
ატომური წონა – (Aტომიც ჭეიგჰტ) – ატომის ბირთვის საშუალო
შრფარდებითი წონა ნახშირბადის ატომის წონასთან შეფარდებით (12,000)
მიღებულია ეტალონად
ატომურ-მოლეკულური მოძღვრება – ატომურ-მოლეკულური მოძღვრების,
რომელიც თანამედროვე ფიზიკის, ქიმიისა და ბუნებისმეტყველების ფუნდამენტს
შეადგენს, წამყვან (მთავარ) იდეას წარმოადგენს ნივთიერების დისკრეტულობის
(აგებულების წყვეტილობის) იდეა. პირველი წარმოდგენები იმაზე, რომ ნივთიერება
შედგება ცალკეული განუყოფელი ნაწილაკებისაგან, გაჩნდა უძველეს დროს და
თავდაპირველად მუშავდებოდა სამყაროზე საერთო ფილოსოფიური წარმოდგენების

617
კალაპოტში. მაგალითად, ინდოეთის (ჩვ. წ-მდე I ათასწლეულში). ზოგიერთი
ფილოსოფიური სკოლა აღიარებდა აარმარტო ნივთიერების პირველადი
ნაწილაკების არსებობას, არამედ ერთმანეთთან შეერთების მათ შესაძლებლობას, რის
დროსაც ახალ ნაწილაკებს წარმოქმნიდნენ. ანალოგიური მოძღვრებები არსებობდა
ძველი სამყაროს სხვა ქვეყნებშიც. ყველაზე დიდი სახელი მოიხვეჭა და ზეგავლენა
მოახდინა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზე ძველბერძნულმა ატომიტიკამ,
რომლის შემქმნელები იყვნენ ლევკიპე (ჩვ. წ-მდე V ს,) და დემოკრიტე (დაახლ. 460 -
დაახლ 370 წ. წ.). «ყველა საგნის მიზეზს წარმოადგენს, – წერდა ძველბერძენი
ფილოსოფოსი არისტოტელე (384-322 წ. წ.), როდესაც დემოკრიტეს მოძღვრებას
გადმოგვცემდა, – განსაზღვრული განსხვავებანი ატომებში. განსხვავებანი კი სამია:
ფორმა, წყობა და მდგომარეობა». თავად არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება
მნიშვნელოვანი ცნება მიქსისზე – ერთგვაროვან ნაერთზე, რომელიც წარმოიქმნა
სხვადასხვა ნივთიერებისგან. გვიან ძველბერძენმა ფილოსოფოსმა-მატერიალისტმა
ეპიკურემ (342/341-271/270 წ. წ.) შემოიტანა წარმოდგენა ატომების მასისა და მათი
მოძრაობის თვითნებური გადახრის შესაძლებლობის შესახებ. საჭიროა აღინიშნოს,
რომ, მრავალი ძველბერძენი სწავლულის აზრით, რთული სხეული – ეს ატომების
უბრალო (მარტივი) ნარევი არაა, არამედ ხარისხობრივად ახალი მთლიანი (ერთიანი)
წარმონაქმნია, რომელსაც მინიჭებული აქვს ახალი თვისებები. მიუხედავად ამისა
ბერძნებს ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდათ წარმოდგენა განსაკუთრებულ
«მრავალატომიან» ნაწილაკებზე – მოლეკულებზე, ატომებსა და რთულ სხეულებს
შორის არსებულ შუალედურებზე, რომლებიც იქნებოდნენ სხეულთა თვისებების
უმცირესი მატარებლები. შუა საუკუნეებში გამოიკვეთა ინტერესის მკვეთრი
შესუსტება ანტიკური ატომიზმისადმი. ეკლესია ბრალს სდებდა ძველბერძნულ
ფილოსოფიურ მოძღვრებებს იმის მტკიცებაში, რომ სამყარო შეიქმნა ატომების
შემთხვევითი შერევით და არა ღვთის ნებით, როგორც ამას მოითხოვდა
ქრისტიანული დოგმა. XVI-XVII ს. ს-ში საერთოკულტურული და სამეცნიერო
წინსვლის ვითარებაში დაიწყო ატომიზმის აღორძინება. ამ ხანაში სხვადასხვა ქვეყნის
მოწინავე მეცნიერებმა: გ. გალილეიმ (1564-1642 წ. წ.) იტალიაში, პ. გასენდიმ (1592-
1655 წ. წ.) საფრანგეთში, რ. ბოილმა (1627-1691 წ. წ.) ინგლისში და სხვებმა
წამოაყენესპრიმციპი: ჭეშმარიტება არ უნდა ვეძიოთ წმინდა წიგნებში, არამედ
«უშუალოდ» წავიკითხოთ ბუნების წიგნი. პ. გასენდის და რ. ბოილის ეკუთვნით
მთავარი დამსახურებაანტიკური ატომისტიკის შემდგომ დამუშავებაში. გარენდიმ
შემოიტანა მოლეკულის ცნება, რაშიც გულისხმობდა თვისობრივად ახალ
წარმონაქმნს, რომელიც შედგენილია რამდენიმე ატომის შეერთების გზით. ბუნების
კორპუსკულური ფილოსოფიის შექმნის ფართო პროგრამა წამოაყენა რ. ბოილმა.
კორპუსკულათა სამყარო, მათი მათი მოძრაობა და «ერთმანეთში გადაწვნა»,
ინგლისელი მეცნიერის აზრით, ზალზე რთულია. სამყარო მთლიანობაში და მისი
უმცირესი ნაწილაკები – ეს მიზნშეწონილად მოწყობილი მექანიზმებია. ბპილის
კორპუსკულები I ეს უკვე არა ანტიკური ფილოსოფოსების პირველადი განუყოფელი
ატომებია, არამედ რთული მთლიანი, რომლებსაც შეუძლიათ თავისი წყობის ცვლა
მოძრაობის მეშვეობით. «მას შემდეგ, რაც წავიკითხე ბოილი, – წერს მ. ვ.
ლომონისოვი, – შემიპყრო დიდმა სურვილმა, გამომეკვლია უმცირესი ნაწილაკები».
ლომონოსოვმა (1711-1765 წ. წ.) განავითარა და დაასაბუთა მოძღვრება მატერიალურ
ატომებსა და კორპუსკულებზე. ის ატომებს მიაწერდა არამარტო განუყოფადობას,
არამედ აქტიურ საწყისსაც – მოძრაობისა და ურთიერთზემოქმედების უნარს.

618
«უგრძნობი ნაწილაკები უნდა განვასხვაოთ მასით, ფიგურით, მოძრაობით, ინერციის
ძალით ანდა მდგომარეობით». ერთგვაროვანი სხეულების კორპუსკულები,
ლომონოსოვის აზრით, შედგებიან ერთნაირი რიცხვის ერთი და
იმავეელემენტებისაგან, რომლებიც შეერთებული არიან ერთნაირად...
კორპუსკულები სხვადასხვა სახისაა, როგორც მათი ლემენტები განსხვავდებიან ანდა
შეერთებული არიან სხვადასხვა სახით ანდა განსხვავებული რაოდენობით.
ინგლისელმა მეცნიერმა დ. დალტონმა (1766-1844 წ. წ.) შექმნა რაოდენობრივი
ატომურ-მოლეკულური მოძღვრება. ის განიხილავდა ატომებს, როგორც ქიმიური
ელემენტის უმცირეს ნაწილაკს, რომელიც სხვა ელემენტების ატომებისაგან
განსხვავდებოდა უპირველესად მასით. ქიმიური ნაერთი, მისი მოძღვრებით,
წარმოადგნს «რთული» (ანდა «შედგენილი») ატომების ერთობლიობას, რომლებსაც
შეიცავენ განსაზღვრული დამახასიათებელი მხოლოდ მოცემული რთული
ნივთიერებებისთვის ატომების რაოდენობა ყოველი ელემენტისა. ინგლისელმა
მეცნიერმა შეადგინა პირველი ტაბულა ატომების მასებისა, მაგრამ იმის გამო, რომ
მისი წარმოდგენები მოლეკულათა შემადგენლობაზე ხშირად ეყრდნობოდა
თვითნებურ დაშვებებზე, რაც დაფუძნებული იყო «უფრო მეტი უბრალოების»
პრინციპზე (მაგალითად, წყლისათვის მან მიიჩნია ფორმულა OH), ეს ტაბულა
არაზუსტი აღმოჩნდა. 1808 წ. ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ლ. გეი-ლუსაკმა 91778-1850 ჭ. ჭ.0
ჩამოაყალიბა კანონი, რომლის თანახმად, რეაგირებადი გაზების მოცულობები
ერთმანეთს ეფარდებიან როგორც მცირე მთელი რიცხვები. მაგრამ დალტონი
თვლიდა, რომ გაზის მსგავს მარტივ ნივთიერებებს შორის რეაქციებში
მონაწილეობდნენ ამ ნივთიერებათა ატომები და ამის საფუძველზე თვლიდა, რომ
მაგალითად, აზოტის ერთი მოცულობისგან და ჟანგბადის ერთი მოცულობისგან
უნდა წარმოიქმნას აზოტის ოქსიდის მხოლოდ ერთი მოცულობა (NO). N+O=NO და
არა ორი, როგორც ექსპერიმენტით დაადგინა გეი-ლუსაკმა. 1811 წ იტალიელმა
სწავლულმა ა. ავოგადრომ (1776-186-56 წ. წ.) ატომურ-მოლეკულურ მოძღვრებას
დაამატა ორი ჰიპოთეზა, რაც შემდგომში მთლიანად დადასტურდა: 1) სხვადასხვა
გაზების თანასწორ მოცულობებში ერთნაირი ტემპერატურისა და წნევის პირობებში
მოლეკულათა ერთნაირი რაოდენობა იმყოფება; 2) მარტივი გაზების მოლეკულები
შეიცავენ ლუწ ატომებს (ატომების ლუწ რიცხვს), როგორც წესი, ტოლია ორის.
ავოგადროს აღმოჩენამ ქიმიკოსებს მისცა უბრალო (მარტივი) და სწორი მეთოდი
მოლეკულური მასის განსაზღვრისა : ორი გაზის მოლეკულური მასის შეფარდება
ტოლია მათი სიმკვრივეების შეფარდების. მაგრამ დასანანია, რომ მარტივი გაზებისა
და ორთქლების მოლეკულებში ატომების რიცხვი ავოგადროს რ დაუკონკრეტებია და
არც შეეძლო ამის გაკეთება, რამაც თითქმის 40 წლით შეაყოვნა მისი იდეის მიღება
ქიმიკოსთა მიერ. თუმცა მრავალმა მეცნიერმა, როგორიცაა მაგალითად, ფრანგი
ფიზიკოსი ა. ამური (1775-1836 წ. წ.), გამოთქვა ანალოგიური აზრები. მხოლოდ 1840-
იანი წლების დასაწყისისათვის გამოჩნდა წყალბადის, ჟამგბადის, აზოტის,
ჰალოგენების მოლრკულების ორატომიანობის ქიმიური მტკიცებულებები. ამის
გარდა, XIX ს. I ნახევარში მრავალ ქიმიკოსს არ სჯეროდა ჭეშმარიტი ატომური მასის
განსაზღვრის შესაძლებლობის და ამჯობინებდნენ გამოეყენებინათ ეკვივალენტები,
რომელთა მოძებნა შესაძლებელი იყო ექსპერიმენტით. ამიტომ ერთსა და იმავე
ნაერთს მიაწერდნენ სხვადასსხვა ფორმულას., ამას კი იქამდე მივყავდით, რომ
ადგენდნენ არასწორ ატომურ და მოლეკულურ მასებს. ერთ-ერთი პირველთაგანი,
ვინც დაიწყო ბრძოლა თეორიული ქიმიის რეფორმისათვის, იყვნენ

619
ფრანგიმეცნიერები შ. ჟერარი (1816-1856 წ. წ.) და ო. ლორანი (1807-1853 წ. წ.),
რომლებმაც შექმნეს ატომური მასებისა და ქიმიური ფორმულების სწორი სისტემა.
1856 წ. რუსმა მეცნიერმა დ. ი. მენდელეევმა (1834-1907 წ. წ.), შემდგომ კი მისგან
დამოუკიდებლად იტალიელმა ქიმიკოსმა ს. კანიცარომ (1826-1910 წ. წ.) შესთავაზეს
მეცნიერებასნაერთის მოლეკულური მასის გამოანგარიშების მეთოდო მათი
ორთქლების გაორმაგებული სიმკვრივით წყალბადთან მიმართებით? 1860 წელს ეს
მეთოდი შემოღებულ იქნა ქიმიაში, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა
იქონიაატომურ-მოლეკულური თეორიის დამკვიდრებისათვის. თავის გამოსვლაში
ქიმიკოსტა საერთაშორისო კონგრესზე კარლსრუესი (1860 წ.) კანიცარომ
დამაჯერებლად დაამტკიცა ავოგადროს, შერარის და ლპრენის იდეების სისწორე,
მათი მიღების აუცილებლობა ატომურ და მოლეკულურ მასათა შედგენილობის
სწორი განსაზღვრისათვის. ლორანისა და კანიცაროს შრომების წყალობით
ქიმიკოსებმა შეიცნეს განსხვავება იმ ფორმასა, რომელშიც ელემენტი არსებობს და
შედის რეაქციაში (მაგალითად, წყალბადისათვის ესაა H2) და იმ ფორმას შორის,
სადაც ის თანაარსებობს ნაერთებში (Hჩლ, H2O, NH3 და ა. შ.). საბოლოო ჯამში
კონგრესმა მიიღო ატომისა და მოლეკულის შემდეგი განსაზღვრება: მოლეკულა ესაა
«სხეულის რაოდენობა, რომელიც შედის რეაქციაში და განსაზღვრავს ქიმიურ
თვისებებს»; ატომი ესაა ელემენტის უმცირესი რაოდენობა, რომელივ შედის
ნაერთთა ნაწილაკებში (მოლეკულებში). მიღებულ იქნა ასევე წინადადება
ჩათვლილიყო «ეკვივალენტის» ცნება ემპირიულად, რომელიც არ ემთხვევა ატომისა
და მოლეკულის ცნებას. ს. კანიცაროს მიერ დადგენილი ატომური მასები დ. ი.
მენდელეევისათვის საფუძვლად იქცა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის
აღმოჩენისას. კონგრესის გადაწყვეტილებებმა სასიკეთოდ იმოქმედეს ორგანული
ქიმიის განვითარებაზე, რადგან ნაერთთა ფორმულების დადგენამ გზა გახსნა
სტრუქტურული ქიმიის შექმნისათვის. ასე და ამგვარად, 1860-იანიწლების
დამდეგისათვის ატომურ-მოლეკულური მოძღვრება ჩამოყალიბდა შემდეგ
Dებულებათა სახით: 1. ნივთიერებები შედგება მოლეკულებისაგან. მოლეკულა
ეწოდება ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს, რომელიც მისი ქიმიური თვისებების
მქონეა. ნივთიერების მრავალი ფიზიკური თვისება – დუღილისა და ლღობის
ტემპერატურები, მექანიკურიი სიმტკიცე, სიმკვრივე და ა. შ. განპირობებულია
მოლეკულათა დიდი რაოდენობის ქცევით და მოლეკულურ ძალთა ქმედებით. 2.
მოლეკულები შედგება ატომებისაგან, რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან
განსახღვრული ურთიერთობებით (იხ. მოლეკულა, ქიმიური კავშირი;
სტექიომეტრია). 3. ატომები და მოლეკულები მუდმივ თვითნებურ მოძრაობაში
იმყოფებიან. 4. მარტივი ნივთიერებების მოლეკულები შედგებიან ერთნაირი
ატომებისაგან (O2, O3, P4,N2 და ა. შ.); რთული ნივთიერების მოლეკულები –
სხვადასხვა ატომებისაგან (H3O, Hჩლ). 5. ქიმიური რეაქციების მსვლელობისას
მოლეკულების შემადგენლობის ცვლილება და ატომების გადაჯგუფება
მიმდინარეობს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ახალი ქიმიური ნაერთების
მოლეკულები. 6. მოლეკულათა თვისებები დამოკიდებულია არამარტო მათ
შემადგენლობაზე, არამედ იმ წესზეც, რითაც ატომები დაკავშირებული არიან
ერთმანეთთან (იხ. ქიმიური აგებულების თეორია; იზომერია??). თანამედროვე
მეცნიერებამ განავითარა კლასიკური ატომურ-მოლეკულური თეორია, ხოლო
ზოგიერთი მისი დებულება გადახედილ იქნა. დაადგინეს, რომ ატომი არ
წარმოადგენს განუყოფელ უსტრუქტურო წარმონაქმნს. ამას ხვდებოდა, სხვათა

620
შორის, XIX ს. მრავალი მეცნიერი. აღმოჩნდა, რომ ნაწილაკები, რომლებიც
წარმოქმნიან ნივთიერებას, ყოველთვის არ წარმოადგენენ მოლეკულებს. მრავალ
ქიმიურ ნაერთს, განსაკუთრებით მყარ და თხიერ მდგომარეობაში მყოფთ, აქვთ
იონური სტრუქტურები. მაგალითად მარილები. ზოგიერთი ნივთიერება,
მაგალითად, ინერტული გაზები, შედგებიან ცალკეული ატომებისაგან, რომლებიც
სუსტად ურთიერთზემოქმედებენ მყარ და თხიერ მდგომარეობაშიც კი. ამას გარდა,
ნივთიერება შეიძლება შედგებოდეს ნაწილაკებისაგან, რომლებიც წარმოქმნილია
რამდენიმე მოლეკულის შეერთების (ასოციაციის) გზით. ასე, ქიმიურად სუფთა
წყალი წარმოქმნილია არა მარტო H2O ცალკე მოლეკულებით, არამედ პოლიმერული
მოლეკულებითაც. (H2O)ნ, სადაც ნ=2 – 16, იმავდროულად მასში მყოფობენ
ხიდროცირებული იონები H+ და HO-. ნივთიერებათა განსაკუთრებულ ჯგუფს
წარმოადგენენ კოლოიდური ხსნარები. და ბოლოს, ათას და მილიონ გრადუს
ტემპერატურამდე გაცხელებისას ნივთიერება გადადის განსაკუთრებულ
მდგომარეობაში – პლაზმაში, რომელიც წარმოადგენს ატომების, დადებითი
იონების, ელექტრონებისა და ატომთა ბირთვების ნარევს. აღმოჩნდა, რომ
მოლეკულათა რაოდენობრივი შემადგენლობა ერთნაირი ხარისხობრივი
შედგენილობისასშეიძლება ზოგჯერ იცვლებოდეს ფართო ფარგლებში (მაგალითად,
აზოტის ოქსიდს შეიძლება ჰქონდეს ფორმულა N2O, NO, N2O3,), ამასთანავე თუ
განვიხილავთ არამარტო ნეიტრალურ მოლეკულებს, არამედ მოლეკულურ იონებსაც,
მაშინ შესაძლებელ შედგენილობათა საზღვრები გაფართოვდება. ასე, მოლეკულა NO4
უცნობია, მაგრამ აღმოXნდა იონი NO4-; არ არსებობს ჩH5 მოლეკულები, მაგრამ
ცნობილია კატიონი ჩH5+ და ა. შ. აღმოჩენილ იქნა ე. წ. ცვლადი შემადგენლობის
ნაერთები, რომლებშიც ელემენტის მასის ერთეულზე მოდის სხვა ელემენტის
განსხვავებული მასა. მაგალითად, Fე0,29O, თიO0,7-1,3 და ა. შ. დაზუსტებულ იქნა
დებულება იმის შესახებ, რომ მოლეკულები შედგებიან ატომებისაგან. თანამედროვე
კვანტურ-მექანიკური წარმოდგენების შესაბამისად (იხ. კვანტური ქიმია)
მოლეკულაში ატომებს ასე თუ ისე უცვლელი ურჩებათ ოსტოვი, ე. ი. ბირთვიდა შიგა
ელექტრონული გარსები, მაშინ, როდესაც გარე (ვალენტური) ელექტრონების
მოძრაობის ხასიათი საფუძვლიანად იცვლება ისე, რომ წარმოიქმნება ახალი,
მოლეკულური ელექტრონული გარსი, რომელიც მთელ მოლეკულასშემოერტYმის
(იხ. ქიმიური კავშირი). ამ აზრით მოლეკულაში არავითარი უცვლელი ატომი არაა.
ვიღებთ რა მხედველობაში ამ დაზუსტებებსა და დამატებებს, უნდა
გავითვალისწინოთ, რომ თანნამედროვე მეცნიერებამ შეინარჩუნა კლასიკური
ატომურ-მოლეკულური მოძღვრების რაციონალური მარცვალი, იდეები
ნივთიერების დისკრეტული აგებულების შესახებ, ატომების შესაძლებლობის შესახებ
მოგვცენ ერთმანეთთან შეერთების საშუალებით განსაზღვრული წესით,
ხარისხობრივად ახალი და შედგენილობით რთული წარმონაქმნები და ნივთიერების
შემადგენელ ნაწილაკთა შეუწყვეტელი მოძრაობის შესახებ (გასაქართულებელია
მაგრად).
ატონალური მუსიკა – მუს. ნაწარმოებები ტონალობისა და კილოს გარეშე
(ტერმინი შემოიღო ა. მ. ჰაუერმა). ა. მ-ის ძირითადი პრინციპია ბგერათა რიგის
ყველა საფეხურის თანასწორუფლებიანობა. ცალკეული ატონალური ეპიზოდები
გვხვდება გვიანრომანტიკულ და იმპრესიონისტულ მუსიკაში. დამახასიათებელია
თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობისათვის. ავანგარდიზმის ერთ-ერთი
გამოვლინება მუს. ხელოვნებაში. მას უარყოფდნენ XX ს-ის მთელი რიგი გამოჩენილი

621
კომპოზიტორები (ონეგერი, პინდემატი, პროკოფიევი და სხვ.). XX ს-ის 20-იანი
წლებიდან ძირითადად იქმნება დოდეკაფონიის მეთოდით.
ატონი (ეგვიპ. «მზის დისკო», რგოლი, სახე) – მზის მრგვალი სიმბოლური სახე.
შემოიღო ეგვიპტის ფარაონმა ამენჰოტე IV-მ, იგივე ეხნატორმა (აკ. გელოვანს უწერია
ამენოფის III , ძვ. წ. 1400 წ. მზის ღმერთს ხატად თვლიდნენო).

ატონია (ლათ. ატონია) – ორგანიზმისა და ქსოვილების კუმშვადობის,


ელასტურობისა და აგზნებადობის დაქვეითება ან უქონლობა. მაგ: საშვილოსნოს
შეკუმშვის უნარის დაკარგვა (სრულად ან ნაწილობრივ).
ატონიური (ლათ. ატონიცუს) – მოდუნებული.

ატორ (ეგვიპტ.) – 1. «დედა ღამე»; 2. დასაბამიერი ქაოსი


ეგვიპტურკოსმოგონიაში (????); 3. ღამის ქალღმერთი.
ატრაგატიდა (-ელისი) – სირიული ქალღმერთი. სირიელთა, ქანაანელთა,
ფინიკიელთა ქალღმერთი. სირინოზივით თევზის ბოლო ჰქონდა და ნაყოფიერების
განსახიერება იყო.

ატრაქციონი – (ცირკი) პროგრამის ეფექტური ნომერი, რომელიც


განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში.

ატრაქსე (ბერძ. მით.) – თესალიის უძველეს მაცხოვრებელთა, ლაპითუსთა


წარმომადგენელი, ლაპითი (იხ. ლაპიდები). მისი ასულის, ჰიპოდამიადა
(პლუტარქეს მიხედვით დეილამია) და მითიური გმირის, პორითოსის(იხ. იხ.)
ქორწილზე მოწვეულმა კენტავრებმა (იხ.) ჰიპოდამია და ლაპითი ქალები გაიტაცეს.
ამას მოჰყვა კენტავრთა მაქია(იხ.). ამ ბრძოლაში ლაპითებმა თეზევსის დახმარებით
კენტავრები დაამარცხეს და ჰიპოდამია (დეილამია) გაათავისუფლეს. აიდონევსი
პლუტარქეს მიხედვით: ეპირში მოლოსთა მეფე. დედოფალს პერსეფონე ერქვა,
ქალიშვილს კორე, ძაღლს კი – კერბეროსი. ვინც ქალიშვილის ხელს სთხოვდა, ჯერ
მამის წინადადებით კერბეროსს უნდა შერკინებოდა. სასიძო თუ გაიმარჯვებდა, კორე
მისი შეიქნებოდა. როცა აიდონევსმა შეიტყო, რომ პირითოსი და თეზევსი მისი
ქალიშვილის მოსატაცებლად იყვნენ მოსული, განრისხდა – პირითოსი კერბერს
დააგლეჯინა, თეზევსუ კი დილეგში გამოამწყვდია სამუდამოდ. პლუტარქე ამ
მონათხრობითცდილობს, ცნობილ მითს (იხ. ჰერაკლეს მე-4 გმირობა)რეალური ახსნა
მისცეს და იგი წმინდა სინამდვილეში გადმოიტანოს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ
აიდონევსთან სტუმრობისას, როცა ჰერაკლეს თეზევსის ამბავი შეუტყვია, მოლოსთა
მეფისათვის უთხოვია, დაეთმო მისთვის საშინელ ბედში ჩავარდნილი თეზევსი.
ატრა-ხაზისი(აქდ. ბრძენთაბრძენი . ძვ. ბაბილონ.) – მოგვაგონებს
გალგამეშიანის გმირსეთნაფიმთიმს და ბიბლიურ ნოეს. ღმერთებს მობეზრდათ
შრომა და გადაწყვიტეს შეექმნათ ადამიანი. შემდეგ ისინი ძალიან გამრავლდნენ და
ხმაურით შეაწუხეს ენლილი. ამ უკანასკნელმა ქვეყანას ჭირი და წარღვნა მოუვლინა.
ეამ გააფრთხილა ატრა-ხაზისი ... შემდეგ ნოეს მითი.
ატრე – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ ერთი პარტია უნდა
შესრულდეს სამი შემსეულებლის მიერ.

ატრევსი – ელიდის მეფის შვილი. მიკენის მეფე. ჰომეროსთან მშვიდი მეფეა,


სხვა მითებში კი – საშინელი ბოროტმოქმედი.

622
ატრევსის საგანძური – მაკენური კულტურის გრანდიოზული აკლდამა. იგი
განეკუთვნება ძვ. წ. XIV ს. აგებულიააკროპოლისში 500 მ. დაშორებით აქვს 36 მ.
სიგრძის და 6 მ. სიგანის დრომისი (ტალანი სამარხისაკენ). სამარხის კარი 11 მ.
სიმაღლისაა, დახურულია ასტონიანი მონოლითური კარით.
ატრეზია (ლათ. ატრესია) – ორგანიზმის ბუნებრივი ხვრეკის ან ნაპრალის
თანდაყოლილი უქონლობა ან შეზრდა: ანუსის (უკანა ტანის), კვერცხსავლების
(საშვილოსნოს მილების), საშვილოსნოს ღრუს, საშოსი, ფოლიკულების, ჰიმენის
(საქალწულე აპკის).
ატრი (სანსკრიტ. ატრი) – 1. სიტყვასიტყვით «მისი ძენი»; 2. პიტრების, –
«ადამიანთა წინაპრების», – ლკასი, ანდა ე. წ. პრაჯაპატები – «წინაპრები»; 3. ერთი
შვიდ რიშათაგან, რომლებიც წარმოქმნიან დიდი დათვის თანავარსკვლავედს.
ატრი (სანსკრიტ. ატრი) – ინდური მითოლოგიით ბრაჰმას მეორე ვაჟი,
მოვლენილი მისი თვალისაგან. ატრისგან მოევლინა სამყაროს დჰარმა – ღმერთი
სამართლიანობისა იხ. დჰარმა).

ატრი (სანსკრიტ. ატრყ) ინდური პანთეონის ღმერთი. ბრაჰმას პირველი სომნის


რვა სამყაროს მპყრობელ ძეთაგან მეორე ძმა დჰარმისა (იხ.); ღვთაებრივი ბრძენი,
რომლის პირმშვენიერი და კეთილი მეუღლის – ანასუიას (იხ.) სახე მიიღო აგნიზე
შეყვარებულმა სვაჰამ (იხ.), რათა ექვს «წმიდა ბრძენთა» (საუბარია ბრაჰმას ექვს
ღვთაებრივ ბრძენ ძეთა შესახებ) მეუღლეებზე შეყვარებული აგნი ეცდუნებინა (იხ.
ბრაჰმას ძენი).
ატრიბუტი (ლათ. ატტრიბუო – ვაკუთვნებ, ვანიჭებ) – საგნის განუყოფელი
თვისება, ურომლისოდაც საგანი არც არსებობს და არც მოიაზრება.
ატრიდები – ატრევსსის შვილები, აგამემნონი და მენელაოსი.
ატრინური (ლათ. Aტტრიბუტუმ, ატტრიბუო მივაკუთვნებ) – სიმბოლო,
ნიშანი საგნის ან პიროვნებისა, რომელიცმხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი (მაგ:
ზევსის ატრიბუტია: ელვა, არწივი, ნიკე.).
ატრიუმი – (არქიტ.) – 1. ძველ რომში სახლის მთავარი, ზემოდან დანათებული
ნაწილი – სტუმრების მისაღები. 2. პირტიკებით შემოფარგლული წინა ეზო
ქრისყიანული ბაზილიკის შესასვლელის წინ.

ატრიუმი – კვადრატული ეზო წყალსაცავით, რომელიც მდებარეობს


ბაზილიკაში შესასვლელის წინ და გარემოცულია დახურული გალერეით.
შემორჩენილია ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც დასტური რომაული
ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან კავშირისა. ნიმუშები არცთუ
მრავალრიცხოვანია: უკვე მეროვინგული ეპოქის არქიტექტურაში არ ქრება
საეკლესიო ანსამბლიდან. შედეგად ატრიუმის ტიპის მსგავსად ხდება დაგეგმარება
ტაძრების გვერდითი მინაშენისა – ე. წ. კლოატრისა.

ატროპანტები, ზოგან სატრაპენები და საკაპენები – მიდიის მკვიდრნი.


ატროპოსი (უსაშველო, მოუბრუნებელი) – მესამე მოირა. სიცოცხლის ძაფის
გადამჭრელი.
ატურფარნბაჰა – «ბატონი ცეცხლისა»; უმაღლესი თანამდებობა ზოროასტრულ
რელიგიურ იერარქიაში; ზოროასტრიზმის ისტორიკოსები და ირანული ტრადიცია
ატურფარნბაჰას «დენკარდის», – «ქმედობა რწმენისა», – პირველ შემდგენლად
მიიჩნევდნენ. ამ კრებულებში შესულია ცნობები ზოროასტრიზმის (იხ.) ისტორიის
623
შესახებ, ასევე მისი დოქტრინები და ტრადიციები. წიგნის ნთავარი მიზანია, იმ
ხელისუფალთა და ქურუმთა ქება-დიდება, რომლებიც დიდი წინასწარმეტყველის
თანამონაწილენიი იყვნენ; ეს არის ქადაგებანი თვინიერებისა, მორჩილებისა და
ღვთისმოსავობისა, მიმართული «უბრალო ადამიანებისადმი».
არათანასწორუფლებიანობის «სამტკიცებლად» კრებულში მოყვანილია მითი
სამართლიან მეფე იჰიმაზე, რომლის დროსაც ასევე იყვნენ მიდრები და ღარიბები. ეს
აპოლოგეტური თხზულება მიმართული იყო ქრისტიანიზმის, იუდაიზმის,
მანიქეიზმისა და მანიქეველობის ფუძემდებლის – მანის წინააღმდეგ, რომლებიც
ქონებრივ-მატერიალურ და სულიერ თანასწორუფლებიანობას აცხადებდნენ.
«დენკარდას» მეექვსე ნაწილი რჩევა-დარიგებანია (ანდრაზებია) და შედგენილია
აფორიზმების სახით (იხ. დენკარდა; იხ. ზოროასტრული კრებულები).
აუანრჰეტის «თეთრი ქალბატონი» – ანრი ლოტის ექსპედიციის მიერ ვადი
ამაზარის კლდოვანი კალაპოტის ფართე ღრმულში აღმოჩენილი მოხატულობის
ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელზეც გამოსახულია დღემდე უცნობი ქალღმერთი
(სხვათაშორის ეს ქალღმერთი ყველაზე უმშვენიერესი, დასრულებული და
ზედმიწევნით ორიგინალურია «მრგვალთავა» ფიგურებს შორის), რომელსაც
ექსპედიციის წევრებმა თავდაპირველად «რქოსანი ქალღმერთი» უწოდეს. შემდეგ კი,
«ბრანდბერგის თეთრი ქალბატონის» (იხ. «თეთრი ქალბატონოს ტაძარი» იხ. ა. ლოტი
«თასილინ-აჯერას ფრესკების ძიაბაში», გვ. 46-48) ანალოგიით აუანრჰეტის «თეთრი
ქალბატონი» შეარქვეს. სინამდვილეში იგი ქალღმერთია თუ არა, ეს საეჭვოა. ყოველ
შემთხვევაში, მისი ქალღმერთად მიჩნევა უფრო დასაშვებია, რამეთუ იმ დროის, ეს,
უბრალოდ, ლამაზი ქალიშვილი, წარმოუდგენელია, ამგვარი სამკაულებით
გამოესახოთ. შესაძლოა, იგი ქურუმი ქალიც იყოს, რომელმაც თავისი თავი
რომელიღაც მიწათმოქმედების ღმერთის კულტის მსახურებას შესწირა. ამ
უკანასკნელი ვარაუდის საფუძველს ფიგურის რქებს შორის გამოსახული პურის ყანა
იძლევა. საჰარის აბორიგენთა ეს გასაოცარი ფერწერა ნეოლითის დასაწყისის ან,
შესაძლოა, პალეოლითის ბოლო პერიოდის იყოს (მენახირეობამდელი პერიოდი). ამ
ფერწერათა შესწავლა-გამოკვლევებმა არქეოლოგთა და სპეციალისტთა წრეებში
ერთი კითხვა წამოატივტივა: ხომ არ ყოფილა აუანრჰეტი ის ადგილი, სადაც უძველეს
დროში საიდუმლო-რელიგიური რიტუალები აღესრულებოდა? ყოველ შემთხვევაში,
ზოგიერთი ჩაღრმავების ფერწერით დაფარული კედლები ამის შთაბეჭდილებას
ერთგვარად ქმნის და ამიტომ მათ ერთგვარ ტაძრადაც – წმინდა ადგილადაც კი
მიიჩნევენ.
აუცილებლობა და შემთხვევითობა – ფილოსოფიური კატეგორიები.
აუცილებელი არის ის, რაც რაც მოცეემულ პირობებში გარდაუვლად უნდა მოცდეს.
შემთხვევითის საფუძველი კი არის არა მოვლენის არსება, არამედ მასზედ სხვა
მოვლენის ზემოქმედება. ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არც მოხდეს ან
მოხდეს ამგვარად ან სხვაგვარად.
აუდი (სკანდ. მით.) – ღამისა და მისი პირველი მეუღლის – ნაგლფარის (იხ.
ანრი მეორე ქმარი) ვაჟი (ღამეს, ამ საშინელ ურჩხულს, მესამე ქმარი – დელინგიც
(იხ.) ჰყავდა).
აუდიტორია – საზოგადოებრივი შენობის დარბაზი, რომელშიც იკითხება
ლექციები, მოხსენებები, ტარდება კრებები და სხვა ამგვარი ღონისძიებანი.
აუდლანგ (სკანდ.) – ძველ სკანდინავიურ კოსმოგონიურ ლეგენდებში: მეორე
ცა, რომელიც შექმნა ღვთაებამ იდის სამეუფეოს ზემოთ.

624
აუდუმლა (სკანდ. მით.) – სასწაულებრივი ძროხა, რომელიც დასაბამიერ
დროში იმირთან (იხ.) ერთად ჭირხლში წარმოიშვა. მისგან მოედინებოდა რძის 4
მდინარე. მისი რძით იკვებებოდა იმირი. ძროხა ლოკავდა მოჭირხლულ მარილიან
ლოდებს. დღის მიწურულს ლოდზე თმები, მეორე დღით თმები (?) და ბოლოს
ადამიანები ჩნდებოდნენ.

აუდუმლა (სკანდ.) – ძველი სკანდინავიური მითოლოგიით ბუნების სიმბოლო;


2. შესაქმის ძროხა, «ძიძა» («მკვებავი»), რომლისგანაც გამომდინარეობს რძის ოთხი
ნაკადი, რომლითაც იკვებებოდა ტიტანი იმირიიგივე აშურგულმირი – «მოხმაურე
ნაკადში» (ყინულოვანი მდინარე ელეგამარისნაკადი) და მისი ვაჟები –
პრიმტჰუსისები (ჭეშმარიტი გოლიათები), ეს იყო მაშინ, ვიდრე სამყაროს ღმერთები
და ადამიანებიმოევლინებოდნენ. რადგან საძოვარი არსად უჩნდა, აუუდუმლა
ყინულის კლდეებიდან და ლოყებიდან ლოკავდა მარილს. ყინულის ლოგები
ჭირხლით იყო დაფარული. დღის ბოლოს მოჭირხლულ ლოდებზე თმები გაჩნდნენ,
მეორე დღეს კი – თავი და სულ ბოლოსმოვლინდა ადამიანი. იეტუნ იმარისაგან
განსხვავებით, არა მხოლოდ ძლიერი, არამედ უკეთესიც იყო. მას უწოდეს ბური –
მშობელი. «მშობელს» გაუჩნდა ძე – სახელად ბორი – «დაბადებული». ბორს
ჰყოლია მეუღლე ბესტლა, ტიტანის ცომიდან. ბესტლამ ბორს სამი ვაჟი უშვა –
ოდინი (სული), ვილი (ნება, თავისუფლება) და ვე (სიწმიდე «ქურუმი»). ამ სახელთა
ალეგორიაში ნათლად ჩანს ელემენტთა კოსმოსამდელი ერთიანობა: სულისა –
შემოქმედი ძალისა მატერიასთან (გაცივებულთან, ჯერაც აუდუღარი), რომლის
ფორმირებას შემოქმედი სულიშემოქმედი სულის სამყაროული ნება-სურვილის
თანხმობით ახდენს. ასები (იხ.) – სამყაროს საყრდენები და სვეტები, იგივე
კოსმოკრატები, – მერე მოევლინენ სამყაროს. (ცუდად იკითხებოდა და ბევრი
შეცდომები იქნება)

აუგ-ი – ადენინი, ურაცილი, გუანინი – ეს არის სამ ასოიანი


შენაერთიინფორმაციული რნმ-ის ანბანში (იხ.), რომელიც ერთმნიშვნელოვნად
ითარგმნება ცილის ანბანზე. ასე, რომ აუგ-ი ყოველთვის აღნიშნავს მეტიონინს (უგგ –
ტრიფტოფანა და ა. ს.). რაც უფრო ხშირადაა ამინომჟავები ცილებში, მით მეტი
ნუკლეოტიდური სამეული კოდირებულიდნმ-ში (იხ. დნმ, რნმ).
აუგოეილოს (ბერძ.) – 1. ბულვერ ლიტონის განსაზღვრებით «სხივმოსილი მე»
ანუ უმაღლესი მე, «Eგო Uნივერსუმ» (ლათ.); 2. ოკულტიზმში სულ დხვაა. ესაა
საიდუმლო; 3. აუგოელოსი არის Eგო-ს მანათობელი ღვთაებრივი გამოსხივება,
რომელიც მაშინ, როცა ხორცშესხმულია, გვევლინება როგორც მხოლოდ საკუთარი
სხივი – მაინც იმდენადვე წმიდა; 4. აუგოელოსზე ახსნილია «ამშასპენდებსა» და მის
«ფერუერებში».

აუკაუ – კეჩუას მითოლოგიით, ინკების დინასტიის დამაარსებლის,


ლეგენდარული მანკო კაპაკის ერთ-ერთი ძმა სამთაგან (იხ. უჩუ და კაჩი).
აულერკები – გალური ტომი. მოსახლეობდა ჩრდ-დასავლეთ გალიაში,
მდინარეების ლუარასა და სენას შორის.
აულუს გელიუსი (Aულუს Gელლიუს) – ჩვ. წ. II ს-ის რომაელი მწერალი. მისი
ნაშრომია «ატიკური ღამეები» (იხ.) 20 ტომად.

625
აუმ (სანსკრიტ. აუმ) – 1. წმიდა მარცვალი (იგულისხმება გრამატიკული
მარცვალი) – სამ ასოიანი ერთიანობა; 2. წმიდა მარცვალი თითქმის ყველა
მითოლოგიასა და რელიგიაში, იდენტურია სამების ერთიანობისა, ე. ი. «წმიდა
სამებისა» (შდრ. ქრისტიანული სამების – მამაღმერთის, ძე ღმერთისა და
სულიწმიდის ერთარსობა).
აუმენტანდო – მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა
შესრულდეს გაძლიერებით, გადიდებით (ბგერის).
აურ (ქალდ.) – ასტრო-ეთერული მათლის ორივე ასპექტის სინთეზი: ოდ –
სიცოცხლისა და ობ – სიკვდილის მომტანი სინათლე.
აურა - მოულოდნელი, წუთიერი დახშობა ცნობიერებისა შემდგომი ამნეზიით.
ხშირად წინ უძღვის ეპილეფსიურ გულყრას.
აურა (ბერძ.) – 1. სიფრიფანა, უხილავი არსი, რაობა, ანუ ფლიუიდი
ემანირებული ადამიანის ცხოველის და თვით საგანთაგანისაც კი. ეს არის
ფსიქიკურიანაორთქლი, რამდენადაც აურა ელექტრულ-სიცოცხლისეულია და, ამავე
დროს, ელექტრო-მენტალური; 2. თეოსოფიაში: აკაშური (იხ.) ანუ მაგნეტიკური აურა.

აურა (ლათ. ნიავი, ლაჟვარდი, ამონასუნთქი) – რომაული ქალღმერთი,


მსუბუქი სიოს განსახიერება, ზის გედზე. რომაული მარმარილოს ქანდაკება(I ს.
ერმიტაჟშიაი.
აურა მაზდა – «უღრმესი სიბრძნე» აქემენიანთა პანთეონის ამ უზენაესმა
ღმერთმა უმთავრესი ატრიბუტიკა ასურული პანთეონის დიდი ღმერთის
აშურუსაგან მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ აჰურა მაზდას ანთროპომორფული
გამოსახვა მზის ფრთიანი დისკოს სხივებში, გვაგონებს აშურუს გამოსახულებას.
გარდა სემასიოლოგიური მსგავსება, მსგავსია მათი ფორმები გამოხარვა, რაც
გვაფიქრებინებს, რომ ასურული აშურა ქაემენიანთა აჰურა მაზდას პროტოტიპი უნდა
იყოს. (Dაწვრილებით იხ.)
აურა მოტორული - მოძრაობის ნაირსხვაობა, წარმოებს ავტომატურად.

აურა ვეგეტატიური - აურა, რომელიც გამოიხატება შინაგანი ორგანოებიდან


სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნებით.

აურა1 – უძლიერესი და უნათლესი შუქი, შარავანდედი. ღმერთთა და


წმინდანთა ერთ-ერთი უძირითადესი ატრიბუტიკა (თუ ატრიბუტი?). რაც მაღალი
რანგის იყო ღვთაება, მით უფრო ძლიერი იყო მისი აურული ნათება. მაგ: მარდუქის
აურა ერთად აღებული ათი ღმერთის აურის ტოლი ყოფილა.
აურა2 – იხ. ქსე

აურაჯანლილ მამაცი – სკანდინავიურ ეპოსში ლეგენდარული მისნისა და


დამჩხიბავის (მჩხიბავის?) გროას (იხ.) მეუღლე. თითქოს იგი მეხთამტყორცნელ
თორს ეტუნჰეიმში – გიგანტ ეტუნჰეიმთა ქვეყანაში ხლებია და ზურგზე აკიდებული
გადაუყვანია ყინულოვან მდ. ელივაგარზე (იხ.), აურავანდილს მდინარეზე
გადასვლისას ფეხის თითი გამოჰყოფია და წაყინვია. მომზრალი თითი თორს ცად
ვარსკვლავად დაუსვამს (იხ. სკანდინავიური ტიტანომაქია).
აურგელმირ-ი (სკანდ მით.) – «ნაკადში მოგუგუნე». ერთ-ერთი ჰიპოსტასი
იმირისა (იხ.), აქ იგულისხმება ყინულოვანი მდინარის, ელივაგარის (იხ.) შხეფებიანი
წყალი.

626
აურნავაბჰა (სანსკრიტ. აურნავაბჰა) – ძველი კომენტატორი, წერდა
სანსკრიტზე.
აურვა (სანსკრიტ. აურვა) – ბრძენი, რომელსაც «აგნეიასტრად» წოდებული
ცეცხლსასროლი იარაღის შექმნა მიეწერება (აგნ, აგნი, იხ.).
აურვატი (ჰარვატატი «მრთელობა», «უვნებლობა») – სიმრთელის,
ჯანმრთელობის, სიცოცხლის ღვთაება; საპირისპირობა ავადმყოფობისა და
სიკვდილისა. შესაძლოა, იგი ამერტატის ჰიპოსტასურიც იყოს. ყოველ შემთხვევაში,
ატარებს მის რაღაც ელემენტებს (იხ. ამერტატი).
აუსონიუსი, დეციმუს მაგნუსი – (დაახლ. 309-დაახლ. 394 წ. წ.) რომაელი პოეტი
წარმომავლობით ბურდიქალიდან (ბორდო). იმპერატორ გრაციანეს აღმზრდელი.
ქრისტიანი. იყო პრეფექტად გალიაში, 379 წ-ს კონსული. პროფესიონალი ორატორი.
აუტ-ი (ფინურ-უგრული მით.) – მდინარე მდ. ობის აუზში, რომლის ღმერთად
მიჩნეული იყო აუტია-ოტირი (იხ.).
აუტია-ოტორ-ი (ფინურ-უგრიული მით,) – ნუმი-თორუმის (იხ.) შვიდთაგან
ერთ-ერთი ვაჟი. მდ. აუტის ღმერთი ქარიულაპიას სახით. ცხოვრობდა ობის უბეში.
განაგებდა ზღვის თევზებს.
აუტიზმი - კარჩაკეტილი, დახშული, მოწყვეტილი გარემოს, ავადმყოფი
ცხოვრობს მის მიერ შექმმნილს არარეალურ სამყაროში.

აუტო – ერთმოქმედებიანი დრამატული წარმოდგენა ბიბლიისა და სახარების


სიუჟეტებზე. აუტო ჩაისახა დაახლ. XIV ს-ში, ფრიად გავრცელდა ესპანეთსა და
პორტუგალიაში. პირველ ხანებში აყტო პრიმიტიული შინაარსისა იყო და მას
ასრულებდა რამდენიმე (3-4) სცენისმოყვარე. XVI-XVII ს. ს-ში აუტო მდიდრულ
სანახაობად გადაიქცა. სრულდებოდა ღია ცის ქვეშ. თან ახლდა ხოლმე მასობრივი
პროცესია-მსვლელობები. ესპანეთში აუტოების ტექსტებს აღორძინების ხანის
დრამატურგები წერდნწნ.
აუტოფსია – დამაჯერებელი დარწმუნებულობა. საკუთარი ცდის საფუძველზე
დამყარებული.
აყუი-ფონდური – (მუს.) ჩაჩნურ-ინგუშური ხემიანი სიმებიანი საკრავი,
უახლოვდება ქართულ ჩონგურს.
აჩარა (სანსკრიტ. აცარა) – პირადი და სოციალური (რელიგიური)
მოვალეობანი.

აჩარია (სანსკრიტ. აცარყა) – 1. სულიერი მოძღვარი, მასწავლებელი, გურუ, მაგ:


შანკარა – ჩარია – სიტყვასიტყვით: «ეთიკის მასწავლებელი»; 2. სახელი, რომელიც
ებოძება კურთხეულთ (ხელდასმულთ), განდობილთ და აღნიშნავს «მასწავლებელს»,
«მოძღვარს».
აჩელერონდო – იტალიური მუს. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ტემპის
თანდათანობით აXქარებას.
აჩი-ბაბა» – მეგრული სანახაობითი წაემოდგენა.
აჩიტ-ი (სანსკრიტ. აცაიტ) – აბსოლუტური «არა-გონება», უგონობა,
არაგონიერება. მისი საპირისპიროა ჩიტ-ი – აბსოლუტური გონი.
აჩიუტა (სანსკრიტ. აცყუტა) – 1. ის, რაც არ ექვემდებარება ცვლილებებს და
დაცემას. მისი საპირისპიროა ჩიუტა – ის, ვინც ცვალებადია, ვინს დაცემადია; (ვინც
თუ რაც?) 2. ვიშნუს სინინიმი.

627
აჩხაბერი – ნიღბების ქართული ხალხური თეატრის, ბერიკაობის, ერთ-ერთი
პერსონაჟის, დევის ნიღაბი.
აცამაზი – ატას ძენართი გმირი ოს. მით-ში.
აცეფალია - უთავო ნაყოფი (სიმახინჯე).
აცეტილქოლინესთერაზა (ლათ. აცეტილცჰოლინესტერასაე) –
აცეტილქოლინზე მოქმედი ფერმენტი.
აცეტონურია (ლათ. აცეტონურია) – აცეტონის შარდით გამოყოფა.
აციდოფილური ჰიპოფიზის ადენომა (ლათ. ადენომა აციდოპჰილუს
ჰყპოპჰისყს) – ჰიპოფიზის აციდოფილური უჯრედებისგან წარმოქმნილი სიმსივნე.
აციდოზი (ლათ. აციდოსის) – სისხლსა და ქსოვილებში მჟავანივთიერებების
რაოდენობის მოჭაებება.
აციკლური (ლათ. ააციკლიცლიუს) – არარეგულირებული.

აცილუთი (ებრ.) – «კაბალის» ოთხ სამყაროთაგან უმაღლესი, მიმართებაშია


მხოლოდ ღმერთის წმიდა სულთან (დამატებითი განმარტებანი იხ. აზილუთი).

აცტეკები – სამხრ. ამერიკის წითელკანიანი ტომი. სახელი წარმოდგება კუნძულ


ასტლანიდან, რომელსაც ისინი თავიანთ სამშობლოდ თვლიან (ასტლანი – ადგილი,
სადაც წეროები ცხოვრობენ). მოსახლეობენ ცენტრალურ მექსიკაში. დედაქალაქი
ტენოჩტიტლანი (თანამედროვე მეხიკო). იმპერიამ ძლიერებას მიაღწია XVI ს.
დასაწყისში. იმპერატორ მონტესუმას (მოტეკუხსომას) მეფობის დროს. დაიპყრეს
ესპანელებმა კორტესის მეთაურობით.

აცტეკური მითოლოგია – აცტეკთა უზენაესი ღმერთი იყო ომის ღმერთი –


ეიცილი-პოჩტლი, მარტივად – ვიცლიპული. ესაა ხის ან ქვის კერპი. ფეხმოკლე,
ჯუჯა საფრთხობელა, გომბეშოს მსგავსი. ჰყავდათ სხვა ღვთაებებიც: ნაყოფიერების
ქალღმერთი, მიწისქვეშა ძალთა და მიწისძვრის ღმერთი, დუმილის ღმერთი,
ღმერთი იაგერი და სხვა. აცტეკები ცხოვრობდნენ მეხიკოში. კონკისტადორებმა
გააანადგურეს მათი კულტურა.
ახაფატის მთა – მექას რაიონში, სადაც სამოთხიდან ადამისა და ევას გაძევების,
მათი გაყრა-განქორწინების (უფლის მიერ) 200 წლის შემდეგპირველი წყვილი
ერთმანეთს შეხვდა და პირველად შეიცნეს ერთმანეთი (არაბული გადმოცემები).
ჰაჯას დროს მომლოცველები აქაც მოდიოდნენ.
ახალგაზრდა ჰეგელიანელები (ან მემარცხენე ჰეგელიანელები) – ჰეგელის
ფილოსოფიური სკო;ის რადიკალური ფრთა. ისინი აკეთებდნენ ჰეგელის
ფილოსოფიის ინტერპრეტაციას და აკრიტიკებდნენ ქრისტიანობას.

ახალგორის განძი – ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია


1908 წ. ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან. ნივთები შეაგროვა მუზეუმისათვის ე.
თაყაიშვილმა. ამჟამად ინახება ჯანაშიას სახ. საქ. სახ. მუზეუმში. განძში შემავალი
ნივთები არის ქალის მდიდრული სამარხეული მასალა (ლითონის, ქვის, ძვლის,
მინისებრი პასტის, ვერცხლის, ოქროს სამკაულები, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები).
ნივთების დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია და მოწმობს კულტურისა და
ხელოვნების მაღალ დონეს. ანტ. ხანაში ვერცხლის ნაწარმიდან აღსანიშნავია
იმდროინდელ კულტ. სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები (იხ.

628
ომფალოსი). განძი ძვ. წ. V-IV ს.ს-ით თარიღდება და მიუთითებს საქართველოს
კულტურულ და ეკონომიკურ მაღალ დონეს.

ახალი ფილოსოფოსები» – ფრანგი ფი;ოსოფოსების არაერთგვაროვანი ჯგუფი,


რომელიც 70-იან წლებში (??) «გონებაზე» დაფუძვნებული ყოველგვარი
ფილოსოფიის და კულტურის უარყოფით გამოვიდნენ. ძირითადად მათი იდეები
შოპენჰაუერისა და ნიცშეს მიერ წამოყენებულ დებულებების გადამღერებას
წარმოადგენს. (ა. გლეკსმანი, მ. ალევი, დ-პ. დოდე, კ. ჟამბე და სხვ.).
ახალი გლობალური ტექტონიკა» – იხ. «ლითოსფეროს ფილების ტექტონიკა».

ახალი მემარცხენეები» – დასავლეთის ქვეყნების სტუდენტობისა და


ინტელიგენციის ნაწილის საპროტესტო მოძრაობა ნინართული სოციალ-
ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების, ცხოვრების წესის ზნეობრივი
ღირებულებებისა და იდეალების წინააღმდეგ.

ახალი მონასტერი» («Nეა Mონყ») – იმპერატორ კონსტანტინეს სიკვდილის


შემდეგ (1042 წ.) მისმა მეუღლემ, დედოფალმა ზოიამ კუნძულ ჰიოსზე აღაშენა ახალი
მონასტერი – ბერძნულად «ნეა მონი». მრავალი ასწლეულის მანძილზე იგი მთავარი
რელიგიური ცენტრი იყო კუნძულისა და შედარებით მშვიდობიანად გადაიტანა
ყველა ის ნგრევა, რომელიც თავს დაატყდა შუასაუკუნეთა ბიზანტიას. მხოლოდ 1822
წ-ს ეროვნულ-განმანთავისუფკებელი ბრძოლის დროს, თურქებმა მონასტერი
გაძარცვეს, ხოლო 1881 წ-ს ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა მისი სამრეკლო,
ჩამოიქცა მთავარი ტაძრის გუმბათი და აფსიდა, ჩამოცვივდა უამრავი მოზაიკა. ჯერ
კიდევ 1857 წ-ს მონასტრის იღუმენმა გრეგორიუს ჰოტეინოსმა სცადა მისი აღდგენა.
მაგრამ 1881 წლის მიწისძვრამ თითქმის ყველაფერი გაანადგურა. სარესტავრაციო
სამუშაოები ამ ძეგლისა 1900 წ-ს დაიწყო და მთელი 60 წელი გაგრძელდა. ქვის
კედლით შემოძღუდული მონასტერი წარმოადგენს უწესრიგო ფორმის
მრავალკუთხედის ჩაკეტილ სივრცეს, რომლის ზუსტად შუა ალაგას კათოლიკონი –
მთავარი ტაძარია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე უკავია სატრაპეზი პალატს.
დასავლეთის მხრიდან ამაღლებულია ჭთამბეჭდავი თავდაცვითი კოშკით.
მონასტერში დაცულია უზარმაზარი მიწისქვეშა ცისტერნა წყლისათვის, რომელსაც
XI ს-ს მიაკუთვნებენ. ტაძრის კათოლიკონი აგებულია XI ს-ის შუახანებისათვის და
წარმოადგენს იმ დროის ტიპიურ ნაგებობას – ართნავიანი, მცირე ზომის,
კვადრატული გეგმარის, აღმოსავლეთით დატანებული სამი აფსიდით. ერთია
მხოლოდ, ამ მონასტრის არქიტექტურას გააჩნია გარკვეული განსაკუთრებულობანი,
რაც ჰიოსისა და კვიპროსის ტაძრებისათვისაა მახასიათებელი – მონასტრის
ძირითად შენობას დასავლეთით მიშენებული აქვს ორი საფარისევლო, რომელიც
ადრექრისტიანულ ტაძრებში გამოიყენებოდა «კათაკმეველთა» – წარმართთა
საყდრად, რომლებიც მზად იყვნენ ქრისტიანობის მისაღებად. მონასტრის შიდა
სივრცე ნათელ და მდიდრულად მორთულ კოლონებიან დარბაზს წარმოადგენს.
იატაკი და კედლის ქვედა ნაწილები მარმარილოთია მოპირკეთებული. მარმარილოს
პირნაკეთობას ოქროს ფონზე ნაკეთი მონუმენტური, ნათელი მოზაიკური
კომპოზიციები ენაცვლება. სამწუხაროდ, მთელი ამ შიდა მორთულობის დიდი
ნაწილი 1881 წლის მიწისძვრამ იმსხვერპლა. ამ მიწისძვრით დაიკარგა ქრისტე
პანტოკრატორის (ყოვლისმპყრობელის) მოზაიკური გამოსახულება, რომელიც იმ
გუმბათზე იყო, რომელიც მიწისძვრამ ჩამოაქცია. დღემდე არსებულ მოზაიკიდან
629
უკეთ შემონახული კომპოზიციები: «ნათლიღება», «ჯვარცმა», «გარდამოხსნა»,
«ფერისცვალება», «ჯოჯოხეთში შთასვლა», «ფეხის განბანვა», «იუდას ღალატი».
ტაძრის აფსიდში განთავსებულია ორანტის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი, მისი
ცისკენ აღმართული ხელები ნებებით ხალხისკენაა მიმართული, რომელთა თავზე
იგი ლოცვას გადმოავლენს. ეს მოზაიკური და «ნია მონის» სხვა ფრესკები მაღალი
მხატვრულობით და ემოციურობით გამოირჩევიან. დღეს «ნია მონი» მოქმედი
დედათა მონასტერია. მცირე ორსართულიან ნაგებობაში, რომელიც სამონასტრო
ტაძრის ჩრდილო-დასავლეთითაა განლაგებული, მოწობილია მუზეუმი, სადაც
ექსპონირებულია მონასტრის მხატვრული საგანძური. 1990 წ-დან «ნია მოის»
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტაილი.

ახალსოფელი – საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებობს 24 ამ


სახელწოდების სოფელი. ძველი არქიტექტურული ნაგებობის მხრივ აღსანიშნავია
ყვარლის რ-ნის ახალსოფელი (ძველი გავაზი), სადაც შემორჩენილია VI ს.
ღვთისმშობლის ეკლესია. შენობა გეგმით ტეტრაკონქია – ცენტრალურ კვადრატს
ოთხივე მხრიდან ნალისებრი აფსიდებით დაბოლოებული კონქები, რომელთა
გუმბათქვეშა თაღებიც აგრეთვე ნალისებრი ფორმისაა. რვაკუთხა გუმბათის ყელი
უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვნება და საგრძნობლად წაგრძელებულია. ეკლესიას
მოგვიანებით მიშენებული აქვს გარშემოსავლელი, რომლის კარების თავზე
მოთავსებულია წარწერიანი ქვის ფილა. წარწერა გვამცნობს, რომ 1852 წ. ივანე
ამილახვარმა აღაშენა და დაასახლა ძველადვე განთქმული სოფ. გავაზი და აღადგინა
ტაძარი.

ახეტატონი – ატონის რჩეული ქალაქი – უდაბურ ღარტაფზე თებედან


ჩრდილოეთით 450 კმ-ზე, ადგილზე, რომელიც, ეხნატონის თქმით, თვით ატონმა
შეარჩია, ლამის მყისიერად და ერთდროულად აღიმართა ატონის ტაძრები თუ
ფარაონის სრა-სახლები, დიდგვაროვანთა ბინები თუ სახელმწიფო-დაწესებულებათა
შენობები, საწყობები, სახელოსნოები. გაშენდა ბაღები, გაკეთდა ტბორები, გაითხარა
ჭები, არხები, შემოტანილი ჰუმუსოვანი* ნიადაგებით, განაშენიანდა უდაბური
ტაფობი და ყველაფერი... მხოლოდ ორ წელიწადში!ეს იყო ახალი დედაქალაქი –
ახეტატონი («ატონის ჰორიზონტი»). ფარაონის მთავარი სასახლე მეფეთა გზის ორივე
მხარეზე მდებარეობდა. ამ გზის დასავლეთით სასახლის ოფიციალური ნაწილი
განთავსდა, მარჯვენა მხარეს კი - საცხოვრებელი ატონის სამლოცველოთი. სასახლის
ორივე მხარეს აგურის სქელი კედელი გასდევდა და სამეფო გზის ზემოდან
დახურული ხიდით ერთდებოდა. იგი სამმალიანი იყო. შუა მალი ეტლებისა და
ლაშქრისათვის ქონდათ განკუთვნილი, გვერდითა ორი - ფეხით მოსიარულეთათვის,
დახურულ გადასასვლელს შუაში ე. წ. «გამოცხადების სარკმელი» ქონდა
დატანებული, რომლის დეკორატიულ ღიბში ფარაონი და მისი ოჯახის წევრები
პერიოდულად ეჩვენებოდნენ ხალხს და გასცემდნენ მოწყალებას. საცხოვრისის
ნაწილს სამ ტერასაზე გაშენებული საუცხოო პარკი ეკვროდა. პარკს ყვავილნარი,
ფინიკის პალმები, ვაზის ტალავრები, ტბორი და უამრავი პავილიონი ამშვენებდა.
პარკის ზედა ტერასისა და 42 პალმისებრი სვეტისაგან შემდგარი კოლონადის
გავლით პირდაპირ სასახლის სადღესასწაულო დარბაზში მოხვდებოდით. კოლონები
ქაშანურის (ფაიანსის) ხიშტაკებით (ჩასადგმელებით, ჩასაყენებლით) მოერთოთ -
ქვემოთ ყავისფერი, ზემოთ - მომწვანო-ქრიზოლითისფერით. აქვე იყო სატრაპეზოც,
სადაც მხოლოდ ფარაონს, მისი ოჯახის წევრებსა და სამეფო გვარის
630
წარმომადგენლებს შეეძლოთ შესვლა. ეხნატონსა და ნეფერტიტს კიდევ 4 ქალიშვილი
ეყოლათ. მათი მესამე ქალიშვილი ანჰესენპაატონი (იგივე ანჰესენპაამონი) ცოლად
გაჰყვა უცნობი წარმომავლობის ახალგაზრდას, რომელიც შემდეგ ისტორიაში
ცნობილი ტუტანხამონის სახელით შევიდა. ისტორიკოსები და მკვლევარები
ვარაუდობენ, რომ ტუტანხამონი ფარაონ ეხნატონის ან ნათესავი, ან სხვა ცოლისაგან
(შესაძლოა, კიისაგან) შეძენილი შვილიც ყოფილიყო. კიია ეხნატონმმა სიცოცხლეშივე
თანაფარაონად შერაცხა. ქალი-ფარაონი უფრო მაღლა იდგა იერარქიით, ვიდრე
კონხორტა, მაგრამ კიიას არასოდეს უსარგებლია ამ პრივილეგიით. მიუხედავად
ამისა, ეგვიპტის პირმშვენიერი დედოფალი ნეფერტიტი მაინც განაწყენდა და ცალკე -
ჩრდილოეთის სასახლეში განდგა (იხ. ნეფერტიტი).

ახია (ბიბლ.) – სილოამელი წინასწარმეტყველი. სიბერის ჟამს დაბრმავებული.


სწორედ მან უწინასწარმეტყველა უფლის სახელით იორობამისგან მიგზავნილ ცოლს
– აბიას დედას, – შვილის – აბიას გარდუვალი სიკვდილი.
ახლა (ეგვიპტ.) – ნიშნავს «მინდორი სიმშვიდისა»; 2. კერნეტერის, ჯოჯოხეთის
სფეროთა შორის ერთ-ერთის სახელწოდება. (დანაყოფის სფეროს).
ახმესის პაპირუსი» – სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც
«რინდის პაპირუსი» (იხ. «რინდის პაპირუსი»). სახელი ეწოდა ცნობილი
ეგვიპტოლოგის ჰენრი რინდის პატივსაცემად, რომელმაც იგი აღმოაჩინა. პაპირუსი
ჩვ. წ-მდე დაახლოებით XVII ს-ის შუახანებით თარიღდება (სავარაუდო თარიღად
სახელდება 1645 წ. ჩვ. წ-მდე). ეს პაპირუსი ე. წ. უხუცესი «ამოაცნათა კრებული»
მეორე გარდამავალ პერიოდში მოღვაწე ვინმე ახმესს გადაუწერია თუ შეუდგენია,
რომელსაც სავარაუდოდ, გადამწერის თანამდებობა ეკავა ფარაონის კარზე.
ახორი – ფართო გომური მიშენებული ძველ ქართულ სახლს, ოდას. ახორის
დარბაზში ერთ-ერთი მთავარი ადგილთაგანი უკავია, ფართობით ხშირად მთელ
საცხოვრებელ სახლსაც კი აღემატება. ამ ორი შენობის უშუალო სიახლოვე და საერთო
კავშირი აიხსნება მეთვალყურეობის აუცილებლობით რქოსან პირუტყვზე, რომელიც
ოჯახის მთავარ მოძრავ ქონებას წარმოადგენდა.
ახოზერ-ი (ებრ.) – 1. სიტყვასიტყვით: «ცეცხლის ანარეკლი»; 2. კაბალისტიკაში:
მდაბალი ან მეორეხარისხოვანი ძალების სახელწოდება.

ახშაანი – სოფელი ახმეტის რაიონში. სოფლიდან 1 კმ-ზე მდებარეობს VI ს.


სამნავიანი ბაზილიკა გორისჯვარი. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი.
ბაზილიკას აქვს ნალისებრი ფორმის აბსიდი. დამახასიათებელია ორ საბჯენზე
დაყრდნობილი თაღები. VI ს-სივეა აგებული გარშემოსავლელი, რომელიც იმეორებს
თაღოვანი შესასვლელის მოტივებს. შემორჩენილია XV-XVI ს. ს. მტავრობის (???)
ფრაგმენტები.

ახსნა – ადამიანური შემეცნების, კერძოდ, მეცნიერული გამოკვლევის


უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც შეისასწავლი ობიექტის არსების აღმოჩენაში
მდგომარეობს.
ახთი, აჰტი (ფინ. მით.) – მიქელ აგრკოოლას (იხ.) ცნობებით ფინური
პანთეონის შესახებ, სადაც მოცემულია ფინური ღმერთების ჩამოთვლა, ნახსენებია
ახტი (აჰტი) – წყალთა ღმერთი, მფარველი თევზებისა.
ახუნდოვი მირზა ფათალი – (1812-1878 წ. წ.) ზერბაიჯანელი მერალი,
საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი. მისი მსოფლმხედველობა ყალიბდება
631
მოწინავე რუსული საზოგადოების აზრის გავლენით. იგი შემეცნების თეორიაში
ამოდის სამყაროს შემეცნების აღიარებიდან და იცავს სენსუალიზმის პოზიციებს.
მასთან მატერიალიზმი ერწყმის ათეიზმს. აკრიტიკებს ისლამს და ხაზს უსვამს
სარწმუნოებისა და ცოდნის შეუთავსებლობას.
აძანი (Aზან) – არკადის შვილი. არკადიის ერთ-ერთი მეფე.

აძელიო (Aზეგლიო) მასიმო ტორანტი – (1798-1866 წ. წ.) იტალიელი


სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, რომანისტი. მისი რომანებით – «Eტტორე
ფეირომოსე» და «Nიცცილო დე Lოპი», და სხვა თხზულებებით დიდი როლი ითამაშა
იტალიელთა ეროვნული თვითშეგნების პროცესში. იბრძოდა ვიჩენცაში ავსტრო-
უნგრელთა წინააღმდეგ (1848 წ.). 1849-1852 წ. წ-ში სარდინიის პირველი და საგარეო
საქმეთა მინისტრი. მემუარები და პოლიტიკური კორესპონდენციები გამოიცა 1866-
1867 წ. წ-ში.
აძიკვი – XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მანგლისიდან 20 კმ-ზე
ალგეთის ხეობაში. თლილი ქვით შემოსილი ეკლესია ორიმინაშენით. როგორც
ხელოვნების, ასევე მნიშვნელობით საყურადღებოა ეკლესიის მინაშენში ჩატანებული
ბარელიეფი (1,85 მ.X0,85 მ. ბაზალტი. პირი ინახება საქ. სახ. მუზეუმში). მასზე
გამოსახულია ოთხი მამაკაცი და ოთხივე მხრივ შემოუყვება ასომთავრული წარწერა
X-XIII ს. ს-სა, რომელიც იურიდიულ აქტს უნდა გამოხატავდეს. პ. ინგოროყვას
აზრით შეიძლება გამოხტული იყო შოთა რუსთაველი.
აძისიკი-ტაკა, აძისიკი-ტაკა-ჰიკონე-მო კამი (მთლიანად, , პირობითად იშიფრება
როგორც – «ჭაბუკი მაღალი ღმერთი გუთნებისა»). – იაპონურ მითოლოგიაში ო-
კუნინუსსა და ქალღმერთ ტაკირი-ჰიმეს ვაჟი. მითში ამე-ნო ვაკა-ჰიკოს დაკრძალვის
შესახებ, აძისიკი-ტაკამოდის, რათა დაესწროს დაკრძალვის რიტუალს, მაგრამ მისი
გარდაცვლილთან საოცარი მსგავსეით მოტყუებული მშობლები შვილობის პატივს
აძისიკი-ტაკას მიაგებენ, ჰგონიათ, რომ მათი ვაჟი ამე-ნო ვაკა-ჰიკო მკვდრეთით
აღსდგა. ღმერთი აძისიკი-ტაკა განრისხებული იმაზე, რომ იგი «უწმინდურ
მიცვალებულში» აერიათ, ამე-ნო ვაკა-ჰიკოს საგოდებელსარკოფაგს ანგრევს. როცა
ღმერთი გაფრინდება, ამე-ნო ვაკა-ჰიკოს ქვრივი და აძისიკი ტაკასი – ქალღმერთი
სიტატერუ-ჰიმე (სხვა სახელით ტაკა-ჰიმე) თხზავს სიმღერას ზმ ამბავზე, რომელიც
ცნობილია «ჰინაბურის» – «სოფლის მელოდიის» სახელწოდებით. როგორც ჩანს,
ამგვარი სახელწოდება მან თავისი უბრალოებით, სისადავითა და ბუნებრიობით
დაიმსახურა. შემდგომ «ჰანაბურის» ტიპის სიმღერებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს,
მას იმპერატორის კარზეც კი ასრულებდნენ. აძისიკი-ტაკას კულტი პოპულარულია
იაპონიაში. ეს პოპულარობა და გავრცელებულობა, შესაძლოა, ძველ იაპონიაში
შრომის იარაღების გაღვთიურებრივებასთან იყოს კავშირში – იგი ხომ გაუფანთა
ღმერთია? აძისიკი-ტაკას იაპონური მითოლოგია მეორე – კამო-ნო ო-მიკამის
სახელითაც იცნობს, რაც ნიშნავს «დიადი წმიდა ღმერთი კამო».

აჯა (სანსკრიტ. აჯა) – «არადაბადებული» («არაშობილი»), შეუქმნელი.


ეპითეტი იხმარება მრავალი ღმერთის, განსაკუთრებით პირველი ლოგოსის მიმართ,
როგორც აბსოლუტურის გამოსხივება (ემანაცია) ილუზიის რაკურსით.

632
აჯა ეკაპადი (ძვ. ინდური აჯა ეკაპად, სიტყვასიტყვით «ცალფეხა თხა») –
ვედური ითოლოგიის ღვთაება. განაკუთვნებენ ჰაერის კლასის – ატმოსფერულ
ღვთაებებს. რიგველაში

აჯა ეკაპადი დამოუკიდებლად მხოლოდ ერთხელაა ნახსენები («რიგველა», X


65,3). სხვა შემთხვევებში (ოთხჯერ) დაკავშირებულია «უფსკრულის გველთან» – აჰი
ბუდნჰიასთან. აჯა ეკაპადი და აჰი ბუდნჰია შეკავშირებულ არიან ოჯახურ
რიტუალებშიც, სადაც ორივე ღვთაებას ზედაშეს სწირავენ. აჯა ეკაპადი ის ღვთაებაა,
რომელსაც უკავია ცა, ნაკადები, ოკეანის წყლები; თანამდგომია სარასვატისა (იხ.) –
სიბრძის ქალღმერთისაყოველი ღმერთებისა (?). მან შემატა სიმტკიცე და სიმაგრე
ორივე სამყაროს («ათჰარვავედა», XIII 1,6). წარმოიშვა აღმოსავლეთში (ტაიჰტირია-
ბრაჰმანა III 1,2,8). მას ასახელებენ ცის ღმერთთა შორის («ნაიჰგპანტუკა» V 6). იშვიათ
შემთხვევებში განიმარტება როგორც მზე («ნირუქთა» XII 29) (შდრ. აგრეთვე აჯა
ეკაპადას მიმართება აგნისთან). ამერიკელი მკვლევარი ქალის ს. ქრამრიშის
მოსაზრებითპუშანის ციური გზის ორი უკიდურესი პოლუსი (ზედა და ქვედა),
მზესთან მიმართებით შეკავშირებულია ვერტიკალური გზით, რომელიც
სიმბოლიზდება აჯა ეკაპადას სახელით, ის, რომ აჯა ეკაპადა თხის ბუნების ღვთაებაა,
მხოლოდ ამის გამო არ უკავშირდება იგი პუშანის, – ვის ცხოველადაცაა
წარმოდგენილი თხები, – იგი ასევე უკავშირდება ინდრასაც, როგორც
მეხთამტყორცნელს, რომელიც ასევე «თხის» თემას განეკუთვნება. ამ კონცეფციით
მოტივირებულია უფრო ძველი კავშირი აჯა ეკაპადასი ელვასთან, რის მეტაფორადაც
გვევლინება თვით ეს სიტყვა. საყურადღებო პარალელია ელვის «ცალფეხად»
გამოსახვა, რომელიც იწას ეცემა და თხის სახე – ელვისებურად რომ გაკრთება
ხოლმე ქარაფებს შორის (ქვის მოტივი). ქვა ამ შემთხვევაში ელვის, ქუხილის
ზოომორფული სიმბოლოა (შდრ. ჯიხვი, როგორც ჭექა-ქუხილის სახე). თვით სახელი,
– აჯა ეკაპადი, – თავისთავად წარმოადგენს ეპითეტს, რომლის მიღმა დაფარულია
ნამდვილი ღვთაების სახელწოდება, რომელიც დღემდე გაურკვეველია. გვიანდელ
ტრადიციებში, ეპოსში, სახელი აჯაიჰკაპადი, ნახმარია, როგორც ერთ-ერთი რუდრის
(თერთმეტიდან) მნიშვნელობა და შივას (იხ.) ეპითეტი.
აჯამი (არაბ.) – ენაბრგვილი. აჯამს არაბები უცხოს, ყველა არაარაბს უწოდებენ.
აჯამი (არაბ.) – ენაბრგვილი; აჯამს არაბები უწოდებენ უცხოს, ყველას, ვინც
არაარაბია. (ქართულად???)

აჯანტა (ძვ. ინდოეთი) – გამოქვაბულთა კომპლექსი. იხსენიება ბუდას


განოქვაბულადაც. ჩვ. წ-მდე II-I ს.ს-ში ბუდისტნა ბერებმა მდ. ვაგჰორის ხეობის ეს
კლდოვანი ადგილი თავიან ტემენოსად შერაცხეს. შემდგომ იგი ინდოელ ბუდისტ
ბერთათვის სულისა და ხორცის მშვიდ სავანებლად, ყოველდღიურ ამაოებათაგან
განდგომის, ნირვანის დიდებულ და უწმინდეს კერად იქცა. დროთა ვითარებაში, ეს
ადგილი სამონასტრო კომპლექსი ხდებოდა. კაგჰორის კალაპოტის კლდოვანი
ამფიტეატრის (იხ.) 29 გამოქვაბულში 7,5 ს-ის მანძილზე იქმნებოდა ძვ. ინდოეთის
არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, სკულპტურისა და ფერწერის უბრწყინვალესი
ნიმუშები. აჯანტის კომპლექსის 5 გამოქვაბული – ## 9,10,19,26 და29 ჩაიტიებს
(თაყვამისცემის ადგილებს), ხოლო დანარჩენი 24 – ვიჰარებს, ანუ მონასტრებს
წარმოადგენენ. კომპლექსის მშენებლობის პროცეცსში სპეციალისტები ორ ეტაპს
გამოყოფენ: 1. II-I ს.ს. ჩვ. წ-მდე და 2. ეტაპი, რომელიც 400-წლიანი ინტერვალის
შემდეგ დაიწყო. ინტერვალი ემთხვევა ადგილობრივი დინასტიის ვაკატაკების

633
მმართველობის პერიოდს. კომპლექსის მშენებლობის პიკი ჩვ. წ-ის V ს-ის II
ნახევარზე მოდის. ზოგიერთ წყაროებში აჯანტის კომპლექსის მშენებლობის
პერიოდად ჩვ. წ-ის 200-650 წ. წ. სახელდება. 26-ე ქვაბულ-ჩაიტიას სტუპაზე
«გაბრწყინებული» (ბუდა ამიტაბჰა, იხ.) გამოსახულია მომენტში, როცა იგი
ამქვეყნიური ცხოვრებიდან გადის. შეიმეცნა და გაიაზრა რა მისი ცხოვტრბის გზის
დაისი, იგი ორ ხეს შუა მხართეძოზე წვება და თავთით მკლავამოდებული
ჩრდილოეთით მიაქცევს მზერას, მზადმყოფი ნირვანისათვის, რომელშიც წყდება
რეინკარნაციის – სანსარის (იხ.) ჯაჭვი და დგება სამყაროს აღსასრულის ჟმი –
ბუდას დიადი ღამე (იხ. იუგები). ათასწლეულის მანძილზე ან კომპლექსის შესახებ
არაფერი იყო ცნობილი. 1819 წ-ს იგი შემთხვევით აღმოაჩინა ევფხვებზე მონადირე
ინგლისელმა ჯარისკაცმა ჯონ სმიტმა.

აჯანტის ფერწერა (ინდოეთი) – მდ. ვაგჰორის კლდოვანი სამონასტრო


კომპლექსი (იხ. აჯანტა). მსოფლიოში ცნობილი გახდა მისი უნიკალური და
დიდებული ფრესკული მოხატულობითაც. კომპლექსში შემავალ ქვაბულთაგან
უძველესი ფერწერის დიდებული ნიმუშები მხოლოდ 13 შემოგვინახა. აჯანტის
ფრესკული მოხატულობა თავისებური ენციკლოპედიაა ძველი ინდოეთის V-VII ს. ს-
ის ცხოვრებისა. საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა თაობის მიერ შექმნილ უნიკალურ
მოხატულობაში თვალში საცემია მრავალი მახასიათებელი შტრიხი, რაც კი
ახასიათებდა ცალკეული პერიოდების ძველ ინდურ სახვით ხელოვმებას. მე-17
ქვაბულის ფრესკებზე ერთ-ერთი დიდებული სცენაა პრინცის სახით წარმოდგრნილი
ბუდა, საოცარი სინაზითა და სიყვარულით რომ მოხვევია მეუღლეს; მომსახურე
მწდეს მისთვის ღვინო მოაქვს, მარცხნივ პრინცესაა, თავისი ასაბიაზი (იხ.). უცნობმა
ოსტატმა პრინცესას სხეული ინდური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი
ტრადიციული «სამი გაზნექილობით» (იკლიკანტურად, იხ.) დაგვიხატა.
საპირისპირო მხარესაა განდრეკილი მისი თავი, კისერი და მხრები. მთელი სხეული
ლათინური შ-ვითაა და დიდ გრძნობად სიმშვენიერეს ანიჭებს. (ვის?)
აჯაშარ-ი (ებრ.) – 1. ნათელი ძალები კაბალაში; 2. «სინათლის ძალები»,
არსებითად, შემოქმედი ძალები, თუმცა მდაბლად მდგომნი.

აჯატო – ტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა


შესრულდეს ნელა და მშვიდად.

აჯდაჰაკ-ი – სომხური მითოლოგიის ვეშაპი, იგივე დრაკონი. ვიპასანკის ეპოსში


იგი მარების (მიდიელების) მეფეა და გამოდის სომხეთის მეფის, ტიგრანის
წინააღმდეგ. გადაწყვეტილი აქვს ტიგრანის მოკვლა. ამ მიზნით ირთავს ტოგრანის
დას ტიგრანუის, მაგრამ ტიგრანუი წინასწარ საიდუმლოდ აცნობებს ძმას მის
წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე. ტიგრანი ილაშქრებს აჯდაჰაკის წინააღმდეგ,
კლავს მას და უამრავ მის ტყვესთან ერთად ატყვევებს მის პირველ ცოლს – ანუიშს,
რომელსაც ასახლებს სომხეთში, მარისის აღმოსავლეთით (ხალხური ეტიმოლოგიის
თანახმად მარ ნიშნავს «გველს», «ვეშაპს», ამიტომ ანუიშს «ვეშაპთა დედას»
უწოდებდნენ). ამ მითში პარალელები იძებნება ისტორიულ რეალობებთან: ტიგრან
II-ის მიერ დიდი მიდიის დედაქალაქის – ეკბატანას აღება (ეკბატანა ძვ. ბერძნული
სახელწოდებაა ირანის ქალაქ ჰამადანისა. იხსენიება ჩვ. წ-მდე XI ს-ის ლურსმნულ
დამწერლობებში (???) როგორც ამატანა) (იხ. ტიგრან II დიდი – 95-56 წ. წ. ჩვ. წ-მდე);
მცირე მიდიის მეფის მიერ ტიგრან II-ის ასულის ცოლად შერთვა, რომელიც

634
სომხეთის მოკავშირედ გამოდიოდა (???). აჯდაჰაკის მითურ ამბებში მითური და
ისტორიული პერსონაჟები ერთმანეთშია შერწყმული. მაგ: მითის მიხედვით,
აჯდაჰაკი – ჭექა-ქუხილის ვეშაპი, ჭექა-ქუხილის ღმერთს დას თუ ცოლს სტაცებს. ამ
როლებს ეპოსში აჯდაჰაკი, ტიგრანი და ტიგრანუი ასრულებენ.

აჯდარჰა – მცირე და შუა აზიის ყაზახეთის, ჩრდ. კავკასიის, ვოლგისპირეთისა


და დასავლეთ ციმბირის თურქულენოვან ხალხთა მითოლოგიის ბოროტი სული.
წარმოდგენილია დრაკონად, ხშირად მრავალთავიანად. ამოდის ირანული
მითოლოგიის აჯი-დაჰაკას ტიპოლოგიიდან (იხ. აჯი-დაჰაკა). აჯდარჰა , იცხოვრა რა
მრავალი წელი (მაგ. 100 წ.), გარდაისახება გველად. აჯდარჰას მითის რამდენიმე
ვარიანტია ცნობილი. ყველაზე გავრცელებულია, როცა იგი ქალაქს ან ქვეყანას
განადგურების საშიშროებას უქმნის. ქვეყნის ან ქალაქის გადასარჩენად მას
რეგულარულად სწირავენ ქალიშვილს, რომელიც მასთან შესაჭმელად მიჰყავთ. მას
ამარცხებს ეპოსის გმირი და იხსნის ქალიშვილს, უმთავრესად პრინცესას, რომელზეც
ქორწინდება კიდეც (ცნობილი და ფრიად მოარული თემა მსოფლიო მითოლოგიაში).
რიგ მითებში აჯდარჰა ფრინველ სიმურგას ან კარაკუსს ბარტყებს უჭამს. არის ისეთი
აზერბაიჯანული მითებიც, სადაც აჯდარჰა ფეხმძიმე ქალის მუცელში იზრდება და
იქ ბავშვებს ჭამს. სხვებთან იგი ცეცხლოვანი გველია, ეწვევა რომელიმე ქვრივს
გარდაცვლილი ქმრის სახით და ცხოვრობს მასთან. შედეგად ქალი ავადდება და
კვდება... არის სხვა ვარიანტებიც. მისი სამკვიდრო . . .ირადაა წარმოდგენილი. ზოგ
მითში ისინი მიწისქვეშ ან გამოქვაბულებში ცხოვრობენ და განძს იცავენ (უზბეკურ,
ყაზახურ, თურქმენულში). აშხაბადის მახლობლად სოფელ ანუს მეჩეთის პორტალზე
ამგვარი სცენაა გამოსახული: ოდესღაც ადამიანებმა აჯდაჰას ცოლი გადაარჩინეს,
რისთვისაც ბოროტმა სულმა ისინი დააჯილდოვა. . სწორედ ამ ნაბოძებით აგებულა
შემდეგ ეს მეჩეთი. ზოგ ხალხთა მითებში იგი უკავშირდება წყლის სტიქიას,
ღრუბლებს და შესაბამისად ცხოვრობს ტბაში ან ზღვის კუნძულზე. მისი სახე
გავრცელდა ბალკანეთის მუსლიმ მოსახლეობაში.

აჯე – დაგომეური მითოლოგიის ნადირობის ღვთაება,მეოთხე ძე მაბუ-ლიზასი.


მითის თანახმად აჯე – მონადირე, ცხოვრობს ტყეთა კორომებში და განაგებს ნადირ-
ფრინველს.
აჯევოლე – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ
უნდა შესრულდეს მსუბუქად, ძალდაუტანებლად.
აჯი, აჯაიჰურჩხული ირანულ მითოლოგიაში («ავესტა»), ასევე – დრაკონი,
რომელიც შობილია ბოროტი ღვთაების, აჰრიმანისაგან. ზოგჯერ თავად აჰრიმანის
გარდასახვაცაა. ტექსტებში აჯი იხსენიება, როგორცაჯი-დაჰაკა, განდჰარვა,
სრუვარადა ა. შ. (იხ. იხ.)აჯი მზის დამფარავი ღრუბლების პერსონიფიცირებაა.

აჯი-დაჰაკა («ავესტა») – ირანულ მითოლოგიაში დრაკონი (აჯი); ლეგენდურ


ისტორიაში წარმოდგენილია უცხოელ მეფე-უზურპატორად, რომელმაც ირანზე
მმარYველობის ძალაუფლება ჩაიგდო; «ავესტაში» იგი სამთავიანი, ექვსთვალიანი
დრაკონია და აღასრულებს მსხვერპლშეწირვას არდვისურა ანაჰიტასა და ვავაიჰიუს
ღვთაებათა წინაშე. «ზამიად-იაშთაში» (XIX 37) იგი მოწინააღმდეგეა ცეცხლის ღმერთ
ათარასი (იხ.), როცა გამართულია ბრძოლა ფარნის სამეფო სუვერენიტეტის
სიმბოლოსათვის. «იაშთაში» გამოყვანილია წმინდან ზოროასტრელად (XV 19-21) (იხ.

635
ზარათუსთრა). აქვს ვედური (აჰი ბუგნჰია) და ძველბერძნული (ექიდნა)
ეტიმოლიგიური პარალელები, ასევე სხვა უამრავი პროტოტიპული შესაბამისობანი
ინდოევროპულ ნითოლოგიაში (იხ. იხ. აჰი ბუდნჰია; იქედნე; გველი). აჯი-დაჰაკას
მძლეველია ირანული ყრადიციის თრაეტაონა – საერთო ინდოევროპული «მესამე
ძის» – დრაკონ მებრძოლის ვარიანტი (იხ. ირანული მითოლოგია). ზოგ ვარიანტში
აჯი-დაჰაკას მძლეველია ღმერთი-მეხთამტეხი ან დემიურგი (მაგ: ინდური ეპოსის
ინდრა). თრაეტონის გამარჯვება და აჯი-დაჰაკას დამარცხება საბოლოო არაა. იგი
დატყვევებული და ბორკილდადებული ჩამოკიდებული იქნებადემაკენდის წმინდა
მთის ვულკანურ ყელზე. სამყაროს აღსასრულის წინ იგი აიწყვეტს და ხანმოკლე
მეუფებას დაიმკვიდრებს (შდრ. ქრისტიანული მითოლოგიის სატანა). მისი
დამარცხება ნაწინასწარმეტყველებია ირანული დრაკონი მებრძოლების
ნრორეგმირის ქერსაპსის ხელისაგან (ხელით?)მოხდა აჯი-დაჰაკას მითური სახის
ისტორიზაცია. დრაკონმა თანდათან ანთროპომორფული ნიშნები შეიძინა და
ადამიანური სახე მიიღო – გახდა არაბული წარმოშობის მეფე ზოჰჰაკი. მომდევნო
ხანის ზოგიერთ სომხურ და, სახელდობრ, ირანული (?) წყაროებით, სადღაც მიდიაში,
სარწმუნოდ ქაბულში (?) შემოინახა აჯი-დაჰაკას თაყვანისცემის რიტუალები.
ადგილობღივი მმართველები მას მიაწერდნენ თავიანთ გენეოლოგიურ დასაბამს, ან
კიდევ, ყვებოდნენ ლეგენდებს, როგორ მსახურებდნენ მათი წინაპრები აჯი-დაჰაკას
სამეფო კარზე.

აჯი-დაჰაკა (ზენდ.) – ერთ-ერთი გველი ანდა დრაკონი ირანულ ლეგენდებსა


და ავესტას წმიდა წერილებში. ალეგორიულად: დამანგრეველი გველი ანდა სატანა.
აჯილა – (არქიტ.) დარბაზისაგან პატარა ბოძებითა და მოაჯირით გამოყოფილი
ოთახი. ძველად საქართველოში ახალდაქორწინებულთათვის საწოლ ოთახად იყო
განკუთვნილი.
აჯილე – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ უნდა
შესრულდეს მკვირცხლად, მსუბუქად, მარდად.

აჯინა – ტაჯიკების, უზბეკების, ყარაკალპაკების, ყირგიზების, ნაწილობრივ


ყაზახების მითოლოგიის ბოროტი სული. აჯინას სახე ისლამის მიერ შემოტანილი
დემონოლოგიურ წარმოდგენების (ჯინების შესახებ)გადააზრებული ვარიანტია,
რომელიც ჩამოყალიბდა ამ შემოსული დემონოლოგიური ძალების შერწყმით
ადგილობრივ ისლამამდელ მითოლოგიურ პერსონაჟებთან (ალბასიებთან, პასებთან
და ა. შ.). აჯინა წარმოიდგინებოდა ქალის სახით, მოულოდნელად რომ დიდდებოდა
და თვალ და ხელშუა გოლიათ დედაკაცად იქცეოდა, ანდა ღებულობდა ამა თუ იმ
ცხოველის იერ-სახეს, ხშირად თხისას, რომელიც ეულად დაეხეტებოდა
დასახლებებიდან შორს. ტაჯიკები თვლიდნენ, რომ აჯინაბინადრობდა კერიიდან
გატანილ და გადაყრილ ნაცრის გროვებში. გამვლელ-გამომვლელს, ვინც თხისსახა
აჯინას დაიჭერდა, აფრთხობდა ადამიანური ხმით მისი მოულოდნელი ალაპარაკება,
უფრო სწორად უშვერი ლანძღვა და ბილწსიტყვაობა. თურქმენებს, თურქებს და სხვა
თურქულენოვან ხალხებში აჯინას ფუნქცია, ჩვეულერივ, ჯინებსა აქვთ
დაკისრებული (თურქებს მისი ფუნქცია ჯინს გარდა აკისრია დემონ მექირს).

აჯიტატო – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს, რომ


უნდა შესრულდეს აღგზნებით, მღელვარედ, მშფოთვარედ.

636
აჯიტები (სანსკრიტ. აჯიტას) – 1. ერთ-ერთი ოკულტური სახელწოდება
თოემეტი დიადი ღმერთისა, რომელნიც ხორცქმნილ ხდებიან ყოველ მანვანტარაში.
ოკულტისტები მათ იდენტიფიცირებენ კუმარებთან (იხ.). ისინი ჯნანა დევებადაც
იწოდებიან, ასევე იწოდებიან ჯაინად; 2. ვიშნუს ფორმა მეორე მანვანტარაში.

აჯივიკა (სანსკრიტ. აჯივიცა – ტერმინის წარმომავლობა საეჭვოა) –


მატერიალისტური მოძღვრება ძველ ინდოელებში. სავარაუდოდ წარმოიშვა ჩვ. წ-მდე
VI ს-ში. დამფუძვნებლად მიჩნეულია ბრძენი გოსალა მაკჰალი, რომელმაც აჯიტა
კეშაკამბალინთან, ჰურამა კაშიაპასა და ჰაკუდჰა კატიაიანასთან ერთად ჩამოაყალიბა
განსაკუთრებული სექტა – აჯივიკა. აჯივიკური მოძღვრების დიდი გავლენა
შეინიშნებოდა მიურიების დინასტიის მაგადჰას სამეფოში (იხ. მიურიათა დინასტია,
ინდუსი). ამ დინასტიის მმართველობის შემდეგ ამ მოძღვრების გავლენა კნინდება და
XIV ს-ისათვის (?) იგი მხოლოდ ადგილობრივი, ძალზე ლოკალური მნიშვნელობისაა.
აჯივიკურ მოძღვრებაზე წარმოდგენას გვიქმნის მასთან დაპირისპირებული
ბუდისტური და ჯაინისტური წყაროები. აქედან ვგებულობთ, რომ აჯივიკიზმის
მიმდევრები უარყოფდნენ სულთა გადასახლების რელიგიურ დოქტრინებს.
ყოფიერების საწყისად ისინი 7 საწყისს მიიჩნევდნენ: ოთხ ნივთიერ ელემენტს
(ცეცხლს, წყალს, ჰაერს, მიწას), სიცოცხლეს, სიხარულს, ტანჯვას. მათი აზრით ეს
ელემენტები ფლობდნენ მთათა სიმაგრეს, კოლონადურ სიმტკიცეს, უხსნელობის,
ურღვეობის, პირველობისა და უცვლელადობის თვისებებს. აჯივატისტური
მოძღვრება, ზოგიერთი მიმართულებით, სამყაროს აგებულების ატომისტურ
თეორიებს წინასწარმეტყველებდა. სამყაროული წესრიგი აჯივატიზმით,
განპირობებული და განსაზღვრულია არა ბრაჰმანული დოგმებით, – კარმის,
სანსარის ან მიქშის პრინციპებით, როგორც ეს ინდივიდის ქცევაშია, არამედ ნიიატის
– ბედის, აუცილებლობის პრინციპებით. ნიიატის მოძღვრება მიმართული იყო იმ
გაბატონებული რელიგიურ-მითოლოგიურ წარმოდგენათა წინააღმდეგ, რომელიც
აღიარებდა ღვთაებრივ ძალაუფლებასა და შეუმეცნებელ უნივერსუმებზე
დაქვემდებარებულობას.

აჯივიკა – ერთ-ერთი არაორთოდოქსული ძველინდური მოძღვრება, რომელიც


უარყოფდა სულის არსებობას. თავდაპირველად დაკავშირებული იყო ბუდიზმთან
და შესაძლოა, მისი ნაირსახეობაც კი იყო. მის დამაარსებლად ტრადიციულად
ითვლება ჩვ. წ-მდე VI-V ს. ს-ში მცხოვრები ბერძენი მარკადიდევა. ვედანტური
ტრაქტატების თანახმად, მას საფუძვლად უდევს ატომისტური იდეა, რომლის
თანახმადაც არსებობს ატომების ოთხი სახესხვაობა, რომლებიც ქმნიან ბუმების ოთხ
სტიქიონს: მიწას, წყალს, ცეცხლსა და ჰაერს.
აჯივიკა, აჯივიკიზმი – ძვ. ინდურ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებათაგან
ერთ-ერთი არაორდინალური სულიერი მოძღვრება. უარყოფდა სულის არსებობას.
დასაწყისში უკავშირდებოდა ბუდიზმს, შესაძლოა, მისი სახესხვაობაც ყოფულიყო.
იგი იხსენიება ადრეულ ბუდისტურ კანონიკურ ტექსტებში (ბუდისტები ძველად
კატეგორიულად უარყოფდნენ სულს). ტრადიცია მის ფუძემდებლად ჩვ. წ-მდე VI-V
ს.ს-ში მოღვაწე ბრძენს – მარკალიდევას მიიჩნევს. შუა საუკუნეთა ვედანტური
ტრაქტატების თანახმად, აჯივიკიზმს საფუძვლად ატონისტური იდეა უდევს. ცნობს
ატომთა ოთხ სახეობას, რომელთაგან იგება ბუნების 4 სტიქია: მიწა, წყალი, ცეცხლი,
ჰაერი. უარყოფდა ბრაჰმანისტულ დოქტრინებს – კარმის, სანსარის (რეინკარნაციის)
და მოქშას იდეებს. ეს უარყოფა ზოგჯერ ეთიკური რელიატივიზმის ქადაგებაშიც
637
გადადიოდა. აღიარებდა ბუნებრივ კანონთა საყოველთაობას სამყაროსა და
ადამიანურ ყოფიერებაში.
აჯმერ (Aჯმერე) – ქალაქი თარგამის მთათა ძირში (ინდოეთი), სადაც დაცულია
უძველესი ხანის მრავალი დიდებული ძეგლი. ცნობილია აჯმერის მავზოლეუმი
(ღჰწაჯა შაჰიბ) წარმოადგენს ინდუსთა და ისლამისტთა სალოცავს, თაღოვანი
შესასვლელით. მეჩეთი აგებულია მარმარილოსგან.

აჯნანა (სანსკრიტ. აჯნანა), ანდა აგიანა (ბენგალ.) – არცოდნა, უფრო ზუსტად,


პროფანი.

აჯნიში – აბხაზური (ნართული) მითოლოგიის ეშმაკი, რომლისგანაც


მომდინარეობს ყოველგვარი ადამიანური უბედურება. მას დევნის ღმერთი აფი (ამ
დევნით წარმოიქმნება ელვა და ქუხილი), თუმცა მისი მოკვლა არ შეუძლია, რადგან
აჯნიში მისი დისწულია. დევნა სამყაროს აღსასრულისთვის განესრულება და იგი
სრულად იქნება განადგურებული. ზოგი მითოვერსიით იგი იდევნება ღმერთ ანცვას
მიერ.

აჯორნო – ხელოვნური განათება, დღის განათების იმიტაცია.


აჯუსტატამენტე – იტალიური მუსიკალური ტერმინი, რომელიც მიუთითებს,
რომ უნდა შესრულდეს ტემპიდან გადახრის გარეშე, ზუსტი რიტმით.
აჰაბე – I ს-ის წინასწარმეტყველი იმპერატორ კლავდიუსის ხანაში.
გარდაიცვალა როგორც მოწამე. ხსოვნის დღეა 8 აპრილი.
აჰაფირსი – სკვითური გენეოლოგიური მითის ელინიზებული ვერსიით
ჰერაკლეს უფროსი ვაჟი (თორგითაურის იდენტური) ხთონური ქალღმერთისაგან,
ძმა ჰილონისა და სკვითოსისა (Hეროდოტ. IV 10). მისივე სახელის მატარებელი
ხალხის წინაპარი. ჰელონთან ერთად გაძევებულ იქნა სკვითიიდან, ვერ გაუძლო
მამისგან შემოთავაზებულ საკრალურ გამოცდას.
აჰაფოდემონი (ბერძ.) – 1. კეთილმქმნელი, კეთილი სული, კაკოდემონის –
ბოროტი სულის ანტიპოდი (იხ. კაკოდემონი, ანტიპოდი); 2. «სპილენძის გველი»
ბიბლიაში; 3. მფრინავი ცეცხლოვანი გველები კაკოდემონთა ასპექტისანი არიან; 4.
ოფიტები აჰაფოდემონს ლოგოსის დემონებს და ღვთაებრივ სიბრძნეს უწოდებენ,
რომლის სიმბოლო ბაკქურ მისტერიებში სვეტებზე აღმართული გველები გახლდათ.
აჰალია (Aჰალყა) – ღვთაებრივი ბრძენის (რიმის) გუტამას ცოლი – ინდ. მით-
ში , რომელიც ქმარმა ანდრასთან ღალატის გამო ქვად აქცია. შემდეგ მოხეტიალე
რამამ ფეხი ჰკრა და ისევ ქალად იქცა(რამაიანი).
აჰამ (სანსკრიტ. აჰამ) – «მე». ძირი აჰამკარისა, პიროვნულობისა.

აჰამკარა (სანსკრიტ. აჰამცარა) – 1. «მე»-ს კონცეფცია, თვითშემეცნება ანუ


საკუთარი თავის იგივეობრივობა; 2. «მე» – ეგოტიკური და მაიავატური (იხ. იხ.)
პრინციპი ადამიანში, ადამიანის უმეცრებისა და უვიცობის შედეგი, რომლითაც
ადამიანური მე გამწვალებულია Eგო Uნივერსუმი-დან, მსოფლიო «მე»-დან; 3.
პიროვნება, პიროვნულობა, ეგოიზმი.

აჰამოტ-ი (გნოსტ.) – 1. მეორე, მდაბალი სოფიის (იხ.) სახელწოდება.


ეზოთერიკულ გნოსტიკებშიუფროსი სოფია იყო წმიდა სული (დედრული სქესუს),
ანდა შეუმეცნებელის, ღვთაებრივი სულის შაქტი (იხ.); 2. სოფია აჰამოტი –

638
პერსონიფიცირებული ქალური ასპექტი, ბუნებაში მამაკაცური ძალის შემქმნელი; 3.
ასტრალური Dუქი.
აჰან (სანსკრიტ. აჰან) – 1. «დღე»; 2. ჰურანებში: ბრაჰმას სხეული.

აჰანი (სანსკრიტ აჰან) – შესაქმის მიწურულს სამყაროს შრმოქმედმა ბრაჰმამ


კიდევ რვა ვაჟი მოუვლინა თავისი ჭიპიდან სამყაროს. ამ სომნის საერთო სახელია
ვასუ (იხ.), რაც ნიშნავს კეთილისმყოფელს (შესაქმის დასაწყისის რვა ძე სხვა სომნს
ქმნიან და ისინი სამყაროს მპყრობელნი არიან). აჰანი მეორე – შესაქმის მიწურულს
შექმნილი სომნის (იხ.) – კეთილისმყოფელთა (მოწყალეთა) ჯგუფს ეკუთვნის, არის
ამ ჯგუფის პირმშო, ყველაზე უფროსი განასახიერბს დღეს (იხ. ბრაჰმას ძენი).
აჰანი – ინდური მითოლოგიის ღმერთი, განასახიერებდა დღეს, ბრაჰმას პირმშო
(პირველი ვაჟი, ვასუ – 8 ღმერთიდან ერთი.
აჰან-ი(სანსკრიტ. აჰან) – ინდური მითოლოგიით ღმერთი, განასახიერებს დღეს.
ბრაჰმას ვაჟი.
აჰარი (ებრ.) – ებრაული კონცეფციით: ღმერთები, რომელთა ღმერთია იეღოვა
(?).
აჰასფერესი – 1. სპარსეთის მეფის ქსერქსეს ბიბლიური სახელი; 2.
ლეგენდარული პერსონაჟი, შუასაუკუნეების თქმულებების გმირი, ყარიბი ებრაელი,
იგივე «მარადიული ურია», მარადიული სიცოცხლით და ხეტიალით ღმერთისაგან
დაღდასმული, რადგან გოლგოთის გზაზე ჯვრის სიმძიმით დამაშვრალ მაცხოვარს
შესვენებას და სულის მოთქმას უშლიდა. აჰასფერის უამრავი სახეა შექმნილი
მსოფლიო ხელოვნებაში.
აჰასფერი (გვიან. ლათ. აჰასვერუს) – 1. სპარსეთის მეფის ბიბლიური
სახელწოდება. 2. შუა საუკუნეებში შექმნილი ქრისტიანული თქმულებების გმირი,
«უკვდავი ურია», ლეგენდარული ებრაელი, რომელიც მკაცრად მოეპყრა
გოლგოღისაკენ მიმავალ ქრისტეს, რისთვისაც მიესაჯა ამქვეყნად ხეტიალი. 3. აქედან,
მთელ თავის სიცოცხლეში მოხეტიალე ადამიანი, უთვისტომო, მიუსაფარი კაცი.

აჰასფერი (ლათ. Aჰასუერუს) – «მარადი ურია», დასავლეთ ევროპის


შუასაუკუნეების ქრისტიანული ლეგენდის პრსონაჟი. აჰასფერი, – სტილიზებული
ბიბლიური სახელი, – თვითნებურადაა ნასესხები ძველი აღთქმის ლეგენდიდან
ესთერის შესახებ, სადაც ებრაული «Aჰასჰწეროსჰ»-ით ნახსენებია სპარსეთის მეფე
ქსერქსე (იხ.). ლეგენდის უფრო ადრეულ ვერსიებში გვხვდება აჰასფერის სახელის
სხვა ვერსიებიც, მაგ: ესთერა-დიოს – «იმედი გქონდეს ღმერთისა» (ანუ მიენდე
ღმერთს); ბუტადეს – «ღმრთით თავზარდაცემული (?), კარტაფილესი». ლეგენდის
მიხედვით, როცა მაცხოვარი თავის ტანჯულ გზას (Vია დოლო როსა) გოლგოთამდე
გადიოდა, თავისი მძიმე ჯვარი უღლად ედგა, აჰასფერმა შეურაცხმყოფლად უარყო
წამიერი შესვენებით ქრისტეს რომ ამოესუნთქა და უმოწყალოდ აიძულებდა გზა
შეუსვენებლად გაევლო. ამის გამო თავად მას აღეკვეთა სამარისეული სიმშვიდე. იგი
გაიწირა მძიმე, ტანჯვიანი საუკუნო გზით დაუსრულებელი ხეტიალისათვის. ამ
ხეტიალში გაილევა მისი მოლოდინი მეორედ მოსვლისა. მხოლოდ ერთადერთს –
ქრისტეს შეუძლია მეორედ მოსვლისას ახსნას მას ეს საუკუნო ტვირთი და ახსნას
ფიცი სასჯელდებისა. ლეგენდის წარმოშობაზე გავლენა იქონია რელიგიურ-
მითოლოგიურმა წარმოდგენებმა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადამიანი
განსაკუთრებული გამონაკლისია ადამიანური სიკვდილის ზოგადი კანონისაგან
(მად: ენოქი, ილია ძველი აღთქმიდან) და ელოდებიან ესქატოლოგიური კვანძის
639
გახსნას (განკითხვის დღეს, ღვთაებრივ სამსჯავროს). ამგვარი ბედით იდაღება იესოს
მიწად პირველი მოვლინების ზოგიერთი მოწმე და თვითმხილველი. «ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს
კაცისა, მომავალს თავის სასუფეველში» (ახ. აღთქმა, მათე, 16,28). ეს სიუჟეტი
რემინისცენცირდება იაჰვეს მიარ კაენის დაწყევლის სიუჟეტთან: «უთხრა ღმერთმა:
ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი
ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას, დევნილი და მიუსაფარი
შეიქნები ამ ქვეყანაზე... უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის
მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვედრს»
(დაბად. 4,10 – 12...15). აჰასფერის სახეში არეკლილია შუასაუკუნეთა ქრისტიანობის
მიმართება და უმთავრესი კონცეფცია ებრაელი ხალხის მიმართ – მათი
უსამშობლობა, მათი მარადიული ხეტიალი და აღთქმულ მიწაზე მათი შესვლის
მოლოდინი, რომელიც, სიმბოლურად თანაფარდია ქრისტიანთათვის
ესქატოლოგიური კვანძის გახსნისა. და, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანნი ინახავენ
რწმენას, «სანამ არ იხილავს ძეს კაცისა, მომავალს თავის სასუფეველში», ისე
ებრაელებიიხილავენ აბ ნოცტო-დ (მარას სხვა ჭერქვეშ გათენების)გალეულ
საუკუნოვან გზაზე თავიანთ ეთნიკასა და რელიგიურ თვითმყობადობას, ამასთან,
ცოცხალ რელიკვიას – ძველი და ახალი აღთქმის ««წმიდა ისტორიას , ქრისტეს
ჯვარსმცმელებსა და «ღმერთთან აღთქმის» წამბილწველთა ანალებს; ხოლო
ესქატოლოგიურ მომავალში, მათი საბოლოო შერიგება ღმერთთან ქრისტეს
მეშვეობით უნდა მოხდეს. ასეთია ქრისტიანთა კონცეფცია ებრაელთა შესახებ (იხ.
მათე, 17,10; პავლე, რომაელთა მიმართ, 11; მალაქია, 4; ოსია, 1,7; ზაქარია, 12,10).
ყველა ეს მომენტი დევს აჰასფერის ლეგენდაში. ეს «მარადი ურია» ქრისტეს
მოწინააღმდეგეა, ამავე დროს მოწმეა მისი მიწიერი დღეებისა (უკანასკნელისა მაინც),
ცოდვილია, დაწყევლილია საკრალური წყევლით, განწირულია საუკუნოხეტიალისა
და მიუსაფრობისათვის (როგორც თვით ებრაელი ხალხი) დამაფრთხობელია,
როგორც მოჩვენება (შდრ. უფრო გვიანდელი ლეგენდა მფრინავ ჰოლანდიელზე),
მაგრამ მას ეძლევა ესქატოლოგიურ მომავალში გადარჩენის შანსი და ეს შანსი
მაცხოვრის ნებასა და თვით აჰასფერის მონანიებასა დამოქცევაში დევს. ლეგენდის
სტრუქტურული პრინციპი ორმაგიპარადორსია, როცა ბნელი და ნათელი ორჯერ
იცვლიან ადგილს: უკვდავება – ადამიანთა ძალისხმევის სასურველი მიზანი
(უკვდავების პრობლემა კაცობრიობას გალგამეშის დროიდან აწუხებს), თუმცა
მსოფლიო მითოლოგია ორი მესამედით ღვთაებრივი პიროვნების პრობლემას კი არ
ცნობს მარტოდენ, არამედ სიკვდილის პრობლემა თვით უძლიერეს ღმერთებსაც კი
უდგათ, აჰასფერის შემთხვევაშიწყვდიადშია შებრუნებული, ხოლო წყევლა –
შეწყალებასა და მიტევებაში (შანსი ცოდვათა გამოსყიდვისა სინანულითა და
მონანიებით). ფოლკლორულ ტრადიციებში უამრავი პარალელი ეძებნება , მარად
მოხეტიალე პერსონაჟების სახით, ვისთანაც მას მიმართება და ურთიერთშეცვლა-
შენაცვლება შეუძლია (ველური მონადირე), ანდა აჰასფერივით მოჩვენებასავით
შემოგვეყაროს სრულიად მოულოდნელად (ნადირობის ქალღმერთი დალი, ტყის
სული, რიუბეცილი, მთის სული და ა. შ. და ა. შ. იქმნებიან ისინი მოგვიანო, ადრეულ
შუასაუკუნეთა თუ უფრო უძველეს ლეგენდებიდან);როგორც ეს პერსონაჟები, ისე
აჰასფერიცხან შემზარავ, შემაძრწუნებელ და საშიშ, ხან კი კეთილ და შემწე არსებად
გვევლინებიან. ეს ორმაგი ბუნებრიობა განპირობებულია მხოლოდ ლეგენდის ან

640
თქმულების სტრუქტურული მოტივაციით. «მარადი ურიას» ლეგენდა XIII ს-ის
ლიტერატურის მონაპოვარია. «დიდ ქვეყანაში» (დაბად. 12,50) შესულია როჯერ
უენდოვერელის (ინგლისელი ბერი) მოთხრობილი ამბავი. ვინმე მატვეი პერიბელზე,
არქიეპისკოპოსზე, რომელიც ინგლისში «დიდი არმენიიდან» ჩასულა. როჯერი ყვება,
ის მატვეი ირწმუნებოდაო, რომ იგი პირადად იცნობდა ქრისტეს შეურაცხმყოფელსა
და მის ცოცხალ თანამედროვეს, ვინმე კარტაფილს («პრეტორის დარაჯს»?!); თურმე
კარტაფილი უკვე მონანიე გამხდარა. მონათლულა კიდეც, მიუღია ნათლობის
სახელი იოსები, ხელი მიუყვია ასკეტური ცხოვრებისა და დუმილისათვის.
პასუხობდა თურმე მხოლოდ მომლოცველთა ღვთისმოსავ კითხვებზე. როდესაც
კარტოფელი ქრისტეს შეხვედრია, მაშინ იგი 30 წლისა ყოფილა და ახლა, ყოველი ასი
წლის გავლის შემდეგ, კვლავ 30 წლის ხდებაო. ამ ვერსიის ატმოსფერო, რომელშიც
ჯვაროსნული ლაშქრობებისა და დიდი მომლოცველობის სუნთქვა იგრძნობა, XV ს-
დან უფრო პირქუში და მკაცრი ვერსიებით იცვლება. უკვე აქცენტირება
გაკეთებულია «მარადიული ურიას» მონანიებაზე, მის სასჯელზე – იგი
შეუსვენებლივ უვლის გარს ბოძს მიწისქვეშეთში, ანდა ცხრაკლიტულში
გამომწყვდეული შიშველი ზის და ყოველ შემომსვლელს ერთი და იმავეს ეკითხება:
«ხომ არ გამოჩენილა ადამიანი ჯვრით?» 1602 წ-ს გამოდის ანონიმი ავტორის წიგნი
სახელწოდებით: «მოკლე აღწერილობა და ამბავი ვინმე ებრაელზე, სახელად
აჰასფერი». ამ წიგნის ხელახალი გამოცემა, თარგმანები და «გადაბრუნებული»
ვარიანტი უამრავია ევროპულ ენებზე – მაღალი, დაკონკილ სამოსიანი, ყოფილი
იერუსალიმელი მეწაღის სახით ფრიად დაინტერესებულია მთელი ევროპა. მას
ხედავენ ყველგან, სხვადასხვა დროსა და ადგილას: 1603 წ-ს მის გამოჩენას
აფიქსირებენ ლიუბეკელი მოქალაქეები. 1642 წ-ს იგი ლაიპციგშია... ყველგან, მთელს
ევროპაში! XVIII ს-დან აჰასფერის ტრაგიკული, სულის შემძვრელი და შიშის
მომგვრელი ისტორია ცინიზმში ინაცვლებს და საყოველთაო დაცინვის ობიექტი
ხდება. შესაბამისად სემასიოლოგიური ცვლილებებისა, იცვლება
ლეგენდისგეოგრაფიული კოორდინატებიც – იგი გადადის სოფლად და სოფლურ
ფოლკლორში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ აშშ-ში, მორმანთა ერთ-ერთგაზეთში
1868 წ-ს დაბეჭდილ სტატიას აჰასფერთან შეხვედრის თაობაზე). თუმცა, უნდა
აღინიშნოს, რომ «მარადი ურიას» თემა მკაცრი რელიგიური ჩარჩოებიდან გადის და
შემოქმედებითი ფანტაზიის პოპულარული საგანი ხდება. ახალგაზრდა გოეთე,
მიმართავს რა აჰასფერის სახეს, ინტერესდება, გამოხატოს იგი ისტორიზმის ჭრილში
და წარმოგვიდგენს იმ რელიგიურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, რომელიც
გამეფებული იყო იერუსალიმში ჩვ. წ-მდე I ს-ის მიწურულსა და ჩვ. წ-ის I ს-ის I
მესამედში. გოეთეს ეს პრობლემა – «მარადიული ურია» (1787 წ.) არ განუსრულებია.
დაცულია მისი ფრაგმენტები. რომანტიკოსებისათვის აჰასფერის ლეგენდის
ეკზოტიკური სიუჟეტი იცვლება. წინ იწევს განწირულობის ემოცია და მსოფლიო
ჭმუნვის, მსოფლიო მწუხარებისა და ნაღველის კონცეფციები. ამ თემას ამუშავებდა პ.
ბ. შელი, ი. კ. ცედლიცი და უამრავი სხვა რომანტიკოსი. ე. კინეს ფილოსოფიურ
დრამაში, – «აჰასფერი», – (U 833) აჰასფერი გამოყვანილია კაცობრიობის
სიმბოლოდ, რომელმაც უკვე ჩაიარა იმედების არქიპელაგი და მზის ჩასვენების ჟამს,
ყველას გასაოცრად, ხელახლა აღმოაჩინა გზის დასაწყისი. ე. სიუს ავანტიურისტულ
რომანში, – «მარადი ურია», (1544-1845 წ. წ.), – აჰასფერი გამოყვანილია იდუმალ
ღვთისმოსავად და იეზუიტთა ანტაგონისტად. თანამედროვე ლიტერატურაში
«აჰასფერული» სიუჟეტი ბრწყინვალედ გადაამუშავა არგენტინელმა მწერალმა,

641
ნობელიანტმა ხორხე ლუის ბორხესმა მოთხრობაში «უკვდავთა ქალაქი», სადაც
ახალი კუთხით წარმოჩინდა უმძიმესი წყევლისა და კოშმარული უკვდავების თემა.
თუმცა მთავარ გმირს შენარჩუნებული აქვს სახელი იოსებ კარტაფელისა, ეს
მოთხრობა მაინც ქრისტიანული ლეგენდის არსის სრული ელიმინირებაა. აქ იგი
თითქოს IV ს-ის რომაელი ლეგიონერია, ან კიდევ ჰომეროსის იდენტიფიცირება და,
რაც მთავარია, იგი არააებრაელი (ურია) და არც არასოდეს უნახავს ქრისტე.
აჰასფერი, აჰასფერუსი (Aჰასვერუს) – 1. მიდიისა და სპარსეთის რამდენიმე
მითიზებული მეფე, რომელმაც არ მისცა უფლება აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი.
მათ შორის დარიოსის ძე, ტირანი ქსერქსე. 2. იერუსალიმელი ხარაზი, რომელმაც
გოლგოთის გზაზე მიმავალი ქრისტე არ შეასვენა თავის სახლთან და გააგდო. მას
შემდეგ აჰასფერი განწირულია. მარადიული ურია.

აჰატ (ებრ.) – 1. ერთი, პირველი – ქალური; 2. აჰად – მამაკაცური; 3. სიტყვა


თალმუდში, დაკავშირებული იეღოვასადმი; 4. ბლავატსკაიას მოსაზრებით:
სანსკრიტული ტერმინი «აკ» ნიშნავს ერთს, «ეკატა» – «ერთობა». ბრაჰმას
უწოდებენაკ-ს ან ეკა-ს – ერთი, პირველი. აქედან მოდის ეს ებრაული სიტყვაც და
მისი გამოყენებაც.
აჰაუ კან – მაიას (ინდიელთა ერთ-ერთი ტომი) ენაზე ეს სიტყვა «ბატონ გველს»
ნიშნავს. ამ ზედწოდებას ქურუმთა ქურუმს აკუთვნებდნენ. აჰაუ კან-ი, მას შEმდეგ
რაც მაიას სახელმწიფოში საზოგადოება ფენებად დაიყო, ერთმმართველობაც ორად
გაიყო – საერო და რელიგიურ მმართველობად. აჰაუ კან-ი , სწორედ რელიგიური
უმაღლესი მმართველი გახლდათ (იხ. ხალაჩ ვინიკ-ი)
აჰაუკანი – ინდიელთა მითოლოგიით, «ბატონი გველი».
აჰეიე (ებრ.) – 1. არსებობა. ის, ვიმც არსებობს; 2. იდენტურია კეტერისა(იხ.) და
მაკროპროსოპურისა (იხ.).
აჰერბი (ახერბი) – ღნერთ მელკასტის (იხ.) უმაღლესი ქურუმი ტიროსში. მეფე
მუტონის (ჩვ. წ-მდე IX ს.)სიძე (იხ. მუტონი, მეტანი). მისი ქალიშვილის ელისას (იხ.)
ქმარი. აჰურბი მდიდარი ყოფილა. მუტონის სიკვდილის შემდეგ ტიროსის ტახტზე
ასულმა მისმა ვაჟმა – პიგმალიონმა (იხ. «Я познаю мир») გადაწყვიტა სიძისთვის
(აჰერბისთვის) ქონება წაერთმია. ქურუმმა სიმდიდრე გადამალა. მკაცრმა და ძუნწმა
პიგმალიონმა მისი მოკვლა გადაწყვიტა. აჰურბი მელკარტის ტაძარში, ღმერთების
საკურთხეველთან შეეცადა თავის გადარჩენას. მიგზავნილმა მკვლელებმა ზურგიდან
შუბი აძგერეს და ზედ სამსხვერპლოსთან განგმირეს ტიროსის უმაღლესი ქურუმი.
ხალხის შიშით მკვლელობის ამბავი გაასაიდუმლოეს. იგი თხრილში ჩააგდეს.
პიგმალიონმა თავისი ვერაგობა დასაც – ელისასაც დაუმალა ქმრის მოკვდინება.
ელისას ამის შესახებ სიზმრად გამოცხადებულმა ქმარმა, აჰურბმა აუწყა და განძის
ადგილსამყოფელიც ამცნო. თანაც ურჩია, ერთგულ ადამიანებთან ერთად ტაძარში
გაქცეულიყო. ელისა ღამით ხომალდით კუნძულ კვიპროსზე გაიპარა. მის
თანამგზავრებს შორის ბაალ-ჰამონის (იხ.) და ასტარტას (იხ.) ქურუმებიც იყვნენ. ეს
ამბები ტიროსში ჩV. წ-მდე IX ს-ის II ნახევარში მოხდა (იხ. ელისა, «Я познаю мир»).

აჰერ-ი (ებრ.) – 1. მოციქულ პავლეს თალმუდისეული სახელი; 2. თალმუდი


გადმოგვცემს ოთხი თანაიმის (იხ.) ისტორიას, რომლებმაც შეაღწიეს სამოთხის ბაღს
(ში?), ე. ი. გახდნენ კურთხეულნი, განდობილნი, ხელდასმულნი. ამ ოთხთაგან: ბენ
ასაიმ შეიხედა და დაბრმავდა; ბენ ზომამ – შეიხედა, დაკარგა გონება; აჰერამ
(პავლემ), რომელმაც ჩაიდინა მტაცებლობა და მარცხი განიცადა და რაბინ აკიბამ –

642
ერთადერთმა, ვინც წარმატებას მიაღწია; 3. კაბალისტიკაშიც აჰერა პავლე
მოციქულია.
აჰ-ჰი (სენზარულით იხ.), აჰი (სანსკრიტ. აჰტ) – «ბრძენი გველები», ანუ
«სიბრძნის დრაკონები».

აჰი (სანსკრიტ. აჰი) – 1. გველი; 2. ვრიტრას – გვალვის ვედური დემონის


სახელი.
აჰიკარას მოძღვრება» – ბაბილონური ლიტერატურის ძეგლი, რომელმაც დიდი
ზეგავლენა მოახდინა შუამდინარეთის ხალხების ლიტერატურაზე. ეს არის
ლიტერატურული თავისებურ ჩარჩოებით შემოსაზღვრული აფორიზმების კრებული,
რომელშიც გადმოცემულია აჰიკარას ძმისწულის თუ დისწულის სასჯელის შესახებ,
რომელიც კინაღამ ემსხვერპლა წაყენებულ ბრალდებებს, მაგრამ სიმართლემ იზეიმა.
ამის გამო ასურეთის მეფის ვეზირი სინასჰრიში წარმოთქვამს დასამოძღვრ სიტყვას.
შუა საუკუნეთა პერიოდში ეს ნაწარმოები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. ცნობილია
არაბული და ძველრუსული თარგმანიც («Повесть об Акире Премудром»).
აჰიმსა – ჯაინიზმის (იხ.) მოძღვრებით ცოდვა, რომელიც გულისხმობს
ცოცხალი არსების უნებლიე მოკვლას.

აჰ-კაკაო (ინდიელ.) – ტაკალის (მაიას ქალაქი) ლეგენდარული მმართველი.


ვარაუდობენ, რომ პირამიდა I-ის, ანუ «დიდი იაგუარის ტაძრის» სამარხში
აღმოჩენილი სარკოფაგი მას უნდა ეკუთვნოდეს. სამარხი უამრავ ძვირფას ნივთს
ინახავდა. ეს ტაძარი-პირამიდა ერთ-ერთ ტყუპ პირამიდათაგან (იხ «დიდი იაგუარის
ტაძარი» და პირამიდა II – «ნიღაბთა ტაძარი»). (???)
აჰ-კაკაო – ტოკალის (მაიას უძველესი ქალაქის) ლეგენდარული მმართველი.
ცხოვრობდა და იღვწოდა დაახლ. VII ს-ის II ნახევარსა და VIII ს-ის დასაწყის
პერიოდში. პისარდა I-ის. ანუ «დიდი იაგუარის ტაძარი» აუგიათ VIII ს-ის
დასაწყისში. იგი აჰ-კაკაოს სამარხიცაა (იხ. «დიდი იაგუარის ტაძარი»).
აჰ-კაკას სამაროვანი – ტიკალის (იხ.) ლეგენდარული მმართველის სამარხი
ტაძარი-პირამიდა. როგორც ჰაკალის (და სხვა) სამარხები (იხ.), აჰ-კაკაც უამრავ
ძვირფას (მატერიალურად თუ ისტორიული მნიშვნელობით) ნივთს ინახავდა.

აჰმად იბმ ხალილ-ი – (?-791 წ. წ.) ადრეული შუა საუკუნეების არაბი


სწავლული. პირველმა მან გამოიკვლია და მოგვცა არაბული ლექსის რიტმული
სტრუქტურა, დაადგინა სხვადასხვა საზომები და მისცა მათ სახელები: ტავილი,
ბასიტი, ქამილი, ვადირი, ხაფიფი,რამაკი და ა. შ. სულ თექვსმეტი საზომი თავისი
ვარიანტებით.
აჰრა (ანჰრა) მანიუ (არმანი) (სპარს.) – ბოროტული საწყისი, ბოროტი სული. მის
მორჩილებაშუა ბოროტი სულების სამეფო. გამუდმენით ებეძვის სიკეთეს, სიკეთის
ღმერთ აჰურამაზდას. საბოლოოდ იგი უნდა დამარცხდეს.
აჰრიმანი, არიმანი (ავესტაში Aჰურა-Mაინყუ, ბერძ. Aრეიმანიოს) – ბოროტი
სული ზოროასტრულ რელიგიაში. უარყოფითი სულიერი საწყისის განსახიერება.
მისი იძლიერე ემყარება დევებს, რომლებიც დედამიწაზე შუღლსა და ბოროტებას
თესავენ; ადამიანებში – აჰურამაზდას საპირიპირო საწყისი. ზოროასტრული
დუალისტური რელიგიის მიხედვით აჰრიმანი და აჰურამაზდა ტყუპები არიან. ისინი
«უსაზღვრო დროისა» და გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. აჰრიმანი ყველა სიავის

643
– სიკვდილის, ავადმყოფობის, ზამთრის, გვალვის მომტანია, მტაცებელი
ცხოველებისა და მეომარი მომთაბარე ტომების მფარველია.
აჰ-სუიტოკ-ტუგულ შივი (ინდიელ.) უკსმალი (იგივე უშმალი) (იხ.) III ესპანურ
ქრონიკათა ცნობით დაუარსებია აჰ-სუიტოკ-ტუგულ შივს «2 აჰაკის (იხ.) კატუნში»
(იხ.), რაც ჩვ. წ-ის 987-1007 წლებს შეესაბამება. იგი აუგიათ უკსმალი II-ის
დაღუპვიდან 250 წ-ს შემდეგ. ეს ქალაქი ეკუთვნოდა მაია-ჩონტალის ხალხს (იხ.).
აჰტი (კარელია-ფინური) – კარელია ფინური მითოლოგიის წყლის ღმერთი,
თევზჭერის მფარველი.
აჰტი (სკანდ.) – «დრაკონი» უფროს დაუმცროს ვედებში.
აჰტია, აჰტი – «ავესტას»მითოლოგიური სიუჟეტის პერსონაჟი, ბოროტი
ჯადოქარი. «ავესტას» სიუჟეტი საფუძვლად დაედო შუა სპარსულ ენაზე (ფეხლევი,
იხ.) შექმნილ ლიტერატურულ ძეგლს – «წიგნი იავიშტზე, ფრიაიანის ძეზე» (იხ.). აქ
აჰტი («ავესტაში» აჰტია) პირობას უყენებს ირანელებს: თუ ვერავინ გასცემდა პასუხს
მისგან დასმულ კითხვაზე, მაშინ იგი ირანს დაღუპავდა. მთელს ირანში 9 ათასი
ქურუმი მოკრიბეს. აჰტის პირველივე შეკითხვაზე – «რომელი სამოთხე იყო
უმჯობესი – მიწიური თუ ზეციური» – ქურუმებმა თავისი პასუხით – ციურიო –
საკუთარ თავს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მხოლოდ ერთმა ბრძენმა ჭაბუკმა
იავიშტმა («ავესტადან» იჰოიჰშტმა), რომელიც იყო ფრიაიანთა გვარიდან, შეძლო
აჰტის 33 კითხვაზევე გაეცა პასუხი. კითხვები ასეთი ტიპის გახლდათ: «დას აქვს ათი
ფეხი, ექვსი თვალი, ექვსი ყური, ორი კუდი, ორი ხელი, სამი ცხვირი, ოთხი რქა, სამი
ზურგი და რაზე დგას მთელი ქვეყნიერება?»ბრძენმა ჭაბუკმა უქასუხა, რომ ეს იყო
გუთნის დედა (მიწის მხვნელი კაცი ორი ხარით). ორმუზდის (აჰურა მაზდას იხ.)
მოციქულის შეწევნით, იავიშტი შემდეგ თუსვამს აჰტის შეკითხვებს. ჯადოქარი ვერ
პასუხობს და ბრძენი ჭაბული ამარცხებს ბოროტ ჯადოქარს და იხსნის ირანს (იხ.
«წიგი იავიშტზე, ფრიაიანის ძეზე»).
აჰთოია (ეგვიპტე) - საშუალო სამეფოს ეპოქის მოძღვრებათა ერთ-ერთი ავტორი.
სახელდება, როგორც «პირველი» ძველი და ახალი სამეფოს ეპოქის ბრძენთა შორის
(იხ. ეგვიპტელი ბერძნები).
აჰუ (მალაიური) – სპეციალური პლატფორმები აღდგომის კუნძულზე,
რომელზეც ამ კუნძულის აბორიგენთა ღვთაებების – მაუიების (იხ.) ქანდაკებებია
აღმართული, ვარაუდობენ, რომ აჰუები წმიდა ალაგები (ტემენოსები), ერთგვარი
ტაძრებიც კი ყოფილა, აგებული ადგილობრივ დიდგვაროვან ოჯახთა
გაღმერთებული წინაპრების უკვდავსაყოფად.
აჰუ (სკანდ.) – «ერთი» და პირველი.

აჰუ – აღდგომის კუნძულის (რაპა-ნეის) კოლოსების (ადამიანთა


მონოლითური, გიგანტური ფიგურების) ე. წ. პლატფორმა რომელზეც ერთი-მეორის
მიყოლებით იდგა ქანდაკებათა მწკრივი (იხ. მაუი); რაპანუელთა წმიდა სალოცავი.
სარიტუალო ადგილი.
აჰუ – მაღალიი წრის უფლისწული – ასე იცსენიება ზარათუსტრა გვიანდელ
ავესტაში (იხ.) (იხ. ზარათუსტრა). ცვიანდელ ავესტაში ზარათუსტრა კაცობრიობის
რაზუცაა – სულიერი მეთაური (იხ. რაზუ). აჰუ და რაზუ დაკავშირებულია პოეტი-
ქურუმის სულიერი ამაღლების მითურ მოტივებთან, მის სხვა სამყაროში
აღსვლასთან, რათა ეზიაროს ცისა და ქვესკნელის საიდუმლოებებს (დაწვრილებით
აღწერილია «დენკარდში» იხ.) (იხ. ირანული მითოლოგია).

644
აჰუმ (ზენდ.) 1. ავესტაში: ადამიანის შვიდობით პრინციპთაგან პირველი სამი
პრინციპი; 2. პრიმიტიული ცოცხალი ადამიანი, მისი სასიცოცხლო და ასტრალური
პრინციპები.

აჰურა (ზენდ.) – 1. იგივე, რაც ასურა, წმიდა, სუნთქვისმიერი: 2.


ზოროასტრელთა და სპარსთა აჰურა-მაზდა, ორმუზდი, მეუფება –
მომნიჭებელისინათლისა და გონებისა. მისი სიმბოლოა მზე (იხ. აჰურა-მაზდა). მისი
საპიირისპირო და ბნელი ასპრქტიააჰრიმანი (არიმანი), ებრაული – ანარა მანიუ
(იხ,).
აჰურა მაზდა (ზენდ.) – 1. განსახებული ღვთაება, სპარსულ თეოსოფიაში
მსოფლიო ღვთაებრივი ნათლის პრინციპი; 2. აჰურადან ან ასურადან – სუნთქვა,
«სულიერობა», «ღვთაებრიობა»; 3. უძველეს «რიგველაში»: ბრამონთაგან
ჩამოქვეითებული ა-სურა – «არა ღმერთი», ისევე, როგორც მაზდეიანებმა
ჩამოაქვეითეს ინდუსთა დევები (ღმერთები) – დევ-ეშმაკებად.

აჰურა, აჰურები – ძვ. ირან. ღვთაებათა და კეთილ სულთა ზოგადი


სახელწოდება. ისინი აჰურამაზდას დასს შეადგენენ (ხოლო თავად აჰურამაზდა
«ბრძენი აჰურაა») და დევებს, როგორც ბოროტებისა და სიცრუის განსახიერებათ,
უპირისპირდებიან.
აჰურამაზდა (ავესტაში Aჰურა-Mასდაჰ – ბრძენი ღვთაება. ძვ. სპარს. A(ჰ)ურა-
მაზდა, ბერძ. Oრმუზდ) – უზენაესი ღვთაება ზოროასტრულ რელიგიაში
(მოგვიანებით – ორმუზდი, ძველი ირანული რელიგიის უზენაესი ღვთაება,
ქვეყნიერებისა და ყოველივე სულდგმულის შემქმნელი, სიბრძნის, სიკეთის, ნათლის
განსახიერება. მისი სახელიდან მომდინარეობს ზოროასტრიზმის მეორე
სახელწოდება – მაზდეიანიზმი). მისი კულტი გავრცელებული იტო ძვ. და
ადრინდელი შუა საუკუნეების ირანსა და შუა აზიაში. წარმოედგინათ ცხენზე
მჯდომი, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ზოგიერთი მკვლევარის (ნ.
მარი, ო. ვეზენდონკი და სხვ.) აზრით აჰურამაზდას უკავშირდება ქართული
წარმართული ღვთაების – არმაზის წარმოშობაც.
აჰურამაზდა (სპ. უბრძენესი უფალი. იხ. ორმუზიდი) – ძვ. ირანელთა უზენაესი
ღვთაება, ზოროასტრიზმის შემცვლელი ან პირველადი სახე. ქადაგებს სიწმინდეს,
თავშეკავებას, სისპეტაკეს. შეიქმნა სასანიდთა ჟამს (III-VIII ს.ს.).
აჰურამაზდა (სპარს.) ზორიასტრიზმის დუალიზმის პრინციპით (იხ.
ზორიასტრიზმი) სამყაროში გამუდმებით ებრძვის ერთმანეთს ორი საწყისი: კეთილი
და ბოროტი. კეთილ საწყისს აჰურამაზდა განასახიერებს, ბოროტს – აჰრა (ანჰრა)
მანიუ (არიმანი) (იხ.). აჰურამაზდას ემორჩილება კეთილი ღმერთების ჯარი (მზე,
მთვარე, ნაყოფიერების ქალღმერთი ...) ანგელოზები. საბოლოოდ კეთილი საწყისი
იმარჯვებს ბოროტისაზე. ადამიანი უნდა მონაწილეობდეს ამ ომში და უნდა
იბრძოდეს აჰურამაზდას მხარეზე.

აჰურამაზდა – ძვ. ირან. მითოლოგიაში ღმერთთა კრებულის უზენაესი


ღვთაება, «ბრძენი აჰურა», აჰურათა შორის უპირველესი შეგვხვდება სხვადასხვა
ფონეტიკური სახეცვლილებებით: ორმუზდი, არმაზი. მისგან არის შექმნილი ყოველი
სიკეთე და მშვენიერება, რაც კი არსებობს, იგი ქმნის ძალისხმევით და აზრის ძალით.
კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე აჰურამაზდა ანგრი მანიუს
ანტაგონისტია. თავის ბოროტ უფროს ძმასთან და დევებთან ბრძოლაში კეთილი

645
აჰურები ანუ ამეშა სპენტები ჰყავს შემოკრებილი. ზარათუშთრამ მისგან
გამოცხადებით მიიღო მაზდეანური რელიგია, მისი ზნეობრივი კანონები და
ძირითადი დოგმატები. აჰურამაზდას ხილული გამოვლენა ანუ სხეული, ცეცხლია
(ათარი), მისი სიმბოლოა ფრთიანი მირგვალა.
აჰურ-ი – ძველ ირანულ მითოლოგიაში: ღვთაებრივი არსება. განუყოფელი
ეპითეტი და არიბუტიკამაზდასი (იხ. აჰურა მაზდა).

ბაალბუკი - ბაალბუკის ტაძარი მდებარეობს ლიბანში და იგი არის ძველი


ტაძრების კომპლექსი, რომელიც 2000 წლის მანძილზე შენდებოდა (ყალიბდებოდა)
თავდაპირველად აქ იყო ბაალის (ვაალის) (Баал) (Ваал) ძველი ღვთაების ტაძარი,
რომელსაც თაყვანს სცემდნენ ფინიკიელები. ბაალი ითვლებოდა მზისა და
ნაყოფიერების ღვთაებად. შემდგომ აშენდა მზის ტაძარი და ბაალექსმა მიიღო
ანტიკური დასახელება - ჰელიოპოლისი (Гелиополис) - მზის ქალაქი რომის
იმპერატორის ავგესტის პერიოდში. ბაალბეკი გახდა რომის კოლონია და მზის
ტაძარი გადაიქცა იუპიტერის ტაძრად, რომლის გვერდით მდებარეობდა ვაკხასა
(ბახუსი) (Вакха) (Бахус) და ვენერას ტაძრები. ბიზანტიის იმპერიის პერიოდში
წარმართული ტაძრები ქრისტიანულ ტაძრებად გადაკეთდა, ხოლო შემდეგ არაბების
მფლობელობაში გადავიდა, შემდეგ მოვიდნენ ჯვაროსნები, მათ შემდგომ კი
თურქები. ტაძრები იძარცვებოდა, კეთდებოდა, იშლებოდა სამშენებლო მასალებად.
გარდა ამისა ბაალბუკი ოთხჯერ დაანგრია მიწისძვრამ და დღეისათვის
ნანდრევებადაა ქცეული. პირველად ბაალბუკი ნახსენებია იმ დოკუმენტებში,
რომელიც ჩვ. წ-მდე XIჩ ს-ეს მიეკუთვნება. იმ ხანაში მეფობდა ფარაონი ეხნატონი
(Эхнатон), რომელმაც ეგვიპტესა და მის მფლობელობაში მყოფ მთელ ტერიტორიაზე
შექმნა მზის ღმერთის - ათონის (Атон) ერთიანი კულტი. როცა ტაძარი რომაელების
მფლობელობაში იყო, მისი გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო. რომაელების
ბაალბუკის ცენტრში მდებარე იუპიტერის («დიდი ტაძარი») მონუმენტალური
ტაძარი სიგრძით 90 მეტრია, ხოლო სიგანით 50 მ. ტაძარს ირგვლივ ერტყა 52
სვეტიანი მძლავრი კოლონადა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ექვსმა მოაღწია.
იუპიტერის ტაძრის გვერდით ორი პატარა ტაძარია. მრგვალი ტაძარი (ვენერას
ტაძარი) და პატარა ტაძარი. ვენერას ტაძარი ნანგრევებადაა ქცეული, ხოლო პატარა
ტაძარი - ვაკხას (ბახუსი) ტაძარი ბევრად უკეთესადაა შემონახული. ბაალბუკის
იუპიტერის ტაძრის მშენებლობა დაიწყო იმპერატორ ანტონინა პიას (Антонина Пия)
პერიოდში, ხოლო დასრულდა იმპერატორ ნერონის პერიოდში (37-68 წ.წ. ჩვ. წ-მდე).
ბაალბუკის ტერასის ყველაზე დიდი მონოლითური ქვის ზომა შეადგენს 19,1?4, 3?5,6
მ-ს, ხოლო თითოეული ბლოკის წონა შეადგენს 750 ტონას. ბაალბუკის ტაძრის
ფართობი შეადგენს 49?89 მ-ს. იუპიტერის სვეტის სიმაღლეა 22 მ. ირგვლივ
მიმოფანტულია სვეტების მოყრილი (მოტეხილი) ნატეხები.
ბელას ტაძარი პალმირში (Храм Бела в Пальмире) პალმირი ძველი სირიის ერთ-
ერთი ცნობილი ქალაქია. ოაზისის დასახელება პალმირში ჩვ. წ-მდე III ათასწლეულს
უკვე არსებობდა. მის ირგვლივ მრავალი კილომეტრობით უდაბნოა გადაჭიმული.
პალმორმა აყვავება დაიწყო ჩვ. წ-მდე II-III სს-ში. რამოდენიმე საუკუნის წინ, უფრო
ზუსტად ჩვ. წ-მდე I საუკუნეში ქალაქს მოევლინა ბელას (ბაალი) (Бааль) ტაძარი.
ზევსის მსგავსად იგი იყო უმაღლესი ღვთაების, ცის მბრძანებლის, ჭექა-ქუხილისა და
ელვის ღვთაება. ბელას ტაძარი განლაგებულია ტაძრის ფართე ეზოს ცენტრში.
ტაძარი მაღალი ტერასის 305?210 მეტრის ფართობზეა და გარშემორტყმულია
გამომწვარი ქვის ბლოკის კედლით. კედელს ალამაზებდა პატარა სვეტები. ეზოს
646
დასავლეთით იყო მთავარი ჭიშკარი, რომელიც მოხატული იყო პროპილებით
(пропилями) და სკულპტურებით. XII ს-ში არაბებმა ბელას ტაძარი ციხე-სიმაგრედ
აქციეს და აროპილებაში ბასტიონი მოიწყვეს. ამისთვის გამოიყენეს ტაძრის მასალა,
რის შედეგადაც ტაძრის შიდა მშენებლობა არქიტექტურულად აღარ შემორჩა.
გადარჩა მხოლოდ ფუნდამენტის დიდი საკურთხეველი (სამსხვერპლო) მსხვერპლთ-
შეწირვისთვის და განბანვის აუზი. ბელას ტაძარი წარმოადგენს პალმარის ერთ-ერთ
ძველ ნაგებობას და მართალია ჩვენამდე ტაძარმა დიდი დანაკარგებით მოაღწია,
მაგრამ მონუმენტალური ნანგრევები მაინც დიდ შთაბეჭდილებებს ტოვებენ.
ბზუ – შუამდინარეთში მდებარე ქალაქი, რომლის სტიქია ზღვა და ნაოსნობაა.
ფინური მუზეუმი «ათენეუმი» – ფინეთის ამ ყველაზე დიდი მუზეუმის
საფუძველს წარმოადგენს ნაწარმოებები, რომლებიც ეკუთვნის სახელმწიფოს და
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. მის ექსპონატებს ემატება კერძო
კოლექციონერების მიერ ნაჩუქარიც. პირველად ათენეუმის ექპოზიციზ გაიხსნა
დამთვალიერებლებისათვის 1863 წ. შემოდგომაზე, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ
მუზეუმი გადაიტანეს სპეციალურად მისთვის აშენებულ შენობაში, შენობის ქვედა
სართული გამოყოფილ იქნა უმაღლესი სამხატვრო სკოლისათვის, მეორე სართულზე
განლაგებულია მუზეუმი, რომლის ექსპონატებია ფერწერისა და ქანდაკების
ნიმუშები. ათენეუმის კოლექცია იმ დროს იქმნებოდა, როდესაც უდიდესი
მხატვრების უდიდესი ნიმუშები უკვე მყარად დამკვიდრდნენ სხვა ქვეყნების
მუზეუმებში, ამიტომაც დასავლეთევროპული ფერწერა ათენეუმში წარმოდგენილია
ნაწარმოებებით, რომელთა შერჩევა საკმაოდ შემთხვევითია. მიუხედავად ამისა,
მუზეუმს აქვს ევროპის ყველა მნიშვნელოვანი ფერწერული სკოლის ნამუშევრები
აღორძინების ეპოქიდან – XX ს-მდე. იტალიური ფერწერა მუზეუმში
წარმოდგენილია სურათებით ბიბლიურ სიუჟეტებზე. მათ შორის გამოირჩევა ჯ.
ბასანოს ტილო «მადონა ყრმით, იოანე განმანათლებლით და წმინდა ანტონით». ამავე
პერიოდის გერმანიის ხელოვნებაზე გვაძლევს წარმოდგენას ლ. კარნახის (მამა,
უფროსი) «ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი», რომლის შემოქმედებაში
წარმოისახა გერმანული აღორძინების ისტ. ნიშან-თვისებები, როგორიცაა
დეკორატივიზმი და რთული ხაზოვნება. XVIII ს. ბაროკო შეგვიძლია შევიცნოთ ჯ. ბ.
ტიეპოლოს «საბიელთა მოტაცების» დინამიკურ, მრავალფიგურიან და საღებავებით
ელვარე კომპოზიციაში, ა. ვატოს გალანტურ სცენაში «საქანელა», ა. კანალეტოს და ფ.
ბუშეს ნაწარმოებებში. ახალი დროის ხელოვნებას დამთვალიერებლები გაეცნობიან
იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების – პ. სეზანის, ვ. ვან გოგის და პ.
გოგენის პეიზაჟებით. ათენიუმში გამოფენილია პ. გოგენის ორი ბრწყინვალე ეტიუდი
– «პეიზაჟი» და «პეიზაჟი ტაიტზე». მუზეუმის განძია ასევე ვ. ვან გოგის «ოვერის
ქუჩა» საღებავების ინტენსიური ხმოვანებით შეხამებული ნახატის ნერვულ
მშფოთვარე ხაზებთან, რაც საერთოდაა დამახასიათებელი ამ მხატვრის
ტილოებისათვის. რუსული ფერწერის კოლექციაში სულ 27 სურათია, რომლებიც
1919 წ. ი. ე. რეპინმა აჩუქა მუზეუმს. 7 სურათი თვით რეპინის ფუნჯითაა შექმნილი.
შემდგომ შეძენილ იქნა XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში. რუს მხატვართა – ა.
ნ. ბენუას, კ. ა. სომოვის, მ. შაგალის ტილოები დასავლეთევროპულ და რუსულ
ფერწერის ოსტატთა ნამუშევრები ათენეუმის კოლექციათა მნიშვნელოვან ნაწილს
შეადგენენ, მაგრამ მუზეუმის სახეს განსაზღვრავს ფინური ხელოვნების შესანიშნავი
ნაწარმოებები. ამ დარბაზთა ექსპოზიციები განთავსებულია ქრონოლოგიური
პრინციპით და ყოველი ხანა (XVIII ს-დან ჩვენს დრომდე) წარმოდგენილია

647
საუკეთესო ფინური ტილოებით. ფინური ხელოვნების შინაისტორიაა XVIII ს. მაშინ
ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო სპეციალური სამხატვრო სკოლები პროფესიული
მხატვრების მოსამზადებლად. რამდენიმე ფინელი ფერმწერი სწავლობდა შვეციაში ან
დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ხანის მხატვრული
მიღწევები ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათ მხრებზე ამოიზარდა
პროფესიული ფინური კულტურა. XVIII ს. ფინურ ფერწერაში მთავარი ადგილი ეკავა
პორტრეტს. ამ ჟანრში მუშაობდნენ ყველაზე უფრო საინტერესო ფერმწერები – ისააკ
ვაკლინი და ნილს შილმარკი. ვაკლინის ნაწარმოებები წარმოადგენდნენ საპარადო
პორტრეტების ნიმუშს, რომელიც როკოკოს სტილისათვის იყო დამახასიათებელი.
ათენეუმში მისი 6 პორტრეტია წარმოდგენილი, რომელთაგან განსაკუთრებით
გამოირჩევა «ავტოპორტრეტი», «მარია ლოშის პორტრეტი» და «მის ხეკვორდის
პორტრეტი». დიდი მნიშვნელობა სამივე ნაწარმოებში აქვს განათებას, რომლის
გადმოცემაზე ვაკლინი დიდხანს და გულმოდგინედ შრომობდა. ეჭვგარეშეა,
საუკეთესოს წარმოადგენს «მის ხეკვორდის პორტრეტი», თუმცა ის დახატულია
პორტრეტთა ინგლისური სტილის გავლენით. მხატვარი გამოხატავს ახალგაზრდა
გოგონას მსხვილი ხედით განზოგადოებული რომანტიკული პეიზაჟის ფონზე და
ამიტომ ტილო გამოირჩევა განსაკუთრებული ფერწერული სინატიფით. სურათის
ფერების გამა შედგება მწვანეს, ვარდისფერის, სოსანისა და თეთრი ტონებით.
მხატვრის ოსტატობა ისე დიდია, რომ გგონია, თითქოს ბაფთა დახატულია ფუნჯის
მხოლოდ მსუბუქი შეხებით ისევე, როგორც მაქმანიანი კაბის საყელო და კაბის სხვა
დეტალები. შეიძლება სწორედ იმიტომაა, რომ პორტრეტს არა აქვს ყალბი
პარადულობა და ზედმეტი თავდაჭერილობა, მოდელის გარეგნული ბრწყინვალების
მიუხედავად. ათენეუმში წარმოდგენილი ნ. შილმარკის პორტრეტული ნამუშევრები
ი. ვაკლინის პორტრეტულ ტილოებთან, ნამუშევრებთან შედარებით რამდენადმე
არქაულად გვეჩვენება. გამოიყოფა მათ შორის მხოლოდ ულრიკა შარლოტა
არმფელტის პორტრეტი, რომელიც უფრო მეტად სახელწოდებით «გოგონა
მარწყვით» არის სნობილი. ულრიკა შარლოტა გამოსახულია სოფლის ლანდშაფტის
ფონზე და მისი სახე აშკარად გაპოეტურებულია სოფლის იდილიის
სულისკვეთებით, მუქი, შთაგონებული სახე მუქ თავსაფარში, რამდენადმე
სტილიზებულ ელეგანტური ჩაცმულობა, მარწყვით სავსე კალათა. პეზაჟის სურათი
შეესაბამება თვით გოგონას განწყობას, მზატვარმა გამოსახა მკაცრი თავის
უბრალოებაში ფინური ლანდშაფტი ბორცვიანი ტყეებით, ერთსართულიანი
შენობებით, დალეწილი ტყით. 1830-იან წლებში ფინურ ხელოვნებაში გამოიკვეთება
ყოფითი რეალისტური სურათის განვითარების ტენდენცია. პირველ რიგში ეს ეხება
რ. ვ. ეკმანის ნაწარმოებებს. ათენეუმის ექსპოზიციზში წარმოდგეილია ჟანრთა
მთელი მრავალსახეობრიობა, რომელიც გვხვდება ამ მხატვრის შემოქმედებაში:
პორტრეტი «მეყვავილე» (ქალი) თუ საყვავილე ყუთი?, პეიზაჟი «ზამთრის პეიზაჟი
ტურკუში», ჟანრული სცენები «დილის ლოცვა», და «ბებიის დაბადების დღე»/ რ. ვ.
ეკმანის შემოქმედებაზე ყველაზე უფრო ბევრს გვეუბნება «დილის ლოცვა». ტილოზე
გამოსახულია ქალი, რომელიც დაბალ სკამზე ზის მუხლებზე წიგნებით. მის წინაშე
დგას ბიჭი, რომელიც ლოცვას კითხულობს. მხატვარი ამ სცენას აკვირდება
თითქოსდა გვერდიდან და გვიყვება მომხდარის შესახებ ისე, რომ არანაირად არ
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ინტერიერის დეტალები, პერსონაჟთა
სამოსელი, ყოფის საგნები – ყველაფერი გამოხატულია სკრუპულოზურობით და
გულმოდგინებით. ყოფითი ჟანრი ფინურ დერწერაში ვითარდება ნელა, ხოლო რ/ ვ.

648
ეკმანის შემდეგ საერთოდ ჩაკვდა და ადგილი დაუთმო პეიზაჟს. ამ ჟანრში მუშაობდა
მრავალი მხატვარი (ვ. ხოლმბერგი, ბ. ლინდხოლმი, ძმები ფო ბრიგტები და სხვ.),
ხოლო XIX ს. დასასრულის ფინეთის ფერწერა განვითარდა ეროვნული რომანტიზმის
ნიშნით. ეს სტილი იქმნებოდა ეროვნული ეპოსის «კალევალას» საფუძველზე, რაც
ფინელებს თავის მეორე ბიბლიად მიაჩნდათ. ძველიი სიმღერების ფანტასტიკური
ჰეროიკა შესანიშნავად პასუხობდა ფინელების მისწრაფებებს პოლიტიკური და
კულტურული დამოუკიდებლობისაკენ. ათენეუმში ეს მიმართულება
წარმოდგენილია მხატვარ აქსელი გალელ-კალელას ნაწარმოებებით, როემლიც ერთ-
ერთი ცენტრალური ფიგურა იყო ამ მოძრაობისა. ის ახალ იდეებს ამკვიდრებდა
არამარტო ფერწერაში, არაემდ ხელოვნების სხვა სახეებშიც. ერთ-ერთმა პირველმა ა.
გალენ-კალელამ მოინახულა კარელია, რომ მოენახა ძველი კალევალას კულტურის
კვალი. ეპოსის სიუჟეტზე მუშაობისას მხატვარმა გააკეთა დასკვნა, რომ «კალევალას»
აზრი შეიძლება გადმოსცე მხოლოდ სტილიზაციით, მისი გმირული ხასიათი
შეიძლება გამოხატო მხოლოდ სიმბოლოების ენით, რაც განხორციელდა მის
სურათებში «ლემინკიაინენის დედა» და «კულერვიას შეჩვენება». ათენიუმში
წარმოდგენილია არამარტო ფერწერული ტილოები, არამედ ფინური ქანდაკების
ნიმუშებიც, რაც ჩაისახა XIX ს. დასაწყისში. მისთვის საფუძველი გახდა რაღაცა
ზომით ფინეთის ხის ქანდაკებების გამოცდილება. XIX ს. პირველი ნახევრის ფინურ
ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილიი უკავია მოქანდაკე ვიაინიო ვალდემარ
აალტონენის შემოქმედებას. მის მანუშევართა უმეტესობა მონუმენტური
ნაწარმოებია, რომლებიც უნდა განვიხილოთ მხოლოდ აქრიტექტურასთან და
ქალაქის ლანდშაფტთან კავშირში. ათენეუმში გამოფენილია მისი 17 ნამუშევარი –
სკულპტურული კომპოზიციები, პორტრეტები, რელიეფები და ეტიუდები
მონუმენტური ნაწარმოებებისათვის. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი იკავია
კომპოზიტორ იან სიბელიუსის პორტრეტს. მარმარილოს ბლოკის მონოლითურობამ,
რომლიდანაც თითქოსდა ამოიზრდება კომპოზიტორის თავი, სილუეტის სიმკვრივემ
და უმნიშვნელო დეტალების უგულვებელყოფამ მოქანდაკეს საშუალება მისცა
შეექმნა დიდი გამომსახველობითი ძალის სახე. ამ ამაყ სახეში მაღალი შუბლით
წარბებისა და პირის მკაცრად შეჭმუხნაში მაყურებელი გრძნობს უდიდეს
შემოქმედებით დაძაბულობას.. ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი ათენში – ამ
ქალაქის საწყისი უძველეს გადმოცემებში იკარგება. თვით ათენელები თავიანთი
ქალაქის დამაარსებლად ლეგენდარულ მეფე კეკროპს თვლიან. ერთ-ერთი ძველი
მეფე იყო ერექთევსი, რომელმაც ქალღმერთ ათენას სასარგებლოდ გადაწყვიტა მისი
კამათი პოსეიდონთან. დიდხანს კამათობდნენ ღმერთები თუ ვინ უნდა ფლობდეს
ქალაქს. ორივე ცდილობდა მისთვის არაჩვეულებტივი საჩუქარი ეძღვნა. დაჰკრა
პოსეიდონმა თავისი სამკბილა და კლდიდან ამოიფრქვა წყაროს წყალი. ათენამ კი
ზეთისხილის ხე უძღვნა ქალაქს. აი, ეს საჩუქარი იქნა მიჩნეული უფრო ფასეულად.
ქალაქს მაშინ კეკროპია ერქვა და ატიკის ნაწილს ფლობდა, არადა ატიკა 12
დამოუკიდებელ სამეფოს წარმოადგენდა. ათენის მომავალი ნავსადგურები ფალები
და პირეა ცალკე სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. როგორც იმავე ეპოქის
საბერძნეთის სხვა ქალაქები, ათენიც წარმოადგენდა მხოლოდ ძლიერ გამაგრებულ
ციხე-სიმაგრეს, რომლის ხელისუფალს მცირე რაზმი ჰყავდა. ამ ციხე-სიმაგრიეს ეკავა
აკროპოლის კლდის წვერი და დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთების ნაწილი.
ქალაქის ქვედა ნაწილს უწოდებდნენ პელაგრიკას. ძველ ათენელებს ეს სახელწოდება
გამოჰყავდათ პელსგების სახელიდან, რომლებმაც ააშენეს ქალაქის ძველი კედლები.

649
ნელ-ნელა აკროპოლის კალთებზე და ვაკეებზე წარმოიქმნა ცალკეული დასახლებები,
რომლებიც კიდევ დიდხანს ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას – კლასიკური
ათენის არსებობის დროსაც კი. თანდათანობით კეკროპიის მბრძანებლებმა თავიანთი
ხელისუფლების ქვეშ გააერთიანეს ატიკის ყველა 12 ქალაქი. ძველი გადმოცემა ამ
გაერთიანებას მიაწერს ეროვნულ გმირს – თესევსს. როგორც თუკიდიდე წერს,
თესევსმა გაანადგურა 12 ქალაქის მთავრობა და ათენში დააწესა ერთი საბჭო და
ერთი ტროპანე – შენობა, სადაც ჰესტიას საკურთხეველზე წმინდა ცეცხლი ენთო. ეს
იყო სახელმწიფოს სიმბოლო, სადაც საერთო კერასთან სხდომა ჰქონდათ ხოლმე მის
მმართველებს. მაგრამ სრული წარმოდგენა ანტიკურ ათენზე არ შეიძლება შევიქმნათ,
თუ არ ვესტუმრებით ათენში ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც შეკრებილია
ძველი საბერძნეთის ხელოვნების შესანიშნავი ნაწარმოებები – ნეოლითის ეპოქიდან
რომაულ ხანამდე. მუზეუმის შენობა აშენებულია ნეოკლასიკურ სტილში 1880-იან
წლებში ხუროთმოძღვარ ლანგეს მიერ. ის დგას მწვანე სკვერის სიღრმეში და მისი
ცენტრი ხაზგასმულია პორტალითიონიური ორდერის ოთხი სვეტით. მუზეუმის
ატიკი (რცთუ მაღალი გლუ კედელი,რომეიც აგვირგვინებს შენობას კარნიზზე)
დამშვენებულია მსოფლიოში ცნობილი ბერძნული ქანდაკებების მსგავსი ნაძერწით.
მუზეუმის ექსპოზიციების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, მრავალი
სპეციალისტის აზრით, წარმოადგენს მიკენური საბერძნეთის (II ათასწლეული ჩვ. წ-
მდე) ხელოვნების ნაწარმოებების უნიკალური კოლექცია. ნივთების დიდი ნაწილი,
რომლებიც ვრცელ დარბაზს ავსებენ, იპოვა 1876 წ. ჰაინრიხ შლიმანმა მაკენში.
არქეოლოგიის დარგში, როგორც წერს გერმანელი მწერალი კ. კერამი, «შლემანმა სამ
მწვერვალს მიაღწია». პირველი იყო «მეფე პრიამოსის განძი», მეორე ყო «მაკენში
სამეფო სამარხების აღმოჩენა». თვით შლიმანი თავის დღიურებში წერდა: «ამ დიდ
სამუშაოს შევუდექი 876 წ. 7 აგვისტოს 63 მუშასთან ერთად... 19 აგვისტოდან
მოკიდებული ჩემს განკარგულებაში იყო საშუალოდ 125 ადამიანი და 4 საზიდარი,
და მე შევძელი კარგი შედეგებისათვის მიმერწია». პირველი, რაც ჰ. შლიმანმა
აღმოაჩინა, მრავალი ლარნაკის ჩაუთვლელად, იყო დიდი წრე, რომელიც შექმნილი
იყო ვერტიკალურად დაწყობილი ქვების ორმაგი რკალით. საკვირველი ქვის წრე მან
მიიჩია სკამად, რომელზედაც ქალაქის მამები დაბრძანდებოდნენ კრებისა და
სასამართლოს სხდომების დროს. შემდგომ მან აღმოაჩინა 9 აკლდამა, რომლებშიც
უდიდესი განძი აღმოაჩინა. თვითონ შლიმანი წერდა: «მსოფლიოს ყველა მუზეუმი,
ერთად აღებული, არ ფლობენ ამ სიმდიდრეთა ერთ მეხუთედსაც კი». მართლაც,
მხოლოდ დიდი ხნის შემდგომ, უკვე XX ს-ში მას გადააჭარბა განთქმულმა განძმა
ტუტანჰამონის აკლდამიდან ეგვიპტეში. ისევ კ. კერამს მივცეთ სიტყვა, რომელიც
თავის წიგნში «ღმერთები, აკლლდამები, მეცნიერები» წერრს: პირველ საფლავში
შლიმანმა დაითვალა 15 ოქროს დიადემა» – ხუთ-ხუთი სამიდან თითოეულ
მიცვალებულზე, ამის გარდა იქ იყო ოქროს დაფნის გვირგვინები და სამკაულები
სვასტიკის ფორმის. სხვა საფლავში იქ იყო სამი ქალის ნაშთები – მან მოაგროვა 700-
ზე მეტი ოქროს ფირფიტა დიდებული ორნამენტით და ცხოველთა, მედუზების,
რვაფეხათა გამოსახულებით, ოქროს სამკაულები ლომის და სხვა მხეცების ფორმის
გამოსახულების, მეომარე მწოლარე ირმების და მტრედებიანი ქალების. ერთ-ერთ
ჩონჩხს ოქროს გვირგვინი 36 ოქროს ფირფიტით; ის ამშვენებდა თავს, თითქმის უკვე
მტვრადქცეულს. მან იპოვა კიდევ სამკაულთა ურიცხვი სიმრავლე სვასტიკებით,
როზეტებით და სპირალებით, ქინძისთავები, მთის ბროლის სამკაულები და აქატის
ნაკეთობათა ნამსხვრევები, ნუშისებრი გემები სარდიონიქსისა და ამეთვისტოსი. მან

650
იპოვა ჩუგუგები მოოქროვილი ვერცხლისა მთის ბროლის ტარებით, ოქროს თასები
და კოლოფები, ალებატრის ნაკეთობანი. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მან იპოვა ის
ოქროს ნიღბები, სამკერდე დაფები, რომლებსაც იყენებდნენ გარდაცვლილ
გვირგვინოსანთა დასაცავად რომელიმე გარეშე ზემოქმედებისაგან. მან იპოვა
ბეჭდები საბეჭდავებით და დიდებული კამეებით, სამაჯურები, გვირგვინები და
ქამრები. ასი ოქროს ყვავილი, 68 ოქროს დოლი ორნამენტის გარეშე და 118 ოქროს
დოლი ჩუქურთმიანი ორნამენტებით, მაგრამ ალბათ, საკმარისია. აღარ
გავაგრძელებთ დათვლას შლიმანის ნაპოვნთა აღწერას უკავია 206 გვერდი დიდი
ფორმატისა და ეს ყველაფერი ოქროა. ჩამოთლილი მონაპოვრები ლაპარაკობენ
ძველი მიკენის ხელისუფალთა სიმდიდრეზე. ტყუილად კი არ უწოდებს ჰომეროსი
მას «ოქრომრავალ მიკენს». ათენის არქეოლოგიურ მუზეუმშიგამოფენილი განძი, რა
თქმა უნდა, იპყრობს დამთვალიერებელთა ყურადღებას. გასაკუთრებით ანცვიფრებს
მრავალ ადამიანს მიკენელ ბასილევსთა სააღლუმო ორალი ოქროთი, ვერცხლით და
სევადით ინკრუსტირებული სსუფვრები (?). საგანგებოდ ნატიფადაა შესრულებული
სხვადასხვა მოხატულობა: ლომებზე ნადირობა, ჯიქი, გარეულ იხვებზე
თავდამსხმელი ლელიანში. ჰ. შლიმანის შემდგომ ჩატარებულმა გათხრებმა აგრეთვე
მოგვცა მდიდარი აღმოჩენები. მათ რიცხვშია უნიკალური ლარნაკი, მთის ბროლისგან
გამოთლილი მცურავი იხვის ფორმით. ძველი მიკენის ხელოვნების ნაწარმოებებთან
ერთად მუზეუმში გამოფენილია ძეგლები ამავე პერიოდისა, რომლეიც საბერძნეთის
სხვა რაიონებშია აღმოჩენილი. სპარტის ახლოს აღმოჩენილი მრგვალი ქვის
აკლდამიდან – ტოლოსიდანაა ორი ოქროს თასი რელიეფური გამოსახულებებით.
ერთზე საგანგებოდ ცოცხლადაა წარმოდგენილი ბადეებით გარელ ხარებზე
ნადირობის სცენა, მეორეზე – დაჭერილი ცხოველების ოთვინიერება. ათენის
არქეოლოგიურ მუზეუმში გაოფენილია ჩვ. წ-მდე VII-VI ს. ს. არქაული ქანდაკების
დიდებული ძეგლები. მრავალრიცხოვან ტურისტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
მხოლოდ აქ შეუძლიათ ძველბერძნული ხელოვნების განვითარების ამ თავისებური
ხანის გაცნობა. ჭაბუკ-ათლეტების (კუროსების)მრავალრიცხოვანი ქანდაკებები
გვიქმნიან წარმოდგენას არქაული სკულპტურის ყველაზე უფრო გავრცელებულ
ტიპზე. მის ნიმუშად შეუძლია გამოდგეს კუროსის კოლოსალური ქანდაკება,
რომელიც სუნონის კონცხზე აღმოაჩინეს. არქაულ ხანას ეკუთვნის მრავალფეროვანი
რელიეფები, რომლებიც გამოირჩევიან გამოჭედილი კონტურების სინატიფით და
სიმკვეთრით. არისტიონის დიდ საფლავის ქვაზე (მოქანდაკე არისტოკლეს
ნამუშევარი) წარმოდგენილია ჯავშნიანი ბერძენი მეომარი ხანჯლით, მუზარადით
და შუბით ხელში. ქანდაკების პოსტამენტს დიპილონის ჭიშკრის ახლოს კედელში
რომ აღმოაჩინეს 1922 წ., ამშვენებს თამაშის სცენები პილესტრაში, რომელსაც
მსუბუქი იუმორი დაჰკრავს. არქეოლოგიურ მუზეუმში თავმოყრილია ბრინჯაოს
ბერძნული ქანდაკებების საინტერესო კოლექცია. როგორც ცნობილია, ბრინჯაო ვერ
იტანს მიწაში ყოფნას, ამიტომ ამ ეპოქის ხელოვნების ბრინჯაოს ნაწარმოებების
რიცხვი მცირეა. და, როგორც არ უნდა საოცრად მოგვეჩვენოს, მათი დიდი ნაწილი
ზღვაშია აღმოჩენილი: ზღვის წყალი, როგორც ჩანს, უკეთ ინახავს ლითონს, ვიდრე
მიწა. რომაელებს, სარგებლობდნენ რა დამპყრობლის უფლებით, საბერძნეთიდან
გაჰქონდათ იტალიაში ხელოვნების მრავალრიცხოვანი ნიმუები, რომელთაგან ზოგი
გემის დაღუპვის დროს ჩაიძირა ბერძნულ სანაპიროებთან, საიდანაც მოგვიანებით
ამოიღეს. ეროვნული მუზეუმის ბრინჯაოს ქანდაკებებს შორის პირველი ადგილი,
უეჭველია, ეკუთვნის ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ქანდაკებას, რომელიც იპოვეს

651
1928 წ. არტემისონის კონცხთან. ამ კონცხის ახლოს სპარსებთან ომის დროს ბერძნებმა
გაანადგურეს მტრის ფლოტი. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ასეთი სახელოვანი
გამარჯვების მიღწეევაში დაეხმარათ პოსეიდონი და, როგორც მეცნიერები თვლიან,
მათ აღმართეს პოსეიდონის ქანდაკება ამ მოვლენის აღსანიშნავად. ზღვის ღმერთი
გამოსახულია მტერზე მრისხანედ შემტევი. მისი შიშველი, ათლეტური ფიგურა
სავსეა ძალით და დიდებულებით, ხელები მძლავრად აქვს გაშლილი; მარცხენა
ხელში პოსეიდონს ჩაბღუჯული ჰქონდა სამკბილა, რომელიც სამწუხაროდ არ
შემოინახა. არსებობს აზრი, რომ ამ ქანდაკების ავტორი კოლომიმია, ჩვ. წ-მდე V ს.
დასასრულის გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე. ბრინჯაოს ქანდაკებების გარდა,
ათენის არქეოლოგიური მუზეუმის დარბაზებში გამოფენილია დიდებული
მარმარილოს ქანდაკებებიც. საფლავის ქვებს შორის კლასიკური დროისა არის
გეგესოს სტელის დედანი და სრულყოფილების თვალსარისით არანაკლები და
კომპოზიციით ახლოს მდგომი სტელაა პირეოსიდან. უკანასკნელი სტელა
ილისოსელი ჭაბუკის საფლავის ქვას წარმოადგენდა. ხელოვნებათმცოდნენი
თვლიან, რომ ეს შეიძლება დიდი სკოპის ნაწარმოები იყოს. მუზეუმის მეორე
სართულის დარბაზებში გამოფენილია ბერძნული მოხატული კერამიკის მდიდარი
კოლექცია. მისი ყველაზე უფრო ფასეული ნაწილია ლარნაკები ბერძნული
ხელოვნების განვითარების ადრეული ხანების მოხატულობით. უშველებელი,
გეომეტრიული ფორმის ჭურჭელი აღმოაჩინეს ნეკროპოლის გათხრებისას
ბიპილონის ჭიშკრის სიახლოვეს. სიდიდით მათ არ ჩამორჩებიან ჩვ. წ-მდე VII ს-ის
ლარნაკები, რომლებიც მომდინარეობენ როგორც ატიკიდან (მაგალითად, ლარნაკი
ჰერაკლესა და კენტავრ ნეტოსის გამოსახულებით), ისე ეგეოსის ზღვის
კუნძულებიდან (მილოსური ლარნაკები აპოლონისა და არტემიდეს
გამოსახულებებით).

პალენკეს წარწერებიანი ტაძარი - პალენკე მაიას უძველესი ქალაქია, რომელიც


განლაგებული იყო მექსიკის შტატ ჩიაპასის (Чьяпас) ჩრდილოეთ ნაწილში. ქალაქმა
აყვავება VII-VIII ს-ში დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა რამოდენიმე ტაზარი, რომელიც
გამოირჩევა თავისი სრულყოფილებით და მოხდენილობით. პალენკეს უძველეს
ძეგლებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლეგენდარულ წარწერებიან ტაძარს.
«წარწერებიანი ტაძარი» ასეთი სახელწოდება მან მიიღო მის კედლებზე, კიბეებზე,
სკულფტურულ სვეტებზე გამოსახული იეროგლიფების გამო. კედლები და სვეტები
მორთულია ბარელიეფით, რომლის ანალოგი მაიას არცერთ ქალაქში მოიძებნება.
ისინი ანსახიერებენ ქალებს, რომლებსაც ხელში წარმოუდგენლად მახინჯი ბავშვები
უკავიათ. თითოეული ბავშვის სახე დაფარულია წვიმის ღმერთის ნიღბით და მათი
ბავშვური ფეხებიდან მოძვრებიან გველები. მაიას მითოლოგიაში გველი
დაკავშირებულია ცასთან, ზეციურ წყალთან - წვიმასთან. ტაძრის ცენტრალურ
სთავსოში, დასავლეთ კედელთან მოთავსებულია სამი დიდი ნაცრისფერი ფილა,
რომლებზედაც როგორც ჭადრაკის დაფაზე ფიგურები ამოტვიფრულია 620
იეროგლიფი - ეს მაიას ყველაზე გრძელი და ცნობილი წარწერაა. მარცხნიდან ქვემოთ
სიღრმეში უზარმაზარი ქვის კიბეებს ჩავყავართ პირამიდებთან, სადაც მეჭეების
აკლდამებია მოთავსებული. სამარხი არის სიგრძით 9 მეტრისადა სიგანით 4 მეტრის
განიერი სათავსი. აკლდამის კედლებზე, საუკუნეების განმავლობაშიწამოზრდილ
სტალაქტიებს და სტალაგმიტებს უკან მოჩანს 9 ადამიანის ფიგურა, რომლებას
ერთნაირად ბრწყინვალე კოსტიუმები ემოსათ. თავზე ეფარათ კეცალის (Кецаль)
ფრინველის ბუმბულისგან მორთული თავსაბურავი, ეკეთათ საოცარი ნიღაბი, ტანთ
652
ეცვათ ბუმბულის და ნეფრიტის პლასტინის ლაბადა, შემოსაკრავის ქამარი, რომელიც
ადამიანის თავის გამოსახულებით იყო მორთული და ფეხით თასმებიანი ტყავის
სანდლები ემოსათ. კისრი, მკერდი, მკლავები, ფეხის კოდები მორთული ჰქონდათ
ძვირფასი სამკაულებითა და ბრასლეტებით. ყველა ფიგურას ახლავს გველის
თავისსახელურიანი სკიპტრა და ფარი მზის ღმერთის გამოსახულებით. სამარხის
ცენტრში იდგა დიდი ქვის სარკოფაგი, რომელიც დახურული იყო 3,8?2,2 მეტრის
მართკუთხა ფილით. ფილაზე გამოსახულია ღრმა სიმბოლური სცენა მაიას
მითოლოგიიდან. ფილის დაბლითა ნაწილში გამოსახულია საშინელი ნიღაბი,
რომელიც მთელი თავისი გამომეტყველებით სიკვდილზე მეტყველებს. დიდი
ცარიელი თავლის ბუდეები, რომელიც სახის ძვლებამდე გაშიშვლებულია და
უზარმაზარი ეშვები. ეს მიწის ღვთაებაა. საფრთხობელას თავს უმკობს ოთხი საგანი:
ნიჟარა (ბაკანი) (раковина) და პროცენტის % ნიშნის მსგავსი ნიშანი - წარმოადგენს
სიკვდილის სიმბოლოებს, ხოლო ორი დანარჩენი სიცოცხლის სიმბოლოებს.
ურჩხულს პირიდან ფანტასტიკური მცენარის ყლორტები გამოსდის. ისინი
შემოსევიან ახალგაზრდას ფიგურას, რომელიც მიწის საშინელი ღმერთის ნიღაბზე
ზის. მათ ზემოთ გადაფარულია უზარმაზარი ჯვარი. ეს სიმბოლო ძველი მაიას
ტომისათვის კარგადაა ცნობილი და ნიშნავს «სიცოცხლის წყაროს» - მაისის
ყლორტს.»სიცოცხლის წყაროს» ღერძზე ორთავიანი გველი მიიკლაკნება. თავებს
პირი ფართოდ აქვთ დაღებული და შიგნიდან წვიმის ღმერთის ნიღბიანი კაცუნები
იყურებიან. ჯვრის თავზე ზის წმინდა ფრინველი კეცალი (Кецаль). მისი ბუმბულით
რთავდნენ მეფეებისა და ქურუმების თავსართავებს. ფრინველიც წვიმის ღმერთის
სამოსელითაა შემოსილი. მის ქვემოთ არის წყლის სიმბოლო და კიდევ ორი ფარი -
მზის ღმერთის სიმბოლო. ამ გამოსახულების რთული სიმბოლოები ბოლომდე არ
არის გაშიფრული, მაგრამ კომპოზიციის საერთო აზრი - ტრადიციულია: მზე-წყალი-
სიცოცხლე-სიკვდილი. ბუნებაში სიცოცხლის მარადიული ბრუნვა, ეს არის
სიკვდილის სიმბოლიკა და სხვა მრავალი ცივილიზაციისათვის ნაცნობი აღქმა.

ქსერქსე I ლონგიმანი (გრძელხელა). სპარტის მეფე აქემენიდთა დინასტიისა (ჩვ.


წ-მკდე 465-626 წ.წ.) ქსერქსეს მოკვლის შემდეგ გრძელხელას იმიტომ უწოდებდნენ,
რომ მარჯვენა ხელი გრძელი ქონდა მარცხენაზე. არდაქსერქსე I ტახტს დაეპატრონა
შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ, მოკლა რა სასახლეში შერკინებისას სასახლის დაცვის
უფროსი და თავისი მამის მკვლელი არტაბანე. თანამედროვეთა ცნობების თანახმად
არტაქსერქსე I იყო რბილი ხასიათის და სუსტი ნებისყოფის მმართველი. ის
მთლიანად თავისი დედისა და დის და მათთან დაახლოებულ პირთა გავლენის ქვეშ
იმყოფებოდა. მისი მეფობის დასაწყისში ბაქტრიასა და ეგვიპტეში დაიწყო აჯანყებები
სპარსეთის წინააღმდეგ. ლიბიელი თავადი ინარი შეიჭრა ეგვიპტეში, ადგილობრივი
მოსახლეობა მის მხარეს გადავიდა და ინარი ფარაონად აღიარეს. ინარმა ელჩები
გაგზავნა ათენში. ათენის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა პერიკლემ დაითანხმა
სახალხო საკრებულო ეგიპტის დასახმარებლად ორასტრიერიანი ძლიერი ფლოტი
გაეგზავნათ. ინარმა გაანადგურა მის წინააღმდეგ გაგზავნილი სპარსეთის ლაშქარი
მეფის მხედართმთავრის არტამენის მთავრობით. მაგრამ მეფის ახალმა
მხედართმთავარმა მეგაბიზმა ჯერ ბაქტრია დაიმორჩილა, შემდეგ კი სპარსეთის
არმია ეგვიპტისაკენ მიმართა. მას თან ახლდა 300 გემისგან შემდგარი ფინიკიის
ფლოტი. მემფისთან ბრძოლაში მეგაბიზმა დაამარცხა აჯანყებულები და მათთან
შეაფარეს ერთ-ერთ კუნძულს ნილოსის დელტასი. ათენის ხომალდები იცავდნენ
კუნზულს და ინარს პერიკლეს შემდგომ დახმარების იმედი ჰქონდა. სპარსელებმა
653
ნილოსის ტოტიდან, სადაც კუნძული იყო, წყალი გადაუგდეს. ათენის ხომალდები
სილაში ჩაეფლო და ათენელები იძულებულები გახდნენ დაეწვათ ისინი. ინარი
გამარჯვებულებს ჩაბარდა შეწყალების იმედით. მოლაპარაკების საფუძველზე
სპარსელებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, ხოლო ათენელები სახლში გაუშვეს. ამ
დროს მოვიდა 50 ხომალდი, რომლებიც ათენის მხედართმთავარმა კიმონმა
გამოაგზავნა აჯანყებულთა დასახმარებლად, ისინი სპარსელებს ჩაუვარდნენ ხელში.
ამ გამარჯვების შემდეგ, ომი განახლდა სპარსეთსა და საბერძნეთს შორის, მაგრამ
კიმონის ათენის ფლოტმა სპარსელები გაანადგურეს კვიაროსთან პატარა ქალაქ
სალამინთან ახლოს, რომელი ქალაქიც ბერძნებს ახსენებდათ სპარსელებზე დიად
გამარჯვებას სალამინთან. ამის შემდეგ ნიტაქსერქსე I იძულებული გახდა
დათანხმებოდა სპარსთათვის სამარცხვინო ზავს, რომელსაც ხელი მოაწერა
ბერძნების ელჩმა კალიამ. სამშვიდობო ხელშეკრულებაში ეწერა: «სპარსთა მეფის
ხომალდები არ შევლენ ხოლმე ეგეოსის ზღვში, მათთვის განსაზღვრული იქნება
სასაზღვრო პუნქტები მცირე აზიის ჩრდილო და სამხრეთ სანაპიროებზე. სპარსეთის
მეფის სახმელეთო ჯარები არ მიუახლოვდებიან ზღვის სანაპიროს იმ მანძილზე,
რომელსაც ერთ დღესი გაირბენს ცხენი. ხოლო ათენელები ვალდებულებას იღებენ არ
გააგზავნონ თავისი მეომრები სპარსთა მიწაზე და არ დაეხმარონ მათ, ვინც
აუჯანყდება სპარსთა მეფეს». ასე და ამრიგან არტაქსერქსე I-ის მეფობის დროს
სპარსეთმა აღიარა დამარცხება ბერძენ-სპარსთა ომში, რომელიც ოდესღაც სპარსეთის
მეფეებმა დარიოსმა და ქსერქსემ წამოიწყეს. არტაქსერქსეს წინააღმდეგ აჯანყება
მოაწყო მისმა საუკეთესო მხედართმთავარმა მეგარბიზმაც, რომელიც სირიაში
სატრაპიას მართავდა, მაგრამ მეფემ მოახერხა ამ აჯანყების ჩაქრობა. არტაქსერქსე I
ლონგიმანთან ხშირად აიგივებენ ბიბლიურ მეფე არტაქსერქსეს, რომლის
მმართველობის წლებში ცხოვრობდნენ ეზდრეა და ნეემია. ბიბლიაში მოთხრობილია,
რომ ნეემია მეფის მერიქიფე იყო და სთხოვა მას ერუსალიმის კედლების აღდგენის
ნება დაერთო. არტაქსერქსე I უკავშირებენ ბიბლიური გადმოცემასაც ესთერზე
(Есфира-?) მარდოქეს აღზრდილზე, რომელმაც შეძლო არტაქსერქსეს დაყოლიება,
რომელსაც ბიბლიაში ასუირი ეწოდება. ეხსნა ებრაელი ხალხი განადგურებისაგან.
არტაქსერქსე I სიკვდილის შემდეგ სპარსეთის ტახტი ეკავათ ხანმოკლე დროით მის
ვაჟებს, ჯერ ქსერქსე OO, შემდეგ სეკიდიანს, მის შემდეგ კი უკანონო შვილს ოქოსს,
რომელიც მართავდა ქვეყანას დარიოს II ნოტის სახელით. მას და მის ნახევარ და
მეულალეს ფარისატი დას (?) 4 ვაჟი ჰყავდათ. არსაკი (არსაკი ანუ ოარსი), კიროსი,
ოსტანი და ოქსატრი.
სააბატო (ლათ.) – კათოლიკური მონასტერი მთელი თავისი ქონებით.
საავტომობილო მუზეუმი აბელ ლასერდას სახელობისა – ნაგავსაყრელებს,
ბომჟებისა და უმუშევრების გარდა, ხშირად ესტუმრებიან ხოლმე სრულიად
სოლიდური ადამიანები (მაგალითად, ეკოლოგები, ინდუსტრიული არქეოლოგები
და კოლექციონერები). ნაგვის მთის გარეშე ადამიანი, რომელიც დაეძებს და აგროვებს
ძველებურ რარიტეტებს (?), იოლას ვერ გავა. კოლექციონერთა გზა ხომ ჭეშმარიტად
გამოუცნობია: აგროვებენ ყველაფერს – ძველებურ საათებს (მსოფლიოს მრავალ
მუზეუმში შეიძლება შეგხვდეს საათები, რომლებსაც ნაპოლეონი აგროვებდა) და
საკინძეებს, საბეჭდ მანქანებსა და მოლაპარაკე თოჯინებს, უთოებს და ძველებურ
ლამპებს... და ალბათ, მხოლოდ სანაგვეზე შეიძლება მოიძიო ძველი ავტომობილების
ნაწილები. ამაზე ავტომოყვარულთა შორის ასეთ საუბარსაც კი მოისმენთ:
«კაცობრიობა გაიყო სამ კატეგორიად – ფეხით მოსიარულეებად, ახალი მოდელების

654
მოყვარულებად და ძველის კოლექციონერებად». ავტორარიტეტების
კოლექციონირება, რომელიც რამდენიმე ათეული წლისაა, მასობრივი გახდა.
ათეულობით ქვეყანაში ეწყობა ყოველწლიური დათვალიერება და შეჯიბრიც კი
«რეტროს» მანქანებისა, რომლებსაც აღადგენენ ასეთი ჰობის მქონენი. ასე,
მაგალითად, დათვალიერებაზე ბავარიაში 30-იანი წლების აღდგენილი მანქანების
დემონსტრაცია აშკარა საყვედური იყო თანამედროვე გაუმაძღარი»ლუქსების»
მისამართით. თურმე ადრე შეეძლოთ გაეკეთებიათ ძალზე ეკონომიური მანქანები,
ბენზინს ორჯერ ნაკლებს რომ ხმარობდნენ. ხოლო პარიზში ძველი «როლს-
რპოსებისა» და «ბენტლის» გამოფენა ლოზუნგებით ააჭრელეს იმის შესახებ, რომ
1934 წ. ქარხნებს შეეძლოთ შედარებით საიმედო და ნაკლებ ხმაურიანი მანქანები
გამოეშვათ, ვიდრე ახლაა. კოლექციონერებს შორის გაზრდილი მოთხოვნილებით
სარგებლობს ომამდელი სპორტული მანქანები ბმვ-სა და სხვა ქარხნებისა.
ნებისმიერი «როლს-როისი» 1934 წლამდე გამოშვებული, არქაული «ლორენ-
დიტრიხი», რომელთაგან ერთ-ერთით სეირნობდა ცნობილი ოსტაპ ბენდერი.
იშვიათობათა სიაშია 1902 წ-დან 1933 წ-მდე გამოშვებული «ვერტბურგემი», მაგრამ
ყველა შემგროვებლის მთავარი ოცნებაა, მათი «არა და აზარტი ნებისმიერი წლის
გამოშვება «ბუგატემი». აზრიანად ახსნაც კი არავის შეუძლია, რატომ მაინცდამაინც
«ბუგატენი» და არა «ლინკოლნი», მაგალითად. აქ თითქოს რაღაცნაირი
საიდუმლოებაც კია თავისებური მისტიკა «ბუგატის»ნებისმიერი მოდელისათვის
კოლექციონერები თავს იგიჟებენ, თითქოსდა დიდ განძს წარმოადგენდეს. ხოლო
როცა შოულობენ, მათ ბედნიერებას საზღვარი არა აქვს: მანქანას ლაქს უსვამენ,
ლამისაა სპეციალური დაცვა დაიქირავონ მისთვის. ასე იშვიათი მანქანა იტალიელმა
ინჟინერმა ეტორე ბუგატიმ, რომელიც საფრანგეთში მუშაობდა, ნიჭიერმა
კონსტრუქტორმა და გამომგონებელმა 500 პატენტი მიიღო თავისი ორიგინალური
წინადადებებისათვის. მას შეეძლო ძლიერი, დიდსიჩქარიანი და ლამაზი მანქანების
კეთილმოწყობა, ამიტომაც ობიექტური მიზეზი მის მოდელებზე გადარევისათვის
ნამდვილად არსებობს. «ბუგატი-როიალში»შვედმა კოლექციონერმა ჰანს ტულანმა 10
მილიონი დოლარი გდაიხადა. როდესაც რარიტეტი სტოკჰოლმის ტექნიკურ
უზეუმში გამოფინეს, ლოს-ანჟელესელმა კოლექციონერმა მასში 18 ათასი დოლარი
შესთავაზა. უარის შემდეგ ფასი გააორმაგა, მაგრამ შვედმა მაინც არ გაიდა. «სიტროენ
– 2ცფ» 1948 წლის გამოშვებას მალევე უწოდეს «საძაგელი იხვის ჭუჭული» –
კონსტრუქციის განსაკუთრებული რაციონალიზმის გამო. მას აქვს სადა დიზაინი და
გამოყენებულია იაფი მასალები. აი, ეს ორცილინდრიანი მანქანა ჰაერის გაგრილებით
ძალზე პოპულარული იყო ტურისტებსა და მეთევზეებში. ახლა მას ეძებენ
ნაგავსაყრელებზე არა მარტო კოლექციონერები, არამედ ტექნიკური მუზეუმების.
რაღა თქმა უნდა, ტექნიკის ისტორიის მუზეუმების სპონსორები არიან არა უბრალოდ
მდიდარი, არამედ ძალზე მდიდარი ადამიანები. ციურიხისა და სტოკჰოლმის
ტექნიკურ მუზეუმებში შეგიძლიათ ნახოთ ავტორარიტეტები, რომლებიც აჩუქეს
გატენილმა მუთაქებმა , ამაზე ცვიამბობენ სამადლობელი ეტიკეტები. პორტუგალიის
ალაქ კარამულოს აქვს თავისი ავტომობილის მუზეუმი და მასში დაახლოებით ასი
ექსპონატია. ყველა ესენი, რა თქმა უნდა, გაპრიალებულია, ბრწყინავენ ნიკელი და
ლაქი, ძველი ტყავის არისტოკრატულ არომატს აფრქვევენ. მუზეუმის ყველაზე
ძველი მოდელია პეჟო, რომელიც მუშაობდა ჯერ კიდევ თავის თანამედროვეთა –
ცხენის ეკიპაჟთა მსგავსად. ამ უნიკალური ექსპონატის წინა სავარძელი ცოტათი
მაღლა, ცოტათი უფრო გამძლე და ცოტათი უფრო მტკიცე ყო. მძღოლისთვის

655
განკუთვილი ეს სავარძელი ღრმა იყო, შავი ტყავგადაკრული, რომლის თავზე, ზემოთ
დიდებულადაა ჩამოწოლილი მონუმენტური ბალდახინი. მუზეუმის გიდი
დამთვალიერებლებს აცნობს, რომ ამ მოდელის ახლანდელი ფასის განსაზღვრა
მიახლოებითაც კი შეუძლებელია. «პეჟოს» ამ მხრივ არ ჩამოუვარდება მუზეუმის
მეორე ექსპონატი, თუმცა ის ოცი წლით მაინცაა უმცროსი. ეს თეთრი «როლს-
როისია», რომელსაც უკვე მაშინ1911 წელს ჰქონდა კაპოტის ის დამახასიათებელი
ფორმა, რომელიც თავის ძირითად ხაზებში ნარჩუნდება ჩვენს დღეებამდე. 1905 წელს
ღია «დარაკი», მისი თანატოლი «ოლდსმობილი», «დე დიონ ბუტონი» – ერთ-ერთი
ყველაზე იშვიათი მანქანა, ნაირნარი «ბუგატები», «მასერატები», «მინერვები»,
«ხოტჩკისები», ყველა ექსპონატი თვალს სჭრის დამთვალიერებელს დიდებულებით,
თითქოსდა მოწყალების თვალით უყურებს დამთვალიერებლებს თავისი დიდი
სარკიანი ფარებით. მუზეუმის ყველა ექსპონატი დიდებულ მდგომარეობაშია და
ნებისმიერ დროს შეიძლება მათი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება. ეს
მუზეუმი XX ს-ის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ თავიდან ადგილობრივმა ექიმმა
ჟერონიმი ლესერდამ,არაჩვეულებრივად ენერგიულმა და ყოჩაღმა ადამიანმა,
კარამულოს გარშემო ადგილი გამოაცხადა კლიიკურკურორტად, ტუბერკულოზის
სამკურნალოდ და ააშენა ირველი სანატოიუმი. მთის ჰაერმა, სიმშვიდემ, სიწყნარემ
და გერგილიანად გაწეულმა რეკლამამ თავისი ნაყოფი გამოიღო. ჟერონიმის
კაიტალდაბანდებამ სოლიდური მოგება მიიღო და ამ თნხით აშენებულ იქნა კიდევ
20 პანსიონატ. მისმა ორმა შვილმა, ჟოანმა და აბელმა, რომლებმაც ბრწყინვალე
განათლება მიიღეს, დიდი ძალ-ღონე დახარჯეს ავტომობილების მუზეუმის
შესაქმნელად, მაგრამ უმცროსი, ადვოკატი აბელი, მუზეუმის გახსნის წინა დღეს
გარდაიცვალა. ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისმა ოჯახმა გადაწყვიტა
მუზეუმისათვის მისი სახელი ეწოდებინათ.
ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ლონდონში – ეს მუზეუმი, რომელიც
დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის ალბერტის სახელს ატარებს, ,
დაარსებულია 1852 წ. უბრალო ხალხის გაკეთილშობილების და კულტურული
განვითარების მიზნით. მუზეუმის დიდებულ შენობას ფასადისაკენ 20 მ. სიგრძე აქვს
და შედგება სამი ნაწილისაგან. ცენტრალური ნაწილი, დამშვენებული ედუარდ VII
და ინგლისის დედოფლის ქანდაკებებით, მუზეუმში შესასვლელს წარმოადგენს. ის
დაგვირგვინებულია ორიარუსიანი რვაკუთხოვანი კოშკით, რომლის წვერს აჟურული
სამეფო გვირგვინი ადგას. მუზეუმის ექსპოზიციები ორ განყოფილებადაა
წარმოდგენილი – დეკორატიული ხელოვნებისა და მეცნიერებისა (მეორე
განყოფილებაში გამოფენულია მანქანები, პედაგოგიური კოლექციები და სხვ.).
მუზეუმის ორი ნაწილიდან ყოველს აქვს თავისი კოლეჯი და ბიბლიოთეკა. ამ
უდიდესი მუზეუმის კოლექციათა შედგენილობა ძალზე მრავალფეროვანია. ავეჯის,
ქსოვილის, მეთუნეობის, ლითონის ნაკეთობათა კოლექციები მთელ მსოფლიოშია
ცნობილი. მაგალითად, აღორძინების ეპოქის იტალიური ქანდაკების კოლექციები,
მყზეუმებში გამოფენილი, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად
იტალიის საზღვრებს გარეთ. მუზეუმის ექსპონატები ავსებენ როგორც ეროვნული
გალერეის, ისე ბრიტანეთის მუზეუმის ექსპოზიციებს. აღმოსავლეთის ქვეყნების,
განსაკუთრებით ინდოეთის ხელოვნებისა და ხელობათა ნაწარმოებები არამარტო არ
ჩამოუვარდება ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციებს, არამედ ზოგჯერ მათ აჭარბებს
კიდეც. ასე, მაგალითად, როდესაც ინგლისელებმა დაიპყრეს ქალაქი ყანდი – შრი-
ლანკას ყოფილი დედაქალაქი, მათ ბუდისტური ტაძრებიდან გამოზიდეს დიდი

656
რაოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი, მათ შორის შრი-ლანკის ეროვნული
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - VERCXLIS CAMCA SPILOS ძვლის სახელურით.
მუზეუმის სამხრეთ გერეფანში ექსპონირებულია ევროპული ავეჯი და ხის
სხვადასხვა ნაკეთობანი. აქვე, ხალიჩების დარბაზში გამოფენილია ჰოლანდიური
ხალიჩების კოლექცია, ასევე ექსპონირებულია სამი სურათი თემაზე «პეტრარკას
ზეიმი», «კარგი სახელის გამარჯვება სიკვდილზე», «სიკვდილის ზეიმი
უმანკოებაზე» და «სიკვდილის გამარჯვება სიყვარულზე». ნუზეუმის დასავლეთ
ნაწილში წარმოდგენილია შეიარაღება. ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობანი, ძვირფასი
ლითონებისა და სპილოს ძვლის ნაკეთობანი. აქვეა შესანიშნავი ანტიკური ოქროს
სამკაულები – ბერძნული, რომაული და ეგვიპტური. მათ შორის განსაკუთრებით
გამოირჩევა ბერძნულ-ბაქტრაული ნამუშევარი – ოქროს ბრასლეტი (სამაჯური?) ჩვ.
წ-მდე III ს., რომელიც ოქსის ნქპირებზე გათხრებისას აღმოაჩინეს. მუზეუმის
მარგალიტია რაფაელის კარტონების გალერეა. სპეციალისტები თვლიან, რომ ეს
შესანიშნავი კარტონები შესრულებულია ან რაფაელის ან მისი მოწაფეების მიერ და
გამოიყენებოდა ხალიჩებზე კოპირებისათვის, რომლებიც პაპ ლევ X-ის მიერ იყო
შეკვეთილი და ახლა გამოფენილია ვატიკანში. ეს კარტონები შეიძინა ინგლისის
მეფის ჩარლზ X-ის ანგარიშზე რუბენსმა. კარტონები (შვიდი – ათიდან) ფრესკის
შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ყველა შესრულებულია ბიბლიურ თემებზე: «იესო
ქრისტე უბრძანებს პეტრეს», «ანანიას სიკვდილი», «პეტრე და იოანე განკურნავენ
კოჭლს», «პავლე და ბარნაბა ლისტრში», «ბრმა ჯადოქარი ელიმასი», «წმინდა პავლეს
ქადაგება ათემში» და «საოცარი ნაუვზავები». ამ შვიდი ორიგინალური კარტონის
გარდა მუზეუმს აქვს მათი სამი ასლი. მუზეუმშია ბევრი მოოქროვილი ვერცხლის
სასადილო ხელსაწყოები, ვინაიდან შუასაუკუნეთა ეტიკეტი დიდ ყურადღებას
უთმობდა მათ. მათით აღნიშნავდნენ სუფრაზე ყველაზე უფრო პატივსაცემი
სტუმრების ადგილს. საფრანგეთსა და გერმანიაში ამ მიზნებისათვის გამოიყენებოდა
დეკორატიული საგნები გემის სახისა, ინგლისში – დიდი სამარილეები. ნაგრამ
თავისი ფორმის მიუხედავად, ეს ნივთები წარმოადგენდნენ ნებისმიერი სუფრის
ძვირფას მორთულობას – სა,ეფო სუფრისაც კი. თვით ოჯახის უფროსიი და ყველაზე
უფრო პატივსაცეცმი სტუმარი ჩააწებდნენხორცს სამარილეში, რომელიც ჩადგმული
იყო სპეციალურად ჩაღრმავებულში. დანარჩენი სტუმრები სარგებლობდნენ მომცრო
სამარილეებით, მაგიდაზე რომ იყო გაწყობილი. «ბიორგლის გემით» წარმოადგენს
ერთ ასეთ შესანიშნავ სამარილეს, რომელიც გაკეთებულია მთელი გაქანებით
მცურავი ბრიგანტინის ფორმისა. სამარილე გემი დაამზადა პარიზელმა ოსტატმა
პიერ ფლამარონმა 1482 წ. ასე არაჩვეულებრივი სამარილის ძირი თითქოს «შეჭრილ-
შემოჭრილია» ზღვის ტალღებით, სირინოზს კი კუდით უკავია ნიჟარა, რომელიც
იმავე დროს გემის კორპუსს წარმოადგენს. ბრიგანტინის კიჩოზე გაკეთებულია
სპეციალურად ჩაღრმავება, რაშიც მარილს ყრიდნენ. მუზეუმებშიი ინახება
ჭურჭელიც «ეშლი-კუპერის» ცხელი სასმელებისათვის თავისივე ლანგრით. ასეთი
სასმელი ცხელი ღვინის ან ელის შერეული პურის ნაფშხვენებთან (ანდა თხიერ ქერის
ფაფასთან), კვერცხთან, შაქართან, სანელებლებთან, გამოჩნდა ჯერ კიდევ XIV ს-ში,
მაგრამ ევროპაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა XVII ს-ში. ეს ცხელი ნარევი
კარგად აღადგენდა ძალებს და ხშირად აძლევდნენ ავადმყოფებს და მელოგინეებს.
ასეთ სასმელის ჭურჭელს ორი სახელური ჰქონდა, ხოლო ხუფებს ხშირად ბრტყელს
უკეთებდნენ, რომ ისინი გამოეყენებიNათ როგორც ლანგრები თვით ჭურჭლისათვის.
სწორედ ასეთი მოწყობილობაა «ეშლი-კუპერის» ჭურჭელი, რომელიც მოოქრული

657
ვერცხლისგანაა დამზაზდებული 1665 წ. თვითონ ჭურჭელი და ლანგარი გარეულ
ღორსა და ირემზე ნადირობის სცენებითაა დაფარული. ასევეა გვიანი რენესანსის
ერთი ყველაზე ცნობილი ძვირფასეულობა – ე. წ. კანინგის ძვირფასი ნივთი. იგი
დამზადებულია დაახლოებით 1580 წ. და დამშვენებულია არასწორი ფორმის დიდი
მარგალიტით, რომელიც გამოიყენებოდა თვით ამ ნივთზე წყლის კაცის ტორსად.
მისი თავი ოქროსია, სახე და ხელები დაფარული აქვს თეთრი მინანქრით, კუდი კი
დამშვენებული აქვს ფერადი მინანქრით, ლალით და ბრილიანტებით. მას მარჯვენა
ხელში უჭირავს დაგრეხილი იატაგანი, ხოლო მარცხენაში – აჟურული ფარი, ასევე
დამშვენებული მინანქრითა და ფერადი თვლებით. ამ ნივთს ჰკიდია არასწორი
ფორმის მარგალიტის სამი საკიდარი და ერთ ჩარჩოში ჩასმული რამდენიმე ლალი.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს ნივთი ჰერცოგმა მედიჩმა აჩუქა მოგოლების
იმპერატორს. როგორც ჩანს, ეს ნივთი მართლაც დიდხანს იდუთში იყო, ვინაიდან
სწორედ იქ დაამშვენეს წყლის კაცის მუცელი გრავირებული ლალით, ქვემოდან კი
დამატებულია მარგალიტის და ლალის საკიდრები. 1850-იანი წლების ბოლოს ნივთი
დელიში შეიძინა გრაფმა კანინგმა, რომელიც იმ დროს ინდუთის გენერალ-
გუბერნატორი იყო. ეს ნივთი დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში, ვიდრე არ
შეიძინა მისის ე. ჰაკნესმა 10000 ფუნტ სტერლინგად და არ გადასცა მუზეუმს
საჩუქრად.

ძველრუსული ხელოვნების მუზეუმიანდრეი რუბლიოვის სახელობისა – ამ


მუზეუმზე სარეკლამო ალბომის, ცნობარის ანდა მეგზურის პოვნა ძნელი იყო.
ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელია... მუზეუმში ყოველთვის სიმვიდე იყო, თუმცა
ამაში იყო რაღაც თავისებურიმომხიბვლელობა: საუკუნოვანი კედლების მიღმა
წტნარდებოდა მრავალმილიონიანი ქალაქი. მუზეუმში არ იყო ხალხის დიდი ნაკადი
და არაფერი გიშლიდა ხელს ჩაღრმავებოდი წმინდანთა თავისი სიბრძნითა და
ნაღველით მიუწვდომელ სახეებს. იაუზის მაღალი ნაპირის გასწვრივ აღმართულია
ციხე-სიმაგრის კედლები პატარა კოშკებით, მათ უკან კი XV ს. მომცრო სპასკის
(მაცხოვრის) ტაძარია მოსკოვშიერთი ყველაზე ძველი, ნატიფი სამიარუსიანი
მთავარანგელოზის ტაძარი XVII ს-ისა და სხვა ნაგებობანი ყოფილი ანდრონიკეს
მონასტრისა (Андроников монастырь). მონასტრის დამაარსებელი იყო მიტროპოლიტი
ალექსეი, რომელმაც ააშენა ის (გადმოცემით) ცარგრადში
(კონსტანტინეპოლში)თავისი მოგზაურობის სახსოვრად. ტყუილად კი არ ზოლოტოი
როჟოკს (ოქროს რქას) პატარა ნაკადულს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ
მოედინებოდა აქ – ესეც კონსტანტინეპოლის ზღვის უბის – «ოქროს რქის»
სახსოვრად. მონასტრის პირველი იღუმენი იყო სერგი რადონეჟსკის მოწაფე
ანდრონიკი, ვისი სახელითაც მოინათლა ეს მონასტერი. მასში მოსკოვის 800
წლისთავზე დაარსებულ იქნა ძველისძველი ხელოვნების მუზეუმი – ძველრუსული
ფერწერს ანუ ხატების შეკრებისა და ჩვენებისათვის. მაგრამ თავიდან საჭირო იყო
ხარახურით გატენილი, საწყობად და ფარდულებად ქცეული, გადაკეთებებით და
მიშენეებით დამახინჯებული ძველი შენობები აღედგინათთავისი პირვანდელი
სახით. არც სხვა სამუზეუმო ექსპონატების მდგომარეობა იყო სახარბიელო. პირველი
ექსპედიციები მუზეუმის თანამშრომლებმა დაიწყეს ჯერ კიდევ 1950-იანი წლების
დასაწყისში. პროვინციული მუზეუმების – სუზდალში, მურომში, დიდ
როსტოვშიმონახულებით და იქიდან, სადაც ძეგლებიპირდაპირი მნიშვნელობით
იღუპებოდა. ახალგაზრდა მოსკოვური მუზეუმის თანამშრომლებს მიჰონდათ
რესტავრირებისათვის და დროებით შესანახად. განსაკუთრებით მძიმე
658
მდგომარეობაში იყო ხატები დმიტროვში. არც სუზდალში იყო უკეთესი
მდგომარეობა, აქ ხატები მიყრლ-მოყრილი იყო იატაკზე. მუზეუმის თანამშრომლები
სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხშირად ფეხით ყველაფერს რუსულს აგროვებდნენ,
ეზიდებოდნენ ზურგჩანთებით, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო
ადგილობრიცხელისუფალთათვის და გამსაკუთრებით არ გამოჰკიდებოდნენ. ასე
ჩამოიტანეს რამდენიმე ათეული ხატი ტვერის მხრიდან და პრაქტიკულად, სულ ეს
იყო, რაც აქ გადარჩა ფასეული... და როგორი განძი გადარჩა?! რუბლიოვის წრე,
დიონისეს წრე, ჩრდილოური ფერწერის ხატები, ტვერული სკოლის ფერწერის.
უმოკლეს დროში შეიქმნა მუზეუმის კოლექცია, რომლის გარეშე დღეს შეუძლებელია
ძველრუსული ფერწერის შესწავლა, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარეს.
საყურადღებოა, რომ ევროპელებიდან პირველი, ვინც საფუძვლიანად დაინტერესდა
რუსული ხატებით და საერთოდ , რუსული ხელოვნებით, დიდი გერმანელი პოეტი
გოეთე იყო. მან კიდეც გამოიწერა რუსეთიდან «სუზდალის» რამდენიე ხატი.
სამუზეუმო ექსპოზიციის საფუძველს წარმოადგენს ძველი რუსეთის მხატვების
ნაწარმოებები, ძირითადად ეს XIV + XVII ს. ს. ხატები და ფრესკებია. მათ რიცხვს
მიეკუთვნება XV ს. ხატი «ჯვარცმა». ჯვარცმის გამოსახვა შედარებით გვიან დაიწყეს,
ვიდრე სხვა მოვლენებისა იესო ქრისტეს ცხოვრებიდან. მხოლოდ V-VI ს. ს.(????)
ჯვარცმის ხატები, მაგრამ მაგრამ ისინი ამ მოვლენას გამოხატავდნენ ძალზე
პირობითად. გაურბოდნენ სიკვდილისა და გადატანილი ტანჯვის ეალურიი
ნიშნების გადმოცემას. გრძელ ხალათში, «კოლობიაში» გამოწყობილი , ქრისტე ,
ჩვეულებრივ, იმდენად ჯვარცმული არაა, რამდენადაც ის დიდებულად დგას ჯვრის
ფონზე, ფართოდ გაშლილი ხელებით. მთელ მის გარეგობას სიმბოლურად უნდა
ეჩვენებინა სიკვდილზე გამარჯვება. ხოლო იმის ნიშნად, რომ ის აღსრულდა ამ ძველ
«ჯვარცმაში» ორ მებრძოლს გამოსახავდნენ – იმას, ვინც იესო ქრისტეს მისცა
მოსასმელად წყალი სულის ამოსვლის წინ და იმასაც, ვინც შუბი ატაკა მუცელში, რომ
სიკვდილი დაედასტურებინა. ზოგჯერ ამ სიმბოლურ გამოსახულებებს უმატებდნენ
ხოლმე კიდევ რომელიმე დეტალს: დაბნელებულ მზეს, ფირფიტას წარწერით:
«იუდეველთა მეფე» და სხვ. (მაგრამ თანდათანობით ბიზანტიურმა ხელოვნებამ
«ჯვარცმაში» დაიწყო არა უბრალოდ გახსენება მოვლენის შესახებ, არამედ მისი
მთელი სისრულით განხორციელება. ამის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს ხატი
«ჯვარცმა», რომელიც შექმნილია რუსული ხატწერის უდიდესი აღმავლობის დროს
და რომელიც ახლა მოსკოვში რუბლიოვის სახელობის მუზეუმში იმყოფება. როგორც
უძველეს «ჯვარცმაში», ამ ხატის ცენტრშიც ბრტყელი მუქ-ყავისფერი ჯვარია მასზე
გაკრული იესო ქრისტეთი. ის მკვდარი და შიშველია, მხოლოდ ღია-მწვანე სახვევი
ფარავს მის წელს. უდავოა გარდაცვალება: მხსნელს არა მარტო თვალები აქვს
დახუჭული, არამედ მხრისკენაა გადახრილი მისი თავი. , დაკიდებულია ჯვარზე
მისი სხეული. ჯვარს გარს ევლებიან დამწუხრებული ანელოზები, ხოლო მისგან
გვერდებზე – ასევე დამწუხრებული და დანაღვლიანებული – ისეთივე მუქი
მოსასხამებით , როგორიც თვით ჯვარია, დგანან მარიამი და იოანე. მომცრო მომწვანო
ბორცვი ჯვრის ძირში ადამიანის თავის ქალით, მოქმედების ადგილს – გოლგოთას
აღიშნავს. არ ჩანან აქ არც მებრძოლები, არც ყარაულები, არც ქრისტეეს
თანადროულად ჯვარცმული ყაჩაღები. ყოველივე ეს უარყოფილია, ხატმწერის
ყურადღების მიღმა დარჩა, რომ უკეთ გვაჩვენოს მთავარი. უსაშველო მწუხარებითაა
აღსავსე ჭაბუკი იოანე, დარდით გასენილი, გამოუთქმელ მწუხარებას მოუცავს
ღვთისმშობლის სახე. ჩუმი, ხანგრძლივი და დასასრულის ნათლით მოსილია მათი

659
ნაღველი, მათი თანალმობა მხსნელის ტანჯვის და სიკვდლისა. დასამტკიცებლად
ადამიანებისათვის მაღალი და ნათელი აზრი ამ სიკვდილისა. ქრისტეს
რილობებიდან სისხლი დაედინება ადამის თავის ქალას (გადმოცემით სწორედ
გოლგოთაზე იქნა დაკრძალური პირველი ადამიანი) – იმის ნიშნად, რომ იგი
დაიღვარა მისი ცოდვის გამოსასყიდად, ურიცხვი შთამომავლობის გადასარჩენად.
ძველრუსული ხელოვნების მუზეუმში ინახება ორი ხატი «იოანე ნათლისმცემელი» –
ერთი XV საუკუნისა, მეორე შექმნილია 100 წლით გვიან. თუმცა ორივე სახე ერთი
ტრადიციითაა შესრულებული, მაგრამ ორივე აირეკლავს თავის ეპოქას სახის
განსხვავებული გამოხატვით. პირველ ხატზე იოანე ნათლისმცემელი ატყვევებს
დამთვალიერებელს ჩაფიქრებული, გასხივოსნებული სახით. ის ფიქრობს
მარადულზე, ცხოვების კეთილ საწყისზე, ამიტომაცაა მის გამოხედვაში ამდეი
შთაგონება. ხატის შექმნის დრო დაემთხვა რუსეთი ბრძოლას გათავიუფლებისათვის
თათართა უღლისაგან – ეს კულიკოვოს ბრძოლის დროა, როცა რუსებმა შეიცნეს
თავიანთი ზნეობრივი ძალა (???) და სამხედრო სიძლიერე. მეორე იოანე
წინასწარმეტყველისა XVI საუკუნისაა, ივანე მრისხანეს მეფობის ხანა. მკვლევარები
თვლიან, რომ რომ შესაძლებელია, ის შექმნეს თვით მეფის შეკვეთით. მუქ-წენგოფერ
ფონზე წარმოსდგება ფრთოსანი იოანე, რომელიც იმ ტანსაცმლითაა, რომლითაც
ხატმწერები ცობენ წინასწარმეტყველებს. მისი ნაცნობი სახე უსაზღვროდ
ნაღვლიანია. თავშეუკავებელი ნაღველითაა სავსე მისი თვალები . ნაღველმა დაატყო
არაჩვეულებრივად ღრმა, ჩვეულებრივი ადამიანური სახისათვის შეუძლებელი
ნაოჭებია წინასწარმეტყველების ნიჭმა ასე რომ გარდასახა იოანეს სახე, გაწირა ის
მარადიული დარდისათვის: ისე საშინელია მისი სიბრძნით წინასწარ დანახული
ადამიანური ცოდვები, როგორც ნაცნობია მისთვის სიმართლის ნაღვლიანი და
რთული გზა. და ამ ხილვის დამამტკიცებლად მარცხენა ხელში უჭირავს ლანგარი
თავისი მოკვეთილი თავით. ხატის მბრწყინავი წითელი ცისარტყელები განგაშისა და
აღელვებული ომის განცდას ბადებენ დამთვალიერებლებში. მუზეუმი ანდრეი
რუბლიოვის სახელს ატარებს არა შემთხვევით. მის სახელთანაა დაკავშირებული
ძველი რუსეთის ფერწერაში ყველაფერი საუკეთესო. აქ სპასკის – ანდრონიკის
მონასტერში ცხოვრობდა, ქმნიდა და გარდაცვალების შემდეგ აქვე დაკრძალეს.
მონასტერში ფრთხილად გამოამჟღავნეს განადგურებისაგან სასწაულით
გადარჩენილი ორი ფრაგმენტი სპასკის ტაძრის ფრესკებისა. ანდრეი რუბლიოვმა
ისინი შეასრულა 1427-30 წ. წ. როცა ის ის «იყო უკვე არაუბრალოდ ბერი, არამედ
ტაძრისბერი, მონასტრის წინამძღვართან (იღუმენთან) და ტაძრის სხვა ბერებთან
ერთად». ის ყოველთვის შრომობდა უდიდესი გულდადებითა და მორჩილებით. არ
მოუთხოვია თანამედროვეთაგან აღიარება და არც უფიქრია შთამომავალთა შორის
დიდებაზე. სპასკის ტაძარი მონასტერში ააშენეს XV ს. 30-იან წლებში. იგი აგებულია
თეთრი ქვით – ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთის ხუროთმოძღვართა საყვარელი
სამშენებლო მასალით. რულიად შესაძლებელია, რომ მისი არქტექტურის შექმნაში
ანდრეი რუბლიოვიც მონაწილეობდა (ამის შესახებ მითითება ძველ ხელნაწერებშიც
გვაქვს). სპასკის ტაძრის მოხატულობა სახელგანთქმული ხატმწერის ბოლო
ნამუშევარია. შემონახულია XVI ს. დასასრულის მინიატურა, რომელზედაც ადრეი
რუბლიოვი გამოსახულია სამშენებლო ხე-ტყეზე (ხარაჩოზე) მჯდარიფრესკებიდან,
რომლების აქ იყო, გადარჩა მხოლოდ ორი მომცო ფრაგმენტი, რომელიც აღმოაჩინეს
ფანჯრის სიოს (ღიობის) რესტავრაციისას. სარკმლის ფერდოს მუქ ფონზე
მოთავსებულია ნათელი წრეები ორნამეტისა, მცენარის, ფოთლების, ყვავილებისა და

660
ღეროების გამოსახულებით. წრეებში ნახატები არ ეორდება. ერთ წრეში გამოსახულია
სამყურა ბალახები, მეორეში – ყვავილები, რომლებიც დუმფარებს ჰგვანან, მესამეში
მოცემულია ვირისტერფას ფოთლების მოხაზულობა. ფონზე წრეებს შორის
გადახლართულა ტოტები, რომლებიც ხვართქლას ულვაშებს წააგავს. ეს მიამიტური
ფორმები ანდრეი რუბლიოვს შთააგონა მის გარშემო არსებულმა რეალურმა
სამყარომ. ფრესკათა ორნამენტები განლაგებულია ძალზე ნათლად. მაგრამ მათში
არაა გეომეტრიულიი სიმშვიდე, შეჰყავს რა ცოცხალი მოტივები, ხატმწერი მათ არ
აქცევს პირობითად, არ აუბრალოებს მათ, მათში ცოცხალი ცხოვრების განცდაა. ეს
ფრესკები გარდაცვალების წინაა შექმნილი. ის გარდაიცვალა დაახლოებით 1430 წ.
დაკრძალვის (ზუსტი) ადგილი უცნობია. XVII ს-ში საფლავის ფილა ჯერ კიდევ
არსებობდა, მაგრამ შემდგომმ ისიც დაიკარგა.

661

You might also like