You are on page 1of 3

ჯოტო დი ბონდონე

„მოგვების თაყვანისცემა“

ჯოტო დი ბონდონე(Giotto di Bondone 1266 ან 1267 – 1337) იტალიელი მხატვარი


და არქიტექტორი, პროტორენესანსის ეპოქის დამფუძნებელი. ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და გავლენიანი ფიგურაა დასავლური ხელოვნებისთვის. ჯოტომ
დაძლია ბიზანტიური ხატწერის ტრადიცია, ჭეშმარიტად იტალიის ფერწერის სკოლის
დამფუძნებელია, მან ასევე სივრცის გამოხატვის სრულიად ახალი მეთოდი შეიმუშავა.
ჯოტოს ნამუშევრებმა დიდი გავლენა იქონიეს ლეონარდო და ვინჩისა, რაფაელსა და
მიქელანჯელოზე.

ჯოტოს პორტრეტი.
ჯოტო დი ბონდონეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრებად დღემდე
ითვლება მისი ფრესკები, რომლებიც შემორჩენილია სკროეგნის სამლოცველოში,

იტალიის ქალაქ პადუაში. ფრესკები გამოხატავენ რელიგიურ თემატიკას, როიგორც იყო


მიღებული იმდროს. „მოგვების თაყვანისცემა“ არის ერთ-ერთთაგანი ამ ფრესკებს
შორის.

ფრესკის მოტივად არჩეული იყო ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებადი


ფრაგმენტი ბიბლიიდან - სამი მოგვის თაყვანისცემა ჩვილი იესოს მიმართ. ნამუშევარი
შესრულებულია ცისფერ ფონზე, რომელიც არის ღამის ცის სიმბოლო, სადაც კაშკაშებს
ბეთლემის ვარსკვლავი. ეს ის ვარსკვლავია, რომელიც მოგვებს მიუთითებს გზას
ახალშობილი მესიისკენ. წმინდანთა ოჯახი იესოსთან ერთად არის განლაგებული ხის
კანოპის ქვეშ, რომლის უკან გამოსახულია მაღალი კლდე. ეს ის კლდეა რომელზედაც
იმყოფებოდა გამოქვაბული, სადაც დაიბადა ღვთის შვილი. გვერდზე დგას ფრთოსანი
ანგელოზი თეთრ მოსასხამში, მოოქროვილი კანტებით. ხელში მას უჭირავს ერთ-ერთი
მოგვის მიერ ბოძებული ძღვენი.

მოხუცმა მოგვმა მუხლი მოიდრეკა იესოს სამოსის კიდის საკოცნელად. ჩვილი


უჭირავს, ამაღლებაზე მჯდომარე, ქალწულ მარიამს. ამ ამაღლების კიბეზე დევს ოქროს
გვირგინი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ზეციურ სამეფოს.

დანარჩენი მოგვები ელოდებიან თავიანთ რიგს, მუხლმოდრეკილი მოხუცის


ზურგსუკან. ერთ მოგვს ხელში უჭირავს ძვირფასი ძღვენი, რომელიც აღნიშნავს იესოს
მიმართ თაყვანისცემას და აგრეთვე იესოს ღვთიური წარმომავლობის აღიარებას.

მოგვების უკან, საკმაოდ ბუნებრივ პოზაში, გამოსახულია მსახური, რომელსაც


უჭირავს ორი პირუტყვის სასრული, ამ ცხოველების სიმაღლიდან გამომდინარე
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესენი არიან აქლემები. აქლემებს წითელი უნაგირები
ასევთ, მათი პოზები ბუნებრივია და თავად მათი გამოსახულებაც საკმაოდ
რეალისტური, რაც იშვიათია იმდროინდელი რელიგიური ნამუშევრებისათვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ საფეხურეობრივი კლდეები,


რომლებზეც განლაგდა ყველა პერსონაჟი. ისინი რეალისტურები არიან, აქვთ
შუქრჩდილები და საჭირო მოცულობა. ფრესკა დაიწერა 1304-1306 წლებში, მიუხედავად
განვლილი 700 წლისა, საკმაოდ კარგადაა შენახული და ნათლად შეგვიძლია დავინახოთ
მხატვრის ოსტატობა და გამოყენებული ფერების მრვალფეროვნება.

You might also like