You are on page 1of 5

დავალება I - რენესანსისა და ბაროკოს ცვლადი დამოკიდებულება მიქელანჯელოს

შემოქმედებაში.

რენესანსისდან ბაროკოს ეპოქაში გადასვლა საკმაოდ რთული და კომპლექსური


პროცესია, რომელიც ასრულებს დომინანტი ეპოქის ჰეგემონიას და ევროპას
საზღვრებს სხვა მიმართულებიბითაც უხსნის.

ერთობ საინტერესოა, რომ ბაროკოს საწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი


ოსტატები, რომლებთაც რენესანსის ეპოქის განდიდებასა და აღზევებაში დიდი
წვლილი შეიტანეს. საუბარი პირველ ყოვლისა არის მიქელანჯელო ბუონაროტიზე,
რომელიც როგორც ფერმწერი და სკულპტორი ( სხვა რამეებს აღარ ჩამოვთვლი ) ქმნის
ისეთ დიდებულ ნამუშევრებს, რომლებიც შემდგომში ხდება მაღალი აღორძინების
ეპოქის ქვაკუთხედი - სიქსტის კაპელის ჭერის ფრესკა, დავითი , პიეტა და სხვანი.
თუმცა ყურადღების გამახვილება დღეს ამ ძეგლებზე უმჯობესი იქნება, რამეთუ
სწორედ ამ ძეგლებთან კომპარატიული ანალიზისას, ყველაზე მკაფიოდ ჩანს ის
მეტამორფოზა, მიქელანჯელოს ხელოვნებაში, რომელმაც რენესანსს ბაროკოს
ხელოვნებისკენ გაუძღვა.

ეს პროცესი, ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, რადგან საქმე ბუონაროტის ეხება,


თუმცა დაახლოებით 80 წლის მანძილზე ამ ორ ეპოქას შორის აღმოცენდა ერთგვარი
ხიდი, სახელად მანერიზმი, რომელიც უარყოფა რენესანსის ეპოქის იდეალურ
ფორმებს , ზეციურ სიმშვიდეს და საოცარ ჰარმონიას , საპირწონედ შემოჰქონდა ის
ქაოსი, ემოციური აშლილობა და ასიმეტრია, რაც ბაროკოს ახასიათებდა. 1520 წლიდან
დაახლოებით 1600 წლამდე მანერიზმი ფეხს იკიდებს იტალიაში, ხოლო მისი მთავარი
წარმომადგენლები სწორედ ბევრჯერ ნახსენები მიქელანჯელო და ტინტორენტო
არიან . გადავიდეთ სიქსტის კაპელაზე.

კაპელის ჭერი მიქელანჯელომ 1514-1518 წლებში მოხატა და ამაში უზარმაზარი


დრო და ენერგია ჩადო, შედეგიც ნანმდბილად კარგად ასახავდა ავტორის
მონდომებასა და ოსტატობას.ეს არის 9 სიუჟეტად დაყოფილი კომპოზიცია, რომელიც
ბიბლიის დაბადების წიგნზეა დაფუძნებული. აქ ვხვდებით იმ ანტიკურ იდეალებს,
რომელიც ასაზრდოებს აღორძინების კულტურას, იდეალურად გამოსახულ
ათლეტურ სხეულს, საოცარ სიმშვიდეს პერსონაჟთა სახეებზე, სწრაფვას ადამიანის
გაღმერთებისკენ , ვგულისხმობ ჰუმანიზმის იდეალებს, სადაც სამყაროს ცენტრი
ადამიანია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო საინტერესო ხდება
იმის ფონზე, როდესაც დავაკვირდებით იმავე ოთახში არსებულ საკურთხევლის
კედლის მოხატულობას, რომელზეც გამოსახულია უკანასკნელი სამსჯავროს სცენები,
ეს ორი კომპოზიცია საოცარ კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან, ალტარის კედელზე
გამოსახული დაახლოებით 300 ფიგურა თითქოს უწყვეტად მოძრაობს, ერთი
შეხედვით იქმნება ქაოსის შეგრძნება, პერსონაჟებმა შეინარჩუნეს ათლეტური
სხეული, თუმცა დაკარგეს პროპორცია, მათი ანატომია შედარებით
დისპროპორციულია, მნიშვნელოვანია სახეზე გამოსახული ემოციები, ესენია შიში ,
მძვინვარება, შური და ა.შ. ფერები კონტრასტულია, თუ ჭერზე ვხვდებით ღია
ტონალობების სიუხვეს და ჰარმონიულად შეზავებულ ფერთა გამას, აქ უფრო კუშტი
და მუქი ფერებია. სიმეტრიის ცნებაა თან ირღვევა, თან მაინც ინარჩუნებს თავის
ფუნქციას. ერთი შეხედვით ეს ნაწარმოები იერონიმუს ბოსხის შემოქმედებას უფრო
მოგვაგონებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპოზიციაც მიქელანჯელოს
შესრულებულია, რამეთუ რომში დაბრუნების შემდგომ პაპმა კლემენტ VII- მ მიიწვია
იგი , რათა საკურთხევლის კედელიც მოეხატა. ნაწარმოები 1541 წელს დასრულდა,
როცა მიქელანჯელო უკვე 67 წლის იყო. ასეთი მკვეთრი ცვლილება ავტორის
შემოქმედებაში ხშირად არ გვხვდება, თუმცა ეს გვანახებს კარგად იმას თუ როგორც
იცვლება მიდგომები, აღქმა და გააზრება სამყაროს მიმართ. პირველი ნაწილი შეიქმნა
მედიჩების ზეობის დროს, როდესაც ჰუმანიზმი ყვაოდა და ამის დაჯერების უფლება
ოსტატებსაც გააჩნდათ, იმ ახალგაზრდული სულისა და მონდომების წყალობით,
თუმცა მეორე შემთხვევაში უკვე გამოცდილება იჩენს თავს , რის მიხედვითაც მწარე
რეალობა გამოაშკარავდა, მედიჩები დროებიით დამთავრდა, მიქელანჯელოს მოუწია
რომიდან წასვლა, შესაბამისად ეს საკმაოდ არყევს იმ იდეალებს, რომლებიც ჰუმანიზს
და ადამიანის სამყაროს ცენტრობას ეხება.

რათა არ ჩამოყალიბდეს მსგავსი იდეა, სადაც ასეთი განსხვავებულობა გამოსახვის


ფორმებს შორის დამოკიდებულია სიუჟეტზე და არა იდეოლოგიის ცვლილებაზე,
რამეთუ უკანასკნელი სამჯვარო და დაბადება მართლაც ძალიან განსხვავდება
ერთმანეთისგან, საჭიროა მოვიშველიოთ რენესანსის ერთ-ერთი მამის ჯოტოს
ნაწარმოები სკავორნეს კაპელაში პადუადან, კავლავ და კვლავ უკანასკნელი
სამჯვარო. ( სწორედ ჯოტოს და ჩიმაბუეს ასლების კეთებით დაიწყო მიქელანჯელომ
თავისი სამხატვრო მოღვაწეობა, რაც ჩემი აზრით უფრო საინტერესოს ხდის ამ
პარალელს ). პადუაში არსებული ნიმუში თავისი პროპორციებით და განლაგებით ,
ზუსტად შეესაბამება რენესანსის ტენდენციებს, მიუხედავად მძაფრი სიუჟეტური
ვითარებისა, რაც უკანასკნელ სამსჯავროზე არსებულ მოქმედებას ეხება, ემოციურად
რთულია აღიქვა ეს სიმძაფრე, რადგან პერსონაჟთა სახეები კვლავ სიმშვიდეს ასხივებს
, სარკისებრი სიმეტრია და პერსონაჟთა გადანაწილება საკმაოდ საინტერესოა , რადგან
მიუხედავად ვერტიკალურად წაგრძელებული მარტხკუტხედისა , ჯოტო მაინც
ახერხებს აღორძინებისათვის დამახასიათებელი ჰარმონიული წყობის შექმნას,
ფერებიც კვლავ უბრუნდება ამ უკანასკნელზე ტენდენციებს, უფრო ნათელი ფონი და
მაღლა მიმავალი ხაზები, რაც იმედისა და კარგი განწყობის სიმბოლოა, შესაბამისად
მიუხედავად ერთი და იმავე თემისა, ჯოტოსა და მიქელანჯელოს ნიმუშები და
გააზრება უკანასკნელი სამსჯავროში რადიკალურად განსხვავდება. გადავიდეთ
მიქელანჯელოს სხვა მხარეზე, სადაც კარგად წარმოჩინდა ის სახეცვლილება, რაც
განიცადა მისმა მსოფლმხედველობამ დროთა განმავლობაში, სკულპტურაზე და მის
განვითარებაზე როგორც სკულპტორისა.

გასაკვირი არ იქნება თუ საუბარს დავითით დავიწყებთ, ეს არის იდეალურად


შესრულებული ფაქტობრივად ანტიკური სტილით ნაკარნახევი ნიმუში ,
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თითოეული კუნთი იდეალურად აქვს გამოსახული
, ხოლო მთლიანობაში წარმოქმნის სრულყოფილ პროპორციულ სხეულს, დავითაზე
ბევრი დაწერილა და თქმულა , ჩვენი თემისთვის ბევრად საინტერესოა განვიხილოთ
მიქელანჯელოს პიეტები. პიეტა, რომელიც ერთხელ ყველას უნახავს ან სმენია მაინც
რამე მასზე, იდეალურად დახვეწილი ფორმები , ქსოვილის დრაპირების აქამდე
არნახული ტექნიკა, არა მარტო სხეულისა, თუ დავაკვირდებით თუ როგორ ფორმაშია
გაძერწილი სხეულის ადგილები სადაც იესოს მარიამი ეხება, დავინახავთ, თუ როგორ
რეალისტურად იცვლება და იზნიქება ხორცის მასის ფორმა. იმ დროინდელი
"კრიტიკოსები" ხშირად ამბობდნენ. კიდეც, რომ ეს რეალობას ვერ უნდა
შეესაბამებოდეს, რადგან აქ გამოსახული მარიამი ზედმეტად ახალგაზრდაა, ხოლო
ბუონაროტი ამბობდა, რომ მისი ახალგაზრდობა მარადიულია, ისევე როგორც მისი
სიწმინდე და სიქალწულე, შესაბამისად მისი სხვაგვარად გამოსახვა არ სურდა, მისი ამ
ნიმუშის შემდგომ იხილო უკანასკნელი პიეტა, რომელზეც მიქელანჯელომ იმუშავა
და იფიქრო, რომ ორივე სკულპტურა ერთი და იგივე ადამიანის ნამოქმედარია,
საკმაოდ რთულია, ესაა ანტიკური ტრადიიციებისგან რადიკალურად დაშორებული
ძერწვის ტექნიკა, განლაგებააც შეცვლილია, იქ თუ მჯდომარე მარიამის მუხლებზე
ასვენია ქრისტე, აქ ფეხზე მდგომი ქალწული, ცდილობს ვერტიკალურ
მდგომარეობაში შეინარჩუნოს მაცხოვარი. ის დახვეწილობა, რეალისტური გამოსახვა
სახეებისა და ფორმების აქ აღარ გვხვდება , ფაქტობრივად ვერ გაარჩევ თუ რა ემოციის
მატარებელია მათი სახეები, სხეულები თითქოს შერწყმულია ერთმანეთთან და
ქრისტეს სხეულიდანაა გამოზრდილი ღვთისმშობელი, ანტიკური სხეულის
ფორმირებას არსად ჩანს, გამხდარი უღონო არაპროპორციული სხეული, ასეთი
გამხდარი სხეულისთვის აბატრაქტულად დიდი თავი, დაკვირვებისას აქ მანერიზმის
სიჭარბე იგრძნობა, შემდგომში ბაროკოსთვის დამახასიათებელ სტილს აყალიბებს.
მართალია სწორება მიქელანჯელოზეა, თუმცა ორი სიტყვით მინდა შევეხო ამ
პროცესში ტიციანის ჩართულობასაც, რომლის კარიერა ფაქტობრივად ეტაპებად
მიმდინარეობდა. ჰუმანიზმის იდეა ყველაზე მეტად თავდაპირველად სწორედ მის
ნაწარმოებებში ჭარბობდა გავიხსენოთ მიწიერი და ზეციური სიყვარული, თუ
როგორი ოსტატობითაა გამოსახული ფერები და ფიგურები ხოლო მისი იკონოგრაფია
საკმაოდ შეესაბამება ჰუმანიზმის, გავიხსენოთ ვენერას დაბადება როგორაა შეკრები
ყველა დიაგონალი ,რათა წარმოქმნას გარემო სივრცესთან იდეალურად და
ჰარმონიულად შერწყმული სიმეტრიის ცენტრი. ეს ყველაფერი ცხადია რენესანსის
ტიპს მიჰყვება, მაგრამ ვახსენოთ ის ავტოპორტრეტი, რომელიც მანდ შეასრულა
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ღრმად მოხუცებულმა, ესაა მუქ ტონალობებში
შესრულებული ნაწარმოები, რომელზეც გამოსახული პიროვნება ჩაფიქრებულია,
კუშტი სახე აქვს და გამოხატული ემოციით ნამდვილად ვერ ვიფიქრებთ, რომ იგი
საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს , პირიქით ესაა ადამიანს სახე, რომელიც
თავის არსებობაზე ბევრ კითხვას სვამს.( ჩემი აზრით, რა საკვირველია.) საბოლოოდ,
რენესანსიდან ბაროკოშიი "ტრანსლიაცია" ბევრად უფრო კომპლექსური თემაა,
თუმცა მივიჩნევ, რომ მთავარი საწყისები სწორედ,რომ ამ ნამუშევრებში გამოიკვეთა.

You might also like