You are on page 1of 5

ანტიკური ბერძნული ქანდაკება

ანტიკური კულტურა მეტად მნიშვნელოვანია, ამ პერიოდმა საკმაოდ დიდი გავლენა


იქონია მთელ მსოფლიოზე. მან თითქოს პირველმა ჩამოაყალიბა გარკვეული
ჰუმანისტური იდეალები. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიკური პერსონაჟები ყველაზე
ახლოს არიან თანამედროვე ადამიანთან. ანტიკური პერიოდის გამორჩეული
წარმომადგენელი საბერძნეთია. მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია ,
როგორც ლიტერატურული, ისე ხელოვნების თვალსაზრისით. მე კი მინდა კერძოდ
ქანდაკებებზე ვისაუბრო. ბერძნული ქანდაკება ერთ-ერთია იმ დიად კულტურულ
მემკვიდრეობას შორის, რომელიც ისტორიამ კაცობრიობას შემოუნახა .
ძვ.წ. VIII-V საუკუნეების ბერძენ მოქანდაკეთაგან მხოლოდ ორიოდეს ვინაობაა
ჩვენთვის ცნობილი. ესენია: ფიდიასი, მირონი და პოლიკლიტე, V-IVსაუკუნეების
მიჯნაზე კი ვიცნობთ ასევე პრაქსიტელეს. მათი შემოქმედება გარკვეულ ცნობებს
გვაწვდის იმდროინდელ ბერძნულ შეხედულებებზე, მაგალითად ქალისა და მამაკაცის
იდეალური სხეულების შესახებ. ყურადსაღებია, რომ სწორედ ამ პერიოდში ,
დაახლოებით VI-V საუკუნეებში, ბერძნული ქანდაკება ნელ-ნელა თავს აღწევს
ეგვიპტურ გავლენას და სტატიკურობიდან დინამიკაში გადადის. თუმცა ეს საკმაოდ
ხანგრძლივი პროცესი გახლდათ, რაც სულ სხვა საკითხია.
თუ განვიხილავთ ქალის როლს ბერძნულ ქანდაკებაში,
შემორჩენილ მასალებზე დაყრდნობით, მარტივია იმის
აღნიშვნა, რომ ის შედარებით მცირე დოზითაა და ნებისმიერი
მოქანდაკის შემოქმედებაში ჭარბობს ძირითადად მამაკაცის
ფიგურა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სიშიშვლე ხაზს
უსვამდა მამაკაცის სხეულის იდეალურობას, მის გმირულ
სულისკვეთებას, განსხვავებით ქალისგან. რომლისთვისაც ეს
ყოველივე მიუღებელი გახლდათ, სწორედ ამიტომ ადრეულ
ბერძნულ ქანდაკებაში უფრო ხშირად ვხვდებით ჩაცმულ
მანდილოსნებსა და შიშველ ჭაბუკებს.

„Peplos Kore”1(ძვ.წ. დაახლოებით 530წ.)_ 118 სანტიმეტრი სურათი 1


სიგრძის მარმარილოს ქანდაკებაა, ის თავდაპირველად
საკმაოდ ფერადი უნდა
ყოფილიყო, თუმცა დრომ ეს მრავალფეროვნება ვერ
შემოგვინახა, უშუალოდ ქანდაკებაც სამი ნაწილის
სახით აღმოაჩინეს. ხვრელი მის მარჯვენა ხელზე და
პოზიცია მარცხენა ხელისა მიგვითითებს, რომ
შესაძლებელია მას ხელში მშვილდისარი ან ფარი
სჭეროდა. (იხ. სურათი 1)
„Kore of Auxerre”(ძვ.წ. 650-625 წლები)_ 65 სანტიმეტრი
სიგრძის, კირქვისგან დამზადებული ქანდაკება ოსერის
ღვთაებას წარმოგვიჩენს. ის გამოირჩევა წვრილი
წელით, ხისტი, ხვეული თმით, ეს უკანასკნელი
კი ეგვიპტურ გავლენაზე მიგვითითებს. (იხ. სურათი 2)

სურათი 2

1
„Peplos”-აღნიშნავს ძველ ბერძნულ შალის მოსასხამს, „Kore”- ნიშნავს ახალგაზრდა ქალს,
გოგონას.
ანტიკური ბერძნული ქანდაკება
რაც შეეხება ზემოთნახსენებ მოქანდაკეებსა და მათ მიერ აღქმულ სხეულთა
იდეალებს, ისინი თითქოს ერთმანეთის მსგავსი, თუმცა მაინც გამორჩეულია.
დავიწყოთ მირონის შემოქმედების განხილვით. ალბათ, მას ყველა იცნობს, როგორც
„ბადროს მტყორცნელის“ ავტორს, ამიტომ დღეს ამ ყველასათვის ნაცნობ ქანდაკებას
არ შევეხები.
2
მარცხნივ წარმოდგენილი
ქანდაკების ორიგინალი დღეს არ
მოგვეპოვება, თუმცა რამდენადაც
ვიცით ის ბრინჯაოსგან უნდა
ყოფილიყო დამზადებული, დღეს
არსებული რომაული ასლები კი
მარმარილოსია. როგორც იმ
დროინდელი ბერძნული ქანდაკებების
უმეტესობა, ეს მათგანიც ერთ-ერთ
მითოლოგიურ ეპიზოდს ასახავს.
კერძოდ, ათენასა და მარსის
შეხვედრას. შეშინებული ათენა
უყურებს იმ ფლეიტას, რომელიც ხმის
გამოცემის თანავე გაუვარდა, მარსი კი,
რომელიც ამ საუცხოო ხმამ მეტად აღაფრთოვანა, მის აღებას აპირებს. ქანდაკება
მეტად დინამიკურია. შემოტრიალებული ფეხი კი ისევ და ისევ ეგვიპტური გავლენის
დაძლევაზე მიგვითითებს. ასევე ჩანს განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, როგორც
უკვე აღვნიშნე, მამაკაცის ფიგურა სიშიშვლით იწონებს თავს, ქალი კი შემოსილია .

ფიდიასი, რომელიც ძვ.წ. 490-430 წლებში მოღვაწეობდა, ათენას რამდენიმე ვერსიას


გვთავაზობს. აღსანიშნავია ორი მათგანი:
„Athena Parthenos”- გამოხატულია ქალწული
ღვთაების, ათენას ძლიერი სახე. მარჯვენა
ხელში მას გამარჯვების ქალღმერთი ნიკე
უჭირავს, მარცხენაში კი შუბი და ფარი, ხოლო
გველი, რომელიც ფარს მიუყვება ათენის ერთ-
ერთ მეფეს ერიქტონიუსს ასახავს. ათენას
სამოსზე არსებული „ძვირფასეულობა“ ათენის
დიდებულ წარსულზე მიგვითითებს. როგორც
ცნობილია, ფიდიასს 9 წელი დასჭირდა, რათა ეს
12 მ. სიგრძის ქანდაკება აეგო, ეს
კოლოსალური სიმაღლე კი იმდროინდელ
ხელოვნებაში დიდი სიახლე გახლდათ. რაც
შეეხება „Lemnian Athena”-ს, ორიგინალი ვერსია
არც მისი მოგვეპოვება. წესით, მას მარჯვენა
ხელში უნდა ეჭიროს “ჩაფხუტი“, რომელსაც
ლემნოსის მოქალაქეებს აწვდის, მარცხენა
ხელში კი შუბი, თმა შეკრული აქვს თხისა და
გველის ტყავისგან დამზადებული სქელი
ლენტით, აცვია ბერძნული მძიმე მოსასხამი. ამ “Athena Parthenos”(1) “Lemnian Athena” (2)
ქანდაკებით ფიდიასმა ახალი სახე შექმნა,

2
ძვ.წ. V საუკუნე, დაახლოებით 460 წელი.
ანტიკური ბერძნული ქანდაკება
რომელიც ინარჩუნებს სიმკაცრესა და თავშეკავებას.

ამ პერიოდის კიდევ ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელია პოლიკლიტე(ძვ. წ.


464-460 წწ.). მისი პერსონაჟები, მირონისგან განსხვავებით, უფრო მშვიდები და
მოძრაობაში შებოჭილები არიან. მის შემოქმედებაში ჰარმონიულადაა გამოხატული
ყმაწვილის იდეალი.
(1)

ძლიერი ტორსი, საკმაოდ ღრმა ღარით, მცირე ზომის გენიტალია, გვერდზე გაწეული
ტერფი, წინ წამოწეული მარჯვენა
ხელი/ფეხი_ყოველივე ეს
ახასიათებს პოლიკლიტეს ამ
ქანდაკებებს. მას სურდა შეექმნა
პროპორციული ფიგურა, სწორედ
ამიტომ მან ყველაფერი
მათემატიკური გაანგარიშებებით
ააგო. მიუხედავად ამისა, მისი
ნამუშევრები სულაც არ არის
მშრალი და სქემატური, იგრძნობა
სისადავე და ბუნებრივობა.
„დიადუმენი“ (1) ერთ-ერთი
პირველი ნაბიჯია სინაზისკენ, ის
ასევე მოწყენილობასაც
გამოხატავდა. „დორიფოროსი“(4)
კი შედარებით მიზანდასახული
ათლეტია.
სამწუხაროდ, პოლიკლიტეს
ქალღმერთი ჰერა, რომელიც
სპილოს ძვლისგან იყო
დამზადებული, არ შემოგვრჩა.

(4)
ანტიკური ბერძნული ქანდაკება
ნათელია, რომ ბერძნული ქანდაკების კულტურა ძვ.წ. VIII-V საუკუნეებში საკმაოდ
კარგად იყო განვითარებული. დასაწყისში ნახსენებ თემას თუ დავუბრუნდებით კი ,
ვგულისხმობ განსხვავებას ქალისა და მამაკაცის

სხეულებს შორის,
(სამივე მათგანი არის ძვ.წ. X საუკუნემდე დათარიღებული) არ შეიძლება არ
აღვნიშნოთ, რომ
იმავე პერიოდში და უფრო ადრეც კი ეგვიპტურ ქანდაკებებში (და არამარტო
ქანდაკებებში) გვხვდება გარკვეულწილად გაშიშვლებული ქალი . საინტერესოა ის
ფაქტი, რომ მიუხედავად დიდი გავლენისა, ამ კონკრეტულმა მახასიათებელმა
რამდენიმე ასწლეულის მანძლზე ვერ დაიმკვიდრა თავი ბერძნულ ქანდაკებაში .

თუმცა შიშველი ქალის სხეული უკვე გვხვდება ძვ.წ. III-II საუკუნეების ბერძნულ
ქანდაკებაში.

საბოლოო ჯამში, ბერძნული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე


მდიდარი რამაა მთელ ანტიკურ ისტორიაში, რომელიც არაერთ
ღირსშესანიშნავ ხელოვნების ნიმუშს მოიცავს. ძვ.წ. VIII-V
საუკუნეები კი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ბერძნული
ქანდაკების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი,თავისი
იდეალური სხეულის პარამეტრებითა და თავისებურებებით და
რაც მთავარია, ეგვიპტური გავლენის დაძლევისკენ
წინგადადგმული ნაბიჯით .

„Venus de Milo” (ძვ.წ. 130-100 წწ.)


ანტიკური ბერძნული ქანდაკება

გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.wikiwand.com/ka/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94
http://www.hellenicaworld.com/Greece/Art/Ancient/en/AthenaLemnia.html
http://www.hellenicaworld.com/Greece/Art/Ancient/en/AthenaParthenos.html
https://greekerthanthegreeks.com/2017/09/25-of-most-famous-ancient-greek-statues.html
https://en.wikipedia.org/wiki/Venus_de_Milo

You might also like