You are on page 1of 12

1

ლალი ეზუგბაია, ერეკლე ასტახიშვილი

ქართული ენის საარსებო სივრცე და ქართველთა ისტორიულ-


პოლიტიკურ-კულტურული განვითარების გზა

(ამონარიდი ნაშრომიდან)

თავი მეოთხე

დაცემის ეპოქა

9.3. მე–14 საუკუნის დასაწყისში მონღოლთა ილხანური ირანის დასუსტებითა და


გიორგი მეხუთის გამჭრიახი პოლიტიკის წყალობით საქართველომ არა თუ თავი
დააღწია მონღოლების პრაქტიკულად საუკუნოვან ბატონობას, არამედ კვლავ
გაერთიანდა, კვლავ შემოიმტკიცა სამცხე, აღადგინა თავისი გავლენა ტრაპიზონის
იმპერიაზე და კვლავ იქცა, თუმცა სულ მოკლე ხნით, რეგიონის უძლიერეს
სახელმწიფოდ. გიორგი მეხუთის, რომელსაც ხალხმა „ბრწყინვალე“ უწოდა,
დამსახურება არა მარტო ქვეყნის გაერთიანებაში გამოიხატა. მან თავი გამოიჩინა
როგორც მშვენიერმა კანონმდებელმა. მისი „ძეგლისდება“ და „ხელმწიფის კარის
გარიგება“ დღემდე ითვლება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმატიული
დოკუმენტების შედევრად. „ივერიის გაბრწყინების“ დამადასტურებელია ის
გარემოებაც, რომ იერუსალიმის ქართველთა მონასტერი, რომელიც მეჩეთად იყო
ქცეული, ეგვიპტის სულთნმა საქართველოს დაუბრუნა, ხოლო რომის პაპმა თბილისი
ვატიკანის საეპისკოპოსო ქალაქად გამოაცხადა.

ეს ბედნიერება, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა. თემურ ლენგის


მრავალრიცხოვანმა შემოსევებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი დროებით
„გაბრწყინებულ“ საქართველოს. არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და
ცენტრიდანულმა ძალებმა, – ცალკეული თავადებისა და მთავრების ლიდერობისაკენ
სწრაფვამ დაშალა საქართველო ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად. ამგვარ
სიტუაციაში შეხვდნენ ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები და გურიის,
სამეგრელო–აფხაზეთისა და სამცხის მთავრები 1453 წელს თურქ–ოსმალების მიერ
კონსტანტინოპოლის აღებას, რასაც ბიზანტიის იმპერიის პირისაგან მიწისა აღგვა
მოჰყვა, ხოლო საქართველო ხუთი საუკუნით მოწყვიტა ევროპულ ცივილიზაციას.

9.4. 1555 წლის ირან–ოსმალეთს შორის ამასიაში დადებული ზავის შედეგად ორმა
დამპყრობელმა გაიყო საქართველო. დასავლეთი თურქეთს შეხვდა, აღმოსავლეთი–
ირანს. ამ პერიოდიდან მოყოლებული დაქუცმაცებული ქართული სამეფო–
2

სამთავროები ერთმანეთსაც ჭამენ, დამპყრობლებს ებრძვიან კიდეც და ურიგდებიან


კიდეც და ევროპას მოწყვეტილები ხსნას ჩრდილოეთში, ერთმორწმუნე რუსეთის
მფარველობაში ხედავენ.

ამავე პერიოდიდან დასავლეთ საქართველოში ფეხს იკიდებს და რუსეთის მიერ ამ


რეგიონის დაპყრობამდე გრძელდება, საკუთარი ხალხის მონად გაყიდვა ოსმალეთში.
ე.წ. „ტყვეთა სყიდვა“–მ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. კათოლიკე
მისიონერების ცნობების თნახმად, სამეგრელოს მოსახლეობა ნახევრამდე
შემცირებულა, ოჯახი ხშირად შვილს მეწვრილმანესთან ნივთებში ცვლის, ხოლო
სამეგრელოს ელჩი ოსმალეთში თავის თანამშრომლებს ბაზარში ყიდის...?! მგონი
კომენტარი ზედმეტია.

ბუნებრივია, ორივე დამპყრობელი ცდილობდა ისლამის გავრცელებას. ქართველები


ამაშიც კრეატიულები აღმოჩნდნენ. კათოლიკე მისიონერების ცნობების მიხედვით,
უმრავლესობა მხოლოდ ხელფასისა და თანამდებობისათვის აღიარებს ისლამს
ფორმალურად.

ბრძოლა ირანელებისა და თურქების წინააღმდეგ პერმანენტულ ხასიათს იღებს და


საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობა–შეერთებამდე გრძელდება. ამავე დროს
საინტერესოა ის გარემოება, რომ დამპყრობლები ძირითადად არ ერეოდნენ
ცალკეული სამეფო–სათავადო–სამთავროს შიდა მმართველობაში. მოსახლეობის
ძირითდი ნაწილი ქრისტიანობას ინარჩუნებდა, ისლამს მეტწილად მმართველი
არისტოკრატია იღებდა, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად. სამცხეში, სადაც
თურქები გაცილებით ნაკლებად ტოლერანტები იყვნენ ქრისტიანობასთან
მიმართებაში, მოსახლეობა კათოლიკე ქრისტიანობაზე გადადიოდა, ნაკლები
ბოროტების პრინციპიდან გამომდინარე.

ეს ეპოქა აღსავსეა ტრაგიზმით, ქართველი ხალხის გამათავისუფლებელი ბრძოლის


ეპიზოდებით, აჯანყებებითა და მათი ჩახშობებით, მასიური დეპორტაციით (მარტო
300000 გადასახლებული ფერეიდანის პროვინციაში რად ღირს), გმირებითა და
მოღალატეებით. ეს არის ცხრა ძმა ხერხეულიძეების ეპოქა. ამ დროს იღწვოდნენ,
იბრძოდნენ, სამშობლოს თავს სწირავდნენ ქეთევან წამებული, შალვა, ელიზბარ
ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი, თევდორე მღვდელი, თეიმურაზ და ლუარსაბ
მეფეები და სხვა მრავალი წარჩინებული თუ ჩვეულებრივი მოკვდავი.

დღესაც კი ბევრ ქართველს სახელის _ შაჰ–აბასის ხსენებისას ტანში ჟრუანტელი


უვლის. ეს არის უარყოფითი რეფლექსი ადამიანის მიმართ, რომელიც ქართველის
3

დაუძინებელი მტრის სინონიმად წარმოგვიდგება. ამავე დროს აბას პირველი


ევროპის ისტორიაში მოიაზრება როგორც ირანის ერთ–ერთი უბრწყინვალესი მეფე,
რეფორმატორი, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროპას გააცნო. შესაძლოა უცნაურადაც
გვეჩვენებოდეს ამგვარი ორსახოვნება, თუმცა, თუ ისტორიულ სურათს აღვადგენთ,
ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება.

9.5. რა ხდება ამ დროს ქართულ ენობრივ-რელიგიურ სივრცეში?

ყურადღებას შევაჩერებთ რამდენიმე ფაქტზე, რომლებმაც ძირეულად


შეცვალეს ქართველობის მახასიათებლები, ერთი მხრივ, რელიგიური ნიშნით,
მეორე მხრივ ენობრივ-კულტურული ნიშნით. დაიწყო ისტორიულად
ჩამოყალიბებული იდენტობის პარადიგმის: „ქართულენოვანი, ე.ი.
მართლმადიდებელი, ე.ი. ქართველი“ რღვევა.

1. მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბასმა კახეთიდან და ქართლიდან


აყარა 300 000 ქართველი და გადაასახლა ირანის სხვადასხვა პროვინციაში,
ძირითადად ისპაჰანის რეგიონში. ყველაზე კომპაქტური დასახლება შეიქმნა
ფერეიდანში, სადაც დასახლებულმა ქართველებმა სოფლებს ქართულად
დაარქვეს: მარტყოფი, ვაშლოვანი... ასე გაჩნდნენ „ფერეიდნელი ქართველები“,
რომელთა შთამომავლები გამაჰმადიანდნენ, მაგრამ შეინარჩუნეს ქართული
ენა, ამავე დროს ხსოვნა საქართველოზე, გურჯისტანზე, როგორც ისტორიულ
სამშობლოზე... დღეს ჯერ კიდევ ისმის ფერეიდნის 11 სოფელში ქართული ენა,
თუმცა მისი გაქრობის საშიშროება დიდია, რადგან ახალგაზრდები ტოვებენ
სოფლებს და დიდ ქალაქებში გადადიან, შესაბამისად, დავიწყებას ეძლევა
„დედის ენა“.
აღსანიშნავია, რომ ქართველები ირანში მარტო დატყვევების გზით არ
მოხვედრილან: XVI ს–დან საქართველოში მიმდინარე შინაფეოდალური
ბრძოლის გამოც ბევრი ქართველი აღმოჩნდა ირანში გადახვეწილი, კერძოდ,
შინაფეოდალურ ბრძოლაში დამარცხებული თავადი თავს აფარებდა ირანს.
თავადებს თან მიჰყვებოდნენ მისი „მოკიდებულები“ – აზნაურები, გლეხები...
რომელთა ნაწილიც გამუსლიმების პირობით დაწინაურდა სამხედრო,
პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ სარბიელზე და ზოგიერთი მათგანი
გავლენასაც კი ახდენდა ირანის ბედ–იღბალზე.
4

2. ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ საქართველო - რელიგიურ-


ენობრივ-კულტურულ იდენტობათა რღვევის „ლაბორატორიად“ იქცა. ჩნდებიან
მაჰმადიანი ქართველები, კერძოდ, ოსმალეთის მიერ დაპყრობილ სამცხე-სათაბაგოში
მე-16 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება რელიგიური ზეწოლა. ჯაყელთა გვარის
პირველი წარმომადგენელი ბექა, იგივე საფარ-ფაშა მიიღებს მაჰმადიანობას, თუმცა
ოჯახი კვლავ მართლმადიდებლად რჩებოდა. ნახევარი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ
დიდებულთა ოჯახის წევრებსაც შეეცვალათ სარწმუნოება. მე-17 საუკუნისათვის
მაღალი ფენა უკვე გამაჰმადიანებული იყო, გლეხობაში ეს პროცესი უფრო ნელა
მიმდინარეობდა და საბოლოოდ მე-19 საუკუნეში დასრულდა. მაგრამ ფერეიდნელ
ქართველთაგან განსხვავებით, ქართული ენის ხვედრი მძიმე აღმოჩნდა: მე-18
საუკუნის ბოლოსათვის სამცხე-ჯავახეთის დიდებულებს ჯერ კიდევ ახსოვდათ
ქართული ენა, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვასაც კი ისმენდნენ. მე-19 საუკუნის
დასაწყისისთვის ქართულ-თურქული ორენოვნება ასეთი იყო: ფეოდალები
მაჰმადიანები იყვნენ, ლაპარაკობდნენ ქართულად, ფლობდნენ თურქულს, გლეხობა
ზოგი მაჰმადიანი იყო, ზოგი _ ქრისტიანი, ლაპარაკობდნენ ძირითადად ქართულად.
გამაჰმადიანების პროცესი სხვა რეგიონებშიც - შავშეთი, ტაო-კლარჯეთი - სწრაფად
მიმდინარეობდა, თუმცა ქართული ენა რჩებოდა ერთადერთ საკომუნიკაციო ენად
ქართულ ოჯახებში, რაც ემყარებოდა დაუწერელ კანონს: ქართველი უნდა
დაქორწინებულიყო ქართველზე. მაგრამ მე-17 საუკუნიდან ოსმალეთის პოლიტიკის
შედეგად ამ რეგიონებში იწყება ქურთებისა და თურქების მასობრივი ჩასახლება და
შერეული ქორწინებების წაქეზება გადასახადებისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ.
ბუნებრივია, ასეთ ოჯახებში ქართული კარგავდა ფუნქციას და სწრაფად
მიმდინარეობდა ქართველთა ასიმილაციის პროცესი. მიუხედავად ამისა, სამხრეთ
საქართველოში მცხოვრები თავის ისტორიულ ვინაობას არ ივიწყებდა: „papaCemi
qristiani iyo da qristianad gardaicvala. mamaCemi da me mahmadis naTliT
gavnaTldiT, oRond ena Cveni winaprebis SegvrCa. marTalia, codva da
danaSaulia giauris enaze laparaki, magram es ena TviT RmerTis mier gvaqvs
boZebuli da ra vqnaT” (გერმანელი მოგზაურის კარლ კოხი ჩანაწერიდან კლარჯელ
ბეგთან მე-19 ს.).

მუსლიმი ქართველების, გურჯების განწყობას კაგრად გამოხატავს ლექსი


„გურჯული ვაიაზი (ლოცვა)“:

icode, gurjuli rom qarTulia,

qarTuli ena metad tkbilia.


5

im dunis ena Cveneburia,

RmerTo batono, Sen Segvibrale.

netai Sen, rom gaq qarTuli,

sxuaze raT geqceva Tuali da guli...…

RmerT Seexvewe lamaz qarTuliT,

RmerTis emaneTi (,,saCuqari”) tkbili gurjuliT,

RmerTs esmis Cveni gulSi furCulic,

RmerTo batono, Sen Segvibrale.

Senidam veliT yvela kargobas,

Sen xar mileTis dampurebeli,

qarTuli enis dambrunebeli.”

ქართველი მუსლიმების მიერ ქართულის დავიწყებას ხელს უწყობდა რუსეთის


პოლიტიკაც მე-19 საუკუნეში: მათ თათრებად გამოაცხადეს გამაჰმადიანებული
ქართველები, უფრო მეტიც, 1877-1878 რუსეთ-თრქეთის ომის შემდეგ მოსთხოვეს
ოსმალეთში გადასახლება. ეს მოვლენა ცნობილია „მუჰაჯირობის“ სახელით. მეორე
მხრივ, ქართულ ენაზე მთავარი და გადამწყვეტი დარტყმა იყო მე-19 საუკუნის
ბოლოს თურქეთიდან ხოჯა-მოლების, როგორც პოლიტიკური ემისრების მრავლად
შემოყვანა, თურქულენოვანი სკოლების გახსნა, რუსეთის მხრიდან ქართული ენის
სრული იგნორირება და დევნა. შესაბამისად. მესხეთ-ჯავახეთში მე-20 საუკუნის
დასაწყისისათვის ენობრივი სიტუაცია უკვე ძირეულად შეიცვალა, თურქული
მაჰმადიანი მოსახლეობის ძირითად ენად იქცა. ქართველ მაჰმადიანთა ნაწილი
თუმცა ფლობდა ქართულს, მაგრამ თითქმის აღარ იყენებდა მას შინაურობაშიც კი
/მარინე ბერიძე, ენათმეცნიერი/.

3. სამხრეთ საქართველოში მე-17 საუკუნიდან ჩნდებიან კათოლიკე ქართველებიც,


თუმცა აქაც არაა ერთგვაროვნება. სამცხე-ჯავახეთის ქართველებმა კათოლიკობა
მიიღეს ქრისტიანობისა და ქართველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ნაწილი მოექცა
სომხური კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ. ამას ხელს უწყობდა ოსმალეთიც,
რომელსაც სომხების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა მე-19 საუკუნის
დასასრულამდე. ქართველ კათოლიკეებს სომხურ ეკლესიებში ეძლეოდათ წირვა-
ლოცვის უფლება, ცალკე სამლოცველოების აშენებას უშლიდნენ. შედეგები მძიმე
6

აღმოჩნდა: ერთი მხრივ, შავშეთში, იმერხევსა და ტაოში დროთა განმავლობაში


ქართველი კათოლიკეები ქართულად მოლაპარაკე სომხებად აღიქმებოდა ოსმალოთა
მიერ; მეორე მხრივ, სომხური ეკლესიის გავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი
კათოლიკეები ივიწყებდნენ ენას, იცვლიდნენ გვარს და ეროვნებასაც კარგავდნენ.
საბოლოოდ კი ეს პროცესი დააჩქარა რუსეთის იმპერიამ: 1886 წელს რუსეთის
მთავრობამ სომხური ეკლესიის წიაღში აკრძალა ქართულად წირვა, მრევლი
-კათოლიკე ქართველები ოფიციალურად გამოაცხადა ქართულ ენაზე მოლაპარაკე
სომხებად, ღმრთისმსახურების ენად დაკანონდა სომხური, ხოლო სკოლებში
სწავლება შემოიღეს რუსულ ენაზე /მარინე ბერიძე/.

პარალელურად ახალციხეში რჩებოდნენ ე. წ. ლათინური რიტით (წესით) მლოცველი


კათოლიკე ქართველები, თუმცა მათი უმრავლესობა ტოვებდა სამცხე-ჯავახეთს და
მეზობელ რეგიონში - ქართლი, გურია, იმერეთი - აფარებდა თავს.

4. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კათოლიციზმის ფართოდ გავრცელება


საქართველოში იწყება მე-16 საუკუნიდან, თუმცა პირველი მისიონერები ჯერ კიდევ
მე-13 საუკუნეში გამოჩნდნენ, ხოლო გიორგი ბრწყინვალის მეფობისას თბილისის
კათოლიკური საეპისკოპოსოც დაარსდა. ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ
ქართველი მეფეებისა თუ მთავრების დამოკიდებულება რომის პაპის მისიის მიმართ
შემწყნარებლური იყო, რაც ორმხრივი ინტერესის მაჩვენებელია: ერთი მხრივ,
ქართველი მეფეების მიერ მხარდაჭერილი იყო პოლიტიკური მოსაზრებით. მათ
კარგად ესმოდათ, რომ რომის პაპის უკან იდგნენ გავლენიანი ევროპული
სახელმწიფოების მესვეურნი, რომელთა პოლიტიკურ და სამხედრო მფარველობას
მიელტვოდა საქართველო. ერთგვარი გარიგებაც ჩანს მისიონერებსა და ქართველ
მეფეებს შორის: მისიონერებს რომის პაპთან დადებითად უნდა დაეხასიათებინათ
საქართველო, ქართველი ხალხი და მეფეები; თავის მხრივ, ქართველი მეფეები რომის
პაპის სახელზე გაგზავნილ წერილებში აქებდნენ მისიონერებს და მათ სამსახურს.
მეორე მხრივ, ქართველი მეფე-მთავრები მისიონერების საქმიანობას არ
ზღუდავდნენ, განსაკუთრებით ეკონომიკურ-კულტურულ სფეროში, თუმცა
მართლმადიდებელთა კათოლიკობაზე მოქცევას უკრძალავდნენ. აღსანიშნავია, რომ
მართლმადიდებელთა კათოლიკობაზე მოქცევის ფაქტების გასაჯაროებას რომის
პაპიც კრძალავდა. საყურადღებოა ქართველთა ინტერესი სხვა თვალსაზრისითაც:
მისიონერების უმრავლესობა განსწავლული იყო მედიცინაში და ექიმის
მოვალეობასაც ასრულებდნენ მეფის კარზე თუ ხალხში.

ასე რომ, იტალიელი მისიონერები ამყარებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს


მთავრებთან თუ მეფეებთან, აარსებდნენ სკოლებს, სადაც ასწავლიდნენ ლათინურ,
7

იტალიურ და ქართულ ენებს, ეწეოდნენ ქველმოქმედებას, საზოგადოებრივ-


კულტურულ საქმიანობას. 1629 წელს ქართველი მწიგნობრის ნიკიფორე ირბახის
(ჩოლოყაშვილის) დახმარებით მისიონერებმა რომში ქართული სტამბა მოაწყვეს და
დაბეჭდეს პირველი ქართულ-იტალიური ანბანი და ლექსიკონი. ის შეიცავს 3084
სიტყვას. ტექსტი დაყოფილია სამ სვეტად: I. ქართული სიტყვანი, II. ლათინური
ტრანსლიტერაცია, III. იტალიური შესატყვისი. ეს ლექსიკონი არის პირველი
ქართული ნაბეჭდი წიგნიც, თავისთავად პირველი ქართული ლექსიკონიც.
კათოლიკე მისიონერების ლექსიკოგრაფიული საქმიანობა ფართოდ გაიშალა მე- 17
საუკუნეში, განსაკუთრებით აღსანიშნავია გორში მოღვაწე ბერნარდო ნეაპოლელის
„იტალიურ-ქართული“ და „ქართულ-იტალიური“ ლექსიკონები, რომლებიც
განკუთვნილი იყო საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებისათვის
სახელმძღვანელოდ. ამ ლექსიკონებში გრამატიკის საკითხებიცაა შეტანილი.
რეალურად ეს იყო პირველი თარგმნითი ლექსიკონები ქართულ სინამდვილეში.
გორშივე შეიქმნა უცნობი ავტორის იტალიურ-ქართული ლექსიკონი ვრცელი
გრამატიკული ნაწილით.

1643 წელს რომში დაიბეჭდა ქართული ენის პირველი გრამატიკა ლათინურ ენაზე,
რომლის ავტორი იყო გურიაში მოღვაწე მისიონერი ფრანჩესკო მაჯო, რომელსაც
წიგნში ხშირად მოჰყავს მაგალითები გურული კილოს მიხედვით. საინტერესოა, რომ
მაჯო რომის პაპის ურვან მერვეს მიერ გამოგზავნილი ელჩი იყო, რომელსაც
ევალებოდა ქართული ენის მოქცევა სასწავლო სისტემაში. ამ მხრივ საინტერესოა
ნაშრომის სრული სათაური: „ნაშრომი აღმოსავლურ ენათა შესახებ, რომელიც
საქართველოს მხარეში იხმარება. წიგნი პირველი, რომელიც შეიცავს ქართული ანუ
იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკულ წესებს...“ საყურადღებოა ტერმინ
იბერიულის გამოყენება ქართულის სინონიმად. ზოგადად ამ წიგნის ისტორიული
მნიშვნელობა ისაა, რომ პირველი ქართული გრამატიკაა, რომლითაც ევროპელები
ეცნობოდნენ ქართულ ენას. მეორე მხრივ, მაჯოს გრამატიკა საყურადღებო
ენათმეცნიერული ნაშრომიცაა, რადგან მისი დებულებები ჭოლავს მე-17-18
საუკუნეების ენათმეცნიერულ აზრს საქართველოში /თედო უთურგაიძე,
ენათმეცნიერი/.

5. ამ ნაშრომებმა ხელი შეუწყო ქართული სამეცნიერო აზრისა და მხატვრული


ლიტერატურის განვითარებას, სათავე დაუდო ქართულ ლექსიკოგრაფიას და
ევროპულ განათლებას... თავის მხრივ, კათოლიკე მისიონერებმა ევროპაში გააღვივეს
ინტერესი ქართველთა მიმართ, დაიწყო პროცესი ევროპის მიერ საქართველოს
,,აღმოჩენისა” და პირიქით, ქართველთა მიერ ევროპული ორიენტირების
8

მოსინჯვისა. ამ მხრივ ნიშანდობლივია ქეთევან დედოფლის წამების შემსწრე


მისიონერების წერილები რომსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში, მაჰმადიანური
სამყაროსაგან ქართველთა დაცვის თხოვნით.

თავი მეხუთე

აღორძინების ეპოქა

10. 1. ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა ორბელიანი საუკეთესოდ განასახიერებენ


ეპოქის სულისკვეთებას. ვახტანგ მეფე ცდილობდა დიპლომატიური
ურთიერთობის დამყარებას ვატიკანთან და რომთან, ამავე დროს დააარსა სტამბა,
სადაც დაიბეჭდა სახარება და ,,ვეფხისტყაოსანი” (1712წ.); მეფე ერთ-ერთი
ნაბეჭდი წიგნის წინასიტყვაობაში წუხს, რომ „არღარა დაშთომილიყო ქართულსა
ენასა ზედა სწავლა ესე ფილოსოფთა და სხუათა ენისა კაცნი ქართველთა
ეკიცხოდენ“ ანუ: ქართული წიგნების არარსებობის გამო ქართველები
უგულებელყოფილნი არიან სხვა ერთაგანო. მეორე მხრივ, სულხან-საბამ
დიპლომატიური მისიით იმოგზაურა ევროპაში და მზად იყო კათოლიკობაც კი
მიეღო ქვეყნის გადასარჩენად. მას ეკუთვნის კათოლიკური შინაარსის ტექსტი
„სამოთხის კარი“, ხოლო თხზულების „მოგზაურობა ევროპაში“ ბოლო გვერდზე
აღიარებს, რომ მცხეთაში, ეკლესიის კრებაზე მისგან კათოლიკობის დაგმობა
მოითხოვეს. საინტერესოა ამავე წიგნში ქართველთა ეთნიკურ-ენობრივი აღწერა,
კერძოდ, თურქეთის ბაზარზე გადაეყრება თვისტომებს: „ქართველნიც ვნახე:
ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რო თათრისთვის წაერთმიათ.
ენა ისევ კარგი იცოდნენ. აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა, ქართული“.
სულხან-საბასთვის აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორც იმერელი, მაგრამ
უკვირს მისგან ქართულის ცოდნა, რაც მიანიშნებს ქართული ენის საარსებო
სივრცის დანაწევრებაზე. სულხან-საბასაც კი შეპარვია ეჭვი: რამდენად
ინარჩუნებდა ქართული სამწიგნობრო ენა ქართველთა გამაერთიანებლის
სტატუსს!

ამავე დროს ნუ გვავიწყდება, რომ ამ მოგზაურობას წინ უძღოდა 20 წლიანი


შრომა ,,ქართულ ლექსიკონზე”, რომელსაც ,,სიტყვის კონა” უწოდა _ ქართული
ენის მთელი დიდებულება წარმოსდგა, ამიერიდან ლექსიკონში დაუნჯებული...

სულხან-საბა ორბელიანის მიერ „ქართული ლექსიკონის“ (1685-1715) შექმნა


ისეთივე ისტორიული მოვლენა იყო, როგორც ქართული დამწერლობის შექმნა,
ბიბლიისა და სახარების ქართულად თარგმნა. ამ დროისათვის საფრანგეთში
9

ფრანგული ენის ლექსიკონისა და გრამატიკის შესაქმნელად დაარსდა


მეცნიერებათა აკადემია, ხოლო საქართველოში მხოლოდ ერთმა კაცმა იტვირთა
ეს საქმე, რითაც ქართული ენა ისევ მოექცა კულტურულ ენათა ორბიტაში.
სულხან-საბამ დამოუკიდებლად შეიმუშავა ლექსიკონის შედგენის პრინციპები,
მაგრამ ამავე დროს ჩანს, რომ იგი კარგად იცნობდა სხვა ენებზე არსებულ
შესაბამის ნაშრომებსაც და ზოგ შემთხვევაში კიდეც ითვალისწინებდა. ამ მხრივ
იგრძნობა იტალიელ მისიონერთა მიერ შედგენილი ქართული ლექსიკონების
გავლენა. ჩანს გრამატიკული გავლენაც, როცა ქართული სიტყვები სქესის
კატეგორიის მიხედვით აქვს დაყოფილი, მსგავსად ევროპული ენებისა: მეფე/მეფა,
ჭაბუკი/ჭაბუკა, დედოფალი/დედოფალა... ამავე დროს, აშკარაა, რომ საბა კარგად
იცნობდა მე-10-12 საუკუნეებში მოღვაწე ქართველ ფილოლოგ-მთარგმნელთა
საქმიანობას. ლექსიკონი მოიცავს 20000 სიტყვას, უმეტესობას ახლავს უცხოური
(თურქული, სომხური, იტალიური) შესატყვისი თარგმანი. საბას ლექსიკონი
ნათლად წარმოაჩენს ქართული ენის სიტყვათქმნადობის ამოუწურავ
შესაძლებლობებსა და მის ლექსიკურ მრავალფეროვნებას. სპეციალისტების
შეფასებით, „სიტყვის კონა“ სცილდება განმარტებითი ლექსიკონის ფარგლებს და
ერთსა და იმავე დროს არის ენციკლოპედიურიც, თარგმნითიც და დიალექტურიც
/ჟუჟუნა ფეიქრიშვილი, ენათმეცნიერი/.

სულხან-საბა ორბელიანი ფიქრობდა ქართულ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო


სისტემაზეც, მის რეფორმაზე და დაწერა იგავ-არაკთა კრებული ,,სიბრძნე
სიცრუისა”... მოგვიანებით დავით გურამიშვილიც შეეხება დიდაქტიკურ
საკითხებს... ევროპული ,,განმანათლებლობა” ქართულ სივრცეშიც შემოაღწევს.

მე-18 საუკუნეში ევროპული იდეები უკვე სხვა მხრიდანაც შემოდის - ესაა


რუსეთის იმპერია, ჩრდილოეთის ერთმორწმუნე იმპერია, რომელთანაც
პოლიტიკური კავშირები მე-17 საუკუნიდან ინტენსიურ ხასიათს იღებს.
პარალელურად კულტურულ-საგანმანათლებლო გავლენაც იზრდება. კლასიკური
მაგალითია ანტონ I კათალიკოსი (1720-1788), რომელმაც უმაღლესი საერო და
სასულიერო განათლება მოსკოვში მიიღო. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ
სათავეში ჩაუდგა არა მხოლოდ ქართულ ეკლესიას, არამედ ქართული
საზოგადოების მეცნიერულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებასაც.
აღსანიშნავია, რომ ანტონი ახალგაზრდობაში კათოლიკე მისიონერებთან
აქტიურად თანამშრომლობდა და მოინათლა კიდეც. გადმოცემის თანახმად,
კათოლიკობა აღიარა, მაგრამ ეკლესიამ ის და მისი თანამზრახველები
10

დააპატიმრა, მოგვიანებით კი ანტონი რუსეთში გააძევა მოსანანიებლად.


მართლაც ეს „ცოდვა“ მალევე გამოასწორა რუსეთის ეკლესიისადმი მორჩილების
აღიარებით...

ანტონ I-მა ერეკლე მეფის თანადგომით შექმნა სახელმწიფო ტიპის სკოლები,


სემინარიები, კალიგრაფიული სკოლები, ბიბლიოთეკები, თეატრალური დასი,
აღადგინა ვახტანგ მეექვსისეული სტამბა და 1782 წლიდან განაახლა წიგნების
ბეჭდვა. ანტონ პირველმა გენიოსური ნიჭის, გასაოცარი შრომისმოყვარეობისა და
უცხო ენების (ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, გერმანული,
სომხური, რუსული) საფუძვლიანი ცოდნის წყალობით შექმნა მდიდარი
მეცნიერული მემკვიდრეობა: „მზამეტყველება“, „სპეკალი“, „ღვთისმეტყველება“,
„ვოლფის ფიზიკა“, „მოკლე ისტორია საქართველოსი“, „ქართული ღრამმატიკა“ -
აი, ჩამონათვალი იმ ფუნდამენტური ნაშრომებისა, რომლებიც ეხება
ფილოსოფიის, მათ შორის, ანტიკური ფილოსოფიის, თეოლოგიის, ქრისტიანული
სქოლასტიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, ქართული ენისა და საქართველოს
ისტორიის კარდინალურ საკითხებს. პარალელურად ის ქმნიდა ქართულ
სახელმძღვანელოებს სემინარიისთვის და ხელახლა ქმნიდა ქართულ სამეცნიერო
ენას. ამ პროცესში ის აქტიურად მიმართავდა წინაპართა გამოცდილებას,
განსაკუთრებით დიდად აფასებდა და მისაბაძად მიიჩნევდა გელათის აკადემიის,
იოანე პეტრიწის საქმიანობას.

ანტონის „ქართული გრამატიკა“ არის პირველი ქართულად დაწერილი


მეცნიერული გრამატიკა, რომლის საფუძველზე წარიმართა შემდგომში ქართული
ენის მეცნიერული შესწავლა. ამავე დროს ანტონის მიერ განხორციელებული
რეფორმა, ე. წ. „სამი სტილის თეორიის“ მიხედვით, არის პირველი მცდელობა,
ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდეზე ზრუნვის მეცნიერული და
სახელმწიფოებრივი მიდგომის გატარებისა პრაქტიკაში.

10. 2. როგორ გამოიყურება ქართული ენის საარსებო სივრცე მე-18 საუკუნეში?_

ამ სივრცის პირველი აღწერა ეკუთვნის მე-18 საუკუნის მოღვაწეს,


გეოგრაფსა და ისტორიკოსს ვახუშტი ბაგრატიონს (ბატონიშვილს). მის
თხზულებაში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა” გადმოცემულია ქართველთა
11

ზნე- ჩვეულებანი, წესი და სამართალი, საუბარია ლაშქართა და საჭურველთა


შესახებ, მეფეთა და სარწმუნოების შესახებ, სადროშოებისა და
წარჩინებულთა გვარების შესახებ, საქართველოს სახელწოდების
(საქართველო, ივერია, გეორგია), საკუთრივ ქართველთა ფიზიკურ და
სულიერ თვისებათა და ჩაცმა-დახურვის თავისებურების შესახებ. სანამ
ცალკეული კუთხეების, სამეფო-სამთავროების აღწერას შეუდგება, ვახუშტი
მკითხველს მიმართავს: მიუხედავად დაშლილობისა _ ,,განყოფისა”,
საქართველოს ერთიანობას სამი ნიშანი განსაზღვრავსო: ეროვნება-ქართველი
_ ,,უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა ანუ იმერსა, მესხსა, და ჰერ-კახსა: რა
რჯული ხარ? წამს მოგიგებს:-ქართველი.” მეორე ნიშანი ენაა_ ზემოთ
დასახელებულებს რომ ჰკითხო: ,,რა ენა და წიგნი უწყი? მოგიგებს მყის:
_ქართული”. მესამე ნიშანი კი არის ბაგრატოვანთა სამეფო გვარის აღიარება
ქართველთა მეფედ. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, საქართველოს
ეკლესია-მონასტრების კედლებზეც, ხატებზეც და ჯვრებზეც წერია: ,,ჩვენ
მეფემან საქართველოსამან ანუ ქართლისამან ანუ აფხაზეთისამან...”
შეიძლება ითქვას, რომ ვახუშტი თავისებური ინტერპრეტაციით იმეორებს
გიორგი მერჩულეს განმარტებას: საქართველოა ყველგან, სადაც ქართული
ენით ლაპარაკობენ და აღიარებენ ბაგრატოვანთა მეფობას. შესაბამისად,
ყოველი კუთხის თუ სამთავრო/სამეფოს აღწერისას ვახუშტი ყურადღებას
ამახვილებს ქართული ენის ფუნქციონირებაზე. მაგალითად, როდესაც მთას
აღწერს, ამბობს: თუშები ,,ენითა არიან ქართულითა”, ხოლო ქისტები
,,სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან”... ოსებზე ნათქვამია, რომ
საკუთარი ენა აქვთ, მაგრამ ქართლსა და რაჭაში მოსიარულეებმა ქართულიც
იციანო: ,,ქართლსა და რაჭას მსვლელთა უწყიან ქართულნი”...სამცხე-
საათაბაგოს როცა აღწერს, მიანიშნებს იმ ორენოვნობაზე (ქართულ-
თურქული), რაზეც ზემოთ უკვე ითქვა... საინტერესოა ,,აღწერა ეგრისისა
ქუეყანისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა”, სადაც მეგრელთა შესახებ
ვკითხულობთ: ,,ენით არიან დიდნი და წარჩინებულნი ქართულისა ენითა,
არამედ აქუსთ თჳსითა ენა, გარნა წამჴდარი ქართულითვე”, ანუ მეგრელმა
წარჩინებულებმა ქართული იციან, თუმცა თავისი ენაც აქვთ, რომელსაც
ქართულთან სიახლოვის გამო ,,წამხდარ ქართულს’’ უწოდებს ვახუშტი.
მსგავსი ჩანაწერია აფხაზებზეც: ,,ენა საკუთარი თჳსი აქჳსთ, არამედ უწყიან
წარჩინებულთა ქართული”... საინტერესოა, რომ ჭანების /ლაზების
დახასიათებისას ნათქვამია, რომ ქართული მცირედმა თუ იცისო.
ვახუშტი ბატონიშვილის ,,აღწერა” არის პირველი ობიექტური აღწერა
ქართველთა და ქართული ენის საარსებო სივრცისა. რაც მთავარია, მასში ჯერ
კიდევ მოიაზრებოდა ჰერეთი (საინგილო), ტაო-კლარჯეთი (ვიდრე
ისპირამდე), ლაზეთიც კი...
12

სახეზეა მკაცრი რეალობა: ქართველები არიან მართლმადიდებლებიც,


კათოლიკეებიც, მუსლიმებიც, ანუ რელიგიური ერთიანობა დარღვეულია.
პოლიტიკური ვექტორიც იცვლება - კათოლიკური ევროპიდან
მართლმადიდებლური რუსეთისკენ! ქართულად ლაპარაკობენ ირანის
ფერეიდანში და იქმნება ქართული დიასპორა. ქართული მიწა-წყლის დიდი
ნაწილი თურქეთის მიერ დაპყრობილია, უმეტესად სამუდამოდ, მაგრამ
ქართულად ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, გაჩნდნენ ინგილო ქართველები...
რელიგიურად და ტერიტორიულად დანაწევრებულ ქართველებს ერთმანეთთან
ქართული ენა აკავშირებთ. ამიერიდან ასეთია ქართული ენის საარსებო სივრცე.

დამატებითი ლიტერატურა:

1. მ. ბერიძე, პირდაპირი რეპორტაჟები წარსულიდან, თბ. 2005

2. ვ. ბოედერი, ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში, კრებული:


ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, VII ტომი, თბილისი, 1998, გვ. 60-
81

3. ჟ. ფეიქრიშვილი, ქართველოლოგიის შესავალი, თბ., 2015

4. თ. უთურგაიძე, ქართული ენის შესწავლის ისტორია, თბ., 1999

You might also like