You are on page 1of 13

I-ტექსტის რედაქტირება

კახეთის ისტორიული ქალაქი გრემი მდინარე


ინწობის ნაპირზე მდებარეობდა. ვარაუდობენ, რომ
მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე უკვე ბრინჯაოს
ხანაში უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ
გრემი კახეთის დედაქალაქი იყო, მის ისტორიაზე,
თვით ქალაქზე, მის იერსახეზე მხოლოდ რამდენიმე
მწირი ცნობა მოგვეპოვება. ერთი კი ცხადია, დღემდე
შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური
მასალები მოწმობენ, რომ არსებობის ხანმოკლე
პერიოდში გრემი აყვავებული, ფრიად
მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ნაგებობებით
დამშვენებული ქალაქი ყოფილა. განსაკუთრებულ
ყურადღებას იქცევს სპარსული და ჩინური
კერამიკის ნიმუშები, რომელიც არქეოლოგიური
გათხრების შედეგად მოიპოვეს. ის, რომ ქალაქს
მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონია იმ დროის
მოწინავე ქვეყნებთან, სწორედ ამ მასალებით
დასტურდება.
1614 წელს კახეთი შაჰ-აბასს დაულაშქრავს და
სასტიკად აუოხრებია. შაჰის რისხვა გრემსაც
დასტყდომია თავს. როგორც როსტომ მეფის
მემატიანე მოგვიანებით წერდა, გრემის ერთ დროს
მშვენიერი სასახლეები ნადირთა სადგომად იყო
ქცეული. გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა,
კიდევ რამდენიმე ათეულ წელს იარსება და შემდეგ
პირველობა თელავს დაუთმო.
II-მხატვრული ანალიზი
"სულელი რომაელები თავიანთი სისულელის გამო
დარწმუნებული არიან, რომ, როგორც კი ნერონს
მოიშორებდნენ, მყისვე ღვთაებრივი სამართლიანობის
მარადიულ ნათელში შევლენ". ეპითეტით-"სულელი", ავტორი
მკითხველს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ რომაელები
ცდებოდნენ. ჯემალ ქარჩხაძის რომანში "იუპიტერის
სინანული", იმპერატორი ნერონი ცდილობს, რომ გაექცეს
ამბოხებულებს. ტექსტში სცენები რეალობასთან
მიახლოებულად იხატება და მკითხველს შეუძლია ნერონის
სახეც შეიცნოს. ნერონი "იუპიტერის სინანულით" იმოსება,
როდესაც წარსულს იხსენებს და იაზრებს იმას, რისი გაკეთება
შეეძლო და რა გააკეთა ამის სანაცვლოდ. ერთი მხრიდან
სიბნელითა და სიწყნარით, ხოლო მეორე მხრიდან სიჩახჩახით
მოცული, შემოსილი ნერონი მირბოდა.. ბარათაშვილისეულად
ცრუ და მუხთალი წუთისოფელი მისთის თაფლში ნაღველს
ურევდა და ნერონიც ხალხისგან მოძულებული სიბნელეს
მიაპობდა. მიაპობდა და თვალწით თავისი ცხოვრება
ეშლებოდა. მას მთელი ცხოვრება იმპერატორობისთვის
დაეთმო. "რაც აქამდე უკეთებია მხოლოდ მზადება და ვარჯიში
იყო". ნუთუ ყოველივე ამით იწყება და სრულდება?! ნუთუ
მხოლოდ ამ საქმით უნდა გაელია წუთისოფელი?! "რატომ
გვიბნევენ ასე უმოწყალოდ გზა-კვალს ღმერთები?" ცხოვრების
უკან დაბრუნება ადამიანების შესაძლებლობებში როდი შედის.
ვერც ნეონი დააბრუნებდა უკან ცხოვრებას, რათა
განსხვავებულად მოქცეულიყო. ვერ მოიშორებდა იმპერატორის
"ბორკილების" წარსულს და ვერ წაშლიდა იმ ისტორიას,
რომელიც ისტორიის ფურცლებზე შავით თეთრზე
დაწერილიყო. რომაელებს, რომ სარამაგუსეული "სიბრმავე"
შეეყარათ და "ბრმა გულუბრყვილობით" თითქოს ისტორიის
წაშლა და იმპერატორის გაძევება მოუნდათ. ყოველივე
მიმდინარე ქმედება ნერონისთვის დამაფიქრებელი გახდა.
ჩაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე და აღმოჩინა, რომ
შესძლებოდა სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო, ან ახლა
გამხდარიყო. "თვითონ კი ფაფუკ ღრუბლებში გაეხვეოდა და
სამხრეთის ნიავს გაჰყვებოდა, თავის სიცოცხლეს ლექსებად
დაჭრიდა, ტკბილი სიმღერის ნაკურთხ ჭურჭელში ჩააწობდა და
ხელოვნების წმინდა ცეცხლზე მიიტანდა". თავისუფლებისა და
იმპერატორობის ტიტულით მინიჭებული მოვალეობების
მოშორებით ტკბილ ნაყოფს დაჰკრეფდა და ახალი მარცვლები
აღმოცებდებოდა მის გონებასა და სულში. ახალი
შესაძლებლობები და გამოწვევები. მარადიული გაზაფხულით
შეიმოსებოდა მისი სული და გონება. იქნებ ახლა არ არის
გვიანი, იქნებ ისევ შეუძლია ოცნების განხორციელება,
ოცნებაზე რეალობის ფრთის შესხმა. გზაზე მიმავალმა მეომარმა
იცნო. "იმის ნაცვლად , რომ მოეკლა, სალამი
მისცა"...."იმპერატორის ურჩობა ადვილია, სანამ იმპერატორი
არა ჩანს". ავტორი ამბობს, რომ, როდესაც ჭკუამოკლე ხალხი
დაინაცავს იმპერატორს, ყველა შეშინდება და მთავარია
ნერონმა გაბედოს თავაწეული, მხნე ნაბიჯით წარსდგეს
ხალხისა და ლაშქრის წინაშე. ნერონმა ცხენი გაატრიალა, მაგრამ
ალბათ დანტესეულ ჯოჯოხეთსაც ხედავდა არტახებშეხსნილ
მუქარასა და ყრუ განგაშში, ურიცხვ ჩირაღდანსა და ანთებულ
ქალაქში, რადგან იქაურობას გაეცალა, ცხენი უკანვე
მოატრიალა, სხვა სურვილებით შეპყრობილმა. "არა, ის ქალაქი-
ანთებული, აღტკინებული, იმედიანი-მისი აღარ იყო". ალბათ
იფიქრა, რომ ბრბოს წინაშე ვერაფერს გახდებოდა. ბრბოს
ფსიქოლოგია ხომ საზარელია. ალბათ იფიქრა, რომ გასრესდნენ
და წავიდა, რათა ებრძოლა ოცნებებისტვის და აღმოეცენებინა
საკუთარი " ნატვრის ხე".
ავტორი შესანიშნავად ხატავს ტექსტს და ტექსტის მთავარი
სათქმელიც მეტად მნიშვნელოვანია. ავტორი მკითხველს
მოუთხრობს რომაელთა ისტორიის შესახებ. იგი ამზეურებს
რეალობის მნიშვნელოვან წახნაგს და მკითხველსაც უზიარებს
ინფორმაციას რომაელთა იმპერატორის, ნერონის, შესახებ.
ავტორი ცხადყოფს ამ იმპერატორის სურვილებსა და
მისწაფებებს. "რათა... სიცოცხლე წარმოქმნილიყო, რომელიც
მარადიული გაზაფხულის უსასრულო ჭალების ბოლოს
ზეციურ მწვერვალზე შედგამდა ფეხს, სადაც დიდი უსინათლო
უკვდავ ღმერთებს ლექსად ებაასება. ეს იყო ნერონის მოწოდება
და არა იმპერატორობა." ეს რომანი შინაარსით უტოლდება
ყველა იმ თხზულებას, რომელიც მეფეების ცხოვრებასა და მათ
ქმედებებს ეხება. რომელიც აღწერს მმართველების
ცხოვრებიდან დეტალებს და სააშკარაოზე, მკითხველს წინ
ეფინება ფაქტები. ეს რომანი მსგავსია თუნდაც
ტურაშვილისეული "ტყეების მეფის", რომელშიც ამოივკითხავთ
ლეგენდებს დავით აღმაშენებელზე. მეორე მხრივ, გარდა
მეფეების ცხოვრებისა ავტორი გვთავაზობს გავიგოთ რომაელთა
შესახებ. მათი ქმედებები გავაცნობიეროთ და მივხვდეთ
როგორები იყვნენ იმპერატორობის დროს. მკითხველი ეცნობა
ინფორმაციას ზოგადად ქალაქის მდგომარეობის შესახებ.
"თავად ქალაქი რომი აღმდგარიყო, დაძრულიყო ეს ვეება,
საშინელი ურჩხული, სიყვარულ-სიძულვილის გაუგებარი და
გამოუხსნელი გორგალი" . ავტორი შესანიშნავად სრულყოფს
ჩანაფიქრს და გადმოცცემს მთავარ სათქმელს.
ჯემალ ქარჩხაძე გამოირჩევა თხრობის უნიკალური მანერითა
და შესანიშმავი წერის სტილით. თხრობა ექსპრესიულად
მიმდინარეობს და მკითხველიც იმუცტება იმავე განწყობით,
რითად ავტორია აღსავსე. ავტორის ოსტატობა ამბის გაშლაშიც
ვლინდება. თითქოს მკითხველიც მომსწრეა მიმდინარე
მოვლენების. თითქოს იგიც უცქერს ნერონისა და "ჭკუამოკლე"
ხალხის ქმედებებს. ავტორი შესანიშნავად ახერხებს მკითხველი
ჩააფიქროს მთავარ სათქმელზე, რომელიც ტექსრშია
ჩაქსოვილი. ტექსტის სრულყოფისთვის მხოლოდ აზრის
თავმოყრა არ არის საკმარისი. აუცილებელია
გაამრავალფეროვნო ნაწარმოები. ამისთვის ავტორი მხატვრულ
საშუალებებს იყენებს. ტროპული საშუალებები დიდ ელფერს
მატებს ტექსტს. ავტორი იყენებს მრავლის მთქმელ ეპითეტებს,
მაგალითად: "სულელი", "ჭკუამოკლე", "საშინელი", "გამხმარი",
"უსიცოცხლო"...უმნიშვნელოვანესია შედარებებით მიღწეული
ეფექტი. შედარებებია, მაგალითად: "თითქოს ხანძარი
გასჩენიაო", "ლამის შუბლს მიაბჯინეს", "თითქოს ყელში
გაჩხერილი ლუკმა", "დამფრთხალი ჩიტივით"... ავტორი
იყენებს ორიგინალურ გაპიროვნებებსაც, მაგალითად: "თავად
ქალაქი რომი აღმდგარიყო, დაძრულიყო"...ავტორი
შესანიშნავად აღწევს ჩანაფიქრის სრულყოფას.

II- არგუმენტირებული ესე

სხვადასხვა მრწამსის, რასის, სქესის ადამიანის მშვიდობიანი


თანაცხოვრება ეფუძნება ტოლერანტული სულისა და გონების
ადამიანთა მრავალრიცხოვნობას. ტოლერანტობა ქმნის
საზოგადოებას, რომელშც ყველა ადამიანისთვისაა ადგილი.
ტოლერანტობა არ არის უპრინციპობა. იგი არის უნარი,
იცხოვრო მშვილობიანად, თანამედროვე , გლობალურ
საზოგადოებასა და გარემოში.
ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ
ტოლერანტობა გულისხმობს საზოგადოების წევრების მიერ
ურთიერთდათმობის საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას.
ურთიერთდათმობა და შეთანხმება ყველა საკითხში
საჭიროა.ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ
ტოლერანტობის ანუ შემწყნარებლობის არსი. თუ სხვა რასის
ადამიანთან გაქვს ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ უპრინციპო
ხარ და შენს ღირსებას პატივს არ სცემ. გლობალიზაციამ
დააკაბშირა ხალხი და თუ ადამიანები იფიქრებენ, რომ
ტოლერანტობა უპრინციპობაა ქაოსში აღმოვჩნდებით.
სამყაროში მშვიდობის ნაცვლად არეულობა დაისადგურებს.
ბერლინში აპირებენ ააშენონ სამი რელიგიის ტაძარი. ეს
ტოლერანტობის გამოხატულების უმნიშვნელოვანესი
მაგალითია. დავით აღმაშენებელი ტოლერანტი იყო
მაგალითად, მუსლიმების მიმართ. დიდ პატივს სცემდა და მათ
სალოცავშიც შედიოდა. ეს როდი ნიშნავს რომ იგი უპრინციპო
იყო. იგი იყო მოაზროვნე და ტოლერანტი, რომელიც არ
ჩაგრავდა მისგან განსხვავებულებს.
მრავალი მაგალითი არსებობს , როდესაც საზოგადოების
წევრები ვერ თანხმდებიან და ცუდ შედეგენს იღებენ.
ტოლერანტობა მტრის მიმართ გამოავლინა ვაჟასეულმა ალუდა
ქეთელაურმა, მაგრამ თემმა ეს უპრინციპობად ჩაუთვალა.
თემმა შეასრულა ის რაც თავისი თემობის წესით სწამდა. მათ
შორის უთანხმოება დამყარდა, შეთანხმება ვერ შედგა და
საბოლოოდ, ალუდა თავისი ოჯახით სოფლიდან გააძევეს. ორი
მხარის ინტერესები ვერ დაემთხვა და შეუთანხმობლობით
არასახარბიელო შედეგი მიიღეს.
როდესაც ადამიანების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს ,
მაშინ ძალიან რთულია უთანხმოებიდან თავის დაღწევა და
მშვიდობის დამყარება. არატოლერანტული ქმედება
ცივილიზაიასთან არ არის ახლოს და სწორებ ცივილიზაციიდან
შორს აღმოჩენილმა გოლდინგისეული "ბუზთა ბატონის"
ბავშვები, მხეცებად იქცნენ. უთანხმოებების გამო ერთმანეთის
დახოცვა მოინდომეს . ისინი არ იყვნენ ტოლერანტები და
საკუთარი ქმედებების შედეგის მწარე წვენიც გასინჯეს.
"მე არ ვიზიარებ შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ მოვკდე
იმისთვის, რომ შენ მისი გამოთქმის უფლება გქონდეს".
ტოლერანტობის არსს ვოლტერის ეს გამონათქვამი კარგად
ასახავს. ტოლერანტობა ნიშნავს ადამიანის მოსმენას.
ტოლერანტობის საკითხი რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში"
შესანიშნავად არის წარმოჩენილი. კათმოყვარეობა,
პოლიტიკური თუ რელიგიური შემწყნარებლობა ქმნის
მშვიდობიან და ცივილურ ურთიერთობებს.
ამგვარად, ტოლერანტობა არ არის უპრინციპობა, არამედ
იგი არის შემწყნარებლობა სხვისი აზრის, ქმედებისა თუ
წარმომავლობის. სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება
უპირატესია შეთანხმების საფუძველზე.

You might also like