You are on page 1of 2

1.

არაბეთის სამეფო კარი მიჩვეულია მუდმივ მხიარულებას, აქ არ იციან ცრემლი


და ტკივილი, რადგან გონიერი ხელმწიფე ჰყავთ, მაგრამ მოცემულ მონაკვეთში
ეს განწყობა მწუხარებით არის შეცვლილი: „გაბედითდა....ტკბილი“
2. იმის მიუხედავად, რომ როსტევანი ჭკვიანი და გონიერი კაცია, ის, როგორც
ყველა მეფე, ძალიან კატეგორიულია. ეს კატეგორიულობა გამოხატულია მის
საქციელში, როდესაც ის თავის ლაშქარს აგზავნის უცხო მოყმის შესაპყრობად :
„ლაშქარნი მკვდართა.... ლევისა“
3. უცხო მოყმემ როსტევანს ხალხი დაუხოცა და პირველ ყოვლისა არ
დაემორჩილა მის ბრძანებას, რითიც შეილახა მისი მეფური ღირსება. ღირსების
შელახვამ მეფეს თავი დააკარგვინა, ღვთისმოსავმა ადამიანმა ღვთის
სამართლიანობაში შეიტანა ეჭვი: 102

4. სევდიანი როსტევანი ავთანდილთან ერთად არის, თინათინი არ მიდის მასთან


და არ ურღვევს მყუდროებას: 110 პირველი 3
5. მეფე ღვთის სწორი ადამიანია და მისი მწუხარება სამყაროს ედება. ეს
ერთგვარი თანაგრძნობის გამოხატულებაა, როსტევანის ტკივილს მთელი
სამყარო იზიარებს: „კაცმან.... სჯობდეს“
6. თინათინი მამას ქმედებისკენ მოუწოდებს, სწორედ აქ ჩანს მისი დიდი სიბრძნე
და გონიერება. დაჯდომა და წუხილი ადვილია, მაგრამ რთულია მოქმედება და
სწორედ ამ სირთულის ფასად მოდის გამარჯვება.
7. როსტევანი ამ დიდი კაეშნის მიზეზს უხსნის თავის ქალიშვილს: 116 ბოლო 3
8. მეფემ ღმერთს დასწამა უსამართლობა, რაც მიუღებელია ღვთისმოსავი
ადამიანისთვის. თინათინი ამბობს, რომ ბოროტებას ღმერთი არ ქმნის და
ამიტომ შეუძლებელია მასში უსამართლობა მოისაზრებოდეს.
9. თვითონ ბოროტება უარსოა, დამოუკიდებლად არსებობის უნარი არ აქვს
იმიტომ, რომ სიკეთის ნაკლებობის გამოხატულებაა, რასაც ღმერთისგან
დაშორება იწვევს.
10. იმედი და რწმენა არის ის ორი ღერძი, რომელიც გამარჯვებისკენ მიუძღვის
ადამიანს და როდესაც ამ დიდ ღირებულებებს კლავ, ღმერთს ივიწყებ და
საკუთარ თავს დამარცხებისთვის წირავ.

11. ვეფხისტყაოსნის ენა განსხვავებულია როგორც წინადროული, ისე


მისდროინდელი საეკლესიო მწიგნობრული ქართული ენისაგან, იგი უფრო
მეტად ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან, გვხვდება ერთი და იმავე
სიტყვის როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები და იმდროინდელი
სალიტერატურო ენის დამახასიათებელი დიალექტიზმები .
12. პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა ,
შედარება, ჰიპერბოლა, ეპითეტი და სხვა. ამასთან ერთად რუსთველის
ენისთვის დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.
13. ეპითეტებია: „სევდიანი“ და „დაღრეჯილი“. როსტევანი დიდად დამწუხრდა ,
როდესაც უცხო მოყმე მის ნებას არ დაემორჩილა. ის მეფეა, ღვთის მსგავსი
ადამიანია და ამ საქციელით მისი მეფური ღირსება შეილახა .
14. მეტაფორების სიუხვის გამო ამ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად
სწორედ მეტაფორულობას თვლიან.
15. მეტაფორაა: „თქვენნი აგრეე....... დაამხობდეს“
16. მეფის, ზეკაცის, ასეთი ტკივილი სამყაროსაც სტკივა. როდესაც ადამიანს
ცხოვრებაში უბედურება ეწვევა, მისი გამოსწორება უნდა ეცადოს, განსაცდელმა
ფარ-ხმალი არ უნდა დააყრევინოს და უიმედობაში არ უნდა ჩააგდოს, რადგან
აბსოლუტური სიკეთე, ღმერთი, მას ისე არ გაწირავს, რომ მთელი ცხოვრება
სადარდებელი ჰქონდეს.

You might also like