You are on page 1of 2

„საყდარი“

მიკარგულ ხეობას შეფარებულ იოანესა და ანთიმოზ ბერს ერთმანეთის გარდა


არავინ ჰყავთ. ანთიმოზი, რომელიც ერისკაცობაში კალატოზი იყო, ციხეებისა და
ტაძრების შენების საიდუმლო ხელოვნებას ასწავლის ახალგაზრდა იოანეს , რომელიც
გადაწყვეტს ტაძრის აშენებას: „იოანე ბერმა გადაწყვიტა ამ მიკარგულ ადგილას
დამოუკიდებლად პატარა საყდრის აგება დაეწყო, რადგან არ შეეძლო , თავისი
ცოდნისათვის გასაქანი არ მიეცა“. სწორედ ამ დროს წარმოაჩენს იოანე ჭეშმარიტი
შემოქმედის თვისებებს. ხელოვნება ქაოსის დამარცხებაა, ამ ქაოსისგან მშვენიერების
შემოქმედებაა და იოანე ამას ახერხებს უსწორმასწორო ლოდებისგან ჰარმონიული
ნახაზის შექმნით. იგი ანთიმოზის ნასწავლისგან განსხვავებულ ხელობას იყენებს, მას არ
გააჩნია ყველა ის მასალა, რაც თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის საშუალებას
მისცემს, მაგრამ ის მაინც აგრძელებს თავის საქმეს და გამოუვალ მდგომარეობაშიც
პოულობს გამოსავალს.

ყველაფერი მალე შეიცვალა, როდესაც ანთიმოზი უძლურად შეიქმნა და


სიკვდილმა იოანეს არჩევანი მისცა ტაძარსა და სულიერი მამის სიცოცხლეს შორის.
სიკვდილი და სიცოცხლე ერთდროულად არსებობენ და განუყოფელნი არიან. სწორედ
მსგავსი კონტრასტული წყვილები ქმნის სამყაროს მარადისობას: “ვინ რა იცის, როგორ
მეშინია და ვიტანჯები, როდესაც ჩემს წიაღში სიცოცხლე ისახება და აპირებს
წარმოქმნას?..“. სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველმა, იესომ, მარადიული სიცოცხლე
შვა საკუთარი თავის გაწირვით. სიცოცხლის გაწირვაა ის, რაც აიძულებს სიკვდილს
სიცოცხლე შვას, შეუძლებელია სიკვდილი სხვა გზით გახდეს მშობელი. ახლა იოანემაც
უნდა გაწიროს რაიმე, რომ სიკვდილი დაამარცხოს. ეს ტაძარი არ არის მარტო მისი სულის
გამოხატულება, ეს იმ ცოდნის კეთილი ნაყოფია, იმ ადამიანის შემოქმედებაა , რომელიც
ანთიმოზმა საკუთარი ცოდნით ასაზრდოვა: „არც მე ვარ არარაობა, _ წყნარად წარმოთქვა
იოანე ბერმა, _ მე შეიძლება, ვიყავი არარაობა, შეიძლება, ისევ ვიქცე არარაობად , მაგრამ
ახლა ადამიანი ვარ“. ის აღარ არის არარაობა, ამ წუთში ადამიანია, რომელიც ხვდება რა
უნდა გაიწიროს, რომ სიცოცხლე მარადიული გახდეს, დაბრუნდეს სიკვდილში და
ახლიდან იშვას. ეს არის ადამიანის მოწოდება, სიკვდილში სიცოცხლე შვას თავისი
ქმედებით, რათა დატოვოს ის, რაც მარადიულად იარსებებს, რასაც ვერაფერი შეეხება ,
ვერც დრო და ვერც სიკვდილი. ამიტომ მოსთხოვა სიკვდილმა ტაძრის დანგრევა , სწორედ
ეს ტაძარია ის მარადიული სიცოცხლე, რომელიც მუდამ ჩაისახება სიკვდილში და
ყოველთვის გამარჯვებული გამოვა: “გავიდა დიდი, დიდი დრო. შეიძლება რამდენიმე
საუკუნეც კი. იმ მივარდნილ ადგილზე, სადაც ოდესღაც ბერები ცხოვრობდნენ , იდგა
პატარა საყდარი, მოუპირკეთებელი ქვებით ნაგები... იდგა ის მდუმარე მუხების ჩრდილით
დაფარული, სუროში და ხავსში გახვეული, ადამიანურ ვნებათა უტყვი მოწმე”. ადამიანი
უძლურია სიკვდილის წინაშე, წარმავალია, სიკვდილის შვილია, მაგრამ კვალი ,
რომელსაც ის ტოვებს, იდეა, რომელსაც ის უკვდავყოფს, დაუმარცხებელია .

გურამ გეგეშიძე კარგად აღწერს პერსონაჟებსა და მათ გრძნობებს. იგი მთავარ


სათმელს გადასცემს მკითხველს არაერთი მხატვრული ხერხის დახმარებით, როგორიცაა
ეპითეტი, შედარება, სიმბოლო და სხვა. შედარებაა: „ტყეში ისევ განწირული ადამიანივით
აკივლდა აფთარი“. ავტორი ამ შედარებით უფრო ამძაფრებს იოანეს გადაწყვეტილებით
გამოწვეულ ემოციას. ეპითეტებია: „უფერო“, „უსახო“, „მშვიდი“, „გულგრილი“, „მტკიცე“,
„მწუხარე“ და „მარადიული“ . მოცემული ეპითეტებით სიკვდილის სახე გვეხატება,
რომელიც იოანეს გამოეცხადა და არჩევანი მისცა ანთიმოზ ბერსა და ტაძარს შორის .
ტაძარი სიკვდილიზე გამარჯვების სიმბოლოდ გვევლინება, რომლის დანგრევასაც თვით
სიკვდილი სთხოვს იოანეს, მაგრამ იგი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ის არ არის
არარაობა, ადამიანია, ერთადერთი ხორციელი არსებაა, რომელსაც მარადიულის შექმნა
შეუძლია. მარადიულის სახელით წირავს წარმავალს და ამით ის სიკვდილს ამარცხებს .

You might also like