You are on page 1of 1

რამ დაღუპა განდეგილი?

ილია ჭავჭავაძის პოემაში ,, განდეგილი“ მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ


იღუპება. მისი დაღუპვა მრავალმა ფაქტმა განაპირობა. ბერის დაღუპვის მთავარი
მიზეზი მისი არჩეული გზიდან გადახვევა და არჩევანის ღალატი იყო. ბერმა
გადაწყვიტა ბეთლემში წასვლა და გაწირა თავისი ხორცი სულის გადასარჩენად.
თუმცა ტაძრის კედლებშიც კი სძლია ხორციელმა ზრახვებმა და დაიღუპა კიდეც.
ბიბლიური იგავი ,, დამარხული ტალანტი“ გვასწავლის რომ ცოდნა მხოლოდ
ჩვენთვის არ უნდა დავიტოვოთ. თუ მას სხვებსაც არ გავუზიარებთ ფუჭი იქნება მისი
ფასი. მიუხედავად იმისა რომ ბერი ღვთის სიტყვას მისდევდა ეს არ
გაითვალისწინა და თავისი ცოდნა სულის ხსნასთან დაკავშირებით არავის
გაუზიარა.
უფალი ქვეყნად იმიტომ გვიშვებს რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ ვიდრე
გარდავიცვლებით. ვაკეთოთ კარგი საქმე და საზოგადოებას თავი კარგად
დავამახსოვროდ. ბერმა კი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელი აიღო. დატოვა ოჯახი,
პასუხისმგებლობები და ეგოისტური განზრახვით, რომ სული გადაერჩინა განუდგა
ყოველივე სააქაოს. ვფიქრობ, ამან მნიშნელოვნად განაპირობა ბერის დაღუპვა
რადგან უფალი გმობს ყოველგვარ ეგოსტურ ნაბიჯს.
მე სრულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და
სულიერ სიწმინდეზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უბრალო, საერო
ხალხი ვართ ხელი არ უნდა ავიღოთ ქვეყნიერებაზე და საკუთარ თავზე
ზრუნვასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ დანარჩენებზეც.

You might also like