You are on page 1of 2

გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბედისწერის თეატრი“ კარგი მაგალითია იმ

ცხოვრებისეული დაუწერელი კანონისა რომელიცაა ცხოვრება თეატრია , ჩვენ კი


გვიწევს სხვა და სხვა როლების თამაში და ნიღბების მორგება. ნაწარმოების მთავარი
პერსონაჟი ოფელია ირგებს „სულეთის მკვიდრის“ როლს რომელიც მოხუცმა ქალმა
მიანიჭა. „მიხვდა, რომ იმ ქალმა ის სულეთის მკვიდრად მიიღო.“

ოფელიას ოთახში შესვლისთანავე, მოხუცმა ქალმა იკითხა „უნდა წამიყვანო?“ იგი


მიხვდა, რომ იმ დროისთვის მისთვის მთავარ როლს თამაშობდა ანგელოზი რომელიც
შექსპირის დროინდელ ტანისამოსში გამოწყობილმა მოირგო, რათა მიუხედავად,
მწარედ მიღებული ტრავმისა, სარგებელი და ბედნიერება მოეტანა სხვისთვის.
საყურადღებოა მოქმედება, როდესაც ოფელია მთის სოფელთან მისული შედის
განათებულ ერთ-ერთ სახლში. შესაძლოა ეს შემთხვევა , ქალის კითხვა „უნდა
წამიყვანო?“ და ოფელიას სწრაფი თანხმობა ერთმანეთს დავუკავშიროთ, რომ
ღმერთის გამოგზავნილი იყო იგი და მისი დავალებით უნდა მოერგო მიქაელ
გაბრიელის როლი.

ერთის მხრივ მთავარი პერსონაჟი დადებითს სჩადის ქალისათვის, მაგრამ სხვა


კუთხიდან დანახვისას ოფელია მისთვის მავნებელ ცოდვას სჩადის რადგან იგი თავს
ასაღებს როგორც „ყოვლისშემძლე.“ სოფლის მაცხოვრებლები მასთან მიდიან და
თავიანთ გულისტკივილს უზიარებენ იმ იმედით, რომ „ყოვლისშემძლე“ მათ
დაეხმარება. შექსპირის დროის ნაირ ტანისამოსში გამოწყობილ ქალს მორგებული
ნიღაბის ტარება ნელ-ნელა უმძიმდება, რადგან როლს რომელსაც თამაშობ ადამიანი
დადებით შედეგის მოტანა შეუძლია ისევე როგორც მოულოდნელად უფრო დიდი
უარყოფითის. სიმართლის გამჟღავნების შემდეგ ქალი მძიმდება : „ -ღმერთო
მიშველე! ღმერთო მიშველე! - ყვიროდა ... ამ ყვირილში გარდაიცვალა.“ ემ
ეპიზოდიდან შეგვიძლია დავასკვნათ, ადამიანები ხშირად ვირგებთ როლს , რომელიც
ვიღაცას სიცოცხლის ფესვებად იქცევა. მაგრამ ამ როლის დიდიხანი ტარება მეტად
შეუძლებელია რაც განიცადა ოფელიამ.

ოფელიას ყურში ჩაესმის ხმა : „მონასტერში წადი, ოფელია მონასტერში.“ მან გამოცდა
ჩააბარა რომელიც ღმერთმა მოუვლინა, მოირგო როლი რომელიც ადამიანს
სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა, გაიგო სხვა ადამიანების ტკივილი და ახლა დროა
წავიდეს იგი მონასტერში და ითამაშოს ის სპექტაკლი რომელიც გულისხმობს
სულიერად ამაღლებას და სიკეთის სამუდამოდ თესვას.

ტექსტში წარმოჩენილი პრობლემა, ადამიანებს გვიწევს სხვა და სხვა როლის მორგება


და ნიღბის გაკეთება, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. როლი - ჩვენი ბედისწერაა ,
რომლის ჩასწორებაც არ შეგვიძლია და არც უარყოფა. მასზე უარის თქმა მხოლოდ
ერთს შესწევს - სიკვდილი. ყოველ დილით, საწოლიდან ადგომისას, ადამიანი აღებ
კარადას და კონკრეტული დღის შესაბამის ნიღაბს იღებ და იცვამ. ეს შეიძლება
გამოიხატებოდეს გარკვეული გრძნობების დამალვაში, ან მძიმე ხასიათების
უკუგდებაში .

მთელი მსოფლიო სცენაა, სადაც ჩვენ თავადვე ვირგებთ გარკვეულ როლებს, იმის
მიხედვით ვინც ჩვენს გარშემოა. ყოველდღიურად ნებისმიერს გვიწევს უამრავ
ხალხთან შეხება და თუ ყურადღებით დავაკვირდებით საკუთარ თავს, მარტივად
მივხვდებით რომ თითოეულთან შეხვედრისას ვიცვლით ნიღაბს იმიტომ , რომ ვცვლით
მათთან საუბრის მანერას, აზროვნების დონეს და ქცევებს. როლს რაც გააჩნია
ადამიანები ერთმანეთს ვუკავშირდებით გარკვეული სახით, რაც გვაიძულებს
ვითამაშოთ ის როლი რომელიც მათ სჭირდებათ, რადგან, ყველაში იჩენს თავს
ჰუმანურობა.

მარკ ტვენის წიგნი „უფლისწული და მათხოვარი“ კარგი მაგალითია იმისა თუ რას


ნიშნავს შეხედო ცხოვრებას სხვისი თვალით. როდესაც მათხოვარი სასახლეში
მოხვდება მათხოვარი, უფლისწული მას შეხვდება და დაუგეგმავად ისინი გაცვლიან
ტანსაცმელს, მაგ დროს ცვლიან როლებს და იწყება მათი საპირისპირო ცხოვრება .
უფლისწული იწყებს ცხოვრებას როგორც მათხოვარი, ხოლო მათხოვარი -
უფლისწული. სწორედაც, ხანდახან საჭიროა როლების შეცვლა, რათა გავიგოთ ის
ყველაფერი რაც ჩვენ არცკი გაგვხსენებია.

ზოგჯერ გვიწევს თავი გავასაღოთ იმ ადამიანად რაც რეალობაში არ ვართ . თუნდაც


იმიტომ, რომ ვიღაცას მოვეწონოთ, მოვიპოვოთ დაწინაურება ან სამსახურში
აგვიყვანონ. ესაა ნათელი მაგალითი თუ როგორ ვირგებთ ყოველდღიურად გარკვეულ
როლს, რომ მივიღოთ ის რაც გვსურს, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ როლის თრევა
ზედმეტად მძიმდება და ვყრით ფარ ხმალს.

You might also like