You are on page 1of 7

სპირტი

უტა ჯიბუტი
სპირტი

სპირტი (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა


ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ
ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე
ჰიდროქსილის ჯგუფს (− ОН). ნაერთებს, რომლებშიც
ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან,
უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-
ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს.
ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი
შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური,
ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და
ჰეტეროციკლური.
სპირტი

მოლეკულაში ОН-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით


სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი ),
ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი
(გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და
მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-
ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (−
СН2ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH)
ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც
განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ
სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ
დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის
სახელწოდებასთან, მაგალითად, მეთილის სპირტი,
ეთილის სპირტი, პროპილის სპირტი და ა.შ. ზოგჯერ
იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება,
მაგალითად, ხის სპირტი (მეთანოლი), ღვინის სპირტი
(ეთანოლი) და სხვა.
სპირტები
იზომერია და
ნომენკლატურა

საერთაშორისო ნომენკლატურით სპირტის


სახელწოდებას სუფიქსის სახით ემატება
„ოლი“. სპირტებში დანომვრას ვიწყებთ იმ
ბოლოდან საიდანაც უფრო ახლოსაა OH
ჯგუფი. თუ სპირტის მოლეკულაში 2 ან 3 OH
გვაქვს მაშინ მის დასახელებას ვურთავთ
თავსართს დი, ტრი.
ფიზიკური
თვისებები
სპირტის მოლეკულაში გვხვდება
შიდამოლეკულური სწყალბადური ბმა, რის
გამოც სპირტის დუღილის ტემპერატურა მის
მოლეკულურ მასასთან შედარებით ძალიან
მაღალია. ერთატომიანი ნაჯერი სპირტების
ჰომოლოგიური რიგის პირველი ორი წევრი
სითხეა, ხოლო მის ზემოთ კი მყარი ნივთიერება.
დაბალი მოლეკულური მასის სპირტები წყალში
კარგად იხსნებიან, ეს კი იმას ნიშნავს რომ
სპირტსა და წყლის მოლეკულებს შორის
მყარდება წყლაბადური ბმა.
სპირტებში წყალბადური ბმა ძალიან სუსტია
დაგაცხელებისას თანდათან იშლება. აირად
მდგომარეობაში აღარ არსებობს. სპირტის
მოლეკულაში შემავალ ჰიდროქსილის ჯგუფის
წყალბად ატომს მჟავური თვისებები აქვს.
დასასრულ

მადლობა ყურადღებისათვის

You might also like