You are on page 1of 3

მჟავა წვიმებ

მჟავა, არის რთული  ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომის ჩანაცვლების უნარის მქონე 
წყალბადის ატომისაგან და მჟავური ნაშთისაგან.

ადამიანის საქმიანობამ დედამიწაზე გარემოს ქიმიური მდგომარეობის  შეცვლა გამოიწვია. ატმოს
ფეროში გაიზარდა  ნახშირბადის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის
, აზოტის ოქსი-დებისა და სხვა აირების დაგროვება,
რომელიც ურთიერთქმედებს  ჰაერში არსებულ ტენთან და წვიმის
წყალთან რის შემდგომაც წარმოიქნება მჟავა წვიმები.
ეს ნივთიერებები ატმოსფეროში გამოიყოფა საავტომობილო ტრანსპორტის მიერ, მეტალურგიული 
საწარმოების, სითბური ელექტროსადგურების საქმიანობის შედეგად. გოგირდის ნაერთებს, სულფ
იდებს, თვითნაბად გოგირდს და სხვა მსგავს ნივთიერებებს შეიცავს :ნახშირი და მადანი .განსაკუ
თრებით ბევრი სულფიდებია მურა ნახშირში, რომელთა წვის  შედეგად წარმოიქმნება აქროლადი 
ნაერთები SO2  და   SO3  . აზოტის სხვადასხვა ნაერთებს შეიცავს ნახშირი, განსაკუთრებით კი ტორფ
ი. ასეთი წიაღისეულის წვის დროს წარმოიქმნება აზოტის ოქსიდები, რომლებიც მჟავების––
გოგირდმჟავას, გოგირდოვანი მჟავას, აზოტმჟავასა და აზოტოვანი მჟავას წყალხსნარად
გადაიქცევა.

CO2+ H2O=H2CO3
SO2+H2O =H2SO3
SO3+H2O =H2SO4
2NO2+H2O =HNO2+HNO3
მჟავა წვიმა უარყოფითად მოქმედებს წყალსატევებზე ტბებზე, მდინარეებზე, ყურეებზე, ტბორებზე იმ დონემდე ზრდ
ის მათ  მჟავიანობას, რომ მათში ნადგურდება  ფლორა და ფაუნა. როდესაც წყლის მჟავიანობის გაზრდით pH-ის მაჩვ
ენებლები 7ზე ნაკლებია(ნეიტრალუ
რი ხსნარის pH=7) იწყება წყლის მცენარეების დაღუპვა, რაც წყალსატევის ცხოველებს საკვების გარეშე ტოვებს, ჟანგბა
დის შემცველობას წყალში ამცირებს, ამით იწყება წყალსატევის  დაჭაობება.  pH=6 მჟავიანობის დროს იღუპება მტკნა
რი წყლის კრევეტები. როდესაც მჟავიანობა აღწევს 5.5-ს– იღუპება ფსკერის ბაქტერიები, რომლებიც შლიან ორგანულ 
ნივთიერებებს  და ფსკერზე ორგანული ნაგავი იწყებს დაგროვებას.  მჟავიანობა   pH = 4,5-ამდე მიდის, სრულად იღუპ
ება თევზი, ბაყაყებისა და მწერების უმრავლესობა.
წყლის გაზრდილი მჟავიანობა ხელს უწყობს ფსკერის დანალექსა და ნიადაგში არსებული ისეთი საშიში ლითო
ნების მაღალ ხსნადობას, როგორიცაა კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია. ეს ტოქსიკური ლითონები საშიშია ადამი
ანის ჯანმრთელობისთვის. ადამიანები, რომლებიც სვამენ ტყვიის მაღალი კონცენტრაციით მქონე წყალს ან საკვებად 
იყენებენ თევზს, რომელშიც მაღალია ვერცხლისწყლის შემცველობა, შესაძლოა სერიოზულად დაავადდნენ.
მჟავა წვიმა არა მხოლოდ წყლის ფლორას და ფაუნას აყენებს ზიანს. ის ასევე ანადგურებს ხმელეთის მცენარეულ-
ობას  და ტყეების დეგრადაციას იწვევს. როდესაც ნიადაგის pH მაჩვენებელი 4– ს ჩამოსცილდება ნიადაგიდან გამოდე
ვნის მნიშვნელივან საკვებ ნივთიერებებს კალიუმის,კალციუმის და მაგნიუმის იონებს.ამით ნიადაგი იმდენად ღარიბ
დება რომ მცენარეები ვეღარ იზრდება.
მჟავა წვიმები ანადგურებენ შენობა ნაგებობებს ,ძეგლებს ,რკინა–ბეტონის  კონსტრუქციებს,ქანდაკებებს.რადგან მჟავე
ბი ურთიერთქმედებენ მეტალებთან და მარილებთან (CaCO3).
Fe+H2SO4=FeSO4+H2
CaCO3+H2SO4=CaSO4+H2O+CO2
მჟავა წვიმების მიერ წარმოქმნილი პრობლემების თავიდან აცილების გზები
    ამრიგად მჟავა წვიმებს ბევრი ზიანი მოაქვს. მასთან ბრძოლა რთულია მაგრამ შესაძლებელი.
ვითარების უკეთესობისკენ შემობრუნების ერთადერთი გზა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების რაოდენობის შემ-
ცირებაა.
      ამისათვის საჭიროა საწვავი ნივთიერება გაიწმინდოს გოგირდისა და აზოტის ნაერთებისგან, გოგირდის მოცილება 
აუმჯობესებს ნავთობის ხარისხს. ასევე  აუცილებელი ღონისძიებაა ავტომობილის მილზე დამაგრდეს კატალიზა-
ტორი რაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს. ძალიან პერსპექტიულია ტრანსპორტში ალტერნ-
ატიული საწვავის გამოყენება მაგ წყალბადის. ასევე  აუცილებელია ფაბრიკა ქარხნებიდან გამოყოფილი აირი გაიფი-
ლტროს რათა ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის დამაბინძურებელი აირი მოხვდეს. კიდევ ერთი გზა არის ენერ-
გიის ეკონომია .თუ შენობებში ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით შევამცირებთ ,გავაუმჯობესებთ გაყვანილობასა 
და თბოიზილაციას ამით ენერგიას 50% ით დავზოგავთ.
   ყოველივე ამ ღონისძიების გატარება  არც ისე ადვილია მაგრამ აუცილებელია

ინგრედიენტებ 2012 წ 2013 წ 2014 წ 2015 წ 2016 წ 2017 წ



გოგირდის 0,11 0,12 0,13 0,14 0,14 0,17
დიოქსიდი

ნახშირბადის 3,1 3,4 2,9 3,1 3,3 3,4


დიოქსიდი
აზოტის 0 ,139 0,150 0,150 0,160 0,169 0,190
დიოქსიდი

You might also like