You are on page 1of 2

სამნავიანი ეკლესიები

ბაზილიკის ტიპის ტაძრები ანუ ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხი ტაძრები :


ბოლნისის სიონი, ურბნისის სიონი და ანჩისხატი.
მხოლოდ V საუკუნიდან დაიწყეს საქართველოში ბაზილიკების შენება, თუმცა ეს
ბაზილიკები გამოირჩევიანი სხვადასხვა თავისებურებებით. ამ შენობათა პირველი
და ყველაზე მნიშვნელოვანი ნნიმუშია ბოლნისის სიონი. ბოლნისის სიონი
გახლავთ V საუკუნ ის სამნავიანი ეკლესია, რომელიც ქვემო ქართლში
მდებარეობს. მისი კედლები მოპირკეთებულია გათლილი ქვით, რომელიც ძალიან
ღრმა და ინტენსიური ტონისაა. მიუხედავად იმისა რომ ტაძარი მასიურია და ერთი
შეხედვით სიმძიმეს გვიქმნის, მისი კედლები მაინც სიმშვიდის და სიფაქიზის
განცდას ტოვებს და სწორედ ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეგრძნების
ბალანსი გვაძლევს იმ წარუშლელ შთაბეჭდილებას რასაც საბოლოოდ გვიქმნის
ბოლნისის სიონის ნაგებობა. სა,კურთხეველი გეგმიდან არის გამოსული
ნახევარწრიულად რაც შემდგომში უკვე აღარ გვხვდება მაგალითად ურბნისის
ნაგებობაში. დასავლეთის შესასვლელი გვიან არის გაჭრილი XVII საუკუნეში
აღდგენის პერიოდში, ჩრდილოეთ მხარეს ორი შესასვლელი აქვს ხოლო
სამხრეთით ერთი ნებისმიერი მხრიდან ვხვდებით ცენტრში ვხვდებით
საკურთხეველთან, სწორედ ამიტომ ვამმბობთ რომ მას ცენტრალურობ ისკენ აქვს
მიდრრეკილება. ბოლნისის სიონში ვხვდებით ჯვრის ფორმის სვეტებს ხუთ ხუთი
მოპირაპირე მხარეებზე. სვეტისკენ გადატყორცნილია კამარა შუაში ცენტრში არის
მთლიანი კამარა ხოლო გვერდებზე ნავებში ნახევარ კამარებია . გამოყოფილია
ადგილები მაგალითად გალერეა, სადაც ისხდნენ კათაკმეველები სანამ
მონათლებოდნენ ქრისტიანებად, მათ სჭირდებოდატ გამოყოფილი სანათლავები,
იგივე ბაფტისტერიუმები, რადგან უმეტესად ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ
დღეს კი ემბაზს ნებისმიერ ადგილას განათავსებენ. აღსანიშნავია ასევე ისიც რომ
ნათლობას ადრე ატარებდა მხოლოდ ეპისკოპოსი დღეს კი თითქმის ყველა
საეკლესიო პირს შეუძლია ეს . ეპისკო[პოსები იმიტომ რომ ადრე ზრდასრულები
ინათლებოდნენ და მათ გაანალიზებული უნდა ჰქონოდათ ეს საპასუხისმგებლო
ნაბიჯი. დღეისთვის სანატლავის სივრცე არის პატარა ეკლესია და ნაკურთხია
წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანა ს სახელზე ისინი ღვთისმშობლის მშობლები
არიან. ბოლნისის სიონი გამ ორჩეულია იმით რომ მისი სამი ვე ნავი მოქცეულია
ორ დიდ ფერდში ხოლო გალერეები სადაც კათაკმეველები ისხდნენ
ნათლობამდე ცალ ცალი ფერდითაა გადახურული. რაც შეეხება ინტერიერს
ბოლნისის სიონში აგურია გამოყენებული ეს მეჩვიდმეტე საუკუნეში აქტიურად
გამოოიყენებოდა და ისლამური ხელოვნების გავლენა იგრძნობა სწორედ აქ და
შვეისეული თაღები. მარიამ დედოფალმა ტაძრის აღდგენის დროს სწორედ აგური
გამოიყენა.
ურბნისის ბაზილიკა - შიდა ქართლში მდებარეობს, V – VI საუკუნეებს მოიცავს
ისიც სამნავიანი ბაზილიკაა. მისი სივრცითი პარამეტრები ბაზილიკისთვის
დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. მისი პირვანდელი შეკეთება აღდგენა VI - VII
საუკუნეებში იკვვეთება ასევე IX მეორენახევარში და 1668 წელს. სამ ნავად არის
დაყოფილი როგორც ვახსენეთ წყვიილი ბურჯების მეშვეობით, ბოლნისში
ვხვდებით 5 ბურჯს ხოლო ურბნისში 4 წყვილს. ამ ბურჯებსაც ჯვრის ფორმები აქვთ.
აქ უკვე განვითარებულია ლიტურგია და ბოლნისში თუ ვხვდებით გეგმიდან
გამოყოფილ საკურთხხეველს აქ უკვე გეგმის შიგნითაა ჩაწერილი. ურბნისში
გაჩნდა პასტოფორიუმები ეს გახლავთ დამატებითი ოთახები სამკვეთლო
სადიაკვნე. სამკვეთლო სეფისკვერების დანაწევრებისთვის . სადიაკვნე
სასულიერო პირების სამოსის შესანახად. გარშემო გვხვდება სარკმელები ,
ცენტრალური სახურავი განსხვავებით ბოლნისის სიონისგან გადახურულია ორ
ფერდა სახურავით და გვერდითა ნავები კი ცალფერდა სახურავით. აქ გვხვდება
ასევე კომფორსები ცალკე მდგომი ბურჯები თავისი თაღებით ორ ორი მარცენა და
მარჯვენა მხრიდან რომელიც ამაგრეს კედლებს.

ანჩისხატი - მდებარეობს თბილისში VI ს ბაზილიკის ნიმუში, რომელიც ბევრი


გადაკეთების შედეგია თუმცა დღეს მაქსიმალურად აქვ ს დაბრუნე ბული თავისი
პირვანდელი სახე . ცენტრსალური ნავი აქაც ორფერდა სახურავითაა გვერდითა
ნავები კი ცალი ფერდით ისევე როგორც ურბნისში . ნაგებობაშიი გამოყენებულია
სხვადასხვა ქვები. ანჩისხატიც ისევე როგორც სხვა ბაზილიკური ტაძრები
ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ბოლნნისის და ურბნისის მსგავსად
ანჩისხატიც მეჩვიდმეტე საუკუნეშია აღდგენილი ი მ პერიოდისთვის როგორც
ვიცით აგური გამოიყენებოდა და სწორედ ამიტომ მისი კამარები თაღები, ბურჯები
და კედლის ნაწილები აგურისაა. ანჩისხატს სიონს იმიტომ არ ვეძახით რომ
ტაოკლარჯეთიდან გადმოსვენებულია ანჩის ხატი და სწორედ ამიტომ დაერქვა
ტაძარს ანჩისხატი მანამდე სიონი ერქვა. ანჩისხატს დას მხრიდან აქვს
შესასვლელი , კარს ზემოთ ღიობია დღესდღეისობით ჩასმულია მაცხოვროს
ხელთუქმნელი ხატი ადრე ღია იყო და სინათლე ღიობიდანაც შედიოდა.

You might also like