You are on page 1of 6

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არქიტექტურა I კურსი

რეფერატი

ლექტორი ხათუნა კიკვაძე


სტუდენტი მარიამ ჯიქიძე

პალეოლითის ხანის ხელოვნება


პალეოლითის ანუ ძველი ქვის ხანა არის პერიოდი, როდესაც ადამიანის
მსგავს პრიმატში მოხდა ძირეული გარდატეხა და საოცარი მუტაცია. 48
ქრომოსომის მაგივრად ქრომოსომათა შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა 46
ქრომოსომიანი არსება - ადამიანი. ამის შედეგად ადამიანების ტვინის
ზომამ ზრდა დაიწყო და მათ დაიწყეს ქვის იარაღების დამზადება და
გამოყენება. დაიწყო ქვის ხანა და ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მანამ,
სანამ ადამიანებმა მიწათმოქმედება არ დაიწყეს.
პალეოლითი სამ სხვადასხვა ფაზად იყოფა: ზედა,შუა და ქვედა
პალეოლითად. ზედა პალეოლითის ხანა დაიწყო ძვ.წ. 50, 000 წელს და
დასრულდა ძვ.წ. 8,000 წელს. ზემო პალეოლითს აქვს ყველაზე ადრეული
მტკიცებულება ორგანიზებული დასახლებების შესახებ , ბანაკების სახით,
ზოგი შენახვის ორმოებით. მხატვრული ნამუშევარი ყვავის, გამოქვაბულის
მხატვრობით, პეტროგლიფებით , ჩუქურთმებითა და ძეგლებით ან სპილოს
ძვლით. ასევე ნაპოვნია ადამიანებზე თევზაობის პირველი მტკიცებულება,
არტეფაქტებიდან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბლომბოს მღვიმე სამხრეთ
აფრიკაში. გაჩნდა უფრო რთული სოციალური დაჯგუფებები , რომელსაც
მხარს უჭერდა უფრო მრავალფეროვანი და საიმედო საკვები წყაროები და
სპეციალიზებული ინსტრუმენტების ტიპები. ეს ალბათ ხელს უწყობდა
ჯგუფის იდენტიფიკაციის ან ეთნიკური წარმომავლობის გაზრდას .
ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა ხელოვნების
ისტორია. ხელოვნება ხომ უხსოვარი დროიდან არსებობს. იგი აღმოცენდა
უფრო ადრე, ვიდრე მიწათმოქმედება, მეცნიერება, სახელმწიფო.
ადამიანებმა თანდათანობით ქვის საგანგებო დამუშავება დაიწყეს.
აძლევდნენ გარკვეულ ფორმას იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროებისათვის
გამოიყენებდნენ მას, დაიწყეს შრომის, საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო
დანიშნულების სხვადასხვა საგანთა შექმნა, ზრუნავდნენ საკუთარ სამოსზე,
საცხოვრებელზე და, ამასთან ერთად, ყველაფერში ამჟღავნებდნენ სწრაფვას
მშვენიერებისა და სრულყოფილებისაკენ. სწორედ კაცობრიობის
განვითარების ამ პერიოდს უკავშირდება ხელოვნების პრიმიტიული
ნიმუშების შექმნაც, რომლებშიც პირველყოფილი ადამიანები
უმარტივესად, შეძლებისდაგვარად გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს,
განცდებს, დამოკიდებულებას გარესინამდვილისადმი, იქნებოდა ეს
მამონტის ეშვზე ამოკაწრული თუ გამოქვაბულის კედლებზე მოხატული
ნადირობის სცენები, პატარა სკულპტურული გამოსახულებები, სასმისები,
სამკაულები ბევრისმთქმელი მოხატულობებით და ა.შ. საინტერესოა ის
ფაქტი, რომ ეს ადამიანები ხატავდნენ საღებავებით, რომელთაც საუკუნეთა
ქარტეხილებს გაუძლეს და რომელთა შემადგენლობაც დღემდე უცნობია.
ზემო პალეოლითის პერიოდის კედლის მხატვრობით განთქმულია
ალტამირას მღვიმე. ალტამირას გამოქვაბულის გასაოცარი მოხატულობა
1879 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ინფორმაცია ამის შესახებ 1880 წელს
გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ოცი წელი დასჭირდა იმის დამტკიცებას,
რომ ისინი ჭეშმარიტად პალეოლითის ხანის ფერწერის ნიმუშები იყო.
მღვიმე 295 მეტრის სიგრძისაა და მდებარეობს დასახლება კანტაბრიაში.
მისი კედლები მოხატულია ველური ძუძუმწოვრებისა და ადამიანის
ხელების ფერადი და პოლიქრომული გამოსახულებებით. მღვიმე
ნახატებიანად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია
შეტანილი. ცნობილია ბიზონის ნახატით, რომელიც შესრულებულია
ნახშირით
ამ პალეოლითის მხატვრობით ასევე გამოირჩევა ლასკოს მღვიმე,
რომელიც თარიღდება 18000-15000 წლით, აღმოაჩინეს 1940 წლის 12
ოქტომბერს სტუდენტებმა.  მღვიმე დაყოფილია დარბაზებად: ხარების
დარბაზი, გრავიურების პალატა, მკვდარი კაცის მაღარო, პასაჟი და ა.შ. აქ
აღმოჩენილია 2000 მდე ნამუშევარი.
თუმცა ზემო პალეოლითის მხატვრობით მხოლოდ ეს ორი მღვიმე არ
არის გამორჩეული. მსგავსი ფრესკები აღმოჩენილია შოვეს გამოქვაბულში,
ფონ დე გომისა და მაგურას მღვიმეში. რაც შეეხება ნახატებს, მათი
უმეტესობა წითელი, ყვითელი და შავი ფერით არის დახატული,
რომლებიც სხვადასხვა მინერალური პიგმენტებითაა მიღებული. ნახატებში
იმდროინდელი ლანდშაფტები და ფლორა გამოსახული არ არის.
ზედა პალეოლითის ხანაში თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების
ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღები: საფხეკები, საჭრისები, დანები,
ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარარები. იარაღები
მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც.
თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა.
იქმნება ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები და იკვეთება ის
ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება გაერთიანება. ეს არის
სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის
წამომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ
თემს. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის
მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის
არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი.
სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ
დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ. მათი
საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა
ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი
მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ
დედამთავრული გვარი ეწოდება.

You might also like