You are on page 1of 3

ბერძნული სამყარო და ქართველები

დროთა განმავლობაში ქართველურმა ტომებმა ჩრდილოეთით, დევანდელი


საქართველოს ტერიტორიაზე იწყეს გადასახლება. მათ განვითარებაზე დიდი გავლენა
იქონია დიდმა ბერძნულმა კოლონიზაციამ.

ძვ.წ. VII-VII საუკუნეებიდან ბერძNებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს.


ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები- პოლისები ხმელთაშუა ზღვის აუზის რეგიონში
სხვადასხვა ადგილას კოლონიებს აარსებდნენ და მათთან ვაჭრობდნენ. ქალაქს, რომელმაც
ახალშენი დაარსა, მეტროპოლიას უწოდებდნენ. კოლონიების ძირითადი ფუნქცია
მეტროპოლიის საჭირო მასალითა და ნაწარმით უზრუნველყოფა იყო.

კოლონიზაცია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. ბერძნული ახალშენები


გაჩნდა შავი ზღვის სანაპიროზეც.

შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ბერძნებმა დააარსეს კერასუნტი, კოტიორა,


ტრაპეზუნტი. კოლონიზაციის არეალი სულ უფრო ფართოვდებოდა. ახალშენები გაჩნდა
აღმოსავლეთ სანაპიროზეც, რომლებსაც ბერძენი ავტორები უკვე კოლხეთად მოიხსენიებენ.

როგორ მიმდინარეობდა კოლონიზაცია? ბერძნული ხომალდები, სავარაუდოდ,


თავდაპირველად მხოლოდ მცირე ხნით მიადგებოდნენ უცხო ნაპირებს ადგილობრივ
მოსახლეობასთან ვაჭრობის მიზნით. თანდათან ის დასახლებები, სადაც ხომალდები
მიცურავდა, იზრდებოდა და სავაჭრო ფაქტორიებად გარდაიქმნებოდა. აქ სულ უფრო მეტი
ადამიანი გადმოდიოდა საცხოვრებლად. ხელოსნები და ვაჭრები აქტიურად იწყებდნენ
მოღვაწეობას. აქ ცხოვრება მოსახერხებელი იყო ადგილობრივი ვაჭრებისთვისაც, რომლებიც
ბერძნულ ნივთებს ყიდულობდნენ და ქვეყნის შიგნით, სანაპიროდან დაშრებულ
დასახლებებში მიჰქონდათ გასაყიდად. დასაშვებია ამ პროცესის სხვანაირად წარმოდგენაც.
შესაძლოა, ბერძნებმა თანდათან ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებზე მიწების
მიტაცება და იქ გალავანშემოვლებული ქალაქების აშენება დაიწყეს. კოლონიის უშიშროების
დასაცავად მეტროპოლიიდან სამხედრო ფლოტს აგზავნიდნენ. კოლონიის მოსახლეობა
სწრაფად იზრდებოდა. ბერძნები სახელოსნოებს აწყობდნენ, მიწას ამუშავებდნენ,
მესაქინლეობას მისდევდნენ, ადგილობრივ ტომებთან ვაჭრობდნენ, მათგან მონებს
ყიდულობდნენ, ნაწილს კოლონიაში ტოვებდნენ, ნაწილს კი მეტროპოლიაში გზავნიდნენ.

კოლონიები იქცა ბერძნული საქონლის გასაღების ახალ ბაზრად, რაზეც არქეოლოგიაც


მეტყველებს. თავის მხრივ, კოლონიებიდან საბერძნეთში შედიოდა დამატებითი ნედლეული,
რაც მეტროპოლიის მზარდ ეკონომიკას ძლიერ სჭირდებოდა. კოლონიების ნაწილი
დამოუკიდებელ ქალაქებად ჩამოყალიბდა, ზოგი კი დამოკიდებული დარჩა მეტროპოლიაზე.

რა აინტერესებდათ ბერძნებს კოლხეთში?


კოლხეთი სხვა ავტორებთან შედარებით დაწვრილებით აქვს აღწერილი სტრაბონს.
იგი წერს, რომ კოლხეთში „მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო“, რომ აქ მოიპოვებოდა ყველანარი
ტყის რესურსი, სელი, კანაფი, ცვილი, ფისი...

ვაჭრობა რომ კოლხებისათვის ახალი აღმოჩენა არ იყო, ამაზე მეტყველებს


ჰეროდოტეს ცნობა, რომელიც ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში წერდა, რომ კოლხები ეგვიპტელების
მსგავსნი იყვნენ და სელს ერთნაირად ამუშავენდნენ.

შავი ზღვის სანაპიროზე დაარსებული ბევრი კოლონიისთვის მეტროპოლიას მცირე


აზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარი ქალაქი მილეტი წარმოადგენდა. სწორედ მილეტს
უკავშირდება კოლხეთის სანაპიროზეც ახალშენების დაარსება. ბერძნული წყაროები
ასახელებენ დიოსკურიას, პიტიუნტს, გიენოსს, ფაზისს. იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქების
მიახლოებითი მდებარეობა ცნობილია (დიოსკურია-სოხუმთან, პიტიუნტი-ბიჭვინთა,
გიენოსი-ოჩამჩირე, ფაზისი-ფოთი) ვერ ხერხდება ზუსტი ლოკალიზაცია. ისინი
არქეოლოგიურად შესწავლილი არ არის.

ფაზისის ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის


თანახმად, მისი სავარაუდო ადგილი პალიასტომის ტბის ფსკერია. ამ მოსაზრებას
საფუძვლად დაედო პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლის ფარგლებში აღმოჩენილი
არქეოლოგიური მასალა,თუმცა გეომორფოლოგიური კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ტბის ფსკერზე
ქალაქის არსებობას.შესაძლოა, მეცნიერებმა კოლონია ფაზისი არა ფოტთან,არამედ მდინარე
ჭოროხის ახლოს უნდა ეძიონ.

ბერძენ ისტორიკოსებსა და გეოგრაფებთან დიდ სავაჭრო ქალაქად დასახელებულია


დიოსკურიაც, თუმცა მოგვიანებით პერიოდში მას წყაროებში იშვიათად მოიხსენიებენ,
ბოლოს კი საერთოდ ივიწყებენ. მეცნიერები დიოსკურიის ლოკალიზაციის რამდენიმე
ვარიანტს განიხილავენ. სოხუმის მიდამოებში ნაპოვნია მონეტები და მედალი წარწერით
„დიოსკურიადა“. დღეს უკვე მიიჩნევა, რომ დიოსკურიის ნანგრევები სოხუმის ყურის ქვეშ
არის მოქცეული.

ისტორიულ წყაროებში არ არის მოხსენიებული ქობულეთ-ფიჭვნარის დასახლება,


სამაგიეროდ არქეოლოგია მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდნენ ბერძნები და კოლხები
ერთად, ასევე მოგვითხრობს აქ მცხოვრებთა სამეურნეო და სავაჭრო საქმიანობის
შესახებ.როგორც ჩანს, ძვ.წ. მეექვსე საუკუნიდან ფიჭვნარს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა
უნდა ჰქონოდა საბერძნეთის იონურ ცენტრებთან, რომლებიც მოგვიანებით, ანუ ძვ.წ. მეექვსე
საუკუნის ბოლოდან ათენმა ჩაანაცვლა.

(დაკრძალვის ბერძნული წესები, რომლებიც არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად- გვ. 80-81)

ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში გაჩნდა პირველი ფული-ლიონის მონეტა.

დაახლოებით ძვ.წ. VI საუკუნიდან საკუტარი ფულის მოჭრა კოლხეთშიც დაიწყეს. ეს


იყო ვერცხლის მონეტა, რომელზეც ერთ მხარეს ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი-
ხარის, იშვიათად ლომის. მეცნიერთა ნაწილი ფულის მოჭრას ბერძენ კოლონისტებს მიაწერს,
მეორე ნაწილი კი თავის მოსაზრებას შემდეგი არგუმენტით ამყარებს: კოლუხრი თეთრის
გავრცელების არეალი არაა ფართო, ბერძნებს რომ მოეჭრათ კი ის შედარებით დიდ
ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

კოლონიები ელინური კულტურის გავრცელების ცენტრებად იქცა. ბერძნები,


რომლებიც სამყაროს ყოფდნენ პრინციპით „ჩვენ და ბარბაროსები“ თანდათან ბერძნული
კულტურის არეალს აფართოვებდნენ და ბარბაროსებიც ამ სივრცეში ექცეოდნენ. ეს ის
ბუნებრივი პროცესი იყო, რომელიც ორი კულტურის შეხვედრას მოსდევს ხოლმე.

You might also like