You are on page 1of 14

ისტორიის მოდელირებული ტესტი N 7

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60.

გისურვებთ წარმატებას! (25)(XI @Copy Right By - შალვა მინდაძე

ინსტრუქცია დავალებისთვის N 1- 15. თითოეულ კითხვას ახლავს ოთხი


სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.

1.რა სახის ცვლილებები მოჰყვა საკვების მოპოვების ახალ წესს ?

ა) გაჩნდა პირველი ,,ნეოლითური’’ თემი

ბ) საფუძველი ჩაეყარა ,,ნეოლითურ რევოლუციას“

გ) საპიენსმა დაიწყო ბრინჯაოს იარაღის გამოყენება

დ) გაჩნდა ქონების დაგროვების პირველი პრეცენდენტი

2. მდინარეებს - ტიგროსსა და ევრატს შორის არსებული რომელი სახელმწიფო


დაწინაურდა ძვ.წ XIV საუკუნის დასაწყისისთვის და შევიდა ძლიერების ხანაში?

ა) დიაოხი

ბ) ასურეთი

გ) მითანი

დ) ხეთები
3. რომელი დამწერლობის ნიმუშია გამოსახული ილუსტრაციაზე ?

ა) პაპირუსის ნიმუში

ბ) ფინიკიური ანბანი

გ) კონსონანტურ - სილაბუსური ანბანი

დ) ლურსმული დამწერლობის ნიმუში

4. ვის ეკუთვნით სამხედრო ტექნიკის მოდიფიკაცია ძვ.წ VIII საუკუნეში?

ა) ხეთების იმპერიას

ბ) ურარტუს იმპერიას

გ) ასურეთის იმპერიას

დ) სკვითურ ტომებს

5. ფინიკიელთა ახალშენები არსებობდა :

ა) ყირიმის ნახევარ კუნძულზე

ბ) სიცილიაზე

გ) კორსიკაზე

დ) იემენში
6. ოხლოკრატიას - ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა :

ა) მეფეთა მმართველობა

ბ) ბრბოს მმართველობა

გ) უმრავლესობის მმრათველობა

დ) მცირეთა მმართველობა

7. ბერძნული კოლონიას დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე წარმოადგენდა :


ა) მასალია

ბ) ნეაპოლი

გ) ლუტეცია

დ) თეოდოსია

8. ,,პელოპონესის ომის ‘’ შემდეგ ათენში :

ა) თრასიბულასის ტირანია

ბ) მთელი ხელისუფლება გადავიდა ,,ოთხასის ‘’ ხელში

გ) აღდგა დემოკრატია

დ) დამყარდა ოლიგარქიული მმართელობა

9. ქართლის სამეფო კარზე ერთ - ერთი მაღალი თანამდებობა იყო :

ა) მეჭურჭლეთუხუცესი

ბ) ეზოსმოძღვარი

გ) ამირსპასალარი
დ) მწიგნობართუხუცესი

10. რა იყო ფარნავაზისეული ქართლის სამეფოს გაძლიერების ერთ - ერთი მიზეზი?

ა. რომსა და პართიას შორის დაპირისპირების შემცირება

ბ. ქართლში არსებული ანარქიული ფონი

გ. ქართლის სამეფოში მმართველად აზონის დანიშვნა

დ. ქართლის სამეფოში ალან-ოსებისა და ჰუნ - თურქების ჩამოსახლება.

11. რა ეწოდებოდა პიროვნებას რომელიც ბერძენ მოსახლეობას გეოგრაფიულ საზღვარს


ურჩევდა გადასახლებისთვის ?

ა) ოიკისტი

ბ) აპოლონი

გ) ორაკული

დ) არქონტი

12. რა ეწოდებოდა კოლხეთის დედაქალაქს ძვ.წ VI – II საუკუნეებში.

ა) აია

ბ) ილდამუში

გ) კოლხიდა

დ) სური - ვანი

13. რა უპირატესი უფლებით იყო აღჭურვილი მცხეთის მამასახლისი ?

ა) იგი იყო მაზავებელი სრულიად ქვეყნისა

ბ) მას ეპყრა ხელთ ბჭენი ქართლოსიანთა

გ) ჰყავდა მონათა საზოგადოება

დ) მას ეპყრა ხელთ ბჭენი კოლხეთისანი

14. რომელი ორი სამედრო ბლოკი დაუპირისპირდა ერთმანეთს ბალკანეთში?


ა. აქემენიდური ირანი და სპარტა

ბ. სპარტის კავშირი, ათენთან ერთად, რომელიც აქემენიდურ კავშირს დაუპირისპირდა

გ. დელოსის კავშირი და პელოპონესის კავშირი

დ. თერმოპილეს ერთობა და მცირე აზიული გაერთიანება

15. რა არ იყო ბერძნული კოლონიზაციის დაწყების მიზეზი ?

ა. დემოგრაფიული აფეთქება

ბ. დიდი იმპერიების რღვევის პროცეის

გ. შიმშილობა ათენში

დ. სტენოხორია

ქრონოლოგიის განსაზღვრა. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ( უძველესიდან


უახლესისკენ ) ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. მაქს. 3 ქულა.

16. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ ძველ ეგვიპტეში მომხდარი


მოვლენები :

ა) იმჰოტეფის ექვსაფეხურიანი პირამიდა

ბ) ფარაონ მენესის მიერ ეგვიპტის გაერთიანება

გ) ძველი ეგვიპტის სამეფოს დასასრული

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ აქემენიდურ ირანში მიმდინარე მოვლენები :

ა) დარიოს I - ის გარდაცვალება

ბ) დარიოსის მარცხი მარათონში

გ) კამბიზ II - ის მიერ ეგვიპტის აღება


18. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ ძველ მსოფლიოში მომხდარი
მოვლენები:

ა) ელინიზაციის ხანის დასასრული

ბ) პელოპონესის ომი

გ) მესამე პუნიკური ომი

№19. მოცემულია ერთი ბრძოლის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის


წყარო: 1. ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდის სქემა და 2. არასრული
წერილობითი წყარო. ორივე წყაროს გაცნობის შემდეგ უპასუხეთ
დასმულ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 4.
ბრძოლა მიმდინარეობდა ძვ.წ IV საუკუნეში. ეს იყო მაკედონელების და სპარსელების
პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც
ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა.ალექსანდრემ
ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები,
რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ
როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ
ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი
ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ
მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.
ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის
ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ
ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.
ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს.
მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები.
(1) 19.1 რომელ წელს მიმდინარე ბრძოლაა მოცემული სქემაზე და რომელმა მხარემ
გაიამარჯვა ამ ბრძოლაში ?
(1) 19.2 ვინ გვაწვდიან ცნობებს ამ ბრძოლის შესახებ და რომელს აქვს აღწერილი
ყველაზე სრულად ბრძოლის ჩანაწერები ?
(1) 19.3 დაასახელე ორივე სახელმწიფოს მმართველი იმპერიებთან ერთად,
რომლებიც ამ პერიოდში ერთმანეთს უპირისპირდებიან.
(1) 19.4 ვინ იგულისხმება სქემისა და წყაროს მიხედვით - ილუსტრაციაზე
გამოსახულ ბერძენ ჯარისკაცებში ? ( Greek merceneries )

ილუსტრაცია

გაანალიზეთ მოცემული ილუსტრაციები და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.


მაქსიმალური ქულა 6
ილუსტრაცია:

1.

2.

20.1 (2) რა საერთო აქვს მოცემულ ილუსტრაციებს ერთმანეთთან? პასუხი


დაასაბუთე

20.2 (1) ვინ არის გამოსახული N2 ილუსტრაციაზე. დაასახელე ერთი


კონკრეტული მოვლენა მისი მოღვწეობიდან.

20.3 (1) რა ჰქვია ოფიციალურად N1 ილუსტრაციაზე მოცემული არმიის.

20.4 (2) N2 ილუსტრაციიდან გამომდინარე, რის წარმოშობას შეუწყო ხელი


ამ პიროვნების მოღვაწეობამ. (პასუხი დაასაბუთე)
ისტორიული რუკის ანალიზი. ყურადღებით გაანალიზეთ რუკაზე არსებული
ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. მაქსიმალური ქულა 10

21.1 (2) რომელი საუკუნეების ვითარებაა მოცემული რუკაზე?

21.2 (3) ჩამოთვალე რუკაზე მოცემული სამეფოები.

21.3 (1) რუკის მიხედვით დაასახელე კოლხას დედაქალაქი.


21.4 (1) რუკის მიხედვით დაასახელე იბერიის დედაქალაქი.

21.5 (2) ჩამოთვალე ყველა შავიზღვისპირა რეგიონი.

21.6 (1) რუკიდან გამომდინარე გაიხსენე, რომელი სატრაპია შედიოდა სამხრეთული იმპერიის
სასაზღვრო ზოლში?

არგუმენტაცია. გაითვალისწინეთ, რომ არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ და


ნათლად ჩამოყალიბებული. სხვა შემთხვევაში არ შეფასდება. მაქსიმალური
ქულა 4.

22. ფარნავაზ მეფემ დაამკვიდრა არმაზის კერპი. გაიხსენეთ ეს მოვლენა და


უპასუხეთ კითხვებს :

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც ფარნავაზის მიერ კერპის


დამკვიდრების მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც ფარნავაზის მიერ კერპის


არდამკვიდრების მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

23. სანამ სპარტელები მესენიის დაპყრობას გადაწყვეტდნენ, იქამდე განიხილებოდა


საკითხი, უნდა ეცადათ თუ არა ამ ნაწილის დაპყრობა. ერთნი ემხრობოდნენ მესენიის
დაპყრობას, სხვანი კი ამის წინააღდმეგ გამოდიოდნენ ;

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც მესენიის დაპყრობის მომხრე თავის


პოზიციას დაიცავდა.

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც მესენიის დაპყრობის მოწინააღმდეგე


თავის პოზიციას დაიცავდა.

შედეგის შეფასება. ყურადღებით გაეცანით დავალებას და უპასუხეთ


დასმულ კითხვებს. მაქსიმალური ქულა 2

24. ძვ.წ II ათასწლეულში ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ფინიკიური


ცივილიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა ;
(1) 24.1. რა მიგაჩნიათ ფინიკიელების ერთ - ერთ მნიშვნელოვან დამსახურებად?

(1)24.2.შეაფასეთ თქვენ მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა ( დადებითი ან


უარყოფითი ) მსოფლიოს ისტორიითვის და მოიყვანეთ არგუმენტი საკუთარი
მოსაზრების განსამტკიცებლად .

ისტორიული დოკუმენტი. გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.


მაქსიმალური ქულა 17.

დავალება 38. ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“

„ხედავდა მეფე დავითი, რომ არ ჰყავდა მას ისეთი სიმრავლე მეომრებისა, რომ
საკმარისი ყოფილიყო ქალაქებისა და ციხეების დასაცავად და ასევე ზამთარზაფხულ
ლაშქრობებში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ ამ მეორე ალექსანდრემ თავისი დიდი
გონებით განიზრახა, რომ არ იყო სხვა გამოსავალი: იცოდა ყივჩაღთა სიმრავლე, უწყოდა
მათი სიმამაცის, სიმარჯვის, სიმარდის შესახებ ბრძოლაში. ისიც იცოდა, რომ ადვილად
სამართავნი იყვნენ და დაემორჩილებოდნენ მის ნებას. ყივჩაღებმა სიხარულით მიიღეს
მისი მოწვევა. მხოლოდ ითხოვეს ოვსთაგან მშვიდობიანი გატარება. ამიტომ განიზრახა
მეფემ ოვსეთში წასვლა, თან გაიყოლა თავისი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი
გიორგი. შევიდნენ ოვსეთში. აიყვანა მძევლები

დავითმა ორივე მხრიდან და მოარიგა ეს ორი ხალხი. დაეუფლა დარიალს, ოვსეთის


მისადგომებისა და კავკასიის მთიანეთის ყველა ციხეს. შეუქმნა უსაფრთხო გზა
ყივჩაღებს, შემოიყვანა მათი დიდი სიმრავლე. ოვსეთში ყოფნისას გარდაიცვალა გიორგი
ჭყონდიდელი. დიდი პატივით ჩამოასვენეს ახალ მონასტერში და იქ დაკრძალეს.
როგორც მამა და მამაზე მეტად, ისე იგლოვა ის მთელმა სამეფომ და თვით მეფემაც.
შავით შეიმოსენ ორმოცი დღის მანძილზე, ვიდრე არ იშვა ვახტანგი, რომლის დაბადების
სიხარულმაც გადაფარა გლოვა. დავითმა ყივჩაღები ოჯახებითურთ ნაყოფიერ
ადგილებში დაასახლა. მათგან ლაშქარში ორმოცი ათასი მსახურობდა. ისინი ცხენებითა
და საჭურველით

აღკაზმა. შემოიკრიბა რა ყივჩაღები, დაანაწილა ისინი რაზმებად და დაუდგინა


სარდლები. შეიყვანა ამ რაზმებში თავისი სამეფოს რჩეული მხედრებიც. მათ წინ დავითი
მიუძღოდა. იწყო სპარსეთის რბევა, შარვანისა და დიდი სომხეთისა. ვინღა შეძლებდა
მისთვის წინააღმდეგობის გაწევას? შევიწროებული თურქმანები, აგრეთვე
განძელტფილელ-დმანელი ვაჭრები ეახლენ სულთანს. უამბეს მას მათზე მოწეული
გასაჭირისა და უბედურების შესახებ, ამ გზით დახმარების მიღება სურდათ. იხმო
სულთანმა, არაბეთის მეფე დურბეზი, მხედართმთავრად დაადგინა ილღაზი. უბრძანა
სულთანმა, მთელ თურქმანთა მოდგმას თავი მოეყარა სალაშქროდ. მათთან ერთად
განძის ათაბაგს და სომხეთის ყველა ამირას.

შეიკრიბნენ ისინი და აგვისტოს თორმეტში მოადგნენ თრიალეთს, მანგლისსა და


დიდგორს. იმდენი იყვნენ, რომ ფეხის დასადგმელი ადგილიც კი აღარ იყო. დავით
მეფემ ბრძოლაში სამ საათში გაიმარჯვა. მტერმა პირველივე შეტევის მოგერიებაც კი ვერ
შეძლო. შემდეგ წელს პირველივე ბრძოლით აიღო მეფემ ქალაქი ტფილისი, ოთხასი
წელი სპარსელთა ხელში ნამყოფი. დაუმკვიდრა თავის შთამომავლებს საუკუნო
საჭურჭლედ და სახლად. ეახლენ დავითს ანელთა მოციქულები და მოახსენეს ქალაქისა
და ციხის მტრის ხელში გადასვლა. სწრაფად დაგზავნა მეფემ ლაშქრის შესაკრებად
წერილები და მესამე დღეს სამოცი ათასი მხედარი უკვე მის წინაშე იდგა. გაემართა
დავითი იქითკენ და

ადვილად აიღო მესამე დღეს ქალაქი ანისი და მისი ციხეები. არა მხოლოდ თავისი
სამეფოს მონასტრებისთვის ზრუნავდა, არამედ საბერძნეთში, მთაწმინდის,
ბოლღარეთის, ასურეთის, კვიპროსის, შავი მთის, პალესტინის. განსაკუთრებით
გაამდიდრა ნაირგვარი შესაწირავებით იერუსალიმში არსებული წმინდა ადგილები.
ამასთან ერთად რამდენი ეკლესია ააშენა, რამდენი ხიდი გასდო საშიშ მდინარეებზე,
რამდენ ძნელად სავალ გზაზე დააგო ქვა. ეს დიდი საქმეები ისეთი სიადვილით
წარმართა, როგორც სხვა ვერავინ მოახერხებდა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც
ადანაშაულებენ მეფეს ამდენი ბრძოლის, ლაშქრის შეუსვენებელი მიმოსვლის და
განსაცდელში ყოფნის გამო. მათი თქმით, მშვილდიც ვერ აიტანს მუდმივად

მოზიდულობას. მაგრამ ამის მთქმელებმა ჯერ ის მოისმინონ, რომ სამეფო


დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ლაშქარი შემცირებული და ვინც იყო, ისინიც
გალაჩრებული. რომ არა ამდენი ლაშქრობა, ბრძოლები, სწორი და მამაცური
წინამძღოლობით მხედართა გაწვრთნა, როგორ მოეპოვებინა ამდენი გამარჯვება, როგორ
მოეშორებინა ქვეყნისთვის მტერი?

კითხვები:

(1) 38.1. ყივჩაღთა საქართველოში გადმოსახლების რა დამაბრკოლებელი გარემოებაა


აღნიშნული წყაროში?

(1) 38.2. თქვენი აზრით, რატომ შეიყვანა მეფემ თავისი რჩეული მხედრები ყივჩაღთა
რაზმებში?
(1) 38.3. თქვენი აზრით, რა იგულისხმება განძელ-ტფილელ-დმანელ ვაჭრების თავზე
„მოწეულ გასაჭირსა და უბედურებაში“?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, როგორ ხდებოდა საქართველოში მეომრების სალაშქროდ


გამოძახება?

(1) 38.5. თქვენი აზრით, რატომ გაამდიდრა მეფემ შესაწირავებით განსაკუთრებით


იერუსალიმში არსებული წმიდა ადგილები?

(1) 38.6. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ მეფე ვაჭრობის


განვითარებაზე ზრუნავდა?

(1) 38.7. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ქვეყნები, სადაც დავით მეფე ლაშქრობდა
ყივჩაღთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრით.

(2) 38.8. წყაროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოთვალეთ, კონკრეტულად


რისთვის სჭირდებოდა დავით მეფეს საკუთარი ჯარის სიმრავლე.

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, ბრძოლისუნარიანობის გარდა, კიდევ რა მიზეზებმა


განაპირობა, რომ მეფე დავითმა არჩევანი სწორედ ყივჩაღებზე შეაჩერა და არა სხვა
ხალხზე?

(2) 38.10. რა კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდის წყარო მეფის თანამებრძოლ გიორგის


შესახებ, გარდა იმისა, რომ მეფეს ახლდა ოვსეთში და იქ გარდაიცვალა?

(2) 38.11. დავითის მეფობის დასაწყისში ქართული ლაშქრის რა კონკრეტულ


ნაკლოვანებებს ასახელებს მემატიანე?

(2) 38.12. ზოგადად ვის გულისხმობს მემატიანე მათში, ვინც ამბობდა: „მშვილდიც ვერ
აიტანს მუდმივად მოზიდულობას“ და კონკრეტულად რასთან დაკავშირებით
ამბობდნენ ამას?

ისტორიის პლატფორმა

@შალვა მინდაძე, 2021, (25 პარაგრაფი)

რედაქტორი : გიორგი რაფავა

You might also like