You are on page 1of 7

კარლოს დიდის იმპერია

კაროლინგების დინასტია ფრანკთა სამეფოს სათავეში

1. როდის დასუსტდა ფრანკთა სამეფო და რატომ? ამ დასუსტების შედეგად .?


2. როდის დასრულდა სამეფოს დასუსტების და დაშლის პროცესი? რამ გამოიწვია ეს?
3. ვინ იყო ხელისუფლების სათავეში VII საუკუნეში? ფაქტობრივი მმართველები?
4. სადაური სიტყვაა და რას ნიშნავს „მაიორდომ“?
5. როგორ გაიზარდა მათი ხელისუფლება და სადამდე?
6. ვის ნიშნავდნენ ადრე მეფეები მაიორდომად? რა შეიცვალა ამ მხრივ VII საუკუნიდან?
7. ვის უწოდებდნენ და რატომ „ზარმაც მეფეებს“?
8. ვის დროს გაძლიერდა მაიორდომების ძალაუფლება განსაკუთრებით? რას აკეთებდა
ის და, საბოლოოდ, რისი შემოღება მიეწერება?
9. რას ნიშნავს ბენეფიციუმი?
10. ვინ იყო პირველი მეფე კაროლინგების დინასტიიდან? რომელ წელს გამეფდა ის და
როგორ?
11. მაშასადამე, როდის და ვის დროს აღდგა ფრანკთა სამეფოს ერთიანობა? სიადან
სადამდე გადაიჭიმა მისი საზღვრები ?
12. როგორი ურთიერთობა ჰქონდა პიპინს რომის პაპთან? მოიყვანე შესაბამისი
მაგალითები.
13. მაშასადამე, როდის და როგორ ეყრება საფუძველი პაპის ოლქს, ანუ პაპის საერო
სახელმწიფოს?
14. რას ფიქრობს ბევრი ისტორიკოსი „კონსტანტინეს ნაბოძვართან“ დაკავშირებით?
დააკონკრეტეთ, რა „უბოძა“.

პასუხები:

1. VIII საუკუნის დასაწყისისთვის, რადგან ამ დროს ფრანკთა სამეფოში მეროვინგების


დინასტიის წარმომადგენელი, „ზარმაცი მეფეები“ მეფობენ დაკარგა ტერიტორიები და
სამ სახელმწიფოდ - ავსტრაზიად („აღმოსავლეთ სახელმწიფოდ“), ნეისტრიად („ახალ
დასავლეთ სახელმწიფოდ“) და ბურგუნდიად დაიშალა.
2. VIII საუკუნის შუა ხანებში, რადგან ფრანკთა სამეფოს სათავეში ახალი მმართველი
დინასტია - კაროლინგები მოვიდნენ.
3. მეროვინგების დინასტია; მაიორდომები.
4. ლათინური და „ოჯახის უფროსს“, სახლის მეურნეობის მმართველს ნიშნავს.
5. თავდაპირველად მაიორდომები მეფის უბრალო მსახურები იყვნენ, მოგვიანებით კი
მეფის მეურნეობისა და ქონების მმართველები გახდნენ. მეფის ძალაუფლება
მაიორდომების სიძლიერეზე გახდა დამოკიდებული. ისინი გახდნენ სახელმწიფოს
უმაღლესი თანამდებობის პირები.
6. ქვეყნის ყველაზე გავლენიან პირებს; ეს უკვე მემკვიდრეობით გადადიოდა
კაროლინგების გვარში.
7. მეროვინგ მეფეებს, რადგან ისინი ფაქტობრივ ძალაუფლებას არ ფლობდნენ.
8. კარლოს მარტელის, რომელიც სხვადასხვა თანამდებობაზე სანდო ადამიანებს
ნიშნავდა, ამ სამსახურის სანაცვლოდ მათ მიწის ნაკვეთებით და ამ მიწებზე
მიმაგრებული გლეხების აჯილდოებდა, თუმცა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის
შემთხვევაში მათ ეს მიწები ჩამოერთმეოდათ. ასე ჩამოყალიბდა მიწისმფლობელობის
განსაკუთრებული ფორმა - ბენეფიციუმი.
9. ბენეფიციუმი - სამსახურის სანაცვლოდ მიწის ფლობა.
10. პიპინ მოკლე, კარლოს მარტელის შვილი, რომელმას 751 წელს უკანასკნელი
მეროვინგი მეფე ბერად აღკვეცა და თავი მეფედ გამოაცხადა.
11. 751 წელს, პიპინ მოკლეს დროს; ლა-მანშის სრუტიდან ხმელთაშუა ზღვამდე.
12. კარგი: პაპმა პიპინი ხელმეორედ აკურთხა მეფედ და რომაელი პატრიცის წოდება
მიანიჭა, სანაცვლოდ, ფრანკთა მეფემ ალპები გადალახა და იტალიაში პაპის
მოწინააღმდეგე ლანგობარდების მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა. პიპინმა მას რავენისა
და რომის ოლქების ქალაქები წაართვა და პაპს გადასცა.
13. პიპინის მიერ პაპისთვის რავენისა და რომის ოლქებს გადაცემის შემდეგ, საფუძველი
ჩაეყარა პაპის ოლქს ანუ პაპის საერო ხელისუფლებას.
14. რომ „კონსტანტინეს ნაბოძვარი“ - ყალბი საბუთი, სწორედ ამ დროს შეიქმნა. მის
თანახმად, მაშინ, როდესაც რომის პაპმა კონსტანტინე ქრისტიანად მონათლა, მან პაპს
საიმპერატორო ძალაუფლების დამადასტურებელი სიმბოლოები გადასცა - მეწამული
მოსასხამი და ოქროს დიადემა, აგრეთვე ქალაქი რომი მის გარშემო ტერიტორიებით
და იტალიის ქალაქები.

კარლოს დიდი - „რომის იმპერატორი“

1. რა დროს მიაღწია ფრანკთა სამეფომ განსაკუთებულ ძლიერებას?


2. ვინ იყო კაროლინგების დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი?
დაახასიათეთ ის.
3. პიპინ მოკლეს ანდერძის თანახმად ..? მაგრამ ?
4. რაში გაატარა კარლოსმა მთელი მეფობა?
5. ვინ გაუწიეს კარლოსს აღმოსავლეთში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა? რატომ?
6. როდის დაიწყო ომი ფრანკთა სამეფოსა და საქსებს შორის? რამდენხანს გაგრძელდა და
როგორ დასრულდა?
7. ვინ დაიმორჩილა კარლოსმა აღმოსავლეთით კიდევ?
8. სად არსებობდა ავარების სამეფო?
9. კიდევ სად ილაშქრა კარლოსმა? რა გადალახა ამისთვის? რა შეუერთა სახელმწიფოს ამ
ლაშქრობების შემდეგ?
10. უკან დაბრუნებულ კარლოსს ..?
11. ე.ი. ვის გადაურჩენია კარლოსი?
12. რას დაედო საფუძვლად ეს ამბავი ?
13. რა ბედი ეწია ბასკეთს და მის ჰერცოგს?
14. მამის მსგავსად, კარლოსის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება
იყო ?
15. რომელი სამეფო გაანადგურა მან იტალიაში ? და?
16. როდის და რომელ პაპს დაეხმარა კარლოსი? რაში? როგორ? სანაცვლოდ რა გააკეთა
რომის პაპმა?
17. რატომ დარჩა კარლოსი პაპის მიერ ნაბოძები „იმპერატორის“ ტიტულით
უკმაყოფილო?
18. რა გააკეთა მოგვიანებით კარლოსმა იმპერატორის ტიტულის ლეგიტიმურობის
გასამყარებლად?
19. რაზე შეთანხმდნენ საბოლოოდ კარლოსი და ბიზანტიის იმპერატორი?

პასუხები:

1. კაროლინგების დინასტიის არსებობის პირველ ხანებში.


2. პიპინ მოკლეს შვილი კარლოს დიდი (768-814). ის იყო მამაცი მეომარი, დიდი
ფიზიკური ძალის პატრონი, ენერგიული მმართველი და გამჭრიახი სარდალი.
3. მის ორ ვაჟს, კარლოსს და კარლომანს შორის გაიყო სამეფო, თუმცა ძმებს შორის
დაპირისპირება კინაღამ ომში გადაიზარდა, მაგრამ კარლომანის უეცარმა სიკვდილმა
კარლოსს საშუალება მისცა, სამეფო ისევ გაეერთიანებინა.
4. ომებში.
5. გერმანულმა ტომებმა - საქსებმა, რადგან ფრანკთა ბატონობა და ქრისტიანობა
(დამპყრობლების რელიგია) წარმართი საქსების ტრადიციულ ცხოვრების წესს
სრულიად ანგრევდა. ამიტომაც ისინი გააფთრებით ებრძოდნენ საქსებს.
6. 772 წელს. 30 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ საქსების დამორჩილებით და
გაქრისტიანებით დასრულდა.
7. სლავური ტომების და ავარების დამორჩილება.
8. ავარების სახელმწიფო არსებოდა პანონიასა და დალმაციაში - თან. უნგრეთის და
რუმინეთის ტერიტორიებზე.
9. ფრანკთა მეფის ლაშქრობა ესპანეთში, არაბების წინააღმდეგ; პირენეს ქედი; ნავარა,
არაგონი და კატალონია.
10. უეცრად ბასკეთის ჰერცოგი დაესხა თავს.
11. მხედართმთავარ როლანდს, რომელმაც თავისი რაზმით მეფის ჯარის უკან დახევა
უზრუნველყო. როლანდი თავის მეომრებიანად დაიღუპა.
12. ცნობილ დასავლეთევროპულ ეპოსს „სიმღერა როლანდზე“.
13. მომდევნო წელს კარლოსმა ააოხრა ბასკეთი და მისი ჰერცოგი სიკვდილით დასაჯა.
14. იტალია.
15. ლანგობარდების სამეფო და მისი ტერიტორიები თავის სახელმწიფოს შეუერთა.
16. 800 წელს, რომის პაპ ლეონ III-ს, რომელიც რომიდან მოწინააღმდეგეებს გაექცა.
კარლოსი პირადად ჩავიდა რომში და სასულიერო პირების ფრანკი და რომაელი
დიდგვაროვნების კრება მოიწვია, რომელზეც გამოცხადდა, რომ პაპის გასამართლების
უფლება არავის ჰქონდა. ამით სასულიერო პირები ეკლესიაში რომის პაპის
პირველობას ადასტურებდნენ. სანაცვლოდ, წმ. პეტრეს ტაძარში საშობაო წირვის
დროს რომის პაპმა კარლოსს „იმპერატორის“ ტიტული უბოძა.
17. ის უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მაინც მიიღო იმპერატორის ტიტული. უკმაყოფილება
უსაფუძვლო არ ყოფილა: შემდგოში პაპებმა ეს არაერთხელ გამოიყენეს არგუმენტად
საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას. ხელსაყრელ შემთხვევაში ისინი
ყოველთვის მოხერხებულად სვამდნენ კითხვას: „განა საიმპერატორო გვირგვინი
პაპის მიერ არ იყო ნაბოძები და განა ის, ვინც უბოძებს, უფრო მაღლა არ დგას იმაზე,
ვინც ნაბოძებს მიიღებს?“ ამით მათ უნდოდათ ეთქვათ, რომ სასულიერო(პაპის)
ხელისუფლება დგას საერო (სამეფო) ხელისუფლებაზე მაღლა.
18. მოლაპარაკებები წამოიწყო ბიზანტიის საიმპერატორო კართან.
19. რომ კარლოსი ბიზანტიის სასარგებლოდ უარს იტყოდა ვენეციასა და დალმაციაზე,
ხოლო ბიზანტიის იმპერატორი მას იმპერატორად აღიარებდა.

კარლოს დიდის იმპერია

1. როგორი სახელმწიფო იყო კარლოს დიდის დროინდელი ფრანკთა იმპერია?


2. რას შეუწყო ხელი კარლოსის მიერ გატარებულმა რეფორმებმა?
3. რა გამოიცა მის დროს?
4. რა სისტემა შემოიღო?
5. რომელ ერთეულებად დაიყო ქვეყანა?
6. ვინ იყო გრაფი და რა ვალდებულებები ჰქონდა მას?
7. რა ეწოდა სასაზღვრო ოლქებს? მათ მმართველებს?
8. ვინ(ებ)ის შეკრება იყო სახელმწიფო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი? რას
განიხილავდნენ ისინი? საბოლოო სიტყვა ვის ეკუთვნოდა?
9. რას იტყვით კარლოსის განათლების შესახებ?
10. რა დამოკიდებულება ჰქონდა განათლების საკითხებისადმი კარლოსს? რა
განკარგულებები გამოსცა მან ამისთვის?
11. ე.ი. ვის დროს შეიქმნა აკადემია და რას წარმოადგენდა ის? რაზე მსჯელობდნენ მისი
წევრები ?
12. რად მოიხსენიებენ კარლოსის დროს ფილოსოფიური აზროვნებისა და კულტურის
განვითარების ისტორიკოსები ?
13. როგორი იყო კარლოსი ყოველდღიურ ცხოვრებაში ?
14. სად გაატარა კარლოსმა ცხოვრების უკანასკნელი წლები? როდის გარდაიცვალა ის?
15. ე.ი. რისი წყალობით იყო გაერთიანებული კარლოს დიდის იმპერია?
16. ვინ იყო კარლოსის შვილი და რა გააკეთა მან?
17. როდის დაიყო ოფიციალურად ფრანკთა იმპერია? ჩამოთვალეთ, რომელ სამეფოებად
დაიყო.
პასუხები:

1. ევროპაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო.


2. საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სამხედრო სამსახურის მოწესრიგებას.
3. კანონები, რომლებიც განსაზღვრავდა, ვის სად, როდის და რამდენ ხანს უნდა
ემსახურა არმიაში.
4. ყველა სამფლობელოში, როგორც ძველში, ისე ახლად შექმნილში ერთგვაროვანი
ადმინისტრაციულ-სამხედრო სისტემა იქნა შემოღებული.
5. სამხედრო ერთეულებად: საჰერცოგოებად და საგრაფოებად.
6. იმ დროს გრაფი თანამდებობა იყო და ის თავის საგამგებლო ოლქში ლაშქარს და
სასამართლოს მეთაურობდა და გადასახადებს კრეფდა.
7. მარკები; მარკგრაფები.
8. სასულიერო და საერო წოდების ყოველწლიური ერთობლივი შეკრება მაისში, სადაც
უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საქმეები განიხილებოდა, თუმცა, საბოლოო სიტყვა
მაინც კარლოსს ეკუთვნოდა.
9. მოწიფულ ასაკში ისწავლა წერა-კითხვა, თუმცა ის საკმაოდ განათლებული ადამიანი
იყო და კარგად ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს.
10. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საკითხებს:
 გამოსცა სპეციალური განკარგულება სამონასტრო სკოლების შექმნის შესახებ;
 მისივე ბრძანებით, ყველა თავისუფალი მოქალაქის შვილს უნდა მიეღო
აუცილებელი განათლება;
 სასახლეში შეიქმნა სკოლა, სადაც ქვეყნის მართვას ასწავლიდნენ;
 კარლოსი მთელი ევროპიდან იწვევდა ცნობილ სწავლულებს და ბევრ მათგანს
უმაღლეს საერო და საეკლესიო თანამდებობებზე ნიშნავდა.
11. კარლოსის დროს შეიქმნა სწავლულთა წრე, რომელსაც აკადემია უწოდეს. აკადემიის
წევრი იყო თავად კარლოსიც.
 ამ აკადემიის წევრები ნადიმის დროსაც კი მსჯელობდნენ ფილოსოფიასა და
ღვთისმეტყველებაზე.
 ისინი ცდილობდნენ, ანტიკური დროის მეცნიერებისა და ლიტერატორებისთვის
მიებაძათ და ლათინურ ენაზე წერდნენ ლექსებს;
 კარლოსის ბრძანებით შეადგინეს ფრანკული ენის გრამატიკა, შეაგროვეს
გერმანული სიმღერები.
12. „კაროლინგურ აღორძინებად“.
13. ძალიან უბრალოდ, ჩვეულებრივი ფრანკი-გერმანელივით იცვამდა. მხოლოდ რომში
ყოფნისას პაპის პატივსაცემად პატრიცის ტანსაცმლით შეიმოსებოდა ხოლმე.
14. თავის საყვარელ ქალაქ აახენში, სადაც 814 წელს გარდაიცვალა კიდეც.
15. იმპერატორის ძლიერი პიროვნების წყალობით.
16. ლუი ღვთისმოსავი, რომლმაც იმპერიის მართვა გამგებლობა სამ შვილს გაუყო.
17. 843 წლიდან მათ იმპერია ოფიციალურად დაყვეს სამ ნაწილად და დამოუკიდებლად
დაიწყეს მართვა. ჩამოყალიბდა დასავლეთ ფრანკთა სამეფო (მოგვიანებით
საფრანგეთად წოდებული), აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო - გვიანდელი გერმანია და
მესამე - იტალია.

კარლოს დიდის არმია

1. რას მიენიჭა კარლოსის ჯარში დიდი მნიშვნელობა? რატომ?


2. რა ღონისძიებები გატარდა ქვეითი ჯარის უკეთ შესაიარაღებლად?
3. ყველა თავისუფალი მოქალაქე ..? დაგვიანებულ მოლაშქრეებს..? ყოველ მეომარს თან
უნდა ჰქონოდა..?
4. კარლოსის დროს გამოცემული დოკუმენტებით მკაცრად იყო განსაზღვრული..?
დააკონკრეტეთ, რა ევალებოდათ მსხვილ მიწათმფლობელებს, რა - ნაკლებად
მდიდარ ფრანკებს, რა - ღარიბებს.
5. რისთვის შეიქმნა ამ დროს ძლიერი ფლოტი და სად?
6. აღწერეთ 802 წლის კანონი.
7. აღწერეთ 811 წლის კანონი.

პასუხები:

1. მძიმედ შეიარაღებულ ცხენოსნებს, რადგან მთლიანად რკინის აღჭურვილობით


დაფარული მხედრის დაზიანება ძნელი იყო, ამიტომ ასეთი მხედრები კარლოსის
ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ;
2. ის, ვინც ლაშქრობისგან გათავისუფლდებოდა, ვალდებული იყო, შეეიარაღებინა და
სურსათით უზრუნველეყო ომში წასული მეომარი.
3. მკაცრად იყო აღნუსხული; სჯიდნენ; საჭმლის ექვსი თვის მარაგი;
4. მეომრების შეიარაღება:
 მსხვილი მიწათმფლობელები ცხენზე ამხედრებულები და შეჯავშნულები უნდა
გამოცხადებულიყვნენ და შუბი და ხმალი უნდა ჰქონოდათ;
 ნაკლებად მდიდარი ფრანკები ქვეით ჯარს შეადგენდნენ და მათ შეიარაღებაში
იყო შუბი, ფარი და მშვილდ-ისარი;
 ყველაზე ღარიბებს მხოლოდ მშვილდ-ისარი ჰქონდათ და ისინი მშვილდოსნებად
მსახურობდნენ;
5. სკანდინავიური ტომების - ნორმანების ზღვიდან თავდასხმებისგან თავის დასაცავად
მდინარეების შესართავებთან ძლიერი ფლოტი შეიქმნა.
6. როდესაც ხელმწიფე-იმპერატორი გამოსცემს ბრძანებას ლაშქრობის შესახებ, არავის
აქვს უფლება არ დაემორჩილოს და არცერთ გრაფს არ აქვს უფლება, სამხედრო
ვალდებულებისგან ვინმე გაათავისუფლოს, ნათესაობის ან საჩუქრებით მოსყიდვის
გამო.
7. ყოველი თავისუფალი, რომელსაც გამოიძახებენ სამხედრო სამსახურში და თავს
აარიდებს მას, გადაიხდის სრულ ჯარიმას 60 სოლიდის ოდენობით. და თუ არ აქვს ეს
თანხა, გახდება მეფის ყმა, მანამ, სანამ ჯარიმას სრულ ოდენობას არ დაფარავს. ასეთ
შემთხვევაში ის უბრუნდება თავისუფალ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ
დაყმევებული თავისუფალი, ყმობაში გარდაიცვლება, მისი მემკვიდრეები არ კარგავენ
მემკვიდრეობის უფლებას, თავისუფალ მდგომარეობას და არ იხდიან ჯარიმის
დარჩენილ ნაწილს.

You might also like