You are on page 1of 7

1727-1747 წლების ქრონიკა

 1727 წ. - ვახტანგ მე-6-ის ძმის, იესეს(მუსტაფა ფაშას) გარდაცვალების შემდეგ


ოსმალებმა ქართლში მეფობა გააუქმეს;
 1730 წ. - დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი; ქართველი დიდებულები ირანს
მიემხრნენ;
 1732 წ. - კახეთის სამეფო ტახტზე ავიდა თეიმურაზ პირველი.
 1735 წ. - ქართლში დიდი აჯანყება დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ. ირანელთა
დახმარებით ქართველებმა ოსმალების ქვეყნიდან განდევნა მოახერხეს.
ოსმალობა ყიზილბაშობამ ჩაანაცვლა;
 1736 წ. - ირანის მმართველი გახდა ნადირ-შაჰი, რომელმაც ქართლ-კახეთს
მძიმე გადასახადები დააკისრა. ქართლში ირანის საწინააღმდეგო აჯანყებები
დაიწყო. ნადირ-შაჰი დათმობებზე წავიდა.
 1744 წ. - ნადირ შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ მე-2, ხოლო კახეთის მეფედ
ერეკლე მე-2 დაამტკიცა.
 1745 წ. - სვეტიცხოველში თეიმურაზი და ერეკლე ქრისტიანული წესით
აკურთხეს მეფეებადა. მეფედ კურთხევის ცერემონიალი ბოლოს 1632 წელს
ჩატარდა.
 1747 წ. - შეთქმულებმა მოკლედ ნადირ-შაჰი. ირანში ხანგრძლივი
შინაფეოდალური ომი დაიწყო და ქართლ-კახეთმა ფაქტამოუკიდებლობას
მიღწია.

ქართლ-კახეთი
1. როდის დატოვა ვახტანგ მე-6-მ საქართველო და რა გავლენა მოახდინა ამან ქვეყანაზე?

2.როდის გარდაიცვალა თეიმურაზ მე-2 , ვინ გახდა ქართლ-კახეთის მეფე?

3.სად იზრდებოდა ერეკლე, როდის მიიღო მან პირველ ბრძოლაში მონაწილეობა?

4.ჩამოთვალეთ ერეკლე მე-2-ს რეფორმები.

5.რა გაჩნდა ერეკლე მე-2 ენერგიული ღონისძიებების შედეგად მრეწველობის დარგში?

6.რამდენი დუქანი იყო თბილისში?

7.რა ხდებოდა განათლების კუთხით ქვეყანაში?

8.რად იქცა თბილისი სხვადასხვა ქრისტიანებისა და არაქრისტიანი ამიერკავკაიელების


ჩამოსვლის შემდეგ?

9.რას უწოდებდნენ ერეკლე მეფეს, სად იბეჭდებოდა მასზე?

10.რომელი სახანოები დაიქვემდებარა ერეკლემ?


11.როდის შექიმნა მორიგე ჯარი?დაახასიათეთ.

12.როდის გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი, რა შედეგი მოახდინა მან მორიგე ჯარზე?

1. 1723 წ. აღმ. საქართველოში მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა.

2. 1762 წელს მეფე თეიმურაზ მე-2; ერეკლე მე-2.

3.კახეთში იზრდებოდა. 1735 წელს,როცა ჯერ კიდევ 15 წლის იყო, პირველ ბრძოლაში მიიღო
მონაწილეობა, როდესაც კახეთში შესული ლეკები თავისი მცირე რაზმით დაამარცხა და
ქვეყნიდან გააქცია. მოსახლეობას ის განსაკუთრენულად უყვარდა და მოფერებით „პატარა
კახს“ ეძახდნენ.

 4.შეზღუდა თავება თავადები;


 დაასახლა უცხოელ დამპყროელთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები;
 შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა;
 აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ტყვეებით ვაჭრობა;
 მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფო წყობილების
გადასახალისებლად; სცადა მმართელობა დაენაწილებინა ცალკეული უწყებების
მიხედვივით : „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა და „სამხედრო
საქმეთა“დარგებად.

5.გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (მინის,სარკის,აგურის, თიხის ჭურჭლის დასამზადებელი


საწარმოები); განვითარდა სამთომანდო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის,
რკინის), დიდი შემოსავალი მოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან; განახლდა
ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული; ამუშავდა იარაღის,
დენთის,ზარბაზანის დამამზადებელი ქარხნები.

6.500ს აღწევდა.

7.დიდი განათლება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და


სკოლები. 1749 წელს აღადგინეს ვახტანგისეული სტამბა, იბეჭდებოდა წიგნები. მეფის
ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი,განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას.

8. თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

9. “პრინც ერეკლეს“, „ქართველ ლომს“

10. ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოები.

11. 1774 წელს შექმნა „მორიგე ჯარი“. მასში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან
მამაკაცს წელიწადში ერთ თვეს თავისი ხარჯებითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი
სასურსათო გადსახადებისგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა
და იარაღით უნდა უზრუნველეყო. თავდაირველად მორიგე ჯარში 5 ათასი მეომარი იყო.
მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო
სახელმძღვანელო იყო ლევან ბატონიშვილი. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა
შემოსევები შემცირდა,მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა,
სოფლები მოშენდა.

12. 1781 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი და ამის შემდეგ მორიგე
ჯარს შესაბამისი ყურადღება აღარ ექცეოდა და მალე ის ფაქტობრივად მოიშალა კიდეც.

დასავლეთ საქართველო
1. რა პრობლემები იყო დასავლეთ საქართველოში მე17 საუკუნეში?

2.ვინ ავიდა იმერეთის ტახტზე 1752 წელს და ვინ ეწინააღმდეგებოდა მას.

3.რის წინააღმდეგ დაიწყო ბრძლა გამეფებისას?

4.როდის შემოიჭრნენ ოსმალთა ჯარები დას. საქართველოში?აღწერეთ ბრძოლა.

5.ვისთან დადო სოლომონ 1-ლმა ხელშეკრულება და როდის?

6.რა მოხდა 1759 წელს?

7. რა გამოიწვია ტყვეთა სყიდვის აკრძალვამ?

 1.იმერეთის ციხეებში ჩადგარი ოსმალური გარნიზონი;


 ოსმალური ხარკი;
 მეფისა და მთავრების ურთიერთბრძოლა;
 ტყვეებით ვაჭრობა;
 ტახტის მაძიებელთა ინტრიგები;
 დასუსტებული ეკლესია.

2.1752 წელს, 15 წელის სოლომონ 1-ლი. ეწინააღმდეგებოდნენ მისივე დედა და


ბიძები, რაჭის ერისთავი და გურიელი.

3.ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. მან ოდიშისა და გურიის მთავრები მოკავშირეებად


გაიხადა და დანარჩენი შედარებით ნაკლებგავლენიანი მთავრებიც დაიქვემდებარა.

4. 1757 წლის დეკემბერში დასავლეთ საქართველოში შემოიჭრნენ. ხრესილის ველზე


გამართულ ბრძოლაში სოლმონ 1-ს თავადების უმეტესობა მიემხრო. გარდა რაჭის
ერისთავ როსტომისა და ლევან აბაშიძისა.სოლომონ მეფემ თავისი ჯარით უეცრად
შეუტია ოსმალთა არმიას და საბლოოდ სასტიკი მარცხი აგემა მათ. ბრძოლაში
გადარჩენილი ოსმალების ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. გმირულად დაიღუპა
ხუტუნია შერვაშძე,რომელმაც 16 თურქი გამოასალმა სიცოცხლეს.

5. 1758 წელს გორში თეიმურაზ მე2სთან და ერეკლე მე-2 სთან მეგობრობის და


ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულება დადო.

6.1759 წელს მთელი დასავლეთსაქართველოს თავადაზნაურობა შეიკრიბა, აიკრძალა


ტყვეთა სყიდვა,კრებაზე დაკანონდა ეკლესიის მიერ იმათი შეჩვენება, ვინც ამ საქმეს
გააგრძელებდა,ხოლო საერო კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრეთა სიკვდილით
დასჯა დკანონდა. ასევე აღდგა ქუთაისის ეპარქია,ეკლესიას დაუბრუნდა
ჩამორთმეული მიწები, გლეხები გათავისუფლდნენ დაკისრებული საეკლესიო
გადასახადებისგან.

7.ოსმალო დამპყრობლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო მე-18


საუკუნიის 60-იან წლებში რამდენჯერმე ილაშქრეს დას. საქართველოში და თან
ქვეყანას ლეკთა დაქირავებული ჯარებიც შეუსიეს.

საქართველო სამ იმპერიას შორის


1.რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთს ერეკლემ და სოლომონმა?

2.როდის დაიწყო რუსეთ-ოსმალეთს ომი? რომელმა იმპერატორმა მოსთხოვა


ქართველ მეფეებს ფრონტზე დახმარება?

3. რომელ წელს შემოვიდა რუსთა მცირერიცხოვანი რაზმი ასქართელოში, ვისი


მეთაურობით?

4.საითკენ გაემართა ერეკლე მე-2 ტოტლებენთან ერთად 1770 წელს?

5.რა იყო ამ დროს ერეკლეს მთავარი მიზანი?

6.რა მოიმოქმედა ტოტლებენმა?

‘7.სად გაიმართა ბრძოლა?

8.ვინ გაიმარჯვა ომში,თუმცა?

9.საიდან გააძევა ერეკლემ ოსმალები?

10. რფა აიღო ტოტლებენის მეთაურობით, თუმცა?

11.როდის დაიდო ზავი რუსეთსა და ოსმალეთს შორის? რომელი მუხი ეხებოდა


დას.საქართველოს?
12.როდის გაუარესდა მდგომარეობა კავკასიის სამხრეთით? რატომ?

13. აღწერეთ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ვითარება.

14.რა გამოიწვია გეორგიევსკის ტრაქტატმა?

15.როდის დაიძრა აღა-მაჰმად-ხანი საქართველოსკენ ?

16.რამდენი მეომარი ჰყავდა ერეკლეს?

17.რა იყო აღა მაჰმად ხანის მთავარი მიზანი?

18.სად გაიმართა პირველი ბრძოლები?

19.რამ მოახდინა ქართველების გამარჯვებაზე უარყოფითი შედეგი?

20.აღწერეთ აღა მაჰმად ხანის გადაწყვეტილება.

21. როდის შეუტია ქალაქს აღა-მაჰმად-ხანმა?. შედეგი.

22.როდის გარდაიცვალა მეფე ერეკლე?

23.რა მოხდა გიორგი მე12-ის მეფობის დროს?

24. რა მოხდა 1801 წელს?

25.როდის გაუქმდა იმერეთის სამეფო? რა დაემართა დანარჩენ სამეფოებს?

 1.რუსეთი ერთმორწნე სახელმწიფო იყო;


 ოსმალობით და ყიზილბაშობით გაწამებული ქართველები ამ მტერთან
მოკავშრეობით სასიკეთოს ვერაფერს ხედავდნენ;
 რუსეთი ევროპასთან იყოდ აკავშირებული და პროგრესულ ძალას
წარმოადგენდა;
 ქართველები კარგად არ იცნობდნენ რუსების დამპყრობლურ პოლიტიკას

2.1768 წელს,ეკატერინემ.

3.1769 წელს, ტოტლებენის მეთაურობით.

4.ახალციხისკენ.

5.თურქებისთვის სამცხის წართმევა და ქართლ-კახეთთან მიერთება.

6.ახალციხისკენ მიმავალი ერეკლე ტოტლებენმა შუა გზაში მიატოვა და უკან


გარუნდა.

7.ასპინძასთან,მტკვრის სანაპიროზე.
8.ვერ მოახერხა სამცხის დამრჩილება,რადგან უკან გაბრუნებული ტოტლებენი
ქართლის თავადებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ერეკლეს წინააღმდეგ. ერეკლემ
ჩასლისთანავე აღკვეთა ტოტლებენის თავნებობა.

9.შორაპანისა და ცუცხვათის ციხეებიდან.

10.ქუთაისისა და ბაღდათის ციხეები.

11.1774 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი,რომლის 23-ე


მუხლი დას.საქ-ს ეხებოდა.

12.მე-18 ს.ის 80იანი წლებიდან. ირანში სამოქალაქო ომი დასრულდა. ირანმა


თანდათან ძველი გავლენის აღდგენა დაიწყო.

13.1783 წლის 24 ივლისს ჩრდ. კავკასიის რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში დაიდო


ხელშეკრულებ რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის.

14.გეორგიევსკის ტრაქტატმა ირან-ოსმალეთის გაღიზიანება გამოიწვია. ოსმალეთმა


ქართველების წინააღმდეგ წააქეზა დაღესტნელი ფეოდალები. ათ განაახლეს
გამუდმებული თავდასხმები. აღა მახმად ხანმა კატეგორიულად მოსთხოვა ერეკლეს
ქართლ-კახეთი ძველებურად ვასალი ყოფიიყო,თუმცა ამ თხოვნას უარით უპასუხა.

15.1795წ. ირანის ჯარი - 35 000.

16.ერეკლეს ჯარი - 5 000.

17.თბილისის აღება.

18.9-10 სექტემბერს თბილისის მახლობლად, კრწანისის ველზე, ქართველთა რაზმები


შინდის-ტაბახმელას გზებს აკონტროლებდნენ.

19.ქართველთა ჯარის სიმცირის ამბავი შეატყობინეს აღა მახმად ხანს.

20.ადიდებულ მდინარეში გადაეშვა ცხენით, მას ჯარისკაცები მიჰყვნენ, ბევრი


დაიღუპა, ნაწილი,რომელიც გადარჩა, მიადგა მტკვრის მარცხენა სანაპიროს,
დაახ.ორთაჭალას,ისინი ფონით კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადმოვიდნენ
და პირდაპირ ქალაქის გალავნებთან აღმოჩნდნენ.

21.11სექტემბერს. მან მოახერხა ქალაქის აღება და სასტიკად ააოხრა ის. მეფე ერეკლე
ძლივს გამოიყვამეს ბრძოლის ველიდან და თბილისიდან გაიყვანეს.ქართლს
დამპყრობელი 9 დღის მანძლზე აოხრებდა.

22.1798 წელს.
23.მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა გიორგი მე-12ს მეფობის დროს,
რუს.იმპერატორმა პავლე 1-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის გაუქებასა
და რუსეთთან შეერთების შესახებ.

24.1801 წელს 12 სექტ. ალექსანდრე 1-მა საბოლოომანიფესტით წერტილი დაუსვა


ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობას.

25.1810წ. დასავლეთ საქართველოს სამთავროები, სამეგრელო, გურია,


აფხაზეთი,სვანეთი ფაქტობრივად იქცნენ რუსეთის იმპერიის ტერიტორიულ
ნაწილად ფორმალური ავტონომიის უფლებით.

You might also like