You are on page 1of 3

VIII საუკუნის საქართველო

VII საუკუნის II ნახევარში არაბებმა განსაცვიფრებელი სისწრაფით შექმნეს უდიდესი


სახელმწიფო. მათ ხელთ იგდეს მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები,
არსებითად შეცვალეს მრავალი ქვეყნის კულტურა და განავითარეს ახალი
რელიგიური მოძღვრება. VII ს-ის მეორე ნახევრიდან მათ მკვიდრად მოიკიდეს ფეხი
კავკასიაში. ისინი პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბ
მასლამის სარდლობით. VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები იდგა
თბილისსა და ციხე გოჯში.(მათი ბატონობა VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის
შუაწლებამდე გრძელდებოდა.) ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა
უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ქართლის ერისთავარმა სტეფანოზ II-მ ელჩები
და ძღვენი გაუგზავნა არაბთა სარდალს და დაზავება შესთავაზა. არაბებიც
დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა.
ქართველები ვალდებულნი იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც
ისლამს მიიღებდა, გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დროთა განმავლობაში მათ
მეფობა მოშალეს, თბილისის საამირო დაარსეს. მტერი ქართველთა განადგურების
საუკეთესო საშუალებად სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბების წინააღმდეგ ბრძოლას ერისმთავარი ნერსე
II ჩაუდგა.

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული


ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების მოწყობა და ფარული ხელმძღვანელობა
ქართლის ერისმთავარს ნერსე II-ს დაბრალდა (ნერსეს ოჯახში აღიზარდა წმ. გრიგოლ
ხანძთელი - ძმისწული ნერსეს მეუღლისა). ნერსე II, როგორც ირკვევა, მიუღებელი
პოლიტიკური ფიგურა იყო არაბთა ხელისუფლებისათვის, მას რამდენჯერმე
განუცდია ტყვეობა და დევნა არაბებისაგან. იოანე საბანისძე გადმოგვცემს, რომ ნერსე
ერისმთავარი დასმენილი ყოფილა ხალიფას წინაშე, რის გამოც 772 წელს არაბთა
ხალიფამ აბდილამ (ალმანსურმა) ქართლის ერისმთავარი თავისივე აშენებულ ქალაქ
ბაღდადში დაიბარა და მისვლისთანავე საპყრობილეში ჩააგდო. ნერსემ ტყვეობაში
დაჰყო სამი წელი, ვიდრე ხალიფა აბდილა არ მოკვდა. გამეფდა მისი ძე მაჰდი. 775
წელს ახლადგამეფებულმა ხალიფა მაჰდიმ ნერსე პატიმრობიდან გაათავისუფლა,
ისევ ქართლის ერისმთავრად დაადგინა და თბილისში გამოისტუმრა.

VIII საუკუნის II ნახევარში აფხაზეთი (დასავლეთ-სამხრეთ საქართველო) არაბთა


ხანმოკლე ბატონობის შემდეგ კვლავინდებურად ბიზანტიის მფლობელობის ქვეშ
იყო. იოანე საბანისძის თხზულებიდან ჩვენ ვგებულობთ, თუ რა დიდი
წარმატებისათვის მიუღწევია დასავლეთ საქართველოს მეფე ლეონ II-ის ხანგრძლივი
მმართველობის დროს. VIII ს-ის I ნახევარში იბერიელები და აფხაზები (აფხაზეთის
ქართველები) ერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ.

ქართლის ერისმთავარს ნერსე II-ს, რომელიც VIII ს-ის 80-იანი წლებში განდგომას
ამზადებდა არაბთაგან, როგორც ირკვევა კავშირი ჰქონია დამყარებული როგორც
ლეონთან, ისე ხაზართა ხაკანთან. არაბებს ადრევე გაუგიათ ნერსე ერისმთავრის ამ
საეჭვო ხასიათის მზადებათა შესახებ და თავს დასხმიან მას. ნერსეს ბრძოლით უკან
დაუხევია ქართლის მთიანეთში (781 წ), გაუვლია დარიალის კარი, სამასი კაცის
თანხლებით გადასულა ჩრდილო კავკასიაში და მისულა არაბებთან სამკვდრო-
სასიცოცხლოდ გადამტერებულ ხაზარებთან.
ხაზართა ხაკანი ქართლის ერისთავს, როგორც საპატიო სტუმარს, კეთილად
დახვედრია. ამ მხარეში დღემდე შემორჩა ძველი ტაძრები ქართული წარწერებით.
ჩრდილოეთის მრავალი ქალაქი და სოფელი დასახლებული ყოფილა ქრისტიანებით
და აბომაც „ისწრაფა მიახლებად ქრისტეისა“ და პატიოსანი მღვდლების ხელით
მოინათლა.

რამოდენიმე ხანში ნერსემ აფხაზეთში გადასვლა მოისურვა, რადგან იქ თავისი ოჯახი


ეგულებოდა. დღე და ღამე შეუსვენებლად იარეს და სამ თვეში დაუბრკოლებლად
გაიარეს წარმართთა ქვეყნები. აბო გზაში ლოცულობდა, მარხულობდა და „არა
დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა“. 781 წელს ამირა მაჰდიმ ქართლის ერისმთავრად
ნერსეს ნაცვლად სტეფანოზ IV, ძე გურგენისა დაადგინა(ნერსეს დისწული). 782 წლის
დასასრულს სტეფანოზ ერისმთავრის შუამდგომლობით ნერსეს ქართლში
დაბრუნების ნება დართეს. ქართველთა ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. VIII
საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა შეირყა.

You might also like