Professional Documents
Culture Documents
IX საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიის ტახტს, ბასილ I იკავებს. მან ჩაუყარა საფუძველი
მაკედონურ დინასტიას. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის სიძლიერის განახლება . თუ
ბიზანტია აშოტ დიდის დროს ხელს უწყობდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაძლიერებას ,
არაბებთან საბრძოლველად, მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფო დასუსტდა ,
ბიზანტიისთვის მიუღებელი გახდა ქართული სამეფო სამთავროების გაძლიერება და
საქართველოს გაერთიანება.
გიორგი II-ს გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა ლეონი. ლეონის მმართველობის დროს
აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში ჯავახეთიც შევიდა. ამ დროისთვის აფხაზეთი
ყველაზე ძლიერი იყო ქართულ სამეფო სამთავროებს შორის. ვითარება შეიცვალა მას
შემდეგ, რაც აფხაზთა სამეფო ტახტი გიორგი II-ის ძემ თეოდოსმა დაიკავა. თეოდოსი
თავის დროზე აუჯანყდა თავის ძმას დემეტრს და სამეფო ტახტის დაკავება მოინდომა .
აჯანყებული თეოდოსი შეიპყრეს და თვალები დასთხარეს. 975 წელს თეოდოსი ტახტზე
ავიდა, რადგან სხვა კანონიერი მემკვიდრე აღარ იყო. ცხადი იყო, რომ მას ქვეყნის
მართვა მტკიცედ არ შეეძლო. ამით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და ქართლის
დაკავებას შეეცადა. კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხე დაიკავეს .