You are on page 1of 2

„მეომართა ქვეყანა“–ასურეთი.

ძვ.წIIათასწლეულის დასაწყისში ჩრდილო შეუამდინარეთში სემიტმა ტომებმა შექმნეს


ასურეთის იმპერია,რომელიც მითანთან და ხეთებთან ერთად, „ბრინჯაოს იმპერიათა“
რიცხვს მიეკუთვნებოდა.ტერიტორიულად ასურეთი მესოპოტამიის(ქურთისტანის)
დაბლობზე მდებარეობდა,ქვეყანას ბუნებრივისაზღვრები(მთები)არ გააჩნდა.აქ გადიოდა
მნიშნელოვანი სავაჭრო გზები,გარშემო კი ასურეთს უამრავი აგრესიულად განწყობილი
მეზობელი სახელმწიფო ერტყა.ასურელებს საუკუნეების მაძილზე სწორედ მათი მოგერიება
უხდებოდათ,ამიტომაც აქაური მოსახლეობის მშვიდი ხასიათი ნელ–ნელა აგრესიულში
გადაიზარდა,რამაც შემდეგში განაპირობა ასურეთის სახელმწიფოს
იმპერიული,დამპყრობელური ბუნება,ასურეთის იმპერიაში 3 პერიოდს:ძველ,შუა და ახალს
გამოარჩევენ.ძვწ.1112წ.ასურეთის მეფემ ტიგლატფილესერI-მა ჩრდილოეთის „60 ქვეყნის
გაერთიანება „–ე.წ. „ნაირის ქვეყნები“დალაშქრა,მათ შორის იყო ქართული
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი დიაოხი.ასურელებმა დედაქალაქ აშურში ტყვედ
წამოიყვანეს დიაოხის მეფე სიენი,დააფიცეს ღვთაება აშურის ერთგულებაზე და უკან
დააბრუნეს.ასურეთის დედაქალაქი აშური იყო,თუმცა საუკუნეების მანძილზე
ადგილმდებარეობა შეიცვალა და ჯერ ნინევიაში,მერე კი– მეფე სარგონII–ს
ბრძანებით,ძვ.წ.707წ დურშარუქინში(ახლანდელი ირანის ქალაქი ხორსაბადი)
გადაინაცვლასადაც მდებარეობდა მეფის გრანდიოზული სასახლე,რომლის კედლებიც
დაფარული იყო ნადირობისა და ბრძოლის სცენებით.

ასურეთის იმპერიის ეკონომიკა პარაზიტული ხასიათის იყო:ასურელი მამაკაცი მუდმივად


ომში იყო,ქვეყნის ეკონომიკას კი დაპყრობილი ქვეყნებიდან შემოსული ხარკი
ავსებდა.ქვეყანაში ფაქტობრივად,არ იქმნებოდა რაიმე მატერიალური
დოვლათი.ასურელებმა დახვეწეს საბრძოლო ხელოვნება,ბრინჯაოს იარაღები შეცვალეს
რკინით(ტიგლატფილესერ III–მ ძვ.წ.VIIIსაუკუნეში),გამოიგონეს საბორდაჟო ხიდები,საალყო
მაქანები,დახვეწეს და გააუმჯობესეს ცხენშებმული ეტლები–„საბრძოლო
ტანკები“.ასურელებმა პირველებმა გამოიგონეს დეპორტაციის ხერხი და დანერგეს კიდეც.

ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა ახალასურულ ხანაში.მისი ტერიტორია სპარსეთის


ყურიდან ხმელთაშუაზღვამდე გადაიჭიმა და „ნოყიერ ნახევარმთვარეს“
უწოდებდნენ.კერძოდ,ძვ.წ. 732 წ.მათ დაიპყრეს არამდამასკო(სირია),ძვ.წ722წ. სარგონ II-მ
დაიპყრო ისრაელის სამეფო, აყარა და ასურეთში გადაასახლა მისი მოსახლეობა,სწორედ მის
სახელს მიეწერება დეპორტაციის გამოყენება.ძვ.წ714წ.ასურელებმა ურარტუს შეუტიეს და
საგრძნობლად დაასუსტეს.

ასურეთის კულტურულ დედაქალაქად ნინევია(დღევანდელი ერაყის ქალაქი მოსული)–


„ლომების ბუნაგი“ ითვლებოდა ,რომელიც ასურბანიფალII–მ დააარსა,აქ მდებარეობდა
უნიკალური ბიბლიოთეკა თიხის წიგნებისა.ასურბანიფალი შესანიშნავი
დიპლომატი,სტრატეგოსი იყო,თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ქყვეყანა ჯერ ორად
გაიყო,შემდეგ კი,დაცემა–დაკნინების გზას დაადგა.ძვ.წ.614წ.ასურეთს ახალბაბილონურმა
სამეფომ და მიდიამ შემოუტიეს და აიღეს ქ.აშური,ძვწ.612წ–ნინევია,ხოლო
ძვ.წ.65წ.ქარიხემიშის ბრძოლაში მიდიის მეფე კიაქსარმა და ახალბაბილონური სამეფოს
მმართველმა ნაბუქოდონოსორII–მ დაამარცხეს ასურეთის მეფე ასურბალიტი,რის შედეგადაც
ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა.თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში
გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.

ასურეთის,ამ უდიდესი იმპერიის დაცემის მიზეზი ისევ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უნდა
ვეძიოთ,რადგან ქვეყნის შემოსავალი სამწუხაროდ,არ ხმარდებოდა განვითარების საქმეს.
თვალსაჩინო მასალა

You might also like