You are on page 1of 2

ძველი შუამდინარეთის ცივილიზაცია

ძვ.წ.IV ათასწლეულში მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის ნაპირებთან საფუძველი


ჩაეყარა შუამდინარულ ცივილიზაციას.ჩრდილო შუამდინარეთში სემიტი ტომები–
აქაველები–აქადელები ცხოვრობდნენ,ხოლო სამხრეთით–შუმერები.შუმერებს ერთიანი
სახელმწიფო არ ჰქონიათ,ისინი სხვადასხვა ქალაქებში,დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ.ეს
ქალაქებია:ური,ურუქი,ლაგაში,ნიპური და სხვ.შუმერებმა საფუძველი დაუდეს ერთ–ერთ
უძველეს ცივილიზაციას,გამოიგონეს ბორბალი,გუთანი,აფრა,მზის საათი,თიხის საძერწი
ჩარხი.ხმარობდნენ 60–ით სისტემას.შუმერებს უნიკალური ,სილაბური დამწერლობა
ჰქონდათ,მათი ასო–ნიშანი ძალიან წააგავდა ლურსმანს,ამიტომ შუმერულ დამწერლობას
ლურსმულსაც უწოდებდნენ.შუმერთა საწერ მასალას თიხა წარმოადგენდა,შეუმერთა მთავარ
ღვთაებას შამაში ერქვა,ხოლო სალოცავებს–ზიკურათები.უძველესი მხატვრული
ნაწარმოებიც შუმერებმა შექმნეს ,რომელსაც „გილგამეშის ეპოსი“ეწოდება.

ძვწ.XXIV საუკუნეში განსაკუთრებით გაძლიერდა სემიტებით დასახლებული ქალაქი


აქადი,რომლის მეფემ,სარგონ ძველმა,იგივე სარგონ აქადელმა ჩაატარა სამხედრო რეფორმა
და სამხრეთით,შუმერულ ქალაქებს შეუტია,დაიმორჩილა ისინი,გამარჯვების ნიშნად ხმალი
სპარსეთის ყურეში ამოავლო და ერთიანი შუმერულ–აქადური სახელმწიფო
შექმნა,გაერთიანებულ სახელმწიფოში შუმერული იყო მეცნიერებისა და ხელოვნების
ენა,ხოლო აქადური–სახელმწიფო ენა, ძვწ, XXI საუკუნეში შუმერულ–აქადური სახელმწიფო
გაანადგურეს ელამელებმა და ამორეველებმა(ზღვის ხალხებმა.

ბაბილონი

ძვწ.IIათასწლეულში მესოპოტამიაში ორი სახელმწიფო წარმოიშვა:სამხრეთით–


ბაბილონი(თანამედროვე ერაყი) და ჩრდილოეთით–ასურეთი.ორივე სახელმწიფო
სემიტურმა(ებრაულმა ტომებმა ) შექმნეს.ბაბილონი ტერიტორიულად ზუსტად იმ ადგილას
მდებარეობდა,სადაც ახლა ერაყია.

ბაბილონი აქადურად „ღვთის ჭიშკარს“–„ღმერთების კარიბჭეს ნიშნავს.ძვ.წXVIII საუკუნეში


ბაბილონში მეფობდა ხამურაბი–მეფე–კანონმედებელი,რომელმაც გამოსცა 282 მუხლისაგან
შემდგარი კანონთა კრებული–„ხამურაბის კანონები.ხამურაბის კანონები დაწერილი იყო
დირიტის სტელაზე და ნაპოვნია არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 1901 წლის
დეკემბერში სუზაში,ჟაკ დე მორგანის მიერ წარმოებული არქეოლოგიურიგათხრების
შედეგად,( ამჟამად ხუზესტანი), ირანი.ამჟამად ინახება ლუვრის მუზეუმშია, პარიზში.ძვ.წ.
1531წ. ძველბაბილონური სამეფო და ხამურაბის დინასტია ხეთების მეფის მურსილი I–ის
შემოსევამ გაანადგურა.ბაბილონის სამეფომ თავისი ძლიერება დაიბრუნა ძვ.წ.VIII-VII
საუკუნეებში.ძვ.წ586წ.მეფე ნაბუქოდონოსორII–მილაშქრა ისრაელში,დაანგრია იუდეას
სამეფო და ბაბილონში ტყვედ წამოიყვანა 50 ათასი ებრაელი.ამ სტრატეგიით მან გაიმეორა
ასურელების მიერ ადაპტირებული დეპორტაციის ხერხი.ბაბილონი ძვწ.539წ.დალაშქრა
აქემენიანთა ირანის მეფემ კიროს II დიდმა და ტყვე ებრაელთა შტამომავლები სამშობლოში
დააბრუნა.ძვ.წ IVსაუკუნეში ბაბილონი ალ.მეკედონელის იმპერიის დედაქალაქი
გახდა.ბაბილონელებს მრავალღმერთიანობის სწამდათ,თუმცა მათი მთავარი ღვთაება
მარდუქი იყო.სალოცავებს კი–ზიკურათები ერქვათ.

You might also like