You are on page 1of 2

ძველი საბერძნეთი

ბერძნული ტომების განსახლების ტერიტორია იყო ბალკანეთის ნახევარკუნძული,ეგეოსის ზღვის


კუნძულები,მცირე აზიის სანაპიროები.ბაკლანეთის ნახევარკუნძული ჩრდილო,შუა და სამხრეთ
ნაწილებად იყოფოდა.უძველესი ბერძნული ცივილიზაციის ნაშთები კუნძულ კრეტაზეა აღმოჩენილი
და თარიღდება ძვ.წ.III-II ათასწლეულით.ამ კუნძულზე მდებარეობდა ბიბლიური მეფის მინოსის
სასახლე.ასევე უძველეს ბერძნულ ცივილიზაციას მიეკუთვნება ანტიკური ტროას ნაშთები
თანამედროვე თურქეთში ჰისარლიკის ტერიტორიაზე,რომელიც გამოიკვლია გერმანელმა მეცნიერმა
ჰაინრიჰ შლიმანმა. ანტიკური საბერძნეთი არასოდეს ყოფილა ერთიანი სახელმწიფო–ის დაყოფილი
იყო პატარა ქალაქ–სახელმწიფოებად–პოლისებად.პოლისებს ერთმანეთისაგან განსხვავებული
მმართველობის ფორმა,ფულის ერთეული,ხაზინა ჰქონდათ,გააჩნდათ საკუთარი ჯარი.ბერძნულ
პოლისებში განასხვავებდნენ მმართველობის 4 ფორმას:მონარქია,ოლიგარქია,დემოკრატია და
ტირანია.

ათენი

ათენი დემოკრატიის სამშობლოა.ის ატიკის ოლქში მდებარეობს.(შუა საბერძნეთში).თავდაპირველად


ათენს მეფეები მართავდნენ–იიგივე ბასილევსები.აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა
არქონტთა 9 კაციანი საბჭო(არეოპაგი),რომელსაც ევალებოდა სამხედრო და სასამართლო საქმეების
წარმართვაც.საკანონმდებლო ორგანოს კი ბულე ერქვა.ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კი –
„ჰელიეა“.ათენის არქონტთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა 4 :დრაკონი,სოლონი,კლისთენე და
პერიკლე.

ძ.წ. VII საუკუნეში დრაკონის მმართველობის დროს ათენში რთული ვითარება იყო.საკაბალო
კანონების შემოღების თავისუფალი ათენელების მიწები არისტოკრატიის ხელში
გადავიდა,თავისუფალნი კი ვალის გადაუხდელობის გამო,მონებად იქცნენ.დრაკონის
კანონებით,ხილის ქურდსაც კი სიკვდილით სჯიდნენ.

ძვ.წ.594წ.ათენის არ ქონტი გახდა სოლონი(ძვ..წ. 638–558წწ),რომელმაც საზოგადოება რეფორმების


გზით შეცვალა.მან პირველმა შემოიღო თავისუფალი მოქალაქის ცნება.ათენელი მოსახლეობის
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,მან ჩაატარა რეფორმა „სეისახთეა“(ტვირთის ახსნა) და
უამრავი ათენელი ამოიყვანა საკაბალო მონობიდან.რეფორმის ფარგლებში ,სოლონმა მოსახლეობა
ფინანსური შემოსავლის მიხედვით 4 ფენად–ფილედ დაჰყო და 400 კაციან ბულეს კიდევ 100
დეპუტატი დაუმატა.

კლისთენემ (ძვ.წ.570–507წ)კი ე.წ.“ნატეხების სასამართლო“–ოსტრაკიზმო შემოიღო.აღნიშნული


სასამრთლოს გადაწყვეტილებიათ,ტირანიისადმი მიდრეკილ,არაკანონმორჩილ ათენელს 10 წლით
ქალაქიდან აძევებდნენ.

დემოკრატიის,როგორც მმართველობის ფორმის დახვეწა კი მიეწერება არქონტ პერიკლეს.იგი 15


წელი(ძვ.წ.495–429) უცვლელად მართავდა ათენს.მან გაათანაბრა მოქალაქეთა უფლებები,საარჩევნო
ასაკი 20 წლამდე დასწია,ასევე გამოსცა კანონი“წმინდა მოქალაქეობის „შესახებ.რომლის
მიხედვითაც,ყველა მამაკაცი,რომელსაც დედ–მამა ათენელი ყავდა,ათენის მოქალაქედ
ითვლებოდა.მან ასევე შემოიღო ხელფასი საჯარო მოხელეთათვის და დაამკვიდრა კენჭისყრის
როგორც ღია,ასევე ფარული წესი.ათენში პოლიტიკურ უფლებებს მოკლებულნი იყვნენ
ქალები,მონები,და უცხოელი თავისუფალი მოქალაქეები–მეტოიკები.მისი მმართველობისას „ბულე“–
ში 500 კაცი შედიოდა.

განაგებდა10 კაცისაგან შემდგარი მთავარსარდალთა,იგივე სტრატეგოსთა კოლეგია,რომელსაც


განუსაზღვრელი ვადით ირჩევდნენ.
სპარტა

ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვაში შერჭრილია პელოპონესის


ნახევარკუნძული.ძ.წ. XII საუკუნეში აქ ჩრდ.ბალკანეთიდან ბერძენი ტომები,დორიელები მოვიდნენ
და მესენიისა და ლაკონიის მიწებზე დასახლდნენ.ადგილობრივი მოსახლეობა დორიელებს მონებად
არ უქცევიათ,ისინი ნახევრადთავისუფალი მოქალაქის სტატუსით სარგებლობდნენ,მიწას
ამუშავებდნენ და შემოსავლის ნაწილს დორიელებს უხდიდნენ.

სპარტას უგალავნო პოლისს უწოდებდნენ,ის სამხედრო ტიპის ქალაქ–სახელმწიფო იყო.რომელსაც


ოლიგარქიული რეჟიმი მართავდა.სპარტელებს თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე
,ჩამოუყალიბდათ მოკლედ,სხარტად(ლაკონურად) საუბრის სტილი.სპარტის მოსახლეობა დაყოფილი
იყო სამ ფენად:

1.სპარტიატები–სრულუფლებიანი მოქალაქეები –დორიელები(სულ 10000)

2.ჰილოტები–დორიელების მიერ დაპყრობილი ადგილობრივი ლაკონიელი და მესენიელი


მოსახლეობა,რომლებიც სპარტის მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ(სულ 200000)

3.პერიეკები–ქალაქის განაპირას მცხოვრები ვაჭარ–ხელოსნები.ისინი ნახევრად თავისუფალნი იყვნენ


და პოლიტიკური უფლებები ჰქონდათ ჩამორთმეული,

თავისუფალი სპარტელები სამხედრო საქმითა და პოლისის მართვით იყვნენ დაკავებულნი.სპარტაში


კანონები ძვ.წ.IX საუკუნეში ლიკურგემ შეადგინა.სპარტას ორი მეფე–ბასილევსი მართავდა,ისინი
მემკვიდრეობით იჭებდნენ მეფის ტიტულს.მეფეები საშინაო ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს
ასრულებდნენ,სამაგიეროდ,ომში მათი რეალური ძალაუფლება იყო რეალური და
მნიშვნელოვანი.სპარტაში სამხედრო სასამართლოსა და უმაღლეს სასამართლოს გერუსია
ერქვა.რომელშიც მეფის ჩათვლით,30 წევრი შედიოდა,ასაკით 60 წელს ზემოთ.სპარტაში
საკანონმდებლო ორგანოს ერქვა აპელა,აქ სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონდა მეფესაც და
გერონტსაც.ხმის მიცემა ხდებოდა ყვირილით.პოლისში გერუსიაზე და აპელაზე მათლა იდგა
სპეციალური საზედამხედველო ორგანო–„ეფორთა 5კაციანი საბჭო“,რომელსაც განუსაზღვრელი
უფლებები ჰქონდა,შეეძლო მეფის დაპატიმრება და ევალებოდა ,პერიეკები დაჰილოტები მუდმივ
მორჩილებაში ჰყოლოდა.სპარტაში ადგილობრივი ფული არ იჭრებოდა,და რკინის ზოდებით ან
გაცვლა–გამოცვლით ხდებოდა ვაჭრობა,ასევე,სპარტელს არ შეეძო პოლისის გარეთ ცხოვრება.

You might also like