You are on page 1of 3

ფინიკია

1)რომელი ხალხით იყო დასახლეული უძველესი დროიდანვე ხმელთაშუა ზღვის


სანაპიროს ვიწრო ზოლი?

2)რითი იყო ეს ტერიტორია განთქმული?

3) რას უწოდებდნენ ბერძნები ამ ტერიოტორიას? როგორ ითარგმნება ?

4)რომელი მდინრეები იყო აქ ადგილობრივი მასშტაბებით ცნობილი და რომელ


ტერიტორიებს მოიცავდა?

5)რა უშლიდა ხელს რეგიონის ერთ სამეურვეო ერთეულად ჩამოყალიბებას?

6)რომელ ათასწლეულში ჩამოყალიბდა ფინიკიის ტერიტორიაზე ძლიერი ქალაქ-


სახელმწიფოები?რომლები გაძლიერდნენ განსაკუთრებით?ვინ წარმოადგენდა
მოსახლეობის ძირითად ნაწილს?

7)რითი იყო ფინიკია მდიდარი? რომელი სახელმწიფოების დაინტერესებას იწვევდა ეს


სიმდიდრე?

8)რამ განსაზღვრა ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების თავისებურება ?


განსაზღვრეთ ეს თავისებურენბა.

9)რომელი ათასწლეულიდან მოიპოვეს ქალაქ-სახელმწიფოებმა პირველობა? რომლები


გამოირჩეოდნენ? რამ შეუწყო ხელი გემთმშენებლობის განვითარებას?

10)დაახასიათეთ მათი გემები;რომელი ისტორიკოსი გვაწვდის ცნობას ფინიკიელების


აფრიკისთვის შემოვლაზე? რომელ საუკუნეებში?

11)რომელი მეზობელი ქვეყნები ახდენდნენ გავლენას ფინიკიის განვითარებაზე ?როდის


მოიპოვებენ ფინიკიელები დამოუკიდებლობას?

12)რომელი ქალაქი დაწინაურდა ახლებურ პირობებში და რა დაიწყო მან?

13)რა გავლენა ჰქონდათ ქალაქებს კოლონიაზე?

14)რა მიზეზებით იყო გამოწვეული კოლონიზაციის პირობები?

15)რა პროცესს აადვილებდა ხმელთაშუა ზღვისპირეთში ქალაქების დაარსება ?

16) როდის,ვინ და სად დააარსეს უტიკა,გადესი და კართაგენი? რომელი ტერიტორიები


აითვისეს თანდათან?

17)როგორი ვაჭრობის შედეგად მდიდრდებოდნენ ფინიკიის ქალაქები ?რა გაჰქონდათ


ეგვიპტესა და შუამდინარეთში?

18) რითი იყო ტვიროსი ცნობილი?რა ფრად ღებავდნენ ქსოვილს,რისგან ამზადებდნენ ამ


საღებავებს? ასევე რა ფასობდა? რა გამოიგონეს ფინიკიელებმა?რაში იყენებდნენ ამას ?

19) რას არ თაკილობდნენ ფინიკიელები? რაში იყენებდნენ?


20) რომელ საუკუნეში მოექცნენ ისინი ასურეთის დაქვემდებარებაში?რატომ ვერ
ახერხებდნენ წარმატებას აჯანყებების შემდეგ? როდის და ვინ დაიპყრო ფინიკია
მოგვიანებით?შეადარეთ ერთმანეთს ასურეთისა და ახალი დამპყრობის ბატონობა ;

21) ისაუბრეთ ამ დაპყრობის დადებით შედეგებზე, რომელ ქალაქში და რა ერთიანი


მმართველობის ორგანო შეიქმნა ამ დროს?

22)ვინ გახდნენ ფინიკიის კონკურენტები და როდის ხმელთაშუაზღვისპირეთში ?

23)რა გამოიგონეს ბერძნებმა? სად გაბატონდნენ? ვინ დაიპყრო ფინიკია,როდის და


რომელი კულტურა დამკიდრდა აქ? რომელი ენები გაბატონდა?როდის დაასრულეს
ფინიკიურმა ქალაქებმა საბოლოოდ არსებობა?

24)რა უდიდესიმიღწევა აქვთ ფინიკიელებს კაცობრიობისთვის?რაში სჭირდებოდათ ეს


ფინიკიელ ვაჭრებს?დაახასიათეთ ეს მიიღწევა.

25)ვინ გადაიღო ეს მიღწევა,რა შეცვალეს?

26)რომელ კულტურებს შორის ასრულებდნენ შუამავლის როლს ფინიკიელები?

27)რას იტყვით ფინიკიელთა რელიგიის წესზე? რას უწოდებდნენ ფინიკიელები


ღმერთემბს? დაასახელეთ ქალაქების ღმერთები.

1)სემიტური მოდგმის ქანანელთა ტომებით.

2) მდიდარი,ნაყოფიერი,სამიწათმოქმედო კულტურითა და მეთევზეობა -ზღვაოსნობით .

3)“ფინიკიას“,“მეწამული“

4) იორდანე - პალესტინას; ორონტი - სირიასა და ფინიკიას;

5)ირიგაციის სუსტად განვითარება; მთის მასივები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს


რამდენიმე ნაწილად ყოფდა;

6)მე-3 ათასწლეულის შუა ხანებში; ბაბილოსი,ტვიროსი,უგარითი სიდონი;ვაჭრები და


ხელოსნები;

7)სპილენძისა და რკინის მადნით,ტყეებით,კედრით; შუამდინარეთისა და ეგვიპტის ;

8)სამიწათმოქმედო მიწების სიმცირე და ზღვასთან სიახლოვე;სახმელეთო ვაჭრობა


განვითარდა შუამდინარეთთან და საზღვაო ეგვიპტესთან;

9)მე-2 ათასწლეულიდან; ტვიროსი და სიდონი; ხეტყის სიჭარბემ.

10)დიდი ნიჩბიანი გემები,რომლებსაც ბრტყელი გემბანი და იალქნები ჰქონდა ,შორეულ


ქვეყნებში მოგზაურობა შეეძლოთ,აღწევდნენ მსოფლიოს ყველა წერტილში. ჰეროდოტე .
მე-7-მე-6 საუკუნეებში;

11)ასურეთი,ეგვიპტე,ხათი. ძვ.წ მე-9 საუკუნეში;

12)ქ.ტვიროსი;აღმოსავლეთზღვისპირეთის მასობრივი კოლონიზაცია;


13)როგორც ეკონომიკური,ისე კულტურული;

14)მიწების სიმცირის გამო ვერ ახერხებდნენ მიწათმოქმედების განვითარებას ,საზღვაო


ვაჭრობის განვითარება;

15)მათ სხვადასხვა ქვეყნებში შეჰქონდათ მათთვის საჭირო საქონელი,ხოლო საკუთარ


ნაწარმს ხელსაყრელ ფასად ყიდდნენ.

16)ტვიროსელებმა ჩრდ.აფრიკაში - უტიკა, პირენეის ნ-კ-ზე გადესი და 825 წელს


ჩრდ.აფრიკაში-კართაგენი. აითვისეს : დასავლეთ სიცილია,მალტა,ბალეარის კუნძულები ;

17)ტრანზიტული ვაჭრობით;გაჰქონდათ ხე-ტყე, ბერძნული საქონელი,ხოლო საბერძნეთში


აღმოსავლური(ეგვიპტ,შუამდ) წარმოების საქონელი შეჰქონდათ.

18)სამღებრო საქმიანობით;ამზადებდნენ მოლუსკებისგან’ ასევე ფასობდა ფინიკიელი


ოსტატების მიერ დამზადებული ვერცხლისა და ოქროს თასები,საიუველირო
ნაწარმი,რელიეფები სპილოს ძვალზე; გამოიგონეს გაუმჭვირი მინა,იყენებდნენ მძივების
დასამზადებლად;

19) მეკობრეობას; ყიდდნენ ან საკუთარ სახელოსნოებსა და ნავსადგურებში ამუშავებდნენ


შავ მუშებად და ხომალდებზე - მენიჩბეებად.

20) ძვ.წ მე-9-მე-7 სს; ქალაქ-სახელმწიფოებს შორის არსებული მკონკურენციის გამო


გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ; ძვ.წ მე-6 საუკუნეში,სპარსეთის აქამენიანთა
მეფემ,კიროსმა; ბატონობა ბევრად მსუბუქი იყო.

21)ირანი ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას და არ ერეოდა ფინიკიის ქალაქების


საშინაო საქმეებში. ტრიპოლისში,“უხუცესთა საბჭო.“

22)ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები,ძვ.წ მე-8-მე-7 სს.

23)უფრო სწრაფმავალი სახმედრო გემები - ტრიერები. ძვ.წ 332 წ დაიპყრო ალქესანდრე


მაკედონელმა. დამკვიდრდა ელინისტური კულტურა. გამატონდა არამეული და
ბერძნული ენები. ახ.წ მე-3 საუკუნეში

24)გამოიგონეს ანბანი;ფინიკიელ ვაჭრებს თავიანთი ფრთ კონტაქტებისა და


კოსმოპოლიტური ინტერესების გამო სჭირდებოდათ;ფინიკიურ ანბანში ჩამოყალიბდა 22
ასო-ნიშანი

25)გადაიღეს ბერძნებმა,დაუმატეს ხმოვანი ნიშნები,მიიღო დასრულებული სახე .

26)დასავლეთ და აღმოსავლეთ კულტურებს შორის,ავითარებდნენ სხვის ცოდნასაც.

27) ღმერთის სახელის ტაბუირების წესი, სახელით მოხსენიება ღმერთებს


განარისხებდა,ამიტომ მოიხსენიებდნენ ბაალად; ქ.ტვიროსი - ნაოსნობის ღმერთი
მელქართი; ბიბლოსი- სიყვარულისა და ნაყოფიერების ღმერთი აშტარტა ; მთელ
ფინიკიაში გავრცელებლი იყო ადონისის(ნაყოფიერების) კულტი .

You might also like