You are on page 1of 10

დიაოხი და კოლხა

მარიამ კოპალაძე
კომპლექსური
დავალების
პირობა
• შექმენით პრეზენტაცია, სადაც
თვალნათლივ წარმოადგენთ
პირველი ქართული
სახელმწიფოების დიაოხისა
და კოლხას ურთიერთობას
ძველი აღმოსავლეთის
ქვეყნებთან-ასურეთთან და
ურარტუსთან. წარმოაჩინეთ
ძველ ლურსმულ წყაროებში
ნახსენები ცნობები ძველი
ქართული სახელმწიფოების
შესახებ და ხაზი გაუსვით თუ
როგორი ურთიერთობა
ჰქონდათ დიაოხსა და კოლხას
ასურეთთან და ურარტუსთან.
დიაოხი
• დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი — ქართველ
ტომთა უძველესი სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა ძვ. წ. XII
საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განადგურდა კიდევ
ერთი ქართული სამეფოს კოლხას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში.
დიაოხი მოიხსენიება ასურულ, ბერძნულ და
ურარტულ წარწერებში.დიაოხი ასურეთის ჩრდილოეთითა
და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა,
ანუ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-
დასავლეთ ტერიტორიაზე. ასურელები ქვეყანას დაიაენს
უწოდებენ, ხოლო ურარტუ დიაოხის სახელით მოიხსენიებს. ძვ. წ.
V საუკუნეში ქსენოფონტი დიაოხის
მკვიდრთა შთამომავლობას ტაოხების სახელით იხსენიებს. აქედან
მომდინარეობს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის – ტაოს –
სახელწოდება.
ასურეთთან დაპირისპირება
• დიაოხი ჩამოყალიბდა ძვ. წ. XII
საუკუნეში ევფრატის ზემოთში. ამ პერიოდში მას უხდება
დაპირისპირება ასურეთთან, კერძოდ, ტიგლათფილესერ I-
თან (ძვ. წ. 1115-1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით
დათარიღებული წარწერა,
რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს „60 მეფის
გაერთიანებას“ (ნაირის ქვეყნებს). სწორედ ეს გაერთიანება
დაამარცხა ასურეთმა ძვ. წ. 1112 წელს და
ჩრდილოეთის, ანუ შავ ზღვამდე სდია.
ურარტუსთან დაპირისპირება
• მართალია ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგ
რამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის, ა
რა მარტო დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანე
თს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მონარქი ტიგლათფილესერ I,
ამჯერად მათმა შთამომავლებმა ასიამ და სალმანასარ III-
მ კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ. წ.
IX საუკუნის ბოლოს და VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და
დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მენუამ დაამარც
ხა და დახარკა. ამის შესახებ ნახსენებია მის ერთ-
ერთი წარწერაში, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყა
ნას უწოდებს. ამავე უტუფურსს მოუხდა ბრძოლა მენუას ძის - არგიშთის წინააღმდე
გ. მანაც დაამარცხა და დახარკა დიაოხი.
კოლხასთან დაპირისპირება
• დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ უხდება
წასვლა, რომელიც
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარე ადრეკლასობრივი სახელმწიფოა. კოლხას არ
გასჭირვებია ძლიერ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ.
წ. VIII საუკუნეში დიაოხის ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა,
იგი კოლხეთის სამეფომ გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს
ადასტურებს არგიშთი I-ს მემკვიდრის სარდურ II-ს წარწერა,
რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ
იხსენიებს დიაოხს, მის წარწერაში
მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.
კოლხა
• კოლხები შუა ბრინჯაოს ხანაში დამკვიდრდნენ კავკასიაში.
შავიზღვისპირეთში კოლხურ ტომთა დიდ გაერთიანებას ვარაუდობენ
ძვ. წ. XIII საუკუნეში. ეს დასტურდება ძველი ასურული წყაროებით და
აგრეთვე ახლანდელი დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ-
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოპოვებული არქეოლოგიური
მასალებით. ამ კულტურის შემქმნელ კოლხურ ტომთა გაერთიანების
ძლიერების ხანა აირეკლა აგრეთვე არგონავტების ლაშქრობის
შესახებ ძველ ბერძნულ თქმულებებში და ვერსიებში. ეთნიკური
სახელი კოლხი პირველად ძველ აღმოსმოსავლურ
წყაროებში იხსენიება ძვ. წ. XII-X საუკუნეში ასურეთის
მეფე ტიგლათფილესერ I-ის წარწერაში კოლხის ფორმით.
• ურარტულ წყაროებში იხსენიება მეფისნაცვლები, ანუ სამეფო
მოხელეები, რაც აღმოსავლური ტიპის სახელმწიფო ადმინისტრაციის
არსებობაზე მიუთითებს. ამავე პერიოდში მაღალ დონეზე
იდგა მესაქონლეობა და რკინის მეტალურგია. კოლხას ძლიერების
ხანად მიჩნეულია ძვ. წ. VIII საუკუნე, ამ დროს შეიერთა კოლხამ
ურარტუს ჩრდილოეთ ოლქები, მაგრამ დაკარგა რამდენიმე
პროვინცია, მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუსა ძვ. წ. 750–748 და
744–742 წლებში, ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ბრძოლების შემდეგ.
შემდგომში კოლხა დაიპყრეს კიმერიელებმა და სკვითებმა ძვ. წ. 730–
720 წლებში. კიმერიელთა და სკვითთა დამანგრეველი ლაშქრობების
შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური
ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის
წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.
• აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროზე ძვ. წ. XIII
საუკუნის ბოლოს წარმოშობილი ტომობრივი კავშირი
მოგვიანებით ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფოდ.უკვე ძვ. წ.
VIII საუკუნეში ურარტულ წყაროებში იგი იხსენიება
როგორც კოლხას სამეფო. სამეფო ქალაქად
მოხსენიებულია ილდამუსა, რომელიც სამხრეთ-
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჭოროხის აუზში
მდებარეობდა. მისი გავლენა ვრცელდებოდა აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე. კოლხას სამეფო
გამუდმებით ებრძოდა დიაოხისა და ურარტუს სამეფოებს.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like