You are on page 1of 9

1

ჯვაროსნული ლაშქრობები

ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები

XI საუკუნის მიწურულისათვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, კერძოდ კათოლიკურმა სამყარომ საღვთო ომი
წამოიწყო მუსლიმური აღმოსავლეთის წინააღმდეგ. ეს მოვლენა ისტორიაში ჯვაროსნული ომების სახელით არის
ცნობილი. ჯვაროსნული ლაშქრობები დაახლოებით ორი საუკუნის (1096-1270) გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი
გავლენა იქონია ევროპული და ახლო აღმოსავლური სახელმწიფოების შემდგომ განვითარებაზე.

ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზად იმ პერიოდში ურწმუნოთაგან ქრისტეს საფლავის განავისუფლება სახელ-


დებოდა. როგორც ცნობილია, პალესტინის წმინდა მიწა ერთიანი რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ ბიზანტიის
მფლობელობაში იყო. თუმცა VII საუკუნეში იგი მუსლიმი არაბების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო XI საუკუნის
მეორე ნახევრიდათ კი თურქ-სეჩუკების ბატონობის ქვეშ მოექცა. ქრისტიანული სამყარო ვერ ეგუებოდა მათდამი
მტრულად განწყობილი ძალების ბატონობას პალესტინის წმინდა მიწაზე. ამგვარად, ჯვაროსნული ომების ერთერთ
მიზეზად შესაძლებელია განვიხილოთ ქრისტიანული და მუსლიმური ცივილიზაციის დაპირისპირება („ცივილი-
ზაციათა შეხლა“), რომელთა კონფრონტაციაახლო აღმოსავლეთის რეგიონში საუკუნოვან კონფლიქტში გადაიზარდა.

დასავლეთ ევროპის ლტოლვა აღმოსავლეთის ლაშქრობისაკენ განაპირობა ევროპაში მიმდინარე სოციალურმა,


ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა. სოციალური თვალსაზრისით უკვე XI საუკუნის დასასრულისთვის
ევროპის სახელმწიფოებში სრულდება ფეოდალიზაციის პროცესი. ფეოდალური ურთიერთობების დაკანონებამ დაბალი
ფენების პაუპერიზაცია1 გამოიწვია. მძიმე სოციალური მდგომარეობა აუძულებდა გლეხობას ან შეგუებოდა ან ებრძოლა
გადარჩენისათვის. ფეოდალური ექსპლოატაციით გაწამებული მოსახლეობა ხშირ აჯანყებებს აწყობდნენ წინააღმდეგ ან
იყრებოდნენ და მიუვალ ადგლებში სახლდებოდნენ, სადაც თავგანწირვით იცავდნენ მათ თავისუფლებას, მიერ
დაარსებულ ახალშენებს და საერთო მფლობელობაში მქონე მეურნეობებს.

მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპის მოსახლეობის


ფსიქო-მენტალურ მდგომარეობაზე. გაძლიერდა პესიმიზმსა და სასოწარკვეთილება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად
იზრდებოდა არსებული სისტემისა (სოციალური-ეკონომიკური და პოლიტიკური) და კათოლიკური იდეოლოგიის
საწინააღმდეგო იდეოლოგიურ-რელიგიური მოძრაობა, კათოლიკური ეკლესიის და მის მსახურთა მიმართ გაჯერებული
უნდობლობითა და კრიტიკით (ეკლესია მათ მწვალებლებსა და ერეტიკოსებს უწოდებდა). სწორედ ამიტომ, იმ
პერიოდის კათოლიკური ეკლესიის და ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესები ერთმანეთს აშკარად დაემთხვა.
ხელისუფლების სადავეებისა და არსებული სისტემის შენარჩუნების მიზნით აუცილებელი იყო სოციალური ვითარების
განმუხტვა. ამისათვის კი საჭირო იყო გაღატაკებული მოსახლეობის იდეურ-პოლიტიკური კონტროლი ან მათი გაყვანა
ევროპის კონტინენტიდან. XI საუკუნეში ფეოდალიზმი ცდილობდა ქრისტიანული მორალი იდეოლოგიად გამოყენებინა
და უკმაყოფილო მოსახლეობა დაეშოშმინებინა. კათოლიკური ეკლესია შექმნილ ვითარებას კაცობრიობის მიერ
ჩადენილ ცოდვებს მიაწერდა და მოუწოდებდა მოსახლეობას მოთმინებითა და ღვთისადმი შევედრებით დაეძლიათ
არსებული სიდუხჭირე. ამის პარალელურად კათოლიკური ეკლესია და რომის პაპები მოუწოდებდნენ მოსახლეობას
მოსალოცად წმინდა მიწაზე გამგზავრებულიყვნენ. ამით ისინი ცდილობდნენ ევროპიდან გაეყვანათ ის მასა,
რომელიცფეოდალიზაციის პროცესის შედეგად უმიწოდ დარჩა და იმ პერიოდის ფეოდალურ სახელმწიფოებს
მნიშვნელოვან

შინაგან საფრთხეს უქმნიდა. 1054 წელს კამბრეს ეპისკოპოსის მეთაურობით 3 ათასი კაცი წავიდა სალოცავად,
ხოლო 1064 წელს მაინცის არქიეპისკოპოსის ხელმძღვანელობით 7 ათასი კაცი გაეშურა იერუსალიმისკენ. ასეთი
პრეცედენტები ხშირი იყო და იგი მხოლოდ ზემოთხსენებულ მიზანს ემსახურებოდა.

1
გაღატაკება
2

არა ნაკლებ რთული სოციალური ვითარება სუფევდა ფეოდალურ საზოგადოებაშიც. ფეოდალური წესის
თანახმად, მიწა იმდენ მემკვიდრეზე ნაწილდებოდა რამდენი შვილიც ჰყავდა მიწის მფლობელს. დროთა განმავლობაში
ფეოდალური სამფლობელოები კიდევ უფრო წვრილ სამფლობელოებად დაქუცმაცდა. ამ პროცესმა ხელი შეუწყო
დასავლეთ ევროპაში წვრილი რაინდობის მრავალრიცხოვანი ფენისწარმოშობას. რაინდის მამული ბოლოს იმდენად
შემცირდა, რომ მან ფეოდალურ მეურნეობაში სულ უფრო დაუფრო დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.
დაწყებული პროცესის რომუფრო არ გაღრმავებულიყო, შემოღებულ იქნა მემკვიდრეობის ე.წ. „მაიორატის“
(უფროსობის) გადაცემის წესი, რომლისმიხედვითაც სენიორის სამფლობელო მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა.
დანარჩენ შვილებს თავიანთი თავი და ოჯახი თავადვე უნდა გამოეკვებათ. ამგვარად, მაიორატის წესის შემოღებით
რაინდობის ერთი ნაწილი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბედის ანაბარად დარჩენილი რაინდები მხოლოდ
საკუთარი იარაღის იმედზე რჩებოდნენ. ამიტომ რაინდები ხშირ შემთხევაში ამა თუ იმ მონარქის ან ფეოდალის
სამსახურში დაქირავებულ მეომრებად დგებოდნენ, ეწეოდნენ ყაჩაღობას, ძარცვა-გლეჯას და სამხედრო-
ავანტურისტული ექსპედიციების მოწყობას სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით. ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადებას
რაინდები დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგანაც მათ წინაშე მიწებისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდების საუკეთესო
საშუალება გამოუჩნდათ.

ჯვაროსანთა ლაშქრობის გამომწვევ მიზეზთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური ქალაქ-სახელ-


მწიფოების (გენუა, ვენეცია, პიზა) გეო-ეკონომიკური ინტერესები. ცნობილია, რომ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები
გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდნენ აღმოსავლეთის ხალხებთან, რომელსაც იტალიის ქალაქებისთვის კოლოსალური
მოგება მოჰქონდა. თურქ-სელჩუკების დაპყრობებმა ერთ ხანს მნიშვნელოვნად შეაფერხა იტალიელთა ხმელთაშუა
ზღვით ვაჭრობის ტემპები. ამ მდგომარეობამ ზემოხსენებულ ქალაქებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
იტალიის ქალაქებს შეეძლოთ ვაჭრობა ახლა შავ ზღვაზე გავლით წარემართათ, მაგრამაქ მათ მძლავრ კონკურენციას
ბიზანტიის ქალაქები უწევდა. საჭირო იყო ამ რკალის გარღვევა, მაგრამ შეიარაღებული ძალების გამოუყენებლად ეს
შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქრობების მთავარ კრედიტორად იტლიური ქალაქ-სახელმწიფოები
გვევლინება. სწორედ მათი წაქეზებით ამოძრავდა ევროპა აღმოსავლეთის წინააღმდეგ. ხალხთა მასების უკეთ
დარაზმვისათვის იტალიელებმა რომის პაპის გავლენის გამოყენება სცადეს. რომის პაპები თავაინთი გავლენის
გაფართოებაზე ოცნებობდნენ, ბიზანტიურ-მართლმადიდებლურ ეკლესიაზე კონტროლისმოპოვებას და მახლობელი
აღმოსავლეთის მიწებზე კათოლიკური მრწამსის გავრცელებას. ჯერ კიდევ პაპ გრიგოლ VII ჰილდებრანდს ჰქონდა
გადაწყვეტილი მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილება, რომელიც 1054 წლის სქიზმის შედეგად გაიყო და ერთი
რელიგიის ორ უერთიერთდაპირისპირებულ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ეკლესიური თვლასაზრისით კვლავ
უნიფიკაციისათვის კი საჭირო იყო ბიზანტიის იმპერიის დასუსტება და მასზე გავლენების გავრცობა. ბიზანტიის ტერი-
ტორიების კოლონიზაციით დაინტერესებულნი იყო ასევე იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებიც.

ჯვაროსნული ომების ადრეულ ეტაპზე ევროპული საზოგადოებამ მუსლიმების გარდა მტრულ ძალად ევროპის
ქალაებში მცხოვრები ებრაელებიც იქნა გამოცხადებული. ებრაელობა ძირითადად ქალაქებში ცხოვრობდა და მეტწილად
ხელოსნობით, ვაჭრობით, მევახშეობით და სხვა საჭირო პროფესიის რეალიზებით (ვექილი, დალაქი, ნოტარიუსი და
სხვ.) იყვნენ დაკავებული. ებრაელთა თემი კარგად კონსოლიდირებული იყო და მნიშვნელოვან ფინანსურ-მატერიალურ
რესურსებს და მასთან ერთად პოლიტიკურ გავლენებს ფლობდნენ. ერაული თემი გარკვეული გადასახადების ნაცვლად
შუა საუკუნეების ფეოდალური მმართველებისგან საქმიანობისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და ავტო-
ნომიურობს იღებდნენ. მათ უფლება ჰქონდათ აეგოთ სინაგოგები და სასწავლებლები, რომელიც მათი პოლიტიკური
გავლენების დსაყრდენს წარმოადგენდა. მაგრამ ხშირად ებრაული თეების გაძლიერებაში ევროპელი ფეოდალური საზო-
გადოება საფრთხეს ხედავდა, ამიტომ ისინი მათ წინააღმდეგ ხალხთა ფართო მასებში ანტისემიტიზმის გაღვოვებას
უწყობდა ხელს. XI საუკუნეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მორიგი ანტისემიტური ისტერია ქაოტურად გავრცელდა.
ებრაელები ქრისტეს მწამებლებად გამოცხადეს და მათ წინააღმდე დაირაზმნენ. გერმანიის სარვთო იმპერიის,
საფრანგეთის და ევროპის სხვა ქალაქებში გამძვინვარებული ბრბოები სასტიკად არბევდნენ ებრაულ უბნებს, სინა-
გოგებს და საცხოვრებლებს, სადაც საუკუნეების განმავლობაში ისინი კომპაქტურად ცხოვრობდნენ (განსაკუთრებით
სასტიკად მოექცნენ შპაიერისა და მაინცში მცხოვრებ ებრაელებს).
3

ამრიგად, XI საუკუნის მიწურულისათვის პაპობისა და იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების ინტერესები


ერთმანეთს დაემთხვა. იტალიელებს ომის დაფინანსება უნდა უზრუნველეყოთ, ხოლო პაპს ევროპის მოსახლეობის,
ასევე პოლიტიკური და სამხედრო ელიტის დარაზმვა ჯვაროსნულ ლაშქრობისაკენ. იტალიელები ხშირ შემთხვევაში
ჯვაროსნებს უზრუნველყოფდა იარაღით, საჭურველით და სურსათ-სანოვაგით. გარდა ამისა,როდესაც ჯვაროსნული
ლაშქრობები ზღვით წარიმართებოდა, იტალიური ფლოტი მათი ტრანსპორტირების ძირითად საშუალებას წარმოად-
გენდა. თვით იტალიის ქალაქების სამხედრო ნაწილებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბრძოლო ოპერაციებში.

I ჯვაროსნული ლაშქრობა

1095 წელს ქ. კლერმონში პაპ ურბან II-მ საეკლესიო კრება გამართა, რომელსაც ესწრებოდა 14 არქიეპისკოპოსი,
250 ეპისკოპოსი, 400-მდე აბატი. გარდა ამისა, კრებაზე თავი მოიყარა დაბალი სასულიერო წოდების ასობით
წარმომადგენელმა. ვიდრე კლერმონის საეკლესიო კრება ჩატარდებოდა, სასულიერო პირები აქტიურ კამპანიას
ეწეოდნენ მოსახლეობაში ჯვაროსნული ომებისა და წმინდა მიწის ურჯულოთაგან განთავისუფლების შესახებ. ამიტომ
კლერმონისკრებას საზოგადოება, სამხედრო წრეები და პოლიტიკური ელიტა დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს.
კრებაზე პაპ ურბან II-მ მოუწოდა ქრისტიანულ სამყაროს ებრძოლათ ურჯულოთა წინააღმდეგ ქრისტეს საფლავის
განთავისუფლებისათვის. ხალხის კიდევ უფრო დაინტერესების მიზნით პაპმა თავის მოწოდებაში აღნიშნა, რომ „ისინი
ვინც აქ მწუხარენი და ღარიბნი არიან, აღმოსავლეთში მხიარულნი და მდიდარნი გახდებიან“. გადმოცემათა თანახმად,
ურბან მეორე პირდაპირ მიმართა რაინდებს: „უძლეველ წინაპართა შთამომავალნო, უძლეველო მხედრებო თქვენ ხელთ
იგდებთ თქვენი მტრების სიმდიდრეს“. პაპის მოწოდებას ევროპის ყველა სოციალური ფენა გამოეხმაურა.

კლერმონის საეკლესიო კრებაზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომ ურჯულოთა წინააღმდეგ ჯვაროსანთა
ლაშქრობა 1096 წლის 15 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. პაპმა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოს ყველა ეპისკოპოსს
დაავალა ჯვაროსანთა ლაშქრობის სასარგებლოდ აგიტაცია გაეწია თავის მრევლში. გარდა ამისა პაპის ლეგატები
ევროპის სახელმწიფოთა მონარქებთან და ფეოდალურ არისტოკრატიასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რათა
შეექმნათ მტკიცე ჯვაროსნული კოალიცია.

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა ორ ეტაპად იყოფა. I - გლეხთა და ღატაკთა ლაშქრობა, ხოლო - II


ორგანიზებული სამხედრო კამპანია.

1096 წელს ჯვაროსანთა ომების მქადაგებელმა პიერ მწირმა (იგივე პიერ ამიენელმა) თავისი ქადაგებით
ათასობით ადამიანი მიიმხრო. ძირითადად, გლეხები დაღატაკები. პიერ ამიენმა გადაწყვიტა ამუზარმაზარი
კონტიგენტით აღმოსავლეთისაკენ დაძრულიყო და ე.წ. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო. თუმცა
„მოლაშქრეებს“ მალევე შეექმნათ სურსათ-სანოვაგის პრობლემა. ჯვაროსნებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მდინარე რაინის
აუზის გავლით, ბალკანეთის ნ-კ-ზე გასვლა, იქედან კი კონსტანტინოპოლის გავლით მცირე აზიაში გადასვლა. მათ
გზაში ქურდები, ყაჩაღები, ბედისმაძიებელნი და სხვა დეკლასირებული ელემენტები შეუერთდა. ღატაკებს ჯერ ევროპაც
კიარ დაეტოვებინათ, რომ მათ რიგებში შიმშილმაიფეთქა. თავის გამოკვების მიზნით ჯვაროსნებმა რაინისპირა
გერმანული ქალაქების დარბევა დაიწყეს. მათ გაძარცვეს ქ. კელნი, მაინცი სხვ.და ასეთი ძარცვა-რბევით მათ
კონსტანტინოპოლს მიადგნენ. ბიზანტიისიმპერატორმა ჯვაროსნებს ურჩია ვიდრე მთავარისამხედრო ძალა
არმოვიდოდა ისინი ევროპის კონტინენტზე დარჩენილიყვნენ,რადგანაც ისინი თურქების შეტევას ვერ გაუძლებდნენ და
ადვილად დამარცხდებოდნენ. ჯვაროსნები დათანხმდნენ, მაგრამ მალე მათ კონსტანტინოპოლში ძარცვა-
გლეჯა,ქურდობა და ყაჩაღობა დაიწყეს. წესრიგის დაცვისმიზნით აუცილებელი გახდა მათი ქალაქიდან გაყვანა.ამიტომ
იმპერატორმაბრძანა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე გადაეყვანა და მცირე აზიისაკენ გზა მიეცა. მცირე აზიაში,
სელჩუკების მიერკონტროლირებად ტერიტორიაზე ჯვაროსნებმა ქ. ნიკეს მახლობლად ქსერიგორდონის ციხესიმაგრე
აიღეს, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს. იმავე წელს თურქებმა ციხეს ალყა შემოარტყეს და აიღეს კიდეც.
ჯვაროსანთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაეცა, ნაწილი კი თურქებმა მონებად გაყიდეს. პიერ ამიენელმა, ვიდრე ციხე
დაეცემოდა კონსტანტინოპოლში მოახერხა გაქცევა და იქ თავის შეფარება. ამგვარად, ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა
მარცხით დასრულდა. ევროპაში დუხჭირ ცხოვრებას და ფეოდალურ ჩაგვრას გამოქცეულმა გლეხობამ განსასვენებელი
მცირე აზიის მიწაზე იპოვა.
4

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის მეორე ეტაპი სამხედრო თვალსაზრისით ორგანიზებულად წარიმართა.იგი


დათქმულ დროს დაიწყო დამასშიმონაწილეობა მიიღო საფრანგეთის, იტალიის და, ნაწილობრივ, დასავლეთ გერმანიის
რაინდებმა. ჯვაროსნები სხვადასხვა მარშუტების გამოყენებით მიემართებოდნენ ბიზანტიისაკენ და კონსტან-
ტინოპოლის მახლობლად იყრიდნენ თავს. პირველ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო: ტორენტოს ჰერცოგმა, რობერ
გვისკარის2 შვილმა ბოემონმა, ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგმა გოტფრიმ, რომელიც ცნობილი იყო გოტფრი ბულონელის
სახელით; მასთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა მისი ძმა ბალდუინი. რაინდების მესამე დაჯგუფებას
ხელმძღვანელობდა რეიმონ პროვანსელი, ლაშქრობაში მას თან ახლდა პაპის ლეგატი ეპისკოპოსი ადემარი; ნორმანდიის
ჰერცოგი რობერი (უილიამ დამპრყრობელის უფროსი ვაჟი), რომელსაც თან ახლდა ბლუას გრაფი სტეფანე და
ფლანდრიის გრაფი რობერი. 1097 წლის გაზაფხულზე ჯვაროსნებმა თავი კონსტანტინოპლში მოიყარეს. რაინდების
რაოდენოდა დაახლოებით 30-დან 40 ათასს აღწევდა3.

ვიდრე მუსლიმების წინააღმდეგ ლაშქრობა დაიწყებოდა, ჯვაროსნებსა და ბიზანტიას შორის თავი იჩინა
მძაფრმა წინააღმდეგობამ. ჯვაროსნებს თურქთაგან უნდა გაეთავისუფლებინათ ის ადგილები, რომელიც მანამდე
ბიზანტიის იმპერიის სამფლობელოებს წარმოადგენდა. ბიზანტიის იმპერატორი მოითხოვდა, რომ ისინი კვლავ
ბიზანტიას დაბრუნებოდა, ხოლო ჯვაროსნები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ სისხლით მოპოვებული მიწები მათივე
საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო. საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება (იმპერატორმა დაპირებებითა და
მოსყიდვით თითო-თითოდ გადმოიბირა ყოველი მათგანი). ჯვაროსნებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული
ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებული ადგლები ფაქტობრივად ჯვაროსნების განკარგულებაში დარჩებოდა,
თუმცა სანაცვლოდ მათ ბიზანტიის იმპერატორის წინაშე ერთგულების ფიცი უნდა დაედოთდა მისი ვასალობა
ეღიარებინათ. ამგვარად, ბიზანტიის იმპერატორი მათ სიუზერენად ცხადდდებოდა, ხოლო ჯვაროსნები - მის
ვასალებად. მხოლოდ ამ შეთანხმების შემდეგ, გაეხსნათ გზა ჯვაროსნებს მცირე აზიისკენ. მათ ბიზანტიელთა არმიაც
შეუერთდა. ბიზანტიელებმა ჯვაროსნებს მტრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, აწვდიდნენ ასევე
სადაზვერვო ინფორმაციას,მეთოდებს და ხერხებს თუ როგორ უნდა ებრძოლათ სელჩუკების წინააღმდეგ.

1097 წლის ზაფხულში გადავიდნენ ჯვაროსნები მც. აზიაში. პირველი სამიზნე რუმის სასულთნო და მისი
დედაქალაქი ქ. ნიკეა გახდა, რომელსაც სელჩუკი მმართველი არსლან I მართავდა. არსლანი იმ დროისათვის არ
იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა
შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით ევროპელებს
შეუტია. 1097 წლის 1 ივლისს სელჩუკები დორილეუმთან გამართულ ბრძოლაში დამაცხდნენ. მემეტიანის გადმოცემით
მუსლიმები გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში
ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა
კი სვლა კილიკიისკენ განაგრძეს. აქ მათ მეგობრულად შეხვდა კილიკიის სომხები. მიუხედავად ამისა, ბალდუინმა
სომხების მთავარი ქალაქი ედესა დაიკავა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მდებარეობდა.
აქედან გზა იხსნებოდა სირიასა და მესოპოტამიაზე. ბალდუინმა აქ ედესის საგრაფო დაარსა და მას სათავეში ჩაუდგა.

რამდენიმე მცირე მუსლიმური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიას მიადგნენ. ეს იყო ბოლო
დიდი ქალაქი და სიმაგრე იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას,
რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა. ამდროის განმავლობაში სელჩუკებსა და ევროპელებს შორის ორი დიდი ბრძოლა
შედგა. ორივე შეტაკება "პილიგრიმმა მამეომრებმა" მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის
აღების საქმეში. საბოლოოდ ქალაქი ღალატის შედეგად დაეცა. ჯვაროსნებმა აქაც დიდი სიმხეცე გამოიჩინეს. ამოჟლიტეს
არა მარტო ქალაქის გარნიზონი, არა დინდეს არც ქალები, ბავშვები და მოხუცები. პირწმინდად გაძარცვეს და მოაოხრეს
ქალაქი და მისი მიდამოები. დაპრყრობილ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა ანტიოქიის სამთავრო, რომლის
მმართველად ბოემუნდ ტულუზელი გამოცხადდა. ანტიოქიის სამხრეთით მდებარე ტრიპოლის ოლქი კი მესამე მსხვილ
ფეოდალს, რაიმონდ ტულუზელს გადაეცა სამართავად.

2
წარმოშობით ნორმანი
3
თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შუა საუკუნეების რაინდს თან ახლდა მცირე ამალა (იარაღთმტვირთველი,
მეაბჯრე და სხვ.) ჯვაროსანთა ლაშქარი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო.
5

ანატიოქიის აღების შემდეგ ჯვაროსნები მათი მთავარი სამიზნის - იერუსლიმისაკენ დაიძრნენ. 1099 წლის 7
ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-მა რაინდმა მიაღწია,
დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქებში დარჩა. სურსათ-სანოვაგით მათ კვლავ ბიზანტიელები
უზრუნველყოფდნენ, ხოლო დამხმარე ძალებით კი გენუელები. სწორედ გენუელი სამხედრო ინჟინრები იყვნენ
ჩართულნი იერუსალიმის საალყო მანქანებისა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციების მშენებლობაში. საბოლოოდ,
1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა სამხედრო-საინჟინრო საშუალებების დახმარებით ჯვაროსნებმა ქალაქი
აიღეს. ჯვაროსან მორწმუნეთა ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან
ცოტანი იყვნენ. ევროპელმა რაინდებმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი.
ერთ-ერთი თვითმხილველი წერს: „იქ რომ ყოფილიყავით, თქვენ ფეხები ბარძაყებამდე მოკლულთა სისხლით
მოსივრებოდა...მე ესძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო"...რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა
შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი...“

ჯვაროსნული სახელმწიფოების წარმოშობა. იერუსალიმის სამეფო

იერუსალიმის აღების შემდეგ, ჯვაროსნებმა დაპყრობები განაგრძეს. მათ მთლიანად დაიკავეს აღმოსავლეთ
ხმელთაშუა ზრვისპირეთის ქალაქები. ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები.
ჯვაროსანთა დაპყრობების შემდეგ ევროპელმა ფეოდალებმა დაკავებულ ტერიტორიებზე ჯვაროსნული სახელმწიფოები
დაარსეს, მათ შორის იერუსალიმის სამეფო, რომელიც პალესტინისა და სირიის სამხრეთ ტერიტორიას მოიცავდა.
იერუსალიმის სამეფოს პირველი მმართველი გოტფრი ბუიონელი, ხოლო მის შემდეგ მისიძმა ბალდუინი (1100-1118)
იყო. იერუსალიმის სამეფოს შემადგენელი ნაწილები - ტრიპოლის საგრაფო, ანტიოქიის სამთავრო და ედესის საგრაფო.
ყველა პოლიტიკური ერთელი ფორმალურად იერუსალიმის სამეფოს ემორჩილებოდნენ, თუმცა ფაქტობრივად
დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. ურთიერთობებს მეფესა და ვასალებს შორის სპეციალური სამართლებრივი
ნორმებით განისაზღვრებოდა, რომელსაც „იერუსალიმის ასიზები“ ეწოდებოდა. ასიზებისმიხედვით სამეფო
ხელისუფლება მემკვიდრეობით არ გადადიოდა. მეფის არჩევა ფეოდალების მიერ ხდებოდა. ქვეყნის მართვა-გამგეობის
საკითხებში მეფე შეზღუდული იყო „უმაღლესი დარბაზით“. ყველა მნიშვნელოვან საკითხს მეფე დარბაზთან
შეთანხმებით წყვეტდა. დარბაზი წარმოადგენდა ასევე უმაღლეს სასამართლო ორგანსაც, სადაც განიხილებოდა მეფის
დანაშაულებათა საკითხებიც. აღნიშბული ფეოდალური კონსტიტუციით დადგენილი იყო, რომ მეფეს ვასალები
წელიწადში ერთხელ სამხედრო სამსახურისთვის უნდა შეეკრიბა (ომის შემთხვევაში კი ჩვეულებისამებრ გამოც-
ხადებოდნენ). მეფეს არ ჰქონდა უფლება თვითნებურად დაესაჯა ან შეეკვეცა ვასალის უფლებები. ყველა სადავო
საკითხი დარბაზში უნდა გადაჭრილიყო. ასიზების მიხედვით მეფე იყო „პირველი თანასწორთაგანი“. სახელმწიფოს
ასეთი სისტემით მართვა-გამგეობის დაწესება განპირობებული იყო იმით, რომ ამ სახელმწიფოს შექმნაში ყველას
თანაბარი წვლილი მოუძღოდა და ხელისუფლების განხორციელების დროს ასევე თანაბარი უფლებები უნდა ჰქონო-
დათ.

იმდენად, რამდენადაც იერუსალიმის სამეფო ჩამოყალიბდა იტალიის ქალაქთა აქტიური მხარდაჭერით,


იტალიელმა ვაჭრებმა, განსაკუთრებით კი ვენეციელებმა, იერუსალიმის სამეფოში დიდი სავაჭრო პრივილეგიები
მოიპოვეს. 1124 წელს ვენეციასა და იერუსალიმის სამეფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამეფოს
დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ქალაქში ვენეციელებს საკუთარი ქუჩა, ეკლესია, მოედანი, აბანო და პურის საცხობი
უნდა ჰქონოდა. ყოველივე ეს მათ მემკვიდრეობით სარგებლობაში გადადიოდა და მათი ფლობისთვის არანაირი
გადასახადი არ უნდა გადაეხადათ. ამავე ხელშეკრულებით ვენეციელ ვაჭრებს არანაირი ბაჟი და გადასახადი არ უნდა
ეხადათ საქონელის ექსპორტ-იმპორტზე, ტრანზიტის, ადგილზე ვაჭრობისა და სავაჭრო გარიგებების სანაცვლოდ.
სადავო საკითხებს ადგილზე ვენეციელთა სასმართლო განიხილავდა. ამგვარად, ვენეციელებს იერუსალიმის სამეფოში
შეუზღუდავი სავაჭრო-ეკონომიკური უფლებები გააჩნდათ.

იერუსალიმის სამეფო თავისებურ სამხედრო-ფეოდალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რაც ჯვაროსანთა


ცვალებადი შემადგენლობით იყო გამოწვეული. გამდიდრდებოდა თუ არა რაინდობის ერთი ნაწილი, იგი ტოვებდა
სამეფოს და თავის სამშობლოში ბრუნდებოდა. მის ნაცვლად კი ევროპიდან სხვები მოდიოდნენ. მუდმივი მიმოსვლა
მნიშვნელოვნად ასუსტებდა სამეფოს თავდაცვითუნარიანობას. თვით სამეფოც ირგვლივ მტრული ელემენტებით იყო
6

გარემოცული. უსაფრთხოება მაქსიმალურ ძალისხმევას და შეუზღუდავ რესურსებს მოითხოვდა. ევროპელებმა


საზღვრების დაცვის მიზნით რამდენიმე ერთეული ციხე-კოშკი ააგეს. ევროპიდანაც არ წყდებოდა მეომართა ნაკადი,
თუმცა შორი და რთული გზის გამო მათი იერუსალიმში ჩასვლა ხანგრძლივ დროს მოითხოვდა.

ჯვაროსანთა სასულიერო-რაინდული ორდენები

იერუსალიმის სამეფოს შინაგანი გაძლიერებისა, ასევე ევროპიდან ახალი ნაკადის მოსვლის უზრუნველ-
ყოფისათვის სამეფოში ჩამოყალიბებას იწყებს მუდმივ მოქმედი სამხედრო ორგანიზაციები სასულიერო-რაინდული
ორდენების საახით. ორდენის წევრი - ბერი იმავე დროს მეომარი რაინდიც იყო, რაინდული იარაღით აღჭურვილი, იგი
ზემოდან ბერის მოსასხამს - მანტიას ატარებდა. ორდენის ყველა წევრი სპეციალურ სამხედრო-საბრძოლო წვრთნას
გადიოდა, რის შედეგადაც კარგად ფლობდნენ იარაღს და საბრძოლო ხელოვნებას. ორდენებს საკუთარი წესდება
გააჩნდათ. ისინი რომის პაპს ემორჩილებოდნენ და საერო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
ორდენების ძირითად შემოსავალს მათი ფეოდები, ვაჭრობა და მევახშეობა წარმოადგენა.

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ფრანგი რაინდების ორი ორდენი ჩამო-
ყალიბდა: ტამპლიერების (Temple - ლათინურიდან ტაძარს ნიშნავს, ანუ ტაძროსანნი. მათი სახელი მათივე
რაზიდენციის ადგილიდან მომდინარეობს. გადმოცემით იგი სოლომონის ტაძრის მახლობლად აგებულ მაცხოვრის
ტაძარს ემიჯნებოდა) და იოანიტების, ანუ ჰოსპიტალიერების (სიტყვა ჰოსპიტალიდან).

1070 წელს ერთმა ამლფემა ვაჭარმა ეგვიპტეს ხალიფას მიერ ნაბოძებ მიწაზე პატარა ფუნდუკი, მონასტერი და
ჰოსპიტალი დაარსა, რომელიც პილიგრიმების თავშესაფარს წარმოადგენდა. აქვე წარმოიშვა „საქველმოქმედო ძმობა“,
რომელიც 1113 წელს პაპის ბულით სასულიერო-რაინდულ ორდენად გადაიქცა. სახელგანთქმული ჰოსპიტალის გამო ამ
ორდენს სახელიც შესაბამისად ეწოდა - „ჰოსპიტალიერების“ ორდენი.

ტამპლიერების ორდენი ჩამოყალიბდა 1118 წელს. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც
წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი
მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტ II-მ ტამპლიერებს დიდი პრივი-
ლეგიები უბოძა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით
მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამპლიერების ორდენი
უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოად-
გენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი იყო.

XII საუკუნის ბოლოს, ჯვაროსანთა მესამე ლაშქრობის დროს, გერმანელმა რაინდებმაც შექმნეს საკუთარი
ორდენი, რომელსაც „ტევტონთა“ ორდენი ეწოდა. ორდენმა ჩამოყალიბებული სახე 1199 წელს მიიღო.

ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულების შემდეგ ორდენები ევროპაში გადავიდნენ და იქ განაგრძეს თავიანთი


საქმანობა. აღსანიშნავია, რომ მათ უკანასკნელებმა დატოვეს მახლობელი აღმოსავლეთი. ევროპის კონტინენტზე ისინი
აქტიურად მონაწილეობდნენ ესპანეთის რეკონკისტაში და ჩრდილოეთ ევროპის წარმართი მოსახლეობის
გაქრისტიანების საქმეში. ტევტონების ორდენმა საქმოანობა ბალტიისპირეთში განაგრძო. აქ ისინი პოლონელი
ფეოდალების მიიწვევით წარმართი პრუსიელების წინააღმდეგ აწარმოებდნენ ბრძოლებს. ტევტონებს კონფლიქტი
მოუვიდათ რუსებთან. 1242 წელს რუსეთის მეფემ ალექსანდრე ნეველმა ჩუდის ტბაზე სასტიკად დაამარცხა ისინი. 1410
წლისათვის ტევტონთა ორდენმა არსებობა შეწყვიტა.

1290 წლიდან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV
საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი
დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი
დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დემოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას
სამეფო ხაზინამ კონფისკაცია გაუკეთა, ხოლო ავინიონის პაპმაკლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.
7

1291 წელს ჰოსპიტალიერებმა დატოვა იერუსალიმი და თავიანთი საქმიანობის ცენტრი კ. კვიპროსზე


გადაიტანეს. 1310 წელს მათ კ. როდოსი დაიპყრეს, სადაც 1522 წლამდე დაჰყვეს. 1530 წლიდან კუნძულ მალტაზე
გადავიდნენ და უკვე მალტის ორდენის სახელწოდებით განაგრძეს არსებობა.

ჯვაროსანთა II და III ლაშქრობა

ორდენების ჩამოყალიბებით იერუსალიმის სამეფომ ერთგვარი პოლიტიკური სიმტკიცე მოიპოვეს, მაგრამ ეს


საკმარისი არ აღმოჩნდა შინაგანი გაძლიერებისთვის. სამეფოს პოლიტიკური ერთეულები ურთიერთშორის არ
წყვეტდნენ უთანხმოებას. ასეთი ვითარებით ისარგებლა მოსულის ათაბაგმა და 1144 წელს ჯვაროსნებს ქ. ედესა
წაართვა. ედესა სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო იერუსალიმის სამეფოს ჩრ-აღ მისადგომების
დაცვისათვის. ედესას უკან დაბრუნების მიზნით იერუსალიმის მეფემ დახმარება პაპს სთხოვა, რათა მას აღმოსავლეთში
ჯვაროსანთა ახალი ნაკადი გამოეშვა. პაპის მოწოდებას საფრანგეთის ლუი VII და გერმანიის მონარქი კონრად III
გამოეხმაურა. 1147 წელს მათი მონაწილეობით დაიწყო ჯვაროსანთა მეორე ლაშქრობა. პირველი გერმანელები
დაიძრნენ, თუმცა უშედეგოდ, 1147 წლის ოქტომბერში გერმანელები თურქებმა დორილეუმთან ბრძოლაში დაამარცხეს.
გადარჩენილ გერმნელთა რაინდობა ფრანგებს შეუერთდა, რომლებმაც ედესას ნაცვლად ქ. დამასკოს აღება გადაწყვიტეს.
თუმცა 1148 წელს ჯვაროსნებმა დამასკოს ალყა მოხსნეს და უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ. ჯვაროსანთა მეორე
ლაშქრობა კრახით დასრულდა. ჯვაროსნებს დახმარება არც იერუსალიმის სამეფომ და არც ბიზანტიამ არ გაუწია.
პირიქით, ევროპელი ბარონები შიშობდნენ, რომ ახალმოსული ჯვაროსნების წარმატების შემთხვევაში მათ ძველ
მონაპოვარს ხელში ჩაიგდებდნენ და მათ მიწებზე გაბატონდებოდნენ.

მეორე ჯვაროსანული ლაშქრობის წარუმატებლობის შემდგე თურქები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ.


იერუსალიმის სამეფოს ამჯერად საფრთხე სამხრეთიდან დაემუქრა. ეგვიპტეში ფატიმიანების დინასტიის დაცემის
შემდეგ (1171) ხელისუფლების სათავეში აიუბიანების ქურთული დინასტიის ფუძემდებელი, ნიჭიერი მხედართმთავარი
და სახელმწიფო მოღვაწე იუსუფ სალეჰ-ედ დინი (ევროპულად სალადინი) მოვიდა. სალადინმა გააერთიანა ეგვიპტე,
სირია და მესოპოტამია და თავი ეგვიპტის სულთნად გამოაცხადა. მისი სამეფო ძლიერი იყო როგორც პოლიტიკურად
ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სალადინმა ჯვაროსნებს „საღვთო ომი“ გამოუცხადა, რითაც მახლობელ
აღმოსავლეთის ყველა მუსლიმი მიიმხრო. 1187 წლის 4-5 ივლისს სლადინმა ჯვაროსნები ჰატინთან სასტიკად
დაამარცხა. იმავე წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ კი მას ქ. იერუსალიმი დანებდა. ჯვაროსნებისგან განსხვავებით მას
ქალაქის მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა არ მოუწყვია. იერუსალიმის მოქალაქეებმა თავიანთი სიცოცხლე და თავისუფლება
სალადინის მიერ დაწესებული ერთჯერადი ხარკით გამოისყიდეს.

იერუსალიმის დაცემას ჯვაროსანთა ახალი - რიგით მესამე ლაშქრობა მოჰყვა. იგი დაიწყო 1189 წელს და 1192
წლამდე გაგრძელდა.მეორე ლაშქრობაში მონაწილეობა გერმანიის მონარქმა ფრიდრიხ ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფემ
ფილიპ ოგიუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულმა მიიღო. ლაშქრობა პირველმა ფრიდრიხ ბარბაროსამ
წამოიწყო, თუმცა უშედეგოდ. მესამე ლაშქრობის წინააღმდეგი გამოვიდა ბიზანტია. ბიზანტიის იმპერატორს
სამოკავშირეო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული კონიის სასულთნოსთან, ამიტომ ჯვაროსნებთან მიმართებაში
ფაქტობრივად მტრული პოზიცია დაიჭირა. იმპერატორის ხელისუფლება ოფიციალურად არ გამოხატავდა
წინააღმდეგობას, თუმცა ჯვაროსნებს გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნიდა და საბრძოლველად რაზმავდა ბიზანტიის
მოსახლეობას. მიუხედავად ამისა ფრიდრიხმა 1190 წელს აიღო ქ. კონია და გზა სამხრეთისაკენ განაგრძო. თუმცა 1190
წლის 10 ივნისს მთის ჩქარი მდინარის - სალეფის გადასვლის დროს წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. ფილიპ ოგიუსტმა
და რიჩარდ ლომგულმა ლაშქრობა გააგრძელეს, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ჯვაროსნები ხშირად
არაკოორდინირებულად მოქმედებდნენ. მათ ერთობლივი ძალებით 1191 წელს ქ. აკრა აიღეს, თუმცა ოგიუსტი მალე
გამოეთიშა ლაშქრობას და სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო რიჩარდმა გააგრძელა ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1192
წლის 2 სექტემბერს მან მოახერხა სალადინთან დროებითი ზავის დადება. ზავის თანახმად იერუსალიმი კვლავ
ეგვიპტეს დარჩა, ხოლო აკრა - ჯვაროსნებს. გარდა აკრისა, ლომგულმა კუნძული კვიპროსი დაიპყრო, რომელზედაც
კონტროლი ევროპელებმა XV საუკუნემდე შეინარჩუნეს.
8

ჯვაროსანთა IV და შემდგომი ლაშქრობები. ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგები

ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის მიზანი იერუალიმის დაბრუნება იყო. მისმა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს
მახლობელ აღმოსავლეთში ამჯერად საზღვაო გზით გამგზავრებულიყვნენ, რაგდანაც სახმელეთო გზა, ბიზანტიის
გავლით სახიფათო და გრძელი იყო, ამასთან ბიზანტიელები მტრულად იყვნენ განწყობილნი ჯვარონების მიმართ.
ამჯერად, ჯვაროსნებსეგვიპტის დაპყრობა ჰქონდათ გადაწყვეტილი, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციას
დაიჭერდნენ და სურსათ-სანოვაგესაც შეივსებდნენ და სამხრეთიდან დაარტყამდნენ იერუსალიმში გამაგრებულ
ურწმუნოებს. ჯვაროსნებს ფლოტი არ გააჩნდათ ამიტომ მათ დახმაარებისათვის ვენეციას მიმართეს, რომელსაც იმ
პერიოდში ძლიერი საზღვაო ფლოტი გააჩნდა. ვენეციის ხანდაზმულმა, თუმცა ენერგიულმა და გამჭრიახმა მმართველმა
(დოჟმა) ენრიკო დონდოლომ ჯვაროსნებს ზღვაზე გადაყვანის სანაცვლოდ დიდძალი თანხა მოსთხოვა. კერძოდ, 85
ათასი ვერცხლის მარკა და სამხედრო ნადავლის ნახევარი. 1201 წელს ჯვაროსნებსა და ვენეციელებს შორის
ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პაპმა დაამტკიცა. აღნიშნული თანხა ჯვაროსნებს 4 ეტაპად, 1202 წლამდე უნდა
გადაეხადათ. თუმცა 85 ათასი ვერცხლი იმ პერიოდისათვის კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა, რომლის დაფარვა
ჯვაროსნები 1202 წლამდე ვერ მოახერხეს. 1202 წლის გაზაფხულზე ჯვაროსნები კონრად მონფერატელის მეთაურობით
ვენეციაში ჩავიდნენ. ჯვაროსნებს დათქმული თანხა ბოლომდე ვერ გადაიხადეს, ამიტომ ვენეციელები მათი გადაყვანის
პროცესი გააჭიანურეს. ტრანსპორტირების მოლოდნში ვენეციელებმა ისინი კ. ლიდოზე დააბანაკეს, სადაც განგებ
ნაკლებ სურსათ-სანოვაგეს აწვდიდნენ და ფაქტობრივად ტყვეობაში ჰყავდათ. ჯვაროსნები იძულებული გახდნენ
დავალიანების სანაცვლოდ ვენეციის დოჟის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.

ენრიკო დონდოლომ ჯვაროსნებს დავალიანების სანაცვლოდ ლაშქრობის მარშუტის და მიზნის შეცვლა


მოსთხოვა. კერძოდ კი ვენეციელთა ჯვაროსნებს ბიზანტიაზე, კონკრეტულად კი კონსტანტინოპოლზე უნდა ელაშქრათ.
ვენეცილები კონსტანტინოპოლში მნიშვნელოვან სავაჭრო საქმიანობას ახორციელებდნენ, თუმცა იმპერატორმა ალექსი
III-მ დიდი ქრთამის სანაცვლოდ ვენეციელების პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტა, ერთ ხანს ისინი ქალაქიდანაც კი
განდევნა და მათ ხარჯზე ვენეციის მოსისხლე მტერს პიზას მიანიჭა სავაჭრო პრივილეგიები. ვენეციის დოჟს, ენრიკო
დონდოლოს პირადი ანგარიში ჰქონდა ბიზანტიელებთან, მას შურისძიება ამოძრავებდა ბიზანტიის მიმართ. კერძოდ,
ენრიკო დონდოლო 1172 წელს ელჩად მიავლინეს კონსტანტინოპოლში ერთ-ერთი სადავო საკითხის გადაწყვეტის
მიზნით. ბიზანტიაში ის მაშინ ჩავიდა, როდესაც იმპერატორმა მანუილმა ვანეციელტა სასტიკი დევნა დაიწყო. ამ
დევნაში მოჰყვა ენრიკოც,როელიც ბიზანტიელი ჯარიკაცების წამების შედეგად დაბრმავდა. კონსტანტინოპოლამდე
ჯვაროსნებს ქ. ზარა (ზადარი) უნდა აეღოთ, რომელიც ვენეციის კონკურენტი იყო და თავშესაფარს აძლევდა იმ
მეკობრეებს, რომლებიც უმოწყალოდ ძარცვავდნენ ვენეციის სავაჭრო ხომალდებს.

ჯვაროსნები დონდოლოს წინადადებას დათანხმდნენ. მხოლოდ მცირედი ნაწილი, პროტესტის ნიშნად,


სამშობლოში გაბრუნდა. 1202 წლის ოქტომბერში ჯვაროსნები ვენეციელთა დიდი ფლოტით (72 გალერა, 140 სატვირთო
ხომალდი) ქ. ზარას ჩაკეტილ ნავსადგურს მიადგა და 5 დღიანი იერიშის შემდეგ აიღეს იგი. ზარას მოსახლეობა
ჯვაროსნებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ჯვაროსნებმა ქალაქი გაძარცვეს და გამოსაზამთრებლად იქვე დაბანაკდნენ.
ზარაში ყიფნის დროს ჯვაროსნებთან ფილიპე შვაბელისა და ტახტიდნ ჩამოგდებული ისააკ II კომნენოსის შვილი
ალექსის ელჩები გამოცხადდნენ, რომლებმაც ჯვაროსნებს შესთავაზეს ტახტის დაბრუნების სანაცვლოდ 200 ათასი
ვერცხლის გადახდა, ბიზანტიის ეკლესიის დაქვემდებარება პაპის ხელისუფლებისადმი და თურქთა წინააღმდეგ
წარმოებულ ჯვაროსნულ ომში დამარებას აღუთქვამდა. ჯვაროსნები დათანხმდნენ ბიზანტიელთა შემოთავაზებას და
1203 წელს კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლზე ლაშქრობა თვით ვენეციელების
გეგმებშიც შედიოდა, ამიტომ ამ ლაშქრობაში ვენეციელებმაც მიიღეს მონაწილეობა. 1203 წლის 5 ივლისს ჯვაროსნები
კონსტანტინოპოლში შევიდნენ, მათ სწრაფად დაიკავეს ქალაქის სტრატეგიული ადგილები. 1203 წელს ალექსი მესამე
ანგელოსი ქალაქიდან გაიქცა და თან გაიყოლა სახელმწიფო ხაზინა. ჯვაროსნებმა პირობა შეასრულეს და სამეფო
ტახტზე კომნინთა დინასტიის მმართველობა აღადგინეს. მიუხედავად გაორმაგებული გადასახადის დაწესებისა
კომნინებმა ვერ მოახერხეს ჯვაროსნებისთვის შეპირებული თანხის გადახდა. ამის პარალელურად კონსტანტინოპოლში
გადასახადების აკრეფით უკმაყოფილო მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყების ფონზე 1204 წლის იანვარში სამეფო ტატზე
კვლავ გადატრიალება მოხდა და ხელისუფლება კვლავ ანგელოსებმა ჩაიგდეს ხელთ, რომლებმაც სცადეს ჯვაროსნების
9

ქალაქიდან განდევნა, თუმცა მარცხი იწვნიეს. ჯვაროსნებმა 1204 წლის 13 აპრილს ქალაქი აიღეს, გაძარცვეს და ცეცხლს
მისცეს. ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

ამრიგად, იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების გეო-ეკონომიკური და რომის პაპის რელიგიურ-პოლიტიკური


მიზეზების გამო ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობა მიმართულ იქნა მართლმადიდებლური ბიზანტიის წინააღმდეგ,
რომელიც ბიზანტიის სახელმწოფოს არსებობის (დროებით, თუმცა მაინც) შეწყვეტით დასრულდა. ბიზანტიის იმპერიის
ტერიტორიაზე ევროპელი მმართველების მეთაურობით 4 სახელმწიფო ჩამოყალიბდა: ლათინთა იმპერია დედაქალაქით
კონსტანტინოპოლი; თესალონიკის სამეფო, რომლის მმართველად ბონიფაციუს მონფერატელი გამოცხადდა; აქაიას
სამთავრო პელოპონესში და ათენ-თებეს საჰერცოგო. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობიდან ყველაზე მოგებულნი
ვენეციელები გამოვიდნენ. მათ კონტროლს დაექვემდებარა ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის 3/8, მათ შორის
კონსტანტინოპოლოს ერთი ნაწილი, კ. კრეტა, გალიპოლი, ალბანეთის ნაწილი, იონიისა და კიკლადების კ-ბი.
დასავლეთში წარმოქმნილი სამეფოების პარალელურად, აღმოსავლეთში საქართველოს სახელმწიფოს უშუალო ჩარევით
ქართველური ტომების განსახლების არეალზე ტრაპიზონის იმპერია შეიქმნა, რომლის მმართველებად თამარ მეფემ
კონსტანტინოპოლიდან დევნილი კომნენების დინასტიის წარმომადგენლები დასვა.

ჯვაროსნული ლაშქრობები შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა, თუმცა არა ისეთი ენთუზიაზმით დ


წარმატებით, როგორც პირველი ლაშქრობა. შემდგომ ლაშქრობებში შეიმჩნეოდა უთანხმოება. სწორედ შიდა
დაპირისპირების გამო მარცხით დასრულდა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა. ხანმოკლე წარმოატებას მიაღწია მეექვსე
ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურმა ფრიდრიხ ბარბაროსას შვილიშვილმა ფრიდრიხ II შტაუფენმა. მან ისარგებლა
ეგვიპტის შიდაპოლიტიკური არეულობით და სულთანი აიძულა 1229 წელს 10 წლიანი ზავი დაედო, რომლის
საფუძველზეც ფრიდრიხ შტაუფენს იერუსალიმი, ბეთლემი, ნაზარეთი და სხვა ქალაქები გადაეცა. თუმცა ფრიდრიხს
უკმაყოფილება ჰქონდა პაპთან, იგი პაპის მიერ ეკლესიიდანაც კი იყო განკვეთილი და მას შიდა პრობლელები შეექმნა
სამეფოში, ამიტომ იძულებული ახდა იერუსალიმი დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1244 წელს
თურქებმა კვლავ აიღეს იერუსალიმი და ამჯერად უკვე საბოლოოდ.

ორი უკანასკნელი (VII – 1248-54 წწ. და VIII – 1270წ.) ლაშქრობა მოაწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ, თუცა
ორივე წარუმატებლად დასრულდა. პირველი ლაქრობა მან ეგვიპტის წინააღმდეგ წარმართა, რომელშიც დამარცხდა და
ტყვედ ჩავარდა, ხოლო მეორე ლაშქრობა ტუნისის წინაამდეგ, რომელშიც მარცხი განიცადა და ეპიდემიურმა სენმა
იმსხვერპლა. თანდათან სუსტებოდნენ ჯვაროსნული სამთავროები მახლობელ აღმოსავლეთშიც. გახშირებული
შემოსევების შედეგად ჯვაროსნები ზედიზედ კარგავდნენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს. 1268 წ. მათ დაკარგეს
ანტიოქია, 1289 - ტრიპოლი, 1291 წელს კი უკანასკნელი ქალაქი - აკრა.

ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე და
ბიზანტიაზე, არამედ თვით ევროპაზეც. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ბიზანტიას უდუდესი დარტყმა
მიაყენეს, რამაც ფაქტობრივად განაპირობა შემდგომში მისი საბოლოო დაცემა, რადგან ბიზანტიის დასუსტებით
თურქები მნიშვნელოვდად გაძლიერდნენ და შემდგომ ეტაპზე შეძლეს როგორც მახლ. აღმოსავლეთის ისე მც. აზიის
დაპყრობა.

სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე დიდი მოგება იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებმა ნახეს. მათ


აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მიიღეს. მათი დომინირება ამ უზარმაზარ ბაზარზე
ოსმალთა დაპყრობებამდე გრძელდებოდა. კულტურული თვალსაზრისით როგორც დასავლეთი ისე აღმოსავლეთი
ეზიარა ერთმანეთის კულტურას. განსაკუთრებით კი ევროპამ მიიღო აღმოსავლეთიდან სასიკეთო გავლენა.
აღმოსავლური გავლენის შედეგად ევროპის სახელმწიფოთა სამეურნეო, კულტურულ, სამეცნიერო და ყოფით
ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები განხორციელდა.

You might also like