You are on page 1of 27

1. ვისი დაპყრობების შედეგად დაკარგა ბიზანტიამ კონტროლი ანატოლიაზე?

ა. თურქ-სელჩუკების
ბ. არაბების
გ. მონღოლების
გ. ჯვაროსნების
2. ვისი ბეილიქი ჩამოყალიბდა მცირე აზიაში XIII-XIV საუკუნის მიჯნაზე?

ა. ყარამანის
ბ. ორჰანის
გ. ოსმანის
დ. ჰულაგუს
3. რომელი ქალაქი არ ყოფილა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი არასოდეს?

ა. ედირნე
ბ. სტაბოლი
გ. ბურსა
გ. იზმირი
4. რომელი მსჯელობა არაა მართებული ოსმან I-ის შესახებ?

ა. მან ანატოლიაში ჩამოაყალიბა სამეფო, რომელიც ებრძოდა ბიზანტიას


ბ. ის ატარებდა „ღაზის“ ზედწოდებას, როგორც „წმინდა ომის“ მებრძოლი
გ. მან პირველად მიიღო სულთნის ტიტული ოსმალეთის იმპერიაში
დ. ის გახდა ოსმალეთის სახელმწიფოს პირველი მმართველი
5. ვინ იყვნენ იენიჩრები?

ა. ოსმალეთის იმპერიის არმიის მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსნები


ბ. ოსმალეთის იმპერიის არმიის ქვეითი, ელიტარული დანაყოფი
გ. ოსმალეთის იმპერიის არმიის მძიმედ შეჭურვილი კავალერისტები
დ. ოსმალეთის იმპერიის არმიის 10 000-კაციანი მუდმივი დანაყოფი
6. რომელი მსჯელობა არაა მართებული კოსოვოს ბრძოლის შესახებ?

ა. ბრძოლაში დამარცხდნენ სერბები, შედეგად ისინი ოსმალთა ვასალები გახდნენ


ბ. ბრძოლაში გაიმარჯვეს ოსმალებმა, ხოლო სულთანი მურად I სერბებმა მოკლეს
გ. ბრძოლაში დამარცხდნენ სერბები, შედეგად ოსმალებს გზა გაეხსნათ ევროპისკენ
დ. ბრძოლაში გაიმარჯვეს ოსმალებმა, ხოლო მთავარი ლაზარი ტყვედ ჩაიგდეს
7. რომელი ბრძოლას უწოდებენ „უკანასკნელ ჯვაროსნულ ლაშქრობას“?

ა. ნიკოპოლის
ბ. მოჰაჩის
გ. ჰატინის
დ. კოსოვოს
8. რა იყო ანგორის ბრძოლის შედეგი?

ა. ოსმალებს გზა გაეხსნათ კონსტანინოპოლისკენ


ბ. ევროპელმა ჯვაროსნებმა დაამარცხეს ოსმალეთი
გ. ოსმალეთში ტახტის მემკვიდრეებს შორის ომი დაიწყო
დ. უნგრეთმა დაკარგა საკუთარი დამოუკიდებლობა
9. რას გულისხმობდა ფლორენციის უნია?

ა. რომის პაპს უნდა მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ოსმალთა წინაღმდეგ


ბ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები უნდა გაერიანებულიყვნენ
გ. ბიზანტიაში კათოლიკური მრწამსი უტოლდებოდა პროტესტანტულს
დ. რომის პაპი ფინანსურად უნდა დახმარებოდა ბიზანტიის იმპერიას
10. რატომ არ იმუშავა ფლორენციის უნიამ?

ა. რომის პაპმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები


ბ. თემურ-ლენგის შემოსევებმა ჩაშალა უნიის პროცესი
გ. ბიზანტიის მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა უნიას
დ. პაპის მოწოდებას არ დაეთანხმნენ ევროპელი მონარქები
11. რომელი საგვარეულოდან იყო ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი მონარქი?

ა. პალეოლოგოსების
ბ. ანგელოსების
გ. მაკედონლების
დ. კომნენოსების
12. რა არ ყოფილა კონსტანინოპოლის დაცემის შედეგი?

ა. ბიზანტიური მემკვიდრეობის ნაწილი გადავიდა ევროპაში, რამაც ხელი შეუწყო


ჰუმანიზმის დასაბამს.
ბ. მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები ოსმალეთნა დაისაკუთრა, ევროპელებმა ახალი
გზების ძიება დიწყეს
გ. ოსმალეთმა დაისაკუთრა ბიზანტიის ტერიტორია, შედეგად საქართველო მოსწყდა
დასავლურ ცივილიზაციას.
დ. პაპმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოიწყო, რომელშიც ქართველები და
ევროპელები მონაწილეობდნენ.
13. რის შედეგად გაუმეზობლდა ოსმალეთი საქართველოს უშუალოდ?

ა. ყირიმის სახანოს დაპყრობის


ბ. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის
გ. ბიზანტიის იმპერიის დაპტრობის
დ. სომხეთის სამეფოს დაპყრობის
14. რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ლუდოვიკო ბოლონიელი?

ა. საქართველო უნდა ჩაერთო ანტიოსმალურ კოალიციაში


ბ. სქართველოში უნდა ექადაგა კათოლიციზმი
გ. საქართველოში უნდა აღესრულებინა ფლორენციის უნიის პირობები
დ. საქართველო უნდა მიეწვია გენუის სავაჭრო კავშირში
15. რომელი მსჯელობა არაა მართებული ოსმალეთის სახელმწიფოს შესახებ?

ა. 1389 წელს მათ ნიკოპოლის ბრძოლაში დაამარცხეს სერბები


ბ. 1402 წელს ისინი დამარცხდნენ თემურ-ლენგთან ბრძოლაში
გ. 1444 წელს ვარნას ბრძოლაში დაამარცხეს ევროპელლები
გ. 1453 წელს აიღეს კონსტანტინოპოლი და გაანადგურეს ბიზანტია
16. დაალაგეთ ქრონოლოგიურად:
I. გალიპოლის აღება
II. თესალონიკის აღება
III. ბურსას აღება
17. დაალაგეთ ქრონოლოგიურად:
I. მურად I-ის სიკვდილი
II. ბაიაზიდ I-ის დატყვევება
III. სამოქალაქო ომი ოსმალეთში
18. დაალაგეთ ქრონოლოგიურად:
I. კონსტანტინოპოლის დაცემა
II. საქართველოს დაშლა
III. ფლორენციის უნია
19. ალყა 5 აპრილს დაიწყო. ბიზანტიელებმა იცოდნენ, რომ ოქროს ყურე მატი სუსტი
წერტილი იყო ამიტომ, ის ჯაჭვით აგამაგრეს. ალყა 50 დღე გრძელდებოდა
უშედეგოდ. ბოლოს, მეჰმედმა თათბირი გამართა, სადაც გადაწყდა, რომ საბოლოო
შეტევა მიეტანათ ქალაქზე. მეომრებს 3 დღის აღუთქვეს ქალაქის ძარცვა, ხოლო ვინც
ალყის დროს დაიღუპებოდა - სამოთხე. 29 მაისს შეტევა დაიწყო. ამ დროს წმ.
რომანოზის კარიბჭესთან ჯოვანი ჯუსტინიანი, ბიზანტიელთა ერთ-ერთი მეთაური
მოკლეს. ამან ბიზანტიელბში დემორალიზაცია გამოწივია. ოსმალები ქალაქში
შევიდნენ.

19.1 რომელი ქალაქის ალყაა მოცემული წყაროებში?


19.2 წყაროების მიხედვით, იმუშავა თუ არა ჯაჭვმა და რატომ?
19.3 წყაროების მიხედვით, სრულად ჩამოთვალეთ, რა გადაწყდა თათბირზე?
19.4 წყაროების მიხედვით, დააასახელეთ ბიზანტიელთა დამარცხების ერთ-ერთი
მიზეზი.
20.
20.1 რომელი ქალაქია გამოსახული ილუსტრაციაზე? განმარტეთ, რის საფუძველზე
გააკეთეთ თქვენი დასკვნა.

20.2 როდის დაეცა ეს ქალაქი და ვის მიერ მოხდა ეს?


21.
21.1 რომელი საუკუნეების ვითარებაა მოცემული რუკაზე?
21.2 რუკის მიხედვით, როდის მოხდა ბრძოლა სერბეთის ტერიტორიაზე და რა სახელით
ვიცნობთ მას?
21.3 რუკის მიხედვით, რომელი ქალაქები აიღეს მეჰმედ მეორეს დროს აზიაში?
21.4 რუკის მიხედვით, რომელი ქვეყნები დაიპყრეს ოსმალებმა ევროპაში მეჰმედ
მეორემდე?
21.5 რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფო დაიმორჩილეს ოსმალებმა ჩრდ.
შავიზღვისპირეთში და როდის მოხდა ეს?
21.6 რუკის მიხედვით, რომელი ბროლა მოხდა მცირე აზიაში და ვის წინააღმდეგ?

22. კონსტანტინოპოლის ალყის მიტოვების მომხრე/მოწინააღმდეგე


23. ფლორენციის უნიის მომხრე/მოწინააღმდეგე
24. კონსტანინოპოლის დაცემის შედეგი/შეფასება
25.
1-ა 2-გ 3-დ 4-გ 5-ბ 6-დ 7-ა 8-გ 9-ბ 10-გ 11-ა 12-დ 13-ბ 14-ა 15-ა

You might also like