You are on page 1of 5

N 49.

თამარ მეფის ეპოქა

1. რომელ წლებში მეფობდა დემეტრე I?


1125- 1156წწ
2. რომელ წლებში მეფობდა გიორგი II?
1156- 1184წწ
3. რა ხასიათის საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა დემეტრე I?
თავდაცვითი ხასიათის
4. გიორგი III საგარეო პოლიტიკა რითი განსხვავდებოდა დემეტრე I-ის პოლიტიკისაგან?
დავით IV -ის მსგავსად შეეცადა შეტევითი ხასიათის საგარეო პოლიტიკა
განეხორციელებინა.
5. რომელი სომხური ქალაქის დაბრუნება სცადეს თურქ-სელჩუკებმა დემეტრე I
მეფობისას?
ანისის
6. რა შედეგით დასრულდა ბრძოლა ქართველებსა და სელჩუკებს შორის ქ. ანისისათვის?
ქართველები იძულებულნი გახდნენ ქ. ანისის მმართველობა მუსლიმთათვის
გადაეცათ.
7. რომელ წელს აიღეს ქართველებმა განძა?
1138წ
8. სად ინახება განძისათვის ჩამოხსნილი კარები?
გელათის მონასტერში
9. შეძლეს თუ არა ქართველებმა განძის შენარჩუნება?
განძის შენარჩუნება ქართვეებმა ვერ შეძლეს .განძა დიდხანს წარმოადგენდა
სელჩუკთა დასაყრდენს საქართველოს წინააღმდეგ ბრძილაში.
10. რამ გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების სამხედრო წარუმატებლობა?
გამოწვეული იყო შინაგანი პრობლემით. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე
დიდგვაროვანმა ფეოდალებმა განაახლეს ბრძოლა მეტი დამოუკიდებლობის
მოსაპოვებლად, სამეფო ხელისუფლების ჩაურევლად საკუთარი სამფლობელოების
სამართავად.
11. ვის იყენებდნენ დიდგვაროვანი ფეოდალები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად?
მეფობის მოსურნეებს.
12. ვინ დაუპირისპირდა დემეტრე I-ს ტახტისათვის ბრძოლაში?

ძმა ვახტანგი და უფროსი შვილი დავითი

13. დავით V -ის მეფობის წლებია?


1155-1156წწ 6 თვე
14. ვის გადასცა სამეფო ხელისუფლება დემეტრე I-მა?
უმცროს შვილს გიორგის
15. რომელ წელს დაიბრუნა გიორგი III-მ ანისი?
1161წ
16. ვის ჩააბარა გიორგი III-მ ანისის მმართველობა?
თავის ამირსპასალარს ივანე ორბელს.
17. რომელ წელს აიღეს ქართველებმა სომეხთა ძველ დედაქალაქი დვინი?
1162წ
18. რომელი წლიდან არის დვინი, ანისი და მიმდებარე რეგიონები საქართველოს სამეფოს
შემადგენელი ნაწილი?
1173წელი
19. ვინ მართავდა XII ს. შუა ხანებში შირვანს?
შაჰი აღსართანი ქართველთა მეფის ყმადნაფიცი
20. ვის მიმართა დახმარებისათვის აღსართანმა ,რომლის სამფლობელოებსაც
ჩრდილოეთკავკასიელი ტომები უტევდნენ?
საქართველოს მეფე გიორგი III-ს, თავის სუზერენს, რომელსაც დახმარება აღმოუჩინა.
21. ვინ აუჯანყდა გიორგი III-ს 1177წელს?
დავით V-ის შვილი დემნა
22. რომელ წელს აუჯანყდა გიორგი III-ს დემნა უფლისწული?
1177 წელს.
23. როგორ დასრულდა 1177 წელის აჯანყება?
აჯანყება დამარცხდა. აჯანყების მონაწილეები დაისაჯნენ, დაკარგეს თანამდებობები.
24. რომელ წელს გაამეფა გიორგი III-მ თამარი?
1178- 1213 წწ
25. რომელი წლიდან მართავდა თამარი დამოუკიდებლად ქვეყანას?
მამის გარდაცვალების შემდეგ 1184 წელს
26. როგორ შეხვდა ქართველი დიდგვაროვნები თამარის გამეფებას?
დარბაზმა დაადასტურა თამარის გამეფება.
27. რა დათმობაზე მოუხდა თამარის წასვლა მოწინააღმდეგე ფეოდალების
დასაშოშმინებლად?
თანამდებობიდან გადააყენა მამის დანიშნული არადიდგვაროვანი მოხელეები
აფრიდონი- მსახურთუხუცესი, ყუბასარი- მანდატურთუხუცესი
28. რას მოითხოვდნენ ქართველი დიდგვაროვნები ყურთლუ-არსლანის მეთაურობით?
ისანში, მეფის სასახლის მახლობლად კარავის დაარსებას,რომელიც იქნებოდა მეფის
ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანო.
29. რა ხასიათის და შინაარსის უნდა ყოფილიყო კარავი?
დასის პროგრამა ითვალისწინებდა მონარქის აბსოლიტური ხელისუფლების
შეზღუდვას . უნდა გამიჯნულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლება.
30. ვის უნდა გადასცემოდა დასის პროგრამის მიხედვით საკანონმდებლო ხელისუფლება?
ახლადშექმნილ დარბაზს--კარავს
31. რა ხელისუფლება რჩებოდა მეფეს?
აღმასრულებელი
32. რას ადარებენ პოლიტიკური რეჟიმის იმ ცვლილებას ,რომელიც საქართველში
იგეგმებოდა?
XIII საუკუნეში ინგლისში შედგენილ ,,თავისუფლებათა დიდ ქარტიას,, რომელმაც
შეზღუდა მეფის ხელისუფლება.
33. რა შედეგით დასრულდა დასის გამოსვლა?
1. მეფემ შეძლო აჯანყებულებთან საერთო ენის გამონახვა და ქვეყანა გადაურჩა
სამოქალაქო ომს.
2. არსებული სამეფო დარბაზის უფლებები გაიზარდა
3. ყველა დადგენილებას ახლდა მინაწერი , რომ მიღებულია მეფის მიერ
დიდებულებთან ერთად და მათი თანხმობით
34. რა ფაქტი მიუთითებს თამარის დამოუკიდებელი მმართველობის საწყის ეტაპზე სამეფო
ხელისუფლების სისუსტეზე?
დიდებულება თამარის დაუკითხავად შეარჩიეს საქმრო.
35. ვინ იყო თამარის პირველი ქმარი?
1185 წ. დაქორწინდა რუსული სამთავროების ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის
ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე იურიზე, რომელიც ბიძამ გააძევა და ყივჩაღებთან
აფარებდა თავს.
36. ვინ იყო თამარის მეორე ქმარი?
ოსი უფლიაწული დავით სოსლანი
37. სცადა თუ არა გიორგი რუსმა საქართველოში დაბრუნება ქვეყნიდან გაძევების შემდეგ?
ორჯერ სცადა. მაგრამ დამარცხდა
38. რომელ წელს სცადა სულთანმა აბუ ბექრმა შირვანის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნის
დაკავება?
1192 წ შირვანიდან განდევნა შირვანშაჰი
39. როდის გაიმართა ბრძოლა სულთან აბუ ბექრსა და ქართველებს შორის შამქორის ველზე?
1195 წელს
40. რომელმა ქართველმა სარდლებმა ისახელეს თავი შამქორის ბრძოლაში?
შალვა და ივანე ახალციხელებმა
41. რა შედეგით დასრულდა შამქორის ბრძოლა?
1. სელჩუკები განიდევნენ კავკასიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან
2. შირვანშაჰმა დაიბრუნა თავისი სამფლობელო.
42. შამქორის ბრძოლის მნიშვნელობა?
1. საქართველოს სამხედრო უპირატესობა თურქულ სასულთნებზე
2. საქართველოს მეზობელი თურქი სუვერენები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ
საქართველოს მეფის ვასლობა და ხარკი ეხადათ .
43. რომელ წელს დაიკავეს ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლი?
1204 წ
44. რატომ მიიჩნია საქართველოს სამეფო კარმა აუცილებლად შავი ზღვის სამხრეთ
სანაპიროზე ქრისტიანული სამეფოს შექმნა?
1. ის დახმარებას გაუწევდა საქართველოს სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში
2. როგორც სელჩუკები ასევე ჯვაროსნები საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს სამხრეთ
საზღვრებს.
45. რომელი სამეფო შეიქმნა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე საქართველოს ხელდასხმით?
ტრაპიზონის იმპერია
46. ვინ დაიკავა ტრაპიზონის სამეფო ტახტი?
ბიზანტიის ტახტის ერთ ერთმა კანდიდატმა საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილმა
ალექსი კომნენოსმა
47. რას ნიშნავს საქართველო ტრაპიზონის იმპერიის პროტექტორი გახდა?
საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის
თანახმად საქართველო ტრაპიზონის საგარეო პოლიტიკას წარმართავდა და მისი
სახელით მოქმედებდა საერაშორისო ურთიერთობებისას.
48. რომელ წელს შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია?
1204 წ
49. რომელ წელს აიღო საქართველომ ყარსი( კარი)?
1204 წელს
50. რატომ ენიჭებოდა ყარსის აღებას დიდი მნიშვნელობა?
1. მას ჰქონდა პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზი ის წარმოადგენდა საყრდენ
პუნქტს თურქ- სელჩუკთათვის საქართველოსა და კავკასიაზე შეტევისათვის.
2. გარდა ამისა ის მდებარეობდა ანის- არზრუმის დიდ სავაჭრო მაგისტრალდზე, დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკისათვის.
51. ვინ იყო რუქნადინი?
რუმის სელჩუკათა სახელმწიფოს სულთანი
52. რატომ გადაწყვიტა რუმის სულთანმა საქართველოზე შეტევა?
ქართველთა წინსვლა სამხრეთ-აღმოსავლეთით მიუღებელი იყო რუმისათვის.
53. რომელ წელს მოხდა ბასიანის ბრძოლა?
1202 წელს,რომელშიც დამარცხდა რუმის სულთანი
54. ვინ სარდლობდა ქართველთა ლაშქარს ბასიანის ბრძოლაში?
ზაქარია მხარგრძელი, დავით სოსლანი
55. რითი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან დავით აღმაშენებლისა და თამარის პოლიტიკა?
დავითის დროს ახალი ტერიტორია უშუალოდ საქართველოს სამეფოს უერთდებოდა .
თამარის დროს კი უმეტესწილად ვასალური დამოკიდებულების პრინციპი ჭარბობდა.
56. რა შედეგი მოუტანა საქართველოს ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებამ?
ახალი ტერიტორიები არ შემოუერთებია, თუმცა ამ გამარჯვებამ განამტკიცა სომხეთში
საქართველოს პოზიციები. მცირე აზიის სელჩუკთა სწრაფვა ამ რეგიონისათვის
წარუმატებლად დასრულდა . სელჩუკი სულთნები ხდებიან საქართველოს ყმადნაფიცი
და მოხარკეები.
57. რატომ ცდილობდა სამეფო ხელისუფლება არ მიეცა შემოერთებული ქვეყნები ქართველი
ფეოდალებისათვის?
თუ შემოერთებული ტერიტორიები ფეოდალთა ხელში აღმოჩნდებოდა ეს კიდევ უფრო
გააძლიერებდა მათ და საფრთხეს შეუქმნიდა სამეფო ხელისუფლებას. ამიტომ სამეფო
ხელისუფლება ამ ტერიტორიებს ძველი მფლობელების ხელში ტოვებდა ყმადნაფიცობის
პირობით.
58. რომელი ქალაქი დაარბიეს ქართველმა მოლაშქრეებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ?
1208 წ. ირანის ქალაქი არდებილი.
59. რატომ მოეწყო ქართველთა ლაშქრობა არდებილში?
ამ ქალაქის სულთნის ქმედების საპასუხოდ ,რომელმაც აღდგომა დღეს სომხურ ქალაქ
ანისი დაარბია და 12000 ქრისტიანი მოკლა.
60. რომელია ქართული ლაშქრის ყველაზე შორეული ლაშქრობა საქართველოს ისტორიაში?
1210 წ. ირანის ქალაქების აღება და კასპიის ზღვის სამხრეთ- აღმოსავლეთ სანაპირომდე
მიაღწია.

You might also like