You are on page 1of 40

ინსტრუქცია

თქვენს წინაშეა ისტორიის ეროვნული გამოცდის სიმულირებული ტესტი.

ყურადღებით გაეცანით ტესტის ყოველი დავალების ინსტრუქციას, კარგად გაიაზრეთ თითოეული დავალების მოთხოვნა და შემდეგ
დაიწყეთ მუშაობა.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60.

გისურვებთ წარმატებას!

© ისტორიის აბიტურიენტები 2020


ინსტრუქცია დავალებებისთვის № 1-15.

მოცემულია 15 კითხვა, თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო


პასუხი.მათგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით.
1. პირველად ვისთან მოიხსენიებიან „ჰიქსოსები“, როგორც „მწყემსთა მეფეები“?

ა) მანეთონთან
ბ) არისტოტელესთან
გ) ჰეროდოტესთან
დ) თუკიდიდესთან
2. რომელმა დამპყრობელმა დაუსვა წერტილი ბაბილონის სამეფოს არსებობას?

ა) კიროს II დიდმა
ბ) ალექსანდრე III მაკედონელმა
გ) მურსილ I-მა
დ) ტიგლათფალასარ I-მა
3. რომელი ომის შემადგენელი მოვლენაა „ეფესოს საღამო“?

ა) I პუნიკური ომის
ბ) II პუნიკური ომის
გ) I მითრიდატული ომის
დ) II მითრიდატული ომის
4. რა ერქვა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ რომის სამართავად შემოღებულ
მმართველობის ფორმას?

ა) მონარქია
ბ) დიარქია
გ) ტეტრარქია
დ) პენტარქია
5. სად იქნა გადატანილი სახალიფოს დედაქალაქი აბასიანთა დინასტიის
მმართველობის დროს?

ა) მექაში
ბ) დამასკოში
გ) სამარაში
დ) ბაღდადში
6. რომელია მართებული მსჯელობა ბაგრატ III-ის მემკვიდრეობის შესახებ?

ა) ბაგრატი დედის ხაზით იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე


გურგენისა,მამის ხაზით იგი იყო მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა
მეფე“ თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა

ბ) ბაგრატი მამის ხაზით იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე


გურგენისა,დედის ხაზით იგი იყო მემკვიდრე ტაოს მეფე დავით III-ისა
და მემკვიდრე-შვილობილი უსინათლო და უშვილო „აფხაზთა მეფე“ თეოდოსისა

გ) ბაგრატი მამის ხაზით იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“ ტიტულის მქონე


გურგენისა,დედის ხაზით იგი იყო მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა
მეფე“ თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა

დ) ბაგრატი მამის ხაზით იყო მემკვიდრე უსინათლო და უშვილო „აფხაზთა მეფე“


თეოდოსისა და მემკვიდრე-შვილობილი ტაოს მეფე დავით III-ისა,დედის ხაზით იგი
იყო მემკვიდრე ჰერეთის მეფე კვირიკე III-ისა
7. რომელი პოლიტიკური ერთეული გამოეყო ერთიან საქართველოს XV საუკუნის
მეორე ნახევარში ყველაზე ადრე?

ა) ქართლი
ბ) კახეთი
გ) სამცხე
დ) იმერეთი
8. ჩამოთვლილთაგან რომელი არ ყოფილა დიდი გოგრაფიული აღმოჩენების
შედეგი?

ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაცვლა-გამოცვლა


ბ) გემთმშენებლობის განვითარება
გ) სიმდიდრის აკუმულაცია (დაგროვება)
დ) აღორძინების ეპოქა
9. რომელი საეკლესიო კრებით დაიწყო კათოლიკური ეკლესიის
კონტრრეფორმაცია?

ა) ტრიენტის
ბ) ლატერანის
გ) კლერმონის
დ) ფერარა-ფლორენციის
10. რომელ ომში გამარჯვების შემდგომ მოიპოვა რუსეთმა ბალტიის ზღვაზე
გასასვლელი?

ა) ლივონიის ომში
ბ) ჩრდილოეთის ომში
გ) სმოლენსკის ომში
დ) ყირიმის ომში
11. საფრანგეთში დირექტორიის დამხობის შემდგომ ვის ხელში გადავიდა
ძალაუფლება?

ა) ეროვნული კრების
ბ) ეროვნული კონვენტის
გ) პირველი კონსულის
დ) დამფუძნებელი კრების
12. რომელ ბრძოლაში გამარჯვებიდან მალევე გამოცხადდა გერმანიის იმპერიის
შექმნა?

ა) კიონიგგრაციის
ბ) ფლანდრიის
გ) სედანის
დ) ბრაიტენფელდის
13. პირველ მსოფლიო ომამდე საბოლოოდ,რამ მისცა ბიძგი ანგლო-ფრანგული
„ანტანტას“ ჩამოყალიბებას?

ა) გერმანიის იმპერიის გავლენის ზრდამ ახლო აღმოსავლეთში


ბ) გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბებამ
გ) ინგლისის კოლონიებში გერმანული პროდუქციის მონოპოლიამ
დ) გერმანიის იმპერიის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობამ
14. ჩამოთვლილთაგან რა არ იყო ფაშიტური იტალიისთვის და ნაცისტური
გერმანიისთვის დამახასიათებელი?

ა) დემოკრატიზაცია
ბ) ტოტალიტარიზმი
გ) ექსპანსიონიზმი
დ) მილიტარიზაცია
15. ჩამოთვლილთაგან რომელია „ცივი ომის“ პირველი კონფლიქტი?

ა) კორეის
ბ) ვიეტნამის
გ) კუბის
დ) ავღანეთის
ინსტრუქცია დავალებებისთვის № 16-18.

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები ან


პიროვნებები.თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით.
16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ სახალიფოს მმართველები მათი
მმართველობის დროის მიხედვით:

1. მერვან II
2. ალ-მუსთასიმი
3. ჰარუნ არ-რაშიდი
17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასთან
დაკავშირებული მოვლენები:

1. კოლონისტების მიერ იორკთაუნთან ბრიტანელების დამარცხება


2. პარიზის ზავი
3. დამოუკიდებლოის დეკლარაციის მიღება
18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ II მსოფლიო ომამდე მომხდარი მოვლენები:

1. გერმანიის ერთა ლიგიდან გამოსვლა


2. ანგლო-გერმანული შეთანხმების გაფორმება ფლოტის შესახებ
3. რაინის დემილიტარიზებულ ზონაში გერმანული ჯარის შეყვანა
ინსტრუქცია დავალებისთვის №19.

მოცემულია ერთი ბრძოლის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის წყარო: 1. ბრძოლის


ერთ-ერთი ეპიზოდის სქემა და 2. არასრული წერილობითი წყარო. ორივე
წყაროს გაცნობის შემდეგ უპასუხეთ დასმულ კითხვებს. დავალების მაქსიმალური
ქულაა 4.
რომსა და კართაგენს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა შეიქმნა.
ჰანიბალმა თავისი არმია სამ ხაზად განალაგა: პირველ რიგში
თავისი დაღუპული ძმის, მაგონის ჩამოყვანილი მოქირავნეები
განალაგა,მეორე რიგში კართაგენელები და ლიბიელები დააყენა,
ხოლო სულ უკან თავისი მძიმედ აღჭურვილი, გამოცდილი
ვეტერანები.მისი ტაქტიკა მარტივი იყო – გამოეყენებინა თავისი
უფრო მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარის მასობრივი იერიში და
რომაელთა ცენტრი გაერღვია, რომელიც ასევე სამ ხაზად იყო
განლაგებული კართაგენელთა ანალოგიური
ფორმაციით.ბრძოლაში რომალუი ლეგიონები არა
კოჰორტებად,არამედ მანიპულებად იყო განლაგებული.მათ შორის
დერეფნები გაჩნდა.ამ დერეფნების ამოსავსებად რომაელმა
სარდალმა ველიტები გამოიყენა და უბრძანა რომ მტრის
სპილოებისთვის გზა მიეცათ და ზურგიდან და გვერდებიდან
დაეშინათ შუბები.დაპირისპირებულ მხარეებს კავალერიაც ყავდათ
გამოყვანილი.მათი დავალება მოწინააღმდეგე კავალერიის
დამარცხება და მტრისთვის ზურგში დარტყმა იყო.კართაგენელთა
ჯარის შენაერთებს შორის კომუნიკაციის სისუსტე თავიდანვე
გამოჩნდა.რომაელთა ტაქტიკამ გაამართლა: რომაელებმა
შენაერთებს შორის გაატარეს სპილოები და გვერდებიდან და
ზურგიდან ერთდროულად დაუშინეს შუბები.გაცოფებული
ცხოველები უკან გაიქცნენ და კართაგენელების საბრძოლო ხაზი
არიეს. ფლანგებზე განლაგებულმა მხედრებმა იერიში მიიტანეს
კართაგენელთა ცხენოსნებზე და მალევე გაფანტეს. სპილოებისა და
კავალერიის დამარცხებით ჰანიბალის უპირატესობა
გაქარწყლდა.რომაულმა კავალერიამ იერიში მტრის ზურგში
მიიტანა.ჰანიბალის განთქმული ვეტერანების უმეტესობა ბრძოლის
ველზე განგმირული დაეცა, ხოლო ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი
რომაელებმა ტყვედ ჩაიგდეს.ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი
იყო.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდზე


კითხვები:

(1) 19.1. ვისი ჯარია აღნიშნული ბრძოლის სქემაზე წითელი ფერით?

(1) 19.2. გაიხსენეთ ვინ სარდლობდა წითელი ფერით აღნიშნულ ჯარს?

(1) 19.3. რა მოიმოქმედა რომაულმა კავალერიამ?

(1) 19.4. რომელი ბრძოლის ეტაპია ასახული სქემაზე?


ინსტრუქცია დავალებებისთვის № 20.

ყურადღებით გააანალიზეთ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ


დასმულ კითხვებს. ყოველ კითხვას გაეცით კონკრეტული და ამომწურავი
პასუხი.დავალების მაქსიმალური ქულაა 4.

ილუსტრაცია და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


დავალება 20.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდზე

კითხვები:
(1) 20.1. რა ეწოდებოდა გაზეთს, რომლის პირველი გვერდის ფრაგმენტიც
წარმოდგენილია ილუსტრაციაზე?

(1) 20.2. ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელ


წელს დაარსებულა აღნიშნული გაზეთი?

(1) 20.3. ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე,


ხელისუფლების რომელი შტოს პერიოდულ ორგანოს წარმოადგენდა
აღნიშნული გაზეთი?

(1) 20.4. რომელ სახელმწიფოში დაწყებულა არსებული გაზეთის


ფუნქციონირება?
ინსტრუქცია დავალებისთვის №21.

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ


კითხვებს.დავალების მაქსიმალური ქულაა 11.

დავალება 21.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდზე
კითხვები:
(1) 21.1. რომელი საუკუნის ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 21.2. რომელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაა ასახული რუკაზე?
(1) 21.3. დაასახელეთ არსებულ დაპირისპირებაში მონაწილე ერთი ისტორიული პირი.
(1) 21.4. რუკის მიხედვით, ჩამოთვალეთ ქალაქები რომლებიც არ შედიოდნენ
დაპირისპირებულ მხარეთა ტერიტორიებში.
(1) 21.5. რუკის მიხედვით,ვინ არ მონაწილეობდა დაპირისპირებაში?
(2) 21.6. თქვენი აზრით,რამ განაპირობა არსებული დაპირისპირების დაწყება?თქვენი
მოსაზრება დაასაბუთეთ.
(2) 21.7. დაასახელეთ მიმდინარე დაპირისპირების დროს მომხდარი ერთი
კონკრეტული ფაქტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ერთ-ერთ
დაპირისპირებულ სახელმწიფოში.თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ.
(2) 21.8. რამდენი მონაკვეთისაგან შედგებოდა ეს დაპირისპირება და რა იყო მისი
საბოლოო შედეგი?
ინსტრუქცია დავალებებისთვის № 22 და 23.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები და შეასრულეთ


დავალებები.გაითვალისწინეთ, არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული,
ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მქონე. თითო
არგუმენტი ფასდება 1 ქულით.
დავალება 22.

რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა გამეფებისთანავე რეფორმების


განხორციელება დაიწყო.რეფორმები პირობითად ორ ეტაპად იყოფა: 1695 – 1715 წწ
და 1715 – 1725 წწ. პირველ ეტაპზე რეფორმები ნაჩქარევად და ხშირად გაუაზრებელ,
ძალადობრივ ხასიათს ატარებდა.მეფის ამგვარ პოლიტიკას,როგორც
მომხრეები,აგრეთვე მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი,რომლითაც მეფის მომხრეები თავის


პოზიციას დაიცავდნენ.
მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი,რომლითაც მეფის მოწინააღმდეგეები
თავის პოზიციას დაიცავდნენ.
დავალება 23.

ცივი ომის დროს იმისათვის,რომ ორ ზესახელმწიფოს შორის შენარჩუნებულიყო


ძალთა თანაფარდობა,აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა შეიმუშავა
"სამკუთა დიპლომატიის" დოქტრინა.დოქტრინტის მიზანი იყო ჩინეთის,როგორც დიდი
სახელმწიფოს,მსოფლიო პოლიტიკაში ჩაბმა.

მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი,“სამკუთხა დიპლომატიის“ დოქტრინის


სასარგებლოდ.
მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი,“სამკუთხა დიპლომატიის“ დოქტრინის
საწინააღმდეგოდ.
ინსტრუქცია დავალებისთვის №24.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ტექსტი და უპასუხეთ


კითხვებს.დავალების მაქსიმალური ქულაა 2.
დავალება 24.

1789 - 1799 წლებში საფრანგეთში დიდი რევოლუცია მიმდინარეობდა.გაიხსენეთ


ეს ისტორიული მოვლენა და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს:

(1) 24.1. რა მიგაჩნიათ ამ რევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად?


(1) 24.2. შეაფასეთ თქვენს მიერ დასახელებული შედეგის მნიშვნელობა (დადებითი ან
უარყოფითი) საფრანგეთის ისტორიისთვის და აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი
საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ინსტრუქცია დავალებისთვის №25.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ


ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს.დავალების მაქსიმალური ქულაა 17.

ისტორიული დოკუმენტი და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


დავალება 25. ჰასან რუმლოს ცნობები საქართველოს შესახებ
მსტოვრებმა ქვეყნის ხელმწიფეს მოახსენეს: თავის სიმრავლეზე, დამოუკიდებლობაზე
და მაღალ მთებსა და ბორცვებზე დანდობილ ურწმუნოებს ურჩობის გზაზე შეუდგამთ
ფეხი და მუსლიმანთა ქვეყნებს აწუხებენო.
როცა ამბავმა ხელმწიფის მაღალ სმენას მიაღწია.სარწმუნოების საფარველი შაჰი
ჯარით საქართველოსაკენ გაემართა და საბარათიანოში დადგა.მთელი ის ქვეყანა ტყე
იყო ისეთი,რომ ხეებში, მათი სიხშირის გამო,სიო გაჭირვებით იძვროდა.როცა
ძლევამოსილი ლაშქრის წამოსვლის ამბავმა გარყვნილ ურწმუნოებამდე მიაღწია,
ყველანი აქეთ-იქეთ გაიფანტნენ და გაიბნენ ძლიერი შიშისაგან.დავითის შვილმა
ლუარსაბმა,რომელიც იმ ქვეყნის ვალი იყო,აღარ მიხედა არც ციხეებს,არც
ქვეყანას,არც ხალხს და აღარც ოჯახს,ცოცხალ-მკვდარმა ათასგვარი ხრიკებით
დააღწია თავი იქაურობას და თავშესაფარში შეიხიზნა.დანარჩენ ქართველებს ამ ამბისა
და ქოს-ნაღარის ხმის გაგონებაზე ნაღველი ჩაექცათ და ღვიძლი დაეფლითათ
ზღვასავით მღელვარე და მეხივით მქუხარე ჯარის შიშით.ძრწოლვისა და ელდის
ცეცხლი მოედო მათი სიმტკიცისა და უდრეკელობის კალოს,სისუსტის ხელი გაქცევის
კალთას ჩასჭიდეს და მთებს,გამოქვაბულებსა და ტყეებს მიაშურეს,ხოლო ნაწილი
ძლიერ ციხეებში გამაგრდა.ღაზიები ტყეში შევიდნენ და უმეტესობა იმ ურჯულოებისა
შეუბრალებელი ხმლით დახოცეს,თანახმად გამოთქმისა - "და შეებრძოლეთ ყველა
ურწმუნოს ერთად"! მათი ცოლები და შვილები დაატყვევეს და მრავალი მსხვილფეხა
საქონელი და ცხვარი ხელში ჩაიგდეს.
აქედან ქვეყნის დამამშვენებელი დროშები გაემართა გორისაკენ,რომელიც
ლუარსაბის სატახტო ქალაქი იყო,და ძნელი გზით გაიარეს ხშირი
ტყეები.ძლევამოსილმა ჯარმა ის მხარეც მოარბია და ნადავლად ვარდღაწვებიანი
ქალიშვილები და მზიური სახის ყმაწვილები ჩაიგდო ხელში.
ძლევის დროშებმა თვისი ჩრდილი მძორეთის ციხეს მოფინეს.ეს იყო ციხე,რომლის
გალავნის სიმაღლე სატურნის აპოგეას სცილდებოდა... არასოდეს მუსლიმანური
დროშების სხივებს იმ მთიანეთის ჰორიზონტზე არ გაუნათებიათ და სავსებით ჭეშმარიტი
სარწმუნოების მნათობი სინათლისაგან ბედნიერების დილა იმ ციხის მიდამოებში არ
გათენებულა.ბრძანების თანახმად,ძლევამოსილი ჯარი იმ სიმაგრეს შემოადგა და ციხის
აღებას შეუდგა.თავისი ციხის სიმაგრით გაამაყებულმა ურჯულო ქართველებმა
წინააღმდეგობის გაწევა იწყეს.ბედნიერმა ამირებმა და სახელოვანმა ღაზიებმა ყოველი
მხრიდან იწყეს ბრძოლა.
ციხისთავი ფარსადანი,ცაზე იერიშის მიმტანი გულადების შემოტევით
შეშინებული,სისუსტისა და უმწეობის კარში შევიდა,მორჩილების ნაბიჯით ციხიდან
გამოვიდა და ციხე ჩააბარა.
რჯულის საფარველმა შაჰმა ამ ციხის დაპყრობის შემდგომ ატენის ციხეზე
გაილაშქრა.ეს იყო მეტად მტკიცე და მაგარი ციხე,რომლის კოშკებზე ფრინველსაც არ
გადაუფრენია და რომლის პატნეზის კალთებს ჟამთა მოვლენების ხელი არ
მიწვდომია.ციხის მცველებად იმ დროს აზნაურები იყვნენ.ლუარსაბს იქ ჰყავდა
დატოვებული თავისი დედა.ძლევამოსილმა ლაშქარმა ბრძოლა დაიწყო თოფისა და
ზარბაზნის ცემით.სწრაფმა და მარჯვე გულადებმა და უშიშარმა ახალგაზრდებმა
ერთბაშად მიიტანეს იერიში და ციხეზე ავიდნენ... ქართველების მთელი ბრბოც
ღაზიების უკუსაგდებად გამოემართა და იმ ღვთის მტერმა წარმართებმა ბრძოლა
გააჩაღეს ისეთი,რომ ცის შორსმჭვრეტელი თვალი გაოცებული დარჩა: კოშკებიდან და
გალავნიდან ისე ცვიოდა თავები უტვინოდ და ტვინი უთავოდ,როგორც შემოდგომის
ქარიშხლისაგან ცვივა ხეებიდან ნაყოფი.იმ ცუდმაქცევარ ქართველთაგან ცეცხლოვანი
მახვილის ცემით ბევრი გაგზავნეს საიქიოს."მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია,მერედა რა
მძიმეა ეს გზა!" ლუარსაბის დედა მრავალ აზნაურთან ერთად დაატყვევეს და შაჰის
კარზე მოიყვანეს.
ამ დროს მაცნეებმა მოახსენეს შაჰს,რომ იმ მიდამოებში არის ერთი ციხე,სადაც
ქართველების ერთ ჯგუფს შეუფარებია თავი და წინააღმდეგობის დროშა
აღუმართავსო.სარწმუნოების საფარველმა შაჰმა შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი
დანიშნა იმ ციხის ასაღებად.ხსენებულმა ამირამ ციხე ბრძოლით აიღო და უმაღლეს
ბანაკში დაბრუნდა.ძლევამოსილმა ლაშქარმა,შემოქმედის დახმარებით,იმ ქვეყანაში
გარყვნილი და არამზადა ურწმონოების ხელში მყოფი ბევრი ციხე ბედნიერი მკლავის
ძალით დაიპყრო და ხელთ იგდო მრავალი ტყვე,რომელთა რიცხვი ოცდაათი ათასს
აღემატებოდა და უსაზღვრო ნადავლით ბარდავს მოვიდა.ენაწყლიანმა მწიგნობრებმა
და მჭევრმეტყველმა მდივნებმა იმ ქვეყნის დაპყრობის ამბავი მუშკივით კალმით
აიტაცეს და სასიხარულო ცნობა იმ ქვეყნის მოსახლეობას და
აზერბაიჯანს,შირვანს,შაქს,ერაყს,ფარსს,ქერმანს,ხორასანს,სისთანს,ომანის ნაპირებს
და ქურთისტანს აცნობეს.
კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

კითხვები:
(1) 25.1. წყაროს მიხედვით, რომელ საუკუნეში ხდება მოქმედება?
(1) 25.2. რომელი შაჰის ლაშქრობას მოგვითხრობს მოცემული წყაროს ავტორი?
(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რა გახდა ამ ლაშქრობის მიზეზი?
(1) 25.4. ვის მოიხსენიებს „ღაზიებად“ წყაროს ავტორი?
(1) 25.5. წყაროს მიხედვით,სად განლაგებულა შემოჭრილი შაჰის ჯარი?
(1) 25.6. მერამდენე ლუარსაბის სახელითაა ცნობილი წყაროში ნახსენები მეფე
ლუარსაბი?
(1) 25.7. წყაროს მიხედვით,რა მოიმოქმედა შაჰის ჯარმა მძორეთის ციხის აღების
შემდგომ?
(2) 25.8. წყაროს მიხედვით,ქართლის სამეფოს როგორ გეოგრაფიულ დახასიათებას
გვაწვდის ავტორი?
(2) 25.9. წყაროს მიხედვით,რა მოიმოქმედა ქართლის მეფე ლუარსაბმა შაჰის ლაშქრის
შემოჭრის შემდგომ?
(2) 25.10. წყაროს მიხედვით,რა მოიმოქმედეს ქართველებმა შაჰის შემოჭრის
შემდგომ?
(2) 25.11. წყაროს მიხედვით,როგორ დასრულდა ატენის ციხის ალყა?
(2) 25.12. წყაროს მიხედვით,რა შედეგებით დასრულდა შაჰის ლაშქრობა ქართლში?

You might also like