You are on page 1of 11

პროტესტანტობა

1. როდის გავრცელდა ლუთერანობა თითქმის მთელ


ევროპაში ?
2. რომელ ქვეყნებში გამოაცხადეს ლუთერანობა სახელმწიფო
რელიგიად?
3. სად გავრცელდა ყველაზე მეტად პროტესტანტული
მოძრაობა გერმანიის გარეთ?
4. განსხვავდებოდა XVI საუკუნეში ჩამოყალიბებული
პროტესტანტული ეკლესიები კათოლიკურისგან ?
5. ჩამოთვალეთ პროტესტანტიზმის სამი ძირითადი თეზისი.
6. რა მოაქვს რწმენასა და კეთილ საქმეებს კათოლიკური
მოძღვრებისა და პროტესანტიზმის თანახმად ?
7. რისგან შედგება პროტესტანტიზმი და რას აღიარებენ და
უარყოფენ ისინი ?
8. რომელი მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები
მოითხოვა პროტესტანტიზმის დამკვიდრებამ ?
9. რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ პროტესტანტული თემები
აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ-
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ?
10. რად გადაიქცნენ ნიდერლანდსა და ინგლისში ეს
თემები და რაში შეასრულეს უდიდესი როლი ?

პასუხები:
1. XVI საუკუნის 20-30-იან წლებში.
2. დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და
ფინეთში.
3. შვეიცარიასა და ინგლისში.
4. ძლიერ განსხვავდებოდა. მათ ბევრი საერთო აქვთ, თუმცა
არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.
5. პროტესტანტიზმის სამი ძირითადი თეზისი:
1) სულის ხსნა უშუალოს, ეკლესიის ჩაურევლად;
2) მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე;
3) წმინდა წერილის ავტორიტეტი.
6. კათოლიკური მოძღვრების თანახმად, რწმენას და კეთილ
საქმეებს შედეგად მოაქვს პატიება;
პროტესტანტული მოძღვრების თანახმად, რწმენას მოაქვს
პატიება და შედეგად - კეთილი საქმეები.
7. პროტესტანტიზმი შედგება სხვადასხვა
მიმდინარეობისგან.
ისინი იზიარებენ წარმოდგენას მამაღმერთზე, იესო
ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და
„ნიკეა-კონსტანტინოპოლის“ აღსარებას, სწამთ სულის
უკვდავებისა, მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფევლისა.
მათ უარყვეს რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმეს
ბერმონაზვნური სისტემა.
8. მოითხოვა მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები
რელიგიური ცხოვრების ორგანიზებაში, კერძოდ:
1) რელიგიური თემების ჩამოყალიბება;
2) მღვდლობის ინსტიტუტის გაუქმება;
3) სასულიერო პირების (პრესვიტერი, პასტორი)
მრევლიდან არჩევის პრინციპის დამკვიდრება;
4) კულტმსახურების გამარტივება;
5) შვიდი საეკლესიო საიდუმლოებიდან დარჩა ორი -
ნათლობა და ზიარება;
6) პროტესტანტიზმი უარყოფს ბერმონაზვნობას;
7) ანგელოზების, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და
ხატების თაყვანისცემას.
8) კათოლიცისმისგან განსხვავებით, პროტესტანტული
ღვთისმსახურება ნაციონალურ ენაზე მიმდინარეობს;
9) ეკლესიის შენობად შეიძლება ნებისმიერი შენობის
გამოყენება, რომელსაც ქირაობენ ან ყიდულობენ.
9. ის, რომ პროტესტანტული მოძღვრება საერო ცხოვრებასაც
ღვთისმსახურების ასპარეზად განიხილავდა,
განაპირობებდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და
საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის საკითხის
უდიდეს მნიშვნელობას პროტესტანტობისთვის.
10. ნიდერლანდსა და განსაკუთრებით ინგლისში ეს
თემები ადრებურჟუაზიულ პოლიტიკურ ორგანიზაციებად
გადაიქცნენ და უზარმაზარი როლი შეასრულეს
ნიდერლანდისა და ინგლისის რევოლუციებში.
ქანდაკებებისა და ხატების განადგურება ქ. ციურიხში 1524
წელს.

ლუთერანული რწმენა
1. ლუთერანობის თანახმად, ვინ უნდა ყოფილიყო
ეკლესიის მეთაური ?
2. რა ენებზე უნდა ეწარმოებინა ყველას ღვთისმსახურება ?
3. რისი გამოყენება აიკრძალა ?
4. რა გამარტივდა ?
5. რამდენი საეკლესიო საიდუმლო დარჩა შვიდიდან ?
6. რა მიაჩნდა ლუთერს, რა არის რწმენის საფუძველი ?
7. ვის აქვს ბიბლიის განმარტების უფლება ლუთერის
აზრით?
8. საბოლოოდ, რა დატოვა ლუთერმა კათოლიცისმისგან ?
9. რას წერს ლუთერი „ლათინურ თხზულებაში“?

პასუხები:
1. რომის პაპის ნაცვლად საერო პირი - მთავარი.
2. არა ლათინურად, არამედ თავის ენაზე.
3. აიკრალა ხატებისა და სიწმინდეების გამოყენება.
4. გამარტივდა კათოლიკური ეკლესიის ნორმები.
5. 2 - ზიარება და ნათლობა.
6. მხოლოდ ბიბლია.
7. არამარტო სასულიერო პირებს, არამედ ნებისმიერ
მორწმუნესმ ხოლო რწმენის საკითხებში
გადაწყვეტილების მიღება ხდება არა უმრავლესობის ან
უმცირესობის მიხედვით, არამედ მხოლოდ საკუთარი
სინდისის კარნახით.
8. საბოლოოდ ლუთერმა კათოლიცისმიზგან დატოვა
მხოლოდ ის, რაც პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდა წმინდა
წერილს. ზოგიერთი თეოლოგის აზრით, ლუთერმა
ეკლესიის ავტორიტეტი ბიბლიის ავტორიტეტით შეცვალა
და ქრისტიანობა წიგნის რელიგიად აქცია.
9. „მე არ შემიძლია დავუმორჩილო ჩემი რწმენა არც პაპს და
არც საეკლესიო კრებებს, რადგან დღესავით ნათელია, რომ
ისინი ხშირად ცდებოდნენ და წინააღმდეგობებში
ვარდებობდნენ. ამიტომ, თუ მე არ დამარწმუნებენ წმინდა
წერილიდან მოყვანილი სიტყვებით ან ცხადი გონივრული
საბუთებით და ასეთი გზით არ მიაბამენ ჩემს სინდისს
ღვთის სიტყვასთან, არ შემიძლია და არც მსურს, უარვყო
არაფერი, რადგან არ შეჰფერის ქრისტიანს თავისი
სინდისის წინააღმდეგ წასვლა. აქა ვდგავარ და სხვაგვარად
არ ძალმიძს. ღმერთი მფარავდეს. ამინ.“

კალვინიზმი
1. ვინ ედგა შვეიცარიაში რეფორმაციას სათავეში ?
2. ვინ იყო ულრიხ ცვინგლი ? სად მოკლეს ის ?
3. ვინ გააგრძელა ულრიხ ცვინგლის საქმიანობა წარმატებით?
4. საიდან იყო ე.ი. ჟან კალვინი დევნილი ?
5. რა მოხდა მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად?
6. რომელი აზრი განავითარა კალვინმა განსაკუთრებით? რას
ქადაგებდა ის ?
7. სად მოხვდებოდნენ „რჩეულები“ და სად - „დასჯილნი“ -
მისი განმარტებით?
8. რა დამოკიდებულება ჰქონდა კალვინს იდეური
მოწინააღმდეგეებისადმი ? როგორ უსწორდებოდა ?
9. ვინ იყო მიგელ სერვეტი ?
10. რა ბედი ეწია სერვეტს, ვისი ბრძანებით და რატომ?
11. რას წერდა კალვინი ამის შემდეგ?
12. რას წერს კალვინი ნაწარმოებში: „დარიგება
ქრისტიანული რწმენის შესახებ“?
13. კალვინის მოძღვრების თანახმად, რა უნდა სწამდეს
ყოველ ადამიანს?
14. რა არის მისივე რწმენით ადამიანის რჩეულობის ერთ-
ერთი ნიშანი ?
15. რა არის აკრძალული კალვინიზმში ?

პასუხები:
1. განმანათლებელი ულრიხ ცვინგლი.
2. განმანათლებელი; შვეიცარიაში ატეხილ სამოქალაქო ომში.
3. ჟან კალვინმა. (1509-1564)
4. საფრანგეთიდან.
5. მთელი შვეიცარია ახალი პროტესტანტული
მიმართულების, კალვინიზმის მიმდევარი გახდა.
6. ლუთერის აზრი ღვთაებრივი ნების
წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ. ის ქადაგებდა, რომ
თუ ადამიანი თავისი შრომით დიდ ქონებას დააგროვებს,
ის ღმერთის რჩეულია, ხოლო ვისი შრომაც ფუჭი
აღმოჩნდება და სიმდიდრეს ვერ მოიტანს, მას უფალი
„დასჯისო“.
7. მისივე განმარტებით, „რჩეულები“ სამოთხეში
მოხვდებოდნენ, „დასჯილნი“ - ჯოჯოხეთში.
8. სასტიკად უსწორდებოდა იდეურ მოწინააღმდეგეებს და
ხშირად კოცონზეც წვამდა მათ.
9. მიგელ სერვეტი იყო ჟენევაში მოღვაწე ესპანელი
პროტესტანტი ჰუმანისტი, მეცნიერი, ექიმი და თეოლოგი.
10. სერვეტი და კალვინი სხვადასხვა რელიგიურ თემაზე
კამათობდნენ, საბოლოოდ კი კალვინის ძალისხმევით
სერვეტი დაიჭირეს და თავისივე წიგნებით დანთებულ
კოცონზე დაწვეს.
11. „უნდა განადგურდნენ ანაბაპტისტები, ისევე, როგორც
ესპანელი სერვეტი გავანადგურე.“
12. 1. „ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთმა ზოგს (რჩეული)
წინასწარ განუსაზღვრა მუდმივი ნეტარება, ზოგს კი
მუდმივი ტანჯვა იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ჩვენ ვამბობთ,
რომ რჩეულთათვის ეს ღვთის მოწყალება, რომელიც არ
არის დამოკიდებული წარჩინებულ წარმოშობაზე. ვისაც
ღმერთი ტანჯვას განუსაზღვრავს, მისთვის ნეტარებაში
შესასვლელი კარი სამუდამოდ დახურულია. ადამიანმა არ
შეიძლება იცოდეს, უფალმა რატომ გასაზღვრა ამგვარად,
მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია...“
2. „ადამიანი ეცემა, რადგან ეს წინასწარაა განსაზღვრული
ზეციდან, მაგრამ ცოდავს იგი საკუთარი ნებით“.
13. კალვინის მოძღვრების თანახმად, რადგან ღვთის ნება
წინასწარ არავინ იცის, ყოველ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ
სწორედ ის არის რჩეული და თავისი ასკეტური ცხოვრებით
ყოველდღიურად ამტკიცებდეს ამას. მთელი ადამიანური
ცხოვრება ღვთის სამსახურია.
14. წარმატება საქმიანობაში (მათ შორის - პროფესიულში)
ადამიანის რჩეულობის ერთ-ერთი ნიშანია, მისი ადგილია
ცხოვრებაში, მაგრამ არა ამქვეყნიური სიკეთეების
მოსაპოვებელი საშუალება.
15. კალვინიზმში სხვა სიწმინდეებთან ერთად აკრძალულია
ჯვრის თაყვანისცემაც.

ჟან კალვინი
სერვეტის კოცონზე დაწვა.

ანგლიკანური ეკლესია
1. ვინ იყო ჰენრი VIII? დაასახელეთ მოღვაწეობის წლებიც.
2. რა გააკეთა ჰენრი VIII-მ?
3. ვის დაუჭირა მხარი ჰენრი VIII-მ თავდაპირველად, როცა
მარტინ ლუთერი დაუპირისპირდა რომის პაპს? შემდეგ რა
ქნა ? რატომ ?
4. ვის დროს გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა
შედეგადაც ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესია?
5. ვინ ითამაშა ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად დიდი
როლი ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბებაში ? რა
გააკეთა მან ? რომელი წელს და რომელი დოკუმენტი
შექმნა ? რა არის მასში თაბმოყრილი ?
6. ჩამოთვალეთ ის ძირეული განსხვავებები, რომლითაც
ანგლიკანური ეკლესია განსხვავდება ტრადიციული
პროტესტანტიზმისგან.
პასუხები:
1. ინგლისის მეფე, 1509-1547 წწ.
2. რომის პაპთან ურთიერთობა გაწყვიტა და თავი ინგლისის
ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა.
3. რომის პაპს, თუმცა მალევე შეიცვალა პოზიცია, რადგან
ჰენრი ქვეყნის აღმშენებლობასა და ომებზე დიდი
რაოდენობის თანხებს ხარჯავდა, კათოლიკური ეკლესია კი
ინგლისში დიდ ქონებას ფლობდა, ინგლისის ეკლესიის
დაფუძნებით და მის სათავეში მოსვლით მთელი ეს ქონება
პირდაპირ მეფის განკარგულებაში გადავიდა. ამ
გადაწყვეტილებას ინგლისელმა დიდებულებმაც
დაუჭირეს მხარი.
4. ჰენრი VIII-ისა და განსაკუთრებით მისი ვაჟის ედუარდ VI-
ის მეფობის პერიოდში.
5. კენტერბერიელმა არქიეპისკოპოსმა თომას კრანმერმა,
რომელმაც ანგლიკანური ეკლესია კათოლიციზმს,
ლუთერანიზმსა და კალვინიზმს შორის მოაქცია.
1571 წელს შემუშავებულ „რწმენის 39 მუხლში“
ანგლიკანური ეკლესიის ძირითადი პრინციპებია
წარმოდგენილი.
6. თუკი ლუთერანები ქრისტიანობას მხოლოდ ბიბლიაზე
დაყრდნობით განიხილავენ, ანგლიკანები ბიბლიასთან
ერთად ეყრდნობიან მოციქულების ქადაგებებს და წმინდა
მამების შეგონებებსაც.
ანგლიკანიზმში არსებობს იერარქია - ეპისკოპოსები,
მღვდლები და დიაკვნები. ამით ანგლიკანური ეკლესია
განსხვავდება ტრადიციული პროტესტანტობისაგან.

კენტენბერი - ანგლიკანური ეკლესიის საკათედრო ტაძარი

1. სად ცხოვრობენ დღეისათვის პროტესტანტები ?


ლუთერანობის, კალვინიზმისა და ანგლიკანობის გარდა,
არსებობს ბევრი სხვა პროტესტანტული მიმდინარეობაც.
დღეისათვის პროტესტანტები ცხოვრობენ სკანდინავიის
ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში,
ჰოლანდიაში, დანიაში, ისლანდიაში, კანადაში, შვეიცარიაში,
ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ბრაზილიაში,
გვატემალაში, ჩილესა და სამხრეთ კორეაში.

You might also like