You are on page 1of 6

ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა

1. ვის და ვის შორის და რის გამო მიმდინარეობდა არაერთი ომი XVIII საუკუნეში? მათ
შორის რომელია ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი? რა იყო მისი შედეგი?
2. რა შექმნა 1763 წელს დიდმა ბრიტანეთმა, რომელი ზავით და რა შევიდა მასში?
3. ვის რა გადასცეს ფრანგებმა და რატომ? შედეგად საფრანგეთს ..?
4. რა გადაწყვიტა ომის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ?
5. რა გააკეთა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1764 წელს? შედეგად?
6. რამ გამოიწვია ყველაზე დიდი უკმაყოფილება კოლონიებში? რა იყო ეს? რა დაიწყო
მის წინააღმდეგ? რამ დაუდო სათავე წინააღმდეგობის მოძრაობას და რა
დადგენილება მიიღო მან?
7. ვინ აუბეს მხარი ვირდჯინიას? შედეგად?

პასუხები:

1. XVIII საუკუნეში დიდ სახელმწიფოებს შორის (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი,


საფრანგეთი) არაერთი ომი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების
გადანაწილებისთვის. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო „შვიდწლიანი ომი“,
რომელმაც ამერიკის კოლონიებში ძალთა თანაფარდობა ბრიტანელების
სასარგებლოდ შეცვალა.
2. 1763 წლის პარიზის ზავით დიდმა ბრიტანეთმა შექმნა უზარმაზარი იმპერია,
რომელშიც შევიდა ფრანგული სამფლობელოები მდ. მისისიპის აღმოსავლეთით და
ფლორიდა.
3. ესპანეთს გადასცეს ლუიზიანა კონპენსაციის სახით. შედეგად საფრანგეთს არცერთი
კონტინენტური კოლონია არ შერჩა ჩრდილოეთ ამერიკაში.
4. ომისგან გაჩანაგებული ხაზინის შესავსებად ახალი გადასახადების შემოღება, მათ
შორის კოლონიებშიც კი.
5. 1764 წელს კოლონიებს აუკრძალა საკუთარი ქაღალდის ფულით მეტროპოლიასთან
ეკონომიკური ვალდებულების აღსრულება. შედეგად კოლონიებშიც ძალიან
შემცირდა საკუთარი ქაღალდის ფულის გამოყენება, რამაც კოლონიების
ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა.
6. ე.წ. „საგერბო გადასახადმა“. ყველა იურიდიულ დოკუმენტზე, გაზეთსა და ა.შ დიდი
ბრიტანეთის მეფის გერბი უნდა დაერტყათ და შესაბამისად, ამის საფასური
გადაეხადათ. დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. წინააღმდეგობის
მოძრაობას სათავე დაუდო ვირჯინიის კოლონიის ასამბლეამ, რომელმაც მიიღო
დადგენილება, რომ ვირჯინიის მართვა მხოლოდ იმ კანონებით შეიძლებოდა,
რომლებსაც თავად ვირჯინიელები დაეთანხმებოდნენ.
7. დანარჩენმა კოლონიებმაც და უარი განაცხადეს დიდი ბრიტანეთის საქონლის
იმპორტზე. დიდი ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაეხია.
ჩაის სმა ბოსტონურად

1. როდის მიაღწია კოლონიების დიდ ბრიტანეთთან დაპირისპირებამ პიკს?


2. რა გადაწყვიტა ოსტ–ინდოეთის კომპანიამ ? რა მიიღო ამისთვის კოპანიამ
მთავრობისგან? რა სცადა?
3. რა იეჭვეს კოლონისტებმა? რაც რისი ტოლფასი იქნებოდა? რა დაიწყო?
4. სად შეძლო გემმა შესვლა და რატომ?
5. რა მოხდა 16 დეკემბერს? რა იყო ამ მოვლენის შედეგი?

ბოსტონის ჩაის სმა

პასუხები:

1. 1773 წელს.
2. ოსტ–ინდოეთის კომპანიამ გადაწყვიტა, კოლონიებში გაესაღებინა დიდი ბრიტანეთის
საწყობებში ჩაწოლილი ჩაი. ამ სავაჭრო აქციის განსახორციელებლად კომპანიამ
მთავრობისგან მიიღო მონოპოლია კოლონიებში ჩაის შეტანაზე და თავისი აგენტების
მეშვეობით სცადა ამის განხორციელება.
3. რომ შემდგომში კომპანია სხვა საქონელზეც მოინდომებდა მონოპოლიის მოპოვებას,
რაც ამერიკის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის დასრულების ტოლფასი
იქნებოდა. დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა.
4. ზოგიერთ ქალაქში (ნიუ–იორკში, ფილადელფიაში...) უბრალოდ ვერ შეიტანეს ჩაი,
მხოლოდ ბოსტონის ნავსადგურში შეძლო გემმა შესვლა.
5. 16 დეკემბერს ინდიელთა სამოსში გადაცმული ბოსტონელები გემზე აიჭრნენ და
გადმოსატვირთად გამზადებული ყუთებიდან მთელი ჩაი ოკეანეში გადაყარეს. დიდი
ბრიტანეთის მთავრობამ პორტი დახურულად გამოაცხადა, ვიდრე ჩაის საფასური არ
იქნებოდა გადახდილი. კოლონიაში სამხედრო მმართველობა დამყარდა.
1. რა მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას? საიდან რა იგზავნებოდა
ბოსტონში?
2. რა ხერხს მიმართა ვირჯინიის კოლონიის გუბერნატორმა სოლიდარობის აქციის
შესაჩერებლად? სად შეიკრიბნენ დათხოვნილი ასამბლეის წევრები?
3. რა გადაწყდა?
4. სად გაიხსნა და როდის პირველი კონტინენტური კონგრესი? ვინ იღებდა
მონაწილეობას კონგრესში?
5. რა გადაწყვიტა კონგრესმა?
6. რა მოჰყვა ეკონომიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ წინააღმდეგობებს? ვინ თქვა უარი
მოლაპარაკებაზე? როდის რისთვის დაიწყო ომი ?
7. როდის სად შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი? რა შეიცვალა?
8. რა შეწყვიტა კონგრესმა და რა შექმნა?
9. როდის ვინ მიიღო „დამოუკიდებელი დეკლარაცია“?
10. რას ითვალისწინებდა „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“?

ფილადელფიის კონტინენტური კონგრესი

პასუხები:

1. დიდი გამოხმაურება: ყველა კოლონიიდან იგზავნებოდა ბოსტონში საკვები


პროდუქტები და ფულადი დახმარება.
2. ვირჯინიის კოლონიის გუბერნატორმა სოლიდარობის აქციის შესაჩერებლად
დაშლილად გამოაცხადა ვირჯინიის ასამბლეა. დათხოვნილი ასამბლეის წევრები
ტავერნაში შეიკრიბნენ და სხვა კოლონიების ასამბლეებს მოწვევა გაუგზავნეს.
3. გადაწყდა კონტინენტური კონგრესის შეკრება.
4. პირველი კონტინენტური კონგრესი ფილადელფიაში 1774 წ. 5 სექტემბერს გაიხსნა.
კონგრესში მონაწილეობას იღებდა 55 დელეგატი 12 კოლონიიდან.
5. კონგრესმა გადაწყვიტა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მხოლოდ ვაჭრობისა და
მთლიანად იმპერიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების უფლება
ჰქონოდა; არ უნდა ჰქონოდა კოლონიების შიდა მმართველობაში ჩარევის უფლება და
კოლონიებში ჯარების განთავსების საკითხი მთლიანად ადგილობრივი
მმართველობის უფლება უნდა ყოფილიყო; ამასთან კონგრესმა მოუწოდა ყველას,
ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საქონლისთვის.
6. პოლიტიკური განხეთქილება: დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა
პირველ კონტინენტურ კონგრესთან მოლაპარაკებაზე. 1775 წ. ბოსტონთან დიდი
ბრიტანეთის არმიასა და კოლონისტებს შორის შეიარაღებული შეტაკებით დაიწყო
კოლონიების ომი დამოუკიდებლობისათვის.
7. 1775 წელს ფილადელფიაში მეორე კონტინენტური კონგრესი შეიკრიბა და მან ეს
ორგანო სათათბიროდან საკანონმდებლო ხელისუფლებად – კონგრესად
(პარლამენტად) გადააქცია.
8. კონგრესმა დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა შეწყვიტა და შექმნა მოხალისეთა არმია,
რომელსაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუყენა.
9. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის მიერ შემუშავებული
„დამოუკიდებლობის დეკლარაცია“.
10. „როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე ხალხისთვის აუცილებელი
ხდება, დაშალოს ის პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს
უქვემდებარებს და იმისათვის, რომ მან ბუნების კანონისა და ღვთის ბუნებით
მონიჭებული უფლების ძალით მოიპოვოს დამოუკიდებელი და თანასწორი ადგილი
დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა შორის, კაცობრიობის აზრისადმი მართებული
პატივისცემა მოითხოვს, განაცხადოს ის მიზეზები, რამაც იგი აიძულა, ცალკე
გამოყოფილიყო.
ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან
როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღვთის მიერ მონიჭებული აქვთ გარკვეული
ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ
კანონიერ ძალაუფლებას იღებენ იმათივე თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ. თუ
გამგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება
უფლება, შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა, დააფუძნოს იგი
ისეთ პრინციპებზე და ისეთი ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით,
ყველაზე ხელსაყრელი იქნება მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის.“

1. რა არ სურდათ ბრიტანელებს? ამიტომ რა გააკეთეს მათ?


2. როგორი იყო ბრიტანული არმია?
3. ვინ მიაღწია წარმატებას თავდაპირველად?
4. რამ შეიტანა ომის მსვლელობაში გარდატეხა? შედეგად?
5. როდის და სად იყო გადამწყვეტი ბრძოლა?
6. როდის რომელი ზავით დასრულდა ომი? პირობები?
7. როდის ვინ შეიმუშავა აშშ–ის კონსტიტუცია?
8. როდის ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ?
9. ვინ აირჩიეს ამერიკელებმა პირველ პრეზიდენტად?
10. რომელია კონტიტუციის პირველი ათი შესწორება და რა სახელით ვიცნობთ?

პასუხები:

1. ამერიკაზე გავლენის დაკარგვა, ამიტომ ამერიკის განმათავისუფლებელ არმიას ცხარე


ბრძოლები გაუმართეს.
2. პროფესიონალური და ბევრად გამოცდილი.
3. ბრიტანელებმა.
4. საფრანგეთის გადაწყვეტილებამ, მხარი დაეჭირა ამერიკელებისთვის; ამერიკის
არმიას ემატებოდნენ მოხალისეები, რის შედეგადაც განმათავისუფლებელი არმია
გაძლიერდა და ფრანგების დახმარებით გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა.
5. 1781 წელს იორკტაუნთან: ამერიკელებმა დაამარცხეს ბრიტანელები. ომი დასრულდა.
6. 1783 წ. 3 სექტემბერს ხელი მოეწერა პარიზის ზავს: დიდმა ბრიტანეთმა აღიარა
ამერიკის დამოუკიდებლობა და მდ. მისისიპი დასავლეთ საზღვრად ჩათვალა.
7. 1787 წ. საგანგებო პარლამენტმა – კონგრესმა ჯეიმს მედისონის პროექტის
საფუძველზე შეიმუშავა აშშ–ის კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს მასში
შეტანილ შესწორებებთან ერთად.
8. 1789 წელს კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო
არჩევნები.
9. ჯორჯ ვაშინგტონი.
10. „ბილი უფლებათა შესახებ“:
1. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, შეზღუდოს სიტყვისა და პრესის თავისუფლება;
2. ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს მშვიდობიანი თავშეყრა;
3. ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს დაშვებული უსამართლობის გამოსწორების
მიზნით მთავრობისადმი პეტიციით მიმართვა;
4. ხელისუფლება არ აკანონებს რომელიმე რელიგიას;
5. ხელისუფლება არ კრძალავს რელიგიის თავისუფალ აღმსარებლობას;
6. მთავრობას არ შეუძლია ჩაატაროს უმიზეზო ჩხრეკა და დაპატიმრება, ჩხრეკისა და
დაპატიმრების ორდერი საფუძვლიან მიზეზებს უნდა ეყრდნობოდეს;
7. არავინაა ვალდებული, რაიმე დანაშაულის შემთხვევაში თავისი თავის
წინააღმდეგ მისცეს ჩვენება;
8. არ უნდა მოხდეს სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების წართმევა სათანადო
სამართლებრივი პროცედურის გარეშე;
9. არ უნდა ჩამოერთვას კერძო საკუთრება სახელმწიფოებრივი სარგებლობისათვის
სამართლიანი კონპენსაციის გარეშე;
10. მოსახლეობას აქვს იარაღის შენახვისა და ტარების უფლება.
ჯორჯ ვაშინგტონი

თომას ჯეფერსონი

You might also like