You are on page 1of 12

რეფორმაცია ევროპაში

1. რა მდგომარეობაში იყო გერმანია XV საუკუნის ბოლოს ?


(საგადასახადო სისტემა, არმია..)
2. ვისი მდგომარეობა დამძიმდა და რატომ? შედეგად, რა
დაიწყეს მათ?
3. რომელი ფენა წარმოადგენდა გერმანიის მოსახლეობის
უმრავლესობას?
4. რატომ ცხოვრობდა გლეხობა მძიმე პირობებში ?
5. ვინ იყო გერმანიაში მატერიალურად ყველაზე კარგ
მდგომარეობაში XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის
დასაწყისში და რატომ ?
6. რა ჰქონდათ საეკლესიო პირებს მატერიალური
კეთილდღეობის გარდა?
7. რატომ დაიწყო ინდულგენციებით ვაჭრობა?
8. რა არის ინდულგენცია კათოლიკური მოძღვრების
თანახმად?
9. ვინ რას უმტკიცებდა ხალხს?
10. ვის დაევალა გერმანიაში ინდულგენციებით
ვაჭრობა ? რას იძახდა ის ხმამაღლა?
11. რას ჰპირდებოდა ტეცელი ხალხს და რომელ ფენას
ასყიდებდა ყველაზე მეტ ინდულგენციას და რატომ ?
12. რომელი ხალხური თქმულება არსებობს ტეცელის
მიერ ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ ?
13. ვის ეგზავნებოდა ტეცელის მიერ შეგროვებული
თანხის ნახევარი ? დანარჩენი ?
14. ისაუბრეთ არქიეპისკოპოს ალბერტის ინსტრუქციის
შესახებ.
პასუხები:
1. XV საუკუნის ბოლოს გერმანია სხვადასხვა სამეფო-
სამთავროებად იყო დანაწილებული, არ არსებობდა
ერთიანი საგადასახადო სისტემა და არმია. თითოეული
ადგილობრივი დიდებული თავისი შეხედულებისებრ
კრეფდა გადასახადებს.
2. ძალზე დამძიმდა წვრილი აზნაურებისა და რაინდების
მდგომარეობა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის
გამოგონებამ რაინდებისა და ცხენოსანი ჯარების
დაქირავების მნიშვნელობა შეამცირა, ისინი გაღატაკების
პირას იდგნენ. აზნაურებმა დაიწყეს თავიანთი გლეხების
დაბეგვრა, ხოლო რაინდებმა სავაჭრო ქარავნების ძარცვა.
3. გლეხობა.
4. გლეხობა მართალია ბატონყმობისგან გათავისუფლებული
იყო, მაგრამ მაინც მძიმე პირობებში ცხოვრობდა. გლეხი
მიწით სარგებლობისთვის გადასახადს მემამულეს
უხდიდა, გარდა ამისა, მთავრისათვის სახელმწიფო
გადასახადის, ხოლო ეკლესიისათვის შემოსავლის
მეათედის გადახდა ევალებოდა.
5. XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში
გერმანიაში მატერიალურად ყველაზე კარგ
მდგომარეობაში დიდ მთავრებთან ერთად სასულიერო
ზედა ფენა იყო, რომელიც გლეხებისგან ამოღებული
გადასახადებით დიდ სარგებელს იღებდა.
6. რომის პაპის მორჩილებაში მყოფ საეკლესიო პირებს დიდი
პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდათ და ხშირად თვით
მეფე-მთავრებსაც არ უწევდნენ ანგარიშს.
7. XVI საუკუნის დასაწყისში ფუფუნებასა და სიმდიდრეს
მიჩვეულ რომის პაპს და მის გარემოცვას აღარ
აკმაყოფილებდა გერმანული სამთავროებიდან აკრეფილი
გადასახადები, ამიტომ ამ პერიოდიდან რომის პაპის
ინიციატივით დიდი გასაქანი მიეცა ინდულგენციებით
ვაჭრობას.
8. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრების თანახმად
ინდულგენცია ცოდვების გამოსასყიდი საშუალება იყო.
ინდუგლენცია გახლდათ პაპის მიერ დამტკიცებული
სიგელი, რომელიც ნებისმიერ მოკვდავს შეეძლო ეყიდა და
ამით ჩადენილი ცოდვა მიეტევებოდა.
9. მღვდლები და ეპისკოპოსები ხალხს უმტკიცებდნენ, რომ
ინდულგენციის ყიდვით, არათუ უკვე ჩადენილს, არამედ
მომავალში ჩასადენი ცოდვისგან გათავისუფლებაც კი
შეიძლებოდა. მეტიც, ინდულგენციით გარდაცვლილის
ჯოჯოხეთიდან დახსნაც კი შეიძლებოდა.
10. გერმანიაში ინდულგენციით ვაჭრობა დაევალა ბერ
იოჰან ტეცელს, რომელიც მთელ გერმანიაში
მოგზაურობდა და ხალხმრავალ ადგილებში
ინდულგენციებს ყიდდა და ხმამაღლა იძახდა:
“როგორც კი ჩემი ყულაბის ფსკერზე ფული გაიწკრიალებს,
სული ჯოჯოხეთს დააღწევს თავს!“
„მე თან მაქვს საშვი, რომელიც ადამიანს სამოთხის
სიამოვნებას აზიარებს. წმინდა მამას (პაპს) ზეცაშიც და
ხმელეთზეც აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება, და
თუკი ის მიუტევებს ცოდვებს, ღმერთმაც უნდა
მიუტევოს.“
11. ყველა ცოდვისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა და
აუარებელ ინდულგენციას ყიდდა, განსაკუთრებით,
გაუნათლებელ გლეხებში, რომლებიც ინდულგენციით
ცოდვების გამოსყიდვის შესაძლებლობას ადვილად
იჯერებდნენ. ეს კი ისედაც ღარიბ გლეხებს კიდევ უფრო
მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.
12. ხალხური თქმულების თანახმად, ერთხელ
ბერლინისკენ მიმავალ ტეცელს გზად შემოხვდა
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ბერს მომავალში ჩასადენი
ცოდვებისათვის ინდულგენცია მოსთხოვა. მართალია,
ტეცელმა გაიკვირვა ეს უცნაური მოთხოვნა, მაგრამ,
როდესაც ახალგაზრდამ დიდი თანხა შესთავაზა, ტეცელმა
გადასცა მომავალი ცოდვების მოსანანიებელი ფურცელი
და გზა განაგრძო. მეორე დღეს ტეცელს და მის მხლებლებს
თავს ყაჩაღები დაესხნენ. ერთმა მათგანმა ბერს სიგელი
უჩვენა და უთხრა, „ეს ის ცოდვაა, რომლისთვისაც გუშინ
გადაგიხადეო“. ყაჩაღებმა ტეცელის ეტლში მდგარი
ფულით სავსე სკივრები გახსნეს, ამოასუფთავეს და
გაუჩინარდნენ.
13. ნახევარი - ბრანდენბურგის არქიეპისკოპოს ალბერტს,
რომელსაც გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობის
უფლება ჰქონდა მიღებული. ხოლო დანარჩენი
რომში,პაპთან იგზავნებოდა.
14. არქიეპისკოპოს ალბერტის ინსტრუქცია, 1517წ.
„ჩადენილი ცოდვებისათვის სრული პატიება რომ მიიღოს,
ვინც მოინანია და გადაწყვეტილი აქვს მონანიწება,
ვალდებულია, რომის შვიდივე კათედრალურ ტაძარში
ხუთ-ხუთჯერ ილოცოს...“
„თუ ვინმე რაიმე მიზეზის გამო მოითხოვს, რომ
გაათავისუფლონ რომში წასვლისაგან, ეს შესაძლებელია,
მაგრამ სამაგიეროდ უნდა გადაიხადოს დიდი თანხა..
ინდულგენცია ინარჩუნებს თავის ძალას. ინდულგენცია
შეიძლება გარდაცვლილსაც მიეყიდოს.“

ინდულგენციის სიგელი.

ტეცელის ვაჭრობა ინდულგენციებით.

1. ვინ გამოვიდა პირველად კათოლიკური ეკლესიის მიერ


ინდულგენციით ვაჭრობის წინააღმდეგ?
2. მაშასადამე, ვინ იყო მარტინ ლუთერი? რომელ წლებში
მოღვაწეობდა ის ?
3. რომელ წელს მიაკრა მან ეკლესიის კარზე „95 თეზისი“
და რას წარმოადგენდა ის?
4. რა იყო ლუთერისთვის მიუღებელი და რა მიაჩნდა მას?
5. ასევე, რა ენაზე უნდა აღსრულებულიყო მისი აზრით
ღვთისმსახურება ?
6. რა გააკეთა მარტინ ლუთერმა პირველად და რას
ჩაუყარა ამით საფუძველი ?
7. დაახასიათეთ მარტინ ლუთერის „ლათინური
თხზულება“.

პასუხები:
1. ქალაქ ვიტენბერგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების
პროფესორი და ბერი მარტინ ლუთერი.
2. მარტინ ლუთერი იყო ქალაქ ვიტენბერგის უნივერსიტეტის
ღვთისმეტყველების პროფესორი და ბერი. მოღვაწეობდა
1483-1546 წლებში.
3. 1517 წელს მარტინ ლუთერმა ეკლესიის კარზე მიაკრა „95
თეზისი“, რომელშიც ის გმობდა ინდულგენციით ვაჭრობას
და ამტკიცებდა, რომ სულის ხსნა ინდულგენციით და
წმინდა ადგილების მოლოცვით კი არა, არამედ ჭეშმარიტი
სინანულით და რწმენით მიიღწევა.
4. ლუთერისთვის მიუღებელი იყო კათოლიკური პრინციპი,
რომლის თანახმად, ადამიანის სულის ხსნა შეიძლება
„კეთილი საქმეებით“ - წირვა-ლოცვაზე სისტემატური
დასწრებით, მარხვით, წმინდა ადგილების მოლოცვით,
შემოწირულობების გაღებით და სხვა.
ლუთერს მიაჩნდა, რომ სულის ხსნა რწმენის გარეშე
წარმოუდგენელია და რომ ადამიანი უფლის წინაშე
მხოლოდ რწმენით გამართლდეა.
5. ლუთერი ფიქრობდა, რომ ღვთისმსახურება არა ლათინურ,
არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ენებზე უნდა
აღსრულებულიყო.
6. მარტინ ლუთერმა პირველად თარგმნა ბიბლია
გერმანულად და ამით გერმანულ სალიტერატურო ენას
ჩაუყარა საფუძველი.
7. მარტინ ლუთერი, „ლათინური თხზულება“:
„თავად პაპმაც კი უნდა აღიაროს, რომ მისი მეუფება უფრო
უარესი და ამაზრზენია, ვიდრე სოდომისა და გომორასი“.
„პაპს შეუძლია, მხოლოდ იშუამდგლომლოს უფლის
წინაშე ცოდვილთა სულებისთვის, მაგრამ უფალზეა
დამოკიდებული, შეისმენს თუ არა თხოვნას“.
„ღმერთს არ შეუძლია და არც სურს, მისცეს ვინმეს
უფლება, იბატონოს ადამიანთა სულებზე, გარდა თავად
ღმერთისა“.

მარტინ ლუთერი.
1. რას იმედოვნებდა ლუთერი ?
2. თუმცა რა მიიღო?
3. როდის განკვეთა პაპმა ლუთერი ეკლესიიდან ?
4. ამის საპასუხოდ რა გააკეთა ლუთერმა?
5. ვინ დაიჭირა რომის პაპის მხარე? რატომ ?
6. სად გამოიძახა კარლ V-მ ლუთერი? რა პასუხი გასცა ლუთერმა ?
7. რა ბრძანა კარლ V-მ? ვინ შეიფარა ლუთერი ?
8. ვის ეწოდა პროტესტანტები?
9. რას ეწოდა რეფორმაცია?
10.რომელმა პაპმა, როდის და სად მოიწვია საეკლესიო კრება ? რა
განიხილეს კრებაზე?

პასუხები:
1. რომ მისი თეზისები კათოლიკურ ეკლესიაში ჯანსაღ კამათს
გამოიწვევდა.
2. პაპმა მას მწვალებლობა დააბრალა.
3. 1521 წელს.
4. მარტინ ლუთერმა პაპის სიგელი საჯაროდ დაწვა კოცონზე
და, პირიქით, ის გამოაცხადა მწვალებლად.
5. საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ, რადგან იმ დროს
ომებში იყო ჩაბმული და რომის პაპისა და კათოლიკური
სამღვდელოების მხარდაჭერა სჭირდებოდა.
6. მთავრებისა და მოქალაქეების კრებაზე გამოიძახა, თუმცა
ლუთერი იქ არ გამოცხადდა და თავისი პოზიცია შემდეგი
სიტყვებით გამოხატა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ
ძალმიძს!“
7. კარლ V-მ მისი დაკავების ბრძანება გასცა, მაგრამ ლუთერი
ერთმა მთავარმა შეიფარა. (საქსონიის, ფრიდრიხ ბრძენი)
8. ლუთერის წამოწყებულ მოძრაობას დიდებულებს და
მოქალაქეებს შორის გამოუჩნდა ბევრი მხარდამჭერი,
რომლებსაც გერმანული ეკლესიის რომის პაპის
მმართველობიდან მშვიდობიანი გამოყოფა სურდათ.
ლუთერის მიერ ჩამოყალიბებული მოძღვრების მიმდევრებს
ეწოდათ პროტესტანტები.
9. კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობას
ეწოდა რეფორმაცია.
10.1545 წელს რომის პაპმა პავლე III-მ იტალიის ქალაქ ტრიენტში
კრება მოიწვია. კრებაზე განიხილეს კათოლიკურ ეკლესიაში
არსებული პრობლემები, თუმცა საბჭოს რეალური
რეფორმები არ გაუტარებია, მხოლოდ ნიკეის საეკლესიო
კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების და ბიბლიის
ლათინური თარგმანის კანონიერება დაამტკიცა კიდევ
ერთხელ. მარტინ ლუთერისა და რეფორმაციის მიმართ კი
კრიტიკული პოზიცია შეინარჩუნა.

ტრიენტის საეკლესიო კრება, 1545 წ.

1. რომელ წლებში მოღვაწეობდა კარლ V ჰაბსბურგი?


2. რისი მემკვიდრე იყო მამის მხრიდან და რისი - დედის?
3. რა ერგო კარლ V-ს მემკვიდრეობით 1516 წელს ?
4. 1519 წელს?
5. რას ცდილობდა და ვინ შეუშალეს ხელი ? ამის
მიუხედავად?
6. რაში ჩაება კარლ V მალევე ?
7. ანუ რომელ წლებში მიმდინარეობდა საფრანგეთის მიერ
წამოწყებული ომი იტალიისათვის?
8. რა იყო ამ ომების შედეგი ?
9. რა გააკეთა კარლ V-მ 1555 წელს აუგსბურგში დადებული
ზავის შემდეგ? რა გადასცა თავის ძმას, რა თავის შვილს?
10. რომელ შტოებად გაიყო ე.ი. ჰაგსბურგთა საგვარეულო
?

პასუხები:
1. 1500-1558.
2. მამის მხრიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის
ტახტის მემკვიდრე იყო, ხოლო დედისგან, ესპანეთის
მეფე-დედოფლის ფერდინანდის და იზაბელას
შვილიშვილი.
3. 1516 წელს - ესპანეთის და ნეაპოლის სამეფოები.
4. 1519 წელს ის საღვთო რომის იმპერატორი გახდა და
ნიდერლანდის სამეფოც დაიმორჩილა.
5. მემკვიდრეობით მიღებულ სამეფოებში ხელისუფლების
განმტკიცებას ცდილობდა, რაშიც მას ადგილობრივმა
ესპანელმა და ჰოლანდიელმა მთავრებმა დიდი
წინააღმდეგლობა გაუწიეს. ამის მიუხედავად, ამ ორ
სამეფოში მაინც მოახერხა ხელისუფლების განმტკიცება.
6. მალევე კარლ V საფრანგეთის წინააღმდეგ იტალიისათვის
წარმოებულ ომებში ჩაება, თუმცა იტალიის დაპყრობა
მაინც ვერ მოახერხა.
7. 1521-1526.
8. ამ ომების შედეგად იტალია გაჩანაგდა, საფრანგეთი და
კარლ V-ის იმპერია კი ეკონომიკურად გამოიფიტა.
9. 1555 წელს აუგსბურგში დადებული ზავის შემდეგ
დამარცხებული კარლ V ტახტიდან გადადგა:
გერმანიის იმპერატორობა თავის ძმას, ფერდინანდ I-ს
გადასცა;
ნეაპოლის, ნიდერლანდის, ესპანეთის, და ამერიკის
კოლონოების მმართველობა - თავის ვაჟს ფილიპე II-ს
უანდერძა.
10. ასე გაიყო ჰაბსბურგთა საგვარეულო ორ შტოდ:
ავტრიელ და ესპანელ ჰაბსბურგებად.

1. დაახასიათეთ კარლ V-ის „პასუხი ლუთერისადმი“.


2. რას ამბობდა რომის პაპი პიუს X რეფორმაციის შესახებ ?

1. ის ამბობდა, რომ აშკარა იყო, მარტოობაში დარჩენილი


მათი ძმა დდებოდა, როდესაც მთელი ქრისტიანობის
წინააღმდეგ ილაშქრებდა და ამიტომ მან გადაწყვიტა,
რომ თავის სამეფოებს საშველად მოუხმოს.
2. რომ რეფორმატორები სიამაყისა და აჯანყების ჟინით,
მიწიერი და არა ზეციური დიდებით შეპყრობილი
ადამიანები არიან, ქრისტეს ჯვრის მტრები. ისინი
ქრისტიანული ადათ-წესებით გასწორებას კი არ
ისახავდნენ მიზნად, არამედ სარწმუნოების
ფუნდამენტური დოგმების ნგრევას, რამაც დიდი
არეულობა გამოიწვია. რომ განუკითხაობის ყულფში
თავგაყოფილნი ეკლესიის ავტორიტეტს უარყოფენ და
ქრისტიანული მოძღვრების ეკლესიის წყობილებისა და
წესრიგის განადგურებას ცდილობენ, ყოველივე ამის
შემდეგ კი ბედავენ და თავიანთ აჯანყებას, რელიგიისა
და მორალის ნგრევას „რესტავრაციას“, საკუთარ თავს კი
ძველი წესრიგის „რესტავრატორებს“ უწოდებენ.
სინამდვილეში ისინი გამანადგურებლები არიან, მათ
ახალ დროში ეკლესიიდან განდგომილთა რიცხვი
გაზარდეს.

1. რისი იმედი ჰქონდა კარლ V-ს? მაგრამ ?


2. ვის და ვის შორის დაიდო აუგსბურგის ზავი და რას
ითვალისწინებდა ის ?

1. რომ პაპის მხარდაჭერით და რეფორმაციის დამარცხებით


სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებდა,
მაგრამ ლუთერის მომხდრე გერმანელ დიდებულებთან
ბრძოლაში მან გამარჯვებას ვერ მიაღწია და იძულებული
გახდა, დათმობებზე წასულიყო.
2. 1555 წელს ქ. აუგსბურგში კარლ V-მ გერმანელ
დიდებულებთან რელიგიური ზავი დადო, რომლის
თანახმადაც ყველა მთავარს უფლება მიენიჭა, თავის
სამფლობელოში პროტესტანტობა ან კათოლიკობა აერჩია.
საბოლოო ჯამში, გერმანიის 7 მთავრიდან 3 პროტესტანტი,
ანუ ლუთერანული აღმსარებლობის მიმდევარი გახდა.

You might also like