You are on page 1of 8

რუსეთი პეტრე I–ის ეპოქაში

პეტრე I–ის გამეფება და დიდი ელჩობა

1. რამ დაასუსტა რუსეთი XVII საუკუნეში?


2. რაში გამოიხატებოდა ქვეყნის დასუსტება?
3. როდის გარდაიცვალა რუსეთის მეფე თევდორე? ჰყავდა მას ვაჟი? ამიტომ ვინ ავიდა
ტახტზე?
4. როგორი იყო ივანე? პეტრე? ამიტომ?
5. რა სურდა სოფიოს? ამიტომ რა გადაწყვიტა მან? რამ შეუშალა მას ხელი?
6. ვინ და როდის დააპატიმრა სოფიო? სად გამოკეტა? თვითონ კი?
7. რითი გამოირჩეოდა პეტრე ბავშვობიდან? რითი ინტერესდებოდა?
8. დაახასიათეთ პეტრეს საგარეო პოლიტიკა. (რა შექმნა, როდის; ვის წინააღმდეგ
გაილაშქრა; რისი აღება მოახერხა და რა მოიპოვა; რა წარმოადგენდა მის მთავარ
მიზანს? რა სჭირდებოდა ამისთვის? რა მოაწყო ამ მიზნით ევროპაში?)
9. მაშასადამე, როდის და რატომ მოეწყო „დიდი ელჩობა“? რატომ მიიღო მასში პეტრემ
საიდუმლოდ მონაწილეობა?
10. რატომ ვერ მოახერხა პეტრე I–მა ევროპული სახელმწიფოების ანტიოსმალურ
კოალიციაში ჩაბმა?
11. რატომ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, „დიდ ელჩობას“ დიდი მნიშვნელობა
რუსეთისთვის?

პასუხები:
1. პოლონეთისა და შვედეთის შემოსევებმა.
2. ქვეყნის ეკონომიკა განადგურებული იყო, სახელმწიფო აპარატი – მოშლილი;
რუსეთის ჯარი – დასუსტებული და დემორალიზებული. იმ დროისთვის რუსეთი
ძალზე ჩამორჩებოდა ევროპის სახელმწიფოებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად.
3. 1682 წელს. ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ სამეფო ტახტზე მისი უმცროსი ძმები 16 წლის
ივანე და 10 წლის პეტრე აიყვანეს.
4. ივანე – გონებასუსტი, ამიტომ ქვეყნის მართვა არ შეეძლო, პეტრე კი ჯერ ძალიან
პატარა იყო, ამიტომ მართვის სადავეები მათმა დამ, სოფიომ ჩაიგდო ხელში.
5. სოფიოს სურდა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო და ამიტომ
პეტრეს მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა პეტრეს დროულად შეატყობინეს საფრთხე.
6. 1689 წელს მან თავისი ერთგული ხალხის დახმარებით სოფიო დააპატიმრა და
მონასტერში გამოკეტა, თვითონ კი სახელმწიფოს მართვას შეუდგა.
7. ცნობისმოყვარეობით, ნიჭითა და ენერგიით. ინტერესდებოდა წიგნებით,
ხელოსნობით და, განსაკუთრებით, სამხედრო და საზღვაო საქმეებით.
8. აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო გამეფების პირველსავე წლებში:
1. 1795–96 წლებში სახელდახელოდ შექმნა საზღვაო ფლოტი და თურქთა წინააღმდეგ
სამხრეთით, აზოვის ზღვაზე გილაშქრა;
2. ორთვიანი ალყის შემდეგ მან მოახერხა აზოვის ციხის აღება და ამით ზღვაზე
გასასვლელი მოიპოვა.
3. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამხრეთით შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება,
ამისათვის თურქებთან სერიოზული ბრძოლა მოუწევდა, რისთვისაც მოკავშირეები
სჭირდებოდა. ამ მიზნით პეტრემ 1797–98 წლებში ევროპაში მოაწყო „დიდი ელჩობა“.
9. 1797–98 წლებში პეტრეს ინიციატივით მეწყო „დიდი ელჩობა“ ევროპაში, რადგან მას
სჭირდებოდა მოკავშირეები თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან მის
მთავარ მიზანს შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება წარმოადგენდა. პეტრემ ამ
ელჩობაში მონაწილეობა საიდუმლოდ მიიღო, როგორც ამ მოგზაურობის ერთ–ერთმა
რიგითმა წევრმა, რადგან პეტრემდე რუსეთში მეფის ქვეყნის გარეთ გასვლა
აკრძალული იყო.
10. იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები იმ დროისთვის ესპანეთის სამეფო ტახტის
მემკვიდრეობისათვის ომის დასაწყებად ემზადებოდნენ.
11. „დიდი ელჩობის“ დროს, ჩვეულებრივ მოქალაქედ ჩაცმული პეტრე I ენერგიულად
სწავლობდა ევროპის იმდროინდელ კულტურულ და ტექნიკურ მიღწევებს,
ცხოვრების წესს. პირადად ეცნობოდა ევროპულ სახელოსნოებს, საწარმოებს,
ჰოსპიტლებს და ხუროდაც კი მუშაობდა გემთმშენებლობაზე. რუსეთში
დაბრუნებულმა პეტრემ ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა დაიწყო.

საგარეო პოლიტიკა
პეტრე I პოლტავის ბრძოლაში

1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პეტრე I–მა სწორად შეაფასა ევროპაში არსებული
სიტუაცია, ისარგებლა ევროპის სახელმწიფოების მოუცლელობით და ბალტიის
ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად შვედეთს დაუპირისპირდა.
2. როგორი იყო შვედეთის ფლოტი? შესაბამისად?
3. ვისთან დაამყარა კავშირი პეტრემ ევროპიდან დაბრუნების დროს?
4. რომელ წელს დაიწყო „ჩრდილოეთის ომი“? ვის წინააღმდეგ? რამდენი წელი
გაგრძელდა?
5. ვინ მოიპოვა დიდი უპირატესობა ომის პირველ ეტაპზე? სად გაიმართა ომის საწყისი
ეტაპის გადამწყვეტი ბრძოლა? როგორ დასრულდა ის? როგორ მოიქცა პეტრე?
6. რა შეცდომა დაუშვა კარლ XII–მ? რაში ვლინდება, რომ ეს შეცდომა იყო?
7. რომელი კანონი შემოიღო პეტრე I–მა? შედეგად, რა შეიქმნა რუსეთში? საიდან და ვინ
ჩამოიყვანა მან ჯარის გასაწვრთნელად? რაში ეხმარებოდნენ ისინი? ვინ შეადგენდნენ
ჯარის ძირითად ნაწილს? ოფიცრები ვინ იყვნენ?
8. რომელ წელს განახლდა ომი და ვის მიერ?
9. რომელ წლებში და ვინ მიაღწია წარმატებას? რაში გამოიხატებოდა ეს წარმატება?
10. რა მოხდა 1707 წელს? პირველ ბრძოლებში..?
11. როდის მოხდა ჩრდილოეთის ომის გადამწყეტი ბრძოლა და სად?
12. რატომ გამოუცხადა ოსმალეთმა ომი რუსეთს?
13. რომელ წელს დაიდო ზავი ოსმალეთსა და რუსეთს შორის და რა პირობებით?
14. რა დაიწყო ზავის დადების შემდეგ პეტრემ? რა მოხდა პირველ ეტაპზე?
15. იმავდროულად, რა შექმნა პეტრემ? და მისი დახმარებით?
16. როგორ დასრულდა „ჩრდილოეთის ომი“?
17. რომელი ზავით დასრულდა ჩრდილოეთის ომი? რომლის თანახმად? რომელ წელს?
18. რატომ და როდის გამოცხადდა რუსეთი იმპერიად? რა ეწოდა პეტრე I–ს?
19. რა დაიწყო პეტრემ შვედეთთან წარმოებული ხანგრძლივი ომის შემდეგ?
20. როდის და კასპიის რომელი ნაწილები დაიპყრო რუსეთმა?
21. ვის უკმაყოფილებას იწვევდა პეტრე I–ის მიერ კასპიის ზღვის ტერიტორიების
დაპყრობა? რისთვის ემზადებოდა პეტრე I? ვისთან გააფორმა ამისთვის შეთანხმება?
22. რომელ წელს და რა იმედგამაცრუებელი ტრიუკი ჩაატარა პეტრემ? : ))) რატომ?

პასუხები:

1. იმიტომ, რომ მან ისარგებლა ევროპის სახელმწიფოების მოუცლელობით და ბალტიის


ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად შვედეთს დაუპირისპირდა.
2. შვედეთის ფლოტი წამყვან ძალას წარმოადგენდა ბალტიის ზღვის აუზში, და,
შესაბამისად, იქ გასასვლელის მოსაპოვებლად მისი დამარცხება გაჭირდებოდა.
3. პოლონეთთან და დანიასთან – კავშირი.
4. ჩრდილოეთის ომი დაიწყო 1700 წელს, რუსეთსა და შვედეთს შორის, გაგრძელდა 21
წელი (1700–1721წწ.).
5. შვედების ჯარმა მეფე კარლ XII–ის მეთაურობით, რომელმაც მოკავშირეები
დაამარცხა. საწყისი ეტაპის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა შვედებით ერთ–ერთ
ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან ციხესიმაგრე ნარვასთან, რომელსაც პეტრემ 34
ათასი ჯარისკაცით ალყა შემოარტყა. ციხის გარნიზონის დასაცავად მისულმა
შვედების 12–ათასიანმა არმიამ რუსების ჯარი სასტიკად დაამარცხა. პეტრე
იძულებული გახდა, უკან დაეხია.
6. გადაწყვიტა, რომ ამ ბრძოლით მან საბოლოოდ დაამარცხა რუსები და პოლონეთის
წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედება. მოსკოვში დაბრუნებულმა პეტრემ კი
არმიის გარდაქმნა დაიწყო.
7. შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც რამდენიმე წელიწადში ყოველი 20 კომლიდან
ერთი კაცი სამხედრო სამსახურში უნდა წასულიყო. შედეგად, რუსეთში შეიქმნა
რეგულარული არმია, რომელიც პეტრემ ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა; შემოიღო
წოდებათა ახალი სისტემა; ჯარის გასაწვრთნელად მან ევროპიდან ჩამოიყვანა
სპეციალისტები, რომლებიც სახმელეთო და საზღვაო ჯარების ჩამოყალიბებაში
ეხმარებოდნენ; ჯარის ძირითად ნაწილს გლეხები შეადგენდნენ, ხოლო ოფიცრები
თავადაზნაურების წარმომადგენლები იყვნენ.
8. 1701 წელს პეტრემ განაახლა ბრძოლა შვედების წინააღმდეგ.
9. 1702–1704 წლებში, რუსეთის ჯარმა: დაიკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე,
მათ შორის ნარვა, და ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა.
10. 1707 წელს კარლ XII–მ პოლონეთის დამარცხების შემდეგ მთელი ყურადღება
რუსეთის წინააღმდეგ მიმართა. პირველ ბრძოლებში რუსებმა მარცხი განიცადეს და
უკან დაიხიეს.
11. 1709 წელს, უკრაინაში, პოლტავის ველზე.
12. იმიტომ, რომ ოსმალეთი შიშობდა, გამარჯვების შემდეგ, პეტრე სამხრეთითაც
განაგრძობდა ლაშქრობებს და ამიტომ რუსეთს ომი გამოუცხადა.
13. 1713 წელს დაიდო ზავი, რადგან პეტრე იძულებული გახდა. პირობები: რუსეთმა
დაკარგა აზოვის ციხესიმაგრე და ზღვაზე გასასვლელი.
14. კვლავ შვედეთის წინააღმდეგ მოქმედება: პირველ ეტაპზე რუსეთის ჯარებმა
დაიკავეს რიგისა და ფინეთის ყურეთა სანაპიროები.
15. იმავდროულად პეტრემ შექმნა საზღვაო ფლოტი და მისი დახმარებით 1714–1720
წლებში შვედეთის ფლოტს სასტიკი მარცხი აგემა.
16. რუსეთის გამარჯვებით.
17. 1721 წლის ზავით რუსეთსა და შვედეთს შორის, რომლის თანახმადაც რუსეთმა ომში
დაკავებული ტერიტორიები – ესტონეთი და ლივონია მიიღო და, რაც მთავარია,
მოიპოვა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი.
18. ჩრდილოეთის ომში გამარჯვების შემდეგ პეტრემ რუსეთი იმპერიად გამოაცხადა და
სრულიად რუსეთის იმპერატორი გახდა.
19. ბრძოლა კასპიის ზღვის სანაპიროების დასაუფლებლად.
20. 1722–23 წლებში კასპიის დასავლეთ სანაპიროები.
21. სპარსეთის უკმაყოფილებას, პეტრე კი მის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის ემზადებოდა
და ამისათვის ქართლის მეფე ვახტანგ VI–სთან შეთანხმებაც კი გააფორმა.
22. 1723 წელს პეტრემ სპარსეთთან ხელშეკრულება დადო და სპარსეთთან გამზადებული
ვახტანგ VI მტერს მარტო შეატოვა.

პეტრე I–ის საშინაო პოლიტიკა – რეფორმები

1. რა დაიწყო დიდი ელჩობიდან დაბრუნებულმა პეტრემ რუსეთში?


2. ვისი ძალაუფლების შესუსტება დაიწყო მან პირველ რიგში? კონკრეტულად როგორ?
3. რა ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო აპარატში?
4. რა ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო პეტრემ რუსეთი? ვინ ჩააყენა სათავეში?
5. რას წარმოადგენდა „რანგების ტაბელი“?
6. გადასახადების კონტროლის მიზნით რა რეფორმები გაატარა?
7. რაზე ზრუნავდა განსაკუთრებით და როგორ?
8. რა ცვლილებები განხორციელდა ეკონომიკის თვალსაზრისით?
9. რას იტყვით სწავლა–განათლებასა და კულტურაზე?
10. რაები დაარსდა პეტრეს ინიციატივით?
11. რა განვითარდა?
12. რომელი ქალაქი იქცა პეტრეს ეპოქის რუსეთის სიმბოლოდ? სად დაარსდა იგი?
როდის მოიპოვა პეტრემ ეს ტერიტორიები? რატომ ეწოდა ის რაც ეწოდა?
13. ვინ მოიწვია ქალაქის დასაპროექტებლად? შედეგად როგორი ქალაქი აშენდა?
14. როდის და სად გადმოიტანა პეტრემ დედაქალაქი? რის ცენტრად იქცა მალე ის?
15. მოიყვანეთ მაგალითი იმის საპირწონედ, რომ პეტრეს მრავალი მოწინააღმდეგე
ჰყავდა. (აჯანყებები, ვისი?)
16. ვინ დააპატიმრებინა პეტრემ და რატომ?
17. როგორი პიროვნება იყო პეტრე?
18. რა ფრაზით დაახასიათა პუშკინმა პეტრე?
19. როდის და რისგან გარდაიცვალა პეტრე?
20. რას წერდა პეტრე თავისი ქვეშემრდომების შესახებ?
პასუხები:

1. აქტიური რეფორმები.
2. ადგილობრივი დიდებულების – ბოიარების ძალაუფლების შესუსტება, ცენტრალური
ხელისუფლების განმტკიცების მიზნით. პეტრემ ბოიარების მემკვიდრეობით
არსებული პრივილეგიები გააუქმა და ევროპულ არისტოკრატიასთან გარეგნული
მსგავსების მისაღწევად მათ წვერის შეჭრაც მოსთხოვა.
3. სახელმწიფო აპარატი:
 სრულიად შეცვალა და ევროპულ ყაიდაზე მოაწყო.
 დააარსა სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო – სენატი და კოლეგიები, რომლებსაც
სამინისტროების ფუნქციები დააკისრა.
 გააუქმა რუსეთის საპატრიარქო და ეკლესიის მართვა სასულიერო კოლეგიას –
სინოდს დაუქვემდებარა.
4. ადმინისტრაციული ერთეულები: 8 გუბერნია, მმართველები – გუბერნატორები
(თავისი ნდობით აღჭურვილი პირები).
5. „რანგების ტაბელი“ – ცხრილი, ქვეყანაში სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობებისა
და წოდებების (ჩინების) გაცემის სისტემა და სახელმწიფო სამსახურში დაწინაურების
პირობები, რომლის თანახმადაც დაწინაურება ხდებოდა განათლების, ნიჭისა და
დამსახურების მიხედვით და არა წარმომავლობით.
6. სახელმწიფო ხაზინაში შესული გადასახადების კონტროლის მიზნით:
1. ქვეყანაში შრომის უნარის მქონე და გადასახადებით დასაბეგრი მამაკაცების
აღწერა ჩაატარებინა;
2. ამოქმედდა სულადობრივი გადასახადი, რომელმაც მანამდე არსებული ყველა
სხვა გადასახადი ჩაანაცვლა.
7. პეტრე განსაკუთრებით ზრუნავდა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების წესის
ევროპულ ყაიდაზე გარდასაქმნელად – ის ავალდებულებდა თავის ქვეშემრდომებს,
რომ ევროპული ტანსაცმელი ჩაეცვათ და იქაური მანერები გადაეღოთ.
8. ეკონომიკა:
1. 200–მდე საწარმო ააშენა;
2. დაიწყო ოქროს, ვერცხლისა და ლითონების მოპოვება;
3. რუსეთის ეკონომიკის განვითარებას თანამედროვე ეკონომიკური იდეებით
ხელმძღვანელობდა – ცდილობდა, რომ ქვეყნიდან გატანილი პროდუქტის
რაოდენობა შემოტანილზე მეტი ყოფილიყო;
4. ვაჭრობისა და წარმოების წასახალისებლად ხელს უწყობდა ქალაქების
განვითარებას;
5. მის მიერ მიღებული კანონები ქალაქის მოსახლეობას მრავალ პრივილეგიას
ანიჭებდა.
9. დიდ ყურადღებას აქცევდა საზოგადოების განათლებისა და კულტურის დონის
ამაღლებას:
1. დიდებულთა შვილებისთვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა;
2. 1700–1721 წლებში რუსეთში გაიხსნა ათობით სასწავლებელი: მათემატიკისა და
ნავიგაციის, არტილერიის, საინჟინრო, სამედიცინო და სამთო სკოლები; გიმნაზია
და საზღვაო აკადემია;
3. წერა–კითხვის გავრცელებისთვის ძველი საეკლესიო სლავური დამწერლობა
უფრო გასაგები სამოქალაქო დამწერლობით ჩაანაცვლა.
4. ახალგაზრდებს ევროპაში გზავნიდა სასწავლებლად, რის შედეგადაც მე–18
საუკუნეში ევროპიდან რუსეთში მრავალი განათლებული ახალგაზრდა
დაბრუნდა, რომლებმაც პეტრეს სიკვდილის შემდეგ გააგრძელეს რუსეთის
ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა.
10. პირველი რუსული გაზეთი, პირველი რუსული მუზეუმი და საჯარო ბიბლიოთეკა.
11. თეატრალური კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა.
12. სანქტ–პეტერბურგი; 1703 წელს ჩრდილოეთის ომის დროს რუსეთის ჯარებმა
დაიკავეს ბალტიის ზღვასთან მდებარე ნევის შესართავის მიმდებარე ტერიტორიები,
რომლებიც მანამდე შვედებს ეკუთვნოდათ. პეტრემ მდ. ნევაზე არსებული
კუნძულებიდან ერთ–ერთი ამოარჩია და ციხე–ქალაქის მშენებლობა დაიწყო,
რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს პატივსაცემად დაარქვეს – სანქტ–პეტერბურგი
(წმინდა პეტრეს ქალაქი).
13. მრავალი ევროპელი არქიტექტორი, მშენებელი, ხელოსანი. შედეგად აშენდა
იმდროინდელი ევროპის შესაფერისი, სასახლეებით, ხიდებით, არხებით, დაგეგმილი
ქუჩებით და ბაღებით დამშვენებული ქალაქი.
14. 1712 წელს, პეტერბურგში; რუსეთის ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის
ცენტრად.
15. 1698 წელს პეტრეს მოუხდა მეთოფეთა (სტრელცების) აჯანყების ჩახშობა;
1707–1709 წლებში – სასტიკად გაუსწორდა გლეხთა აჯანყებას.
16. დააპატიმრებინა ერთადერთი ვაჟი – ალექსი – შეთქმულებაში ეჭვმიტანილობის გამო.
პატიმრობაში გარდაიცვალა ის.
17. პრინციპული და მკაცრი მმართველი, მაგრამ სამართლიანი და შრომისმოყვარე
პიროვნება, რომელიც სხვებისგანაც თავდაუზოგავ შრომას მოითხოვდა. არცერთ
ნიჭიერ და ენერგიულ ადამიანს უყურადღებოდ არ ტოვებდა და აწინაურებდა.
უშუალო იყო მოხელეებთან ურთიერთობაში და არცერთი სამუშაოს შესრულებას არ
თაკილობდა.
18. პუშკინი პეტრეზე: „ხან აკადემიკოსი, ხან გმირი, ხან მეზღვაური, ხან ხურო“.
19. 1725 წელს, 52 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობით.

You might also like