You are on page 1of 10

ვახტანგ VI–ის ეპოქა

პოლიტიკური მდგომარეობა

1. ვინ მართავდნენ ქართლსა და კახეთს მე–17 საუკუნის შუა ხანებიდან?


2. ვის ჩააბარეს ქართლი და ვის – კახეთი?
3. რა უწევდათ ქართველ მეფეებს ხშირად?
4. ვინ იყო გიორგი მე–11? რა ბედი ეწია მას? ვის წინააღმდეგ იბრძოდა, რად დანიშნეს,
ქართლის ჯანიშინად ვინ დაინიშნა?
5. რას ნიშნავს „ჯანიშინი“?
6. როგორი პოლიტიკით ცდილობდა ვახტანგი ქართული პოლიტიკის წარმოებას?
7. ვის უწყობდა ხელს?
8. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის რა ნაბიჯები გადადგა?
9. რას ნიშნავს „დასტურლამალი“? რას ისახავდა ის მიზნად?
10. რა იყო და რას ითვალისწინებდა „სამართალი ბატონიშვილ ვახტანგისი“?
11. როდის აღმოჩნდა „გურჯისტანის ვალის“ ტახტი თავისუფალი? ვისზე შეჩერდა შაჰის
არჩევანი ?
12. როდის გაემგზავრა ქართლის „ჯანიშინი“ და სად, ტახტზე დასამტკიცებლად? ვინ
გაჰყვა მას?
13. რა მოსთხოვა შაჰმა ვახტანგს? მაგრამ? შედეგად?
14. ესე იგი ვის გადაეცა ქართლი?
15. რა სცადეს ქართველებმა და ვისი საშუალებით? კონკრეტულად ვინ გაიგზავნა და
სად? რომელ წელს?
16. რა სწერს სულხან–საბა ორბელიანი საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ გრაფ დე
პონშატრენს 1714 წელს?
17. რას წარმოადგენს ლუდოვიკო მე–14–სთვის შედგენილი მემორანდუმი? (პიერ’დარნუს
მიხედვით).

პასუხები:

1. ირანელების მიერ დასმული მუსლიმი მმართველები.


2. ქართლი – ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლებს და მათ „გურჯისტანის
ვალი“ ერქვათ, კახეთი – სპარსელ ხანებს.
3. თავისი ქვეყნის გარეთ ირანის ბრძოლებში მონაწილეობის მიღება, როგორც ირანის
ვასალებს. ხშირად ქართველი მეომრები სამშობლოში ვეღარც ბრუნდებოდნენ.
4. გიორგი მე–11 (1688–1709წწ.) ქართლის მეფე იყო, რომელმაც თავისი რაზმებით
ავღანელების წინააღმდეგ იბრძოდა და, როგორც ირანის ჯარების მთავარსარდალი,
ავღანეთის მმართველად დატოვეს, ქართლში მეფის მოადგილედ („ჯანიშინად“) კი
გიორგის ძმისწული, ვახტანგი დანიშნეს.
5. „ჯანიშინი“ – მეფის მოადგილე (ირანული ტერმინი).
6. მშვიდობიანი გზით.
7. ხელს უწყობდა ვაჭარ–ხელოსანთა წრეეების საქმიანობას და ცდილობდა, ქვეყნის
ეკონომიკური განვითარება გზაზე დაეყენებინა.
8. ახალი სარწყავი არხები და სავაჭრო–სამიმოსვლო გზები გაიყვანა, მეურნეობა
მოაწესრიგა და გააფართოვა.
9. „დასტურლამალი“ – გარიგება, შეთანხმება.
ის იყო ვახტანგის მიერ შემუშავებული კანონთა კრებული, რომელიც მიზნად
ისახავდა, სამეფო კარზე არსებული მოხელეთა მოვალეობების ქცევისა და
ურთიერთობების წესების რეგულირებას.
10. „სამართალი ბატონიშვილ ვახტანგისი“ – საკანონმდებლო კრებული, რომელშიც
დეტალურადაა მოცემული მეფე–მთავრების უფლება–მოვალეობები, საგლეხო-
საგადასახადო და სხვადასხვა მიწებისა და ტყეებით სარგებლობის უფლებები.
11. 1711 წელს „გურჯისტანის ვალის“ ტახტი თავისუფალი აღმოჩნდა. შაჰის არჩევანი
ვახტანგზე შეჩერდა.
12. 1712 წელს ქართლის „ჯანიშინი“ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში
გაემგზავრა. დიდი ამალა გაჰყვა.
13. ისლამის მიღება, ვახტანგს არ სურდა სარწმუნოების შეცვლა. ის დაატყვევეს და
ქირმანს გაგზავნეს, ქართლი კი მის გამუსლიმებულ ძმას, იესეს (ალი ყული–ხანს)
გადასცეს.
14. ვახტანგ მე–6–ის გამუსლიმებულ ძმას, იესეს (ალი ყული–ხანს).
15. ვახტანგის საქართველოში დაბრუნების საკითხის მოგვარება ევროპის საშუალებით,
სადაც სპეციალურად გაიგზავნა ვახტანგ მე–6–ის აღმზრდელი და მრჩეველი, ბერი და
საზოგადო მოღვაწე სულხან–საბა ორბელიანი.
16. სულხან–საბა საფრანგეთის მინისტრ გრაფ დე პონშატრენს:
ის ჰპირდებოდა, რომ თუ ვახტანგი თავის სამფლობელოში დაბრუნდებოდა,
ქართველები კათოლიკეობაზე მოექცეოდნენ.
ასევე რომ ვახტანგის განზრახვა იყო, მისიონერებისთვის მიეცა ქმედითი
საშუალებები, მიეღებინებინა ეს სარწმუნოება ჩერქეზეთისთვის, რომელიც
ესაზღვრება საქართველოს და რომლის მთავრის ერთ–ერთი ასული მან ცოლადაც
შეირთო.
17. პიერ დ’არნუ ლუდოვიკოსთვის შედგენილი მემორანდუმის შესახებ.
მემორანდუმი არის რომის კათოლიკური სარწმუნეობისთვის რაიმის გაკეთების და
საქართველოსა და სხვა მეზობლებთან კავშირის დამყარების შესახებ. პიერ დ’არნუ
სწერს, რომ
სულხან–საბას წინადადებებსა და ზრახვებს ადგილი უნდა დაეთმოს ერთ–ერთ
უდიდეს პროექტში, კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების მხარდამხარ.
ასევე, რომ ეს დაეხმარება უბედურებაში ჩავარდნილ მთავრებს, გააძლიერონ მეფე
ლუი მე–14–ის ქვეშემრდომთა ვაჭრობა, ძირს დასცენ ჰოლანდიელთა ვაჭრობა და
ამით მათი ძლიერება შეამცირონ, გაუწიონ კონკურენცია ინდოეთში ვაჭრობაში,
მოწიწებაში ჰყოლოდათ პორტუგალიელები და ინგლისელები ეიძულებინათ, შიში
ჰქონოდათ და პატივი ეცათ ფრანგებისთვის. ასევე ჰყოლოდათ თურქები და
სპარსელები ერთგვარ დამოკიდებულებაში.
ასევე სწერდა, რომ მისი აზრით სულხან–საბას მიზნად ჰქონდა, საქართველოში
გასულიყო აბრეშუმი, რომელსაც გილანისა და შემახიის პროვინციებში აწარმოებდნენ
და აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები არიან სპარსეთში. ეუბნებოდა, რომ
სულხან–საბას დაავალა, შეედგინა რუკა და ამ რუკიდან და ახსნა–განმარტებებიდან
გამოჩნდა, რომ სომხები იძულებულნი არიან, ხმელეთით იარონ, თურქეთის გავლით,
რათა ქარავნებით მიიტანონ აბრეშუმი სპარსეთის ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე,
სადაც ის თითქმის მთლიანად იყიდება. საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით
შემცირდებოდა.
სულხან–საბა ამბობს, რომ ვახტანგი თვითონ წამოიწყებდა ამ ვაჭრობას და ჩაიტანდა
აბრეშუმს კონსტანტინოპოლში, თუკი შეძლებდა თავისი სამფლობელოების
დაბრუნებას.
ასევე, ჰოლანდიელთა მრეწველობა თუ არ ჩავარდებოდა, მკვეთრად მაინც
შემცირდებოდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა წარმოებას საფრანგეთში და ისინი
თვითონ გახდებოდნენ იძულებულნი, რომ ჰოლანდიაში აბრეშუმი მარსელიდან
მიეღოთ ტრანზიტით, რაც მოგებას მოუტანდა საფრანგეთის მეფის ქვეშემრდომებს.
ასევე ამას შეიძლება დაემატოს ვაჭრობა ცვილით, მატყლი, ტყვიით ან ენდროს
ფესვით, რომელიც წითელ საღებავს იძლევა და უხვად მოიპოვება საქართველოს
ბაზრებზე, სადაც საფრანგეთისთვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა, გაესაღებინა
თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად.

ვახტანგ VI და სულხან–საბა ორბელიანი

1. შედეგიანი აღმოჩნდა სულხან–საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობა? ამიტომ,


ვახტანგი იძულებული გახდა, რომ?
2. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რას ცდილობდა ვახტანგი? ვისზე შეაჩერა ამჯერად
არჩევანი ? ვინ იჯდა ამ დროს რუსეთის ტახტზე?
3. როდის, ვინ და რატომ გაგზავნა პეტრემ ირანში?
4. რას გეგმავდა პეტრე? (რის დაპყრობას).
5. რა იყო დესპანის ირანში გამგზავრების ერთ–ერთი შედეგი ?
6. როდის და რად დაინიშნა არტემ ვოლინსკი რუსეთში? რა დაიწყო მან პეტრეს
მითითებით?
7. სად განიხილეს რუსეთთან სამხედრო კავშირის დამყარების საკითხი ქართლში? რა
წინადადება შეიტანეს დარბაზის წევრებმა?
8. როდის და რა წერილი მისწერა ვახტან მე–6–მ პეტრე 1–ლს?
9. რა აუწყა 1722 წელს პეტრემ ვახტანგს?
10. რა შეატყობინა არზრუმის ფაშმა 1722 წელს ვახტანგს? რას ჰპირდებოდა? რა გააკეთა
ვახტანგმა?
11. როდის გართულდა ქართლში მდგომარეობა და რატომ?
12. რა მოხდა 1723 წელს? (ვინ მოადგა თბილისს). რამდენ ხანს გაგრძელდა ბრძოლა?
13. რა მოსთხოვა არზრუმის ფაშამ ვახტანგს ?
14. რა გააკეთა კონსტანტინემ?
15. ვახტანგი იძულებული გახდა, რომ?
16. რა მოიწვია ვახტანგმა და რა მოსთხოვეს მას ქართლის თავადებმა ? ვინ
ეწინააღმდეგებოდა დარბაზელებს?
17. რა გადაწყვეტილება მიიღო ვახტანგმა?
18. როდის და სად შემოიჭრნენ ოსმალები ? შედეგად?
19. რომელ წელს და რა გზით მოგვარდა კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის?
20. სად დაიდო რუსეთ–ოსმალეთის შეთანხმება ? მის საფუძველზე .. ?
21. იმავე წელს (1724) რა გააკეთა ვახტანგმა?
22. რას წერს ივანე ჯავახიშვილი „ქართველთა ერის ისტორიაში“ საქართველოსა და
რუსეთის ურთიერთობის შესახებ ?

პასუხები:

1. არა, უშედეგო, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა, გამაჰმადიანებულიყო და


ირანის შაჰმა ის ქართლის ტახტზე დაამტკიცა.
2. ცდილობდა, დახმარებისთვის ქრისტიანული ქვეყნისთვის მიემართა, ამჰერად
რუსეთისთვის.
პეტრე 1–ლი (1672–1725წწ.)
3. 1715 წელს – არტემ ვოლინსკი გაგზავნა ირანში და სამხედრო–დაზვერვითი ამოცანები
დაუსახა.
4. კასპიისპირეთიდან მოყოლებული გილანამდე ტერიტორიების დაპყრობას და
ამისთვის ემზადებოდა კიდეც.
5. დესპანმა ზედმიწევნით კარგად შეისწავლა ირანის საშინაო და საგარეო საქმეები და
ირანთან მომგებიანი სავაჭრო ხელშეკრულებაც დადო.
6. 1719 წელს არტემ ვოლინსკი ასტრახანის გუბერნატორად დაინიშნა.
მან პეტრე 1–ლის მითითებით ვახტანგ მე–6–სთან დაიწყო მოლაპარაკება.
7. ქართლის სამხედრო დარბაზის სხდომაზე – რუსეთთან სამხედრო კავშირის
დამყარების საკითხი. ამ გეგმას დარბაზის ყველა წევრი არ დაეთანხმა. დარბაზის
წევრებმა წინადადება შეიტანეს, რომ საიდუმლოდ ემოქმედათ, მცირერიცხოვანი
ჯარი გამოეყვანათ და ფარულად მიმხრობოდნენ პეტრე 1–ლს.
8. ვახტანგ მე–6 პეტრე 1–ლს (1721წწ.):
მიწერა, რომ მიიღო ცნობა ასტრახანის გუბერნატორისგან რუსეთის ჯარის
მოსალოდნელი ლაშქრობის შესახებ და აღფრთოვანებულია უცხოელი
დამპყრობლებისგან საქართველოს მომავალი განთავისუფლებით და შეუთანხმდნენ
ასტრახანის გუბერნატორს, თუ როგორ წარემართათ საქმეები.
9. 1722 წ. – პეტრემ ვახტანგს აუწყა, რომ მისი ჯარი კასპიის ნაპირებზე უკვე ამოქმედდა.
10. 1722 წ. – არზრუმის ფაშამ ოსმალეთის სულთნის სახელით ვახტანგს შეატყობინა, რომ
თურქეთი ირანზე გალაშქრებას აპირებდა და მასთან კავშირი სასურველი იყო. ასეთი
კავშირისთვის სულთანი ვახტანგს მთელ საქართველოს ჰპირდებოდა. მაგრამ
ვახტანგმა უარყო ეს წინადადება და ყოველივე პეტრეს შეატყობინა.
11. 1723 წ.–ს, რადგან: ირანის ახალი შაჰი, თამაზი ჯარებს აგროვებდა ურჩი ვახტანგის
დასასჯელად, ამავე დროს ოსმალეთიც უყრიდა თავს ქართლის საზღვარზე ჯარებს
და იქ შესაჭრელად ემზადებოდა.
12. 1723 წ. – შაჰ თამაზის ბრძანებით ირანული გარნიზონი, კახეთის მეფე კონსტანტინე
დაქირავებული ლეკებით, განჯისა და ერევნის ხანები თბილისს მიადგნენ. ბრძოლა
სამ თვეს გაგრძელდა.
13. არზრუმის ფაშამ მოსთხოვა ვახტანგს, სულთნის ძალაუფლება ეცნო, რათა მის
სანაცვლოდ ქართლის ტახტი შეენარჩუნებინა.
14. კონსტანტინემ თბილისი აიღო.
15. ვახტანგი იძულებული გახდა, ცხინვალში გახიზნულიყო.
16. დარბაზის სხდომა, რომელზეც ქართლის თავადებმა მეფეს სულთნის წინადადების
მიღება მოსთხოვეს. დარბაზელებს ეწინააღმდეგებოდა პეტრე 1–ლის
წარმომადგენელი, რუსთა ჯარის მალე ჩამოსვლის იმედით.
17. ვახტანგმა თურქებთან გაჭიანურებული მოლაპარაკება დაიწყო იმ იმედით, რომ
რუსების ჯარი ჩამოუსწრებდა, მაგრამ თურქების მოტყუება იოლი არ იყო.
18. 1723 წ. – ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ, თბილისი უბრძოლველად დაიკავეს და
ქვეყანაში თავისი მმართველობა დაამყარეს.
19. 1724 წ. – დიპლომატიური გზით.
20. რუსეთ–ოსმალეთის შეთანხმება კონსტანტინოპოლში დაიდო და ამ შეთანხმების
საფუძველზე თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, ხოლო
რუსეთი უარს ამბობდა მთელი ირანის დაპყრობის სურვილზე. პეტრე 1–ლი კი
თურქეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთისა და ირანის
ჩრდილო–დასავლეთ ნაწილის დაპყრობას აღიარებდა.
21. 1724 წ. – ვახტანგი დიდი ამალით (1200 კაცი) რუსეთში გადასახლდა.
22. ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“ მოგვითხრობს, რომ ასე
უკუღმართად დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელისუფლების მიერ
აღთქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველობა. ჯერ თავის სასარგებლოს
ქართველთა ომში ჩართვით და მტრისთვის გაცემით, პეტრე პირველმა ისეთი
უმადურება გამოიჩინა, რომ მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე
ვახტანგისთვის შესაფერისი თავშესაფრისა და საცხოვრებელი ადგილის მიჩენა არ
ჰნებავდა.“

კულტურა

1. რა მდგომარეობა იყო საქართველოში მე–17–მე–18 საუკუნეების მიჯნაზე?


მიუხედავად ამისა?
2. რის განვითარებას ცდილობდა ვახტანგი ყოველმხრივ?
3. რა ნაბიჯი გადადგა საისტორიო მწერლობის განსავითარებლად და ვისი
დახმარებით?
4. რომელ წელს და პირველი რა დააარსა ვახტანგმა თბილისში? რა ააგეს სტამბისთვის
და სად?
5. რა დაიბეჭდა ამ სტამბაში?
6. ვისი აქტიური მონაწილეობით მოახერხა ვახტანგ მე–6–მ თბილისში სტამბის
მოწყობა? რაში ითამაშა ამ პიროვნებამ დიდი როლი ? რად არის შერაცხული და ვის
მიერ?
7. რაში გამოიხატება, რომ ვახტანგ მეფის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა
საგანმანათლებლო საქმეს?
8. ვინ გამოირჩევა განსაკუთრებით იმ დროის მეცნიერთაგან ? მეცნიერების რომელ
დარგებში იღვწოდა ის? რას იცნობდა კარგად? რომელ ენებს ფლობდა?
9. რომელი თხზულება ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს და რა არის იქ შესული ?
10. რას წარმოადგენს ვახუშტის საქართველოს ისტორია დღემდე? რა გამოიყენა ვახუშტიმ
ამ თხზულებისა და ისტორიული მოვლენების სრულყოფილი აღწერისთვის?
11. რა არის აღწერილი საქართველოს გეოგრაფიაში? რის ფუძემდებლად ითვლება
ვახუშტი ბატონიშვილი ?
12. გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების თვალსაზრისით, რომელი მნიშვნელოვანი
ნამუშევრები შექმნა ვახუშტიმ ? რა ამტკიცებს, რომ მისი რუკები მნიშვნელოვანია?
13. კიდევ რისი რუკა აქვს შესრულებული ვახუშტის? გეგმა? რომელიც რის წყაროს
წარმოადგენს?
14. რა ავიდა განვითარების ახალ საფეხურზე მე–18 საუკუნის 1–ლ ნახევარში ? ვინ და რა
თარგმნეს?
15. რისი აღდგენა მოახერხა ვახტანგ მე–6–მ თავისი მოღვაწეობის მოკლე ეპრიოდში? რა
განაახლა?
16. ქართლის დატოვების შემდეგ, ვინ გაჰყვნენ ვახტან მე–6–ს თან ? სად დასახლდნენ?
17. როდის გარდაიცვალა ვახტანგი? რა მიიღეს ქართველმა ემიგრანტებმა ამის შემდეგ? რა
დაიწყეს მათ? რა არის ამის დასტური?
18. რა არის მე–18 საუკუნის ქართული ლიტერატურის მწვერვალი ?
19. საიდან იყო დავით გურამიშვილი წარმოშობით? რაში მონაწილეობდა
ახალგაზრდობაში?
20. ვინ გაიტაცეს დავითი, მერე რა ბედი ეწია?
21. დავით გურამიშვილის თქმით, იმ დროისთვის მეფის ამალა..?
22. რა ჰქვია გურამიშვილის კრებულს? როდის გამოგზავნა ის საქართველოში? რა არის
შესული მასში?
23. რას ასახავს გურამიშვილის „ქართლის ჭირი“?
24. რას უწოდებს ამ ხანას ი. ჯავახიშვილი?

ანთიმომოზ ივერიელი

პასუხები:

1. მე–17–მე–18 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მძიმე ეკონომიკურ–პოლიტიკური


მდგომარეობა იყო.
2. ამის მიუხედავად, მცირე დროში ვახტანგ მე–6–მ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის
გატარება მოასწრო. ვახტანგი ყოველმხრივ ცდილობდა ქართული კულტურისა და
მეცნიერების (ისტორიის, გეოგრაფიის, პედაგოგიკის, ასტრონომიის, ქიმიის,
მედიცინის და ფილოსოფიის) განვითარებას.
3. ვახტანგის ინიციატივით და ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შეიქმნა „სწავლულ
კაცთა“ კომისია, რომელსაც „ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება, გამართვა და
გაგრძელება დაევალა.
4. 1709 წელს თბილისში დააარსა პირველი სტამბა. სტამბისთვის მეფის სასახლესთან
ანჩისხატისა და სიონის ტაძრებს შორის სპეციალური შენობა ააგეს.
5. პირველი ქართული წიგნები: „სახარება“, „ვეფხისტყაოსანი“, ორი სასწავლო
სახელმძღვანელო და თერთმეტი სასულიერო ხასიათის წიგნი.
6. რუმინეთის პატრიარქის ანთიმოზ ივერიელის (რომელიც წარმოშობით ქართველი
იყო) აქტიური მონაწილეობით. მან დიდი როლი ითამაშა მე–18 საუკუნის რუმინული
კულტურის განვითარებაში. ის რუმინეთის ეკლესიის მიერ წმინდანად არის
შერაცხული.
7. საგანმანათლებლო საქმეს: სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკების კრებული
„სიბრძნე–სიცრუისა“, რომელშიც მეფის აღზრდის მეთოდებია გადმოცემული.
სულხან–საბას ეკუთვნის „სიტყვის კონაც“ – ქართული ენის პირველი განმარტებითი
ლექსიკონი.
8. ვახტანგ მეფის სიძე ვახუშტი ბატონიშვილი. ის მეცნიერების ბევრ დარგში იღვწოდა:
ისტორია, გეოგრაფია, კარტოგრაფია; ასევე კარგად იცნობდა ძველ ქართულ
მწერლობას; ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, თურქულ, სომხურ, ფრანგულ და რუსულ
ენებს.
9. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ – ნარკვევები საქართველოს ისტორიისა და
გეოგრაფიის შესახებ.
10. საქართველოს ისტორიის შესწავლისთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს.
ვახუშტიმ ამ თხზულებისათვის გამოიყენა არაერთი ქართული და უცხოური წყარო.
ისტორიული მოვლენების სრულყოფილი აღწერისთვის ვახუშტი იყენებდა
მომიჯნავე საისტორიო დისციპლინებს ქრონოლოგიას, გენეალოგიას, დიპლომატიკას,
ეთნოგრაფიასა და ისტორიულ გეოგრაფიასს.
11. სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობისა და ბუნების მრავალფეროვნება. ხალხის ზნე–
ჩვეულებები და კლიმატის თავისებურებები. ვახუშტი ბატონიშვილი ქართული
გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებლად ითვლება.
12. საქართველოსა და კავკასიის რუკების 2 ატლასი, რომლებიც იმ დროისათვის მაღალ
კარტოგრაფიულ დონეზე შესრულებული ნამუშევრები იყო და ისინი მალევე
ითარგმნა რუსულ და ევროპულ ენებზე. ვახუშტის რუკები კავკასიის გეოგრაფიის
შესასწავლად ფართოდ გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნის
ჩათვლით.
13. ევროპის რუკა და თბილისის გეგმა, რომელის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მე–
18 საუკუნის თბილისის ისტორიის შესწავლისთვის.
14. ქართული მწერლობა: ვახტანგ მე–6–მ და სულხან–საბა ორბელიანმა ქართულად
თარგმნეს ძველი სპარსული იგავ–არაკების კრებული „ქილილა და დამანა“.
15. ქართლის რამდენიმე ეკლესია–მონასტრის აღდგენა. განაახლა თბილისის სიონის
კედლები, შეაკეთებინა მცხეთის, ურბნისისა და სადგერის ტაძრები.
16. ქართული კულტურის მოღვაწეები. ისინი მეფესთან ერთად მოსკოვში დასახლდნენ.
17. 1738 წელს.
რუსეთის ქვეშემრდომობა და სამეფო კარისგან რუსეთსა და უკრაინაში მამულებიც
მიიღეს.
უცხოეთში გახიზნულმა ხელმოცარულმა ქართველებმა იქ კულტურული საქმიანობა
დაიწყეს – აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის კულტურულ ცხოვრებაშიც.
ამის დასტურია 1755 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის დამაარსებელთა შორის
ვახუშტი ბაგრატიონის მოხსენიებაც.
18. დავით გურამიშვილის შემოქმედება.
19. ქართლიდან; ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
20. სოფელ ლამისყანიდან ლეკებმა გაიტაცეს და დაღესტანში გადაიყვანეს, საიდანაც
გაიქცა და 1729 წელს მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვახტანგ მე–6–ის ამალას შეუერთდა.
21. დამწუხრებული ყოფილა, რადგანაც მოკლე ხნის მანძილზე რუსეთში სამი ფემე
შეცვლილა და ვახტან მე–6– აღარ იცოდა, ვისთვის მიემართა.
22. „დავითიანი“, რომელიც 1787 წელს საქართველოში გამოგზავნა. შესულია პოეტის ორი
პოემა და მრავალი ლექსი.
23. „ქართლის ჭირი“ – ობიექტურად ასახავს იმ მიზეზებს, რომლებმაც საქართველო
მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა.
24. ენციკლოპედიურ ხანას.

სულხან საბა–ორბელიანის სიტყვის კონა

ვახუშტი ბაგრატიონის კავკასიის რუკა


დავით გურამიშვილი

You might also like