You are on page 1of 4

„ნიკას აჯანყება“

1. როგორი იყო ქვეყნის საშინაო ვითარება იუსტინიანეს გამეფების დროს?


2. რა ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს? რატომ?
3. აღწერეთ გზა ცირკის მოჯირითეებიდან - პარტიებამდე.
4. რა შეეძლოთ მათ?
5. რომელი ორი პარტია გაძლიერდა განსაკუთრებით?
6. რომელ პარტიას თანაუგრძნობდა იუსტინიანე განსაკუთრებით? რას იწვევდა ეს?
7. როდის და რატომ მოხდა „მწვანეების“ აჯანყება? რა იყო აჯანყებულთა ლოზუნგი?
აღწერეთ აჯანყება.
8. ვინ იყო თეოდორა?
9. რას ნიშნავს „ნიკა“?
10. რა რჩევა მისცა თეოდორამ იუსტინიანეს?
11. რა გადაწყვიტა იუსტინიანემ აჯანყების ჩახშობის შემდეგ?

პასუხები:

1. საკმაოდ რთული: ბიზანტიის იმპერიაში, რომის მსგავსად, შენარჩუნებული იყო


რესპუბლიკური მმართველობის გადმონაშთები - სენატი, თავისუფალ მოქალაქეთა
გაერთიანებები და ა.შ. სენატი იმპერატორს წარუდგენდა მათ მიერ მომზადებულ
კანონპროექტებს.
2. ე.წ. „ცირკის პარტიები“. ბიზანტიაშიც, როგორც ადრე რომის იმპერიაში, ხალხში
ძალიან პოპულარული იყო ცირკში ეტლებით ჯირითი.
3. თავდაპირველად კონკრეტული მოჯირითეების მხარდასაჭერად ასპარეზობის
მაყურებელთა ოთხი დიდი გაერთიანება შეიქმნა სამოსის ფერის მიხედვით - მწვანე,
ლურჯი, თეთრი და წითელი. დროთა განმავლობაში კი ეს გაერთიანებები პარტიებად
გადაიქცა.
4. ცირკში ნებისმიერი სანახაობის დროს მათ შეეძლოთ იმპერატორისთვის
კონკრეტული მოთხოვნები წაეყენებინათ.
5. მსხვილი მიწათმფლობელების დასაყრდენი მწვანეები („პრასინები“) და საეკლესიო
წრეების მხარდამჭერი - ლურჯები („ვენეტები“).
6. „ლურჯების“ პარტიას, რაც „მწვანეების“ უკმაყოფილებას იწვევდა.
7. 532 წელს ერთ-ერთი საცირკო ასპარეზობის დროს, მწვანეებმა საკუთარი მოთხოვნები
წაუყენეს იმპერატორს, რაზეც უარი მიიღეს - მაშინ მათ აჯანყება დაიწყეს. ლოზუნგი
იყო - „ნიკა“, ამიტომ ეს მოვლენა ისტორიაში „ნიკას“ აჯანყების სახელით შევიდა.
აჯანყებამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ იმპერატორი დედაქალაქიდან გაქცევასაც კი
აპირებდა.
8. დედოფალი - იუსტინიანეს მეუღლე, ენერგიული ადამიანი, რომელიც ქვეყნის
საქმეებში ხშირად ერეოდა.
9. „ნიკა“ - გაიმარჯვე.
10. გადააწყვეტინა, აჯანყებულთა წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოეყენებინა. უთხრა,
ახლა თუ კონსტანტინოპოლიდან გაიქცევი, უკან ვეღარ დაბრუნდებიო. უნიჭიერესი
სარდლის, ველიზარიუსის წარმატებული მანევრების შედეგად, აჯანყებულები
ცირკში შერეკეს, სადაც ნაწილი ადგილზე დახოცეს, დანარჩენები კი დაიჭირეს.
11. აჯანყების ჩახშობის შემდეს იუსტინიანეს ძალაუფლება განმტკიცდა, ამიტომ მან
რომის დიდების აღდგენა გადაწყვიტა - გააფართოვა იმპერიის საზღვრები და ქვეყნის
შიგნით სხვადასხვა რეფორმა განახორციელა.

საკანონმდებლო რეფორმა

1. ჯერ კიდევ როდის შეადგინეს კრებული („თეოდოსის კოდექსი“) და ვინ? რა შეკრიბეს


მასში?
2. ე.ი. ქვეყნის სიძლიერისთვის რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი?
3. რატომ გადაწყვიტა იუსტინიანემ ახალი კანონთა კრებულის შექმნა? ამისთვის რა
შექმნა და ვინ ჩაუყენა მას სათავეში?
4. რა სახელითაა ცნობილი იუსტინიანეს დროს შექმნილი კანონთა კრებული? რამდენი
ნაწილისგან შედგება ის? დაახასიათეთ თითოეული მათგანი.
5. რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს კანონები? რას აკანონებდა ? მოიყვანეთ ციტატა ამის
დასადასტურებლად. ამ ციტატის მიხედვით, რას უტოლდება მეფის ნება? რა აკრძალა
იუსტინიანემ მის სამართალთან დაკავშირებით?

პასუხები:

1. V საუკუნეში, იმპერატორ თეოდოსი II-ის დროს, სადაც შეკრიბეს კონსტანტინე I


დიდიდან მოყოლებული ყველა იმპერატორის მიერ გამოცემული კანონი.
2. საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.
3. ეს კოდექსი საკმაოდ მოძველებული იყო, ამიტომ იუსტინიანემ შექმნა კომისია,
რომელსაც სათავეში ჩაუყენა ცნობილი იურისტი ტრიბონიანე.
4. კომისიამ შექმნა კანონთა კრებული, რომელიც „სამოქალაქო სამართლის კრებულის“
სახელითაა ცნობილი. შედგება სამი ნაწილისგან: I - ადრიანეს დროიდან
იუსტინიანემდე გამოცემული უმთავრესი საიმპერიო დადგენილებები - მას
„იუსტინიანეს კოდექსი“ ეწოდა (534წ). ის შემდგომ იუსტინიანეს მიერ მომდევნო
წლებში გამოცემული ბრძანებებით შეივსო, რომელიც „იუსტინიანეს ნოველების“
სახელითაა ცნობილი. II – „იუსტინიანეს დიგესტები“ , რომელშიც შეგროვილი იყო
ცნობილი რომაელი იურისტების გამონათქვამები. ეს ადამიანები ისეთ
ავტორიტეტებად ითვლებოდნენ, რომ მათ ნათქვამს ზოგჯერ კანონის ძალა
ანიჭებოდა. III - რომაული სამართლის სახელმძღვანელო, ე.წ. „ინსტიტუციები“,
რომელმაც დაასრულა კრებული.
5. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. კრებული აკანონებდა
იმპერატორის ერთპიროვნულ მმართველობას: „რაც სურს მეფეს, იმას კანონის ძალა
აქვს“ - ამ პრინციპის მიხედვით მეფის ნება კანონს უტოლდება (ეს ყველაფერი შუა
საუკუნეებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა). იუსტინიანემ აკრძალა მის
სამართალზე კომენტარების დართვა, რაიმეს შეცვლა.

საეკლესიო და კულტურული პოლიტიკა

1. რატომ გაატარა იუსტინიანემ რეფორმები მართლმადიდებლური ეკლესიის


გასაძლიერებლად?
2. კონკრეტულად რა რეფორმები გაატარა?
3. ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად, რას აძლიერებდა, როგორ და რისგან
განსხვავებით?
4. ე.ი. იუსტინიანეს დროს, VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ... ?
5. ვის ეჭირა ბიზანტიის საეკლესიო იერარქიაში პირველი ადგილი? ვისზე იყო ის
დამოკიდებული?
6. რა ხდებოდა ამ მხრივ დასავლეთში?
7. რაში ედგა იუსტინიანე მართლმადიდებლებს გვერდში?
8. თავდაპირველად, თეოდორას გავლენით ... ?
9. მსოფლიოს V საეკლესიო კრება აღწერეთ: მოწვევის თარიღით, ლოკაციით და
მნიშვნელობით.
10. ე.ი. როდის იყო მსოფლიოს V საეკლესიო კრება? და რა დაიგმო?
11. რა აიკრძალა კიდევ იუსტინიანეს დროს? რატომ?
12. ე.ი. ვინ გახდნენ იძულებულნი იუსტინიანეს დროს, რომ ირანში გაქცეულიყვნენ?
13. ვის დროს იყო ასეთი დევნა კიდევ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებისა?
14. რითი გამოირჩევა კიდევ იუსტინიანეს ეპოქა? რა აიგო ამ დროს მრავალი? როგორი
ტიპის ტაძრები შენდებოდა?
15. რა არის ბაზილიკა?
16. დაასახელეთ გამორჩეული ტაძარი, რომელიც ამ პერიოდში აიგო. სად ?
17. ჩამოთვალეთ უდიდესი ისტორიკოსები და მწერლები, რომლებიც ამ დროს
მოღვაწეობდნენ. ჰიმნოგრაფიის ფუძემდებელი?
18. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (VIს) მიხედვით, ვისგან უნდა აიკრიფოს
სახელმწიფო გადასახადები?

პასუხები:

1. კარგად ესმოდა ეკლესიის ძალა. ვინაიდან ერთიანი რომის იმპერიის აღდგენა სურდა,
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობაზეც უნდა ეზრუნა, ამიტომ ცდილობდა
მის გაძლიერებას.
2. მაგალითად, სამოქალაქო პირებისთვის ჩამორთმეულ მიწებს ეკლესიებს ჩუქნიდა,
განსაკუთრებით მფარველობდა იმ დროისთვის მომრავლებულ მონასტრებს; კანონით
აკრძალა საეკლესიო მიწების გასხვისება, რამაც ეკლესია-მონასტრები ეკონომიკურად
გააძლიერა; სასულიერო წოდებას მიენიჭა განსაკუთრებული იურიდიული
შეუვალობა - საეკლესიო პირს საერო სასამართლო ვერ გაასამართლებდა, მისი
გასამართლების უფლება მხოლოდ ეპისკოპოსს ჰქონდა.
3. მეორე მხრივ, ეკლესიას რომ აძლიერებდა, იმპერატორი მასზე თავად მბრძანებლობდა
- დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც ეკლესიის მეთაური რომის პაპი იყო,
აღმოსავლეთში კი ასეთი მდგომარეობა ბიზანტიის იმპერატორს ეკავა.
4. საერო სასულიერო ხელისუფლებაზე ბატონობა.
5. კონსტანტინოპოლის პატრიარქს - პირველი ადგილი ბიზანტიის საეკლესიო
იერარქიაში, მაგრამ ის სრულიად იყო დამოკიდებული იმპერატორზე.
6. ეკლესიის მეთაური რომის პაპი იყო.
7. ქრისტიანულ სამყაროში წარმოქმნილი სხვადასხვა ერესისა და სხვადასხვა
მოძღვრების წინააღმდეგ.
8. თავდაპირველად, იუსტინიანე შეეცადა დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების
შერიგებას, თეოდორას გავლენით(ის მონოფიზიტებს მფარველობდა).
9. მართალია იუსტინიანემ სცადა დიოფიზიტების და მონოფიზიტების შერიგება,
მაგრამ ეკლესიის მამამთავრების, განსაკუთრებით რომის პაპის, დასავლეთის და
აფრიკის ეპისკოპოსების გავლენით, 553 წლის კონსტანტინოპოლის V საეკლესიო
კრებაზე ნესტორიანელობასთან ერთად კვლავ დაიგმო მონოფიზიტობა.
10. 553 წელს, ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა.
11. ძველი წარმართული ფილოსოფიის სწავლებაც, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ
იუსტინიანე ეკლესიის გაძლიერებას ცდილობდა, ისინი კი ხელს შეუშლიდნენ ამაში,
მეორე მხრივ კი, ფილოსოფოს-ისტორიკოსების ნაწილი სავარაუდოდ იუსტინიანეზე
ობიექტურ სიმართლეს წერდა, რაც მას დიდად არ ეპიტნავებოდა.
12. ფილოსოფოსები, ისევე როგორც ნესტორიანელები და მონოფიზიტების ნაწილი,
ირანში გაქცეულიყვნენ.
13. დიოკლეტიანეს შემდეგ სხვა რელიგიების მიმდევრების ასეთი დევნა არ ყოფილა (ე.ი.
დიოკლეტიანეს შემდეგ ასეთი ტირანი სხვა რელიგიებისადმი იყო - იუსტინიანე),
ფაქტობრივად, რელიგიური შეუწყნარებლობა პოლიტიკის რანგში ავიდა.
14. იუსტინიანეს ეპოქა, ამასთანავე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული კულტურული
აღმავლობით: აიგო მრავალი ეკლესია-მონასტერი. ამ პერიოდში, როგორც მთელ
ქრისტიანულ სამყაროში, ბიზანტიაშიც ძირითადად ორი ტიპის ტაძრები შენდებოდა
- ბაზილიკები და გუმბათოვანი ეკლესიები. თუმცა, VI საუკუნიდან, ძირითადად
გუმბათიანი ნაგებობები შენდებოდა.
15. უგუმბათო, წაგრძელებული შენობა, შიგნით სვეტების მწკრივით ნავებად დაყოფილი.
16. აია სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში, რომელიც ბიზანტიური არქიტექტურის
უდიდესი ძეგლია და ახლაც აოცებს მნახველს.
17. ისტორიკოსები და მწერლები: პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, იოანე
ეფესელი, ევაგრე სქოლასტიკოსი. VI ს.-ის დასაწყისში მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფიის
ფუძემდებელი რომანოზიც.

You might also like