You are on page 1of 4

№ 32 პაპიზმი

1. რომელი წლიდან ეკუთვნოდა პაპის ტიტული რომის არქიეპისკოპოსს?


ა. 1054წ ბ. 1075წ გ. 1078წ
2. ვის მიერ არის დაარსებული რომის ეკლესია გადმოცემის მიხედვით?
ა. ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი ბ. პეტრე და პავლე მოციქულები
გ. გრიგოლ პართელი
3. რომის რომელი პაპის მოღვაწეობას უკავშირდება რომის ეკლესიის რელიგიური
ავტორიტეტის საფუძვლიანი დამკვიდრება?
ა) ლეო I ბ) ინოკენტი I გ) გრიგოლ VII
4. რომის რომელმა იმპერატორმა გამოაცხადა ქრისტიანობა რომში ერთადერთ რელიგიად?
ა. სვეტონიუსი ბ. თეოდოსიუსი I გ. დიოკლიტიანე
5. რომის რომელმა იმპერატორმა აკრძალა წარმართობა და დახურა ყველა წარმართული
ტაძარი?
ა) კონსტანტინე I ბ) თეოდოსიუსი გ) დიოკლიტიანე
6. როდის გამოცხადდა რომში ქრისტიანობა ერთადერთ რელიგიად?
ა. 313წ ბ. 365წ გ. 383წ
7. ვინ დაწერა თხზულება „ ღვთიური ქალაქის შესახებ“?
ა. პროკოფო კესარიელი ბ. ნეტარი ავგუსტინე გ. ბედა პატივდებული
8. რას ქადაგებდა თხზულება „ ღვთიური ქალაქის შესახებ“ ავტორი ნეტარი ავგუსტინე?
ა. თეოკრატიული მმართველობის აუცილებლობას
ბ. მმართველობის ხალხისათვის გადაცემას დემოკრატიას
გ. საერო და სასულიერო ხელისუფლების თანასწორობას ძალაუფლების გნმტკიცების
მიზნით
9. რომის რომელმა პაპმა შეძლო საერო ხელისუფლების დახმარებით ყველა დასავლელი
ეპისკოპოსის რომის პაპის ხელისუფლებისათვის დამორჩილება?
ა. ლეო I ბ. ინოკენტი III გ. გრიგოლ VII
10. რომის რომელმა პაპმა იხსნა რომი ჰუნების თავდასხმისაგან?
ა. ლეო I ბ. ინოკენტი III გ. გრიგოლ VII
11. ვინ ითვლება მეროვინგთა დინასტიის დამაარსებლად?
ა. კარლომანი ბ. პიპინ მოკლე გ. ხლოდვიგი
12. რომელი სამეფო დინასტიით შეიცვალა მეროვინგთა სამეფო დინასტია ფრანკთა
სამეფოში?
ა) კაპეტინგები ბ) კაროლინგები გ) ლანკასტერები
13. რომელ წელს შეიცვალა ფრანკთა სამეფოში მეროვინგების დინასტია კაროლინგებით?
ა. 713წ ბ. 745წ გ. 751წ
14. რომელი ქვეყნის სამეფო დინასტიაა მეროვინგები?
ა) ფრანკთა ბ) ვანდალთა გ) გერმანთა
15. რომელ წელს ეკურთხა ფრანკთა მეფედ პიპინ მოკლე?
ა) 751წ ბ) 754წ გ) 758წ
16. ვინ გახდა ფრანკთა მეფე რომის პაპის ხელშეწყობით 751 წელს?
ა. პიპინ მოკლე ბ. ხლოდვიგი გ. კარლოს მარტელი
17. რა მიიღო ფრანკთა მეფე პიპინ მოკლესაგან მხარდაჭერის სანაცვლოდ რომის პაპმა?
ა. რავენას საეგზარქოსო ქალაქები და რომის ოლქი
ბ. ვენეცია და რავენას ქალაქები
გ. რომის ოლქი და ნიცა
18. რატომ ებრძოდა კარლოს დიდი საქსებს?
ა.
19. როდის გაუქმდა პაპების სახელმწიფო ?
ა. 1870 წელს ერთიანი იტალიის შექმნის შემდეგ
ბ. 1867წ იტალიის დაშლის შემდეგ სამეფოებად
გ. იტალიაში 1929 წელს ხელისუფლებში ფაშისტების მოსვლის შემდეგ
20. 1929 წ ლატერანის კონკორდატი გულისხმობდა
ა) მუსოლინიმ აღადგინა პაპის სახელმწიფო ვატიკანის სახით
ბ) მუსოლინმა გაუქმებულად გამოაცხადა პაპის ოლქი
გ) საეკლესიო კრებამ მიიღო დაადგინა პაპის საეკლესიო სამფლობელოს აღდგენის
შესახებ
21. როდის აღსდგა პაპის სახელმწიფო ვატიკანის სახით?
ა. 1925წ ბ. 1927წ გ. 1929წ

22. რომელი ხელშეკრულებით აღადგინა მუსოლინიმ პაპის სახელმწიფო ვატიკანის სახით?


ა) ლატერანის კონკორდატი ბ) ვორმსის კონკორდატი გ) ავინიონის კონკორდატი

23. რომელ წელს ეკურთხა ფრანკთა მეფე კარლოს დიდი იმპერატორად?


ა) 800წ ბ) 814წ გ) 816წ
24. საიდან იღებს სათავეს ეკლესიის ბრძოლა საერო ხელისუფლებაზე
დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებისათვის?
ა. ბურგუნდია -კლიუნის მონასტერი ბ. გერმანია -ფულდის მონასტერი
გ. საფრანგეთი-ტურის მონასტერი
25. რა სახელით შევიდა ისტორიაში ეკლესიის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის საერო
ხელისუფლებისაგან?
ა. ფულდეთა ბრძოლა ბ. კლიუნიელების მოძრაობა გ. ტურელთა დაუმორჩილებლობა
26. რა არის ინვესტიტურა
ა) ფეოდის გადაცემის აქტი ბ) რაინდად კურთხევა გ) პაპად კურთხევის ცერემონია
27. კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი იყო?
ა) პრაღა ბ) პარიზი გ) აახენი
28. რომელი სამეფო დინასტიის წარმომადგენელია კარლოს დიდი?
ა) კაროლინგთა ბ) მეროვინგთა გ) კაპეტინგთა

29. რომელ საეკლესიო კრებაზე დადგინდა რომის პაპის არჩევისის წესი, რომელიც დღესაც
ძალაშია?
ა) 1059წ ლატერანი ბ) 1095 კლერმონი გ) 1098წ ლატერანი

30. სამეფო ხელისუფლებისა და პაპების ბრძოლა რომელი შეთანხმებით დასრულდა ?

ა) ვორმსის კონკორდატი ბ) კლარენდონის კონსტიტუცია გ) ლატერანის კონკორდატი

31. რა დადგენილება მიიღო ლატერანის საეკლესიო კრებამ?


ა. სამღვდელოება თანამდებობებს იღებდა საერო პირთაგან
ბ. სამღვდელოებას აეკრძალა სასულიერო თანამდებობების მიღება საერო პირთაგან
გ. საერო პირებს არ შეეძლოთ საეკლესიო საქმიანობის კონტროლი
32. ვისი წინანდადებით განსაზღვრა ლატერანის საეკლესიო კრებამ პაპის არჩევის ახალი
წესი?
ა. კლიუნის ბერი ჰილდებრანდი ბ. ვიტენბერგელი ბერი მარტინ ლუთერი
გ.ფულდელი ბერი გეორგიუს ფლორენტიუსი
33. რა ჰქვიოდა ლატერანის საეკლესიო კრებაზე მიღებულ პაპის არჩევის ახალ წესს?
ა. პაპის დეკრეტი ბ. პაპის ოლქის დადგენილება გ. პაპის ნაბოძვარი
34. რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ რომის პაპები საკუთარი ხელისუფლების
უპირატესობის გამოსაკვეთად?
ა. ეკლესია აღემატება სახელმწიფოს და სასულიერო ხელისუფლება საეროზე მაღლა
უნდა იდგეს
ბ. საერო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს საერო პირთა ცხოვრებას და იგი უნდა
ექვემდებარებოდეს მხოლოდ ეკლესიას
გ.სასულიერო ფენა გაუნათლებელ საერო ხელისუფლებას ეწინააღმდეგება სახელმწიფოს
მართვაში
35. როდის დასრულდა საბოლოოდ დაპირისპირება საერო და სასულიერო ხელისუფლებას
შორის /
ა. 1112 წელს პაპისა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ის შეთანხმებით- ვორმსის კონკორდატი
ბ. 1119წ საერო ხელისუფლების გამარჯვებით ლატერანის შეთანხმება
გ. 1125წ პაპისა და ფრიდრიხ ბარბაროსას შეთანხმებით კლარენდონის კონსტიტუცია
36. რა მიზანს ემსახურებოდა პაპების მიერ წამოწყებული ჯვაროსნული ლაშქრობები?
ა. საკუთარი პოლიტიკური უფლებების განმტკიცება
ბ. საერო ხელისუფლების დახმარება სახელმწიფოს მართვაში
გ. სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას პაპის სამსახურში
37. საფრანგეთის რომელი მეფის მმართველობისას განადგურდა ტამპლიერების ორდენი?
ა) ლუი IX ბ) ფილიპე II გ) ფილიპე IV
38. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ტამპლიერთა ორდენის განადგურება?
ა. იერუსალიმის სამეფოს დაცემამ;
ბ. ორდენის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდამ;
გ. ჯვაროსნული ლაშქრობების შეწყვეტამ;
39. საფრანგეთის რომელმა მეფემ მოაქცია რომის პაპი ე.წ. ავინიონის ტყვეობაში?
ა) ლუი IX ბ) ფილიპე II გ) ფილიპე IV
40. რა მოიტანა შედეგად ავინიონის ტყვეობის გამო რომში ახალი პაპის არჩევამ?
ა. დიარქია საერო და სასულიერო ხელისუფლების გაერთიანება
ბ. საქრისტიანოში დიდი საეკლესიო განხეთქილება სქიზმა
გ. სამოქალაქო ომი რომში

You might also like