You are on page 1of 2

საზღვაო-საქალაქო ცივილაზაციები.

ბერძნული პოლისები, სახელმწიფო მმართველობის


ფორმები

პოლისი-თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება, ქალაქ სახელმწიფო.

აკროპოლისი-გამაგრებული ბორცვი თემის მფარველი ღვთაების სამლოცველოთი და მის


წევრთა თავშეყრის ადგილით, აქ ცვლიდნენ საქონელს და წყვეტდნენ საჭირბოროტო
საკითხებს.

მმართველობის პოლიტიკური სისტემები:

მონარქია- „ერთმმართველობა“ მეფის ანუ ერთი პიროვნების მმართველობა, რომელიც


მემკვიდრეობით გადაეცემა. დინასტიური მონარქია, როგორც პოლიტიკური სისტემა,
საბერძნეთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ოლიგარქია-„ მცირეთა მმართველობა“-მმართველობას განახორციელებდა საზოგადოების


ელიტარული ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული
(დიდგვაროვანნი) ან ტიმოკრატიული (მდიდრები) პრინციპით.

ტირანია-ერთმმართველობა-პოლისში სახალხო მღელვარების შედეგად ერთპიროვნული


ხელისუფლება ამ გამოსვლების ერთ-ერთ თავკაცს გადაეცემოდა, სახალხო მხარდაჭერა მას
ხშირად შეუზღუდავ უფლებებს აძლევდა, ვიდრე ეს დინასტიურ მონარქს თუ
წარჩინებულთა ჯგუფს გააჩნდა.

ტირანიის მიმართ ერთსულოვანი იყო ბერძნების უარყოფითი აზრი, როგორც


მმართველობის ფორმის მიმართ, რადგან ხალხისა და ქვეყნის ბედის დამოკიდებულება
ერთი კაცის ნებასა თუ პიროვნულ თვისებებზე დიდი ხიფათის შემცველია.

დემოკრატია-„ხალხის მმართველობა“-დემოსი პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა

(პირდაპირი დემოკრატია და წარმომადგენლობითი დემოკრატია)

ბერძენ ფილოსოფოსებს არ მოსწონდათ არც ერთი პოლიტიკური სისტემა, პლატონის აზრით


ქვეყანა სპეციალურად შერჩეულ და აღზრდილ ფილოსოფოსებს უნდა ემართათ.

სპარტა: (უგალავნო პოლისი)

მდებარეობა-პელოპონესის ნახ. კუნძული, სამხრეთ საბერძნეთი

შექმნა: ძვ.წ. აღ-ის I ათასწ.- IX ს-დან შეიძლება სპარტაში სახელმწიფოს არსებობაზე საუბარი;

ძვ.წ. აღ-ის VIII-VII სს. სპარტამ ორი მესენიური ომის შედეგად დაიმორჩილა მესენია და
საბერძნეთის ყველაზე დიდი პოლისი გახდა

სპარტაში კანონების შექმნა უკავშირდება ლიკურგოსის სახელს.

მმართველობა:

სპარტას სათავეში ედგა ორი მეფე, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის


ფუნქციებს ასრულებდნენ.უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა
უხუცესთა საბჭო-გერუსია და სახალხო კრება (აპელა). რეალური ხელისუფლება ხუთი
არჩევითი ეფორისგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა- აკონტროლებდა ლიკურგოსის კანონების
შესრულებას.

საზოგადოებრივი ფენები:

სპარტიატები (დორიელები)-სამხედრო ელიტა

პერიეკები: პიროვნულად თავისუფალნი, მაგრამ პოლიტიკურ უფლებებს მოკლებული


იყვნენ. მიწათმოქმედების გარდა , ვაჭრობით და ხელოსნობით იყვნენ დაკავებული და რიგ
შემთხვევაში სამხედრო სამსახურიც ეკისრებოდათ

ჰელოტები: სრულიად უუფლებო ფენა, მოსავლის მეექვსედს აძლევდნენ სახელმწიფოს

მმართველობის ფორმა: სამხედრო ოლიგარქია

ლაპარაკის ხელოვნება -ლაკონიური ( მოკლე და საქმიანი ფრაზები)

ათენი

მდებარეობა-

მმართველობის ფორმა-

დრაკონი-

სოლონი-

კლისთენე-

სეისახთეია-

ეკლესია-

ბულე-

ისონომია-

ევპატრიდები-

დემოსი-

You might also like